შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (4)


27-06-2017, 00:51
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 026

დამაბრუნე წარსულში 18+ (4)

მირანდა ფალიაშვილის ერთ მყუდრო კაფეში იჯდა, სადაც კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა და მირიანს ელოდებოდა. უკვე ნანობდა, რომ მირიანს პაემანზე დასთანხმდა. ცოტა არ იყოს, ცუდი დრო მიაჩნდა ახლა რაიმე სახის ახალი ურთიერთობის წამოსაწყებად, ფლირტის დონეზეც კი.
მირიანმა მხოლოდ ათი წუთით დააგვიანდა. ესეც იმიტომ, რომ დათუნას დაავიწყდა ცოტა ადრე ეთქვა, პაემანზე დაგიპატიჟე გოგოო. მირანდამ მაშინ პირველად დაინახა კაცი დღის სინათლეზე. ჭრელი, ჭაობისფერი თვალები ჰქონდა მირიანს. ისე ანათებდა გარშემო, გეგონება შუშა ირეკლავს მზის სხივებსო.
- მაპატიე - თქვა მირიანმა.
- არაუშავს - გაუღიმა მირანდამ. - არც კი ვიცი, რატომ ვარ აქ.
- იმიტომ, რომ დილა შოკოლადიანი ბლინებით და ცივი ყავით დაიწყო, რას იტყვი? - შესთავაზა კაცმა მხიარულად.
- არჩევანი მაინც არ მაქვს და - მხრები აიჩეჩა ქალმა სიცილით. - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მოვწიო?
- არა - გაუღიმა მირიანმა.
მირიანს მთელს სამყაროში ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნდა მირანდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინოდა ან ეწეოდა. კვამლს ნაზად ჩაუშვებდა ხოლმე ფილტვებში და ოდნავ შეხსნილი ტუჩებიდან გარეთ ისე გამოაფრენდა, თითქოს ეშმაკთან მოთამაშე ანგელოზი ყოფილიყო. მირიანთან ყოფნისას, ყრუ ღიმილი დასთამაშებდა ხოლმე სახეზე. სწორედ ისეთი, გეგონება არც სიახლოვებს ჰპირდება კაცს, მაგრამ სიშორისთვისაც ვერ იმეტებსო.
- მომიყევი შენზე - სთხოვა კაცმა და მერე დაფიქრდა, მემგონი ცოტა სისულელე ვკითხეო, თუმცა მართლა ყველაფერი აინტერესებდა. ყველაფერი, მირანდას დაბადებიდან დღემდე - თითოეული დეტალი, გაღიმება, ემოცია, წყენა და ბედნიერება.
- რა მოგიყვე? - ოფიციანტის მოტანილ ბლინებს ღიმილით დახედა ქალმა. სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და ცივი ყავა მოსვა.
- ყველაფერი.
- ღმერთო ჩემო - გაოგნებისგან გაეცინა - ნამდვილად არ მეგონა, ვინმეზე ასეთ ეფექტს თუ მოვახდენდი ოდესმე. მითუმეტეს, შენნაირ კაცზე.
- მე როგორი ვარ?
- არ ვიცი - წამოცდენილი სიტყვები ინაინა მირანდამ. მირიანი მართლა „რაღაცნაირი“ აღმოჩნდა ქალისთვის. ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მისი გარეგნობისა და ასაკის ახალგაზრდა კაცების მსგავსად, ქალებს წინდებივით იცვლიდა. გოგონას თავიდანვე ეგონა, ერთი უარით სამუდამოდ მოიშორებდა. მირიანი მეორე დღეს სხვა ქალს გაიცნობდა და ერთი ჩვეულებრივი მსახიობის უარი აღარასდროს გაახსენდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ კაცთან სიახლოვის სურვილი თავიდანვე არ ჰქონია, მაინც უცნაურმა წინათგრძნობამ ათქმევინა თანხმობა დღევანდელ შეხვედრაზე. უცნაურმა წინათგრძნობამ და იმის განცდამ, რომ აქამდეც მრავალჯერ უნახავს, გამოლაპარებია მირიანს.
- და მაინც როგორი ვარ? - არ იშლიდა კაცი.
- მოდი გულახდილები ვიყოთ - ღრმად ამოისუნთქა მირანდამ - არ ვიცი, ჩემში რამ მიგიზიდა ასე, ზოგადად, თაყვანისმცემლების სიმრავლით ნამდვილად არ გამოვირჩევი. მითუმეტეს, შენი მსგავსი კაცები არასდროს არ წვალობენ ხოლმე იმისთვის, რომ მათთან ერთად ღამე ქუჩაში გავისეირნო ან ვისაუზმო.
- ჩემნაირ კაცებში როგორს გულისხმობ, მაინც ვერ ვხვდები.
- წარმატებულს, სიმპათიურს, ზრდილობიანს. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლია კომპლიმენტადაც მიიღო, მაგრამ, მოდი პირდაპირ გეტყვი... შენთან არ დავწვები. თუ ამისთვის ირჯები, სჯობს თავიდანვე გავარკვიოთ, მერე რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს არც ერთს.
- ოჰ, მირანდა, მირანდა - ამოიოხრა კაცმა და იმ წამსვე დასერიოზულდა - შენი აზრით, საწოლში ჩასათრევ ქალებს სფექტაკლებზე დავეძებ ხოლმე?
- არ ვიცი, სად დაეძებ.
- არ დავეძებ, თავისით მოდიან.
- გასაგებია - თვალები დახარა მირანდამ და შოკოლადიანი ბლინის ერთი ნაჭერი შეჭამა. ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა, ისევ...
- როცა ქალს მოსვენებას არ ვაძლევ, ესეიგი სექსის გარდა, სხვა რამეც მაინტერესებს. და ვერ ვხვდები, რატომ არ გყავს თაყვანისმცემლები. ერთი კაცების ტვინში ჩამახედა.
- კაცების? - გულწრფელად გაეცინა გოგოს.
- ჰო კაცების. ჩემი ძმა სულ იმას ამბობს, ყველა კაცი ერთნაირიაო და ეტყობა, მეც გადმომდო კაცებზე მესამე პირში ლაპარაკი.
- ჭკვიანი ძმა გყოლია - სიცილის აგრძელებდა მირანდა.
დროდადრო, როცა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, უსაზღვროდ გრძელ თმას ნაზად ისწორებდა ხოლმე ხელით და ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, გაუაზრებლად როგორ ხიბლავდა ამ მანერით მირიანს, რამდენად გრაზციოზული, დახვეწილი ჩანდა ხოლმე ასეთ დროს.
– ერთი ძმა გყავს? - ჰკითხა მირანდამ. მირიანს სახე დაუსერიოზულდა, თვალები აერია და უცნაურად მიაშტერდა ერთ წერტილს. ქალს არ გამოჰპარვია მისი სახის ასეთი სერიოზული ცვლილება, თუმცა ვერ მიხვდა, რა ჰკითხა არასწორად.
- ორი - უპასუხა მირიანმა მკიცედ. ალბათ ცხოვრებაში ასე დარწმუნებით არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ორი ძმა ჰყავდა და ვერასდროს ვერავინ შეედავებოდა. სულ რომ სამყაროს აღსასრული დამდგარიყო, ან კიდევ, რამე უბედურება დამართნოდა, ეს რაოდენობა მაინც უცვლელი დარჩებოდა - შენ? - კითხვა შეუბრუნა კაცმა. არ უყვარდა, პირველ პაემანზე ოჯახური მდგომარეობების განხილვა, მაგრამ რა ექნა? თემაში ჯდებოდა.
- არა, არც და, არც ძმა.
- ძალიან ლამაზი ხარ - ვერ მოითმინა მირიანმა. მირანდას გაეღიმა და თავი ოდნავ დახარა - და სიცილს ნუ მალავ ხოლმე, გიხდება.
- მადლობ - თქვა ქალმა წყნარად. - იცი, მალე უნდა გავიდე, რეპეტიცია მაქვს.
- დღეს მაინც მიგაცილებ დანიშნულების ადგილამდე. ხომ დარწმუნდი, რომ მანიაკი არ ვარ?
- არ ვიცი, ჯერ კიდევ ვორჭოფობ.
- სიმპათიური და საყვარელი მანიაკები ძალიან იშვიათია.
- სიმპათიური, რომ ხარ, გითხარი, მაგრამ საყვარელზე არაფერი დამცდენია. თუმცა....
- თუმცა, ეგეც ვარ ხო?
- როგორც გინდა - გაეცინა გოგოს.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, მირიანი ხშირად იხედებოდა მირანდასკენ, უთვალთვალებდა, როგორ ისწორებდა ქალი თმას: ჯერ ნაზად ყურზე გადაიწევდა, შეემდეგ ორივე ხელით უკან იგროვებდა და ცალ მხარეს გადმოიშლიდა ხოლმე. ქალმა ზუსტად იცოდა, რომ ასეთ დროს, მირიანის მზერა მისკენ იყო მომართული. ალბათ, განგებაც იქცეოდა ასე სათუთად და მომხიბვლელად
- ქმარს დიდი ხანია, რაც დაშორდი? - ჰკითხა მირიანმა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- სამი წელია.
- მაგარია - გაეღიმა კაცს.
- მაგარია, რომ ქმარს დავშორდი?
- ჰო, ძაან. რა, არა?
- რა ვიცი. უმამოდ სამი შვილის გაზრდა, ცოტა რთულია - ეშმაკურად გახედა მირანდამ და მისი სახის გამომეტყველებას დააკვირდა. მირიანს ქალის პასუხის გაგონებისთანავე ავტომატურად აეწია ცალი წარბი მაღლა.
- სამი შვილი გყავს? - აღმოხდა გაოგნებულს. ეშმაკური სიცილით დაუქნია მირანდამ თავი. - რა იყო, დაგეტოვებინა ცოტა ადგილი ჩვენი შვილებისთვისაც - სრული სერიოზულობით უსაყვედურა კაცმა.
- ღმერთო - სიცილისგან აფხუკუნდა გოგო. შემდეგ ხელი პირზე აიფარა და ისე ხარხარებდა.
- ყველაზე ლამაზი სიცილი გაქვს და შენ კიდევ, სახეზე ხელს იფარებ - უსაყვედურა მირიანმა ღიმილით. მირანდას არაფერი უპასუხია. ცოტა ხნით, ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ვერ იტყოდი, რომ სალაპარაკო თემის უკმარისობის ბრალი იყო. ეს სიჩუმე, ჯერ არ ჩასახული გრძნობების დაბადებას უფრო ჰგავდა, რომელიც სწორედ, უსიტყვო წუთებში იჩენდა ხოლმე თავს და ალივით ედებოდა ორივეს. - რა ჰქვიათ? - კვლავ მირიანი ალაპარაკდა.
- გეხუმრე - გამოუტყდა მირანდა.
- მეხუმრე თუ ჩემი თავიდან მოშორება სცადე მაგ უცოდველი სამი ბავშვით?
- არა, როგორ გეკადრება. უბრალოდ, მაინტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა შენი თავიდან მოშორება ამ უცოდველი სამი დაუბადებელი ბავშვით.
- ჩემი თავიდან მოშორება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება. - უთხრა მირიანმა სერიოზულად.
- რა გზით?
- მითხარი, რომ თავი დაგანებო და მეც დაგანებებ.
- კარგი.
- კარგი რას ნიშნავს?
- არაფერს, უბრალოდ კარგის.
- უცებ მეგონა, რომ ეგ „კარგი“ თავი დამანებეს ნიშნავდა.
- არა, არ ნიშნავს - მირიანისკენ გაიხედა ქალმა. ღიათაფლისფერი ლამაზი თვალები ჰქონდა და გრძელი წარბები.
- მიხარია - შვებით ამოისუნთქა კაცმა. - მოვედით
- შემოხვალ? - ისე ჰკითხა გოგონამ, თითქოს საღამოს პაემნის მერე სახლში ეპატიჟებოდა ვნებიანი ღამის გასატარებლად - არ ვიცი, რამდენად მოგეწონება რეპეტიციები, მაგრამ, თუ გინდა...
- ცოტა ხნით შემოვალ.
- კარგი - გაეღიმა მირანდას.
რეპეტიციების დროსაც, მხოლოდ სცენა ანათებდა. სხვა ყველაფერი ჩაბნელებული იყო, რეჟისორი კი პირველივე რიგში იდგა. მირანდა ცოტა შებოჭილად გრძნობდა თავს, როცა იცოდა, რომ სადღაც, იქვე შორე-ახლოს უცნობი, თუმცა უკვე ნაცნობი კაცის ფერადი თვალები ღიმილით უთვალთვალებდა.
- რაღაც, ძალიან დაბნეული ხარ დღეს ხო? - ჰკითხა რეჟისორმა, როცა უკვე მეორედ შეეშალა ტექსტი.
- მაპატიე, მაპატიე - სცენარს ჩაებღაუჭა ხელებით და გამალებით გააცეცა მთელს ტექსტზე თვალები. არადა, ყველაფერი მშვენივრად იცოდა.
- შეყვარებული ხო არა ხარ? - ჰკითხა ნატალიმ. მირანდამ თვალები დაუბრიალა, წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ მირიანს ეს ყველაფერი ესმოდა.
- ვაგრძელებთ - ნატალიას კითხვას თავი აარიდა და ამაყად გამოაცხადა გოგომ.
- ვაგრძელებთ მირა - გაეცინა რეჟისორს.
მირიანი მიხვდა, ვისი ბრალი იყო მირანდას ასეთი დაბნეულობა, მაგრამ ვერ წყდებოდა იქაურობას. ვერ წყდებოდა გოგოს, რომელიც გამალებით, მთელი გრძნობით გადმოსცემდა თავისი პერსონაჟის ტექსტს. ზოგჯერ, ენა ებმეოდა და ერთ სიტყვას ასჯერ იმეორებდა, მერე თვალებს ხუჭავდა და ჩუმად, თუმცა მაინც გასაგონად ეუბნებოდა საკუთარ თავს: „ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა“. გრძელი თმა დაეხვია და თავზე დიდი კოსა წამოეჭიმა, თითქოს ყველა ქცევით, მირიანს განგებ აიძულებდა, გინდა თუ არა, სასწრაფოდ შემიყვარეო. ბოლოს, თვითონაც ვეღარ გაუძლო მირანდას წამების ყურებას, მშვენივრად იცოდა, რომ ქალის ტექსტის არევ-დარევის, დაბნევის მიზეზი თავად იყო. წამოდგა და წამოვიდა, სამსახურისთვისაც უნდა დაეთმო ცოტა დრო.

* * *

- გაგიჟდი ხო? - ხარხარებდა ნატალი.
- რატო გავგიჟდი? - დაუბღვირა მირანდამ.
- გუშინ, ლამის მოკალი დღეს კიდე, სპექტაკლის დაწყებისას კულისებიდან უთვალთვალებდი, ხომ არ არისო .
- მირიანს არ ვუყურებდი. მაინტერესებდა, ჩემიანი ხომ არ იყო ვინმე მოსული.
- მაგალითად, ბიძაშენი? ხო იცი, ვერ იტანს ეგ თეატრს.
- არ გამახსენო - თვალები გადაატრიალა მირანდამ - რაც მე ბავშვობაში ვიბრძოლე, რომ მსახიობი გავმხდარიყავი, ეგეთი ბრძოლის გამოვლა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დამჭირდება მემგონი.
- რას იზამ, მემგონი წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმები აქ შენს ბიძიკოს. სამაგიეროდ, მაგარი კაცი დაირტყი. - წარბები ეშმაკურად აათამაშა ნატალიმ.
- მაგას ნუ ამბობ. არავინაც არ დამირტყია - გაიბუსხა მირანდა - უბრალოდ, ყველგან ეგაა, სადაც არ უნდა გავიხედო და ბარემ, ვიცნობდე მაინც.
- მაგითი გაიმართლე შენ თავი.
- ოოო, ტვინი წაიღე უკვე რაა. ეგრე თუ მოგწონს, გაგაცნობ კარგად და იქნებ გაუგოთ ერთმანეთს. - ბავშვურად გამოუყო ენა მირანდამ მეგობარს.
- ანუ არ მოგწონს ხო? - გაბრაზდა ნატალი.
- არ მომწონს, უბრალოდ თვითონ დამყვება აქეთ-იქით - თავისას არ იშლიდა მირანდა - მამაკაცთან ურთიერთობები საჩემო აღარაა უკვე კაი ხანია.
- მოიდე ობი ფეხებშუა?
- კი, ზოგჯერ იმასაც ვგრძნობ ხოლმე, აბლაბუდაში გახვეულ ბუზებს როგორ შეექცევიან რვაფეხა ობობები.
- ცოტა ორგა*მი არ გაწყენდა, გეუბნები, მშვენიერი კაცია მეთქი.
- სექსის ხამი ხარ რააა - ზიზღით დაიჭყანა მირანდა და გარეთ გავიდა. კარისგაღებისთანავე ფეხებთან ვარდების დიდი თაიგული შეეჩეხა. - აქ იყო - ჩაილაპარაკა თავისთვის, წყნარად და აღელვებისგან ლოყები შეუწითლდა.
- ვინ იყო? - ჰკითხა ნატალიმ.
- ამის დედაც - წამოიყვირა მოულოდნელად გაბრაზებულმა, ისევ გასახდელში შევარდა ალეწილი სახით.
- რა ხდება? - გაოგნდა ნატალი დაქალის ხასიათის ასეთ ცვლილებაზე.
- აქ იყო, ყვავილები დამიტოვა.
- მერე, მაგას რა სჯობს?
- რა რა სჯობს გოგო - თითქმის ყვირილამდე მისულიყო გამძვინვარებული მირანდა. თან ხვდებოდა, რომ თავისი ბრალი იყო ყველაფერი და ალბათ, საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ასე ძალიან. - სცენაზე, რომ არავინ მომცა თაიგული და თან პირველ რიგებშიც ვერ შევამჩნიე, ვიფიქრე, ვერ მოვიდათქო. შუადღისას მომწერა, რაღაც საქმე მაქვსო. მაგრამ მემგონი მაინც მოვიდა და აქ მელოდებოდა - სიბრაზე სინანულში გადაეზარდა გოგოს, ცხვირი ჩამოუშვა და დაღონებული, მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
- გაიგონა ვითომ?
- ხმა ძალიან გადის გარეთ - ტუჩის კუთხეები გაუცნობიერებლად ჩამოეწია დაბლა. ტელეფონს დასტაცა ხელი, მაგრამ ვერ გაბედა მისთვის მიწერა.
- წამო, ბარში დავადგეთ. - შესთავაზა ნატალიმ.
- და რა გავაკეთო? ვკითხო, ხომ არ გაგიგია, შენზე რეებიც წამოვროშეთქო?
- არა, უბრალოდ წავიდეთ. ეგ შენი მირიანი მიშოს დის შეყვარებულის ძმაკაცი აღმოჩნდა.
- ვაიმეე, მემგონი ნათესავად მეკუთნის - გაეცინა მირანდას. მერე, იქვე მარტოსულად დადებული ყვავილები გაახსენდა, ხელი დასტაცა და მუხლებში ჩაიდო.


თავების სიმცირეზე ნუ მომკლავთ ხოლმე რაა. ვმუშაობ, ვსწავლობ და "პახოდუ" ვწერ... მადლობ ტაროს კარტს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მიყვარხართ ყველა ჩემი მკითხველი <3
პი.ეს. პრეზიდენტიც მალე იქნებაскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Eka

Taros karti ra shuashi iyo?

 



№2 სტუმარი tamari

kargia momewona.erti txovna maqvs. ikneb mtavari personaji miriani cota mkacri da uxeshi gaxado.da kidev ar gaaubralovo es motxroba.kargia me momewona... droebit veli shemdeg tavs

 



№3 სტუმარი Guest autumn

tamari
erti txovna maqvs. ikneb mtavari personaji miriani cota mkacri da uxeshi gaxado.


მე მაპატიეთ , მაგრამ joy joy joy joy joy

 



№4  offline წევრი Cavello

Guest Eka
Taros karti ra shuashi iyo?

Guest Eka
Taros karti ra shuashi iyo?

მადლობა ღმერთოს მაგივრად, ენ ჯეინი "მადლობა ტაროს კარტს" ამბობს ხოლმე. (მემგონი სატანისტია

 



№5 სტუმარი Guest Tatu

Dzalian momwons <3

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tamari
kargia momewona.erti txovna maqvs. ikneb mtavari personaji miriani cota mkacri da uxeshi gaxado.da kidev ar gaaubralovo es motxroba.kargia me momewona... droebit veli shemdeg tavs

უხეში და "კოჭებს დაგიხვრეტავ გოგო" ბიჭები ჩემში იწვევენ საოცარ ზიზღს და ამიტომ, ჩემი არც ერთუ დადებითი პერსონაჟი მამაკაცი არასდროს არ იქნება უხეში :დდ მამაკაცურობას თუ გულისხმობ, ეგ საერთოდ სხვა თემაა.
Cavello
Guest Eka
Taros karti ra shuashi iyo?

Guest Eka
Taros karti ra shuashi iyo?

მადლობა ღმერთოს მაგივრად, ენ ჯეინი "მადლობა ტაროს კარტს" ამბობს ხოლმე. (მემგონი სატანისტია

შენ აქ ჭორებს ნუ მიყრი.
Guest Eka
Taros karti ra shuashi iyo?

სიტყვის მასალად ვხმარობ. აი, ადამიანები, როცა ამბობთ "ვაი დედა", მე "ვაი ტარო"-ს ვამბობ.

Guest Tatu
Dzalian momwons <3

მადლოობ <3

 



№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწაული გოგო ხარ შენ.კარგი არის.ყველაზე მეტად წითური გოგონა და გიორგი მაინტერესებს.იმედია მალე გავერკვევი, მაინტერესებს ჩემი ფიქრები თუ გამართლდება.პრეზიდენტიც თუ იქნება მალე ხომ კარგი.სანამ უნდა იყოს ლევანი გულწასული smile
--------------------
ლანა

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

La-Na
სასწაული გოგო ხარ შენ.კარგი არის.ყველაზე მეტად წითური გოგონა და გიორგი მაინტერესებს.იმედია მალე გავერკვევი, მაინტერესებს ჩემი ფიქრები თუ გამართლდება.პრეზიდენტიც თუ იქნება მალე ხომ კარგი.სანამ უნდა იყოს ლევანი გულწასული smile

ვაიმე, რა საყვარელი ხარ :დდდ გოგო, ლეო ჯერ გდია და გონზე რო მოვა დავწერ რასაც იტყვის :დდდ

 



№9  offline ადმინი მწარე

აუუ წაიკითხე წაიკითხეო აჰა ბატონო წავიკითხე და იმდენად გაურკვევლობაში ვაარ რომ არვიცი რას გვიზამდებ ხოდაა საღო "ლ" შენ ნუ რა სიფსიხეა ^_^ გელოდებიი <3
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მწარე
აუუ წაიკითხე წაიკითხეო აჰა ბატონო წავიკითხე და იმდენად გაურკვევლობაში ვაარ რომ არვიცი რას გვიზამდებ ხოდაა საღო "ლ" შენ ნუ რა სიფსიხეა ^_^ გელოდებიი <3

მაინც საცემი ხარ და ერთხელ იქნება სახრეთი აგიჭრელებ ერთ ადგილს :დდდდდდდდდ

 



№11 სტუმარი ია

შენს მოთხრობას მთავარია გადავაწყდე ხოლმე

 



№12  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

საოცრება ხარ.
შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და აღბრთოვანებული ვარ შენი წერის ნიჭით. ბევრჯერ მექნება ნათქვამი, როგორ მიყვარს შენი სტილი და ახლაც იმავეს გავიმეორებდი.
ეს ისტორია სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება. იმის თქმა არ მინდა, რომ ისინი ჰგავდა ერთმანეთს, უბრალოდ მიხვდებოდი რომ შენი ხელწერა იყო. ეს ისტორია და პრეზიდენტი სულ სხვა განზომილებაა. ორივე საოცრად მიყვარს და იმედი მაქვს, შენი სხვა ისტორიებიც შემიყვარდება უახლოეს მომავალში.
წარმატებებს გისურვებ ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Lollipop :))
საოცრება ხარ.
შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და აღბრთოვანებული ვარ შენი წერის ნიჭით. ბევრჯერ მექნება ნათქვამი, როგორ მიყვარს შენი სტილი და ახლაც იმავეს გავიმეორებდი.
ეს ისტორია სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება. იმის თქმა არ მინდა, რომ ისინი ჰგავდა ერთმანეთს, უბრალოდ მიხვდებოდი რომ შენი ხელწერა იყო. ეს ისტორია და პრეზიდენტი სულ სხვა განზომილებაა. ორივე საოცრად მიყვარს და იმედი მაქვს, შენი სხვა ისტორიებიც შემიყვარდება უახლოეს მომავალში.
წარმატებებს გისურვებ ❤

მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი გვერდში დგომისთვის. თუ დამენახები მომვალში, კარგი იქნება, რადგან ძალიან მიწყობს ხელს შენი შეფასებები უკვე დიდი ხანია <3

 



№14 სტუმარი GaFFeNniLI

ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

GaFFreNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

da kide male dade ra((

GaFFeNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

GaFFreNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

da kide male dade ra((

 



№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

GaFFeNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

GaFFreNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

da kide male dade ra((

GaFFeNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

GaFFreNniLI
ai dzaan jigari gogo xar.... imenna sheni fani var da demevase simon :ddddd (es shutkashi :dd) pirvelad vdeb komentars shens motxrobaze, mezareba xolme calcalke wera da orive motxroba dzaan magaria :**** imena chemi kumiri gaxdi <33333

da kide male dade ra((

ძაან საყვარელი ხარ <3 შენ გაიხარე heart_eyes heart_eyes მალე დავდებ, მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent