შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო (სრულად)


27-06-2017, 16:50
ავტორი okay
ნანახია 6 329

არ დამივიწყო (სრულად)

ფერებზე წერა მომნატრებია. სრულად ატვირთვაც მომნატრებია. ორ დღეში დაწერილი ამბებიც. რაღაცნაირი ამბები. ის, რაზეც არის ეს თეთრი ფერის ისტორია, მე ძალიან მაწუხებს. მართალია, მე ეს ყველაფერი გამოვიგონე, მაგრამ ის გამოვიგონე, მაგრამ ის რაზეც ვწერ, მართლა არსებობს, ჩვენს ირგლივ უამრავი ადამიანი იტანჯება ამით და არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. ეს ისტორია, ჩემთვის იმაზე მეტია ვიდრე რიგითი ისტორია და მინდა, თქვენც გაიგოთ ცოტათი მაინც ჩემი სათქმელი. ძალიან მიყვარხართ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმისთვის, რომ ჩემს პესიმისტურ-ნეგატიურ-ბოროტულ ისტორიებს კითხულობთ და რა თქმა უნდა, მე ველოდები თქვენს შეფასებებს.
-------------------------–-------------
პროლოგი:
ურთიერთობები. გრძნობები. ემოციები. ოჯახი. მოგონებები.
გვგონია, რომ მათზე ძლიერი არაფერია. არადა რეალურად, თითოეული მათგანი ჩვენს გონებაზე სუსტად მოკიდეული ხავსია, რომლის გასრესაც ძალიან, ძალიან მარტივია.
ვინ ხარ?
სად ხარ?
ვისთან ერთად ხარ?
როგორ ხარ?
ვინ იყავი გუშინ და ვინ გინდა გახდე ხვალ?
შენთვის მარტივია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა, მაინც არ გყოფნის ეს ცოდნა. მეტი გინდა.
მინდა იცოდე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელებიც არ არსებობენ. ვერაფერი გაიგე? მაშინ ყურადღებით მისმინე, თითოეული სიტყვა გააანალიზე და რაც მთავარია - შენი თავი წარმოიდგინე მის ადგილას.
ჰო, მე მინდა მოგიყვე ადამიანზე, რომელიც დაივიწყეს.
****
ნაწილი პირველი. - მელიტა.
(ის დედაჩემი იყო.)
---
16 წლის წინ დავიბადე. სახელი დედაჩემმა შემირჩია.
მელიტა.
საშინლად არ მომწონდა ჩემი სახელი, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის განსაკუთრებული მეჩვენებოდა და მეგონა, ჩემნაირ არაფრით გამორჩეულ გოგოს, ცოტა სასაცილო ს ხდიდა.
აი, დედაჩემს კი ძალიან მოუხდებოდა. საერთოდაც, მას ყველაფერი უხდება. თითქოს უზარმაზარი, ბრწყინავი მარგალიტია, რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს, ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, მაინც ახერხებს და ყველასა და ყველაფერს აცისკროვნებს. თავის მომხიბვლელ შუქში ხვევს.
მისი ქერა თმები, სწორი ცხვირი და ჭაობისფერი თვალები, ყოველთვის იწვევდა და იწვევს ჩემში აღფრთოვანებს. მოურიდებლად ვუყურებ მის უნაკლო ფორმებს და ხანდახან მშურს კიდეც, რომ მე მას არაფრით ვგავარ.
მითუმეტეს ჯაგარივით უხეში, შავი თმით და თაფლისფერი, დიდი თვალებით.
...
- აბა, დროა სურვილი ჩაიფიქრო! - ხელის ნაზი შეხება ვიგრძენი მხარზე და წამიერად მოვწყვიტე თვალი უზარმაზარ ტორტს.
სიყვარულით სავსე თვალებით მომჩერებოდა დედაჩემი. კმაყოფილი საკუთარი თავით, რომ ასეთი საოცარი დღე მაჩუქა.
- ჩავიფიქრე! - როგორც ყოველ დაბადების დღეზე, ახლაც ვიცრუე და ყალბად გავიღიმე. ისედაც ვიცი, რომ სურვილები არ სრულდება. რომ სასწაულები არ არსებობს. გაქვს ოცნება? მაშინ უნდა იბრძოლო და თავად აიხდინო.
მერე ღრმად შევისუნთქე ჰაერი, რამდენიმე წამით სუნთქვა შევიკავე და სწრაფად გავათავისუფლე ფილტვები ნახშირორჟანგისაგან. რამდენიმე სანთელი, კვლავ ჯიუტად აციმციმებდა ცეცხლის პატარა ნამცეცს.
- დაგეხმარები! - სიცილით მითხრა დედაჩემმა და დარჩენილი სანთლები ჩააქრო.
ოთახი ახმაურდა. ათობით ხელმა, რამდენჯერმე დაუკრა ტაში, რასაც უზარმაზარი ჭაღის ათასფრად აელვარება მოყვა. მომაჯადოებელ ნათელში ჩაიძირა ოთახი და იმავე ნათელმა შემოსა ნაცნობი თუ უცნობი სტუმრები. დედაჩემის მეგობრები, დედაჩემის თანამშრომლები, დედაჩემის ნათესავები, დედაჩემის მეზობელები. ჩემს დაბადების დღეზე შეკრებილი ყველა დედაჩემის ნაცნობი.
- ბედნიერი ხარ? - მხარზე თავი ჩამომდო. მისი ტალღოვანი თმები ჩემს სახეზე გადმოიშალა.
- ძალიან. - თავი დავუქნიე და ხელი ყელზე მოვხვიე. საოცარი სურნელი ჰქონდა!
- LUCK FOR HER. - მაშინვე მიმიხვდა და თვალი ჩამიკრა.
განაბულმა შევხედე და ვინ იცის, მერამდენედ ვიგრძენი სიამაყე მის გამო. მისი ახალგაზრდული, სიცოცხლით სავსე აღნაგობის თუ სულის გამო.
- მამა არ მოვა? - ხელი მის გამოწვდილ ხელს შევაგებე და ხმამაღლა ვკითხე, მუსიკის ხმის ჩასახშობად.
- ხვალ დილით აქვს ფრენა. - კვლავ შემახსენა და გამშორდა.
ოქროსფერი, ტანზე მომდგარი კაბა საოცრად უხდებოდა. წამიერად, შემრცხვა კიდეც, რომ მე მასთან შედარებით ზედმეტად უბრალო და უშნო ვიყავი. ვიგრძენი, რომ მე მისი ჩრდილისიგან ვერასოდეს გავითავიფულებდი თავს. მე ყოველთვის ვიქნებოდი ირინე ჟღენტის ქალიშვილი და არასოდეს მელიტა მელიქიშვილი.
- არ იცეკვებ? - ვიღაცამ ჩემს თავს ზემოთ დაიყვირა. უკმაყოფილოდ წამოვდექი და საცეკვაოდ გავყევი.
შუა ოთახში, დედაჩემი ცეკვავდა ჩემს კლასელებთან ერთად და ხმამაღლა იცინოდა.
საოცარი ქალი იყო! ბრწყინავდა, ანათებდა, უნებლიედ ყველა მას მისჩერებოდა, მისით მონუსხული. მისი წკრიალა ხმა გაისმოდა ყველგან და სასიამოვნოდ ელამუნებოდა თითოეულ მსმენელს.
მე ვაღმერთებდი მას! დედაჩემს, რომელიც ყველაზე დიდებული ქალი, ყველაზე მზრუნველი დედა და ყველაზე მოსიყვარულე ცოლი იყო ამ ქვეყნად!
- რა კარგად ცეკვავს, არა?! - ჩემმა მეწყვილემ მისკენ გაიხედა და გაიღიმა.
მის სახეზე, რამდენიმე ფერის შუქი გადადიოდა და ვერაფრით ვარკვევდი, რა ფერის თვალები ჰქონდა.
- ძალიან! - მეც გავიღიმე.
მაშინ, როცა დავტრიალდი და მისმა ხელმა შემაჩერა, მუსიკაც შეწყდა. მოცეკვავეებმა, უკმაყოფილოდ გადახედეს ერთმანეთს, თუმცა ეს ღელვა მალევე ჩაცხრა. მუსიკალურ ცენტრთან მდგარი მამაკაცის დანახვისთანავე.
- მამა! - ბედნიერმა ვიყვირე და მასთან მივირბინე. ხელები შემოვხვიე და მოულოდნელი სიურპრიზისა და ემოციებისაგან, თვალები დავხუჭე.
- ყველაზე კარგ გოგოს, ვულოცავ დაბადების დღეს! - გაიცინა.
- ოჰ, შენ დღეს ყველანი გაგვაოცე! - ირინე წარბაწეული უყურებდა ქმარს და ძლივს იკავებდა ღიმილს.
- ჩემი საყვარელი ცოლი... - მამამ ხელები გამიშვა და დედას მოეხვია. მერე რამდენჯერმე დაატრიალა და მოწონების ნიშნად, თავი დაუქნია.
- ჩემი ლამაზი ცოლი, ჩემი საყვარელი ირი... - ხელი მოჰხვია და საცეკვაოდ გაიწვია. ამ ჟესტს, მოჰყვა მუსიკის ხელახლა ჩართვა და კიდევ უფრო მეტი მხიარულება.
სიხარულისგან, სიამაყისგან თუ ემოციებისაგან მთვრალს, უკვე მიჭირდა თავის შეკავება და უმიზეზოდ ვიცინოდი. ხან დედას ვკოცნიდი, ხან მამას მივუჯდებოდი გვერდით, ხან საჩუქრებს ვათვალიერებდი მალულად.
ვგრძნობდი, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ვიაზრებდი, რომ საუკეთესო ოჯახი მყავდა, საუკეთესო მშობლები.
- მელიტა, მელი! - ყველა კუთხეში გაისმოდა და უკვე აღარ ვიცოდი, რომელი ერთისთვის გამეცა პასუხი...
....
დილით, ადრიანად გამეღვიძა.
როგორც კი თვალები გავახილე, ფერადი ყუთებით სავსე იატაკი შევნიშნე.
- არაა! - ბედნიერმა ვიყვირე და საწოლიდან ლამის გადმოვფრინდი. სამწუხაროდ, წარუმატებლად. თეთრეულში გახვეულმა ფეხმა, ძირს ხმაურით დამანარცხა.
- კარგად ხარ? - კარს მიღმა ჩასაფრებულმა ირინემ ვეღარ შეიკავა თავი და მალევე შემოყო თავი ოთახში.
იატაკზე მწოლიარე რომ დამინახა, მაშინვე შემოვიდა და ჩემთან ჩაიმუხლა.
- დემე, მოდი და ეს მოუხერხებელი გოგო ამატყავებინე იატაკიდან! - გადაიხარხარა და კარისკენ გაიშვირა ხელი.
მამაჩემი, ახალგაზრდული ნაბიჯებით შემოიჭრა ოთახში და ხელში ატატებული მიმიყვანა სავარძლამდე.
- აბა, მოუსვენარო გოგონავ, საჩუქრები დავათვალიეროთ! - მერე სწრაფად შემოაცალა შესაფუთი პარკი რამდენიმე ყუთს.
მამაჩემი, 45 წლის, მაღალი კაცი იყო. ასაკთან შედარებით ბევრად მხნე და სიმპათიური, სწორედ ისეთი, როგორიც დედაჩემს შეეფერებოდა.
ირინე კი უკვე 42 წლის იყო, მაგრამ როცა თვალს მოკრავდით, 30 წელზე მეტს, ვერანაირად ვერ ჩათვლიდით მის რეალურ წლოვანებად.
ეს ორნი, ბევრის აზრით ქალაქში კი არა, ქვეყანაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი იყვნენ. ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული და სიცოცხლე მოწყურებულნი.
...
როცა ბედნიერი ხარ, წარმოდგენაც კი არ შეგიძლია, რომ ოდესმე შეიძლება შენი ცხოვრება შეიცვალოს, შენი მდგომარეობა გაუარესდეს. თუმცა რეალობა, ისე მტკივნეულ სილას გაგაწნის, რომ უფრთო პეპელასავით დაენარცხები მიწას.
მე მაშინ, წარმოდგენაც კი არ შემეძლო...
...
გვიანი ღამე იყო, მისაღებ ოთახში ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. დედას ხელში პულტი ეჭირა და ნერვიულად ათამაშებდა. მუდმივად მშვიდი ადამიანისაგან, ეს უმპულსური ქცევა გამიკვირდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
- აღარ შემიძლია ამ სულელური ფილმის ყურება! - მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და ოთახში გაიარ-გამოიარა.
- გადართეთ! გადართეთ-მეთქი! - წყენით გადმოგვხედა და მერე რაღაცის ძებნას შეუდგა.
ხან კარადის უჯრებს აღებდა, ხან ბალიშებს უცვლიდა ადგილს.
- რას ეძებ? - მამამ ღიმილით გადახედა.
- პულტს! - უკმეხად შეეპასუხა ირინე და ძებნა განაგრძო.
- ხელში გიჭირავს. - მე და დემემ ერთდროულად ვუთხარით და გაგვეცინა.
დედა ადგილზე გაშეშდა. მერე თვალი ხელში მოქცეული პულტისაკენ გააპარა და ჩაეცინა.
- ოჰ, თქვენ ოღონდ ადამიანი რამეში გამოიჭიროთ! - ნერვიულად გაიცინა და კვლავ ძველ ადგილას დაჯდა.
- ჩემი ლამაზი ირი... - მამამ თავი მხარზე ჩამოდო და თვალები დახუჭა.
დამშვიდებულმა ირიმ, ჯერ გაუღიმა, მერე კი შუბლზე რამდენჯერმე აკოცა.
**
ჩემი მშობლები, ერთი და იმავე კომპანიაში მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, ორივენი ერთად გადიოდნენ სახლიდან და ასევე ერთად ბრუნდებოდნენ. ბოლო თვეები, ირინე განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა. ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ რაღაც პროექტი მოემზადებინა და დაემუშავებინა. ჩვენც, როგორც შეგვეძლო ვეხმარებოდით და ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად შეგვეწუხებინა. მამა კი ხშირად რაღაც შესწორებებს აძლევდა და ნახაზებში მცირე ცვლილებები შეჰქონდა. ჩემთვის კი ისეთივე უცნობი იყო ყველაფერი, როგორც ჩინური დამწერლობა.
პროექტის წარდგენის დღემდე, სულ რაღაც ერთი თვე იყო დარჩენილი და ჩვენც, უნებურად ვღელავდით.
...
ერთ დილას, როცა ოთახიდან ფეხშიშველი გამოვედი და დედაჩემის ოთახთან ჩავიარე, გაოცებული გავჩერდი. თაროებიდან ნივთები უწესრიგოდ ამოეყარა და მათ შორის, რაღაცას ეძებდა. ბოლო დროს, ხშირად ემართებოდა ასე. ავიწყდებოდა რას სად დებდა.
- რას ეძებ, დე? - კარი ოდნავ შევაღე.
- ჩემს... ჩემს ყავის ფინჯანს.
- კი მაგრამ, ყავის ფინჯანს საძინებელში რატომ ეძებ? სამზარეულოში იქნება. - გამეცინა.
- ჰო. მართალი ხარ. - სერიოზული სახით შემომხედა და ზურგი მაქცია. მერე კი ნივთების ჩალაგებას შეუდგა.
მოგვიანებით, როცა საძინებელი ოთახიდან გამოვიდა, თვალები ამარიდა და თავისთვის ჩაილაპარაკა - ნელ-ნელა ვბერდები, მელიო.
...
რამდენიმემ მითხრა, ირინე შეცვლილი მეჩვენებაო. მამაც იმავე აზრზე იყო. დედა თავს ნაკლებად უვლიდა, უმიზეზოდ ბრაზდებოდა, სულ გაღეზიანებული იყო და ჩვენც, უფრო ცივად გვექცეოდა.
ეჭვები გვჭამდა ყველას, თუმცა რა ხდებოდა, ჯერ გაურკვეველი იყო ჩვენთვის.
***
მომდევნო კვირას, როცა სამსახურიდან დაბრუნდნენ, დედა ყვირილით შემოვიდა შინ.
- ეს რა ჯანდაბაა?! რას გავს აქაურობა?! - თან შეშლილივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.
- რაზე ამბობ? - მის დანახვაზე უნებურად მეღიმებოდა, სიყვარულით.
- შენ რა, დამცინი? - ადგილზე გაშეშდა და ბრაზით აენთო თვალები. - ეს უკვე მეტისმეტია!
თავი გადააქნია და ჩემკენ წამოვიდა. ისე ჩამიარა გვერდი, არ შეჩერებულა, თუმცა მხარი კი ძლიერად გამკრა და ადგილზე შემაქანა.
- რა სჭირს? - თვალები ცრემლებით ამევსო და ვერაფრით მოვახერხე თავის შეკავება.
მამა დაბნეული მიყურებდა. იგი, ჩემზე მეტად განიცდიდა. მას ჩემზე მეტად სტკიოდა.
***
როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც ასე ველოდით. მე და დემე, ბოლო დღეების ცვლილელებს, ნერვიულობას და გადაღლილობას ვაბრალებდით. ამ ყოველივეს კი, სულ მალე მოეღებოდა ბოლო.
სკოლის გაცდენის ნებართვა ავიღე და ვითხოვე, მეც დავესწრები დედას პრეზენტაციას-მეთქი.
- დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. - დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ირინე ძლიერად ჩამეხუტა და გამშორდა.
ნელ-ნელა, უზარმაზარ, წითელ დარბაზში ყველა ადგილი შეივსო.
დედა ცენტრში იდგა, როგორც ყოველთვის, ახლაც ყურადღების ცენტრში იყო და თამამად იღიმოდა. მის წინ, მინის მაგიდაზე ქაღალდები ეწყო. ხოლო ფართო ეკრანზე, სლაიდები გამოდმებით იცვლებოდა.
- მე მოხარული ვარ, რომ მობრძანდით. - ირინემ ამაყად დაიწყო და თვალებში ჩვეული სხივები აუკიაფდა. სწორედ ის, რომელიც მაშინ ჩნდებოდა, როცა ყველაფერს აკონტროლებდა. - მე ამაყი ვარ იმით, რომ მსგავსი მნიშვნელობის მქონე პროექტს წარმოგიდგენდ. მინდა გითხრათ რომ იგი... - აქ შეჩერდა.
საუბრისას ოდნავ გაშლილი ხელები, ადგილზე გაუქვავდა. პირი ოდნავ დააღო და ჩამქრალი, უემოციო თვალებით გადახედა იქ შეკრებილ საზოგადოებას. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ.
- მიდი, მიდი... - რამდენჯერმე გულში გავიმეორე და თვალები ცრემლებით ამევსო.
ირინე თითქოს სხვა ადამიანად იყო ქცეული. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად იყო და რას აკეთებდა.
- განაგრძეთ! - დარბაზიდან რამდენიმემ წამოიძახა.
დედაჩემმა თავი დახარა და შევნიშნე, როგორ აუცახცაცდა მხრები. ხელები სახეზე აიფარა და ადგილიდან არ დაძრულა.
დარბაზს უკმაყოფილების განცდამ გადაურა. უხერხული დუმილი, უკვე ყველასთვის შესამჩნევი გახდა.
როცა დედამ თავი ასწია, ხელები კი უმწეოდ ჩამოუშვა, თვალები აწითლებული და სველი ჰქონდა. მერე ერთი ყრუდ ამოიგმინა და ოთახიდან გარეთ გაიჭრა. დემე თითქმის მაშინვე ფეხზე წამოხტა და უკან გაედევნა. მეც, რა თქმა უნდა მას მივბაძე.
..
მამა ქალების ტუალეტის კარს მთელი ძალით ურტყამდა ხელებს და ღრიალებდა, ირინე სასწრაფოდ გამიღეო. თუმცა, დედა არაფერს აკეთებდა. გული მიკვდებოდა, როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი ჩემს მშობლებს. თითქოს სამივენი ჩვენი ბედნიერი ცხოვრების ნანგრევებში ვიდექით და ზეცას მიშტერებული ვცდილობდით ჩვენი უბედური ყოფის დავიწყებას.
მერე კარები გაიღო. ირინე მკაცრი სახით გამოვიდა და მამას პირზე ააფარა ხელი.
- არაფერი მითხრა! - მერე მე მომიტრიალდა, - არც შენ!
უხმოდ დავუქნიეთ თავი.
სანამ სახლამდე მივიდოდით, არც ერთს აღარ ამოგვიღია ხმა. თითქოს ვგრძნობდით, მოსალოდნელ განსაცდელს.
...
- დაღლილობის ბრალია, დაღლილობის... არანაირი ექიმი მე არ მჭირდება! დავისვენებ და უკეთ ვიქნები. - ხელებგაშლილი ყვიროდა დედა და ვერ ბედავდა, დემესთვის სახეში შეხედვას.
- უბრალოდ გაგსინჯავს... მეტი არაფერი! გთხოვ. გემუდარები, წამომყევი! მე თუ გიყვარ...
- გაჩუმდი! - ირინე მასთან მიიჭრა და ჩაეხუტა.
***
სამივენი ერთად ვსადილობდით. დაძაბულობას თითქმის გადაევლო, რადგან რამდენიმე კვირა იყო უკვე გასული.
- ვაშლი მინდა. - ჩემთვის, ჩუმად დავიწუწუნე.
- მოგიტან ახლავე! - როგორც ადრე, არც ახლა დაიზარა დედამ წამოდგომა და სამზარეულოში ღიღინით გავიდა.
უკან ხელდამშვენებული დაბრუნდა. კალათა მოჰქონდა და ხმადაბლა სიმღერას აგრძელებდა.
რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ჩემამდე, როცა ხელები მოუდუნდა და კალათა გაუვარდა. მწვანე ვაშლები მოუსვენრად გაგორდნენ ყველა მიმართულებით. თავად ირინე კი გახევებული იდგა, ნიკაპი აუცახცახდა, სახე მოღრეცილმა, ზიზღით დახედა საკუთარ ხელებს და სიმწრისგან ყველა ნერვები დაეჭიმა.
მე სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ვაშლები ავკრიფე.
მამა თავდახრილი იჯდა და ხმას არ იღებდა.
- უბრალოდ გამივარდა! მეტი არაფერი! უბრალოდ გამივარდა! - დედამ ბრაზით წარმოთქვა და კვლავ სამზარეულოში გავიდა.
***
მომდევნო დღეებში, თითქმის არ ვცემდით ხმას ერთმანეთს.
მანქანაში გვერდი-გვერდ ვისხედით და სკოლაში მივდიოდით. უკვე ათი წუთი აკლდა ცხრას, თუმცა სკოლა და ჩემი სახლი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა.
საჭესთან დედაჩემი იჯდა. მე ტელეფონს მივჩერებოდი და ნერვიულად ვაკაკუნებდი ხელს ეკრანზე.
როცა ათმა წუთმა გაიარა და მე კვლავ არ ვიყავი სკოლასთან გაჩერებული, თავი წამოვწიე.
სულ სხვა ადგილას ვიყავით. დედა დაბნეული ატრიალებდა საჭეს.
- რას აკეთებ? - შიშით გადავხედე.
- მე უბრალოდ...
- დამაგვიანდა სკოლაში! სწრაფად!
მერე თვალი აღარ მომიშორებია მისთვის. მანქანა წრეზე დაყავდა და შეშფოთებული სახე ჰქონდა.
- რა ხდება? - მისი ღელვა მეც გადმომედო.
- მე... მე გზა დამავიწყდა. - ძლივს გაამხილა და სახე ამარიდა.
თითქოს ადგილზე მივიყინე. ხმის ამოღება ვერ შევძელი.
დედას რაღაც სჭირდა. მე ეს ცხადად დავინახე.
***
მე და მამა ერთად ვისხედით და ვსაუზმობდით. დედა სამზარეულოში იყო.
რამდენიმე წუთმა გაიარა და მსხვრევის ხმა მოგვესმა. მე სწრაფად ავდექი ფეხზე და ირინესთან შევედი.
კედელს ზურგით მიყრდნობილი, სახეწაშლილი მისჩერებოდა მის წინ, იატაკზე მიმოფანტულ ლარნაკის ნამსხვრევებებს.
ვუყურებდი, როგორ უკანკალებდა ჩემკენ გამოშვერილი ხელები. სახეზე, მასაც გაოცება ეწერა და სიმწრისაგან, მთელი ძალით კბენდა ქვედა ტუჩს.
- რა გემართება? - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. სასოწარკვეთილებაში ვიყავი ჩავარდნილი და ვერაფრით ვახერხებდი თავის შეკავებას.
- ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი. - თვალები დახუჭა. ხელები შიშით წაიღო ზურგს უკან და გაჩერდა.
აცახცახებულ მხრებზე ეტყობოდა, რომ ტირილს აპირებდა. არ მინდოდა მისი ცრემლების ნახვა. არ მინდოდა მისი ტანჯვის ყურება.
იატაკისაკენ დავიხარე, მუხლებზე დავდექი და მაისური იდაყვებამდე ავიწიე. ნამსხვრევები ფრთხილად შევაგროვე და გავიგე, შეკავებული ქვითინის ხმა.
- წადი... წადი... მე თვითონ... - სლუკუნით მითხრა და ვერჩამცხრალი ემოციებით მომაჩერდა.
უხმოდ ავდექი. სიმწრისაგან ლამის დავფშვენი ხელებში მოქცეული ბასრი ნატეხები.
- მე წავალ. - ჩემი ხმა ზუსტად ისე კანკალებდა, როგორც მისი ხელები.
თავად კი თავდახრილი, სახეზე თითებაფარებული ხმადაბლა ტიროდა.
კარი ფრთხილად გავაღე და სულ ოდნავ, შეუმჩნევლად ღია დავტოვე.
სანაგვე ურნაში ჩავყარე ნამსხვრევები და სისხლიან, რამდენიმე ადგილას გაჭრილ ხელებს დავხედე.
როგორ შეიცვალა ყველაფერი. რა ბედნიერი ვიყავი ჯერ კიდევ გუშინ, ან უფრო ადრე და რა ბედნიერი ვიქნებოდი ყოველთვის, რომ არა ეს უცნაური ამბები. რომ არა ლარნაკის მსგავსად ნამსხვრევებად ქცეული ჩემი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება.
***
მეორე დღეს, სამივენი ერთად მივდიოდით ექიმთან. ირინე მორჩილად იჯდა უკანა სავარძელზე და ხანდახან, ღრმად ამოიხრებდა ხოლმე. როცა კლინიკაში შევედით, ფსიქოლოგის კაბინეტისკენ ავიღეთ გეზი. მან კაბინეტში მხოლოდ დედა შეიყვანა, ჩვენ კი დერეფანში დაგვტოვა.
ნახევარმა საათმა გაიარა. დემე უკვე შესვლას აპირებდა, როცა ოთახიდან ანერვიულებული ექიმი გამოვიდა და მეორე სართულისაკენ გაიჭრა. იქიდან კი, რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაბრუნდა. მე, უნებურად, შეშინებული მივეკარი მამას მკლავს.
კიდევ ამდენივე ხნის შემდეგ, კარი გაიღო და პირველი რაც შევნიშნეთ, ექიმების წაშლილი სახეები იყო. მერე კი სასოწარკვეთილი დედა.
- რა ხდება, ბატონო? სერიოზულია რამე?
ფსიქოლოგმა ჩაახველა.
- ალცჰაიმერი.
მამამ უნებურად დაიყვირ, მერე კი პირზე აიფარა ხელი, სიმწრისგან იკბინა. მე ვერაფერს მივხვდი.
- მამა, რა არის ალცჰაიმერი?
მან შიშით გადმომხედა, იმ წუთას შეშლილს ჰგავდა.
- მამა, რა არის ალცჰაიმერი? მამა, რა არის ალცჰაიმერი? მამა, მითხარი რა არის ალცჰაიმერი! - ისტერიკაში გადავიდა ჩემი კითხვები და გაუაზრებლად ტირილი დავიწყე.
ირინე გამოცვლილიყო. წელში მოკუნტული, თავდახრილი იჯდა სკამზე და მხრები უცახცახებდა. რა თქმა უნდა, იგი ახლაც ტირილს აპირებდა.
**
"ალცჰაიმერის დაავადება არის თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ხასიათდება კოგნიტური, ანუ შემეცნებითი უნარების ეტაპობრივი დაქვეითებით. ალცჰაიმერის სიმპტომები პირველად სამოცი წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ცვლილებები თავის ტვინში ბევრად ადრე იწყება. ალცჰაიმერის დაავადებას ბევრი საერთო აქვს დემენციასთან, მესამე სტადიაზე მას დემენციის ქვეტიპადაც კი მოიხსენიებენ.
ალცჰეიმერით დაავადებულთა ასაკი 60- 80 წლამდე მერყეობს, თუმცა დაავადებულთა 5% -ს ისეთი ადამიანები შეადგენენ, ვისი ასაკიც 40-50 წელია. ალცჰაიმერი არ არის განკურნებადი დაავადება, თუმცა მკურნალობა მაინც საჭიროა რეგრესის შესანელებლად."
რამდენიმე მსგავსი ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, ვიგრძენი, რომ უკვე ყველაფერი დაკარგული იყო და დედაჩემი სიკვდილს ჰყავდა კლანჭებში მოქცეული. თუმცა ამის აღიარება არც ერთ ჩვენგანს არ სურდა.
***
მომდევნო დღეები კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა. დედა აგრესიული იყო ყველას მიმართ, ნივთებს ამტვრევდა, ღამით მხოლოდ იმისთვის იღვიძებდა, რომ დანით წამოგვდგომოდა თავს. მერე კი, როცა თავადვე გააცნობიერებდა ამ ყოველივეს, საშინლად განიცდიდა.
**
ორი დღის შემდეგ, ექიმებმა გვირჩიეს, საავადმყოფოში გადავიყვანოთო. ჩვენ, სხვა გზა არ გვქონდა და დავთანხმდით.
თუმცა, ირინესთვის ვერაფრის თქმა ვერ შევძელით.
ჩემი საამაყო, მომხიბვლელი და მშვენიერი დედა, ახლა მეტისმეტად საბრალო და სუსტი იყო.
**
წინა ღამით, სამივენი ერთად ვისხედით მისაღებ ოთახში და ხმას არ ვიღებდით. მამაჩემი საოცრად დაბერებული მეჩვენა. ისე უჭერდა ხელებს მაგიდას, რომ თითები გასთეთრებოდა. სახეზე ის ტანჯული გამომეტყველება ჰქონდა, რომელსაც ბოლო დღეები ვერაფრით იშორებდა. ორმაგად მიჭირდა იმის ატანა, რომ მე არ შემეძლო მისი ტკივილის შემსუბუქება.
დედა იატაკზე იჯდა. ბოლო დროს, სულ ასე იქცეოდა. ყინულჩამდგარი თვალებით ჩამოჯდებოდა ძირს, კედელს ზურგით მიეყრდნობოდა, მზერას ჭერს გაუშტერებდა და ხმას არ იღებდა. წონაში საგრძნობლად დაეკლო. თვალები ჩასცვენებოდა, გასდიდებოდა. თმის ცვენაც აწუხებდა, ეს დღეები, ამიტომაც შეჭრილი ჰქონდა. მისი სილამაზისგან აღარაფერი აღარ იყო დარჩენილი. მისი სიდიადე ცეცხლივით ჩაექრო ავადმყოფობას.
- მელი, მოდი ჩემთან.
შეშინებული ავდექი. მერე კი შემრცხვა, რომ მე მისი მეშინოდა. რომ არ მინდოდა მასთან მიახლოება. თითქოს აღარ მიყვარდა. არ იყო ის დედაჩემი. ძველი ირინეს ადგილი, ვიღაც საზიზღარ, ალცჰაიმერით დაავადებულ ქალს დაეკავებინა და ჯიუტად ამტკიცებდა, ისევ ირინე ვარ, ის ძველი ირინეო...
- მე მალე აღარაფერი აღარ მემახსოვრება დე... დამავიწყდება ჩემი წარსული, დამავიწყდება ჩემი ვინაობა, დამავიწყდება ჩემს ირგვლივ მდგარი საგნების სახელები, ვეღარ შევძლებ ჩემთვის ნათქვამი სიტყვების შინაარსის გაგებას, ვეღარ შევძლებ საუბარს, ვეღარ შევძლებ გადაადგილებას. მე გავქრები. - თავი მის კალთაში მედო და მშვიდად ვუსმენდი.
- შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა რთულია ამ ყველაფრის გაცნობიერება. მე არ ვიცი, რომელი ღამე აღმოჩნდება ჩემთვის უკანასკნელი, მე არაფერი ვიცი... როცა გავიღვიძებ, შემძრავს იმის გაფიქრება, რომ შესაძლოა უკვე გამოუსადეგარი, ხის თოჯინა ვარ, რომელიც შეგიძლია დაწვა და გათბე. მეტი არაფერი.
ვტიროდი. ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი ყველაფერი იყო ჩემთვის. თითოეული წერტილი, რომელზეც ის თავისი გამხდარი თითებით მეხებოდა, მეწვოდა. პირი გამიშრა და ვერაფრით შევძელი ხმის ამოღება. მხოლოდ ხელები ჩავჭიდე და რამდენჯერმე ძლიერად ვაკოცე.
- მე არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როცა კვლავ საღი გონებით შევძლებ გაღვიძებას, მაგრამ იცოდე, რომ არაფერია მოგონებებზე უფრო ძვირფასი. მათ გარეშე, შენ არ არსებობ. ჩათვალე, რომ თუ წარსულს წაგართმევენ, შენს პიროვნებასაც წაშლიან.
- ირი... დე, არ დამივიწყო. გთხოვ, დამიმახსოვრე. არ დამივიწყო! - ფეხზე წამოვხტი და მის წინ ჩავიმუხლე.
მისი ხელები სახესთან მივიტანე და სლუკუნით განვაგრძე საუბარი. - ნუ დამივიწყებ! მე შენი შვილი ვარ. მე მელიტა ვარ. ნახე როგორი ვარ... მოუსმინე ჩემს ხმას...
- შენ არასოდეს დამავიწყდები, მელი. ჩემო ლამაზო გოგო. როგორ შემიძლია ის ადამიანი დავივიწყო, რომელიც ჩემში ცოცხლობდა ცხრა თვე, ჩემში სუნთქავდა. როგორ დავივიწყებ შენს თვალებს, სახეს, ხმას... არ დაიჯერო, ტყუილია ყველაფერი. მე შენ გულით მიყვარხარ, გულით! ეს დაავადება კი, ხომ იცი, მხოლოდ ჩემს სულელ თავს დაემართა. მე მეცინება ხოლმე, შენც იცინე. თუ კი ჩემმა თვალებმა ვერ გაგიხსენეს, ჩემი გული აუცილებლად გიცნობს და მოდუნებულ ხელებს აიძულებს, შენს ჩასახუტებლად გამოიწიონ. ნუ ტირი, მელი. ხომ გითხარი, არ დაგივიწყებ-მეთქი... ხომ გითხარი, მელი! - ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა. მე ვგრძნობდი, რომ მას ძალიან ეშინოდა.
როცა ჩამომშორდა, კუთხეში მჯდარი, მოკუნტული დემე ზედმეტად შეცვლილი მეჩვენა. არც ის ჰგავდა მამაჩემს. ისე იჯდა, თითქოს ახლახანს დაასაფლავა ცოლიო. არადა, მისი ირი ჩემს გვერდით იჯდა, ტიროდა, გრძნობდა, შფოთავდა, ბორგავდა და ეწინააღმდეგებოდა დაუმსახურებელ სასჯელს. მისი ირი ცოცხალი იყო! თუმცა მიწაზე მოხვედრილი თევზის უკანასკნელ წუთებს ჰგავდა მისი სიცოცხლე... როცა ხარ, მაგრამ არ იცი როდის ამოიწურება სამყოფი სიცოცხლე, შენს ორგანიზმში.
**
მეორე დღეს, ადრიანად მოვიდნენ ექიმები. ირიმ ყველაფერი იცოდა. ოთახში იყო ჩაკეტილი და არ გამოდიოდა.
მამამ კარი სათადარიგო გასაღებით გააღო.
შიგნით საშინელი არეულობა სუფევდა. დედა საბანში იყო გახვეული და ერთიანად კანკალებდა.
- უნდა წახვიდე... - დემეს უცნაური ხმა ჰქონდა.
მე კარს ვეყრდნობოდი ცალი ხელით, ხოლო მეორე პირზე მქონდა აფარებული, ტირილის ჩასახშობად.
- არა... არა... - ძლიერად ჩასჭიდა ხელი საწოლის კიდეებს და თვალები დახუჭა. თითქოს ასე სცადა დამალვა.
ექიმებმა მამას ნებართვის შემდეგ, ძალით წამოაყენეს საწოლიდან და კარისკენ წაიყვანეს.
ირინე კიოდა, ყვიროდა, ხელ-ფეხს უმწეოდ იქნევდა და გზად ყველაფერს ებღაუჭებოდა. მერე, ვინ იცის როგორ, თავი გაითავისუფლა და დემესთან მიიჭრა, მუხლებზე შემოაჭდო ხელები და სასოწარკვეთოლმა დაიჩხავლა:
- არ წამიყვანოთ, გთხოვთ, არ წამიყვანოთ... ჩემს გადარჩენას მაინც ვერ მოახერხებთ, მაინც ვერ შეცვლით ვერაფერს და იმის უფლება მაინც მომეცით, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო ჩემი გააზრებული სიცოცხლის უკანასკნელი დღეები... ნუ წამართმევთ ამ ბედნიერებას, გთხოვთ... ნუთუ, ამას მაინც არ ვიმსახურებ? ნუთუ ასეთი ცუდი დედა და ასეთი საშინელი ცოლი ვიყავი? - ბოლო სიტყვები მან მამას უთხრა და მერე კვლავ ექიმებს მიუბრუნდა. - მძულხართ! მეზიზღებით! თქვენ არ შეგიძლიათ ჩემი გადარჩენა, თქვენ უმწეოები ხართ!
ეს თქვა და ზიზღით შეაფურთხა ყველაზე ახლოს მყოფს. მამამ სახეზე აიფარა ხელები და აცადა თეთრხალათიანებს, დედას მოშორება.
- შენ? შენ მიშვებ? - როცა კიბეებისკენ მიყავდათ, იმედგაცრუებულმა შემომხედა.
მე ვერ გავუძელი მის მზერას და ზურგი ვაქციე.
საწოლზე მისი დღიური ეგდო. ხელი დავავლე და უკან გავედევნე.
როცა მისკენ მიმავალი
დამინახა, იმედი მიეცა.
- ხომ გითხარით! ხომ გითხარით! - ბედნიერმა გაიცინა და ხელები ფანჯრიდან ჩემკენ გამოიშვირა.
გამოწვდილი ხელის გულზე ბლოკნოტი დავუდე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
- ძალიან მიყვარხარ... და ხშირად მოვალ. - მხოლოდ ეს ვუთხარი.
როცა მანქანა თვალს მიეფარა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე რეალურად რა ხდებოდა და კვლავ სახლში დავბრუნდი.
- მამა! მამა! - რამდენჯერმე დავუძახე, მაგრამ პასუხი არ ყოფილა.
მეორე სართულზე ავედი და დედას ოთახში ვიპოვე. მისი ბალიში ჰქონდა მკერდში ჩახუტებული და პატარა ბავშვივით ქვითინებდა.
- მამა, დარჩეს რა. არ წაიყვანონ, რა. რა უნდა დაგვიშავოს!? ის ხომ ჩვენი ირინეა... - დაგვიანებით ამოვიდგი ენა და ხმის ამოღება გავბედე, - 17 წელია, ყოველ დღე მის სახეს უყურებ, არ შეგშლის იმის ცოდნა, რომ როცა შინ დაბრუნდები ის არ დაგხვდება?! როგორ იცხოვრებ, როცა ის სადღაც კლინიკაში იქნება გამოკეტილი?! ქვის ხომ არა ხარ, არა?! ადამიანი ხარ! გრძნობები გაქვს! ხომ გიყვარს დედა?! ჰოდა ნუ გაუშვებ... გთხოვ! სანამ იცის რომ მე მისი მელიტა ვარ... სანამ ვახსოვართ, ჩვენ ნუ დავივიწყებთ! გემუდარები...
- მას აღარაფერი ეშველება. მაგრამ შეიძლება შენ რამე დაგიშავოს. შენთვის ვაკეთებ ამას, მელი. შენთვის... - უმწეოდ ამომხედა და ძლივს ამიხსნა.
- მე... მე არ მჭირდება მის ტანჯვაზე დაფუძნებული მშვიდი ცხოვრება! მე მის გარეშე მთელი სამყარო მძულს! შენც მძულხარ... მისნაირი ქალები ამას არ იმსახურებენ, მისნაირი დედები, ცოლები და...
- გეყოფა! - დამიყვირა, - გაეთრიე აქედან! წადი!
მერე კი, სანამ ოთახიდან გავიდოდი, ადგა და ჩამეხუტა.
- ჩვენ მის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, მელი.
**
როცა პირველად მივედი მასთან, მეუცხოვა. აღარ შემხვედრია ღიმილით. აღარც რაიმე ემოცია გამოუხატავს. ცივად მიმზერდა. თითქოს მხედავდა, მაგრამ ვერ მამჩნევდა.
- ირი! - ჩავეხუტე და მის ყელში ჩავრგე თავი. წამლების სუნით ყარდა. სიმწრისგან გამეცინა.
- ვინ ხარ? - ჩუმად ჩაილაპარაკა.
ელდა მეცა. რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და კარს ავეკარი ზურგით.
- გამიღეთ! გამიღეთ! - სანამ ჩემს ხმას გაიგებდნენ, მოვასწარი და მის გადატყავებულ ხელებს შევავლე თვალი. სისხლჩაქცევები მრავლად ჰქონდა შიშველ მკლავებზე...
***
მეორედ, მამასთან ერთად მივედი.
როცა დავინახე, კვლავ გული ამიჩქარდა სიხარულისგან. მე ეს ქალი, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა! მისი თვალები, სახე, ხმა... ეს ყველაფერი გამოცვლილიყო, მაგრამ მაინც, იყო რაღაც რაც არ იცვლებოდა მასში - ეს ის სხივები იყო, რომელიც ხანდახან თუ გაკრთებოდა ახლა მის თვალებში, თუმცა მე ამ იშვიათობაზეც თანახმა ვიყავი. თითქოს ეს მცირე შუქი იყო ანარეკლი, მისი ადრინდელი ბრწყინვალებისა... ახლა, მე კი არ ვიყავი მისი ჩრდილი, არამედ თავად ის გამხდარიყო ძველი ირინეს აჩრდილი.
- რა მქვია?
- არ ვიცი. - თავი გააქნია.
- ეს ვინ არის? - დემეზე მივუთითე.
- არ...
- დაფიქრდი!
- მე არ...
- დაფიქრდი! ჯანდაბა, დაფიქრდი! - მხრებში ჩავავლე ხელი და შევანჯღრიე.
- ა...რრ... - გაურკვეველი ბგერები ამოილუღლუღა და თავი დახარა.
- რატომ დამივიწყე? რატომ?! - ვუყვირე და მისკენ გავიწიე, რომ კიდევ ერთხელ კარგად შემენჯღრია, მაგრამ მამამ შემაჩერა.
- აზრი არ აქვს, მელი. დამშვიდდი. - თავზე მაკოცა და ხელები გამიკავა.
გავჩერდი.
**
გვერდი-გვერდ ვისხედით. ის ჩემს თმებს ბრწვნიდა. მე მოუთმენლად ვაპარებდი თვალს ჩემი ჩანთისაკენ.
- რაღაც მოგიტანე! - ბედნიერი წამოვდექი ფეხზე.
ჩანთაში სარკე მოვძებნე და გვერდით დავიყენე.
- მოდი, ერთად ჩავიხედოთ. - მხარზე გადავხვიე ხელი. არანაირი ემოცია არ ეტყობოდა.
- ახლა რომ გიყურებ, ვხვდები რომ ძალიან გგავარ, დედა. როცა ვიცინით, ორივეს ზუსტად ერთნაირი ნაკეცები გვიჩნდება აი აქ, თვალებთან. როგორი ლამაზები ვართ, დედა. როგორი ერთნაირები... - შუბლზე ვაკოცე და ჩავეხუტე. სიცივეს ვგრძნობდი მისგან, უსაშველო სიცივეს.
- ვინ ხარ?
- შენი შვილი...
- ვინ ხარ?
- შენი შვილი-მეთქი.
- რა არის ეს? - კედლისკენ მიმითითა.
სიმწრისგან თვალები დავხუჭე.
- ეს რა ფერია?
- თეთრია... შენნაირი თეთრი, გაცრეცილი, უღიმღამო, სიცარიელის ფერი, არ არსებობის ფერი, ტკივილის ფერი! - უნებურად წამოვიყვირე და კარებს ვეცი.
დაცვამ მალევე გამიღო.
დერეფანში ტირილით გავვარდი.
**
მე მასთან მთელი კვირა დამქონდა სარკე და ვახსენდები ჩემს თავს, ჩემი შვილობის ამბავს, ჩვენს მსგავსებებს... მან მხოლოდ ერთხელ გამიღიმა.
**
- სარკეში ჩავახედე. მე მის გვერდით ვიდექი. ნახე, როგორ ვგავართ-მეთქი. შენი შვილი ვარ-მეთქი. შეშინებულმა გადმომხედა. ვინ ხარო, მკითხა. შენი შვილი-მეთქი, გავუმეორე. შეტრიალდა და წავიდა, საწოლში ჩაწვა, საბანი თავზე გადაიფარა და გაჩუმდა. ველოდე. მერე, რომ მივუახლოვდი, მივხვდი - ეძინა. მე კი ვიფიქრე, ტირის-მეთქი... როგორ მინდოდა, რომ რამე ეგრძნო. როგორ მინდოდა, სასწაული მომხდარიყო...
- ხომ იცი, რომ შეუძლებელია. - მამამ გამიღიმა და მერე კვლავ რაღაცის წერა განაგრძო.
***
მე და მამა მის თეთრ ოთახში ვიყავით. მე უკვე აღარაფერი მქონდა სათქმელი. დემე კი მის პირისპირ იჯდა და დაბალ ხმაზე ესაუბრებოდა, თან მისი ხელები ეჭირა:
- ირი, როგორ მენატრები იცი? სახლში რომ ვბრუნდები სამსახურიდან და დასვრილი ფეხსაცმელებით შევდივარ შინ, შენებური ჩხუბი მენატრება ხოლმე. როგორ იცოდი ხოლმე... სულ სიცილ-სიცილით დამითანხმებდი და მეც, ყველაფერს გიჯერებდი, პატარა ბავშვივით. შენი გაკეთებული საჭმელი?! გეფიცები, ყველაზე გემრიელი იყო! მარტო მაგიტომაც კი მიხაროდა სახლში დაბრუნება. რა სისულელეებს გელაპარაკები! ჯანდაბა! შენ მენატრები. ახლა, სულ რომ გაქრი, რომ დაიფერფლე... გიყურებდი როგორ იწვოდი და ვერაფერი გავაკეთე. სანამ ნახშირად არ იქეცი, ვერაფერი გავაკეთე. შენი თვალები არ იყო ჩაქრობის ღირსი. შენ უნდა გეციმციმა, მთელი ცხოვრება. რამდენი ფიქრი გიტრიალებდა მაგ პატარა თავში, ირი! ახლა? ახლა არაფერს ფიქრობ. არაფერს გრძნობ. ბოლომდე არასოდეს მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი რამ. ახლა მჯერა. მე ძალიან მიყვარხარ, ირი. ჩემო ლამაზო ცოლო... ჩემო საყვარელო... - მერე აკოცა და ღიმილით მოშორდა.
დედას სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. უბრალოდ გვიყურებდა. მეტი არაფერი.
**
მას შემდეგ, სულ სამჯერ ვიყავი დედასთან. ერთხელ მამასთან განქორწინების საბუთები მივუტანე, მეორედ მარტო ვიყავი, მესამედ კი დემემ წამიყვანა და დავემშვიდობე.
**
საბუთების მიტანის შემდეგ, მრცხვენოდა მისთვის თვალებში ჩახედვა. ასე მეგონა, რომ რაღაც საშინელ დანაშაულს ჩავდიოდით მე და მამა. არადა, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. უდანაშაულები ვიყავით. ყველაზე მეტად კი, ირინე.
მაგრამ მისთვის მაინც არაფერი შეცვლილა. ის გამქრალი იყო. აზრი აღარაფერს ჰქონდა და ალბათ, სწორი იყო ყველაფერი. ალბათ...
**
- როცა ხელები ჩავჭიდე და გავუღიმე, უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით. გაოცებული მიყურებდა. ჩემი სიყვარული ეუცხოვა. როგორ მინდოდა, რომ მოვხვეოდი და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მეკოცნა მის ფერმკრთალ შუბლზე, მაგრამ შემეშინდა... ვერ ავიტანდი მის თვალებში ჩამდგარ გაურკვევლობას. გავგიჟდებოდი, როცა მისგან სიცივეს ვიგრძნობდი. ახლაც, მაგიჟებს იმის გაფიქრება, რომ აღარ ვუყვარვარ. მესმის, რომ მისი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც ვერ ვპატიობ. როგორ შეძლო ჩემი დავიწყება? ჩემი გადაყვარება როგორ მოახერხა?
- დროა, დავივიწყოთ მელი. მისი ხსოვნა არაფერს ცვლის, ჩვენ კი ტყუილად გვტანჯავს.
- რას გულისხმობ?!
- ხვალ ბოლოჯერ ვნახოთ... უკანასკნელად...
**
იმ დღეს, ძალიან მიმძიმდა. სამი წელი იყო მას შემდეგ გასული, რაც საავადმყოფოში იწვა. მას აღარ ვახსოვდი. მან ჩემზე აღარაფერი იცოდა. არ იცოდა, რომ უკვე სტუდენტი ვიყავი, არ იცოდა, რომ ახალი მეგობრები, ახალი შეყვარებული და ახალი შინაური ცხოველი მყავდა. არ იცოდა, არაფერი ჩემ შესახებ. ის აღარ იყო დედაჩემი.
ჯერ მამა მივიდა დასამშვიდობებლად. მე უხერხულად ვიყავი კუთხეში ატუზული და ვუსმენდი.
- უკანასკნელად მოვედი, ირი. დღეს უნდა დაგემშვიდობო. შენ კიდევ უფრო შეცვლილხარ, ვეღარც გიცანი! ბოლოს, რამდენიმე თვის წინ გნახე. ექიმმა თქვა, ახლა იშვიათად შფოთავსო, მშვიდად არისო. ალბათ, შენი გულიც შეურიგდა ამ მდგომარეობას. მეც შევეჩვიე. შენი სუნი არც ერთ თეთრეულს აღარ შერჩა, უკვე ყველას გარეცხვა მოასწრეს. შენი სუნამოები დაიცალა უკვე, იმდენჯერ იპკურა მელიტამ. შენი ნაყიდი ლარნაკები, ნელ-ნელა დაგვემსხვრა და ახლა, სულ ორიღა დარჩა. შენი კაბები მტვერმა დაფარა და სხვენში წაიღეს, დიდ სკივრში ჩააწყვეს. დაგვიმთავრდი, ირი. სწრაფად დაიცალა ყველაფერი შენგან. შენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემს სიყვარულს, შენთვის არც მე ვვარსებობ, ალბათ ამიტომ გავბედე და ხვალ მეორედ ვქორწინდები. ქალის ხელი სჭირდება ოჯახს, მელიტას კი დედა. შენ მკვდარი ხარ. შენი სხეული დადის, სუნთქავს, ჭამს, მაგრამ შიგნით არაფერია ორგანოების და მკვდარი უჯრედების გარდა. მე შენ მიყვარდი ერთ დროს. შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის, ადრე. ვერავინ გამამტყუვნებს, ვერავინ! მე სამი წელი ველოდი, შენს გამოჯანმრთელებას. სამი წელი ვნადგურდებოდი, ვიშლებოდი, ვინგრეოდი... მაშინ, როცა შენ არაფერს გრძნობდი! როცა არაფერზე და არავისზე ფიქრობდი! შენ ჩვენი ცხოვრებაც არიე. ჯანდაბა! რა სისულელეებს ვროშავ... შენ ყველაზე ლამაზი ქალი იყავი ირი, ყველაზე კეთილი, ჭკვიანი, სათნო... იყავი. მაპატიე. მე აღარ მოვალ.
დემე სწრაფად წამოდგა და კარისკენ ლამის სირბილით მივიდა. რამდენიმეჯერ დააკაკუნა, გაუღეს. მერე საკეტმაც გაიჩხაკუნა...
ახლა მე მივუახლოვდი. ასე მეგონა, საფლავის ქვას ვესაუბრებოდი და არა ადამიანს.
- ირი, უნდა დაგემშვიდობო. ახლა, არ ვიცი რა გითხრა... შენ იმაზე კარგი დედა იყავი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მე მიყვარდი, გაღმერთებდი, იდეალი იყავი ჩემთვის, მაგრამ... მიმძიმს შენთან განშორება. მაგრამ აზრი არ აქვს. შენ არ არსებობ. მე ამას უკვე შევეგუე. მიყვარდი და ყოველთვის მაკლდი, დედა. ნახვამდის. - გავუღიმე. ხელი ავწიე, რომ მოვფერებოდი, მაგრამ შუა გზაში გამიშეშდა და თავის ადგილას დავაბრუნე. მერე წამოვდექი და ჩქარა დავტოვე მარტო.
სანამ წავიდოდი, გისოსებიან ფანჯარაში უკანასკნელად შევიხედე და თვალი შევავლე.
ირინეს წარბებიც კი არ შეურხევია. წელში გამართული იჯდა იატაკზე, ზურგით ეყრდნობოდა კედელს და ხმას არ იღებდა. მერე ხელებს დახედა. მშვიდი თვალები ჰქონდა, ცარიელი. თეთრი ფერი ირეკლებოდა მათში. მისი ტანსაცმელიც თეთრი იყო, მისი ოთახიც, ცხოვრებაც. იგი წავშალეთ. მასზე უარი ვთქვით. ზურგი ვაქციეთ. იგი მოვკალით. მას წავართვით არსებობის უფლება.
დედა ქალი ფეხზე წამოდგა. უშფოთველი იყო. შეგუებული ყველაფერს.
არაფერზე ფიქრობდა.
არაფერს გრძნობდა.
ირინე არ არსებობდა.
აღარ არსებობდა.
მერე იატაკზევე დაწვა და თვალები დახუჭა.
კარს ზურგი ვაქციე და მამას ავედევნე.
გარეთ, მანქანაში დემეს ახალი ცოლი და მელის ახალი დედა გვიცდიდა.
საავადმყოფოს თეთრი, საზარელი შენობა მალე მიეფარა თვალს...
#############
შენ უკვე ყველაფერი იცი, რაც უნდა გცოდნოდა.
და მე თუ მკითხავ, ეს ცოდნა სრულიად საკმარისია.
და მაინც, თუ გინდა იცოდე როგორია თეთრი, წაიკითხე ის, რაშიც მე არ ვერევი, რაც თავისთავად, უცვლელი სახით მოვიტანე შენამდე.
და მაინც როგორი ფერია თეთრი?
აი, რაღაც ასეთი:
...
ნაწილი მეორე -
ირინეს დღიური.
...
(ავტორი:ჩანაწერები არის მხოლოდ დანომრილი და არც ერთ მათგანს არ ერთვის თარიღი)
...
_1_
დღეს გავიგე, რომ ალცჰაიმერით ვარ დაავადებული. როგორ გითხრათ, ეს იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს მოულოდნელად ყინულივით ცივი წყალი გადამასხეს, გახურებულ სხეულზე. ვერაფრით ვიჯერებ. ნუთუ სულ მალე ყველაფერი დამავიწყდება?! ნუთუ შესაძლებელია, ჩემი ოჯახის წევრებიც კი დავივიწყო?! არა, არა და არა!
მე ავად არ ვარ. სისულელეა ეს ყველაფერი. დაღლილობის ბრალია, რაღაცები რომ მავიწყდება... დავისვენებ და კარგად ვიქნები. კარგად ვიქნები!
...
_2_
რაც უფრო ვუახლოვდებით სიკვდილს, მით მეტად გვინდება სიცოცხლე. მე დღეს ცხადად ვიგრძენი ეს.
რამდენიმე ექიმს გავესინჯე, თუმცა დიაგნოზი არ შეცვლილა.
როგორ დავიჯერო, რომ უკურნებელი ავადმყოფობა მჭირს? როგორ დავიჯერო, რომ მალე საუბარსაც კი ვეღარ შევძლებ? ეს სიგიჟეა! მე არ მინდა გავქრე.
მე სიცოცხლე მინდა!
...
_3_
თითოეული ახალი დღე, თითო ნაბიჯით გვაახლოებს სიკვდილთან.
ანუ დღეს წარმატებით გადავდგი კიდევ ერთი ნაბიჯი.
როგორი ახლო სიტყვაა სიკვდილი, როგორ საჩემო... სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვისთან ერთადაც არ უნდა ვიყო, მხოლოდ იგი ტრიალებს ჩემს გონებაში! ალბათ, რაიმე დიდი დანაშაული მაქვს ჩადენილი, თორემ რატომ დამსჯიდა ღმერთი ასე?!
როგორ გამიმეტებდა უდანაშაულო ადამიანს, ასეთი ტანჯვისთვის...
არ შემწევს იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გავუძლო.
ვუყურებ ჩემს შვილს, ვუყურებ ჩემ ქმარს და თან სიმწრით მეცინენა, ნუთუ ეს ყველაფერი მართლა მეცლება ხელიდან? ნუთუ ბედნიერება რომელსაც ამდენ ხანს ვაშენებდი, თავზე უნდა ჩამომენგრეს? ნუთუ მხოლოდ ეს არის სიცოცხლე და მეტი არაფერი?
...
_4_
ჩვენი სიცოცხლე, მცდელობაა იმისა, რომ როგორმე სიკვდილი დავივიწყოთ. თუმცა ხშირად, თავად სიკვდილი გვავიწყებს ცხოვრებას.
დღეს ორჯერ გამივარდა ხელიდან ჭიქა. დღეს ორჯერ გამეცინა საკუთარ თავზე.
საკუთარი თავის სიბრალული, ყველაზე საზიზღარი გრძნობაა ამ ქვეყნად! ამ დროს, მგონია რომ ერთი უსუსური, სულელი არსება ვარ, რომელიც არავის უყვარს და არავის სჭირდება... იმდენად უსუსური, რომ ყველამ სანაგვეზე მოისროლა საკუთარი თავის გარდა. იმდენად პატარა, რომ მთელი სამყარო მაღლიდან დაჰყურებს და გრგვინავს, ბობოქრობს - საბრალო! სა-ბრა-ლო!
სასაცილოა.
და ვტირი ხოლმე.
...
_5_
ალცჰაიმერი.
რა კარგად ჟღერს არა?!
დღეს, წამიერად გადამავიწყდა სად ვიყავი და ვეღარც მელიტა ვიცანი. არა, თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად შევიშლები! მერე კი ფსიქიატრიულში ამომხდება სული. თუმცა, არა... ჩემი ძვირფასი დაავადება სიგიჟესაც დამავიწყებს და რაც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს მაინც ერთი საბრალო მოხუცი ვიქნები.
ალცჰაიმერი.
რა ლამაზად ჟღერს არა?
ჰა-ჰა-ჰა!
...
_6_
ყველაზე საშიში ის დაავადებაა, რომელიც ჩვენს გონებას ეხება, ტვინს აზიანებს. ხეს შეკედლებულ ხავსს ემსგავსება ადამიანი, როცა წარსულს ივიწყებს, როცა მოგონებებს კარგავს. მე თუ მკითხავთ, მირჩევნია კრუნჩხვით, სისხლჩაქცევებით, გულის შეტევით ან რაიმე, უფრო დიდი საშინელებით მოულოდნელად მოვკვდე, ვიდრე ნელ-ნელა გავქრე, დავიშალო და მე თვითონ კი, ვერაფერს მივხვდე.
მე მინდა აზროვნების უნარი შემწევდეს.
მირჩევნია ვიცოდე, რომ ვკვდები. ვიდრე გაუაზრებლად ვიცოცხლო.
მძულს საკუთარი თავი!
მძულს ყოველი დღე!
მე არ ვიცი, როდის დადგება უკანასკნელი წუთი, ჩემი საღად აზროვნებისა...
...
_7_
მეშინია. ძალიან მეშინია. დღეს გავიგე, რომ ჩემს საავადმყოფოში გადაყვანას აპირებენ. არ მინდა, არა!
როცა ვეღარ ვნახავ მელიტასა და დემეს, უფრო სწრაფად დამავიწყდებიან.
მაგრამ, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მე ის უფრო მაშინებს, რომ ისინიც მალევე დამივიწყებენ, თუ კი ჩემი პიროვნენა გაქრება და სულელ მოხუცად ვიქცევი.
მინდა დავასწრო.
მანამ დავივიწყო მათი სიყვარული, ვიდრე ისინი ჩემს გადაყვარებას მოასწრებენ.
...
_8_
მეშინია, ძალიან მეშინია. ვგრძნობ, რომ ეს დასასრულია. გარდაუვალი დასასრული. სადღაც უფსკრულისაკენ მივექანები და შეჩერება არ შემიძლია. არც სხვებს შეუძლიათ ჩემი გადარჩენა. რამდენიმე თვის წინ, თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა, ახლა კი ჩემი ყველა ილუზია სიზმარივით გაქრა და მთელი ჩემი ბედნიერება, თავზე ჩამომენგრა.
მე ვქრები...
...
_9_
დღეს ჩემზე უარი თქვეს.
ახლა, მე ვხედავ მხოლოდ მათ ზურგებს და მეტი არაფერი.
სიყვარული ილუზიაა, რომელიც პირველივე წინააღმდეგობისთანავე ქრება. მე მათ არასდროს ვაპატიებ.
ჩემს ოთახს, თეთრი კედლები აქვს. ჯანმრთელი ადამიანი, შეიძლება შეშალოს ამ უსასრულო სითეთრემ.
ეს თეთრი ტანისამოსი, მე საერთოდ არ მიხდება! კიდევ უფრო ფერმკრთალს მაჩენს... უფრო მეტყობა ჩემი ავადმყოფობა. როგორ დაიცალა ჩემი ცხოვრება ფერებისაგან....
დარჩა მხოლოდ თეთრი, რომელიც მძულს! მეზიზღება! ყველაზე მეტად მეზიზღება, ამ ქვეყნად...
ახლა თვალებს დავხუჭავ და აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ გავახელ...
...
_10_
მე ირინე ჟღენტი ვარ.
მე 43 წლის ვარ.
მე მყავს გოგონა, რომელსაც ჰქვია მელიტა და არის 16 წლის. მე მყავს ქმარი, სახელად დემე.
მე ცოცხალი ვარ!
მე მახსოვს!
ჯანდაბა!!!
არ დამავიწყდეს... არ დამავიწყდეს...
...
_11_
ჩემს სანახავად არავინ მოდის.
ეს შავი რვეული წარმოდგენა არა მაქვს ვისია.
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს?!
მე დღეს კედელზე დიდი წრეები დავხატე...
...
_12_
ადამიანი, მანამ ცოცხლობს, სანამ ერთი ადამიანი მაინც არის, ვისაც ახსოვს მისი არსებობა.
მე დამივიწყეს.
მელიტა და დემე ძალიან მენატრებიან...
იქნებ გაიღოს კარები და გამოჩნდნენ..
...
_13_
ადამიანები გულით კი არა, გონებით გვიყვარდება თურმე. გულის თანდაყოლილი მანკითაც რომ დავიბადოთ, მაინც ვახერხებთ გვიყვარდეს ირგვლივ მყოფნი. თუმცა, ალცჰაიმერი, რომელიც ტვინს აზიანებს, რამდენიმე თვეში გვავიწყებს ყველა საყვარელ ადამიანს.
მე ვგრძნობ, რომ ძალიან ცოტა დარჩა.
ძალიან, ძალიან ცოტა.
და მერე, მე ვეღარაფერს გავიგებ.
მე გავქრები.
...
_14_
დღეს ვიღაც გოგონა იყო ჩემთან მოსული.
წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის.
ხელებს მხვევდა. შუბლზე ნელა მადებდა ტუჩებს. მე მიკვირდა.
მერე უბრალოდ ადგა და წავიდა.
ნეტავ ვინ იყო?
...
_15_
ის გოგონა სულ მოდის ჩემთან.
დღეს უცნაური რაღაც მოიტანა. თუ მის წინ დადგებოდი, ვიღაც ქალი გიყურებდა და დაგცინოდა.
მე მას გავუბრაზდი.
...
_16_
დღეს ვიღაც კაცი იყო მოსული.
მას ძალიან თბილი ხელები ჰქონდა...
...
_17_
მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც მახსენდებით ხოლმე. ეს ძალიან მალე სრულდება, თუმცა ერთი წამითაც რომ გაგრძელდეს, მთელ შიგნეულობას მიწვავს, შიგნიდან მკაწრავს და მანადგურებს. ამ დროს ვყვირი, გეძახით, ისინი კი მოდიან და ცხოველივით მაბამენ! ამ ერთი წამისთვის ღირს სიცოცხლე, თუმცა სიკვდილსაც ვნატრობ ხოლმე სწორედ მის გამო... უცნაურია, მაგრამ თქვენ დამასწარით და დამივიწყეთ. ჩემს სიყვარულს ალცჰაიმერი ვერ მოერია, დაავადებას ვუძლებ, მე ყველაფერს ვუძლებ, თქვენ კი... მე ვერ გამიძელით. ვერ გაგამტყუვნებთ.
მე აღარ ვვარსებობ. მე არ მჭირდება თქვენი სიყვარული.
და მაინც, როგორ მინდა რომ არ დამივიწყოთ!
...
_18_
თეთრი კედლები აქვს ჩემს ოთახს.
საღამოობით სხვა ფერს იღებს, მგონი მწვანეს, თუ წითელს... აღარც კი მახსოვს!
ის გოგონა აღარ მოდის და აღარ მეჩხუბება. მზე რომ ამოდის ხოლმე გარეთ, სადღაც დიდი სახლებიდან, მაშინ ველოდები მის მოსვლას. მაგრამ არ ჩანს, არ მოდის.
ალბათ, ძალიან გავაბრაზე. რაღაცებს მეკითხებოდა, მე კი არ ვიცოდი.
მერე სარკეში ჩამახედა. თვითონაც გვერდით მედგა. იქ კი, ვიღაც ქალი იდგა და მიყურებდა. თან ჩემს მოძრაობებს იმეორებდა. მე ტირილი დავიწყე. მეწყინა.
თეთრი ერთადერთი ფერია, რომლის სახელიც ზუსტად მახსოვს.
ის გოგონა კი მუდამ მიმეორებს, არ დამივიწყოო.
რა ვქნა, მხოლოდ თეთრს ვიმახსოვრებ. და კიდევ მის ნათქვამ ირი-ს.
ნეტავ, რა არის ირი?
...
_19_
მე, არაფერი ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს ვინ ვარ. სად ვარ. რატომ ვარ. ჩემი ნება რომ იყოს, თავს მოვიკლავდი, თუმცა წარმოდგენა არა მაქვს ეს როგორ უნდა გავაკეთო.
_20_
კედლები რაღაც ფერი არის როგორ მინდა ვიცოდე რა ვარ და ვინმე ჩანს მე მოვკვდი არ მახსოვს სად კარგად
....
ავტორის შენიშვნა: დანარჩენი გვერდები დაფარული იყო უმნიშვნელო წერტილებითა და ხაზებით. ხოლო, შუა ფურცელზე, ეწერა სულ რამდენიმე სიტყვა, რომელიც დანომრილი საერთოდ არ იყო:
მე დაგივიწყეთ, მაგრამ თქვენ არ დამივიწყოთ...
****
ეპილოგი:
ამ დროისთვის მხოლოდ ამერიკაში 5 მილიონზე მეტ ადამიანს ალცჰაიმერი აქვს. ყოველ 68 წამში ის ახალ ადამიანს უვითარდებაскачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი sopiko

ყოველ 68 წამში.
რა ცოტაა, ღმერთო.
ალცჰაიმერის შესახებ მე მაშინ გავიგე, ლიზა ჯენოვას ''ჯერ კიდევ ელისი'' რომ წავიკითხე. ჩამკლა მე იმ ისტორიამ.
ამან ჭრილობები გამიცოცხლა.
თეთრი ფერი. სხვას ველოდი, სხვა დამხვდა, მაგრამ თეთრი მართლა არარსებობის ფერია. არაფრის ფერი არაა. არც ერთი ფერი რომ არაა, იმის ფერია.
არაფერია, როცა ყველაფერი გავიწყდება, რაც გიყვარდა, რაც მოგწონდა, რაც გსიამოვნებდა და რაც შენი იყო, როცა აღარაფერი გამოგდის, რაც ადრე საუკეთესოდ გამოგდიოდა, როცა იმ ადამიანებს აღარ უნდიხარ, რომლებიც შენს გარეშე ვერ ძლებდნენ.
არ დამივიწყო მხოლოდ სიტყვებია.
ალცჰაიმერიც მხოლოდ ხმაზე, ხელებზე, თვალებზე, გონებაზე მოქმედებს,
მაგრამ არა გულზე.
ძალიან, ძალიან მაგარი იყო,
ჩემო თაკო.
ასეთები უნდა წერო შენ,
ძალიან ბევრი,
და სულ, სულ...

 



№2  offline წევრი ნონორე.

ტკივილი
..................

 



№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

რამდენჯერაც შენი ისტორია წავიკითხე, იმდენჯერ დამამძიმე...
ალცჰაიმერი...
დაავადება რომელიც მოგონებებს გავიწყებს...
ადამიანებს გავიწყებს...
ყველაფერს გავიწყებს...
ბოლოს ფერიც, თეთრი ფერიც აღარ გახსოვს...
თეთრი, ყველაზე ცარიელი, არ არსებულის ფერი, არადა მიყვარს, თერთი მიყვარს, ან მიყვარდა.
68 წამი, 1 ადამიანი, რომელიც უკვე განწირულია, თეთრისთვის განწირულია... იქნებ მეც დამემართოს, ან შენ? იქნებ აქ მკითხველებს (ღმერთმა დაგვიფაროს)...
მადლობა ასეთი რომ ხარ, მადლობა რომ წერ. ძალიან კარგი გოგო ხარ თაკო❤ მიყვარხარ
--------------------
M.D

 



№4  offline ადმინი okay

sopiko
ყოველ 68 წამში.
რა ცოტაა, ღმერთო.
ალცჰაიმერის შესახებ მე მაშინ გავიგე, ლიზა ჯენოვას ''ჯერ კიდევ ელისი'' რომ წავიკითხე. ჩამკლა მე იმ ისტორიამ.
ამან ჭრილობები გამიცოცხლა.
თეთრი ფერი. სხვას ველოდი, სხვა დამხვდა, მაგრამ თეთრი მართლა არარსებობის ფერია. არაფრის ფერი არაა. არც ერთი ფერი რომ არაა, იმის ფერია.
არაფერია, როცა ყველაფერი გავიწყდება, რაც გიყვარდა, რაც მოგწონდა, რაც გსიამოვნებდა და რაც შენი იყო, როცა აღარაფერი გამოგდის, რაც ადრე საუკეთესოდ გამოგდიოდა, როცა იმ ადამიანებს აღარ უნდიხარ, რომლებიც შენს გარეშე ვერ ძლებდნენ.
არ დამივიწყო მხოლოდ სიტყვებია.
ალცჰაიმერიც მხოლოდ ხმაზე, ხელებზე, თვალებზე, გონებაზე მოქმედებს,
მაგრამ არა გულზე.
ძალიან, ძალიან მაგარი იყო,
ჩემო თაკო.
ასეთები უნდა წერო შენ,
ძალიან ბევრი,
და სულ, სულ...

ძალიან დიდი, დიდი მადლობა!
შენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის.
თუმცა, ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ალცჰაიმერი გულს არ ეხება.
მე ამ ისტორიით ვთქვი და დავასაბუთე, რომ ადამიანები გონებით გვიყვარდება და თუ მეხსიერება დავკარგეთ, დავკარგავთ გრძნობებსაც. ანუ ტვინია გულზე ბევრად მნიშვნელოვანი.

ნონორე.
ტკივილი
..................

ბევრი.

La Llorona
რამდენჯერაც შენი ისტორია წავიკითხე, იმდენჯერ დამამძიმე...
ალცჰაიმერი...
დაავადება რომელიც მოგონებებს გავიწყებს...
ადამიანებს გავიწყებს...
ყველაფერს გავიწყებს...
ბოლოს ფერიც, თეთრი ფერიც აღარ გახსოვს...
თეთრი, ყველაზე ცარიელი, არ არსებულის ფერი, არადა მიყვარს, თერთი მიყვარს, ან მიყვარდა.
68 წამი, 1 ადამიანი, რომელიც უკვე განწირულია, თეთრისთვის განწირულია... იქნებ მეც დამემართოს, ან შენ? იქნებ აქ მკითხველებს (ღმერთმა დაგვიფაროს)...
მადლობა ასეთი რომ ხარ, მადლობა რომ წერ. ძალიან კარგი გოგო ხარ თაკო❤ მიყვარხარ

მადლობა შენ,
რომ მკითხულობ,
რომ ასეთი საყვარელი ხარ,
შეფასებას რომ არ იშურებ,
ასეთ სიტყვებს რომ მეუბნები
და მადლობა რომ ხარ.
მიყვარხარ. ^^
--------------------
Sun...

 



№5  offline ახალბედა მწერალი An_Gel

თაკო,გარკვეული დრო გავიდა,რაც მე შენი ისტორიები აღარ წამიკითხავს და ახლა ეს რომ შემხვდა ვერაფრით ავუარე გვერდი.
ისე შემიყვარდა, დამთავრებისთანავე კიარა, დაწყების. მელიტა რომ დედაზე საუბრობს საოცარი სიყვარულით და აღფრთოვანებით, იმ წამიდან ვიგრძენი, რა ძალიან შემიყვარდა მე ეს ისტორია.
მელიტა - ძალიან ლამაზი სახელია და რატომღაც მომეჩვენა, თეთრ ფერზე მეწამულისფრად ანათებდა.
თეთრი ფერი - ჩემთვის ასოცირდება სიცარიელესთან და აქაც ისე თანმიმდევრობით,ნელ-ნელა დაცარიელდა ყველაფერი.
ყველაფერი იყო და ბოლოს მხოლოდ მჭახე თეთრი ფერი.
ალცჰაიმერზე რა ვთქვა, საშინელი დაავადებაა ნამდვილად. ირინე საძინებელში რომ ეძებდა ფინჯანს,მაშინვე მივხვდი ეს დაავადება ტრიალებდა ახლო-მახლო.
68 წამი...ძალიან ცოტაა,ირონიულად ცოტა,რომ ცხოვრება გვავიწყდებოდეს.
როგორ მომნატრებია შენი ისტორიები და როგორ გამიმართლა,რომ ამ ნაწარმოებით "გაგიხსენე"

 



№6  offline ახალბედა მწერალი sopiko

okay
sopiko
ყოველ 68 წამში.
რა ცოტაა, ღმერთო.
ალცჰაიმერის შესახებ მე მაშინ გავიგე, ლიზა ჯენოვას ''ჯერ კიდევ ელისი'' რომ წავიკითხე. ჩამკლა მე იმ ისტორიამ.
ამან ჭრილობები გამიცოცხლა.
თეთრი ფერი. სხვას ველოდი, სხვა დამხვდა, მაგრამ თეთრი მართლა არარსებობის ფერია. არაფრის ფერი არაა. არც ერთი ფერი რომ არაა, იმის ფერია.
არაფერია, როცა ყველაფერი გავიწყდება, რაც გიყვარდა, რაც მოგწონდა, რაც გსიამოვნებდა და რაც შენი იყო, როცა აღარაფერი გამოგდის, რაც ადრე საუკეთესოდ გამოგდიოდა, როცა იმ ადამიანებს აღარ უნდიხარ, რომლებიც შენს გარეშე ვერ ძლებდნენ.
არ დამივიწყო მხოლოდ სიტყვებია.
ალცჰაიმერიც მხოლოდ ხმაზე, ხელებზე, თვალებზე, გონებაზე მოქმედებს,
მაგრამ არა გულზე.
ძალიან, ძალიან მაგარი იყო,
ჩემო თაკო.
ასეთები უნდა წერო შენ,
ძალიან ბევრი,
და სულ, სულ...

ძალიან დიდი, დიდი მადლობა!
შენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის.
თუმცა, ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ალცჰაიმერი გულს არ ეხება.
მე ამ ისტორიით ვთქვი და დავასაბუთე, რომ ადამიანები გონებით გვიყვარდება და თუ მეხსიერება დავკარგეთ, დავკარგავთ გრძნობებსაც. ანუ ტვინია გულზე ბევრად მნიშვნელოვანი.

ნონორე.
ტკივილი
..................

ბევრი.

La Llorona
რამდენჯერაც შენი ისტორია წავიკითხე, იმდენჯერ დამამძიმე...
ალცჰაიმერი...
დაავადება რომელიც მოგონებებს გავიწყებს...
ადამიანებს გავიწყებს...
ყველაფერს გავიწყებს...
ბოლოს ფერიც, თეთრი ფერიც აღარ გახსოვს...
თეთრი, ყველაზე ცარიელი, არ არსებულის ფერი, არადა მიყვარს, თერთი მიყვარს, ან მიყვარდა.
68 წამი, 1 ადამიანი, რომელიც უკვე განწირულია, თეთრისთვის განწირულია... იქნებ მეც დამემართოს, ან შენ? იქნებ აქ მკითხველებს (ღმერთმა დაგვიფაროს)...
მადლობა ასეთი რომ ხარ, მადლობა რომ წერ. ძალიან კარგი გოგო ხარ თაკო❤ მიყვარხარ

მადლობა შენ,
რომ მკითხულობ,
რომ ასეთი საყვარელი ხარ,
შეფასებას რომ არ იშურებ,
ასეთ სიტყვებს რომ მეუბნები
და მადლობა რომ ხარ.
მიყვარხარ. ^^

ნწ, არ გეთანხმები.
ირინეს ბოლომდე ახსოვდა, რომ ქმარი ჰყავდა, რომ შვილი ჰყავდა, რომ ვიღაც უსახელო ფიგურები ენატრებოდა, უბრალოდ აღარ ახსოვდა, რას ნიშნავდა ქმარი, შვილი ირი, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ სჭირდებოდა ისინი.

 



№7  offline ადმინი okay

An_Gel
თაკო,გარკვეული დრო გავიდა,რაც მე შენი ისტორიები აღარ წამიკითხავს და ახლა ეს რომ შემხვდა ვერაფრით ავუარე გვერდი.
ისე შემიყვარდა, დამთავრებისთანავე კიარა, დაწყების. მელიტა რომ დედაზე საუბრობს საოცარი სიყვარულით და აღფრთოვანებით, იმ წამიდან ვიგრძენი, რა ძალიან შემიყვარდა მე ეს ისტორია.
მელიტა - ძალიან ლამაზი სახელია და რატომღაც მომეჩვენა, თეთრ ფერზე მეწამულისფრად ანათებდა.
თეთრი ფერი - ჩემთვის ასოცირდება სიცარიელესთან და აქაც ისე თანმიმდევრობით,ნელ-ნელა დაცარიელდა ყველაფერი.
ყველაფერი იყო და ბოლოს მხოლოდ მჭახე თეთრი ფერი.
ალცჰაიმერზე რა ვთქვა, საშინელი დაავადებაა ნამდვილად. ირინე საძინებელში რომ ეძებდა ფინჯანს,მაშინვე მივხვდი ეს დაავადება ტრიალებდა ახლო-მახლო.
68 წამი...ძალიან ცოტაა,ირონიულად ცოტა,რომ ცხოვრება გვავიწყდებოდეს.
როგორ მომნატრებია შენი ისტორიები და როგორ გამიმართლა,რომ ამ ნაწარმოებით "გაგიხსენე"

ძალიან მიხარია, თუ შეძლო და თავი შეგაყვარა ამ ისტორიამ.
მელიტა ბერძნულად თაფლიანს ნიშნავს, სწორედ თვალის ფერის გამო (თაფლისფერი) შეურჩია ირინემ ეს სახელი.
ძალიან დიდი მადლობა და
ალცჰაიმერი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადებაა და 68 წამი, ეს ის სტასტიკაა რომელმაც მე შემძრა.

sopiko
okay
sopiko
ყოველ 68 წამში.
რა ცოტაა, ღმერთო.
ალცჰაიმერის შესახებ მე მაშინ გავიგე, ლიზა ჯენოვას ''ჯერ კიდევ ელისი'' რომ წავიკითხე. ჩამკლა მე იმ ისტორიამ.
ამან ჭრილობები გამიცოცხლა.
თეთრი ფერი. სხვას ველოდი, სხვა დამხვდა, მაგრამ თეთრი მართლა არარსებობის ფერია. არაფრის ფერი არაა. არც ერთი ფერი რომ არაა, იმის ფერია.
არაფერია, როცა ყველაფერი გავიწყდება, რაც გიყვარდა, რაც მოგწონდა, რაც გსიამოვნებდა და რაც შენი იყო, როცა აღარაფერი გამოგდის, რაც ადრე საუკეთესოდ გამოგდიოდა, როცა იმ ადამიანებს აღარ უნდიხარ, რომლებიც შენს გარეშე ვერ ძლებდნენ.
არ დამივიწყო მხოლოდ სიტყვებია.
ალცჰაიმერიც მხოლოდ ხმაზე, ხელებზე, თვალებზე, გონებაზე მოქმედებს,
მაგრამ არა გულზე.
ძალიან, ძალიან მაგარი იყო,
ჩემო თაკო.
ასეთები უნდა წერო შენ,
ძალიან ბევრი,
და სულ, სულ...

ძალიან დიდი, დიდი მადლობა!
შენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის.
თუმცა, ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ალცჰაიმერი გულს არ ეხება.
მე ამ ისტორიით ვთქვი და დავასაბუთე, რომ ადამიანები გონებით გვიყვარდება და თუ მეხსიერება დავკარგეთ, დავკარგავთ გრძნობებსაც. ანუ ტვინია გულზე ბევრად მნიშვნელოვანი.

ნონორე.
ტკივილი
..................

ბევრი.

La Llorona
რამდენჯერაც შენი ისტორია წავიკითხე, იმდენჯერ დამამძიმე...
ალცჰაიმერი...
დაავადება რომელიც მოგონებებს გავიწყებს...
ადამიანებს გავიწყებს...
ყველაფერს გავიწყებს...
ბოლოს ფერიც, თეთრი ფერიც აღარ გახსოვს...
თეთრი, ყველაზე ცარიელი, არ არსებულის ფერი, არადა მიყვარს, თერთი მიყვარს, ან მიყვარდა.
68 წამი, 1 ადამიანი, რომელიც უკვე განწირულია, თეთრისთვის განწირულია... იქნებ მეც დამემართოს, ან შენ? იქნებ აქ მკითხველებს (ღმერთმა დაგვიფაროს)...
მადლობა ასეთი რომ ხარ, მადლობა რომ წერ. ძალიან კარგი გოგო ხარ თაკო❤ მიყვარხარ

მადლობა შენ,
რომ მკითხულობ,
რომ ასეთი საყვარელი ხარ,
შეფასებას რომ არ იშურებ,
ასეთ სიტყვებს რომ მეუბნები
და მადლობა რომ ხარ.
მიყვარხარ. ^^

ნწ, არ გეთანხმები.
ირინეს ბოლომდე ახსოვდა, რომ ქმარი ჰყავდა, რომ შვილი ჰყავდა, რომ ვიღაც უსახელო ფიგურები ენატრებოდა, უბრალოდ აღარ ახსოვდა, რას ნიშნავდა ქმარი, შვილი ირი, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ სჭირდებოდა ისინი.


ტყუილად ეძებ პოზიტივის მარცვალს.
ირინეს არავინ და არაფერი აღარ ახსოვდა. ბოლოს ყველაფერი წრეებად და წერტილებად იქცა.
--------------------
Sun...

 



№8 სტუმარი კიკი

გული მეტკინა... საშინლად გავბრაზდი და თნ გავამრთლე მელი რომ მიატოვა, მაგრამ...
ეს რაგაც განსხვავებული იყო.
სული ამიფორიაქა

სული ამიფორიაქა.
გავბრაზდი შვილმა რომ მიატოვა მეტი გზა არ ქონდა, მაგრამ მაინც :)

 



№9 სტუმარი გაბუნია

ყველაზე საშინელი ეს დაავადება კი არ არის, ის სენია რაც ადამიანებს თან გვდევს.
სენი-მიტოვების, დატოვების, გადაყვარების.
როგორც კი ვიგრძნობთ პატარა წინააღმდეგობას მაშინვე გავრბივართ.
შენ ზუსტად გიწერია ზუსტად, რომ ესეთი ნაბი ჭვარი ადამიანები ვარსებობთ.
ეგოისტები, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, რომ ვცოცლობდ მხოლოდ.
დაავადება სამწუხაროა.
გყავდეს ოჯახი
გყავდეს ქალიშვილი
გიყვარდეს მეუღლე და ერთ დღეს უბრალოდ გაქრეს ყველაფერი.
წაიშალოს და დავიწყებას მიეცეს, მაგრამ მე ის უფრო მეტკინა რაც ქმარ-შვილმა გაუკეთა ირის.
ასეა ზუსტად, ასე მარტივად ტოვებს
შვილი-დედას
დედა-შვილს
ქმარი-ცოლს
ცოლი-ქმარს
და ყველა ყველას.
უსამართლობაა და არასწორი.
68 წლის ასაკიც კი არ მემეტება ამ დაავადებისთვის...
მოხუც ადამიანს კიდევ უფრო მეტი მოგონება აქვს, ბევრად მეტი.
უსამართლობაა ისიც, რომ ადამიანებს ეს ემართებათ.
დედამიწაზე ყველაფერი დიდი უსამართლობაა.
რომ გაიქცე და გადაიმალო, ადამიანურ პრობლემებს გაექცე.
მოვა სიკვდილი ხელს ჩაგჭიდებს და სამაგიეროდ ის გაგანადგურებს.
და მაინც მეგობრებო?
მაინც ვართ ადამიან ყველაზე თავისუფალი და ღმერთისგან შექმნილი უნაკლო არსება?
არამგონია რა.
მადლობა თაკო შენ მე კიდევ ერთი ღირებული საფიქრალი მომეცი.

 



№10  offline ადმინი okay

კიკი
გული მეტკინა... საშინლად გავბრაზდი და თნ გავამრთლე მელი რომ მიატოვა, მაგრამ...
ეს რაგაც განსხვავებული იყო.
სული ამიფორიაქა

სული ამიფორიაქა.
გავბრაზდი შვილმა რომ მიატოვა მეტი გზა არ ქონდა, მაგრამ მაინც :)

მადლობა შეფასებისთვის ❤

გაბუნია
ყველაზე საშინელი ეს დაავადება კი არ არის, ის სენია რაც ადამიანებს თან გვდევს.
სენი-მიტოვების, დატოვების, გადაყვარების.
როგორც კი ვიგრძნობთ პატარა წინააღმდეგობას მაშინვე გავრბივართ.
შენ ზუსტად გიწერია ზუსტად, რომ ესეთი ნაბი ჭვარი ადამიანები ვარსებობთ.
ეგოისტები, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, რომ ვცოცლობდ მხოლოდ.
დაავადება სამწუხაროა.
გყავდეს ოჯახი
გყავდეს ქალიშვილი
გიყვარდეს მეუღლე და ერთ დღეს უბრალოდ გაქრეს ყველაფერი.
წაიშალოს და დავიწყებას მიეცეს, მაგრამ მე ის უფრო მეტკინა რაც ქმარ-შვილმა გაუკეთა ირის.
ასეა ზუსტად, ასე მარტივად ტოვებს
შვილი-დედას
დედა-შვილს
ქმარი-ცოლს
ცოლი-ქმარს
და ყველა ყველას.
უსამართლობაა და არასწორი.
68 წლის ასაკიც კი არ მემეტება ამ დაავადებისთვის...
მოხუც ადამიანს კიდევ უფრო მეტი მოგონება აქვს, ბევრად მეტი.
უსამართლობაა ისიც, რომ ადამიანებს ეს ემართებათ.
დედამიწაზე ყველაფერი დიდი უსამართლობაა.
რომ გაიქცე და გადაიმალო, ადამიანურ პრობლემებს გაექცე.
მოვა სიკვდილი ხელს ჩაგჭიდებს და სამაგიეროდ ის გაგანადგურებს.
და მაინც მეგობრებო?
მაინც ვართ ადამიან ყველაზე თავისუფალი და ღმერთისგან შექმნილი უნაკლო არსება?
არამგონია რა.
მადლობა თაკო შენ მე კიდევ ერთი ღირებული საფიქრალი მომეცი.

რამდენჯერმე წავიკითხე შენი კომენტარი.
ძალიან მიყვარს, როცა ჩემს მოთხრობებს ასე სიღრმისეულად განიხილავენ.
ძალიან დიდი მადლობა და
ყველაზე მეტად ის მიხარია,
რომ შევძელი და დაგაფიქრე იმაზე, რაზეც მე ძალიან ხშირად ვფიქრობ.
--------------------
Sun...

 



№11 სტუმარი Guest milena

გული მეტკინა ძალიან.ვერცეთს ვერ გავამართლებ ვერც დემეს და ვერც მელიტას ზალიან ეგოისტურად მოიქცნენ. საოცრად წერ

 



№12  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

არ დაუვიწყიათ:)
არც მელიტას
და
არც დემეს,რომელიც
საერთოდ არ დამევასა:)
მძულს დემე, მიყვარს მელიტა
და
ირი:)
თეთრი არ მიყვარს,მაგრამ შენეული მომწონს:))

 



№13  offline ადმინი okay

Guest milena
გული მეტკინა ძალიან.ვერცეთს ვერ გავამართლებ ვერც დემეს და ვერც მელიტას ზალიან ეგოისტურად მოიქცნენ. საოცრად წერ


დიდი მადლობა.
თუმცა, გამართლების მოძებნა შეიძლება.

Nia kvaratskhelia:)
არ დაუვიწყიათ:)
არც მელიტას
და
არც დემეს,რომელიც
საერთოდ არ დამევასა:)
მძულს დემე, მიყვარს მელიტა
და
ირი:)
თეთრი არ მიყვარს,მაგრამ შენეული მომწონს:))

დაივიწყეს, კი.
მე ასე ჩავიფიქრე.
მე ირი მიყვარს. მარტო ირი.
--------------------
Sun...

 



№14 სტუმარი Guest milena

okay
Guest milena
გული მეტკინა ძალიან.ვერცეთს ვერ გავამართლებ ვერც დემეს და ვერც მელიტას ზალიან ეგოისტურად მოიქცნენ. საოცრად წერ


დიდი მადლობა.
თუმცა, გამართლების მოძებნა შეიძლება.

Nia kvaratskhelia:)
არ დაუვიწყიათ:)
არც მელიტას
და
არც დემეს,რომელიც
საერთოდ არ დამევასა:)
მძულს დემე, მიყვარს მელიტა
და
ირი:)
თეთრი არ მიყვარს,მაგრამ შენეული მომწონს:))

დაივიწყეს, კი.
მე ასე ჩავიფიქრე.
მე ირი მიყვარს. მარტო ირი.

მეც ზალიან შემიყვარდა ირის პერსონაჯი,რა მისი ბრალია რო ეს დაავადება დაემართა არ უნდა მიეტოვებიათ

 



№15  offline მოდერი zia-maria

საშინელი დაავადება ალცჰაიმერი.ერთ დილით იღვიძებ და არ გახსოვს ვინ ხარ,ვინ არის შენი საყვარელი ადამიანები და საერთოდ ვინ ხარ ძენ,რას წარმოადგენ.სიხალისით სავსე ცხოვრება,ერთ დღეს შეწყდება და აქ დასრულდება ყველაფერი.ირის პერსონაჟი ძალიან კარგი არის,მაგრამ გული მატკინა დემეზე და ერთადერთ შვილზე.ასე უცებ არ შეიძლება ადამიანის დავიწყება,როცა ძალიან ტკივა შენს საყვარელ ადამიანს,სწორედ მაშინ სჭორდება გვერდით დგომა და სტიმული.მომეწონა,კარგი ისტორია იყო.მაგრამ გული დამწყვიტა,ერთ დროს ამ ძალიან სასიამოვნო ოჯახურმა იდილიამ,რომ ასე დაასრულა მათი თანაცხოვრების 17 წელი.თურმე ყველაფერს უნდა ელოდო ადამიანი ცხოვრებაში,რადგან რასაც არ ელი და სადაც არ ელი იქ ჩნდება პრობლემები.წარმატებები ავტორს. kissing_heart

 



№16  offline ადმინი okay

zia-maria
საშინელი დაავადება ალცჰაიმერი.ერთ დილით იღვიძებ და არ გახსოვს ვინ ხარ,ვინ არის შენი საყვარელი ადამიანები და საერთოდ ვინ ხარ ძენ,რას წარმოადგენ.სიხალისით სავსე ცხოვრება,ერთ დღეს შეწყდება და აქ დასრულდება ყველაფერი.ირის პერსონაჟი ძალიან კარგი არის,მაგრამ გული მატკინა დემეზე და ერთადერთ შვილზე.ასე უცებ არ შეიძლება ადამიანის დავიწყება,როცა ძალიან ტკივა შენს საყვარელ ადამიანს,სწორედ მაშინ სჭორდება გვერდით დგომა და სტიმული.მომეწონა,კარგი ისტორია იყო.მაგრამ გული დამწყვიტა,ერთ დროს ამ ძალიან სასიამოვნო ოჯახურმა იდილიამ,რომ ასე დაასრულა მათი თანაცხოვრების 17 წელი.თურმე ყველაფერს უნდა ელოდო ადამიანი ცხოვრებაში,რადგან რასაც არ ელი და სადაც არ ელი იქ ჩნდება პრობლემები.წარმატებები ავტორს. kissing_heart

გმადლობ შეფასებისთვის.
მიხარია, თუ მოგეწონა.
--------------------
Sun...

 



№17  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მაინც ამეტირა...
საშინელი დაავადებაა
ყოველ 68 წამში ერთი ადამიანი
სისასტიკეა
შემეცოდა ირი
ძალიან შემეცოდა
გავბრაზდი დემეზე
მეორე ცოლიო ))
არადა როგორ მეგონა რომმ ბოლომდე ეყვარებოდა
მელიტა
არვიცი რავთქვა
ძალიან მაგარი იყო ♥

 



№18  offline ადმინი okay

LuckyGirl
მაინც ამეტირა...
საშინელი დაავადებაა
ყოველ 68 წამში ერთი ადამიანი
სისასტიკეა
შემეცოდა ირი
ძალიან შემეცოდა
გავბრაზდი დემეზე
მეორე ცოლიო ))
არადა როგორ მეგონა რომმ ბოლომდე ეყვარებოდა
მელიტა
არვიცი რავთქვა
ძალიან მაგარი იყო ♥


Dzalian didi madloba, chemo sakvarelo❤
--------------------
Sun...

 



№19 სტუმარი ტიტინა

ძალიან ბევრი წამიკითხავს ალცაიმერით დაავადებულ ხალხზე.ფილმებიც მინახავს,ბუყურებდი მათ ტანჯვას ყოველდღიურად,დღიათიდთე რომ ეცლრბათ ხელიდან იმედთან ერთად ბედნიერება.ბოლომდე ვერშეგრძნობილი ბედნიერება და ტკივილი,რომელიც საკუთარი თავიყ არის გამოწვეული.დაკარგო ადამიანი ძალიან ცუდია,მაგრამ ყოველდღე კარგავდე საკუთარ თავს სიცოცხლის იმ მვირე დროში რაც ადამიანს აქვს საშინელებაა...მაგრამ ის უფრო საშინელებაა საკუთარი სისხლი და ხორცი რომ გტოვებს.შეუძლებელია ადე ადვილად ივიეყებდნენ ერთმანეთს და უდარფრლად აგრხელებდნენ ცხოვრებას.გავბრაზდი და მეწყინა.თუკი შესაძლებელია ადამიამების დავიწყება,მებისმიერი შეიძლება იყოს.მხოლოდ დედა არა,ვერა ვერ უნდა ივიწყებდეს ადამიანი იმ ადამიანს ,რომელმაც საკუთარ სხეულში გამოგზარდა შეგისისხლხორცა.სიხარულითა და იმედით გელოდა როდის დაივადებოდი,ყოველ დღე გეფერებოდა.საშინელ ტკივილებს იყანდა შენ გამო და მერე ადგე და უბრალოდ მიატოვო.არ ნესმის და იმედია ვერც გაბიგებ როგორ ხდრბა ეს..მესმის რთულია,საყვარელ ადამიანს ასეთს ხედავდე,ყოველდღე ცდილობ გაახსენო ის რაც წესით ვერ ივიწყრბენ დედაშვილობა..იმხელა ღვთის მადლი დევს.არ ვიციი ძალიან მეტკინა და დავიბენი.რა უგულოები ვართ ადამიანები,როგორი დაუნდობლები..ბუნებაში არ მოიძებნება ადამიანზე მეტად სასტიკი და გონიერი ცხოველი.ჰო უფრო მეტად ცხოველები ვართ ვიდრე ადამიანები.დემეზე საერთოდ არაფერს ვამბობ.მეორე ცოლით უკვე ყველაფერი ნაატქვამია.მელიტა,მიყვარდიო.შეიძლება ადამიანის მითუმეტეს დედის გადაყვარება თუკი ეს გულწრფელია..მე დედას ერთად ერატ ადამიანს ვეძახი მხოლოდ მას ვინც ჩემს განოზრდაში ღამეები ათია და ჩემს ტირილზე თვუთონაც ტიროდა ბავშვივით,
ძალიან ემოციური ისტორია იყო.ნამდვილად ღირებული და დასამახსოვრებელი.მადლობა შენ რომ ასე კარგად წერ და ასეთი ნიჭიერი ხარ..ძალიან ბევრი ვიბოდიალე.უბრალოდ გიყვარდეთ ყოველ დღე ყოველ წამს და არ მიაყოვოთ არანაირი წინაღობის გამო....პატივისცემით.ტიტინა :დდ

 



№20  offline ადმინი okay

ტიტინა
ძალიან ბევრი წამიკითხავს ალცაიმერით დაავადებულ ხალხზე.ფილმებიც მინახავს,ბუყურებდი მათ ტანჯვას ყოველდღიურად,დღიათიდთე რომ ეცლრბათ ხელიდან იმედთან ერთად ბედნიერება.ბოლომდე ვერშეგრძნობილი ბედნიერება და ტკივილი,რომელიც საკუთარი თავიყ არის გამოწვეული.დაკარგო ადამიანი ძალიან ცუდია,მაგრამ ყოველდღე კარგავდე საკუთარ თავს სიცოცხლის იმ მვირე დროში რაც ადამიანს აქვს საშინელებაა...მაგრამ ის უფრო საშინელებაა საკუთარი სისხლი და ხორცი რომ გტოვებს.შეუძლებელია ადე ადვილად ივიეყებდნენ ერთმანეთს და უდარფრლად აგრხელებდნენ ცხოვრებას.გავბრაზდი და მეწყინა.თუკი შესაძლებელია ადამიამების დავიწყება,მებისმიერი შეიძლება იყოს.მხოლოდ დედა არა,ვერა ვერ უნდა ივიწყებდეს ადამიანი იმ ადამიანს ,რომელმაც საკუთარ სხეულში გამოგზარდა შეგისისხლხორცა.სიხარულითა და იმედით გელოდა როდის დაივადებოდი,ყოველ დღე გეფერებოდა.საშინელ ტკივილებს იყანდა შენ გამო და მერე ადგე და უბრალოდ მიატოვო.არ ნესმის და იმედია ვერც გაბიგებ როგორ ხდრბა ეს..მესმის რთულია,საყვარელ ადამიანს ასეთს ხედავდე,ყოველდღე ცდილობ გაახსენო ის რაც წესით ვერ ივიწყრბენ დედაშვილობა..იმხელა ღვთის მადლი დევს.არ ვიციი ძალიან მეტკინა და დავიბენი.რა უგულოები ვართ ადამიანები,როგორი დაუნდობლები..ბუნებაში არ მოიძებნება ადამიანზე მეტად სასტიკი და გონიერი ცხოველი.ჰო უფრო მეტად ცხოველები ვართ ვიდრე ადამიანები.დემეზე საერთოდ არაფერს ვამბობ.მეორე ცოლით უკვე ყველაფერი ნაატქვამია.მელიტა,მიყვარდიო.შეიძლება ადამიანის მითუმეტეს დედის გადაყვარება თუკი ეს გულწრფელია..მე დედას ერთად ერატ ადამიანს ვეძახი მხოლოდ მას ვინც ჩემს განოზრდაში ღამეები ათია და ჩემს ტირილზე თვუთონაც ტიროდა ბავშვივით,
ძალიან ემოციური ისტორია იყო.ნამდვილად ღირებული და დასამახსოვრებელი.მადლობა შენ რომ ასე კარგად წერ და ასეთი ნიჭიერი ხარ..ძალიან ბევრი ვიბოდიალე.უბრალოდ გიყვარდეთ ყოველ დღე ყოველ წამს და არ მიაყოვოთ არანაირი წინაღობის გამო....პატივისცემით.ტიტინა :დდ


ძალიან დიდი მადლობა შენ ! <3
--------------------
Sun...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent