შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიალტო (თავი 1)


28-06-2017, 09:27
ავტორი strange soul
ნანახია 696

რიალტო (თავი 1)

ვენეცია იიტალიის მშვენება, მშვიდი, წყნარი და რომანტიკული. ალბათ ყველა გოგო ოცნებობს თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი იდგეს ნავზე და ქორწინდებოდეს. ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს დღე, თანაც ჩემს უსაყვარლეს ქალაქში ვქორწინდები. ვდგავარ ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი ხელში ვარდებისა და გვირილების თაიგული მიჭირავს და ვქორწინდები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მომავალ დირექტორსა და მილიონების მქონე პიროვნებაზე. რომელსაც ვერ ვიტან მას რომ ვუყურებ გული მერევა მაგრამ სამწუხაროდ ჩემს მშობლებს ჩემი აზრი საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ, მეტიც სიყვარულის არ სჯერათ და მეუბნებიან რომ ამას ჩემი უზრუნველი მომავლისთვის აკეთებენ. ხიდზე ვხედავ მათ მომღიმარ სახეებს, ჩემზე მეტად მათ უხარიათ, ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემს მშობლებს მხოლოდ ფული აინტერესებდა, სხვა ყველაფერი მათთვის მეორე ხარისხოვანი იყო. ჩემი ეგრეთწოდებული მამამთილი მათ 50 000 უხდიდა იმის სანაცვლოდ, რომ მისი ვაჟის ქორწინებაზე დავთანხმებოდი.
მათ გამყიდეს როგორც მონა, ტყვე რომელსაც უფლებები არ გააჩნია და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ერთხელ ამ იდიოტს სრულიად შემთხვევით შევხვდი რომელიც შებყრობილოა ჩემით. ზუსტად ვიცი რომ არ ვუყვარვარ,უბრალოდ ამომიჩემა. ის შეჩვეულია ყველაფრის ფულით ყიდვას. შოდა გაბადაძე ჩემი "საქმრო." მსუქანი, მაღალი, მწვანე კატისებრი თვალებითა და გადახოტრილი დიდი თავით, დგას ჩემ წინ და როგორც ყველა ელოდება როდის ვიტყვი თანხმობას. ყველა დარწმუნებულია რომ თანხმობას განვაცხადებ, რადგან მშობლები დამემუქრნენ კიდეც თუ არ დათანხმდები სადაც გინდა იქ წადი დაივიწყეთ რომ ჩვენ გყავართო. მამაჩემმა კი მკაცრად გამაფრთხილა: იცოდე თი გაქცევას შეეცდები დაგეწევი და უველას წინაშე ჩემი ხელით დაგახრჩობო. მხოლოდ ორი გზა მაქვს. ვთქვა კი და სამუდამოდ ამ ცხოველის მონად ვიქცე, ან გავიქცე და თავისუფლებით დავტკბე. ისინი ხომ მანამდეც არ მექცეოდნენ ისე როგორც შვილს. ფიქრებიდან კაცის ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა: "მია კარანაძე თანახმა ხართ თუ არა ცოლად გაყვეთ შოთა გაბადაძეს ......."
წინადადების დასრულება არ ვაცალე და ყველას გასაგონად ბოლო ხმაზე ვიყვირე: "არა რათქმაუნდა თანახმა არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები" ეს ჩემი ხმა იყო, ჩემი თავისუფლების ხმა, ამ წუთიდან მე უარი ვთქვი მონობაზე დ გალიიდან გავფრინდი. სანამ ისინი ამ ყველაფერს გაიაზრებდნე ხელები გავშალე და წყალში ჩავხტი, ღრმად ისე ღრმად რომ ვერავის ვეპოვე. წარმომიდგენია რა ხდება ახლა იქ, ნეტა შოთას და ჩემი მშობლების სახე დამანახა ალბათ გაცეცხლებულები არიან. წყალმა თითქოს ყველაფერი წაიღო, "მე თავისუფალი ვარ!" მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე რადგან ყველას გაეგო.
მართალია ნამდვილი სიყვარული არ მიპოვნია, მაგრამ მირჩევნია შინაბერა დავრჩე, ვიდრე მას გავყვე ცოლად. ქორწინების მოწმობაზე ხელის მოწერით ჩემს განაჩენს ვწერდი. მე თავი 21 წლიანი ტყვეობისაგან დავიხსენი და მომავალი წინ მაქვს. 21 წელი ამ ადამიანებთან სულ ტყუილად ვიცხოვრე, მათგან მაინც არანაირი
ყურადღება არ მიგრძვნია.

*****
ცურვა კარგად არ ვიცოდი, როცა გავიღვიძე უცნობ ოთახში საწოლზე ვიწექი. ძველი ხის კარი, ატლასის შინდისფერი ფარდები, ნახევრად დაბზარული მწვანედ შეღებილი კედლები, ხის იატაკი რომელსაც საღებავი ნახევრად გადაცლილი ჰქონდა, ეს ოთახი ნამდველად ძველი მაგრამ საოცრად მყუდრო იყო.
უცებ კარებში შუა ხნის ქალი შემოვიდა, დაახლოებით 40-46 წლის ქერად შეღებილი თმები ლამაზად ჰქონდა დავარცხნილი, ეტყობოდა მაღალი საზოგადოების წევრი იყო, სიგარეტი ამოიღო და მშვიდად დაიწყო.

-აქ ჩემმა შვილმა მოგიყვანა, მე წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა ჩემს ერთადერთ ვაჟს არასოდეს ვაწყენინებ, პირობა მივეცი, რომ გაღვიძებამდე აქ დაგტოვებდი, მაგრამ ახლა შენი წასვლის დროა,მაგრამ მეც და აქაურობასაც დაგვივიწყებ, თორემ
სადაც არ უნდა იყო გიპოვი და ჩემი ხელით მოგკლავ გასაგებია?

-მთელი ცხოვრება მოკვლით მემუქრებიან, საერთოდ არ გიცნობთ, რომც მინდოდეს მაინც ვერაფერს ვიტყვი თქვენზე.

-ახლა თვალებს აგიხვევთ და ჩემი მსახური აქედან შორს წაგიყვანს კარგი?

-კარგი. თქვენს ვაჟს ჩემს მაგივრად მადლობა გადაუხადეთ რომ გადამარჩინა.

-კარგი გადავცემ შენ კი ის გააკეთე რაც გითხარი.

ორსაათნახევარში ფლორენციაში ვიყავით. სრულიად მარტო დავრჩი ამხელა ქალაქში, თუმცა არ მეშინოდა ისევ საპატარძლო კაბა მეცვა, მიხაროდა რომ სასტუმროში ცოტაოდენი ფული და ერთი ჩემოდანი ტანსაცმელი მქონდა. სწრაფად გავემართე სასტუმროსკენ და ოთახის გასაღები ავიღე. აქ აღარავინ დამტოვებდა ამიტომ ნივთები ავიღე ტანსაცმელი გამოვიცვალე, კაბა ცელოფანში ჩავდე გადასაგდებად. გამოცვლაში აღმოვაჩინე რომ ყელზე კულონი მეკეთა, აშკარად არ იყო ჩემი ნეტა საიდან გაჩნდა,გამაღე და შიგნით წერილი ვიპოვე, რათქმაუნდა იტალიურად ეწერა:
"ciao bella, hai dormito fina a quando questo ciondolo ho fatto a voi ora mi devi perchè siete guariti si moure non è il solito ciondolo che lui è alla ricerca di tutto il mondo per prendersi cura di cosi bene e risparmiare tempo verrà in cui ho intenzione di prendese qualcosa e chiedere a me, graze-andrey"

"გამარჯობა ლამაზო, სანამ გეძილა ეს კულონი გაგიკეთე, ახლა ჩემთან ვალში ხარ რადგან სიკვდილს გადაგარჩინე. ეს ჩვეულებრივი კულონი არ არის, მას მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ნარკოდილერები ეძებენ, ასე რომ გაუფრთხილდი და კარგად შეინახე, როცა დრო მოვა წავიღებ, სხვა არაფრის ცოდნა არააა საჭირო, გმადლობ-ანდრეი"
კულონი მოვიხსენი და შევათვალიერე, ჩვეულებრივი იყო, ნეტავ ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის ვერ ვხვდები, ან მე რატომ ჩამაბარეს. ღმერთო მგონი შარში ისე გავეხვიე არც კი ვიცი. იქნებ წყალში გადავაგდო და ამით დასრულდეს ყველაფერი.მაგრამ იმ ალქაჯმა ქალმა თუ ყველაფერი იცის ნამდვილად მომაგნებს და თავისი ხელით დამახრჩობს. კულონი მოვიძვრე და ჩემოდანში საგულდაგულოდ შევინახე. ჩემი ნივთები ავკრიფე და სასტუმრო დავტოვე, თუმცა მისაღებში ვიღაცას ჩემთვის წერილი დაუტოვებია, მაგრამ არა შევცდი ამჯერად ფული იყო მხოლოდ. ეს ალბათ ანდრეის ნამოქმედარია, აქ საკმაოდ დიდი თანხა იყო. "თამაში დაიწყო" ჩავილაპარაკე ჩემთვის და კმაყოფილი სახით ისევ სასტუმროში შევბრუნდი.
გავიგე რომ შოთა გაცოფებული მეძებდა, და ჩემს მოკვლას აპირებდნენ თუ არ დავემორჩილებოდი. ის საკმაოდ გავლენიანია ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით პოლიციაში წავედი და საჩივარი დავწერე. ისინი დამპირდნენ რომ თითსაც ვერ დამაკარებდა და თუ საჭირო გახდებოდა დააპატიმრებდნენ კიდეც. მაინტერესებდა ამ კულონში ასეთი რა იყო ამიტომ კარები ჩავკეტე, ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფარე და საგულდაგულოდ დავიწყე მისი დათვალიერება ძვირფასი არ არის უბრალო მეტალისგანაა დამზადებული. ძალიან მაინტერესებს რატომ აინტერესებთ ასე ეს კულონი და საიდან აქვს ანდრეის. იქნებ კუდიანი დედამისისაა, მაგრამ ისინი არც ისეთი მდიდრები ჩანან ვერაფერი გავიგე ამდენ ფულს როგორ მიგზავნის.შესაძლოა ანდრეის ეს კულონი არც აინტერესებდეს მაფრამ აშკარაა რომ მისი დაცვა უნდა. არ სურს რომ ნარკოდილერებმა ჩაიგდონ ხელში მაგრამ არც ის უნდა რომ მას ჰქონდეს უცნაურია. უცებ კარზრ კაკუნის ხვა გავიგე და შევკრთი, კულონი უჯრაში ჩავაგდე და გავაღე, ჩემი საუზმე სადილი მოიტანეს. ფულს რაც შეიძლება ცოტას ვხარჯავდი, რადგან აე ვიცოდი როდის გამომიგზავნიდნენ. თუმცა ყოველ თვე ერთსა და იმავე რიცხვში ერთსა ერთი და იმავე თანხას მიგზავნიდნენ. უკვე 4 თვეა კულონი ჩემთანაა და ჯერ არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ბოლო დღეს როდესაც .........

********
გამარჯობათ მოვლასლასდი ახალი ისტორიით იმედია მოგეწონებათ შევეცდები მალმალე დავდოскачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent