შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯის გრადაცია [სრულად]


29-06-2017, 21:16
ავტორი MoonLady
ნანახია 2 228

ლურჯის გრადაცია [სრულად]

რა ფერის ხარ შენ ?
როგორი გემო და არომატი გაქვს ?
საკუთარ მელოდიას როგორ აღწერ და როგორი სტრუქტურა გაქვს შენ ?
...
ყოველთვის, ყოველთვის რაც თავის მახსოვს ნაცრისფერი ვიყავი... მუდამ ერთფეროვანი რუტინა ფლობდა ჩემ ცხოვრებას, მე კი თითქოს არაფერი მანაღვლებდა. მისგან თავის დაღწევის სურვილიც კი არ ყოფილა ჩემში არასდროს. ვერ ვიტყოდი, რომ მაწუხებდა, რომ დისკომფორტს მიქმნიდა მანამ, სანამ მას არ შევხვდი. ის უბრალოდ შემოვიდა ჩემი ცხოვრების უზარმაზარ კარიბჭეში და შეცვალა ყველაფერი. ყველა ფერი...
ზეთის საღებავებით მომიხატა სიცოცხლე და გამალურჯა... ლურჯის გრადაციად გარდამქმნა და სიცოცხლე მომაწყურა...
ის ფერადი იყო... არის... იქნება...
იცი ? ღმერთივითაა. აი იმ ღმერთივით ყველა რომ თაყვანს სცემს. მაგრამ მას მხოლოდ მე ვცემ თაყვანს, ის მხოლოდ ჩემი სიწმინდეა, მხოლოდ მე მეკუთვნის და მე ვამაყობ ამით. შენ გყავს ასეთი ადამიანი ?
...
- ჰეი, წიგნის ჭიავ ! - მომაძახა ერთმა გაბღენძილმა, თავში ავარდნილმა, მთელ უნივერსიტეტში ცნობილმა ბიჭუნამ. ბიბლიოთეკაში ვიჯექი და გულმოდგინედ ჩავკირკიტებდი სამედიცინოს უზარმაზარ პროგრამას. წარმატებული სტუდენტი გახლდით და აუცილებელი იყო ყველაფერი დეტალებში მცოდნოდა. მისთვის ნამდვილად არ მცხელოდა, ამიტომ წავიყრუე, თითქოს არ გამიგონია. მხოლოდ წუთით შეიცადა და კვლავ გამომელაპარაკა ოდნავ შეცვლილი ხმით. - შენ გელაპარაკები ნაცრისფერო ! - გულზე ეკალივით დამესო ეს ფრაზა, რას ნიშნავს ნაცრისფერო ? მომენტალურად ავწიე თავი და შევეჩეხე მის თვალებს. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათი სიცივე ჩემზე მოქმედებდა და უსიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. ცივი იყო, მაგრამ გამოკრთოდა მათში რაღაც, რასაც ვერ ავხსნიდი. სევდა ? ნაღველი ? არ ვიცი. ვერასოდეს ვერკვეოდი ადამიანებში და ეს მძაბავდა მათთან ურთიერთობისას.
- უკაცრავად, მე მომმართავთ ? - ჩურჩულით ვეკითხები და სახე მიჭარხლდება. არასოდეს გამოვლაპარაკებივარ უცხოს.
- ჰო, ჰო, შენ. აი ეგ წიგნი მომაწოდე. - აგდებით მეუბნება და მიმითითებს ზუსტად იმ წიგნზე, რომელიც გადაშლილი მაქვს და გატაცებით ვკითხულობ.
- კი, მაგრამ... - დავიბენი მე. - ვკითხულობ...
- არ მაინტერესებს, სწრაფად ! - მისი მბრძანებლური ტონი და გაყინული ხმის ტემბრი შიშს მგვრიდნენ, არც უსიამოვნო ჟრუანტელს იშურებდნენ ჩემთვის. წიგნი აკანკალებული ხელით მივაწოდე და თვალებში ჩავხედე, მან კი თბილად გამიღიმა და მითხრა. - კარგი გოგო ხარ ! - თავს ვუქნევ და არ ვიცი როგორი გამომეტყველება აღვბეჭდო სახეზე. მისი მომენტალური ცვლილება მანცვიფრებს და მაფრთხობს.
- მაგრამ... - აყოლებს იგი. - არ მომეწონა ის, რომ... - ინტერესიანი მზერა შევავლე, ამ მცირე დიალოგში რა შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს ადამიანს ? ან რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ თქმისთვის დრო დაეხარჯა ? ორგანულად ვერ ვიტანდი დროის ფუჭად ფლანგვას, ამიტომ ყოველ ზედმეტ სიტყვაზე ვღიზიანდებოდი. შესაბამისად ადამიანებს განვერიდე, რადგან ისინი ყბედობაში ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ ! ბიჭმა კი ცალყბად გაიღიმა და თვალებით რაღაც მანიშნა. იქვე დადებული ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე, სადაც ეხატა ჭია. გავბრაზდი და ბრაზიანი მზერა შევავლე, მან კი გაიცინა და თქვა: - ის, რომ... ჰმ დაფიქრდი. - და ტყვისავით გავარდა ბიბლიოთეკიდან.
რა ჯანდაბა ხდება ?
მის თავხედობაზე ვბრაზდები, თან მეცინება, თან ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს... წუთიერად ვფიქრდები მის ნათქვამზე და მთელი არსებით ვიჭრები მასში, მაგრამ მოულოდნელად ვაცნობიერებ, რომ დროს ვფლანგავ და რაც შეიძლება სწრაფად ვცდილობ ავანაზღაურო იგი. სამწუხაროდ საჭირო წიგნი ვიღაც, მოიცა რა ერქვა ? მგონი რეზი, ჰო რეზიმ კულტურულად "ამახია", ამიტომ გამიჭიანურდა სწავლა და ლამის შუაღამემდე შევყევი საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. ძალიან დავიღალე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. „საკმარისია-მეთქი“ გავიფიქრე და ნივთები ჩანთაში სწრაფად ჩავალაგე. ერთხელ შევავლე იმ ადგილს თვალი, სადაც რეზი იჯდა...
გამოვედი თუ არა ბიბლიოთეკიდან შევამჩნიე, რომ კარგა შეღამებულიყო. არ მჩვევია ხოლმე ღამით სიარული, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და თითქმის სირბილით გავუყევი ქუჩას. მეზიზღებოდა ის, რაც შიშს მგვრიდა. ვერ ვუძლებდი იმას, რაც ტკივილს მაყენებდა. ახლაც კი მეშინოდა. თავადაც არ ვიცი, ვისი ან რისი მეშინოდა. ქუჩა გაჩახჩახებული იყო დღესავით. მაღაზიის ვიტრინები კი ცისარტყელასავით ანათებდნენ და თვალს მჭრიდნენ. ათასი ჯურის ხალხი ჯერ კიდევ დადიოდა ტროტუარზე და გაქვავებული სახით უმზერდა ერთმანეთს. დადიოდა თამამად და არანაირი შიში არ ეხატებოდა სახეზე. მე კი ლამის მივრბოდი. გული ამოვარდნას მქონდა, თითოეული მათგანის მეშინოდა. თითქოს რაიმეს დაშავება შეეძლოთ, თითქოს ცოტაც და შეეხებოდნენ ჩემ ნაცრისფერი რუტინას და შეცვლიდნენ. მეშინოდა ცვლილებების. არ მინდოდა სიახლე და გულისტკენა. კისრამდე მყოფნიდა ის, რაც გამაჩნდა. მეტს ვეღარ ავიტანდი. რეპლიკა „ნაცრისფერო“ სიმართლედ მეჩვენა...
შენ აიტანდი ? განადგურებულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაანადგურებინებდი ვინმეს ? არავინ იზამს ამას. ( თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც) მე კი ზედმეტად მქონდა გამოხატული თავდაცვის ინსტინქტი. არ დაუშვა, რომ ასე დაგემართოს შენც. თავდაცვის მიზნით არ შეიჭრა იქ, სადაც ორმაგად უფრო დაზარალდები არსებულთან შედარებით.
როგორც კი სახლში შევედი და კარი რამდენიმე საკეტით გადავკეტე, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი სამშვიდობოს. შემდეგ გამეცინა. ამ სულელურ შიშებზე გამეცინა და ჯანდაბა, მერამდენე წელიწადია ასე ვიტანჯები და შემდეგ სულელივით, ისტერიკულად მეცინება. თავს საშინლად ვგრძნობ, აშკარად ვგიჟდები... ფსიქოლოგს უნდა მივმართო, აუცილებლად. მაგრამ ფსიქოლოგიც ჰომ სიახლეა ? არა, არა. გამორიცხულია, არსად წასვლას არ ვაპირებ. ვაანალიზებ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ შემიძლია. უბრალოდ არ შემიძლია...
თუმცა შენ უნდა შეძლო, შენ ეს შეგიძლია. არ არსებობს „არ შემიძლია“, არსებობს „არ მინდა“. არ მისცე უფლებას შიშებს მოგიღონ ბოლო. ამოძვერი იმ ჭაობიდან, სადაც ისინი გითრევენ. გახდი თავისუფალი !
სამზარეულოში გავედი და მწვანე ჩაი გავიკეთე. პლედი მოვიგდე მხრებზე და ფანჯრის რაფაზე ავძვერი. საკმაოდ დიდი იყო და ჩემნაირი სუსტი თავისუფლად დაეტეოდა. თავი მინას მივადე და ჩავფიქრდი. უწყვეტ ფიქრებს მივეცი უფლება დაჰპატრონებოდნენ მთელ ჩემს რაობას. როცა ვკითხულობდიხოლმე, ვამჩნევდი, რომ უმრავლესობას პერსონაჟებისა და ალბათ მწერლებისა, ასე ყოფნა სიამოვნებდათ და ეს საოცარ ემოციებს აღძრავდა მათში. ამ სიტუაციას ვგულისხმობ, ჩაი, პლედი, სიცივე, ბუხარი და გაწვიმდა... ალბათ შენც მოგწონს, იძირები საკუთარ სამყაროში, ეფერები იარებს და უღიმი ჯერ კიდევ ცოცხალ ნაგებობებს.
მე კი... მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი. არ შემეძლო.
ალბათ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც იყო სრულიად უემოციო. ყველაზე საშინელი ალბათ ის იყო, ალბათ... რომ მე ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა. უბრალოდ ვერ ვგრძნობდი, რა იყო ამაში ცუდი ? არც არაფერი. მშვიდად ვიყავი. როცა არ გრძნობ ვერც ტკივილს განიცდი, რადგან უბრალოდ ვერ გრძნობ. დაცული ხარ, უსაფრთხოდ ხარ. არაფერს არ ეჯაჭვები. მიჯაჭვულობა ღუპავს ადამიანს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ არ მიეჯაჭვონ. თითქოს ჰაერივით სჭირდებათ ეს, მე კი ვაკუუმში ვარ. ემოციების გარეშე კი, როგორც ამბობენ, გული არ გიტყდება და სრულიად გულგრილი ხარ ადამიანების მიმართ. ის შიში, რასაც მე განვიცდიდი იყო ფიზიკური შიში. სულიერებისა მე არაფერი გამეგებოდა და არც ინტერესს იწვევდა ჩემში.
შენ კი უნდა დაინტერესდე, აუცილებლად უნდა დაინტერესდე. სულიერება, გრძნობა, ემოციები ეს ყველაფერია. ყველა ფ ე რ ი ა. იპოვე შენი ფერი. მე მან დამაინტერესა და არ ვნანობ.
მოულოდნელად ჩემს გონებაში გაიელვა ნაცნობმა სიტყვამ: „ნაცრისფერო !“
უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ვაანალიზებდი ამ ნათქვამის სისწორეს, მაინც არ მსიამოვნებდა ის, რომ ამ ფაქტს აღნიშნავდნენ. უცნაურად აღნიშნავდნენ. ადარებდნენ ჩემს ცხოვრებას ფერს. ამ ფერს...
საინტერესო აღქმაა არა ფერები ? ძალიან უცნაური, მიმზიდველი და საკმაოდ მძაფრი. არასოდეს დაფიქრებულხარ რა ფერი გაქვს ? მე მისმა ფრაზამ მაიძულა დავფიქრებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გამაღიზიანებლად იმოქმედა, მე მისი ფრაზით ერთდროულად აღვფრთოვანდი და დავმწუხრდი. თუმცა მეტად ხელოვნურად გამომივიდა გულგრილი ადამიანის კვალობაზე, ასე მგონია...
საწოლში ჩავესვენე და ფერებზე ფიქრს თავიდან ვერ ვიცილებდი. დროს ვკარგავდი. ო, როგორ მეზიზღება დროის კარგვა... მაგრამ თავს ძალა ვერ დავატანე, რათა არ მეფიქრა. თითქოს მსიამოვნებდა მათზე ფიქრი. ვფიქრობდი, რა ფერის იყვნენ ადამიანები. მე ისინი არ მიყვარდა. არ მიყვარდა ადამიანები, მათ მიმართ სრულიად გულრილი ვიყავი. მაგრამ ინტერესი ჩამესახა გამეგო ირგვლივ მყოფთა უცნაური ფერები. მათგან ყველაზე საინტერესო კი აღმებეჭდა ჩემს ცნობიერებაში. ალბათ ხვდები, რომ რეზის ფერი თავისთავად მაინტერესებდა. საკუთარი თავი დავიჭირე ფიქრზე, რომ ადამიანებს როგორც დასაკვირვებელ ცხოველებს ისე ვუმზერდი. ღმერთიც ასე უმზერს ხოლმე მათ ? ჩავფიქრდი. ბიოლოგიის კითხვამ გამომათაყვანა, მაგრამ მაშინ ბიოლოგია იყო ის, რისთვისაც ვცოცხლობდი.
ვფიქრობდი, განუწყვეტლივ ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე. ვფიქრობდი აწმყოზე, წარსულზე, მომავალზე... ფერებზე, არომატზე, გემოზე... ბავშვებზე, ქალებზე, კაცებზე... ექიმებზე, პროფესიაზე, საზღვრებზე.... ჩარჩოებზე, ფილოსოფიაზე, რეზიზე...
ამასობაში შემომათენდა კიდეც. ტრადიციულად ავდექი. გამოსაფხიზლებლად ცოტა წავივარჯიშე, უზომოდ ტკბილი ყავა გავიკეთე და კარადიდან ფუნთუშა გამოვიღე. მადიანად ჩავკიბიჩე და წიგნი გადავშალე. სამწუხაროდ კონცენტრაცია ვერ მოვახდინე. ვკითხულობდი ერთ გვერდს და მეორეზე გადასვლისას ვაცნობიერებდი, რომ სრულიად არაფერი მახსოვდა წინადან. ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი. გქონია ასეთი შემთხვევა ? ალბათ არ გსიამოვნებდა, ისევე, როგორც მე. თუმცა გააჩნია რაზე ფიქრობ ამ მომენტში, არა ? გააჩნია რას იწვევს შენში შენივე ფიქრები...
მე კი რეზის ფრაზა ამომიტივტივდა თავში. „არ მომეწონა ის, რომ...“
ნეტავ რა არ მოეწონა ? მართლა არ მესმის, რა შეიძლება მოგეწონოს, ან არ მოგეწონოს რამდენიმე ფრაზიან დიალოგში. მართლა შეუძლიათ ადამიანებს ასე სწრაფად შექმნან შენზე პირველი შთაბეჭდილება ? შენშიც იქმნება იგი ასე მარტივად ? იცვლება თუ არა ის მაშინ, როცა ახლოს იცნობ ადამიანს... ჩემთვის ყოველივე ეს უცხოა, ახალია და საშიში. საკუთარ თავს ვერ ვუტყდები, რომ ჩემში ინტერესი შეიქმნა ჩანასახოვან სტადიაში. მინდა გავიგო. გავიგო რაც შეიძლება მეტი, მინდა შევიცნო ადამიანი. ჩავძვრე მის ტყავშ და გავიგო მისი ფერი.
ჯანდაბა ! მორჩი ამაზე ფიქრს !
შავ შარვალს ვიცმევ, ასეთივე ფერის პულოვერს და მონაცრისფრო ქურთუკს ვიგდებ მხრებზე. რამდენიმე წამის განმავლობაში დაჰიპნოზებულივით ვუმზერ, მაგრამ შემდეგ ვფხიზლდები, ჩანთას ვავლებ ხელს და გარეთ გავდივარ. გამვლელებს ვაკვირდები და ვცდილობ მათი ფერი ამოვიცნო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა მათი ყურებისას, თითქოს ირგვლივ მათივე ფერი ტრიალებდა. ო, როგორ მსურდა ნამდვილად ასე ყოფილიყო. მაგრამ რატომ მსურდა ? წარმოდგენაც არა მაქვს.
ჩემში რაღაც მიჩქმალული ირხეოდა რიტმულად.
ჩემში რაღაც დამალული იღვიძებდა გიჟურად.
უნივერსიტეტს ვუახლოვდები და იქვე შეკრებილ ხალხს ვამჩნევ. ადრე გულგრილად ჩავუვლიდი მათ და ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ახლა რაღაც მექაჩებოდა იქეთკენ. თითქოს აუცილებლად უნდა მივსულიყავი ბრბოსთან. ასეც მოვიქეცი და კალათბურთის თამაშს შევესწარი. ერთი ერთზე თამაში.
მიყვარდა ხოლმე გვერდიდან ყურება სხვადასხვა თამაშებისა, მიუხედავად იმისა, რომ წესებში ვერასოდეს ვერკვეოდი. თვალს მჭრიდა აზარტულობა, გამარჯვების სურვილი, მიზნის განხორციელებისკენ სწრაფვა. მიზნის ცნება გულისხმობს საკუთარ თავში დარწმუნებულობას, საკუთარი შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების ზუსტ შეფასებას და მათ შესაბამისად მოქმედებას, ძლიერის მხარის განვითარებას და სისუსტის დაძლევას. ამასთანავე მიზნის მიღწევისათვის აუცილებელი კომპონენტია ენთუზიაზმი. ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომელიც ადამიანს ბედნიერად აგრძნობინებს თავს და ცხოვრების ხალისს აძლევს, აზარტულს ხდის, ითრევს და უფრო მეტის მიღწევისკენ უბიძგებს. ამ შემთხვევაში მიზანი მოწინააღმდეგის განადგურება იყო.
რამდენიმე წუთი ვუყურებდი პაექრობას, ორქულიანი და სამქულიანი ბურთების კასკადი ეცემოდა კალათებში ორივე მხრიდან. ერთ-ერთმა მოთამაშემ მყისიერად ჩამიქროლა და მასში რეზი ამოვიცანი. მან ტუჩის კუთხე ჩატეხა და ბოლო ბურთი აჩუქა კალათს. სტვენა გაისმა და თამაშის დროც ამოიწურა. განსხვავება მოთამაშეებს შორის მდგომარეობდა მხოლოდ ერთადერთ ქულაში. რეზიმ გაიმარჯვა. ბრბო კი აწრიალდა. მისი ნახევარი აჟიტირდა, ნახევარი კი დამწუხრდა. ძალაუნებურად ვაკვირდებოდი ხალხს და ვამჩნევდი, რომ ეს მგვრიდა თავისებურ სასიამოვნო განცდას.
რეზი ხალხისკენ შებრუნდა და ფართოდ გაიღიმა. ნელი ნაბიჯით დატოვა სათამაშო ადგილი და ჩემ გვერდით გაჩერდა, დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
- შენ სადღაც იქ, რაღაც მძიმე ძალიან მაგრად გტკივა... შენ სადღაც იქ, რაღაც მწარე არასდროს არ გაგიქრება... შენ სადღაც იქ, რაღაც მტანჯველს აფლეთინებ საკუთარ სულს... არავის არ უზიარებ გასაჭირს. თვალები კიი... ოჰ, ეს მოღალატე თვალები რებე... - თქვა და ლოყაზე ტუჩები შემახო. ყოველივე ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ არავის შეუმჩნევია. ჩემი სახელი მხოლოდ ლექტორებისგან და მასწავლებლებისგან მესმოდა ხოლმე, მაგრამ რეზის მიერ წარმოთქმული სულ სხვა იყო.... თითქოს სამყარო დარტიალდა და შეიღება მრავალ-ფერად... ასკინკილით შემოვუარე გალაქტიკას და ისევ დავუბრუნდი საკუთარ თავს. მუხლები ამიკანკალდა და გული საგულედან ამომიხტა. თვალთ დამიბნელდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გონს ვერ მოვეგე. ლოყა, რომელსაც ის შეეხო სასტიკად მეწვოდა. შეხებასაც კი ვერ ვბედავდი, თითქოს მეტკინებოდა... თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. რაღაცის თქმა მსურდა, მაგრამ ყელიდან სუსტი ხავილის გარდა არაფერი ამოვიდა. თვალი გავახილე და დავინახე...
რეზი კისერზე მისი შეყვარებული ჩამოეკიდა. ტუჩებზე წაეტანა და ვნებიანად აკოცა. თუ არ ვცდები ელენე ჰქვია. გულის კუნჭულში რაღაცამ გამკრა, მაგრამ იმდენად დარეტიანებული ვიყავი არ შევიმჩნიე. რომც არ ვყოფილიყავი, ვერ შევიმჩნევდი. ამის უფლება არ მქონდა.
საპირფარეშოში გავედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. საკუთარ თავს ჩავხედე თვალებში და ვკითხე. „რა გჭირს რებე ? არაფერი მომხდარა, ნუ გეშინია, ნუ...“
რამდენიმე წუთი დამჭირდა და როგორც იქნა დავმშვიდდი. გონს მოვეგე და ლექციაზე შევედი. იმდენად ჩაფლული ვიყავი წიგნებში, რომ ვერც კი შევამჩნიე, რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა. მხოლოდ შუა ლექციაზე, როცა ლექტორმა კითხვა დასვა, ავიღე თავი წიგნიდან და შევხედე მას. ჩემ გვერდით ვიღაც საპასუხოდ მოემზადა, მეც ავტომატურად გავიხედე მისკენ. ჯანდაბა ! ეს ბიჭი ლატარიაში მოვიგე ?! როგორც მიხვდი, რეზი იყო. მან მშვიდად, აუღელვებლად და ამომწურავად უპასუხა ლექტორის შეკითხვას, რისთვისაც დამსახურებული შექება მიიღო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არანაირი ემოცია არ აღბეჭდვია სახეზე. ჩემკენ მოაბრუნა თავი და ტუჩის კუთხე ჩატეხა. უკვე კატასტროფულად მაღიზიანებდა მისი ეს ჟესტი.
- „მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!“ - გალაკტიონის ლექსის ბოლო სტროფი წამიკითხა ჩურჩულით და მგზნებარედ. მე კი თავზარი დამეცა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მან ჩემზე ყველაფერი იცოდა. უსუსურობის განცდამ ამიტანა და ძალიან შემეშინდა. შიშმა შთანთქა თითოეული ჩემი ატომი, მან კი ეს შეამჩნია და თვალი ჩამიკრა. ლექტორს მიუბრუნდა და დარჩენილი დროის განმავლობაში ჩემკენ არც გამოუხედავს.
...
რეზის გვერდით მთელი ლექციის დროს თავს საკუთარ ტყავში ვერ ვგრძნობდი. მზერა მისკენ მეპარებოდა და პერიოდულად მის ჩატეხილ ტუჩის კუთხეს ვამჩნევდი. ამ მომენტებში ვწითლდებოდი და ვცდილობდი ყურადღება მომეკრიბა, მაგრამ არ გამომდიოდა.
ლექციის დასრულებისთანავე ტყვიასავით გავვარდი გარეთ. სახლისკენ მიმავალ გზას სირბილით გავუყევი და სიმშვიდისკენ ვისწრაფვოდი. ათას თვალს ვგრძნობდი მომართულს ჩემკენ, ათას ყურს, რომელთაც ჩემი გულისცემაც კი ესმოდათ და შეეძლოთ დაეშავებინათ ჩემთვის. ო, როგორი აუტანელია ეს ყველაფერი. ნაცრისფერი, დამიბრუნე ჩემი ნაცრისფერი.
მეტკინა. რა მეტკინა ? არ ვიცი. ფიზიკურად მტკიოდა სხეული და მტკიოდა რაღაც სხვა... შინაგან წვას ვგრძნობდი. თითოეული ორგანო ალმოდებულივით მუშაობდა.
სახლში შევედი, ყველა საკეტი გადავკეტე. ფანჯრები ჩავრაზე და სქელი ფარდები ჩამოვაფარე. მაგრამ ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქოს იმ უზარმაზარ, გალავნით გარშემორტყმულ უკაცრიელ ქალაქში, სადაც მხოლოდ მე ვცხოვრობდი, შემოფრინდა პატარა, ფერადი ჩიტი, რომელმაც ძალიან, ძალიან დამაფრთხო. არც მისი მიღება შემეძლო, არც განდევნა. ვერ ვუახლოვდებოდი. პანიკურად მეშინოდა მისი...
სახლში ვერ გავჩერდი. უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი თავს. თითქოს კედლებიც კი მიყურებდნენ, მისმენდნენ და დამცინოდნენ. დამცინოდნენ უწყინარი ჩიტის გეშინიაო. მაგრამ მე ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს არსება უწყინარი არ იყო. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა ტკივილის... ამიტომ ისევ გარეთ გავედი.
ხალხს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა. ამ უცნაურ და ახალ შეგრძნებას ვერ დავნებდებოდი. მაგრამ შენ უნდა დანებდე, შენ უნდა მიჰყვე სულის ძახილს და საკუთარ თავს უნდა მოუსმინო. აუცილებლად უნდა მოუსმინო. არ გაექცე მას. მე მან მასწავლა საკუთარ „მესთან“ ლაპარაკი...
ვიდექი შუა ქუჩაში და სულელივით ვაკვირდებოდი ადამიანებს. ფერები თავში თავისით მომდიოდა. ის, რასაც ვხედავდი შეუძლებელი იყო არ ყოფილიყო რეალური. ნათლად ვარჩევდი ადამიანების ირგვლივ მათ ფერებს. აურასავით ტრიალებდა, შემოხვეოდა თითოეულს და ეფერებოდა. კვამლისფერი იყო ერთი, ერთიც ყვითელი. ყავისფერსაც შეხვდებოდით აქა-იქ. ღიმილისფერი წარმოგიდგენიათ ? რამდენიმე ეგეთიც იყო. კრემისფერები სჭარბობდნენ.... საოცარი იყო ამის დანახვა. სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედე. მან მაჩვენა თავისი საოცარი ბუნების მემილიონედი ნაწილი და სურდა სანაცვლოდ მეც მიმეცა რაღაც. ის მეთამაშებოდა. ხსნიდა კარტებს და მაიძულებდა გამეხსნა მეც. მაგრამ მე მისთვის არ მითხოვია არა-ფერი, მან კი ყველა-ფერი მაჩუქა.
„წვიმის წვეთებით ატირდა ზეცა და დამისველა მოკლული სული...
გრძნობის დაფლეთით დამაფრთხო ზეცამ და გამიტეხა ნაქსოვი გული...“
ცაში ავიხედე და წვეთებს მივეცი საშუალება დაჰპატრონებოდნენ ჩემს სხეულს. უცნაურად ვგრძნობდი თავს. თითქოს ეს მე არ ვიყავი. არა, ეს მე ნამდვილად არ ვიყავი. ვიღაც სხვა ფლობდა ჩემს რაობას და ეთამაშებოდა ბუნებას. მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ მისი თამაში დასრულდებოდა ფატალურად. ყველაზე საზარელი რა შეიძლება მომხდარიყო ? სიკვდილი ? მე მისი არ მეშინოდა... ჰო, მე სიკვდილის არ მეშინოდა. მე მეშინოდა ტკივილის. ის მე მატკენდა და გამანადგურებდა.
მოსიარულე გვამი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე გვამი, რომელიც მიწაში დევს. გაუფრთხილდი საკუთარ „მე“-ს. არავის მისცე უფლება გაქციოს ცოცხალ გვამად. ცოცხლად არასდროს მოკვდე, ნუ დაკარგავ ადამიანურ ღირებულებას.
ბუნების ცრემლებით გაიჟღინთა რებე...
ბუნების ცრემლებმა დაასველა რებე...
ბუნებამ შთანთქა რებეს რაობა...
ბუნებამ შექმნა არარაობა...
....
სახლისკენ მივავალს, გზად მყუდრო ლიტერატურული კაფე შემხვდა. გადავწყვიტე შევსულიყავი. არასდროს მჩვევია სპონტანური გადაწყვეტილებები, მაგრამ ამჯერად რაღაც ჩემში მთელი არსებით ითხოვდა შესვლას.
არ გეტყვი, რომ სპონტანურად უნდა გადაწყვიტო ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ როცა შენ შიგნით რაღაც ითხოვს, ძალიან გთხოვს, მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთო. იმიტომ, რომ ამ დრო შენი ქვეცნობიერი გეძახის. შენი სული გეთამაშება, აჰყევი მას თამაშში, მერწმუნე არ ინანებ.
შევდივარ და სრულიად სხვა სამყაროში ვხვდები. ხის ინტერიერი და შახმატურად გაწყობილი მაგიდები. მოჩუქურმებული სკამები და მოთეთრო-მოკრემისფერო ფარდები თითოეული მაგიდის ირგვლივ. მაგიდების გარდა იქვე, ცოტათი მოშორებით იყო რამდენიმე პუფი, სადაც შეგეძლო უფრო თავისუფლად და კომფორტულად მოკალათებულიყავი. კაფეს მხოლოდ 35% იყო შევსებული. წვიმიან ამინდში ლიტერატურული კაფესათვის საკმაოდ ბევრია ვგონებ. მშვიდი მუსიკა მყუდროების განცდას ქმნიდა და სასიამოვნოდ გელამუნებოდა გულზე. ბართან მივედი და ბარმენს მწვანე ჩაი ვთხოვე. შეკვეთა რამდენიმე წუთში მზად იყო და მეც სხეული გამითბა. ალკოჰოლური სასმელების რაოდენობამ ლიტ. კაფეში გამაკვირვა, თუმცა ჩემი ყურადღება მათი თაროს ზევით გაკრულმა ფრაზამ მიიქცია.
„გემი სახელწოდებით „წყნარი ნავსადგური ნაპირიდან შორს არასდროს წავა.“
ბარმენს შევხედე, მას კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- ვისი ფრაზაა ? - ვეკითხები მე.
- დეილ კარნეგის.
- და რატომ გაქვთ ის ასე... - სიტყვებს ვერ ვპოულობ და ხელით ვანიშნებ. ბარმენს ეცინება და მპასუხობს.
- აქ გვაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა. ბევრი მოდის და ორჭოფობს წიგნის არჩევის დროს. თითქოს რისკზე წასვლა არ სურთ. ეს ფრაზაც შესაბამისად მოერგო სიტუაციას. აბსურდულად ჟღერს წიგნის არჩევის დრო გარისკვა, მაგრამ დამწყები მკითხველები დაახლოებით ასე აღიქვამენ ახალი წიგნის გადაფურცვლას. ვერ ხვდებიან, რომე ნებისმიერ წიგნში არის რაღაც აზრი ჩადებული. თუნდაც იფიქრო, რომ წიგნი სულელურია, ეს შენში საკუთარ პოზიციას ამყარებს, ამიტომ სულელური წიგნიც კი პლიუსია. - იღიმის ის. ძალიან უხდება ღიმილი.
- ზოგადად რისკზე წასვლა არ მიყვარს. - ცივად მივუგე მე. - ზოგადად და არა წიგნებთან მიმართებაში. - დავაკონკრეტე მე.
- რატომ ? - კვლავ ეღიმება მას.
- თავზეხელაღებული ნამდვილად არ გახლავარ. - ვეუბნები და მოზრდილ ყლუპს ვაგორებ ყელში.
- გარისკვა - არ ნიშნავს თავზეხელაღებულად ყოფნას. საღად მოაზროვნე ადამიანი გონივრულ რისკზე მიდის, თუმცა ნებისმიერი რისკი შეიძლება კრახით დასრულდეს.
- ზუსტად ეგ კრახი მაფერხებს.
- თუ კრახის საფრთხე არ არის, ესეიგი ქმედებას რისკი არ ჰქვია. რისკი ადრენალინია, ექსტრემალ ადამიანს შეუძლია როგორც მოიგოს, ასევე წააგოს. გონივრული რისკის შემთხვევაში კი წაგების შანსი გაცილებით ნაკლებია.
- უსაფრთხო გზები მირჩევნია. - არ ვტყდებოდი მე.
- ვინც რისკზე უარს ამბობს თავს არიდებს „დამარცხების აგონიას“, მაგრამ ის ვერასოდეს შეიგრძნობს „გამარჯვებისგან მოგვრილ აღტაცებას“. ჭკვიანი იყო კარნეგი. - ამბობს იგი და სიგარას აბოლებს.
- ანუ მე ვერასოდეს ვიგრძნობ ამ აღტაცებას ? - წარბი შევკარი მე.
- თუ არ ცდი, ვერ გაიგებ. - მხრები აიჩეჩა ბარმენმა და კიდევ ერთი ჭიქა ჩაი გამიმზადა. - ცდა ბედნის მონახევრეაო, ჰო გაგიგია. - დარჩენილი დრო სიჩუმეში გავატარეთ. მე ბარმენის, უფრო სწორად კარნეგის სიტყვებზე ვფიქრობდი, ის კი მშვიდ მუსიკას უსმენდა, რომელიც სულისშემძვრელ ნოტებად იღვრებოდა ამ დუმილში.
...
ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რაოდენ დიდ ძალას ფლობენ მათი ფიქრები. მათ განწყობაზეა დამოკიდებული როგორ დღეს გაატარებენ ისინი ხვალ. შეძლებენ თუ არა დაშვებული შეცდომის გამოსწორებას. არასოდეს მისცე უფლება პესიმიზმს შენზე იმოქმედოს. ის ქმნის შენში მოჩვენებით წინააღმდეგობას. შენ კი ფიქრობ, რომ არ გაქვს უნარი გადალახო ბარიერი. მაგრამ ცდები. შენივე შექმნილ წინააღმდეგობას შენვე დაანგრევ ერთი ხელის მოსმით, მთავარია აკონტროლო საკუთარი ფიქრები. მართალია, ეს მარტივად არ გამოგივა, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ეს შენი ცხოვრების სტილი გახდება, რომელიც მუდამ ღიმილს გიქადის. მაგრამ შენ მეტყვი, მუდმივად ღიმილი ჰომ მოსაწყენია? მე კი გიპასუხებ, რომ აუცილებელი არაა ფიქრების ასივე პროცენტი აკონტროლო... იცოდე, შენი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული. იქნები თუ არა შენ წარმატებული, იქნება თუ არა შენი ცხოვრება საინტერესო, გექნება თუ არა წითელი დიპლომი და იქნები თუ არა მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე, ეს ყოველივე დამოკიდებულია შენ ფიქრებზე, შენს მიზნებზე და შენს ენთუზიაზმზე. მე ამ დასკვნამდე მან მიმიყვანა, მან მე გამაფერადა. არ მისცე უარყოფით მუხტს საშუალება, რომ გაგანაცრისფროს.
...
მივუყვები უკაცრიელ ქუჩას და არაფერი მადარდებს. შიშები დაიფანტნენ და დამტოვეს სრულიად მარტო. როგორი უცნაური გრძნობაა არა მარტოობა ? სხვადასხვანაირ შეგრძნებას აღძრავს იგი ადამიანებში. ზოგს მოსწონს, ზოგს კი ეშინია. აი მე კი ახლა ვერაფერს ვგრძნობ. ერთადერთი, რაც გონებაში მიტრიალებს არის დიადი გალაკტიონის ლექსი „მე და ღამე“. მეზიზღება ღამე, თან მიყვარს ის... ფიქრები გღრღნიან, გფლეთენ, გკლავენ და დილას კვლავ აღდგები მკვდრეთით. საათობით ბრძენი ბუს მსგავსად ფხიზლობ. მიშტერებიხარ ჭერს და არ იცი, რატომ ფიქრობ. ფიქრობ ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე.
ყველა-ფერი, არა-ფერი...
ხანდახან კი თითქოს ხმაც კი ჩაგესმის. იმდენად ნათლად ჩაგესმის, რომ წამოიწევი ხოლმე საწოლიდან, რათა შეამოწმო რეალურია თუ არა ის ხმის ტემბრი, რომელიც დუმილში იღვრება და შენ ფიქრებს აფრთხობს. სინამდვილეში კი ეს ხმაც შენი ფიქრის ნაყოფია. აზრები მატერიალიზდებიან და ფსიქიკას გინგრევენ, ამ დროს კი შენ ფიქრობ, რომ მათი კონტროლი არ შეგიძლია. ცდები... შენ უბრალოდ არ გინდა... აი ასე, არ გინდა. მოინდომე გულწრფელად და ყველა-ფერი გამოგივა.
სახლის კარს ვაღებ და მისი ჭრიალი აყრუებს მთელ ბინას. კედლებს ვეხები და ისე შევდივარ საძინებელში. სინათლის ანთება არ მინდა, თითქოს ის უზარმაზარი სარკე, რომელიც ოთახში დგას აირეკლავს იმას, რაც მე არ ვარ და მანდვე ჩაიბეჭდება ის, რასაც მე არ წარმოვადგენ. ვიცვლები, ვგრძნობ, რომ ვიცვლები და ამის მიზეზს ვერ ვხვდები. ნუთუ ის ერთადერთი სიტყვა... არა, არა, შეუძლებელია.
საწოლზე მოწყვეტით ვეშვები და მოგონებებს ვაძლევ უფლებას შემოიჭრან ჩემს ცნობიერებაში. ყველას აქვს ისეთი მოგონებები, რომელთა ხსენებაც არ სურთ. რომელნიც სადღაც იქ, ღრმად ქვეცნობიერშია ჩაფლული და ხელშეუხებლად განისვენებენ. განისვენებენ ? არა. ისინი ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან და საკუთარ ჟამს ელოდებიან, რათა კვლავ წაგლეკონ.
დაივიწყეთ ! დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი ტკივილს გაყენებთ. არაფერს მისცეთ უფლება ობის სახით მოეკიდოს თქვენ სულს. ნუ ებღაუჭებით წარსულს ! გათავისუფლდით მისგან. გახდი თავისუფალი !
ფრაგმენტულად მახსენდება ჩემი ბავშვობა. ობლად გატარებული ბავშვობა ჩემს ტყუპისცალთან ერთად. რებე და რენა. კუპრივით შავი თმა და ზღვისფერი თვალები. პატარა თხელი ცხვირი და მომცრო ტუჩები.
განუყრელი ორი ტყუპი ჰაეროვნად დაფარფატებს,
განუყრელი ორი ტყუპი თავშესაფარს აფერადებს...
...
ვერც ამ ღამით შევძელი დაძინება. დილით სარკეში ჩახედვის შემეშინდა. თვალის უპეები შეშუპებულიყვნენ, თეთრი გარსი ჩასისხლიანებულიყო და მთქნარების რეფლექსი, ჟანგბადის აღსადგენად, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
მაშინ, როცა დილით ყავის დალევის სურვილიც არ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენი ყოველდღიური ნარკოტიკია, დროა ფსიქოლოგს მიმართოთ.
რადგან შიშებმა დროებით მიმატოვეს, დრო ვიხელთე და ფსიქოლოგის კურსებზე ჩავეწერე. ასე მე უკეთ გავუგებდი ადამიანებს და იმედი მქონდა, რომ საკუთარ თავსაც. ბოლობოლო იმ ფაქტის ახსნას შევეცდებოდი, რომ ორ ფეხზე მოსიარულე, მოაზროვნე და მგრძნობიარე არსებების ირგვლივ ვხედავდი ფერებს.
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება კრემისფერმა მიიქცია. 70% მთელი რაოდენობისა ამ ფერს წარმოადგენდა. საინტერესოა, რა ჰქონდათ მათ საერთო. აი ნაცრისფერი, ანუ ჩემ-ფერი ხალხი არაფრით გამოირჩეოდა ბრბოში. ეს ადამიანები სრულიად შეუმჩნეველი რჩებოდნენ თავად ნაცრისფერი ბრბოსთვისაც კი. არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ ვიცოდი, რომ ნებისმიერ ფაქტს ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. ამით თავს ვიმშვიდებდი. ან რა მაღელვებდა ? წარმოდგენაც არა მაქვს.
დღეს არც ერთი ლექცია არ მქონდა, ამიტომ უნდა მომეფიქრებინა რაზე დამეხარჯა თავისუფალი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ძილი აშკარად მაკლდა, მაინც არ შემეძლო დაძინება. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ არჩევანი სეირნობაზე შევაჩერე. მაინტერესებდა ვიგრძნობდი თუ არა მე, იმ ემოციურ დატვირთვას, რომელსაც შენ განიცდი გარეთ გასვლისა და უბრალოდ ბუნებასთან საუბრისას. ( ბუნებას თუ არა, ურბანისტულ პეიზაჟს ჰომ უმზერ ). მაინტერესებდა კონკრეტულად რა იცვლებოდა ჩემში, მინდოდა გამეანალიზებინა ყოველივე. იქვე სკვერში დავჯექი ფერად სკამზე, თვალები დავხუჭე და ყური დავუგდე ქარის მიერ ხეების ფოთლებთან შესრულებულ სონატას. სასიამოვნოდ მელამუნებოდა გულზე, აი ლიტ-კაფეში დაღვრილი მელოდიის მსგავსად. მაგრამ ეს სხვა იყო, თითქოს რაღაც უხილავი და ყოვლისშემძლე გაძლევდა საშუალებას მოგესმინა მისი სევდისათვის და გაგეცნობიერებინა მისი სიდიადე. თვალი გავახილე და ადამიანებს შევხედე. მათ ირგვლივ კვლავ ტრიალებდა ფერთა გამა და მიზიდავდა.
უეცრად რეზი დავლანდე ელენესთან ერთად. უღიმოდნენ ერთმანეთს და როგორც მე მომეჩვენა, აფრქვევდნენ სიყვარულს. ელენე გაუჩერებლივ ტიტინებდა, ხოლო რეზის მოსმენის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. უსმენდა თუ უბრალოდ თავს უქნევდა ? არ ვიცი... როცა ბიჭი თავს იკატუნებს თითქოს გისმენთ, მცირეხნიანი გაბუტვა არაჩვეულებრივი ხერხია, რომ შემდეგი რამდენიმე წუთი მოფერებასა და ალერსში გაატაროთ. ვგონებ, რაღაც მსგავსი შინაარსის ფილოსოფიას მოუხმო ელენემ და ჩემდა გასაკვირად გაამართლა. რა სულელურია. ნუთუ ასეთ მარტივ თეორიებს ეყრდნობა ურთიერთობა ?
რეზი მოეხვია მას და.. შემამჩნია. თვალი თვალში გამიყარა, მე კი უსიამოვნოდ გამკრა გულში. მისი დაჟინებული მზერა მაფორიაქებდა და მაიძულებდა ბროწეულისფერი მიმეღო, ამის გამო კი საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი.
„იდიოტი ხარ რებე, თავშეკავების უნარი არ გაგაჩნია, შეგრცხვეს !“ ვუმეორებდი საკუთარ თავს და ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა, მაგრამ როგორც მიხვდი ვერ მოვითმინე და მზერა მისკენ გავაპარე. რეზის ტუჩები ვარდივით მოეკუმა და თვალს მიკრავდა. ჯანდაბა ! კრეტინო ! შეყვარებულს მაინც არ ეხუტებოდე ! სახეზე აშკარა ბრაზი დამეხატა, რადგან რეზიმ გემრიელად გადაიხარხარა. ელენეს ხელი გადახვია და გზა განაგრძო.
ძალიან გაბრაზებული წავედი ფსიქოლოგის სეანსზე. ალბათ მეტყობოდა კიდეც, რადგან იქ მისულს ყველა მერიდებოდა. საშუალო ზომის ოთახში წრიულად იყო განლაგებული სკამები. კედლები ღია მარჯნისფრად შეეღებათ და ოდნავ მუქი მარჯნისფერივე ფარდები ჩამოეფარებინათ უზარმაზარ ფანჯრებზე, რომელიც ადამიანის სიმაღლისა იყო.
ერთ-ერთ სკამზე მოვკალათდი და რამდენიმე ადამიანი შევამჩნიე ჩემ გვერდით. ერთი იყო მამაკაცი ოცდაათ წლამდე, საკმაოდ კარგად ჩაცმული, თუმცა არაოფიციალურ ფორმაში. ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და საკუთარ თავს ებრძოდა თითქოს. მის გვერდით ორმოცამდე ქალბატონი იჯდა, რომელსაც თვალებში შიში უკრთოდა და ტუჩს იჭამდა. უცხო იყო მისთვის მსგავსი შეკრებები. ჩემს მეორე მხარეს იჯდა დაბალი, შეუხედავი და ნახევრად მძინარე მამაკაცი, რომელიც როგორც სჩანს ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. მის გვერდით კი წვერმოშვებული და გრძელთმიანი მამაკაცი, რომელიც დაბალს აფხიზლებდა. შემეძლო გამეკეთებინა დასკვნა, რომ ერთად იყვნენ, ერთი და იმავე პრობლემით. ჩემ პირდაპირ გავიხედე და.... ჯობდა არ გამეხედა.
რეზი !
რატომ რეზი ?! რა უნდა აქ რეზის ?! რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მდიდარ, გაბღენძილ, მექალთანე და მუდმივად ცანცარა ადამიანს ?!
თვალებში მიყურებდა და მზერით მჭამდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მისი თვალები მუქი კონიაკისფერი იყო. ვგრძნობდი, რომ დიდხანს არ უნდა მეყურებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სადღაც ჩამითრევდნენ. სადღაც, საიდანაც ვერ ამოვბობღდებოდი, საიდანაც თავს ვერასოდეს დავაღწევდი. „რებე ! როდის დაიწყე მხატვრული და გაურკვეველი საუბარი ?!“ ვეკითხები საკუთარ თავს და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ის კი დაჟინებულ მზერას არ მარიდებს. მთელი სხეული მეწვის და ღაწვები მეფაკლება. რატომ იწვევს ის ჩემში ამ რეფლექტორულ რეაქციებს ? ვბრაზდები მე. რატომაა ის ასეთი ძლიერი გამაღიზიანებელი ჩემი ორგანიზმისთვის, მაგრამ იქნებ არა მარტო ჩემთვისაა და სულ ტყუილად ვდარდობ ამაზე.
ოთახის კარი იღება და შემოდის ფსიქოლოგი. ოცდაათს მიტანებული ქალია. მუხლამდე გამოყვანილ შავ ქვედაკაბაში და თეთრი ფერის პერანგშია გამოწყობილი. ამაყი იერით და თავდაჯერებული მზერით, თუმცა მისი თვალები და ღიმილი საოცარ სითბოს ასხივებენ. ეს ქალბატონი მონარინჯისფრო წითელ აურას ატარებს. ერთდროულად არის ძალიან ვნებიანიც და თბილიც. მაგრამ ტანჯვის კვალიც ეტყობა.
„რებეკა რას ბოდავ ?“ - ვეკითხები საკუთარ თავს და თავს რამდენიმეჯერ სხვადასხვა მხარეს ვიქნევ. თითქოს ამით განვდევნი საკუთარ ფიქრებს გონებიდან.
- გამარჯობა ! მე გახლავართ ფსიქოლოგი მერი გოგიბერიძე და დღეს გესაუბრებით თქვენთვის საინტერესო თემებზე. - გაისმა მისი წკრიალა ხმა და უნებურად ყველას გაეღიმა. დაძაბულობა წამიერად მოიხსნა და ღრმად ამოვისუნთქეთ. მაგრამ რას ვეტყოდი მე მას ჩემ შესახებ ? ფერებზე ვიტყოდი ? თუ ჩემს შიშებზე ? უცნაურ შეგრძნებებზე თუ... რეზისკენ გამექცა მზერა. იმწამსვე დავრწმუნდი იმაში, რომ სანამ ეს მონსტრი აქ იჯდა და მბურღავდა თავისი სულისშემძვრელი თვალებით, მე არაფრის თქმა არ შემეძლო. ყველაზე კარგ შემთხვევაში ბლუკუნს დავიწყებდი და ორიოდე სიტყვასაც კი ვერ მოვაბამდი თავს. მაგრამ მომენტალურად ჩემი გონება დალაშქრა ფიქრმა. რას აკეთებს რეზი ჩანადირი აქ ? გავიფიქრე თუ არა ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე. რაც რეზიმ შეამჩნია და წარბი შეკრა.
- მსურველებს გთხოვთ წამოდგეთ და საკუთარი თავი წარადგინოთ. შემდეგ უკვე ვისაუბრთ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშე ჩვენ დავდექით და ერთად, კოლექტიურად გადავჭრათ ისინი. - სიტყვა „კოლექტიურად“ ქალბატონმა მერიმ წარმოთქვა ხაზგასმით, რითაც ჩვენი ყურადღება გაამახვილა მასზე. ყველა დაიძაბა. პირველი არავის სურდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემ წინ ჰაერი შეირხა და ფეხზე წამოდგა რეზი... პირი ოდნავ შევაღე და თვალის გუგები გამიფართოვდა. რეზი ემზადებოდა საკუთარ თავზე სასაუბროდ...
მახსოვს რამდენიმეჯერ შევესწარი დერეფანში გოგონების დიალოგს რეზისთან დაკავშირებით. რომ მას არაფერი ადარდებს, რომ არაფერი აწუხებს და ის ყველაზე ბედნიერი ადამიანია მთელ პლანეტაზე. უყვარს ელენე და ჰყავს ენ-რაოდენობით მეგობარი. ერთობა ყველგან, სადაც მოეპრიანება და იღვიძებს იქ, სადაც გულს გაუხარდება. აი ასეთი იმიჯით სარგებლობდა ეს ადამიანი უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთაც კი. მთელი ქალაქი გიჟდებოდა მასზე. შეიქმნებოდა თუ არა რაიმე სახის პრობლემა, ჭირი იქნებოდა თუ ლხინი, რეზი იყო ყველგან და ყოველთვის. ამასთანავე, ნებისმიერი საქმე, რომელშიც ის იღებდა მონაწილეობას არ ეხებოდა თავად მას. 99% მისი საურთიერთო წრის თემა იყო. მოიცა, საკუთარი ფიქრები გადავახვიე... 99% არ ეხებოდა მას... ანუ... ანუ... ჯანდაბა რებე, ნუ ფიქრობ და მოუსმინე, ნუ ფიქრობ და მოუსმინე. ჰო, აი ასე...
სკამის საზურგეს მივეყრდენი და მოუთმენლად ველოდებოდი, როდის დაიწყებდა ის საუბარს.
- რეზი ჩანადირი. 21 წლის. სტუდენტი სამედიცინო ფაკულტეტზე. მაქვს პრობლემა... - აქ რეზი შეყოყმანდა და ცალი თვალით გადმომხედა. ამოიხვნეშა და გააგრძელა... - დედაჩემთან მაქვს პრობლემები. ჩემსა და მას შორის უზარმაზარი უფსკრულია.
- რაში გამოიხატება ეს ? - დაკვირვებული მზერით შეათვალიერა მერიმ რეზი.
- მას არ სურს ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. - ვატყობდი, უჭირდა ამაზე საუბარი.
- როგორი ხარ შენ ? - გვერდიდან მოუარა მერიმ.
- მე მამაჩემი არ ვარ. - კბილებში გამოსცრა რეზიმ და თვალებში გამხეცება დაეტყო. შევცბი და მერის შევხედე. მას არ გაჰკვირვებია, როგორც სჩანს ჰქონია მსგავს თემებთან შეხება.
- ჰო, შენ მამაშენი არ ხარ. შენ ხარ რეზი, ადამიანი, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი და რომელსაც აქვს სრული უფლება, რომ იყოს ის, ვინც არის. - თქვა მერიმ.
- ყველას არ აქვს საშუალება იყოს ისეთი, როგორიც არის... - ამოიკნავლა ზემოთ ხსენებულმა ორმოციოდე წლის ქალმა.
- თქვენი სახელი ?
- სოფია.
- წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი, გთხოვთ.
- სოფია, 37 წლის, მაღაზიის გამყიდველი. - თითქმის ჩურჩულით მიუგო მას სოფიამ.
- სოფია, რისი თქმა გსურთ იმით, რომ ყველას არ აქვს საშუალება იყოს ისეთი, როგორიც არის ? - მერი მას მიუბრუნდა.
- გარემო არ უწყობს მას ხელს ამაში... მისთვის ძალიან რთულია შეებრძლოს იმ პირობებს, რაშიც მას ცხოვრება უწევს...
- ებრძვის კი ის საერთოდ ამ პირობებს ? - ეღიმება მერის.
- რა თქმა უნდა ებრძვის ! - შეშფოთდა სოფია.
- რა გზებით ებრძვის ?
- გამოთქვამს პროტესტს.
- მხოლოდ პროტესტის გამოთქმა საკმარისია ქალბატონო სოფია, როგორ ფიქრობთ ? - ეკითხება მერი და ხმას უდაბლებს.
- რას გულისხმობთ ? - კვლავ უსუსტდება ხმა სოფიას.
- იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ სიტყვებით ბრძოლა არაფერს იზამს, მით უმეტეს ამგვარი სიტყვებით, როგორც თქვენ მოგვახსენეთ. პროტესტი. რა არის პროტესტი ? პროტესტია აშკარა უკმაყოფილება, რომელიც ზოგ შემთხვევაში აგრესიულ გამოვლინებას ჰპოვებს. უკაცრავად, არა ზოგ შემთხვევაში, არამედ 80% შემთხვევებისა წარმოადგენს აგრესიას. რომელიმე თქვენგანმა სცადა ე.წ. პროსტესტი მშვიდად გამოეხატა ? - იკითხა მერიმ და თვალი მოავლო წრეს. - დარწმუნებული ვარ არა. რადგან თავად სიტყვა პროტესტის გამოყენება, უკვე აგრესიას იწვევს ქვეცნობიერად, მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი კონტექსტი საერთოდ არ გააჩნია.
- ანუ საკუთარ თავად ყოფნა არ უნდა ვცადოთ პროტესტის გზით ? - დაეჭვებით იკითხა რეზიმ.
- უნდა ვცადოთ, მაგრა, არა იმ პროტესტის გზით, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. უნდა შეგვეძლოს სიტუაციის განმუხტვა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და მოსაუბრისათვის საფიქრალი მასალის მიცემა. ანუ ჩვენ არ უნდა დავუდოთ მას საკუთარი თავი ფაქტის სახით, ჩვენ ნაწილნაწილ უნდა მივაწოდოთ მას ინფორმაცია, რომელსაც იგი პერიოდულად გადაამუშავებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძულებული იქნება მიიღოს ის, როგორც ფაქტი.
- ხშირად საკუთარი თავის პოვნა ძალიან რთულია... - ჩემთვის მოულოდნელად ხმას ვიღებ მე.
- თქვენი სახელი ? - მეკითხება მერი.
- რებე სხიერელი, სამედიცინოს სტუდენტი, 20 წლის.
- რისი თქმა გინდა კონკრეტულად რებე ?
- იმის, რომ ხშირად ადამიანები საკუთარ თავს დაკარგულად გრძნობენ, საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში და იდენტობას კარგავენ. - ვთქვი მე და თითქოს გონება გამინათდა. კრემისფერი ხალხი... ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი იდენტობა, რომელთაც სურდათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, მაგრამ არ გამოსდიოდათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბევრ მათგანს ჰქონოდა გარკვეული თანამდებობა, საკუთარი ადგილი, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ფაქტორი იყო მათი იდენტობისა. საზოგადოება გულისხმობს ოჯახსაც, სამეგობრო წრესაც, ნათესაურ კავშირებსაც. ეს ადამიანები იტანჯებოდნენ შიშით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაკარგავდნენ - მოპოვებულ ადგილს, რომ მათ თავისუფლად ჰკრავდნენ ხელს და ჩაანაცვლებდნენ სხვა ადამიანით. ისინი იტანჯებოდნენ საკუთარ თავში დაურწმუნებლობლობით. ისინი ვერ ტკბებოდნენ წამით. სასოწარკვეთით ებღაუჭებოდნენ წარსულს და მომავალს, შედეგად კი აწმყოს ივიწყებდნენ.
- და შენ როგორ ფიქრობ, საკუთარი თავის პოვნა როგორაა შესაძლებელი ?
- მმ... - ჩავფიქრდი მე. მე ვიცნობ საკუთარ თავს ? მე ვიცი ვინ ვარ ? ვიპოვე თუ არა ჩემი „მე“ ? შენ იპოვე ?
- პასუხი არ გაქვს ? - დაჟინებით მეკითხება მერი. მე კი კისრის ძარღვი ამეწვა რეზის მზერისგან.
- არ მაქვს... - თავი ჩავქინდრე მე და სასოწარკვეთამ ამიტანა. ნუთუ ამდენი ხანი სიცრუეში ვცხოვრობდი ?
- საკუთარი თავის პოვნა შეგვიძლია სხვებთან ურთიერთობისას, საკუთარი თავის პოვნა შეგვიძლია ბუნებაში, ხელოვნებაში, პროფესიაში...
- სიყვარულში... - ხმა ამოიღო დაბალმა ალკოჰოლიკმა და თვალები ცრემლით აევსო. გული მომიკვდა... ძალიან დიდ და ძლიერ ტკივილს იტევდა მისი მომწვანო, წყლიანი თვალები. დაშვებული ტუჩის კუთხეები ტანჯვას ასხივებდნენ და მძიმე სუნთქვა სასოწარკვეთას გასცემდა.
- დიახ, სიყვარულშიც...- თქვა მერიმ და დადუმდა.
...
საკმაოდ გაგვიგრძელდა საუბარი სხვადასხვა თემაზე. თითქოს ამ საუბარმა დამამშვიდა, მაგრამ ამასთანავე ამაფორიაქა და მაიძულა უფრო მეტი მეფიქრა საკუთარ თავზე. მაგრამ ჩემი ფიქრები უნებურად რეზისკენ იპარებოდნენ და თავგზას მირევდნენ. გულის ბაგაბუგს ვერაფერი მოვუხერხე. არითმია ნამდვილად არ მჭირდა, მაშ, რა იყო ეს ?
ქალბატონმა მერიმ მომხიბლა პირველივე ფრაზიდან. მას ბევრი ესმოდა და სვამდა ზუსტ კითხვებს კიდევ უფრო მეტის გასაგებად. მე ამ თვისებაზე ოცნებაც კი მიჭირდა.
მოულოდნელად გამოვფხიზლდი და შევამჩნიე, რომ კვლავ ღამით მიწევდა სახლში დაბრუნება. ამის გაცნობიერებასთან ერთად ჩემი შიშები დაბრუნდნენ და ჩაებღაუჭნენ ჩემ სამყაროს. ეს ეს იყო ვაპირებდი სირბილით წავსულიყავი სახლისკენ, რომ რეზის ხმის ტემბრმა ჟრუანტელი მომგვარა.
- გაგიყვან. - მისკენ შევბრუნდი და როგორც მე მომეჩვენა, შევეჩეხე მის სევდიან თვალებს. ძალიან ღრმა თვალებს... მეც კი ვამჩნევდი მათ სიღრმეს.
- ა-არა, გმადლობ. - ხმა გამიტყდა. სასწრაფო წესით შევბრუნდი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი. მხარზე შემოხვეული რეზის მძიმე ხელი ვიგრძენი, რომელმაც მის სხეულს მიმაკრო. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა, შიშმა შეიპყრო ყველა ჩემი ატომი.
„განმეორედება, განმეორდება, განმეორდება. არ ენდო, არ ენდო, არ ენდო !“ მიწიოდა გონება, ყურები დამიგუბდა და ნისლმა მოიცვა პეიზაჟი. წარსულის განმეორება არ მსურდა, არ მსურდა !
- წამოდი. - ჩუმად თქვა მან. შემეშინდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და შევხედე. - ნუ მიყურებ დამფრთხალი შვლის თვალებით, არ ვიკბინები. - წარმოთქვა და მანქანისკენ შემაბრუნა.
- გამიშვი... - ამოვიკნავლე მე და უკან დახევა ვცადე.
- თუ გამექცევი დაგიჭერ და... - ეშმაკურად გაიღიმა მან.
- გთხოვ, ძალიან გთხოვ... - ყელში ბურთი მომაწვა, მან კი თავი გაიქნია და სხვა გზა არ დამიტოვა. უნდა წავყოლოდი. ვერ ვიყვირებდი, ხალხის მეშინოდა, ამავდროულად კი მეშინოდა რეზის... ჩავჯექი მანქანაში და მოვიკუნტე, გულისცემის დაოკებას ვცდილობდი, მაგრამ პირიქით, შემცივდა და ავკანკალდი.
- მომისმინე. - დაიწყო რეზიმ, როდესაც მანქანა ადგილს მოსწყდა. - ის, რაც დღეს მოისმინე, უნდა დაივიწყო, თითქოს არც ყოფილა, წაშალე გონებიდან. - მისკენ ვიყურები და ვამჩნევ მის დაჭიმულ ყბის კუნთს. უნებურად მეღიმება, ამ ღიმილს კი შარფში ვმალავ. თავს ვუქნევ და მინას ვედები. - კარგი გოგო ხარ. - ეღიმება მას, მაგრამ ნერვიული იერი თითქოს იმატებს მასში.
- მაშინ...
- ?
- მაშინ შენ თქვი, რომ რაღაც არ მოგეწონა... რას გულისხმობდი ? - გამახსენდა ჩვენი პირველი დიალოგი.
- წიგნის ჭიავ, ფიქრი გყვარებია. - ეცინება მას.
- დიახ მიყვარს. - ვბრაზდები მე.
- ჰოდა იფიქრე.
- მიპასუხე.
- იფიქრე-მეთქი.
- მიპასუხე რეზი ! - აშკარად მეტყობა სახეზე გაბრაზება.
- რებე ! - მანქანა გზიდან გადაჰყავს და აჩერებს. მე ვფრთხები და გადასვლა მინდა, მაგრამ არ გამომდის, ჩაკეტილი ვარ. ჩემკენ იწევს და შუბლს შუბლზე მადებს. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფინება და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ღრმად სუნთქავს და თვალებში მიყურებს. მე მის მზერაში ვიძირები, მე მის მზერაში ვხედავ იმას, რაც არასოდეს არავის თვალებში არ შემინიშნავს. წარმოუდგენელია ადამიანს აღაგზნებდეს ის, რომ სხვამ მის შესახებ რაღაც გაიგო. რაღაც, რაც ბნელით და საიდუმლოებითაა მოცული მის ცხოვრებაში. რეზი ახლა მხეცს ჰგავს. მშიერ მხეცს, რომელსაც კუთვნილ ტერიტორიას ართმევენ. მაგრამ მე ? მე რა შუაში ვარ ? ვერაფერს ვხვდები, ის კი მიახლოვდება და მისი ტემპერატურის შეგრძნება შეუხებლადაც კი შესაძლებელი ხდება. ხელს წელზე მიცურებს და მე პანიკური შეტევა მეწყება. ყურთან ჩურჩულით და ხრინწიანი ხმით ამბობს: - შენ ფერს მე ვერ ვარჩევ... შეცვლილხარ ნაცრისფერო. - მეუბნება და მომენტალურად მშორდება. მანქანას ელვის სისწრაფით წყვეტს ადგილს და სულ რაღაც ერთ წუთში ჩემი სახლის წინ ვდგავართ. ხმის ამოუღებლად გადავდივარ ავტომობილიდან და კარს ძლიერად ვიჯახუნებ. რაც შემიძლია ამაყი იერით შევდივარ სახლში და როგორც კი ვამჩნევ, რომ წავიდა, ისტერიკული ტირილი მიტყდება.
ვტირი, ვერ ვჩერდები. მტკივა.
იარები გაიხსნა, ჭრილობები კვნესიან.
გრძნობა იქ ღრმად შთაინთქა, შენობები მღერიან...
ვინ არის ? რა არსებაა ? რა უნდა ჩემგან ? ან რას ნიშნავს შევცვლილვარ, რატომ ნაცრისფერი ? არაფერი მესმის. სრულიად არაფერი... მტკივა, ძალიან მტკივა. ჩემი არარსებული სულიერი სამყარო მტკივა. თითქოს რაღაც ინგრევა ჩემში. ინგრევა, რათა ახალი წარმოიშვას. რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს ? რა იცის რეზიმ ჩემს შესახებ ? რა ჯანდაბა ხდება ? არაფერი, ვგრძნობ, რომ არაფერი იცის. ის სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს... ყველა ფერს... უბრალოდ სხვანაირად...
ტირილში ჩამეძინა. ძილში ვსრუტუნებდი და წარსული მახსენდებოდა... დამესიზმრა ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში...
ვეხუტები, ისიც მეხუტება. წელზე ხელს მიცურებს და სხეულზე მიკრავს. ძალიან თბილა... თითქოს მშვიდად ვარ, მყუდროდ, მაგრამ შინაგან მკრთალ შფოთს ვერაფერს ვუხერხებ... თავს მის კისერში ვრგავ და ვცდილობ მოვწყდე რეალობას. სურნელი მაბრუებს, არც სუნამოსია, არც სხვა რამ ხელოვნურის. ბუნებრივი არომატია... ვიძირები სადღაც შორს, მაგრამ შფოთი მაინც ჩემთანაა. ვგრძნობ მისი ხელი როგორ მიწევს საჯდომისკენ. ვფხიზლდები და ვფრთხები, უკან დახევას ვცდილობ და არ გამომდის. „ეს არ უნდა მოხდეს !“ მიწივის ქვეცნობიერი. მისი ძლიერი მკლავები კი მთელ სხეულზე მედება და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. ვუძალიანდები, ვთხოვ, ვევედრები, რომ გამიშვას. ვტირი, ვფართხალებ და იქვე საწოლზე ვადენ ზღართანს. ვცდილობ დრო ვიხელთო, ხელიდან დავუსხლტე და გავთავისუფლდე. კარისკენ მივღოღავ, მაგრამ მისი დიდრონი ხელები უკან მიმათრევენ. სასო წარმეკვეთა, საწოლის თავს ვეხეთქები და მძაფრ ტკივილს ვგრძნობ ზურგის არეში. წუთით გონება მებინდება, ის კი ამით სარგებლობს და ზემოდან მექცევა... ბოლო გაბრძოლებასაც ვცდილობ და უიმედობა ბნელში მიმათრევს...
კივილით ვიღვიძებ, საწოლიდან მომენტალურად ვდგები და მივრბივარ. მთელი სახლი შემოვირბინე. აბაზანაში შევდივარ და მოულოდნელად ჩემი ანარეკლი მაჩერებს უზარმაზარ სარკეში. არასოდეს მიყვარდა სარკეები, მეზიზღებოდა ჩემი ანარეკლი, ჩემი სხეული, თვალები, ტუჩები. იმის შემდეგ ყველაფერი მეზიზღებოდა !
ვუახლოვდები და ვეხები სარკის ცივ ზედაპირს. არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება და ვამჩნევ როგორ შევცვლილვარ... ლურჯი თვალები ჩამმუქებია, შავი თმა კიდევ უფრო გამუქებულა, დავსუსტებულვარ... როგორ ვოცნებობდი დასუსტებაზე ბავშვობაში, მაშ, რატომ არ მიხარია ახლა ეს ? რატომ ჩამომტირის სახე, რა სჭირს ჩემს თვალებს... ძველებურზე უფრო მეტად როგორ ჩაქრნენ ?... ეული ცრემლი აპობს თვალის ღარს და მიწვავს სახეს. წამით მეჩვენება, რომ თითქოს ჩემ უკან ის დგას... დგას და ცალყბად მიღიმის. სუნთქვა მეკვრება და განძრევასაც ვერ ვბედავ. თვალებს ვხუჭავ... რამდენი დრო გადის ? არ ვიცი... ის ვიცი, რომ თვალდახუჭული და აკანკალებული დიდი ხანია ვდგავარ... ძალიან დიდი ხანია...
...
როგორც იქნა გამოვფხიზლდი. ძალიან მძიმედ წამოვდექი. თითქოს ყოველი მოძრაობა, ჟესტი, თხოვნა, რაც ირეალურ სიზმარში იყო, რელობაში გადმოვიდა...
არასოდეს მისცეთ მოგონებებს უფლება შთაგნთქან და დაგიმონონ. ეს არამარტო სულიერ, არამედ ხორციელ ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახება.
ათი დაწყებულიყო, მე კი ლექცია მქონდა. ზლაზვნით ჩავიცვი და ნივთები ჩანთაში ჩავალაგე. თავი მისკდებოდა, ძვლები მტკიოდა. ზურგის ტკივილს ვერაფერს ვუხერხებდი. გადავწყვიტე აბაზანა მაინც მიმეღო, ამიტომ ოცი წუთით შევყოვნდი. გრილი წყლის წვეთები მშველოდნენ ხოლმე. არც ამჯერად გავხდი მათი ღალატის მსხვერპლი. მართალია ტკივილი არ გამიყუჩდა, მაგრამ ცოტათი დავმშვიდდი. წყლის ნაკადი გადავკეტე და ხალათი მოვიგდე მხრებზე. აბაზანიდან გამოვედი და მსხვრევის ხმა გავიგონე. ძალიან შემეშინდა და ადგილს მივეყინე. ცივმა ოფლმა დამახსა და ჭიანჭველებმა დალაშქრეს მთელი ჩემი სხეული. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და ცოტა შევიცადე. ხმა არ განმეორებულა და მეც ადგილიდან დავიძარი. საძინებელში იყო მსხვრევის ხმა, ამიტომ იქეთკენ წავედი და ძირს დავარდნილი ჩარჩო შევამჩნიე. დავწვდი, უნებურად წამოვიკივლე და ხელი პირზე ავიფარე. მე, რენა და ის... როგორ ? როგორ გადმოვარდა ნივთი კარადის სიღრმიდან ? წლებია არ შევხებივარ, როგორ ? კანკალმა ამიტანა. რაღაცას ძალიან სურდა გამხსენებოდა ძველი და ჩაფლული... რატომ ? ასეთი რა დავაშავე ? ნაჩქარევად დავდე ჩარჩო თავის ადგილზე, ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი. კარის დაკეტვა გამიჭირდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი, სული მეხუთებოდა. რა ხდებოდა ჩემს თავს ? რამ გამოიწვია ჩემში ეს ფიზიოლოგიური პროცესები....
სირბილით ჩავედი უნივერსიტეტამდე და ტყვიასავით შევვარდი აუდიტორიაში. სტუდენტებმა წამიერი გაკვირვებული მზერით დამაჯილდოეს, შემდეგ კი გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. ზოგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ზოგი ერთმანეთს ესიყვარულებოდა, ზოგიც უაზროდ ლაქლაქებდა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება რა თქმა უნდა დადებითი პროცესია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ათაყვანებს ადამიანებს. ე.წ. „ლომკა“ ინტერნეტის გარეშე ფსიქიკაზე აისახება ცუდად, თავად ტექნოლოგიებისგან მიღებული გამოსხივება ფიზიკურ სხეულს აზიანებს, ამიტომაც არ ვიყენებ, ან ვიყენებ იშვიათად ტექნიკას.
დავჯექი და ცხელი ოფლის წვეთებს ვგრძნობდი კისრიდან რომ ჩადიოდნენ მკერდისკენ. როგორც იქნა ლექცია დაიწყო და მეც შემეძლო ერთი საათით მოვწყვეტოდი იმ მძაფრ განცდებს, რაც ჩემში წარმოიქმნა სურათის გადმოვარდნის შედეგად. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო.... არა რებე, კონცენტრაცია მოახდინე საგანზე. ჰო, აი ასე.
გვერდით ვიღაც მომიჯდა. არ მინდოდა ისევ რეზი დამენახა, ამიტომ არ შევიმჩნიე. ხელი ედო მაგიდაზე და ფანქარს ათამაშებდა. საოცრად გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა, ამასთანავე მოქნილი. ეს არ იყო რეზი, მაგრამ ძალიან ნაცნობ აურას ატარებდა. რას ბოდავ რებე ? რა აურა, რის აურა... უნებურად თვალები მისკენ გამექცა. გაშლილი ფეხებით იჯდა. იდაყვით ეყრდნობოდა სკამს, მეორე ხელით კი ფანქარს აწვალებდა. კაპიუშონი მოეგდო თავზე და ჩუპა-ჩუპსის კანფეტით ტკბებოდა. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ საიდანღაც სილუეტი მეცნობოდა. კვლავ ლექტორის დროული კითხვა და ამ პიროვნების პასუხი. საოცრად ბოხი ხმა ჰქონდა... კაპიუშონი გადაიძრო და მასში რეზისთან მოთამაშე კალათბურთელი ამოვიცანი. მიმზიდველი იყო, ამის არ აღიარება ცოდვა იქნება. მიმზიდველი და ზედმეტად ნაცნობი. შემომხედა და გაიღიმა, მეც არ ჩამოვრჩი და ჩემი აჭარხლებული ღიმილი ვაჩუქე. საკუთარი ფანქარი გამომიწოდა და თვალი ჩამიკრა. გამოვართვი და მზერა ავარიდე. ეგრევე ჩანთაში ჩავაგდე და ლექციის დასრულებას დაველოდე. რა იყო ეს ?
...
აუდიტორიიდან გამოვედი თუ არა რეზის შევეფეთე. ძალიან გაბრაზებული იყო. წარბები შეეკრა და თვალები ჩასისხლიანებოდა. მკლავში მწვდა და გვერდზე გამიყვანა.
- გისმენ. - დაჭექა მან.
- უკაცრავად ? - დავიბენი მე.
- ვინ იყო ის შენთვის ?
- ვერ გავიგე... - მართლა ვერ ვხვდებოდი.
- თავს ნუ ისულელებ, ვინ იყო-მეთქი, გეკითხები. - ღრიალებდა იგი.
- ტონს დაუწიე და წესიერად მელაპარაკე. რა უფლებით ითხოვ რაიმეს ჩემგან, ვინ ხარ საერთოდ ?! - წყობიდან გამოვედი მე. საკუთარი თავი გავაოცე. საიდან ამდენი გამბედაობა რებე ?
- მომისმინე. კიდევ ერთხელ გამოელაპარაკები იმ, იმ ახ*არს და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ! - ისევ დამიღრიალა რეზიმ. ყბადაღებული ვუყურებდი როგორ მიდიოდა და ცოფებს ყრიდა.
რა ხდება ? რა გამოვტოვე ? არაფერი მესმის !
...
ვერაფერს ვხვდები და გაოცებული გავდივარ უნივერსიტეტიდან. ასფალტი სველია, როგორც სჩანს წვიმდა. რაღაცნაირი, სპეციფიკური სურნელი ტრიალებს ირგვლივ. წვიმის ? არ ვიცი... მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სასიამოვნოა. უეცრად ძალიან მინდება წვიმის წვეთების წკაპუნი გავიგონო. თითქოს მელოდიას აღმოვაჩენ მათში... უცნაურია ჩემში ეს ასოციაცია. რა მემართება ? რატომ ვფიქრობ ასე, ასე... ადამიანურად ?
ადამიანურად ?
აქამდე რა ვიყავი ? ნივთი ? ნივთი, რომელსაც საკუთარი ადგილიც კი არ აქვს ? რას ჰგავს ჩემი ცხოვრება ? ჩავაბარებ, გავხდები მაღალანაზღაურებადი ექიმი, გადავარჩენ ადამიანთა სიცოცხლეს, ისინი ხოტბას შემასხამენ და წავლენ. მაგრამ მე რა ? მე ამით რა სარგებელს ვიღებ ? რატომ ვფიქრობ სულ სარგებელზე ? ან ეს რეზის გამოხტომა რა იყო ? ვისზე მელაპარაკებოდა ? ან რა უფლებით ?
ღმერთო, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა. რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში ? იმ ერთადერთმა სიტყვამ შემცვალა ? ნუთუ იმდენად მომხვდა გულზე, რომ რადიკალური ცვლილებებისკენ წავედი ? ვერ ვიტან ცვლილებებს. მაშინებს ცვლილებები. აღარ მინდა მეტკინოს !
ტვინი მიდუღს. აი ასე, მიდუღს ! განტვირთვა მჭირდება. მაგრამ როგორ ?
ლიტ-კაფესკენ მიმიწევს გული და კვლავ წვიმს... შევდივარ კაფეში და არავინ მხვდება. საოცარი სიჩუმეა და იგივე მელოდია... იგივე ბარმენი და იგივე ღიმილი.
- გამარჯობა ! - გულიანად ვესალმები მე და ვუღიმი.
- გაგიმარჯოს. ისევ წვიმს, ისევ ეს მელოდია და ისევ შენ... უცნაური დამთხვევაა.
- ნამდვილად... შეგიძლიათ მითხრათ ვისი კომპოზიციაა ?
- შოპენის „წვიმის ვალსი“. თავისებურია არა ?
- დიახ... - თავს ვუქნევ მე და ვაყურადებ. ის კი თითქოს ხელს არ მიშლის და რამდენიმე წუთით ქრება. მწვანე ჩაით ხელში ბრუნდება უკან და ჩემ წინ ბარის მაგიდას ორივე ხელით ეყრდნობა.
- გისმენ... - მეუბნება და პირდაპირ თვალებში მიყურებს. მე კი ჩაის ორთქლს ვუყურებ და ვიწყებ.
- თქვენ თქვით, რომ რისკზე წასვლა რიგ შემთხვევაში კარგია და სავსებით ნორმალურია...
- ასეა.
- მაგრამ, როცა არაფერი იცი, როცა ეს შენთვის სიახლეა, რომელიც შენს იარებს აწვალებს, მაშინ ? მაშინ რა უნდა ვქნა... - ნაღვლიანად ვეკითხები მე და თვალზე ცრემლი მადგება.
- სიახლის არასოდეს უნდა შეგეშინდეს. მისკენ უნდა ისწრაფვოდე კიდეც. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯი, რადგან შესაძლოა დადებითი შედეგი გამოიღოს, ან უარყოფითიც, რომელსაც შეუძლია გამოცდილება შეგმატოს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეძებო პლიუსები. - თქვა მან, ჩაის ჭიქა გვერდზე გასწია და ღვინის ბოკალი დამიდო წინ. - შენ აირჩიე, გინდა თუ არა, რომ ცხოვრებამ დაგტანჯოს თუ დაგათროს. - მეუბნება და ქრება. მე კი ნახევრად სავსე ღვინის ბოკალს შევყურებ, ტუჩებთან მიმაქვს და ვფრთხები. შემდეგ ვფიქრობ „ამის დედაც“ და ბორდოსფერი სითხე შიგნეულობას მიწვავს.
კაფედან ბარბაცით გამოვდივარ და ვხვდები, რომ ალკოჰოლმა ჩემზე იმოქმედა. რა სასაცილოა, ნახევარმა ბოკალმა დამათრო ისე, რომ გზას სახლისკენ ძლივს ვარჩევ. ვხვდები, რომ მუცელში ვულკანმა გაიღვიძა და იმასაც ვხვდები, რომ ეს გრძნობა მომწონს. სულელივით მეღიმება და ლაპარაკის ხასიათზე მოვდივარ. მაღაზიას ვამჩნევ იქვე და ერთ ბოთლ ღვინოს ვყიდულობ. გამყიდველი გაოცებული მიყურებს და ნაყიდს მაწვდის. გასაღებს ძლივს ვარგებ საკეტს, კარს ვაღებ და ღიას ვტოვებ... დივანზე ვეხეთქები და ჟურნალის მაგიდაზე ვდებ ბოთლს. რაღაც მაჩერებს. თითქოს მინდა დალევა, მაგრამ ვერც ვსვამ... ჯანდაბა !
ბოთლს წვალებით ვხსნი და ვიყუდებ. არანაირი ჭიქა არ მჭირდება, მარტო ვარ და სასმელში ვერავინ შემეცილება. შემეცილება ? ჰო...
ღვინის მესამედი ჩავცალე და ისტერიკული სიცილი ამიტყდა. „რას აკეთებ რებეკა სხიერელო ? რა ჯანდაბა ხდება შენს თავს ? რატომ ?“ ვიცინი, ისტერიკულად ვიცინი და კვლავ მესამედს ვათავსებ ორგანიზმში. ვხვდები, რომ საკუთარი თავის კონტროლის უნარი დავკარგე და დინებას მივყევი. აბაზანაში შევედი და იმ სარკის წინ დავდექი. დიდხანს ვუყურებდი საკუთარ თავს თვალებში. მინდოდა მათში რენა ამომეცნო. ჩემი სისხლის და ხორცი, ჩემი რენა... მაგრამ არ გამომდიოდა. ჯანდაბა ! არ გამომდიოდა. ეს მე ვიყავი, მე... რებე და არა რენა. მე ვიყავი, რენა აღარ იყო. ეს ჩემი თვალები იყო, ეს ჩემი სხეული იყო, ეს ჩემი ცხოვრება იყო...
ჩემთვის მოულოდნელად გახდა დავიწყე. სრულიად შიშველი წარვდექი საკუთარი თავის წინაშე და მრცხვენოდა. ჩემი სხეულის, ჩემი არარსებული სულის, ჩემი სინდისის, ჩემი იარების, ჩემი აზროვნების, ჩემი გულის, ჩემი ატომების, ჩემი ზღვისფერი თვალების მრცხვენოდა... მრცხვენოდა, რომ არ შემეძლო მისი გაშვება. მრცხვენოდა, რომ ვერ ვებრძოდი წარსულს, მრცხვენოდა, რომ მე მე აღარ ვიყავი, ღმერთო როგორ მრცხვენოდა....
ერთი ცრემლი, მეორე, მესამე...
ნაკადი იზრდება და ჩემ სილუეტს ვეღარ ვარჩევ. ვსლუკუნებ, ვყვირი, ვლეწავ ყველაფერს, ვბღავი, მტკივა, კვლავ ვყვირი, მუშტებს ვუშენ სარკეს, ის იმსხვრევა და იფანტება... ხელები და მკლავები მეკაწრება, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ. ერთადერთი რაც მინდა, ესაა გამოვხატო, გამოვხატო ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვკლავდი ჩემში. ის, რაც მიზანმიმართულად იზრდებოდა ყოველი ბრძოლის შემდეგ. ყველაფერი გადავატრიალე, დასამსხვრევი დავამსხვრიე, გასატეხი გავტეხე, რაც ვერ დავაზარალე მოვიქნიე შორს... იქვე იატაკზე მივესვენე და სუნთქვა მიჭირდა, ვერ ვახერხებდი ჩასუნთქვას, ცრემლები კვლავ მისერავდნენ სახეს, ყელში მომდგარი ბურთი მახრჩობდა, ტკივილმა წამიყვანა თავისთან, გამომკეტა ოთხ კედელში და ისრებივით მესობოდა მთელ სხეულზე....
ამჯერად იატაკს შევუტიე, საკუთარი ტანსაცმელი დავხიე და შარვლის უკანა ჯიბიდან ფურცელი ამოვარდა. ეს ეს იყო მის განადგურებასაც ვაპირებდი, რომ მასზე წარწერა შევნიშნე. ნომერი იყო... რეზის ნომერი... მისაღებ ოთახში გავედი, ღვინის ბოთლს დავწვდი და კვლავ ისტერიკულად გამეცინა... რამდენიმე ყლუპი გადავგორე ყელში, ტელეფონს დავწვდი და ნომერი ავკრიფე.
დავრეკო? თუ არა ? დავრეკავ... ზარი გადის... წამი, ორი, სამი...
- გისმენთ... - რეზის ნამძნარევი ხმა ისმის მეორე მხარეს. ეხლაღა ვუყურებ საათს და ვხვდები, რომ ღამის ორია...
- გამარჯობა ! - მეცინება მე.
- რებე ? - ხმაზე გაოცება ეტყობა.
- ჰო, რებე...
- რა ხდება ?
- არაფერი, მომენატრე..
- ნასვამი ხარ ? - მეკითხება სერიოზული ხმით.
- ჰო, ჰო მე ნასვამი ვარ, არა მე მთვრალი ვარ, რებეკა მთვრალია. - ვიცინი.
- რებე სად ხარ ?
- იცი ? მე ტყუპისცალი მყავდა... - დავიწყე, რატომ დავიწყე ? არ ვიცი...
- გყავდა ?
- ჰო... მყავდა. ახლა აღარ მყავს... ჩემი, ჩემი რენა აღარ მყავს რეზი.... - პირველად მივმართე სახელით და სლუკუნი ამიტყდა.
- დამშვიდდი რებე, მშვიდად... მითხარი სად ხარ.
- თავშესაფარში, თავშესაფარში ის ჭურჭელი მე გამიტყდა, მე... - ვერ ვჩერდებოდი. - მაგრამ რენამ, მან.... ამის გამო ის სიკვდილამდე სცემეს რეზი... ჩემი რენა, ცემაში ამოჰხადეს სული, ჩემ მაგივრად... მე უნდა მოვმკვდარიყავი მაშინ ! რატომ ვარ მე ცოცხალი და ის რატომაა ახლა მიწაში რეზი რატომ ? მე დავაშავე, ჩემი ბრალი იყო, არ დამიჯერეს რეზი. თითოეული დარტყმა, რაც რენამ ვერ აიტანა, მე უნდა მეგრძნო, მე უნდა მტკენოდა, მაგრამ მას ეტკინა ! არ დამიჯერეს, არა. მე არ გამიშვეს რენასთან რეზი. იცი როგორი იყო ? მთელი სხეული ჩალურჯებოდა, მთელი სხეული... ხორცისფერი დაჰკარგვოდა, ტუჩები გაჰხეთქვოდა და ჩაშავებოდა რეზი... - ღვინის ბოთლი მივიყუდე და თითქმის ბოლომდე ჩავცალე.
- გთხოვ რებე, დაწყნარდი, მოვალ, დამშვიდდი, არ გინდა. ოღონდ მითხარი სად ხარ. - მამშვიდებდა რეზი, მე კი ცრემლები გამოვუშვი და გავაგრძელე.
- მისი ზღვისფერები ვეღარ დავინახე, ვეღარასოდეს დავინახავ ჩემი რენას თვალებს. ის ვერასოდეს ვეღარ გამიღიმებს, ვერ გამამხიარულებს, ვეღარ იტირებს, მისი თვალები სამუდამოდ ჩაქრა... ის აღარ ადგება, ვეღარ გაივლის, ვეღარ ჩამეხუტება და მომეხვევა, ვერ მაკოცებს, ვერ იქნება ბედნიერი. იმ ახ*რებმა მომიკლეს ჩემი სული, მას გაჰყვა ჩემი სული რეზი, მან წაიღო თან ყველა ფერი, გამანაცრისფრა, რატომ ? რატომ ? რა დავუშავე... ის იყო ფერადი, ის იყო ჩემი ცისარტყელა, ის იყო ჩემი პალიტრა, მე ვიყავი მისი ფუნჯი. ახლა კი ვეღარ ვეხები საღებავებს.. რატომ გამიხსენი იარა რეზი ჩანადირო, რა დაგიშავე ასეთი... - ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი გატაცებით და ვერ ვჩერდებოდი. ავდექი და კვლავ აბაზანისკენ ავიღე გეზი. ნამსხვრევებზე გავიარე და ფეხები დამეკაწრა. წამოვიკივლე და დავეცი.
- რებე ?! რებე რა ხდება მანდ ?! სად ხარ ?! მიპასუხე ! რებეკა ! მიპასუხე, რა ხდება, სად ხარ ?! სად ხარ სხიერელო ?! ფუ შენი... - გაისმა რეზის ხმა და მე გონება დავკარგე...

დილით საზიზღარი თავის ტკივილი მაღვიძებს. საწოლზე წამოვჯექი და ხელი თავისკენ წავიღე. ტკივილისგან დავიკვნესე და ხელს დავხედე. შეხვეული მქონდა. ქვედა კიდურებსაც „ამშვენებდა“ ბინტი. რა მოხდა ? ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხი არ მაქვს. გუშინდელი საღამოს გახსენება მინდა, მაგრამ არ გამომდის. ძალიან შევშინდი. რა ჯანდაბა მოხდა გუშინ საღამოს ?! ნელა ვდგები და შიშველ ფეხებს ვახებ იატაკის გაყინულ ზედაპირს. მაჟრჟოლებს, მაგრამ მაინც ვდგები. მისაღებში გავდივარ და ღვინის ბოთლს ვხედავ სრულიად ცარიელს. თავის ტკივილს ვაკავშირებ ალკოჰოლთან და ძალიან ვფრთხები, როცა მახსენდება, რომ აბაზანაში საკუთარი ტანსაცმელი დავხიე, ახლა კი პიჟამაში ვარ გამოწყობილი. ფრთხილად შევდივარ აბაზანაში და ყველაფერი საშინელ მდგომარეობაში მხვდება. სარკე დამსხვრეული, ნამსხვრევები კი მთელ მასშტაბზე მიმოფანტული. ნიჟარა გაბზარული, საშხაპე მინა ჩამსხვრეული. ნუთუ ეს ყველაფერი მე ვქენი ?! სასოწარკვეთილი ვდგავარ და ვერაფერს ვხვდები. იქვე დაგდებულ მობილურს დავწვდი და უცხო ნომერზე ნარეკს შევხედე. ვის დავურეკე ? ვინ მოვიდა გუშინ ორზე ჩემთან ? ღამის ორზე ?! თვალები ცრემლით მევსება და მთელი სახლის შემოვლას ვიწყებ. ვერაფერს ვპოულობ ხელმოსაჭიდს. ისეთს, რომელიც მამცნობს ვინ იყო აქ, ვინ შემიხვია ჭრილობები და ვინ ჩამაცვა პიჟამა.
ღრმად ამოვიხვნეშე და მილაგებას შევუდექი. ყველაფერი მოვაწესრიგე და ჩანთას დავწვდი. დაუდევარი მოპყრობის გამო ყველაფერი გადმოცვივდა, მე კი ჩავიფრუტუნე და კვლავ ჩავალაგე ნივთები შიგნით. ბოლოს დივნის ქვეშ შეგორებული ფანქარი შევნიშნე. ჩემი არ იყო. გვერდით კი ვერცხლისფრად ეწერა სახელი „ვაჩე“. გონება დავძაბე და ვცადე გამეხსენებინა ვიცნობდი თუ არა ვინმე ვაჩეს. თუმცა უეცრად გონება გამინათდა და გამახსენდა, რომ ლექციაზე კაპიუშონიანმა მაჩუქა. აჰ, ესეიგი ამ ნაცნობი აურის მფლობელს ვაჩე ჰქვია. ფანქარიც ჩავჩურთე ჩანთაში და კისრისტეხით გავემართე ფსიქოლოგთან.
ძალიან მაგვიანდებოდა, ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა მივრბოდი. ჩემ წინ ერთმა შავი ფერის მანქანამ დაამუხრუჭა, მე კი ბორბლებქვეშ მოხვედრას ძლივს გადავრჩი. ძალიან გავბრაზდი და ეს ეს იყო მძღოლის კარგა გვარიანად გამოლანძღვას ვაპირებდი, რომ მანქანის მინა ჩამოიწია და ფანქრის პატრონი დავლანდე. ცალყბად მიღიმოდა და თვალებით მჭამდა. გაბრაზებული იერი მივიღე და ხელები გადავაჯვარედინე.
- გაგიყვან. - მითხრა მან, მე კი სულაც არ მსურდა მანქანაში ჩაჯდომა. მაგრამ მაჯის საათი მიწიოდა „ჩაჯექი, ჩაჯექი, თორემ სეანსზე დააგვიანებ !“ სხვა გზა არ მქონდა. ჩავჯექი და მივესალმე.
- გამარჯობა. - მივმართე მე.
- გაგიმარჯოს. - თქვა მან და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიმწყვდია.
- ნიკოტინი ორგანიზმს ვნებს ! - ჩავიბურტყუნე მე და ღვედი შევიკარი. მას გადავხედე და ღვედი ვერ დავლანდე. - არც ღვედის გაკეთება იქნებოდა ურიგო.
- შენ ყველაზე ასე ზრუნავ თუ მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი ? - მეკითხება სიცილით და ღვედს იკეთებს.
- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს ვაჩე. - სასხვათაშორისოდ ვთქვი მე.
- ანუ ფანქარს დააკვირდი რებე ? - დაცინვით იკითხა მან.
- აჰ, ანუ ჩემზე ინფორმაცია მოიძიე ვაჩე ? - არ ჩამოვრჩი გველობაში. საიდან ამდენი გამბედაობა ? საკუთარი თავის მიკვირს.
- ჰმ, მშვენიერია.
- კონკრეტულად რა ? - ჩავეკითხე.
- არაფერი, და*კიდე. საით ? - მეკითხება და ღრმა ნაფაზს არტყამს, საჭეს მთელი ძალით უჭერს და ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, თითქოს ძალიან დაძაბულია. მიკვირს, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლი შემჩნევას.
- აი ამ მისამართზე. - გავუწოდე ფურცელი და დავდუმდი.
- ფსიქოლოგი ? - მეკითხება და მზის სათვალის ზემოდან მიმზერს.
- შენი საქმე არაა. - უკმეხად ვპასუხობ მე და ვფრუტუნებ.
- კარგი, კარგი. - ხელებს წევს და ეცინება ვაჩეს. სანამ ფსიქოლოგამდე მივედით დუმილი ამშვიდებდა გარემოს ჩვენ ირგვლივ. ძალიან, ძალიან ნაცნობი სურნელი ჰქონდა. ვერ ვიხსენებ სად, ან როდის შევიგრძენი ის. მოგონებებს მიღვიძებდა, ძალიან ბუნდოვან მოგონებებს.
როგორც კი მან დაამუხრუჭა შესაბამის მისამართზე ავტომობილიდან გადმოვედი, მისკენ მივიწიე და ჩავაშტერდი. წარმოდგენაც არა მაქვს რას ვაკეთებდი.
- ჰაჰ, მადლობა უნდა გადამიხადო ? - მეკითხება ის.
- რაღაც ეგრე. - ვპასუხობ მე.
- მოდი მაკოცე. - მეუნება და ლოყას მიშვერს, მე კი დრო ვიხელთე და სიგარეტი ავაცალე.
- მადლობა ვაჩე. - ვეუბნები და ნიკოტინის ბუდეს იქვე სანაგვეში ვუჩენ ადგილს. ვაჩეს სულელივით ეღიმება და მანქანას ძრავს.
...
შევდივარ ფსიქოლოგთან და ვამჩნევ, რომ ყველა მე მელოდება. სახე მიჭარხლდება და კუთვნილ ადგილას ვჯდები. რეზის პირდაპირ მიწევს დაჯდომა და მთელი სხეული მეწვის მისი მზერისგან. შეხვეული ხელების დაფარვას ვცდილობ, მაგრამ ის თითქოს სპეციალურად მათ აშტერდება და მოსვენებას მიკარგავს.
- აბა დღეს რა თემას განვიხილავთ ? - ისმის მერის წკრიალა ხმა და მეც მომენტალურად ვმშვიდდები. ამ ქალს დამშვიდების საოცარი უნარი აქვს. მხოლოდ მისი ხმაც კი საოცრებებს სჩადის !
- ეჭვიანობა. - წარმოთქვა კოხტად ჩაცმულმა მამაკაცმა. მართლაც საინტერესო თემაა. გავიფიქრე მე.
- მშვენიერია, თქვენი სახელი ?
- გივი.
- სასიამოვნოა ბატონო გივი. თქვენ თქვით ეჭვიანობაო, მაშ რატომ დასვით ეს საკითხი, თვლით, რომ ეს პრობლემაა ?
- დიახ, პრობლემაა, თან სერიოზული. - მძიმედ ამოიხვნეშა გივიმ.
- რაშ გამოიხატება ?
- მუდმივად ეჭვებში ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ვენდობი ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მომგებიანია საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ, არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად ვიცი თუ არა, რომ ჩემ ხელში ბროლის ლარნაკი არ გატყდება, მე მაინც ვეჭვობ, რომ ეს მოხდება ! მოხდება და ჩამანაცვლებენ... - დანანებით ამბობს გივი და ჯიბიდან კონიაკის მომცრო სათავსი ამოიღო. ეს ეს იყო მიყუდებას აპირებდა, რომ მერიმ შეაჩერა.
- რა აზრი აქვს ბატონო გივი ახლა თქვენს დალევას?
- დარდს გამიქარწ....ბს ცოტა ხნით. - სევდიანად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
- მერწმუნეთ ეს ცოტა ხანი არ ღირს შემდეგ ტანჯვად, სჯობს პრობლემის აღმოფხვრის გზები ვეძებოთ და არ ჩავახრჩოთ ჩვენი დარდი ალკოჰოლში. აქ ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ. - თქვა მერიმ და სანდომიანი ღიმილით დააჯილდოვა გივი.
- გმადლობთ. - გაუღიმა გივიმაც.
- რა შეიძლება რომ იყოს ეჭვის მიზეზი ?
- საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. - თქვა სოფიამ.
- მართალია, რა შეიძლება იყოს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მიზეზი ? - იკითხა მერიმ.
- ბავშვობის ტრავმა. - ვთქვი მე.
- ესეც მართალია. მაგალითად როგორი სახის ?
- როცა საკუთარი მშობელი განაცვლებს სხვა ადამიანით. - თქვა რეზიმ.
- როცა მეგობარი განაცვლებს სხვა მეგობრით. - თქვა მეორე ალკოჰოლიკმა და დამწუხრდა.
- იმედგაცრუება კარიერაში, არასწორი ნაბიჯები, რომელთა გამოსწორების შანსი არ გეძლევა...
- აპ ! - წამოიძახა მერიმ და გივის მიმართა. - დაიმახსოვრეთ ! ნებისმიერი საქმის გამოსწორება შეიძლება ! გამოუსწორებადი მხოლოდ სიკვდილია ! თუ თქვენ საქმის მიმართ განწყობილი ხართ ნეგატიურად და მუდამ ელით წაგებას, მაშინ ყოველთვის ისე მოხდება, როგორც თქვენ ფიქრობთ. თუ საქმის კეთებისას ჩვენ არ შევინარჩუნებთ ენთუზიაზმს, თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ცხვირჩამოშვებული ვივლით მხოლოდ ძირს დავარდნილ ნარჩენებს შევამჩნევთ. მაღლა ხის ტოტებზე მყოფ ნაყოფს ვერასოდეს შევწვდებით. ამიტომ დაიმახსოვრეთ ! თქვენი ფიქრები თქვენ ხელთაა, თქვენი სამყარო თქვენ ხელთაა. შეღებეთ იგი იმ ფერებში, რომელთაც თქვენ თვლით საჭიროდ. არ მისცეთ უფლება იმედგაცრუებას შეცვალოს თქვენში არა საკუთარი თავი, არამედ თქვენი განწყობაც კი ! - თქვა მერიმ და დაგვადუმა.
- როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ? - იკითხა რეზიმ. არ მჯერა ! ჯანდაბა, არ მჯერა ! როგორ შეიძლება მუდამ მომღიმარი რეზი ნეგატივისკენ მიდრეკილი იყოს ? უაღრესად ნიჭიერი მსახიობი ყოფილა რეზი ჩანადირი, ბრავო ! არაფერი მეთქმის.
- გავაანალიზოთ სიტუაცია. - მშვიდად მოუგო მერიმ, მაგრამ თითქოს მკრთალი ღიმილი შევამჩნიე მის ტუჩებზე წამით.
- მაგალითად ? - იკითხა გივიმ.
- თქვენ მითხარით, როგორ შეიძლება იმედგაცრუების ჭაობიდან თავის დაღწევა ?
- დავალაგოთ სიტუაციის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. - გამახსენდა ბარმენის ნათქვამი. - ყველაფერს აქვს პლიუსები და მინუსებიც. მინუსებიც კი შეგვიძლია ვაქციოთ პლიუსად.
- რას გულისხმობ ? - მომმართა რეზიმ.
- წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა. - ვთქვი მე. სადღაც გაგონილი მქონდა ეს ფრაზა.
- დიახ ! ფროიდის ფრაზაა. ძალიან მართალი ფრაზა. - თქვა მერიმ და მის თვალებში სიამაყის ამოკითხვაც შევძელი. ვაუ პროგრესია, თვალებში რაღაცის ამოკითხვა საინტერესო ფაქტია.
- ანუ თუ ჩვენ ვიცით თავად პრობლემა და ვაანალიზებთ მის არსს ეს ნიშნავს, რომ...
- ჩვენ საქმის მეორედი უკვე გაკეთებული გვაქვს. - დავასრულე რეზის ფრაზა.
- სრულიად მართალი ბრძანდებით ! - თქვა მერიმ.
...
საკმაოდ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა და ვგონებ საკმაოდ ნაყოფიერიც. ხუთი იყო საათი, მე კი საქმე არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა. ადრე წიგნებში თავჩარგული დღე და ღამე ვმუშაობდი, ახლა კი....
კვლავ ლიტ-კაფისკენ ავიღე გეზი. რა უცნაურია, ჩვევად გადამექცა ამ მიმართულებით სიარული. გამეღიმა და ნაბიჯი გადავდგი.
- გიხდება ღიმილი. - გვერდით რეზი ამომიდგა და მოულოდნელი გამოჩენით შემაშინა.
- შემაშინე ! - გულზე ხელი მივიდე მე.
- მშიშარა. - გაეცინა რეზის.
- არაფერიც. - ტუჩენი დავბერე მე და მზერა ავარიდე.
- გეტყობა. საით ? - სასხვათაშორისოდ მკითხა მან.
- ლიტ-კაფესკენ.
- კითხვა გიყვარს?
- უფრო იქაური ჩაი და ღვინო.
- ღვინო შენზე ცუდად მოქმედებს. - თქვა მან და წარბი შეკრა.
- რა გულისხმ... - სიტყვა გამიწყდა და გუშნდელი ღამე გამახსენდა. ნუთუ რეზის დავურეკე ? ჯანდაბა, საიდან მაქვს მე მისი ნომერი ?
- ჰმ ? - გვერდულად გადმომხედა მან.
- ა-არა, არაფერი. მართალი ხარ... - ჩურჩულით ვუპასუხე მე და თვალები ცრემლით ამევსო. როდის მერე გავხდი ასეთი გულჩვილი ?
ამასობაში ლიტ კაფეს მივადექით და შევედი თუ არა ნაცნობმა არომატმა სასიამოვნოდ გამაბრუა. იგივე ბარმენი და იგივე ღიმილი. ეს ადგილი შემიყვარდა-სავით. ძალიან ჩემეული იყო, ძალიან რებესეული...
- გამარჯობა ! - მომესალმა ბარმენი. - ისევ მოხვედი.
- ჰო... - მკრთალად გავუღიმე მე და ჩემკენ გამოწოდებულ ღვინის ბოკალს დავწვდი. ტუჩები გაუაზრებლად შევახე და რეზიმ გამაჩერა.
- არ გინდა.
- შენ ვინ გეკითხება ? - გავვოცდი მე.
- მერე ისევ სხვისი მოსავლელი დარჩები, ამიტომ არ გინდა. - სერიოზულად მიპასუხა მან და დაბინტულ ხელზე შემეხო. ამ ფრაზით კი უკვე დავრწმუნდი, რომ გუშინ ჩემთან რეზი მოვიდა, რეზიმ შემიხვია ხელები, რეზიმ ჩამაცვა და რეზიმ მიპატრონა. თავი ჩავღუნე და ვუპასუხე.
- ესე იგი შენ.
- მე. - თქვა და ჩემი ღვინო მოსვა. ბარმენი დიდი ინტერესით გვაკვირდებოდა და თან ჭიქებს წმენდდა.
- გმადლობ.
-... - პასუხად დუმილს ვიღებ და ეს დუმილი მეხის გავარდნასავითაა მოწმენდილ ცაზე. გული შემეკუმშა და მუჭი მაგრად შევკარი. ბინტი წითლად შეიღება და ძალიან მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა. რეზი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კაფეს კარი გაიღო და მე ჩემი სახელი გავიგონე.
- რებე ! - თავი სწრაფად მოვაბრუნე და ვაჩე შემრჩა ხელში.
- ვაჩე ?
- ჩემს მანქანაში დაგრჩა. - თქვა მან და ჩემი მობილური ხელში შეათამაშა.
- მის მანქანაში ? - ცალი წარბი ასწია რეზიმ, მე კი შიშის გრძნობა დამეუფლა, ყელში მძიმე ნერწვი გადავაგორე.
- ჰო, ჩემ მანქანაში. - ჩემ მაგივრად უპასუხა ვაჩემ და მობილური გამომიწოდა. ძალიან დაიძაბა ატმოსფერო ამ ორს შორის. ამას მე, უგრძნობი ადამიანიც კი ვამჩნევდი.
- გმადლობ. - ამოვიხავლე მე და მობილურს დავწვდი.
- შეხვედრამდე, მზრუნველო ექიმო ! - თქვა ვაჩემ და დატოვა კაფეს ტერიტორია.
„ღმერთო ოღონდ ახლა რეზისგან გადამარჩინე და მონაზვნად აღვიკვეცები !“
...
ყველა სტიქიურ უბედურებას ველოდი, რომლის არსებობის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რეზის ამგვარ რეაქციას ნამდვილად არა. მისმა რეაგირებამ ბევრად უფრო საშინელი შედეგი გამოიღო ჩემში, ვიდრე ნებისმიერ კატაკლიზმს შეეძლო გამოეწვია. მე ერთდროულად მოვკვდი და ცოცხალი დავრჩი.
არაფერი. არა-ფერი...
საერთოდ არანაირი რეაქცია. გულრილი, ქვასავით გამომეტყველება და აისბერგული სიცივე, რომელიც დუმილში იტევს იმაზე ბევრად მეტს ვიდრე ამბობს. გულგრილად ჩამიარა გვერდით და არაფერი უთქვამს. ღვინო ბოლომდე დალია და გავიდა. ძალიან მძიმე და ნელი ნაბიჯებით გავიდა.
მოკვდა... ჩემში რაღაც მოკვდა. რა უცნაური შეგრძნებაა, დავიწყებული... იმედგაცრუება ? რა იმედებზე შეიძლება საუბარი ადამიანთან, რომელსაც ა - ყავს მეორე ნახევარი, ბ - მხოლოდ რამდენიმეჯერ ვესაუბრე და გ - მნახა ყველაზე უსუსურ და ამაზრზენ მდგომარეობაში, რაც კი დამმართნია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თავი ჩავქინდრე და გარეთ გავედი. ისევ იმ მარკეტს მივაშურე, ისევ იმ ღვინის, ამჯერად უკვე ორი ბოთლი. რას ვაკეთებ ? რას აკეთებ რებეკა ? რატომ ? მერის ნათქვამი გაიხსენე, დარდის ალკოჰოლში ჩახშობა აბსურდია. მაგრამ ეს სიტუაცია პრობლემაა ? არ ვიცი... პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებო ? არც ეს ვიცი.
ჩავუარე მიწისქვეშა გასასვლელს, საიდანაც მუსიკის ყრუ ხმა მკრთალად აღწევდა დადუმებულ ქუჩებში. გადავწყვიტე ჩავსულიყავი. არ მკითხოთ, არც მე ვიცი რას ვაკეთებ, არც მე ვიცი რას გავაკეთებ... გულისამრევი სურნელი ტრიალებს აქ. ალკოჰოლი, ნიკოტინი, სხვადასხვა სახის სუნამო... თავბრუს მიხვევს და მუსიკის რიტმში აყოლას მაიძულებს. წარმოდგენაც არა მაქვს სად მოვხვდი, სავარაუდოდ კლუბია. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟის ადამიანები ირევიან ერთმანეთში, ცეკვავენ, იცინიან, ერთობიან, მაგრამ მათ აქვთ ერთადერთი საერთო - კრემისფერი. არც ერთ მათგანს არ გააჩნია საკუთარი იდენტობა. არც ერთი მათგანი რეალურად არ იცნობს საკუთარ თავს. ზიზღის უსაზღვრო გრძნობა მეუფლება და მიჩნდება სურვილი გავერიდო ყოველივეს. მაგრამ რაღაც მაიძულებს ვიარო წინ და არ შევჩერდე.
ბარის მაგიდასთან მივდივარ და საკუთარ ღვინის ბოთლს ვიყუდებ. ლამის ბოლომდე ვცლი და იქვე ვაგდებ. საცეკვაოდ ვბრუნდები და ვაუ ! ისევ რეზი. რა დამთხვევაა. თან მე მიყურებს. მიყურებს, კალთაში კი გოგო უზის. ვაკვირდები და ვატყობ, რომ ელენე ნამდვილად არაა. ჰა, ანუ რეზი ელენეს ღალატობს. ისტერიკულად მეცინება და ცეკვას ვიწყებ, თუ შეიძლება ამ ბრბოს მოძრაობას ცეკვა ვუწოდოთ. რეზის მზერას ვგრძნობ და ვხვდები, რომ მე ეს მსიამოვნებს. ჰო, მსიამოვნებს ხელები, რომლებიც დაცურავენ ჩემს სხეულზე და იპყრობენ რეზის ყურადღებას. ვერთობი და მეც კრემისფერი ვხდები. საკუთარი ნაცრისფერი ბუნება შორს მოვისროლე და რეზის შევხედე. ძალიან ვნებიანად კოცნიდა მის კალთაში მოთავსებულ გრძელფეხება ლამაზმანს, მთელ სხეულზე ეფერებოდა და სიამოვნებდა კიდეც. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი დეტალი... მისი მზერა კვლავ ჩემკენ იყო მოპყრობილი.
რა საზიზღარია ! ამაზრზენი, მოღალატე ! არის ერთთან, ეთამაშება მეორეს და ღალატობს მესამესთან. ნეტა საკუთარი თავი არ ეზიზღება ? მე კი ნამდვილად ვიცი, რომ მთელი არსებით მძულს ასეთი კაცები.
სახეზე ღიმილაკრულს ლოყაზე ცრემლი მიგორდება,
ჩემი გრძნობით ჯვარცმულს გული ყელში მებჯინება.
ტკივილი უფრო მათამამებს, ცრემლები თავდაჯერებას მჩუქნიან და მეც ვეშვები იმ მორევში, სადაც ვერ ვამჩნევ ვერავის საკუთარი თავის გარდა. არც რეზი არსებობს, არც სხვა ვინმე სულიერი, ვარსებობთ მხოლოდ მე და მუსიკა. უგემოვნო მუსიკა, რომელშიც ვიოლონოს გასაღები ვარ მე და რიტმულად ვაცეკვებ ნოტებს. მეცინება, მეცინება და მეტირება, შემდეგ მხოლოდ მეტირება...
გარეთ გამოვდივარ და მთელი ხმით ვბღავი. მადლობა ღმერთს არავინაა, ვისაც შეუძლია გაიგონოს ეს სასოწარკვეთილი ხმა, რომელიც ჩემი ყელიდან რეალობაში ჰპოვებს სასუფეველს. იქვე კედელს ვებჯინები და ვსლუკუნებ. მეორე ბოთლს ვიღებ ჩანთიდან და ნახევარს ვცლი. ცრემლები მდის, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობ. ვერ ვფიქრობ, ვერ ვალაგებ აზრს, ვერც კი ვხედავ გარკვევით.
- რებე ! რებე ! - მესმის ჩემი სახელი. - რებე ! - მაღვიძარასავით მომაბეზრებლად და გაბმულად ისმის „რებე, რებე“
- ჯანდაბა, რა რებე აგიტყდა, რა გინდა ? - უხეშად ვამბობ მე და თავს ვწევ. ვაჩეა ! ამ ბიჭს საოცარი უნარი აქვს გაჩნდეს იქ, სადაც საჭიროა.
- მე კი არა, შენ რა გინდა აქ ამ დროს და - ღვინის ნახევრად სავსე ბოთლი მაჩვენა. - აი ამასთან ერთად ? - გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ მეკ*და.
- შენი რა საქმეა ?
- ადექი ! - მკაცრად მპასუხობს იგი.
- არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ ! - ვთქვი, გამოვგლიჯე ღვინის ბოთლი ხელიდან და ჩავიხუტე ჩვილი ბავშვივით. თითქოს ეს ყოფილიყოს ჩემი საუკუნო საუნჯე, რომელსაც მართმევენ.
- რებეკა, დამეყრდენი. - მშვიდად თქვა ვაჩემ, მე კი არაფრის დიდებით არ ვაპირებდი ღვინის ბოთლის გაშვებას და აქედან ადგომას.
- არა.
- უხ შენი, ძველებურად ჯიუტი ხარ. - თქვა მან და მხარზე მომიგდო.
- ახლავე გამიშვი, ვაჩე, დამსვი, გამიშვი, თავი დამანებე, ვინ ხარ საერთოდ ! - ვჩხუბობდი და ხელებს ჰაერში ვისროდი. ვფართხალებდი იმის იმედით, რომ ვაჩეს გავუვარდებოდი, მაგრამ ჩემდა სასიკეთოდ საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ამასობაში ღვინო დამიცურდა და ასფალტზე მოადინა ზღართანი.
- ჩემი წვენიი ! - პატარა ბავშვივით გავეტირე სასმელს.
- ღმერთო, რა დონეზე მთვრალი უნდა იყო, რომ ღვინო წვენად გეჩვენებოდეს ! - ბურტყუნებდა ვაჩე, მე კი ტირილი ამიტყდა. - კარგი, ჰო, კარგი, გიყიდი, ზუსტად ასეთივეს გიყიდი, ოღონდ ახლა ტვინს ნუ ხნავ. - თქვა ვაჩემ, მე კი ისე დავმშვიდდი თითქოს ატირებულ ბავშვს სათამაშო დაუბრუნეს. მანქანაში ჩამსვა და ღვედი შემიკრა. მე კი საჩვენებელი თითი ავუწიე და ვუთხარი.
- აი ასე, კარგი ბიჭი ხარ ! - გაეცინა, ხმამაღლა და გემრიელად გაეცინა.
- შენ რა გითხარი რებეკა ! - თქვა და საჭეს მიუჯდა. ამასობაში მე ჩამეძინა.
...
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს, რასაც ემატება მაღვიძარას გაბმული წიკ-წიკი და ვხვდები, რომ ასე თუ გაგრძელდა, გავლოთდები. გამიკვირდა... მე ჰომ არასოდეს ვსარგებლობდი მაღვიძარათი, მაშ, საიდან ეს ხმა ? მობილურს დავწვდი და იქვე დადებულ ფურცელს მივაგენი.
„ვიფიქრე დილით ადრე იქნებოდი ასადგომი, ამიტომ მძიმე ღამის შემდეგ მეგონა გაგიჭირდებოდა, შესაბამისად მაღვიძარა ჩავრთე. ვაჩე.“
გაგიკვირდებათ და უკლებლივ ყველაფერი მახსოვდა გუშინდელი საღამოდან. ისიც მახსოვდა რეზი რომ ელენეს ღალატობდა, ისიც, რომ ღვინოს წვენი ვუწოდე და ისიც, რომ ვაჩემ მომიყვანა სახლამდე. ვაჩეს ფრაზაც მახსოვდა...
„ძველებურად ჯიუტი...“ ნეტა რას ნიშნავს ძველებურად ?
უსუსურობის მძაფრმა განცდამ შთანმთქა და ჩამიტანა სადღაც ბნელში...
ლექცია გვიან მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე შხაპი მიმეღო და მემეცადინა. აბაზანისკენ გავეშურე და ეხლაღა შევამჩნიე, რომ საშხაპე მინაც ჩამეტეხა მაშინ. გამაჟრჟოლა და ის დღე გამახსენდა ფრაგმენტულად, რეზიც გამახსენდა. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც... ერთხელ ღრმად ამოვიხვნეშე და გავიფიქრე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმედგინა.
საოცარი განტვირთვის საშუალებაა შხაპი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი სხეული გიხურს და გაგრილება ემოციურადაც ჩამოგრეცხავს. მართლაც მოვდუნდი და წყალს გავატანე ის ემოციები, რომელიც დამიგროვდა რამდენიმე დღის განმავლობაში. უნდა ვთქვა, რომ ამდენი სისულელე მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გამიკეთებია, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩავიდინე. თითოეული წყლის წვეთი მაშორებდა ერთ კონკრეტულ განცდას არარსებული სულიდან და მიჰქონდა სადღაც შორს...
გამოვედი თუ არა საშხაპედან მივუჯექი წიგნებს და ლექციამდე თავჩარგული ვიჯექი და ვსწავლობდი მხოლოდ ხალათში გამოწყობილი. რამდენიმე საათის შემდეგ გამომაფხიზლა უკვე ხის ყრუ დაცემამ. წამოვხტი და სამზარეულოს მივაშურე. ტაფას ხელი დავავლე და საბრძლოველად მოვემზადე. სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს ერთადერთი იარაღი იყო, რაც სახლში მომეპოვებოდა. ხმა კი კვლავ საძინებლიდან გაისმა. და ჰოპ ! გამოიცანით რა ჩამოვარდა... კვლავ ის სურათი... კვლავ ის მოგონებები. შევყურებდი სამ მომღიმარ ადამიანს და ცრემლები მაიძულებდნენ მესლუკუნა.
უეცრად ჭურჭლის მტვრევის ხმა გაისმა სამზარეულოში. ტაფას კვლავ დავწვდი და ამჯერად დავრწმუნდი, რომ არანაირ ზებუნებრივ ძალას არ ჰქონდა ადგილი ფოტოს გადმოვარდნასთან. ცივმა ოფლმა დამასხა და მუხლები ამიკანკალდა, მაგრამ მაინც უნდა წავსულიყავი და მენახა რა ხდებოდა.
ნაბიჯი... ნაბიჯი... ნაბიჯი...
აი, სამზარეულოში ვარ, მაგრამ ვერავის ვხედავ. სამარისებული სიჩუმეა გამეფებული სახლში. ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმის. სუნთქვის ხმასაც კი მივაყურადე, მაგრამ ამაოდ. დაახლოებით ოცი წუთი ერთ ადგილს მიყინული, დაძაბული ვიდექი და ველოდი... არაფერი მომხდარა, საერთოდ არაფერი.
ეგრევე ჩავიცვი და გადავწყვიტე საკეტის გამოცვლა. დავრეკე და ნაცნობს დავუავშირდი. ის დამპირდა, რომ აუცილებლად შეცვლიდა საკეტს შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. მეც ცოტაოდენ დავმშვიდდი, მაგრამ შინაგან შფოთს ვერაფერი მოვუხერხე.
...
ლექციაზე ყველაფერი არაბუნებრივად მშვიდად მიდის. ნეტა რატომ ? არც რეზია, არც ვაჩე. მეც თავისუფლად შემიძლია მივდიო ჩვეულ საქმიანობას და დავტკბე სამედიცინო ლიტერატურით. მშვენივრად გამომდის და დროც თვალსა და ხელს შუა მეპარება. უკვე საღამოვდება, მე კი შფოთი ვერა და ვერ მოვიშორე და ეს მტკივნეული განცდა, რომელსაც ვერ აღვწერ. ეს განცდა მღრღნის... მონატრებას ჰგავს თითქოს, თითქოს...
ეს ესაა ვაპირებ უნივერსიტეტის დატოვებას, რომ მახსენდება, ბიბლიოთეკაში თუ არ შევირბინე და ერთ-ერთი წიგნი თუ არ წამოვიღე ხვალ კარგი დღე არ მელის. ამიტომ სირბილით გავუყევი დერეფანს და ბიბლიოთეკასთან „დავამუხრუჭე“. მთელ კორპუსში არავინ იყო, მხოლოდ მე და ჩემი ნაბიჯების ხმა ვასრულებდით“წვიმის ვალსის“ მელოდიას... უეცრად ვხვდები, რომ ბარმენი მენატრება და ძალიან მჭირდება მისი რჩევის მოსმენა. „ხვალ აუცილებლად შევივლი მასთან !“
საკმაოდ კარგ ხასიათზე ვარ. წიგნს თაროდან ვიღებ და უკან ვბრუნდები, თუმცა გაურკვეველი ხმა მაჩერებს. ხვნეშა, ოხვრა, კვნესა... რა ჯანდაბა ხდება აქ ? ყურებს ვერ ვუჯერებ და თვალებს ვუხმობ საშველად. შუა ბიბლიოთეკაში ორი უსირცხვილო დაკავებულია სექსით. თვალის გუგები გაოცებისგან მიფართოვდება, როცა ბიჭში რეზის, ხოლო გოგოში ელენეს ვცნობ. წიგნი ხელიდან მივარდება და წყვილი ხმის გაგონებისას ჩერდება. კარი შორსაა, გაქცევას ვერ მოვასწრებ, ამიტომ უნდა დავიმალო. ვეუბნები საკუთარ თავს და ერთ-ერთი წიგნის თაროს უკან ვიმალები, რომელსაც ფარავს მძიმე და სქელი ფარდა.
- არის ვინმე ? - ისმის ელენეს მომხიბვლელი ხმა. ხოლო რეზი პირდაპირ ჩემ თაროსთან ჩერდება. დავარდნილ წიგნს იღებს და მის ადგილს უჩენს.
- არაა. - ამბობს ის ხრინწიანი ხმით.
- სამწუხაროა, უფრო შევიდოდი აზარტში. - თქვა ელენემ.
- რა ძ*კნა ხარ ელე. ზუსტად ამის გამო მიყვარხარ. - ეცინება რეზის. გული სწრაფად მიცემს და შეშინებულ კურდღელს დავმგვანებივარ, ადგილზე ვიკუნტები და ვამჩნევ, რომ ჩემი სამალავიდან მარტივად შემიძლია გავარჩიო მისი შიშველი სხეული. ვხვდები, რომ თვალები ზედ მრჩება, თავს ვერ ვაკონტროლებ და სახე მიჭარხლდება. საკუთარ თავს ვსაყვედურობ და თვალებზე ხელებს ვიფარებ. მაგრამ ცდუნება რის ცდუნებაა ბოლომდე თუ არ შთაგნთქა. თითებს შორის გავხედე და მოზრდილი ნერწყვი გადავგორე ყელში. რეზი ელენეს მიუბრუნდა, რომელიც ბიბლიოთეკარის მაგიდაზე სექსუალურად შემოსკუპებულიყო და რეზის საჩვენებელი თითით უხმობდა. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, თუმცა პროტესტს ვინ ჩიოდა, აქედან გამეღწია შეუმჩნევლად და სათოფეზე არ მივეკარებოდი ჩანადირს.
რამდენიმე წუთიც არაა გასული, რომ ეს ორი კვლავ გაცხარებულად კვნესიან და მეც თავისუფლად შემიძლია სახლში დავბრუნდე. ჯანდაბა, რა იყო ეს ?
...
მეორე დილით შევდივარ ლექციაზე სრულიად მოუმზადებელი და რეზის გვერდით მიწევს დაჯდომა. მოუმზადებლობა არ მყოფნიდა და მის გვერდით ჯდომას, ეკლებზე დავმჯდარიყავი ჯობდა ! მთელი სხეული მიხურდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი და პერიოდულად ბროწეულისფერი დამკრავდა. ამ დროს იძულებული ვიყავი გვერდით გამეხედა, რაზეც რეზი რეაგირებდა და ეცინებოდა.
ჰოი საოცრებავ, მაინც და მაინც დღეს, როცა მოუმზადებელი ვარ ლექტორი მთხოვს ჩავაბარო მასალა. სირცხვილისგან რა გავაკეთო არ ვიცი, მძიმედ ვდგები და ვამჩნევ ჩემკენ გამოცურებულ წიგნს. ის წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკიდან ვერ გამოვიტანე გაურკვეული მიზეზის გამო. და ვინ გამომიცურა წიგნი ? რა თქმა უნდა რეზიმ ! ღმერთო, სად დავიმალო, რა გავაკეთო, მუხლები მიკანკალებს... წიგნის დახმარებით ძლივსძლივობით ვპასუხობ ლექტორის მოთხოვნას და ვჯდები. ერთი სული მაქვს როდის დასრულდება ლექცია, რომ თავი დავაღწიო ამ არაადამიანს.
...
ტყვიასავით გამოვვარდი აუდიტორიიდან და ასე მეგონა თვით ყველაზე სწრაფი ცხოველი, გეპარდიც კი ვერ დამეწეოდა. მაგრამ რეზი გეპარდზე სწრაფი აღმოჩნდა...
გზად ბიბლიოთეკისთვის უნდა ჩამევლო და ის ჩემზე რამდენიმე წამით ადრე აღმოჩნდა იქ. როგორც კი ბიბლიოთეკის კარს გავუსწორდი მკლავში მწვდა და გუშინდელ ჩემ სამალავში მიმიმწყვდია. ღრმად ვსუნთქავდი და რეზის ასევე ღრმა სუნთქვა მეცემოდა სახეზე.
- ჰეი, რებე, რაღაც ჰომ არ დაკარგე ? - დამცინავი ღიმილით მეუბნება რეზი.
- რ-რას გულისხმობ ? - ენა დამება მე.
- აი ამას. - თქვა რეზიმ და წიგნი ამიფრიალა ცხვირთან.
- არაფერი მესმის, გამიშვი. - ვეუბნები და გათავისუფლებას ვცდილობ, ის კი ჩემს მკლავს უფრო მწარედ უჭერს.
- ვიღგზნები, რომ მიძალიანდებიან. - თქვა ეს და ცხვირით ცხვირზე გამეხახუნა. ავფართხალდი და შემეშინდა.
- ჰაჰ, ჩემი აღგზნების სურვილი გაქვს მშიშარა ? რაო, ვაჩემ ვერ დაგვაკმაყოფილა ? - საზიზღრად ცინიკური ტონი აქვს, მე კი თვალები ცრემლებით მევსება. - შენც გინდა ისე, როგორც გუშინ ელენესთან ? - მეუბნება და ცალ ხელს ლოყებზე ისე მიჭერს, რომ ტუჩები გამომებურცოს. - მოდი ჩემთან. - უხეშად ამბობს ის და ტუჩებში ვნებიანად მკოცნის. მის სხეულზე მიკრავს და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. - მოგეწონა არა გუშინდელი სცენა ? შე პატარა ძ*კნა. - ვუძალიანდები, მხრებს ვუკაწრავ, ვუტყამ კიდეც, მაგრამ არ მიშვებს. ბოლოს ტუჩზე ვკბენ და როგორც კი მცილდება ვყვირი.
- რეზი ! - ის კი ცალყბად მიღიმის. მაგრამ როგორც კი ჩემს ცრემლებს ამჩნევს ღიმილი სახეზე ეყინება. წარბებს კრავს და ჩემკენ ნაბიჯს დგამს. - არ მომეკარო ! აღარ გაბედო ჩემთან მოკარება ! ცხოველი ! არაკაცი ხარ ! მატყუარა, მოღალატე, არაადამიანი ! - ვკივი მე. სილას ვაწნი და გავრბივარ.
ო, ღმერთო როგორ მეტკინა.... მისი თითოეული სიტყვა, თითოეული ჟესტი მეტკინა... არაადამიანური ბუნება ჰქონია, იდეალური მსახიობი ყოფილა, ჯანდაბა... ჯანდაბა !
...
მივქროდი უნივერსიტეტის დერეფანში და ყველას ვეჯახებოდი, ლანძღვა არ ამცდენია არც ერთი დაჯახების შემდეგ. უნივერსიტეტის გასასვლელს მივაღწიე და აქაც დავეჯახე ერთ გოგოს. წამიერად თვალი შევავლე და ელენე დავინახე. ზიზღის გრძნობა დამეუფლა და ლამის ხელი ვკარი.
- ჰეი, წინ იყურე ! - შემომბღვირა ელენემ.
- ჰეი, უკან გაიხედე ! - ვეუბნები მე და ჩემ ფეხდაფეხ დინჯი ნაბიჯებით წამოსულ რეზიზე ვანიშნებ.
კვლავ მივრბივარ და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. კისრისტეხით მივრბივარ. სუნთქვა მეკვრის, გული სისხლს გაასმაგებული სიჩქარით ტუმბავს და პულსის დარეგულირება არარეალურ მიზნად მესახება სახლისკენ მიმავალ გზაზე. სისხლი ძარღვებს ასკდება და მათ გახეთქვას ლამობს, მთელი სხეულით ვგრძნობ როგორ მესობა შუბივით თითოეული წვიმის წვეთი და სულამდე ატანს მათი ნაკაწრები. ცელივით მჭრელი ნიავის შესახვედრად მივდივარ, რათა მოვეხვიო და მისი ბასრი ზედაპირი ბოლომდე შევიგრძნო. რომანტიული გარემო იქმნება ჩემსა და ბუნებას შორის, რომელიც აუტანელ ტკივილს მიგუბებს ამომშრალი ტბის ზედაპირზე, რომელსაც ოდესღაც გრძნობათა ტბას ვუწოდებდი ჩემში. შუა გზაზე კვლავ დავეჯახე ადამიანს, რომელიც ვაჩე აღმოჩნდა.
- რებე, ჰეი, რებე რა გჭირს ? - შეცბა ჩემი დანახვისას ვაჩე.
- ა ? არა, არაფერი. გამიშვი, უნდა წავიდე. - ვაუბნებოდი და მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი.
- მომისმინე, გაგიყვან არ გინდა ? - თქვა და მანქანაზე მანიშნა. მე კი გაუაზრებლად დავუქნიე თავი. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოვშორებულიყავი საზოგადოების არეალს და ჩავკეტილიყავი სახლში. სახლში, სადაც არაფერი მიქმნიდა საფრთხეს. სახლში, სადაც მე ვიყავი ადრინდელი მე და არა ისეთი, როგორიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ციხესიმაგრე, სადაც ვერავინ ვერ მავნებს, იმიტომ რომ არც არავინაა იქ ჩემ გარდა.
ვაჩე პირდაპირ ჩემი სახლის წინ გაჩერდა და გვერდულად გადმომხედა. მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანქანიდან გადმოვედი. ის კი მომყვა სახლის კარამდე. აკანკალებული ხელით მოვარგე საკეტს გასაღები, სახე გამებადრა. გამოუცვლიათ ! დავმშვიდდი და შევედი. ვაჩეს გავხედე და თვალით ვანიშნე შემოსულიყო, თუმცა მან უარის ნიშნად თავი გააქნია და გამიღიმა.
- ეს ყველაფერი... - დაიწყო მან გაუბედავად.
- ?
- ეს რაც ახლა გჭირს მისი ბრალია, ჰო ? -მეკითხება ვაჩე და გულგრილ იერს იღებს.
- ვაჩე...
- ან კი, ან არა. - უკმეხად მპასუხობს ის.
- ან ! - ვეუბნები და შემოსასვლელ კარს პირდაპირ ცხვირთან ვუჯახუნებ. კარს უკან კი ჩაცინების ხმა მესმის და სიტყვა „გასაგებია“-ც ძალიან მკვეთრად ისმის. რამდენიმე წამში კი კაკუნის ხმა ისმის. ოდნავ ვაღებ კარს და კვლავ მას ვხედავ.
- ჰო, ისა... თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს, დამირეკე. - თქვა მან და თითებით ყურთან მობილურის იმიტაცია გააკეთა.
- არ მაქვს შენი ნომერი. - მობეზრებული ტონით ვპასუხობ მე.
- აბა კარგად ჩაიხედე მობილურში. - ამბობს იგი და თვალს მიკრავს. ნელი ნაბიჯით მიუყვება გზას და მანქანაში ჯდება. მე კი მობილურის ძებნას ვიწყებ და როგორც კი ვაჩეს ნომერს ვაწყდები, მაშინვე მომდის SMS.
„ჰაა, იპოვე ?“
„ჰო.“ - მშრალად ვპასუხობ და ტელეფონს ვთიშავ.
ერთადერთი, რაც ახლა მსურს, ეს შხაპია. ცივი, მკურნალი წვეთები, რომელებიც ზუსტად იმეორებენ ჩემი სხეულის მოყვანილობას და მალამოდ ედებიან არარსებულ სულს, რომელიც გრძნობების იმ ტბაში იძირება, რომელშიც მე და ბუნებამ დავღვარეთ რომანტიკის ცრემლები.
ღამე... სიბნელე, ფიქრები, უძილობა, რეზი, ვაჩე, მერი, ალკოჰოლი, ბარმენი, წიგნები... გემი სახელწოდებით „წყნარი ნავსადგური“... რისკი, სიცივე, რომანტიკა, ძალადობა, მე, რენა, ის... ის !
საწოლიდან ვხტები და უნებურად ვკივი. ჩამთვლიმა, მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩამთვლიმა და კვლავ კოშმარი. მის მაგივრად რეზია, მისი ხელები, მისი ტუჩები, მკლავები, სხეული...
ტანში მტეხს და თითოეული მოლეკულა შიშისგან კანკალებს ჩემში. ყელი მიშრება და ორგანიზმი სითხეს ითხოვს. ძლივსძლივობით ვიტან ჩემი სხეულის სიმძიმეს და გავდივარ სამზარეულოში. ვსვამ წყალს და საძინებელში შემოსვლისთანავე ვეგებები უზარმაზარ სარკეს.
ჯანდაბა... რას დავემგვანე. თვალები ჩასისხლიანებული, თმები აბურძგნული, ტუჩები დახეთქილი, ხელები კი ჯერ არშეხორცებული ნაკაწრებისგან დამახინჯებული. სარკესთან ახლოს მივდივარ და შუბლს ვადებ. მისი ცივი ზედაპირი სიამოვნებას მგვრის და ლამის მთელი ტანით ვეკრობი მას. თვალებში ვუმზერ საკუთარ თავს და ანარეკლს ტუჩებს ვახებ.
მეღიმება... მწარედ მეღიმება...
მაშინ... სულ ბოლოს... რენაც ზუსტად ასეთი ცივი იყო, ცივი და დანგრეული. დასახიჩრებული აი ახლა ჩემი ანარეკლივით.
მე კი მცხელა. ძალიან მცხელა, სრულიად ვშიშვლდები და ფანჯარას ვაღებ. ვიწვი, სუნთქვა მიჭირს, ვიხრჩობი... რა მახრჩობს ? არ ვიცი... ის ვიცი, რომ ვიღაც სასტიკმა, ძალიან სასტიკმა წამოიწყო თამაში სახელწოდებით ცხოვრება და თითოეულ ადამიანს აწამებს. მეც მაწამებს, მე ვერ ვუძლებ...
მაგრამ შენ გაუძლებ ! შენ შეძლებ დაინახო ცხოვრებაში არამარტო სისასტიკე და ტკივილი, არამედ სითბო და პოზიტივიც. ადამიანებმა ვაჩუქროთ ერთმანეთს სითბო და სიყვარული. გაიღიმეთ როცა გადიხართ ქუჩაში, ნუ ჩამოგტირით სახე, ნუ იჭედავთ ტვინს საკუთარი ტანჯვით, იყავით კონცენტრირებული დადებითზე. არ მისცეთ უარყოფითს საშუალება შთაგნთქას !
სააბაზანოსკენ ვიღებ გეზს და თერმომეტრს ვეძებ. როგორც იქნა ვპოულობ რამდენიმე წუთის შემდეგ და... 39,4.
გირჩევთ არ გაგიგრძელდეთ თამაში ბუნებასთან და ემოციებთან.
ვდგები და ყველა კარს თუ ფანჯარას ვრაზავ სახლში. სქელ, სხივგაუმტარ ფარდებს ვაფარებ და საწოლში ვძვრები. სრული სიბნელე და სრული სიჩუმეა ჩემ ირგვლივ. ამ სიჩუმეში კი მე უფრო მკაფიოდ შემიძლია გავიგონო „წვიმის ვალსი“, რომელიც უნებურად ბარმენის ატმოსფეროს სძენს ჩემს სახლს და მეც ძალაუნებურად ვმშვიდდები. საოცარი სიმშვიდის განცდა მეუფლება და მეძინება, ძალიან მეძინება, მაგრამ იმდენად დავიღალე, რომ ვერც კი ვიძინებ... ბურუსში იძირება ჩემი სახლი და მეც ორფეოსთან გასამგზავრელად ბარგს ვალაგებ. მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის და ვხედავ ნაცნობ, ძალიან ნაცნობ შავ თვალებს, რომლებიც პირდაპირ მე მომჩერებიან... ის იღიმის მე კი ძალიან მეშინია, მაგრამ საწოლში განძრევის თავიც კი არ მაქვს. ქუთუთოები ერთმანეთს ეწებებიან, ყურები მიგუბდება და მხოლოდ ერთი სიტყვის გაგონებასღა ვასწრებ... რენა...
...
დილით ვდგები და ვატყობ, რომ სიცხე აღარ მაქვს, თუმცა სისუსტე აღმენიშნება. ძლივსძლივობით ვიცმევ და მივდივარ ლექციაზე. რეზის ვერ ვამჩნევ. სამაგიეროდ ვაჩე აქაა და ჩემ გვერდით ზის. ყურადღებას არ ვაქცევ და არც ის იჩენს ზედმეტს ჩემდამი. ალბათ ატყობს რამდენად დაძაბული და დაღლილი ვარ. ეს კი მახარებს, რადგან დასვენების საშუალება მეძლევა. პერიოდულად ვაპარებ მისკენ მზერას და მის თვალებს ვეჩეხები.
მოულოდნელად ვაჩე კალმის ძებნას იწყებს, მე კი მას მის კუთვნილ ფანქარს ვაწოდებ. სახე ებადრება და მეუბნება.
- არ გადაგიგდია.
- რა თქმა უნდა არა. - ვამბობ მე და მკრთალად ვიღიმი.
- გიხდება ღიმილი. - ამბობს ვაჩე, მე კი რეზის ფრაზა მახსენდება მაშინ სეანსის შემდეგ.
„გიხდება ღიმილი !“
- გ-გმადლობ. - ვეუბნები და თავჩაქინდრული ვაგრძელებ ლექტორის მოსმენას. ვაჩე ეჭვიან მზერას მჩუქნის, მაგრამ არაფერს იმჩნევს. მაკვირვებს ეს ბიჭი, საიდან იცის როდის და რა უნდა გააკეთოს ?
...
მივუყვები სველ ქუჩას, ნაწვიმრის სურნელით ვტკბები და ვხვდები, რომ დღეისთვის დანიშნულ სეანსზე მისვლა ძალიან გამიჭირდება.
რეზი... რეზი. რეზი !
ძალიან, ძალიან ვბრაზდები ყველაზე და პირველ რიგში საკუთარ თავზე. ლაჩარივით გავიქეცი, უბრალოდ გავიქეცი... თავი დავაღწიე ვითომ პრობლემას ? არამც და არამც. გაქცევით ვერც ერთ პრობლემას ვერავინ ვერ გადაჭრის. ნებისმიერ სიტუაციას კბილებამდე შეიარაღებული და კარგად გათვლილი სტრატეგიით უნდა შეხვდეს ადამიანი, ნებისმიერს !
თავდაჯერებული ნაბიჯებით მივდივარ მერის სახლისაკენ და ეს ესაა ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ ზღურბლზე, რომ ვხვდები... სრულიად უიარაღო ვარ ! ერთადერთი რაც გამაჩნია, ესაა ჩემი შიშები... მაგრამ ნუთუ შესაძლებელია შიშების მართვა ? შიშების ჩემდა სასიკეთოდ გამოყენებას შევძლებ ? არ ვიცი... უნდა ვცადო, ცდა ბედნის მონახევრეაო, ჰო გაგიგია !
რაც შემიძლია ამაყად შევდივარ და წრეში ვჯდები. ამჯერად პუფებზე ვზივართ და უფრო კომფორტულად მოკალათება შეგვიძლია, მეც ვიყენებ ამ შესაძლებლობას.
- მაშ ასე ! დღეს რაზე ვილაპარაკებთ ? - კვლავ მერის ხმა, რომელიც ძალიან გვამშვიდებს ყველას. არ დავიღლები გამეორებით - საოცარი ქალია !
- იმედგაცრუებაზე. - თქვა რეზიმ. მერის კი ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.
- რისი თქმა გინდა იმედგარუებაზე, რეზი ? - მომეჩვენა, თუ მერიმ მისი სახელი ძალიან ნაზად წარმოთქვა ? პარანოია მეწყება !
- მაგალითად ის მომენტი, როცა ადამიანი გგონია ერთი ფერის, მაგრამ ის უნებურად იწყებს ცვლილებას. - ღრმად ამოიხვნეშა ჩანადირმა.
- მაგალითად ის მომენტი, როცა ადამიანი გგონია გულწრფელი და სინამდვილეში ბოლო დონის მატყუარა და მოღალატე აღმოჩნდება. - ირონიულად ვურთავ სიტყვას მე.
- ის მომენტი, როცა ადამიანისგან არ ელი, ის კი უჩუმრად გიწყებს თვალთვალს. - არც რეზიმ დამაკლო ირონია.
- ის მომენტი, როცა ადამიანი მხოლოდ იმის გამო გიყვარს, რომ გარყვნილება სისხლში აქვს გამჯდარი. აჰ, უკაცრავად, ამ გრძნობას სიყვარულსაც ვერ დაარქმევს ადამიანი, სუფთა სახის გარყვნილებაა, ამაზრზენია. - ვამბობ და ვუღიმი რეზის, ვუყურებ პირდაპირ თვალებში და ვხედავ როგორ დუღდება.
- აი ის, როცა საკუთარ ადგილს ვერ ხვდები და იმას აკეთებ, რისი გაკეთების უფლებაც არ გაქვს. - თქვა მან.
- აი ის, როდესაც საკუთარი ადგილი არ იცი და უწესებ იმ ადამიანს საზღვრებს, რომლისათვის არაფერს არ წარმოადგენ ! - ვიყვირე მე.
- აი ის მომენტი, როცა ყველას ფეხებს უშლი და საკუთარ თავს აუფასურებ ! - ხმას აუწია რეზიმ. ამით კი ბოლომდე ჩამკლა. ნუთუ მას ასეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე ? ნუთუ ბოლო დონის კახპად წარმოვუდგენივარ ?!
- აი ის მომენტი, - ვთქვი ჩუმად. - როცა ბოლო დონის კახპასთან ხარ და შენ თვითონაც ხდები ასეთი. - ცრემლმორეული ვამბობ და რეზის თვალს თვალში ვუყრი.
ყველა ჩვენ გვიმზერს. ყველას ძალიან აინტერესებს რატომ ვართ მე და რეზი ერთმანეთის მიმართ ასეთი აგრესიულები. ჩანთას ხელს ვავლებ და გარეთ გავდივარ, ცრემლები თავად იკვლევენ გზას, ჩემგან დამოუკიდებლად სახეზე, რომელსაც დაჰკარგვია ადამიანური ელფერი, რომელიც დაიმანჭა ამდენი ტანჯვისგან. კიბეებზე ძალიან ნელა ჩავდივარ და მესმის მძიმე ნაბიჯების ხმა. კედელს ვებჯინები და ადგილიდან ვეღარ ვიძვრი. ძალა სრულიად გამომელია.
- რებეკა... - მესმის ჩემი სახელი. რეზია, მე კი მისი დანახვა არ მინდა. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ენას პირში ძლივს ვაბრუნებ.
- წადი, გთხოვ... - ვჩურჩულებ და ქვედა ტუჩს რაც ძალი და ღონე მაქვს ვკბენ, რათა არ შეამჩნიოს, რომ ვტირი. ხელებში მაფრინდება და თავისკენ მაბრუნებს, თვალები მიფართოვდება და მის კონიაკისფერებს ვეჯახები. ძალიან ნაღვლიანია, მაგრამ გაბრაზებული, მთვრალივით, მაგრამ მაინც ფხიზელი.
- გამიმეორე. - კბილებს შორის გამოსცრა მან. მე კი ვდუმვარ. - გამიმეორე ! – ღრიალებს იგი და მე ძალიან მეშინია.
- გთხოვ...
- რას მთხოვ რებეკა ?! - ცოფებს ყრის იგი.
- გთხოვ... ნუ...
- ნუ ? - მოთმინების ფიალა ევსება მას.
- გთხოვ, ნუ მიყვირი... - ხმას ძლივს ვიღებ და სლუკუნს ვიწყებ. ის კი ხელებში ჩაფრენილ ხელებს ადუნებს და ამბობს.
- კარგი, კარგი... მოდი ჩემთან. - უეცრად მშვიდდება ის, მე კი კვლავ ვფრთხები და რამდენიმე ნაბიჯით უკან ვხტები. - ნუ გეშინია, არაფერს ვიზამ, გპირდები... - რატომ დავიჯერე მატყუარას ფრაზა ? რატომ დავიჯერე, რომ ის პირობას შეასრულებდა ? არ ვიცი... მაგრამ მოვდუნდი და მივეცი საშუალება ჩემთან ახლოს მოსულიყო.
ხელის ზურგით ლოყაზე შემეხო და ჩემმა ცრემლებმა ის დაასველეს. როგორც კი მისი შეხება ვიგრძენი დენდარტყმულივით შევკრთი, მაგრამ მივენდე ამ უცნაურ გრძნობას. მან ჩემთვის მოულოდნელად გულში ჩამიკრა და ლამის ძვლებში გადამამტვრია. მთელი ძალით მიჭერდა, თითქოს სურდა შევესისხლხორცებინე. მე კი ინსტინქტურად მივეკარი და დაცვას ვეძებდი იმ ადამიანის მკლავებში, რომლისგანაც მჭირდებოდა დაცვა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა. ვგრძნობდი მისი სუნთქვის რიტმს, ვგრძნობდი მის გულისცემას, ვგრძნობდი როგორ დალაშქრეს ჭიანჭველებმა ჩემი სხეული და როგორ ვერ კმაყოფილდებოდნენ ისინი მხოლოდ ერთი შეტევით. რამდენიმე წუთი ასე ვიდექით, ის კი რაც დრო გადიოდა, უფრო მაგრად მიჭერდა მის ძლიერ ხელებს. ბოლოს სუნთქვა ძალიან გამიჭირდა და ავწრიალდი. მან ხელები ოდნავ მოადუნა, მე კი ძლივს მომეცა საშუალება მეთქვა რასაც ვფქირობდი.
- ცხოველო !
- რატო ე ? - იკითხა გაკვირვებულმა რეზიმ.
- დავიხრჩვი ! - გავიბუტე მე.
- აჰ, დამხრჩვალი თევზი ხარ ?
- ჰო !
- ჰოო ? - ხარხარებს რეზი.
- რა გაცინ... - სიტყვა მიწყდება და რეპლიკას ვუკვირდები. დამხრჩვალი თევზი ! - ცხოველი ხარ ჩანადირო ! იდიოტი ცხოველი !
- კარგი, კარგი, ნუ წიკვინებ. წამოდი. - ამბობს ის და მაჯაზე ხელს მკიდებს.
- მე ვწიკვინებ თურმე. - ვიბუტები და მორჩილად მივყვები. მანქანაში მაჯენს, ის კი საჭესთან ჯდება და ძრავას რთავს. სიმშვიდეა და სიმყუდროვე. სახლამდე ჩუმად ვზივართ, დუმილის დარღვევა არც ერთს არ მოგვსვლია აზრად. სულში სითბო მეღვრება და ამ განცდის გაგრძელების მძაფრი სურვილი მიტევს. მაგრამ როგორც კი ის მანქანას აჩერებს იმწამსვე გადმოვდივარ და კარს ვიჯახუნებ. ისიც მომყვება კარამდე და ამჩნევს როგორ მიჭირს საკეტისთვის გასაღების მორგება. ეცინება, მე კი სახე მიჭარხლდება და ვცდილობ არ შევიმჩნიო.
- რებე. - მომმართავს ის.
- ბატონო. - ვამბობ, ვბრუნდები და შუბლზე ცხელ ტუჩებს ვგრძნობ. მომენტალურად ვხდები ბროწეულისფერი და რეზის გაბრაზებული თვალებით ვუყურებ.
- ჩემი დამხრჩვალი თევზი ! - ეცინება და მიდის. მე კი მარტო ვრჩები ამ ათასგვარ განცდასთან, რომელსაც რეზი იწვევს ჩემში...

დარეტიანებული შევდივარ სახლში და ბედნიერი ყურებამდე ვიღიმი. ბროწეულისფერი არ მშორდება და რეზიზე ფიქრებს თავიდან ვერ ვიგდებ. შემდეგ მომენტალურად ვიცვლი განწყობას და უეცარი მოწყენილობა მიღებს ბოლოს. მისი აზრით მე ყველას ფეხებს ვუშლი ? რატომ იყო ის ასეთი მწარე ? ეს ჰომ ასე ნამდვლად არაა... შემდეგ მახსენდება რეპლიკა „ჩემი დამხრჩვალი თევზი !“ „ჩემი....“ წარმოდგენაც არა მაქვს რა ვიფიქრო. გამიხარდეს თუ პირიქით...
აფექტის მდგომარეობაში ადამიანი უკონტროლო ხდება და ძალიან, ძალიან მწარეა !
გაურკვევლობა კი ყველაზე მძაფრი და ყველაზე აუტანელი გრძნობაა, რომელიც ადამიანს შეუძლია განიცადოს. ამ დროს შენ ვერაფერს ხვდები, ტვინი კი ზედმეტი ფიქრისგან ძალიან იღლება. ასე გგონია ცოტაც და შეიშლები, გინდება საკუთარ ბაკანში შეძვრე და თავი დააღწიო საზარელ რეალობას. თითქოს ამით მოაგვარებ პრობლემას, გაექცევი მას, მაგრამ მერის ნათქვამი გავიხსენოთ ! ვერც ერთ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ გაქცევით, პირისპირ უნდა შევეჩეხოთ მას და სტრატეგიული სვლებით მოვუღოთ ბოლო.
ამ ღამით ვერ ვიძინებ. ძილი არ მეკარება, ფიქრები მღრღნიან. ვაჩე, რეზი. რეზი, ვაჩე. ვაჩე, რეზი, ბარმენი, მე, რენა და ის...
ის... როგორ მძაგს მე ის, როგორ მენატრება მე ის, როგორ მტკივა მის მიერ წარმოქმნილი იმედგაცრუება ჩემში... რას მერჩოდა ? რა დავუშავე ? მე ჰომ მიყვარდა...
...
დილით ვდგები და რამდენიმე ნივთი გადაადგილებული მხვდება. ჩემი უზარმაზარი სათამაშო დათუნია, რომელიც მუდამ საწოლის გვერდით მქონდა დადებული ახლა ადგილს მისაღებში დივანზე პოულობს. ჩემი წიგნების თაროდან რამდენიმე წიგნი გაქრა, ხოლო ყავა, რომელსაც დილაობით შევექცევი და რომლის ადგილიც ყველაზე მაღლა კარადაშია, ახლა გახსნილი დევს მაგიდაზე და აფრქვევს მის მძაფრ, მომაჯადოებელ სურნელს. ვგიჟდები ყავაზე !
ამ ყველაფერს გულმოდგინედ ვაკვირდები და ძალიან მეშინია. მუხლები მიკანკალებს და სუნთქვა მიჭირს. აშკარად არ ვარ მარტო და საკეტის გამოცვლაც ასევე აშკარად არ შველის ჩემ სიტუაციას. რა ვქნა ? პოლიციაში დავრეკო ? და რა ვთქვა ? გადაადგილებული ნივთები მხვდება და უცნაური ხმები მესმის-მეთქი ? დაიჯერებენ ამ ნაბოდვარს ? დაიჯერებენ ამ ნაბოდვარს ის ადამიანები, რომელთაც უკანალის აწევა და დანაშაულის ადგილას მისვლა ეზარებათ ? არ ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას და სურთ რაც შეიძლება უქმად გაატარონ დრო ?
ამ ფიქრებში ვარ გართული, რომ საშხაპედან ხმაური მესმის. აშკარად მოშვებული წყლისაა, მაგრამ მე ზუსტად მახსოვს, რომ გუშინ ღამით შხაპი არ მიმიღია, აბაზანაში ჩავწექი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ...
გული სწრაფად მიცემს, მაგრამ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით შევდივარ აბაზანაში, რომ შევუსწრო ვინმეს თუ არის იქ. ტყვიასავით მივქრივარ და გულამოვარდნილი ვჩნდები აბაზანაში.
არავინ ! სრულიად არავინ ! მე კი თითქოს მას ველოდი....
მინაზე სხეულის დაცემის წრკიალა ხმა მესმის მისაღები ოთახიდან, ამჯერად იქეთკენ მივრბივარ და ჟურნილის მაგიდაზე... ბეჭედი. ვერცხლის ბეჭედი, რომელსაც უსასრულობის ნიშანი აქვს გამოსახული.
სული მეხუთება, ვიხრჩობი.... რენას და მე.... ორივეს გვქონდა ასეთი. ჩემი აქვეა, ამ სახლში... რენასი კი. ის გვამზე იყო, როცა ვასაფლავებდი ! არავინ, საერთოდ არავინ იცის რენას შესახებ გარდა თავშესაფრის ხალხისა. 15 წლისა იქედან წამოვედი, მას შემდეგ გავიდა 5 წელი. არავის ვემახსოვრებით არც მე და არც ჩემი რენა, იმიტომ რომ მსგავსი სიკვდილიანობა ჩვენს თავშესაფარში ძალიან ხშირი იყო. გართობის მიზნით მოწამლული ბავშვები, ცემის შედეგად სიკვდილი, უხარისხო საკვები და არარსებული მედიკამენტები, რომლებშიც ჩვენი თავშესაფარი თითქოსდა ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა.
გულისრევის შეგრძნება მეუფლება და ბეჭედს გულში ვიკრავ. არაადამიანურად ვღმუი და საშველად ვითხოვ. ვის ვთხოვ შველას ? რეზის, ვაჩეს, თუ მას ? მას ვინც ჩემზე იძალადა ? მას ვინც ცხოვრება ფაქტობრივად დამინგრია ? აბსურდია ყველაფერი. სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ და ბეჭედს საკუთართან ერთად ვინახავ. ცრემლებს ვიწმენდ და თავს ვარწმუნებ, რომ არ უნდა ვიტირო. ტირილი არაფრის მომცემია ამ შემთხვევაში. თავდაჯერებას უნდა მოვუხმო და თამამად წავიდე მის შესახვედრად.
...
სახლიდან გამოდივარ და უნივერსიტეტისკენ ვიღებ გეზს. აჩოჩქოლებული სტუდენტები მხვდებიან დაფასთან, სადაც გაკრულია ხოლმე ახალი ამბები. მეც ვინტერესდები და გაკრულ პლაკატს ვუყურებ. რაღაც წვეულებაა, რომელიც მე არ მაინტერესებს და რომელიც მე ზედმეტ დროს დამახარჯინებს. მაგრამ უეცრად წვრილ წარწერას ვამჩნევ.
„პროექტის ორგანიზატორი: ელენე ბოლქვაძე.“ რეზის ელენეა. რა უცხოდ ჟღერს - რეზის ელენე.
უეცრად მხარზე ხელს ვგრძნობ და ვბრუნდები თუ არა ვაჩეს ვეჩეხები.
- აპირებ წასვლას ? - მეკითხება უდარდელი ხმით.
- არ ვიცი.
- წავიდეთ, ცოტათი მაინც გავაფერადოთ ყოველდღიური ნაცრისფერი ყოფა. - მეუბნება ვაჩე და იკრიჭება. ვგონებ, მართალია. ფერები უნდა შევმატო ცხოვრებას.
- კარგი. - თავს ვუქნევ და ვუღიმი.
- ძალიან გიხდება. - მეუბნება ვაჩე და მხარზე ხელს მხვევს. მე თავს უხერხულად ვგრძნობ, ამიტომ ვცდილობ მისი მარწუხებიდან თავი დავაღწიო. საკმაოდ კარგად გამომდის.
- გმადლობ. - ვამბობ და შევდივარ ლექციაზე. ყველაფერი არაბუნებრივად მშვიდად მიდის. სახლშიც ასევე მშვიდად ვბრუნდები, არაფერი უცნაური არ ხდება არც აქ. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც დავტოვე. ამან უფრო დამძაბა, თითქოს ქარიშხლის წინ დაისადგურა დუმილმა და სიჩუმემ, რომელმაც უნდა მამცნოს ამ ქარიშხლის მოახლოება.
წვეულება გაიმართება ამ საღამოს. მე კი არ ვიცი, რა ჩავიცვა. ნებისმიერი ქალის პრობლემაა „რა ჩავიცვა?“ თუნდაც ენ-რაოდენობით ტანსაცმელი ჰქონდეს. ძალიან დიდხანს ვიქექები კარადაში და ვპოულობ ლურჯი ფერის საკმაოდ კარგი შესახედაობის კაბას. მუხლებამდე ვერ მწვდება, ტანზე მომდგარია და მოკლე მკლავიანი. მკლავები ქვემოთ ეშვებიან და მხრებს აშიშვლებენ. არც კი მახსოვს როდის ვიყიდე, ალბათ ჩემი ქონების ადრინდელ პატრონს ეკუთვნოდა. თუმცა ამას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირგებ და თითქოს ზუსტად ჩემი სხეულისთვის ყოფილიყოს შექმნილი. ერთი ორჯერ დავტრიალდი სარკესთან და საკუთარი თავი მომეწონა. თმები ჩამოვიშალე და მსუბუქი მაკიაჟიც მოვაყოლე. ჩავიცვი შავი ფერის დაბალძირიანი ფეხსაცმელი და შავი ფერის პორტმონე შევუხამე. მაჯაზე საათი და ვუალია, მე მზად ვარ. დროც მოახლოვდა. მშვენიერია !
...
უნივერსიტეტული წვეულების კვალობაზე ვგონებ ძალიან დიდია ალკოჰოლის რაოდენობა, რაც არაასიამოვნო განცდას მიქმნის. მაგრამ უნდა ვაღიარო არაჩვეულებრივადაა მოწყობილი დარბაზი, სადაც ტარდება წვეულება. ფანჯრები სრულიად არ ატარებენ გარესამყაროს მოდუნებულ განწყობას, უზარმაზარი ბურთი ჭერზეა ჩამოკიდებული და ათასფრად ანათებს. არ მომწონს, რადგან თვალს მჭრის მკაფიო სინათლე. აი ტკბილეულობა ნამდვილად უნდა შევაქო. არაჩვეულებრივია ! განსაკუთრებით შოკოლადის ნამცხვრები, რომელშიც აშკარად გამიზნულადაა გარეული ალკოჰოლი. ვჭამ ტკბილეულს და ვთვრები. ვაყოლებ ღვინოს და ვთვრები. ჯანდაბა, ვინ ხარ შენ და რა უქენი ჩემ თავს ? არ ვიცი, მაგრამ აშკარად მომწონხარ.
ელენეს და რეზის ვამჩნევ. პუფზე მოკალათებულ რეზის, რომელსაც ელენე სექსუალურად უზის კალთაში და ეფერება. მე ნერვები მეშლება და რაც შემიძლია მეტ ნამცხვარს ვიღებ თეფშზე. ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ თვალები მაინც მისკენ გამირბის და ვიცი, ზუსტად იცი, რომ ისიც მამაჩნევს და, და... და რა ?
უეცრად ვაჩეს ვხედავ, რომელსაც პირდაპირ ჩემკენ აქვს აღებული გეზი, მე კი ნამცხვრით მაქვს გამოტენილი პირი და ჭარხალი მიმიქარავს ისეთი ფერი მადევს სახეზე. თუმცა გამიმართლა, აქ საკმაოდ ბნელა და ამ ნათურებმა გადამარჩინეს. ზოგი ჭირი მარგებელიაო. კარგად უნდა გადავიკითხო ძველი ანდაზები.
- ჰეი, მოხვედი...
- ჰო.. - ძლივს ვასწრებ ლუკმის გადაყლაპვას, რომ ვუპასუხო.
- საოცრად გამოიყურები. - ამბობს ვაჩე და მის სახეზე გულწრფელ აღტაცებას ვხედავ.
- გმადლობ. - ვეუბნები მე და ვწითლდები.
- როგორ მოგწონს ? - მანიშნებს დარბაზზე.
- მშვენიერია.
- რა სიტყვაძუნწი ხარ რებეკა. - მეუბნება და თმას ყურს უკან მიწევს.
- მახასიათებს. - მკთალად ვიღიმი მე.
- ჰოო ? მაშინ სულ არ გეტყობოდა, კარგად მახსოვს სიგარეტი რომ ამაცალე სხიერელო. - გაეცინა ვაჩეს.
- ასე იყო საჭირო მაშინ. - ვიბღვირები მე და ღვინის ბოკალს ვატან ხელს.
- ასეთი ტემპით თუ გააგრძელებ, ისევ ჩემი წასაყვანი იქნები სახლში.
- და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ შენ სახლში წამიყვან ! - ვთქვი მე და ღვინო მოვსვი.
- დარწმუნებული ხარ ? - მეკითხება ვაჩე, წელზე ხელს მიცურებს და სხეულზე მიკრავს. ბოკალი ხელიდან მივარდება, მაგრამ ვაჩე ოსტატურად იჭერს მას მეორე ხელით ისე, რომ წვეთი ღვინოც არ დაიღვარა. მსხვილ ნერწყვს ვაგორებ ყელში და ჟრუანტელი მივლის. - ვიცეკვოთ ? - მეკითხება ვაჩე და წელზე მოხვეულ ხელს უფრო მეტად მიჭერს. უხმოდ ვუქნევ თავს და საცეკვაოდ გავდივარ. კვლავ რეზისკენ მეპარება მზერა, ის კი ვნებიანად ჰკოცნის ელენეს, მაგრამ მისი მზერა, მისი თვალები, მისი კონიაკისფერები მაინც ჩემკენაა მომართული. მთელი სხულით ვიძაბები და ვაჩე ამას ატყობს.
- მოდუნდი, მოდუნდი აქ არავინ არაფერს დაგიშავებს. - მეუბნება და ზურგზე მეფერება. თავს მხარზე ვადებ და მართლაც ვდუნდები. - აი ასე პატარა, კარგი გოგო ხარ. - ამბობს და თავზე მკოცნის. ძალიან ნელა ვირხევით მუსიკის რიტმში და მე თითქოს ვიკარგები. თითქოს კვლავ ბარმენთან ერთად ვზივარ და ვსაუბრობ, არც რეზი არსებობს, არც ვაჩე, მხოლოდ მე, ბარმენი და „წვიმის ვალსი“.
მოულოდნელად ვაჩე მცილდება, მე კი კვლავ გაბრუებული საკუთარი ილუზიით ვდგავარ და ვირხევი რიტმულად, მელოდიურად, მთელი არსებით. ზურგიდან ვიღაც მეკრობა, ძალიან ნაცნობი, ძალიან ჩემეული, ძალიან ნოსტალგიური... კისერში თავს მირგავს და მეც ჩემდა უნებურად თავს უკან ვწევ, რათა გავუთავისუფლო გზა. ნაცნობი ტუჩების შეხება კისერში დენს მირტყამს, ნაცნობი ხელები წელზე ტანში მტეხს, ნაცნობი სურნელი ცხვირში მიღიტინებს და ნაცნობი ხმა ძალიან ხმადაბლა მეჩურჩულება...
- რენა... - მომენტალურად ვფხიზლდები და ვბრუნდები ამ ადამიანისკენ. ველოდები, რომ დავინახავ მის სახეს, დარწმუნებული ვარ, რომ ისაა, მაგრამ... მაგრამ არავინაა, თითქოს აორთქლდა, რამდენიმე წამის წინ არსებობდა, ახლა კი აორთქლდა ! ჯანდაბა, ჩემზე ძალიან მძაფრად მოქმედებს ალკოჰოლი !
გარეთ გავდივარ და სუფთა ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში, შედეგად კი ახურებული სხეული სწრაფად იბრუნებს ჩვეულ ტემპერატურას და მეც ვმშვიდდები. კედელს ვებჯინები და ცაში ვიყურები.
- რებე ! - მესმის რეზის გაბრაზებული ხმა. თავს მისკენ ვაბრუნებ და მის ხელებს შორის ვექცევი. ახლა რომც მომინდს მისგან თავს ვერაფრის დიდებით ვერ დავაღწევ.
- გისმენ. - აუღელვებლად ვპასუხობ.
- არა, ეს მე გისმენ შენ. - ღრიალებს რეზი, მე კი ვკრთები.
- რას გულისხმობ ?
- თავს ნუ იდებილებ, რა გინდოდა იმ *ლესთან ? - მუშტს ურტყამს ჩემ გვერდით კედელს.
- უკაცრავად ?
- რა უკაცრავად გოგო შენ სულ გამოშტერდი ? - ფეთქდება რეზი.
- მომისმინე ბიჭი, მე შენთან არაფერი მაკავშირებს ! წადი ელენიკოსთან ენატრები ალბათ ძალიან. - შევბღვირე მე.
- ახლა შენ მომისმინე. - ამბობს და ლოყებზე ხელს ზუსტად ისე მიჭერს, როგორც მაშინ, ტუჩები, რომ გამომებურცოს. - მე ვიქნები ვისთანაც მინდა და როგორც მინდა, შენ კი იმ ს*რს არ გაეკარები, გასაგებია ? - მშვიდი და ბოხი ხმით ამბობს ის.
- ეს ყველანაირ ზღვარს სცდება ! ვინ მიგდიხარ, რომ შენ მითითებებს ვასრულებდე ?! ეს ჩემი ცხოვრებაა და მე გადავწყვეტ ვისთან მინდა და ვისთან არა, აი შენთან კი ნამდვილად არ მინდა, მოღალატე იდიოტი ! საკუთარი ადგილი იცოდე ჩანადირო, ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გინდა ! - ავღრიალდი მე. ვენები მაყრიდა, ძალიან გავბრაზდი, ძალიან !
- ინანებ მაგ სიტყვებს ! - თქვა რეზიმ და ტუჩებზე დამაცხრა, მისი ხელები დაცურავდნენ ყველგან სადაც შეიძლებოდა და სადაც არ შეიძლებოდა. არანაირი თხოვნა, შეტევა, კბენა არ მოქმედებდა მასზე, ის ჯიუტად აგრძელებდა ჩემ სხეულთან თამაშს მე კი იმედები მეწურებოდა. მოვდუნდი, ძალა გამომელია, სუნთქვა შემეკრა... ვითიშებოდი.
ყველაფერი ბურუსში ჩაიძირა, ნისლმა შთანთქა რეზი და მისი ქმედებები... ნისლს შორის კი გამოჩნდა ვაჩე.
მესმოდა... მესმოდა ღრიალის ხმა, მესმოდა მტვრევის ხმა, მესმოდა დარტყმის ხმა... შემდეგ კი სახეზე ვიგრძენი სითხე. ცივი, სასიამოვნო სითხე... თვალები ძლივსძლივობით გავახილე და ვაჩე დავლანდე.
- რებე, რებე როგორ ხარ ? - შეწუხებული თვალებით მიმზერდა იგი. წარბი გასტეხვოდა და სისხლი სდიოდა. ხელი მისკენ წავიღე, მან კი გამაჩერა. თავი გააქნია და ხელში ამიყვანა. - ცუდი იდეა იყო წამოსვლა, მესმის. სახლში წაგიყვან. - მეუბნებოდა და ტანსაცმელს მისწორებდა. ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს....
...
სახლში ვარ, აბაზანაში ვწევარ და ჭერს მივშტერებივარ. წყალი ყინულივით ცივი გახდა, მე კი ამოსვლისთვის ძალა აღარ მყოფნის. მერამდენე საათია უკვე ? არ ვიცი... კანი დაიჭმუჭნა, თვალები ტირილისგან დასივდა, ტვინი რეზიზე ფიქრისგან აფეთქდა.
ვდგები და ხალათსაც არ ვიგდებ სხეულზე ისე გავდივარ საძინებელში, სრულიად შიშველი ვდგავარ სარკესთან და ვუმზერ... მზერით ვბურღავ მთელ სხეულს, თვალებით ვჭამ თითოეულ მოლეკულას და ვცდილობ ფერფლად ვაქციო ხელშეუხებლად.
ნაბიჯების ხმა მესმის, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. ნაცნობი აურა მოდის, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. მოდის, მიახლოვდება. მკლავზე მეფერება ხელის გულით და თმებს უკან მიწევს. თვალები მელულება, ის კი ხერხემლის გასწვრივ აცურებს საჩვენებელ თითს და მე უნებურად მკერდს წინ ვწევ. მისი ჩუმი ოხვრა მესმის, რომელიც დუმილის სახით იღვრება რეალობაში. მუცელზე მაჭდობს ორივე ხელს, თავისკენ მიზიდავს, კისერში მკბენს და მე კვნესას ვეღარ ვიკავებ. სახეზე ვეხები და ვრწმუნდები, რომ მატერიალურია. ყურს უკან კოცნას ვგრძნობ და უნებურად თვალებს ვახელ.
ისაა ! ის ! ალექსანდრე !
აკო ! აკო...

...
სარკეში ვხედავ მის ანარეკლს. ვატყობ, თითქმის არ შეცვლილა. უცნაური შეგრძნება მეუფლება... იგივე სახე... იგივე თვალები, რომლებშიც ვხედავ უძირო ოკეანეს. ოკეანეს, რომელიც სავსეა ათასგვარი, ყველაზე საშიში მტაცებლით, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩამიგდებენ თავიანთ კლანჭებში და გამაცამტვერებენ. ოკეანე, სადაც ჩაწვდომა აღემატება ჩემ ძალებს და სადაც სულ მითრევდა მთელი ჩემი ცხოვრება, მე კი სასოწარკვეთილი ვცილობდი დავსხლტომოდი ცხოვრების შეუბრალებელ მარწუხებს და თავი დამეღწია სულისშემძვრელი ტანჯვისგან. მაგრამ არასოდეს, არასოდეს არ გამომდიოდა !
სახის ნაკვთები გაუხეშებოდა და მამაკაცურობა მომატებოდა. მეშინოდა... მეშინოდა იმის, რომ შევბრუნდებოდი და გაქრებოდა, მეშინოდა იმის, რომ შევბრუნდებოდი და იქ დამხვდებოდა.
ძალიან მოდუნებულს, გული მაინც სწრაფად მიცემდა. ის ასრულებდა ტუმბოს როლს ძალიან სწრაფად, ძლიერად, მტკივნეულად... ვენები დამებერა, ის კი ჩემ დაბერილ კისრის ძარღვს მოეფერა. ჟრუანტელმა დამიარა და ტუჩები ოდნავ შევაღე.
- ალ... - მინდოდა მეთქვა, მინდოდა მისი სახელი წარმომეთქვა. ის სახელი, რომელზე ფიქრსაც ვუკრძალავდი საკუთარ თავს. თითოეული ასო მტკიოდა მისი სახელიდან, მაგრამ არ დამაცადა...
- ჩშშშ... ჩუმად, მოუსმინე, მოუსმინე დუმილს. მოუსმინე სიჩუმეს და შენ გაიგონებ, გაიგონებ იმას, რასაც მე ვისმენ ყოველ დღე, ჩშშშ... - ამბობს და საკუთარი ხელებით წრეს კრავს ჩემ მკერდთან.
მე კი თვალებს ვხუჭავ და მესმის...
ჰო, მე მესმის...
მესმის რენას ხმა, მესმის აკოს ხმა, მესმის საკუთარი ხმა... მესმის სიცილი, მესმის ფოთლების შრიალი, მესმის აღტაცებული რენას შეძახილები, მესმის როგორ უხარია მას გაფურჩქნული ვარდის კოკორი, მესმის მისი გულისძგერა, მესმის როგორ მეძახის ის...
- რებე ! შეხედე რა ლამაზია ! - მისი წკრიალა ხმა აპობს სივრცეს და გულს მისერავს.
მესმის და ვხედავ კიდეც ყოველივეს. თითქოს ვგრძნობ იმ ვარდის ფურცლების სინაზეს, ვგრძნობ რებეს პატარა თითებს, რომლებიც მაწვდიან ამ სისხლისფერ ვარდს. მესმის ალექსანდრეს ხმა, რომელიც უწყრება რენას რატომ მოწყვიტე, არ შეგეცოდაო ? მესმის, რენას გაბუტვის ხმაც კი მესმის.
ვგრძნობ, რომ ტირილი მინდა. დახუჭული თვალები ცრემლით მევსება და ვიცი, ზუსტად ვიცი, ახლა რომ ცრემლი გადმომიგორდეს აკოს სახეს ვერ დავინახავ. აკო აორთქლდება, ისე აორთქლდება, რომ შესაძლოა ვერც გამოჩნდეს. არა, უბრალოდ მე ვერ დავინახავ...
ან იქნებ ილუზიაა ? ჩემი მატერიალური ილუზია, რომლის შექმნაზეც ჩუმად ვოცნებობდი. ვაფარებდი თავს უგრძნობი ადამიანის იმიჯს, სინამდვილეში კი ის, რაც მთელი არსებით მსურდა იყო ჩემი სამყარო, რომელის შიგნით თავს დაცულად ვგრძნობდი და რომელშიც იყო რენა, მე და აკო...
მიუხედავად იმისა, რაც მან გაგიკეთა ? ვეკითხები საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი არ მაქვს. არ ვიცი მინდა თუ არა მასთან ყოფნა, ნამდვილად არ ვიცი...
ვერ ვუძლებ, ვეღარ ვუძლებ და ცხარე ცრემლებით ვტირი. უხმოდ, მაგრამ ყველაზე მაღალი ხმით, რაც კი გამაჩნია.
„დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები !
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.“
მესმის მისი ჩურჩული, გალაკტიონის ლექსი და ჩემი ობოლ ცრემლთა ნაკადი იზრდება, გარდაიქმნება დამანგრეველ ცუნამად, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს.

ძალიან დიდი ხანი ვიდექი სარკის წინ მარტო. აკო გაქრა როგორც ვვარაუდობდი და დანამდვილებით ვერ ვიტყვი რეალურად ის იყო, თუ უბრალოდ ჩემი ფანტაზია მეთამაშებოდა ჭადრაკს, ახლა კი ჩემი სვლა იყო. ილუზიის ნაშთი, რომელიც ისე გაძლიერდა, რომ სრულიად შთანთქა ჩემი რეალობა. საათს ვუყურებ ცალი თვალით და ვხვდები, რომ ცოტაც და დამაგვიანდება ფსიქოლოგის სეანსზე. ან რა მინდა იქ ? დავიძაბები რეზის შემხედვარე და ვერც საკუთარ გასაჭირს გამოვთქვამ სიტყვიერად. ასე მგონია ბაგიდან რომ ამოვუშვა ის, რასაც ვგრძნობ ფსიქოლოგსაც კი სასაცილოდ არ ეყოფა და დააფრთხობს. მაგრამ მაინც ვდგები და ვიცმევ ტანზე. კვლავ სარკეს ვუბრუნდები და ვატყობ, რომ არაფერი შეცვლილა. ისევ ის გრძელი, კუპრივით შავი თმა და ზღვისფერი თვალები, რომელნიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მუქდებიან და უხვად გასცემენ ჩემი ტანჯვის ფერებს. ფერებს ? ზღვისფერი... ზღვის ფერი, გარდამავალი მუქ ლურჯში... რა უცნაურია და მტკივნეული. რას ბოდავ რებეკა ? წადი... ვეძახი საკუთარ თავს და მაინც ვყოვნდები. თითქოს რაღაც მაკლია, თითქოს რაღაც უნდა შეიცვალოს და ვერ ვხვდები რა. ინსტინქტურად აბაზანისკენ დავიძარი და კვლავ სარკეს შევეჩეხე. კარგად დვაკვირდი საკუთარ თავს და ჩემდაუნებურად მაკრატლისკენ გამექცა ხელი. თითებს შორის მოვიქციე ცივი, ბასრი მეტალი და ჩავაშტერდი.
ერთი, ორი, სამი...
თმები ძირს ცვივა, თითქოს მათთან ერთად მოკლდება ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობაც. მივშტერებივარ ცოტათი შეცვლილ „მეს“ ანარეკლს და მეღიმება. იდიოტურად მეღიმება და ხმამაღლა ვიცინი.
რა დამმართა ამ არამიწიერად მომნუსხველმა არსებამ ?
...
„მივდივარ და მივუყვები უკაცრიელ ქუჩას,
მივდივარ და კლდესთან ვდები, გულის კუნთი უჩანს.
მოვდივარ და გეგებები ჩემო მთვარის შუქო,
მოვდივარ და შენ მე მხვდები, ჩემო სიყვარულო.“
რა სულელური აზრები მომდის თავში... მეღიმება და მეტირება ერთდროულად. ვგრძნობ, რომ მარტო ყოფნა ჰაერივით მჭირდება. არ მსურს მარტოობამაც მიმატოვოს. არ მსურს გავხდე მსხვერპლი ილუზიისა, რომელიც მძაბავს და სულს მიფორიაქებს. მარტოობა მინდა, სიჩუმე, დუმილი, საათის წიკ-წიკის ხმაც კი არ მსურს მიმშვენებდეს გვერდს. მინდა მეძინოს, უსიზმროდ, დიდხანს, მშვიდი ძილით მეძინოს... შეგრძნება მეუფლება, თითქოს ცოტაც და საკუთარი თავიც კი ზურგს მაქცევს. აი ასე, უბრალოდ შებრუნდება და დამემშვიდობება. არც გამიღიმებს, არც სევდიანი თვალებით დამაცქერდება. უბრალოდ წავა. ემოციურად ვიწვები.... ადამიანი, რომელიც თვლიდა თავს ყინულის ლოდად, ლღვება და იწვის. ყინულს ეკიდება ცეცხლი და ცისარტყელად იხატება ლურჯ ცაზე.
...
შევდივარ დარბაზში და ველოდები როდის შევივსებით, რათა დავიწყოთ სეანსი. რეზი ჯერ არ ჩანს, თუმცა გული მიგრძნობს, რომ აუცილებლად მოვა. ინსტინქტურად ვწვდები ჩანთაში ჩაგდებულ ვაჩეს ფანქარს და თითებს შორის ვათამაშებ. თითქოს ნერვულ შეტევას ვიმშვიდებდე. მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის, ვგრძნობ როგორ ირხევა ჰაერი ჩემ წინ და სკამის ხანმოკლე ჭრიალი მამცნობს რეზის მოსვლას. კვლავ მისი კუპრივით შავი თმა, კონიაკისფერი თვალები, საშუალო ზომის ტუჩები, ლურჯი ფერის ზედატანი და ამავე ფერის, მაგრამ შედარებით მუქი ჯინსის შარვალი. როგორ მინდა გავიგო მერის წკრიალა ხმა ახლა, როგორ მინდა მოვწყდე რეალობას, როგორ მსურს მისი დამრიგებლური ტექსტი დაიღვაროს სივრცეში ბგერებად და დამაფიქროს... ო, როგორ მინდა. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მაინც და მაინც დღეს ის მშვიდია, მოწყენილი თითქოს...
- რის შესახებ ვისაუბროთ ? - კითხულობს ის და უკლებლივ ყველა დუმს. - სასაუბრო თემა ამოიწურა ? - ვაკვირდები მერის და ვხედავ თვალებს ქვემოთ ჩაშავებებს. არც თვალის გარსია მოდუნებული. მთელი სხეული დაძაბული აქვს და ვხვდები, ცოტაც და აივსება.
- მარტოობაზე. - ძლივს ვიღებ ხმას მე.
- კარგი რებე. რატომ დასვი ეგ საკითხი ?
- მაინტერესებს, შეუძლია თუ არა მარტოობას დაგტოვოს ?
- რას გულისხმობ ?
- აი არც მარტო იყო, არც სხვა ვინმე იყოს შენთან. - რა ვბოდავ მაცოდინა ნეტა.
- შესაძლებელია. - ხმა გაიღო რეზიმ.
- ჰოო ? - ჰკითხა მერიმ. - გისმენ, როგორი შეგრძნებაა ?
- უცნაური. არც მარტო ხარ, არც ვინმესთან ერთად. წყვილ თვალებს გრძნობ, რომელიც შესაძლოა არც არსებობდეს და კედლებსაც კი ყურები აქვთ ამ დროს. სარკეში ჩახედვა გიჭირს, რადგან იქ ვიღაცას ხედავ, ვინც არ არსებობს. ან ვინც შებრუნებისას არ დაგხვდება. - ყურებს ვერ ვუჯერებდი. რეზიმ ზუსტად აღწერა ის, რასაც ვგრძნობდი მე იმ მომენტში.
- და თქვენ ეს შეგრძნება არ მოგწონთ ?
- არა ! - ერთხმად ვუპასუხეთ მე და რეზიმ. ჭარხლის ფერი დამედო, ამიტომ ჩემი მოკლე თმით როგორც შემეძლო ისე დავფარე სახე.
- რატომ ? რატომ არ ცდილობთ უფრო დაკვირვებულად მოეკიდოთ მსგავს მომენტებს და დაიჭიროთ შეგრძნებები ? - იკითხა მერიმ.
- როგორ ? - ვვოცდები მე.
- აი ასე. დააკვირდით საკუთარ თავს გვერდიდან. უკეთესად შეისწავლეთ იგი, რეფლექსური რეაქციების დახვეწა საკმაოდ საინტერესო პროცესია და რიგ შემთხვევაში ფრიად სასარგებლოც.
- ანუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მძიმეა სიტუაცია ?
- არ აქვს. თუ თქვენ შეგწევთ იმის ძალა, რომ შეძლოთ დაკვირვება, თქვენ უნდა დააკვირდეთ. თუ არ შეგწევთ უბრალოდ მიჰყევით დინებას.
- თუ სიტუაცია უკონტროლოა ? - იკითხა გივიმ.
- არ არსებობს უკონტროლო სიტუაცია. - ამბობს მერი. - თუ ეს ეხება ემოციებს, თუ ეს ეხება თქვენ თავს, რეაქციებს. - აშკარად არ ვეთანხმები მერის. ემოციების კონტროლი შეუძლებელია, მითუმეტეს მძაფრი ემოციების. თუმცა ამჯერად გაჩუმებას ვამჯობინებ.
- მე მგონია, რომ არსებობს... - თქვა სოფიამ.
- რატომ ? - ჰკითხა მერიმ.
- იმიტომ, რომ ზოგჯერ კისერში მოვარდნილ ბურთს ვერ ვაკონტროლებთ ადამიანები.
- კი, მაგრამ... - მერის რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ სიტყვა უწყდება. ვეღარაფერს პასუხობს და ჩვენც ვასრულებთ სეანსს.
...
გარეთ გავდივარ და ვხვდები, რომ ძალიან დავიძაბე ამ დიალოგით. ჩანთაში ვიქექები და ფანქარს ვეღარ ვპოულობ, ინსტინქტურად ვბრუნდები უკან და დარბაზის კარი შეღებული მხვდება. ღია კარში ვხედავ მაგიდაზე წამოსკუპებულ, ოდნავ ფეხებ გაშლილ მერის, რომელიც ცალყბად უღიმის ამ ფეხებს შორის მოქცეულ, ჯერ კიდევ ჩაცმულ რეზის, რომელიც იცინის და მის ტუჩებს ეწაფება. გახევებული ვდგავარ და გული ყელში მებჯინება. რა ჯანდაბა ხდება აქ ?! მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ეს ესაა უნდა შევაღო კარი, რომ მერის ხმა მესმის.
- როდის დაასრულებ დაკისრებულ საქმეს ?
- ცოტა დრო კიდევ მინდა, ძვირფასო.
- ჰმ, სწრაფად, თორემ ეჭვიანობაც ვიწყებ. ის გოგო ძალიან, ძალიან მაღიზიანებს და ჰომ ხვდები არა... - ამბობს მერი და რეზის ქვედა ტუჩზე კბენს, რეზი კი თავის მხრივ თვისკენ უფრო ახლოს იზიდავს და მის ხელებს ზურგს უკან კრავს, რათა მერიმ მოძრაობა ვერ შეძლოს.
- კი, ვხვდები. თუმცა საქმე ცოტათი სხვაგვარად წავიდა და მისი ატანა ცოტა ხანი კიდევ მოგიწევს.
ამის მოსმენა უკვე აღარ მინდა, ამიტომ ფრთხილად ვაკაკუნებ და ვიცდი, სანამ მერი მომცემს შესვლის უფლებას.
- მობრძანდით !
- მერი, მე... დამრჩა... - მკრთალად გავუღიმე და მაგიდაზე დადებულ ფანქარზე ვანიშნე.
- უი, შეგიძლია აიღო ! - ხელოვნურად მიღიმის ის და მე მივდივარ ფანქრის ასაღებად. ზუსტად იმ მაგიდაზე დევს, სადაც რამდენიმე წამის წინ მერი იჯდა. აშკარა ზიზღით ვიღებ ფანქარს მაგიდის ზედაპირიდან და უხმოდ გავდივარ დარბაზიდან. რეზი ვერ შევამჩნიე, ესეიგი მოასწრო სადღაც დამალვა, ან იქნებ იქედან გამოსვლა. ვინ იცის.
...
მივუყვები ქუჩას და ვხვდები, ბარმენთან რომ არ შევიარო კარგი დღე ნამდვილად არ დამადგება სულიერ პლანში. ამიტომ გეზს პირდაპირ იქეთკენ ვიღებ. ძალიან ნაცნობი გზა და თითქოს საკუთარ ძველ ნათითურებს მივყვები. ძალიან მსიამოვნებს ამის გაცნობიერება და ზუსტად ვცდილობ გზის განმეორებას. წვიმის წვეთები მიმშვენებენ გვერდს და მეც ბედნიერად ვსველდები. წვიმას თითქოს სურს დამიცვას, სურს მომხვიოს საკუთარი მარწუხები და წამიყვანოს იქ, ღრუბლებთან და დიდხანს, ძალიან დიდხანს მეფეროს.
ჩემს უკან ვიღაც მოაბიჯებს. მოაბიჯებს დინჯად და მე მაშინებს. უკენ არ ვიხედები და მაქსიმალურად ვცდილობ ყურადღება გადავიტანო. არაფერი მსურს ახლა, გარდა ბარმენისა.
შევდივარ ლიტ-კაფეში და ეგრევე ბარმენთან მივდივარ. ვუღიმი და საპასუხოდ მის ღიმილს ვიღებ. შუა ხნის მამაკაცია. ასაკს მხოლოდ რამდენიმე ნაოჭი გასცემს, რისი შემჩნევაც დაკვირვებულ თვალს ძალუძს მხოლოდ.
- გამარჯობა რებე ! - ომახიანად მესალმება და გრამოფონიდან ღვრის საოცრად მომნუსხველ მელოდიას, რომელიც შიგ კანში მიძვრება.
- გაგიმარჯოთ... - ვყოვნდები და ის ხვდება, რომ მე მისი სახელი არ ვიცი და შემეშველა.
- ალექსანდრე. - თქვა თუ არა თვალის გუგები გამიფართოვდა.
- ბატონო ალექსანდრე... - ვთქვი და სიმწრით ჩავიცინე. ბედის ირონია... - რომელი კომპოზიციაა ? - ამჯერად სხვა მელოდია იღვენთება ნოტებად.
- „მთვარის სონატაა“, შენ კი ისევ მოხვედი. მოხდა რამე ? - მამობრივი მზრუნველობა ვიგრძენი მისგან.
- ბატონო ალექსანდრე, ცოლ-შვილი გყავთ ? - ვეკითხები სევდაგარეული, გამტყდარი ხმით.
- არა... ცოლი არა, აი შვილი... შვილი მგონი მყავს ერთი. - ნაღვლიანად გამიღიმა მან.
- მგონი ? - ჩავეკითხე.
- ჰო, მგონი... ზუსტად არ ვიცი. ახალგაზრდობაში ბევრჯერ მიმიქარავს. - ამბობს იგი და იცინის. საოცრად უხდება სიცილი და მეც მეღიმება.
- არ გიცდიათ მოძებნა ?
- როგორ არა შვილო, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ამაოდ.
- მე თავშესაფარში გავიზარდე და ვიცი რა გრძნობაცაა, როცა მშობელი არ გყავს. იმედი მაქვს, თქვენი შვილი სადმე ძალიან ბედნიერია ახლა.
- მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს.... - თქვა და ფანჯარაში გაიხედა. ჩემ წინ წამებში გაჩნდა ღვინის ნახევრად სავსე ბოკალი, რომელიც წამის მეასედში დავაცარიელე. ვიგრძენი, რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა და ამ ვიღაცის აურა ტკივილამდე ნაცნობი იყო ჩემთვის. თავი გვერდით ძალიან ნელა შევაბრუნდე, მაგრამ ვერანაირად ვერ დავლანდე მისი სახე. უშველებელ შლიაპასა და მოსასხამში შეუძლებელი იყო მისი გარჩევა.
- რა მოხდება, თუ თქვენი შვილი გეწვევათ ? - ბოხი ხმით წარმოთქვა ნაცნობმა უცხომ. ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულზე და გული შემითრთოლდა.
- დიდი სიამოვნებით მივიღებ ! - ამბობს ბარმენი.
- თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისთვის ბიოლოგიური მშობლები, მშობლები აღარ არიან. - მტკიცედ ამბობს უცნობი და ვისკის ჭიქას აცარიელებს. ნელა დგება და გადის. ბარმენი კი თავჩაქინდრული დგას და მე ვხედავ ცრემლების წვეთებს, რომლებიც გულს უკლავენ ალექსანდრეს. ძალიან მტკივა მისი ამგვარი მდგომარეობა, მაგრამ არ ვიცი როგორ დავამშვიდო. მინდა შევეხო, მოვეფერო, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი.
უეცრად გონებაში მიტრიალებს ამ უცნობის ფრაზა სიტყვასიტყვით „-თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისთვის ბიოლოგიური მშობლები, მშობლები აღარ არიან.“. ძალიან მეცნობა, სიტყვასიტყვით მეცნობა. ცივი ოფლი მასხამს და ვხვდები, ვხვდები, რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს მონასმენი მე ეს ფრაზა. ძალიან ბევრჯერ. მისია, მისი ფრაზაა. აკოს ფრაზაა. ღმერთო ჩემო, აკო !
ტყვიასავით გამოვვარდი კაფედან და გაურკვეველი მიმართულებით გავიქეცი. აქეთ-იქეთ ვაცეცებდი თვალებს და მთელი არსებით უცნობს ვეძებდი. წამი, ორი, სამი.... საუკუნედ მეჩვენება და აი ! უეცრად ვიპოვე ბრბოში და დავედევნე, ბევრი ვეძახე, ძალიან ბევრი... მივრბოდი, სასოწარკვეთილი მივრბოდი, როგორ მსურდა შევხებოდი მას... როგორ მსურდა შემეხედა მისთვის კიდევ ერთხელ, მაგრამ ვერ მოვასწარი, ის თვალსა და ხელს შუა გაქრა ისე, თითქოს არც არსებულა. მე კი მაინც მივრბოდი, თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი და ბრახ ! ვიღაცას დავეტაკე. ეს ვიღაცა კი ვაჩე აღმოჩნდა.
- რებე, რებე რა ხდება ?! - შეშინებული მეკითხება ის.
- ვაჩე, ვაჩე აქ შავებში ჩაცმულ მამაკაცს ხედავ სადმე ? სულ შავებში, სახეც კი არ უჩანს, უზარმაზარი შლიაპით და, და... - ენა პირში ვეღარ ვატრიალებ მე და ბოდიალს ვიწყებ.
- არა რებე, აქ ყველა ნათელ ფერებში ჩაცმული, მიმოიხედე... - ამბობს ვაჩე და მეც ირგვლივ ვიხედები. ის მართალია... ჯანდაბა ! ის მართალია !
- ჰო... - თავს ვუქნევ და გული მეკუმშება.
- ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან. - თვალი ჩამიკრა ვაჩემ, მე კი გაკვირვებული მზერა ვესროლე მას.
- შემოთავაზება ? - ვკითხე მე.
- ჰო, ჩვენი ჯგუფი აპირებს სამდღიან ლაშქრობაზე წასვლას, წამოხვალ ? - ორჭოფობდა იგი კითხვის დასმისას. - ვხვდები, რომ არც თუ სახარბიელოდ გახსოვს ის წამოსვლა, მაგრამ გპირდები, არაფერი მსგავსი არ მოხდება. - გულწრფელად ჟღერდა მისი სიტყვები, თუმცა ფაქტია, ვერავინ განსაზღვრავს რა მოხდება და რა არა.
- მე... არ ვიცი ვაჩე... - ვთქვი და თავი ჩავქინდრე.
- როგორც გინდა, არ გაძალებ. - თქვა და ჩემ წინ გაჩნდა ერთი ყვავილი. უზომოდ ლურჯი ფერის, ძალიან მიმზიდველი და მაჰიპნოზებელი თითქოს. შევეხე თუ არა მის ფურცლებს, შევკრთი. ყინულივით ცივი იყო, როგორც რენა მაშინ. ვაჩეს შევხედე. მისი ღია თაფლისფერი თვალები ზედმეტად სერიოზული ჩანდა ამ მომენტში. მისი სქელი ტუჩები ღიმილად იხატებოდნენ, რომელიც საზიზღარ ხელოვნურობას ასხივებდა. ტყავის ქურთუკი და ლურჯი შარვალი არაჩვეულებრივად ეხამებოდა შავ კედებს. ერთი შეხედვით იდეალური გარეგნობის ბიჭი იყო, იდეალური მანერებით. მაგრამ იყო მასში რაღაც, რაც ძალიან მბოჭავდა და უზარმაზარ დისკომფორტს მიქმნიდა.
- წამოვალ. - მკრთალად გავუღიმე და ყვავილი გამოვართვი. გული ყელში მომებჯინა, მაგრამ არაუშავს.
- მშვენიერია. კარგად გავერთობით, არ ინანებ ! - თქვა და ღია თაფლისფერები სიხარულით გაუბრწყინდა. - მე გავიქცე უნდა, საქმე მაქვს. შეხვედრამდე რებე ! - თქვა და გაუდგა გზას.
დიდხანს ვიდექი და ვფიქრობდი, რა ფერის იყო ვაჩე ? ბოლოს კი დავასკვენი, რომ ძალიან ღია ყავისფერი, გარდამავალი ყვითელში. ღია ტონალობები მისი ხასიათი იყო. მაგრამ ყვითელი... ვხვდებიდო, რომ ყვითელი მის ხასიათში ძალიან მაღიზიანებდა. და საერთოდ... ყვითელ ფერს ვერ ვიტან !
...
მეორე დილით ვაჩეს SMS მაღვიძებს.
„ძილისგუდა, ჰეი ! ერთ საათში გელოდები უნისთან, საათნახევარში გავდივართ ! მოხერხებულად ჩაიცვი, თან იქ ცივა !“
ღიმილით ვკითხულობ მესიჯს, გემრიელად ვიზმორები და საკმაოდ თბილ პასუხს ვუბრუნებ. ზლაზვნით ვდგები და კარადას ფართოდ ვაღებ. საჭირო ნივთებს მოზრდილ ზურგჩანთაში ვტენი და შავი ფერის პულოვერს ვიცმევ, შავი ბათინკები და ლურჯი, ტანზე მომდგარი ჯინსი ვგონებ მშვენივრად ეხამება ერთურთს. ჩანთას ზურგზე ვიდგებ და არც ვაჩეს ფანქარი მავიწყდება.
ხელში ვაჩეს ფანქარს ვათამაშებ, ნელი ნაბიჯით მივუყვები წვიმისგან სველ ქუჩას და ვფიქრობ, რომ ის რეზიც იქნება, რეზი თუ იქნება რა თქმა უნდა ელენეც. ძალიან მაღიზიანებს ორივე.
მოულოდნელად გამახსენდა ის სცენა დარბაზში. რა დიალოგი იყო მერისთან მაშინ ? რა დაკისრებულ საქმეს გულისმობდა ის ? ვინ გოგოზე საუბრობდნენ ისინი ? ნუთუ ელენე იყო ? ან იქნებ ? არა, არა. შეუძლებელია. მომენტალურად ვიშორებ მსგავს ფიქრებს თავიდან და ვამჩნევ, რომ უნივერსიტეტამდე მივაღწიე. ერთი-ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ვაჩეს მივუახლოვდი.
- ჰეი, მოხვედი ! - ყურებამდე მიღიმის ვაჩე. მეც მეღიმება და თავს ვუქნევ.
- მოვედი.
- თბილი ტანსაცმელი ჩაჩურთე ჩანთაში ? - ცალი თვალი მოჭუტა მან.
- კი, კი. საშინელი მცივანა ვარ, ამიტომ კი. - ვეუბნები და თვალებში ვუცქერ. მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში მისწორებს მზერას, შემდეგ კი მარიდებს. ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ აშკარად არ მომწონს ეს ფაქტი. მინდა, რომ შემომხედოს !
შორიახლოს დამდგარ რეზის, ელენეს და მათ „სასტავს“ ვამჩნევ. უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის და რეზისკენ გახედვის სურვილი არ მაქვს. მაგრამ საკუთარ სხეულზე ვგრძნობ როგორ მწვავს იგი მზერით და სურს, რომ გავიხედო. მე კი ჯიუტად ვაგრძელებ ტკბილ მუსაიფს ვაჩესთან. ამასობაში დრო მოდის და მანქანებში ვნაწილდებით. რეზიმ და ელენემ გვერდით ჩამიარეს მე კი უსიამოვნოდა გამკრა გულში. ვაჩეს მივეკარი და არ ვშორდები. საშინელი შიშის გრძნობა დამეუფლა, ქალაქიდან ამდენი წლის განმავლობაში პირველად გავდიოდი, ეს კი ფსიქოლოგიურ წნეხს მიქმნიდა. თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ვტოვებდი აქ. ჰო, ჩემ თავშესაფარს. ჩემ ბარმენს ვტოვებდი და გული საგულეს არ მქონდა.
ვაჩეს გვერდით დავჯექი და აღმოვაჩინე, რომ სრულიად შემთხვევით ჩემ გვერდით აღმოჩნდა რეზი, მის კალთაში კი გრძელფეხება ელენიკო. ისე გამალებით ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, რომ ცოტაც და გული ამერეოდა. მხარზე ხელი გადამხვია ვაჩემ და თვალი ჩამიკრა, მეც თითქოს დავმშვიდდი და მის მკერზე დავდე თავი. ეს ეს იყო უნდა მოვდუნებულიყავი, რომ ბარძაყზე ვიგრძენი ხელი. ვაჩესი ნამდვილად არ იყო. დავფრთხი, როცა მივხვდი, რომ რეზის ეკუთვნოდა. რამდენიმე წამი მეფერებოდა, შემდეგ კი ძალიან მაგრად მომიჭირა ფეხზე. მომენტალურად შევკრთი და წამოვხტი. ვაჩემ ჰაერშივე დამიჭირა და ხელები მომხვია. მის კალთაში აღმოვჩნდი მასზე ჩახუტებული და აკანკალებული.
რეზიმ და ელენემ სიცილი ატეხეს.
- მშიშარა ხვლიკი. - თქვა ელენემ და გველურად გადმომხედა.
- ჩშშშ... ნუ უსმენ. - მამშვიდებდა ვაჩე, მე კი ცრემლები მაწვებოდა. რა ჯანდაბა უნდა ჩანადირს ჩემგან ?
როცა მანქანას კარგა მანძილი ჰქონდა გავლილი მაშინ მივხვდი, რომ გავები. მწარედ გავები...
...
საოცარი ბუნება დაგვხვდა იქ. საკმაოდ ბნელი და ხშირი ტყე, მოშიშვლებული მდელო და უამრავი ულამაზესი ყვავილი, რომელიც უსაზღვროდ პოზიტიურ განწყობას ქმნიდა. არაჩვეულებრივი არომატი ტრიალებდა ირგვლივ, რომელიც სასიამოვნოდ მაბრუებდა და სუფთა ჟანგბადით ვერ ვძღებოდი. სმოგით გაჟღენთილი ქალაქის შემდეგ, ეს ბუნება ჩემთვის იყო ისეთივე, როგორც ჩვილისთვის პირველი ჩასუნთქვა. დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ აქ კლდოვანი სანაპირო იყო და საკმაოდ მაღალზე მოგვიწევდა ასვლა, რადგან ბუნების ხედით სიმაღლიდან დატკბობა ყველას სურდა. შესაბამისად გადავწყვიტეთ ზემოთ გაგვეშალა კარვები. დაგვეგმეთ, რომ პირველ ღამეს კარავში გავათენებდით, შემდეგ ორს სასტუმროში.
ძალიან გრძელი, მძიმე გზა იყო გასავლელი და ძალიან დავიღალე კიდეც. კლდის პირას ბილიკს მივუყვებოდი და ჩემ წინ კი გადასახტომი ადგილი შევამჩნიე. ოდნავ დამრეცი იყო და ქვაღორღიანი. თვალებით ვაჩეს ძიება დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე, სავარაუდოდ ჩემ უკან იყო და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ჩემთან მოსვლას. მუხლები მომეკვეთა, რადგან შიშმა კვლავ შეიპყრო ჩემი სხეულის თითოეული ატომი. მძიმე ნერწყვი გადავაგორე და გაუბედავი ნაბიჯი გადავდგი. ჩემმა ბედმა არც ახლა მიმტყუნა და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. ფეხი დამიცურდა და ჰაერში ლამის გავიკვანძე. კივილის მაგვარი ხმა ამოვუშვი პირიდან და ვიფიქრე, რომ ტვინს დავასხამდი და აქ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ საკმაოდ რბილად დავეშვი, რამაც ძალიან გამაკვირვა. ნაცნობმა სურნელმა შემიღიტინა ნესტოებში. რეზი იყო. მე კი დავფრთხი, სასტიკად დავფრთხი მისი მკლავების შემოხვევისას ჩემ წელზე. მისი ცხელი სუნთქვა წამიერად მომეფინა კისერზე და ჟრუანტელი მომგვარა, რომელიც ვერ გავარკვიე სასიამოვნოდ ეთამაშებოდა ჩემ სხეულს, თუ პირიქით უსიამოვნებას მიღვრიდა მოთმინების ფიალაში. შეშინებული მხეცივით გადავხტი უკან და მოვიშორე მისი მძლავრი ხელები.
- გ-გმადლობ. - ვთქვი და თავი ჩავქინდრე.
- არაფრის, რე-ბე. - დამცინავი ტონით დამარცვლა მან ჩემი სახელი, უკნიდან კი ელენემ „შემთხვევით“ წამკრა მხარი და ჩაიფრუტუნა. რეზის მიეკრო და ბოროტულად გადმომხედა. ცერა თითი კისერთან გადაატარა ისე, რომ ვერავის შეემჩნია ჩვენ ორის გარდა. უნებურად ხმამაღლა გადავიხარხარე, რამაც ელენე ბრაზისგან გააწითლა.
- რებე ! ჰო კარგად ხარ ? - აქოშინებული ჩამოვიდა ვაჩე ჩემთან.
- კი, კარგად ვარ... - ჯერ კიდევ ვფხუკუნებდი მე.
- რეზიმ ? - ყინულივით ცივი გაუხდა მას ხმის ტემბრი. წამიერად ავწიე თავი და ჩავხედე თვალებში. თეთრი გარსი ჩასისხლიანებოდა და სუნთქვა გახშირებოდა. აფრქვევდა იმაზე ბევრად მეტს ვიდრე მე შემეძლო წარმომედგინა. საოცარია ადამიანის თვალები და საოცრად ბრძნული ის ფრაზა, რომელიც აჟღერებს თვალების მიერ სული სარკმლის ფუნქციას. ბრაზი, აშკარა ბრაზი გრგვინავდა მის თვალებში და ამტვრევდა ყველაფერს. ეგოისტურად მესიამოვნა მისი ამგვარი რეაქცია და ტუჩის კუთხე ჩავტეხე. ვგრძნობდი, რაღაც ძალიან დამალული იღვიძებდა ჩემში და ირხეოდა რიტმულად.
გვერდი ავუარე და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე საშიშ ბილიკზე ნაბიჯების ხატვა.
როგორც იქნა მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც შეგვეძლო ღამე გაგვეთია და დავნაყრებულიყავით. ამაშობაში კიდეც შემოგვაღამდა და გოგონებმა სუფრის გაწყობა დავიწყეთ, ბიჭებმა კარვების გაშლა. ვაჩე მოვიდა და ლოყაზე მაკოცა, თან ჩაილაპარაკა:
- მალე მოვალ. არ მოიწყინო პატარავ. - თქვა და კარავს შეუდგა. მე კი ოდნავ, სულ ოდნავ გავწითლდი. შევამჩნიე, რომ გოგონებში ჩოჩქოლი ატყდა. ჩუმი ჩაცინების და ირონიული შეძახილების ხმაც გაისმა, ჩემში კი ბრაზი ამღვრევდა მშვიდი ტბის ფსკერს.
...
აბ ბოროტული სიცილის გამო მადა საერთოდ გამიქრა. მაგრამ გახსოვდეს, არავის არ უნდა მისცე უფლება იმოქმედოს შენს განწყობაზე. არასოდეს არ შეცვალო შენი ხასიათის ფერი ვიღაცის გამო, ეს შენი პიროვნულობის სისუსტეზე მიუთითებს.
არ მიჭამია და შევატყვე, რომ ელენე და მისი დაქალები ამრეზით მიყურებდნენ. სახე საშინლად ირონიული გამიხდა, თითოეულ მათ მოქმედებას თუ მიხვრა-მოხვრას ვიჭერდი და ვამჩნევდი, რომ ეს მათ ძალიან ჰბოჭავდათ. მომწონდა ეს შეგრძნება, თუმცა ვიცოდი, რომ დიდხანს ამით ვერ დავტკბებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემში მსგავსი პიროვნება კარგა ხნის მიძინებული იყო.
თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი და შესაძლოა სრულიად განსხვავებული ხასიათის შტრიხებით. თითოეული თავისებურად უნიკალურია და თითოეული მათგანი ხარ შენ. არც ერთი არ უნდა უარყო, მათი მთლიანობა და ერთიანობა ქმნის შენს ინდივიდუალურ ხასიათს. ხასიათს, რომლის ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია და რომლის შეცნობის წყურვილსაც წინ ვერც ერთი სულიერი ვერ აღუდგება, პირველ რიგში კი თავად შენ. ადამიანს მთელი სიცოცხლე არ ეყოფა საკუთარი თავის იმ დონემდე შესასწავლად, რა დონეზეც მას სურს.
- რებე ! - ამ ფიქრებიდან ვაჩეს ხმამ გამომარკვია.
- ბატონო. - ვთქვი და თვალები მივაპყარი მს.
- რატომ არ ჭამ ?
- ჰომ ხვდები, რასაც გიპასუხებ. - ვთქვი და სასაცილოდ გავიკრიჭე.
- შენც ჰომ იცი, როგორ ფრაზას დაგიბრუნებ ? - გაეცინა ვაჩეს. უხდებოდა ღიმილი.
- კი, მაგრამ მე გეტყვი, რომ მერეც შევძლებ დანაყრებას.
- გავისეირნოთ ? - მოულოდნელად დასერიოზულდა ვაჩე და თბილად გადმომხედა.
- რატომაც არა.
- აქვე პატარა წყაროა, წყაროსთან ახლოს კი ბილიკი, რომელსაც მდელოზე გავყავართ. მდელო კი სავსეა აურაცხელი რაოდენობის და ჯიშის ულამაზესი არომატული მცენარეებით.
- არომატულ მცენარეებს შემთხვევით ყვავილები ჰომ არ ჰქვიათ ? - გავიღიმე მე.
- რა ჭკვიანი ხარ. - თქვა და დამეჯღანა, მე კი ვუჯიკე და წყაროსკენ გავყევი.
...
ძალიან დიდხანს ვსეირნობდით. ბევრი მწერი ვიპოვე და ბევრიც უწყინარი ცხოველი. სასიამოვნოდ გავატარე დრო და სულ ცოტა ხნით გადამავიწყდა აკოც, რეზიც, მერიც და ყველა დანარჩენი სხვაც. ძალიან თავისუფლად და დაცულად ვგრძნობდი თავს, ასე კი მოგეხსენებათ დიდი ხნის განმავლობაში არ მიგრძვნია თავი.
- აქ დამელოდე. - თქვა ვაჩემ და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს.
- კარგი... - რამდენიმე წუთი უშედეგოდ ვიცდიდი, ამ დროს კი ხის ტოტებში რაღაც შეფართხალდა. ჭიანჭველებმა დალაშქრეს ჩემი სხეული, შემეშინდა. ზემოთ ავიხედე და თავიდან ვერ გავარჩიე რა ცხოველთან მქონდა საქმე. შემდეგ კარგად დავაკვირდი და დიდი, ფუმფულა კუდი შევაჩნიე. სავარაუდოდ მოზრდილ ციყვა სეკუთვნოდა, რომელიც ხის ტოტებში გაიკვანძა და თავს ვერ ითავისუფლებდა. მისმა გაბმულმა წიკვინმა გული მომიკლა, ამიტომ ასვლა დავაპირე.
ჩემდა გასაკვირად ძალიან თავისუფლად მოვექეცი მაღალ ხის ტოტზე, სადაც იჯდა პაწაწინა, საყვარელი ცხოველი და დავეხმარე მას. თავიდან ის დაფრთხა, მაგრამ რაკი შეამჩნია, რომ მე მისი დახმარება მინდოდა და არა დაშავება, ინტერესით მომაჩერდა. დაიწიკვინა, ჩემ მხარზე სწრაფად გაირბინა და კისერში ჩამიძვრა. პაწაწკინტელა კიდურებით ლოყაზე შემეხო და თავი მომადო. მე ეს მადლიერების ნიშნად მივიჩნიე და გამეცინა. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ვიჯექი ხის ტოტზე და ვეთამაშებოდი ციყვს. ათას სისულელეზე მოვასწარი ბურტყუნი, მაგრამ უეცრად ციყვი ხელიდან დამისხლტა, მე კი ინსტინქტურად მისკენ წავიწიე. საყრდენი გამომეცალა და საკმაო სიმაღლის ხიდან ლამის მიწაზე მოვადინე ზღართანი, რომ არა...
რეზი !
კვლავ მის მკლავებში აღმოვჩნდი და ერთად დავენარცხეთ მიწაზე.
- რა უბედურებაა გოგო, რამდენს ჭამ ? - სერიოზული ტონით მითხრა მან და ფეხზე წამოდგა ჩემთან ერთად.
- რას ქვია რამდენს ვჭამ ? - მისივე ხელებში დოინჯი შემოვიტყი მე.
- რას ქვია და ლამის წელი მომწყდა, ისეთი მძიმე ხარ.
- ეგ ჩემი პრობლემა არაა, დამსვი თუ ასე გიმძიმს. - წყენაგარეულმა ვუპასუხე.
- მადლობასაც არ კადრულობ ? - დამცინავი ტონით მკითხა მან.
- ასეთი უტაქტო იდიოტისთვის მადლობას ვერ გავიმეტებ. - შევუბღვირე მე და ავფართხალდი მის ხელებში.
- ასე არა ? მე ჰომ უტაქტო იდიოტი ვარ ? ასევე გავაგრძელებ ე.წ. იდიოტობას. - თქვა და გაურკვეველი მიმართულებით გამაქანა.
- დამსვი, რეზი ! დამსვი ახლავე ! - ვუკიოდი მე.
- მოგწონს არა ?
- ჰა ? - ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
- იშტერებ თავს, ღმერთო, არაჩვეულებრივად გამოგდის ! - თქვა და ჩემს მხარსა და ფეხზე შემოხვეული ხელი უფრო მწარედ მომიჭირა.
- კრეტინო მტკივა !
- რებეკა ! კიდევ ერთხელ შეურაცხმყოფელ სიტყვას მეტყვი და მოგისვრი იმ მდინარეში ! - სერიოზულად გაბრაზდა რეზი, მე დავფრთხი, მაგრამ სიჯიუტემ არ მომცა უფლება, რომ უკან დამეხია.
- ჰო, მართალი ხარ. - ვუპასუხე და რეზიმ თითქოს კმაყოფილად გაიღიმა, მაგრამ დავამატე. - შენი შესაფერისი სალანძღავი სიტყვა ჯერ არ მოუფიქრებიათ. - ნიშნის მოგებით ვუთხარი მე და დავინახე როგორ შეაშრა მას ღიმილი სახეზე.
- „გაიჩალიჩე“ ! - ამბობს ის და მართლა მისვრის მდინარეში, მაგრამ მე ისე ვარ ჩაფრენილი მის მკლავს, რომ რეზისაც ვიწვევ ფრენის შეჯიბრში და ორივე ერთად ვხტებით წყალში.
გონს როცა მოვდივარ შუა მდინარეში ვარ და ძალიან სწრაფ და ცივ დინებას მივყვარ გაურკვეველი მიმართულებით. რამდენიმე წამი მჭირდება სიტუაციის გასაანალიზებლად და თვალების ცეცებას ვიწყებ რეზის პოვნის მიზნით, მაგრამ ის არ ჩანს. პანიკური შეტევა მემართება, მაგრამ ვცდილობ თავი მოვთოკო და მერის რჩევის მიხედვით საკუთარ თავს გვერდიდან დავაკვირდე.
მე ჩამოვვარდი მდინარეში და მოვხვდი ძალიან სწრაფ დინებაში. ცურვა ვიცი, ამიტომ ეს მდგომარეობა გამოუვალი ნამდვილად არაა. მთავარია ახლა რამეს მოვეჭიდო, რომ დინებას გადავურჩე და ძალიან შორს არ გამიყვანოს.
ჩემს ბედზე უზარმაზარი ხის მორი გდია შუა მდინარეში გაუნძრევლად და მოუთმენლად ელოდება როდის ჩავჭიდებ ხელს, რათა თავი გადავირჩინო. მაგრამ დინება იმდენად სწრაფია მხოლოდ ზუსტად გათვლილი წამი თუ შეძლებს გადამარჩინოს.
წინ მივიწევ და მთელი გულმოდგინებით ვაკვირდები შესაფერის მომენტს. ჰო, ვუახლოვდები, ძალიან ცოტა დარჩა, სულ ცოტა, აი ხელი უნდა ჩავჭიდო, მე შევძლებ ! ჯანდაბა ! მაინც და მაინც ახლა დაიძრა ეს ხე, მაინც და მაინც ჩემი შველა არ სურს. მთელი ძალით ვიქაჩები მისკენ, მთელი არსებით მივიწევ და ვიგრძელებ ხელს რათა ჩავავლო და გადავრჩე, მაგრამ არა ! არ გამომდის, ჯანდაბა, არ გამომდის !
სასოწარკვეთილს ტირილი მიტყდება და რამდენიმე წუთი ვერ ვჩერდები. შემდეგ უეცრად ვფხიზლდები და ვატყობ, რომ პეიზაჟი არ შეცვლილა, მე ადგილზე გავჩერდი და ვაუ ! ტანსაცმლით გამოვედე გამოზნექილ ხის ნაჭერს. შვებით ამოვისუნთქე-მეთქვი ვერ ვიტყვი, კვლავ მდინარეში ვიყავი, დინება კი ძლიერდებოდა, მაგრამ ახლა გადარჩენის შანსები გაიზარდა.
დიდი წვალებით ავძვერი მორზე და შევამჩნიე, რომ მის ბოლოში თუ გავიდოდი ხმელეთზე ამოვყოფდი თავს. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ახალი სადარდებელი დამემატა. ბნელდებოდა, მე კი ამ დინების გადამკიდე კიდევ საკმაო ხანს ვერ შევძლებდი გადასვლას ათეულ მეტრზე.
ძალიან დავიღალე... დაახლობით ორმოცი წუთი გავიდა სანამ შევძელი ხმელეთამდე მოღწევა. სრულიად გალუმპული კბილს კბილზე ვაცემინდებდი, რადგან დაბნელება და საშინელი ყინვის ჩამოვარდნა ერთია.
ტყის ეს მონაკვეთი ჩემთვის სრულიად უცხო იყო, ამიტომ ნელი ნაბიჯით გავუყევი, მივდიოდი პირდაპირ, რათა წრეებზე არ მევლო. ისე მციოდა სხეულს ვერ ვიმორჩლებდი კანკალისგან. ეს ეს იყო უნდა ჩამოვმჯდარიყავი დასასვენებლად, რომ ძალიან ახლოს მომესმა ღრენა. დაფეთებული შევხტი და მივაყურადე. ღრენის ხმა ახლოვდებოდა და ფიჩხის ტეხვის ხმაც თან ერთვოდა. ეს ცხოველი ჩემკენ მოდიოდა. ბუმბერაზ ხეს ავეკარი იმ იმედით, რომ ცხეოველი ვერ შემამჩნევდა, მაგრამ...
მგელი იყო. ყვითელი ფერის თვალებით, რომლებიც მთვარის შუქზე ძალიან ბოროტულად ელავდნენ. ღრენით მოდიოდა ჩემკენ. მე ვერ ვიძრვროდი ადგილიდან, ცივმა ოფლმა დამიცვარა მთელი სხეული, პირში ნერწყვი გამიშრა და თვალთ დამიბნელდა. რა ვქნა ? რა გავაკეთო ? აქ დასრულდება ჩემი სიცოცხლე ? ვეკითხები საკუთარ თავს და ვხვდები, რომ ამაზე ფიქრი არ მინდა.
უეცრად ისმის... ისმის მძიმე ნაბიჯების ხმა. აშკარად ადამიანია, აშკარად მამაკაცი. მძიმე და ხშირი სუნთქვის ხმა ერთვის თან ამ ნაბიჯებს. მგელს ყურადღება მისკენ გადააქვს და მე მშორდება. წარმოდგენაც არ მინდა იმის, რომ ან რეზია, ან ვაჩე, ან ნებისმიერი სხვა ჩვენი ჯგუფიდან... ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილამდე მეშინია მაინც მივყვები.
რამდენიმე წუთი გადის და მესმის მგლის გაბმული წკმუტუნი, ამ კვნესას კი თან სდევს ძვლის გატეხვის ხმა. ამის შემდეგ მგელი მომენტალურად დუმდება. ცალი თვალით ვიყურები იმ მხარეს და თვალებს ვერ ვუჯერებ !
ნაცნობი სილუეტი, ნაცნობი პროფილი, სხეული... აკო ! იქ კი... მისვენებული მგელი. ნუთუ მან... ფაქტის დაჯერება მიჭირს.
- აკო... - ვჩურჩულებ მე. გაუბედავ ნაბიჯს ვდგამ მისკენ და ჩემ ფეხქვეშ ფიჩხი ტყდება. აკო თვალებს ჩემკენ აპყრობს და არაადამიანურად, სასტიკად იღიმის. მისი საოცრად თეთრი კბილები მთვარისფრად ელავენ და თვალის თეთრი გარსი სისხლად იძარღვება. გვერდზე სწევს თავს და გულმოდგინედ მაკვირდება. მე კი ვცდილობ ნაბიჯი გადავდგა და გამომდის თუ არა ეს ქმედება, ის ადგილს სწყდება და ტყეში იკარგება. მომენტალურად ვფხიზლდები და მისი მიმართულებით მივქრივარ. ბალახები და მწერები ფეხებს, ხელებს, სახეს მიკაწრავენ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობ. ახლა ჩემთვის მთავარი ერთია, ვიპოვო აკო, ვიპოვო, დაველაპარაკო და დავრწმუნდე, რომ რეალურად ისაა. რომ ეს ყველაფერი მე არ მელანდება, რომ მე არ გადავსულვარ ჭკუიდან. რომ მე ჯერ კიდევ ის რებეკა სხიერელი ვარ, რომელსაც უყვარდა ალექსანდრე მთელი გრძნობითა და გატაცებით, რომელმაც იგება იმედგაცრუება და რომელიც ამ იმედგაცრუების შედეგად არ გამტყდარა, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ !
მივყვები, მის ლანდს მივყვები, მთვარე მეხმარება, მთვარე მინათებს გზას. მე კი აღარ ვსუნთქავ, ვეღარ ვსუნთქავ. ვეცემი და ვდგები, ვეცემი და ისევ ვდგები. ვერ ვაზროვნებ, მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა გავიქცე, რომ უნდა დავეწიო, მაგრამ მუხლებმა მიმტყუნეს. ჯანდაბა ! მიმტყუნეს ! ყველაზე საჭირო მომენტში, სხეულმა, ორგანიზმმა მიმტყუნა ! დავეცი და ვეღარ ავდექი...
- რებეკაა ! - მომესმა გაბმულად დაძახებული ჩემი სახელი. იქვე ბუჩქებიდან კი რეზი გამოფრინდა. - რებე, რებე ჰომ კარგად ხარ, ჰომ არაფერი დაგშავებია ? - მეკითხებოდა იგი, მე კი ავსლუკუნდი.
- რეზი, იქ, იქ მგელი, იქ, მდინარე, მე, მე... - ვეღარ ვლაპარაკობდი. სასუნთქი გადამეკეტა და კინაღამ დავიხრჩვი.
- ჩშშშ... დამშვიდდი. შარიანი გოგო ხარ შენ... - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა მან, მე კი გამეცინა და ასევე სველ რეზის მივეხუტე.
რამდენიმე წუთი უხმოდ იჯექით ასე ერთმანეთზე მიხუტებულები, მაგრამ შემდეგ ჩემთან მოვიდა ფიქრი, რომ თუ სველი ტანსაცმელი სხეულზევე შეგვაშრებოდა მინიმუმ ფილტვების ანთებას დავიმართებდით, ამიტომ ავწრიალდი.
- რა გჭირს ? - ყრუ ხმით მეკითხება რეზი.
- ტანსაცმელი...
- რა ტანსაცმელი ?
- ასე თუ შეგვაშრება, კარგი დღე არ გველის.
- და რას მთავაზობ ? - ჩაიცინა რეზიმ.
- იცი რასაც ! - გავბრაზდი მე.
- არა, არ ვიცი. - თქვა რეზიმ და ჩემთან ახლოს მოიწია. მისი ცხვირის წვერი საფეთქელზე მედებოდა და არ მაძლევდა საშუალებას დალაგებულად მეფიქრა.
- ნუ მეთამაშები ! - ამოვიკნავლე თითქოსდა მბრძანებლური ტონით.
- რა უნდა ვქნა, რომ თავი ავაცილო სავალალო შედეგს ? - მომეჩვენა თითქოს მისი ხმა სევდის აკორდებად დაიღვარა. ორაზროვან ფრაზასავით ჟღერდა მისი ნათქვამი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- მოვიშოროთ და უფრო გავთბებით. კი, აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეგრეა. თან ქარია, რომ არ გავშრეთ გავიყინებით.
- როგორც გინდა. - თქვა რეზიმ და მხრები აიჩეჩა. დაიწყო გახდა და ჩემთვისვე ჯობდა, რომ არ დაეწყო. ამ ბიჭს იდეალური სხეული ჰქონდა. არც ზედმეტად დაკუნთული, არც მოშვებული. მისი მხრები იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, რომ მათი მზერისას საოცარი სურვილით გაჟღენთილი ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში. სიცივისგან დალურჯებული ტუჩები ზომაში მომატებულიყვნენ და უმისამართოდ მაფორიაქებდნენ. რეზიმ მზერა მტყოცნა და უეცრად გავაცნობიერე, რომ ლამის პირდაღებული შევცქეროდი. მომენტალურად გავიხედე გვერდზე და დავიწყე გახდა.
საშინლად სველი იყო ჩემი პულოვერი და ჯინსები. ისე ციოდა, რომ კბილებს ვაკაწკაწებდი და კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი. ბრასა და საცვლების ამარა დავრჩი რეზის წინაშე და ბროწეულისფერი დამედო. ამ კაცმა შენი გაუპატიურება სცადა რებე, შენ კი მის წინაშე შიშვლდები ! ღმერთო ჩემო, რა არაადეკვატური ვარ.
- ბრრრ.... - ხახუნის ძალის მოქმედებით ვცდილობდი გავმთბარიყავი. - შენ რომ არა, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით, იდიოტო ! - გავძახე ჩემ მოპირდაპირე ხესთან მდგარ რეზის, რომელსაც მხოლოდ საცვალი ამშვენებდა და ამ სიცივეში მაიძულებდა ავხურებულიყავი.
- ნუთუ ? - ხმა საოცრად დაბოხებოდა. - შენ რომ ენა არ გეტლიკინებინა, არ ვიდგებოდით ახლა აქ გაწუწულები. - მომაძახა მან.
- მაინც ვერ მოიფიქრებენ შენ სლანძღავ სიტყვას, კრეტინო ! - გავანჩხლდი მე. არ ვიცი რა მემართება, სულ მინდა ვლანძღო ეს მატყუარა !
- სხვათაშორის მშვენივრად გამოიყურები. - ჩაილაპარაკა მან.
- ჰო არა ? - ცინიკურად გავუცინე მე.
- კი. განსაკუთრებით იმ ობობის ფონზე მხარზე რომ გაზის. - სერიოზული სხით თქვა რეზიმ, მე კი გამაჟრჟოლა. ძალიან ნელა გავიხედე იქეთკენ, საითაც რეზი მიმითითებდა და, ვაიმე ! ობობა ! მართლა ობობაა !
- რეზი ! - არაადამიანურად დავიკივლე მე.- მომაშორე, გთხოვ, ძალიან გთხოვ მომაშორე, გევედრები. - ადგილიდან ვერ ვიძვროდი მე, ძალიან მეშინოდა, ძალიან !
- რაო ? ვინმე მეძახის ? - თქვა რეზიმ და ყურთან ხელი მიიდო.
- ნუ ცანცარებ, იდიოტო, მომაშორე ეს, ეს, ეს....
- აჰაა, მე იდიოტი ვარ ? კარგი, როგორც სჩანს იდიოტების გარემოცვაში ყოფნა არ სიამოვნებს ქალბატონს. წავალ. - თქვ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მე კი თვალები ცრემლებით ამევსო და ვთხოვე.
- რეზი, რეზიკო, ძალიან გთხოვ, არ დამტოვო, არა ხარ იდიოტი არა, გევედრები. - ვთქვი და ვიგრძენი ეს უშველებელი ობობა როგორ მიიწევდა მკერდისკენ.
- რეზიკო ? - გაეცინა მას. - არასოდეს აღარ დამიძახებ იდიოტს ? - შედგა იგი და ნიკაპზე მოიკიდა ხელი.
- არა, გპირდები, გპირდები არასოდეს, ოღონდ ეს მომაშორე. - ამოვიტირე მე.
- კარგი. - ტუჩის კუთხე ჩატეხა რეზიმ. ახლოს მოვიდა და ჩემ მკერდთან, ორი თითი შემოჰხვია ობობას, სულ ცოტაც და გული წამივიდოდა. - შეხედე რა ლამაზია ! - თქვა რეზიმ და ცხვირწინ ამიფრიალა ობობა.
- ვაიმე ! - ვიკივლე მე და ხელი გავარტყი ობობას. ძირს დავარდა და ბუჩქებში მიიმალა.
- ბოროტი ხარ რებე, დამიშინე საცოდავი. - უკმაყოფილოდ თქვა რეზიმ და დოინჯი შემოირტყა. მე კი ხეს მივებჯინე და ღრმად ამოვისუნთქე. - ბოროტი და საშინლად მშიშარა. - თქვა მან და ჩემკენ გამოიწია. ხეს ავეკარი და სუნთქვა გამიხშირდა. ჩემ კისერს შეახო ცხვირის წვერი და ღრმად ჩაისუნთქა. - ასეთ პირობებშიც კი საოცარი არომატი გაქვს... - ამოიგმინა მან და ტუჩებით შემეხო. გველნაკბენივით შევკრთი და ხელი მისი სახისკენ წავიღე, რათა მომეშორებინა, მაგრამ მან ჩემი პატარა ხელი თავის ბუმბერაზში ჩამალა და უფრო ახლოს მოიწია. ტუჩებს არ აშორებდა კისერს ისე მიკრავდა თავის სხეულზე. მარჯვენა ხელი ნეკნების გავლით წელზე შემომხვია, შემდეგ და უფრო დაბლა ჩავიდა და ბარძაყს მჭიდროდ შემოაჭდო. ადგილიდან ვერ ვიძვროდი, მისი ტუჩები და კბილები კი მარწუხივით იყვნენ ჩაფრენილნი ჩემ კისრის ძარღვს. თითქოს სურდა გამოეწოვა ჩემი ორგანიზმიდან ყველა სასიცოცხლო ენერგია და საბოლოოდ დაჰპატრონებოდა.
- რეზი... - ამოვიხავლე მე, მან კი გამაჩერა. მწველი კოცნით გამაჩერა. მისი ცხელი ტუჩები შეერწყა ჩემსას, ხოლო ენებმა სადღაც იქ, სიღრმეში ფარიკაობა დაიწყეს. სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. ტემპერატურამ ძალიან სწრაფად აიწია და დამცხა კიდეც. ვეხებოდი მის მომნუსხველ მხრებს და ძლივს ვიკავებდი ხმას, რომელსაც მთელი თავისი ხმამაღლობით სურდა დაეკვნესა. გამოემჟღავნებინა ის სიამოვნება, რასაც განიცდიდა ჩემი სხეული, გამოეხატა ის დაბნეულობა, რომელსაც შეეპყრო ჩემი რაობა.
უეცრად შეწყვიტა და მთელი ძალით გულში ჩამიკრა. იმდენად ძლიერად, რომ ძვლებმა ჭახა-ჭუხი დაიწყეს. სული მეხუთებოდა, მაგრამ მეც ვეხუტებოდი გაუაზრებლად. თითქოს სურდა შევესისხლხორცებინე. რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა და იძაბებოდა. ძალიან იძაბებოდა, მაგრამ ვერ გამერკვია, რა იყო ამის მიზეზი. მინდოდა მოვფერებოდი და მენუგეშებინა, მაგრამ ვერ ვმოძრაობდი, ერთადერთი რისი გაკეთებას შემეძლო, ესაა მივყოლოდი რეზის ჩახუტებას, რომელიც სადღაც უსასრულობისკენ მიმაქანებდა.
მოულოდნელად მომშორდა და ზურგი მაქცია. ხელები კეფაზე შემოიწყო, წელში მოიხარა და არაადამიანურად დაიღრიალა. ისეთი ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში, რომ გული მომიკვდა.
- წავიდეთ... - თქვა მან, როცა სული მოითქვა და მეც ხმის ამოუღებლად გავყევი უკან.
...
- არ გშია ? - მომაძახა რეზიმ.
- კი. - ჩუმად ვთქვი მე და გაჩერებულ რეზის შევეჯახე. ოდნავ შევტორტმანდი, მან კი ხელი შემაშველა.
- ფრთხილად. მოდი აქ ცეცხლი დავანთოთ, მე კი რაიმეს ვიშოვი. - უხმოდ დავუქნიე თავი და მშრალი ფიჩხის მოზიდვა დავიწყე. მარტივად დავანთეთ ცეცხლი და რეზიც წავიდა. მე კი მარტო დავრჩი საკუთარ ფიქრებთან
რა განზრახვა აქვს რეზის ? რა გრძნობაა მის მიმართ ჩემში ? რატომ დაიღრიალა მან კოცნის შემდეგ ? რატომ ვგრძნობდი მე მასში ტკივილს ? საერთოდ რა ხდება ჩემს თავს ? აკო ? სად არის აკო ? ის მგელი აკომ მოკლა ? ადამიანმა მგელი მოკლა ? რა ჯანდაბა ხდება ? რას ვაკეთებ, სად ვარ...
ვფიქრობდი და ვიკუნტებოდი გორგალივით. ვერ ვგრძნობდი სიცივეს და ვერც კოცონის სითბოს. ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ სიცარიელე იყო ჩემ შიგნით.
უეცრად ბუჩქები შეირხა და იქედან რეზი გამოვიდა თეთრი კურდღლით ხელში.
- მოვკალი. - უგრძნობი სახით თქვა მან, მე კი არც შევრხეულვარ. - რა გჭირს ? - მე ვდუმვარ. - თუ ეს რამდენიმე ხნის წინანდელის გამოა... - დაიწყო მან. მე კი მომენტალურად ავწიე თვალი და მის კონიაკისფერებს საკუთარი ზღვისფერები შევაჩეხე. თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ღრმა ამოსუნთქვას მოაყოლა. - დაივიწყე... - მეტკინა, ძალიან მეტკინა. ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა თითქოს და უფსკრულის ფსკერისკენ დავიწყე ფრენა. ნელა და მძიმედ წამოვდექი, საკუთარ ტანსაცმელს ხელი დავავლე, რეზისთან მივედი და სილა გავაწანი.
- არაკაცი ხარ ჩანადირო ! - ვუთხარი და გაურკვეველი მიმართულებით წავედი. წუთიც არ გასულა რეზის ხმა რომ მომესმა. მეძებდა, მე კი ნაბიჯს ავუჩქარე და სულ ცოტა ხანში ნაცნობ ყვავილების მდელოს მივაღწიე. შვებით ამოვისუნთქე და ბანაკისკენ წავედი.
ჩემი და რეზის გაქრობა ვერავინ შეამჩნია, გარდა ვაჩესა და ელენესი.
ვაჩე პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა როგორც კი გამოვჩნდი ჰორიზონტზე.
- სად იყავი რებე, გეძებდი ! - აშკარად შეშფოთებული ჩანდა ვაჩე.
- მე შენს მოსაძებნად წამოვედი და დავიკარგე. - ვიცრუე მე.
- ამდენი ხანი ვერ მოაგენი ? - დანაღვლიანდა ვაჩე.
-არაუშავს, ახლა აქ ვარ. - ვთქვი და მკლავზე ხელი მეგობრულად შევახე.
- ვინერვიულე. - ჩაიბურტყუნა მან, მე კი გამეღიმა. ბავშვებისკენ დავიძახი. ისინი ცეცხლის გარშემო ისხდნენ, მეც მათ მივუჯექი. ყველა, აბსოლუტურად ყველა გარდა ვაჩესა იყო კრემისფერი. ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ არც ერთ მათგან არ გააჩნდა საკუთარი იდენტობა. ისინი ერთობოდნენ, მხიარულებდნენ, თითქოსდა სასიამოვნოდ გაჰყავდათ დრო, მაგრამ თითოეულ მათ ჟესტზე იგრძნობოდა, რომ ყველაფერი იყო ყალბი. ამაზრზენი სიცრუე. ისინი ატყუებდნენ საკუთარ თავს.
არასოდეს მოატყუოთ საკუთარი თავი, ის ორმაგ სამაგიეროს მოგთხოვთ ყოველთვის !
მაგრამ მე ? განა მე არ ვატყუებ საკუთარ თავს ? არ ვატყუებ ვაჩეს ? რეზის ? ვერ გავრკვეულვარ რა მინდა და მათაც ვაიძულებ ტყუილში იცხოვრონ. მაგრამ ვაჩემ რა დააშავა ? ბიჭმა, რომელიც გულწრფელადაა ჩემით დაინტერესებული ? რეზი თავადაა მატყუარა და მოღალატე, არ ვნანობ, რომ ჩავითრიე, მაგრა მას რა უნდა ჩემგან ? რა ღრიალი იყო ის, რა სტკიოდა მას მაშინ ? რატომ ვფიქრობ მე, თუ რა სტკიოდა მას, როცა საკუთარი ტკივილისთვის ვერაფერი მომიხერხებია ? ღმერთო, რა ხდება ჩემს თავს ?
მერამდენედ ვუსვამ ამ კითხვას სიცარიელეს ? სიცარიელეს, რომელიც იგივე კითხვითვე მიპასუხებს. რატომ არ შემიძლია პირდაპირ რეზის ვკითხო ეს ყველაფერი ? რატომ ? იქნებ იმიტომ რებე, რომ შენ გაინტერესებს ეს თამაში, რომელიც თავისთავად ვითარდება ? ან რა თამაშზეა საუბარი საერთოდ ? შევიშლები, მე აუცილებლად შევიშლები !
ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა ჩოჩქოლი ტყდება და რეზი მოდის. რამდენიმე კურდღელი კიდევ მოუკლავს. ზედაც არ მიყურებს ისე ჯდება წრეში და ერთვება საერთო მხიარულებაში. ელენეს წივილის ხმა ისმის.
- ჩემი კაცი ! - და კალთაში უსკუპდება მას. რეზი კი მას ჰკოცნის იგივე ტუჩებით, რომელითაც მკოცნიდა მე. ზიზღის გრძნობა მეუფლება და გვერდით ვიყურები. ვაჩე მომშტერებია უცნაური მზერით, თითქოს აკვირდება ჩემს რეაქციებს, მე კი მკრთალად ვუღიმი მას, საპასუხოდ მისგანაც ვიღებ ღიმილს. მოულოდნელად ვიღაცის მზერა მიწვავს იმ ადგილს კისერზე, სადაც მკოცნიდა რეზი.
ვუალია ! თავად რეზია ამ მწველი მზერის ავტორი.
- ვითამაშოთ ! - წამოიძახა ვიღაცამ.
- ახლა არ თქვა სიმართლე თუ მოქმედებაო. - დაიწყო ერთმა წუწუნი.
- მაშინ მხოლოდ თითო კითხვა. - გაბუტული ხმით დაიძახა. გამაყრუებელი ხარხარი ატყდა, მაგრამ მაინც დაიწყეს თამაში. მე არ მინდოდა, ამიტომ წამოვდექი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ელენემ შემაჩერა.
- ყველამ უნდა ითამაშოს ! - მეც დავჯექი ისევ ჩემს ადგილას და იმედი მქონდა, რომ რეზი არ დამისვამდა კითხვას. რატომ ? არ ვიცი.
- რეზი ! რეზი ! - ყველას სურდა რეზისთვის კითხვის დასმა. მაგრამ როგორც კი ხმა ვაჩემ ამოიღო ყველა დადუმდა.
- რამდენი კურდღელი დაიჭირე ? - რეზიმ ალმაცერად გახედა.
- 3 კურდღელი და 1 ბაჭია. - თქვა და სიგარეტს მოუკიდა. უაზროდ უხდებოდა ტუჩებს შორის მოქცეული წვრილი ღერი.
- ბაჭია სადაა რეზი ? - წარბი შეკრა ელენემ.
- შემომეჭამა გზაში, პატარა. - თქვა და შუბლზე აკოცა ელენეს. მეტი არც სჭირდებოდა, ეგრევე დადნა ელენიკო.
ვუსმენდი ამას და ტანში უსიამოვნოდ მცრიდა. რატომ მგონია, რომ ჩემზე ლაპარაკობენ ?
- რებე ! - მომმართა რეზიმ. ღმერთო, როგორ არ მსურდა მისგან წამოსულ კითხვაზე მეპასუხა.
- გ-გისმენ. - ვცადე თავდაჯერებულად მეპასუხა, მაგრამ მგონი არ გამომივიდა.
- იმ ბეჭედს რატომ არ იკეთებ ? - მკითხა უდარდელად და ნაფაზი დაარტყა. მისი ცქერით გაბრუებულმა უცებ ვერ მოვისაზრე, რაზე მელაპარაკებოდა.
- რა ბეჭედს ?
- უსასრულობა რომაა ამოტვიფრული. - თქვა და თვალი თვალში გამიყარა. სულ ცოტაც და გულის შეტევა დამემართებოდა. საიდან იცის რეზი ჩანადირმა უსასრულობა ამოტვიფრული ბეჭედის შესახებ ? მუხლები ამიკანკალდა და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ წავქცეულიყავი მოულოდნელი დარტყმისაგან. ვიღაც ეთამაშებოდა ჩემ სულს. ვიღაც მიცნობდა ისე კარგად, რომ შეეძლო ჩემთან თამაში. სუნთქვა შემეკრა და თვალის გარსი ჩამისისხლიანდა. თვალები სულ გამიშავდა. თავი ჩავქინდრე და ვიცოდი, ვიცოდი, რომ უნდა მეპასუხა. უნდა მეპასუხა, არ უნდა შემემჩნია, უნდა ავყოლოდი თამაშში. ჯანდაბა ! მოიკრიბე ძალები რებეკა !
- პატარა მაქვს. - მტკიცედ ვთქვი, თავი ავწიე და ამჯერად მე გავუყარე თვალი თვალში რევაზ ჩანადირს. შეცბა, დავინახე, რომ დაიბნა. ჩემმა თავდაჯერებულობამ. ჩემმა თვალებმა, ცრემლით სავსე თვალებმა და მომაკვიდნებელმა მზერამ ის დააბნია.
ერთი ქულა მოვიპოვე როგორც იქნა !
ყელში ამომივიდა, ყველამ რაღაც იცის ჩემს შესახებ და საკუთარი სურვილისამებრ წარმართავენ თამაშს. თუ მე არ ავმოძრავდები, დინება ჯანდაბისკენ გამაქანებს.
ყოველთვის ნუ მიენდობით დინებას, ხანდახან მისი მიმართულებითაც უნდა იცუროთ, რათა ჩაწვდეთ თამაშის რეალურ არსს. ზოგჯერ ადამიანებს გვიწევს უფსკრულში ჩასვლა იმისთვის, რომ ფსკერს მიღწეულებმა გეზი მხოლოდ ზევითკენ ავიღოთ.
რეზის თვალს ვუკრავ, ტუჩის კუთხეს ირონიულად ვტეხავ და ჩემი პირადი კარვისკენ ვიღებ გეზს. ძალიან დამღალა მდინარის ამბავმა. ძალიან ! ცოტა მოსვენება ნამდვილად მჭირდება. ვიცოდი, რომ ვაჩე აუცილებლად წამომყვებოდა უკან, ამიტომ წინასწარ გავაფრთხილე.
ეს ეს იყო კარავში შესვლას ვაპირებდი, რომ მხარზე უხეში შეხება ვიგრძენი. გრძელი ფრჩხილები ლამის კუნთებამდე ჩამერჭო და უხეშადვე მომაბრუნა.
ელენე !
- ჰმ ? - ცინიზმი ავიკარი სახეზე და ასევე უხეშად და ფრჩხილების გამოყენებით მოვიშორე ელენეს ხელი მხრიდან.
- მომისმინე შე ძუკნა ! - გააფთრებულმა წამოიძახა მან. შორს ვიყავით ბავშვებისგან, ამიტომ შეეძლო თავისუფლად ეღრიალა.
- აპ, აპ, აპ ! - სიცილით წამოვიძახე მე. - ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო... - ავხარხარდი.
- მოკეტე ! წარმოდგენაც არ მაქვს რა გაკავშირებთ შენ და რეზის, მაგრამ იცოდე ! იცოდე, გაფრთხილებ ! კიდევ ერთი ფლირტის ნატამალი და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ! - დაიკივლა მან. მე კი სახე მომენტალურად დამისერიოზულდა.
- ძვირფასო, ნეტა მე შემეძლოს ამის შეჩერება ! - დანანებით წამოვიძახე მე და ხელი გულთან მივიტანე მეტი დრამისთვის. - თავად რეზი ბატონს მიჰმართე ამ პაწია თხოვნით, იქნებ გაგიგონოს !
- ნუ კრეტინობ ! რეზი არასდროს იზამს მსგავს ამაზრზენობას !
- ჰოო ? - ცინიზმი სახეს იხევს. - შენ თუ ფლირტაობ სხვასთან, რატომ გგონია, რომ... მოიცა, როგორ ეძახი ? აჰ, ჰო... რეზიკო ამას არ იზამს ? - თავი გვერდზე გადავხარე და ელენეს სახის დანახვაზე ავკისკისდი.
- ანუ შენ გინდა თქვა, რომ რეზიმ შენნაირთან მიღალატა ? - ამჯერად ელენე იცინოდა.
- ჩემნაირთან ანუ წიგნის ჭიასთან ? - წარბები ავათამაშე მე.
- თან ნაცრისფერ წიგნის ჭიასთან თან. ოცნება გყვარებია ჭიავ. - აგრძელებდა ხარხარს ის.
- ხანდახან რეზის ტვინსაც სჭირდება თურმე საკვები. - ყურებამდე გავიღიმე მე.
- მე შენ გაგაფრთხილე ! - ბრაზისგან აკანკალებულმა მითხრა მან.
- უი, გამაფრთხილე თუ დამემუქრე ?
- დაგემუქრე ფისო და იცოდე, მე სიტყვებს არ ვისვრი ტყუილად. - თქვა და თვალი ჩამიკრა. ნელა შებრუნდა და ამაყად გადადგა ნაბიჯი. მე კი მივაძახე.
- ელენიკო, ბიბლიოთეკას სხვა უფრო საინტერესო დანიშნულება აქვს სხვათაშორის. - ვუთხარი და კარავში შევედი.
უაზროდ ნასიამოვნები შევწექი საძილე ტომარაში. უმიზნოდ მეცინებოდა და თვითკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა.
გამარჯობა, მე ვარ თვითკმაყოფილი იდიოტი, რებეკა სხიერელი !
...
ვიღვიძებ და ვიზმორები. საათს ვუყურებ და 4:16. სიცივეა, მაგრამ მაინც ვძვრები ტომრიდან და თბილ მოსასხამს ვიგდებ მხრებზე. არავის ღვიძავს. მხოლოდ სიჩუმეა გამეფებული... მწერებმაც კი დაიძინეს და არ არღვევენ ამ დიად ჟღერადობას, რომელიც სულში მწვდება. არარსებულ სულში...
კოცონს მარტივად ვაღვივებ და წითელ ალს თვალს ვუშტერებ. ხის ტოტების რიტმული ტკაცა-ტკუცი აუცილებელ მელოდიად მესახება ამ დუმილში. არ ვიცი, რას ნიშნავს აუცილებელი, მაგრამ თითქოს ვხვდები, რომ სიჩუმესთან მარტო დარჩენა კარგი იდეა ნამდვილად არაა. ვხვდები, რომ შესაძლოა ის იყოს შენი მეგობარი გარკვეული ხნის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ დაგღრღნის და ფიქრებს მისცემს საშუალებას ბოლომდე დაგფლითონ. მე კი... მე კი ეს ბოლომდე გამანადგურებს, სასუნთქს გადამიკეტავს და გრძნობებისგან დაღლილ გულს არ მისცემს სისხლის გადატუმბვის საშუალებას, შედეგად კი ვენებში სისხლი დამიშრება და ვეღარ ვიცოცხლებ... მე კი ჯერ არ დამისრულებია, ეს თამაში არ დამისრულებია. ჯანდაბა, მე მას დავასრულებ !
- აქ რას აკეთებ ? - მესმის რეზის ძილისგან დაბოხებული ხმა.
- არაკაცებთან საქმეს არ ვიჭერ. - მოკლედ მოვუჭერი მე და გავაგრძელე ცეცხლის ენების ცქერა.
- კარგი რა, რებე... – „საწყლად“ თქვა რეზიმ და ზურგიდან მომეხვია. გველნაკბენივით შევკრთი, წამოვხტი და ხელი ვკარი.
- ნუ მეხები ! - შევუღრინე მე.
- ვოუ, მშვიდად, მშვიდად. რა დაგემართა ? - გულწრფელად გაოცდა იგი.
- შემეშვი ჩანადირო !
- სასაცილოა. - სერიოზული გაუხდა მას სახე და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია.
- სასაცილო ხარ. - ვუთხარი და უმისამართოდ გადავდგი ნაბიჯი.
- კითხვები დაგიგროვდა არა ? - მკითხა მან და მე ადგილს მივეყინე.
- არც კი ვოცნებობ, რომ რამე მითხრა. - მწარედ გამეცინა და გვერდულად გავხედე. ახლოს იდგა ჩემთან. არ მეხებოდა, მაგრამ მისი სხეული ბუნებრივ სიმხურვალეს უხვად გასცემდა, რაც ჩემზეც აისახებოდა. როგორ ? სასტიკად მაბნევდა, მაგრამ ახლა ? ახლა დაბნევა არ შეიძლება, ახლა შეტევაზე გადმოვედი და თითოეული ჩემი ნაბიჯი შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს ჩემთვის.
- ჭკვიანი ხარ რებე, მაგრამ ამავდროულად საყვარლად სულელიც. - ამოიხვნეშა რეზიმ.
- თავი დამანებე რევაზ.
- რა იქნებოდა სხვა ვითარებაში რომ შევხვედროდით ერთმანეთს ? რა იქნებოდა... - ჩაფიქრებულად თქვა და ნაფაზი დაარტყა.
- რას გულისხმობ ? - არ მესიამოვნა მისი ეს ფრაზა.
- არაფერს რებეკა. აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს... - ო, როგორი სიმწარე იგრძნობოდა მის ნათქვამში.
- რას არ აქვს აზრი, რეზი ? - მოვლბი. არ შეიძლება !
- ლურჯდები. კარგია, რომ ლურჯდები. - თქვა, სიგარეტი ჩააქრო და ჩქარი ნაბიჯებით გამეცალა. რა იყო ეს ?
კიდევ დიდი ხანი ვიდექი გაშტერებული და მხოლოდ რეზის ფრაზაზე ვფიქრობდი. რას არ აქვს აზრი ? ან რა ვითარებას გულისხმობს ? რა უნდა მას ჩემგან ? რას მერჩის ? რატომ ? რატომ ? რატომ მტანჯავენ ეს წყეული კითხვები... ყველა ჯოხი ჩემზე რატომ ტყდება ?!
ყველა ადამიანი ასე ფიქრობს. ფიქრობს, რომ ყველაზე უბედურია ამ ქვეყანაზე. თუ თქვენ იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებით, რომელნიც ამგვარი ფიქრებით არ იტანჯებიან, მინდა მოგილოცოთ ! თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით ამქვეყნად. ტანჯულის როლი ადამიანებს ძალიან მოსწონთ და რაც არ უნდა უარყოფდნენ ამას, ეს მდგომარეობა მათ მაზოხისტურ სიამოვნებად ესახებათ. მოსწონთ ტანჯვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ზოგს წარმოდგენა არ აქვს რა ძალა აქვთ მათ ფიქრებს და მოტივაციას. ნეგატიური ფიქრები გაავადებენ, პოზიტიური გკურნავენ. არ მისცეთ უფლება ნეგატივს შეიპყროს არამარტო თქვენი გონება, არამედ სული და სხეულიც კი !
ამ ფიქრებით გაბრუებული მზის პირველ, გულის შემათრთოლებელ სხივებს ვამჩნევ. ულამაზესი სანახაობაა აისი მთაში ! პირველად შენ ეგებები ამ დიად მანათობელს. პირველად შენ ეხები ამ მომაჯადოებელ, არამიწიერ სხივებს და პირველად შენ გათბობენ ისინი. მხოლოდ შენ ! მხოლოდ მე...
ნელ-ნელა იღვიძებენ კურსელები. რამდენიმე იყო ფსიქოლოგიის ფაკულტეტიდან და რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ. დამაინტერესა და მივაყურადე.
- ის ფაქტი, რომ თანამედროვე ბავშვების უმეტესობა დამოკიდებულია სმარტფონებზე და კომპიუტერებზე - ეს გვაძლევს ფიქრის უფლებას, რომ ახლო მომავალში ფსიქოლოგები საჭირონი და აუცილებლნი გახდებიან ბავშვისთვის?
- სოც ქსელი ანგრევს ბავშვის ფსიქიკას ნელა და შეუმჩნევლად, რაც შემდგომ ნარკოდამოკიდებულებაზე უფრო მკვეთრ პრობლემას წარმოშობს. "უვნებელი" საკონტაქტო საშუალება ქმნის ილუზიას, ილუზიაში ცხოვრებას როცა ეჩვევი მოზარდობიდანვე, შემდეგ გიჭირს რეალურ ცხოვრებასთან პირისპირ დადგომა, პრობლემები და წნევა, რითაც აწვება ცხოვრება, მათ გასტეხს, რაც ფაქტია ფატალურ შედეგს გამოიწვევს. რეალობის წნეხისგან გაქცევა იქნება ერთადერთი მიზანი ასეთი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მას არ გამოუვა და მივდივართ სუიციდამდე.
- თითქმის ყველა მშობელი, უმეტესად კი მოუმწიფებელი წყვილი შვილს აჩვევს ვირტუალურ სამყაროს. შედეგად ნაკლებად მოძრავი და კონტაქტური პიროვნება ყალიბდება. მე დილეტანტი ვარ, შედეგად ჩემი ეს აზრი ვარაუდია და თავად როგორ ფიქრობთ? როგორ აისახება ეს იმ ბავშვებზე, რომლებიც 2 წლიდან ხდებიან მიჯაჭვული ტექნოლოგიებზე.
- კატასტროფულად აისახება. მათ რეალურ ურთიერთობაზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ მოზარდებისგან განსხვავებით, ეს კი ორჯერ უფრო მწვავე პრობლემას ქმნის. ემოციურად და ფაქტობრივად ფიზიკურადაც კი ისინი ვითარდებიან სოც ქსელში, ილუზიაში, რაც უკვე ამახინჯებს ფსიქიკას, ფსიქიკის საფუძველიც კი ირყევა და მახინჯდება ამ დროს. გადაგვარება ხდება, რის შეცვლაც როგორც მოგეხსენებათ ძალიან რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი. თუმცა შეუძლებელი არაფერიაო ამბობენ, მინდა მჯეროდეს.
უნდა ვაღიარო ვეთანხმებოდი მეორე მოსაუბრეს. სოც ქსელი აშტერებს !
მოვშორდი ფსიქოლოგებს და ჩემს კურსელებთან მივედი. იქ დეპრესიაზე საუბრობდნენ, რა ჯანდაბაა ?
- ზოგადად როგორ ვლინდება დეპრესია ? - იკითხა ერთმა სათვალიანმა გოგონამ. საშუალო სიმაღლის, სავსე მკერდით და ტუჩებით. მომწვანო-მოყავისფრო თვალები ჰქონდა.
- არსებობს როგორც შინაგანი ასევე გარეგანი გამოვლინება. - პასუხობს ერთი.
- ანუ ? - აშკარად დაიბნა იგი.
- მარგარიტა, გარეგანი გამოვლინება როცა აქვს. ანუ ადამიანი ავლენს იმას, რომ დეპრესიაშია. არსებობს შინაგანი, რომელსაც გამოვლინება აქვს ფარული. ადამიანი ამ დროს ვერც კი ხვდება, რომ დეპრესიაშია და ამას უარყოფს. შინაგანთან ბრძოლა ბევრად უფრო ძნელია გამომდინარე იქედან, რომ შესაძლოა თავს დროზე ვერ შეამჩნიო და "გაგიჯდეს". ძალიან სუსტად ვლინდება გარემოში შინაგანი დეპრესია, მხოლოდ დაკვირვებული თვალი შეამჩნევს დეპრესიის ნიშნებს. იმიტომ, რომ ადამიანი ამ დროს თავისუფლად იქცევა, აღენიშნება მხოლოდ გონებრივი დატვირთვა, გარეგნულად კი ვერ განვსაზღვრავთ რამდენად დატვირთულია მისი გონება და შინაგანი სამყარო. საჭიროა ზუსტი კითხვების დასმა, დეტალური დაკვირვება და ანალიზი.
- რა ფერის არიან დეპრესიული ადამიანები ? - ვიკითხე მე.
- რა ფერის ? - არ ელოდა კითხვას გოგო.
- ჰო, რა ფერის ?
- არ ვიცი...
- ზღვისფერი. - ამბობს მარგარიტა.
- ზღვისფერი...
- ზღვისფერი ჰომ ლურჯის გრადირებული ფერია ? - იკითხა სამხატვროდან ერთმა.
- ანუ ლურჯი ? - დაჟინებით ვკითხულობდი მე.
- ნაცრისფერში გარდამავალი ლურჯი. - გამოთქვა ერთმა ვარაუდი.
- რატომ შავში არა ? - გამოეპასუხა მეორე.
- იმიტომ რომ შავი ბნელია, დეპრესიულები იტანჯებიან და ბნელი აზრები იშვიათად აწუხებთ.
- შავში გარდამავალი ლურჯი როგორი ადამიანები არიან ?
- სასოწარკვეთილი. - წარმოთქვა ვაჩემ და გვერდი ამიარა.
გამეღიმა, შემდეგ გამეცინა, შემდეგ ისტერიკული ხარხარი ავტეხე. ღმერთო როგორ მსიამოვნებდა, რომ ვხედავდი მათ ფერებს. ისინი იყვნენ ზუსტად ნაცრისფერში გარდამავალი ლურჯები. ისინი იყვნენ შავში გარდამავალი ლურჯები. მხოლოდ მარგარიტა იყო ზღვისფერი. ვინ არის მარგარიტა ? წარმოდგენაც არ მაქვს.
...
სასტუმროსკენ დავიძარით და როგორც კი მივაღწიეთ სტუდენტებმა დაიწყეს მზადება წვეულებისთვის. არ მინდოდა ჩავრთულიყავი, ამიტომ სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად. ყველასთვის მოვამზადე და მათ მოსახმობად დარბაზში გავედი. ჩემი ჭიქა ფანჯრის რაფაზე ჩამოვდე, რომ გამომეკვეთა. რადგან უაზროდ ტკბილი იყო. ვგიჟდები ტკბილ ყავაზე !
მალე უზარმაზარ სამზარეულოში ნემსის ჩავარდნის ადგილიც კი არ იყო. მე კი მოვკალათდი ჩემს ყავასთან ერთად.მოხერხებულად დავსკუპდი და ჩავფიქრდი... კვლავ ჩავიძირე ჩემი ცხოვრების აურაცხელი რაოდენობის კითხვათა ოკეანეში, რომელშიც ვერა და ვერ ვისწავლე ცურვა...
ელენე შორიახლოს იდგა და დაჟინებით მიცქერდა, მე კი შევხედე, გავუღიმე და ყავა მშვიდად მოვსვი.
ჯანდაბა ! მარილიანია. ძლივს შევიკავე თავი იქვე რომ არ ამრეოდა გული. მივხვდი, რომ ელენეს ხრიკები იყო. ძალიან ბინძურად თამაშობდა, მე კი სულაც არ მსურდა ამ ბინძურ თამაშში ჩაბმა. მაკვირდებოდა და ჩემს რეაქციას მოუთმენლად ელოდა. პირის ირგვლივი კუნთები მზად იყვნენ ფართოდ და დამმცინავად გაეღიმათ ჩემთვის, მაგრამ ნურას უკაცრავად.
მშვიდად, რეაგირების გარეშე წამოვდექი და ელენეს ჩატეხილ ტუჩის კუთხეს შევეგებე. მის წინ დავდექი და ყავა მოვსვი. ენა ტუჩებზე გადავისვი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. მას კი სახე მომენტალურად მოეღრუბლა. თეძოს რიტმული რხევით გავეცალე სამზარეულოს. შევამჩნიე როგორ იღიმოდა რეზი, მე კი მასზე ფიქრი საერთოდ არ მსურდა.
საპირფარეშოში გავედი და ყავა გადავღვარე, გულიც ამერია, თავი საშინლად მიბჟუოდა და ძლივს მოვსულიერდი. გულში ვწყევლიდი საკუთარ თავს უყურადღებობის გამო.
მხარზე შეხება ვიგრძენი და უცებ შევბრუნდი. მარგარიტა შემრჩა ხელში. საყვედურნარევი მზერა შევაგებე და შევამჩნიე როგორ გაფითრდა.
- უკაცრავად. - შეშინებული და ძალიან ნაზი ხმით წარმოთქვა მან.
- გისმენ. - მივუგე მე და ონკანისკენ დავიხარე. წყალი სახეში შევისხი და მივაჩერდი მის მომწვანო-მოყავისფერებს.
- ფერები...
- ფერები ?
- რა ფერისაა რეზი ? - შეიშმუშნა იგი.
- კონიაკისფერი. - წამიერად მივუგე და ენაზე ვიკბინე. ამ ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ინფორმაცია გავეცი საკუთარ თავზე. კვლავ დაუფიქრებელი ნაბიჯი ჩემი მხრიდან.
- კარგად იცნობ ? - გაეღიმა მარგოს.
- საერთოდ არ ვიცნობ. - ნერვიულად მოვისვი შუბლზე ხელი.
- მდინარეში...
- რა მდინარეში ? - შევცბი უცებ.
- დავინახე. - თქვა და თავი ჩაქინდრა.
- მარგო მე... - ავღელდი.
- არავის ვეტყვი. - თქვა და ამომხედა.
- გ-გმადლობ. - ძალიან უცნაური აურა ჰქონდა მას.
- შენ ლურჯდები. - თქვა მან.
- შენ ზღვისფერი ხარ.
- ეგ კარგია ? - იკითხა ინტერესით.
- არაფერი კონკრეტული არ არსებობს... კარგი, ცუდი. ბედნიერება, უბედურება. სიყვარული, სიძულვილი.ინტერესი, უინტერესოობა. სიცოცხლე, სიკვდილი.
არსებობა... ყველას საკუთარი აღქმა აქვს. ორ ადამიანს შორის შესაძლოა იმდენად დიდი ნაპრალი იყოს, რომ რაც ერთს ანიჭებს ბედნიერებას მეორე სრულ უბედურებამდე მიიყვანოს და რაც ერთისთვის გაღმერთების საგანია, მეორემ მთელი გულით შეიძულოს. ცოცხალი ადამიანიც სინამდვილეში შესაძლოა სხვისი თვალთახედვით ცოცხალი არ იყოს. ყოველ შემთხვევაში ისმის კითხვა. რას ნიშნავს ? რას ნიშნავს სიცოცხლე, სიკვდილი, ინტერესი, არსებობა, ბედნიერება, სიყვარული, სიძულვილი ? რას ნიშნავს ? ჩემთვის სხვაა, შენთვის სხვა... საზოგადო კონკრეტიკა აბსურდია. საზოგადო სტანდარტები ამაზრზენი. თითოეული ჩვენთაგანი თავისებურად უნიკალურია. უნიკალურობა შობს სუბიექტივიზმს. ობიექტურობა არ არსებობს. ღმერთიც კი არ არის ბოლომდე ობიექტური. უპს... ისმის კითხვა, რას ნიშნავს ღმერთი ? - შევიჭერი ფილოსოფიაში. საკუთარი თავისგანაც გამიკვირდა ეს მსჯელობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომეწონა. თითქოს ფრთები შევასხი საკუთარ ფიქრებს.
- ღმერთი ისაა, ვინც გიყვარს.
- ჰოო ?
- გიყვარს ?
- ვინ ?
- ის. - მომიგო მან და თვალებით ჩემი ჭამა დაიწყო.
- არ ვიცი მარგო, გეფიცები, უკვე არაფერი არ ვიცი. - ვთქვი და გამეღიმა.
- შენ შეძლებ რებე. შენ ლურჯდები ! - თქვა და გავიდა. მე კი დამტოვა ასე გალურჯებული ? ჰო, ჰო... გალურჯებული. მარგარიტა უბრალოდ ადამიანი იყო, რომელიც აკვირდებოდა ყველაფერს. მან გაიგონა გალურჯება, გაიგონა და ყველაზე მოსახერხებელ მომენტში შემაგება მე ეს სიტყვა. მიყვარს ადამიანები, რომელთა შეუძლიათ ზუსტი სიტყვები ზუსტ დროს გამოიყენონ. ძალიან მიყვარს. მაგრამ რას ნიშნავს თავად ცნება „გალურჯება“ ?
რა მემართება ?
...
ეს ღამე ძალიან მშფოთვარე ძილში გავატარე. რეზის და მარგოს ნათქვამი გონებიდან არ ამომდიოდა.
რა იქნებოდა ?
ლურჯდები.
ღმერთი ისაა, ვინც გიყვარს.
ზღვისფერი.
კონიაკისფერი.
დილით ძალიან დაღლილმა გავიღვიძე, ძალიან. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ყავის დალევის სურვილიც კი გამქრალიყო ჩემში. ეჰ მერი, როგორ მჭირდები ახლა. ჩემო მერი...
ისევ მომეძალა ფიქრები იმ სცენაზე.... მერი და რეზი. რა უნდა აკავშირებდეს ამ ორს ? არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, გონება ამერია და ტვინი უარს აცხადებს ინფორმაციის აღქმაზე.
ავდექი და შევატყვე, რომ ძალიან ადრე იყო. დილის შვიდის ნახევარი. რომელ კურსელს ეღვიძებოდა ასე დილაადრიან ? მართალი ხარ, არც ერთს.
მძიმედ წამოვდექი და აივნისკენ გავემართე. გადავხედე თუ არა ალექსანდრე ჭავჭავაძე გამახსენდა.
გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ
ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი,
თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.
მართლაც მსგავსი სულისშემძვრელი ხედი გაიშალა ჩემ თვალწინ. ულამაზესი ტბა, რომელიც იტევდა ძალიან ბევრს. იმ დამშრალ ტბას მაგონებდა, რომელიც ჩემში დაშრა და ძალიან, ძალიან სურს, რომ აღდგეს. თუმცა რაღაც ძლიერი უწევს დაუძლეველ წინააღმდეგობას. ეს რაღაც კი თავად მე ვარ, ასე მგონია.
ქვემოთ ვიხედები და ტბასთან ახლოს პატარა ბაღს ვამჩნევ. ხეხილის ბაღია, სადაც ძალიან ბევრი, სხვადასხვა ჯიშის და სილამაზის ხილი ხარობს. უეცრად საოცრად ძლიერმა სურვილმა შემიპყრო ჩავსულიყავი და მათი არომატით ახლოდან დავმტკბარიყავი.
ჩავდივარ და როგორც კი ბალახს ვეხები მინდება მთელი სხეულით შევიგრძნო იგი. ვწვები... მოლაჟვარდისფრო ცას ვუმზერ და ასე მგონია, თითქოს შემიძლია მასაც კი შევწვდე. საოცარ თავისუფლებას ვგრძნობ მანამ, სანამ შორიახლოდან რეზის ხმა არ მესმის. მომენტალურად ვდგები და მისი ხმის მიმართულებით ვიღებ გეზს. რატომ ? არ ვიცი...
ტბის პირას დგას და ტელეფონზე საუბრობს. აღელვებულია, ხმაზე ვატყობ, თუმცა სახეზე არაფერი ეტყობა. ფეხებს მასთან ახლოს თავისით მივყავარ და ნებისმიერი ჩემი წინააღმდეგობის მცდელობა კრახით სრულდება. ჩემკენ ზურგით დგას და მეც ბუმბერაზ ხეს ვეფარები, რომ ვერ დამინახოს. შავი მაისური აცვია, ასევე შავ შარვალთან შეხამებული და ჩემდა გასაკვირად ფეხშშველია. წარმოდგენაც არ მაქვს რატომ, მაგრამ სასტიკად მესექსუალურება ფეხშიშველი რეზი ჩანადირი. ღმერთო, ახლა ვინმე რომ მისმენდეს, მაგრად დამცინებს !
მისი ღრმა ამოხვნეშა მესმის და პასუხი ტელეფონზე.
- მალე, მალე დასრულდება ყველაფერი, გპირდები... აუცილებლად კარგად იქნები, აუცილებლად ! - თქვა და გათიშა. გვერდულად შემობრუნდა და მის ლოყაზე ჩამოსული ეული, ბრჭყვიალა ცრემლი შევამჩნიე. თვალები გამიფართოვდა და პირი ოდნავ შევაღე. მასაც შესძლებია ემოციების გამოხატვა... მასაც სტკივა...
არ იმსჯელოთ ადამიანზე მისი გარეგნული ქცევების მიხედვით, შესაძლოა ის შიგნით ბევრად მეტს მალავს, ვიდრე ამბობს.
მინდოდა მივსულიყავი მასთან, მინდოდა მენუგეშებინა, მაგრამ გახევებული ვიდექი და განძრევა არ შემეძლო. რეზი ბალახზე დაჯდა და ხეს მიეყრდნო. რამდენიმე წუთი უშტერებდა თვალს ცის საოცრად გალურჯებულ ზედაპირს, რომელიც მას ატყვევებდა და ტუჩებს აცმაცუნებდა. ბოლოს სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. თავბრუ მის მაგიერ მე დამეხვა და ხეს მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი.
- გამოდი, გხედავ. - თქვა და დენდარტყმულივით შევკრთი. ნელი ნაბიჯით გამოვედი და მის გვერდით დავჯექი. - რამდენი ხანია, რაც აქ ხარ ? - მკითხა და გააბოლა.
- რამდენიმე წუთია. - ვუთხარი და შევხედე. თეთრი გარსი ჩასისხლიანებოდა და კონიაკისფერები საოცრად ჩამუქებოდა. გული დამიჭკნა, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ.
- თვალთვალს არ მოეშვები, ჰო ? - მისი ხმა საშინლად ნაღვლიანი მეჩვენა.
- მე... - თავი ჩავქინდრე და ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში ხორხი.
- ეჰ, რებე, რებე. არასწორ დროს და არასწორ ადგილას დაბადებულო რებე. - კიდევ უფრო ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- რას გულისხმობ ? - ვეკითხები მე და თვალს მოვარდნილ ცუნამს ვეღარ ვაკავებ.
- არაფერს რებეკა. - თქვა და წამოდგა. - უბრალოდ მე გავები. მწარედ გავები. - სიმწრით ჩაეცინა. - ახლა კი ვფართხალებ. - და წავიდა. ამაფორიაქა, ამატირა და წავიდა.
რა ხდება ახსნის ვინმე ?
...
სტუდენტები დაიფანტნენ. ზოგი სად, ზოგი სად. დაიყვნენ ჯგუფებად და მათთვის საინტერესო საქმიანობას შეუდგნენ. არ მესმის თუ ერთად მოდიხართ ასე რატომ უნდა დაიყვეთ... თუმცა მე ვისზე რას ვამბობ. მარტო ყოფნა მინდა ახლა.
გავდივარ გარეთ და ტყისკენ ვიღებ გეზს. წარმოდგენაც არ მაქვს საით მივდივარ. თითქოს მსურს გავექცე ყველა პრობლემას, რომელით ერთიანად დამემხო თავზე და აამოძრავა ჩემი რუტინა. რა იქნებოდა რომ არ მომხდარიყო ეს ყოველივე ? ამ შემთხვევაში ჩემი ცოცხალ-მკვდარი მდგომარეობა არ მანაღვლებდა და არ შემაწუხებდა... ცოცხალ-მკვდარი...
მე ვაღიარებ, რომ ჩემი წინანდელი ცხოვრება იყო ცოცხალ-მკვდარი მდგომარეობა ?
სასო წარმეკვეთა. რაში დავხარჯე ჩემი ცხოვრების 20 წელიწადი. რაში ? მაგრამ რაც ახლა ხდება ? ეს ცხოვრებაა ? არაფერი მესმის...
ამ ფიქრებში გართულმა მივაღწიე ულამაზეს ჩანჩქერს, რომელიც ძალიან დიდი სიმაღლიდან ვარდებოდა და ასევე ულამაზეს ცისატყელას ქმნიდა. მონუსხული ვიდექი და ვუყურებდი ამ სანახაობას. ჩიტების მელოდიური ჟღურტული არაჩვეულებრივ დუეტს ქმნიდა წყლის ვარდნის რიტმულ ხმასთან ერთად.
უეცრად ძალიან მომინდა ამ ჩანჩქერში ჩავძირულიყავი. ძალიან სწრაფად გავიხადე ყველაფერი და დედიშობილა შევედი წყალში. ყინულივით ცივი იყო, მე კი ფიქრებისგან სულ ავხურებულიყავი... საოცარი კონტრასტი შეიქმნა ტემპერატურებს შორის, რამაც ორთქლის წარმოქმნა განაპირობა. გამეცინა და უფრო ღრმად შევედი წყალში. წყალმა ყველაფერი დამავიწყა რამდენიმე წუთით. თითოეული ფიქრი ჩამომირეცხა და თითოეული შებღალული გრძნობა გაწმინდა ჩემში. საოცარი უნარი აქვს წყლის სტიქიას... განუგეშებს ისე, რომ არაფერს გეტყვის. უხმოდ ესმის შენი და დუმილიც კი მისთვის ყველაფრის მთქმელია. ხშირად მივმართავ მას დახმარებისთვის.
ჩანჩქერიდან წყალი დგაფუნით ეშვება ძირს და პირდაპირ ჩემ სახეზე ჰპოვებს ფორმირებას. უცნაურად მტკივნეული გრძნობაა, მაგრამ ეს კიდევ უფრო ღრმად მკარგავს და მაძლევს საშუალებას არ ვიფიქრო. უფრო სწორად კი, ვიფიქრო არაფერზე. არა-ფერი. ყველა-ფერი... ყრუ ტკივილი რჩება. ყრუ, მაგრამ მაინც სულისშემძვრელი...
როგორც კი გული ვიჯერე წყლიდან ამოსვლა დავაპირე, მაგრამ...
ჯანდაბა !
სადაა ჩემი ტანსაცმელი ?! მიმოვიხედე და ხის უკან დამალული ქერა თმა დავლანდე და ძალიან, ძალიან გრძელი ვარდისფრად შეფერილი ფრჩხილები. ელენე ? ნუთუ ელენეა ? შემომხედა, თვალი ჩამიკრა და მომენტალურად გაუჩინარდა. ჩემს ყვირილსაც აზრი აღარ ჰქონდა, რომ დაებრუნებინა ტანსაცმელი. ახლა რა ვქნა ?
ვიყინები, ძალიან ცივა. მეც დიდის ამბით მომინდა გაზაფხულის დასაწყისში ბანაობა. უჩუმრად ვიპარები ხისკენ და ვეფარები მას. ასე ვინმემ რომ დამინახოს დავიღუპე ! ტელეფონიც შარვალში დამრჩა... ან ვის დავურეკავდი ? რეზის ? ვაჩეს ? მეორე ვარიანტი უფრო მაწყობდა, მაგრამ... რა ვქნა ? რა ?
იქნებ ხე-ტყით ვიარო და სასტუმროსთან არსებულ ტბასთან გამოვიდე ? არ ვიცი... მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს.
ტყით მივიკვლევ გზას, სრულიად შიშველი და არაადამიანურად ვკანკალებ. ძალიან მცივა და კბილს კბილზე ვაცემინებ. ხახუნის ძალა არ მშველის და მეც სირბილზე გადავდივარ, რათა კუნთების შეკუმშვამ მაინც მიშველოს. გავრბივარ და ყველა მცენარე, რომალსაც ვედები მწარედ მკაწრავს. ბოლოს ვეღარ ვუძლებ და ერთიანად ახურებული ვჩერდები და სიმწრისგან ვხავი. მთელი სხეული დამეკაწრა და დამესუსხა. იქვე მდინარეს ვხედავ და შევდივარ, რათა ჭრილობები განვბანო და ინფექცია არ ავიკიდო. მდინარის წყალი ძალიან სუფთაა, გამჭვირვალე, რამაც წყლისგან დაინფექცირების რისკი შეამცირა. ამოვედი წყლიდან და კვლავ ტყეში შევედი. მდინარის ნაპირს რომ გავყოლოდი ვიღაც აუცილებლად დამინახავდა ეს კი, ეს კი, უხ ელენე !
ძლივსძლივობით მივიკვლევ გზას და ვხვდები, რომ ჩემი ორგანიზმი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზეა. მეტი აღარ შეუძლია, მაგრამ ახლა გათიშვა არ შეიძლება. ასე რომ ვინმემ მნახოს... ალბათ გავგიჟდები.
შორიახლოდან ნაბიჯების ხმა მესმის და ვიტრუნები. ხეს ვეფარები და ლამის ვლოცულობ, რომ არ დამინახონ. პირდაპირ ჩემ წინ ჩაიარა და ვაჰ ! რატომ მაინცდამაინც ის ? რატომ რეზი ? ღმერთო, რატომ ჩანადირი ?
მთელი სხეულით ვეკრობი ხეს და ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო, მაგრამ პირდაპირ გვერდით იყურება და მის კონიაკისფერებს ვეჩეხები. მისი მზერა ჩემს სხეულზე ქვემოთ ჩადის და მე სახე მომენტალურად მიხდება ბროწეულისფერი. ხელებს ელვის სისწრაფით ვიფარებ ტანზე და თვალებს ვხუჭავ.
რეზის ისტერიკული სიცილი უტყდება და მიწაზე გორავს.
- ყველაფერს ველოდი რებეკა შენგან, მაგრამ შუა ტყეში შიშვლად ტანტალი არ მეგონა შენი სტილი. - ძლივსძლივობით გავარჩიე მისი ნათქვამი სიცილს შორის.
- მოკეტე კრეტინო ! -შებუბღვირე და ხეს მეორე მხრიდან ამოვეფარე.
- ვახ ჩემი ! ჩემი ყურადღების მიქცევა გინდოდა რებე ? - მკითხა სიცილით. - მხოლოდ მე კიარა, მთელი ტყე შენ გიყურებს. - ჩაბჟირდა რეზი. მე კი სახე ამელეწა და ძლივს შევიკავე თავი, რომ ხელები არ მომეშორებინა სხეულიდან და არ გამერტყა მისთვის, ამ დაცინვის გამო.
- მაგას ჯობია დამეხმარო, ცხოველო !
- ცხოველს თხოვ დახმარებას ამხელა არისტოკრატი ქალი ? რომელიც ტყეში შიშვლად ყოფით ამჟღავნებს არისტოკრატულ ბუნებას ? - აგრძელებდა სიცილს ჩანადირი.
- გეყოფა ! გეყოფა ! გე-ყო-ფა ! - ვყვირი მე და თავს ვიქნევ. სველი თმები მათრახივით მერტყმება კისერზე და წითლად მიტოვებს ზოლებს. რეზი სწრაფად წამოდგა და ჩემთან ახლოს მოვიდა. ჩემ წინ დადგა და სახე სახესთან ძალიან ახლოს მომიტანა. მისი ცხვირი თითქმის ეხებოდა ჩემსას და მისი ცხელი სუნთქვა აკანკალებულ სხეულზე მეფინებოდა და ჟრუანტელს მგვრიდა.
- თორემ რა ? - იკითხა მან და მთელი სხეულით მომეკრო. ხელები ხეს მიადო და ჩემი თავი მათ შორის მოექცა. წამოვიწიე, მაგრამ მისი ბუმბერაზი ტანი განძრევის საშუალებასაც კი არ მაძლევდა. ღრმად ვსუნთქავდი და თვალს ვერ ვუსწორებდი. მზერა მისი მხრებისკენს მექცეოდა, რომელნიც სასტიკად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. - შემომხედე რებე. - თქვა მან დაბოხებული ხმით. ცერა და საჩვენებელი თითით შეეხო ჩემ ნიკაპს და თავი ამაწევინა. ჩემი კისრის და მხრების არე სრულიად დაუცველი იყო, რაც მე მაფრთხობდა. რეზიმ თვალი თვალში გამიყარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. - თორემ რა ? - კანკალი გამიძლიერდა, თუმცა სიცივემ უკან დაიხია. მისი სხეულის სიმხურვალე აზრებს მიფანტავდა და გულს მიჩქარებდა. გაათმაგებული სისწრაფით აჩქებდა ჩემ ვენებში ალისფერი, თბილი სითხე.
- თორემ... - ამოვიხავლე მე.
- თორემ ? - ირონიულად იკითხა მან.
- თორემ... - ვთქვი და თავი ჩავქინდრე. - არაფ... - სიტყვა შუა გზაში გამიწყდა, როცა რეზის ტუჩების შეხება ვიგრძენი კისერზე. მისი დიდრონი ტუჩები ძლიერი მარწუხივით შემოჰხვეოდნენ ჩემი კისრის ძარღვს და ვამპირივით ცდილობდნენ გამოეწოვათ მთელ ჩემს ორგანიზმში არსებული თბილი სისხლი. ერთიანად ავხურდი. ძალიან დამცხა და სახეზე ცეცხლი მომეკიდა. ძალიან მოვითენთე და რეზის დავეყრდენი. მთელი ჩემი სხეულის სიმძიმე მას დააწვა. კიდურები მომიდუნდა. უკვე აღარ ვცდილობდი დამეფარა ის, რის დაფარვისთვისაც ასე გამალებით ვიბრძოდი. ხელები ინსტინქტურად ავწიე და მხრებზე დავაწყე. მთელი დარჩენილი ძალით მოვუჭირე, რეზიმ კი მარცხენა ხელი ჩამკიდა ჩემ მარცხენაზე და მარჯვენა წელზე შემომხვია. თავისუფალი ხელი თმებში შევუცურე და ფერება დავუწყე. ის კი აგრძელებდა ტუჩებით ჩემი კისრისა და მხრების გამოკვლევას.
- არამიწიერი სურნელი გაქვს რებე... - ჩურჩულებდა ვნებამორეული ხმით და მე ვგრძნობდი მის შინაგან კანკალს, რომელიც გახშირებული სუნთქვის სახით სამუდამო დაღს მადებდა ლავიწის ძვლებზე, რომელიც მძირავდა იმ არარსებულ ოკეანეში, რომელსაც ერქვა რეზი და რებე. - გთხოვ... - ჩუმად ამოვიკვნესე მე. ის კი ოდნავ შეყოვნდა. თვალი გამისწორა და სახე უფრო ახლოს მოიტანა. კიდევ უფრო ახლოს იწევდა... თავისი ტუჩები ჩემსას შეახო და გაიტრუნა. რამდენიმე წამი ასე ვიყავით, შემდეგ კი მომშორდა და ზურგი მაქცია. ვერაფერს ვეღარ ვხდებოდი. მსიამოვნებდა... ჰო, მე მსიამოვნებდა მოღალატის, მატყუარას, ფარისეველის შეხება... მსიამოვნებდა და არ უარვყოფდი ამ შეგრძნებას. ტუჩები მიხურდა, ტუჩები მის კოცნას ითხოვდნენ, ტუჩებს სტრუქტურა დაერღვათ, როგორც კი რეზი მათ მოშორდა. გული მეთუთქებოდა და ვერ გამეგო რატომ... სული მეგლიჯებოდა და ვერ გამეგო, რატომ ?!
რეზიმ ქურთუკი გაიხადა და გამომიწოდა ისე, რომ არ შემოუხედავს ჩემკენ. - ჩაიცვი.... - მხოლოდ მისი ჩახრინწული ჩურჩული გავიგონე. უხმოდ გამოვართვი და მხრებზე მოვიგდე. თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა მისი ქურთუკი. ხელებს სულ მიფარავდა და რეზის დამარეტიანებელი სურნელი ასდიოდა. ამან კიდევ უფრო შემშალა და გამახევა ადგილზე. - წავიდეთ... - მოუთმენლად თქვა რეზიმ. ხელი ჩამკიდა და ლამის წამათრია. გამეცინა და მორჩილად წავყევი. უკან მივყვებოდი და ვუმზერდი მის დაკუნთულ მხრებს, რომელთა რელიეფი საოცრად მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.
...
როგორც კი შევედით სასტუმროში ათასი თვალი და ათასი ყური ჩვენკენ იქნა მომართული. არც გამკვირვებია, მაგრამ აუტანელი უხერხულობა მაინც ვიგრძენი. თუმცა როგორც კი ელენეს ჩავუარე და მისი ბრაზისგან გაწითლებული და დამრგვალებული სახე შევნიშნე უაღრესად ნასიამოვნები დავრჩი, გამეღიმა და მხრებში გავიმართე. რეზის მადლობა გადავუხადე და ჩემი ნომრისკენ დავიძარი, მაგრამ ელენემ არ დამაცადა. მკლავში ჩამაფრინდა და უხეშად მომაბრუნა.
- მე შენ რა გაგაფრთხილე შე ძუ*კნა ? - გააფთრებული იყო, მე კი ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი რეზის ქურთუკის, მისი არაამქვეყნიური არომატის გადამკიდე.
- უკაცრავად ? მე მივიღე შენი გაფრთხი... მოიცა, მუქარა ? - ვთქვი და ცალი წარბი ავწიე.
- ჩემს კაცს შეეშვი შე ბ*ზო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ !
- უი, ანუ მაშინ ჯერ კიდევ აგებდი, როცა ტანსაცმელი დამიმალე ? - ვიკითხე მე. ამასობაში კი ჩვენ ირგვლივ ხალხი შეიკრიბა. დიდი ინტერესით გვისმენდნენ და გვათვალიერებდნენ.
- რა სისულელეს ჩმახავ ? - გაგულისდა ელენე.
- საკუთარ მოქმედებას ვინც სისულელეს უწოდებს, ის თვითონაა სულელი, ძვირფასო. - ირონიულად გადავუკარი სიტყვა.
- მე არაფერი მსგავსი არაფერი ჩამიდენია. - გაეცინა ელენეს და ხელები გადააჯვარედინა. ისე იქცეოდა, თითქოს ალიბი ჰქონოდეს. მაგრამ რებე რის რებე იქნებოდა, ეს ალიბი რომ არ გაეტეხა ?
- ჰო არა ? - ვკითხე მე და ეს კითხვა მაქსიმალური ცინიზმით გავჟღინთე. შევამჩნიე როგორ გადაუვიდა ელენეს ფერები სახეზე და კმაყოფილების გრძნობამ მომიცვა. ნელი ნაბიჯით წავედი იქეთკენ, სადაც იდო ელენეს დიდი ჩანთა. აუჩქარებლად გავხსენი და ჩემი ტანსაცმელი დინჯად გადმოვალაგე. მის წინ დავდექი და ნაზად ვუთხარი. - გმადლობ, რომ ტანსაცმელი დამიბრუნე, ელენიკო. - გავუღიმე და რეზის ქურთუკში უფრო კომფორტულად მოვთავსდი. ხალხი ჩვენ ირგვლივ ახმაურდა და მე კვლავ დავინახე ბრაზისკან აკანკალებული და გაწითლებული ელენეს სახე, რომელმა უთქმელად დატოვა სასტუმროს შენობა. მას კი მისი გოგონები გაყვნენ, რომელთაც ამრეზით შემომხედეს. მე კი მათ ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ხელი დავუქნიე. იქვე მდგარი რეზი შევამჩნიე, რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა და მე მიყურებდა. ვერ ვხვდებოდი, ან რა წესი იყო ეს ღიმილი, მას ჰომ უნდა შერცხვენოდა შეყვარებულის გამო ? ან თუ ეს არ ადარდებდა, საერთოდ რა უნდოდა ამ გოგოსთან ? ერთხელ შევუბღვირე თვალებით და თეძოს რიტმული რხევით გავწიე ნომრისაკენ.
...
როგორც კი კარი ჩავკეტე ეგრევე ლოგინზე დავენარცხე და თითოეული დეტალი გავიხსენე ჩემი და რეზის შეხვედრიდან. ახლაც კი იმდენად ცხადად ვგრძნობდი მის ტუჩებს კისერზე, რომ სულისშემძვრელი ვნებით გაჟღენთილ, რეალობაში არ არსებულ, იდეალური ილუზიის მქმნელ ნისლში ვიძირებოდი. ნისლში, რომელიც მაიძულებდა შევჩერებულიყავი იმ ბილიკზე, იმ ბუნებაში, იმ ხესთან, სადაც ვნებივრობდი ვნებააშლილ რეზისთან ერთად. ეს ფიქრები, ეს ოცნებები და ილუზიები მე მტანჯავდა, მაგრამ უაღრეს სიამოვნებას მანიჭებდა, რაც ერთდროულად უკიდურესად მანცვიფრებდა და მანაღვლიანებდა. ბედნიერების მწვერვალზე ავყავდი და მაიძულებდა ყველაძე მძაფრი უბედურების კლდეზე დიდი სისწრაფით დავნარცხებულიყავი. დიდრონი ტუჩები ძველებურადვე მიხურდა და მისი მხრების შემშლელ რელიეფს ჩემი ხელები ჯერ კიდევ გრძნობდნენ.
არ მინდოდა მისი ქურთუკის გახდა. ქურთუკის, რომელიც თავით ფეხებამდე გაჟღენთილი იყო რეზის დამატყვევებელი არომატით, მაგრამ არ შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ ამდენად მსიამოვნებდა იგი. ამიტომ სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან. ჩემი ტანსაცმელი სწრაფადვე ჩავიცვი და რეზის ქურთუკს ხელი დავავლე. კართან მივედი და ეს ეს იყო სახელურს დავწვდი, რომ შევჩერდი. შევყოვნდი და არომატულ ქსოვილის ნაჭერს დავაკვირდი. შემდეგ სახესთან ახლოს მივიტანე გაუბედავად და რაც შემეძლო ღრმად შევისუნთქე. სურნელით გაბრუებულმა გულში ჩავიკარი და რამდენიმე წუთი ასე, გაუნძრევლად ვიდექი.
უეცრად სახელური კაკუნის გარეშე ჩამოიწია და ზღურბლზე მარგო დავინახე. გველნაკბენივით შევკრთი, მაგრამ როგორც კი მივხვდი ვინ იყო მომენტალურად დავმშვიდდი.
- ქურთუკს ეხუტები ? - წარბაწევით მკითხა.
- მე, მე... - ენა დამება და თავი ჩავქინდრე. სახე ამელეწა და ვერ ვპასუხობდი. მრცხვენოდა, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ რატომ ? იმიტომ, რომ მსიამოვნებდა იმ კაცი სურნელი, რომელიც ეკუთვნოდა სხვას, რომელიც იყო სხვისი...
- სიცხე გაქვს ? - მკითხა მარგომ და შუბლზე ხელი მომადო. - ჯანდაბა, რებეკა, მართლა სიცხე გაქვს. - თქვა მარგომ და ხელები გადააჯვარედინა. მეც მივიდე ხელი შუბლზე და... მარგარიტა მართალი იყო... - ჩაწექი. - მბრძანებლური ტონით მითხრა მან. მე კი გაბუტულმა ვუპასუხე.
- ქურთუკს ჩავიტან და ჩავწვები. - ავბუზღუნდი.
- სწრაფად, სწრაფად. - თქვა მარგომ და კარში გამაგდო.
ნელი ნაბიჯით გავუყევი დერეფანს და რეზის ნომერთან შევჩერდი. კარზე დავაკაკუნე და დაველოდე. დრო გადიოდა, რეზი კი კარს არ აღებდა. ამიტომ გადავწყვიტე შემემოწმებინა იყო თუ არა კარი ღია. სახელურს დავწვდი და კარი მარტივად გაიღო... ძალიან გამიკვირდა, თუმცა მაინც შევედი. ქურთუკის სურნელი ბოლოჯერ შევისუნთქე და საწოლზე ფრთხილად დავდე, თითქოს ჩვილი ბავშვი ყოფილიყოს. ოთახს თვალი მოვავლე და არეულობაზე გამეცინა.
ეს ეს იყო გასვლას ვაპირებდი, რომ უეცრად აბაზანიდან ხმა მომესმა. დავფრთხი, თუმცა არ გავნძრეულვარ. ცოტა შევიცადე და აბაზანის კარიც გაიღო... იქედან კი სრულიად შიშველი რეზი ჩანადირი გამოვიდა. გული შემიქანდა, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ რამდენიმე საათის წინ მეც მსგავს სიტუაციაში ვიყავი ისტერიკული სიცილი ამიტყდა. ამაზე კი თავად რეზი დაფრთხა და ხელებით თავისი ღირსება დაფარა. მე კი ვიცინოდი, ვიცინოდი ძალიან გემრიელად, ლამის ცრემლებამდე.
- აქ რას აკეთებ ? - შემომიბღვირა.
- კუთვნილი ნივთი დაგიბრუნე. - ძლივს მოვითქვი სული, რომ მეპასუხა. თითით კი ქურთუკზე ვანიშნე.
- გმადლობ რებეკა. ახლა კი ტანსაცმელი მომაწოდე და გადი აქედან. - დინჯად თქვა რეზიმ.
- თორემ რა ? - მისივე იარაღით შევუტიე მე.
- თორემ... - დაიწყო მან.
- თორემ ? - გამოვაჯავრე მე.
- თორემ ეს... - თქვა და ხელები მოიშორა. უნებურად თვალები ქვევითკენ გამექცა და პირი ოდნავ შევაღე. მთელი შიგნეულობა ჩამეწვა და ფეთქვა დაწყო. ტაომ დამაყარა და მოზრდილი, აუხსნელი სურვილით გაჟღენთილი ნერწყვი ყელში გადავაგორე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე, მაგრამ რეზის ჩაცინების ხმამ გამომაფხიზლა. სახე მომენტალურად გამიხდა ალისფერი და რეზის გამწარებული მზერა ვესროლე. ის კი ირონიულად იღიმოდა და კარადისკენ დაიძრა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა. საცვლები ამოიღო და ჰაეროვნად მოიგდო თეძოზე. - სანახაობა დასრულდა, სადაა თქვენი აპლოდისმენტები, მადამ ? - იკითხა მან და ცინიზმმა სახე აიხია.
- ცხოველი ხარ ჩანადირო ! ნადირი ხარ მართლა ! უსირცხვილო ! ნამუსგარეცხილი ! - ვკიოდი მე სახეალეწილი.
- და ამას შენ მეუბნები ? - გადაიხარხარა მან. - იქ, ტყეში რომ სტრიპტიზი მოაწყე ლამის ? რებეკა ნუ მაცინებ ! - თქვა და ჩაბჟირდა. მე კი იქვე მდგარ ლარნაკს დავწვი და მისი მიმართულებით ვისროლე. სანამ მსხვრევის ხმას გავიგონებდი, მანამ გამოვაღწიე მისი ნომრიდან და გზად მომწვდა მისი უმისამართო გინება.
მე კი ნანახი თავიდან არ ამომდიოდა.
...
ჩემი ნომრისკენ დავიძარი, სადაც მელოდა მარგო. შევაბიჯე თუ არა ჟასმინის ჩაის სურნელმა გამაბრუა. ლამის ფრთები გამომეზარდა და სურნელს გავყევი.
- დაუბრუნე ? - იკითხა მარგომ მე კი მის ხელში მყოფ ჭიქაში კინაღამ ცხვირი ჩავყე. მან დროზე გასწია ჭურჭელი და მომაშორა.
- დავაბრუნე... - ვთქვი და რამდენიმე წუთის წინანდელის გახსენებაზე სახე ბროწეულისფერი გამიხდა. ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე. პირდაღებული შევცქეროდი ამ, ამ, ამ ნადირს !
- რამ აგაწითლა ? - მკითხა მარგომ და თვალი თვალში გამიყარა, თან ჩაის ურევდა ცალი ხელით.
- მე, მე... რავიცი, სიცხე მაქვს ! - ავბლუკუნდი მე და ლოგინში შევძვერი. საბანი ბოლომდე გადავიფარე.
- რა ნახე ასეთი ? - მკითხა მარგარიტამ და ლოგინზე ჩამოჯდა. მე გორგალივით დავიხვიე და ჩავიფრუტუნე.
- არაფერი.
- რეზიმ რამე გითხრა ? - თავი ლოგინში გავაქანე აქეთ-იქეთ. - გაჩვენა ? - დაეჭვებული ხმით იკითხა მარგომ. მე კი წამოვხტი და ხმამაღლა ვუთხარი.
- არა, რა უნდა ეჩვენებინა ? საიდან მოიტანე ? არაფერი უჩვენებია ! - ვქოშინებდი და მარგო ინტერესიანი მზერით მბურღავდა.
- ჰმ ! - დაიწყო მან. - დიდია ? - მკითხა მან, მე კი არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი.
- ჰ-ჰო... - მძიმედ გადავაგორე უზარმაზარი ნერწყვი საყლაპავ მილში და ღრმად ჩავისუნთქე.
- ძალიან ? - აგრძელებდა ჩემს წამებას მარგო.
- მარგო, გეყოფა ! - შევევედრე მე. მან კი ჩაი გამომიწოდა.
- დალიე, მოგიხდება ! - მეც გამოვართვი და მოვსვი. ძალიან გემრიელი იყო, მთელი სხეული გამითბა და სასიამოვნო ჟრუანტელმა მომიცვა. - და მაინც, ძალიან ? - იკითხა მარგომ, მე კი ჩაი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
- მარგო ! - თვალები დავუბრიალე მე. ის კი გაიბუსხა და ზურგი მაქცია. მე ლოგინში შევწექი და ბალიშში ჩავრგე თავი. მოგუდული ხმით ვუპასუხე. - ძალიან ! - მარგოს კმაყოფილების ღიმილი გავიგონე და მომეტალურად გავითიშე.
...
დილით კვლავ ჟასმინის არომატი მაღვიძებს და საწოლიდან ვიწევი. მთელი სხეული ძალიან მტკივა. თითოეული მოძრაობა მტანჯველ მოქმედებად მექცა. კვლავ მარგარიტას ვხედავ ჟასმინის ჩაით ხელში, რომელიც ცალი ხელით ურევს მას. ძალიან მაინტერესებს საიდან იცის, რომ უზომოდ ტკბილი მიყვარს ყველაფერი... გადავწყვიტე მეკითხა.
- მარგო...
- ჰო ?
- საიდან იცი, რომ ასეთი ტკბილი მიყვარს ?
- მაშინ ელენემ რომ ყავაში მარილი ჩაგიყარა. სანამ ჩაგიყრიდა გაკვირდებოდი და შევამჩნიე, რომ ოთხ-ნახევარ კოვზს ყრიდი. - მიპასუხა მან და ჩაი გამომიწოდა. ძალიან შემრცხვა, რომ მას უწევდა ჩემზე ზრუნვა და ძალიან მომწონდა ის, რომ მარგო ყველაფერს აკვირდებოდა.
- და რატომ არ მითხარი, რომ ჩაყარა ? - წარბი შევჭმუხნე მე.
- არ ვიცი... - თავი ჩაქინდრა მარგომ. მე კი ჩავფიქრდი...
უეცრად გამახსენდა, რომ ვაჩე 24 საათზე მეტია, რაც არ მენახა, ამიტომ მარგოს ვკითხე.
- ვაჩე ?
- რა ვაჩე ?
- ვაჩე არ გინახავს ?
- როგორც კი ჩანჩქერზე წახვედი, მაშინვე წავიდა და უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. მხოლოდ ამ დილით მოვკარი თვალი ტბასთან იჯდა და ეწეოდა. - მითხრა მარგომ, მე კი შევფიქრიანდი. უკვე ყველაფერში შემქონდა ეჭვი.
რეზი რომ შემთხვევით არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში ეს ფაქტია, მაგრამ ვაჩე ? მასაც აქვს რაიმე მიზანი ? თუ არა, მაშინ რა უნდა ჩემნაირ გოგოსთან თავად ვაჩე რამიშვილს ? მთელ უნივერსიტეტში ცნობილს და საკმაოდ მდიდარ ადამიანს ? ვერაფერს ვხვდები. ღრმად ამოვიხვნეშე და ჩაცლილი ჩაის ჭიქა კომოდზე დავდე.
- ამდენი ფიქრით გონებას ნუ იღლი. შენ ჰომ შერლოკი არ ხარ. - მითხრა მარგომ.
- რას გულისხმობ ?
- ღამე ბოდავდი.
- რას ? - შევცბი მე.
- აკო, რენა, თავშესაფარი, რეზი, ვაჩე, მერი... არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მარგარიტამ. - მალე დასრულდება ყველაფერი, აუცილებლად კარგად იქნები... არ ვიცი ვის ეუბნებოდი ამას, მაგრამ აშკარად გადარდებდა.
- ეგ ფრაზა...
- ჰმ ?
- ა ? არაფერი, დაივიწყე. - ვთქვი მე და შევფიქრიანდი. ეს ფრაზა თქვა რეზიმ, მაშინ, ტელეფონზე საუბრისას. ნეტა ვის ეუბნებოდა?
...
წამოსვლის დრო დადგა და მეც შვებით ამოვისუნთქე. როგორც იქნა დავბრუნდებოდი სახლში, სადაც თავს არც ისე უსაფრთხოდ ვგრძნობდი, მაგრამ იმაში შემეძლო დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ არც ყვითელთვალება მგელი შემჭამდა, არც ყინულივით ცივ და ადიდებულ მდინარეში გადავვარდებოდი და არც ელენე მოიპარავდა ჩემს ტანსაცმელს ბანაობის შემდეგ.
მანქანაში რომ ჩავჯექი, თვალებით ვაჩეს ძებნა დავიწყე, მაგრამ ამაოდ. ის სხვაგან იყო... გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მთელი გზა ვუსმენდი რაღაც სულელურ სიმღერას, სინამდვილეში კი ვიყავი სადღაც შორს... ძალიან შორს. სადაც ვიყავი ბედნიერი და სადაც ისეთი გაურკვევლობა არ სუფევდა, როგორც აქ და ახლა.
უეცრად გავაცნობიერე, რომ ბარმენი მომენატრა, ძალიან მომენატრა... მომენატრა მთვარის სონატა და მომენატრა წვიმის ვალსი.... მომენატრა კარნეგის ფრაზები, მომენატრა ალექსანდრეს ღიმილი და თვალთან რამდენიმე შარმიანი ნაოჭი. მომენატრა ის მყუდრო ატმოსფერო, რომელიც ძალიან მამშიდებდა და გულს მიფურჩქნიდა.
...
როგორც იქნა გადავედი მანქანიდან და ქალაქის ჰაერი ჩავისუნთქე. ცოცხალი ბუნების შემდეგ საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ სახლისკენ უაზროდ მიმეჩქარებოდა, თან ლექციაც მქონდა ცოტა მოგვიანებით, ამიტომ უნდა მომესწრო. შევაბიჯე თუ არა სახლში, ეგრევე მეცა რკინის სუნი. ძალიან მკვეთრი და გულისამრევი. სამზარეულოში გავედი და ვერ ვიპოვე სუნის წყარო, მთელი სახლი მოვიარე, შემდეგ კი საძინებელში გავედი და კივილი აღმომხდა. სარკეზე მსხვილი ასოებით დაწერილი სიტყვები მანათებდნენ...
„ჩვენ შენ გიპოვეთ“.
ვინ მიპოვა ? მრავლობითში ? გული შემიქანდა და სარკესთან ახლოს მივედი. რკინის მყრალი სურნელი აქედან იფრქვეოდა... მომენტალურად გავაანალიზე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო... სისხლი ? ვისი სისხლი ? აქ ? ჩემს ბინაში ? მაშინ, როცა მე სახლში არ ვყოფილვარ....
სიმწრის კივილი აღმომხდა და სახლიდან კისრისტეხით გავვარდი. მეშინოდა, თითქოს ვიღაც მომდევდა და ჩემი დაჭერა უნდოდა. თითქოს ამ ვიღაცას გამოსდიოდა კიდეც. რამდენჯერმე ფეხი ფეხს წამოვკარი და კინაღამ დავეცი... ლიტ. კაფისკენ ავიღე გეზი სასწრაფოდ. კარი გამოვგლიჯე, შევვარდი და როგორც კი ბარმენი დავინახე წამიერად გავვარდი მისკენ. მთელი ძალით მოვეხვიე და საპასუხოდ მივიღე იგივე. ძალიან მესიამოვნა და სულში სითბო ჩამეღვარა. შინაურულად ვიგრძენი თავი... თითქოს მამას ვუმზერდი და მისი ძლიერი ხელები მეხვეოდნენ, რომელთაც ყველაფრისგან შეეძლოთ დავეცავი.
- მიშველეთ, ბატონო ალექსანდრე. - შევევედრე მას.
- რა ხდება ? - შეცბა იგი.
- ჩემთან სახლში... სამი დღეა ბანაკში ვარ და რომ დავბრუნდი საძინებლის სარკეზე დამხვდა ეს.... - ვუთხარი და ფოტო გავუწოდე, სადაც მკვეთრად ჩანდა ფრაზა.
- ანუ სახლში დაბრუნება ძალიან საშიშია რებე. - თქვა შეფიქრიანებულმა ბარმენმა. - დღეს რომელიმე მეგობართან ხომ არ დარჩებოდი ? - მკითხა მან. მე კი შევიშმუშნე და ვუპასუხე.
- ეგეთი მეგობრები არ მყავს, ბატონო ალექსანდრე.
- მაშინ ჩემთან წამოდი. - მითხრა მან, მე კი საწყლად ავხედე და ვუთხარი.
- ასე ვერ შეგაწუხებთ.
- რა შეწუხებაა ჩემო გოგო, შვილივით მიგიღებ. - თქვა ალექსანდრემ და ხელი მომხვია, მეც მივეხუტე მას და გავიტრუნე. მშობლიური სითბო არავისგან მეგრძნო მაშინ... ახლა კი ნამდვილად მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა. რადგან ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. მე მჭიდებოდა განცდა, რომ ჩემზე ზრუნავდა ვიღაც, ვიღაც ვისაც ვუყვარდი... მე კი შევამჩნიე, რომ ბატონმა ალექსანდრემ მოახერხა ჩემი შეყვარება ასეთ მცირე დროში. მეც მამასავით მიყვარდა იგი.
- ახლა ლექცია მაქვს და ცოტა შემაგვიანდება. ასე დაახლოებით ექვსი, შვიდისკენ შემოგირბენთ. - ვთქვი და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე.
- მიდი შვილო, მიდი. მე აქ ვიქნები და დაგელოდები. - მითხრა და ჩვეული ღიმილით გამიღიმა. ძალიან მიყვარდა მისი ღიმილი, ძალიან მომწონდა ღიმილიანი ბარმენი და ძალიან მინდოდა სულ გაღიმებული მენახა. მაშინდელმა მისმა ცრემლმა და შავებში ჩაცმულმა უცნობმა გული მომიკლა...
...
ლექციაზე შევედი და უზარმაზარი აუდიტორია შევათვალიერე. ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო, მაგრამ მცირე განსხვავებით. არც რეზი ჩანდა, არც ვაჩე. ამიტომ იმდენადვე აფორიაქებული ვიყავი მათი გაუჩინარების გამო, რამდენადაც მშვიდი. საკმაოდ საინტერესო თემა იყო გასავლელი. ფიბრომიალგია...
როგორც გავიგე ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელსაც მთელი სხეულის კუნთების ტკივილი ახასიათებს. ტკივილს თან ახლავს სისუსტე, ძილის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგიის დროს გაძლიერებულია ტკივილის შეგრძნება, რაც თავის ტვინში ტკივილის სიგნალების აღქმის დარღვევასთან არის დაკავშირებული. დაავადების სიმპტომები ზოგჯერ თავს იჩენს ფიზიკური ტრავმის, ოპერაციული ჩარევის, ინფექციური დაავადების ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ.
უეცრად თავი ამ დიაგნოზით წარმოვიდგინე და ტანში გამცრა... რაოდენ საშინელი შეგრძნებაა მთელი სხეულის აუტანელი ტკივილი, რომლის განკურნებაც უკიდურესად რთულია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული ამ დიაგნოზდასმული ადამიანის განკურნებისა.
ამავე დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების ნიშნები თანდათან ძლიერდება რაიმე თვალსაჩინო ფაქტორის ზემოქმედების გარეშე. ცნობილია, რომ ფიბრომიალგია უფრო ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. მრავალ პაციენტს ფიბრომიალგიასთან ერთად აწუხებს დაძაბულობის თავის ტკივილი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შფოთვა ან დეპრესია.
როგორც კი ლექცია დამთავრდა ლექტორმა მიხმო თავისთან და მთხოვა, რომ ვინც დღეს არ ესწრებოდა ლექციას, იმათთვის გადამეცა დღევანდელი დღის მატერიალები... მეც უარი ვერ ვუთხარი და წავედი...
უარის თქმა ძალიან მიჭირს, ძალიან...
რამდენიმე ადგილას უნდა შემევლო. სამი სტუდენტი არ ესწრებოდა დღეს ლექცია. ერთი გოგო და ორი ბიჭი. გოგოსთან შევიარე და მალე მოვრჩი, აი ვაჩეს და რეზის სახლები პრობლემა აღმოჩნდა. რეზის არა, ვაჩესი. წარმოდგენაც არ მქონდა სად ცხოვრობდა, არც არავის ჰქონდა, რომ გავიკითხე... რევაზ ჩანადირის სახლს კი მარტივად მივაგენი.
ეს ეს იყო კარზე უნდა დამეკაკუნებინა, რომ ღრენის ხმა მომესმა. ჩემ გვერდით იდგა კავკასიური ნაგაზი, რომელიც ლამის ჩემი სიმაღლე იყო, კბილები დაეკრიჭა და მიღრენდა. ყელში ნერწყვი ძლივს გადავაგორე და ადგილს მივეყინე. დასაკაკუნებლად გამზადებული ხელი ჰაერში გამიშეშდა. ძაღლს კისერზე ჰქონდა გულის ფორმის ვერცხლისფერი ყელსაბამი, რომელზეც დიდი ასოებით იყო ამოტვიფრული სახელი „ბაქსი“.
- ჰეეი, ბაქს... მე და შენ ჰომ მეგობრები ვართ. - აკანკალებული ხმით ვთქვი და მეორე ნერწყვი გადავუშვი საყლაპავში. ძაღლმა ჩემდა გასაკვირად როგორც კი საკუთარი სახელი გაიგონა მომენტალურად შეცვალა გამომეტყველება და მომელაქუცა. მე გაოგნებული ვაშტერდებოდი მას და ვერ გამეგო რა ხდებოდა... მაგრამ მეც მოვეფერე და საკუთარ მეგობრად დავიგულე საყვარელი ბაქსი, რომელიც თავიდან სულაც არ იყო საყვარელი.
კარზე თამამად დავაკაკუნე და კარი გამიღო მაღალმა ქერა, კონიაკისფერთვალება ქალმა, რომელში მომენტალურად ამოვიცანი რეზის დედა. საოცარი მსგავსება იყო მათ შორის.
- გამარჯობა. - მივესალმე მას. ქალმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, არაფერი უპასუხია ისე შევიდა სახლში, მე კი გავვოცდი და მას გავყევი. სავარძელში მძიმედ ჩაჯდა და ტელევიზორის ყურება განაგრძო. - უკაცრავად მე... - დავიწყე დაბნეულმა და ქალბატონი გამყინავი ხმა მომესმა.
- დერეფნის ბოლოს, მარცხნივ. - როგორც მივხვდი რეზის ოთახი უნდა ყოფილიყო. ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით გავედი და რეზის ოთახის კარს ჩავაშტერდი. მასზე დიდი, დიდი ლურჯი ასოებით იყო ამოტვიფრული „რ ე ზ ი კ ო“. გამეღიმა და დავაკაკუნე. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა... ამიტომ სასტუმროს ამბავი გავიხსენე. ჩავიფხუკუნე და თამამად შევაბიჯე რეზის ოთახში. შევდგი თუ არა ნაბიჯი ადგილზე გავხევდი. ქერა, მწვანეთვალება გოგო მომშტერებოდა თავისი ბუმბერაზი, წყლიანი თვალებით და დიდრონ, წითელ ტუჩებს რეზის მსგავსად აცმაცუნებდა. ეტლში იჯდა და რეზის ქურთუკს ათამაშებდა თითებით.
- უკაცრავად.. მე... - ავბლუკუნდი.
- რეზიკოს ოთახია. გინდოდა რამე ? - ძალიან მისუსტებული, ნაზი ხმით მომმართა მან. მე კი თვალებს ვერ ვუჯერებდი. აი თურმე ვის ანუგეშებდა მაშინ ტბასთან რეზი, აი თურმე ვისზე დარდობდა და უკვდებოდა გული...
- ლექციიდან, ლექტორმა მთხოვა, რომ... მასალები მომეტანა. - ვთქვი და ჩანთიდან ამოვიღე ფიბრომიალგიის შესახებ კონსპექტები.
- მაჩვენე... - მთხოვა მან და მეც გავუწოდე. მან გადახედა და გაეღიმა. - აი თურმე, რატომ არ წავიდა რეზიკო დღეს უნიში. - თქვა მან და ცრემლი აუკიაფდა თვალში.
- რატომ ? - დაუფიქრებლად ვკითხე მე და ენაზე ვიკბინე.
- ფიბრომიალგია... ჩემი დიაგნოზია! - თქვა მან და აცრემლებული თვალებით გამიღიმა.
- მე... - შოკირებული ვიყავი და ვერაფერს ვამბობდი.
- ნუ ღელავ... არაფერია. - თქვა მან და კონსპექტები ლოგინზე ისროლა. - შენი სახელი ? - მკითხა ჩუმად. მეც ინსტინქტურად დავუდაბლე ხმას და ვუპასუხე.
- რებე. - მას გაეცინა და მიპასუხა.
- რებე, მე თათა ვარ, რეზის და და სულაც არაა საჭირო შენც ჩუმად ილაპარაკო. - გამეღიმა მე და თავი დავუქნიე. - შენ რეზის შეყვარებული ხარ ? - მკითხა ინტერესით.
- ა-არა. მე და რეზი... მეგობრები ვართ ჰო... ნუ არც მეგობრები გვეთქმის, კურსელები ვართ უბრალოდ. - დავიწყე ლუღლუღი მე და თათა გავაცინე.
- კარგი, კარგი. გასაგებია. - ფხუკუნებდა იგი. მე კი სითბო წვეთ-წვეთობით მეღვრებოდა სულში და მეფერებოდა.
- ეს დიაგნოზი... - მოულოდნელად დავიწყე მე.
- მამის სიკვდილის შემდეგ... - ნაღვლიანად ჩაიცინა თათამ.
- კარგი მე... წავალ მაშინ. - უხერხულად ავიწურე და კარებისკენ დავიძარი.
- არა, მოიცა... მომიყევი რა.. - სახე აუწითლდა მას.
- რა მოგიყვე ?
- რეზიზე... როგორია ის... გარეთ.
- ნადირია, იდიოტი, კრეტინი, უსირცხვილო, ნამუსგარეცხილი ცხოველი ! - ერთად მივაყარე მე და ყურებიდან ლამის ფუტი ამივიდა.
- რატო ე ? - ზუსტად ისე იკითხა თათამ, როგორც რეზის ჩვეოდა.
- რატო ? რატო ? - ავქოთქოთდი მე და სასტუმროს ნომრის ამბავი მოვუყევი თათას. ის კი ბოლო ხმაზე კისკისებდა და მხიარულებდა. საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ. 15 წლის იყო. მამა ავტოავარიაში დაიღუპა. ორი თვე იწვა კომაში და ვერ გადარჩა. ძლიერი სტრესის შემდეგ თათას ფიბრომიალგია, ხოლო დედამისს, ეკატერინეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი დაემართა. თან თურმე ეკა რეზის ყოველთვის მამამისს აარებდა, რაც რეზის ძალიან აღიზიანებდა...
ფსიქოლოგთან ვიზიტი გამახსენდა. დედამისსა და მას შორის უფსკრული იყო.... მე მამაჩემი არ ვარ... ასეთი ფრაზა ისროლა მან მაშინ. ტანში გამცრა და ახლა მივხვდი, რატომ თქვა მან ის...
როცა მოვდიოდი რეზის სახლიდან, ფეხები უკან მრჩებოდა. მინდოდა დავრჩენილიყავი და კიდევ ბევრი მეტიტინა თათასთან ერთად. პატარამ დამაფიცა, რომ ოდესმე კიდევ მივიდოდი მათთან, როცა რეზიც იქვე იქნებოდა და ზუსტად ასე სასიამოვნოდ ვიმუსაიფებდით. მე მას დავპირდი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ ოდესმე მომეცემოდა ამის საშუალება....
...
ლიტ. კაფესკენ ავიღე გეზი და ბარმენს შევხვდი. მან თბილად მიმიღო და როგორც კი მისი სმენა დამთავრდა ფეხით გავუყევით გზას მისი სახლისაკენ. მე მოვუყევი მას თათაზე, მოვუყევი რეზიზე, მოვუყევი ვაჩესა და მარგოზე. აკოზე და რენაზეც კი მოვუყევი. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, გვიან ღამემდე შევყევით საუბარს და მე მასთან ჩახუტებულს ყველაზე ტკბილად და მშვიდად მეძინა მთელი ჩემი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში.
დილით, როცა ავდექი ბარმენი უკვე წასული დამხვდა. სამზარეულოს მაგიდაზე გემრიელი საუზმე იდგა, მასთან ახლოს კი გასაღები ბარათით. ბარათზე ეწერა.
„შვილო, ეს გასაღები შენთან იყოს, როცა მოგესურვება ამოდი, არ მოგერიდოს“.
ძალიან გავთბი ამის წაკითხვისას და სიხარულით, ლამის გავფრინდი ლექციაზე. არც ამჯერად იყვნენ ვაჩე და რეზი. მაგრამ საერთოდ არ მანაღვლებდა ეს ამბავი. გადავწყვიტე, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ბარმენთან დავრჩებოდი, ამისთვის კი ერთო-ორი ხელი ტანსაცმელი მჭირდება, ამიტომ სახლში შევიარე.
...
როგორც კი სახელურს დავწვდი და კარი შევაღე, ადგილს მივეყინე. ყველაფერი არეულიყო. დალეწილი და გაპარტახებული. სარკეები ჩალეწილი, ჟურნალის მაგიდაც კი დამტვრეულიყო. ვიდექი შუა მისაღებ ოთახში და გული ყელში მებჯინებოდა. ძალიან შემეშინდა. შიშებმა შემომხვიეს საკუთარი საცეცები და გამაქანეს ოკეანის ფსკერისკენ.
აბაზანიდან ყრუ ხმა მომესმა და პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეკივლა, იქვე დივნის გვერდით დავიმალე და გავიტრუნე. ნაბიჯების ხმა მომესმა. მისაღებ ოთახში გამოვიდა ორი შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი. ერთმანეთში საუბრობდნენ ხმამაღლა. თუ არ ვცდები იტალიურად. ვერაფერი გავარჩიე, დივნის უკან შევიყუჟე მაქსიმალურად, მაგრამ ვაი, რომ ჩემი ჩანთის ბოლო აქ ვერ შემოეტია...
ისინი საუბრობდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ არ ვიცი რატომ, მაგრამ აჩოჩქოლდნენ და ჩემი მიმართულებით წამოვიდნენ. ცრემლები წამსკდა უნებურად და ტუჩზე ვიკბინე, რომ ხმა შემეჩერებინა ფილტვებიდან წამოსული. ერთი ნიღბიანი დავლანდე და მის ხელში მყოფმა იარაღმა ძარღვებში სისხლი გამიყინა. მაქსიმალურად მოვიკუნტე და ძაფის გორგალს დავემსგავსე. სუნთქვა შევწყვიტე და ჩემი შიშების გარეთ გამოსვლის საშუალება მოვსპე, მაგრამ...
- ვიპოვე ! - მომესმა ქართული შეძახილი ჩემს ზემოდან და თვალებს ნელა ვწევ ზემოთ და მეორე ნიღბიანი პირდაპირ მე მაშტერდება. ისე მეშინია ხმას ვერ ვიღებ და პირდაპირ ნიღბიანის ღია თაფლისფერებს ვაშტერდები.
კისრის არეში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ, ამის შემდეგ კი ბნელდება..
...
აუტანელი თავის ტკივილი მაღვიძებს და კისრის არეშიც საშინლად მტკივნეულ ფეთქვას ვგრძნობ. თავის სიმძიმემ იმდენად იმატა, რომ მისი წამოწევაც კი ძალიან მიჭირს. ვხვდები, რომ ვარ მიბმული სკამზე. ხელებსა და ფეხებს ვერ ვამოძრავებ და თვალების გახელას არანაირი შედეგი არ მოყვება. უკუნეთი სიბნელეა გამეფებული სადღაც აქ. მე კი ფიქრის გარდა არაფერი დამრჩენია... არც კი ვიცი რა ვიფიქრო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აკოს აქვს კავშირი ამ გატაცებასთან. არ მინდა, არ, მინდა, ჯანდაბა ! არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ... მაგრამ რაღაც მაიძულებს. ინტუიცია ? როდის მერე ენდობი ინტუიციას რებეკა ? როდის შეიცვალე ასე რადიკალურად ? წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო.
ვცდილობ როგორმე ავმოძრავდე მაინც, მაგრამ არ გამომდის. ვერაფერს ვხედავ და წვრილი თოკი სხეულს მისერავს. ნესტის საზიზღარი სუნი დგას. ალბათ მიწისქვეშ ვართ. კედლები კი ბეტონის უნდა იყოს. არც ყვირილს ექნება აზრი. რადგან აქ მომიყვანეს ალბათ ეს ქმედებაც გათვლილი უნდა ჰქონდეთ.
უეცრად ინთება ყვითელი ნათურა და თვალს მჭრის. თვალებს მაგრად ვხუჭავ და სახეს ვჭმუხნი. რამდენიმე წამის განმავლობაში ვცდილობ მივეჩვიო ნათებას, შემდეგ კი ძალიან ნელა ვახელ თვალებს. ვხედავ ამჯერად უკვე სამ ადამიანს. ორი ნიღბიანი და ერთი უნიღბო. სამხედრო შარვალი, კრემისფერი მოკლემკლავიანი მაისური, ყავისფერი ბათინკები. მოკლედ შეჭრილი ქერა თმა. ჩამჯდარი, კუპრივით შავი თვალები. ოდნავ კვადრატის ფორმის სახე, უხეში ნაკვთები და თხელი ტუჩები. კეხიანი ცხვირი და არწივისებრი, გამჭოლი მზერა, რომელიც აცამტვერებს გზად ყველაფერს. ეს კაცი აშკარად ცივსისხლიანი მკვლელი გახლდათ. ცივმა ოფლმა დამასხა, შიშს ჟრუანტელმა დამიარა და თვალის გასწორება მისთვის ვერ გავბედე.
- შემომხედე ! - გაისმა გამყივანი ხმა და შესაბამისად მეც ძარღვებში სისხლი გამეყინა. ინსტინქტურად დავემორჩილე და თვალი თვალში გავუყარე. გაყინული თევზის თვალები ნანახი გაქვთ ? ზუსტად ამგვარი უგრძნობი გამომეტყველება ჰქონდა მას. - იმედია ხვდები, რისთვის მოგიყვანეთ აქ ! - თქვა მან და წამოდგა.
- ვერაფერს ვხვდები. - ჩურჩულით ვთქვი და თავი გავაქნიე.
- აჰ, ესეიგი ვერაფერს ხვდები... კაარგი, შეგახსენებ ! - თქვა და ჩემთან ახლოს მოვიდა. ხელი უხეშად მომკიდა სახეზე და თავი კისრის გატკაცუნებამდე ამიწია. ოდნავ დავიკვნესე და გავუძალიანდი. - ჩვენ ვეძებთ პითონს. შენს ძალიან ახლობელ ადამიანს, რომლის მდებარეობაც შენ უნდა გვითხრა. გასაგებია ? - ცინიკური ტონით მითხრა და ჩემ წინ ჩაიმუხლა.
- არა... - თავი ისევ გავაქნიე მე და თვალებს სისხლი მოასკდა, რომლებიც ცრემლებად გარდაიქცა და შემივსო თვალების ღრმულები.
- კიდევ გავიმეორებ. სად არის პითონი ? - საფეთქელთან ძარღვი დაეჭიმა მას.
- წარმოდგენაც არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ ! - ვედრებით ვუთხარი მე. - გამიშვით ! - ვთქვი თუ არა სახეში გარტყმა ვიგრძენი. სკამიც კი შეტორტმანდა იმდენად ძლიერად გამაწნა სილა ამ ახმახმა. ცრემლები თავისით წამსკდა და თირკმელზედა ჯირკვალმა გაძლიერებულად დაიწყო მოქმედება და ადრენალინმა ყველა ჩემს ორგანომდე მიაღწია. სკამი აპირებდა წაქცევას, რომ მკვლელმა მის ერთ მხარეს ხელი ჩაავლი, ჰაერში ამწია და ძლიერად დამახეთქა იატაკზე. თავბრუ დამეხვა და გულისრევის შეგრძნებამ გონება დამიბინდა. ძალიან მეტკინა, მთელი სხეული მეტკინა. ორგვლივ კი ორი ნიღბიანის სიცილის გარდა არაფერი მესმოდა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა, საშველად მომეხმო, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არაფრისმომცემი ქმედება კიდევ უფრო მატკენდა. ბედს თითქმის შევეგუე. შევეგუე, რომ ვიღაც პითონის გამო, ვისაც არც კი ვიცნობდი, მოვკვდებოდი და ჩემს გვამსაც კი ვერ იპოვიდა. ვერც ვაჩე, ვერც რეზი, ვერც მარგო და ვერც ბარმენი...
- რამდენიმეჯერ განმეორება ჩემი სტილი არაა. ვიცი, რომ შენ ხარ მისი საყვარელი და ვითხოვ პასუხს. სადაა პითონი ? - ბღაოდა ახმახი. მე კი ვითიშებოდი და რამდენჯერაც დავაპირებდი გათიშვას, იმდენჯერვე სახეში მესმებოდა ყინულივით ცივი წყალი და მაფხიზლებდა.
ყოველთვის მაინტერესებდა რას გრძნობდნენ ადამიანები მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნისას და ფიქრებში საკუთარ თავს ვწყევლიდი, რომ მსგავსი რამ ოდესმე დაბადებულა ჩემს გონებაში. მტკიოდა... თითოეული ძვალი აუტანლად მტკიოდა. ჩასუნთქვა მტკიოდა, სილაგაწნილი ლოყა მეწვოდა. ცეცხლმოკიდებული თითოეული ატომი კიოდა ტკივილისგან, მაგრამ ხმა არ გამიღია. ტუჩს გამწარებული ვკბენდი, რომ კვნესა არ აღმომხდომოდა ყელიდან და არ გაეცა ჩემი შინაგანი ქარიშხალი, რომელიც მანგრევდა. ბოლოს ერთი და იგივე კითხვის დასმა ახმახს მოჰბეზრდა. ზედიზედ რამდენიმეჯერ გამარტყა და სკამი ამჯერად წაიქცა, მე კი თავი დავარტყი და გავითიშე....
...
როცა გონს მოვეგე, სხვა საკანში ვიყავი მომწყვდეული. თუ შეიძლება, რომ ამ ადგილს დავარქვა საკანი. ძლივსძლივობით წამოვდექი. თითოეული ჩემი მოქმედება კიდევ ერთი ჩალურჯება იყო სხეულზე, რომელიც გაწამებულიყო მთელი თავისი ცხოვრებით. მიმოვიხედე და ვერაფერი დავინახე, რაც დამეხმარებოდა აქედან გაქცევაში, არც ერთი ბასრი ნატეხი, არ სარკმელი.... მხოლოდ გისოსები. ცივი, ძარღვებში სისხლის გამყინველი გისოსები, რომლებიც შანთივით გიწვავენ თითოეულ მოლეკულას და სამუდამო დაღს ასვამენ შენ ცნობიერებას. ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ციხეში მოხვდება აქედან დალაგებული ვერ გამოვა. არ არა, ვერ გამოვა. ვერ დააღწევს თავს ამ სამუდამო დაღს, რომელსაც გისოსები ასვამენ მათ.
კუთხეში მივბობღდი და მუხლებს ხელები მოვხვიე. მთელი ხმით ავტირდი და სულ არ მაინტერესებდა, რომ ჩემ საყარაულოდ ერთ-ერთი ნიღბიანი დაეტოვებინათ. ლოყები ჩემი არ იყო. არც სხეული მეკუთვნოდა. რას ვაკეთებ მე აქ ? რა მინდა მე, რებე სხიერელს აქ ? ვინ არის პითონი ? რა კავშირი უნდა მქონდეს მე მასთან ? რა საყვარელი ? რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს ? რეზი არ მყოფნიდა ? ვაჩე არ მყოფნიდა ? აკო არ მყოფნიდა ? ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა ! რა დავაშავე ასეთი. სად ხარ რენა, სად ხარ დაო, რატომ დამტოვე, რატომ დამტოვე ჩემო ერთადერთო მზის სხივო ?
- ჰეი ! ნუ ტირი. მაინც არ გიშველის... - მომესმა ნიღბიანის ხმა, რომელიც მადიანად შეექცეოდა საკვებს. ახლაღა გამახსენდა, რომ დიდი ხანია არ მიჭამია... ისიც კი არ ვიცი, რომელი საათია და რამდენი ხანი ვარ აქ.
- შემეშვი ! - სკულუნს შორის წარმოვთქვი ეს სიტყვები.
- თქვი, სად არის პითონი და მშვიდობიანად გაგიშვებთ.
- აზრზე არ ვარ რას ბოდავთ, რა პითონი, რის პითონი ! ჩემგან რა ჯანდაბა გინდათ ?! წამოდგენაც არ მაქვს რას მაბრალებთ. არავის საყვარელი არ ვარ ! - ამოვიხავლე მე.
- გწყურია ?
- ჰაჰ ? - გამიკვირდა მე.
- გწყურია-მეთქი ?
- რას აპირებ ? - დაეჭვებით ვუთხარი მე.
- წყლის მოწოდებას. - თქვა მან და წყლიანი ჭიქა გისოსებს მიღმა მაჩვენა. უეცრად მივხვდი, რომ რეალურად მწყუროდა. თანაც ძალიან. სისხლი გასქელდა და გულს უჭირდა მისი გადატუმბვა.
- მინდა... - ჩავიჩურჩულე მე.
- რაო ? - იკითხა მან.
- მინდა.... გთხოვ. - ვთქვი მე. ის კი წამოდგა და საკანში შემოვიდა. მაღალი იყო. ჩემზე ბევრად მაღალი.
- აიღე. - მითხრა და ჭიქა გამომიწოდა. შევყოყმანდი, მაგრამ ჭიქისკენ გავიწიე. გამოვართვი და როგორც კი ერთი ყლუპი მოვსვი, თითქოს უნდა მეგრძნო შვება, მაგრამ ამის მაგიერ ფეხზე შეხება ვიგრძენი. უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულზე და წყალი სასულეში გადამცდა. საშინელი ხველება ამიტყდა. წყლის ჭიქა გატყდა და სითხე დაიღვარა. ამ ნაბი*ვარმა კი დრო იხელთა და ზემოდან მომექცა. ბოლო ხმაზე ვკიოდი. ესღა მაკლდა... ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის ! მისი ხელები დაძრწოდნენ მთელ ჩემ სხეულზე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. სრული გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, რეზის შემდეგ ეს შეხება იმდენად ამაზრზენი მეჩვენა, იმდენად საზიზღარი და საძულველი, რომ მთელი ძალით ვცდილობდი წინააღმდეგობის გაწევას. გამომდიოდა ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და უფრო მეტ ძალას ვატანდი ჩემს თავს. იმდენი შევძელი, რომ მუცელზე გადმოვბრუნდი და ღია კარისკენ ცოცვა დავიწყე. კივილი არ შეიძლებოდა, კივილი არ შეიძლებოდა, არა, არა ! გაიგონებდნენ და მომესპებოდა საშუალება გავსულიყავი აქედან. ნიღბიანს წიხლი ვკარი კუჭის არეში, ის კი დაიკლაკნა და შემამკო ათასგვარი გინებით. ეს ეს იყო, უნდა ავდმგარიყავი. მაგრამ მუხლებმა მიმტყუნეს. ჯანდაბა ! ორგანიზმა ყველაზე საჭირო მომენტში მიღალატა. ამ დროს კი ნიღბიანი თმებში მწვდა. ბეტონიან იატაკზე თმით მახოხიალა რამდენიმე წუთი. შემდეგ კი სახეში გამარტყა ზედიზედ რამდენჯერმე. მე კი ოდნავ წამოვიკივლე, მაგრამ ეს წამოკივლებაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ადგილას ამტყდარიყო ხმაური. ჩემი კივილი ექოსავით გაისმა მთელ მიწისქვეშეთში. მე ვხედავდი მის აღტკინებულ თვალებს და აღგზნებულ სხეულს. მე ვუძალიანდებოდი მას, ვფხაჭნიდი, ვკაწრავდი, ვუტყამდი, მაგრამ არანაირი შედეგი არ მიმიღია. ბოლო მომენტში ძალა გამომელია და თითქოს დინებას მივენდე. ჰო, მე ბედს შევეგუე. შევეგუე, რომ ვიღაც, სადღაც მაუპატიურებდა. ვიღაც, სადღაც ამის შემდეგ მომკლავდა, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყო პითონი. ვიღაც, სადღაც შელახავდა ჩემს ღირსებას, ჩემ აწ უკვე შელახულ ღირსებას, რომლის ნაფლეთებსაც მთელი ცხოვრება ვინახავდი. მახსენდებოდა.... მახსენდებოდა.... რენა, მისი ღიმილი, მისი საოცარი ღიმილი, ბროლივით კბილები. საოცარი სხეული...
ღამ-ღამობით როგორ მიყვარდა მისი სხეულის მოფერება. მიყვარდა აბაზანაში მასთან ერთად ნებივრობა. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები ვიყავით ის მაინც მჯობდა. ყველაფერში მჯობდა. მისი სხეული, მისი თოვლივით თეთრი სული იყო სრულყოფილი. იდეალური ხასიათის, მუდამ მომღიმარი ადამიანი, რომელიც ასხივებდა პოზიტივს. რომლისთვისაც სრულიად უცხო იყო ნეგატიური დამოკიდებულება. ნეგატიური ემოციაც კი მას არ შეეძლო აღექვა. არ შეეძლო შესძულებოდა ადამიანი, არ შეეძლო შეზიზღებოდა იგი. მე კი მძულდა და მეზიზღებოდა ყველაფერი, ყველა ფერი ჩვენს ირგვლივ. ჩვენი ამგვარი ყოფა მეზიზღებოდა. აღმზრდელები მეზიზღებოდა, რომელნიც არარაობებად გვთვლიდნენ და უმოწყალოდ გვცემდნენ. მე მეზიზღებოდა ის ჰაერიც კი, რომელიც ჩემს რენას ეხებოდა, არათუ ადამიანები. ადამიანები არ არსებობდა ჩემთვის... მხოლოდ აკო. მხოლოდ ის... მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც ბოლოს მიღალატა. რომელმაც ბოლოს მომკლა. ცოცხლად დამმარხა და მაიძულა მაინც მეცოცხლა. რადგან იცოდა, ჯანდაბა! მან იცოდა, იცოდა, რომ მე თვითმკვლელობას ვერ გავბედავდი რაც არ უნდა დიდი სურვილი აკიაფებულიყო ჩემში. არ შემეძლო. არ შემეძლო მეღალატა რენასთვის. ვიცოდი, რომ ჩემ გარდა... ჩემ გარდა მას ვერავინ ვეღარ გაიხსენებდა ამ ცხოვრებაში. არავის გაახსენდებოდა მისი ქათქათა ღიმილი. არავის გაახსენდებოდა მისი თოვლივით თეთრი კანი და ბროწეულისფერი ტუჩები... რადგან ისინი მეკუთვნოდნენ მე. მხოლოდ მე, მხოლოდ მე ვფლობდი მათ და მე არ მივცემდი საკუთარ თავს უფლებას მოვმკვდარიყავი ! მე უნდა მეცოცხლა ! აუცილებლად უნდა მეცოცხლა.
იმ ნაბი*ვარს ნახევრად გაკეთებული საქმე ჩავუშალე. არაადამიანურად ვიბღავლე, გატეხილ წყლის ჭიქას დავწვდი და კისრის არეში ჩავარჭე. სავარაუდოდ საძილე არტერია არ დამიზიანებია, მაგრამ სისხლმა ფანტანივით იფეთქა. მეც მომრწყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენჯერმე კიდევ ჩავარტყი ბასრი ნატეხი და კისრისტეხით გამოვიქეცი საკნიდან. წარმოდგენაც არ მაქვს საიდან დამიბრუნდა ძალა, მაგრამ რენას ხსოვნის გამო მე ყველაფრისთვის ვიყავი მზად. ვიყავი მზად მეცოცხლა ყველაზე საშინელი ცხოვრებით, მაგრამ შემენარჩუნებინა მისი სახელი. მისდამი მოგონებები, მზად ვიყავი რენასთვის მეცოცხლა. მეცოცხლა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეცოცხლა ჩემთან ერთად და მე ამას შევძლებ ! მე ვალდებული ვარ ეს შევძლო. ვალდებული ვარ !
მივრბივარ და წარმოდგენაც არ მაქვს საითკენ მივრბივარ. თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ და ყველა შესაძლო მოსახვევში ვუხვევ. რამდენიმე ადამიანს ვხედავ დერეფნის ბოლოს და სადღაც, პირველივე ხვრელში ვძვრები. საშინელი სიბნელეა, მაგრამ გზას მაინც მივიკვლევ. გაჩერება უდრის სიკვდილს. გაჩერება უდრის სიკვდილს ! მივდივარ, ვეცემი, ვდგები და მაინც მივდივარ. მივდივარ იმდენად სწრაფად რამდენადაც შემიძლია. გული მიწუხს, თვალებს წესიერად ვერ ვახელს. გახეთქილი ტუჩი და დასახიჩრებული სახე ძალიან მტკივა. მაგრამ... ვაღმერთებ ამ ჰორმონს ! ო, ყოვლისშემძლე ადრენალინო მხოლოდ შენით ვმოქმედებ ახლა. ამ ვიწრო და ბნელი დერეფნის ბოლოს მივიწევ და ვხვდები უზარმაზარ დარბაზში, რომელიც უამრავი ნათურითაა განათებული. საშინლად ვქოშინებ და თვალებს ვაცეცებ. თავდაცვის ინსტინქტის გარდა აღარაფერი მიმუშავებს. დარბაზის ბოლოს ვხედავ კიდევ ერთ დერეფანს და იქეთკენ მივიწევ. უფრო ნათელია და ვიმედოვნებ გასასვლელსაც მივაგნებ. დერეფნის ბოლოს რამდენიმე მცენარეს ვხედავ და ლამის ვიკივლო სიხარულისგან. გასასვლელი ვიპოვე ! ო, ღმერთო...
მივდივარ, მივდივარ და ჯანდაბა ! ადრე დამიწყია სიხარული. მთელი ბოტანიკური ბაღია მიწის ქვეშ ! ისტერიკული ტირილი მიტყდება და ნაბიჯის გადადგმაც აღარ შემიძლია. მუხლებზე ვეცემი და ხმამაღლა ვტირი. ვტირი და ვერ ვჩერდები. უეცრად მესმის საუბრის ხმა. კვლავ იტალიურია მგონი, ვერაფერს ვხვდები. საერთოდ ვერაფერს და ტირილს ვუმატებ. აღარ მაინტერესებს, მიპოვონ და მომკლან. აქედან მაინც ვერ გავღწევ. მოულოდნელად ვიღაც პირზე ხელს მაფარებს და მაჩუმებს. მთელი სხეულით მეკვრება და ბუჩქებში მიმათრევს. მთელი დარჩენილი ძალის გამოყენება მჭირდება, რომ მისი ხელი პირიდან მოვიშორო და შევხედო მას. ნიღბიანია. ავფართხალდი, მან კი ჩემი დამშვიდება დაიწყო.
- ჩშშშ... რებეკა, რებე, დამშვიდდი, ჰეი, მე ვარ რებე. - თქვა და ნიღაბი აიწია. თვალები გამიფართოვდა და პირზე ხელი ავიფარე.
- ვაჩე ?!
- აქ, აქ რას აკეთებ ? - თავზარი დამეცა მე და აზრებს ვერ ვალაგებდი. ან რომელი აზრები უნდა დამელაგებინა ?... ვერ წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო ვაჩეს კავშირი ჰქონოდა ამ ხალხთან. მაგრამ ფაქტი იყო, იგი მათ ფორმაში გამოწყობილი, აქ იმყოფებოდა და მამშვიდებდა. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ხმას ვერ ვიღებდი. ისეთი იმედგაცრუება ვიგრძენი, თითქოს ბოლო სუფთა სხივი ჩამიკვდა სადღაც იქ, სულში. თითქოს ვაჩე იყო ერთადერთი ყვითელი წერტილი ჩემი კუპრივით შავი ცხოვრების ფონზე. არ მიყვარდა ყვითელი, მაგრამ… მაგრამ... რატომ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს, რატომ მივდივარ იქეთკენ, სადაც აუცილებლად დავიღუპები, რატომ მივილტვი იმისკენ, რაც დამანგრევს და რისიც ესოდენ სასტიკად მეშინია და მტანჯავს ?
- რებე, რებე ! - მაფხიზლებს სახეში მცირე გარტყმა და მე კვლავ ვაჩეს ვხედავ. მის ღია ყავისფერებს. ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი, რაც შემემთხვა მოხდა ნამდვილად. ვუერთდები რეალობას და სუნთქვა მეკვრის.
- ვინ ხარ ? - ვეკითხები და თვალებში ვუყურებ. ის მზერას მარიდებს და კბილს კბილზე აჭერს. - ვინ ხარ, ვაჩე ? - კითხვას ვუმეორებ და მზერით ვბურღავ,
თანდათან ბრაზი მიტანს და გულისრევის შეგრძნება მეუფლება. მეზიზღება თითოეული ადამიანი, რომელთანაც ოდესმე შეხება მქონია, თითოელი მათგანი ჩემში განგაშს იწვევს და მათში საფრთხეს ვხედავ. მეშინია... სასტიკად მეშინია... ეჭვები მღრღნის. ვინ არიან ისინი რეალურად ? რატომ თამაშობენ ? რატომ თამაშობენ ადამიანები სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ როლებს ? რატომ ატარებენ ამ ამაზრზენ ნიღბებს ? რატომ უნდა ვიყო მე მათი რიგითი ნიღბის მსხვერპლი ? რატომ უნდა სტკიოდეს სხვას თქვენი წყეული ნიღბების გამო ?! მოიხსენით, მოიხსენით ეს წყეული ნიღბები ! სულ მთლად ნუ გასაზიზღრდებით ! ნუ ხარჯავთ დროს ფარისევლობაში და ტყუილში. ნუ ატყუებთ საკუთარ თავს. შეიგრძენით ცხოვრების რეალური სიდიადე, გამოამჟღავნეთ თქვენი „მე“. ნუ გეშინიათ ერთმანეთის. ამაზრზენი საქციელის ძირითადი მიზეზია შიშები. შიში დარჩე მარტო, შიში ვერ გაგიგონ, შიში იყო უარყოფილი... გაიაზრეთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია როგორც უარყოს, ისე მიიღოს ადამიანი და ამაში არაფერია უჩვეულო. თქვენც ისევე ტკენთ სხვებს, როგორც ისინი თქვენ. ეს მუდმივი, უწყვეტი ჯაჭვია, რომელსაც თავს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დააღწევს.
თითქოს გამოუვალი მდგომარეობაა არა ? მაგრამ დაფიქრდით.... დაფიქრდით ! რომ არა ტანჯვა, იქნებოდა თუ არა ცხოვრება საინტერესო ? რომ არა ადამიანების მიერ შექმნილი ბედნიერებისა და უბედურების, დადებითისა და უარყოფითის, ტანჯვისა და ნეტარების ცნებები, იქნებოდა თუ არა ცხოვრება ისეთი, როგორიც ახლაა ? იქნებოდა კი იგი უკეთესი ? არა. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. სინათლე სიბნელის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც სიბნელის არსებობა წარმოუდგენელია სინათლის გარეშე. ტანჯვისა და ნეტარების, ბედნიერებისა და უბედურების ცნებები მიბმულნი არიან ერთმანეთზე. ჩასუნთქვას ყოველთვის თან სდევს ამოსუნთქვა, აღმაფრენას დაცემა. ქმედება უდრის უკუქმედებას !
- მერე ვილაპარაკოთ. - ამბობს იგი და თვალს თვალში მიყრის. - ახლა საკანში უნდა დაბრუნდე, სანამ შეამჩნიეს, რომ გაქრი. - თქვა მან, მე კი თავზარი დამეცა.
- უკან მაბრუნებ ? - აკანკალებული ხმით ვკითხე და თვალის გუგები გამიფართოვდა.
- ახლა ასეა საჭირო, გპირდები, აქედან აუცილებლად გაგიყვან. - თქვა მტკიცედ და ხელი მაჯაში ჩამავლო.
- არ მჯერა. - ამოვიკნავლე მე.
- ჰმ ?
- არ მჯერა !
- არ აქვს მნიშვნელობა, გჯერა შენ თუ არა. ეს ფაქტს არ შეცვლის. - თქვა მან მშვიდად და საკნისკენ გამიძღვა.
...
ვიჯექი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველა ფერზე. არ მსურდა მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე. არ მსურდა მეფიქრა ვაჩეზე. არ მსურდა მეფიქრა ეჭვებზე, რომლებიც მღრღნიდნენ და უმოწყალოდ მგლეჯდნენ დარჩენილი სულის ნაწილებს. წარმოდგენაც არ მქონდა, რა ხდებოდა ჩემს თავს და ერთადერთი, რასაც ვხვდებოდი ის იყო, რომ აუცილებლად უნდა გამერკვია საქმის რეალური არსი. მაგრამ როგორ ? ამ თამაშს მე ვერ ვაკონტროლებდი. არ შემეძლო მოქმედება. მეკითხა ვაჩესთვის ? მიპასუხებდა ? ჰაჰ, სასაცილოა... დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იტყოდა არაფერს. სიტყვასაც არ დაძრავდა. ისიც კი არ ვიცოდი ზუსტად, ნამდვილად ვაჩე რამიშვილი იყო მისი სახელი-გვარი თუ არა.
ჯანდაბა ! ჯანდაბა ! ჯანდაბა !
რა შარში ხარ რებე, რა შარში ხარ...
...
წიკ-წიკ... წიკ-წიკ... წიკ-წიკ...
...
უეცრად საკნის კარი იღება და ზღურბლზე იმ ახმახს ვხედავ. პირში სიგარაგაჩრილს, კედელზე მიყრდნობილს და დამცინავ ღიმილს ამოფარებულს. მაჟრჟოლებს და მახსენდება თითოეული გარტყმა, რომელიც ლოყას მიწვავდა. სხეულის ტკივილი მისი გაყინული თევზის თვალების დანახვისას მიმძაფრდება და ყრუ გმინვა მეპარება რეალობაში. თავის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ მის ყურებამდე გაქაჩულ ღიმილს რომ ვუყურებ ვხვდები, რომ არ გამომდის. მწარედ მეცინება, ეს სიცილი კი ისტერიულ ხარხარში მეზრდება და ძლივს ვსუნთქავ. ნეკნები ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე ხრაშუნობენ. რამდენიმე უეჭველი გატეხილი მაქვს, მაჯის ძვლებიც წვრილი თოკისგან დაზიანებულია. მე კი კვლავ ვადიდებ ადრენალინს. სიცოცხლის ჰორმონია !
- ადექი ! - ისმის მისი ღიმილშეპარული ხმა.
- და რომ არა ? - სასოწარკვეთილი რებეს პასუხი.
- ძალით აგაყენებ, რა პრობლემაა. - ეცინება ახმახს.
- და მაინც, რა გინდათ ?
- მხოლოდ იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც დავსვი. - თქვა მან და ნაფაზი დაარტყა.
- და რომ არ მაქვს ?
- გაქვს.
- ღმერთო, ნეტა მქონდეს. - შევღაღადე ღმერთს და ხელები ცისკენ აღვაპყარი. ის კი ჩემკენ დაიძრა. ჩაიმუხლა ჩემ წინ და თვალი თვალში გამიყარა.
- მშვიდობიანად მეტყვი, სად არის ახლა პითონი და გაგიშვებ. გაწყობს ?
- არ ვიცი ვინ ჩემი *ლეა, ეგ პითონი. - ღიმილით ვეუბნები და თვალს არ ვაცილებ.
- ბატონს ეგრე არ მიმართავენ. - ამოიხვნეშა მან და მკლავში მწვდა.
- მითუმეტეს არც ჩემი ბატონია ეგ ს*რი.
– cама напросилась. - თქვა და გაურკვეველი მიმართულებით, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით წამათრია. დიდხანს მატარა მიხვეულ-მოხვეული დერეფნებით და ბოლოს ერთ-ერთის წინ გაჩერდა, რომელიც სხვებთან შედარებით ძალიან დაზიანებული იყო და არაადამიანური ხმები გამოდიოდა თითოეული საკნიდან. შველას ითხოვდნენ, გაშვებას და ამტკიცებდნენ იმას, რომ არაფერი იცოდნენ, რომ არაფერ შუაში იყვნენ და სიკვდილი ერჩივნათ ამ წამებას. მეტკინა, ძალიან მეტკინა თითოეული ტანჯვანარევი ბგერა ამ ადგილიდან. თითოეული ინფორმაცია მძაგდა, რომელსაც ითხოვდა ეს ხალხი. გული მერეოდა დაწესებულებებზე, რომელნიც ამგვარ ხერხს მიმართავდნენ საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამაზრზენია სიტყვების გამოძალვა, ამაზრზენია ფიზიკური ზეწოლა, ამაზრზენია ფსიქიკის დაზიანება, ამაზრზენია ადამიანის ცოცხლად მოკვლა !
- ასე გინდა მაინც და მაინც ? - ჩემ ყურთან იხრება და მეჩურჩულება.
- რა ჯანდაბა გავაკეთო, რომ დამიჯეროთ ? - ღონემიხდილი ვეკითხები მას. აღარ შემწევს ძალა, რომ მეშინოდეს.
- მოკვდი. - სიცილით მპასუხობს იგი.
- წავიდეთ. - ვეუბნები და ნაბიჯს ვდგამ წინ. ის მკლავში ხელს მიჭერს და თავისკენ მაბრუნებს.
- შენ რა გოგო, მაზოხისტი ხარ ?
- ნეტა ვიყო. - ვეუბნები და გულიანად მეცინება. მაგრამ მაფიქრებს მისი სიტყვები. მაზოხისტი ? არა, არა. მე და მაზოხისტი ? არა...
- ასეთი ერთგულებაც არ შეიძლება. - წარბებს ჭმუხნის იგი. - წადი. - ამბობს ცივად და დერეფნის ბოლოსკენ მიჯიკებს.
ერთ-ერთი საკნის წინ ჩერდება და კარს აღებს. ხელს წინ „ჯენტლმენივით“ იშვერს და დამცინავად მიღიმის. მეც ვეკეკლუცები და წელში გამართული შევდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ნეკნების და ზოგადად სხეულის ტკივილი მაიძულებს, რომ სახე დავმანჭო.
საკანში ბევრი არაფერია. ერთი კარადა, ბუხრის მსგავსი მოწყობილობა, სავარძელი და ჭერიდან ჩამოშვებული თოკი. ახმახი მაჯებში მწვდება და თოკს ხელებზე მახვევს. ახლა ჰაერში ვარ გამოკიდული და წინააღმდეგობას ვერავის გავუწევ. მეღიმება და თვალები ცრემლით მევსება. ჰაჰ ! რებე. ცრემლი ჯერ კიდევ არ გამშრალა ?! რა საინტერესოა...
ჩემთან მოდის და ზედატანს სხეულზევე მახევს. კარგად მაკვირდება მოშიშვლებულ სხეულზე და ცალყბად იღიმის.
- გემოვნებას არ უჩივის როგორც ყოველთვის. - თქვა მან და კარადისკენ დაიძრა.
თვალი გავაყოლე და დავინახე იქედან როგორ გადმოიღო მოზრდილი ყუთი. ჩემ წინ სავარძელში ჩაჯდა და ყუთი ისე გახსნა, რომ მეც დამენახა რა იდო შიგნით. თვალის გუგები გამიაფრთოვდა... ჩემი მაჯის სისქის დაახლოებით ორნახევარი მეტრი სიგრძის მქონე ტყავის მათრახი იდო იქ. სანამ მე მას ვუყურებდი, ახმახი ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა... აკვირდებოდა და იღიმოდა.
- ანუ სიკვდილი ? - დაარღვია მკვლელი დუმილი.
- დიახ. - ვუთხარი მე და თვალის გავუსწორე. სხვა გზა არ მქონდა.
- მაზოხისტკა. - თქვა მან რუსული აქცენტით და წამოდგა. ჯიბიდან შავი ნაჭერი ამოიღო და თვალები ამიკრა. ვერაფერს ვხედავდი. უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა, რომელსაც თან სდევდა სულისშემძვრელი დუმილი, მას კი პერიოდულად ჩემი გულისცემა არღვევდა, რომელიც დარტყმებს უფრო და უფრო ხშირად ტოვებდა.
საშინელი წუილის ხმა გაისმა საკანში, ჯერ ჰაერის ძლიერი ნაკადი მომხვდა, შემდეგ კი მათრახი შემომეჭჯო ზედიზედ სამჯერ მთელ სხეულზე. დამისერა შეხების ადგილები და დახეთქილი კანიდან სისხლი წამსკდა. ვგრძნობდი ჩემ სხეულზე მოძრავ თბილ, ალისფერ წვეთებს და გაუაზრებლად, არაადამიანურად ვკიოდი. დავიკლაკნე და ლამის ჰაერში გავიკვანძე. მუშტები შევკარი და ფრჩხილები ხელისგულებში ჩამესო, მაგრამ ეს ტკივილი მათრახისგან გამოწვეულ ტკივილს ვერ შეედრებოდა. ჯერ წელზე შემომეხვია, შემდეგ ნეკნებზე, ხოლო ბოლო მკერდზე გადამეჭდო. ისევ დავიკლაკნე და რეფლექსურად ვცადე ჭრილობის ხელებით დაფარვა, მაგრამ თოკმა არ გამიშვა.
- თქვი. - ძილბურანის მსგავსად მესმის მისი ხმა და ძლივს ვიკრებ სუნთქვას და ვყლაპავ ჟანგბადის ატომებს, რომ ვუპასუხო.
- მე უკვე ვთქვი. - სასტიკად ვქოშინებ.
- სადამდე მიგიყვანს ეს სიჯიუტე, უკვე იცი. - თქვა მან და კვლავ... აწ უკვე ნაცნობი წუილის ხმა და ჩემი ადამიანობას მოკლებული კივილი.... ბარძაყი, მუხლები და წვივები... სიმწრისგან მოვხარე ფეხები და ბუდიდან ამოგდებულ მაჯებს დავეყრდენი მთელი მასით, რამაც ტკივილის შეგრძნება გამიმძაფრა. ძლივსძლივობით გავმართე ფეხები და შევახე საკნის აუტანლად ცივ იატაკს.
- თქვი ! - ღრიალებდა მკვლელი.
- არ ვიცი ! - ღონემიხდილი ვპასუხობდი მე. კვლავ წუილი, მათრახი და კივილი... წუილი, მათრახი, კივილი და იგივე კითხვა...
- ყელში ამოხვედი ! - იბღავლა მან და ბოლოჯერ მოიქნია მათრახი. ამჯერაკ სამივეჯერ კისერზე შემომეჭდო. სუნთქვა შემეკრა, თვალები ბუდეებიდან ლამის გადმოცვივდნენ, სისხლი მომაწვა სახეზე და ცხელი ცრემლები წამსკდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. ყველა წინა დარტყმა დამავიწყდა, ამ დარტყმამ სიკვდილის ზღვარზე მიმიყვანა. არც ჩასუნთქვა შემეძლო, არც ამოსუნთქვა. საცოდავად ტოკავდა ჩემი სხეული და ითხოვდა ჟანგბადის მოლეკულებს. ითხოვდა შველას, აღარც დაკივლება შემეძლო, არც შველის თხოვნა. ცოტაც და გავითიშებოდი, მაგრამ ეს ადამიანი ზედმეტად კარგად იცნობდა ადამიანის რეფლექტორულ რეაქციებს... მან დროზე შემიხსნა კისერზე შემოჭდობილი მარწუხი და საშინელი ხველა დამეწყო... ვეღარ ვკიოდი, ისე მტკიოდა ვეღარ ვაზროვნებდი, ისე მტკიოდა ნანატრი ჟანგბადის ჩასუნთქვაც კი დამავიწყდა... ვერაფერს ვხედავდი. ვერ ვხედავდი მის სახეს, ვერ ვხედავდი როგორი გამომეტყველებით მაწამებდა იგი მე ვიღაცის გამო, ვისაც არც კი ვიცნობდი...
მაგრამ მან მომხსნა თვალებიდან სახვევი. მე კი ვერანაირი განსხვავება ვერ შევამჩნიე მის ადრინდელსა და ამჟამინდელ სახეს შორის. ის ისეთივე უგრძნობი იყო, როგორც აქამდე. ეს კი მე მშლიდა... როგორ შეიძლებოდა საერთოდ არაფერი აღეძრა ადამიანის წამებას ? სიამოვნება მაინც მიეღო, სიამოვნება მაინც მიეღო ამის დედაც ! მაგრამ არაფერი. ა-რა-ფე-რი. სრულიად გააზრებულად, უემოციოდ, სასტიკად...
მათრახი იქვე მიაგდო და ბუხრისმაგვარი რაღაცისკენ დაიძრა. იქედან გავარვარებული შანთი ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა. წითლად ელავდა რკინის ჯოხი და ცახცახს მაიძულებდა. მე ყბა ლამის ჩამომივარდა. სერიოზულად ? მან, მან ეს უნდა გააკეთოს ?
მოვიდა ჩემთან ახლოს. სიგარა კვლავ პირში ჰქონდა გაჩრილი, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ცალი თვალი მოჭუტა. კვამლი პირდაპირ სახეში მომხვდა და ხველა ამიტყდა, მაგრამ ჩახლეჩილი ხმით დაკივლებამ შეცვალა ჩემი ხველა ამ წამს... პირდაპირ მკერდზე ამომწვა შანთმა ხორცი. მთელი სხეულით ავკანკალდი და ცრემლები ჩანჩქერივით გადმოდიოდნენ საცრემლე ღარიდან. მერჩივნა, ახლ ვხვდებოდი რატომ ერჩივნა ხალხს სიკვდილი ამის განცდას... ვენებში სისხლის მოძრაობაც კი შეწყდა. ორგანიზმი იმდენად შოკირებული იყო, რომ რეფლექსები და ინსტინქტებიც კი ჩაკვდა ჩემში. არ გამოიყოფოდა ნივთიერებები, რომელთან უნდა შეემსუბუქებინათ დამწვრობა ჩემს კანზე.... ახმახი კი აჭერდა, შანთს აჭერდა მთელი ძალით და სამუდამო დაღს მასვამდა გულის არეში... დამწვარი ხორცის სუნმა გულისრევის შეგრძნება გამიღვიძა და თავი ძლივს შევიკავე, რომ ღებინება არ დამწყებოდა იქვე.
უეცრად გამაყრუებელი სირენა ჩაირთო და მთელი მიწისქვეშეთი შეაზანზარა. ახმახმა შანთი მომაშორა და მე ამოსუნთქვა შევძელი. ჩასუნთქვა უკვე იმდენად მძიმე იყო, რომ მერჩივნა ლოდს ფსკერისკენ ჩავეყოლებინე, ვიდრე მებრძოლა. მკვლელი ტყვიასავით გავარდა საკნიდან და მარტო დამტოვა. სხეული დროდადრო მიტოკდებოდა და კანკალებდა. მაჯები ცოტაც და მომწყდებოდა, გულის არე მეწვოდა და მიბჟუოდა, მათრახის ანაბეჭდებიდან სისხლი მდიოდა და არამიწიერად მტკიოდა. სლუკუნიც კი არ შემეძლო ამ ტკივილის გამოსახატავად.
მოულოდნელად ჩემ წინ ნაცნობი ღია ყავისფერები გაჩნდნენ. ძლივს გავახილე თვალები ბოლომდე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ძილბურანი არ იყო და ვაჩე მართლა ჩემ წინ იდგა. მკრთალად გავიღიმე და სულაც არ მრცხვენოდა, რომ მის წინ სრულიად შიშველი ვიყავი. ყველაფერი მეკ*და. მის თვალებში დავინახე ის ტკივილი, რასაც განიცდიდა ჩემი ფიზიკური სხეული და გამეცინა. ამ გაცინებამ კი გატეხილი ძვლების, დასახიჩრებული კანის და შანთით დამწვარი ხორცის არსებობა გამახსენა ჩემს სხეულზე.
ამოვიგმინე და გავითიშე... ვეღარ ვაზროვნებდი... ქუთუთოები იმდენად დამძიმებულიყვნენ, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შემეღო ისინი და დამენახა რა ხდებოდა. მე ვაჩეს ქურთუკში გახვეული ვიყავი. მას ხელში აყვანილი ვყავდი. მიმოვიხედე და ჩემ წინ აკო დავინახე. გაოცების გამოხატვაც კი არ შემეძლო. უკვე შევეგუე თითქოს, რომ არარსებული, თითქმის შეუძლებელი ფაქტები არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში...
ვაჩეს ფრთხილად მივყავდი. ისე, რომ არ მტკენოდა. მაგრამ რა აზრი ჰქონდა ? მეტკინებოდა ცოტათი უფრო მეტად თუ ნაკლებად ? შვებას მაინც ვერ ჰპოვებდა, ვერც ერთი ჩემი ტანჯული ატომი.
როგორც იქნა გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩამსვა. ღამე იყო... ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და სუფთა ჟანგბადი... საინტერესოა სად ვიყავი.
რამდენიმე საათი გაუჩერებლად, ვიარეთ, თითქმის გამთენიოს კი მივაღწიე სახლამდე. თითქმის...
სახლი ზე-მოწესრიგებული იყო. არაფერი დამხვდა დამსხვრეული. ყველაფერი ძველებურ მდგომარეობაში აღსდგა. ცოტაც და დავეჭვდებოდი, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. ვაჩემ აბაზანაში ჩამაწვინა, განმბანა და საწოლში შეძლებისდაგვარად მოხერხებულად მომაკალათა. შემდეგ კი წავიდა. ჰო, წავიდა. სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მე ტკივილისგან ხმას ვერ ვიღებდი, ის კი სირცხვილისგან. მაგრამ მოიცა, გააჩნდა კი მას სირცხვილის გრძნობა საერთოდ ?
გაუნძრევლად ვიწექი და ჩამთვლიმა. სიცივემ შემაწუხა და გავახილე თუ არა თვალი აკოს მზერას შევეჩეხე. მისი კუპრივით შავი თვალები მთვარის შუქზე საოცრად ელავდნენ.
- როგორ ხარ ? - მკითხა მან. სისხლი სახეზე მომაწვა და ბრაზმა ამიტანა.
- როგორ ბედავ ამის კითხვას ?! - ვხრიალებ მე.
- მაპატიე... ასე იყო საჭირო. - თქვა მან და მზერა ამარიდა.
- ასე იყო საჭირო ?! - შოკირებული ვიყავი მე. - შემომხედე, შემომხედე ალექსანდრე, რას დავემგვანე. ანუ ასე იყო საჭირო არა ?! - ატირებამდე ცოტა მეკლო. როგორ შეეძლო მას ასე ელაპარაკა ?! როგორ ?
- კი, იყო. - თქვა მან და გვერდით მომიწვა. აბრეშუმის გადასაფარებელი გადასწია და ჩემ მკერდზე არსებულს ჯერ კიდევ ცოცხალ ჭრილობას დააკვირდა. ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა, მე კი ზიზღის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი ახლა... მიყვარდა ? ვეკითხებოდი ჩემს თავს. მიყვარს ? - მკვდარია.
- ვინ ?
- ამის გამკეთებელი.
- ვინ მოკლა ?
- მე. - თქვა მან და თვალი თვალში გამიყარა.
- როგორ თუ შენ ?! - თავზარი დამეცა მე.
- ჰო, მე მოვკალი. წამებით. ისევე როგორც შენ გაწამა.
- მეზიზღება ასეთი ადამიანები. - ვთქვი მე და ჭერს მივაპყარი თვალები.
- ვიცი. - გაეცინა მას.
- რატომ გინდა, რომ შემზიზღდე ? - ვეკითხები და ტკივილს ვაყოლებ ამ ფრაზას.
- შენ უკვე გეზიზღები რებე. - თქვა მან და მხარზე თითები ამითამაშა.
- კიდევ ერთხელ თქვი... - ვთხოვე მას და ცრემლებს გზა მივეცი.
- რე-ბე... - დამიმარცვლა მან ჩურჩულით და საფეთქელთან კოცნა დამიტოვა.
- რეალური მკვლელი ვინაა აკო ? - არც კი ვიცი, რატომ ვკითხე.
- ის ვინც მკვლელობის შემდეგ ცოცხლად ტოვებს. - თქვა მან და თითებით ჩემი კისრის შესწავლა დაიწყო.
- შენ რეალური მკვლელი ხარ.- ვეუბნები და ხმა მიტყდება.
- მე ყველანაირი მკვლელი ვარ რე-ბე-კა...
- რატომ ?
- არ ვიცი...
- მაინც ? - ხავსს ვებღაუჭები თითქოს.
- უბრალოდ ასეთი ვარ.
- ნაპირისკენ მოიხედე აკო. - თვალები ცრემლებით ამევსო მე.
- არ შემიძლია რებე. - მოიღრუბლა იგი.
- რატომ ? - ამოვიკვნესე მე.
- დრო აღარ მაქვს... - თქვა მან და ყბები ერთმანეთ მჭიდროდ დააჭირა.
- გაქვს. - მუდარით აღსავსე ხმით ვუთხარი მას.
- აღარ... - თქვა და გამიღიმა.
- გახსოვს... - ვიწყებ მე, ის კი მაჩერებს.
- მახსოვს.
- რას მერჩი აკო ? - ვეკითხები და გული მეკუმშება.
- ცოტა ხანში გაიგებ. - მითხრა მან. შუბლზე მაკოცა და თვალსა და ხელს შუა გაქრა.მე კი დამტოვა ახალი საფიქრალი მასალით მარტოდმარტო...
...
ვიწექი და ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა... აქამდე თუ შემეძლო ჩემს თავთან ჩამომეყალიბებინა კითხვების უწყვეტი, დამანგრეველი კასკადი, რომელნიც სწრაფად შთანმთქავდნენ და გულს მიხეთქავდნენ, ახლა ჩემი არამარტო სხეული, არამედ სულიც გატყდა და გაცამტვერდა თითოეულ ნაიარევთან ერთად, ამიტომ არ შემეძლო ელემენტარული ფიქრის წარმოქმნაც კი, ნაღრძობ გონებაში, რომელიც დაგლეჯილ მოლეკულათა აურაცხელი რაოდენობის პაწაწინა სტრუქტურას შვილმკვდარი დედასავით, თმების გლეჯითა და კისრის გამოღადრვით მისტიროდა...
ვერ ვირხეოდი, ვერ ვტიროდი, თვალებსაც კი ვერ ვახამხამებდი. ძალიან მტკიოდა, ყველა და ყველაფერი მტკიოდა. ყველა ფერი მანიჭებდა ენით აღუწერელ ტკივილს ახლა. ისიც კი არ შემეძლო, რომ შემძულებოდა... ჰო, უბრალოდ არ შემეძლო შემძულებოდა აკო, არ შემეძლო შემძულებოდა მკვლელი, არ შემეძლო შემძულებოდა ვაჩე...
რატომ ? რატომ არ შეგიძლია რებე ? რატომ არ შეგიძლია ?!
უბრალოდ დავიღალე, ძალიან, ძალიან დავიღალე. ხორხი ყელშიც აღარ მებჯინება ისე დავიღალე. სისხლი თვალებს აღარ აწვება, ტირილი მსურს და ვერ ვტირი, ისე დავიღალე. სული მაქვს და ვეღარ ვგრძნობ, დავიღალე ! ძლივს შევეჩეხე სულის არსებობის ფაქტს და მასვე ვეღარ ვგრძნობ ახლა. დავიღალე ! ნუთუ ღირდა ?! ნუთუ ღირდა სულის არსებობაში დარწმუნებისთვის ასოდენ ძლიერი ტკივილის გადატანა ? ღირს ? ღირს გტკიოდეს, მაგრამ რაღაცას მაინც გრძნობდე ? ნუთუ ეს ცხოვრება არ განსხვავდება იმ წამებისგან, რომელსაც ის ხალხი განიცდიდა ნესტიან საკნებში ? ისინი ხომ ითხოვდნენ სიკვდილს, რომ არ განეცადათ ტკივილი. მეც ვითხოვ სიკვდილს, ოღონდ არ ვგრძნობდე ამ სულიერ, დამანგრეველ ტკივილს. ცხოვრება მუდმივი ტანჯვაა ? როგორ შემიძლია მე ასე ვიფიქრო ? როგორ შემიძლია არ ვიყო მადლობელი იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ ? როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაკარგონ წამები, ამ უაზრო ფიქრში, რომ სიცოცხლე არაფრად ღირს ? ისინი ვერ ხვდებიან, რომ თითოეული წამი ძვირფასია. თითოეულ წამში იბადება რაღაც ახალი, თითოეული წამი არის შანსი გამოიკვლიო საკუთარი თავი რაც შეიძლება ღრმად.
ნუ დაკარგავთ ძვირფას წამებს, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ცხოვრება მხოლოდ სატანჯველს გიმზადებთ. ნებისმიერ წვრილმანში შესაძლებელია სიტკბოების პოვნა. ტანჯვაშიც კი, იმიტომ რომ შენ გტკივა, შენ გრძნობ, ესეიგი შენ ცოცხალი ხარ , შენ ცხოვრობ და არა არსებობ.
გამეღიმა... გამეღიმა მე და გაეღიმა თითოეულ ჩემ ჩამკვდარ, განადგურებულ ატომს. თითქოს ამ ფიქრებით ძალა დავატანე მათ და სული შთავბერე. გულმა ძალა მოიკრიბა და სწრაფად დამიწყო ცემა, სულმა იმედიანად ამოისუნთქა, გონებამ დიდი ხნის ნანატრ მოდუნებას მიაღწია და მე კვლავ საკუთარ თავს დავუბრუნდი. მერე რა, რომ ეს ტკივილი მთელი ცხოვრების მანძილზე გააგრძელებს ჩემ ტანჯვას, მერე რა, რომ მე კინაღამ გამაუპატიურეს, მერე რა, რომ მე უმოწყალოდ მაწამეს, მერე რა, რომ ღალატის მსხვერპლი გავხდი ე.წ. მეგობრის მხრიდან, მერე რა, რომ რამდენიმე ძვალი გატეხილი მაქვს და ჩემი გულმკერდი შანთითაა ამომწვარი, მერე რა, რომ თითოეული ჩასუნთქვა არაამქვეყნიურ ტკივილს მაძლევს ძღვენად, მერე რა ?! მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ჯერ კიდევ შემიძლია აღვდგე, შემიძლია იარები მოვიშუშო და კვლავ ჩავება ცხოვრების რიტმში. კვლავ დავეცე, კვლავ ვეტანჯო, მაგრამ არ დავნებდე. დანებება, უმოქმედობა უდრის სიკვდილს. მე არასოდეს ვიქნები ცოცხლად მკვდარი, მე არასოდეს მივცემ უფლებას ფაქტებს მომიღონ ბოლო. მე თავად შევქმნი მათ, თავად დავხატავ ცხოვრებას, იმ ფერებით, რომელნიც ესოდენ ძლიერ მიყვარს. ჰო, მე დავხატავ ცხოვრებას ლურჯად. მე დავხატავ მას ლურჯის გრადირებულ ფერებში.
ლურჯი გულწრფელობის ფერია. ჩემს ცხოვრებაში იქნება ლურჯის ნებისმიერი ვარიაცია, დაწყებული შავში გარდამავალი ლურჯით, რომელსაც ვაჩემ სასოწარკვეთილება უწოდა. ნაცრისფერში გარდამავალი ლურჯით, რომელიც დეპრესიის მანიშნებელია და დასრულებული ზღვისფერით, მარგარიტას სახით, რომელიც ამჟამად ჩემში იმედის ასოციაციას იწვევს.
შვება ვიგრძენი, როცა თვალებიდან ჩანჩქერივით იფეთქა ცრემლთა უწყვეტმა ნაკადმა და უმოწყალოდ დამისერა ლოყები. მე ბედნიერი ვიყავი, ყველა გრძნობით გაჟღენთილი, ნაწამები რებე ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან ! ბედნიერ რებეს ყველაფერი შეუძლია, ბედნიერი რებე ძალიან ძლიერია და არაფერს შეუძლია იგი მოდრიკოს, არაფერს ძალუძს ახლა მომიღოს მე ბოლო. რომც მოვკვდე, მე მაინც ვიცოცხლებ. იმიტომ, რომ მე ბედნიერი ვარ...
ხელი კომოდისკენ წავიღე და ტელეფონს დავწვდი. ძლივსძლივობით ვიპოვე მარგოს ნომერი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კონტაქტი მქონდა ჩაწერილი მობილურში და დავრეკე.
- გისმენთ. - ხაზის მეორე ბოლოდან გაისმა მარგოს ნამძინარევი ხმა და მე მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ გარიჟრაჟი დამდგარიყო მხოლოდ.
- ჰეი, მარგო... - ხმა ძლივს ამოვიღე. ყელი მტკიოდა და ამდენი კივილისგან ხმა ჩამხლეჩვოდა.
- რებე ?! რებეკა ? რა ხმა გაქვს, რა ხდება ? - დაფეთებული ხმა გაისმა ყურმილში. სულში სითბო ჩამეღვარა და რამდენიმე წამი ვტკბებოდი ამ შეგრძნებით. შემდეგ კი ნელა, სვენებ-სვენებით ვუპასუხე.
- მარგო, შეგიძლია, რომ... მოხვიდე ? - მიჭირდა, საუბარი უკიდურესად მიჭირდა.
- ახლა ? კი, კი, რა თქმა უნდა. რა მოხდა რებე ? - სასოწარკვეთილი ხმით მკითხა მან. მეტკინა ის, რომ ასე ნერვიულობდა, მაგრამ ახლა მჭირდებოდა, არაადამიანურად მჭირდებოდა მისი დახმარება და გვერდში დგომა.
- მოდი, გთხოვ... - ჩემი სიტყვები თვალებიდან წამოსულმა კიდევ ერთმა ნაკადმა ჩაახშო. მარგომ გათიშა და ზუსტად შვიდ წუთში ჩემთან გაჩნდა. საბედნიეროდ აკომ კარი ღია დატოვა და მე ადგომა არ მომიწია. მარგო სახეწაშლილი შემოვარდა საძინებელში და როგორც კი დამინახა ხელები პირზე აიფარა შოკისგან. თვალებით მჭამდა და აფიქსირებდა თითოეულ ჩემ ნაკვთს, კუნთქს, მიმიკას და ჟესტს. მე კი ვიღიმოდი, ვიღიმოდი და მსიამოვნებდა, რომ ვინმე მაინც ჩავარდებოდა ასეთ დღეში ჩემი ცუდად ყოფნის გამო. მსიამოვნებდა, რომ აქ იყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად ვუყვარდი. ეგოისტური სიამოვნებით მსიამოვნებდა ახლა მისი ტკივილი.
- რებე...- ხმა ჩაუწყდა მას და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა. მე ხელი ძლივს მივიტანე ტუჩებთან და ვანიშნე, რომ არ ეტირა. - რა მოხდა ? - სლუკუნით წარმოთქვა მან.
- დეტალებში აღგიწერო ? - ვთქვი მე და გამეცინა. გულმკერდის ღრუ ჩამეწვა და საცოდავად მოვიკუნტე. მარგარიტა ახლოს მოვიდა და დამაკვირდა.
- მხოლოდ ის მითხარი, ახლა რა გჭირს და რით დაგეხმარო. - მტკიცედ თქვა მან. ცრემლები და პანიკა უკუაგდო და ჩვეული სიდინჯე დაიბრუნა.
- რამდენიმე ნეკნი მაქვს გატეხილი, მთელი სხეული მათრახით აჭრელებული და აი აქ... - საჩვენებელი თითი დამწვარი ხორცისკენ წავიღე. მარგომ დაინახა თუ არა სახე ბრაზისგან აუწითლდა და კანკალმა აიტანა.
- საავადმყოფოში წასვლა არ გინდა როგორც ვატყობ და არც დაგჭირდება. მაქვს გამოცდილება, რომ გიმკურნალო. - მისი თვალები გაყინულიყო, სისხლი თითქოს არ მოძრაობდა მის ვენებში. მე მკრთალად გავუღიმე და თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად. ვხვდებოდი, რომ თავს იკავებდა ჩემ გამო, ისიც ვიცოდი, რომ შეკავება ორგანიზმს ვნებს, მაგრამ არ მქონდა იმის ძალა, რომ მელაპარაკა.
ის სახლიდან გავიდა და დაახლოებით 15 წუთში უკან დაბრუნდა ორი მალამოთი. ფრთხილად გადამხადა თხელი ზეწარი და იარების დანახვისას ტკივილნარევი კვნესა აღმოხდა გულიდან. ვუყურებდი მისი სახის გამომეტყველებას და ვფიქრობდი, ამ გრძნობის გარეშე ადრე როგორ ვცხოვრობდი... შეგრძნება, როდესაც შენზე ზრუნავენ, შენ გამო სტკივათ და შენ გამო დარდობენ. ფრთხილად წამისვა ჯერ დაშანთულ ადგილას დამწვრობის მალამო. მაგრამ მე მხოლოდ მცირე წვა ვიგრძენი, კანის უჯრედების უმეტესი ნაწილი მომკვდარიყო... გამეცინა და თავი გვერდზე გავაბრუნე, რომ მარგარიტას სახე არ დამენახა. ზედმიწევნითი, გულმოდგინე დამუშავების შემდეგ, მარგომ ყოყმანი დაიწყო.
- ხდება რამე ? - ყრუდ ვკითხე მე.
- ნეკნები... - გაბზარული ხმით მითხრა მან.
- ჰმ ?
- ნეკნები უნდა ჩავსვა, რომ ზუსტად შეეზარდოს ძვალს.
- მიდი. - ვთქვი მე და მოვემზადე. ოთხი ნეკნი იყო ჩალეწილი, ამიტომ ოთხჯერ ვიკივლე დარჩენილი ხმით და მარგოს ოთხჯერ მოვუკალი გული.
- მ-მ-მორჩა... - ენა დაება მას და ჩემკენ ზურგით შეტრიალდა. კანკალებდა, მთელი სხეულით კანკალებდა, მე კი ვერ ვამშვიდებდი მას... - ახლა, მ-მათრახისგან... - გაუბედავად თქვა მან რამდენიმე წუთის შემდეფ და ფრთხილად დაიწყო ჩემი სხეულზე მსუბუქი მასაჟით წამლის შეყვანა. მტკიოდა, მაგრამ წასმიდან 30 წამის შემდეგ ტკივილი მიყუჩდებოდა. სასწაულმოქმედი მალამო გამოდგა, რის გამოც ძალიან ვუმადლოდი მას...
...
4 დღე-ღამის განმავლობაში თავზე მედგა მარგარიტა და გვერდიდან არ მშორდებოდა. ჩვილი ბავშვივით მივლიდა და იარებს მიშუშებდა. ბევჯერ ვთხოვე წასულიყო სახლში, მაგრამ არაფრის დიდებით არ მთანხმდებოდა, ჩემ გარდა ვინ მოგივლისო მიჯავრდებოდა და იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემზე ზრუნვა მას ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა. მინდოდა დავლაპარაკებოდი მას ყველაფერზე, გამეგო მასზე რაც შეიძლება მეტი, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებდი. ბგერა არ ამოდიოდა უკიდურესად დაზიანებული ყელიდან. მბგერი იოგები თითქოს არ ირხეოდნენ...
...
მეოთხე დღეს ხმა ამოვიღე, მარგოს დახმარების გარეშე ავდექი და სამზარეულოში გავედი. ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე მოშუშებული, მაგრამ დამოუკიდებლად მოძრაობა შემეძლო. არ მსურდა კისერზე დავწოლოდი ზედმეტ ტვირთად.
ის გაზქურასთან იდგა და სადილს ამზადებდა. თან ღიღინებდა სასიამოვნო მელოდიას, ჩემკენ შემობრუნდა თუ არა სახეზე ბრაზი გამოეხატა. ეს ეს იყო უნდა ეყვირა, რომ მე გავაჩერე.
- კარგად ვარ, შენი მალამო საოცრებებს სჩადის. - ვუთხარი და გავუღიმე. ეჭვნარევი მზერა მესროლა და ისევ გაზქურისკენ შებრუნდა. ყავა მომიდუღა და ჩემ წინ მაგიდაზე დადო. - გმადლობ... - ვთქვი მე და გავჩუმდი. რაღაცნაირი, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის.საათის წიკ-წიკი ექოსავით ისმოდა და ნერვებზე უკრავდა. ბოლოს მარგომ ვეღარ მოითმინა და ოდნავ ხმამაღლა მკითხა.
- რებეკა, არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის ?
- მაგალითად ? - გული შემეკუმშა მე.
- მაგალითად ? - შეშფოთდა იგი. - მაგალითად ვინ ჩაგაგდო ასეთ მდგომარეობაში ?!
- არ ვიცი მისი არც სახელი, არც გვარი. - მკრთალად გავუღიმე.
- ანუ ? - ხელები ჩამოუშვა მარგომ.
- ანუ როცა ჩამოვედით, სარკეზე გამაფრთხილებელი მინაწერი დამხვდა „ჩვენ შენ გიპოვეთ“. შემეშინდა და ერთ ნაცნობთან გავათიე ღამე, შემდეგი რამდენიმე დღის გათევაც მინდოდა, ამისთვის კი რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მჭირდებოდა, სახლში მოვედი და... გამიტაცეს. - ნერვიულად ავათამაშე ხელები და ვიგრძენი როგორ დავიძაბე მთელი სხეულით. არც მარგარიტა იყო უკეთეს დღეში.
- მ-მერე ? - მოზრდილი ნერწყვი გადააგორა მან ყელში.
- მერე ვიღაც პითონის ადგილსამყოფელის თქმა მომთხოვეს, მე კი გარტყმაში არ ვარ ვინაა. ნუ... არ ვიყავი. - ვთქვი და მზერა ავარიდე.
- ახლა იცი ? - ხმა გაუტყდა მას.
- კი, ახლა ვიცი...
- მერე რა მოხდა ?
- მერე ეს დამმართეს იმის გამო, რაც არ ვიცოდი. - ვთქვი, ხელები გავშალე და გავუღიმე.
- ვინ იყო... პითონი. - აკანკალებული ხმით მკითხა მან.
- ჩემი ბავშვობის სიყვა... მეგობარი. - ვთქვი მე და თვალი თვალში გავუყარე.
- და...
- მოვიდა და მან გადამარჩინა, თუ შეიძლება ასე დავარქვა ამას. ყველაზე საშინელი კი იცი რა არის ?
- რა ? - ცრემლებს ვეღარ იკავებდა მარგარიტა.
- ვაჩე მასთან კავშირშია. - ირონიულად ჩავტეხე ტუჩის კუთხე.
- ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეგ ბიჭი რაღაცას ხლართავდა, მაგრამ ასეთს ? ასეთს ?! - სასოწარკვეთილი ხმა გაისმა სამზარეულოში ექოსავით.
- შენზე მომიყევი... - ჩუმად წარმოვთქვი მე. არ მსურდა საკუთარ მდგომარეობაზე ლაპარაკი, ოდნავ მაინც უნდა მომეშორებინა ეს ფიქრები, რომ არ წავშლილიყავი საერთოდ.
- ჩემზე ? რა მოგიყვე...
- რასაც საჭიროდ ჩათვლი. - ვუთხარი და ბედნიერად გავუღიმე.
- მე... საკმაოდ მდიდარი ოჯახის შვილი ვარ რებე და როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება, მშობლები სათანადო ყურადღებას არ მაქცევენ. - თქვა მან და ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი, მთელი სხეულით კანკალებდა. ეტყობა მძიმე თემა იყოს მისთვის. - ყოველთვის ჩაფლულნი არიან ბიზნესში და მგონი სულ დაავიწყდათ, რომ შვილი ჰყავთ. ეს კი ჩემ ფსიქიკაზე ძალიან მძაფრად მოქმედებდა ყოველთვის. სულ, მუდამ მარტო ვიყავი. ძმა იშვიათად მეკონტაქტებოდა, ჩემზე ბევრად უფროსი იყო. ამიტომ ვკმაყოფილდებოდი მასთან გატარებული რამდენიმე წუთით, რომელიც მთელი კვირების განმავლობაში მიმყვებოდა. ბედნიერი ვიყავი, ჰო მიუხედავად მშობლების „არყოლისა“ მე ბედნიერი ვიყავი, მართლა... არასდროს მყოლია მეგობრები. ყველა მერიდებოდა... რატომო რომ მკითხო, ვერ გიპასუხებ... ალბათ ეგონათ, რომ ჩემი ქონების შესაბამისად ვიქცეოდი და ამპარტავანი ვიყავი... არადა არასდროს ვყოფილვარ ასეთი გეფიცები. - ვიგრძენი მისი ყელში მომდგარი ვეებერთელა ბურთი და სხეული დამეჭიმა. - მე... მყავდა ძიძა... - ქოშინით აგრძელებდა ის. - რომელმაც მშობელი დედა ჩამინაცვლა რებე. ჩემი ლალი ჩემთვის ყველაფერი იყო. ლალიც იყო, ალმასიც და მარგალიტიც. ყველაზე ძვირფასი, ყველაზე თბილი, ტკბილი, გემრიელი და ყველაზე მზრუნველი... ის მანუგეშებდა ყოველთვის, ის მისახავდა მშობლების სიყვარულს, ყველა ადამიანური ღირებულება, რაც კი მაქვს მის მიერაა ჩათესილი ჩემში. თითოეული დღე მხოლოდ ლალის წყალობით იყო ჩემთვის ფერადი და დაუვიწყარი... ახლაც მახოვს მასთან გატარებული ყველა წამი, ყველა სიტყვა, რომელიც ჩემთვის უთქვამს, ყველა დარიგება თუ საყვედური... ერთხელ კი... ღმერთო, ერთხელ ჩემ პაწია ძაღლთან, ბობისთან ერთად ვთამაშობდი გზაზე რებე. ლალი იქვე მაღაზიაში იყო გასული, მე კი თამაშს შევყევი და შუა გზაზე აღმოვჩნდი. სიბნელე იყო, ასე დაახლოებით ღამის 11. არსაიდან ჩანდა ავტომობილი, მაგრამ მაშინ რომც გამოჩენილიყო, არ მადარდებდა. მთელი არსებით ვიყავი ჩაბმული ძაღლთან თამაშში. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რატომ დავკარგე ასე თავი, სულ დაკვირვებული ბავშვი ვიყავი, სულ ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს, რომ არ გამომრჩენოდა სულ მცირე დეტალიც კი, მაგრამ ამჯერად თავს უფლება მივეცი, რომ მუდმივი დაძაბულობა მომეხსნა, სულ რამდენიმე წუთით და ვინანე, მწარედ ვინანე.... ბობი გამექცა, მე კი გავეკიდე და დავიჭირე... როგორც კი დავიჭირე ორმა მკაფიო სინათლის წყარომ თვალი მომჭრა და ძაღლი ხელიდან გამივარდა. თვალებზე ხელი ავიფარე და შიშმა მოიცვა მთელი ჩემი არსება. ვიცოდი, რომ მოვკვდებოდი და მე არ მინდოდა სიკვდილი. საშინლად არ მინდოდა სიკვდილი და იმ ერთ წამში, რომელიც დარჩნილი იყო ჩემსა და მანქანას შორსი, მე შევძელი მთელი ჩემი ბავშვობის გადათვალიერება და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა. რა სასაცილოა არა ? მე მაშინ 10-12 წლის ბავშვი ვიყავი რებე და ასე... ასე მახსოვს... მახსოვს ლალის კივილი, მახსოვს მისი სასოწარკვეთილი ხმა, რომელიც მეძახდა, მახსოვს ჩემზე შემოხვეული მისი დიდრონი ხელები, რომელნიც მარწუხებივით ჩამაფრინდნენ და თავგამოდებით ცდილობდნენ დავეცავი. მახსოვს როგორ გადამეფარა, როგორ მიიღო მთელი დარტყმის სიმძაფრე თავის სხეულზე, როგორ დაიკვნესა სულ ოდნავ, როგორ გადავარდა რამდენიმე მეტრში, როგორ მიყურებდა ღიმილიანი, როგორ ვერ ექანებოდა, როცა ვთხოვდი წამოდგომას. როცა ვტიროდი და საშველად ვუხმობდი მის თბილ ხელებს, მის ჩახუტებას, მის თვალებს... თვალებს, რომელნიც ეგრევე ჩაქრნენ რებე. - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა და გულამოსკვნილი ტიროდა. - შუშისებრი გაუხდა მზერა, სიცოცხლის ნაპერწკალი მომენტალურად ჩაქრა მათში, ადგილზევე, წამის იმ მეასედშივე გარდაიცვალა ჩემი ლალი. მოკვდა და მარტო დამტოვა, სულ მარტო ამქვეყნად. მუდმივად თვითგვემაში ვიყავი, არ მესმოდა, რატომ დამტოვა, არ მესმოდა როგორ შეეძლო ასე გავემეტებინე, არ მესმოდა როგორ გაბედა და თავისი თბილი ხელები თანდათან ყინულის ლოლუებად გახადა. არ მესმოდა, რატომ მიღალატა რებე... მან თავი გასწირა, მე კი ეს ღალატად აღვიქვი... მერჩივნა მე მოვმკვდარიყავი, ვიდრე ჩემი ერთადერთი მზის სხივი... - თქვა მან და ცრემლები მოიწმინდა. - მახსოვს გზაზე გვერდულად იწვა, პირისსახით ჩემკენ, თვალები გახელილი ჰქონდა და მიღიმოდა. ჰო, მკვდარი ლალიც კი მიღიმოდა რებეკა, მისი სული იღიმოდა იმ მომენტში, მას უხაროდა, რომ მე გადავრჩი, მე კი ვერც მას და ვერც საკუთარ თავს ვერ ვაპატიე ეს უზარმაზარი შეცდომა. ის, ის...
- ის არ დაღუპულა შენ გამო მარგო. - ვთქვი და თითქოს ის უზარმაზარი ლოდი, რომელიც მხრებზე სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა თანდათანობით მომეხსნა. - შენი ბრალი არაა, რომ ლალი დაიღუპა. ეს მისი არჩევანი იყო და შენ არ გაქვს უფლება გაამტყუნო მისი არჩევანი... მან შენი სიცოცხლე არჩია საკუთარს, ეს ღალატი არაა, ეს ყველაზე დიდი ერთგულებაა, რისი გამოვლენაც შეუძლია ადამიანს. კი, მან მოგაყენა ტკივილი, მან გაგანადგურა თავისი არჩევნით, მაგრამ მოგცა შანსი, რომ გაგეგრძელებინა ცხოვრება მის მაგივრადაც. შენ ვალდებული ხარ იცოცხლო მისი სიცოცხლე ბოლომდე... მეც.... მეც მსგავსად ვარ იცი ? - ვთქვი და ნაღვლიანად გამეღიმა. - ტყუპისცალი მყავდა, რომელიც ჩემ გამო დაიღუპა... სიკვდილამდე სცემეს... მეც თვითგვემაში ვატარებდი მთელ ჩემ ცხოვრებას, მაგრამ... ამ ინცინდენტმა, რომელიც 4 დღის წინ თავს გადამხდა მაიძულა გამეცნობიერებინა, რომ მე მაკისრია ვალდებულება რენას წინაშე... მე უნდა ვიცოცხლო, რომ ვინმეს მაინც ახსოვდეს ის, მე უნდა ვიცოცხლო, რომ იცოცხლოს მან. მე უნდა ვისუნთქო, რომ ისუნთქოს რენამ და მე უნდა ვხედავდე ფერებს, რომ გაფერადდეს რენა, სადღაც იქ... - წარმოდგენაც არ მქონდა რას ვლაპარაკობდი, მაგრამ მსიამოვნებდა გაზიარება. მსიამოვნებდა ამის გაზიარება მარგოსთვის. მსიამოვნებდა მის სახეზე ამოკითხული თითოეული ემოციის აღქმა და მესიამოვნა ისიც, რომ მარგო ამ სიტყვების შემდეგ ჩემთან ახლოს მოვიდა და მთელი ძალით გულში ჩამიკრა.
ჩვენი ჩახუტება შეაჩერა კარზე ზარმა. ერთმანეთს გაკვირვებული მზერა ვესროლეთ და მე მხრები ავიჩეჩე. არავის ველოდებოდი და ეს მარგომ იცოდა. შიშმა ამიტანა, ნუთუ ეს შეიძლება ყოფილიყო იმ ამბის გაგრძელება ? მარგოს მკლავში ხელი ვტაცე და მთელი სხულით გამაკანკალა. თავი რამდენიმეჯერ გავაქნიე და წარმოვიდგინე, რომ მარგოს იქნებოდა ამ საქმეში ჩათრეული, მე კი ეს სულაც არ მინდოდა. პირიქით, საკუთარ თავს ამას ვერ ვაპატიებდი. ის ჩემი ზღვისფერი იმედი იყო, იმედი, რომელიც არასოდეს არ უნდა მომკვდარიყო.
მარგომ თავი გააქნია და მაინც წავიდა კარის გასაღებად. როგორც კი კარი გაიღო, შემოსასვლელში ატყდა ხმაური და მძიმე ნაბიჯების ხმამ გააყრუა ჩემი სახლი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ პოლიციის გამოჩენას ნამდვილად არა. რა ბედი მაქვს !
- რებე სხიერელი, სამედიცინოს სტუდენტი, 20 წლის ? - იკითხა ოფიცერმა.
- დიახ. - გაოცებულმა მივუგე მე.
- თქვენ ეჭვმიტანილი ბრძანდებით, როგორც პითონის მოკავშირე, რომელსაც ბრალად ედება ნარკოდილერობა, რამდენიმე მკვლელობა, ძარცვა და სხვა საქმეები. - თქვა მან. - უნდა გამომყვეთ. - საკუთარ თავს აღარ ვკუთვნოდი. ნუთუ ეს ჩემ თავს ხდება ? თუმცა რა აზრი აქვს ? მეცინებოდა, ძალიან მეცინებოდა. ვხარხარებდი, შემდეგ მარგოს გავხედე და თვალი ჩავუკარი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ სიტუაციიდანაც გამოვძვრებოდი, რომ არ გავტყდებოდი. მარგოს თითქოს ოდნავ მოეშვა, მაგრამ მაინც ყველა კუნთი დაჭიმულ მდგომარეობაში აღენიშნებოდა.
...
წამიყვანეს განყოფილებაში და მომათავსეს მომცრო, საკმაოდ სუფთა საკანში. აქ იდგა მოზრდილი საწოლი და პაწაწუნა სკამი. თითოეული ნაბიჯი საოცარ ტკივილს მანიჭებდა... კი, სიარული შემეძლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა საზარლად მოქმედებდა ჩემზე. დავჯექი და კვლავ ჩავფიქრდი. რა ვქნა ? რა ვთქვა ? ვთქვა თუ არა, რომ ვიცნობ ? ან ასე სწრაფად როგორ გაიგეს ? ალბათ აკოს ბანდაში ვირთხა ჰყავს ? ვაჩე ? არ ვიცი. რადგან ის მატყუებდა მე, შეეძლო თუ არა მას, მოეტყუებინა აკო ? ჯანდაბა, რა გავაკეთო ?
მოულოდნელად საკნის კარი იღება, მე შორიდან წამოსული ქალის ხმა მესმის... ერთ-ერთ პოლიციელს ცალკე ოთახში მივყავარ, როგორც სჩანს დაკითხვისთვის. ქალის მხიარული ხმა მაფრთხობსსავით. წარბებს ვჭმუხნი და კაცს მივყვები.
რამდენი ხანი გავიდა ? ალბათ დიდი, ძალიან დიდი...
ოთახში შემოდის მაღალი, ქერა, თაფლისფერთვალება, ახოვანი მამაკაცი. მე კი მის დანახვაზე რეზი მახსენდება. სასაცილოა არა ? ასეთ სიტუაციაში რეზისთან გატარებულ სასიამოვნო წუთებზე რომ ვფიქრობ. სხეული მიხურს და გული მეკუმშება... ამჯერად სასტუმროში სრულიად შიშველი რეზი წარმომიდგება თვალწინ, ვფხუკუნებ და ვხედავ მამაკაცის ზემოთ აზიდულ წარბებს.
- სასაცილოა შენი სიტუაცია, როგორ ფიქრობ ?
- მთელი ჩემი ცხოვრებაა ერთი სასაცილო ანეკდოტი, ოფიცერო. - ვთქვი და ფართოდ გავუღიმე.
- არ მაინტერესებს. - მომიჭრა მან და ჩემ წინ დაჯდა.
- ჰოო, მოდი გამოვიცნობ, თქვენ ჩემგან გინდათ ინფორმაცია, თუ მას მიიღებთ თავისუფლებას მპირდებით. თუ არადა ჯერ მაწამებთ, შემდეგ ციხეში მიკრავთ თავს. მართალი ვარ ? - ცინიკურად გავუღიმე მე და პატარა ბოთლიდან წყლის მოზრდილი ყლუპი ყელში მძიმედ გადავუშვი. ის კი მდუმარედ, წარბებს ქვეშიდან მიყურებდა.
- ანუ არ იცი. - თქვა მან რამდენიმე წამის შემდეგ და ხელი ნიკაპთან მიიდო. ჩაფიქრებული იერი მიიღო და თვალები ნისლისფრად შეეღება.
- არ ვიცი. - ვთქვი ჩუმად და ნაღვლიანად ამოვიხვნეშე.
- კარგი. ამ ადამიანს ჰომ იცნობ ? - მკითხა ოფიცერმა და ვაჩეს ფოტოები მიმოფანტა მაგიდაზე. - შენი კურსელია.
- ვაჩეს ? რა თქმა უნდა ვიცნობ. - ვთქვი მე და როგორც მომეჩვენა ოსტატურად დავმალე აღელვება.
- მოგწონს ?- დაეჭვებით მკითხა მან.
- დაახლოებით. - ვთქვი მე და წამოვწთლდი.
- ანუ დაახლოებით. ძალიან კარგი. - რას უნდა ნიშნავდეს „ძალიან კარგი“? - რას აკეთებდი ოთხი დღის წინ, ღამით ?
- ვიყავი ვაჩესთან ერთად. - ვთქვი მე მშვიდად და ოფიცერს თვალებში ვუმზერდი.
- რას აკეთებდით შენ და ვაჩე ? - მაგიდას დაეყრდნო ორივე ხელით და სახეზე გულმოდგინედ მაკვირდებოდა. მე კი მის თვალებს ვიკვლევდი გაშმაგებით. ძალიან დაღლილი, მაგრამ მგზნებარე მზერა ჰქონდა.
- ტყეში ვსეირნობდით. - სკამის საზურგეს მივეყრდენი.
- რამდენი ხნის განმავლობაში ? - იკითხა ეჭვნარევი ხმით.
- მთელი ღამე.
- და ? - გაღიზიანება ეტყობოდა.
- სექსი გვქონდა. - ბრაზი გამერია ხმაში. რატომ წამოვროშე ეს სისულელე ღმერთმა იცის.
- ჰო არა ? - ცინიზმი გამოკრთა მის ხმაში.
- ჰო არა, დიახ. დეტალებში აღგიწერო ?
- არაა საჭირო. ადგილმდებარეობა მითხარი.
- ვერ გავიგე. - დავიბენი მე.
- სად გქონდათ სექსი, კონკრეტულად.
- მანქანაში. - არ ვდრკებოდი. არ ვიცოდი რატომ ვიცავდი ვაჩეს. ან ვაჩეს ვიცავდი საერთოდ ? იქნებ ვხვდებოდი, რომ თუ ვაჩეს გამოიჭერდნენ აუცილებლად მიაგნებდნენ აკოს. ეს კი... ჯანდაბა ! მორჩი ამაზე ფიქრს.
- როგორ ? - აგრძელებდა გამაღიზიანებელი კითხვების დასმას იგი. მე დროზე მივუხვდი სტრატეგიას და უკან დავიხიე. ადრე დავეჯახებოდი და აფექტურ მდგომარეობას მოვიჯენდი გვერდით, მაგრამ ახლა არა.
- არაჩვეულებრივად. - ვთქვი და გავუღიმე.
- რას ნიშნავს არაჩვეულებრივად ?
- ღვთაებრივი სიამოვნება ჩვეულებრივი ამბავი როდია ჩემს ცხოვრებაში, ოფიცერო. - მკრთალად გავიღიმე მე.
- რას ხლართავ რებე სხიერელო ? - ღრმად ამოიხვნეშა ოფიცერმა. თითქოს კატას თაგვთან თამაში მობეზრდა და მის შეჭმას აპირებსო.
- არც არაფერს. - მოკლედ ვუპასუხე. ის დაიძრა ჩემკენ ძალიან მძიმე, ნელი ნაბიჯებით და გოროზი, ბნელი აურით გარემოცული სახით, რომელიც არაფერ სასიხარულოს არ მიქადდა, როგორც სჩანს. გული ყელში მომებჯინა, მაგრამ ჩემში არსებულ მთელ ძალისხმევას მოვუხმე, რომ არ დამტყობოდა. უკიდურესი აღელვება არ შევიმჩნიე., ვცადე არ შემემჩნია.... შიშისგან მთელი შიგნეულობა ჩამეწვა და ვოცნებობდი მიწას ჩავეტანე ქვესკნელში, ოღონდ ამ ადამიანისთვის თვალებში არ ჩამეხედა, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა...
- ამ საქმით დაკავებული ვარ უკვე მეხუთე წელია, შენზე უარესები გამომიტეხავს და მერწმუნე, არც შენ იქნები გამონაკლისი, ხოლო შენი ციხეში ამოლპობა ნამდვილად არ გამიჭირდება და... - სიტყვის თქმა არ დასცალდა, რომ კარი კაკუნის გარეშე გაიღო და ოთახში მკაცრად ჩაცმული ქალი შემოვიდა, ამაყი სიარულის მანერით და მაღალქუსლიანი ფეხასცმლის კაკუნით, რომლის ცოცხალი თვალები ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო...
- ახლა არა, დაკავებული ვარ. - ხმა მოულბა ოფიცერს. მაგრამ ქალი მას ზურგიდან მოეხვია და კისერში „ხმამაღალი“ კოცნა დაუტოვა. ძალიან გავვოცდი და თვალები გამიფართოვდა. მერი ?! ჩემი მერი ?! ჩემი ფსიქოლოგი ? რომელიც რეზის ეარშიყებოდა ?... გულში უსიამოვნოდა გამკრა იმ სცენის გახსენებისას და წარბი შევკარი.
- კარგი რა არჩილ, ჩემზე დრო როგორ არ უნდა გქონდეს ? - ჰკითხა მომაჯადოებელი ხმით და ხელები მხრებზე შემოაწყო. ძალიან ნელი ტემპით გადმოიტანა ჩემზე მზერა და გაოცებისგან ტუჩები ოდნავ შეხსნა. - რებე ? რა მოხდა ?! - შფოთვაშეპარული ხმით იკითხა.
- დააშავა და უნდა ვაზღვევინო, როგორც ყოველთვის. - თქვა არჩილმა და თვალებშ სიყვარული ჩაუდგა. საკოცნელად გაიწია, მაგრამ მერიმ გააჩერა და სწრაფი ნაბიჯეით გაიყვანა იგი ოთახიდან.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ აშკარად საათზე მეტი... ლამის ჩამთვლიმა, როდესაც ოთახის კარი ჭრაჭუნით გაიღო და ოფიცერი შემოვიდა, მას კი ძალიან დათრგუნული აურა შემოჰყვა. თვალები ჩასწითლებოდა და მხრები დასჭიმვოდა.
- წადი. - ჩახლეჩილი ხმით მითხრა და სკამზე დაეხეთქა. შევცბი, მაგრამ ნელა წამოვდექი. ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ შევყოვნდი. დავინახე როგორ იჭერდა გულზე ხელს ოფიცერი და ქოშინებდა. აშკარად ცუდად იყო. მივედი და მხარზე ხელი დავადე, მან კი უხეშად მომიშოლა და სკამი კედელზე მიახეთქა. - გაეთრიე ! - ბღაოდა ბოლო ხმაზე. მე კი აუხსნელმა დანაშაულის გრძნობამ მომიცვა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ოფიცრის ეს მდგომარეობა ჩემი ბრალი იყო. გული შემეკუმშა და დაკითხვის ოთახიდან გამოვბობღდი.
შენობიდან გამოვედი თუ არა საღამოს ცივმა ნიავმა შემაკანკალა და თმები ყალყზე დამიყენა. მესიამოვნა და ამავდროულად სინდისის ქენჯნა გამიმძაფრდა. წუთით მომინდა დავბრუნებულიყავი და ყველაფერი მეღიარებინა, ოღონდ არ მენახა ოფიცრის ეს ტანჯული სახე, მაგრამ ეს საქმე მხოლოდ ჩემი არ იყო... მე ჩავითრევდი აკოსაც და ვაჩესაც... მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, ეჰ ნეტა ასე ყოფილიყო... მეხუთე წელია არჩილი ამ საქმეს იკვლევს და ასე მარტივად გამომიშვა... ნუთუ მერია ამ ყველაფრის თავი ? მაგრამ როგორ ? ასე მარტივად, როგორ...
გზას ვკვეთ და ლიტ. კაფისკენ ვიღებ გეზს. გატეხილი ნეკნები ჯერ კიდევ მახსენებენ თავს და მგვრიან ტკივილს, რომელსაც მგონი ცოტათი მივეჩვიე კიდეც...
ეს ესაა უნდა შევიდე კაფეში, რომ ჩემ წინ შავი, მომცრო მანქანა ჩერდება. მინა ქვემოთ იწევა და მე მერის ვხედავ. თვალებით მანიშნებს, რომ ჩავჯდე და მეც დაუყოვნებლივ ვთავსდები კომფორტულ ავტომობილში და იმწამსვე ვიკრავ ღვედს. ამ ჟესტზე მერის ეცინება და სიგარეტს იქცევს ტუჩებს შორის.
- სიგარეტი ორგანიზმს ვნებს. - ვბუტბუტებ მე და მერის ჩემკენ გამოპარებულ მზერას ვიჭერ.
- პოლიციაც სხვათაშორის. - მეუბნება იგი და მე სათქმელი აღარაფერი მაქვს. ის მანქანას ძრავს და მშვიდად აგრძელებს მოწევას. - არაფერი არ გინდა, რომ მითხრა ? - მეკითხება იგი, როდესაც შუქნიშანთან ვჩერდებით.
- შენ ? - კითხვას ვუბრუნებ მე და დაჟინებულად ვაშტერდები.
- მე ? - მეკითხება იგი და სიგარეტს აქრობს. - მაგას მალე გაიგებ, ახლა კი მითხარი, რა ჯანდაბა დააშავე ?
- რას ნიშნავს მალე გავიგებ ?
- რა მოუთმენელი ყოფილხარ რებეკა. - ჩაეცინა მერის. - ცოოტაც, მოითმინე. სულ ცოტა. ჩემს კითხვაზე პასუხს ველი.
- რაღაც საქმეში ხარო გარეულიო, მგონი პითონი, თუ რაღაც... აზრზე არ ვარ რა უნდათ, ან რატომ გამომიშვეს.
- მე გამოვაშვებინე შენი თავი. - თქვა ცივად.
- როგორ ? - გავვოცდი მე.
- ფული რებე. ფული ყველაფერს შვება. - მეუბნება ნაღვლიანი ხმით.
- მატყუებ. - მივახალე მე.
- რასთან დაკავშირებით ? - ირონია გამოკრთა.
- ოფიცერი შენ ფულს არ გამოგართმევდა.
- მიხვედრილი გოგო ხარ შენ. - თქვა მან და ამოიხვნეშა. - მაგრამ ფული მაინც საჭიროა.
- სად მივდივართ ? - ვეკითხები და გზას ვუყურებ.
- ჩემთან. არ გინდა ? - მეკითხება მშვიდად. ზედმეტად მშვიდად.
- წავიდეთ. - ჩემდა გასაკვირად დავთანხმდი მე და ვგრძნობდი, რომ ჩემს ქვეცნობიერს რაღაცის გაგება სურდა, მაგრამ რის ? წარმოდგენაც არა მაქვს.
...
ლიფტში შევედით და ავედით მე-9 სართულზე. მერის მდიდრულად მოწყობილი, ამავდროულად კი საკმაოდ მყუდრო ბინა ჰქონდა. ერთი საძინებლით, ერთი აბაზანით, მისაღებითა და სამზარეულოთი. ის სამზარეულოსკენ გამიძღვა, ბარისკენ მიმითითა და ძალიან ტკბილი ყავა მომიდუღა.
- საიდან იცი, რომ ასეთი ტკბილი მიყვარს ? - ეჭვნარევი ხმით ვესვრი კითხვას და მოზრდილ ყლუპს ვუშვებ ყელში.
- ვიცი. - მომიჭრა და ჩემ წინ დაჯდა. კვლავ გააბოლა სიგარეტი და მეც იგივე რეპლიკა ვესროლე, როგორც წინათ.
- სიგარეტი ორგანიზმს ვნებს.
- გასინჯე. - მითხრა მან და ანთებული სიგარეტი გამომიწოდა.
- არ მინდა. - ეგრევე ვუარე.
- მოეშვი რებე, მოეშვი... ნუ ზიხარ ამ საზღვრებში, ნუ. არ არსებობს არანაირი საზღვარი, არ არსებობს ჩარჩოები. მერე რა, რომ ვნებს ?! გასინჯვის სურვილი რატომ არ გაქვს ? იქნებ მოგეწონოს... - დამაფიქრა მისმა სიტყვებმა, გაუბედავად ავიღე სიგარეტი და ნაფაზი დავარტყი. მეგონა, რომ საშინელი ხველება ამიტყდებოდა, მაგრამ რადგან პასიური მწეველი ვიყავი, ასე არ მომხდარა. ჩავუშვი მომაკვდინებელი კვამლი ფილტვებში და რამდენიმე წამით შევყოვნდი, როგორც კი გამოვუშვი ფილტვებიდან, გავბრუვდი... უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ამქვეყნად არ ვიყავი, თითქოს უფრო იოლად შემეძლო ილუზიებში ჩაძირვა და ოცნებებში სრიალი. თითქოს თავისუფლად შემეძლო ჩავჭიდებოდი ჩემი ფანტაზიის ნაყოფს რეალობაში და აღარასოდეს, აღარასოდეს არ გამეშვა იგი ! უცნაურია, ძალიან უცნაურია...
- როგორ შეიძლება ერთმა სიგარეტმა ასე გაგაბრუოს ? - ავლუღლუღდი მე და მერის თვალი ვერ გავუსწორე.
- პირველი თუა, შეიძლება. - გაეცინა მერის და თავადაც დაარტყა ნაფაზი. უზარმაზარ დივანზე გადავინაცვლეთ და ღამის ცის თაღად დახატულ ჭერს შევცქეროდით.
- ვისი შესრულებულია ? - ვეკითხები ბუტბუტით და თვალები მელულება.
- ჩემი. - ეღიმება მას და კისერზე თითებს მიცურებს. ჟრუანტელი მივლის და ტუჩებს ოდნავ ვხსნი.
- ძალიან, ძალიან ლამაზია... - ვამბობ და ღრმად სუნთქვას ვიწყებ.
- ვიცი... - კვლავ ეღიმება და აგრძელებს თითებით ჩემი კისრის შესწავლას.
- გყვარებია მერი ? - ვკითხე მოულოდნელად.
- მყვარებია არა რებე, მიყვარს. - კისრის ძარღვზე მაჭერს და სუნთქვა მეკვრება.
- მერე ? - კვლავ ვლუღლუღებ მე.
- მას არ ვუყვარვარ. - გაეცინა მერის და ეულმა ცრემლმა მისი კისრისკენ ჰპოვა გასაქანი. თითები მოსწყვიტა ჩემ კისერს და თვალებზე აიფარა. მომენტალურად გამოვფხიზლდი.
- რატომ ? - გამიკვირდა მე და წამოვიწიე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ არ ტყუოდა.
- სხვა უყვარს... - თქვა მან და წამოჯდა. - იმ სხვას კი... ის სხვა კი საკუთარ თავში ვერ გარკვეულა.
- ის სხვა არაა ღირსი... - ამოვთქვი მე დანისლულ ხმას შორის.
- ჰაჰ, შენ რა იცი რებე, შენ რა იცი... - თქვა მან და ბალიშში ჩარგო თავი.
...
ჩამძინებია... დილით ავდექი და მერი სახლში არ დამხვდა. ზლაზვნით წამოვდექი და მიმოვიხედე. დილის შვიდი იყო საათი... გამიკვირდა, რომ მერი ამ დროს სახლში არ იყო... ამიტომ ხალიჩის ქვეშ გასაღების არსებობა შევამოწმე. იქ იდო... შვებით ამოვისუნთქე და ბინიდან ისე გამოვედი, ხელი არაფრისთვის მიხლია. მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა, რაღაც მაიძულებდა კვლავ შემეხედა ამ ბინისთვის. ამ საიდუმლოებით მოცული ბინისთვის, მაგრამ არა ! უკანმოუხედავად წამოვედი და არც ერთი წუთით არ მინანია ეს.
სახლისკენ დავიძარი და 5 წუთში მივაღწიე კიდეც. კარი ღია დამხვდა. რატომღაც არ გამკვირვებია და გეზი პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე. ნაცნობმა სასიამოვნო სურნელმა ნესტოების კედლები გამიღიზიანა და რაც შემეძლო ღრმად ჩავისუნთქე.
გორგალივით მოკუნტული დამხვდა საწოლზე მარგო. ეძინა, თვალები ჩასიებოდა ტირილისგან და ძილშიც სრუტუნებდა. გამეღიმა, ამავდროულად კი მეტკინა მისი მდგომარეობა და კვლავ სითბოს ჩაღვრა ვიგრძენი სულში, რამაც საოცრად გამათბო და მაიძულა ყველა და ყველაფერი დამევიწყებინა ამქვეყნად მარგარიტას და მისი ზღვისფერის გარდა. ფრთხილად მივუწექი და მივეხუტე. ძილში ჩემს სახელს ლუღლუღებდა და მთელი სხეულით მომეკრო. ხელები მაგრად მომხვია და ძლიერად შემომაჭდო, რომ არ „გავქცეულიყავი“. მე კი თმებზე ვეფერებოდი და ვამშვიდებდი. მგონი იმოქმედა...
გარკვეული დროის შემდეგ მეც ჩამთვლიმა და ცოტა ხანში მარგოს გაბმულმა კივილმა გამომაფხიზლდა. დაფეთებული წამოვხტი ლოგინიდან და დავინახე როგორ მიყურებდა და თვალებს არ უჯერებდა. საჩვენებელი თითი ჩემკენ ჰქონდა გამოშვერილი და კანკალებდა.
- აგიხსნი, აგიხსნი, ოღონდ აღარ იკივლო. - ძლივს ამოვთქვი მე და მხრებზე შევეხე მარგოს.
- უჰუმ. - თავი გამიქნია მან და სმენად გადაიქცა. მეც რაც შეიძლება მოკლედ ავუხსენი საქმის ვითარება და კვლავ კარზე ზარის ხმამ შეგვაწყვეტინა საუბარი. წარბები შევკარი და მარგოს გავხედე. მარგარიტა მთელი სხეულით აცახცახდა და თავი ჩემ მკერდში ჩარგო. ცხარე ცრემლებით ტიროდა და მევედრებოდა.
- რებე, რებე არ გააღო, რებე გთხოვ... რებე გევედრები აღარ დამტოვო, რებეკა... - ხელებს უფრო მაგრად მიჭერდა, მე კი შეწუხებული სახით ვუმზრედი. არ შემეძლო მისი ამ მდგომარეობისთვის მეყურებინა.
- ჩშშშ... დამშიდდი მარგო, დამშვიდდი. - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ცერა თითებით ცრემლები მოვწვიმნდე. - არაფერი მოხდება, გპირდები. მე არ დაგტოვებ, არასდროს აღარ დაგტოვებ. გავაღოთ, მოდი, ერთად გავაღოთ. - ვთქვი მე და მარგოს ჩავაშტერდი. მან გაუბედავად დამიქნია თავი და ჩვენ ნელი ნაბიჯით დავიძარით კარისკენ, რომელზეც ზარი პერიოდულად მეორდებოდა. მის წინ დავდექით თუ არა ერთმანეთს შევხედეთ და სახელურს ერთად დავწვდით.
ზღურბლზე სკოლის მოსწავლე იდგა, მოზრდილი კოვერტით ხელში. მან უცებ მომაჩეჩა ხელებში ფურცელი და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
- ჰეი ! - ვცადე მასთან დაკონტაქტება, მაგრამ იგი თვალსა და ხელს შუა გაქრა. ზუსტად ისე, როგორც აკოს ჩვეოდა ხოლმე.
- რა არის ეს ? - იკითხა მარგომ, როცა სახლში შევედით.
- აზრზე არა ვარ... - ვთქვი და კონვერტს დავაკვირდი. არანაირი წარწერა არ მოიძევებოდა ზედ. დიდი ნერწყვი გადავაგორე ყელში და გავხსენი. - მოსაწვევი ბარათია. - გაოცებულმა წამოვიძახე, როცა ჩავიკითხე მოკლე შეტყობინება.
- სად ?
- ქალაქგარეთ წვეულებაა, რომელზეც უნივერსიტეტის მთელი კურსია დაპატიჟებული. - ვთქვი მე და ფრიად საეჭვოდ მომეჩვენა ეს ამბავი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს აკოსთან, ვაჩესთან და მერისთან იყო კავშირში, ალბათ რეზისთანაც... მომენატრა, ჰო, რეზი მომენატრა, ძალიან თან... ჩავფიქრდი და ტუჩის კუთხეები თავისთავად ავიდნენ რამდენიმე საფეხურით ზემოთ. გამახსენდა თითოეული წამი გატარებული რეზისთან ერთად და საოცრად გავიბადრე.
- რეზიზე ფიქრობ ? - ღიმილშეპარული ხმით მეკითხება მარგო, მე კი არ ვუმალავ და თავს ვუქნევ. - გიყვარს ? - მეკითხება და მე ვითრგუნები.
- არ ვიცი... - თავს იატაკისკენ ვხრი და თვალს ვუშტერებ.
- იცი, უბრალოდ აღიარება არ გინდა. - მესროლა ფრაზა სამზარეულოდან. - წავიდეთ ? - თითქოს რიტორიკული იყო მისი შეკითხვა...
...
უზარმაზარი სასახლის წინ ვიდექით მე და მარგო. ძალიან ბნელი და საშიში იყო ეს ვეებერთელა სახლი, რომელშიც თითქოს მთელი კაცობრიობის ბოროტება იყო დახარისხებული. რებე რას ბოდავ ?!
მარგო და უბრალოდ ჩაცმულები, ხელიხელჩაკიდებულები მივედით ჭიშკრამდე, რომელიც შიშს აღვიძებდა და ის თავისთავად გაიღო, სახელდახელოდ ჩვენთვის. ნეტავ რა ხდებოდა ? დარწმუნებული ვიყავი, რომ არც ერთი ჩემი კურსელი გარდა რეზისა და ვაჩესი აქ არ იქნებოდა და... მართალი აღმოვჩნდი. წუთით ვინანე, რომ მარგო წამოვიყვანე, მაგრამ ეგრევე უკუვაგდე ეს ფიქრი. მარგარიტა ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო... მეგობარი, რომელსაც ყველაფერი უნდა სცოდნოდა ჩემ შესახებ. მას თუ არა, სხვას ვის ?!
შენობაში შევედი თუ არა ნაცნობი მელოდია მომესმა. „წვიმის ვალსი“ ჟღერდა დაბალ ხმაზე, მე კი ამ მელოდიამ შემაკრთო... სხვანაირად ჟღერდა თითქოს... თითქოს შეცვალეს, ის განცდა შეცვალეს, რომელიც ლიტ კაფეში მეუფლებოდა. შეცვალეს, შეცვალე, შეცვალეს ! ღმერთო, თითქოს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი რამ, რაც კი გამაჩნდა იბილწებოდა...
არავინ დაგვხვდა, რომ სახლში შევეპატიჟებინეთ, მაგრამ არ დავიბენით და მოვძებნეთ მისაღები ოთახი, სადაც იჯდა...
აბა თუ გამოიცნობთ ვინ იჯდა ?
ვინ არა, რამდენიმე...
ბარმენი ერთი.
რეზი ორი.
ვაჩე სამი.
აკო ოთხი.
ოფიცერი ხუთი.
მეექვსე ადგილი თავისუფალი იყო. ვინ იყო მეექვსე ?
შევხედე თუ არა ამ ხუთ ადამიანს ბრაზი თვალებში მომაწვა, თეთრი პლევრა ჩამისისხლიანა და სხეული აუხსნელმა ტკივილმა დამისერა. გული დამედაგა და ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი. მიველურსმე ადგილს და ვერ ვირხეოდი. მზერა გადამქონდა ერთიდან მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამხელა იმედგაცრუებას ვიგრძნობდი... არასოდეს არ მეგონა, ფეხქვეშ მიწა კიდევ უფრო თუ გამომეცლებოდა. არ მეგონა უფსკრულში თუ გადამჩეხავდნენ, არ მეგონა ყველა ძვალში ერთად თუ გადამამტვრევდნენ, არ მეგონა ჩემი გული თუ შეწყვეტდა ძგერას...
ბარმენი. რატომ ბარმენი, რატომ ბატონი ალექსანდრე, რატომ მამა ?! რატომ, რატომ, რატომ ? რა უნდა აქ ბარმენს, რა უნდა აქ ბატონ ალექსანდრეს, რა უნდა აქ მამაჩემს ? ამ ადამიანებთან ერთად, ამ სიტუაციაში, ამ სახლში...
- რა ჯანდაბას აკეთებთ აქ ?! - დავიღრიალე მე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. მთელი სხეულით ვკანკალებდი და პერიოდულ ტოკვას ვერ ვიკავებდი.
- ნუ ყვირიხარ. - მშვიდად მითხრა აკომ და სიგარეტი გააბოლა.
- სიგარეტი ორგანიზმს ვნებს. - კბილებს შორის გამოვცარი მე და საკუთარ თავზე გამეცნა გულში. ახლა ამის დროა ?! რებეკა, ახლა ამის დროა ?!
- მერე რა ?
- არც არაფერი. - ირონიულად გავიღიმე მე და დავინახე როგორ შეჭმუხნა წარბები აკომ.
- ვინმე ახსნით რა ხდება აქ ? - იკითხა რეზიმ და აკოს მკვლელი მზერით მიაჩერდა.
- ჰო, მეც მაინტერესებს. რას ვაკეთებთ აქ ჩვენ ? - ტუჩის კუთხე ჩავტეხე მე.
- დროს ვკარგავთ როგორც სჩანს. - ხმა გაიღო არჩილმა და ადგილიდან დაიძრა.
- ოოჰ, ძვირფასო არჩილ ! ჯერ ადრეა, არ წახვიდე ! - ოთახის სიღრმიდან გაისმა ქალის მომაჯადოებელი ხმა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რიტმული, გულისგამაწვრილებელი კაკუნი და ჩვენ წინ წარსდგა ერთადერთი და განუმეორებელი, საოცრად ლამაზ კაბაში გამოწყობილი, ქალბატონი მერი გოგიბერიძე.

- სანახაობა ახლა იწყება აჩი, ამ ტკბილ მომენტში არ გაგიშვებ ! - ხავერდოვანი ხმა იღვრებოდა უზარმაზარ მისაღებ ოთახში და კიდვ უფრო ძაბავდა ისედაც დათრგუნულ აურას.
- რას ნიშნავს ეს ყოველივე მერიემ ? - კბილებს შორის გამოსცრა აკომ და მე დავინახე როგორ დააყარა ტაომ მერის მთელ სხეულზე, სასიამოვნო თუ უსიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა და სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა.
- შენს თამაშს ვაგრძელებ ალექსანდრე. - მშვიდად ამბობს მერი და მრგვალ მაგიდაზე მდგომ ღვინის ბოთლს სწვდება. ბოკალს ნახევრად ავსებს და ტუჩებს ისველებს. მომნუსხველად გამოიყურება... რომ არა ეს საფრთხის შეგრძნება, რაც მისგან მოდის, ალბათ ოფიცერი აქვე ეცემოდა...
-სულელი ხარ თუ ფიქრობ, რომ ჩემს თამაშში შენი წესებით ითამაშებ, მერიემ. - ჩაიცინა აკომ.
- რა საინტერესოა... მე არც სულელი ვყოფილვარ და არც ჭკვიანი, მაშ, ვინ ვარ ალექსანდრე ? - ტუჩის კუთხე ზევით აუხტა მერის.
- შავში გარდამავალი ლურჯი ხარ. - თქვა ვაჩემ და მზერა ჩემკენ გამოაპარა... უცნაური იყო, მაგრამ ვეთანხმებოდი მას. მერის მონარინჯისფრო აურა სადღაც გამქრალიყო და ახლა მხოლოდ შავში გარდამავალი ლურჯი ქალი იდგა ჩვენ თვალწინ, რომელიც ბოლო ნაბიჯებს დგამდა. ბოლო და გადამწყვეტს.
- საინტერესო ინტერპრეტაციაა. - ჩაერთო საუბარში არჩილი.
- გამაგებინეთ ბოლობოლო რა ხდება აქ ! - აღრიალდა რეზი. - მერი, რას ნიშნავს ეს სპექტაკლი ?
- რას ნიშნავს რეზიკო ?! - ტუჩები მომუწა მერიმ და მისკენ დაიძრა. იდაყვი მხარზე ჩამოსდო და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კეკლუცობდა. ვის ეკეკლუცებოდა ? რეზის ნამდვილად არა, მაშ... სიკვდილს ? - მე შენ გეტყვი, რასაც ნიშნავს... - მოზრდილი ყლუპი გადააგორა ყელში და დასძინა. - როგორაა შენი და ? - ამ შეკითხვის დასმისას რეზის მთელი სხეული დაეძაბა.
- რა ჯანდაბას ხლართავ ?
- როგორ არის შენი ძვირფასი თათა ? ჰა ? დადგა ფეხზე ? - ცინიკური ტონი ჰქონდა მერის, მე კი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ავდუღდი. თათაზე ასე რატომ ლაპარაკობდა ? რა უფლება ჰქონდა ? რეზის გაგიჟებულ რეაქცია ველოდი, ველოდი, რომ დაამსხვრევდა ყველაფერს, რომ მისვამდა კუთვნილ ადგილას ამ ქალს, დაიღრიალებდა და დაიცავდა საკუთარ დას ცინიკური ტონისგან, მაგრამ... ამის მაგიერ რეზიმ თავი ჩაქინდრა და სიმწრის სიცილით ჩაიცინა. რა ჯანდაბა ხდება ?
- რეზი... - ამოვისუნთქე მისი სახელი. წყალჩამდგარი თვალები მომაპყრო და მზერა ვერ გამისწორა.
- თქვი რეზიკო... რისთვის გჭირდებოდა რებე ? - წნეხის ქვეშ ატარებდა რეზის მერი.
- მე... - დაიწყო ჩახლეჩილი ხმით.
- რად გინდა ეს აბსურდი ? - გაღიზიანებული ხმით წამოდგა აკო და მერისკენ დაიძრა, მაგრამ მერიმ არსაიდან პისტოლეტი ამოიღო და დამიმიზნა. მარგომ წამოიკივლა და მომეკრო. მე კი რეაგირება არ მქონია. რაღაც მეუბნებოდა, რომ სანამ ისინი არ იტყოდნენ სათქმელს, მე არ მოვკვდებოდი. ხოლო სიმართლის გაგების შემდეგ მე სიკვდილის არ მეშინოდა. იმიტომ რომ ვიცოდი, ვიცოდი, რომ სიმართლე იმაზე ადრე მომკლავდა, ვიდრე მერი.
- არ გაინძრე ! თორემ ვესვრი და ისიც იცი ძვირფასო, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია !
- არ გინდა მერი... - დაიწყო არჩილმა, მაგრამ მერიმ მას განმგმირავი მზერა ესროლა და არჩილს ყრუ გმინვა აღმოხდა.
- თქვი რეზი. - მშვიდად აგრძელებდა ქალი.
- მე...
- რისთვის გჭირდებოდა რებე სხიერელი ?!
- ჩემი დის გადასარჩენად. - მთელი სხეული მომიდუნდა. განმაიარაღეს...
- კონკრეტულად ?
- დიდძალი ფული მჭირდებოდა მის გადასარჩენად და თუ... თუ რებეს სულიერად დავცემდი მე... მე შევძლებდი... თათას... - სიტყვა ვერ დაასრულა. ხმა გაუწყდა, მე კი ყურები დამიგუბდა. თათას გადასარჩენად, ფული, თათას გადასარჩენად, ფული.... სუნთქვა შემეკრა და შოკირებული ვიყავი. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, რომ არა მარგო იქვე ჩავიკეცებოდი. ტუჩებს უცნაურად ვაცმაცუნებდი და უხმოდ ვიმეორებდი რეზის ნათქვამს. სული დამისერა მისმა თითოეულმა ბგერამ, არათუ მისმა ამაზრზენმა საქციელმა. ცუნამის სახით წამოსული ტკივილი, ენით აღუწერელმა რაზმა ჩაანაცვლა, რომელმაც ვულკანივით ამოფეთქა ჩემში, ხოლო მისმა ლავამ მოუთმენლად დამწვა რეზის თვალებში, რომელსაც იგი ვერ ბედავდა ჩემკენ მოეპყრო. თავჩაქინდრული იდგა და არც კი მიყურებდა, მე კი მინდოდა, მინდოდა რომ შემოეხედა, მინდოდა ეთქვა, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე იყო... მაგრამ...
- რეზი... - ვთქვი და ჩემი ხმა ვერ ვიცანი. მას მხრები შეუტოკდა, ის მხრები, რომლებსაც მე მარწუხებივით ვაფრინდებოდი, მაშინ, როცა მისი დიდრონი ტუჩები დაძრწოდნენ ჩემ კისერზე. თვალები ცრემლით ამევსო, მაგრამ არ შევიმჩნიე. - მითხარი, რომ ეს ტყუილია ჩანადირო... - ვევედრებოდი მთელი სულითა და გულით. - გთხოვ...
- არა, ეს სიმართლეა რებე. - ჩაიდუდუნა თითქოს თავისთვის. გული შემეკუმშა, სული შემიძრა, გონება დამებინდა, ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა... რატომ მე ?
- არ გყოფნის ? - წარბაწევით და სასტიკი ცინიზმით მომმართა მერიმ. რეზის მოშორდა და ამჯერად ვაჩეს გვერდით დაჯდა. - ნაწილობრივ იცი ვინც არის შენი ძვირფასი მეგობარი ვაჩე რამიშვილი არა ? - თვალები ბოროტი ავაზასავით უელავდა. - მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მარგარიტა ! - მიუგო მან ჩემზე აკრულ და აცახცახებულ მარგოს. - შენი ძმა გახსოვს ? - თქვა მან და მარგოს რეაქციას დააკვირდა. მარგარიტამ ფრჩხილები ჩამასო მხრებში და მე ვიგრძენი როგორ დაიძაბა იგი მთელი სხეულით.
- მახსოვს...
- ის დღე გახსოვს ?
- მახსოვს... - ამოიკვნესა მარგომ.
- თქვი ! - უბრძანა მერიმ და პისტოლეტის ლულა კვლავ ჩემკენ იქნა მომართული.
- იმ დღეს... იმ დღეს ჩემი ძმა დაჭრეს. მისი მეგობრები გაიქცნენ, მაგრამ მკვლელი ადგილზევე დარჩა და... დაიჭირეს... მაგრამ, მალევე გამოუშვეს...
- მკვლელი ? - ყურებს ვერ ვუჯერებდი მე.
- ჰო.. - თავი დამიქნია მარგომ. - საავადმყოფოშ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ... მაგრამ... - თვალები ცრემლებით აევსო მას და საშინელი ტკივილი ჩაუდგა აწყლიანებულ თვალებში.
- ანუ შენი ძმის მკვლელი დაუსჯელი დარჩა, ჰო ? - აგრძელებდა მის წამებას მერი.
- მერი, გეყოფა ! - შევუღრინე მე. თუმცა რეზის შემდეგ ძალა არ მქონდა. როგორ შეეძლო მას ასე მომქცეოდა ?... გამტეხა, დამფშვნა, გამაცამტვერა...
- არა, არ მეყოფა.
- რას მერჩი ?! - ვკითხე მე. მან კი პასუხი არ დამიბრუნა.
- კი, ჩემი ძმის მკვლელი დაუსჯელი დარჩა. - ამოისრუტუნა მარგომ.
- და რა გააკეთე ამისთვის ?
- განყოფილებაში მივედი და... საქმე დახურული დამხვდა.
- მერე ? მკვლელი იცი ვინ იყო ?
- არა... არ შემიხედავს მისთვის. - თავი ჩაქინდრა მარგარიტამ.
- ქალბატონებო და ბატონებო, გაიცანით მარგარიტას ძმის მკვლელი და ოფიცერი, რომელმაც ფულის სანაცვლოდ ეს საქმე მიჩქმალა და აღარ გამოიკვლია ! - ტაშს უკრავდა მერი ვაჩესა და არჩილს. ადგილს მივეყინე და ვიგრძენი როგორ მომშორდა სხეულიდან მარგარიტას მარწუხები და იატაკზე როგორ ჩაიკეცა.
- რატომ, რატომ, რატომ, რატომ... - კიოდა იგი ბოლო ხმაზე. - იგი ჰომ უდანაშაულო იყო, რატომ მოკალი, რატომ მომიკალი ძმა ?! ერთადერთი, ჩემი ერთადერთი სიცოცხლის წყარო, ჩემი ერთადერთი მანათობელი, ერთადერთი ჩასუნთქვა... - წამოხტა ის და ვაჩეს მივარდა, რომელიც რეზის მსგავსად თავჩაქინდრული იდგა. - რატომ, რა დააშავა ასეთი, ასეთ რა დააშავა ჩემმა ძმამ ?! - ღრიალებდა მარგარიტა. მტკიოდა მისი თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ახლა...
- არაფერი. - თქვა ვაჩემ.
- რა თქვი ? - შეცბა მარგო. - გაიმეორე რა თქვი !
- არაფერი არ დაუშავებია შენს ძმას. ის უბრალოდ ხელთ მოყვა. - თქვა ვაჩემ გამტყდარი ხმით. იცოდა, რომ ვეღარ გადარჩებოდა... იცოდა, რომ არჩილისგან დაპატიმრებას ვერ ასცდებოდა, ამიტომ შეეგუა ბედს.
- და ამიტომ... - ხელები ჩამოუშვა მარგომ. მერე ლასლასით მივიდა არჩილთან და სილა გააწნა. თითქოს ელოდაო ოფიცერი, იდგა და ვერაფერს ამბობდა. - თქვენ რა დაგიშავეთ ოფიცერო ? თქვენ რა დაგიშავეთ, რომ ძმის მკვლელი, ძმის, რომელსაც არაფერი დაუშავებია, არ დამისაჯეთ ? - არჩილიდ დუმდა. - ხმა გაიღეთ ოფიცერო, ზმა გაიღეთ და მითხარით, რომ ფული ამდენს არ წყვეტს, მითხარით, რომ ფული სამართალს არ წყვეტს, გევედრებით ! - ბღაოდა მარგარიტა, მაგრამ არჩილი კვლავ მდუმარედ იდგა...
- ჰოო.... საინტერესოა არა რებე ? - მომმართა მერიმ, მე კი შოკიდან ვერ გამოვდიოდი. მარგოს ასე ტკიოდა, მე კი ? მე ვერაფერს ვშველოდი. ჩემი ყველაზე უბიწო ნაწილი ცხარე ცრემლებით ტიროდა, მე ვერაფერს ვშებოდი მის დასამშვიდებლად. ადგილიდანაც ვერ ვიძვროდი, როგორ მინდოდა მიწას ჩავეტანე და ამისთვის არ მეყურებინდა. ორივე ხელით მინდოდა მიმეხრჩო ვაჩეც, რეზიც, ოფიცერიც და მერიც... - მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. - ჩაიცინა მერიმ. - აკომ ვაჩე თითქმის იგივე მიზეზით დაიქირავა, რისთვისაც მე რეზი... უბრალოდ ვაჩეს უბრალოდ გამდიდრება უნდოდა, რეზის კი... ჰაჰ ! - აკო, აკო, აკო... მიწიოდა გონება და გულზე ხელი მივიბჯინე. არ მინდოდა დამეჯერებინა არაფერი, რასაც ის ამბობდა. არ მინდოდა... აკომ დაიქირავა ვაჩე... ვაჩემ მოკლა მარგოს ძმა... ვაჩე, აკო, რეზიც კი მკვლელია...
- გეყოფა ! - დაიღრიალა აკომ და მერისკენ ნაბიჯი გადმოდგა. მერიმ კი პისტოლეტი მოიმარჯვა და ჩემკენ გამოიშვირა.
- სდექ ალექსანდრე !
- შენ მას არ ესვრი ! - კბილებს შორის გამოსცრა აკომ.
- ცდები.
- ვიცი ! - თქვა მან და მერისკენ სვლა გააგრძელა.
- გაჩერდი ! - აკივლდა მერი. - გაჩერდი ალექსანდრე, გაჩერდი ! - აკო კი არ ჩერდება და როგორც კი რამდენიმე ნაბიჯზე მიუახლოვდა მერი გასროლის ხმა გაისმა. ბარძაყის ძვალი გამიტყდა და არაადამიანურად დავიკივლე. ჩემი ხმა ექოსავით გაისმა მთელ სახლში და იატაკზე ჩავიკეცე. ნატყვიარს ხელს ვუჭერდი და ქვედა ტუჩს ვკბენდი, რომ კიდევ ერთი დაკივლება არ აღმომხდომოდა.
- რებე ! - აკომ, ბარმენმა, მარგომ და რეზიმ ერთდროულად დაიყვირეს ჩემი სახელი.
- არ გაინძრეთ ! აქვე მივახვრეტ რომელიმე რომ დაიძრას მის დასახმარებლად ! - ღრიალებდა მერი.
- მერი, მოდი კარგად გავარკვიოთ სიტუაცია. - წამოიწყო არჩილმა.
- მე შენთან გასარკვევი არაფერი მაქვს არჩილ. არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხარ. - შევამჩნიე როგორ დაებერა ძარღვები არჩილს და როგორ ჩაუსისხლიანდა თვალები.
- ტყუი ! - ამოიგმინა არჩილმა.
- შემდეგ რებე ? გავაგრძელოთ ? - მეკითხება მერი მე კი ჭრილობამ აზრები ამირია. - აკომ რომ მოაწყო შენი გატაცება იცი ? აკომ რომ იცოდა შენი ასე წამების ამბავი იცი ? აკომ რომ ცოცხალი დატოვა ის ახმახი ეგ იცი ? იცი, რომ მას უყვარხარ ? ჰო, ალექსანდრეს შენ უყვარხარ... შენ ? არა, შენ არა. შენი და უყვარს, შენში კი მას ხედავს. რენას ხედავს, რენა უყვარს, რენა ! - რენას ხსენებაზე გული ცუდად გამიხდა. იატაკს ვავებჯინე და სუნთქვა შევწყვიტე... რამდენიმე წამში საზიზღარი ხველება ამიტყდა და ნახველს სისხლი ამოყვა.
- რებე ! - დაიკივლა მარგომ.
- ჰაჰ, რა გჭირს რებე ?! ნუთუ ჩემმა შხამმა იმოქმედა შენზე ? - გადაიხარხარა მერიმ. - გახსოვს ძალიან ტკბილი ყავა რომ მოგართვი ? - შემახსენა მან. - გაახსოვს... მე მასში შხამი გავურიე ძვირფასო !
- მერიემ ! - დაიღრიალა სამმა კაცმა ერთად.
- ჰო, რა იყო ! ახლა შეგიყვარდათ ჰო, ახლა გიყვართ ყველას, ახლა, როცა კვდება. აღიარეთ ის წმინდანად, როცა მოკვდება ! როცა მოკვდება ! - ისტერიკულად იცინოდა მერი და პისტოლეტს რაც შეიძლება მაგრად უჭერდა.
- რა დავაშავე ? - ვიკითხე ჩახლეჩილი ხმით. ბუნდოვნად ვარჩევდი მერის ილუეტს, მაგრამ მე მას ჯერ კიდევ ვხედავდი. მე ჯერ კიდევ არ გავთიშულვარ, მე ჯერ კიდევ არ მოვმკვდარვარ.
- მან, ვინც მიყვარს საყვარლად დამიყენა... ამაზე საშინელი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში ? - ირონიულად იკითხა მერიმ, მაგრამ ამ ირონიაშ იმდენი ტკივილი იყო, იმდენი ტანჯვა და გოდება... - და ეს შენი ბრალია...
- ჩემი ბრალია ? - ვეკითხები და თვალები მიფართოვდება. მახსენდება ჩვენი მაშინდელი დიალოგი. „მას სხვა უყვარს“... - ის სხვა...
- ჰო, შენ და შენი და. - თქვა მერიმ და ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან. ყველა დუმდა და მე თითქოს მათი გულისცემა მესმოდა. უწყვეტი, სწრაფი გულისცემა...
- მერი. - მივმართე ძალაგამოცლილმა.
- არ გეყო ? - სასოწარკვეთილმა დაიკივლა.
- ბარმენი... რა უნდა აქ ბატონ ალექსანდრეს ? - ვკითხე.
- ააჰ, შენი ძირფასი ბარმენი. მართლა კარგი ადამიანია, არაფერი მეთქმის. მაგრამ... - თქვა და დაცვარული შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა. - მაგრამ ის ალექსანდრეს მამაა. - მეხის გავადრნასავით იყო მისი სიტყვები. ალექსანდრეს მამა ?!
- რას ბოდავ ? - უკიდურესად გაღიზიანებულად წამოიძახა აკომ.
- ჰო, მამაშენია. მამაშენი... თუ გაინტერესებს საბუთები უჯრაშია. - თქვა და მიუთითა კომოდზე. აკო ნელი ნაბიჯით დაიძრა კომოდისკენ და საბუთები ამოიღო. რამდენიმე წამი ათვალიერა, წარბები შეჭმუხნა, თვალები გაუფართოვდა და ბარმენს გახედა, რომელიც მშვიდი სახით იდგა ჩემდაგასაკვირად. მაგრამ როგორც კი არსებული ინფორმაცია გადახარშა მუშტები მაგრად შეკრა და აკოს გახედა. მათი მზერა შეხვდა ერთმანეთს და აკოს თვალებში მე აშკარა ზიზღი დავინახე... დაახლოებით ათი წამის განმავლობაში უმზერდნენ ისინი ერთმანეთს... ბარმენის მზერამ გამანადგურა.... ასეთი დაშლილი ის ვერასოდეს წარმომედგინა.
- თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისთვის ბიოლოგიური მშობლები, მშობლები აღარ არიან. - გაიმეორა მან თავისი დევიზი და საბუთები ბარმენს პირდაპირ სახეში შეაყარა. ალექსანდრემ თავი ჩაქინდრა და ცრემლები ძლივს შეიკავა.
- მე ვამაყობ, რომ ჩემს შვილს ჩემი სახელი ჰქვია. მე ვამაყობ, რომ ოდესღაც ქალს ასე ძალიან ვუყვარდი ! - თქვა მან და ჩემკენ გამოიხედა. მე მკრთალად გავუღიმე და ვიგრძენი მისი არაადამიანური მხარდაჭერა.
- რისი მიღწევა გინდოდა ამ ყველაფრით მერი ? - ეკითხება რეზი.
- მინდოდა შური მეძია. - მხრები აიჩეჩა მერიმ და აკოს გახედა. - მინდოდა ის სიმწარე ეგრძნო მას, რასაც მე ვგრძნობდი ყოველ ჯერზე სხვისი სახელის გაგონებისას... - თქვა და ჩემკენ მიუთითა. - ხან რებე, ხან რენა... აკოს ფანატიკური სიყვარული თქვენს მიმართ გულს მიკლავდა... სულს მიხლეჩდა, თქვენ კი... თქვენ არა, შენ კი. შენ ის არ გიყვარდა. არ გიყვარდა, არაფერს გრძნობდი მის მიმართ, არც კი გახსოვდა ამდენი წლის მანძილზე, მე კი... მე კი სულ მასთან ვიყავი მთელი ეს დრო, სულ, სულ ! ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს იგი... მან მე შვილი მომიკლა, ჩვენი ჯერ არდაბადებული ბავშვი მომიკლა გესმის ? მაგრამ მე ის მაინც მიყვარს.... მიყვარს, მიყვარს, მას კი... - ლუღლუღებდა მერი და სიტყვებს თავს ვერ აბამდა. შოკირებული ვიყავი... მან აბორტი გააკეთებინა ქალს, მან მოკლა ბავშვი... მერის კი ის მაინც უყვარდა. უყვარდა გაგიჟებით, უყვარდა არაადამიანურად, უყვარდა არამიწიერად, არაამქვეყნიურად და მისი სიყვარული აიძულებდა გავენადგურებინე. - მას კი არასოდეს ვყვარებივარ... რებეკა, მე მეტი აღარ შემიძლია, გეფიცები, აღარ... - ამოიკვნესა მერიმ. პისტოლეტი თავისკენ შეაბრუნა, პირში ჩაიდო და გაისროლა... ვიკივლე და მისკენ წავედი, მაგრამ იმდენად სწრაფად მოხდა ყოველივე, რომ ამის გაცნობიერებაც ვერ მოვახერხე წესიერად. ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო მისი საქციელი... მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა მას ამის შემდეგ ?! დაეწყო თავიდან ცხოვრება...? მერი არ იყო ამისთვის საკმაოდ ძლიერი...
ყველა მე მომვარდა, გარდა არჩილისა. ის იდგა და დაჰყურებდა საყვარელი ქალის უსიცოცხლო გვამს. იმ ქალის გვამს, რომელსაც იგი არასოდეს უყვარდა, რომელიც მას ატყუებდა, რომელმაც ის გაანადგურა... უყურებდა და ტიროდა. მას მაინც უყვარდა ის, უყვარდა ყველაფრისდა მიუხედავად, უყვარდა ჩადენილის მიუხედავად... საოცარი გრძნობაა სიყვარული, ძვალსა და რბილში ატანს, გაიძულებს დაემონო და გააღმერთო ადამიანი. აპატიო შეცდომები და გიყვარდეს ! გიყვარდეს უაზროდ, უმიზნოდ, თავდავიწყებით...
რეზი შეხება ვიგრძენი და დენდარტყმულივით შევკრთი. ბრაზი კვლავ მომაწვა სახეში და ჩასისხლიანებული თვალები მივაპყარი მას. შეცბა, გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა და მომშორდა. მე საშინელი ხველება ამიტყდა და სისხლისგან ვიცლებოდი.
- რებე, რებე, შხამი... - სლუკუნებდა მარგო.
- წამოდექი, დაგეხმარები.
- არა, ხელში ავიყვან. - საუბრობდნენ ისინი, მე კი არაფერი მესმოდა. რეზიმ მიღალატა, ვაჩემ თავისთავად, მარგოს ეტკინა, აკომ სრულიად მომიღო ბოლო...
ბარმენს მივაპყარი მზერა და ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან. ის კი ჩემთან მოვიდა და თავზე ხელი გადამისვა.
- ნუ ჩემო გოგო, ნუ... არ იტირო... ყველაფერი კარგად არის. კი არ იქნება, არის. - თქვა მან და მე გამიკვირდა მისი სიტყვები, თუმცა მესიამოვნა. ძლივსძლივობით წამოვდექი და მინების მტვრევის ხმამ გააყრუა მთელი სახლი. მე და მარგომ წამოვიკივლეთ, მაგრამ აკომ და ვაჩემ პირზე ხელები აგვაფარეს და გვაიძულეს იატაკზე გავრთხმულიყავით.
ნიღბიანი ადამიანები შემოიჭრნენ აქ და ატეხეს უმისამართო სროლა. საშინელი ბუღი დადგა და ყველამ შევაფარეთ თავი რასაც მოგვეხერხებოდა. ჩემთან ერთად იყო მარგო და რეზი. ვაჩე და არჩილი ერთად, ხოლო აკო და ბარმენი ერთად. სროლა არ წყდებოდა და ნიღბიანი ადამიანები დადიოდნენ აქეთ-იქეთ. მე, მარგო და რეზი უზარმაზარ კარადას ამოვეფარეთ და გავიტრუნეთ. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ არა ნიღბიანების.... ჩემი ცხოვრების მეშინოდა... მომავლის და ამ მომენტის... მეშინოდა, მაგრამ თითქოს ვხვდებოდი, რომ ეს შიში აუცილებელი იყო. აუცილებელი იყო მე ამ მომენტში მეგრძნო ის, რასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი პიროვნება გადარჩენილიყო ცოცხალი. რომ მე გამეგრძელებინა არა არსებობა, არამედ სრულფასოვანი ცხოვრება.
რეზის ვეკვროდი უნებურად მთელი სხეულით, ფეხზე ნორმალურად ვერ ვდგებოდი, ამიტომ მისი ხელი წელზე მქონდა შემოხვეული, რომ არ დავვარდნილიყავი. ვცახცახებდი და წონასწორობის შენარჩუნება უკიდურესად მიჭირდა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ის კი ამით სარგებლობდა და რაც შეეძლო ახლოს მიზიდავდა...
მე ვერ ვიგრძენი მისდამი ზიზღი. ჯანდაბა ! მე ვერ ვიგრძენი ზიზღი მის მიმართ ! გამახსენდა თათა, გამახსენდა მისი დიაგნოზი, ეტლი და... და მინდოდა რეზის საქციელისთვის გამართლება მომეძებნა... ჰო, მე ეს მინდოდა ! როგორც კი გავაცნობიერე ჩემი სურვილი, იმწამსვე უკუვაგდე ყველანაირი ფიქრი და თავი დავიცარიელე. ახლა მთავარი იყო გადავრჩენილიყავით.
- რებე, მომისმინე. - წამოიწყო რეზიმ.
- ახლა არა. - მოკლედ მოვუჭერი მე. მისაღებში მიმდინარე პროცესს ვუყურებდი და ვხედავდი როგორ კვდებოდნენ ზედიზედ ნიღბიანი კაცები ერთადერთი პისტოლეტიდან. აკო ისვროდა... ზედმეტად ზუსტად...
- გამობობღდით ! - ჩურჩული მომესმა შორიახლოდან და ვაჩე დავინახე იარაღით ხელში. არ გამკვირვებია. მარგოს შევხედე და მისი ნაღვლიანი მზერა შიგ მოკლულ სულში შემისახლდა. ჩვენ უხმოდ დავემორჩილეთ მას. დროდადრო მარგოს გავხედავდი, ხომ არ ჩამოგვრჩა-მეთქი.
უეცრად პირდაპირ მერის გვამის წინ აღმოვჩნდით... მომენტალურად შევჩერდი და დავაკვირდი. იგი იღიმოდა და ცალი ხელი გულზე ჰქონდა მიჭდობილი... ცალი კი მუცელზე. თითქოს არარსებულ ბავშვს ეფერებაო. რატომღაც მეგონა, რომ იგი ბედნიერი მოკვდა... არ ვიცი რატომ, მაგრამ დავწვდი მის მკერდს და იქედან მოცუცქნული ბოთლი ამოვაძვრინე, რომელსაც ზედ ეწერა „შხამსაწინააღმდეგო“. ვაჩემ დაინახა და გაეღიმა მკრთალად, მაგრამ როგორც კი მარგარიტას მზერას შეეჩეხა ღიმილი ეგრევე წაეშალა სახიდან.
ნელი ტემპით მივდიოდით წინ, სროლა კი არ წყდებოდა. საზიზღარი ბუღი იდგა ოთახში, თვალთან თითს ვერ მიიტანდი... მივიწევდით ბობღვით წინ და გვამებზე გადავდიოდით. გული მერეოდა, სული მეშლებოდა, ძვლები მიტყდებოდა... სრულიად განადგურებულ რებეს საკუთარი თავი ლამის პირდაპირი მნიშვნელობით, კბილებით გაჰქონდა. გატეხილი ძვალი მტკიოდა, სასტიკად მტკიოდა, მაგრამ წინ მივიწევდი.
უეცრად ჩვენ წინ სხეული დაეცა და მე ოდნავ წამოვიკივლე. დავაკვირდი და აკო ამოვიცანი... გული შემეკუმშა და ადგილს მივეყინე. ბარმენი აკოზე თავქვე დამხობილი ტიროდა...
- შვილო, გევედრები, გევედრები არ დამტოვო ძლივს გიპოვე ! არ დამტოვო ! გძულდე, გეზიზღებოდე, დასანახავად ვერ ამიტანო, მაგრამ არ დამტოვო ! ისუნთქე ალექსანდრე შვილო, ისუნთქე ! - მაგრამ აკოსგან არანაირი რეაქცია არ წამოსულა... მხოლოდ ოდნავ შეირხა, ხელი მძიმედ ასწია, ბარმენს სახეზე შეეხო და გაუღიმა. წამით ბარმენს იმედი მიეცა, მაგრამ.... აკოს უსიცოცხლო მაჯა იატაკზე დავარდა და მისი სხეული სახეზე ღიმილაკრული ქანდაკებასავით ცივდებოდა. ყრუდ ამოვიგმინე, გულზე ხელი მივიჭდე და კვლავ ხველა ამიტყდა... სისხლი ჩანჩქერივით ასხამდა ჩემი პირის ღრუდან. შიგნეულობა მეწვოდა და ძალა მელეოდა. არ მჯეროდა, რომ ის მოკვდა. როგორ, აკო როგორ უნდა მომკვდარიყო ?
ვაჩე მოწინააღმდეგეს ესვროდა პერიოდულად. თითო გასროლა, თითო გვამს უდრიდა. არ მიკვირდა, მაგრამ გასროლის სიზუტე ნამდვილად აღფრთოვანების ღირსი იყო.
რამდენიმე წამის შემდეგ დავინახე როგორ წამოდგა ბარმენი, დავინახე როგორ დაავლო ხელი იარაღს, უშიშრად დადგა და ტყვიები დაუშინა ნიღბიანებს. ვკიოდი, ვთხოვდი, რომ არ გაერისკა, რომ დამალულიყო, რომ არ გამწარებულიყო, არ აჰყოლოდა ემოციებს, არ აჰყოლოდა ტკივილს, რომ ცოცხლად გადარჩენილიყო, რომ მე მამა მჭირდებოდა... მაგრამ... მაგრამ.... აკოს გვერდით მისი უსიცოცხლო სხეულიც თვალგახელილი მიღიმოდა რამდენიმე წამის შემდეგ. ტყვია შიგშუბლში მოახვედრეს და ის მოკვდა, უმტკივნეულოდ მოკვდა, თუ შეიძლება ამას ასე დავარქვათ... კაცი, რომელიც ახლადშეძენილი შვილის სიკვდილს შეესწრო მოკვდებოდა უმტკივნეულოდ ? რა თქმა უნდა ვერა...
გარდაიცვალა ჩემი მამიკო... რომელთანაც მსურდა გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, რომელიც მარიგებდა და ყოველთვის სასიამოვნო დიალოგს მჩუქნიდა... ახლა ვინ დამელაპარაკება კარნეგის ფრაზებით ალექსანდრე ? ვინ მომცემს ღირებულ რჩევას, ვინ დამისხამს ლიტ. კაფეში ნახევარ ბოკალ ღვინოს ? ვინ, ვინ, ვინ ? დამტოვეს... მათ მე დამტოვეს...
ვითიშებოდი, ვგრძნობდი რომ ვითიშებოდი, ნისლმა მოიცვა ყოველივე... ჩემი ბარმენი აღარ მყავდა, ჩემი ერთადერთი მშობელი... აღარ მყავდა რეზი, ვაჩე, მერი.... ცოტაც და გონებას დავკარგავდი, მაგრამ რეზიმ შემანჯღრია.
- რებე ! რებე ! არა, ახლა არ გაითიშო, ოღონდ ახლა არა ! - მევედრებოდა იგი. ხელში ამიყვანა და ტყვიებს შორის მთელი სისწრაფით გაიქცა. გარეთ უკანა გასასვლელით გამოვიდა და მანქანაში ჩამსვა. წამიერად გამოვფხიზლდი და თვალებით მარგოს ძებნა დავიწყე.
- მარგო ?! რეზი, სადაა მარგო ?! რეზი, სადაა ჩემი მარგო, სად ?! - ვკიოდი ბოლო ხმაზე და რეზის მკლავს ვიყავი ჩაფრენილი.
- აი, აი იქ, დამშვიდდი, შეხედე, ვაჩესთან ერთად უკანა მანქანაში ჯდეა, ნახე, ნახე ! - მამშვიდებდა რეზი და მე რასაც ქვია ავეკარი მინას, რომ დავრწმუნებულიყავი მისი სიტყვების ჭეშმარიტეაშ. არ მახსოვდა გახვრეტილი ლულისებრი ძვალი, არ მახსოვდა რეზის მიერ მოყენებული ტკივილი, არ მახსოვდა ვაჩეს სისაძაგლე, არ მახსოვდა მერის, ბარმენისა და აკოს სიკვდილი, ახლა მთავარი იყო მარგოს კეთილდღეობა. მე არ უნდა დამეკარგა მარგარიტა... ჩემი ზღვისფერი ადამიანი, არ უნდა დამეკარგა...
...
როგორც კი დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში მაშინვე შვებით ამოვისუნთქე. მანქანის სავარძელში მივესვენე და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე. რეზიმ მანქანა ადგილიდან დაძრა და დიდი სისწრაფით მიჰქროდა. უეცრად გამოვფხიზლდი და წამოვიკივლე.
- ოფიცერი ?!
- მოკვდა. - მშრალად მომიშრა რეზიმ.
- როგორ, რატომ, არა.... - სასო წარმეკვეთა მე.
- მერის ზედ დააკვდა. ძალიან უყვარდა როგორც სჩანს... - თქვა რეზიმ და კბილს კბილი ძლიერად დააჭირა.
- მერი... - ვთქვი და შევამჩნიე როგორ შეკრთა, დაიძაბა და ღრმად ჩაისუნთქა რეზიმ. საჭეს მთელი ძალით მოუჭირა და სისწრაფესაც მოუმატა. არაფერი მითქვამს. ვხედავდი როგორ სტკიოდა, მაგრამ მისი ტკივილი ჩემსას ვერ შეედრებოდა. აღარ შემეძლო გამომეხატა სიტყვიერად თუ ფიქრებით ჩემი შეგრძნებები. მე შემეძლო მხოლოდ მესუნთქა და ამით გამომემჟღავნებინა ჩემი მდგომარეობა. ჰო... სუნთქვა ხატავდა ჩემს მდგომარეობას. და იცით რატომ ? მე მოვკვდი, მაგრამ მე მაინც ცოცხალი დავრჩი. რამდენიც არ უნდა მემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი, მე მაინც მკვდარი ვიყავი და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლიდა გარდა... დროისა ?

„ამდენ ნაიარევს... ამდენ ნაიარევს... ვინ მომიშუშებს, ამდენ ნაიარევს ?! - დრო...“

- ვიცი, რომ ეს სიტუაცია... - წამოიწყო რეზიმ, მაგრამ იმდენად გამაღიზიანა მისმა წამოწყებამ, რომ რაც ძალა და ღონე მქონდა დავიღრიალე.
- მოკეტე ! არ მაინტერესებს ! აღარაფერი მაინტერესებს ! გაჩუმდი და ატარე ! - დავინახე როგორ დააყარა ვენებმა ხელებზე და როგორ დაებერა კისრის ძარღვი. გაჩუმდა, მაგრამ მანქანა გზიდან გადააყენა. სწრაფად გადავიდა და ჩემი მხრიდან მანქანის კარი ლამის შემოგლიჯა.
- მომისმინე, შენ ! შენ რებეკა სხიერელო, რაც არ უნდა იფართხალო ჩემგან თავს ვერ დააღწევ ! რამდენჯერაც არ უნდა გამაჩუმო, რადმენჯერად არ უნდა უკუაგდო ფიქრები ჩემზე, მე მაინც ვილაპარაკებ, მე მაინც ვიქნები შენი აჩრდილი მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში ! და ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკი მეორეჯერ აღარ გაბედო ლაწირაკო ! - ღრიალებდა იგი. მე კი სავარძელზე მილურსმული ვუსმენდი და სიტყვები არ მყოფნიდა მისი სითავხედის აღსაწერად. როგორ ბედავდა... ან მე რატომ ვერ ვეწინააღმდეგებოდი მის სიტყვებს, ხმა რატომ ჩამიწყდა ?! კარი მთელი ძალით მოაჯახუნა და მანქანა ადგილიდან კვლავ დაძრა. უხმოდ მივდიოდით. არც ერთი ვარღვევდით დუმილს. ფიქრები გამიფრინდა და მხოლოდ მის დაჭიმულ ყბის კუნთს მივშტერებოდი... ესეთი რა შევცოდე-მეთქი რომ ვთქვა, ალბათ ძალიან ბანალური იქნება, ამიტომ გავჩუმდები...
ღამე იყო, უკუნეთი სიბნელე... ტრასაზე მხოლოდ ორი მანქანა მიდიოდა მთელი სისწრაფით. მე და რეზი წინ, ხოლო ვაჩე და მარგო ჩვენ უკან... საინტერესოა იქ როგორი ატმოსფერო ტრიალებს. ალბათ ძალიან დაძაბული... თუმცა მე ჩემი პრობლემა მაქვს... სუნთქვასაც კი ვერიდები ახლა რეზისთან. რატომ ვერიდები, რა ჯანდაბა მაკავებს ? რატომ უნდა მერიდებოდეს ახლა მე, როდესაც რეზი ასე არაკაცურად მოიქცა და რატომ უნდა მიყვიროდეს ახლა იგი მე, როდესაც მე უნდა ვაძაგებდე მას მთელი გულით ?
როგორც იქნა ქალაქში შევედით და მე ძლივს გავიღე ხმა.
- მერის სახლში წამიყვანე.
- რად გინდა ?! - გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში.
- ახსნა-განმარტებას მხოლოდ ქმარს ჩავაბარებ. წამიყვანე-მეთქი ! - მან კი ჩაიცინა.
- ოხ, რებე, რებე !
რამდენიმე წუთში ნაცნობ სადარბაზოსთან შევჩერდით. რეზი მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო. წამოდგომა ვცადე, მაგრამ არ გამომივდა. ყრუდ ამოვიგმინე და სიმწრისგან თვალები დავხუჭე. ნატყვიარს რაც ძალი და ღონე მქონდა დავაჭირე და შევამჩნიე, რომ სისხლისგან ჯერ კიდევ ვიცლებოდი. სიმწრისგან ჩავიცინე და ხელი შუბლზე მოვისვი.
რამდენიმე წამში ვიგრძენი როგორ მოვწყდი სავარძელს და ჰაერში გამოვეკიდე. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა და რეზის არაფრისმთქმელ თვალებს შევეჩეხე. თითქოს წვრილი ნემსით დამისერეს არტერია...
მდუმარედ ამიყვანა ხელში და შემიყვანა ლიფტში. რამდენი წამიც გადიოდა უფრო ძლიერად მიკრავდა საკუთარ სხეულზე. მე კი მისი სურნელით გაბრუებულს ტკივილიც კი დამავიწყდა.
მე-9 სართულზე ავედით. ნაცნობი ბორდოსფერი, რკინის კარი...
- გასაღები ხალიჩის ქვეშაა. - ვუთხარი რეზის. - დამსვი. - რეზიმ ფრთხილად დამსვა და მე მთელ ფეხს დავეყრდენი. ვცდილობდი ნატყვიარი არ მემოძრავებინა. რეზიმ კარი ფრთხილად გააღო და წელზე ხელი შემომხვია, რომ შევსულიყავი. ძლივსძლივობით გადავდგი ნაბიჯები და ინსტინქტურად გავიწიე ყავის საბუდარისკენ. გადმოვიყე ყავის პაკეტი და ვეძებდი რაღაცას... არ ვიცი რას, მაგრამ ვეძებდი...
- რას ეძებ ? - ეჭვნარევი ხმით მკითხა რეზიმ.
- არ ვიცი.... -უეცრად საზიზღარი ხველება ამიტყდა და სისხლმა კვლავ ჩანჩქერივით იფეთქა კისრიდან. შხამი თითქმის ყველა უჯრედს მოედო და შხამსაწინააღმდეგო საშუალებას სასოწარკვეთილი ატომები ლამის გინებით მთხოვდნენ.
- რებე, რებე, კარგად ხარ ? შხამსაწინააღმდეგო ჰომ უპოვე მერის, სადაა ?! - ხელი ჯიბისკენ წავიღე და პატარა ბოთლი ამოვაძვრინე. რეზიმ სწრაფად დასტაცა ხელი და თავი გადამიწია. ტუჩები ოდნავ შემიხსნა და წვეთწვეთობით გადამაყლაპა საზიზღარი სითხე. რამდენიმე წამში ოდნავ მომეშვა... ოდნავი სიმსუბუქე ვიგრძენი დაძაბულ სხეულში და კვლავ ყავის პაკეტს დავწვდი. გადმოვაპირქვავე და იქედან კონვერტი გადმოვარდა. რეზის შევხედე და მან თავი დამიქნია. ხელის კანკალით დავწვდი გაყვითლებულ კონვერტს და გავხსენი. აკოს ხელი იყო, აკოს...
„განუყრელი ორი ტყუპი ჰაეროვნად დაფარფატებს,
განუყრელი ორი ტყუპი თავშესაფარს აფერადებს...“

„მახსოვს, ორ ხმაში რომ მღეროდით...
მახსოვს, როგორ მეფერებოდით...
მახსოვს, თქვენი თეთრი კანი,
მახსოვს, შენი მკერდის ძვალი...
გული მეკუმშება რებე,
მათ მოგვიკლეს ჩვენი რენა,
მხოლოდ შენ მიყვარდი რებე,
მაგრამ მათ მოგვიკლეს რენა...
ვხედავდი შენს ტკივილს მე და
არ შემეძლო ამის მზერა.
ვუმზერდი შენ ცრემლებს, სიცილს
არ შემეძლო შენი შველა.
არ ვნანობ შენს დაუფლებას,
ასეთი ვარ რა ვქნა. ვკვდები.
სიმსივნე მჭირს ჩემო რენა
და ისედაც მოგიკვდები.
რებე, რენა, რებე, რენა...
მზე, მთვარე და ცრემლისდენა.
წავალ ღმერთთან, თუ არსებობს,
მოგიკითხავ რებე რენას...
შენ იცოცხლე სიყვარულო,
ჩემ მაგიერ ჩაისუნთქე,
შენ იცოცხლე სიხარულო
რენას ღიმილს შეეგებე...“
ვკითხულობდი ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ღაპაღუპით მცვიოდა ცხელი ბურთულები თვალის ღრმულებიდან და უმოწყალოდ მიწვავდა სახეს. ვსლუკუნებდი და ლექსი გულში ჩავიკარი. ბოლო ხმაზე ავბღავლდი და მთელი საათის განმავლობაში არ გავჩერებულვარ... რეზიმ გულში ჩამიკრა და მეც გაუაზრებლად მივეკარი მას სხეულზე. ვტიროდი მის კისერში თავჩარგული და მტკიოდა თითოეული ატომი. ის უხმოდ მიკრავდა გულში მთელი ძალით და არ მაძლევდა საშუალებას, რომ ბოლომდე გავტეხილიყავი...
...
სახლში მივედი. მისაღებში გავედი და საინტერესო სცენას წავაწყდი. ვაჩე და მარგო ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და თვალებით ჭამდნენ ერთურთს. არ ვიცოდი როგორი რეაგირება უნდა მქონოდა, მაგრამ ძალიან სასაცილოდ კი გამოიყურებოდნენ დაბღვერილები.
- არაფრის თქმა არ გინდა რეზი ? - ჩაილაპარაკა მარგარიტამ ისე, რომ მზერა ვაჩესთვის არ მოუშორებია.
- ვინ მაცდის რო ? - დაბღვერილად ჩაილაპარაკა რეზიმ.
- არაფრის მოსმენა არ მინდა მარგო. - ვთქვი და ძლივსძლივობით დავჯექი დივანზე.
- მოიცა ჭრილობას დაგიმუშავებ. - გასავათებული ხმით თქვა მარგომ და აბაზანისკენ გალასლასდა.
- რას აპირებთ ? - ყრუ ხმით იკითხა რეზიმ.
- რას უნდა ვაპირებდე ? - შევუბღვირე მე.
- ჩვეულებრივად გააგრძელებ ცხოვრებას ? - გაეცინა ვაჩეს.
- შენ ჰომ როგორღაც აგრძელებდი ? - წაკბინა სამზარეულოდან მარგომ.
- გეყოფა მარგო... - ამოისუნთქა ეს სიტყვები ვაჩემ.
- რებე... - მომმართა რეზიმ. - რა ეწერა იმ წერილში ?
- არაფერი ! - მოკლედ მოვუჭერი მე და მზერა ფეხისკენ გადავიტანე, რომელსაც მარგო ნელა და გულმოდგინედ ამუშავებდა. - წადით, მომშორდით, თქვენი დანახვაც არ მინდა ! - ვთქვი ღონემიხდილმა და დივანზე მივესვენე. გავიგონე როგორ ადგნენ უხმოდ და წავიდნენ.
...
ორი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გავსულვარ. არც მარგო გასულა. პროდუქტები თავზე საყრელად გვქონდა, ამიტომ ვიწექით და უაზროდ ვუშტერებდით თვალს ჭერს.
ბარმენი მახსენდებოდა ყოველ წუთს... აკო... სული ხრიოკ უდაბნოს დაემგვანა. არა, საგიჟეთის ოთახს. ყველგან აუტანელი სითეთრე. წითლად შეღებილი, მაგრამ ჯერ კიდევ თეთრი, რძისფერი კედლები, სადაც გამომწყვდეული ვიყავი და ვერა და ვერ ვაღებდი კარს გარეთ გამოსასვლელად.
ამ ორი კვირის განმავლობაში ვაჩეც ხშირად მოდიოდა და რეზიც. ხან რას მოიტანდნენ, ხან რას. ხან ვინ მოიტანდა მათ წერილებს, ხან ვინ... მაგრამ მე და მარგოს არც ერთი მათგანი არ წაგვიკითხავს. გაუხსნელად ვწვავდით და თვალს ძლივს ვუსწორებდით ცეცხლის ალს...
...
პარიზი. მთელ პარიზში, ვერსად იპოვით იმაზე კარგ ადგილს მუზების მისატყუებლად, როგორც მის ლათინურ კვარტალში. ვიწრო ქუჩები, რომლებიც სავსეა ღია, ხმაურიანი კაფეებით, მთვრალი მხატვრებით და იდეებშეპყრობილი, წერით გაუმაძღარი მწერლებით. საოცრებაა იმის განცდა, რომ ამ კაფეებში წინა საუკუნეში ისხდენენ ისეთი დიდი ადამიანები როგორებიც იყვნენ პიკასო, მოდილიანი, ჰემინგუეი და სხვები. ქუჩები საფეხმავლო ქუჩისთვის დამახასიათებელი ქვაფენილითაა მოპირკეთებული. აქ ყველას შეხვდებით, არაბი მხატვრებიდან დაწყებული, რომელიც დაუკითხავად დაგხატავენ და მერე ფულს გამოგართმევენ, საქმიანი პარიზელებით დამთავრებული, რომლებიც ინტერესით ეცნობიან ღია კაფეებში დილის პრესას და ყავას მიირთმევენ მადისაღმძვრელ კრუასანთან ერთად...
მე და მარგო აივანზე ვზივართ და ზემოთხსენებულ კრუასანებს შევექცევით, ძალიან ტკბილ ყავასთან ერთად. უკვე მესამე წელიწადია რაც აქ გადმოვედით, იმ შემთხვევის შემდეგ... მე პერანგისამარა ვზუვარ და ზედა ღილი შეხსნილი მაქვს. მარგო კი მკერდზე დაჟინებით მაშტერდება.
- არ ფერმკრთალდება... - ამოიხვნეშა ბოლოს. მე კი მკერდზე დავიხედე და იარას თითები გადავუსვი.
- არაუშავს, გადავიტან. - ვუთხარი და ჩავიცინე. ტელეფონზე მესიჯი მომდის.
„ჩამოდი.“
- ისაა ? - მკითხა მარგომ.
- აჰამ. - თავი დავუქნიე მარგოს და კრუსანი ჩავკბიჩე. შარვალი სასწრაფოდ ამოვიცვი და ჩანთას დავწვდი. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და იქვე მდგარ მანქანას დავაკვირდი. მინა ჩამოიწია და სათვალიანმა მამაკაცმა თავი გამოყო, დაისტვინა და ხელით მომიხმო.
- საით რებეკა ? - იგრძნობოდა მის ქართულში ფრანგული აქცენტი. გემრიელად გადავიხარხარე და მანქანაში ჩავჯექი.
- ჟულიენ, არ გინდა ქართულად გთხოვ ! - ვუპასუხე ფრანგულად და მისი გაბუტული ტუჩები ჩემი სიცილის ახალი ნაკადის მიზეზი გახდა.
- ნუ დამცინი ამხელა ფსიქოლოგი ქალი ! თვითშეფასება ნუ მისწორებ მიწასთან.
- კარგი ჰო, კარგი. - ძლივს მოვსულიერდი მე.
- სახლშია ? - სასხვათაშორისოდ მკითხა ჟულიენმა და მანქანა დაძრა.
- კიი... - გავწელე სიტყვა მე.
- როგორაა ?
- მე რა ვიცი, ჰკითხე. - მოვიშორე „უხეშად“.
- შენი ფსიქოლოგობის ! - ჩაიცინა ჟულიენმა. უკვე მესამე წელია მარგო მოსწონს და ვერ უტყდება.
ჰო, მე ფსიქოლოგიას მივყე ხელი და ფრიად კმაყოფილი ვარ. ჟულიენი ჩემი პერველი პაციენტია, რომელიც ალკოჰოლიზმისგან განვკურნე და რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა მარგარიტა... მაგრამ ვერ ეუბნება. ვერ მივაღწიე იქამდე, რომ ვთქმევინო ჟულის მისი გრძნობების შესახებ. არადა მარგოსაც რომ მოსწონს... ეჰ, რა მეშველება !
იმ ორი კვირის განმავლობაში მიტრიალებდა საზღვარგარეთ გადახვეწის ამბავი და ერთ მშვენიერ დღესაც დავადე თავი და წამოვედი. უკან მოვიტოვე ყველაფერი, რაც თბილისთან მაკავშირებდა, ყველანაირი ტვირთი იქ დავტოვე. აქ კი თავისუფლად ვსუნთქავ. არც რეზი, არც ვაჩე, არც აკოს სული, არც მერი, რომელიც მადანაშაულებდა, არც ბარმენი...
მიმიყვანა ჟულიენმა დანიშნულების ადგილას, მე გადავკოცნე და მადლობა გადავუხადე. შევედი შენობაში და ჩემთვის გამოყოფილ დარბაზში ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო. კმაყოფილი გავიბადრე და დავიწყე ლექციის კითხვა. ყველა წუწუნებდა, ყველა უკმაყოფილო, იყო, ყველას სტკიოდა და ვერ ამჩნევდნენ ირგვლივ შექმნილ სასიამოვნო ატმოსფეროს. სხვა წვრილმანებს, რომელნიც მრავლად იყო მათ ირგვლივ და დადებით ენერგეტიკას ატარებდა. ბოლოს მე ამ ხალხს მივმართე ასეთი სიტყვებით.
- რატომ ახდენთ კონცენტრაციას მხოლოდ ნეგატიურზე და პოზიტივს განზე თავისუფლად სწევთ ? ათ პოზიტიურ ფაქტში შეეჩეხებით თუ არა ერთ ნეგატიურს მთელი თქვენი ფიქრები მხოლოს მეათედისკენ იქნება მიმართული, რომელიც დაგიწყებენ ღრღნას და თქვენზე იმოქმედებენ უარყოფითად. საკუთარი თავის მტრები თქვენ თვითონვე ხართ. მოეშვით. მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიღიმეთ ! ყველაფერი კარგად კი არ იქნება ძვირფასებო, ყველაფერი უკვე კარგადაა !
...
გამოვედი და ერთ-ერთი კაფესკენ დავიძარი. ჩვეულებრივ ტკბილი ყავა და კრუასანი... ჩემთვის ვღიღინებდი, როცა ჩემ წინ კაპიუშონიანი ახალგზარდა დაჯდა. თავი გვერდზე გადავაგდე და დავაკვირდი. ვერ ვხედავდი მის სახეს.
- თქვენ ლექციაზე ვიყავი. მომეწონა თქვენი სიტყვები.- გაიჟღერა ძალიან ბოხმა ხმამ. ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- გმადლობ.
- კარგი იქნება, თქვენც რომ უსმენდეთ ხოლმე საკუთარ თავს. - თქვა მან. მე პასუხს ვაპირებდი, როცა უკნიდან ჟულიენი მომეხვია და ყურთან ლამის დამიყვირა.
- ძვირფასო ! წავედით !
- ჟულიენ, რამდენჯერ გითხარი ყურის ბარაბანებს ნუ მიხეთქავ-მეთქი ! - გავბრაზდი მე. უცნობისკენ გავიხედე და ადგილი ცარიელი დამხვდა. გამიკვირდა, მაგრამ გავატარე.
ჩხუბით ჩავჯექი ჟულიენის მანქანაში და მან სახლში წამიყვანა. სახლშიც კი ჩხუბით შევაბიჯეთ და მარგოც ჩავითრიეთ. ბალიშებით ჩხუბი ჩვენი ფიშკა იყო. ბოლოს გასავათებულები ბუმბულებით სავსე ოთახში, იატაკზე გავშხლართეთ და ისტერიკამდე ვიცინეთ. მხიარულება კარზე ზარმა შეწყვიტა.
- მე გავაღებ ! - გავვარდი, რომ ეს ორი მარტო დამეტოვებინა. კარი გავაღე და ზღურბლთან იდო ვარდების დიდი თაიგული, მასში კი პატარა ბარათი. ხელში ავიღე და კარი ფეხით მივხურე. ჩაფიქრებული გავედი მისაღებში და დავინახე ერთმანეთის პირისპირ მდგარი მარგო და ჟულიენი. მარგარიტას ბროწეულისფერი სახე ძალიან თვალშისაცემი იყო, ხოლო ჟულიენის ხელში მისი ათრთოლებული ხელი ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა.
- რა ხდება აქ ? - ვკითხულობ. მარგოს უნდა ხელის გამოხსნა, მაგრამ ჟულიენი მას მაგრად უჭერს და სხეულზე იკრავს. მის სახეს ხელებში იქცევს და ეჩურჩულება.
- ცოლად მინდა, რომ გამომყვე მარგო... - თქვა მან ქართულად. მე და მარგომ სიცილი ვერ შევიკავეთ მის ქართულზე, ჟულიენს კი სიმწრის სიცილით ჩაეცინა. - როდემდე უნდა დამცინოთ ?
- სანამ არ შეაბერდებით ერთმანეთს. - ვთქვი მე.
- ჰო ? - დაეჭვებულმა იკითხა.
- ჰო... - უპასუხა მარგომ.
- სერიოზულად ?! - თვალები გაუფართოვდა ჟულიენს.
- კი ! - მტკიცედ თქვა მარგარიტამ და ჟულიენმა იგი გულში ჩაიკრა.
- რა წესია ეე ? - გავიბუტე მე. - ჯერ შეყვარებულებიც არ ყოფილხართ ასე უცებ ქორწილი რა უნამუსობაა ?
- სამი წელიწადია დავდევთ ერთმანეთს რებეკა, შეგვარგე ! - დამიბღვირა მარგომ, მე კი ავკისკისდი. - ეს რა არის ? - მიმითითა მან ვარდებზე.
- აზრზე არა ვარ. ვნახოთ. - ვთქვი და ვარდებზე მიმაგრებულ ბარათს დავწვდი. მხოლოდ ოთხი სიტყვა...
„მზე, მთვარე და ცრემლისდენა...“
გავფითრდი და გამაკანკალა... აკოს ლექსში იყო ეს...
...
მე და ჟულიენი მარგოსთვის ბეჭდის საყიდლად წავედით და ბევრი ვიკამათეთ. ბოლოს მაინც ავირჩიეთ საშუალო არითმეტიკული და სამსაათიანი ბეჭდების მოზომვის შემდეგ წამოვედით. კაფეში გავედით და კრუასანების შეკვეთა მივეცით. ჟული რამდენიმე წუთით გავიდა. მე კი მარგოს ბეჭედს ვუმზერდი. თითზე წამოვიცვი და რეზიზე ფიქრები მომეძალა. ეგრევე უკუვაგდე, მაგრამ მაინც დავნაღვლიანდი.
- თხოვდები ? - მომესმა ნაცნობი ბოხი ხმა და ამჯერად ჩემ გვერდით მჯდარი კაპიუშონიანი დავლანდე.
- მე... - ნაცნობმა არომატმა შემიღიტინა ცხვირში.
- ბედნიერი ხარ ? - ჩემკენ მოიწევდა იგი და ნაცნობი არომატი მძაფრდებოდა. მე ვერ ვხედავდი მის თვალებს, სახეს, მე ვგრძნობდი მის არომატს.
- ვინ ხარ... - ამოვიხავლე მე და ვიგრძენი როგორ გაეხახუნა ჩვენი ცხვირები ერთმანეთს.
- მე ? მე იდიოტი ცხოველი ვარ, რომელსაც შენ მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუყენე რებეკა. - თქვა მან და კაპიუშონი მოიხსნა. სული შემიძრა კონიაკისფერებმა... ძვალსა და რბილში ატანდა მისი სურნელი, გამჭოლი მზერა კი სულში დაუკითხავად მიფათურებდა ხელებს. გული შემეკუმშა და ტუჩები ოდნავ შემეხსნა.
- რე-ზი... - დავმარცვლე მე და გამოვფხიზლდი. ხელი ვკარი და ღრმად ჩავისუნთქე. მზერას არ ვაშორებდი და ვგრძნობდი როგორ მეწყებოდა კანკალი და როგორ ამიხურდა სხეული მისი რელიეფური მხრების დანახვისას. იმწამსვე გამახსენდა ტყე, მისი ტუჩები, ქურთუკი...
- ბედნიერი ხარ ? - გამიმეორა კითხვა რეზიმ.
- შენ საქმეს ეს არ წარმოადგენს. - გავჯიუტდი მე, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი დავმდნარიყავი მის შეხებაზე.
- ჰაჰ, რა თქმა უნდა. ჟულიენი. მაგარი არჩევანია. - ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა მან.
- ჟულიენზე სიტყვაც არ დაგცდეს ! - საჩვენებელი თითი ცხვირთან მივუტანე და გავაფრთხილე. ჩემკენ მომავალი ჟულიენისკენ წავედი და გზად მომყვა რეზის სიტყვები.
- რებე, რენა, რებე, რენა... მზე, მთვარე და ცრემლისდენა... - თვალები ცრემლით ამევსო. ჟულიენმა შეამჩნია და მომმართა.
- რა მოხდა რებე ? რა ხდება ?
- არაფერი, წავიდეთ. - ვუპასუხე გაბზარული ხმით.
- გაწყენინა ვინმემ ? - იკითხა და კაპიუშონიანისკენ გაიხედა. - იმ ბიჭმა გაწყენინა ?
- არა ჟულიენ, წავიდეთ. გთხოვ ! - შევევედრე მე.
...
სამი დღეა რეზი არ გამოჩენილა. მე კი ადგილს ვერ ვპოულობდი. გული მეწურებოდა, უაზროდ მენატრებოდა, მაგრამ როგორც კი მახსენდებოდა მისი საქციელი ყველაფერს ვლეწავდი ჩემს ირგვლივ. არ შემეძლო მეპატიებინა მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა... ჰო, მე ის მიყვარდა, მიყვარდა მოღალატე, ფარისეველი, მატყუარა და მზრუნველი რეზი... თათაზე მზრუნველი, რეზი ჩანადირი...
დღეს რესტორანში უნდა წავსულიყავით მე, ჟულიენი და მარგო. საგანგებოდ გამოვეწყვეთ და რესტორნისკენ დავიძარით. ვიმხიარულეთ, დავლიეთ და მე კარგა შემთვრალი გავედი საპირფარეშოში. შესვლა ვერ მოვასწარი, რომ კედელს მივეხეთხე და კისრის ძარღვზე შემოხვეული რეზის დიდრონი ტუჩები ვიგრძენი. მსუბუქი კვნესა აღმომხდა და რეზის შევეწინააღმდეგე. მაგრამ მან კიდევ უფრო ახლოს მოიწია და კბილები ჩაანაცვლა ტუჩებს. ტაომ დამაყარა მთელ სხეულზე და სიამაყე უკუვაგდე. თითები მის თმებში ავხლართე და ახლოს მოვიზიდე, რაზეც მას გაეცინა. ქვედა ტუჩზე მიკბინა და ყრუდ ამოიგმინა.
- გათხოვილ ქალს ასე არ შეეფერება, რე-ბე-კა... - თქვა მან და ხელი გამიშვა. ვნებააშლილი დამტოვა და წავიდა... მუხლები მიკანკალებდა და სუნთქვის რეგულირება მიჭირდა.
ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. არ უნდა ავყოლოდი, ხოლო მისი რეპლიკა „გათხოვილი ქალი“ ძალიან მამხიარულებდა. კარგია, იფიქროს, რომ გათხოვილი ვარ.
...
მარგო და ჟულიენი მარტო დავტოვე რესტორანში. მე კი გასეირნება გადავწყვიტე. ბიბლიოთეკაში შევიარე და ბიოლოგიის სახელმძღვანელო გადმოვიღე. ჩემ გარდა აქ არავინ იყო... ბიბლიოთეკარიც კი სადღაც აორთქლდა თითქოს. მაგიდაზე შემოვსკუპდი და ისე გავერთე კითხვით, რომ ვერაფერს ვარჩევდი ჩემ ირგვლივ. ფეხებს ვათამაშებდი და გატაცებით ვკითხულობდი ოდესღაც ჩემს საყვარელ საგანს.
მოულოდნელად ჩემი წიგნი დაიხურა და მე კვლავ შევეჩეხე კონიაკისფერებს. მან წიგნი გვერდით გადადო და შემათვალიერა. მისი მზერა სხეულს მიწვავდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
- რაო, ქმარუკას ვეჩხუბეთ ? - მკითხა მან ირონიით.
- როგორ გეკადრება, მე და ქმარუკა ერთდ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ. - ვიმსახიობე მე.
- ჰოო ? როგორია იგი ? - იგრძნობოდა მბგერი იოგების დაჭიმულობა მის ხმაში.
- არაჩვეულებრივი. სექსის მეფეა ჩემი ჟულიენი ! - წამოვიძახე და თავი ძლივს შევიკავე, რომ ისტერიკული სიცილი არ ამტყდომოდა. ტუჩი მოვიკვნიტე და მზერა გავუსწორე რეზის.
- რებე, ნუ მეთამაშები! - დაიღრინა რეზიმ.
- მკითხე ? გიპასუხე.
- და ასე ადნები მკლავებში სხვა კაცს ? - ცინიკურად ჩაიცინა მან.
- მე კი არ ვადნები, ეს კაცები მაცხრებიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე და მოსვენებას არ მაძლევენ. - ნიშნისმოგებით ვუთხარი მე და თვალი თვალში გავუყარე.
- მიყვარხარ რებე. - მოკლედ თქვა რეზიმ და მე თითოეული ორგანოს მწველი წვა ვიგრძენი. სამყაროს ასკინკილით შემოვუარე. გული გამიჩერდა და სუნთქვა დამავიწყდა. ტაომ დამაყარა და ყელში ბურთი მომაწვა. ოკეანის ფსკერისკენ გავეშურე და ცაში, ღრუბელზე შემოვსკუპდი. თავი ჩავქინდრე და წარმოვთქვი.
- ტყუი...
- ნეტა ვტყუოდე. - თქვა რეზიმ.
- ტყუი !
- არ ვტყუი, გეფიცები.
- არა, ტყუი ! - ვყვიროდი მე. - არ მჯერა შენი.
- ჟულიენი გიყვარს. - თქვა მან ნერვიულად, მე კი მაგიდიდან სასწრაფოდ ჩამოვხტი და გავიქეცი.. ჰო, მე ლაჩრულად გავიქეცი ისე, რომ უკან არ მომიხედავს. რეზი მეძახდა. რეზი მთხოვდა დაბრუნებას და დალაპარაკებას, მაგრამ არა. არ შემეძლო. მტიოდა. მისი ამდენად დიდი ტყუილი აუტანლად მტკიოდა. ვკვდებოდი... ყველა იარა გამეხსნა...
...
სახლში მივედი და საათს გავხედე. ჯერ მხოლოდ საღამოს რვა იყო... მე კი ვიცოდი, რომ ამაღამ მარგო და ჟულიენი სახლში არ მოვიდოდნენ, ამიტომ თავისუფლად შემეძლო დამეძინა. მაგრამ რა დამაძინებდა ? რეზიზე ფიქრები გულს მიკლავდნენ და მისი ნათქვამი შანთზე უარეს ტკივილს მაყენებდა. გამახსენდა ის სასტიკი წამება, გამახსენდა დატეხილი ნეკნები და შანთით ამომწვარი გულმკერდი. გამახსენდა მაჯის სისქის, ჩემზე სამჯერ შემოჭდობილი მათრახი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ფიზიკური სულიერს ვერ შეედრებოდა. კიერზე მოვიჭირე ხელი და მათრახის ბოლო შემოჭდობა გავიხსენე...
ნუთუ ამდენი ტყუილის და იმედგაცრუების ღირსი ვიყავი ? ნუთუ ოდესღაც იმდენად მიუტევებელი საქციელი ჩავიდინე, რომ ასე ვისჯებოდი ?
კარადიდან ვისკის ბოთლი გამოვიღე და მივიყუდე. მესამედი ჩავცალე და სამი წლის წინანდელი ჩემი დათრობის ამბები გამახსენდა. ჯერ რეზიმ მომიარა, როცა დავთვერი. მერე ვაჩემ.. მეცინებოდა. მეცინებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი ისე მახსოვდა, თითქოს გუშინდელი ამბავი ყოფილიყოს. მეცინებოდა და ვტიროდი. ვბღაოდი, კი არ ვტიროდი. სადღაც გადამალული აკოს ლექსი ვიპოვე და ბოლომდე გავწურე საცრემლე ღარები...
კარზე ზარი გაისმა, მე კი ბარბაცით წავედი მის გასაღებად. ზღურბლზე ძალიან ლამაზი ქერა, მწვანეთვალება გოგო იდგა... ნაცნობი იყო თითქოს, მაგრამ ვერა და ვერ ვიხსენებდი...
- გამარჯობა რებე ! - მომესალმა იგი ქართულად. მის ფეხებთან უზარმაზარი ძაღლი დავლანდე და მის ყელსაბამზე წარწერა „ბაქსი“. თვალები გამიფართოვდა და პირზე ხელი ავიფარე...
- არ არსებობს ! - ჩავიჩურჩულე.
- მიცანი ჰო ? - ღიმილით მითხრა თათამ და სახლში შემოაბიჯა.
- რა თქმა უნდა და ეს... ეს... როგორ ?
- რეზიმ... და მგონი შენ უკეთ იცი როგორაც. - თქვა მან ნაღვლიანად.
- ღმერთო, რა მაგარია ! - ავწივლდი მე და თათას ჩავეხუტე.
- არ მიბრაზდები ? - გაოცდა თათა.
- არა. არა ! მიხარია, ძალიან მიხარია, რომ შენ ისევ ფეხზე დგახარ და ეს საშინელი დიაგნოზი აღარ გაწუხებს ! - გულწრფლად მიხაროდა მე.
- საოცარი ადამიანი ხარ რებე... რეზი უკვე ნახე ჰო ?
- კი...
- გითხრა ?
- რა ?
- რომ უყვარხარ...
- ტყუის ! - ვთქვი მე და ვისკის ბოთლიდან მოზრდილი ყლუპი გადავუშვი ყელში.
- არ ტყუის...
- არ მჯერა ! - ამოვიხავლე მე და თვალები ცრემლებით ამევსო.
- მესმის... მაგრამ, მომისმინე კარგი? უბრალოდ მომისმინე. ამ სამი წლის განმავლობაში... რეზი ლამის მოკვდა... ალკოჰოლმა იგი გაანადგურა რებე, იმიტომ, რომ მე ოპერაცია არ მშველოდა... იმიტომ რომ მან ტყუილ უბრალოდ გაგამწარა და ბოლოს მაინც თვითონ გაება... მას შეუყვარდი. ის ღამღამობით გეძახდა რებე. პატიებას გთხოვდა. არ ჭამდა, არ სვამდა, მხოლოდ სასმელი ასულდგმულებდა. სასმელი, სიგარეტი, სასმელი, სიგარეტი... ბოლოს, როცა უკვე ჩემმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო რეზი თანდათანობით გამოცოცხლდა და როცა მე ფეხზე დავდექი ისევ ჩამოდნა... მივხვდი, რომ შენ იყავი მიზეზი, რომ შენ ენატრებოდი ასე სასტიკად და მოვიძიე ინფორმაცია სად შეიძლება ყოფილიყავი. სამი ვარიანტი მქონდა. ტოკიო, ლონდონი და პარიზი. ტოკიოში არ წავსულვართ, რადგან იქაური 98% იაპონელია და ასე მარტივად ვერ დასახლდებოდი მანდ. აი ლონდონი გადავქექეთ, მაგრამ ვერ გიპოვეთ... პარიზში კი... მოკლედ. არ ვიცი რა გითხრა, არ ვიცი რას გრძნობდ შენ, მაგრამ ახლა რომ გიყურებ ჩემ ძმას ვხედავ... ვგრძნობ, რომ შენც გიყვარს და... რებე ის დღესვე მიდის ! - ატირდა თათა. - მიდის და აღარასოდეს დაბრუნდება არავისთან. - გავიგონე თუ არა ეს მომენტალურად წამოვხტი და ვკითხე.
- რომელ აეროპორტშია ?
...
მივრბოდი, მივრბოდი და მჯეროდა, რომ მივუსწრებდი... მივრბოდი და მჯეროდა, რომ რეზის არ მოვუტყუებივარ. მივრბოდი და მე მიყვარდა რეზი ჩანადირი !
აეროპორტამდე მივაღწიე და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი. მხოლოდ 4 წუთი იყო დარჩნილი ფრენამდე, მე კი ის ამ 4 წუთში უნდა მომეძებნა. უნდა მეთქვა, უნდა მეთქვა, რომ ჟულიენი მარგოს ქმარი იყო. უნდა მეთქვა, რომ მიყვარდა... უნდა მეთქვა...
ვერ ვპოულობდი... ჯანდაბა ! ვერ ვპოულობდი... დავრბოდი, ვეჯახებოდი, ვეცემოდი, ვდგებოდი და ისევ მივრბოდი. რეზის კონიაკისფერებს ვეძებდი მთელი არსებით. მარგოზე დაკვირვებული თვალი შევიძინე და ვეძებდი ჩანადირს. მიყვარდა, მიყვარდა ? არა, ვაღმერთებდი ! უნდა მეპოვა, უნდა მეპოვა, უნდა მეპოვა ! გამოვკითხე ყველა კონიაკისფერ თვალებიან ბიჭზე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა...
ამასობაში კი თვითმფრინავი გაფრინდა...
ძალა გამომელია და შუა აეროპორტში დაკარგული ბავშვივით ავსლუკუნდი... არავინ მაქცევდა ყურადღებას. მხოლოდ ერთი მომიჯდა გვერდით და მკითხა.
- წავიდა ?
- წავიდა... - თავი დავუქნიე და ვაგრძელებდი სლუკუნს.
- შენ გიყვარს ?
- მიყვარს. - და უარესად ავტირდი. უცნობმა მისკენ შემაბრუნა და მე ნაცნობმა სურნელმა ნესტოების კედლებზე შემიღიტინა. თვალები მივლულე და მოვდუნდი... ხელები მოვხვიე და უაზროდ ვუმეორებდი...
- მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ...
- აქ ვარ რებე... აქ ვარ და ვგიჟდები შენზე, ჩემი ოსტატური სტრიპტიზიორშა ! - თქვა და გადაიხარხარა.
- როდემდე უნდა შემახსენო ახლა ტყის ამბავი ? - მოვშორდი და ხელები გადავაჯვარედინე.
- სანამ შენ არ მოიშლი ჩემს შიშვლად წარმოდგენას. - ნიშნის მოგებით მომიგო რეზიმ.
- ვერ გიტან !
- მეც მიყვარხარ. - ჩაიცინა რეზიმ.
- ოჰ, აქა ხარ ? დამიბრუნდი ?
მითხარ ესე რად დამტოვე.
- ჰო, აქა ვარ. დაგიბრუნდი,
გული კვდება, რად დაგტოვე...
- გული, სული, მთელი გრძნობა,
მითხარ ფეხქვეშ რად გათელე.
- შენ სიცოცხლეს გეფიცები,
გულსაც, სულსაც გავამთელებ.
- რატომ უნდა გენდო მეტყვი ?
აბსურდია ყველაფერი !
- უნდა მენდო, მე შენ გეტყვი,
ძვირფასია ყველა ფერი...
ძვირფასია ჩემი გრძნობა,
შენს სულში რომ ჰპოვებს ბუდეს.
სულს ძრავს მათი წარმოშობა
აფართოებს თვალის გუგებს.
მკრთალი ნაცრის ფერი შენი
მკვეთრ სილურჯედ გარდაიქმნა
და სინდისის ქენჯნა ჩემი,
მაკარგინებს ქვეყნად წინსვლას.
ვნანობ, ვნანობ დამიბრუნდი,
ყველა ფერს მე შენ მოგიძღვნი.
ოღონდ ახლა დამიბრუნდი,
ცისარტყელას ნუ ამიმღვრევ.
აღარ ძალუძს მკვდარ სულს მეტი,
შენ ფერს შორიდან უცქერდეს,
ლურჯის გრადაციის მეტს ის,
ვეღარ ხედავს დაუჯერე..
- კარგი პოეტი დადგებოდა შენგან. - ვთქვი მე და სიგარეტს მოვუკიდე.
- სიგარეტი ორგანიზმს ვნებს. - თქვა რეზიმ. ერთმანეთს გადავხედეთ და გიჟური სიცილი აგვიტყდა.
- ეე, ჩემი ფრაზაა. - ძლივს ამოვთქვი მე.
- შენ კიდე ჩემი ხარ, ესეიგი შენი ფრაზაც ჩემია. - თქვა და ენა გამომიყო. მე კი მის ტუჩებს წავეტანე. ვნებიანად მაკოცა და უცებ მომშორდა. ხელი ჩამკიდა და მანქანაში ლამის ჩამტენა. მე გაოცებული ვუყურებდი და აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ მთელი სხეულით ვხურდი და ერთადერთი, რაც მინდოდა, იყო რეზი ჩანადირი და მისი რელიეფური მხრები.
ერთ-ერთი სასტუმროს წინ გააჩერა და ნომერში შემათრია. უხეშად მომისროლა ლოგინზე და მეც მაზოხისტურად მესიამოვნა მისი მხეცური მოპყრობა. ზემოდან მომექცა და ზედატანი ზედვე შემომახია. ხელები თავს ზემოთ დამიჭირა და ნელი ტემპით დაიწყო მოძრაობა კისრიდან მკერდისაკენ. სურვილისგან ტოკავდა ჩემი გათანგული სხეული მისი ტუჩები კი არ ჩქარობდნენ. მკერდი სწრაფად ადიდ-ჩამოდიოდა და ვიზნიქებოდი, რათა მისი ბაგის ფაფუკი სტრუქტურისგან მიმეღო კუთვნილი სიამოვნება. რეზის ჩაეცინა და მარწუხებივით მოჰხვია სისხლისფერი ტუჩები ჩემს მკერდს. ძლიერი კვნესა აღმომხდა და დავიკლაკნე. ჩემში ბურთი მიზანმიმართულად იზრდებოდა და ითხოვდა მეტს. რეზიმ ჩემს ტუჩებზე გადმოინაცვლა და რიტმულად ანაცვლებდა ერთმანეთს თავის ბაგეს, კბილებსა და ენას. ენებმა სიღრმეში კვლავ ფარიკაობა დაიწყეს და ვნებით გაჟღენთილ სხეულებს კიდევ უფრო ასველებდნენ. რეზიმ ხელი უკანალზე მომხვია და ახლოს მიმიზიდა. მთელი სხეულით ვგრძნობდი მის აღგზნებას და მისი შეხების სურვილით ვიწვოდი, ის კი ხელების მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა. მეფერებოდა ყველგან და მაწვალებდა არაადამიანურად... სულის ნანგრევები ბოლომდე დაინგრა და აქ რაღაც ახალი უნდა აშენებულიყო, ვგრძნობდი. მე რეზის ვგრძნობდი, მე ვგრძნობდი მის გულწრფელობას და მე მსიამოვნებდა მისი სადისტური ბუნება. როგორც კი ჩვენი სხეულები ბოლომდე შეერწყა ერთმანეთს ოთახში სიამოვნების უწყვეტი ბგერები ჯერ წვეთ-წვეთობით დაიღვარნენ, ხოლო შემდეგ ცუნამის სახით წამოვიდნენ და წალეკეს სიჩუმის ნებისმიერი ნატამალი. გული ძლიერად მიძგერდა, რეზის ხვნეშა კი ამ ძგერას აჩქარებდა. ჩანადირი ხვდებოდა, რას იწვევდა ჩემში და ამით ბოლომდე სარგებლობდა... ჩემში არსებულმა ბურთმა ზღვარს მიაღწია და ათას პაწაწინა ნამსხვრევად დაიშალა, ხოლო რეზის გამძვინვარებულმა ვულკანის ლავამ ამოხეთქა და ბოლომდე ჩამწვა მწველი სიყვარულის მორევში...
...
- საოცარი არომატი გაქვს რებე. - თქვა რეზიმ, როცა ჩვენ არაქათგამოცლილები ბალიშებზე მივესვენეთ.
- ჰო არა ? - ჩამეცინა მე.
- კი... - გაეღიმა რეზისაც და მომეხვია.
- გახსოვს, მაშინ შენი ქურთუკი რომ მათხოვე ?
- აა, სტრიპტიზი რომ მიცეკვე მაშინ ? - ახარხარდა რეზი.
- ჰო, მაშინ. - გამეცინა მეც. - სანამ დაგიბრუნებდი შენ ქურთუკს ვეხუტებოდი. შენც საოცარი არომატი გაქვს რეზიკო... - სირცხვილით დავიწვი, როცა ამაზე რეზი კიდევ უფრო ჩაბჟირდა.
- მერე რაო, თვითონ არ მოგხვია სახელოები ? - აგრძელებდა სიცილს იგი.
- ნუ დამცინი ! - ვიბუტები მე და ზურგს ვაქცევ მას. ის კი ზურგიდან მხვევს ხელს მუცელზე და სხეულზე მიკრავს.
- ჩემი სულელი სხიერელი !
- შემეშვი ჩანადირო, ვერ გიტან !
- ვერც მე გიტან, დამშვიდდი. - თქვა მან და თავი ჩემ კისერში ჩარგო. მისი ფრაზა „ვერც მე გიტან“ იმაზე ბევრად ტკბილად ჟღერდა, ვიდრე ნებისმიერისგან ნათქვამი სიტყვა „მიყვარხარ“...
გამარჯობა, მე თვითკმაყოფილი იდიოტი, რებეკა სხიერელი ვარ ! скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ ისტორიას, როცა თავებად იდებოდა.
უნიჭიერესი ხარ, წერ საკმაოდ კარგად. ძალიან მომწონს შენი ისტორიები, მაგრამ ბოლოს რომ დებდი ეგ ისტორია აღარაა, არადა როგორ ველოდებოდი ხოლმე. ძალიან ძალიან გთხოვ დადე რა ის ისტორიაც❤❤❤

 



№2  offline მოდერი MoonLady

Chikochiko
როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ ისტორიას, როცა თავებად იდებოდა.
უნიჭიერესი ხარ, წერ საკმაოდ კარგად. ძალიან მომწონს შენი ისტორიები, მაგრამ ბოლოს რომ დებდი ეგ ისტორია აღარაა, არადა როგორ ველოდებოდი ხოლმე. ძალიან ძალიან გთხოვ დადე რა ის ისტორიაც❤❤❤

იმ ისტორიას კატასტროფული დამუშავება უნდა :დ ერთ-ერთი მკითხველის არ იყოს, მართლა ბრაზილიური სერიალი იყო... დავამუშავებ და ოდესმე დავდებ ^-^ უღრმესი მადლობა შეფასებისთვის <3 ძალიან მახარებ <3

 



№3  offline მოდერი zia-maria

ძალიან ემოციური იყო,ბევრჯერ თითქოს გულიც კი გამიჩერდა,მაგრამ ვძლიე ემოციებს და ბოლომდე ჩავიკითხე.საოცარი ხარ,ძალიან მომეწონა,გაიხარე და წარმატებები. kissing_heart

 



№4  offline მოდერი MoonLady

zia-maria
ძალიან ემოციური იყო,ბევრჯერ თითქოს გულიც კი გამიჩერდა,მაგრამ ვძლიე ემოციებს და ბოლომდე ჩავიკითხე.საოცარი ხარ,ძალიან მომეწონა,გაიხარე და წარმატებები. kissing_heart

უღრმესი მადლობა ^-^ მახარებს თქვენი ემოციები ^-^ <3

 



№5  offline წევრი marqetele

ეს რა იყო ცუდად ვარ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის . შემაძრწუნა რამდენიმე მომენტმა , განსხვავებულად რაღაც ორიგინალურად წერ , ემოციების გადმოცემის საოცარი უნარი გაქვს .დიდი სიამოვნებით დაველოდები შენს ახალ ისტორიას

 



№6  offline მოდერი MoonLady

marqetele
ეს რა იყო ცუდად ვარ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის . შემაძრწუნა რამდენიმე მომენტმა , განსხვავებულად რაღაც ორიგინალურად წერ , ემოციების გადმოცემის საოცარი უნარი გაქვს .დიდი სიამოვნებით დაველოდები შენს ახალ ისტორიას

უღრმესი მადლობა ^----^ გამახარე, ძალიან გამახარე <3 ახალი ისტორია თავებად იდება...

 



№7 სტუმარი wilson

Dzalian miyvars es istoria,dawyebis dgidanve ertgulad mogyvebodi.mistiuri,damaintrigebeli da gamorcheulia.ici ra momwons am istoriashi? is,rom gaazrebuli naweria,mteli grdznob.ar aris mikibul-mokibuli da bevri jargoni...dzalian kargi xar.ase gaagrdzele.axla ki veli axal istorias shengan..miyvarxar

 



№8  offline მოდერი MoonLady

wilson
Dzalian miyvars es istoria,dawyebis dgidanve ertgulad mogyvebodi.mistiuri,damaintrigebeli da gamorcheulia.ici ra momwons am istoriashi? is,rom gaazrebuli naweria,mteli grdznob.ar aris mikibul-mokibuli da bevri jargoni...dzalian kargi xar.ase gaagrdzele.axla ki veli axal istorias shengan..miyvarxar

ძალიან მახარებ, ძალიან ძალიან ^-^ მახსოვს შენი კომენტარები ^-^ ახალი ისტორია ბევრად უფრო დახვეწილია, მგონი..

 



№9  offline წევრი nanika

აი არც კი ვიცი რა ვთქვა... საოცრებაა და საოცრად წერ შენ ჩემო კარგო. ჩემს თავზე ვბრაზდები აქამდე რომ მოვიკელი ამ ისტორიის წაკითხვის სიამოვნება. უბრალოდ დამამუნჯე, საუკეთესო ხარ

 



№10  offline მოდერი MoonLady

nanika
აი არც კი ვიცი რა ვთქვა... საოცრებაა და საოცრად წერ შენ ჩემო კარგო. ჩემს თავზე ვბრაზდები აქამდე რომ მოვიკელი ამ ისტორიის წაკითხვის სიამოვნება. უბრალოდ დამამუნჯე, საუკეთესო ხარ

ვაი.... ეს ისტორია ვინმეს თუ ახსოვდა არ მეგონა. უღრმესი მადლობა ❤️

 



№11  offline წევრი dakarguli

ძალიან , ძალიან კარგი იყო... ????????????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent