შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აირი [3 თავი]


30-06-2017, 00:05
ავტორი MoonLady
ნანახია 378

აირი [3 თავი]

...
ლექციის დასრულებისთანავე გაეშურა მამაკაცი თავისი საყვარელი ქალის ბინისკენ. იცოდა, რომ ალბა უხეში პასუხის გამო ნაწყენი იქნებოდა, ამიტომ გზად უზარმაზარი თაიგული იყიდა. თეთრი ვარდები... სხვას არ იკადრებდა ბელოვა. ყიდვის დროს ეღიმებოდა კაცს. და მაინც რა... ქალიაო, გაიფიქრა.
- Детка, где ты ? - ჰკითხა ალეკსეიმ, როგორც კი ალბამ ზარზე უპასუხა. ძალიან ტკბილი იყო კაცი, არაბუნებრივად ტკბილი.
- Не смей со мной говорить ! - შეუღრინა ალბამ და გათიშვა დააპირა.
- ჰეი, ჰომ იცი, როგორ მიყვარხარ ?! - ოდნავ მკაცრი ხმით უთხრა ალეკსეიმ.
- კიდევ უხეშად მელაპარაკები ?! ალეკსეი ! - გაბრაზდა ალბა.
- მერე ?! - ჩაეღიმა კაცს.
- მერე ის, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია უხეშობით მაწყენინო და უხეშობითვე მომალბო ! - ამოიბურდღუნა ალბამ.
- მერე ? - აშკარა ღიმილით გაუმეორა კითხვა მამაკაცმა.
- მერე, მერე... მერე სახლში ვარ, მერე... - კვლავ ბურდღუნებდა თავისთვის და ტელეფონი გათიშა. დივანზე მოხერხებულად წამოწვა და ჭერს შეხედა. ტუჩის კუთხეები ჯერ ნელა შეირხნენ, შემდეგ კი ყურებამდე გადაჭიმეს ალბას ღიმილი. უყვარდა ეს მცირე კინკლავი კაცთან, ამრავალფეროვნებდა თითქოს მათ ურთიერთობას, მაგრამ იმ უხეშობამ ძალზედ ჩააფიქრა ქალი. ოჯახურ სიტუაციაზე არასდროს საუბრობდა ალეკსეი, სულ თავისთვის ინახავდა, მაგრამ ამჯერად ალბა ხვდებოდა, რომ რაღაც სერიოზული იყო და ეს სერიოზული შიგნიდან ჭამდა კაცს, მაგრამ რა იყო ეს ?
როგორც კი ალბამ ყურმილი დადო ალეკსეი მოიღრუბლა. მეორე დღეა მხოლოდ ერთი ხმა ჩაესმოდა სასმენ აპარატში, ამ ერთ ხმასთან აკავშირებდა გარეშე ბგერებს და ფაქტი იყო, რომ აწუხებდა ყოველივე ეს. მაგრამ ვისი ხმა იყო ეს ? ან რატომ იყო... ვინ იცის ?
მოხერხებულად მოაკალათა ვარდები წინა სავარძელზე და მანქანა დაძრა. მშვიდი, რიტმული მუსიკის ფონზე მოდუნდა და შუქნიშანთან გაჩერდა. აკვირდებოდა გამვლელებს და იჭერდა თითოეულის მიხვრა-მოხვრას, ჟესტს თუ მიმიკას. იკვლევდა შორიდან და ინფორმაციას ინახავდა, ახარისხებდა და თაროზე ანბანის მიხედვით ალაგებდა.
მწვანეც აციმციმდა და მან მანქანის ამოძრავება დაიწყო, როდესაც გზაზე ელვის სისწრაფით გადმოხტა ლანდი, რომელმაც აიძულა ალეკსეის დაემუხრუჭებინა. პირდაპირ თვალებში უმზერდა კაცს და მწვანეს ასხივებდა. მომენტალურად დაამუხრუჭა კაცმა და ქუჩაზე მოძრაობა ოდნავ შეფერხდა. ლანდი კი თვალსა და ხელს შუა გაქრა და თან წაიღო რაღაც.... რა ? რა თქმა უნდა ალეკსეის ყურადღება. გაშტერებული უმზერდა მინას ალეკსეი და ვერ ხედავდა მას. მხოლოდ მწვანე თვალების რადიაციულ გამოსხივებას გრძნობდა...
რამდენიმე წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად. მანქანების გაბმულმა სიგნალებმა მოიყვანა იგი ამქვეყნად. სწრაფად დააჭირა ფეხი გაზს და ალბასკენ აიღო გეზი.
ლიფტით ასვლას კიბეები არჩია და ყოველ მოსახვევში ეგონა, რომ მწვანე რადიაცია შეხვდებოდა.
ზარი სულ დაავიწყდა და კაკუნით ლამის ჩამოიღო კარი. ალბამ გაოცებული თვალები მიაგება, მაგრამ ალეკსეიმ არც აცია, არც აცხელა თაიგული შემოსასვლელში იატაკზე დააგდო და ქალს ტუჩებზე დააცხრა. თვალის გუგები გაუფართოვდა ალბას, მაგრამ მხოლოდ წამიერად გაოგნდა, შემდეგ კი სიამოვნებით აჰყვა კაცს ალერსში და ფუმფულა კატასავით აკრუტუნდა მასთან ერთად საწოლში.
რამდენიმე საათში, როდესაც ძალა გამოელიათ, ღრმა ხვნეშით წამოწვნენ წითელ აბრეშუმისზეწრიან საწოლზე. ალბა მომენტალურად მიეკრო მთელი სხეულით და კისრის ძარღვზე ფერება დაუწყო მამაკაცს. ალეკსეი კი ამქვეყნად არ იყო, მხოლოდ ფიზიკურ გადაღლას გრძნობდა და კუნთების ბჟუილი სხეულზე ძალიან სიამოვნებდა.
- ალეკსეი... - ჩურჩულით წამოიწყო ქალმა.
- დღეს კინაღამ ვიღაც გავიტანე. - ამოიხვნეშა სიტყვები კაცმა. ალბა კი დაფეთდა და საწოლიდან წამოიწია. მზერა მიაპყრო ალეკსეის, რომელიც ჭერს მიშტერებოდა.
- რას ნიშნავს... რატომ, როგორ... - ვერ წარმოედგინა ქალს, რომ ალეკსეის მსგავსი ინციდენტი დაემართა.
- არ ვიცი. - გაეცინა ალეკსეის. - ლანდივით გამოჩნდა და თითქოს არც ყოფილიყოს ისე გაქრა.
- უცნაურია. - ჩაფიქრდა ქალი.
- მაინც რა ? - დაინტერესდა მამაკაცი და ალბასკენ მიაპყრო მზერა. ძალიან ლამაზი მხრები, რომელთაც ორი ლავიწის ძვალი მიუყვებოდა და გრძელი კისერი, რომელიც ითხოვდა კბენას...
- ის, რომ... - შეყოყმანდა ქალი და კაცს თვალი თვალშ გაუყარა.
- ის, რომ ეს შემემთხვა მე ? - ცალყბად გაეცინა კაცს.
- ჰო... შენ ჰომ...
- მე ჰომ ზედმეტად ზუსტი და წინდახედული ვარ. - გააგრძელა ალბას სათქმელი.
- ჰო, ზუსტად ! - გაოცდა ქალი.
- და შენ ახლა გიკვირს, საიდან ვიცი მე ეს. - ბალიშზე თავი დადო და თავქვეშ ხელები შემოიწყო კაცმა. ალბამ მკერდზე თავი დაადო და თქვა.
- არა, არ მიკვირს.
- ჰმ ?
- შენ სულ იცი, რას ვფიქრობ და რგორი რეაქცია მექნება.
- და ?
- რა და ?
- არაფრის დამატება არ გსურს ? - ჰკითხა ალეკსეიმ მომავალ მეუღლეს და ჩაფიქრდა.
- არა, უკვე იცი, რისი თქმაც მსურს. - ჩაიდუდღუნა და თვალები მილულა ქალმა.
- ჰო, უკვე ვიცი... - ხმადაბლა წარმოთქვა კაცმა და ფიქრების ოკეანეს მისცა საშუალება შთაენთქათ მისი გონება.
ჰო, მან ზუსტად და ზედმიწევნით იცოდა, რა სურდა, რას ფიქრობდა, რას იტყოდა და რას იგრძნობდა ალბა ბელოვა. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე შესწავლილი ჰყავდა და მასთან ძალიან კომფორტულად იყო. ალბა იყო მისი ყოველდღიურობა...
ყბები ერთმანეთს მჭიდროდ დააჭირა ალეკსეიმ. ალბა იყო მისი ყოველდღიურობა...
ყოველდღიურობა...
ბავშვობიდან ალბა, სკოლაში ალბა, უნივერსიტეტში ალბა, ძველ სამსახურშიც კი ალბა და ახლაც ალბა... ის ყოველთვის ალეკსეის გვერდით იყო, ყოველთვის მას დაჰყვებოდა, ყოველთვის მასთან ერთად, ნაბიჯითაც კი არ შორდებოდა მის ცხოვრებას. ხვდებოდა ალეკსეი, რომ სულ მცირე პატივისცემა მაინც უნდა გამოეჩინა მის მიმართ, უნდა დაეფასებინა ალბა. უნდა დაეფასებინა ყოვედღიურობა. უნდა დაეფასებინა თავისი ნაცრისფერი რუტინა. მაგრამ...
ხელი მჭიდროდ მოჰხვია ქალს. მხრების ნაზ კანს შეეხო და რამდენიმეჯერ გადაატარა მათზე თავისი თითები. იგრძნო, როგორ შეკრთა ძილში ქალი, შემდეგ კი გაიბადრა. შუბლზე აკოცა ალბას და ნიკაპით შემოეჭდო მის თავს. თუმცა ფიქრები მოსვენებას მაინც არ აძლევდნენ, მწვანე რადიაცია სხეულში გაუჯდა ალეკსეის, დააინფიცირა თითქოს და რაღაც შეცვალა.
...
- არ მოვეწონეთ, აშკარად არ მოვეწონეთ... რაღა ვქნა. მაქსი, არ მოვეწონეთ... - პატარა ბავშვივით წუწუნებდა და ასლუკუნებას ცოტაღა აკლდა კატალინას. მაქსიმილიანი კი ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა საყვარელი ქალი. მოსწოდა კიდეც, რომ წუწუნებდა და გულჩვილი იყო. ბავშვურ იერს ანიჭებდა ეს და ზრუნვის მოთხოვნილებას უმძფრებდა.
- როგორ არა ძვირფასო, მოეწონე, თან ძალიან მოეწონე, უბრალოდ თავისებურია, ზედმეტად ფსიქოლოგიური. უყვარს დაკვირვება, ჰომ ხვდები. - ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა ქალს, ისიც მონატრებულივით ჩაეხუტა და თავი მის მკერში ჩარგო.
- დედა, ასე რატომ დარდობ ? - გაღიზიანებული ხმით ჰკითხა ავრორამ.
- ავრო ! - შეუბღვირა ქალმა.
- ავრო, შვილო, არ გინდა. - დაუყვავა კაცმა და ავრორაც ოდნავ მოლბა. არ იცოდა რატომ, მაგრამ მაქსიმილიანი მარტივად მიიღო და შეეჩვია. საკუთარი თავისგან უკვირდა, მაგრამ ეს შეგრძნება მეტად სანატრელი ჰქონდა და დიდი სიამოვნებით ეშვებოდა ხოლმე მის მორევში, მიუხედავად იმისა, რომ არ ამჟღავნებდა ამას კაცთან.
- ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული. - შემოვიდა ოთახში აირი. როგორც კი მისმა სხეულმა სივრცე გააპო და მისი ბუნებრივი არომატი შეერია ოთახის ჰაერს, მომენტალურად შეკრთა ავრორა და კატალინა შეუმჩნევლად დაიძაბა. არც ერთი მათგანი არ უტყდებოდა თავის თავს ბოლომდე, რომ გოგონას შემოსვლა ასე მოქმედებდა მათზე. თავის პატარა საიდუმლოდ ინახავდნენ. საიდუმლოს საკუთარი თავებისგანაც კი...
- და ? - ჰკითხა მაქსიმ.
- საინტერესოა ფსიქოლოგის, გამომძიებლის, კრიმინალისტის ტვინი რამდენი იმპულსის გენერაციას ახდენს. - უპასუხა აირიმ.
- როგორ ფიქრობ, უფრო მეტის ? - სცადა დიალოგის აწყობა კაცმა,მაგრამ მცდელობა ჩაუფლავდა.
- ალბათ. - წარმოქვა და ჩვენთვის აწ უკვე ნაცნობ მისაღებში, ნაცნობ თეთრ დივანზე დაჯდა.
- კიდევ ერთი ? - ჩურჩულით ჰკითხა ავრორამ. აირიმ კი ცალი თვალით გახედა მხოლოდ. ჟრუანტელმა დაუარა ავროს მთელ სხეულზე და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
- და მაინც... - წამოიწყო კატალინამ. მაქსიმილიანმა კი დაინტერესებული მზერა შეაგება მას. - არ მოვეწონეთ... - თვალები აემღვრა ქალს, კაცმა კი გულიანად გადაიხარხარა და უფრო ახლოს მიიზიდა იგი.
- შენ თვალწინ დაველაპარაკები, გინდა ? - წარბები აათამაშა კაცმა. კატალინას კი თვალები გაუბრწყინდა და თავი მოუთმენლად დაუქნია. ხელის ზურგი ჩამოისვა კაცმა ლოყაზე და შეამჩნია როგორ მილულა ქალმა თვალები სიამოვნებისგან. ტელეფონს დასწვდა მაქსიმილიანი და ალეკსეის ნომერი აკრიფა.
გამაღიზიანებელი მელოდია გაისმა ოთახში და ალეკსეიმ მძიმედ გაახილა თვალები. ხელით, ბრმადმოძებნა ტელეფონი და ეკრანს დახედა. მამამისი რეკავდა...კაცმა მზერა ალბასკენ გააპარა, რომელიც მშვიდად ფშვინავდა. ფრთილად წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
- გისმენ. - წარმოთქვა საოცრად დაბოხებული ხმით და კატალინას, რომელსაც ესმოდა მისი ხმა, ოდნავ შეაჟრჟოლა.
- ალეკსეი... - დაიწყო მაქსიმილიანმა.
- ვიცი, რაც უნდა მითხრა. - წარმოთქვა ალეკსეიმ და ტუჩებს შორის სიგარეტი მოიქცია.
- მაშინ...
- მოვალ კიდევ ერთხელ. - საკუთარი თავისგან გაუკვირდა ალიოშას კიდევ ერთხელ. ცალი თვალი მოჭუტა და იქვე მდგარ სარკეში თავისი ლანდი დაიჭირა. ნაცრისფერი სპორტული შარვალი წელზე, წელს ზემოთ კი შიშველი, რელიეფური სხეული. უკმაყოფილო მზერა შეაგება საკუთარ ერთ ცალ ლურჯს სარკეში და მისაღებში გავიდა, დივანზე წამოგორდა და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო.
- კი, მაგრამ... - გაოცდა მაქსიმილიანი, კატალინას კი თვალები ისე უბრწყინავდა თითქოს დიდი ხნის ნანატრი შვილი ჯარიდან უბრუნდებოდეს.
- უბრალოდ ასეა საჭირო, მამა. - წარმოთქვა ალეკსეიმ და მაქსიმილიანი შეკრთა. უკიდურესად იშვიათად ეძახდა ასე შვილი მას.
- კარგი, შვილო...
- კატალინა მომიკითხე. - ცალყბა ღიმილით უპასუხა ალეკსეიმ და მაქსი მიხვდა, რომ ალეკსეიმ იცოდა კატალინას რომ ესმოდა მათი საუბარი.
- ავრორა და აირი ? - სიცილით ჩაეკითხა მამა.
- მათ მე პირადად გადავცემ მოკითხვას, როცა მოვალ. - სერიოზული სიცილით უპასუხა ალეკსეიმ და ტელეფონი გათიშა. ჭერს მიაშტერდა და იცოდა, რომ ალბას გაღვიძებოდა და მისაღების შემოსასვლელ კარში იდგა. თითოეული სიტყვა გაეგონა და დაძაბულიყო. ალეკსეის კი უყვარდა, სასტიკად უყვარდა, როდესაც მისი ქალი იძაბებოდა და რაც შეიძლება მეტს ფიქრობდა. ძალიან მოსწონდა, როდესაც გაურკვევლობაში აგდებდა მას, ძალიან მოსწონდა ეს დაძაბული თამაში, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევდა ქალის ფსიქიკას და შემდგომ კაცი თავადვე აღადგენდა დანგრეულს.
კატალინა ჭკუაზე არ იყო... ესეც იცოდა ალეკსეიმ და თითქოს სიამოვნებდა ამ ქალის გულწრფელი რეაქციები. როდის დაასკვნა ალეკსეიმ, რომ კატალინა გულწრფელი იყო ? გუშინ არ იყო, რომ ამაში ეჭვი ეპარებოდა კონტრასტის გამო ? თავადაც ვერ მიმხვდარიყო როდის გაუჯდა მას გონებაში ფიქრი ამის შესახებ. როდის დაიმსახურა ამ ქალმა მისი სიმპათია და როდის გაჩნდა მასში სურვილი, ენახა ის კიდევ ერთხელ ? ვინ იცის ? ალეკსეიმ ნამდვილად არა...
- მაქსი იყო ? - ჩუმად ჰკითხა ბელოვამ ისე, რომ არ განძრეულა ადგილიდან.
- ჰო. - უპასუხა ალეკსეიმ ისე, რომ ჭერისთვის მზერა არ მოუცილებია. იკვლევდა თეთრ ზედაპირზე არარსებულ ორნამენტებს და ხვდებოდა, რომ ფანტაზია ამოძრავდა მასში. სრულიად უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ამოძრავდა და ამასთანავე, მიხვდა, რომ ზუსტად ეს საინტერესო მოძრაობა აკლდა ახლანდელ ახალგაზრდობას. ისინი არ უნდა დაკარგულიყვნენ სხვის მიერ მოგონილ ფანტაზიაში, თავად უნდა შეექმნათ და შემდეგ გარდაექმნათ იგი რეალობად.
გული დასწყდა ალეკსეის, რომ... რომ... რატომ ?
- შენს... ახალ ოჯახზე ? - ფრთხილად დასვა შეკითხვა ალბამ.
- კი. - მშრალ პასუხებს სცემდა ალეკსეი.
- არ მომიყვები ?
- რა საჭიროა ? - კითხვითვე უპასუხა და წამოჯდა.
- ალეკსეი... მე და შენ ერთ თვეში... - წამოიწყო ბელოვამ.
- მერე რა ? - უხეშად უპასუხა ალეკსეიმ.
- მერე ის, რომ შენ ჩემგან მალავ იმას, რაც შენ გეხება ! ეს.. ეს... - აფორიაქდა ქალი.
- რა ეს ალბა ? - ახლოსმივიდა მასთან და ჰკითხა ალეკსეიმ. მისი ცხელი სუნთქვა ქალს სახეზე ეფინებოდა და აზრონების საშუალებას არ აძლევდა. ღონემიხდილმა ქალმა ამოიჩურჩულა.
- ეს არასწორია...
- არ მინდა იცოდე საქმის დეტალები მანამ, სანამ მე სიტუაციაზე კონტროლს არ მოვიპოვებ. როდესაც კაცი ქალისთვის რემონტს აკეთებს სახლში, იგი ქალს არ სვრის მიმდინარე პროცესით. მოდუნდი ალბა, უბრალოდ მოდუნდი... - უპასუხა ალეკსეიმ და ლოყაზე აკოცა. გამოიცვალა წამის მეასედებში და გარეთ გავიდა. ქალი კი დახურულ კარს მიებჯინა და ვარდების თაიგულს დასწვდა. თვალები ცრემლის თხელმა ფენამ აუმღვრია და მთელი ძალით მიიხუტა ეკლებიანი ყვავილები სხეულზე. მთელი არსებით უჭერდა, თითქოს ამით შეძლებდა რაღაც მნიშვნელოვანის დაკავებას საკუთარ რეალობაში. მაგრამ გამოსდიოდა კი ? ვინ იცის...
ალეკსეი კი მიდიოდა, თავადაც არ იცოდა სად, მაგრამ მიდიოდა. რაღაც ექაჩებოდა ღამის სურნელის დასაუფლებლად ქალაქის ქუჩებში, რომელთაც ლამპიონები ანათებდნენ თავისი მბჟუტავი სიკაშკაშით. სველი ასფალტი თავისებურ პიკანტურ სურნელს ურევდა მგზნებარე ღამის მათრობელ არომატს და თავბრუდამხვევ ეფექტს აძლიერებდა. წინ მიიწევდა ახალგაზრდა კაცი, გაღეღილი, თეთრი პერანგით და დაძაბული მხრებით. თვალები მიეპყრო უსასრულო სივრცისკენ, რომელიც გრძელი გზის ბოლოს სიბნელეში შთაინთქმებოდა და ორფეხა არსებებს არ აძლევდა საშუალებას გულისცემა დაერეგულირებინათ...
ნაბიჯი ნაბიჯს მისდევდა, მეტრი მეტრს, ქუჩა ქუჩას. ალეკსეი კი არ იღლებოდა, არ ჩერდებოდა. რაღაც ამოუცნობ ძალას მიჰყავდა იგი წინ, წინ, წინ... არც მის სხეულს წვეთ-წვეთობით დაპატრონებული წვიმა ყოფილა მისთვის წინააღმდეგობა, არც ქაოსი, რომელსაც ქმნიდნენ მანქანები და ადამიანები ურყევ დუეტში. არც ფიქრობდა, არც გრძნობდა, არც აღიქვამდა. მხოლოდ რეფლექსური მოძრაობა, რომლის გამღიზიანებლის ამოცნობაც კი აღემატებოდა მის ძალებს. ან იქნებ არ სურდა ? ვინ იცის...
მხოლოდ ინსტინქტური გაჩერებისას შეძლო კონცენტრაციის მოკრება და მის თვალწინ დახურულ კარს მიაშტერდა. რას აკეთებდა იგი აქ ? სად იყო ? რა სურდა ? არ გააჩნდა პასუხი, მაგრამ გრძნობდა სისხლის წნევას, რომელიც მიზანმიმართულად იზრდებოდა და ძარღვებს უბერავდა. ვენებში მოვარდნილი სისხლის ნაკადი კაცში აღვიძებდა მის მეტად მგზნებარე და ვნებიან ნაწილს, რომლის გაღვიძებაც არაერთგვაროვან გრძნობებს აღვიძებდა კოგანში. სიამოვნებდა და სძულდა ერთდროულად. გიჟდებოდა და ეზიზღებოდა პარალელურად...
ფრთხილად დასწვდა ხის კარის მრგვალ, ვერცხლისფერ სახელურს და ოდნავ შეაღო. მხოლოდ ამის შემდეგ დააკვირდა იგი კარს, რომლის ზედა ნაწილს წარმოადგენდა სქელი მინა, ხოლო მის უკან ჩამოფარებული ოდნავ გამჭვირვალე ალუბლისფერი ფარდა იდუმალების ელფერს სძენდა მისთვის უცნობ ადგილს.
დიდ ხანს არ შეყოვნებულა მოწითალო, იდუმალების მფარველ კართან. შედგა ფეხი ხის იატაკზე და ამჯერად ხის სუნმა გამოიწვია მასში უცნაური შეგრძნება, რომელსაც ალეკსეი ვერ ხსნიდა და არ ამჟღავნებდა. ნებისმიერი გრძნობა, რომელიც მასში იბადებოდა, მასშივე კვდებოდა ისე, რომ გარეთ გამოსვლას ვერ ასწრებდა. ხანმოკლე დღის სინათლეს ვერასდროს ჰპოვებდა, ისევეცამტვერდებოდა ალეკსეის სულისშემძვრელ სიბნელეში, როგორც ყველა სულიერი თუ უსულო ქრებოდა და ერწყმებოდა მის უკუნეთ სიდიადეს.
კარის გაღებას თან ზარის მკრთალი ჟღერა მოჰყვა, რომლის მიერ გამოცემული ნოტები მსწრაფლ შთაინთქა ხისებრ სივრცეში. მიმოიხედა ალეკსეიმ და გაიფიქრა „მუზეუმში მოვხვდიო“... მაგრამ ვერ მიხვდა, რა ტიპის მუზეუმი იყო ეს. ეგვიპტე, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები... დედაქალაქების და ქალაქების მაკეტები, ღირსშესანიშნაობები შემცირებული ფორმებით თითქმის ერთი ერთში. ენ-რაოდენობით წიგნი... ძველი წიგნები, თავისებური, სიძველის არომატით გაჟღენთილი წიგნები. მსოფლიო კლასიკა და ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები. მუსიკალური საკრავები და ფერწერული ნამუშევრები. ზეთის საღებავებში შესრულებული აღმაფრთოვანებელი ნახატები და უზარმაზარი გრამოფონი, რომლიდანაც იღვრებოდა უაღრესად სასიამოვნო და მშვიდი მელოდია, რომელიც ზუსტად შეეფერებოდა არსებულ სივრცეს.
გაოცების დამალვა გაუჭირდა ალეკსეის. რატომ ? იმიტომ, რომ ძალიან უცნაურია ერთფეროვან სამყაროში ფერადი წვეთი. თუმცა ვინ იცის, იქნებ არც თუ ერთფეროვანი და მონოტონურია ჩვენი სამყარო ?
ალეკსეი დაიძრა მაკეტებისკენ და დიდი ინტერესით აკვირდებოდა მათ. ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იყო გაკეთებული. ყველა ქუჩა, შესახვევი, ჩიხი... გაახსენდა ალეკსეის ის დრო, როდესაც ბევრს მოგზაურობდა. მოგზაურობდა თავის მომავალ ცოლთან ერთად და მგონი ბედნიერი იყო... ჰო, მხოლოდ მგონი.
ყოველივე ეს ოთახის კიდეებში ჩამკრივებულ, უზარმაზარ თაროებზე იყო ლამის ანბანის მიხედვით დაწყობილი. ოთახის შუაგულში კი, ტაბლაზე იდგა ერთი მაკეტი... გამოიცნობთ რომელი ქალაქის ? რა თქმა უნდა, თბილისის. საქართველოს გული.
აკვირდებოდა ალეკსეი მაკეტს და აღტაცებით შესცქეროდა ამ ნამუშევარს. შემქმნელმა ლამის ფილების მოხატულობაც კი ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა. ესოდენ მცირე ზომის და ამდენად ზუსტი... უნდოდა გამოეხატა ეს განცვიფრება, მაგრამ ემოციების გამოხატვა მას არ შეეძლო. აკვირდებოდა და ცდილობდა არც ერთი დეტალი არ გამოჰპარვოდა.
თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ ალეკსეი ახლაც ძალიან დაძაბულია. დელტისებური კუნთები, მხრებთან... მუცლის სწორი და გვერდითი... კისრის ძარღვი დაბერილი და იისფერშეპარული.
ფიქრობს, განუწყვეტლივ ფიქრობს. ფიქრობს ვინ, ფიქრობს რატომ, რისთვის, როგორ... ვინ შექმნა ეს ადგილი, ეს ნიმუშები, რატომ შექმნა, რატომ აქ, საქართველოში. ასეთი უცნაური ადამიანები რატომ ცხოვრობენ მაინც და მაინც აქ ? ევროპისა და აზიის გასაყარზე. ორი კულტურის შერწყმის ადგილას, მთავარ სტრატეგიულ მონაკვეთში. რატომ არ გაქრა ეს ქვეყანა რუკიდან მაშინ, როცა ბუმბერაზმა იმპერიებმა იწვნიეს დამანგრეველი მარცხი ? პასუხი ხალხშია. ქართველი ერია ფესვები შავსა და კასპიის ზღვას შორის. ენა, კულტურა, სარწმუნოებაც კი. იცოდა ალეკსეიმ, რომ სარწმუნოების ცნება მეტად სადაო იყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ხალხის ერთიანობაში და ერის ოცდამეერთე საუკუნემდე მოღწევაში, სარწმუნოებამ უზარმაზარი როლი ითამაშა. ჭავჭავაძის სამი სიწმინდის შესახებაც იცოდა კოგანმა „ენა, მამული, სარწმუნოება...“, მაგრამ ისიც იცოდა, რომ განვითარების გარეშე არაფერი იქნებოდა. განვითარების გარეშე ვერც მედგრად მდგარი ერი შეინარჩუნებდა საკუთარ თავს. იცვლება დრო, იცვლება ტრადიციები, ისინი ვითარდებიან, მაგრამ ხალხი და ქართული ბრძოლისუნარიანობა არ იცვლება. ჭავჭავაძე იყო. იყო, წარსულ დროში. ვინ არის ახლა და ვინ იქნება მომავალში ? ვინ იცის...
- არ გავხარ აქაურს. - მოესმა მამაკაცის ხმა, რომელსაც თან მძიმე ნაბიჯების ხმა და იატაკის ჭრიალი მოჰყვა.
- შენ კიდევ ამ ყველაფრის შემქმნელს. - უპასუხა ალეკსეიმ და წელში გასწორდა.
- განსხვავება ისაა, რომ შენ ცდები, მე კი არა. - აუღელვებლად უპასუხა ბიჭმა და სიგარეტი სქელ ტუჩებს შორის მოიგდო. აკვირდებოდნენ ერთმანეთს და არც ერთ დეტალს არ ტოვებდნენ უყურადღებოდ. ალეკსეი თავის სტიქიაში იყო და ხვდებოდა, რომ ახალგაზრდასაც ჰობად ჰქონდა ქცეული საგნების თუ სხეულების ზედმიწევნით დეტალური აღქმა. ამაზე მისი შედევრალური ნამუშევრებიც განუწყვეტლივ მეტყველებდნენ. ჩურჩულით იკლებდნენ და მუდმივად ზუზუნებდნენ ამის შესახებ. ახალფეხმოკიდებული და უკვე გამჯდარი ჩვევა...
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ 21 დღის განმავლობაში გააკეთებ ერთსა და იმავეს, ეს ჩვევად გადაგექცევა... თუმცა ვინ იცის ?
თვრამეტიოდე წლის, მაღალი, გამხდარი, ტატუირებული... მწვანეთვალება შავგვრემანი, გამოკვეთილი ყვრიმალებითა და ყბის ძვლებით. საოცრად გადიდებული ხორხი და გრძელი კისერი, რომელზეც რამდენიმე იისფერ ჩალურჯებას მარტივად შენიშნავდით. საკუთარი თავი გაახსენდა ალეკსეის ათი წლის წინ. უნდოდა ტუჩის კუთხეები ზემოთ აეწია და ღიმილად გადაფენილიყო, მაგრამ ბიჭის მზერა აიძულებდა შეენარჩუნებინა არსებული მკაცრი და არაფრისმთქმელი გამომეტყველება, რომელიც მამაკაცის მთელი ცხოვრების 90%-ს მოიცავდა. მხარზე მოგდებული ტყავის ქურთუკი და დაუდევრად შეკრული, თეთრი პერანგი. შავი, ტანზე მომდგარი შარვალი და შიშველი ტერფები. სქელი ტუჩები და კვლავ ეს მზერა, რომელიც ალეკსეის, მუდამ ფიქრებში ჩაძირულ ალეკსეის კიდევ უფრო ღრმად აიძულებდა ჩასვლას.
სისხლი აუდუღდა კაცს. თბილ, წითელ სითხეში ადრენალინის დოზამ მნიშვნელოვნად მოიმატა და მიუხედავად აშკარა უსიამოვნო გრძნობისა ბიჭის მიმართ, რომელიც ყოველწამ მიზანმიმართულად იზრდებოდა, ალეკსეიმ საჭიროდ ჩათვალა მისი ახლოს გაცნობა.
- ძალიან კარგი, თუ ვცდები. - თქვა მან და თვალი თვალში გაუყარა ბიჭს. - რამდენი დრო დასჭირდა თითოეულს ? - დაინტერესდა ალეკსეი და მარსელის მაკეტისკენ დაიძრა.
- შვიდი კვირა. - მშრალი, მოკლე, კონკრეტული...
- არც მეტი, არც ნაკლები ? - წარბი ასწია ალეკსეიმ.
- ბანალურია.
- გეთანხმები. - აქ ბიჭი ოდნავ შეცბა, ხოლო ალეკსეიმ მეტად საინტერესო მიმიკა მსწრაფლ დაიჭირა და შთანთქა. ორგაზმივით გაიფანტა ორგანიზმში ახალი აღმოჩენა. თითოეული სიახლე ალეკსეისთვის იმდენად მძაფრი იყო, რომ უფრო მეტის განუწყვეტლივი მოთხოვნა ტვინში სისხლს უქცევდა და სუნთქვას უხშირებდა. მაგრამ არა, ახლა არა, ახლა არ შეიძლებოდა იმის გამომჟღავნება, რაც გაიგო. ახლა იმაზე მეტი უნდა გაეგო და გადაეხარისხებინა. ეს იყო მანქანა, ემოციების მანქანა. გრძნობების მონა, რომელიც იმდენად მიეჩვია საკუთარ მონურ შრომას, რომ სისხლში გაუჯდა იგი. 21 დღიანი შრომა ჩვევად ექცა და ეს ჩვევა მოუღებდა მას ბოლოს. გრძნობა ამას ალეკსეი, საკუთარი კანით გრძნობდა, მაგრამ უკან დახევა უდრიდა სიკვდილს. ხოლო „ბოლოს მოღება“, ბედნიერად... ბედნიერების მხოლოდ ერთ წამს ოდესმე მაინც შეიგრძნობს ალეკსეი, სიკვდილის წინ... ოდესმე...
- სწრაფი და მოქნილი. - წარბი შეკრა ბიჭმა.
- ნორჩი და ნიჭიერი. - ცალყბად გაიღიმა ალეკსეიმ. ყველას უყინავდა ძარღვებში სისხლს მისი ტუჩის ჩატეხვა, მაგრამ არა ამ ახალგზრდას. ეს რაღაც სხვა იყო, გრძნობდა ამას ალეკსეი.
- რუსი.
- ამერიკელი. - თქვა კაცმა და ტუჩები გაისველა. ბიჭს მწვანე თვალები მომენტალურად აუკიაფდნენ და საოცარი, ახალგაზრდული ენერგეტიკა მოაფრქვიეს ოთახში.
- ალეკსანდრე. - წარმოთქვა მან და იქვე კომოდზე შემოდებული კალათბურთის ბურთი ელვის სისწრაფით ესროლა ალეკსეის.
- ალეკსეი. - წარმოთქვა კოგანმა და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როდესაც კალათბურთულს ბურთს თითები შეახო და ის სიძლიერე იგრძნო, რომელითაც ალეკსანდრემ ბურთი მისი მიმართულებით ისროლა. აშკარა იყო ბიჭის აგრესია მის მიმართ და ეს უფრო აზარტულს ხდიდა რუსს.
ალეკსანდრე კი...
არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელსაც ძალუძს გააცუროს ნებისმიერი, ყველაზე დაკვირვებულიც კი... თითქმის ნებისმიერი. თითქმის. ხვდებოდა ბიჭი, რომ ეს კაცი სულ სხვა დონე იყო მისი გარშემომყოფების სტანდარტის გათვალისწინებით. სძლდა, სძულდა სტანდარტები. ეზიზღებოდა მასა, ბრბოს ფსიქოლოგია, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ სხვანაირი წესებით ამ სამყაროში ვერ იარსებებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილად დაბადებული, უბრალოდ ალეკსანდრე იყო, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა ისეთი ადამიანები, როგორიც იყო ალეკსეი. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, დედამიწა დაკვირვებული ფსიქოლოგების და არაჩვეულებრივი მანიპულატორების დეფიციტს განიცდის საზოგადოებაში. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ იქ სადღაც, სათავეში მდგარი ხალხი მანიპულაციის ხელოვნებას ფლობენ ზე-ადამიანურ დონეზე და ისეთებს როგორებიც მე და შენ ვართ მკითხველო, თავს არასდროს გაუყადრებენ. ზედაც არ შემოგვხედავენ მარტივად რომ ვთქვათ. მაგრამ უპს... რატომ, რატომ დგას ჩვეულებრივი ადამიანებივით ალეკსეიც ჩვენთან ერთად, რატომ აგრძელებს იგი ურთიერთობას „მოკვდავებთან“ ? ალეკსანდრემ იცის პასუხი. რა თქმა უნდა, იცის. ალეკსეის ჰაერივით სჭირდება ხალხი, მათი ემოციები, ფიქრები, აზრები, ჟესტები. მიმიკა. იგი ენერგოვაპირია. შთანთქავს წამიერად იმას, რასაც განიცდი, ბოლოს უღებს ნებისმიერ შენს ჩანაფიქრს, მის ჩასახვამდე.
მაგრამ ვინ არის ალეკსანდრე, რომელიც ყოველივე ამას ხვდება ? მარტივად რომ ვთქვათ, ალეკსეი ალეკსანდრეს წარსულია. თუმცა არა... იგი ალეკსეის ახალგაზრდობის გაუმჯობესებული ვერსიაა. ბევრად უფრო განვითარებული და ნიჭიერი. თუ ალეკსეი თავისით განვითარდა, ხოლო ბუნებამ ალეკსანდრეში აწ უკვე განვითარებული ნიჭი ჩადო და პროფესიონალურ დონემდე მისაყვანად მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი დაუტოვა ალეკსანდრეს. შეძლებს კი ალეკსანდრე ალეკსეის პროფესიონალიზმამდე გადადგას ეს რამდენიმე ნაბიჯი ?
აინტერესებს კი ალეკსანდრეს ყოველივე ზემოთ თქმული? არა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არა. ის მხოლოდ გამონაკლისებისთვის ცხოვრობს, მხოლოდ უცნაურობისთვის არსებობს. მისი მიზანია შთანთქას ყოველივე არაორდინალური. ალეკსეიკი ერთ-ერთი მათგანია. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი შეხვდა მხოლოდ სამ მოსიარულე არასტანდარტულობას. დედამისს, რომელიც მას უძლებს. ალეკსეის, რომელმაც დაიჭრა მისი წამიერი რეაქციები და... ვის ? ვინ იცის...
- ფრთხილად ალეკსანდრე, ფეხი არ წამოკრა კალათბურთის ბურთს. - წარმოთქვა კოგანმა და ნელი ნაბიჯით გაემართა ალეკსანდრესკენ. ბიჭს ცალყბად გაეღიმა და ალეკსეის თვალი თვალში გაუყარა. ამჯერად დაინახა ალეკსეიმ ის, რისი დანახვაც ასე ეწადა. ხოლო დანახულის ხელში ჩაგდება კი მიზნად დაისახა. მიზნად, რომლის განხორციელებაც იმდენად შეუძლებელი იყო, რამდენადაც აზარტული და ადრენალინგაჟღენთილი.
- ფრთხილად ალეკსეი, კალათს არ ააცილო. - თქვა ალეკსანდრემ, ალეკსეის ბურთი გამოართვა და მის ზურგს უკან მდგარ კალათში ბურთი შეუხედავად ჩააგდო.



პ.ს. მესამეც გამოცხვა. აბა გისმენთ ^-^скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა გითხრა,როცა სიტყვები არ მყოფნის.აი არც კი ვიცი ჩემი ემოცია და წაკითხულით გამოწვეული სიამოვნება როგორ გამოვხატო.ხომ საკმაოდ დიდი თავი იყო,მაგრამ კიდევ მინდოდა დაუსრულებლად მეკითკა.უცნაურზე უცნაური გმირები გყავს დამეთანხმები და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ყველა კარტი და გავიგებ ყველაფერს.უმაგრესი გოგო ხარ შენ
--------------------
ლანა

 



№2  offline მოდერი MoonLady

La-Na
რა გითხრა,როცა სიტყვები არ მყოფნის.აი არც კი ვიცი ჩემი ემოცია და წაკითხულით გამოწვეული სიამოვნება როგორ გამოვხატო.ხომ საკმაოდ დიდი თავი იყო,მაგრამ კიდევ მინდოდა დაუსრულებლად მეკითკა.უცნაურზე უცნაური გმირები გყავს დამეთანხმები და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ყველა კარტი და გავიგებ ყველაფერს.უმაგრესი გოგო ხარ შენ

ძალიან მახარებ... სასწაულად მიხარია მსგავსი შეფასება ^-^ მეც არ ვიცი გაგრძელება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent