შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წლების შემდეგ, ისევ შენს მახეში გავები 5 მაწილი


1-07-2017, 12:23
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 551

წლების შემდეგ, ისევ შენს მახეში გავები 5 მაწილი

ისევ ისე მომნუსხველად და ირონიით მიღიმოდა, როგორც 7 წლის წინ, ისევ ისე გადამარჩინა ძირს დაცემას როგორც ჩვენი შეხვედრის პირველ დღეს, როგორ მომნატრებია მისი ეს ღიმილილი, როგორ მომნატრებია მისი შეხება,გონებაში ჩვენი შეხვედრის პირველი წამები ამომიტივტივდა. თითქოს ჩქაროსნული მატარებელივით ჩამიქროლა იმ ორმა წყეულმა თუ სანატრელმა წელმა, არ მინდოდა ისევ ისე განვითარებულიყო მოვლენები როგორც იმ დღეს. ცივათ მოვიშორე დევდარიანის ხელები ჩემი მკლავებიდან, ირონით და ზიზღით აღსავსე თვალებით გავხედე მადლობა გადავუხადე და იქაურობას სასწრაფოდ გავშორდი.მამუკა უკვე მოსულა, მანქანაში ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე თან ვთხოვე სასწრათოდ გასცლოდა აქაურობას.

7 წლის წინ
დღეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა.27 სექტემბერი ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე. 18 წლის გავხდი უკვე სრულწლოვანი ვარ, ეხა უფლება მაქვს რაც მინდა ის გავაკეთო. დილით თავზე ჩემი ლინა დამახტა, თვალები ძვლივს გავახილე, საწოლზე წამოვჯექი, ცოტა აზრზე რომ მოვსულიყავი, ლინაჩკა ინტერესით აკვირდებოდა ყველა ჩემს მოძრაობას. თვალი მოვავლე ჩემს ოთახს და რას ვხედავ, მთელი ოთახი ვარდებით და ბუშტებით იყო მორთული. ვიცოდი ეს ყველაფერი ლინაჩკას ნამოქმედარი იყო ყურებამდე გაღიმებული გადავეხვიე ჩემს ბავშვობის მეგობარს.
-დაბადების დღეს, გილოცავ ნინა
- ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგო, შენ არიცი როგორ გამახარე ეხა, მიყვარხარ.
- მეც, ძალიან აბა რას ვშვებით დღეს?
- დღეს ძალიან ბევრს ვსვავთ, უზომოდ ბევრი უნდა დავლიო აი ისე ვერავინ რომ ვერ ვიცნო
-ხოდა ეგრე საღამოს გაემზადე, იცოდე გამოგივლი და კლუბში მივდივართ ყველა. ეხა წავედი ბევრი საქმე მაქვს მერე გნახავ ლოყაზე მხურვალედ მაკოცა, ისე გაიქცა ჩემი ოთახიდან მეთქი სადაცაა კისერს მოიმტვრევს თქო. ფეხზე წამოვდექი დილის პროცედურებს მოვრჩი და ქვემით მანჩოსთან ჩავედი.
- დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პრინცესავ, უკვე დიდი გოგო ხარ იმედია ეხა მაინც ისწავლი ჭკუას
- მადლობა, მანჩო მაგრამ შენ მაგის იმედი არ გქონდეს, შენი გოგო ისეთივე დარჩება როგორიც იყო ხომიცი არა.
- ეჰ ვიცი, ვიცი და სწირედ მაგისი მეშინია უჯვე სტუდენტი ხარ და ჭკუა როდის უნდა ისწავლო ნინა. აი ეს შენ ჩემგან მეუბნება და ლამაზად შეფუთულ ყუთს მაწვდის.
- ეს რაა არის? მანჩო
- შენი საჩუქარი. ყუთი სასწრაფოთ გავხსენი, ცოტა არ იყოს მძიმე მომეჩვენა. გავხსენი და ამას რას ვხედავ, ჩემი საყვარელი წიგნი. როგორ მინდოდა მისი ყიდვა და აქ საქართველოში ვერსად ვიშოვე მამას რამდენჯერ დავაბარე და სულ ავიწყდებოდა.
- ძალიან დიდი მადლობა მანჩ შენ არიცი როგორ გამახარეე ეხა, ყველაზე მაგარი საჩუქარია ამაზე მეტად არაფელი გამიხარდებოდა მიყვარხარ სიგიჯემდე.
- ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა. მოდი ეხა ისადილე,  შენი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოგიცხე, თუ გინდა გაგიჭრი და ყავას მიაყოლე.
-მანჩო მამა სადარის?
- მამაშენს ადრიანად დაურეკეს კომპანიიდან და წავიდა. ძალიან მეტკინა გული მამა არცერთ ჩემს დაბადების დღეს არ აცდენდა ყოველთვის პირველი მილოცავდა, თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდებოდა, დიდ თაიგულთან ერთად საწოლთან მისი წერილი მხვდებოდა ხოლმე. მაგრამ დღეს არც კი გახსნებია მისი საყვარელო ქალიშვილის იუბილე. ხასიათი გამიფუჭდა, ამიტომ ჩემს ოთახში ასვლა გადავწყვიტე, მანჩომ ეს შეამჩნია მაგრამ არც არაფელი უთქვამს. გაბრაზებული დავეშვი საწოლზე, არვიცი რატომ მაგრამ მწარედ აქვითინდი ვერ ვიტანდი როცა მამასთვის პირველ ფლანგზე მე არ ვიყავი.მიუხედავათ იმისა რომ ეს პირველი შემთხვევა იყო მაქსიმეზე ძალიან გავბრაზდი. არ ვიცი როდის ჩამეძინა კარზე კაკუნის ხმამ გამომათხიზლა, მეგონა მამა იქნებოდა იმედს არ ვკარგავდი რომ მას მისი ქალიშვილის იუბილე არ დაავიწყდა. თუმცა შევცდი მანჩო იყო.
- რა ხდება მანჩ?
- ნინა შენთან არიან საყვარელი.
- ვინ?
- არ ვიცი ვინარის
- კარგი ეხლავე ჩამოვალ. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, მამა იყო ჩემსკენ ხელებ გაშლილი წამოვიდა, თუმცა არც კი მივეკარე მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი
-კარგი რა პრინცესა, გეგონა შენს საყვარელ მამიკოს შენი დაბადების დღე დაავიწყდებოდა.
-არ მეგონა, თუმცა შევცდი როგორც ჩანს დაგავიწყდა.
- არაფელიც არ დამავიწყდა. უბრალოდ დილიდან შენს საჩუქარს ვხვდებოდი და იქ გავიქეცი. შენთვის  სიუპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მანჩომ მითხრა ძალიან გაბრაზდაო, და გადავწყვიტე ეხა განახო რის გამოც ვერ მოგილოცე პირველმა.
-რაა რა საჩუქარი. გული უცებ მომილბა და ვეხვერწებოდი მალე ენახებინა ჩემი საჩუქარი 
- აუ მა გთხოვ მანახე რა ძალიან მაინტერესებს.
- ჯერ კოცნა. მეუბნება ის და თან თითს ლოყაზე მანიშნებს. ეგრევე მივარდი და გემრიელად ჩავკოცნე. თვალებზე ხელები ამაფარა და ისე გამიყვანა გასასვლელ კართან.
- მამა დავიმტვრევი ესე გამიშვი.
- სულ ცოტაც პრინცესა, სულ ცოტაც, ეხა შეგიძლია თვალი გაახილო. თვალი გავახილე თუარა ეგრევე ჩემს წინ, შავი ფერის BMW - ს მარკის ბაფთიანი, ავტომობილი დავინახე. ნანახმა გამაოცა, მიუხედავათ იმისა რომ ბავშვობიდან კარგად ვმართავდი მამა მანქანის ყიდვის უფლებას არ მაძლევდა, ნანახს არ დავუჯერე.
- მამა, ეს  ეს მართლა ჩემია თუ მეღადავები.
- შენია პრინცესა, ხომ გითხარი როცა სრულწლოვანი გახდები მე თვითონ გიყიდი თქო, შენ კიდევ არ გქეროდა. ისე თი გახარებული ვიყავი დავფრინავდი ჯერ ჩემს ახალ მანქანას მივარდი, მერე მამას ჩავეხუტე იმდენი ვკოცნე კაცი დავახრჩე.
- ყველაზე მაგარი მამიკო ხარ მთელს მსოფლიოში, არა მსოფლიოში კიარა მთელს დედამიწაზე ძალიან მიყვარხარ მა.
- მეც მიყვარხარ პრინცესავ. არ გაისეირნებ?
- არა მა მირჩევნია დღეს საღამოს ამით წავიდე კლუბში, ბავშვები უნდა გავაკვირვო ხომ დამცინოდნენ მაქსიმე მანქანას არასოდეს გიყიდისო.
- კარგი, მა ოღონდ ფრთხილად იარე გთხოვ
- გპირდები მამა. ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. ლინას დავურეკე ვუთხარი არ მოეკითხა, მე თვითონ მოვალ თქო. 6 საათი სრულდებოდა მომზადება დავიწყე. ერთ საათში უკვე მზად ვიყავი, რა მომზადება მე მინდოდა ჩემი ყოველდღიური ჩასაცმელი. შორტი და ტოპი ჩავიცვი, ბეჭებზე " საროჩკა" მოვიცვი ფეხზე როგორც ყოველთვის კეტები ამოვიცვი თავზე კეპი დავიფარე, და ისე დავტოვე ჩემი ოთახი. მანჩომ ჩემი დანახვისას პირი რასაცქვია დააღო.
- ეს რა არის გოგო? ეხა მაინც ჩაიცვი რამე კაბა, ამოგხდება სული მაგ ტანსაცმელში.
- კარგი რა მანჩო,  რით ვერ შეეჩვიე ჩემს სტილს.
- ეს გოგო გამაგიჟებს მე. მხოლოდ ეს მომიღებს ბოლოს.
- მე წავედი. ორივეს დავემშვიდობე და ჩემს ახალ მაანქანაში მოვკალათდი. მიუხედავათ იმისა რომ მამას დავპირდი ფრთხილად ვივლიდი ადგილს მთელი სისწრაფით მოვწყდი. გზაში ბავშვებს დავურეკე, ვთხოვე კლუბის შესასვლელ კართან დამხვედროდა ყველა. 10 წუთში უკვე კლუბთან ვიყავი, ლინამ ჩემი დანახვისას თვალები დაქაჩა, დემე პირ დაღებული მომშტერებოდა. მანქანიდან გადმოვედი,
- დემე პირი დამუწე, რამე მწერი არ ჩაგივარდეს და არ დაიხრჩვე.
- არ არსებობს ეს შენია? გაკვირვებული მომშტეტერებოდა ვაკო.
- კი ვაკ ჩემია, თქვენ კიდე დამცინოდით მაქსიმე მანქანას არასოდეს გიყიდისო აი ნახეთ თუარმიყიდა.
- არარსებობს, ეს მაქსიმემ გიყიდა. რაღაცაგ გვატყვილებ .
- მართლა მაქსიმემ მიყიდა. მოკლედ მოვუჭერი და პირდაპირ ბარში შევედი ადგილი დავიკავე. ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდნენ ისინი, როგორც იქნა მოიფიქრეს შემოსვლა. ეხლაღა გაახსენდა ყველას, და დაბადებისდღე მომილოცეს თან საჩუქრები გამომიწოდეს, ეხა გახსნას ალრ ვაპირებდი ამიტომ გვერძე გადავდე და სასმელი შევუკვეთე.
- ამ ჭიქიათ, ჩვენს ნინას გაუმარჯოს მეგობრებო, ერთიანად წარმოსთქვა ყველამ. უკვე საქმაოდ შეზარხოშებული ვიყავი, ჩვენს მაგიდას ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭი მოადგა, დემე და ვაკო გადაკოცნა ნიკას ხელი ჩამოართვა, მერე მე მომიბრუნდა.
- შენ ალბათ ნინა არა? ირონიით მიღიმოდა ის.
- დიახ, მე ნინა ვარ
- ძალიან კარგი, გილოცავ. მითხა და ჩემს პასუხს არც კი დაელოდა ისე დაიკავა ვაკოს გვერდით ადგილი
- მადლობა. ჩემთვის ჩავიბურტყუნე, დიდათ მისთვის ყურადღება არც კი  მიმიქცევია ბარმენს კიდევ ერთი ტეკილა შევუკვეთე, შეკვეათას ველოდებოდი როდესაც მისი ირონიულ  ღიმილს წავაწყდი, რა უნდა რას მეროჟება ერთი გავიფიქრე. ჩემი შეკვეთაც მოვიდა ტეკილა გადავკარი თუარა ეგრევე გარეთ გამოვედი. ცოტა ჰაერის გამოცვლა არ მაწყენდა სიგარეტს მოვუკიდე. ისეთი ღრმა ნაპასი დავარტყი მეგონა ფილტვები კვამლით გამეტენა, ბოლო ნაპასიც დავარტყი მანწვავი გადავაგდე უკან მოგრუნებას ვაპირებდი როცა ვიღაცას შევასკდი. რომ არა მისი სწრაფი მოძრაუბა ეგრევე იქვე გავიტხლაშებოდი. მის მკვლავებში ჩავესვენი, ძალიან სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, მსიამოვნებდა მის მკლავებში ყოფნა ამიტომ წამოდგომას არც ვაპირებდი, რომარა მისი ირონიულად ნათქვამი.
- ხომ არ გაგიტკბა, ნინია ჩემს მკლავებში ყოფნა. უცებ გავსწორდი, ისევ ეს ირონიული ღიმილი უკვე ეს ბიჭი ნერვებს მიშლიდა მისი ირონიით.
- ჯერ, ერთი მე ნინია კი არა ნინა მქვია, და მეორეც არაფელიც არ გამიტკბა. რას მეჯახებოდი ერთი ვერ დაინახე აქ მე რომ ვიდექი. გაბრაზებულმა მივაყარე ერთიანად სათქმელი.
- მე ნინია უფრო მომწონს. ეს ბიჭი გამაგიჟებს რა მე რამდენი რამ ვუთხარი და ის კიდე რას მეუბნება.
- სულ ფეხებზე, შენ რა მოგწონს და რა არა მე ნინა მქვია იდიოტო ნ ი ნ ა. დავუმარცე ჩემი სახელი ის კი იდგა და იცინოდა არა რა აცინებს ეხა სასაცილო ვთქვი მე აქ რამე

- ძალიან საყვარელი ხარ როცა ბრაზდები. სულ ცოტაც და ამას ეხა აქვე გავწეწავდი.
- თავდაჯერებული იდიოტი ხარ რა. ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი, ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი რადგან ნასვამი საჭესთან ვერ დავჯდებოდი. როდესაც მისი ნათქვამი გავიგე
- ძალიან ბრაზიანი ხარ ნინია.
- შენ კიდე ტირანი. არც მე ჩამოვრჩი და მივაძახე. ტაქსი გავაჩერე და ჩემი მისამართი ვუკარნახე.

სასიამოვნონოდ მეღიმებოდა ამ ამბავზე, თან გულში უსიამოვნოდ მკაწრავდა. ფიქრებიდან მამუკას ხმამ გამომიყვანა, თურმე უკვე დიდი ხანია მეძახის მე კიდე მისი არცერთი სიტყვა არ გამიგია. მანქანიდან გადმოვედი და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი, საწოლზე დავემხე მინდოდა მეტირა თუმცა ჩემს თავს ამის უფლება არ მივეცი. არ მინდოდა მის გამო კიდევ დავტანჯულიყავი არ მინდოდა ის დაწყევლილი დღე გამეხსენებია, ამიტომ დაძინება ვარჩიე. არ ვიცი რა დროს ჩამეძინა, დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა გამეღვიძა, საშინლად მწყუროდა, ქვემოთ ჩავედი წყალი დავლიე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი, ძილის გაგრძელებას ვაპირებდი როდესაც ჩემი ტელეფონი აწრიალდა, ესემესი მომივიდა. უცხო ნომერი იყო, გული საშინლად ამიჩქარდა ვიცოდი რომ ის იქნებოდა, არც შევმცდარვარ.
"ისტორია მეორდება ნინიაскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest mziko

Dzalian momwons velodebi shemdeg tavs.male dade warmatebebi

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Guest mziko
Dzalian momwons velodebi shemdeg tavs.male dade warmatebebi

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ. აუცილებლათ შემდეგ თავს ამ საღამოს დავდრბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent