შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი ვალსი [სრულად]


1-07-2017, 15:38
ავტორი MoonLady
ნანახია 3 361

გარყვნილი ვალსი [სრულად]

ღია, ღია ვარდის ფერი, ყველაზე მუქი ვარდის არომატით...
...
მუსიკის რიტმული ჰანგები ექოდ ისმის უზარმაზარ დარბაზში, სადაც მარტოდმარტო ვდგავარ საცეკვაო პოზაში, ნელი ტემპით ვაყოლებ სხეულს მუსიკის საოცარ მელოდიას და სულითა და ხორცით ვგრძნობ...
ვგრძნობ როგორ ვთავისუფლდები ყოველდღიური მომაბეზრებელი რუტინისგან და სადღაც იქ, ღრუბლებში სიცოცხლეს მოწყურებული, ჰაეროვნად დავფარფატებ. თითოეული ჩემი რიტმული მოძრაობა შერწყმულია ჰარმონიულ ბგერებთან, თითოეული ჩემი ჩასუნთქვა ერთი ნოტის შთანთქმას უდრის, თითოეული ჩემი რხევა მთელ სამყაროში გავრცელებულ მელოდიურ ექოს გულისხმობს, რომელიც აყრუებს და ნუსხავს ყოველივე სულიერს ჩემს უსასრულობაში. მაგრამ მხოლოდ სამიოდე წუთი გრძელდება ჩემი ბედნიერების არომატით გაჯერებული თამაში მუსიკის ვარდისფერ ნოტებთან. შემდეგ კი კვლავ ვუბრუნდები ნაცრისფერ, რუტინის არომატიან რეალობას, სადაც არსებითი როლი არც კი გამაჩნია.
მაგრამ ისმის კითხვა, გააჩნია კი ვინმე ადამიანის მსგავსს არსებითი როლი აქ დედამიწაზე და იმის იქით ?
********
- ბეატრის ! სად იყავი ამდენი ხანი ? - შემოსასვლელში შემომეგება შეშფოთებული დედაჩემი, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო ნერვიულობისგან. როგორც კი მისაღებში შევედი, იქვე ჩამოკიდებული უცნაური ფორმის ხუთკუთხედი საათისკენ გამექცა თვალი. ღამის პირველი დაწყებულიყო. სიმწრით ლოყაზე ვიკბინე შიგნიდან და დედას დარცხვენილი მივუბრუნდი.
- აიშე, მე უბრალოდ ვცეკვავდი იმ დარბაზში. - ვთქვი და ნაჩქარევად ვაკოცე შუბლზე. ვიგრძენი როგორ ამწვა მისმა საოცრად ნაღვლიანმა მზერამ ზურგი, მაგრამ არ შევბრუნებულვარ მისკენ. ვიცოდი სტკიოდა, სტკიოდა მწარედ, მაგრამ ითმენდა.
********
აიშე - ორმოცდაათ წელს გადაცილებული დედაჩემი, რომელსაც ხელში შევრჩი მე... ეგზოტიკური გარეგნობის ქალი იყო. წითური, მწვანე თვალებით და ჩავარდნილი თვალბუდის ძვლებით. საოცრად მოქნილი სხეულით და გამოკვეთილი ლავიწის ძვლით.
მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, მისი სილუეტი ბუნდოვნად შემორჩა ჩემ ცნობიერებას. მაგრამ მახსოვს...
აიშეს ცრემლები მახსოვს, პირველად და უკანასკნელად იტირა მან მაშინ, მამაჩემის დაკრძალვაზე, ისიც ჩუმად, ძალიან ჩუმად და სხვებისთვის შეუმჩნევლად. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მამა გარდაიცვალა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ აიშე იყო ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი და არა ზებუნებრივი სიძლიერის მფლობელი, ყოვლისშემძლე უცხოპლანეტელი არსება, რომელიც გაუძლებს ყველას და ყველაფერს. მხოლოდ ამ დღის შემდეგ დავაფასე დედაჩემი და ათმაგად უფრო მძაფრი გრძნობით შემიყვარდა. მის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია.
შევდივარ ჩემს ოთახში და ვხედავ... ვხედავ ჩემ სიცოცხლეს, ჩემ ბედნიერებას, ჩემი ტკვილის ავტორს, ჩემ არაადამიანური ბუნების წყაროს და ზებუნებრივი სიძლიერის უცხოპლანეტელის გამღვიძებელს ჩემში... ჩემი პატარა...
**********
- ბეატრის ! - მეძახის კურსელი და ბარათს მიგდებს მერხზე. გავხსენი და მოსაწვევი შემრჩა ხელში. კლუბური სტილის წვეულება... ღმერთო, როგორ მეზიზღებოდა იმ დღის შემდეგ ყოველი მსგავსი სტილის შეკრებები... უხერხულად შევიშმუშნე, უარის ნიშნად თავი გავაქნიე და მოსაწვევი უკან დავუბრუნე, მაგრამ ქერა, გამომწვევად ჩაცმულ გოგონას სახეზე მსხვილი ასოებით ეწერა „სანამ არ დაგითანხმებ, ვერ მომიშორებ“, თუმცა მაინც ვცადე უარის თქმა. მთელი დღის განმავლობაში კუდში დამყვებოდა და მეჩიჩინებოდა. ბოლოს ავილეწე, თითქოს ტვინის პოლუსებმა ადგილები შეცვალეს და ხმამაღლა დავუღრიალე:
- კეტრინ შეუშვი შენ ლამაზ თავში, რომ მ ე ა რ წ ა მ ო ვ ა ლ ! - როგორც კი ვთქვი ღრმად სუნთქვა დავიწყე და დავინახე წამიერად როგორ ჩაქრა მის სახეზე მოკაშკაშე მომხიბვლელი ღიმილი. საშინელი სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, მაგრამ არ შემეძლო... იმ წყეული დღის შემდეგ არ შემეძლო...
ჩუმად, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ გაიგო და წალასლასდა. გული მომიკვდა, როცა დავინახე, რომ წამდენიმე წუთის წინ მხრებში გამართული გოგონა, ამჯერად წელში მოიხარა და თავჩაქინდრული მიდიოდა წინ. ვერ გამეგო რატომ...
კეტრინი... მთელ უნივერსიტეტში ცნობილი ლამაზმანი. ძალიან პოპულარული საპირისპირო სქესში. მკერდი, უკანალი, წვრილი წელი, ულამაზესი ნაკვთები... მოკლედ, რაც არ უნდა გენატრა ქალზე, ყოველივე საუკეთესო ჰქონდა ამ გოგოს. მხოლოდ ის ვერ გამეგო... მე რატომ გადამეკიდა ? ერთ ულამაზო გოგოს, რომელსაც დედამისის მსგავსად ჩავარდნილი თვალბუდის ძვლები ჰქონდა და მწვანე თვალები, მაგრამ აიშესგან განსხვავებით მე წითური კი არა, შავგვრემანი ვიყავი, ხორბლისფერი კანით. აიშე კი თოვლივით თეთრი ფერის კანით იწონებდა თავს სარკის წინ. მეუბნებოდა, რომ მამას ვგავდი და მეც სარკეში ჩახედვისას სულ ვცდილობდი აღმედგინა ის ბუნდოვანი სილუეტი, რომელიც ცნობიერებაში ნისლში იყო ჩაფლული და ჯიუტად არ მეძლეოდა. მის მსგავსად მეც არ ვუშიოდი მკვეთრად გამოხატულ ლავიწის ძვალს, რომელიც ხანდახან დისკომფორტსაც კი მიქმნიდა.
********
სახლისკენ ავიღე გეზი, მაგრამ თვალი კვლავ იმ დარბაზისკენ გამექცა, სადაც გუშინ ასე გატაცებით ვცეკვავდი, სადაც ვქსოვდი და ვშლიდი საკუთარ ილუზიას, რომელიც ჩემ სულს წვეთწვეთობით ედებოდა მალამოდ.
ნაბიჯი...
ნაბიჯი....
ნაბიჯი.....
კვლავ აქ ვარ და საკუთარ თავს ვუმზერ დიდ სარკეში. ვიხსენებ გუშინდელი საღამოს თითოეულ მოძრაობას და მუსიკის გარეშე, ჩემში მჟღერი მელოდიის თანხლებით ხელახლა ვიწყებ მოძრაობას... კვლავ ისე გატაცებით და თავდავიწყებით, როგორც ყველგან და ყოველთვის. ვიძირები იქ სადაც ვერავინ მომაგნებს, ვსტუმრობ იმ კარავს კლდის პირას, სადაც არც ერთი სულიერი არ ცხოვრობს... საკუთარ „მე“სთან ერთად ვზივარ, შევექცევი პიტნის ჩაის და ვუმზერ... ვუმზერ საკუთარ მატერიალურ სხეულს, მის ყოველ მიხვრა-მოხვრას ცეკვის დროს... ვხედავ თითოეულ ჩასუნთქულ ჟანგბადის ატომს და ამოსუნთქულ ცხელ ჰაერში შემავალ ნახშირორჟანგის უმრავ მოლეკულას, რომლებიც თითქოს ჩემთან ერთად მოძრაობენ უხმო მელოდიის ნოტების შთანთქმისას...
მოულოდნელად მესმის. კარის ჭრიალის ხმა მესმის და წამიერად ვწყვეტ ცეკვას. მომენტალურად ვწყდები ადგილს, გეპარდის სისწრაფით მივქრივარ სახლისკენ და ვიმედოვნებ, რომ ვერავინ შემამჩნია ვერც მე და მითუმეტეს ვერც ჩემი „დიალოგი საკუთარ თავთან.“ ძალიან მეტკინება, ეს ფაქტი გამაცამტვერებს... ფაქტი იმისა, რომ ჩემ სულს უკითხავად შეეხნენ.
********
სახლში შევდივარ თუ არა აიშე მეგებება ბავშვით ხელში. მომენტალურად ვწყდები ადგილს და ებბის ვკოცნი ფუმფულა ლოყებზე. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ებბი. ლოყებღაჟღაჟა სამი წლის გოგონა, რომელსაც ჩემი დანახვისთანავე თვალები უბრწყინდება და თავის პაწია ხელებს ჩემკენ იწვდის.
- დე-და, დე-და... - დაიწყო ხტუნვა აიშეს მკლავებში და გემრიელად გაიცინა. გავიბადრე, ყურებამდე გამეღიმა და მისკენ დავიძარი.
- შემოგევლე დედი მე შენ. - ვთქვი და დავუყვავე. ჩემკენ მოვიზიდე და გულში ჩავიკარი ჩემი უზარმაზარი სიყვარულის ყველაზე ძვირფასი ნაშთი, რომელიც მაიძულებდა მესუნთქა და ბედნიერების ელექ მესვა ყოველწამს როგორც კი მას დავინახავდი, რომელიც მაძლიერებდა და მხეცად გარდამქმნიდა, უძლეველ მხეცად, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი სისხლის და ხორცის დასაცავად. ჩემ კისერზე მოხვეული მისი პაწია ხელები სითბოს მიღვრიდნენ სულში. ის კი გულში ჩამეკონა და გაიტრუნა. რაც კი რამ უარყოფითი დამიგროვდა სადღაც იქ, ძალიან ღრმად, წამიერად გაიფანტა და სინათლის სხივმა მოიცვა ყოველივე...
და მე დავინახე... დავინახე ჩემ შინაგან სამყაროში არსებული ყველა სიდიადე, რომელიც მუდმივად მივიწყებული იყო ჩემ მიერ. კვლავ რეალობაში უხმო, ხოლო აქ მჟღერმა მუსიკამ მოაღწია ჩემ ყურთასმენამდე. ო, რაოდენ აღმაფრთოვანებლად შემშლელი და აბსტრაქტულად მატერიალური იყო თითოეული გარდამავალი წამი მსგავს სიტუაციებში. ნარკომანივთ ვეჭიდებოდი ყოველ შემთხვევას განმეცადა ეს წამი, თან ყოველ ჯერზე გაორმაგებული დოზით.
...
ებბი დავაძინე და დიდხანს ვუმზერდი მძინარე ანგელოზს. აიშე მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- პატარა ანგელოზი გვყავს სახლში ბეატრის და შენ რომ ის დღე ოდესმე ინანო, გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ. - ჩურჩულით თქვა და ჩემ ყელზე დახრჩობის იმიტაცია გააკეთა. მე კი მწარედ ჩამეცინა, მისკენ შევბრუნდი და ვუთხარი.
- გახსოვს კეტრინზე რომ გელაპარაკებოდი ?
- კი, კი როგორ არა, სულ დაბერილი რომაა. - თქვა და ფხუკუნი დაიწყო.
- ჰო ეგ. წვეულებაზე დამპატიჟა... - გამეღიმა და თავი ჩავქინდრე.
- მერე ? - სერიოზული სახით შემომხედა და წარბები შეკრა.
- რა თქმა უნდა უარი ვუთხარი ! - გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე და მისმა სევდიანმა მზერამ ჟრუანტელი მომგვარა.
- როდემდე უნდა იგლოვო ტრის ? - მან ასე დამიძახა... როგორც ადრე... მომენტალურად განახლდა ჩემ შიგნით ჩამდგარი შტორმი და ოკეანის ფსკერი ამიმღვრია. ასევე ამემღვრა თვალები და ნისლში ჩაიფლო ყველაფერი ჩემ თვალწინ.
- მე...- ხმის კანკალით დავიწყე საუბარი და ყელში ბურთი გამეჩხირა, უხმოდ გადმოგორდა ერთი ეული ცრემლი და ლოყა დამისერა.
- გეოფა, გეყოფა, გე-ყო-ფა ! - იღრიალა აიშემ როგორც კი სამზარეულოში გავედით და დავრწმუნდით, რომ ებბის არ გააღვიძებდა ხმამაღალი საუბარი. - ბეატრის ! შეიგნე შვილო, ბოლობოლო შეიგნე, რომ ეს დასასრული არაა. ტრის არ შეიძლება ასე. შენი ცხოვრების წესი მკლავს. მეც მკლავს შენ წარმოიდგინე, მეც. შენ კი როგორც ვხედავ კარგა ხნის მკვდარი ხარ. მოსიარულე გვამი ხარ და შენდა უნებურად სხვებსაც ითრევ იმ ჭაობში, სადაც თავად იმყოფები. მაგრამ იცოდე, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე ტრის, მე არ მოგცემ შენ უფლებას ცხოვრება ასევე დაუნგრიო იმ პატარას. როგორ ფიქრობ ის ბავშვი არაა ? ბავშვები ჰომ მხიარულობენ, ჭირვეულობენ ტრის. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, როცა დედას დაინახავენ. მაგრამ ებბი ტრის ?! ებბი ?! შენი დანახვისას რამდენიმე წამი აჟიტირებულია, შემდეგ კი მშვიდდება. შენ ტკივილს გრძნობს და იზიარებს ბეატრის, შენ სულში რაც ხდება ბავშვი გრძნობს ამას და თავადაც განიცდის. თითქოს გრძნობს მომენტებს, როცა ცეკვავ და უბრალოდ იღიმის, მიყურებს და ბედნიერად იღიმის. მაგრამ ღამეები, რომ არ მოდიხარ სახლში ძილშიც კი ჭირვეულობს. ტირის და სახელით მოგმართავს... - ეს გავიგონე თუ არა თვალები ცრემლით ამევსო და გავვოცდი. ებბი ? მე ? სახელით ?! შოკირებული ვიყავი, დავმუნჯდი და ვერ ვუბრუნებდი პასუხს. ან უნდა დამებრუნებინა კი ? არ ვიცი...
არავინ
არაფერი
არ
იცის.
რა უნდა მექნა ? წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ გაუაზრებლად დავწვდი აიშეს ხელებს და ჩავაშტერდი. თითქოს აქ მინდოდა მეპოვა ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც გონებაში მიტრიალებდა და არ მაძლევდა მოსვენებას ძალიან გრძელი და ბნელი ღამეების განმავლობაში. თითოეული ფიქრი შთანმთქავდა და უაზროდ იწელებოდა მთელი ღამის მანძილზე. მხოლოდ ერთ ფიქრს მიჰყვებოდა ერთი ღამე. მხოლოს ერთს... მაგრამ ათასობით სხვა ფიქრი იბადებოდა ყოველდღიურად ჩემ აბსტრაქციაში და მიმატებდა კიდევ ათას მსგავს ღამეს. რუტინულად მიჰყვებოდნენ ღამეები ერთმანეთს. ლურჯის გრადაცია გაჩხერილიყო მოშავო ლურჯსა და ნაცრისფერ ლურჯს შორის. ნაბიჯის გადადგმა არ სურდა არც ერთ წყეულ მხარეს და მეც შესაბამისად ორად ვიხლიჩებოდი. სულის ერთი მხარე, ნაცრისფერი ყინულად იქცა და ატომთა მოძრაობა შეწყვიტა, ხოლო მეორეს, შავს გენიის ცეცხლი ედებოდა და უღმერთოდ, ასევე შავად სწვავდა.
თითქოს ელოდაო აიშემ მხრებზე ჩამჭიდა ხელები და თავისკენ მიმიზიდა. დედობრივი სითბოთი დამმუხტა და მაგრძნობინა, რომ მართალი იყო. მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვიყავი და არ შეიძლებოდა სამი წლის განმავლობაში მეგლოვა ის დღე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და ჩემი საყვარელი ბარტყი მაჩუქა. პირიქით ! უნდა ვუმადლოდე, ბედნიერებას უნდა ვუმადლოდე. ცხოვრების აზრს, ჩემ პატარა ანგელოზს უნდა ვუმადლოდე იმ დღეს.
********
ებბის ისევ სძინავს. პირველად ასე დიდხანს და მშვიდად. აიშე ჭკუაზე არაა ისე უხარია. სიმართლე რომ ვთქვა, აიშე ხანდახან უფრო მაგონებს ებბის დედას ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც სარკეში ვუმზერ და გულმოდგინედ ვაკვირდები. ტელევიზორში კულინარიულ გადაცემას ვუყურებთ და მე ვხედავ აიშეს დაკვირვებულ მზერას, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ რამდენჯერაც არ უნდა უყუროს ამ გადაცემას, მსგავსი კერძების გამკეთებელი ნამდვილად არაა. როგორც უმრავლესობა ქალებისა. მეცინება და მის ყურადღებას ვიპყრობ. აიშეს თავის ზემოთ თითქოს ნათურა აინთოო, აი ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა და მოულოდნელად მომაფრინდა. იქვე მდგარ სავარძელზე დავენარცხეთ და კივილი ძლივს შევიკავე, რომ ებბი არ გამეღვიძებინა. გაოცებული შევყურებ მის ეშმაკურად მომღიმარ სახეს და ოდნავ შეღებულ ბაგეს, საიდანაც სიტყვები აპირებენ მოწყვეტას:
- ტრის ! მოდი უნდა მიგტყიპო ! - დაეჭვებული ვუმზერ და ვფიქრობ „სულ გაუბერა ამ ქალმა-თქო“.
- სიცხე ჰომ არა გაქვს ? - შუბლზე ხელი მივადე.
- არა. მისმინე, ის გამახსენდა, კეტრინის მოსაწვევი და უნდა მიგტყიპო იმის გამო, რომ არ დასთანხმდი. - გული შემეკუმშა, მაგრამ სიტყვები ვერ ვიპოვე, რომ ჩემი საქციელი გამემართლებინა. წარსულს რომ მივბრუნებოდი მერწმუნეთ აიშე მართლა მიმტყიპავდა და კარგი დღე ნამდვილად არ დამადგებოდა. რაღაც დამნაშავესავით ჩემთვის ჩავიბუტბუტე და აიშეს კმაყოფილ სახეს გადავაწყდი. ღრმად ამოვიხვნეშე და ვუთხარი:
- კარგი, ჰო, კარგი.
- იუჰუუ. - წამოიყვირა მან და თეძოს რიტმული ქნევით სამზარეულოსკენ გაქანდა. - აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ძალიან მაგარი კაბა, აუცილებლად ! - ყრუდ ისმის მისი ხმა სამზარეულოდან, რამდენიმე წუთი შემდეგ კი არაჩვეულებრივი რომატი იპყრობს მთელ სახლს. ვაუ, მან ეს შეძლო !
********
გრილი საღამოა... მივაბიჯებ რამდენიმე საათიანი წვიმისაგან სველ ტროტუარზე და ვფიქრობ... რაზე ? არაფერზე და ყველაფერზე ერთდროულად. ვფიქრობ მომავალზე, წარსულზე და აწმყოზე. ვცდილობ გონებაში დავალაგო რა და როგორ. საკმაოდ გრძელი გზა გავიარე და მოვშორდი სახლის ტერიტორიას. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გულში ვიგრძენი, როგორ გამოკრთა შიშის ნაპერწკალი.იქვე ვამჩნევ მიტოვებულ შენობას და რაღაც აუხსნელი ძალა მექაჩება შესასვლელად.
ნაბიჯი, ნაბიჯი, კვლავ ნაბიჯი...სასიამოვნო მელოდიის ხმა ისმის, მელოდიას არომატიც მოყვება, შემდეგ ფერს მოაბრძანებენ, ბოლოს კი მის სტრუქტურას ვხედავ...
ღია, ღია ვარდის ფერი, ყველაზე მუქი ვარდის არომატით...
ნოტები ესოდენ ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს... სული მიმჩატდება და კვლავ მიპყრობს ცეკვის სურვილი.
უკრავს...
ვიღაც გატაცებით უკრავს და აკორდებს მესვრის...
განმგმირა საკუთარი თითების ოსტატობით.
მამაკაცი შლიაპაში, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ამ ბინძურ შენობაში მტვერდადებულ და ნახევრად დამტვრეულ როიალზე უკრავს. უკრავს ესოდენ ოსტატურად, რომ გაგიჭირდება დაიჯერო, რომ ინსტრუმენტი ამგვარ მდგომარეობაშია...
დაჰიპნოზებული ვუახლოდები ძალიან ფრთხილი, ნელი და უხმო ნაბიჯებით. ასევე უხმოდ იწყებს ჩემი სხეული ვალსის რიტმში მოძრაობას.
ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი...
ნაბიჯს ნაბიჯი მოსდევს, ტრიალს ტრიალი. ერთზე ვაკეთებ ღრმა შესვლას, ორზე ტრიალთან ერთად ფეხის წვერებზე ვიწევი, სამზე კი ძალიან ნელა ჩამოვდივარ ტერფებზე ამ გაველურებულ რიტმში.
ერთი, ორი, სამი...
ერთი, ორი, სამი...
მეტი, მეტი, მეტი რიტმი, მეტი სისწრაფე, მეტი ველური აკორდი, მეტი გამხეცებული ნოტი, გააფთრებული თითები და სუნთქვაშეკრული შლიაპიანი.
ერთი, ორი, სამი...
აკორდს აკორდი მისდევს, ნაბიჯს ნაბიჯი, ნოტს ნოტი, ტრიალს ტრიალი, ჩასუნთქვას ამოსუნთქვა, ფეხის წვერებზე აწევას ტერფებით შეხება იატაკზე, მის ხვნეშას ჩემი სდევს თან, მისი ხელების მოძრაობას მარიონეტივით ვემორჩლები, საკუთარი მოქნილი თითებით მმართავს...
ბოლო ნოტიც აიღო, დაარტყა კლავიშს თითი და შლიაპა ჩამოიფხატა სახეზე. ჩემთან მოიჭრა და ძალიან ახლოს მოსწია საკუთარი სახე ჩემკენ. სუნთქვაარეული ჩემი გულმკერდის დარეგულირება არ ძალმიძდა. ამავდროულად მისი აღელვებული, ცხელი სუნთქვა მეცემოდა ლავიწის ძვლებზე და ჟრუანტელს მგვრიდა მთელ სხეულზე. მომაკვდინებლად ნელი ტემპით დაიხარა ჩემკენ და ლავიწის ძვალს სული შეუბერა. სუნთქვა შევწყვიტე თითქოს... მისი ტუჩების შეხებაზე კი ღია ვარდის ფერი და ყველაზე მუქი ვარდის არომატი შემომეხვია და გამაქანა სადღაც შორს, ღრუბლებში, ფეხზე შემომეჭდო და ოკეანის სიღრმისკენ გამიძღვა... მისმა მელოდიამ ჩემ წინ ინება დაჩოქება და კოცნაც კი მაჩუქა....
შლიაპიანი უკანმოუხედავად გავარდა იმ შენობიდან. გრძნობამორეული და ჭკუაარეული დამტოვა ამ არაჩვეულებრივ არომატთან და საოცარი ფერის სამყაროსთან ერთად მარტო...
ხოლო არაამქვეყნიური მელოდია თან გაჰყვა მას...
ერთი, ორი, სამი...
******
ლექცია მთავრდება, კეტრინმა კი ჯერ კიდევ ზედაც არ შემომხედა მთელი ამ ხნის განმავლობაში. თავს მარიდებს მაქსიმალურად და ეს სინდისის ქენჯნას კიდევ უფრო მიმძაფრებს. ეს გრძნობა კი ყველაზე აუტანელია ყველა გრძნობას შორის. გჭამს, გღრღნის და ნელ-ნელა ჭკუიდან გშლის. ბოლოს ვეღარ ვითმენ და ზარამდე რამდენიმე წუთით ადრე ვუხმობ.
- კეტრინ, ჰეი კეტრინ.
- რა გინდა ? - უკმეხად მპასუხობს ის.
- მინდოდა მეკითხა, შენი შემოთავაზება ისევ ძალაშია ? - უხერხულად ვიშმუშმენი მე.
- რაში გაინტერესებს, მე უკვე შევუშვი ჩემს ლამაზ თავში, რომ შენ არ მოხვალ. - გველურად მკბენს კეტრინი.
- მაგ შენმა ლამაზმა თავმა ცოტა რომ იაზროვნოს, რაღაცას მიხვდება. - სასხვათაშორისოდ ვუთხარი მე.
- ამ ჩემ ლამაზ თავს შეუძ... მოიცა ! ანუ შენ ? ტრის შენ მოხვალ ?! - უნდა გენახათ რა საყვარლად სულელური გამომეტყველებით გაუხარდა ჩემი დათანხმება. თავი დავუქნიე და გავიღიმე. ის კი ახლოს მოჩოჩდა და ჩამეხუტა. საოცარი სითბო მოდიოდა მისგან იმ მომენტში. სულიერი სიმშვიდე მომგვარა მისმა ნაზმა ხელებმა და რიტმულმა სუნთქვამ.
********
კეტრინი მომიშინაურდა და სულ ათასგვარ ამბებზე მეტიტინებოდა პატარა ბავშვივით. ჩემდა გასაკვირად არ ყოფილა ქედმაღალი და ნარცისი პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გარეგნობის ხალხს ეს თვისებები მკვეთრად აქვთ განვითარებული ხასიათში. ყოველთვის ზიზღი მიპყრობდა მათ მიმართ, აუტანელი თვისებებია. ამას თან ერთვის უმადურობა და თვალთმაქცობა, რაც ჩემზე უარყოფითად მოქმედებს და მააფთრებს. ძალიან აგრესიულად ვავლენ მათ მიმართ ანტიპათიას, შემდეგ კი როგორც ხვდებით ვნანობ ამას, რადგან არავინ იმსახურებს მსგავს რეაგირებას ყველაზე ბოლო ნაძირალაც კი.
ხოლო კეტრინი... კეტრინი ძალიან გულწრფელი იყო. ლაპარაკი უყვარდა გულწრფელად და ძალიან ბევრი. ხანდახან ვფიქრობდი ამდენი უსარგებლო ინფორმაცია როგორ ეტევა მის ტვინში-მეთქი, მაგრამ თანდათან ვამჩნევდი, რომ ფრიად სასარგებლოც კი იყო ზოგ მომენტში. ამიტომ არ მიცდია მისი ეს თვისება აღმომეფხვრა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მოსაბეზრებელი იყო.
...
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად კეტრინმა ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანში წამათრია, სადაც მე „აუცილებლად უნდა დამეგემოვნებინა კრევეტები...“ სიმართლე რომ ვთქვა მაინტერესებდა კიდეც, რადგან კრევეტები ჩემ დღეში არ მეჭამა.
როგორც კი ფეხი შევდგი რესტორანში სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყბა ჩამომივარდა. ულამაზესი, შუა საუკუნეების სტილის დაწესებულება იყო. მოჩუქურთმებული მაგიდებითა და სკამებით. საოცრად დახვეწილი ინტერიერი. ბორდოსფერი ფარდები და მყუდროების საოცარი განცდა. როგორც წესი რესტორანებში მყუდროების შესაქმნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო და უმეტეს წილად მეტად ხელოვნურად გამოიყურება ეს მყუდროება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად აქ საქმე სრულიად სხვაგვარად იყო. ვაკვირდებოდი ყველაფერს, რომ გამეგო რა აძლევდა აქაურობას მსგავს ელფერს, მივაყურადე და ჰაეროვნად შერწყმული ნოტები შემომეგებნენ სმენის რეცეპტორებზე და ცეკვა იწყეს.
ერთი, ორი, სამი...
მაგიდასთან მივედით და სასურველი კერძი შევუკვეთეთ. საოცარია, მაგრამ კეტრინი დუმდა. სახეზე აშკარად გაოცება მქონია აღბეჭდილი, რადგან კეტრინმა თავად წამოიწყო.
- უცნაურია არა ?
- უცნაური ?
- ჰო... ჩუმად ვარ და ეს გეუცნაურება. - ნაღვლიანად გაიღიმა მან.
- ჰო, უკვე მივეჩვიე, რომ საუბრობ. - ვთქვი და უხერხულობის განცდამ მომიცვა.
- მართალი ხარ, მიყვარს საუბარი, მაგრამ დუმილი ერთი ათად უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა შიგნიდან მჭამს და მღრღნის. - სევდიანად ჩაილაპარაკა მან, მე კი გავვოცდი მისი აწყლიანებული თვალების დანახვისას. გული შემეკუმშა და საოცრად მომინდა ჩავხუტებოდი. მასაც ხომ ისევე აწუხებს რაღაც, როგორც მე და მასაც ისევე სტკივა, როგორც მე. ამის გაანალიზება გვიჭირს ადამიანებს და ხშირად ვისვრით ხოლმე უაზრო ფრაზებს, ამით კი უარესად ვტკენთ ერთმანეთს. დაკვირვება გვმართებს, ერთმანეთის გრძნობების გაგება და ნუგეში. გაკრიტიკება, მაშინ როცა სულს ღაფავს ადამიანი არაფერს არგებს, პირიქით კიდევ უფრო მოუღებს ბოლოს. ჯერ უნდა ამოვიყვანოთ იგი ჭაობიდან და მხოლოდ შემდეგ უნდა მივუთითოთ შეცდომებზე, მაგრამ უნდა დავუკვირდეთ თუ გაკრიტიკებას ძალუძს ააღზევოს მისი ცნობიერების ფუნქციონირება, წამითაც არ უნდა დავფიქრდეთ ისე უნდა მივართვათ მას ცხელი კერძი, რომლის ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს ჯანსაღი კრიტიკა.
- მომიყვები ? - დაუფიქრებლად ვკითხე მე და ენაზე ვიკბინე.
- ჰაჰ.- ჩაიცინა მან. - მოსაყოლი არც არაფერია ბეატრის. უბრალოდ... - ვიგრძენი, რომ ყელში ბურთი გაეჩხირა. მომუჭულ ხელზე ჩემი ხელი დავადე და ვაგრძნობინე, რომ მასთან ერთად ვიყავი. მან კი უფრო მეტი შემართებით გააგრძელა. - უბრალოდ მიყვარდა და... უბედური შემთხვევა... რომელიც აშკარად დადგმული იყო და იცი ვის მიერ ? მამაჩემის მიერ... მას არასოდეს მოსწონდა მეთიუ, ყოველთვის ცდილობდა დავეშორებინე და იმ დღეს... მან ცოლობა მთხოვა, მე კი დავთანხმდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი ტრის. მამამ კი... მისი თანამშორმელი ავტომობილით გამიზნულად დაეჯახა მეთიუს... ის ადგილზევე გარდაიცვალა, ის და მძღოლიც... მას შემდეგ მამასთან კონტაქტი გავწყვიტე... მხოლოდ ეს რესტორანი დავიტოვე და ვხედავ, რომ მოგეწონა. - თქვა და თვალებში ცრემლაკიაფებულმა ყველაზე გულწრფელად გამიღიმა. თავზარი დამეცა მისი მოსმენის შემდეგ, როგორ შეიძლება მშობელმა მამამ ამ დონეზე გააუბედუროს ღვიძლი შვილი ?!
შეკვეთა მოიტანეს და ოდნავ დამშვიდებულმა კეტრინმა მკითხა.
- შენ ტრის ? მეტყვი რა მოხდა ? - ნამტირალევი ხმით მკითხა. ეს ეს იყო ვაპირებდი პირის გაღებას, ჩემი გასაჭირის მოსაყოლად, რომ ნაცნობმა ჰანგებმა დამატყვევა დ დამამუნჯა.
ერთი, ორი, სამი...
ერთი, ორი, სამი...
ყელი გამიშრა და სუნთქვა შემეკრა. მოულოდნელად წამოვიჭერი და მუსიკის ჰანგებს გავყევი. ლამის სირბილით ავირბინე მეორე სართულზე. თბილი ჰაერის ნაკადი სწრაფად გავჭერი უზარმაზარ სივრცეში და როგორც იქნა მივაღწიე სცენას, სადაც გიგანტური როიალი იდგა. მაგრამ ვერ მოვასწარი... აკორდების ულამაზესი შერწყმა შეწყდა მაშინვე, როგორც კი მივაღწიე დარბაზის შემაღლებულ ადგილამდე. მქუხარე ტაშმა გააყრუა აქაურობა, რამდენიმე ადგილიდან აღფრთოვანებული შეძახილებიც კი მოისმა. მე კი მხოლოდ შლიაპას მოვკარი თვალი, მხოლოდ შლიაპას...
კეტრინი აქოშინებული მოვარდა ჩემთან და გაკვირვებულმა მკითხა რა ხდებაო.
- ვინ იყო ?
- ?
- ვინც უკრავდა რამდენიმე წამის წინ...
- აჰ, ეგ იშვიათად მოდის ხოლმე და უბრალოდ დაკვრის საშუალებას ითხოვს. არც მისი სახელი ვიცით არც გვარი, მხოლოდ ბარმენთან აქვს შეხება გარკვეულწილად. სიმართლე გითხრა დიდად არ დავინტერსებულვარ, მთავარია ის, რომ არაჩვეულებრივად უკრავს, ჩემთვის ესეც საკმარისია. - მხრები აიჩეჩა და უცებ მომახალა. მე კი კვლავ ისე გახევებული და გაბრუებული ვიდექი როგორც მაშინ... სხეული მითრთოდა და უნარკოტიკოდ დავცურავდი აბსტრაქციაში.
შევამჩნიე, რომ კეტრინი დიდი ინტერესით მომშტერებოდა. დიდხანს ვერ გავუძლი მის ამგვარ ინტერესით აღსავსე მზერას და მოკლედ მოვუყევი შლიაპიანთან შეხვედრის ამბავი. ალბათ ძალიან ემოციურად და გატაცებით გამომივიდა, რადგან ზუსტად ის გამომეტყველება დავიჭირე კეტრინის სახეზე, როგორც მე ვუყურებდი მოქნილ, გრძელ თითებს, რომელნიც საოცრებას სჩადიოდნენ კლავიშების პარტნიორობით და ჩემი სხეულის თანხლებით.
- ბეატრის, აუცილებლად გავარკვევ მის ვინაობას. - თვალებგაბრწყინებული, აღფრთოვანებული და ლამის შეყვარებული კეტრინი გატაცებით საუბრობდა ჩემ შლიაპიან პიანისტზე. გამიკვირდა და გამეცინა. ჩაბჟირებამდე ვიცინე და სიცილში გოგოც ავიყოლიე.
იმ დღეს დიდხანს ვისეირნეთ და ვილაპარაკეთ. მოვედეთ თითქმის ყველა თემას რაც გაგვეგებოდა და არ გაგვეგებოდა. მგონი სამი წლის შემდეგ პირველად ვიყავი ასე გახსნილი ადამიანთან. ბოლოს, როცა სახლში დაბრუნება გადავწყვიტე მაგრად მომეხვია და ლოყაზე კოცნის დროს შემახსენა:
- ამ შაბათს ჰო იცი, რომ წვეულება იმართება.
- კი, კი. რა თქმა უნდა ვიცი. აუცილებლად მოვალ. - კვლავ უბრწყინდება თვალები და ღიღინით მიუყვება გზას.
ღრმად ამოვიხვნეშე და ყურებამდე გაღიმებული გავუდექი გრძელ გზას. დაახლოებით ოცი წუთი მჭირდებოდა სახლამდე მისაღწევად, ამიტომ ნაბიჯი ავაჩქარე. კარგა შეღამებულიყო და ძალაუნებურად შიშმა შემიპყრო. იმდენად სწრაფად მივდიოდი, რომ სიარული სირბილში გადამეზარდა. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, არ ვიცოდი რისგან ან საით მივრბოდი, მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, უაზროდ და მწარედ მტკიოდა რაღაც. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საკუთარ თავს ვუღალატე რაღაც პლანში. ახლა კი საკუთარ თავსავე გავურბოდი. ერთ-ერთ მოსახვევში ბიჭს დავეჯახე და უარესად დავფრთხი. ბოდიშიც კი არ მომიხდია ისე სწრაფად მოვწყდი ადგილს. არწივის სიჩქარით მივქროდი და ელვის სისწრაფით შევვარდი სადარბაზოში. ავირბინე საფეხურები და როგორც კი სახლში შევვარდი იქვე, დაკეტილ კართან ჩავიკეცე.
რამდენიმე წუთის შემდეგ აიშეს საძინებელში შევიხედე. იქვე ეძინა ჩვილივით და ებბიც გვერდით ჰყავდა. ჩუმად მივეპარე და შუბლზე ვაკოცე ორივეს.
სამზარეულოში გამოვედი და პიტნის ჩაი დავისხი. რამდენიმე წამი გატრუნული ვიჯექი. საკუთარ თავთან დიალოგი გამახსენდა და უცნაურად, უმიზნოდ ჩამეღიმა. გაზაფხულის ახლადაყვავილებულ სურნელებას მოეცვა ყველა და ყველაფერი ჩემ ირგვლივ. მეც ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ხარბად შევისუნთქე აუხსნელი არომატი.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამე იყო, მთვარის შუქზე არაჩვეულებრივად ვხედავდი გამვლელ-გამომვლელს, რომელიც იშვიათად გვხვდებოდა ამ საათებში. უეცრად დავინახე...
დავინახე ბიჭი. ნაცრისფერი თმით და ლურჯი თვალებით. დიახ, დიახ. იმდენად არამიწიერად ანათებდნენ მისი თვალები, რომ მხოლოდ მთვარის შუქზეც კი მკვეთრად ჩანდა მათი საოცრად მიმზიდველი ფერი. შემძრა ამ არამიწიერმა სანახაობამ. ტუჩებს შორის ანთებული სიგარეტი მოემწყვდია და ხარბად ისრუტავდა ნიკოტინს. და კვლავ ხარბად ისრუტავდა ნიკოტინს. თითებს შორის მთელი გრძნობა დაიტია და ბარათი შემოაკვდა შემთხვევით. ძარღვებს შორის სისხლის წვეთი დააბნია, ლაბირინთი გაატარა უკუსვლით, დაშალა და კვლავ ააწყო ისტორია, სიყვარულის ძაფის გაჭრის მცდელობით... ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა არაფერს შეეძლო ახლა მოვეშორებინე მე ფანჯარას. რამდენიმე წამში გამისწორდა და მომეჩვენა თუ თვალი ჩამიკრა ? ტუჩის კუთხე ჩავტეხე და საპასუხოდ ორივე თვალი „ჩავუკარი“ მას. ლურჯთვალამ გამიღიმა და სიცილით განაგრძო გზა.
ეს რა იყო ?
********
და გათენდა ეს დღე... კეტრინმა დილიდან რეკვებით ამიკლო „არა ეს ჩაიცვი, არა ის ჯობია, არა ეს ჩანთა ამ კაბას უფრო უხდება, მაგრამ ეს შარვალიც რა მაგარიაა, საყურეები ამ ფრჩხილის ლაქს ეხამება, მაგრამ ფრჩხილის ლაქი, რომ ამ ქვედაბოლოსთან არ მიდის, მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... „ ყურებიდან ფუტი ამივიდა და ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გავუთიშე. მაგრამ ვაი ჩემო დღეო ! ამდენი წელია თურმე ჩემ გვერდით კეტრინის მსგავსი ყოფილა, მე კი ამ დრომდე არ ვიცოდი ! ამჯერად აიშემ დამიწყო „დე, დედი შეხედე რა ლამაზია. [საკუთარი ახალგაზრდობისდროინდელ ყვითელ საღამოს კაბაზე მიმითითებს, ღმერთო შენ მიშველე !] არა დე ეს ჯობია, ნახე რა ლამაზი ბრჭყვიალები აქვს, არა დე ეს ამ მაღალქუსლიანთან არ წავა კედები უნდა ჩაიცვა მაშინ, მაგრამ ის კედები უკვე გაცვეთილია დე, ამიტომ ჯობია ეს ქვედაბოლი და პლატფორმა მოირგო, მაგრამ ვაი მეე, ბებიაშენის დანატოვარი შარვალი მაქვს! იცი რა მაგარი ხარისხისაა ?! ახლავე მოვიტან დამაცადე....“ ბოლოს ვეღარ ვითმენ და ვღრიალებ, რომ თავი დამანებონ. აღრიალების შემდეგ კი თითქოს მესმის როგორ ხითხითებენ დედაჩემი და კეტრინი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთსა და იმავე მიზეზზე.
ბოლოს როგორც იქნა ვარჩევ ერთ კლასიკური სტილის შარვალს, ვუხამებ ასევე შავ მაღალქუსლიანსა და გულ ამოღებულ ზედატანს, ტყავის საათს და პატარა ბრილიანტისთვლიან საყურეს. უბრალო ჟაკეტს ვიცმევ ზემოდან და კარში ისე გავდივარ, რომ აიშემ ვერ დამინახოს, თორემ დარწმუნებული ვარ ქოქოლას დამაყრის, გამხდის და ბოლობოლო შიშველს გამიშვებს იქ.
...
დანიშნულ მისამართზე მივდივარ და რამდენიმე წუთი კეტრინს ველოდები. უზარმაზარმა ლიმუზინმა ჩამოიარა და იქედან რაღა თქმა უნდა კეტრინი გადმობრძანდა. მისმა სილამაზემ თვალი მომჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ლაპარაკი უყვარდა და გიჟდებოდა ტანსაცმელზე, ძალიან სადად და მოხდენილად ეცვა. ნაცრისფერი ფერის მოკლე, ზურგამოღებული კაბა, პორტმონე, სამაჯური და ასევე სადა საყურეები. აღფრთოვანდა ჩემი „სილამაზით“ მე კი თავის მხრივ პასუხი დავუბრუნე. არ ვიცოდი აღფრთოვანება როგორ გამოვიწვიე, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვიც არ მეპარებოდა. სულ რამდენიმე დღის განმავლობაში კეტრინმა შეძლო ჩემი გულის სიღრმეში ჩასვლა და იქ მყუდროდ და დიდი ხნით მოკალათება.
კეტი წინ გამიძღვა და უზარმაზარ სამსართულიან სახლში შემიყვანა, რომელიც როგორც ჩანს მუდმივად მსგავსი წვეულებებისთვის იყო გამოყოფილი. უამრავი ხალხი ირეოდა. მათ ჩაცმულობაზე, საუბრის მანერაზე, სახის გამომეტყველებაზე, მსახიობობის უნარზე ეტყობოდათ ხასიათის შტრიხები. მეც მონდომებით ვაკვირდებოდი მათ. ზოგადად მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. ბევრ ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ემოციას, გრძნობას თუ აზრს წაიკითხავ მათში. სულის სიღრმეში ჩაძვრომა ზედმეტად მიყვარს და როგორც წესი ეს ჩემთვისვე სრულდება ფატალურად. არავის უყვარს, როცა მათ სულში უფათურებენ ხელებს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმიანობა ჩემდა უნებურად, თავისთავად გამომდის.
ამ ხალხს სხვადასხვა დაჯგუფებები შეექმნათ და სხვებს ვერ ამჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს მაინც შეადგენდა, ასეულს თუ არა. კეტი ნათითურებზე მივდიოდი თითქოს და ბოლობოლო როგორც იქნა შევჩერდით ერთ-ერთ რიგით დაჯგუფებასთან.
- ჰააი ფიფოლ. _ თქვა კეტრინმა და ხელი დაუქნია ხალხს. - მეც მოვედი დაა მარტო არ ვარ.
- აბა ვინ მოგვიყვანე კეტი. - იკითხა წაბლისფერთმიანმა და კეტის კისერზე ხელი შემოხვია. კეტრინმა ჩემკენ შემოიხედა და წარმადგინა.
- ბეატრისი, ჩემი უახლოესი ადამიანი. დენის ! - მიმართა წაბლისფერთმიანს. - შენებური ხრიკები არ დამანახო. - თქვა და მე შევამჩნიე დენისის სახეზე ირონიული ღიმილი.
- რა თქმა უნდა ძვირფასო, აუცილებლად გავითვალისწინებ. - ირონიულადვე მიუგო და ფხუკუნი დაიწყო. ამაზე კეტრინი მოჩვენებითად გაბრაზდა და მხარზე უჯიკა. მე კი შევიშმუშნე და თავი დავხარე.
- ბეატრის ! - მომმართა ქერამ. - მე სარა ვარ, ეს კი ჯონია ჩემი ბიჭი. - თქვა და შავგვრემან ბიჭს მიეხუტა, რომელიც მთელი არსებით ჩამძვრალიყო მობილურში და როგორც შევატყვე აზარტულ თამაშს თამაშობდა. - ეს ლუსი. - თქვა და იქვე იატაკზე წამომჯდარ გოგოზე მიმითითა, რომელიც შოკოლადებს ანადგურებდა. ლამაზი იყო, თუმცა რაღაც არასასიამოვნო კრთოდა მასში, მაგრამ ვერ გამეგო რა. თავი დავუქნიე და მკრთალად გავუღიმე თითოეულს. კეტრინი იქვე დივანზე წამოჯდა და ხელი ორჯერ დაადო, მომიხმო, რომ დავმჯდარიყავი. ჩამოვჯექი და ღრმად ამოვისუნთქე.
********
რამდენიმე საათი გავიდა... მე უფრო მოვშინაურდი და რამდენიმე ჭიქა დავლიე კიდეც. სასმელი კარგა გვარიანად მომეკიდა და როგორც კი შევატყვე, რომ თავის კონტროლი აღარ შემეძლო ეგრევე თავდაპირველ ადგილს მივუბრუნდი.
ჩავფიქრდი.
საკმაოდ სასიამოვნო კომპანია აღმოჩნდა აქ. სარა და ჯონის გიჟურმა სიყვარულმა აღფრთოვანებული დამტოვა. ლამის ყველაფერში უგებდნენ ერთმანეთს. მხოლოდ აზარტულ თამაშებზე მოსდიოდათ კონფლიქტები, როგორც კეტრინმა მითხრა. დენისთან რამდენიმეჯერ ვიცეკვე და მივხვდი რა იგულისხმა კეტრინმა მისებურ ხრიკებში. მექალთანე იყო. უყვარდა ქალები და ქალებსაც უდაოდუყვარდათ დენისი. შეუძლებელი იყო მისი ფლირტის ოსტატობისთვის თავი დაგეღწია ისე, რომ ერთხელ მაინც სუნთქვა არ შეგკვროდა. მიკვირდა კეტრინი როგორ უძლებდა მის ქარიზმატულ ბუნებას, ისე რომ არ ზარალდებოდა. ბოლოს გავარკვიე, რომ ისინი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ამით გავამართლე მისი ერთობ „უცნაური“ დამოკიდებულება.
გავიდა დაახლოებით 15 წუთი და მე შევამჩნიე...
ნაცრისფერი თმები და კაშკაშა ლურჯი თვალები. გაოცებული, პირდაღებული შევყურებდი და ცქერით ვერ ვძღებოდი. საოცრად უცნაური იყო. სუსტი, მაგრამ კუნთები ეტყობოდა. კაპიუშონიანი ზედატანი ეცვა და მუქი ფერის ჯინსი. ტუჩებს შორის კვლავ საცოდავად მოემწყვდია სიგარეტის ერთი ღერი და ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. გოგონებს შორის ჩოჩქოლი ატყდა, იმდენად ხმამაღალი, რომ მუსიკის ნოტებს შორისაც კი შესაძლებელი იყო გარჩევა იმისა, რომ საუბრობდნენ ამ უცნაურ პიროვნებაზე.
კეტრინი მისკენ წავიდა და გადაეხვია, ასევე ჩვენი გიჟური წყვილიც. ბოლოს კი მას კისერზე ჩამოეკიდა ლუსი, ტუჩებში აკოცა და დივანზე დამჯდარს კალთაში ჩაუჯდა. აქ უკვე იმძლავრა ჩემმა ანტიპათიამ ამ გოგოს მიმართ. კეტრინმა ამჯერად მასთან მიმიყვანა და გამაცნო. ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალები ჩამიკრა, აი ისე როგორც მე მაშინ. მე კი თავის მხრივ მისი ჟესტი გავიმეორე და ცალი თვალი მოვჭუტე. არავის შეუმჩნევია ეს მიმიკის წამიერი ცვლილება ჩვენს სახეებზე, რამაც ფრიად დამაკმაყოფილა და დადებითად დამმუხტა.
ნიკს, ანუ ლურჯთვალებას ხელი ლუსის წელზე ჰქონდა შემოხვეული თავი კი მის კისერში ჩაერგო. რამდენიმე წამის განმავლობაში ასეთ პოზაში ისხდნენ, ხოლო შემდგომ გოგოს ბაგიდან კვნესა მოსწყდა, ასევე მოსწყდა მის კისერს ნიკი და შევამჩნიე უზარმაზარი ჩალურჯება იქ, სადაც წესით უბრალო კოცნის კვალი უნდა ყოფილიყო. უსიამოვნო ჟრუანტელმა ჰპოვა გასაქანი ჩემ სხეულზე და მზერა ავარიდე ამ სანახაობას. თუმცა ვგონებ ლურჯთვალებამ შეამჩნია ეს ჟესტი და ისევ ტუჩის კუთხის ჩატეხვით მიპასუხა.
წამოვდექი და აბაზანისკენ გავეშურე, რათა წყალი შემესხა სახეზე და გამოვფხიზლებულიყავი. ასევე მსურდა ეს უსიამოვნო ჟრუანტელი მომეშორებინა სხეულის ნაწილებიდან, რომელიც კვლავ და კვლავ მეუფლებოდა და საზარლად მთრგუნავდა.
...
წყლის ხმამ და მისმა ცივმა ტემპერატურამ ჩემზე ფრიად დადებითად იმოქმედა. თითქოს დავმშვიდდი და უფრო თავდაჯერებული გავხდი. როგორც კი მხრებში გავსწორდი ლურჯი თვალები დავლანდე სარკეში. მომენტალურად შემოვბრუნდი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. ვიფიქრე, რომ მომეჩვენა და „ბრრრ“.
კორიდორში გავიხედე „იქნებ არ მომჩვენებია“-ს გასარკვევად და საოცრად ბოხმა ხმამ დაატრიალა ჩემ ირგვლივ დედამიწა და ფეხქვეშ გამიგო ხუთი ოკეანე.
- შემთხვევით მე ჰომ არ მეძებ ? - მკითხა ნიკმა და ჩემკენ იწყო სვლა კორიდორის მეორე ბოლოდან.
- ემმ... ა-არა.. - ვიცრუე მე, მაგრამ ვიცოდი, რომ ტყუილი არასდროს გამომდიოდა და ეგრევე მეტყობოდა სახეზე და თვალებში, ამიტომ თავი ჩავხარე. ის კი მიახლოვდებოდა. კისერში მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადავაგორე და თვალები ოდნავ ავწიე.
- პიტნის ჩაი გყვარებია ბ ე ა ტ რ ი ს. - თითოეული ასო გამოკვეთა ჩემ სახელში და ახლოს მოიწია ჩემკენ.
- დ-დიახ, მიყვარს. - ვთქვი და თავი ავწიე. შევეჩეხე მის ლურჯებს და თავბუსხვევა ვიგრძენი. მან ჩემს უკან ხელი კედელს მიადო და თავი გვერდზე გადასწია. ჩემი გაშლილი თმის ბოლოს ხელი მოჰკიდა და საკუთარი სახისკენ მიიზიდა. დაყნოსა და მომიგო.
- ვარდის სურნელი აქვს. მომწონს... - უფრო ახლოს მოიწია ჩემ სახესთან, ტუჩები შუბლის კიდეზე მომადო და ხარბად ჩაისუნთქა ჩემი თმის, ე.წ. ვარდის არომატი. შევკრთი და ვგრძნობდი, ცოტაც და მუხლები მომეკვეთებოდა. უსიამოვნოდ სასიამოვნო თრთოლამ ამიტანა. სასწრაფოდ უნდა მეღონა რაიმე, ამიტომ ოდნავ მოვშორდი და წასვლა დავაპირე. მაგრამ ვაი, რომ დამვიწყებია მის თითებს შორის მოქცეული ჩემი თმები....
********
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და თმის ძირებში იმპულსის სახით მოვარდნილმა ტკივილის ნაკადმა შემაჩერა. გაცოფებული შევბრუნდი ნიკისკენ და გააფთრებული თავალებით კინაღამ ცოცხლად შევჭამე, ის კი ირონიულად მიღიმოდა და კიდევ უფრო მშლიდა.
- ახლავე გამიშვი ! - კბილებს შორის გამოვცერი მე.
- და რომ არა ? - მობეზრებული ტონით იკითხა და თვალები აატრიალა.
- ასე მოქცევა შეგიძლია ლუსისთან და არა ჩემთან, ახლავე გამიშვი ხელი. - დინჯად ვთქვი და თვალი გავუსწორე.
- ლუსი ? - იკითხა და ახარხარდა. - სერიოზულად ? - კვლავ ჩაიფხუკუნა მან, მე კი გაოცებული შევყურებდი მის ბროლივით კბილებს და ზემოთ აწეულ სქელი ტუჩის კუთხეებს.
- დიახ, ლუსი. - ვთქვი და საკუთარ თმას ხელი წავატანე. ის კი მაჯაში მწვდა და თავისკენ მომქაჩა. ცხვირის წვერით მის ცხვირს შევეხე და უნებურად, მოულოდნელობისაგან ბაგე გამეხსნა ჰაერის დიდი დოზით ჩასაყლაპად. თუმცა ვერ მოვასწარი ჩასუნთქვა. ის მოუთმენლად დაეწაფა ჩემს დიდრონ ბაგეს. საოცრად დიდი და რბილი ტუჩები ჰქონდა. ნაზად მკოცნიდა და მისი გულმკერდის სწრაფი ასვლა-ჩამოსვლით, რომ ვიმსჯელო აშკარად არანორმალურ სიამოვნებას განიცდიდა. სხეულზე მომეკრო და ცალი ხელი წელზე მჭირდოდ შემომხვია, ცალი კი ჩემი კისრისკენ წაიღო. ნახევარი წუთი დამჭირდა გონზე მოსასვლელად და სიტუაციის გასაანალიზებლად, შემდეგ კი ხელი ვკარი და მოვიშორე. ტუჩებზე ხელი მივიდე და თვალებაცრემლებულმა შევხედე მას. ის კი ტუჩებს ილოკავდა და მშიერი მხეცივით მომანათა მისი ლურჯები, მაგრამ როგორც კი შემომხედა და შეეჩეხა ჩემ აცრემლებულ მზერას, გამომეტყველება წამიერად ეცვალა. სახე შეუწუხდა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მე კი სასტიკად დავფრთხი და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვწყდი ადგილს.
ბ ე ა ტ რ ი ს !
ხმის ჩახლეჩვამდე იძახდა ჩემ სახელს, მე კი ყურებზე ხელი ავიფარე და თვალებიდან ღაპა-ღუპით მდიოდა ცრემლები, თითქოს ცრემლი ჩანჩქერიდან დიდი სისწრაფით ლამობს გადმოხტომასო. საკმაოდ დიდხანს მივრბოდი და ვგრძნობდი, რომ უკან მომდევდა. შედეგად მიხვეულ-მოხვეული გზა ავირჩიე და თავ-გზა ავურიე. რამდენიმე წუთში, როგორც კი სული მოვითქვი კეტრინს მესიჯი მივწერე, რომ სახლში წამოვედი და მშვიდად გავუდექი გზას.
********
ძალიან დავიქანცე და იქვე ეულად მდგარ ბარში შევედი. საინტერესო ინტერიერი იყო, რაც მთავარია სიმშვიდე სუფევდა და არავინ მაქცევდა ყურადღებას. ხალხს არ აინტერესებს რას აკეთებ შენ. მას არაფერი აინტერესებს, ის უბრალოდ ილაპარაკებს. ილაპარაკებს ბევრს და არ აქვს აზრი იმას, რეალურს ლაპარაკობს თუ არა. საჭორაოდ თემა ყოველთვის არსებობს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, შენ ხარ სალაპარაკო ობიექტი თუ არა. თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჭორი არსებობს გულს ფხანს ბრბოს. ბრბო ამაზრზენი არსებაა. ის განვითარების დაბალ საფეხურზე დგას. საინტერესოა, ოდესმე ბრბო მიაღწევს ინდივიდის განვითარების სტადიას და... რა იქნება მერე ? არავინ არაფერი არ იცის... ამ ბოლო დროს ეს ფრაზა დამჩემდა და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში.
მიმოვიხედე და ფანჯარასთან, კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდას მივუჯექი. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ისე გაჩნდა ჩემთან მიმტანი. პიტნის ჩაი შევუკვეთე და საზურგეს მივეყრდენი. ჩავეფალი სულ რამდენიმე წუთის წინ განცდილ მძაფრ ემოციებში. გული შემიფართხალდა და ინსტინქტურად თითები ტუჩებისკენ წავიღე. გაყინული თითების შეხებამ არამიწიერად გახურებულ ბაგეზე შემაკრთო და დამაბნია. ამდენი წლის შემდეგ მამაკაცის შეხება პირველად ვიგრძენი და ვერ ვიტყვი, რომ მესიამოვნა ან არ მესიამოვნა. აუხსნელი გრძნობა დამეუფლა და ჩამითრია.
პიტნის ჩაი რამდენიმე წუთში ჩემ წინ გაჩნდა და შეხებისას გაყინული ზედა კიდურები დამეწვა. ღრმად ამოვიხვნეშე და ფანჯარას მივაშტერდი. წვიმის წვრილი წვეთები სწრაფად ეცემოდა მინას და უცნაურ ფიგურებს ხაზავდა, რომლებიც წამის მეასედში ქრებოდნენ თვალთახედვის არიდან და უერთდებოდნენ პატარა მოლურჯო გუბეს.
ერთი, ორი, სამი...
ამჯერად ვიოლინოს ხმა მომესმა. სმენა დავძაბე და შევიცანი ვალსის შეფარული მელოდია, რომელიც მსუბუქ, სასიამოვნო თავბრუსხვევას იწვევდა ჩემს ცნობიერებაში. დაჰიპნოზებულივით წამოვდექი და ყრუ მელოდიის მიმართულებით წავედი. მივდიოდი რიტმში და თავს ძლივს ვიკავებდი ვალსის მოძრაობები, რომ არ გამეკეთებინა.
ველოდი...
შლიაპიანთან შეხვედრას ველოდი მოუთმენლად. აი, მივიწევ წინ, აი ცოტაც და კვლავ ვიხილავ მას, სულ ცოტაც...
მაგრამ....
ეს საოცრად მომნუსხველი მელოდია იღვრებოდა ძველისძველი გრამოფონიდან. არანაირი შლიაპიანი, არანაირი მოქნილი თითები, მხოლოდ მისი აურა...
დავბრუნდი ჩემს ადგილზე და ერთი შესუნთქვით გადავკარი ჩემი ჩაი...
ჩავფიქრდი.
რა ჯანდაბა უნდოდა ნიკს ჩემგან ? ან ეს შლიაპიანი ? საერთოდ რა ხდება ჩემს თავს...
წვიმს.
თქეშია.
ძირს.
წვეთია.
ველოდები როდის გადაიღებს, რომ სახლში წავიდე და აიშეს მაგრად ჩავეკრა გულში. გვერდით ებბი მოვისვა და ბევრი, ძალიან ბევრი ვეტიტინო.
წვიმამ კი ჩემს ჯინზე იმატა თითქოს. სხვა გზა არ მქონდა, უნდა წავსულიყავი, რადგან ბარი იკეტებოდა. ღრმად ჩავისუნთქე ნესტიანი ჰაერი და სწრაფი ნაბიჯით გავემართე ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე.
რამდენიმე ბნელი მოსახვევის გავლა მიწევდა, ამიტომ ლამის სირბილით შევუხვიე და ბრახ ! ვიღაცას შევასკდი. და ამ ვიღაცას საზიზღარი ალკოჰოლის სურნელი ასდიოდა. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყარდა. ვცადე ბოდიში მომეხადა და თავი ამერიდებინა, მაგრამ არ გამომივიდა. დამიჭირა და კედელზე ამაკრა. მისი ფეხი ჩემ ფეხებს შუა მოათავსა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. თავიდან ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა, მაგრამ როგორც კი ფეხებშუა მისი სქელი თითების შეხება ვიგრძენი დენდარტყმულივით შევკრთი. ვევედრებოდი გავეშვი, მაგრამ მან შარვლის ელვის შეხსნა დაიწყო, სასტიკად ავფართხალდი და ასფალტზე დავეცი. საშინლად გავილუმპე და მთელი სხეული მეტკინა. ის მხეცი კი ზემოდან მომექცა და შარვლის და ზედატანის შემოხევა დამიწყო. რღვევის ხმა ნათლად გავიგონე და სასოწარკვეთამ მომიცვა. მისი თითები მეხებოდნენ სხეულის ყველა ნაწილზე, მე კი არ შემეძლო გავნძრეულიყავი. პირში ცხვირსახოცი ჩამჩარა და არც დაკივლება ძალმიძდა. ვგრძნობდი, ცოტაც და აისრულებდა წადილს. შუა ქუჩაში, ასფალტზე გართხმული გაუპატიურების მსხვერპლი მე.... ღონე გამომეცალა და ის მცირე წინააღმდეგობა, რომელიც თითქოს იმედს მაძლევდა სრულიად გაქრა და წყვდიადმა შთანთქა. ამ კაცის სიმძიმე ლოდად მაწვა და ხახუნს ვგრძნობდი მის ამაზრზენ სხეულთან, რომელსაც ცხოველური ინსტინქტი ამოძრავებდა. გონების წასვლა ახლოს იყო, ძალიან ახლოს, მაგრამ... მოულოდნელად სიმსუბუქე ვიგრძენი და წვიმის წვეთები შიშველ ზურგზე დამეცა. დრო ვიხელთე და წვალებით წამოვდექი, იქვე კედელს გავეკარი. აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა, მაგრამ მადლობას ვუხდიდი იმ ამოუცნობ ძალას, რომელმაც შანსი მომცა და გადარჩენის შესაძლებლობა შობა ახლომახლო. მოძალადის ღრმუილი გავიგონე. ტკივილისგან ღრმუოდა, მე კი ვერ გამეგო რა სჭირდა. სიმართლე გითხრათ შემეცოდა კიდეც. კედელზე მირტყმის ხმამ გააყრუა არემარე და რამდენიმე წუთში ყოველივე მიწყნარდა, მე კი სუნთქვაშეკრული კვლავ კედელს გართხმული ვდგავარ და ადგილიდან ვერ ვიძვრი.
ნაბიჯი...
ნაბიჯი...
ნაბიჯი...
ვიღაც ზუსტად ჩემ წინ გაჩერდა და თაფლისფერი თვალები შემომანათა. ხელში რაღაც ნივთი ეკავა, ვერ გავარჩიე რა იყო. ჩემკენ ძალიან ახლოს მოიწია, წვიმაშიც კი ვიგრძენი მისი სუნთქვა. მან კისერზე თითი შემახო და ქვემოთ, მკერდისკენ წაიღო, მაგრამ ლავიწთან გაჩერდა. ლავიწის ძვალზე თითქოს მომეფერა და მომენტალურად უკან დაიხია. მოულოდნელად ნივთიანი ხელი ჩემკენ წამოიღო. ეს ეს იყო უკან უნდა დამეხია, რომ ნაცნობმა სურნელმა გააღიზიანა ჩემი ყნოსვის რეცეპტორები, ყველაზე მუქი ვარდის არომატმა წალეკა ჩემში შიში და სასოწარკვეთა. თავზე მეხურა შლიაპა, რომელიც ჩემ შლიაპიანს ეკუთვნოდა. თვალებზე ჩამომაფხატა და ხელი ჩამჭიდა. მიხვეულ-მოხვეული გზით ვიარე და როგორც იქნა ბინაში შევაბიჯე სრულიად გალუმპულმა.
ჩვეულებრივი ბინა იყო, ყოველგვარი ზედმეტი ნივთის გარეშე. აქა-იქ თავს იწონებდნენ სხვადასხვა ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელსაც ალბათ აჟღერებდა სურვილისამებრ. ოთახის შუაგულში კი როიალი იდგა მედიდურად და შლიაპიანს უხმობდა. ჩემდა უნებურად დავიძარი როიალისკენ და ბოლო კლვიშს დავკარი თითი ორივე ბოლოში. გაიჟღერა მელოდიამ, რომელსაც ქმნიდა ღია ვარდის ფერის და ყველაზე მუქი ვარდის არომატის ერთობლივი აზარტული თამაში... გავინაბე და ექოს სახით მჟღერ ნოტებს ყური დავუგდე მანამ, სანამ ისინი შეერწყნენ სიჩუმეს ამ უზარმაზარ, აკორდებით გაჯერებულ ოთახში.
წვიმის წვეთები მდინარესავით მოედინებოდნენ ჩვენი ტანსაცმლიდან და ასველებდნენ იდეალურად სუფთა იატაკს. ხელი ჩამკიდა და აბაზანისკენ წამიყვანა. მიკვირდა ან მე რატომ ვენდობოდი მას, ან ის რატომ არ მესაუბრებოდა მე... უცნაური იყო ყოველივე, მაგრამ ეს უცნაურობა მიზიდავდა, თუმცა ვნატრობდი, რომ ყოველივე არ გადაზრდილიყო გაურკვევლობაში, რომელიც ტანჯავს დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს. უზარმაზარი აბაზანა ცხელი წყლით ამივსო და მარტო დამტოვა. ხელი წამოვწიე, რომ გამეჩერებინა და მეთხოვა დარჩენილიყო, მაგრამ დროულად გავაანალიზე, რომ უცხო ადამიანის სახლში, ტანსაცმელშემოხეული ვიდექი წყლით სავსე აბაზანასთან და მინდოდა შლიაპიანის ჩემთან დარჩენა. ამის მიხვედრა და ბროწეულივით გაწითლება ჩემთვის ერთი იყო.
მოუთმელად მოვიშორე სხეულიდან გაყინული წვეთებით გაჟღენთილი ნაფლეთები და აქაფებულ წყალში ჩავწექი. ტემპერატურამ დამწვა, მაგრამ მეტად სასიამოვნოდ. თვალები დავხუჭე და მომენტალურად გავთბი.
წარმოდგენაც არა მაქვს რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ როდესაც თვალი გავახილე ჩემ წინ ჩამუხლული შლიაპიანი შევამჩნიე, რომელიც ქაფს ეთამაშებოდა.
- რას აკეთებ ? - ჩურჩულით აღმომხდა და ხელები ინსტინქტურად ქაფით დაფარული მკერდისაკენ წავიღე. მას ჩემ ჟესტზე გაეღიმა და ჩურჩულითვე მიპასუხა.
- ვტკბები...
- ნუ მიყურებ.. - ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.
- რატომ ?
- როგორ თუ რატომ.- აღვშფოთდი მე. - მრცხვენია და იმიტომ... - ხმა რაც შეიძლებოდა დავიდაბლე.
მოულოდნელად წამოდგა. შევამჩნიე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში წვიმისგან დასველებული ტანსაცმელი არ გაეხადა. ნაბიჯი ერთი, ნაბიჯი ორი და ისიც ჩემთან ერთად ამ უზარმაზარ აბაზანაში ნებივრობს.
სახე ამიხურდა, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომ გამეგდო იმ მომენტში „ჩემი“ პირადი სივრციდან.
ერთადერთი რაც მიკვირდა იყო ის, რომ შლიაპას არც ახლა იხსნიდა და სულ ლამის თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული. ეს მას იდუმალების არომატს სჩუქნიდა, რასაც შემდგომ ნოტების ხლართვისას უხვად აფრქვევდა.
ხელები აბაზანის კედლებზე შემოაწყო და თავი უკან გადასწია. მართლაც ტკბებოდა ცხელი, ქაფიანი წყლით. მე კი ფეხები მუხლებში მოვხარე და ვცადე რაც შეიძლება მინიმალური ადგილი დამეკავებინა.
წუთი, ორი, სამი...
მოულოდნელად წყლის რხევა ვიგრძენი და როგორც კი თვალები გავახილე ეგრევე შლიაპიანის თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე, სულ ცოტა დამაკლდა, რომ არ წამომეკივლა. მან ტუჩებთან თითი მიიდო და მანიშნა ჩუმადო. მეც თავი დავუქნიე და ინტერესით სავსე მზერა მივაპყარი. ხელები მუხლებზე დამაწყო და ძალიან ნელი ტემპით ბარძაყის ძვალის გზით ჩადიოდა დაბლა. ზუსტად გაიმეორა ჩემი წელის მოყვანილობა, ნეკნები ლამის დაითვალა და მკერდს არ შეხებია ისე დაეუფლა ლავიწის ორივე ძვალს. სუსტი კვნესა მოსწყდა ჩემ ბაგეს, მე კი ტუჩზე ვიკბინე რათა თავი მაქსიმალურად შემეკავებინა.
...
ერთი, ორი, სამი...
ლავიწზე თითების მოქნილი მოძრაობით შლიაპიანი აწყობს ვალსის მელოდიას. მისი როიალი ვარ მე.
ერთი, ორი, სამი...
ჩემმა მკერდმა ვალსის რიტმში დაიწყო ასვლა-ჩამოსვლა, რამაც მსუბუქი თავბრუსხვევა მომგვარა ძღვენად.
ერთი, ორი, სამი...
მისი სუნთქვაც ვალსის რიტმში ისმის სიჩუმეში და მესამე თვლაზე კი ოდნავ ნელდება.
ერთი, ორი, სამი...
ნაკბენ ტუჩზე სისხლის გემოს ვგრძნობ. ჩემი სხეული მაქსიმალურად ამოიზნიქა და მკერდის დაფარვა წყლის ქაფს უკვე აღარ შეუძლია.
ერთი, ორი, სამი...
მისი თითები მკერდისკენ წავიდნენ იმავე რიტმით, ხოლო მისი ტუჩები ბრმად ეძებენ ჩემსას, რათა ბოლომდე დაეპატრონონ ჩემს რაობას.
ერთი, ორი, სამი...
ფეხები წელზე შემოვხვიე და მის ტუჩებს გეგმის განხორციელებაში დავეხმარე. გააფთრებული რიტმს კი კიდევ უფრო ეზრდება სიჩქარე და ორივე ვგრძნობთ, რომ ძალიან მალე მიაღწევს კულმინაციას.
ერთი, ორი, სამი...
მისი თითები დაძრწიან ყველგან და კიდევ უფრო რყვნიან ვალსისგან უკვე გარყვნილ ჩემ სხეულს.
ერთი, ორი, სამი...
ვგრძნობ მის ნაწილს ჩემში და ჩემდა უნებურად მელოდიური კვნესა აღმომხდა შინაგანი სამყაროდან, რააც თან დაერთო მისი რიტმული ხვნეშა.
ერთი, ორი, სამი...
ვალსმა შეანელა ბიძგების რიტმი, რამაც მაიძულა მე მორცხვად შევგებებოდი მას თეძოს რხევით.
ერთი, ორი, სამი...
შენელებას მოჰყვა სიმძლავრის მატება, მე კი მის ტუჩებს არ ვცილდები და მისი სხეულის შიგნით მესმის ჩემი ხმამაღალი კვნესის მელოდიური ექო.
ერთი, ორი, სამი...
მეტი, მეტი, მეტი რიტმი, მეტი სისწრაფე, მეტი ველური აკორდი, მეტი გამხეცებული ნოტი, გააფთრებული თითები და სუნთქვაშეკრული შლიაპიანი.
ერთი, ორი, სამი...
ბოლო „კლავიში“ ჩემ სხეულზე და ღვთაებრივი ორგაზმების კასკადი ჩვენი ერთიანობის შიგნით კვლავს ვალსს ცეკვავს და მილიონობით პაწაწკინტელა ნაწილაკად იშლება...
ერთი, ორი, სამი...
სუნთქვის დარეგულირება არც ერთს ძალგვიძს და ღვთაებრივი კოცნით ვაგვირგვინებთ ჩვენ ღია ვარდის ფერ და მუქი ვარდის არომატიან აზარტულ თამაშს, რომელმაც ბოლომდე ჩაგვითრია, ისიც და მეც...
ერთი, ორი, სამი...
********
ვიწექით საოცრად რბილ საწოლზე შიშვლები და ერთმანეთის თითოეულ ატომს ვგრძნობდით. მისი საჩვენებელი და შუა თითი მხრიდან წვივის მიმართულებით მოძრაობდა ჩემ სხეულზე და კვლავ იმეორებდა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ რიტმს. ჟრუანტელი მივლიდა მისი თითოეული შეფერხებისას. შიშველ მკერდზე ავეკარი და მის კისერში ჩავრგე თავი. მოუთმენლად შევისუნთქე საოცარი იდუმალების არომატი და ორფეოსი ჩამეჭიდა ფეხზე, რათა თავის სამყაროში ჩავეყვანე და არამიწიერი ღვთაებები ეჩვენებინა ჩემთვის. ვიგრძენი, რომ ქუთუთოები ერთმანეთს ეწებებოდნენ და შლიაპიანის სილუეტი ნისლში იძირებოდა. ვგონებ მან ეს იგრძნო და თავი მკერდზე დამადო. მანდვე მაკოცა და ხელები წელზე შემომხვია. გაუნძრევლად ვიწექი რამდენიმე წუთი და გავიგონე მისი მშვიდი ფშვინვა, რამაც მაიძულა დავმორჩილებოდი ძილის დაჟინებულ ბრძანებას და გადავეშვი იქ, სადაც უდარდელად შემეძლო მეოცნება და არ შემშინებოდა ამ ოცნების.
********
დილაადრიან გამეღვიძა და ხელების ფათურით, ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა შლიაპიანის ძებნა დავიწყე. ერთხელ გადმოვბრუნდი და იატაკზე გავიშხლართე. გვერდების ტკივილმა და ჩალურჯებებმა წამიერად გამომაფხიზლეს. საწოლს შევხედე და ცარიელი დამხვდა. შიშველი გავედი მისაღებში, იქაც სიცარიელე, სამზარეულოც მარტოდმარტო ეალერსებოდა იქვე მიყუდებულ გიტარას.
სადღაც იქ, ღრმად სულში ჩამწყდა. ცრემლებმა ჰპოვეს გასაქანი ჩემი საცრემლე ღარიდან ქვევით.
როდის მერე გავხდი ესოდენ გულჩვილი ? ვკითხე საკუთარ თავს და წამიერად მოვიშორე სახიდან ცრემლები.
ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე და საცოდავ მდგომარეობაში აღმოვაჩინე აბაზანასთან. ზედატანიც და შარვალიც შუაზე გახეულიყო და ჩასაცმელად აღარ ვარგოდა. გადავწყვიტე შლიაპიანის პერანგი ჩამეცვა. საოცრად დიდი მქონდა. ლამის კაბის სახით მუხლებამდე მწვდებოდა. მხრებზე მოვიგდე თუ არა ნაცნობმა სურნელმა შემძრა. რამდენიმე წამი გაბრუებული ვიდექი. შემდეგ სახელოები ავიკაპიწე და შლიაპიანის ქამარი მოვიჭირე წელზე. არაჩვეულებრივი კაბა იყო. სარკეში ჩავიხედე, ერთხელ დავტრიალდი და წავედი.
ცარიელი სისავსით მივიწევდი სახლისკენ მიმავალ გზაზე და არასასიამოვნოდ სასიამოვნო შეგრძნება მიპყრობდა.
ნიკისგან თავი დავაღწიე, გაუპატიურებასაც გადავრჩი და შლიაპიანთან მქონდა არამიწიერი სექსი ?
ალოგიკურია. თუმცა ლოგიკით ვერასოდეს დავიკვეხნიდი. რას ემსგავსება შენი ცხოვრება ბეატრის ?
სახლში ჩუმად შევედი და სამზარეულოში აიშე დამხვდა. ჭურჭელს რეცხავდა და ღიღინებდა. მივედი და ლოყაზე ვაკოცე. მან კი ეშმაკური მზერით მკითხა:
- ააბა, როგორ მოგეწონა წვეულება ?
- ღმერთო, აიშე ! მეორეჯერ მე იქ წამსვლელი არა ვარ. კომპანია კარგი იყო, მაგრამ ყურადღების მოდუნება და ვიღაცის კლანჭებში აღმოჩენა ერთია ! - აღშფოთებით წამოვიძახე და ტუჩები გაბუტულივით დავბერე. აიშემ გემრიელად გახაიხარხარა და მიპასუხა.
- მემგონი ძალიან მოგეწონა იქაურობა. - თვალი ჩამიკრა მან და ცოტათი ირონიული სახე მიიღო.
- არაფერიც ! - სულელურად უარვყავი მე და გავები აიშეს მახეში.
- მჯერა, მჯერა ! - თქვა აიშემ და კვლავ გადაიხარხარა.
მე კი ჩავფიქრდი. მესიამოვნა თუ არა ? ვერც ერთს მივემხრობი და ვერც მეორეს, მაგრამ ფაქტია, რომ სურვილი კვლავ აღმოვჩენილიყავი მსგავს სიტუაციაში ჩემში მიზანმიმართულად იზრდებოდა. რატომ იზრდებოდა ? წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც, რაც მაკლდა დიდი ხნის განმავლობაში ივსებოდა, ნელა, წვეთ-წვეთობით, მაგრამ ივსებოდა და მაიძულებდა ჩამეყვინთა არსებული სითხის სისველეში. შემესისხლხორცებინა ამ სითხის თითოეული ატომი და ხელახლა დავბადებულიყავი.
რას ბოდავ ბეატრის ?
********
როგორც კი უნივერსიტეტში შევდივარ, მაშინვე კეტრინი მეგებება და ათას კითხვას ერთდროულად მაყრის.
- რა მოხდა ტრის ? ასე უთქმელად რატომ გაქრი ? მოხდა რამე ? ვინმემ გაწყენინა ? - ძალიან აღელვებული იყო.
- დამშვიდდი კეტ დამშვიდდი. უბრალოდ მე ზედმეტ ალკოჰოლს და მექალთანეებს ვერ ვიტან. - მშვიდად ვუპასუხე მე და ჩემ ადგილზე დავჯექი. ის კი უკან გამომყვა, ჩემ გვერდით დაჯდა.
- დენისი ? უხ მე მაგას მოვუვლი. - თქვა და მუშტი „დენისს“ მოუღერა.
- არა, არა. დენისი არა. - გამეცინა მე. - ეგ თქვენი ლურჯთვალება. - ვთქვი და თერმოსიდან ყავა მოვსვი.
- ნიკი ? - თვალები გაუფართოვდა კეტრინს, რამაც მე გამაკვირვა. - არ არსებობს. - ჩურჩულით წარმოთქვა მან.
- ფაქტი ფაქტად რჩება. - ვთქვი და მხრები ავიჩეჩე.
- არ არსებობს... - კვლავ ჩურჩულებდა კეტრინი. ამასობაში ზარიც დაირეკა და ლექციაც დაიწყო.
********
მივუყვები ტროტუარს და ფეხებს თავისით მივყავარ მიტოვებულ შენობამდე. ამჯერად აქ ვიოლინო იღვენთება ნოტებად და აკორდებად სწყდება სიმებს, რომელებიც რიტმულ რხევას აიძულებენ ჩემ სიამოვნებით მოსილ სხეულს. უცნაურია, ძალიან უცნაური...
კვლავ ვალსი და...
ერთი, ორი, სამი...
ერთზე შესვლა, ორზე ტრიალთან ერთად ფეხის წვერებზე აწევა და სამზე ნელა ჩამოსვლა.
ეს არ იყო შლიაპიანის მიერ გადახლართული ნოტები, მაგრამ ისინიც ვარდისფერად ანათებდნენ და ქმნიდნენ არომატულ მოლეკულებს. მუქი ფერის ვარდის არომატი იღვრებოდა თითოეულ აკორდთან ერთად.
ნაბიჯი, ნაბიჯი, ნაბიჯი...
კვლავ სიმსუბუქის ეს საოცარი შეგრძნება. ღრუბლებში ფარფატი და ოკეანის ყველაზე ბნელ სიღრმეში აღმოჩენების კეთება... მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს გრძნობა. გრძნობა, რომელიც შთანმთქავდა ბოლომდე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა, როგორც კი მის ქსელში მოვექცეოდი.
ვიგრძენი როგორ შემომეჭდო ვიღაც უკან და ისიც ვიგრძენი, რომ ეს ვიღაც შლიაპიანი არ ყოფილა. ცალი ხელი წელზე შემომხვია სათუთად, ცალით კი ჩემს კისერს დაეპატრონა და ჩვენც ერთი სხეულივით ვირხეოდით ვალსის რიტმში. თითოეულ მის კუნთს ვგრძნობდი, თითოეულ მის შეკუმშვას მეორე თვლაზე და შენელებას მეასამეზე. მსხვილი ნერწყვი გადავაგორე ყელში და მუსიკაც გაჩერდა. ჩვენც შევჩერდით ასეთ პოზაში და მე არ შემეძლო დამენახა მისი სახე... უცნობის სუნთქვა კისერზე მეცემოდა და კანს მიხორკლავდა. თვალები წამით მივლულე და ბაგე გამეხსნა. ძალიან მჭიდროდ მიმიკრა საკუთარ სხეულზე. არც მე ვიყავი წინააღმდეგი. პირიქით !
მან კი მოშიშვლებულ მხარზე მკრთალი კოცნა დამიტოვა და გაუჩინარდა. მე კი მხოლოდ ნაცრისფერი დავლანდე...
ღმერთო ! რა ხდება ჩემს თავს ?!
********
- ტრის ! ჰეი, ტრის ! - მეძახის ქუჩის მეორე ბოლოდან კეტრინი.
- რა ხდება ? - დაფეთებული ვეკითხები მე.
- დღეს ვიკრიბებით, წამოხვალ ? - მკითხა ბავშვური, უზომოდ საყვარელი გამომეტყველებით.
- კეტ ჰომ იცი, რომ...
- სავარაუდოდ ნიკი არ იქნება ! - ეგრევე მომახალა მან და თვალები გაუბრწყინდა. ვერ ვიტყვი, რომ მესიამოვნა ნიკის იქ არ ყოფნა, მაგრამ სიმსუბუქის შეგრძნებამ მძლია და დავთანხმდი.
...
ამჯერად მეტად კომფორტულ ერთოთახიან ბინაში შევიკრიბეთ და ვმხიარულებდით. ლუსი როგორც ყოველთვის შოკოლადებს ვერ ელეოდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი რამდენი კალორია შედიოდა თითოეულში. როგორ არ სუქდება ეს გოგო ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და მიკვირდა. ჯონის „ლომკა“ ჰქონდა აზარტულებზე, რითაც სარას კატასტროფულად აღიზიანებდა. მესმოდა სარასი, თუმცა პირისპირ არ შევჩეხებივარ ამ პრობლემას. დენისი მიყუჩებული იჯდა კეტრინის გვერდით და უსმენდა მის ხმამაღალ ტიტინს. ბევრს საუბრობდა და აშკარად დენისისთვის არასაინტერესო თემაზე, რადგან რამდენჯერაც კეტრინი კითხვას დაუსმევდა, იმდენჯერვე პასუხობდა რაიმე კომპლიმენტით, ამაზე კი ქეთრინი სულელდებოდა. ძალიან საყვარელი სანახაობა იყო. მე კი ჩემს მოჰიტოს დავწვდი და ეს ეს იყო უნდა დამეგემოვნებინა, რომ კარზე ზარის ხმამ შემაჩერა. კეტრინმა ძალიან მთხოვა, რომ მე მივსულიყავი და კარი გამეღო.
- ბეატრის, ძალიან, ძალიან გთხოვ. - მოისაწყლა თავი კეტრინმა და თვალებით დენისზე მანიშნა. რა თქმა უნდა მეუხერხულა, მაგრამ მისმა დაჟინებულმა თხოვნამ და განუწყვეტელმა ზარმა იმძლავდა და მეც წავჩანჩალდი გასაღებად. როგორც კი კარი გავაღე ეგრევე ნაცნობ ლურჯებს შევეჩეხე, რომელებმაც სულიერად შემძრეს. ნიკს ხელი მოხრილი ჰქონდა და იდაყვით მიყრდნობოდა კედელს, ამ ხელის თითებს შორის კი საცოდავად მოემწყვდია ანთებული სიგარეტი, რომელიც ცოტაც და დაიფერფლებოდა. დამინახა თუ არა თვალის გუგები სულ ოდნავ გაუფართოვდა, მაგრამ სცადა არ შეემჩნია. მე კი გულმა ასმაგი სისწრაფით დამიწყო ცემა და ფილტვებმა კი ჟანგბადის შთანთქმა. მან გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და მეც შესამაბისად უკან გადავდგი. ასე ნელა და მძიმედ მომიახლოვდა. მე უკვე კედელს ვიყავი აკრული და უკან დასახევი გზა აღარ დამრჩა. ძალიან ახლოს მოიწია ჩემკენ და ლოყა ლოყაზე ოდნავ მომადო. ნიკოტინისგან ჩახლეჩილი ხმით ჩუმად და მტკიცედ მითხრა:
- მაპატიე... - და წამიერად მომშორდა. ენა გადავყლაპე თითქოს და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. იმდენად მესიამოვნა მისი ეს ჟესტი, რომ გავიბადრე კიდეც.
როგორც კი ოთახში შევედი იმ წამსვე მომჭრა თვალი უსიამოვნო სანახაობამ. ნიკს კალთაში კვლავ ლუსი ეჯდა და ამჯერად მის გამოწვდილ შოკოლადს აგემოვნებდა. პარალელურად ერთმანეთს უყურებდნენ და უაზროდ იცინოდნენ. უაზროდ ! მუშტები მოვმუჭე და იქვე ფეხმორთხმით იატაკზე დავჯექი. ჩემ მოჰიტოს დავწვდი და სულმოუთქმელად გადავკარი.
- ჰეი, რამე ჰომ არ გვეთამაშა ? - წამოიძახა დენისმა.
- სიმართლე თუ მოქმედება ! - აჰყვა სარაც. სარას ჯონი მიყვა, ჯონის ნიკი, ნიკს ლუსი, კეტრინი და მეც სხვა გზა არ მქონდა. სადღაც იპოვეს ცარიელი შამპანიურის ბოთლი და დაატრიალეს. მეც ბედზე ნიკის წინ დამსვეს რაზეც ლუსი დაიბოღმა და ნიკის გვერდით მჯდარმა მას მაქსიმალურად მიეკრო. მე თვალები ავატრიალე და კვლავ მოჰიტოს დავწვდი. პირველი დატრიალება და კეტრინსა და დენისს შორის გაჩერებული ბოთლი. თავით დენისისკენ, ესეიგი მას უნდა დაესვა კითხვა ან მოქმედება.
- აბა კეტი, სიმართლე თუ მოქმედება ? - წარბები აათამაშა მან.
- მოქმედება. - გამომწვევად თქვა კეტრინმა.
- მაკოცე ! - პირდაპირ მიახალა დენისმა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს. კეტრინი შეკრთა, ხოლო დანარჩენებს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინათ სახეზე. კეტრინი მოჩვენებითი თავდაჯერებულობით მიიწევდა დენისისკენ და როგორც კი მას საკოცნელ მანძილს მიუახლოვდა შეჩერდა. აშკარა იყო, რომ მცირედ, მაგრამ მაინც ყოყმანობდა. ამიტომ დენისი მას დაეხმარა და მისგან მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრზე გაჩერდა.
- მოდი... - მოუთმენლად ჩაიჩურჩულა მან და კეტრინს მეტი არც უნდოდა, მაშინვე დააცხრა ტუჩებზე და ორივე ხელი შემოხვია დენისს კისერსა და თავზე. ღიმილი ამითამაშდა სახეზე. საოცარი სანახაობაა, როცა ორი ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ და მალავენ - იშიფრებიან. პირველად მაშინ შევამჩნიე კეტრინის სიყვარული, როდესაც წვეულებაზე ჩემთან ერთად მოცეკვავე დენისისკენ აპარებდა თვალს და ტუჩს ლამის სისხლამდე იკვნეტდა.
- ნაჰ, ესენი უკვე გამოეთიშნენ თამაშს. - თქვა ლუსიმ და მზერა ნიკისკენ გააპარა. - ჩვენც ჰომ არ გვეცადა საყვარელო ? - ვითომ ჩუმად იკითხა მან. მე კი გავღიზიანდი და ვთქვი.
- უკაცრავად, მე დაგტოვებთ.
- ნამდვილად კარგი აზრია. - მომენტალურად დამეთანხმა ლუსი. ნიკმა კი უარყო.
- არა არ წახვალ, თამაში ჯერ არ დაგვისრულებია.
- კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ ! ვერ ვიტან მიფუჩეჩებულ საქმეს. - თქვა ნიკმა და „გამიღიმა“. მეც და დანარჩენებსაც გაუკვირდათ ნიკის მსგავსი მიდგომა, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად თქვა, რომ შეწინააღმდეგების სურვილი სრულიად გამიქრა. დაატრიალეს ბოთლი კვლავ და ბედზე ის ჩემსა და ნიკს შორის გაჩერდა. რა თქმა უნდა თავით ნიკისკენ.
- ჰმმმ.... აბა ? სიმართლე თუ მოქმედება ? - მაცდური ღიმილით მკითხა ნიკმა.
- ს-სიმართლე.- ვთქვი და მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე.
- რას აკეთებდი მას შემდეგ, რაც იმ წვეულებიდან წამოხვედი ? - მკითხა მან და დაამატა. - ტყუილს მივხვდები, ასე რომ...
- ვიჯექი ბარში... ვსვამდი პიტნის ჩაის... - წარმოდგენაც არ მაქვს რატომ დავიწყე.
- და ?
- როცა ბარი დაიკეტა გავუდექი სახლისკენ მიმავალ გზას.
- და ?
- გაუპატიურებას გადავრჩი... - ვთქვი და თვალები მაგრად დავხუჭე. რატომ ? ჰომ შემეძლო მეთქვა, რომ უბრალოდ სახლში დავბრუნდი ? ჯანდაბა ! რატომ ?
- და ? - ხმა უმკაცრდებოდა ნიკს.
- და შემდეგ მქონდა არაჩვეულებრივი სექსი ! - ვთქვი და ნიკს თვალი თვალში გავუყარე. ეს რა წამოაყრანტალე ბეატრის... შევამჩნიე მისი თეთრი გარსი როგორ ჩასისხლიანდა და კისრის ძარღვები როგორ დაებერა.
- ვისთან ?
- მეტი კითხვის უფლება არ გაქვს.
- ვისთან-მეთქი მიპასუხე ! - მოთმინებას კარგავდა ნიკი.
- მეტი კითხვის დასმის უფლება არ გაქვს ! - ხმას ავუმაღლე მე. ნიკმა დასტაცა შამპანიურის ბოთლს ხელი და დაატრიალა, როგორც კი ის ჩვენ შორის აღმოჩნდა მისთვის მომგებიან პოზიციაში მთელი ძალით დაარტყა მას მუშტი და დაფშვნა მინა.
- ვისთან ბ ე ა ტ რ ი ს ? - დინჯი ხმით მკითხა. როგორც ყოველთვის გამოკვეთა ჩემი სახელით თითოეული ასო ისე, რომ ჟრუანტელმა დამიპყრო. დანარჩენები იმდენად შეშინებულები იყვნენ აზრზეც ვერ მოდიოდნენ, ეტყობა არ იყვნენ მიჩვეულნი ნიკის ამგვარ გამოხტომებს. ამიტომ მე უბრალოდ ავდექი და წამოვედი ყოველგვარი პასუხის გარეშე. კარებში დამეწია და მხარზე შეხებით მტკივნეულად შემომაბრუნა, კარზე ამაკრა და გახშირებული სუნთქვის დარეგულირება სცადა.
- მითხარი ! ჰომ იცი, რომ არ მოგეშვები, მითხარი ! - ღრიალებდა იგი.
- რატომ უნდა გითხრა ? - თავს ისე ვგრძნობდი ვითომც არაფერი, თითქოს ამ წამს თავზე არ მედგა გააფთრებული, დაკუნთული მამაკაცი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო გავებრდღვენი.
- იმიტომ !
- იმიტომ პასუხი არ არის ნიკ. ყველა გაოგნებულია შენი საქციელით. მიდი ლუსი დაამშვიდე და აუხსენი, რომ ეს ის არ არის, რასაც ის ფიქრობს. - ვუთხარი და წამოვიწიე, მან კი მაგრად მომიჭირა და კბილებს შორის გამოსცრა.
- ჯანდაბამდე გზა ჰქონია ლუსის ! მითხარი, თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ.
- რას ელოდები ?
- უხ შენი ! - თქვა და კისერზე მომიჭირა. წამით მართლაც მეგონა, რომ დამახრჩობდა, მაგრამ მაშინვე გამიშვა ხელი და ჩემკენ ზურგით შემობრუნდა. ხელები კეფაზე დაიწყო და დამიღრიალა.
- წადი !
- სუსტი ყოფილხარ. - მხოლოდ ეს ვუთხარი და წამოვედი. გავიგონე კედელს დაშენილი მუშტების ექო, რომელიც სახლამდეც კი მიმყვა. ჯანდაბა ! რა ხდება ? რამ გააგიჟა ? ფსიქიკური დარღვევები აქვს ?
ასეა თუ ისეა მე სახლში მივდივარ და ერთი სული მაქვს ებბის გულში როდის ჩავიკრავ.
...
და აი ფეხის წვერებზე ვიპარები მის საძინებელში და მძინარეს ვუმზერ. ანგელოზივით თეთრი ფითქინა კანი აქვს, ჩემსავით მწვანე თვალები, მამამისივით სავსე ყვრიმალები და თვალბუდის ძვლები. გრძელი კისერი და პაწია თითები. თხელი ტუჩები და გრძელი წამწამები. ჩემი და მისი შერწყმის შედეგია ებბი... ო რაოდენ დიდ ტკივილს მანიჭებს იმ დღის გახსენება.
მე და ჰარი ვართ ფართომასშტაბიან წვეულებაზე. დავლიეთ საკმაოდ ბევრი და... ვნებამ გვძლია. შედეგად კი ჩაისახა ებბი... სამი თვის შემდეგ მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი და მოუთმენლად ვახარე ეს ამბავი ჩემ მომავალ ქმარს... მას გაუხარდა, ძალიან გაუხარდა... შემდეგ კი წავიდა. აი ასე უბრალოდ, უთქმელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წავიდა. რა არ ვიღონე, რომ გამერკვია მისი ადგილმდებარეობა, მაგრამ ყველა მისი ახლობელი დუმდა. შემდეგ დაიბადა ებბი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ მარტოს მიწევდა მისი გაზრდა. არა ! მე მარტო არ ვიყავი, მე აიშე მყავდა ! მან არ გამაკეთებინა აბორტი და შეუნარჩუნა სიცოცხლე ჩემ ანგელოზს.
...
ერთ მშვენიერ დღეს კი სოციალურ ქსელში დავბოდიალებდი და.. გამოიცანით რა ვიპოვე... „ჩემი“ ჰარის საქორწილო ფოტო ორსულ ქალთან ერთად... სასაცილოა არა ? როგორ შეიძლება გიყვარდეს მარტყუარა და მოღალატე ? რომლის ნათქვამი თითოეული „მიყვარხარ“ იყო ფარსი და სხვა არაფერი, რომელიც გეალერსებოდა და ერთგულებას გეფიცებოდა შენ და ამავდროულად სხვა ჰყავდა ? მე მიყვარდა... იმ მომენტშიც მიყვარდა, შემდეგ კი ვინანე. ეს წყეული სიყვარული ვინანე. ვინანე ის დღე, როდესაც ჩაისახა ებბი...
გავიდა სამი წელი და თქვენც ნახეთ რამხელა ლექცია წამიკითხა აიშემ. ამ ლექციამ შეცვალა ჩემი დედამიწის პოლუსები და შემაყვარა ჩემი უსიცოცხლო არსებობა, რომელსაც ამ სიყვარულით მიეცა სიცოცხლის აზრი... ჩემი სიცოცხლე, ჩემი ებბი...
********
გადის რამდენიმე კვირა. ჰორიზონტზე კი არც ნიკი ჩანს და არც შლიაპიანი. ვნანობ, რომ შლიაპიანს სახელი არ ვკითხე და ვნანობ, რომ ნიკს ლამის ყველაფერი ჩავუკაკლე.
...
კეტრინი დღეს არაა, ბოლო მერხზე ვზივარ და მერხს ვეხუტები. საშინლად მეძინება. ებბის გუშინ ღამით მაღალი სიცხე ჰქონდა და ჭირვეულობდა. დღეს მასთან დარჩენა მინდოდა, მაგრამ აიშემ კინწისკვრით გამომაგდო სახლიდან და გამლანძღა რას ქვია არ მენდობიო. მე კი ნერვიულობისგან აღარ ვარ, ლამისაა შევიშალო. ლექცია ისე გადის ერთი სიტყვას არ მამახსოვრდება და როგორც კი ზარი ირეკება ეგრევე ტყვიასავით გავრბივარ ჩემი შვილისკენ.
...
აქოშინებული შევდივარ მისაღებ ოთახში, სადაც როგორც ხედავთ აიშე ფაფას აჭმევს ებბის. ჩემ დანახვაზე კვლავ იძახის:
- დე-და ! ბეატის მოიდა ! - ამოვისუნთქე და მივუახლოვდი პატარას.
- მოიდა დე, მოიდა. - ვეუბნები და მოთხუპნულ ლოყებზე გემრიელად ვკოცნი. მის კისერში ვრგავ თავს და ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს. ბავშვის არომატს ვერც ერთი სხვა ვერ შეედრება. გულწრფელობის სურნელი აქვს და სულის უკიდურეს ჩრდილოეთსაც კი ალღობს.
- დააჯინე მის ადგილას, ვაჭმევ. - ცივად მითხრა აიშემ. ღმერთო ამის ბუტიაობის ამბავი სულ დამავიწყდა.
- დეე, მეც მშიაა... - ბავშვივით ამოვიბლუკუნე მე, რაზეც აიშეს გაეცინა, მიუხედავად იმისა, რომ სცადა არ შეემჩნია.
- უხ შენი ! სამზარეულოს კარადაში დევს შენი საყვარელი ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერი, მიდი მიირთვი.
- აიშე, საუკეთესო ხარ ! - აღფრთოვანებული ვიძახი და ლოყაზე ვკოცნი. მივდივარ სამრაზეულოში და პირს ვიტკბარუნებ.
...
დანაყრებულზე ძილი მესტუმრა, პიტნის ჩაი დავლიოთ და ბალიშს ჩავეხუტოთო შემომთავაზა. თქვენ კი როგორც იცით მე მსგავსზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. რამდენიმე საათში გამეღვიძა. აიშე და ებბი სახლში არ დამხვდნენ, ხოლო მაცივარზე მიკრული იყო წერილი „ჩვენ პარკში წავედით, არ ინერვიულო“. მობილურზე ესემესი დამხვდა კეტრინისგან. მის რესტორანში მთხოვდა მოსვლას სასწრაფო საქმეზე. წარბები შევჭმუხნე.
სასწრაფო საქმე კეტრინისგან ? უცნაურია...
უცებ ჩავიცვი სპორტულები, ზემოდან კი ჟაკეტი მოვიგდე და ძალიან სწრაფად გავუყევი რესტორნისკენ მიმავალ გზას. უცნაური გრძნობა დამეუფლა ნაბიჯების გადადგმისას, თითქოს ვიღაცის მზერა სწვავდა ჩემ ზურგს, კისერსა და სახეს. შემდეგი ნაბიჯი დავაყოვნე და შევჩერდი. ირგვლივ მიმოვიხედე და ამჯერად უფრო მკვეთრად ვიგრძენი ეს მზერა. მზერა? არა, მრავლობითში უფრო შეეფერება ამ პეიზაჟს. რამდენიმე წყვილი თვალი დაჟინებით სწვავდა ჩემი სხეულის მოლეკულებს. კაპიუშონი თავზე მოვიგდე და უკანმოუხედავად წავედი რესტორნისკენ.
როგორც კი შენობაში ფეხი შევდგი წამიერად ამოვისუნთქე და იქვე ახლო მაგიდასთან მჯდარი კომპანიისკენ დავიძარი. თვალებით ნიკის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე და თითქოს გული დამწყდა. მაგრამ ვიცოდი მისი იქ ყოფნა საშინლად დამძაბავდა და დისკომფორტს შემიქმნიდა. კეტრინმა ნიკის გაგიჟებიდან მეორე დღეს ყველაფერი დეტალურად გამომკითხა, მაგრამ როგორც მე ისევე მან ვერ იპოვა მიზეზი ლურჯთვალა მწეველის ასეთი გაგიჟებისა.
- ჰეი ! კეტ მესიჯი მომივიდა. - ვუთარი მოუთმენლად.
- ჰო, რა უნდა მეთქვა ტრის ! - თვალებგაბრწყინებულმა წამოიწყო.
- ხვალ სალაშქროდ მივდივართოო, სამდღიანი კემფინგი გველისოო. - წამოიძახა სარამ და ზურგზე შემომახტა. კეტრინმა გაბუტულივით დაბერა ტუჩები, ხელები გადააჯვარედინა და სკამზე შებრუნდა. ამაზე მე და სარას გაგვეცინა და მასთან მივედით, წონასწორობა ვერ შევინარჩუნეთ და იატაკზე მოვადინეთ ზღართანი, თან კეტიც წავიყოლიეთ. მიუხედავად მტკივნეული დაცემისა მაინც ბოლო ხმაზე ვხარხარებდით.
- ჰო წამოხვალ ? - მოგუდული ხმით მკითხა ჩვენ ქვეშ მოქცეულმა კეტიმ.
- ვინ მიდის ?
- ყველა ! - ერთხმად მიპასუხა ყველამ.
- ყველა ანუ...
- ჰო, ყველა ანუ ნიკიც.
- ხომ ხვდებით არა ჩემ სიტუაციას. - უკან დავიხიე მე.
- საქმე იცი რაშია, რომ არ წამოხვიდე ნიკი მიხვდება, რომ მისი ბრალია და ქულებს დაიწერს. ეგ კი საშინლად გამაღიზიანებლად ვლინდება ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ. განდიდების მანია ემართება და ხომ ხვდები არა...- თქვა ჯონიმ, რაშიც ყველა ერთხმად დაეთანხმა.
- კი, მაგრამ...
- გთხოოვ ტრის, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა უტანელია ამ დროს. - თავი მოისაწყლა სარამ და დენისმა. უხერხულად შევიშმუშნე და სხვა გზა არ მქონდა, დავთანხმდი.
ნახევარ საათში დავიშალეთ და საკუთარ გზებს გავუდექით. ხვალ დილის ექვსისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. ღმერო დილით ადრე ადგომა ჯოჯოხეთუ ტანჯვაა ! თან ებბის დატოვება მიჭირს...
...
მივუყვები ცის სევდისგან სველ ტროტუარს და ფეხებს კვლავ იმ მიტოვებულ შენობამდე მიყვავარ. უხმო ნაბიჯებით მივდივარ ცოცხალ-მკვდარ როიალთან და მტვერიან კლავიშებს ფრთხილად ვახებ დაღლილ თითებს. ზურგსუკან ვგრძნობ მის არსებობას და ვკრთები. ხელი მომენტალურად მკერდისკენ მიმაქვს და ვმალავ თითქოს. ის კი ხელის ზურგზე მეხება და კვლავ კლავიშებისკენ იწვდის მას. მისი თითები შეერწყნენ ჩემსას და აიძულებენ როიალს იღვენთებოდეს ულამაზეს მელოდიად, რომელის სულში გარყვნილების მორევის წვიმად მოდის და სათნოებისგან გამომშრალ ტროტუარს მოუთმენლად ასველებს.
ჩვენი თითები იხლართებოდნენ ერთმანეთში და ცეკვავდნენ ამ საოცარი მელოდიის თანხლებით. გრძნობდნენ თითოეული ნოტის ფერს, გემოსა და არომატს. ღია ვარდის ფერი, ყველაზე მუქი ვარდის არომატი და პიტნის ჩაის გემო პიკანტურად ეხამებოდა ერთმანეთს და თავგზას მიბნევდა ისედაც გზააბნეულ, მოხეტიალე, ობოლ სულს.
მელოდია სრულდება და მისი მძიმე სხეულის მასას ჩემს ზურგზე ვგრძნობ, ხოლო მისი ტუჩების სიცხელეს ჩემი ყურის ძირში დაუდია ბინა. მისი ხელები წელზე შემომჭდობია და საკუთარ ანაბეჭდს ტოვებენ ტანსაცმლისქვეშ სხეულზე. უნებურად კისერს გვერდზე ვწევ და მისი კბილები წამიერად აწყდებიან დაბერილ ძარღვს, რომელიც რამდენიმე წუთია უშნოდ მამშვენებს. ყელიდან კვნესის მსგავსი მელოდიური ხმა ამომდის, რომელსაც შლიაპიანი ვნებიანი კოცნით ახშობს. უეცრად ჩერდება ყურში მიჩურჩულებს და ქრება თვალსა და ხელს შუა...
ჰენრი...
შლიაპიანს ჰქვია ჰენრი...
ბეატრისი და ჰენრი..
თუ ?
********
დილის 5:00 რეკავს მაღვიძარა და მე თავის წამოწევაც კი არ ძალმიძს. ძალიან მეძინება, მაგრამ მახსენდება, რომ კეტრინს და სარას შევპირდი. ლუსი გუშინ მთელი დღე მიბღვერდა და სიტყვაც არ დასცდნია ჩემი მისამართით. ძალიან მაინტერესებს რა უტრიალებს ახლა თავში. რას გრძნობს ნიკის მიმართ, ან ნიკი რას ფიქრობს ? ნუთუ ასეთი თავისუფალი ურთიერთობა აქვთ ? ტვინმა Error-ი ამომიგდო დილაუთენია ამ ყველაფერზე ნუ ფიქრობო. მეც სხვა გზა არ დამრჩა ავდექი და შხაპი მივიღე. ცხელი წვეთების ზემოქმედებით განვიტვირთე და პეპელასავით მსუბუქი გამოვედი საშხაპედან. ჩავიცვი მოხერხებულად, წინა დღით ჩალაგებული ჩანთა გადავამოწმე და მხრებზე მოვიგდე. ებბის შევუხედე და მშვიდად წამოვედი. სარა და ნახევრად მძინარე ჯონი უკვე მანქანასთან იდგნენ. კეტრინი და დენისი უკვე მანქანაში მოკალათებულიყვნენ. მხედველობა რომ დაგეძაბათ ლუსისაც იპოვიდით მანქანაში. მხოლოდ ის აკლდა.
- ჩავჯექით ! - დაიძახა დენისმა და ძრავა აამუშავა.
- კი მაგრამ ნიკი ? - ვიკითხე მე.
- მოვა წუთი-წუთზე ნუ ღელავ. - გამიღიმა დენისმა.
- კარგი.
უკანა სავარძელზე ოთხნი ძლივს დავეტიეთ, ნიკი რომ მოსულიყო ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხებდა აქ ჩაჯდომას ამიტომ გადაწყდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი აქვე ბარგთან ერთად უნდა მოკალათებულიყო. ლუსიმ წუწუნი დაიწყო მე არ მინდა, ფრჩხილები დამიტყდებაო. ამ წუწუნით მობეზრებული მე ვაპირებდი გადასვლას, რომ ჯონი ჩახტა იქვე და არ შემაწუხოთ ვიძინებ მეო. სარას გაეცინა და ადრინდელზე მეტი ადგილი დაიკავა.
მანქანა დაიძრა ადგილიდან მე კი ნიკს ვეძებდი ჯერ კიდევ. ჰოპ ! მოულოდნელად ჩემი მხრიდან მანქანის კარი გაიღო და ისიც ჩაჯდა. არანაირი მისალმება და მოკითხვა. უადგილობის გამო ერთმანეთთან ძალიან ახლოს მოგვიწია ყოფნა რამაც ჩემთვის უხერხული ატმოსფერო შექმნა, ის კი ყურადღებასაც არ მაქცევდა. თავი ფანჯრის მინას მიადო და თვალები დახუჭა. მის დაკუნთულ მხარს ჩემი მკერდი ეკრობოდა და როგორც ვამჩნევდიმისი მისი კუნთი ამის გამო იჭიმებოდა და ქვასავით მაგრდებოდა დროდადრო, რაზეც მე ბროწეულივით ვწითლდებოდი და უადგილობის გამო უკან დახევა არ შემეძლო.
...
როგორც ჩანს დიდხანს ვიარეთ რადგან, როცა მე გამომეღვიძა უკვე გაჩერებულები ვიყავით. თვალები მოვიფშვნიტე და ნიკს ავხედე ზემოდან მიყურებდა გაბრაზებული მზერით და როგორც კი შეამჩნია, რომ გავიღვიძე წამიერად გადახტა მანქანიდან. თავისი კუთვნილი ბარგი თან წაიღო და გზას გაუყვა. მეც გადმოვედი და ირგვლივ საორად მრავალფეროვანი ბუნება დავლანდე. ულამაზესი იყო აქაურობა. თავი ტროპიკულ ტყეში მეგონა. ათასნაირი ცხოველის თუ ფრინველი ხმა ერთმანეთში ირეოდა და საოცარ ჰარმონიას ქმნიდა. უმშვენიერესი მცენარეული საფარი და ეს საოცარი არომატი თავ-გზას უბნევდა მგზავრებს. მივაბიჯებდი ბილიკზე და ვფიქრობდი, რომ სამოთხეში თუ არა, მინიმუმ მის პროტოტიპში მაინც ამოვყავი თავი. დენისს დავეწიე და ვკითხე:
- ჰეი დენის, სად მივდივართ ახლა ?
- აი იმ ბორცვს ხედავ ? - თქვა და ბორცვისკენ მიმითითა.
- ვხედავ.
- აი ეგ არის მიძინებული ვულკანი, რომლის კრატერშიც პატარა ტბაა. ის ტბა კიდევ ცხელი წყლითაა სავსე. აი იქ მივდივართ ! - მხიარულად მიპასუხა მან, მე კი შევშინდი.
- საშიში არაა ? - დამფრთხალი თვალებით შევხედე მას.
- ძალიან ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი, ასე რომ არ იდარდო უსაფრთხოა. - დამამშვიდა მან და წინ წავიდა. იქვე დავლანდე ნიკი და უსიამოვნო გრძნობამ გამკრა გულში.
- ტრიის ! - ჩემკენ მორბის სარა და ზღართანს ადენს იქვე მოზრდილ ტალახიან გუბეში. ჯონი სიცილით კვდება და ზურგით სველ ხავსმოკიდებულ ხეს ედება, შედეგად კი მაისური მწვანედ ეღებება. ამაზე ტალახში ამოგვანგლული სარა იწყებს ხარხარს და კიდევ უფრო გოჭივით გამოიყურება. მე ვეხმარები წამოდგომაში ის კი ტალახს ორ ხაზად ორივე ლოყაზე მისმევს.
- სარა ! - ვკივი მე და გაქცეულ სარას უკან ვედევნები. თან მეცინება ჩემ საქციელზე.
...
როგორც იქნა მივაღწიეთ ვულკანს და შევაღწიეთ მასში. ულამაზესი ლურჯი, კამკამა წყლითაა სავსე კრატერი. ზემოდან კი მთვარე დაგვნათის. ამაზე ზღაპრულ სანახაობას ვერც კი ვინატრებდი აქ...
გავშალეთ ორი კარავი და საჭმლის მომზადებას შევუდექით. უცებ არსაიდან გამოჩნდა ჯონი სამი უზარმაზარი თევზით ხელში.
- სად დაიჭირე ? - ჰკითხა დენისმა.
- აქვე მდინარე ყოფილა და ჩავხტი. - გაიკრიჭა ჯონი.
- ჩემი კაცი. - თქვა სარამ და კისერზე ჩამოეკიდა ჯონის.
- წადი გოგო წყალში ჩახტი გოჭს, რომ დამგვანებიხარ. - იცინის ჯონი და თან სარას ეფერება.
- ფიჩხი დაგვჭირდება შესაწვავად. - თქვა დენისმა და ჩაფიქრდა. მე კი ჩემთვის სრულიად მოულოდნელად წამოვიძახე.
- მე მოვიტან !
- გვიანია.
- არაუშავს.
- კი, მაგრამ რომ დაიკარგო.
- აქვე ახლოდან ამოვიტან და რომ რამე მიპოვით. - ჯონივით გვიკრიჭე მეც და ფიჩხების მოსატანად წავედი.
ეს ეს იყო ვასრულებდი, რომ კნავილი მომესმა. ორი უზარმაზარი ფოთლის ქვეშ ფოცხვერის ახალდაბადებული კნუტი კნაოდა. საშინლად შემეცოდა და დავწვდი. ფოცხვერის ბუნაგის ძებნა დავიწყე და ოდნავ მოშორებით მარტივად მივაგენი. ძალიან გამიკვირდა, როგორ მოახერხა ახალდაბადებულმა ამხელა მანძილით დაშორებოდა დედას. იქვე დავსვი კნუტი, ცოტაც მოვეფერე და უკან დაბრუნება დავაპირე. ათიოდე მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ უზარმაზარ ორმოში მოვადინე ზღართანი. ძალიან ვიწრო და ძალიან ღრმა აღმოჩნდა. საოცრად გლუვი კედლებით, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ მოეჭიდებოდი. კუდუსუნის ძვალი მწარედ დავარტყი და საცოდავად ამოვიკვნესე. გაბზარული რომ აღმოჩნდეს, არ გამიკვირდება.
- მიშველეთ ! - ვიკივლე ხმამაღლა, მაგრამ შევამჩნიე, როგორ შთანთქა კედლებმა თითოეული ბგერა. - ჯანდაბა ! - შიშმა ამიტანა და დავფიქრდი. რომ ვერ მიპოვონ ? აქ უნდა ამომხდეს სული ? ფოცხვერმა უნდა შემჭამოს ? შხამიანმა არსებამ უნდა მაიძულოს სიკვდილი ? ღმერთო, ასეთი რა შეგცოდე... ვზივარ აქ, სადაც ერთი ადამიანის ადგილი ძლივსაა და პერიოდულად საშველად ვუხმობ. ამოსვლას ვცდილობ, მაგრამ ყოველ ჯერზე უშედეგოდ. ამობობღების მცდელობისგან ხელის გულები დაამეკაწრა. ეს საოცრად გლუვი ზედაპირი ამ ჯუნგლებში საიდან ?! ძალიან მიკვირს ! ჯანდაბა, მიშველეთ.... რამდენიმე წუთით ვითიშები და ზედაპირიდან წამოსული ხმა მესმის.
- ბ ე ა ტ რ ი ს ! - მომენტალურად ვხტები ადგილიდან და ვკივი.
- აქ ვარ ! აქ ! კეტრინ, დენის ! მიშველეთ ! აქ ვარ ! - მაგრამ ამჯერადაც შთანთქა კედლებმა ჩემი სასოწარკვეთილი კივილი, რომელიც ხავილში გადაიზარდა. ყელიდან ხმა აღარ ამოდიოდა, ჩემი მეგობრების ხმა კი სულ უფრო შორიდან ისმოდა.ბოლოს კი საერთოდ მიწყდა.
გადის საათი, ორი, სამი...
მოულოდნელად მესმის ჩამოხტომის ხმა და სხეულზე ვგრძნობ სიმძიმეს. თვალებს ვახელ და წამოკივლებას ვაპირებ, მაგრამ ნიკის ლურჯებს ვეჩეხები, ხოლო მისი ხელი, რომელიც პირზე მაქვს აფარებული, კივილის საშუალებას არ მაძლევს. საჩვენებელი თითი ტუჩთან მიაქვს და უხმოდ მანიშნებს ჩუმადო. მეც მორჩილად ვუქნევ თავს და ვდუნდები. არ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს. ნიკიც უკვე აქაა ჩემთან და ღმერთმა უწყის შევძლებთ თუ არა ამ გლუვი კედლების გადამკიდე ზედაპირზე ამოსვლას.
- ნიკ აქ რას აკეთებ ? აქ როგორ აღმოჩნდი ? -ვეკითხები და ყელში გაჩხერილი ბურთის გამო ხმა მიწყდება, ხოლო სახეზე ცრემლი მიგორდება.
- ჩშშშ, როგორც შენ აღმოჩნდი აქ ისევე მე. - მისმა საოცრად ცივმა ხმამ მიმაყინა ადგილზე. საუბრის ყველანაირი სურვილი გამიქრო. ვცადე რაც შემეძლო მინიმალური ადგილი დამეკავებინა და მას არ შევხებოდი. მოვიკუნტე და საკუთარ მუხლებს ჩავეხუტე, აქვე ჩავრგე თავი და ცრემლებს მივეცი უფლება დამპატრონებოდნენ.
- ამობობღება სცადე ?
-.....- ჯიუტად ვდუმვარ.
- სცადე-მეთქი ? გეკითხები.
- ამ დონეზე სულელ არსებად თუ მთვლი, რომ მსგავს სიტუაციაში ამობობღება არ ვცადო, მაშინ შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
- კარგი, ჰო, კარგი. დამშვიდდი. - თქვა მან და თმაზე ხელი ნაზად ჩამომისვა, მე კი უკან დავიხიე, რაზეც ის გაბრაზდა მუშტი შეკრა და იქვე ჩემ თავთან მყოფ კედელს დაარტყა.
- ჯანდაბა ბეატრის, ჯანდაბა ! მოდი ჩემთან. - თქვა მან, მუხლები გადამიწია, მათ შორის მოკალათდა და ხელები მაგრად მომხვია წელზე. თავი მკერდში ჩამირგო და მის მწველ სუნთქვას ირეალურად ვგრძნობდი. ჩემდა გასაკვირად არ მიცდია მისი მოშორება, პირიქით. დაღლილი, გაწამებული ბეატრისი იმედს ნიკში ეძებდა და მოეხვია მას. ნიკი კი კიდევ უფრო მწარედ მიჭერდა ხელს წელზე და რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა... სამყარო ჩემთან ახლოს ტრიალებდა ძალიან ნელა, დედამიწა ორბიტაზე თითქოს გაჩერდა, მზის სხივები დიდრონ ფოთლებს აპობენ ძალიან ნელა, ნიკის მზერა ჩემ ლავიწზე თითქოს გახევდა.
...
საკუთარი ჩამოუყალიბებლობა მე ბოლოს მომიღებს. როგორ შეიძლება ორი ადამიანი ერთდროულად მოგწონდეს ? სისულელის ერთ-ერთი მკვეთრი გამოვლინებაა... ადამიანმა უნდა იცოდეს რა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორი კურდღლის მადევრის როლში გამოვა. შესაძლოა მეტიც... გაურკვევლობა ყველაზე ამაზრზენი გრძნობაა, რაც კი შეიძლება დაეუფლოს ადამიანს. ის გღრღნის შიგნიდან და გაკარგინებს ყველაზე ძვირფას წუთებს, რომელთა გადაქცევა ბედნიერებად შესაძლოა სიცოცხლის ფასიც კი ღირდეს.
იქნებ ჯობია ბოლო-ბოლო დაჭკვიანდე ბეატრის და გააკეთო არჩევანი ? მაგრამ... ოჰ ეს მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... საკუთარ თავში გარკვევა უნდა სცადო მაინც.
ნიკის სუნთქვა მოშიშვლებულ მხარზე მეცემა და ცეკვას მაგონებს. უცნობთან არაამქვეყნიურ ცეკვას....
არა.
ჯანდაბა !
არ შეიძლება...
ავწრიალდი ნიკის ხელებში და შევატყე, რომ შეცბა. ხელები მოადუნა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცა, ამ ისედაც პატარა ორმოში.
- ამოვძვრეთ... - ჩურჩულით ამოვიკნავლე მე.
- მართალი ხარ. - კვლავ მოირგო გულგრილობის ნიღაბი. - მოდი. - მითხრა და ჩაიცუცქა. თავიდან ვერ მივუხვდი, მაგრამ შემდეგ მუხლებით მის მხრებს დავეყრდენი და „მიწა“ დაიძრა.
ერთი მცდელობა, მეორე, მესამე...
ერთი, ორი, სამი...
ნიკი გასწორდა და სულ რამდენიმე მილიმეტრი იყო ხსნამდე...
- წვდები ? - ამომძახა ყრუდ. როგორც არ უნდა მეცადა, არ გამომივიდა. ქვემოთ ჩავხედე და უიმედოდ გავაქნიე თავი. რამდენიმე წამში მუხლებზე შემოჭდობილი ძლიერი ხელები ვიგრძენი, წამოვიწიე, ცოტაც, აი ცოტაც... ჯანდაბა ! არ გამომდის. ნიკი ამჩნევს, რომ ვწვალობ და კიდევ უფრო მაღლა მწევს.
ჰოპ ! და ნანატრი მილიმეტრები უკვე ჩემ ხელთაა.
რის ვაი ვაგლახით ამოვბობღდი ზედაპირზე და ნიკს ჩავხედე. მის განუყრელ მეგობარს ეალერსებოდა. სიგარეტს მოუკიდა და მისი დიდი, რბილი ტუჩები შემოაკრო. ყელში ნერწყვი მძიმედ გადავაგორე, გულის ბაგაბუგის ჩახშობა ვცადე და ჩავძახე.
- ხელი მომეცი !
- ჰმმ ?
- ხელი მომეცი ამოგიყვან. - ვთქვი მე და შევეჩეხე მის ლურჯებს. დედამიწა დატრიალდა და ასკინკილით შემოუარა მზეს. თითქოს ქვიშის საათი ხელებში ჩამეფშვნა და დრო გაჩერდა. წამი წუთს ეალერსებოდა, წუთი საათს... მისი თვალები გამოსცემდნენ სრულიად განსხვავბულ მუხტს, სრულიად სხვა შეგრძნება დაეუფლა ჩემ „მე“-ს ამჯერად, სუნთქვა შემეკვრა... ნიკი კი თითქოს განცდას მიმიხვდა და მისი ბოხი ხმა მჭექარე ექოს სახით გაისმა და ჩურჩულად დაიღვარა სიჩუმეში.
- წამი გეპარდის სისწრაფით მიჰქრის,
წუთი მას მწევარივით მისდევს კვალდაკვალ,
საათი დაღლილი მხეცივით მირბის,
დღე-ღამე კი კუსავით მას მისდევს თანდათან.
კვირა კუების ნაკრებია შვიდი,
თვე კი ამ შვიდების ერთობაა ხანდახან,
წელიწადი თვეების ოჯახია დიდი,
საუკუნე ოჯახების შეკრებაა მარადჟამ. - წარმოდგენაც არა მაქვს რა ვუპასუხო. თვალის გუგები გამიფართოვდა და სახეზე აშკარა აღფრთოვანება აღმებეჭდა. ხელი ჩამკიდა და საოცარი სიმსუბუქით ამოხტა ორმოდან. მომიახლოვდა და თავი ჩემ მხარზე დადო, ლავიწზე თითები აათამაშა და ჩაიჩურჩულა.
- შენ გეპარდის სისწრაფით მიჰქრი... - და წამიერად მომცილდა. მომენტალურად ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა სხეული და თვალთ დამიბნელდა. უკუნეთ წყვდიადში ამოვყავი თავი და მხოლოდ მისი ზღვისფერი თვალები ანათებდნენ სადღაც შორს... მინდოდა შევხებოდი, მინდოდა დაპატრონებოდი ამ მკვეთრ სილურჯეს, ჩემ საკუთრებად გარდამექმნა, მაგრამ...
ცხოველის ღრენამ გამომაფხიზლა. ამჯერად დედა ფოცხვერი შემოგვეგება და მთვარის შუქზე აელვებული ეშვებითა და ბრჭყალებით მოიწონა თავი. ძალაუნებურად შევკრთი და თვალებით ნიკის ძებნა დავიწყე. მან მკლავზე ხელი მომიჭირა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მშიერია. - თქვა მან გაყინული ხმის ტემბრით, რამაც მე კიდევ უფრო ჩამძირა შიშის მორევში.
- არა... - ამოვიკნავლე მე. - მისი კნუტი ვიპოვე და ბუნაგში შევიყვანე...
- გიჟი ხარ შენ ! - შემომღრინა ნიკმა. ვერ გადავწყვიტე იმ მომენტში გაბრაზებული ნიკის უფრო მეშინოდა თუ გააფთრებული ფოცხვერის.
- ბედის ანაბარად ვერ მივატოვებდი ! - გავიბუტე მე. ჰაჰ ბეატრსი, მშვენიერი დრო იპოვე გასაბუტად !
- ნაბიჯი უკან. - დავემორჩილე. ფოცხვერმა კი შესაბამისად ერთი ნაბიჯით წინ წამოიწია. ესეს იყო ნახტომისთვის მოემზადა და მოულოდნელად ჩვენ უკან გაისმა ანალოგიური ღრენა და ამჯერად მეორე უფრო მოზრდილი და მსხვილი ფოცხვერი დავლანდე. დედა შედგა და დაკვირვებული მზერა შეავლო ახლადგამოჩენილ მხეცს. ის სავარაუდოდ მამრი იყო. შენიშნა თუ არა ეს, მდედრი დაფრთხა და უკან დაიხია.
საინტერესო სანახაობა გაიშალა ჩვენ თვალწინ. არც ერთ მაგთანს აღარ ვახსოვდით არც მე არც ნიკი. თურმე ცხოველებს თავისებური ფლირტის ხელოვნება ჰქონდიათ. მდედრი გარბის მამრი მისდევს, მდედრი თითქოს მამრის ხელშია და ჰოპ მომენტალურად უსხლტება ხელიდან. გაოცებული ვუმზერდი ამ ყველაფერს და სიცილს ძლივს ვიკავებდი. ნიკს გავხედე და მკრთალი ღიმილი შევნიშნე მის ბორდოსფერ ტუჩებზე. მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და ვიგრძენი როგორ შემეფაკლა ღაწვები. ჯანდაბა ! რა მჭირს ?
- წავედით. - დამთბარი ხმით თქვა ნიკმა.
ჩემი წინ მიდიოდა. ძალიან მაღალი იყო, თვალები შემრჩა მის დაკუნთულ მხრებზე, მან კი თითქოს იგრძნო და ოდნავ შეარხია ისინი. მიწას დავაცქერდი და ვცდილობდი მზერა მისკენ არ გამოპარვოდა, მაგრამ თითოეული ჩემი მცდელობა კრახით სრულდებოდა...
...
ჩვენ გაუჩინარებას დიდი მღელვარება მოჰყვა კოლექტივში. შევედით თუ არა ზღაპრულ ადგილას მხოლოდ დენისი აღმოვაჩინეთ. ის კი რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა შემდგომ კი ისე დაიღრიალა ფოცხვერი მიმიქარავს. ღრიალზე ყველა შემოავრდა და დაგვინახეს თუ არა სიხარულის ყიჟინა დასცეს.
კეტრინი დაფეთებული მომვარდა და ყველაფერი გამომკითხა, მეც არაფერი დავუმალე და მოვუყევი. სარა და ჯონი სიცილით ისმენდნენ ფოცხვრებზე მოყოლილ ამბავს, ხოლო დენისი და კეტრინი საკმაოდ უცნაური მზერით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს. მომეჩვენა თითქოს ეშმაკური ღიმილით დაურთეს დესერტად. ლუსი კი ეგრევე ნიკს ჩამოეკიდა კისერზე, რითაც როგორც ხვდებით, ჩემი ძალიან მძაფრი, თუმცა კი დაფარული გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა ვგონებ ნიკმა შეამჩნია და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ღმერთო, როგორ მეზიზღებოდა ის იმ მომენტში.
...
შუაღამეა.
ყველას სძინავს. მე კი თვალის მოხუჭვა არ შემიძლია.
თავის დაზღვევის მიზნით გარეთ დავდგით კარვები და არა ვულკანში.
მე კი უმოქმედობა მკლავს. უფრო სწორად უმოქმედობით გაკაფული ბილიკი, რომელზეც დაუკითხავად მიაბიჯებს ათასი ჯურის ფიქრი და ნელ-ნელა ბოლოს მიღებს. ამიტომ მძიმედ წამოვდექი და ვულკანში „ჩავედი“.
მომაჯადოებელი დუმილი შერწყმული მთვარის ვერცხლისფერ ელვარებასთან, რომელიც ათასფერად ცეკვავს ლურჯი წყლის მომნუსხველ ზედაპირზე და გატყვევებს...
მომინდა ეს ლურჯი და ვერცხლისფერი ჩემ სხეულზე შერწყმულიყო, ამიტომ აუჩქარებლად გავშიშვლდი და ამავე ტემპით ჩავედი წყალში.
გრილი სითხის მოლეკულები მალამოსავით დაედო თითქოს ჩემ გატანჯულ სულს სხეულის გავლით. საოცრად მოვდუნდი და მივუშვი ყველა ჩემი ფიქრი ბილიკზე, სადაც ისინი ახლა უკვე განაბულები იდგნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ.
სმენა, შეგრძნება, მხედველობა, ყნოსვა, გემო...
ყველა გრძნობა დამეხშო.
ვიძირებოდი
სადღაც...
სად ?
არ ვიცი.
მაგრამ ვიძირებოდი და მსიამოვნებდა.
ვგრძნობდი.
რას ?
არ ვიცი.
მაგრამ ვგრძნობდი.
აფორიაქება ისე ოსტატურად იყო შერწყმული სიმშვიდესთან...
ხმაური სიჩუმესთან...
დუმილი ჩურჩულთან...
......
მოულოდნელად გამოვფხიზლდი. დაფეთებული, შეშინებული, ნასიამოვნები და გაგიჟებული.
და მხოლოდ მწველი კოცნისგან დატოვებულ კვალს ვგრძნობდი ლავიწთან, რომელმაც ვნებად დამღვარა.
ლურჯები...
დილით გადავწყვიტეთ ჩანჩქერისკენ გაგვესეირნა და გვებანავა კიდეც. გზად კეტრინი დამემგზავრა და ერთხანს მდუმარედ მიმზერდა. თითქოს სურდა, რომ საუბარი მე წამომეწყო, თუმცა იმდენად გაბრუებული ვიყავი გუშინდელის შემდეგ, რომ არაფრის თავი არ მქონდა, მეტიც საუბრის თავიდან აცილებაც კი მსურდა. შემდეგ როგორც ჩანს ვეღარ გაუძლო ჩემ დუმილს და ხმადაბლა მკითხა.
- მოგწონს ?
- მმ ?
- ნუ ისულელებ თავს ტრის, მოგწონს ?
- მომწონს. - ღრმად ამოვიხვნეშე და მიწას დავაცქერდი.
- მასაც მოსწონხარ.
- ზუსტად მაგიტომ აი... - დამცინავი ტონით ვთქვი და ნიკის კისერზე შემოსკუპებულ ლუსიზე ვანიშნე.
- გაბრაზებს. - სიცილით გააქნია თავი ჩემმა მეგობარმა და თვალი ჩამიკრა.
- ცუდად თამაშობს, ძალიან ცუდად. - გაბრაზდი მე.
- შენ ? ნუთუ შლიაპიანი დაგავიწყდა ?
- არა, მაგრამ..
- რა მაგრამ ?
- მართლა არ ვიცი კეტრინ, მართლა... - სიტყვის დასრულება არ დამცალდა ისე ამიცურდა ფეხი კლდის თავზე და ვიგრძენი როგორ ვვარდებოდი...
ჯანდაბა !
მხოლოდ თვალებით შველის თხოვნა მოვასწარი და ნიკის სასოწარკვეთილი ლუჯების დანახვა.
მეტი არაფერი მახსოვს...
........
სულელურმა წრიპინმა გამომახიზლა. ირგვლივ მედიკამენტების მძაფრი სურნელი იდგა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
„გტკივა...
ტკივილი...
მოუშუშებელი ჭრილობა, უმოგონებო გრძნობა, გააზრებული და ნახევრად ხორცშესხმული ფიქრები, გვამებივით რომ დახეტიალობენ ამ ტყეში, მუდმივი წინააღმდეგობა მათთან, განდეგილი სინდისი, რომელიც დახშულია სამყაროს ზემოქმედებისგან და ვიღაც. ვიღაც, ვინც ჩაგრჩა და ვიღაც, ვინც არ ირხევა ჯერ კიდევ.
არ ეხება იმას, რასაც შეუძლია შეეხოს მხოლოდ ის.
როცა შეეხება მაშინ მოკვდები.
არ მივცემ საშუალებას, რომ შეეხოს...“
...
შლიაპა ?!
...
ვცდილობ წამოვდგე.
ჰარი... რატომ ჰარი ? რატომ მესიზმრება წლების შემდეგ ჰარი.
ჰარი ??!
**************
სუნთქვა მიჭირს, კისრის სისხლძარღვები მეკუმშება და ჟანგბადის მოწოდება თითქოს წყდება. აპარატის წრიპინი ინტენსიურად ჩამესმის და მოგონებები ყელში მებჯინებიან.
კარი იღება და ნიკი შემოდის. მისი სილურჯე უკვე აღარაა ისეთი მკვეთრი, ჩაქრა თითქოს. ძალიან ახლოს მოდის ჩემთან და გაცოფებული ტონით ჩამჩურჩულებს ყურში.
- აღარ გაბედო, გესმის ?! მეორეჯერ აღარ გაბედო საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება. - საპასუხოდ სათქმელს თავი ვერ მოვუყარე. ის კი უკანმოუხედავად გავიდა.
„ნეტავ რა უშველის მოუშუშებელ იარებს ? იარებს, რომელთა განკურნებაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რომელთა საკუთარ ტყავზე გამოცდა ბეწვის ხიდის ტოლფასია, რომელთა შეხება კიდევ ახალ იარებს წარმოშობს. თითოეული მიკარება ჭრილობაზე მარილის მოყრის იდენტური ქმედებაა, რომლისგანაც გამოწვეულ ტკივილს ხმოვანი ბგერებით ვერ დაღვრი სივრცეში. სინდისის ქენჯნა კი მთელი ცხოვრების მანძილზე მოსვენებას დააკარგინებს მიყენებული ტკივილის გამო და ყველაზე უცნაური და საშინელი ისაა, რომ იგივეს გაიმეორებდა წარსულში, რომ დაბრუნებულიყო...“
...
აიშე შემოვარდა გაგიჟებული.
დაფეთებული დედის თვალები.
საოცარი ტკივილი მისი მკერდის არეში და ყელში გაჩხერილი ხორხი.
მერე იყო ებბი...
ჩემი სიცოცხლე, ჩემი გამაყუჩებელი, ჩემი ერთადერთი, ჩემი ებბი...
მისი დაძახებული „დე-და“ მთელ სიცოცხლეს მირჩევნია.
ვხვდები, რომ არავინ მჭირდება მის გარდა. არც ნიკი, არც შლიაპიანი, არავინ...
მხოლოდ ჩემი ებბი, მხოლოდ მისი რიტმული სუნთქვა და საოცარი სურნელი...
...
- ბეატრიის! - შორიდან ხელს მიქნევს სარა.
- ბატონო !
- ამ საღამოს ჰომ გახსოვს ?! - თითის ქნევით მეკითხება ის.
- მახსოვს მახსოვს. - სიცილით ხელს ვუქნევ და სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვები.
...
კლდიდან ვარდნის შემდეგ რამდენიმე კვირაა გასული. თითქოს ყოველივე ისე მიდის, როგორც უნდა წავიდეს, მაგრამ ნიკის მხრიდან ვგრძნობ განსაკუთრებულ გულგრილობას. სიმართლე გითხრათ მასთან დაახლოების სურვილი იმ შემთხვევის შემდეგ ეჭვქვეშ დამიდგა, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფულად მიზიდავდა.
...
ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ფაქტი იმისა, რომ არ შემეძლო ცეკვა რამდენიმე ხნის განმავლობაში. ეს მტანჯავდა და სულს მიღრღნიდა. ქვეცნობიერს ფლეთდა და ცნობიერებას მიცამტვერებდა ჩემი ვარდის ფერის და ყველაზე მუქი არომატის გაქრობა ცეკვის გაქრობასთან ერთად.
სახლისკენ მიმავალს ძალაუნებურად თვალები კვლავ „ჩემი“ მიტოვებული შენობისკენ გამირბის, შემდგე ფეხებიც მიჰყვება, სული კი პეპელასავით მიფარფატებს.
როგორც კი შემდგი ფეხი, მაშინვე...
მუსიკის ჰანგები აპობენ სივრცეს...
იმ სივრცეს, სადაც დუმილი ამაყად ზის პედესტალზე, სადაც სიჩუმე სუფევს აწ და მარადის...
მელოდიური ნოტები წვეთ-წვეთად იღვრება შენი სულის ყველაზე ბნელ წყვდიადში და გეჩურჩულება. მათი ექო ამბობს შენთვის ფრიად ნაცნობ სიტყვებს და გეალერსება ტკივილამდე მონატრებული ფრაზებით. მისი ალერსი კი შენში იწვევს ტანჯვის შედეგად გამოწვეულ სიამოვნებას, რაც შემდგომ შენში გარდაიქმნება ერთადერთ ნათელ წერტილად, რომელიც შენ სიბნელეს კიდევ უფრო მუქ ფერებში ხატავს და გატყვევებს.
შენ კი წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ გაგაჩნია...
შენ იძირები...
იძირები იქ, სადაც ყოფნა არასდროს მოგწონდა.
იძირები იქ, სადაც ყოფნა გაიძულეს მოგწონებოდა...
აკორდს აკორდი მისდევს, ნაბიჯს ნაბიჯი, ნოტს ნოტი, ტრიალს ტრიალი, ჩასუნთქვას ამოსუნთქვა, ფეხის წვერებზე აწევას ტერფებით შეხება იატაკზე...
სულიერ ორგაზმს ვაღწევ და სულმოუთქმელად გავრბივარ ამ ადგილიდან. სხეული მიხურს, გონება მებინდება, ვბედნიერდები და ამ ბედნიერების გაზიარება მხოლოდ ჩემ გოგოსთან მინდა. კუნთები ტკივილს იწყებენ, ჟანგბადის მიწოდება წყდება, რამდენიმე წუთი ? შეუძლია კი ადამიანს რამდენიმე წუთი შეიკავოს სუნთქვა სპეციალური ვარჯიშის გარეშე ? წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს რამდენიმე ხანი ჩემში საუკუნედ დაიღვენთა და გააპო ჩაკეტილი სივრცე ჩემ შიგნით. დედამიწა დატრიალდა და მხოლოდ ჩემი შეგრძნებები არსებობდა იმ უხილავ გალაქტიკაში, სადაც მე ვქმნიდი, მე ვხატავდი, მე ვწერდი, მე ვცეკვავდი, ვსუნთქავდი, ვკლავდი, ვაცოცხლებდი, ვაშენებდი და კვლავ ვანგრევდი ჩემ კუთვნილ გრძნობას, აურაცხელი რაოდენობის, სხვადასხვა სიმძაფრის გრძნობას, რომელიც ჩემი მაცოცხლებელი წყარო იყო.
მივედი თუ არა სახლში ჩემ სიყვარულს მოვეხვიე, ხოლო საპასუხოდ მისი პატარა ხელების შეგრძნება კისერზე იყო ცრემლების ნაკადის სათავე...
რა მატირებდა ?
არ ვიცი...
მგონი ბედნიერება.
თუმა რა აზრი აქვს.
მსიამოვნებდა და ვტიროდი.
კიდევ კარგი ებბის არ შეშინებია...
...
საღამოც დადგა და მეც მდიდრულად გამოვეწყვე.
დღეს კეტრინი საკუთარ რესტორანში მართავდა წვეულებას.
სადაც მე შემეძლო მეცეკვა...
მეცეკვა ისევე თავდავიწყებით, როგორც შენობაში ?
ნუთუ შემიძლია მე სხვის თვალწინ გავაშიშვლო ჩემი სული ?
შეუძლია კი საერთოდ ვინმეს ?
სულის სიშიშვლემდე გახდა შეუძლია საზოგადოების თვალწინ...
არ ვიცი.
მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან რთულია, ძალიან....
...
შუა საუკუნეების სტილის წვეულება გამოდგა. ბორდოსფერი ფარდები ამშვენებენ რესტორნის უზარმაზარ კედლებს. ამავე ფერის ქსოვილი ეალერსება მრგვალ, შახმატურად მდგარ მაგიდებს. სცენაზე ორკესტრი ემზადება ჰარმონიული მელოდიის დაღვრისათვის, ხოლო მე მონუსხუlი ვუმზერ როიალთან მდგარ შლიაპიანს.. რამდენი ხანია არ მინახავს ? თვლა ამერია... მაგრამ მონატრებით გრძნობის ჩახშობა ჩემში არ შემეძლო... წითელი ფერის, ბარძაყთან ჩახსნილ კაბაში, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა, თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი და სხეული მიხურდა. ერთი სული მქონდა როდის აათამაშებდა ის როიალზე საკუთარ, ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებულ თითებს და დაღვრიდა სივრცეში მომაჯადოებელ მელოდიას, რათა მე განმეხორციელებინა მცდელობა საკუთარი სულის გაშიშვლებისა...
ნიკს ვერ ვხედავდი, თვალებით ვეძებდი და ტუჩს ვკბენდი, ვერ ვიპოვე... თითქო გულის დამწყდა.
- ბეატრის ! - უეცრად გავიგონე დედაჩემის ხმა.
- აიშე ?! - გამიკვირდა მე, მივედი და გადავკოცნე. - აქ როგორ მოხვდი ?
- კეტრინმა დამპატიჟა. - გაიკრიჭა აიშე.
- როდის მოასწარით ერთმანეთის გაცნობა ? - თითქოს შევშფოთდი მე, შემდეგ კი ორივე ავხარხარდით.
- ძალიან საყვარელი და გულწრფელი გოგოა. - გაებადრა სახე აიშეს შორიდან მომავალი კეტრინის დანახვისას.
- აიშეე ! - გამოქანდა კეტრინი და კისერზე ჩამოეკიდა დედაჩემს.
- ჰეეი, ვეჭვიანობ ! - ტუჩები გამოვბურცე მე.
- ჩემია ! - ენა გამომიყო კეტრინმა და აიშეს უფრო მაგრად მიეკრო. სულში სითბო მეღვრებოდა მათი ყურებისას. მოულოდნელად გული შემიქანდა, აიშეს სასოწარკვეთილი გავხედე და წამოვიკივლე.
- ებბი ?!
- დამშვიდდი. - ახარხარდა აიშე.
- დენისს ეთამაშება. - გაეცინა კეტრინსაც.
- წავალ ვნახავ. - ჩავიბურტყუნე მე.
მართლაც დენისს ეთამაშებოდა ჩემი ბარტყი. ჭკუამხიარული დენისიც თითქოს სამი წლის გამხდარიყო და ცოცხალი თავით არ აძლევდა ებბის მის საყვარელ სათამაშოს, რაზეც ებბი ცრემლისღვრით პასუხობდა დენისი კი მის ტირილს ვერ უძლებდა და გულში იკრავდა. გავთბი და თვალზე ცრემლი მომადგა.
რა იქნებოდა ?
რა მოხდებოდა ჩემ შილს მამა რომ ჰყოლოდა ?
მხოლოდ დედას შეუძლია ყველაფერი მისცეს ბავშვს ?
არა...
ერთი მშობელი ვერაფერს გახდება იქ, სადაც ორივემ უნდა იმოქმედოს. ბავშვის ფსიქიკა სანახევროდ ჩაკეტილი იქნება და ...
არა ბეატრის. ნუ ფიქრობ, ახლა არა, ოღონდ ახლა არა...
...
ნოტი...
კიდევ ერთი...
აი კიდევ....
საოცრად ავმჩატდი, არ შემეძლო აღფრთოვანების დამალვა. შლიაპიანის უნაკლო შესრულება მშლიდა და სიგიჟის ზღვრამდე მიღწევას მაიძულებდა.
ნაბიჯი...
ყველა დაიძრა, მთელი დარბაზი ცეკვავს, ხალხთა მასა შეიკრა ერთ სხეულად და ასრულებს ზუსტ მოძრაობებს. მეც, მეც, მეც !
ჭკუიდან გადავდივარ, ვიხდი, ჰო ვიხდი...
ბნელ საბურველს ვიხდი. შიშველი, მხოლოდ ვნების სახით წარვდგები ამ ერთ სხეულში და თავს ვკარგავ.
საკუთარი თავი გამომეყო და ასრულებს მოძრაობებს. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს საბედისწერო ცეკვას ვასრულებდე.
რატომ ?
რა არის ამის მიზეზი...
წელზე მოხვეულ ხელს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ძალიან ნაცნობი შეხებაა, ვხვდები, რომ ეს ლურჯები, ვხვდები, რომ ეს მხრები, ვხვდები, რომ ეს გულგრილი მზერა, რომელიც სინამდვილეში დუღს...
ნიკი.
უნებურად ლავიწის ძვალი ამეწვა და კონცენტრაცია გამიჭირდა.
წყვილების ცვლილება და...
მოულოდნელად კვლავ ნაცნობი, უფრო თბილი, უფრო ლაღი, უფრო ჰაეროვანი და ვარდისფერი შეხება ვიგრძენი.
შლიაპიანი !
ტუჩის კუთხეში მიღიმის. ნიღბის მიღმა ვხედავ როგორ უბრწყინავს თვალები და მეც მეღიმება.
ნაბიჯი, ნაბიჯი, ნაბიჯი....
რიტმი, წნევა, ვნება, სისხლი დუღს !
მოდი, კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი ნოტი, აკორდი, შეხევა, სუნთქვის გახშირება, ერთზე შესვლა, ორზე ტრიალი, სამზე ჩამოსვლა.
შესვლა, ტრიალი, ჩამოსვლა...
შესვლა, ტრიალი, ჩამოსვლა !
ერთი, ორი, სამი !
ვნებამორეული მზერით ვბურღავთ ერთმანეთ, ბეჭზე კი განსხვავებულ მზერას ვგრძნობ. გააფთრებულს, გაგიჟებულს, მაგრამ თითქოს მშვიდს. ნიკში რაღაც იზრდება....
...
მუსიკა სრულდება და ჩვენ რევერანსით ვემშვიდობებით ერთმანეთს. თვალებგაბრწყინებული და ბედნიერი ვბრუნდები უკან და მეგობრები გაოცებული შემომცქერიან. აღფრთოვანებული შეძახილები არ წყდება, მე კი მხოლოდ აიშე მაინტერესებს.
რატომ ?
არ ვიცი...
ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები და ვგრძნობ, რომ გუნება წაუხდა და რაღაც ახრჩობს. მის თვალებში ვხედავ ცრემლებს, ჩაწითლებული გარსი კი ბრაზს მამცნობს. გაკვირვებული შევცქერი და გული მიკვდება მისი ამ მდგომარეობაში ნახვისას. ხელი ჩამკიდა და ეგრევე გამაქანა მწეველთა ოთახში, სადაც არავინ იყო. სული ძლივს მოითქვა, მე კი...
- აიშე...
- ბეატრის !
-...
- ვინ არის ის შლიაპიანი ?! - მისი ტონი მჭექარე და გატეხილი იყო.
- შლიაპიანი... ის.... ჰენრი... - ენა დამება მე.
- ბეატრის ! მართლა ვერ ხვდები ?! ნუთუ მართლა ვერ ხვდები ?! რამ დაგაბრმავა?!
- აიშე რას გულისხმობ ?! - გამოვშტერდი მე.
- მიპასუხე, ვინ არის ?
- ადამიანი, რომელიც მომწონს. - მშვიდად მივუგე მე.
- და შენ იცი ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი ?
- მე...
- წარმოდგენაც არა გაქვს ბეატრის, წარმოდგენაც არა გაქვს
- აიშე, წესიერად ამიხსენი ! - მოთმინების ფიალა მევსებოდა მე.
- რა ჰქვია?!
- ჰენრი...
- ოო არა ძვირფასო, ჰენრი არა.
- ნუ წელავ სათქმელს აიშე, მითხარი ისეთი რა იცი, რაც არ ვიცი მე ! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
- ჰენრი არა... - დამშვიდდა აიშე, თვალი თვალში გამიყარა და. - ჰარი !
თავზარი დამეცა.
ჰარი ?
ანუ პალატაში ჰარი...
არ მჯერა, შეუძლებელია...
ჰენრი, ჰარი...
….
- დედა, რა სისულელეს ამბობ. - ისტერიკული სიცილი მიტყდება მე. - ჰარი ვიზუალურად დამავიწყდა და ჰენრისგან ვერ ვარჩევ ? რა აბსურდია !
- ამდენი ხნის განმავლობაში ვუყურებდი შენ ტანჯვას, ამდენი ხნის განმავლობაში....და შენ გეგონა დედაშენი გულხელდაკრეფილი იჯდებოდა ? გეგონა არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა შენსავით ? ო, როგორ ცდები ბეატრის, როგორ ვერ ხედავ შენ ირგვლივ ადამიანებს, როგორ ვერ ამჩნევს მთლიან სიუჟეტს, მაშინ, როცა წვრილმანებს მისდევ. გამოფხიზლდი შვილო, ცხოვრება მხოლოდ გრძნობები არ არის !- შემომღრინა აიშემ.
- რას გულისხმობ გამაგებინე ბოლოს და ბოლოს ! - ნერვიულად გამეცინა მე და თითების ტეხვა დავიწყე.
- მას ჰკითხე, მე, მე არ შემიძლია...აღარ შემიძლია ტრის... - თქვა ეს თუ არა იმ წამსვე გული წაუვიდა და მიესვენა. წამოვიკივლე და მივვარდი. ვცადე მომესულიერებინა, მაგრამ არ გამომივიდა სასოწარკვეთილი კივილი აღმომხდა და საშველად ვუხმე ხალხს. ბედზე დენისი იქვე ახლოს იყო და მომენტალურად შემოვიდა.
- რა დაემართა ? - შეშინებულმა იკითხა.
- ინერვიულა და, და... - ავსლუკუნდი მე.
- ბეატრის, მომისმინე, ახლა ცრემლების დრო არაა, წადი წყალი მოიტანე და კეტრინს დაუძახე, მეორე სართულზე პატარა ოთახია, იქ ავიყვანოთ. - ეს თქვა და მეც ტყვისაავით გავვარდი. ერთიოდე წუთი დამჭირდა მითითებების შესასრულებლად. ჰო, მითითებებსვასრულებ, აი საკუთარი ინიციატივა არ გამაჩნია. ჯანდაბა ბეატრის ! ჯანდაბა...
...
- მმმ...
- აიშე ! აიშე როგორ ხარ ?! - დავაყარე კითხვები ახლადგამოფხიზლებულ დედაჩემს და თვლები ამემღვრა. გული შემეკუმშა და მწველი ტკივილი ვიგრძენი, დედაჩემი მტკიოდა.
- არამიშავს, სახლში მინდა... - თქვა და წამოდგომა სცადა. მეც მივეშველე და რამდენიმე წამში ისევ ის აიშე იყო, ოღონდ უფრო მოღუშული და ზედაც არ მიყურებდა... ყრუდ ამოვიგმინე, ის კი ოთახიდან გავიდა მედიდური, ამაყი იერით და დამტოვა ეჭვებით სავსე, პასუხგაუცემელ კითხვებს მიუგდო ჩემი თავი დასაგლეჯად.
მუხლებზე დავეცი და ცრემლებმა გასაქანი თავად ჰპოვეს თვალის უდაბნოებში.
რას ვაკეთებ ? სად ვარ ? აქ რა მინდა ?
ბეატრის ადექი !
ბეატრის !
მეძახის ჩემი მე, მეძახის და ვერ გამაგონა, მეძახის და ჩემი ყურთასმენა დაიხშო.
არა !
უნდა ავდგე, უნდა გავარკვიო, ჩემი გრძნობების დაფლეთის უფლება არავის უნდა მივცე. არავის არასდროს არ მისცეთ უფლება თქვენი სული დაფლითოს. არ შეუშვათ ისინი იმდენად ღღმად, რომ ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე თავისუფლად დაჭერის საშუალებას ფლობდნენ. ნუ აძლევთ ხალხს ტყვიას, რომელსაც შეუძლია განგგმიროთ.
ავდექი ! ჰო მე წამოვდექი !
წავალ.
მიტოვებულ შენობაში წავალ.
ის მოვა, აუცილებლად მოვა !
...
რამდენიმე გრძელი საათის განმავლობაში ვფიქრობდი. ვიჯექი და უბრალოდ არაფერს ვაკეთებდი. უხმოდ, მდუმარედ...
აჰ არა, რამდენიმე ნოტი ავიღე. ჩემი და ჰარის დროინდელი ეული ნოტი.
ტანში უსიამოვნოდ გამცრა და ტკივილი ყელში მომებჯინა უზარმაზარი ხორხის სახით. ვიგრძენი თვალის გარსი როგორ ჩამისისხლიანდა და როგორ ცდილობდა შეეკავებინა ცრემლი, რომელიც წვავდა მის უდაბნოსავით ბუნებას. გამშრალი ცრემლი...
ნაბიჯი....
ნაბიჯი...
ნაბიჯი...
მოვიდა.
არ შევბრუნებულვარ, გავაგრძელე დაკვრა. გავაგრძელე იმ უსიამოვნო მელოდიის გაჟღერება, რომელიც ტანში მტეხდა და მასაც ძაბავდა.
თითქოს იცოდა, რომ მე ვხვდებოდი... არა, იცოდა, რომ აიშემ მითხრა.
ჰარი.
მაგრამ როგორ ?
- როცა წავედი... - დაიწყო მან. მისი ხმა ძალიან მძიმე და დამფრთხალი მეჩვენა. გამოუვალი მდგომარეობის გამო უაღრესად დაბოხებოდა და ჟრუანტელს მგვრიდა. ცივი ოფლი მასხამდა და იმის გაანალიზება, რომ აიშეს სიტყვები აბსოლუტური სიმართლე იყო თავზარს მცემდა. მეშინოდა, ძალიან, ძალიან მეშინოდა. მაგრამ რის ? არ ვიცი. - მაშინ... მე მიყვარდა ის... მეგონა, რომ მიყვარდა... - მოზრდილი ნერწყვი გალაყლაპა მან.მთელი გულისყურით ვუსმენდი. - არ მინდოდა მიმეტოვებინე, მაგრამ ის რასაც მაძლევდა ლეილა იყო ბევრად განსხვავებული, ვიდრე შენი მუხტი...
- და ? - გამეცინა მე. უაღრესად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი ამის მოსმენისას.
- და მერე და მერე მივხვდი, რომ...მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მჭირდებოდა. - ნერვიულად ჩაიცინა. - ნამდვილად არ იყო, გვიან მივხვდი სამწუხროდ... ორსულად იყო ლეილა... მიყვარდა, ის ბავშვი მთელი არსებით მიყვარდა, მაგრამ ლეილამ... მან მიღალატა და შვილი, შვილი ჩემი არ იყო... არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანმა ერთმანეთს ღალატი და სიყვარული შეუთავსოს, მაგრამ ლეილამ შეძლო. სიგიჟემდე ვუყვარდი, მაგრამ არ შეეძლო ჩემთან ერთად ყოფნა, მე კი ვხვდებოდი, რომ… ვხვდებოდი, რომ ჩემი კაშკაშა წითელი ფერის, გულმხურვალე სიყვარული ხუნდებოდა და კარგავდა ჩვეულ სიმძაფრეს. კვდებოდა ჩემივე თვალწინ და მე ვერაფერს ვშვებოდი გარდა იმისა, რომ ვაანალიზებდი რომ ეს იყო არა სიყვარული, არამედ გატაცება, უბრალო გატაცება და მე. მე ჩემივე ნებით ჭეშმარიტი სიყვარული მივატოვე შენი სახით. არც კი ვიცი, შემიძლია თუ არა მე ვუწოდო იმ გაუგებარ გრძნობას, რაც ლეილასადმი მქონდა ეს დიადი სიტყვა ბეატრის. - მან პირველად ამდენი წლის მანძილზე დამიძახა სახელი და მაბარებდა აღსარებას. ჩემში კი გულგრილობის გარდა არაფერი ბობქრობდა. არაფერი სრულიად. შლიაპიანი... ჩემი ვნებიანი, სულისშემძვრელი, დამაბნეველი შლიაპიანი არც არსებულა თითქოს, ჩემი უკვდავი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ის, ვინც მე მჭირდებოდა და ის, ვისი შეხებაც მე მღვრიდა გარყვნილი ვალსის აწ უკვე მომაკვდავ მელოდიად. ვინანე, ოოჰ როგორ ვინანე მის წინ ჩემი სულის გაშიშვლება. ვინანე, ოოჰ, როგორ ვინანე ჩემი თითოეული უკვდავი გრძნობა, რომელიც მასთან სულ მცირე კავშირში მაინც იყო. ვინანე თითოეული სულელური და გაბადრული ღიმილი, რომელიც „ჰენრიზე“ ფიქრს მოეგვარა ჩემთვის და თითოეული უაზროდ სასიამოვნო წამი, რომელთა წყაროც „ჩემი“ შლიაპიანი, არა, ილუზია იყო. - მივხვდი, რომ მასთან გაჩერება აღარ შემეძლო. - გააგრძელა ჰარიმ. - არ შემეძლო და უკანმოუხედავად წამოვედი. მენატრებოდი, სიკვდილამდე მენატრებოდი, თვითმკვლელობის მცდელობამდე მენატრებოდი. ვინანე, რომ გაგანადგურე გატაცების გამო, ვინანე, რომ შენ ჩაგაბარე სხვას, ვინანე, რომ საყრდნი გამოგაცალე და უსკრულის თავზე გადმოგკიდე, დაგტოვე ბედის ანაბარად და... მოულოდნელად ჩემთვის ლეილა მოკვდა... სიმსივნე კლავდა თურმე. წარმოდგენაც არა მაქვს იცოდა მან თუ არა, მაგრამ ვიტყვი, რომ ლეილა მეტკინა. მისი სიკვდილით ჩემში რაღაც მოკვდა. - ყრუდ ამოიგმინა ჰარიმ. - შემდეგ... შემდეგ ჩემი შვილიც... ის... ექიმების დაუდევრობის გამო, გარდაიცვალა... - თქვა და ვიგრძენი მის კისერში გაჩხერილი ვეებერთელა ბურთი, რომელიც ცრემლის სახით ჩამოუგორდა ლოყაზე. - ნარკოტიკებს მივყევი ხელი ბეატრის. ნარკოტიკებსა და სასმელში ვიპოვე ხსნა და ერთ მშვენიერ დღეს ავტოავარიამ იმსხვერპლა ჩემი როგორც სული ასევე სხეული. საზარლად დავმახინჯდი. აღარ შემეძლო მეყურებინა სარკეში იმ ადამიანისთვის, ვინც მე არ ვიყავი. ვინც იტანჯებოდა ამდენი ნაიარევისგან. ჰო, მე მტანჯავდა ჩემი ფიზიკური სხეული და მამახინჯებდა სულიერადაც. ყოველ დილა ჩემთვის ამაზრზენად იწყებოდა, თითოეული ღამე მკლავდა და კვლავ მაცოცხლებდა. ყოველთვის მახსენებდა იმას, რომ მე ჯერ კიდევ ვსუნთქავ, შემიძლია აზროვნება და ვარ სიმახინჯის განსახიერება, რომელსაც არაფერი ეშელება... არ მეშველება ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს. მროგორ მსურდა ყველაფერი უკან დამებრუნებინა, როგორ მსურდა კვლავ მენახა სარკეში გაღიმებული ჰარი, ბეატრის შენ ვერ წარმოიდგენ რაოდენ ჯოჯოხეთური წამება გამოვიარე მე ამ სამი წლის განმავლობაში... ამიტომ გადავწყვიტე ყველაზე ეფექტური ხერხისთვის მიმემართა ჩვენ სამყაროში. პლასტიკურმა ქირურგიამ საოცრება მოახდინა არა ტრის ? შენ მე ვერ მიცანი... მეტიც, ცოტაც და ხელახლა შეგიყვარდებოდი. როგორ მინდოდა, როგორ მინდოდა ამ ტყუილის დამალვა, როგორ მინდოდა ახალი ცხოვრების დაწყება შენთან ერთად...
- ჰარი. - დინჯად მივმართე მას.
- აწ უკვე ჰენრი ძვირფასო... - ღიმილით მომიგო მან.
- შენ ახლაც არ ხარ ის, ვინც ხარ რეალურად. - ცივად მივუგე მე.
- რა გულისხმობ ? - დაიბნა ის.
- მე შვილი მყავს. - ვთქვი და დაკვრა შევწყვიტე.
- როგორ ?! - შეცბა იგი.
- სამი წლის, ებბი.
- სამი... მოიცა, ნუთუ.... - ხელები თმაშ შეიცურა და სცადა გაეხსენებინა.
- ჰო. - ვთქვი და წამოვდექი. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. ვგრძნობდი როგორ იძაბებოდა ყოველ ჩემ ნაბიჯზე და ის ლოდი, რომელიც მხრებზე მოკალთებულიყო კიდევ უფრო უმძიმდებოდა და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას ყოველწამ უქრობდა. - ჩვენი შვილი, ებბი.
- ბეატრის ეს ჰომ არაჩვეულებრივია, ეს საოცრებაა, ეს... არ მჯერა, ჩემი პატარა ჩემი ებბი, ბეატრის ეს რას ნიშნავს ხვდები, ხვდები ეს რას ნიშნავს ?! - მოიწია ახლოს და ჩემი სახე მის დიდ ხელებში მოიმწყვდია. - ჩვენ შეგვიძლია ხელახლა დავიწყოთ ტრის. ჩვენ შეგვძლია, ებბი დაგვეხმარება ტრის, ჩვენი პაწია ანგელოზი ებბი. - თვალები უბრწყინავდა მას. მე კი... კვლავ გულგრილობა თამაშობდა ჩემ ნერვებზე.
- არა ჰარი. - მშვიდად მივუგე და მისი ხელები მოვიშორე. - შენ მატყუარა, მოღალატე, მლიქვნელი და საზიზღრად ფარისეველი ადამიანი ხარ. ებბის მამა შენ ვერ იქნები. - ვუთხარი და მის სასოწარკვეთილ, თაფლისფერ თვალებში ჩავხედე, რომელნიც მბრწყინავი მდგომარეობიდან მომენტალურად ჩამქრალზე გადავიდნენ. მე კი გავუმეორე, რომ დავმტკბარიყავი მისი აუტანელი ტანჯვით. - შენ ებბის მამობას არ გაუწევ. ყველაზე უღირსი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს და გამიგია. - ვთქვი და შევტრიალდი, რათა წასულიყავი. ვიგრძენი როგორ ეტკინა ჩემი სიტყვები, ვიგრძენი როგორ მოკვდა მასში სულ ბოლო სიცოცხლის ნაპერწკალი, ვიგრძენი როგორ ეტკინა მას... ზუსტად ისე, როგორც მე მტკიოდა მისი წასვლის შემდეგ. ის განადგურდა ზუსტად ისე, როგორც მე გავნადგურდი, ღრიალებდა ზუსტად ისე, როგორც მე ვღრიალდებდი. ჩაიკეცა და აღრიალდა. შევყოყმანდი, მინდოდა შევბრუნებულიყავი მისკენ და მენახა იგი ამგვარ მდგომარეობაში, მაგრამ მტკივნეულად მწვდა მკლავში და როიალზე მთელი ძალით მიმახეთქა. ტკივილისგან ხმამაღლა წამოვიკივლე და ინსტინქტურად წელისკენ წავიღე ხელი. მან კი დრო იხელთა და მხრის ძვალი ამომიგდო ბუდიდან, რამაც აუტანელი ტკივილი მომგვარა და საშველად დაძახების სურვილი გამიჩინა.
- ახლაც იგივეს გაიმეორებ ?! ჰაა, მითხარი, ახლაც იგივეს გაიმეორებ ?! - არაადამიანურად ხარხარებდა ჰარი. სასოწარკვეთის ბოლო დონეს მიაღწია მან.
- გამიშვი შე არაკაცო, ხელი გამიშვი მტკივა. მიშველეთ ! - ამის დაძახება და კარის შემონგრევა ერთი იყო. ნიკი შემოვარდა მხეცივით და.... რამდენიმე წუთით თვალთახედვამ მიღალატა... ვერაფერს ვარჩევდი. მხოლოდ ყვირილის ხმა და მტვრის უსიამოვნო ბუღს ვგრძნობდი.
ვგრძნობდი...
ვგრძნობდი როგორ უფერულდებოდა ვარდის ფერი, როგორ ქრებოდა ყველზე მუქი ვარდის არომატი...
მათ კი ჩემი სულის მცირე ნაწილი წაყვა...
სხეულის თითოეული ატომი მიწიოდა, იღვრებოდა ბოლო ვალსის მელოდიად, წერდა ჩემი წიგნის ბოლო უკვდავ ფურცელს და ისვროდა ამ წიგნს გენიის ცეცხლში, რომლის მხურვალებასაც ძალაუნებურად ვგრძნობდი კანზე და ვგმინავდი ტკივილისაგან.
თითქოს მოვკვდი და ხელახლა გავცოცხლდი.
გავცოცხლდი ოღონდ ლურჯებში....
...
„ჩემი ყურადღება ციდან საკურას ფურცლებივით გაწვიმს და გროვდება, იმდენი გროვდება რომ თავისუფლად შეგიძლია გასცურო ამ ყურადღების ოკეანეში, რომელსაც მე შენ გიძღვნი, მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ ის ვისზეც ზრუნვა ასე გამალებით მწადია. იდეალისტი ვარ, ჩემი იდეალი კი შენ ხარ. თაყვანს გცემ და გადიდებ, მაგრამ თუ შენგან ვერ ვიგრძენი ანალოგიური - წყენას გულში ჩავიხვევ, გავიბუტები და დაველოდები სანამ მიხვდები რა მსურს. მე თვითონ არასოდეს გეტყვი ამას, რადგან ეს ერთგვარი გამოცდაა, თუ ვერ მიხვდი ესეიგი შენ ის არ ხარ...“
...
ვფხიზლდები და მხოლოდ ნიკსღა ვხედავ თავს რომ დამტრიალებს. ფრთხილად ცდილობს ამოვარდნილი ხელი ბუდეში დააბრუნოს და არ მატკინოს. მხრის, წელის და თავის ტკივილი უკვე აუტანელი ხდებოდა.
- გტკივა ? - სითბოშეპარული ხმით მკითხა მან.
- ძალიან. - ცრემლისგან ამღვრეული თვალების დაფარვა ვცადე მე, მაგრამ არ გამომივიდა.
- გთხოვ, სულ ცოტა მოითმინე. - ლამის ვედრებით მითხრა და რაც შეიძლება სწრაფად და მაქსიმალურად ოსტატურად დააბრუნა ხელი თავის ადგილზე. შემდეგ წელთან გახეულ კაბას და საკმაოდ ღრმა ნაკაწრს მიუბრუნდა. დაინახა თუ არა ის, გავიგონე მისი კბილების ჭრაჭუნი. უნებურად ხელი მისი სახისკენ წავიღე და ლურჯებს შევეჩეხე.
ჩავიძირე სადღაც იქ,
სადაც არავინ არ არის,
მე დავბრუნდი სადღაც იქ,
სადაც არის მხოლოდ ის.
- ნიკ... - ჩურჩულით წარმოვთქი მე.
- გრძნობებში ღრმად შეჭრილი, რეალობას მოწყვეტილი და იდეალური ილუზიის მქმნელი, ადამიანის სულში შესახლებული იდუმალი ქმნილება ხარ, რომლის არსს ვერავინ ჩაწვდება და რომლის რაობის გათავისების უკვდავი შესაძლებლობა მუდმივად წყვდიადით იქნება გარემოცული. ნუთუ ვინმე იმდენად ბნელი მოაღწევს შენამდე, რომ შეძლოს ცალი თვალით, წამიერად შემოიჭყიტოს ამ საოცარ, იდუმალებით მოცულ, ირეალურ სამყაროში, სადაც თითოეული შენ მიერ წარმოქმნილი ატომი და მოლეკულა ასახავს შენს სულში ჩასახულ აურაცხელი რაოდენობის და სულისშემძვრელი სიმძაფრის მქონე პაწაწუნა გრძნობებს, რომელთა ერთობა ქარიშხლის სახით დაატყდება ამ ოკეანეში მოცურავე პაწია გემს და შტორმად გარდაიქმნება იმათთვის, ვინც ნებართვის გარეშე ცდის ამ ბნელი წ....ბის ბინადარ გრძნობებს უხეშად შეეხოს... - მონუსხული ვუსმენ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს სიტყვები მე მეკუთვნის, მინდა მჯეროდეს, რომ მე შემიძლია ასეთი ვიყო.
ვიყო ასეთი ნიკის თვალში...
- გინდა ამაზე ვილაპარაკოთ ? - მეკითხება ის.
- არ მინდა... ნიკ მისი ხსენებაც კი არ მსურს... - ვთქვი და ვიგრძენი როგორ ასკდებოდა ცუნამის სახით ცრემლები ჩემ გაუდაბნოებულ, ხრიოკს დამგვანებულ, ჩასისხლიანებულ თვალებს და მიზანმიმართულად ძირავდა ბუსურსში ნიკის სილუეტს და მის ლურჯებს. მე კი ხავსივით ვებჭაუჭებოდი მათ.
- კარგი. კარგი, როგორც გინდა. - თქვა და ხელის ზურგი ლოყაზე მომიხახუნა. შევკრთი და სუნთქვა შემეკრა. მკვეთრად დავიხიე უკან და წელის ტკივილმა შემახსენა თავი, რაზეც დავიჭყანე და ნიკის სახეზე შეშფოთება დავხატე. - გტკივა ?
- კი... ცოტა... - რამხელა სიცრუე იყო ეს სიტყვები.
- შეძლებ წამოდგომას? - დაეჭვებულმა მკითხა. ვცადე წამოდგომა, მაგრამ უკიდურესად გამიჭირდა. შედეგად ისევ იატაკზე დავენარცხე და ამოვიკნავლე. - კარგი, არ გაინძრე. - თქვა და ნაჩქარევად ამიყვანა ხელში. ამჯერად ოდნავ წამოვიკივლე, მაგრამ როგორც კი მის ლურჯებს ხელახლა შევეჩეხე და დავინახე რაოდენ დიდ ტკივილს ასხივებდნენ, გული შემეკუმშა. მის დაკუნთელ მხრებზე დავადე ხელები და გულმკერდს მივეკარი.
- წამიყვანე...
- ცოტაც მოითმინე, მალე სახლში ვიქნებით... - თქვა და თვალებით გამიღიმა. მე კი თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
- არ მინდა სახლში...
- რატომ ? - გულწრფელად გაოცდა ის.
- აიშე... ინერვიულებს და... მე კიდევ არ ვარ მზად მასთან სასაუბროდ. - მწარედ ჩამეცინა და თავი ჩავქინდრე.
- მაშინ... ჩემთან წაგიყვან. გპირდები მაქსიმალურ კომფორტში იქნები. - თქვა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
- გ-გმადლობ... - დარცხვენილი თვალებით ავხედე.
- ნუ მიყურებ ეგრე. ეს სულ მცირედია რისი გაკეთებაც მე შემიძლია შენთვის...
...
რას გულისხმობს ? რატომ უნდა გააკეთოს მან ჩემთვის რაიმე... რა ტრიალებს მის გონებაში ? ან გულში ? იქნებ რაც კეტრინმა თქვა... არა, არა, გამორიცხულია... ჯანდაბა ტვინი მისკდება ამაზე ფიქრით.
მანქანაში რაც შეეძლო ფრთხილად ჩამსვა და მკრთალად გამიღიმა. საოცრად უხდებოდა ღიმილი. მანქანა დაძრა და დუმილი გამეფდა ჩვენ ორს შორის. მხოლოდ წვიმის რიტმული წკაპუნი არღვევდა სიჩუმის სამეფოს, ერთი შეხედვით თითქოს დაუნგრეველ კედლებს. უსასრულობაში ჩამძირა ამ ტანდემმა. ილუზიური შეგრძნება მეუფლებოდა.... რას ნიშნავს ? ვერ ავხსნი... მაგრამ სადღაც იქ, ილუზიაში, ფანტაზიაში, ოცნებაში მე ვგრძნობდი ბედნიერებას, რომლის მწველი წვეთები იპარებოდნენ ჩემი ქვეცნობიერიდან და იღვრებოდნენ რეალობაში ნიკის რიტმული, ცხელი სუნთქვის სახით.
...
დანიშნულების ადგილს მცირე დროში მივაღწიეთ და ისევე ხელში აყვანილმა მიმიყვანა ბინამდე და დამსვა რბილს საწოლზე. მრცხვენოდა. ნიკის სიახლოვის მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ ?
- მოიცა, მედიკამენტებს მოვიტან და გადაგიხვევ წელის არეს. - თქვა და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა აბაზანისკენ, სადაც ეგულებოდა წამლები. ხელში ბინტით, ბამბითა და სპირტით დაბრუნდა. ზურგდან მომიდგა, მაგრამ ვერ შეძლოა დამუშავება. ძალიან მოუხერხებლად ვიჯექი, რასაც ტანსაცმლის არახელსაყრელი განლაგება უწყობდა ხელს. გახეული ადგილი არ იყო საკმარისი მთელი ჭრილობის დასამუშავებლად, ამიტომ მან ყოყმანით მითხრა. - ბეატრის, კაბა...
- კაბა ? - თავი გავისულელე მე, რატომღაც ხუმრობის ხასიათზე მოვედი.
- ჰო, კაბა. ხელს მიშლის.
- აჰ, ანუ კაბა ხელს გიშლის. მერე ?
- გაიხადე.
- შენ მე მთხოვ, რომ გავიხადო კაბა, მაგრამ შენ მითხარი, რომ მაქსიმალურ კომფორტში გეყოლებოდი, ანუ დისკომფორტი არ უნდა შეგექმნა, შენ მე მომატყუე, არ უნდა დამეჯერებინა შენთვის. - ჩემი მსახიობური ნიჭი ბრწყინვალედ გამოვავლინე, თვალები ცრემლებით ამევსო და ქვედა ტუჩი შემითრთოლდა, ხელებით ზეწარს ჩავაფრინდი და რაც შემეძლო ბუნებრივად გამოვხატე სასოწარკვეთა.
- ბეატრის, არა, მე მე ვიგულისხმე, რომ კაბა ჭრილობის დამუშავებაში ხელს მიშლიდა. არ იტირო, გთხოვ. არ შეიძლება ჭრილობის ასე დატოვება, ამიტომ გითხარი რომ... - აუღლუღდა ნიკი. საშინლად დაიბნა, მე კი ამჯერად სიცილი ვეღარ შევიკავე და მთელ ხმაზე ავკისკისდი. ტკივილი სრულიად დამავიწყდა ნიკის აფორიაქების შემხედვარე. ეს რომ შეამჩნია, მომენტალურად შეკრა წარბები და მკაცრი იერი დაუბრუნდა.
- ახლავე გაიხადე კაბა ბეატრის ! - მბრძანებლურ ტონს მოუხმო ნიკმა.
- ო, დიდო მეფეო, რაოდენ მბრძანებლური და მედიდური იერი გაქვთ. - ვერ ვჩერდებოდი მე.
- ბეატრის ! - ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მე კი ისტერიულ ხარხარს ვერაფერს ვშველოდი. - ოხ ! - თქვა და მომვარდა, ერთი ხელის მოსმით დამტოვა მხოლოდ საცვლების ამარა და ბოლომდე გაანადგურა ჩემი კაბა. ინსტინქტურად ავიფარე ხელები სხეულზე და ამოვარდნილმა მხარმა კვლავ შემახსენა თავი. სიმწრისგან ამოვიკვნესე. ის კი გულრილად აგრძელებდა წელზე ჭრილობის დამუშავებას.
როგორც იქნა მორჩა და ხელი შეაცურა წელზე. გამაჟრჟოლა და კანი დამეხორკლა, მის მახვილ მზერას კი არ გამოჰპარვია ჩემი სხეულის ეს სასიამოვნო საპასუხო ჟესტი მის ქმედებაზე. მისი ცხელი სუნთქვა მთელ ზურგზე მეფინებოდა და თითოეულ ატომს ათრთოლებდა. ტუჩს ვუკბინე, რომ ჩემი აბსტრაქციიდან წამოსული სასიამოვნო კვნესის შეჩერება მეცადა. გამომივიდა, მაგრამ ტუჩი იმსხვერპლა და სისხლის გემომ ტანგოს ცეკვა დაიწყო ჩემ რეცეპტორებზე. ნიკმა ეს შეამჩნია და ტუჩის კუთხე ჩატეხა. უფრო ახლოს მოიწია და ნიკაპი მხარზე დამადო. შევკრთი და ხელები უფრო მაგრად მივიჭირე მკერდზე, თითქოს შევძლებდი დამეფარა ის აღგზნება, რასაც ნიკი იწვევდა ჩემში. მან კი ჩაიცინა და ლავიწის ძვალს ტუჩებით შეეხო. მთელი ჩემი არსება შოკირებული იყო იმ საოცარ განცდით, რომელიც ნიკმა გამოიწვია საკუთარი დიდრონი, საოცრად ცხელი ტუჩების შეხებით. მთელი სხეულით მომეკრო და აწვალებდა მხოლოს ლავიწის ძვლის შეგრძნებას. მხოლოდ ამ ერთადერთ ძვალზე იყო კონცენტრირებული ჩემი აღმქმლობითი ყველა გრძნობა, რაც ერთიათად უფრო ამძაფრებდა ამ შეგრძნებას. ყრუ გმინვა აღმომხდა განმეორებითი კოცნის შედეგად, მაგრამ ეს ხმა და ნიკის მოშორება ჩემი სხეულიდან ერთი იყო...
- ჩემ პერანგს მოგცემ. კაბასავით გექნება. - ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმოდა. მის გამარჯვებაზე კი მე ძალიან, ძალიან გავბრაზდი.
- გმადლობ. - უკმეხად მივახალე მე და საძინებლის კარი მივუჯახუნე.
...
შუაღამეა, მე კი ნიკის აივანზე ვდგავარ მისი პერანგის ამარა და შევყურებ გაცოცხლებულ ქალაქს. აქ ჰომ სიცოცხლე ღამე იწყება...
ნაპასს ვურტყამ და სიამოვნებით ვეხვევი მხუთავ კვამლში. ხელში ვისკის ბოკალი მიჭირავს და ნელ-ნელა ვწრუპავ. მოახლოებულ ნიკს ვგრძნობ და ვიტრუნები.
- არ ვიცოდი, რომ ეწეოდი. - მშვიდად მომიგო მან. ჩემი ვისკის ბოკალს დასწვდა და მოზრდილი ყლუპი გადაჰკრა.
- ახლახანს დავიწყე... - მივუგე ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს.
- რას აკეთებ აივანზე ტრის ? - მზურველობაშეპარული ტონით მეკიტხება.
- ლექსს ვწერ... - წამომცდა უცებ.
- ჰო ? წამიკითხავ ? - გაიღიმა მას.
- შუაღამისას ვქარგავ მე სიტყვებს,
შენ გიჟად შემრაცხავ, პოეტად არა...
გულის ძგერისას მე შენში ვითმენ,
სულის სიმშვიდეს, რომელიც არ მაქვს...
ყელში მომდგარი მძიმეა ბურთი,
ძარღვებში გაყინულ სისხლს რომ აჩერებს,
სულში შექმნილი ეს მწველი ყლუპი,
ვისკივით სიცხეს, რომ არ აჯერებს... - ვთქვი და დავდუმდი, ველოდი.
მაინტერესებდა რას მიპასუხებდა, ან მიპასუხებდა თუ არა საერთოდ.
- შევქმნი შენში იდეალურ პორტრეტს...
მოვირგებ შენში მწვალებლის როლს...
შთანგთქავ შენი მძაფრი გრძნობებით და
შეგისისხლსორცებ ვით ფერფლი სულს... - გაკვირვებულმა ავხედე. მას კი
სივრცისთვის მიეპყრო დაჟინებული მზერა. ის იყო აქ, მაგრამ ამავდროულად იყო
სადღაც სხვაგან...
- მოდი... - ვუთხარი და მისკენ მივაპყარი ყველაზე გულწრფელი მზერა.
უმალ გამოფხიზლდა და ჩემს უკან დადგა.
კისერში მწვდა და მეორე ხელი ხერხემლის გაყოლებით აათამაშა. ინსტინქტურად
გავწიე მკერდი წინ და ვიგრძენი, როგორ შემიცურა ხელი თმებში და უკან მომქაჩა,
სუსტი კვნესა აღმომხდა და ვგრძნობდი როგორ იღვიძებდა ჩემში ქალი. ვნება
მერეოდა, ის კი უკვე ჭკუიდან იშლებოდა. მე მას ვგრძნობდი ისე, როგორც არავინ
მიგრძვნია, საკუთარი თავიც კი. უკანალით ვიგრძენი მისი შარვალში მყოფი
მეგობრის გაღვიძება და მსუბუქად გავეხახუნე, რამაც ნიკს აიძულა გაეღიმა. მისი
პერანგის ღილები გახსნა და დავრჩი მხოლოდ საცვლების ამარა ნიკთან... და მთელი
ქალაქის წინაშე. არ არსებობდა არავინ ჩვენ ორის გარდა. ქალაქიც კი უბრალოდ
ალეგორიად მეჩვენებოდა მაშინ. კისერში მაკოცა და მსუბუქი კბენის კვალიც
დამიტოვა, რამაც ფეებშია პულსირება გამიღვიძა. უნებურად მივადგი ერთმანეთს
ფეხები და ამით გავთქვი საკუთარი სურვილი.
- ოჰ, ბეატრის ! - წარმოთქვა და თითები ჩემ საცვლებზე აათამაშა. სიამოვნებისგან და
აღგზნებისგან გამოწვეული ტკივილისგან დავიკლაკნე და გვერდულად ავხედე, რათა
მისთვის შემეტყობინება სურვილი, რომელსაც თავისთავად გასცემდა ჩემი სხეული.
- ნიკ...
- გისმენ... - ირონიულად გამიღიმა მან.
- მინდა... - სახე ამიჭარხლდა მე.
- რა გინდა ბეატრის ? - იკითხა და უკან დაიხია.
- მე...
- შენ.
- შენ...
- მე.
- მინდიხარ...
- ბეატრის ! - მომმართა სახელით, მომგვარა ჟრუანტელი და კვლავ ზურგით
შემაბრუნა. თითები საცვალში შეაცურა და წრიული მოძრაობით აათამაშა. თვალები
უნებურად ავატრიალე და ხმამაღალმა კვნესამ ჰპოვა თავისუფლება ჩემ შეხსნილ
ბაგეებს შორის. უფრო ღრმად შესული თითები გონებას მიბინდავდნენ და მხოლოდ
ერთადერთ ინსტინქტს მიტოვებდნენ ცოცხალს. მომეთხოვა მეტი... როგორც კი
ვიგრძენი მისი ნაწილი ჩემში მოაჯირს მთელი ძალით ჩავაფრინდი და
არაადამიანური სიამოვნებისგან ხმამაღლა დავიკვნესე. თითოეული ბიძგი კვლავ
გაცოცხლებული ვალსის ერთ უკვდავ ნოტად მესახებოდა სხეულზე. მე ვცეკვავდი.
ვცეკვავდი ნიკთან ერთად. ვცეკვავდი იმდენად გატაცებით, რამდენადაც ჩემ სულს
შეეძლო მასთან ერთად ცეკვა. ჩვენ გადავიკარგეთ სადღაც იქ...
სად იქ ?
არ ვიცი...
ვარდის ფერი დამიბრუნდა....
ყველაზე მუქი ვარდის არომატი კიდევ უფრო მკვეთრი გახდა.
ნიკის არომატი იყო.
ნიკის ფერი იყო.
ნიკის ლურჯები.
...
- ნიკ...
- ჩშშშ, არაფერი თქვა. - მიპასუხა მან და თითები ტუჩებზე მომადო.
- ლექსი...
- ჰმ ?
„წამოდი დავიპყროთ მე და შენ მთვარე...
წამოდი შევქმნათ უძილო ღამე...
წამოდი დავხატოთ ვარსკვლავი ცაზე...
წამოდი ჩქარა, წავიდეთ მალე...“скачать dle 11.3




№1 სტუმარი ნინაკო

გამარჯობა, ეს ისტორია ძალიან მომეწონა, მაგრამ მგონი შენივე ავტორობით აქ უკვე დადებულ ისტორიას ვერ ვპოულობ... სახელიც არ მახსოვს, მგონი ილია და გაბრიელი ერქვათ მთავარ გმირებს, იქნებ დამეხმარო? თითქოს მახსოვდა, რომ შენია.
ძაააალიან ძალიან მომწონხარ♥️

 



№2  offline მოდერი MoonLady

ნინაკო
გამარჯობა, ეს ისტორია ძალიან მომეწონა, მაგრამ მგონი შენივე ავტორობით აქ უკვე დადებულ ისტორიას ვერ ვპოულობ... სახელიც არ მახსოვს, მგონი ილია და გაბრიელი ერქვათ მთავარ გმირებს, იქნებ დამეხმარო? თითქოს მახსოვდა, რომ შენია.
ძაააალიან ძალიან მომწონხარ♥️

წავაშლევინე საიტიდან, ზედმეტად არეული და ჩემთვის არც თუ მოსაწონი იყო სიტუაცია... ბრაზილიური სერიოზლი მიმიქარავს :დ ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ დავდო, ან თუ დავდებ, ზედმიწევნითი დამუშავების შემდეგ.

 



№3 სტუმარი ნინაკო

აჰაჰააჰა :დდ რატოო ძალიან მომწონდა და სხვათაშორის არამარტო მე!! გთხოვ რა, აუცილებლად დადე მერე ისევ, კარგიი?

 



№4  offline მოდერი MoonLady

ნინაკო
აჰაჰააჰა :დდ რატოო ძალიან მომწონდა და სხვათაშორის არამარტო მე!! გთხოვ რა, აუცილებლად დადე მერე ისევ, კარგიი?

თუ მივაღწიე დაგედაქტირებამდე კი, დავდებ :დ <3

 



№5  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

WOW... ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. . . ამოსუნთქვა რომ გავიწყდება, კითხვისას, აი ეგ დამმართე. . . ემოციურად ისეთი დახუნძლულია შენი ისტორია , კარგა ხანს გაყვება ეს დადებითი მუხტი ! Perfect! :)

 



№6  offline მოდერი MoonLady

Sofia-sofie
WOW... ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. . . ამოსუნთქვა რომ გავიწყდება, კითხვისას, აი ეგ დამმართე. . . ემოციურად ისეთი დახუნძლულია შენი ისტორია , კარგა ხანს გაყვება ეს დადებითი მუხტი ! Perfect! :)

უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ^-^

 



№7  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

შენს ისტორიებს შორის ყველაზე მეტად მომწონს ❤
დასამახსოვრებელი სიუჟეტი და განსხვავებული პერსონაჟები ❤
მომწონს შენი წერის სტილი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მელანქონიასთან ძალიან ახლოს ხარ ❤
მომწონხარ შენი შექმნილი ისტორიებითა და პერსონაჟებით ❤
მომწონს ლურჯთვალა ნიკი, ძალიან დიდი ხანი მეფიქრებოდა მასზე ❤
ბევრჯერ მაქვს ეს ისტორია წაკითხული, ახლაც კიდევ ერთხელ გადავიკითხე და მომინდა შეფასება დამეტოვებინა შენთვის ❤
არაჩვეულებრივი ხარ! ❤
მელანქონიურად ლამაზი და საინტერესო ❤
კიდევ ხშირად წაგიკითხავ დამერწმუნე ❤

 



№8  offline მოდერი MoonLady

TeddyBear
შენს ისტორიებს შორის ყველაზე მეტად მომწონს ❤
დასამახსოვრებელი სიუჟეტი და განსხვავებული პერსონაჟები ❤
მომწონს შენი წერის სტილი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მელანქონიასთან ძალიან ახლოს ხარ ❤
მომწონხარ შენი შექმნილი ისტორიებითა და პერსონაჟებით ❤
მომწონს ლურჯთვალა ნიკი, ძალიან დიდი ხანი მეფიქრებოდა მასზე ❤
ბევრჯერ მაქვს ეს ისტორია წაკითხული, ახლაც კიდევ ერთხელ გადავიკითხე და მომინდა შეფასება დამეტოვებინა შენთვის ❤
არაჩვეულებრივი ხარ! ❤
მელანქონიურად ლამაზი და საინტერესო ❤
კიდევ ხშირად წაგიკითხავ დამერწმუნე ❤

ვაი...
არ ვიცი როგორ გამოვხატო სიხარული გამოწვეული შენი შეფასებით...
ეს ისტორია მხატვრული თვალსაზრისით ჩემთვის დიდ მიღწევად მიმაჩნია. და ის, რომ ეს ისტორია არაერთხელ წაიკითხე ჩემი ბედნიერებაა...
უღრმესი მადლობა, გამაბედნიერე ❤️

 



№9 წევრი Tushma19

ძაალიაან მაგარაარი იიყოო
ბრაავო
ყველა ემოცია გამოცემული იყო უნაკლოდ<3

 



№10  offline მოდერი MoonLady

Tushma19
ძაალიაან მაგარაარი იიყოო
ბრაავო
ყველა ემოცია გამოცემული იყო უნაკლოდ<3

ვუიჰ, უღრმესი მადლობა ❤️ ძალიან ძალიან მიხარია *-*

 




ეს იყო ჩემი პირველი ისტორია,რომელიც წავიკითხე შენი ავტორობით<3<3<3არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნება<3 ახალი დარეგისტრირებული არ საიტზე და ახლა ამიტომ გიწერ კომენტარებს:დდდ ამ ისტორიამ შემაყვარა შენი თავი და გამიჩინა სურვილი შენი სხვა ისტორიების კითხვის<3ეს ბევრად მეტი იყო ჩემთვის ვიდრე უბრალოდ ისტორია<3 ეს იყო ეროტიკის,ჰარმონიისა და ცეკვის უზადო შერწყმა ერთმანეთთან<3<3<3

 



№12  offline მოდერი MoonLady

შემოდგომის-ფერი
ეს იყო ჩემი პირველი ისტორია,რომელიც წავიკითხე შენი ავტორობით<3<3<3არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნება<3 ახალი დარეგისტრირებული არ საიტზე და ახლა ამიტომ გიწერ კომენტარებს:დდდ ამ ისტორიამ შემაყვარა შენი თავი და გამიჩინა სურვილი შენი სხვა ისტორიების კითხვის<3ეს ბევრად მეტი იყო ჩემთვის ვიდრე უბრალოდ ისტორია<3 ეს იყო ეროტიკის,ჰარმონიისა და ცეკვის უზადო შერწყმა ერთმანეთთან<3<3<3

ვუიმიიი, უღრმესი მადლობა ❤️ ძალიან ძალიან მიხარია *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent