შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აირი [4 თავი]


3-07-2017, 18:30
ავტორი MoonLady
ნანახია 367

აირი [4 თავი]

...
ნელი ნაბიჯით გამოვიდა ალეკსეი ახლაც გაურკვეველი, მაგრამ საოცარი, მაგნიტური მიზიდულობის მფლობელი, შემძვრელი სივრციდან, დაინტრიგებული და ენერგიამოზღვავებული.
აღმოჩნდა თუ არა ქუჩაში, კარს ზემოთ აბრას შეხედა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა „შვიდი ფერი“. დაინტერესდა ალეკსეი დასახელებით და გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ალეკსანდრეს მიმართ სიმპათიით არ გამსჭვალულა, იგი კიდევ ერთხელ ესტუმრებოდა ამ ადგილს და მფლობელს დაუსვამდა ერთ ლოგიკურ კითხვას აბრის შესახებ, რომელიც მართლაც რომ შვიდფერად ანათებდა და თვალს სჭრიდა გამვლელებს. მაგრამ საკითხავი ისაა, რატომ ვერ შეამჩნია იგი მანამ, სანამ შენობაში შევიდოდა ? ვინ იცის...
იმ ღამეს არ მოსულა სახლში ალეკსეი. ახლო-მახლო მდგარ ბარში შევიდა და ვისკის წრუპავდა დილამდე. დუღდა, კაცი დუღდა. შორიდან რომ შეგეხედათ, ოხშვარსაც კი დალანდავდით მისი კანიდან ამოსულს.
- მოხდა რამე, მეგობარო ? - ჰკითხა ბარმენმა, ღამის სამისკენ, როდესაც შეატყო, რომ ალეკსეი წასვლას არ აპირებდა. ჩაცლიდა ერთ ჭიქას, ითხოვდა მეორეს და ასე უკვე მესამე საათია... თუმცა არაფერი ეტყობოდა.
- რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა ? - დაინტერესდა კოგანი. გრძნობდა, რომ ცოტაც და აფეთქდებოდა. ყურადღება უნდა გადაეტანა, საუბარი კი, თუნდაც სულელური, მშვენიერი საშუალება უნდა ყოფილიყო.
- იშვიათობაა ამდენი ხნის განმავლობაში კაცი იჯდეს და სვამდეს. მაგრამ მოზომილად, თითქოს ფიქრობსო.ზედმეტად დიდი ხანი ინფორმაციის გადასახარშად არ უნდა დახარჯო, გადაიწვები. - უპასუხა ბარმენმა და კიდევ ერთი ჭიქა დაუსხა.
- და თუ მინდა, რომ გადავიწვა ? - ჰკითხა ალეკსეიმ. ბარმენი ჩაფიქრდა და ალეკსეის დააკვირდა.
- რადიკალიზმის მომხრე ხარ ?
- ჩემმა კითხვამ ამ დასკვნამდე მიგიყვანა ?
- დიახ.
- რატომ ? - დაინტრიგდა კაცი.
- თუ ადამიანი მიდის ზღვრამდე, სიკვდილის პირას, ან როგორც ახლა, უნდა, რომ გადაიწვას, ე.ი. ის ყველაფერს აკეთებს ბოლომდე, რათა აღასრულოს თავისი მისია.
- მისია... - გაეცინა ალეკსეის. - ზღვარი... - თქვა და გადაჰკრა ბოლომდე.
- რისი თქმა გინდა ? - ჩაეკითხა ბარმენი.
- ზემოდან დაკისრებული მისია არ არსებობს, იგი ადამიანების მოგონილია, ისევე როგორც ე.წ. ზღვარი. არ არსებობს ცნება „ზღვარი“, ისევე როგორც არსებობს ცნება სიგიჟე, სიბნელე, ნორმალურობა სინათლე...
- პროფესია ?
- სხვის ომში ბრძენი. - დაუფიქრებლად უპასუხა ალეკსეიმ და დაიძაბა.
- საკუთარში ? - გაეღიმა ბარმენს.
- საკუთარ ომში ბრძენის როლის მორგება, საინტერესო არაა. მე კი ზედმეტად ცნობისმოყვარე და ინტერესიანი პიროვნება ვარ იმისთვის, რომ ეს როლი მოვირგო.
- საკუთარ ომში ბრძენ ხალხს ერთფეროვანი ცხოვრება აქვს ?
- ზედმეტად. ისინი სულ სწორ ნაბიჯებს დგამენ, სრულყოფილი ცხოვრება აქვთ, მე კი იდეალურისკენ ვისწრაფვი.
- არასწორი ნაბიჯი გადაგიდგამს ოდესმე ? - მიდიოდა ბარმენი, სულ წინ და წინ მიდიოდა.
ვერ უპასუხა ამ შეკითხვას ალეკსეიმ. ბარმენს ჩახედა თვალებში და...
...
იჯდა აუდიტორიაში და ასწორებდა მის მიერ ათწუთიან დავალებად მიცემულ ტექსტებს თემაზე „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“. ბანალური იყო, ხვდებოდა ამას ალეკსეი, მაგრამ თავისებური კვლევის ჩატარება სურდა. რამდენად მართალი იყო ის, რაც ბარმენმა თქვა. არა, უფრო სწორად, რამდენი სტუდენტთაგანი ფიქრობდა, რომ ეს მართალი იყო? ხვდებოდა, ალეკსეი ხვდებოდა, რომ... მაგრამ...
რომ... მაგრამ... ვინ იცის...
ყველას შეევსო ერთი გვერდი, ფურცელი... გაოცდა ალეკსეი, როდის მოასწრო ამ ხალხმა ამდენის დაწერაო, მაგრამ წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა. მხოლოდ რამდენიმე ღირებული თემა იყო დაწერილი.
მოულოდნელად წააწყდა კონვერტში კოხტად ჩადებულ და ნაცნობი არომატით გაჟღენთილ ფურცელს. ფრთხილად გახსნა და წაიკითხა. მხოლოდ რამდენიმე წინადადება. ინკოგნიტო, მაგრამ სულელი უნდა ყოფილიყო კაცი, რომ ვერ მიმხვდარიყო ავტორს.
„აი, ახლა წარმოიდგინე, რომ ჰიპნოზის ოსტატს უკეთებენ ჰიპნოზს. რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს მასზე, რადგან მან იცის ტექნიკა. ანალოგიურია ორ ფეხზე მოსიარულე არსებებშიც, რომელთაც ადამიანებს ვუწოდებთ. შენ იცი სიტუაცია, იცი მისი გადაჭრის გზა, მაგრამ საჭირო მომენტში ვერ ახერხებ ცოდნის გამოყენებას. რატომ ? იმიტომ რომ თქმა მარტივია, შესრულება კი რთული და შენც გჭირდება ''სხვის ომში ბრძენი'', რომ გადაგადგმევინოს ნაბიჯი.
თუმცა არის მეორე კატეგორია, რომელიც განვითარდა და აღარ საჭიროებს დახმარებას. ამ კატეგორიას ეკუთვნი შენ და ეს ის კატეგორიაა, რომელიც უკიდურესად ერთფეროვნად, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს.
თუმცა... “
წარმოიდგინეთ ალეკსეი კოგანის რეაქცია, როდესაც მან ეს წაიკითხა. წარმოიდგინეთ ? მე მაინც გეტყვით, გააფთრებული მხეცზე ბევრად უფრო საშიში იყო იმ მომენტისთვის ალეკსეი.
- ბატონო ალეკსეი, ამ საბუთებს გადახედეთ. -აუდიტორიაში შემოვიდა ლექტორი მარიამი, რომელიც აშკარად არ იყო გულგრილი ალეკსეის მიმართ.
- ახლა არა, მარიამ. - კბილებს შორის გამოსცრა კაცმა და თავს ძლივს იკავებდა.
- კი, მაგრამ სასწრაფოა. - მაგიდაზე წამოჯდა ქალი. - თუ გინდა შენ მაგივრად მე შევავსებ, მაგრამ ვალში დამრჩები. - წაიკეკლუცა ლექტორმა.
- ახლა არა-მეთქი, მარიამ ! - იღრიალა კაცმა და ქალს საბუთები ხელიდან გამოსტაცა. - ერთი ნათქვამი რატომ არ გესმით ამ ქალებს ! - ქალს ცოტა დააკლა ატირებამდე. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა კოგანი და არც მის სუნთქვას ეტყობოდა სიმშვიდე. მაგრამ როგორც კი ქალის აცრემლებული თვალები დაინახა მომენტალურად დამშვიდდა და ღრმად ჩაისუნთქა.
- მხეცი ხარ ადამიანი კი არა ! - მიაძახა აუდიტორიიდან ლამის სირბილით გასულმა ქალმა ალეკსეის და კარი მოიჯახუნა.
სკამში რასაც ჰქვია ჩაესვენა კაცი. სხეული დაბუჟებული ჰქონდა, მომენტალურად მოვარდნილმა ნერვულმა იმპულსმა უკიდურესად დაუძაბა ყველა უჯრედი და ენერგიისგან დაცალა თითქოს. მაგრამ ვერ დუნდებოდა ალეკსეი, გრძნობდა, რომ მარტო არ იყო. გრძნობდა მწვანე რადიაციას, თუმცა ვერ ხედავდა მას.
- დიდხანს აპირებ დამალვას ? - იკითხა ალეკსეიმ. თითქოს ცარიელ სივრცეს დაუსვა კითხვა. სიცარიელეს, რომელიც ბევრად უფრო მძაფრ აურას ატარებდა, ვიდრე ნამდვილი „არაფერი“. რას ნიშნავს არაფრის ცნება ? დავშალოთ თვითონ სიტყვა არა ფერი, თუ სხვა მხრიდან მივუდგეთ ?
რეალურად არაფერი არსებობს. ყველაფერი ადამიანური ილუზიის ნაყოფია. განზოგადება და სიღრმე. ესეც ცნებებია, ადამიანის მიერ მოგონილი. სიტყვათა მნიშვნელობებიც კი, რომლის მეშვეობითაც შენ ხვდები და იაზრებ წაკითხულ ტექსტს - სინამდვილეში არ არსებობს... რა არ არსებობს ? არაფერი ? არაფერიც ჰომ ადამიანური ცნებაა ? მაშ, რა არსებობს რეალურად ? ან რა არის რეალობა და არსებობა ? ესეც ადამიანური „სისტემის“ ერთ-ერთი მთავარი ცნებებია. უცნაურია არა ?
სიცოცხლე აზოგადებს ყველაფერს მეც და შენც ვსუნთქავთ, მეც და შენც ორ ფეხზე დავდივართ, მეც და შენც საზოგადოდ ადამიანები ვართ, მაგრამ ყველაფერს ინდივიდუალურად აღვიქვამთ, ყველას სხვადასხვა აღქმა აქვს თუნდაც ადამიანობის. განსხვავების ცნებაც კი არ არსებობს, არაფერიც და თავად ადამიანიც კი არ არსებობს სხვა ადამიანის გარეშე.
აქ კი ისმის კითხვა, რომ არა მოაზროვნე არსება ადამიანის მსგავსი, იარსებებდა თუ არა სამყარო ?
ღმერთსაც კი დასჭირდა ადამიანი, რომ ყოფილიყო ღმერთი... რომ ვინმეს მაინც ეღიარებინა მისი ღმერთობა.
არაფერი არ არსებობს, თუ იგი არ აღიქმება.
- დამალვას ? - თითქოს სივრცემ პასუხი გასცაო. აირი იატაკიდან წამოდგა. თავისი მჩატე სხეული ნელა აზიდა იატაკიდან და თეთრი, სიფრიფანა ნაჭერი მტვრისაგან დაფერთხა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ალეკსეის სამუშაო მაგიდას და მსუბუქად შემოსკუპდა მასზე. ამ პროცესს უმზერდა ალეკსეი და ვერ იჯერებდა, რომ ეს სხეული თავის სიმსუბუქეში იტევდა მილიარდობით უჯრედს, ათობით ორგანოს და მუშტისხელა, მფეთქავ გულს. იმდენად ჰგავდა უზადო ქანდაკებას, იმდენად ფერმკრთალი და იდეალური ნაკვთების პატრონი იყო, რომ მძაფრი ილუზიის შეგრძნება მოჰყვებოდა მის რეალობაში ნახვას.
- აზრითი ექსპერიმენტი "თესევსის გემი", ასევე ცნობილი, როგორც "თესევსის პარადოქსი", ეხება იდენტობის პრობლემას. გსმენია რაიმე მის შესახებ ? - თავისთვის მოულოდნელად დაიწყო ალეკსეიმ. მის წინ მაგიდაზე მჯდარი ლანდი კი ოდნავ შეირხა. მწვანე რადიაციას გზა მისცა და თვალი თვალში გაუყარა ალეკსეის.
- წარმოიდგინეთ, რომ ხის ტრირემა რომელიც პორტიდან გავიდა, მოგზაურობის დროს გადახდა ათასი უბედურება და თითქმის ყველა მისი შემადგენელი ნაწილი ახალი ხის ნაწილებით შეიცვალა. - ჰარმონიული ბგერები შთაინთქა უზარმაზარ აუდიტორიაში და თითოეული ჰაერში მოფრიალე მოლეკულა შეაზანზარა საკუთარი სიდიადით.
- შეიძლება იმის თქმა, რომ უკან პორტში იგივე გემი დაბრუნდა(ფუნდამენტურად), რომელიც რამდენიმე წლის წინ გაემგზავრა პორტიდან ? - გამომცდელად ჰკითხა ალეკსეიმ.
- ამ კითხვაზე ბევრი სხვადასხვანაირი და ვრცელი პასუხი მომისმენია, მაგრამ...
- მაგრამ ?
- არც ერთი მომწონებია. - გულწრფელად უპასუხა აირიმ.
- პირადად შენი პასუხი როგორ ჟღერს ? - უცნაურ შეგრძნებას მოეცვა ალეკსეი. სიამოვნებდა ამ ადამიანთან საუბარი.
- ფუნდამენტურად იგივე. პიროვნული უნარ-ჩვევები, მენტალობა და ა.შ. ფუნდამენტს კი არ ქმნის, არამედ ფუნდამენტიდან გამომდინარეობს.
- ფუნდამენტს რა ქმნის ? - ჰკითხა ალეკსეიმ.
- აი, ეს... - თქვა აირიმ და ალეკსეისკენ წაიღო თავისი მოქნილი, გრძელი თითები. ალეკსეიმ იცოდა რას მოასწავებდა მისი ეს ქმედება და თიტქოს მოემზადაო, თვალები მილულა. და მან კვლავ იგრძნო შემშლელი სიცივე, რომელსაც ნერვული იმპულსის სახით გასცემდნენ გაყინული თითები. თითოეული მისი უჯრედი მოეცვა ციებ ცხელებას. თითქოს ყინულის თხელი საფარი შემოეჭდო მის სხეულს, ხოლოდ თავად სხეული გავარვარებული სიცხელით იყო მოსილი.
- ანუ ვიზ... - დაიწყო ალეკსეიმ, მაგრამ აირიმ შეაჩერა.
- ჩშშშ.... არ გააფუჭო, უბრალოდ, ნუ გააფუჭებ. - წარმოთქვა აირიმ და ყინულისგან გამოთლილი ფალანგები ალეკსეის ტუჩებზე მიადგო. არ სუნთქავდა კაცი, თითქოს დროც კი გაჩერდა ამ მომენტისთვის. არ არსებობდა არანაირი ადამიანური ცნება. არ არსებობდა სამყარო, არ არსებობდნენ ადამიანები, არ არსებობდა აღქმა. არსებობდნენ მხოლოდ გრძელი, მოქნილი, გაყინული თითები...
- ვინ ხარ. - წარმოთქვა ალეკსეიმ არაკითხვითი წინადადება.
- ის, ვინ სამყაროს სჭირდება, რომ მან იარსებოს... - გაისმა აუდიტორიაში ჩურჩული და ბგერები მსწრაფლ შთაინთქა უზარმაზარ სივრცეში.
რამდენიმე წუთი გავიდა მანამ, სანამ ალეკსეი თვალებს გაახელდა. მძიმე იყო მისთვის შეწებებული ქუთუთოების დაშორება. თხელი კანის ფენებს, ვით თავგანწირულ შეყვარებულებ არ სურდათ თვალებისთვის სინათლის მოჰფენა, თითქოს იცოდნენ, რომ მათ სხეულს იმედი გაუცრუვდებოდა, როგორც კი რეალობას აღიქვამდა.
აირი აუდიტორიაში აღარ გახლდათ. მაგრამ ეს საკითხიც ჰომ სადაოა, ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც არ არის, თუ იგი მას იმ მომენტისათვის ვერ აღიქვამს. ალეკსეიმ ვერ დალანდა აირი ოთახში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ეს უცნაური ქმნილება მართლაც არ ყოფილა იქ...
...
მიუახლოვდა მანქანას და სწრაფად ჩაჯდა მასში. საჭეს ჩააფრინდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოუჭირა. ხელები დაეძარღვა და გაახსენდა... რა გაახსენდა ? მანქანა რომ მიატოვა შუა ქუჩაში, აი, ეგ გაახსენდა. მოდუნდა და გაეღიმა. შემდეგ გაეცინა და იგრძნო, რაღაც უცნაური და მრავლისმომცველი იგრძნო.
მეტალის ტექნოლოგია დაძრა ადგილიდან და ქმედებამ ალეკსეის კვლავ მისცა საშუალება ეფიქრა. მაგრამ სრულიად მოულოდნელად არსებული ფიქრის საშუალება წაერთვა. ტროტუარზე ნელი ნაბიჯით მიმავალმა აირიმ მიიქცია მისი ყურადღება. ხოლოს მი გვერდით მიმავალმა, ჩვენთვის აწ უკვე ნაცნობმა სილუეტმა, კვლავ გააღვიძა მასში მრისხანება, რომელის მიზეზის გარკვევა იმდენად რთული იყო, რამდენადაც ღრმა იყო ალეკსეის შეუცნობელი ემოციები.
თვრამეტიოდე წლის, მაღალი, გამხდარი, ტატუირებული... მწვანეთვალება შავგვრემანი, გამოკვეთილი ყვრიმალებითა და ყბის ძვლებით. იცანით ? დიახ, თავად ალეკსანდრე იყო აირის გვერდით. გვერდიგვერდ მიდიოდნენ აუჩქარებელი ნაბიჯებით, მიაპობდნენ ჰაერის მჩატე სივრცეს, რომელიც თითოეულ ადამიანს დაახლოებიტ 15 ტონით აწვება. აირის გამომეტყველება ისეთივე მრავლის და არაფრიმთქმელი იყო როგორც ყოველთვის. აი, ალეკსანდრეში კაცმა ცვლილება შეამჩნია. დასევდიანებული, მაგრამ ცოცხალი ჩანდა ამერიკელი.
ალეკსეიმ წარბი შეკრა და ალეკსანდრესა და აირის უკან დაედევნა. რატომ აკეთებდა ამას ? რატომ უთვალთვალედა მათ ? რა იყო მისი არაადამიანური მრისხანებისა და ზე-ადამიანური კონცენტრაციის რეალური მიზეზი ? ვინ იცის...
უეცრად მის თვალთახედვის არეში ორიოდე პოლიციის და ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა. გზას ვერ გააგრძელებდა წყვილის სათვალთვალოდ, თან ალეკსეის მსგავს ცნობისმოყვარეს იშვიათად თუ ბშეხვდებიტ. იგი შეჩერდა და სიტუაციას დააკვირდა. მეექვსე სართულის ფანჯრის მინა ჩატეხილი, ხოლო წვაფენილზე ახალი სისხლი...
გადმოხტა ?
გადმოვარდა ?
თუ გადმოაგდეს ?
გაახსენდა დრო, როდესაც გამომძიებლებს ეხმარებოდა, თუმცა მეტად უსიამოვნო მოგონებებს უღვიძებდა სუიციდი, ამიტომ გზა შეძლებისდაგვარად განაგრძო, თუმცა აირისა და ალეკსანდრეს თვალი ვერ მოჰკრა. თვალები ბრაზის გაორმაგებული დოზისგან ჩაუსისხლიანდა და გემრიელად შეიკურთხა კიდეც. იქვე დალანდა გრძელ კაბაში ჩაცმული ქალი, ასევე გრძელი, ხვეული თმით, რომელიც მას უყურებდა. წამიერად შეჩერდა ალეკსეი, მაგრამ როგორც კი ყურადღება მოადინა, იმწამსვე გაუჩინარდა უცნაური ქალბატონი. სავარაუდოდ ბოშა. გაოცდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ზედმეტად.
სახლისკენ აიღო გეზი და როგორც კი კორპუსს მიაღწია, მოდუნდა. მამამისის ნომერი იპოვა მობილურში და გადარეკა.
- ალეკსეი ? - გაისმა ხაზის მოერე ბოლოს კეთილი და ბოხი ხმა. ჟრუანტელი უვლიდა ალეკსეის ყოველ ჯერზე, როცა გაიგონებდა მამამისის მჟღერ, ცოცხალ ბგერებს. ახსოვდა ბავშვობაში როგორ დრკებოდა, როდესაც თავის სახელს გაიგონებდა მამამისის მტკიცე ხმით. თითქოს რაღაც წმინდა იყო მის ცხოვრებაში ამ შემძრველი ხმისა და მისი სახელის ასოების უკვდავი შერწყმა.
- დღეს, მე და ალბა, კატალინასთან, საღამოს ცხრაზე. ჩემი საცოლე უნდა გავაცნო მომავალ დედაჩემს. - იმდენად ბოროტული ხმით წარმოთქვა ზემოხსენებული სიტყვები, იმდენად დიდი ბრაზი გამოკრთოდა მის ხმაში, რომ მაქსიმილიანმა პასუხიც ვერ დაუბრუნა. უბრალოდ თავი დაუქმნია იმის იმედით, რომ ტელეფონის მეორე ბოლოს ალეკსეი „დაინახავდა“ ამ ჟესტს. უცნაურია არა ? მაგრამ ალეკსეიმ მართლაც რომ „დაინახა“ და მობილური გათიშა. ძალზედ კმაყოფილი იყო თავისი ჟესტიტ. იგი ჩაება მისთვის უცხო თამაშში, რომელშიც მის მიზანს წარმოადგენდა საკუთარი წესების დამკვიდრება.
...
ალბა ადგილზე ცქმუტავდა ალეკსეის წასვლის შემდეგ, თუმცა იცოდა, რომ სანერვიულო რეალურად არაფერი ჰქონდა. მაგრამ მოიცა... მართლა არ ჰქონდა ? ვინ იცის ?
იჯდა მოცისფრო დივანზე და უმზერდა უზარმაზარ პლაზმურ ტელევიზორს, რომელშიც არაფერი მისთვის საინტერესო არ მოიძევებოდა. ასე გავიდა ორ საათზე მეტი, შემდეგ კი კარზე გაბმული ზარი გაისმა და ალბაც ალეკსეის მოლოდინში ოლიმპიური სისწრაფით წამოხტა და ყურებამდე გაღიმებულმა კარი ფართოდ გააღო. მაგრამ ზღურბლზე ალეკსეის მაგიერ ბოშა ქალი დახვდა. მაღალი, საოცრად დახვეწილი სახის ნაკვთებითა და სხეულით. ხორბლისფერი კანი, რომელიც მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდა და ბორდოსფერი ტუჩებით, რომელთა ქვემოთ, ნიკაპისკენ, თქვენ შეამჩნევდით ხალს. შავი თვალები სიცოცხლეს მოწყურებულნი ბრჭყვიალებდნენ, ხოლო კუპრისფერი, ხვეული თმები იმდენად ხშირი და სქელი იყო, რომ ლაბირინთს წააგავდა.
- უკაცრავად ? - ჰკითხა გაოცებულმა ალბამ.
-Когда зелёный сольется с белым, твоя жизнь начнёт рушится. (მწვანე, როცა შეერწყმება თეთრს შენი ცხოვრება ნგრევას დაიწყებს.) - სწრაფად მიაყარა სათქმელი ხავერდოვანი ხმით და გაიქცა.
- Постой, что это значит ? - მიაძახა ალბამ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
- რა ხდება ? - ჰკითხა ლიფტიდან გამოსულმა და გაოცებულმა ალეკსეიმ. ალბა ადგილზე შეხტა.
- ბოშა... - წარმოთქვა და იქეთკენ გაიხედა, საითაც ქალი გაუჩინარდა.
- ბოშა ? - წარბის ასწია კაცმა.
- ჰო, ბოშა. - თქვა ალბამ და შეხედა ალეკსეის.
- და რა უნდოდა ბოშას ? - ჰკითხა და სახლში შეუძღვა.
- მწვანე, როცა შეერწყმება თეთრს, შენი ცხოვრება ნგრევას დაიწყებსო. - მხრები აიჩეჩა ალბამ. სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ალეკსეი კი ადგილზე გახევდა. თითქოს რაღაცას მიხვდაო, მაგრამ რას ?
- დღეს ცხრაზე გამოეწყვე ალბა. - ყურად არ იღო და პერანგის გახდა დაიწყო.
- ხდება რამე ? - მსწრაფლ გამოცოცხლდა ბელოვა.
- კატალინას გაგაცნობ. - თქვა და იგრძნო სიმძიმე მხრებზე. ალბა შეახტა და მთელი ძალით მიეკრო მას. მიყვარხარო მთელი ხმით დაიკივლა და კისერში ხმამაღლა აკოცა. - არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა. - გაეღიმა ალეკსეის და დივანზე დაჯდა, ალბა კი კალთაში ჩაისვა.
- რატომ ? - ჰკითხა ქალმა.
- არ ვიცი. - ღიმილით უპასუხა კოგანმა.
- ნუთუ დიადმა, ალეკსეი კოგანმა რაღაც არ იცის ? - თვალები აენთო ალბას.
- ნუთუ ალბა ბელოვამ გამომიჭირა? - ჩაეცინა ალეკსეის და ქალის ტუჩებს წაეტანა.
- დიახ, დიახ. იქნებ ჯერ მომიყვე რა და როგორ. - შეპარა ალბამ.
- საყვარელი ქალია კატალინა, ჰყავს ორი გოგო. ავრორა და აირი. ავრორა უფროსია. გველად წარმოგვიდგება, აირი უგრძნობ და უცნაურ არსებად. - მოკლედ ჩამოაყალიბა ალეკსეიმ.
- აირი ? - გაოცემულმა იკითხა.
- ჰო.
- ჟანგბადივით ? - ჰკითხა ალბამ და ალეკსეის გაახსენდა მამაკაცი, რომელიც მას მიზანმიმართულად მიუთიტებდა, ჩაესუნთქა აირი...
- კი, ჟანგბადივით. - წარმოთქვა ალეკსეიმ და აბაზანისკენ აიღო გეზი. გრძნობდა კაცი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ეს რაღაც მის ახალ ოჯახს უკავშირდებოდა, ეს რაღაც მის შიგნით იჯდა და ხრავდა.
ჟანგბადივით, ჟანგბადივით, ჟანგბადივით...
ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული. საინტერესოა ფსიქოლოგის, გამომძიებლის, კრიმინალისტის ტვინი რამდენი იმპულსის გენერაციას ახდენს.
მამა, კატალინა, აირი, ავრორა, ალბა, სამსახური, ლექციები, სუიციდი, მკვლელობა, ალეკსანდე, ბოშა !
მოულოდნელად გამოფხიზლდა ალეკსეი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ცივი წყალი შხაპუნით ეცემოდა მის გავაგრვარებულ სხეულს, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონია. ის ისეთივე მხურვალე რჩებოდა, როგორც ადრე.
უეცრად სხეულზე შეხება იგრძნო კაცმა, მოდუნდა და ქალისკენ შებრუნდა. მისი სახე თავის ბუმბერაზ ხელებში მოიქცია და ფრთხილად დაეწაფა მის ტუჩებს. შემდეგ კი სხეულზე მოჰხვია და გულში ჩაიხუტა.
...
- აქ ცხოვრობენ ? - გაოცებისგან პირი გაეღო ალბას.
- ჰო. - გაეცინა ალეკსეის და ალბას ხელი ჩაჰკიდა. ქალს ძალიან უხაროდა ეს შეხვედრა. ატმისფერ სარაფანში იყო გამოწყობილი, მინიმალური მაკიაჟითა და დაბალძირიანი ფეხსაცმლით.
კარი გაიღო თუ არა ალეკსეიმ კვლავ გაიგონა კატალინას წკრიალა ხმა და პოზიტივით დაიმუხტა. კვლავ ის მე-16 საუკუნის ატმოსფერო და ვეებერთელა, ლომის თავებით მოჩუქურთმებული კიბეები. ალბა ინტერესით აკვირდებოდა ქანდაკებებს და აღფრთოვანებით შესცქეროდა არსებულ ხელოვნების ნიმუშს სახლის სახით. ალეკსეის ითრევდა აქ არსებული სურნელი, რომელიც გაბრუებდა და რელობას გწყვიტავდა.
- ძალიან გამიხარდა, რომ თავად გამოიჩინე ინიციატივა და მოხვედი ალეკსეი ! - თვალები უბრწყინავდა კატალინას. მისაღებ ოთახში შეუძღვა კატალინა წყვილს და უკვე მოდუღებული, მაგარი ყავა დაახვერდა მათ მაგიდაზე. - ეს ? - იკითხა კატალინამ და ალბას შეხედა.
- კატალინა გაიცანი, ეს ჩემი საცოლე ალბაა. - უცნაურად გაიღიმა ალეკსეიმ, როდესაც ალბას გადახედა.
- რა სასიამოვნოა ! - წამოიძახა კატალინამ და ქალს ჩაეხუტა. ბელოვამ ოდნავ უხერხულობა იგრძნო.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა ალბა ! - გაისმა ნაცნობი ხმა, რომლის პატრონიც მოხერხებულად მოკალთდა ქათქათა პუფზე.
- გამარჯობა, ავრო ! - ცინიკურად მიესალმა მას ალეკსეი. - დაგაგვიანდა.
- საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ვეებერთელა ეგოზე მიუთითებს. - დასძინა ავრორამ.
- ზედმეტი გველობა, შხამით მოწამვლაზე. - თავისდაუნებურად წარმოთქვა ბელოვამ და იმწამსვე ენაზე იკბინა.
- გემოვნებას არ უჩივი, ძმაო. - დამცინავი ტონით მიმართა ავრორამ ალეკსეის და ალბას ფრაზა უბრალოდ არ შეიმჩნია.
- იმავეს შენზე ვერ ვიტყვი, დაიკო.
- რა დაბალი დონის ცინიზმია. - ჩაიბურტყუნა ალბამ და ყავას დასწვდა. ეს ეს იყო ალეკსეის და ავრორას ამ რეპლიკაზე უნდა ეპასუხათ, რომ...
- უი, ალეკსეი, შენ ჰომ სახლი არ დაგითვალიერებია ? - სიტუაციის განსამუხტად წამოიძახა კატალინამ. ალეკსეიმ კი თავი გააქნია. - დაგათვალიერებინებთ ! სხვადასხვა საინტერესო ოთახები და ნივთები გვაქვს, რომელთა 80%-ს არ ვიყენებთ. - წაიბუზღუნა კატალინამ, მაგრამ ხალისიანად გამოვიდა მისაღებიდან. ალბას კი მოეშვა. თითქოს იცოდა, რომ მისი რეპლიკა მეტად თავხედური გახლდათ და აჟიოტაჟს გამოიწვევდა. გულში ხოტბას ასხამდა მის მომავალ დედამთილს.
- საპირფარეშოს ჰომ ვერ მიმასწავლიდით ? - ჰკითლა ალეკსეიმ კატალინას, როგორც კი ოთახიდან გამოვიდა.
- პირველზეც არის და აქაც, დერეფანს რომ გაუყვები ნიშნულს დაინახავ. - უთხრა კატალინამ.
- თქვენ დაიწყეთ, მე ცოტა ხანში შემოგიერთდებით. - თვალი ჩაუკრა კაცმა ბელოვას. მასაც ოდნავ მოეშვა, უცხო იყო მისთვის ყველა და ყველაფერი აქ, გარდა ალეკსეისა და მის გარეშე თავს საშინლად გრძნობდა.
როგორც კი კატალინა, ავრორა და ალბა ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ, ალეკსეიმ სახლის შესწავლა დამოუკიდებლად დაუწყო. თავიდანვე ეს იყო მისი მიზანი, ხოლო საპირფარეშო მხოლოდ საბაბი.
ფრთხილად დაუყვა დერეფანს და როდესაც რამდენიმე კარი გაიარა შეამჩნია, რომ ყველა მათგანს, გარდა მისაღებში შემავალი კარისა, ერთნაირი ფორმა და მოხატულობა ჰქონდათ. ხის და თოვლის ფიფქი ამოტვიფრული. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა არსაიდან, ხოლო ხალიჩაზე ახლაც სჩანდა მკრთალი ნახატები, რომელიც ადამიანის თავის მოხატულობას და სასოწარკვეთას გამოხატავდა. ალეკსეი მესამე სართულისკენ დაიძრა და როგორც კი იქ აღმოჩნდა მის ყურთასმენამდე მომენტალურად მიაღწია ვიოლინოს ხმამ.
ბნელ დერეფანში ერთ-ერთი კარი ღია იყო. აი, საიდან გამოდიოდა ვიოლინოს ღვთაებრივი მჟღერი მელოდია. ალეკსეი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ამ კარს და ყოველგვარი მორიდების გარეშე შეიხედა ოთახში.
აირი უკრავდა, გატაცებით, თვალდახუჭული და სხეულს აყოლებდა დაკვრისას საკრავს. ღვთაებრივ ჟღერადობას ღვთაება ასრულებდა იმ მომენტისათვის. ალეკსეი ადგილზე გახევდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ აირი დაკვრას დაასრულებდა, არც სუნთქავდა თითქოს.
ამ ხნის შემდეგ კი დუმილმა გააყრუა მთელი სახლი. ვერ მოითმინა კაცმა და ოთახში ფეხი შედგა. არანაირი ავეჯი არ იდგა შინგით, მხოლოდ სანთლები იყვნენ აკრობილნი კედლებს, ვით ხავსი აეკრობა ასწლიან მუხას.
- Paganini era violinista, chitarrista e compositore italiano. Anche lui era famoso giocando su una corda di violino. - წარმოთქვა გოგომ ისე, რომ ალეკსეისკენ არც კი გაუხედავს. შემდეგ კი ნელი მოძრაობით მიაბრუნა მისკენ სახე და სანთლის შუქზე მოელვარე მწვანეები შეაგება მის საოცრად ღრმა ლურჯებს.
- პაგანინი - იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. - გაიმეორა ალეკსეიმ იტალიურად ნათქვამი ფრაზა და მზერა ვერ მოსწყვიტა რადიაციულ გამოსხივებას. скачать dle 11.3




№1  offline წევრი რამიელი

უნდა გააგრძელო, აუცილებლად

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ ხარ სასწაულად სასწაული გოგო.პირი დამრჩა ღიად და უკვე აღარ ვიცი აირი რა არსებაა,ვინ კი არა რა.მაოცებს,მაფიქრებს და მაინც ვერ გამოვიტანე დასკვნა.
--------------------
ლანა

 



№3  offline მოდერი MoonLady

რამიელი
უნდა გააგრძელო, აუცილებლად

მუზამ თუ არ მიღალატა.. :დ

La-Na
შენ ხარ სასწაულად სასწაული გოგო.პირი დამრჩა ღიად და უკვე აღარ ვიცი აირი რა არსებაა,ვინ კი არა რა.მაოცებს,მაფიქრებს და მაინც ვერ გამოვიტანე დასკვნა.

მეც მაოცებს და მაფიქრებს, ძალიან არ მინდა, რომ ის აღმოჩნდეს, რასაც ვვარაუდობ :/ უღრმესი მადლობა, რომ მოთმინებით მელოდები და მომყვები ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent