შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია- თავი 1

5-07-2017, 16:04
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 5 131

ეიფორია- თავი 1

ისტორია დაფუძნებულია უილიამ შექსპირის კომედიურ პიესაზე „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

„გიჟებს,მიჯნურებს და პოეტებს,ეს ცნობილია,ტვინი სავსე აქვთ წარმოსახვა-მოჩვენებებით.“
უილიამ შექსპირი „ზაფხულის ღამის სიზმარი“
...
ზაფხულის ბუნიაობის ღამე, 23 ივლისი, წელიწადის ერთ-ერთ ყვლაზე მაგიურ ღამედ ითვლება.სხვადასხვა ქვეყნის წარმართულ ,თუ ქრისტიანულ ტრადიციებში, ამ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად აღინიშნება.
მოზეიმეები ანთებენ კოცონს,ბანაობენ მდინარეში და კოცონზე გადახტომით თვლიან,რომ წყალსა და ცეცხლს მათი განწმენდა -განკურნება შეუძლიათ, სხვადასხვა დაავადებებისგან.
ლეგენდის თანახმად, ამ დღეს ადამიანთა სამყაროს კარი იხსნება და პარალელურ სამყაროდან ნებისმიერ მითიურ არსებას შეუძლია მასში მოხვედრა.
ისინი ღამით სამალავებიდან გამოდიან და ადამიანებს სხვადასხვა ოინებს უწყობენ,რათა ამით თავიანთი მოსაწყენი მარადისობა გაიხალისონ.

...
„23 ივლისი“

უკვე დაბნელებული იყო,როცა გოგონამ თვალები გაახილა.ვერ სუნთქავდა,რადგან გულზე რაღაც მძიმედ აწვებოდა და ფსკერისკენ ითრევდა. თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა,მერე ისევ გაახილა და ახლაღა შენიშნა მის ირგვლივ, როგორ ირხეოდნენ ნაზად წყალმცენარეები.

მაღლა აიხედა და წყლის ამღვრეულ ტალღებს შორის მოცურავე, სავსე მთვარე დაინახა.წინ წაიწია,ხელი ზედაპირისკენ გაიშვირა,თავს ძალა დაატანა,რომ გონება არ დაეკარგა, რამდენიმე წამში კი ტალღებიდან ამოყვინთა და ჰაერი ისე ხარბად ჩაისუნთქა,რომ ფილტვები ლამის დაუსკდა ჭარბი ჟანგბადისგან.

გოგონა ნელი მოძრაობით გამოვიდა ტბიდან,მხრებზე ჩამოშლილი მუქი ფერის სველი თმა ხელით გაიწურა,ტანზე უშნოდ მომდგარი შავი კაბაც შეისწორა,თავი მაღლა ასწია,მხრები შეარხია და ზურგს უკან გაიხედა,მერე კი უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და ტყეში მიმავალ ბილიკს დაადგა.

შორიდან უცნაური ხმაური ისმოდა,აქა-იქ შუქებიც გაკრთებოდნენ ხოლმე,ამ ხმაურს კი ადამიანების ხმამაღალის სიცილი და ნაბიჯების ხმაც თან ერთვოდა.ხმაური ნელ-ნელა გაძლიერდა,რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ კი გოგონა სამ ბავშვს წააწყდა.
ორი ბიჭი ასაკით ცოტა უფროსი იყო,ერთი კი მათზე უმცროსი,რომელიც თავდახრილი იდგა,სახე ცრემლებით დასველებოდა,უფროსი ბიჭები კი რაღაცის გამო ეჩხუბებოდნენ.

-უკაცრავად ,ჭინკებო!-თქვა გოგონამ ყალბი ღიმილით და ბავშვებს შეხედა.-ხომ ვერ მეტყვით, სად ვარ?
-პარკში.-ბავშვებმა უცნაური უცნობი ინტერესით შეათვალიერეს.
-ანუ...ეს ტყე არ არის?
-ტყე-პარკია!-უპასუხა უხეშად წითურმა ბავშვმა,მერე კი მეგობარს გადახედა და ჩურჩულით გადაულაპარაკა.-მგონი გიჟია.
-ეს პატარა ჭინკა, რატომ ტირის?-ისევ იკითხა გოგონამ და უმცროს ბიჭს მიუბრუნდა.
-ტკბილეული წამართვეს.-წაილუღლუღა ბავშვმა და ცრემლები მოიწმინდა.
-მერე სცემე და უკან დაიბრუნე.-უთხრა გაკვირვებული სახით მან.
-დედა ამბობს,რომ არ შეიძლება.-ასლუკუნდა ბიჭი.
-დედაშენი სულელია!-ირონიულად ჩაიცინა გოგონამ.-რაც შენ გეკუთვნის ,ის შენივე ძალებით უნდა დაიბრუნო უკან.მეც ზუსტად მაგის გაკეთებას ვაპირებ.
-ამისთვის დამსჯიან.-შეეპასუხა ბავშვი.
-ვერავინ გაიგებს.-თვალებში ჩახედა უცნობმა.

ბიჭმა, რამდენიმე წამით უყურა გოგონას მომღიმარ სახეს,მერე კი ცრემლები მოიწმინდა, მთელი ძალა მოიკრიბა,მუშტი შეკრა,მოიქნია და ერთ-ერთ ბავშვს პირდაპირ ცხვირში ჩაარტყა.
მსუქანი ბიჭი ძირს დაეცა,კანფეტები ხელიდან გაუვარდა,ხელი ცხვირზე მიიჭირა და აზლუქუნდა.მერე წამოხტა და თავის მეგობართან ერთად, უკანმოუხედავად გაიქცა.
-ყოჩაღ!-შეჰყვირა გოგონამ გამარჯვებული სახით.
-გმადლობ!-უთხრა ბავშვმა და უცნობს წელზე ხელები შემოხვია .
გოგონა წამით დაიბნა. გაოცებისგან ,ჯერ ერთ ადგილას გაშეშდა,მერე კი ზიზღით აიბზუა ცხვირი,ბავშვს ხელები გააშვებინა ,უკან დაიხია და უხერხული ღიმილით ჩაილაპარაკა.
-ჭინკას არასოდეს ჩავხუტებივარ.
-მე ჭინკა არ ვარ,მე ბავშვი ვარ.-უთხრა ბიჭმა.
-ბავშვი...ანუ ადამიანი?-იკითხა მან.
-ჰო.-თავი დაუქნია ბიჭმა და მიწაზე მიმოფანტული კანფეტები აკრიფა.
-ვერ ვიტან ადამიანებს და ბავშვებს მითუმეტეს.-წინ გაშვერილი ხელები,ჰაერში გაასავსავა გოგონამ.
-თქვენ მე დამეხმარეთ...მანდვილი კეთილი ფერია ხართ.-წაილუღლურა ბავშვმა და უცნობს საცოდავი მზერით ახედა.

გოგონას ამის გაგონებაზე საშინელი ბრაზი მოერია,ხელები დაეძაბა, თვალები მრისხანებით აენთო, გაბოროტებული მზერით ბავშვს დააშტერდა და შემზარავი ხმით უთხრა.
-ძალიან ცდები სულელო ჭინკავ,თუ გგონია,რომ კეთილი ფერია ვარ!
ბავშვმა შეშინებული სახით დაიხია უკან,გოგონამ კი ეშმაკურად ჩაიცინა,ბავშვისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა და ხმამაღლა დაიყვირა.
-ბუუუ!
ბიჭი შიშისგან ადგილზე შეხტა,სახეზე გაფითრდა,ხელიდან ტკბილეული გაუცვივდა და მთელი სისწრაფით პარკის გასასვლელისკენ გაიქცა.
გოგონამ ხმამაღლა გადაიკისკისა,მერე დაიხარა,მიწიდან ერთი ჯოხიანი კანფეტი აიღო,გახსნა და პირში მოიქცია
-ადამიანობა მოსაწყენია! -ჩაილაპარაკა ზიზღით მან და მხიარულად გაუდგა გზას.

...
„ათი თვის შემდეგ“

-და მოზიდა მშვილდი დავითმა ,დაუმიზნა ბრძოლაში გართულ სელჩუკთა მხედართმთავარს,ცოტა ხანს დაიცადა,მიზანში კარგად ამოიღო ,ღრმად ჩაისუნთქა და გაისროლა!-დაიყვირა ხმამაღლა დანიელმა და თავის სიტყვებს მოქმედებაც თან მიაყოლა.მშვილდი მოზიდა და პლასმასის ისარი საკლასო ოთახის კარისკენ გაისროლა.
სანამ ისარი დანიშნულების ადგილს მიაღწევდა,უცებ კარი გაიღო და ოთახში ახლახანს შემოსულ სკოლის დირექტორს,ბატონ როსტომს, პირდაპირ შუბლში მოხვდა.კაცი გაოცებული სახით გახევდა ზღურბლზე და როცა გაიაზრა რაც დაემართა,მრისხანეთ ამოიგმინა,ხელი მაღლა ასწია,შუბლზე რეზინის თავით მიწებებულ ისარს ჩაეჭიდა,სწრაფად მოიშორა, დანიელს მიაშტერდა და კბილებში გამოსცრა.
-ბატონო დანიელ,ახლავე ჩემს კაბინეტში!
-დიახ,მოვდივარ.-ჩაილაპარაკა უხერხულად ბიჭმა,მერე მოსწავლეებს გახედა და ჰკითხა.-ბავშვებო,სულის მოსახსენიებელი ლოცვები ვინმემ იცით?
-მე ვიცი!-ხელი ასწია, უკანა მერხიდან ერთმა მოსწავლემ.
-დანარჩენებსაც ასწავლე, დარწმუნებული ვარ დაგვჭირდება!

დანიელი ოთახიდან გავიდა,დერეფანი გაიარა,კიბეებზე დაეშვა და დირექტორის კაბინეტში პირდაპირ შეაბიჯა.
ბატონი როსტომი უკვე იქ იყო,თავის მდივანს შეჰყურებდა და გაცეცხლებული სახით დანიელს ლანძღავდა.
-ეს ბიჭი არანორმალურია! არ მესმის, ასე ვის გაუგია გაკვეთილის ახსნა! ისტორიის მასწავლებელი გამიგია,მაგრამ ასეთი?! დღეს ისარი მომხვდა,გუშინ კი კარს მივადექი ,გამოვაღე ,მაგრამ შიგნით ვერაფრით შევედი,რადგან კარებზე მერხები,სკამები,სტენდები და ყვავილის ქოთნები ერთმანეთზე იყო აწყობილი.
-კი მაგრამ, რატომ?-გაუკვირდა მდივანს.
-დიდგორის ბრძოლას ხსნიდა და უკან დასახევი გზები ჩახერგა!
-უცნაურია.-ჩაილაპარაკა მდივანმა და კაბინეტში შემოსული დანიელი,რომ შეამჩნია ოთახი მაშინვე დატოვა.
-რამით გაიმართლებ თავს?-მიუბრნდა დირექტორი მასწავლებელს.
-მხოლოდ იმით,რომ დავით აღმაშენებელი ამოუწურავი თემაა და მის ახსნას ერთ გაკვეთილში ვერ ჩავატევდი.ამიტომაც გადავანაწილე ასე...
-ხომ იცი,რომ მაგაზე არ გეკითხები?-შეაწყვეტინა კაცმა.
-ბატონო დირექტორო,სამსახურში რომ ამიყვანეთ მშვენივრად იცოდით ჩემი სწავლების მეთოდი.უკვე არა ერთხელ აგიხსენით,რომ მოსწავლესთვის თვალსაჩინოება ძალიან მნიშვნელოვანია,მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში,როცა ბავშვებს ინსტაგრამის გამომწერები უფრო ადარდებთ, ვიდრე გლობალური კატასტროფები.მეთორმეტე კლასელები არიან და სხვანაირად ვერ დავაინტერესებ ისტორიით.როცა ასე ვხსნი გაკვეთილს,ბავშვები წყნარად სხედან, მისმენენ და ყველაფერს იმახსოვრებენ.-ჩამოაყალიბა დანიელმა თავდაჯერებული გამომეტყველებით.
-მართალი ხარ!-ამოიხორა კაცმა და სახე მაშინვე დაუმშვიდდა.-ბავშვების ცოდნას აშკარა გაუმჯობესება ეტყობა,მაგრამ გამუდმებით უნდა მეშინოდეს,შენს კლასში შემოსვლის,რომ ან ისარი არ მომხვდეს,ანდაც შუბი?
-თქვენც, შუა გაკვეთილის მსვლელობისას ნუ შემოხვალთ.-თვალები გადაატრიალა ბიჭმა,რადგან ეს ლექციები უკვე მობეზრებული ჰქონდა და როსტომის სულელური გამოსვლებით ყელში ამოსვლოდა.ვერც კი თვლიდა უკვე მერამდენედ უხსნიდა დირექტორს ამ ყველაფერს,მაგრამ ის მაინც ისევ თავისას უბრუნდებოდა.ამიტომაც შეარქვა დანიელმა მას "როსტომ ხანი".ეს სახელი სხვებმაც აიტაცეს და ახლა მთელი სკოლა დირექტორს, ზურგს უკან ამ სახელით მოიხსენიებდა.
-კარგი,კარგი...-ხელები აღმართა კაცმა.-ოღონდ ხარკის გადახდას ნუ დაგვაკისრებ და რაც გინდა ის ქენი.
-გმადლობთ,სპეციალურად თქვენთვის ხარკს ცოტას დავაკლებ.-ჩაიცინა ბიჭმა.
-დანიელ!-თვალები დაქაჩა როსტომმა და შუბლზე ნახევრად გაცვენილ ჭაღარა თმაზე, ნერვიულად გადაისვა ხელი.
-უკაცრავად.-თქვა მან და კარისკენ შებრუნდა.
-ჰო მართლა, ორშაბათიდან ახალი მასწავლებელი გვეყოლება.-შეაჩერა კაცმა.-ამის სათქმელად მოვდიოდა და შუბლში ისარი მივიღე.
-მართლა?
-ჰო,ქალბატონი ლეილას ნაცვლად ახალი ავიყვანე სამსახურში.შენს სადამრიგებლოს ლიტერატურის გაკვეთილებს ჩაუტარებს.
-კარგია,თოემ მთელი კვირაა ბავშვებს გაკვეთილები უცდებათ.ამ ლეილასაც ახლა მოუნდა გათხოვება,არადა 35 წელი იცდიდა.
-გაკვეთილზე დაბრუნდი.-შეუბღვირა კაცმა.
-როგორც მიბრძანებთ.-ყალბად გაიღიმა დანიელმა და კაბინეტიდან გავიდა.
-კიდევ კარგი,რომ გეოგრაფიის მასწავლებელი არ არის,თორემ ამერიკას ახლიდან აღმოაჩენდა და ამ მოგზაურობაში ბავშვებსაც წაიყვანდა.-ჩაილაპარაკა დირექტორმა ბრაზით და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.

...
წესით დანიელი მაღვიძარას უნდა გაეღვიძებინა,მაგრამ ის ,არადა არ რეკავდა.ბიჭმა თვალები ნელა გაახილა,საწოლს მზერა მოავლო და მის გვერდით მძინარე ქერა ლამაზმანი შენიშნა.
მან მხარი იცვალა,გოგონას თმებში ცვირი ჩარგო და სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა,თუმცა წამის შემდეგ ქალის მიმართ საშინელი ზიზღის გრძნობა დაეუფლა.
ყოვლთვის ასე ემართებოდა,როცა ვიღაცის გვერდით იღვიძებდა.ჯერ შემაწუხებელ სიცარიელეს გრძნობდა,შემდეგ კი პარტნიორის მიმართ ზიზღი იპყრობდა და ცდილობდა სწრაფად მოშორებოდა ამ ადამიანს,რომ არ გამოემჟღავნებინა.ვერ ხვდებოდა ასე რატომ ემართებოდა.ბევრჯერ სცადა გამოსწორება,ამის გამო ფსიქოლოგთანაც კი იყო,მაგრამ ვერაფერმა უშველა.

უცებ, დანიელს მოაგონდა,რომ ორშაბათი დილა იყო და საწოლიდან დენდარტყმულივით წამოვარდა.ტელეფონს ეცა ,მაგრამ გათიშული დახვდა.დამჯდარი არ იყო ,უბრალოდ ვიღაცას გამოერთო და დაყენებულმა მაღვიძარამაც ამიტომ არ დარეკა.
-ვაგვიანებ!-ჩაილაპარაკა მან და ტელეფონი ჩართო.საათი ცხრას აჩვენებდა.-კარგია პირველი გაკვეთილი მანც არ მაქვს,მაგრამ ....ჯანდაბა!-თავში ხელი შემოირტყა.- მე ხომ დამრიგებელი ვარ და ყველაზე ადრე უნდა მივდიოდე.
-დილა მშვიდობის.-მისკენ გადმობრუნდა ქერა ლამაზმანი.
-ტელეფონი შენ გამორთე?-წარბი შეკრა ბიჭმა და მუქი მწვანე თვალები, ქალს ბრაზით მიანათა.
-ჰო,მთელი ღამე ზუზუნებდა,ვიღაცეების შეტყობინებები მოდიოდა და...
-ყოჩაღ,საოცრად დამეხმარე.-მიახალა დანიელმა გაღიზიანებული ხმით,მერე სწრაფად ჩაიცვა,შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა თითებით გაისწორა,ჩანთას ხელი დაავლო ,გოგონას გახედა და უთხრა.-რომ წახვალ კარი დაკეტე.
-როდის შევხვდეთ?-საწოლიდან წამოიწია ქალმა.
-შენ ხომ დაქორწინებული ხარ?-კართან შედგა ბიჭი.
-ჰო, ვარ და ჩემი შვილი, შენს სკოლაში სწავლობს.-თქვა უკმაყოფილო ტონით ქერამ.
-მითუმეტეს, აღარ შევხვდებით.-მიუგო პირდაპირ დანიელმა,სახლიდან გავარდა და კარი გაიხურა.

...
ხელოვნების სკოლა „პარნასი“ ,დანიელის სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობდა.ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო სკოლა იყო.აქ ხელოვნების სხვადასხვა დარგით დაინტერესებული ბავშვები სწავლობდნენ და ჩვეულებრივი სასკოლო საგნების გარდა სამსახიობო,მუსიკალურ თუ სამხატვრო ცოდნასაც ეუფლებოდნენ.
სკოლა ყოველწლიურად, სხვადასხვა ფესტივალებში იღებდა მონაწიელობას და არა ერთ გზის გამარჯვებულიც გახლდათ.

პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო,როცა დანიელი სკოლაში მივიდა.მიუხედავად იმისა,რომ მაისის დასაწყისი იყო და მზე არც ისე მკვეთრად ანათებდა,ბიჭი მზის სათვალეს მაინც არ იხსნიდა,რადგან არ უნდოდა მისი ჩამუქებული თვალის უპეები ვინმეს დაენახა.
დანიელი ჯერ კაფეტერიაში შევიდა,ცხელი ყავა აიღო, მაგიდას მიუჯდა და სიგარეტს მოუკიდა.ორი წამის შემდეგ მზარეულმა ქალმა შეახსენა,რომ კაფეტერიაში მოწევა არ შეიძლებოდა და მანაც ყალბი ღიმილით ჩააქრო სიგარეტი.
უცებ კეფეტერიასთან ჩქარი ნაბიჯით, ორმა მოზარდმა ჩაიარა.დანიელმა მისი მოსწავლეები მაშინვე იცნო.ფეხზე წამოვარდა,დერეფანში გავიდა და ბიჭებს ხმამაღლა დაუძახა.
-ლუკა! დემეტრე!
-მასწ!-ყალბად გაიღიმეს ბიჭებმა,თითქოს დანიელის დანახვა ძალიან გაუხარდათ და მორჩილი გამომეტყველებით მიუახლოვდნენ მას.
-გაკვეთილზე,რატომ არ ხართ?-იკითხა დანიელმა და თვალები ეჭვით დააწვრილა.
-ააამ...მასწავლებელო თქვენი არ მესმის,გინდათ ფეხბურთიც ვითამაშო,სპექტაკლებშიც მივიღო მონაწილეობა და გაკვეთილებზეც ვიარო? მე ერთი ვარ და ათად ვერ გავიჭრები.-საწყლად ახედა ლუკამ და თაფლისფერი თვალები მასწავლებელს მიაპყრო.
-მეც.-თავის ქიცინით დაეთანხმა დემეტრე.
-რა სპეტქაკლზე ლაპარაკობთ?
-აჰ,არ იცით?-გაეცინა ლუკას.-ტრადციული სპექტაკლი წლის ბოლოს...ანუ სინდერ-გელა მასწმა თქვა,რომ მალე ქასთინგიც იქნება და რადგან შარშან შესანიშნავად შევასრულე ტიბალტის როლი,ვაპირებ წელს მთავარი როლისთვის ვიბრძოლო.
-ამჯერად რას დგამს?-დაინტერესდა დანიელი.
-„ზაფხულის ღამის სიზმარს“.-უპასუხა დემეტრემ.
-კარგი,ახლა კი საკლასო ოთახში ადით,თორემ ცხელ ყავას დაგასხამთ.-დაემუქრა მასწავლებელი.
-კარგით,მივდივართ!-ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,მერე ისევ დანიელს მიუბრუნდა და ჰკითხა.-ახალი მასწავლებელი ნახეთ?
-არა,ბებერია და პროთეზს იყენებს ხომ?-უხალისოდ ჩაიცინა ბიჭმა.
-ბებერი?-გაეცინა ლუკას.-იცით, რა გოგოა?! შეხედავ და ნამდვილი...-ბიჭი წამით დაფიქრდა,რაღაც გენილურის თქმა სურდა და რამდენიმე ვარიანტიდან მისი აზრით საუკეთესო შეარჩია.
-ნამდვილი,რა?
-დალი!
-რა დალი,ბიჭო?-სათვალე მოიხსნა დანიელმა და ლუკას გაოცებული შეაჩერდა.
-აი,ნადირობის ქალღმერთი ვიგულისხმე.
-მერე შენც დიანა გეთქვა ,ან არტემიდე...დალი!-გააჯავრა დანიელმა და ხმამაღლა გადაიხარხარა.-დალის გაგონებაზე სულ ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი დალი, მახსენდება.
-რა ვიცი,ისტორიაში და მითოლოგიაში თქვენ უკეთ ერკვევით.-მხრები აიჩეჩა ლუკამ.
-საკლასო ოთახში,სწრაფად!-სახე დაუსერიოზულდა დანიელს.
-მივდივართ მასწ!-დემეტრე ერთ წამს კიდევ გაჩერდა,დანიელს მიუბრუნდა და თქვა.-ჰო მართლა, მასწავლებელო,როსტომ ხანზე შურისძიების გეგმა დავსახეთ.
-რა გეგმა?
-ჯერ საგრძნობლად არ ცხელა,მაგრამ ვფიქრობ მაინც მოუხდება.-ბოროტულად ჩაიცინა ბიჭმა და ჯიბიდან წყლით სავსე ბუშტი ამოიღო.
-ამ საქმეში მე ნუ გამრევთ.-უკან დაიხია დანიელმა.-ისე კი იმსახურებს თავისას.
-მაშინ ზარი,რომ დაირეკება კაბინეტში არ შემოხვიდეთ.გარეთ დადექით და სანახაობით დატკბით.-წარბები აათამაშა ლუკამ.
-აუცილებლად.-დანიელსაც გაეცინა.-კარგი,ახლა წადით.
ბიჭები გაბადრული სახეებით წავიდნენ საკლასო ოთახისკენ,დანიელმა კი მოუთმენლად გაატკაცუნა თითები და ეშმაკურად ჩაიცინა.

...
როგორც კი ზარი დაირეკა, დანიელი მაშინვე საკლასო ოთახისკენ გაემართა.ბიჭი დერეფანში მდებარე ფანჯარასთან გაჩერდა და მოთმინებით დაელოდა წარმოდგენას.
სულ მალე, დერეფანში მობორიალე ბავშვებს შორის, ბატონი როსტომიც გამოჩნდა.მაღალი,ფიცარივით გამხმარი კაცის და მისი კუშტი გამომეტყველების დანახვაზე ,ბავშვები მაშინვე დაფრთხნენ და დირექტორს გზა დაუთმეს.კაცი წესით დანიელის კლასში უნდა შესულიყო და ბავშვებისთვის ახალ მასწავლებელზე უნდა ეთქვა,მაგრამ მან დერეფანი სწრაფად გაიარა და იქვე მდებარე მეთერთმეტე კლასში შევიდა.

დანიელი წამოიწია,რომ ბავშვები გაეფრთხილებინა,მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, უცებ ვიღაცამ სწრაფად ჩაუარა და მისი სადამრიგებლოსკენ გაემართა.
დანიელმა, ინტერესით სავსე მზერა გააყოლა გოგონას ფიგურას და შენიშნა,რომ ის არც მოსწავლე იყო და არც მისი ნაცნობი,რომელიმე მასწავლებელი.
დანიელს უცებ გონება გაუნათდა და მიხვდა,რომ ეს ახალი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო,რომელიც ახლა მისი კლასისკენ მიემართებოდა და რამდენიმე წამში, ბავშვების ხაფანგში,სრულიად დაუმსახურებლად გაებმებოდა.
გოგონას,ლურჯი ჯინსი,თეთრი მაისური და მუქი ლურჯი ,მკლავებზე აკეცილი პიჯაკი ეცვა.ჩალისფერი გრძელი თმა ტალღებად ეყარა მხრებზე,ერთ ხელში ჩანთა ეჭირა ,მეორეში კი ტელეფონი და ეკრანს ჩასჩერებოდა.
გოგონა სწრაფად მიუახლოვდა კაბინეტს,ხელი გასწია და სახელურს ჩაავლო.დანიელი უცებ ადგილს მოსწყდა,მასწავლებელთან მივარდა,მკლავში სწვდა,გვერდზე გამოსწია,კარში ჩადგა და ზემოდან ჩამოვარდანილი წყლით სავსე ბუშტი,პირდაპირ თავში დაეცა.ბუშტი მაშინვე გასკდა , წყალი ბიჭს თმაზე და პერანგზე ჩამოეწუწა,რამდენიმე წვეთი კი მის წინ მდგარ გოგონასაც შეესხა.
-დანიელ!-დაიღრიალა უცებ, კაბინეტიდან ახლახანს გამოსულმა როსტომმა.-სწრაფად, ჩემს კაბინეტში!
ბიჭმა მოუთმენლად გადაატრიალა თვალები,სველი თმა ხელით გადაიწია,გოგონასთვის არც კი შეუხედავს ისე გაუღიმა და როსტომს უკან გაჰყვა.

-ახლა ,რაღა მოხდა?-ხელები უკმაყოფილოდ გაშალა როსტომმა ,როცა დანიელს კაბინეტში შეუძღვა.
-გრძელი ამბავია.-ჩაილაპარაკა დანიელმა და ტანზე მიკრული, ნახევრად სველი პერანგი,თითებით წინ გამოსწია,რადგან საშინლად არ სიამოვნებდა.
დირექტორმა ახლახანს შენიშნა,რომ მათ უკან ახალგაზრდა გოგონაც შემოჰყვა და იქვე კართან გაჩერდა.
-ელზა,თქვენ მაინც მითხარით,რა მოხდა?-ფეხზე წამოდგა როსტომი.
-ისეთი არაფერი,უბრალოდ ხაფანგისგან გადამარჩინეს.-მშვიდი ხმით მიუგო გოგონამ,მერე დანიელს გამჭოილი მზერა მიაპყრო და ცინიკური ღიმილით დაამატა.-როგორც ჩანს,ბავშვებმა წყლით სავსე ბუშტი კარის თავზე დაამაგრეს.მან ალბათ იცოდა,ბოლო წამს გადაიფიქრა და ხაფანგისგან მიხსნა.
-დანიელ, ეს სიმართელა?-თვალები დაუბრიალა როსტომმა.
-რა თქმა უნდა ,არა!-წარბი შეკრა ბიჭმა,ისე თითქოს დამნაშავე არაფერში ყოფილიყო.-უბრალოდ დავინახე,რომ კარზე ბუშტი იყო დამაგრებული და ქალბატონის გადარჩენა ვცადე.
-შენი რატომ არ მჯერა?
-ეგ თქვენი პრობლემაა!-შეეპასუხა უხეშად ბიჭი,მერე კი განრისხებული მზერით გოგონას მიუბრუნდა და როცა მის ცივ მზერას წააწყდა,ერთ ადგილას გაშრა.
ელზას,ხორბლისფერი კანი ,კაბინეტის მკრთალ განათებაზე, უცნაურად უბზინავდა.ჩალისფერი თმა,ყურს უკან გადაეწია,ოდნავ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.მის სახეს კი მაღლა აწეული წარბები და გრძელი წამწამების შიგნიდან მომწზირალი რუხი თვალები ამშვენებდა.
დანიელმა რამდენიმე წამით უყურა გოგონას და ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო.არა მხოლოდ მისი მშვენიერების გამო,არამედ ძალიან ეცნობოდა ეს გოგონა და ვერაფრით იხსენებდა საიდა.თითქოს წამით რამდენიმე სახემ გაურბინა თვალწინ,მაგრამ ელზას სახე ,არც ერთ მათგანს არ დაემთხვა.
-დანიელ,გაიცანი ეს ელზაა!-წარმოთქვა გარკვევით დირექტორმა.-ელზა ათანელი.ეს კი ,დანიელ დადიანია.
-სასიამოვნოა.-თბილად გაუღიმა გოგონამ და ბიჭს ხელი გაუწოდა.
-ჩემთვისაც.-ღიმილითვე უპასუხა დანიელმა და გოგონას ხელი ჩამოართვა.
ბიჭს მის ხელთან შეხებისას, უცნაური შეგრძნება დაეუფლა.მისი სურნელი ძალიან ახლოდან იგრძნო და ის სიცარიელე,რომელსაც ყოველ წამს განიცდიდა,თითქოს ნაწილობრივ შეივსო.
-გაკვეთილები გადავანაცვლეთ.-სიჩუმე ისევ როსტომმა დაარღვია.-ახლა შენს კლასს წესით, თეას გაკვეთილი უნდა ჰქონდეთ,მაგრამ ელზა ჩაატარებს,ამის შემდეგ კი შენი იქნება.
-კარგი,ცხრილს ბავშვებსაც შევაცვლევინებ.-ამოილაპარაკა დანიელმა და ელზას მზერა ძლივს მოაშორა.
-ახლა კი წადით,თორემ ზარი დიდი ხანია დაირეკა.-თქვა კაცმა და ორივენი კაბინეტიდან გამოისტუმრა.

-ის წყლის ბუშტი, ბატონი როსტომითვის იყო ,არა?-იკითხა ელზამ,როცა ისინი კიბეებს მიუყვებოდნენ.
-სწორად მიხვდი.-ყალბად გაიღიმა დანიელმა ,გოგონას მიუბრუნდა ,ხელები გაშალა და ცინიკურად თქვა.-აბა, არ ჩამეხუტები?
-რისთვის?-გაეცინა ელზას.
-მე ხომ დასველებას გადაგარჩინე?!
-ათი წლის ბავშვივით ,მასწავლებლებს მახეებს უგებ და მერე ამაზე ხალისობ! არა, გმადლობ, მირჩევნია კედელს ჩავეხუტო ,ვიდრე შენ.-დამცინავად უპასუხა გოგონამ,დანიელს გვერდი აუარა და კიბეებს აუყვა.

ბიჭი ერთ წამს გაოცებული სახით იდგა და ფიქრებში წასული ცდილობდა აზრები მოეკრიბა.ეს ელზას სიტყვებს არ გამოუწვევია.დანიელი იმის გამო იყო გაოცებული,რომ გოგონას თბილ და თავაზიან მზერაში წამით ისეთი საშინელი სიცივე გაკრთა,რომ ასეთი თვით ყინულის დედოფალსაც არ ექნებოდა.

...
ელზა საკლასო ოთახში შევიდა და მოსწავლეებით სავსე კლასს თვალი მოავლო.ბავშვებმა მის დანახვაზე მაშინვე შეწყვიტეს რუზრუზი და ახალ მასწავლებელს ინტერესით დაუწყეს თვალიერება.
-მოგესალმებით ბავშვებო!-წარმოთქვა გოგონამ თბილი ღიმილით.-ალბათ მიხვდით,რომ მე თქვენი ახალი მასწავლებელი ვარ ,ელზა ათანელი.დღეს არაფერს აგიხსნით,რადგან ჩემი პირველი დღეა და ამ წუთებს თქვენი გაცნობისთვის გამოვიყენებ.
-ხომ ვამბობდი, ნადირობის ქალღმერთია-თქო!-გადაულაპარაკა ლუკამ თანაკლასელს.
-ერთი ჩვეულებრივი გოგოა,დიდი არაფერი.-ცხვირი აიბზუა წინ მჯდომმა ქერა გოგონამ.
-გაჩუმდით,სირცხვილია.-ჩაილაპარაკა მორცხვად იქვე მჯდარმა მეორე გოგონამ.
-შენ ვინ გეკითხება?-წარბი შეკრა ქერამ.
-რაიმე პრობლემაა?-იკითხა ელზამ და მოსაუბრე გოგონებს თავზე დაადგა.
-არაფერი,ისეთი.-საღეჭი რეზინის წკლაპუნით უთხრა ქერამ,მერე მეორე რიგში მჯდარი გოგონასკენ ხელი გაიშვირა და დაამატა.-აი,ემას გაკვეთილზე საუბარი ძალიან უყვარს.
წაბლისფერთმიანი გოგო უხერხულად შეიშმუშნა,თავი დახარა და ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.
-მე კი შევამჩნიე,რომ შენ არ აჩერებდი ენას.-ზემოდან დახედა გოგონას ელზამ.-შენი სახელი?
-თინა!
-თინა,გაკვეთილზე საღეჭი რეზინი,რომ არ შეაიძლება არ იცი?
-ვითომ,რატომ?
-შეიძლება გადაგცდეს!-ყალბად გაუღიმა ელზამ და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა,რომ თინას ისტერიული ხველა აუვარდა,რადგან საღეჭი რეზინი გადასცდა და პირდაპირ სასუნთქ მილზე დაეფარა.
გოგონა სახეზე წამოწითლდა,ხელები ყელში წაივლო, თვალები გადმოკარკლა და ცრემლებით აევსო.კლასში პანიკა ატყდა.ბავშვები სკამებიდან წამოცვივდნენ და თინას მივარდნენ,მაგრამ ელზამ მშვიდი სახით შეაჩერა ყველანი,თინას ზურგზე ძლიერად დაჰკრა ხელი და გოგონას საღეჭი რეზინი პირიდან გადმოაგდებინა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა ემამ შეშინებული სახით.
-კი...კინაღამ მოვკვდი.-ამოილაპარაკა თინამ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-საბრალო გოგო.-ყალბი დანანებით გააქნია თავი ელზამ.-ხომ გაგაფრთხილე?! ექიმთან ჩადი,ჯობია გაგსინჯოს.
თინა ფეხზე ნელა წამოიზლაზნა,ჯერ ელზას გახედა შეშინებული და ცოტა დამბნეული მზერით,მერე კი კარისკენ გაემართა.
-მასწავლებელო,შეიძლება გავყვე?-ხელი ასწია დემეტრემ.
თინამ ბიჭს თვალები დაუბრიალა.დემეტრე ერთდაერთი იყო ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა და მისი გაყოლაც ახლა ,ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა.
-გაჰყევი!-თავი დაუქნია ელზამ და ბაგეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა.
-ხომ ვამბობდი ნადირობის ქალღმერთია-თქო!-ისევ გაიმეორა ლუკამ,მასზე მოშტერებულ ემას გახედა და თვალი ჩაუკრა.
გოგონამ ცივად გაიბრუნა პირი და მზერა ისევ ელზაზე გადაიტანა.

...
გაკვეთილის დასრულების შემდეგ,ელზა კაფეტერიაში შევიდა,მაგიდას მიუჯდა,ყავა წინ დაიდგა და წიგნი გადაფურცლა.უცებ მის მაგიდას ვიღაც მიუახლოვდა.გოგონამ თავი ასწია და წინ მდგომი ახალგაზრდა წყვილი დაინახა.
ორივენი გაღიმებული სახეებით იდგნენ.ქალს მუქი წაბლისფერი თმა ჰქონდა,ბოლოებში ოდნავ გაღიავებული და შეღებვისგან ცოტა გაუხეშებული.30 წლამდე იქნებოდა,გამხდარი იყო,სავსე მკერდით,მუქი თვალებით და ოვალური სახის მოყვანილობით.
კაცი მხრებში გამართული იდგა და სახეზე ბავშვური ღიმილი დასთამაშებდა. წაბლისფერი თმა შუქიზე ოდნავ მოწითალოდ ჩანდა.სპორტული აღნაგობა ჰქონდა,მისი ნავარჯიშები სხეული კი ადვილად შესამჩნევი იყო.ასაკით პირველზე ცოტა უფროსი იქნებოდა და უფრო სანდომიანი მზერაც ჰქონდა.
-შენ, ელზა ხომ?-იკითხა ქალმა ღიმილით.
-დიახ.-უპასუხა გოგონამ.
-მე, თეა მქვია,ინგლისურს ვასწავლი.-თქვა მან და ელზას ხელი ჩამოართვა.
-მე, მიშა ვარ.-ჩაერია საუბარში კაცი.-სპორტის მასწავლებელი.
-სასიამოვნოა,დაბრძანდით.-გაუღიმა ელზამ თავაზიანად.
წყვილი მის წინ მოთავსდა,გოგონამ კიდევ ერთხელ ინეტრესით შეათვალიერა ისინი და საუბარი გაუბა.
-უკვე ყველა გაიცანი?-თეა დაკითხვებს არ წყვეტდა.
-არა,მხოლოდ რამდენიმე.
-დანიელი, ხომ გაიცანი?-გვერდულად ჩაიცინა ქალმა.-გავიგეთ,რომ დღეს ბავშვების ხაფანგისგან გადაგარჩინა.
-ჰო,ასეა.
-ნეტავ მართლა როსტომს დასცემოდა თავში.-ჩაილაპარაკა სიცილით თეამ,მერე კი მის გვერდით მჯდარ კაცს გახედა და უთხრა.-ან ,შენ დაგცემოდა!
-შენი ქმარი მაინც არ ვიყო.-მხარი სიცილით გაჰკრა მიშამ.
-ყოფილი!-შეუსწორა მან.
-ჯერ განქორწინებულები არ ვართ.
-მაგრამ მალე ვიქნებით.
ელზას გაეცინა,თუმცა არაფერი უკითხავს,რადგან მხოლოდ ამ მცირე დიალოგიდანაც გაერკვა კოლეგების პირად ცხოვრბაში.
უცებ კაფეტერიის კარი გაიღო და დანიელი გამოჩნდა.ბიჭს პერანგი უკვე ტანზე შეშრობოდა,თუმცა აქა-იქ წყლის წვეთები ჯერ კიდევ აჩნდა.შავ თმას,რომელიც სიარულის დროს შუბლზე ეყრებოდა,თითებით პერიოდულად ისწორებდა,მუქ მწვანე თვალებს კი აქეთ-იქით აცეცებდა და შემხვედრებს მომნუსხველად უღიმოდა.
-ერთი წუთით დაგტოვებთ.-ფეხზე წამოვარდა თეა და პირდაპირ დანიელთან მიიჭრა.
-ცდილობს მაეჭვიანოს.-უკმაყოფილოდ ჩაიცინა მიშამ.-დანიელსაც ამის გამო ეფლირტავება,მაგრამ ამაზე რეაქცია უკვე აღარ მაქვს.დანიელი ჩემი მეგობარია,მე კი თავისუფლად მოაზროვენ კაცი ვარ და ეგ ფაქტი საერთოდ არ მაწუხებს.
-რატომ დაშორდით?-იკითხა გულგრილად ელზამ.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა მიშამ.-თითქმის ერთი წლის წინ დავშორდით. ალტერნატიული სამსახური ვერც ერთმა ვერ ვიშოვეთ,ამიტომ ჯერ-ჯერობით აქ დავრჩით და ზავი დავდეთ,თუმცა ის მაინც ცდილობს მაეჭვიანოს,მაგრამ ვერ ხვდება,რომ ეს უკვე აღარ მაღელვებს.
-გასაგებია.
-ჩემს პრობლემებს გახვევ,ბოდიში.-უხერხულად გაიღიმა კაცმა და მიხვდა,რომ ზედმეტი წამოროშა.
-არა უშავს.-ღიმილითვე უპასუხა ელზამ და მზერა დანიელს მიაპყრო,რომელიც მხიარულად ესაუბრებოდა თეას და ირგვლივ ვერავის ამჩნევდა.

...
დანიელი ჩაფიქრებული სახით დაბრუნდა სახლში.არც კი ახსოვდა როგორ აიარა ოთხსართულიანი კორპუსის კიბეები და როგორ შევიდა მეოთხე სართულზე მდებარე თავის ბინაში.
მთელი გზა ელზაზე ფიქრობდა,მაგრამ მის შესახებ,რომ ვერაფერი გაიხსენა, ამან ძალიან გააღიზიანა,ამიტომ გადაწყვიტა მასზე აღარ ეფიქრა და გონება სხვა რამეზე გადაერთო.გართობა უნდოდა,სახლიდან ცოტა ხნით უნდა გასულიყო,რომ დამშვიდებულიყო.
ბიჭმა თავის ოთახს მიაშურა,პერანგი გაიხადა ,თაროდან მაისური დაგმოიღო და უკვე გადაცმას აპირებდა,როცა საძინებლის აივნიდან რაღაც უცნაური შენიშნა.
დანიელმა მაშინვე გამოაღო აივნის გამჭირვალე კარი,გარეთ გავიდა და მოპირდაპირე მხარეს ძალიან ახლოს მდგარი ,ზუსტად იდენტური ოთხსართულიანი კორპუსისკენ გაიხედა.
მეოთხე სართულის აივანზე ელზა იდგა.ფეხსიშველი იყო. გრძელი, თეთრი გამჭირვალე მაისური ეცვა,რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა,იდაყვებით მოაჯირზე იყო ჩამოყდნობილი და ტელეფონს ჩასჩერებოდა.
დანიელს თვალი გაუშტერდა და რამდენიმე წუთი ასე უყურა გოგონას, სანამ მან თვითონ არ შეამჩნია.
-მოგესალმებოდი,მაგრამ დღეს უკვე გნახე.-გამოსძახა იქიდან ელზამ.
-მანდ რას აკეთებ?-იკითხა ეჭვით დანიელმა.
-აქ გადმოვედი.
-მართლა?
-ჰო.
-მე და შენ ...ადრე ხომ არ შევხვედრივართ?-ისევ ჰკითხა დანიელმა.
-არა მგონია.-თავი გააქნია გოგონამ.
-და იქნებ შევხვდით,მაგრამ აღარ მახსოვს.-ჩაეძია ბიჭი.
-ჰოდა გამიხსენე დანიელ,თორემ ეგ ფიქრები ჭკუიდან შეგშლის.-თვალი ჩაუკრა ელზამ და აივნის ღია კარში გაუჩინარდა.

...
სიყვარულებოოოო დავბრუნდი ახალი ეპიკ-სთორით laughing შექსპირს,რომ ვპარავ რაღაცეებს ეგ ახალი ამბავი არ არის თქვენთვის smile მე და უილი მაგიის და კომედიის მოყვარულები ვართ და ამაში ძალიან დავემსგავსეთ ერთმანეთს joy მართალია ოთხი საუკუნე გვაშორებს მაგრამ მაინც joy მოკლედ ,ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და აქედანვე გაფრთხილებთ,რომ ისტორიაში იმაზე მეტ მაგიურ დეტალს გამოვიყენებ,ვიდრე სხვა ისტორიებში smile ნუ ცოტათი მეტს laughing იმედი მაქვს მოგეწონებათ და ველი გულის ხვანცალით თქვენს შეფასებებს smile smile heart_eyes kissing_heartскачать dle 11.3

№1  offline წევრი SillyGirl

რა მაგარი დასაწყისი იყო.
მომწონს შენი ისტორიები
ძალიან ჩამთრევი ცოტათი იდუმალი და ზედმეტად საინტერესოა.
მომეწონა დანიელის პერსონაჟი კარგი ტიპია ძალიან.
ელზაც კარგი ვინმე ჩანს.
საკჭაოდ დიდი თავი იყო მაგრამ იმდენად ჩამითრია რომ გული დამწყდა ბოლოში რომ ჩავედი.
მოკლედ მიხარია რომ დაბრუნდი
მიყვარს შენი ისტორიები სულ ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნის.

№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

SillyGirl
რა მაგარი დასაწყისი იყო.
მომწონს შენი ისტორიები
ძალიან ჩამთრევი ცოტათი იდუმალი და ზედმეტად საინტერესოა.
მომეწონა დანიელის პერსონაჟი კარგი ტიპია ძალიან.
ელზაც კარგი ვინმე ჩანს.
საკჭაოდ დიდი თავი იყო მაგრამ იმდენად ჩამითრია რომ გული დამწყდა ბოლოში რომ ჩავედი.
მოკლედ მიხარია რომ დაბრუნდი
მიყვარს შენი ისტორიები სულ ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნის.

ვაიმე როგორ გამახარე სიყვარულოოო ❤❤ :დდ ისეთი თემა ავიღე რომ იძულებული ვარ ვიინტრიგანო :დდ მაგრამ ვეცდები ძალიან არ გაწვალოთ ❤❤ ძალიან ძალიან მაბედნიერებთ :**❤❤❤

№3  offline წევრი nigita

ძალიან საინტერესოა , მომეწონა კარგი თავი იყო თან ორივე პერსონაჟი ისეთი საინტერესოა... წარმატებები და არ დააგვიანო დადება ხოლმე....

№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

nigita
ძალიან საინტერესოა , მომეწონა კარგი თავი იყო თან ორივე პერსონაჟი ისეთი საინტერესოა... წარმატებები და არ დააგვიანო დადება ხოლმე....

მადლობა უღრმესი ძალიან გამახარე :** ❤❤❤ყველანაირად ვეცდები რომ ძალიან არ დავაგვიანო ❤❤❤ :დდ

№5 წევრი blue witch

მემგონი ჩემი ფავორიტი იქნება შენს ისტორიებში! ძააალიან მომეწონა! პირველი თავით ასე ჯერ არაფერი მომწონებია! კატალინამაც კი მეოთხე თავიდან ჩამითრია, ამან ერთი წინადადებით მომნუსხა. <3 ჰო, კიდევ პირველად მაქვს შენთაბნ პატარა შენიშვნა: ხომ ვამბობდი ნადირობის ქალღმერთია0თქო. არასწორია, თქოს ნაცვლად მეტქი ჯდება, თქოს მესამე პირტან დაბარებისას გამოიყენება, მესამეს დანაბარებს თუ გადასცემ "ო" ნაწილაკია საჭირო, საკუტარი სიტყვების გამეორებისას "მეთქი" უნდა. იმედია არ გეწყინება, მეზიზღება ზედმეტი შენიშვნების მიცემა და გრამარიკაზე გამოკიდება, მაგრამ ასეთ დახვეწილ ისტორიაში მინდა ყველა დეტალი დახვეწილი იყოს. იცი როგორ მიყვახარ და ისიც იცი, რომ ჩვენ გემოვნებაში აცდენა არ არის, ჰოდა ალბათ მიხვდები, რომ ეს შენიშვნა არაფერს ცვლის და არ გაბრაზდები. გელიი სულმოუთქმელად!

№6  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

blue witch

როგორ გამახარე სიყვარულოო❤❤ ზუსტად ვიცი რამაც ჩაგითრია და მე რომ სხვის დაწერილ ამ ისტორიას ვკითხულობდი მეც ეგ წინადადება ჩამითრევდა :დდ არავითარი წყენა ქალაუ არასოდეს არ მწყინს ეგეთები :დდ პირიქით როცა მეუბნებიან ვცდილობ შემდეგში გამოვასწორო და გავითავლისწინო ❤❤❤ მადლობა პირიქით შენ ამისთვის *_* ❤❤

№7  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეეე როგორც იქნა ტკბილოოო❤️❤️ ნუ როგორც ყოველთვის ბიჭპერსონაჟებზე ვგიჟდები და არც დანიელია გამონაკლისი :დდდ პირველი თავისთვის იმდენი რაღაც იყო რომ ორჯერ წავიკითხე რამე არ გამომრჩესთქო :დდ მოკლედ ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად^^

№8  offline წევრი ke-sane

აუუ სასწაულია მართლააა. იმდენი ვიცინე აღარ შემწძლო უკვე რა წყვილია გავგიჟდი ესენი ცალცალკე რა გიჟები არიან და ერთად ხო უკვრ პიკია :დ ძაან ძაან მაგარია მგონი უკვე გადაფარა ყველა სხვა ისტორია აუ მაგარია მართლაა, იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.
აუ გავგიჟდი საიკეთესო ხარ ყველაზე ყველაზეე <3<3

№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

დაპირებულზე მოვედი ;დ
მარგო, პირველ რიგში გეტყვი, რომ საიტის ყველა მწერლისგან გამოირჩევი - შენი ისტორიები არასდროსაა ბანალური და არასდროს სრულდება "ცუდად". კითხვის დროს დაღლილობის შეგრძნება ერთი წამითაც არ მიჩნდება.
რაც შეეხება ისტორიას და კონკრეტულად პირველ თავს. ზოგადად, პირველი თავიდან რთულია განსაზღვრო რაიმე. ძალიან მომწონს იდუმალება და ეს მაგიური, ჯადოსნური რაღაცები რაც შენს ისტორიებს მუდამ მიჰყვება.
წყლიდან ამოსვლის ამბავი მომეწონა, 23 ივლისის ხსენებამ საოცარი, უ-უდიდესი ინტრიგა შემოაგდო პირადად ჩემში და იმედი მაქვს, ჯერჯერობით ასე იდუმალი დარჩება ელზა. სხვათაშორის, ერთ ბრძნულ კომენტარს გავაკეთებ კიდევ. საზღვარი ახსენე, რომელსაც მაგიური ქმნილებები გადმოკვეთენ ხოლმე.
ამ საკითხს, კონკრეტულ შემთხვევაში ასე ვუყურებ - ნებისმიერი ადამიანი მეორესთან მიმართებაში საზღვარს გადის და ზოგჯერ, კვეთს მას.
თუმცა ელზას იდუმალება შემაშფოთებელია, მაინც საკუთარი ხიბლი აქვს. რაღაც განსაკუთრებულს ატარებს. არ არის თბილი, თუმცა მისი ნიღბის დანახვა რთულია. სილამაზეშია შეზრდილი. დანიელსა და მას შორის მეზობლობის უცნაურმა დამთხვევამ ღიმილი გამოიწვია. ნამდვილად არაა ეს ორი შექმნილი მასწავლებლობისთვის. უფრო, მაგიური მომავალი აქვთ და ძალიან მომწონს ;დდ
გემრიელად საკითხავი თავი იყო.
წარმატებები.

№10 წევრი blue witch

Margaritha Loki

უჰჰ, მიხვდი ხომ რითიც ჩამაგდე საგონებელში?! მიყვარს ეს მაგიური ისტორიები. <3 მეც კი ვაპირებ რარაც მითოლოგიურის დაწყებას და კარგია სტიმული მომეცი. კარგი ისტორიის კითხვა წერის ხასიათზე მაყენებს. მოკლედ, იცოდე მოგყვები და თუ ყველა თავიი არ გიკომენტარე მომკალიი(მაინც მოსაკლავი გყევარ შენ და ბარემ მიზეზს გაძლევ )
joy joy heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

№11  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

M^d G1rl
ვაიმეეე როგორც იქნა ტკბილოოო❤️❤️ ნუ როგორც ყოველთვის ბიჭპერსონაჟებზე ვგიჟდები და არც დანიელია გამონაკლისი :დდდ პირველი თავისთვის იმდენი რაღაც იყო რომ ორჯერ წავიკითხე რამე არ გამომრჩესთქო :დდ მოკლედ ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად^^

ჩემო ერთგულოო :დდ ძალიან ძალიან მიხარია რომ ასე დაგაინტერესა:დდ❤❤იმედია ბოლომდე ასე იქნება ❤❤ დავტვირთე პირველი თავი ნამდვილად რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო :დდ❤❤

№12 სტუმარი Guest GvanCaa

სიუჟეტი არ ჩანს ცუდი მაგრამ ჭირვეული კატალინაც შექსპირის "ჭირვეულის მორჯულების" მიმსგავსება იყო, ვისაც ორივე წაკითხული აქვს დარწმუნებული ვარ ყველა იგივეს იტყვის. ეცადე უფრო ინდივიდუალური იყო

№13  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

sa-mira
აუუ სასწაულია მართლააა. იმდენი ვიცინე აღარ შემწძლო უკვე რა წყვილია გავგიჟდი ესენი ცალცალკე რა გიჟები არიან და ერთად ხო უკვრ პიკია :დ ძაან ძაან მაგარია მგონი უკვე გადაფარა ყველა სხვა ისტორია აუ მაგარია მართლაა, იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.
აუ გავგიჟდი საიკეთესო ხარ ყველაზე ყველაზეე <3<3

ვაიმეეე მადლობა უღრმესი ჩემო სატვარელოო❤❤❤ :დდ როგორ მიხარიხარ შენ არ იცი *_* იმედია რათლად გადაფარავს ჯერ არ ვიცი :დდ❤❤❤❤

MariamG
დაპირებულზე მოვედი ;დ
მარგო, პირველ რიგში გეტყვი, რომ საიტის ყველა მწერლისგან გამოირჩევი - შენი ისტორიები არასდროსაა ბანალური და არასდროს სრულდება "ცუდად". კითხვის დროს დაღლილობის შეგრძნება ერთი წამითაც არ მიჩნდება.
რაც შეეხება ისტორიას და კონკრეტულად პირველ თავს. ზოგადად, პირველი თავიდან რთულია განსაზღვრო რაიმე. ძალიან მომწონს იდუმალება და ეს მაგიური, ჯადოსნური რაღაცები რაც შენს ისტორიებს მუდამ მიჰყვება.
წყლიდან ამოსვლის ამბავი მომეწონა, 23 ივლისის ხსენებამ საოცარი, უ-უდიდესი ინტრიგა შემოაგდო პირადად ჩემში და იმედი მაქვს, ჯერჯერობით ასე იდუმალი დარჩება ელზა. სხვათაშორის, ერთ ბრძნულ კომენტარს გავაკეთებ კიდევ. საზღვარი ახსენე, რომელსაც მაგიური ქმნილებები გადმოკვეთენ ხოლმე.
ამ საკითხს, კონკრეტულ შემთხვევაში ასე ვუყურებ - ნებისმიერი ადამიანი მეორესთან მიმართებაში საზღვარს გადის და ზოგჯერ, კვეთს მას.
თუმცა ელზას იდუმალება შემაშფოთებელია, მაინც საკუთარი ხიბლი აქვს. რაღაც განსაკუთრებულს ატარებს. არ არის თბილი, თუმცა მისი ნიღბის დანახვა რთულია. სილამაზეშია შეზრდილი. დანიელსა და მას შორის მეზობლობის უცნაურმა დამთხვევამ ღიმილი გამოიწვია. ნამდვილად არაა ეს ორი შექმნილი მასწავლებლობისთვის. უფრო, მაგიური მომავალი აქვთ და ძალიან მომწონს ;დდ
გემრიელად საკითხავი თავი იყო.
წარმატებები.

უდიდესი მადლობა სიყვარულოოო ძალიან გამახარა შენ სიტყვებმა და ყველაზე მეტას იმიტომ რომ აი ზუსტად წვდები იმ დაფარულს რაც ნიღბის უკან იმალება... მახსოვს შენი კომენტარი ჩემს ერთ ისტორიაზე და იქაც ზუსტად ამოიცანი რაც დაფარული ჩავდე... ალეგორია ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ თუმც აქ მხოლოდ გადატანითი მნიშვნელიბით არ იქნება რაღაცეები :დდდ სავარაუდიდ არც მაგათი მეზობლობაა შემთხვევითი და საერთოდ მჯერა რონ შემთხვევით არაფერი ხდება :დდ კიდევ ერთხელ დიიიდი მადლობები ქალაუ :**❤❤❤❤❤❤

blue witch
Margaritha Loki
blue witch
მემგონი ჩემი ფავორიტი იქნება შენს ისტორიებში! ძააალიან მომეწონა! პირველი თავით ასე ჯერ არაფერი მომწონებია! კატალინამაც კი მეოთხე თავიდან ჩამითრია, ამან ერთი წინადადებით მომნუსხა. <3 ჰო, კიდევ პირველად მაქვს შენთაბნ პატარა შენიშვნა: ხომ ვამბობდი ნადირობის ქალღმერთია0თქო. არასწორია, თქოს ნაცვლად მეტქი ჯდება, თქოს მესამე პირტან დაბარებისას გამოიყენება, მესამეს დანაბარებს თუ გადასცემ "ო" ნაწილაკია საჭირო, საკუტარი სიტყვების გამეორებისას "მეთქი" უნდა. იმედია არ გეწყინება, მეზიზღება ზედმეტი შენიშვნების მიცემა და გრამარიკაზე გამოკიდება, მაგრამ ასეთ დახვეწილ ისტორიაში მინდა ყველა დეტალი დახვეწილი იყოს. იცი როგორ მიყვახარ და ისიც იცი, რომ ჩვენ გემოვნებაში აცდენა არ არის, ჰოდა ალბათ მიხვდები, რომ ეს შენიშვნა არაფერს ცვლის და არ გაბრაზდები. გელიი სულმოუთქმელად!

როგორ გამახარე სიყვარულოო❤❤ ზუსტად ვიცი რამაც ჩაგითრია და მე რომ სხვის დაწერილ ამ ისტორიას ვკითხულობდი მეც ეგ წინადადება ჩამითრევდა :დდ არავითარი წყენა ქალაუ არასოდეს არ მწყინს ეგეთები :დდ პირიქით როცა მეუბნებიან ვცდილობ შემდეგში გამოვასწორო და გავითავლისწინო ❤❤❤ მადლობა პირიქით შენ ამისთვის *_* ❤❤

უჰჰ, მიხვდი ხომ რითიც ჩამაგდე საგონებელში?! მიყვარს ეს მაგიური ისტორიები. <3 მეც კი ვაპირებ რარაც მითოლოგიურის დაწყებას და კარგია სტიმული მომეცი. კარგი ისტორიის კითხვა წერის ხასიათზე მაყენებს. მოკლედ, იცოდე მოგყვები და თუ ყველა თავიი არ გიკომენტარე მომკალიი(მაინც მოსაკლავი გყევარ შენ და ბარემ მიზეზს გაძლევ )
joy joy heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

კი კი მივხვდი :დდ განსაკუთრებით დასაწყისი ჩაგითრევდა :დდ მაგაზე გაწყენინებ ქალო?! არ გამოჩნდები ჩათვალე კვტარი ხარ :დდ❤❤❤

Guest GvanCaa
სიუჟეტი არ ჩანს ცუდი მაგრამ ჭირვეული კატალინაც შექსპირის "ჭირვეულის მორჯულების" მიმსგავსება იყო, ვისაც ორივე წაკითხული აქვს დარწმუნებული ვარ ყველა იგივეს იტყვის. ეცადე უფრო ინდივიდუალური იყო

მადლობა დიდი სიყვარულოო❤ ინდივიდუალური ვფიქრობ რომ უკვე ისედაც არის მაგრამ რადგან ისტორია რაღაცის მიხედვით იქმნება იმ რაღაცის დეტალები აუცილებლად უნდა იყოს მასში... კატალინაშიც ასე იყო საკმაოდ ინდივიდუალური გამოვიდა ჩემი აზრით .შექსპირის "ჭირვეულის მორჯულებაში" არსად გვხდვდება სამეფო კარი,ტყვედ ჩავარდნილი პრინცესა,ან ბოროტი ჯადოქარი,ისევე როგორც "ზაფხულის ღამის სიზმარში" სკოლა ,მასწავლებლები ან დიდგორის გრძოლა.ვფიქრობ ეს არის უკვე ინდივიდუალურია და სხვა დანარჩენი პიესის ელემენტები ,რომელთა გარეშე ისტორია არ დაიწერება :დდ მადლობა უღრმესი რომ კითხულობ და აზრს მიზიარებ :**❤❤❤

№14  offline წევრი Mtirala

ნუ როგორც ყოველთვის მემილიონე ვწერ კომენტარს,კითხვაში ზარმაცი ვარ... :დდ თან კომენტარს სანამ დავწერ კიდევ ერთი მილიონი დამსწრებს კომენტარის დატოვებას, ამიტომ არ ვიღელვებ და ისე დავწერ :დდ პირველ რიგში, ძალიან დავინტრიგდი... იმდენი იდეა მომივიდა :დდ რამდენიმე შენც გაგიმხილე, პირადში. დანიელ დადიანი - ჯერ სახელი, მერე გვარი, გარეგნობა. ასეთი ბიჭი ჯერ არ გყოლია :დდ ელზა რაღაცნაირად მაღიზიანებს, მაგრამ თან მომწონს და არა როგორც ლოლა, მძულდა :დდ ძალიან მომეწონა კლასთან, გაკვეთილის ახსნასთან დაკავშირებული მომენტები, ბევრი ვიცინე :დდ განსაკუთრებით დირექტორს შუბლში რომ მოხვდა ისარი :დდდდ მოსწავლეებიც მომეწონა ზოგ-ზოგიერთები :დდ როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ და შენი ასეთი ჟანრი მომწონს ❤❤შენი ეპიკ-სთორების გარეშე ვეღარ ვიცოცხლებ :დდდდ მოკლედ საუკეთესო ხარ, მიყვარხარ ძალიან ძალიან, ჩემი გოგო ხარ, გადარულო ❤❤
პ.ს. მეორე წყვილსაც ველი :დდ
პ.ს.ს. პ.ს.-ს გარეშე არ შემიძლია:დდ
პ.ს.ს.ს ახალ თავსაც ველი :დდ ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№15 სტუმარი მოცინარი

შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ ველოდი ახალ თავს!!! ძალიან გამახარე და სემდეგი თავი არ დააგვიანო

№16  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mtirala

ჩემო გოგო შენ რომ იდეები გაწუხებს ეგეთი იშვიათობაა :დდ სამიგიბალური ხარ ნამდვილად მაგრამ ჯერ ყველანაირი ოდე მცდარი იქნება ალბათ რადგან მთავარი მინიშნებები მომდევნო თავიდან იქნება :დდ ❤❤❤ მადლობა დიდი სიყვარულოო მიყვარხარ ძალიან და ვერც მე ვძლებ შენი კომენტარების გარეშე :დდ❤❤❤

მოცინარი
შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ ველოდი ახალ თავს!!! ძალიან გამახარე და სემდეგი თავი არ დააგვიანო

უღრმესი მადლობა შენც ძალიან გამახარე ❤❤❤ვეცდები ძალიან არ დავაგვუანი :**❤❤❤

№17 წევრი blue witch

აბა შენ ლოკიზე რო გავაშვანშვალებ ისტორიას ვიქნები კვტარი აბა რა ვიქნები. joy joy მართლა ყველა თავზე აქანე ვეგდები დარჭმული. ისეთი მაგარი ჩანს როოო(მალე დადე სანამ მოგაგენი სახლში ჩამოგღე კარები და გაგპტყვენი შუაზე). ძალადობაინექშენ, სომხურიქართულიინექშენ stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes

№18  offline წევრი NiniG-1

სასწაულად მომწონს :dd❤❤

№19  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

blue witch
აბა შენ ლოკიზე რო გავაშვანშვალებ ისტორიას ვიქნები კვტარი აბა რა ვიქნები. joy joy მართლა ყველა თავზე აქანე ვეგდები დარჭმული. ისეთი მაგარი ჩანს როოო(მალე დადე სანამ მოგაგენი სახლში ჩამოგღე კარები და გაგპტყვენი შუაზე). ძალადობაინექშენ, სომხურიქართულიინექშენ stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes

ჩემს ლოკის ხელი გოგო 3:) თუ გაპატიო :დდ მაგაზე მარტო მე მაქვს ისტორიის დაწერის უფლება და მაქვს კიდეც რაღაცეები დაწერილი :დდდდ ეჭვიანი ცოლი ინ ექშენ :დდ❤❤

NiniG-1
სასწაულად მომწონს :dd❤❤

ჰიიჰ მადლობები დიდი ქალაუ :დდდდ❤❤❤❤ ❤❤❤❤

№20 აქტიური მკითხველი La-Na

ღიმილის დედოფალი დაგვიბრუნდა.ჩემი პოზიტივი ხარ შენ.ნეტა მეცვა მყოლოდა ასეთი დამრიგებელი smile
--------------------
ლანა

№21  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

La-Na
ღიმილის დედოფალი დაგვიბრუნდა.ჩემი პოზიტივი ხარ შენ.ნეტა მეცვა მყოლოდა ასეთი დამრიგებელი smile

აუ როგორ გამახარე სიყვარულოო :დდ❤❤❤ ნეტა ყველა მასწავლებელი ეგეთი იყოს :დდ❤

№22  offline წევრი veroo

Saswaulia mecodeba rostom xani amat xelshi

№23  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

veroo
Saswaulia mecodeba rostom xani amat xelshi

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤ ეჰ მეც მეცოდება საწყალი :დდ❤

№24  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

გრაფინია
მარგოო როგორი განსხვავებული ხარ ;-)))
მომწონს შენი ფიქრები, ფანტაზია..♥♥

უღრმესი მადლობა სიყვარულოო ❤❤ :დდ

№25  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაიმეეე რამდენი ინტრიგააა რა ამბავიააა მოვკვდი ბავშვი :დ
ელზა რა შოკიაააა❤❤❤❤❤ ვითამ დანიელო და ელზა იცნობდნენ ერთმანეთს? ნუ შენეული მისტიკები და მაგიურები არ გვაკლია :დ აუუუუ უკვე მაბოდეეეებს :დ ეიფორიაში ვააარ :დდდ უფ იმდენი ვიცინე რო რავი :დ რა მაგარი სკოლააა :( მეც მინდა დანიელის მსგავსი მასწავლებელი :'( ველოდებიიი გაგრძელებააას ❤ აბა შენ იცი და შენმა მუზამ❤❤❤❤ გყვარობთ❤❤❤❤❤❤

№26  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

gvanciko_gvancunia
ვაიმეეე რამდენი ინტრიგააა რა ამბავიააა მოვკვდი ბავშვი :დ
ელზა რა შოკიაააა❤❤❤❤❤ ვითამ დანიელო და ელზა იცნობდნენ ერთმანეთს? ნუ შენეული მისტიკები და მაგიურები არ გვაკლია :დ აუუუუ უკვე მაბოდეეეებს :დ ეიფორიაში ვააარ :დდდ უფ იმდენი ვიცინე რო რავი :დ რა მაგარი სკოლააა :( მეც მინდა დანიელის მსგავსი მასწავლებელი :'( ველოდებიიი გაგრძელებააას ❤ აბა შენ იცი და შენმა მუზამ❤❤❤❤ გყვარობთ❤❤❤❤❤❤

მადლობები დიდი ჩემო გოგო :** ძალზედ გამახარე ❤❤ :დდ კი ძაან ბევრი ინტრიგა ჩავდე და იმედია არ დავიბურდები შიგნით :დდ❤❤მეც გყვარობ შენ სიყვარულოო *_* ❤❤

№27  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარგო შენ ხარ სუპერ მწერალი...
რამდენი ხანი ველოდი ახალ ისტორიას როდის ატვირთავდი და როგორც იქნა "მეღირსა"...
შენი ისტპრიები განსაკუთრებით ამიტომ მომწონს შიგ ბევრი მისტიკა, საფრთხე, გაბრაზებული წყვილი და ძალიან დიდი დახვეწილობაა...
ვგიჟდები მე შენზე...

№28  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

უცნობი ქ
მარგო შენ ხარ სუპერ მწერალი...
რამდენი ხანი ველოდი ახალ ისტორიას როდის ატვირთავდი და როგორც იქნა "მეღირსა"...
შენი ისტპრიები განსაკუთრებით ამიტომ მომწონს შიგ ბევრი მისტიკა, საფრთხე, გაბრაზებული წყვილი და ძალიან დიდი დახვეწილობაა...
ვგიჟდები მე შენზე...

ვაიიიჰ დამბურძგლა :** უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოო ❤❤ ძალიან ძალიან გამახარე ❤❤ მიხარია რომ ასე მოგწონს :**❤❤❤

№29  offline მოდერი lile jones

დანიელი ხოა კაცი,პიროვნება:დდ მაგრამ ჩემი ლუკა?♡♡მგონი გადარჩი მოკვლას:დდ ლუკა უფრო სხვანაირი წარმომედგინა,მაგრამ ასეთი ჯობია:დდ ხოდა ახლა ისევ შეგიჭამ ტვინს და წინსწარ იცოდეთ ყველამ:დდ აქ ლუკა მიყვარს მე:დდ♡
--------------------
M.G

№30  offline ადმინი დედასამოტხე

ძვლივს მოვახერხე კომენტარის დატოვება არადა ისე მინდოდა მეთქვა რომ ძაან მაგარი ხარ გავგიჟდი კინაღამ.მოკლედდ ესს ელზაა არაა ხო ცოტა ნორმალური:დდდდდ.ან ამ გაგიჟებულ გაჰიჟებულ ისტორიის მასწავლებელს მაგის გადმოსვლა უნდოდა ახლა კიდე:დდდდდ ახსნის ტექნიკაზე გადავბჟირდი მიუხედავად იმისა რომ ეგ ეპიზოდი მანამდეც დაგვდე პატივი და გვაჩვენე:დდდდდასე რაღაცით აღტაცებული რო ვარ ვერ ვხვდები ხოლმე რა დავწერო.სულ ასე მემართებაა.ამიტომ ბევრი რო არ ვიბოდიალოო მარგოო მოუტმენლადდ გელოდებიი დაა ძააან მიყვარხარ კიდო!<3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent