შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 3)

5-07-2017, 23:25
ავტორი linda
ნანახია 2 266

დალიჰარი (თავი 3)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-*-3
ხრჩოლავდა ბაჰირა.
ჰაერში ადენილ რუხ ქულებს ჰკვეთდა თქეში, უკან, მიწისაკენ მიაქროლებდა და აკრავდა აზელილ ტალახს. ჩაჰკვროდნენ მიწა და ფერფლი ერთმანეთს, ვითარცა დედა და მასთან დაბრუნებული ნაშიერნი.
მოშორებით ღელავდა მეცხრე თვეზე მიღწეული ზღვა, მთელი სხეულით ბობოქარი, სველი საცეცნი ეკიდებოდნენ ხეშეშ, ქვა-კლდოვან ნაპირს, გამალებით ეხლებოდნენ მთელი სხეულით და გამაყრუებელი კივილით გამოსთქვამდნენ ადამიანთა ურთქმელ სევდას. გულში იხუტებდა ზღვა მის ძუძუზე გაზრდილ, პირტიტველა ვაჟთა ცივ ხორცს, ურმებით რომ ჰყრიდნენ კლდიდან ზღვაში მათი მკვლელები.
დროდადრო ქუხდა, ელვა ხლეჩდა საავდრო ღრუბლებს.
მხოლოდ ჩანავლებული მუგუზლები და შიდა კერიდან სუსტად განათებული კარავნი ბჟუტავდნენ, აშუქებდნენ ღამის წყვდიადის მიერ შთანთქმულ არე-მარეს.
დადუმებულიყვნენ მეომრები, აღარ ისმოდა პირუტყვის სულისშემძვრელი კივილი. ზარდახშათ მიებარებინათ თავიანთ დაცემულ ჯარისკაცთა ფერფლი, დაეტვირთათ ქარავნები. თვალფხიზელი, ალესილ მახვილოსანი გუშაგები უძვრელად შემორტყმოდნენ აურაცხელ ნადავლს.
ურემთა გისოსებს მიღმა ჩაემწყვდიათ მონები. მოთქვამდნენ დიაცნი, გრძელი, ფერფლისფერი, გალუმპული ნაწნავები ასწეწოდათ, მკერდს იკაწრავდნენ და უჩუმრად ჰგოდებდნენ, რამეთუ ხმამაღალ ტირილზე ალესილ შუბს უმიზნებდა მათ წყეული ჩრდილოეთელი გუშაგი, სიმშვიდეს დაუფრთხობთო მძინარეთ.
რამდენიმე დაჭრილის კვნესა ჭრიდა ჰაერს. კარავში მიეწვინათ ისინი, მკურნალნი ეხვეოდნენ მათ თავზე, უხვევდნენ ჭრილობებს, ჰბანდნენ და მათ სულთ ავედრებდნენ ღმერთებს. მაგრამ მაინც იცლებოდა ზოგი ჯარისკაცის მკერდი სიცოცხლისაგან, უფრო მეტად ადუმებდა სიკვდილი შემზარავ ღამეს. მის სიმშვიდეს აქუცმაცებდა და ყურის დამგდებთ სუნთქვას აცლიდა პირიდან მომაკვდავთა გოდება. უსერავდა გულს მათ, ვისაც ჯერ კიდევ მრთლად შერჩენოდა იგი ძუძუში ამ სასაკლაოდ ქცეულ მიწაზე.
ხრჩოლავდა ბაჰირა, შემზარავ ხმათ, სანახაობათ და სურნელთ აეტანა იგი.
სასაკლაოს გულში გაეშალათ, მაგრამ სასაკლაო ვერ მისწვდენოდა მეფისწულის კარავს. რძით განბანულს აიაზმის, სამოსზე ნაპკურები ანისულის ეთერზეთისა და ბალასინის არომატი შემოჰხვეოდა მძინარე ანდრეის. არ ანებებდა მის ნაოხარს, რომ ახლოს მიჭრილიყო მასთან.
ვერ სუნთქავდა და ვერ უცქერდა, მაგრამ ესმოდა ყველაფერი ეირინს. მოღრეჯოდა ბრინჯაოსფერი სახე, გვერდზე მოჰქცეოდა ტუჩ-პირი. დედაძელზე მიბმულს, მიძინებული, სუსტად აღვივებული მუგუზლებიღა უნათებდნენ დაბურულ თვალთ.
ღამის მეოთხე ყივილის დრო მოსწოლოდა წყვდიადს. დაუღალავად ჰკაწრავდა ბაწრებს ეირინი შუაღამიდან, გაუნძრევლად, მიჩქმალულად, ბეწვ-ტყავთ მიწოლილ მეფისწულისა უჩუმრად.
მას შესცქეროდა კუთხეში მიკუნჭული მთარგმნელი, ძრწოლა ედგა თვალებში. ვერ გაებედა განძრევა ბედშავს და თავბედს იწყევლიდა, ღმერთებმა რად გამიმეტესო ასე სასტიკად.
ქათქათა კბილები დაღრიჯა და სავსე ბაგე მოიკვნიტა ეირინმა. ოფლი ღვარად სდიოდა საფეთქელთ, გაწამებულს, გამალებით ჰკვეთდა ბაწართა თითოეულ ძარღვს.
ავდარი ბობოქრობდა, თითქოსდა შეეკავებინა იგი მეფისწულის კარავს, მაგრამ მაინც სცოცავდა შიგნით, ეპოტინებოდა ყველგან, სუსტს შიშის თავზარს სცემდა და ძლიერს შლეგად ხდიდა.
და სუსტი ტკაცუნი გაისმა კარავში, წვიმის თქორის ქვეშ შეიმალა, უმალ. ბაწრები დასცვივდნენ ეირინს, თავგაჭ....ტილ გველთ წააგავდნენ ისინი, უსიცოცხლოდ დაყრილნი ჭილობზე.
თავი ასწია და უჩუმრად მადლობა შესწირა ღვთაებას ეირინმა, შიშველი მარცხენა გააპო და ცას მიმართა, ღვთაებისა ძუძუმტე, დალოცვილი ყორანი შემეწიოსო.
მერე კი წამოიმართა, ფრთხილად. სამკერდე წანდელი აატრიალა თითებში, ვადა მკერდისაკენ მოზიდა და გამოიშვირა ალესილი, მუგუზალთა შუქზე წითლად დაფერილი პირი.
მთარგმნელი უცქერდა და ცახცახებდა. სიტყვა ვერც კი დაეძრა.
-Verra selgra, verra flöyttera, kiwe mai saaspyatha hossu. - მშვიდად მიმართა მას ეირინმა, არ სურდა გუშაგებს გაეგონათ რამე. ცივი, თითქოსდა უწამწამო, გაშტერებული თვალებით ჰკლავდა.
ბაგენი მაგრად მოკუმა სასოწარკვეთილმა მთარგმნელმა, შლეგივით გადააქნია თავი.
-Mai bintögarua, verra gerdiüra teh… - შეემუდარა იგი.
ცივად აარიდა ეირინმა თვალი. ყურადღებით აღსავსეს თავი მოედრიკა, წელში მოხრილიყო. გამალებით უსმენდა გუშაგთა ნებისმიერ მოძრაობას. ნელა წაიწია წინ, მეფისწულის სამყოფელისაკენ.
-Keei saaspyath hossu. - კბილთა შორის გამოსცრა მან. – Mai suraöksita hossu laig…
სახე მოეღმიჭა მთარგმნელს, ბაგენი გააპო, ხრიალი აღმოხდა, მეფისწულს გადასწვდა მისი მზერა.
უმალ ჰკიდა მას მახვილი თვალი ეირინმა და ვითარცა კატა, სხარტად გადაევლო ბეწვთ-ტყავთ, ჯარისკაცის დაღებულ, გაოგნებულ ბაგეთ სტაცა ხელი და ამოსუნთქვაც არ აცალა, ისე გამოუსვა ყელში წანდელი.
პირში ამოსული სისხლის ბუყბუყი მიაჩუმათა ეირინის ხელმა. ფრთხილად დაუშვა თვალგამოკარკლული მთარგმნელის სხეული ქვემოთ, უკვე სიკვდილის ფითრისფერი კოცნა რომ დასტყობოდა ზედ და სიცოცხლის ალისფერს რომ ანთხევდა ჭილობსა და ბეწვ-ტყავთ.
მაგრამ, მოგვიანებით იფიქრებდა ეირინი, რომ იქნებ იკმარაო ღვთაებამ მისი ხელით მომხდარი ერთი სიკვდილი ამ კარავში.
მისმა გამოძრავებამ და მთარგმნელის ხავილმა ძილი დაუფრთხო მხედართმთავარს, მას შეაცქერდნენ ძილისაგან უმალ დაწმენდილი თვალები. წამოიწია იგი.
გაცოფებისაგან დაეღრიჯა ბაგენი ეირინს, აღმართა სისხლიანი წანდელი და ეძგერა ანდრეის.
მხოლოდ და მხოლოდ მეომრის სიძლიერემ და სისხარტემ ააცილა მხედართმთავარს სიკვდილი, რომელიც უეჭვო იარაღად ქცეულიყო ქცეულიყო გულგაციებული მეფისქალის ხელებში და ავბედითი პრიალი გაუდიოდა. ისე შეშლოდა თვალები და მოღრეჯოდა ბაგენი დიაცს, როგორც მხოლოდ დაქცეული, გადაბუგული, ყელგამოღადრული სამშობლოს პატრონსა და შვილს შეჰფეროდა.
მარცხენა მხარში ვადამდე ჩასცა წანდელი მხედართმთავარს მეფისქალმა. დაჭრილმა შლეგივით შეჰღრიალა.
ამოჰგლიჯა რა წანდელი ჭრილობიდან ეირინმა, უმალ მოიქნია იგი. მიწაში ჩასობილ შალთს მოსჭიდა ხელი მეფისწულმა და გაჭირვებით შეაკავა უკვე ერთი სიკვდილით შეღებილი პირი, რომელიც ამჟამად პირდაპირ მარცხენა ძუძუს უმიზნებდა.
დაეღრჭიალა ფოლადი ფოლადს, ცეცხლი დააკვესეს ერთმანეთზე ჩაჭერილმა თვალებმა.
კარვის კალთა გვერდზე მოისროლეს, გუშაგნი შემოცვივდნენ.
-დაიჭირეთ! ახლავე! - იფეთქა გაცოფებულმა მეფისწულმა. ჭრილობები აცლიდა ძალას, საშინლად სწიწკნიდა მხარი.
ნანახით გაოგნებული გუშაგნი წამსვე ეძგერნენ მეფისქალს.
ფოლადის ღრჭიალით ააცილა იარაღი ეირინმა მხედართმთავრის შალთს. ნაპერწკლებს ჰყრიდნენ მისი ფითრისფერი თვალები, აუწერელი სინანული აღბეჭდოდა მათში.
უცქერდა და თრთოდა გაცოფებული ანდრეი.
ამ ურჯულო დედაკაცის სინანული იყო იმისა, რომ მხედართმთავრის სისხლით ვერ გაისველა ხელნი.
უმალ დაუსხლტა დიაცი გუშაგთ, ერთი დაჭრა ფერდში, მეორეს თვალში ჩასცა იარაღი, მერე კი კარვის ზურგი გააპო წანდელით და ღამის წყვდიადში გაიჭრა.
გაოგნებულნი გაჰყურებდნენ გუშაგნი დაფხრეწილ, კარვის გასანთლულ საფარს, დაჭრილნი გულისგამგმირავად გაჰყვიროდნენ.
-ყეყეჩებო! დაიჭირეთ! მცველნი გააღვიძეთ, ყველანი დაედევნეთ! - ღრიალებდა გამწარებული მეფისწული, მთელი ძალით მოეჭდო თითები ჭრილობაზე, რომლიდანაც ღვარად სდიოდა ალისფერი სისხლი, წითლად უღებავდა სპეტაკი ჩითის ტუნიკას. - ჩემი ულაყი მომგვარეთ! შეჩვენებული, ურჯულო სიძვის დიაცი, ეშმაკმა დასწყევლოს!
დასჭექეს გუშაგებმა, საბრძოლო ყიჟინა შეჰყვირეს. წამსვე განგაში ასტეხეს მათ, მძინარენი წამოჰყარეს ფეხზე მეფისქალის საძებნელად.
ეირინი კი, ღამის წყვდიადსა და თქეშში, ჩრდილოეთელთა ძილბურანით შეფარული, მარდად მიიკვლევდა კარავთა შორის გზას. შალითა წამოესხა ფერფლისფერი თმის დასაფარად და ურემთ ეფარებოდა, რათა მეფისწულის კარავთან ატეხილი ალიაქოთისაკენ მორბენალ მცველთათვის აერიდებინა თავი.
-მეფისქალი გაიქცა! - გაჰკიოდნენ გუშაგნი. აღრჭიალებდნენ იარაღს, მახვილისა ვადებს სცემდნენ კარვის საფართ. - ერქანთა დიაცი გაიპარა!
წყვდიადით შემოსილი მიეპარა იგი მონათა ურმებს. ერთი შუბოსანი აღმართულიყო მხოლოდ პირველ ურემთან, ცნობისმოყვარეობით აღვსილი უცქერდა მოშორებით გამართულ ალიაქოთს.
ზურგიდან წამოეპარა და ყელი უჩუმრად გამოღადრა მას ეირინმა. ახრიალებული მომაკვდავი კი დასცა, რათა მეზობელ ურემთა მცველთ ვერაფერი გაეგონათ. გვერდზე გადაათრია იგი და ღვთაების ძუძუმტეს შესწირა მადლობა ღამისა და წვიმის საფარისათვის.
დაიქუხა, ცეცხლი დააკვესეს ღრუბლებმა, ვითარცა ღვთაება პასუხობდა მეფისქალის ღაღადს.
მყისიერ ელვაზე ჰკიდეს თვალი მონობისათვის განწირულებმა მათ მხსნელ ქალს, ჩუმი გოდება შეწყვიტეს დედაკაცებმა, დადუმდნენ, გაოგნებულნი შესცქეროდნენ.
იარაღის ვადა ჩამოჰკრა საკეტს მეფისქალმა, ჩამოჰგლიჯა გისოსებს, და წანდელი შეუგდო თანამემამულეთ, რომელსაც წამსვე ეცნენ ისინი. საგულდაგულოდ გადამალეს იარაღი, უჩუმრად მადლობას სწირავდნენ ღვთაებას, შეისმინაო ჩვენი ლოცვა.
-Eirin Zahra... - წაიჩურჩულა გისოსთ აკრულმა ერთმა ფერფლისფერთმიანმა ასულმა.
ცხენის ფლოქვთა ხმა გაისმა თქორში. ხედავდა ეირინი, თუ როგორ მოიწევდნენ მბჟუტავ სინათლეში გახვეულ კარავთა შორის მცველები, რომელთაც დაუოკებელ ულაყზე ამხედრებული ანდრეი უძღოდა. მის უკან მოიწევდნენ ცხენზე ამხედრებული ჩრდილოეთელთა სარდლები.
-იპოვეთ! - ღრიალებდა გაცოფებული მხედართმთავარი, ულაყს ატრიალებდა, წითელ ყვავილად გაღვივებულიყო მის მხარზე ჭრილობის სისხლი, მხოლოდ ელვის დაკვესების დროს იჩენდა იგი თავს. - ათასი ოქროთი დავასაჩუქრებ, ვინც ამ სიძვის დიაცს ჰპოვებს! ცოცხალი მომითრიეთ, სასწრაფოდ! ერთი დიაცი ხელიდან როგორ გამოგეცალათ, ყეყეჩებო! უგუნურებო!
-Mai håünelingera raad, fampirad süari... Phürferad ikletara... - ჩასჩურჩულა ასულს მეფისქალმა, შებრუნდა, ელვის სისწრაფით ჩაუქროლა ურემთ.
თვალი ჰკიდეს მას გუშაგებმა, შუბები მოზიდეს, ყვირილი ასტეხეს.
-აქაა, აქაა! - გაჰყვიროდნენ ისინი, მეფისქალს დაედევნნენ, მაგრამ ავაზასავით მარდი იყო მეფისქალი, მსუბუქი და ფეხმაგარი, მიმართა ურემთა შორიახლოს დაბმულ ცხენთ, მოჰგლიჯა ძელს მიბმული ლაგამი და მოახტა ბედაურს.
შუბოსნები მივარდნენ მათ, მაგრამ ყალყზე შეაყენა ულაყი ეირინმა, ფლოქვებით გათელა ორი შუბოსანი და გაქუსლა, მიმართა წყვდიადს.
ფეხდაფეხ მისდევდა მას მდევარი.
-ღმერთებმა დაგწყევლონ! - ღრიალებდა ანდრეი, თავაწყვეტილი ჭენებით მიერეკებოდა სპილენძისფერ ულაყს. - შენი თმა მუშტზე თუ არ დავიხვიო, დაე ღორივით მოვკვდე!
სასახლის გალავანს ჩაუქროლა ეირინმა, გადაბუგულ, ტრიალ მდელოს შეუდგა, რომელიც კლდოვანი, ქვა-ხრეშიანი ნაპირით ემიჯნებოდა ზღვას.
ქონგურთ შემომდგარ ჩრდილოეთელთ მოედრიკათ მშვილდები, ელვის ყოველ გაკვესებაზე ლამობდნენ მეფისქალისათვის დამიზნებას.
-არ ესროლოთ! - იფეთქა სარდალმა კლავდმა, რომელიც მეფისწულის უკან მიაჭენებდა თავის ფაშატს. წვიმის თქეშში ხმის მისაწვდენად აღრიალდნენ ჯარისკაცნი. - ისარი არავინ სტყორცნოს, თორემ ხელს მოვკვეთ!
თქეშისა და ზღვისაგან მონაბერი სუნთქვისაგან შალითა გადასძვრა მეფისქალს. ტკარცალით გაიშალა ჰაერში ფერფლისფერი ნაწნავი, თითქოსდა ანათებდა იგი ღამის წყვდიადს და მსტოვართ უხმობდა მისკენ.
ამ დიაცის დაკარგვის სიმწრითა და ჭრილობის ტკივილით დაღრეჯოდა მხედართმთავარს სახე. სწყევლიდა შეჩვენებულ დედაკაცს, ღმერთებს ევედროდა, რომ შეეკავებინათ იგი.
უბადლო მხედარი იყო დიაცი. წამით არ ჰყოყმანობდა, ღამის წყვდიადსაც არ უშინდებოდა იგი, ისე შეუცდომლად მიაჭენებდა ცხენს.
რამდენჯერმე მოჰკვეთა მათ შორის მანძილი მეფისწულის წმინდა ჯიშის სპილენძისფერმა ულაყმა, მაგრამ ისე ჰშორდებოდა მას კვლავ მეფისქალის ფერფლისფერი ნაწნავი, თითქოსდა დიაცს ნებავსო ეს. თითქოს მასხრად იგდებდა მას ეირინი, დაუახლოვდებოდა წამით, მერე კი კვლავ უსხლტებოდა, ვითარცა დაუოკებელი პირუტყვი.
ცოფდებოდა, შლეგს ემგვანებოდა მხედართმთავარი. ქუსლები ცხენისა ფერდებს შემოსცხო მან, შემოუძახა ბედაურს.
ჩამოიტოვეს მათ უკან სარდალნი და ჯარისკაცნი.
შეძახილზე მოიხედა მეფისქალმა და უმალ იქუხა, ელვამ გაუნათა მას შიშველი სახე. თვითონაც დაჰკივლა ცხენს, პირი კლდოვანი ნაპირისაკენ იბრუნა. მისი ცხენის დაჭედილმა ფლოქვებმა აჰყარეს ქვა და ხრეში, ულაყის ზურგს გაეკრა მეფისწული, რათა აეცილებინა ისინი, უფრო მაგრად შემოჰკრა ბედაურის გვერდებს.
კლდოვან ნაპირზე ზღვას მიმართულ ორ მხედარს შორის გაჭიმულ სიცარიელეს ჰფარავდა სპილენძისფერი ულაყი. ცხენის ნესტოთაგან მობერილი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა ეირინის შავი ბედაურის გავას.
ორლესული იშიშვლა კეხის ფრთებს მიმაგრებული ქარქაშიდან მხედართმთავარმა, შემართა იგი, შეუძახა ულაყს.
თავაწყვეტილად მიაჭენებდა ორი მხედარი ცხენებს, მგლოვიარე ცა და ბობოქარი ზღვაღა დარჩენოდათ მოწმედ.
კვლავ მოიხედა ეირინმა და წამიერად გაშტერდა მეფისწული. გაკვესილი ელვის წამიერ შუქზე ჰკიდა მან თვალი მეფისქალს.
გოროზად შესცქეროდა მას ეირინი. მოსალოდნელი შიშის ზარის მაგიერ სიმშვიდე გადაჰფენოდა სახეზე, ოდნავი ღიმილი უკრთობდა ბაგეს.
მოიქუფრა მეფისწული. ეჭვმა გაჰკრა მკერდში, მაგრამ არარად ჩააგდო იგი, აღმართა ორლესული და გაუქნია შავი ულაყის ფერდს.
ალესილმა წვერმა გაჰკვეთა მარჯვენა მოსართავი, და უგვერდა უნაგირმა მეფისქალს, მარცხნივ გადაცურდა იგი. თითქოს ელოდაო, მოაცილებინა ფეხები უზანგთ, და დაენარცხა ქვა-ხრეშს.
ქუხდა, თითქოსდა დედაბუნებამ მისი შვილის გასაჭირი შეიგრძნოო. ავდრითა და მხედრის დაკარგვით დამფრთხალი შავი ბედაური ჭიხვინით განაგრძობდა ჭენებას.
საკბილაკე ლაგამი მოჰქაჩა მეფისწულმა, ყალყს შეაყენა ულაყი. სწეწავდა ჭრილობა, მზერა ემღვრეოდა ტკივილისაგან, მაგრამ მოჰქაჩა ცხენი, შეუძახა, ჩორთით მიმართა ქვათ დამხობილ ეირინს.
თქეშსა და ქარის ზუზუნშიც კი ესმოდა მეფისქალის გმინვა. ძლივს წამოიწია ღორღზე დანარცხებისას დაბეგვილი ქალი ქვათა სარეცელიდან, ფითრისფერი თვალები მოაპყრო მის თავზე აღმართულ მხედარს.
-Hossu tarra! - შესძახა ეირინმა. ტკივილისაგან სახე მოღრეჯოდა მას, შეჰკვროდა წარბები, სიკვდილს აფრქვევდნენ მისი თვალები. – Erya diqöa verra hossu!
-ხმა გაიკმინდე! - შეჰღრიალა მას მხედართმთავარმა. ორლესული მოემარჯვა და მიემართა დიაცისაკენ, წრეებს ურტყამდა მას. - წყეულო, შეჩვენებულო, სიძვის დიაცო! როგორ ბედავ, ამას როგორ მიბედავ, ამისათვის თვალთ დაგთხრიდი და ხელებს მოგკვეთდი!
კბილები გააღრჭიალა ეირინმა, სიმწრითა და მრისხანებით აღსავსე ნაკვთებით შესცქეროდა თავის დამაქცევარს, ფერფლისფერ, გაწეწილ თმას უფრიალებდა ქარი და ევლებოდა ბრინჯაოსფერ კანზე.
მეხუთე ყივილი ახლოვდებოდა, გარიჟრაჟის ნათება ეპარებოდა, ხლეჩდა და შთანთქავდა წყვდიადს, შენელდა თქეში. მაგრამ ზღვა კვლავ ბობოქრობდა შორიახლო, ეხეთქებოდა წყალი ნაპირს, არხევდა დაუდგრომელი ქარი ლელქაშს და ყურებში გაჰკიოდა, ვითარცა სასოწარკვეთილი, მგლოვიარე დიაცი.
-ჩემო ალფა! - ისმოდა ღრიალი. მოახლოვდა ფლოქვების ხმა, სარდლები გავეშებულნი მოაჭენებდნენ ბედაურებს.
-თოკი მოამზადეთ! - იფეთქა მეფისწულმა, მოახლოებულ მეომართ მიმართა. - ეს გაბაწრეთ და ცხენის კუდზე გამოაბით! დაე ფეხით მსდიოს!
უდიდესი დამცირება იყო სრორდში კაცის შეჰკვრა და უნაგირზე გამობმულის ხალხთა წინაშე გამოტარება, აჩვენებდა რა, რომ ადამიანსა და ცხოველზე მდაბალი იყო იგი. ამიტომ გაშტერებულნი მიაჩერდნენ სარდალნი და მეომარნი მხედართმთავარს.
ეირინს ეცნენ გაფაციცებული, აქოშინებული ქვეითნი. წამოაყენეს ნაგვემი დიაცი და გაბაწრეს იგი, სამთვალა კვანძით შეჰკრეს მისი მკლავნი და ხელნი, მერე კი თოკის ბოლო სპილენძისფერი ულაყის უნაგირს გამოაბეს.
უჩუმრად უცქერდნენ მომხდარს სარდალნი.
-არ განმირისხდეთ, ჩემო ალფა! - შეჰკადრა გაბრიელმა. - მაგრამ ვრცელია უკან სავალი გზა, ღორღიანი და ოკრო-ბოკრო, არაა დიაცისა შესაფერი...
-ენა ჩაიგდე! - მოუბრუნდა მას გაცოფებული მეფისწული და წამსვე მოიდრიკა მის წინაშე თავი გაბრიელმა. - მე გადავწყვეტ, თუ რა ბედი ეწევა ამ წყეულ სიძვის დიაცს! მე გადავწყვეტ, იცოცხლებს თუ ცხენის კუდზე გამობმული, შერცხვენილი მოკვდინდების!
-არარად გვარგებს დიაცი, თუ იგი მოკვდინდების, ჩემო ალფა... - შეჰკადრა კლავდმა და მისკენ მოატრიალა ანდრეიმ შლეგივით თვალები. წამსვე დადუმდა სარდალი, მზერა აარიდა მას.
პირი იბრუნა ანდრეიმ, ჩორთით დაძრა ულაყი. დაიჭიმა უნაგირზე გამოკვანძული თოკი, მეფისქალს რომ ჰკრავდა, და წაბარბაცდა წინ ეირინი.
მიდიოდა ჯარი. თქორავდა მცირედ, ფეთქდებოდა აღმოსავლეთით მოძალულ სხივთა ბრწყინვალება.
მიდიოდა ჯარი, და ახლოვდებოდა მეექვსე ყივილი.
ამაყად წამომჯდარიყო ბედაურზე ანდრეი, მიუძღოდა მის უკან მომავალ სარდალთ და მეომართ, მისი უკვე მეორედ შეპყრობილი ნადავლი შერცხვენილი გამოებათ მისი ცხენის კუდზე. მეფისქალს მოხედა მან, სურდა ეხილა მისი დამარცხებული, სასოწარკვეთილი გამომეტყველება. სურდა ეხილა სახე იმ დიაცისა, რომელიც ასე ახლოს იყო თავისუფლებასთან, მაგრამ მეფისწულმა ხელიდან წაჰგლიჯა იგი.
მაგრამ, უკვე მეორედ, გააოგნა იგი დიაცმა.
ხრეშსა და ღორღს ჩამოეკაწრა მისი სახე, საფეთქელს სისხლი და აუტანელი დაღლილობის ოფლი სდიოდა, ალისფერი სითხე გარიჟრაჟის აღვივებულ შუქზე ალაპლაპებულიყო. მაგრამ თავაწეული, გოროზი ჩანდა დიაცი, დამარცხებას ვერ ჩაექრო ავარვარებული ცეცხლი მასში. მოდიოდა, ვითარცა უბიწო, შესაწირი, მაგრამ დაუდგრომელი ქალწული, თავისა ნებით, ბოლომდე თავისა თავს ეკუთვნოდა იგი, თითქოს ვერ მიაღწია მისი გამძლეობის ზღვარს მეფისწულმა, ვერ სწვდა, ვერ ამოგლიჯა იგი ხერხემალივით, ვერ დაასამარა.
ბრაზისაგან აკანკალდა ანდრეი.
თვალი გაუსწორა მას მეფისქალმა, ქშინავდა, ებერებოდა ნესტოები. ბაგენი გააპო.
-Hossu tarra... Hossu glikaitera, abagrütix ktever... - ამოიხრიალა მან, ძლივს მოათრევდა მხოლოდ თხელი, ტყავის გაბაწრული ქალამნებით შემოსილ ფეხებს. – Raad phürferad ikletara, keei ihoger...
დადუმდა მეფისქალი, ისევ ქშინვას მიჰყო ხელი, ცოცხალი, მოჭუტული თვალებით იმზირებოდა შორს, მთათაკენ.
რაღაც იგრძნო მეფისწულმა. გაჰკვეთა გონში, თითქოსდა გამოაფხიზლა. სასწრაფოდ მობრუნდა, მთათ მიაპყრო მზერა.
რატომ უცქერდა მთათ ეს შეჩვენებული დიაცი?
ამ ღამით მომხდარმა გაუელვა გონში ანდრეის. მეფისქალმა ბედაური იხელთა, ბედაური, რომელიც მეფისწულის კარვისაგან მოშორებით მიებათ ძელზე, მერე კი მიმართა არა მთის მიუდგომელ, ციცაბო ბილიკებს, არამედ გაშლილ, ზღვასთან შემიჯნულ მდელოს, სადაც მიუხედავად წყვდიადისა, იოლი სანახავი იქნებოდა იგი. და ჯერ კიდევ არ დაჰვიწყებოდა და იქნებ არც არასოდეს მიევიწყებინა მის გულს დიაცის უბადლო მხედრობა, მათ შორის მალ-მალე მიმცირებული, მაგრამ უმალ გაზრდილი მანძილი, წარმოუდგენელი გამასხარავება მხედართმთავრისა.
გულმა რეჩხი უყო მეფისწულს.
შემოჰკრა ქუსლნი ულაყს. ორიოდე კუდი გააჭენა იგი, სანამ არ გაისმა უკნიდან სხეულის ქვა-ღორღზე დახეთქება და ხოხიალი.
შეჰყვირეს სარდლებმა და ალაგმა ბედაური ანდრეიმ.
-არა უწყით, რასა იქმთ, ჩემო ალფა! - აღრიალდა კლავდი. მოიხედა ანდრეიმ, ცივი, მოუთმენელი უყურებდა მეფისწული, თუ როგორ მოუახლოვდნენ ქვეითნი კლავდის ბრძანებით ღორღში გაშოტილ მეფისქალს. - მკვდარი არარად გვერგება, დიაცს ასეთი სიკვდილისათვის ნუ გაიმეტებთ! აი, აგე, შემოვსვამ ჩემსა ცხენს!
-უგუნურო! - შეუძახა ატავესმა. - ცხოველია ეგ დიაცი, რასა იქმ, თუ შენ გამოგღადრავს ყელს?
-ცხოველიც მიდის სიკვდილის პირას! - არ შეეპუა კლავდი. - მომავალი დედოფლის ასე მოკვდინება მწარედ შეგვერგება!
- დიაცისა გეშინის, ატავეს? - ჩაიქირქილა გაბრიელმა და გავეშებული მზერა გადაატრიალა მისკენ სარდალმა. ხმამაღალი, გულითადი ხარხარი წასკდა გაბრიელს.
-ხმა ჩაიგდეთ! - შეუძახა მათ ტკივილისა და მრისხანებისაგან გაცოფებულმა მხედართმთავარმა. წამსვე დადუმდნენ სარდალნი, უჩუმრად განრისხდა ატავესი, ავად უცქერდა მეფისწულს, შეფარვით.
მეფისქალს დააცქერდა და ხელი აიქნია მხედართმთავარმა, გამოხსენითო. უნაგირს შებმული სამთვალა კვანძი გაშალეს მეომრებმა, მკლავებით ასწიეს მეფისქალი და შეუგდეს კლავდს, რომელმაც ბედაურზე კურტანივით გადააგდო რეტდასხმული, თვალებატრიალებული დიაცი.
გააჭენა ულაყი მეფისწულმა, უკან მიჰყვებოდა მისი ამალა, თქორის წვეთებში გადამტყდარი გარიჟრაჟი უნათებდათ გზას.
თავაწყვეტილად მიქროლავდა სპილენძისფერი ულაყი, სანამ ბაჰირას გალავანს არ გაუსწორდა იგი და არ გამოეგებნენ ბანაკიდან შეშფოთებულნი მეომარნი მეფისწულს.
ერთმანეთს შეჰყურებდნენ ისინი, ვერ შეებედათ მეფისწულისათვის ცნება უხეირო ამბისა, მაგრამ ერთმა გამბედავმა შეჰკადრა ბოლოს, შეპყრობილ მონათა უმეტესობა გაიპარაო მთებისაკენ.
გაშრა მეფისწული, წამსვე გადასწვდნენ მისი თვალნი ურმებს, რომელთა გისოსების მიღმა უნდა მსხდარიყვნენ ბაჰირადან წამოსხმული, სრორდის ბაზარზე გასაგზავნი მონები.
მაგრამ დაცარიელებულიყო დუჟინი ურემი, მხოლოდ ერთში მიყუჟულიყო ოციოდე მტირალი დიაცი. მხოლოდ ამათი მოხელთება შევძელითო, ლუღლუღებდა და მეფისწულის შიშით ცახცახებდა ჯარისკაცი. უმალ გაიპარნენ, იარაღი ეპყრათ, და წყვდიადმა დაიფარაო, თავს იმართლებდნენ სხვები. როცა ჯარმა უწყოდა, რა მოხდა, უკვე ბილიკთ იყვნენო გაქცეულები შემდგარნი.
ცხენები მოაჭენეს სარდლებმა, და მრისხანებისაგან გაფითრებულმა მეფისწულმა აუწყა მათ გუშაგთა უგუნურობის ამბავი.
აღრიალდა ატავესი, გამოიყვანა გუშაგთა მცირე რაზმი, რომელთაც ევალებოდათ მონათა საყარაულოზე დგომა, და ჯერ სამხედრო გერბის მატარებელი გულისპირი და ლაბადა მოჰგლიჯა მათ, მერე კი სახალხოდ გაამათრახებინა.
ბოლოს კი, მეფისწულის, სხვა სარდლებისა და მეომართა წინაშე, თავები გააყრევინა მათ, თან ღრიალებდა, მაგალითი იყოსო ეს ყველა უგუნური მეომრისათვის.
სამაგალითო სასჯელის შემდეგ განკარგულება გასცა მეფისწულმა, რომ საუკეთესო ცხენოსანთა რაზმი დასდევნებოდა მდევარს, გუშაგნი დაუყენა დარჩენილ ოციოდე დიაცს. ბრძანა, რომ ცალკე კარავი გაეშალათ მეფისქალისათვის, მისი კარვის ახლოს, გაეჩხრიკათ იგი და თვალმოუშორებლივ ეყარაულა მისთვის თხუთმეტ შუბოსანს.
ღონეგამოცლილი ჩამოხდა ბოლოს ულაყიდან მეფისწული. ფითრი შეჰყროდა მხედართმთავარს, წანდელით მიყენებული ჭრილობიდან მდორედ სდიოდა სისხლი.
კვლავ განბანეს იგი, მკლავსა და ფერდზე გახსნილ ჭრილობებს წასცხეს ნაზავი და შეუხვიეს მკურნალებმა მაგრად, მერე კი მუხლთ დაეცნენ, გულმხურვალედ ილოცეს და დალოცეს მეფისწული, ღმერთებს შეავედრეს იგი.
ბორგავდა მხედართმთავარი, სწყევლიდა შეჩვენებულ დიაცს, იქადნიდა, მის თმას დავიხვევო მუშტზე.
გაწამებული მშფოთვარე ძილში გადაეშვა მერვე ყივილისას.
მეზობლად, სახელდახელოდ გაშლილ კარავში მიასვენეს ეირინი. გული წასვლოდა ნაგვემ დიაცს, სისხლითა და ოფლით მიჰკვროდა სხეულზე ქვა-ღორღი, კლდოვან ნაპირს ჩამოეფხრიწა ლაბადა და მკერდის სახვევნი. მკურნალებმა გააშიშვლეს, გულწასულს შემოაცალეს ბაჰირას სხეულით შექმნილი და მოკმაზული, ჩრდილოეთელთა მიერ წაბილწული სამოსი, განბანეს, მის ჭრილობათ უმკურნალეს და კვლავ შემოსეს იგი.
სარდალი კლავდი მოუსვენრად ტრიალებდა მეფისქალის კარავთან, შიშობდა იგი, არ მოკვდესო დიაცი.
მაგრამ არ ეწერა სიკვდილი დიაცს. გულმხურვალე იყო მისი თანამემამულეთა ლოცვა, მათი მხსნელისადმი მომართული.
კარავში იწვა და ბნელ სიზმართ ხედავდა ნაგვემი მეფისქალი.
გაქცეულნი კი მთებში მიიკვლევდნენ გზას, ვრცელი და მძიმე იქნებოდა მათი სავალი.
უკიდეგანო მანძილზე გადაჭიმულიყვნენ მთანი დიაროვას უღელტეხილისა, რომელიც ერქანთა სამეფოსა და მეზობელ ავლატს ჰყოფდა.
მზე აზიდულიყო, იმზირებოდა იგი მთათა მიღმა, აცხუნებდა, მაგრამ ვერ ათბობდა მოწეული მეცხრე მთვარის დასუსხილ ჰაერს.
მთათა მიერ შენიღბული სასაზღვრო სათვალთვალო ქონგურებიდან კი უმზერდნენ ავლატის გუშაგები, თუ როგორ მოიწევდნენ დამხობილ ბაჰირას გამოქცეული ფერფლისფერთმიანი დევნილნი.скачать dle 11.3

№1  offline ახალბედა მწერალი linda

11 გვერდია და 2,567 სიტყვა ^^ იმედია ისიამოვნებთ! <3

№2  offline წევრი Tuska

წერის სტილი გაქვს რაღაც სასწაული <3 აიი სრულყოფილია ის რასაც შენ ქმნი <3 <3 ძაან ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ

№3  offline ახალბედა მწერალი linda

Tuska
წერის სტილი გაქვს რაღაც სასწაული <3 აიი სრულყოფილია ის რასაც შენ ქმნი <3 <3 ძაან ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes მიხარია, რომ მოგეწონათ! relaxed relaxed

№4 სტუმარი annnastacia

ლინდა, შენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს. ვიცი რომ ერთ ათ წელიწადში ქართველი მარჯი ეტვუდი გვეყოლება შენი სახით))))

№5  offline ახალბედა მწერალი linda

annnastacia
ლინდა, შენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს. ვიცი რომ ერთ ათ წელიწადში ქართველი მარჯი ეტვუდი გვეყოლება შენი სახით))))

ღმერთო ჩემო, არც კი ვიცი რა გითხრა... უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისათვის! ქალბატონი მარგარეტი ძალიან მომწონს და ისე გამიხარდა... მწერლობის გზას არ მივყვები, მაგრამ რამდენიც შემეძლება, იმდენს დავწერ <3 კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა! heart_eyes

№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აბა რა გიტხრა ახალი, ის რაც აქამდე არ მითქვამს... ძალიან დახვეწილი და ელეგანტური წერის სტილი გაქვს...
როგორც მწერალი იმდენად იზრდები ყოველ ახალ ისტორიაში რომ საოცრებებს ქმნი...
ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა... ისეთია რომ ვერც წარმოიდგენ რა შეიძლება მოხდეს შემდეგში, ორიგინალური, განსხვავებული, არაბანალური და რაც მთავარია ღირებული ნაწარმოებია...
ყოჩაღ უმაგრესი მწერალი ხარ...

№7 სტუმარი Ira

Dedoflis da mtargmnelis warmotqmul sityvebs chventvis gasagebadac rom werde uketesi iqneboda chemi azrit.

№8  offline ახალბედა მწერალი linda

უცნობი ქ
აბა რა გიტხრა ახალი, ის რაც აქამდე არ მითქვამს... ძალიან დახვეწილი და ელეგანტური წერის სტილი გაქვს...
როგორც მწერალი იმდენად იზრდები ყოველ ახალ ისტორიაში რომ საოცრებებს ქმნი...
ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა... ისეთია რომ ვერც წარმოიდგენ რა შეიძლება მოხდეს შემდეგში, ორიგინალური, განსხვავებული, არაბანალური და რაც მთავარია ღირებული ნაწარმოებია...
ყოჩაღ უმაგრესი მწერალი ხარ...

აი მე რა გითხრა ახალი, რომ შენი სიტყვებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაგიხადო? heart_eyes heart_eyes ისე გამიხარდა შენი ნათქვამი, რომ ვერც კი წარმოიდგენ ^^ ვნახოთ, ვნახოთ, ჰიპოთეზების ასპარეზი გახსნილია laughing laughing
უღრმესი მადლობა! <3
Ira
Dedoflis da mtargmnelis warmotqmul sityvebs chventvis gasagebadac rom werde uketesi iqneboda chemi azrit.

არის მიზეზი, რატომაც არ ვთარგმნი ზოგიერთ ნათქვამს, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდება ყველაფერი laughing laughing მაგრამ თუ გსურთ, აქვე ვთარგმნი რამდენიმე წინადადებას ^^ Verra selgra, verra flöyttera, kiwe mai saaspyatha hossu - როცა მეფისქალი მთარგმნელს ეუბნება : არ გაინძრე, არ ილაპარაკო, თორემ მოგკლავ.
როცა მონებთანაა მეფისქალი: "Mai håünelingera raad, fampirad süari... Phürferad ikletara..." - მე მათ ყურადღებას გადავატანინებ, დანა აიღეთ... მთებისაკენ წადით..."
და როცა მიაბეს უნაგირზე და ანდრეის ელაპარაკება: "Hossu tarra... Hossu glikaitera, abagrütix ktever... Raad phürferad ikletara, keei ihoger..." - დააგვიანე... წააგე, ურჯულო ღორო... ისინი მთებისაკენ წავიდნენ, შე ბილწო..."

№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

linda

და ეს ყველაფერი რა ენაზე არის? თუ უბრალოდ შენი გამოგონილი ენაა?!

№10  offline ახალბედა მწერალი linda

გამოგონილია ^^

№11 სტუმარი Guest თამუნა

ერთი რაღაც არ მომწონს. უცხო ენაზე რომ წერ გვერდით მიუწერე ხოლმე ქართულად თორემ ძალიან გამაღიზიანებელია რომ არ გესმის რას საუბრობენ

№12 სტუმარი Tikuu

Eirini tavisi xasiatit da ferflisferi tmit deineris targarians magonebs samefo karis tamashebidan

№13  offline წევრი Katherinaa

Syaş hoyterum saeffe ingeron vu Linda!
გაიგე რამე?
ვერც მე. ჰოდა ეგრე :დდ
#გამოგონილიენისგამოშურისძიებაინექშენ

№14 სტუმარი Mari

ამ მოთხრობის (ჩემთვის წიგნის) მიხედვით ფილმი უნდა გადაიღონ თორემ კაცობრიობის უდიდესი შეცდომა იქნება !

№15  offline აქტიური მკითხველი lalita

ამ ისტორიით დაამტკიცე , რომ ძალიან ნიჭიერი ხარ . ასეთ სტილში დაწერილს ამ საიტზე პირველად ვკითხულობ და გაოცებული ვარ ყოჩაღ.

№16 სტუმარი Dragons

ეხლა წავიკითხე და ძალიან კარგად ახწერ ყველაფერს.
უბრალოდ მე ახალგაზრდა მეფის ახწერა დამაკლდა.
არ გითქვამს როგორია, არ გიხსენებია, როცა მუზარადი მოიხსნა და ეირანმა დაუნახა რა რეაქცია ჰქონდა მის სახეზე.
იმედია ანდრიას მაინც ექნება დაბანილ, სუფთა, ახალ და ქალურ ტანისამოსში გამოწყობილ ქალს, რომ ნახავს რაიმე ემოცია.
ძალიან კარგად წერ უდავოოდ

№17  offline ახალბედა მწერალი linda

Guest თამუნა
ერთი რაღაც არ მომწონს. უცხო ენაზე რომ წერ გვერდით მიუწერე ხოლმე ქართულად თორემ ძალიან გამაღიზიანებელია რომ არ გესმის რას საუბრობენ

არის ამის მიზეზიც თუ რატომ არ ვუწერ laughing laughing ისეთ რამეებს ამბობენ ხანდახან, რაც ჯერ არ უნდა გამომჟღავნდეს... მაგრამ ზემოთ ვთარგმნე ზოგიერთი ფრაზა, წინა თავშიდაც ^^ დროდადრო ყველაფერი გამოჩნდება ^^ უღრმესი მადლობა, რომ წამიკითხე!
Tikuu
Eirini tavisi xasiatit da ferflisferi tmit deineris targarians magonebs samefo karis tamashebidan

უი მართლა? laughing რა ვიცი, ვერ გეტყვი :დდდდდ
Katherinaa
Syaş hoyterum saeffe ingeron vu Linda!
გაიგე რამე?
ვერც მე. ჰოდა ეგრე :დდ
#გამოგონილიენისგამოშურისძიებაინექშენ

რა გინდა კაცო laughing laughing ბარემ გეტყვით მაშინ როგორ დამთავრდება :დდდდდდ ყველაფერი გამოჩნდება აუცილებლად! ^^ #ინტრიგათუარიქნარაამამული
Mari
ამ მოთხრობის (ჩემთვის წიგნის) მიხედვით ფილმი უნდა გადაიღონ თორემ კაცობრიობის უდიდესი შეცდომა იქნება !

ვაიმე ღმერთო... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes
lalita
ამ ისტორიით დაამტკიცე , რომ ძალიან ნიჭიერი ხარ . ასეთ სტილში დაწერილს ამ საიტზე პირველად ვკითხულობ და გაოცებული ვარ ყოჩაღ.

ღმერთო, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა! kissing_heart kissing_heart
Dragons
ეხლა წავიკითხე და ძალიან კარგად ახწერ ყველაფერს.
უბრალოდ მე ახალგაზრდა მეფის ახწერა დამაკლდა.
არ გითქვამს როგორია, არ გიხსენებია, როცა მუზარადი მოიხსნა და ეირანმა დაუნახა რა რეაქცია ჰქონდა მის სახეზე.
იმედია ანდრიას მაინც ექნება დაბანილ, სუფთა, ახალ და ქალურ ტანისამოსში გამოწყობილ ქალს, რომ ნახავს რაიმე ემოცია.
ძალიან კარგად წერ უდავოოდ

მიხარია, რომ მოგეწონა ^^
მეფისწულს რაც შეეხება, მის თანამემამულეთა მსგავსად შავი თმა და მუქი თვალები აქვს ^^ თუ პროტოტიპი გსურს ნახო, ფეისბუქზე მიდევს სურათი და დამეწვიე wink relaxed relaxed
ვნახოთ, რას იფიქრებს ანდრეი :დდ თუმცა ისეთი გაბრაზებულია ახლა ამ ქალზე რომ ღმერთმა იცის რას იფიქრებს :დდდდ
უღრმესი მადლობა! heart_eyes

№18 სტუმარი tamari

ლინდა ჩემო კარგო,უდავოდ ვერაფერს ვიტყვი რომ ნაწარმოები კარგია(პატარა შეცდომები არის)მაგრამ ეგ არაფერია.ვკითხულობ და შეგრძნება მაქვს ისეთი რომ ვმოგზაურობ დროში... მეფე არტურის ხანაში.დროის და ბუნების აღწერა კარგად გამოგდის,აი თვითონ გმირების შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე... კარგია მაგრამ მეტი მინდა.არ ვდავობ რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. ერთი თხოვნა მაქვს, ვიცი ძნელია მომდევნო თავის დადება რადგან სანამ დადებ თემას დამუშავება უნდა,მაგრამ ისტორიის წაკითხიდან მეორე წაკითხვამდე ნელდება ემოციები. იკნებ ცოტა დიდი თავი და ცოტა მალე დადო? კარგი ხარ უდავოდ. ნეტა შენს ტვინში შემაძვრინააააა აუ რას ვიმოგზაურებდიიიიი. პატივისცემით თამარი.

№19  offline ახალბედა მწერალი MariamG

ღმერთო, ვზივარ და ვფიქრობ ისეთი რა გითხრა, უკვე ბევრჯერ რომ არ მოგისმენია.
განვმეორდები და გეტყვი, რომ საოცრად ნიჭიერი ხარ. ისე წერ, რომ დროში გვამოგზაურებ. არ არის ეს ისტორია, ეს წიგნია. და შემდეგ უკვე ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ "დალიჰარის" დაწერამდე ნიჭიერი, დახვეწილი მწერალი იყავი, ამის შემდეგ უფრო სხვა, უფრო მეტი გახდი. ვიცი, ძალიან რთულია ამ ჟანრის წერა. მე პირადად, ვერ შევეჭიდებოდი. სიტყვების ამხელა მარაგი, ასეთი კავშირები ერთი მოვლენიდან მეორემდე, ერთი ემოციიდან მეორემდე.
ყოველთვის მიჭირდა ომის სცენების კითხვაც და ყურებაც. ეს ის სიუჟეტებია, რომლებიც ადამიანებში, შორიდან მაყურებლებში ზიზღს და სიბრალულს ერთად იწვევს. წარმოიდგინე, კითხულობ და არაფერს გრძნობ სიბრალულის გარდა. გეცოდებიან მოკლულები, გული გტკივა მონებად ქცეულ ადამიანებზე და გმობ, მიწასთან ასწორებ მკვლელებს. სინამდვილეში, სწორი და არასწორი არ არსებობს.
არ მიყვარს და არ მომწონს, რომ ერთ მხარეს ამართლებენ, მეორეს - ამტყუნებენ. ეს ომია, მეგობრებო. ყველა იმისთვის იბრძვის, რაც სიცოცხლეს უნარჩუნებს. საჭიროა სისხლისღვრა, შემაძრწუნებელი ღრიალისა და გოდების მოსმენა. ტკივილსა და ყვირილში მშვიდად ძილიც კი გამართლებულია მეფისწული ანდრეის მხრიდან.
საოცარ დინამიურობას ქმნი დეტალების ზუსტი, ამომწურავი აღწერით. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ნაკლები აღწერა და მეტი მოქმედება პერსონაჟების მხრიდან უკეთესი იქნება, მაგრამ ეს სხვა ჟანრია და სხვა მიდგომას მოითხოვს. გათვალისწინებული უნდა იყოს ეპოქა, იმდროინდელი ცხოვრების წესი, როგორ მოქმედებდნენ და რეაგირებდნენ დიდებულები, როგორი მორჩილება ჰქონდათ მსახურებს.
რაც შეეხება კონკრეტულად პერსონაჟებს ჩემი გადმოსახედიდან. ეირინი, თითქოს სცდება მეფის ქალის თვისებებს. შეუპოვარი, დაუმორჩილებელი და ურყევია. მასში თითქმის ვერც ერთ ქალურ თვისებას ვერ ვხედავ. თითქმის კი არა, მგონი ამ სამი თავის განმავლობაში მსგავსი არაფერი დამინახავს. თავს გასწირავს თავისი მიწისთვის, ხალხისთვის, მაგრამ სიყვარულს არ ამჟღავნებს. არც მის დამთბარ, შეცვლილ მზერაში გამოჩენილა ადამიანური თვისება. თმის ფერს ჰგავს მისი სამყარო. რომ წარმოვიდგენ კუდზე გამობმულ მეფის ქალს, მის თვალებში უბრალოდ სივრცეს ვხედავ, სამაგიეროს გადახდის, მკვლელობის სურვილს და არაფერს სხვას. აი, რაც შეეხება ანდრეის, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებულია ხოცვა-ჟლეტისკენ, მაინც დალექილი, მივიწყებული, მტვერდადებული ემოციები ეტყობა. ვფიქრობ, თუ ოდესმე საქმე დათმობისკენ, შეგუებისკენ წავა, ამას პირველი ანდრეი გააკეთებს. ძალაუფლების დაუცხრომელი სურვილითაა შეპყრობილი, უნდა ყველას აჩვენოს, რომ მასზე ძლიერი ვერავინ იქნება, მაგრამ ამ სიდიდის თავდაჯერებულობა ხშირად მიწასთან სწორდება ხოლმე.
აი, იმ მოხუცზე, მეფისწულზე სიტყვა რომ ჩამოაგდო და უცებ გაქრა, მეტის გაგება მინდა. თითქოს უფრო მეტ სამეფო ინტრიგას უნდა ველოდოთ, როცა მეფისწული საკუთარ მიწებს დაუბრუნდება.
ვნახოთ, ვნახოთ.
შეუდარებელი ხარ. ჩამოყალიბებული მწერალი. და ეს არ არის ისტორია, ეს წიგნია, რომელიც ყველა მაგიდაზე უნდა იდოს.

№20  offline წევრი tatia27

იცი რა ძალიან მაგარი გოგო ხარ? ახალბედა კიარა უკვე ჩამოყალიბებული მწერალი ხარ,საოცრად აღწერ და გადმოსცემ მოვლენებს,უდიდესი წარმატებები პ.ს ახლახან გნახე და გადავწყვიტე ყველა შენი რომანი წავიკითხო :-)

№21  offline წევრი Gone With Dreams

ასეთი სასწაული რანაირად ხარ?
--------------------
...

№22  offline ახალბედა მწერალი linda

tamari
ლინდა ჩემო კარგო,უდავოდ ვერაფერს ვიტყვი რომ ნაწარმოები კარგია(პატარა შეცდომები არის)მაგრამ ეგ არაფერია.ვკითხულობ და შეგრძნება მაქვს ისეთი რომ ვმოგზაურობ დროში... მეფე არტურის ხანაში.დროის და ბუნების აღწერა კარგად გამოგდის,აი თვითონ გმირების შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე... კარგია მაგრამ მეტი მინდა.არ ვდავობ რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. ერთი თხოვნა მაქვს, ვიცი ძნელია მომდევნო თავის დადება რადგან სანამ დადებ თემას დამუშავება უნდა,მაგრამ ისტორიის წაკითხიდან მეორე წაკითხვამდე ნელდება ემოციები. იკნებ ცოტა დიდი თავი და ცოტა მალე დადო? კარგი ხარ უდავოდ. ნეტა შენს ტვინში შემაძვრინააააა აუ რას ვიმოგზაურებდიიიიი. პატივისცემით თამარი.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 სიხარულით მივიღებ იმ პატარა შეცდომებზეც შენიშვნებს, ჯერ კიდევ ვსწავლობ და :დდდდ მიხარია, რომ ასე ფიქრობთ ბუნების აღწერაზე ^^ ვიცი, მესმის თქვენი, რომ ნელდება ემოციები :( მეც მენელება, რადგან ადრე ისტორიას ჩქარ-ჩქარა ვდებდი, თავებს ერთმანეთზე ვაბამდი და ამოდენა ტექსტებს ვწერდი ერთ დღეში. მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ლექსიკაა და სტილი, რომ ვერაფრით ვერ დავწერ ამხელა ტექსტს ერთ დღეში :( გრამატიკულ შეცდომებსა და ბეჭდურ შეცდომებსაც ვერ იტანს ეს სტილი, ამიტომ წამდაუწუმ გადახედვა და ჩასწორება უნდა, ამას ემატება სიუჟეტის დეტალები... ძალიან ვწუხვარ, რომ ასეა :( გპირდებით, რომ ყველანაირად ვეცდები დავაჩქარო ^^ უღრმესი მადლობა! <3
MariamG
ღმერთო, ვზივარ და ვფიქრობ ისეთი რა გითხრა, უკვე ბევრჯერ რომ არ მოგისმენია.
განვმეორდები და გეტყვი, რომ საოცრად ნიჭიერი ხარ. ისე წერ, რომ დროში გვამოგზაურებ. არ არის ეს ისტორია, ეს წიგნია. და შემდეგ უკვე ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ "დალიჰარის" დაწერამდე ნიჭიერი, დახვეწილი მწერალი იყავი, ამის შემდეგ უფრო სხვა, უფრო მეტი გახდი. ვიცი, ძალიან რთულია ამ ჟანრის წერა. მე პირადად, ვერ შევეჭიდებოდი. სიტყვების ამხელა მარაგი, ასეთი კავშირები ერთი მოვლენიდან მეორემდე, ერთი ემოციიდან მეორემდე.
ყოველთვის მიჭირდა ომის სცენების კითხვაც და ყურებაც. ეს ის სიუჟეტებია, რომლებიც ადამიანებში, შორიდან მაყურებლებში ზიზღს და სიბრალულს ერთად იწვევს. წარმოიდგინე, კითხულობ და არაფერს გრძნობ სიბრალულის გარდა. გეცოდებიან მოკლულები, გული გტკივა მონებად ქცეულ ადამიანებზე და გმობ, მიწასთან ასწორებ მკვლელებს. სინამდვილეში, სწორი და არასწორი არ არსებობს.
არ მიყვარს და არ მომწონს, რომ ერთ მხარეს ამართლებენ, მეორეს - ამტყუნებენ. ეს ომია, მეგობრებო. ყველა იმისთვის იბრძვის, რაც სიცოცხლეს უნარჩუნებს. საჭიროა სისხლისღვრა, შემაძრწუნებელი ღრიალისა და გოდების მოსმენა. ტკივილსა და ყვირილში მშვიდად ძილიც კი გამართლებულია მეფისწული ანდრეის მხრიდან.
საოცარ დინამიურობას ქმნი დეტალების ზუსტი, ამომწურავი აღწერით. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ნაკლები აღწერა და მეტი მოქმედება პერსონაჟების მხრიდან უკეთესი იქნება, მაგრამ ეს სხვა ჟანრია და სხვა მიდგომას მოითხოვს. გათვალისწინებული უნდა იყოს ეპოქა, იმდროინდელი ცხოვრების წესი, როგორ მოქმედებდნენ და რეაგირებდნენ დიდებულები, როგორი მორჩილება ჰქონდათ მსახურებს.
რაც შეეხება კონკრეტულად პერსონაჟებს ჩემი გადმოსახედიდან. ეირინი, თითქოს სცდება მეფის ქალის თვისებებს. შეუპოვარი, დაუმორჩილებელი და ურყევია. მასში თითქმის ვერც ერთ ქალურ თვისებას ვერ ვხედავ. თითქმის კი არა, მგონი ამ სამი თავის განმავლობაში მსგავსი არაფერი დამინახავს. თავს გასწირავს თავისი მიწისთვის, ხალხისთვის, მაგრამ სიყვარულს არ ამჟღავნებს. არც მის დამთბარ, შეცვლილ მზერაში გამოჩენილა ადამიანური თვისება. თმის ფერს ჰგავს მისი სამყარო. რომ წარმოვიდგენ კუდზე გამობმულ მეფის ქალს, მის თვალებში უბრალოდ სივრცეს ვხედავ, სამაგიეროს გადახდის, მკვლელობის სურვილს და არაფერს სხვას. აი, რაც შეეხება ანდრეის, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებულია ხოცვა-ჟლეტისკენ, მაინც დალექილი, მივიწყებული, მტვერდადებული ემოციები ეტყობა. ვფიქრობ, თუ ოდესმე საქმე დათმობისკენ, შეგუებისკენ წავა, ამას პირველი ანდრეი გააკეთებს. ძალაუფლების დაუცხრომელი სურვილითაა შეპყრობილი, უნდა ყველას აჩვენოს, რომ მასზე ძლიერი ვერავინ იქნება, მაგრამ ამ სიდიდის თავდაჯერებულობა ხშირად მიწასთან სწორდება ხოლმე.
აი, იმ მოხუცზე, მეფისწულზე სიტყვა რომ ჩამოაგდო და უცებ გაქრა, მეტის გაგება მინდა. თითქოს უფრო მეტ სამეფო ინტრიგას უნდა ველოდოთ, როცა მეფისწული საკუთარ მიწებს დაუბრუნდება.
ვნახოთ, ვნახოთ.
შეუდარებელი ხარ. ჩამოყალიბებული მწერალი. და ეს არ არის ისტორია, ეს წიგნია, რომელიც ყველა მაგიდაზე უნდა იდოს.

ღმერთო ჩემო... როგორ გადაგიხადო მადლობა, გამაგებინე ერთი heart_eyes heart_eyes
პირველ რიგში, ვთვლი, რომ შენ შეძლებ, ეს სტილი რომ სცადო ^^ მეც მეგონა, რომ ძალიან დავიბნეოდი და არ დაგიმალავ, რომ ძნელია, მაგრამ რაღაც გამოვიდა... ამიტომ მჯერა, რომ შენც გამოგივა <3
როგორ გეთანხმები სწორსა და არასწორზე, ვერც კი წარმოიდგენ. მე არ მიცდია მეთქვა, რომ ერთი მხარე სწორია და მეორე არასწორი... ეირინი ხელაღებით კლავდა, ისევე როგორც ანდრეი, თითქოსდა ერთი დამნაშავეა და მეორე არა, მაგრამ არა მგონია, რომ სიცოცხლე ერთს უფრო მეტად უნდოდეს, ვიდრე მეორეს, აბსოლუტურად გეთანხმები, სიცოცხლე ყველას უნდა და რაღაც მომენტში იგი გაიძულებს, რომ შენს თავსაც მიხედო (ანდრეის რომ სძინავს ასეთ ორომტრიალში, თუნდაც მშფოთვარედ).
დეტალებისა და გარემოს აღწერის გარეშე არ შემიძლია :დდდ არასრულფასოვნების შეგრძნება მიჩნდება და სულ მეუბნებიან, რომ მეტი მოქმედებაა საჭირო და დაუსრულებელი აღწერა არაა საჭირო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია და ერთგვარად გამომადგა ^^
როგორი სწორი ალღო გაქვს, ვერც კი წარმოიდგენ. რასაკვირველია ვერ ვიტყვი, თუ რა დაემართებათ ეირინსა და ანდრეის, მაგრამ შენი შეფასება სწორ გზას ადგას. ეირინი მართლაც ცხოველივით იქცევა, ცარიელი ცხოველივით, გულცივია თითქოს და ცივი გრძნობები ახვევია თან. ანდრეი კი კონტრასტულად ცეცხლის განსახიერებაა, რომელსაც შეუძლია ყველაფერიც წალეკოს და ადამიანიც გაათბოს laughing laughing
აი ზუსტად ის მოხუცი აუცილებლად გამოჩნდება ^^ ვნახოთ რაებს ხლართავს და რა უნდა იმ ბებრუცუნას :დდდდ
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ! <3
tatia27
იცი რა ძალიან მაგარი გოგო ხარ? ახალბედა კიარა უკვე ჩამოყალიბებული მწერალი ხარ,საოცრად აღწერ და გადმოსცემ მოვლენებს,უდიდესი წარმატებები პ.ს ახლახან გნახე და გადავწყვიტე ყველა შენი რომანი წავიკითხო :-)

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია, რომ მნახეთ და ასე გადაწყვიტეთ ^^ იმედია ისიამოვნებთ! ^^

Gone With Dreams
ასეთი სასწაული რანაირად ხარ?

არც კი ვიცი რა გიპასუხო... უღრმესი, უდიდესი მადლობა! heart_eyes heart_eyes

№23 სტუმარი data egnatashvili

[b][/b][i][/i][u][/u]

აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი

№24  offline ახალბედა მწერალი linda

data egnatashvili
[b][/b][i][/i][u][/u]

აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი

უკაცრავად, ვერ გავიგე :დ

№25  offline მფლობელი goga27

linda
data egnatashvili
[b][/b][i][/i][u][/u]

აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი

უკაცრავად, ვერ გავიგე :დ

აღელვდა ადამიანი გუაგე smile
--------------------
♥ 4Love.Ge

№26  offline ახალბედა მწერალი ერკე

გოოდ ჯობ მეენ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№27 სტუმარი Guest Lika

Vaime Linda Esra saocrebaa ubralod chemi sityvebi zedmetia yvela emocia ertad vigrdzneni amdeni xania gelodebi gamixardi DA miyvarxar mee

№28  offline წევრი crete20

მოკლედ ეს თავი მეცოტავა laughing laughing კიდე მინდაა...

ზალიან მომწონს შენი ისტორიები, ყველა ერთმანეთისგან განსხახებულია და არაა ერთი ტიპის ბანალური ისტორია! შენი ისტორიებიდან გამომდინარე მგონია რომ რამდნეიმე პიროვნება ხარ და არა ერთი joy joy მოკლედ ძალიან საინტერესო ადამინი ხარ და ისტორიები ხომ სუპერ!!! წიგნები ნამდვილად უნდა გამოუშვა შენ!!

№29  offline ახალბედა მწერალი linda

Guest Lika
Vaime Linda Esra saocrebaa ubralod chemi sityvebi zedmetia yvela emocia ertad vigrdzneni amdeni xania gelodebi gamixardi DA miyvarxar mee

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია, რომ მოგეწონა და მელოდი, მეც ძალიან მიყვარხარ heart_eyes heart_eyes
crete20
მოკლედ ეს თავი მეცოტავა laughing laughing კიდე მინდაა...

ზალიან მომწონს შენი ისტორიები, ყველა ერთმანეთისგან განსხახებულია და არაა ერთი ტიპის ბანალური ისტორია! შენი ისტორიებიდან გამომდინარე მგონია რომ რამდნეიმე პიროვნება ხარ და არა ერთი joy joy მოკლედ ძალიან საინტერესო ადამინი ხარ და ისტორიები ხომ სუპერ!!! წიგნები ნამდვილად უნდა გამოუშვა შენ!!

ძალიან გამიხარდა შენი სიტყვები heart_eyes heart_eyes გარწმუნებ, ერთი ადამიანი ვარ მარტო laughing laughing წიგნები არა მგონია, მაგრამ უღრმესი მადლობა! <3

№30  offline წევრი ჟიზელი

ასე მგონია ზაჰრამ იცის ანდრეის ენა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent