შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 2

7-07-2017, 16:50
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 3 034

ეიფორია-თავი 2

„სიყვარულის მოკვლა ერთი მზერითაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მზერით მისი გაცოცხლებაც შეიძლება.“
უილიამ შექსპირი

...
ელზამ მტკიცე ნაბიჯებით გაიარა ,რამდენიმე მეტრი და პარკში, შადრევნის წინ მდგარ,ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა.სკამის მეორე ბოლოში ახალგაზრდა ბიჭი იჯდა,ხელში გაზეთი კი ეჭირა,რომელიც მთელ სახეს უფარავდა.
-გამარჯობა,რობ!-მიესალმა შორიდან გოგონა,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
-გამარჯობა!-ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უთხრა ბიჭმა,გაზეთი დაბლა დასწია და ელზას გაუღიმა.
ბიჭს საკმაოდ უცნაური გარეგნობა ჰქონდა.ძალიან გამხდარი იყო,გრძელი სახე და ოდნავ წინ გამოწეული ნიკაპი ჰქონდა.მრგვალი ,შავი თვალები ეშმაკურად უელავდა,ნიკაპზე წამოზრდილ თხასავით წვერს კი თითებით აწვალებდა.
-შეხვდი?-იკითხა მან.
-კი.-უპასუხა ელზამ.
-მერე?
-როგორც ვვარაუდობდით,ვერ მიცნო.
-საერთოდ არ ჰქონია რეაქცია?
-ჰქონდა.-თავი დაუქნია ელზამ.-მკითხა,ერთმანეთს ადრე ხომ არ შევხვედრივართო...
-ესე იგი,ეცნობი.-ჩაილაპარაკა რობმა და მისი ეშმაკური მზერა გამვლელებს გააყოლა.
-ამ ცხოვრებას შეჩვეულია და არაფერი ახსოვს.
-დამღალეთ რა!-თვალები გადაატრიალა ბიჭმა.-ხან ერთი ხართ გაბრაზებული და ხანაც მეორე! მე თქვენს შორის ვიჭრები და რომელ ერთს გემსახუროთ უკვე აღარ ვიცი.თავი შინაური ელფი მგონია.
-გგონია, ჩემთან ასეთი საუბრის უფლება გაქვს?-წარბი შეკრა გოგონამ.
-ოჰ,მომიტევეთ თქვენო უდიდებულესობავ.-ყალბად გაიღიმა ბიჭმა.-მაგრამ იქნებ მეც მინდა ცოტა გართობა?
-შენ ისედაც სულ ერთობი,რობ!
-ჰო,ერთი მე ვერთობი და მეორე ინგლისის ტახტის მემკვიდრე.
-მაიძულა ასე მოვქცეოდი...-მრისხანებით სავსე მზერა გამვლელებზე გადაიტანა,ელზამ.-ისევ ისეთი თავდაჯერებული და აუტანელი იდიოტია.არაფერი შეცვლილა,საერთოდ არაფერი.
-მაგრამ ,შენ მაინც აქ ხარ.-ხელები უკმაყოფილოდ გაუსვა ერთმანეთს რობმა და ისევ გამვლელებს დაუწყო თვალიერება.-ჰოდა მიდი,ჩამოეკიდე კისერზე და კოცნით იქამდე დაახრჩე,სანამ არ გაგიხსენებს.
-როცა ვხედავ...მძულს!-კბილებში გამოსცრა ელზამ.-თავს ვერ ვიკავებ,ისე მინდა მივიდე, თვალებში თითები ჩავუყო,ფრჩხილებით ჩავეჭიდო და ბუდიდან ამოვუგდო.
-რა სასტიკი ხარ.-სახე ზიზღით დამანჭა ბიჭმა.-კარგი,რაც კოცნაზე გითხარი დაივიწყე. ეცადე მისგან თავი შორს დაიჭირო.როცა ის წვიდა, შენ შენი გრძნობები და ემოციები ჩაკეტე,სადღაც გულის სიღრმეში გამოამწყვდიე,ახლა კი ისინი ისევ გიბრუნდება.შეიძლება ერთ დღესაც უბრალოდ ამოხეთქოს და ვიღაც დაშავდეს,ამიტომ მისი სიახლოვისგან,შეხებისგან,კოცნისგან და სხვა რაღაცეებისგან თავი უნდა შეიკავო.
-რთული იქნება,მაგრამ ვეცდები.-თვალები გადაატრიალა ელზამ.
-ძალიან კარგია.-თავი დაუქნია რობმა და მის წინ, იმ წამს ჩავლილ ბიჭს გახედა,რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
რობმა ეშმაკურად ჩაიცინა,მერე მარჯვენა ხელის გულს,მარცხენა ხელი ჯვარედინად დაადო,თითები ერთმანეთს შემოაჭდო,წამით შეიცადა და როგორც კი ხელები ერთმანეთს გაუშვა,ძაღლის საყელური გაიხსნა,უზარმაზარი პიტბული კი ყეფით გაექანა მოპირდაპირე მხრიდან მომავალი გოგონასკენ,რომელსაც ერთ ხელში ნაყინი ეჭირა,მეორე ხელში კი ტელეფონი და ეკრანს დასჩერებოდა.
გოგონამ ყეფის ხმა,რომ გაიგონა თავი ასწია,მაგრამ დაკივლებაც ვერ მოასწრო,ისე უცებ შეახტა ძაღლი ზედ.გოგონამ ნაყინიანი ხელი ჰაერში გაიქნია,ნაყინს თავზე დადებული ბურთულა მოსძვრა და შადრევანთან მდგარ ბავშვს, პირდაპირ სახეში შეეზილა.ბავშვმა შეშინებული ხმით წამოიკივლა,მერე კი ტირილი მორთო.
გოგონა გაცეცხებული სახით ბიჭს მიუბრუნდა,რომელიც ძაღლს ძლივს აკავებდა და ჩხუბი დაუწყო.ამ დროს ატირებული ბავშვი და დედამისიც გამოჩნდნენ.ბავშვი ბოლო ხმაზე ღრიალებდა,ქალმა გოგონას დაუწყო ჩხუბი,გოგო ისევ ბიჭს მიუბრუნდა,ბიჭი კი ძაღლს.
-ოჰ,რობ!-თავი გააქნია სიცილით ელზამ.-შენ და შენი ოინები.
-რა სულელები არიან ადამიანები.-გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა.
-და მოსაწყენები.-დაამატა ელზამ სიცილით.

...
ემა, მამამისის მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა,შუბლი ფანჯრის მინაზე მიებჯინა და გზას თვალს აყოლებდა.წინა სავარძელს ყოველთვის მისი და, თინა იკავებდა და არა მარტო წინა სავარძელს.ემა ფიქრობდა,რომ ეს გოგო მისი წყევლა იყო და ოჯახში მის კუთვნილ ადგილს, ყოველთვის ის იპარავდა.
-სინდერ-გელა მასწმა,ქასთინგი გამოაცხადა!-წამოიკივლა უცებ თინამ და ტელეფონის ეკრანიდან მზერა, საჭესთან მჯდომ კაცზე გადაიტანა.
-რა ჯანდაბაა, ეს სინდერ-გელა?-იკითხა მამამ.
-სახელია,ჩვენს გელა მასწს ასე ვეძახით.
-რატომ?
-ეს გრძელი ამბავია.
-და რისი ქასთინგია?-ისევ იკითხა კაცმა.
-სპექტაკლის!-დაიკივლა გოგონამ.- „ზაფხულის ღამის სიზმარს“ ვდგამთ და ხვალ ,გაკვეთილების შემდეგ ქასთინგია.
-წინა წელს ჯულიეტას როლში არ აგიყვანეს და რა გარანტია გაქვს,რომ წელს მიგიღებენ?-წინა სავარძლისკენ გადმოიწია ემა.
-შენგან განსხვავებით ,მე ნიჭი მაქვს და ადრე თუ გვიან ,ამ ნიჭს დააფასებენ.-მიახალა უხეშად თინამ.
-შენც მიდი ქასთინგზე.-სარკე გაასწორა კაცმა და ემას გახედა.
-არა,გმადლობთ! ერთი მომავალი ვარსკვლავი სრულიად საკმარისია ჩვენს ოჯახში.-ყალბად გაიღიმა გოგონამ და ისევ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

ცოტა ხანში, ავტომობილი სკოლის წინ გაჩერდა,გოგონები მამას დაემშვიდობნენ და სკოლისკენ გაემართნენ.თინა მაშინვე დაქალებს შეუერთდა და ქასთინგთან დაკავშირებით საუბარი გაუბა,ემამ კი უხალისო გამომეტყველებით დახარა თავი და სწრაფი ნაბიჯით გაემართა შენობისკენ.
ემას დიდი ხანია სურდა, თვითონაც ეცადა ბედი ქასთინგზე,მაგრამ რაღაც აკავებდა,ეს რაღაც კი სცენის შიში და კომპლექსები იყო.მუსიკის მასწავლებელი ყოველთვის უმეორებდა,რომ ფორტეპიანოს შესანიშნავად ფლობდა და კომპლექსებს თუ მოიხსნიდა,ფართო აუდიტრიის წინაშეც შეძლებდა დაკვრას,მაგრამ გოგონა არავის უსმენდა და ისევ თავის ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი.
ბავშვობაში ემა,ხშირად იღებდა მონაწილეობას ასეთ სპექტაკლებში,მაგრამ მას შემდეგ რაც მამამისი მეორედ დაქორწინდა და დედინაცვალთან ერთად, მათ ოჯახში თინაც შემოვიდა,ემამ ყველაფრის ხალისი დაკარგა,რადგან გრძნობდა,რომ თინა ყველაფერში ეჯიბრებოდა,ყველგან მის ადგილს იკავებდა და მასთან ბრძოლას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა.

გოგონამ წაბლისფერი,ქარისგან გაწეწილი თმა ხელით შეისწორა, სკოლის შენობას მიუახლოვდა,რამდენიმე საფეხური აიარა და უკვე კარში შედიოდა,როცა რაღაცას მთელი ძალით შეასკდა.
ემას წამით თავბრუ დაეხვა,წარბები მრისხანედ შეკრა და მაღლა აიხედა.გოგონას თავზე მისი თანაკლასელი ლუკა ადგა და მაცდურად უღიმოდა.
-რა?-იკითხა ემამ.
-შენი და ,რომ დამჯახებოდა მკალვებში ჩამივარდებოდა,ისტერიკებს ატეხდა და იქამდე იტირებდა, სანამ ცოლობას არ ვთხოვდი.-გაეცინა ბიჭს.
-მადლობა ღმერთს,რომ მე და ის სისხლით ნათესავები არ ვართ.-გაეცინა ემას,ლუკას სწრაფად აუარა გვერდი და კიბეებისკენ გაემართა.
-მოიცადე,ემა!-დაუძახა ბიჭმა და შეაჩერა.- ქასთინგზე არ მოხვალ?
-რატომ?-გაუკვირდა გოგონას.
-არ გინდა, ერთხელ შენც სცადო?-გაუღიმა ბიჭმა.-მახსოვს, წლების წინ ერთად ვთამაშობდით ხოლმე სპექტაკლებში და საკმაოდ კარგადაც.
-დღეს ,ყველა ამას რატომ მეკითხება? ნუთუ შუბლზე მაწერია,რომ ქასთინგზე მისვლა მინდა?!-უხეშად უპასუხა გოგონამ,ლუკას ზურგი აქცია კიბეებს აუყვა.

ემას გული გამალებით უცემდა და აღელვებისგან ხელები სულ უკანკალებდა.გოგონა ლუკას ბავშვობიდან იცობდა და რაც თავი ახსოვს სულ ეს ბიჭი მოსწონდა,მაგრამ იმდენად ჩაკეტილი იყო,რომ მას იშვიათად ეკონტაქტებოდა და არა მარტო მას.არც ერთ კლასელთან არ ჰქონდა მეგობრული დამოკიდებულება.
ლუკა სკოლის ვარსკვლავი იყო.ყველა გოგოს მოსწონდა ,ხოლო მასწავლებლების უმრავლესობა ვერ იტანდა,მისი ხრიკების გამო,თუმცა უდაოდ ნიჭიერი მოსწავლე იყო,რის გამოც ბევრ რამეს პატიობდნენ.
ლუკა ძალიან მხიარული და თავდაჯერებული პიროვნება იყო.თავისი მომხიბვლელი ღიმილით და ეშმაკური მზერით სწრაფად იპყრობდა ყველას გულს,თუმცა სერიოზულად არავისთვის შეუხედავს და არც გოგონების ყურადღებით უსარგებლია სხვა ბიჭებივით.
თინა ამაშიც ,ემას ეჯიბრებოდა.მასაც მოსწონდა ლუკა,თუმცა ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა,ის კი იმედს მაინც არ კარგავდა.
-სად მიგეჩქარება?-ხელი გადახვია უცებ დემეტრემ ემას და ფიქრებიდან გამოაფხიზლა.
-კონცერტზე.-გაეცინა გოგონას.-სად უნდა მიმეჩქარებოდეს სკოლაში?
-ქასთინგზე არ მოდიხარ?
-კარგი რა!-თვალები გადაატრიალა ემამ.-შენც? დღეს ერთმანეთს შეუთანხმდით?
-არა.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა დაბნეული სახით.-იცი,რა მაინტერსებს?
-რა?
-თინა ქასთინგზე მიდის?
-კი.
-ვის როლზე უნდა გაესინჯოს.
-იმის პარტნიორის როლზე ,რომლის როლზეც ლუკას აიყვანენ.-უპასუხა სიცილით გოგონამ.-ხომ იცი,რომ ლუკასთან ყოფნის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
-იქნებ ,წელს მაინც გამიმართლოს და ჩემი პარტნიორი გახდეს.
-მაინც ვერ ვხვდები, თინაში რა მოგწონს.
-ვერც მე.-ხელი აიქნია ბიჭმა და საკლასო ოთახში შევიდა.

...
ელზა საკლასო ოთახის კარს მიადგა,სახელური დასწია,თამამად შეაღო და უკვე ბავშვებს უნდა მისალმებოდა,რომ ღიმილი სახეზე შეეყინა და წამით ერთ ადგილას გაშეშდა,როცა გაიაზრა ,რაც მის თვალწინ წარსდგა.
მუხლებზე დამდგარი დემეტრე ,წელში მოხრილიყო,თავი სკამზე დაედო,ხელები ზურგს უკან ჰქონდა გადაჯვარედინებული და მშვიდი სახით ელოდებოდა აღსასრულს.
ბიჭს თავზე დანიელი ადგა.ხელში უზარმაზარი მახვილი ეჭირა,რომლის ზედაპირიც დღის განათების შუქზე,თვალისმომჭრელად ელავდა.
-ასწია ჯალათმა მახვილი,მთელი ძალით მოიქნია და ლუი მეთექვსმეტეს თავი გააგდებინა.-წარმოთქვა გარკვევით დანიელმა,მახვილი მაღლა აღმართა და უკვე დემეტრეს დარტყმას უპირებდა,როცა ელზამ სასოწარკვეთილი ხმით შეჰკივლა,მასწავლებელს მივარდა,ხელებში ეცა და განრისხებული სახით დაუყვირა.
-დანიელ,რა ჯანდაბას აკეთებ?!
-შენ თვითონ რას აკეთებ?-გაუკვირდა ბიჭს.-ხელს რატომ მიშლი?
-სულ გააფრინე?-შეუყვირა ელზამ და დანიელს ხელიდან ხმალი,რომ ვერ გამოართვა,ხორცში ფრჩხილები მაგრად ჩაარჭო.-ასეთი რა დაგიშავა,რომ...
-ელზა მასწ,ყველაფერი რიგზეა.-თავი ასწია დემეტრემ.
-შენ, ხმას ნუ იღებ,-შეუღვირა დანიელმა,-და თავი სკამზე დააბრუნე.
-ეს... რას ნიშნავს?-უკან დაიხია გოგონამ.
-ელზა,დემეტრეს თავი უნდა მოვკვეთო და შენ ხელს მიშლი.-უპასუხა სერიოზული გამომეტყველებით დანიელმა და თავი ძლივს შეიკავა,რომ სახეზე ერთი ნერვიც არ შეტოკებოდა.
-მგონი შეიშალე!-დაასკვნა გოგონამ.
წამიერად საკლასო ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა,მერე კი მთელს კლასს სიცილის ტალღამ გადაურბინა,ყველაზე ხმამაღლა კი დანიელი ხარხარებდა და როცა ელზას დაბნეულ სახეს უყურებდა, გაჩერება კიდევ უფრო მეტად უჭირდა.
-ლუიც და მისი მეუღლე, მარი ანტუანეტა თანხმობის ,დღევანდელი კონკორდის მოედანზე,უამრავი ადამიანის თანდასწრებით სიკვდილით დასაჯეს .ამით დამთავრდა საფრანგეთში რევოლუციაც და მონარქცია,თუმცა ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა,ერთ დღეში არ მომხდარა.-დაასრულა სიცილით დანიელმა გაკვეთილის ახსნა,მერე კი ისევ ელზას მიუბრუნდა და დაამატა.-ბავშვებს ვაჩვენებდი,როგორ დასაჯერს სიკვდილით ლუი და მარი,ეს ხმალი კი რეკვიზიტია.
-იდიოტი ხარ!-ჩაისისინა ელზამ ყალბი ღიმილით და მოცინარ ბავშვებს გადახედა.
დანიელმა ეშმაკური მზერა მოავლო მოსწვალეებს,მახვილი მაღლა ასწია,მხარზე დაიდო და სიცილით თქვა.
-კითხვები ხომ არ გაქვთ?
-მე მაქვს!-თქვა ელზამ.
-გისმენ.-მიუგო მან.
-მართალია,რომ მარი ანტუანეტა და ლუი მეთექევსმეტე, ხშირად აბრალებდნენ ერთმანეთს ღალატს და ამის გამო კამათობდნენ?-იკითხა ელზამ გამომცდელი მზერით.
-მართალია და ისიც მართალია,რომ ისინი ერთმანეთს მართლა ღალატობდნენ.-დაუდასტურა დანიელმა.
-ჰო მართლა, ზარი რამდენიმე წუთია რაც დაირეკა.-თქვა გოგონამ და ჩანთა მაგიდაზე დადო.
-ზარის ხმა ვერ გავიგე.-ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-რა თქმა უნდა,ვერ გაიგებდი,ორი წუთის წინ საფრანგეთის ბოლო მეფე სიკვდილით დასაჯე და რთულია ასეთ დროს,ზარის ხმაზე იფიქრო.-სარკასტულად გაუღიმა გოგონამ და დანიელის მოხრილ ,მაღლა აწეულ მკლავს თვალი გააყოლა,რომლითაც ბიჭს ისევ მახვილი ეჭირა.

დანიელს არაფერი უთქვამს,ბავშვებს დაემშვიდობა და სწრაფად დატოვა კაბინეტი.
ბიჭი ძალიან გადაღლილი და ძალაგამოცლილი იყო.ღამე წესიერად ვერ იძინებდა,დღისით კი გაკვეთილები საშინლად ღლიდა.ამას ელზას გამოჩენაც დაემატა და ამ უცნაურმა,იდუმალმა გოგომ,საერთოდ აუფორიაქა მთელი ნერვული სისტემა.

როცა მესამე გაკვეთილი გამოვიდა ,დანიელმა მოსწავლეებს საკლასო ოთახიდან გაასწრო.გარეთ გავარდა,სკოლის ეზო სწრაფად გადაკვეთა,შენობის კუთხეში კედელს მიეყრდნო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.მერე ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო ,მოუკიდა და ნიკოტონის დოზამ წამში დაუმშვიდა მთელი სხეული.
დანიელი ხარბად ისუნთქავდა სიგარეტის კვამლს და არც კი სურდა,მისი პირდან ამოშვება.ბიჭი მხრებში გაიმართა,დაძაბული კისერი ოდნავ მოადუნა და მარჯვნივ გაიხედა.
მოშორებით მდგარი, ჭადრის ხის ქვეშ მოთავსებულ სკამზე ,ელზა იჯდა.ჩალისფერ თმას ქარი უფრიალებდა,ხელებით მის წინ მდგარ მაგიდას დაყრდნობოდა და წიგნს ინტერესით ფურცლავდა.
დანიელი ინსტინქტურად მოშორდა კედელს,ელზას მიაუხლოვდა,მის წინ, სკამზე დაეშვა და გოგონას დაჟინებით მიაცქერდა.
-რამე გინდა?-თავი ასწია ელზამ.
ბიჭს პასუხი არ გაუცია,მხოლოდ მისკენ გადაიხარა,იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და გოგონას რუხ თვალებში ჩააკვირდა.ელზამ უტეხად გაუსწორა მზერა.თვალს არც ერთი არ ახამხამებდა,სავარაუდოდ არც სუნთქავდნენ, უბრალოდ ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ბუნების ხმებს უსმენდნენ.
ელზა,ძალიან მშვიდი და თავდაჯერებული გოგო იყო.ფიქრობდა,რომ ყველაფერს გაუძლებდა,მაგრამ მისი თავდაჯერებულობა ბიჭმა, ერთ წამში ჩამოამსხვრია.

დანიელის თვალები, ხის ფოთლების სიმწავენს ირეკლავდა და მისი გავლენით ,თვალები არაბუნებრივად მწვანე უჩანდა.ელზას გონება გაეთიშა და ამ სიმწვანეში ისე ჩაიკარგა,რომ უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ მოძებნა.
როცა გოგონამ ეს შეამჩნია, ვერც კი იგრძნო,ისე შეეპარა მის გამომეტყველებას მღელვარება.სხეული აუცახცახდა და ერთიანად დაიძაბა.დანიელის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა,უბრალოდ უყურებდა და გულში ხალისობდა იმაზე,რაც ელზას ემართებოდა.
უცებ ბიჭმა შენიშნა,როგორ გაუფართოვდა თვალის გუგები ელზას.შავი წრეები იმდენად დიდი გახდა,რომ მის ირგვლივ მდებარე თვალის რუხი პიგმენტი, თითქმის მთლიანად გადაფარა.
აქ უკვე დანიელმა თავი ვეღარ შეიკავა,ელზას თვალი მოაშორა და ხმამაღლა გადაიხარხარა.ელზა მის ქმედებაზე უხერხულად შეიშმუშნა,ბიჭს დაბნეული მზერით შეხედა და ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.
დანიელი უცებ წამოდგა,ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო,ელზასთან მივიდა,მისკენ დაიხარა და ჩურჩულით უთხრა.
-მეცნიერულად დამტკიცებულია,რომ ადამიანებს მკვეთრი განათების ფონზეც კი თვალის გუგები საგრძნობლად უფართოვდებათ,როცა იმას ხედავენ,ვინც ყველაზე მეტად იზიდავთ.
-სისულელეა.-თავი გვერდზე გააბრუნა გოგონამ.
-როცა წავალ, სარკე ამოიღე და შეამოწმე.-გვერდულად ჩაიცინა დანიელმა და სკოლის შენობისკენ გაემართა.
ელზამ მას თვალი გააყოლა,მერე ჩანთიდან სარკე ამოიღოი,ჩაიხედა და მისი თხილის გულივით გაფართოებული გუგები,რომ დაინახა გული შეუქანდა.
-ჯანდაბა!-ამოილაპოარაკა მან ,ხელი დამუშტა და ფრჩხილები ისე ძლიერად ჩაისო ხელის გულში,რომ ლამის სისხლი გასდინდა.
-თვალებმა გაგყიდეს!-გამოსძახა დანიელმა შორიდან სიცილით.

...
სკოლის დიდ დარბაზში, წინა რიგში გელა იჯდა და სცენარს ინტერესით ჩაჰკირკიტებდა,გვერდით კი როსტომი ეჯდა და კაცს რაღაცას ეჩურჩულებოდა.დირექტორის თხოვნით,მასწავლებლებიც და მაღალკლასელებიც,ყველანი დარბაზში შეიკრიბნენ,რათა ბატონი გელას სიტყვები მოესმინათ.
გელა ფეხზე წამოდგა,სცენაზე ავიდა,დარბაზს თვალი მოავლო და დაიწყო.
-მოკლედ,ყველას მოგეხსენებათ,რომ ივლისის მიწურულს ,ანუ როცა სწავლას გამოცდებს და ლაშქრობებს მოვრჩებით,დაიწყება ქალაქის ფესტივალი,რომელშიც ჩვენი სკოლა ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას.წელს გადავწყვიტე,რომ უილიამ შექსპირის კომედიური პიესა, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ დავდგათ და ფესტივალზე სწორედ ამ პროგრამით წარვსდგეთ.
-საქმეზე გადადით,ბატონო გელა.-შეახსენა როსტომმა.
-დიახ.-თავი დაუქნია კაცმა,მერე ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო.-სანამ ქასთინგზე მოხვალთ,ვინმესთვის გაუგებარი,რომ არ იყოს,თავად პიესაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: მოქმედება ვითარდება არა შექსპირის მშობლიურ ინგლისში,არამედ საბერძნეთში,ანუ ათენში.ათენის მთავარი არის თეზევსი,რომელიც ქორწინდება ამორძალების დედოფალ იპოლიტაზე,ხოლო მისი ქორწილის წინა ღამეს, ძალიან უცნაური ამბები ხდება.პიესის ცენტრში ტრიალებს ეგეოსი,ათენელი დიდგვაროვანი,რომელსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი ,ჰერმია და მისი დაქორწინება სურს შვილის თაყვანსმცემელზე,დემეტრიოსზე.მაგრამ ჰერმიას სხვა ბიჭი ,ანუ ლისანდრე უყვარს.ჰერმიას ჰყავს საუკეთესო მეგობარი,ჰელენა,რომელიც დიდი ხანია დემეტრიოსზეა შეყვარებული.ეგეოსი ლისანდრეს წინააღდეგია,რის გამოც ჰერმია და ლისანდრე ტყეში გაიქცევიან,ხოლო ჰელენა და დემეტრიოსი მათ საძებნელად წავლენ.
-სასიყვარულო ოთხკუთხედი იკვრება?-იკითხა წინა რიგში მჯდომმა მიშამ.
-შექსპირის პიესებში ხშირად იკვეთება სასიყვარულო სამკუთხედები, ოთხკუთხედები,თუ მრავალკუთხედები.-უპასუხა ღიმილით ელზამ.
-პარალელურად პიესაში ერთვებიან ზღაპრული არსებები,ფერიები და ელფები,ასევე ტიტანია და ობერონი,რომლებიც ტყის მეფე და დედოფალი არიან.აი,აქ იწყება ყველაზე საინტერესო,რადგან მათი კამათი მთელს პიესაზე ახდენს გავლენას.ორივენი ჯიუტები არიან,ორივენი პრინციპულები,ორივეს მძიმე ხასიათი აქვს და ადვილად აზრს არ იცვლიან.იმ ჯადოსნურ ღამეს კი,როცა ჰერმია და ლისანდრე ტყეში იმალებიან,ხოლო ჰელენა და დემეტრიოსი მათ ეძებენ,მეფე და დედოფალი სასტიკად იკამათებენ.ერთმანეთს ღალატს აბრალებენ და შორდებიან.-გელამ წამით შეისვენა,ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო.-ტიტანია ძალიან ამაყი,თავდაჯერებული და სასტიკია,რის გამოც ობერონი მას ბოროტულ ხაფანგს უწყობს,სიყვარულის ელექსირს თვალებზე უსვამს და აიძულებს ყველაზე მახინჯი არსება შეუყვარდეს,ეს კი ადამიანი აღმოჩნდება ვირის ყურებით.თუმცა მეფე საბოლოოდ ტიტანიას ჯადოს ახსნის , დაანახებს,რომ არასწორად იქცეოდა და ბოლოს შერიგდებიან.
სანამ ტიტანია ვირთან ერთობა, ობერონი ტყეში გაქცეული წყვილების დახმარებას გადაწყვეტს და თავის თანაშემწე პაკის,იგივე რობინ გუდფელოუს დაავალებს,რომ სიყვარულის ელექ დემეტრიოსს თვალში ჩააწვეთოს,რათან ამ უკანსკნელს ჰელენა შეუყვარდეს და გოგონას ტანჯვასაც ბოლო მოეღოს.
პაკი შეცდომას დაუშვესბ და სიყვარულის ელექსირს დემეტიოსის ნაცვლად ლისანდრეს ჩააწვეთებს,შემდეგ კი შეცდომის გამოსწორების მიზნით დემეტრიოსსაც მისცემს იგივე ელექსირს.ამის შემდეგ ორივე ბიჭი სიყვარულისგან შეშლილები,საწყალ ჰელენას დაუწყებს დევნას.
საბოლოოდ ობერონი ,პაკის შეცდომას გამოასწორებინებს,ახალგაზრდებს კი ტყეში დაეძინებათ და როცა გაეღვიძებათ ჰგონიათ,რომ ყველაფერი ზაფხულის ღამის სიზმარი იყო.დემეტრიოსს ჰელენა უყვარდება,ლისანდრეს და ჰერმიას მამამისი დაქორწინებას აღარ უშლით,იპოლიტა და თეზევსი კი წყვილებს მათთან ერთად შესთავაზებენ ქორწილის გადახდას და ყველაფერი ბედნიერად სრულდება.
დანიელი ,მთელი ეს დრო ინტერესით უსმენდა გელას და თითოეული მისი სიტყვა ისე ცოცხლად წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ,რომ თავი ამ ზღაპრის მონაწილე ეგონა.ბიჭი გათიშული იჯდა და მხოლოდ პიესაზე ფიქრობდა,რომელიც ბევრჯერ ჰქონდა წაკითხული,მაგრამ მასში ასეთი ემოცია ადრე არასოდეს გამოეწვია.
-მასწ!-ხელი ასწია თინამ.-ქასთინგი, როდის იქნება?
-ხვალ,გაკვეთილების შემდეგ!-უპასუხა მკაცრი ხმით კაცმა.-ჯერ სცენარს დაგირიგებთ და ვისაც პიესა წაკითხული არ გაქვთ,ხვალამდე გადახედეთ.
-ახლა კი,ყველა მასწავლებელი სამასწავლებლოში შეიკრიბოს,მცირე პედაგოგთა საბჭო უნდა გავმართო!-ფეხზე წამოდგა დირექტორი და გასასვლელისკენ გაემართა.

...
-დანიელ!-ფიქრებიდან როსტომის ხმამ გამოიყვანა,მასწავლებელი.-დაგვიანებით მოხვედი ,კეთილი ინებე და მომისმინე მაინც.
-უკაცრავად.-ჩაილაპარაკა მან და მზერა დირექტორზე გადაიტანა.

ყველას თავი, სამასწავლებლოში მოეყარა,სადაც პედაგოგთა საბჭო მიმდინარეობდა.დანიელი პერიოდულად ,მის წინ მჯდარ ელზას უყურებდა და მის სახეს აკვირდებოდა,ამიტომაც იყო,რომ გონებით სადღაც შორს დაფრინავდა და როსტომს თითქმის არ უსმენდა.

-მოკლედ,მოგეხსენებათ,რომ ივნისის შუა რიცხვებში სწავლა მთავრდება,ჩვენ კი ძალიან ბერვი საქმე გვაქვს: გამოცდები,გამოსაშვები საღამო და ქალაქის ფესტივალი...
-ლაშქრობაც!-შეაწყვეტინა უცებ დანიელმა.-დროის უქონლობის გამო ბავშვების შორ მანძილზე წაყვანას ვერ ვახერხებ,ამიტომ ახლოს მდებარე მიდამოების დალაშქვრა ვარჩიეთ.
-ეგეც ინქება,ოღონდ ცოტა მოგვიანებით!-შეუბღვირა დირექტორმა.
-უკაცრავად!-ხელი ასწია ელზამ.-შეგიძლიათ გამარკვიოთ,ზუსტად რა ფესტივალი ტარდება?
-ახლავე აგიხსნით.-ხმა მაშინვე დაუთბა როსტომს და ელზას მოალერსე თვალებით მიაჩერდა.-ივლისის ბოლოს, ყოველ წელს, ჩვენს ქალაქში ზაფხულის ფესტივალი ტარდება,სადაც ყველა სკოლას თავისი ნამუშევარი გააქვს,ანუ სპექტაკლები და ამ სპექტაკლებში სკოლის ბავშვები მონაწილეობენ. ბატონი გელას წყალობით,ბოლო სამი წელია წინ წავიწიეთ და მეორე ადგილს ვიკავებთ,მაგრამ ეს აღარ მაკმაყოფილებს.მინდა,რომ წელს საუკეთესოდ იმუშაოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ.თუ ეს მოხდება,დაფინასებას გაგვიზრდიან და ჩვენი სკოლა უფრო დიდი პრივილეგიებით ისარგებლებს.
-ერთი იდეა მაქვს და მინდა ყველას გაგანდოთ.-თქვა გელამ და მასწავლებლების ინეტერესით სავსე სახეებს მზერა მოავლო.
-აბა,გისმენთ!
-იქნებ,მეორე ადგილს იმიტომ ვიკავებთ,რომ სპექტაკლი სრულყოფილი არ არის?
-ამით ,რისი თქმა გინდათ?
-თვითონ დაფიქრდით! შარშან „რომეო და ჯულიეტა“ გვქონდა, ჯულიეტას დედის როლს კი თვითონ ჯულიეტას როლის შემსრულებელზე ასაკით უმცროსი მოსწავლე ასრულებდა.
-ანუ?-წარბები ასწია დირექტორმა.
-ანუ ,იმის თქმა მინდა,რომ მოდით როლზე ასაკის შესაფერისი მსახიობები დავამტკიცოდ.ამით სპექტაკლი უფრო ბუნებრივი და ესთეტიკურად უფრო ლამაზიც იქნება.
ამ სიტყვების გაგონებაზე ,ელზამ კმაყოფილი სახით გაიღიმა და თითები მაგიდაზე აათამაშა.დანიელმა მისი რეაქცია შენიშნა და ძალიან გაუკვირდა,თუმცა ამაზე ყურადღება აღარ გაამახვილა და თითებს შორის მოქცეული ქაღალდის ნაკუწების დამრგვალება განაგრძო.
-ეს, ხელოვნების სკოლაა,რომლის სპექტაკლებშიც,მხოლოდ ამ სკოლის ბავშვები იღებენ მონაწილეობას და საიდან მოვიყვანო,ასაკით უფროსი მსახიობები?-გაოგნდა როსტომი.
-არავის დაუშლია სპექტაკლში მასწავლებლესაც მიეღოთ მონაწილეობა.წინა წელს, მახსოვს, მე-11 სკოლის დადგმაში,ორი მასწავლებელიც მონაწილეობდა.
-კარგი აზრია.-წამოიძახა უცებ მიშამ.
-მეც მომწონს, ეს იდეა.-დაეთანხმა თეა.
-ფაქტობრივად,სულ ხუთი მასწვალებელი დამჭირდება.-მიუგო გელამ.-ტიტანიას და ობერონის როლში ერთ წყვილს ავარჩევ,იპოლიტას და თეზევსის როლზე კი მეორეს.და კიდევ ეგეოსის როლისთვის დამჭირდება ვიღაც.მოკლედ ქასთინგს მოვაწყობ და დიდი მადლობელი დაგრჩებით,თუ არ დაგეზარებათ და მოხვალთ.
-არც ერთი მასწავლებელი არ დათანხმდება ამას.-შეეპასუხა როსტომი.
-რატომაც არა?-იკითხა უცებ მიშამ.-სკოლის ასაკში ყველას მიგვიღია სპექტაკლებში მონაწილეობა და ყველამ ვიცით რა, როგორ ხდება.მე პირადად სცენა ძალიან მომენატრა და ქასთინგზეც მივალ.
მიშას სიტყვა დასრულებულ არ ჰქონდა,რომ დანიელი შეუმჩნევლად დასწვდა მაგიდაზე მდგარ საკანცელარიო ყუთს ,იქიდან სახაზავი ამოიღო და ხელით მოსინჯა.აღმოჩნდა,რომ ნივთი კარგად იდრიკებოდა.დანიელმა სახაზავზე დამრგვალებული ქაღალდი დადო,ცალი თვალი მოჭუტა,სახაზავი მისკენ გადახარა,კარგად დაუმიზნა და ხელი გაუშვა.
დამრგვალებულმა ქაღალდმა წამში გადაიფრინა მაგიდა და მოპირდაპირე მხარეს მოკალათებულ, ელზას დეკოლტეში ჩავარდა.
გოგონა უცებ შეკრთა.გაოცებული სახით დაიხედა დაბლა და პირი გააღო,რომ რაღაც ეთქვა,მაგრამ ვერ მოასწრო,უცებ მეორე ქაღალდმაც გადმოკვეთა მაგიდა და იგივე დეკოლტეში აღმოჩნდა.
ელზამ წარბი შეკრა და გაავებული მზერა მიაპყრო ,მის წინ მჯდარ დანიელს,რომელიც სიცილს ძლივს იკავება.გოგონამ მიიხედ-მოიხედა და როცა მიხვდა რომ მომხდარი არავის დაუნახავს,კიდევ ერთხელ ესროლა გამჭოლი მზერა ბიჭს,მერე კი დირექტორს მიუბრუნდა და მტკიცე ხმით თქვა.
-მეც მოვალ ქასთინგზე.
-ძალიან კარგია.-მოუწონა როსტომმა გადაწყვეტილება.
-მეც.-არ დააყოვნა თეამ.
-ჩვენც!-ხელი ასწიეს ერთდროულად სხვა მასწავლებლებმაც.
-შენ?-მიუბრუნდა ელზა ირონული ღიმლით, დანიელს.
-არა,გმადლობთ!-თავი გააქნია მან.
-ჰმ,მშიშარა!-ცინიკურად გაიღიმა ელზამ.
-რა თქვი?-წარბები შეჭმუხნა დანიელმა.
-მშიშარა ხარ! -გაუმეორა ელზამ გარკვევით და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის,რომ მთელი სკოლის მასწავლებლები მათ უყურებდნენ.
-ცდები!-კბილებში გამოსცრა დანიელმა.
-აბა,რატომ ამბობ უარს?
-უბრალოდ, არ მინდა.
-ეგ არ არის მიზეზი.
-კარგი, -ჩაისისინა ბიჭმა,-რახან არ იშლი...თანახმა ვარ!
-ძალიან კარგი! მოგვიანებით მასწავლებლების ქასთინგიც იქნება და ვისაც სურვილი გაქვთ ყველას გელოდებით.

პედაგოგთა საბჭო მალევე დასრულდა, მასწავლებელებმა სწრაფად დატოვეს სამასწავლებლო,მხოლოდ ელზა არ იცვლიდა ფეხს.როცა ყველანი გავიდნენ ოთახიდან,გოგონამ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა,მაისური დაბლა ჩაიწია და ხელი დეკოლტეში ჩაიყო,რომ ქაღალდები ამოეღო,მაგრამ არ დასცალდა.
-ხომ არ დაგეხმარო?-თავზე წამოადგა უცებ დანიელი.
-ჯანდაბა!-შეჰყვირა ელზამ შეშინებული ხმით და უკან გახტა.-გული გამიხეთქე, იდიოტო!
-ქაღალდები გაწუხებს?-იკითხა სიცილით ბიჭმა.
-შენი აზრით,ეს სასაცილოა?-ჩაისისინა ელზამ.-შენ...საერთოდ ,ნორმალური ხარ? რა ბავშვური თამაშები აიტეხე?!

დანიელს არაფერი უთქვამს. საშინლად სიამოვნებდა ელზას დაძაბულ სახეს,რომ უყურებდა და მისი ბრაზისგან ანთებული თვალები,საერთოდ აგიჟებდა.მოსწონდა,როცა მის სიმშვიდეს და მის თავდაჯერებულობას ასე უსვამდა ხაზს და ასე უფორიაქებდა ცხოვრებას,რადგან თვილდა,რომ ამით მას სამაგიეროს უხდიდა მას ,იგივე მდგომარეობისთვის.
დანიელი უცებ სწვდა გოგონას მაისურში და მისკენ დაქაჩა.ელზას განრისხება წამში გაქრა და იგი დაბნეულობამ შეცვალა.ბიჭმა,ფრთხილად ჩაატარა უხეში თითები გოგონას მკერდზე,ხელი მაისურში ჩაჰყო და ლიფიდან სწრაფად ამოაცალა ქაღალდის ბურთულები.
-მადლობა საჭირო არ არის.-თქვა სიცილით მან და კარისკენ შებრუნდა.
ელზას სიბრაზისგან პირი გაუშრა და სიტყვებს თავი ვერ მოაბა,რომ დანიელი კარგად გამოელანძღა,ამიტომ მაგიდაზე დადებულ მძიმე წიგნს დასწვდა,დანიელს გაუქანა და პირდაპი კეფაში გაარტყა.
ბიჭი შებარბაცდა და ჯერ ერთ ადგილას გაშეშდა,მერე კი მტკივან ადგილზე ხელი მოისვა,ელზასკენ გაცეცხლებული სახით შებრუნდა,მისკენ წავიდა,გოგონა კუთხეში მიიმწყვიდა,მუქი მწვანე თვალებით ზემოდან დააშტერდა და ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა.
-ეს,რა ჯანდაბა იყო?
-მადლობა გადაგიხადე.-უპასუხა ცინიკურად ელზამ და კისერში ამომჯდარი გულის დაწყნარებას შეუდგა.
-ცეცხლს ეთამაშები!-ზიზღით გამოსცრა დანიელმა.
-მერე,რატომ დაიწყე ეს თამაში?-წარბები აზიდა ელზამ.
-მე დავიწყე?-კითხვა შეუბრუნა მან.-ეს შენ დაიწყე და არა მე.
-ომი გინდა? კარგი,იქნება ომი.-ელზამ კისერი წაიგრძელა,სახე ბიჭს ახლოს მიუტანა,დაჟინებით დააკვირდა და უთხრა.-valar morghulis,დანიელ!
-valar dohaeris,ელზა!-ეშაკურად გაუღიმა დანიელმა,გოგონას ზურგი აქცია და ოთახიდან გავიდა.

...
მმმ ვფიქრობ საკმაოდ დატვირთული თავი გამომივიდა სიყვარულებო განსაკუთრებით ინფორმაციულად და კითხვაში,რომ არ დაღლილიყავით ბევრი ცელქობა ამოვაკელი,თუმცა მომდევნო თავში აუცილებლად იქნება იმედი მაქვს მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებებს მოუთმენლადскачать dle 11.3

№1 სტუმარი მოცინარი

ძალიან კარგი თავი იყო <3, ოღონდ რას ნიშნავს valar morghulius, valar doohaeris?

Kargi iyo!!!<3 Ras nishnavs valar dohaeris da valar morghulius???

№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
ძალიან კარგი თავი იყო <3, ოღონდ რას ნიშნავს valar morghulius, valar doohaeris?

Kargi iyo!!!<3 Ras nishnavs valar dohaeris da valar morghulius???

მადლობა დიდი ❤❤ ვაიმე :დდ სამედო კარის თამაშებს არ უყურებ როგორც ჩანს :დდ ამიტომ ცოტა რთულია ავხსნა :დდ valar marghulis-ითარგმნება როგორც ყველა კაცუ უნდა უნდა მოკვდეს და valar dohaeris-ყველამ უნდა იმსახუროს :დდ გამინათქვამის აზრს სერიალის ნახვის გარეშე უბრალოდ ვერ გაიგებ :დდდ ამ სორი რომ დაგაბნიე :დდდ ❤❤❤❤

№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magari iyo
Ertetti sauketeso xar!!!!!!!!
Geli moutbenlad!♥♥♥♥♥♥

№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

nawkas12345
Dzaan magari iyo
Ertetti sauketeso xar!!!!!!!!
Geli moutbenlad!♥♥♥♥♥♥

უღრმესი მადლობა სიყვარულოო ❤❤❤

№5  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვუაიმეეეე რა შოკებიიი არიან!!! დავდნი ჩავლღვი! ვიცოდი რომ რაღაც აერთიანებდათ ამ ორ გიჟს :დ აუუუ რა ველი ველიიი მოველიიიიიიიიი!!!!!! გულმა ბაგაბუგი ატეხაა რა :დდ
სასწაული ხარ!

№6  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

gvanciko_gvancunia
ვუაიმეეეე რა შოკებიიი არიან!!! დავდნი ჩავლღვი! ვიცოდი რომ რაღაც აერთიანებდათ ამ ორ გიჟს :დ აუუუ რა ველი ველიიი მოველიიიიიიიიი!!!!!! გულმა ბაგაბუგი ატეხაა რა :დდ
სასწაული ხარ!

ვაიმეეე :დდდ მადლობები დიდები ჩემო გოგო ძალიან ძალიან გამახარე :დდ❤❤❤❤❤❤❤

№7  offline წევრი veroo

Magaria miyvars sheni txrobis manera chemi azrit tyis mefe da dedofali danieli da elza Arian

№8  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

veroo
Magaria miyvars sheni txrobis manera chemi azrit tyis mefe da dedofali danieli da elza Arian

მადლობა დიდი ვეროო ❤❤❤❤ როგორ გამახარე :დდდ❤❤❤❤

№9 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki
მოცინარი
ძალიან კარგი თავი იყო <3, ოღონდ რას ნიშნავს valar morghulius, valar doohaeris?

Kargi iyo!!!<3 Ras nishnavs valar dohaeris da valar morghulius???

მადლობა დიდი ❤❤ ვაიმე :დდ სამედო კარის თამაშებს არ უყურებ როგორც ჩანს :დდ ამიტომ ცოტა რთულია ავხსნა :დდ valar marghulis-ითარგმნება როგორც ყველა კაცუ უნდა უნდა მოკვდეს და valar dohaeris-ყველამ უნდა იმსახუროს :დდ გამინათქვამის აზრს სერიალის ნახვის გარეშე უბრალოდ ვერ გაიგებ :დდდ ამ სორი რომ დაგაბნიე :დდდ ❤❤❤❤

Kai araushavs, bolobolo vuyureb mag serials ;-), uceb tavshi damartya:
Elza da danieli titania da oberoni xom ar Arian??????
P.S. Robi paki xom AR aris??????
Tvini Tu wagige bodishi :-S

№10  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ნუ ეს სიტყვები ყველამ იცის და რაღაცნაირად ტექსტშიც ჯდებოდა :დდდდ აშკარად ბევრი კითხვები გაქვს მაგრამ არა უშავს ბუნებრივია :დდ ძალიან არ ვხლართავ მგონი და თავის დროსზე გირკვევა ყველაფერი ალბათ :დდდ❤❤❤❤❤

№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

"ტიტანია და ობერონი"? აქ ხომ არ მარხია ძაღლის თავი?
როგორი სახალისო, თან მისტიური და თან მრავალფეროვანი ისტორიაა... ეს შენი ხელწერაა ვფიქრობ მკითხველი ყოველთვის შეძლებს შენი ისტორიების ამოცნობას იმდენად ორიგინალური და თვალშისაცემია...
მარგო რა გითხრა ახალი?! უბრალოდ საოცარი და შეუდარებელი ხარ...
დანიელი და ელზა ძალიან გავს ტიტანიასა და ობერონს, ასე მგონია რომ ისინი არიან და ამ სპექტაკლით გაიხსენებს დანიელი ყველაფერს... მე ჩემს ფანტაზიებში წავედი ნუ მომაქცევ ყურადღებას...
ახალ თავს მოუთმენლად ველი...

№12  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

უცნობი ქ
"ტიტანია და ობერონი"? აქ ხომ არ მარხია ძაღლის თავი?
როგორი სახალისო, თან მისტიური და თან მრავალფეროვანი ისტორიაა... ეს შენი ხელწერაა ვფიქრობ მკითხველი ყოველთვის შეძლებს შენი ისტორიების ამოცნობას იმდენად ორიგინალური და თვალშისაცემია...
მარგო რა გითხრა ახალი?! უბრალოდ საოცარი და შეუდარებელი ხარ...
დანიელი და ელზა ძალიან გავს ტიტანიასა და ობერონს, ასე მგონია რომ ისინი არიან და ამ სპექტაკლით გაიხსენებს დანიელი ყველაფერს... მე ჩემს ფანტაზიებში წავედი ნუ მომაქცევ ყურადღებას...
ახალ თავს მოუთმენლად ველი...

ვაიმე რა საყვარელი ხარ :დდდდდდ ძალიან ძალიან გამახარე ჩემო კარგო ❤❤❤ უსაზღვროდ მაბედნიერებს ეს თბილი სიტყვები ფრთებს მასხამს :დდდ❤❤მადლობა
დიდი კიდევ ერთხელ ❤შესანიშნავი
ფანტაზიები გაქვს ;)) ❤

№13  offline წევრი Indigo

კი მოვკარი თვალი ამ ისტორიას, მაგრამ არ შემიმჩნევია შენი თუ იყო.
რო მცოდნოდა დროს ხო არ დავკარგავდი და მალევე წავიკითხავდი.

საოცრად მომინდა დანიელისნაირი ისტორიის მასწავლებელი yum yum yum
ნუ კაი ხო, ელზასნაირ მასწავლებელზეც არ ვიტყოდი უარს ან შეიძლებოდა უფრო მეტადაც გამხარებოდა laughing laughing laughing

საოცარი ვინმე რო ხარ გითხარი უკვე?
ვგიჟდები შენ ისტორიებზე! heart_eyes heart_eyes heart_eyes
აი, არ არსებობს, შენი ისტორია წავიკითხო და საოცარ ხასიათზე არ დავდგე და არ აქვს მნიშვნელობა როგორ საზიზღარ ხასიათზე ვიწყებ კითხვას.
ვაბოდებ შენ ცელქ პერსონაჟებზე და მათ ცელქობებზე. heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№14  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo

ვააააააჰ ჩემო გოგო :დდდდდ❤ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის❤❤ძალიან გამახარე და გამათბე❤❤განსაკუთრებით ეგ მახარებს რომ ჩემს ისტორიებს მკითხველისთვის ხასიათის გამოსწორება შეუძლიათ :დდ❤❤ვგიჟდები მე შენზე❤❤

№15  offline წევრი Indigo

პ.ს.დანიელს "ვბალეშიკობ" მე. ველი როდის მოარჯულებს ელზას smiling_imp smiling_imp
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№16  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
პ.ს.დანიელს "ვბალეშიკობ" მე. ველი როდის მოარჯულებს ელზას smiling_imp smiling_imp

ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეგრე იტყოდი :დდდ ❤❤❤❤❤

№17  offline წევრი Indigo

Margaritha Loki
Indigo
პ.ს.დანიელს "ვბალეშიკობ" მე. ველი როდის მოარჯულებს ელზას smiling_imp smiling_imp

ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეგრე იტყოდი :დდდ ❤❤❤❤❤

:დდდ შენ ისტორიებში ყოველთვის ბიჭების მხარეს ვარ joy joy
ეგეც შენი ბრალია თორე ყოველთვის გოგოებს ვუჭერ ხოლმე მხარს joy joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№18  offline წევრი blue witch

გითხარი ყველა თავზე აქ უნდა ვიყო თქვა და ვარ კიდეც! ძალიან მომწონს, მართლა ჩემი ფავორიტია და ვაღიარებ რაღაცეებს ვხვდები კიდეც. რათმაუნდა არ გავამხელ რას. აბა გელი გენაცვალე და არ დააგვიანო თორემ ჰაერში გაპტყვნის მუქარა კვლავ ძალაშია.

№19 სტუმარი Guest annye

ვგიჟდები მე შენზე მარგო. ველი მოუთმენლად.
პ.ს ამ საზიზღარი ექაუნთის პაროლი ისევ დამავიწყდა და სტუმრის სტატუსით მოგეცლინე. joy

Guest annye
ვგიჟდები მე შენზე მარგო. ველი მოუთმენლად.
პ.ს ამ საზიზღარი ექაუნთის პაროლი ისევ დამავიწყდა და სტუმრის სტატუსით მოგეცლინე. joy

ეს მოგეცლინე რაღა იყო joy მოგევლინე joy ახალ ენას ვაარსებ.

№20  offline წევრი ke-sane

ვაიმეეე. უკვე აღარ ვიცი მერამდენედ გეუბნები რომ საუკეთესო ხარ, მაგრამ გეფიცები არ ვიტყუები. ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე. ვაიმე დანიელი რა ტიპია გავგიჟდი უკვე მიყვარს ორივე სიგიჟემდე. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს <3

№21  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
Margaritha Loki
Indigo
პ.ს.დანიელს "ვბალეშიკობ" მე. ველი როდის მოარჯულებს ელზას smiling_imp smiling_imp

ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეგრე იტყოდი :დდდ ❤❤❤❤❤

:დდდ შენ ისტორიებში ყოველთვის ბიჭების მხარეს ვარ joy joy
ეგეც შენი ბრალია თორე ყოველთვის გოგოებს ვუჭერ ხოლმე მხარს joy joy joy

ჰო მე ვარ ყველაფერში დამნაშავე :დდდ სუ ჩემი ბრალია :დდდ❤❤

blue witch
გითხარი ყველა თავზე აქ უნდა ვიყო თქვა და ვარ კიდეც! ძალიან მომწონს, მართლა ჩემი ფავორიტია და ვაღიარებ რაღაცეებს ვხვდები კიდეც. რათმაუნდა არ გავამხელ რას. აბა გელი გენაცვალე და არ დააგვიანო თორემ ჰაერში გაპტყვნის მუქარა კვლავ ძალაშია.

მადლობები დიიიიდი :დდ❤❤❤ კი ბატონო მუქარა ძალაშიცაა და მიღებულიცაა :დდ ვეცდები ყველანაირად :დდ❤❤

Guest annye
ვგიჟდები მე შენზე მარგო. ველი მოუთმენლად.
პ.ს ამ საზიზღარი ექაუნთის პაროლი ისევ დამავიწყდა და სტუმრის სტატუსით მოგეცლინე. joy

Guest annye
ვგიჟდები მე შენზე მარგო. ველი მოუთმენლად.
პ.ს ამ საზიზღარი ექაუნთის პაროლი ისევ დამავიწყდა და სტუმრის სტატუსით მოგეცლინე. joy

ეს მოგეცლინე რაღა იყო joy მოგევლინე joy ახალ ენას ვაარსებ.

ვაიმე ცუდად ვარ :დდდ მადლობა დიდი სიყვარულოო ❤❤ ვგრძნობ შენს ახლოს ყოფნას :** ❤❤❤

sa-mira
ვაიმეეე. უკვე აღარ ვიცი მერამდენედ გეუბნები რომ საუკეთესო ხარ, მაგრამ გეფიცები არ ვიტყუები. ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე. ვაიმე დანიელი რა ტიპია გავგიჟდი უკვე მიყვარს ორივე სიგიჟემდე. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს <3

აუუუ როგორ მიხარია ჩემო საყვარელოო *_* აი სასწაულად მათბობ და მახარებ ❤❤ მადლობა ამისთვის შენ :დდ❤❤❤

№22  offline ადმინი დედასამოტხე

შეიძლება ახლა აქ გაჩერება?არა არ შეიძლება!შენთვის ჯობია ხვალ დადება მოახერხო!მგონი დანიელი ხვდება უკვე რაღაცეებს ხო თუ ვცდები?:დდ ეს რობი რა დამპალი ტიპია:დდდ რავიი ამ ჟანრში ხარ საუკეთესო არვიცი მეტი რა შეიძლება გიტხრა რა მართლა.სიყვარულოოოო❤❤❤❤

№23  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mariiiiami
შეიძლება ახლა აქ გაჩერება?არა არ შეიძლება!შენთვის ჯობია ხვალ დადება მოახერხო!მგონი დანიელი ხვდება უკვე რაღაცეებს ხო თუ ვცდები?:დდ ეს რობი რა დამპალი ტიპია:დდდ რავიი ამ ჟანრში ხარ საუკეთესო არვიცი მეტი რა შეიძლება გიტხრა რა მართლა.სიყვარულოოოო❤❤❤❤

უღრმესი მადლობა ჩემო გოგო ძალიან ძალიან მახარებ ყოველ ჯერზე ❤❤❤ რობი მე პირადად მესაყვარლება დამიჯერე უმოზეზოდ არ მოუწყვია ის სიცელქე :დდ არა მგონოა ხვალ მოვახერხო :(( მაგრამ ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო❤❤❤ *_*

№24  offline წევრი SillyGirl

რა მაგარი გოგო ხარ.
ძალიან საინტერესი იყო
მომეწონა სხვა პერსონაჟებიც რომ გამოკვეთე ისტორიაში.
ვეჭვობ დანიელი და ელზა ერთმანეთს დახოცავენ :დ
გამახალისა ისტორიამ
და ველი შემეგ თავს მოუთმენლად

№25  offline წევრი deep

ეს რა იიყო.
მარგო საოცრება ხარ.ვგგიჟდები შენზე.
დანიელი და ელზა.
რატომ მგონია რომ ადრე ამათ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ?
ემა და ლლუკაც საყვარელი წყვილია მომონწს.
აი თუნაზე და დემეტრეზე რა გითხრათ,
აი მეფე და დედოფლის როლზე დარმუნებული ვარ ელზა და დანიელი იქნებიან.
მარგო კიდე ვიმეორებ რო საოცრება ადამიანი ხარ და ვგიჟდები შენზე.

№26  offline წევრი kethrine

ოჰ მარგარეტ... შენი მისტიური ამბებით როგორ გამახარე და ახლა როგორ ველოდები შემდეგს ნეტა იცოდე... დანიელი მომწონს მე :დდდ ❤❤❤ წარმატებები ტკბილო
--------------------
ძნელი ის კი არაა, როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის, როცა თქმის შანსი აღარ გაქვს.

№27  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

SillyGirl
რა მაგარი გოგო ხარ.
ძალიან საინტერესი იყო
მომეწონა სხვა პერსონაჟებიც რომ გამოკვეთე ისტორიაში.
ვეჭვობ დანიელი და ელზა ერთმანეთს დახოცავენ :დ
გამახალისა ისტორიამ
და ველი შემეგ თავს მოუთმენლად

უღრმესი მადლობააა heart_eyes heart_eyes არაა გამორიცხული რომ ეჭვები აგიხდეს heart_eyes joy ვნახოთ-ვნახოთ smiling_imp

deep
ეს რა იიყო.
მარგო საოცრება ხარ.ვგგიჟდები შენზე.
დანიელი და ელზა.
რატომ მგონია რომ ადრე ამათ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ?
ემა და ლლუკაც საყვარელი წყვილია მომონწს.
აი თუნაზე და დემეტრეზე რა გითხრათ,
აი მეფე და დედოფლის როლზე დარმუნებული ვარ ელზა და დანიელი იქნებიან.
მარგო კიდე ვიმეორებ რო საოცრება ადამიანი ხარ და ვგიჟდები შენზე.

ძალიან მიხარია სიყვარულოოო heart_eyes რომ ასე მოგწონს და ასე ჩაგითრია უღრმესი მადლობა შენ ასეთი სიტყვებიოსთვის heart_eyes heart_eyes bowtie

kethrine
ოჰ მარგარეტ... შენი მისტიური ამბებით როგორ გამახარე და ახლა როგორ ველოდები შემდეგს ნეტა იცოდე... დანიელი მომწონს მე :დდდ ❤❤❤ წარმატებები ტკბილო

მისტიკის გარე ბიძაშვილი ვარ joy მადლობა დიდი ჩემო კარგო heart_eyes kissing_heart

№28  offline წევრი გრაფინია

მარგალიტკა, რა უნდა გითხრა ახალი და ჯერ არ თქმული?

გამორჩეული ხარ შენი ნიჭით,ფანტაზიით,ოსტატობით..
სიუჟეტი ,როგორც ყოველთვის,უჩვეულო და არაპროგნოზირებადია..
აარც შენ დუნდები და მკითხველსაც არ აძლევ საშუალებას სადმე ყურაღდება გაეფანტოს.
საათივით გაქვს თითოეული დეტალი აწყობილი ისე,რომ რაღაც ყოველთვის მეორე რაღაცის გამო ხდება..
იუმორი! არა,უფრო სიანცე და ხათაბალები ძალიან შენია..
ამ ყველაფერს ემატება ის ინფორმაცია,რასაც თითოეულ ნაწარმოებში დამატებით დებ და მკითხველს გართობასთან ერთად შემეცნებით პროდუქტსაც სთავაზობ.
პერსონაჟები ,რაღა თმა უნდა, ზედმეტად არაორდინალურები,ენამოსწრებულები,საოცრად თავხედები და ცეცხლოვანები გყავს ;))))
ძალიან მომწონს ისტორიის არაერთხაზოვნება. საჭირო რაოდენობის ხალხი გყავს არჩეული ისე,რომ თითოეულის ცხოვრება მეორისას ხელს არ უშლის.
ლაიქ იუ სვით

№29  offline მოდერი bibo

დედოფალო მარგალიტა heart_eyes ჩემო ქალო პანტერავ და ქალო სასწაულო მაგიჟებ თქო გეუბნები ვნების ქარცეცხლში გაგყავარ და ბურუსში მხვევ joy joy ამ საცოდავ ქალს კიდე გაგიჟება მინდა კიდე ამის გაკეთება მინდა იქით უნდა მიოკებდეს ეს ისტორია ჰორმონებს და მე მიკეთებ ამას წიკზე მაქ ნერვიული სისტემა და საშიშია ვინმეს არ ვეცე bowtie bowtie ვგიჟდები შენ გამორჩეულ და უბრალოდ უდავო იუმორზე ასე რო ერწყმის ამ ტკბილ ისტორიას და რო ქმნის ერთ მთლიანობას heart_eyes მიყვარს ეს გასაგიჟებელი პერსონაჟებუ რომლებსაც არ აკლიათ სიგიჟის წყარო heart_eyes ჩემო დიადო დაგიცვას ზევსის ფრჩხილმა და ჰომეროსის თითმა ასეთი საოცრება რო ხარ heart_eyes joy არასდროს ვტყუი მაგიჟებს შენი ნიჭიერება შენი ასეთი იუმორი ასეთი დახვეწილი წერის სტილი და უვადო ფავორიტობა heart_eyes kissing_heart გასაგიჟებელი ხარ ჩემო გრძელფეხება ქალბატონო heart_eyes kissing_heart კიდე ვერ მომიჯნელებია შენი კომენტარი ჩემ ისტორიაზე ისეთი დამართე დღესაც გაგიჟებული ღიობე ყორეს ვედები heart_eyes მარწყვის ქალავ ვფიცავ არასდროს ვტყუი სასწაულზე მეტი ხარ და მახალისებ უსაზღვროდ ჩემო პანტერავ და ლომის ფაფარო მაგიჟებს შენი საოცარი ისტორია heart_eyes kissing_heart ლავმი მე ლავმი შენ ლავმი ჩვენ ჩემო გადარეულო გყვაროვბ მე შენა ბევრებს პაწაწო სასწაული ხარ გასაგიჟEბელი არაორდინალური ჩემო მარგალიტავ heart_eyes kissing_heart

№30  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

გრაფინია

ვაიიიჰ გული მაქვს ცუდად *_* ❤❤❤ არ ვიცი რა გითხრა .... ენა ჩამივარდა :დდდ უბრალოდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის სიყვარულოო და იმ ემოციისთვის რაც შენი კომენტარიდან მივიღე :**❤❤❤ უთქვამთ ხოლმე რომ ზედმეტი სიზუტე მიყვარს და ეგეც არ ვარგაო მაგრამ რა ვქნა ვერაფრით გადავეჩვიე და თუ ეს ასე კარგად ჩანს ისტორიაში მაშინ არც გადავეჩვევი :დდდ❤❤❤❤

bibo
დედოფალო მარგალიტა heart_eyes ჩემო ქალო პანტერავ და ქალო სასწაულო მაგიჟებ თქო გეუბნები ვნების ქარცეცხლში გაგყავარ და ბურუსში მხვევ joy joy ამ საცოდავ ქალს კიდე გაგიჟება მინდა კიდე ამის გაკეთება მინდა იქით უნდა მიოკებდეს ეს ისტორია ჰორმონებს და მე მიკეთებ ამას წიკზე მაქ ნერვიული სისტემა და საშიშია ვინმეს არ ვეცე bowtie bowtie ვგიჟდები შენ გამორჩეულ და უბრალოდ უდავო იუმორზე ასე რო ერწყმის ამ ტკბილ ისტორიას და რო ქმნის ერთ მთლიანობას heart_eyes მიყვარს ეს გასაგიჟებელი პერსონაჟებუ რომლებსაც არ აკლიათ სიგიჟის წყარო heart_eyes ჩემო დიადო დაგიცვას ზევსის ფრჩხილმა და ჰომეროსის თითმა ასეთი საოცრება რო ხარ heart_eyes joy არასდროს ვტყუი მაგიჟებს შენი ნიჭიერება შენი ასეთი იუმორი ასეთი დახვეწილი წერის სტილი და უვადო ფავორიტობა heart_eyes kissing_heart გასაგიჟებელი ხარ ჩემო გრძელფეხება ქალბატონო heart_eyes kissing_heart კიდე ვერ მომიჯნელებია შენი კომენტარი ჩემ ისტორიაზე ისეთი დამართე დღესაც გაგიჟებული ღიობე ყორეს ვედები heart_eyes მარწყვის ქალავ ვფიცავ არასდროს ვტყუი სასწაულზე მეტი ხარ და მახალისებ უსაზღვროდ ჩემო პანტერავ და ლომის ფაფარო მაგიჟებს შენი საოცარი ისტორია heart_eyes kissing_heart ლავმი მე ლავმი შენ ლავმი ჩვენ ჩემო გადარეულო გყვაროვბ მე შენა ბევრებს პაწაწო სასწაული ხარ გასაგიჟEბელი არაორდინალური ჩემო მარგალიტავ heart_eyes kissing_heart

დედააა გლახათ ვარ მომასულიერეთ ვინცხამ :დდდდ რანაირი ტკბილი თბილი და სასწაული ხარ ქალო შენა :დდ ❤❤❤ საღაცა სხვა პლანეტიდან ხარ უეჭველი *_* უსაზღვრო მადლობების მეტი რა მეთქმის ❤❤ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაცოცხლებს და მავსებს ეს სიტყვები :**❤❤ ვგიჟდები მე შენს შაქარივით ტკბილ ენაზე ჩემო გოგო ჩემო მარწყვო და კარამელო *_*❤❤უყვარხარ მარგალიტას ძალზედ❤❤❤❤❤ :დდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent