შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 3

10-07-2017, 16:12
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 2 286

ეიფორია-თავი 3

"ჩვენ წვრილმანების გამო ვღიზიანდებით, მაშინ როცა რაღაც სერიოზულით ვართ შეწუხებულნი."

უილიამ შექსპირი

...
დანიელმა თვალები გაახილა და თეთრ ჭერს მზერა მიაპყრო.მარჯვენა ხელი გაჟრუებული ჰქონდა,ტუმცა გვერდზე არც გაუხედავს,ისედაც მიხვდა რატომაც.
მის გვერდით მწოლიარე ქერა ქალი უხერხულად შეიშმუშნა და საბანი ნახევრად შიშველ სხეულზე ,მჭიდროდ შემოიხვია.
დანიელმა ნელა მიაბრუნა თავი მისკენ და ქალის მოშიშვლებულ ზურგისკენ ხელი ფრთხილად გასწია.უნდოდა შეხებოდა,მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა.
წამიერად ზიზღი იგრძნო იმ ქალის მიმართ,ხელი ისევ უკან გამოსწია და ისე ძლიერად დამუშტა,რომ სისხლის უმოძრაობისგან კანი სულ გაუთეთრდა.
ქალი კიდევ ერთხელ შეირხა,თვალები მოიფშვნიტა,დანიელისკენ ნელა გადაბრუნდა და გაუღიმა.
ბიჭს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა,როცა მასში ელზა ამოიცნო.სუნთქვა გაუხშირდა და დაბნეული სახით წარმოთქვა მისი სახელი,მაგრამ ხმა სადღაც შორიდან მოესმა.პირი ისევ დააღო,თუმცა ხმა უკვე აღარ ამოსდიოდა.
დანიელმა უცებ თვალები დაჭყიტა,საწოლზე ოფლში გაწურული წამოჯდა და შვებით ამოისუნთქა,როცა გააცნობიერა,რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და მის გვერდითაც არავინ იწვა.
ბიჭს გაეცინა,მერე ტუმბოზე დადებული სიგარეტი და სანთებელა აიღო,აივანზე გავიდა,მოაჯირს მიეყრდნო და მოუკიდა.დილის ხუთი საათი იყო.უკვე თენდებოდა და აქა-იქ მანქანების ხმაურიც ისმოდა.დანიელმა ღრმად შეისუნთქა სიგარეტის კვამლი და ცოტა მოეშვა.
-რატომ არ გძინავს?-მოესმა უცებ ბიჭს ნაცნობი ხმა,წინ მდებარე კორპუსის აივნისკენ გაიხედა და სკამზე ჩამომჯდარი,პლედში გახვეული ელზა დაინახა.
-შენ?-კითხვა შეუბრუნა მან.
-საკმაოდ დიდი ხანია,რაც დაძინების მეშინია.-უპასუხა სერიოზული სახით ელზამ.
-რატომ?-გაუკვირდა დანიელს.
-მეშინია გაღვიძებულზე ,რაიმე მახინჯი არსება არ შემიყვარდეს.-სერიოზულ გამომეტყველებაში ღიმილი შეეპარა გოგონას.
-ზედმეტადაც ნუ გაითავისებ ტიტიანიას პერსონაჟს,ჯერ როლი არ მიგიღია.-სარკაზმით ჩაიცინა ბიჭმა.
ელზამ ფრთხილად ჩამოაიღო სკამიდან შიშველი ტერფები,პლედი იქვე დატოვა და თხელი აბრეშუმის ,თითქმის გამჭირვალე პერანგით მის წინ გაჩნდა. აივნის მოაჯირს მიეყრდნო,დანიელისკენ გადაიხარა და ჰკითხა.
-აბა,როგორი ვიყავი?
-ვერ გავიგე?-წარბი შეკრა ბიჭმა.
-შენს სიზმარსი,როგორი ვიყავი?
-რა იცი,რომ სიზმარში გნახე?
-მიპასუხე!-თვალები მოუთმენლად აენთო გოგონას.-როგორი ვიყავი?
-ცივი!-ტუჩი აიბზუა ბიჭმა
-ტყუილის თქმაც კი არ გეხერხება.-ჩაიცინა ელზამ და ოთახში შებრუნდა.
-არა,ძალიან ცივია.-თავი დანანებით გააქნია დანიელმა.-უნდა გავათბო, ან გავაცხელო, ან როგორც არის!

...
აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი ელზა ,დილიდანვე სამზარეულოში ფუსფუსებდა, “caruso” ბოლო ხმაზე ჩაერთო და ხასიათის გამოსწორებას ცდილობდა,თუმცა არაფერი გამოსდიოდა.ერთი იმიტომ,რომ შიმშილით კუჭი უხმებოდა და მეორე იმიტომ,რომ არაფერის მომზადება არ შეეძლო.
უცებ კარზე კაკუნის ხმა გაისმა.ელზა კარს უხალისო მიმიკით მიუხალოვდა და გააღო.ზღურბლზე ხანში შესული,ჭაღარა ქალი იდგა,მოჭუტული თვალებით და ჭორიკანა მეზობლის გამომეტყველებით.
-გამარჯობა, შვილო.-მიესალმა ქალი.
-შვილო?-გაუკვირდა ელზას.-მე არ ვარ თქვენი შვილი,რაღაც გეშლებათ.
-ვიცი,უბრალოდ მოგმართე.-გაუკვირდა მას.
-რა გნებავთ?-ჰკითხა ელზამ.
-დილის რვა საათია და იქნებ მუსიკას ჩაუწიოთ,ხალხს ჯერ კიდევ სძინავს.
-რა დროს ძილია.-ამოილაპარაკა გოგონამ, თუმცა ქალის მრისხანე მზერას ,რომ წააწყდა დაამატა.-ახლავე დავუწევ!
-გმადლობთ.-უთხრა ქალმა და მიბრუნდა.
-უკაცრავად.-შეაჩერა ელზამ.-ხომ ვერ მეტყვით დილის საუზმე,როგორ უნდა მოვამზადო?
ქალმა გაოცებული სახით შეხედა გოგონას,მერე თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ,ცხვირი აიბზუა და ჩაილაპარაკა.
-საწყალი ის ხალხი ,ვის ოჯახშიც შენ შეხვალ.

ელზამ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები,სახლში შებრუნდა და მუსიკა გამორთო.რამდენიმე წამში, გოგონას მისმა კუჭმა, კიდევ ერთხელ შეახსენა,რომ საკვები ესჭიროებოდა.ელზამ ტელეფონი აიღო და დახმარების სათხოვნელად, მის ერთადერთ „მეგობარს“ დაურეკა.
-სახლი უკვე გადაწვი?-გაისმა ტელეფონში რობის ხმა.-თუ ვინმეს ძროხის კუდი გამოაბი და ჩემი დახმარება გჭირდება?
-რობ, შიმშილით ვკვდები და არ იცი საუზმე როგორ მოვამზადო?-ჰკითხა შეწუხებული ხმით ელზამ.
-ამდენი ხანია აქ ხარ და ჯერ კიდევ ევრ ისწავლე?-იგივე ხმით უპასუხა რობმაც.- აქამდე რას ჭამდი?
-ვუკვეთავდი, ან რესტორნით ვსარგებლობდი,მაგრამ ახლა, ამ სახლში მარტო ვარ და თან რამდენიმე დღეა წესიერად არ მიჭამია.შეკვეთაც არ მინდა,ოდესმე ჩემითაც ხომ უნდა მოვამზადო?-მიუგო გოგონამ.
-დავიღალე შენი ძიძობით.-ჩაიბურდღუნა რობმა.
-არ ვიცი ეგ სიტყვა რას ნიშნავს,მაგრამ რაც აქ ვარ მხოლოდ, „სამეფო კარის თამაშების“ ყველა სეზონს მაყურებინე და ტელეფონის გამოყენება მასწავლე,მეტი ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია.-მიახალა უხეშად ელზამ.
-რა უმადურ ხარ! -წამოიძახა რობმა.-რამდენი რამ გასწავლე და რამდენი რამისგან გადაგარჩინე. შენ არ იყვანი „ტყლარწი“ პირისკენ,რომ გააქანე,რადგან საჭმელი გეგონა.ან ის,მატარებლის სადგურში დისპეჩერს,რომ ეჩხუბე ასე ხმამაღლა ნუ საუბრობო.ის რა იყო,ზოომაღაზიაში სკანდალი,რომ მოაწყვე და თუთიყუშების გათავისუფლებას ითხოვდი?! იცი ,კიდევ რამდენი მაქვს, ასეთი შემთხვევა დამახსოვრებული?
-ხომ არ დაგავიწყდა,რომ შენი მბრძანებელი ვარ?-წარბი შეკრა ელზამ.
-ამ სამყაროში, არა! -ჩასძახა ტელეფონში რობმა,თუმცა ორ წამში ნერვები დაიწყანარა,ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდი ხმით იკითხა.-კვერცხი გაქვს?
-კი.-ასევე დამშვიდებულმა უპასუხა ელზამ.
-აიღე,ტაფაზე ზეთი დაასხი,მერე კვერცხი დაახალე,ცოტა მარილი დაამატე,შეწვი და მიირთვი.-თქვა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.
ელზამ კმაყოფილი სახით გაიღიმა,მერე მაცივრიდან კვერცი გამოიღო და სცადა რობის მითითებეს მიჰყოლოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.ტაფა გაზქურაზე დადო , კვერცხი კი ზედ ისე დაახალა,რომ ნაჭუჭებისგან არც გაუნცალკავებია და მარილიც დააყარა.
გოგონა, დაახლოებით ნახევარ საათს ელოდა,მაგრამ კვერცხი,რომ აღარ შეიწვა ,ისევ რობს დაურეკა.
-რა?!-უპასუხა ბიჭმა მობეზრებული ხმით.
-კვერცხი არ იწვება!
-ყველაფერი ისე გააკეთე,როგორც გითხარი?
-ჰო და მაინც არ იწვება.
-გაზქურა აანთე?
ელზა უცებ გაჩუმდა,მერე წელში მოიხარა ,ტაფას ქვემოდან შეუხედა და როცა ნახა,რომ გაზქურა ჩართულიც კი არ იყო,უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
-სკოლის კაფეტერიაში შევჭამ რაიმეს.
-გემრიელად მიირთვი.-მიაძახა სიცილით ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.

...
საუზმის გარეშე დარჩენილი ელზა,სწრაფად მოემზადა,თავი მოიწესრიგა,ჩანთა აიღო,სახლის კარი გაიხურა და კიბეებზე დაეშვა.გარეთ გასულს, კორპუსის წინ დანიელი დახვდა.ბიჭი თავის მანქანას მიყრდნობოდა და გოგონას შორიდან უღიმოდა.
-ჩაჯექი,წაგიყვან.-თავით ანიშნა მან მანქანისკენ.
-სკოლა ათი წუთის სავალზეა.-შეახსენა ელზამ.
-მერე რა!-მხრები აიჩეჩა მან.-ჩაჯექი,თორემ ვაგვიანებთ.
ელზა აღარ შეკამათებია.წინა სავარძელზე მოთავსდა და დანიელის ბრძანებით ღვედიც შეიკრა.ბიჭმა მანქანა დაძრა,მაგრამ ისე ნელა მიღოღავდა,რომ მათ კუც კი გაასწრებდათ.ელზა უკმაყოფილოდ უბღვერდა დანიელს და თავს ძლივს იკავებდა ,რომ იქვე არ მიეხრჩო.
როგორც იქნა მიაღწიეს სკოლას.ბიჭმა მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა, ელზას მიუბრუნდა და შეწუხებული სახით უთხრა.
-ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ამის ატანა მოგიწევს.
-რისი?-გაუკვირდა გოგონას.
-ამის.-თქვა მან და ეზოსკენ ხელი გაიშვირა.
იქ შეკრებილი ყველა მოსწავლე, თუ მასწავლებელი, დანიელის მანქანას მისჩერებოდა და შიგნით მჯდარ წყვილს, ინტერესით ათვალიერებდნენ.
-მე,ახალგაზრდა და სიმპათიური, სრულიად თავისუფალი კაცი ვარ.შენც ახალგაზრდა ხარ,ლამაზი ნაკლებად მაგრამ ახლაგაზრდა ნამდვილად.მე დღეს სკოლაში მოგიყვანე,ამდენმა ხალხმა ერთად დაგვინახა,ასე რომ...გილოცავ, ამიერიდან სკოლის ახალი საჭორაო თემა ხარ.არ გაგიკვირდეს, თუ რომანს დაგვაბრალებენ.
-სრულიად თავისუფალი,თუ სრულიად მარტოსული?-ირონიულად იკითხა ელზამ.
-მარტოსული არ ვარ.-თავი გააქნია მან.
-მაშინ,რატომ დადიხარ ჯერ კიდევ ეულად?
-ეულად არ დავდივარ,უბრალოდ მოსაწყენ ურთიერთობებს ვერიდები,თორემ ქალბატონების უყურადღებობას ნამდვილად არ განვიცდი.-წინ ჩამოყრილი შავი თმა თითებით შეისწორა დანიელმა,მანქანიდან გადავიდა,მხრებში გაიმართა და ამაყად თქვა.-მასწავლებელი თუნდაც უშვილო,მაგრამ ათასი გულის მპყრობელი!
ელზამ მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და ისიცი გადავიდა ავტომობილიდან,თუმცა უცებ გრილმა ნიავმა დაუბერა, მისი ოდნავ გაშლილი ქვედა ბოლო ააფრიალა და როცა ელზამ მანქანის კარი მიხურა, კაბის კიდე კარებში ჩაეტნა და გოგონამ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო.
დანიელმა უცებ ღილაკს დააჭირა და კარი ჩაიკეტა,ელზამ კი სახელურს მოქაჩა,მაგრამ მისი გაღება ვეღარ შეძლო.
ამ დროს, ზარის ხმაც გაისმა და ეზოში თავმოყრილი ყველა ბავშვი და მასწავლებელი, სკოლის კარების მიღმა გაუჩინარდნენ
-დანიელ!-დაიყვირა ელზამ.
მასწავლებელი მისკებ მიბრუნდა და გოგონას მდგომარეობა,რომ დაინახა ხმამაღლა ახარხარდა.
-გააღე კარი!-შეუბღვირა ელზამ.
-მაპატიე,მაგრამ ძალიან მეჩქარება!-სიცილით უთხრა ბიჭმა.
-დანიელ,არც გაბედო წასვლა,თორემ გეფიცები განანებ!-ბრაზით დაუყვირა გოგონამ.
-რა აგრესიული ხარ.-წარბი შეკრა ბიჭმა,მერე ელზას მიუახლოვდა,ხელებით მანქანას დაეყრდნო,გოგონას თვალებში ჩახედა და წამით შეიცადა.
როცა დანიელი ელზას ასე უახლოვდებოდა,რაღაც განსაკუთრებულს გრძნობდა.შინაგანი მღელვარება ემატებოდა,ისევე როგორც გულის ცემა და მთელი სხეული აფორიაქდებოდა ხოლმე,მაგრამ ეს მდგომარეობა არა შემაწუხებელი,არამედ მისთვსი ძალიან სასიამოვნოც კი იყო.
ბიჭმა შენიშნა,რომ ელზაც იგივე მდგომარეობაში იყო,თუმცა გოგონა მასზე უკეთ ახერხებდა თავის კონტორლს და მისი შინაგანი ეიფორიის შენიღბვას.
-დღეს... პირველი გაკვეთილი გაქვს?-წაილუღლიღა დანიელმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
-კი...მეთერთმეტე კლასთან.-ასევე დაბნეული სახით უპასუხა ელზამ.
-ბავშვებს გაუხარდებათ,რომ გაუცდებათ.-წამში შეეცვალა სერიოზული გამომეტყველება ბიჭს და მწვანე თვალები ეშმაკურად აუელვარდა.მერე კი გოგონას მოშორდა და სკოლისკენ გამერათა.
-დანიელ,დაბრუნდი!-დაუყვირა ელზამ,თუმცა ბიჭს მისი სიტყვები არც კი გაუგონია.
გოგონა დიდხანს ეჯაჯგურებოდა მანქანის კარს,მაგრამ ვერაფრით გახსნა.ყველა გაკვეთილზე იყო და მისთვის არავის ეცალა,თუმცა ელზამ მეტი სიფრთხილისთვის, მაინც მოათვალიერა ავტოსადგომი,მერე კი ღრმად ჩაისუნთქა,ხელები მანქანის კარს დაადო,თვალები დახუჭა და ერთიანად დაიძაბა ,მაგრამ კარს ძვრაც ვერ უყო.
-ჯანდაბა!-ამოიგმინა მან.-რატომ ვერ ვმოქმედებ ამ ჯართებზე და თანამდროვე ტექნოლოგიებზე?!

...
45 წუთი გავიდა.მაისის მზემ, მაინც და მაინც ,მაშინ დააჭირა მწველად.ელზას სიცხისგან გული შეუღონდა,თან დაიღალა ფეხზე დგომით,რადგან ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.ვენებში სისხლს მოძრაობა გაუჭირდა,ტერფებიც დაუმძიმდა და ოდნავ შეუშუპდა.ამ ყველაფერმა კი ისე იმოქემდა,რომ ცოტაც და გოგონა მალე ისტერიკებში ჩავარდებოდა.
როგორც კი ზარი დაირეკა,ავტოსადგომზე დანიელი გამოჩნდა.ბიჭი ცინიკური გამომეტყველებით მიუახლოვდა ელზას,გოგონამ კი ისეთი თვალები შეხედა,რომ ლამის სული ამოხადა ერთი მზერით.
-როგორ მიდის საქმეები ,ჩიტო?-იკითხა სიცილით მან.
-ჩიტო?!-ზიზღით აიბზუა ცხვირი გოგონამ.
-ხაფანგში გაბმულ ჩიტს გავხარ.-გაეცინა დანიელს.-ჰო მართლა,როსტომს ვუთახი,რომ ცუდად გახდი და სახლში გაბრუნდი,ამიტომ შენს მაგივრად თეამ ჩაატარა გაკვეთილი.
-ამისთვის პასუხს აგებ!-კბილებში გამოსცრა ელზამ.
-ომი შენ დაიწყე.-შეახსენა ირონულად დანიელმა.
-არც კი სცადო თავის გამართლება! შენ ჩემი გაბრაზების ამბავი არ იცი! ამას არასოდეს დავივიწყებ. ახლა კი გამანთავისფულე!
-ესე იგი,თავისუფლება გინდა!-დააზუსტა მან.
-ჰო,მინდა!
-კარგი,ახლავე!-თქვა დანიელმა, ელზას მკლავში ხელი ჩაავლო და მთელი ძალით დაქაჩა მისკენ.
უცებ ქსოვილის გახევის შემაძრწუნებელი ხმა გაისმა, ელზამ შეშინებული თვალებით დაიხედა დაბლა და დაინახა,რომ საცვლების ამარა იყო დარჩენილიო,მისი კაბა კი ისევ მანქანის კარში დატანებული.
გოგონას სახეზე მრისხანების და სირცხვილის ალმური ერთდორულად მოედო.ერთიანად გაწითლდა,კისერზე ძარღვები დაებერა,ნერვიულობისგან დაკრუნჩხული მარცხენა ხელი სხულზე აიფარა,მარჯვენა კი მთელი ძალით მოუქნია დანიელს და სახეში გაარტყა.
-მადლობას ასე მიხდი?!-მაჯაში სწვდა დანიელი გოგონას და ბრაზით შეუღრინა.
-მადლობა იმისთვის გადაგიხადო,რომ ქუჩაში შიშველი დამტოვე?-დაუყვირა ელზამ.
-ხომ მთხოვე, გამათავისუფელო და მეც შეგისრულე!-ხელები გაშალა დანიელმა.
-ეს არ შეგრჩება,ეს...
-ელზა?!-გაისმა უცებ ვიღაცის ხმა.
გოგონამ დაფეთებული სახით გაიხედა და დანიელის ზურგს უკან, მათთან ძალიან ახლოს მდგომი მიშა დაინახა.კაცი გაოცებული უყურებდა ჯერ მანქანას ,მერე ელზას და ხმას ვერ იღებდა.
-არ შემომხედო, ძალიან გთხოვ.-უთხრა გოგონამ შეწუხებული სახით და დანიელს ამოეფარა.
-რა მოხდა?-ძლივს მოაბა კითხვას თავი,მიშამ.
-კაბა მანქანის კარში ჩაეტნა,როგორც ჩანს უხარისხო ქსოვილი იყო და...-აუხსნა დანიელმა უცოდველი სახით.
მიშამ სწრაფად გაიხადა, მოკლემკლავიან მაისურზე მოცმული სპორტული ჟაკეტი,ელზას გაუწოდა ,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს და უთხრა.
-ჩემი მანქანა აქვეა,სახლში წაგიყვან,გამოიცვალე და ისევ უკან დაგაბრუნებ.
-კარგი,გმადლობ.-მაშინვე დათანხმდა ელზა,რდაგან უკეთესს ვარიანტს ვერ ხედევადა.კაცს ჟაკეტი გამოართვა, ტანზე შემოიხვია და მის მანქანაში ჩაჯდა.

...
ელზამ მიშას, ათასი მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.კაცმაც შეიფერა და მოკრძალებული გამომეტყველებით დააბრუნა გოგონა სკოლაში.
ორი გაკვეთილის გაცდენისთვის ელზას საყვედური არ მოხვედრია,რადგან ბატონმა როსტომმა დაიჯერა,რომ გოგონა მართლა ცუდად იყო.ეგეც რომ არა,კაცი ისეთი სიმპათიით იყო გამსჭვალული ელზას მიმართ,რომ ალბათ მის ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებდა.
სკოლაში დაბრუნებული ელზა,ამჯერად მეთორმეტე კლასთან შევიდა გაკვეთილის ჩასატარებლად,მაგრამ იქ მხოლოდ ემა დახვდა.გოგონა თავდახრილი იჯდა,თითებს ნერვიულად იმტვრევდა და ისე იყო გართული ფიქრებში,რომ მასწავლებლის მოახლოება ვერც გაიგო.
-გამარჯობა ,ემა!-მიესალმა ელზა მას.
-გამარჯობა მასწავლებელო!-თავი ასწია გოგონამ.
-კარგად ხარ?-იკითხა გულგრილად ელზამ ,რადგან საკუთარი საფიქრალიც ბევრი ჰქონდა და სხვისი პრობლემები დიდად არ ადარდებდა.
-კი.-თავი დაუქნია ემამ.
-დანარჩენები სად არიან?
-ზარის დარეკვამდე კიდევ ხუთი წუთია და ალაბთ სადმე გარეთ არიან.
-და შენ რატომ არ ხარ მათთან?
-აქ უკეთ ვგრძნობ თავს.
-რაღაც ხასიათზე ვერ ხარ.-დაასკვნა ელზამ.
-არა,არაფერია.-თავი გააქნია გოგონამ,თუმცა უცებ გადაწყვიტა მასწავლებლისთვის რჩევა ეკითხა და რადგან ელზა რატომღაც სანდოდ მიიჩნია, სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი.-რაღაცის გაკეთება მინდა,მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა.თქვენ რას ფიქრობთ?
-გააჩნია,რისი?
-მინდა,რომ...-ემა წამით შეყოვნდა,ორჭოფობდა ეთქვა თუ არა,შემდეგ კი მასწავლებელს შეხედა და გამოტყდა.-სპექტაკლის ქასთინგზე მინდა,რომ მივიდე,მაგრამ ...
-გეშინია,რომ არ გამოგივა?-გაეცინა ელზას.
-დიახ.
-მერე რა? პირველ ჯერზე, ხომ ყველას ყველაფერი არ გამოსდის? ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ და თუ არ სცადე მთელი ცხოვრება ის აზრი დაგტანჯავს,რა მოხდებოდა,რომ მეცადაო.-მიუგო მასწავლებელმა.
-ანუ ...უნდა წავიდე?-ჩაეკითხა ემა.
-რა თქმა უნდა!
-არა,ძალიან მეშინია.იქ ჩემზე ბევრად ნიჭიერი ბავშვები არიან.
ელზამ მოუთმენლად გადაატრიალა თვალები, ღრმად ჩაისუნთქა,შეეცადა მოთმინება მოეკრიბა,მერე ემას ხელზე ფრთხილად შეეხო, თვალებში ჩააშტერდა,გაუღიმა და მომაჯადოებელი ხმით უთხრა.
-ქასთინგზე მიხვალ და უკან არ დაიხევ იმის გამო,რომ გეშინია.ვერ ვიტან მშიშარა ადამიანებს. ზოგადად ადამიანებს ვერ ვიტან,მაგრამ მშიშრებს განსაკუთრებით.ჰოდა,თუ არ გინდა,რომ საძულველთა სიის სათავეში მოხვდე, ქასთინგზე წახვალ!
-კარგი...წახვალ.-ისე უპასუხა ემამ,რომ თითქოს მისი სიტყვებიდან მხოლოდ ბოლო ნაწილი გაიგო და ტვინში ღრმად ჩაიბეჭდა.
-საკუთარ თავს თუ არ დააფასებ,სხვა არავინ დაგაფასებს.-მიუგო ელზამ მშვიდი ხმით და გოგონას კიდევ ერთხელ გაუღიმა.

...
ემას პიესა ათას გზის გადაღეჭილი ჰქონდა და სცენარიც თითქმის ზეპირად იცოდა.გოგონას ძალიან სურდა ჰერმიას როლი შეესრულებინა და ამ როლისთვის განსაკთრებით ემზადებოდა,მაგრამ მაინც ეშინოდა.გადაავიწყდა კიდეც,როგორი იყო სცენაზე დგომა და რომ არ გამოსვლოდა,თავს ალბათ არასოდეს აპატიებდა.
გოგონა კულისებში იდგა, სცენარს თითებს მაგრად უჭერდა და ქაღალდს გაუცნობიერებლად ჭმუჭნიდა, დრო და დრო ასლოკინებდა კიდეც.
მას შემდეგ,რაც ელზა გოგონას ესაუბრა,მისი შეშინებული გამომეტყველება გონებაში ჩარჩა და მთელი დღის მანძილზე უბრალოდ ვერაფრით მოიშორა მასზე ფიქრი.
ფიქრობდა,რომ სხვისი ბედი დიდად არ ადარდება,მაგრამ ამ გოგოს გამო აშკარად სწუხდა.თავის თავს არწმუნებდა,რომ გაკვეთილების შემდეგ თავისი ბოროტული გეგმის განსახორციელებლად დარჩა სკოლაში,თუმცა გულის სიღრმეში ისიც იცოდა,რომ დარჩენის მიზეზი გარკვეულწილად ემაც იყო.
მან გადაწყვიტა კულისებიდან ემას გამოსვლისთვის თვალი ედევნებინა, თუმცა გოგონას არ დაენახა და მისი იქ ყოფნა არ გააგებინა,რადგან ადამიანური ემოციების და მადლობების ნერვები ,უბრალოდ არ ჰქონდა.

ემა დაბნეულის სახით გავიდა სცენაზე და უკანა რიგში მჯდარი ბავშვების გაოცებული სახეები,რომ დაინახა ერთ ადგილას გაიყინა.თინა გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა მას და აშკარად აღშფოთებული ჩანდა.ნამდვილად არ ელოდა ემას იქ დანახვას და ამან ძალიან გააბრაზა,რადგან იცოდა,რომ მისი და, მასზე ბევრად ნიჭიერი იყო.
-დაიწყე!-გაუღიმა გელამ გოგონას.

კულისებში,ფარდის მიღმა მდგარ ელზას,უცებ ნაბიჯების ხმა შემოესმა.წამით შეკრთა ,თუმცა როგორც კი დანიელის ფიგურა იცნო,ცივად მიაბრუნა სცენისკენ პირი.
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა ჩურჩულით დანიელმა.
-შენ,რას აკეთებ?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ელზამ,ისე რომ სცენაზე მდგარი ემასთვის მზერა არ მოუშორებია.
-დავინახე აქეთ,რომ მოდიოდი და უკან გამოგყევი.-უპასუხა ბიჭმა,ელზას მხარში ამოუდგა და ისიც სცენას მიაჩერდა.
-ცნობისმოყვარე იდიოტი.-ჩაისისინა თავისთვის გოგონამ.
-სინდერ-გელა ფორმაშია.-დანიელმა მის რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია და მზერა ახლა გელაზე გადაიტანა,რომელიც დარბაზში ნერვიულად დააბიჯებდა და როცა ბავშვების ჩურჩულს გაიგონებდა,ნერვები კისერსი ასხამდა ,ყვიროდა და ბურთივით ხტუნავდა.
-რატომ ეძახით ამ კაცს სინდერ-გელას?-ჰკითხა ელზამ და დანიელს რუხი თვალები შეანათა.
-მასზე ლეგენდა არ გსმენია?-გაეციან ბიჭს.
-განმანათლე.-ყალბად გაუღიმა გოგონამ.
-მოკლედ,ჩვენი გელა დიდი მუსუსი ვინმე ყოფილა.-დაიწყო დანიელმა ჩურჩულით ამბის მოყოლა.-ერთ დღეს, თურმე საყვარელთან იყო.მოულოდნელად იმ საყვარლის ქმარი სახლში დაბრუნებულა ,გელა კი ბუხარში დამამალულა.დაახლოებით ისეა, როგორც იმ ფილმში....მერე, გელა თურმე ბუხრის მილში მაღლა ამძვრალა,რომ ქმარს არ დაენახა,მაგრამ მილი ვიწრო იყო ,გელა კიდე მსუქანია და მილში გაეჭედა.იქ ისეთი მაბავი ატყდა,რომ ლამის სახლი დაანგრიეს გელას ბუხრის მილიდან გამოსაყვანად.სახანძრო,სასწრაფო,სამაშველო,ყველა იქ იყო.ბოლოს გამოიყვანეს,მაგრამ ახლა საყვარლის ქმარი გაგიჟებულა და ბუხრის მტვერით გამურულ ეგლას, მოსაკლავად გამოეკიდა.“სინდერ“, ხომ ბუხრის მტვერს ნიშნას? კონკია,ანუ „სინდერელა“ კი ბუხრის მტვრიან ელას.აქაც იგივეა ოღონდ,სახელი შევუცვალეთ და „სინდერ-გელა“ დავარქვით.
-ბუხრის მტვერში ამოსვირილი გელა.-გაეციან ელზას.
-ზუსტად!-სიცილითვე უპასუხა დანიელმა და ისევ ემას გახედა.

გოგონა სცენარს მთელი მონდომებით კითხულობდა,ემოციებს ზუსტად და თავდაჯერებულად გამოხატავდა,გელას კი სახეზე აშკარა კმაყოფილება ეხატა,თუმცა აშკარა იყო,რომ რაღაც მაინც არ მოსწონდა.
-გელა მასწ!-წამოიძახა უცებ დარბაზში მჯდომმდა ლუკამ,როცა ემა წამით შეჩერდა.-შეიძლება დავეხმარო?
-ადგილზე დაეტიე .-შეუბღვირა კაცმა.
-აუ, მასწ! დავეხმარები რა,თან მეც ხომ უნდა შემამწომოთ ლისანდრეს როლზე და...
-კარგი, ადი სცენაზე!-გაეცინა გელას და ბიჭს სცენარი მიაჩეჩა ხელში.
ლუკა გაღიმებული სახით ავარდა სცენაზე,ემას გვერდით ამოუდგა, თაფლისფერი თვალებით ზემოდან დააშტერდა და ჩურჩულით ჰკითხა.
-ნერვიულობ?
-ცოტა.-უპასუხა გოგონამ ოდნავ დაბნეული სახით.
-კარგია,რომ ქასთინგზე მოხვედი,თორემ მარტო შენს დას რა გაუძლებდა.-გადაუჩურჩულა ბიჭმა.
-კულისებიდან ვუყურებდი,როგორ კითხულობდა ჰერმიას ტექსტს და ჩემზე უკეთ გამოსდის.-თქვა ემამ.
-მაგას გელა გადაწყვეტს,ვის უკეთ გამოსდის.-თვალი ჩაუკრა ლუკამ და სცენარი მოიმარჯვა.
-დაიწყეთ!-წამოიძახა გელამ.
ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა,მისკენ შებრუნებულ ემას თვალებში ჩახედა და ლისანდრეს ტექსტის წარმოთქმა დაიწყო.
-„რა მოგივიდა ჩემო კარგო,რას გადაფითრდი?
ასე უეცრად რამ დაგიჭკნო ღაწვებზე ვარდი?“
-„ალბათ იმიტომ,რომ თვალებში დაგუბებულმა გრიგალმა
წვიმად ვერ იფეთქა და ვერ დაალბო.“-უპასუხა მის რეპლიკას ემამ.
-არ ვარგა!-წამოიყვირა გელამ და ეს ბურთივით მრგვალი კაცი, სცენაზე ერთ წამში ავარდა.-თავიდან!
წყვილმა ტექსტი კიდევ რამდენჯემრე გაიმეორა,მაგარამ გელა ისევ უკმაყოფილო იყო,მოუსვენრად ბორგავდა და გონებაში რაღაცას ხარშავდა.
-ემა,შენ ჰერმიას როლისთვის მოემზადე,გოგოს რომელსაც სხვა უყვარს და სხვაზე ათხოვებენ,ხომ ასეა?-წამოიწყო კაცმა.
-დიახ...-ნერვიულობისგან ხმა ჩაუწყდა გოგონას.
-მახსოვს ადრე, როგორ გამოდიოდი სპექტაქკლებში და ვიცი,რომ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ,მაგრამ ჰერმიას პერსონაჟი ძალიან ნაზი,სიყვარულისგან თავბრუდახვეული გოგოა.შენ კი ვიცი, როგორ შეგიძლია გიჟური როლის მორგება,ამიტომ ჰელენას ტექსტი წამიკითხე.
ემას დიდად არ მოეწონა ეს მაგრამ,მასწავლებელს უსიტყვოდ დაემორჩილა სცენარი გადაფურცლა და ჰელენას ტექსტს მიადგა.
-ეს გოგო სიყვარულისგან არის გაგიჟებული.მეტ ემოციას,ბრაზს,ქარცეცხლს აფრქვევს ,რომლის როლის შერულებასაც ძალიან დიდი ძალის დახარჯვა სჭირდება,შენ კი ეს ნამდვიად შეგიძლია.
ემამ თავი დაუქნია გელას და ტექსტის წარმოთქმა დაიწყო,კაცი კი გაბადრული და კმაყოფლი მზერით შეჰყურებდა გოგონას და ყოველი წინადადების დასრულების შემდეგ, ტაშით აჯილოებდა.
გელამ რამდენჯერმე გაამეორებინა ტექსტი გოგონას ,შემდეგ ეჰელენას მეწყვილე, დემეტრიოსის როლზე რამდენიმე ბიჭი გასინჯა,მათ შორის ლუკაც,თუმცა პასუხები იმ წამსვე არ უთქვამს,რადგან დაფიქრება და ყველაფრის გაანალიზება სჭირდებოდა,ამიტომ ქასთინგი დასრულებულად გამოაცხადა და ბავშვები დარბაზიდან გაისტუმრა.

...
ელზამ, დანიელზე ადრე დატოვა კულისები და ბიჭის დარბაზიდან გამოსვლად დერეფანში მოუთმენლად ელოდებოდა.როგორც კი დანიელი დაინახა,მაშინვე მასთან მივარდა, ხელში ჩაებღაუჭა,შეშინებული თვალები მიაყპრო და უთხრა.
-დანიელ,წამოდი ჩქარა!
-რა ხდება?-გაუკვირდა მას.
-შენი ერთ-ერთი მოსწავლე ცუდად გახდა.-შესძახა ელზამ და ბიჭს მისკენ დაქაჩა.
-რა?რომელი?
-სახელი არ მახსოვს...ია,ის გოგოა შავი თმა ,რომ აქვს!
-ელზა,ჩემს კლასში შავი თმა ბევრს აქვს.
-წამოდი,თორემ უარესი მოხდება!-შეუყვირა გოგონამ და თითქმის ძალით მიათრია ბიჭი გოგონების საპირფარეშომდე.
-აქ არის?-მიუბრუნდა დანიელი.
-ჰო,ძალიან გთხოვ მიხედე და მე ექიმს დავუძახებ.
-კარგი,მიდი სწრაფად!-უპასუხა ანერვიულებული ხმით ბიჭმა და საპირფარეშოში დაუფიქრებლად შევარდა.
ელზამ ეშმაკური ღიმილით მიუხურა კარი და გარედან ჩაკეტა.დანიელმა მთელი საპირფარეშო მოათვალიერა,მაგრამ ვერავინ,რომ ვერ იპოვა ისევ კარს მიადგა,რომელიც გარედან ჩაკეტილი დახვდა.
-ოჰ,ეს კაცები! რა მარტივად ებმებიან ხაფანგში.საკმარისია უთხრა,რომ ცუდად ხარ და...
-ელზა,რა ხდება?!-საკუთარ თავთან საუბარი, დანიელის ხმამ გააწყვეტინა მას.
-დანიელ,გოგონების საპირფარეშოში შესვლა,რომ ცუდი საქციელი არ იცი?-დატუქსა ელზამ შორიდან.
-რა?!-შეჰყვირა ბიჭმა და კარს ეცა,თუმცა ვერაფერს გახდა.-ელზა,რა ჯანდაბას აკეთებ?!
-ეს დილანდელისთვის,ძვირფასო!-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონამ.
-ელზა, გააღე!-შეუღრინა კარის მეორე მხირდან ბიჭმა.
-არა!-თქვა მტკიცედ ელზამ.
-გააღე,თორემ გეფიცები ამას განანებ!-დაუყვირა დანიელმა,რადგან მოთმინება უკვე ეწურებოდა.
-ეგ ჩემი სიტყვებია და ფრაზებს ნუ მპარავ.-საჩვენებელი თითი მუქარით აღმართა გოგონამ.
-ელზა!-დაიღრიალა დაინიელმა.
ხმაურზე უცებ თეატრიდან გამოსული ყველა მაღალკლასელი, იქ მოგროვდა და კარს მიყრდნობილ ელზას და მის მიღმა მოღრიალე დანიელს, ინტერესით აკვირდებოდნენ.
-მიმღერე და გამოგიშვებ!-შესთავაზა გოგონამ.
-გაგიჟდი, ხომ?! ნერვებს ნუ მიშლი და ახლავე გააღე კარი!
-არა,მართლა გეუბნები. მიდი,ნუ გრცხვენია აქ არავინ არ არის.-ვერაგულად ჩაიცინა ელზამ და ბავშვებს ტუჩებზე თითის მიტანით ანიშნა,რომ გაჩუმებულიყვნენ.
-ელზა,შემომაკვდები!-დანიელის კბილების ღრჭიალი მთელს სკოლას ესმოდა.
-მაგისთვის ჯერ მანდედან უნდა გამოხვიდე.-შეახსენა გოგონა.-მიდი, იმღერე და გამოგიშვებ!
-რა ვიმღერო?-დანებდა დანიელი.
-ააამ...“caruso!”-ვარიანტი შესთავაზა გოგონა.
-დამცინი ,არა?-ამოიგმინა ბიჭმა და კარს კიდევ ერთხელ უთავაზა მუშტი.
-ძალიან მიყვარს და თუ გინდა გამოგიშვა,უნდა მიმღერო.
დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა,ცოტა ხანს მოიცადა,ტექსტი გაიხსენა,მერე კი საპირფარეშოდან,მისი არც ისე სასიამოვნო,მაგრამ საკმაოდ მჭექარე ხმა გაისმა.
-„Te voglio bene assai
Ma tanto tanto bene, sai
È una cantena ormai
Che scioglie il sangue dint'e vene, sai...“
ელზამ პირზე ორივე ხელი აიფარა,სახეზე ერთიანად გაწითლდა და კართან ჩაიკეცა.ბავშვები თავის ზედმეტი შეკავებისგან,სულ გალურჯებულები იყვნენ და ფილტვები ლამის დახეთქვაზე ჰქონდათ,დანიელი კი სიმღერას აგრძელებდა.
უცებ ელზამ,მოსწავლეებს შორის, მაღალ და გამხდარ ფიგურას მოჰკრა თვალი.მიხვდა,რომ ეს ბატონი როსტომი იყო, ამიტომ ფეხზე სწრაფად წამოვარდა, დანიელს კარზე მიუკაკუნა და უთხრა.
-საკმარისია,ახლა კარს გაგიღებ!
-ალილუია!-შესძახა დანიელმა.
-რა ხდება აქ?-იკითხა ახლოს მოსულმა როსტომმა და იქ მყოფებს გაოცებულოი მზერა მოავლო.
-დანიელი...ის... გოგონების საპირფარეშოშია და ჩაიკეტა.-ძლივს მოაბა თავი ელზამ პასუხს.
-რა?-კიდევ უფრო გაოგნდა დირექტორი.-რას ნიშნბავს ჩაიკეტა?
-ალბათ, რომელიმე მოსწავლემ ჩაკეტა .მე კი კარის გაღებას ვცდილობდი.-უცოდველი ღიმილით აუხსნა გოგონამ.
-და გოგონების ტუალეტში, საერთოდ რა უნდოდა?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა ელზამ და მისი ჟესტი მოსწავლეებმაც გაიმეორეს.
-მიმიშვი.-თქვა კაცმა, ელზა გვერდზე გამოსწია და კარს მიადგა.

როცა დანიელმა საკეტის ჩხაკუნის ხმა გაიგონა,ელზაზე შურისძიება გადაწყვიტა.იქვე, დამლაგებლის მიერ დადებულ სათლს დასწვდა,რომელშიც იატაკის ნარეცხი ქაფიანი და ჭუჭტიანი წყალი იყო და კარს დაუდარაჯდა.
როგორც კი საპირფარეშოს კარი გაიღო,დანიელს არც კი შეუხედავს მის წინ მდგომისთვის,ისე გაიქნია სათლიანი ხელი და ჭუჭყიანი წყლის ნაკადი, სკოლის დირექტორს პირდაპირ სახეში შეასხა.

წამიერად შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა,როგორც ქარიშხლის წინ დაისადგურებს ხოლმე.ელზაც ,ბავშვებიც და თვითონ დანიელიც გაოგნებული და შეშინებული თვალებით შეჰყურებდნენ როსტომს,რომელიც გახევებული იდგა და ჭუჭყიანი წყალი სახეზე წურწულით ჩამოსდიოდა.
კაცმა უცებ ცხენივით ამოიფრუტუნა,სახეზე ხელი ჩამოსივა,დანიელს გაავებული მზერა მიაპყრო და კბილებში გამოსცრა.
-ბატონო დანიელ,მგონი თქვენზე უკეთ არავინ იცის ჩემი კაბინეტისკენ მიმავალი გზა.
-მართალი ხართ...ჩემით წამოვალ.-ამოიბლუკუნა ბიჭმა,საპირფარეშოდან გამოვიდა და წამით კართან შედგა,მერე ელზას განრისხებული მზერა მიაპყრო და უთხრა.-არც კი იცი წინ რა გელის!
-დანიელ პავაროტი.-ჩაიცინა გოგონამ გამარჯვებული სახით.
ბიჭმა მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და დირექტორს უკან გაჰყვა,ელზა კი მდუმარედ მყოფ მოსწავლეებს მიუბრუნა და უთხრა.
-ბავშვებო,აქ რაც ნახეთ ნუ გაიმეორებთ,კარგი?
-კარგი!-მექანიკურად დაუქნიეს თავი ბავშვებმა და მხიარულად მიმავალ ელზას ,გაოიგნებული მზერა გააყოლეს.

...
ესეც ახალი თავი სიყვარულებოო იმედი მაქვს მოგეწონებათ მოუთმენლად ველი თქვენს აზრს და შეფასებებსскачать dle 11.3

№1  offline წევრი Indigo

აუ, აუ, ძაან ცუდად ვარ joy joy joy
ბებიაჩემმა გიჟად შემრაცხა, რა გაცინებსო joy joy

არა, კი მინდა დანიელმა მოარჯულოს ელზა, მაგრამ დანიელის გაწარებული სახის წარმოდგენისას რო უფრო ვხალისობ?! მეცოდება ხოლმე ელზა, დანიელი რო აწვალებს.
ერთი სული მაქვს, ურთიერრთობის სხვა ეტაპზე როდის გადავლენ. yum yum yum yum

შენზე რო ვგიჟდები მითქვამს უკვე? თუ, არა მაშინ ეხა გეუბნები.
უბრალოდ ვაბოდებ შენზე! heart_eyes heart_eyes საოცარი ვინმე ხარ.

ხოდა, გელი და მოგელი, შემდეგ თავთან ერთად. kissing_heart kissing_heart
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
აუ, აუ, ძაან ცუდად ვარ joy joy joy
ბებიაჩემმა გიჟად შემრაცხა, რა გაცინებსო joy joy

არა, კი მინდა დანიელმა მოარჯულოს ელზა, მაგრამ დანიელის გაწარებული სახის წარმოდგენისას რო უფრო ვხალისობ?! მეცოდება ხოლმე ელზა, დანიელი რო აწვალებს.
ერთი სული მაქვს, ურთიერრთობის სხვა ეტაპზე როდის გადავლენ. yum yum yum yum

შენზე რო ვგიჟდები მითქვამს უკვე? თუ, არა მაშინ ეხა გეუბნები.
უბრალოდ ვაბოდებ შენზე! heart_eyes heart_eyes საოცარი ვინმე ხარ.

ხოდა, გელი და მოგელი, შემდეგ თავთან ერთად. kissing_heart kissing_heart

ვაიმე სიყვარულოო :დდდ როგორ გამახარე :* მადლობები დიდები და მეც ვგიჟდები შენზე თან ძალიან :** ❤❤❤ იმედი მაქვს მალე გადავლენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე :დდდ❤❤❤❤❤❤

№3 სტუმარი მოცინარი

Dedaaaa, chavbjirdi sicilit! :-D saswauli xar shemdegi tavi rodis iqneba??!??

№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაიმეე მოვკვდი სიცილით :დდ რა საძაგლები არიან როგორ აწამებენ ერთმანეთს :დდ ემა ძაან საყვარელი გოგოა და მომწონს კიდეც :დ ძედააა რა შოკი სპეკტაკლი გამოვააა :დდდ
ველოდები ახალ თავს❤

№5  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
Dedaaaa, chavbjirdi sicilit! :-D saswauli xar shemdegi tavi rodis iqneba??!??

მიხარია რომ ჩაბჟირდი :დდ❤❤ არ ვიცი ზუსტად როდის იქნება მაგრამ ბევრს არ გალოდინებ გპირდები სიყვარულოო :**❤❤❤

№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ეს წყვილი მომკლავს მე მხოლოდ... იმდენად სასაცილო და გიჟი წყვილია რომ მეც სიგიჟემდე შემიყვარდა...
დანიელი და ელზა ერთად არის კატასტროფა. ორო თავზეხელაღებული, ვერაგი, გადარეული "ადამიანი", რომლებიც ერთმანეთის გამწარების მეტს არაფერს აკეთებს ნამდვილად გასაგიჟებელი ამბავია...

№7  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

gvanciko_gvancunia
ვაიმეე მოვკვდი სიცილით :დდ რა საძაგლები არიან როგორ აწამებენ ერთმანეთს :დდ ემა ძაან საყვარელი გოგოა და მომწონს კიდეც :დ ძედააა რა შოკი სპეკტაკლი გამოვააა :დდდ
ველოდები ახალ თავს❤

მადლობები დიდი ჩემო საყვარელოოო ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონს :დდდ❤❤ დადააამ სპექტაკლი მეც მაინტერესებს როგორი გამოუვათ :დდდ❤ აქ ინტრიგანის სახე მაქვს :დდდ❤❤

უცნობი ქ
ეს წყვილი მომკლავს მე მხოლოდ... იმდენად სასაცილო და გიჟი წყვილია რომ მეც სიგიჟემდე შემიყვარდა...
დანიელი და ელზა ერთად არის კატასტროფა. ორო თავზეხელაღებული, ვერაგი, გადარეული "ადამიანი", რომლებიც ერთმანეთის გამწარების მეტს არაფერს აკეთებს ნამდვილად გასაგიჟებელი ამბავია...

ვაიიიჰ რა კარგი ხარ ნეტავ იცოდე სიყვარულოოოო და როგორ გამახარე :დდ❤❤ მადლობა დიდი რომ ლითხულობ და აზრზს მიზიარებ :დდდ ნამდვილად კატასტროფები არიან ოროვენი :დდ❤❤❤

№8  offline წევრი deep

რასაც ქვია გადავბჟირდი.
არა ეს რაიყო გაფიცებ?
ასეთი რამე რომ გამიჩალიჩონ როგორიც ელზას გაუჩალიჩა დანიელმა ელზაზე უარეს ვიზამ.გაჩენის დღეს ვაწყევლინებ.
ემას თავდაჯერებულობა სჭირდება.რატომ არ აქვს?მიეცი მარგარიტა ცოტა თავდაჯერებულობა.
კიდე მომეჩვენა რომ ელზას კვერცხი არც გაუტეხია ისე დააგდო ტაფაზე.ასე იყო ხო?
კიდე ძალიან გამიხარდა სამეფო კარის თამაშები რომ ჩასვი ისტორიაში.მაბოდებს მაგ სერიალზე.
ძალიან მაინტერესებს ელზა რა არსებაა და მგონია რომ დანიელიც ისაა და არ ახსოვს არაფერი.მითხარი თუ ვცდები.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ გადავბჟირდი დდა ავყირავდი სიცილისგან.
ეს ისტორია შენი ისტორიებიდან ალბათ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ნუ ერთადერთს ვერ დაგპირდები რადგან საოცარი ისტორიები გაქვს.
მოუტმენლად ველი შემდეგ თავს.

№9  offline წევრი ke-sane

ვაიმე შენ რო მოლოდინს ყოველთვის აჭარბებ რა. რამდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ სასწაული ისტორიაა ეს ორი გიჟი კიდე ნუ ერთად სახალისო კატასტროფაა. ვგიჟდები მე შენზე და მალე დადე ახალი თავი თორე გავგიჟდები მგონი .
ყველა სხვა ისყოტია გადაფარა უკვრ უმაგრესია<3

№10 სტუმარი ქეთევან მიხელიძე

ჩემი ფავორიტი,რომ ხარ,ამ საიტზე მითქვამს?
თუ არა ახლა გეტყვი,სასწაული გოგო ხარ!ოქრო,ოქრო კი არა ოქროზე ძვირფასი ხარ!
ახლა რაც შეეხება მე-3 თავს,უმაგრესად კარგი იყო.
დავიწყოთ თავიდან,როცა ელზა კვერცხს წვავდა,ჩემი სკოლელი გამახსენდა,ასე 14-15 წლისაა იმანაც ასე შეწვა.
მთელი თავის მანძილზე იმდენი ვიცინე,ცუდად გავხდი,თან მგონი სხვებსაც ესმოდათ,ხოდა ალბათ,გიჟად შემრაცხეს.
დანიელმა სიმღერა რომ დაიწყო მანდ უკვე პიკი იყო ჩემი გადაბჟირების,რომ წარმოვიდგინე როგარაა კართან აზუტული და კარუზოს მღერის :დდდ მერე დედაჩემი გამოვარდა და მეუბნება " კარგი რაღა იყო ბოლობოლო,სირცხვილიაა(კომედიშოუში როა ისე თან).
მოკლედ,ისედაც ბევრი ვილაპარაკე, თამ ცოტა უაზროდ მაგრამ,რომ არ მეთქვა მოვკვდებოდი.
სასწაული გოგო ხარ,უმაგრეესი!
ველი შემდეგ ცხელ და იუმორით სავსე თავს.
ლუკაზე და ემაზე ხომ ვაბოდებ საერთოდ,ვაფრენ.
პ.ს ფანტაზიას+ცოტა( ბევრი) იუმორი=? არვიცი რას უდრის შესაფერისი სიტყვა არ არსებობს ისე მაგარია(თამ მოყვარული ვარ დიდად).
მ ა გ ა რ ი ხ ა რ?❤❤❤❤❤

სულ ბოლოში კითხვის ნიშანი მიმეწერა ეტყობა. იმიტო რომ მაგას კითხვა არ ჭირდება,სასწაული ხარ.❤❤❤

№11  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

deep
რასაც ქვია გადავბჟირდი.
არა ეს რაიყო გაფიცებ?
ასეთი რამე რომ გამიჩალიჩონ როგორიც ელზას გაუჩალიჩა დანიელმა ელზაზე უარეს ვიზამ.გაჩენის დღეს ვაწყევლინებ.
ემას თავდაჯერებულობა სჭირდება.რატომ არ აქვს?მიეცი მარგარიტა ცოტა თავდაჯერებულობა.
კიდე მომეჩვენა რომ ელზას კვერცხი არც გაუტეხია ისე დააგდო ტაფაზე.ასე იყო ხო?
კიდე ძალიან გამიხარდა სამეფო კარის თამაშები რომ ჩასვი ისტორიაში.მაბოდებს მაგ სერიალზე.
ძალიან მაინტერესებს ელზა რა არსებაა და მგონია რომ დანიელიც ისაა და არ ახსოვს არაფერი.მითხარი თუ ვცდები.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ გადავბჟირდი დდა ავყირავდი სიცილისგან.
ეს ისტორია შენი ისტორიებიდან ალბათ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ნუ ერთადერთს ვერ დაგპირდები რადგან საოცარი ისტორიები გაქვს.
მოუტმენლად ველი შემდეგ თავს.

უღრმესი მადლობა სიყვარულოო ❤❤ჰო ემას თავდაჯერებულობა სჭირდება და ალბათ ექნება როცა დრო მოვა :დდ კი სწორად მიხვდი პირდაპირ დააგდო ტაფაზე :დდდ მაგათ პიროვნებებზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ არც ძალიან დამიმალავს ასე რომ თავადაც მიხვდები :დდდ ❤❤❤

sa-mira
ვაიმე შენ რო მოლოდინს ყოველთვის აჭარბებ რა. რამდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ სასწაული ისტორიაა ეს ორი გიჟი კიდე ნუ ერთად სახალისო კატასტროფაა. ვგიჟდები მე შენზე და მალე დადე ახალი თავი თორე გავგიჟდები მგონი .
ყველა სხვა ისყოტია გადაფარა უკვრ უმაგრესია<3

ვაიმეეე ძალიან მიხარია ჩემო საყვარელოო მადლობა დიდი :დდ❤❤ ვეცდები მალე დავდო ახალი თავი და დიდხანს არ გალოდინოთ :**❤❤

ქეთევან მიხელიძე

თბილო და ტკბილოო გოგოვ უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤ როგორ მიხარია ვერც კი წარმოიდგენ :** უბედნიერესი ვარ რომ ასე მოგეწონა და იხალისე :დდ სულაც არ წერ უაზროდ პირიქით მიყვარს ამხელა კომენტარების კითხვა როცა მკითხველი თავის ემოციებს მიზიარებს *_*❤❤❤

№12 სტუმარი ქეთევან მიხელიძე

Margaritha Loki

უაიმე რა კარგი ხარ❤❤❤❤

№13  offline წევრი BlondeCandy

აქამდე არ დამიკომენტარებია, მაგრამ ახლა გეტყვი იმას, რაც ალბათ ადრეც უნდა დამეწერა.
გენეალურია!
უბრალოდ უმაგრესი ხარ, ისევე როგორც შენ ასევე შენი მოთხრობები.
ვგიჟდები!
ვაფანატებ!
შეყვარებული ვარ! heart_eyes
ელზა და დანიელი ხო, მაგრამ ამ ლუკას სიმპატიურობასაც რო ვერაფერს ვუხერხებ რა ვქნა? joy ემა ზედმეტად დაძაგრული მეჩვენება, არადა უმაგრესი გოგოა heart_eyes
და ელზას და დანიელს ხო საერთოდ არაფრის თქმა სჭირდებათ joy
გავიმეორებ, რაღაც საოცრებაა, ვგიჟდები შენზე heart_eyes

№14  offline ადმინი bibo

ვაიმე სიცილისგან ცუდად ვიყვი გადავყირავდი bowtie ჩემო იდეალურო მარგალიტავ დედოფალო მარგო სასწაულ;ი ხარ საოცრება იდეალური ხარ ვგიჟდები შენ იმ ოქროს ძაფზე რომელიც სუ არი გავლებული იუმორსა და სიხალისეს შორის ჯემო heart_eyes kissing_heart კაბის ჩამოხევა რო წარმოვიდგინე და ელზას თვალები ძლივს ამოვისუნთქე joy joy ვაიმე დანიელის ჩაკეტვა და სიმღერა პიკი იყო joy joy კვერცხის ნაჭუჭით შეწვა კიდე სასწალი აი ასე დებილივით ვჭიხვინებდი მთელი ისტორია გაგიჟEბული არიან ჩემები რამ გამოგადებილაო joy joy აუ ის სიზმარი ცხადი მეგონა და მეთქი ელზა რა ბოზანდარა ყოფილა რა უცებ ჩაუგორდა თქო მაგრამ მაინც ცოტები ვიფიქრე რო ესიზმრებოდა ბევრები არა ზევსის თავს ვფიცავ და ნიუტონის სულს joy joy აი ის სიმღერაც პიკი იყო კარუზო დილით შვილო მე თქვენი შვილი არ ვარ :D :დ მაგიჟევბ ქალბატონო ასე გინდა გადამრიო და გადამიყვანო ჭკუიდან heart_eyes საოცარი თავი იყო სიტკბი და სითბოთი დატვრთუი heart_eyes პოზიტიური და ემოცით სავსე heart_eyes ჩიტო მაბედნიერებ მაფერადებ მარწყვის ჯემო ჩემო ალუბლის ქალავ heart_eyes kissing_heart ბისკვიწო საოცრება ხარ ხო იცი ჯაშიკრიშნას ვფიცავ არასდროს ვსტყუი joy joy

№15  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

BlondeCandy
აქამდე არ დამიკომენტარებია, მაგრამ ახლა გეტყვი იმას, რაც ალბათ ადრეც უნდა დამეწერა.
გენეალურია!
უბრალოდ უმაგრესი ხარ, ისევე როგორც შენ ასევე შენი მოთხრობები.
ვგიჟდები!
ვაფანატებ!
შეყვარებული ვარ! heart_eyes
ელზა და დანიელი ხო, მაგრამ ამ ლუკას სიმპატიურობასაც რო ვერაფერს ვუხერხებ რა ვქნა? joy ემა ზედმეტად დაძაგრული მეჩვენება, არადა უმაგრესი გოგოა heart_eyes
და ელზას და დანიელს ხო საერთოდ არაფრის თქმა სჭირდებათ joy
გავიმეორებ, რაღაც საოცრებაა, ვგიჟდები შენზე heart_eyes

ვაიმე არც კი ვიცი რა გითხრა❤❤❤როგორ გამახარე ნეტა იცოდე*_* :დდდ გავიბადრე და გავანათე მზესავით :** უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოო ❤❤

bibo
ვაიმე სიცილისგან ცუდად ვიყვი გადავყირავდი bowtie ჩემო იდეალურო მარგალიტავ დედოფალო მარგო სასწაულ;ი ხარ საოცრება იდეალური ხარ ვგიჟდები შენ იმ ოქროს ძაფზე რომელიც სუ არი გავლებული იუმორსა და სიხალისეს შორის ჯემო heart_eyes kissing_heart კაბის ჩამოხევა რო წარმოვიდგინე და ელზას თვალები ძლივს ამოვისუნთქე joy joy ვაიმე დანიელის ჩაკეტვა და სიმღერა პიკი იყო joy joy კვერცხის ნაჭუჭით შეწვა კიდე სასწალი აი ასე დებილივით ვჭიხვინებდი მთელი ისტორია გაგიჟEბული არიან ჩემები რამ გამოგადებილაო joy joy აუ ის სიზმარი ცხადი მეგონა და მეთქი ელზა რა ბოზანდარა ყოფილა რა უცებ ჩაუგორდა თქო მაგრამ მაინც ცოტები ვიფიქრე რო ესიზმრებოდა ბევრები არა ზევსის თავს ვფიცავ და ნიუტონის სულს joy joy აი ის სიმღერაც პიკი იყო კარუზო დილით შვილო მე თქვენი შვილი არ ვარ :D :დ მაგიჟევბ ქალბატონო ასე გინდა გადამრიო და გადამიყვანო ჭკუიდან heart_eyes საოცარი თავი იყო სიტკბი და სითბოთი დატვრთუი heart_eyes პოზიტიური და ემოცით სავსე heart_eyes ჩიტო მაბედნიერებ მაფერადებ მარწყვის ჯემო ჩემო ალუბლის ქალავ heart_eyes kissing_heart ბისკვიწო საოცრება ხარ ხო იცი ჯაშიკრიშნას ვფიცავ არასდროს ვსტყუი joy joy

ვაიმე აღარ შემიძლია გადავყირავდი სიცილით :დდდდდდდდდდდდ როგორ ახერხებ სულ ჩემს გაოცებას და დამუნჯებას ❤❤ მადლობა დიდი სიყვარულოო ძალიან მიხარია რომ ასე მიგწონს :დდ❤❤ ვეცდები ეგ ოქროს ძაფი მყარად მეჭიროს რომ სულ ასე გახალისოდ ხოლმე :** :დდდ❤❤❤❤❤ზევსის ელვა გფარავდეს :დდ❤❤

№16  offline წევრი blue witch

რა უნდა ვთქვა, როგორც ყოველთვის საოცარი იყოო! ელზა ჩემი ქალია! Gადაწყდა!

№17  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

blue witch
რა უნდა ვთქვა, როგორც ყოველთვის საოცარი იყოო! ელზა ჩემი ქალია! Gადაწყდა!

მადლობა დიდი ქალაუ :დდ❤❤ დაისაკუთრრ უკვრ :დდდ❤❤❤❤

№18 ადმინი დედასამოტხე

აუუ პატარა თავი იყო და ნახე კიდე ხო არ გამოგრჩა რამე:დდდდდ ელზა რა დამპალია პროსტააა:დდდდ და სულელი:დდდდდდდდდდდ გაზი ინთება?:დდდდდდ კვერცხის ნაჭუჭი იჭმევა?:დდდაუუ ცუდად ვარრრრ:დდდდ caruzom დაგლიჯა:დდდდდდ ქაფიანმა წყალმა მილეწა ყველაფერი:დდდ აუ იმედია ემას გაუმართლებს და იმ ბიჭის პარტნიორი იქნება ვინც მოსწონს:დდდდ ჩემო სიყვარულო დიდი მადლიბა ამ თავისთვისს.❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№19  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ ხარ სუპერ სასწაული გოგო
--------------------
ლანა

№20  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mariiiiami
აუუ პატარა თავი იყო და ნახე კიდე ხო არ გამოგრჩა რამე:დდდდდ ელზა რა დამპალია პროსტააა:დდდდ და სულელი:დდდდდდდდდდდ გაზი ინთება?:დდდდდდ კვერცხის ნაჭუჭი იჭმევა?:დდდაუუ ცუდად ვარრრრ:დდდდ caruzom დაგლიჯა:დდდდდდ ქაფიანმა წყალმა მილეწა ყველაფერი:დდდ აუ იმედია ემას გაუმართლებს და იმ ბიჭის პარტნიორი იქნება ვინც მოსწონს:დდდდ ჩემო სიყვარულო დიდი მადლიბა ამ თავისთვისს.❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

პირიქით უღრმესი მდლობა ჩემო საყვარელოო :** ძალიან გამახარე მართლა❤❤❤არც ისე პატარაა 13 გვერდი იყო წინა თავები კიდე 12 გვერდი ასე რომ ამჯერად მართლა არაფერი გამომრჩენია :დდდ დაშინებული ვარ მას შემდეგ და ვამოწმებ :დდ ელზას სისულელეს თავისი გამართლება აქვს :დდ გოგო მომსახურებასაა შეჩვეული და თანამედროვე ცხოვრებასაც ვერ ეგუება აშკარად :დდდ❤❤❤

La-Na
შენ ხარ სუპერ სასწაული გოგო

მადლობა დიდი ჩემო გოგო :**❤❤❤❤❤

ღამე რომ არ იყოს და ხალხის რომ არ მრცხვენოდეს,უსირცხვილოდ ავხარხარდებოდი. სუპერ თავი იყო.

№22  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ისევ მეოცნებე
ღამე რომ არ იყოს და ხალხის რომ არ მრცხვენოდეს,უსირცხვილოდ ავხარხარდებოდი. სუპერ თავი იყო.

არ მოგერიდოს უცხოები ხომ არ ვართ :დდ მადლობა დიდი ❤❤❤❤

Margaritha Loki
ისევ მეოცნებე
ღამე რომ არ იყოს და ხალხის რომ არ მრცხვენოდეს,უსირცხვილოდ ავხარხარდებოდი. სუპერ თავი იყო.

არ მოგერიდოს უცხოები ხომ არ ვართ :დდ მადლობა დიდი ❤❤❤❤

ეგეც მართალია პრინციპში.არაფრის,ტკბილოო

№24  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეეეეეეეეე რამდენი ვიცინე
რომ წარმოვიდგინე დირექტორის სახე
არაა დანიელიი არიისს
ზეე საოცრება
მაგრამ ელზამ აჯობა!!
ნწნწ რამდენი ვიციინეე
ისე საწყალი ყოველდღე დირექტორის კაბინეტში ზის
ესწყვილი მაოცებს
წარმომიდგენია შემდეგ თავებში რას იზავენ
ემაა და ლუკას ვშიიფავვ!!

♥♥

№25  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

LuckyGirl
ვაიმეეეეეეეეე რამდენი ვიცინე
რომ წარმოვიდგინე დირექტორის სახე
არაა დანიელიი არიისს
ზეე საოცრება
მაგრამ ელზამ აჯობა!!
ნწნწ რამდენი ვიციინეე
ისე საწყალი ყოველდღე დირექტორის კაბინეტში ზის
ესწყვილი მაოცებს
წარმომიდგენია შემდეგ თავებში რას იზავენ
ემაა და ლუკას ვშიიფავვ!!

♥♥

ძალიან მიხარია რომ გახალისებს ისტორია და ასე მოგწონს :დდ❤❤❤❤ უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოო :** ❤❤❤

№26  offline წევრი Mtirala

ჩემი ტკბილი, თბილი, გემრიელი გოგო ხარ შენ ❤❤ რამდენი ვიცინე. ვხარხარებდი. კიდე კაი სახლში არ ვარ და ბებიაჩემი ვერ მხედავს თორემ აუცილებლად დამწამებდა ცილს რომ შეყვარებული მყავს და მე და ბებო აუცილებლად ვიჩხუბებდით ამაზე :დდდდდ ნუ არც პატარა ძმა აკლებს ჩემ კბენას, მაგრამ როგორმე ავიტან :დდდ სინდერგელა შოკია :დდ ემა და ლუკაა, ძაან მესაყვარლებიან, ბავშვები არიან მაგრამ მაინც მესაყვარლებიან ❤❤❤ ანბზუსტად ბავშვები რომ არიან მაგიტომ მესაყვარლებიან :დდ ფუი რა სიტყვაა ეს მესაყვარლებიან? :დდდდ დამაგლიჯა ნერვები :დდ დანიელი არის შოკიპიკიპანიკა :დდ ❤❤❤ძალიან მომწონს და როგორც ყოველთვის, ისევ ბიჭის მხარეს ვიკავებ და არ მსიამოვნებს როდესაც რამე ემართება :დდდდდ მაგრამ როცა ჩაიკეტა კი ვჭიხვინებდი კარგად :დდდდ საოცრება ხარ, ძალიან ბევრჯერ მითქვამს ეს :დდდდ და კიდევ გეტყვი მომავალშიც ❤❤❤❤ საოცრება ხარ, ყველაზე კარგი და თბილი მწერალი. იუმორით და ცოტა მისტიკით. მიყვარხარ ძალიან ძალიან, ჩემი ტკბილი, თბილი გოგო ხარ შენ❤❤❤❤
პ.ს. აუ კვერცხის შეწვაზე ვიღადავე :დდ მე ნაჭუჭით არა, მაგრამ მაინც საშინლად ვწვავ :დდდდ ერთხელ მარილის გარეშე შევწვი და ერთი საათი ვფიქრობი რა აკლდა მერე მივხვდი თუ რამხელა ბატი ვარ:დდდდ
პ.ს.ს. ჩემი ისტორიაც ჩავურთე ცოტა... :დდ სულ ცოტა, პაწა :დდ❤❤❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№27  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mtirala

ვაააააააჰ რამდენი ვიცინე შენს კომენტარზე ქალაუ joy joy მადლობები დიდები ძალიან ძალიან გამახარე რომ იცოდე joy heart_eyes შენი ისტორიები შოკი იყო,მგონი ჩემი ახლოსაც ვერ მივა joy joy heart_eyes kissing_heart

№28 სტუმარი Modern day

Shemdegi tavi rodis iqneba?????????????

№29  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Modern day
Shemdegi tavi rodis iqneba?????????????

სავარაუდოდ ხვალ kissing_heart

№30  offline მოდერი lile jones

დანიელი და ელზა♡♡♡წყვილი(მომავალი:დდ) საოცრება♡მარგალიტა♡სასწაული ხარ შენ♡ და მეტი ლუკა ყოველ თავში:დდ და კიდო ნიკანორი:დდ რა შუაში იყო:დდ მაინც ვახსენე რა:დდ♡
--------------------
M.G

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent