შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ?(6)


10-07-2017, 20:17
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 745

შენ?(6)

კლინიკიდან ცოტნემ წამოიყვანა ორივე თავიანთ სახლებში დაარიგა და გაკვირვებული დუმდა გზაში სიტყვა რომ არ დაუძრავს არცერთს. გადასვლამდე თებეამ მადლობაც მოიხადა თუმცა ჩათვალა რომ თავად ეკუთნოდა ეს მადლობაც და დემეტრეს არ ეტყოდა. მეგობარი სახლში მიიყვანა და თავადაც მასთან დარჩა .
ელენა დაბრუნდა თუ არა ერთხელ აკოცა დემეტრეს და პირდაპირ უბრძანა თებეასთან წამიყვანეო. რა გზა ჰქონდა სხვა არ შეეძლო უარის თქმა საყვარელის დაიკოსთვის . თუმცა სახლში არ შესულა მანქანა ორი წუთით გააჩერა ჭკვიანადო დაუბარა და მაშინვე მოშორდა იქაურობას. შემდეგ ყველაფერი მწყობრში ცადგა, ორივე დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრების რიტმს და საერთოდ დაივიწყეს მომხდარი, როგორც სჩვეოდათ ხოლმე ჩვეულებრივი მომენტი იყო არაფერი განსაკუთრებული.
დილიდან ადრე გაიღვიძა მაღვიძარაც კი არ გამორთო წამში წამოფრინდა, აჩეჩილი თმა გაისწორა სწრაფად მოწესრიგდა. წინა ღამით გამზადებული ჩანთა აიღო სარკის წინ დატრიალდა. ლურჯი ტანზე გამოყვანილი შარვალი ეცვა , შავი სქელძირიანი კედები, შავი ტყავის ქურთუკი .თმები ცხენის კუდივით ჰქონდა შეკრული და ლურჯი ზურგჩანთა მხარზე მოკიდებული.
-დეეეე ...დედიკოოო სად ხართ?- სწრაფად გავარდა ოთახიდან მაგიდასთან მჯდომ თორნიკეს აკოცა, შემდეგ სოფოს და ბოლოს თათული ჩაისვა და ლოყები დაუკოცნა-ჩემი ტკბილიი...ჩემი ფუმფულიკოოო გოგოოო როგორ უყვარხარ თებეას ...
-თებეეეე - ბავშვმაც წამში დაუძახა და გაიცინა
-მიყვარხარ თქვიიი თებეე მიკალქალ გულში
-ყველას შენ უყვარხარ ...ჩემო პრინცესა ,მაგრამ ხომ იცი მე ყველაზე მეტად - სანდრო გამოჩნდა და ლოყაზე აკოცა
-მამიკოოოო მეც ძალიან მიყვარხარ ერთადერთი ხარ ხომ იცი?
-გათხოვდები მალე და აღარ ვიქნები ერთადერთი ...იმდენი ბიჭი გახვევია მაინც ირგვლივ ვერც ვგებულობ რომელი გიყვარს
-არცერთი...მხოლოდ შენ
-აბა თუ მომაქცევთ ყურადღებას ჯიქიებო! ეს ჩანთა რას ნიშნავს ქალბატონო?
-სვანეთში მიდის დემეტრესთან ერთად...
-მოიცა მე რატომ არ ვიცი? სანდროს უთხარი და მე არა?
-რომ ჩამოხვედი გუშინ იმდენი რამე გააკეთე,იმდენი ელაპარაკე გაბრუვდა ბავშვი
-სანამ გაგაბრუებ სამუდამოდ გაჩუმდი სანდრო ჯიქია და მიტხარი სად უშვებ ბავშვს
-დემეტრესთან ერთად სვანეთში რომ მოამზადონ სახლი და ელენეს სიურპრიზი მოუწყონ!
-სვანეთში ასეთ ამინდში? იქნებ იქ წვიმს? კი დემეტრე ჭვიანი ბიჭია მაგრამ გზასი რომ იჩხუბონ გაბრაზებულზე სწრაფად წაიყვანოს მანქანა და სადმე გადაიჩეხონ მერე?
-დე ისევ ფეხმზიმედ ხარ? არ დამიამლოთ
-გაგიჟდი? საიდან მოიტანე
-ასე მაგ დროს წუწუნებ ხოლმე...დავიფიცე და აღარ ვეჩხუბები! ახლა მაინც ,დამიჯერე . გავიზარდე ბავში ხომ არარ ვარ
-ვაღიაროთ სოფრონე რომ ნამდვილად შეცვლილია რა შედარებაა ამ ბოლო დროს იშვიათად ეჩხუბება ... ხსირად დაურეკე და ეგ იქნება
-არა იქ არ დაიჭერს და ტყუილად ნუ ინერვიულებ.რომ ავალ დაგირეკავ ან მოგწერ როგორმე... მიყვარხართ უზომოდ!- ისევ ყველას აკოცა მამიკოს ფული გამოართვა ორმაგად აუწითლა ლოყები და სწრაფად გაიქცა. ჯერ სკოლაში უნდა გაევლო საკონტროლო ჰქონდა და დემეტრეს ნახვიც იმედიც.
გაკვეთილი რომ დაიწყო ნახევარი კლასი არ იყო , თავად კი პირველმა აიღო რვეული და სწრააფდ დაიწყო წერა. ტან კარისკენ იხედებოდა ,ელოდა როდის მიბრზანდებოდა ბატონი ,მაგრამ არადა არ ჩანდა. ბოლოს რომ შეიჭრა ფიქრებში და ატკივდა თითები წერისგან მაშინ გაისმა მისი ხმა. მასწავლებელი დაუტკბა წამსვე და რვეული თავად მიუტანა დაწვრილებით გააცნო საკითხები და გაეცალა. წერა რომ დაასრულა გახედა უკან მჯდომ ბიჭს და თვალებს ვერ დაუჯერა ისიც რომ ასრულებდა. კალამი ხუთ წუთში დადო და რვეული დახურა. შემდეგ მაგიდასთან მივიდა და ზემოდან დახედა
-მოდიხარ?
-მალე წავიდეთ...თორემ დაღამდება - უცებ წამოდგა თავის დაფასებას და ზედმეტ ლაპარაკს არ აპირებდა .თორემ მერე მაინც მოშხამავდა და თავს ვერ შეიკავებდა
-სავაჭრო ცენტრში გავიაროთ და წავიდეთ..-გვერდით მიჰყვებოდა და ცხოვრებაში პირველად მშვიდად ესაუბრებოდა. თებეა კი ლამის ენას იკვნეტდდა დუმილი რომ არ დაერღვია. მანქანაში რომ ცასხდნენ და დემეტრეს სახეზე ღიმილი შენიშნა მანდ უკვე მოთმენა აღარ შეეძლო
-რა გაცინებს...
-არაფერი
-უბრალოდ სიცილი როდის დაიწყე !
-დავიწყე ...
-ნერვებს მიშლი
-გეთანხმები და მაინც?
-ხომ ვციი რომ მე დამცინი
-მე რომ გეუბნები კომპლექსები გაქვს-თქო ყურს არ მიგდებ
-კომპლექსი რა შუაშია
-გგონია რომ თუ ვინმე იცინის შენ დაგცინის, თუ ვინმე ჭორს ავრცელებს შენზეა აუცილებლად... კიდევ გითხრა რამე?
-გაჩუმდე სჯობს
-შენ კი შეეშვა ჩემს ჩუმად ყურებას და ღიმილების დაჭერას ..უბრალოდ გაჩუმდი და დატკბი ჩემი ცქერით
-მერე მე მეუბნება შენი ტავის გარდა არავინ მოგწონსო!
-მე საკუთარ ტავზ ევერაფერს ვიტყვი და შენ რომ მოგწონვარ მთელი ცხოვრებაა ეგ ხომ სიედაც ნათელია
-იმდენად ავადმყოფს ვგავარ რომ შენნაირი მომწონდეს?
-იმდენად? ანუ ავადმყოფს რომ გავხარ მაგას აღიარებ-ისევ იღიმოდა ,ისე ტეხდა ტუჩს თებეა რომ გიჟდებოდა. როგორც კი გააჩერა მანქანა მაშინვე გადავიდა და შენობისკენ ლამის სირბილით წავიდა. შეკრული თმა ერხეოდა სიარულის დროს და ნამდვილ ველურ ამორძალს გავდა. დემეტრე მშვიდად მიჰყვებოდა უკან, ყველაფერი იყიდეს რას სჭირდებდათ ამ შემთხვევაში არ უკამათიათ . დემეტრეს მიჰქონდა კალათა ის კი ავსებდა და თავისუფალდ დააბიჯებდა . შენიშნა როგორ უყურებდა ერთი გოგონა და აშკაარდ იქეთ მიდიოდა სადაც დემეტრე. ესეც რა თქმა უნდა ხელიდან როგორ გაუშვებდა შანსს და თვალებით ეფლირტავებოდა, აჟუჟუნებდა შავ სფეროებს და ათამაშებდა ტუჩებს თავის ნებაზე.
სათამაშოების განყოფილებას რომ ჩაუარეს თებეა უცებ გავარდა დიდი ავტომატი აიღო და კალათისკენ გაიქცა აჟიტირებული
-დემეეე ნახე შენთვის რა ვიპოვე? ხომ გიყვარს ამით თამაში? მართალია მთხოვე მანქანა მიყიდეო...მაგრამ ხომ მოგიტანე გუშინ და გატეხე ახლა ეს ვიყიდოთ მგონი უფრო გამძლე ჩანს არა? - ისე გაუღიმა და გადაუსვა თავზე ხელი თითქოს პატარა ბავშვი იყო . გოგოს რომ გაეცინა და არსად წავიდა უკვე ნერვები აეშალა.
-არ შეწუხდე ,სჯობს შენთვის იყიდო ბარბის სახლი და შეძვრე შიგნით!
-კარგიი თუ არ გინდა ნუ გინდა- ისევ უკან გავარდა და თავის ადგილას დააბრუნა სათამაშო. დემეტრე მაშხალებს არჩევდა , თან გოგონას ესაუბრებოდა და უხსნიდა სწორად როგორ უნდა აეფეთქებინა ერთ-ერთი მათგანი. შორიდან უყურებდა და თან საჭირო ნივთებს არჩევდა. შემდეგ მარცხენა თითზე წამოცმული ბეჭდის წვალება რომდ აიწყო უცებ მოუვიდა საოცარი აზრი თვლიანი ბეჭედი მოიძრო დაატრიალა და ისე გაიკეთა მარჯვენა ხელზე ქორწინების ბეჭედს დაემსგავსა. შემდეგ გავარდა სირბილი მოუხდა რიგებს შორის ,მაგრამ იპოვა რასაც ეძებდა და ისევ უკან დაბრუნდა. სუნტქვა ძლივს დაირეგულირა და ზურგიდან აეკრო ბიჭს ხელები მუცელთან შეუცურა პრეზერვატივის შეკვრა პირდაპირ კალათში ჩადო ზემოდან დაადო სხვა შენაძენებს ,მხარზე ნიკაპით დაეყრდნო და თითქოს ჩურჩულით უთხთხრა
-ამ გოგოსთან გართობას თუ აპირებ შენი წინა შეყვარებულის ბედი რომ არ გაიზიაროს ეს გამოიყენე თორემ ხომ იცი იმ საწყალი გოგო რამდენი თვე მკურნალობდა ,საწყალს მშარდვაც აღარ შეეძლო იმ საშნელი ბაქტერიისგან ისეთ დღეში იყო
დემეტრე ჯერ ენაჩავარდნილი იდგა,ვერ გაიგო რატომ ეხვეოდა მერე სწრაფად რომ მიაყარა სიტყვები თან ისე რომ არც გაუხედავს გოგოსკენ და ნამდვილი“ჩურჩულის“ სახე მისცა საუბარს. მხოლოდ გოგოს ხედავდა სახეზე გამომეტყველება რომ ეცვალა გაბრაზებულმა შეკრა წარბები და უკან მოუხედავად გავარდა -ვაიმეეე სად მიდიხართ გოგონა? ჰეპატიტი კი არ აქვს...ქლამიდიაზია უბრალოდ თუ რაღაც ეგეთი .წავიდაა - წამში მოშორდა და უკან დაიხია - აქ ნუ მომკლავ... ხომ იცი ელენა ვერ იქნება ებდნიერი მე ტუ არ ვეყოლები ზეგ გვერდით ...როგორ იმხიარულებს დაბადების დღეზე აბა მითხარი ...მოიცა მიდიხარ? არაფერს დამიშავებ? თუ გზაში გადამაგდებ რომელიმე ხრამში- დემეტრემ ღრმად რომ ჩაისუნთქა კალათა სხვა მიმართულებით გააგორა და პროდუქტებისკენ დაიძრა უკან გაჰყვა მაშინვე. თან სიცილს ვერ იკავებდა, შემდეგ ხორცთან გაჩერდნენ მეორე პატარა კალათიც აიღო ბატონმა და მოხუც ქალს რომ მიუახლოვდა შემდეგ მიუბრუნდა ხილის არჩევით დაკავებულ თებეას
-თებეეაა რამდენჯერ გითხარი რომ იღებ პრეზერვატი*ს ცოტა სიეთ ადგილას ჩადე რომ არ გამოჩნდეს თქო ... ან ვინმე შენი ნათესავი რომ შემოვიდეს ერთად დაგვინახოს მერე რას ეტყვი მამაშენს რამ გამაგიჟა ეს 16 წლის გოგოო?
-რა ...შენ შენ რა მე
-ტუტუცი ...სულ მთლად წავიდა ახალგაზრდობა ხელიდან ფუუუიი საწყალი შენი დედა და მამა ნუთუ არ გრცხვენია - მოხუცმა უცებ მიალანძღა და სულ მთლად აჭარხლებული თებეა ისე დატოვა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. აი შემდეგ კი დემეტრეს ხარხარი ისმოდა მთელს მაღაზიაში . თან წინ მიდიოდა და ფხუკუნებდა. სალაროსთან იდგა რიგში თებეა რომ მივარდა
-საწყალი შენი მშობლები. ნწ ნწ ნწ არცხვენ საქართველოს
-ცხოველო !
-ერთით-ერთია დავხუროთ ანგარიში ! ამის ფულს შენ გადაიხდი ...გმადლობ საჩუქრისთვის გამომადგება - ხელსი აათამაშა კოლოფი და სანამ ეტყოდა რამეს მანამ მიაწოდა მოლარეს. -აი ესეც გაატარეთ თუ შეიძლება და სწრაფდ ცოტა რა... გვეჩქარება- ისე უცებ წაავლო წელზე ხელი და მიიზიდა თავისკენ პირი დააფჩინა და ბგერებიც კი ევრ ამოუშვა ყელიდან. აი ლოყაზე რომ გაუსვა ცხვირი და შემდეგ ყელზე გადასვლას აპირებდა ამოძრავება და თავის დახსნა შეძლო
-შენ....შენ
-ვიცი პატარავ ვიცი... რომ ვეღარ ითმენ რამდნეიმე წუთიც და დაასრულებს ეს გოგო .ცოტა რამე უნდა გვეყიდა და დროზე გავიდოდით როგორ იცი ხოლმე რომ შევალთ მაღაზიაში ყველაფერი მაშინ გახსენდება
-მანქანაში დაგელოდები!-კბილებში გამოსცრა და გიჟივით გაავრდა გარეთ.
რამდენიმე წუთში გამოვიდა დემეტრე. პარკები მანქანაში ჩააწყო და თავისი ადგილი დაიკავა. სიტყვაც არ დაუძრავს ,ღვედი შეიკრა და მანქანა დაძრა. ქალაქიდან გავიდნენ თუ არა თებეამ წამალი გადაყლაპა თვალისნიღაბი ამოიღო ჩანთიდან მოირგო და რამდნეიმე წუთში მშვიდად დაეძინა . სამ საათში გაეღვიძა და ფრთხილად გაახილა თვალები გზას გახედა და ფანჯარა ჩამოსწია
-სოფომ დაგირეკა ... ისე გეძინა ვერ გაიგე და მე ვუპასუხე.სანამ ფოტო არ გავუგზავნე მანამ არ დაიჯერა რომ კარგად იყავი
-ალბათ იფიქრა რომ სადმე გადამაგდე
-იფიქრა რომ საშნელება ჩაიდინე და შემდეგ გადაგაგდე !
-რამდენ ხანში ჩავალთ?
-ადრე მოგიწყენია...
-სადმე რომ ვჭამოთ არ შეიძლება? ოღონდ რომ არ მოვიწამლო ისეთ ადგილას
-ერთი რესტორანი ვიცი და გავაჩერებ იქ ,არც მე მინდა დამატებითი პრობლემა !
-კიდე სვამ წამლებს?
-ხელი არ ახლო შენთვის ვამბობ იქ რამე რომ დამემართოს ან უნდა მოვკვდე ან შენ უნდა მიშველო ,შესაბამისად ყველა ვარიანტში შენზე იქნება ჩემი სიკვდილი
-არ ვაპირებდი!
-შეიძლება დააპირო და წინასწარ გაფრთხილებ სხვა რამე მოიფიქრე აბაროტის ასაღებად
-დავიწყებას ავპირებდი შენ კიდე თავად გამახსენე!
-ხო როგორ არა ...
-ხვდები მაინც როგორ შემარცხვინე?
-16 წლის გოგოს სექსუალური ცხოვრება უფრო სამარცხვინოა თუ ქლამიდიაზიანი ბიჭი რომელიც ასე დადის და აავადებს გოგოებს !- ისე უცებ დაუღრიალა მაშინდელი გაჩუმებაც იმ წამს ამოიღო.
-დიდი ამბავი ერთი გოგო მოგაშორე ...არც ეგეთი ლამაზი იყო
-საქმე გოგოში არაა და ნუ იცი ყველაფრის ზედაპირულად განსჯა ,ის გოგო ცოლად კი არ მომყავდა
-არც მე ვაპირებდი იმ ქალის რძლობას ,მაგრამ იმდენმა ვინმემ გაიგო შენი სიტყვები
-გაჩუმდი!მეორე ტაბლეტი არ გაქ რო გადაყლაპო და დაიძინო?
-მაქ მაგრამ არ მინდა ...
-მალე სახლებიც აღარ იქნება ირგვლივ და რამეს თუ გეგმავ პირდაპირ მითხარი უღრან ტყეში ჩამოვარდნას გადაურჩები!
-რა კეთილი ხარ-მობილური აიღო და ფოტოების გადაღება დაიწყო . ერთი საათი მობილურმა უშველა ,შემდეგ გაითიშა და ჩანთაში ჩააგდო
-ჩემი მობილურიც რომ გაითიშოს როგორ ურეკავ ელენას ძაან მაინტერესებს
-წამოღებული მაქ დამტენი
-სად მივდივართ შენი აზრით
-მოიცა იქ რა შუქი არ იქნება? ამიტო იყიდე ამდენი სანთელი?
-აბა რომანტიკულ ვახშამს ვუწყობდი საკუთარ დას?
-კიდევ კაგრი ყველა მის ნაცნობი რომ არ დავპატიჟე ... საჭმელი როგორ უნდა მოვამზადო
-რა მომზადება გინდა მზას ვიყიდი ყველაფერს მესტიაში ჩავალ
-რატომ არ მითხარი სახლი რაიონში თუ არ გქონდა...
-არ გიკითხავს...
-კითხვა სჭირდბეოდა მაგას? შესანიშნავია უშუქოდ ყოფნა თან თუ გაწვიმდა საერთოდ ექსტრიმი იქნება
-თუ ღმერთი გწამს მაშინდელივით არ შემომივარდე გაწეწილი თავით მეხის ხმის გაგებისას
-ღმერთმა დამიფაროს ...ხომ გავგიჟდი უშუქო სახლში ყოფნის დროს რომ დაიწყოს წვიმა თან სვანეთში ...არ მინდა დავბრუნდები მე და მერე ამოვალ ელესთან ერთად
-ახლა დაბრუნდება და ყაზბეგში რომ ჩამეხუტა კინაღამ დამახრჩო !
-ვერ ვაზროვნებდი თორემ შენ როგორ ჩაგეხუტებოდი ...
-გველი რომ დაინახე და შენიანი იცანი სიხარულისგან არ შემომახტი ? გამწყვიტე წელში იმის მერე ხერხემალი მაწუხებს
-ფუუუ ნუ ახსენებ ახლა გამახსენდა როგორი გრძელი იყო ვაიმეეე - მთლაინად დაიგრიხა ისე გააჟრჟოლა
-ისე შემაფრინდი და ბებიაშენს ეგონა მკოცნიდი ...ისე იჯექი ჩემს მუცელზე შეიძლება მეტიც ეფიქრა ...საწყალ ქალს კინაღამ გული გაუსკდა შუა ყანაში ამას რას ვხედავო სამი შილი გავაჩინე და ასეთი არაფერი გამიგიაო რო კიოდა გახსოვს?- უცებ ახარხარდა რომ გაახსენდა სიტუაცია თებეამ კი ჩანთა მიარტყა მხარზე და წამში აწითლდა
-იდიოტო , დეგრადიულო შენი კოცნა მაკლია ზუსტად ფუუუ იმ გველს რა ვუთხარი თორე რა მინდოდა შენთან ...დაეხეტებოდა შიშველი შუა ყანაში ვითომ ბევრი საქმე გააკეთა და დაცხა
-შიშველი კაცი რომ არ გინახავს ვიცი ისედაც
-ახლა მთელი გზა საშინელი მოგონებები უნდა გამიღვიძო?
-საშინელებად თვლი ნამდვილად შიშველი რომ არ ვიყავი ხო?
-ფუ რა აუტანელი ხარ !- ცხვირი ასწია და თავი გვერდით შეაბრუნა . მაგრამ არ შეეძლო გზის ასე ყურება და ისევ წინ გაიხედა . დემეტრე კი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
როსტორანში წაიხემსეს, დემეტრემ წამლებიც დალია და ისევ განაგრძეს გზა. საღამოს უკვე სვანეთში იყვნენ ,მაგრამ ორი საათი სოფლამდე მისვლას დასჭირდა მერე მიხვდა რატომ იყო დემეტრე მამამისის ჯიპით ისეთი გზა იყო ტვინის შერყევამდე ცოტა აკლდა. როგორც იქნა გაჩერდნენ , ჯერ რომ გადავიდა ღმერთს ამდლობას უხდიდა მიწაზე ისევ დადგომისთვის მერე გარემოს აღქმა დაიწყო და რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა
-წამოხვალ თუ ქანდაკებად იქეცი მეშველა და ისე შეგდო სახლში
-ულამაზესია...
-ვიცი
-„ვიცი“ იდიოტი - ჩაიბურტყუნა ისევ და კოშკს მიაშტერდა -იქ რომ ავიდე მართლა ჩაიმტვრევა კიბე?
-მადროვე და მერე აგიყვან !
-არ გადმომაგდებ?
-თებეა !
-გასაღები მომე- ხელიდან გამოსტაცა გასაღები და სახლისკენ გაიქცა ასე ხელცარიელი. ხის კარი გააღო და სწრაფად შევიდა. სახლში შესვლისას ხის სურნელი იგრძნო მტვერთან შერეული და უკვე ცემინება დაეწყო . -მტვერიაააა მტვერიიი ვაიმეე- უცებ მოტრიალდა და ცხვირით შეასკდა დემეტრეს მერე მისი სურნელი რომ იგრძნო ცემინებაც შეწყვიტა და საერთოდ ყელში ცაეფლო
=რას აკეთებ გოგო
-მტვერია იქ ... ალერგია მაქვს მტვერზე -ამოიბუტბიტა და ლამის კრუტუნი დაიწყო ისე ესიამოვნა ასე ყოფნა
-მეც მაქ ალერგია და თუ არ მომშორდები ცემინებაც დამეწყება,ხველად და ტანზეც დამაყრის
-დამპალო ! უზრდელო ხეპრე-რომ მიხვდა რა იგულისხმა წამში მოშორდა და ისევ ცემინება დაეყწო
-გარეთ გადი ... მიხვდი
-ჩემზე აქ ბიჭს ალერგია თურმე - დაიჯუჯღუნა და სახლდან გავარდა. ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და რომ მიხვდა ცხვირის წვერზე ისევ დემეტრეს სურნელი ჰქონდა შერჩენილი სახე დამანჭა -ბანაობს სუნამოში
-შენ ასე აპირებ ყოფნას? მე უნდა გავაკეტო ყველაფერი და შენ უთხრა ელეს როგორ დაიღალე წვეულების სამზადისში?
-გადაზიდვა ჩემი საქმე არაა... მტვერი მოაშორე სახლს და შემოვალ მერე .
ალჰა ეს მინდორზე დაჯექი და დამელოდე - პლედი მიაწოდა და განაგრძო დაწყებული საქმე. განგებ აჭიანურებდა თუ უბრალოდ დიდხანს მოუნდა სახლის მტვრისგან გაწმენდას ვერ გეტყვით,მაგრამ თებეას სულ არ აწუხებდა გასული დრო. მინდორზე პლედი ჰქონდა გაშლილი ზედ იწვა ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და ულამაზეს ხედს უყურებდა.
-თებეააა ...კუდიანო გესმის თუ დაყრუვდი
-რა ხდება...
-არ შემოხვალ?
-გადაწმინე მტვერი?
პასუხი არც გაუცია ისევ სახლში შებრუნდა თებეა წამოდგა აიღო პლედი და ისევ დაბრუნდა მსიაღებშ. ამჯერად მხოლოდ ხის სურნელი იგრძნო და გაეღიმა. ორსართულიან სახლს შიგნიდან ჰქონდა ასასვლელი კიბე რომელიც კარის პირდაპირ იყო .მეორე საფეხურზე იჯდა დემეტრე
-მესტიაში რესტორანში გადვაუხადოთ სჯობს... მაინც არ ვიქნებით ბევრი აქ ყველაფერი იმაზე ცუდად გამოიყურება ვიდრე ველოდი
-ელენას მოეწონება ... მივალაგებთ მერე მოვრთავთ და ეგაა. აქ ბუნებრივი აირია არაა ხო? რა უნდა ვჭამოთ?
-ღუმელი ინთება ნუ ღელავ
-შეშის? -ისე შეიცხადა კი უნდოდა ეთქვა დემეტრეს სამზარეულოს ღუმელი ირთვება ბალონზეაო ,მაგრამ ამ სიამოვნებას ვერ დაკარგავდა- მოიცა იმაზე უნდა გავაკეთო საჭმელი?
-თუ არ გააკეთებ ჯანდაბას ტკბილეული მაქვს და იმას შევჭამ ... დავიწყოთ ახლა დალაგება და ხვალ მოვრთოთ ....
-მეორე სართულიდან დავიწყოთ საძინებლები ხო ზემოთაა
-როგორც გინდა
ხელთათმანები რომ მოირგო რეაქცია არ ჰქონია მაგრამ თმა რომ შეიკრა და პირბადე გაიკეთა დემეტრემ ხარხარი დაიწყო. ყურადღება არ მიუქცევია თებეას იმდენი საქმე ჰქონდა ინანა კიდეც რესტორანში რომ არ გადაუხადა დაბადებისდღე მეგობარს,მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა რომ სახლში უფრო მყდრო და ემოციური იქნებოდა ,დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე გამოვიდოდა. სკამზე იდგა და ფანჯრებს წმენდდა დემეტრე რომ მიეპარა და თეძოზე უჩქმიტა წამში შეხტა ,წინ გადაქანდა და სახით აეკრო სველ ფანჯარას საჯდრომი უკან ჰქონდა გაბზეკილი ხელები ჰაერში გაშლილი და თვალები დაჭყეტილი. შემდეგ დაიწყო ომი , ჯერ იატაკზე ჟელე დაუსხა და ისე მოსრიალდა დემეტრე ლამის გადაეშვა ღია ფანჯრიდან, გადაკიდებული იყო ნახევარი ტანით ის კი კისკისებდა სანამ არ ამოძვრა უკან და თავისკენ არ მიიზიდა მერე მთელს ოთახში ისე დასრიალებდა თიტქოს ხის იატაკი კი არა ყინულის მოედანი იყო . ბოლოს თავადაც ეცინებოდა და მთელს სახლში მათი ხმა ისმოდა.
უკვე გვიანი იყო ყველაფერი რომ დაასრულეს. თებეა დივანზე დაეშვა ,მუცელზე იწვა ერთი ხელი იატაკზე ედო , გაჩეჩილი თმა ბალიშზე გადაეშალა მუხლები მოკეცილი ჰქონდა და ზმუოდა
-ისეთ პოზაში ხარ კიდევ კარგი ჩვენ გარდა არავინაა თორემ აქედან ქალიშვილი ვერ გახვიდოდი - სავარძლიდან იგესლებოდა მახალდიანი
-ისე გიჭირს ვაჟიშვილობა შე გაჭირვებულო რო სულ ეგ გელანდება ხო ? -არც გატოკებულა ისე თქვა მახალდიანის ხარხარს ისევ არ მიაქცია ყურადღება.
დაღლილობამ რომ გადაუარა და ახურებული სხეული ნორმალურ ტემპერატურას დაუბრუნდა მიხვდა რომ საშინლად ციოდა და თან კუჭი ისეტ ხმებს გამოსცემდა საჭმელს ითხოვდა
-ფეჩი დაანთე ან ბუხარი ან რა ვიცი რამე გააკეთე რომ წამოწექი მაგ სავარძელში
-მაცადე ხუთი წუთი
-იცი საერთოდ დანთება?
-მოვახერხებ რამეს...
მოხერხების რა გითხრათ შეშის პოვნა და დაჩეხვა ნამდვილად გამოუვიდა ნუ თებეამ სადღაც უპოვა მუსიკა ჭირვეულის მორჯულებიდან და თან ღიღინებდა თან ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული. მერე სახლში რომ შემოიტანა ღუმელის დანთებას ორმოცი წუთი ცდილობდა ,მერე ნანობდა თებეას გამწარების გამო საკუთარ ტავსაც რომ იტანჯავდა და ლამის უთხრა წადი სამზარეულოში ღუმელი ჩართე მე ბუხარს დავანთებო ,მაგრამ მისდა გასაოცრად მოახერხა მეოცე მცდელობაზე .ისე ააგიზგიზა ღუმელი მთელი ოთახი გათბა,ისეთი სასიამოვნო სითბო იყო თან სურნელიც უფრო მკვეთრად იგრძნობოდა ტაფა გაახურა თებეამ და მზა საჭმელების შეწვა დაიწყო. ეჭვისთვალით კი უყურებდა საჭმელს ,მაგრამ გემრიელი აღმოჩნდა და დამშეულებმა ყველაფერს მუსრი გაავლეს. შემდეგ შოკოლადებზე გადავიდნენ და მუცელი ნამდვილად გაივსეს. დივანზე იყო მიწოლილი უცებ რომ წამოიყვირა
-თეთრეული არ მაქვს ...რაზე დავწვე?
-მე მაქვს წამოღებული
-ორი წყვილი?
-არა ერთი მხოლოდ ...
-იდიოტო მერე მე რა ვქნა ან ისინი რომ ცამოვლენ?
-მივწერე ცოტნეს იყიდის და წამოიღებს ნუ ღელავ
-ძალიან კარგი ამაღამ იმ შალის ადიელაზე დაიძინებ- უცებ წმაოდგა და სწრაფად გავარდა . დემეტრე წამსვე მიხვდა ოთახს რომ ახევდნენ და ისე გაიქცა პირდაპირ შეძვრა ნახევრად მიხურულ კარში
-არც კი იფიქრო !
-ხომ იცი რომ კანი მიღიზიანდება და ხვალ დაწინწკლული ,დაწითლებული დავხვდდე ელენას?
-ხომ გაყრის სულ წითელი ხარ მერე ...ხო იცი როგორ მიყვარს შენი ალერგიები !
-შენთან დავწვები !
-უჰ ეგ რომ მითხარი ხომ გამაბედნიერე რას ამბობ... გადი ახლა მეძინება - ზედა გადაიძრო და კარი ფართოდ გახსნა
-დემეეეეტრეეე შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ ეს მე ვარ გიჟი,თავქარიანი და კუდიანი შენ ხომ არ გამაბრაზებ განგებ და არ გამომიწვევ რადგან იცი რომ ღამით მაინც ვერ მოისვენებ თუ მე გამწირავ იმ მტვრიან გადასაფარებელზე წოლისთვის- მისკენ მიიწია თითები მხრებზე დაუსვა თან თვალებს უჟუჟუნებდა და იმდენად მომხიბვლელად უღიმოდა ნამდვილად მაცდური იყო. დემეტრე უყურებდა და იღიმოდა
-მაინც რას გააკეთებ კარს რომ ჩავკეტავ მეორე სართულზე ფანჯარაში ამოძვრები თუ კედელში გაძვრები
-ყველაზე კარგად რა გამომდის ცხოვრებაში მახალდიანო?
-ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა
-ნწ...შენი ღამის კოშმარად ქცევა . აბა გაიხსენე ერთი ღამე მაინც როცა ძილის წინ გამაბრაზე და მერე მშიდად გეძინა
-აქ ვერც ტარაკნებს იპოვი, ვერც ვირთხას... ვერც წყალს გადამასხამ და თეთრ ზეწარში გახვეული მხოლოდ 8 წლამდე მაშინებდი ...შხამიანნი ობობებიც არ არიან აქ ...მორიელის პოვნაც გაგიჭირდება გველი ხომ საერთოდ
-გველს ნუ მხისენებ...
-ჩემი გამწარება რომ გინდოდა მაშინ კარგად შემომისვი საბანში !- უცებ აენთო თვალები რომ გაახსენდა ბავშვობაში გადატანილი ყველა წამება . მაისნ ვერ გარბოდა ვერსად რადგან მშობლები აიძლებდნენ ერთად დასვენებას, იმასაც თუ დასვენება ერქვა ან შორს უნდა ყოფილიყო საერთოდ ან თავდაცვის იარაღი შეემუშავებინა. თებეას შეეძლო მის გასამწარებლად ყველა იმ საშინელების გამოყენება რისიც თავად ეშინოდა და სხვა დროს ამ ცხოველების დანახვისას კივილით იკლებდა ყველაფერს.
-ოთახში იყო ისედაც მე უბრალოდ სწორი გზა ვაჩვენე
-და მიკბინა
-კიდევ კაგრი ბარძაყზე გიკბინა და სხვაგან არა ...თორემ ისედაც გეშინოდა ექიმი რომ გუმუშავებდა ჭრილობას და შენი პაწაწო ღირსება რომ ენახა ექიმს ხომ მოკვდბეოდი იქვე
-10 წლის ვიყავი გოოგო !
-ათის რომ იყავი იმიტო გეუბნები მეც... რადგან გაიხსენე თითქმის ყველაფერი გავალ პიჟამას ჩავიცმევ და მოვალ
-მიბრძანდი
-კარი არ ჩაკეტო დემეტრე არ გაბედო იცოდე !- ნაბიჯი რომ გადადგა უცებ გაჩერდა
-არ ვკეტავ ...მიდი სწრაფად !
მართლა ჩქარა გაიქცა უცებ გამოიცვალა თავისი იისფერი პიჟამა მოირგო და უკან გავარდა.კარი დახურული რომ დახვდა სახელური დაწია ,მაგრამ უკვე მიხვდა რომ ჩაკეტილი ჰქონდა და დიდი ალბათობით ყურსასმენები ეკეთა და ისე ეძინა.
-დამპალი...არაადამიანი, ველური ...უგულო იცის რა დამემართება და მაინც გამიმეტა . საზიზღარი როგორ ვერ გიტან - ფეხებს აბაკუნებდა და ცოტა აკლდა ტირილამდე. იატაკზე დაჯდა მუხლები მოხარა ხელები მოხვია და თავი ჩამალა. თმები როგორც ყოველთვის ისე ცამოეყარა რომ სახეც არ უჩანდა. ჩუმად სლუკუნებდა და თან ლანძღავდა დემეტრეს.
-გაუკეთე ახლა ასეთს სიკეთე ეხმარები გლანძღავს...არ ეხმარები გლანძღავს და რატომ ვიწუხებ ნეტავ თავს- დემეტრეს ხმა რომ გაიგო უცებ წამოყო თავი მერ ედახურულ კარს შეხედა ისევ
-შენ? სად იქ არ ...კი მაგრამ
-სააბაზანოში ვიყავი
-მერე კარი რატო ჩაკეტე იდიოტო
-შენ რომ არ ჩაგეკეტა იმიტომ!-გასაღები ამოიღო ჯიბიდან კარი გახსნა და ფართოდ გააღო- ადგები თუ ვეღარ იხედები
-მომეცი ხელი თორემ ვერ ვდგები -სრუტუნით თქვა და ქათქათა ხელი გაუწოდა . დემეტრემ ზემოდან დახედა უცებ დაიხარა მაჯაში ხელი წაავლო და ისე უცებ წამოაგდო თითქოს ტომარა იყო-მეტკინააა
-მე მაპატიე ნაზი რომ არ ვარ- არც შეუხედავს ისე შევიდა ოთახში გასაღები ისევ ჯიბეში ჩაიდო და საწოლისკენ გაემართა კედლისკენ დაწვა და გადაბრუნდა- დროზე დაიძინე იცოდე წრიალი რომ იცი ისე არ დაიწყო თორემ იატაკზე დაგაწვენ!
დაწვა, საბნის ბოლო თავისკენ გადაქაჩა და დატოვა შიშელი დემეტრე. მერე იმან გადაქაჩა და რამდნეიმე წუთია სე გრძელდებოდა სანამ არ დაუღრიალა მახალდიანმა მოიწიე აქეთ მიხვდი რომ არ გვყოფნის ეს საბანიო და თვალების ფახუნით მიჩოჩდა ბიჭისკენ. მან ისევ ზურგი აქცია და ამჯერად „საბანგაყოფილებმა“ დაიძინეს.
როგორ შეიძლებოდა გაღვიძებოდათ ბევრი ვარიანტი იყო უბრალოდ ისე გაერვიძატ როგორც დაიძინეს, ან ერთმანეთისკენ შებრუნებულივნენ, ან ზემოდან დაწოლოდა დემეტრეს, ან გვერდიდან მიხუტებოდა, ან პირიქით დემეტრე მოხვეოდა ნებისმიერ უხერხულა დგილას მოეხვია ხელი ,მაგრამ არა ამატ ხო სასწაულები უნდა გააკეთონ. საწოლისთვის რომ შეგეხედათ დემეტრე ჩანდა მხოლოდ მკერდამდე საბანი მუცელს უფარავდა ხელები გაშლილი ჰქონდა თავი გვერდით გადაწეული და მშვიდად ეძინა. გაინტერესებთ ხო თებეა სად იყო ,გგონიათ საწოლიდან აგდავარდა? ან საბანში ცაძვრა მისი სილუეტი საბნის ქვეშ რომ ცანს? არააა ქალბატონი ნახევარი ტანით იყო მოხრილი აი დაახლოებით ისე როგორც ბუმერანგი და თავი პირდაპირ დემეტრეს მუცელზე ედო აი დაახლოებით ბრმანაწლავი სადაცაა იქ. ეტყობა აინტერესებდა ნაკერი თუ ეტყობოდაა აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ და იმიტომ იწვა ასე. საბნის მეორე მხარე აწეული იყო და სახე იქედან უჩანდა . ერთი ხელი დემეტრეს წელთან ედო მეორე მის მენჯზე და ეძინა ძალიან მშვიდად.
პირველმა რა თქმა უნდა მახალდიანმა გაიღვიძა ,ნუ შეფხიზლდა მერე გვერდით რომ მიიხედა და არავინ იყო და საერთოდაც სიმძიმე რომ იგრზნო და საბანი მოიშორა ტვინი დილაობით ზედმეტად ჩაკეტილი ჰქონდა ამ ყველაფრის გასააზრებლად და ჯიქიას სახელი ნამდვილად ხმამაღლა დაიყვირა, ისე რომ ქალბატონიც შეფხიზლდა თავი გადაატრიალა და უფრო ქვემოთ აღმოჩნდა იმ წამს თვალებიც გააახილა და მერე უნდა გენახათ კივილი და საწოლში ტრიალა .
-ვაიმეეეეეეეე..... მიშველეეთ ვაიმეეეეეე დედააა დედიკოოოო დედააააააა ჯანდაბამ დაგაძინააა ებეა ჯიქია... ასეთი უიღბლო როგორ უნდა იყოოოო რატომ არ მიეჭედე საწოლლს მოძრაობა რომ ვერ დაგეწყო იდიოტოოოოოო როგორ მიყურეეეებ ფუუუუუ გული მერევაააა ცუდად ვარ ვაიმეეეეეეე არ არსებობს -.ისე უცებ წამოხტა ლამის წელშ გადატყდა ,ისე გადაქანდა უკან საწოლიდან გადავარდნამდე ცოტა აკლდა მერე ფეხზე წამოიჭრა სურდა მაგრამ საბანი ისე იყო ვერ დაიხსნა თავი ბოლოს ხოხვით გადავიდა კედლისკენ სახეზე იტკაპუნებდა ხელს და თავს ისე აქნევდა ეს აწეწილი თმა უარესად აეჩეჩა მერე ისე აეკრო გამოქანდაკებულს ჰგავდა.
დემეტრე გაფართოებული თვალებით უყურებდა ასე მიწებებული საწოლს და ფხიზლდებოდა. მერე ბალიში აიღო გადაბრუნდა თავზე დაიფარა და იქედან დაიღმუვლა
-გაქრიიიიი აქედან სანამ არ გაგატყავეეეე დროზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
გაქრობასაც ხომ გააჩნია არა? ისე გაქრა რომ მთელი დღე ჩუმად აკეთებდა ყველაფერს. სახლი გაალამაზა, ათასფრად მორთო ,ყველა დეკორაცია გამოიყენა რაც კი შეიძინეს. დემეტრეს ზედაც არ უყურებდა რამდენი შეხედავდა იმდენჯერ ირონიული ღიმილი გადაურბენდა ბიჭს სახეზე და რომ არ მოეკლა იქვე სხვა რა გზა ჰქონდა. ბოლოს გამოიცვალა და დაელოდა. ელენას და ბიჭების ჩამოსვლას. ელენას შესატყუებლად ისეთი გეგმა ჰქონდა ან მოკლავდა საწყალი გოგო ანდაც სიხარულისგან მეცხრე ცაზე ავიდოდა. მაინც ისეთი ვინმე გაგზავნა მის მოსატყუებლად უკვე სერიოზული საშიშროება იყო რომ არცერთი მისულიყო დანიშნულების ადგილას.


იმედი მაქვს იხალისებთ და ჩემი დადებითი განწყობა გადმოგედებათскачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest თაკო

ვაიმეეე ახლა ეს მელანდება თუუ ახალი თავიაა :დდ წავედი წავიკითხო :დდ ანუ ჩააბარეე გამოცდები გილოცავ <3 <3

 



№2  offline მოდერი sameone crazy girl

Guest თაკო
ვაიმეეე ახლა ეს მელანდება თუუ ახალი თავიაა :დდ წავედი წავიკითხო :დდ ანუ ჩააბარეე გამოცდები გილოცავ <3 <3

მადლობაა ერთი ჩავაბარე დღეს ნუ მეორეს ქულაც გავიგე და კარგ ხასიათზე ვარ ნამდვილად smile smile

 



№3  offline ადმინი დედასამოტხე

რახან ახალი თავია ესეიგი ჩააბარე გამოცდა და გილიცავ:დდდ მერე იმას გილოცავ ასეთი მაგარი თავი რომ გამოგივიდა.ბოლო მომენტიი ვაფშე:დდდ ისედაც არ ვიყავი ხასიათზე და ძალიან დიდი მადლიბაა ამ თავისთვის შენ.მართლა მართლა მაბედნუერებ❤❤❤❤❤

 



№4  offline მოდერი sameone crazy girl

Mariiiiami
რახან ახალი თავია ესეიგი ჩააბარე გამოცდა და გილიცავ:დდდ მერე იმას გილოცავ ასეთი მაგარი თავი რომ გამოგივიდა.ბოლო მომენტიი ვაფშე:დდდ ისედაც არ ვიყავი ხასიათზე და ძალიან დიდი მადლიბაა ამ თავისთვის შენ.მართლა მართლა მაბედნუერებ❤❤❤❤❤

მიხარია თუ მავახერხე შენი განწყობის ამაღლება smile smile პოზიტივი თუ გაგიზიარეთ ბედნიერი ვარ ორმაგად smile smile ჩავაბარე კი და ახლა ხვალინდელისთვის ვემზადები იმედია ხვალაც ასეტ განწყობაზე ვიქნები

 



№5  offline წევრი nestanuka13

ეს ისტორია უფრო მომწონს ვიდრე მეორე :)

 



№6  offline წევრი Indigo

იმდენჯერ გითხარ ეს სიტყვები გაიცვითა და გაფერმკრთალდა, მაგრამ მაინ უნდა გითხრა, ვგიჟდები მე შენზე!
აი, აი...
ვგიჟდები თებეას გიჟობებზე, ქრბორბალასავით რო დატრიალდება, აურევს ყველაფერს, დემეტრეს ნერვებს მოუშლის, მერე ის უარესს უზვს და დამარცხებული ჩაცხრება.

აი ვაბოდებ დემეტრეზე, ძალიან მშვიდად რო პასუხობს თებეას და მაინც ნერვებს აგლიჯავს.
აი, აი, აი, უბრალოდ ვაბოდებ ამ ორზე და რა გავაკეთო?

ელენასთან უეჩველი ტყუპი გაგზავნეს ხო? და ისიც რამე საშინეებას ეტყვის, თებეაა ცუდაო ან რამე მსგავსს ხო? აუ საწყალი გოგო, როგორ აანერვიულებენ.
იცი როგორი წარმომიდგენია ელენა? აი, ფერიასავით, მგონია რო კი არ დადის დაფარფატებს, მასზე გაბრაზება რ შეუძლებელია ისეთი საყვარელია, ერთს რო შეხედავ და რო დამშვიდდები რაც არუნდა აფორიაქებული იყო, შეხედავ და სითბო რო ჩაგეღვრება სულში, ვაიმე, ეხა შევძვრები და ჩავკბიჩავ.
შემიყვარდა მემგონი.
მორჩა, ელენა არი ჩემი ფავორიტი პერსონაჟი ამ მოთხრობაში!

პ.ს. შენ ხო არ იცი, როგორ გამახარე ახალი თავი რო დადე. რო შევხედე წესიერად სიხარულიც რ ვაცადე ჩემ თავს, ისე სწრაფად შემოვვარდი რო მალე წამეკითხა. ხოიცი მულტფილმებში როა, რაღაც გემრიელს რო ხედავენ და თვალები ენთებათ, ნერწყვესგან იხრჩობიან, აი ეგრე დამემართა ზუსტად.

პ.ს.ს. ვიცი ხო, ღორმუცელა ვარ, მარა მეორე რო მომენატრა...
კაი ხო ჩემით...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№7  offline მოდერი sameone crazy girl

nestanuka13
ეს ისტორია უფრო მომწონს ვიდრე მეორე :)

ანუ მხირული და პოზიტიური გიჟობა ისტორიები გიყვარს smile smile მადლობააა

Indigo
იმდენჯერ გითხარ ეს სიტყვები გაიცვითა და გაფერმკრთალდა, მაგრამ მაინ უნდა გითხრა, ვგიჟდები მე შენზე!
აი, აი...
ვგიჟდები თებეას გიჟობებზე, ქრბორბალასავით რო დატრიალდება, აურევს ყველაფერს, დემეტრეს ნერვებს მოუშლის, მერე ის უარესს უზვს და დამარცხებული ჩაცხრება.

აი ვაბოდებ დემეტრეზე, ძალიან მშვიდად რო პასუხობს თებეას და მაინც ნერვებს აგლიჯავს.
აი, აი, აი, უბრალოდ ვაბოდებ ამ ორზე და რა გავაკეთო?

ელენასთან უეჩველი ტყუპი გაგზავნეს ხო? და ისიც რამე საშინეებას ეტყვის, თებეაა ცუდაო ან რამე მსგავსს ხო? აუ საწყალი გოგო, როგორ აანერვიულებენ.
იცი როგორი წარმომიდგენია ელენა? აი, ფერიასავით, მგონია რო კი არ დადის დაფარფატებს, მასზე გაბრაზება რ შეუძლებელია ისეთი საყვარელია, ერთს რო შეხედავ და რო დამშვიდდები რაც არუნდა აფორიაქებული იყო, შეხედავ და სითბო რო ჩაგეღვრება სულში, ვაიმე, ეხა შევძვრები და ჩავკბიჩავ.
შემიყვარდა მემგონი.
მორჩა, ელენა არი ჩემი ფავორიტი პერსონაჟი ამ მოთხრობაში!

პ.ს. შენ ხო არ იცი, როგორ გამახარე ახალი თავი რო დადე. რო შევხედე წესიერად სიხარულიც რ ვაცადე ჩემ თავს, ისე სწრაფად შემოვვარდი რო მალე წამეკითხა. ხოიცი მულტფილმებში როა, რაღაც გემრიელს რო ხედავენ და თვალები ენთებათ, ნერწყვესგან იხრჩობიან, აი ეგრე დამემართა ზუსტად.

პ.ს.ს. ვიცი ხო, ღორმუცელა ვარ, მარა მეორე რო მომენატრა...
კაი ხო ჩემით...


მეც ვგიჟდბეი შენზეეე ...ხო ელენე ზუსტად ეგეთი მინდა იყოს შეიძლება ბევრი დრო ვერ დავუთმო მაგრამ იცოდე რომ მასეთი გოგოა.
უნდა ვაღიარო მეც მაგიჟებს ხოლმე თებეას სიგიჟეები. უფრო მეტი ქარბორალა მინდა იყოს და არ ვიცი როგორ გამომდის აი გიჟი და გადარეული ცეცხლი smile smile შევეცდები მალე დავდო მომდევნო

 



№8 სტუმარი Guest mariamo

ratom mgonia rom elenas etyvian tebea da demetre gaipareno da am ambavs tyupiscali etyvis?umagresixar mariam

 



№9  offline მოდერი sameone crazy girl

Guest mariamo
ratom mgonia rom elenas etyvian tebea da demetre gaipareno da am ambavs tyupiscali etyvis?umagresixar mariam

არ ვიცი როგორ იქნება ვნახოთ smile ისე კარგი იდეაა მარა მე სხვა იდეა მქონდა და შეიძლება ეს სჯობს,მაგრამ მაინც არ მჩვევია სხვისი იდეების მოპარვა smile smile

 



№10 სტუმარი ana

shen svaneti isev pirvelyofili adgili ggonia ? hahh shuqi ar ariso

 



№11  offline მოდერი sameone crazy girl

ana
shen svaneti isev pirvelyofili adgili ggonia ? hahh shuqi ar ariso

პირველყოფილი ადგილი ნამდვილად არ მგონია უბრალოდ არის სოფლები სადაც მიტოვებული სახლებია მხოლოდ და იქ ნამდვილად არ ექნება შუქი იმ სახლს სადაც არავის უცხოვრია რამდენიმე ათწლეულია smile smile

 



№12 სტუმარი ana

me makvs saxli iq da 17welia rac mitovebulia tumca shuqic ariswyalic da albat cota xanshi gazic ikneba

 



№13  offline მოდერი sameone crazy girl

ana
me makvs saxli iq da 17welia rac mitovebulia tumca shuqic ariswyalic da albat cota xanshi gazic ikneba

რომ გიცნობდე დიდი სიამოვნებით დაგაპატიჟებინებდი თავს smile მომიტევე თუ გეწყინა

 



№14  offline წევრი Nk1

esec dzalian magaria magram...imas velodebi gulispanckvalit :D

 



№15 სტუმარი Guest mariamo

sameone crazy girl
Guest mariamo
ratom mgonia rom elenas etyvian tebea da demetre gaipareno da am ambavs tyupiscali etyvis?umagresixar mariam

არ ვიცი როგორ იქნება ვნახოთ smile ისე კარგი იდეაა მარა მე სხვა იდეა მქონდა და შეიძლება ეს სჯობს,მაგრამ მაინც არ მჩვევია სხვისი იდეების მოპარვა smile smile

:D sheni ideebit imodzrave,sheni istoriaa da rogorc sachirod tvli iseqeni,me mainc meyvarebi da ufro metadac ^____^

 



№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ეს ორი კატასტროფა ერთმანეთს როგორ შეხვდა?
გიჟები, გადარეულები, თავზეხელაღებულები და ინტრიგნები არიან ორივე...
შენ კი საოცრება ხარ, ძალიან მომწონს შენი სტილი...

 



№17  offline ადმინი bibo

ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი ხარ შემო :* ჩემი ფერადი მე :* აი ასე ვგიჟდები ერთიციდა მოწრიპულ :დ მარიამოზე ხო ასე თუ ისე გწერ და ერთად ვართ მაგრამ ხო არ მყოფნი ხო სხვა ხარ სხვა სტილი განცდა ემოცია თუ ფიქრი :* ასე მაგიჟს შენი უსაზღვრო და ასეთი ფანტაზის მქონე ნიჭი :* უბრალოდ მეგრემრიელები ჩემო ბარტყო :* ჩემი მარწყვის ქალა ხარ :* დამამშვიდებელი დამაწყნარებელ აი ასე უბრალოდ მატკბობ და მათბობ მაყვარებ თუ მაგიჟებ ვერ ვხდები :* სხვა პლანეტიდან ხარ ჩემს გასაბედნიერებლად გასფერადებლად მოვლებილი :* მადლობა უფალს რო არსებობს შენ თორე რა მეშველებოდა მე :* ჩმეო ფერადო ვგიჟდები მე შენ ისტორიებზე სხვა განცდა სხვა სტილი სხვა სიტკბო და სხვა ფერები :* მაგიჟებ ჩემო ბედნიერევავ :****

 



№18  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვუაიიიიიიიიიიმე რა მაგარიი იყოო
აუ თებეა და დემეტრე მაგიჟებენ
ველოდებიი შემდეგგ თავსს ♥

 



№19  offline მოდერი sameone crazy girl

უცნობი ქ
ეს ორი კატასტროფა ერთმანეთს როგორ შეხვდა?
გიჟები, გადარეულები, თავზეხელაღებულები და ინტრიგნები არიან ორივე...
შენ კი საოცრება ხარ, ძალიან მომწონს შენი სტილი...

მადლობააა smile smile ზუსტი შეფასებააა

LuckyGirl
ვუაიიიიიიიიიიმე რა მაგარიი იყოო
აუ თებეა და დემეტრე მაგიჟებენ
ველოდებიი შემდეგგ თავსს ♥

smile smile heart_eyes ხვალ დავდებ შემდეგს

bibo
ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი ხარ შემო :* ჩემი ფერადი მე :* აი ასე ვგიჟდები ერთიციდა მოწრიპულ :დ მარიამოზე ხო ასე თუ ისე გწერ და ერთად ვართ მაგრამ ხო არ მყოფნი ხო სხვა ხარ სხვა სტილი განცდა ემოცია თუ ფიქრი :* ასე მაგიჟს შენი უსაზღვრო და ასეთი ფანტაზის მქონე ნიჭი :* უბრალოდ მეგრემრიელები ჩემო ბარტყო :* ჩემი მარწყვის ქალა ხარ :* დამამშვიდებელი დამაწყნარებელ აი ასე უბრალოდ მატკბობ და მათბობ მაყვარებ თუ მაგიჟებ ვერ ვხდები :* სხვა პლანეტიდან ხარ ჩემს გასაბედნიერებლად გასფერადებლად მოვლებილი :* მადლობა უფალს რო არსებობს შენ თორე რა მეშველებოდა მე :* ჩმეო ფერადო ვგიჟდები მე შენ ისტორიებზე სხვა განცდა სხვა სტილი სხვა სიტკბო და სხვა ფერები :* მაგიჟებ ჩემო ბედნიერევავ :****

ჩემი თამარააააააააააააააააა როგორ მიყვარხარ heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes

 



№20  offline წევრი crazy girl sofi

ვაიმეე გული ცუდად ვარ კაპლი ეს რა იყო ღმერთო ეს ტუტუცები სულ გაფუჭდა ეს თავბა :დდ კარგი ხო ეხა მართლა . როგორც ყიველთვის სასწაულია ამათი სიგიჟე მეც ჭკუიდან მშლის .. ნუ თებეას რა დაძინება სცოდნია სასწაული აი ძააან მომწონს ამდენ ჩხუბში და კამათში მაინც როგორი სისაყვარლეა მაინტერესებს ელენეს რეაქციები ეგ უეჭველი ტყუპისცალთან ერთად მოყავთ მოტყუებით და ველოდები მოუთმენლად ჩემო ალპენ გოლდო შენ არვიცი როგორღა შეგაფასო უბრალოდ სასწაული ადამიანი ხარ იმდენ ემოციას გადმოსცემ მეც ვიმუხტები და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ და ყველა იმ ემოციას განვიცდი რაც ამ ისტორიაშია მგონია რომ მეც მათი ნაწილი ვარ <3 მოკლედ ვეღარაფერს ვტყვი ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად და ასევე მეორე ისტორიასაც წარმატებები <3

 



№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime saswaulebi ariaan :D

 



№22  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
ვაიმეე გული ცუდად ვარ კაპლი ეს რა იყო ღმერთო ეს ტუტუცები სულ გაფუჭდა ეს თავბა :დდ კარგი ხო ეხა მართლა . როგორც ყიველთვის სასწაულია ამათი სიგიჟე მეც ჭკუიდან მშლის .. ნუ თებეას რა დაძინება სცოდნია სასწაული აი ძააან მომწონს ამდენ ჩხუბში და კამათში მაინც როგორი სისაყვარლეა მაინტერესებს ელენეს რეაქციები ეგ უეჭველი ტყუპისცალთან ერთად მოყავთ მოტყუებით და ველოდები მოუთმენლად ჩემო ალპენ გოლდო შენ არვიცი როგორღა შეგაფასო უბრალოდ სასწაული ადამიანი ხარ იმდენ ემოციას გადმოსცემ მეც ვიმუხტები და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ და ყველა იმ ემოციას განვიცდი რაც ამ ისტორიაშია მგონია რომ მეც მათი ნაწილი ვარ <3 მოკლედ ვეღარაფერს ვტყვი ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად და ასევე მეორე ისტორიასაც წარმატებები <3

smile smile smile შენი კომენტარები საოცარ განწყობაზე მაყენებს მინდა გითხრა და გამყვება გამოცდამდე იმედია მიშველის ცოტას და დღესაც გახარებული გამოვალ იმ ჯოჯოხეთიდან smile smile მადლობაააა დიდიიი ამ ემოციისთვის

uchveulo
vaime saswaulebi ariaan :D

smile smile smile არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო smile

 



№23  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე მუცელი მეტკინა სიცილით,იმდენი ვიცინე აღარ შემიძლია მეტი.მიკვირს ესენი ამდენხანს როგორ არიან ცოცხლები და არ დახოცენ ერთმანეთი smile smile
--------------------
ლანა

 



№24  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჩვენი ვაჩუნია გაგზავნა ხო?! ვგიჟდები მაგ გიჟ ბიჭზე..
მაგარი იყო ბევრი ვიხალისე მალე დადე

 



№25  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ვაიმე მუცელი მეტკინა სიცილით,იმდენი ვიცინე აღარ შემიძლია მეტი.მიკვირს ესენი ამდენხანს როგორ არიან ცოცხლები და არ დახოცენ ერთმანეთი smile smile

smile smile ჯანსაღი სიცილი ცხოვრებას ახანგრძლივებს რა ჯობია მაგას smile smile

ანი ანი
ჩვენი ვაჩუნია გაგზავნა ხო?! ვგიჟდები მაგ გიჟ ბიჭზე..
მაგარი იყო ბევრი ვიხალისე მალე დადე

დავდებ რამდნეიმე საათში ახალს და ვნახოთ smile smile heart_eyes

 



№26 სტუმარი Guest Annastasia

Saocreba xar, dzalian magari tavebi dade,usayvarlesi wvvilia msiamovnebs aseti sayvareli wyvilis agqma.. yvelanairad umagresi xar arasdros ar myofnis.. male daderaáaaa....

 



№27  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Annastasia
Saocreba xar, dzalian magari tavebi dade,usayvarlesi wvvilia msiamovnebs aseti sayvareli wyvilis agqma.. yvelanairad umagresi xar arasdros ar myofnis.. male daderaáaaa....

მადლობააა smile smile heart_eyes დავდებ რამდენიმე საათში

 



№28  offline აქტიური მკითხველი terooo

უეჭველი ვაჩეს ეს ხომ. ვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent