შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 5)


12-07-2017, 22:38
ავტორი linda
ნანახია 1 529

დალიჰარი (თავი 5)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-*-5
ბრდღვიალებდა ხეთა კენწეროებს მომჯდარი მზე. დაუდგრომლად აცხუნებდა, ამაოდ არ იშურებდა სითბოს ჩრდილოეთელთა გულყინულით დასუსხული მიწისათვის. დროდადრო იბრუნებდა მხოლოდ პირს, ნაცრისფერსა ღრუბლებს შეაფარებდა თავს, მათ ცვარს იცხობდა ბაგეთ, თითქოსდა ხელთ იბანდა იგი ცამდე აწვდენილი ცეცხლისაგან, თითქოსდა არ სურდა ეხილა ღმერთთა წინაშე ხორცშესხმული უდიდესი ცოდვა.
ჰაერში ბობოქრობდა მონაბერი მლაშე ქარი, თითქოსდა მგლოვიარე ზღვის ცრემლებით გაჯერებულიყო იგი, რომლისა სხეულიც სამუდამო, უდროო სარეცელად და ამავდროულად დედის აკვნად ქცეულიყო თავისი შვილებისათვის. ჰქროლავდა ქარი, მოჰქონდა ღმერთთა რისხვა და დაუდგრომლად ეფინებოდა აურაცხელი სამხედრო კარვებით დაფარულ მდელოთ, მაგრამ არარად აგდებდნენ ზღვის სუნთქვას უწყლო ჩრდილოეთიდან მომავალი შავოსანი მეომარნი.
იდრიკებოდნენ უძლეველი ზღვის სუნთქვით შემკრთალი მუხა-კედარნი, უერთდებოდნენ შესისხლული მიწის გლოვას.
მაგრამ არავინ უგდებდა ყურს მათ. მეომარნი შეჰსეოდნენ ხეთ, რამდენიმე ნორჩი მუხა წამოექციათ. იქვე ჰკეპავდნენ, ავბედითი ლაპლაპი გაუდიოდათ ჰაერში კვლავ და კვლავ მოქნეულ ალესილ ნაჯახებს, ერთი მზის წინ რომ ალისფერ სიცოცხლეს ადენდნენ ბაჰირას მიწის სხვა შვილებს.
დაკეპილი შეშა დაეხვავებინათ მოკვეთილ ხეთა ზოლის გასწვრივ, დაუღალავად ეზიდებოდნენ მას ჯარისკაცები. მიჰქონდათ თვალუწვდენელ ლაშქრის ბანაკში, თითქოსდა გრანიტის ქვაში ჩასმული პატიოსანი ლალები, ისე ჩახჩახებდნენ ალაგ-ალაგ გაფენილი კოცონები. მზარეულნი ღერღილს სანელებლებით და ხორცს ხარშავდნენ ცეცხლის გულში, სასურსათე ქარავნიდან ჩამოჰყავდათ ცხვრები და ნასუქი ღორები, მათი განწირული წივილი იკლებდა გარემოს. შუაცეცხლთან ჰკლავდნენ პირუტყვს, სისხლისაგან დასაწრეტად შემოჰკიდებდნენ აღმართულ ძელებს, და ჩამოატყავებდნენ ოსტატურად, მერე კი მთელ ხორცს სწვავდნენ ცეცხლში, რათა დაეპურებინათ დამშეული ლაშქარი. დამაშვრალთ ქარავანს შემოდგმულ, ვებერთელა, ჭილობით შემოწნული ვარცლებიდან უზიდავდნენ წყალსა და ღვინოს.
გაუთავებელი ბრძოლისაგან ქანცგაწყვეტილ, დამაშვრალ ჯარისკაცებს დაეცალათ რამდენიმე ვარცლი, ხუთიოდე მოხარშვას, რეცხვასა და განბანვას ხმარდებოდა. ათიოდე მზის წინ აევსოთ ისინი, ერქანთა სამამულოს ზღვარს მომდინარი წმინდა წყაროებიდან, და მალევე მოუწევდათ მარაგის კვლავ შევსება.
შეუჩერებლად ეზიდებოდნენ ზორბა რკინის თუნგებით წყალს მსახურნი, ზღვიდან ბანაკამდე გაბმულიყო უწყვეტი მწკრივი, თითქოსდა ჭიანჭველები სზიდავდნენ თავიანთ საკვებს. მლაშე წყლით ავსებდნენ ისინი ვეებერთელა ვარცლთა დამაშვრალ ფაშვებს, გამალებით რეცხავდნენ ქაფქაფა წყალში ტუნიკებს, გალიფეებსა და პერანგებს, სწმენდნენ აბჯარს.
მოშორებით, სასახლის ეზოში კვლავ გაეჩაღებინათ მეომართ ცეცხლი, აურაცხელი იყო იყო ბაჰირას მსხვერპლი, ჰკეპავდნენ ისინი ვაჟებს, ყელს ჰღადრავდნენ შემთხვევით გადარჩენილთ და ანდობდნენ მათ ხორცს ალთა მოცეკვავე ენებს.
სატრფოს სავსე მკერდისა და თბილი ბაგეთ შეხების მაგივრად, ცეცხლი იკონებდა ყმაწვილთ გულში.
იწვოდნენ კოცონები, მოილხენდნენ გამარჯვებული, სიმდიდრითა და დიდების ბინდით თვალახვეული მეომარნი. კვნესოდნენ მკურნალთა კარავში მიწვენილი დაჭრილები და შეუჩერებლად ჰგოდებდა ტანჯული, სისხლით მორწყული მიწა.
თხუთმეტი შუბოსანი გაუნძრევლად, შეუდრეკელად შემოჰხვეოდა ერქანთა დიაცის მომცრო კარავს. მონათა გაქცევით განარისხა მან მეფისწული, და რაკი ხელუხლებელი იყო დიაცი, იმას დასჯერდა ანდრეი, რომ არავინ მიეშვა კარავთან და მთელი მზე მშიერ-მწყურვალი ჰყოლოდა დიაცი. იქნებ ჭკუა ასწავლოსო შიმშილმა, განაცხადა მან.
მცირედ შეეკამათა სარდალი კლავდი. მოახსენა, შიმშილი უფრო აცხოველებსო ყველა არსებას, ასე სასტიკად ნუ მოეპყრობითო დიაცს. შეუღრინა საპასუხოდ ანდრეიმ და ხმა გაიკმინდა ნირწახდილმა სარდალმა.
დაიღალა მზე. დასავლეთისაკენ გაცოცდა დინჯად, ღრუბელთა სუდარა მოისხა მიწაზე მზერით დაოსებულმა. დრო იხელთეს ვარსკვლავთ, შემოიძრეს ცის ლურჯი მოსასხამი და აჩახჩახდნენ მოურიდებლად, ზღვაში გაბნეული მარგალიტებივით აბრწყინდნენ მოწმენდილ ცაზე. მის კამარას მხოლოდ დასავლეთით, თითქოს მზეს ჰფარავენო, მეწამულად, ვარდისა პირის ფერად, და ოქროსფრად დაფერილი ღრუბელნი მოსდებოდნენ.
თავის კარავში მოისვენებდა ბეწვ-ტყავთ მისვენებული მეფისწული. ატავესი, გაბრიელი და კლავდი შემოჰხვეოდნენ გარშემო, მასლაათობდნენ და მოილხენდნენ ტკბილი ხორცებითა და მათრობელა ღვინით. სწავლობდნენ ისინი რუქას, განვლილ მიწებსა და მნიშვნელოვან თარიღებს აღრიცხავდა გაბრიელი ტყავ-ეტრატზე. ბჭობდნენ, თუ რამდენი მზე გადავიდოდა, სანამ შესძლებდნენ ბაჰირას წყეული მიწის უკან მოტოვებასა და ერქანთა საგვარეულოს წარსულში მყოფ გამარჯვებად ქცევას.
გემსადგურის ხილვა სურდა მხედართმთავარს. უნდა დაეკავებინათ იგი, შეესწავლათ და რაზმი დაეტოვებინათ მის დასაცავად. შიშობდა კლავდი, ვაითუ გემსადგურს გემები ჩამოდგნენ, ვაითუ მათ მოჰყვნენ ბაჰირელთა კეთილმყოფელნი, შეიტყვეს მისი დაცემის ამბავი და ჩახერგეს გემსადგურთან მისასვლელი გზანიო.
გემსადგურის ხსენებაზე მთელი ფაშვით აროხროხდა ატავესი. ჭაღარაშერეულ წვერს ისწორებდა იგი, ერქანთა ხაზინიდან მოზიდული სამკაულები აესხა თავმომწონეს მკერდსა და ხელთ.
-წყეული, ყეყეჩი ბაჰირელნი! - ხოჭოსებრ თვალებს აკვესებდა იგი. - რამეთუ ასეთ გასაჭირშიც არ იციან, რას სჩადიან! აგე, გაშლილი ზღვა ჰქონდათ გასაქცევად, ისინი კი უკიდეგანო მთებს მიენდნენ, თავისით დაიღუპეს თავები!
ბაგენი გააპო ბეწვთ გადაწოლილმა ანდრეიმ, ქათქათა კბილები გამოაჩინა. მისი მხიარულების ნახვისას უფრო ხმამაღლა ახარხარდა ატავესი. ყური მოუყრუა მათ კლავდმა, რუქას ჩაჰყურებდა.
-ბაჰირელთ უწყიან ზღვისა გული. - ტყავ-ეტრატიდან თავი აღიღო და ატავესს უმზირა უეცრად გაბრიელმა. - აგე, ვაკვირდებოდი ვარსკვლავებს და ცუდს უწყოდნენ ისინი... შვიდი დღეა რაც ავდარი დგას და ბობოქრობდა ზღვა. თუნდაც მოზრდილი ხომალდით გასვლა უთუოდ სიკვდილს უდრიდა, მათ სიცოცხლე არჩიეს. - გაბრიელს ოდნავ შეუტოკდა ბაგე. - ღმერთებს მაინც აჰხედე ზემოთ.
მეფისწულს არ უმზერდა იგი, მაგრამ აშკარა იყო მის სიტყვათა მიღმა მიჩქმალული, შენიღბული მნიშვნელობა. მოიქუფრა ანდრეი, მიტკლისფერი დაედო ფიალას მოხვეულ მის თითებს.
წამოწითლდა ატავესი. დაიფრუტუნა შერცხვენილმა, ზურგი აქცია გაბრიელს.
ხშირი ულვაშის მიღმა იღიმებოდა კლავდი, შეფარვით უმზერდა მეფისწულის ავბედითი ჩრდილით დაბურულ სახეს.
არ ეამა მხედართმთავარს, მაგრამ დუმდა იგი, ვითარცა ზღვა ქარიშხლის წინ.
დუმდა მეფისწული, დუმდნენ სარდლები, და ღრეობდნენ მოლხენილი, გამაძღარი მეომრები.
სიმღერასა და მოლხინებას მოეცვა სალაშქრო ბანაკი. დასვენებასა და თავისუფლებას დამაშვრალ მეომართ გადმოედგათ ღვინით სავსე რუმბები, საკუთარ ტიკჭორებს ავსებდნენ, და ომახიანად გასძახოდნენ საომარ სიმღერებს.
საღერღელი აეშალათ შეზარხოშებულ, ღვინითა და ხორცით დამტკბარ მეომართ. უტიფარი თვალი ჰკიდა რამდენიმემ ურმისა გისოსებს მიღმა დამწყვდეულ ახალგაზრდა დიაცთ.
იხუვლეს მათ, ერთმანეთს გადასძახეს, ხარბი თვალებით შეაშტერდნენ დამფრთხალ, ყირმიზ და მკერდსავსე დიაცთ, კონად ამოსულ ყვავილთ რომ ეჯიბრებოდნენ, ერთმანეთზე მიკრულნი.
იფეთქა მეომართა ვნებებმა, სამშობლოსა და დიაცთ მოშორებულთ სანატრელი გახდომოდათ დიაცისა სილბო და ტრფიალება, ბაგეთა სიტკბო და სითბო.
ურემს დაესხნენ ისინი თავს, გალეშილნი, მათრობელა ღვინის ბურუსით მოწამლულნი. გუშაგნი ჩამოიცილეს გზიდან.
შეძრწუნებულმა ქალებმა გულისგამგმირავი კივილი ასტეხეს. გავრცელდა მათი ხმა, აიტაცა ქარმა და მოჰფინა არე-მარეს, თითქოსდა ევედრებოდა გულქვა ჩრდილოეთელთ, უგდეთ ყური, ნუღა დაიდებთო მეტ ცოდვას.
თითქოსდა უსმენსო, აბობოქრდა ზღვა, აგორდნენ ღრუბელნი, ფითრისფერი შეეყარათ ვარსკვლავებს.
კივილი ბანაკის თავს გადმომდგარ კარვებსაც უბოძა მგლოვიარე ქარმა. სწვდა იგი კარავში ბოლთას მცემ ეირინის ყურთ, შეუძვრა გონში და გაიდგა ფესვები.
შეცბა მეფისქალი. წამსვე გაჰგლიჯა კარვის კალთა, მიმართა ალაგ-ალაგ კოცონებით განათებულ წყვდიადს, ისე სხარტად, რომ წამიერად სახტად დარჩნენ შუბოსანნი, მაგრამ წამსვე შემოეხვივნენ მეფისქალს.
კივილისაკენ მიიწევდა მრისხანებისაგან ნაკვთებგაქვავებული ეირინი. ხელუხლებელი იყო მეფისქალი, და ვერას უბედავდნენ მას გარშემო შემოხვეულნი შუბოსანნი, მხოლოდ ისღა შეეძლოთ, რომ შუბის ალესილი პირები მიეშვირათ მისთვის და ესდიათ, ვითარცა გაწვრთნილ მაძებარ მწევართ.
-შესდექ! - ღრიალებდნენ ისინი. - შესდექ, უწმინდურო დიაცო!
-ალფას შეატყობინეთ! - შეჰღრიალა ერთმა მათკენ გაოგნებით მომზირალ მეომართ. - უწყოდეს, რომ კარავი დასტოვა ერქანთა დიაცმა!
ძლივს მოაცილა თვალები ერთმა ცეცხლს მიფიცხებულმა ქვეითმა წყვდიადში სპეტაკი აჩრდილივით აღმართულ, ქათქათა კაბით შემოსილ და თავზე ფერფლისფერ თმამოსხმულ დიაცს. წამოხტა იგი, შეუდგა ბექობს მეფისწულის კარავისაკენ.
ახლოვდებოდა სასოწარკვეთილი კივილი, შემთვრალ მეომართა მხიარულების ხმა, და მიიწევდა წინ მეფისქალი, აურაცხელ კარვებს, ურმებს, ცეცხლსა და მეომართ შორის.
მიუახლოვდა იგი ურემთ, სადაც ბაჰირელი დიაცნი წამოექციათ სრორდის მეომართ, ფეხებშუა მოჰქცეოდნენ, და უშლიდნენ წელისა სახვევთ.
სეირის სანახავად შემორტყმოდნენ მათ გარშემო ახარხარებული მეომარნი, რამდენიმე გაიძახოდა ხმადაბლა, შეწყვიტეთ, ვინმემ არ დაგვინახოსო.
ეირინის დანახვისას შეცბა აღრიალებული ბრბო. გაიპო რკალი მეფისქალის წინაშე, უკან დაიხიეს, მახვილი იშიშვლა ზოგმა.
ცივი თვალებით დაჰყურებდა მეფისქალი აკივლებულ, სიმწრისაგან მტირალ, ნამუსახდილ დიაცთ.
ხელი სტაცა მასზე ადევნებული ერთი გუშაგის შუბს და გამოჰგლიჯა ელვის უსწრაფესად.
მერე კი, ვერც კი მიადევნეს თვალი დიაცს, ისე მოიმარჯვა მან შუბი და აძგერა დიაცზე გადახრილ მეომარს ფერდში. შეჰღრიალა მან და ზედ დაეცა მის მიერ პატივაყრილს.
შუბი გამოაძრო ეირინმა, მოეშხეფა სპეტაკ კაბასა და თმაზე სისხლი. ისკუპა მან, ორიოდე ნახტომით გაჩნდა მორიგ მსხვერპლთან, რომელიც ურცხვად გმინავდა, ღვინით გონებააღრეული ვერც კი ამჩნევდა გარემოს. მას ზურგში ჩასცა შუბი მეფისქალმა.
-ბილწო დიაცო! - შეჰღრიალა ერთმა გამბედავმა, შემართული მახვილით გაექანა მისკენ. ჰკიდა მას თვალი ეირინმა, ფეხის კვრით ტარი წაატეხა შუბს. უგვერდა მან გამოქანებულ მეომარს, და ტარი მოსცხო იდაყვში ავაზისა სისწრაფით.
მარჯვენა დაეკრუნჩხა ბედკრულს, შეჰყვირა ტკივილისაგან და გაუვარდა მახვილი, რომელიც წამსვე აიტაცა მეფისქალმა. ამოსუნთქვა არ აცადა ტკივილისაგან მუხლთ დაცემულს, მკერდში შეუცურა ახლად ალესილი პირი.
უკან დაიხიეს მეომრებმა. მახვილი მოიმარჯვა ეირინმა და პირი იბრუნა სხვა დიაცთაკენ.
მიენებებინათ მათთვის თავი მეომართ. წამომდგარიყვნენ, სასირცხვო ადგილთ იფარავდნენ ხელებით, შარვლებს იფარებდნენ და სხვათა რიგებში ერეოდნენ, ნანახით დამფრთხალნი, მეც არ განმგმირონო.
ქალთა სასოწარკვეთილი ტირილი იკლებდა იქაურობას.
იდგა გასისხლული ეირინი. გაოგნებულნი უმზერდნენ მას მეომარნი, მათი მუქი მზერა, შავი ფოლადი და ღამის წყვდიადი შემოსჯარვოდა მეფისქალს, მაგრამ თითქოსდა ვერაფერს აკლებდა მის ბრწყინვალებას.
-Sikkestoraad! - დაჰკივლა უეცრად ეირინმა და უკანასკნელად ამოისლოკინეს დიაცთ, წამსვე დადუმდნენ, ბაგეთ ხელაფარებულნი.
კოცონი ტკარცალებდა, მძიმედ ხვნეშოდნენ მეომარნი, და შორეული მოლხენის ხმა ესმოდათ მათ.
მძიმე ნაბიჯების ხმა შეერია ხმაურიან, მომგუდავ დუმილს.
გაპობილ რკალში შემოიჭრა მეფისწული ანდრეი. მუქ თვალებში ალაპლაპებოდა კოცონის მხურვალება, ტუნიკითა და შარვლით შემოსილიყო მხოლოდ იგი. წარბი შეჰკვროდა, ელვის სისწრაფით მოავლო თვალი სამ წაქცეულ მეომარს, ჩუმად მტირალ დიაცთ და აღმართულ, მახვილოსან მეფისქალს.
თვალი გაუსწორა მას ეირინმა. უმზერდა, გაშტერებული.
მზერა არ მოუშორებია მისთვის ანდრეის, ხელი ასწია, მთარგმნელი მომგვარეთო, ბრძანა.
-მომიტევეთ, ჩემო ალფა... - მიუახლოვდა მას კლავდი. - მაგრამ მთარგმნელს თქვენს კარავში ყელი გამოღადრეს...
-ვინმე მომიყვანეთ! - იფეთქა მხედართმთავარმა. განრისხებული შეჰყურებდა მეფისქალის ფითრისფერ, ცარიელ თვალებს. - ათასი ოქრო მას, ვინც მცირედ მაინც უწყის ბარბაროსთა ენა!
აჩოჩქოლდნენ გარშემო. ერთმანეთს გადასძახეს მეომრებმა, რამდენიმე გაიქცა სხვა ჯარისკაცთა გასაფრთხილებლად.
უმზერდნენ ერთმანეთს მხედართმთავარი და მისი ტყვე.
-იარაღი გააგდე, დიაცო. - მიმართა ანდრეიმ, მახვილისაკენ მიუთითა, იქნებ შეიგნოსო უგუნურმა დედაკაცმა.
თავი ამაყად ასწია ეირინმა, მონაბერი ქარი ფერფლისფერ, მუხლამდე დაფენილ თმას უკრთობდა. უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი მახვილს, მოიხარა, ვითარცა ნახტომისათვის გამზადებული კატა. ალაპლაპებული, თითქოსდა უჩინარი წარბების ქვეშიდან უმზერდა თავის დამაქცევარს.
-იარაღი გააგდე! - შეჰღრიალა ანდრეიმ.
საპასუხოდ ქათქათა კბილები დაღრიჯა ეირინმა, ფრთხილი ნაბიჯით მოიწია წინ.
მხედართმთავარს გადაეფარნენ მეომარნი, შუბები და მახვილები მოიმარჯვეს. მათ გადაავლო თვალი მეფისქალმა, შეუკრთო ბაგე სიმწრის სიცილმა და მოხედა მეფისწულს, თითქოსდა მასხრად იგდებდა, ეუბნებოდა, დაცვა გჭირდებაო ერთი დიაცისაგან.
ნაკვთები მოენგრა ანდრეის.
-გაიწიეთ ყველანი! ეშმაკმა დალახვროს... - დაიღრინა მან და ყოყმანით ჩამოეცალნენ მეომარნი, შეშფოთებულნი უმზერდნენ, რამეთუ მკერდი გაუშიშვლა მეფისწულმა მეტოქის მახვილს.
-Keei ktever ad ihoger, mei verra saaspyatha hossu… - შეჰსისინა მეფისწულს ეირინმა. – Hossu verköäaseinera meij hossu saalirea? Mai verköäaseri hossu meij saalirer!
და დაუშვა მახვილი, დაიხია უკან. გაოგნებულნი შეაცქერდნენ მათ ყველანი, ნუთუ დანებდაო ერქანთა უდრეკი დიაცი.
-Eirin Zahra… - დაიჩურჩულა ტირილისა და კივილისაგან ხმაწართმეულმა ასულმა, მისი პატივამყრელის ქვეშიდან ძვრებოდა ძლივძლივობით. აჰფუვებოდა და წამოწითლებოდა სახე, ბინძური თითებით ხოკავდა მიწას. – Saaspyathera maij, pålres…
-Verra. - არც კი შეჰხედა მას ეირინმა, კბილებში გამოსცრავდა სიტყვებს. – Saaspyathera hossu irze!
-Pålres! - სასოწარკვეთით შეჰყვირა ასულმა. თავზარდაცემულს ცისფერი თვალები გაჰფართოებოდა. – Eirin Zahra, pålres!
გოდება ამოუშვეს სხვა დიაცებმა. ფერფლისფერ თმაში ხლართავდნენ თითებს, თავიდან იგლეჯდნენ, იხოკავდნენ მკერდს.
გაქვავებული იდგა ანდრეი, ადგილს მიჰყინვოდა იგი, უმზერდა თითქოსდა დანებებულ, დამარცხებულ დიაცს, მაგრამ მეფისქალის მახვილზე წასცხებული სისხლი იყო მოწმე იმისა, რომ არ ეწვნია მას მარცხი.
კბილებს აღრჭიალებდა, განრისხებული.
ჩოჩქოლი გაისმა უკან. ნაბიჯების ხმა უახლოვდებოდათ მათ, რამდენიმე მეომართ მოჰყავდათ ახალგაზრდა ყმაწვილი. ოცი ზამთრისა იქნებოდა მხოლოდ იგი, მეჩხერი წვერი მოსდებოდა ტუჩპირს, მაგრამ ჯიუტად იმზირებოდა, ქედი მოიდრიკა მხედართმთავრის დანახვისას.
მისთვის ზედაც არ შეუხედავს მხედართმთავარს. უმზერდა მეფისქალს, და ჰგოდებდნენ დიაცნი.
-შენა უწყი ბარბაროსთა ენა, ყმაწვილო? - შეჰკითხა კლავდმა.
-მცირედი, ჩემო ბატონო... - თავი დაუკრა ყმაწვილმა, გაფაციცებით გადაჰხედა რკალში მდგომთ, რკალში, რომელიც საბრძოლო არენად ექციათ თითქოს მეფისწულსა და მეფისქალს.
- Saaspyathera maij, pålres! - სასოწარკვეთილით გაჰკიოდა ასული, ეირინთან მიხოხდა, ფეხთ ჩაუვარდა. წარბი არ შესტოკებია მეფისქალს.
-სიკვდილს სთხოვს... - მოიქუფრა ყმაწვილი. - შესთხოვს, მომკალიო.
მას მოჰხედეს მეომართ და სარდალთ. ყური ჰკიდა მის სიტყვათ მხედართმთავარმა, მაგრამ არ შეინძრა იგი.
-რად შესთხოვს? - შეჰკითხა ატავესმა. - უთარგმნე!
-არ საჭიროებს თარგმნას... - თქვა მეფისწულმა უეცრად. მისი ხმის გაგონებისას დადუმდნენ ყველანი, მხოლოდ ცეცხლის უსირცხვო ტკრციალი, ქალთა გოდება, შორეული გრუხუნი, მეომართა დალხინებისა და სიმღერის ხმა ფატრავდა სიმშვიდეს. - მტრისა მიერ პატივაყრილი ქალი სიკვდილსა ესწრაფვის.
რაღაცამ გაჰკვესა მეფისქალის თვალებში. გასწორდა, უკან მოისროლა მახვილი.
იხუვლეს დიაცთ, აკივლდნენ. ერთი წამსვე ეცა მახვილს და ჩაიცა მუცელში. ამოიხრიალა მომაკვდავმა, ძირს გაიშოტა, მუცელში გაყრილ მახვილს ეძგერნენ დიაცნი, ლამობდნენ მის პირზე ავბედითად ალაპლაპებულ სანატრელ სიკვდილს.
-შეაჩერეთ! - შეჰღრიალა ანდრეიმ. შეზიზღა ამ სანახაობამ. - დაამწყვდიეთ, მათთან იარაღი არ გააჭაჭანოთ!
დიაცთ ეძგერნენ მეომარნი, გამოჰგლიჯეს მახვილი და აკივლებულნი წაათრიეს ურმებისაკენ.
სტიროდა მეფისქალის ფეხთ ჩავარდნილი ასული და ძეგლივით უდრეკად აღმართულიყო ეირინი.
ჩასისხლული თვალები აზიდა ასულმა, ანდრეის უცქირა.
-Raistennera maij! - შეჰკივლა მან, ეირინს აჰხედა, მთელი ძალით ჩააფრინდა კაბაზე, ძლივს მოჰგლიჯეს იგი მეფისქალს მეომრებმა.
მიათრევდნენ მას და გაწამებული გაჰკიოდა ასული.
-შურისძიებას ითხოვდა. - ჩაილაპარაკა ყმაწვილმა.
-Mai meikeen hossu laig chaoldhethessen. - კბილთა შორის გამოსცრა ეირინმა. მთარგმნელისაკენ მიმართა პირი ანდრეიმ.
-ამბობს, რომ სიცოცხლეს სისხლად გიქცევთ, ჩემო ალფა. - მოახსენა ყმაწვილმა.
წარბთა შორის ღარი ჩაუღრმავდა ანდრეის, თვალებით ჰკლავდა იგი ერქანთა დიაცს.
-დაე სცადოს. - თქვა მან. - ამ წყეულ მიწას მიმაჯაჭვონ ღმერთებმა და გამაცამტვერონ, ვითარცა უმნიშვნელო მწერი, თუ აღსრულდების ოდესმე მისი ნება.
შუბოსნებს ანიშნა მან და შემოეხვივნენ ისინი დიაცს. თუმცაღა უწყოდა ყველამ, რომ თავისი ნებით თუ წასდგამდა მეფისქალი ნაბიჯს.
ბექობს შეუყვნენ ისინი, მეფისწული მიუძღოდათ.
იქუფრებოდა ცა, მოუთმენლად ჰკრეფდა აურაცხელ საავდრო, მუქ ღრუბელთ, სადღაც ჩაკარგულიყო მომაკვდავი მზის ციალი და ფითრისფერ ვარსკვლავთა ჩახჩახი ცის კაბადონზე.
იდრიკებოდნენ ხეები, ქარი სტვენდა ჰაერში მოურიდებლად და მთელ ბანაკს დებდა სიკვდილმოწყურებულ ქალთა გოდებას.
მოდიოდა ავდარი.


-*-*-*-*-*-*-
წყვდიადს მოეცვა თავადი გენრის სამუშაო ოთახი, მხოლოდ სუსტად ანათებდა, გაჭირვებით ებრძოდა სიბნელეს მის მერხზე ანთებული პაწაწინა, ოქროს შანდალში მდნარი ქონის სანთელი.
თავის სავარძელს მისვენებულიყო ბუმბერაზი. შაჰაიაქელი ინგენი ედგა გვერდით, ფრთებაწურულ ყვავს ჩამოჰგავდა იგი, თალხებით მოსილი და შალითა-მოსხმული, ავბედით ჩრდილს დაესადგურებინა მის სახეზე.
მათ პირდაპირ კი მამაკაცი აღმართულიყო.
-თავადსა ვეახლები. - გამჭოლი ნაცრისფერი თვალები მოწკურა მან, ქედი მოიდრიკა. ბაგეთა გაპობისას სანთლის შუქზე პრიალი გაუვიდა ოქროს ეშვს.
-უწყი, აქ რისთვისაც მოგიხმე, სრორდისა ძაღლო. - მიუგო გენრიმ, მერე კი აიქნია ხელი, მოზრდილი ტყავის ქისა მოისროლა მაგიდაზე.
უმალ სწვდა ქისას ოქროსკბილა, ხარბად შემოხსნა თავი და ფართო ღიმილით დააცქერდა ოქროსა ბრწყინვალებას, თითებით მოსინჯა მძიმე მონეტები.
-ფრიად მძიმე საქმეს შესჭიდებულხართ, თავადო. - დაიფრუტუნა მან, თვალებით მის გვერდით აღმართულ ინგენს გადასწვდა. - არა, ბერიკაცო? მითხარ, გულთმისანო, რასა ხედავ ჩემს მომავალში?
-ძაღლად დაიბადე და ძაღლად მოკვდები, ელოი. - ჩაიქირქილა ბებრუცუნამ. - არარად წაგადგება ჩემი წინასწარმეტყველება.
ხმამაღალი სიცილი ასტეხა ოქროსეშვიანმა. თითქოსდა კედლებს სძრავდა მისი ხმა.
-მაშ თავადისა ბრწყინვალე მომავალს უნდა ჰხედავდე. - დამცინავად შეუკრთა მას ბაგე, უმალ ჩაიჯიბა მეწამული ლაბადის მიღმა ქისა. - რა დაინახე, ბერიკაცო? ცნობისმოყვარეობა მომაკვდინებს, ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერსა ვფიცავ... ნუთუ სიდიადე? სიმდიდრე? სამეფო ხარჭები?
-ენას ამოგთხრი. - წამოიწია გავეშებული ბუმბერაზი. - წარვედ ჩემი თვალიდან! ორი მთვარისა თავზე გელი. თუ პირნათლად აღსრულდება ნება ჩემი, ხუთი ათას ოქროსა და მიწებს გიბოძებ...
-ენა ფეხსა წინ ნუ წაგისწრებთ, თავადო. - თვალები აუელვარდა ელოის. - მხოლოდ მეფესა ძალუძს თქვენი დაპირებისა აღსრულება, მე კი ვერ ვუცქერ გვირგვინს...
-ყეყეჩო, თავხედო კაცო! - შესძახა ბებრუცუნამ, მონაოჭებული სახე დაეღმიჭა. - რასაა რომ შეჰბედავ...
-ენა დაიმოკლე, ინგენ. - ბაგე შეუკრთა ოქროსკბილას. - მე სხვაც შემომაძლევს ოქროს.
მერე კი წელში მოიხარა იგი მათ წინაშე, უტიფრად შეაცქერდა თავადს.
-ღმერთებმა დაგლოცონ, თავადო გენრი. - მიუგო მან, მეწამული ლაბადის ფრიალით შეაქცია მათ ზურგი.
წყვდიადი მოისხა მან მოსასხამად და მცირე სანთლისა და დუმილისა ამარა დასტოვა ოთახი.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

10 გვერდი და 2,201 სიტყვაა, იმედია ისიამოვნებთ! <3
მეგობრებო, ვინც ახალ თავს ელით, ამა წლის 19 ივლისიდან 28-29 ივლისამდე მივდივარ დასასვენებლად და სამწუხაროდ არ იქნება :( ძალიან, ძალიან ვწუხვარ რომ გალოდინებთ ამდენს, მეგონა უფრო გვიან წავიდოდით, მაგრამ ასე გამოვიდა... იქ არა მგონია ინტერნეტი მქონდეს და ვერ მოვახერხებ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად მოვიფიქრებ და ახალი ენერგიით აღჭურვილი დაგიბრუნდებით! მადლობა მოთმინებისათვის! <3

 



№2 სტუმარი lalka

vaimeee sulmoutkmelad chavikitxe da mainc ar meyo.rogori dazabulia yoveli tavi ra .vaih zlivs amovisuntke.

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

lalka
vaimeee sulmoutkmelad chavikitxe da mainc ar meyo.rogori dazabulia yoveli tavi ra .vaih zlivs amovisuntke.

ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია რომ მკითხულობთ heart_eyes heart_eyes

 



№4  offline წევრი Tuska

რა მაგარი ხარ წარმოდგენაც არ გაქ <3 ისე იდეალურად და დახვეწილად წერ <3 საუკეთესო რომ ხარ მგონი თქმა აღარ გჭირჩება ^^_^^ იმედია გააგრძელებ წერას მომავალში და წიგნს რომ გამოსცემ პირველი ეგზემპლარი მე მაჩუქე ავტოგრაფით :დდ

 



№5  offline წევრი Hot Chocolate

შვიდი ჯოჯოხეთიდან ყველაზე მწველში დავიწვა თუ საუკეთესო არ იყო

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

Tuska
რა მაგარი ხარ წარმოდგენაც არ გაქ <3 ისე იდეალურად და დახვეწილად წერ <3 საუკეთესო რომ ხარ მგონი თქმა აღარ გჭირჩება ^^_^^ იმედია გააგრძელებ წერას მომავალში და წიგნს რომ გამოსცემ პირველი ეგზემპლარი მე მაჩუქე ავტოგრაფით :დდ

ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე <3 აბა რას ვიზამ, თუ გამოვეცი :დდ

Hot Chocolate
შვიდი ჯოჯოხეთიდან ყველაზე მწველში დავიწვა თუ საუკეთესო არ იყო

შვიდი ჯოჯოხეთიდან ყველაზე მწველში დავიწვა თუ ეს უორიგინალურესი კომენტარი არ შემომეფინა გულზე <3 დიდი მადლობა!:<3

 



№7 სტუმარი Guest Lika

Yochag Linda sheudarebeli xar arvici dzslian momcons veragicxer ise

 



№8 სტუმარი Tako98

მეტი ანდრეი მეტი ეირინი და მეტი კონტაქტი ფანდომს
მე რა მონდომებული ვარ ვეღარ ვითმენ :დდ
არ შემიძლიხარ ლინდა, შე მაგარო ;))

 



№9 სტუმარი ია

მეც ძალიან მომწონხარ ლინდა, გელოდები ხოლმე... აქ სხვები გაქებენ,მეც,მაგრამ, თუ ნებას მომცემ შენიშვნებიც მაქვს,წერის განსაკუთრებული მანერა გაქვს ( ამ რომანში და ვიცი რომ ისტორიულს უხდება) მაგრამ ზუსტად ამის გამო გრამატიკული შეცდომებია უხეში,ტავტოლოგიაც გაქვს,მაგ: დამაშვრალი...
ჩემი რჩევაა ძალიანაც ნუ დატვირთავ ამ მანერით თხრობას...მადლობა ყურადღებისთვის

 



№10 სტუმარი Dragons.

მომაბეზრებელია ვეღარ განვითარდა მოვლენები.
პატარა თავებს დებ და აგვიანებ
მერე კიდე ძალიან ხელოვნური მეჩვენება ეს შენი საუბრის მანერა
მესმის, რომ ესეთი სტილია, მაგრამ ზედმეტად არ უხდება

 



№11  offline ახალბედა მწერალი linda

Guest Lika
Yochag Linda sheudarebeli xar arvici dzslian momcons veragicxer ise

დიდი მადლობა გენაცვალე <3 <3
Tako98
მეტი ანდრეი მეტი ეირინი და მეტი კონტაქტი ფანდომს
მე რა მონდომებული ვარ ვეღარ ვითმენ :დდ
არ შემიძლიხარ ლინდა, შე მაგარო ;))

:დდდდდდდდდდდდდ ძალიან ვეცდები, რომ ბუნებრივად განვავითარო მოვლენები ^^ დიდი მადლობა! <3
ია
მეც ძალიან მომწონხარ ლინდა, გელოდები ხოლმე... აქ სხვები გაქებენ,მეც,მაგრამ, თუ ნებას მომცემ შენიშვნებიც მაქვს,წერის განსაკუთრებული მანერა გაქვს ( ამ რომანში და ვიცი რომ ისტორიულს უხდება) მაგრამ ზუსტად ამის გამო გრამატიკული შეცდომებია უხეში,ტავტოლოგიაც გაქვს,მაგ: დამაშვრალი...
ჩემი რჩევაა ძალიანაც ნუ დატვირთავ ამ მანერით თხრობას...მადლობა ყურადღებისთვის

უღრმესი მადლობა გენაცვალე <3 არ მოგერიდოს იმ გრამატიკული შეცდომების გამოყოფაც, სიამოვნებით ჩავასწორებ ^^ პირველად ვცდი ამ სტილს და წამდაუწუმ ვეძებ ბალანსს ^^ აუცილებლად გავითვალისწინებ, დიდი მადლობა! <3
Dragons.
მომაბეზრებელია ვეღარ განვითარდა მოვლენები.
პატარა თავებს დებ და აგვიანებ
მერე კიდე ძალიან ხელოვნური მეჩვენება ეს შენი საუბრის მანერა
მესმის, რომ ესეთი სტილია, მაგრამ ზედმეტად არ უხდება

ვწუხვარ ძალიან :( დრო სჭირდება ტექსტს რომ დაიწეროს, თორემ ყოველდღე დავწერდი თითოს... შევეცდები გამოვასწორო ^^ მადლობა რომ წამიკითხე <3

 



№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვითომ ანდრეის გულის სიმები შეირხა ეირინის "ზვიადი", მებრძოლი სულის დანახვისას?! რა ვიცი, რა ვიცი...
რაც შეეხება მოვლენების ესოდენ ნელა და გაჭიანურებულად განვითარებას, ჩემში რაღაც მძაფრ და მძიმე მომავლის მოახლოების საფრთხესთან ასოცირდება. არ ვიცი რეალურად როგორ იქნება, მაგრამ მე ასეთი შეგრძნება დამიტოვა...
ახალ თავს როდის გვაჩუქებ?

 



№13  offline აქტიური მკითხველი lalita

თარგმნე ის რასაც წერ უფრო კარგი იქნება.

 



№14 სტუმარი Dragons.

რა საყვარელი ადამიანი ხარ ლინდა შეეენ

 



№15 სტუმარი tamari

ლინდა სულსწრაფი არ ვარ,მაგრამ სად დაიკარგე.დამეღალა გული ლოდინით.დამიჯერე ცოტაც და სიზმრად მომევლინებიან შენი ნაწარმოების გმირები.ყოველ დგება შევდივარ საიტზე და რომ არ მეგირსა 6თავის ნახვა... უკვე გული ხელით დამაქვს.ისე ხუმრობა იქით იყოს და ხომ მშვიდობაა შენს თავს?გულით გელი ჩემო კარგო.წარმატებებები.და გთხოვ ინფარქტს ნუ დამმართებ ამ გაგანია სიცხეში.

 



№16  offline ახალბედა მწერალი linda

უცნობი ქ
ვითომ ანდრეის გულის სიმები შეირხა ეირინის "ზვიადი", მებრძოლი სულის დანახვისას?! რა ვიცი, რა ვიცი...
რაც შეეხება მოვლენების ესოდენ ნელა და გაჭიანურებულად განვითარებას, ჩემში რაღაც მძაფრ და მძიმე მომავლის მოახლოების საფრთხესთან ასოცირდება. არ ვიცი რეალურად როგორ იქნება, მაგრამ მე ასეთი შეგრძნება დამიტოვა...
ახალ თავს როდის გვაჩუქებ?

ჰმმმმ, ნუთუ შეირხა, ნუთუ დაინახა, თუ რაზეა წამსვლელი ეირინი და რას ნიშნავს მისთვის ადათ-წესები? ჰმმ? ჰმმმ? laughing wink wink
დიახ, რაღაც დიდი მზადდება, რომელიც სამწუხაროდ ვერ დაჩქარდება, თუმცა ვფიქრობ რომ შემდეგ თავში უნდა შევიძრათ ცოტა და გავიგოთ, რა ხდება ჩვენს თავს :დდდდ ვნახოთ, ვნახოთ, ვცდილობ ბუნებრივად განვავითარო ყველაფერი <3
სამწუხაროდ ახლა დასასვენებლად მივდივარ და ვერ მოვახერხებ ერთი ათი დღე კიდევ ახალი თავის დადებას :( არ მეგონა რომ ასე ადრე წავიდოდი, მაგრამ ასე გამოვიდა, სამწუხაროდ :(
lalita
თარგმნე ის რასაც წერ უფრო კარგი იქნება.

ვწუხვარ ძალიან :( მაგრამ ზოგიერთი რამ ისეთი ითქმის, რომ სჯობს მკითხველმა არ იცოდეს ;) wink wink
Dragons.
რა საყვარელი ადამიანი ხარ ლინდა შეეენ

ვაიმე უღრმესი მადლობა! heart_eyes heart_eyes
tamari
ლინდა სულსწრაფი არ ვარ,მაგრამ სად დაიკარგე.დამეღალა გული ლოდინით.დამიჯერე ცოტაც და სიზმრად მომევლინებიან შენი ნაწარმოების გმირები.ყოველ დგება შევდივარ საიტზე და რომ არ მეგირსა 6თავის ნახვა... უკვე გული ხელით დამაქვს.ისე ხუმრობა იქით იყოს და ხომ მშვიდობაა შენს თავს?გულით გელი ჩემო კარგო.წარმატებებები.და გთხოვ ინფარქტს ნუ დამმართებ ამ გაგანია სიცხეში.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე <3 <3 ფეისბუქზე კი დავწერე, აქ კი აღარ მიფიქრია, ეტყობა მოქმედებს სიცხე ჩემზე :დდდ კარგად ვარ, და დასასვენებლად მივდივარ ერთი ათი დღე :( ამიტომ მთელი ეს დრო არ იქნება ახალი თავი. ძალიან, ძალიან ვწუხვარ :(

 



№17 სტუმარი lalka

ლინდააა მოგვენატრეეე გოოო.სადა ხარ გელოდები.

 



№18  offline ახალბედა მწერალი linda

lalka
ლინდააა მოგვენატრეეე გოოო.სადა ხარ გელოდები.

მალე დავბრუნდები აუცილებლად, ორიოდე დღეში <3 ვწერ ახლა, და იმედია დიდ თავს შემოგთავაზებთ ^^ გადავწყვიტე აღარ ვიჩქარო და თავები ცოტა გავზარდო relaxed მადლობა რომ მელოდები! heart_eyes heart_eyes

 



№19 წევრი მოცინარი

მმმ... ნამ ნამ იყო ერთი სიტყვით <3

 



№20  offline ახალბედა მწერალი linda

მოცინარი
მმმ... ნამ ნამ იყო ერთი სიტყვით <3

დიდუ <3 უღრმესი მადლობა! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent