შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 4

13-07-2017, 15:49
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 2 284

ეიფორია-თავი 4

"სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება."

უილიამ შექსპირი

...
-როსტომ ხანს, როგორ გადაურჩი?-ჰკითხა კაფეტერიაში მჯდომმა მიშამ დანიელს და ცხელი ყავა მოსვა.
-იმდენი მლანძღა და ალბათ გულში მაგინა კიდეც,რომ სახლში როცა მივედი მეგონა ორსულად ვიყავი.-უპასუხა სრულიად სერიოზული სახით დანიელმა.
-მთავარია ცოცხალი ხარ.-გადაიხარხარა კაცმა.
-ისე,მის ადგილას, ჩემნაირ მასწავლებელს აქამდე ათასჯერ გავაგდებდი სამსახურიდან.-უხალისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-სამი წელია გიტანს და შენს ხუშტურებსაც შეჩვეულია.-გაამხნევა მიშამ.
-ჰო,ალბათ.-მიუგო დანილემა.-სხვათაშორის, სასჯელიც დამაკისრა.
-რა სასჯელი?-დაინტერესდა კაცი.
-ჩვენი თეატრის კულისების დალაგება მომიწევს, უახლოეს მომავალში.-უპასუხა უკმაყოფილო სახით მან.
-გილოცავ, ძმაო!-შესძახა სიცილით მიშამ.
-გმადლობ.-ყალბად გაუღიმა დანიელმა.
-სულ მინდოდა მეკითხა...შენ და ელზას ,რა ურთიერთობა გაქვთ?-ჰკითხა უცებ კაცმა და ბიჭს თვალებში ჩააკვირდა.
-რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს? -კითხვა შეუბრუნა დანიელმა.-გოგომ საპირფარეშოში ჩამკეტა და მთელი სკოლის წინაშე მამღერა. წყლის გადასხმაზე აღარაფერს ვამბობ!
-ანუ... არ მოგწონს?-ისევ ჰკითხა მიშამ.
-არა!-უპასუხა მტკიცედ ბიჭმა.
-ის ხომ ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალია?-თვალები ეჭვით დააწვრილა მიშამ.
-ვაღიარებ,რომ ლამაზია, მაგრამ მე არ მიზიდავს.
-კარგია.
-მართლა?
-ჰო,მე ძალიან მომწონს და თუ შენ არ...
-რაც გინდა ის ქენი!-გააწყვეტინა დანიელმა და უნებურად თვალი კარისკენ გაექცა,საიდანაც ელზა და თეა შემოვიდნენ,რომლებიც ერთმანეთში მეგობრულად საუბრობდნენ.

-დანიელ!-ხელები გაშალა მის დანახვაზე თეამ,წივილით მივარდა ბიჭს და კისერზე ჩამოეკიდა.-მალე მასწავლებლების ქასთინგიც იქნება და ხომ მოდიხარ?
-აუცილებლად.-გაუღიმა დანიელმა და ქალს წელზე თითები შემოაჭდო.
მიშამ ბრაზით მოკუმა ტუჩები და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ამ სცენის დანახვისას,თუმცა ელზას ნაძალადევად მაინც გაუღიმა და მის გვერდით მდებარე სკამი შესთავაზა.
-ძალიან მომწონს ტიტანიას პერსონაჟი და მის როლზე უნდა გავესინჯო.-აღფრთოვანებით საუბრობდა თეა.-შენ რას იტყვი, ობერონის როლზე?
-ობერონი მომწონს,ძალიან ჭკვიანი კაცია.ისე ტაქტიკურად მოსვამს ტიტანიას თავის ადგილას რომ... ცუდად არ გამიგოთ,მაგრამ იმსახურებდა.-მხიარულად გაიცინა დანიელმა.
-გეთანხმები.-თავი დაუქნია თეამ.
ელზამ მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და ცინიკურად გაიღიმა,მათი საუბრის მოსმენისას.
-ქასთინგზე შენც მოდიხარ,ხომ?-მიუბრუნდა თეა ელზას.
-ჰო.-უპასუხა გოგონამ.
-იმედი მაქვს, როლს შენც მიიღებ.-ყალბი ზრუნველობით მიუგო ქალმა.
-ეჭვიც არ შეგეპაროს,რომ ჩემს კუთვნილ როლს აუცილებლად მივიღებ.-სარკაზმით გაჟღენთილი სიტყვებით უპასუხა გოგონამ.
-ელზა.-წამოიძახა უცებ მიშა და სანახაობით გაღიზიანებულმა, ყოფილი ცოლის საეჭვიანოდ ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვა.-ამ საღამოს თავისუფალი ხარ?
-რატომ მეკითხები?-გაუკვირდა ელზას.
-ერთი კარგი რესტორანი ვიცი, „ელიტა“ ჰქვია და იქ გეპატიჟები.წყნარი მუსიკა, გემრიელი კერძები და ჩვენ...
-კარგი იდეაა!-ჩაერია დანიელმა.-მეც ვაპირებდი დღეს თეას დაპატიჟებას!
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა ქალს.
-ჰო!-დაეთანხმა ბიჭი.-მოდით ჩვენ ოთხნი წავიდეთ და კარგადაც გავერთობით,თან ელზა ახალია და მის შესახებაც რაღაცეებს გავიგებთ,რადგან სასუბროთ ბევრი დრო გვექნება.
-თანახმა ხარ?-გადახედა მიშამ ელზას.
-რატომაც არა.-გვერდულად ჩაიცინა გოგონამ.
-მეც მომწონს ეგ იდეა.-ხელი ასწია თეამ.
-კარგი,საღამოს რვისთვის რესტორანთან ვიკრიბებით და მშვიდად ვვხაშმობთ.-წარმოთქვა მიშამ.
-პირველი გაკვეთილი მაქვს,-წამოიძახა უცებ თეამ და საათზე დაიხედა,-ბავშვებს ტესტი უნდა დავაწერინო,ამიტომ დაგტოვებთ.
გოგონები ერთდორულად წამოიმართნენ.თეა გასასვლელისკენ წავიდა,ელზა კი დახლს მიუახლოვდა,რომ ყავა აეღო.მიშამ გოგონას უცნაური მზერა გააყოლა და ნაღვლიანად ამოიოხრა.
-ელზამ,შენზე თქვა მომწონსო.-გადაუჩურჩულა დანიელმა კაცს.
-მართლა?-თავი სწრაფად მიაბრუნა მიშამ მისკენ.
-ჰო,მაგრამ ის ქალია და ამას პირველი არასოდეს იტყვის.-წააქეზა დანიელმა.-მიდი და ჯერ შენ უთხარი.
-მგონი ჯერ ადრეა-შეყოვნდა კაცი.
-თუ პირდაპირ თქმა არ გინდა,აგრძნობინე მაინც.-ურჩია მოთმინებიდან გამოსულმა დანიელმა.
მიშა ამაყად გაიმართა მხრებში.წამოდგა ,ელზას ღიმილით მიუახლოვდა და საუბარი გაუბა.
დანიელმა დრო იხელთა და მისი გეგმის განხორციელებას შეუდგა.ბიჭი სწრაფად დასწვდა,სკამზე დაკიდებულ ელზას ჩანთას,იქიდან ტელეფონი შეუმჩნევლად ამოიღო და ჩართო.
-სულელი,დაშიფრულიც კი არ აქვს.-ტუჩი აიბზუა ბიჭმა და მოსაუბრეებს გახედა,რომელებსაც მისთვის ნამდვილად არ ეცალათ.
დანიელმა ჯერ,როსტომის ნომერი მოძებნა,მერე კი შეტყობინება დაწერა:
„ეს კაცი უკვე ნერვებს მიშლის,სკოლაში ვერავინ ვერ იტანს და ახლა ვხვდები რატომაც. გაშეშებული,რომ დადის რობოტივით,მინდა ზეთი ჩავასხა,იქნებ ძვლები აუმოძრავდეს. აქამდე დონ კიხოტის უშნო ცხენს,როსინანტს ვამსგავსებდი,რადგან მისი გრძელი სახე მართლაც,რომ ცხენურია,მაგრამ ამიერიდან როსინანტს კი არა,როსტომ ხანს დავუძახებ.ეს სახელი ზუსტად შეეფერება!“
დანიელმა შეტყობინება კიდევ ერთხელ გადაიკითხა, გაიღიმა და გაგზავნის ღილაკს დააჭირა.ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს ელზა, სულ სხვა ვინმეს სწერდა,მაგრამ შეეშალა და შეტყობინება შემთხვევით როსტომს გაუგზავნა.მისი მოფიქრებით კი იმდენად კმაყოფილი იყო,რომ სიცილის ძლივს იკავებდა.
ბიჭმა კიდევ ერთხელ გახედა მოსაუბრე წყვილს,მერე ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა და გონებაში ლოდინის რეჟიმი ჩართო.

...
პირველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ,ელზა დირექტორის კაბინეტში იხმეს.გოგონა მშვიდი სახით შევიდა ოთახში და სკამზე ჩამოჯდა.მის წინ როსტომი იყო მოკალათებული,იდაყვებით მაგიდას დაყრდნობოდა და ფიქრებით სადღაც სხვაგან იყო.
-ბატონო როსტომ!-წამოიწყო საუბარი ელზამ.
-ესე იგი,როსინანტი?-იკითხა მან,თავი ასწია და გოგონას უემოციო სახით შეაჩერდა.
-რა?-გაუკვირდა ელზას.
-სანამ შეტყობინებას გაგზავნით,ადრესატი კარგად გადაამოწმეთ.-კბილებში გამოსცრა კაცმა.
-რა შეტყობინება? რაზე ლაპარაკობთ?-დაიბნა ელზა.
-შეტყობინებაზე,რომელიც თქვენგან მივიღე.-დაუზუსტა კაცმა.
ელზა სწრაფად ეცა ჩანთას ,ტელეფონი ამოიღო,შეტყობინებები გადაამოწმა და როსტომთან გაგზავნილი,რომ გადაიკითხა,კინაღამ ინფარქტი მოუვიდა.
-ეს...რა... მე ...-აბლუკუნდა გოგონა.-გეფიცებით... არაფერი გამიგზავნია!
-თავს ნუ იმართლებთ.-წარბი შეკრა კაცმა.-თუმცა ერთის მხრივ კარგია,გავიგე მაინც რას ფიქრობთ ჩემზე!
-გეფიცებით,თქვენთვის არაფერი მომიწერია.-ნერვიულობისგან ფეხზე წამოვარდა ელზა.-ეს შეტყობინება მე არ გამომიგზავნია.
-რამდენიმე დღეა, რაც აქ მუშაობთ და უკვე ასე მოგაბეზრეთ თავი?-ჰკითხა უცებ კაცმა.
-არა,ხომ გეუბნებით ვიღაცამ ჩემი ტელეფონიდან ეს შეტყობინება გაგზავნა,მაგრამ ეს მე არ ვყოფილვარ.
-ტელეფონს ისე უყურადღებოთ ტოვებთ,რომ მასზე მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ?
-არა...-ელზა უცებ გაჩერდა,რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და როცა გაახსენდა,რომ ბოლო საათების განმავლობაში, მის ჩანთასთან,მხოლოდ დანიელი იყო ასე ახლოს,ყველაფერს მიხვდა.
-მიპასუხეთ!-შეუბღვირა კაცმა.
-კაფეტერიაში უყურადღებოდ, რამდენიმე წუთით დავტოვე და...გეფიცებით,სიმართლეს გეუბნებით.არ ვფიქრობ,რომ ცხენს გავხართ,ან რობოტს...საერთოდ,ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცი.რობოტი რა არის?-იკითხა უცებ გოგონამ და როსტომს თვალებში შეაჩერდა.
-გეყოფათ,თქვენი მოსმენა აღარ მინდა.-ხელის აწევით შეაჩერა კაცმა.
-დამნაშავე არ ვარ,თანაც როსტომ ხანს, ჩემს მოსვლამდე გეძახდათ მთელი სკოლა და მე თქვენთვის არ შემირქმევია.-წამოსცდა ელზას უნებურად.
-რა?-როსტომიც წამოდგა ფეხზე.-მართლა?
-ეს არ უნდა მეთქვა!-უხერხულად შეიშმუშნა გოგონა.
-რატომ მეძახიან ასე? -დაინტერესდა კაცი.
-არ ვიცი,ალბათ თქვენი სახელიდან გამომდინარე.-მხრები აიჩეჩა ელზამ.
-მეგონა,მხოლოდ სინდერ-გელა მოიგონეს ბავშვებმა და ჰეროდოტე,მეც თუ მქონდა ზედმეტსახელი ვერ წარმოვიდგენდი.-ჩაილაპარა როსტომმა.
-მოიცადეთ,ჰეროდოტეს ვის ეძახიან?-გაუკვირდა ელზას.
-დანიელს,ჩვენი სკოლის ისტორიის მამას.-უპასუხა კაცმა და შეუმჩნევლად ჩაიცინა.-თუმცა, ეს თქვენს საქციელს არ ამართლებს.
-ვიცი,რომ გაბრაზებული ხართ,მაგრამ სამსახურიდან ვერ დამითხოვთ.-ხმას დაუწია ელზამ და კაცს თვალებში დაჟინებით შეაჩერდა.
როსტომს წამიერად თავბრუ დაეხვა და ისევ სკამზე დაეშვა.მერე იგრძნო,როგორ მოუდუნდა სხეული და რადგან ეს მდგომარეობა უკვე გამოცდილი ჰქონდა,არც შეწინააღმდეგებია.
-ადამიანების მართვა ძალიან მარტივია,თუ მოვინდომებ,მაგრამ ეს იმდენად მფიტავს,რომ ამის გაკეთება არ მინდა,თქვენ კი მაიძულებ.-ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ელზამ და ხელებით მაგიდას დაეყრდნო ,ისე რომ დირექტორისთვის მზერა არ მოუცილებია.
-არ გაგაგდებთ,მაგრამ ვალდებული ვარ სასჯელი დაგაკისროთ.-წაილუღლუღა როსტომმა.
-რა სასჯელი?
-თეატრის კულისების დალაგება მოგიწევს,დანიელთან ერთად.
-ოოჰ,ეს იდეა მომწონს.-გაეღიმა ელზას,მერე მხრებში გაიმართა და დაამატა.-ერთმანეთს კარგად გავუგეთ,ბატონო როსტომ.
კაცს არაფერი უთქვამს,მხოლოდ უაზრო მზერა გააყოლა კაბინეტიდან გამავალ ელზას და მერე ისე ამოიოხრა,თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მოეხსნა.

გოგონა კიბეებს მიუახლოვდა და პირველ საფეხურზე,რომ შედგა ზემოდან ვიღაცის ჩრდილი დაეცა.ელზამ მაღლა აიხედა და მოაჯირს მიყრდნობილი დანიელი დაინახა,რომელიც გამარჯვებული სახით იღიმოდა.
-ყოჩაღ დანიელ!-შესძახა გოგონამ ზიზღით.-კარგი გეგმა იყო და დამსაჯეს კიდეც,მაგრამ ტყულად გიხარია.
-ვითომ რატომ?-გაეცინა ბიჭს.
-შენთან ერთად მომიწევს თეატრის კულისების დალაგება.-მიახალა უცებ გოგონამ.
-რა?-დანიელს ღიმილი სახეზე შეეყინა.
-მაგრამ ,მე დალაგებას არ ვაპირებ,-გაუღიმა ელზამ,-შენ დაალაგებ,მე კი დავჯდები და გიყურებ.
-ვერ ეღირსები!-შეუბღვირა ბიჭმა.
-ვნახოთ!-უპასუხა გოგონამ და კიბეებს აუყვა.

...
-ბავშვებო,რაღაც გავიგე!-საკლასო ოთახში შევარდა დემეტრე და თანაკლასელებს მზერა მოავლო.
-ამოღერღე!-უთხრა ერთ-ერთმა ბიჭმა.
-სინდერ-გელას უკვე როლები გადანაწილებული აქვს.-თქვა ქოშინით ბიჭმა და სკამზე დაეშვა.-მაგრამ გავიგონე,როგორ ეუბნებოდა როსტომ ხანს,იქამდე არ გავამხელ,სანამ მასწავლებლების ქასთინგსაც არ ჩავატარებო.
-ამდენი ხანი უნდა გვაცდევინოს?-წამოიძახა თინამ.
-ლოდინით მოვკვდები.-აღმოხდა ემას.
-ჰოდა, ნუღარ ველოდებით.-ჩაერია საუბარში ლუკა.-სინდერ-გელას კაბინეტში შევიპაროთ ,საწერ მაგიდაზე სია ექნება.ჩავხედოთ, გავიგოთ როლები როგორ გადაანაწილა და უკან გამოვბრუნდეთ.
-ჩემი გენიოსი მოსწავლეები!-გაისმა უცებ დანიელის ბოხი ხმა და ბავშვები შეშინებული სახეებით ,ოთახში ახლახანს შემოსულ მასწავლებელს მიაჩერდნენ.
კლასში წამით სიჩუმე ჩამოვარდა.ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა,რადგან ფიქრობდნენ,რომ მასწავლებელი ყველა მათგანს დასჯიდა,ასეთი გეგმებისთვის.
-კარგით რა!-წამოიძახა უკმაყოფილოდ დანიელმა,რადგან ზუსტად იცოდა რაზეც ფიქრობდნენ ახლა მოსწავლეები.-ასე მიცნობთ? მე ხომ თქვენზე მეტად ვარღვევ წესებს და ნუ გგონიათ,რომ ამის გამო დაგსჯით, ან როსტომ ხანთან ჩაგიშვებთ.ვერავინ გაიგებს და სიაც ყველას გვაინტერესებს,ხომ ასეა?
-ძმა ხარ,მასწავლებელო!-შეჰყვირა უცებ ლუკამ და დანიელს მხარზე ხელი დაჰკრა.
-იყუჩე ლუკიანე.-გაეცინა მასწავლებელს და თავის სკამზე დაჯდა.
-შანსი არაა!-თავი გააქნია თინამ და გერდზე გადგა.-მე არ წამოვალ.
-ერთი დეზერტირი გვყავს!-წამოიძახა დემეტრემ.
-არც ჩვენ არ მოვიდვართ.-თქვეს სხვებმაც და რამდენიმე მოსწავლე თინას გვერდით ამოუდგა.
-ხუთი კაცი გამოგვაკლდა,მაგრამ არა უშავს.-თქვა დანიელმა.-ახლა მთავარია გელა კაბინეტიდან გამოვიტყუოთ.
-სიდერ-გელა, ახლა თავის კაბინეტშია, ხომ?-იკითხა უცებ ემამ.
-ჰო.-უპასუხა ლუკამ.
-მე გამოვიტყუებ და თქვენ მანამდე კაბიეტში შეიპარებით,სიას ნახავთ,ფოტოს გადაუღებთ და უკან ისე გამოხვალთ,რომ ვერავინ შეგამჩნევთ.-წარმოთქვა ემამ და თავისი საქციელით გაოცებულმა,გონებაში წამის წინ ნათქვამი სიტყვები გადაამოწმა.
-როგორ აპირებ მის გამოტყუებას?-ჰკითხა დანიელმა.
-სინდერ-გელას მუსიკა უყვარს,მუსიკალური კაბინეტი კი მისი კაბინეტის გვერდითაა.-გეგმა გაანდო ემამ.-მე დავუკრავ,ის მუსიკის ხმაზე გარეთ გამოვა.
-რას იზამ?-წარბები აზიდა თინამ ირონიულად.-რახმანინოვს დაუკრავ და გელას მუსიკით მონუსხავ?
-დაახლოებით.-მხრები აიჩეჩა ემამ.
-არა,რახმანინოვი გელას არ გაუკვირდება,მაგრამ მუსიკალური ინსტრუმენტების ერთობლიობა,თანაც სხვადასხვა ტონალობაში,შეიძლება ნამდვილად გაუკვირდეს.-ეშმაკურად ჩაიცინა დანიელმა და ბავშვებს გადახედა,რომლებიც მაშინვე მიუხვდნენ ჩანაფიქრს.

წესით ,დანიელს ისტორიის გაკვეთილ უნდა ჩაეტარებინა,მაგრამ ბავშვებს ვერ დააღალატებდა,ამიტომ ყველანი საკლასო ოთახიდან გამოიყვანა და მუსიკალური კაბინეტისკენ გაემართნენ.შეთანხმებისამებრ,ლუკა და დემეტრე დერეფნის კუთხეში გაჩერდნენ,დანიელი კი დანარჩენ ბავშვებთან ერთად მუსიკის კაბინეტში შევიდა და მოსწავლეებს მითითებები მისცა.
ემა ფორტეპიანოს მიაუჯდა, თითები გაატკაცუნდა და მოემზადა. დანარჩენებმა კი სხვადახვა მუსიკალური საკრავები დაირიგეს.ზოგმა ჩელო აიღო,ზოგმა ვიოლინო,სტვირი,გიტარა,დასარტყამი ინსტურმენტები და არფაც კი არ დავიწყებიათ.
დანიელმა ,რამდენიმე წამით შეიცადა,ღრმად ჩაისუნთქა და მაღლა აწეული ხელი, როცა დაბლა დაუშვა,ბავშვებმა ერთდროულად დაიწყეს რაღაც არაამქვეყნიური მუსიკის დაკვრა,რომლის ხმაც მთელს სკოლაში კი არა, ალბათ მთელ კოსმოსშიც ისმოდა.

ფიქრებში გართულ გელას,გამაყრუებელი ბრახუნის ხმები,რომ ჩაესმა მაშინვე გამფხიზლდა,სკამიდან დამფრთხალი სახით წამოიჭრა,გარეთ გავარდა და მუსიკის ოთახში გაცეცხლებული სახით შეიჭრა.
სწორედ ამ დროს,კუთხეს მოფარებულმა ბიჭებმა, დრო იხელთეს,გელას კაბინეტში შეუჩნევლად შეიპარნენ და კარი მოხურეს.

-დანიელ,რა ჯანდაბა ხდება?!-დაიღრიალა გელამ.
-ბატონო სინ...უკაცრდავად ,გელა!-დაიბნა დანიელი და ხელით ანიშნა ბავშვებს გაჩერებულიყვნენ.-მუსიკამ შეგაწუხათ?
-მუსიკამ? ეს მუსიკა კი არა ტირანოზავრის ღრიალია! რა ხდება ...საერთოდ რას აკეთებთ?!-ნერვიულობისგან სახე სულ აჭარხლდა გელა.
-ბავშვებს ვუხსნიდი,როგორ დაანგრიეს ებრაელებმა იერიქონის კედლები დოლის ხმით.-მაშინვე იმართლა თავი დანიელმა.
-თქვენ რა,გინდათ იგივე ხმით ჩვენი სკოლაც დაანგრიოთ?!-ისედაც გადაბმული წარბები,უარესად შეკრა კაცმა.
-სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა,რომ ებრაელებმა მხოლოდ დოლის ხმით შეძლეს კედლების დანგრევა.მეცნიერების დასკვნით,იმ ტერიტორიებზე ხშირად ხდება მიწისძვრები და...
-დანიელ,მე ეს არ მიკითხავს!-შეაჩერა კაცმა,თუმცა იცოდა,რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა,ამიტომ ბიჭს ზურგი აქცია და თავისი კაბინეტისკენ გაემართა.
დემეტრე და ლუკა, ისევ გელას კაბინეტიში იყვნენ,რადგან სია ვერსად იპოვეს.დანიელმა ეს იცოდა,ამიტომ კაცს უკან გაეკიდა და შეაჩერა.
-ბოდიშს გიხდით, ბატონო გელა. თქვენი შეწუხება არ მინდოდა.
-ძალიან დამავალებთ, თუ აღარ გაიმეორებთ.-კაცი ისევ კაბინეტისკენ შებრუნდა.
-მოიცადეთ!
-ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ნუ მაყოვნებთ ,გთხოვთ.-ხელი აიქნია კაცმა და კაბინეტის კარის სახელურს დასწია.

კაბინეტში მყოფმა ბიჭებმა, გაფართოებული თვალებით გადახედეს ერთმანეთს და სიტყვაც არ უთქვამთ ისე იმოქმედეს.უცებ ორივენი ადგილს მოსწყდნენ,იქვე მდგარ მოზრდილ დივანს გადაახტნენ და მის ზურგს უკან ჩაიმალნენ.
გელამ კაბინეტის კარი შეაღო,შიგნით შევიდა , ისევ თავის სავარძელში მოკალათდა და სცენარს ჩახედა,რომელსაც აქამდე ასწორებდა.
-ახლა, რა ვქნათ?-ჰკითხა შეშინებული ხმით ემამ.
-ჯანდაბა!-ამოიხორა დანიელმა და წამით ჩაფიქრდა,მერე თავი ასწია და იკითხა.- ხომ არ იცით,ელზა სად არის?
-მეათე კლასთან გაკვეთილი აქვს.-უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
-ბავშვები,რომ დაიჭირონ ძალიან ცუდი რამ მოხდება! წყლის გადასხმის გამო როსტომ ხანს ძლივს გადავურჩი და ესეც თუ დაემატა, აუცილებლად გამაგდებს სამსახურიდან.-დანიელი,თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა.
-რას აპირებთ?-ჰკითხა ისევ ემამ.
-აქ იყავით,მე ახლავე დავბრუნდები!-დანიელი უცებ ადგილ მოსწყდა,კიბეები აირბინა, მესამე სართულზე ავარდა და მეათე კლასში დაუკაკუნებლად შეიჭრა.
-დანიელ,რა ხდება?-გაუკვირდა ელზას.
-შენი დახმარება მჭირდება.-ახლოს მივიდა ის და ჩურჩულით უთხრა.
-არც იოცნებო.-შეუბღვირა გოგონამ.
-ან ახლავე წამოხვალ და დამეხმარები,ან როსტომ ხანთან ჩავალ და ვეტყვი,რომ ტუალეტში შენ ჩამკეტე.-დაემუქრა ბიჭი.
-ამის გაკეთება,რომ გნდომოდა...
-აქამდე გავაკეთებდი,მაგრამ ახლა ისეთ დღეში ვარ,რომ უკან არაფერზე დავიხევ.-კბილებში გამოსცრა დანიელმა.
-კარგი,მოვდივარ.-ელზა ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა.-სელინჯერს გადახედეთ,ახლავე დავბრუნდები.

...
-მოიცადე,მოსწავლეებს დაეხმარე,რომ მასწავლებლის კაბინეტში შეეღწიათ?-იკითხა გაოცებული სახით ელზამ,როცა ისინი გელას კაბინეტს მიუახლოვდნენ.
-ჰო.-თავი დაუქნია ბიჭმა.
-რანაირი პედაგოგი ხარ?-თვალები გადაატრიალა გოგონამ.
-მაგ კითხვას,ჩემს თავს დიდი ხანია ვუსვამ,მაგრამ პასუხი არ ამქვს.-ჩაიბურტყუნა დანიელმა.-ბავშვებს თუ გამოიჭერენ...
-მაგრად დაგერხევა.-გაეცინა ელზას.
-ოჰ!-შესძახა ბიჭმა გაოცებული სახით.-ლიტერატურის პედაგოგი ჟარგიონებით საუბრობს.
-მაპატიე,მაგრამ ამ სიტუაციას სხვანაირი ენა არ შეეფერება.
-იქნებ,რაიმე გაავაკეთოთ,თორემ ბიჭები ძალიან ცუდ დღეში არიან.-ჩაერია საუბარში ემა.
-კარგი.-ელზამ ღრმად ჩაისუნთქა,მოემზადა და უცებ ხმამაღლა წამოიყვირა.-ესე იგი,ფიქრობ,რომ შექსპირი ჩვეულებრივი პლაგიატი იყო?!
დანიელმა გაიოცებული სახით გახედა გოგონას,მან კი თვალით ანიშნა,რომ თამაშში აჰყოლოდა.
-ჰო,ასე ვფიქრობ!-დაიყვირა ხმამაღლა ბიჭმა,რომ გელას გაეგონა.
-ხვდები მაინც, რა სისულელეს ამბობ?!-ხმას აუწია ელზამ,რადგან იცოდა,რომ გელა შექსპირის გალანძღვას არავის აპატიებდა და ამ სატყუარასაც ადვილად გადაყლაპავდა.
-ნუ მეკამათები,მე უკეთ ვიცი!-შეეპასუხა დანიელი.
-რა ხდება,აქ?-კაბინეტიდან გამოვარდა გელა და მოკამათე წყვილს თავზე წამოადგა.
-აჰ,ბატონო გელა!-შესძახა ელზამ.-კიდევ კარგი გამოჩნდით.ვიცი,რომ ჩემსავით გიყვართ შექსპირი და მის დამცირებას არც თქვენ შეეგუებით.ძალიან გთხოვთ, აუხსენით ამ ხეპრეს, სიტყვა „პლაგიატის“მნიშვნელობა.
-ხეპრე მიწოდე?!-ერთიანად დაიძაბა დანიელი.
-შექსპირი პლაგიატი არ ყოფილა.-მიუბრუნდა გელა დანიელს.
-ჰო ,როგორ არა!-წამოიძახა ბიჭმა.-გაიხსენეთ „რომეო და ჯულიეტა“,“ჭირვეულის მორჯულება“,ანთუმდაც „ზაფხულის ღამის სიზმარი“. ყველა ნაწარმოები ,ან ისტორიულ ფაქტებზე აქვს დაფუძნებული,ანდაც მითოლოგიაზე.

დერეფანში მდგომი მასწავლებლები,ისე ჩაებნენ კამათის აზარტში,რომ სამყაროს საერთოდ მოწყდნენ და არც კი შეუყმჩნევიათ,გელას კაბინეტიდან გამოპარული ხელმოცარული მოსწავლეები,რომლებიც მოპირდაპირე მხარეს მდებარე მუსიკის კაბინეტში შევიდნენ და მთელს კლასთან ერთად,იქიდან განაგრძეს მათი კამათის მოსმენა.

...
ელზა დაღლილი სახით შევიდა თავის ბინაში,ჩანთა იქვე მიაგდო,მისაღებში დივანზე მოკალათ,ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხები მაღლა ააწყო,რომ ცოტა დაესვენა.
-ოჰ,ეს ადამიანური გამოგონებები.-ჩაიბურდღუნა მან,ტელეფონი მოიმარჯვა და რობს დაურეკა.
-გთხოვ, ისევ საჭმელზე არ მელაპარაკო.-ჩასძახა ტელეფონში ბიჭმა.
-არა,სხვა რაღაც მჭირდება.-უპასუხა გოგონამ.
-აბა,გისმენ.
-დღეს საღამოს,რვა საათზე რესტორან „ელიტაში“ უნდა მოხვიდე.
-რისთვის?
-იქ ჩემს კოლეგასთან ,მიშასთან ერთად ვიქნები,დანიელი და მისი თაყვანისმცემელი თეაც იქნებიან,ჰოდა მინდა რომ იმ „საყვარელ წყვილს“ შენებური ოინები მოუწყო.-ჩაიცინა ელზამ.
-რატომ?-გაუკვირდა ბიჭს.
-რობ,ხვეწნას ნუ დამაწყებინებ.მინდა,რომ დანიელის და თეას პაემანი ჯოჯოხეთური იყოს და მე ამაზე კარგად ვიხალისო.
-კარგი.-ამოიოხრა რობმა.-მოვალ,ნორმალური საჭმელი მეც მომენატრა.
-გმადლობ.-სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა ელზას,ტელეფონი გათიშა და კმაყოფილი სახით გაიღიმა.

...
საღამოს რვა საათისთვის,ოთხივენი რესტორან „ელიტაში“ შეიკრიბნენ.გარემო მართლაც შესანიშნავი იყო.თანამედროვე სტილი ოსტატურად იყო შერწყმული,ფრანგული როკოკოს სტილთან. შუა ხნის ქალბატონი როიალს უჯდა და რომელიღაც კლასიკურ ნაწარმოებს ასრულებდა.მარმარილოს ფილები და ძველებური,ბროლის ჭაღები კი რესტორნის რბილ განათებაზე ერთიანად ბრწყინავდნენ.
ელზამ შესვლისთანავე ,მოშორებით მჯდარი რობი შენიშნა და მეგობრულად გაუღიმა.ბიჭმაც თავი დაუკრა და ვახშმობა განაგრძო.
სუფრასთან დამსხდარებმა,მიმტანს მენიუ გამოართვეს და სხვადსხვა კერძები აარჩიეს.ქალბატონებმა სალათი შეკვეთეს,დანიელმა რაღაც უცხო ზღვის პროდუქტების კერძი,მიშამ კი წვნიანი და მიმტანის დაბრუნებამდე ღვინოც დააგემოვნეს.

-ელზა,მოგვიყევი შენზე რაიმე!-წამოიწყო საუბარი დანიელმა.
-მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს.-ცოტათი დაიძაბა გოგონა.
-წარმოშობით საიდან ხარ?-მაინც ჰკითხა ბიჭმა და ღვინის ჭიქას დასწვდა.
-ააამ...-ელზა დაიბნა,რადგან მათთვის სიმართლის გამხელა ნამდვილად არ სურდა.-დარწმუნებული ვარ ,იმ ადგილის შესახებ არც გსმენიათ.
-რომელიმე სოფლიდან ხარ?-იკითხა თეამ ცინიკურად.
-ასეც,რომ იყოს, მერე რა?-შეეკამათა მიშა.
-ოჯახზე მოგვიყევი.-სიტუაცია განტვირთა დანიელმა.
-ოჯახი არ მყავს...ქმარს გავშორდი და ახლა თავისუფლებით ვტკბები.-გულგრილად მიუგო ელზამ.
-ქმარი?-დანიელს ღვინო გადასცდა და ხველა აუვარდა.
-ჰო,იდიოტი იყო!-გამჭოლი მზერა მიაპყრო ელზამ მას.- ნაძირალა, ავადმყოფი,რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და სხვა არავინ ადარდებდა.შეეძლო უბრალო კამათი,რაღაც დიდ პრობლემად გადაექცია და ამის გამო მეც კი არ დამინდო.
ელზამ წინადადება დაასრულა და მისკენ ინეტრესეთი მოპყრობილი სამი წყვილი თვალი,რომ შენიშა,უხერხულად გაიღიმა.
მიშამ პირი გააღო,რომ რაიმე ეთქვა,მაგრამ საუბარი მიმტანმა შეაწყვეტინა,რომელიც თავზე წამოადგა მათ და კერძები მაგიდაზე დაალაგა.
კოლეგებმა ისევ გააბეს საუბარი ,თუმცა ამჯერად ელზას წარსულზე არავის არაფერი უკითხავს.რამდენიმე წუთის შემდეგ,მიმტანი ისევ გამოჩნდა და ამჯერად დიდ ლანგარზე მოთავსებული, უზარმაზარი ლობსტერებით ჰქონდა ხელი დამშვენებული.
-ეს ჩვენი რესტორნის საფირმო კერძია.-თქვა მან და ლანგარი მაგიდისკენ გასწია.
ელზამ უნებურად გაიხედა მიმტანისკენ და მის წინ ახორიალებული უზარმაზარი ზღვის წითელი ცხოველი,რომ დაინახა შისისგან დენდარტყმულივით წამოვარდა სკამიდან,ფეხი მაგიდას აარტყა,რის გამოც ცხელი წვნიანის თეფში გადაბრუნდა და მიშას შარვალზე გადაესხა,ელზას გაქნეული ხელი კი მიმტანის ლანგარს მოხვდა,ლობსტერები ჰაერში აფრინდა და გვერდით მაგიდასთან მჯდომ კლიენტებს თავზე დაეყარათ.
მიშა, სიმწრისგან სახეზე სულ გაწითლდა,როცა წვნიანის სიმხურვალე კანზე იგრძნო.თეამ, მისი ყოფილი ქმარი ასეთ მდგომარეობაში,რომ დაინახა ჯანდაბაში გაისტუმრა ყველაფერი,კაცს ქამარში სწვდა,სწრაფად გაუხსნა და მთელი რესტორნის წინაშე, შარვალი ჩახადა.
-რა ჯანდაბაა! ეს რა ჯანდაბა იყო?!-ელზა ერთიანად ცახცახებდა და სულს ძლივს ითქვამდა.
-დაწყნარდით ქალბატონო,ეს ლობსტერი იყო ,აქამდე არ გინახავთ?-ჰკითხა მიმტანმა.
-ლობ...რა?-ისევ ჰკითხა ელზამ.
-ჩვენი რესტორნის საფირმო კერძია!
-ის რაღაც,იჭმება?-გოგონა გაოცებას ვერ მალავდა.-რატომ მოიტანეთ ჩვენს მაგიდასთან, ჩვენ ხომ არ შეგვიკვეთავს?
-არ შეგიკვეთავთ?-დაიბნა უცებ მიმტანი.-ახლა მახსენდება,რომ არ შეგიკვეთავთ...არადა მეგონა,რომ თქვენ შეუკვეთეთ!
ელზა მაშინვე მიხვდა ეს ვისი ოინებიც იყო და მთელს რესტორანს თვალი მოავლო,მაგრამ რობი ვერსად იპოვა.
-ნბი*ვარი!-ჩაისისინა გოგონამ,ჩანთას ხელი დაავლო და საპირფარეშოსკენ გაემართა.
ელზამ ხმაურით შეგლიჯა ტუალეტის კარი,შიგნით შევარდა და ცივი წყლით სცადა თავის დამშვიდება,მერე კი ტელეფონი ამოიღო და გაავებული მზერით მოძებნა რობის ნომერი.
-გირჩვენია სადმე გადაიხვეწო!-ჩასძახა გოგონამ ტელეფონში,როცა ბიჭმა უპასუხა.
-მოგეწონა ოინი?-ახარხადა რობი.
-შენთვის ჯობია აღარ დამენახო,თორემ გეფიცები ვერ გადამირჩები!-ელზა ხმას ვერ აკონტორლებდა.
-ეგ შენი მრისხანე,სხვა ვინმეზე გადმოანთხიე.-რობი მაინც არ ჩუმდებოდა.
-მე დედოფალი ვარ!-დაიკივლა მოუთმენლად ელზამ და მოულოდნელად ჭერში ჩამაგრებული ერთ-ერთი ჰალოგენი გასკდა, მის წინ დაკიდებული სარკე კი რამდენიმე ადგილას გაიბზარა.
ელზამ დაბნეული მზერა მოავლო მთელს საპირფარეშოს და ძალიან გაუკვირდა,რომ მისმა მრისხანებამ ასეთი რამ გამოიწვია,ამ სამყაროში.
-ფრთხილად იყავი,შენმა ემოციებმა მანდ არ ამოხეთქოს.-ჩაიცინა რობმა და ტელეფონი გათიშა.
ელზამ უხალისოდ გააქნია თავი,ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო და საპირფარეშოს კარი გამოაღო,თუმცა წინ ასვეტილი დანიელი და მისი ცინიკურად მოელვარე მწვანე თვალები,რომ დაინახა მრისხანება კვლავ მოერია.
-არადა რა საყვარელი ლობსტერი იყო,არ მესმის რას ერჩი?-გაეცინა მას.-არ გინდა ერთი მოიშინაურო? სახლში,რომ შეხვალ ჩუსტებს მოგიტანს ხოლმე.
-თუ არ დაწყნარდები, შენ მოგიშინაურებ და ჩუსტებსაც მოგატანინებ.-უპასუხა უხეშად გოგონამ.
-საერთოდ არ მჭირდება შენთვის რაიმე ხაფანგების დაგება,თავადაც მშვენივრად ებმები ხათაბალებში!-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ელზას ზურგი აქცია.

გოგონამ გაცოფებული მზერა მიაპყრო დარბაზში გამავალ დანიელს,მერე ზევით აიხედა და უნებურად მოსულმა იდემა ისე გაახარა,რომ ღიმილი ვერ შეიკავა.უცებ დარბაზში გასასვლელ კართან დაკიდებული, მძიმე ხავერდის ბორდსოსფერი ფარდა , ერთიანად ჩამოწყდა და დანიელს ზემოდან ზეწარივით გადაეფარა.
მოულოდნელობისგან დაბნეული ბიჭი,ფარდაში ერთიანად გაიხლართა,ფეხებიც მასში აებლანდა,თან ვერაფერს ვერ ხედავდა და ორიენტაციაც აერია,რის გამოც ხალიჩას ფეხი წამოჰკრა და იქვე მდგარ გორგოლაჭებიან მაგიდაზე დაეცა.
მაგიდა უცებ ადგილს მოსწყდა, გაგორდა და წინ შემხვერდ მეორე მაგიდას მიეჯახა,დანიელი კი ინერციით გაფრინდა წინ და იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა.
მუსიკა შეწყდა და რესტრანში კივილ-წივილი ატყდა.კლიენტები დაფრთხნენ და სწრაფად წამოცვივდნენ სუფრებიდან.რესტორნის თანამშრომლებმა გვერდებდალეწილი დანიელი სწრაფად წამოაყენეს ფეხზე და სასწრაფო დახმარების გამოძახება შესთაბაზეს,მაგრამ ბიჭმა უარი თქვა.
მალე მენეჯერიც გამოჩნდა და დაბნეული კაცს ენა ისე ჩაუვარდა,რომ რამდენიმე წუთი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.
საბოლოოდ რესტორნის მენეჯერმა და სხვა თანამშრომლებმა ,იქით მოუხადეს ბოდიში კლიენტებს,რადგან ეგონათ,რომ ლობსტერის მაბავი მათი ბრალი იყო, ფარდის ჩამოვარდა კი მისი ცუდად დაკიდების გამო მოხდა.

-რა სირცხვილია ვჭამე.-თქვა რესტორნიდან გამოსულმა დანიელმა.
-შენ სირცხვილი მაინც ჭამე და მე ვერაფრის ჭამა ვერ მოვასწარი.-ჩაილაპარაკა ელზამ თვაისთვის.
-აბა,მე მკითხეთ!-მიუბრუნდა მიშა.-იმდენი ხალხის თანდასწრებით,ჩემმა ყოფილმა ცოლმა შარვალი ჩამხადა.
-ნუ აბუქებ.-შეუბღვირა თეამ.-ეს რომ არ გამეკეთებინა,უარესად დაიწვებოდი.
-მაინც ვერ ვხვდები,ის ფარდა რა ჯანდაბამ ჩამოაგდო.-ამოიოხრა დანიელმა და ანერვიულებულმა სიგარეტს მოუკიდა.
-ჰო,ვერც მე!-მხრები აიჩეჩა ელზამ.

...
იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი თავი სიყვარულებო :*** და იმის იმედიც მაქვს,რომ არ მოგაბეზრეთ თავი ამდენი ხათაბალებით :დდდ მაგრამ რა ვქნა ,ეს ჩემი წერის სტილია და ალბათ ვერასდროს შევეშვები :დდ წინ კიდევ გველის ბევრი გაურკვევლობა და ხათაბალა,მაგრამ გპირდებით,რომ თქვენს მოთმინებაზე და ნერვებზე არ ვითამაშებ :დდდ ველი თქვენს შეფასებებს მოუთმენლად :***скачать dle 11.3

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Vaimeees. Ramagari iyoo
Sicilot movkvdiiii

№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

nawkas12345
Vaimeees. Ramagari iyoo
Sicilot movkvdiiii

მადლობა დიდი სიყვარულოო :** ❤❤❤❤❤

№3  offline წევრი deep

აუუ რასაც ქვია გადავფიჩინდი.
ისე დაკვირვებიხარ მარგო?
ამ ისტორიაზე სულ ამ სიტყვებს ვიყენებ.
ელზა ყველაზე მაგარი გოგოა რაც კი მინახავს.
რა იდეები არმოდის თავში მოკლედ შოკში ვარ.
დანიელი ხო ვაბშე ბომბა ბიჭია.
მემგონია რომ ელზამ დანიელს ჩაუნამიოკა მარა დაინიელი ისეთი პრონტია ვერაფერს მიხვდა.
შექსპირის შესახებ დებატებზე ძალიან ვიხალისე.ყოჩაღ მარგო.
ბოლო ნაწილი?
პიკი იყო.
ასეთი სასაცილო ამ ისტორიაში?
ჯერ არ მახსოვს.
საოცარი გოგო ხარ მარგო.
კიდევ ვიმეორებ შენი იუმორის გრძნობაზე ვგიჟდები.
საოცარი იუმორის გრძობა გაქ.

№4  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

deep

ვაიმე როგორ გამახარე სიყვარულოოო :*** ჩემს ხუმრობებს მკითხველი ზუსტად რომ იგებს ისე მიხარია რომ სულ ვანათებ :დდდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი სიტყვებისთვის :**❤❤❤❤❤❤

№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ როგორ მიყვარს მე ამათი კატა-თაგვობანა...
ნამდვილი გიჟები არიან თავზეხელაღებული, გადარეული "ტიტანია და ობერონი".
არასდროს მომბეზრდება ამ ისტორიის კითხვა და ზოგადად შენი ისტორიებით ტკბობა... ძალიან მაგარი ხარ...

№6  offline წევრი ke-sane

ვაიმე როგორ გამიხარდიიი. ელზა მეამაყება მეე ძალიან მაგარი თავი იყო აი რამხელა თავებიც არ უნდა დადო მაინც არ მყოფნის. გიჟივით ვიცინოდი მთელი ისტორიის განმავლობაში. ვგიჟდრბი ამ ისტორიაზე და ნუ შენზე თავისთავად :დ <3

№7  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

უცნობი ქ
ოჰ როგორ მიყვარს მე ამათი კატა-თაგვობანა...
ნამდვილი გიჟები არიან თავზეხელაღებული, გადარეული "ტიტანია და ობერონი".
არასდროს მომბეზრდება ამ ისტორიის კითხვა და ზოგადად შენი ისტორიებით ტკბობა... ძალიან მაგარი ხარ...

ჩემო თბილო და ტკბილო ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებ ამ სიტყვებით :****❤❤❤❤უღრმესი მადლობა რომ ასე მამხნევებ❤❤❤❤

sa-mira
ვაიმე როგორ გამიხარდიიი. ელზა მეამაყება მეე ძალიან მაგარი თავი იყო აი რამხელა თავებიც არ უნდა დადო მაინც არ მყოფნის. გიჟივით ვიცინოდი მთელი ისტორიის განმავლობაში. ვგიჟდრბი ამ ისტორიაზე და ნუ შენზე თავისთავად :დ <3

ჰიიიიჰ სიყვარულოოო :დდდდ ძალიან დიდი მადლობა❤❤ მიხარია რომ არ გყოფნის და სულ ელი ხოლმე ახალ თავს :დდ ❤❤❤❤

№8 სტუმარი მოცინარი

Dedaaaaaa, kinagam davixovet dicilit, tan vcade "spektali" damedga chemi 4 wlis mewoblistvis, danieli viyavi da samwuxarod.... Spektakli Cudad ganvitarda, mec igive momivida race daniels da xeli isev mtkiva, deidachemi gadairia da lamis saswrafo gamoidzaxa ase rom chemo kargo, am axalma tavma bevri sicili, xelis titqmis motexva da fardis gaxeva gamoiwvia

№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოცინარი
Dedaaaaaa, kinagam davixovet dicilit, tan vcade "spektali" damedga chemi 4 wlis mewoblistvis, danieli viyavi da samwuxarod.... Spektakli Cudad ganvitarda, mec igive momivida race daniels da xeli isev mtkiva, deidachemi gadairia da lamis saswrafo gamoidzaxa ase rom chemo kargo, am axalma tavma bevri sicili, xelis titqmis motexva da fardis gaxeva gamoiwvia

ო მაი გად! :00 რას აკეთებ არაფერი მოიწიო და ცოდვაში ფეხი არ ჩამადგმევინო :დდდ ვაიმე ძაან ცუდად ვარ :დდდდდდ იმედია მშვიდობა გაქვს სიყვარულოო ❤❤❤ :დდდდდ

№10 სტუმარი მოცინარი

Margaritha Loki

ჰააჰაჰააა, ხვეწნას აზრი არ აქვს ჩემ თავს რომ ვიცნობ ბევრ უარესსაც გავაკეთებ joy

№11  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ვააააჰ :დდდ ზევსის ელვას ვფიცავ ათენამ უნფა დაგიფაროს :დდდდდდდდდდ❤❤

№12  offline აქტიური მკითხველი grafo

განა ხათაბალა არის მოსაბეზრებელი. არა. პირადად ჩემთვის ის არის მოსაბეზრებელი, რომ მარტო ეს ხდება და არანაირი "ქიმია". აი, ხათაბალის ფონზე ამ "ქიმიის" შემოტანასაც თუ მოახერხებ, მაშინ იქნები კარგი ავტორი ამ ხასიათის ისტორიებში. კარგად წერ ძალიან!

№13  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

grafo
განა ხათაბალა არის მოსაბეზრებელი. არა. პირადად ჩემთვის ის არის მოსაბეზრებელი, რომ მარტო ეს ხდება და არანაირი "ქიმია". აი, ხათაბალის ფონზე ამ "ქიმიის" შემოტანასაც თუ მოახერხებ, მაშინ იქნები კარგი ავტორი ამ ხასიათის ისტორიებში. კარგად წერ ძალიან!

მადლობა უღრმესი ❤❤ თუ ჩემი სხვა ისტორიები თუ წაგიკითხავს მიხვდები რომ ქიმია აუცილებლად იქნება უბრალოდ პირველივე თავიდან არ მიყვარს მოვლენების ასე განვითარება :დდდ ❤❤❤

№14 სტუმარი ნებულა

მშვენივრად წერ. ამ გვერდზე ჩემთვის ლიდერი ხარ. თუმცა, ვეთანხმები გრაფოს, გაიწელა ხათაბალა! კიდევ რაღაც არის საჭირო. ექსპოზიცია რაც არ უნდა კარგი და სახალისო იყოს, ძალიან არ უნდა გაწელო. კვანძი ბოლომდე უნდა შეიკრას და ნელნელა გახსნაც დაიწყოს, თორემ ტომი და ჯერი ხდება უკვე.

№15  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ნებულა
მშვენივრად წერ. ამ გვერდზე ჩემთვის ლიდერი ხარ. თუმცა, ვეთანხმები გრაფოს, გაიწელა ხათაბალა! კიდევ რაღაც არის საჭირო. ექსპოზიცია რაც არ უნდა კარგი და სახალისო იყოს, ძალიან არ უნდა გაწელო. კვანძი ბოლომდე უნდა შეიკრას და ნელნელა გახსნაც დაიწყოს, თორემ ტომი და ჯერი ხდება უკვე.

უღრმესი მადლობა ❤❤ძალიან მიხარია რომ კითხულობთ❤ ტომი და ჯერად მაქვს ჩაფიქრებული და ჩემი აზრით კი არ ხდება თავიდანვე ასე იყო :დდდდ❤❤ იქნება ყველაფერი თავის დროზე აუცილებლად და ვეცდები არაფერი დავაკლო :**❤❤

№16  offline აქტიური მკითხველი grafo

Margaritha Loki
grafo
განა ხათაბალა არის მოსაბეზრებელი. არა. პირადად ჩემთვის ის არის მოსაბეზრებელი, რომ მარტო ეს ხდება და არანაირი "ქიმია". აი, ხათაბალის ფონზე ამ "ქიმიის" შემოტანასაც თუ მოახერხებ, მაშინ იქნები კარგი ავტორი ამ ხასიათის ისტორიებში. კარგად წერ ძალიან!

მადლობა უღრმესი ❤❤ თუ ჩემი სხვა ისტორიები თუ წაგიკითხავს მიხვდები რომ ქიმია აუცილებლად იქნება უბრალოდ პირველივე თავიდან არ მიყვარს მოვლენების ასე განვითარება :დდდ ❤❤❤

ისევ შენსას აგრძელებ:))).
წაკითხული არ მაქვს, გადავხედე წინა ისტორიას, ბოლო თავი წავიკითხე ბოლომდე და მივხვდი რომ იქაც იგივე იყო.
პირველი და ბოლო თავი არაფერ შუაშია. ზუსტად პირველივე თავიდან უნდა იგრძნობოდეს რომ ისტორია ქალზე და კაცზეა და არა კატა-თაგვზე. "იქნება ყველაფერი თავის დროზე" დაივიწყე ეს საიტზე გავრცელებული ფრაზა.გეგონება ნაწერის გისწორებ ან გიწუნებ. არც ის უნდა იფიქრო ბევრისგან განსხვავებით, რომ მკითხველი შენგან მხოლოდ ცეცხლოვან სცენებს ელოდება. საერთოდ, ეგ თემა. ამიტომაც ვახსენე "ქიმია", რაც ჩემი აზრით საერთოდ არ აქვს შენს ისტორიებს, მაგრამ გეტყობა რომ შეგიძლია.
დავკონკრეტდები. ეს ჩემი აზრია და ამავე დროს რჩევა. ვალდებული არ ხარ წაიკითხო და ყურად იღო:*.
მაგრამ, თუ ერთი ადგილის ტკეპნა არ გინდა სხვებივით და გინდა უფრო დახვეწილი ავტორი იყო, აი მაშინ უნდა გაითვალისწინო და მეტი კონკრეტიკისთვის შეგიძლია პირადადაც შემაწუხო:)))).

№17  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

სამქეც ის არის მხოლოდ გადახედე და არ წაიკითხე თავიდან ბოლომდე...გირჩევ წაიკითხო იქნება და სადმე ქიმიის ნასახი იპოვი :დდდ მე პირადად არ ვთვლი რომ ჩემს ისტორიებში ქიმია არ არის.პირიქით ყოველთვი მაქეთკენ მიმყავს საქმე და ეგ თუ საერთოდ არაა ისტორიაში მაში ჩემს შრომასაც აზრი არ ჰქონია :დდდ მადლობა დიდი რჩევისთვის ვეცდები გავითვალისწინო ❤❤❤

№18  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან ძალიან მაგარი იყო კარგად ვიხალისე... იმედია ცოტა მეტი "მაგიაც" იქნება შემდეგ თავებში არ დააგვიანო რა მალე დადე

№19  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ანი ანი
ძალიან ძალიან მაგარი იყო კარგად ვიხალისე... იმედია ცოტა მეტი "მაგიაც" იქნება შემდეგ თავებში არ დააგვიანო რა მალე დადე

მადლობა უღრმესი ❤❤ ვეცდები ყველანაირად ჩემო კარგო :**❤❤

№20  offline წევრი kethrine

რობოტი რა არისო ეგ იყოოოო..... ხო რაღაც სხვანაირია, მაგრამ ისე უხდება ეს რაღაცნაირობა რომ, გამოგარჩევს მარგარეტ. ველოდებიიი სულით, გულით და გონებით❤❤❤
--------------------
ძნელი ის კი არაა, როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის, როცა თქმის შანსი აღარ გაქვს.

№21  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

kethrine
რობოტი რა არისო ეგ იყოოოო..... ხო რაღაც სხვანაირია, მაგრამ ისე უხდება ეს რაღაცნაირობა რომ, გამოგარჩევს მარგარეტ. ველოდებიიი სულით, გულით და გონებით❤❤❤

უღრმესი მადლობა სიყვარულოო :დდ❤❤❤ ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო *_*❤❤

№22  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

არა რა საოცრებები არიან
ამ მოთხრობაზე რასაც მე ვიცინივარ რავი
10 წლის სიცოცხლე მემატება
მადლობა შენ ამისთვის მარგარიტა
უზომოდ მაგარიიიყო ♥
ველოდები გაგრძელებას ♥

№23  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

LuckyGirl
არა რა საოცრებები არიან
ამ მოთხრობაზე რასაც მე ვიცინივარ რავი
10 წლის სიცოცხლე მემატება
მადლობა შენ ამისთვის მარგარიტა
უზომოდ მაგარიიიყო ♥
ველოდები გაგრძელებას ♥

მიხარია რომ ასე გამხიარულებს სიყვარულოოო❤❤მე თქვენს კომენტარებზე მემატება ათი წლის სიცოცხლე :*** : დდდ❤❤❤❤❤

№24  offline ადმინი დედასამოტხე

ვაიმეე კიარ ჩავბჟირდიი ვიხარხარეეე.აიიი ცუდად ვიყავიიი გეფიცებიიი.ახლა მიცხვდი დანიელი ქმარი ყოფილა ელზას:დდდ ეგ :დდდდ აუუ მართლა ცუდად ვარრრრდ.აიიი ისეთიი თავიიი იყოოოო რააა სიტყვები რო არ გაქ მარტო რო იცინი:დდდდდდისე მაინტერესებსს ამათი ამბებიი.რა კოხდება როდის გაიგებენ.როდის შერიგდებ8ან ან ვაფშე რად იზამენ.ან დანიელს რატო არ ახსოვს არაფერი მოკლედ ყველაფერიი ძაან მაინტრესებს.მალე დადე რააა.მარგოოო ისეთი მაგარიი ხარრ არვიცი მოკლედდდ.და ძაან მოყვარხარ ხოოო იციიიიი.უნდა იცოდე❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№25  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mariiiiami
ვაიმეე კიარ ჩავბჟირდიი ვიხარხარეეე.აიიი ცუდად ვიყავიიი გეფიცებიიი.ახლა მიცხვდი დანიელი ქმარი ყოფილა ელზას:დდდ ეგ :დდდდ აუუ მართლა ცუდად ვარრრრდ.აიიი ისეთიი თავიიი იყოოოო რააა სიტყვები რო არ გაქ მარტო რო იცინი:დდდდდდისე მაინტერესებსს ამათი ამბებიი.რა კოხდება როდის გაიგებენ.როდის შერიგდებ8ან ან ვაფშე რად იზამენ.ან დანიელს რატო არ ახსოვს არაფერი მოკლედ ყველაფერიი ძაან მაინტრესებს.მალე დადე რააა.მარგოოო ისეთი მაგარიი ხარრ არვიცი მოკლედდდ.და ძაან მოყვარხარ ხოოო იციიიიი.უნდა იცოდე❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

აუუუუ ჩემო გოგო joy როგორ მიხარია რომ ასე გაგამხიარულე და გაგახალისე მადლობა ძალიან დიდი heart_eyes მეც მიყვარხარ ძალიან heart_eyes kissing_heart heart_eyes

№26 სტუმარი ნებულა

Margaritha Loki
ნებულა
მშვენივრად წერ. ამ გვერდზე ჩემთვის ლიდერი ხარ. თუმცა, ვეთანხმები გრაფოს, გაიწელა ხათაბალა! კიდევ რაღაც არის საჭირო. ექსპოზიცია რაც არ უნდა კარგი და სახალისო იყოს, ძალიან არ უნდა გაწელო. კვანძი ბოლომდე უნდა შეიკრას და ნელნელა გახსნაც დაიწყოს, თორემ ტომი და ჯერი ხდება უკვე.

უღრმესი მადლობა ❤❤ძალიან მიხარია რომ კითხულობთ❤ ტომი და ჯერად მაქვს ჩაფიქრებული და ჩემი აზრით კი არ ხდება თავიდანვე ასე იყო :დდდდ❤❤ იქნება ყველაფერი თავის დროზე აუცილებლად და ვეცდები არაფერი დავაკლო :**❤❤

ასე ნუ გამიცრუებ იმედებს! ტომი და ჯერად ჩაფიქრებული პროზა წაკითხვადაც არ ღირს. მესმის, საკუთარ ნაშრომს სენსიტიურად რომ უდგები, მაგრამ შეეცადე გაიაზრო რასაც გწერ.
შესანიშნავი გემოვნება გაქვს, შექსპირს იყენებ შთაგონების წყაროდ (თანაც მის საუკეთესო კომედიას) და გაიხსენე, კატა-თაგვობანის პარალალურად რამდენშრიანი მოქმედება ვითარდება ზაფხულის ღამეს, ტომი და ჯერისგან განსხვავებით. გაგიტკბა ტკეპნა, მესმის, მაგრამ დროა წინ წაიწიოს სიუჟეტმა, თორემ ტემპს კარგავ.
იმედი მაქვს კრიტიკას (მხოლოდ მეგობრულს) სტიმულად იყენებ და არა პირიქით. წარმატებას გისურვებ!

№27  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ქარგი bowtie kissing_heart

№28 სტუმარი Modern day

ჰა ჰა! ესეც ასე დანიელ! 3ით 2 ელზას სასარგებლოდ! გოგოები ვიგებთ! :-P

№29  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Modern day
ჰა ჰა! ესეც ასე დანიელ! 3ით 2 ელზას სასარგებლოდ! გოგოები ვიგებთ! :-P

შენ ითვლი კიდეც joy joy joy ვააააჰ joy joy heart_eyes kissing_heart

№30  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Rodis dadeb?!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent