შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წლების შემდეგ, ისევ შენს მახეში გავები 14 თავი


14-07-2017, 00:31
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 366

წლების შემდეგ, ისევ შენს მახეში გავები 14 თავი

დილით ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე.
ვიცოდი დაჩის ეღვიძა, თუმცა თვალების გახელას არ ვაპირებდი,
მაინტერესებდა რას გააკეთებდა.
სახეზე ნაზად მისვამდა ხელს,  თან თმაზე მეფერებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი.
- ნინია საყვარელო, ვიცი რომ გღვიძავს.   მის ნათქვამზე გამეცინა, ზანტად გავახილე თვალები, და მის მწვანე თვალებს შევეჩეხე.
- როგორ შეიძლება, სულ ხვდებოდე მღვიძაბს თუ არა? ვეკითხები თან, ინტერესით ვაკვირდები. როგორც ყოველთვის, ირონიულად მიყურებს.
-მე ყოველთვის, ყველაფერი ვიცი.
- და ის თუ იცი, ეხლა რა მიმდა?
- კი, როგორ არა.
- და რამინდა?
- გინდა რომ გაკოცო, თან ძალიან, ძალია  ბევრჯერ.
- რასამბობ? მე არმინდა კოცნა. ისე შემრცხვა, ჩემს ზრახვებს რომ მიმიხვდა, გავწითლდი და თავი ბალოშში ჩავრგე.
- რაო ნინია, მოგიხვდი ყველაფერს. ჩემი გოგო, როგორ გაწითლდა.
ჩემს დაცინვას არ წყვეტდა.
- ნინია კარგი რა, საყვარელო ჩემი გრცხვენია?
თავის ამოწევას არ ვაპირებდი, დაჩიმ ერთი ხელის მოსმით, მომიქცია მის ქვემოთ.
-ეხლა მაინც ხომ შემომხედავ.
- დაჩი
- ხო, ჩემო მორცხვო.
- მიყვარხარ ვეუბნები მე, და მთელი გრძნობით ვეტანები მის ტუჩებს.
- სიცოცხლის ბოლომდე, მეყვარები ნინია. მეუბნება ის ისე, რომ არც კი შორდება ჩემს ტუჩებს.
უეცრად ისეთი ტკივილი ვიგრძენი, სიმწრისგან ამოვიკვნესე.
- ნინია რამე გატკინე? შეშინებული მეუბნება.
- არა, არა შენ არა. ხელი ძალიან მტკივა.
ხელისკენ ვითითებ, ეხლაღა ვამჩნევ სისხლს, რომელიც ჩემი ბეჭიდან მოდიოდა.
დაჩი გიჟივით წამოხტა ფეხზე, ხელში ამიტაცა და სააბაზანოში შემიყვანა.
ისე ნაზად და ფრთხილად მექცეოდა, ტკივილი სულ დამავიწყდა. სისხლი ჩამმომბანა, პირსახოცი მომაფარა და ოთახში შემიყვანა. საწოლზე დამაწვინა, თვითონ კი გიჟივით დადიოდა, ყველაფერი გამომიცვალა, ახალი ტანსაცმელი ჩამაცვა, შემდეგ კი ჭრილობა დამიმუშავა. ისე ჩქარჩქარა აკეთებდა ყველაფერს, მე კი გაკვირვებული ვაშტერდებოდი. შიგადაშიგ ჭრილობა თავს, მახსენებდა და ცოტას წამოვიკნავლებდი, ის კი სულს მიბერავდა, სამედიცინო სპირტის დასხმის დროს.
- გტკივა?
- სულ ცოტათი, არაუშავს გამივლის. ხელი შემიხვია და შუბლზე მაკოცა.
- ეხლა ქვემოთ ჩავიდეთ, ისადილე შემდეგ გამაყუჩებელი დალიე.
- არ მშია.
- ნინია ხომ იცი უზმოზე, წამალს რომ სვავ, შემდეგ კუჭი გტკივდება. რატომ ხარ ესეთი ჯინიანი?
- კარგი, ხო კარგი. დანრბების ნიშნად ხელები ავწიე.
მან ხელში ამიტაცა.
- კარგი რა, დაჩი სიარული შემიძლია. გაბრაზებული ვეუბნები მას. ის კი ისევ, ისე ორონიით მიღიმის.
- ასე მგონია, ხელი რომ გაგიშვა ისევ დაგკარგავ, ამიტომ მირჩევნია სულ ხელით გატარო.
- არ დამკარგავ, დაჩი გესმის მე სულ შენს გვერდით ვიქნები. აღარასოდეს გაგიშვებ ხელს. ვეუბნები თან ყელში ვკოცნი, ჩემს ამ მოქმედებაზე ეკლები აყრის ტანზე, ის კი შუბლზე მკოცნის.
 - დილამშვიდობისა ბავშვებო, როგორ გეძინათ? სამზარეულოში შესულებს, მანჩო გვესალმება.
- კარგად მანჩო შენ? ეუბნება დაჩი
- კარგად. აბა რას მიირთმევთ?
-მანჩო ბავშვი სად არის?
- გარეთ არის, ბაბუამისთან ერთად. მეუბნება მანჩო და ყავის ფინჯანს მიდებს წინ.
- აი ისინიც. ოთახის ბოლოსკენ ვიხედები, ვხედავ როგორ ჰყავს მამაჩემს, ოთო შემოსმული კისერზე და ჩვენსკენ მოდიან.
ოთო ჩემს დანახვაზე, ძირს ხტება და ჩემსკენ მორბის. ჯერ მამამის ეხუტება, შემდეგ ჩემსკენ მოდის.
- დედა როგორ ხარ? ხელი როგორ გაქვს გტკივა? უცებ მაყრის სათქმელს, და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. მის ამ საქციელზე მეღიმება.
- კარგად ვარ საყვარელო, შენ როგორ ხარ? ბაბუს ხომ არ აბრაზებ?
- არა დედა რას ამბობ, როგორ შეიძლება ბაბუ გავაბრაზო.
მამაჩემს უყურებს და მის, დიდ ლურჯ თვალებს უბრიალებს.
- მა სიმართლე მითხარი, გაბრაზებს ოთო.
- არა, არა შვილო ძალიან ჭკვიანი ბავშვი არის.
ისე მაგას რა ვუთხარი, მესმის მამაჩემის ბურტყუნი, და გემრიელად მეცინება.
- აი თუარ აბრაზებ, ნახე რას ამბობს ბაბუ.
- სულ მამამის გავს, ამბობს მაქსიმე და დაჩის ენას უყუფს.
- კარგით რა, ჩემგან რაღა გიმდათ.
სულ ნინიას გავს, ეს იყო ესეთი ცელქი. ამბობს დაჩი და თვალს მიკრავს.
- სულაც არა, მე ძალიან ჭკვიანი გოგო ვიყავი.
- ნინა არ გრცხვენია, მე მაინც არ ვიყვე აქ. მეუბნება მანჩო გაბრაზებული.
- რა მანჩ მე ცელქი ვიყავი.
- ნინა, შენ ცელქი არა მხეცი იყავი, მხეცი.
ამ ქალმა მთლად წყალს გამატანა.
- ვაიმე რას ამბობ, მე სულაც არ ვყოფილვარ ეგეთი. გაბუტული ვეუბნები მანჩოს.
- აბა ვინ იყო ის, ყველა ბიჭს რომ ურტყამდა, ვინ სცემა დემე, ერთი კვირა ჩალურჯებული რომ დადიოდა. იმის წარმოდგენაზე თუ როგორ, დადიოდა დემე ჩალურჯებული გულიანად გამეცინა.
- რა უმიზეზიდ ხომ არ, მიცემია ღირსი იყო.
- ღირსი იყო? რატომ იყო ღირსი აუზში რომ ჩაგაგდო?

- ხო აბა, მეტი მიზეზი რა გინდა. ჩემს გულიპრყვილობაზე ყველას სიცილი აუტყდა.
- რა, რა რა გაცინებთ.
- როგორი გულუპრყვილო, მყევხარ ნინია. გულში მიკრავს და თავზე მკოცნის დაჩი.
- აბა დღეს რას აკეთებთ? გვეკითხება მამა.
- ჯერ ადვოკატს უნდა შევხვდე, შემდეგ სამსახურში შევივლი, და შემდეგ თორნიკეს ამბავი უნდა გავიგო. მაინტერესებს როგორ არის.
- ნინა იქნებ არ ღირს?
- არა მამა, თორნიკე ერთადერთი იყო ვინც მეხმარებოდა, სწორედ მისი წყალობით ვარ ეხლა აქ, არ მინდა დავუკარგო სიკეთე. ისიც მსხვერპლია.
- კარგი, შვილო როგორც შენ გინდა. მე კომპანიაში მივდივარ, და ჩკვიანად იყავით. ამას ოთოს გასაგონად ამბონს, შუბლზე მკოცნის და ოთახიდან გადის.
- ნინია არ მომწონს შენი იდეა, არ მინდა ის ბიჭი ნახო.
- დაჩი მხოლოდ ნახვა მინდა, გავიგებ როგორ არის და ვსო.
- კარგი ოღონდ, მეც შენთან ერთად ვიქნები.
- კარგი რა პრობლემა. წამალი დავლიე, ოთოს ვაკოცე და სახლი დაჩისთან ერთად დავტოვე.
 მანქანაში ვისხედით, ჩვენს საყვარელ სიმღერას ვუსმენდით. ხმას არცერთი ვიღებდით, თუმცა სიჩუმე დაჩიმ დაარღვია.
- ნი მინდა ქორწილოს დღე დავთქვათ.
- ძალიან კარგი, დავთქვათ შენ როდის გინდა?
- მოდი შენს დაბადების დღეზე.
ამის გაგონებისას ელდა მეცა, ყველაფერი ერთად გამახსენდა, ცრემლები ვერ შევიკავე. არ მინდოდა დაჩის დაენახა, თავი მინისკენ  მივაბრუნე.
- კარგი, როგორც შენ გინდა.
- ნინია ვიცი გეშინია, თუმცა გპირდები, ის ისტორია არ განმეორდება.
- მპირდები?
- კი, გპირდები
- კარგი.
- ჯერ შენს მოძღვართან მივიდეთ, შემდეგ ადვოკატთან.
- ხო ეგრე სჯობს.
ჩემს მოძღვარს ველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი, მითხრა ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოვო, ჯვარს აგყრითო. მე და დაჩი დაგვლოცა. შემდეგ ადვოკატთან მივედით, სარჩელი შევიტანე. სანდროსგან არაფელს ვითხოვდი, ამიტომ იქედან მალევე წამოვედით.
- ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება თქო.
- ვიცი დაჩი მაგრამ მაინც, ვნერვიულობ
- ნუ ნერვიულობ ნინია, მე შენთან ვარ ჩვემ შვილი გვყავს, და სულ ერთად ვიქნებით გესმის.
- მესმის საყვარელო. დაჩის ვკოცნი, შემდეგ მანქანიდან გადავდივარ,  და საავადმყოფოს მიმღებში, თორნიკეს ვკითხულობ. გვარი არ ვიცოდი, თუმცა მაინც მიმასწავლეს, მისი პალატა.
პალატის კარები შევაღე, თორნიკე საწოლზე იწვა, უეცრად ჩემსკენ შემობრუნდა. გაკვირვებული მომშტერებოდა.
- ნინა შენ, შენ აქ რა გინდა?
- შენი ნახვა მინდოდა. როგორ ხარ?
- კარგად ვარ გმადლობ. შენ როგორ ხარ?
- მეც, კარგად ვარ. თორნიკე მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, შენ რომ არ ყოფილიყავი, იქ ვერ გავძლებდი.
- რას ამბობ ნინა, პირიქით ბოდიშს გიხდი იმ ყველაფრისთვის.
- შენ არაფელ შუაში ხარ. კარგი ეხლა მითხარი, რას გეუბნებიან როდის გაგწერენ?
- მგონი ორ დღეში,  არ ვიცი ზუსტად.
- მინდა გითხრა რომ, შენ არავინ შეგეხება. შანს გაძლევ თორნიკე, შენს ცხოვრებას მიხედო. ნუღარ გამბმევი ესეთ რამეში. პირობა მომეცი, ესეთი რამ არ უნდა განმეორდეს?
- პირობას გაძლევ ნინა, ძალიან დიდი მადლობა. შენ ნამდვილად საუკეთესო ადამიანი ხარ.
- კარგი, მე ეხლა უნდა გავიქცე. ეს ჩემი ნომერია, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.
- ძალიან, დიდი მადლობა ნინა.
ერთი სული მქონდა, საავადმყოფოდან გავსულიყავი, სასწრაფოდ დავტოვე იქაურობაა. გასასვლელ კართან დაჩი მელოდებოდა, გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე.


სამი თვე გავიდა, იმ გატაცების შემდეგ. ყველაფერი ჩვეულ, რითმს დაუბრუნდა.
 თორნიკე მის მერე, არ გამოჩენილა, როგორც გავივე ქვეყნიდან წავიდა.
მალხაზს სამუდამო მიუსაჯეს.

დღეს 3 აგვისტოა, დაჩის დაბადების დღე.
მინდა რაიმე, განსხვავებული გავუკეთო რაც, აქამდე არავის გაუკეთებია.
დილიდან იმდენს ვფიქრობ, თავი გამისკდა. არ მიმილოცია მინდა იფიქროს, რომ დამავიწყდა.
საღამოს რესტორანში, დემე მოიყვანს იქ კი, ჩემი სიუპრიზი დახვდება.
უკვე 6 საათია, ნელ-ნელა მზადება დავიწყე, არ მინდა დავაგვიანო.
განსხვავებულად გამოვეწყვე, ლურჯი კომბინიზონი ჩავიცვი, წინ ძალიან ლამაზი დეკოლტე ქონდა, თმები ცხენის კუდად შევიკარი, მაკიჟი არ ცამისვავს უბრალოდ, კონტური გადავისვი დამზად ვიყავი, ფეხზე ბალრტკები ჩავიცვი, ჩემი ოთახის კარები გამოვაღე, და ქვემოთ ჩავედი.
ჩემი ოთო ისეთი სიმპატიური იყო, თავის კოსწიუმში.
- დედა რა ლამაზი ხარ. გაკვირვებული მიყურებს ჩემი შვილი.
- ჩემი სიმპატიური ბიჭი.
- წავიდეთ არ დაგვაგვიანდეს. ამბობს მაქსიმე, ყველას გასასვლელისკენ გვიბიძგებს.
სულ რაღაც ოც წუთში, უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით.
მანქანიდან გადმოვედით, წინ როგორც ყოველთვის, ოთო გაიქცა.
- ოთო საყვარელო, ნუ გრბიხარ არ დაეცე. ჩემი ხმა თითქოს არ ესმოდა, რესტორნის კარები შეგლიჯა და შიგნით შევარდა.
- არ ვიცი ამ ბავშვს, რა მოვუხერხო.
ვეკითხები მამაჩემს.
- რა გიკვირა შვილო, შენც ზუსტად ეგეთი იყავი.
- მამა, სწორედ მაგის მეშინია. არმინდა სულ მე დამემსგავსოს, მე ბიჭებს მაინც ვცემდი, იქნებ ამან გოგოების ცემა დაიწყოს.
- ნინა შენი ჭირიმე, დღეს არავინ სცემო.
მუდარით მეუბნება, კარებში მდგომი დემე.
- ნუ გეშინია, შენს სცემას არ ვაპირებ.
- ჰე შემოდი, ყველა მოვიდა შენს გარდა. ვერ გავიგე იუბილარი შენ ხარ.
- მგონი გადავიფიქრე. ვამბობ ხმამაღლა.
- რა გადაიფიქრე?
- ვატყობ მომიწევს შენი ცემა.
- კარგი ეხლა, გეყოს მასხარაობა. გაბრაზებული მეუბნება ის.
- დაჩი მოვიდა?
- კი ნინა მოვიდა. თვალრბით ყველგან შენ დაგეძებს.
- ძალიან კარგი. ბოროტულად გავიღიმე, და რესტორნის კარებში შევედი.
- ნინა რამე ჩაიფიქრე? მეკითხება დემე
- ცოტაც, მოითმინე და ყველაფერს ნახავ.
დაჩისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ.
- ბოდიში დღეს ვერ დაგირეკე, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. გილოცავ დაბადების დღეს, ძალიან მიყვარხარ.
- მადლობა საყვარელო. არაუშავს მივხვდი რომარგეცალა. მოწყენილე მეუბნება.
- საჩუქრის ყოდვაც ვერ მოვასწარი. ხვალ გიყიდი კარგი?
- არაუშავს ნი, არ არის საჭირო.
მოდი ჩემს გვერდით დაჯექი.
ადგილი მის გვერდით დავავე, დაჩი ისეთი სახით იჯდა, აშკარად ნაწყენი იყო.
უკვე ვეღარ ვითმენდი ერთი სული მქონდა, სიუპრიზს როდის ვანახებდი.
და აი დადგა ის დროც, მიმტანი დაჩისკენ მოდის, ერთი ჭიქა შამპანიურით.
- ეს თქვენ ბატონო.
- კი მაგრამ მე, არაფელი შემიკვეთავს.
- სხვამ შეუკვეთა. ეს თქვა და იქაურობას გაეცალა. მიმტანს მეც უკან გავყევი. მთელს დარბაზში შუქი ჩაქრა.
ხოლო დარბაზის შუაში მე ვიდექი,
უკვე 13 წელია არ მიმღერია, რაც ოთიკო ჩემი მეგობარი, გარდაიცვალა მის მერე სიმღერა შევწყვიტე. ოთიკოს გახსენებაზე ცრემლები წამომივიდა.  სკამზე მოვკალათდი, ფანდური მოვიმარჯვე და დავიწყე.

დავეძებ შენს თმებში ნათითურებს ბაგეზე თამაშობენ აპრილები.
- მაგ თვალებს, ზაფხულივით დათბილულებს.
-ვუკოცნე ზღვისფერი ნაპირები
- მაგ გულში მე ვფეთქავდი საფეთქარად ძარღვებში მეც სისხლებად დავძვრებოდი
 ახლა კიი უჩემობა აფეთქდა და
უჩემო მონატრებას აწყდებოდი.
ამინდი მიგუდდა არეული
თვალებთან გადმოგიდგა მდინარეე
გახდები ჩემი სულის მთვარეული ნახავენ ცალ სხეულში მძინაარეებს
- დავეძებ შენს თმებში ნათითურებს
ბაგებზე თამაშობენ აპრილები
- მაგ თვალებს, ზაფხულივით დათბილულებს, ვუკოცნე ზღვისფერი ნაპირები.

 სიმღერა დავასრულე თუარა,  ერთიანად იქუხა ტაშმა. ბედნიერი ვიყავი მათგან ისეთი ენერგია მოდიოდა. დაჩისკენ დავიძარი, ისეთი გაკვირვებული სახით მიყურებდა. მგონი პირველად მხედავს, ეხა ისეთი რამ უმდა გავაკეთო, სულ შოკში ჩავარდება.
დაჩის მივუახლოვდი, და მის ქვემოთ დავიხარე.
- ნინია რას აკეთებ? გაკვირვებული მეუბნება ის.
- ცოლობას გთხოვ, აბა შენ ვერ მოიფიქრე. ეხლა მე ვუყურებ, მისი ჩვეული ირონიით.
- დევდარიანო გახდები ჩემი ქმარი, გაუძლებ ყოველთვის, ჩემს ჯიუტობას.  გაუძლებ ზოგჯერ, ჩემს ჩხუბს, ყვირილს აყალმაყალს. თანახმა ხარ იყვე, ჩემნაირი გიჟის ქმარი? თუ ჩემს შეცვლას, შეეცდები სჯობს წახვიდე. სიცილით ვეუბნები მე. ის კი დგას და ხმას არ იღებს.
- ამოღერღე ბიჩო, თანახმა ხარ იყვე ჩემი ქმარი?
- რათქმაუნდა.
- მეშველა, ხალხნო მეშველა. ყვირილით წამოცხტი ფეხზე, დაჩი მთელი გრძნობით დამაკვდა ტუჩებზე, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა, რომ არა უჰაერობის შეგრძნება.


ძალიან დიდი ბოდიში ყველას. რაღაც პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი დადებას. ისიამოვნეთ ახალი თავითскачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent