შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (5)


14-07-2017, 14:40
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 278

დამაბრუნე წარსულში 18+ (5)

სამზარეულოდან გამოსულებს, ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს სხვისი დაბადების დღის ტორტიდან თითებით ისუსნავეს კრემი. ნატალის მაგიდის ბოლოდანაც კი ეშმაკური მზერა ჰქონდა.
- რა გჭირს? - ჰკითხა მიშომ მირანდას.
- რა უნდა მჭირდეს? - ავტომატურად მირიანს შეხედა და თავისთვის გაეღიმა.
- ჭარხალივით გაწითლებული ხარ, თორემ სხვა არაფერი არ გჭირს - ლოყაზე ხელი მიადო მიშომ - და უთოსავით ცხელი.
- ღმერთო, შემეშვი - თავი გასწია მირანდამ სიცილით.
- გეშინია, არ იეჭვიანოს? - ჩურჩულებდა მიშო.
- გაიგებენ, გაჩუმდი - ისევ ეცინებოდა მირანდას.
ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ გოგონა წამოდგა და ხალხს დაემშვიდობა.
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ღამის გათენება მომიწევს ალბათ.
- ეს სულ ადრე რატომ მიდის ხოლმე? - აბუზღუნდა ეკუნა და გასაცილებლად გამოჰყვა მირანდას.
- მეც ბევრი საქმე მაქვს, ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე - წამოდგა მირიანიც.
- კი, კიი, ბევრი საქმე აქვთ - დაიყვირა ქათმის ჭამით გართულმა ნატალიმ.
- მე გაგიყვან ბარემ - უთხრა მირიანმა.
- კარგი - გაეღიმა მირანდას თან საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნეტა ბუნებრივად თუ ჩანს უცხო თვალისგან ჩვენი ასეთო გამოპარვაო.
სადარბაზოში, რომ გამოვიდნენ, ორივეს ეცინებოდათ.
- მართლა საქმე გაქვს? - ჰკითხა მირიანმა.
- არა - უპასუხა მირანდამ - შენ?
- არც მე.
- ანუ მე ამეკიდე ხო?
- ხო და ვიფიქრე, რომ სადმე გავისეირნებდით. ან ღვინოს დავლევდით. მთელი ეს პერიოდი არც არაფერი გიჭამია.
- იმიტომ, რომ ჩემს წინ იჯექი.
- მორცხვი პატარძალივით იქცეოდი - გაეცინა კაცს.
- ნუ დამცინი.
- არ დაგცინი. პირიქით, ძალიან საყვრელი იყავი.
- ჰოო? - ღიმილით გაჩერდა მირანდა ქუჩაზე და კაცს შეხედა.
- ჰო - მსუბუქად აკოცა კაცმა ტუჩებში - რატო ვერ გწყდები, ხომ არ იცი?
- მშვენივრად მომწყდი და კვირა გავიდა ისე, რომ არსად ჩანდი - უსაყვედურა გოგომ.
- მეგონა, თავს გაბეზრებდი. მიუხედავად ამისა, უკან დახევას მაინც არ ვაპირებდი.
- აბა რას აპირებდი?
- არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებდი წყენა, რომ გადამივლიდა.
- მაპატიე, როგორ გაწყენინე - მხარზე მიეხუტა კაცს.
- მოდი, გავცდეთ აქაურობას, თორემ ფანჯრიდან გვიყურებენ - მაღლა აახედა მირიანმა.
ნატალი იყო გადმოკიდებული მთელი წელით და ჭორიკანა მეზობელივით გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს.
- მაინც დავინახე წეღან, რომ იმტლაშამტლუშეთ - გადმოსძახა ფანჯრიდან.
- ხალხი გაიგებს, მოკეტე. - ასძახა მირანდამ.
- ან ის რა მტლაშა-მტლუში იყო? ენაც კი არ გამოგვიყენებია - დაამატა მირიანმა.
- რეებს ლაპარაკობ - მხარზე ხელი მიარტყა გაწითლებულმა გოგომ.
- კაი ერთი, სამზარეულოში არ შემოვსულიყავი და ენას კი არა, რა ორგანოებსაც გამოიყენებდით, ვიცი მეე.
- ღმერთო - თავში ხელები წაიშინა მირანდამ - წავედით, წავედით - ძალით გაატრიალა მირიანი მანქანისკენ. მერე ნატალის შეხედა და ჩუმად, პირის მოძრაობით უთხრა მოგკლავო, თან შუა თითიც დაანახა, სანამ მირიანი მანქანის კარებს უღებდა.
- სად წავიდეთ? - ჰკითხა მირანდას, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
- არ ვიცი.
- ჩემთან ასვლას შემოგთავაზებდი, მაგრამ...
- ადრეა ჯერ - ლოყაზე აკოცა მირანდამ.
- შეგვიძლია უბრალოდ ფილმს ვუყუროთ, ღვინო დავლიოთ, რამე გემრიელი ვჭამოთ და ზოგჯერ გაკოცებ ხოლმე.
- მაცდური შემოთავაზებაა, მაგრამ მე უკეთესი იდეა მაქვს.
- გისმენთ ქალბატონო.
- ფუნიკულიორზე ავიდეთ და ვარსკვლავებს ვუყუროთ, თუ გინდა ლუდიც დავლიოთ და თან ზოგჯერ მაკოცებ ხოლმე. - წაეკეკლუცა.
- ეგეთ რამეებს, რომცა ამბობ, ყოველთვის ლოყები გიწითლდება. - უთხრა მირიანმა და ხელით სახეზე მოეფერა - როგორი გავარვარებული ხარ.
- აუუ, გაჩერდი - თავი გვერდზე მიატრიალა გოგომ. გაახსენდა, რომ თინეიჯერობის პერიოდში არ ჰყვარებია არავინ ისე, როგორც ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე. მხოლოდ ახლა, 28 წლის ასაკში დაეუფლა შეგრძნება, თითქოს მირიანთან ყოფნისას, ჰაერი არასდროს ჰყოფნიდა, გამუდმებით მუცლის არეში გრძნობდა შემაწუხებელ და ამავე დროს სასიამოვნო ჟრუანტელს, გული კი გამალებით უცემდა. - წინ უყურე გზას - უთხრა კაცს, რომელსაც მირანდას ყურებაში ყურადღება მთლიანად ეფანტებოდა.
მთაწმინდაზე, ერთ მიყრუებულ ადგილას, მიწაზე ისხდნენ გადაფსკვნილები, სადაც ყველაზე კარგად ჩანდა ვარსკვლაცებში აბლანდული მთვარე და ადამიანი თითქმის არ ჭაჭანებდა. ვარკვლავების მაგივრად, ერთმანეთის ყურებით ვერ ძღებოდნენ. ორივეს სტანჯავდა ის კითხვა, როგორ შეიძლება ასე მოკლე დროში, ასე იოლად შემოიჭრას შენს გულში ვინმე და მხოლოდ მისი ცქერაღა შეგრჩენოდეს უკანასკნელ სურვილად.
- მემგონი შევთვერი - არეული თვალები კაცისკენ გააპარა მირანდამ.
- მეორე ბოთლიც გვაქვს.
- ძალიან ცივია - კაცის მკლავს მიეხუტა გოგო.
- ზუსტად ამისთვის არსებობს ჩემი ქურთუკი - თავისი მოსაცმელი მოასხა მირიანმა.
- მაგიტო არ მითქვამს და არც ის მითქვამს, მცივათქო. - აბუზღუნდა მირანდა და კაცის სურნელში გახვეული, უფრო მიინამა, თავიც კისერში ჩაუდო გატრუნულმა.
- ვიცი. შენ ისეთი მორცხვი ხარ, რომ იყინებდე, შიმშილით კვდებოდე და წყურვილით ყელი გიშრებოდეს, მე თუ არ მივხვდი, დაღუპული იქნები. - თავზე აკოცა მირიანმა და მირანდას თმის სურნელი მთელი სხეულით შეისრუტა.
- ეგეთი დაღუპულიც არ ვარ. თუ შეამჩნიე, დღეს მე გაკოცე.
- მაკოცე? ეს მე გაკოცე, მაგრამ ვაღიარებ, ხელზე მოფერება შენგან ნამდვილი გაბედულობის პიკი იყო.
- მაბრაზებ!
- ნეტა როგორი ხარ ნამდვილად გაბრაზებული. ალბათ ყველაზე საყვარელი ტიპი იქნები.
- არაა საჭირო, გაბრაზებულსაც მიცნობდე.
- ძალიან საჭიროა.
- ცუდი ვარ გაბრაზებული - წარბშეკრული უმტკიცებდა მირანდა.
- პირიქით, ყველაზე სექსუალური იქნები.
- ჰო, მე და სექსუალურობა დები ვართ - თვალები გადაატრიალა ქალმა.
- ნეტავ გამაგებინა, ვინ დაგიქვეითა ასე თვითშეფასება? ჯერ ის გაგიკვირდა, რომ მომეწონე და ახლა სექსუალურად რომ აღგიქვავ, ის გიკვირს.
- ჩემმა ყოფილმა ქმარმა - ამოიოხრა მირანდამ - არასდროს უთქვამს, ლამაზი ხარო. ბოლოს კი, საერთოდ გადამეწურა იმის ყველანაირი იმედი, რომ შეიძლებოდა ვიღაცას მოვწონებოდი ან შევყვარებოდი. ამიტომაც ვიყავი თავიდან შენ მიმართ ასეთი კატეგორიული. უბრალოდ, პირადი ცხოვრების მამაკაცთან დაკავშირებას აღარ ვაპირებდი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მეც იმ ქალების რიცხვში ვიქნებოდი, რომლებიც უკაცოდაც ბედნიერები არიან სექსუალური ცხოვრებისა და კაცის მოფერების გარეშე...
- იმედია გადაიფიქრე ხო?
- როგორც ხედავ, ახლა შენ გეხუტები.
- და ზოგჯერ ტუჩებშიც მკოცნი - გაეცინა მირიანს.
- ჰო, ზოგჯერ - აკოცა მირანდამ.
- მე, რომ შენი ყოფილი ქმარი ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ მერქმეოდა ყოფილი.
- მემგონი შენც დათვერი მირო - ჩაიხიხთხითა გოგონამ.
- არა,ერთი ბოთლი ლუდი არ მათრობს, მაგრამ რაღაც სისულელე მართლა ვთქვი. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი გხედავდეს და არ გეუბნებოდეს, რომ ყველაზე მშვენიერი ხარ მთელს სამყაროში. სწორედ ასეთად აღგიქვი შენი დანახვის პირველი წამიდანვე და ყოველთვის ყველაზე მშვენიერი არსების ეტალონად მეყოლები მეხსიერებაში.
- ზუსტად ის პრინცი ხარ, ქალები რომ მთელს ცხოვრებას ატარებენ მასზე ოცნებაში და ვერ ვხვდები, რითი დაგიმსახურე.
- თეატრში ლაპარაკისას, ხელებს ისე ნაზად აყოლებდი თითოეულ ნათქვამ ბგერას, ასე მეგონა, ჩამეძინებოდა.
- რა მაგარი რამე მითხარი, ჩემი თამაში ისეთი მოსაწყენი იყო, რომ გეძინებოდა?
- პირიქით, ისეთი სასიამოვნო მოძრაობები გქონდა, ვითიშებოდი, ჰიპნოზს მიკეთებდი. თან თმასაც ისე ფაქიზად ისწორებდი ხოლმე, საერთოდ გადავირიე.
- აღარ თქვა არაფერი, თორემ ყველა შენს სისუსტეს შევიცნობ და მერე ასე გაგთიშავ ხოლმე - თქვა მირანდამ და თმაზე ნაზად ჩამოისვა ხელი.
- უკვე სარგებლობ?
- ჰოო.
- არადა, როგორი სპეტაკი მეგონე - თავი სინანულით გააქნია მირიანმა. მირანდამ სიგარეტი ამოღი ჩანთიდან და მირიანს გაუწოდა. - აღარ ვეწევი, მადლობ.
- მემგონი შენ უფრო სპეტაკი ხარ - გაეცინა გოგოს.
- არ ვარ სპეტაკი. აქედანვე იცოდე, რომ არც ისეთი კარგი ვარ.
- ჩემ მიმართ ხომ კარგი იქნები? - ჰკითხა ქალმა და თავისი თაფლისფერი თვალები მიანათა კაცს.
- შენ მიმართ იმაზე კარგი ვიქნები, ვიდრე შემიძლია - ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა მირიანმა და შემდეგ ტუჩებში აკოცა.
- არც მე არ ვარ ძალიან კარგი, იცი? - ჩასჩურჩულა ქალმა ღიმილით.
- აბა, შენი ცოდვებიც მითხარი. მოდი, ცოდვების გამხელის საღამო იყოს ეს.
- ჩემი ქმარი ვაცემინე ერთხელ.
- რატო აცემინე? - გაუკვირდა მირიანს.
- ეჭვიანი აღმოჩნდა. იმაზე ეჭვიანი, ვიდრე წარმომედგინა. სცენაზე, სპექტაკლებში სხვას რომ ვეხვეოდი და ვკოცნიდი, მაგაზე პათოლოგდებოდა ხოლმე და სახლში მისულს, რამდენჯერმე დაურტყამს კიდეც. ისე შემზიზიღდა, მოკარების უფლებასაც აღარ ვაძლევდი, მაგრამ მაინც მეკარებოდა, ძალით - თავი დახარა მირანდამ. რაღაცნაირად, შერცხვა მეორე პაემანზე ასეთი თემების განხილვა - პოლიციაში დაჭერას, მერჩივნა ისე ეცემათ, რომ ცხოვრების ხალისი დაჰკარგვოდა..... მაგრამ ციხეშიც ჩავასმევინე იმის მერე, რაც გამოჯანმრთელდა.
- ციხიდან რო გამოვა, მეც ვცემ, არაუშავს. - მირიანმა სიბრაზე არ შეიმჩნია, მაგრამ ბრაზი თითქოს კბილებამდე შხამივით ამოუვიდა, როცა ვიღაც არაკაცი წარმოიდგინა, რომელიც მირანდას მსგავს სათუთსა და ნაზ არსებაზე ძალადობს. ქალის ხელი მუჭში მოიქცია და წარბშეკრულმა დახედა. ისეთი თხელი, წვრილი თითები ჰქონდა, მაჯაზე, რომ ოდნავ ძალდატანებით მოგეჭირა, ალბათ დაულურჯდებოდა.
- ჰო და მერე შენღა მაკლიხარ დაჭერილი.
- ისე, ხშირად კოცნი ხოლმე სცენაზე ვიღაცეებს?
- კარგი ახლა - გადაიხარხარა მირანდამ - ჰო, ვკოცნი ხოლმე.
- ასეც კოცნი ხოლმე? - ჰკითხა მირიანმა და მთელი ვნებით აკოცა. ენა პირში შეუცურა, ტუჩებით ისე გამოწუწნა, თითქოს სულს აცლიდა, რომ გადაეყლაპა, თავის სხეულში გადმოეყვანა და სამუდამოდ მიესაკუთრებინა.
- ასე არასდროს - მირანდამ ისე უპასუხა, კაცის ტუჩებს მაინც არ მომწყდარა.
- მე არ ვარ ეჭვიანი მირა.
- მე ვარ - უდანაშაულო თვალებით შეხედა კაცს.
- უყურე ამას - გაეცინა მირიანს. - ეჭვიანობის მომენტში, ძალიან მაინტერესებს ეგ ლამაზი თვალები როგორ აგენთება ცეცხლით და ის ხომ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, გაცხარებული როგორი იქნები.
- არაა საჭირო წარმოდგენა.
- მაინტერესებს.
მირანდამ ისე მოიყუდა ლუდის ბოთლი, მირიანისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ალბათ გიჟდები, ქალს რომ კოცნი და ლუდის სუნი აქვს.
- ვგიჟდები - გაეცინა მირიანს და თავის კალთაში გადმოისვა.
- უნდა წავიდეთ იცი? 12-ზე რეპეტიციაზე უნდა ვიყო, უკვე ღამის სამი საათია - კაცის მაჯის საათს დახედა გოგომ.
- წავიდეთ მაშინ - უკანასკნელი ყლუპიც გამოცალა, მერე მირანდასაც გამოართვა ბოთლი და ნაგვის ურნაში მოისროლა.
- ხვალ? - ჰკითხა მირანდამ.
- ხვალ, როგორც კი რეპეტიციას დაამთავრებ - ცხვირზე აკოცა ქალს.
მანქანაში, როცა ჩასხდნენ, ნატალის მესიჯი დახვდა: „ღამე ჩემთან დარჩი, რომელზეც არ უნდა გამოხვიდე შენი პრინცისგან და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი“. ვერ მოითმინა და გადაიხარხარა.
- რა გაცინებს?
- ნატალის უნდა, რომ ამაღამ მასთან დავრჩე და ვეჭორაო.
- ჩემზე?
- ჰოო.
- კარგი, მაშინ ნატალისთან გაგიყვან და იჭორავეთ.
- გაგჭოროთ?
- ნებართვას გაძლევ. რეპეტიციის მერე გამოგივლი და სადმე ლამაზ ადგილას გაგიყვან.
- კარგი.
ნატალის სახლთან, რომ მივიდნენ, გამომშვიდობებისას ერთმანეთს რამდენიმე წუთი ამოუსუნთქავად კოცნიდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მოსწყდა მირანდა მირიანის ტუჩებს და მეგობრისკენ გაიქცა.
- შენ ნორმალური ხარ? - ჰკითხა ნატალიმ კარების გაღებისას.
- რა იყო? - გაეცინა გაბადრულ მირანდას.
- რა რა იყო? ზარი არ დაგირეკავს, მე გაგიღე კარები და დებილივით იყავი კედელზე აყუდებული, მომღიმარი, გამოჩერჩეტებული შეყვარბეულის სახით.
- მართლა ცუდად ვარ - სახეზე ხელი აიფარა მირანდამ და სახლში შევიდა - ასე არ შეიძლება. ასე არ ხდება. ადამიანებს არ უყვარდებათ ასე..
- კიდევ ერთ ასეს იტყვი და რაღაცას ჩაგარტყამ - დაუბღვირა ნატალიმ.
- როცა რამე სწრაფად იწყება, სწრაფადვე სრულდებოდა ხოლმე და ეიფორიას, სიყვარულის ზღვას, უცაბედ ბედნიერებას, უმედგაცრუება მოსდევს. მეშინია, რომ მიწა გამომეცლება და ყველაფერი დამთავრდება.
- მოიცა, უკვე დაიწყეთ დამთავრებაზე, რომ ლაპარაკობ?
- დვაიწყეთ კი არა, შუაში ვართ - გაეცინა მირანდას - ძალიან მეშინია, რომ ეს ჩემი მირიანი იდეალური სიზმარია, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ.
- მეც მყავს ნანახი რამდენჯერმე, ამიტომ შემიძლია დაგამშვუდო და გითხრა, რომ რეალურია.
- ვაი თუ გაქრეს და დავრჩე ხახამშრალი.
- რანაირი აზრები გაწუხებს? თუ გინდა დავურეკოთ და ვკითხოთ, გაქრობას ხო არ აპირებთქო.
- ნუ ხარ შენ სულ ხუმრობის ხასიათზე - დაუბღვირა მირანდამ და საძინებელში საწოლზე წამოგორდა. - ძალიან მეძინება - ბალიშს ჩაეხუტა ნეტარი სახით.
- სექსი გქონდათ? - ჰკითხა ნატალიმ პირდაპირ.
- არა კაცო, ცხოველები კი არ ვართ.
- აბა, მარტო ლოღნაობდით?
- ჰოო - უპასუხა მირანდამ ნეტარი სახით.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო, მომეწონა.გამიხარდა მირიანიმ და მირანდამ რომ დაიწყო ურთიერთობა,იმედია ცუდი არაფერი მოხდება
--------------------
ლანა

 



№2 წევრი NiniG-1

Lognaobdit :D nichieri xar ❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

მტლაშა-მტლუში,ლოღნაობა ;დდდდდ
ვგიჟდები უკვე ნატალიზე.
ამ წყვილზე ხო ვაბშე გაფრენილი მაქვს.
ხო იცი როგორ მომწონხარ შენ და შენი ისტორიები, ამიტომ ცუდად არ მიიღო. "ჩაგარტყავ" რო წავიკითხე გულმა სტუკო. მესმის რო ყველა ვუშვებთ გრამატიკაში შეცდომებს და არასდროს დავიწუნებ ისტორიას ამის გამო (თუ გაჭირვებულობის პიკი არაა) მაგრამ ამ შეცდომა ზე მეკეტება. "ვსვავ, ჩაგარტყავ და ა.შ.
იმედია ცუდად არ მიიღებ. იმიტო რო ვაბოდებ შენს "შედევრებზე "! მაგრამ ამ სიტყვაზე რო არ მეთქვაარ შემეძლო. იმედია გამიგებ.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№4 სტუმარი anchi

ვგიჟდები შენზე ❤️❤️ მითუმეტედ რეალურადაც ვიცი როგორი "დარქ და სიფსიხე" ტიპაჟი ხარ

ჯანდაბა, სრულად არ იწერება ხოლმე კომენტარი. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ გითვალთვალებ ხოლმე და ფარულად გეტრფი. შენი ნაწარმოებები, ვიცი რომ დიდი მომავალი გელის. შენისთანა ხალხი ცხოვრებაში არ იჩაგრევა! მიყვარს შენი შავი საყირეები

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Lollipop :))
მტლაშა-მტლუში,ლოღნაობა ;დდდდდ
ვგიჟდები უკვე ნატალიზე.
ამ წყვილზე ხო ვაბშე გაფრენილი მაქვს.
ხო იცი როგორ მომწონხარ შენ და შენი ისტორიები, ამიტომ ცუდად არ მიიღო. "ჩაგარტყავ" რო წავიკითხე გულმა სტუკო. მესმის რო ყველა ვუშვებთ გრამატიკაში შეცდომებს და არასდროს დავიწუნებ ისტორიას ამის გამო (თუ გაჭირვებულობის პიკი არაა) მაგრამ ამ შეცდომა ზე მეკეტება. "ვსვავ, ჩაგარტყავ და ა.შ.
იმედია ცუდად არ მიიღებ. იმიტო რო ვაბოდებ შენს "შედევრებზე "! მაგრამ ამ სიტყვაზე რო არ მეთქვაარ შემეძლო. იმედია გამიგებ.

არა, როგორ გეკადრება, ცუდად არ მივიღებ. პირიქით, რედაქტირებისას უფრო დაკვირვებული ვიქნები ხოლმე. ზოგადად, არ ვუშვებ ასეთ შეცდომებს და მერწმუნე, სიჩქარეში გამეპარა. მადლობ, რომ გიყვარს ჩემი შემოქმედება <3
anchi
ვგიჟდები შენზე ❤️❤️ მითუმეტედ რეალურადაც ვიცი როგორი "დარქ და სიფსიხე" ტიპაჟი ხარ

ჯანდაბა, სრულად არ იწერება ხოლმე კომენტარი. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ გითვალთვალებ ხოლმე და ფარულად გეტრფი. შენი ნაწარმოებები, ვიცი რომ დიდი მომავალი გელის. შენისთანა ხალხი ცხოვრებაში არ იჩაგრევა! მიყვარს შენი შავი საყირეები

სერიოზულად შემაშინა შენმა კომენტარმა :დდ ერთი შავი საყურე მაქვს და სულ იმას ვიკეთებ ხოლმე :დდდ

 



№6  offline წევრი თუთა პირველი

Dzalian dzalian sainteresoa da momwons ubralod ai ese ert moqmedebas rom deb xolme, ukve mugami ikargeba, arada saocari potenciali aqvs am istorias da nu gvekargebi xolme raa (((((
Xooo mirianis dedam meshinia ar gachedos mirandas propesias rom gaigebs da is patara gogoc ragac ucnaurad dadzvreba am eyvilis garshemo... Velodebi movlenata ganvitarebas =))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent