შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-მესამე (სრულად)


16-07-2017, 10:11
ავტორი TeddyBear
ნანახია 4 583

-მესამე (სრულად)

ივნისის ერთ-ერთი მწველი დღის მიწურულს, მზე რომ ჯერ კიდევ მკრთალად ანათებს ცაზე, სრულიად ცარიელ გზაზე დაინახავდით მხოლოდ ერთად ერთ მანქანას, უსულოს, თითქმის უსიცოცხლოს, საჭეზე ათამაშებულ გრძელ, ხორბლისფერ თითებს და მხრებამდე მუქ წაბლისფერ თმებს. იგრძნობდით მამაკაცის თითებს შორის მოქცეულ სიგარეტის სურნელს და მოისმენდით რადიოდან გამომავალი მუსიკის გამაყრუებელ ხმას.
მანქანის მიყრუებულ, თითქმის ჩაბნელებულ კუთხეში მიგდებული ალბომი, თავისი გაცრეცილი ფურცლებითა და გაყვითლებული ფოტოებით, აი ისეთი ფოტოებით სიძველის სურნელს რომ ატარებს თან, კონტრასტით შერწყმულა სიგარეტის სურნელთან და რადიოდან გამომავალ ზედმეტად უხეშ ტონალობასთან ერთად.
მანქანის სალონში მიყრილ ტანისამოს ჯერ კიდევ შერჩენოდათ მტვრის ნაწილაკები, კუბოკრულ პერანგზე დატოვებული სიგარეტის რამდენიმე ღერი მიგანიშნებდათ რომ მამაკაცი უსახლკარო, თითქმის გაუბედურებული იყო, მის სახეზე შესამჩნევი რამდენიმე თვის მოუპარსავი წვერი და უძილობისგან ჩაწითლებული თვალები კი ჯერ კიდევ მომავლისკენ გაფართხლებული ხელის ტოკვას მოგაგონებდათ.
დღის მიწურულს, მზე რომ საბოლოოდ ჩაესვენა და მთვარემ საკუთარი ადგილი ჰპოვა ცაზე ვარსკვლავებთან ერთად, მანქანა ერთ-ერთი ბარის წინ გააჩერა, ამღვრეული თვალებით გაიხედა ფანჯარაში და ხელის ცეცებით იპოვა რამდენიმე დღის წინანდელი, ალბათ ვადა გასული ლუდის ბოთლი, თავსახურს მსუბუქათ წაჰკრა ხელი და წამიც არ იყო გასული, ამჟავებული სითხე მოწყვეტით რომ გადაუშვა სასულეში. სიმწრისგან ამწვარ თვალებზე ცრემლები დაედინა და უხეშად მოიშორა ხელის გულით, წურ წურით ჩამოეღვენთა წვეთები ყელთან, ალკოჰოლის სურნელით გაიჟღინთა სალონი, გულის რევის შეგრძნებამ მთლიანად მოიცვა ხიმშიაშვილის სხეული, ყელთან ხინჯად დადენილ ბურთულას თითებით წაეთამაშა და მანქანის კარებს ჰკრა ფეხი, კარებიც ძალდაუტანებლათ თუმცა საშინელი ხმაურით გაიღო და ჭრაჭუნით დაიწყო ქანაობა.
მანქანასაც შეჰპარვოდა სიძველე...
ბარბაცით გაუყვა ქუჩას, ქუჩის მოპირდაპირედ მდგარ ბარს მიუახლოვდა და მწვანე სინათლისგან ამწვარ თვალებზე აიფარა ხელის გული, ბარიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა, მჭახედ, ცოტა უსიამოვნოდ ედებოდა მამაკაცის ყურთასმენას. გრძელი თითებით დაეჭიდა სახელურს რატი, ეხამუშა მეტალისგან გამომწვევი სიცივის შეგრძნება, ოდნავ შეიშმუშნა, თვალები დაახამხამა და სახელური ძალიან სწრაფად, მოწყვეტით ჩამოსწია, კარმა დაიჭრაჭუნა, მწვანე სინათლე უფრო მკვეთრად მიეჭრა მამაკაცს ტანზე, ყავისფერ ქურთუკზე მოსიარულე სინათლეს დააშტერდა კაცი, თითქოს გაბრუვდა, უფრო მეტად მოეკიდა ალკოჰოლი.
ჩასისხლიანებული თვალებით ახედა კარების თავთან დაკიდებულ წარწერას „Green Light” და შიგნით შეაბიჯა, მუსიკის ხმა ისევ გამაყრუებლად ისმოდა ბარში, ალკოჰოლის სურნელთან ერთად უამრავი, გულისამრევი სურნელი შერეულიყო, კიდევ ერთხელ დაედინა ხინჯად ბურთულა ხიმშიაშვილს, კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წავიდა და სკამი გამოსწია, მოწყვეტით დაეცა სკამზე, ისედაც გაბრუებული სხეული უფრო მეტად გაუბრუვა ბარში დატრიალებულმა ბოლმა. მიმტანს გააყოლა მზერა, ლუდით სავსე ჭიქებს გაუსწორა თვალი და ხმამაღალი, ხრინწიანი ხმით დაიღრიალა.
მიმტანი ადგილზე შედგა, ლუდით სავსე სინი დაუშვა ერთ-ერთ მაგიდაზე და ხიმშიაშვილისკენ მოტრიალდა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცს, ჯიბიდან პატარა, გაცრეცილი ბლოკნოტი ამოიღო და თაფლისფერი თვალებით მიაშტერდა რატის.
-რას მიირთმევთ ?.- გადაღლილი ხმით ამოიჩურჩულა მიმტანმა და ღრმად, ძალიან მძიმედ ამოისუნთქა.
ხიმშიაშვილმა ძლივს ასწია თავი, მიმტანის სახეს უკნიდან გამომავალი შუქის გამო ვერ ხედავდა, თვალები მოჭუტა თუმცა ისევ ვერაფერი დაინახა, თავი რამდენჯერმე გააქნია აქეთ-იქით, ჯიბიდან დაკუჭული ას ლარიანი ამოაცურა და მაგიდაზე მიაგდო.
-ლუდი.- ამოიგმინა კაცმა და ფრუტუნით გადაწვა სკამზე, მიმტანი შეიშმუშნა, ეუცხოვა მამაკაცის ამგვარი ქცევა, ას ლარიანს დახედა, მამაკაცის წარმოთქმულმა ფრაზამ ჩააფიქრა და სულ ოდნავ მიუახლოვა სახე კაცისას.
-ასი ლარის ?.- გაკვირვებული ხმით ამოილაპარაკა მიმტანმა და დასარწმუნებლად ისევ კუპიურას მოავლო მზერა.- დარწმუნებული ხართ ?.- გახედა კაცს და წამიერად შეეჩეხა ხიმშიაშვილის ჩაშავებულ უპეებსა და მოუპარსავ, ჭუჭყიან ლოყას.
-სრულიად.- მოკლედ მიუგდო პასუხი ხიმშიაშვილმა და თვალები ერთმანეთს მიაწება.
წელში გასწორდა თაფლისფერთვალება, ას ლარიანი კუპიურა აიღო და ბარისკენ წავიდა, ფეხები რჩებოდა უკან, რამდენჯერმე გამოიხედა მთვრალი, ალკოჰოლით გაჟღენთილი მამაკაცისკენ და კიდევ ერთხელ შეავლო ახალგაზრდა კაცს თვალი, ხიმშიაშვილი მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი იყო, მუქი წაბლისფერი თმა ყბებთან მისწებებოდა და სუნთქვაში უშლიდა ხელს, სხეულზე ჩააყოლა მზერა, დაჭმუჭნულ ზედატანს მხოლოდ ყავისფერი ქურთუკი უფარავდა, რომლის ცალი მხარეც მოწყვეტით ქანაობდა ჰაერში და რხევისგან ძალიან ჩუმ თუმცა მისთვის შესამჩნევ ხმას გამოსცემდა. ძლივს ძლივობით მოეგო გონს, ხელის გულზე მოთავსებული ას ლარიანისგან ეწვოდა კანი, ბარმენს მიუახლოვდა, ახალგაზრდა, გრძელთმიანმა კაცმა შესცინა გოგონას. თაფლისფერ თვალებასაც გაეღიმა, ასი ლარი დაუდო მაგიდაზე და ხელით ხიმშიაშვილის თითქმის მძინარე სხეულისკენ მიუთითა.
-ლუდი, მთლიანად ასი ლარის.- გაეცინა თაფლისფერ თვალებას, ბარმენმა ეჭვის თვალით შეათვალიერა მიმტანი, შემდეგ კი სკამზე მიწოლილ კაცს გადახედა.
-დარწმუნებული ხარ ?.- ზუსტად ისეთივე ტონით დასვა კითხვა როგორიც წეღან თაფლისფერ თვალებამ.- ისედაც მთვრალია, ორი ჭიქაც და მოწყვეტით დაეცემა იატაკზე.- ისევ გადახედა ბარმენმა მამაკაცს.- ასი ლარისას ნამდვილად ვერ დალევს.
მხრები აიჩეჩა მიმტანმა, დაკვირვებით უყურებდა თუ როგორ მოედინებოდა ჭიქაში სითხე, როგორ ივსებოდა თეთრი ფერი სტაფილოსფერით, როგორ მოედო სითხის ბოლოს თეთრი ქაფი და როგორ ჩამოეწვეთა რამდენიმე სველი ბურთულა ჭიქის დასაწყისიდან დასასრულამდე.
ლუდით სავსე ოთხი ჭიქა მიიტანა ხიმშიაშვილის მაგიდასთან, სინიდან სათითაოდ გადაიტანა ჭიქები მაგიდაზე და მამაკაცს გაკვირვებით დააშტერდა, კაცი გაველურებული დაეძგერა ჭიქას, ცხოველივით სრუტავდა თითოეულ წვეთს და ამღვრეული თვალებით შეშტერებოდა ჭერს, მიხვდა ხიმშიაშვილის გონება სულაც არ იმყოფებოდა ბარში, ის სადღაც შორს დაფრინავდა, თავისით მიუყვებოდა გზას სხვა სამყაროში,გახელილი, თითქმის გაშტერებული თვალებით თვლიდა ჭერზე მიკრულ მწვანე სინათლეებს.

*-*-*-*-*

თვალები დაახამხამა, მარცხენა ლოყა ეწვოდა საშინლად, მანქანის ჭუჭყიანი სავარძლის ნაცვლად, თეთრ კედლებზე გამოსახული მისთვის უცნობი ყვავილი შერჩა ხელთ, მაგიდიდან ძლივს ძლივობით აწია თავი, მხრებში გაიმართა, სულ ოდნავ უბჟუოდა თავი, გამოსახულებაც ამღვრეოდა, საიდანღაც ჩუმი მუსიკის ხმა ისმოდა, თვალები ისევ და ისევ დაახამხამა, მაგიდას დააშტერდა, ექვსი გამოცლილი ლუდის დიდი ჭიქა შეათვალიერა და ჭიქის გვერდით თეთრ, პოლიეთილენის პარკში გახვეული რამდენიმე ლარი და რკინის ფული იპოვა.
ქაღალდის ფული სწრაფად ამოაცურა პარკიდან და ჯიბეში ჩაიჩურთა, ფეხზე წამოიმართა, ოთახი მოათვალიერა, სულ მარტო იყო ბარში, არცერთი სულიერი არ მოძრაობდა ოთახში. კედელზე ნერვების მომშლელად მოწიკწიკე საათს გახედა და თვალები გაუფართოვდა, დილის ექვსი საათი იყო, გუშინდელი საღამოდან კი მხოლოდ ერთი რამ ახსოვდა თუ როგორ მოძრაობდნენ თეთრ ჭერზე მწვანე სინათლეები. მაღლა აიხედა, ჭერს შეხედა, სულ თეთრი იყო.
მუსიკის ხმას გაჰყვა, ნელი ნაბიჯებით მიიწევდა მეორე ოთახისკენ, კარების წინ დადგა, ყურთასმენა სასიამოვნოდ დაეძაბა, ნაცნობი ჰანგები მოისმოდა კარების მეორე მხრიდან. სახელურს ჩაეჭიდა, ნაცნობი სურნელი იგრძნო თავისთან ძალიან ახლოს, იმდენად ახლოს რომ გულთან ჩაუარა, მთელი ძალით შემოეხვია და წამიერად სუნთქვაც კი შეუკრა. გვერდით გაიხედა, დიდ სარკეს გაუსწორა თვალი, საკუთარი თავი აათვალიერა, ვერ იცნო ის ადამიანი სარკიდან რომ უყურებდა. იგივე სახე ჰქონდა, იგივე თვალები, ცხვირი, ტუჩები, თითებიც კი მისნაირი გრძელი და მოვლილი ჰქონდა, ბერა თითთან მასაც სიგრძეზე ჰქონდა ნაიარევი, ზუსტად ისეთივე მზერით იყურებოდა როგორც თვითონ მაგრამ ის არ იყო. ის „მე“ არ იყო! ვიღაც სხვა უყურებდა სარკიდან, ვიღაც უცხო!
სახელურს შეუშვა ხელი, სარკეს მიუახლოვდა, უფრო მეტად დააკვირდა საკუთარ ნაკვთებს, ჭუჭყიან ხელებს, მოუპარსავ, მოუვლელ წვერს და ფრჩხილებში ჩარჩენილ მტვერს. შეზიზღდა კაცი რომელიც სარკიდან უყურებდა, საკუთარი დაუდევრობით შექმნილი მონსტრი შეზიზღდა და სასწრაფოდ გაეცალა სარკეს. ბარიდან გასვლა დააპირა, კარებმა რომ დაიჭრაჭუნა, უკან მიიხედა, კარებში გოგონა იდგა, მიმტანის ფორმით. ეცნო, თაფლისფერი, ზედმეტად მეტყველი თვალები ეცნო და მისკენ წავიდა. რაღაც ეუცნაურა, გოგონას გვერდით დაკიდულ სტენდზე ფოტოსურათი ამოიცნო, მწვანე თვალები უმზერდნენ ფოტოსურათიდან, სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სურათისკენ და სტენდიდან ჩამოხსნა.
ღიმილიანი სახით უყურებდა დედამისი ფოტოსურათიდან...

ხელის გულზე მოქცეულ ფარატინა, თითქმის გაცრეცილ სურათს დააკვირდა რატი, ელენეს მწვანე თვალები პირდაპირ შეჰხვედროდა ხიმშიაშვილის ყავისფერ, თითქმის მოშავო თვალებს. ნაფლეთებად დაშლილ საყრდენ გამოცლილ სხეულს, ჯერ კიდევ რომ დაჰკრავდა ალკოჰოლის სურნელი თან წონასწორობის შენარჩუნება გაუჭირდა, იატაკზე მუხლებით დაეშვა და თაფლისფერთვალებას შეეძლო თქვენთვის ეთქვა რომ არასოდეს გაეგონა ასეთი დაცემის ხმა.
მხრებ აცახცახებული, იატაკზე ჩამუხლული მამაკაცი მთელი ძალით უჭერდა თითებს სურათს, ხელში მოეკუჭა, თითქმის გაეცრიცა ელენეს სახე. უპეებთან გაჩენილი სველი ბურთულები ზათქით დაეცა იატაკზე.
ღრმად ამოისუნთქა ხიმშიაშვილმა, მხრებში გაიშალა, ხელში მოკუჭულ სურათს უფრო მეტად შემოჰხვია თითები და ფეხზე წამოდგა, მოძრაობაზე შეკრთა თაფლისფერთვალება, ოდნავ უკან დაიხია და კედელს მიეყრდნო ძალა გამოცლილი. რატიმ მხოლოდ ერთხელ თუმცა დაკვირვებით შეავლო გოგონას თვალი და უკან მოუხედავად წავიდა კარებისკენ, კარებს უმოწყალოდ დაჰკრა ხელი და გარეთ გავიდა.
გუშინდელი წვიმისგან დასველებული, ატალახიანებული მიწა გაიარა, თითოეული გადადგმული ნაბიჯისგან ჭყლაპუნობდა მიწა. სურათს მხოლოდ რამდენიმე წამით მოაშორა მზერა და ცას აჰხედა, ისევ ღრუბლიანი იყო, ისევ წვიმას უქადდა დღევანდელი დღე დედამიწას. მანქანას მიუახლოვდა, კარების სახელურს დაეჯაჯგურა და ჭრაჭუნით გამოაღო, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ძველ სალონში მყოფი აყროლებული სუნი და სავარძელზე აცლილი ტყავი. მეორე სავარძლის კუთხეში მიყრილი რამოდენიმე ლუდის ჩაცლილი ბოთლი და კუბოკრულ პერანგზე მიმოყრილი სიგარეტის ღერები. შიგნეულობა აეწვა კაცს, საკუთარი თავი შეეზიზღა იმის გამო თუ რას დაემსგავსა, რად იქცა.
სიცივისგან აუთრთოლდა ყბა, სწრაფად დაისვა გრძელი, ოდნავ გაუხეშებული თითები მასზე და მანქანაში ჩაჯდა. კარები ისევ ზათქით მოიხურა, საჭეზე დაალაგა ხელები და მოპირდაპირედ მდგარ ბარს სახელად „Green Light” კიდევ ერთხელ გახედა. ფანჯრის გარეთა სარტყელს გისოსებივით შემოჰხვეოდა ნაცრისფერი, ოდნავ აფხეკილი რკინის ჯოხები. რკინას შორის მდგარ სილუეტს მოჰკრა თვალი, გამოსახულება ძალიან მკრთალი და შესახედავად ზედმეტად უხეშიც კი იყო თუმცა ხიმშიაშვილმა მაინც შესძლო რკინების ნაჭვრეტებს შორის თაფლისფერ თვალებას ამოცნობა. გოგონას გრძელი, წელამდე თმების და მისი გაცრეცილი მოყვითალო მიმტანის ფორმის.
მარცხენა ხელი აუშვა საჭეს, გასაღები გადაატრიალა და მანქანამაც წამში დაიგრიხინა, ატალახიანებულ ქუჩას გაუყვა ხიმშიაშვილი. მარჯვენა ხელში ისევ ძლიერად მოეკუჭა დედამისის ფოტო, სურათის უკანა მხარეზე წაწერილ რამოდენიმე ასოს მოჰკრა თვალი თუმცა მისი წაკითხვისთვის ჯერ არ ჰქონდა დრო, ერთდროულად რამდენიმე ემოცია დასტრიალებდა თავს, საფეთქლები უხურდა, სახე დაემანჭა ტკივილისგან, ისევ მოუნდა ალკოჰოლის წვეთ წვეთად ჩაღვრა მის სხეულში. ლოთივით დასწაფვოდა ჩვეულებრივ ფიქრებსაც კი ლუდზე, ისევ შეეზიზღა საკუთარი თავი, ისევ დაფიქრდა საკუთარ რაობაზე თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა, ჰო, აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე.
ადრე განსაკუთრებული იყო, ყოველშემთხვევაში ასე ეუბნებოდა დედა. ასეთად აღიქვამდა ელენე რატის.
ისევ დახედა სურათს, ღრმა ამოოხვრით გადაიყვანა მანქანა გზიდან და საჭეზე ჩამოდო თავი. თავი უბჟუოდა, საფეთქლები ეწვოდა და მაშინ პირველად მიხვდა რატი რას ნიშნავს სულიერი ტკივილი ზემოქმედებას ახდენდენს ხორციელზე.
მარჯვენა მომუშტული ხელი გაშალა, ხელის გულზე დაკუჭული სურათი თითებით გაასწორა და უკანა მხარეს წითელი კალმით მიწერილი რამოდენიმე სიტყვა წაიკითხა.

„1990 წელი, 12 მაისი.
"წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო, სუვენირად...“

*-*-*-*-*

წვიმის წვეთები ასველებდნენ მანქანის ზედაპირს, მამაკაცის მარჯვენა ხელში მოქცეული სიგარეტი ნელ-ნელა ჩაიწვა, ჩაიფერფლა და მოწყვეტით დაეცა მის ფეხებთან. ნაცნობ ქუჩას მიუახლოვდა ხიმშიაშვილი, სიბნელის მიუხედავად მაინც იცნო წითელი აგურებით ნაშენები სახლი, ასევე წითელი მუხის კარები და ყავისფერი ჭიშკარი.
თითებს შორის მოქცეული გასაღებით მიუახლოვდა სახლის კარებს, საკეტს მოარგო და წამიერი ტკაცანის ხმაზე მიხვდა რომ უკვე საკუთარ სახლში იყო. სახლში ისევ ისეთი სითბო იდგა როგორც მაშინ სანამ წავიდოდა და სამუდამოდ გადაწყვეტდა მის მიტოვებას.
მისაღებ ოთახში ისევ ძველებურად ტკაცუნობდა ბუხარში მოქცეული აალებადი ცეცხლი, რომელიც უხეშად ეხეთქებოდა და აშავებდა აგურის ნაწილებს. მეორე ოთახიდან ნაცნობი მუსიკის ხმა ესმოდა, მძიმე ნაბიჯებით გავიდა მისაღებიდან და თეთრი კარების სახელურს დაეჭიდა. მამაკაცის მსუბუქი ხმის ბარიტონი მოესმა, ღრმად ამოისუნთქა, ერთდროულად გაუხარდა და თან გულში მწვავე ტკივილი იგრძნო. ახლა კრემისფერ, ყვავილებით მორთულ სავარძელში დედამისის ნაცვლად სულ სხვა ადამიანი იჯდა და ზუსტად იმ მუსიკას უსმენდა რომელსაც ელენე ერთ დროს. კარები შეაღო, სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილ კაცს მიაშტერდა რატი, თვალებ დახუჭული იჯდა კაცი, ხელებში წიგნი მოექცია და ძლიერად ჩაებღუჯა გულთან ახლოს. მამაკაცსაც ზუსტად ისეთივე შრამი ჰქონდა ნეკა თითთან როგორიც თვითონ და უფრო მეტად დაზაფრული მიუახლოვდა კაცს, ზევიდან დააშტერდა, სახე მიუახლოვა, ისევ ნაცნობი სურნელი იგრძნო.
მამაკაცის წინ შავ სავარძელში ჩაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო და კაცის ლურჯ, ზღვასავით თვალებს გაუსწორა საკუთარი. მამაკაცი უხერხულად შეიშმუშნა, წიგნი სავარძლის გვერდით მდგარ მაგიდაზე დადო და ხიმშიაშვილისკენ სულ ოდნავ წაიწია, რაღაცის თქმა დააპირა თუმცა როცა ბიჭის ამღვრეულ თვალებს შეეჩეხა ყელთან მომწყვდეული ხინჯი იგრძნო, ტირილი მოუნდა კაცს, პატარა ბავშვივით მოუნდა აღრიალება და სადღაც შორს, ამ ოთახიდან გადამალვა. ბიჭის ჩაცმულობას დააკვირდა, მის დახეულ, დაძონძილ კუბოკრულ პერანგს, ჯინსის ლურჯ გახეხილ შარვალს და ბიჭის მაჯაზე დამსხვრეულ საათს. საათიც ეცნო, მტკივნეულად გაეღიმა და ისევ ბიჭი აათვალიერა. ყბებთან მიჰკრობოდა სველი თმები ვაჟს, ზუსტად ისეთივე იერი ჰქონდა ბიჭს როგორიც მამამისს. მამამისის ასლი იყო ხიმშიაშვილი.
-მამაშენს ჰგავხარ ხიმშიაშვილო.- ამოიხრიალა კაცმა მიმქრალი ხმით, სულ მთლად დაპატარავებულიყო მოხუცი.- ძალიან ჰგავხარ.
-ვიცი. შენი წყალობით მხოლოდ ფოტოებიდან ვიცი მამაჩემი.- ტკივილიანი ხმით ჩაეცინა ხიმშიაშვილს.- აქ არ უნდა მოსულიყავი მოხუცო. ამ სახლში არა!
-შენი ნახვა მინდოდა, აუცილებლად უნდა მენახე.- წინ წამოიწია კაცი, ხიმშიაშვილის ჭუჭყისგან გაშავებულ ხელებს სწვდა და გულთან მიიკრა ახლოს.- თუ შეგიძლია მაპატიე, ორივეს მაგივრად შენ მაპატიე.
-იმსახურებ კი პატიებას მოხუცო ?.- საკუთარ ხელებზე შემოხვეული მოხუცის თითები მოიშორა, ფეხზე წამოდგა და გადაღლილი, გასავათებული ნაბიჯებით მივიდა ფანჯარასთან.
-ყველა იმსახურებს მეორე შანს...- ამოიჩურჩულა კაცმა.
-შენ მე მშობლები წამართვი მოხუცო. მამაჩემის სიყვარული წამართვი.- ძალიან ჩუმი ხმით ამოიჩურჩულა ხიმშიაშვილმა.
-არ არის ასე, არა!.- დაიღნავლა მოხუცმა ცრემლიანი ხმით.
-ასეა, ასე!.- მკრთალი, ალბათ ყველაზე ნაღვლიანი ღიმილი შეანათა რატიმ მოხუცს.
-რატი.- ვაჟისკენ წავიდა მოხუცი, ფანჯარას მიუახლოვდა და წვიმისგან დასველებულ ქუჩას გადახედა.- ყველაფრის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...
-მაგრამ არ შეგიძლიათ.- ფანჯარას მოშორდა ხიმშიაშვილი, ისევ თეთრი კარებისკენ წავიდა და ისევ ისეთივე სიძლიერით დაეჭიდა სახელურს.- ამ სახლის გაყიდვას ვაპირებ, მხოლოდ მიტოვება არ მეყო.- ჩაეცინა ვაჟს, სახელური ჩამოწია და სიბნელეში გაუჩინარდა.
მოხუცი ფანჯრიდან შეჰყურებდა თუ როგორ მიაბიჯებდა მისი ერთადერთი შვილიშვილი წვიმაში, ნელ-ნელა გაუჩინარდა ხიმშიაშვილი, სულ მთლად ჩაიმალა ღამეში. მანქანის ბორბლების ხრჭიალის ხმა აყრუებდა არე მარეს.

*-*-*-*-*

ისევ ალკოჰოლით გაბრუებული ზის მაგიდასთან, შორიდან გაჰყურებს თეთრი კარების გვერდით მდგარ სტენდს, მათზე მიკრულ სურათებს და ნაირ ნაირ წარწერებს. ისევ ნაცნობი თაფლისფერ თვალება მიმტანი ემსახურება კლიენტებს, მის გვერდით მჯდომი მამაკაცი კი ბოყინითა და ამაზრზენი სიცილით სვავს არაყს და კარტს არიგებს. ოთხი მამაკაცი შემოსჯდომია მაგიდას, თითოეულს კარტის დასტა უჭირავს ხელში და მთვრალი, გაცრეცილი სახეებით შეჰყურებენ ერთმანეთს. თაფლისფერ თვალება ხიმშიაშვილის მაგიდას უახლოვდება სინზე ერთი ლუდი და სამი არაყი უდევს. სიარული უჭირს, ბორძიკით უახლოვდება მაგიდას და სინს დებს. თითოეულს უნაწილებს საკუთარ სასმელს, ხიმშიაშვილისკენაც აცურებს ლუდით სავსე ბოკალს და წამიერად ავლებს მის სახეს თვალს. ხიმშიაშვილიც დაჟინებით შესცქერის გოგოს, თვალს მოუშორებლად, ღვარძლიანად თითქოს რაიმე დაეშავებინოს თაფლისფერ თვალებას მისთვის.
-მარიტა!.- ღრიალი ესმის ხიმშიაშვილს უკნიდან, ბარისკენ ბრუნდება, მაგიდასთან მდგარ ამყრალებულ მამაკაცს უსწორებს თვალს და გულის რევის შეგრძნება უჩნდება ყელთან.- რაღას დგახარ მანდ ? კლიენტებს მიხედე!.- ღვარძლიანი ხმით ღრიალებს კაცი და თვალის დახამხამებაში ბრუნდება კარებისკენ. მარიტა სწრაფად სწორდება მხრებში, ცარიელ სინს იღებს და ბარისკენ მიდის. ხიმშიაშვილი ისევ თვალ მოუშორებლივ შესცქერის ქალის ჩამოსხმულ ტანს.
-მაგარი ნაშაა არა ?.- გვერდით მჯდომი მამაკაცი არყის სმით ლუღლუღებს სიტყვებს და მარიტასკენ აპარებს მზერას.- ასეთები მილიონჯერ მაინც მყავს გა*იმული, მისნაირ ჩიტებს კარგად ვცნობ დამიჯერე.- იცინის კაცი.
-ღამით სტრიპტიზსაც გიცეკვებს თან სულ უფასოდ.- ენას ილოკავს მეორე, მასზე ჩასუქებული კაცი და ფეხზე დგება.- იქნებ ფეხებიც გაგიშალოს რა იცი.- ამაზრზენ მზერას აპყრობს მათკენ მომავალ ქალს.
ხიმშიაშვილი მხოლოდ ერთხელ ავლებს თვალს ორივე კაცს, ხელის ერთი მოსმით მიაქვს პირთან ლუდი და შეუჩერებლივ სვავს ბოლო წვეთამდე. ხმაურიანად აგდებს ჭიქას მაგიდაზე და ფეხზე დგება.
-ესეიგი ნაშაა არა ?.- ეცინება რატის.- ესეიგი ფეხებსაც უპრებლოდ გამიშლის და სტრიპტიზსაც მიცეკვებს არა ?.- ღრიალებს ხიმშიაშვილი.
-რა გაყვირებს ლაწირაკო ?!.- ფეხზე ვარდება ერთ-ერთიც და ხიმშიაშვილისკენ დამუშტული ხელებით მიიწევს.- ბო*ის გამო...- სიტყვა გაეჩხირა კაცს ყელში, ყელთან წაჭერილ ხელებს დაეჭიდა თავისით, მოშორება სცადა თუმცა უიმედოდ გაფართხალებულმა მხოლოდ იატაკზე მოადინა ბრახვანი.
-შენი დედა შევე*ი მე, შე ნაბი*ვარო!.- ღრიალებდა ხიმშიაშვილი, უმოწყალოდ უშენდა ისედაც დასისხლიანებულ სახეში მუშტებს.

*-*-*-*-*

პატარა ხის სახლს მიუახლოვდა მანქანა. სიბნელეში ორი სილუეტი მიაბიჯებდა, სახლიდან გამომავალი წვრილად დაყოლილი შუქი უნათებდათ მხოლოდ გზას. სახლის კარები შეაღო ერთ-ერთმა, გადაღლილები შევიდნენ შიგნით, მოწყვეტით დაეცნენ გრძელ დივანზე და ერთმანეთს გადახედეს. მამაკაცის ტუჩიდან წვეთ წვეთად სდიოდა წითელი ბურთულები.

*-*-*-*-*-*

სისხლისგან დასვრილი სახელო მოისვა თმაზე, დივანზე რამდენჯერმე შეტოკდა და ბოლოს მოუსვენრობისგან გადაღლილი წამოდგა ფეხზე, ოთახის შუაგულში მაგიდაზე განლაგებულ ფოტოებს მიუახლოვდა, ფოტოებზე გამოსახული ღიმილიანი გოგონას ხელში ნათლად ჩანდა მოყვითალო ოდნავ გაცრეცილი სიგელი და მის ყელთან ბზინვარე ოქროს მედალი. მოკლე წაბლისფერ თმიან გოგონას გაუცნობიერებლად შეჰღიმა, მის წინ ჩაიმუხლა და სიგელზე წაწერილი სახელი და გვარი ხმამაღლა ამოიკითხა. გამოკვეთილი, ოდნავ გადახრილი წითელი კალმით ეწერა „მარიტა ბედიანიძე“.
სიძველე შეპარული ხის იატაკი აჭრაჭუნდა, ხიმშიაშვილიც ფრთხილად წამოდგა ფეხზე და მისკენ მომავალი მარიტასკენ გადადგა ორი ნაბიჯი. გოგონას ხელში ემალის წითელი ჯამი და ორად ორი თეთრი პირსახოცი მოჰქონდა, მარიტამ უხმოდ მიუთითა სავარძლისკენ და მომლოდინედ მიაჩერდა ერთ ადგილას გაშეშებულ მამაკაცს. ხიმშიაშვილი დინჯი, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელს, სისხლიანი ქურთუკი გაიხადა და საზურგეს გადააფარა.
-მაჩვენე შენი ხელები.- მამაკაცის ხელისკენ გაიწოდა თავისი და ჯამიდან ამოიღო სველი პირსახოცი. ხიმშიაშვილი საკუთარ ხელებს დააკვირდა, სისხლით და ჭუჭყით მოთხვრილს, ფრჩხილებში ნათლად ემჩნეოდა მიწის ნარჩენები.- ყველაფერი რიგზეა.- გამაყრუებელი სიჩუმე დაარღვია მარიტამ, მამაკაცის ხელს დასწვდა და თბილი პირსახოცით გაუსუფთავა, თითებთან შემხმარი ჭუჭყი რომელიც სისხლს შერეოდა ძლივს ძლივობით მოაშორა კანს და ღრმა ამოხვნეშით შეწუხებულ ხიმშიაშვილს გადახედა. მეორე ხელის დაფარვას სახელოთი ცდილობდა კაცი,თითებით მოეჭმუჭნა ნაჭერი და ძლიერად დაეხვია მათზე. ბედიანიძემ რატის ჩამალული ხელი თავისკენ გამოაცურა და სახელოსგან გაანთავისუფლა.
ოთახში სადაც ორი უცნობის გარდა არავინ იყო ნათლად ისმოდა მუსიკის ძალიან ნაზი ჟღერადობა, თითქმის ჩუმი, ძლივს გასაგები თუმცა სისხლის ამაჩქროლებელი.
ხიმშიაშვილს ამოხედა მარიტამ, მამაკაცის ხელებს ფრთხილად შეუშვა საკუთარი ხელები და სწრაფად წამოდგა ფეხზე, მამაკაცის სხეულს ჯერ კიდევ შერეოდა ალკოჰოლის და "Green Light"დან გამომავალი ოდნავ მწარე სურნელი. დინჯი ნაბიჯებით მიჰყვებოდა წინ წასულ მარიტას რატი, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მწველი თვის და ღამის მიუხედავად სიცივისგან აძაგძაგებდა და მონდომებით იფარავდა მაისურით მკლავებსა და თითებს. ოდნავ გალურჯებული ტუჩების გასათბობად ფრთხილი მოძრაობით ეხახუნებოდა ქვედა ბაგით ზევითას და თავ დახრილი მიუყვებოდა ძველის ძველ დერეფანს.
ერთ-ერთი ოთახის წინ გაჩერდა მარიტა, კარების სახელური ჩამოსწია და ხიმშიაშვილს გამოხედა.
-შხაპის მიღება გენდომება ალბათ.- ჩუმი ხმით დაიჩურჩულა ბედიანიძემ და სააბაზანოში შევიდა. რატი ისევ დინჯი ნაბიჯებით შეჰყვა ქალს, ახლაღა დააკვირდა მარიტას გრძელ თითქმის წელამდე თმებს და ბეჭთან ამოსვირინგებულ წარწერას "Camomilla".- სუფთა პირსახოცები მეორე თაროზე დევს.- კარადისკენ მიანიშნა კაცს და სააბაზანოდან გასვლა დააპირა.
-ტანსაცმლის გარეცხვა სად შემიძლია ?.- ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა ხიმშიაშვილმა.
-სარეცხი მანქანა სამწუხაროდ არ გვაქვს, შესაბამისად ხელით მოგიწევს მისი გარეცხვა.- მკრთალად გაიღიმა ქალმა და სააბაზანო დატოვა.
სააბაზანო მოათვალიერა კაცმა მის წინ მდგარ ძველის ძველ ვანას დახედა და შიგნით ჩაიხედა, სიძველისგან შელახული ვანა გაყვითლებულიყო, სახელურებზეც მოსდებოდა ჟანგი. არაფრით ჰგავდა ეს სააბაზანო მისას, შედარება დაიწყო გონებაში მუქი ლურჯი კაფელისა და შავი მეტლახის მაგივრად თეთრ მოძველებულ კედლებსა და იატაკს შესქცეროდა. ფანჯრებიდან გამომავალ სინათლეს მოყავისფრო ოდნავ დახეული ფარდა ჰფარავდა, ფარდის მარცხენა მხარეს კი ისევ პატარა თითქმის შეუმჩნეველი ასოებით ეწერა რამდენიმე წუთის წინ გოგონას მხარზე ამოსვირინგებული ერთადერთი სიტყვა „Camomilla”
წყლის ჭავლის ქვეშ მდგარი ნელი მოძრაობებით იხეხავდა ჭუჭყიან კანს, საპნის პატარა ბუშტები სწრაფი მოძრაობით მიექანებოდნენ შავი ხვრელისაკენ და წამებშივე უჩინარდებოდნენ. თვალები დახუჭა რატიმ, სახე წყლის წვეთებს შეუშვირა და ღრმად ამოიხვნეშა. მკერდის მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო ასტკივდა, ნელა დუგ დუგებდა გული, ზანტად ეხეთქებოდა კედელს და წყლის შხაპუნთან ერთად გაისმოდა მისი ხმა პატარა ოთახში.
ორთქლით დაბურულ ოთახში, თვალ დახუჭული იდგა ხიმშიაშვილი, წყლის წვეთებისთვის შეეშვირა სახე და დედამისის დაწერილი ბოლო წერილის თითოეულ ასოს გულში იმეორებდა. საკუთარ თავთან ერთად ტანჯავდა გულში არსებულ ჯერ კიდევ ცოცხალ დედას და უნახავ, მისთვის შეუცნობელ მამას.

„დღეს პირველი ორშაბათია,
პირველი კვირის დასაწყისი შენ გარეშე.
მე და ჩემში მყოფი „ჩვენი“ პატარა მივუყვებით ცარიელ ქუჩას. ალბათ ფიქრობ როგორ შეიძლება თბილისში ცარიელი ქუჩის პოვნა არა ? ჰო, მეც მეგონა რომ ასეთ ქუჩას ვერ ვიპოვნიდი თუმცა ყველასგან გამოგდებული ადამიანი ისედაც მარტოსულია, სულ ცარიელია.
ის ქუჩებიც ცარიელია ჩვენ რომ გვიყვარდა, ის გვირილებით მორთული ბაღიც და ის საყვარელი კაფეც სადაც ყოველ ღამით მივდიოდით ჩვენ ორნი.
დავცარიელდით გესმის ? ორივე დავცარიელდით მაგრამ შენ ჩემზე მეტად ალბათ...
მე კი...
მე შენი ნაწილი დამყავს მუცლით, ჩემი თითოეული ჩასუნთქვა მისი ამოსუნთქვაა.
ალბათ ამ წერილსაც სხვა წერილებთან ერთად ჩავდებ ხის პატარა მომცრო ყუთში და ისევ ლოგინის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მიუსავალ კუთხეში მივუჩენ ადგილს.
და როცა ჩვენი შვილი მკითხავს შენს შესახებ მე დავდუმდები. დავდუმდები რადგან არ მეცოდინება სად ხარ, ვისთან ხარ და ისევ ჩემი ხარ თუ არა.
მე ყველა შენთან მოსასვლელი გზა გადავჭერი.
მაპატიე თუ შეგიძლია, ორივემ მაპატიეთ.
პ.ს. მწვანე კედლებით გარშემორტყმულ ოთახში ჯერ კიდევ იქნება ჩვენი წერილები, ჩვენი სურათები და გპირდები რომ ისინი სამუდამოდ დარჩებიან იქ.“


თვალები გაახილა რატიმ, ჩაწითლებული ოდნავ აცრემლიანებული მზერით გადახედა მის წინ კედელზე ჩამოკიდებულ სურათს და საკიდიდან ხელის ერთი მოსმით ჩამოგლიჯა პირსახოცი. წელს ქვემოთ შემოიხვია ნაჭერი, სველი, გაბურძგნული თმა აქეთ-იქით გაიქნია და სააბაზანოს კარებს დასწვდა. დერეფანი ისევ ისეთი მიუსავალი ოდნავ უკაცრიელი ეჩვენა, ისევ შავი ფერი დასდებოდა ოთახს, ფეხშიშველი გაუყვა დერეფნის ბოლოს კარების ღრიჭოდან გამომავალ სუსტ ნათებას და კარების სახელური ფრთხილად ჩამოსწია.
კარები დაკეტილი დახვდა, მეორე მხრიდან კი ნათლად ისმოდა კაცის ხრინწიანი ხმა და ყელთან მომჯდარი ბურთის მიერ მოგვრილი მწარე ჩახველება. კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა რატიმ, კაცის ხმა შეწყდა, მხოლოდ რამდენჯერმე გაიშხარუნა რაღაცამ და ბოლოს ისიც დადუმდა. დერეფანს გახედა კაცმა, ოთახი ისევ ისეთი ჩუმი და მიუსავალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ღრმად ამოიოხრა ხიმშიაშვილმა, თავი საშინელებათა ფილმის მთავარ გმირად წარმოიდგინა და ამდენი ხნის შემდეგ გულთან მომსკდარი ხვეული ძლივს ძლივობით შეაჩერა რომ წამიერად არ დაეწყო ხარხარი.
დერეფანში ნაბიჯების ხმა გაისმა, რატი კარებს მოშორდა და ისევ დერეფნის დასაწყისს გაუყვა. კიბეებზე ნელი ნაბიჯებით ამოდიოდა მარიტა, ხელში მამაკაცის ტანსაცმელი ეჭირა და ხიმშიაშვილს უახლოვდებოდა. დაკვირვებით თუმცა მაინც მორცხვად შეათვალიერა კაცი, პრესთან დაყოლილ ნაიარევს ჩააყოლა მზერა და ბოლოს ისევ რატის სახეს დააკვირდა. სახის მარჯვენა ნახევართან პატარა ნაიარევი დაჰკრავდა კაცს.
-მეგონა მარტო ცხოვრობდი.- ოთახისკენ გაიხედა რატიმ შემდეგ კი ქალის ხელებში ჩაბღუჯებულ მამაკაცის ტანსაცმელს გაუსწორა მზერა.
-ის ძალიან დიდი ხანია ადამიანად აღარ თვლის თავს, არც ოთახში უშვებს ვინმეს და არც თვითონ გამოდის გარეთ. თითქმის ოთხი წელია საჭმელს კარების წინ ვუტოვებ და როცა მივდივარ ის მხოლოდ მაშინ აღებს კარებს, მეორე დღეს კი ისევ კარებთან მახვედრებს თეფშზე ნახევრად შეჭმულ ნარჩენებს.
-ჰო მაგრამ ის ვიღაცას ელაპარაკებოდა წეღან.
-ერთადერთი ვისაც ესაუბრება საკუთარი თავია, ოთხი წელია ადამიანი არ უნახავს თვალით.
-ვინ არის ?.- კიდევ ერთხელ იხედება ხიმშიაშვილი ჩარაზული კარებისკენ.
-ჩემი ძმაა.- მკრთალად იღიმის მარიტა და ხელებში დაუდევრად უდებს ტანსაცმელს რატის. უკან მოუხედავად ბრუნდება კიბეებისკენ და სწრაფი ნაბიჯებით ჩარბის პირველ სართულზე.- გამოიცვალე და დაბლა ჩამოდი, სამზარეულოში დაგელოდები.- ნაჩქარევად ეძახის ბედიანიძე და მისი ნაბიჯები და წკრიალა ხმა ერთდროულად იწყებს ქრობას.
*-*-*-*-*-*

„და მე ყოველთვის მემახსოვრება ჩემს თმებში შენს მიერ ჩაწნული ქრიზანთემები“

*-*-*-*-*-*

დუგ დუგ რაღაც ძლიერად ენარცხება იატაკზე, დუგ დუგ რაღაც მთლიანად ჰგვრის სხეულს ჟრუანტელს. საწოლიდან იწევა ხიმშიაშვილი, ჯერ კიდევ ძილისგან ოდნავ შეშუპებულ უპეებზე ისვამს თითებს და ფანჯარისკენ აპარებს მზერას. მზის სხივები ძალიან მკრთალად ანათებს ოთახს, ქვემოთა სართულიდან კი ისევ გამომწვევად ისმის დუგ დუგის ხმა. ყელთან მოწოლილი ხინჯი ედება ტანზე, ზიზღნარევად შესცქერის საათის ისრებს და გაავებული დგება ფეხზე. ახლა სხვის სახლშია, სხვის საწოლში წევს, არ აქვს უფლება ქვევითა სართულზე მყოფი აურზაური ღრიალით გააწყვეტინოს ბედიანიძეს.
საწოლზე მიგდებულ შავ ჯინსის შარვალს სწვდება და სწრაფად იცვამს, ელვის შეუკვრელად, ფეხშიშველი მიემართება კარებისკენ, სახელურს გაველურებული სწევს და დერეფანში მიაბიჯებს. დუგ დუგი ისევ მთელ ხმაზე გაჰკივის სახლში.
-რა ჯანდაბაა!.- კბილებში სცრის მოუთმენლად და პირველი სართულის ოთახებს შორის დაბოდიალობს აქეთ-იქით. ხმაური უფრო მეტად ძლიერდება როცა სახლში ერთადერთ მუხის კარებს უახლოვდება.

*-*-*-*-*-*

ოთახის კუთხეში მიკრული მამაკაცი უსიტყვოდ შესცქერის მის წინ მოფარფატე ქალს, მუსიკის ჰანგებზე აყოლილ სხეულს და მასზე ათამაშებულ გრძელ, ფარატინა თითებს. „Green Light”ში მყოფი მამაკაცების საუბარი ახსენდება ხიმშიაშვილს.
„-მაგარი ნაშაა არა ?.- გვერდით მჯდომი მამაკაცი არყის სმით ლუღლუღებს სიტყვებს და მარიტასკენ აპარებს მზერას.- ასეთები მილიონჯერ მაინც მყავს გა*იმული, მისნაირ ჩიტებს კარგად ვცნობ დამიჯერე.- იცინის კაცი.
-ღამით სტრიპტიზსაც გიცეკვებს თან სულ უფასოდ.- ენას ილოკავს მეორე, მასზე ჩასუქებული კაცი და ფეხზე დგება.- იქნებ ფეხებიც გაგიშალოს რა იცი.- ამაზრზენ მზერას აპყრობს მათკენ მომავალ ქალს.“
მის წინ მოფარფატე ქალი კი სულაც არ ჰგავს მიწიერ არსებას...

*-*-*-*-*-*

„მზე ჩადის იცი ? ჩვენი მზე ჩადის და მე ვეღარ გეფერები თმებზე, ვეღარც შენს წელს ვეხუტები ჩემი მკლავებით და ვეღარც ჩვენი სახლის აივნიდან ვეღარ ვხედავ ყაყაჩოებით მიმოფანტულ ველს.
ჩვენი მზე ჩადის ელუ,
ჩვენი მზე.“


*-*-*-*-*-*

მანქანას მიყრდნობილი უყურებდა ეზოში მოფარფატე მარიტას, ქალის ყვავილებით შემკობილ კაბას და მის ხელებში მოქცეულ გვირილებს, გრძელი, ფაქიზი თითებით ძალიან ნაზად წნავდა გვირგვინს და თითოეულ ახლად შემკობილ გვირილას გადახედავდა ხოლმე ღიმილით, ისევ და ისევ დაუღალავათ.
ძლივს ძლივობით მოაშორა მზერა მარიტას, ისევ მანქანისკენ აპირებდა მობრუნებას, ფანჯრის რაფას დაყრდნობილი შავგვრემანი, ასე ჩვიდმეტი წლის ბიჭი რომ შეამჩნია. ჩაწითლებული თვალებითა და ამოღამებული უპეებით გადმოსცქეროდა ეზოს ბიჭი, მხოლოდ ერთი წერტილისთვის გაესწორებინა მზერა, მხოლოდ ერთადერთ ადგილს დასჩერებოდა დაჟინებით, ხიმშიაშვილი უფრო მეტად დააკვირდა ბიჭს, მის დაუბანელ, გაზეპილ თმებს და ძველის ძველ ალბათ წლების წინანდელ გახუნებულ ლურჯ მაისურს. ფანჯრის მეორე მხარეს კედელზე ჩამოკიდებულ თითქმის დამტვრეულ საათსა და სურათებს მოჰკრა თვალი, ნახევრად ჩამოხეული შპალერი კი ნაზად ირწეოდა ქარზე.
ბიჭის სილუეტი ნელ-ნელა გასწორდა წელში, კიდევ ერთხელ გადმოხედა ეზოს და პირველად გამოაპარა მზერა ხიმშიაშვილისკენ, წამით დააჩერდა კაცს, ნერვიულად მოისვა თმაზე ხელი და სწრაფი მოძრაობით ჩამოაფარა შავი ფარდები ოთახს.
ხიმშიაშვილი კიდევ დიდი ხანი გასცქეროდა ფანჯარასთან მკრთალად მოშრიალე შავ ფარდას.
დამტვრეული მანქანის ნაწილები აიღო მიწიდან, ზანტად გამოაღო მანქანის კარები და დაუდევრად მიყარა თითოეული უკანა სიდენიაზე. მანქანის სალონში ჯერ კიდევ ტრიალებდა ტკბილი, სისუფთავის სურნელი, ხიმშიაშვილმა სალონს მოავლო თვალი, წინა სავარძელზე მიგდებული ცარიელი ჩიფსის პაკეტი და ლუდის ბოთლი იწონებდა თავს. საჭესთან ახლოს რამდენიმე დაკუჭული კუპიურა და ხურდები მიეყარა კაცს, ხიმშიაშვილს გაეცინა ჯერ კიდევ რომ ინახავდა დედის ნაჩუქარ გროშებს. საჭეს მიუჯდა ხიმშიაშვილი, ჯიბიდან სიგარეტის ოდნავ დაჭმუჭნული ღერი ამოაძვრინა და ტუჩებს შორის მოხდენილად გაიჩერა. თითები რადიოსთან აათამაშა, შრიალის ხმა დაგუდულივით გაისმა მანქანის სალონში. გვერდითა სავარძელზე მიგდებულ სანთებელას გადასწვდა და მოუკიდა. სისუფთავის, ოდნავ მოტკბო სურნელს შეერწყა სიგარეტის მწარე სურნელი, ხიმშიაშვილი მოცელილივით ჩაესვენა სავარძელში. თვალებ დახუჭული, სახეზე აკრული მკრთალი ღიმილით უსმენდა რადიოდან გამომავალი მუსიკის ხმას.
მანქანის სალონში კი თითქმის ბოლო ხმაზე ისმოდა La Bohème.
სასიამოვნო ბურუსიდან გამოსული ზანტად წამოჯდა სავარძელში, სიგარეტის ფერფლისგან ამომწვარ შარვალს დახედა და დაუდევრად გაუსვა ხელი.
მობილურის გამაყრუებელი ზარის ხმა გაისმა მანქანის სალონში, უკან მიბრუნდა რატი, მუხლებით დაეყრდნო წინა სავარძელს და ხელებით დაიწყო მობილურის ძებნა, უამრავი ნივთი მოედო ხელთ, ზოგ ზოგიერთი გაბრაზებულმა მიმოყარა და ძლივს ნაპოვნ მობილურს დააჩერდა.
-გისმენთ.- ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა ხიმშიაშვილმა და გაკვირვებული მიაჩერდა უკანა სავარძელზე მიგდებულ ალბომს.
-გამარჯობათ.- ქალის ხმა გაისმა მობილურის მეორე მხრიდან.- სახლის თაობაზე გირეკავთ.
-გისმენთ.- ისევ იგივე გაიმეორა რატიმ და ალბომი შეათამაშა ხელში.
-როდის შემეძლება თქვენთან შეხვედრა ? რაც შეიძლება მალე მინდა ამ სახლის ყიდვა.- აჟიტირებული ხმა ჰქონდა ქალს.
-შევეცდები ამ კვირაში ჩამოვიდე.- მშვიდი ხმით უპასუხა რატიმ და დაუმშვიდობებლად გათიშა მობილური.
ალბომის პირველი ფურცელი გადაშალა რატიმ, ღია სტაფილოსფერ ფურცელზე მიკრული პირველივე სურათი დედამისის იყო. სურათის ქვევით ისევ გაკრული, თუმცა უხეში ხელით იყო წაწერილი რამოდენიმე ფრაზა.

„როცა პირველად დაგინახე მწვანე თვალება ანგელოზია მეთქი ვიფიქრე, ყველაზე ძვირფასი იყო „ჩვენი პირველი“ ჩემთვის.
ხანდახან ყველაზე ბანალური არსება მეგონა ჩემი თავი, დებილივით ვიდექი სარკის წინ და საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, ვესაუბრებოდი შენზე, ჩვენზე და ყველაფერ იმაზე რაც ჩვენთანაა ახლოს, რაც ჩვენთვისაა ახლობელი.
მერე ყოველი დღე „პირველი“ იყო ჩემთვის.
პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა, პირველი მოფერება.
ისევ გავბანალურდი ვიცი მაგრამ შენზე საუბრის დროს სხვანაირად არ შემიძლია, ეს ბანალურობაც მიყვარს.“

მეორე ფურცელზე კი ღიმილიანი სახით მისჩერებოდა კამერას მაღალი სილუეტი, ოდნავ უხეში ნაკვთებით და აბურდული თმებით. საკუთარ თავს სარკეში გაუსწორა რატიმ მზერა, ძალიან ჰგავდა კაცი მას.
ალბომის თითოეული ფურცელი წერილებით იყო სავსე, ჩაწითლებული თვალებით კითხულობდა რატი სიტყვებს, ყელთან გასჩხეროდა ის ფრაზები წითლად რომ ჩაწერილიყო ფურცლებზე, სათითაოდ დაჰყურებდა სურათებს, ღიმილიან სახეებს და ერთ არსებათ შეყვარებულ სხეულებს.
ნელ-ნელა გაიცრიცნენ სილუეტები მის წინ, ნელ-ნელა მთლიანად დაიფარნენ მომღიმარი სახეები და ფურცლებიც მხოლოდ ნაწერებით შემოიფარგლნენ, ტკივილნარევი, ცრემლიანი ფრაზებითა და მხოლოდ ერთადერთ დარჩენილ სურათთან ერთად ჰღაღადებდნენ წარსულს, იმ წარსულს ასე ძლიერ რომ სძულდა რატის. ალბომს ამრეზით დაჰხედა რატიმ, გონებაში ისევ წარმოუდგა კაცის სახე და გაავებული გადმოვიდა მანქანიდან, წინა ღამით წვიმისგან დასველებულ ქუჩას გადახედა და ხელის ერთი მოსმით გადაუშვა ტალახიან წუმპეში ალბომი.
-რას აკეთებ ?.- შეშფოთებული ხმით დაიჩურჩულა მარიტამ და წყლის ზემოდან მოლივლივე ალბომს დააჩერდა.- ეს ხომ...- მარიტასკენ მობრუნდა მამაკაცი, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და ხრინწიანი ხმით დასჩურჩულა ყურთან.
-ნაგავია!.- ამოიგმინა კაცმა და მარიტას თაფლისფერებს გაუსწორა კუპრივით შავი თვალები.
მერე კი თვითონაც არ იცის სხეულში დავლილი ზიზღი როგორ მოედო სახეზე, როგორ დასჭიდა ქალის თმებს ხელი და უხეშად მოსწია თავისკენ.
-გაგიჟდი ?.- შიშისგან აღმოხდა ბოლო სიტყვები მარიტას.
ხიმშიაშვილმა მხოლოდ ერთხელ შეავლო ქალის აღელვებულ სახეს თვალი, გამხდარ,ფარატინა სხეულს მოსჭიდა თითები და ცხოველივით დაეძგერა ქალის ტუჩებს თავისით.

*-*-*-*-*-*

ცარიელ სამზარეულოში იჯდა მამაკაცი, მაგიდაზე დადებულ წვნიანით სავსე თეფშს დააჩერდა და უღიმღამოდ შეათამაშა ხელში კოვზი. მეორე სართულიდან ისმოდა იატაკის ჭრაჭუნი და ფრთხილი, გამოზომილი ნაბიჯები. ფეხზე წამოდგა რატი, დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა სამზარეულოდან და მეორე სართულის კიბეებს აუყვა. ჩაბნელებულ დერეფანში, ძლივს ძლივობით შეამჩნია ძმის ოთახის წინ ჩამუხლული მარიტა რაღაცას რომ ჩურჩულებდა, კარების წინ წვნიანით სავსე თეფში და ორი ნაჭერი პური იდო. მარიტა კი ჩურჩულით ემუდარებოდა ძმას რომ ოთახიდან გამოსულიყო.
კედელს მიეყრდო რატი, ნელ-ნელა ჩასრიალდა იატაკთან და იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს. მარიტას სილუეტი ისევ უძრავად იჯდა, მხოლოდ მოკანკალე ხელები გასცემდნენ ქალს.
-მარიტა.- დაიჩურჩულა კაცმა და გოგონამაც სწრაფი მოძრაობით ამოჰხედა ხიმშიაშვილს. შეკრთა მარიტა, სულ მთლიანად დასჭიმვოდა ქალს კისერი.- შეიძლება ვისაუბროთ ?.- ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა კაცმა.
მარიტამ მხოლოდ თავი დაიქნია, ფეხზე წამოდგა და ერთ-ერთი ოთახისკენ გაუყვა გზას, ხიმშიაშვილი უკან მიჰყვა, წითელი მუხის კარები შეაღო მარიტამ და უკან მოუხედავად გაუჩინარდა სიბნელეში. მხოლოდ რატის შესვლის შემდეგ აანთო სანთლები და ბუხრის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაესვენა ქალი.
-მარიტა.
-გისმენ რატი.- გადაღლილი თვალები შეანათა ბედიანიძემ ხიმშიაშვილს. რატი სულ ოდნავ შეირყა ადგილზე.
-მაპატიე დღევანდელი რა.- სიჩუმისგან გაგიჟებულმა წამოიძახა და მარიტასკენ გადადგა ნაბიჯი.- მომისმინე..
-ვიცი რამაც გაგაგიჟა, ვნახე ის ალბომი.- დაიჩურჩულა მარიტამ და ერთ-ერთი უჯრიდან ამოიღო სისველისგან დამპალი რვეული.
-წაიკითხე ?.- ალბომისკენ წაიწია ხიმშიაშვილმა.- ეს წყეული ალბომია გესმის ? სისულელეა, ორი ადამიანის მიერ გამოგონილი სიბანალურეა და მეტი არაფერი!
-მათ ერთმანეთი უყვარდათ რატი.- ალბომი შეათამაშა ხელში მარიტამ.
-და სად არის მათი სიყვარული შენი აზრით ახლა ?.- ირონიულად ჩაიცინა რატიმ.
-ჩემს წინ დგას.- ამოიჩურჩულა მარიტამ და ხიმშიაშვილის თმებს დააჩერდა.- მისნაირი თმები გაქვს იცი ?
-შენ ჩემს მშობლებს არ იცნობდი მარიტა!
-სურათები ვნახე.- გაეცინა ბედიანიძეს.- ვიცი ჩემგან არა კორექტული იყო ასე მოქცევა მაგრამ მაინც წავიკითხე.
-და რამე იპოვე მანდ ტკივილის და იმედგაცრუების გარდა ?.- ტკივილისგან ჩახლეჩილი ხმით დაიყვირა რატიმ.
-და შენ ვერაფერი დაინახე მათ გარდა.- ალბომი მაგიდაზე დააბრუნა ბედიანიძემ და სავარძლის საზურგეს მიაჭირა თავი.

*-*-*-*-*-*

„ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“

*-*-*-*-*-*-*

ღრიალის ხმა მოისმოდა დერეფნიდან, ვიღაც განწირული ყვიროდა და დაგეშილივით უბრაგუნებდა ხელებს კედელს. სწრაფი, აღელვებული ნაბიჯების ხმის გარჩევა მაინც მოახერხა ყვრილიში, თვითონაც წამოიწია საწოლიდან, შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გამოვიდა. ისევ მარიტას შეეჩეხა, ბედიანიძე განწირული, შეშინებული ხმით ევედრებოდა ძმას რომ მისთვის კარები გაეღო,კარების მეორე მხრიდან კი ღრიალთან ერთად საშინელი მსხვრევის ხმაც მოისმა, მარიტამ გამოჰხედა ხიმშიაშვილს, მამაკაციც სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ოთახისკენ და კარებზე თვითონაც რამდენჯერმე დააბრახუნა.
-არ გააღებს ღმერთო, კარებს არ გააღებს.- ისტერიკულად იმეორებდა მარიტა და ხელში ჩაბღაუჭებულ ნემსს იხუტებდა გულთან. ხიმშიაშვილი ქალს მიუახლოვდა, ხელები მოსჭიდა მხრებთან და კარებს მოაშორა. წამით დააჩერდა გოგონას ცრემლიან სახეს, შემდეგ კი მთელი ძალით დაეტაკა კარებს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ბოლოს კი მტვრევის და იატაკზე ზათქის ხმა გაისმა დერეფანში. მარიტა შეშინებული შევარდა ოთახში, შავგვრემანი ბიჭი მიყუჟულიყო კუთხეში და ნერვიულად მოჰხვეოდა საკუთარ მუხლებს.

-ვაკო...- დაიჩურჩულა ბედიანიძემ და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ბიჭს. ვაკომ მხოლოდ ერთხელ ამოჰხედა დას და ისევ მუხლებში ჩამალა სახე.
მთვარისგან განათებულ ოთახში ჩამუხლულიყო მარიტა ხელში ჯერ კიდევ მთელი ძალით ჩაებღუჯა ნემსი და თავის ძმას ჩაწითლებული, ამოღამებული თვალებით შესცქეროდა. ვაკო ერთ-ერთ კუთხეში მიყუჟულიყო, ხელები მთელი ძალით მოეხვია მუხლებისთვის და ნერვიული ტოკვით ირხეოდა წინ და უკან. ფანჯრის ნახევარი მხარე გაცრეცილ შავ ფარდას დაეფარა, ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ნიავის მიერ შერხეული ჭაღი არღვევდა, ქაოსურად მოტრიალე ბროლის ბურთულები ერთმანეთისკენ ზანტი მოძრაობით მიილტვოდნენ და წამიერი სიჩუმის შემდეგ ერთმანეთს ეხეთქებოდნენ.
იატაკზე ზათქით დაცემულ კარებთან მდგარი ხიმშიაშვილი შეირხა და ოთახის შუაგულში ჩამუხლული მარიტასკენ გადაადგა ნაბიჯები, სიჩუმისგან გაწვალებულ ოთახში ისევ გაისმა იატაკის ჭრაჭუნის ხმა, ვაკომ ამოჰხედა კაცს და ნახევრად მილულული თვალები გააყოლა მარიტასთან მიახლოვებულ რატის. მამაკაცის მკლავებში მოქცეული ქალი მტკივნეულად მოფუზულიყო, ხელები მთელი ძალით მიეჭირა გულთან და ლოყებზე დადენილი ცრემლების მოსაშორებლად მოურიდებლად ეხახუნებოდა მამაკაცის პერანგს, ხიმშიაშვილმა მხოლოდ წამიერად შეავლო ქალის სახეს თვალი, ღრმა ამოსუნთქვით უფრო ძლიერად მიიკრო მკერდზე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან.
ჩაბნელებული დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გაიარა კაცმა, ერთ-ერთი ოთახის კარების სახელურს დაუდევრად მიჰკრა ხელი და შიგნით შევიდა.
არეულ საწოლზე მიაწვინა ქალი, მის ხელებში მოქცეულ ნემსს დაჰხედა და ქალის გაფითრებულ თითებს ნაზად გადაუსვა საკუთარი თითები, ნელი, ფაქიზი მოძრაობით გამოაცალა ნემსი და იქვე საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე მიაგდო დაუდევრად.
-ვაკო.- ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა ბედიანიძემ და ძალა გამოცლილმა სცადა საწოლიდან წამოდგომა.
-ვაკოს მე მივხედავ.- ხელის ნაზი კვრით დააბრუნა ქალი საწოლში და თხელი ზეწარი გადააფარა ტანზე.
ემოციებისგან გადაღლილ მარიტას მალევე მიელულა თვალები, მშვიდი, გაწონასწორებული სუნთქვისგან ფაქიზად აუდ ჩაუდიოდა გულმკერდი, რატი კიდევ დიდ ხანს შესცქეროდა ბედიანიძეს შეშუპებულ თვალებსა და აწითლებულ ლოყებს.

*-*-*-*-*-*-*

„იცი ყველაზე მტკივნეული როდის არის გულის ფეთქვა ?
ხელის გულზე საშინელ ქავილს რომ იგრძნობ, თითების დაბრუჟება ყელამდე რომ ამოაღწევს და კივილი მოგინდება.
თუმცა შენ...
შენ ხმას ვერ ამოიღებ, ყელთან გაჩხერილი ხინჯი დაგადუმებს და ტირილს, ბღავილს და კვნესას უფრო მეტად მოგანდომებს.
შენ კი ისევ ჩუმად იქნები იქამდე სანამ საბოლოოდ არ გატყდები და დაიშლები.“


*-*-*-*-*-*-*

მანქანის წინა სავარძელზე წამომჯდარიყო მამაკაცი, ხელში ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი და მისთვის განუყოფელი ლუდის ბოთლი მოექცია თან, ფეხები საჭესთან ახლოს შემოეწყო და მის წინ მდგარ ორ სართულიან სახლს გასცქეროდა, უმცროსი ბედიანიძის ოთახიდან ჯერ კიდევ მოსჩანდა მკრთალად მოელვარე სინათლე და ფანჯარასთან უსულოდ მოშრიალე შავი ფარდა. ფანჯარას გაყინული თვალებით აკვირდებოდა რატი, თითებთან მოხვედრილი სიგარეტის ფერფლი ხელის აქნევით მოიშორა და სავარძელში გასწორდა.
ფანჯრის რაფასთან სამიოდე გამურული თითი შეამჩნია, უმცროსი ბედიანიძე ჩასჭიდებოდა ფარდას და მის ჩამოფარებას ცდილობდა, ხიმშიაშვილს უსიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა, თვალწინ ჯერ კიდევ მარიტას ცრემლიანი თვალები და მის ხელებში მოქცეული ნემსი ედგა. მანქანიდან გადმოვიდა, კარები ზათქით მიიხურა და სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა, მისაღებში მაგიდაზე მდგარი სანთელი მთლიანად ჩამწვარიყო და ნაღველივით დაჰფენოდა ნაცრისფერ ოდნავ გახუნებულ შანდალს.
მეორე სართულის კიბეები აირბინა რატიმ, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ვაკოს ოთახს და სავარძელზე მიწოლილ ბიჭს მთელი ძალით გაარტყა მუშტი სახეში. ბედიანიძე ადგილზე შეირყა, გაველურებული, ჩასისხლიანებული თვალებით ამოჰხედა რატის და ფეხზე წამოიჭრა, მარჯვენა აკანკალებული ხელი მოიქნია ხიმშიაშვილისკენ, საღრიალოდ მოღებულ პირზე დიდი მტევანი ააფარა კაცმა და მეორე ხელით ძლიერად მოიმწყვდია სუსტი სხეული.
ვაკო მტკივნეულად ჰკბენდა კაცის მტევანს და გაველურებული იქნევდა ხელებს აქეთ-იქით, ხიმშიაშვილმა უფრო ძლიერად შეჰბოჭა ბიჭი, დერეფნისკენ გაათრია და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოსკენ, ყინულივით ცივ წყალში მოისროლა ბიჭი და ძლიერად დააწვა მხრებზე ხელებით. ვაკო მთლიანად ჩაიმალა წყალში, ბიჭი ამჯერად შეშინებული ჩასჭიდებოდა რატის მაისურს და ცდილობდა რაც შეიძლებოდა ძლიერად მოექაჩა თავისკენ. წყლის სივრცეში დაკარგული ბიჭი ღრიალებდა, ღრიალებდა მთელი ხმით თუმცა ოთახში მისი არცერთი ბგერა არ აღწევდა, ხიმშიაშვილმა ოდნავ მოდუნებული სხეული ამოსწია და თვალებში ჩააჩერდა ბიჭს, ვაკო მთლიანად გამოფიტული, აკანკალებული წამომჯდარიყო და ნერვიულად ისრესდა ხელებს.
რატიმ ისევ უსიტყვოდ ამოსწია ბიჭი წყლიდან, იქვე მდგარ სკამზე ჩამოსვა და სხეულზე მიწებებული სველი მაისური ხელის ერთი მოძრაობით შემოახია, ტუმბოზე მიდებულ პირსახოცს თითებით დასწვდა და მხრებზე შემოახვია.
დილა ნელ-ნელა შემოიპარა ბედიანიძის ოთახში, მზის სხივები ზანტათ ეხებოდნენ ოთახში მოსიარულე ხიმშიაშვილს, მამაკაცი იატაკზე მიმოფენილ დამსხვრეულ ნივთებს ერთად აგროვებდა და ცელოფანში ყრიდა. საწოლის მარცხენა კუთხეში მიყუჟულიყო ვაკო, გამურული სახისგან და დახეული ტანისამოსისგან აღარაფერი დარჩენილიყო, ბიჭს მთლიანად მოესუფთავებინა სახე, წაბლისფერი ჯერ კიდევ სველი თმები ჩამოჰყროდა მხრებზე, დახეული ჩამოძონძილი ნაცრისფერი მაისურის მაგივრად ძალიან მუქი ლურჯი მაისურით შემოსილიყო ბიჭი.
რატიმ ნამსხვრევებით სავსე ცელოფანს დასჭიდა თითები და ოთახიდან გავიდა, ვაკოც დაბარებულივით მიჰყვა უკან, ამდენი წლის შემდეგ პირველად მიმოდიოდა საკუთარ სახლში, პირველად შესცქეროდა კედლებზე ჩამოკიდულ ძველის ძველ ფოტოებს და მისაღებში მდგარ თეთრ პიანინოს. რატიმ ხელით მიუთითა მაგიდისკენ, თვითონაც დინჯი ნაბიჯებით გაჰყვა ბიჭს და მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა.
უსიტყვოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს, არც რატი იღებდა ხმას და არც ვაკო, ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მეორე სართულიდან გამომავალი ნაბიჯების ხმა არღვევდა.
მისაღებში აღელვებული შემოვარდა მარიტა, გოგონას წოლისგან აჰბურძგვნოდა თმა, გაფართოებული თვალებით იყურებოდა ვაკოსკენ და ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა ძმისკენ. მის წინ ჩამოდგა გოგონა, ხმა ამოუღებლად ჩაიმუხლა და მუხლებზე დაწყობილ თითებზე წაეპოტინა თავისით, გუშინდელის შემდეგ შეშინებული, ღრმა სუნთქვით დაჰყურებდა ბიჭის გაყინულ სახეს და შავ, კუპრივით თვალებს.

*-*-*-*-*-*-*

მარიტა ფანჯრიდან გაჰყურებდა მიწაზე ჩამომჯდარ ვაკოს, მის გვერდით მდგარ ხიმშიაშვილს გადახედა ქალმა და ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით ამოიჩურჩულა მხოლოდ ერთადერთი სიტყვა.
-მადლობა.- ქალისკენ გამოიხედა ხიმშიაშვილმა, მკრთალად გაუღიმა მარიტას და მანაც ვაკოსკენ გააპარა მზერა.
-თბილისში სახლი მაქვს, შეგვიძლია იქ წავიყვანოთ ვაკო და ფსიქოლოგს ვანახოთ.- დაიჩურჩულა მამაკაცმა და ისევ ქალს დააჩერდა წაბლისფერ თმებზე.
-არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა მარიტამ.- არაფერი არ ვიცი.
-პაპაჩემს დიდი სანაცნობო ჰყავს, მისთვის აქამდე არასდროს არაფერი მითხოვია, ვაკოსთვის კარგ ფსიქოლოგს ვაპოვნინებ.
-ძალიან არ მინდა ტვირთად დაგაწვეთ რატი.- თავი გაიქნია ბედიანიძემ.- ვაკოს მკურნალობა იაფი არ დაჯდება ხომ იცი ეს ?
-ვიცი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.- ისევ მკრთალი ღიმილი შეაგება ქალს.- თითქმის ერთ კვირაზე მეტია თქვენთან ვცხოვრობ და ჩემთვის არასდროს დაგისვამს კითხვა თუ რატომ ვარ აქ. ერთი კვირაა შენს მიერ მომზადებულ საჭმელს ვჭამ, ერთი კვირაა შენ რეცხავ ჩემს ტანისამოსს იმის მიუხედავად რომ თავისუფლად შემიძლია ამის გაკეთება მეც.
-ვიღაცაზე ნებით ზრუნვა არასდროს არის უსიამოვნო.- გაეღიმა მარიტას.
-მეც ნებით მსურს ვაკოს მკურნალობა დავაფინანსო, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
-მახსოვს სახლის გაყიდვას აპირებდი, გუშინ ღამით მითხარი იმ სახლში როცა ვარ სუნთქვაც კი მიჭირსო... და ახლა ჩვენს გამო ისევ იმ სახლში აპირებ დაბრუნებას სადაც ტკივილის მეტი არაფერი ბუდობს ?
-ჰო.- თავი დაიქნია რატიმ და ამჯერად მიწაზე გაწოლილ ვაკოს სილუეტს გაუსწორა მზერა.

*-*-*-*-*-*

სამივე ერთ ოთახში, ერთ დივანზე იჯდა, რატი ტელევიზორის პულტს ათამაშებდა ხელში, ვაკო კი უინტერესოდ შესცქეოდა ეკრანზე გამოსახულ ფერად მასას.
მარიტა კი ხელებში მოქცეულ ძველის ძველ ალბომს დასჩერებოდა. ალბომიდან ისევ ღიმილიანი გოგონას სახე იყურებოდა, ფრიალა წითელი კაბითა და ლურჯი მოსასხამით, კადრი ერთ ადგილას გაეჩერებინათ თითქოს მოტრიალე გოგონა „დაეპაუზებინათ“ სურათის უკანა მხარე ისევ ლურჯი კალმით დაფარულიყო, ისევ სიტყვების კორიანტელით აეკლოთ თეთრი ქაღალდი.
პირველ აბზაცზე ისევ გაკრული ხელით ეწერა.

„წერილი ელის...
ელუ,
შენი აზრით სიყვარული რა ფერია ?
ჩემი აზრით მწვანეა, ჰო მწვანე, არც წითელი, არც ვარდისფერი და არც ლურჯი.
მწვანეა.
ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.
მომენატრე იცი ? ძალიან მომენატრე და აღარ ვიცი რა დავწერო, მინდა ძალიან დიდი ხნით გესაუბრო თუმცა შენი ხმის გაგონება შეუძლებელი ფაქტორია ჩემთვის.
ვიცი ბრაზობ, ვიცი არცერთ წერილს რომ არ უნდა ველოდე შენგან, ვიცი განა არ ვიცი ?!
მაგრამ ვერ ვწყვეტ ამას, ვერ ვწყვეტ შენთვის წერილების გამოგზავნას, მინდა რომ გახსოვდე, როგორი ეგოისტი ვარ არა ? ვიცი, ესეც ვიცი.
ხშირად მეფიქრება შვილი რომ გვყოლოდა რა მოხდებოდა, როგორი იქნებოდა, როგორი გაიზრდებოდა. ნეტა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი ?
ელუ,
შენ არ ფიქრობ ხოლმე ?
შენ არ ფიქრობ ხოლმე ჩვენზე ?
მომენატრე,
უზომოდ მომენატრე.
გეფიცები ელუ,
გეფიცები მართლა სიგიჟემდე მომენატრე.“


სურათის მარცხენა კუთხეში ისევ გაკრული ხელით ამჯერად შავი კალმით ეწერა მხოლოდ ორი სიტყვა.

„მეც მომენატრე“.

*-*-*-*-*-*-*

რადიოდან გამომავალი ძალიან ჩუმი ხმით ისმოდა Nothing To Lose, მანქანა წითელი აგურის სახლს მიუახლოვდა და ჭიშკართან შეჩერდა. ხიმშიაშვილმა ჯერ მარიტას შემდეგ კი ვაკოს გადახედა.
-მოვედით.- ამოიოხრა რატიმ და ძრავა გამორთო, ის ისიყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, ბიჭის ძალიან ჩუმი ხმა რომ მოესმა და წამიერად შეეყინა სავარძელს.
-მე გიჟი არა ვარ მარიტა, არა ვარ.- ამოიჩურჩულა უმცროსმა ბედიანიძემ და პირველი გადავიდა მანქანიდან. მარიტა კიდევ დიდი ხანი შეჰყურებდა ძმის სახლისკენ მიმავალ სილუეტს...

*-*-*-*-*-*-*

"როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
- ძალიან უბრალოდ,სწორედ იმიტომ,რომ ის წარსულია"
ერიხ მარია რემარკი.

*-*-*-*-*-*-*

მუქი ნაცრისფერი კედლები, მოყავისფრო, მოშავო სავარძლები და საწერ მაგიდაზე მდგარი ძველის ძველი სანათი რომლის ნათურაც ძლივს ძლივობით, წყვეტილად ანათებდა ოთახში. მარჯვენა ხელში ისევ სიგარეტის ღერი მოექცია და ოთახის შუაგულიდან აკვირდებოდა კედლებზე ჩამოკიდულ ნახატებს, ერთ-ერთი ნახატიდან ნაცნობი სილუეტი ღიმილნარევი სახით გადმოჰყურებდა ოთახს, ნაცნობი მწვანე თვალებისა და ტუჩებთან შეპარული ღიმილისგან გამოწვეული პატარა წერტილი გამოკვეთილად იქცევდა ხიმშიაშვილის ყურადღებას. მარჯვენა ხელი ზანტად ასწია კაცმა და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის გაიჩერა, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა მისთვის ნაცნობ, საყვარელ სილუეტს. თითებით ძალიან ნაზად შეეხო ქალის სახესა და მკლავებს. ისევ მტკივნეულად ჩაეღიმა კაცს.
-მამაშენი არასდროს ეწეოდა სიგარეტს.- ნაცნობი, ჩახლეჩილი ხმა გაისმა ოთახში, ხიმშიაშვილი კაცისკენ მიტრიალდა, სიგარეტის ღერი ისევ ზანტად მოაშორა ტუჩებს და თითებს შორის მოიქცია.- იმედი თითქმის გადაწურული მქონდა, მეგონა ვეღარ გნახავდი.- ღრმად ჩაისუნთქა მოხუცმა და რატის თვალებს გაუსწორა მზერა.
-შვილები ხშირად არ ემსგავებიან მშობლებს, მითუმეტეს ისეთ მშობლებს რომელთაც არ იცნობენ.- ირონიულად შეჰღიმა კაცს და მის წინ მდგარ სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა.
-აქ ამის განსახილველად არ მოხვიდოდი, ისიც ვიცი უცაბედი აღმოჩენით რომ არ შეგიყვარდებოდი და ჩემი ნახვა მოგინდებოდა.
-სწორად მიმხვდარხარ.- ოდნავ წამოიწია ხიმშიაშვილი.- კარგი ფსიქოლოგი მესაჭიროება, შეგიძლია დამეხმარო ?
-მყავს ნაცნობები ამ სფეროში.- თავი დაიქნია კაცმა და პიჯაკის ჯიბიდან ბარხატის ყუთი ამოიღო.- ეს მამაშენის ოთახში ვიპოვე მას შემდეგ რაც გარდაიცვალა.
-არ მჭირდება, არც მისგან და არც შენგან. არანაირი ფული, სახლი ან თუნდაც ბარხატის ყუთში შეფუთული ძვირფასეულობა!.- დაიღრინა ხიმშიაშვილმა და ფეხზე წამოდგა.- პირველი და უკანასკნელი რასაც გთხოვ უბრალოდ კარგი ფსიქოლოგის მოძებნაა სხვა არაფერი.
-მოგიძებნი ფსიქოლოგს.- მშვიდად უპასუხა მოხუცმა და ფეხზე წამოიმართა, ბარხატის ყუთი მაგიდაზე პატარა ლურჯ ფურცელთან ერთად დადო და ოთახი უსიტყვოდ დატოვა.
ხიმშიაშვილი ისევ მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში, ბარხატის ყუთს და მის გვერდით დატოვებულ პატარა ფურცელს მიაშტერდა, ხელში ამჯერად ბოლომდე ჩამვწარი საგარეტის ღერი ეჭირა, ოთახში გაბატონებულ სიჩუმეს კი მეორე ოთახიდან გამომავალი მუსიკის ხმა არღვევდა.
ყუთისაკენ გადასწია ხელი, თითებით შემოეჭდო მის ზედაპირს და ყუთის შუაგულში პატარა ოქროსფერი რკალი ფრთხილი მოძრაობით გადაატრიალა. წამიერი ტკაცუნის შემდეგ გაიხსნა ყუთი, შიგნით მოთავსებული ყელსაბამი ჩვეულებრივი, ზემდეტად უბრალო ნაკეთობისა იყო. ყუთის მარცხენა კუთხეში რამდენიმე ფურცელი ერთად შეეკრათ და ფარატინა, იასამნისფერ ნაჭერში შეეხვიათ.
ყუთის ზედაპირზე პეპლის ფორმის ყელსაბამი იწონებდა თავს, თითებით ნაზად ამოსწია ბუდიდან ყელსაბამი და ხელის გულში მოიქცია.
ყელსაბამი ისეთივე ნაზი და ჰაეროვანი მოეჩვენა როგორიც თვით ელენე იყო.
ელენეს სურნელი ჰქონდა...
ფეხზე წამოიწია რატი, ყელსაბამი ყუთში დააბრუნა და უკან მოუხედავად დატოვა მამამისის ოთახი. გარეთ გასულს არჩილი დახვდა, მოხუცი ხელებზე დაჰკვირვებოდა კაცს, მოღრუბლული სახით ამოხედა ხიმშიაშვილს და ოთახისკენ მიაბრუნა თავი.
-ის დედაშენის ყელსაბამი იყო...- დაიჩურჩულა კაცმა და ისევ ხიმშიაშვილს გაუსწორა მზერა.
-ჰო იყო.- თავი დაიქნია რატიმ.- შეგეძლო უბრალოდ გადაგეგდო.
-შემეძლო, თუმცა ეს ერთადერთია რაც მამაშენისგან დარჩა.
-მისი ოთახი, ნახატები, ნაწერები... ყველაფერი გაქვს რაც მას გაგახსენებს.
-მამას არასდროს ეძახი, რატომ ?
-ხანდახან ვეძახი, მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში თუმცა მაინც.- მხრები აუკანკალდა რატის.- მხოლოდ ამათ წავიღებ კარგი ?.- ხელში რამდენიმე ფურცელი შეათამაშა და მოხუცს მიაშტერდა. მოხუცმა მხოლოდ მკრთალი ღიმილით დაიქნია თავი და გასასვლელისკენ წასულ შვილიშვილს გააყოლა მზერა.

*-*-*-*-*-*-*

აივნის მოაჯირს მიყრდნობოდა ხიმშიაშვილი, ხელში ლუდის ბოთლი მოექცია და ზანტი მოძრაობით ყლუპ ყლუპად სვავდა. ცა მთლიანად მოწმენდილიყო, შავი ფერი დასდებოდა ყველაფერს მის გარშემო, ხიმშიაშვილის უკან მდგარ მაგიდაზე წერილები აქეთ-იქით მიმოფანტულიყო, ერთ-ერთი ფურცლიდან კი ნაცნობი სილუეტი იკვეთებოდა.
-ღამე ყოველთვის უფრო საინტერესოა არა ?.- უკნიდან ღიმილნარევი ხმა მოესმა რატის, მარიტასკენ შემობრუნდა და ცარიელი ლუდის ბოთლი ნაგვის ურნაში მოისროლა.
-ასეც შეიძლება ითქვას, რატომ არ გძინავს ?
-ღამე უფრო მეტად მიმზიდველია.- მხრებს იჩეჩს მარიტა.- მასთან იყავი ?
-ჰო, კარგ ფსიქოლოგს როგორც კი იპოვის მაშინვე დარეკავს.- სავარძლისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა რატი.
-იქ ყოფნის დროს რამე მოხდა ?.- ქვევიდან ახედა ბედიანიძემ რატის.
-ნიკოლას ოთახში ვიყავი. პირველად.- თმები აიბურდა ხიმშიაშვილმა და მარიტას გადახედა.
-მამაშენის ?
-ჰო.- თავი დაიქნია რატიმ.- ოთახი ნახატებით ჰქონდა სავსე... საკუთარი ნახატებით. ელენეც ჰყავდა დახატული.
-ახლა გჯერა რომ უყვარდა ელენე ?.- ჩაეღიმა ბედიანიძეს.
-ჰო, ალბათ უყვარდა კიდეც თავისებურად.- მხრები აიჩეჩა კაცმა და მაგიდაზე მყოფ ნახატს გაუშტერა მზერა.- რატომ ამდენი წერილები ? რატომ წერდნენ ამდენს როცა შეეძლოთ ყველაფერი რეალობად ექციათ.
-იქნებ არ შეეძლოთ.- ნახატს დახედა მარიტამ.
-იცი ყველაზე დიდი საშინელება რა არის ?
-რა ?
-ის რომ საზოგადოება ფენებად არის დაყოფილი, თანასწორად აქ არავინ აღგიქვავს თუ რეალურად მათნაირი არ ხარ, მათნაირი შესაძლებლობებით, ფულით, თუ მათსავით თეატრში, ოპერაში ან მუზეუმში არ დადიხარ.
-ასე არ...
-არ არის ?.- გაეცინა ხიმშიაშვილს.- მე ამისთვის ყველაზე კარგი მაგალითი ვარ, მე ყველაზე მდიდარი კაცის ყველაზე ღარიბი შვილი შვილი ვარ. ელენეს მათთვის მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა, მდიდარი არ იყო.- ნაღვლიანად ჩაიცინა კაცმა და ახალი ლუდის ბოთლი გახსნა.
-ძალიან ბევრს სვავ იცი ?.- იცინის მარიტა.- რაც გაგიცანი ერთი დღეც კი არ გამოგიტოვებია.
-ეს ალბათ იმას ნიშნავს რომ ლოთობისკენ მაქვს მიდრეკილება არა ? თუ უკვე ლოთი ვარ ?
-არა ჯერ ჯერობით გადარჩენის პერსპექტივა არსებობს.- გაეცინა ბედიანიძეს.- ეს რა არის ?.- პატარა ლურჯი ფურცლისაკენ მიუთითა რატის მარიტამ.
-მოსაწვევია ხვალინდელ წვეულებაზე.
-და წასვლას არ აპირებ ?
-არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა კაცმა.- სიმართლე გითხრა კიდევ მინდა ნიკოლას ოთახის ნახვა, არ ვიცი მეჩვენება თუ არა მაგრამ იქ ჯერ კიდევ ვგრძნობ ელენეს სურნელს.
-მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდე.- ფეხზე წამოდგა მარიტა და ახლად ამოსულ მზის სხივებს შესცინა.
-ჰო ალბათ წავალ.- ჩუმი ხმით დაიჩურჩულა ხიმშიაშვილმა და მარიტას სილუეტს თვალი ააყოლა.

*-*-*-*-*-*-*-*

„მახსოვს სასიამოვნო გრილი სურნელი გქონდა,
სხეულიც ცივი და თითქმის სულ გაყინული. გამიგია ყველა ადამიანს და სახლს საკუთარი სურნელი აქვსო.
შენს მიერ მოტანილი ზმანება მიყვარს, ყოველ დილით საწოლიდან წამომდგარს სიცივეც რომ დაგდევს თან.
მე ჩვენი სურნელი მიყვარს, შენს გრილ სურნელთან შერეული მოტკბო ოდნავ სითბო შეპარული ჩემი სურნელი.“


*-*-*-*-*-*-*-*

ადამიანებით გადავსებულ ოთახში ერთ-ერთ მყუდრო კუთხეში მიყუჟულიყო ხიმშიაშვილი და ძვირადღირებულ ღვინოს მიირთმევდა. მევიოლინე ქაოსურად ირხეოდა ადგილზე, ხელი ჯერ ნაზად მოძრაობდა, სიმშვიდისკენ მოგიხმობდა, შემდეგ კი ქაოსურად დატრიალდებოდა და გონებას აგირევდა.
-ლამაზი მელოდიაა.- უხერხული ღიმილით გადაუსვა თითი ჭიქას მარიტამ და მის წინ მყოფ საზოგადოებას გადახედა.
-მარტოსული მგელი ქვია.- გაუღიმა ხიმშიაშვილმა და ქალის აკანკალებულ თითებს დახედა.- რატომ ნერვიულობ ?.- გაიკვირვა კაცმა.
-არ ვიცი, უბრალოდ ეს ყველაფერი მბოჭავს.- ხელი აიქნია მარიტამ.- ყველაფერი იმდენად ხელოვნურია რომ...
-არჩილს ალბათ ძალიან ეწყინება მის 420 000 დოლარიან ღვინოს ხელოვნური რომ უწოდე.- ჩაეცინა კაცს.
-რამდენ დოლარიანს ?.- გაიოცა ქალმა და ღვინოს დახედა.- სერიოზულად ?
-ჰო.- თავი დაიქნია ხიმშიაშვილმა.- შატო მუტონ როშტილდი, 1982 წლისაა და ათ ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოს შორისაა.
-ანუ ახლა მე ?
-ჰო.- ისევ გაეცინა კაცს.- მოეშვი მარიტა და უბრალოდ ცოტა ხნით ითამაშე, დატკბი აქაურობით.- ხელები გაშალა რატიმ და ადამიანებს მოავლო თვალი.
-არც ისე ადვილია.- გაეცინა მარიტას და საკუთარ კაბას ჩააყოლა თვალი.
-დაგეხმარები.- ქალს მიუახლოვდა ხიმშიაშვილი და წელზე ნაზად მოხვია ხელი.- ვიცეკვოთ კარგი ?.- ზევიდან დახედა ქალს და მკრთალად გაუღიმა. მარიტამ მხოლოდ თანხმობის ნიშნად დაიქნია თავი და ნაზად აარხია სხეული მუსიკის ფონზე.

*-*-*-*-*-*-*-*

"ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი…"
გოდერძი ჩოხელი - “უმისამართო წერილი“


*-*-*-*-*-*-*

თეთრი, თოვლივით ქათქათა კედლისთვის გაესწორებინა მზერა მამაკაცს, საათის ისრები მონოტონიურად წიკ წიკებდნენ და ოთახის თითოეულ კუთხეში ზათქით ეცემოდნენ. ოთახის შუაგულში იდგა მამაკაცი, წაბლისფერი თმა ჩამოჰფხატვოდა თვალებზე და კუპრივით შავი მოელვარე თვალებით შეჰყურებდა მაგიდასთან მჯდარ ახალგაზრდა ქალს. ქალი ნელი, დინჯი მოძრაობით წამოიმართა ფეხზე და ხელით მიანიშნა მამაკაცს სკამისაკენ. თვითონ კი ისევ საოცარი სიმშვიდით დაეშვა სკამზე.
მამაკაცი გაწონასწორებული ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს, თითებით დაეჭიდა საზურგეს და სკამი თავისკენ მიატრიალა.
ყელთან მობუბუნე პატარა ბურთულა გასჩხერვოდა კაცს, ხელი ნერვიულად დაისვა კისერზე და ქალის მონაცრისფრო თვალებს გაუსწორა მზერა.
-მე გიჟი არა ვარ.- ხრინწშეპარული ხმით დაიჩურჩულა მამაკაცმა და ქალის ხელებში მოქცეული ბლოკნოტისკენ გააპარა მზერა.
-ვიცი.- თავი დაიქნია ქალმა და ბლოკნოტი მამაკაცს გაუწოდა.- მინდა რომ დაწერო.- ღიმილით მიუთითა კალამზე ქალმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
ბედიანიძე გაკვირვებული მიაჩერდა ქალს, ხელებში მოქცეული ბლოკნოტის ყრდას ჩაშჭიდა თითები, დინჯი მოძრაობით გასრისა სლიპინა ზედაპირი და მეორე ხელის თითები გადააცოცა კალმისაკენ.
-მინდა საკუთარ თავს ენდო.- ისევ თბილად შეჰღიმა ქალმა და სკამიდან წამოიწია.- აიღე კალამი ხელში და ყოველ დღე გააკეთე ახალი ჩანაწერი, მინდა საკუთარ თავს ესაუბრო.
-ამ ოთხი წლის მანძილზე თქვენი აზრით რას ვაკეთებდი ?.- მოუსვენრად შეირხა მამაკაცი ადგილზე.- საკუთარ თავთან ლაპარაკი არ მჭირდება, ისედაც ყოველ წამს, ყოველ დღე ვესაუბრები მას.- ირონიული ღიმილი აუთამაშდა ბედიანიძეს ბაგეზე.- ფსიქოლოგი არ მესაჭიროება, თქვენ მე ახალს ვერაფერს მეტყვით.- ფეხზე წამოიმართა კაცი და კარისაკენ გადაადგა ნაბიჯები.
-ცდები. ყველაზე მეტად საკუთარი თავი გესაჭიროება, თუ შენ არ მოინდომებ მე ვერ დაგეხმარები.
-და მერედა ვის სჭირდება თქვენი დახმარება ?.- დაიღრიალა ბედიანიძემ და ქალისაკენ გაფართოებული თვალებით შემოტრიალდა. ქალი ადგილზე შეირყა, თითები აუთრთოლდა.
-შენ, შენ გჭირდება!.- ღრმად ამოისუნთქა ქალმა.- საკუთარი თავის დადანაშაულება არ არის გამოსავალი.
-შეგიძლია რამე განსხვავებული მითხრა ?.- ისევ ირონია შეეპარა ბედიანიძეს ხმაში.- ჩემი ჭკუის დარიგებას ჯობდა ფსიქოლოგია უკეთესად შეგესწავლა.- სკამზე გადაკიდულ ქურთუკს დასწვდა, კიდევ ერთხელ შეავლო კედელზე მიყრდნობილ ქალს თვალი და უკან მოუხედავად გამოიჯახუნა ფსიქოლოგის ოთახის კარი.
წამლებით გაჟღენთილ დერეფანს სწრაფი ნაბიჯებით გასცდა ბედიანიძე, ხელში ისევ ძლიერად მოექცია ბლოკნოტი და ისევ თითებით ეხახუნებოდა სლიპინა ზედაპირს.

*-*-*-*-*-*-*

დარბაზში მდჯარი რამდენიმე მამაკაცი შეკრებილიყო მაგიდასთან, ერთ-ერთ მამაკაცს თითებს შორის ჩაებღუჯა კუბური სიგარა და ამღვრეული თვალებით დასცქეროდა მაგიდაზე დაწყობილ ბანქოსა და რამდენიმე ათას დოლარს, ყელთან ჩამოჰკიდებოდა ნერწყვი და განუწყვეტლივ დაიტარებდა თითებს თეთრ მოუვლელ წვერზე.
მაგიდის გარშემო შეკრებილიყო ელიტა და გამძვინვარებული თვალებით შესცქეროდნენ მამაკაცებს, მათ ხელებში მოქცეულ კარტებს და მაგიდაზე დახვავებულ დოლარის დასტებს. მხოლოდ მარიტა გასდგომოდა საზოგადოებას, გოგონა კედელზე ჩამოკიდულ ნახატს შესცქეროდა და ფიქრობდა რომ სადღაც უკვე ენახა ნახატზე გამოსახული ქალი. დარბაზში ძალიან ჩუმი ხმით მოისმოდა მუსიკის მელოდია, ოთახის ერთ-ერთ კუთხეში კი განმარტოებით მიყუჟულიყო წყვილი, მამაკაცი ვნებიანი თვალებით დასცქეროდა ქალის დეკოლტესა და მოშიშვლებულ ფეხებს. მარიტას ბაგეებსაც მოსდებოდა ღიმილი, გოგონა ადამიანებს დაჰკვირვებოდა, ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ „მწვანე სინათლეში“ მჯდარი ხალხისგან. ისინიც ფულზე თამაშობდნენ ბანქოს, ეწეოდნენ სიგარეტს, სვავდნენ ღვინოს და ეალერსებოდნენ ქალებს. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ხარისხში იყო... ჰო ხარისხში, ღვინის ფასში და მაგიდაზე დახვავებულ დოლარებში.
მარიტამ კიდევ ერთხელ გადახედა დარბაზს, ვერსად დაინახა ხიმშიაშვილის სილუეტი და მეორე სართულის კიბეებს მიაპყრო მზერა. დინჯი ნაბიჯების ხმა მოესმა ზურგს უკან, ფრთხილი მოძრაობით მიტრიალდა და მისკენ მომავალ მოხუც მამაკაცს დააკვირდა. მოხუცი მხრებში მოხრილიყო, მარცხენა ხელით დაჰყრდნობოდა ყავარჯენს და თბილი ღიმილი გამოსახვოდა ბაგეებზე.
-საღამო მშვიდობისა.- თავის დაკვრით მიესალმა მოხუცი მარიტას და გვერდით ამოუდგა ქალს.
-საღამო მშვიდობისა.- მშვიდი, გაწონასწორებული ხმით უპასუხა ბედიანიძემ და ისევ ნახატს გაუსწორა მზერა.
-მოგწონს ?.- ნახატისკენ მიანიშნა კაცმა და ღიმილით დააკვირდა ნახატის აღწერაში გართულ ქალს.
-ძალიან.- თავი დაუკრა მარიტამ.- ალბათ ძალიან ძვირი ღირს არა ?
-არა.- თავი გაიქნია კაცმა.- ეს ნახატი შეუფასებელია. ფასი უბრალოდ არ აქვს.
-რატომ ?.- გაკვირვებული თვალებით გამოხედა კაცს.
-ნიკოლას შესრულებულ ნახატს ფასს ვერასდროს დავადებდი, ვერასდროს გავყიდდი.- ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა მოხუცმა და მეორე სართულის კიბეებს ააყოლა თვალი.
-ელენეა ?.- ჩაეღიმა მარიტას და თითებით შეეხო ნახატს. მოხუცმა თანხმობის ნიშნად დაიქნია თავი და მკრთალად გაიღიმა.
-სიცოცხლეში არ დამიფასებია ელენე.- ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა კაცმა.- ძალიან ცუდად მოვექეცი მას. მაშინ, წლების წინ არ დავფიქრებულვარ შედეგებზე, არც ჩემს შვილზე და არც ელენეზე. საერთოდ არავისზე არ მიფიქრია საკუთარი თავის გარდა.
-ნანობთ.
-ჰო, ძალიან ვნანობ. მახსოვს ელენე რომ წავიდა ჩემმა შვილმაც მაშინ დაიწყო ჩემი შეძულება. ისიც კი არ ვიცი როგორ გარდაიცვალა ჩემი შვილი და ეს ჩემი ბრალია.- ცრემლიანი ხმით დაიჩურჩულა კაცმა.- ჩემი ბრალია რატის მამა რომ არ ჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. არ მინდა მამამისი სძულდეს, გემუდარები არ მისცე უფლება მამამისი შეიძულოს. ნიკოლა კარგი ადამიანი იყო... ჩემგან განსხვავებით მართლა კარგი ადამიანი იყო.- ამოიხრიალა მოხუცმა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მარიტა.
მეორე სართულის კიბეებს აუყვა მარიტა, დერეფნის ბოლოს შეღებულ კარებში დინჯი ნაბიჯებით მოსიარულე ხიმშიაშვილის სილუეტს მოჰკრა თვალი და მამაკაცისაკენ გადაადგა ნაბიჯები. ხიმშიაშვილმა გოგონას გამოხედა, მკრთალი ღიმილით შეეგება ოთახში შემოსულს და კარები მიიხურა.
-მოიწყინე ?.- თავის ხელებში მოქცეულ გოგონას ხელებს დააცქერდა და ნაზად გადაუსვა თითები მარიტას კანს.
-სულ ცოტა.- ცალი თვალი მოჭუტა მარიტამ და მამაკაცს შეჰღიმა.- აქ რას აკეთებ ?
-გახსოვს გუშინ გითხარი კიდევ მინდა ნიკოლას ოთახის ნახვა მეთქი.
-ჰო.- თავი დაიქნია გოგონამ და ოთახს მოავლო მზერა. კიდევ ერთხელ გადააწყდა ნაცნობ მწვანე თვალებს და ქალის სილუეტს.- ყველაზე მეტად მისი ნახვა გინდოდა.- ნახატისკენ მიანიშნა მარიტამ.
-ყველაზე მეტად ამ ოთახში სურნელი მიყვარს. ერთდროულად შეუძლია სითბო და სიცივე მოგგვაროს, შეუძლია გაგათბოს და შემდეგ გაგყინოს. ნიკოლას წერილი ვიპოვე გუშინ, ეს სურნელი მასაც უყვარდა.
-მას ელენე უყვარდა.- გაიღიმა მარიტამ.
-ჰო უყვარდა.
პირველი სართულიდან ვიღაც გრძნობიერად ეხებოდა პიანინოს კლავიშებს, ხიმშიაშვილს ღიმილისგან აუთრთოლდა ტუჩები და კარისაკენ გადაადგა ნაბიჯები, სადღაც უკვე მოესმინა ეს მელოდია, ზედმეტად ახლობელი იყო მისთვის თითოეული ნოტი.
ადგილზე შეირყა რატი, ათრთოლებული სხეულით შემობრუნდა მარიტასკენ და ხელი გაიწოდა, მარიტა მთელი ძალით ჩაეჭიდა კაცის თითებს და სხეულზე მიეკრა ხიმშიაშვილს.
მარიტას ყელთან ბუბუნებდა მამაკაცის თითოეული ამონასუნთქი, ხელებით დასჭიდებოდა ქალის წელს და ძლიერად მიჰკრობოდა მის გულმკერდს.

*-*-*-*-*-*-*

ძალიან, ძალიან ნაზი მოძრაობით ირხეოდნენ სხეულები. წელთან შემოჭდობილი ძლიერი ხელები ისრუტავდნენ მეორე ნაზ, ფაქიზ სხეულს. ქალის ყელთან მოსრიალე ბაგეები მოწყვეტით ეკვრებოდნენ კანს, დინჯი მოძრაობით გადაადგილდებოდნენ ქალის სახესა და ბაგეებზე.

*-*-*-*-*-*-*

მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს გასცქეროდა ბედიანიძე, მარჯვენა ხელში კალამი ჩაებღუჯა და თითებით უსრესდა ზედაპირს. ტელევიზორიდან გამაყრუებელი ხმით ისმოდა მუსიკა და ვაკო მიხვდა რომ მისი ოთახი საოცრად ჰგავდა მის გონებაში დატრიალებულ ქაოსს.
საწოლზე მიგდებულ ბლოკნოტს დასწვდა ვაკო, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაგიდას და სკამზე ჩამოჯდა. ცარიელ ფურცელს დაჰყურებდა, კალამს თითებს შორის ატრიალებდა და გონებაში პირველივე მოვლენილ ფრაზაზე განუწყვეტლივ ფიქრობდა.

„13 წლის ვიყავი ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, მახსოვს პირველივე წამს რაც გავაკეთე საკუთარ ოთახში შევარდნა და განუწყვეტლივ ტირილი იყო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი საკუთარ თავთან რომ დამეწყო საუბარი და ახლა მივხვდი რომ რაღაც დოზით ისევ ცხოვრობს ჩემში ის 13 წლის პატარა ბიჭი. იმ დღეს ჩემი მშობლები მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ და მეც მინდოდა წასვლა, არაფრით წამიყვანეს და მე დღემდე ვერ ვხვდები რატომ. მახსოვს მამაჩემს ვუთხარი ვერ გიტან, მეზიზღები მეთქი. დედაჩემს კი ალბათ ყველაზე მეტად ვატკინე მაშინ გული როცა ვუთხარი „ყველაზე ცუდი დედა ხარ“ მეთქი.
მახსოვს გამომეტირა დედაჩემი, მთხოვა, მემუდარა თუ სულ ცოტათი მაინც გიყვარვარ გადათქვი სიტყვაო თუმცა მე ისევ იგივე გავუმეორე და საკუთარ ოთახში ავბრუნდი.
სულელი ვიყავი, პატარა სულელი ბავშვი რომელიც ვერ აფასებდა იმას რაც ქონდა. ახლაც სულელი ვარ და ვიცი ეხლაც ვერ ვაფასებ იმას რაც მაქვს. მარიტას ვერ ვაფასებ, ჩემს საკუთარ სისხლსა და ხორცს ვერ ვაფასებ და ყველაზე მეტად ვტანჯავ ახლა.
მერე მთელი ღამის განმავლობაში ველოდებოდი მშობლებს, საბანში შეფუთნული ვფიქრობდი როდის მოვიდოდნენ, მინდოდა ბოდიში მომეხადა ორივესთვის, მინდოდა დედასთვის ყოველ წამს გამემეორებინა ფრაზა „შენ საუკეთესო დედა ხარ მსოფლიოში“ თუმცა ისინი უბრალოდ აღარ დაბრუნდნენ.
ისიც ვიცი რომ არ დაბრუნდებიან, აღარასდროს არ დაბრუნდებიან მაგრამ რომ ველოდები ეს მკლავს, შინაგანად მღრღნის.
მათი საფლავი არ მინახავს, მათ დაკრძალვაზეც კი არ ვყოფილვარ.
ცუდი შვილი ვიყავი მაშინ და ცუდი შვილი ვარ დღესაც.
მინდა რომ მაპატიონ, ძალიან, ძალიან მინდა რომ მაპატიონ.“


ფეხზე წამოდგა ბედიანიძე, ბლოკნოტი ქურთუკის ჯიბეში ჩაჩურთა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. კარების სახელურს დასჭიდა ხელი, გარეთ გამოვიდა და სირბილით გაუყვა გზას.
გაოფლილი მიადგა ცხრა სართულიან კორპუსს, ფურცელზე წაწერილ მისამართს კიდევ ერთხელ დააჩერდა და სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. ისევ სირბილით აუყვა კიბეებს მეოთხე სართულამდე და სამჯერ ძლიერად დააბრახუნა შავ, ლითონის კარებზე.
-ვაკო ?.- ნამძინარევი ხმით დაიჩურჩულა ქალმა და მის წინ მდგარ ბიჭს გაკვირვებული სახით დააჩერდა.- ხომ ყველაფერი კარგად არის ?
-მაპატიე.- ამოიჩურჩულა ბედიანიძემ და ქურთუკის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოაცურა.- ძალიან დამეხმარა.- გაიღიმა ბიჭმა და ბლოკნოტი მიაწოდა ქალს.
-მეგონა ჩემი მიდგომა არ მოგწონდა ?.- გაეცინა გოგონას და აბურდულ თავზე ხელი გადაისვა.
-ჰო, მეც მეგონა.- გაიღიმა ვაკომ და უკან გაბრუნდა.- ძალიან დიდი მადლობა ანნა.- უკან მოუხედავად მიაძახა ბიჭმა და სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბეები.

-ეპილოგი-

სრულიად ცარიელ დარბაზში ერთადერთ სკამზე იჯდა მამაკაცი და ოთახის მწვანე კედლებს ღიმილით შესცქეროდა, მოსაღამოვებულიყო, ფანჯრიდან გრილი სიო ხმაურით ესალმებოდა მამაკაცს.
იატაკზე დადებულ ყუთს დასწვდა ხიმშიაშვილი და ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდულ წერილებითა და სურათებით სავსე დაფას მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ შეჰღიმა დედის სილუეტს და ყუთიდან რამოდენიმე წერილი და სურათი ამოიღო. ფრთხილად გააკრა თითოეული დაფაზე და მის მუცელზე შემოხვეულ გამხდარ ხელებს დააკვირდა ღიმილით.
ფრთხილად მოიშორა მარიტას ხელები და გოგონა ამჯერად თვითონ მოიქცია მკლავებში, უსიტყვოდ დააჩერდა მომღიმარ სახეზე, ფრთხილად მიაკრო ტუჩები ნიკაპსა და ბაგეზე და ძლიერად ჩაიკრა გულში საყვარელი ქალი.
-სასწაული ხარ.- ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით დაიჩურჩულა მამაკაცმა და ღიმილით ჩამალა თავი ქალის ყელში.

ელენე.

„მოტკბო სურნელით გაჟღენთილ ოთახში ვსხედვართ, მე ხელში ისევ შენი მოტანილი გვირილის თაიგული მიჭირავს. შენ კი... შენ ისევ პიანინოსთან ახლოს მიგიდგავს სკამი. ჯერ მხოლოდ მარცხენა ხელით ეხები კლავიშებს, წამიერად ჰკრავ თითებს თეთრ ზედაპირს და თითქოს შორიდან მოსულ ჩვენთვის უცნობ სურნელს თვალ დახუჭული ეგებები. ღრმად სუნთქავ, გულ მკერდი ძლიერად, თითქმის ქაოსურად აგიდ ჩაგიდის.
მარჯვენა, ნატკენ, სილურჯე შეპარულ თითებს აყოლებ მარცხენას და შენს მიერ ჰაეროვნად ათამაშებული კლავიშებიდან საოცარი სინაზით მოისმის მელოდია. მე კი მინდა წამოვდგე, რაც შეიძლება სწრაფად მოგიახლოვდე და ძლიერად მოგეხვიო შიშველ ზურგზე. ვდგები კიდეც, თუმცა ნელი ნაბიჯებით მოვიწევ შენკენ, მეშინია... ჰო მეშინია შენს მიერ მოტანილი საოცარი ჰარმონია არ დავარღვიო, მეშინია სწრაფად არ გამოგვეღვიძოს და სიზმარი რეალობამ არ შეგვიცვალოს. შენს უკან ვჩერდები, მგრძნობ, როგორც ყოველთვის მგრძნობ, ნელა იწევი გვერდზე და უკან მოუხედავად მიწვდი მარცხენა ხელს. გეჭიდები, ჰო მთელი სიმძაფრით გეჭიდები და გვერდიდან გეხუტები. შენს მიერ წარმოქმნილი მელოდია კი ისევ უტეხად, აუღელველბლად განაგრძნობს დაკვრას და მე მიყვარდება, თითოეული ის ნოტი მიყვარდება.
საბოლოოდ ჩერდები, მგონია რომ შენს მიერ ჩემთვის მოტანილი ზმანება დასასრულს მიუახლოვდა.
ვდგები, შენ კი არ მაჩერებ...
საწოლზე მიფენილ წითელ სარაფანს ვეხები თითებით და ტანზე ვირგებ, შენ კი ისევ უჩუმრად მიახლოვდები, ზურგზე მეკვრები და ათას ფერად მიხატავ აქამდე მყოფ თეთრ, უფერულ ფურცელს.
ისევ ნაზ, თითქმის შეუმჩნეველ კოცნას მიტოვებ მხარზე და უფრო ძლიერად მეკვრები ზურგზე. თითებით ისევ მხდი კაბას, ისევ დაუდევრად ისვრი იატაკზე და ისევ დინჯი მოძრაობით მაბრუნებ შენკენ.
მერე კი...
მერე მკოცნი.
მკოცნი ძალიან ბევრს.


ნიკოლა.

შენი მოკანკალე სხეული მახსოვს,
მაშინ პირველად გითხარი დაგხატავ მეთქი,
მახსოვს როგორ ამომხედე ღიმილიანი სახითა და ნერვიული თვალებით.
მაშინ მივხვდი სიგიჟემდე რომ ვიყავით მისულები...
ელუ,
მიყვარხარ რა.


****

ეძღვნება ელეს, ანა კეკელიასა და ლონდა ბედიანიძეს.скачать dle 11.3




№1  offline მოდერი sameone crazy girl

საოცრება ხარ heart_eyes heart_eyes
უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ გრძნობებს heart_eyes heart_eyes მინდოდა თავიდანვე წამეკითხა ,მაგრამ დასასრულს დაველოდე დროის უქონლობის გამო ვიფიქრე რომ დაასრულებს მერე წავიკითხავ-თქო და კიდევ კარგო რომ ნაწილ ნაწილ არ დავიწყე კითხვა თორემ შუალედებით რომ წამეკითხა გული გამისკდებოდა ეს ემოცია რომ გახლეცილიყო ნაწილებად heart_eyes heart_eyes ვაიი რას ვბოდიალობ ნეტავ გამაგებინა არაა არა ავრ კარგად გავითიშე საერთოდ შენი ბრალია ყველაფერი

 



№2  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

sameone crazy girl
საოცრება ხარ heart_eyes heart_eyes
უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ გრძნობებს heart_eyes heart_eyes მინდოდა თავიდანვე წამეკითხა ,მაგრამ დასასრულს დაველოდე დროის უქონლობის გამო ვიფიქრე რომ დაასრულებს მერე წავიკითხავ-თქო და კიდევ კარგო რომ ნაწილ ნაწილ არ დავიწყე კითხვა თორემ შუალედებით რომ წამეკითხა გული გამისკდებოდა ეს ემოცია რომ გახლეცილიყო ნაწილებად heart_eyes heart_eyes ვაიი რას ვბოდიალობ ნეტავ გამაგებინა არაა არა ავრ კარგად გავითიშე საერთოდ შენი ბრალია ყველაფერი

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
როგორ გამიხარდი შენ რომ იცოდე kissing_heart

 



№3  offline წევრი NniNna

აუ რა რაღაცნაირად თბილი იყო..დავიზაფრე..ჩამითრია და აი როგორ აგიხსნა..ჩემს გარშემო რომიყოს მარტო ეგ გრძნობა რაც დამიტოვა კითხვის მერე..აი ისე ვარ..რაღაცნაირად..

 



№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

NniNna
აუ რა რაღაცნაირად თბილი იყო..დავიზაფრე..ჩამითრია და აი როგორ აგიხსნა..ჩემს გარშემო რომიყოს მარტო ეგ გრძნობა რაც დამიტოვა კითხვის მერე..აი ისე ვარ..რაღაცნაირად..

ძალიან დიდი მადლობა თბილო ❤

 



№5  offline მოდერი MoonLady

არ დავიწყებ გრამატიკაზე ლაპარაკს, ისედაც იცი...
ჩამითრია.
ძალიან უცნაური იყო. ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღდგენილმა სურათმა საოცარი სიამოვნება მომგვარა. ტექსტი რომ გამართული ყოფილიყო, უდავოდ ვიფიქრებდი, რომ ვიღაც უცხოელი მწერლის ქართულ თარგმანს ვკითხულობდი.
მომეწონა *-*

 



№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

MoonLady
არ დავიწყებ გრამატიკაზე ლაპარაკს, ისედაც იცი...
ჩამითრია.
ძალიან უცნაური იყო. ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღდგენილმა სურათმა საოცარი სიამოვნება მომგვარა. ტექსტი რომ გამართული ყოფილიყო, უდავოდ ვიფიქრებდი, რომ ვიღაც უცხოელი მწერლის ქართულ თარგმანს ვკითხულობდი.
მომეწონა *-*

უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე heart_eyes
ჰო გრამატიკაზე ვიცი, ჩემი დიდი მინუსია სამწუხაროდ worried

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent