შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 6


18-07-2017, 14:33
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 1 549

ეიფორია-თავი 6

“დღისით დაქანცულს ღამე მწამლავს ფიქრების შხამით, არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.”

უილიამ შექსპირი


...
ჩაბნელებულ ოთახშიც კი ,მკვეთრად ანთებდნენ მისი მწვანე თვალები.მისი ძლიერი მკლავები, ელზას გამხდარ მხრებს ეხვეოდნენ და სხეულზე ისე იკრავდნენ,თითქოს ეს უკანასკნელი ჩახუტება ყოფილიყო.
გოგონა ერთიანად გააბრუა მისმა სითბომ,მისი კანის სურნელმა,მისმა თბილმა ტუჩებმა,რომელსაც კისერზე გრძნობდა.მთლიანად ჩაიკარგა ვნების ბურუსში და ხვდებოდა,რომ ეს იყო,რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა და თავისი თავისაც უკვირდა ამდენ ხანს მის გარეშე,როგორ გასძლო.

სანამ თვალებს გაახელდა,ელზამ უკვე იცოდა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.მისი გონება გამოფხიზლდა,მაგრამ გოგონას იმდენად სურდა სიზმრის გაგრძელება,რომ თვალებს ჯიუტად არ ახელდა.
ოდნავ ღრიჭოდ დატოვებული აივნის კარიდან ,გაზაფხულის გრილი ჰაერი შემოდიოდა,ელზას მთელს სხეულზე ელამუნებოდა და კანქვეშ სასიამოვნო შეგრძნებებს უღვივებდა.
გოგონას გამოფხიზლებულმა გონებამ ძილი ახლოსაც აღარ გაიკარა,ამიტომ საწოლში წრიალს მოჰყვა,ცოტა ხანში კი იძულებული გახდა ამდგარიყო და აივანზე გასულიყო.
ელზა მოაჯირს ხელებით დაეყრდნო,სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალი უნებურად გაექცა ,მოპირდაპირე მხარეს მდგარი კორპუსისკენ.
აივნის კარი ღიათ იყო,შუქი კი ჩამქრალი.ელზამ ღრმად ამოისუნთქა,წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია,მაღლა აიხედა და სახე გრილ ნიავს მიუშვირა.
ცა მოწმენდილი და ვარსკვლავებით მოჭედილი იყო,მთვარე კი ნელ-ნელა ივსებოდა,თუმცა მაინც მკვეთრად ანათებდა.
ელზამ უცებ ნაცნობი სურნელი იგრძნო.სიგარეტის და კიდევ რაღაც ამოუცნობი,რომელსაც აქამდე სახელი ვერ დაარქვა.გოგონამ თვალები გაახილა და თვალი სიბნელეს გაუსწორა.მოულოდნელად აივნის კარის მიღმა მდებარე სიბნელეში, წითელი წერტილი აკიაფდა.
დანიელი თავის ოთახში,აივნის კართან იდგა და ელზას დაჟინებული მზერით აკვირდებოდა.გოგონამ ეს იგრძნო,მისი მზერისგან მთელი სხეული აეწვა,მერე კი კმაყოფილი სახით ჩაიცინა და ოთახში შებრუნდა.

...
დანიელი საკლასო ოთახში იჯდა,თავი ხელებში ჩაერგო,მაგიდას დაშტერებოდა და ისე იყო ფიქრებში გართული,რომ ირგვლივ რაც ხდებოდა არაფერი არ ესმოდა.
ბავშვები სინქრონში რუზრუზებდნენ,ერთმანეთს დაკუჭულ ქაღალდებს ესროდნენ,ზოგი ტელეფონში იყო თავჩარგული,დანიელს კი ეს დიდად არ ადარდებდა,რადგან უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალიც ჰქონდა.
წინა დღით მომხდარმა მასზე ,როგორც ფიზიკურად ისე სულიერადაც იმოქმედა.ხის ტოტის დაცემისგან,დანიელს სახე და მარცხენა მხარი სულ დაკაწრული ჰქონდა.მართალია სერიოზული დაზიანება არ მიუღია და არც საავადმყოფოში წასვლა დასჭირვებია,მაგარმ აშკარა იყო,რომ თავს კარგად არ გრძნობდა.
თვალწინ სულ ელზას გაავებული მზერა და არაფრსიმთქმელი თვალები ედგა,ყურებში კი ჭექა-ქუხილის ხმა ჩაესმოდა.ამას ისიც დაემატა,რომ რაღაც ამოუცნობი, ცხოვრებისეული კადრები ურბენდა თვალწინ,რომლის მთავარი მონაწილეც ელზასთან ერთად თვითონაც იყო,მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა ეს ჰალუცინაციები იყო,თუ რაიმე სხვა.ბუნდოვანი გამოსახულებები ძირითადად ძილში ჩნდებოდნენ,მას კი დამფრთხალს ეღვიძებოდა და მერე მთელი ღამე ვეღარ იძინიბედა.

-დედაჩემი,რომ მეუბნებოდა ხოლმე, დაგეცეს მეხიო,ამ გამონათქვამის არსს ვერასდროს ვხდებოდი,მაგრამ ახლა ვხვდები.-ჩაილაპარაკა თავისთვის დემეტრემ და დანიელს გახედა.
-მას შემდეგ, რაც მეხი დაეცა,სულ გაგიჟდა.-გადაუჩურჩულა თინამ ლუკას.
-მეხი მაგას კი არა, ხეს დაეცა.-უპასუხა ჩურჩულითვე ლუკამ.
-აბა,კარგად შეხედა,ხე უფრო ჰგავს მეხდაცემულს, თუ დანიელი?-არ ცხრებოდა გოგონა.
-დანიელ მეხდაცემული.-ფხუკუნით „მონათლა“ ლუკამ მასწავლებელი.
-იქნებ შეეშვა სხვის განსჯას?-შეუბღვირა ემამ თავის დას.
-ოჰ,დამცველიც გამოუჩნდა.-ყალბად გაიღიმა გოგონამ.-მაინც არაფერს გვიხსნის და იქნებ ადრე გაგვიშვას,სინდერ-გელამ ალბათ უკვე გამოაკრა მონაწილეთა სია.
-გელამ თქვა, პირველი გაკვეთილის შემდეგო და გაკვეთილი ჯერ არ დასრულებულა.-მოუბრუნდა წინ მჯდომი დემეტრე თინას.
მისი სიტყვის დასრულება და ზარის წკრიალის ხმა ერთი იყო.ბავშვები სწრაფად წამოიშალნენ სკამებიდან და დერეფანში გაცვივდნენ.
შენობის პირველ სართულზე ,ფოიეში ,დიდ სტენდზე მნიშვნელოვან განცხადებებს აკრავდნენ ხოლმე ,ამიტომ ბავშვებიც იქით გაემართნენ და მალე სასურველ სიასაც წააწყდნენ,რომელიც დიდ ფურცელზე ამოებეჭდა გელას.

-არის,არის!-წამოიძახა სიის დანახვისთანავე თინამ და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.-ჰერმიას როლი ჩემია,ლისანდრეს როლზე კი ლუკა აიყვანეს!
-გილოცავთ.-ნაძალადევი ღიმილით ჩაილაპარაკა, იქვე მდგარმა ემამ და ორივეს გადახედა.
-ჰელენას როლი მოგცეს!-წამოიძახა უცებ დემეტრემ.-მე კი დემეტრიოსის,ანუ პარტნიორები ვართ.
-ჰო,ძალიან კარგია.-გოგონა მაშინვე მოვიდა ხასიათზე,თუმცა გული მაინც ძალიან სწყდებოდა,რომ ლუკას პარტნიორი არ იყო.
-ცუდია,რომ დემეტრიოსის როლი არ მერგო.-უთხრა უკან მდგარმა ლუკამ ემას.
გოგონა უცებ შეკრთა და ინსტინქტურად მისკენ მიტრიალდა.ბიჭს აშკარად ეტყობოდა,რომ დანაღვლიანებული იყო და ხალისიც დაეკარგა.
-ლისანდრეს როლს რას უწუნებ?-ჰკითხა გოგონამ.
-მე სხვა რამ ვიგულისხმე.-მიუგო ლუკამ, თუმცა სანამ ემა კითხვას შეუბრუნებდა, მაშინვე გაეცალა იქაურობას.
-გილოცავ ლამაზო,ჩემი პარტნიორობის პატივი გერგო.-ხელი გადაჰხვია დემეტრემ ემას.
-იგივე შემიძლია გითხრა,დემეტრიოს.-გაეცინა ემას და მეგობარს სიცილით ახედა.-ისე რა სიმბოლურია, არა? შენ დემეტრე გქვია და დემეტრიოსის როლზე დაგამტკიცეს.
-თორე ეგეც არ მყავდეს ახლა ჰამლეტი.-გადაიხარხარა ბიჭმა.
-შენ არ გაგიგია,რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლები...
-ვიცი,ვიცი...მაგრამ ახლა გენიოსობებს ნუ დაიწყებ,ხომ იცი ჩემი ტვინი მაინც ვერ აღიქვამს.-შეაწყვეტინა ბიჭმა,მერე კი თინას მიუბრუნდა და უთხრა.-ვერც კი წარმოიდგენ რას დააკლდები ,ჭორფლიანო.
-ჭორფლი არ მაქვს.-წარბი შეკრა გოგონამ.
-ტონალური გიფარავს.-ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა და ღია ფერის თმა ხელით შეისწორა.
-მაინც რას დავაკლდები?-დაინტერესდა თინა.
-ჩემს მკლავებში მოხვედრის შანსი გაუშვი,ასე რომ შეგიძლია ინტერესით მოკვდე იმაზე ფიქრში, თუ რას დააკლდი.-ჩაიხითხითა დემეტრემ და წავიდა.
ემამ იცოდა მისი და რა ცნობისმოყვარეც იყო ,ეს ყველამ იცოდა, დემეტრემაც კი და ამიტომაც უთხრა ასეთი სიტყვები.თინამ გაოცებული მზერა გააყოლა ბიჭს ,მერე კი უკან აედევნა და კითხვებით გააბრუა,თუმცა დემეტრე ყველაფერზე ხარხარებდა და წესიერ პასუხებს განზრახ არ სცემდა.

-თეზევსი და იპოლიტა!-ხელები სიხარულის ნიშნად მაღლა ასწია მიშამ და თეას გახედა.-მე და შენ დავშორდით,მაგრამ ისეთი წყვილის როლის შესრულება მოგვიწევს,რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას,ანუ ქორწინდებიან.
თეამ მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და აღელვებისგან ლამის ტუჩები დაიჭიმა.გულში თავის თავს წყევლიდა,რომ საერთოდ ქასთინგზე მივიდა,არადა რა იმედი ჰქონდა ,რომ დანიელის პარტნიორი გახდებოდა.
-როლი არ მოგწონს?-ჰკითხა მიშამ.
-როგორ არა,აღფრთოვანებული ვარ,არ მეტყობა?-შეუბღვირა ქალმა და მიშას ზურგი აქცია.
-მალე მოგეწონება.-მიაძახა კაცმა , გამარჯვებული სახით ჩაიღიმა და სამასწავლებლოსკენ გაემართა.

-გილოცავ,ტიტანია.-ჩასჩურჩულა სტენდთან მდგარ ელზას დანიელმა.
ამ სახელის გაგონებაზე,გოგონას მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და ისე ესიამოვნო დანიელის პირიდან წარმოთქმული,რომ ლამის იქვე დადნა.
-შენც გილოცავ, ობერონ.-ძლივს ამოიდგა ენა ელზამ.
-არა მგონია გაგვიჭირდეს,ჩვენ ხომ რეალობაშიც ვერ ვიტანთ ერთმანეთს.-თვალებში ჩახედა ბიჭმა.
-ზუსტად!-თავი დაუქნია გოგონამ.
-ახლა კი,მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ.-ირონიულ გამომეტყველებაში სიმკაცრე შეერია დანიელს,მერე ელზას მკლავში ხელი წაავლო და დერეფანში მდებარე ვიწრო ოთახში შეათრია,რომელიც სკოლის საკუჭნაოს წარმოადგენდა.

ოთახი მართლაც ძალიან ვიწრო იყო.შიგნით ერთი დიდი კარადა,დაბალი ტუმბო და რკინის თაროები იყო მოთავსებული,რომლებიც საწმენდი საშუალებებით და ათასი ხარახურით გაევსოთ დამლაგებლებს.საკუჭნაოს მხოლოდ ერთი, ძალია პატარა სარკმელი ჰქონდა,რომლიდანაც დღის შუქი შემოდიოდა და ოთახს ძლივს ანათებდა.
-რა გინდა?-შეუბღვირა გოგონამ.
-იცი, რაც!-არც დანიელმა დააკლო და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ელზამ ინსტინქტურად უკან დაიხია და რადგან ოთახში მართლაც საშინელი სივიწროვე იყო,კარადაზე აღმოჩნდა ზურგით აკრული.
-გუშინ რა მოხდა, ელზა?-ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით ბიჭმა.
-მე რას მეკითხები,ეპიცენტრში შენ იყავი.-ელზა ცდილობდა სარკაზმი გამოეყენებინა,მაგრამ დანიელის სიახლოვე და მისი მზერა იმდენად აშტერებდა,რომ უბრალოდ ვერაფერს ახერხებდა დაბნეულობის გარდა.
-რა გამიკეთე?-ისევ ჰკითხა ბიჭმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე,ელზა ერთიანად აცახცახდა,დანიელს შეშფოთებული მზერით შეხედა და ჰკითხა.
-რაიმე გაგახსენდა?
-რა უნდა გამხსენებოდა?-კითხვა შეუბრუნა დანიელმა და გოგონას გამომცდელი მზერით დააკვირდა.
-ის...მაინტერესებს...-ელზას ენა დაება,რადგან მიხვდა,რომ ზედმეტი წამოროშა.-მაინტერესებდა ...მეხის დაცემის მომენტი თუ გახსოვდა!
-ყველაფერი მახსოვს!-სიბრაზისგან მისმა მწვანე თვალებმა სიბნელეშიც კი გაანათა.-მეხი დამეცა,შენ კი კანფეტის ქაღალდები თავზე დამაყარე და უბრალოდ წახვედი, ელზა!
-იმიტომ,რომ შენზე გავბრაზდი და ...საერთოდ სერიოზული არაფერი გჭირდა.-უპასუხა გოგონამ.
-ამას ერთი შეხედვით მიხვდი?-წარბი შეკრა ბიჭმა და ელზას მაჯაზე თითები მაგრად მოუჭირა.
-ჰო,გეტყობოდა,რომ მხოლოდ გონება დაკარგე...თანაც მეხი შენ კი არა, ხეს დაეცა.-ცხვირი ზიზღით ასწია გოგონამ.
დანიელმა რამდენიმე წამით უყურა ელზას თვალებში,მერე კი გვერდულად ჩაიცინა.გოგონა უფრო მეტად აიტანა კანკალმა,როცა დანიელმა მის მაჯას თითები მოაშორა, მკლავზე ნელი მოძრაობით ააყოლა და ლავიწზე ფრთხილად გადაუსვა.
ამ ნაცნობ სიტუაციას,თითქოს მასზე არ უნდა ემოქმედა,მაგრამ პირიქით მოხდა.გოგონას ხელები აუკანკალდა,გული კისერში ამოუჯდა და მისი ემოციები,რომ არ გამოემჟღავნებინა,თავი გვერდზე მიაბრუნა და დანიელს სახე მოარიდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ბიჭი ისედაც ყველაფერს ხვდებოდა.
დანიელმა,ახლა ნიკაპში ჩაავლო თითები გოგონას,სახე ისევ მისკენ მოაბრუნებინა და თვალებში დაჟინებით ჩააკვირდა.ისევ სიმშვიდის მომგვრელი სიმწვანე და ისევ თხილის გულებივით გაფართოებული თვალის გუგები.
-ისეთი ცივი მზერა გქონდა...როგორ შეგიძლია ერთ წამში ასეთი ვნებიანი ქალი იყო,რომელიც კოცნაზე კოცნით მპასუხობს და ჩემს შეხებაზე პატარა გოგოსავით თრთის,მეორე წამში კი უგულო ალქაჯი,რომელიც...
-იქნებ ამის მიზეზი მაქვს?-შეაწყვეტინა ელზამ და შეეცადა მისი სხეულიდან წამოსული სითბო დაეიგნორებინა,მაგრამ არ გამოუვიდა.
-ვგრძნობ,რომ ეს რაღაც სხვა იყო.-ამოილაპარაკა მის ტუჩებთან დახრილმა დანიელმა.
-აშკარად ცდები.-ხმა გაებზარა გოგონას.
-ელზა,პირველად,რომ გაკოცე მეხი დამეცა და მეორედ რას უნდა ველოდო?-ჰკითხა უცებ დანიელმა.
-მეტეორს!-პასუხი არ დააყოვნა მან.
დანიელი სხვა პასუხს არც ელოდა,ამიტომ კმაყოფილი სახით ჩაიცინა,მერე კი გოგონას ზურგი აქცია და კარისკენ მიბრუნდა.
ელზამ გაოცებული და გაწბილებული მზერა გააყოლა მას.სხეული ერთიანად უთრთოდა და მუხლებში ისეთ სისუსტეს გრძნობდა,რომ ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ახერხებდა,თუმცა შვებით ნამდვილად ამოისუნთქა,როცა დანიელი მოშორდა.
-ჯანდაბა,არ შემიძლია!-ამოიგმინა უცებ ბიჭმა.-აქედან კოცნის გარეშე წასვლა არ შემიძლია!
-არა,დანიელ...არ გაბედო...-მუქარით აღმართა საჩვენებელი თითი ელზამ,თუმცა ბიჭს უკვე აღარაფერი ესმოდა.
დანიელი სწრაფად მოსწყდა ადგილს,ოთახის ბოლოსკენ წასულ ელზას წინ აესვეტა,ხელები დაუჭირა,რომელსაც გოგონა მის მოსაგერიებლად ჰაერში იქნევდა, და ზურგს უკან თავისი ცალი ხელით დაუჭირა,მეორე კი კისერზე შემოაჭდო,მისკენ დაქაჩა და მის ბაგეებს მოუთმენლად ჩააფრინდა.
ელზას სუნთქვა შეეკრა,ფილტვებში ჰაერი შეუგუბდა და სიმწრისგან თვალები ცრემლებით აევსო,თუმცა მერე მიხვდა,რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ გათავისუფლებული ხელები ბიჭს კისერზე შემოჰხვია და კოცნაში აჰყვა.
დანიელი ცდილობდა თავი შეეკავებინა,გოგონას მოშორებოდა ან უფრო ფრთხილად მოქცეოდა,მაგრამ ამას ვერაფრით ახერხებდა.გიჟივით ჩაფრებოდა მის ტუჩებს,გაშმაგებით უკოცნიდა,ხელებს კი წელზე ჰხვევდა და სხეულზე ისე იკრავდა,თითქოს მის თავს ვინმე ართმევდა.
ელზას მთელს სხეულზე ლამის ცეცხლი წაეკიდა,თუმცა ამის მიუხედავად დანიელს მაინც არ შორდებოდა და მის ალერსს აგრძელებდა.ბიჭმა უცებ ელზა მსუბუქად ასწია ჰაერში და იქვე მდგარ დაბალ ტუმბოზე შემოსვა,მერე სწრაფად ამოქაჩა შარვალში ჩატნეული პერანგი და გახურებული ხელები შიშველ წელზე შემოაჭდო.
-გაჩერდი...გაჩერდი,გაჩერდი.-აღმოხდა სასოწარკვეთილი ხმა უცებ ელზას, ორივე ხელი დანიელს მკერდზე მიაბჯინა და ძლიერად უბიძგა,რომ მოეშორებინა.
-ჯანდაბა.-ჩაილაპარაკა დანიელმა,გოგონას მოშორდა და ისევ კარისკენ მიბრუნდა.
ელზა სწრაფად ჩამოხტა ძირს,ამოჩაჩული პერანგი შეისწორა ,დანიელს გვერდი აუარა,კართან მივიდა და წამით შეჩერდა,მერე ბიჭს მიუბრუნდა,რუხი თვალები შეანათა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა.
-თუ არ გინდა, კიდევ რაიმე უარესი დაგემართოს,ჩემგან თავი შორს დაიჭირე.
-რაც არ უნდა საშიშად მომაჩვენო თავი, შენს კოცნას მაინც ვერ დამიშლი და ვიცი ვერც ამას შეეწინააღმდეგები,რადგან თვალებზე გეტყობა,რომ ეს შენც გინდა.-უპასუხა მტკიცე ხმით ბიჭმა.
-ძალიან თავდაჯერებული ხარ,მაგრამ მეტი კოცნა აღარ იქნება.-თვალები დაუბრიალა ელზამ.
-დარწმუნებული ხარ?-გაეცინა დანიელს
-სრულიად!-მიახალა უხეშად გოგონამ და საკუჭნაოდან გავარდა.

...
მთელმა დარჩენილმა კვირამ ისე ჩაიარა,რომ დანიელი და ელზა ერთმანეთს თითქმის არ შეხვედრიან.გოგონა ყველანაირად ცდილობდა მისთვის თავი აერიდებინა და ამას ახერხებდა კიდეც ,მაგრამ წინ ლაშქრობა ელოდათ,იქ კი ძალიანაც რომ ნდომოდა, დანიელს ვერსად დაემალებოდა.

ხუთშაბათს დილით,თეა ნელი ნაბიჯებით შევიდა სკოლის შენობაში, კართან წამით შეჩერდა და ხმაურს ყური მიუგდო.ნახევარ სახეს უზარმაზარი მზის სათვალე უფარავდა და ისე იქცეოდა,თითქოს ვიღაცას ემალებოდა.
ქალმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და უცებ მის წინ მდგომ ვიღაცას შეასკდა.
თეა ადგილზე შებარბაცდა,თუმცა დაცემისგან ვიღაცის ხელმა გადაარჩინა. ქალმა ნასიამოვნები სახით გაიღიმა და იკითხა.
-დანიელ, შენ ხარ?
-შენი ყოფილი ქმარი ვარ,თეა.-მოესმა ქალს ნაცნობი ხმა და მაშინვე შეეცველა სახე.
-აააჰ,გამატარე გაკვეთილზე მაგვიანდება.-შეუბღვირა მან ,ერთი ნაბიჯი გადადგა და ისევ რაღაცას შეასკდა,მაგრამ ამჯერად ეს რაღაცა არც ისე რბილი იყო,ხელებით მოსინჯვის შედეგად კი აღმოჩნდა,რომ თეა კედელთან მდგარ სტენდს დაეჯხა.
-რა მოგივიდა?-ჰკითხა მიშამ და მკლავში ხელი ჩაავლო,რომ ქალი ფეხზე მყარად დაეყენებინა.
-შენი საქმე არ არის.-ჩაილაპარაკა თეამ და ხელის გათავისუფლება სცადა,მაგრამ მიშა ჯუტად არ უშვებდა.
-თეა,მიპასუხე რა ჯანდაბა გჭირს?!-კაცი უკვე ნერვიულობდა.
-მე...-ქალს უცებ სიტყვა გაუწყდა,რადგან წინ ერთ-ერთმა მასწავლებელმა ჩაუარა და მიაძახა.
-გამარჯობა,ქალბატონო თეა!
-გამარჯობა,ბატონო როსტომ!-გაიღიმა ქალმა თავაზიანად.
-ეს მარინა იყო,თეა!-გაეცინა მიშას.
-მარინა?-გაუკვირდა მას.-როგორი კაცური ხმა აქვს,ალბათ ბევრს ეწევა.
-შენ რა, ვერ ხედავ?-რაღაცას მიხვდა კაცი.
-როგორ არა,მშვენივრად ვხედავ.-მიუგო უტეხად ქალმა.
-კარგი,მაშინ მითხარი რამდენი თითი მაქვს აწეული.
-მმმ...ორი.-უპასუხა ენის მორძიკით თეამ.
-საერთოდ არ მაქვს აწეული თითები,თეა.-გადაიხარხარა მიშამ,თუმცა სახეზე ნერვიულობა მაინც ეტყობოდა.
-კარგი,ჰო.-ჩაიბურტყუნა ქალმა.-მართალი ხარ,ვერ ვხედავ.
-რატომ?
-თვალებში ატროპინი ჩავიწვეთე.-გამოტყდა ქალი.-მხოლოდ ჩრდილებს და ოდნავ ფერად ლაქებს ვარჩევ.
-ატროპინი? ღმერთო ჩემო!-თავში ხელი შემოირტყა კაცმა.-სულ გაგიჟდი? რამდენი ჩაიწვეთე?
-ოთხი, თუ ხუთი წვეთი თითო თვალში.
-რა?!-წამოიძახა მიშამ.- ამდენი რა ჯანდაბამ ჩაგაწვეთებინა?!
-ერთმა ფოტოგრაფმა მირჩია,თვალებს სხივი მიეცემათო.-თავი გაიმართლა თეამ.
-მაჩვენე.-უთხრა მიშამ,ქალს სათვალე მოხსნა და მისი აბრჭყვიალებული თვალები,რომ დაინახა სიცილი ვეღარ შეიკავა.-სხივი კი არა, ასვატიანი ნათურასავით ანათებს შენი თვალები.
-ნუ დამცინი.-ხელი მოუქნია თეამ.-რა ჯანდაბა უნდა ვქნა?
-ვერაფერს ვერ იზამ.ატროპინი თვალის გუგებს აფართოებს,მაგრამ სამაგიეროდ რამდენიმე დღით მხედველობას ბინდავს,თუმცა შენ იმდენი ჩაიწვეთე,რომ დღე კი არა მთელი კვირა ასე იქნები,მერე კი მხედველობა დაგიბრუნდება.
-მთელი კვირა?-თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა ქალს.- არა, არა! ხვალ ლაშქრობაა და ბავშვებს რა ვუყო?!
-ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა,ახლა კი უნდა გადადო ,სხვა გზა არ არის.
-არა,ვერ გადავდებ და გაკვეთილსაც მშვენივრად ჩავატარებ.-კბილებში გამოსცრა ქალმა ჯუტად შებრუნდა და ხელების ცეცებით მიადგა კიბეს,მერე კი საფეხურები დაითვალა და მაღლა ნელ-ნელა აუყვა.
მიშა უკან მიჰყვებოდა თეას და მის უთავბოლო ბორიალზე ეცინებოდა.რამდენიმე წუთის შემდეგ,როგორც იქნა ქალმა მიაღწია მეორე სართულს,თამამად გააბიჯა დერეფანში და მისი გამოთვლებით ზუსტად თავის საკლასო ოთახს მიადგა.მერე კარი გამოაღო,შიგნით შევიდა და ხმამაღლა თქვა.
-გამარჯობათ ბავშვებო!
ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა,მასწავლებელს არავინ უპასუხა სალამზე,ის კი გაკვირვებული იდგა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს,მერე ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მძაფრმა სუნმა ცხვირი,რომ ასწვა, შეწუხებული სახით იკითხა.
-რა სუნია? სად არიან ბავშვები?
-ალბათ საკლასო ოთახში.-უთრხა უკან მდგომმა მიშამ.
-აბა ,მე სად ვარ?
-ტუალეტში,თეა!-გაეცინა კაცს,ქალს მკლავში ხელი ჩაავლო და იქიდან გამოათრია.-მორჩა ,სახლში მიმყავხარ.
-არ მინდა!
-ნუ მეჯიუუტები და წამოდი!-შეუბღვირა მიშამ და ლამის ძალით გაათრია თეა სკოლის შენობიდან.

...
პარასკევ დილით ,სკოლის ეზოში დიდი ფუსფუსი სუფევდა.ავტობუსი ბავშვებით ნელ-ნელა ივსებოდა, საჭეს კი ულვაშიანი მძღოლი უჯდა.დანიელი აქეთ-იქით დაეხეტებოდა და ყველაფერს ამოწმებდა,რომ რაიმე არ გამორჩენოდა.
მალე ელზაც გამოჩნდა.გოგონას ლურჯი ჯინსის შორტი,შავი ბოტასი,ლურჯი გრძელი მაისური და კეპი ამშვენებდა,მხარზე სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და უძილარ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-დააგვიანე.-მიახალა მაშინვე დანიელმა.
-ჯერ ხომ ისევ აქ ხართ?-გაუკვირდა ელზას.
-მაგრამ მაინც დააგვიანე.
-მიდი დაიცალე,აქვე მითხარი რა ირონიებიც გაქვს დაგროვილი და მერე მთელი ლაშქრობა მომასვენე, კარგი?
-ეგ ,არ მაწყობს.-გაეცინა ბიჭს და გოგონას ავტობუსისკენ მიუთითა.
-თეა, სად არის?-იკითხა უცებ ელზამ,როცა შენიშნა,რომ ავტობუსთან მხოლოდ ერთი კლასის ბავშვები იყვნენ.
-ვერ მოდის და მაგათი ლაშქორბა მომდევნო კვირისთვის გადაიდო.-უპასუხა დანიელმა.
-რატომ?-დაინტერესდა გოგონა.
-დაბრმავდა!
-რა?
-თვალში რაღაც ჩაუწვეთებია და რამდენიმე დღით მხედველობა უჭირსო, მიშამ ასე თქვა.-უპასუხა დანიელმა ,მერე გაეცინა და დაამატა.-წარმოგიდგენია,ახლა მიშა თეას სახლში გადასახლდა და ყოფილ ცოლს უვლის,რადგან მარტო რომ დატოვა ყველაფერი თავდაყირა დაუყენებია.
-ოჰ,რობ.-ჩაილაპარაკა თავისთვის ელზამ და სიცილით ავიდა ავტობუსში.

ბავშვებმა სწრაფად გადაინაწილეს ადგილები და რადგან ატობუსი ორ კლასზე იყო გათვლილი,ბევრი ცარიელი ადგილი მორჩა.შუა სკამზე მოკალათებლი ემა თვალებით ლუკას ეძებდა,ცოტა ხანში კი შეამჩნია,რომ იგი მის დას ჰყავდა გამოჭერილი და ლაპარაკით ლამის გააბრუა.თუმცა ცოტა ხანში ბიჭმა თავი დაიძვრინა,ემას გვერდით მიუჯდა და იმდენი ისაუბრეს,რომ მთელი გზა აღარც გაჩერებულან.
ელზამ დაჯდომისთანავე,მის გვერდით სკამზე თავისი ჩანთა დადო,რომ ადგილი სხვას არ დაეკავებინა,განსაკუთრებით დანიელს.მერე ჯიბიდან ტელეფონი და ყურსასმენები ამოიღო,გაიკეთა და ღიმილით ჩაილაპარაკა.
-კიდევ ერთი, საოცარი ადამიანური გამოგონება.


...
რამდენიმე საათიანი ხმაურიანი მგზავრობის შემდეგ,ავტობუსის მძღოლმა მოლაშქრეები,დაბურულ ტყისკენ მიმავალ გზაზე დატოვა.თქვა, რომ იქით გზა გაფუჭებული იყო,რის გამოც ამხელა ავტობუსი ვერ ივლიდა და ფეხით უნდა წასულიყვნენ.
დანიელმა ეს იცოდა და წინასწარ გათვლილიც ჰქონდა.მძღოლს შეუთანხმდა,რომ კვირას საღამოს, ექვსი საათისთვის იქ უნდა დახვედორდა მათ,მერე კაცს დაემშვიდობა და ბავშვებთან ერთად გზას გაუდგა.

გზა მართლაც საშინლად დაზიანებული აღმოჩნდა,თუმცა მთის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ ,ეგ აღარავის გახსენებია,განსაკუთრებით კი ელზას.
მართალია იმ ადგილას პირველად იმყოფებოდა,მაგრამ ტყე და მისი მომაჯადოვებელი სურნელი ,იმდენად ჰქონდა მონატრებული,რომ ეს სასიამოვნო შეგრძნება მაშინვე მთელს სხეულში გაუჯდა და ყველანაირი დისკომფორტი დაავიწყა.
დაახლოებით იგივეს გრძნობდა დანიელიც,შეიძლება უფრო მძაფრადაც კი.მესამე წელი იწურებოდა,რაც სკოლაში ასწავლიდა და მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ამ დღეებს ელოდებოდა ხოლმე,რადგან ტყისკენ გული ისე მიუწევდა,როგორც მტაცებელს ნადავლისკენ.
ბიჭი პერიოდულად, წინ მიმავალ ელზას აკვირდებოდა და ხვდებოდა,რომ გოგონას რაღაც მისი მსგავსი შეგრძნებები ჰქონდა და ეს ძალიან ახალისებდა.
-მორჩი ჩემი საჯდომის ყურებას.-ჩაისისინა ელზამ,მზის სათვალე ჩამოიწია და მხარს ზემოდან დანიელს გადახედა.
-არა მარტო საჯდომი,ფეხებიც კარგი გაქვს და თვალს ვერ ვწყვეტ.-კმაყოფილი სახით ჩაიცინა ბიჭმა და ელზას გაუთანაბრდა,რომ მათი საუბარი ბავშვებს არ გაეგონათ.
-ვიცი,რომ კარგი მაქვს,მაგრამ კიდევ ერთხელ შემომხედავ ეგეთი თვალებით და ...
-მაინც როგორი?
-რა?
-როგორი თვალებით?
-ავხორცული!-კბილებში გამოსცრა გოგონამ,დანიელს კი ამ სიტყვის გაგონებაზე სიცილი აუვარდა.
-მაპატიე მაგრამ,ამ ავხორცულ ვნებებს შენ თვითონ აღძრავ ჩემში.-გადაულაპარაკა სიცილით ბიჭმა.-ჯერ კიდევ მწვავს ტუჩებს ,შენი ვნებიანი კოცნა.
-მაპატიე მაგრამ,შენ ყველაფერზე იღგზნები რაც მოძრაობს.-ირონიულად ჩაიცინა გოგონამ.
-ეგეთი გარყვნილიც არ ვარ.-წარბი შეკრა დანიელმა.
-ზუსტად ეგეთი ხარ და იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე გგონია.-უნებურად წამოროშა გოგონამ,მერე კი ტუჩზე მაგრად იკბინა.
-მართლა, ასე კარგად მიცნობ?-გაუკვირდა ბიჭს.
-შენნაირებს ვიცნობ.-გადააკეთა მისი ნათვქამი ელზამ და ნაბიჯს აუჩქარა,რომ დანიელის სიახლოვეს კიდევ არ გაჩერებულიყო,თორემ ალბათ ისევ წამოცდებოდა რაღაც,რაც მას დააეჭვებდა.
-მასწ,აღარ მივედით?-აწუწუნდნენ უკან მომავალი გოგონები.
-ცოტაც და მივალთ,ნუ ზარმაცობთ გოგონებო!-დატუქსა დანიელმა მოსწავლეები.
-მასწ,ამ ტყეში მტაცებლები არიან?-იკითხა ლუკამ და დანიელს მხარში ამოუდგა.
-მტაცებლებიან ტყეში წამოგიყვანდით?-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები დანიელმა.
-მშია!-დაიწუწუნა უკნიდან თინამ.
-შოკოლადი მაქვს.-შესძახა დემეტრემ და ზურგჩანთის მოხსნა დაიწყო.
-შოკოლადს არ ვჭამ,მასუქებს.-ცხვირი აიბზუა გოგონამ და ბიჭს გვერდი აუარა.
-შოკოლადები წამოიღე?-მიუბრუნდა დანიელი დემეტრეს.
-ჰო,წამოვიღე და იმდენია,რომ ყველას გვეყოფა.
-კარგი,ერთი წამით ყველა გაჩერდით!-დაიყვირა დანიელმა და ხელები მაღლა ასწია.
ყველანი მის ბრძანებას დაემორჩილნენ და გზაზე შედგნენ.ბიჭმა მზერა მოავლო მასზე მოშტერებულ თვალებს და თქვა.
-ბავშვებო, ამ ტყეში წითელი ჭიანჭველები ბინადრობენ და ძალიან მწარედ იკბინებიან,ამიტომ ვისაც ტკბილეული გაქვთ,ფრთხილად იყავით!
-მგონი,მარტო მე მაქვს!-ხელი ასწია დემეტრემ.
-ჰოდა,მანამდე არ ჭამო ,სანამ კოცონს არ დავანთებთ,მერე კი ქაღალდები ცეცხლში ჩაყარე,რომ ჭიანჭველების თავდასხმა ავიცილოთ.-გამოუცხადა მკაცრად დანიელმა.
-დიახ მასწ!-თავი დაუქნია ბიჭმა და მეგობრებს შეუერთდა.
-ბრძანებების გაცემა კარგად გეხერხება.-გაეცინა იქვე მდგარ ელზას,მერე კი ჩურჩულით ჩაილაპარაკა.-ადრეც კარგად გეხერხებოდა.
-სხვა რაღაცეებიც კარგად მეხერხება.-თვალი ჩაუკრა დანიელმა.
-და ამის შემდეგ კიდევ იტყვი,რომ გარყვნილი არ ხარ.-თვალები გადაატრიალა ელზამ.
-ჰო,მართლა!-წამოიძახა უცებ ბიჭმა.-ჩვენს დროებით ზავს ვადა გაუვიდა.
-მართლა?-გაუკვირდა ელზას.- როდის?
-დღეს,ასე რომ ფრთხილად იყავი, ლამაზო!-გაუღიმა დანიელმა,მიბრუნდა და ნაბიჯი,რომ გადადგა უცებ ფეხი ქვას წამოჰკრა და დაცემისგან თავი ძლივს შეიკავა.
-შენც ფრთხილად იყავი, ლამაზო!-გადაულაპარაკა ელზამ სიცილით.



...
ეეეჰ,მაპატიეთ დაგვიანება სიყვარულებოოო :დდდ :** :** ლაშქრობის ამბებს სავარაუდოდ კიდევ ერთი თავი დაეთმობა და იმედი მაქვს არ მოიწყენთ :*** ველი შეფასებებს მოუთმენლად :დდ :***скачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ მოცინარი

vau! kargi iyo. albat male wianwvelebic dagvesxmebian tavs ara?!

 



№2 √ სტუმარი ™ guestlisa

შესანიშნავი იყო შემდეგს ველიი ^^

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
vau! kargi iyo. albat male wianwvelebic dagvesxmebian tavs ara?!

მადლობა დიდი :დდ❤❤❤ არაფერი არ არის გამორიცხული :დდ❤

guestlisa
შესანიშნავი იყო შემდეგს ველიი ^^

უღრმესი მადლობა❤❤❤❤❤ :***

 



№4 √ სტუმარი ™ ქეთი.იი

რამდენჯერ უნდა გითხრა რომ სასწაული ხარ,ძალიან კარგი თავი იყო,ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს,კიდე ბევრს დაგიწერდი მაგრამ იმდენი მაქვს სათქმელი რომ ამდენს ვერ დავწერ,მეზარება,შენ დღემდე ფავორიტი ხარ ჩემთვის,დედოფალო მარგო❤❤❤❤

 



№5 √ სტუმარი ™ მკციბქრი

ოოო, მეწყინა. ლუკა და თინა?!!!! დემე და ემა?!!!!!

პარტნიორები?!!! იმედია სინდერგელას შეეშალა რამე თორე ვერ გადამირჩები :დდდ

 



№6 √ სტუმარი ™ ქეთი.იი

ასე გააგრძელე❤

 



№7  offline √ წევრი ™ უბრალო ადამიანი

ველოდები შემდეგს blush

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ქეთი.იი
რამდენჯერ უნდა გითხრა რომ სასწაული ხარ,ძალიან კარგი თავი იყო,ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს,კიდე ბევრს დაგიწერდი მაგრამ იმდენი მაქვს სათქმელი რომ ამდენს ვერ დავწერ,მეზარება,შენ დღემდე ფავორიტი ხარ ჩემთვის,დედოფალო მარგო❤❤❤❤

უღრმესი მადლობა სიყვარულოოო heart_eyes heart_eyes ძალიან ძალიან მახარებ kissing_heart heart_eyes

მკციბქრი
ოოო, მეწყინა. ლუკა და თინა?!!!! დემე და ემა?!!!!!

პარტნიორები?!!! იმედია სინდერგელას შეეშალა რამე თორე ვერ გადამირჩები :დდდ

მნეეჰ smile სადმე გადავიხვეწები joy kissing_heart

უბრალო ადამიანი
ველოდები შემდეგს blush

ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო........ kissing_heart heart_eyes

 



№9  offline √ წევრი ™ SillyGirl

ძალიან ძალიან მაგარი ხარ შენ.
როგორი ფანტაზიის უნარი გაქვს ?
თან შენებური იუმორიც
და Perfect ხარ მართლა !
დანიელისკენ ვარ მე მაინც :დ ნუ ბლატაობს ქალბატონი ელზა ამდენს :დ
ძალიქნ ძალიან კარგი თავი იყო და შემდეგს ველოდები.

 



№10  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

SillyGirl
ძალიან ძალიან მაგარი ხარ შენ.
როგორი ფანტაზიის უნარი გაქვს ?
თან შენებური იუმორიც
და Perfect ხარ მართლა !
დანიელისკენ ვარ მე მაინც :დ ნუ ბლატაობს ქალბატონი ელზა ამდენს :დ
ძალიქნ ძალიან კარგი თავი იყო და შემდეგს ველოდები.

მადლობა დიდი სიყვარულოოო :***❤❤❤ გადავცემ ელზას ნუ ბლატაობ-თქო :დდდდდ ვეცდები ძალიან არ დავიგვიანო :**❤❤❤

ქეთი.იი
ასე გააგრძელე❤

აუცილებლად :*****❤❤❤❤❤ :დდდდდდდ

 



№11 √ სტუმარი ™ Guest ანა

ცნობისთვის!
ატოპინის მოქმედება რამდენიმე საათი გრძელდება. 4-5 წვეთის ჩაწვეთების მოქმედება მხოლოდ დილიდან გვიან საღამომდე თუ გასტანს. ამასთან, როცა მზის სათვალე უკეთია ადამიანს შეუძლებელია ვერ გაარჩიოს საკლასო ოთახი და ტუალეტი, რადგან ატროპინი კაშკაშა სინათლის სხივზე მოქმედებს!

 



№12  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest ანა
ცნობისთვის!
ატოპინის მოქმედება რამდენიმე საათი გრძელდება. 4-5 წვეთის ჩაწვეთების მოქმედება მხოლოდ დილიდან გვიან საღამომდე თუ გასტანს. ამასთან, როცა მზის სათვალე უკეთია ადამიანს შეუძლებელია ვერ გაარჩიოს საკლასო ოთახი და ტუალეტი, რადგან ატროპინი კაშკაშა სინათლის სხივზე მოქმედებს!

ცნობისთვის!
მთელი კვირის განმავლობაში იწვეთებდა ოთხ -ხუთ წვეთს რაც იმას ნიშნავს რომ მისი ეფექტი დიდხანს გაჰყვა და მხედველობა უჭირდა.... შენობაში მიშამ სათვალე მოხსნა და ტუალეტში რომ შევიდა მაშინ არ ეკეთა :დდდ ეგეთ ინფორმაციას ისე არ ვწერ თუ არ გადავამოწმე და ვისთანაც გადავამოწმე მას სამკურნალოდ დაუნიშნეს და ზუსტად იგივე გაუგებრობა დაემართა კიდეც :დდ აფთიაქში შევიდა ნაყინის საყიდლად რადგან მარკეტი ეგონა :დდდდ არ ვიცი ასე რატომ გაღიზიანდი მაგრამ შეგიძლია გადაამოწმო ...ზედმეტი დოზა უფრო დიდხანს აქვეითებს მხედველობას :დდდ ❤

 



№13  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

გელოდები ერტი სული მაქვს გავიგო წითელი ჭIანჭველები რომელს დაკბენს დანიელს ტუ ელზას:დდდ

 



№14  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

nawkas12345
გელოდები ერტი სული მაქვს გავიგო წითელი ჭIანჭველები რომელს დაკბენს დანიელს ტუ ელზას:დდდ

ვააიჰ :დდდდ რამხელა ყურადღება მიიპყრო ამ ჭიანჭველებმა :დდ არადა მეგონა უმნიშვნელო მინიშნება ჩავსვი :დდდდ ❤❤

 



№15  offline √ აქტიური მკითხველი ™ grafo

ე.ი. მთელი სამყარო ჭკვიანი და მხოლოდ თეა უგზოუკვლოდ დებილი. დიდი უსამართლობაა:))). თან არ დაუმსახურებია აშკარად.
ოოჰ, საზიზღარი ატროპინი. ხო გამიმწარა მაგან ბავშვობა.

 



№16  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

grafo
ე.ი. მთელი სამყარო ჭკვიანი და მხოლოდ თეა უგზოუკვლოდ დებილი. დიდი უსამართლობაა:))). თან არ დაუმსახურებია აშკარად.
ოოჰ, საზიზღარი ატროპინი. ხო გამიმწარა მაგან ბავშვობა.

არა ჩემო კარგო ,თეა შტერი არაა უბრალოდ წაიბოთავა და არც პირველი ქალია და არც უკანასკნელი ვინც ასეთ რამეს აკეთებს :დდდ ისტორიის ალბათ ბოლო თავში ჩვენი ცელქი რობი ახსნის ყველა თავისი ოინის მიზეზს და თუ აქამდე არ შეგიმჩნევია იქ უეჭველი მიხვდები რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო :დდდდდ ❤❤❤❤

 



№17  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

ოოო ჩემო დედოფალო მარგო, ეს რა დიდებული თვალისა და გულის გასახარებელი წუთები გვაჩუქე. ნამდვილად სამეფო საჩუქარი გახლავთ. ახლა კი ვიმედოვნებ რომ დედოფალი ტიტანია და მეფე ობერონი ტყეში "სასიამოვნოდ" გაერთობიან. ვინაიდან და რადგანაც ტყე მათი სტიქიაა...

 



№18  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

უცნობი ქ
ოოო ჩემო დედოფალო მარგო, ეს რა დიდებული თვალისა და გულის გასახარებელი წუთები გვაჩუქე. ნამდვილად სამეფო საჩუქარი გახლავთ. ახლა კი ვიმედოვნებ რომ დედოფალი ტიტანია და მეფე ობერონი ტყეში "სასიამოვნოდ" გაერთობიან. ვინაიდან და რადგანაც ტყე მათი სტიქიაა...

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ქალბატონო სიყვარულო❤❤❤ და მეორე რიგში, შექსპირს შაქარი...კი არადა შენს პირს შაქარი და ამინ! :დდდდდ ❤❤❤❤❤❤

 



№19  offline √ წევრი ™ blue witch

ოჰჰჰ! პირობის ქალი ვარ მე!(ეს საიდანღა მოვიტანე, რას არ გამოვჩხრეკ ხოლმე)ტეტაააჰ! აი ასეთი თავი იყო. ჩემი ეიფორიები ქე იჩი შენა ქალაუუ. მოკლედ სათქმელი არაფერი მაქვს, დროზე დაიდოს თორე ეიფორია ნერვულ აფექტში გადამეზრდება, გიპოვი და გაგპტყვნი!

 



№20  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

blue witch
ოჰჰჰ! პირობის ქალი ვარ მე!(ეს საიდანღა მოვიტანე, რას არ გამოვჩხრეკ ხოლმე)ტეტაააჰ! აი ასეთი თავი იყო. ჩემი ეიფორიები ქე იჩი შენა ქალაუუ. მოკლედ სათქმელი არაფერი მაქვს, დროზე დაიდოს თორე ეიფორია ნერვულ აფექტში გადამეზრდება, გიპოვი და გაგპტყვნი!

ტეტააა! ნუ მემუქრები სუსტი ნერვი მაქვს :დდდ მადლობები სიტყვის ქალო და ვეცდები არ დავაგვიანო :დდდ ❤❤❤

 



№21  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

ოჰ ეს წითელი ჭიანჭველები:დდდ გული ცუდს მიგრძნობს:დდდ პატარა თავი იყოოო.აუუ მე ლუკა და ემა მაინტერესებს ძაან:დდდ საყვარლებიი!!ნუ ეს დანიელი და ელზა როდის ჩამოყალიბდებიან თორე:დდდჰუიმეე ეს თავიი არ მეყოო რაა შემ დეგი უნდა იყოს ბობმა წესით ხო:დდდდ მიყვარხარრ და გელოდები სიყვარულო❤❤❤❤❤❤

 



№22  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Mariiiiami
ოჰ ეს წითელი ჭიანჭველები:დდდ გული ცუდს მიგრძნობს:დდდ პატარა თავი იყოოო.აუუ მე ლუკა და ემა მაინტერესებს ძაან:დდდ საყვარლებიი!!ნუ ეს დანიელი და ელზა როდის ჩამოყალიბდებიან თორე:დდდჰუიმეე ეს თავიი არ მეყოო რაა შემ დეგი უნდა იყოს ბობმა წესით ხო:დდდდ მიყვარხარრ და გელოდები სიყვარულო❤❤❤❤❤❤

ჩემო საყვარელოოოო :დდდ ძალიან დიდი მადლობა :**❤❤❤ კი ცოტა პატარა იყო სულ 11 გვერდი წინები 13 გვერდიანია :დდდ ვეცდები უფრო დიდი დავწერო და სხვა წყვილებსაც შევეხო :დდდ ვგიჟდები მე შენზე :*** ❤❤❤❤❤

 



№23  offline √ წევრი ™ Indigo

ვაიმე ძაან ცუდად ვარ:დდდ
მომასულიერეთ ვინმემ :დდდ
ვგიჟდები შენ იუმორზე და ამათ ირონიაზე ❤❤
მალე "შეარიგე" დანიელი და ელზა...
მოუთმენლად ველი ამათ ცელქობებს, შემდეგ თავში...
--------------------
მეშინია...

 



№24  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
ვაიმე ძაან ცუდად ვარ:დდდ
მომასულიერეთ ვინმემ :დდდ
ვგიჟდები შენ იუმორზე და ამათ ირონიაზე ❤❤
მალე "შეარიგე" დანიელი და ელზა...
მოუთმენლად ველი ამათ ცელქობებს, შემდეგ თავში...

მიხარიხარ ძალიან ჩემო გოგო ❤❤❤ :დდ ძაან ჯიუტები არიან და თუ დამნებდნენ შეიძლება შევარიგო :დდ❤❤❤

 



№25  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

შენს ისტორიებზე ნეტავ ვინმე იწყენს საყვარელო?კარგი იყო.ვაიმე თეაზე ვიცინე,სულელი ქალი.ცოლ-ქმარს შეარიგებ როგორც ვატყობ და არამარტო მათ
--------------------
ლ.ქ.

 



№26 √ სტუმარი ™ კაწია

Kai iyo mara dzaan ptara tavi . P.s atropinze bevri vicine me viwvetebdi ramdenime ddge yoveldge dasgavso arapris gamowveva ar sheudzliaa.. Xhawvesebot momemtodanac xedav cchveilebriv ogond dzaan axlos vera ( magalotad kotxva ar shegidzloa da egec ramdenime saati ( 3-4) ))

 



№27  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

La-Na
შენს ისტორიებზე ნეტავ ვინმე იწყენს საყვარელო?კარგი იყო.ვაიმე თეაზე ვიცინე,სულელი ქალი.ცოლ-ქმარს შეარიგებ როგორც ვატყობ და არამარტო მათ

ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო❤დიდი იმედი მაქვს რომ არ იწყენს მკითხველი :დდ მე ვეცდები და თუ დავიმორჩილე იქნებ შერიგდნენ :დდ❤❤

კაწია
Kai iyo mara dzaan ptara tavi . P.s atropinze bevri vicine me viwvetebdi ramdenime ddge yoveldge dasgavso arapris gamowveva ar sheudzliaa.. Xhawvesebot momemtodanac xedav cchveilebriv ogond dzaan axlos vera ( magalotad kotxva ar shegidzloa da egec ramdenime saati ( 3-4) ))

მადლობა დიდი ❤❤მეგონა ატროპინის თემა ამოვწურე :დდ მისი ინსტრიქცია სანდო წყაროებისგან მაქვს და ისიც მითხრეს რომ ამ წამლსი სხვადასხვა სახეობა არსებობს რომლებსაც სხვადასხვა ეფექტი აქვსთ :დდ ასევე როცა მიშამ უთხრა თვალებში ერთი კვირა ვერ გამოიხედავო მოატყუა დანიეოთან ერთად ლაშქრობაში რომ არ გაეშვა :დდ ეფექტი მართლაც საკმაოდ ხანგრძლივუ აქვს მაგრამ არც ამდენი ხანი რაც მიშამ თქვა და ეს ყველაფერი წესით მომდევნო თავში უნდა გამჟღავნებულიყო მაგრამ მაიძულეთ ახლა მეთქვა :დდდ❤❤

 



№28 √ სტუმარი ™ Modern day

Margaritha Loki
La-Na
შენს ისტორიებზე ნეტავ ვინმე იწყენს საყვარელო?კარგი იყო.ვაიმე თეაზე ვიცინე,სულელი ქალი.ცოლ-ქმარს შეარიგებ როგორც ვატყობ და არამარტო მათ

ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო❤დიდი იმედი მაქვს რომ არ იწყენს მკითხველი :დდ მე ვეცდები და თუ დავიმორჩილე იქნებ შერიგდნენ :დდ❤❤

კაწია
Kai iyo mara dzaan ptara tavi . P.s atropinze bevri vicine me viwvetebdi ramdenime ddge yoveldge dasgavso arapris gamowveva ar sheudzliaa.. Xhawvesebot momemtodanac xedav cchveilebriv ogond dzaan axlos vera ( magalotad kotxva ar shegidzloa da egec ramdenime saati ( 3-4) ))

მადლობა დიდი ❤❤მეგონა ატროპინის თემა ამოვწურე :დდ მისი ინსტრიქცია სანდო წყაროებისგან მაქვს და ისიც მითხრეს რომ ამ წამლსი სხვადასხვა სახეობა არსებობს რომლებსაც სხვადასხვა ეფექტი აქვსთ :დდ ასევე როცა მიშამ უთხრა თვალებში ერთი კვირა ვერ გამოიხედავო მოატყუა დანიეოთან ერთად ლაშქრობაში რომ არ გაეშვა :დდ ეფექტი მართლაც საკმაოდ ხანგრძლივუ აქვს მაგრამ არც ამდენი ხანი რაც მიშამ თქვა და ეს ყველაფერი წესით მომდევნო თავში უნდა გამჟღავნებულიყო მაგრამ მაიძულეთ ახლა მეთქვა :დდდ❤❤

Ha-ha! Vivodi rom atropinis ambebi ar shegeshleboda!

Shemdegi tavi rodis iqneba????????????? ¿???? <3

 



№29 √ სტუმარი ™ Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 



№30  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Modern day
Margaritha Loki
La-Na
შენს ისტორიებზე ნეტავ ვინმე იწყენს საყვარელო?კარგი იყო.ვაიმე თეაზე ვიცინე,სულელი ქალი.ცოლ-ქმარს შეარიგებ როგორც ვატყობ და არამარტო მათ

ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოო❤დიდი იმედი მაქვს რომ არ იწყენს მკითხველი :დდ მე ვეცდები და თუ დავიმორჩილე იქნებ შერიგდნენ :დდ❤❤

კაწია
Kai iyo mara dzaan ptara tavi . P.s atropinze bevri vicine me viwvetebdi ramdenime ddge yoveldge dasgavso arapris gamowveva ar sheudzliaa.. Xhawvesebot momemtodanac xedav cchveilebriv ogond dzaan axlos vera ( magalotad kotxva ar shegidzloa da egec ramdenime saati ( 3-4) ))

მადლობა დიდი ❤❤მეგონა ატროპინის თემა ამოვწურე :დდ მისი ინსტრიქცია სანდო წყაროებისგან მაქვს და ისიც მითხრეს რომ ამ წამლსი სხვადასხვა სახეობა არსებობს რომლებსაც სხვადასხვა ეფექტი აქვსთ :დდ ასევე როცა მიშამ უთხრა თვალებში ერთი კვირა ვერ გამოიხედავო მოატყუა დანიეოთან ერთად ლაშქრობაში რომ არ გაეშვა :დდ ეფექტი მართლაც საკმაოდ ხანგრძლივუ აქვს მაგრამ არც ამდენი ხანი რაც მიშამ თქვა და ეს ყველაფერი წესით მომდევნო თავში უნდა გამჟღავნებულიყო მაგრამ მაიძულეთ ახლა მეთქვა :დდდ❤❤

Ha-ha! Vivodi rom atropinis ambebi ar shegeshleboda!

Shemdegi tavi rodis iqneba????????????? ¿???? <3

ვააააჰ :დდდდდდ❤❤ ზუსტად არ ვიცი რაღაც შეფერხება მაქვს მაგრამ ამ დღეებში დავდებ ალბათ :*** ბოდიში დაგვიანებისთვის :დდ ❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent