შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (6)


19-07-2017, 00:10
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 784

დამაბრუნე წარსულში 18+ (6)

დათუნა იმ დღეს ცოტა უხასიათოდ იყო. ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტი მაიმუნობის გამო კლასიდან გამოაგდო მასწავლებელმა და ახლა, დირექტორს რომ არ დაენახა, სკოლის ეზოში, სპორტული დარბაზის შენობის უკან იჯდა.
ფეხის ნაბიჯების ხმა როცა გაიგო, ცოტა შეეშინდა. იფიქრა, ვინმე მასწავლებელი იქნება და ჩამიშვებენ დირექტორთან, რომ გარეთ დავწანწალებო. ვიღაცა ბავშვი აღმოჩნდა. გაუკვირდა, პირველად ხედავდა ამ გოგოს. უჩვეულო გარეგნობა ჰქონდა ან უბრალოდ, უჩვეულოდ ლამაზი იყო. ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას ჰგავდა ცისფერი თვალეთა და ღია წაბლისფერი, მოწითალო თმით.
- გამოგაგდეს? - ჰკითხა წკრიალა ხმით.
- ჰო, გამომაგდეს. - დათუნა ცოტა გაკვირვებული იყო.
- არაფერია - გაუღიმა გოგომ და გვერდზე მიუჯდა. თვალს არ აშორებდა დათუნას.
- შენც გამოგაგდეს? - კითხვა შეუბრუნა დათომ.
გოგონას წითელი ბინდი გადაჰჯკვროდა თვალებზე. აცრმელებული შეჰყურებდა ბიჭს.
- ჰო, მეც გამომაგდეს - თქვა გოგომ და ცრემლები პანტა-პუნტით გადმოსცვივდა.
- ნუ ტირი, გთხოვ. არაფერი არაა, თითქმის, ყოველ დღე მთათხავენ ხოლმე და მერე მაპანღურებენ კლასიდან, მაგრამ არაფერია საშიში. მაგის გამო სკოლიდან არ გაგრიცხავენ. მშობელსაც კი არ დაიბარებენ, დამშვიდდი.
- ჰო, იმედია - ტირილი ცრემლნარევ სიცილში გადაეზარდა გოგოს.
- ახალი ხარ? აქამდე არასდროს მინახიხარ.
- არა, ძალიან ძველი ვარ მემგონი - თვალები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა - ამ სკოლიდან არ ვარ. უბრალოდ, აქ შევაფარე თავი.
- უცნაურია - გაეცინა დათუნას - სკოლის გამო აღარასდროს იტირო, კარგი?
- არა, სკოლის გამო არ ვტიროდი.
- აბა, სახლში გაგაბრაზეს?
- არა. უბრალოდ, ვიღაცას ჰგევხარ და ის გამახსენდა.
- რატო იტირე მერე, მოკვდა?
- რანაირ კითხვებს სვამ - გოგონამ ძალით გაიცინა, რომ თვალები დასწვრილებოდა და მომდგარი ცრემლი დაემალა.
- კაი, აღარ გკითხავ. უბრალოდ, წავიდეთ აქედან, თორემ დარაჯი დაგვიჭერს და იფიქრებს, რომ ვკოცნაობდით ან რამე ეგეთს ვაკეთებდით.
- ფუუუ - დაიჯღანა გოგო.
დათუნამ ძირს დაგდებული ჩანთა გადაიკიდა და ბუჩქის უკან, გაფუჭებულ ღობესთან მივიდა.
- ორივე გავეტევით.
- ჰო, რა თქმა უნდა - გარეთ გავიდნენ.
გოგონა ისევ უცნაურად აშტერდებოდა დათუნას. ბიჭმა იფიქრა, მართლა რაღაც ან ვიღაც მტკივნეულს ვაგონებო და აღარაფერი უკითხავს მისთვის, რასაც შეიძლებოდა დაესევდიანებინა.
- რა გქვია?
- ლიზა.
- რა გვარი ხარ?
- მმმმ - ცოტათი დაიბნა - ბალანჩივაძე
- ის მმმმ, რატო?
- რა ვიცი, ასე მემართება ხოლმე ზოგჯერ. შენ რა გქვია?
- მე დავით ქავთარაძე ვარ.
- დავით - გაეცინა გოგოს. - რამდენი წლის ხარ დავით?
- თხუთმტის, შენ?
- თოთხმეტის.
- შენც იმ კორპუსებში ხომ არ ცხოვრობ? - თავისი სახლისკენ გაიშვირა ხელი დათუნამ.
- არა, იქ ვცხოვრობ - ოდნავ მოშორებით, მაგრამ მაინც ახლო შენობა დაანახა ლიზამ.
- მე სკოლაში შესვლას აღარ ვაპირებ და გინდა გავისეირნოთ? მერე ჩემს ძმასთან წავალ.
- გავისეირნოთ - გაუღიმა გოგონამ.
დათუნას ძალიან ეცნობოდა გოგო, მაგრამ დაზუსტებიც იცოდა, აქამდე რომ სადმე დაენახა, შეხვედროდა ან გაეცნო, ზუსტად, დაწვრილებით ემახსოვრებოდა.

* * *
მირიანი სამსახურში იყო დათუნამ რომ მიაკითხა.
- მშვიდობაა?
- კლასიდან გამოვიპარე, ცოტა ვისეირნე და შენთან მოვედი.
- მოგენატრე და ჩემთან მოხვედი?
- არა, სახლში დამსაჯეს და ფულს არ მაძლევენ - საყვარლად გაეღიმა დათუნას.
- მოგიკვდი - დასცინა მირიანმა. მერე საქეიფოდ მოსული ბიძასავით ამოიღო საფულიდან ქაღალდის ფული და თავის ძმას მისცა.
- კიდევ კარგი, შენ ხარ უფროსი ძმა - ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა დათუნას. - დღეს უცნაური გოგო გავიცანი იცი?
- ჰოო? მოგეწონა?
- არა, უფრო სწორად, ჰოო. აუ, ვერ მივხვდი.
- რას ვერ მიხვდი ბიჭო? შეხედავ გოგოს და თუ მოგწონს, თან პლიუს წერა-კითხვის უცოდინარიც არაა და კარგადაც მეტყველებს, გადწყვეტილია. მოგწონს! შენს ასაკში სხვა კრიტერიუმები არ არსებობს.
- არა, უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო. კარგადაც ლაპარაკობდა და მხიარულიც იყო, მაგრამ ისე არ მომწონებია, როგორც ქალი.
- როგორც ქალი - ჩაიხითხითა მირიანმა - რამდენის იყო?
- თოთხმეტის.
- ბედნიერი ვარ, რომ ისე არ მოგწონებია, როგორც ქალი.
- მართლა მეგობრულად მომეწონა. ტელეფონი არ ჰქონდა, თორემ ნომერს გამოვართმევდი და ხვალ ისევ გავაცდენდით სკოლას.
- აბა ეხლა! - დაუსერიოზულა მირიანმა - უსწავლელი არავის უნდიხარ. სკოლაშიც იარე ხოლმე და გაკვეთილების ბოლოს ნახე. რამეზე დაპატიჟე. ყავას სვამს?
- ყავა არა, ჩაი კიდე - ხელი ჩაიქნია დათუნამ.
- მაშინ ნაყინი.
- ნაყინზე მირანდა დაპატიჟე თუ კარგია.
- დავპატიჟებ - ნიშნის მოგებით უპასუხა მირიანმა.
- რა ხდება, დაკერე?
- დავკერე? - კითხვითვე უპასუხა მირიანმა.
- შენ არ იყავი? გაბრაზებული რო ამბობდი, გოგოს გამო აღარაფერს აღარ ვიზამ, ადგნენ და აქეთ მეჩალიჩნონო?
- გაბრაზებული რასაც ვამბობ, ყველაფერი კი არ უნდა დაიმახსოვრო.
- ყველაფერი კი არ უნდა დაიმახსოვრო - გააჯავრა დათუნამ.
- რა დღეში ხარ?
- არაფერი. მიხარია, რომ ფული მაქვს და კაი ხანი, იმდენ შაურმას შევჭამ, რამდენიც მომინდება.
- გასივდები და მერე... - კიდე რაღაცის თქმაც უნდოდა მირიანს, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა. ნომრის დანახვა და სახეზე ღიმილის გამონათება ერთი იყო. - მორჩი? - ჰკითხა კმაყოფილი სახით.
- მოვრჩი - უპასუხა მირანდამ.
- თხუთმეტ წუთში გამოგივლი.
- კარგი.
მირიანმა ძმას შეხედა.
- სახლში გაგიყვან.
- ჯერ რომ იმას გაუარო და მერე გამიყვანო სახლში? მაინტერესებს რეალურად როგორია.
- უკვე ოჯახის წევრების გაცნობით არ დავაფრთხო.
- რა უნდა დააფრთხო ბიჭო. პატარა ძმა მიგყავს სახლში. მშობლებთან ხო არ ეპატიჟები ნიშნობაზე?
- კაი, წავედით - დანებდა მირიანი - როგორ ახერხებ, რომ ჩემზე ჭკვიანი იყო?
- შენ სიყვარულმა გამოგადებილა და იმიტომ.
- ენა! - შეუბღვირა ვითომ მკაცრი დიდი ძამიკოს ხმით - ჯერ რა დროს სიყვარულია?
- მე რა ვიცი. მე ერთი ნახვითაც შემყვარებია გოგო.
- ეგ ქავთარაძეების სენია - გაუღიმა მირიანმა. ორივემ იცოდა, ეს ღიმილი ძალიან ტრაგიკანარევი იყო. მანქანაში, რომ ჩასხდნენ და თეატრისკენ გაეშურნენ, დათუნა უკან ჩაჯდა, წინ შენი მსახიობი მიჯნური ჩაისვიო უთხრა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალიან ფაქიზად ჰკითხა:
- დედას როდის ეტყვი?
- რა საჭიროა ჯერ?
- არაა საჭირო.... მაგრამ, შენი აზრით, რამეს ნიშნავს, რომ მსახიობია ეგეც?
- რას უნდა ნიშნავდეს?
- არ ვიცი. იქნებ სამყარო რაღაცას გინამიოკებს? მაგალითად, დედაჩვენი უეჭველად რამე დასკვნას გამოიტანდა.
- თმას დაიპუტავდა დედაჩვენი - დააკონკრეტა მირიანმა.
- აუ, არ გამომაპარო როცა ეტყვი. ვგიჟდები პურზე და სანახაობაზე.
- შაურმაზე და სანახაობაზე?
- ჰოო.
- რა უნდა თქვას? ცოტახანი შოკში იქნება, მერე გაიცნობს და მიხვდება, რომ შეუძლებელი იყო არ შემყვარებოდა.
- აუ, ამას მართლა შეუყვარდა - ამოიოხრა დათუნამ.
- არა, ისე ვთქვი, წამომცდა და ყურადღებას ნუ მიმახვილებ ხოლმე ეგეთ რამეებზე. ვღიზიანდები, როცა მიმტკიცებენ, ვიღაცა გიყვარსო.
- ხშირად გიმტკიცებენ?
- შენ მიმტკიცებდი ხოლმე ვიღაც ნაშებზე.
- ეს ნაშაა?
- არა, უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებით. - მანქანა გააჩერა.
მირანდამ კარი გააღო და მხიარულად მოუჯდა გვერდით. გადაიხარა, კაცს ტუჩებში აკოცა და მოულოდნელად დათუნას სიცილი გაიგონა.
- ვაიმე - აღმოხდა გოგოს. გადაფითრებულმა იმ მომენტშივე გასწია თავი.
- გაიცანი, ეს დათოა - სიცილს ძლივს იკავებდა მირიანი.
- მამა, ეს ქალი ვინაა? - ჰკითხა დათუნამ.
- შენი ახალი დედიკო.
- რამდენისამ გააჩინე? - თამაშში აჰყვა მირანდაც.
- რამდენისამ გაგაჩინე? - თავისი ძმის წლოვანება დაავიწყდა მირიანს.
- თხუთმეტის იყავი, რომ დაორსულდი.
- ვაიმე - გადაიხარხარა მირანდამ.
- ამას სახლამდე მივიყვან და ჩვენ წავიდეთ.
* * *

დათუნა, სახლში რომ მიიყვანეს, ძველი თბილისის ერთ-ერთ მიყრუებულ, წყნარსა და მყუდრო რესტორანში წავიდნენ. ვერანდაზე გადაშლილი ხედი მთელ თბილისს გადაჰყურებდა.
- ძალიან ლამაზია - თქვა მირანდამ ღიმილით.
მირიანს ხედი არ ანაღვლებდა, წინ მჯდომ ქალს უყურებდა კმაყოფილი სახით.
- ჰო, ლამაზია - დაეთანხმა კაცი, ისე რომ მირანდასთვის არ მოუშორებია თვალი.
- ეგრე ნუ მიყურებ, ვკომპლექსდები - მორცხვი ბავშვივით თვალი აარიდა ქალმა.
- კარგი, აღარ შემოგხედავ - გვერდზე გაიხედა.
გაბუსხულმა მირანდამ ხორცის რულეტს ღვინო დააყოლა და ცოტახანს დაელოდა, როდის მიიქცევდა ისევ კაცის ყურადღებას.
- მირიან - ვეღარ მოითმინა.
კაცს გაეცინა, მაგრამ არ მიუხედავს.
- მიროო - ჩაიჩურჩულა ნარნარი ხმით და მირიანის ხელს თავისი მოუთათუნა.
- აბა ნუ მიყურებო? - თვალი თვალში გაუყარა კაცმა.
- გადავიფიქრე, შეგიძლია მიყურო.
- მადლობ თქვენო აღმატებულებავ - ნიკაპზე მოეფერა მირანდას. ძალიან მოუნდა ქალის სახე ხელებში მოექცია და იმდენჯერ ეკოცნა, სანამ ისევ არ ააბუზღუნებდა, ეგრე ნუ მკოცნიო. მერე ვერ გაძლებდა უკოცნელად და კვლავ ეტყოდა: „გადავიფიქრე, შეგიძლია მაკოცო“.
- რა გაცინებს? - ჰკითხა ფიქრებში გართულ კაცს.
- იმაზე ვფიქრობ, ეს მაგიდა, რომ არ გვაშორებდეს, რამდენჯერ გაკოცებდი.
- ნუ ამბობ - თვალები დახუჭა ქალმა და სიამოვნებისგან ტუჩზე იკბინა.
- ეგრე ნუ შვრები!
- როგორ, ასე? - ისევ იკბინა ტუჩზე.
- შეწყვიტე!
- კარგი, კარგი - გაეცინა მირანდას - ძალიან საყვარელი ძმა გყავს.
- იმის მერე, რაც ეგ ტუჩები მომანდომე, ჩემს ძმაზე უნდა მელაპარაკო?
- ჰოო.
- კი, საყვარელი ბავშვია.
- მეორე ძმა უფროსია?
- უფროსი იყო. 11 წლის წინ გარდაიცვალა. 19-ის ვიყავი მაშინ - გაეღიმა მირიანს. არ უნდოდა, ზედმეტად დრამატულად გამოსვლოდა, არადა იცოდა, მაინც ასე გამოვიდოდა.
- უი, მაპატიე.
- არაფერია.- სიტუაციის განსამუხტად, კვლავ ტუჩის კუთხეები ასწია.
- რა დაემართა?
- არ ვიცი. უფრო სწორედ, გრძელი ისტორიაა. მემგონი მოკლეს.
- მემგონი?
- ჰო, მემგონი.
- თუ არ გინდა, აღარაფერს გკითხავ.
- რაც გინდა, ის მკითხე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შეყვარბეული ხარ - თქვა მირიანმა და მერე დაფიქრდა, აშკარად გაუაზრებლად მოუვიდა ამისი თქმა.
- რა ვარ? - ლოყები ოდნავ აუწითლდა მირანდას. კაცს ყოველთვის ყველაზე მეტად ხიბლავდა ფაქტი, რომ მირანდას გრძნობები და ემოციები, მის ფიზიკურ სხეულსაც კი გამოჰქონდა ხოლმე სააშკარაოზე.
- არ ხარ? თუ გინდა, ჯერ არ იყო.
- არა, რატო? რა ვიცი - დაიბნა ქალი.
მომღიმარი მირიანი გვერდზე გადაუჯდა და ყელში აკოცა.
- მემგონი ხარ.
- ჰო - მირიანს მხარზე მიეხუტა და გაიტრუნა. - ანუ მომიყვები?
- გრძელი და სევდიანი ამბავია. დღეს მხოლოდ კარგზე ვილაპარაკოთ, მოდი.
- კარგი - თითები ერთმანეთში გადახლართეს - მემგონი, ბევრი ნაცნობი მოდის - შემოსასვლელში რამდენიმე სახეს მოჰკრა თვალი მირანდამ.
- რამე პრობლემაა?
- არა, არანაირი. ჩემი ყოფილი ქმრის სამეგობროა.
- გამაცანი ყველა.
- მე თვითონ ბუნდოვნად მახსოვს ეგენი.
- კარგი, მაშინ გაკოცებ.
- შეგიძლია სული ამომხადო - ტუჩები თამამად მიუშვირა საკოცნელად.
მირიანის ტუჩებს წამსვე მიეკრო. რაღაც საოცარი არომატი ჰქონდა კაცს. მამაკაცის სურნელი არასდროს შეუგრძვნია ასე მძაფრად, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ იმ ერთადერთს ოკეანის ტალღებში, შებიდნებისას ჩაძირული მზის არომატი ექნებოდა. უკვირდა, თუმცა მირიანთამ ყოველი შეხებისას, ასეთი პეიზაჟი წარმოუდგებოდა ხოლმე.
კაცის ენას თავისი მთელი ძალით ჩააბღაუჭა. სიამოვნების ჟრუანტელი გამუდმებით დასთამაშებდა სხეულში, საშინლად უნდოდა, მის შიშველ მხრებს შეჰხებოდა, მის კუნთებზე ფაქიზად ესრიალებინა თითები, თუმცა მხოლოდ ყელზე და პერანგიან ზურგზე ახსერხებდა მოფერებას.
საღამოს კაცმა მირანდა სახლში მიაცილა. დიდი იტალიური ეზოს ჭიშკართან იდგნენ და მიუხედავად იმისა, რომ შუა ღამე იყო, ქალს იმის წარმოდგენაც არ სურდა, რა მოხდებოდა თუ რომელიმე ჭოტი მეზობელი დაიანხავდა.
- რა გაცინებს? - ჰკითხა მირიანმა გოგოს, რომელსაც სახეზე მავნე ბავშვის ღიმილი დასთამაშებდა.
- უცებ წარმოვიდგინე, ვინმე მეზობელმა რომ დაგვინახოს. მემგონი სახლის გამოცვლა მომიწევს.
- რატო?
- გადამასახლებენ. აქ ჯერ კიდევ ჯუნგლების კანონებია და ისიც ეყოფათ, გაცილებული რომ ვარ ქმარს.
- ხმის ამოღების უფლებასაც კი არავის მივცემ, ნუ გეშინია.
- არ მეშინია - კაცის თითები მირანდას ტუჩებზე ნაზად შეეხო. ისევ ის გამუდმებული ტალღები იგრძნო, რომელიც მირიანის გაცნობის შემდეგ არ წყვეტდნენ რწევას. ჯერ პატარა, სულ ერთი ციდა ტალღით დაიწყო, მაგრამ ყოველ დღე ისე იზრდებოდა, მირანდას ეშინოდა, მალე ქალის სულიდან სხეულში გადაღვენთილს გარეთ არ გამოეხწია ყველას დასანახად.მთელი სამყაროს სააშკარაოზე არ გამოფენილიყო მისი გრძნობები.
მირიანის თითებს აკოცა. ნელა, ნაზად აკოცა, თუმცა მთელი თავისი ვნება ჩააქსოვა ტუჩების ერთ პატარა მოძრაობაში. არ ეყო, კისერზე ხელი შემოხვია და რაც შეიძლებოდა მჭირდოდ ჩარგო თავი კაცის სურნელში.
- შენს სუნზე ვგიჟდები - აღმოხდა მირანდას. რცხვენოდა, ეგონა ურცხვად იქცეოდა. აქამდე არასდროს ჰქონია ისეთი გრძნობა, რომელიც დამალვის პატარა შანსსაც არ უტოვებდა. მთელი ძალით ჩაიკრა მირიანმა გულში.
სახლში ისეთი გულაჩქარებულნი შევარდნენ, მეზობლის არსებობაც კი აღარც ერთს გახსენებია. მირანდას გრძელ, ატმისფერ კაბას გამალებით გაუხსნა ღილები კაცმა და ქალის არომატით გაჯერებულ მკერდს დაეწაფა. მირანდა ცდილობდა, სიამოვნების კვნესა პირში ჩაეგუბებინა, მაგრამ ძალაუნებურად მაინც მოფრინავდა ნეტარების ჰანგები მისი ბაგეებიდან და კაცის ბაგეებს ერწყმოდა. მირიანის შიშველი სხეულის სითბო საბანივით გადმოეფარა სუსტს, გალეულ ქალს. მისი სიმხურვალისა და თავისი სისველის შეგრძნებისას, ხვდებოდა, რომ აქამდე არასდროს უგრძვნია თავი ასე მნიშვნელოვნად, მსოფლიოს ცენტრად, ნამდვილ ქალად.
ტუჩებიდან კსიერზე, კისრიდან კი მკერდზე გრძნობდა კაცის ნაზ, მაგრამ ზოგჯერ თავშეუკავებელ, უხეშ, ვნებით სავსე შეხებას. მის სხეულში შესული ასოს შეგრძნებისას ეგონა, სიამოვნებისგან გონებას დაკარგავდა.
მირანდას სინაზე ვნებიანი ქალის გრძნობების ოკეანედ გადაიქცა. კაცი მის სიმხურვალეს მთელს ოთახში გრძნობდა. გრძნობდა სურნელს ჰაერში მიმოფანტულს, ცხვირის ნესტოებზე რომ ეჯახებოდა და ასმაგად აღაგზნებდა. სიამოვნების გასახანგრძლივებლად ნელა, რიტმულად აკეთებდა ბიძგებს, მირანდასთან ხახუნისას, მისი ნაზი, აბრშუმის მსგავსი კანი აქამდე მიძინებულ, ჯერ არ არსებულ გრძნობებს უღვიძებდა.
- მირო - აღმოხდა მირანდას მაღალ ხმაზე. კაცი მიხვდა, რომ ამ ხმის ტემპის გაგონება კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს სურდა. ალბათ ყოველ საღამოს, დილას და საუკუნოდ, სანამ მათ მოხუც ცხეულებს იმპოტენციისგან მხოლოდ გრძნობებიღა შერჩებოდათ.
კაცის მკლავებს ხელები მაგრად მოუჭირა ქალმა, ფეხები კი მთელი ძალით შემოუბჯინა წელს და რამდენიმე წუთი ოფლშიგახვეული უკოცნიდა სახის ყველა ნაქვთს. სიამოვნების კორიანტელში ჩაძირულ კაცს, ყველაზე მეტად ქალის თვალები უხანგრძლივებდა ბედნიერებას. სხეულებთან ერთად, მზერაც გააერთიანეს.
სიამოვნების შთანთქვის შემდეგ დარჩა გრძნობები, ერთმაეთის თმაში აბურდული ხელები, დუმილი და იმის განცდა, რომ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
- მითხარი, რომ სიზმარი არაა, თორემ თუ შენს გარეშე გამოვიღვიძე, სიცოცხლე აღარ მენდომება - თქვა მირანდამ ჩურჩულით. კაცის მხრებს ტუჩები ნაზად შეახო და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- არა, სიზმარი არაა - ქალს მკერდზე დაადო თავი და ხარბად დაეწაფა მის სურნელს.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ მოვკვდი ცნობისმოყვარეობით რა დაემართა გიორგის (იმედია სახელი სწორად მახსოვს ძმის), აქამდეც ვფიქრობდი და რატომ მგონია ეს ბავშვი დათომ რომ გაიცნო,მისი ძმისშვილი არის?ვაიმე რამდენი კითხვები მაქვს ვერც კი წარმოიდგენ.ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ.კარგი თავი იყო.დათოს ხუმრობამ გამაცინა,ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 



№2 სტუმარი Guest TaTu

Ici rogoria?
Kvelaferi romaa gaertianebuli
Intriga sikvaruli vneba cecxli iumori
Dzalian momwons <3

 



№3 სტუმარი Sheitan

es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

 



№4 სტუმარი niii

Sheitan
es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

ენ ჯეინი ისე ბანალურად წერს რომ შენ გაგეშიფრა? სისულელეა!
ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ანი და მაგიჟებს ეს მოთხრობაც ❤️

 



№5 სტუმარი Sheitan

niii
Sheitan
es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

ენ ჯეინი ისე ბანალურად წერს რომ შენ გაგეშიფრა? სისულელეა!
ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ანი და მაგიჟებს ეს მოთხრობაც ❤️

aaaaaauf :DDddddddddddddDddDddddddDdDddddDdddd cuuuuuudad var gmerto
kaqiiiiiiii ubralo mokvdavt sad shegvidzia gavshiprot en jeinis tu visi motxobebi? nu rac qvia :DDdDDDDDDDDDd
saaaagol dilaadrian maxalise dzmi

 



№6  offline წევრი tatalia

ბანალურობა ვაფშე'ტა რა შუაშია :დ
მეც პირველივე თავიდან მივხვდი ბევრ რამეს.
ბანალურის მაგივრად სავარუდოდ მარტივი გინდოდა გეხმარა:)
კაროჩე ველოდები შემდეგ თავს, საკუთარ ინტუიციას ვცდი გავამართლებ თუ არა იმას რასაც ვფიქრობ. )

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Sheitan
niii
Sheitan
es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

ენ ჯეინი ისე ბანალურად წერს რომ შენ გაგეშიფრა? სისულელეა!
ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ანი და მაგიჟებს ეს მოთხრობაც ❤️

aaaaaauf :DDddddddddddddDddDddddddDdDddddDdddd cuuuuuudad var gmerto
kaqiiiiiiii ubralo mokvdavt sad shegvidzia gavshiprot en jeinis tu visi motxobebi? nu rac qvia :DDdDDDDDDDDDd
saaaagol dilaadrian maxalise dzmi

აუ ვერ ვიტან ხოლმე ამ ერთმანეთის კბენებს რაა.
ჩემს ისტორიას რაც შეეხედა, თურქულ სერიალებს არ ვუყურებ და შენ რაც აღწერე, დაახლოებით იმისი სცენარია.
თუ არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ, მოგწონთ-წაიკიტხეთ. მარტივი ლოგიკაა <3

 



№8  offline წევრი Cavello

მამენტ ეგ მეც ვიფიქრე, რომ ის ბავშვი გიორგის ბალღია და მირანდასაც რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ ის, რომ შეიძლება მირანდას ქმარი ყოფილიყო ადრე, რაღაც ძალიან საპნის ოპერასავით ჟღერს.

ხო არაა ენ ჯეინ? joy

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მადლობ შეფასებისთვის ყველას <3

 



№10 სტუმარი Guest autumn

Sheitan
es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

მირანდას შვილი როგორ იქნება?
ბავშვი 14 წლისაა, მირანდა კიდევ 28-ის

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest autumn
Sheitan
es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

მირანდას შვილი როგორ იქნება?
ბავშვი 14 წლისაა, მირანდა კიდევ 28-ის

ველოდებოდი, როდის დაწერდა ვინმე ჭკვიანი და დაკვირვებული ადამიანი ამ კომენტარს :დდდ

 



№12 სტუმარი gvaliaa.maria

mgoni gakliat 14 wlisebi ar txovdebian? dedachemi 30 wlis aris da me 16 is xalxnooo :(
magari motxrobaa me magrad momwons am tavshi mxolod davitis da bavshvis shexvedra momewona, ganvitarda movlenebi da asworebs

 



№13  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ნუ გვაინტრიგებ :დ ტვინს ვიხვრეტ ვინ შეიძლება იყოს ლიზა. ის პატარა გოგო ხოარაა მოჩვენება რო მეგონა :დდ მოკლედ, აღარ ვიცი რა ვიფიქრო. მაგრამ ერთი ვიცი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა ❤

ენ ჯეინი
Guest autumn
Sheitan
es bavshvi giorgis shvilia giorgi kide mirandas kmari iko :))
ai mirandas rato agar axsovs es kvelaperi, eg ukve mapikrebs, savaraudod ragac daemarta.
xo kide es ertnairi saxelebi magari debilobaa ra miranda da miriani ://

მირანდას შვილი როგორ იქნება?
ბავშვი 14 წლისაა, მირანდა კიდევ 28-ის

ველოდებოდი, როდის დაწერდა ვინმე ჭკვიანი და დაკვირვებული ადამიანი ამ კომენტარს :დდდ


ძაან ცუდად ვარ :დდდდდდდდდ
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№14 სტუმარი Guest ნანუკა

ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებია, რაც კი აქ წამიკითხავს <3

 



№15  offline წევრი შარლატან

ნუ მოუსმენ დაბოღმილ ბოროტ ენებს.კარგად წერ ვისაც არ მოსწონს გაიაროს ....

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შარლატან
ნუ მოუსმენ დაბოღმილ ბოროტ ენებს.კარგად წერ ვისაც არ მოსწონს გაიაროს ....

madlob ❤️❤️ arc arasdros vusmendi, sul chems nebaze davcuravdi da momavalshic ase iqneba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent