შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ?(9)


20-07-2017, 18:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 421

შენ?(9)

საძინებელში იწვა და იხსენებდა როგორი მშვიდი იყო მისი ცხოვრება დემეტრეს გარეშე,მერე რა რომ ხშირად ახსენდებოდა ,მერე რა რომ ტუჩები ეწვოდა მისი კოცნის წარმოდგენისას, მერე რა რომ მისი ადგილი ვერავინ დაიკავა და სიცარიელეს გრძნობდა.მაინც მშვიდად იყო, ყველაფერს აკეთებდა რაც სურდა და საქმის გარდა არაფერზე ფიქრობდა . ბედნიერი იყო ელენას და ვაჩეს ამბით.რომ უყურებდა მათ სიყვარულს ფიქრობდა რომ თავად არასდროს შეუყვარდებოდა ასე ძლიერ და უბრალოდ გადაწყვიტა ისეთი მეგზური ეპოვა რომელთანაც მშვდი და დაცული იქნებოდა. ნიკოლოზი მის ცხოვრებაში ერთადერთი ბიჭი იყო რომელსაც გაცნობის პირველივე დღიდან ენდობოდა, ფილფანსაც მოსწონდა როგორც უამრავ სხვა ბიჭს და მერე უბრალოდ შეყვარებულის სტატუსი მოირგეს . არ მოსწონდა ელენას მათი ამბავი, ყოველთვის საყვედურობდა რომ ცუდად იქცეოდა ,მაგრამ ყურს არ უგდებდა. ახლა კი ელიკოს სიტყვები აუხდა , ნიკოლოზს სიყვარული ეწვია და იძულებული გახდა მისი ბედნიერებისთვის ხელი შეეწყო. სრული საგიჟეთი იყო...ნორმალური არაფერი ხდებოდა ,საერთოდ არაფერი და ყველაფერი ისევ დემეტრეს გამო იყო! რას იტყოდნენ როცა გაიგებდნენ რომ ნიკოლოზს დაშორდა, ყველა იჭორავებდა ის კი ვერ იტანდა როცა ვინმე მასზე ზურგს უკან საუბრობდა! ერთადერთი რაც აბედნიერებდა სამსახურის ამბავი იყო,ახლა კი იმაში იყო დარწმუნებული რომ იქ არ წავიდოდა, აი ასე უბრალოდ არ უნდოდა სხვისი ნაშოვნი სამსახური, თავად უნდოდა მიეღწია მიზნისთვის და არავის დაიხმარდა სულ რომ ისე დარჩენილიყო მაინც.
ოთახის კარი რომ გაიღო და პრინცესა შეფარფატდდა გაეღიმა ,წამსვე გაშალა ხელები და მაგრად ჩაიკრა გულში გაკრეჭილი თათული.
-თებეეეეე
-ჩემი პრინცესააა ,ჩემი ტკბილი გოგო დედიკო და მამიკო მოვიდნენ?
-აჰააამ ... თორნიკე არ მოცულა მარტო
-შენ აქ დარჩი მე ქვემოთ ჩავალ კარგი? ითამაშე შენ ოღონდ რამე არ მოიტეხო და არ დაეცე
-პომადიც წაცმა შეიძლება?
-კი ოღონდ მარტო ტუჩებზე ...კედლებზე არა
-ხოო მარტო ტუჩებზე
-იცოდე გაფრთხილებ კედელს არ შეეხო
-პილობაც გაძლევ- გაუცინა და ლოყაზე აკოცა .
თებეა სწრაფად ჩავიდა ქვემოთ და პირდაპირ სანდროსკენ დაიძრა
-როგორაა მამას გოგო?
-სამსახურში ამიყვანეს იცი?
-მართლა? გილოცავ რა კარგია ...აწი შენ გვარჩენ მთელ ოჯახს ანუ?
-ამდენ ხელფასზე შეუთანხმდი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს? შენ დაუმატებ ფულს თუ თავად იხდის მამა? არც გაბედო და უარყო...მე ხომ გითხარით ორივეს რომ არ მჭირდებოდა თქვენი დახმარება და მაშინ დავიწყებდი მუშაობას როცა მე დავჭირდბეოდი ვინმეს ნებისმიერ ტელევიზიაში და თქვენ არც მეტიარც ნაკლები ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას მიადექით? აბა რომლის იდეა იყო შენი თუ შენი დედა ...დედა გამოდი მანდედან რომ გვისმენ და მიპასუხეე დროზეეე
-ჯერ ეს ერთი დედაშენს ნუ უყვირი ,მეორეც მითხარი ეგ ვინ გითხრა და მესამეც მე კი არ მივსულვარ თავად დამირეკა გენერალურმა დირექტორმა და მითხრა რომ სჭირდებოდი! ერთ-ერთ განყოფილებაში აზრზე არ ვარ რომელში და რაზე ...უბრალოდ ახალ კადრებს ვეძებ სანდო ხალხი მჭირდებაო და შენი შვილი ხომ ჟურნალისტიაო...მე მხოლოდ ის ვუთხარი რომ სივი გაგზავნილი ჰქონდა და ძალიან გაგიხარდებოდა თუ მიგიწვევდნენ ! იმ ბიჭს კარგად ვიცნობ და რა ჩემი ბრალია თუ დაემთხვა?
-არ აქვს მნიშვნელობა მაინც არ მჭირდება ეს სამსახური! შენი მეგობრების ,მეგობრის შვილების და ნათესავების გამო პრივილეგიები არ მჭირდება! შეგიძლია გადასცე რომ სხვა ეძებოს ... მივდივარ მე!
-სად მიდიხარ... ნიკოლოზთან? ძალიან ხომ არ შეტოპე თებეა? არაფერს რომ არ ვამბობ მაგ ბიჭზე იმას არ ნიშნავს რომ მომწონს სასიძოდ...ახლაა კარგი მერე გახდება პოლიტიკოსი და ისიც ამათ დაემსგავსება! საერთოდაც არ უყვარხარ და რატომ ხარ მაგ ბიჭთან ვერ ვგებულობ!
-მინდა და ვარ ... თქვენი გადასაწყვეტია ესეც თუ რომელიმე მეგობრის შვილი უნდა გამირიგო შერჩეული ხომ არ გყავს უკვე ექიმია, იურისტი, მეცნიერი თუ ბიზნესმენი არ დამიმალოთ მითხარით რომ კარგად შევარჩიო გზა თუ როგორ გავუმწარო სიცოცხლე!
სახლიდან გიჟივით გამოვარდნილი მიაბიჯებდა ქუჩაში ,მანქანაც არ ჰყავდა მაინცადამაინც მაშინ გაფუჭდა თორემ არც არაფერი მოხდებოდა. იმ საზიზრარსაც არ გადაეყრებოდა და მშვიდად გაატარებდა დღეს. ახლა კი ნაწვიმარ სველ ქუჩებს მიუყვებოდა, კაპიუშონი წამოიფარა თავზე და ისე განაგრძო გზა. ცა სულ შავი იყო ,მაგრამ წვიმას არ აპირებდა. ბაღს რომ მიუახლოვდა იქეთ გადაუხვია, ხშირად დადიოდა ბავშობაში ამ ადგილას. ელენასთან ერთად დაჯდებოდა ხოლმე ბაღის შუაში და მტრედებს აჭმევდნენ. დმეტრე თუ გამოჩნდებოდა თავის მეგობრებთან ერთად იარაღიც ჰქონდა ქარალდის ელნაკეთი ბურთების სახით და ხეებს ამოფარებული ზუსტად მიზანში ისროდა. სიცილით დაჯდა ზუსტად იმ ადგილას და გარემოს მოავლო მზერა. ყველაფერი ცარიელი იყო ამინდის გამო , სასიამოვნოდ გრილოდა. თვალები დახუჭა და მშვიდად სუნთქვა დაიწყო.
უკვე შებინდებული იყო მობილურის ხმამ რომ გამოაფხიზლა. ნიკოლოზი ურეკავდა ,მაშინვე უპასუხა
-სად ხარ თებეა ?
-შენ?
-ახლა სახლში ვარ და არ გინდა სადმე წავიდეთ ავღნიშნოთ შენი სამსახურის ამბავი და თან ინფორმაცია გამომძალო?
-დალევა მინდა !
-ცუდად ხარ? რამე გტკივა თუ რა ხდება ...რა დალევა
-ჩემ სახლთან ახლოს ბაღში ვარ და მომაკითხავ?
-ახლა ? ამ დროს რა გინდა თებეა ბაღში?
-მოხვალ?
-გზაში ვარ უკვე...ათ წუთში მანდ ვიქნები .გამოდი რა მანდედან ვინმე გიჟს არ გადაეყარო
-არ შემიძლია ...
-თებეაა სწრაფად გამოფხიზლდი და გონს მოდი თორემ რომ მოვალ მანდ და გათიშული ,განადგურებული სახით დამხვდები გეფიცები წყალში ჩაგაყუდებ ორი საათით
-საჭესთან ნუ ლაპარაკობ თორემ პრეზიდენტი რომ გახდები ვიტყვი რომ წესებს არ იცავდი არასდროს..ღვედიც არ გიკეთი ახლა და საერთოდ ძალიან ჩქარა მოდიხარ
-აი ასე წითუროო... ჩემო წითუროო სად ხარ?
-ცენტრალურ ნაწილში ...
-როგორ ვერ ვიტან ამ კაპიუშონს ...რა უბედურებაა შენ რომ ხარ ცუდ ხასიათზე ჩვენც აღარ გვინათებ დღეს?- სირბილით მიუახლოვდა ,თავიდან კაპიუშონი მოაშორა და მერე ისე მოეხვია თებეა მხოლოდ ჩახუტება შეეძლო
-წამიყვანე რა ... არ მინდა სახლში . ელესთანაც ვერ მივალ ის იქნება იქ ...არ მინდა მისი ნახვა სიმშვიდე მინდა არ მინდაა
-ჩშშ დამშვიდდი ... ყველაფერი კარგადაა , უბრალოდ ძალების მოკრება გჭირდება და ყველაფერს მოაგვარებ ჩემი წითური ტყუილად ხარ?- მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა -წავედით
მანქანა სწრაფად მიჰყავდა, თავის ბინაში მიიყვანა ისიც დივანზე მოკალათდდა, ბალიში ჩაიხუტა და შოკოლადების ჭამა დაიწყო. მერე გაახსენდა დემეტრეს სიტყვები , დეპრესიის დროს შოკოლადებს ჭამო და ისინიც შორს მოისროლა. მერე სანამ ყავას დაალევინებდა ნიკუშა და აალაპარაკებდა მისი ბარიდან ღვინის ბოთლი მოიპარა ისე სწრაფად მიიყუდა და დალია ნიკუშამ წართმევა ვერ მოახერხა
-რას აკეთებ თებეა ... მომეცი ეს აქ !
-მინდაა... არ მიშველის ახლა ყავა ეს მინდა
-ლაპარაკი გინდა დაჯდები და საღ გონებაზე გადაწყვეტ ყველეფერს
-საღი გონება და მახალდიანთან ბრძოლა ერთად არ შეიძლება...არაადეკვატური უნდა ვიყო მეც რომ მივხვდე როგორ მოვიქცე
-ისევ შეცურავ იმ ზღვაში თავი ძლივს რომ დააღწიე?
-დავაღწიე კი ? უბრალოდ მორი ვიპოვე ხელები მოვხვიე და აქამდე ვტივტივებდი ,უსაფრთხოდ ვიყავი ახლა კი ვკარგავ საყრდენს
- დათვერი უკვე...
-ნწ ჯერ არა..უფრო უნდა დავთვრე და მერე შენ მომივლი .ხო მომივლი?
-აუცილებლად გონების დაკარგვამდე უნდა დალიო?
-ხო! მიდი მომიყევი რა ელაპარაკე დღეს ნუცას?
-შენ რა იცი...მე რო არ მითქვამს ჯერ?
-იმ ეშმაკმა მიმიყვანა იქ და ვნახე როგორ ჯდებოდა შენს მანქანაში ...ახლა ხომ ხვდები როომ არ უყვართ ერთმანეთი ,გითხრა იმ შენმა ტაფლისფერ..თაფლისფერებიანმა რატო ვატყუებთ ხალხსო?
-არაფერი უთქვამს...იქეთ გამომძალა ინფორმაცია
-და გათქმევინა რომ შეყვარებულები არ ვართ? ხო რა თქმა უნდა თავისნაირი მელა ჰყავს გვერდით შენ კიდე გაგაბრიყვა
-მთხოვა რომ დრო მიმეცა...მალე გაიკრვევა ყველაფერი და უბრალოდ მოიცადეო
-არაჩვეულებრივი გზა მოუძებნია...თავის გეგმას შეასრულებენ და მერე მარტო დარჩენა აღარ მოუწევს პირდაპირ ხელში ჩაგიგდებს ამ იდეალურ კაცს! მამაჩემმა ჩააწყო სამსახურის საქმე და ახლა ისიც აღარ მაქვს...ისევ ჩაიშალა ჩემი გეგმები აღარ შემიძლია დავიღალე ის თუ აქ რჩება მე უნდა წავიდე აქედან.ხო წავალ და დავისვენებ სამუდამოდ...ისეთ ადგილას წავალ სადაც ვერასდროს შევხვდები მაგ ეშმაკს
-დადე ეგ ბოთლი და შეწყვიტე სისულელეების ლაპარაკი! სად უნდა წახვიდე...გაიქცევი ? რატომ რისთვის მითხარი აბა რა შეუძლია მახალდიანს ისეთი რითაც გაგაგიჟებს
-ყველაფერი ...ყველაფერი შეუძლია ასე უბრალოდ რომ შემეხოს ამასაც გამოვყავარ მდგომარეობიდან და ერთი ირონიული ჩაცინებაც კი ჭკუიდან მშლის იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა ის გოგო მართლა მისი საცოლე ყოფილიყო ესეც კი მაგიჟებს და საერთოდ ეს ყველაფერი რომ მაგიჟებს აი ეგ მაგიჟებს ყველაზე მეტად ახლა გასაგებია?
-მე დიდი ხნის წინ გავიგე და გითხარი მაგაზე პასუხი ...ახლაც გეტყოდი ,მაგრამ გაიგიჟებ თავს . სამსახურზე მითხარი რა ხდება ნორმალურად ანუ მამაშენი მივიდა და სთხოვა იმ ბიჭს ახალ დირექტორს მუშაობა დააწყებინ
-მოიცა ვინ ახალს...
-მიხეილი აღარაა გენერალური დირექტორი ... სხვამ იყიდა ტელევიზია და თავად დაიკავა დირექტორის პოსტიც და საერთოდ მეეჭვება მამაშენის ძმაკაცი იყოს ის ბიჭი.
-მე რატო არ ვიცოდი ეგ ამბავი? არსად გამოჩენილა კი მაგრამ?
-საქმიანი ტიპის იმიჯი აქვს და რა ვიცი ალბათ ჯერ არ უნდა გამოჩნდეს...ჟურნალისტებს როგორ დაემალა ეტყობა ცალკე საგნად სწვალობდა- როგორც კი მოდუნდა თებეა და ფიქრი დაიწყო მაშინვე გამოართვა ბოთლი და თითონ მიიყუდა
-რას აკეთებ დამილიე ღვინო?
-მეტი აღარ მაქვს..
-არაყი გაქვს სამაგიეროდ
-აქ მოდი- უცებ მოხვია ხელი მუცელზე და წასვლის საშუალება არ მოსცა- მოდი ნუ ფართხალებ
-აუუუ ნიკუშააა ნუ ხარ ცუდიიი
-ვერ ვიტან მთვრალ ქლებს ხომ იცი..ალერგია მაქვს
-მერე რა ...მე ისედაც არ გიყვარვარ შენ
-თებეა გეყოს ეჭვიანი გოგოსავით წუწუნი! გამოფხიზლდი ნუ გამაგიჟე! ვერ გცნობ საერთოდ ასეთი არასდროს ყოფილხარ
-წამალი მაინც მომეცი რამე დავლევ და დავიძინებ
-გინდა ღვინოს დააყოლო დამამშვიდებელი?
-აბა რა ვქნაა ვაახ
-რას შვებოდი ადრე ნერვები რომ გეშლებოდა
-ვიფიქრებდი როგორ უნდა გამემწარებინა ეშმაკი და მერე ვმშვიდდებოდი ..ახლა როგორ გავამწარო არ მინდა საერთოდ მაგასაც ეგ უნდა ელოდება როდის მოვიფიქრებ რამეს და საერთოდ რა მოვიფიქრო პირდაპირ ჩემს შინაგან ქალღმერთს ეთამაშება და მე რა გავაკეთო ჩემი დაქალის ძმას და ჩემი ცხოვრების მტერს ვეფლირტაო? სამჯერ რომ ვაკოცე ესეც არ მომინელებია ჯერ?
-მოიცა მოიცაა რა სამჯერ
-რა გინდ ანიკუშა მითვლი?
-მე ვითვლი თუ შენ ესეც საკითხავია ,მაგრამ მესამე რაღაც არ მახსოვს შენი მოთხრობილიდან
-დღეს მაკოცა და როდის მომეყოლა?
-სახლში არ დაგტოვა გაგიჟებული და არ წავიდა?
-ვაიმეე ნიკოლოოოზ როდის იყო დავეტოვებინე და წასულიყო? მობრუნდა ისევ მოვიდა და უნდოდა დავემშიდებინე მე რა დამამშვიდებდა ათასი რამე ვუთხარი და მერე დამეტაკა ველური ,ცხოველი, ეგ დემონი ეგ და მაკოცა . მე რომ მაგიჟებ შენც გაგაგიჟებო ასე მითხრა ...ჩემგან თავს ვერ დაიხსნიო უნდა ისევ ისე ძაღლი და კატასავით ვიყოთ . ისევ სულელი ბავშვი ხომ არ ვარ ამხელა თვითმართველობის პრეზიდენტი ვარ ქალი ყველა ჩემს ნაბიჯს უყურებენ და რამე სისულელე რომ გავაკეთო ხომ გამიფუჭდა სახელიდ ა ჩამეყარა წყალში მოპოვებული პატივისცემა
-ისუნთქეე ... ნელა რომ ილაპარაკო გავიგებ ისეც !
-რა ჯანდაბა გაცინებს? -უცებ წამოყო თავი და ხელი მიარტყა-,მერე ბალიშები ესროლა-დამცინი ხო? რაა სასაცილო მითხარი რაა არის რაა მოვარდება ასე მკოცნის და მიდის იდიოტი
-მეორედ შენ არ აკოცე არ გინდოდა რო მახსოვრებოდი სულ და გადარიე კაცი? ხოდა ახსოვხარ და უნდიხარ რა გინდა ვერ გავიგე
-რას ქვია ვუნდივარ ... მაგ იდიოტს მაგ ხამს მაგ ქლაის უნახავს ... მოიცა რაა? ფიქრობ რომ როგორც ქალი ვიზიდავ?
-არა თებეა ისე გეტაკება გაკოცებს ... სხვა დასამშვიდებელი საშუალება კი არ არსებობს . კი არ უდნა რომ გაკოცოს ისე უბრალოდ...
-მოკეტე და ნუ დამცინი_თქო გითხარი ! რჩევას მაძლევ როგორც კაცი თუ ნერვებს მიშლი ეჭიანი ყოფილი შეყვარებულივით
-ეჭიანი შეყვარებული რომ ვიყო ხომ გავიქცეოდი და მოვკლავდი ცემაში
-ანუ სენი კაცური ლოგიკით თუ რა ჯანდაბაცაა ფიქრობ რომ იმ ეშმაკს მოვწონვარ?
-საერთოდ მე მგონია რომ ერთმანეთზე უგონოდ ხართ შეყვარებულები...მაგრამ მაგას არ იჯერებ და ის მაინც დაიჯერე რომ დემეტრე მახალდიანს აგიჟებ არა შენი ქცევით არამედ მთლიანად შენ აგიჟებ ....მითუმეტეს მეეჭვება ოთხი წლის წინაც ასეთი სექსუალური ყოფილიყავი როგორც ახლა ხარ...რომ წავიდა ფაქტობრივად ბავშვი დაგტოვა და ახლა ასეთი რომ დახვდი თავს ვეღარ აკონტროლებს
-იცი ხო რომ ძალიან მიყვარხარ...ხომ იცი ? ერთადერთი რომ ხარ ეგეც ხო იცი და შენ რო არ მყავდე არაფერი მეშველებოდა ეგ?- უცებ დაეტაკა და ლოყებზე კოცნა დაუწყო
-ვიცი ხო ვიცი...მომძვრა ლოყები გეყოს გადარეულო
-შენ არ იცი ახლა რა გააკეთე
-რა გავაკეთე სიმართლე..
-სიმართლე კი არა იარაღი ჩამიგდე პირდაპირ ხელში...აი ასე აიღეე და გადმომეცი! სიმღერა მჭირდება..უნდა ვიცეკვოოო- უცებ წამოფრინდა რაღაც სიმღერა ჩართო და ცეკვა დაიწყო .ნიკოლოზი ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა, ვერ გაიგო რამ გაახარა ასე თებეა. მერე კარზე კაკუნის ხმა გაიგო და გასაღებად წავიდა , ზღურბლს მიღმა თვალებანთებული მახალდიანი რომ დაინახა გაახსენდა როგორ აღწერდა თებეა და ლამის სიცილი დაიწყო . რომ ეცლია დემეტრეს მართლა გაიღიმებდა,მაგრამ ისე კრა ხელი და შევიდა სახლში თიტქოს მართლა ეშმაკი იყო. ტოპისა და ტანზეგამოყვანილი ელასტიკის ამარა ცეკვავდა თებეა. ფეხშიშველი იყო,თმები გაშლილი ჰქონდა და საოცარ მოძრაობებს აკეთებდა.რომ დატრიალდა და დემეტრე დაინახა ორ წამს თვალებს აცეცებდა, ეგონა ეჩვენებოდა მერე მკლავში რომ წვდა მახალდიანი მიხვდა რომ მოჩვენება არ იყო
-აქ მოდი !
-ეშმაკო აქ რას აკეთებ შენ? ვერ ხედავ რომ ხელს მიშლი?რა უფლებით უვარდები ჩემს შეყვარებულს სახლში?
-ენას ამოგგლეჯ თუ არ გაცუმდები და სწრაფად არ გამომყვები !
-შენით გაუშვებ ხელს თუ მე უნდა დაგეხმარო !
- უკაცრავად? შენ რაღა გინდა - ნიკოლოზს შეუბრუნდა და თებეა თავისკენ მიზიიდა- ჩარევა არც გაბედო ... ჩემი და ამ ალქაჯის საქმეში ცხვირი რომ ჩაყო განანებ! ხო და დღეიდან აღარ გყავს შენი შეყვარებული ...დაშორდით!
-რა ჭკვიანი ბიჭია ...ზუსტად აღწერდი თებეა - ფილფანს ყურადღება არ მიუქცევია დემეტრესგან განსხვავებით ნერვებს ასე მარტივად არ მოიშლიდა,პირიქით ერთობოდა და უარესად აგიჟებდა ,თებეას წელზე ხელი შემოხვია და თავისკენ მიიზიდა- ადრე არ ვიცი რას და როგორ აკეთებდი,მაგრამ ახლა თებეას მე ვყავარ და უფლებას არ მოგცემ მოვარდე უყვირო,ბრძანებები მისცე და სადღაც წაათრიო ! დამთავრდა ის დრო უნდა გაიაზრო მახალდიანო და შეეშვა თებეას
-ღმერთო ხომ იცი არ მინდა ნუცას გადამტრება მაგრამ ახლა ამას ეს კმაყოფილი სახე თუ არ მივუნგრიე მოვკვდები !
-არაააა ...არა არა არააა მოიცა .მოიცა რა სახე ...რის დამთავრდა ორივემ დამდეთ პატივი და გააქრეთ ეს დაძაბული ტონი. ჯერ შენ მითხარი აქ რა ჯანდაბას აკეთებ და რატომ გვიშლი ხელს...მერე შენ მითხარი ამის გამო რატომ იშლი ნერვებს საერთოდ რას ელაპარაკები არ იცი რა ველურიცაა? ამას ადამიანების საუბარი არ ესმის .
-ჯადოქარო თუ არ გინდა მომავალი პრეზიდენტი ვცემო მოშორდი მაგას აიღე ნივთები და წამომყევი
-რა საინტერესო ფენომენია ...ეგრევე ჩხუბზე გადადის არც იცის რა უნდა და რატომ უნდა
-შენ იცი რა გინდა ნუცასგან? მორჩი ჩემს ნერვებზე თამაშს და უბრალოდ შეწყვიტე ეს ფარსი! თებეა არაა შენი შეყვარებული და არც იქნება!
-ხოო და შენი საცოლე როდის იყო ნუცა და როდემდე გააგრძელებ ამ სპექტაკლს
-ეგ ჩემი საქმეა და მისი... ნუცას ელაპარაკე მაგ საკითხთან დაკავშირებით თუ მოისურვებს შენთან საუბარს მე არ ჩავერევი!
-რა მარტივად გადაწყვიტააა გენიოსი ეშმაკი ხარ პირდაპირ მაგიჟეეებ - მთვრალი ღიმილი ისე უხდებოდა დემეტრეს ესეც აბრუებდა ,მაგრამ მხარზე რომ მოხვია ხელი და თვალების ჟუჟუნით შეხედა წამსი იმხელა ნერწყვის ბურთი გადააგორა ყელში სუნთქვა აღარ შეეძლო-ახლა მისი სეყვარებულობა რომ მაშორებს მაბეზარა ხალხს მერე ვინ იხსნის არასასურველი ტაყვანისმცემლებისგან შენს ჯადოქარს ? - ტუჩები გამობურცა და თვალები დააწვრილა
-მე და შენ ვილაპარაკოთ მაგაზე... მესამე პირი არ გვჭირდება.ისედაც ნათელია ყველაფერი და ტყუილად დროს ნუ მახარჯინებთ !
-არ მინდა წამოსვლა... ამაღამ აქ ვრჩები- პატარა ჯიუტი გოგოს მოძრაობებს აკეთებდა. მოშორდა მის წინ ფეხები ააბაკუნა და მერე ტაში შემოჰკრა- სიმღერა უნდა ჩავრთო ცეკვა მინდა ისევ
-უაზრო გამოხტომები თუ გაწუხებს მერე დამიკავშირდი კარგი? - ნიკოლოზს უთხრა თებეას მუცელზე მოხვია ხელი მხარზე გადაიდო და კარისკენ წავიდა .
-რას აკეთებ ...იდიოტო დამსვი არ მოვდივარ დამსვი ნიკუშასტან უნდა დვარჩე ფეხსიშველი ვარ ..დამსვიიიი
-ჩშშ
-დემეტრეეეე - ფართხალმა რომ არ გაჭრა საყვარლად ამოიკრუტუნა - ასე თავბრუმეხვევა სხვანაირად მაინც დამიჭირე თორე ცუდად გავხდები და პირდაპირ შენს მანქანაში გადმოვუშვებ ფანტანს
-ასე მოგწონს? კმაყოფილი ხარ? დამშვიდდი?- ამჯერად მკლავებში მოიქცია და ზემოდან დახედა
-სრულებით- თეხები აათამაშა ,ხელებიყელზე მოხვია და ისე აეკრო სხეულზე თითქოს ძალინ ციოდა-მოსაცმელი იქ დატოვე მე კი ამ ტოპის გარდა არაფერი მაცვია ...სულ გამეყინა მკერდი ...ნახე სულ დამიბუსუსდდა კანი
-გაჩუმდი!- დაბოხებული ხმით ამოთქვა და მანქანაში სწრაფად ჩასვა . კარი მიუხურა და წამსი დაიკავა თავისი ადგილი,ეშინოდა არ გაქცეულიყო. მაგრამ ქალბატონი კომფორტულად მოეწყო სავარძელში ისე რომ დემეტრეს მხარეს იყო მიბრუნებული ,სავარძელზ ეჰქონდა თავი მიყრდნობილი და მთვრალი მზერით უყურებდა ამხალდიანს.
-რატომ გაჩუმდი ... ასე რომ მიყურებ ფიქრობ როგორ ჩამომკკაწრო სახე თუ რა
-ნწ ...-თავი გაქნია და თითები მახალდიანის ლოყას ნაზად ჩამოუსვა- მოშვებული წვერი გიხდება ხომ იცი ... გეღირსა გეზრდება და აღარც იპარსავ ხო?- იგივე ხმაზე წაკბინა და თითების მოძრაობა განაგრძო, მაგრამ მახალდიანმა ხელი დაუჭირა და სახიდან მოიშორა
-რა დალიე ასეთი...
-წითელი ღვინო , გემრიელი იყო ცოტა დამათრო . სასიამოვნოდ ამიჩქარა სისხლი...ცოტა მცხელა კიდეც ... თბილია ეს ელასტიკი რომ გავიზრო შემცივდება ვითომ?
-დარწმუნებული ხარ რომ ღვინოსთან ერთად რამე აბი არ დაგილევია? შეეშვი მაგ ელასტიკს რა უნდა გაიხადო შიშველი იქნები ? წეხან არ გციოდა?
-აქ ცხელააა უუუფ ! შიშველი რატოოო ტანგა მაცვია ,მგონი ლურჯია აღარ მახსოვს
-გაჩუმდი!
-წეხან არ მითხარი ჩუმად რატო ხარო?
-სახლში მიგიყვან და მერ ეილაპარაკე!
-არ მინდა სახლში... მამაჩემთან ლაპარაკი არ მინდა ! გაბრაზებული ვარ ...იქ შოკოლადებიაა?- უცებ შეიხსნა ღვედი და უკანა სავარძლისკენ გადაიწია ნახევარი ტანით -სნიკერსიიიი როგორ მიყვაააააარს -ტუჩები გაილოკა სწრაფად გახსნა და მადიანად ჩაკბიჩა -ელენა სახლშია თუ ვაჩესტან?
-სახლშია ...
-მაშინ შენთან წამოვალ
-ჩემთან?
-ხო შენთან
-მე რომ ვრჩები სახლში მაინც?
-მერე რა ... შენს ყოფნა არ ყოფნას მნიშვნელობა აქვს?
-აღარ აქვს?
-არაააააა - სიცილით თქვა და თვალები დახუჭა . კოლას ქილა გახსნა და მოსვა, მერე სალონს მოავლო ცალი თვალით მზერა . უცებ ისე გადაიხარა წინ ხელი გაშალა და კოლა პირდაპირ დმეეტრეს პერანგს შეასხა-მგონიი ცუდად ვააარ... აუუუ ძააან ტრიალებს ყველაფერიი .
-ჯანდაბა ! რომ მოიცადო და რამეს არ შემაჯახო მანქანითა რ შეგიძლია?- ცალი ხელი დაისვა პერანგზე მაგრამ რა აზრი ჰქონდა
-რაა?ვაიმეე დაგსვარეეე? მაპატიეე რაა გეფიცები არ მინდოდა ღმერთო ჩემო ცივი იყო სულ გაიყინებოდი - ისევ მისკენ გადაიწია და შეწუხებული სახით ჩააფრინდა პერანგს . რამდნეიმე ღილი წამებში გახსნა დემეტრე რომ წვდა მკლავში და ისევ მოიშორა
-არ მჭირდება გახდა... მანდ იჯექი !
-რატომ წამომიყვანე იქედან ?
-ყალბ შეყვარებულთან არაფერი გესაქმება
-და შენთან რა მაქ საერთო?
-მთვრალი უკეტ რატომ ახერხებ ჩემს გაგიჟებას ვიდრე ფხიზელი?
-რა ვთქვი ასეთი...არც მიფიქრია შენი გაგიჟება.საერთოდაც სიგიჟის ვერაფერს გატყობ - მანქანა რომ გააჩერა დემეტრემ მაშინვე სეწუხებულმა უთხრა- ისევ ხელით მოგიწევს ჩემი წაყვანა...სველ ბეტონზე ფეხშიშველა ვერ გავივლი
-მშვენივრად გაივლი!
-გავცივდები და მერე არ შეგეცოდები? კარგიი წავალ ფეხშიშველი- მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ფეხისწვერებით მიდიოდა და თან კიოდა ცივი ზედაპირის შეხებისას . უცებ ფეხი გადაუბრუნდა და კივილით დაეშვა ბეტონზე . დემეტრე კი სიცილით იგუდებოდა -რა გაცინებს იდიოტოოო აიიი ფეხიი როგორ მტკივაააა ...მგონი ვიღრძეე .ელიკოოოოოოოო ელიკოოო მიშვეელეეე დამაინვალიდა შენმა იდიოტმა ძმააამ ისარგებლა ჩემი სიმთვრალიით ელიიიიიკოოოოო
-არაა სახლში !ნუ წიკვინებ ტყუილად
-არ მომეკარო მატკენ
-არ მომეკარო მატკენ - გააჯავრა და ისე აიყვანა არც უკითხავს. დივანზე დასვა და ფეხზე დახედა-არაფერი გჭირს ! ელენეს ფეხსაცმელს მოგიტან აქ იჯექი
- წამიყვანე ტანსაცმელიც მინდა ...ელასტიკი დამისველდა და ამ ტოპში მცივა-თქო არ გითხარი?
-ახლა მაინც არაა სველი ბეტონი გაიარე იატაკზე !
-დანაშაულის გრძნობა რა ხილია ისევ არ იცი ხომ?ელიკო სადაა?
-წესით სახლში უნდ აიყოს ,მაგრამ არ არის !
-უიმეე ვაჩესთანაა ნახევარი წელი და ბარემ გადავიდეს საცხოვრებლად !
-მოიცადე! რას ნიშნავს ვაჩესთანაა იქ რჩება?
-უუჰ დიდი დემეტრე მახალდიანი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის>? მსოფლიოში ყველაზე იდიოტი გამომზიებელი იქნები! - გაუცინა და სირბილით ავიდა კიბეზე. ელენას გარდერობშ შეძვრა გამოიცვალა, გამოფხიზლდა და ისე ჩავიდა ქვემოთ. სამზარეულოში დაჯდა და წვენის გაკეთება დაიწყო,თავი სტკიოდა და წამალიც დალია. ელენესთან დარეკვა უნდოდა ,მაგრამ მობილური ნიკუშასთან ჰქონდა და დემეტრეს საძინებელს მიაშურა. ახლაც არ დაუკაკუნებია როგორც ყოველთვის პირაპირ შეაღო კარი და შევარდა. -შენს მობილურს ავიღეეებ- ერთხელ დაიყვირა და ელეს ნომერი აკრიფა.-სად ხარ ქალბატონპ? შენთან ვარ და სწრაფად მოდი შენს ძმასტან მარტო ყოფნის სურვილი არ მაქვს- საწოლზე წამოგორდა და ისე გაუბა ლაპარაკი ელენას . თან ტრიალებდა და იცინოდა
-ვაჩეს ყავა გადაესხა ხელზე დავწვი და ვერ წამოვალ
-ვაიმეეე იდიოტიიი ასეთი მდუღარე როგორ იყო ყავა
-დაგვავიწყდა გამორთვა და
-უიმეე გაფუჭებულები ესენი ... სამზარეულოს გარდა საკოცნაო ადგილი ვერ ნახეთ? ფუუუ ტუტუცები რა გაგახსენდებოდა გენაცვალე რომ ლოღნით ერთმანეთს დედამიწაზე არ გგონიათ თავი და ...როგორც იმ დღეს გამიხეთქეთ გული .კიდევ კარგი პირდაპირ შიშვლებს არ დაგადექით თორე ხო უნდა მომეკლა თავი ვაიმეეეეეეეეეეეეეეეე დედაა დედიკო დედა არავარ კარგად... შენი ეშმაკი ძმის ოთახში ვიღაც შიშველი აპოლონი დამადგა თავზე ,... რამდენი კუბიკი აქ ერთიი ორიიი სამიიი მოიცა ეს ყავისფერი ლაქა ნეკნთან შენს დებილ ძმას არააქ? - ტრიალის დროს მუცელზე რომ დაწვა ფეხები უკან რომ ჰქონდა აკეცილი და კარისკენ გაიხედა ზუსტად დემეტრეს მუცელს უყრუებდა და ისე ლაპარაკობდა,ჩუმად და ტუჩების ლოკვით მერე ზემოთ რომ აუყვა და მახალდიანის სახე დაინახა თვალები დახუჭა- ელიკოოო ამ აპოლონს შენი ძმის სახე რატომ აქვს? იმან ჩემს გასამწარებად სექსუალური კლონი შექმნა თუ რა მაფიაა?
-რა კლონი გოგო დემეტრეა ალბათ
-დემეტრეს ტანს შენ მასწავლი? სად ქონდა შენს შტერ ძმას კუნთები,მე მეტი კუბიკი მაქ მუცელზე ვიდრე იმას ....რამე ზედა აცვია ვითომ? მოიცა შევამოწმებ! არა ეშმაკივით კი იცინის მარა მაინც ...დროზე მოდი გოგო დამწვარ ხელს საწოლში გორაობა არ უშველის! - უცებ ჩაყვირა, საწოლიდან გადაფოფხდა და დემეტრესკენ დაიძრა
-რას სულელობ თებეა?
-ჰმ , ხმაც იგივე გაქ ..ანუ რაღაც ზედაა მეც მინდა ასეთი ოღონდ დიდი ძუძუსთავები რომ ჰქონდეს და ქალის იყოს რაა - სახეზე არც უყურებდა უცებ მიაბჯინა ხელისგულები მუცელზე და ზემოთ აუყვა- სადაა აბა საყელო...ან ბოლო... რა არი არ იწევა?- ხელს დაატარებდა და კარგად აკვრიდებოდა. კანს თიტები მოუჭირა სულ დააწითლა იმდენჯერ უჩქმიტა დემეტრეს ხარხარს ყურადღებას არ აქცევდა .
-მიდი მიდი ეძებე იქნებ იპოვო რა ვიცი
-ბოლო მაინც ხომ ექნება არაა?- ტუჩზე იკბინა ამჯერად სახეზე შეხედა და თითები მენჯისკენ გააცოცა წამსვე მოიშორა დემეტრემ და კარადისკენ წავიდა
-გეყოფა მასხარაობა! ელენემ რაო როდის მოვალო
-ვაჩუნას უვლის ... მაგრამ მოვა შენთან მარტოს არ დამტოვებს
-როდის მიჰყვება ცოლად არ იცი?
-შენ არ იცი?
-ვაჩემ ცოლობა სთხოვა ორი წლის წინ და იმის მერე პასუხს არ ეუბნება უფრო სწორად არ მიჰყვება და სენ გარდა ვის ეცოდინება
-რა ვიცი მე..ვეუბნები გაყევი ქორწილში ვიქეიფებ და ყველაზე ლამაზი მეჯვარე გეყოლება ქორწილების ისტორიაში-თქო და არაოოო და რა გავაკეთო? შენ რა იყო მალე გინდა თავიდნა დის მოშორება?
-მათი ურთიერთობის ფორმა არ მომწონს
-ისევ ისეთი უტვინო ხისთავიანი გრუზინი ხარ ხო? რატო არ მიკვირს- თვალები აატრიალა და ისევ საწოლზე დაეცა
-ჩემ საწოლს მოშორდი! სახლში რომ შემოგიშვი იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის
-ჩუ რა ...თავი მისკდება და ძაან მეძინება! ეს ოთახი კიდე შენ რო არ იყავი ჩემი გახდა! რაც გაარემონტეს იმის მერე აქ ვიძინებ ! ეს საწოლი მე ავარჩიე ..>სნეი ჯართი საწოლი იცი სადაც დევს და იქ წაბრძანდი !
-კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებ საკუთარ სახლში
-მშია და ვახშამს თუ მომიმზადებ კარგი იქნება
-მეც მაგის თქმას ვაპირებდი ზუსტად ,...სახლში რომ შმეოგიშვი სანაცვლოდ ვახშამი მაინც გააკეთე-თქო
-თავზე ნუ დამჩხავი რა ... ან რა სუნი აგდის საერთოდ სუნამო გამოცვალე? ფუუ რა უბედურებაა
-შხაპის გელის სუნია და ფეხმძიმე ქალივით ნუ წუწუნებ!
-ამ ბოლო დროს ბევრი მეუბნება მაგას და ანალიზების გაკეთებას ვფიქრობ უკვე... ტესტის არ მჯერა ტყუილი რომ აჩვენოს?
-გოგოოოო
-რა...წარმოიდგინე ჩემი შვილი რა საოცრება იქნება
-მუშაობა დავიწყეთ და არ ვიცი?
-უკაცრავად?- ბალიშიდან თავი სწრაფად წამოყო და საწოლთან მდგომს ქვემოდან ახედა- მომეყურა ხო? კიდე მთვრალი ვარ ალბათ ...არ უნდა დამელია ის ღვინო მაგარი იყო ძალიან
-ისიც ღვინის ბრალია ბავშვი რომ გინდა თუ არა
-ბავშვი მინდა ,მაგრამ შენ რატომ მიახლოვდები? რა დაგემართა მახალდიანო? რომ გითხარი არ მინდა შენთან ჩხუბი-თქო დაგიმეგობრდებითქო არ მიგულისხმია
-ნუ დავმეგობრდებით...არაა პრობლემა
-რას აკეთებ- თმაზე რომ ჩამოუსვა მახალდიანმა ხელი მის მოძრაობას გააყოლა თვალი და დამრგვალებული თვალები მიანათა მახალდიანის შავ სფეროებს-ამ ოთხ წელში რამე დაავადება შეგეყარა? ელენას არაფერი უთქვამს შიზოფრენიის ახალი ფორმაა თუ
-შიზოფრენია ჩვენ ორ შორის მხოლოდ შენ გაქვს..ისიც დაბადებიდან .ამ ოთხ წელში კი დაავადება სახელად „ალქაჯი“ შემეყარა და სანამ თავადაც არ დაავადდება მანამ ვერ ვიშოვი წამალს
-რა წამალს..რა ალქაჯი შენც დალიე რამე? სააბაზანოში იყო რამე გაშვებული?
-გეყოს სულელური ლაპარაკი და გაჩუმდი!
-მაჩუმებს კიდეც...შეეშვი ჩემს თმას
-კარგია რომ არ შეიჭერი
-იცოდე ერთი კულულიც რომ მომაჭრა მოგკლავ !
-კარგი აზრია ...მაგრამ არ მოგაჭრი
-დავიჯერო?
-დაიჯერე - გაუცინა და მორიგი დალალი დაიხვია თითზე
-მოამზადებ ვახშამს?
-პიცა გამოვიძახოთ...
-არ ვჭამ ამ დროს პიცას და ცომეულს
-როდიდან
-მას მერე რაც ჯანსარად ვიკვებები
-დილას სირბილი არ გყოფინის? ისედაც ფიცარივით ხარ
-შენი საქმე არაა! -თვალები თავისთავად ეხუჭებოდა - შეეში თმას! -უცებ მოიშორა დემეტრეს ხელი და ისევ ბალიშზე დააბრუნა თავი.
-აბა ვისი საქმეა ნიკუშას გარდა გყავს ნამდვილი სატრფო თუ ყველას სხვა უყვარს მის მსგავსად
-თუ არ ვუყვარვარ არ მჭირდება...მსვიდად ყოფნა მირჩევნია.ნიკუშას რაც შეეხება სულ მეყვარება და სულ ვეყვარები !
-კარგი მეგობარი რომ ყოფილიყო შეყვარებულად არ გამოგაცხადებდა !
-შენი საქმე არ არის , საერთოდ როგორლაპარაკობ ასეთრამეზე როცა საცოლეს სტატუსს ატარებს ვიღაც ნუცა ახალაია ! ვინაა საერთოდ რა უნდა შენს ცხოვრებაში ... ნიკუშაზე მელაპარაკება აქ და თითონაც არ იცის რა უნდა და რას აკეთებს!
-მე ძალიან კარგად ვიცი ... შენ კი ვერც გაიგებ და ტყუილად ნუ იწვალებ თავს
-რატომ მითხარი მამაშენმა დაგაწყებინა მუშაობაო
-ასე არ არის?
-არ არის...არის ,მაგრამ მაინც არ არის ახლა სხვა არის იმ ტელევიზიის მფლობელი
-ვიცი ვინც არის ! არ იწყებ ხო მანდ მუშაობას...
-არ ვიცი
-რა არ იცი ... გინდა იქ იმუშაო სადაც ყველა იტყვის რომ სხვისი დახმარებით მოხვდი?
-შენ ძალიან ხარ დაინტერესებული ამ ამბით !
-შენთვის ვამბობ
-არ გინდა ხომ იქ რომ წავიდე
-სისულელეა
-კარგად გიცნობ! ტყუილად არ მკითხავდი ...განგებ მითხარი ყველაფერი მშვენივრად იცოდი! რატომ არ გინდა იქ რომ ვიმუშაო
-წავალ რამეს მოვამზადებ...მშია
-დემეტრე !
-ხორცის წვნიანს შეჭამ? დილას გააკეთა დედაჩემმა და დატოვა წასვლამდე ,გავახელებ
-ნუ მიდიხარ ,ახლავე მითხარი !
-ტყუილად მომსდევ !
-ხოდა გადაწყვეტილია , ხვალიდან მუშაობას ვიწყებ!
-როგორ მარტივად შეგიძლია გადაწყვეტილება შეცვალო...მთავარია მე არ მინდოდეს- გაიცინა და სამზარეულოში მიიმალა. თებეა კი გაურკვევლობაშ ცავარდა, ვეღარ გაიგო განგე გააკეთა რომ არ წასულიყო,თუ პირიქით იცოდა რომ მუშოაბას დაიწყებდა ....
-დავიწყო თუ არ დავიწყო
-მე მეკითხები?- წვნიანიგასათბობად დადგა და რაღაცის მზადება დაიწყო . თებეა იჯდა უყურებდა და უცებ გაახსენდა მისი შიშველი სხეული,თიტქოს ახლაც მაისური არ ეცვა და მის პრესს უყურებდა
-წელთან რა ნაკერი გაქვს... რა დაგემართა !
-მაისურის ქვეშაც ხედავ?- სხეულზე დაიხედა და გაიცინა- ახლა რამდენჯერაც შემხედავ შიშველი უნდა წარმომიდგინო? კიდევ კარგი შარვალი მქონდა სააბაზანოში თორემ ხომ გაგისკდებოდა გული ყოველი ჩემი დანახვისას ...თუმცა ჭრილობა მოგეჩვენა
-არაფერი მომჩვენებია
-მე უკეთ ვიცი თუ შენ!
-არ გაქვს ხომ? მაშინ აიწიე მაისური და ვნახავ
-ჩემი შიშველი ნავხა თუ გინდა გეთქვა პირდაპირ და გავიხდიდი !
-სურვილით ვკვდები...როგორ მიხვდი?- ხმა დაიტკბო მაგიდაზე შემოსკუპდა და მაისურზე ჩაებღაუჭა - თუ გინდა მეც გავიხდი - თვალებში უყურებდა და ისეთი ხმით ესაუბრებოდა დემეტრე სამყაროს მოსწყვიტა . მერე მაისურის ქვეშ სეუცურა თითები და ზუსტად იმ ადგილას გადაატარა თითები სადაც ჭრილობის კვალი ჰქონდა-აიი ისიც ვიპოვე ! საიდან გაქვს..რა დაგემართა ? იჩხუბე ? დანა დაგარტყეს? რამე მოგხვდა? დაგჭრეს?
-რას ამბობ შენ გარდა ვინ გამიმეტებს მე სასიკვდილოდ
-ასე ნუ ხუმრობ! სერიოზულად გეუბნები
-არაფერია-თქო გითხარი და ნუ მოდებ ახლა ქვეყნიერებას!
-ელენა ვერ გნახავს შიშველს თუ რა ... იდიოტო მაგას როგორ დამალავ ! რა ჯანდაბა გჭირს
-ნუ ნერვიულობ არ მოვკვდები
-არა? ახლა რაღა მომასვენებს ,არად ავიფიქრე დავისვენებ-თქო
-მერე არ მოგენატრები? გეცოდინება რომ ვეღარასდროს მნახავ ,ვეღარასდროს გამაბრაზებ, მერე ვერ ჩამეხუტები... ვერ გამლანძღავ - მაგიდასთან მიიმწყვდია და მის ტუჩებთან დაიწყო ლაპარაკი
-სანამ მოკვდები თან გაგაყოლებ ჩემი ტუჩების გემოს- მოთმინება დაკარგულმა,,მთლიანად სურვილისგან შეშლილმა ხელები მოხვია და ტუჩებზე დააცხრა. წამში აღმოჩნდა მაგიდაზე, მის ფეხებსშორის მახალდიანი მოექცა რომელიც ხელებს დაასრიალებდა თებეას წელზე, ზურგზე , თმაში და მთელი ჟინით კოცნიდა. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, გრძნობდა როგორ თრთოდა მთელი სხეულით მის მკლავებშ მოქცეული ქალი და გონება სულ მთლად ეთიშებოდა. -დემეტრეეე -თებას კვნესას ოთახში დემეტრეს ბებიის უეცარი სტუმრობა და პირდაპირ სამზარეულოში აღმოჩენა დაემთხვა. ქალმა მაგიდაზე ნახევრად წაწვენილი წითელთმიანი ქალი რომ დაინახა ხელიდან ყველა პარკი ერთიანად დაუვარდა და კივილი დაიწყო . კივილზე წყვილი ერთმანეთს მოწყდა და ნახევრად გონებადაკარგულ ქალზე გადაერთო
-დემეტრეეეე ვინააა ეს გოგოოო...ეს ეს ელენას მეგობარი არაა?ღმერთოოო მომკალიი ამას რას ხედავს ჩემი თვალებიიი ეს რა ვნახეეე ...სად ხარ ამ დროს ჩემო შვილო ასეთი გაზარდე ბიჭი? დის დაქალის შემაცდენელი?- ქალი თვალებგადატრიალებული, გადაფითრებული ხმაწართმეული იყო მისვენებული სკამზე და დემეტრეს სიტყვები სლ არ ესმოდა დამშვიდებას რომ სთხოვდა
-საცოლეააა ... ბებია საცოლეააა ჩემი
-საცოლეა?
-საცოლე ვარ?-ქალისскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ ნათო :)))

მეორე ისტორიითაც ხომ არ უნდა გამახარო დღეს?! ❤❤

 



№2  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

ნათო :)))
მეორე ისტორიითაც ხომ არ უნდა გამახარო დღეს?! ❤❤

სამწუხაროდ მეორე ვერ მოვასწარი pensive

 



№3  offline √ წევრი ™ Indigo

ვაიმე, ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავ... მიშველეთ... არ შემიძლია, გამეხა პირი :დდდ

ჯერ ხო კინაღამ ამაბღავლე (მაგრამ 1-2 კურცხალით შემოვიფარგლე მხოლოდ) ეხა კიდე, მართლა ცუდად ვარ, სიცილისგან მუცელი ამატკიე, თან ვცდილობ, თავი შევიკავო ცოტა, რო ამ ხალხს გიჟი არ ვეგონო :დდდ

ვგიჟდები მე შენზე!!! ❤❤❤

ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვნახო, საოცრად მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები...
--------------------
მეშინია...

 



№4  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

Indigo
ვაიმე, ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავ... მიშველეთ... არ შემიძლია, გამეხა პირი :დდდ

ჯერ ხო კინაღამ ამაბღავლე (მაგრამ 1-2 კურცხალით შემოვიფარგლე მხოლოდ) ეხა კიდე, მართლა ცუდად ვარ, სიცილისგან მუცელი ამატკიე, თან ვცდილობ, თავი შევიკავო ცოტა, რო ამ ხალხს გიჟი არ ვეგონო :დდდ

ვგიჟდები მე შენზე!!! ❤❤❤

ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვნახო, საოცრად მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები...

ასე თუ გავაგრძელე ამათზე მეტად გააგიჟდები მგონი შენ smile smile smile რადგან განწყობა უფრო აგიმაღლე კმაყოფილი ვარ და გახარებული smile smile მეც ვგიჟდბეი შენზე

 



№5 √ სტუმარი ™ Guest თაკო

უჰჰ რაა ამბები ხდებაა უჰჰ :დდ შენ მუზა გყოლია უნიკალური :დდ შენზე ლაპარაკი აღარაა <3 :დ
ხო და სამჯერ კიარა ოთხჯერ აკოცა ეგ როგორ შგეშალა :დდდდ და ვაჩეს სახელი ხშირად გერევა ვატოსაში მაგრამ ეგ არცისე მნიშვნელოვანია ჩვენ ხო ვხვდებით ვიზეც ლაპარაკობ :დდ
დღეს იმდენჯერ შემოვედი საიტზე ბოლოს ახალ დამატებ სიახლეებს აღარ მიჩვენებდა :დდ

ძაან მაგრდ წერ არც წელაავ და არც არფერი პირიქით ზოგჯერ მალეც ანვითარებ მოვლენებს, მაგრამ ასე
ჯერ ისტორია არ მომწონებია <3 პერფექტო :დდდ
აბა შენ იცი და შენმა მუზამ <3

 



№6 √ სტუმარი ™ დარინა

გამაგიჟეს და გადამრიეს მე ამათმა ისეთი მაგრები არიან, ისე გამამხიარულეს დემეტრეზე ვგიჟდები მიყვარს მე ესენიიი, მარიამ შენ ხარ ამ საიტის მშვენება შენ რომ არ იყოო რა გვეშველება.

 



№7  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

დარინა
გამაგიჟეს და გადამრიეს მე ამათმა ისეთი მაგრები არიან, ისე გამამხიარულეს დემეტრეზე ვგიჟდები მიყვარს მე ესენიიი, მარიამ შენ ხარ ამ საიტის მშვენება შენ რომ არ იყოო რა გვეშველება.

მადლობა საყვარელო flushed flushed kissing_heart

Guest თაკო
უჰჰ რაა ამბები ხდებაა უჰჰ :დდ შენ მუზა გყოლია უნიკალური :დდ შენზე ლაპარაკი აღარაა <3 :დ
ხო და სამჯერ კიარა ოთხჯერ აკოცა ეგ როგორ შგეშალა :დდდდ და ვაჩეს სახელი ხშირად გერევა ვატოსაში მაგრამ ეგ არცისე მნიშვნელოვანია ჩვენ ხო ვხვდებით ვიზეც ლაპარაკობ :დდ
დღეს იმდენჯერ შემოვედი საიტზე ბოლოს ახალ დამატებ სიახლეებს აღარ მიჩვენებდა :დდ

ძაან მაგრდ წერ არც წელაავ და არც არფერი პირიქით ზოგჯერ მალეც ანვითარებ მოვლენებს, მაგრამ ასე
ჯერ ისტორია არ მომწონებია <3 პერფექტო :დდდ
აბა შენ იცი და შენმა მუზამ <3

ვაიმეეე მამიკვდეს თავი აუუ ეს ვაჩეე ვატო სულ როგორ მერევა უიმეე რამდენჯერმე გადავასწორე და ახლა ისევ ამერია tired_face scream scream cold_sweat
მადლობა დიდიიიი heart_eyes heart_eyes

 



№8 √ სტუმარი ™ kati

Super!!!!!!

 



№9  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

ვაიმე ეს ორო გიჟი და გადარეული გამაგიჟებს მე... ძალიან მაგარი იყო მარიამ. უბრალოდ საოცრება... ახალ თავს და მეორე ისტორიას ველი...

 



№10  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

kati
Super!!!!!!

smile smile მადლობაა heart_eyes

უცნობი ქ
ვაიმე ეს ორო გიჟი და გადარეული გამაგიჟებს მე... ძალიან მაგარი იყო მარიამ. უბრალოდ საოცრება... ახალ თავს და მეორე ისტორიას ველი...

ახალს დავდებ ხვალ ...მეორე ისტორიის მუზა შეჩერებულია და არ მინდა დავაძალო მერე რამე სისულელეს დავწერ confused

 



№11  offline √ წევრი ™ crazy girl sofi

ვაიმეეე რა იყო ეს საოცება რა საყვარლები არიან ჩვენი ჟღალთმიანი როგორი საოცრება გვყავს და დემეტრე როგორი ცეცხლი ბიჭია ნავთ მოხმული .... აუ ელენა ტყუპისცალთან არაა ? ცუდად ვხდები მართლაააა ჭკუიდან ვიშლები და როგო მგონია რომ ამ ისტორიის პერსონაჟი ვარ ... ჩემო ტკბილო საყვარელო ბარამბო ალპენ გოლდო მარიამ შენ მე მაგიჟებ ცუდად მხდი მალე ფსიქიატრიულში მომიწევს შენს გამო წასვლას არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო და არ გავჩედე ერთი ამოსუნთქვით ჩავდივარ ბოლოში ... მიყვარხარ!!! და ველოდები ახალ თავს

 



№12 √ სტუმარი ™ ანნნასტასია

ვაიმე მე კიდე ერთი სული მაქვს დასაწყისში ნიუნიორკის სცენამდე
როდის მივალთ

 



№13  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

ანნნასტასია
ვაიმე მე კიდე ერთი სული მაქვს დასაწყისში ნიუნიორკის სცენამდე
როდის მივალთ

მალე მივალთ ბევრი არ დარჩა ნამდვილად smile smile

crazy girl sofi
ვაიმეეე რა იყო ეს საოცება რა საყვარლები არიან ჩვენი ჟღალთმიანი როგორი საოცრება გვყავს და დემეტრე როგორი ცეცხლი ბიჭია ნავთ მოხმული .... აუ ელენა ტყუპისცალთან არაა ? ცუდად ვხდები მართლაააა ჭკუიდან ვიშლები და როგო მგონია რომ ამ ისტორიის პერსონაჟი ვარ ... ჩემო ტკბილო საყვარელო ბარამბო ალპენ გოლდო მარიამ შენ მე მაგიჟებ ცუდად მხდი მალე ფსიქიატრიულში მომიწევს შენს გამო წასვლას არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო და არ გავჩედე ერთი ამოსუნთქვით ჩავდივარ ბოლოში ... მიყვარხარ!!! და ველოდები ახალ თავს

მადლობა საყვარელო ჩემი ტკბილი გოგო ხარ ,მახარებ და მაბედნიერებ heart_eyes heart_eyes

 



№14 √ სტუმარი ™ mariami iii

ვაიმეეეეეეეეეეეე რა მაგარიიააააა მიყვარსს ეს ორიი ძაანნნნ <3 შემდეგ თავს ველიიი <3

 



№15  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

mariami iii
ვაიმეეეეეეეეეეეე რა მაგარიიააააა მიყვარსს ეს ორიი ძაანნნნ <3 შემდეგ თავს ველიიი <3

მადლობაა smile smile ხვალ დავდებ ალბათ

 



№16 √ სტუმარი ™ Guest everything

mariam someone crazyc shen ikavii?
p.s agar vlaparakob iseti msubuqi da kargi xaar

 



№17  offline √ წევრი ™ Alexandra28

ვაიმეეე

 



№18  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

Alexandra28
ვაიმეეე

smile smile smile

Guest everything
mariam someone crazyc shen ikavii?
p.s agar vlaparakob iseti msubuqi da kargi xaar

ხო მე ვიყავი smile

 



№19  offline √ წევრი ™ Indigo

არ არის გამორიცხული :დდდ
--------------------
მეშინია...

 



№20  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

Indigo
არ არის გამორიცხული :დდდ

smile smile laughing laughing bowtie

 



№21  offline √ წევრი ™ ანი ანი

ღმერთო რა კარგად მამხიარულებ შენ ხო აზრზე არახარ....მაგრად ვიხალისე რა "მუშაპბა დავიწყეთ და არ ვიცი" აი ამ მომენტზე კარგა გემროელად ვიხახანე რა და ბოლო მომენტი საოცრება იყო ისეთ ადგილას გაწყვიტე მალე უნდა დადოოოოოოოოოოო

 



№22  offline √ წევრი ™ უბრალო ადამიანი

საცოლეო? scream flushed joy joy joy შემდეგს ველოდები,შესანიშნავი ხარ! heart_eyes

 



№23  offline √ აქტიური მკითხველი ™ uchveulo

vaime ra sayvarlebi ariaan vgijdebi me amatzeee veli shemdegs <3

 



№24 √ სტუმარი ™ ტატუკა

სასწაული გოგო ხარ მარიამ!სუპერ ისტორიებს წერ ვგიჟდები თითოეულ შენს ისტორიაზე ♡♡♡ როგორ გელოდები ვერც კი წარმოიდგენ ♡♡♡

 



№25 √ სტუმარი ™ Guest Annastasia

Saocreba xar... umagresi tavi iyo dgiti dge maoceb, tumca ra mikvirs shen xom geniosi xar.. xom ar gewyimeba chemi genios rom giwodo umagresi xaaaaar....

 



№26  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

ვაიმეეეეეე.ასეთი თებეა ღმერთოოო.ცუდად გავხფი თავიდან მარა ცუდად და მერე სიცილისგან ცუდად :დდდ რა იყოს ესსს?!ეს ნიკუშა მართლა მაგარი ტიპია პროსტა დემეტრემ ძაან"მისვა" ნუ სხვას არც ველოდი ახლა :დდდდ ამ ბებიას რა ახლა მოუნდა ერთი სტუმრობა ან შენ რა ახლა მოგინდა გაწყვეტა?!:დდდდდროდის იქნება ახალი თავი?შოკი იქმება:დდდ წინასწარ მეცონება :დდდ ესეიგი დილა დავიწყე გადასარევად,პოზიტიურადდ.უჰჰ მარიამ მარიამ არ შეიძლენოდა აქ გაწყვეტა რა.საქმე მაინც მიეყვანათ კაცო ბოლომდე:დდდგელოდებიი და შემიძლია ყოველდღე გიმეორო რომ ვგიჟდები შენზე (პ.ს გამოცდები რაქენი?)❤❤❤❤❤❤❤❤

 



№27  offline √ ახალბედა მწერალი™ An_Gel

ვაიმე არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ :დდდდდდდ ესენი ვინ არიან ასეთი არანორმალურები,გამაგებინე,რა?!:დდდდდ ჭკუიდან გადავყავაღლრ ამათ ყველა შეხებას!!! და ბოლი მომენტი წარმოვიდგინე. ბებია და თებე ერთად რო ყვირიან საცოლეაა?!:დდდდ ვაახ, ასეთი გიჟების მნახველი მე არვარ.
ხო მართლა, ძალიან მაინტერესებს დემეტრეს უნდა რომ დაიწყოს თებეამ მუშაობა, თუ არა. ჩემი აზრით, არ უნდა და ტელევიზიის ახალი დირექტორია ბატონი დემეტრეს მტერი. მოკლედ, ეგ ინტრიგა ძალიან მაინტერესებს და კიდევ უუუსაზღვროდ ბევრი თებეა და დემეტრე მინდა და კიდევ ვგიჟდებიი მე შენზე!!❤️❤️❤️

 



№28  offline √ წევრი ™ Diosa Dela Tristeza

-საცოლე ვარ?
ამ კითხვაზე ავყირავდიიიი :დდდდდ ვაიმეეე
სულ გამიგიჟა დემეტრე მახალდიანმა ჩემი ისედაც გადარეული გოგო!
ნიკუშა რაა ტკბილი ბიჭიაააა❤❤❤❤
უხ ჩემი ველური დემეტრე და უფრო ველური წითელთმიანი პანტერა არ გადარიეს ამხელა ქალი ?
ნწ ნწ ნწ რა თაობა მოდის :დდ წავედი მეათე თავიც წავიკითხე :დ❤❤❤
საოცრება ხარ შენ ქალო საოცრებაააააა!!!!

 



№29  offline √ აქტიური მკითხველი ™ terooo

ვაიმე ეს რა იყო ჰა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent