შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული პატიება 2 ნაწილი


20-07-2017, 23:32
ავტორი du-da
ნანახია 845

დაგვიანებული პატიება 2 ნაწილი

მისგან.დრო გადიოდა,დღეებს კვირეები ცვლიდა და 3 წელმაც თვალის დახამხამებაში გაიარა, მე და ანანომ უნივერსიტეტი დავასრულეთ,თითქოს ჭრილობებმაც პირი შეკრეს და გულედანი თითქმის ამოვიგდე თავიდან, მითუმეტეს რომ ვახოც არსდროს ახსენებდა მას.
მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ აზეზე მომიყვანა და გაბრუებული წამოვბოდიალდი ფეხზე, სწრაფად მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოსკენ გავაბიჯე
-დე სად ხარ?ხმა რომ არავინ გამცა მივხდი მარტო ვიყავი,ჯეზვეში ყავა ჩავყარე და ის იყო ასანთს გავუკიდე რომ საშინელი აფეთქების ხმა გგაისმა და ინერციით ძირს დავასკდი,სამზარეულოს წამებში მოედო ცეცხლი, ვეგდე იატაკზე თითქმის უგონოდ და აუტანლად მტკიოდა ზურგი,ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და თუ არ დავიწვებოდი ბოლი აუცილებლად გამგუდავდა, გაჭირვებით გავცოცდი უკან მაგრამ ძალა არ მეყო და დავნებდი,მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა,უცებ კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა,"გადავრჩი" გავიფიქრე და გონება დავკარგე
ანანო საავადმყოფოს დერეფანში მოუსვენრად დააბიჯებდა და ცრემლებს მალულად იწმენდდა,წამებში გამოჩნდა ვახოს შეშლილი სახე,
-სად არის? როგორ არი? რა მოხდა ანო?
-გაზი აფეთქდა,ატირდა ქალი და მეგობრას ჩაეხუტა
-როგორ არის?
-არ ვიცით ექიმი არ გამოსულა ჯერ,
-კარგად იქნება, აი ნახავ გამოძვრება ხო იცი რა ძლიერია, ასე ვერ გაგვიმეტებს, უფრო თავისთვის ბუტბუტებდა ვახო და საყვარელ სხეულს გულში მაგრად იკრავდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ,გაჭირვებით გავახილე თვალები და ოთახი მოვათვალიერე,პირველი რაც მხედველობამ აღიქვა უამრავი მილი იყო ჩემს სხეულზე მიერთებული,
-დედი კარგად ხარ? თავზე მომეფერა ლილი
-რა მოხდა?
-არაფერზე ინერვიულო კარგი? მთავარია გადარჩი, გაზი აფეთქდა
-მე რა მჭირს?
-თინი ზურგი და მკლავის ნახევარი დაგეწვა,მაგრამ ეგ არაფერი ხო იცი ამ დროში ექიმები სასწაულებს ახდენენ, დედი ყველაფერი კარგად იქნება,
-დავისაჯე ხო?
-რა? რას ამბობ თინანო?
-არაფერს დედა დაივიწყე, გთხოვ მარტო დამტოვე
-ხო მაგრამ
-გთხოვ დედა
მეტი არაფერი უთქვამს უხმოდ გაიკეტა პალატის კარი და გარეთ გავიდა,საავადმყოფოში კიდევ 1 კვირას დამტოვეს და მერე სახლში გამიშვეს,ჩამუქდა თითქოს ჩემი ცხოვრება, მხოლოდ მერე მივხვდი თორნიკეს მდგომარეობას და იმ ტკივილს რაც მე მივაყენე, გრძელი მოსაცმელებით სიარულს დავეჩვიე და ის ძველი თინანოც თითქოს სადღაც გაქრა.დრო გადიდოდა და როგორც ხდება ხოლმე არაფერს გვეკითხება, ნელ ნელა ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას, ერთადერთია ალბათ რომელსაც ვერც შეცვლი და ვერც შეაჩერებ,მიქრის და შენც მიყვები მორჩილად,ეჩვევი ყველაფერს და ცხოვრებას ფეხს უწყობ, ნელ ნელა უკან დაიხა დეპრესიამ და ჩემს ტკივილთან ერთად ცხოვრება უბრალოდ ვისწავლე.აივანზე ვიჯექი და ქუჩაში მიმავალ ხალხს ვაკვირდებოდი, უცებ ჩემი ტელეფონი ამრერდა
-ხო ანო
-თინი რას შვები?
-არაფერს სახლში ვარ, რა ხდება?
-მიდი ჩაიცვი და ვახოსთან გამოდი
-მანდ რა მინდა?
-გამოდი,გამოდი ვახომ დიდიხანია ჩვენებურად აღარ შევკრებილვართო,გელოდებით იცოდე
-კარგი მოვალ, გავუცინე მეგობარს და ოთახში შევედი.
სულ რაღაც ნახევარ საათში უკვე ვახოს სახლის ზღურბლზე ვიდექი, კარი ანანომ გამიღო და მაშინვე მომხვდა თვალში მისი არეული სახე
-რამე მოხდა?
-არ ინერვიულო ჩემ თავს გაფიცებ. თორნიკეა აქ
-რა? რომ არ წავქცეულიყავი ანანოს დავეყრდენი, ერთიანად დამეძაბა სხეული
-ნურაფერს შეიმჩნევ ეხლა, არ იცის შენი ამბავი თავისუფლად იყავი.
-კარგი, ვეცადე დავწყნარებულიყავი და მისაღების კარი შევაღე,გულედანი ფანჯარასთან იდგა ჩემგან ზურგშექცევით,საოცრად უხდებოდა განიერი ბეჭები, უფრო დავაჟკაცებულიყო
-ეს ვინ მოსულა, ვახოს ხმამ გამომარკვიე,გულედანი ნელა მოტრიალდა ჩემკენ და თვალებში შემომხედა, ერთიანად დავპატარავდი, რატომღაც მეგონა რომ იცოდა რაც დამემართა, იცოდა მისნაირად რო მტკიოდა და ველოდი როდის დამცინებდა თვითონაც, მაგრამ შევცდი, ოდნავ დამიკრა თავი და მაგიდასთან ადგილი დაიკავა
-დაჯექი ეხლა, გამიცინა ანანომ და ხელით მიბიძგა
მოუსვენრად ვიჯექი ვახოს გვერდით და ყველანაირად ვცდილობდი მისთვის მზერა ამერიდებინა,
-თინანო არ გცხელა? უცებ მომიბრუნდა თორნიკე
-უკაცრავად?მე მესაუბრებით? ვფიქრობ არ არის შენი საქმე
-დრო გადის და ადამიანები არ იცვლებიან, ჩაილაპარაკა ირონიულად
-გეყოთ ეხლა, ჩაერია ვახო თქვენთან შემოთავაზება მაქვს.
-გისმენ, მივუბრუნდი ბიჭს
-ხალ ბათუმში წავიდეთ ჩემთან.
-გამორიცხულია, ნერვიულად წამოვდექი ფეხზე დ ანანოს მკვლელი მზერით გავხედე, რა ბათუმი აგიტყდათ?
-რატომ? აბა აქ უნდა ამოვიბუგოთ? არ შემეპუა ვახო
"ღმერთო რა იდიოტი ხარ ვახო, ჩემი ზურგით რა ბათუმში უნდა წამოვიდე" გავიფიქრე სიმწრით
-მე არ წამოვალ
-ეხლა ნუ დაიწყებ, ფეხზე წამოდგა ვახო, რა გჭირს შენ? როდიდან ამბობ უარს ჩვენთან ერთად დასვენებაზე?
-ვახო დავიჯერი ახსნა გჭირდება?
-არაუშავს თინანო, ჩაერია ანანო საუბარში, მოსაცმელით ივლი და ეგაა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა,
-ხო რა რა პრობლრმაა შენ კიდე, ვიცით მზის ალერგია რომ გაქვს, დაასრულა ვახომ მისი ნათქვამი და ცოტა მომეშვა, ორივეს გამომცდელად გადავხედე კარგად ეტყობოდა როგორ ჰქონდათ ამ თემაზე ნამუშევარი.
-ოხ მოკლედ რა, კარგი ჯანდაბას წამოვალ
-ეგრე რა ეგრე, გამიცინა ანანომ და მაგრად მომხვია ხელი
-მე წავალ ეხლა, ხომ უნდა მოვემზადო ხვალისთვის,
-მეც მივდივარ წაგიყოლებ თუ გინდა, ფეხზე წამოდგა გულედანი
-არა მადლობთ, მასთან ერთ მანქანაში ყოფნას სიკვდილი მერჩია, სწრაფად დავემშვიდეობე მეგობრებს და კიბეზე დავეშვი,გარეთ ჩემდა სამწუხაროდ კოკისპირულად წვიმდა, სადარბაზოსთან შევჩერდი და გვარიანად შევიკურთხე,
-ვის გაუგია შუა აგვისტოში ასეთი წვიმა?
-რას გაუგებ ამინდს, ჩაილაპარაკა გულედანმა და შიშისგან ადგილზე შევხტი,მაპატიე
-არაუშავს
-წაგიყვანო? გამომცდელად გამომხედა ბიჭმა
-არ მინდა
-კარგი, უდარდელად აიჩეჩა მხრები და გარეთ გავარდა
"უზრდელი, უტაქტო როგორ დამტოვა" ჩავიბურდღუნე და სულ სირბილ სირბილით დავეშვი დაღმართზე.მეორე შოკი დილით მქონდა როცა აღმოვაჩინე რომ ჩემს წასაყვანად ვახოს და ანანოს მაგივრად თვით თორნიკე გულედანი მობრძანდა,"ოხ როგორ არ მინდა მოგკლათ რა" დავემუქრე ჩემს მეგობრებს
-კიდე დიდხანს უნდა გელოდო? დამიღრინა მანქანიდან
-იქნებ გადმობრძანდე და ბარგი მაინც ჩამადებინო
-შენ არ გაგიჭირდება ეგ, დამიბრუნა პასუხი
გაჭირვებით მივათრიე ჩანთა საბარგულამდე და უკვე დაღლილი ჩავესვენე მანქანაში.თბილისს ისე გავცდით ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მალულად გავაპარე მზერა მისკენ და ნაიარევზე კარგად დავაკვირდი.
-არ შეცვლილა ისევ ისეთი სიმახინჯეა, შემაკრთო მისმა სიტყვებმა და უარესად ამაფორიაქა
-სულაც არა,ხმა გამტყდარმა ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე
-ვერ გავიგე?გაკვირვებულმა გამომხედა გულედანმა
-სულაც არ არის სიმახინჯე
-ადამიანები არ იცვლებიან, წამკბინა ისევ
-რატომ გგონია?
-შენნაირები ყოველშემთხვევაში,
-თორნიკე
-გაჩუმდი თინანო არ მინდა ეს დასვენება ჩავიშხამოთ, ამიტომ ვეცადოთ იმათი ხათრით მაინც ავიტანოთ ერთმანეთი, სულ რაღაც 1 კვირით, ამიტომ ეცადე თავი შორს დაიჭირო ჩემგან.
-კარგი,ჩავილაპარაკე აცრემლებულმა და თვალები დავხუჭე.
მართლაც ისე გაიარა სამმა დღემ რომ თითქმის ერთმანეთს არც ვიმჩნევდით და უფრო მშვიდად ვატარებდით დროს, ის იყო ჰამაკიდან წმაოვდექი რომ ანანოს კივილის ხმა გაისმა, გიჟვით გავვარდი გარეთ და სიცილისგან ოთხად მოკეცილ ვახოს შევუერთდი,
-სადაა ანანო?
-მაღლა. ამოიხავლა ბიჭმა
-სად?
-მაღლა მაღლა, ხელით მანიშნა და როგორც კი ზევით ავიხედე უკვე ორ ხმაში ვიცინოდით,ანანო ვაშლის ხეზე იყო ჩამოკიდებული მაისურით
-რა გინდა მანდ? სული ძლივს მოვითქვი
-ზაგარს ვიღებ, დამიღრინა აშკარად გაბრაზებულმა
-კაი ადგილი აგირჩევია ხო იცი,
-ჩამომხსნით ეხლა?იყვირა გამწარებულმა
-ვაიმე, ახარხარდა ვახო და უკვე მიწაზზე გაგორდა,
-კაი გეყო მოდი მივეხმაროთ,
-რანაირად ახვედი გოგო მანდ, ან მაისურით როგორ დაეკიდა გამაგებინოს და მოვხსნი,არ წყავეტდა მის დაცინვას ბიჭი
-ვაშლი მინდოდა იდიოტო,უყირა ანანომ
-და მაგიტო ანადგურებ ხეეს?
-დამეხმარეთ ეხლა, უკვე ტირილის პირას იყო მისული,ვახო სწრაფად წამოხტა ფეხზე
-მე მანდ ვერ ამოვალ არ გამიძლებს, იქნებ მოახერხეო მაიკისგან განთავისუფლდე და ჩამოხტი
-გადაირიე შენ?
-კაი ეხლა, საცურაო კოსტუმით ხომ მინახიიხარ, დიდი ამბავი თუ ლიფითაც გნახავ
-ვახო, იყვირა გამწარებულმა
-აბა იჯექი მანდ, არც ამან დააკლო ყვირილი, მე რომ მანდ ამოვიდე მთელი ხე ძირს ჩამოვა.
-მოგვარდით როგორმე, თვალი ჩავუკარი ვახოს და სახლისკენ დავიძარი
-მტოვებ? მიყვირა ანანომ
-საიმედო ხელში, პასუხი დავუბრუნე და ოთახში ავედი,მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და მორფეოსისი სამყაროში გადავეშვი,საკმაოდ გვიან გამეღვიძა, ისნტინქტურად გავხედე სათს და ღამის 2 ს უჩვენებდა, ნელა წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი, რამდენიმე მეტრი ფეხით გავიარე და ვერანდაზე გავედი,ყოველთვის მიყვარდა აქ ჯდომა, თითქმის ბათუმის ნახევარს ვხედავდი,მჭიდროდ მოვიხვიე ტანზე მოასცმელი და მოაჯირზე შემოვჯექი
-იმედია გადახტომას არ აპირებ, გაისმა თორნიკეს ხმა და გვერდით დამიდგა
-არ ვარ ეგეთი გაბედული,
-გინდა რო?
-არ ვიცი
-რა დაგემართა?მალულად გავხედე და მის გულწრფელ ღიმილს გადავაწყდი, მასში არ იგრძნობოდა არც ზიზღი და არც სიბრალული,
-არასწორი ადამიანი ვარ,ბევრი შეცდომა დავუშვი
-მეჩვენება თუ ცდილობ ბოდიში მომიხადო, გაეცინა თორნიკეს
-როგორ შეძელი?
-რა?
-ამით ცხოვრება, ხელი გაუბედავად წავიღე და ბიჭს შრამზე დავადე, შეკრთა
-სხვა გზა რომ არ გაქვს ადამიანი ყველაფერს ეჩვევი.ეგუები და მორჩა
-მაპატიე ის ყველაფერი, თუ შეძლებ ოდესმე იმ სიტყვების დავიწყდებას,მაპატიე გთხოვ, ეხლა ეს ჰაერივით მჭირდება
-გტკივა?სინდისი გაწუხებს?მეც ეგრე მტკიოდა ყველაფერი, თუმცა შენი სიტყვები ისეთივე ცარიელია როგორც შენი თვალები,მაპატიე თინანო იმის პატიება რაც შენ გააკეთე შეუძლებელია,
-რა დაგამშვიდებს? შურისძიება? გინდა ისე მეტკინოს ის განვიცადო რასაც შენ განიცდი?
-მაგას არ გისურვებ, არ მხიბლავს ადამიანებზე გულის ტკენა
-არ ვარ ეგეთი, როგორი შტაბეჭდილებაც ჩემზე დაგრჩა, არ ვიცი მაშინ რა დამემართა, გეფიცები დღემდე ვერ ვხსნი ჩემს მაშინდელ საქციელს, კი მიზეზი გაქვს გძულდე,იმედს ვიტოვებ ოდესმე შევძლებ შენი პატიება დავიმსახურო
-გვიან გაგიღვიძია,
-დამიჯერე ეს გამოღვიძება ძალიან ძვირად დამიჯდა,
-ყველაფრისთვის ვიხდით თინანო,ასე რომ იმას ვიღებთ რაც დავიმსახურეთ
-ცუდი ადამიანი ხარ,სიმწრით ჩამეცინა და ფეხზე წამოვდექი
-ვიცი,უდარდელად ჩაილაპარაკა და ჰორიზონტს გახედა
ის იყო შევტრიალდი რომ წავსულიყავი და მისმა ხმმა ადგილზე გამყინა.
-მზის ალერგია არ გაქვს ხო ასეა?
გაოცებულმა გამოვხედე
-პატიების უნარი არ გაქვს ხო ასეა? გამეღიმა სევდიანად და რომ არ მეტირა სწრაფად გავეცალე იქაურობას,
გეზი პირდაპირ ანანოს ოთახისკენ ავიღე და დაუკაკუნებლად შევვარდი შიგნით
-მოგდევს ვინმე? შემომიბღვირა დაქალმა
-კიდე მიბრზდები?
-აბა რას დამტოვე?რას გავდა შენი საქციელი?
-ვახოსთან დაგტოვე უცხოსთან ხომ არა?
-ხო კაი,დამნებდა დაქალი
-ისადა რაღაც რომ ხდება შენც ატყობ ხო? გამომცდელად გავხედე აწურულ ქალს
-რა ვქნა და თავი ხომ არ მიარტყი რამეს? რა გამოცანებით მელაპარაკები ამიხსენი თინანო რას მეკითხები?
-ვახოს დამოკიდებულებას შენს მიმართ
-გაგიჟდი შენ? არ იცი ვინ ვართ ერთმანეთისთვის?
-არ გაგიგია მეგობრობიდან სიყვარულამდე რომ ერთი ნაბიჯია?
-მე ეგ სიძულვილიდან გამიგია და სხვათაშორის მაგის პირველი კანდიდატები შენ და თორნიკე ხართ,
-ნუ ბოდავ, ფეხზე წამოვხტი სწრაფად
-მიდი გაიქეცი,სანამდე დამალავ მაგასაც ვნახავ
-მე არაფერს ვმალავ ანანო
-მე ნუ მომატყუებ კარგად ვხედავ როგორ ცდილობ მისი პატიების მოპოვებას, ხოდა ამ უაზრი თავის არიდებით არაფერი გამოვა, ცოტა ვიაქტიუროთ და ეგაა რკინა ხომ არაა არ მოტყდეს
-ბოდიში მოვუხადე და სხვა რაღა გავაკეთო?
-ის ძველი თინანო დააბრუნე და მოიფიქრებს რა გააკეთოს, გამიცინა და ოთახიდან გავარდა.
* * *
ვახომ ლუდის ქილას დაავლო ხელი და გარეთ მჯდომ მეგობარს გვერდით მიუჯდა,
-როგორი კარგია დასვენება
-ნამდვილად, გაეცინა თორნიკეს, ვახო არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?
-მაინც რისი?
-არ ვიცი ეგ შენ უნდა მითხრა, მგონი იცი რა დონეზე გიცნობ და ისიც კარგად ვიცი რა გაწუხებს
-ნეტა შემეძლოს ვთქვა და დავისვენო, ამხელა კაცი ასე აღარ დავიტანჯებოდი
-როდის უნდა უთხრა?
-არასდროს, ამოიოხრა ბიჭმა
-რატო?
-ნუ მიყურებ ეგრე გაკვირვებული ასე იოლი არ არის, მე და ანანო მეგობრები ვართ,
-დიდი ამბავი და ძმა ხომ არ ხართ?
-ის სხვანაირად არ შემომხედავს არასდროს, გარდა მაგისა არც თინანოს აზრი არ ვიცი
-მაგისი აზრი საერთოდ რატო გაინტერესებს?
-ნუ ამბობ ეგრე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და არც ისეთი ცუდია შენ რომ გგონია
-არ გვინდა ეხლა ეს სიტუაციის გამოსწორებები, ძალიან კარგად გამაცნო თავი თავის დროზე ასე რომ გთხოვ მაგაზე საუბრით თავს ნუ დაიღლი.
-მოვა დრო და თქვენ იმაზე მეტად დაახლოვდებით ვიდრე საჭიროა
-მეეჭვება იმედები გაგიმართლო, ამოიოხრა თორნიკემ და სახლში შევიდა,

მოუსვენრად ვცემდი ბოლთას ოთახში,რაღაც არ მაძლევდა საშუალებას დავმშვიდებულიყავი, მინდოდა ეს უაზრო მოსაცმელი ტანიდან მომეგლიჯა ყველასთვის დამენახებინა როგორი ვიყავი და თავისუფლად მეცხოვრა, საკუთარი თავის და კომპლექსების ტყვე არ ვყოფილიყავი, ისევ ის თინანო მინდოდა სარკეში დამენახა თვალები რომ უბრწყინავდა, ის გოგო სხვების გულისთვის თავს რომ დადებდა და ყველასი ყველაფერი უხაროდა, ეხლა ვიდექი სარკის წინ და ჩამქრალ მზერას ვაკვირდებოდი ამდენ დარდს რომ იტევდა, უცებ ერთმა აზრმა გამიელვა და გაცინებული გავვარდი საზარეულოში,ორ ჯამში ბევრი ყინული ჩავყარე და ცივი წყალი დავასხე ზედ, გაჭირვებით ავათრიე მეორე სართულზე და ანანოს შევუვარდი ოთახში
-ადექი ჩქარა
-რა მოხდა? წამოხტა დაფეთებული ფეხზე,
-იდეა მაქვს,გავეკრიჭე და სხაპასხუპით მივაყარე ჩემი გეგმა
-ჰაჰ ეს შენით მოიფიქრე თუ ვინმე მოგეხმარა?
-დამცინიხარ ქალო?
-აბა გადაირიე გოგო? რომელს გამოვასწრებთ იქიდან?
-ხომ არ მოგვკლავენ არა? ცოტას გავერთობით და თანაც დაძაბულ სიტუაციას განვმუხტავთ
ფრთხილად გავნაწილდით დერეფანში და გულედანის საძინებლის კარი შევაღე, მშვიდად ეძინა თავის საწოლზე,კარი მივკეტე და ფეხაკრეფით მივუახლოვდი,ოთახში შემოსული ლამპიონების შუქი პირდაპირ სახეზე ეცემოდა თორნიკეს, რამდენიმე წამით შევჩერდი და კარგად დავაკვირდი, საოცრად მამაკაცური და სიმპათიური იყო,ის იყო ჯამი მოვამზადე რომ გადამევლო და გულედანმა თვალები დააჭყიტა, გაოცებული წამოხტა საწოლზე და იმხელა ხმაზე იბღავლა შიშისგან ჰაერში შევხტი და მთელი ჯამი გაყინული წყალი ტანზე გადავივლე,სხეულში დავლილმა სიცივემ სუნთქვა შემიკრა,აზრზე არაადამიანურმა ხარხარმა მომიყვანა, გაავებულმა გავხედე საწოლზე ოთხად მოკეცილ ბიჭს
-სასაცილოა?თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი
-რას გეგმავდი ქალბატონო? ფეხზე წამოდგა გაბრაზებული სახით
-მე მე ისა ჩვენ ,"რამ დაგიბა ენა ნეტა"შემომიტია მეორე მემ
-ვინ თქვენ აბა? მიმოიხედა ირგვლივ, რა მხედველობის პრობლემა მაქვს და აქ ვინმეს ვერ ვხედავ?
-უნდა გამეწუწე. გავეჯგიმე
-ვინ გაიწუწა ეტყობა, ირგვლივ შემომიარა და უფრო ხმამაღლა ახარხარდა,გაწუწულ ქათამს გავხარ
-გამეცინა, კარგი კარგად
-აბაა მოიცა, ხელი მტაცა და ძველ ადგილას დამაბრუნა, სად მიდიხარ?
-ტანგო უნდა ვიცეკვო, კბილებში გამოვცარი და კარისკენ გავიწიე
-კარგი აზრია,მაგრამ ტანგოს საწოლში უფრო კარგად ვცეკვავ შენ წარმოიდგინე
-გაგიჟდი ხო?
-კიდე მე გავგიჟდი? შუაღამისას ოთახში მივარდები და მე ვარ გიჟი?
-ხოდა მივდივარ ბატონო გამატრე,
-ვერსადაც ვერ წახვალ.
-არ ხარ ადეკვატური,ვიხუმურეთ მორჩა,ვცდილობ ჩვენს შორის სიტუაცია დავალაგო, მხოლოდ და მხოლოდ მაგიტომ წამოვიწყე ეს უაზრო თამაში
-ხოდა აზრიანს მე გავხდი
-ნუ ბავშვობ თორნიკე,
გულედანი სწრაფად მიტრიალდა და კარი გასაღებით გადაკეტა
-რაა გააკეთე? თვალები გამიფართოვდა
უცებ გვერძე ოთახიდან ვახოს ყვირილი და ანანოს შეკივლება გაისმა
-ვიღაცას შენზე მეტად არ გაუმართლა. გაეცინა თორნიკეს და გასაღები შორტის უკანა ჯიბეში ჩაიდო
-არა შენი ბედი რომ შორტით მძინავს თორე ხომ მიიღებდი ინფაქტს
-უზრდელი ხარ, გამიღე ეხლავე კარი
-ტყუილად ირჯები,ისე ეგ სველი ტანსაცმელი განსაკუთრებით გიხდება,მიდი გაიხადე და ჩემს მაისურს მოგცემ
-შენ ვინ გგონივარ?
-ვინ უნდა მეგონო? შენი საქიელებით თუ ვიმსჯელებთ ერთი უზრდელი გოგო ხარ, ჩაცმულობით აშკარად ბებიაჩემს ჯობნი, აბა ვის აცვია შუა აგვისტოში ასე თბილი საღამოურები და ზედ კიდე ეს მოსაცმელი
-ენა ჩაიგდე სანამ ჯერ კიდევ გაქვს
-უფ უფ შემეშინდა, ხედავ ხელები მიკანკალებს. მიდი თინანო მიდი თამამად გაიხადე
-ეხლავე გამიღე კარები, ვუყვირე ხმამაღლა და სახელურს ვეცი,უკვე ისტერიკა მემართებოდა ისე მინდოდა ოთახიდან გაღწევა, გულედანი სწრაფად გაჩნდა ჩემთან და ხელები გამიკავა
-მორჩი ისტერიკას, დამიყვირა და საწოლისკენ მიბიძგა
-ბოდიში თორნიკე მაპატიე, მეტს აღარ შეგაწუხებ არასდროს, ოღონდ ეხლა აქედან გამიშვი და საერთოდ წავალ ხვალვე და ნერვებს აღარ მოგიშლი
-ჩემი გეშინია?ხმა გაუცივდა ბიჭს
-თორნიკე
-მიპასუხე,ტონს აუწია გულედანმა
-მრცხვენია, ამოვილუღლუღე და თავი დავხარე, მრცხვენია ყოველ დღე ამ სამი წლის მანძილზე,სინდისი დაძინების საშუალებას არ მაძლევს, თავში გამუდმებით შენი სიტყვები მიდგას და სუნთქვას მიკრავს,აქ მტკივა,ხელი გულზე მივიდე და გაშეშებულ გულედანს ცრემლიანი თვალებით ავხედე
-რა მოხდა თინანო? ჩემს წინ ჩამოჯდა, რა უქენი იმ გოგოს მე რომ გავიცანი?
-იმ გოგოს მეც არ ვიცნობდი გულედანო,რომ მკითხო ვერ გიპასუხებ რა დამემართა მაშინ, ისიც არ ვიცი რისი დამტკიცება მინდოდა შენი გულის ტკენით
-რა მოხდა უნდა მითხრა
-იქნებ გითხრა კიდეც ოდესმე მაგრამ დღეს არა, არ მინდა ჩემი სიტყვები სხვანაირად მიიღო ან იმ ამბავს დააბრალო რასაც ადრე თუ გვიან გაიგებ,ამ აზრზე ძალიან მალევე დავდექი უბრაოდ დამაგვიანდა გაღვიძება და შენთვის ბოდიშის მოხდა, გამასწარი და საქართველოდან წახვედი
-მაგრამ ისევ დავბრუნდი, ეხლა შეგიძლია მითხრა რაც მაშინ ვერ მითხარი
-მაპატიე თორნიკე
-ძალიან დაღლილხარ, ჯობია წახვიდე და დაისვენო,სიმწრით ჩამეცინა,გულედანმა კარები გამიღო და ხელით მანიშნა გავსულიყავი,ფეხზე მძიმედ წამოვდექი და ზღურბლზე შევჩრდი
-მეტად თავს შენთან არ დავიმცირებ,კარგად გულედანო
ბოლომდე მეგონა რომ გამაჩერებდა ან დამიძახებდა მაინც მაგრამ ჩემს სმენას კარის დაკეტვის ხმა მისწვდა და მივხვდი არასდროს დაივიწყებდა ჩემს სიტყვებს და ვერც მის პატიებას ვეღირსებოდი.მე კიდე დებილს უნდა მეღიარებინა რომ თორნიკე გულედანი თავდავიწყებით მიყვარდა, როგორ? არ ვიცი ვერ ავხსნიდი მაგრამ ის პიროვნება მიყვარდა რომელსაც მიზეზიანად ვეზიზრებოდი.



თამო შენი ხათრით. :*скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ Salo123

ბოლოს ხომ ერათად იქნებიან??

 



№2  offline √ წევრი ™ du-da

Salo123
ბოლოს ხომ ერათად იქნებიან??

:*:*

 



№3  offline √ წევრი ™ mia15

კარგია ძალიან მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.მალე დადე.

 



№4 √ სტუმარი ™ Teo

Saswaulad momwons.ardaagviano,male dade

 



№5  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

ძალიან მაგარი იყო.იმედია დაასრულებ.აუ ბოლოს ამატირე კიდეც.გამიხარდა ასე მალე რომ დადე ახალი თავი
--------------------
ლ.ქ.

 



№6 √ სტუმარი ™ Guest ანი

მალე დადე შემდეგი თავი რააა... ველი მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent