შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ?(10)


21-07-2017, 13:33
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 756

შენ?(10)

-საცოლეააა ... ბებია საცოლეააა ჩემი
-საცოლეა?
-საცოლე ვარ?-ქალის გამოცოცხლება გაცინება და თებეას გადაფითრება ერთი იყო. თავში ერთი სიტყვა უტრიალებდა და ნელ-ნელა იკეცებოდა.მაგიდაზე დაყრდნობილი რომა რ ყოფილიყო ალბათ წაიქცეოდა.
-ბებოოო შენ გენაცვალეე ხომ გეუბნებოდი ბავშობაში შენ მაგ წითურს ცოლად მოიყვანთქო ...
-ბებოოო კარგი ახლა ... არავინ იცის ჯერ და გთხოვ რა საიდუმლოდ შეინახე. მინდა სიურპრიზი მოვუწყოთ ჩვენებს შენგან განსხვავებით ისინი არ ელოდნენ ამ ამბავს და ხომ არავის ეტყვი ბებო?
-რა დასამალი ამბავი ესაა ... რა დაგიწუნებენ ამისიანები თუ გოგო არ მოეწონება ვითომ დედამთილს . ორივე ერთად არ გაიზარდეთ? ელენას როგორ გაუხარდება...ჩემი ჭკვიანი ბიჭიიი კიდე კაი ისე არ მოვკვდი ბებია რო არ გავიყოლე შენი დარდი...აქამდე მეგონა გემოვნება არ გქონდა ასეთი გოგო გყავდა გვერდით და როგორ არ მოსწონსთქო ვფიქრობდი...როგორ ეჩხუბება ამ ანგელოზივით ბავშვსთქო
-კარგი ნანი დამშვიდდი ცუდად არ გახდე
-რა გამხდის შე კაცო ახლა ცუდად ... ერთი გოგო მყავს ვიფიქრე ის მაინც გააჩენს ბევრ ბავშვსთქო და თქვენ ორის გარდა არ შეიწუხა თავი და ახლა რო ვფიქრობდი შვილტაშილის გარეშე მივდივარ ამ ქვეყნიდან-თქო ის გოგო არ თხოვდება აბა და ... კაცმა ცოლობა თხოვა ორი წლის წინ და ეს არ მიყვება მაგი რანაირი დათანხმება იყო ერთი გამაგებინე! თქვენ ხო დაქორწინდებით ბებია მალე.... მალე უნდა მოიყვანო შე კაცო თორე ხო ხედავ ვეღარ ითმენ და ბარემ საქმე გამოვა და ერთი შვილთაშვილი მაინც ...
-ბებოოო ბებო ერთი ვაკოცე რამ გაგაიჟა ... რა დროს ქორწილია ახლა ჩამოვედი
-იცოდე ყველას გავაგებინებ თქვენს ამბავს მერე ლელა და სოფო მოაგვარებენ თქვენს ქორწილს და ვნახავ ერთი რას იზამ...ბებიაშენი გადაირევა თებროლე..ეს რომ წავიდა ორივეს გადაგვეწურა იმედი გვეგონა დაინგრა ჩვენი გეგმები ,მაგრამ აწი რა მომკლავს
-ამდენს თუ ილაპარაკებ ბებო ცუდად გახდები...დამშვიდდი ახლა .საერთოდ რომ მოდიოდი რატომ არ ვიცოდი?
-აბა ბებია შენ არ ჩამოხვედი და მოვედი ისევ მე რომ მენახე ! კი მინდოდა დამეტუქსე ამდენი ხნის უნახავი ბებია როგორ არ მომიკიტხეთქო ,მაგრამ ახლა ისე გამახარე როგორ გეტყვი რამეს
-კარგად ხარ მართლა? წნევას გაგიზომავ თუ გინდა
-რატ მინდა წნევის გაზომვა თუ კაცი ხარ ...გადი იქეთ . ეს პარკები აიღე ხილი და ყველი და რაღაც-რარაცეებია შიგნით მაგიდაზე დაალაგე ...ისე ბებია რა წესია რავა შეიძლება ასე მოქცევა შე კაცო ჩვენ დროს ქლს ზედმეტად თუ აკოცებდ აკაცი უპატივცემულობა იყო და ახლა რო წააწვინე ეს გოგო და კოცნი...უიმე არ ვიცი არ ვიცი დამანებე თავი
-ბებიაა კოცნა რო უპატივცემულობა იყო იმიტო არ გყავდათ ერთი გოგოს მეტი
-ოხ შე მაიმუნოო ... მემასხრე ხო და ვნახოტ ერთი შენ რამდნეი გეყოლება
-ერთს მომასწრეო და
-ტიტუუუ გინდ ამალე მოვკვდე ხო? იქედან ვერ დავინახავ ნეტაი თუ რა . ეს გოგო რას გაშეშდა იქანა ... რა უქენი ბიჭო ასეთი აკოცე თუ
-გული გაუხეთქე იმხელა ხმაზე დაიყვირე ხო ხედავ ... თებეაა ამოიღე ხმა
-მე ... ძალიან მრცხვენია და შემეშინდა ძალიან ვიფიქრე ცუდად გახდით - ზლივს ამოილუღლუღა და ქალს გაუღიმა.ნანისაც მეტი რ აუნდოდა უცებ მოევხია და დაუკოცნა სახე
-ჩემი ლამაზიი გოგოო...ჩემი ბამბის ქულა , დახატული გოგოო
-წავალ ბებო შენს ჩანთებს ზემოთ ავიტან ...
-მეც წამოვალ მივეხმარები - თებეამ უცებ დაიხსნა თავი და უკან გაეკიდა დემეტრეს. მეორე სართულზე დაეწია ხელი ჩაავლო და საძინებელსი შეაგდო.
-რა უთხარი გაიმეორე ...გაიმეორე მიდი რო დავრწმუნდე რომ არ მომეჩვენა და მერე მოგკლა!-ყველაფერი ესროლა ხელში რაც მოჰყვა,მთელი გარდერობი თავზე დაამხო ხმაური რომ არ გამოეწვია ტანსაცმელს ესროდა ისიც ოთახში დარბოდა და იცინოდა
-კარგი დამშვიდდი რა მოხდა არავის ეტყვის ...აბა გულს ხო არ გავუხეთქავდი ქალს,ხომ შეხედე რა ცუდად იყო
-სხვა რამე გეთქვა
-რა მეთქვა სხვა...სხვა რა დააწყნარებდა მითხარი ერთი .მადლობას უნდა მეუბნებოდა სახელი რომ არ გაგიტეხე ბებიკოს თვალში ...ხომ იფიქრებდა მერე იმნაირი გოგოაო
-ავადმყოფოოო ყველაფეირ შენი ბრალია
-რა ჩემი ბრალია მეტაკე და მაკოცე...ხოდა კაცი ვარ და თავი ვერ შევიკავე ,ფაქტობრივად იძალადე
-მე გაკოცე? მე გეტაკე? რა გინდოდა რას მიფათურებდი მერე ხელებს კოცნას ვერ დაჯერდი?
-მოიცა არ დავჯერდი და მე არ მახსოვს? ახლა არ მითხრა ისევ მგონია რო ბავშვები კოცნით ჩნდებიანო ...თავი ფეხმძმედაც ხო არ გგონია სადღაც 5 ბავშვი უნდა გყავდეს უკვე
-კიდე რო ხუმრობს...ხო ხარ ახლა ღირსი მთელი გეგმა ჩაგიშალო და ყველას გავაგებინო რომ ორივე დავშორდით ჩვენს მეწყვილეებს და ერთად ვართ ! ჩემგან არავის გაუკვირდება აი შენ რას იტყვი დის დაქალი შევაცდინე,საცოლე მის გამო მივატოვე და ახლა ბედნიერი ვარო?
-გგონია მაშანტაჯებ? სიყვარულს რას გაუგებ
-ხოო? და შენი გეგმა რომ ჩაიშლება?
-ბოლოს მაინც უნდა დავშორებულიყავით მე და ნუცა
-ხოო? და ის ბოლო დღეს რომ დადგეს გაწყობს?
-ასე ნუ იცინი... გითხარი მე შენ
-რა მითხარი რააა შე იდიოტო გამოთაყვანებულოოო საერთოდ რა გინდოდა? რომ მიეტრეოდი ოთხი წლის წინ რას მაკოცე რა ჯანდაბამ წამოგიარა...მეტი ვერაფერი მოიფიქრე შე დეგრადიულო ტვინგანუვითარებელო და ახლა ცოლობაო? პირდაპირ ღვთის სასჯელი ხარ და გეფიცები ბოლოს მართლა მოგკლავ ეს ამბავი მამაჩემმა და დედაჩემმა რომ გაიგონ !
-რატო ისე გაუხარდებათ მართლა დაგვაქორწინებენ
-შენ ძალიან გინდა ხო ჩემი ცოლად შერთვა...არაჩვეულებრივი აზრია მაინც ვერ ვთხოვდები შენი გადამკიდე ნევროზი მაქ ფსიქოზში გადამეზარდა უკვე ქალის სახე დავკარგე ვინ მომიყვანს ცოლად შენი გამწარებით მაინც ვისიამოვნებ მთელი ცხოვრება ხვალვე გამოგყვები და დარჩენილ ცოხვრებას გაგიმწარებ
-ისე თუ დამატკბობ როგორც რამდნეიმე წუთის წინ...თანახმა ვარ . ვერაფერს გააკეთებ ისეთს რაც არ გაგიკეთებია და რასაც შენი ტუჩები ვერ დამავიწყდებს
-ხოოო როგორ არააა ა თურმე რა ყოფილა ... ახლა არარ გიკვირს როგორ მოვწონვარ ამდენ ბიჭს შენც რომ შედი მატ კატეგორიაში?
-მათ კატეგორიაში არ ვარ და არც არასდროს შევალ! საერთოდაც ვინ გიტხრა რომ მომწონხარ და მე აასდროს მითქვამს მახინჯი ხარ და მაგიტო მიკვირს თაყვანისმცემლები რომ გყავს-თქო
-ღმერთო ასეთი რა დაგიშავე ეს რომ გამომიგზავნე
-მეც მაგას ვეკითხები,მაგრამ არ მპასუხობს .თუ გითხრას მეც გამაგებინე
-კიდე რო მაგჟებს ერთი შეხედე რა ..>შეხედე ღმერთო და გააქრე დედამიწიდან
-გაქრობაზე რომ ვისაუბრეთ კარგად დავასრულეთ და ახლაც იგივე გინდა ,შორიდან უვლი ხომ? მოდი გაკოცებ ჩემით...აღარ მიკბინო თორემ შხამს ვეღარ გავუძლებ დღეს მართლა არ მოვკვდე- უცებ მიიზიდა თავისკენ და კოცნას აპირებდა თებეამ ბალიში რომ აიღო და პირდაპირ სახეში მოარტყა
-არ გაბედო და აღარ მაკოცო ! ერთი კოცნა გამიხადა კოშმარად...ჯანდაბააა რა გავაკეთო ახლა რაა...არა როგორ არ ვიცი ძალიან კარგად ვიცი არ მომასვენე და მიიღებ იმას რასაც იმსახურებ !- უცებ თქვა სანამ დმეეტრე სახეზე ისვამდა ხელს და ბალიშიდან გადმოცვენილ ბუმბულებს იშორებდა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.
-ბავშვებოოოო სად ხართ? არ გადამრიოთ ახლა გამოდით დროზე...ლალის დავურეკე და მალე მოვალთო . ელენაც მოვიდააა - გარედან გაიგეს ნანის ხმა ,მაგრამ დემეტრე კოცნის შეწყვეტას არ აპირებდა. თებეამ ხელი კრა და საწოლზე დააგდო ,მერე ზემოდან დააჯდა და ყელზე გადავიდა
-თებეაა ...გაჩერდი ,ნუ გამაგიჟებ იცოდე
-ჩშშ - ხელი ტუჩებზე დააფარა და ყელში უკბინა , ისე ჩაასო კბილები მახალდიანმა ღმუილი დაიწყო - ხომ გინდა ჩემი მოფერება...ხომ ძალიან გინდა. ამ ოთხ წელში ხომ ამოგიტრიალდა ტვინი ...ხოდა ვნახოთ რამდენად კარგად გამოგივა ჩემი შებმა ,გინდოდა თამაში? ვიწყებთ საყავრელო - ზემოდან დახედა ღიმილით,აწითლებული ლოყებით, აცეჩილი თმა მკერდზე ჰქონდა ჩამოყრილი და არანორმალურივით გამოიყურებოდა .წამში მოშორდა დემეტრეს და სანამ მკლავში წვდებდოა და გაგიჟებული რამეს უღრიალებდა მანამ გავიდა ოთახიდან. მისაღებში ელენა ვაჩე და ნანი ისხდნენ. ნანის ამჯერად მათ წყვილზე ჰქონდა იერიში მიტანილი და ელენა გასაქცევ გზას ეძებდა.
-თებეე როგორ ხარ?
-მე კარგად და ვაჩიკოს ხელი როგორ აქვს?
-კარგად... მალამო წამისვა ელემ და აღარ მტკივა
-რა უნდოდა ცხელ მადუღარასთან მითხარით ერთი სულ გაგიჟდით ეს ახაგაზრდობა რა... სად დატოვე დემეტრე ბებო?
-დემეტრესთან ერტად იყავი ? ხომ არ მომიკალი გოგო მომავალი ცოლისძმა
-ხო აბაა სულ კლავს ბებია მაგი ... მასე ხოცავენ ერთმანეთს- ნანიმს სიცილით თქვა და თებეა უარესად გაწითლდა
-ასეთი წითელი რატო ხარ სააბაზნაოში იყავი ? ცხელ წყალში იწექი თუ რა გჭირს
-ნერვები მომიშალა შენმა ძმამ და ხო იცი როგორ მემართება
-აბა რა ბებო იცის იცის...ნერვების მოშლამ. მეც რო „მაბრაზებდა“ ჩემი ცხონებული ქმარი ასე მეგონა ცეცხლი მეკიდა
თებეას გაქცევა და დემეტრე სმოკვლა უნდოდა ამ დროს სანამ ნანი აგრძელებდა ჩარტყმების გაკეთებას. ბატონი კი არ ჩანდა,როგორც იქნა ჩამობრძანდა ჩვეული შეკრული წარბებით და მკვლელი მზერით. ვაჩეს გვერდით დაჯდა და მშია რამე გააკეთეთო ამის გარდა არაფერი უტქვამს.მერე დუდუ მოვიდა , ნანი სამზარეულოდან რომ გამოვიდა უცებ დაიკივლა
-ვაიმეე დედაა ხო ვერ შეგეჩვიეთ რაა...სულ მგონია რო გაორება მეწყება. წნევა რო მაქ ხოლმე ორს ვხედავ ყველაფერს .როგორ ხარ დუდუ?
-კარგად ნანი ბებო თქვენ როგორ ხართ?
- რა მიჭირს შვილო... ამათგან დავიწყებული ისევ მე მოვაკითხე და სანამ გამიძლებენ დავრცები. ეს ჩემი გოგო სახლში მოსვლას არ აპირებს ნეტა?
-მოვა მალე ბებო...მოდი მომეხმარე რა
-თებეა მოგეხმაროს ...მე სადღა შემიძლია ამხელა გოგოა კი უნდა იტრიალოს ახლა ამან სამზარუელოში აბა როგორ უნდა
-ვაიმეე თებეამ რა იცის ბებო მოგვწამლავს ყველას
-მართლა არ გისწავლია გოგო არაფერი? სირცხვილია ბებია , ამხელა გოგო ხარ გათხოვებას მაინც არ აპირებდე ...ნწ ნწ ნწ ამ ახლაგაზრდებს კაცის მეტი არაფერი უნდათ იმ კაცს ჭამა რომ უნდა და ისე ქე წეიქცევა და აღარაფრის თავი ექნება მაგაზე კი არ ფიქრობენ
დიდხანს იკავა დემეტრემ თავი,მაგრამ თებეას სახე რომ დაინახა ხარხარიდ აიწყო. ვაჩე ხო ისედაც იგუდებოდა ,მაგრამ ბოლოს ისიც ხმამაღლა იცინოდა
-მოიცა ეს ვის უთხრა...ელემ ზეპირად იცის რა მიყვარს და ისედაც ყველაფერს აკეთებს
-აუცილებლად ვინმესთვის უნდა ეთქვა?
-სწორი თქვა ისე რაღაც მხრივ...შენ შენ ნიკუშას რა უყვარს ვაფშე იცი?
-აუუ დუდუუ რა მნიშვნელობა აქვს მე გავუკეთებ თუ რესტორანში შევჭამთ
-აბაა რაა კაცი პრეზიდენტობას უმიზნებს და პირველი ლედის მომზადბეული კერძები რათ უნდა ადგება და პირდაპირ რესტორანში ივახშმებს..მზარეულები ეყოლება და ამბები-დუდუ იცინოდა და თებეა ბოლს უშვებდა უკვე
-იმ გოგოს არ გაგვაცნობ ცოლისძმავ? სანამ ნანია აქ ბარემ მოიყვანე არ გინდა ბებომ შეგითვალიეროს საცოლე?
-სასიძოვ ისე ქენი რომ სამუდამოდ სასიძო არ დარჩე და ოდესმე სიძე გახდე...სხვის საქმე ს კი შეეშვი
-ოჰ , რო არ იჯუჯღუნო ისე არ ქნა რა .მადლობა ღმერთს ჩემი ანგელოზი შენ არ გგავს თორემ რა მეშველებოდა
-დღეს რომ გირეკავდით სად გქონდა ტელეფონი...რომ წახვალთ სახლში მეც გამიყვანეთ!
-აქ აღარ რჩები? აბა რისთვსი გამოგვაქცუნე
-აღარ ვრჩები გამახსენდა რო ხვალ სამსახურშ ვარ წასავლელი და აქედან ხომ არ წავალ
-რა სამსახურში?აგიყვანეს იქ შენ რო გინდოდა ? მერე აქ რა გვინდა თებეა?ა რ უნდა ავღნიშნოთ?
-აუუ დუდუუ შენ სულ გალოთდდი ამ ბოლო დროს ! რა ვიცი ჯერ იქნებ არც დამტოვონ ! წავედი მე ...ტაქსს გამოვიძახებ . ტელეფონი ნიკუშასთან დამრჩა საერთოდაც იქ ვაპირებდიდ არჩენას და ახლაც იქ გავალ..ტანსაცმელიც მაქვს იქ და
-მანდ დაჯექი! მე გაგიყვან მერე სადაც საჭიროა იქ !
-ხოო? მომემსახურები საყვარელო? იწყებ უკვეე? ვაიმეე რა კარგიი ხაარ
-რა გჭირს თებეა? ვინაა კარგი?
-საქმე არ გაქვთ თქვენ ორს? შენ საცოლეს მიხედე, შენ რძალს და დამასვენეთ ...წავედი !
-რა გჭირს გოგო ასეთ ხასიათზე ბოლოს ეს რომ წავიდა იმ დღეს იყავი
-ცუდად გახსოვს..ეს რომ დაბრუნდა იმ დღე სვიყავი ...რომ წავიდა მთელი რამე კლუბში ვიყავი და იმდენი ვიცეკვე ფეხზე ვეღარ ვიდექი მეორე დღეს! ფული მომეცი ...საფულეც არ მაქვს- დუდუს წინ დადგა და ხელი გაუწვდიანა
-გაგიყვან რა ფული ტო... ტაქსით ხო არ გაგიშვებ ამ შუაღამეს
-არ მინდა გაყვანა!
-რამ გიკბინა დღეს რა იყო
-ვახშამი მზადააა...მართალია დაწვა წვნიანი ბატონმა დემეტრემ...მაგრამ მაინც მოვახერხეთ რაღაც . მოდით რას ელოდებით
-თებეას წასვლა უნდა დაელაპარაკე ...ჩვენ დავსხდებით მიდი პრინცესა სწრაფად დააშოშმინე ეს გადარეული
ბიჭები გავიდნენ ელენა კი წამში გაჩნდა თებეასთან
-რა ხდება ტკბილო? რატომ ხარ ასეთი აღელვებული და სახეწაშლილი?
-ცუდად ვარ... შენი ძმა მხიდს ცუად და რა გიკვირს? რაც ჩამოვიდა მას მერე რომელ დღეს ვიყავი კარგად? არ მითხრა ახლა დარჩიო თორემ გავგიჟდები ...ცუდად ვარ ნიკუშა მინდა
-ელენე დაგვტოვე... - დემეტრეს ხმა წამში გაისმა მკლავზეც მოეხვია მისი ხელები და თავისკენ შეაბრუნა
-კარგი რა დმეეტრე რა გინდა?
-ელენე გადი !
-წადი ელიკო წადიი...ხვალ გნახავ .
-თებეააა
-რა იყო ელენა? შენს ძმას აღარ ენდობი მოვკლავ თუ რა ხდება ვერ გავიგე რაც წავედი ამ ოთხი წლის განმავლობაში სულ მთლად შეიცვალე თუ რა არის
-ნუ უყვირი ელენეს ! ვინ მოგცა უფლება მასზე რომ იყრი ჯავრს?
-შენ გაჩუმდი ... ნიკუშაა უნდააააა მაგ შენს ნიკუშას რომ გავაქრობ მერე ვინ მოგინდება
-ჩემი სურვილების სიაში შენ რომ არ იქნები სულ რომ ამოწყდეს კაცი დედამიწაზე შენს გარდა მაგაში ხომ ხარ დარწმუნებული
-დარწმუნებული ვარ რომ შენთვის ისედაც არაა ჩემს გარდა კაცი ამ ქვეყნად და მხოლოდ მე ვარსებობ
-ხო არა? და ქალები ამ დროს ოხრად ყრია?
-კი ... იმიტომ რომ არ ინდომებ საერთოდ
-არ ვინდომებ? აჰაა ანუ მე უნდა მოვინდომო შენი ხელში ჩაგდება? რა ავად ხარ შე საწყალო...როგორ გამქრა ის ციცქნა ტვინი რაც გქონდა.ახლა მედიცინის ვერცერთი მიღწევა გიშველის
-სახლში მიგიყვან ან აქ დარჩები .აირჩიე !
-შენ ძალიან მოირგე საქმროს როლი...მოახერხებ ვითომ ორი ქალის საქმრო იყო? ბოლოს ორივე სხვამ არ აგახიოს ფრთხილად იყავი !
-მორჩი ეჭვიანობას რა ვეღარ დარწმუნდი რომ არაფერია ჩემსა და ნუცას შორის - სახეზე მოეფერა და ტუჩის კუთხე კბილებშორის მოიქცია
თებეა მის ტუჩებს უყურებდა ,თავი ინსტიქტურად გადახარა დმეეტრეს ხელისგულისკენ
-აიი ასეე ალქაჯოო ...ახლა კი ვივახშმოთ-ღიმილით თქვა ,ხელი მოაშორა ლოყიდან და სამზარეულოსკენ წაიყვანა.
მაგიდასტან ისხდნენ,ყველა ლაპარაკობდა მხოლოდ ისინი იყვნენ ჩუმად და ერთმანეთისკენ აპარებდნენ მზერას. თებეამ ფეხზე შეხება რომ იგრძნო ლუკმა გადასცდა და ლამის დაიხრჩო, დემეტრემ თავი რომ დახარა და გაიცინა თან ისე რომ ხელი არ მოისორებია მისი ფეხისთვის ,ბრაზისგან გამწარდა . მაორე ფეხი გაშალა და ბარძაყზე ისე მიარტყა რომ სანტიმეტრებით ასცდა ცენტრალურ წერტილს. მახალდიანი ინსტიქტურად რომ გაიწია უკან და ლამის აყირავდა სკამიდან თავად გაიცინა და წვენი მშვიდად მოსვა.
ლალი რომ მივიდა ელენა მაშინვე მოიტაცა და საძინებელში შეკეტა. საწოლზე დასვა და ელვისსისწაფით დაიწყო საუაბრი.ყველაფერი
-წარმოგიდგენია? შენი ძმა და მე ვაკეთებთ ამ ყველაფერს...ვაიმეე ახლა რომ ვფიქრობ და მხოლოდ ტვინის ის ნაწილი მოქმედებს რომელიც ჩემს შნაგან ქალღმერთს არ ცნობს გული მერევა. ეშმაკს როგორ ვაკოცეე ჯანდაბააა შენი იდიოტი ძმა ასეთი სექსუალური როდის გახდა და საერთოდ კოცნის ნიჭი დაჰყვა ყველა ნიწის ნაცვლად თუ რამე კურსები არსებობს და იმაზე დადიოდა
-იცი ჩემს ძმაზე ლაარაკობ
-ნუ იხსენებ მაგას... აბა ვის ველაპარაკო გირჩევნია არაფეირ იცოდე? ვაიიი ვაჩეს რამეს ეტყვი და ენას ამოგაცლი.ვაჩე დუდუს ეტყვის და მერე ორივე ერთად ამომხდიან სულს.ნანი დიდხანს არ წავა და ეგეც მეყოფა, მეშინია თებროლეს არ დაურეკოს თორე იმან თუ გაიგოოო მერე ყველას ეცოდინება სოფელს, ქალაქს,მტერს და მოყვარეს. მეტი ჯოჯოხეთი რა გინდა მისი საცოლე რომ ვეგონო ვინმეს! წარმოიდგინე რას იტყვიან გოგოს საქმრო აახიაო ...მაგრამ მაგას რას დავეძებ მე თებროლე ჯიქია მაგ დეგრადირებულის საცოლე? გამორიცხულია!
-რამდნეიმე წლის წინ გონებაშ ვერ გაივლებდი ჩემი ძმის მკლავებში თუ იკვნესებდიდ ა საერთოდ მის ცდუნებას ეცდებოდი,მითუმეტეს მის სხეულზე ისაუბრებდი და იმაზე თუ რა კარგი კოცნა იცის .მაგრამ ნანი რომ არ მოსულიყო რა ვიცი ჩემი სამზარეულო რისი მომსწრე გახდებოდა
-კიდევ კარგი მაგასთან დაწოლას არ ვაპირებ თორემ როგორ გინდა მოგიყვე როგორ მქონდა სექ*ი შენს ძმასთან...სად გადავრჩი?
-აბაა ეგ ერთი პრობლემაა მარტო ...შენ ძალიან ფიქრობ და რა იცი ნუ გამორიცხავ
-ელენა მორჩი ხუმრობას ,ნუ გაგატუტუცა ვაჩემ მთლად!
-ისე ბებოს ვეთანხმები ხომ იცი
-რაში
-იმაში რომ საოცარი წყვილი ხართ და ჩხუბის ნაცვლად სიყვარულით რომ ტკბებოდეთ ჩემი ბებიკო შვილთაშვილსაც მალე მოესწრებოდა და საერთოდ რა ბავში გეყოლებათ ერთ წუთს წარმოიდგინე შენ რიჟა ის შავი ...ვაიმეე ბავში შეიძლება დაიბადოს წითელი თმით და შავი თვალებით ! არ გინდა ახლავე რომ გახვიდე ჩემი ძმის ოთახში? მაგასთან ხო იცი ისეთი კედლებია ხმა არ გამოვა და ძმისშვილსაც ...
-ელენა გაჩუმდები თუ დემეტრესთან ერტად შენც მოგკლა?
-მეე? მე მეუბნები მაგს?
-ასე ნუ მიყურებ თორემ გული წამივა ..ნუ იცი ელენე ასე . ნუ გაქვს ასეთი მზერა და საერთოდ ასეთი თვალებიიი1 წავედი მე
-სად...-ელენამ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ისე გავარდა ოტახიდან.დარეტიანებული ინსტიქტურად შევიდა დემეტრეს საძინებელში, მართლა იქ იძნებდა სულ და რა ექნა მიჩვეული იყო ! ფეხსაცმელიც გაიხადა და საწოლში შეწვა,შუქი ჩააქრო ბალიშს მოხვია ხელები და დაძინება სცადა. თვალები ისე მაგრად დახუჭა ,საკუთარ თავს აიძულებდა დაძინებას,მაგრამარაფერი გამოსდიოდა.შემდეგ კარი გაიღო ,სიბნელეში ვიღაც მიაბიჯებდა საწოლისკენ.პარალელურად იატაკზე ტანსაცმელს ტოვებდა მერე საწოლზე დაეცა ,უფრო სწორი იქნებოდა რომ ვთქვათ თებეას .
-რა ჯანდაბააა...აქ რა გინდა შენ
-მე რა მინდა თუ შენ! არ გითხარი შენი საწოლი მეორე ოთახშია-თქო?
-ეს ოთახი ჩემია !
-მე სხვაგან ვერ დავიძინებ
-ახლა გგონია გეტყვი წადი-თქო? რადგან გინდა ჩემ გვერდით ძილი და ასე მოგენატრა მე წინააღმდეგი არ ვარ! - საწოლში კომფორტულად მოთავსდდა ხელი საბნისქვეშ შეაცურა და კიდეზე მიწეული თებეა თავისკენ მიზიიდა
-რა...რა გამიშვი ხელი ! შენ ხო არ გაგიჟდი ,შიშველი ხარ?-ყველაფერი ერთბაშად მიაყარა და აფართხალება სცადა
-შენ ისევ ჩემი დის კოპლიანი პიჟამა გაცვია ? რომელი ფეხი იყო დღეს რომ დამარტყი და კინაღამ შემიწირე?
-შეეშვი ჩემს ფეხებს და ხელი გამიში თორემ ვიყვირებ!
-ხმა არ გადის ამ ოთახიდან,კარი კი ჩავკეტე უკვე ...დილით რომ არ შემომვარდნოდა ვინმე ,არ მიყვარს რომ მაღვიძებენ
-შეიშველი ძილი როდის დაიწყე
-შიშველი არ ვარ ჯერ ეს ერთი და მეორეც ცხელა შარვალში და მაისურში .შენ არ გცხელა?
-მე თუ გავიხადე შენ უფრო დაგცხება და მეშინია არ დაიწვა
-რომ გითხრა არ დავიწვებითქო გაიხდი?
-რომ გითხრა აუტანელი ხარ-თქო დაიჯერებ?
-ისე მეუბნები დავიჯერებ - ჩაიცინა და ცხვირი მის ყელს გაუხახუნა -ისევ ისეთი სუნი გაქ
-რას ბოდავ ნეტა იცოდე! ტყუპებმა რამე დაგალევინეს თუ რა ხდება , საიდან იცი შენ მე როგორი სურნელი მქონდა ადრე და საერთოდ იმ ლონდონში ქალი არ გყავდა ან აქ რომ ჩამოხვედი ვინმე ვერ იპოვე რომ ჩაგეცხრო შენი ჰორმონები?
-გიპოვე ვერ ხედავ?
-აჰ მაგისთვის მიპოვე ხომ? ასე გახდა ჩემი ადგილი შენს ცხოვრებაში? იმ ყველაფერთან ერთად რაც ცხოვრებაში გითქვამს და დაგიბრალებია ახლა კახ*ა გავხდი რომელიც ნებისმიერს უოკებს ჟინს ,შორს წასვლა არ გინდა და ...
-ღმერთო რატო შეუძლია სულ გააფუჭოს ყველაფერი, უაზრო დასკვნები გამოიტანოს და ისეთი რამე თქვას შოკში რომ ჩამაგდოს გამაგებინე რატომაა ასეთი სულელი რატოოომ ! გოგო რას ბოდავ თუ ხვდები საერთოდ
-არ მაინტერესებს მე შენი აზრი და საერთოდ შენ რა გინდა . მთავარია მე რა მსურს და შენ ჩემს სურვილებში არ ხარ ნუ უნდა მოინდომო რომ იყო და რაღაც მეეჭვება რომ შეძლო - საწოლიდან მაშნვე წამოფრინდა როგორც კი დემეტრემ ხელები გაუშვა.კარისკენ წავიდა მაგრამ ძირს დაგდებულ ფეხსაცმელს და ხალიჩას ერთდროულად წამოედო და იმდენი იფართხალა რომ არ დაცემულიყო ისევ საწოლისკენ გადავარდა
-ხომ ხედავ ვერ მიდიხარ მე რომც გაგიშვა აზრი არ აქვს
-აიიი ფეხიიი როგორ მტკივააა ისევ იგივე ადგილას ვიტკინეეე ახლა მგონი მართლა მომტყდააა - სლუკუნი დაიწყო და დემეტრესაც მეტი რა სჭირდებოდა წამსვე მასთან გაჩნდა.
-რატო არ იცი სიარული გამაგებინე...მთელი ცხოვრებაა ასე ხარ წამოვარდები გაბრაზებული და წინ აღარ იყურები- შუქი აანთო და მასთან დაჯდა. ფეხზე დახედა მერე ხელით შეამოწმა-აქ გტკივა? თებეა
-არააა მანდ არა ... ცოტა ზევით- თვალი არ დაუხამხამებია ისე უთხრა
-აქ?
-არააა
-თებეა სად გტკივა აბა ...საერთოდ გტკივა? - ნერვებმოშლილმა ახედა და მერე გაიცინა- თებეაა მე მიყურებ და ჩემზე ფიქრობ თუ ტკივილზე
-დღეში რამდენ ხანს ვარჯიშობდი ასეთი რომ გახდი? მეც ვვარჯიშობ ყოველ დილით,მაგრამ მუცელს ვერაფერი მოვუხერხე და საერთოდ რატო ხარ შიშველი? ჩაიცვი რამე თორე მტკივა-თქო ხო გეუბნები
-ფეხისტკივილთან ჩემი სიშიშვლე რა შუაშია
-გული მტკივა...გულიი . დამცხა , სიცხეა ახლა აქ თუ რა ხდება...ჰაერი აღარ მყოფნის . მოაჯადოვა აქაურობა დაანთო ცეცხლი,ეშმაკი ,დემონი ლუციფერი ეს - ხელს ინიავებდა სახესთან და ისევ გაურბოდა თვალი დემეტრესკენ რომელიც მშვიდად იჯდა ხალიჩაზე და ირონიულად იცინოდა-მორჩი ჩემს დაცინვას...მე რომ ვიყო მასე შიშველი ვანხავდი ერთი ვინ იქნებოდა ცუდად
-მე ცუდად რომ ვხდები წამალიც ვიცი და შენ არ გინდა წამლის მიღება მე რა შუაში ვარ
-რა წამალი ... თავი გაგიხეთქო თუ ოთახიდან გავვარდე
-სულ არ ფიქრობ...როგორი მოძალადე ხარ სასიამოვნო რამეზეც რომ იფიქრო ხოლმე ბედნიერი იქნები და არა ასეთი გაღიზიანებული
-ხოო? შენ სულ სასიამოვნოზე ფიქრობ დავიჯერო და მაინც ასეთი სახე გაქ?
-ასეთი როგორი
-როგორიც !
-შენ სიცილი გიხდება და არა ჩხუბი ...
-ვაიმეეე ღმერთო თუ არ რცხვენია სულ მეუბნება რომ გაბრაზებ ვგიჟდებიო და ახლა თურმე სიცილი მიხდება...ადრე არ მიხდებოდა სიცილი? თუ ახლა სამი ზომა რომ მაქ მკერდი ახლა მიხდება ყველაფერი
-ვიცოდი რო კიდე გაგეზარდა ...სამია მართლა? მეტი არა ?
-უზრდელი,თავხედი და საზიზღარი ხარ!
-კიდევ?
-კიდევ მგონი მოძალადე არ იყავი,მანიაკი და ისიც გახდები მალე !
-მანიაკებს წინააღმდეგობას უწევენ და შენ რაღაც ვერ გატყობ ვერაფერს
-იდიოტო! ერთხელ ვაკოცე და აუვარდა თავში
-დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ ერთხელ?
-ახლა რა მთელი რამე უნდა გავარჩიოთ ეს სულელური თემა რომელსაც მალე დავივიწყებ თუ მომცემ დაძინების საშუალებას და გაქრებია ქედან
-დაძინების საშუალებას მოგცემ ,მაგრამ ვერ გავქრები!
-შენ გგონია ასე მომიწვები გვერდით..მეც მოგიწევნ და მერე დავიძინებ?
-თუ არ დაგეძინება ეგ ჩემი პრობლემა არ არის იცი?
-არა ხო? შენ მშვიდად იძნებ და მე უნდა ვიწრიალო მთელი ღამე? გასაღები მომეცი
-არ მაქვს...გადავაგდე
-ახლა მთელი ოტახი უნდა გადავატრიალო?
-მე დავწვები დავიძნებ და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი- წამოდგა საწოლში მშვიდად დაბრუნდა საბანი დაიფარა და გაღიმებულმა შეხედა თებეას-აბა? მოხვალ თუ ძიებას დაიწყებ
-მოვალ ...მოვალ რა თქმა უნდა მაგრამ მე დავიძინებ და შენ გაათენებ . ასე უფრო მაწყობს- გაუღიმა, ფეხზე წამოდგა, ცოტა ფეხი კი ეტკინა ,მაგრამ სიარული შეეძლო . თან თიტქმის საწოლთან იყო მერე ჩამოცოცდა იატაკზე თორე თავიდან კი გაწვა .- მართალი იყავი ,ძალიან ცხელა ,შარვალი და მაისური ნამდვილად ზედმეტია - გრძელი გაშლილი შარვალი მშვიდად გაიხადა , ნელა მიაცოცებდა თითქოს,მაგრამ მაინც სწრაფად მოიშორა. მერე თმები უკან გადაიყარა მაისურიც გადაიძრო და ისე წავიდა საწოლისკენ. დემეტრე თვალებმილულული უყურებდა სანამ საწოლზე ასვლა არ დაიწყო მერე უკან გახტა და ლამის იატაკზე დავარდა
-არ გაბედოოო.... ეგრე არ დაწვე.რა დროს სიცივეა შემოდგომაა გაცივდები ეგრე რომ დაწვე არ გაიყინები? მე რას მიყურებ შენ ქლაი ხარ ნაზი და ...არა რა ნაზი შენ ხარ მაგრამ
-ვიღაც ამბობდა ჩემი საქმე არ არის დაგეძინება თუ არაოოო...მორჩები პანიკას თუ დაძლევ შიშს და დაწვები ! შუქი მაინც ჩააქრე ასე ვერ ვიძინებ
-კარგი რაა თებეააა ... საერთოდ ასეთი საცვლები როდის გეცვა? ბარემ შიშელი დაწექი
-ასეთი მეცვა ადრეც უბრალოდ ახლა ფორმებია დიდი ...შენ რაღაც ძალიან ღრმად სუნტქავ და ცუდად ხო არ ხარ
-კიდე კარგად ვარ შენს ხელში...როგორ მოვაღწიე 24 წლადე მე ეს მიკვირს ! ჩავიცვამ , ადექი და ჩაიცვი
-შეგიძლია გახვიდე...ასე წოლა მირჩევნია მე
-არსად გავალ!
-ჩაცმას არ ვაპირებ
-თებეაა
-მორჩი კივილს ან გადი ან დაწექი
-გამორიცხულია...მანდ არ დავწვები ! წავედი მე და იცოდე რომ გამოვფხიზლდები სმაგიეროს გადაგიხდი- სწრაფად აიღო ძირს დაყრილი ტანსაცმელი და გავარდა ოთახიდანскачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Mariiiiami

ვაიმეეე ახალიი თავიიიი დღესს დილუთ წავიკითხეე არადა წინა თავიი ვაიმეეეე რამაგარიაააა წავედიი მეეე. მიყვარხარრ ❤❤❤❤❤

 



№2  offline √ მოდერი ™ sameone crazy girl

ჩემო საყავრელო მკითხველო პირველ რიგში მინდა ბედნიერი ზაფხული გისურვოთ, ჩემთვის ახლა იწყება ზაფხული და ამიტომ ვამბობ მოგვიანებით smile სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, არ ვიცი რამდენი ხნით ამიტომ ნუ დაელოდებით ჩემს ისტორიებს ,ბოდიშს გიხდით ასე არ მინდოდა გამოსულიყო,მაგრამ ვერ მოვასწარი დასრულება და უცებ არ მინდოდა მოვლენების განვიტარება. მიყვარხართ მე თქვენ ჩემი პოზიტივები ხართ kissing_heart kissing_heart იმედია მაპატიებთ

 



№3  offline √ წევრი ™ Mariiiiami

ისტორიებს არ დაასრულებ?

 



№4 √ სტუმარი ™ Guest anisia

Mariamm radgann gvemshvidobebi da midixar meore istoriis gareshe nudagvemshvidobebi

 



№5  offline √ წევრი ™ Indigo

უბრალოდ ვგიჟდები შენზე და გადავდივარ მოლოდინის რეჟიმში. ეცადე დიდხანს არ გაიწელოს შენი დამშვიდობება, თორე რა მე შველება მე...
--------------------
მეშინია...

 



№6  offline √ მოდერი ™ An_Gel

აუ, რა ცუდი გოგო ხარ მარიამ!
ასეთ ცხელ სცენაზე გვტოვებ და გვიცხადებ მივდივარო,ხო? disappointed არც გეცოდებით!
ვაიმე,როგორ გავძლო ამათ გარეშე?! ამ ორი არანორმალურის,გიჟის,გადარეულის გარეშე?!
იმედია შემდეგ თავში უფრო წინ წაიწევიან ურთიერთობაში და მარტო კოცნას აღარ დასჯდერდებიან smiling_imp აი,თებეასნაირი ალქაჯი პერსონაჟი,შენ მეორე მართლა არ გყოლია,რა!
მომენატრებიააან heart_eyes
ვგიჟდები შენზე,უმაგრესი გოგო ხარ! heart_eyes heart_eyes

 



№7  offline √ წევრი ™ crazy girl sofi

ეს წყვილი შემშლის მე გამაგიჟებს ისედაც ხო მაგიჟებენ მაგრამ უფრო და უფრო ახერხებენ ჩემს ჭკუიდან გადაყვანას მომწონს საშინლად ჩვენი დემონი როგორი ტუტუცი გვყავს და ეს ჩვენი წითურიც რომ არ აკლებს და ესეც რომ არ ჩამორჩება... ვაიმე ცუდად ვარ დემეტრეს ბებო რა მაგარი ვინმეა უნდა შვილიშვილები თან თურმე ადრეც ეუბნებოდა ცოლად მოიყვანო გრძნობდა ქალი რა ... ისე აღწერსხოლმე ამ ბიჭს ჩვენი წითური მეც მცხელახოლმე და თებეაც როგორ არუთმობს და აგიჟებენ ერთმანეთს .. არასდროს მყოფნის ამ ისტორიის კითხვა სულ უფრო და უფრო მეტი მინდა კითხვას რომ ვიწყებ ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ და უკვე ბოლოში ვარ ვგიჟდები ისე მომწონს და სანამ ახალ თავს დადებ კიდევ ბევრჯერ ვკითხულობ არ მბეზრდება... მარიამ სასწაული გოგო ხარ არარეალური აზრებით ცუდად მხდი აღარვიცი მართლა უკვე რა გითხრა უბრალოდ არ მყოფნის სიტყვები როგორ გამოვხატოხოლმე მოწონება მაგრამ იცი რა არც არსებობს ასეთი სიტყვები არ შემიძლია გადმოვცე უბრალოდ რასაც ამ ისტორიის კითვის დროს განვიცდი სულ ვცდილობ რომ ყოველი თავის დადებისაც კომენტარი დავტოვო და ცოტა მაინც გადმოვცე ის რასაც წაკითხვის შემდეგ ვგრძნობ მიყვარხარ მე შენ ჩემო ტკბილო გოგო ...არ გამაგიჟო ეხა არ მიგვატოვო არ დამტოვო ასე რაა ძალიან გთხოვ ჩემი სიკვდილის მოახლოება თუ არ გინდა გააგრძელე და ძალიან მალე ველოდები ახალ თავს როგორც ამ ისტორიის ისე მეორეს heart_eyes kissing_heart heart_eyes გყვარობთ შენს ისტორიებს შენს მუზას და მთლიანად შენ heart_eyes

 



№8 √ სტუმარი ™ Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 



№9  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

უბრალოდ საოცარი წყვილია თავისი სიგიჟეებით. ბავშვური ქიშპობა უკვე ზრდასრულ, სერიოზულ, ვნებიან ორთაბრძოლაში გადაიზარდა. ძალიან მაგარია...

 



№10 √ სტუმარი ™ Guest ლელა

ვაიმე ეხლა გაწყვეტა იქნებოდა? თან იმედსაც არ გვაძლევ თუ დამთავრდება ოდესმე. ან ის მეორე? ვაიმეე რა გვეშველება ამეების გარეშეე. აუუ ძალიან ძალიან ძალიან რომ გთხოვო არ გააგრძელებ? თუნდავ 1-ი თვის მერე ოგონდ გააგრძელე. ვერ გადავიტან მე ამის ესე დატოვებას.

 



№11 √ სტუმარი ™ Noo oon

An_Gel
აუ, რა ცუდი გოგო ხარ მარიამ!
ასეთ ცხელ სცენაზე გვტოვებ და გვიცხადებ მივდივარო,ხო? disappointed არც გეცოდებით!
ვაიმე,როგორ გავძლო ამათ გარეშე?! ამ ორი არანორმალურის,გიჟის,გადარეულის გარეშე?!
იმედია შემდეგ თავში უფრო წინ წაიწევიან ურთიერთობაში და მარტო კოცნას აღარ დასჯდერდებიან smiling_imp აი,თებეასნაირი ალქაჯი პერსონაჟი,შენ მეორე მართლა არ გყოლია,რა!
მომენატრებიააან heart_eyes
ვგიჟდები შენზე,უმაგრესი გოგო ხარ! heart_eyes heart_eyes

Aan iqneb katerinas shvilebis taoba gaagrdzelo raa...... Momenatea saocrad

 



№12 √ სტუმარი ™ Guest Eka

Kai ra daasrule istoriebi da ise wadi..nu erti mainc daasrule...

 



№13 √ სტუმარი ™ mariami

Pirvel rigshi imas getyvi rom sheni yvela istoria maqvs wakitxuli da verc ki warmoidgen Im donemde momwons yvela sheni istoria gansakutrebit «yvela gza shentan modis mariam da am istoriis gagrdzeleba» imedia rasac exla wer im istoriebs daasruleb da kidev sxvasac dawer ,da didi imedi da survili maqvs rom male dabrunde,da imedia chvens mitovebas ar apireb!

 



№14 √ სტუმარი ™ Tako

გაგიჯდიიი ?? შენი ისტორიებიი მაცოცხლებს მე.ყველა წაკითხული მაქვს მინიმუმ 10ჯერ მაინც.ერთი "ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" მექნება მარტო 5ჯერ წაკითხული. და ახლა რაღა მეშველება მეე ?? ცოდო არ ვარ რო მტოვეებ

 



№15 √ სტუმარი ™ Guest თაკო

ვაიიმეე.... რა დროს დასვენებაააა მარიამ კარგი რააა რას აკეთებ :/ რა გინდა ჩვენგან შენ გადაწყვიტე დასვრნება და ჩვენ დაგვტოვე მოუსვნრად ხოო?? არ გაპატიებთ ამასს :/ :დ

არა ცოტა მშვიდად მაინც დაგემთავრებინა ან რავიცი ოხხხ არ გაპატირბთ :დდ

მალე მორჩი დასვენებას არ გინდა დიდი ხანი :დდ

 



№16  offline √ წევრი ™ Diosa Dela Tristeza

ორ მოთხრობას ერთად რომ წერ და ორივე რომ ბრწყინვალეა ალბათ ამას თქმაც არ უნდა❤❤❤❤

 



№17 √ სტუმარი ™ Guest ნინო

აუუუ ახლა იქნებოდა გაწყვეტააა.... ძალიან მაგარი ხარ მიყვარხარ❤❤❤ დიდახანს ნუ გაწელავ დასვენებას

 



№18  offline √ წევრი ™ jina

movkvdebi male rom ar dado

 



№19 √ სტუმარი ™ Guest თეონა

კარგი რა ამდენ ხანს რატომ გვალოდინებ? არადა რა კარგ დროს გაწყვიტე. მალე დადე რა და გვასიამოვნე მორიგი გიჟუტი თავით. გამორჩეულად კარგი ისტორიაა!!!

 



№20 √ სტუმარი ™ Mary_dreamer

არდებბ მარრრ?? დავიტანჯე ისეველიი (((მალე გთხოვვ

 



№21 √ სტუმარი ™ Guest mariamo

ardaideba sazafxulo ardadegebi daewyo mariams...kargi shemartebit dabrunebas gisurveb namdvilad gchirdeba dasveneba

 



№22  offline √ აქტიური მკითხველი ™ terooo

აი ეს მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent