შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 7


21-07-2017, 18:27
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 1 544

ეიფორია-თავი 7

"შენც დანაცრდები, ჩემი გრძნობა თუ დასამარდა, გული მაჩუქე, ნაჩუქარი აღარ წამართვა."

უილიამ შექსპირი


...
წიწვოვან ტყეებს შორის გამავალი ბილიკი, მოლაშქრეებმა სწრაფად დაფარეს,ტყეში შევიდნენ,მდინარის კალაპოტი მოძებნეს და ნაპირზე კარვების გაშლას შეუდგნენ.
ბავშვების ერთმა ნაწილმა თევზაობა მოინდომა,ზოგს ბანაობის იდეა უფრო მოსწონდა და ზოგიც კოცონისთვის ადგილის მომზადებას შეუდგა.მაისის შუა რიცხვებშიც კი მდინარის წყალი საკმაოდ თბილი იყო.ნაპირთან ახლოს, წყლიდან ამოშვერილი დიდი ქვიდან, ბავშვები ყვირილით ეშვებოდნენ წყალში და ამაზე კარგად ხალისობდნენ.
მათ არც დანიელი ჩამორჩათ.მასწავლებელიც არაერთხელ გადმოხტა იმ სიმაღლიდან და მდინარეშიც კარგად ინებივრა.წყლიდან ამოსული, ნაპირზე დაგდებულ პირსახოცს დასწვდა და გამშრალება დაიწყო,როცა ელზას დაჟინებული მზერა იგრძნო.გოგონა ქვაზე ჩამომჯდარიყო და დანიელის სხეულზე თვალი ისე გაშტერებოდა,თითქოს რაღაც საინტერესოს უყურებდა.
-ფრთხილად,ქალბატონო ელზა!-ჩაიცინა დანიელმა.-აქ ბავშვები არიან!
-იდიოტო.-დაისისნა გაწბილებული ხმით გოგონამ და სახე სწრაფად მიაბრუნა.

მოლაშქრეები კარვების გაშლას და წყალში ჭყუმპალაობას ,რომ მორჩნენ მალევე ჩამოღამდა. ყველანი კოცონის პირას შეიკრიბნენ,მწვადები შეწვეს, არც ისე უნაკლოდ შესრულებული სიმღერებით ტკბებოდნენ და კარგადაც ერთობოდნენ.
მცირე ხნიანი შესვენების შემდეგ,ბავშვებმა კარტის თამაში გადაწყვიტეს.ელზა თავიდან უარზე იყო,რადგან თამაში არ იცოდა,მაგრამ დემეტრემ არ დაანება და თავად აუხსნა წესები.
გამომდინარე იქიდან,რომ მოთამაშეებს შორის ყველზე გამოუცდელი ელზა იყო,რამდენჯერმე წააგო კიდეც.ამ ფაქტმა კი ყველაზე მეტად დანიელი გაახარა.
-წაგებული უნდა დაისაჯოს!-გამოაცხადა მასწავლებელმა გამარჯვებული სახით.
-რატომ?-გაუკვირდა ელზას.-ის არ მეყოფა,რომ წავაგე, ახლა სასჯელიც უნდა მივიღო?
-თამაშის წესი ასეთია!-მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ეგ თავიდან, რატომ არ მითხარით?-წარბი შეკრა გოგონამ.
-დამავიწყდა.-თავი ჩახარა დემეტრემ.
-კარგი,სწრაფად მოიფიქრეთ რაიმე სულელური სასჯელი,თქვენი ადამიანური გონება მეტს მაინც ვერ გასწვდება.-ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა ელზამ.
-ჩვენ ბავშვები ვართ და მასწავლებელს სასჯელს ვერ დავაკისრებთ,ამიტომ ჯობია ეს საქმე თვითონ მასწავლებელს გადავაბაროთ.-ეშმაკურად ჩაიცინა ლუკამ და დანიელს გახედა,ბიჭმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და შეუმჩნევლად მხარიც გაჰკრა.
-ყველანი ჩემს წინააღმდეგ ხართ?-ირონულად გაიცინა ელზამ.-კარგი,როგორმე გადავიტან!
-მზად ხარ?-მწვანე თვალები შეანათა ბიჭმა.
-დაიწყე!-ცხვირი აიბზუა გოგონამ.
-გაიხადე!-წარმოთქვა გარკვევით დანიელმა.
-რა?!-წამოიძახა გოგონამ და ღიმილი სახეზე შეეყინა.-სულ გაგიჟდი დანიელ?! რა აზრები მოგდის თავში,აქ ხომ ბავშვები არიან?!
-ფეხსაცმელი გაიხადე-მეთქი,ამის თქმა მინდოდა!-გადაიხარხარა ბიჭმა.-შენ თვითონ რა აზრები მოგდის,ელზა?
-ფეხსაცმელი?-უხერხულად შეიშმუშნა გოგონა და ბავშვების ჩუმი ფხუკუნი,რომ გაიგო უფრო მეტად აელეწა სახე.
-ჰო,გაიხადე რომ არ დაგისველდეს და მდინარეში შედი.-ხელით ანიშნა ბიჭმა.
ელზა დაიხარა ,კედების თასმები შეიხსნა და გაიხადა,მერე კი დანიელს კითხვის თვალებით შეხედა,მაგრამ მის მზერაში პასუხები,რომ ვერ იპოვა მდინარეში ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა.
ბავშვები გაოცებული სახეებით ადევნებდნენ თვალს ამ წარმოდგენას და ვერც ერთი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-ახლა, რა?!-გამსოძახა ელზამ იქიდან.
-ახლა,ხედავ იმ ქვას მარცხნივ?-დანიელმა ხელი, მდინარიდან ამოწვერილი უზარმაზარი ლოდისკენ გაიშვირა,რომლიდანაც წყლაში ხტებოდნენ ხოლმე.-მანდ ადი და ისნტრუქციას დაელოდე!
-ძალიან მაღალია!-გააპროტესტა ელზამ.
-შემოუარე,უკნიდან ადვილი ასასვლელია!
გოგონამ დანიელის რჩევა გაითვალისწინა,ქვას შემოუარა და მართლაც იპოვა მარტივი ასასვლელი,მერე კი ქვის წვერზე მოექცა და ზემოდან ნაპირზე თავმოყრილ მაყურებლებს გადმოხედა.
-ახლა რა უნდა ვქნა?!-გადმოსძახა ელზამ.
-ახლა...გაიხადე!-უპასუხა სიცილით ბიჭმა.
-დანიელ!-შეუბღვირა გოგონამ.
-კარგი,ჰო.-ხელი აიქნია მან.-თვითონაც იცი, ახლა რაც უნდა ქნა!
ელზა წამიერად ჩაფიქრდა და როცა მიხვდა დანიელი რასაც გულისხმობდა,წარბები შეკრა და ბიჭს ზემოდან დააშტერდა.
-ამას არ ვიზამ!
-როგორ არა!
-არა-მეთქი!
-მიდი,ელზა შენ ამას შეძლებ!
-ცუდი ხმა მაქვს!
-არც მე ვარ პავაროტი,მაგრამ ხომ შევასრულე?!
ელზამ ღრმად ამოისუნთქა,ცოტა ხანს მოიცადა,მერე კი ჩაახველა,კისერი ჩაიწმინდა,თავი მაღლა ასწია და მთელი კლასის წინაშე, კიდევ ერთხელ გაიჟღელა „caruso"-მ,ოღონდ ამჯერად ელზას შესრულებით.
-იცი,ახლა ვის მაგონებს?-გადაულაპარაკა ლუკამ დემეტრეს.
-ვის?-ჰკითხა მან.
-აი,გრძელთმიანი და თევზის კუდიანი არსება,რომ არ არის...სახელი დამავიწყდა.
-ტრიტონი?-იკითხა ბიჭმა.
-არიელზე ამბობს სულელო,პატარა ქალთევზაზე.-გადაიხარხარა დანიელმა,მერე კი ქვაზე მდგარ ელზას გახედა,რომელსაც სიმღერა უკვე დაესრულებინა და ზემოდან დაჰყურებდა მათ.
გოგონას თმა გაშლილი ჰქონდა და ქარი მოუსვენრად უფრიალებდა.ცაზე დაკიდებული ნახევრად შევსებული მნათობი კი მდინარის ზედაპირზე ვერცხლისფრად ირეკლებოდა და ისეთ საოცარ სანახაობას ქმნიდა,რომ დანიელს ენა ჩაუვარდა და ელზას დაბენული სახით მიაშტერდა.
-შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ მასწ!-გასძახა ლუკამ და მისმა ხმამ დანიელიც გამოარკვია უცნაური ფიქრებიდან.
-ანუ ჩემი სასჯელი დასრულდა?-იკითხა გოგონამ.
-დიახ!-უპასუხა ბიჭმა.
დანიელს ნამდვილად შეეძლო კიდევ რაიმე მოეფიქრებინა,მაგრამ წამის წინ ნანახმა სურათმა,ისე გათიშა,რომ ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობდა და უბრალოდ ხმის ამოღების თავიც აღარ ჰქონდა.
ელზა ფრთხილად ჩამოვიდა ქვიდან და მიუხედავად იმისა,რომ დანიელზე საშინლად ბრაზობდა,არაფერი უთქვამს,არც კი დამუქრებია,თავის კარავს მიაშურა და დაძინება გადაწყვიტა.


...
ელზას წასვლის შემდეგ, ბავშვებმა თამაში განაგრძეს და შუა ღამემდე იხალისეს.ისე იყვნენ აჟიტირებულები,რომ არც კი ეძინებოდათ,ამიტომ თამაშს ისევ აგრძლებდნენ. წაგებულებისთვის კი ახალ-ახალ სასჯელებს იგონებდნენ.ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ემამ წააგო და მოთამაშეებს იდეები,რომ შემოელიათ,გოგონას კოცონისთვის ფიჩხის მოტანა დაავალეს.
დანიელი თავის კარავში იყო და ბავშვების ჟრიამულს შორიდან ადევნებდა თვალს,თუმცა მისი გონება ისევ სადღაც შორს დაფრინავდა,ამიტომ ბიჭი მათ არ უსმენდა და არც ის გაუგია,როგორ დატოვა ემამ ბანაკი და როგორ გაჰყვა უკან მას ლუკა დასახმარებლად.

ემას ხელში ფანარი ეჭირა,გზას ინათებდა და თან გამხმარ ხის ტოტებს აგროვებდა.ლუკა კი უკან მიჰყვებოდა და მის მოგროვებულ ფიჩხს ხელში იღებდა.
-ბავშვებთან უნდა დარჩენილიყავი.-უთხრა ემამ.
-თამაში მომბეზრდა,თანაც მარტო ხომ ვერ გამოგიშვებდი?-გაეცინა ბიჭს.
-რა ჯენტლემნი ხარ.-ემასაც გაეცინა.
-თავს ხომ არ გაბეზრებ?-ჰკითხა უცებ ლუკამ.
-კარგი რა,-მიუბრუნდა გოგონას,-რა თქმა უნდა,არა.
-რაღაც უცნაური შევნიშნე და მინდოდა შენთვის მეკითხა.-წამოიწყო უცებ მან და თემა შეცვალა.
-რა?-დაინტერესდა ემა.
-მეჩვენება, თუ ჩვენი მასწავლებლები...
-ერთმანეთს ეპრანჭებიან?-შეაწყვეტინა გოგონამ.
-შენც შენიშნე, არა?-თვალები გაუფართოვდა ლუკას.
-შენც?
-ჰო.
-მართალია სულ კამათობენ,მაგრამ მგონი ერთმანეთი მოსწონთ.
-მეც ასე ვფიქრობ.-თავი დაუქნია ლუკამ.-დღეს მასწავლებელს ამიტომაც დავუთმე სასჯელის დაკისრების უფლება,ძალიან მაინტერესებდა რას იზამდა.
-დღეს ორივემ გაგვაოცა.-მომხდარის გახსენებაზე გადაიკისკისა ემამ.-ასეთ რამეს. ვერც ერთ სკოლაში ვერ ნახავს ადამიანი.
-ნამდვილად.-დაეთანხმა ბიჭი.
ემა სიცილით მიბრუნდა და გზა ისევ განაგრძო.ცოტა ხანს კიდევ იარეს,ფიჩხს აგროვებდნენ და თან საუბარში ისე იყვნენ გართულები,რომ ვერც კი შენიშნეს,რამხელა მანძილით დაშორდნენ ბანაკს.
როცა უკანა გზას დაადგნენ,თავიდან მშვიდად იყვნენ,თუმცა მალევე შეამჩნიეს,რომ ორიენტაცია აერიათ და თვითონაც არ იცოდნენ სად მიდიოდნენ.თავიდან ორივეს გაუჭირდა ამის აღიარება,მაგრამ როცა სახეზე რამდენიმე წვიმის წვეთის დაცემა იგრძნეს,ყველაფერი ნათელი გახდა.
-მგონი დავიკარგეთ.-თქვა გაუბედავად ემამ.
-ტელეფონი არ იჭერს.-ეკრანს დახედა ლუკამ.
-რა უნდა ვქნათ?-აღელდა გოგონა.
-ნუ გეშინია,ბანაკს ვიპოვით.-დაამშვიდა ლუკამ და ცას ახედა,რომელზეც აღარც სავსე მთვარე ჩანდა და აღარც ვარსკვლავები.

მოსწავლეებმა,რამდენიმე წუთი ისევ იბორიალეს,მერე კი წვიმამ უმატა და სიარულიც გაუჭირდათ.ცა ძალიან მოქუფრული იყო,მოშავო ფერი გადაჰკვროდა და საშიშად გამოიყურებოდა,თუმცა წვიმა საკმაოდ სუსტი და ხანმოკლე აღმოჩნდა.საბედნიეროდ მხოლოდ გაზაფხულის შხაპუნა წვიმა იყო,ამიტომ ბავშვებმა თავი ხეებს და მის გადმოხურულ ტოტებს შეაფარეს.
ემა მიწაზე დაჯდა,ზურგით ხეს მიეყრდნო,ფეხები მოკეცა და მკერდთან ახლოს მიიტანა.ლუკას გაეღიმა ასეთ მგდომარეობაში,რომ დაინახა რადგან ძალიან უმწეო და დაუცველი ეჩვენა.ბიჭი გვერდით მიუჯდა მას ,თავის ჟაკეტი გაიხადა და მხრებზე მოახურა.ემამ გაკვირვებული სახით გახედა ლუკას და უთხრა.
-შეგცივდება.
-არ მცივა,შენ უფრო გჭირდება.-თავი გააქნია ბიჭმა.
გოგნას გაეღიმა,ლუკასკენ მიიწია და მხარზე მიეხუტა,რომ ისიც გაეთბო.ბიჭმა ორივე ხელები შემოჰხვია გოგონას და გულში მაგრად ჩაიკრა.
-კონსერვატორიაში აბარებ, ხომ?-ჰკითხა მშვიდი,მაგრამ ნაღვლიანი ხმით ბიჭმა.
-ჰო.-თავი დაუქნია გოგონამ.
-მე, თეატრალურზე.
-ვიცი.
-სკოლას,რომ დავამთავრებთ ერთმანეთს ხშირად შევხვდებით?
-გინდა,რომ შევხვდებთ?
-ძალიან.
გოგონამ თავი ასწია და ლუკას თვალებში შეაჩერდა,ბიჭმა უცნაურად ჩაიღიმა,მერე გოგონას ნიკაპში ხელი ჩაავლო,მისკენ დაიხარა და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო.ეს ნაზი,მსუბუქი და ბავშვური კოცნა, ორივესთვის რაღაც საოცარი ემოციების გამომწვევი აღმოჩნდა,რომლებმაც მაშინვე ააფორიაქა ორივე,თუმცა თავის შეკავება შეძლეს და სიცივისგან ისევ ძლიერად მიეკრნენ ერთმანეთს.
-სპექტაკლში შენი პარტნიორი უნდა ვყოფილიყავი.-ჩაილაპარაკა ლუკამ.
-გელამ ასე გადაწყვიტა.-ამოიხორა ემამ.
-მე გადაწყვეტილებას შევაცვლევინებ.-ლუკას ხმაში დიდი დოზით თავდაჯერებულობა იგრძნობოდა.
-რას ამბობ?-გაუკვირდა ემას.
-ამას მართლა გავაკეთებ! აი,ნახავ.-გაუღიმა ბიჭმა,გოგონას კიდევ ერთხელ აკოცა და მხრებზე ხელები ძლიერად შემოჰხვია.

...
მეორე დილით, ელზამ დროზე ადრე გაიღვიძა.ცუდ გუნებაზე იყო,ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს,რომ წინა ღამით დანიელმა გაიმარჯვა და მთელი კლასის წინაშე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.გოგონას ლამის თავი გაუსკდა იმაზე ფიქრით,თუ როგორ გადაეხადა ბიჭისთვის სამაგიერო,მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა.

გოგონამ ,როგორც იქნა თავი ანება ამ ფიქრებს,კარვიდან გამოძვრა და ბანაკი მოათვალიერა.თითქმის ყველა ბავშვს ეღვიძა და უკვე საუზმობდნენ კიდეც.ელზაც მათ შეუერთდა და მათთან ერთად ისაუზმა.დანიელს ჭამა უკვე დაემთავრებინა,ბიჭებთან ერთად მუხლამდე შესულიყო მდინარეში და თევზაობაში ეხმარებოდა,თუმცა მათი მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდებოდა.
საუზმობის შემდეგ, ელზამ მოისურვა რობისთვის დაერეკა და რჩევა ეკითხა,მაგრამ ტელეფონის სიგნალი ძალიან ცუდად იჭერდა.გოგონამ დიდხანს იარა ბანაკის ირგვლივ,მაგრამ სიგანლი მაინც ვერ დაიჭირა,შემდეგ კი კარვების უკან, ერთ ხესთან შეჩერდა,სადაც შედარებით ძლიერი სიგნალი იყო და ნომრის აკრეფას შეუდგა,თუმცა მოულოდნელად ხეზე მიმავალი წითელი ჭიანჭველების მთელი არმია შენიშა.
გოგონამ რამდენიმე წამს უყურა ამ მოფუსფუსე არსებებს,მერე კი კმაყოფილი სახით ჩაიცინა და ბანაკისკენ მიბრუნდა.
დემეტრე თავის კარავთან დახრილიყო და ფეხსაცმლის თასმებს იკრავდა,როცა ელზა თავზე წამოადგა.ბიჭმა გაღიმებული სახით ახედა მასწავლებელს და მიესალმა.
-დემეტრიოს,გუშინ რომ ამბობდი ტკბილეული მაქვსო,ისევ გაქვს?-ჰკითხა გოგონამ.
-კი ,მაქვს.-თავი დაუქნია ბიჭმა და მხრებში გაიმართა.
-მომცემ?-ისევ ჰკითხა ელზამ.
-რა თქმა უნდა, მასწ.-ბიჭი უცებ დაფაცურდა,კარავში შებრუნდა,ჩანთიდან შოკოლადები დააძრო და გოგონას გაუწოდა.-ცოტა შელანძღულია სიცხისგან და მგზავრობისგან.
-არა უშავს,არ დაიწუნებენ.-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ვინ?-დაინტერესდა ბიჭი.
-არავინ.-ხელი უდარდელად აიქნია მან.

ელზა სწრაფად შებრუნდა,კარვების უკან გავიდა, შოკოლადები დახსნა და დარბილებული მასა ხელში აზილა,მერე კი ხეზე წაუსვა.გოგონას გაეღიმა,როცა დაინახა როგორ იცვალეს ორიენტაცია ჭიანჭველებმა და ტკბილეულს დაესივნენ.
ელზამ ყველა შოკოლადი მაშინვე გახსნა და აზელილი ნაწილები გზაზე ბილიკივით დააწყო,დანარჩენი კი დანიელის კარავში,პლედის ქვეშ შეყარა თავის ქაღალდებიანად და შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა.

ელზა ელოდებოდა, როდის შებრუნდებოდა დანიელი კარავში და როდის დაკბენდნენ ჭიანჭველები,თუმცა ბიჭი არადა არ ფიქრობდა წყლიდან ამოსვლას.
-დანიელ მასწავლებელოო!-დაიყვირა უცებ ვიღაცამ და ისიც მისკენ მიბრუნდა.
-რა მოხდა?-იკითხა დანიელმა შეშინებული სახით.
-სამი ბავშვია დაკარგული!-გამოაცხადა ქოშინით თინამ.
-რა?!-თავლები შიშით გაუფართოვდა ბიჭს და მდინარიდან მაშინვე გამოვიდა.-ვინ დაიკარგა?
-ემა,ლუკა და ბექა არსად ჩანან.-უპასუხა გოგონამ.
-მე აქ ვარ.-დაიყვირა უცებ ვიღაცამ და ბუჩქებიდან დაბალი და ძალინ გამხდარი ბიჭი გამოვიდა.ეს ბექა იყო და როგორც მოგვიანებით გაირკვა ბიჭს,რატომღაც ბუჩქებში დასძინებია და არა კარავში.
-მაშინ ორი გვაკლია ,ემა და ლუკა.-თქვა დემეტრემ.-თანაც ტელეფონს არ პასუხობენ,ან მათთან არ იჭერს.
-ბოლოს როდის ნახეთ?-იკითხა დანიელმა.
-წუხელ.-უპასუხა თინამ.-ემა ფიჩხზე წავიდა და ლუკა უკან გაჰყვა,მერე მეგონა დაბრუნდნენ,მე კარავში შევედი და დავიძინე,ამ დილით კი ემას საძილე ტომარა ხელუხლებელი დამხვდა და დავეჭვდი.
-ჯანდაბა!-ამოიოხრა დანიელმა,ანერვიულებული სახით დასწვდა ნაპირზე მიყრილ მის ფეხსაცმელებს და სწრაფად ჩაიცვა.
-რას აპირებ?-ჰკითხა ელზამ.
-მოსაძებნად წავალ.-მიუგო ბიჭმა აფორიაქებული ხმით.
-მეც მოვდივარ!-წინ გადაუდგა გოგონა.
-აქ დარჩი!-შეუღინა დანიელმა და წასვლა დააპირა,მაგრამ ელზამ არ დაანება.
-როსტომმა შენს მეთვალყურედ დამნიშნა,ამიტომ აქ ვერ დავრჩები!
-ახლა ამის დროა?
-ვალდებული ვარ! მეც ისევე ვიყავი პასუხისმგებელი ბავშვებზე ,როგორც შენ!
-კარგი, წამოდი.-თქვა დანიელმა მოუთმენლად ,მერე დემეტრეს მიუბრუნდა და უთხრა.-შენ და თინა აქ დარჩით,ბანაკს და ბავშვებს მიხედეთ,აქაურობას არ გასცდეთ,თორემ იქით სიგნალი ძალიან რთულად იჭერს.თუ ბავშვები დაბრუნდნენ მირეკავთ,თუ რაიმე მოხდა მირეკავთ,თუ ვინმე ურჩობას გადაწყვეტს მირეკავთ.შეიძლება სიგნალი დაიკარგოს და ჩვენ ვერ გიპასუხოთ,მაგრამ ნუ შეგეშინდებათ,შეტყობინებები მომწერეთ და დაგვიანებით მოსულს მაინც ვანახავ.
-გასაგებია!-თავი დაუქნია ბიჭმა
-და თუ არ გინდათ რომელიმე კლასში ჩაგტოვოთ, ამ ორს დაემორჩილეთ!-გასცა ბრძანება ბიჭმა და პასუხისთვის არც დაუცდია,ისე წამოავლო პატარა ჩანთას ხელი,შიგნით წყლის ბოთლები ჩაყარა და ელზასთან ერთად ბანაკი დატოვა.

...
დანიელმა და ელზამ, დაახლობეით ნახევარი საათი იბორიალეს ტყეში ,მაგრამ ვერაფერს ვერ მაიაგნეს.ტელეფონის სიგნალი ზოგჯერ იკარგეობოდა, ზოგჯერ კი ისევ იჭერდა ,ისინიც პერიოდულად ბანაკს უკავშირდებოდნენ და ამბებს იგებდნენ.
მალე დაშუადღდა კიდეც,მათ კი ისევ ვერაფერი იპოვვეს.ორივეს მოშივდა,მაგრამ თან მხოლოდ წყალი ჰქონდათ წაღებული.საბედნიეროდ დანიელმა, მდინარის პირზე ვაშლის ხე იპოვა,რომელზეც ჯერ კიდევ დაუმწიფებელი,მწვანე და საშინლად მჟავე ნაყოფი ესხა,თუმცა მშიერ კუჭზე ,ისიც გემრიელი ეჩვენა ორივეს.
-ბავშვებს რაიმე,რომ დაემართოთ ალბათ ჭკუიდან გადავალ.-ჩაილაპარაკა ხეზე ასულმა ბიჭმა თავისთვის და მოკრეფილი ვაშლები ძირს გადმოყარა.
-აქამდე საღ გონებაზე იყავი?-გაეცინა ელზას და მწვანე ნაყოფს გემრიელად ჩაკბიჩა.
-ძალიან გთხოვ, ნუ მიმატებ მაინც.-შეუბღვირა მან და მის აწკრიალებულ ტელეფონს დახედა,რომელიც საბედნიეროდ ვაშლის ხეზე აშკარად კარგად იჭერდა.
-მასწ,ემა და ლუკა დაბრუნდნენ!-ჩასძახა დემეტრემ ტელეფონში მხიარულად.-ჯანმრთელები არიან და არაფერი სჭირთ!
-რა? მართლა?!-წამოიძახა დანიელმა.
-ჰო,გზა არევიათ,სინამდვილეში კი აქვე ახლოს ყოფილან და როგორც იქნა ბანაკს მოაგნეს.-აუხსნა ბიჭმა.
-კარგი,მაშინ ჩვენც დავბრუნდებით.-მიაძახა დანიელმა,ტელეფონი გათიშა და ხიდან ჩამოცოცდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა ელზამ.
-ბავშვები დაბრუნდნენ და ჩვენც ვბრუნდებით,წამოდი სწრაფად!-უთხრა დანიელმა,გოგონას ხელი ჩასჭიდა და გზას დაადგნენ.
-ასე სწრაფად ნუ მიმარბენინებ.-დაუყვირა გოგონამ,დანიელს ხელი გამოსტაცა და გაწითლებული მაჯა დაიზილა.
-ისე გამიხარდა,რომ დაბუნდნენ...-ბიჭი აშკარად აჟიტირებული იყო.-კიდევ კარგი არაფერი შეემთხვათ.
-და როსტომ ხანის რისხვასაც გადარჩი.-სიცილით მიუბრუნდა გოგონა მას,თუმცა უცებ სახე შეეცვალა და წამით თვალებში შიშიც გაუკრთა,რადგან ახლაღა შენიშნა,რომ დანიელი უცნაურ ადგილას იდგა.
ეს გაშლილ მინდორს ჰგავდა,მაგრამ მიწა აშკარად არამყარი იყო,ბიჭი კი ისე ჩაეფლო შიგნით,რომ თვითონ ვერც კი იგრძნო.
-დანიელ,მგონი...ჭაობში დგახარ!-უთხრა ელზამ და ხელით მიუთითა.
-ჭაობში?-დაიბნა ბიჭი,მერე თავი ასწია,ხელი ელზასკენ გაიშვირა და უთხრა.-დამეხმარე ელზა, ვერ ვმოძრაობ.
-ზუსტად შენი ცხოვრებასავით ხარ.-გაეცინა უცებ გოგონას.
-ეგ ,როგორ?-წარბები შეჭმუხნა დანიელმა.
-ერთ ადგილას დგახარ და იძირები!-გადაიკისკისა ელზამ.
-ახლა ამის დროა? დამეხმარე თორემ ჭაობი ჩამითრევს!-შეუყვირა ბიჭმა და მისკენ გაშვერილი ხელი ჰაერში გაასავსავა.
-კარგი,ახლავე.-სიცილი შეწყვიტა გოგონამ და მანაც გაუწვდინა ხელი.
დანიელი უცებ ელზას ხელში სწვდა,მისკენ ძლიერად დაქაჩა და გოგონაც უნებურად ჭაობში აღმოჩნდა.
-რა...ჯანდაბაა?!-დაიყვირა მან და უკან დახევა სცადა,მაგრამ ბიჭმა არ გაუშვა.- გაგიჟდი,დანიელ?
-ეს ჭაობი არ არის ელზა,ეს უბრალოდ ტალახის დიდი გუბეა,რომელსაც მზის გულზე თავი ჰქონდა მომხმარი.-გაეცინა დანიელს,მერე კი ელზას ხელი ძლიერად ჰკრა და საჯდომით პირდაპირ ტალახში ჩააგდო.-აბაზანები მიიღე, მე კი დაგელოდები ,არ მეჩქარება.
-ავადმყოფო!-დაიკივლა გოგონამ და ფეხზე სწრაფად წამოხტა.
შავი შორტი და მწვანე მაისური ,ელზას სულ ტალახით ჰქონდა დასვრილი,კედებიც ნახევრად იგივე მასით ავსებოდა და ისეთ დისკომფორტს გრძნობდა,რომ გულის არევამდე ცოტაღა უკლდა.
საბედნიეროდ,რამდენიმე ნაბიჯში მდინარე იყო და გოგონაც მაშინვე მისკენ გაექანა.
ელზა ,ჯერ ტანსაცმლიანად შევარდა წყალში, ტალახი ჩამოირეცხა,მერე შორტი და მაისური სწრაფად გაიხადა,ქვაზე მიაფინა,თვითონ კი საცვლების ამარა განაგრძო ცურვა და ჭუჭყის ჩამორეცხვა.
-ერთობი ტიტანია?-მოესმა გოგონას დანიელის ხმა.
-შეგიძლია შენც გაერთო,ობერონ,გაოფლიანდი და წყალი არ გაწყენდა.-უპასაუხა გოგონამ,წყალში ღრმად ჩაყვინთა და რამდენიმე წამის შემდეგ სუფთა ჰაერი ისევ მიაწოდა ფილტვებს.
-მირჩევნია ოფლიანმა ვიარო, ვიდრე გველებით სავსე წყალში შევიდე.-ჩაიცინა ბიჭმა და ხეს მიეყრდნო.
-რა?-გაუკვირდა ელზას.-ხუმრობ, არა?
-სულაც არა!-თავი დამაჯერებლად გააქნია ბიჭმა.-მდინარის ამ ნაწილში ბევრი გველი ბინადრობს.აი,ერთი მგონი შენსკენ მოცურავს.
ელზას უკან არც გაუხედავს, ისე ამოვარდა კივილით წყლიდან და მის წინ მდგარ დანიელს, საცვლების ამარა,პირდაპირ ზედ შეაფრინდა.
ბიჭს ისეთი ხარხარი აუვარდა,რომ ვეღარ ამოისუნთქა.ელზა კი გაოცებული შეჰყურებდა თვალებში და ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა.
-მომატყუე?-შეუყვირა გოგონამ და ძირს ჩამოსვლა სცადა,თუმცა დანიელი ხელს აღარ უშვებდა.
-რა თქმა უნდა.
-დამსვი!
-ახლავე.-ჩაიცინა ბიჭმა,ელზას ხელი გაუშვა და მიწაზე ისე დაანრცხა,რომ გოგონას ლამის ყველა ძვალი ჩაემტვრა.
-ცხოველო!-მიაყვირა მან,მიწიდან ნელა წამოდგა და სველი შორტი ჩაიცვა.
-ცხოველი?-მიუბრუნდა ბიჭი,ელზას მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა.-რატომღაც ამ ცხოველის კოცნაზე კატასავით კრუტუნებ და ინაბები.
-ჰო,როგორ არა.-უხერხულად ჩაილაპარაკა ელზამ,თუმცა მისი მდგომარეობა უფრო მეტად გამძაფრდა,როცა მის მკერდზე დაშტერებული დანიელის თვალები შენიშა.
-ესენი დამალე,სანამ მოთმინება დამიკარგავს.-გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა,ელზას ზურგი აქცია და გზას გაუყვა.
-გეყოფა ჩემთან ასე მოქცევა,დანიელ!-მიაყვირა ელზამ,მაისური სწრაფად გადაიცვა და ბიჭს უკან გაეკიდა.
-შენც გეყოფა მაცდური ქალის როლის თამაში ,ელზა.-მისკენ არც გამოუხედავს ,ისე უთხრა დანიელმა.
-მე არაფერს ვთამაშობ.-თავი იმართლა გოგონამ.
-თამაშობ და იმას ვერ ხვდები,რომ მოთმინების უნარი ნელ-ნელა მიქვეითდება...-მიუბრუნდა დანიელი მას,თუმცა სიტყვა გაუწყდა,რადგან უცებ მიწაში რაღაცამ გაიჭრიალა.
ბიჭი გაჩერდა და დაბლა დაიხედა,მაგრამ ვერაფერი შენიშნა,მერე ისევ ელზას გახედა და ერთი ნაბიჯი მისკენ გადადგა,თუმცა მოულოდნელად ,იმ ადგილას სადაც ორივენი იდგნენ მიწიდან უზარმაზარი ბადე ამოიმართა და ორივეს სხეულზე შემოეხვა.
ორი წამის შემდეგ ელზა და დანიელი ასწლოვანი ხის ტოტზე აღმოჩნდნენ, ბადეში გახვეულები და ჭუპრივით დაკიდებულები.გოგონას ფეხები ჰაერში ჰქონდა აღმართული და ზურგით დანიელს ეკვროდა.არც ბიჭი იყო კარგ ფორმაში.ბადეში მოკეცილი იწვა და ზემოდან დაწოლილი ელზას სიმძიმეს ითმენდა.
-რა...რა ...ხდება? რა ჯანდაბაა?!-იკივლა გოგონამ და აფართხალდა.
-გაჩერდი,ისედაც ყველაფერი მტკივა!-ამოიოხრა დანიალმა.
-ეს რა...ხაფანგში ვართ?-როგორც იქნა ელზამ გაიზარა,რაც დაემართათ.
-მგონი...ჰო.-უპასახა ენის ბორძიკით ბიჭმა.
-ვინ აგებს დღეს ასეთ ხაფანგებს?!-ნერვიულ კივილს არ წყვეტდა ელზა.
-ნუ იქნები დარწმუნებული,რომ ახალი დაგებულია.-შეეპასუხა დანიელი.-შეხედე, თოკებს ხავსი აქვთ მოდებული.
-ჯანდაბა!-იყვირა გოგონამ და ისევ აფართხალდა.მერე დიდი ძალისხმევის შედეგად შეტრიალდა,რომ დანიელისგან თავი შორს დაეჭირა,მაგრამ ვერ მოახერხა და ახლა ბიჭს აეკრა მკერდით.
ისინი,ისე ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან,რომ მათი ტუჩები ლამის ერთმანეთს ეხებოდა.დანიელი ელზას თბილ სუნთქვას კიესრში გრძნობდა და კაცმა არ იცის რამხელა მოთმინების გამომჟღავნება უწევდა,რომ მისთვის არ ეკოცნა,ელზა კი ნახევრად გაბრუებული იყო,გონებაში თავის თავში ეჩხუბებოდა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდა.
-უკან დაიხიე.-ძლივს მოაბრუნა ენა პირში გოგონამ.
-მოიცა, ახლავე.-სარკაზმით ჩაიცინა დანიელმა.-ცხელი ყავა და პლედიც ხომ არ გინდა?
-ასე ნუ მეკვრები.-ხელები მკერდზე მიაბჯინა ელზამ და დანიელის უკან გაწევა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.
-ჰოდა, შენ თვითონ გაიწიე.-შეუღინა ბიჭმა მოუთმენლად.
-არ შემიძლია.-დაიწუწუნა გოგონამ.
-არც მე! ვერ ხედავ,რომ ბადეში ვართ გახლართულები და წასასვლელი არსად მაქვს?!
-საზიზღარო.-კბილებში გამოსცრა ელზამ და შებრუნება სცადა,რომ დანიელის სახე აღარ დაენახა,მაგრამ გამოძრავებაც ვეღარ შეძლო.
დანიელმა დიდი ძალისხმევის შედეგად აამოძრავა ხელები და ჯიბეები მოიქექა,მაგრამ ტელეფონი ვერსად იპოვა.მერე მისი წკრიალის ხმა შემოესმა, დაბლა ჩაიხედა და იქვე, მიწაზე დაგდებული დაინახა.
-რა უიღბლობაა.-ჩაიბურტყუნა მან,მერე ელზას ზემოდან დახედა და ჰკითხა.-შენი ტელეფონი სად არის?
-ბანაკში დამრჩა.
-ჯანდაბა!
-ვიყვიროთ, იქნებ ვინმემ გაიგოს.-შესთავაზა ელზამ.
-ბანაკიდან ძალიან შორს ვართ.-თავი გააქნია მან.
-მაინც ვცადოთ.-თქვა გოგონამ.
დანიელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,მერე კი ორივემ კისრები წაიგრძელეს და ყვირილი ატეხეს,მაგრამ ტყეში ჩიტების ჭიკჭიკის და ხეების შრიალის მეტი არაფერი ისმოდა.
დიდხანს იყვირეს,იწვალეს,ცდილობდნენ ერთმანეთისგან შორს ყოფილიყვნენ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.ამასობაში დაღამდა და ჩიტების ჟღურტული,ჭრიჭინების ზუზუნმა შეცვალა.ცაზე ისევ, თითქმის შევსებული მთვარე აინთო,ბადეში გახვეულ მსხვერპლებს კი შიმშილისგან კუჭი უღმუაოდათ და ძალა ისე გამოეცალათ,რომ უკვე ყვირილის თავიც აღარ ჰქონდათ.
-აბა,შენ ტყის მეფე ხარ, ობერონ და რაიმე მოიმოქმედე.-ირონია მოეძალა ელზას.
-შენ კი დედოფალი, ტიტანია და ობერონზე მეტად მოხერხებული.-არც დანიელმა დააკლო.
-ჰო, ერთი მე ვაიძულებ საყვარელ ქალს ურჩხულის შეყვარებას და მეორე შენ.-ცხვირი აიბზუა გოგონამ.
-ტიტანიას ბავშვივით,რომ არ ეჭირვეულა და სისულელეებზე არ ეეჭვიანა,არც არაფერი მოხდებოდა.-დანიელმა უნებურად თავი გაიმართლა.
-რა თქმა უნდა,კაცები ყოველთვის ამართლებთ თქვენს სიხარბეს და ამპარტავნებას.
-ქალები კი ყოველთვის უცხადებთ ერთმანეთს ქალურ სოლიდარობას.
-ფეხზე მაჭერ!-წამოიძახა უცებ ელზამ.
-შენ კიდევ ,ნუ მარჭობ მაგ ფრჩხილებს.-მის მაისურზე ჩაბღაუჭებულ, ელზას ხელს დახედა ბიჭმა.
-ჩვენები ალბათ გვეძებენ.-თემა შეცვალა გოგონამ.
-იმედია, ჩვენს გამო ტყეში არ დაეხეტებიან.-ჩაილაპარაკა დანიელმა.
-ან პოლიციას გამოიძახებენ და შენ შეიძლება სამსახური დაკარგო.
-მერე რა გიხარია,შენც თან გაგიყოლებ.
-ეგეც მართალია.
-ისე,ბარემ ტყეში ვართ და აქვე ხომ არ გაგვეთამაშებინა ტიტანიას და ობერონის სცენა?-იკითხა უცებ ეშმაკური ღიმილით ბიჭმა.
-რომელი სცენა?-გაუკვირდა გოგონას
-აი...ის გაღვიძების,როცა ერთმანეთს...
-აუტანელი ხარ!-თავი გააქნია ელზამ.
-ვითომ ,ახლა შენც ამაზე არ ფიქრობდე.
-შენგან განსხვავებით,მე ერთი ორგანითი არ ვაზროვნებ.
-ხომ ხვდები,რომ მახეში ხარ და შენი კოცნა თუ მოვინდომე, მაინც ვერსად წახვალ?-მთვარის შუქზე დანიელის მწვანე თვალებმა ,არაბუნებრივად გაიელვა.
-არც გაბედო!-უკან დახევა სცადა ელზამ,თუმცა ბიჭს ერთი სანტიმეტრითაც ვერ მოშორდა.

დანიელს არაფერი უთქვამს,მხოლოდ თითები ნაზად აატარა ელზას წელზე და ძლეირად მოუჭირა თითები.გოგონას თვალები მიენაბა და უნებურად ყრუ კვენსა აღმოხდა.დანიელს გაეღიმა.დარწმუნდა,რომ ელზაც იგივეზე ფიქრობდა რაზეც თვითონ,ამიტომ გოგონასკენ გადაიხარა,მის ტუჩებს დააშტერდა და უკვე კოცნას აპირებდა,როცა მოულოდნელად ის თოკი გაწყდა,რომელიც ბადეს იჭერდა და ორივენი მოწყვეტით დაენარცხნენ მიწაზე.
მართალია, არც ისე დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდანენ,მაგრამ დაშვება ისეთი მტკივნეული იყო,რომ ორივეს გამწარებული ხავილი დასცდათ ბაგეებიდან და ელზამ სიმწრისგან ცრემლებიც გადმოჰყარა.
-ფეხი...ფეხი...-ამოიკვნესა მან და წვივი თითებით დაიზილა,რადგნა დაცემისას მართლაც უხერხულად მოჰყვა და სავარაუდოდ იღრძო კიდეც.
-მოიცადე,ახლავე დაგეხმარები.-თქვა დანიელმა ფეხზე წამოდგა და ჯერ კიდევ ბადეში გახვეული გოგონა იქიდან გამოათრია.
ელზა კრუსუნით წამოდგა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,მაგრამ წვივში ისეთი მწარე ტკვილი იგრძნო,რომ სიარული ვეღარ შეძლო და იმ ხეს მიეყრდნო,რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ჩამოავრდა.
-სიარული არ შეგიძლია?-ჰკითხა დანიელმა.
-რა თქმა უნდა,არა!-მიახალა უხეშად გოგონამ.-ვერ ხედავ ,რა დღეში ვარ?
-ნუ მიყვირი,ამჯერად მე არაფერი დამიშავებია!-ხმას აუწია დანიელმა.
-ყოველთვის შენ აშავებ დანიელ,ყოველთვის!-თვალები დაუბრიალა გოგონამ.
-შენ ჩემზე მეტს აშავებ!-იგივე ჟესტით უპასუხა ბიჭმა.
-მაიცნ რას? იმაში ვარ დამნაშავე,რომ ტუალეტში ჩაგკეტე,თუ იმაში რომ რესტორანში ფარდა დაგეცა?!
-იმაში,რომ ასეთი ლამაზი ხარ და თავგზას მიბნევ,მაფორიაქებ...შენი გადამკიდე ღამეები არ მძინავს და საერთოდ ადამიანსაც აღარ ვგავარ!-შეუყვირა დანიელმა განერვიულებული ხმით.-სამყარო შეიცვალა ჩემს ირგვლივ, თუ მე შევიცვალე უკვე ვეღარ ვიგებ.ასე მგონია ,რომ ამ სამყაროს არც კი ვეკუთვნით,არც მე და არც შენ...
-მოკეტე!-შეაწყვეტინა უცებ ანთებული თვალებით გოგონამ,ბიჭს კისერზე ხელი მოჰხვია,მისკენ დაქაჩა და მთელი გრძნობით დაეწაფა მის ბაგეებს.
ამან დანიელი ცოტა გააკვირვა და დააბნია კიდეც,მაგრამ მოთმინების უნარი საბოლოოდ ამოეწურა,ელზას წელზე ხელები შემოაჭდო,მაგრად მოეხვია და მის ტუჩებს ისეთი ვნებით დააცხრა,რომ გოგონას საღი აზროვნების უნარი საერთოდ დააკარგვინა.
დანიელმა უხეშად კოცნიდა გოგონას,ხელებს მოუთმენლად დაატარებდა მის სხეულზე და ტანსაცმლის შემოგლეჯვას ლამობდა,თუმცა თიტქოს რაღაც შინაგანი ხმა აკვებდა.
ბიჭმა ძლიერად უბიძგა ხელი ელზას,ისიც ზურგით ხეს დაეჯახა,მასზე აკრულმა ბიჭის სხეულმა და მისმა ვნებიანმა კოცნამ კი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.გოგონა უხეშად ჩააფრინდა თმებში დანიელს,ტუჩები მის მხურვალე ბაგეებს მოსწვიტა და კისერზე გადაიტანა,მერე კი ვნებაშლილმა ისე მოურიდებლად ჩაასო კბილები კისერში,რომ ვერც გაიაზრა რას აკეთებდა.
დანიელი ამან სულ გადარია,ჯერ ყრუდ ამოიგმინა,მერე კი ელზას თავი ააწევინა,მის ბაგეებს მთელი ჟინით დასწვდა და საპასუხოდ ქვედა ტუჩზე უკბინა.

მოულოდნელად ხეებს შორის მკვეთერი შეუქი გაკრთა და ნაბიჯების ხმასთან ერთად, ვიღაცის საუბრის ხმაც გაისმა.ელზამ სწრაფად უბიძგა ხელი დანიელს და მოიშორა,ბიჭიც მიხვდა რაშიც იყო საქმე და უკან დაიხია.მთელი ეს დრო გოგონას დანიელის მკლავები იკავებდა,მაგრამ როცა ისინი მოშორდნენ,ელზამ მტკივანი ფეხის გამო, თავის შემაგრება ვეღარ შეძლო და ხესთან ჩაიკეცა.

-ელზა მასწ!-გაისმა უცებ გოგონას მხიარული ხმა და ვიღაცამ ფანარი დაბლა დასწია.
-ემა?-ელზას გაოცება და სიხარული ერთმანეთში აერია.
-დანიელ მასწავლებელო,თქვენც მანდ ხართ?-იკითხა დემეტრემ და ფანარი ხის ირგვლივ მოატარა.
-აბა, სად ვიქნები?-თვალები გადაატრიალა დანიელმა.
-რა მოხდა?-იკითხა ლუკამ და მიწაზე დამჯდარი ელზასკენ წავიდა.
-ფეხი იტკინა და ...-დანიელს მღელვარებისგეან ჯერ კიდევ არანორმალურად უცემდა გული,ამიტომაც იყო,რომ საუბარი უჭირდა.
-ეს ხაფანგია?-იკითხა ემამ და ძირს დაგდებულ ბადეს დააკვირდა.
-ჰო,ხაფანგში გავებით.-უპასუხა ელზამ.
-ხომ გითხარით, ბანაკს არ გასცდეთ-მეთქი,რატომ წამოხვედით?-გაცხარდა დანიელი.
-თქვენზე ვნერვიულობდით,თან გირეკავდითდ და რომ არ გვიპასუხეთ შეგვეშინდა.-უპასუხა ემამ.
-კარგი,უკან დაბრუნების დროა.-თქვა დანიელმა,ელზას მიუბრუნდა,მისკენ დაიხარა,გოგონას ხელები სწრაფად მოავლო და მკერდზე მიიხუტა.
-საჭირო არ არის.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ფეხზე ვერ დგები,ასე რომ საჭიროა.-ჩუმადვე უპასუხა ბიჭმა.-ისე,ფეხზე დგომა მტკივანი წვივის გამო გიჭირს,თუ ჩემმა ტემპერამნტმა დაგღალა ასე?
-ორივე.-გვერდულად გაეღიმა გოგონას,ხელები დანიელს კისერზე შემოაჭდო,თავი მკერდზე მიადო და მის მკლავებში გაიტრუნა.

ელზას დანიელის მზრუნველობა ისე ესიამოვნა,რომ რამდენიმე წუთის წინანდელი ბობოქარი ვნებები სრულიად გადაავიწყდა,თანაც ისე იყო გადაღლილი მთელი დატვირთული დღისგან,რომ გზაში ჩათვლიმა კიდეც.
როცა ბანაკში დაბრუნდნენ,ბავშვებმა მათ დანახვაზე შვებით ამოისუნთქეს,თუმცა დანიელმა ყველას თვალით ანიშნა,რომ ხმა არ ამოეღოთ და დაძინებული ელზა მისი კარვისკენ წაიყვანა.
-რა მოხდა?-იკითხა დანიელმა,როცა შენიშნა,რომ ელზას კარავიდან მისი ნივთები გამოტანილი იყო.
-შემთხვევით შევნიშნეთ,რომ ელზა მასწის კარავს წითელი ჭიანჭველები შეესივნენ.სავარაუდოდ მისი ტუჩსაცხი მოეწონათ,ალბათ ძალიან ტკბილს იყენებს...
-ჰო,ნამდვილად.-გაეცინა დანიელს,თუმცა დემეტრეს შეკრული წარბები,რომ დაინიხა ჩურჩულით ჰკითხა.-მერე რა ქენით?
-მისი ნივთები კარვიდან გამოვიტანეთ და დავფერთხეთ,მაგრამ აჯობებს ამაღამ იქ თუ არ დაიძინებს.-უპასუხა ბიჭმა.
-მართალი ხარ,ჩემს კარავში დავაწვენ,მე კი გარეთ დავიძინებ.-თქვა დანიელმა და მისი კარვისკენ გამერათა.
ელზას არც კი გაუგია ისე შეიყვანა დანიელმა იგი კარავში,მერე კი უკან გამობრუნდა და კოცონთან დაჯდა.
დაახლოებით რამდენიმე წუთში გოგონამ უფრო ღრმად ჩათვლიმა,თუმცა დიდხანს არ დასცალდა,რადგან სულ მალე ელზამ იგრძნო,როგრ დაცოცავდნენ მის სხეულზე რაღაც პატარა არსებები და ისე მწარედ იკბინებოდნენ,რომ ლამის ხორცი მოაგლიჯეს.
ელზა უცებ გამოფხიზლდა,ნამძინარევი სახით წამოჯდა და მიიხედ-მოიხედა.რამდენიმე წამში გოგონამ გაიაზრა,რომ დანიელის კარავში იმყოფებოდა,მაშინვე მიხვდა მის სხეულზე არსებული უცნაური შეგრძნებები რისი ბრალიც იყო.
ელზას მაშინვე გადაავიწყდა ფეხის ტკივილი,მაშინვე გამოვარდა კარვიდან და განწირული კივილი მორთო.
-რა...რა ხდება?!-ფეხზე წამოვარდა დანიელი.
-დამკბინეს...ყველგან არიან ! მთელს ტანზე დაცოცავენ!-კიოდა ელზა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
დანიელი მაშინვე მიხვდა,ელზას რაც სჭირდა,ამიტომ სწრაფად სწვდა მაისურში და გადააძრო,მერე კი ხელში აიყვანა,მდინარეში მუხლამდე შევიდა,გოგონას ხელი გაუშვა და წყალში ჩააგდო.
გახურებულ სხეულზე ცივი წყლის მოხვედრა გოგონას ისე ესიამოვნა, კივილი მაშინვე შეწყვიტა და ჩაყვინთა კიდეც,რომ ყველა მწერი მოეშორებინა.წყლიდან ამოსულს კი ნაპირზე მთელი ბანაკი დახვდა,რომლებიც გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ ნახევრად შიშველ მასწავლებელს.
დანიელს მის დანახვაზე ისევ გაეთიშა გონება.თვალწინ რამდენიმე კადრმა გაურბინა,რომლებიც ახლანდელ მომენტს ძალიან ჰგავდნენ,თუმცა ბიჭი ვერაფრით ხვდებოდა ეს მოგონებები საიდან ჰქონდა.
-მგონი, ტყეც ჩემს წინააღმდეგაა.-ჩაილაპარაკა ელზამ,მდინარიდან გამოვიდა და ფეხების ტყაპუნით გაემართა თავისი ჩანთებისკენ.
-გელა არ შემცდარა ტიტანია როლი,რომ მოგცა.-მიაძახა დანიელმა და ელზას წყლის წვეთებით დანამულ სხეულს, ხარბად გააყოლა თვალი.



....
ჰიიიიჰ :დდ იმედი მაქვს მოგეწონებათ სიყვარულებოოო :*** ძალიან ვეცადე კარგი გამომსვლოდა :** ველი თქვენს შეფასებებს გულის ხვანცალით :*** :დდდდდდскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ ხელოუ

 



№2  offline √ წევრი ™ Spani

chemi titania da oberoni rakaebi ariaan :dd <3 dzaaaaan sayvarlenii :ddd tan rogor sheeeferebian ertmanets ai feri ferso amatzea natqvamiii ^_^ DZAliaaaan magari wyviliaaa...
iseti sasacilo da gemrielebi ro ravii....
danielis agiarebac dzaliaaan momewona dzlivs ragac normaluri tqvA da daimsaxura kidec sachuqari elzasgaaan :* :* :D ema da lukianec dzalian momwons-uce genatale-wyviliaris <3 :dd
dzaaan magari tavi iyoo ai didi da gemrieli :) dzaliaaan magari gogoxaar <3

ox es tavtologia :D

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Spani
chemi titania da oberoni rakaebi ariaan :dd <3 dzaaaaan sayvarlenii :ddd tan rogor sheeeferebian ertmanets ai feri ferso amatzea natqvamiii ^_^ DZAliaaaan magari wyviliaaa...
iseti sasacilo da gemrielebi ro ravii....
danielis agiarebac dzaliaaan momewona dzlivs ragac normaluri tqvA da daimsaxura kidec sachuqari elzasgaaan :* :* :D ema da lukianec dzalian momwons-uce genatale-wyviliaris <3 :dd
dzaaan magari tavi iyoo ai didi da gemrieli :) dzaliaaan magari gogoxaar <3

ox es tavtologia :D

უღრმესი მადლობა ქალაუ :***❤❤❤❤❤ რაღაცნაირად შემეცოდა ეგ ბოთე კაცი და ვუჯიკე ელზასაც ცოტა :დდდდ კეე ნამდვილად დიდი თავი იყო 13 გვერდიანი :დდდდ მიხარიხარ ძალიან რომ იცოდე სიყვარულოოოოო❤❤❤❤❤❤❤ :დდდდ

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

ვაიმეე
სად გადარჩა დანიელი:დდფდ
ჯეკტმენობამ უშველააა:დდდ
სიცილიტ მოვკვდი .
ცოტა კი შემეცოდა ელზა:დდდ
უმაგრესი ხარ!!!

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

nawkas12345
ვაიმეე
სად გადარჩა დანიელი:დდფდ
ჯეკტმენობამ უშველააა:დდდ
სიცილიტ მოვკვდი .
ცოტა კი შემეცოდა ელზა:დდდ
უმაგრესი ხარ!!!

უღრმესი მადლობა სიყვარულოოო ❤❤❤ :დდდ ნამდვილად ჯენტლმენობამ იხსნა დანიელ მეხდაცემული :დდდდ❤

 



№6  offline √ წევრი ™ უბრალო ადამიანი

ვაიჰ fearful შემეცოდა ელზა მარა უფრო დანიელი ესეთი ზეგზუალური ქალის ყურება არგინდა?! joy joy heart_eyes ახალ თავს ველოდები

 



№7  offline √ წევრი ™ Spani

mec mixarixart shenc da sheni istoriebic chemo kargo <3
:dd

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

უბრალო ადამიანი
ვაიჰ fearful შემეცოდა ელზა მარა უფრო დანიელი ესეთი ზეგზუალური ქალის ყურება არგინდა?! joy joy heart_eyes ახალ თავს ველოდები

ვაააააჰ :დდდდ არა რაღაც კონტექსტში ორივენი საცოდავები არიან :დდდდ ვეცდები მალე დავდო❤❤❤❤❤❤❤

Spani
mec mixarixart shenc da sheni istoriebic chemo kargo <3
:dd

სიყვარულოოოოო როგორ მახარებ :*****❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№9  offline √ წევრი ™ Indigo

მე მგონი მეღირსა და ერთმანეთს უახლოვდებიან.
პ.ს. სამწუხაროდ ტელეგონით ვარ შემოსული და დიდ კომენტარს ვერ გიწერ... :/
--------------------
მეშინია...

 



№10  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
მე მგონი მეღირსა და ერთმანეთს უახლოვდებიან.
პ.ს. სამწუხაროდ ტელეგონით ვარ შემოსული და დიდ კომენტარს ვერ გიწერ... :/

ამ სორი იმედები თუ გაგიცრუვდა :დდდდდდდდ არა უშავს დიდი ამბავი ❤❤❤❤❤❤

 



№11  offline √ წევრი ™ Auroram

ჯერ არ ვკითხულობ დასასრულს ველი❤️ დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი იქნება მარგარიტა

 



№12  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Auroram
ჯერ არ ვკითხულობ დასასრულს ველი❤️ დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი იქნება მარგარიტა

იმდენი ელოდება დასრულებას იმედა მართლა კარგი გამომივა :დდდდდდ მადლობა დიდი ჩემო კარგო❤❤❤❤❤❤

 



№13  offline √ წევრი ™ TeJi

ვუაიმე ჩემი საყვარლები <3 ვგიჟდები ელზაზე :დდდ და კიდევ ახალ თავს ველოდები გულის ფანცქალით <3

 



№14  offline √ წევრი ™ Diosa Dela Tristeza

ნუ კი გითხარი მეტი ცეცხლი მეტი ვნება მეთქი მაგრამ ზედმეტიააა ! მკვკვდე გინდა?
მე მკითხე როგორ მიხვანცალებს და მიფართხალებს ჩემი პატარა გული :დ
იმდენი ვიცინე კუჭის თავი მტკივა :დდდ
ვაიმეეე რააა გავარვარებული ვულკანმა გადაუარა იმ ტყეს რა და ბოლოში მეგონა მდინარე მაინც ჩააქრობდა მარა უფრო გადაგვირია ბიჭი ❤❤❤❤
მიყვარს უკვე ამ მოთხრობის ყოველი წინადადება❤ ჩემი ლუკიტო და ემიკო ჩემი კექსუნიები❤ იცი კექსი როგორ მიყვარს? უუუფ ახლა იმოდენა ნერწყვი მომადგა ლამის დავიხრჩო❤❤❤❤
სასწაულება ხარ ქალაუ❤❤❤❤❤

 



№15  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

TeJi
ვუაიმე ჩემი საყვარლები <3 ვგიჟდები ელზაზე :დდდ და კიდევ ახალ თავს ველოდები გულის ფანცქალით <3

ძალიან გამიხარდა :დდდ უღრმესი მადლობა სიყვარულოოო❤❤❤❤

gvanciko_gvancunia
ნუ კი გითხარი მეტი ცეცხლი მეტი ვნება მეთქი მაგრამ ზედმეტიააა ! მკვკვდე გინდა?
მე მკითხე როგორ მიხვანცალებს და მიფართხალებს ჩემი პატარა გული :დ
იმდენი ვიცინე კუჭის თავი მტკივა :დდდ
ვაიმეეე რააა გავარვარებული ვულკანმა გადაუარა იმ ტყეს რა და ბოლოში მეგონა მდინარე მაინც ჩააქრობდა მარა უფრო გადაგვირია ბიჭი ❤❤❤❤
მიყვარს უკვე ამ მოთხრობის ყოველი წინადადება❤ ჩემი ლუკიტო და ემიკო ჩემი კექსუნიები❤ იცი კექსი როგორ მიყვარს? უუუფ ახლა იმოდენა ნერწყვი მომადგა ლამის დავიხრჩო❤❤❤❤
სასწაულება ხარ ქალაუ❤❤❤❤❤

ვამე ცუდად ვარ :დდდდდდდდ გადწვი და დაგფუფქე :დდდდ ამ სოუ სორი :დდდდდდდდ გადაივლე ცივი წყალი შენც არ დამეწვა წალაუ :დდდდდ ძალიან ძალიან მიხარია და მახარებს შენი კომენტარები :**** ❤❤მადლობები დიდები❤❤❤❤❤

 



№16 √ სტუმარი ™ Guest თამთა

ვაიმე მარგარეტ შენ მომკლავ მე :))) რა იყო ეს ჰა? :0 გაოგნებული ვარ...დაალურჯეს ერთმანეთი ამ გიჟებმა...რა ტემპერამენტი იგრძნობოდა გეფიცები სერიოზულად დამცხა :დდ წავალ ცივ წყალს დავლევ და შენ ახალი თავი გამოუშვი მანამდე :)))
არა მართლა ძალიან მომეწონა...ჯერ რამდენი ვიცინე სულ გადავფიჩინდე და მერე ლამის გული წამივიდა ❤❤

 



№17  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest თამთა
ვაიმე მარგარეტ შენ მომკლავ მე :))) რა იყო ეს ჰა? :0 გაოგნებული ვარ...დაალურჯეს ერთმანეთი ამ გიჟებმა...რა ტემპერამენტი იგრძნობოდა გეფიცები სერიოზულად დამცხა :დდ წავალ ცივ წყალს დავლევ და შენ ახალი თავი გამოუშვი მანამდე :)))
არა მართლა ძალიან მომეწონა...ჯერ რამდენი ვიცინე სულ გადავფიჩინდე და მერე ლამის გული წამივიდა ❤❤

ვააააააჰ ახლა მეც გადავფიჩინდი :დდდდდ არა მართლა დაალურჯეს ერთმანეთი რამ გაახელათ :დდდდ❤❤მადლობა ძალიან დიდი ვეცდები მალე გავამზადო ახალი თავი :**❤❤❤❤❤

 



№18  offline √ წევრი ™ გრაფინია

ემასა და ლუკას კოცნის შემდეგ ტექსტი ორჯერ წავიკითხე ;)
იქამდე გაუაზრებლად ჩემს პირველ კოცნაზე ვფიქრობდი :დდ
ძალიან მაქვს დარხეული

 



№19  offline √ წევრი ™ სიDონეა

ემა პირველია ვიზეც არ მეეჭვიანება:დდ თინა მოაშორეთ.სინდერ-გელას გადაეცით თინა ჩემს ლუკას არ მიაკაროს ,თორემ ავკუწავ:დდ მათეს ვეტყვი:დდ დანიელი და ელზა საუკეთესოები არიან♡ლუკა საოცრება მყავს♡♡ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემი ბიჭიათქო:დდ ნიკანორი განუმეორებელია♡რა შუაში იყო,მაგრამ მაინც:დდ ნიკანორი თავშია სულ:დდ
--------------------
M.G

 



№20  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

გრაფინია
ემასა და ლუკას კოცნის შემდეგ ტექსტი ორჯერ წავიკითხე ;)
იქამდე გაუაზრებლად ჩემს პირველ კოცნაზე ვფიქრობდი :დდ
ძალიან მაქვს დარხეული

ვაიიიიჰ :დდდ სულაც არ ვფიქროვ ეგრე :))) უბრალოდ რაღაც-რაღაცეები გაგახსენდა ალბათ :**❤❤❤❤

სიDონეა
ემა პირველია ვიზეც არ მეეჭვიანება:დდ თინა მოაშორეთ.სინდერ-გელას გადაეცით თინა ჩემს ლუკას არ მიაკაროს ,თორემ ავკუწავ:დდ მათეს ვეტყვი:დდ დანიელი და ელზა საუკეთესოები არიან♡ლუკა საოცრება მყავს♡♡ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემი ბიჭიათქო:დდ ნიკანორი განუმეორებელია♡რა შუაში იყო,მაგრამ მაინც:დდ ნიკანორი თავშია სულ:დდ

ალილუიააააა! რადგან შენ არ ეჭვიანობ და არ იმუქრები რაღა მიჭირს :დდდდ მადლობები უღრმესი ქალაუ ❤❤❤❤და დააყენე ეს ნიკანორი სადაც არის ეგ საცოდავი :დდდდდ ❤❤❤❤

 



№21 √ სტუმარი ™ Guest ლულუ

წინა ცხოვრებაში ერთად იყვნენ ესენი თუ რა პონტია ვერ მივხვდი :/

 



№22  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest ლულუ
წინა ცხოვრებაში ერთად იყვნენ ესენი თუ რა პონტია ვერ მივხვდი :/

წინა ცხოვრებაში არა :დდდ უფრო პარალელურ -ზღაპრულ სამყაროში :დდდ ❤❤❤❤

 



№23  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

სადმე კურსებზე დადიხარ თუ ესენი შენით გაფიქრდება:დდდდ აიი არვიცი რაა:დდდ ეს ემა და ლუკა რა საყვარლები არიან გავგიჟდებიიიი!!გამაგიჟეე შეე "დამპალოო":დდდდ რა ვნებებში და განცხრომაში წავიდნენ ესენი:დდდ აუ ისე ელზას მაგარი დაემართა.თავისივე დაგებულ მახეში გაება:დდდდ გეფიცები საოცარი თავი იყო.ძალიან მიყვარხარ მარგო და მოუთმენლად გელოდები

 



№24  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Mariiiiami
სადმე კურსებზე დადიხარ თუ ესენი შენით გაფიქრდება:დდდდ აიი არვიცი რაა:დდდ ეს ემა და ლუკა რა საყვარლები არიან გავგიჟდებიიიი!!გამაგიჟეე შეე "დამპალოო":დდდდ რა ვნებებში და განცხრომაში წავიდნენ ესენი:დდდ აუ ისე ელზას მაგარი დაემართა.თავისივე დაგებულ მახეში გაება:დდდდ გეფიცები საოცარი თავი იყო.ძალიან მიყვარხარ მარგო და მოუთმენლად გელოდები

გეფიცები სულ ჩემით მაფიქრდება :დდდდ მგონი მე თვითონ გავხსნა ეგ კურსები :დდდდდ ძალიან დიდი მადლობა ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე :**❤❤❤ მეც მიყვარხარ ჩემო გოგოოო :**❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№25  offline √ წევრი ™ Indigo

ვგიჟდები მე შენზე, შენ იმედები როგორ უნდა გამიცრუო, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
მიყვარს ამათი წყვილი!
რო ეჩხუბებიან და აგიჟებენ ერთმანეთს, ყველანაირი გაგებით...
ვიცოდი ელზა ბოლოს თითონ დარჩებოდა დაკბენილი :დდდ
დანიელის გამოლენჩებებზე ვგიჟდები, ელზას რო აშტერდება ხოლმე :დდდ
"პატარა" წყვილებიც მომწონს, ძაან საყვარლები არიან... kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
გუშინ რო ვკითხულობდი, ძლივს ვიკავებდი თავს რო არ ავჭიხვინებულიყავი, ისიც იმიტო რო გიჟი არ ვგონებოდი ხალხს joy joy joy
p.s. ცოტახანი დრო მქონდა და ეგრევე შემოვვარდი კომპიუტერით, გუშინ რო ვერ დაგიწერე კომენტარი ვერ მოვისვენე.
--------------------
მეშინია...

 



№26  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
ვგიჟდები მე შენზე, შენ იმედები როგორ უნდა გამიცრუო, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
მიყვარს ამათი წყვილი!
რო ეჩხუბებიან და აგიჟებენ ერთმანეთს, ყველანაირი გაგებით...
ვიცოდი ელზა ბოლოს თითონ დარჩებოდა დაკბენილი :დდდ
დანიელის გამოლენჩებებზე ვგიჟდები, ელზას რო აშტერდება ხოლმე :დდდ
"პატარა" წყვილებიც მომწონს, ძაან საყვარლები არიან... kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
გუშინ რო ვკითხულობდი, ძლივს ვიკავებდი თავს რო არ ავჭიხვინებულიყავი, ისიც იმიტო რო გიჟი არ ვგონებოდი ხალხს joy joy joy
p.s. ცოტახანი დრო მქონდა და ეგრევე შემოვვარდი კომპიუტერით, გუშინ რო ვერ დაგიწერე კომენტარი ვერ მოვისვენე.

აუუუუუ რა საყვარელი ხარ laughing ვგიჟდები მე შენზე joy heart_eyes heart_eyes სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ როგორ მახარებ და მაოცებ ყოველ ჯერზე ...ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის აფიქსირებ შენს აზრს,ეს ყველაზე მეტად მახარებს ჩემო გოგო heart_eyes kissing_heart heart_eyes

 



№27  offline √ წევრი ™ Mtirala

გუშინ და დღეს მეც ლაშქრობაზე ვიყავი და რაღაცნაირად დაემთხვა joy ბევრი ვიცინე, ვიხალისე და ამათი ცოდვით დავიწვი joy ბევრი ლაპარაკი და წერა მეზარება, მითუმეტეს წინა კომენტართან შედარებით ეს იქნება ძალიან პატარა და მოცუცქნული joyემასდა ლუკას კოცნაზე დავდნი, რაღაცნაირად ბავშვურები და საყვარლები არიან, შემიყვარდნენ joy ❤❤❤ დანიელი და ელზა უკვე ზრდასრულები არიან და მაგათზე ვერ ვიტყვი ბავშვურები და საყვარლები არიან მეთქი joy ესენი უფრო სექსუალურები არიან :დდ გამიხარდა, რომ ჭიანჭველებმა დაკბინეს ელზა და არა დანიელი joy ბოროტი მე smiling_imp ყველა პერსონაჟი რომ მომწონს იცი შენ, მაგრამ როგორც ვიცი არ გამომიყვია განსაკუთრებული, ხოდა დღეს ავირჩიე joy ჩემი სიყვარული, სიხარული, ყველაზე გიჟი და შოკი არის რობი joy heart_eyes kissing_heart ❤❤❤ აი რასაც ჰქვია, უკვე მიყვარს და მაფანატებს.წინა ლომენტარში ვთქვი რომ ვინმე გამოუძებნე მეთქი რობის, მაგრამ ახლა მირჩევნია მარტო იყოს და მეც არ ვიეჭვიანებ joy ❤❤❤ heart_eyes მიყვარხარ ძალიან ძალიან, ჩემი სიყვარული გოგო ხარ,ჩემი ტკბილი, თბილი მარგოშა ❤❤
პ.ს. ბევრი რობი მინდა!!! ჩემი კუბიდონია ეგ, ჩემი ტკბილი ბიჭი ❤❤
პ.ს.ს. ბევრჯერ გამოაჩინე თორემ აქციებით დაგემუქრები და გაქვს მაგის გამოცდილება და იცი რა მოყვება მაგას joy
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№28  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Mtirala
გუშინ და დღეს მეც ლაშქრობაზე ვიყავი და რაღაცნაირად დაემთხვა joy ბევრი ვიცინე, ვიხალისე და ამათი ცოდვით დავიწვი joy ბევრი ლაპარაკი და წერა მეზარება, მითუმეტეს წინა კომენტართან შედარებით ეს იქნება ძალიან პატარა და მოცუცქნული joyემასდა ლუკას კოცნაზე დავდნი, რაღაცნაირად ბავშვურები და საყვარლები არიან, შემიყვარდნენ joy ❤❤❤ დანიელი და ელზა უკვე ზრდასრულები არიან და მაგათზე ვერ ვიტყვი ბავშვურები და საყვარლები არიან მეთქი joy ესენი უფრო სექსუალურები არიან :დდ გამიხარდა, რომ ჭიანჭველებმა დაკბინეს ელზა და არა დანიელი joy ბოროტი მე smiling_imp ყველა პერსონაჟი რომ მომწონს იცი შენ, მაგრამ როგორც ვიცი არ გამომიყვია განსაკუთრებული, ხოდა დღეს ავირჩიე joy ჩემი სიყვარული, სიხარული, ყველაზე გიჟი და შოკი არის რობი joy heart_eyes kissing_heart ❤❤❤ აი რასაც ჰქვია, უკვე მიყვარს და მაფანატებს.წინა ლომენტარში ვთქვი რომ ვინმე გამოუძებნე მეთქი რობის, მაგრამ ახლა მირჩევნია მარტო იყოს და მეც არ ვიეჭვიანებ joy ❤❤❤ heart_eyes მიყვარხარ ძალიან ძალიან, ჩემი სიყვარული გოგო ხარ,ჩემი ტკბილი, თბილი მარგოშა ❤❤
პ.ს. ბევრი რობი მინდა!!! ჩემი კუბიდონია ეგ, ჩემი ტკბილი ბიჭი ❤❤
პ.ს.ს. ბევრჯერ გამოაჩინე თორემ აქციებით დაგემუქრები და გაქვს მაგის გამოცდილება და იცი რა მოყვება მაგას joy

ვაიმეეეე :დდდდდდ ვკაკანებ :დდდდდდდდ ესე იგი რობი გევასა ჩემო გოგო :დდდ ეგ მარტო იყო არის და იქნება მუდამ რადგან ასეთია მაგის ბედი :დდდ შეგიძლია არ იეჭვიანო და ბევრჯერ გამოჩენაზე არ ვიცი რა გითხრა ტექსტში უნდა ჯდებოდეს და გამოვაჩენ :დდდ მეც მიყვარხარ ძალიან ქალაუ :****❤❤❤❤❤❤❤

 



№29  offline √ წევრი ™ blue witch

აპააა მოვიდა პირობის ქალი! შენ გაგატყავებ და გაგპტყვნი მარგოო!!! ნუ მიჩაგრავ ელზას! ცოდოა, სულ ეგ რჩება დაბნეული. დავიჯერო დანიელს არააქ სუსტი წერტილი?! ისეთი რაც დაამახსოვრდება. ეხლა ვნებით, რომ იტანჯება ვიცი, მაგრამ ცოტა მეტი მათრახი მოხვდეს თორემ მე შევძვრები კომპიუტერში და მაგასაც გავპტყვნი!პს. არ ინერვიულო, ხო იცი როგორ მიყვარხარ!

 



№30  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

blue witch
აპააა მოვიდა პირობის ქალი! შენ გაგატყავებ და გაგპტყვნი მარგოო!!! ნუ მიჩაგრავ ელზას! ცოდოა, სულ ეგ რჩება დაბნეული. დავიჯერო დანიელს არააქ სუსტი წერტილი?! ისეთი რაც დაამახსოვრდება. ეხლა ვნებით, რომ იტანჯება ვიცი, მაგრამ ცოტა მეტი მათრახი მოხვდეს თორემ მე შევძვრები კომპიუტერში და მაგასაც გავპტყვნი!პს. არ ინერვიულო, ხო იცი როგორ მიყვარხარ!

მოგიკვტეს ჩემი თავი :დდდ ეს შენ არ ინერვიულოო :დდ დანიელს რა ელოდება წინ ჯერ არ იცი კიდე :დდდ მეც მიყვარხარ ძალიან ჩემო გოგო :****❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent