შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული პატიება 3 ნაწილი


22-07-2017, 22:20
ავტორი du-da
ნანახია 687

დაგვიანებული პატიება 3 ნაწილი

საღამოს მისაღებ ოთახში ვისხედით ყველანი ანანოს გარდა,დიდი მოთმინებით ვიგერიებდი ჩემი კლასელის შემოტევას,რომელიც განუწყვეტლივ მთხოვდა შეხვედრას, მობეზრებულმა მოვისროლე ტელეფონი დივანზე და უფრო კომფორტულად მოვეწყვე.
-ვინაა? გამომხედა ვახომ
-ვინ იქნება?
-მგონი დროა მე ჩავერიო და გასაგებად ავუხსნა რაღაც რაღაცეები
-კარგი ხო დაწყნარდი ხომ ხედავ ვუმკლავდები მე თვითონ
უცებ ოთახში ანანო შემოვიდა საკმაოდ გაპრანჭული
-სადმე მივდივართ?ფეხზე წამოდგა ვახო
-მე მივდივარ თქვენი არ ვიცი
-სად? გაკვირვებულმ გავხედე დაქალს
-ჩემი კურსელები არიან და უნდა შევხვდე
-მაგას ეხლა ამბობ? სიბრაზე შეერია ხმაში ვახოს
-არ ვთვლი საჭიროდ შენ აჩოტები გაბარო, ხომ არ დაგავიწყდა რაზე შევთანხმდით?
ვახოს სახე აელეწა, უკეთეს მდგომარობაში არც ანანო გამოიყურებოდა, დარწმუნებული ვარ საკმაოდ სერიოზულად დაემუქრა რადგან ვახომ უკან დაიხია და სავარძელში ჩაჯდა,ანანომ გამარჯვებული სახით დატოვა ოთახი,გაბრაზებისგან კინაღამ გავსკდი
-როდემდე უნდა იყო ჩუმად? თავზე დავადექი ბიჭს
-ვერ გავიგე? რა გინდა თინანო?
-რა მინდა? რა კითხვებია? შენი კარგად ყოფნა მინდა პირველ რიგში რატომ არ ეუბნები რაშია საქმე? დავიჯერო სიყვარული სირცხვილია?თუ ისევ ძველ დროში ჩავრჩით ძმაკაცის დის შეყვარება რომ ტეხავდა?
-რა იოლია ლაპარაკი, ანანო ყოველთვის როგორც ძმას ისე მიყურებდა
-ხოდა აიძულე სხვანაირად დაგინახოს, არ არსებობს კაცი რომელიც მოინდომებს და ქალს თავს არ შეაყვარებს, კარგი ბატონო თავს დაგანებებ და იჯექი აქ სავარძელში და გასკდი ეჭვიანობით.აზრზრე რომ მოხვალ ის ქალბატონი უკვე სხვისი ცოლი და შვილების დედა იქნება,
-თინანო გთხოვ
-ნუ მთხოვ ნუ,
-შენთვის რომ მეთქვა მიყვარხარ მეთქი რას იტყოდი? მიყვირა ვახომ
-დიდი პატივად ჩავთვლიდი იდიოტო, არც მე დავაკელი ყვირილი,
-თინი ეს ისეთი არარეალურია,ხელები ჩამოყარა
-შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერი არ არის, მთავარია მოინდომო, მაშინ გახსოვს რა მითხარი?ცხოვრება ბევრი რაუნისგან შედგებაო ეხლა მოიგებ თუ წააგებ შენზეაო,მაგრამ ყველა დამარცხებას მეტი სურვილი მოსდევს მოგების, ხოდა მილიონჯერ რომ წააგო თავიდან სცადე და აუცილებლად ერთხელ მაინც გამოგივა, უბრალოდ ნუ ხარ ასე უმოქმედოდ და იმას რაც შენია და რაც გიყვარს სხვას ნუ დაუთმობ.
ვახომ ცოტა ხანს მიყურა მერე ხელები მაგრად მომხვია და გულზე მიმიხუტა,
-მადლობ თინი წავალ მე,
-წადი წადი, გამეცინა და უძრავად მჯდომ თორნიკეს გავხედე
-ეცადეთ ცოცხლები დამხვდეთ, გაგვიცინა ბიჭმა და გარეთ გავარდა
ოთახში უხერხულობა ჩამოვარდა, უხმოდ გავტრიალდი და ის იყო უნდა გავსულიყავი რომ გულედანია ხმა გაისმა ოთახსი
-გინდა ჩვენც გავისეირნოთ? გაოცებულმა გამოვხედე
-მე რავიცი
-წამოდი ცოტას განვიტვირთებით თან ბოლოსდაბოლოს ბათუმში ვართ და აჭარულები არ ვჭამოთ?მე გპატიჟებ ნუ გეშინია გამიცინა
-კარგიი ვჭამოთ,გამოვიცვლი და წავიდეთ
თორნიკემ საკმაოდ მყუდრო კაფე შეარჩია და ოფიციანტს შეკვეთა მისცა
-ვახო ნერვიულობდა შენს რეაქციაზე, წამოიწყო საუბარი
-რა სულელია, მაგათი კარგი ყოველთვის გამიხარდება
-არ მეგონა თუ ასე მშვიდად მიიღებდი მაგ ამბავს
-ხო რა თქმა უნდა მე ხო მონსტრი ვარ, ჩავილაპარაკე ნერვიულად
-კაი ეხლა მთლად ეგეთიც არ ხარ, გაეცინა და წვენი მოსვა
-შეიძლება გკითხო?თუ გინდა ნუ მიპასუხებ უბრალოდ მაინტერესებს
-მკითხე,
-სახეზე რა დაგემართა?
თორნიკეს უცებ შეეცვალა მზერა,ისევ ის სიცივე ჩაუდგა თვალებში მე რომ მაშინებდა
-მაპატიე არ უნდა მეკითხა
-გსმენია რამე სპორტზე ბრძოლა წესების გარეშე?
-კი მსმენია
-ხოდა მანდ ვიბრძოდი,ოღონდ აქ არა ამერიკაში,საკმაოდ წარმატებულად თანაც
-მერე?
-მერე? იქ არ უყვართ წარმატებული ხალხი განსაკუთრებით მაგ სფეროში,ერთ ერთი ბრძოლის შემდეგ სხლში ვბრუნდებოდი და სადარბაზოსთან დამხვდნენ,ბევრნი იყვნენ თორე რამდენიმეს გავუმკლავდებოდი,სასიკვდილოდ მცემეს,ერთ ერთმა მინის ბოთლი ჩამარტყა სახეში,იქვე დამტოვეს ჩემს ბედად მეზობლებმა დამინახეს და საავადმყოფოში გადამმიყვანეს, ძლივს გადავრჩი,ბრძოლა ვეღარ გავაგრძელე სიმართლე გითხრა სურვილის არ მქონდა,ხალხს რინგზე მებრძოლის ნახვა სურდა და არა ურჩხულის დამახინჯებული სახით.
-მაპატიე რომ გაგახსენე,ისინი?ვერ გაიგე ვინ იყვნენ? ხმა მიკანკალებდა მოსმენილისგან
-არც დამვიწყებია, დამიჯერე ჩემზე უარეს დღეში არიან,გამიცინა და ჩემკენ გადმოიწია
-შენი ჯერია
-რაზე?
-მომიყევი
-რა მოგიყვე?
-რა დაგემართა,ყველაზე კარგად ვიცნობ ადამიანის ბუნებას და ვიცი რო იტყუები, მზის ალერგია რომ აქვს ადამიანს ის მთელ სხეულზე აქვს შენ კიდე პლიაჟზე ჩვეულებრივად ეფიცხები მზეს ფეხებიით, მხოლოდ ზედა ნაწილს ფარავ და ადვილი მისახვედრი არ არის რომ რაღაც მოხდა ამ 3 წელიწადში, კარგად მახსოვს შენი მხრებიც და ბეჭებიც და მაშინ არაფერი გქონდა,
უცებ ჩვენი მაგიდისკენ მომავალი ჩემი კლასელი დავლანდე და გული შემიქანდა,
-გამარჯობათ,მოგვესალმა თავაზიანად, თინანო როგორ ხარ?
-კარგად მაკა თავად?
-გამიხარა შენი აქ ნახვა,
-ეს მაკაა ჩემი კლასელი, მივუბრუნდი გულედანს ეს თორნიკე ჩემი ჩემი
-მეგობარი, წამეხმარა გულედანი
-სასიამოვნოა გაინაზა ქალი,თინი გვიან გავიგე შენი ამბავი ძალიან დიდი ბოდიში რომ ვერ გნახე ვერც საავადმყოფიში და ვერც ისე
"დავიღუპე"თვალი გავაპარე გულედანისკენ და გამომცდელად მიყურებდა
-არაუშავს მაკა ეგ სალაპარაკოდაც არ ღირს
-კარგი გამიხარდა შენი ნახვა დროებით, გადამკოცნა და თავის მაგიდას დაუბრუნდა,
თავი დავხარე და თეფშს ჩავაჩერდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან საერთოდ უნდა ამომეღო ხმა თუ არა
-დავიჯერო მაგ თეფშზე უკეთესი საყურებელი არ ვარ?
-ხო ბოდიში, დაბნეულმა ჩავილაპარაკე
-გამახსენე აქ რისთვის ვართ? მხიარულად ჩაილაპარაკა თორნიკემ და კიდევ ერთხელ ვაღიარე რა იდიალური პიროვნება იყო,
-აჭარულების საჭმელად
-ხოდა ვჭამოთ თორე გაციებულს რა გემო აქვს
ხაჭაპურებს ცოტა ღვინოს მივაყოლეთ და ისე შევყევით საუბარს სანამ არ გამოგვყარეს კაფიდან ვერ მივხვდით წამოსვლას,მშვიდად დავუყევით სანაპიროს
-თენდება,გამიცინა თორნიკემ
-რა დრო გასულა
-მაჩვენე,სახე დაუსერიოზულდა გულედანს
-რა გაჩვენო? წამებში გამოვფხიზლდი
-იცი რაც,გაიხადე ეგ მოსაცმელი
-თორნიკე
-გაიხადე, ტონს აუწია გულედანმა
გაუბედავად წავიღე ხელი მოსაცმელისკენ და მხრებზე ჩამოვაცურე,ფრთხილად მივტრიალდი ისე რომ ბიჭს ჩემი ზურგის დანახვა შეძლებოდა და თვალები დავხუჭე იმის მოლოდინში რომ ყველაზე ხელსაყრელი დრო ჰქონდა თორნიკეს სამაგიერო გადეხადა,წამით ყველაფერი გაიყინა ირგვლივ, თითქოს დროც კი გაჩერდა,მხოლოდ ჩვენ ვიყავით ორნი ყურში გულედანის გახშირებული სუნთქვა მესმოდა,ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და დამწვარ ადგილზე ხელით შემეხო, შევხტი მოულოდნელობისგან
-დაწყნარდი, დაიჩურჩულა ზედ ჩემს ყურთან და მხარზე მაკოცა
-თორნიკე, ცრემლებმა ჯებირები გაარღვია და წყვილად დაეშვა ლოყაზე
-ეს არ გჭირდება, ხელიდან მოსაცმელი გამომართვა და შორს გადააგდო
-რას აკეთებ? ისე ვერ წამოვალ
-წამოხვალ,მე ეს უკვე გავიარე ეხლა შენ გადიხარ მაგრამ მარტო არა, დამიჯერე არაფერი გაქ სამარცხვინო ან დასამალი ეს არაფერი არ არის
-გთხოვ
-რას ელოდი? იგივე რეაქციას ჩემგან რაც შენ გქონნდა? გგონია ვერ მივხვდი რომ ინანე? მაშინ ვახოს დაბადების დღეზე ვიცოდი რომ გულით გინდოდა მეპატიებინა უბრალოდ ჩემს თავმოყვარეობას ვერ გადვაბიჯე და ეგრე დაგსაჯე,მორჩა გესმის?ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვიმეგობროთ მე დაგეხმარები ეს ყველაფერი გადალახო და მერე წავალ
-სად წახვალ? ლამის ვიყვირე
-ჩემს გზაზე თინი,ამდენი გელაპარაკე და მარტო წასვლა გაიგე?
-წავიდეთ. ცოტაც და ავტირდებოდი,სწრაფად გავტრიალდი და გზას გავუყები
-გაპატიე, ჩემს სმენას თორნიკეს ხმა მისწვდა და მხრებზე მისი პერანგი ვიგრძენი
-დღეისთვის საკარისია გამოცდები, ხელი მომხვია და სახლი გზას დავადექით ორივე ჩუმად,
დილით ანანოს ბუზღუნმა გამაღვიძა და გაკვირვებულმა გავხედე ჩემს საწოლზე ჩამომჯდარ დაქალს,
-მშვიდობა გაქ?
-შენი აზრით ვგავარ მშვიდად მყოფს?
-აღარ იტყვი რა მოხდა?
-სულ გაგიჟდა ეს შენი მეგობარი
-ვახოს გულისხმობ?
-ხო აბა სხვას ვის?
-რანაირად ლაპარაკობ შენ ქალბატონო?როდიდან გახდა მარტო ჩემი?
-თინანო მისმინე
-არა შენ მისმინე, რა არ მოგწონს რა გააკეთა ეგეთი ასე რომ იხსენიებ?
-გუშინ ჩემს მეგობრებთან არ დამტოვა, პატარა ბავშვივით მომკიდა ხელი და სახლში წამომიყვანა
-დავიჯერო ეგეთი უტვინო ხარ რომ ვერფერს ხვდები? გაახილე თვალები ანანო
-რისი თქმა გინდა? თვალები გაუფართოვდა ქალს, გგონია რო ვახო როგორც ქალს ისე მიყურებს?
-კი არ მგონი ეგრეა სულელო, უყვარხარ და ვერ გეუბნება მხოლოდ იმიტომ რომ შენი რეაქციის ეშინია
-არ შეიძლება ეს წარმოუდგენელია, ხვდები მაინც რას ამბობ? როგორ დაუშვა?
-ვერ განსაზღვრავ ვინ შეგიყვარდეს და ვინ არა ანანო, მითუმეტეს რომ და ძმა არ ხართ, არაფერი გაკავშირებთ ერთმანეთთან მეგობრობის გარდა და თუ დაფიქრდები იდეალური ვარიანტია, ბოლოსდაბოლოს ნახევარ თბილისს დორბლი ჩამოსდის ვახუნხულაზე
-ხოდა ჩამოუვიდეთ, მე სხვანაირად ვერ შევხედავ
-ნუ გამახსენებინებ ძველ დროს, კარგად მახსოვს როგორ უიმედოდ იყავი ვახოზე შეყვარებული
-თინანო, თვალები დამიბრიალა დაქალმა
-ასე რომ,დაფიქრდი თორე რომ დაკარგო ძალიან ინანებ დამიჯერე.წამოდი დაბლა ჩავიდეთ, ფეხზე წამოვაგდე გაოგნებული და კიბეზე დავეშვი
-ბიჭებს გამარჯობა. მხიარულად შევძახე, არ ვიცი რა მიხროდა ასე
-გაგიმარჯოს, უხალისოდ დამიბრუნა პასუხი ვახომ, თვალი გულედანისკენ გავაპარე,მიყურებდა ოდნავ გაღიმებული მაგრამ არა ირონიულად პირიქით საკმაოდ გულწრფელი ღიმილით, თვალი ჩამიკრა და თავით ვახოზე მანიშნა.
-ერთი იდეა მაქვს, მოდი საღამოს გემოზე დავთვრეთ
-რა ვქნათ? გადაიხარხარა ანანომ
-დავთვრეთ, ჰა ვახუნხულ რას იტყვი?
-დავთვრეთ, მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-მე ეხლავე ვაცხადებ, ძალიან ძნელად მეკიდება და მხოლოდ თინანოს მივხედავ არაფხიზელ მდგომარეობაში, განაცხადა თორნიკემ
-ოჰ როდიდან? გაიკვირვა ვახომ და მზერა ჩემს ზურგზე შეეყინა
-თინი შენ ისა მოსაცმელი არ გაცვია
-ვიცი,დასამალი აღარაფერია იცის თორნიკემ სიმართლე, ასე რომ სახლში აღარ მჭირდება ტანის დაფარვა
-არც გარეთ. კომენტარი გააკეთა გულედანმა
-მაგაზე მერე ვისაუბროთ, გავუცინე და სამზარეულოსკენ გავბოდიალდი
-ანანო მოდი გაზი აანთე რა,გამოვძახე დაქალს და ყავა ჯეზვეში ჩავყარე..


ვახომ თავი მიანება წიგნის კითხვას და ეზოში წამოწოლილი ანანოსკენ დაიძრა,
-კიდე მიბრაზდები?
-თავი დამანებე, შეუბღვირა ქალმა
-ანანო, ტონი გაუმკაცრდა ბიწს
-შემეშვი ვახო,როგორც ჩანს შენთან მშვიდი საუბარი არ ჭრის, ვერ გაგაგებინე რომ ჩემს ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო ხო?
-ტონი აკონტროლე
-ხოდა შემეშვი, თავი დამანებე და ხმას არ გაგცემ
-არ შემიძლია რა ვერ გაიგე? იყვირა ბიჭმა და ანანოს მკლავში წვდა, რა ხარ ესეთი გაუგებარი და შეუგნებელი?
-ხელი გამიშვი მეტკინა, ცრემლები მოადგა ქალს თვალებზე
-ჭკვიანად იყავი იცოდე ჭკუიდან არ გადამაყენო თორე სხვანაირად ვილაპარაკებთ. გასაგებია? დაუღრინა ვახომ და სწრაფად გაეცალა იქაურობას, ანანომ ნატკენი ხელი დაიზილა და ცრემლები ხელის გულებით შეიმშრალა.

აივანზე ვიდექი და ტალღებს ვუყურებდი, საოცრად მამშვიდებდა ზღვის ხმა და მისი სურნელი,ფიქრებმა შემიყოლია და ძველ დროში გადამაგდო,შანსი რომ მქონოდა და დრო უკან დამებრუნებინა ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი და შეცდომას აღარ დავუშვებდი, გულს არ ვატკენდი, ნათლად ვიაზრებდი რომ მასთან მომავალი არ მქონდა, ისიც კარგად ვიცოდი რომ გულის სიღრმეში ვერასდროს მაპატიებდა და რამდენი სარკეში ჩაიხედავდა იმდენი ჩემი პირიდან დაძახებული " მახინჯი ხარ " გაახსენდებოდა, ცრემლებმა ჯებირები გაარღვია და წყვილად დაეშვა სახეზე, არც მიცდია მათი შეჩერება.ფიქრებით აფეთქების დღეს გადავწვდი, თვალწინ ავარდნილი ცეცხლი დამიდგა იმდენად ნათლად რომ შიშისგან შევკივლე და უკან გავხტი,თუმცა არ წავქცეულვარ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა მაგრად მიმიხუტა გულზე.
-რა გჭირს თინანო მშვიდად. ხელები მომხვია თორნიკემ
-ცეცხლი, ამოვილუღლუღე
-აქ ცეცხლი არ არის, დაწყნარდი მორჩა, თავზე მეფერებოდა
-ჩამეხუტე გთხოვ
-აქ ვარ,ნუ გეშინია
ფრთხილად ამიყვანა ხელში და სავარძელში ჩემთან ერთად ჩაეშვა, ხმას არ იღებდა უბრალოდ მონოტონურად მეფერებოდა თმაზე
-ეგრე დამაძინებ, ვცადე გამეღიმა
-დაისვენე,
-შეგაწუხებ ესე, ვცადე გავწეულიყავი
-მოისვენე რა, მკლავში მტაცა ხელი და უკან დამაბრუნა, არ მაწუხებ დამშვიდდი
-თორნიკე
-გისმენ
-კარგი ბიჭი ხარ შენ
-რა ნახე ამისთანა? გადაიხარხარა ბიჭმა
-ნუ ხარ მასხარა, მეც ავყევი სიცილში
საღამოს შეთანხმებისამებრ მაგიდის ირგვლივ მოვიყარეთ თავი,
-მიყვარს ესეთი საღამმოები,გაეღიმა ვახოს და ჭიქა შეავსო
-დიდად მსმელი არ ვარ,თან საკმაოდ მალე მეკიდება
-კაი თინანო გაჩერდი, გადაიხარხარა ანანომ არ გამახსენებინო რა ქენი ბანკეტის მეორე დღეს
-გაჩუმდი გოგო ყველაფერი კი არ უნდა თქვა, დავუბღვირე დაქალს
-მიდი მიდი მოყევი,შეაგულიანა თორნიკემ
-რა და დათვრა ეს ქალბატონი და ჩვენს მეგობარს ერთი ბიჭი უყვარდა ძალიან ხოდა თინანომ წამოაყენა იდეა ეს ბიჭი მოვიტაცოთო, ჩვენც მეტი რა გვინდოდოა ხოდაა
-მერე? ახარხარდა ვახო არ მითხრა რო მოიტაცეთ
-აბა რა ვქნენით? თინანომ იმარჯვა სახლიდან გამოიყვანა და მთელი მისი მთვრალი შარმით უმტკიცებდა რომ ვერსად გაუშვებდნენ
-ვაიმე ცუდად ვარ, მუცელზე ხელს იჭერდა თორნიკე სიცილისგან
შენ ძალიან საშიში ყოფილხარ ქალბატონო.
- აბა ძალიან, მეც ავყევი სიცილში
-ბოლოს რა მოხდა?
-თუ გავითვალისწინებთ რომ ეხლა ორი შვილი ყავთ კარგად დამთავრდა ყველაფერი
-ყოჩაღ თინანოს, მოდი ესეთი ერთგული მეგობრების სადღერგრძელო შევსვათ, გამოცოცხლდა გულედანი და ჭიქა მომიჭახუნა,
საკმაოდ ბევრი დავლიეთ და ბევრიც ვიხალისეთ, რიგ რიგობით ვყვებოდით ბავშვობის ამბებს და ვფიქრობ მთელ ბათუმს ემოდა ჩვენი ხმა იმ საღამოს.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა,აშკარად არ ვიწექი ჩემს ოთახში ფეთიანივით მივატრიალე თავი და როგორც კი მძინარე გულედანს გადავაწყდი დაფეთებული წამოვხტი ფეხზე.
-მე უფრო ორიგინალურ გაღვიძებას ველოდებოდი, თვალები გაახილა ბიჭმა
-ეს რას ნიშნავს?
-რა?
-თავს ნუ იდებილებ, რა გინდა აქ?
-შენ ხარ ჩემს ოთახში და მგონი მე უნდა დაგისვა ეგ კითხვა
-კარგი რა მოხდა გუშინ?
-ისეთი არაფერი რაც არ უნდა მომხდარიყო.
-ღმერთო რა დავაშავე
-ნუ ვარდები პანიკებში რა, უბრალოდ ძალიან მთვრალი იყავი და ერთად დავიძინეთ ესაა და ეს, მოძალადე არ ვარ უგონოდ მყოფ ქალებზე ვძალადობდე
-მე ეგ არ მითქვამს,
-გაიფიქრე მაინც, ნეტა შეგახედა შენი თავისთვის რა სახით დგეხარ,ნუ გეშინია არ შემიჭამიხარ დაწყნარდი
თორნიკემ ხელი წამოიღო ჩემკენ სახეზე რომ მომფერებოდა და მის არათითზე წამოცმულმა ყვითელმა რგოლმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
-ეს რა არის?
გულედანი გაშრა, გაკვირვებულმა ასწია ხელი და თითი შეათვალიერა
-ხო არ ღადაობთ?ეს რა ჯანდაბაა?
-ვაიმე მეც მაქვს, კივილის მსგავსი ხმა აღმომხდა და ეხლა ჩემი ხელი ავწიე მაღლა.
-რა ვქენით გუშინ თორნიკე?
-დავქორწინდით.სიცილი აუტყდა და საწოლზე ჩამოჯდა
-სასაცილოა? ვიკივლე წყობიდან გმოსულმა
-არა სატირალია და დამაცადე ცოტა აზრზე მოვიდე და ნუ ყვირიხარ გასაგებია? რაღაც არამგონია მე რამე დამეძალებინოს შენთვის
-როგორ ბედავ?
-ისე დალიე თითქმის უცხო კაცს ცოლად გაყევი და მე ვბედავ რამეს? იყვირა აშკარად გაბრაზებულმა და ფეხზე წამოხტა
-არ გაბედო, ჩემი შეურაწყოფა არ გაბედო გასაგებია?
-ღმერთო ეს რა ჭირი მჭირს
ის იყო პასუხის გაცემას ვაპირებდი რომ გვერძე ოთახიდან ანანოს კივილი გაისმა, გულგახეთქილები გავცვივდით მისაღებში და აკივლებულ ქალს ვეცი
-რა გჭირს გოგო?
-ნახე, ხელი ამიფრიალა თვალწინ გამაგებინეთ ვინმემ ეს რა არის?
როგორც კი აღიქვა ტვინმა რახდებოდა ჩვენს თავს. ისტერიულო სიცილი ამიტყდა და დივანზე დავჯექი,მაცადეს აშკარად დაწყნარება ყყველა გაკვირვებული მიყურებდა,
-რას მომჩერებიხართ, მომილოცავს შეუღლება
-რას ბოდავ?ფეხზე წამოხტა ვახო
-ამას, ჩვენც დავანახეთ ხელები ანანოს და ვახოს
-ვაიმე ღმერთო მიშველო,გულზე ხელი მიიდო ანანომ,რამ გამოგვაშტერა ასე
-სასმელმა, გამეცინა ნერვიულად
-რა გამოდის ხელი მოვაწერეთ ერთად?
-კიდე კაი მიხვდა შენი ტვინი,დაუბღვირა ანანომ
-სადღაც მოწმობა ხომ უნდა იყოს, სწრაფად წამოხტი ფეხზე და ირგვლივ მიმოვიხედე მართლაც მივაკვლიე ხელმოწერის საბუთს მაგიდაზე
-ეს თქვენია, გავუწოდე გაკვირვებულ წყვილს და ჩემი გადავშალლე
სასაცილო იყო სატირალი რომ არ ყოფილიყო, რა გადარეულებიც ბავშვობაში ვიყავით ის გადარეულები დავჩით დიდიობაშიც, სულ ვამბობდით ერთ დღეს გვექნება ქორწილიო და აჰა ავიხდინეთ კიდეცскачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ Guest ანი

არც მე ველოდი მოვლენების ასე განვითარებას და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მომეწონა,ძალიან არაბანალური ისტორია,რომელიც საშინლად მომწონდა დს მოუთმენლად ველოდი, გახდა ძალიან და თითქმის ყველაზე ბანალური ისტორია.. არ ვიცი ამას თუ გამოასწორებ მარა ასეთი ისტორიები ყრია ამ საიტზე და არ მაქვს სურვილი კითხვის.' დასანანია... ((( არადა ყველაზე განსხვავებული, დამაფიქრებელი და აზრიანი ისტორია იყო ჩემთვის ეს..(მაინც ვიმედოვნებ რომ გამოასწორებ, ნიჭიერი ნამდვილად ხარ )

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

ვაიმე რა მაგარი იყო ბოლოს.ბევრიც ვიცინე.მოტაცებაზე ხო.საინტერესოა როგორ გაგრძელდება ისტორია
--------------------
ლ.ქ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent