შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი I-


23-07-2017, 20:30
ავტორი Evelina
ნანახია 868

გაიქეცი პატარა, გაიქეცი!  -თავი I-

დამინახეს…
სასწრაფოდ უნდა მოვშორებულიყავი ამ ადგილს. ფოტოაპარატი კისერზე ჩამოვიკიდე და სირბილით გამოვვარდი სასტუმროდან. სწორედ ამ დროს ვიღაც უცნობს, რომელიც გამხეცებულ თვალებს ავლებდა არემარეს და უმისმართოდ ადგამდა ნაბიჯებს მხარი შევეჯახე და ისე წავბორძიკდი ლამის მიწაზე გავენართხე.
_უკაცრავად!_ვუთხარი და წამიერად მივაპყრე მზერა. მისმა ცივმა გამოხედვამ შემაშინა კიდეც და ისევ გაქცევა დავაპირე, მაგრამ უცნობმა არ დამაცადა. მკლავში მსწვდა და მისკენ მიმაბრუნა, თანაც ისე ძლიერად, რომ ინერციით ჩვენი სხეულებიი შეერთდა კიდეც._გამიშვი! რას აკეთებ?!_გაოცებული მივშტერებოდი._მგონი შეშლილი ხარ?!_უიმედოდ ვცდილობდი მისი ხელებიდან თავის დახსნას._გამიშვი._დავიყვირე ბოლო ხმაზე და თან სასტუმროს კარს გავხედე. მეგონა მალე ისინიც თუ გამოვიდოდნენ…
უცნობმა დიდხანს მათვალიერა, ბოლოს უცნაურად ჩაეცინა და ხელი შემიშვა.
_გიჟი!_გამომსცრა პირიდან და მანქანისაკენ გავიქცი.
_გაიქეცი პატარა, გაიქეცი!_მომაძახა მან._გაიქეცი სანამ დაგიმახსოვრე და შენი ცხოვრება ჯოჯოხედად ვაქციე!_ყვიროდა და თან უცნაურად ხარხარებდა. აი ისე, როგორც ზღაპრის ბოროტი გმირები ხარხარებენ როდესაც რაიმე მზაკვრულს ჩაიფიქრებენ.
_შენი ადგილი საგიჟეშია!_ შევეპასუხე მას.
_ჩაჯექი ანია!_მანქანის ფანჯარა ჩამოწია ილიამ.
_დამინახეს…_თითქოს ჩემს რეალობას დავუბრუნდიო, მანქანის კარის სწრაფად გამოვაღე და ასევე სწრაფად ჩავხტი.
_ჯანდაბა!_ილიამ მანქანა დაქოქა და იქაურობას მოსწყდა.
მაინც მოვასწარი და კიდევ ერთხელ და შევხედე უცნობს, რომელიც ჩემი მისამართით იყურებოდა და ისე მძიმედ სუნთქავდა რომ გამოკვეთილად ჩანდა მისი ცხვირიდან გამოსული ჰაერი რომელიც სიცივისგან მაშინვე ორთქლდებოდა, სუნთქავდა ისე თითქოს ადამიანი კი არა ურჩხული ყოფილიყო.
^^^
როგორ ხდებაო?! რას ამბობენ?! წამში იცვლება ცხოვრებაო?! როგორ მეჯავრებოდა ასეთი ფრაზები… არასოდეს მჯეროდა სიყვარულის… ერთი ნახვით შეყვარების… ტანჯვის… თავგანწირვის…
_ეგ წავა და სხვა მოვა!_ასე ვამშვიდებდი ჩემს საუკეთესო მეგობარს, ნენეს, რომელიც ყოველ წელს ახლი სიყვარულით იტანჯებოდა.
ვფიქრობდი, სიყვარული მხოლოდ შეჩვევაა და მეტი არაფერითქო. ვფიქრობდი რომ არ არსებობდა “ის ერთი”, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნოდა და საბოლოოდ ბედი მასთან მიგიყვანდა. და საერთოდ, ვფიქრობდი რომ ბედისწერა არ არსებობდა!
_სიყვარული… ერთმანეთისთვის ტანჯვა… უერთმანეთოდ ვერ გაძლება… ეჰ ნენე, ყველაფერი ეს ადამიანებმა გამოიგონეს, რომ ერთმანეთი შეინარჩუნონ!_ვუთხარი ერთ საღამოს მეგობარს, როდესაც ის მის ახალ სიყვარულს მისტიროდა.
_მაშინ რა აზრია აქვს სიცოცხლეს?_გამიბრაზდა ნენე და ღვინო ბოთლიდან მოსვა.
_შენ!_საჩვენებელი თითი დავადე მხარზე._შენი სიცოცხლის აზრი ხარ მხოლოდ - შენ! საკუთარი თავის სიამოვნებისთვის უნდა იცხოვროს ადამიანმა, ჩემო ნენე! სხვას შენ სულ ფეხებზე ჰკი**ხარ! სხვას მარტო თავისი თავი უყვარს… შენთან კიდევ მაშინ იქნება, თუ თავს იგრძნობს კარგად, თუ შეგეჩვევა… სიყვარული კი არ არისებობს! არც შენ გიყვარს ის კრეტინი მამუკა… არც ნიკა გყვარებია… არც ბექა… არც საბა და არც სხვა დანარჩენი!
_ჰო, მაგრამ მამუკა მართლა მიყვარს!_შემეწინააღმდეგა მეგობარი, ფეხზე წამოდგა და გაბრაზუბულმა დატოვა სახლი.
ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უყვარდა ხალხს სიმართლე?! ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ფიქრობდა ყველა ისე, როგორც მე?! ვერ ვხვდებოდი, რატომ იგონებდა ათას სისულელეს ადამინი და იატნჯავდა თავს არარსებულით?!
^^^
_ღმერთო ჩემო!_დაიყვირა ნენემ და კომპიუტერანთან ახლოს მიიტანა სახე._თვალებს ვერ ვუჯერებ!
_რა მოხდა?_თვალები გადავატრიალე და ისევ გავაგრძელე ფოტოების ამობეჭვდა.
_გახსოვს მაშო?_ეკრანს არ აშორებდა თვალს._აი ის, მე_9 კლასში რომ გადმოვიდა ჩვენთან.
_ჰო!_ურეაქციოდ ვუპასუხე.
_თხოვდება!
_ვა!_გამეცინა ირონიულად._როგროც იქნა დაივიწყა ალხაზოვი?
_მაგას მიყვება!_ხელისგულები რამოდენიმეჯერ შემოჰკრა ერთმანეთს._ ხომ გეუბნები, ნამდვილი სიყვარული არსებობსმეთქი!_წარბაქაჩულმა გადმომხედა._ მოიცა!_თქვა ნენემ და თითებზე რაღაცის დათვლა დაიწყო._ ცხრა, ათი, თერთმეტი!_ დაიყვირა ბოლოს._თერთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ… შენ კიდევ ამბობ, რომ ტყუილად ვიტანჯები… აი ნახე… 11 წლის შემდეგ მეც მომიყვანს მამუკა ცოლად.
_11 წლის შემდეგ შენთვის გვიანია!_საჩვენებელი თითი ენის წვერით გავილოკე და ამობეჭდილი სურათების თვალიერება დავიწიყე.
_კაი, მაშინ სკოლაში რომ მიყვარდა ნიკა… ხომ გახსოვს?!_მომიჯდა ნენე გვერდით._ აი ის, მაღალი… შავტუხა, დიდი ტუჩებით… სულ რომ მიყურებდა…
_მახსოვს, ხო… მახსოვს!_თვალები გადავატრიალე ისევ.
_ხოდა ეგ მომიყვანს ცოლად… რაღა დარჩა?! მაშინ 17 წლის ვიყავი, ახლა 26ის ვარ… ორი წელიც და ეგაა!
_ჰო და ეს ორი წელი დამასვენე და აღარავინ შეიყვარო!
_უფ… ეგრე არ შემიძლია!_გაიბუტა ნენე._ისე… რა გვარი იყო? ერისთავი ხო? ფეისბუქზე უნდა ვნახო!_წამოხტა და ისევ კომპიუტერს მიუსკუპტა.
_მერე მამუკა?_ეშმაკურად გავაყოლე თვალი.
_მამუკა აღარ მირეკავს და…_მხრები აიჩეჩა, წარბები შეყარა და ფეისბუქის პაროლი შეიყვანა._ ნი-კა ერ-ის-თა-ვი!_დამარცვლით თქვა და მოძებნის ნიშანს დააკლიკა.
ცოტახანს ხმას არ იღებდა. ეკრანზე რაღაცას მიშტერებოდა და ქვედა ტუჩს იკვნიტავდა.
_ნახე?_ცნობისმოყვარეობამ მძლია.
_ცოლი ჰყავს…_ღრმად ამოისუნთქა ნენემ და ფეიბუქი გამორთო._ ეტყობა, ჩემი ბედი მამუკაა… წავალ, ისევ მე დავურეკავ._მხრებჩამოყრილი წამოდგა, ტელეფონს ხელი დაავლო და თავის ოთახში გავიდა.
სახლის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
_დიახ!. 
_მოვედით!
_გასაგებია…_ ყურმილი დავკიდე, ამობეჭდილი სურათები დიდ, ყვითელ კონერტში ჩავდე და კარადაში, სხვა კონვერტებთან ერთად შევინახე. ლეპტოპი დივანთან ახლოს, მაგიდაზე გადავდე, ჩამოშვებული, ქერად შეღებილი თმა მაღლა ავიწიე, კარისაკენ წავედი და გამოვაღე. სადარბაზოში სიბნელე იყო. მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის ქოშინის ხმა ისმოდა, რომლებიც კიბეებს ვაი-ვაგლახით მოუყვებოდნენ.
_გამარჯობა ანია!_გახშირებული გულისცემით მომიახლოვდა ილია და გადამკოცნა.
_მობრძანდით!_დანარჩენ ორს მივმართე. აქედან ერთ-ერთი მაღალ ქუსლებზე შემხტარი, ზედმეტად გადაპრანჭული ქალი იყო, მეორე კი სოლიდურად ჩაცმული, მკაცრი გამომეტყველების შუა ხნის მამაკაცი.
_დაბრძანდით!_დივანზე მივანიშნე.
_მადლობთ!_ზემოდან გადმომხედა ქალმა, გრძელი შუბა ფრთხილად გაიხადა და იქვე, დივნის ხელზე გადაფინა.
_აბა… რას გვეტყვით?!_დაიწყო შუახნის მამაკაცმა.
_თქმით ვერაფერს!_გავხედე და ლეპტობს დავავლე ხელი._ აი!_გავხსენი სურათი. სურათზე აღბეჭდილი იყო ახლაგაზრდა წყვილი, რომელიც რესტორანში ზის და ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაჭიდებული.
_ამ გოგოს სახე უფრო ახლოდან თუ გადაიღეთ?!_მკაცრად გამომხედა ქალმა.
_რა თქმა უნდა!_გამეცნია, ეს ხომ ზუსტად ის იყო, რისთვისაც ფულს მიხდიდნენ._ ამის შემდეგ სასტუმრო “რედისონში” წავიდნენ. იქ 1 საათი და 34 წუთი გაჩერდნენ. მერე, ნომრიდან ჯერ თქვენი მეუღლე გამოვდა, 13 წუთში კი ეს გოგონაც! 
_ამ გოგოს ვინაობას როდის გაარკვევთ?!_ქალის ტონი ოდნავ დადაბლდა.
_ამას ილია მიხედავს!_ილიას გავხედე, რომელიც ოთახში აქეთ-იქეთ დადიოდა და ზედმეტად ნერვიულობდა.
_დიახ ქალბატონო ელენე!_ქალის წინ დაეყუდა და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეზე დააგდო._ ვინაობას მე და ჩემი გუნდი გავარკვევთ…
_მე ის კი არ მიკითხავს ვინ გაარკვევს-მეთქი!_გაბრაზდა ქალბატონი ელენე._როდის გაარკვევთ-მეთქი?!
_ასე ზუსტად ვერ გეტყვით…_ანერვიულდა ილია._თუმცა გამოძიებას ამაღამვე დავიწყებთ!
_გასაგებია!_ქალმა ჩანთას დაავლო ხელი, რაღაც თეთრი კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო._თუ ვინაობა ხვალ საღამოს უკვე ცნობილი იქნება, დანარჩენ თანხას 200 დოლარს დავამატებ ზემოდან!_წამოდგა ქალი და შუბას დაავლო ხელი._ როგორც ბონუსი!_დაამატა და კარისაკენ გაემართა.
_ნახვამდის ქალბატონო ელენე!_უკან აედევნა ილია და სადარბაზოში გასულ ელენეს და შუახნის მამაკაცს კარი მიუხურა.
_რას ცქმუტავ?_ფეხი-ფეხზე გადავიდე და სიგარეტს გავუკიდე.
_არ იცი?!_ხელები ჯიბეებში ჩაიყო და მკაცრად გამომხედა. 
ხალათის ცალი ტოტი ფეხიდან გადავაცურე და ჩემი უკანალი გამომწვევად ავბზიკე.
_არ გცივა?_მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა და ჩემს მოშიშვლებულ ფეხს, რომელიც გამომწვევად უმზერდა ჩაწითლებული, ვნებით სავსე თვალები ააყოლა.
_კი… მაგრამ, ვატყობ მალე დამცხება!_წარბები შევათამაშე და ხალათის ქამარი საჩვენებელი თითით შევიხსენი.
ილია ჩემსკენ დაიხარა, ხელი წელზე შემომხვია და კისერში ფრთხილად მაკოცა.
_როგორ გამაბრაზე გუშინ!_ჩაილაპარაკა და ხელებით დივნის თავს დაეყრდნო._ხომ იცი, ამის გამო შენც ისევე დაისჯები, როგორც სხვები!
_ვიცი!_უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და ილიას ქურთუკს ჩავავლე ხელი. 
_ოთახში არ გავიდეთ?_ჩურჩულით იკითხა და ცხვირი ააყოლა ჩემს სახეს.
_არა!
_მერე ნენე?!_ვნებისაგან სმენადახშულს საკუთარი ხმაც აღარ ესმოდა ილიას.
_მამუკას ესაუბრება… კიდევ დიდიხანი არ გამოვა!_სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და ილიას ტუჩებს მოწყურებულივით დავეტაკე.
_ოხ ანია!_ამოიხვნეშა, დივანზე გადამაწვინა და ჩემსზემოდან მოექცა.
^^^
დილაადრიან გამოვედი ოთახიდან და სამზარეულოში მოფუსფუსე ნენე შევნიშნე.
_გაიღვიძე?_ზედმეტად ბედნიერი სახე მომაპყრო და ჭიქაში წყალი დაისხა.
_ჰო… მისაღებში არ შესულხარ?_ეშმაკურად გამეღიმა, რადგან გამახსენად ილია, რომელიც სრულიად შიშველი მივატოვე იქ და მხოლოდ პატარა პლედი გადავაფარე. 
_რა?_ნენე მაშინვე მისაღები ოთახისაკენ გაემართა._ჯანდაბა!_ჩაილაპარაკა როდესაც დივანზე მძინარე ილია დაინახა. მისი ტანსაცმელები ძირს იყო მიმოფანტული თვითონ კი პლედი მხოლოდ წელს ქვემოდ გადაეფარებინდა, შიშველი, დაკუნთული მხრები კი ძლიერ შემოეხვია მუთაქასათქვის.
_გაიღვიძე იდიოტო!_დაუყვირა ნენემ და თავზე ცივი წყალი გადაასხა.
_ააა!_დაიბღავლა ილიამ და ხელები სველ თმაზე გადაისვა.
_შენს ოთახში რომ შეგეთრია არ შეიძლებოდა?!_გაბრაზებულმა გადმომხედა ნენემ, ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო და ხელები გადააჯვარედინა.
_აქ ჩაეძინა და…_გამეცინა მე.
_დროზე ჩაიცვას და მარშ აქედან!_წარბაწევით გახედა ნენემ ილიას და სააბაზანოსკენ წავიდა._რომ გამოვალ აქ არ დამხვდეს!_ასევე მკაცრად დაამატა და კარები მოაჯახუნა.
_ეს მაგარი გყავს!_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ილიამ, დივანზე წამოჯდა და თავის საცვალს დაწვდა, რომელიც მაგიდაზე, ლეპტოპის თავზე ეგდო.
_დალევ ყავას?_მაისური მივაწოდე მას.
_არა… ბიჭებთან უნდა გავიქცე. იქნებ ამ საღამომდე გავარკვიოთ იმ გოგოს ვინაობა._ შარვალი ამოიცვა, ფეხზე ჩაიცვა, ქურთუკს ხელი დაავლო და კარისაკენ გაემართა._ფოტოები გადმომიგზავნე, არ დაგავიწყდეს.
_ილია…_კართან ავეყუდე და ჩემი მომაჯადოვებელი, ნაცრისფერი თვალები მივაპყრე.
_რა გინდა?!_ღიმილი შეეპარა მის ბაგეებს.
_სასჯელს არ შემიმსუბუქებ?!_თვალები რამდენჯერმე დავახამხამე.
_ეს საქმე დამთავრდეს და მერე ვნახოთ! _ ნიკაპზე ცერა და საჩვენებელი თითით შემეხო და მისკენ მიმიზიდა._დაგინახეს ანია… არ გეპატიება!
_ვიცი…_თავი დავხარე. 
ილიამ ისევ ამაწევინა თავი და ტუჩებზე ნაზად მეამბორა.
_დაგირეკავ!_მითხრა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.


__________

იმედია ისტორია მოგეწონებათ. ადრეც ვდებდი ამ ისტორიას, თუმცა ვერ მოვახერხე დამესრულებინა. ახლა ცოტა კორექტირებები შემაქვს და აუცილებლად დავასრულებ ბოლომდე, თუ რა თქმა უნდა თქვენი სურვილი იქნება.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ ბარბარე❤

Es istoria ideboda da ar dasrulebula xoo? Vkitxulobdi adre ise miyvarda

 



№2 √ სტუმარი ™ Boba

Magari zgaparia

 



№3  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

კაია მომწონს მე გააგრდძელე

 



№4  offline √ წევრი ™ Evelina

ბარბარე❤
Es istoria ideboda da ar dasrulebula xoo? Vkitxulobdi adre ise miyvarda

კი იდებოდა და ვერ დავასრულე. ახლა ოდნავ შეცვლილი სახით დავაბრუნე.
Boba
Magari zgaparia

ზოგჯერ ზღაპრებიც საინეტერესოა <3
ენემი
კაია მომწონს მე გააგრდძელე

მადლობა :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent