შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვულკანი +18 VI თავი


24-07-2017, 01:38
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 423

ლურჯი ვულკანი +18 VI თავი

სესილის საქციელით ცოტა არ იყოს და გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ კაცმა რომ თქვას რაღა გამაკვირვებდა ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, უცნაური არ იყო თუმცა აქ ყოფნა ერთი დიდი მომაბეზრებელი რუტინა გახლდათ, არაფერი საინტერესო, განსხვავებით სიმშვიდისაგან რომელიც მეც მამშვიდებდა, თუმცა აშკარად რაღაც მეტი მინდოდა და ამისთვის მე უნდა გამეკეთებინა რამე, მაგრამ რა? საღამოს ბებიასთან ერთად სერიალს ჩავუჯექი, თუმცა როგორც საპნის ოპერებისთვისაა დამახასიათებელი ისეთი სცენები იყო ნებისმიერ პორნოსაიტს შეშურდებოდა, ბებიამ ამისგამო თავი უხერხულად იგრძნო, მეც დიდად არ მაინტერესებდა ამიტომ ისევ გარეთ გასვლა და სეირნობა ვამჯობინე
___
სოფელს ღამე-ნელ ნელა ეპარებოდა, ზაფხულითვის დამახასიათებელი ძილისმომგვრელი სიმშვიდე და სიცხე იყო. ჭრიჭინები დაუღალავად გამოსცემდნენ უცნაურ ხმებს, წყაროსთან შევჩერდი, სახეზე წყალი შევისხი და ცოტა გავგრილი. ტელეფონი ამოვიღე და სანდროს დაურეკე, მან ჩვეული ხალისით მიპასუხა და განწყობა გადმომედო
-ცაში აფრინდა შაშვები როგორ ხარ საბა რას შვები?- თქვა თუ არა თავის იმპროვიზაციაზე თავადვე გაეცინა
-რა?- ვკითხე სიცილით
-რაო მოწველე ძროხები?
-არა
-ნეტავ თავად იცოდე რა გინდა!- ამოიოხრა და დასერიოზულდა
-მაგით რისი თქმა გინდა?
-ის რომ ტყუილად დადიხარ წინ და უკან, შენი ცხოვრება სულ სხვაა, როდემდე უნდა ემალო მამაშენს და მის ახალგაზრდა ცოლს?
-გეყოფა ამაზე სალაპარაკოდ არ დამირეკავს
-აბა რა საქმე გქონდა ამინდის პროგნოზი გაინტერესებს
-იცი ვიფიქრე რომ ჩამოსულიყავი ძალიან კარგი იქნებოდა, უფრო მეტად გახალისდებოდა აქაურობა
-გასართობად თუ გჭირდება ვინმე შეგეძლო ვინმე წაგეყვანა ის ვინც შენი სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებდა და ამ სიცხეში ტვალეტში გამოკეტვა და მარჯვენა ხელის გავარჯიშება არ დაგირდებოდა
-ნუ ბოდიალობ, ხო ისვენებ ამ შაბათ-კვირას?
-მერე, მე არ ვიცი ჩამოვალ თუ არა მაგრამ...
-რა მაგრამ- მისმა ხმამ დამეჭვა
-არაფერი, სხვა რა ხდება
-შენ მითხარი რატო გაჩერდი
-მე არავის ცხხოვრებაში უხეშად არ ვერევი, ყველას თავში ქვა უხლია და რაც უნდა ის ქნას, მეტვიან საიდუმლოს ვინახავ, მაგალითად მამაშენმა დარეკა ჩემთან, წარმოგიდგენია, თინეიჯერი ბიჭი სახლიდან გაიქცა და ეძებს
-მერე რა უთხარი?- სველი ხელი მაისურზეე გავიმშრალე
-რა უნდა მეთქვა, წარმოდგენა არ მაქვს სად არისთქო, ისე დამოოუკიდებლობა თუ გინდა მამაშენს რას გაურბიხარ ან დასამალი რა გაქვს ვერ გავიგე, მის დარეკვაზე მოკითხვაზე რაო? რა თქვა, სად ვარო? რა მინდა? დაელაპარაკე და უთხარი დაგანებოს თავი თორემ რაღაც მეტისმეტია ეს ყველაფერი, მეც დავიღალე და შენც მილონჯერვე გაგიმეორებ რომ მაგარი არსწორად იქცევი
-მოკლედ ჩამოხვალ თუ არა?
-არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ბუნებამ დიდი საჭუქარი გაგიკეთოს
-მოკლედ წავედი და იფიქრე ჩემ წინადადებაზე
-შენ მანდ დიდხანს ვერ გაჩერდები, ვინმე არის ზაფხულში ჩადიან ხოლმე სოფლებში
-არა და რომც იყოს ხო იცი
-თავს არ გაუყადრებ ხო ვიცი
-ატრაკებ და გიხარია
-კაი ერთი
-წავედი
-მიდი, მაგრად
-------
ბებია გავააფრთხილე რომ მდინარეზე მივდიოდი, გზას ღიღინით დავუყევი, ძაღლები გამუდმებით ყეფთდნენ, ციცინათელებიც გამოდიოდნენ და ყველაფერი ისე იყო როგორც ზღაპარში, აქ ღამე უფრო ლამაზია ვიდრე დღე, იდუმალი და განსხვავებული. მდინარესთან მივედი თუ არა კედები გავიხადე და წყალში ფეხებით ჩავდექი. თვალები დავხუჭე და სავსემთვარეს ავხედე, ჩემთვის ნაცნობ მელოდიას ვღიღინებდი და სიპი ქვის შეხება მსიამოვნებდა, ფეხისგულებს სასიამოვნოდ ედებოდა ქვიშა, ხავსი, ქვები და ცივი წყალი. მთავრის შუქზე მდინარის სიღრმეში რაღაცს სილუეტი გამოჩნდა, წყალში ჩემს გარდა ვიღაც იყო, დამაინტერესა და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, აშკარად შემამჩნია და უკან დაიხია, ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ მდინარეზე სესილი იყო
-რას დამდევ?- იკივლა ბოლო ხმაზე და მთებმა მისი ხმა გაიმერეს თითქოს ერთი არ იყო საკმარისი
ხელები დანებების ნიშნად ზეემოთ ავწიე
-რა გინდა აქ აღარ უნდა დამასვენო?
-შენ სანახავად არ მოვსულვარ!- ვუპასუხე ცივად- რა ვიცოდი აქ თუ ბანააობდი ხოლმე
-საპონი მაქვს წამოღებული რა აქ ვბანაობ ვგავარ ტყიურს?
-არა მაგრამ იქცევი- ჩემი დროც დადგა
-ჩემი ძაღლია აქ კიდე სამი ფეხი აქვს და შეგიძლია ისინიც მოამტვრიო
-ძაღლით მაშინებ?- გამეცინა
-ოჰ, დაკაცებულა
-ჩემ კაცობაში ეჭვი გეპარება?- ვკითხე და ხმას ავუწიე რადგან მდინარის ხმა ნახევარს კარგავდა
-არ მეპარება უკვე დაწრმუნებული ვარ რომ...
-ოდესმე გაჩუმდები და რამე ჭკვიანურს იტყვი, თუ მონატრებული ხარ ვინმესთან ლაპარაკს და გაგაგიჟეს ამ მოხუცება, რას კაკანებ ანგელოზივით გოგო ხარ
სიჩუმე
-გაიგე რაც გითხარი?- დავინტერესდი
სესილი ცემსსკენ ტყაპა-ტყუპით წამოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა
-ახლა დამამცირე და კონპლიმენტიც მითხარი?
-ესე გამოვიდა!- ვუთხარი დაყენებული ხმით
-რაღაც მდინარემ ხმა ჩაახშო და ვერ გავიგე და საკადრისად ვერ გაგეცი პასუხი
- რა გაგაკანებსთო ეს გითხარი?
-კიდე რაღაც თქვი, ნუ გეშინია არ გადაგიმვრევ მუხლზე
-არ მეშინია თქვეენნაირი ნაზი ქმნილება ამას ვერ გააკეთებს
-ასე ფიქრობ?- თითქმის შეუმჩნევლად მკითხა სესილიმ და ფეხები შეატყუპა, ისევ მისკენ გამეექცა თვალი
-სესილი- ამოვიოხრე- თითქმის ერთი ასაკის ვართ, ორივენი სოფელში მოხუცებთან, გართობის, ყველანაირი თავგადასავლების გარეშე, არ შეიძლება ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ და რამე ისეთი გავაკეთოთ
-რას მთავაზობ?- გამყინავი ხმით მკითხა
-ცივილური ადამიანებივით დავსხდეთ სადმე და ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ იმ გოგოების რიცხვს არ მიეკუთვნები ვიც სოფელში ცხოვრობს და ფიქრობს რომ ბიჭთან ასეთ დროს შეხვედრა დანაშაულია და ...
-ანუ
-რავი რამე ვქნათ, რამე იდეა არ გაქვს?
მივხვდი რომ სუსტ წერტილში დავარტყი
-მე ამის არ მეშინია, უბრალოდ სურვილი არ მაქვს
-იმის რომ შემხვდე თუ იმის რომ სერიოზულად მელაპარაკო
-ორივე
-არა და მაინტერესებდა შენი გატაცების, კერვის შესახებ ისტორიები მომესმინა, ასევე რა გეგმები გაქვს, მეც მაქვს ჩემი საიდუმლოებები და დიდი სიამოვნებით გადაგიშლიდი გულს, ეს ორივეს გვჭირდება, თან დაავლევდი დიდი ხანია არ დამილევია
-ბებიაჩემს ისეთი ჭაჭა აქვს ნაპერწკლებს გაგაყრევინებს
-ეს როგორ გავიგო? - ვკითხე და გულისცემა გამიხშირდა
-ანუ ძლიერი რა
-არა სხვა რამე ვიგულისხმე თანახმა ხარ რომ შემხვდე?
სესილიმ თმაზე ხელი დაისვა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, მერე ამათვალიერა და მხრები აიჩეჩა
-სიმინდი გიყვარს?- მკითხა მორიდებით
-ძალიან- თუმცა არც მქონდა ნაჭამი, არც შემწვარი და არც მოხარშული
-შეგვიძლია მოვიპაროთ, გიჟი ბოროტი ჯუმბერას ყანიდან
-რატომ ვიპარავთ შემიძლია რომ...
-ამ ცხოვრების აზრზე არ ხარ, სიმინდს მოპარულს სხვა გემო აქვს და ჯუბმერასთვის სიმინდის მოპარვა ერთი დიდი თავგადასავალია შეიძლება თოფითაც გამოგვივარდეს
-ეს...
-ძაღლის გეშინია, თოფის გეშინია რანაირი ხარ ვერ გავიგე
-და შენ რომ არ გეშინია ეს ქალისთვის მოსულა, უბრალოდ ხშირი შეხება აარ მაქვს არც ძაღლთან და მითუმეტეს თოფთან, უცხოა ჩემთვის
-უცხო ყოველთვის საშიშს არ ნიშნავს- მიპასუხა უდადრელად
-მისმინე, მაგ შენი ლამაზი ფეხებით წადი
-რა მითხარი?- მკითხა თითქოს ვერ გაიგოო
-მაგ შენი ლამაზი ფეხებით წადი სახლში, უმშვენიერესი თვალები მოავლე სახლს და თუ ბებიაშენი გამოგიშვებს ან მერე გამოიპარე. თუმცა ტელეფონი შეგიძლია დამიტოვო
-ანუ ვიპარებით?- თოთქოსსიტყვას გემოს უსინჯავსო
-კი- შევეცადე ხმა ამოუცნობი და განსხვავებული მქონოდა- ერთი ნაბიჯი მისკენ გადავდი
-მართლა?- ამოიოხრა
-კი მართლა, მიდიხარ?
-კარგი წავალ!- დამიქნია თავი
-რას ელოდები? -ვკითხე პაუზის შემდეგ
-არ მოდიხარ შენ?
-ერთან ასეთ დროს რომ დაგვინახავენ სოფელში რას იფიქრებენ
-ანუ ეს ყველაფერი შენ გადარდებს და არა მე
-ხო რა ვიცი მე შენთვის ვამბობ
-და რა გგონია რომ სოფელში არ მოცნობენ რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა?
-კი მჯერა!- შეკამათებას აზრი არ ჰქონდა და მდინარიდან გავედით

----
"მზად ვარ"
მომწერა როდესაც თორმეტს რამდენიმე წუთი აკლდა, ამ დროს იმედი თითქმის გადამეწურა, სახლში ჰაერი თითქმის არ მოძრაობდა
" მოვდივარ და რა წამოვიღო?"
" რაც გემრიელი და კარგი მოგეპოვება, ყველაფერი, შენ თუ გგონია ქალი რომ ვარ თავზე დაგფოფინებ მთელი ღამე აბა ეს მიიერთვი აბა ესთქო ძაან ცდბი თუ არ შეჭამ ცეხლიც გიჭამია"
"ხომ შევთნხმდით რომ ასე არ ვისაუბრებდით"
"გამოეტიე თხუთმეტ წუთში გხვდები"
თავის სიზმარში მეგონა როგორც იქნა მისი დათანხმება შევძელი, ცოტას ნერვიულობს და ამას კარგად ვხვდები. არაუშავს შურისძიების დრო მოვიდა
---
წყაროსთან 15 წუთში თავით დავერჭე, ყველაფერი რაც ხელში მომყვა ხის კალათაში ჩავყარე და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს პაემანზე მივდიოსი და იმ გოგოს ვხვდებოდი რომელთანაც ურთიერთობა აკრძალული იყო, მოკლედ რომეოს მსგავსად, მაგრამ რომეომდე ცოტა მიკლია და კიდევ კარგი რომ მიკლია რადგან არ მინდა ჩემი რომელიმე ურთიერთობა ასე დასრულდეს, მოკლედ რასვ ვბობავ
-სად მიდიხარ წითელქუდა?- მომესმა ბოხი ხმა
შევტრიალდი და სესილი შემეფეთა
-რა კალათით დამდგარხარ..- არ დაასრულა და მოგუდული სიცილით ცალი ხელი ჩემსკენ გამოიშვირა
-კარგ ხასიათზე ხარ როგორც ჩანს!- შევუბღვირე
-რატო არ უნდა ვიყო, წავიდეთ დავლაშქროთ ჯუმბერას ყანები?
-რატო?
-აგიხსენი რატომაც წამოდი თან ახლოსაა, ამ კალათით მართლა სად აპირებ სიარულს ერთი გამაგებინა მართლა სასაცილო სანახავი ხარ
-წავიდეთ ჯუმბერასთან!- შევაწყვეტინე
-ხუმრობა არ იცი?- აშკარად მიხვდა რომ გავბრაზდი
-ის რომ სახლში სხვა ვერაფერი ვნახე ჩემი ბრალი არ არის, სიბნელეში მოვლანდე რომ თეთრი ყვავილებიანი კაბა ეცვა, თმები ცხენის კუდივით შეეკრა და მეტყველ თვალებს უაზროდ აფახურებდა
-გამოიცვალე?- ვკითხე ღიმილით
-მერე რა, დაისვარა
-მეპრანჭებით თქვენო ღირსებავ?
სესილი დაიბნა, მაგრამ დაბნეული სესილი სესილი არ იქნებოდა
-ეგღა მაკლია- არ გამოუვიდა
-თმაც შეგიკრავთ, შეცდომით ბიზნესკლასის რესტორანში ხომ არ მივდივართ?
-უხერხულ მდგომარეობაში მაგდებ- ჩაიბურტყუნა- მე ქალი ვარ და დიდი ამბავი ჩემი შეკერილი სამოსი თუ ჩავიცვი რა მოხდა მერე
-არც არაფერი- ავიჩეჩე მხრები- არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ეს მთვარე სადრაც ჩავიდა თორემ ალბათ კიდევ უფრო მეტად დავტკბებოდი თქვენი ხილვით
-შუასაუკუნეებიდან გადმოვარდნილი წითელქუდასავით ლაპარაკობთ, ასე თავბრუს ვერ დამახვევ!
-ესეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები- ვუთხარი და შევტრიალდი- დარწმუნებული ვარ ახლა გაწითლდი
-რა გინდა წასვლა გადამაფიქრებინო
-არა რას ამბობ, ავიღოთ ჯუმბერას ციხესიმაგრე
ჯუმბერას ყანის აღება არც ისეთი რთული აღმოჩნდა, მხოლოდ ექვსი სიმინდი, ბევრი არაფერი, მდინარის ნაპირზე გამორიყული ხმელი ხეების შეგროვება დავიწყე, სესილი რაღაცას ფუსფუსებდა და სიმინდს არჩევდა, ფხები მჭიდროდ შეეკრა რადგან კაბა მეტისმეტად მოკლე იყო, ღამის სიჩუმეში კი მისი ღიღინის გარჩევა ადვილად შეიძლებოდა. შეშა საკმარისზე მეტი მოვაგროვე გვერდით მივუჯექი და ცეცხლი დავანთე და ნეტა არ დამენთო, ჩემს გულშიც ცეცხლი დაინთო და თან როგორი, მდინარეში ღორივით რომ გავწოლილიყავი მაინც ვერ ჩაქრებოდა, ოცი წლის ვაჟიშვილივით ვიდექი და პირაღებული ვუყურებდი სესილის ყოველ მოძრაობას, ჩემდასაბედნიეროდ ყურადღებას არ მაქცევდა თორემ დამწნუნებული ვარ მდინარეში ჩამგუდავდა და თავის ძაღლს გამოუშვებდა კვალის გასანადგურებლად, პირი გამიშრა, არ ვიცი კოცონის სიცხისაგან თუ რა მოხდა მაგრამ ზედმეტად დამცხა, მაისურის გახდას ჯერ ვერ გავბედავდი
-ამხელა კოცონი როდის ჩაქრება?- გამომაფხიზლა სესილის ხმამ
-წყალი დავასხათ- რა ჯანდაბა ვთქვი
-მერე ამ სიმნიდს ბუხარში შეწვავ, არც ძალიან ცხელა!
-ცხელა მაისურს გავიხ...
სესილიმ ნიკაპი და კისერი გააერთიანა და წარბებსქვემოდან ამომხედა
-არაფერი რაში მოგეხმარო?- ვკითხე და მის კისერს ხარბად შევავლე თვალი, ნეფერტიტივით მოუღერებია და თეთრი ქათქათა კანი მის ყოველ მოძრაობაზე ირხეოდა, სიმინს კი ნარჩენებს უზადო გრძელი თითებით აშორებდა, სქელი სისხლივით ტუჩები ოდნავ შეეღო და დროდადრო ენით ისველებდა, თვალები ავაფახურე თითქოს მოჩვენება დავინახე და მინდოდა გამქრალიყო, მაგრამ... მოდი შეშებს კოცნონიდან ავიღებ, მაგრამ ისევ ყველაფერი დაბნელდება, რაც არ მინდა
-კოცონი ისევ დაგვჭირდება და ხომ არ ჯობია რომ არ ჩავაქროთ, მდინარის ნაპირას ვართ და ცივა მაინც
-წეღან ყველაფერს იხდიდი და...
-თუ გული გწყდება გავიხდი
-არა მერე მე დამცხება
-ბატონო?- გაოცებისაგან იდოტურად გავიღიმე
-რა?
-რა რა?
-რა თქვი?
-რა და ნახე რამდენი ქვებია, თავს გაგიპობ თუ რამე ზედმეტ იზამ!
-ზოგჯერ მართლა გამოუსვლელივით იქცევი
-კისერზე რომ არ გახტები იმიტომ?
-ვინ გითხრა... მოკლედ შევწვათ სიმინდები
-რა წამოიღე?
-წიწილის ხორცი, ხაჭაპური, მჭადი, ყველი, პომიდორი, კიტრი და რაც მომხვდა ხელთ ყველაფერი
-ბებიაშენს ღამე ჭამა უყვარს, რომ ადგება და ვერაფერს ნახავს აქ გაიგონებ მის ხმას
-მართლა ღამე ჭამს?
-ხო კაცებშიც დადის ჩუმ-ჩუმად
-ბებიაჩემზე ნუ ხუმრობ შენ!
-მიდი საქმეს მიხედე რამე გააკეთე კაცი არ ხარ?
-რა გავაკეთო, თევზი დავიჭირო?
-კარგი აზრია, მართლა თევზაობ ხოლმე?
-ხანდახან!
-რა უნდა გეთქვა ჩემთვის საიდუმლოო?- კაბა უხერხულად გაისწორა
-მე მთვრალი ვარ გულახდილი შენით დაიწყე, რა გეგმები გაქვს ცხოვრებაში?
-რამე წარმატებული ბიზნესი მინდა რომ გავაკეთო, განხვავებული, ორიგინალური და ყველასათვის საშირო, უკვე იდეებიც მაქვს მაგრამ ვერ გაგიზიარებ საჭიროა, შენ?
-ჩემი ტანსაცმლის ხაზი მინდა რომ შევქმნა, ყველასათვის ხელისაწვდიმი და განსხვავებული, კი ვამობთ სამოსი არაფერიაო მარტო ნაჭრიო, მაგრამ სამოსი ყველაფერს ამბობს
-ნამდვილად!- დავუქნიე თავი და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მის კაბას
-შენ ძაან გადაეკიდე ამ კაბებს, ერთი კაბა უნდა შეგიკერო
-ეს ყველაზე მეტად მომეწონა, ხომ არ მათხოვებ?
-კი ხვალ.
-მე მეგონა...
-ბიჭო!

---
ყველაფერი დაბნელდა, სიმინდები წითელ ნაჯვერჩხლებში ჩავყარეთ და ჩემს მიერ წამოღებული საჭმლის ჭამა დავიწყეთ სანამ სიმინდები შეიწვებოდა
-არ დაასხამ?- მკითხა უჩვეულოდ მშვიდი ტონით
ჭაჭის ჭიქებს მივწვდი და ჩამოვასხი
-ვნახოთ თუ ამ კოცონივით გავყრი ნაპერწკლებს!- ვუთხარი და ჭიქა ხელში დავატრიალე
-ბებიაჩემი თავის ბუნებას ყველაფერში დევს, საოცრად ენერგიული ქალია
-მშობლები...- ისე ვთქვი თითქოს ღარაც არსარება მეთქვას
-საზღავარგარეთ არიან, ათის ვიყავი რომ წავიდნენ, მაგრამ ეს უკვე აღარავის უკვირს
-ცუდია
-კი ნამდვილად, შენ რა ჯანდაბა კი არა და რა გინდა აქ!
-შენ გეძებდი
-გინდა ამ სიმინდებს მიუწვე გვერდით?
გამეცინა
-წამოვედი სახლიდან, მამაჩემს ცოლი მოჰყავს
-მერე
-მერე ის რომ მასზე ბევრად უმცროსია
-ბავშვაც ელოდება ხომ?
-შე საიდან იცი
-მე ვიცი რომ სოფელში ვცხოვრობ და აქ არაფერი იმალება.
-რატომ არ მითხარი?
-და რა უნდა მეთქვა?
-კაი არაფერი
-მაინც არ მესმის რატომ წამოხვედი
-კარგი რა დავხუროთ ეს თემა და დავლიოთ
-სალაპარაკოო და...
-მერე გავაგრძელოთ
-თქვი
-ჩვენს მიზნებს, სურვილებს და ოცნებებს გაუმარჯოს რომელიც აუცილებლად ახდება!- გავუღიმე და მინდოდა ეს ღიმილი დაენახა მაგრამ ამ ჯუმბერას სიმინდების გამო კოცონი ჩამქარალი იყო
-ოჰ- ჩამოაყალიბა ბიჭმა- გაუმარჯოს, მე ბევრს ვერ ვსვამ ნაზი და სათუთი არსება ვარ!
-ეჭვი არ მეპარება- ვუთხარი და ჭაჭა გადავკარი, ყელი ჩამიწვა და ეგრევე პომიდორს დავწვდი
-აბა, ვაიმე ვეღარ ვსუნთქავ
-ხელოვნურ სუნთქვაზე რა აზრის ხართ?
-მიუწვები სიმინდებსთქო
-რაღა სიმინდებს მივუწვე ანგელოზივით გოგო ხარ აქ!
-რა?
-სესილი, შენ ხარ ულამაზესი, საოცარ ფეხებიანი, ულამაზესტუჩებიანი, გრაციოზული და მოვლენა, ყველაფერი
-კაი გაჩერდი
-მაგრამ არ უნდა ლაპარაკობდე
-რა ვთქვი ასეთი?
-არაფერი, უბრალოდ შენს ენას დატკბობა და მოთვინიერება სჭირდება
-აბოდდი ხო, მოგეკიდა?
-სესილი
-ჰა
-გცივა
-მერე?- შემომიღრინა
-ვიფიქრე მაისურს გავიხდი და ვათხოვებმეთქი
-შენ ასე მალე თვრები?
-არა საერთოდ გვიან მეკიდება
-აი მე კიდე დამატრიალა
-ხო და დავლიოთ კიდევ ერთიი
-ძაან ძლიერია ცემთვის და არ...
-ვსვამთ თუ არა?
-მიდი ხო

ხუთი ჭიქის შემდეგ სიმინდები გამახსენდა, პირში ნახშირიდ გემოვს ვგრძნოდი მეტს ვერაფერს
-ნახშირს ვჭამ თუ მეჩვენება?- ვკითხე ენისბორძიკით
-არაუშავს კბილებს ათეთრებს ნახშირი
-ისედაც თეთრი კბილები მაქვს არ შეგიმჩნევია?
-არა რატომ უნდა დავკვირვებოდი შენს კბილებს
-შენ მარტო შენი ძაღლის კბილებს უყურებ
-ისე კარგი გამახსენდა, შენი დამპალი ძაღლი ჩემ ძაღლთან დაძვრება
-ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდება ეზოში
-ხო და რომ დავაცლი იმ რაღაცეებს მიყუროს
-რა სისასტიკეა!- შევყვირე- არ გიხარია დავნათესავდებით, მაგრამ ძაღლები პატრონებს ემსგავსებიანო, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევ და ხომ არ დავემსგავსოთქო ვიფიქრე
-კაცი და მთვრალი საშინელებაა
-აუ, ცოლივით ლაპარაკობ უკვე, არ დალევ?
-არა, ამერია ფეხი და მეყო
-ეგაა შენი ზომა კიდევ ერთი

----
კიდევ ოთხი ჭიქის შემდეგ
-მოკლედ და ჩემო საბა, ისე მინდა რომ წავიდე აქედან როგორც შენ ...
-ქალი
-ხო ქალი, ა?
-არაფერი გააგრძელე
-ჩამოვლენ ჩემი მშობლები და მეც წავალ
-მერე ჩათრეული იქნები
-აი დარდი
-მეგონა სოფელზე გიჟდებოდი
-თავისი ხიბლი აქვს მაგრამ ჩემს მიზნებს ქალაქში მეტი გასაქანი, მარლა ბევრი დავლიე, წავიდეთ შემცივდა
-კოცონს დავანთებ ვიყოთ ცოტა ხანს კარგად ვარ, ასე კარგად კარგა ხანია თავი კარგად არ მიგრძუინია
-აუ ეს მთალდ დადებილდა!- გადაიხარხარა სესილიმ- ახლა სიცილი თუ დავიწყე ვერ გამაჩერებ, მთვრალი ბევრს ვიცინი ხოლმე
-დარწმუნებული ხარ?
ეგრევე გაჩერდა, მაისური გავიხადე და გადავუგდე, მე ქვისაზე დავწეწი და იმასაც ვერ გვრძნოდი, როგორ მერჭობოდა ზურგზე ქვები
-მადლობა!
-მეგონა მაგ მაისურით გამგუდავდი
-მოვიაფერბ, გაგირეცხავ და მოგცემ
-ანუ იტოვებ?
-არა რომ ავალთ მოგცემ
-და ასე ტარზანივით ვიარო ამ ტყეში?
-რას მამადლოვებ სულ ნუ მომცემდი- იკივლა და თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე, აშკარად ჭაჭა არ დამილევია, ვერ ვუნთქავდი, მივხდი რომ სახეზე ჩემი მაისური მომხვდა, წამოვდექი და თავბრუ დამეხვა, ნეწყვი ზიზღით გადავყლაპე და სესილის მაისური ვერსროლე
-ისე გცივა რომ კანკალებ თუ იმის ბრალია რომ..
-შეწყვიტე და წავედით!- მომიჭრა მოკლედ, ფეხზე წამოდგა და ქვისაში დაცემის ხმამაც არ დააყოვნა
-წავიქეცი მეყო- ჩაიბურტყუნა
ჩემი დროა, რის ვაივაგლახით წამოვდექი და თავზე დავადექი
-იტკინე რამე?
-კარგად ვარ
-მე კიდევ წურგში რაღაც მერჭობა და იქნებ დამფერთხოთ
-დანას შეგირჭობ თუ არ გაჩერდები, გადადი შენს ადგილზე, ცუდად ვარ მგონი ყველაფერი ტრიალებს და შენც ორი თუ სამი ხარ
-მეტისმეტად ბევრი სიმპათიური ქმნილებაა არა თქვენს გვედით
-რაღა დავმალო და ხო
-შეყვარებული გყოლია სესილი?
-არა, ვის გავპრანჭვოდი ჯუმბერას?
-სკოლაში?
-სამნი ვიყავით სამივე გოგოები- დაიწყო კისკისი და მეც ავყევი
-თქვე საცოდავებო
-აბა
-დღეს რომ გამოპრანჭე ანუ
სიჩუმე
-ოოო, მოკვდი?- ვკითხე სიცილით
-არა არ გაგახარებ, ცოცხალი ვარ!
-თქვენი სიკვდილი ნამდვილად გულს დამწყვეტს
-ზღარს გადადიხართ და გგონია ვერ ვაცნობიერებ, კი ვარ მთვალი მაგრამ- ყვა აუთამაშდა
-ისევ კანკალებთ, რამეს ელოდები სესილი?
-მატარებელი, ხო მატარებელი, გზები მიდის ოკრო ბოკრო აბა დელი დელია, ეზო ეზო კარი-კარ ბოლი ბოლს- შეისვენა- მიყვარს პოეზია
-სასწაული იყო დამაჟიალა- შევკარი წარბები და მკლავებზე ხელი დავისვი
-კუნთებს მახარბებ თუ რა არის ეს
-კატის მზერა გაქვთ თუ ამ ღამით რას ხედავ
-მე ყველაფერს ვხედავ- მითხრა მშვიდი ხმით
-იმაცაც რომ ლამაზი ხარ და შეიძლება ერთმანეთს ვუხდებოდეთ
-ამ სილაში ჩაგფლავ, მხოლდ თავს დაგიტოვებ ზემოთ და დილით ძაღლები მოგა..
-რატომ არ შეგიძლია გაჩუმდე და ვარსკვლავებს უყურო? - ცაში ვიხედები და ვარსკვლავებს ვხედავ, მართლა ყოფილა
-შენც გიყვარს ვარსკვლავები?
-აბა როგორ!
-სულ ვუყურებ ხოლმე და სურვილებსაც ვუთქვამ
-და რას უთქვამ ხოლმე?
გვერდით ისე მივუწექი ვერ გაიგო, მუცელზე ხელები დავიწყე და ვარსკვალევს ავხედე
-მიდნა რომ ცნობილი დიზაინრეი გამოვიდეთქო
-მერე იმათმა რაო?
-აბა რას იზამ სესილიო
-მართლა?
-ხო, მელაპარაკებიან ხოლმე, ახლაც მელაპარაკებიან
მხოლოდ დავლიე არაფერი მომიწევია არც ამას და რას ბოდავს
-ჩემზე ამბობენ რამეს?
-კი- შემობრუნდა ჩემსკენ მეგონა იკივლებდა მაგრამ უბრალოდ სიბნელეში ჩემი სახის გაჩევას ცდილობდა
-რას ამბობენ
-შორს დაიჭირე თავიო მაცდური ბიჭიაო
-ვარსკვავებსაც მოვწონვარ?
-ალბათ
-და შენ?
-ძაღლების გეშინია
-მაგას კინოფობია ქვია
-მართლა
-კი
-გასაგებია
-ახლა
-დავფიქრდბი, მთვალი ვარ და ჩემის სიმთვრალით სარგებლობ, გინდა რომ
-შენ რა გინდა
-მე?
-ხო
-არაფერი?
-კოცნა თუ იცი?
-კი- მითხრა ომახიანად
-სად სწავლე გოგოები ვარჯიშობდით?
-არა
-აბა არავინ მყოლიაო
-მერე რა
-მაშინ დიდი გაფუჭებული გოგო ყოფილხარ
-ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საიდან
-და შეგიძლია რომ დამიმტკიცო
-მე შენს მიმართ სიმპათიაც არ მაქვს თან მთვრალი ვარ
-გეშინია რომ...
-არაფრის არ მეშინია
-ხომ თქვი სიმთვრალეში სიმართლეს ვამბობო
თავი ისევ ჩემსკენ გადმოატრიალა
-კი სიმათიური ხარ, მაგრამ საერთოდ არ გიცნობ, აუტანელი ხარ, ბევრს ლაპარაკობ, თან მთვრალი ვარ და ჩემი სიმთვრალით სარგებლობ და რაღაც გინდა, მერე რა რომ ბიჭისთვის არ მიკოცნია, არ გოგოსთვის, გამომივა რარაც როცა დრო მოვა და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა, ბოლოსდაბოლოს პირველყოფილები მრავლდებოდნენ და მეც მოვახერხებ რაღაცას, გამომივა, ვისწავლი, მასწავლის ჩემი რჩეული რაღაცეებს, არ დამცინებენ ამის გამო, რა გავაკეთო ამ მიყუებულ სოფელში დავიბადე, მაგრამ განვითარებული ვარ, კილოც არ მაქვს, ფეხს ვუწობ თანამედროვე ცხოვრებას, ინტერნეტი მაქვს, მაგრამ ვითხულობ, ვოცნებობ ქალაქში თეატრი და კინო ვნახო, სამ განზომილებაში ფილმები, თეატრი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ არ ვყოფილვა, მოდის ერთ-ერთ ჩვენებაზე მიდა დავესწო კი არა და დიზაინრესის ჩვენებას ვინმეს ვინც არ უნდა იყოს, რომ მოდელებზე ცოცხლად წარმოვიდგინო ჩემი სამოსი, მინდა მეტი შესძლებლობები მინდა, მაგრამ სოფელი მგუდავს, მაღჩობს, მინდა ძალიან ბევრი რამ მინდა მაგრამ არ გამომდის, როგორ წავიდე ბებიას რა ვუყო, ან თავი იმით ვირჩინო, კი არა და მშობლების ხარჯზე, ისინი ჩემს გამო არიან იქ, კი მითხრეს წელს ჩააბარეო, მაგრამ ბეიას რა ვუყო, მინდა, უფრო მეეტი ვიცოდე, ბიჭებშიც მქონდეს გამოცდილება, ურთიერთობიდან სწავლობ რაღაცეებს იმას რაც სამომავლოდ გეხმარება მერე მერე არ ვიცი, მოკლედ ჩავიკეტე აქ ჩავიკეტე, მე არ ვეძებ რამე განსაკუთღებულს ქალაქში, მიდა ის შესაძლებლობები გამოვიყენო რაც მას აქვს, გჯერა რომ კინოში არ ვყოფილვარ ან თეატრში, მაგრამ ქალაქში უმეტესობა არ დადის ტეატრში, მუზეუმებიც მინდა, თქვენ გგონიათ რომ ქალაქი მარტო ინტერნეტია და ის რომ მეოცე სართულზე ცხოვრობ, ქალაქს უამრავი დაწესებულება აქვ შენი განვითარებისთვის, ფანტაზიისთვის, თქვენ კიდევ უბნებს არ ვდებით, მინდა რომ ყველაფე- სესილი ატირდა და მის ამხელა მონოლოგს სუნთქვაშეკურული ვუსმენდი
-სესილი- ამოვილუღღლუღე
-რა გინდაა?
-მინდა რომ გაკოცო, მართლა, მთელი გულით და არა ვნებით
-შეწყვიტე!- მითხრა და ისევ ყბა აუთამაშდა, ცერა და საჩვენებელი თითები ნიკაპზს შევახეე, სუნთქვა შეეკრა და კანკალიც შეწყვიტა
-მართლა მინდა
-მე გული გადაგიშალე
-ამიტომ მიდა რომ
-მეშინია, მიდა რომ მიყვარდე მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ
-მერე რა
-ის რომ სექსიც არ ვიცი რა არის უნდა გამაგებინო თუ რა გინდა, ვერ ვხვდები, ჩემი სიმთვრალიტ სარგებლობ... - იმდენად სწრაფად ლაპარაკობდა რომ ხელი მიკანკალებდა, ამდენი საუბრის მოსმენა შეუძლებელი იყო ნიკაპს ხელი ძლიერად მოვკიდე და პირი დავახურინე, გაშეშდა, მოდუნდა ტუჩები ისევ მაცდურად გაეპო და მის თბილ კისერს ხელი შევახე ბამბასავით რბილი და უფრო თბილი იყო, ნერწყვს ვერ ყლაპავდა ალბათ პირიც გაუშრა, დაჟინებით მაკვირდებიდა და ცდილობდა ჩემი სახის გამომეტყველების გამოცნობს
ტუჩები ტუჩებს შევახე, მისი თვლილი სუნთქვა ვიგრძენი, მისი გულისცეემაც მესმოდა, ყველაფერს ძალიან ემოციურად იღებდა, მაგრამ დაწმუნებული ვარ ეს უნდოდა
-ნუ გეშინია!_ ვუთხარი ტუჩებზე მიწებებულმა
სესილი გვიან , მაგრამ მაინც ამყვა, ენა კი ბოლოს გამოვიყენე, შეცვა, კისერი დაეძაბა, თავის უკანგაწევა სცადა მაგრამ მერე ისევ დანებდა, ვარსკვლავებში დავცურავდი, და ვაცნობიერებდი რომ პირველი ვიყავი ვინც მას კოცნიდა, იდიდესპასუხსიმგებლობას და ამავდროულად დიდ სიამოვნებას ვიღებდი, სესილი თითქოს სიზმარში იყო და გამოეღვიძა, თავი უკან გაწია, კალათას ხელი დაავლო და ბარბაცით სახლისკენ წავიდა, უკან ავედევნე
-მაპატიე თუ გაწყენინე, არ უნდა გამეკეთებინა
-გაჩუმდი!- მითხრა და ნაბიჯებს აუჩქარა

ეზოში შევიპარე, საწოლში თავით დავეშვი ფიქრის თავიც აღარ მქონდა გამოვიფიტე

დილით სანდროს ზარი მაღვიძებს
-აა- ძვლივს დავატანე თავს ძალა რომ მეპასუხა რარაც მაინც
-სულელი ნინი მოდის მად!
-რა?
-ს სულელი გოგო ვისთანაც მუშაობდი, ლამის თავზე დამამხო ყვალაფერი, არ მითქვამს მაგრამ გაიგო
-რას მელაპარაკები- თითქოს ცივი წყალი გადამასხეს და გამოვფხიზლდი
-რაც გაიგე
-აქ მოდის ჩემთან?скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ კოწახური

ძლიიიიივს გადახვედი განვითარებაზე.
წარმატებები და გელოდები <3 <3

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ ლუნი.

ოღონდ ეს გველაძუა არა -...-
წინა თავს აშკარად ჯობდა.
მომწონს ეს წყვილი ძალიან.
იმედი მაქვს ნინი არსად "გაეჩხირება".
--------------------
Your love is all I need to feel complete.
Lollipop :))

 



№3  offline √ წევრი ™ Ella29

მალე დადე შემდეგიი რაა

 



№4 √ სტუმარი ™ ნანა777

Tituuu exla cava gogoebis cecva am ... bijis guliza

 



№5  offline √ წევრი ™ მარიკუნაა♥️

საწყალი სესილი.

 



№6  offline √ აქტიური მკითხველი ™ GEGI გეგი

კოწახური
ძლიიიიივს გადახვედი განვითარებაზე.
წარმატებები და გელოდები <3 <3

დიდი მადლობა

Ella29
მალე დადე შემდეგიი რაა

ვეცდები

 



№7 √ სტუმარი ™ max

gegi agar dept axal tavebs da rom daikarget ra aris es male dadebt axal tavebs

 



№8  offline √ აქტიური მკითხველი ™ GEGI გეგი

შმალე დავდებ, ბოდიში
max
gegi agar dept axal tavebs da rom daikarget ra aris es male dadebt axal tavebs

 



№9 √ სტუმარი ™ Ani

Aii su suu pirveli istoria sad vnaxo ikneb mitxrat?

 



№10  offline √ წევრი ™ Geta

აღარ აგრძელებ?

 



№11 √ სტუმარი ™ მკციბქრი

Ani
Aii su suu pirveli istoria sad vnaxo ikneb mitxrat?

წაშლილო აქვს ყველა, მეც ვეძებდი მარა ვერ ვიყოვე, ვერც აქ ვერც სხვაგან

 



№12 √ სტუმარი ™ chocolate

მკციბქრი
Ani
Aii su suu pirveli istoria sad vnaxo ikneb mitxrat?

წაშლილო აქვს ყველა, მეც ვეძებდი მარა ვერ ვიყოვე, ვერც აქ ვერც სხვაგან

ოო რატო შვრა ნუ შვრა :/ გმადლობ

 



№13 √ სტუმარი ™ cruela

აა, დაიწყო ისევ გადაკარგვები
აა, დაიწყო ისევ გადაკარგვები






:დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

 



№14 √ სტუმარი ™ Salo

cruela
აა, დაიწყო ისევ გადაკარგვები
აა, დაიწყო ისევ გადაკარგვები




:D :D

:დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ


დამპალო გეგიი

აქაც ნინი და ლურჯი თვალები

 



№15 √ სტუმარი ™ Ana

Am bichs gadaecit ro nervi agar mkopnis da gamochndes!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent