შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 8


24-07-2017, 14:49
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 1 465

ეიფორია-თავი 8

"ნებისმიერ სიგიჟეს თავისი სახელი აქვს."

უილიამ შექსპირი

...
-მე აქ მოწყენილობისგან ვკვდები და ელზა დანიელთან ერთობა.-დაიწუწუნა თეამ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-ერთობა?-გაეცინა მიშას და გადაშლილი წიგნი დაბლა დაუშვა.-დანიელთან ერთად ლაშქრობა ნამდვილი ჯოჯოხეთი რომ არის, მაგიტომაც არ მიყვებიან სხვა მასწავლებლები.ელზა კიდე ახალია და წესიერად არც იცოდა ,წინ რა ელოდებოდა.
-მაგრამ მაინც მეშლება ნერვები,რომ ის წავიდა მე კი აქ ვარ.-სახე დამანჭა თეამ და დაბინდული მზერა ოთახს მოავლო.
-დაამთავრე?
-ჯერ არა.
-მშინ, ცოტა ხანს გულში იწუწუნე და კითხვა დამაცადე.
-რას კითხულობ?
-„როგორ ავიტანოთ ყოფილი ცოლის წუწუნი.“-ჩაილაპარაკა სარკაზმით კაცმა.
-ეგეთი წიგნი არ არსებობს.-ცხვირი აიბზუა თეამ.
-ჯერ არა,მაგრამ აუცილებლად დავწერ მომავალში.-გაეცინა მიშას.
-მოდი ,რამეს მაინც ვუყუროთ.-თემა შეცვალა ქალმა.
-თეა,შენს თვალებს ახლა დასვენება სჭირდება.-მზრუნველი ხმით წარმოთქვა კაცმა.-არც ტელეფონი,არც ტელევიზორი და არც კომპიუტერი,ხომ შევთანხმდით?
-ჩემი ყოფილი ქმარი, ჩემს ბინაშია და მივლის,-წამოიძახა ირონიულად ქალმა,-მაგარია,ვერაფერს დავუწუნებ ამ სიტუაციას!
-ეს, მადლობის მაგიერია?
-ვიცი,ახლა ჩემზე რასაც ფიქრობ.-ამოილაპარაკა ნაღვიანად მან.-ალბათ ყველაზე სულელ ქალად მიგაჩნივარ და გეცოდები კიდეც.
-სულაც არა.-თავი გააქნია კაცმა.-ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს და ეგეთ რამეს არასოდეს ვიფიქრებ.
-ერთმანეთს რატომ დავშორდით ,მიშა?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-ერთმანეთისთვის არ გვიღალატია,არ მოგვიტყუებია...უბრალოდ ,ერთ დღეს ვიკამათეთ და აღმოვაჩინეთ,რომ ერთმანეთის ბევრ ნაკლზე ვხუჭავდით თვალს.მაგრამ იცი რა მიკვირს? ხუთი წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ეგ მანამდე რატომ ვერ შევნიშნეთ?
-ვერ შევნიშნეთ?-გაეცინა თეას.-ყველაფერი შევნიშნეთ,მაგრამ დაგროვილმა ბოღმამ ხუთი წლის შემდეგ ამოხეთქა.
-ნუთუ?
-როგორ შეიძლებოდა არ შემენიშნა,რომ ღამით საშინლად ხვრინავ და ამის გამო წლების განმავლობაში წესიერად არც კი მძინებია?!
-შენ კი საშინელი მზარეული ხარ!-შეუბღვირა კაცმა.-უგემურ საჭმელებს აკეთებ.
-რა?-თვალები დაქაჩა თეამ.- ის ვინ იყო, ჩემს მომზადებულ სალათებზე, რომ გიჟდებოდა?!
-მაგას ხმოლოდ იმიტომ გეუბნებოდი,რომ არ გწყენოდა.-უპასუხა მშვიდად მიშამ,თუმცა აშკარა იყო,რომ ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა.
-შენ...შენ...ჩვენი ქორწინების სამი წლის თავი დაგავიწყდა!-ხმას აუწია თეამ და ვერც კი შენიშნა,როგორ გაეწმინდა დაბინდული მზერა თანდათან.
-არ დამვიწყებია,უბრალოდ...იმ დღეს ძალიან გადაღლილი ვიყავი.-თავი გაიმართლა კაცმა.
-შენ მე... დაბადების დღეზე ქამელეონი მაჩუქე!
-მერე რა?
-ვინ ჩუქნის ქვეწარმავალს ცოლს დაბადების დღეზე?
-ზოომაღაზიაში მითხრეს,რომ ოჯახური სიმტკიცის და მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.
-ჰო ,მერე ხომ ხედავ როგორი მტკიცე ოჯახი გვაქვს და როგორ მარადიულად გვიყვარს ერთმანეთი.
-მოდი ვაღიაროთ,რომ უნაკლო არავინაა და ორივემ დავაშავეთ.
-შენს... ჩაწითლებულ თვალებს ვხედავ!-წამოიძახა უცებ თეამ.
-მერე?-გაუკვირდა მიშას.
-შორიდანაც ვხედავ.-თეა ფეხზე წამოვარდა,მიშასკენ დაიხარა,ხელებით სავარძელს დაეყრდნო, სახე ახლოს მიუტანა და თვალებში ჩააკვირდა.-ახლოდანაც კარგად ვხედავ და შორიდანაც.
-კარგია.-ჩაილაპარაკა მან.
-შენ მითხარი, მთელი კვირა ბრმა იქნებიო!-გამჭოლ მზერას არ აშორებდა ქალი.
-ასე გითხარი?
-მომატყუე?
-არ მინდოდა, დანიელთან ერთად წასულიყავი.
-ნაძირალა!-დაიკივლა ქალმა,მიშას კისერში სწვდა და ფეხზე წამოაგდო.-გაეთრიე ჩემი სახლიდან!
-თეა ,გაჩერდი!
-გაეთრიე-მეთქი.

მიშა გამწარებული სახით მიბრუნდა მისკენ, ქალს მხრებში ხელები ჩაავლო,კედელს ააკრა,ჯერ თვალებში ჩააკვირდა და როცა მიხვდა,რომ თეა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა,დაიხარა და მსუბუქად შეეხო ბაგეზე,თუმცა ამ ერთ და მონატრებულ კოცნაში ,მთელი მისი გრძნობები ჩააქსოვა.
ქალი სურვილმა და ემოციებმა ისე აიტანა,რომ მიშას ორივე ხელები შემოაჭდო მხრებზე და სცადა ეს სასიამოვნო კოცნა გაეხანგრძლივებინა,მაგრამ კაცი სწრაფად მოშორდა მას და ჯერ კიდევ განრისხებული,მაგრამ ამოუცნობი განცდებით სავსე თვალებით შეხედა და ჩაილაპარაკა.
-ახლა,ნამდვილად წავალ!
-იდიოტო!-მიაყვირა თეამ გამწარებული ხმით და კარი ხმაურით მიუჯახუნა,მერე კი ტუჩებზე ნერვიულად გადასივა თითი და სიცილი აუვარდა.

...
ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ ,თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.სწავლა ,გამოცდებისთვის მზადება და სპექტაკლი.
ელზას კოჭი ჯერ კიდევ სტკიოდა და ოდნავ შესიებულიც ჰქონდა,თუმცა სკოლაში სიარულს მაინც აგრძელებდა და ყველანაირად გაურბოდა დანიელის გამჭოლ მზერას,რომელიც გამუდმებით უწვავდა კანს და შინაგან სამყაროს უფორიაქებდა.
ამასობაში, გელამ ოფიცილაურად დაიწყო რეპეტიციები და პირველივეზე ბავშვები ისე ღელავდნენ,რომ ადგილს ვერ პოულობდნენ.სანამ გელა მოვიდოდა ,ისინი კულისებში ისხდნენ და მღელვარების დაფარვას რეკვიზიტებში ქექვით ცდილობდნენ.
დემეტრეს ხელში თავის ქალა ეჭირა,რომელიც ემამ აღმოაჩინაი,მაგრამ ბიჭს ისე მოეწონა,რომ მას დაუთმო და ისიც ინტერესით დაჰყურებდა ახალ გასართობს.
-დიდხანს არ უყურო,თორემ შეგიყვარდება.-მიაძახა სიცილით ლუკამ და რეკვიზიტების კარადიდან გადმოღებული ფერიის პრიალა ფრთები ,ხელში შეათამაშა.
-ნუ დასცინი ,ჩემს ახალ შეყვარებულს.-ცალი წარბი ასწია დემეტრემ .
-ახალი?-გაიცინა ლუკამ.-და ძველს რა უყავი?
-ჰაჰა.-ყალბად გაიღიმა ბიჭმა.
-სახელი უკვე დაარქვი?
-არა.
-იორიკზე რას იტყვი?
-რას ამბობ,ეს გოგოა.
-საიდან დაასკვენი?-გადაიხარხარა ლუკამ.- მას, ტანიც კი არ აქვს!
-ემა, „ჩემს გოგოს“ეძახის!-სიცილში აჰყვა დემეტრე.
-საოცარი წყვილი ხართ.
უცებ კარი გაიღო და ოთახში ემამ შემოიხედა.გოგონამ გაკვირვებული სახით გახედა ლუკას,რომელიც ფერიის ფრთების მხრებზე მორგებას ცდილობდა,მერე დემეტრეს და თავის ქალაქ შეხედა და სიცილი აუვარდა.
-მე, ჩემს გოგოს ყველგან დავეძებ და შენ აქ მისით ერთობი?-სულს ძლივს ითქვამდა გოგონა.
-რას ბრძანებთ,არავითარი გართობა!-წარბი შეკრა დემეტრემ და თავის ქალა მკერდზე მიიხუტა.-მე მასზე სერიოზულად ვფიქრობ.
-კარგი,რვა საათს არ გადააცილო,სახლამდე დროზე მოაცილე და თუ მის ხელს წესების დაცვით მთხოვ,შეიძლება ამაზე სერიოზულად დავფქირდე კიდეც.-ხუმრობაში აჰყვა ემა.
-აუცილებლად,მაგრამ ერთი პრობლემაა.-უპასუხა დემეტრემ.
-რა პრობლემა?-დაინტერესდა გოგონა.
-თქვენს ქალიშვილს ხელები არ აქვს და მისი ხელი როგორ გთხოვოთ?
სიტყვის დასრულება და სამივეს ბოლო ხმაზე ახარხარება ერთი იყო.ხელებს მუცელზე იჭერდნენ და ვერაფრით ჩერდებოდნენ.ეს უფრო სიმწრის სიცილის ჰგავდა,რადგან ძალიან ნერვიულობდნენ რეპეტიციის გამო,ხოლო მღელვარება და მხიარულება კი ერთმანეთში აერიათ.
-მოკეტეთ!-გაისმა უცებ დერეფანში გოგონას გამყინავი ხმა და საგრიმიოროში თმაგაწეწილი თინა შემოვარდა.-ტექსტის გადამეორებას ვცდილობ და თქვენ უკვე ნერვებს მიშლით!-დაიწივლა თინამ,მერე ისევ გარეთ გავარდა და ფეხების ბაკუნით,მთელი დერეფანი გაიარა.
-წავალ დავამშვიდებ!-ჩაიფხუკუნა ემამ და მის დას უკან აედევნა.

-მისმინე,შენი დამხარება მჭირდება.-მიუბრუნდა ლუკა დასერიოზულებული სახით დემეტრეს ,როცა გოგონები გარეთ გავიდნენ.
-რაში?-დაინტერესდა ბიჭი.
-ვიცი,რომ გერჩივნა თინას პარტნიიორი ყოფილიყავი,მე კი ემასთან მინდა ...მოდი, სცენაზე ჩვენი როლები ცუდად ვითამაშოთ და იქნებ სინდერ-გელამ გადაიფიქროს,ჰა?!
-კარგი აზრია,მაგრამ სხვა რომ აიყვანოს, მერე?
-კარგი,რა! დრო ისედაც ცოტა გვაქვს და არა მგონია ახლა ქასთინგის თავიდან ჩატარება მოინდომოს.დარწმუნებული ვარ, როლების გაგვაცვლევინებს.
-მაშინ,შევთანხმდით.-ეშაკურად გაუღიმა ბიჭმა და მეგობარს ხელი ჩამოართვა.

ცოტა ხანში დარბაზში გელა შემოვიდა.გადაბმული წარბები კიდევ უფრო შეკრული ჰქონდა და ეტყობოდა,რომ არც ისე კარგ ხასიათზე იყო.კაცმა ბავშვები მაშინვე გამოყარა კულისებიდან,შემდეგ კი სცენის ქვემოთ მდგარ მაგიდას მიუჯდა და სცენარს ჩახედა.
-ჰერმიას და ლისანდრეს როლის შემსრულებლებო,სცენაზე ადით!-გამოაცხადა კაცმა.
თინა და ლუკა სწრაფად წამოდგნენ ფეხზე და გელას ბრძანებას დაემორჩილნენ.თინას სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა და ერთ ადგილას ქცმუტავდა , ლუკას კი სახე ჩამოსტიროდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-შენ ვინ დაგპატიჟა?-გახედა გელამ ბიჭს.
-ლისანდრეს ტექსტს გადავიმეორებ და დავიწყებ.-უპასუხა ლუკამ უხალისოდ.
-შენ, რატომ უნდა გადაიმეორო?-გაუკვირდა კაცს.-დემეტრე სად არის?
-რა?-თინას ლამის თვალები ბუდიდან გადმოსცვივდა.
-ეს რას ნიშნავს?-ფეხზე წამოვარდა, უკანა რიგში მჯდომი დემეტრე.
-თქვენ რა,მეხუმრებით?-გელა სახეზე ისე გაწითლდა,რომ გეგონებოდათ ახლა თავი აუფეთქდებაო.-დემეტრე ავიყვანე ლისანდრეს როლზე,ლუკა კიდე დემეტრიოსის როლზე!
ბიჭებმა გაფართოებული თვალებით გადახედეს ერთმანეთს და თავი ძლივს შეიკავეს,რომ არ გადაეხარხარათ.მიხვდნენ,რომ გეგმა ჩაეშალათ,თუმცა ძალიან სასიამოვნო ფაქტის გამო.
-მაგრამ... სიაში სხვანაირად ეწერა!-გააპროტესტა თინამ.
-სხვანაირად?-გელას პასუხისთვის არც კი დაუცდია, ისე გავარდა დარბაზიდან და რამდენიმე წამში ფურცლით ხელში დაბრუნდა.-მდივანს მივეცი ამოსაბეჭდად და ალბათ შეცდომა დაუშვა.ბიჭებო ადგილები გაცვალეთ!

ლუკა ცდილობდა სიხარული თინას თანდასწრებით არ გამოეხატა,მაგრამ ტუჩებს თავი ვერ მოუყარა, ბედნიერი სახით გადაულოცა სცენარი დემეტრეს და უკან მჯდომი ემასკენ გაღიმებული სახით წავიდა,რომელსაც თვალები ისე უბრწყინავდა,რომ ეს შორიდანაც კი იყო შესამჩნევი.
დემეტრე კი სცენაზე ავარდა,თინას გვერდით გაჩნდა და წარბები მაცდურად აათამაშა.
-რა?-ცხვირი აიბზუა გოგონამ.
-ვერსად გამექცევი ჩიტო.-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და სცენარი მოიმარჯვა.

-დემეტრიოსის და ჰელენას ტექსტს გადავხედე.-გადაულაპარაკა,რამდენიმე წუთის შემდეგ, ლუკამ ემას.
-მე უკვე ზეპირად ვიცი.-გაეღიმა გოგონას.
-მართალია, ძალიან მინდოდა ეს როლი,მაგრამ დემეტრიოსს ჰელენა მხოლოდ პიესის ბოლოს უყვარდება.მთელი პიესის განმავლობაში კი ჰელენა მას უკან დასდევს, ის კი საშინელი სიტყვებით ლანძღავს.-უხერხულად შეიშმუშნა ბიჭი.
-ეს მხოლოდ სპექტაკლია.-მის ბავშვურობაზე ემას ეცინებოდა.
-ჩემთვის რთული იქნება.
-არც ჩემთვის იქნება ადვილი,მაგრამ თუ გვინდა პროფესიონალურად მოვიქცეთ,სცენაზე პირადი უნდა დავივიწყოთ.
-მისმინე.-ლუკა მისკენ გადაიხარა,თვალებში ჩახედა და ჩურჩულით უთხრა.-რაც არ უნდა გითხრა და როგორადაც არ უნდა მოგექცე სცენაზე,უნდა იცოდე,რომ მე სინამდვილეში სულ სხვანაირად ვფიქრობ და ...ეს მე არ ვარ.
-ლუკა,დაწყნარდი და უბრალოდ შენი საქმე გააკთე.მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ვიცი როგორიც ხარ.-გაუღიმა გოგონამ.
-გმადლობ.-უთრხა ბიჭმა და ემას სწრაფად აკოცა,რომ სხვებს არ დაენახათ.

-ემა და ლუკა,სცენაზე!-დაიღრიალა გელამ,როცა თინა და დემეტრე მორჩნენ.
ორივენი მაშინვე წამოცვიდნენ ფეხზე და სცენაზე ავიდნენ.ლუკას ეტყობოდა,რომ ძალიან ნერვიულობდა,ემა კი შემუჩნევლად ებღაუჭებოდა მის აკანკალებულ თითებს და ცდილობდა ამით დაეწყნარებინა.
-ის მონაკვეთი წამიკითხეთ,როცა ჰერმია და ლისნადრე ტყეში გაიქცევიან,ჰელენა და დემეტრიოსი კი მათ საძებელად წავლენ და გზაში ჩხუბობენ.-ბრძანება გასცა გელამ და მონიშნული ტექსტი ორივეს მიაწოდა.
ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა,თავს მოერია,ემას გაღიმებულ სახეს და თვალებს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და დაიწყო.

-„ნეტავ,რას დამზდევ?არ მიყვარხარ ვერ გაიგონე?
სად არის მერე ან ჰერმია და ან ლისანდრე.“
-„თვითონ მიზიდავ,შე გულქვაო,ანდამანტივით,
ამ გულს იზიდავ;გული რკინის არ არის, ვიცი,
მაგრამ სიმტკიცე-ერთგულება ფოლადისა აქვს,
ჩამოაშორე შენ თვითონვე მაგნიტის ძალა.
და მეც დავკარგავ მაშინათვე მიზიდვის უნარს.“

-ძალიან კარგი იყო,მაგრამ უფრო მეტი სიძულვილი მჭირდება ლუკა!-ჩაერია გელა,-უფრო უნდა გამოამჟღავნო ის ფაქტი,რომ ეს გოგონა გაღიზიანებს და მისი ჩამოშორება გინდა.
ბიჭმა ინსტინქტურად დაუქნია თავი მასწავლებელს,შემდეგ ისევ ტესქტს ჩახედა და განაგრძო.

-„ნუ გამაცოფე,მძულხარ-მეთქი ,არ გეყურება?
შენ რომ შეგხედავ,ცუდად ვხდები,გული მერევა.“-წარმოთქვა ლუკამ და ენაზე იკბინა.არც კი სჯეროდა,რომ ამ სიტყვებს თვითონ ამბობდა.
-„მეც ვხდები ცუდად...მაგრამ მაშინ,როცა ვერ გხედავ.“-მთელი გრძნობები ჩააქსოვა გოგონამ არ სიტყვებში და ერთი წამითაც არ უფიქრია, იმ საზიზღარ რეპლიკებზე,რომლის თქაც ლუკას უწევდა.
-აშკარად უკეთესი იყო.-თქვა გელამ.-ახლა თავიდან გაიმეორეთ.
-ბოდიში.-დაიჩურჩულა ლუკამ.
-თუ კიდევ ერთხელ მომიხდი ბოდიშ,რაღაცას ჩაგარტყამ.-თვალები დაუბრიალა ემამ და ლუკას გამომეტყვეებაში შეპარული ღიმილი,რომ დაინახა ,თვითონაც გაეციან.


...
ელზა კაფეტერიაში იჯდა,ყავას სვამდა და თან ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს ამოწმებდა.
უცებ მის წინ სკამი გახმაურდა.გოგონამ თავი ასწია და დანიელის მწვანედ მოციმციმე თვალებს წააწყდა.
-რა გინდა?-თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა მან.
-ჩშშ!-ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიუტანა დანიელმა და გოგონას ბაგეებს ვნებამორეული თვალებით დააკვირდა.-ნუ ლაპარაკობ.
-რას აკეთებ?-გაუკვირდა ელზას,როცა მისი თითების შეხება ბაგეზე იგრძნო.
-შენს ტუჩებს ვაკვირდები.-საშინლად მომაჯადოვებელი ხმით ლაპარაკობდა ბიჭი.-ერთი სული მაქვს მის შეხებას ჩემსაზე როდის ვიგრძნობ.
-რატომ?-ძლივს მოაბა კითხვას თავი ელზამ,რადგან უკვე გრძნობდა,როგორ ეცლებოდა ძალა მისი სიახლოვისგან.
-მაინტერესებს,როგორი იქნება ის ვნებიანი კოცნა,რომლის გათამაშებაც სცენაზე მოგვიწევს.
-სცენარში მხოლოდ ერთი კოცნაა,ტიტანიას გაღვიძებისას და როგორც ვიცი არანაირი ვნება არ სჭირდება.გელამ თქვა,რომ ეს მხოლოდ მსუბუქი შეხება უნდა იყოს და მეტი არაფერი.-თავს მოერია და ძალიან გულგრილი ხმით წარმოთქვა ელზამ.
-სცენარი ბოლომდე არ წაგიკითხავს?-მზერა ტუჩებიდან თვალებზე გადაიტანა დანიელმა და ცინიკურად გაიღიმა.
-რა...ამას რატომ ამბობ?-გოგონას უსიამოვნოდ გასცრა სხეულში.
-სინდერ-გელამ სცენარში ცვლილება შეიტანა.-მოახსენა დანიელმა გამარჯვებული ხმით.-თქვა რომ ტიტანიას გაღვიძების კოცნა სცენარიდან ამოიღო და ობერონთან შერიგების სცენას, ერთი ხანგრძლივი და ძალიან ვნებიანი კოცნა დაუმატა.
-არ არსებობს!-წამოიძახა ელზამ,ჩანთიდან სცენარი ამოაძრო და გადაფურცლა,მერე კი დანიელის გამარჯვებულ სახეს ახედა და ენა ჩაუვარდა.
-ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ არჩევანის გაკეთება მოგიწევს.-თვალებში შეაჩერდა ბიჭი.
-რა არჩევანის?
-ფრანგული კოცნა გირჩევნია თუ ჩვეულებრივი?
-კამბოჯური!
-კამბოჯური კოცნაზე არაფერი მსმენია და როგორია?
-სასიკვდილო!-კბილებში გამსოცრა ელზამ,ფეხზე წამოდგა და კაფეტერიიდან განრისხებული სახით გავარდა.


...
-არაფერზე არ იფიქროთ,უბრალოდ ერთმანეთს თვალებში უყურეთ და ილაპარაკეთ.-დაარიგა გელამ სცენაზე ასული ელზა და დანიელი.-ყველაფერი კარგად გამოგდით,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება,რომ თქვენს შორის რაღაც დიდი დაძაბულობაა.
-ასე არ არის.-თავი გააქნია ელზამ.
-ჰოდა,დამიმტკიცეთ.-მიუგო კაცმა.
-არ გაგვიჭირდება.-ჩაიცინა ბიჭმა,ელზას თვალებში შეაჩერდა და მის რეპლიკას დაელოდა.

-„აბა,წავსულვართ,ფერიებო,თორემ მე ვატყობ,
კიდევ თუ დავრჩი,სამუდამოდ გადავიკიდებ.“-წარმოთქვა მტკიცე და ზიზღნარევი ხმით ელზამ.
-„წადი,წაბრძანდი...მაგრამ ამ ტყიდან ისე ვერ გახვალ,
თუ ამ წყენისთვის საბოლოოდ არ გაგამწარე.“-კბილებში გამოსცრა დანიელმა და ბოლოს სიტყვაზე ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე.
-კარგია! შესანიშნავია! -დაიყვირა გელამ.-ძალიან ბუნებრივად გამოგივიდათ.აი,ზუსტად ეს მჭირდებოდა.ახლა ბოლო,შერიგების სცენა გავითამაშოდ,რომელსაც კოცნით დავაგვირგვინებთ.
-ეს...აუცილებელია?-იკითხა აღელვებული ხმით ელზამ.
-ამჯერად კი.-თავი დაუქნია გელამ.-დარწმუნებული ვარ ,არც ეგ გაგიჭირდებათ.მიდით, დიწყეთ.

-„დედოფალო, ჟამი დადგა,
ჩვენც გავკვეთოთ მარდად ზეცა,
დედამიწას გადვუქროლოთ
მთვარის სხივზე უსწრაფესად.“-თქვა დაბალი,მელოდიური ხმით დანიელმა და გოგონას ანთებული თვალებით შეხედა.
-„მაშ წავიდეთ,გადვიქროლოთ
და ფრენის დროს მითხარ,გზაში-
ხალხის ჯგროში ვინ გამრია,
ამიხსენი ეს თამაში.“-იგივე ხმით უპასუხა,ტკბილ მოგონებებში გადავარდნილმა ელზამ.

-კარგია!-ფეხზე წამოიჭრა გელა და ტაში შემოჰკრა.-ახლა ერთმანეთს აკოცეთ!

დანიელმა ჯერ გელას გახედა,მერე ელზას დაბღვერილ სახეს შეხედა და მიხვდა,რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.ბიჭმა გოგონასკენ წაიწია,მიუახლოვდა და იმდენად მსუბუქად შეეხო ტუჩებზე,რომ ელზამ ვერც კი იგრძნო,შემდეგ კი სწრაფად მოშორდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-სულ ეს იყო?-ხელები უკმაყოფილოდ გაშალა გელამ.-თქვენ რა,არასოდეს არავისთვის გიკოცნიათ? მე ვნება მჭირდება ,სიყვარული,ეიფორია და არა ტუჩების ერთმანეთზე გახახუნება.თქვენ უნდა დამანახოთ ის უსაზღვრო ლტოლვა, რასაც ერთმანეთის მიმართ განიცდიან მეფე და დედოფალი.

ელზა აღელვებული სახით მისჩერებოდა დანიელს,ისიც თვალებში უყურებდა და თითქოს ორივემ ამოიცნო ერთმანეთის აზრები.გელას საუბარი უკვე შორიდან ჩაესმოდათ და ვერაფერს იგებდნენ საკუთარი გულისცემის გარდა.
უცებ ორივენი მოსწყდნენ ადგილს და მთელი სისწრაფით ერთმანეთისკენ დაიძრნენ.დანიელი სცენის ცენტრში შეეჩეხა ელზას,ორივე ხელები ჩაავლო,მისკენ დაქაჩა,კისერი დაუჭირა და მის ბაგეებს მიეწებაა.გოგონამ ორივე ხელები ჩაავლო თმებში დანიელს,მისკენ მიიზიდა და კოცნაზე კოცნით უპასუხა.
თითქოს ყველაფერი გაქრა მათ ირგვლივ,თითქოს მთელი სამყარო გაქრა და მხოლოდ ეს ორი ქმნილება დარჩა.მხლოდ მათი ვნება და მიზიდულობა დარჩა,რომელიც აიძულებდათ ერთმანეთის ბაგეებს მთელი გრძნობით ჩაჰფრებოდნენ და იქამდე არ გაეშვათ,სადამდეც სუნთქვის შეკავებას შეძლებდნენ.
-აი,ზუსტად ეს მჭირდებოდა!-იყვირა გახარებული სახით გელამ და ხელებგაშლილი დარბაზისკენ შებრუბნდა,სადაც რამდენიმე მასწავლებელი იჯდა ,რომლებიც არა გელას ,არამედ სცენაზე ერთმანეთში გადახლართულ წყვილს პირდაღებულები მისჩერებოდა.
თეას პირი გაუშრა მღელვარებისგან,მიშას კი თვალები ლამის ბუდიდან ამოსცვივდა.
-თუ მოინდომებთ შეგძლებიათ კიდეც!-თქვა კაცმა,მერე კი ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა.-რეპეტიცია დამთავრებულია!
დარბაზში არავინ განძრეულა.სრული სიჩუმე სუფევდა,რომელსაც სცენიდან მომავალი ყრუ კვნესის და მოგუდული გმინვის ხმა არღვევდა.გელა მიხვდა,რომ მას არავინ უსმენდა და ყველას მზერა ისევ სცენისკენ იყო მიმართულია.კაცმა უკან გაიხედა და როცა დაინახა, რომ ელზა და დანიელი ისევ ერთმანეთს ეხვეოდნენ და გიჟებივით კოცნიდნენ, მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და კიდევ ერთხელ დაიყვირა.
-რეპტიცია დამთავრებულია-მეთქი!
მის ხმაზე ორივენი შეკრთნენ და ფიქრებიდან გამოერკვნენ.ელზამ ამღვრეული მზერა მოავლო დარბაზს და მასწავლებლების სახეები,რომ შენიშნა სწრაფად მოშორდა დანიელს და სახეალწელილი კულისებში შეძვრა.
-ჰო მართლა,დანიელ!-შეაჩერა კაცმა.-როსტომმა მითხრა,რომ შენ და ელზა დასჯილები ხართ,ამიტომ დღეს საღამოს დარჩებით,საგრიმიოროს და რეკვიზიტებს დაალაგებთ.
-კარგი.-არც კი შეწინააღმდეგებია ბიჭი,ისე დაეთანხმა და მანაც კულისებს მიაშურა.

...
მოსაღამოვდა.მასწავლებლებმა მთელი დღე სკოლის დარბაზში გაატარეს და როგორც კი ქასთინგი დასრულდა ყველამ სახლებს მიაშურა.დანიელი საგრიმიოროში შევიდა და იქაურობის მოწერიგებს შეუდგა.იცოდა,რომ ელზა სადღაც იქ იყო,მაგრამ გოგონა არსად ჩანდა. დანიელმა ცოტა ხანს იცადა,ცდილობდა ყურადღება საქმეზე გადეტანა და ელზაზე არ ეფიქრა,მაგრამ გონებას ვერაფერს უხერხებდა.მოულოდნელად ბიჭს შორიდან ღიღინის ხმა შემოესმა.
დანიელი საგრიმიოროდან გამოვიდა და გრძელი დერეფანი მოათვალიერა,მაგრამ ვერავინ იპოვა,მერე კი დერეფნის ბოლოს ღიათ დატოვებული კარი შენიშნა და იქით გაემართა.დანიელმა კარი შეაღო და კედელზე მიმაგრებულ რკინის კიბეს აჰყვა,რომლის მეშვეობითაც სახურავზე აღმოჩნდა.ბიჭმა გაოცებული სახით გაიხედა მარჯვნივ და ისეთ სანახაობას წააწყდა,რომ თვალები შუბლზე აუვიდა.
ელზას მხრებზე უზარმაზარი ფრთები მიემაგრებინა,სახურავის კიდეზე ჩამომჯდარიყო და ფეხები დაბლა დაეშვა.გოგონა მხრებს ნაზად არხევდა და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნიდა ის ფაქტი,თუ როგორ მიჰყვბეოდნენ მის ყველა მოძრაობას ეს ფრთები.
რეკვიზიტი უცნაური მასალისგან იყო დამზადებული.იისფერი,ცისფერი,ოქროსფერი და მომწვანო გარდამავალი ფერები ზოლებად დაჰყვებოდა და ღამის განათების და მთვარის შუქზე მომნუსხველად ელბავრებდნენ.გოგონას ხელში,რომელიღაც კონიაკის ბოთლი ეჭირა, სვამდა და თან მთელი მონდომებით ღიღინებდა.
-ღამის სიჩუმე გაფანტე....ჩუმად ოცნება გამანდე...
დანიელმა რამდენიმე წამს უყურა ამ ზღაპრულ სანახაობას და ვერც კი მოიფიქრა,რომ ხმა ამოეღო.გოგონას პეპლისმაგვარი ხელოვნური ფრთები ისე ამშვენებდა,რომ ენითაუწერელ სილამაზეს ჰქმნიდა და რთული იყო ამ დროს ადამიანს აზრებისთვის მოეყარა თავი.
-დიდხანს უნდა მიყურო?-გაეცინა ელზას და უკან მდგომ დანიელს ალმაცერად გახედა.
-მგონი ,ამ სიტუაციას უფრო სხვა სიმღერა შეეფერება.-ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ვიცი რომელიც.-თქვა გოგონამ,პირი გააღო და ისევ ამღერდა.- i believe i can fly ,i believe i can touch the sky!
-ელზა!-შეაჩერა ბიჭმა ,როცა მიხვდა რომ გოგონას ზედმეტი დაელია და კიდეზე მჯდომს წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა.-ჯობია უკან დაიხიო.მოდი, ხელი მომკიდე.
-არ მინდა!-წარბი შეკრა ელზამ და არეული მზერა დანიელს მიაპყრო,მერე კი ხელი მის გვერდით, სახურავის კიდეზე დაატყაპუნა და თქვა.-მოდი, შენც აქ დაჯექი.
-არა მგონია ,კარგი აზრი იყოს.
-მოდი და შეხედე,რა კარგი ხედია.
დანიელი ნელა მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.მერე კი განერვიულებულმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-დაწყნარდი,კარგი?-გადაიკისკისა გოგონამ.-გადახტომას არ ვაპირებ...ჯერ-ჯერობით მაინც.
-ამაზე,როგორ ხუმრობ?-ნიკოტინი ღრმად შეისუნთქა ბიჭმა და როგორც კი ოდნავი სიმშვიდე იგრძნო კვამლი პირიდან ამოუშვა.
-მოეშვი.-გაეცინა ელზას,მერე იქვე დადებული კონიაკის ბოთლი აიღო,მოსვა და დანიელს გაუწოდა.-დალიე.
-სად ნახე ,ეს სასმელი?-გაუკვირდა ბიჭს,მაგრამ ბოთლი მაინც გამართვა და მოსვა.
-საგრიმიოროში ვიპოვე,ვიღაცას სურდა დაემალა,მაგრამ არ გამოუვიდა.
-წინა კვირაში,ჩვენ რომ ლაშქორბაში ვიყავით,მაშინ გელას დაბადებისდღე იყო,ალბათ აღნიშნეს და იმათ დარჩათ.-გაეცინა დანიელს.
-მოგწონს ჩემი ფრთები?-ჰკითხა ელზამ და მხრები შეარხია.
-ძალიან გიხდება,მაგრამ სად იპოივე?
-რეკვიზიტებში.
-იმ კოსტუმებში სხვა, უფრო სექსუალური ტანსაცმელიც არის.-ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა.
-თქვენი გარყვნილებისგან, ჩემს ანგელოზის ფრთებს ,ბუმბული სცვივათ,ბატონო დანიელ!-ირონიულად ჩაიცინა გოგონამ და სასმელი ისევ მოსვა.
-ეს ანგელოზის ფრთები არ არის.-ჩამქრალი სიგარეტი,სახურავის კიდეზე დაასრისა დანიელმა.
-რა მნიშვნელობა აქვს.-ხელი უდარდელად აიქნია გოგონამ.
-დღეს...სცენაზე თავი ძლივს შევიკავე.-ხელი ნერვიულად შეიცურა თმებში ბიჭმა და წინ ჩამოყრილი თმა გაისწორა.-როცა გეხები,გაჩერება მიჭირს.
-შენი თითოებული შეხება ,ჩემთვის დაუვიწყარია...-წილუღლურა გოგნამ,მერე კი ფეხზე ნელა წამოდგა და სასმელის ბოთლი დანიელს მიაჩეჩა ხელში.-მაგრამ შენ დაგავიწყდა.
-არაფერი დამვიწყებია.-თავი ჯიუტად გააქნია დანიელმა.
-მე გაიძულე დაგევიწყებინა,მაგრამ არა უშავს.-ისევ გაეღიმა გოგონას.-მე დაგავიწყე და მევე გაგახსენებ!
-ჰოდა,გამახსენე!-ფეხზე წამოდგა დანიელიც და გოგონას თვალებში ჩახედა.
-ერთბაშად არ ხდება,-უპასუხა ელზამ,-ნელ-ნელა გაგახსენდება.
-ასე,რომ ლაპარაკობ თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია...პირდაპირ თქვი რისი თქმაც გინდა და ნუღარ მაწამებ, ელზა!-მოუთმენლად ამოილაპარაკა ბიჭმა.
-მცივა,ჯობია წავიდეთ.-წაილუღლუღა გოგონამ.
-კარგი,მთვრალი ხარ და ამჯერად გიშვებ,მაგრამ სხვა დროს თავს ვერ დაიძვრენ.-შეუბღვირა ბიჭმა და კიბისკენ შებრუნდა.
დანიელს ეგონა,რომ ელზა უკან მოჰყვებოდა,მაგრამ ნაბიჯების ხმა ვერ გაიგო და ისევ მისკენ მიბრუნდა.
ელზა სახურავის კიდეზე შემდგარიყო,ქარი გაშლილ თმას უწეწავდა და მის ფრთებს ჰაერში ალივლივებდა.გოგონა სახით მისკენ იდგა და იდუმალი გამომეტყველებით იღიმოდა.
-ელზა,რას აკეთებ?-დაეჭვებული ხმით იკითხა ბიჭმა და ერთი ნაბიჯი მისკენ გადადგა.
-რაღაც უნდა ვცადო.-თქვა გოგონამ.
-რას გულისხმობ?-დანიელი თითქოს მიხვდა ელზა, რასაც აპირებდა და შიშისგან ძარღვებში სისხლი გაეყინა.
-იქნებ ამან რაიმე გაგახსენოს!-უპასუხა გოგონამ,ეშმაკურად გაიღიმა,ხელები გაშალა და ზურგით გადაეშვა სახურავიდან.
-ელზა!-მოულოდნელობისგან გაოგნებული და შეშინებული ხმით დაიღრიალა დანიელმა და შეშლილის თვალებით მივარდა სახურავის კიდეს.
ბიჭმა გულის კანკალით ჩაიხედა დაბლა, შიშჩამდგარი მზერა მოავლო, ნახევრად განათებულ სკოლის ეზოს და ის ნახა, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა.
ელზა მიწაზე მყარად იდგა,ყველანაირი დაზიანებების და მოტეხილობების გარეშე და ქარისგან გაწეწილ თმას ხელით ისწორებდა.მერე გოგონამ მაღლა აიხედა,დანიელს მომნუსხველად გაუღიმა, თვალი ჩაუკრა,ხელოვნური ფრთები კიდევ ერთხელ შეარხია და სიბნელეში გაუჩინარდა.


...
იმედი მაქვს მოგეწონებათ სიყვარულებოოო :**** დიდხანს არ გავწელავ და ისტორიას მალე დავასრულებ და ყველანაირად ვეცდები დასასრულით უკმაყოფილო არ დაგტოვოთ :დდდდდ ველი თქვენს შეფასებებს მოუთმენლად :*****скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ ანი ანი

ვუი დედააააა გავრეკე რა მაგარი იყოოოოოოოოოოო ძალიან მაგარი იყო.... საოცრებაა მალე დადე რაააა.. მოუთმე ლად ველი სპექტაკლს

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ანი ანი
ვუი დედააააა გავრეკე რა მაგარი იყოოოოოოოოოოო ძალიან მაგარი იყო.... საოცრებაა მალე დადე რაააა.. მოუთმე ლად ველი სპექტაკლს

ძალიან ძალიან მიხარია ჩემო საყვარელოოო❤❤❤❤ :დდდ მადლობა დიდი ❤ვეცდები მალე დავდო❤❤❤

 



№3  offline √ წევრი ™ გრაფინია

ასე..
მომწონს სიყვარულის ამდენი ფრონტი: თეა&მიშა,თინა&დემე,ლუკა&ემა და რაც მთავარია ყველაზე უცნაურები და ვნებიანები -დანიელი&ელზა.
მომწონს ის ინტრიგა,რაც პირველივე თავიდან მოდის და რაღაცნაირი აუხსნელია..
მომწონს უჩვეულო შინაარსი და სიუჟეტის შემეცნებითობა
და ყველაზე მთავარი:იუმორი;)
ვის ვე ნებ როცა ამ ისტორიას ვკითხულობ ♡

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

გრაფინია
ასე..
მომწონს სიყვარულის ამდენი ფრონტი: თეა&მიშა,თინა&დემე,ლუკა&ემა და რაც მთავარია ყველაზე უცნაურები და ვნებიანები -დანიელი&ელზა.
მომწონს ის ინტრიგა,რაც პირველივე თავიდან მოდის და რაღაცნაირი აუხსნელია..
მომწონს უჩვეულო შინაარსი და სიუჟეტის შემეცნებითობა
და ყველაზე მთავარი:იუმორი;)
ვის ვე ნებ როცა ამ ისტორიას ვკითხულობ ♡

დამბურძგლა გეფიცები :დდდდ უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤❤ ძალიან გამახარე სიყვარულოოო❤❤❤❤❤

 



№5 √ სტუმარი ™ მოცინარი

ო მაი გად! მიყვარხარ!

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
ო მაი გად! მიყვარხარ!

მადლობა დიდი❤❤მეც მიყვარხარ❤❤❤ :დდ

 



№7 √ სტუმარი ™ მოცინარი

ვიცოდი რომ სინდერგელას შეეშალა ლა ლა ლალა ლა. მოკლედ გეტყვი იმას რომ დეიდაჩემმა შემასწრო იმ დროს როდესაც ატროპინს ვცდიდი, ნუ, მარტალია დაბრმავებას გადავურჩი მარა დასჯილი ვარ და ტელე/კომპიუტერი ფაფუ. ეხლა ჩემი მეგობრის ტელეფონით ვწერ. სულ ავიწყდება პაროლის დადება

პ.ს.

 



№8  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

აუუ კაი ბოთე ვინმეა ეს დანიელი რა უფფ:დდდ რას გაჩერდნენ:დდდდდაუუ ემა და ლუკააა.სიყვარულები!!!ისედა ძაან პატარა თავი იყო აი ძაან.არ მეყო საერთოდ.ბოლო მომენტმა დამამშვიდა ციტა თორე ვერ გადამირჩებოდი.არ მინდა ამის დასრულრბა კაი რა.მიყვარს მე ესენიი და ნერე რა უნდა ვქნა?არ ფიქრობ ხო მაგაზე შე ცუდო:დდდდვაიმეე ამატმა შეიძლება სპექტაკლის დღეს ვერც შეიკავონ თავი:დდდდდ ვაიმე მალე დადე მარგო აღარ დააგვიანო რააა.მიყვარხარ ხო იციი❤❤❤❤❤❤❤❤

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
ვიცოდი რომ სინდერგელას შეეშალა ლა ლა ლალა ლა. მოკლედ გეტყვი იმას რომ დეიდაჩემმა შემასწრო იმ დროს როდესაც ატროპინს ვცდიდი, ნუ, მარტალია დაბრმავებას გადავურჩი მარა დასჯილი ვარ და ტელე/კომპიუტერი ფაფუ. ეხლა ჩემი მეგობრის ტელეფონით ვწერ. სულ ავიწყდება პაროლის დადება

პ.ს.

ვაიმე გადავყირავდი :დდდდდდდდდ ბრავო დედას :დდდდ
რა ტროპინი აგიტყდა არაფერი მოიწიო :დდდდდდდ აღარ შემიძლია :დდდდდდდდდ ❤

Mariiiiami
აუუ კაი ბოთე ვინმეა ეს დანიელი რა უფფ:დდდ რას გაჩერდნენ:დდდდდაუუ ემა და ლუკააა.სიყვარულები!!!ისედა ძაან პატარა თავი იყო აი ძაან.არ მეყო საერთოდ.ბოლო მომენტმა დამამშვიდა ციტა თორე ვერ გადამირჩებოდი.არ მინდა ამის დასრულრბა კაი რა.მიყვარს მე ესენიი და ნერე რა უნდა ვქნა?არ ფიქრობ ხო მაგაზე შე ცუდო:დდდდვაიმეე ამატმა შეიძლება სპექტაკლის დღეს ვერც შეიკავონ თავი:დდდდდ ვაიმე მალე დადე მარგო აღარ დააგვიანო რააა.მიყვარხარ ხო იციი❤❤❤❤❤❤❤❤

რას გაჩერდაო :დდდდდდდ ელზამ აქ ვერ დაგნებდებიო :დდდდდდ ვიცი ჩემო გოგო რომ დამთავრება ცუდია მაგრამ ხომ იცი არ მიყვარს გაწელვები :დდდდ თანაც იდეების მეტი რა მაქვს და არც ამათზე ნაკლები :დდდდდ მადლობა უღრმესი და ვგიჟდები შენზე :****❤❤❤❤❤❤

 



№10  offline √ წევრი ™ Diosa Dela Tristeza

გამიგიჟა და შემიშინა ბიჭი ელზამ :დ ვაიმეე რა გადარეულები არიან რა ! :დ
მიიიიიიიყვააააააააარს ეს ისტორიიიაააა!❤ მაბოდებს უბრალოდ

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

gvanciko_gvancunia
გამიგიჟა და შემიშინა ბიჭი ელზამ :დ ვაიმეე რა გადარეულები არიან რა ! :დ
მიიიიიიიყვააააააააარს ეს ისტორიიიაააა!❤ მაბოდებს უბრალოდ

დიდი მადლობა ქალაუ❤❤❤ ელზა წუპაკის ბრალია ყველაფერი :დდდდდ ❤❤❤

 



№12  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

ჩემი კომენტარი სად წავიდა?!
იმდენი რაღაც დავწერე... ეჰჰჰჰ...
მოკლედ ვგიჟდები ამ ისტორიის წყვილებზე, რაღაც საოცარი უნარი გაქვს მკითხველი მიიზიდო და ჩაითრიო პერსონაჟების ცხოვრებაში...
ძალიან მაგარი ხარ...

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

უცნობი ქ
ჩემი კომენტარი სად წავიდა?!
იმდენი რაღაც დავწერე... ეჰჰჰჰ...
მოკლედ ვგიჟდები ამ ისტორიის წყვილებზე, რაღაც საოცარი უნარი გაქვს მკითხველი მიიზიდო და ჩაითრიო პერსონაჟების ცხოვრებაში...
ძალიან მაგარი ხარ...

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოოო❤❤❤❤ სამწუხაროა რომ შენი კომენტარი არ დაიდო :((( მაგრამ არა უშავს ესეც საკმარისია❤❤❤❤❤❤

 



№14  offline √ წევრი ™ Indigo

ოოოო, ცოტა ჩამოცხა...
არ მეგონა სცენაზე, ერთმანეთს თუ მოშირდებოდნენ საერთოდ :დდდ
ვგუჟდები ესეთ გადარეულ წყვილებზე ♥♥♥
ველი შემდეგ თავს და ველი იმ მომემტს, დანიელი რო ყველაფერს გაიხსენებს...
ძალიან მაინტერესებს მისი რეაქცია...
მოკლეშ გელი და მოგელი... ♥♥♥
--------------------
მეშინია...

 



№15  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
ოოოო, ცოტა ჩამოცხა...
არ მეგონა სცენაზე, ერთმანეთს თუ მოშირდებოდნენ საერთოდ :დდდ
ვგუჟდები ესეთ გადარეულ წყვილებზე ♥♥♥
ველი შემდეგ თავს და ველი იმ მომემტს, დანიელი რო ყველაფერს გაიხსენებს...
ძალიან მაინტერესებს მისი რეაქცია...
მოკლეშ გელი და მოგელი... ♥♥♥

მეც მიყვარს გადარეული წყვილები და ალბათ მაგიტომაც გავს ჩემი ყველა წყვილი საგიჟედან გამოქცეულს :დდდ ვეცდები მალე მოვაბა თავი სიყვარულოოო ❤❤

 



№16 √ სტუმარი ™ Guest ...

შემდეგი თავი საბოლოო იქნება? ვგიჟდები შენზე :დდ

 



№17  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest ...
შემდეგი თავი საბოლოო იქნება? ვგიჟდები შენზე :დდ

მადლობა დიდი სიყვარულოო❤❤ არა სავარაუდოდ ათი თავი ექნება ისტორიას :დდ ❤❤

 



№18  offline √ წევრი ™ ანი ანი

როდის დადებ დაახლოებით?!

 



№19  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ანი ანი
როდის დადებ დაახლოებით?!

შეიძლება ზეგ დავდო :)) ვნახოთ როგორ მოვახერხებ❤❤❤

 



№20  offline √ წევრი ™ Indigo

გეტყობა :დდდ გელი ტკბილო...♥♥♥
--------------------
მეშინია...

 



№21  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
გეტყობა :დდდ გელი ტკბილო...♥♥♥

ვააააჰ joy მალე იქნება ალბათ heart_eyes

 



№22 √ სტუმარი ™ Teo

ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს.ნამდვილად საოცარია,დახვეწილი,უშეცდომო და. რაც მთავარია ჩამთრევი.ინტრიგა,რომელიც პირველივე თავში იყო,მითრევს და ერთიანად ვეხვევი სიუჟეტის ბურუსში.ნათლად ვგრძნობ თითოეულ მო და მგონია მისიი ნაწილივარ.
მოუთმენლად ველოდები შემდეგს.მართლა შოკოლადი ხარ შეენ <3

 



№23  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Teo
ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს.ნამდვილად საოცარია,დახვეწილი,უშეცდომო და. რაც მთავარია ჩამთრევი.ინტრიგა,რომელიც პირველივე თავში იყო,მითრევს და ერთიანად ვეხვევი სიუჟეტის ბურუსში.ნათლად ვგრძნობ თითოეულ მო და მგონია მისიი ნაწილივარ.
მოუთმენლად ველოდები შემდეგს.მართლა შოკოლადი ხარ შეენ <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა სიყვარულოოო ❤❤❤❤ სასწაულად გამახარე ასეთი სიტყვებით :***უბედნიერესი ვარ ❤❤❤❤❤❤❤

 



№24  offline √ წევრი ™ TeJi

კიდევ ერთი უსაუკეთესოესი თავი, აღფრთოვანებული ვარ და მგონი ზედმეტია უბრალო სიტყვების რახარუხი შენი ნიჭის შესაფასებლად, მართლა არ გამომივა. ვგიჟდები შენს მოთხრობებზე სხვებს რომ არაფრით ჰგავს, ყველა მათგანს თავისი გამორჩეული შტრიხები აქვს ისეთი რომ ვერაფერს მიამსგავსებ და არც დაგავიწყდება. მოკლედ უსაყვარლესი გოგო ხარ და ველოდები ახალ თავს <3

 



№25 √ სტუმარი ™ არია სტარკ

ვინმეეეეე გამარკვევთ????
ესენი ერთმანეთს საიდან იცნობენ????????
მეშვიდედ ვკითხულობ უკვე რა უბედურებაა?
არაამქვეყნიურია ელზა თუ ანგელოზია და ციდან გადმოაგდო დანიელი თუ რა არის???

 



№26  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

TeJi
კიდევ ერთი უსაუკეთესოესი თავი, აღფრთოვანებული ვარ და მგონი ზედმეტია უბრალო სიტყვების რახარუხი შენი ნიჭის შესაფასებლად, მართლა არ გამომივა. ვგიჟდები შენს მოთხრობებზე სხვებს რომ არაფრით ჰგავს, ყველა მათგანს თავისი გამორჩეული შტრიხები აქვს ისეთი რომ ვერაფერს მიამსგავსებ და არც დაგავიწყდება. მოკლედ უსაყვარლესი გოგო ხარ და ველოდები ახალ თავს <3

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes ძალიან ძალიან მიხარია ჩემო კარგო,რომ ასე მოგოწონს heart_eyes kissing_heart ვეცდეი მალე დავდო ახალი თავი kissing_heart

არია სტარკ
ვინმეეეეე გამარკვევთ????
ესენი ერთმანეთს საიდან იცნობენ????????
მეშვიდედ ვკითხულობ უკვე რა უბედურებაა?
არაამქვეყნიურია ელზა თუ ანგელოზია და ციდან გადმოაგდო დანიელი თუ რა არის???

ვაიმე ცუდად ვარ joy joy მგონი ისედაც ყველა მიხვდა ვინც არიან joy აბა კარგად დაუფიქრდი smile ვისი როლებიც მისცეს სპექტაკლში,(ტიტანია და ობერონი) ზუსტად ისინი არიან laughing თავიდანვე არც დამიმალავს დიდად და ყველა მინიშნება სწორედ ამისკენ მიმყავდა smile kissing_heart ტყის მეფე და დედოფალი-მითიური ქმ,ნილებები და საკულტო არსებები არიან რომლებზეც არა ერთი წიგნი დაწერილა და არა ერთი ლეგენდა თქმულა blush მაპატიე,რომ ასე დაიბენი kissing_heart მითოლოგიის მოყვარული ვარ და ჩემმა მკითხველებმა იციან ეს laughing heart_eyes

 



№27 √ სტუმარი ™ Guest ანო

რობი საიდანღა ეცნო დანიელს?

 



№28  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest ანო
რობი საიდანღა ეცნო დანიელს?

მსახური იყო ადრე მისი :დდდ ❤❤

 



№29 √ სტუმარი ™ მოცინარი

[quote=Margaritha Loki][quote=მოცინარი]ვიცოდი რომ სინდერგელას შეეშალა ლა ლა ლალა ლა. მოკლედ გეტყვი იმას რომ დეიდაჩემმა შემასწრო იმ დროს როდესაც ატროპინს ვცდიდი, ნუ, მარტალია დაბრმავებას გადავურჩი მარა დასჯილი ვარ და ტელე/კომპიუტერი ფაფუ. ეხლა ჩემი მეგობრის ტელეფონით ვწერ. სულ ავიწყდება პაროლის დადება

პ.ს.[/quote]
ვაიმე გადავყირავდი :დდდდდდდდდ ბრავო დედას :დდდდ
რა ტროპინი აგიტყდა არაფერი მოიწიო :დდდდდდდ აღარ შემიძლია :დდდდდდდდდ ❤[quote]
ოოო, აბა რა მექნა, მაინტერესებდა ატტოპინის მოქმედება. მე ის მიკვირს ჭიანჭველებს რომ არ დავაკბენინე თავი :დდდ
პ.ს.მერლინის წვერს ვფიცავარ მწერების მეშინია თორე კი დავაკბენინებდი თავს :დდდ
პ.პ.ს ორ პ.ს.ს. (ვეღარ გავიგე რომელია სწორი რა! უფ) ბრავო დეიდას დედა არ მყავს

[quote=Margaritha Loki][quote=მოცინარი]ვიცოდი რომ სინდერგელას შეეშალა ლა ლა ლალა ლა. მოკლედ გეტყვი იმას რომ დეიდაჩემმა შემასწრო იმ დროს როდესაც ატროპინს ვცდიდი, ნუ, მარტალია დაბრმავებას გადავურჩი მარა დასჯილი ვარ და ტელე/კომპიუტერი ფაფუ. ეხლა ჩემი მეგობრის ტელეფონით ვწერ. სულ ავიწყდება პაროლის დადება

პ.ს.[/quote]
ვაიმე გადავყირავდი :დდდდდდდდდ ბრავო დედას :დდდდ
რა ტროპინი აგიტყდა არაფერი მოიწიო :დდდდდდდ აღარ შემიძლია :დდდდდდდდდ ❤[quote]
Ooo, Aba ra meqna mainteresebda atropinis moqmedeba. Me is mikvirs wianwvelebs rom ar davakbenine Tavi :-P
P.S. Merlinis wvers vficavar mwerebis meshinia tore ki davakbeninebdi tavs.
P.P.S. Or P.S.S. (ver gavarkcie swori romelia uf!) bravo deidas, deda ar myavs

 



№30  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

[quote=მოცინარი][quote=Margaritha Loki][quote=მოცინარი]ვიცოდი რომ სინდერგელას შეეშალა ლა ლა ლალა ლა. მოკლედ გეტყვი იმას რომ დეიდაჩემმა შემასწრო იმ დროს როდესაც ატროპინს ვცდიდი, ნუ, მარტალია დაბრმავებას გადავურჩი მარა დასჯილი ვარ და ტელე/კომპიუტერი ფაფუ. ეხლა ჩემი მეგობრის ტელეფონით ვწერ. სულ ავიწყდება პაროლის დადება

პ.ს.[/quote]
ვაიმე გადავყირავდი :დდდდდდდდდ ბრავო დედას :დდდდ
რა ტროპინი აგიტყდა არაფერი მოიწიო :დდდდდდდ აღარ შემიძლია :დდდდდდდდდ ❤[quote]
ოოო, აბა რა მექნა, მაინტერესებდა ატტოპინის მოქმედება. მე ის მიკვირს ჭიანჭველებს რომ არ დავაკბენინე თავი :დდდ
პ.ს.მერლინის წვერს ვფიცავარ მწერების მეშინია თორე კი დავაკბენინებდი თავს :დდდ
პ.პ.ს ორ პ.ს.ს. (ვეღარ გავიგე რომელია სწორი რა! უფ) ბრავო დეიდას დედა არ მყავს

[quote=Margaritha Loki][quote=მოცინარი]ვიცოდი რომ სინდერგელას შეეშალა ლა ლა ლალა ლა. მოკლედ გეტყვი იმას რომ დეიდაჩემმა შემასწრო იმ დროს როდესაც ატროპინს ვცდიდი, ნუ, მარტალია დაბრმავებას გადავურჩი მარა დასჯილი ვარ და ტელე/კომპიუტერი ფაფუ. ეხლა ჩემი მეგობრის ტელეფონით ვწერ. სულ ავიწყდება პაროლის დადება

პ.ს.[/quote]
ვაიმე გადავყირავდი :დდდდდდდდდ ბრავო დედას :დდდდ
რა ტროპინი აგიტყდა არაფერი მოიწიო :დდდდდდდ აღარ შემიძლია :დდდდდდდდდ ❤[quote]
Ooo, Aba ra meqna mainteresebda atropinis moqmedeba. Me is mikvirs wianwvelebs rom ar davakbenine Tavi :-P
P.S. Merlinis wvers vficavar mwerebis meshinia tore ki davakbeninebdi tavs.
P.P.S. Or P.S.S. (ver gavarkcie swori romelia uf!) bravo deidas, deda ar myavs[/quote]
მომდევნო თავში რასაც წაიკიტხავ თუ ღმერთი გწამს ეგ არ გაიმეორეორ და არაფერს ვჩივი joy შემდეგი თავის ბოლო ნაწილს ვგულისხმობ და არა პირველს joy მიხვდები რომ წაიკითხავ joy heart_eyes
პ.ს.ს-ა სწორი როგორც ვიცი laughing heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent