შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -3-


24-07-2017, 15:33
ავტორი sopiko
ნანახია 191

სეზამი -3-

[თავი 3]
როგორც საბრინამ წინასწარვე განსაზღვრა, ჯოზუემ სახლში მისვლისთანავე ყველაფერი დაბრდღვნა. წამითაც არ დაინტერესებულა იმით, თუ საიდან იცნობდა მისი ცოლი ვიღაც მიქელე ბერშეს. მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებდა. ოთახში ბოლთას სცემდა და თან კუთხეში ატუზულ ქალს ლანძღვას და საყვედურებს არ აკლებდა, რომლებიც მისი თქმით საბრინამ დაუდევრობის, დაუფიქრებლობის და უჭკოობის გამო დაიმსახურა.
-ჯოზუე, ჭკუა მაქვს და იმასაც ვხვდები, რა მოხდა ჩემი იმ ერთი გამოხედვის შედეგად, მაგრამ ამ ღრიალით ხომ ვერაფერს შეცვლი? შენი საქმე წასულია. ახლა უკვე ყველა ტურისტმა გაიგო, რაშიცაა საქმე. შესაძლოა თაღლითობაშიც დაგადანაშაულონ.-მოჩვენებითად დამწუხრებულმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო საბრინამ და ფანჯარა გამოაღო, გაუსაძლისი ოფლის სუნი ჰაერში რომ გაფანტულიყო.
-შენ რა სულ გაგიჟდი? ასე მარტივად როგორ ლაპარაკობ? რაღაც გზა უნდა არსებობდეს! ამდენი ხანი... ამდენი ხანი ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა და ვინც ხვდებოდა, პირში წყალჩაგუბებული თევზივით დუმდა და უცებ გამოჩნდა ვიღაც არამზადა, ვინც ყველას წინაშე გმირობა მოინდომა! არა, ეს ნორმალური არ არის!-უფრო და უფრო ფიცხდებოდა ჯოზუე.
საბრინა მიხვდა, რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. სამზარეულოში შევიდა. ბევრი ფიქრის გარეშე მოამზადა ბოსტნეულის სალათა, მერე მაგიდაზე დაუდო ჯოზუეს, მე გვიან ვივახშმებო, დაუბარა და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს აუყვა.
ეს სახლი ჯოზუეს ეკუთვნოდა. ოჯახი რომ შექმნა, საბრინამ აიჩემა, სახლის კედლები გადავღებოთო. ჯოზუე ამაზე სიხარულით არ დათანხმებია, თუმცა ცოლი რომ ვერაფრით მოიშორა, რაც გინდა, ის ქენიო, უთხრა, ხოდა საბრინამაც მეორე დღესვე იყიდა საღებავები და სახლის შეღებვას შეუდგა. რაღა თქმა უნდა, ჯოზუეს ამაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ათას უცნაურ ადგილას დაეხეტებოდა, რათა მაღაზიისთვის ახალი სატყუარა ეშოვა, რომელიც ხალხს მოიზიდავდა და გააცრუებდა. საბრინას კიდევ შეიძლებოდა დანებების ნიშნად ხელები აეწია, ჯოზუე თავის საქმეზე შეყვარებული რომ ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში კაცს საშინლად მობეზრებული ჰქონდა ეს საქმიანობა და მისთვის მთავარი მხოლოდ ფულის შოვნა იყო.
საბრინა სააბაზანოში შევიდა. ცხელი წყალი მოუშვა. აბაზანა მოამზადა და შემდეგ დაგუბებულ, თბილ წყალში ჩაეშვა. ათასჯერ გამოცდილმა განტვირთვის საუკეთესო წყარომ ამჯერადაც გაამართლა. საბრინამ თვალები დახუჭა და სცადა, რომ არაფერზე ეფიქრა. დაბლიდან რამდენჯერმე გაიგონა რაღაცის დავარდნის ხმა. ალბათ, ჯოზუეს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა გაბრაზების დაოკება. საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა სამომავლოდ ის. სხვა თუ არაფერი, ერთი სეზონი მაინც ასეთი ბიზნესით ვეღარაფერს გახდებოდა. ამის მრავალი მიზეზი ჰქონდა. მაცხოვრებლებს ეს შემთხვევა აალაპარაკებდათ და რამდენიმე კვირა მაინც მათი საუბრის მუდმივი თემა ეს იქნებოდა. ამავდროულად მიქელე აქ ერთი თვით რჩებოდა და არ დაუშვებდა, რომ ჯოზუეს კვლავ გაეგრძელებინა ხალხის მოტყუება.
ჩაგუბებული წყალი გაცივდა. საბრინა წამოიმართა, აბაზანიდან გადმოვიდა, შიშველ ტანზე პირსახოცი შემოიხვია და სარკეში შეავლო საკუთარ ანარეკლს თვალი. ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ იწვევდა ქმარში ინტერესს. ლამაზი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. ქუჩაში ყოველთვის გრძნობდა მამაკაცების მწველ მზერას. საბრინასთვის ჯოზუე პირველი მამაკაცი იყო. შეიძლებოდა შეყვარებოდა კიდეც. მან ხომ ის გამოაცდევინა, რაზეც უწინ მხოლოდ ყური ჰქონდა მოკრული ქალს, მაგრამ ასე არ მოხდა. საბრინას გულგრილობის მიზეზი თვით ჯოზუე იყო. ქალს აღარც კი ახსოვდა, როგორი იყო ქმრის შეხება. ბატონი ნეგრი, რომელიც საზოგადოებრივ შეკრებებზე მშვენიერი ცოლით თავს იწონებდა, ზედაც არ უყურებდა და არც მისთვის მიკარების სურვილს გამოთქვამდა. საბრინა უკვე შეგუებული იყო ამას. იცოდა, რომ მასსა და მის ქმარს შორის დიდი, უზარმაზარი ნაპრალი იყო გაჩენილი, რომელსაც ხახა გაეღო და მას ვეღარაფერი ამოავსებდა.
საბრინამ უაზრო თავის ჭ....ტვა შეწყვიტა, შემშრალებულ სხეულზე ხალათი შემოიცვა, ფეხები სანდლებში გაყო და სააბაზანოდან გავიდა.
მზე ჩადიოდა.

იმ დღეს ჯოზუემ ქუდი დაიხურა და სადღაც წავიდა. საბრინას აღარაფერი უკითხავს. ისე ტრიალებდა სახლში, თითქოს ვერ ხედავდა ქმრის ფუსფუსსა და ცმუკვას. დაძაბულობა მაშინღა მოეხსნა, ქმარმა კარები რომ გაიხურა. დაეჭვებული ჩამოჯდა სკამზე და დაცარიელებული სახლი მოათვალიერა. უკვე აღარ იცოდა, რა საქმე გამოეჩინა, ასე მარტოსულად რომ არ ეგრძნო თავი. ვერონიკასთან გადასვლა არ უნდოდა. მათია ახალი ჩამოსული იყო და სწორი არ იქნებოდა, თუ მათ ცოლქმრულ იდილიას ხელს შეუშლიდა.
გვიანღა მოიაფიქრდა, რომ შესანიშნავი მომენტი იყო ჯოზუეს კაბინეტის დალაგებისთვის. მამაკაცი სასტიკი წინამღდეგი იყო იმისა, რომ საბრინა მის ნივთებს შეხებოდა. ამის შესაძლებლობა ოჯახის დიასახლისს მხოლოდ მაშინ მიეცემოდა ხოლმე, როცა ჯოზუე სახლიდან გადიოდა. ოთახს საკეტი არ ჰქონდა, თორემ ჯოზუე მის გასაღებს მუდმივად ჯიბით ატარებდა.
საბრინამ კაბინეტში შეაბიჯა და მაშინვე ხველა აუტყდა, მტვრით გაჟღენთილი ჰაერი რომ შეისუნთქა. ფარდები გადაწია და ოთახში არსებულ ავეჯსაც უმალ მოეფინა სინათლე. ფანჯრების გამოღებამ შვება აგრძნობინა ქალს. ჯერ გადასაფარებლები გაასწორა სავარძლები, მერე ცოცხით იატაკი მოასუფთავა, კედლებიდანაც ჩამოწმინდა აბლაბუდები და მხოლოდ მაშინღა მიუახლოვდა მაგიდას, რომელზეც ყველაფერი ერთმანეთზე ახორხლილი იყო.
''ამის დალაგება ადვილი არ იქნება, მაგრამ მაინც არა მგონია ჯოზუე რამეს მიხვდეს, ისეა ამ სიბინძურეს მიჩვეული.''-თავი დაიმშვიდა საბრინამ და დაბლა გადმოფანტული ფურცლები მაგიდაზე დააწყო.
ჩაფიქრებულმა მიაბრუნა თავი, რამდენიმე ფურცელზე ერთნაირი ხელმოწერა რომ დაინახა. თითოეულ მათგანზე ჯოზუეს ხელმოწერაც იყო, მაგრამ ოდნავ ზემოთ. ეს უცნაური ხელწერა კი საბრინას საერთოდ არ ეცნობოდა. ქალმა თმები ყურს უკან გადაიწია, რომ არ შეწუხებულიყო და ერთ-ერთ ქაღალდზე ხელით ნაწერი ტექსტის კითხვა დაიწყო.
კითხვა რომ დაასრულა, იგრძნო, როგორ უკანკალებდა ხელები. ახლა მეორე ფურცელს დაწვდა და იმის კითხვა დაიწყო. იქაც იმავე თემაზე იყო საუბარი. საბუთები იყო, რომლებიც ადასტურებდა, რომ ჯოზუეს თავისი მაღაზია უკვე აღარ ეკუთვნოდა. მაღაზია სხვის მფლობელობაში იყო. ის მაღაზია, რომელიც ასაზრდოებდა ჯოზუეს ოჯახს, რომლის გარეშეც არანაირი შემოსავალი აღარ ექნებოდათ მასა და საბრინას.
-ეს როგორ? რაში დასჭირდა?-ამოილუღლუღა გულშეწუხებულმა და სავარძელში ჩაესვენა.-მე... რატომ არაფერი მითხრა?
საბრინა დღემდე არ დაფიქრებულიყო იმაზე, თუ რა ფასი ჰქონდა მათთვის მაღაზიას. მართალია სულ აღიზიანებდა ის, რომ ქმარი თაღლითობდა და ათას უნამუსობას სჩადიოდა, მაგრამ მაღაზია ისეთ მომგებიან ადგილას იყო განთავსებული, რომ ნებისმიერი საქონელი თავისუფლად გაიყიდებოდა სრულებით პატიოსნად და შემოსავალიც ისეთი იქნებოდა, რომ ორ ადამიანს გამოკვებავდა კიდეც და სამოსითაც მოამარაგებდა. ახლა კი საბრინამ უკვე იცოდა, რომ ჩვეულებრისამებრ ვეღარ ივლიდა ბაზარში, ვეღარ გააკეთებდა საჭმელს, იქნებ ისეთი ტანისამოსიც აღარ ჰქონოდა, რომ სახლიდან გამოეყო თავი. ამასთან ერთად ჯოზუესს უკვე რეპუტაციაც დაკარგული ჰქონდა. ქუჩაშიც კი ვეღარ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად. მათ ეკონომიურ მდგომარეობას თვალის დახამხამებაში მოეღებოდა ბოლო. აი, თურმე რატომ ღელავდა ასე ჯოზუე და რატომ ანგრევდა ყველაფერს გუშინ. საბრინა კი ვერაფერს ხვდებოდა. რა აზრი ჰქონდა ასეთ ცოლქმრობას? მხოლოდ ის, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ? ამხელა ოჯახური პრობლემის წინაშე იდგნენ და საბრინამ არაფერი იცოდა. მაღაზიის გაყიდვაც ხომ თავისით, ცოლისგან დაუკითხავად გადაწყვიტა. არა, საბრინას ნამდვილად არაფრად აგდებდა. ნუთუ ამდენის ატანა შეიძლებოდა?
მოულოდნელად საბრინას კარის მიხურვის ხმა შემოესმა. მაშინღა მიხვდა, რომ თვალის უპეები ცრემლეებით ჰქონდა ამოვსებული. ყველაფერი იქვე მიყარა და კაბინეტიდან გამოვარდა. უკვე კიბეებზე ჩამორბოდა, ჯოზუეს ხმა რომ გაიგო.
-ვერ გაიგე, რომ მოვედი?-ბურდღუნებდა ის. კვლავ ცუდ ხასიათზე იყო და ეს უკვე აღარ უკვირდა საბრინას.
-ქუდი დამრჩა.-უკმაყოფილოდ გამოხედა ცოლს და ტახტიდან ბალიში აწია.-სად წაახეტიალე?
საბრინა თავშეკავებულად უმზერდა მის დანისლულ თვალებსა და სქელ წარბებს, თან ცდილობდა მწარედ არ გადაეხარხარა. თურმე ის საერთო პრობლემა იყო, რომ ჯოზუე ქუდს ვერ პოულობდა, მაღაზიის გაყიდვის ამბავი კი, ალბათ, არც უნდა ცოდნოდა, ვიდრე პურისა და ერთი ჭიქა წყლის გარეშე არ დარჩებოდნენ.
-ჯოზუე, როდამდე აპირებ ჩუმად ყოფნას?-ჰკითხა ნაძალადევი, გულში ძალით ჩაკრული სიმშვიდით და ქმარს თვალი გაუსწორა.
-რას გულისხმობ?-წინ წამოწეულ მუცელზე ხელები საქმიანად შემოიჭირა ჯოზუემ და თან თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა.
-რას და ჩემს ზურგსუკან მოგვარებულ საქმეებს ვგულისხმობ.-მოთმინების ფიალა რომ გამოელია, იყვირა საბრინამ.-რას ვნიშნავ მე საერთოდ შენთვის? ერთ თოჯინას, რომელსაც რეცხვაც შეუძლია, საჭმლის მომზადებაც და ხანდახან დაკარგული ნივთების ძებნაც?
ჯოზუეს ტუჩი აუთრთოლდა. ბრაზით შეკრა წარბები და მკლავებიც დაეჭიმა. საბრინას უკან არ დაუხევია. ჯერ კიდევ მედგრად იდგა თავის ადგილას და მზად იყო, რომ თავგამოდებით დაეცვა საზღვრები.
-შენი გაგიჟებაღა მაკლდა. ისე ხომ არ მაქვს პრობლემები.-ზიზღით ამოილაპარაკა ჯოზუემ და ტახტზე ჩამოჯდა.-რა პრეტენზიები გაქვს, ჩემო ძვირფასო ცოლო?
-არ გვინდა ფარისევლობა, ჯოზუე.-ირონია გამოესახა სახეზე საბრინას.-მე მხოლოდ სიმართლეს ვითხოვ. ვითხოვ, რომ რამედ მაინც ჩამაგდო გარკვეულ სიტუაციებში. ვითხოვ ნამდვილ ქმარს და არა კაცს, რომელსაც ჩემი ქმრობა მხოლოდ ხალხის წინაშე მოსწონს.
ჯოზუემ ჩაიცინა, ხელი აწია და ტახტზე რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყა.
-მოდი, დაჯექი, ჩემო ბრაზიანო ქალო.-დამცინავად წარმოთქვა მან და ხელები გაშალა.
საბრინას ცეცხლი მოეკიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ერთი კოლოფი პილპილი მთლიანად პირში ჩაეყარა. ხელმა თავისით გაიწია მაგიდაზე დადებული ზარდახშისკენ. ხელში აიტაცა და იატაკზე დაანარცხა. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. საშინლად დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. ასე უსარგებლოდ თავი არასოდეს ეგრძნო.
-მე შენ სერიოზულად გელაპარაკები.-ამოიხრიალა გამწყდარი ხმით.-მაღაზია მართლა გაყიდე?
ჯოზუემ ერთხანს უყურა. მერე ფეხზე წამოდგა და ბოლო ხმაზე იღრიალა:
-ხო, გავყიდე, გავყიდე! სხვა რა უნდა მექნა, მითხარი? როგორც საჭიროდ ჩავთვალე, ისე მოვიქეცი. შენ უნდა შეგეკითხო? გაჭმევდი, გასმევდი და მაინც უკმაყოფილო იყავი! ახლა იმედია ბედნიერი იქნები!
ქალს ფერი წაუვიდა. ისეთი გამძვინვარებული იყო, ეგონა ცოტაც და კაბა ტანზე შემოეხეოდა. ლაპარაკისთვისაც ვეღარ მოება თავი. კიდურებშემოყინული იდგა და შეშლილივით მისჩერებოდა ფეხზე წამომდგარ ქმარს. უცნობს რომ შეეხედა მისთვის, მართლაც იფიქრებდა, ჭკუიდან გადავიდაო.
უეცრად გონს მოვიდა. ხელები შეარხია. სიძულვილით დაბრეცილი ტუჩები შეამოძრავა. შეტრიალდა, კარები გამოაღო და ცარიელ-ტარიელი დაუფიქრებლად გავარდა გარეთ. მანამ გარბოდა, ვიდრე თავი მშვიდად არ იგრძნო. სლუკუნით შეჩერდა, დიდ, შეღებილ ლოდზე ჩამოჯდა და ტირილით გული იჯერა.

თავი რომ წამოწია, უკვე ბნელდებოდა. გამოსახულებების გარჩევა გაუძნელდა, ისეთი დაუძლურებული და დაოსებული ჰქონდა თვალები. ძლივსძლივობით წამოდგა ფეხზე და ბანცალით გაუყვა ჩირაღდნებით განათებულ გზას. მანაროლაში იშვიათად თუ დაინახავდით ვინმეს ცხრა საათის შემდეგ. ახლაც კენტად თუ შემორჩენოდნენ უჩუმრად შემოპარულ წყვდიადს. საბრინა ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ღამის ქალაქს. პირველად იყო ამ დროს ქუჩაში და არ იცოდა, ვისთან მისულიყო, თავშესაფარი სად ეთხოვა. ამ წუთას შინ დაბრუნებაზე დიდ საშინელებად არაფერი ეჩვენებოდა. თავმოყვარეობა ისე ჰქონდა შელახული, მეტი რომ არ შეიძლებოდა. საბრინასნაირი ქალისთვისაც კი წარმოუდგენელი უბედურება იყო ეს. უბედურება, რომელსაც ვერ ეგუებოდა, ჯერჯერობით მაინც. იმედდაკარგული მიბოდიალებდა ქუჩაში და ფიქრობდა, რა იჭერდა, რა ქაჩავდა სახლისკენ. მხოლოდ ის აზრი, რომ ღამის ღია ცის ქვეშ გატარება მოუწევდა? მას და ჯოზუეს სიყვარული არ აკავშირებდათ, არც შვილი ჰყავდათ, მაღაზიასაც, რომელშიც ერთად მუშაობდნენ, ჯოზუე ყიდიდა. რაღა არსებობდა? რაღა დარჩენილიყო? არც არაფერი. ის კი მიდიოდა და მაინც რაღაც რჩებოდა უკან.
ბინას ასე გვიან ვერ იქირავებდა. არც ფული ჰქონდა. ვერონიკასთან ვერ მივიდოდა. მისი და მათიას სახლი ჯოზუეს სახლის გვერდით იდგა. ბევრი მეგობარი არასდროს ყოლია. მით უმეტეს ახლა ისეთი არავინ ახსენდებოდა, ვინც მიიღებდა და საწოლს გამოუყოფდა. საბრინამ ისე ეულად იგრძნო თავი, რომ ყველა პესიმისტური აზრი ერთად აუფორიაქდა გონებაში. განა რიღასთვის უღირდა ეს წუტისოფელი? ცხოვრებაში ხომ არაფერი ეყარა საინტერესო, სულ არაფერი. საბრინა მუდმივად ოცნებობდა მღელვარე, მჩქეფარე ყოველდღიურობაზე, ისეთ ღამეებზე, აზრად რომ არ მოუვიდოდა, როგორი იქნებოდა შემდგომი დღე. ეს ყოველივე, რაშიც ახლა ცხოვროდა, ახლოსაც არ იყო მის წარმოდგენებთან. ალბათ, სულ ასე ხდებოდა. ალბათ, აუცილებელი იყო, რომ ერთხელ მაინც ეწვნია ადამიანს იმედგაცრუება. სხვანაირად ამ ქვეყნის მცხოვრებად ვერ ჩაითვლებოდა.
საბრინამ ღია მაღაზია რომ დაინახა, საიდანაც სიანთლე გამოდიოდა, გაოცდა. იშვიათი იყო ასე გვიან მაღაზია ღია დაგხვედროდათ. კლიენტები არ იყვნენ და ამასაც ეს განაპირობებდა. ის-ის იყო მაღაზიისთვის უნდა ჩაეარა, რომ თავისი გულისტკივილი გაახსენდა. ბევრი არ უფიქრია. გეზი პირდაპირ მაღაზიისკენ აიღო და შიგნით შევიდა.
თავის უბანში უკვე აღარ იყო, ამიტომ დაბალი, სქელუა გამყიდველი არ ეცნო. ხარბად შეათვალიერა დახლზე დაწყობილი შოკოლადები და იგრძნო, რომ შიოდა. ხმაურით გადაწყვიტა ნერწყვი და გამყიდველის კითხვაც შემოესმა:
-რამეს ინებებთ, ქალბატონო?
საბრინა უხერხულად შეიშმუშნა. რატომღაც შერცხვა ფულის არ ქონისა და ტყუილად შემოსვლის გამო. ისევ უნდა გაძურწულიყო უკან, ყვირილით რომ შემოვარდა ვიღაც მაღაზიაში და წინა დახლიდან ყველაფერი გადმოყარა.
-სწრაფად, ძარცვაა! ყველაფერი ამ ტომარაში ჩაყარე, ბერიკაცო!-შეუყვირა ჩვეულებრივი ადამიანივით გამოწყობილმა მძარცველმა გამყიდველს და უჯრის გამოღებაში თვითონაც დაეხმარა.
მძარცველი მარტო იყო. საბრინასაც რომ შეავლო თვალი, მეორე პისტოლეტი მას მიუშვირა და ურჩია, მანდ იდექი, სადაც დგახარო.
-იქნებ...-რაღაცის თქმა დააპირა გამყიდველმა, რომელსაც მიტკლის ფერი ედო, მაგრამ მძარცველმა პისტოლეტი შუბლზე მიჰკრა და მანაც სწრაფად დაიწყო ტომარაში ფულის ჩაყრა.
გარეთ არავინ ჩანდა. იმედის ქონას აზრი არ ჰქონდა. საბრინა საწყლად იდგა ატუზული კედელთან და არ იცოდა, რა მოემოქმედებინა. ასეთი სიტუაციებისთვის, რაღა თქმა უნდა, გამოუცდელი იყო, ამიტომ როცა მძარცველმა ხელი ჩაავლო და კარისკენ წაიყვანა, შეშინებული მაშინღა აფართხალდა.
-ცოტა ხნით მჭირდები! ფეხი გამოადგი!-მკლავით შეაჯანჯღარა მამაკაცმა, რომელსაც უსაფრთხოებისთვის სახეც კი არ დაეფარა და მაღაზიის სინათლეზე ნაცრისფერი, მბრჭყვინავი თვალები მოუჩანდა.
-არა!-შეკივლა საბრინამ და იგრძნო, როგორ მოიცვა პანიკამ.
-იცოდე...-დაიწყო მამაკაცმა, მაგრამ დასრულება აღარ იყო საჭირო. საბრინას წელზე პისტოლეტის ლულა ჰქონდა მიბჯენილი და ახლა კი ხვდებოდა, რომ სიკვდილი არ უნდოდა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მძარცველს მაღაზიიდან გამოყვა და იქამდე ესმოდა გამყიდველის სასოწარკვეთილი ხმა, ვიდრე სიბნელეს არ შეერია.

^^^
დაგიბრუნდით!
ვინც არ იცით, ოპერაცია გავიკეთე, არაფრის ძალა არ მქონდა და ესეც როგორ დავწერე, არ ვიცი.
ველი თქვენს შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს და წუხს, რომ ამდენ ხანს მოგიწიათ მოცდა...скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Shore shore

Chemi gogo dabrunda mixaria rom kargad xar. rogor gamexarda rom icode .kargi iko zalian es jozue tavistavis kacia colic ar uyvars ubralod chirdeba da tan kacobs mastan .oo rigor maintetesebs ganvitareba neta icode

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

Shore shore
Chemi gogo dabrunda mixaria rom kargad xar. rogor gamexarda rom icode .kargi iko zalian es jozue tavistavis kacia colic ar uyvars ubralod chirdeba da tan kacobs mastan .oo rigor maintetesebs ganvitareba neta icode

ჩემო შორე, უდიდესი მადლობა heart_eyes
მარტო შენთვისაც კი ღირს წერა!

 



№3  offline √ მოდერი ™ An_Gel

პირველ რიგში,მიხარია რომ უკეთესად ხარ და ასე მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით.
რაც შეეხება საბრინას. ვაიჰ... რა უნდა ქნას?! ჯოზუე სრულიად უსარგებლოა,მაგის ყოლას გასაბერი ქმარი გყავდეს ჯობია :დდდ. მაგრამ სერიოზულად, რა უნდა გააკეთოს ქალმა,რომელსაც ამდენად უვარგისი ქმარი ჰყავს. ძალიან საინტერესოა, ვინ გამოუწვდის დახმარების ხელს ასეთ მომენტში,ან დაბრუნდება თუ არა ქმართან. მისნაირი ამაყი ადამიანები წესით არ ბრუნდებიან,მაგრამ ისეთი ფინალი ჰქონდა ამ თავს,გადაჭრით ვერაფერს იტყვი.
მოკლედ, ძალიან საინტერესოა. თანაც ასეთ მომენტში გაწყვიტე.
ველი შემდეგ თავს heart_eyes

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

An_Gel
პირველ რიგში,მიხარია რომ უკეთესად ხარ და ასე მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით.
რაც შეეხება საბრინას. ვაიჰ... რა უნდა ქნას?! ჯოზუე სრულიად უსარგებლოა,მაგის ყოლას გასაბერი ქმარი გყავდეს ჯობია :დდდ. მაგრამ სერიოზულად, რა უნდა გააკეთოს ქალმა,რომელსაც ამდენად უვარგისი ქმარი ჰყავს. ძალიან საინტერესოა, ვინ გამოუწვდის დახმარების ხელს ასეთ მომენტში,ან დაბრუნდება თუ არა ქმართან. მისნაირი ამაყი ადამიანები წესით არ ბრუნდებიან,მაგრამ ისეთი ფინალი ჰქონდა ამ თავს,გადაჭრით ვერაფერს იტყვი.
მოკლედ, ძალიან საინტერესოა. თანაც ასეთ მომენტში გაწყვიტე.
ველი შემდეგ თავს heart_eyes

ანა, პირველ რიგში მადლობა ყველაფრისთვის heart_eyes
მართალი ხარ ყველაფერში! :დდ

 



№5 √ სტუმარი ™ გგდჯკიტცც

ვაიმე, რა ოპერაცია?! ხომ კარგათ ხარ?!

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

გგდჯკიტცც
ვაიმე, რა ოპერაცია?! ხომ კარგათ ხარ?!

ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე.
მადლობა ყურადღებისთვის heart_eyes

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

ვკითხულობ.
შენთან ვარ.
მომწონს.
და,
მაგარი, ძალიან მაგარი გოგო ხარ!

გახსნი "ვორდის" ფაილს, იტყვი: "სეზამ, დაიწეროს ისტორია!" და მერე ყველაზე საოცარი რამეები იწერება ხოლმე...
--------------------
Sun...

 



№8 √ სტუმარი ™ Guest გოგონა შავი თვალებით

შემდეგ თავს როდის დადებ? არ მინდა თავი მოგაბეზრო, ნაოპერაციები ხარ, მაგრამ ჩვენც გამოგვხედე რა

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

Guest გოგონა შავი თვალებით
შემდეგ თავს როდის დადებ? არ მინდა თავი მოგაბეზრო, ნაოპერაციები ხარ, მაგრამ ჩვენც გამოგვხედე რა

როგორც ჩანს, ფორლავის ჯგუფში არ ხარ.
შექმნილი ვითარების და პირადი პრობლემების გამო (რომლებიცც მართლა მოულოდნელი იყო) წერას დროებით ვერ ვაგრძელებ და დიდ, დიდ ბოდიშს გიხდით ამისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent