შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული პატიება 4 ნაწილი


25-07-2017, 22:56
ავტორი du-da
ნანახია 645

დაგვიანებული პატიება 4 ნაწილი

გულდასმით შევათვალიერე მოწმობა ხელში და როგორც კი მის სიყალბეში დავრწმუნდი მაშინვე უკან მაგიდაზე დავაბრუნე,გამომცდელად გადავხედე ბიჭებს და ჩემსი ეჭვები მაშინვე გამართლდა იმდენად დაძაბული სახეებით მიყურებდნენ,სწრაფად წამოვდექი და ჯერ კიდევ შოკში მყოფი ანანო გარეთ გამოვათრიე.
გულედანმა ჩუმად ჩაიფხუკუნა და ვახოს გახედა
-მიხვდა დავიჯერო?
-მიხვდა კი არა, ისეთ შოკში არიან დარწმუნებული ვარ არც მიუქცევით ყურადღება
-ხომ არ ვუთხრათ?
-გაგიჟდი თორნიკე? კიდე როდის მომეცემა ანანოს ასე გაგიჟების საშუალებ ვინ იცის
-არ ვიცი არა, ვფიქრობ ცუდი იდეააა
-კარგი ხო რას წუწუნებ ქალივით, გავერთობით ცოტას თუ არ გხიბლავს თინანოს ქმრობის პერსპექტივა
-ღმერთმა დამიფაროს,ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყო აუცილებლად შემამჩნევდა კართან მდგომს,რაღაც მეტკინა გულში რაღაც რასაც ვერ ავხსნიდი,ფეხაკრეფით გამოვიპარე ოტახიდან და ჰამაკში მჯდომ დაქალს დავადექი თავზე.
-მორჩი ისტერიკას
-შენ კარგად ხარ თინანო? ქვებს რომ არ ვისვრი არ გიკვირს?
-გეყოფა თქო ყველაფერი არც ისე ცუდაადაა როგორც გვეგონა
-მართლა?პირველი ღამე არ გვქონია ჯერ?
-აუ ეგ რომ გქონოდა შენ რა გაგიძლებდა მერე,მომისმინე გოგო, შეხედე მოწმობას ყალბია, ბეჭედიც კი არ აქვს
-ვერ გავიგე? თვალები დაქაჩა ანანომ
-რა ვერ გაიგე? გაგვიჩალიჩეს მაგრად თან, ვახოს ბიძაშვილი ხომ აქ მუშაობს იუსტიციაში ხოდა იხუმრეს რა ბიჭებმა
-ანუ მოგვატყეს?
-კი ბატონო. ძლივს არ მიხვდა შენი ტვინი?
-რატო?
-აი ეგ ნამდვილად არ ვიცი და უნდა გაავარკვიო, ვატყობ ცუდი თამაში დაიწყეს და გამოწვევაც მიღებულია
-სასაცილო არ არის ეს ამბავი, ეხლა შევალ და იმ რეგვენს თავს გავუტეხავ, გაკაპასდა ანანო
-დაწყნარდი მეთქი მე უკეთესი გეგმა მაქვს, ჩამეცინა ბოროტულად და მოწმობა ხელში შევათამაშე.
მართალია რომ ადამიანი ჭკუას უნდა სწავლობდეს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ სულ ვერ გათვლი შენს მიერ გადადგმულ გაუაზრებელ ნაბიჯს რა მოყვება,ორივემ ვიცოდით ცეცლს ვეთამაშებოდით,ცეცხლს რომელიც აუილებლად დაგვწვავდა,დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა ანანოს დაყოლიება არაფერი შეემჩნია ბიჭებთან,საღამომდე მორჩილად შევასრულეთ კარგი ცოლების ფუნქცია, რასაც შემთხვევით თორნიკეს ლეპტოპის გადაწვა და მის საყვარელ პერანგზე მიხატული უთო მოჰყვა, უფრო ნაკლებად გაუმართლა ვახოს, ანანოს შემთხვევით ცხელი ყავა გადაესხა და კინაღამ დატოვა ვახუნხულა შთამომავლობის გარეშე,კარგად მოსაღამოებული იყო ანანოს რომ ვანიშნე:დრო იყო ეს თავხედე მატყუარები დაგვესაჯა.
მთელი ჩემი მსახიობური ნიჭი გამოვიყენე და შეშფოთებული სახით შევვარდი ოთახში.
-ჩქარა ანანოა ცუდად.
ბიჭები დაფეთებულები წამოვარდნენ ფეხზე
-რას ამბობ? სადაა? მეცა ვახო
-იქაა უკან იმ ნაგებობაში თუ რაცაა, ხელით ვანიშნე სახლის უკან მდგომ მარანზე ალბათ
-იქ რა უნდა? დაეჭვებულმა იკითხა ვახომ
-თქვენ ხართ კარგად? რა დროს ეგეთებია? ალბათ ზედმეტი ნერვიულობისგან გული გაუხდა ცუდად წამოდით ჩქარა,ალბათ ისეთი სახე მქონდა ორივე გარეთ გაცვივდა, არადა ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ ტყუილად ვცდებოდი ფარმაციაზე და ჩემგან უბადლო მსახიობი დადგებოდა, ეჰ რას კარგავს ქართული კინოინდუსტრია? ბიჭებს მეც უკან მივყევი და როგორც კი ორივე შიგნით დავიგულეთ, კარებს მთელი ძალით მიაწვა მის უკან დამალული ანანო და სანამ შიგნით მყოფები აზრზე მოვიდნენ გარედან ბოქლომიც დაადო, კმაყოფილმა გავხედე გაკვირვებულებს
-ეს რა თამაშია? ხმა გაიმკაცრა გულედანმა
-თქვენ დაიწყეთ და ჩვენ ვამთავრებთ, ბატონო მეუღლევ
-გააღე კარი, ძარღვები დაებერა გულედანს
-კარგი ერთი, ესე ისჯებიან მატყუარა კაცები
-რას ბოოდავ? ტონს აუწია ვახომ
-ჩემო ვახუნხულ, დავიჯერო ეგეთი უტვინო გგონივარ რომ ამ მოწმობის ამბავს დავიჯერებდი? რომელსაც რეესტრის ნომერიც კი არ აქვს. არაფერს ვამბობ ცარიელ გრაფებზე
-მიხვდი? გაეცინა ბიჭს
-მხოლოდ ერთი მაინტერესებს, რაში დაგჭირდათ ეს იდიოტური სპექტაკლი?
-მაინტერესებდა ანანო რას იზამდა.
-მერე ნახე რაც ვქენი? ტონს აუწია ანანომ
-ნუ ბავშვობთ გააღეთ კარი,ვიხუმრეთ გვეყოფა
-მაპატიე ვახუნხულ და შენ თორნიკე ბატონო, ღმერთმა ნამდვილად დაგიფარა შენი ცოლი რომ არ ვარ და არც არასდროს ვიქნები მაგაზე არ იდადო, ჩვენ თბილისში მივდივართ
-გადაირიე? იღრიალა თორნიკემ გააღე დროზე
-ტყუილად ღრიალებ, არაფერსაც არ გავაღებ, ჭკუას ისწავლით როგორ არ შეიძლება სხვის ნერვებზე თამაში, ნუ გეშინია სულ მანდ არ დაგტოვებთ ხვალ თამაზი ბიძია მოვა და გამოგიშვებთ
-არ გაბედო, იცოდე მოგკლავ ვერსად დამემალები
-იდექი ეხლა და იმუქრე მაქედან,გასაღები ხელში შევათამაშე და იქვე ხეზე დავკიდე
-თინანო არ წახვიდე, იმხელაზე იბღავლა გულედანმა გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-ყოჩაღ ხმის ტემბრი ნამდვილად მაგარი გაქვს, გიწყობს ხელს.წავედით ანანო
-მოიცა ამათ ასე ვტოვებთ? გაკვივებულმა გამომხედა დაქალმა
-აბა ეხლა რომ გამოუშვა გაასწრებ რომელიმეს?
-მერე გავასწრებთ? დაეჭვებით გამომხედა
-რაც დათესეს იმას იმკიან, წავედით,ყურადღება აღარ მიგვიქცევია ბიჭების ყვირილისთვის, მშვიდად ჩავბრაგდით და ეზოდან გავედით,

თორნიკე გამწარებული დადიოდა აქეთ იქით და ილანძღებოდა.
-უტვინო გოგოები, საზიზიღერები
-არა მაგრად კი გვაჭამეს.
-სასაცილოა ბიჭო?,არა ამ შუა ბათუმში რა ჭკუამ უქნა ბებიაშენს ეს რომ ააშენა?
-ბოდიში ეხლა რომ ვერ განსაზღვრა თუ ოდესმე აქ ჩაგვკეტავდნენ. ნუ პანიკიორობ ერთი დაჯექი თუ ძმა ხარ
-ხომ გითხარი ცუდი აზრია მეთქი ხომ გითხარი.ეს უპატრონო ტელეფონებიც რომ არ გვაქ, ვაიმეე კაცობას გეფიცები თუ ცხარე ცრემლებით არ ვატირო ამმის გამო,
-კარგი კარგი დაჯექი, ხელზე დაქაჩა აყვირებულ ძმაკაცს და გვერდით მოისვა.
ანანო დაძაბული მართავდა საჭეს,
-მოეშვი ცოტა ნუ ხარ ეგრე დაძაბული, ვიხუმრეთ ხო რა იყო
-რა ვქენით ეხლა ხვდები? რამე რომ მოხდეს? გარედან გვყავს ჩაკეტილები
-რა უნდა მოხდეს?
-არ ვიცი ვნერვიულობ ძალიან მიდი დარეკე იმ თამაზისთან და ეხლავე გამოუშვას.
-კარგი კარგი, ნუ შემჭამე ოღონდაც რა, სწრაფად ამოვაცოცოე ჯიბიდან ტელეფონი და თამაზი ბიძიას ნომერი ავკრიბე, რამდენიმე ზარის მერე მიპასუხა,
-ხო თამაზი ბიძია, კარგად თავად? ერთი სათხოვარი მაქვს შეგიძლია ჩვენთან გადახვიდე და ვახოს კარი გაუღო, როგორ? უი არ ხართ? მალე მიხვალთ? აა კარგი მადლობა და ნახვამდის
-რა ხდება?
-ვაიმე ანანო არ არიან ბათუმში,
-სხვას დაურეკე მიდი
-არავის ნომერი არ ვიცი, ამოვიოხრე დ პირვლად ვიგრძენი რომ რაღაც ძალიან ცუდი გავაკეთე
-მიატრიალე მანქანა,
ანანომ მკვეთრად მოაბრუნა საჭე და ბოლოს რაც ჩემმა სმენამ აღიქვა გაბმული სიგნალი იყო და დარტყმის ძალამ სავარძელს გამაკრა, "ავარიაში მოვყევით" გამიელვა გონებაში და გავითიშე.


ერთი თხოვნა მექნება ჩემს მკითხველტან, ვინც კითხულობთ ცემს წინა ისტორიებს ყველამ იცით როგორი არაპროგნოზირებადი ვარ, ამიტომ წინასწარ ნუ გამომიტანთ განაჩენს, პირობას ვდებ ვერავინ განსაზღვრავს ჩემი ეს ისტორია ბანალური იქნება თუ არა, ჩვენს გმირებს წინ კიდევ ბევრი განსაცდელი სიმწარე და სიხარული ელითскачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Salo123

როგორ გამახარე.❤ პატარა კი იყო

 



№2 √ სტუმარი ™ Guest Nita

Mtavaria male dado da araprognozirebadoba araushavs :-)))

 



№3 √ სტუმარი ™ Guest nina

უძალიანმაგრესია ❤ველოდები შემდეგ თავს✌✌

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

სამაგიეროდ ბოლო აქვს კარგი და გადავიტან გზა და გზა ნერვიულობას.იმედია ჩვენი გოგოები ძალიან არ დაშავდებიან

თუმცა იმ ორიდან ალბათ ეს ავარია იხსნის, განსაკუთრებით თორნიკესგან,ისეა გაბრაზებული smile
--------------------
ლ.ქ.

 



№5 √ სტუმარი ™ Guest ანი

კარგი, გასაგებია ავტორო, მაგრამ ეს ისტორია იმდენად მხიბლავს, თუნდაც ერთ თავს ბანალურს ვერ გაპატიებ..,:დდდეს თავი უკეთესი იყო, მარა მაინც რაღაც სხვას ველოდი, ისევე გაგრძრლდებოდა მაგრად, საინტერესოდ, ემოციებით და გულში ჩამწვდომი ფრაზებით,როგორც დაიწყე,იმ ორი თავის კითხვისას ჟრუანტელი მივლიდა .. სიმართლე გითხრა ცოტა იმედი გამიცრუვდა.. მინდა გითხრა ისიც რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ მჩვევია, ის თავი მართლაც საშინლად ბანალური იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი,თუმცა შენ რაც გულით გინდა იმას წერ, არ მიწყინო გულახდილობა კაი? ძალიან მაგარი გოგო ხარ, ათასი ისტორია წამიკითხავს ათასი თავები რომ ჰქონიათ,მაგრამ ვერცერთმა მომგვარა ის გრძნობა რაც ამ ისტორიის იმ ორმა თავმა, მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და თავი არ მოგაწყინო ველი შემდეგ და უფრო დიდ, არაბანალურ თავს...

 



№6  offline √ წევრი ™ du-da

Guest ანი
კარგი, გასაგებია ავტორო, მაგრამ ეს ისტორია იმდენად მხიბლავს, თუნდაც ერთ თავს ბანალურს ვერ გაპატიებ..,:დდდეს თავი უკეთესი იყო, მარა მაინც რაღაც სხვას ველოდი, ისევე გაგრძრლდებოდა მაგრად, საინტერესოდ, ემოციებით და გულში ჩამწვდომი ფრაზებით,როგორც დაიწყე,იმ ორი თავის კითხვისას ჟრუანტელი მივლიდა .. სიმართლე გითხრა ცოტა იმედი გამიცრუვდა.. მინდა გითხრა ისიც რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ მჩვევია, ის თავი მართლაც საშინლად ბანალური იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი,თუმცა შენ რაც გულით გინდა იმას წერ, არ მიწყინო გულახდილობა კაი? ძალიან მაგარი გოგო ხარ, ათასი ისტორია წამიკითხავს ათასი თავები რომ ჰქონიათ,მაგრამ ვერცერთმა მომგვარა ის გრძნობა რაც ამ ისტორიის იმ ორმა თავმა, მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და თავი არ მოგაწყინო ველი შემდეგ და უფრო დიდ, არაბანალურ თავს...

მადლობა საყვარელო ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ვეცდები რომ შემდეგი თავით იმედები გაგიმართლოთ, აქვე ვიტყვი წინ კიდევ ბევრია სათქმელი ... :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent