შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

დამაბრუნე წარსულში 18+ (7)


26-07-2017, 00:08
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 186

დამაბრუნე წარსულში 18+ (7)

მირიანი დილას ფანჯრიდან შემოჭრილმა მზის სინათლემ გააღვიძა. თვალების გახელა მაინც არ უნდოდა, იქნებ კიდევ გაეგრძელებინა ძილი. ოთახში ჩუმი ფაჩუნის ხმა მოესმა.
- რას შვრები? - იკითხა ნახევრად მძინარემ.
- გხატავ - მოესმა პასუხი.
- უკეთესი დრო ვერ მონახე? - აბუზღუნდა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
- გადმობრუნდი ისევ! - გაბრაზდა მირანდა - ზაზუნასავით გძინავს ხოლმე. ფოტოები ისე ვერ აფიქსირებს საყვარელ მომენტებს, როგორც მე დავაფიქსირებ ქაღალდზე შენ სახეს. თან ისეთს დაგხატავ, როგორსაც გხედავ და ყოველთვის თან მეყოლები.
- კაი, დამარწმუნე - ისევ პირვანდელი პოზა დაიბრუნა მირიანმა - რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეგ ნახატი გყავდეს და მე აღარ? - თქვალები გაჭირვებით გაახილა.
- მაგალითად, გუშინ ვერ გნახე. საწოლში, გამტენიისას, რომ შემომიწექი, ეგრევე ჩაგეძინა.
- ჰო, ბევრი საქმე მქონდა - თვალები მოისრისა მირიანმა. - გადმოჯექი აქეთ რაა - საწოლისკენ მიუთითა.
- დიდძუძუებიან საყვარელთან ხომ არ დაიპარები? - გვერდზე მიუწვა მირანდა და ჯერ საღებავიანი თითი ცხვირზე მოუთათუნა, ლურჯი ფერი მოაცხო, მერე ნეტარებით დაეწაფა კაცის სახეს, რომელიც გაღვიძებისას იმაზე თბილი და ფაფუკი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ოდნავ ამოსული წვერი დროდადრო დენივით არტყამდა ქალის ტუჩებს, თუმცა ესეც საშინლად სიამოვნებდა მირანდას.
- პირველად ვხედავ, საყვარლიან შეყვარებულს ასე ეფერებოდნენ. - მირანდას ხელი გადახვია და თითით მკერდი მოუსინჯა. - მე შენი ძუძუები მირჩევნია ყველას.
- ნამდვილი ბედის საჩუქარი ხარ - გაეცინა მირანდას. კაცის თმებს თითები გადაატარა და მერე ღიმილით აუბურდა.
- ბედის საჩუქარზე გამახსენდა, გუშინ მემგონი შენმა მეზობლებმა დამინახეს.
- აქამდეც მრავალჯერ დაგინახეს. ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და შენი აზრით, ნათელას გამოეპარებოდა ეგ? ისე, ბედის საჩუქარზე რატო გაგახსენდა ჩემი მეზობლლები?
- მეზობლები კი არა, ჩემი თავი გამახსენდა. ანუ, შენმა მეზობლებმა რომ უკვე იციან, რა ბედის საჩუქარიც გყევარ.
- ჩემი ზაზუნა ხარ - გადაიხარხარა მირანდამ.
- ხალხში ზაზუნა და კნუტი არ დამიძახო, იცოდე.
- შენ რომ იმ დღეს იმდენ ხალხში მეკითხებოდი, ვისია ეს ტრაკ*ო, კარგი იყო?
- ხმამაღლა მომივიდა, ვაღიარებ - ეცინებოდა მირიანს.
- სხვათაშორის, ნათელას უთქვამს, მირანდას მდიდარი საყვარელი ჰყავსო.
- სიმპათიური არაო?
- კი, ძალიან სიმპათიური, ფერადთვალება და სექსუალური.
- ეგ ნათელამ თქვა?
- არა, მე ვთქვი. ნათელას, რომ ეგ ეთქვა, დავკაწრავდი.
- ჰოო? - კეფაზე შეკრული, მრავალჯერ შემოხვეული კოსა მირიანმა ერთ წამში დაუშალა და ქალის თმას უყნოსა.
- ეგეთ რამეებს რო აკეთებ ხოლმე... - წინადადება ვერ დასრულა მირანდამ. ძვალ-რბილში გააჟრჟოლა.
მირიანმა ქალი კალთაში გადმოისვა, ხალათი შეუხსნა და მისი შიშველი სხეულის დანახვისას ღიმილი გადაეკრა სახეზე.
- ესაა სიყვარული? - ჰკითხა მირანდას.
- არ ვიცი, რას გულისხმობ - თავის მკერდზე ამოცოცებული კაცის ტუჩები იგრძნო ქალმა. ნეტარების ოხრვა აღმოხდა. ნელა ჩაუცურა ხელი კისრიდან ზურგზე. მირიანის სრიალა კანზე უფრო სასურველი და სასიამოვნო, აქამდე არაფერი შეუგრძვნია ცხოვრებაში.
- შენს გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ მთელი დღის განმავლობაში.
კაცის სიტყვები მირანდას გულს მალამოსავით მოეცხო. ბავშვური, ლაღი სიცილით გადაიკისკისა და თავი დახარა, კაცს თავზე აკოცა. მისი თმის არომატი შეისრუტა ულიმიტოდ, უსაზღვროდ. თითქოს ფილტბებში სურდა მარაგის ჩაგუბება სიცოცლის ბოლომდე რომ ემყოფინა.
- მე რეპეტიციისას, ჩემს მეწყვილე კაცს შენი სახელი დავუძახე - გამოუტყდა მირანდა. - ყოველთვის მეგონა, ასაკით შედარებით უფროსი, თინეიჯერობას გამოვლილი ხალხი სიყვარულს ასე გიჟურად აღარ აღიქვამდნენ, მაგრამ შენ როცა გხედავ, მზის წნული მემართება.
- მზის წნული? - გაეცინა მირიანს. ნელა გახადა ქალს საცვალი და თავის ასოზე შემოსვლა. ორივეს გაუხშირდა სუნთქვა, სიამოვნების ბიძგები შეუნელებლად დაეპატრონა მათ ხორცს, მაგრამ არ ჩქარობდნენ. თითქოს არც ინძრეოდნენ. ერთმანეთს თვალებში შესქერდონენ და ჩუმად ლაპარაკობდნენ საკუთარ გრძნობებზე.
- მზის წნულს ეძახიან - თქვა მირანდამ და თავი ვერ შეიკავა, ამოიოხრა. - აი მუცელში, აქ -მირიანს თავის შიშველ მუცელზე მიადებინა ხელი - რაღაც რომ ირხევა ხოლმე, თოთქოს უზარმაზარ მწერს დაესადგურებინოს შენს სხეულში. თავიდან, ძალიან სუსტად გრძნობ, მერე ძლიერდება, ძალიან ძლიერდება. მისი ყოველი დანახვისას საშინლად გტკენს, გამწარებს, თუმცა იმდენად ძვირფასია, იმდენად უხარია თვალებს მისი ცქერა, რომ ეს ტკივილი მაზოხისტურ სიამოვნებას განიჭებს. საბოლოოდ კი ოღონდაც იგრძნო, ოღონდაც ერთხელ კიდევ იგრძნო ეს განცდა და თანახმა ხარ, მთელი სამყარო დათმო, მთელ ქვეყნიერებას გაუმართო ბრძოლა... ზუსტად იცი, რომ გაიმარჯვებ.
- მზის წნული - ჩაილაპარაკა მირიანმა.
ქალის მკერდი ხელებში მოიქცია და მთელი ვნებით დაკოცნა. მირანდამ კვნესით გაატოკა სხეული, წრიულ მოძრაბებს ტემპი შემატა. ვნებისგან ტუჩებისკბენით შეჰყურებდა მირიანს თვალებში.
- მიყვარხარ - უთხრა მირიანმა და ქალის გულ-მკერდი რომ მთლიანად დაიკავა, მის ტუჩებს ჩააფრინდა გამეტებით.
- მეც, ყველაზე მეტად - აღმოხდა ოხვრა მირიანის ბაგეებში ჩასვენებულს.
მირანდამ მთელი ძალით წამოიკივლა ბოლო მომენტში, შემდეგ კი, წამიერად ორივე დადუმდა სიამოვნეისგან, მათი სხეულები საოცარი ძალით შეერწყა ერთმანეთს და საუცხოო ნეტარების ტალღამ დაისადგურა ყველა უჯრედში. ხორციელი უჯრედებიდან სულამდე აღწევდა, ყველაფერი ფერადი ეჩვენებოდათ გარშემო, ყველაფერს განხვავებული სურნელი და ფერი ჰქონდა.
მომღიმარი ქალი მირიანის გვერდით დაწვა და სიგარეტს სტაცა ხელი.
- ახლა შენმა მეზობლებმა ნამდვილად იციან ჩემზე - გაეცინა მირიანს.
- აქამდეც არა ნაკლებს მაკივლებდი ხოლმე.
- პრინციპში ჰოო - მირანდას წითელი ტუჩსაცხით მოსვრილ სიგარეტის ღერს ერთი ნაფასი დაარტყა კაცმა. - ბიძაშენი როდის უნდა გავიცნო? - ჰკითხა ეშმაკურად.
- ოჰ ღმერთო - ამოიოხრა მირანდამ, - ეგ ძალიან მძიმე არტილერიაა.
- ერთი თვეა, რაც ერთად ვართ.
- ვიცი.
- მეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩვენს საერთო ნაჭუჭში, რომ ვართ, მაგრამ, ოდესმე მოგვიწევს ამ ნაჭუჭიდან გამოსვლა.
- და მერე რა იქნება?
- ისევ გვექნება ჩვენი ნაჭუჭი, მაგრამ სხვებსაც ეცოდინებათ ამ ნაჭუჭზე.
- შემზადება მჭირდება სულიერად რომ ვახო გაგაცნო. ხომ იცი, მშობლები არ მყავს და მან გამზარდა. ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო. მახსოვს, როგორ მეხვეწებოდა, შოთას არ გაჰყვე ცოლადო.
- ჩემზეც შეგეხვეწება?
- არა, შენ ძალიან მოეწონები. დარწმუნებული ვარ.
- ჩემებსაც მოეწონები - გაუღიმა მირიანმა. - დღეს საღამოს ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩამოდის.
- ვიცი.
- დღეს დაურეკე შენებსაც, მოვიდნენ.
- დავურეკავ - კაცის მხარზე ჩამოდო თავი მირანდამ. - ნატალი მაინც უნდა ვნახო, დღეს რაღაც ვიდეო რგოლის გადაღება გვაქვს.
- რა ვიდეოსი?
- რეკლამას ვუკეთებ ბანკს - გაეცინა მირანდას - რა იყო, გეგონა ტანგისამარა დაგიქნევდი ხელს ეკრანიდან?
- ისეც დამიქნიე ხოლმე ხელი ტანგით.
- უტანგოთაც გიქნევ ხოლმე - გადაიხარხარა ქალმა. - მაგრამ დამაცადე რაა, დაგხატო ადამიანურად. - ფეხზე წამოდა და მირიანის პერანგი მოიცვა.
- რა მუღამი აქვს ჩემი მძინარე სიფათის დახატვას?
- ზაზუნა ხარ მეთქი ხომ გითხარი? ისე გაქვს ტუჩები გამობურცული, მმმმ - ვნებიანად მოილოკა ტუჩები.
- ეგ პერანგი გაიხადე და ისე დამხატე, თორემ მოწყენილობისგან მოვკვდები.
- იყოს ნება შენი - ეშმაკური სახით გაიძრო ქალმა კაცის ტანისსამოსი და დედიშობილა მიუჯდა მოლბერტს, თან ცალი ხელით ვაშლს დაავლო ხელი. ისე ჭამდა, გეგონება საყვარელი კაცის სურნელს ისრუტავსო. მთელ ტანზე ჩამოშლილი თმა მკერდსა და სხეულის სხვა ინტიმურ ნაწილებს უფარავდა. სამყაროს გენიოსის ხელით შექმნილ ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა მირანდა მირიანისთვის.
- იიიფ, იიიფ. ნამდვილი ევა ხარ. შენ მაცდუნებ და დამღუპავ. მე მაინც ვიცოდე ხატვა - თავი დანანებით გააქნია მირიანმა.
- ხატვა არა, მაგრამ სხვა რამე გამოგდის კარგად - ჩაიხითხითა მირანდამ.
- კაი რამე თქვი, მომეწონა.
- მეც მომწონხარ, მაგრამ მალე უნდა გახვიდე. დღეს დედაშენს დაპირდი მონახულებას. დაგავიწყდა?
- რა მეშველებოდა უშენოდ? - წამოდგა მირიანი და ქალს ტუჩებში აკოცა, მერე თავის მძინარე პორტრესტს შეხედა - ასეთი სექსუალური ვჩანვარ შენი თვალებით?
- ასეთი ხარ საყვარელო - ყელი დაუკოცნა ყველაზე მიზიდველი სურნელის კაცს თავის ცხოვრებაში. - ზაზუნა ხარ
- ზაზუნა ძაან ფსიტიანია.
- უფსიტო ზაზუნა ხარ, ღუნღულა. ჯანდაბა - თავის სიტყვებზე გაეცინა მირანდას - ასეთი მოსიყვარულე არასდროს ვყოფილვარ.
- მე კიდე ზაზუნა არ ვყოფილვარ არასდროს.
- მშვენიერია - წამოდგა მირანდა. - ჩაიცვი, ჭამე და წადი დედაშენთან, მერე გივის უნდა დახვდე აეროპორტში.
- შენ რო არ მყავდი ხოლმე, როგორ გადამქონდა დღეები, არც მახსოვს - მიიხუტა შიშველი ქალი.
- წადი, თორემ კიდევ ბევრი დრო დაგვეხარჯება ჩემო საყვარელო - მირანდა კაცის მკლავებში მოექცა და განაბული სახით აკოცა კისერში.

* * *

- რატო დაგავიწყდა საკუთარი ოჯახი? - გულხელი დაიკრიფა განაწყენებულმა მზიამ მირიანის დანახვაზე.
- დე, კაი რა - გაეცინა მირიანს და ლოყაზე აკოცა.
- მაგისი ოჯახი ახლა ის გოგოა - გაისმა ეჭვიანობით აღსავსე დათუნას ხმა.
- ვინ გოგო? - გაოგნდა დედამისი.
- ერთ გოგოს ვხვდები - აღიარა მირიანმა და სამზარეულოში, თეფზე დალაგებულ გარეცხილ მწვანე ვაშლებს შეხედა. წამით შიშველი მირანდა გაახსენდა, ვაშლის ჭამაში გართული, თან ცალი ხელით რომ ხატავდა და გაეცინა.
- მერე არ უნდა გაგვაცნო? პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? - არ ცხრებოდა მზია.
- ლამაზია - ჩაილაპარაკა დათუნამ - მაგრამ მირიანი სჯობს.
- ეხლა! - გაბრაზდა მირიანი - ბიჭი სჯობს, გოგო სჯობს და ეგეთი ს*რობები არ გამაგონოთ. მირანდა ჰქვია, ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და ძალიან მიყვარს.
- არა დედი, შენ გიყვარდეს და რა მნიშვნელობა აქვს ვინაა ან როგორია - ეგრევე მოლბა დედამისი და ძმაზე მოეჭვიანე დათუნას შეხედა გვერდული მწარე მზერით.
- ჰო, ოღონდ სანამ გაგაცნობ, რაღაცეები უნდა იცოდე, დაჯექი - წინასწარ შეამზადა მირიანმა დედამისი.
- რა მოხდა დედა? - ეგრევე პანიკამ მოიცვა ქალი.
- არაფერი, ნარკომანი არაა, არც კაზინოში თამაშობს, არც ქმარი არ ჰყავს. - გაეცინა მირიანს.
- აბა?
- მსახიობია და თეატრში გავიცანი. - სკოლის მოსწავლე, რომ სიგარეტის მოწევაში გამოუტყდება მშობლებს, ზუსტად ისე დაძაბულად გაანდო მირიანმაც.
- რაა? - გვერდზე ოთახიდან მამამისმა, თაზომ გამოყო თავი.
- ვაიმე - სიმწრისგან გაეცინა მზიას - ყველაფრით იმ მადლიანს როგორ დაემსგავსე?
- რა ვიცი, ძმები ზოგჯერ გვანან ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, გარეგნობით - მხრები აიჩეჩა მირიანმა.
დათუნა გაყურსული უსმენდა. გიოზე ლაპარაკისას, ზოგჯერ მიაჩნდა, რომ ოჯახის გარეთ რჩებოდა, რომ გიოს ამბავი საერთოდ არ ეხებოდა თავად. თითქოს ვიღაც სხვა ოჯახს გადახდენოდა ტრაგედია. მირიანთან საოცარი მიჯაჭვულობა დასჩემებოდა და ყოველთვის, როცა საქმე გიოს ეხებოდა, მთელი არსით უღრღნიდა გულს ის ფაქტი, რომ თავად მირიანის ერთადერთი ძმა არ იყო, ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი კონკურენტი, რომელსაც მირიანის გულში შეუცვლელი, სამუდამო ადგილი დაესაკუთრებინა.
დათუნას არ ახსოვდა გიორგი და საკუთარ თავთანაც უჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ძალიან შურდა ხოლმე თავისი გარდაცვლილი ძმისა და მირიანის იდეალური, შეუცვლელი ურთიერთობის, რომელიც, მიუხედავად წარსულისა, დღემდე ცოცალი ცეცხლივით ენთო მათ ოჯახში.
- დედა, ვინმე ცუდ კაცს ხომ არ უყვარს კიდევ ეგ მირანდა? - ჰკითხა მზიამ მირიანს.
- რეებს მეკითხები, კარგი რაა - სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მირიანს, თუმცა მაინც ესმოდა დედამისის ასეთი განცდების.
- ყოფილი ქმარი თუ ჰყავს? - იკითხა მამამ.
- ჰყავს, ციხეშია - მიუგო მირიანმა.
- ჩემი სიკვდილი - თავში ხელი შემოირტყა მზიამ.
- გასაცნობად, რომ მოვიყვან... თუ მოვიყვან, არ გაბედოთ და რამე გულგრილობა არ აგრძნობინოთ. რა მირანდას ბრალია ჩვენი ოჯახის წარსულში მომხდარი უბედურება?
- შვილო, მაგ გოგოსთან კი არ მაქვს მე რამე პრობლემა. შენ გხედავდე ბედნიერს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ის გოგო? უბრალოდ, ძალიან მეშინია ხოლმე ზოგჯერ.
- არაფერია საშიში დედა - გაეღიმა მირიანს - ძალიან კარგი და ლამაზი გოგოა. ხატავს კიდეც, ყვავილებიც უყვარს, პიანინოზეც უკრავს ზოგჯერ. თან გრძელი და ლამაზი თითები აქვს.
ასეთი აღფრთოვანებული მირიანი ჯერ აქამდე არასდროს ჰყავდა მზიას ნანახი... სამაგიეროდ, გიორგი ენახა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში. ერთხელ, სახლში გვიან ღამე მოვიდა, საშინლად გამწარებული იყო და თეთრ მაისურზე წითელი ლაქები ჰქონდა. სახე კი მთლიანად გალუმპვოდა.
- რა დაგემართა დედა? - შეეშინდა მზიას და მერე შვილისგან წამოსული ბიოსტნეულის არომატი იყნოსა.
- მის ფანჯარასთან მივედი - სიმწრისგან კბილები მაგრად მიებჯინა ერთმანეთზე და მოგუდული ხმით ლაპარაკობდა გიო. შუბლის ძარღვი მთლიანად დასჭიმვოდა სიმწრისგან - თინას ფანჯარასთან მივედი ყვავილებით ხელში... მან კი ბორშჩი გადმომასხა.
- დედიკო - თავიდან შეეცოდა შვილი, მაგრამ მერე ისეთი ხარხარი აღმოხდა, გიორგი ჭკუიდან ლამის გადავიდა.
- მე მაგას აღარაფერს აღარ ვუზამ, გამარჯობასაც აღარ ვეტყვი - იმუქრებოდა გიორგი, მაგრამ მუქარა მხოლოდ მაშინ აასრულა, თინას ფანჯარასთან მეორედ მისულს, რომ წყალი გადმოესხა თავზე.
- ბოლო წვეთი იყო - შემოვარდა სახლში ღრიალით.
- კიი, ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო. ქალს ამოუწურე სითხის ყველანაირი მარაგი - გაეღადავა მირიანი.
- თავი მომაჭერი ოდესმე თუ მაგ თავში ავარდნილ ქერა გოგოს ყვავილები მივუტანო ან გავუღიმო.
ერთი კვირა ისე გავიდა, გიორგის ხმა აღარ გაუცია თინასთვის. ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა გიორგი პროტესტის ნიშნად, გამარჯობასაც არ ეუბნებოდა.
ერთხელ, ეზოში ყოფნისას, თინას მეგობარმა ჩუმად გაახედა გიორგისკენ.
- ის მოდის, უბნის ყველაზე სიმპათიური ბიჭი, ბორშჩი რო გადაასხი თავზე - ჩასჩურჩულა ხითხითით - და ვიღაც გოგო მოჰყვება.
თინამ ელდანაცემივით გაიხედა გიორგისკენ. მართლაც, ვიღაც უცხო, შავგვრემან გოგონასთან ერთად მოდიოდა და სიცილით სკდებოდნენ. ვერ კი გააკონტროლა, ისე დაებერა ნესტოები სიბრაზისგან, თმა ცერემონიულად გადაიყარა გვერდზე და ეჭვიანი ცოლივით მივიდა გიორგისთან.
- გამარჯობა გიო - მიესალმა მამის მკვლელი ხმით.
- გამარჯობა თინა - გაეღიმა გიოს. გოგონას ღია ცისფერი თვალები მზეზე აციმციმებული ზღვასავით ლივლივა და უკიდეგანო იყო. - გაიცანი, ეს კესოა - გააცნო თავის გვერდზე მდგომი მანდილოსანი.
თინა ყველაზე მეტად იმან გაამწარა, რომ კესოს თბილი, კაცთმოყვარე ღიმილი არ ეცვლებოდა სახიდან.
- გამარჯობა, სასიამოვნოა - გაუცინა კესომ.
- ჩემთვისაც - საზიზღარი გამოხედვა ვერ გადაფარა თინამ და უკანმოუხედავად გამოეცალა გიორგის. ისე, რომ არც კი დამშვიდობებია.
- რა სჭირს ამას? - სიცილით ჰკითხა კესომ.
- შენზე იეჭვიანა.
-მაგას მივხვდი, მაგრამ რატომ იეჭვიანა? დასანახად ვერ გიტანს, რომ ჰკითხო.
- რას გაუგებ ქალებს - გაეღიმა გიორგის.
- იმედია მალევე არ გაარკვევს, რომ ნათესავები ვართ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Nita

Nu agvianeb xolme raaa. Dzalian dzalian momcons es istoriaaa

 



№2  offline წევრი lamazmani

ძალიან მომწონს კარგია და აღარ დააგვიანო რა ველოდები შემდეგ თავს

 



№3 სტუმარი ნეშამა

ძალიან დააგვიანე. მეგონა დაანებე თავი და აღარ გააგრძელებდი. მკითხველს ზედმეტად თუ გაუწელავ მოლოდინს, გადავა ზღვარს და ინტერესს დაკარგავს.

 



№4 სტუმარი nii

ჩემი სიფსიხე და სიგიჟე მწერალი
ხარ

 



№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო, ნელ-ნელა გიორგიც გამოიკვეთა ისტორიაში და მომწონს.არ დაიგვიანო
--------------------
ლანა

 



№6  offline წევრი Mmariami)

გიორგის ხსენების მომენტიდან ტირილი რო ამიტყდა ეჭვი არავის ეპარება ხომ?!:)
იმდენად იმოქმედა, სხვა რეაქცია აღარ მაქვს უბრალოდ.

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიდი მადლობა ყველას შეფასებისთვის. ვეცდები, აღარ დავაგვიანო.

Mmariami)
გიორგის ხსენების მომენტიდან ტირილი რო ამიტყდა ეჭვი არავის ეპარება ხომ?!:)
იმდენად იმოქმედა, სხვა რეაქცია აღარ მაქვს უბრალოდ.

ჯერ რატო იტირე, ვერ ვხვდები :დდდ

 



№8  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ამ წყვილზე ვგიჟდები
რაიმე რო დამართო რომელიმეს, ან დააშორო დაგჩეხავ joy
უსაყვარლესები არიააააააან ><
შოკი მოკები
კითხვისას ვერც დავაფიქსირე რო ვიღიმოდი
დამ მკითხხა რამ დაგალენჩაო :დდდ
ამ ისტორიამ, წყვილმა და შენ გამომალენჩეთ.
არ გაპატიებ რო გააფუჭო ამათი საქმე.


დათუნას ძაან კარგად მესმის.
ეგეც ძაან მესაყვარლება,
ხოლო გიო......
უუკვე მიყვარდება როგორც პერსონაჟი და უკვე მეტირება , როცა ვაცნობიერებ რომ მალე გავიგებ რა დაემართა unamused

ყველაზე სახალისო და უსაყვარლესობა თავი იყო.
ლოდინად ღირდა
ძაან მიყვარს ეს ისტორია უკვე <3
შენ ხო საერთოდ
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Lollipop :))
ამ წყვილზე ვგიჟდები
რაიმე რო დამართო რომელიმეს, ან დააშორო დაგჩეხავ joy
უსაყვარლესები არიააააააან ><
შოკი მოკები
კითხვისას ვერც დავაფიქსირე რო ვიღიმოდი
დამ მკითხხა რამ დაგალენჩაო :დდდ
ამ ისტორიამ, წყვილმა და შენ გამომალენჩეთ.
არ გაპატიებ რო გააფუჭო ამათი საქმე.


დათუნას ძაან კარგად მესმის.
ეგეც ძაან მესაყვარლება,
ხოლო გიო......
უუკვე მიყვარდება როგორც პერსონაჟი და უკვე მეტირება , როცა ვაცნობიერებ რომ მალე გავიგებ რა დაემართა unamused

ყველაზე სახალისო და უსაყვარლესობა თავი იყო.
ლოდინად ღირდა
ძაან მიყვარს ეს ისტორია უკვე <3
შენ ხო საერთოდ

ვაიმე მიყვარხარ :დდ

 



№10  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ენ ჯეინი
Lollipop :))
ამ წყვილზე ვგიჟდები
რაიმე რო დამართო რომელიმეს, ან დააშორო დაგჩეხავ joy
უსაყვარლესები არიააააააან ><
შოკი მოკები
კითხვისას ვერც დავაფიქსირე რო ვიღიმოდი
დამ მკითხხა რამ დაგალენჩაო :დდდ
ამ ისტორიამ, წყვილმა და შენ გამომალენჩეთ.
არ გაპატიებ რო გააფუჭო ამათი საქმე.


დათუნას ძაან კარგად მესმის.
ეგეც ძაან მესაყვარლება,
ხოლო გიო......
უუკვე მიყვარდება როგორც პერსონაჟი და უკვე მეტირება , როცა ვაცნობიერებ რომ მალე გავიგებ რა დაემართა unamused

ყველაზე სახალისო და უსაყვარლესობა თავი იყო.
ლოდინად ღირდა
ძაან მიყვარს ეს ისტორია უკვე <3
შენ ხო საერთოდ

ვაიმე მიყვარხარ :დდ



მეც <3
მეეც მიყვარს საკუტარი თავი joy
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№11  offline ადმინი Mariiiiami

ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები ახალ თავს❤❤❤❤

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Lollipop :))
ენ ჯეინი
Lollipop :))
ამ წყვილზე ვგიჟდები
რაიმე რო დამართო რომელიმეს, ან დააშორო დაგჩეხავ joy
უსაყვარლესები არიააააააან ><
შოკი მოკები
კითხვისას ვერც დავაფიქსირე რო ვიღიმოდი
დამ მკითხხა რამ დაგალენჩაო :დდდ
ამ ისტორიამ, წყვილმა და შენ გამომალენჩეთ.
არ გაპატიებ რო გააფუჭო ამათი საქმე.


დათუნას ძაან კარგად მესმის.
ეგეც ძაან მესაყვარლება,
ხოლო გიო......
უუკვე მიყვარდება როგორც პერსონაჟი და უკვე მეტირება , როცა ვაცნობიერებ რომ მალე გავიგებ რა დაემართა unamused

ყველაზე სახალისო და უსაყვარლესობა თავი იყო.
ლოდინად ღირდა
ძაან მიყვარს ეს ისტორია უკვე <3
შენ ხო საერთოდ

ვაიმე მიყვარხარ :დდ



მეც <3
მეეც მიყვარს საკუტარი თავი joy

წაკლა ქალო :დდდდდ ვითომ შენ არ აგიხსნია ჩემთვის სიყვარული. ეგრე გპასუხობ ხოლმე?
Mariiiiami
ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები ახალ თავს❤❤❤❤

ჯიგარი ხარ <3

 



№13  offline წევრი Mmariami)

იმიტომ რომ მეცოდება გიორგი!
მირიანიც!
დათუნა მესაყვარლა
და კიდევ იმიტომ რო გული ამიჩუყდა!

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mmariami)
იმიტომ რომ მეცოდება გიორგი!
მირიანიც!
დათუნა მესაყვარლა
და კიდევ იმიტომ რო გული ამიჩუყდა!

ვაიმე რა საყვარელი ხარ

 



№15  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ენ ჯეინი
Lollipop :))
ენ ჯეინი
Lollipop :))
ამ წყვილზე ვგიჟდები
რაიმე რო დამართო რომელიმეს, ან დააშორო დაგჩეხავ joy
უსაყვარლესები არიააააააან ><
შოკი მოკები
კითხვისას ვერც დავაფიქსირე რო ვიღიმოდი
დამ მკითხხა რამ დაგალენჩაო :დდდ
ამ ისტორიამ, წყვილმა და შენ გამომალენჩეთ.
არ გაპატიებ რო გააფუჭო ამათი საქმე.


დათუნას ძაან კარგად მესმის.
ეგეც ძაან მესაყვარლება,
ხოლო გიო......
უუკვე მიყვარდება როგორც პერსონაჟი და უკვე მეტირება , როცა ვაცნობიერებ რომ მალე გავიგებ რა დაემართა unamused

ყველაზე სახალისო და უსაყვარლესობა თავი იყო.
ლოდინად ღირდა
ძაან მიყვარს ეს ისტორია უკვე <3
შენ ხო საერთოდ

ვაიმე მიყვარხარ :დდ



მეც <3
მეეც მიყვარს საკუტარი თავი joy

წაკლა ქალო :დდდდდ ვითომ შენ არ აგიხსნია ჩემთვის სიყვარული. ეგრე გპასუხობ ხოლმე?
Mariiiiami
ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები ახალ თავს❤❤❤❤

ჯიგარი ხარ <3




მე მომიტევეთ დიდიო ენ ჯეინ :დ აღარ განმეორდება joy
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent