შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი II-


26-07-2017, 03:15
ავტორი Evelina
ნანახია 673

გაიქეცი პატარა, გაიქეცი!  -თავი II-

სააბაზანოს კარზე ორი თითით რამდენჯერმე დავაკაკუნე.
_ჰო!_გამომძახა ნენემ.
_ყავას დალევ?
_აჰა!
_კარგი!_სიცილით ვუთხარი, სამზარეულოსაკენ გავემართე და ჩაიდანი გაზქურაზე დავადგი.
სრულიად უმიზეზოდ ის უცნობი გამახსენდა, წინა საღამოს სასტუმროს შესასვლელთან რომ შევეფეთე. ახლა უკვე ნათლად მიდგა თვალწინ მისი გამოყვანილი, მკაცრი სახის ნაკვთები, ოდნავ მოგრეხილი ცხვირი, ღია, თაფლისფერი თვალები,თხელი ტუჩები და განიერი ყბები. არ ვიცი რატომ, მაგრამ სხეულში უცნაურმა სიმხურვალემ დამიარა.
ზოგადად, ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს და ახლაც რაღაცას ვგრძნობდი. ვიცოდი ტყულად არ ამომიტივტივდებოდა თავში ამდილაადრიან ის უცნობი.
_რაზე ფიქრობდი ანია?!_ ნენეს ხმამ გამომაფხიზლა.
_არაფერზე…_ვიუარე და კარადიდან ჭიქები გამოვიღე.
_ამიტომაც გაჰკიოდა ჩაიდანი და შენ ურეაქციოდ დაჰყურებდი?
_ოოო…_წარბები შევყარე.
_კაი, ჰო!_ნენემ სხეულზე შემოხვეული პირსახოცი შეისწორა და კიდევ უფრო მაგრად გადაიჭირა, მერე მაგიდას მიუჯდა და ისე მოემზადა, ვიცოდი რაღაცის თქმა სურდა.
_გისმენ!_ოდნავ ირონიული ტონით ვუთხარი და ყავა დავასხი.
_მე და მამუკა შევრიგდით…_ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ეშმაკურად გამიღიმა._ უფრო სწორად, მე ვაპატიე რომ არ მირეკავდა… 
_კარგი რა ნენე…_სახე მომეღუშა. ვიცოდი ეს “სიყვარულის ისტორიაც” ისევე დამთავრდებოდა, როგორც დანარჩენი ჩვიდმეტი.
_შენი გაცნობა უნდა…_შემომაპარა და ყავა მოსვა._ დღეს საღამოს მოვა. თან ძმაკაციც ამოყვება…
_იცოდე ნენე, კიდევ ვინმეს თუ მირიგებ…
_არა! ნუ ხარ პანიკიორი…_გამებუტა და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
_ოხ ნენე!_ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში გავედი.
დღემ მშვიდად ჩაიარა, ვივალდის რამოდენიმე კონცერტს მოვუსმინე და თავი რელაქსაციას მივეცი. მიყვარდა კლასიკა და ფიქრი. არა! რომანტიკოსი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ მუსიკა მეხმარებოდა ყველაფერი უფრო მძაფრად შემეგრძნო და არაორდინალური ნაბიჯები გადამედგა.
_ილია გირეკავს!_საღამოხანს, ოთახში ჩემი ტელეფონით ხელში შემოვიდა ნენე.
_ალო…_სწრაფად დავავლე ტელეფონს ხელი და ვუპასუხე.
_ელენე ვნახე…_უჩვეულო ხმის ტემბრით მითხრა მან. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ილიას კარგად ვიცნობდი, მაშინ საქმე იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა და იმაზე მეტს გვიხდიდნენ ვიდრე ველოდით.
_რა ხდება?_დაინტრიგებულმა ვიკითხე.
_ტელეფონში ვერ გეტყვი, ხომ იცი?!
_ჰოო…_ამოვიოხრე და ნენეს გადავხედე.
_ამაღამ რომ მოვიდე, თუ გეცლება?!_დიდხნიანი პაუზის შემდეგ მკითხა.
_ამაღამ?_გავიმეორე მისი ნათქვამი და ისევ ნენეს გადავხედე. ნენემ თავი გააქნია და წარბები ამიქაჩა._აუცილებელია?
_ძალიან, მაგრამ…_ჩაილაპარაკა ილიამ._კარგი, მაშინ ხვალ დილის 10 საათზე მზად დამხვდი. სურათები გადაიტანე ფლეშკაზე… და, მოკლედ დილითვე აგიხსნი ყველაფერს. დროებით!_მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
მგონი საკმაოდ საინტერესო საქმე მელოდა წინ.
_რა უნდოდა?_უკმაყოფილოდ გადმომხედა ნენემ.
_საქმეზე დარეკა. რაღაც სიახლეებია და…_მივედი და წელზე შემოვეხვიე._ ნუ ბრაზდები რა, კარგი ბიჭია ილია. 
_მაშინ რატომ არ მიყვები ცოლად?
_ნენე!_ამჯერად მე გავუბრაზდი მეგობარს.
_აბა რა წესია ღამ-ღამობით, რომ მოდის და… არ ვიცი რა!_თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა.
_არ მიცნობდე მაინც!_გავყევი უკან.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_მგონი მოვიდნენ!_თვალები გაუბრწყინდა ნენეს და კარი გამოაღო.
_პრივეტ ნენე!_ყვავილებით ხელში შემოაბიჯა ახალგაზრდა, საკამოდ სიმპათიურმა ბიჭმა და თაიგული ნენეს მიართვა.
_მადლობა…_გაინაზა ნენე._გაიცანი ეს მამუკაა!_მომიბრუნდა მე.
_თქვენ ალბათ ანია?!_ხელი გამომიწოდა მან.
_დიახ!_ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
_და, ის შენი მეგობარი?!
_მოდის, არ დახური._მოიუგო მამუკამ ისე რომ მისთვის არც გაუხედავს, პირდაპირ შეაჭრა მისაღებ ოთახში და დივანზე კომფორტულად მოკალათდა.
ვერ ვიტყვი საღამომ ცუდად ჩაიარათქო. პირიქით, ბევრი ვიხალისეთ. ეს მამუკას მეგობარი, ბატონი ზურა ნამდვილი მეოცე საუკუნის გადმონაშთი აღმოჩნდა. თანაც ლექსებსაც წერდა. რამდენიმე ლექსიც წაგვიკითხა და გულიანადაც გვაცინა. ასეთი უნიჭო ლექსები, რითმასა და კონტექსტ აცდენილი მარტო მას თუ შეეძლო დაეწერა. აღარაფერს ვამბობ მის უგემოვნო ჩაცმულობასა და გვერზე გადატკეპნილ თმებზე. თუმცა ერთი კია, რომ არა ზურა იმ საღამოს, ნამდვილი მურმანის ეკალი ვიქნებოდი. ნენე და მამუკა ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს გეგონებოდათ მართლა გიჟდებიან ერთმანეთზეო. მაგრამ ზუსტად ვიცოდი ნენე იმიტომ იყო მამუკასთან რომ უბრალოდ მარტო ყოფნა არ უნდოდა, მამუკა ნენესთან კი იმიტომ რომ ლამაზი გოგო “დაითრია”.

^^^
დილაადრიან წამოვხტი საწოლიდან. შხაპი მივიღე, სურათები ახალ ფლეშკაზე გადავწრე, ელვის სისწრაფით ჩავიცვი და 10 საათისთვის უკვე ჩემი სახლის სადარბაზოზსთან ვიყავი თავით დარჭობილი. დაახლოებით 2 წუთში ილიაც იქ გაჩნდა.
_რა მოხდა? რაო ელენემ? სად მივდივართ?_ჩავჯექი თუ არა მანქანაში, მაშინვე მივაყარე კითხვები.
_ყველაფერი გავარკვიე… _დაიწყო მან, თან სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა._ ელენეს ქმრის საყვარელს სესილია ქვია. სესილია მშვილდაძე… ობოლია. ბავშვთა სახლში გაიზარდა. მუშაობს კბილის ექიმის ოფისში, მიმღებში. ყავს საქმრო - იაგო ტაბიძე. საქმრომ არ იცის რომ სესილიას ცოლიანი კაცები იზიდავს, ელენეს კი ძალიან უნდა საქმრომ ამ ფაქტის შესახებ გაიგოს, მითუმეტეს რომ ქორწილი ხვალ არის. _გამიცინა და გადმომხედა.
_იაგოსთან მივდივართ?!
_ჰო!_მოკლედ მომიჭრა.
_უფრო მაგარი იქნებოდა ქორწილის დღეს, საქმროსთან ერთად სტუმრებსაც გაეგოთ სესილის გატაცების შესახებ._მაშინვე ბოროტულმა აზრებმა დაიწყეს სირბილი ჩემს თავში.
_ელენესაც ეგ უნდოდა, მაგრამ როგორც გავიგე ქორწილი ძალიან ვიწრო წრეშია, თანც ხომ გითხარი რომ სესილი თავშესაფრში გაიზარდა. მხოლოდ მისი ახლად შეძენილი მეგობრები იქნებოდნენ და დარწმუნებული ვარ მათთვის სიახლე სულაც არ იქნებოდა სესილის და ელენეს ქმრის ამბავი. დანარჩენი სტუმრების რაოდენობას კი იაგოს მშობლები და რამდენიმე ბიზნეს პარტნიორი შეადგენენ, ასე რომ სინამდვილეში იაგოს სახელს უფრო შევღალავდით ვიდრე სესილისას, ჩვენ კი ახალი მტრები ნამდვილად არ გვჭირდება.
_გასაგებია_იმედგაცრუებულმა ჩავილაპარაკე._ბევრს იხდის ელენე?
_საკმაოდ!
მეტი აღარაფერი მიკითხავს. ჩემთვის რამოდენიმე სცენა წარმოვიდგინე თუ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ამასობაში ბატონი საქმროს სახლთანაც მივედით.
_მიდი!_მითხრა ილიამ და თვალით მანიშნა მანქანიდან გადავსულიყავი.
ღრმად ჩავისუნთქე და მანქანიდან გადავედი. ჯერ ჭიშკარზე ზარი დავრეკე მერე კი შევეცადე ღობის იქეთ გადამეხედა, თუმცა და მიუხედავად იმისა რომ მაღლები მეცვა თვალიც კი ვერ მოვკარი ვერაფერს. მამაჩემს ერთი სიკეთე მაინც შეეძლო გაეკეთებინა და თავისი სიმაღლე მოეცა ჩემთვის, მაგრამ ეგეც კი ვერ გაიმეტა.
ჭიშკარი როგორც მივხვდი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა გააღო და უხეშად მკითხა რა გინდაო.
_ბატონ იაგოსთან საქმე მაქვს, გუშნ საღამოს ვესაუბრე და მელოდება.
_ეხლავე ვკითხავ.
_მოიცადეთ, თქვენი სახელი?_ცოტა გავეპრანჭე დაცვას.
_გიორგი!
_გიორგი…_ღრმად ჩავისუნთქე და ცალი ხელი მხარზე ნაზად შევახე._უკვე 11ის 20 წუთია, მე კი აქ 10ზე უნდა ვყოფილიყავი, თუ ახლა ბატონ იაგოსთან მიხვალთ და კითხავთ ჩემს შესახებ სავარაუდოდ უარს იტყვის ჩემს ნახვაზე, ჩემთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ შემიშვით და უთხარით რომ დიდიხანია უკვე მისაღებში ვიცდი, რომ აქადე არ გინდოდათ მისი შეწუხება… ხომ ხვდებით, მე და თქვენ წესით უნდა გავუგოთ ერთმანეთს…_ხელი ისევ მის მხარზე მედო და ჰაეროვნად ვათამაშებდი თითებს.
_10ზე იყავით ჩაწერილი?!_ეჭვის თვალით შემომხედა.
_დიახ!_არ დავაყოვნე მე.
_კარგი, შემომყევით._მითხრა და ზურგი მაქცია.
არ მეგონა ასე იოლად თუ გავცდებოდი იაგოს ჭიშკარს, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. მის კაბინეტამდე მიმასუნინებდნენ თუ არა საკითხავი აი ეს იყო.
როგორც ჩანს ბატონი იაგო სულაც არ იყო ტიპური ბიზნესმენი, რომელიც დილის 7ზე უკვე ვარჯის ასრულებდა, შხაპს იღებდა, ხილის ნატურალურ წვენს სვამდა, მსუბუქად საუზმობდა, მერე სამსახურის საქმეებს აგვარებდა, ლანჩსაც ასწრებდა, რამდენიმე შეხვედრაზე მიდიოდა, საღამოს საცოლესთან ერთად ვახშმობდა და ადრე იძინებდა რათა შემდეგ ისევ 6ზე ამდგარიყო და 7ზე უკვე ვარჯიში დაესრულებინა. ჩვენი ბიზნესმენი კი როგორც აღმოჩნდა თავის საწოლში, ჯერ კიდევ მშვიდად განისვენედა. ასაკოვანმა ქალმა, რომელიც სავარაუდოდ დამლაგებელი უნდა ყოფილიყო ღიმილით შეგვპირდა ახლავე გავაღვიძებო და მისაღებ ოთახში მომრგვალებული, თეთრი მარმარილოს კიბეები სწრაფი ნაბიჯებით აიარა.
ნახევარ საათზე მეტი გავიდა რაც მის უდიდებულესობას ველოდებოდი. კედელზე ყველა ნახატი, ავეჯზე კი ყველა ჩუქურთმა დაზუსტებით შევისწავლე. ვაღიარებ საკმაოდ დიდი ფულის პატრონი იყო ეს ჩვენი ახალგაზრდა ბიზნესმენი, მაშინვე მოვუხაზე მამიკოს ბიჭი იქნებამეთქი და გონებაში უკვე წარმოვიდგინე მისი ტიპაჟი. თუმცა როდესაც კიბეებზე ჩამომავალი იაგო დავინახე ყველა წარმოსახვას ხაზი გადაესვა და შემრჩა ის, ვისაც ვერცერთ წარმოსახვაში ვერ წარმოვიდგენდი.
ნახევრად შეკრული, სქელი ლურჯი ხალათიდან კარგად მოსჩანდა მისი ვებერთელა სხეული. ხალათი კი ლამის შემოსკდომოდა განიერ მხრებზე. თმა ძალიან დაბალზე გაეკრიჭა და ამის გამო ნათლად მოსჩანდა მისი გამოყვანილი, მკაცრი სახის ნაკვთები, ოდნავ მოხრილი ცხვირი, თხელი ტუჩები და განიერი ყბები. ხოლო როცა მომიახლოვდა და ახლადგაღვიძებული, დასიებული თაფლისფერი თვალები შემომანათა მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი ეს ის შეშლილი იყო სასტუმროს კართან რომ შევეჯახე და ძლივს დავაღწიე თავი მის გაშმაგებულ გამოხედვას.
_ვინ ხარ?_უხეშად მკითხა და ისე ვითომც არაფერიო, დივანში ჩაეშვა და ერთიანად შემათვალიერა.
კარგახანს ვუყურე გაშტერებულმა. სხეულში სისხლი გამყინვოდა და მოძრაობის, და ამავდროულად აზროვნების ფუნქცია დამქვეითებოდა. საშინლად მკაცრი გამოხედვა ჰქონა. თითქოს მაფრთხილებდა არ მიმექარა და მეც სწორედ ამის მეშინოდა. ნელ-ნელა გონს მოვეგე, თვალი ავაცილე მის მზერას და დავიწყე ფიქრი თუ როგორ განმევითარებინა სიტუაცია. გზაში რომ მოვდიოდი უამრავი ფრაზა მიტრიალებდა თავში. წარმოვიდგინე როგორ შევხედავდი ბიზნესმენ, მამიკოს ბიჭს თვალებში და ვეტყოდი: “არ გაგიმართლა ბიჭუნი, შენი საცოლე ძუკნა და ფულის ხამი აღმოჩნდა, მამიკოს უთხარი ახალი გიყიდოს.” მაგრამ იაგოს წინაშე ამ ფრაზამ და კიდევ უამრავმა სხვამ რომელიც მანამდე ჩემს თავში დაფრინავდა აზრი დაკარგა. საბოლოოდ მივხვდი რომ ამ სიტუაციაში სიტყვები ზედმეტი იქნებოდა, ჯიბიდან ფლეშკა ამოვიღე და იქვე, პატარა მაგიდაზე დავდე. მერე შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ სწრაფად გავემართე.
_სად გარბიხარ?!_გაიჟღერა მისმა ხმამ ირონიული ტონით.
სანახევროდ შემოვტრიალდი, თუმცა მისთვის არ შემიხედავს.
_გაიქეცი პატარა, გაიქეცი…_ ღიმილშეპარულმა თქვა იაგომ._მაგრამ იცოდე, მე უკვე დაგიმახსოვრე!_დაამატა მან.
წამიერად ველოდი როდის გადაიხარხარებდა ისე, როგორც მულტფილმის გმირები ხარხარებენ როდესაც რაიმე მზაკვრულ გეგმას შეიმუშავებენ, მაგრამ სრული სიჩუმე სუფევდა.
ჩემი მაღალქუსლიანების გამაწყალებელი კაკუნის ხმა უფრო და უფრო მაღზიანებდა და ერთი სული მქონდა გასასვლელ კარს მივახლოვებოდი. რამდენიმე წამი საუკუნედ გაიწელა…
ილიას რომ ჩავუჯექი მანქანაში მას შემდეგ აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როდესაც ჩემს საწოლზე მოწყვეტით დავარდი.

_____
ვიცი რომ ადრე რასაც ვდებდი ასე არ განვითარებულა და ვისაც არ წაუკითხავს, ვურჩევ არც წაიკითხოს, სულ სხვაგვარად მოვაბრუნე სიტუაცია. უბრალოდ მაშინ, მაშინ იყო და ახლა იგივე აზრები აღარ დაფრინავენ. იმედია მოგეწონებათ. მაინტერესებს თქვენი აზრი, ღირს თუ არა გაგრძელება? <3скачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ lalka

droze dade shemdegi. gelodebiii

 



№2  offline √ წევრი ™ londoni

Gaagrdzele

 



№3 √ სტუმარი ™ uhuu

es istoria gudevs ukve erti 6tavi da bareem gaagrdzele makedaan

 



№4  offline √ წევრი ™ Evelina

uhuu
es istoria gudevs ukve erti 6tavi da bareem gaagrdzele makedaan

ვერ გავაგრძელებ, მეორე თავიდან სულ სხვანაირად მიმყავს სიტუაცია.

 



№5 √ სტუმარი ™ uhuu

Evelina
uhuu
es istoria gudevs ukve erti 6tavi da bareem gaagrdzele makedaan

ვერ გავაგრძელებ, მეორე თავიდან სულ სხვანაირად მიმყავს სიტუაცია.

ui ar camikotxaavs es
cavikitxav aucileblad

 



№6 √ სტუმარი ™ Eto

Auuu arada ise jobia rogorc im eqvs tavshi gewera exla wavikitxe da dzalian momewonaaa... ise ro ganavitaro ar shegidzliaa???

 



№7 √ სტუმარი ™ Guest ლამაზთვალება

აუუუუ დადე რა დღეს დავიტანჯე ვაახ

 



№8  offline √ წევრი ™ Evelina

Eto
Auuu arada ise jobia rogorc im eqvs tavshi gewera exla wavikitxe da dzalian momewonaaa... ise ro ganavitaro ar shegidzliaa???

საბოლოო ჯამში ისტორიის აზრი არ იცვლება

Guest ლამაზთვალება
აუუუუ დადე რა დღეს დავიტანჯე ვაახ

დღეს დავდებ აუცილებლად, ოღონდ არ ვიცი დღესვე თუ დაემატება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent