შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია-თავი 9


26-07-2017, 14:21
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 1 564

ეიფორია-თავი 9

"მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის, მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის."

უილიამ შექსპირი

...
მაისი მიიწურა და გამოცდების პერიოდიც დადგა.ბავშვები დაშინებულები და დაზაფრულები იყვნენ,თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა,განსაკუთრებით დანიელის სადამრიგებლოსთვის.
ამავდროულად თეატრისთვის მზადებაც მიმდინარეობდა და რამდენიმე ხანგრძლივი რეპეტიციის გავლის შემდეგ,გელამ მცირე ხნიანი შესვენება გამოაცხადა,რადგან მოსწავლეებს გამოცდების გამო რეპეტიციებისთვის აღარ ეცალათ.
სანამ ბავშვები გამოცდებს აბარაბდნენ,მასწავლებლებს მეტი თავისუფალი დრო მიეცათ.გაკვეთილების ჩატარება აღარ უწევდათ და სახლშიც ადრე ბრუნდებოდნენ.
დანიელის თავდაყირა დაყენებული ცხოვრება, კიდევ უფრო ამოყირავდა მას შემდეგ, რაც ელზა მის თვალწინ სახურავიდან გადახტა და სრულიად უვნებლად დაეშვა მიწაზე.
სანახაობამ ცოტა შეაშინა,მაგრამ რატომღაც არ გაჰკვირვებია.ვერ ხსნიდა ეს რა იყო,თუმცა ამაზე პასუხი გულის სიღრმეში იცოდა,ამიტომაც იყო,რომ ელზასთან სიახლოვეს ან საუბარს აღარ ლამობდა.ელოდებოდა როდის მივიდოდა გოგონა და როდის მოუყვებოდა თვითონ ყველაფერს.
არც ელზა ჩქარობდა.დანიელის მზერას გამუდმებით არიდებდა თავს,რეპეტიციებზეც მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლებოდნენ და ივნისის შუა რიცხვებმაც ისე მოაწია,რომ ერთმანეთისთვის წესიერად თვალებშიც კი არ შეუხედავთ.

...
-ელზა,კლუბში ვარ და მინდა,რომ მოხვიდე!-მიახალა სწრაფად რობმა,როგორც კი გოგონამ ტელეფონს უპასუხა.
-დავიღალე და მეძინება,რობ.-დაიწუწუნა მან.
-ჯერ, ცხრა საათიც არ არის.-გაეცინა ბიჭს.-მისამართს მოგწერ და მოდი.ვიცი,რომ დიდად არ გხიბლავს ასეთი ადგილები,მაგრამ ცოტა გართობა არ გაწყენდა.
-კარგი,მოვალ.-უპასუხა გოგონამ და ტელეფონი გათიშა.
ელზამ კიდევ ცოტა ხანი დაჰყო საწოლზე გაწოლილმა.ხან ერთ მხარეს იყო გადაბრუნებული ,ხანაც მეორე მხარეს, მაგრამ რომ ვერ მოისვენა ,სწრაფად წამოდგა და ტანსაცმელი გამოაცვალა.

კლუბში მისულს რობი იქ არ დახვდა.დაკვირვებული მზერით ათვალიერებდა ყველაფერს,მაგრამ ბიჭი არსად ჩანდა.ელზა დახლს მიუახლოვდა,მაღალ სკამზე დაჯდა და სასმელი შეუკვეთა.რამდენიმე წამის შემდეგ გოგონამ იგრძნო,რომ ზურგი ეწვოდა.
ეს არ იყო ჩვეულებრივი შეგრძნება,ასე მხოლოდ მაშინ ემართებოდა,როცა ვიღაც დაჟინებით უყურებდა,ეს დაჟინებული მზერა კი მაშინვე მიხვდა ვისიც იქნებოდა.ელზა ნელა მიბრუნდა უკან და დარბაზის მეორე მხარეს,სავარძელში მარტო მჯდომი დანიელი დაინახა,რომელიც კონიაკს სვამდა.ბიჭს თავიდან სახეზე გაოცება ეტყობოდა,რადგან ელზას იქ ნახვას არ ელოდა,შემდეგ კი ცალყბად ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა.
გოგონა სწრაფად დასწვდა ტელეფონს,რობს დაურეკა და პასუხისთანავე ტელეფონში განრისხებული ხმით ჩაჰყვირა.
-სად ხარ?!
-კლუბში არ ვარ.-პირდაპირ უთხრა ბიჭმა.
-მაგას მივხვდი.-თვალები გადაატრიალა ელზამ.-ეს რაიმე ახალი ოინია?
-არა,პერვლით არის გარეცხილი.-ჩაიფხუკუნა ბიჭმა.
-რობ!-შეუყვირა ელზამ.
-კლუბში არც ვყოფილვარ,უბრალოდ დავინახე დანიელი შიგნით, რომ შევიდა და დაგპატიჟე.შეგიძლიათ ილაპარაკოთ.-აუხსნა რობმა მშვიდი ხმით.
-ვილაპარაკოთ? -გაუკვირდა გოგონას.-აქ ისეთი ხმაურია,რომ საკუთარი აზრებიც კი არ მესმის.
-დამიჯერე,ერთმანეთთან სალაპარაკოდ უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ.-თქვა ბიჭმა და გაუთიშა.
ელზამ დანიელს ზურგი აქცია და ბარმენს რამდენიმე სხვადასხვა სასმელი შეუკვეთა,მერე კი ეს ყველაფერი ერთ ჭიქაში მოათავსა,ერთმანეთში აურია, ამოუსნთქავად დალია და ცოტა ხანში იგრძნო,როგორ მოერია ალკოჰოლი და მოადუნა კიდეც.

გოგონამ ისევ დანიელისკენ გაიხედა.ბიჭი ამჯერად ფეხზე იდგა,კედელს მიყრდნობოდა და ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა,თუმცა თვალებით ელზას ჭამდა.გოგონამ მისი მზერა დაიჭირა და დანიელს შორიდან გაუღიმა.
უცებ კლუბში ელექტორნული მუსიკა შეწყდა და „Drunk in love” ჩაირთო. მკვეთრი,მოუსვენრად მოძრავი კლუბის განათებები ,თითქოს მუსიკას დაჰყვნენ და მოძრაობა შეანელეს,მოცეკვავე წყვილები გაჩერდნენ,ერთმანეთს მოეხვივნენ და გონებით მუსიკის სამყაროში გადაეშვნენ.იატაკი ერთ წამში დაფარა,ხელოვნურმა მოლურჯო-მონაცრისფრო კვამლმა და მთელი დარბაზი მისტიკურ ბურუსში გაეხვა.
ელზა ნელა წამოდგა სკამიდან და დანიელისთვის თვალი არც კი მოუშორებია, ისე გაემართა მისკენ.ბიჭმაც იგივე გაიმეორა. თითქოს ორივენი მუსიკას მიჰყვნებოდნენ და ის მაგნიტური მიზიდულეობა ,რაც მათ შორის იყო ერთმანეთისკენ ექაჩებოდათ.
გოგონას წინ, ვიღაც ბიჭი გადაუდგა და წელზე ხელები მოხვია.ელზამ გვერდულად ჩაიცინა,როცა დანიელის ბრაზით ანთებული თვალები დაინახა და სხეული მუსიკის მომაჯადოვებელ მელოდიას ააყოლა.
ბიჭი მისკენ დაიხარა და სასმელით გაჟღენთილი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია.მოულოდნელად დანიელმა მას პერაგში ხელი ჩაავლო და ისეთი თვალებით შეხედა, ბიჭი თავისით მიხვდა,რომ იქაურობას უნდა გასცლოდა და ასეც მოიქცა.
დანიელმა ახლა თვითონ მოხვია ხელები გოგონას და ზურგით მკერდზე მიიკრა,წინ ჩამოყრილი თმა კისრიდან გადაუწია,სახე მის ყელში ჩარგო და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა,მერე კი ხელები ნელა აატარა ელზას მკლავებზე, მხრებში ჩაავლო ,მისკე შეაბრუნდა და თვალებში ჩახედა.
კლუბის ფერად განათებაზე, მათი თვალები სხვადასხვა ელფერს იძენდა,გუგები ორივეს გაფართოებული ჰქონდათ და მათ სხეულებში ისეთი სისწრაფით მოძრაობდა სისხლი,რომ ყველა ძარღვი და ყველა კაპილარი ტკივილს განიცდიდა,თუმცა სასიამოვნო ტკივილის.
ბიჭი ისევ დაიხარა მისკენ და ნელა,ძალიან ნელა შეეხო ტუჩებზე.ელზამ თვალები დახუჭა და ერთიანად შეიგრძნო ამ დაუვიწყარი კოცნის გემო,რომელის კვალიც სამუდამოდ დარჩებოდა მის ბაგეზე.
მოულოდნელად დანიელმა სიცივე იგრძნო,თვალები გაახილა და ფიქრობდა,რომ ელზას რუხ თვალებს დაინახავდა,მაგრამ სიცარიელეს წააწყდა.გოგონა არსად ჩანდა.ბიჭმა გაოცებული მზერა მოავლო დარბაზს,მაგრამ მოცეკვავე უცნობების მეტი ვერავინ ნახა.
დანიელმა მთელი კლუბი მოიარა,მაგრამ გოგონა ვერსად იპოვა და მიხვდა,რომ ის სახლში წავიდა.მანაც მაშინვე დატოვა კლუბი და სახლისკენ გაემართა.კორპუსთან მისულმა,მაღლა აიხედა,მაგრამ ელზას ფანჯრებიდან გამომავალი შუქი ვერ შენიშნა.ამან ცოტა შეაშფოთა კიდეც,თუმცა გადაწყვიტა შეემოწმებინა.
ბიჭმა სწრაფად აირბინა კიბეები და კარზე დააკაკუნა,მაგრამ არავინ გაუღო,შემდეგ კი სახელურს დასწვდა და ძალიან გაუკვირდა,როცა კარი ღიათ დახვდა.
დანიელი სახლში შევიდა,მაგრამ ისე ბნელოდა რამის გარჩევა ჭირდა,თუმცა ბიჭმა თითქოს ზუსტად იცოდა, რომელ მხარეს უნდა წასულიყო და ამ ინტუიციით გოგონას საძინებელს მიადგა. დანიელმა აივანზე ელზას ლანდი,რომ დაინახა გული უცნაურად აუჩქროლდა.

ოთახი ნახევრად ჩაბენლებული იყო,მხოლოდ სავსე მთავრის შუქი ანათებდა.
ელზა აივანზე იდგა,ზურგით მოაჯირს მიყდნობოდა,მზერა კი დანიელისკენ მიეპყრო.მოწმენდილ ცაზე სასე მთვარე ვერცხლისფრად ციმციმებდა, ზაფხულის ცხელი ქარი კი გოგონას ჩალისფერ,ტალღოვან თმას ჰაერში აფრიალებდა.
ისევ! ეს ისევ მოხდა.კიდევ ეთხელ დააშტერა და გააგიჟა დანიელი ამ სანახაობამ.ვერ ხვდებოდა,ელზა ამას როგორ ახერხებდა.როგორ ახერხებდა,რომ ყოველ ჯერზე ასეთ ჯადოსნურ წარმოდგენას უწყობდა.თითქოს ბუნება ემორჩილებოდა,თითქოს სამყარო თავს უხრიდა და მის ყველა სურვილს უთქმელად ემორჩილებოდა.
მორჩა,მეტს ვეღარ გაუძლებდა.ფიქრობდა,რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და არ შეეძლო ამხელა ცდუნებისთვის გაეძლო.
დანიელი ადგილს მოსწყდა,ერთ წამში გადაჭრა მთელი ოთახი,აივანზე გავარდა,ელზა მის ძლიერ მკლავებში მოიქცია და გახურებული,მწველი ტუჩებით ,გოგონას გაყინულ ბაგეებს ჩააფრინდა.
ელზამ ინსტინქტურად უკან გადაიხარა და მოაჯირს მიეყრდნო.დანიელმა ვერ აიტანა მათი სხეულების მილიმეტრებით დაშორება და გოგონას ისევ მისკენ დაქაჩა.ელზა მის მოთხოვნას დაემორჩილა და ბიჭს სხეულზე კიდევ უფრო ძლიერად აეკრა,შემდეგ კი დანიელი ხელის კვრით შეაბრუნა ოთახში და თვითონაც შეჰყვა.
ბიჭმა მოუთმენლად ამოიოხრა,ელზას ამჯერად წელზე ძლიერად შემოაჭდო მისი უხეში ხელები და ისევ ბაგეზე დასწვდა.გოგონა ერთიანად მოდუნდა, მისმა დაძაბულმა სხეულმა ნელ-ნელა მოშვება დაიწყო,ძარღვებში მოძრავმა სისხლმა კი სიჩაქარეს უმატა და ერთ წამში ორივეს პულსაციამ ,პიკს მიაღწია.

დანიელი ელზას ამოსუნთქვის საშუალებასაც არ ძლევდა, ისე უკოცნიდა ტუჩებს და აგიჟებდა ის ფაქტი,რომ გაყინული ბაგეების გათბობის მიზეზი სწორედ თვითონ იყო.ბიჭი ხელებს უნებართვოდ დაატარებდა მთელს სხეულზე და ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდიდა,როცა ელზას ბაგეებს ყრუ კვნესა დასცდებოდათ ხოლმე.
საძინებლის კედელზე ზურგით მიკრული გოგონა, ლამის ჭკუიდან გადაიყვანა დანიელის ვნებიანმა ტუჩებმა,რომელსაც უკვე მთელს სხეულზე გრძნობდა.მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა,რომელსაც სიგარეტის და კონიაკის სურნელიც თან სდევდა,მისი ვნებისგან არეული მზერა გოგონას გვერდზე გახედვის საშუალებას არ ძლევდა,მელოდიური, დახშული ხმა კი რომლითაც ბიჭი, რაღაც გაუგებარ ფრაზებს ჩასჩურჩულებდა,საერთოდ აკარგვინებდა აზროვნების უნარს.
დანიელმა ტუჩები ყელზე გადაიტანა და რამდენიმე უხეში კბენანარევი კოცნის შემდეგ,მხარზე გადავიდა.ბიჭმა მაისურს ხელი ჩაავლო და მხრიდან გადაწევა მოინდომა,მაგრამ ვერ მოზომა და გოგონას მაისური მხარზე ჩამოახია.
-მომენატრე...-ამოიკვნესა ელზამ და ისე ველურივითი დაცხრა ბიჭს ბაგეზე,რომ სუნთქვის ფუნქცია საერთოდ დაუხშო.
-თავს ვკარგავ...შენს გვერდით... თავს ვკარგავ,ელზა!-არეული ხმით უპასუხა ბიჭმა.
-არა,პირიქით!-მიუგო გოგონამ.-შენ ასეთი ხარ,დანიელ! სინამდვილეში ასეთი ხარ!
ბიჭმა გვერდულად ჩაიცინა,მერე გოგონას გრძელ მაისურს ჩაეჭიდა, სწრაფად გადააძრო და სადღაც მოისროლა.ელზა საყელოში სწვდა დანიელის პერანგს და სადამდეც მოთმინება ეყო,იქამდე შეუხსნა,მერე კი ერთიანად გაგლიჯა ,პერანგი სხეულიდან მოაშორა,შიშველ,გახურებულ მკერდზე მიეხუტა და გრძელი ფრჩხილები მოურიდებლად ჩამოსუვა,ჯერ ყელზე შემდეგ კი ოფლის წვეთებით დანამულ ზურგზე.
დანიელი მოთმინება დაკარგული ჩააფრინდა გოგონას,ისევ მკლავებში მოიქცია და უხეში მაგრამ, საშინლად ვნებიანი კოცნით ტუჩები ერთიანად დაუწითლა,შემდეგ კი საწოლისკენ შეაბრუნა,ზედ დააწვინა , მუქი მწვანე,ვნებისგან ანთებული თვალებით, დაჟინებით დააკვირდა და ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა.
-მგონი ვგიჟდები.
-მგონი...მეც.-გაუღიმა ელზამ,ბიჭს თმებში თითები შეუცურა,მისკენ მიიზიდა და ისევ გიჟივით დაეძგერა ბაგეზე.

...
დანიელი უყურებდა,როგორ მშვიდად სუნთქავდა,მის მკერდზე მიკრული გოგონა,თითებით თმებზე ეთამაშებოდა და გული უცნაური შეგრძნებებისგან გამალებით უცემდა,როდესაც ხვდებოდა,რომ ზიზღი სადღაც გაქრა.
ყოველ დილით,როცა ვინმეს გვერდით იღვიძებდა,მის მიმართ ზიზღს გრძნობდა,მაგრამ ელზას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო.გოგონას სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა და მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა.
ელზა უხერხულად შეიშმუშნა და გვერდზე გადაბრუნდა.დანიელს მის ქცევაზე გაეღიმა.გოგონას ორივე ხელები შემოჰხვია და მხარზე აკოცა,ცოტა ხანში კი ელზა კანზე კბილების უხეშმა ჩაჭერამ გამოაღვიძა,
-ნუ მკბენ.-ამოიბუზღუნა მან და მის მხრებზე მოხვეულ დანიელს მკლავებში აფართხალდა.
-უბრალოდ, თავს ვერ ვიკავებ.-ჩაიხითხითა ბიჭმა და გოგონას კიდევ ერთხელ უკბინა მხარზე.
-გეყოფა,დამილურჯდება.-გაეცინა ელზას.
-შენ,რომ კისერში მიკბინე?-წარბი შეკრა მან,გოგონა მისკე გადააბრუნა და ზემოდან მოექცა.
-გაუმაძღარი ხარ.-შეუღვირა მან.
-შენ კიდევ, ველური.-უთხრა მან და გოგონას ბაგეზე დასწვდა.
-ამას მე მებუბნები?-ამოილაპარაკა ელზამ,დანიელს კისერზე ხელები მოხვია და კოცნაზე კოცნით უპასუხა.
-დამკაწრე.-გაეცინა ბიჭს.
-შენ კი დამალურჯე.-ჩაილაპარაკა გოგონამ.
დანიელმა ჩუმად ჩაიცინა და ელზას კისერზე მიაკრო მისი თბილი ტუჩები.
მოულოდნელად,კარზე ზარის ხმა გაისმა, ელზამ მინაბული თვალები მაშინვე დაჭყიტა და დანიელს გაკვირვებული სახით ახედა.
-ვინმეს ელოდები?-ჰკითხა ბიჭმა.
-არა.-თავი გააქნია მან,მერე ტელეფონს დახედა და ნახა,რომ ღამის ორი საათი სრულდებოდა.-ვინ უნდა იყოს, ამ დროს?
-ჯობია არ გააღო.
-შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანია.-თქვა გოგონამ,დანიელს ხელიდან დაუსხლტა,ძირს დაგდებული, მხარზე ჩამოხეული მისი მაისური აიღო,სწრაფად გადაიცვა და კარისკენ წავიდა.
კართან მისულმა ელზამ,თითის წვერებზე აიწია , ჭუჭრუტანაში გაიხედა და სადარბაზოს მკრთალი განათების ფონზე ნაცნობ სახეს,რომ მოჰკრა თვალი ძალიან გაუკვრდა.
-ემა,რა მოხდა?-იკითხა მან ,როცა კარი გააღო.
-ელზა მასწ...-ამოისლუკუნა გოგონამ და მხარზე გადაკიდებულ ჩანთას თითებით ჩაებღაუჭა.-ბოდიში...წასასვლელი არსად მქონდა და...
-შემოდი.-უთხრა ელზამ და გაიწია.
ემა სახლში შევიდა და მისაღებ ოთახშო სავარძელზე მორიდებულად დაჯდა,თან სულ კანკალებდა და საუბარი უჭირდა.ელზა სამზარეულოში გავარდა ,ჭიქა წყლით აავსო და ემას მიუტანა.
-რა მოგივიდა?-ისევ ჰკითხა მან და თავის ხმაში მზრუნველობამ,რომ გაიჟღერა თვითონაც გაუკვირდა.
-მე...სახლიდან წამოვედი.-უპაუხა ხმის კანკალით ემამ და წყალი მოსვა.
-რა?-თვალები დაქაჩა ელზამ.- რატომ?
-იქ გაჩერება აღარ შემიძლია...ჩემი დედინაცვალი და თინა...ყელში ამომივიდა მათთან კამათი!-ნერვიულად ალაპარაკდა გოგონა.-სკოლას როდის დავასრულებ და უნივერსიტეტში როდის ჩავაბარებ ერთი სული მაქვს...სხვა ქალაქში გადავალ და იქ მათ საერთოდ არ ვნახავ.
-მამშენმა იცის ამის შესახებ?
-მამა მივლინებაშია და ორ დღეში დაბრუნდება,ამიტომ არ იცის ...მე არ ვიცოდი სად წავსულიყავი და თქვენთან მოვედი.
-ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-სკოლაში ჭორები მალე ვრცელდება.-უხერხულად გაიღიმა ემამ და მასწავლებლის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა.

-ელზა,სად ხარ ამდენ ხანს?!-დაიყვირა უცებ შორიდან დანიელმა და გოგონას სხეულში უსიამოვნოდ გასცრა,როცა მისი ნაბიჯების ხმა გაიგონა.
-მარტო არ ხართ?-აფორიაქდა ემა და თვალები დამფრთხალი მემბივით გააცეცა.
-ჯერ კიდევ მინდიხარ და ხომ იცი,რომ ასე მარტივად არ გადამივლის?!-ისევ დაიყვირა ბიჭმა და უდარდელი გამომეტყველებით შევიდა მისაღებ ოთახში.
ელზა სახეზე ერთიანად აჭარხლდა,როცა წელს ზემოთ შიშველი დანიელი და გაოცებული ემა დაინახა.კიდევ კარგი, ბიჭს შარვალი მაინც ეცვა,თორემ უხერხულობა მერე უფრო გამძაფრდებოდა.
-ემა?!-თვალები შუბლზე აუვიდა დანიელს.
-ღმერთო ...ჩემო...-დამრგვალებული თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა გოგონას.-მე...მე...ცუდ დროს მოვედი...ახლავე წავალ!
-არა,არა!-შეაჩერა ელზამ.-არსადაც არ წახვალ.
-არ მინდა... ხელი შეგიშალოთ.-ემა უკვე იქიდან გაქცევაზე ფიქრობდა.
-არ გვიშლი და არ წახვალ!-მკაცრად უთხრა მასწავლებელმა და მოსწავლე ლამის ძალით ჩასვა სავარძელში,მერე კი დანიელს მიუბრუნდა, ოთახიდან გაიყვანა და აღელვებული სახით მიაჩერდა.
-აქ რას აკეთებს?-იკითხა ბიჭმა.
-სახლიდან წამოვიდა და წასასვლელი არსად აქვს.-მიუგო ელზამ.
-შენთან, რატომ მოვიდა?
-არ ვიცი...ერთხელ მეგობრულად ვისაუბრეთ და ალბათ ფიქრობს,რომ ჩემი ნდობა შეიძლება.
-ჩვენზე გაიგო!
-რას ლაპარაკობ, კი ვერ შევამჩნიე!
-რა უნდა ვუყოთ?
-არ ვიცი...იქნებ შენთან წაიყვანო?
-რა?
-ჰო,მისი დამრიგებელი ხარ და ჩემზე დიდი ხანია იცნობ.
-მაგრამ მე, ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური მასწავლებელი ვარ და სახლში თუ საკუთარ მოსწავლეს მივიყვან,თანაც გოგოს, ხალხი ამას სხვანაირად გაიგებს.-გააპროტესტა დანიელმა.
-ოჰ ,ეს ადამიანები!-თვალები გადაატრიალა ელზამ.
-ან, მისი მშობლები რას იტყვიან?-თმაზე ნერვილად გადაისვა ხელი ბიჭმა.
-ის სრულწოვანია და რასაც უნდა იმას გააკეთებს.-შეეკამათა ელზა.
-ჯერ არ ვარ!-გამოსძახა გოგონამ მისაღებიდან,რომელმაც უნებურად ყველაფერი გაიგონა.-ჩვიდმეტის ვარ!
ელზამ ბრაზით ამოიოხრა, ოთახში შებრუნდა,ემას წინ დაჯდა და უთხრა.
-ალბათ ხვდები,რომ ცუდ სიტუაციაში მაგდებ,მაგრამ შენი აქედან გაშვების უფლება არ მაქვს,რადგან შეიძლება ქუჩაში რაიმე დაგემართოს და პასუხისმგებლობა მე დამეკისრება.
-მაპატიეთ.-დაიჩურჩულა ემამ და თავი ჩახარა.
-მოდი ასე შევთანხმდეთ.-ტონი შეარბილა ელზამ.-მამაშენის ჩამოსვლამდე დარჩი,მერე კი როცა მოაგვარებთ თქვენს ადამიანურ პრობლემებს წადი, კარგი?
-კარგი.-თავი დაუქნია გოგონამ და სიხარული ძლივს დამალა.
-და რაც აქ ნახე, არავის უთხრა.-ჩერია დანიელი.
-ისედაც არ ვაპირებდი.-უპასუხა ემამ.-ჩემი საქმე არ არის და ჭორაობაც არ მიყვარს.
-ვიცი ემა,კარგად გიცნობ.-გაუღიმა დანიელმა და ისევ საძინებელში შებრუნდა,მერე სწრაფად ჩაიცვა,გასვლისას ელზას კიდევ ერთხელ უკბინა მხარზე და სიცილით დაეშვა კიბეებზე.

...
-ზუსტად რა მოხდა?-ჰკითხა ელზამ თავის მოსწავლეს და ტახტზე მჯდარს გვერდით მიუჯდა.
-ისეთი არაფერი.-ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ემა,არაფრის გამო სახლიდან არ გარბიან.-შეუბღვირა ელზამ.-სიმართლე გითხრა,დიდად არ მხიბვლას სხვისი პრობლემების მოსმენა,მაგრამ იძულებული ვარ შექმნილ სიტუაციაში გავერკვე.
-მე და თინამ ვიჩხუბეთ.-თქვა ემამ და თითების ნერვიულად მტვრევას მოჰყვა.-ვერ ვიტყვი,რომ ცუდი დედანაცვალი მყავს,მაგრამ როცა საქმე თავის შვილს ეხება,ყოველთვის მას იცავს.
-თინას რა უნდოდა?
-მისი საოცნებო როლი მიიღო ,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ეგუება იმ ფაქტს,რომ ლუკას პარტნიორი მე ვარ.
-ოჰ,ეს კაცები...ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში მათ გამო ხდება.
-მე ეგეთი გამოცდილიც არ ვარ,მაგრამ რადგან თქვენ ამბობთ დაგეთანხმებით.-გაეცინა გოგონას.
-მოვა დრო და უფრო მეტად მიხვდები,რომ მართალი ვარ.-სიცილითვე უპასუხა ელზამ.
-თქვენ და დანიელ მასწავლებელი...-ემას ხმა ჩაუწყდა ,რადგან მიხვდა რომ სულელური კითხვა წამოიწყო.
-წავალ დავიძინებ.-თქვა გოგონამ და წამოდგა.
-ასე ადრე იძინებთ?-გაუკვირდა ემას.
-აბა,რა ვაკეთო?-მიუბრუნდა მასწავლებელი.-თან ღამის ორი საათია.
-მოდი, რაიმე ფილმს ვუყუროთ.-შესთავაზა გოგონამ.-მე აწი მაინც არ დამეძინება და...
-რა ფილმს?-დაინტერესდა ელზა და ისევ ტახტზე დაბრუნდა.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა ემამ.-თქვენ გიყვართ რომელიმე გამორჩეულად?
-„სამეფო კარის თამაშების“ ყველა სეზონი ვნახე.
-აჰა,ესე იგი სერიალები გიყვართ?-გაუღიმა გოგონამ.- მეც მიყვარს.ახლა თავიდან უნდა გადავავლო თვალი ჩემს საყვარელ სერიალს“ვამპირი დღიურებს“ და თუ გინდათ შემომიერთდით.
-კარგი აზრია.-უპასუხა ელზამ.

ემამ ჩანთიდან თავისი ლეპტოპი ამოიღო,მალევემე მოძებნა სასურველი საიტი და ფილმიც ჩართო.გოგონებმა რამდენიმე სერიას გადაბმულად უყურეს და ფანჯრებში ნელ-ნელა დღის შუქი,რომ შემოიპარა დაძინება გადაწყვიტეს.
-მოიცა,ვერაფერი გავიგე.-წამოიწყო საუბარი ელზამ,როცა გოგონას ტახტზე საწოლს უმზადებდა.-ესე იგი, თუ ჰანიბალ ლექტერი ადამიანებს ჭამს, ეს საზიზღრობაა და თუ დეიმონ სალვატორი ადამაინებს ჭამს,სექსუალური?
-ჰო!-თავი დაუქნია სიცილით ემამ.
-რა უცნაურები ხართ ეს ადამინები.-ჩაილაპარაკა თავისთვის მან.-ღირსი ხართ, ვიღაცამ მართლა შეგჭამოთ!
-ჰანიბალი ნანახი გაქვთ?-მთქნარებით იკითხა ემამ.
-არა, წიგნი წავიკითხე.აქ რომ გადმოვებდი კარადაში ვიპოვე ,ალბათ წინა მაცხოვრებელს დარჩა.-უპასუხა ელზამ და თავისი საძინებლისკენ გაემართა.
-ძილი ნებისა,ელზა მასწ!-მიაძახა ემამ.
-ძილი ნებისა,ემა.-უპასუხა გოგონამ და გაეღიმა.
-გმადლობთ,თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ.
-არაფრის,მაგრამ არც კარგი ვარ და მითუმეტეს, არც ადამიანი...ნუ ჩვეულებრივი ადამიანი.-ჩაილაპარაკა თავისთვის გოგონამ და ოთახში შევიდა.


...
დილით, ელზა ტელეფონის ზუზუნმა გააღვიძა.დანიელის გაუთავებელმა და ძალიან სასაცილო შეტყობინებებმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა,თუმცა ისე ეძინებოდა,რომ მხოლოდ რამდენიმეს უპასუხა,მერე კი ტელეფონი გამორთო და ძილის შებრუნება სცადა,თუმცა რაღაც ძალიან გემრიელმა სურნელმა ამის საშუალება არ მისცა.კუჭი უღმუოდა ისე შიოდა ,ამიტომ საწოლიდან სწრაფად წამოფრინდა და სამზარეულოში გავარდა.
ემა ქურასთან იდგა და ახლად შემწვარ ომლეტს,ტაფიდან თეფშებზე ანაწილებდა.გოგონას ყავაც მოემზადებინა და სუფრის გაწყობაც მოესწრო.
-დილა მშვიდობისა!-მიესალმა ღიმილით ემა.
-შენ...მზარეულობა იცი?-გაუკვირდა ელზას.
-დიდად ვერ დავიკვეხნი,მაგრამ კვერცხის შეწვა ნამდვილად მეხერხება.-გაეცინა მას და მასწავლებელი სუფრასთან მიიწვია.
-რა კარგი სუნი აქვს.-თქვა ელზამ,მაგიდას მიუჯდა და ჭამას შეუდგა.
-ჩემს დედინაცვალს ვესაუბრე.-თქვა უცებ ემამ.
-მერე?-თავი ასწია ელზამ.
-ნერვიულობს და სახლში დავბრუნება შემომთავაზა,მაგრამ ახლა არ შემიძლია...ვთხოვე მამასთვის არაფერი ეთქვა დაბრუნებამდე,ისიც ვუთხარი,რომ თქვენთან ვარ და ცოტა დრო მომცეს,რომ დავწყნარდე.
-იცი რა?-ჩანგალი დაბლა დასწია ელზამ.-თუ ასეთ საუზმეს მომიმზადებ,რამდენხანსაც გინდა ,იმდენ ხანს დარჩი.
-დიდი სიამოვნებით.-გაეცინა ემას.-მაგრამ ხვალ გამოსაშვები საღამოა, მერე მამაც ბრუნდება და ...მოკლედ,ხვალ ბანკეტის შემდეგ პირდაპირ სახლში წავალ.
-კარგი,როგორც იტყვი.-თავი დაუქნია გოგონამ.-კაბა უკვე შეარჩიე?
-კი,სახლში მაქვს.-უპასუხა მან.-ლუკას ვთხოვ,რომ გაიაროს და მომიტანოს.აქ მოვემზადები,თუ წინააღმდეგი არ ხართ.
-არა.-მიუგო მასწავლებელმა.-მე კაბა არ შემირჩევია,მაგრამ ერთი მეგობარი მყავს და ის დამეხმარება.
-კაბას სხვას შეარჩევინებთ?-გაუკვირდა ემას.
-მას საუკეთესო გემოვნება აქვს.-ჩაიცინა ელზამ და ტელეფონი ისევ ჩართო,რომ რობისთვის დაერეკა.


...
-დილა მშვიდობის,თქვენო უდიდებულესობავ!-სახლში ხმაურით შეიჭრა რობი.
-ჩუმად,მარტო არ ვარ.-პირზე ხელი ააფარა გოგონამ და ბიჭის ხელებს დახედა,რომელშიც მოზრდილი ყუთი ეჭირა.
-შენი მეფე აქ არის?-ამჯერად ჩურჩულით იკითხა მან.
-ძალიან უნდა,რომ იყო.თითქმის ყოველ წამს მწერს,მირეკავს და შეხვედრას მთხოვს,მაგრამ აქ ჩემი მოსწავლეა და მასთან უხერხულია,თანაც მისი მარტო დატოვებაც არ მინდა.შენ ხომ მასწავლე,რომ პასუხისმგებელი ვარ ამ ჩერჩეტ ბავშვებზე?!
-ასეთი ჰუმანური როდის მერე გახდი?-გაეცინა რობს და მისაღებში შეაბიჯა.
-უბრლოდ ადამიანებს მივეჩვიე,მაგრამ მათ მაინც ვერ ვიტან.-გაეცინა გოგონას და ამჯერად მზერა ყუთზე გადაიტანა.-მომიტანე?
-კი.-თავი დაუქნია ბიჭმა და ყუთი ელზას გაუწოდა.
გოგონამ მაშინვე გამოართვა,მაგიდაზე დადო,გახსნა და თვალები გაუბრწყინდა,როცა ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა დაინახა,კორსეტზე მმაგრებული მოელვარე ქვებით და გრძელი შლეიფით.
-საუკეთესო გემოვნება გაქვს ,რობ.-გაიცინა ელზამ და ბიჭს ლოყაზე აკოცა.
-ვიცი,რომ საუკეთესო ვარ.-შეიფერა მან.-დანიელზე რას მეტყვი? ისვე ვერაფერს იხსნებეს?
-რაღაცეები ახსენდება,მაგრამ არა ბოლომდე.-სახე მოეღუშა ელზას.-არ ვიცი აქამდე რატომ ვერ მიხსენებს.
-ელზა,შენ მას დავიწყების ელექსი რი დაალევინე და მას შემდეგ სამი წელი გავიდა.ეს ძალიან დიდი დროა და ნუ გიკვირს რომ ვერ გიხსენებს.-აღარც რობი ჩანდა ძველებურად მხიარული.
-რა უნდა ვქნა?-ამოიოხრა ელზამ.
-არ ვიცი,მაგრამ გამოსავალი უნდა იყოს.-ჩაფიქრდა რობი
-მეც მაგას ვამბობ,რაღაც ხომ უნდა არსებობდეს? -თვალები ეჭვით დააწვრილა ელზამ.
-შეიძლება, რაიმე მძაფრმა შეგრძნებებმა გამოაფხიზლოს მისი გონება.-მიუგო ბიჭმა.-ამის შესახებ მსმენია,თუმცა ეფექტი პირადად არ მინახავს.
-გგონია ,ეგ მე არ ვცადე?-შეეპასუხა გოგონა.-მის გამო სახურავიდანაც კი გადავხტი,რომ მძაფრ შეგრძნებას მისი გონება გეხსნა,მაგრამ უშედეგოდ!
-უფრო მძაფრი შეგრძნება სჭირდება.-უპასუხა ბიჭმა.
-რას გულისხმობ?-მისკენ გადაიხარა ელზა.
-შიშს ,ან რაღაც ამდაგვარს.-ჩურჩულით თქვა რობმა.
-დანიელის რამით შეშინება რთული იქნება.-უპასუხა გოგონამ.
-რთული იქნება,მაგრამ არა შეუძლებელი.-ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა და ნიკაპზე წამოზრდილ თხასავით წვერზე,ხელი ჩამოისვა.

...
-ემა,წამოდი გვაგვიანდება!-გასძახა ელზამ გოგონას,რომელიც მის საძინებელში შეკეტილიყო და ხმას არ იღებდა.
-ცოტაც მაცადეთ!-უპასუხა მან.
-რა მოხდა?-ხმაზე მაშინვე შეატყო ელზამ,რომ რაღაც რიგზე არ იყო.-კარგი გამიღე ,ემა!
-არაფერია,ახლავე გამოვალ.
-გამიღე-მეთქი!
რამდენიმე წამში საკეტის ტკაცანის ხმა გაისმა და კარი გაიღო.ელზა ოთახში შევიდა და კაბაში ახლართული ემა,რომ დაინახა სიცილი აუტყდა.
-ნუ დამცინით.-წარბები შეჭმუხნა გოგონამ.
-რა გჭირს,კაბის ჩაცმაც არ გეხერხება?
-თავი და ბოლო ვერ მოვუძებნე...არ უნდა მეყიდა.-ჩაიბურტყუნა მან და სარკისკენ მიბრუნდა.
-მოდი,დაგეხმარები.-სიცილით უთხარ გოგონამ და ემას მიუხალოვდა.
ძალიან მუქი ,ბორდოსფერი კაბა მართლაც რთული აგებულების იყო,მაგრამ როცა გოგონამ ჩაიცვა,მის სხეულს საოცრად მოუხდა.ელზა გაოცებული უმზერდა,მის წინ მდგარ ამ ლამაზმანს და რაღაცნაირად გულიც კი მოულბა ადამიანთა მოდგმის მიმართ.
-მაკიაჟს შეგისწორებ და წავიდეთ.-უთხრა მან და ემა სარკის წინ დასვა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გოგონები უკვე გამოსაშვებ საღამოზე იყვნენ.უზარმაზარი დარბაზი,საოცრად ლამაზად მოერთოთ.ფერად შუქს,მარმარილოს იატაკი თვალისმომჭრელად ირეკლავდა,წყნარი მუსიკის ხმა კი გარემოს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.
ლუკამ მაშინვე ჩაავლო ხელი ემას და ცალკე მდგარი მრგვალი მაგისდისკენ წაიყვანა,სადაც მათი მეგობრები იყვნენ თავმოყრილნი,ელზამ კი გამჭოლი მზერა მიაპყრო მისკენ მომავალ დანიელს და გამოწვდილ ხელზე მაგრად ჩაეჭიდა.მასწავლებლების მაგიდასთან მჯდომმა თეამ და მიშამ,ინტერესით სავსე მზერა გააყოლეს წყვილს და ორივე მიხვდა,რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა.
დანიელმა ხელები ვეღარ დაიმორჩილა,ელზას წელზე შემოაჭდო და ძლიერად მოუჭირა.
-გეყოფა,ვინმე დაგვინახავს.-დაიჩურჩულა სუნთვქაშეკრულმა ელზამ.
-ორი დღე ვერ გნახე და ლამის ჭკუიდან გადავედი.-ჩურჩულითვე უპასუხა მან.-არ შეგიძლია ასე მიმატოვო.
-არ მიმიტოვებიხარ,უბრალოდ ემას გამო ვღელავდი და მისი მარტო დატოვება არ მინდოდა.-თავი იმართლა ელზამ და წყნარ მუსიკას აჰყვა.
-ახლა ისე მინდა შენი კოცნა,როგორც არასდროს.-ტუჩები ლოყაზე შეუმჩნევლად მიაკრო ბიჭმა.
-მეც.-გაეცინა გოგონას.
-მოდი,წავიდეთ აქედან.
-ამ წუთას მოვედი.
-მერე რა?
-კარგი,მაგრამ არ მინდა ვინმემ შეგვნიშნოს.
-ჯერ მე გავალ და გასასვლელთან დაგელოდები,კარგი?-თვალებში ჩახედა დანიელამ.
-კარგი.-უპასუხა გოგონამ,ბიჭს ხელები გაუშვა და მასწავლებლების მაგიდას მიუახლოვდა,სადაც მხოლოდ მიშა,როსტომი და გელა დახვდა.

...
-ლამაზი კაბაა.-უთხრა უხალისო გამომეტყველებით თინამ ემას.
-გმადლობ...შენიც ლამაზია.-მიუგო ემამ.
-დედამ ძალიან მთხოვა,რომ ბოდიში მოგიხადო.-თინა მის გვერდით გადაჯდა და ცივი წყალი მოსვა.
-ნუთუ?-გაუკვირდა ემას.-აღარ გიცავს? რა უცნაურია!
-სარკაზმის გარეშე.
-მისმინე,თინა. -მიუბრუნდა გოგონა დას.-არ მჭირდება ბოდიში ,მხოლოდ ის მინდა,რომ ადამინურად მომექცე.
-უბრალოდ...რთულია უყურებდე შენზე ნიჭიერ ადამიანს,რომელსაც ყველა აღმერთებს.-ნერვიულად წამოიძახა თინამ.-მამასაც კი ჩემზე მეტად უყვარხარ...რა თქმა უნდა,ის მამაჩემი არ არის,მაგრამ ...მოკლედ,ბოდიში რომ ცუდად მოგექეცი და არ მინდა ჩემს გამოს ახლიდან გაიქცე ხოლმე.
-გეყოფა თინა,არც ისეთი ნიჭიერი ვარ და...მამას ორივე ერთნაირად ვუყვარვართ.-მათ ბავშვურ საუბარზე გოგონებს გაეღიმათ კიდეც.
-ბოდიში.-ისევ დაიჩურჩულა თინამ.
-მიღებულია.-უპასუხა მშვიდი ხმით ემამ.
-მაპატიეთ დების საუბარში,რომ ვერევი, მაგრამ ცეკვა არავის უნდა?-იკითხა უცებ დემეტრემ და გოგონების ანთებული თვალები,რომ დაინახა მაშინვე ემას გაუწოდა ხელი.
თინას სახე დაუსერიოზულდა და მოიღუშა,რადგან ეგონა,რომ დემეტრე მასთან იცეკვებდა,მაგრამ მან ემასკე გაიწია.ემა ადგილიდან არ დაძრულა,დემეტრეს კი უცებ სიცილი აუვარდა და ახლა თინასკენ მიბრუნდა.
-ცუდია როცა იმედები გიცრუვდება, არა?-ჰკითხა მან ნიშნის მოგებით
-იდიოტო.-ჩაილაპრაკა თინამ,ბიჭს გამოწვდილ ხელზე ჩაეჭიდა და საცეკვაოდ გაჰყვა.
-არ გინდა ჩვენც ვიცეკვოდ?-თავზე წამოადგა გოგონას ლუკა.
-მეგონა აღარ მთხოვდი.-გაუღიმა ემამ.
-გელოდებოდი,როდის დაასრულებდი დასთან საუბარს.-მიუგო ბიჭმა და გოგონა საცეკვაოდ წაიყვანა.

...
ელზამ ძლივს დააღწია თავი დირექტორს და მასწვალებლებს,შემდეგ კი გასასვლელისკენ გაემართა.გარეთ გასულმა,გარემოს თვალი მოავლო და დანიელი ვერსად დაინახა,მერე ტელეფონი ამოიღო და უკვე მისთვის მიწერას აპირებდა,როცა მოულოდნელად ჩაბნელებული შენობის კუთხეში ,ერთმანთეზე აკრული წყვილი დაინხა და კარგად ,რომ დააკვირდა მასში თეა და დანიელი ამოიცნო.
ელზას გაოცებისგან ჯერ თვალები გაუფართოვდა,შემდეგ კი საშინელი ბრაზი მოერია და მის მრისხანება იქვე,რომ არ ამოენთხია მაშინვე შებრუნდა შენობის ჰოლში.გოგონამ აკანკალებული თითები ერთმანეთს გადააჭდო და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა დაიწყო,ამოვარდნილი გულის დასაწყნარებლად.
უცებ ჰოლში თეა შემოვიდა.ისიც აღელვებული ჩანდა,თან ნაბიჯიც ერეოდა,მაგრამ მაინც სწრაფად შევარდა დარბაზში,იქვე მდგარი ელზა კი არც შეუმჩნევია.

„სად ხარ ამდენ ხანს?“-აზუზუნდა ელზას ტელეფონი.
„მანქანასთან დამელოდე.მოვალ“-თითებმა თითქოს თავისით აკრიფეს ტექსტი.
ელზა,რამდენიმე წამს დაფიქრდა,შემდეგ კი დარბაზში შებრუნდა,სუფრიდან შეუმჩნევლად აიღო კონიაკის ბოთლი , ზურგს უკან დამალა და ავტოსადგომისკენ გაემართა.
დანიელი მანქანას მიყდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა.ელზას დანახვაზე სიგარეტი ჩააქრო,გოგონას გაუღიმა და მანქანისკენ მიბრუნდა ,რომ მისთვის კარი გაეღო,თუმცა არ დასცალდა.ელზამ კონიაკის ბოთლი მთელი ძალით მოაქნია და დანიელს თავზე ისე გადაამსხვრია,რომ წარბიც არ შეუხრია.მერე კი ბიჭის მძიმე სხეული მანქანში, დიდი წვალების შედეგად ჩატენა და საჭეს მიუჯდა.


...
დანიელმა თვალები,რომ გაახილა ,გარემო ვერც კი იცნო.ბნელოდა,მაგრამ ბოლომდე არა.სახეზე გრილი ქარი მოხვდა და ამან კიდევ უფრო გამოაფხიზლა.
ყველაფერი სტკიოდა,თავი განსაკუთრები.ხელების გამოძრავება სცადა ,მაგრამ უშედეგოდ.დაბლა დაიხედა და შეამჩნია,რომ მიწაზე იწვა ,ხელები და ფეხები თოკით ჰქონდა შეკრული თავი კი რაღაც ცივზე ედო.ბიჭმა ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და როცა გაახილა გამოსახულება, უფრ გაწმენდილი იყო და ახლაღა შენიშნა,რომ ლიანდაგებზე იწვა,მის წინ კი ელზა იდგა და ცივი,უემოციო მზერით უყურებდა.
-რა ხდება?-წაილუღლუღა ბიჭმა.-ეს რა, ხუმრობაა?
-არა.-თავი გააქნია გოგონამ.
-ლიანდაგზე რატომ ვარ?-თავი წამოსწია მან.-გამიხსენი ხელები,ახლავე!
-არა.-იგივე ტონით უპასაუხა მან.
-აქ როგორ მოვხვდი,ელზა?-იკითხა დაბნეული სახით მან.
-გაგთიშე და შენს მანქანაში ჩაგტენე.რობი მართვას მასწავლიდა,მაგრამ ვაღიარებ საშინელი მძღოლი ვარ.მანქანა რამდენიმე ადგილას გავკაწრე და შეიძლება ჯარიმაც მოგივიდეს,თუ გადარჩი, რა თქმა უნდა.მერე სავაჭრო ცენტრში შევიარე და თოკები ვიყიდე,კონსულტანტები გაკვირვებული სახით მიყურებდნენ,ალბათ ფიქრობდნენ, ამ შუა ღამისას თოკები რად უნდაო,მაგრამ რა მათი საქმეა? შემდეგ კი აქ მოგიყვანე და ვაღიარებ ძალიან მძიმე ხარ.ჰო მართლა ,თოკების თანხა შენი საფულიდან ამოვიღე,ჩემი სახლში დამრჩენია და მერე დაგიბრუნებ,თუ გადარჩი ,რა თქმა უნდა!-სწრაფად მიახალა გოგონამ და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
-ელზა!-დაიღრიალა დანიელმა.-ამას რატომ აკეთებ?
-სამაგიეროს გიხდი.
-რისთვის?
-ყველაფერი დავინახე.
-რაზე ამბობ?
-თეაზე!
-რა?!
-დავინახე, როგორ კოცნიდი.
-თვითონ მაკოცა!თანაც მთვრალი იყო!
-წინააღმდეგობაც კი არ გაგიწევია.
-როგორ არა ,მე ის მოვიშორე ეგ არ დაგინახავს?
-ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
-ელზა!-შეუყვირა ბიჭმა.-სულ გააფრინე ?! ამხსენი ახლავე,ხომ შეიძლება მატარებელმა გამოაროს?!
-გამოივლის,დაახლოებით ათ წუთში.-გაეცინა გოგონას და საათზე დაიხედა.
-მიყვარხარ!-დაიყვირა უცებ დანიელმა.-ყველაფირს მიუხედავად მიყვარხარ, ელზა და ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ ლიანდაგზე ვარ დაბმული.
-დანიელ!-სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა გოგონას,ბიჭს სწრაფად მიაუხლოვდა,მასთან ჩაიმუხლა,სახე დაუჭირა და ტუჩებზე დასვწდა.-მეც მიყვარხარ,მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ და შენს გარდა სხვა არავისთვის შემიხედავს...არა,ვაღიარებ დეიმონ სალვატორი ძალიან მომეწონა,მაგრამ ჩემთვის შენ ხარ ყველაფერი.
-ჰოდა,გამიხსენი ხელები!
-არ შემიძლია!-თქვა გოგონამ,წამოდგა და მანქანისკენ გაემართა.-ეს აუცილებელია!
-ელზა, არა!-ისევ დაიღრიალა ბიჭმა.
-წარმატებები!-უთხრა გოგონამ ,იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.უკვე საკმაოდ შორის იყო,როცა მატარებლის სიგნალის ხმა გაიგონა და კმაყოფილი სახით ჩაიცინა.


...
სიყვარულებო, სანამ ბოლო სცენისთვის ჩამქოლავთ ან გადაჭარბებულ სიგიჟეში დამადანაშაულებთ აგიხსნით,რომ ეს სცენა აუცილებელი იყო და მომდევნო თავში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება რატომაც :დდდ იმედი მაქვს მოგეწონებათ :*** ველი შეფასებებს მოუთმენლად :******скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ უბრალო ადამიანი

იმედია შედეგი ექნება ამ ყველაფერს(ლიანდაგებზე დანიელის დაბმას) ველოდები შემდეგ თავსს heart_eyes გასაოცარი ხარ heart_eyes kissing_heart

 



№2 √ სტუმარი ™ მოცინარი

ო მაი გად (ისევ)! ახლა ვხვდები რას გულისხმობდი

ნუ გეშინია ცოდვაში ფეხს არ შეგადგმევინებ :დდდ თან არ ვიცი თოკები სად იყიდება :დდ
პ.ს. (ნუ ეხლა მე პს ების გარეშე ხო არ შემიძლია) დეიმონ სალვატორი ♡♡♡♡♡♡♡♡♡ ნუ მართალია სტეფანია ჩემი სატრფო :დდდ მაგრამ დეიმონი მაინც დეიმონია

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

უბრალო ადამიანი
იმედია შედეგი ექნება ამ ყველაფერს(ლიანდაგებზე დანიელის დაბმას) ველოდები შემდეგ თავსს heart_eyes გასაოცარი ხარ heart_eyes kissing_heart

უღრმესი მადლობა :*** ❤❤❤❤ იმედი მაქვს მართლა ექნება ❤❤❤

მოცინარი
ო მაი გად (ისევ)! ახლა ვხვდები რას გულისხმობდი

ნუ გეშინია ცოდვაში ფეხს არ შეგადგმევინებ :დდდ თან არ ვიცი თოკები სად იყიდება :დდ
პ.ს. (ნუ ეხლა მე პს ების გარეშე ხო არ შემიძლია) დეიმონ სალვატორი ♡♡♡♡♡♡♡♡♡ ნუ მართალია სტეფანია ჩემი სატრფო :დდდ მაგრამ დეიმონი მაინც დეიმონია

დავმშვიდდი ცოტა :დდდ სალვატორებზრ დიდად არ ვგიჟდები მაგრამ რთულია დეიმონმა არ მოგხიბლოს :დდ ❤❤

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

უკვე ვხვდები ბოლო სცენა რატომაც არის საჭირო,დანიელი ყველაფერს გაიხსენებს და რათქმაუნდა ძალებსა აღიდგენს.არა ასეთ დროს შეიძლებოდა ახლა წერის მიტოვება?რა მოითმენს ახლა ახალ თავამდე
--------------------
ლ.ქ.

 



№5  offline √ წევრი ™ მარიამი❣

ძალიან კარგად წერ ასე გააგრძელე❣
დღეს დავრეგისტრირდი არ და შწგიძლიათ ვინმემ ვინც წერთ ამიცსნათ როგორ დავწერო და დავამატო ისტორია?

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

La-Na
უკვე ვხვდები ბოლო სცენა რატომაც არის საჭირო,დანიელი ყველაფერს გაიხსენებს და რათქმაუნდა ძალებსა აღიდგენს.არა ასეთ დროს შეიძლებოდა ახლა წერის მიტოვება?რა მოითმენს ახლა ახალ თავამდე

ჩემო საყვარელოოო *_* ამ სორი ასეთ დროს გაწყვეტისთვის მაგრამ ისედაც 14 გვერდი იყო :დდდ ვეცდები ბოლო თავი ძალიან არ დავაგვიანო :***❤❤❤❤❤❤

მარიამი❣
ძალიან კარგად წერ ასე გააგრძელე❣
დღეს დავრეგისტრირდი არ და შწგიძლიათ ვინმემ ვინც წერთ ამიცსნათ როგორ დავწერო და დავამატო ისტორია?

დიდი მადლობა :***❤❤ ვიდეო გაკვეთილებუ ნახე ჩემო კარგო იქ ზუსტადაა როგორ უნდა დაამატო სიახლე და უცებ გაუგებ :** :დდ❤❤

 



№7  offline √ წევრი ™ Diosa Dela Tristeza

ვაიმეე! რა ცხელი შოკოლადი იყო, თან რომ ჩამწვა, მაგრამ დამატკბოო, უხ! :დ
ვგიჟდებიი, მაბოდეეებს,მაშტერებს მე ეს ორი ვნებიანი და ლავგადასხმული არსება. ძედაააა! შეჭამეს ერთმანეთი და დაღრღნეს ჩემი გულიც :დ
ვუაიმე როგორ მომწონს ემა! ჩემი ტკბილი გოგო და მიხარია დასთან ურთიერთობა რომ დაალაგა, იმიტო რო თინა არც ეგეთი საშინელი გოგოა :დ დემეტრიოსი მოარჯულებს ნუ მოარკულა კიდეც :დ❤
აუ, თეამ რატო აკოცა რა ელზუკას ველურ მამაკაცს, იმას თავისი ქმარი არ ყოფნის?! უიმე ამიშალა ნერვები!
ჩვენი ელზა არის ქალი პიროვნება :დ ეგრე უნდა ზუსტადაც უნდა მოაჯინო კაცი რა ! :დ ნუ მივხვდი რატომ აკეთებს ამას... რობის რჩევას ითვალისწინებს ხო?
უნდა შევაშინოთ ჩვენი მწვანეთვალება გულთამპყრობელი მაჩვი :დ❤
მიყვარხარ და მიყვარს შენი ფანტაზია და შენი თითები ამეებს რომ გაწერინებს❤❤❤❤
დეიმონ სალვატორ არა ის! ჩვენი ტყის კაცი დანიელი ოლვეის ენდ ფორევააააარ!!!! :დდ❤❤❤❤

 



№8  offline √ წევრი ™ მარიამი❣

სად ვნახო ვიდეო გაკვეთილები?

ბოდიში რომ აქ გუწერ და გავაწუხებ მაგრამ უნდა დამეხმარო
ვიდეო გაკვეთილი ვიპოვე მაგრამ ჩამონათვალში მსგავსიი არაფერი წერია.. დამრხმარეთ რაა

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

gvanciko_gvancunia
ვაიმეე! რა ცხელი შოკოლადი იყო, თან რომ ჩამწვა, მაგრამ დამატკბოო, უხ! :დ
ვგიჟდებიი, მაბოდეეებს,მაშტერებს მე ეს ორი ვნებიანი და ლავგადასხმული არსება. ძედაააა! შეჭამეს ერთმანეთი და დაღრღნეს ჩემი გულიც :დ
ვუაიმე როგორ მომწონს ემა! ჩემი ტკბილი გოგო და მიხარია დასთან ურთიერთობა რომ დაალაგა, იმიტო რო თინა არც ეგეთი საშინელი გოგოა :დ დემეტრიოსი მოარჯულებს ნუ მოარკულა კიდეც :დ❤
აუ, თეამ რატო აკოცა რა ელზუკას ველურ მამაკაცს, იმას თავისი ქმარი არ ყოფნის?! უიმე ამიშალა ნერვები!
ჩვენი ელზა არის ქალი პიროვნება :დ ეგრე უნდა ზუსტადაც უნდა მოაჯინო კაცი რა ! :დ ნუ მივხვდი რატომ აკეთებს ამას... რობის რჩევას ითვალისწინებს ხო?
უნდა შევაშინოთ ჩვენი მწვანეთვალება გულთამპყრობელი მაჩვი :დ❤
მიყვარხარ და მიყვარს შენი ფანტაზია და შენი თითები ამეებს რომ გაწერინებს❤❤❤❤
დეიმონ სალვატორ არა ის! ჩვენი ტყის კაცი დანიელი ოლვეის ენდ ფორევააააარ!!!! :დდ❤❤❤❤

შევწუხდი :დდდდ მომასულიერეთ ვინცხამ :დდდდდ ვაიმე აღარ შემჯძლია :დდდდ დიდი დიდი მადლიბა ჩემო გოგო ძალიან ძალიან მიყვარხარ მეც :***❤❤❤❤❤ რას გაუგებ ქალებს თანაც ასეთ არაორდინალურებს :დდდდ ❤❤ მწვანეთვალება მაჩვი მომეწონა :დდ და ტყის კაციც :დდდდ ❤❤❤❤❤

მარიამი❣
სად ვნახო ვიდეო გაკვეთილები?

ბოდიში რომ აქ გუწერ და გავაწუხებ მაგრამ უნდა დამეხმარო
ვიდეო გაკვეთილი ვიპოვე მაგრამ ჩამონათვალში მსგავსიი არაფერი წერია.. დამრხმარეთ რაა

მეც ვიდეო გაკვეთილით ვისწავლე დადება და მეტი რა უნდა ეწეროს იქ ყველაფერია ახსნილი ჩემო კარგო :** ბოდიში მეტი მეც არაფერი ვიცი :(( რომელიმე ადმინი დაამატე და იმათ ჰკითხე ...მწარე ,okey, ლორელაი - ესენი ადმინები არიან ❤❤

 



№10 √ წევრი ™ Indigo

გაახსენდება ხო? ყველაფერი გაახსენდება!
ვაიმე რა ჩასაყლაპი თავი იყო, საოცრება ♥♥♥
ვგიჟდები მე თქვენზე და გელი ჩიტო...
--------------------
მეშინია...

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Indigo
გაახსენდება ხო? ყველაფერი გაახსენდება!
ვაიმე რა ჩასაყლაპი თავი იყო, საოცრება ♥♥♥
ვგიჟდები მე თქვენზე და გელი ჩიტო...

ვიმედოვნოთ რომ გაახსენდება :დდდ მადლობა დიდი სიყვარულოოო ❤❤❤ იქნდბა მალე ბოლო თავიც❤❤❤

 



№12  offline √ წევრი ™ Mtirala

ჯერ ერთი, ბოდიში, რომ წინა თავზე არ დავაკომენტარე. გამზადებული მქონდა კომენტარი, მაგრამ გადავიფიქრე იქ დადება და წინა თავის კომენტარს აქ დაგიწერ : "ვიცი, ჩემს კომენტარს რომ ელი ხოლმე joy რა თავმდაბალი ვარ joy ბიძაშვილმა ზუსტად ასეთი კომპლიმენტით შემამკო joy ❤❤ ისევ პატარა კომენატრი უნდა დავწერო, რადგან ისევ მეზარება, მაგრამ კომენტარის წერის მოუღამზე თუ მოვედი, მერე ვეღარ გავრჩერდები და უდიდეს კომენატრს დაგიწერ, გულს გაგიხარებ joy ❤❤❤ წყვილებიი joy ❤❤❤ ყველა ძალიან მომწონს ❤❤განსაკუთრებით პატარა ღლაპები joy ❤❤❤საყვარლები ❤❤და ჩემი რობი? expressionless -_- joy მომენატრა უკვე ❤❤❤ძალიან ძალიან მიყვარხარ ❤❤ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ და მიყავარხარ" ❤❤ joy ეს უნდა დამეწერა წინა თავზე, მაგრამ დავაკოპირე და აქ ჩავსვი. joy ❤❤❤ კიდევ ერთხელ ბოდიში ❤❤ახლა რაც შეეხება ამ თავს. ეგრევე როცა ვნახე გამოვქანდი წსაკითხად, ისევ რომ არ გამომრჩენოდა კომენტარი. როგორც ყოველ თავზე, ამ თავზეც ვისიამოვნე, მაგრამ ელზა მაბრაზებს joy განა იმიტომ რომ დანიელი დააბა არა, პირიქით მისი ადამიანებისადმი დამოკიდებულება მიშლის ნერვებს და არ მხიბლავს joy დანიელს ერთ ტიპურ შეყვარებულ მამაკაცად ვთვლი, რომელიც ძალიან მომწონს ❤❤ თეას საქციელი არ მომეწონა, რადგან ჩემი აზრით ზრდასრული ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ ყველას აქვს უფლება ერთი შეცდომა დაუშვას joy პატარა წყვილებზე აღარაფერს ვამბობ joy ❤❤❤ არვდაობ პატარა, მოსწავლე ბიჭებზე, რადგან მყავს ჩემი რობი, ჩემი სიყვარული ბიჭი ❤❤ ძალიან მიყვარს უკვე და ვერავინ გაბედავს და ვერ შემეცილება joy smiling_imp ❤❤❤ თუ გაბედავს, კისერს წავაცლი. smiling_imp smiling_imp გაიგო ყველამ? ხოდა, ძალიანც კარგი smiling_imp joy ჩემი რობუნია ❤❤❤პერვოლით გარეცხილი ოინები აქვს ❤❤ნწ, შემეშალა ახალთაახალი ოინები აქვს სულ joy ❤❤❤ როგორ იცნობენ დანიელი და ელზა ერთმანეთს ადვილად მივხვდი joy მაგრამ მართლა მეწყინა ელზა ის ელზა რომ არ აღმოჩნდა ვინც მე მეგონა joy ❤ მეტი რა დამრჩა სალაპარაკო აღარ ვიცი, მაგრამ უნდა ავღნიშნო, მწყინს და გული მწყდება ასე მალე,რომ სრულდება ❤ მაგრამ ყოველთვის წავიკითხავ შენს ისტორიებს ❤❤❤ ძალიან ნიჭიერი, თბილი და ტკბილი გოგო ხარ ❤❤საოცარი მისტიკებით, წერის სტილით და იუმორით ❤❤❤ ძალიან ძალიან მიყვარხარ, ჩემო გოგო'ვ ❤❤ ჩემი მარგოშა ხარ, ჩემი უტკბილესი მარგოშა ❤❤❤
პ.ს. ბიძაშვილზე გაბრაზებული ვიყავი ზუსტად მაგ კომპლიმენტის და კიდევ რაღაც-რაღაცების გამო, მაგრამ გადამიარა joy stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes
პ.ს.ს მაგარი მაკლია
--------------------
M.D.

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Mtirala
ჯერ ერთი, ბოდიში, რომ წინა თავზე არ დავაკომენტარე. გამზადებული მქონდა კომენტარი, მაგრამ გადავიფიქრე იქ დადება და წინა თავის კომენტარს აქ დაგიწერ : "ვიცი, ჩემს კომენტარს რომ ელი ხოლმე joy რა თავმდაბალი ვარ joy ბიძაშვილმა ზუსტად ასეთი კომპლიმენტით შემამკო joy ❤❤ ისევ პატარა კომენატრი უნდა დავწერო, რადგან ისევ მეზარება, მაგრამ კომენტარის წერის მოუღამზე თუ მოვედი, მერე ვეღარ გავრჩერდები და უდიდეს კომენატრს დაგიწერ, გულს გაგიხარებ joy ❤❤❤ წყვილებიი joy ❤❤❤ ყველა ძალიან მომწონს ❤❤განსაკუთრებით პატარა ღლაპები joy ❤❤❤საყვარლები ❤❤და ჩემი რობი? expressionless -_- joy მომენატრა უკვე ❤❤❤ძალიან ძალიან მიყვარხარ ❤❤ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ და მიყავარხარ" ❤❤ joy ეს უნდა დამეწერა წინა თავზე, მაგრამ დავაკოპირე და აქ ჩავსვი. joy ❤❤❤ კიდევ ერთხელ ბოდიში ❤❤ახლა რაც შეეხება ამ თავს. ეგრევე როცა ვნახე გამოვქანდი წსაკითხად, ისევ რომ არ გამომრჩენოდა კომენტარი. როგორც ყოველ თავზე, ამ თავზეც ვისიამოვნე, მაგრამ ელზა მაბრაზებს joy განა იმიტომ რომ დანიელი დააბა არა, პირიქით მისი ადამიანებისადმი დამოკიდებულება მიშლის ნერვებს და არ მხიბლავს joy დანიელს ერთ ტიპურ შეყვარებულ მამაკაცად ვთვლი, რომელიც ძალიან მომწონს ❤❤ თეას საქციელი არ მომეწონა, რადგან ჩემი აზრით ზრდასრული ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ ყველას აქვს უფლება ერთი შეცდომა დაუშვას joy პატარა წყვილებზე აღარაფერს ვამბობ joy ❤❤❤ არვდაობ პატარა, მოსწავლე ბიჭებზე, რადგან მყავს ჩემი რობი, ჩემი სიყვარული ბიჭი ❤❤ ძალიან მიყვარს უკვე და ვერავინ გაბედავს და ვერ შემეცილება joy smiling_imp ❤❤❤ თუ გაბედავს, კისერს წავაცლი. smiling_imp smiling_imp გაიგო ყველამ? ხოდა, ძალიანც კარგი smiling_imp joy ჩემი რობუნია ❤❤❤პერვოლით გარეცხილი ოინები აქვს ❤❤ნწ, შემეშალა ახალთაახალი ოინები აქვს სულ joy ❤❤❤ როგორ იცნობენ დანიელი და ელზა ერთმანეთს ადვილად მივხვდი joy მაგრამ მართლა მეწყინა ელზა ის ელზა რომ არ აღმოჩნდა ვინც მე მეგონა joy ❤ მეტი რა დამრჩა სალაპარაკო აღარ ვიცი, მაგრამ უნდა ავღნიშნო, მწყინს და გული მწყდება ასე მალე,რომ სრულდება ❤ მაგრამ ყოველთვის წავიკითხავ შენს ისტორიებს ❤❤❤ ძალიან ნიჭიერი, თბილი და ტკბილი გოგო ხარ ❤❤საოცარი მისტიკებით, წერის სტილით და იუმორით ❤❤❤ ძალიან ძალიან მიყვარხარ, ჩემო გოგო'ვ ❤❤ ჩემი მარგოშა ხარ, ჩემი უტკბილესი მარგოშა ❤❤❤
პ.ს. ბიძაშვილზე გაბრაზებული ვიყავი ზუსტად მაგ კომპლიმენტის და კიდევ რაღაც-რაღაცების გამო, მაგრამ გადამიარა joy stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes
პ.ს.ს მაგარი მაკლია

ჩემი ტკბილობა გოგო ხარო შენო ❤❤ უყვარხარო მარგალიტა დეიდას კიდო ძალიან ძალიანო :** ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
გაიგო ყველამ რომ რობი შენია და ხელი არ დაედება ალბათ :დდდ ელზას ადამიანებისადმი დამიკიდებულება მე პირადად ძალიან მამხიარულებს რადგან აშკარაა რომ ეს ვითომ სიძულვილი უბრალოდ გონებაში აქვს ჩაბეჭდილი და სინამდვილეში ძალიანაც მოსწონს ადამიანთა მოდგმა :დდდდ
მეც მწყდება გული რომ ვამთავრებ მაგრამ ასე უკეთესია თანაც ხომ იცი მუზები არ მასვენებ მე და იქნება კიდო რაღაცაი :დდდ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№14 √ წევრი ™ Mariiiiami

უხხხ რა ცეცცხლოვანი თავი იყო.ისედაც ხო მცხელა და აალებადი ვარ ახლა ბოლი ამივიდა კინაღამ:დდდ აუ ელზა რატიპია ღმერთო:დდდ რა ლიანდაგზე მიბმა :დდდ ვაიმეეეე:დდდ ეს რობი მოკლედ მაგარი ტიპია რა.მრჩეველადაა დაბადებული:დდდდ ანუ ახლა დანიელო გონს მოვა ხო:დდდ და მანდ იქნბეა ყვველაფერი თუ იქნება და დარწმუნებული ვარ მერე მალე დაამთავრებ და მომიკლავ გულს:დდდ არ მეთმობა ეს ისტორია და რა გავაკეთო რა:დდდმარგო ყოველჯერზე არ ვიცი რა გითხრა ხოლმე.უბრალიდ ძაან მიყვარხარ და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.❤❤❤❤❤❤

 



№15  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Mariiiiami
უხხხ რა ცეცცხლოვანი თავი იყო.ისედაც ხო მცხელა და აალებადი ვარ ახლა ბოლი ამივიდა კინაღამ:დდდ აუ ელზა რატიპია ღმერთო:დდდ რა ლიანდაგზე მიბმა :დდდ ვაიმეეეე:დდდ ეს რობი მოკლედ მაგარი ტიპია რა.მრჩეველადაა დაბადებული:დდდდ ანუ ახლა დანიელო გონს მოვა ხო:დდდ და მანდ იქნბეა ყვველაფერი თუ იქნება და დარწმუნებული ვარ მერე მალე დაამთავრებ და მომიკლავ გულს:დდდ არ მეთმობა ეს ისტორია და რა გავაკეთო რა:დდდმარგო ყოველჯერზე არ ვიცი რა გითხრა ხოლმე.უბრალიდ ძაან მიყვარხარ და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.❤❤❤❤❤❤

უუჰ მეც დამცხა დღეს რაღაცა :დდდდდ რობის რჩევა მეც უნდა ვკითხო ერთი :დდდდ ჰო ჩემი გოგოვ ბოლო მეათე თავი დარჩა და ფაფუ ისტორია :დდდ მეც მწყდება გული რაღაცნაირად :დდდ❤❤❤ მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე ტკბილო ❤❤❤❤❤

 



№16 √ სტუმარი ™ ხელოუ

შემდეგი თავი ალბათ ბოლო იქნება ხომ?!

 



№17  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ხელოუ
შემდეგი თავი ალბათ ბოლო იქნება ხომ?!

კი ბატონო ბოლო იქნება ❤❤

 



№18 √ სტუმარი ™ ხელოუ

Margaritha Loki
ხელოუ
შემდეგი თავი ალბათ ბოლო იქნება ხომ?!

კი ბატონო ბოლო იქნება ❤❤

ოო, ბუტე ბუტე გავიბუტე თუ რაფერც არი

 



№19 √ წევრი ™ ანი ანი

ღმერთოო ეს ეა გვიქენი სად გააჩერე ვუიიიიიიიი დედაააააააა მალე დადე რა გთხოოოვ ♡♡♡♡♡ ხვალ დადებ?!

 



№20  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ანი ანი
ღმერთოო ეს ეა გვიქენი სად გააჩერე ვუიიიიიიიი დედაააააააა მალე დადე რა გთხოოოვ ♡♡♡♡♡ ხვალ დადებ?!

ამ სორისთ :დდდდ ხვალ ვერა :(( ბოლო თავია და კარგი დაფიქრება სჭირდება :***❤❤❤

 



№21  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

გიჟები, გადარეულები, ტკბილები და საყვრლები არიან ესენი...
რომ იცოდე როგორ ველი შემდეგ თავს...

 



№22  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

უცნობი ქ
გიჟები, გადარეულები, ტკბილები და საყვრლები არიან ესენი...
რომ იცოდე როგორ ველი შემდეგ თავს...

ძალიან ძალიან მიხარია რო ელი სიყვარულოოო❤❤❤❤

 



№23 √ სტუმარი ™ მკციბქრი

Shemdegi tavi rodis iqneba? :-)

 



№24  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მკციბქრი
Shemdegi tavi rodis iqneba? :-)

მაგ კითხვაზე ზუსტი პასუხი არასდორს არ მაქვს relaxed არ ვიცი ზუსტად ბოლოა და ცოტა დაფიქრება ჭირდება მიფუჩეჩება რომ არ გამომივიდეს heart_eyes kissing_heart

 



№25  offline √ ადმინი ™' ლორელაი

გეფიცები გიჟი ხარ! გემრიელი გიჟი.
ვიცოდი რომ დების ურტიერტობას რამენაირად დაალაგებდი. თეაზე არ ვბრაზობ, უბრალოდ მას უნდოდა ეგრძნო კაცი რომელიც აგიჟებდა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ მასტან ვერ იქნებოდა. ამიტომაც არ გავამტყუნებ მას, სურვილები, ხომ ხშირად ჩვენს თავზე ძლიერია.
ახლა ვინმემ რომ დაწეროს ეს ელზა ვერ არის რას უშვრება ამ კაცსო, შეიძლება გამეწეწვინოს

ძალიან ნიჭიერი და უსაზღვრო ფანტაზიის პატრონი ხარ.
--------------------
თათა

 



№26  offline √ წევრი ™ სიDონეა

დანიელ მეხდაცემულ-მატარებელგადავლილი:დდ საოცარი წყვილია♡♡ჰა ახლა გაახსენე წარსული თორემ დავიტანჯეთ მე და ელზა ლოდინით:დდ ლუკა საუკეთესო მყავს♡ ემა პირველია ვიზეც არ ვეჭვიანობ:დდ თინა და დემეტრეც აღარ მიშლიან ნერვებს:დდ ეს თეა და თავისი ქმარი გაათრიეთ:დდ და კიდე:დდ ნიკანორი მყავს საოცრება:დდ♡
--------------------
M.G

 



№27  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ლორელაი
გეფიცები გიჟი ხარ! გემრიელი გიჟი.
ვიცოდი რომ დების ურტიერტობას რამენაირად დაალაგებდი. თეაზე არ ვბრაზობ, უბრალოდ მას უნდოდა ეგრძნო კაცი რომელიც აგიჟებდა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ მასტან ვერ იქნებოდა. ამიტომაც არ გავამტყუნებ მას, სურვილები, ხომ ხშირად ჩვენს თავზე ძლიერია.
ახლა ვინმემ რომ დაწეროს ეს ელზა ვერ არის რას უშვრება ამ კაცსო, შეიძლება გამეწეწვინოს

ძალიან ნიჭიერი და უსაზღვრო ფანტაზიის პატრონი ხარ.

ვაიმე რა კარგი ხარ ნეტავ იცოდე heart_eyes kissing_heart აი,ყველაზე მეტად ეგ მიხარია რომ ზუსტად იგებ ყველაფერს და ზუსტად იცი რა რის გამო კეთდება heart_eyes
უღრმესი მადლობა შენ ამისთვის და ამ საოცარი სიტყვებისთვის heart_eyes kissing_heart

სიDონეა
დანიელ მეხდაცემულ-მატარებელგადავლილი:დდ საოცარი წყვილია♡♡ჰა ახლა გაახსენე წარსული თორემ დავიტანჯეთ მე და ელზა ლოდინით:დდ ლუკა საუკეთესო მყავს♡ ემა პირველია ვიზეც არ ვეჭვიანობ:დდ თინა და დემეტრეც აღარ მიშლიან ნერვებს:დდ ეს თეა და თავისი ქმარი გაათრიეთ:დდ და კიდე:დდ ნიკანორი მყავს საოცრება:დდ♡

შენც დაიტანჯე მეც დავიტანჯე და ტრიფონაც joy ვილოცებ რომ გაახსენდეს თუ არადა მისი სულისთვის მაინც ვილოცებ joy innocent ამ ნიკანოსრ ყველგან როგორ აკვეხებ მოკლედ joy heart_eyes

 



№28  offline √ წევრი ™ kethrine

მარგარეტ... მე მაინტერესებს მომდევნო თავს როდის დადებ? smile იცი როგორი კარგი ხარ? ნწ არ გეტყვი...

კაი გეტყვი... ჯადოსნურად ტკბილი, მისტიური ენერგიით მიმზიდველი და ... და კიდო... სიტყვები რომ არ მყოფნის მასეთი. სამი თავი წავიკითხე ერთად (არ მეცალა მანამდე) ხოდა არ მეყო... თან ისეთ მომენტზე გააჩერე და ისეთი კომენტარი გაუკეთე რომ...
გელი გელი მოგელიიიი
--------------------
ძნელი ის კი არაა, როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის, როცა თქმის შანსი აღარ გაქვს.

 



№29  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

kethrine
მარგარეტ... მე მაინტერესებს მომდევნო თავს როდის დადებ? smile იცი როგორი კარგი ხარ? ნწ არ გეტყვი...

კაი გეტყვი... ჯადოსნურად ტკბილი, მისტიური ენერგიით მიმზიდველი და ... და კიდო... სიტყვები რომ არ მყოფნის მასეთი. სამი თავი წავიკითხე ერთად (არ მეცალა მანამდე) ხოდა არ მეყო... თან ისეთ მომენტზე გააჩერე და ისეთი კომენტარი გაუკეთე რომ...
გელი გელი მოგელიიიი

უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ჩემო საყვარელოო❤❤❤გავანათე და გავბრწყინდი :დდდდდ ❤❤ მომდევნო თავი სუტად არ ვიცი როდის იქნება :(( შეიძლება ზეგ დავდო თუ მოვახერხე :***

 



№30  offline √ აქტიური მკითხველი ™ ლუნი.

აი არ ვიცი რა ვთქვააააა
არ მიყვარს დიდად ეს მაგია და ამბები, მაგრამ მგონი ეს ისტორია ნელ-ნელა მაყვარებს.
ვგიჟდები ელზაზე.
ძირითადად მისნაირ გოგონებზე.
რო არ ინაზებიან და იმას აღწევენ რაც უნდათ.
იმდენი კითხვა მაქვს....
ერთი უეჭველი ვიცი რო ეს გვრიტები რაღაც სამეფოს ან მსგავსის მეფე-დედოფალი იყვნენ.
შემდეგ რაღაც მოხდა და ელზა იძულებული იყო დანიელისთვის ყველაფერი დაევიწყებინა და ამ უბადრუკ სამყაროში გამოეგდო.
ეხა კიდე კუდში დასდევს რო გაიხსენოს.
ვკვდები ისე მაინტერესებს რა მოხდა მათ შორრის.
დანიელზე ხო ვაბშე ვაფრენ.
თვითონ ამ სახელზე არ ვიცი, ვიღაც დარეხვილიც რო გამოჩნდეს და თქვას დანიელი მქვიაო წამსვე შემიყვარდება.
დეიდაშვილი მყავს დანიელი, სულ ვჩხუბობთ, ნერვებს მიშლის და მარტო ამ სახელის გამო ვიტან joy
თვითონ დანიელზე არ ვიცი რა ვთქვა.
ყველაზე სექსი ტიპია რა ისტორიებიც კი წამიკითხავს ყველადან.
ეს დეიმონი ხო ვაბშე არ მევასება და მომკალით.
დანიელი მირჩევნია heart_eyes
ამათ წყვილზე ვაბოდებ
უნდა გაიხსენოს და ვსო
კი გაიხსენებს გაჭ....ტვას თუ გადაურჩა :დ
ემა და ლუკა ყველაზე ყყველაზე საყვარელი წყვილია.
ვიდეო ნანახი გაქვს, ორი პატარა ბავშვი 1 წლამდე ერთმანეთს რო კოცნის. გოგო აკკოცებს ბიჭს, ბიჭი იყებს ფუ ფუო-ს ძახილს. მერე თვითონ აკოცებს გოგოს და გოგო იწყებს და ასე გრძელდება 5 წუთი.
ემას და ლუკას მონაკვეთებს რო ვკითხულობდი სულ ეს ბავშვები მახსენდებოდა მათი ჩემდამი განწყობის გამო.
მაგრად ვბალეიშიკობ ამ წყვილს joy
თინა და დემეტრე...
თინა არ მევასებოდა სასტიკად
აი თმებით რო ეთრია ვინმეს ხო რო მენახე გაგჭ....ტდი ისე ჩაგეხუტებოდი.
დემეტრე ხო მეცოდებოდა და მეცოდებოდა ამ უტვინო გოგოს გადამკიდე.
მე9 თავმა ხო ვაბშე შეცვალა მისდამი ჩემი განწყობა.
უფრო რეალურად დავინახე და მისი თვალით დავინახე სიტუაცია და ცოტა არ იყოს შემეცოდა
ბათ დემეტრე ყავს გვერდით რა ენაღვლება disappointed
ვგიჟდები ამ ბიჭზე
რატო ასე ძაან არ ვიცი.. ბათ მაინც ვგიჟდები.
რაც თეოს(მგონისწორადმახსოვსსახელი) და მიშოს შეეხება რავიცი..
ბოდიში და დებილია ამხელა ქალი?
ტიპი თავზე ევლება, მაგას არ უღალატია მისთვის და არ მოუტყუებია(ისტორიიდანავიღეფრაზა) და კიდე ამდენს მატრაკვეცობს ეს ატეხილი ქალი? rage მიშო მეცოდება პროსტა. თორე თეო კია მაგარი მისაბეგვი.
უნდა ურტყა ის ვისკის ბოთლი და დანიელის გვერდით მიაბა ლიანდაგებზე.
არა კაცო არ მაწყობს!
გაუხარდება დანიელის გვერდით.
დანიელის ნაცვლად ის ტიპი უნდა მიუწვინო გვერდით შექსპირის პიესიდან როა მახინჯი ტიპი ვირის ყურებით.
ძნელად ვიპოვით ეგეთ ტიპს მარა ამძორებული ვირი რო მივუწვინოთ ეგეც მაწყობს.
კაროჩე რა იყო ბოლოს ეს კოცნა კაი რაააა
მიშოს არ ვიცი მე მაგრად გამიტყდა.
მართლა არ ველოდი
მიშოს და მისი კოცნის მერე მეგონა რო აზრზე მოვიდოდა და ტიპი ნახე...
რაც შეეხება გელაიეს და როსტომას ორივე ძაან მევასება ;დ
ორივე ბოთე ტიპია.
იმდენად უწყინარები რო მეტს ვერაფერს დავწერ მათზე.
და აი არ ვიცი რატო
ეს რობი მევასება უძალიანესადდდდდდდ
დანიელი და დემეტრე ხო მევასება და მევასება მარა ეს აი ვაბშე სხვა კუთხით.
რას ფიქრობ ლოკ, ხოარ გამირიგებდი?
--------------------
Your love is all I need to feel complete.
Lollipop :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent