შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული როგორც სასჯელი


27-07-2017, 10:31
ავტორი მი რა
ნანახია 297

სიყვარული როგორც სასჯელი

ალექსანდრე მიუახლოვდა თვალებაწყლიანებულ მოცახცახე გოგონას მისი სახე ხელებში მოიქცია და ზღვისფერ თვალებში ჩააცქერდა -მარიამ -დაიჩურჩულა მის ბაგეებთან -რომ ოცოდე როგორ მიყვარხარ -მარიამმა თავი დახარა გადმოდენილი ცრემლების დასამალად, ალექსანდეს გაეღიმა თავი ააწევინა და კოცნით ამოუშრო ცრემლები, მოულოდნელად ხელში აიტაცა სიცივისგან აკანკალებული გოგონა და დაატრიალა, მარიამმა შეკივდა მოულოდნელობისგან და ძლიერად შემოხვია მკლავები კისერზე. ვიკას სტუმრობამ გაახარა თამაზი და ღიმილიანი სახით გავიდა პაემნის ოთახში, ცოლი გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა, როგორც წესი ვიკაც არ იშურებდა სითბოს და სიყვარულს ქმრისთვის მაგრამ ამჯერად ცივი და გულგრილი იყო,თამაზს არ ესიამოვნა მისი ესეთი საქციელი და უმალ წარბები შეიკრა -რამე მოხდა ვიკა? -ჰკითხა როგორცკი დასხდნენ -მარიამი ალექსანდრემ წაიყვანა -მიახალა ქმარს -შენ რა გაგიჟდი? -იღრიალა გაცოფებულმა თამაზმა -ხომ გითხარი მარიამს მიხედე და იმ ნაძირალას არ გააკარო მეთქი -დაიღრიალა ისევ ფეხზე წამოვარდა და მაგიდას ხელები ისეთი სიძლიერით დაარტყა სკამზე შეხტა ვიკა -მოვარდა და წაათრია მე რაუნდა მექნა? არიცი რა ველურია? წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი? -ვიკამ თავი იმართლა გააჩუმა გაცოფებული ქმარიც -ჯანდაბა -ისევ დაარტყა ხელები მაგიდას გამწარებულმა,ცოტახანს იდგა მერე სკამზე დაებერტყა -მე გავაფრთხილე მარიამი ახლოს აღარ გაკარებოდა იმ ცხოველს და მაინც არ მოეშვა,მე რა შემეძლო? არიცი რა ჯიუტია? ჩემი სიტყვები უკუღმა ესმის ხოიცი არა? -თამაზს მოეშხამა მთელი სხეული იმის მიუხედავად რომ ყოველთვის ვიკას მხარეს იჭერდა შვილი სიგიჟემდე უყვარდა, ყველასა და ყველაფერზე მეტად ყოველთვის. ღალატი აი რას არ აპატიებდა ალექსანდრე ავალიანი არავის არასოდეს, მისთვის ღალატს არავითარი ახსნა განმარტება და გამართლება არ ჰქონდა. ის ყველას ერთნაირად დაუნდობლად უსწორდებოდა ღალატისთვის. ვაკომ ჯიშკარიანის კვალს მიაგნო და ყველა ფეხზე დააყენა მალევე მიიღო შედეგიც იპოვეს და ვაკოს დავალებით საწყობში წაიყვანეს. ალექსანდრე და მარიამი წყნეთში იყვნენ მის აგარაკზე როცა ვაკომ დაურეკა და უთხრა ვიპოვეთო, ალექსანდრეს ჩაეცინა და უთხრა რომ მალე მივიდოდა. მარიამი ფანჯარასთან იდგა ალექსანდრეს თბილი სპორტული ზედა ეცვა -უნდა წავიდე - მიუახლოვდა ზურგით მდგომ გოგონას -სად? - ჰკითხა უემოციოთ და მისკენ მიტრიალდა ახედა და მზერა გაუსწორა -საქმეზე - მოკლეთ მოუჭრა და მზერა აარიდა თითები მის ოქროსფერ თმას ჩამოაყოლა და მიბრუნდა -თუ წახვალ მეც წავალ - მარიამის სიტყვებმა ადგილზე გაყინა ალექსანდრე ავალიანი, გული შეეკუმშა და სისხლი გაეყინა ძარღვებში ერთ წამს ასე იდგა თავზარდაცემული მერე ძალა მოიკრიბა აზრები დაალაგა და ისე რომ არ მიუხედია ცივად უთხრა -ვერ წახვალ, უფლებას არ მიგცემ!- ბოლო ორი სიტყვა მკაფიოთ და დამარცვლით წარმოსთქვა. -დარჩი და შეეშვი ამ სიბინძურეს და გეფიცები არასოდეს მიგატოვებ -ხმა გაებზარა გოგონას. -მარიამ არა გინდა ნუ მაიძულებ - ხმა ჩაუწყდა ალექსანდრეს -ნუ მაიხულებ ისეთივე ვიყო შენთან როგორიც სინამდვილეში ვარ უფლება მომეცი მიყვარდე და ვიზრუნო შენზე. მე ამ სიბინძურეში ისე ღრმად ვარ ჩაფლული რომ ამოსვლაზე ფიქრიც კი სისულელეა, და შენ ეს კარგად იცი უკვე, მე ვცადე - მარიამისკენ მიტრიალდა -თავი დამეხწია მაგრამ გვიანი იყო უკვე ამიტომაც ჩემი ადგილი დავიმკვიდრე იმ სიბინძურეში რომ არ ჩავმხრჩვალიყავი წუმპეში. ახლა ფიქრი და სურვილიცკი ზედმეტია მე იმ სამყაროს ნაწილი ვარ ვარდა ვიქნები იმიტომ ვიქნები რომ სხვა სამყაროში, შენ სამყაროში ჩემი და ჩემნაირების ადგილი არაა, თქვენ ჩვენ ვერ მიგვიღებთ,ვერ გაგვიგებთ, მე მხოლოდ ჩემნაირად გაზრდილი გამიგებს - მარიამს მიუახლოვდა ნიკაპზე ხელი უხეშად წაავლო და თავი ააწევინა -ის გამიგებს ვისაც მთელი ბავშვობა ფეხშიშველს ურბენია, ვისაც საჭმელი ნაგვის ურნაში უძებნია, ვინც ქამრით სისხლის ღვრამდე უცემიათ - მარიამაა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ცრემლები მოაწვა ,ალექსანდრეს არასოდეს დაუმალავს მისთვის რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ბავშვთასახლიდან გაიქცა რადგან იქ უმოწყალოდ აცემდნენ და ქუჩაში გაიზარდა,მაგრამ ამ ყველაფერს გულგრილად ყვებოდა მარიამმა მხოლოდ ახლა იგრძნო თუ რამხელა დაღი დაასვა ალექსანდრეს ფსიქიკას და აზროვნებას მძიმე ბავშვობამ, ახლა იგრხნო მისი მოუშუშებელი იარების ტკივილი,ახლა გააცნობიერა რომ ალექსანდრე ისევ იქ იყო დარჩენილი ისევ ის ღარიბი ყველასაგან მიტოვებული მშიერი და გულმიკლული პატარა ბიჭი იყო რომწლმაც შეიძულა ადამიანები მათი გულგრილიბისა და სისასტიკის გამო. - ალექსანდრე გთხოვ...- ხმა ჩაუწყდა მარიამს -მარიამ არ გინდა, ხომიცი რომ ახლა უკვე აღარ გაგიშვებ, შენ ჩემი ხარ მხოლოდ ჩემი და სამუდამოდ ჩემი იქნები, თუ წასვლას ეცდები არ გაგიშვებ, თუ გაიქცევი მაინც მოგძებნი...გთხოვ არმინდა გული გატკინო ,ისეთი მიმიღე როგორიც ვარ, ხომ შემიყვარე ასეთი?ხოდა ახლა ასეთივე მიმიღე, ახლა უნდა წავიდე - ალექსანდრე მარიამს მოშორდა -კარი ღია იქნება არჩევანი შენზეა - უთხრა უკანმოუხედავად და კართან მივიდა ტყავის ქურთუკს დაწვდა აიტაცა ხელში და გარეთ გავარდა. მარიამი კედელს მიეყრდნი და ჩაცურდა ცრემლები ახრჩობდა მაგრამ ვეღარ ახერხებდა ტირილს ძალა აღარ ჰქონდა, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, ალექსანდრე უყვარდა მაგრამ მისი ეშინოდა, მისი იდუმალება მისი საშინელი საქმიანობა დაუნდობელი ხასიათი, მისი სიამაყე,მისი სიჯიუტე, ეს ყველაფერი აძრწუნებდა იმისმიუხედავად რომ გაგიჟებით უყვარდა. არჩევანი შენზეაო უთხრა მაგრამ ჰქონდა კი არჩევანის საშვალება? თუ წავიდოდა ალექსანდრე მაინც არ დაანებებდა თავს,მეტიც ვინიცის რას ჩაიდენდა, ალბათ არსოდეს აპატიებდა და სამაგიეროსაც გადაუხდიდა, სიყვარული მისთვის პირველ ადგილზე არასოდეს იდგა და ეს კარგად იცოდა მარიამმა. თუ დარჩებოდა რა ელოდა? არაფერი კარგი გარდა იმისა რომ ალექსანდრეს აჩრდილის შიში მაინც არ ექნებოდა,არც მისი შურისძიების შეეშინდებოდა.
-ჯიშკარიანი მოიყვანე - უბრძანა გაგას ალექსანდრემ და საწყობის ცენტრში დადგმულ სკამზე ჩამოჯდა და წინ დადგმულ სკამს მიაჩერსა ზიზღით. ძირს დაგდებული ხელებშეკრული ჯიშკარიანი გაათრიეს თვალებახვეული და სკამზე დასვეს, სახვევი მოხსნეს და უკან გადგნე. ჯიშკარიანი ალექსანდრეს უსიცოცხლო არაფრისმთქმელ თავალებში მიაჩერდა და ჩაეცინა, ზიზღით გადმოაფურთხა და თვალები დახუჭაскачать dle 11.3

 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent