შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვრამდე #8


28-07-2017, 01:57
ავტორი elle...
ნანახია 1 724

ზღვრამდე #8

***
იცი?
ზოგჯერ ვფიქრობ და მგონია, აღარ გიყვარვარ.
მგონია, საერთოდ აღარაფერს გრძნობ ჩემს მიმართ. ეჭვები მთლიან სხეულს მიღრნის, მინგრევს. დილით გაღვიძებული მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ასე არ იყოს, მაშინ როგორ შეგიძლია წამითაც არ შემეხო? როგორ შეგიძლია არ მკითხო როგორ ვარ და არა, როგორ არის? როგორ შეგიძლია ამდენად დაივიწყო, რომ მე მხოლოდ ჭურჭელი არ ვარ, რომელიც შენს ნაწილს ატარებს. როგორ შეგიძლია დაივიწყო, როგორ გიყვარდი, როგორ გენატრებოდი, როგორ მკოცნიდი, როგორ მეფერებოდი.
ჭკუიდან გადავყავარ ამაზე ფიქრებს. რადიკალური ცვლილებები მანგრევს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ყველაფერი ჩემი ბრალია. ვიცი. შენც ხომ იცი, რომ ვიცი.
ცვლილებებს ვერ ვიტან, ასეთი კი მძულს.
მე არ ვიცი როგორ შეიძლება თენდებდეს დილა და ეს არ იყოს ჩვენი.
არც ის ვიცი, როგორ შეიძლება ღამით მარტოს მეძინოს.
არა, შენ ხარ ჩემ გვერდით, მხოლოდ სხეულით. მხოლოდ შენი სუნთქვის რიტმით ვხვდები, რომ ხარ, დანარჩენი ნაწილით უკვე აღარ მეკუთვნი. არ მაძლევ უფლებას მოგეკარო.
მხოლოდ იმაზე მეფიქრება, რომ დღე არ არსებობდეს. არ შეიძლება ამოიშალოს? ჩვენი ცხოვრებიდან ამოიხიოს? აი ისე, როგორც რვეულიდან არასასურველი ფურცლის ამოხევისას როგორც ვიქცევით. თითებში დავჭმუჭნოთ და დავწვათ. არ შეიძლება?
აბა, ასე შეიძლება?
ამდენად ახლოს იყო და მაინც ასე შორს?
არადა, გუშინ ისე მინდოდა ფორთოხლის წვენი. საშინლად. შენ გეძინა, როგორც ყოველთვის, ჩემგან ზურგშექცევით. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. სავსე იყო მაცივარი, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. ლამის ამეტირა, ისე მინდოდა. ისიც ვიფიქრე, გავალ და ვიყიდი-მეთქი, მაგრამ ღამის შემეშინდა. აწყლიანებული თვალებით დავბრუნდი საძინებელში და იმ ღამით ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე.
არაფერი იყო ისე, როგორც ნორმალურ ოჯახში შეიძლება იყოს.
მეორე დილით მაცივარში დიდი ჭურჭელი იდგა, ყვითელი სითხით.
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არ მეუბნები, არც მე, შენ მაინც ხვდები რა დროს რა არის საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამას ჩემთვის არ აკეთებ,
მე მაინც,
მხოლოდ ამ დროს ვხვდები, რომ ჯერ ისევ არსებობს რაღაც.

მენატრები.

***
ჩაშლილი ქორწილის მთავარი გმირები იყვნენ. ისე კიარა, დაშორებული წყვილი, პირიქით. ბერომ რომ წელზე ორი გამხდარი ხელი იგრძნო, მაშინვე დაიწყო ფიქრი, რომელ მამაოს შეიძლებოდა ჯვარი დაეწერა ისე, რომ ჯერ თორმეტი საათი არ გამხდარიყო. უნდოდა ზუსტად იმ დღეს ყოფილიყო ყველაფერი, მართალია შეცვლილი, მაგრამ მაინც ყოფილიყო.
-მეც მიყვარხარ, ყველა მიზეზის გარეშე.-ხმადაბლა უთხრა ელიმ და ჩაეხუტა.-მაპატიე.
-ცოლად გამომყვები, პატარა ელი?-გაეცინა.-ვერ ვიფიქრებდი ამას ორჯერ თუ ვიტყოდი, თან ორივეჯერ ერთიდაიგივე ქალთან.
-კიდევ კარგი ორივე შემთხვევაში მე ვიყავი და ვარ.-ელიც იცინოდა.
სიცილი ჯერ ბედნიერ წუთებს, ბედნიერი წუთები საათებს, საათები დღეებს, დღეები წლებს და წლები სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
სადღაც დედამიწაზე, რუკაზე რომ ძლივს ჩანს, იმ ქვეყანაში, ერთ-ერთ პატარა დასახლებაში ყველაზე დიდ ბედნიერებას განიცდიდნენ. ისეთს, მთელი მსოფლიოს ყველა სიხარულს რომ ერთიანად იტევს.
სისულელეა ეს ვინმეს არ სჯეროდეს.
სისულელეა იფიქრო, რომ ეს გადაზედმეტებულია.
სისულელეა ფიქრობდე, რომ სადაც სიყვარულია, იქ რაღაც შეიძლება გადაჭარბებულად ითქვას.
იმ დროს ბეროსა და ელის ბედნიერება იტევდა ყველაფერ დადებითს, ყველა გრძნობას ერთიანად. დაშორების შემდეგ აღდგენა ხომ უფრო მეტად გრძნობიერია, ხომ უფრო მეტად ემოციურია. ასე იყო მათ შემთხვევაშიც.
-ბიჭო, ნიკუშ. ანკას გაუარე და კოჯორში ჩამოდით რა. ათი საათია ახლა და ზუსტად ნახევარ საათში აქ იყავი.
-რა ხდება, ე?
-ჩაშლილი ქორწილი უნდა აღვადგინო, შე*ემა.-სიცილით ეუბნებოდა და ხმამაღალზე ჩართულ ტელეფონში მამაოს ნომერს ეძებდა.-ანკას უთხარი, ელისგან მივიდეს და კაბა წამოიღოს, რა.
-ბიჭო, სერიოზულად?-ისევ გაეცინა ნიკუშას აჟიტირებულ ხმაზე.
-ჰო, ჰო. გელოდები. წავედი, ჯვრისწერის საქმე უნდა მოვაგვარო.
-არანორმალური ხარ. ვის გაუგია ამ დროს ჯვრისწერა, ან რომელი მამაო დაგვთანხმდება, ბერო?
-აზრზე არ ხარ, რა. ასეთს აქვს მუღამი.
ელის სადედოფლო კაბა სულ ძალით ჩააცვა, სხვა თუ არაფერი, ეს მაინც იყოს ნორმაშიო. სულ თავისი ხელით გამოაწყო, თმები გაუშალა, მერე დავარცხნა, მოშიშვლებულ მხრებზე ჩამოუყარა და წინ დაუდგა. რამდენიმე წუთი ჩუმად უყურებდა, თმის ღერიდან ბოლომდე ათვალიერებდა და ოდნავ შესამჩნევად უღიმოდა. მერე თითები მისი სახისკენ წაიღო და ბუნებრივ ყველაფრისგან დაცლილ სახეზე მოეფერა, თბილად, ნაზად. სახე ხელებით დაუჭირა და ცხვირზე აკოცა.
-შენს თავს ვფიცავარ, ყველაზე ლამაზი გოგო ხარ, ასე.
-ყველაზე არანორმალური დედოფალი უფრო.-გაეცინა ელის და მხარზე აკოცა. გიჟდებოდა ამას რომ აკეთებდა, ერთიც და მეორეც.
ზუსტად ორმოც წუთში უკვე ტაძარში იყვნენ. მომღიმარ მამაოს ღიმილით უყურებდნენ, ბერო რაღაცას ხელებით უხსნიდა და თან იცინოდა.
საოცარი დასანახი იყო. ვისთვის ჩვეულებრივი, მაგრამ ელი თვალს ვერ აშორებდა. საოცრად იხდენდა თავისუფალ სტილს, ამაზე მეტად არაფერი უხდებოდა და მაშინაც, თეთრ პერანგში გამოწყობილი, იდაყვებამდე რომ აეკეცა, საყელო რომ დაუდევრად ჰქონდა და ქვემოთ, ჯინსის მუქი შარვალი რომ ეცვა, სამყაროს ყველა მამაკაცს ერჩივნა. ოდნავ მოზრდილი თმა მისი თავის ფორმაც უფრო ლამაზს ხდიდა, მამაკაცურს. იმდენად უხდებოდა მის მამაკაცურ სახეს შავი თვალ-წარბი, რომ სულ ეგონა მზერას ვერ მოაშორებდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ყველაზე განსხვავებული იყო მისთვის. მზერა უფრო შესამჩნევი გაუხდა, ბერო ხელით რომ ანიშნა მასთან მისულიყო.
-აი, მამაო. ეს არის ჩემი ელი.-ხელი გადახვია და თავზე აკოცა.-პატარა ელი.-ბოლოს სიცილით დააყოლა. ელი მორცხვად უღიმოდა მის წინ მდგომ, შავებში გამოწყობილ კაცს, ხელი რომ თმებზე ჩამოუსვა და უფრო ფართოდ გაუღიმა.
-დავიწყოთ?
თითქოს ერთი სიტყვა, არაფერი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც, ყველაფრის საწყისი.
საწყისი ბედნიერების, სიყვარულის,
უბედურების, ტკივილის,
ყველაფრის ერთიანად.
თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბედნიერება გვქონდა, ელისა და ბეროს ბედნიერება.
ბეროსი და ბეროს პატარა ელის.
თითზე ბეჭდები რომ გაიეკთეს, ორივემ ერთდროულად იგრძნო რაღაც სიმძიმე და სიმსუბუქე ერთიანად. ბედნიერება მთლიანად მოედოთ თითებიდან მთელ სხეულში და ერთმანეთს გამაგიჟებლად დიდი სიყვარულით უყურებდნენ. მერე ბერომ ნაზად მოხვია ხელი და ჩაიხუტა, ცალი ხელით. მარჯვენა ხელზე კი ბეჭედს უყურებდა და ეღიმებოდა.
-ჩემი ცოლი.-თითებით სახეზე ეფერებოდა.
-ჩემი ქმარი.-ელიმაც იმავე ინტონაციით უთხრა და ხელებზე თითებით ჩაეჭიდა.
ტაძრიდან რომ გამოვიდნენ, მაშინვე მანქანებში ჩასხდნენ.
-ახლა სად?
-ჯერ ჩვენებს დავურეკოთ.-სიცილით უთხრა ბერომ და ელის მსგავსად, მამამისის ნომერი აკრიფა. მერე ერთდროუალდ უთხრეს:
-მა, გავთხოვდი!
-მამა, ცოლი მოვიყვანე!
-მითხარი, რომ ელია!
-მითხარი, რომ ბეროა!
ორივეს ერთდროულად, ხმამაღლა გაეცინათ მშობლების ერთნაირ რეაქციებზე.
მერე დახურულ რესტორანში წავიდნენ.
-კარს არ გაგვიღებენ. დღეს მთელი დღეა ჩვენ გველოდებიან. ჯავშანი მაინც მოგვეხსნა.
-კარგი რა, ელი. ვიცოდი, რომ მაინც ასეთი ბოლო ექნებოდა ამ დღეს და ტყულად რატომ უნდა მეწვალა?
იქამდე არ შეუშვეს, სანამ ბერო მენეჯერს არ დაელაპარაკა. სახელიდ ა გვარი რომ უხსენა, ყველა ღიმილით გაეცალა და დარბაზი დაუთმეს. სულ რამდენიმე იყვნენ, სულ ექვსნი, როცა ეს დღე სამას კაცზე ჰქონდათ გათვლილი.
-იტოკში, მე დავიწყებ, რა.-კოსტა ფეხზე წამოდგა და ჭიქა ხელში დაიკავა.-ამ გამოსვლებს ვერ ვიტან, მაგრამ ისეც არ შემიძლია ამაზე არ ვილაპარაკო.
-მიდი, კოსტა. შენს გვერდით ვარ.-მაგიდის მეორე მხრიდან უსტვენდა უკვე საკმაოდ მთვრალი ნიკუშა და იცინოდა.
-როგორ აგიხსნათ, მგონია, რომ არც იხსნება. რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, მას შემდეგ მახსოვს ბეროც და ნიკუშაც. დღე რომ არ არსებობს, ცალ-ცალკე რომ გაგვეტარებინოს, ეგეთი ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის. თამამად შემეძლო მეთქვა, ახლაც ვიტყვი და მერეც, ეს ორი არის ჩემი ოჯახი. ყველაზე პატარა, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი. ამათ გარეშე ვერცერთი ვერ წარმომიდგენია იმ მარტივი მიზეზის, გამო რომ სრ შეიძლება უბრალოდ ასე იყოს. ცუდი დრო გვქონდა, კარგი, ბედნიერი თუ როგორიც, ორივე ჩემს გვერდით მახსოვს. იცით როგორი თემაა? თამამად რომ შეგიძლია ადამიანს დაეყრდნო. მეგობარს რომ ვერ უწოდებ, იმდენად დიდია შენთვის და ეს სიტყვაც ისე გეცოტავება. გოგოებმა რომ იცით, ჩემი სიცოცხლეაო,-აქ გაეცინა.-ეგრე ვარ. ჩემი სიცოცხლეები არიან და უკვე ხართ თქვენც. ამ დღეს ბეროზე მეტად თუარა, ნაკლებად ბედნიერი არცერთ ვარიანტში არ ვარ და ზუსტად ვიცი ნიკუშაც ასეა. მაგრად მიხარია, ელი, ბეროს გვერდით შენ რომ ხარ. ასე ერთად ბედნიერებს რომ გიყურებთ, სურვილი მიჩნდება, სულ ასე იყოს. ბერო, ძმა ხარ ჩემი და მაგრად მიყვარხარ. ელი, შენ არ ვიცი. ყველაზე გულწრფელი, ნაზი, ლამაზი ბავშვი ხარ.-აქაც გაეცინა.-მაგარი გოგო ხარ, მოკლედ და თქვენი ბედნიერება მაგრად მიხარია, რა.
ღიმილიანი სახით უყურებდა ბერო.
-ძმა ხარ, კოსტა.-ბედნიერმა უთხრა და წითელი სითხით სავსე ჭიქა გამოცალა.
-ე, სიძის მხარე გვჯობნის, მარიამ?-სიცილით წამოდგა ანკა და ჭიქა აიღო.-ახლა მე უნდა ვთქვა. ბავშვობიდან მახსოვს ძალიან ლამაზი, შავგრემანი, გრძელთმიანი გოგო ეზოში, საოცრად ლამაზი, თხელი ტანი რომ ჰქონდა. ბიჭების კიარა, გოგოების მზერაც მისკენ იყო მიმართული. აი, ისეთი იყო ყოველთვის, ყველასგან რომ გამოარჩევ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არც არის განსხვავებული. ისეთი გოგოა ელი, ყველაფერს თავისებურად რომ აღიქვამს და აკეთებს. მერე ეს ისე უხდება, შანსი არაა ვინმე არ მოხიბლოს. მაგალითი აქ გვიზიხარ, ბერო. ბანალურად რომ ვთქვა, არ ვიცი რა მეშველებოდა მის გარეშე, მარიამის გარეშე. ვერც მე ვუწოდებ ამათ მეგობარს, ბევრად მეტია ჩემთვის და ვართ ერთმანეთისთვის. ახლა მეც მიხარია ასეთი ბედნიერი რომ არის. ყველა ვარიანტში იმსახურებდა და კიდევ უფრო მიხარია, მის გვერდით ბერომ რომ ზის. ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ. ისეთს, ბევრი წლის შემდეგ ყველაზე სასიამოვნოდ რომ გაგახსენდებათ და იტყვით, ამისთვის ღირდა მთელი ჩემი ცხოვრებაო. ბედნიერი ვარ თქვენით, ძალიან. ყველათი საერთოდ, ვინებიც აქ სხედხართ და როგორც კოსტამ თქვა, ჩემი ოჯახი ხართ. უკვე ამხელა, მაგრამ ყველაზე ნაღდი და გულწრფელი.
ბეროს მხარზე ჩახუტებული ელი პატარა ბავშვივით ტიროდა. ბედნიერების ცრემლები ყველაზე გულწრფელად ეღვრებოდა სახეზე და ბერო სასაცილოდ უმშრალებდა.
-კიდევ კარგი მაკიაჟი არ გაქვს, თორემ მთელ პერანგს დამისვრიდი, ელი.-სიცილით ეუბნებოდა და მისი ცრემლებისგან სველ პერანგს ხელს უსვამდა.
-ნახე, როგორი კარგები არიან, ბერო.-ქვემოდან ახედა აწყლიანებული თვალებით.
მერამდენედ.
მერამდენედ მოეჩვენა ყველაზე ლამაზ ამქვეყნად.
ჯერ პირველი შეხვედრისას. სიბნელეში, მაგრამ დაეფიცება დაინახა. გამორიცხული იყო ასეთი სახე სიბნელეს დაეკარგა. მერე რომ თავისი ტელეფონი გატყდა, იმ დღეს. დღის სინათლეზე უფრო მეტად გამოჩნდა ულამაზესი ნაკვთები. არც მაშინ წარმოედგინა მასზე ლამაზი ვინმე პირველი შეხვედრისას... მეორე... მესამე...
იმ დღეს რომ უყურებდა თეთრ კაბაში გამოწყობილს, ხელები უკანკალებდა ისე უნდა შეხებოდა, ძალიან ბევრი ეკოცნა, მოფერებოდა და მაშინაც, აწყლიანებული თვალებით ქვემოდან რომ უყურებდა, ყველაზე ბავშვური, უპრეტენზიო, ნაზი გამოხედვით.
-იცი ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
-რა?
-დაისი უნდა ვიცეკვოთ.-ღიმილით უთხრა ბერომ და ფეხზე წამოდგა.
საოცრად გაუკვირდა ელის, როგორ ახსოვდაო და თან, ბერო, ამ ფორმაში და დაისი... ზედმეტად პარადოქსი მოეჩვენა. გაკვირვებული სახით გაჰყვა სცენისკენ, იქამდე ეგონა ეხუმრებოდა, სანამ მოძრაობა არ დაიწყო, ნაზ მელოდიას აყოლილმა. ჯერ გაეღიმა, მერე გაეცინა და მასთან მიახლოებულს ხელებგაშლილი გაჰყვა.
დაეფიცება, ამხელა ემოცია არცერთი ცეკვისგან არ მიუღია. სად არ ყოფილა, სად არ უცეკვია, ვისთან ერთად არ, მაგრამ ასეთი არცერთი ყოფილა. თვალებს ვერ აშორებდა მხრებში გამართულ, ხელებგაშლილ ბეროს, საოცრად ომ უხდებოდა ქართული მოძრაობები. ყველაზე სუფთა, ნაზი მოძრაობების ჰყვებოდნენ ერთმანეთს და ელის მაინც ეგონა, რომ უდიდესი ვნება იყო მათ შორის. მიუხედავად მოზომილი, ფრთხილი, მორცხვი მოძრაობებისა, მაინც იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ უდიდესი ლტოლვა. გაბრწყინებული, ანთებული თვალებით უყურებდა ბეროს, მზერით რომ წვავდა და ერთიანად იპყრობდა. მელოდიის დასრულებისას ისე ძლიერად ჩაეხუტა, ხელები ეტკინა.
-ამაზე მაგარი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია, შენს თავს ვფიცავარ. ძალიან დიდი მადლობა!-აჟიტირებული ეუბნებოდა და თვალებში უყურებდა.
-აე,-ხმამაღლა უსტვენდა ნიკუშა.-საღოლ, ძმები ხართ! ბერო, ჩერტკოევი ხარ ჩემს თვალში, ძმაო!
-შე გაუნათლებელო, ეგ ქართულს ცეკვავდა?-მის მხარს ეყრდნობოდა მთვრალი კოსტა და სასაცილოდ აძლევდა შენიშვნას.
-რა მნიშვნელობა აქვს?! მოცეკვავე ხომ არის, ეგ ჩემ*სა. აუ, ბერო, ჩა-ჩა-ჩა მიცეკვე რა.
-მიდი, ტო. თეძო ჩამიტეხე, ძმურად.-კოსტაც აყვა და სასაცილოდ უცინოდნენ.
-ამათი დუეტი საოცრებაა. ჩვეულებრივი მასხარები.-ხმამაღლა ეცინებოდა ელის ბიჭების სახეზე და უფრო მეტად ეკროდა ბეროს სხეულს.
სულ სხვანაირი წარმოედგინა საკუთარი ქორწილი.
როგორ მიაცილებდა მამა საკურთხეველთან, როგორ მისცემდა თავის ხელს ბეროს, ჯვრისწერა რომ სვეტიცხოველში იქნებოდა, მერე ლამაზად მორთულ დარბაზში რომ გადმოინაცვლებდნენ უამრავ ადამიანთან ერთად, ერთიანად რომ გაიზიარებდნენ თავიანთ ბედნიერებას.
საბოლოო ჯამში კი გამოვიდა ისე, რომ ჩაშლილი ქორწილის ნეფე-დედოფალი იყვნენ.
იდეაში ჩაშლილი ქორწილის, თორემ დარბაზიდან გამოსვლისას მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ამაზე მაგარ დროს ვერცერთ ვარიანტში ვერ გაატარებდა ვერავისთან. ეს ადამიანები სრულიად საკმარისნი იყვნენ იმ ბედნიერებისთვის, მთელი სიცხადით რომ გრძნობდა. მხოლოდ მშობლებზე ეფიქრებოდა, თუმცა ეს იმდენად მოგვარებადი თემა იყო, სხვა დანარჩენი ერთიანად ფარავდა.
მანქანის მართვისას ელის მარცხენა ხელი ეჭირა მარჯვენაში და ყოველ წუთში კოცნიდა. ისეთი სასიამოვნო სურნელი მოდიოდა ელის სხეულიდან, მთელ სხეულში ჟრუანტელად უვლიდა, იმდენად უნდოდა ახლა თავიანთ სახლში ყოფილიყვნენ. ვერაფრით ითმენდა არ შეხებოდა, მთლიანად არ ეგრძნო და არ გაეთავისებინა, რომ უკვე ყველა დილა გათენდებოდა ელისთან ერთად. ელი მოუმზადება საუზმეს, ელისთან ერთად გავიდოდა სახლიდან, ელისთან ერთად დაბრუნდებოდა, მასთან ერთად უყურებდა მისთის უინტერესო ფილმს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ელი მის მუხლებზე მჯდარიყო და შეძლებოდა მისი თმებიდან წამოსული სურნელით ესუნთქა. მერე საძინებელში ვახშამიც ერთად მოემზადებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს ვერ იტანდა, მაინც არ მოაკლებდა საერთ დროს ერთმანეთს და აქაც არ დატოვებდა მარტო და მერე, მთელი დღის მოვლენებისგან გადაღლილები ერთად დაიძინებდნენ. მერე ისევ თავიდან და მერე ისევ. პატარა ბიჭივით აჟრიალებდა ამის გააზრებისას და ეგონა, ამ დედამიწას არ ეკუთვნოდა. სულ სხვა სამყაროში იყო, სადაც მხოლოდ ბედნიერება არებობს და არაფერი სხვა. ბედნიერება, რომელიც სიყვარულისგანაა გამოწვეული. იმ სიყვარულისგან, რომელსაც შენთვის ძვირფასი ადამიანის მიამრთ განიცდი და ის განიცდის შენს მიმართ. მთელი შეგნებით იაზრებდა, რომ საოცრად გაუმართლა იმ დროს მის გვერდით ელი რომ იჯდა. ელი და სხვა არავინ.
მთელი გზა ისე იმგზავრეს, არაფერი უთქვამთ. სახლში შესვლისას ბერო უკნიდან ჩაეხუტა და კისერში აკოცა.
-შენ როგორც გინდა, ისე გადააკეთე ყველაფერი.
-მე ასე მინდა.-თბილად უთხრა და მისკენ მიბრუნდა.
მისთვის არ არსებობდა ბეროზე გემოვნებიანი მამაკაცი. არც რამის შეცვლას აპირებდა. ყველაფერში ხედავდა თავის მნიშვნელობას. იმ სამზარეულოს ჭიქაშიც, როგორაც იდო. სიგიჟეა ვიცი, მაგრამ მისთვის ასე იყო. ის რუხი ფერის ფარდებიც ზედმეტად შესაფერისი ეჩვენებოდა, ის მუქი ფერის პატარა მინის მაგიდაც, შავი დივნის წინ რომ იდგა. საძინებელზე ჭკუა ეკეტებოდა, იმდენად მშვიდ, წყნარ, სასიამოვნო გარემოს ქმნიდა ყველა შტრიხით. არ არსებობდა მისთვის ბეროს ისეთი მოქმედება, არჩევანი, რომლის შეცვლაც მოუნდებოდა.
-გემოვნებიანი ვარ, ხომ?-სიცილით უთხრა და ლოყაზე აკოცა.
-ჰო, არ გეტყობა?! შენს წინ რომ მე ვდგავარ, შენს საშინლად გემოვნებიან არჩევანზე არ მეტყველებს?
-ნუ მაიმუნობ!
უკანსვლით მიდიოდა ელი საძინებლისკენ და ხელებით ზურგზე კაბის შესაკრავის გახსნას ცდილობდა. ეშმაკური მზერით უყურებდა ბეროს და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ანიშნებდა, გამომყევიო. რაღაცნაირი მზერით მომზირალი ბერო საწოლზე ჩამოსვა და წინ დაუდგა. კაბა რომ მის ფეხებთან ჩაიკეცა, აშკარად დაინახა ბეროს სახის უეცარი ცვლილება, თვალების ანთება, ხელების კანკალი, სურვილისგან რომ ვერ იმორჩილებდა. ბეროს ხელები რომ იგრძნო წელზე, ერთიანად მოეშვა. ერთიანად მოეკვეთა მუხლები და მისკენ გადაიხარა. ყელზე რაღაც თბილი, რბილი რომ იგრძნო, საწოლზე გადაწვა და ზემოდან მომზირალ ბეროს გაბრუებული მზერით შეხედა.
-ვგიჟდები ისე მინდა სულ ასე მყავდე!-ჩახლეჩილი ხმით უთხრა ბერომ და ხელის მარტივი მოძრაობით გააშიშვლა. ხარბი, ვნებამორეული მზერა ააყოლა ელის მისთვის უნაკლო სხეულს და უფრო მეტად მიიზიდა. მკერდზე რომ აკოცა, იგრძნო როგორ შეთამაშდა ელის თხელი სხეული ხელებში და სულ ოდნავ გაეღიმა. ელის ხელები რომ ჩამოუყვა მის ზურგს, გააკანკალა. არასდროს არავის უმოქმედია მასზე ასე. მხოლოდ ელისთან ურთიერთობისგან გრძნობდა საოცარ სურვილს, ვნებას. ნებისმიერის გაკონტროლება შეეძლო იმ დროს. იმაზე ფიქრობდა, რომ ზედმეტი ელისთვის არცერთი მისი ქმედება არ ყოფილიყო. ტუჩებზე საოცრად ბავშვურ, რბილ, ფაფუკ კანს რომ გრძნობდა, ერთიანად ეშლებოდა ყველა გრძნობა და მხოლოდ მაშინ მშვიდდებოდა, ისიც ნახევრად, იგივე მოძრაობას რომ იმეორებდა.
ღია ფანჯრებიდან შემოსული გრილი ჰაერი ნაზად ეხებოდა ვნებისგან დაღლილ, დაცვარულ სხეულებს.
ოთახში ერთიანად ისმოდა ვნებით სავსე ხმები და ამავდროულად, ჩურჩულიც.
ღამე იყო ერთიანად დამღლელიც და მომთხოვნიც.
არ არსებობდა ზღვარი.
იმ ღამით, არცერთი წამით გრძნობდა რომელიმე, რომ რაღაც ჩარჩო არსებობდა. შეიძლებოდა რაღაც ნაწილს მიეღწიათ და ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.
მხოლოდ იმ ღამით, შეიძლებოდა ზღვარგადასულად ეფიქრათ, ეგრძნოთ, გაეკეთებინათ.
ცხოვრებისეული გამონაკლისი გამოეყენებინათ.
დილით აუცილებლად იარსებებდა ჰორიზონტი. ცხოვრების ჰორიზონტი.

***
-პირველი დილაა ჩვენი ქორწინების და ასე უნდა გეძინოს?
ხმადაბალი წუწუნი ჩაესმოდა ნახევრად მძინარე ბეროს. არაფრით ახელდა თვალებს, არად საშინლად უნდოდა გაცინებოდა.
-არა, რა. ქორწინების მერე კაცები იცვლებიანო, მართალია. შუადღეა უკვე და მე მღვიძავს, ჩემს ქმარს კიდევ სძინავს.-გაბუსხული სახით ამბობდა ელი და ბეროს მუცელზე თითებით უცნაურ ფიგურებს ხაზავდა.-რა ესიზმრება ასეთი, ამდენი ხანია რომ ვერ გავაღვიძე. ბერო...-შედარებთ ხმამაღლა დაუძახა, მაგრამ რეაქცია - 0. არაფერი ერჩივნა ახლა ელის გაბუსხული სახის დანახვას, მაგრამ საოცრად სიამოვნებდა მისი წუწუნის მოსმენა.-იმის მაგივრად თვითონ მაღვიძებდეს დილით ან კოცნით, ან ჩახუტებით, აქეთ ვცდილობ მე და მაინც არ ეღვიძება. არა, მძინარეც როგორი სიმპატიურია. იქნებ მოფერება მინდა,-თან სახეზე თითებს უსვამდა.-ან კოცნა, ან მენატრები, ხომ უნდა გაითვალი...
-გენატრები, პატარა ელი?-წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა ბეროს სხეული მის ზემოდან. სასაცილოდ გაკვირვებული სახით უყურებდა, მერე შერცხვა, ისეთები ვილაპარაკეო.-მოფერება გინდა?-სასაცილოდ „აწამებდა“ ბერო და მთელ სახეზე კოცნიდა.-როგორ მეწუწუნებოდი, ჩემო პატარა.
-გეღვიძა?-ძლივს ამოილაპარაკა.
-ჰო.
-მერე რატომ არ გამეცი ხმა?
-იმიტომ!-ისევ კოცნიდა.
-ცუდი ბიჭი ბერო!-პატარა ბავშვივით უთხრა და ხელები კისერზე შემოხვია.-ისეთი ბედნიერი ვარ, ისე მიხარია.
-მართლა?-ზემოდან დააცქერდა და საწოლს იდაყვებით დაეყრდნო.
-ჰო. ძალიან, ძალიან.
-არ ვიცი ბავშვობაში როგორი იყავი, მაგრამ ახლა სიგიჟემდე საყვარელი ხარ.
-საშინლად ცელქი ვიყავი. სახლიდან რომ მიშვებდნენ ყველა სართულზე ვიქცეოდი, ისეთი მოუხერხებელი ვიყავი. სწორ გზაზე შეიძლებოდა ისე წავქცეულიყავი, ვერავინ მიმხვდარიყო როგორ და რომ მეკითხებოდნენ, რომ ვერაფერს ვიფიქრებდი, კატამ გადამირბინათქო, ვამბობდი. არ ვიცი ცეკვა როგორ მოვახერხე. პირველად ყველას უკვირდა, ვერაფერს იზამსო. ისე დამაკომპლექსა ამან, ერთ კვირაში ფეხმოტეხილი მომიყვანეს სახლში. რა გაცინებს? ეგრე იყო. მერე გავბრაზდი, როგორ თუ დამცინიან-მეთქი და როგორც კი ექიმმა უფლება მომცა, მაშინვე სტუდიაში წავედი. მერე აღარც გამოვსულავრ იქედან. სულელი ბავშვი ვიყავი.-სიცილით დაამთავრა და ინტერესით სავსე მზერით შეხედა.-შენ?
-მე კიარა, შენ რა მაგარი ტიპი ყოფილხარ.-ბერო იცინოდა. უკვე ელის გვერდით იწვა და ბედნიერი სახით უყურებდა ისევ გაბუსხულს.
-ნუ დამცინი. ერთხელ გაჩერებულ მანქანას დავეჯახე. წარმოიდგინე, ფეხით მივდიოდი და ისე დავფრინავდი სადღაც და ისეთი ძალით შევასკდი, ხელი ვიღრძე. მანქანის პატრონი გაშტერებული იყურებოდა, შვილო, როგორ მოახერხეო.-ამის გახსენებისას მასაც გაეცინა.
-ჩემი მოუსვენარი.-სიცილით ამბობდა ბერო და გულში იკრავდა.-თაფლობის თვე სად გინდა?
მაშინვე მოშორდა ელის სხეული და საწოლზე წამოჯდა.
-რა მოხდა?-მოულოდნელი საქციელისგან გაკვირვებული უყურებდა.
-არასწორია, ბერო, ეგ. თაფლობის თვე კიარა, ცხოვრება უნდა გვქონდეს ჩვენ. არ მინდა ისე ვიყოთ, იმ ერთ თვეზე თუ ერთ კვირაზე ცოტათი მაინც ნაკლებად ბედნიერები ვიყოთ. იქ უფრო კარგად და დაბრუნებულები სხვანაირად. მინდა იგივე ენთუზიაზმით მთელი ცხოვრება გავატაროთ და არა რამდენიმე დღე ლამაზ ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით, მე აქაც ახლა, თბილისში, აბაშიძეზე რომ ვარ, შენს ჩვეულებრივ სახლში, ჩვეულებრივ საწოლში ყველაზე ბედნიერი ვარ და მე ამაზე ბედნიერი ვერცერთ ადგილას ვერ ვიქნები. ამაზე მეტი არ შეიძლება და არ მინდა სტერეოტიპულად გავაკეთოთ რამე. შენ უნდა დამპირდე, რომ თვე კიარა, თაფლობის მთელი ცხოვრება გვექნება.-სასაცილოდ ელაპარაკებოდა ხელებით და წამით არ აშორებდა ბეროს თვალებს მზერას. ბერო ჯერ გაკვირვებული უყურებდა. საერთოდ არ იღებდა ხმას, მერე გაეღიმა და ხელებში მოიქცია თხელი სხეული.
-გპირდები.
ზოგჯერ მხოლოდ ერთ სიტყვაა საჭირო იმისთვის, რომ მშვიდად იყო.
დაპირება, რომელიც არცერთი ალტერნატივის გარეშე იცი, იარსებებს. მერე გაამართლებს კიდეც.

***
სტუდიიდან გამოსულს ბეროს მანქანა ისევ ხვდებოდა. ყველაფერი ისევ ისე იყო, მხოლოდ ის განსხვავება არსებობდა, რომ ერთ სახლში მიდიოდნენ. ერთი სახლი ჰქონდათ.
ზოგჯერ ადგილმდებარეობა ყველაფერს ერთიანად გიცვლის.
აი, უცებ ხარ აქ და მერე გაჩნდები იქ.
ის „იქ“ იმდენად მიმზიდველია შენთვის, საერთოდ არ ფიქრობ, რომ ამის გარდა შენთვის სხვა სახლი არსებობს.
ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი აგურების წყობა იყო, ლამაზი ნივთებით გაფორმებული. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, საკუთარი სიყვარულის სახლს წარმოადგენს. სივრცეს, სადაც ყველაფერი საზღვარს იქეთ შეგიძლია იგრძნო, განიცადო, ამოიკითხო.
ყველგან რომ ბედნიერება ტრიალებს.
ყველგან სიხარული.
ჰაერი კიარა, სიყვარულია გაჟღენთილი ასეთ სივრცეში და იცით, ხალხნო? ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ეს სივრცე სად მდებარეობს. მთავარია, არის. არსებობს. არის ორისთვის და იტევს ყველაფერს.
უსაზღვრო სივრცე, რომელშიც ჰაერის ნაცვლად სიყვარულით სუნთქავენ.
სიგიჟეა, ასეთი ადგილი დედამიწაზე არსებობდეს.

***
-საშინლად დავიღალე დღეს.
-აპოკალიფსია შენგან ეს სიტყვები.-სიცილით მიუჯდა ბერო გვერდით.
-ჰო, მაგრამ ძალიან დავიღალე.-ისევ ამოიწუწუნა და ფეხები დივანზე შემოაწყო, თავი ბეროს კალთაში ჩადო და თვალები დახუჭა.-ენერგია აღარ მაქვს.-სასიამოვნოდ უვლიდა მის თებში ახლართული ბეროს თითების მოძრაობა.
-ყველას აქვს ეგ პერიოდი, ელი. არაფერია სანერვიულო.
-ასე მგონია გავგიჟდები, რამე ისე რომ ვერ იყოს.
-რატომ ვერ უნდა იყოს?
-ტური გვეწყება. საკმაოდ დიდი დატვირთვა მაქვს და მგონია ვერ გავუძლებ.
-რატო ფიქრობ ასეთ სისულელეზე? რა უნდა მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი, მე რომ ვერ დაგეხმარები? ან შენით ვერ მოაგვარებ? ნუ ნერვიულობ, ჩვეულებრივი ამბავია ეგ. შენს თავს ვფიცავარ მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ეგრე, მაგრამ ხომ ხედავ, ახლაც სასტუმროდან დავბრუნდი და საშინლად მშია. შენ კიდევ იმის მაგივრად, მშიერი ქმარი როგორმე დაამშვიდო, აქეთ მეწუწუნები სისულელეებზე. თან, როგორ შემომაპარე, მივდივარო და სახეც არ გეცვლება.-სიცილით ეუბნებოდა.
არ არსებობდა პრობლემა, რომელსაც ბერო ჩვეულებრივი, მშვიდი ლაპარაკით არ უგვარებდა. არ არსებობდა საღამო, როგორი ანერვიულებულიც არ უნდა ყოფილიყო, სიმშვიდე რომ არ მოეპოვებინა ბეროს ხმას. უკვე რამდენიმე თვე იყო ერთად ცხოვრების, მაგრამ ყველაფერი ისევ ზღაპრულად იყო. აი ისე, ნიჭიერი რეჟისორის გადაღებულ მელოდრამებში რომ არის. ბანალური არა, ყველაზე არაჩვეულებრივი სცენებით.
-მაქამდე დიდი დროა.-თვითონაც გამხიარულდა და სამზარეულოში გავიდა.-რაღაც ფილმი გამომიგზავნა ანკამ, უყურეთო და ჩავწერო?-თან ვახშამს ამზადებდა, თან ელაპარაკებოდა მისაღებში მჯდომ, ტელევიზორს მიჩერებულ ქმარს.
-ჩაწერე.
ფილმის ყურებისას ათჯერ მაინც გაკრა ხელი ნახევრად მძინარე ქმარს, შენც უყურეო. ისიც რამდენიმე წუთით გამოხედავდა მისთვის უინტერესო ფილმს და მერე თვალები თავისით ეხუჭებოდა.
-აუ, ბერო!-მერამდენედ წუწუნებდა უკვე ელი, მაგრამ ვეღარ გააღვიძა. გაბრაზებულმა თვითონაც გამორთო ლეპტოპი და გვერდით გადაბრუნდა. ქმრის ხელები რომ იგრძნო მუცელზე, ბავშვურმა გაბრაზებამ წამში გადაუარა. მისკენ მიბრუნდა და მძინარეს დააკვირდა. მშვიდად სუნთქავდა, ოდნავ ერთმანეთს დაშორებული ტუჩებით. წარბები შეჭმუხნული ჰქონდა და მთელი ძალით ხვევდა ხელებს ელის. გაეღიმა. ინსტიქტურადაც რომ მას ეხვეოდა, სიგიჟემდე ესიამოვნა. ყველა ღამეს ასე ატარებდნენ. ყველანაირი სიცხის მიუხედავადაც. არ არსებობდა არანაირი ბარიერი. იყვნენ მხოლოდ ერთმანეთისთვის.
ბავშვური ელი და საოცრად მამაკაცური ბერო.
ძილი რომ მასაც თითქმის მოერია, უკეთ მოკალათდა ქმრის მკლავებში და ტუჩთან ახლოს აკოცა.
-მიყვარხარ!-ჩუმად დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.
-მეც!
მაშინვე გაიგო პასუხიც და თვალები დაჭყიტა. არასდროს დარჩენილა მისი „მიყვარხარ“ უპასუხოდ მაშინაც კი, როცა ყველაფერი ერთიანად ეთიშებოდა სამყაროს.
ბერო იყო, ჩვეულებრივად.

იმ ღამით პატარა ბავშვი ესიზმრა.
მათთან სახლში.
შეშინებული რომ უყურებდა და სამზარეულოს კარებში მდგომი ბეროსკენ მიიწევდა.
ტიროდა, ძალიან, ძალიან ხმამაღლა და რაღაცისგან დაცვას ითხოვდა. სიზმარშიც შეეშინდა. ბავშვისკენ წავიდა, მაგრამ ის უფრო მეტად ასლუკუნდა. რატომღაც ვერც ბეროს უახლოვდებოდა, მაგრამ ის ჯიუტად თხოვდა მასთან მისვლას.
მერე არცერთის თვალები არ იმჩნევდნენ მისას.
მარტოობის შეგრძნებამ მთლიანად მოიცვა და გაშეშებული მზერით უყურებდა ბეროს მკლავებში მოქცეულ პატარას.
-მაპატიე.
ექოდ გაისმა სულ ერთი სიტყვა. ვერაფრით გაიგო ვინ ამბობდა.
მერე ისევ განმეორდა.
ისევ.
მერე ისევ.
ყურებზე ხელს იფარებდა და ნელ-ნელა აცნობიერებდა, რომ ხმა მისი იყო.
მისაღებში იდგა, მაგრამ ბერო ძალიან შორს ეჩვენებოდა. მათ შორის მანძილი იმაზე დიდი იყო, ვიდრე რეალურად მათ სახლში.
მერე ხელებზე შეხება იგრძნო.
-ელი...
შორიდან მოესმა ხმა.
-რა გჭირს, ელი... გაიღვიძე.
აი, ისევ.
თვალები მაგრად დახუჭა და სწრაფად გაახილა.
სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა. მის საძინებელში, საწოლში.
არც ბავშვი ჩანდა სადმე და ბეროც ძალიან ახლოს იყო მასთან. იმდენად, რომ მათ შორის მანძილი საერთოდ არ არსებობდა.
რომ გაიაზრა, ყველაფერი სიზმარი იყო, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა. გამოფხიზლებულმა შეხედა ბეროს შეშინებულ სახეს და ოდნავ გაუღიმა.
მერე ჩაეხუტა და ერთიანად გაქრა ყველა ნეგატივი.
ასეა,
საყვარელი ადამიანის მკლავები ერთიანად გაშორებს ყველა უბედურებას.
ან,
იმდენად გინდა ასე იყოს, გეჩვენება.
თუმცა, შეგრძნება ერთნაირია.
ელისთვისაც ასე იყო.
ბეროს ხელებზე მყარი საყრდენი, მისთვის არ არსებობდა.
სიტყვები, რომელიც უნდა ითქვას:
-რა კარგია, რომ შენ ხარ!
და მერე,
შვება.





---------------
ალბათ, ყველაზე ნაკლებად დატვირთული თავია. თუმცა, რაღაც ეტაზე გადასასვლელად დამიჯერეთ, ასეთი მეც მჭირდებოდა და თქვენც.
მე ხომ ბოროტი ვარ (მარი, შენმახსენდები ამის წარმოდგენისას სულ :დ) ჰოდა, იყოს ცოტა ლაითი თავიც ერთი, მერე ხომ არ ვიცით ჩემი ზედმეტად არაპროგნოზირებადი მუზა რას გამაკეთებინებს?!
თუმცა, ვიცი (აქ წესით წითელი სმაილი რომ არის, თავზე რქებით, ეგ უნდა მეწეროს :დ).
ვიცი, ჩემი მკითხველი გამიგებთ.


მაინც მაპატიეთ
და
მიყვარხართ იმაზე მეტად, ვიდრე აქედან არის შესაძლებელი.
ჩემი ნათელი წერტილები ხართ.
მადლობა, რომ მიტანთ. მიძლებთ.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ kelly miller

ცუდი არაფერი გაბედო შეგიძულებ და ჯადოებს გაგიკეთებ :(

 



№2  offline √ მოდერი ™ elle...

kelly miller
ცუდი არაფერი გაბედო შეგიძულებ და ჯადოებს გაგიკეთებ :(

ვაიმე :დდდდდდდ სერიოზულად მეშინია ეგეთი რაღაცების, გეხვეწები მეორედ არ მითხრა :დდდდდ
გეფიცები ისე ვიზამ ეგ არ დაგჭირდეს, ვერ გავიმეტებ ახლა თავს :დდდ როგორი კომენტარი დამიწერე, ერთიანად შემეშინდა და ისე საყვარლად იმოქმედა :დდდდ
ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობ❤️
გამიხარდი, ჯადოების მიუხედავად :დდ❤️

 



№3  offline √ წევრი ™ Veronika

Ar vici ra vtqva Eno, verasdros vpoulob sitkvebs shen rom imsaxureb.
Kvelaferi xar!
Идеальная ты моя девлчка!! Люблююю :)❤️❤️

 



№4  offline √ წევრი ™ kelly miller

elle...
kelly miller
ცუდი არაფერი გაბედო შეგიძულებ და ჯადოებს გაგიკეთებ :(

ვაიმე :დდდდდდდ სერიოზულად მეშინია ეგეთი რაღაცების, გეხვეწები მეორედ არ მითხრა :დდდდდ
გეფიცები ისე ვიზამ ეგ არ დაგჭირდეს, ვერ გავიმეტებ ახლა თავს :დდდ როგორი კომენტარი დამიწერე, ერთიანად შემეშინდა და ისე საყვარლად იმოქმედა :დდდდ
ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობ❤️
გამიხარდი, ჯადოების მიუხედავად :დდ❤️

კაი ხო ნუგეშინია :დდ უბრალოდ ვერგადავიტან ააამათთან რამე ნიტოდ რო იყოს . დეპრესიაში ჩავვარდები და მაინც შეგიძულებ :დდ . (ძალიან კარგად წერ დააკარგი გოგო ხარ )

 



№5  offline √ მოდერი ™ elle...

Veronika
Ar vici ra vtqva Eno, verasdros vpoulob sitkvebs shen rom imsaxureb.
Kvelaferi xar!
Идеальная ты моя девлчка!! Люблююю :)❤️❤️

ვაიმე როგორ მიყვარხარ❤️❤️❤️❤️❤️❤️ ჩემი ოქროს გოგო, ჩემი სიხარული❤️❤️❤️❤️ ძალიან ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის! შენ ხარ ჩემი სიყვარული❤️❤️❤️
ვგიჟდები შენზე!❤️❤️❤️❤️

kelly miller
elle...
kelly miller
ცუდი არაფერი გაბედო შეგიძულებ და ჯადოებს გაგიკეთებ :(

ვაიმე :დდდდდდდ სერიოზულად მეშინია ეგეთი რაღაცების, გეხვეწები მეორედ არ მითხრა :დდდდდ
გეფიცები ისე ვიზამ ეგ არ დაგჭირდეს, ვერ გავიმეტებ ახლა თავს :დდდ როგორი კომენტარი დამიწერე, ერთიანად შემეშინდა და ისე საყვარლად იმოქმედა :დდდდ
ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობ❤️
გამიხარდი, ჯადოების მიუხედავად :დდ❤️

კაი ხო ნუგეშინია :დდ უბრალოდ ვერგადავიტან ააამათთან რამე ნიტოდ რო იყოს . დეპრესიაში ჩავვარდები და მაინც შეგიძულებ :დდ . (ძალიან კარგად წერ დააკარგი გოგო ხარ )

არ შემიძულო, რა. შენ ხომ ამბობ რომ კარგი გოგო ვარ ( როგორ შევიქე თავი) ხოდა არ შმეიძულო :დდდ არც დეპრესიაში ჩავარდე, ყვრლაფერი იქნება ქუულ :დდდ
ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო❤️❤️❤️
პოზიტივით ამავსე შენი ორივე კომენტარით, მართლა❤️❤️❤️

 



№6  offline √ წევრი ™ gogona tbilisidan

აუ ელე)))საოცრება ხარ.უბრალოდ სიტვებით ვერ შევაფასებ იმას რასაც ქმნი.თუ გყვარებია ადამიანს ერთხელ მაინც ყველაფერს მიხვდები და იგრძნობ:))წინაზე დაჩიზე გკითხე ეგეთი ბიჭები არსებობენთქო,იმდენად სრულყოფილი იყო,რეალობისგან შორს მეგონა.ნუ ჩემ დაჩის ვერავინ შეცვლის :დდდ მერე მივხვდი რომ როცა ადამიანს გიყვარს,ვერცერთ ნაკლს ვერ ამჩნევ მისას.ვერც ჩვენ დავინახავდით დაჩიში ნაკლს,ბაბის თვალით დანახული შრამიანი იყო და მორჩა:))უბრალოდ ერთი რამეა,ყველა შენი ისტორია მსგავსია.მაგალითად წერის სტილით,პიროვნული მსგავსებებით და ა.შ. არადა მართლა ხო საოცრებას ქმნი,მეტი შეგიძლია:დდდ უბრალოდ ვერ კი არა არ დავკმაყოფილდები მეტი და მეტი!!! <3

 



№7  offline √ მოდერი ™ elle...

gogona tbilisidan
აუ ელე)))საოცრება ხარ.უბრალოდ სიტვებით ვერ შევაფასებ იმას რასაც ქმნი.თუ გყვარებია ადამიანს ერთხელ მაინც ყველაფერს მიხვდები და იგრძნობ:))წინაზე დაჩიზე გკითხე ეგეთი ბიჭები არსებობენთქო,იმდენად სრულყოფილი იყო,რეალობისგან შორს მეგონა.ნუ ჩემ დაჩის ვერავინ შეცვლის :დდდ მერე მივხვდი რომ როცა ადამიანს გიყვარს,ვერცერთ ნაკლს ვერ ამჩნევ მისას.ვერც ჩვენ დავინახავდით დაჩიში ნაკლს,ბაბის თვალით დანახული შრამიანი იყო და მორჩა:))უბრალოდ ერთი რამეა,ყველა შენი ისტორია მსგავსია.მაგალითად წერის სტილით,პიროვნული მსგავსებებით და ა.შ. არადა მართლა ხო საოცრებას ქმნი,მეტი შეგიძლია:დდდ უბრალოდ ვერ კი არა არ დავკმაყოფილდები მეტი და მეტი!!! <3

ეეე, გამიხარდი ძალიან❤️❤️❤️❤️❤️
უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო❤️❤️❤️
დაჩის ”აჩრდილს” როგორც ჩანს ვერ ვაღწევ თავს :დდ
ჰო, ალბათ ეგ ჩემი პრობლემაა, დიდი პრობლემა, თუმცა ვეცდები ერთმანეთს არ დაემსგავსოს. ისიც კარგია, მაქსიმუმს უფრო ფართო მასშტაბებით რომ ფიქრობ, გამიხარდა :დდდ. არვიცი ამაზე
მეტი შემიძლია თუ არა, არც იც ვიცი სიტყვა ”საოცრებას” თუ ვიმსახურებ, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია ამ სიტყვებს რომ მეუბნები. უღრმესი მადლობა. არ ვიცი წერის სტილი რამდენად შემეცვლება, ან ”იდეალური მამაკაცის კლანჭებიდან” როდის დავიღწევ თავს, მაგრამ იმას მაინც ვეცდები დეჟავიუს გრძნობა არ გქონდეთ :დდდ
გამიხარდი❤️

 



№8 √ სტუმარი ™ Guest პანდა

6 თავში რაც ვივარაუდე რომ ბეროს და ელის ურთიერთობის ამრევი ფაქტი იქნდბოდა ამ თავმა ჩემს ვარაუდში დამარწმუნა და აქედანვე "ვგლოვობ" იმ საშინელი თავების წაკითხვას და დარწმუნებული ვარ ცრემლებს ვერ შევიკავებ :(((( ძალიან ნიჭიერი ხარ ❤️ ნიჭი გაქვს წერო იმდენად ემოციურად რომ მკითხველს ეგონება პერსონაჟის ადგილას თვითონ იყოს და ამ უველაფერს განიცდიდეს (მე პირადად შენს ყველა ისტორიაზე ეგრე მემართება❤️) ნიჭი გაქვს გადმოსცე ემოციები ისე რომ მკითხცელი აატირო რაც ბევრს არ გამოდის და ვფიქრობ ერთ ერთი საუკეთესო. მ წ ე რ ა ლ ი ხარ ვისი ისტორიაც წამიკითხავს

 



№9  offline √ მოდერი ™ elle...

Guest პანდა
6 თავში რაც ვივარაუდე რომ ბეროს და ელის ურთიერთობის ამრევი ფაქტი იქნდბოდა ამ თავმა ჩემს ვარაუდში დამარწმუნა და აქედანვე "ვგლოვობ" იმ საშინელი თავების წაკითხვას და დარწმუნებული ვარ ცრემლებს ვერ შევიკავებ :(((( ძალიან ნიჭიერი ხარ ❤️ ნიჭი გაქვს წერო იმდენად ემოციურად რომ მკითხველს ეგონება პერსონაჟის ადგილას თვითონ იყოს და ამ უველაფერს განიცდიდეს (მე პირადად შენს ყველა ისტორიაზე ეგრე მემართება❤️) ნიჭი გაქვს გადმოსცე ემოციები ისე რომ მკითხცელი აატირო რაც ბევრს არ გამოდის და ვფიქრობ ერთ ერთი საუკეთესო. მ წ ე რ ა ლ ი ხარ ვისი ისტორიაც წამიკითხავს

აუუუუ, ჩემი პანდა❤️❤️❤️❤️
რა საყვარელი ნიკი გაქვს, არ იცი ^^^
გამფაქტე, ხო?? :დდდ ნწნწ, ვერ შევნიღბე საკმარისად, მაგრამ წინასწარ შემზადებაც კაი რამეაა :დდდ
არ ვიცი რა გითხრა. შენ მითხარი ასეთ საოცრებაზე რა პასუხი შეიძლება გაგცე? მე მართლა ვერ ვხვდები, იმდენად დაბნეული ვარ შენით გამოწვეული ბედნიერებით!
უღმერთოოოოოდ დიდი მადლობა!!! ( ეს რა გამოთქმა მოვიგონე არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ეს გამახსენდა) გავგიჟდი ყველას ვფიცავარ ყველა სიტყვაზე, მართლა! ისე ”დაგინახივარ” თურმე, ისე საოცრად, რომ ვერ ვიჯერებ რომ ჩემზე წერ! მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს საოცრებები ჩემია. საუკეთესოო, მწერალიო და ჩემი გული ახტა, დახტა, შემოუარა მთელ დედამიწას და მერე იაევ მე დამიბრუნდა, პასუხი გაეცი ადამიანსო. ვფიქრობ, ჯერ მაქამდე კიდევ ძაააააააააააალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მაინც ყველაზე სასიამოვმოდ წასაკითხი სიტყვები იყო. სულში, გულში რომ გაიარა, ისეთი.
გამიხარდი უზომოდ! სიტყვებით ვერ აღვწერ ისე!
ოდნავ მაინც რომ შემეძლოს იგივეს დაბრუნება, ბედნიერი ვიქნებოდი. რომ იცოდე, ეს რამდემად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
ჩემი პანდა ხარ შენ! ვსი, გადავწყვიტე!
❤️❤️

 



№10  offline √ მოდერი ™ Eleniko13

ვგრძნობ,
მივხვდი და წინასწარ
ამენთო თვალები იმის გამო,
რაც აქ უნდა მოხდეს.
ემოციების პიკი იქნება.
აი, ეგეთი
რაღაცეები მიყვარს და მაგიჟებს მე,
თორემ მოსაწყენია ბედნიერება,
არა?

სულელი, პატარა ელი:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№11  offline √ მოდერი ™ elle...

Eleniko13
ვგრძნობ,
მივხვდი და წინასწარ
ამენთო თვალები იმის გამო,
რაც აქ უნდა მოხდეს.
ემოციების პიკი იქნება.
აი, ეგეთი
რაღაცეები მიყვარს და მაგიჟებს მე,
თორემ მოსაწყენია ბედნიერება,
არა?

სულელი, პატარა ელი:)

შენ რომ მიყვარხარ და მაგიჟებ, იმ ფაქტს რა ვუყოთ, ელა’კო?

შენ ხარ ამ ისტორიის ყველაზე, ყველაზე პიროვნება!

 



№12 √ წევრი ™ SillyGirl

ელ
ისეთი ბედნიერებით სავე თავი იყო..
და ბოლოს მანც შეგვამზადე როგრც ჩანს ცუდი ამბისთვის არა?
ხო იცი რომ რაც არ უნდა იყოს ბოლომდე მოგყვები ?
და დარწმუნებული ვარ
რაც არ უნდა დაწერო და როგორც
მაინც საუკეთესო იქნება.
შენზე რო ვგჟდები ჩვეულებრივ უკვე გითხარი ხო ?
მეამაყები ასეთი კარგი რომ მყავხარ
ჩვეულებრივი სასწაული გოგო ხარ შენ
და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ.

 



№13  offline √ წევრი ™ Indigo

ჩემი, ბოროტი გოოგო♥♥♥
ვგიჟდები შენზე! ოღონდ მართლა.

ამათი "ჩაშლილი" ქორწილი იყო საოცრება, კოსწიას და ანკას სადღეგრძელოები, ეს რაღაც არაამქვეყნიურია, ბეროს და ელის ცეკვა, საერთოდ სხვა სამყარო.

აი, ხო საოცრად გამაბედნიერე, ხო ამავსე სიხარულით, მაგრამ ამავდროულად ისე მატკინე, ისე დამასევდიანე...
არ მემეტება პატარა ელი იმ ტკივილისთვის, არ მემეტება ბერო იმ შეუსრულებელი დაპირებისთვის...
არ მინდა სიზმარი აუხდეს, არ მინდა!
არ მემეტებიან!
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბოლოს მაინც "კარგი" დასასრული (ჰეფი ენდი ძაან მებანალურება და მეუბრალოება ამათთვის) ექნებათ, მაიმც იმ ტკივილზე მეფიქრება, რასაც ამ "დასასრულამდე" მიღწევამდე იგრძნობენ.

განსაკუთრებით ელი, თუ გინდა ქალურ სოლიდარობას დააბრალე, მაგრამ ის უფრო მტკივა. ეს ხომ საშინელებაა, როცა ისეთი რამ ჩაიდინე, რასაც საკითარ თავს ვერასდროს ვერ აპატიებ, როცა ხვდები, რომ არც 'მისგან' პატიების ღირსი არ ხარ, როცა პატიების თხოვნასაც ვერ უბედავ, იმიტომ რომ იაზრებ, ისისხლხორცებ შენ დანაშაულს და ხვდები რამდენად საშინელება ჩაიდინე.
ვიცი, ბეროს ზუსტად იგივე დოზით, უფრო მეტით თუ არა, ეტკინება, ელის ტკივილიც ეტკინება, ყველაფრისდა მიუხედავად, არ შესრულებული დაპირება ეტკინება.
არ ვიცუ, რამდენად გაგაგებინე, რამდენაფ კარგახ გადმოგეცი, მაგრამ მე ესე ვხედავ, მე ესე ვგრძნობ.

პ.ს. აი, ვაფანატებ შენით დაწყებულ დილაზე! არ შეიძლება ადამიანს, რაღაც ესე ძალიან ახარებდეს.
--------------------
მეშინია...

 



№14  offline √ წევრი ™ katerina (keta)

აი ჰომ ვიცოდი!
სიტუაციის ესე შეცვლა და თან ასეთი მიზეზით?!
არ ვიცი რა არგუმენტი ექნება ელის, მაგრამ ჩემთვის რომ ვერაფერი იმოქმედებს,
ვერაფერი გაამართებს (სუბიექტურად ჩემთვის) იცი შენ..
საერთოდ არ იმსახურებს ბერო ასეთ რაღაცას, თან ვისგან?
ესეთი რაღაცების მერე?
არა რა, არ უნდა ხდებოდეს...
ძალიან მომეწონა შესავალი და თან წინასწარ მომიკვდა გული ამათ სიტუაციაზე.
არის თემები, რაშიც არ უნდა ჩაიჭრა,
არ უნდა შეგეშალოს.
უპატიებელია ჩვეულებრივად.
სიზმარმა საერთოდ გული გამიჩერა,
ერთი ღამეც ვერ გაუძლო მაგ სიტუაციას,
ამდენად შეეშინდა და მაინც ესეთი რაღაც გააკეთა?!
არ შეიძლება უბრალოდ...
წინასწარ ამეტირა რომ წარმოვიდგინე ეს ყველაფერი.
ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, ელი თვითონვე რომ ვერ აპატიებს თავის თავს მაგ ყველაფერს...
შენ ჩვეულებრივად სასწაული ხარ.
სულ,
ყოველთვის,
ყველა თავში ზუსტად იმას რომ წერ, რაც აუცილებელია და ჰაერივითაა საჭირო.
ზუსტად ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო გარდამავალი ეტაპი.
მიყვარხარ, ჰო?

 



№15  offline √ წევრი ™ Mariamch

ენე♥
სიტყვები უბრალოდ ზედმეტია... სულში და გულში ჩამწვდომია❤ ისეთია რომ გაგათბობს ❤ მე სერიოზულად ვფიქრობ შენ უნდა გამოსცე შენი წიგნი პუბლიკამ ფართო მასშტაბით უნდა გაგიცნოს რომ ხარ ასეთი სუპერ გოგო❤

 



№16  offline √ წევრი ™ Mariiiiami

მეც იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე აქედანაა შესაძლებელი მართლა.ვიცი ახლა აქ რაც მოხდება და იმასაც ვგრძნობ რომ მოგვარდება.ნახავ თუ არა.ნუ თუ მართლა არაპროგნოზირებადმა მუზამ საოცარი რამის ჩადენა არ მოინდომა:დდდ თავი არ მაცემინოს ასე გადაეცი მაგას:დდდბეროს რო ვუყურებ ყველა'ფერი იქნება ძაან მაგრად.მოგვარდება მე ვიცი.პატარა ნენე ის ხომ გჯერა უკვე რომ საოცრება ხარ.მე მაინც გეტყვი რა, საოცრება ხარ ნენე.პირველი ხაზიდან შეგიძლია ისეთი ემოცია მოიტანო რო ყველაფერი მერევა.ვერაფერს ვერ ვამბობ მეტს.მიყვარხარ,ჰო?

 



№17  offline √ წევრი ™ dzadzamia25

ბოლო მინაწერი მე ვთქვი ვითომ ?
რო არ მახსოვს?
ვუაიმე,ყველაზე ლაით თავი კიარა,მწარე რეალობის დაწყების დრო მოვიდა.
არ მინდა,რატომღაც წინასწარ ვგრძონბ
ეს თავი საჭირო იყო შემდეგი ეტაპისთვის
მაგრამ,რეალობისთვის არა.
მიყვარახარ ენენე მე შენ

 



№18 √ სტუმარი ™ Guest თამუნა

ძალიან კარგად გადმოსცემ ყველა ემოციას. წარმატებები. უბრალოდ ნუ გვალოდინებ და უფრო ხშირად დადე )

 



№19 √ სტუმარი ™ Guest ნიკოლოზი

ელე მემგონი პატარა ელისგან არ განსხავდები.
კი არადა პატარა ელი ხარ, იმედია ბერო არ გყავს ჯერ :დ

პ.ს ემოჯები არ გვაქვს, ამიტომ ჩათვალე ტუჩის კუთხე ჩავტეხე ღიმილით <3

 



№20  offline √ მოდერი ™ Eleniko13

მეც საოცრად მიყვარხარ შენ,
ელ,
და უკვე ჩემად ვთვლი ისტორიას.
მაპატიე,
მისაკუთრებაც დანაშაულია რაღაც
მხრივ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№21  offline √ მოდერი ™ elle...

SillyGirl
ელ
ისეთი ბედნიერებით სავე თავი იყო..
და ბოლოს მანც შეგვამზადე როგრც ჩანს ცუდი ამბისთვის არა?
ხო იცი რომ რაც არ უნდა იყოს ბოლომდე მოგყვები ?
და დარწმუნებული ვარ
რაც არ უნდა დაწერო და როგორც
მაინც საუკეთესო იქნება.
შენზე რო ვგჟდები ჩვეულებრივ უკვე გითხარი ხო ?
მეამაყები ასეთი კარგი რომ მყავხარ
ჩვეულებრივი სასწაული გოგო ხარ შენ
და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ.

ჩემო უსაყვარლესო გოგო, უღრმესი მადლობა!
მე ვიცი, რომ სულ ჩემს გვერდით იქნები შენ და ეს ისეთი მაგარი რამეა ^^
ნუ, არ ვიცი. ყოველჯერზე ისეთ საოცრებებს მეუბნები მართლა მიჭირს დაჯერება, რომ მე მიწერ. მერე რომ ვიაზრებ, ისე მიხარია, სიტყვებით ვერ აღვწერ. არ შეესაბამება უბრალოდ არცერთი სიტყვა.
მიყვარხარ მე შენ
და
სიგიჟემდე მიხარია რომ მყავხარ!
პ.ს. ასევე ყველფერი საუეკთესო შენ. ისეთი, როგორიც გინდა რომ გქონდეს კიდევ, უფრო უფრო მეტი <3

Indigo
ჩემი, ბოროტი გოოგო♥♥♥
ვგიჟდები შენზე! ოღონდ მართლა.

ამათი "ჩაშლილი" ქორწილი იყო საოცრება, კოსწიას და ანკას სადღეგრძელოები, ეს რაღაც არაამქვეყნიურია, ბეროს და ელის ცეკვა, საერთოდ სხვა სამყარო.

აი, ხო საოცრად გამაბედნიერე, ხო ამავსე სიხარულით, მაგრამ ამავდროულად ისე მატკინე, ისე დამასევდიანე...
არ მემეტება პატარა ელი იმ ტკივილისთვის, არ მემეტება ბერო იმ შეუსრულებელი დაპირებისთვის...
არ მინდა სიზმარი აუხდეს, არ მინდა!
არ მემეტებიან!
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბოლოს მაინც "კარგი" დასასრული (ჰეფი ენდი ძაან მებანალურება და მეუბრალოება ამათთვის) ექნებათ, მაიმც იმ ტკივილზე მეფიქრება, რასაც ამ "დასასრულამდე" მიღწევამდე იგრძნობენ.

განსაკუთრებით ელი, თუ გინდა ქალურ სოლიდარობას დააბრალე, მაგრამ ის უფრო მტკივა. ეს ხომ საშინელებაა, როცა ისეთი რამ ჩაიდინე, რასაც საკითარ თავს ვერასდროს ვერ აპატიებ, როცა ხვდები, რომ არც 'მისგან' პატიების ღირსი არ ხარ, როცა პატიების თხოვნასაც ვერ უბედავ, იმიტომ რომ იაზრებ, ისისხლხორცებ შენ დანაშაულს და ხვდები რამდენად საშინელება ჩაიდინე.
ვიცი, ბეროს ზუსტად იგივე დოზით, უფრო მეტით თუ არა, ეტკინება, ელის ტკივილიც ეტკინება, ყველაფრისდა მიუხედავად, არ შესრულებული დაპირება ეტკინება.
არ ვიცუ, რამდენად გაგაგებინე, რამდენაფ კარგახ გადმოგეცი, მაგრამ მე ესე ვხედავ, მე ესე ვგრძნობ.

პ.ს. აი, ვაფანატებ შენით დაწყებულ დილაზე! არ შეიძლება ადამიანს, რაღაც ესე ძალიან ახარებდეს.

მეც ვგიჟდები შენზე, ოღონდ მართლა!
შენს ნიკს რომ ვხედავ, უკვე ვიცი რამდენად დიდი სიამოვნება მელის წინ მთელი თავის დეტალური განხილვით. ამ დრო სკიდევ სხვა ნიუანსებს ვიჭერ და მაგრად მიხარია, ამაში ასე რომ მეხმარები. ხომ იცი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, მკითხველი როგორ ხედავს. მე როგორ აღვიქვამ ეგ კიდე ცალკეა და ორივე რომ ერთმანეთს ემთხვევა ეს ხომ საერთოდ ყველაზე მაგარი რამეა.
უკვე მეც მჭირს ეგრე, იცი? ოღონდ შუადღეზე. მე ხომ დილის ძილზე ვგიჟდები და ახლა როცა საშუალება მაქვს, მაგას მოვიკლებ?! :დდ ჰოდა, შენი კომენტარი არის ის, სხვა ანარჩენთან ერთად, რომელიც მთელი დღის განწყობას მიქმნის.
მიყვარხარ მე შენ ძალიან და უღრმესი მადლობა თითოეული წამისთვის, რომელსაც ჩემზე და ჩემს ისტორიებზე ხარჯავ!

 



№22  offline √ აქტიური მკითხველი ™ ლუნი.

აი ის მომენტი გულში რო რაღაც ცხელი გეღვრება.
ყველაზე თბილი თავი იყო.
მაგრამმ....
ვიცი რო წინ უსასტიკესი და უმაგრესი თავები მელოდება და უკვე ერთ ადგილზე ვეღარ ვეტევი.

ვიღაცის კომი წავიკიტხე და ეხა დავფიქრდი..
ძაან გავხართ შენ და პატარა ელი blush
--------------------
Your love is all I need to feel complete.
Lollipop :))

 



№23  offline √ მოდერი ™ elle...

katerina (keta)
აი ჰომ ვიცოდი!
სიტუაციის ესე შეცვლა და თან ასეთი მიზეზით?!
არ ვიცი რა არგუმენტი ექნება ელის, მაგრამ ჩემთვის რომ ვერაფერი იმოქმედებს,
ვერაფერი გაამართებს (სუბიექტურად ჩემთვის) იცი შენ..
საერთოდ არ იმსახურებს ბერო ასეთ რაღაცას, თან ვისგან?
ესეთი რაღაცების მერე?
არა რა, არ უნდა ხდებოდეს...
ძალიან მომეწონა შესავალი და თან წინასწარ მომიკვდა გული ამათ სიტუაციაზე.
არის თემები, რაშიც არ უნდა ჩაიჭრა,
არ უნდა შეგეშალოს.
უპატიებელია ჩვეულებრივად.
სიზმარმა საერთოდ გული გამიჩერა,
ერთი ღამეც ვერ გაუძლო მაგ სიტუაციას,
ამდენად შეეშინდა და მაინც ესეთი რაღაც გააკეთა?!
არ შეიძლება უბრალოდ...
წინასწარ ამეტირა რომ წარმოვიდგინე ეს ყველაფერი.
ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, ელი თვითონვე რომ ვერ აპატიებს თავის თავს მაგ ყველაფერს...
შენ ჩვეულებრივად სასწაული ხარ.
სულ,
ყოველთვის,
ყველა თავში ზუსტად იმას რომ წერ, რაც აუცილებელია და ჰაერივითაა საჭირო.
ზუსტად ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო გარდამავალი ეტაპი.
მიყვარხარ, ჰო?

ვიცოდი, რომ ეგეთი რეაქცია გექნებოდა :დ შენ ახლა წარმოიდგინე მე როგორ გამიჭირდება წერა :დ მგონი სადისტიც ვარ და მახოხისტიც, ერთიანად. მთლიანად ვიცლები ემოციებისგან და მერე ერთიანად ვივსები და მაინც არ ვეშვები. გიჟი ვარ, ჩვეულებრივი.
არ ვიცი რა გითხრა, შენი დამოკიდებულებაა და მანდ მე ვერ ჩავერევი. ადეკვატურია ასი პროცენტით, მაგრამ დამიჯერე, გაგიჭირდება მაშინ წაკითხვა ძალიან :დ ნუ, მე გამიჭირდებოდა.
ძალიან მიყვარხარ,
მადლობა, რომ ყველაფერს გულწრფელად მეუბნები,
ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის,
მითუმეტეს შენგან.
ადამიანისგან, რომელზეც ვგიჟდები, მაგრამ ჯერ ვერ "გეღირსე." შენს რიგს უკვე მარიამიც შემოემატა, ორი დღეა აქეთაა და მე ჯერ კიდევ არ მინახავს.
ოფიციალურად ვაცხადებ, ყველაზე უნამუსო დაქალი ვარ მე.

Mariamch
ენე♥
სიტყვები უბრალოდ ზედმეტია... სულში და გულში ჩამწვდომია❤ ისეთია რომ გაგათბობს ❤ მე სერიოზულად ვფიქრობ შენ უნდა გამოსცე შენი წიგნი პუბლიკამ ფართო მასშტაბით უნდა გაგიცნოს რომ ხარ ასეთი სუპერ გოგო❤

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე! <3
ჩემო უსაყვარლესო გოგო, როგორი საოცრებები დაგწიერია და როგორ გაამხარე.
სიმართე რომ გითხრა, მე ვერ ვფიქრობ მაგაზე. ვერაფრით წარმოვიდგენ ამ ნაწერებს როგორ ასდის ფურცლების სურნელი. უფრო სწორად, როგორ არ წარმოვიდგენ, მაგრამ რეალობა "მეშორება" ძალიან. უუუუდიდესი დროა ჯერ კიდევ მაქამდე.
შენ ხარ ბედნიერება და სიხარული.
უღრმესი მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ სულ.
სიგიჟემდე მიხარიხრ!

Mariiiiami
მეც იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე აქედანაა შესაძლებელი მართლა.ვიცი ახლა აქ რაც მოხდება და იმასაც ვგრძნობ რომ მოგვარდება.ნახავ თუ არა.ნუ თუ მართლა არაპროგნოზირებადმა მუზამ საოცარი რამის ჩადენა არ მოინდომა:დდდ თავი არ მაცემინოს ასე გადაეცი მაგას:დდდბეროს რო ვუყურებ ყველა'ფერი იქნება ძაან მაგრად.მოგვარდება მე ვიცი.პატარა ნენე ის ხომ გჯერა უკვე რომ საოცრება ხარ.მე მაინც გეტყვი რა, საოცრება ხარ ნენე.პირველი ხაზიდან შეგიძლია ისეთი ემოცია მოიტანო რო ყველაფერი მერევა.ვერაფერს ვერ ვამბობ მეტს.მიყვარხარ,ჰო?

:დდდდდდდდ
ჩემო გოგო, როგორი საყვარელი ხარ შენ, არ იცი :დდდ <3
ვგიჟდები შენს კომენტარებზე და შენზე!
ჰო, მუზა ზედმეტად არაპროგნოზირებადი მყავს და კიდევ, უსინდისო. პატარა რამემაც რომ შემიშალოს ხელი, მერე მთელი დღე ველოდები და აღარ მოდის((( თუ მოდის, ასეთი ბოროტია და მე ხელს ვერ ვუშლი((( :დდ
ძალიან მიყვარხარ მე შენ და უღრმესი მადლობა ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვს! ხომ იცი, შენგან როგორც და რანაირადაც მიხარია.
სიგიჟეა ყველას ვფიცავარ ასე აღიქვამდეთ ჩემს ნაწერს და ეს სიგიჟე მხდის მე ყველაზე ბედნიერს!

 



№24  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

ვაიმე გული როგორ მისკდება ვერც კი წარმოიდგენ.ჯერ ისედაც რომ ვიცი რაღაც ისეთი მოხდება და ახლა უცებ სიზმარი.ჩემთვის როგორი თავი იყო იცი? თითქმის ყველაფერს რომ გეუბნება ისტორიის შესახებ.როგორ მინდა შენს ლამაზ თავში ჩამახედა და გამაგებინა ასეთ შესანიშნავ და არაჩვეულებრივ ისტორიებს როგორ ქმნი.ვგიჟდები შენზე
--------------------
ლ.ქ.

 



№25  offline √ მოდერი ™ elle...

dzadzamia25
ბოლო მინაწერი მე ვთქვი ვითომ ?
რო არ მახსოვს?
ვუაიმე,ყველაზე ლაით თავი კიარა,მწარე რეალობის დაწყების დრო მოვიდა.
არ მინდა,რატომღაც წინასწარ ვგრძონბ
ეს თავი საჭირო იყო შემდეგი ეტაპისთვის
მაგრამ,რეალობისთვის არა.
მიყვარახარ ენენე მე შენ

ძალიან მიხარია, რომ გესმის. ისე გესმის, რომ რეალობისთვის ამ ყველაფერს ასე აღიქვამ. მგონია, რომ ზუსტად ისე იგებ, როგორც მე ვწერ და მერე უფრო გამიხარდება, მომავალშიც ასე თუ გაიგებ. მგონი გამიჭირდება სწორად რაღაცების აღწერა :დდ
ძალიან მიყვარხარ მე შენ, ჩემო მარიამ, და სიგიჟემდე მიხარია შენს ნიკს ჩემი ისტორიის ქვემოთ რომ ვხედავ.

 



№26  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

მგონი გვიახლოვდება საშინელი და ამაღელვებელი თავი ხო?სადაც ბერო და ელი არ იქნება ჩვენ და გახდება მე და შენ?ოოოო ელე გამისკდება გუუუუუუულიიიიიიიი
--------------------
ლ.ქ.

 



№27  offline √ მოდერი ™ elle...

Guest თამუნა
ძალიან კარგად გადმოსცემ ყველა ემოციას. წარმატებები. უბრალოდ ნუ გვალოდინებ და უფრო ხშირად დადე )

უღრმესი მადლობა, საყვარელო. მიხარია, რომ ემოციები ამდენად შესამჩნევია.
დაგვიანებას რაც შეეხება, ყველას ვფიცავარ არ არის ჩემზე დამოკიდებული. უფრო სწორად, უფრო ემტად სხვა რაღაცებზეა, ვიდრე ჩემზე. მაქსიმალურად ვცდილობ მოკლე დროშ დავწერო, თავისუფალი დრო რომ მაქვს, თუნდაც ორი წუთი, მაინც ვწერ.
მადლობა კიდევ ერთხელ
და
ასევე წარმატებები!

Guest ნიკოლოზი
ელე მემგონი პატარა ელისგან არ განსხავდები.
კი არადა პატარა ელი ხარ, იმედია ბერო არ გყავს ჯერ :დ

პ.ს ემოჯები არ გვაქვს, ამიტომ ჩათვალე ტუჩის კუთხე ჩავტეხე ღიმილით <3

ნიკოლოზ'ი,
ნიკოლოზ'მა,
ნიკოლოზ,ს,
ნიკოლოზ'ის,
ნიკოლოზ'ით,
ნიკოლოზ'ად,
ნიკოლოზ!
ვგიჟდები შენს სახელზე :დდ
რამდენად პატარა ელი ვარ, არ ვიცი, თუმცა რაღაც მსგავსება იქნება, ვერ უარვყოფ :დ თან ხომ ეს "წოდება" ჩემია და ელის "ვაჩუქე" :დდ
სად არი ბერო და კაი ცხოვრება?! :დდდ ვხუმრობ :დდ
ძალიან დიდი მადლობა, წინა თავის შემდეგ წარმოდგენის შეცვლის მიუხედავად, მაინც "მკითხულობ," ნიკოლოზ.
მიხარია. <3

Eleniko13
მეც საოცრად მიყვარხარ შენ,
ელ,
და უკვე ჩემად ვთვლი ისტორიას.
მაპატიე,
მისაკუთრებაც დანაშაულია რაღაც
მხრივ.

არაფერია საპატიებელი.
რატომღაც შენი "იმ" კომენტარის შემდეგ მივხვდი, რომ ეგრე იქნებოდა.
და მიხარია, შენც რომ ასე ფიქრობ.
რა მაგარია, რომ ასეა!

Lollipop :))
აი ის მომენტი გულში რო რაღაც ცხელი გეღვრება.
ყველაზე თბილი თავი იყო.
მაგრამმ....
ვიცი რო წინ უსასტიკესი და უმაგრესი თავები მელოდება და უკვე ერთ ადგილზე ვეღარ ვეტევი.

ვიღაცის კომი წავიკიტხე და ეხა დავფიქრდი..
ძაან გავხართ შენ და პატარა ელი blush

აუუუუუუ, როგორ მიხარიხარ შენ ხომ აზრზე არ ხარ!
თურმე როგორ მომნატრებია შენი ნიკი და მერე კომენტარების წაკითხვა.
უუუუუუუუღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო! მიხარია, რომ ეგრე ფიქრობ
და
მომავალში...
მეც არ ვიცი რა იქნება :დდდ იმედია რამე იქნება :დდ
უკვე მეც ვფიქრობ მაგას, იცი?! :დდ რაღაცებს ვაკვირდები, თან უვკე რამდენმა მითხარით და საეჭვოა უკვე :დდდ
ძალიან, ძალიან მიხარიხარ! <3

La-Na
ვაიმე გული როგორ მისკდება ვერც კი წარმოიდგენ.ჯერ ისედაც რომ ვიცი რაღაც ისეთი მოხდება და ახლა უცებ სიზმარი.ჩემთვის როგორი თავი იყო იცი? თითქმის ყველაფერს რომ გეუბნება ისტორიის შესახებ.როგორ მინდა შენს ლამაზ თავში ჩამახედა და გამაგებინა ასეთ შესანიშნავ და არაჩვეულებრივ ისტორიებს როგორ ქმნი.ვგიჟდები შენზე

La-Na
მგონი გვიახლოვდება საშინელი და ამაღელვებელი თავი ხო?სადაც ბერო და ელი არ იქნება ჩვენ და გახდება მე და შენ?ოოოო ელე გამისკდება გუუუუუუულიიიიიიიი

ლან,
როგორ მიყვარხარ, იცი?! არ იცი, შეუძლებელია იცოდე იმიტო,რო სრულყოფილად მეც ვერ ვიგებ.
ჩემი უძვირფასესი გოგო ხარ შენ!
როგორ მიხარია ასე რომ აღიქვამ. აი, ყველაფერს ასე რომ ხედავ, სიგიჟემდე მიხარია! <3 თან როგორი დამკიდებულება გაქვს, მაგიჟებს პირდაპირ! <3
უღრმესი მადლობა, საოცრად დიდი, რომ შენს დროს მე მახარჯავ და სულ, აი სულ ჩემს გვერდით ხარ. ყოველთვის. როგორ მაგრად დაწერე, "სადაც ბერო და ელი არ იქნება ჩვენ და გახდება მე და შენ" გულში, სულში გაიარა ამ სიტყვებმა, მიშოს ვფიცავარ <3
ვგიჟდები შენზე!
მიხარია, რომ მყავხარ!

 



№28  offline √ წევრი ™ Indigo

აუ, აუ, აუ, გავსკდები ეხა სიხარულისგან.
ნუ მიწერ ესეთ რაღაცეებს თორე გამისკდება გული ფა ნერე კი ვეღარ დავიწყებ დილას შენით და შენ შუადღეს ჩემით :დდ

#ბევრიელლემარის
#ბევრიჩვენერთმანეთს ♥♥♥
--------------------
მეშინია...

 



№29  offline √ მოდერი ™ elle...

Indigo
აუ, აუ, აუ, გავსკდები ეხა სიხარულისგან.
ნუ მიწერ ესეთ რაღაცეებს თორე გამისკდება გული ფა ნერე კი ვეღარ დავიწყებ დილას შენით და შენ შუადღეს ჩემით :დდ

#ბევრიელლემარის
#ბევრიჩვენერთმანეთს ♥♥♥

შენ რომ მიწერ, კარგია? :დდ ჩემი გული რა, რკინის კი ნუ გგონია :დდდდდდ

#ბევრიმარიელლეს
#ბევრიჩვენერთმანეთს!
<3 <3 <3 <3

 



№30  offline √ წევრი ™ Mmariami)

იმედი მაქვს შეამჩნიე არც ერთ თავზე კომენტარი რომ არ დამიწერია.
თავს ძლივს ვიკავებ დასასრულამდე, არ წავიკითხო.
ბოლო თავს როგორც კი დადებ, ხომ იცი, ყველა დეტალს ისე დავინახავ როგორც შენ, ეჭვი არ მეპარება სასწაული ისტორია რომ იქნება და არის:)
ჩემი 'მეო' ხარ შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent