შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი III-


28-07-2017, 04:26
ავტორი Evelina
ნანახია 565

გაიქეცი პატარა, გაიქეცი!  -თავი III-

საწოლზე გულაღმა ვიწექი და ოთახის არაფრისმთქმელ კედელს მივშტერებოდი. ვცდილობდი სიტუაცია აღმექვა, გამეანალიზებინა, რაღაც წარმოდგენა მაინც შემქნოდა მომხდარზე, თუმცა ამაოდ. იაგოს დანახვიდან ყველა წამი ბურუს მოეცვა…
ფიქრებიდან სამსახურიდან ახალდაბრუნებულმა ნენემ გამომაფხიზლა, რომელმაც უკმაყოფილო არამქვეყნიური ბგერებით შემოაღო კარი. საწოლზე გაბრაზებული ჩამოჯდა და წარბშეკრულმა შემომხედა.
_რა გჭრს?_გამეცინა მის გამოხედვაზე.
_ჩემი იდიოტი დირექტორი…_თავი გააქნია და თვალები გადაატრიალა მან._დადის მთელი დღე და დამჩხავის შემცირება გვესაჭიროებაო. ლამის ჩემი ხელით დავწერე განცხადება წამოსვლაზე.
_რაღა შენ თავზე მიიღე?
_ხომ ვიცი რომ არ მოვწონვარ, სულ ცდილობს გამაკრიტიკოს. მეუბნება ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ ბევრი უნდა გამოიარო სანამ კარგი მასწავლებელი გახდებიო.
_ტყუილად ნუ იდარდებ წინასწარ._დამაიდებელი ტონით ვუთხარი და ფეღზე წამოვდექი._ყავას დალევ?
_ოთხისთვის გააკეთე, მამუკა და ზურა მოდის.
_არ მოვიწყენთ აბა!_ სიცილი დავიწყე.
კარზე ზარის ხმა გაისმა. ნენეც მაშინვე წამოხტა. სანამ კარს გამოაღებდა სარკეში ჩაიხედა, თმა შეისწორა, მკერდი წინ გამოსწია და ტანსაცმელი შეისწორა.
_გამარჯობათ!_გაისმა უცნობი მამაკაცის ხმა._ მე ერთ გოგონას ვეძებ…
_უფრო კონკრეტულად?_გაეცინა ნენეს.
მამაკაცი თეთრ პერანგსა და შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ხელები ზურგს უკან დაედო და მკაცრი გამოხედვით შეეთვალიერა ჯერ ნენე და მერე მის უკან მდგომი მე.
_თქვენ გეძებთ._თვალი თვალში გამიყარა.
_რა ხდება?_წარბი ავქაჩე და ხელები გადავიჯვარედინე გულზე.
_მე იაგო ტაბიძემ გამომგზავნა…
_რაო მერე? რა მინდაო, ბატონმა იაგომ?
_თქვენთან შემოთავაზება აქვს!_უცნობი თვალსაც კი არ ახამხამებდა ისე მესაუბრებოდა. ცდილობდა სათქმელი მოკლედ და კონკრეტულად გადმოეცა._თქვენი ნახვა სურს, დღესვე…
_ამ დილით უკან გამომყვა?_ცნობისმოყვარეობამ მძლია.
_მე გამოგყევით… მისი ბრძანებით!
_გასაგებია… _ჩავილაპარაკე და კარს დავავლე ხელი.
_მე სადარბაზოსთან გელოდებით._ისევ მკაცრად გააგრძელა საუბარი მან._როცა მზად იქნებით წაგიყვანთ.
_გასაგებია…_გავიმეორე ისევ და კარი მივუხურე
მოვბრუნდი თუ არა ნენეს თვალებში კითხვისნიშნებს გადავაწყდი. ვიცოდი ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა ვინ იყო იაგო ტაბიძე, ან რა მაკავშირებდა მასთან. თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც თუ ისე იოლი იყო.
_რას მიყურებ?_ირონიულად ვკითხე და გვერდი ჩავუარე.
_არ მომიყვები?_შემევედრა ნენე.
ზოგადად არცერთი საქმე არ დამიმალავს მისთვის. ყოველთვის მთელი გულისყურით მისმენდა ხოლმე და ხან მე მლანძღავდა რადაგან ასეთ ბოროტებას ჩავდიოდი, ხან ჩემს დამკვეთებს, ხან კიდევ მათ ვისაც ღალატში ან ტყუილში გამოვიჭერდი.
_რაც არ ვიცი რა მოგიყვე?_მხრები ავიჩეჩე და მისაღებ ოთახში ლეპტოპს მივუჯექი._შენ ხომ არ გეცნობა ეგ სახელი?
_იაგო ტაბიძე?!_ჩაფიქრდა ნენე და გვერდით მომისკუპდა._არ გამიგია…
გუგლი ყოვლის შემძლე რამ არის. ყველაფერი იცის, მითუმეტეს იაგოსნაირ ტიპებზე, ფეისბუქს რომ არ კადრულობენ და თავისი პირადი ზე გასაიდუმლოებული რომ აქვთ. მართალია ქორწილის შესახებ არაფერი ეწერა, მაგრამ თავად ბატონი იაგოს შესახებ მსუყე ინფორმაცია მოვიპოვე.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა…
_მოვიდნენ!_წამოხტა ნენე. მისაღებიდან ვუყურებდი, კარი გააღო თუ არა მაშინვე ჩამოყარა მხრები და ყურები. მამუკას ხელი დასტაცა და სააბაზანოსკენ ბარბაცით გაათრია.
_გამარჯობა!_ოთახში შემოვიდა ზურა.
_გამარჯობა ზურა, როგორ ხარ?_გავუღიმე “გიჟ-პოეტას” რომელსაც ამჯერად კისერზე ყვითელი კაშნე შემოეხვია, თავზე რაღაც უცნაური, ასევე ყვითელი ქუდი დაეხურა და მხატვარს უფრო ჰგავდა ვიდრე პოეტს. 
_ოჰ!_მალევე ყვირილით შემოვიდა მამუკაც. სახე და თმა სულ სველი ჰქონდა. ეტყობა, ნენემ მისი გამოფხიზლება ვანაში სცადა._ ანიას ვახლავარ!_ გამომიწოდა ხელი.
_რაიყო მამუკა, დარდი შემოგაწვა და სასმელში ჩაკალი?_მისი გამოწვდილი ხელისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. ლეპტოპი დავხურე, ფეღზე წამოვდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
_ასეთი შეყვარებული, რომ გყავს_გახედა ნენეს._და ასეთი შეყვარებულის დაქალი,_გამომხედა მე_ აბა რაზე უნდა იდარდო?!_უშნოდ დაიღრიჯა და წინ გადამიდგა.
_ასეთ შეყვარებულს და ასეთ შეყვარებულის დაქალს, შენს მდგომარეობაში მე არ დავენახებოდი… სარკეში მაინც ჩაგეხედა აქ მოსვლამედე!
_ანია!_ნენემ თვალებით მანიშნა გავჩუმებოდი.
_დავლიე, რა მოხდა მერე?_წარბები შეყარა მამუკამ._ კაცი ვარ და ხან დავლევ და ხან ან არა…
_ხო… ხან ბ*ზებში წახვალ და ხან ცოლსაც დაარტყამ თუ მისი მოკლე კაბა გაგაღიზიანებს! რა მოხდა მერე? კაცი ხარ!_არ ვაპირებდი დათმობას.
_შენ ალბათ ფემინისტი ხარ, ხომ ანია?!_ მკითხა სრული სერიოზულობით ზურამ და ცხვირზე ჩამოწეული სათვალე საჩვენებელი თითით შეისწორა.
_უფრო რეალისტი!_ვუთხარი და კიდევ ერთხელ მივაპყრე მამუკას მომაკვდინებელი მზერა.
_მე წავალ!_თავჩახრილმა თქვა მან და ბარბაცი დაიწყო.
_სად წახვალ? ასეთ მდგომარეობაში?_შეაჩერა ნენემ.
_არ არის საჭირო მამუკა, მე წავალ. ისედაც საქმეზე მეჩქარებოდა._ამჯერად აღარ შევყონებულვარ ისე გავედი ჩემს ოთახში. თან გულში ვლანძღავდი ყველა ისეთ კაცს რომელიც მამუკასნაირად თავის არაკაცულ საქციელს “კაცობით” ამართლებდა. ამ სათვალავში კი პირველ ადგილზე მამაჩემი იდგა…
^^^
სადარბაზოსთან მართლაც მელოდებოდა ის უცნობი მამაკაცი ცოტახნის წინ იაგოს დანაბარევი რომ გადმომცა. მანქანის კარი ყოველგვარეი კომენტარების გარეშე გამომიღო და მშვიდად დაელოდა როდის ჩავჯდებოდი.
იაგოს სახლამდე დაახლოებით 20 წუთი იყო. ფიქრებს შევყევი. ვცდილობდი გამომეცნო რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა. სავარაუდოდ სესილისთვის სამაგიეროს გადახდა ენდომებოდა, მაგრამ როგორ? კონკრეტულად რა გეგმა ჰქონდა დასახული? იქნებოდა თუ არა მკაცრი სესილის მიმართ? ალბათ მისი მოკვლა რომ შეეკვეთა სულაც არ გამიკვირდებოდა. მისი გამოხედვა იმდენად ცივია…
_მოვედით!_მანქანის ღია კარიდან შემომძახა უცნობმა და რაც შეეძლო თავაზიანად მანიშნა გადავბრძანებულიყავი მანქანიდან.
ფეხები უკან მრჩებოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სახლს მით უფრო იმატებდა ჩემი გულის ცემა. ეგ კი არადა მუხლებში სისუსტეც ვიგრძენი და წამიერად ისიც კი ვიფიქრე სადაცაა გონებას დავკარგავთქო.
თავიდან უზარმაზარ დარბაზში ამოვყავი თავი სადაც პალტო და ჩანთა ჩამომართვეს და იქვე დაკიდეს. შემდეგ პატარა დერეფანი გავიარე და როგორც მივხვდი მისაღებ ოთახში შევჩერდი. განათებიდან დაწყებული, კედნლის საათით დამთავრებული ყველაფერი ძვირადღირებული იყო. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა ასეთ სახლებში ყოფნა, მაგრამ ეს ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს.
_ბატონი იაგო ახლავე გეახლებათ!_ღიმილით მითხრა აწ უკვე ნაცნობმა დამლაგებელმა.
_ლილიკო, წვენი მომიტანე რა!_გავიგონე იაგოს ხმა. მისაღებში წელს ზემოთ შიშველი შემოვიდა. ქვემოთ სპორტული, შავი შარვალი ჩაეცვა, მხარზე კი თეთრი პირსახოცი გადაეკიდა. მისი ჩვეულებრივზე მეტად დაკუნთული სხეული უცნაურად პრიალებდა და ალაგ-ალაგ წყლის წვეთები დაჰყვებოდა. თურმე ჩვენი ბიზნესმენი ვარჯიშობსკიდეც-მეთქი გავიფიქრე და ჩემდა უნებურად დავწვდი ჩემი მაისურის ყელს და საჩვენებელი თითით გამოვქაჩე, მეგონა სუნთქვაში ხელს თუ მიშლიდა.
_რაღაც, არ მახსოვს დღეს ნაშები გამომეძახებინოს!_მომიახლოვდა და ირონიულად შემათვალიერა.
_იდიოტი…_ხმამაღლა ვთქვი, ზურგი ვაქციე და წასვლა დავაპირე.
_კაი ხო…_გადაიხარხარა და ცალი ხელით მისკენ მიმაბრუნა. არ მეგონა სიცილიც თუ შეეძლო.
_რა საშინლად ხუმრობ!_წარბები შევყარე და გაუაზრებლად დავხედე მოშიშვლებულ მკერდზე.
_ოფისში წავიდეთ._ისევ თავის სერიოზულ გამომეტყველებას დაუბრუნდა.
მივყვებოდი უკან და მის სხეულს მონდომებით ვაკვირდებოდი. ისეთი გამოყვანილი წელი და ზემოთ აწეული ტრ*კი ჰქონდა რომ რამდენიმე “ბინძურმა” აზზრმაც შემომიტია, მაგრამ თავის გაქნევით მოვიშორე უაზრო ფიქრები და ოფისში შეული უკვე სხვა, უფრო თავშეკავებულ ადამიანად გადავიქეცი.
ნუ, დროებით მაინც…
ოფისიც ოთახიც ყველა სხვა დანარჩენი ოთახივით უზარმაზარი იყო. ორი კედელი მთლიანად წიგნების თაროებით იყო გდაჭედილი, მესამე კედელი კი მინის იყო და უკანა ეზოს ულამაზესი ხედი, ნაძვნარი და ხელოვნური ტბა მოსჩანდა.
_იცი მე ვინ ვარ?_უეცრად მკითხა და თვალი თვაში გამიყარა.
_იაგო ტაბიძე._დავიწყე მე._ცნობილი ადვოკატის, იაგო ტაბიძის შვილიშვილი და ასევე ცნობილი ბიზნესმენის გია ტაბიძის შვილი. ორი წლის წინ დაამთავრე სამედიცინო, ქირურგიულის განხრით, თუმცა პროფესიით არასოდეს გიმუშავია. დაკავებული ხარ ბოჰემური ცხოვრებით. მოგზაურობ ევროპის ქვეყნებში. ერთი თვის წინ დაბრუნდი იტალიიდან და არავინ იცის რას აპირებთ ახლა. ზოგადად ცდილობთ ქართულ ბომონდში არ გაერიოთ, თუმცა ყვითელ პრესაში მაინც ჟონავს ხოლმე რაღაც ინფორმაციები._ვსაუბრობდი და კმაყოფილების ღიმილი მესახებოდა._თუ ეს ინფორმაცია საკმარისი არაა, შემიძლია თქვენ პირადზე, რომელსაც ასე ასაიდუმლოებთ, დაწვრილებით გესაუბროთ. ისიც კი ვიცი თქვენი საცოლე ვის და რომელ საათზე ხვდება…
_შთამბეჭდავია!_ჩაეცინა მას.
_ახლა შენ მითხარი, აქ რისთვის დამიბარე?_ დივანზე დავეშვი და ფეხი ფეხზე გადავიდე.
_ცოლად უნდა გამომყვე!_წარმოთქვა ისე, თითქოს ცოლობას კი არა, მაღაზიაში გაყოლას მთხოვდა._ხვალ!
ის იყო ისტერიული სიცილი უნდა ამვარდნოდა და გაკვირვებულს დამეყვირა, გაიმეორე რა თქვი-მეთქი, რომ ოფისში მომსახურე ქალი შემოვიდა.
_თქვენი წვენი!_უთხრა იაგოს და ჭიქა მაგიდაზე დადო.
_მადლობა ლილიკო._ისეთი აუღელვებელი ტონით უთხრა რომ ჩემი გაკვირვებული და გაფართოებული თვალები შუბლზე ამივიდნენ.
დრო იყო მისგან გავქცეულიყავი…



_____
მადლობთ რომ კითხულობთ, იმედია ძველ მკითხველებს ახალი ვერსია მოგწონთ. დიდად არც შემიცვლია არაფერი, უბრალოდ რაღაც მოვლენებიი გადავაადგილე. ახალ მკითხველებს კი იმედია დავაინტერესებ და ჩათვლიან რომ გაგძელებად ღირს. <3скачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ manana

ადრეც ვკითხულობდი და ეხლაც დიდი სიამოვნებით ველოდები შემდეგ თავებს, კარგია..

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

საინტერესოა.მართლა ძალიან დამაინტერესა.ველი ახალ თავს
--------------------
ლ.ქ.

 



№3 √ სტუმარი ™ lalka

ras gvetamaşebi gazarde cota tavebi rom azri gamovitanot da komentari dagiwerot.nu cudi araa.

 



№4 √ სტუმარი ™ სახელი

dges wavikitxe yvela tavi da zaan momewona velodebi gagrzelebas <3333

 



№5  offline √ წევრი ™ Evelina

lalka
ras gvetamaşebi gazarde cota tavebi rom azri gamovitanot da komentari dagiwerot.nu cudi araa.

თავს იქ ვასრულებ სადაც ახალი ისტორია იწყება და არა იქ სადაც მე10 ფურცელი მთავრდება. ეს ჩემი წერის სტილია რომლის შეცვლითაც ეს ისტორია საერთოდ აღარ იქნება ჩემი ისტორია. გრამატიკულ შესწორებებს სიამოვნებით მოვისმენ. დანარჩენად ყველა ისტორია ინდივიდუალურია... იმედია მოგეწონება განვითარება.

manana
ადრეც ვკითხულობდი და ეხლაც დიდი სიამოვნებით ველოდები შემდეგ თავებს, კარგია..

La-Na
საინტერესოა.მართლა ძალიან დამაინტერესა.ველი ახალ თავს

სახელი
dges wavikitxe yvela tavi da zaan momewona velodebi gagrzelebas <3333

დიდი მადლობა რომ კითხულობთ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent