შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი IV-


29-07-2017, 07:07
ავტორი Evelina
ნანახია 509

გაიქეცი პატარა, გაიქეცი!  -თავი IV-

იაგომ თვალი გააყოლა ლილიკოს და როდესაც ოთახიდან გავიდა მე შემომხედა. გაოცებისაგან ამჯერად პირიც დამეღო და მის ახსნა-განმარტებას სულმოუთქმელად ველოდი.
_რა სახე გაქვს?!_გადაიხარხარა მან._სიყვარულით კი არ მომყავხარ ცოლად…_ჩემს მოპირდაპირედ მდგარ დივანზე დაჯდა და საქმიანი მზერა მომაპყრო._ეს უბრალოდ სარფიანი შემოთავაზებაა!
მისი თავდაჯერებულობა, სიცილი და უდარდელი გამოხედვა უფრო მაღიზიანებდა ვიდრე ის რომ სისულელეებს მეუბნებოდა.
_რა საინტერესოა?!_წარბები შევკარი, მისთვის განკუთხვნილი წვენი ავიღე და მოვსვი. აშკარად ყელი მიშრებოდა.
_მისმინე…_თითები ერთმანეთში გადახლართა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, მერეკი ისე უცნაურად გამომხედა რომ სხეული ერთიანად ამიხურდა._ აღარ მინდა ბოჰემური ცხოვრება… ჰო! რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოს, მომწყინდა ეს ყველაფერი… უსაქმურობა მომწყინდა. უფრო მეტიც! დეპრესიაში ვარ… მინდა რაღაც ვაკეთო… ხომ ხვდები?!
_მესმის შენი…_სერიოზული ტონით ვუთხარი.
_ახლა მინდა მამაჩემის კომპანიაში დავიწყო მუშაობა. მამაჩემს კიდე ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ახირებაა და რამდენიმე თვეში ისევ სადმე წავალ სამოგზაუროდ. ამიტომაც, თუ შეიძება რომ ასე ვუწოდოთ - პირობა წამომიყენა… თუ ცოლს მოვიყვან ერთი თვეში კომპანიის საქმეებს დეტალურად გამაცნობს, შემდეგ კი კომპანიის ვიცე დირექტორად დამნიშნავს._ წარბები ისე აქაჩა თითქოს ყველაფერი ნათელი ყოფილიყო და უპრობლემოდ შეეძლო ჩემი ცოლად შერთვა მხოლოდ იმ მიზეზით რომ მამამისმა პირობა წაუყენა.
_და მამაშენს ჰგონია ცოლი დაგაბამს?…_ხელები გადავაჯვარედინე და დივნის საზურგეს მივეყრდენი.
_მან არ იცის რომ არსებობენ გოგონები რომლებსაც სულაც არაა საჭირო თავი შეაყვარო, ფულის სუნზე თავად გეხვევიან თავს.
_ანუ მას უნდა ეგონოს რომ ერთ დღეში შეგვიყვარდა ერთმანეთი?_გულიანად გამეცინა მე.
_ჯერ ეს ერთი ჩვენ აქამდესც შევხვედრილვართ…_კმაყოფილებით ჩაილაპარაკა მან._თუმცა საქმე იმაზე იოლადაა ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მამაჩემი არ იცნობს სესილის. პრინციპში არც არავინ იცნობ მას… ჩემი დის გარდა და კიდევ რამდენიმე მეგობრის, თუმცა ეს ადვილად მოგვარებადი პრობლემაა. ასევე მოგვარებადია სესილის სახელის შენი სახელით ჩანაცვლება…
_ არ ვიცი…_სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ნუთუ მართლა ეგონა რომ ამაზე ასე იოლად დავთანხმდებოდი._ჩემს ჯგუფს უნდა დაველაპარაკო. ასეთი რამ აქამდე არასდროს არ გაგვიკეთებია. ალბათ გააჩნია რამდენს…
_მე შემოთავაზება პირადად შენთან მაქვს!_სიტყვა შემაწყვეტინა მან.
_რა?_უნებურად გამეცინა._ შენ რაღაც ძალიან დარწმუნებული ხარ რომ დაგთანხმდები და მითხარი აბა, რატომ?
_შენ რასაც აკეთებ, ხომ ყველაფერს მხოლოდ ფულის გამო აკეთებ და ეს საქმე საერთოდ არ გიზიდავს?!_საზურგეს მიეყრდნო და დაკუნთული მკერდი უნებურად მაღალა ამოსწია. ისევ ის წყეული შეგრძნება მქონდა თითქოს სუნთქვა შემეკრა.
_დავუშვათ ასეა, მერე?_ თავლებში ჩავხედე, თუმცა მაინც გამექცა მზერა მისი პრესისაკენ.
_ანია, ხომ?_ უცნაური ღიმილი გამოესახა სახეზე, თითქოს შეამჩნია ჩემი დაბნეულობა._მეც მოვიპოვე რაღაც ინფორმაცია შენზე…_ნიშნისმოგებით მიღიმოდა._ისიც ვიცი გვარი რატომ შეიცვალე, და ისიც რომ ამ თემაზე საუბარი არ გსიამოვნეს… უბრალოდ მინდა იცოდე რომ ვიცი.
_გასაგებია._უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და სიტუაციის განსამუხტად რამდენჯერმე ჩავახველე._მერე?
_მერე ის, რომ ჩემი ცოლობა უკვე ნიშნავს შენი ცხოვრების მატერიალურ უზრუნველყოფას!_ფეხზე წამოდგა და სამუშაო მაგიდასთან მივიდა. ნახევრად გადაიხარა და კარადა გამოაღო. ჯანდაბა! ისევ მისი მაღლა აზიდული უკანალი…_ განქორწინების შემდეგ კი, ჩემი შემოსავლის 5 პროცენტს დაგითმობ… ჩემი შემოსავალი კი საკმაოდ დიდი იქნება! თანაც განქორწინების თარიღის არჩევის პრიორიტეტს გაძლევ, როცა ჩათვლი რომ საკმარისად გამოვიმუშავებ იმ წამსვე მოგიწერ საბუთზე ხელს._კარადიდან ვისკით სავსე ბოთლი და ვისკის ორი ჭიქა გამოიღო და ისევ მის ადგილს დაუბრუნდა._ დალევ?
_დავლევ!_ ლამის შევევედრე.
_ რას იტყვი? მგონი არ არის ცუდი შემოთავაზება?!_სხვათაშორის მკითხა მან.
_რატომ მაინდამაინც ბიზნესი?_დიდხნიანი დუმილის შემდეგ ვკითე._შენ ხომ პროფესია გაქვს. საკმაოდ საინტერესოც და მაღალანაზღაურებადიც.
_სამიდიცინო სფერო უკანასკნელია რაშიც თავს გავყობ… და თუ რატომ დავამთავრე ქირურგიული სხვა თემაა… ამის გარჩევა დღეს არ ღირს. დღეს უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გადასაწყვეტი._გამიღიმა და ვისკიანი ჭიქა გამომიწოდა.
_ასე უცებ ასეთი სერიოზული თემები არ წყდება…
_ვიცი, ამიტომაც არის რომ ვცდილობ უამრავი პრიორიტეტი მოგანიჭო რომ იოლი იყოს გადაწყვეტილების მიღება.
_კარგი…_ ვისკის ჭიქა პირზე მივიყუდე და ბოლომდე დავლიე._გამოგყვები ცოლად.
_მშვენიერია._თვალები უცნაურად აუციმციმდნენ, თუმცა ისიც ეტყობოდა რომ დიდად მოულოდნელი არ იყო ჩემი პასუხი._ხვალ დიდი დღეა, სჯობს გამოიძინო._”მზრუნველი” ტონით მითხრა და ვისკი მოსვა._იმედია დილით ადრე ადგომა არ გიჭირს. 6ზე მოგაკითხავს გიგი, ჩემი მძღოლი, ჯერ კაბის ასარჩევად წაგიყვანს და შემდეგ სალონში.
_დილის 6ზე კაბების ასარჩევად სად უნდა წამიყვანოს?_სიცილისგან ლამის გავიგუდე.
_ფულით ყველაფერი გვარდება ანია…ფული ჯოჯოხეთს ანათებს…
_მართალი ხარ._სწრაფად მივიღე სერიოზული სახე.
_კონტრაქტს ქორწილის დაწყებამდე მოვაწერთ ხელს. დღეს რაც გელაპარაკე ყველაფრის ოფიციალური მტკიცებულება გექნება.
_კარგია._ფეღზე წამოვდექი მე._ჩემგან ერთი სტუმარი იქნება მხოლოდ. ნენე ბურდული., ჩემი მეჯვარე.
_გავითვალისწინებ._ისიც წამოდგა და ჩემს წინ დაეყუდა._რაიმე კითხვა ხომ არ გაქვს?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და გასასვლელისკენ გავბრუნდი. მერე უცებ რაღაც მომაგონდა და ისევ მისკენ გავტრიალდი.
_გამოდის სესილი არ გყვარებია…_ვკითე მოულოდნელად.
_ეჰ, ჩემო ანია. არ დაიჯერო! ვინმემ არ მოგატყუოს, რომ სიყვარული საერთოდ არსებობს… ეს უბრალოდ ადამიანებმა გამოვიგონეთ, სექსი უფრო იაფი რომ ყოფილიყო._ზურგი მაქცია და ისევ ვისკის ჭიქას დასწვდა.
_დროებით!_ვუთხარი და კარი გამოვაღე.
_დროებით ანია!
***
_სად იყავი?_სადარბაზოსთან მისულს ზურგიდან ილიას ხმა მომესმა.
_საქმეზე.
_რა საქმეზე?_გაუკვირდა მას.
_ახლა ვერ გეტყვი…
_ანია!_მკლავში ჩამკიდა ხელი._ მერამდენედ უნდა გაეხვე შარში?!
_ჯანდაბა ილია!_დავუყვირე და თავი გავითავისუფლე._ სულ რატომ გეპარება ჩემში ეჭვი? როდესმე ჩამიფლავებია საქმე?
_არა, იმიტომ რომ მე ყოველთვის კონტროლში მყავდი… ახლა კი არც კი ვიცი რა საქმეზე იყავი…
_დაგიმტკიცებ რომ არ მჭირდება შენი კონტროლი!_გაბრაზებულმა ვაქციე ზურგი და სადარბაზოში შევვარდი.
_ანია!_გამომყვა ისიც._ ცუდად გაიგე…_დამეწია და წინ გადამიდგა.
_რა გინდა ილია?_ცალი ხელი სახეზე მივადე, ცერა თითი კი ლოყაზე დავუსვი._ ხომ იცი, რომ არ მსიამოვნებს როდესაც ჩემს გალიაში შეტყუებას ცდილობ… ხომ იცი, რომ სულ ვერ გეყოლები კონტრილის ქვეშ?
_ვიცი…_თავი დახარა მან._მეშინია შენი დაკარგვის.
_ყოველთვის გამოჩნდება სხვა!_ ამჯერად ხელები ყელზე შემოვხვიე და ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შევამცირე.
_ანია…_აღმოხდა პირიდან._ხომ იცი რომ მიყვარხარ…
_სხვაც შეგიყვარდება…_სახე ახლოს მივწიე და ძალიან ფრთხილი, ნელი მოძრაობით ვაკოცე ლოყაზე._კარგად ილია.
მის სხეულს მოვშორდი და გვერდი ავუარე. “კარგად ილი” სულაც არ ნიშნავდა უბრალოდ დამშვიდობებას…
***
მაღვიძარას გამაღიზიანებელმა ხმამ გამაღვიძა. 5 საათი 45 წუთი იყო. გაჩეჩილი თმები მაღლა ავიწიე, კარადა გამოვაღე და პირველი რაც ხელში მომყვა ის ჩავიცვი. ვანაში შევირბინე და შეძლებისდაგვარად თავი მოვიწესრიგე.
ნენე უკვე სამზარეულოში გამოსულიყო და ყავას იმაზდებდა. წინა საღამოს ყველაფერი მოვურევი და საკმაოდ მძიმე რეაქციაც ჰქონდა, თუმცა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშნაც კი როდესაც ფიქრობდა რომ არასწორ ნაბჯს ვდგამდი.
_რა გჭირს?_სიცილით ვკითხე როდესაც მისი უჟმური სახე შევათვალიერე.
_შეცდომას უშვებ…_თავი გააქნია მან.
_უკვე დავუშვი და გამოსწორებას არ ექვემდებარება._მხიარულად ვუთხარი და შემოსასვლელში გავედი._ლამაზი კაბა აარჩიე დღეს, ხომ იცი ჩემი მეჯვარე ხარ._მხიარულად ჩავილაპარაკე და ნახევრად ჩაცმული პალტოთი გავვარდი სადარბაზოში.
ჩემი ქორწილისთვის უნდა მოვმზადებულიყავი.


_______
კიდევ ერთხელ მადლობა რომ კითხულობთ და მიხარია რომ მოგწონთ. იმედია ამ თავითაც ისიამოვნებთ.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Eto

Es ho gedo da plius erti tavi rato washaleee?????

 



№2  offline √ წევრი ™ Evelina

Eto
Es ho gedo da plius erti tavi rato washaleee?????

არ წამიშლია, ეს ვერსია მეორე თაბკდან იცვლება. იმედია მოგეწონება. უბრალოდ ვერ გავაგრძელებდი ზუსტად ისე..

 



№3 √ სტუმარი ™ Guest bubu

gvari ratom sheicvala ?

 



№4  offline √ წევრი ™ Evelina

Guest bubu
gvari ratom sheicvala ?

გავიგებთ ნელბელა

 



№5  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

აუუუ ილია შემეცოდა :(

კარგი მოთხრობაა ნუ დასაწყისი მომწონს

 



№6  offline √ წევრი ™ Evelina

ენემი
აუუუ ილია შემეცოდა :(

კარგი მოთხრობაა ნუ დასაწყისი მომწონს

მადლობა დიდიი :* :*

 



№7 √ სტუმარი ™ uhuu

rato agar agrdzeleeb dzaan momcons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent