შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- გამარჯობა 100 დოლარიანო ! ( 9 )


29-07-2017, 14:49
ნანახია 735

- გამარჯობა 100 დოლარიანო ! ( 9 )

დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ ! შევეცდები აღარასდროს დავაგვიანო ასე ძალიან. ვიცი სულ ამას გპირდებით, მაგრამ ამჯერად მართლა შევეცდები მალ-მალე დავდო ახალი თავები.
იმედია მოგეწონებათ.



ვიდრე ქეთი ან მამა ყველაფერს ეტყოდა ერეკლეს, გადავწყვიტე თვითონ წავსულიყავი მასთან და ყველაფერი მეთქვა.
ჩანთა ავიღე და მისღებში ჩავედი.
ფეხის ხმაზე ყველამ მე შემომხედა.
საშინელი სიცივე ვიგრძენი.
მათი ცივი მზერა, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული პირდაპირ თვალს მჭრიდა.
ფანჯარასთან ერეკლე იდგა და გაცრეცილი, ჩამქრალი თვალებით მიყურებდა.
მის დანახვაზე უნებურად თავი დავხარე და ერთ წერტილს მივაშტერდი.
ფეხის გადადგმა მინდოდა,მაგრამ ვერც წინ მივდიოდი და ვერც უკან.
ქანდაკებასავით ვიყავი გაშეშებული.
მინდოდა გერეთ გავსულიყავი და ჰაერი ჩამესუნთქა, მაგრამ რაღაც ძალამ მიმაჯაჭვა ერთ ადგილს და გახევებული ვიდექი.
სამარისებური სიჩუმე იდგა.
ზედმეტმა სიმშვიდემ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ საშინლად გავხდი.
თვალებში დამიბნელდა და იმის მცდელობაში, რომ კიბეზე დავმჯდარიყავი წავბარბაცდი.
წამში ვიგრძენი ხელები ჩემს წელზე.
- ერეკლე ოთახში აიყვანე.
ბუნდოვნად ჩამესმა დემეტრეს მკაცრი ხმა.
მისი ხელები იმდენად ცივი იყო, მაგრამ ამასთანავე საშინლად თბილი, იმდენად თბილი, რომ მთელი სხეული ამიწვა და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
რბილი ზედაპირი იგრძნო სხეულმა და მოვდუნდი. არ მინდოდა თვალები გამეხილა, რადგან მეშინოდა.. მეშინოდა, რომ წავიდოდა და ისევ მარტო დავრჩებოდი ამდენ ტკივილთან ერთად.
მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. საშინლად მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.
არვიცი როდიდან დამეუფლა ასეთი შეგრძნებები ერეკლესთან ყოფნის დროს, მაგრამ საშინლად მინდოდა მის გვერდით ყოფნა.
საწოლის ნაპირას იჯდა.
მისი სუნთქვა ისევ მეფინებოდა სახეზე და ყელზე.
ცივი იყო, როგორც ყინული, მაგრამ იყო თბილიც.
ერთდროეულად შეეძლო ყოფილიყო ცივიც და თბილიც.
მისი ხელი ყინულივით ცივი იყო მაგრამ მისი შეხება საშინლად მწვავდა.
ეს შეგრძნება ისეთივე იყო როგორც ცხელ ყავის დალევის შემდეგ ცივი წყლის დალევა.

ამ ფიქრებში ისე ჩამეძინა, რომ ვერც კი გავიგე .
ყველაზე ცუდი მომენტი ის იყო, რომ ერეკლეს სუნთქვას ვეღარ ვგრძნობდი. და ირგვლივ სიცარიელე იყო.
მაგრამ სადღაც გულში მაინც მქონდა იმედი, რომ ერეკლე ისევ ჩემს გვერდით იქნებოდა.
ალბათ იმიტომ იყო ასე, რომ ახლა ის ერთადერთი იყო ვისი იმედიც მქონდა და ვისაც ვეჭიდებოდი.

თვალების გახელისთანავე გულში რაღაც ჩამწყდა.
ერეკლეს გამჭოლ მზერას, რომ ვერ წავაწყდი.
ტელეფონი ავიღე და სალის დავურეკე:
- ხოო ლილე
- სალი რას შვები ?
- ფილმს ვუყურებ გოგო შენ?
- ჩემთან მოხვალ?
- რა ხდება?
- რაღაც უნდა მოგიყვე..
- აუუ მეც მაქვს მოსაყოლი ისეთი ამბები, რომ გაგიჟდები.
- მიდი გელოდები.

ქვემოთ ჩავედი, ჰოლში მხოლოდ ქეთი და ერეკლე იყვნენ.
- როგორ ხარ? - მკითხა ერეკლემ დანახვისთანავე.
- ისე როგორც უნდა ვიყო.
მისი თვალები ისევ ისეთი ცივი იყო,როგორც დილით, როგორც გუშინ, გუშინ წინ, ისეთივე როგორიც ყოველთვის.
- ქეთი სალი უნდა მოვიდეს.
- ახლა მეგობრების მისაღებად სწორი დრო არ არის
- ყველაფერი იცის
- რას ნიშნავს ყველაფერი იცის ლილე !?
- იცის, რომ ფეხმძიმედ ვარ.
- რატომ იქცევი ყოველთვის დაუფიქრებლად? ერთხელ მაინც ერთხელ ! არ შეგიძლია სწორედ მოიქცე?! რატომ უთხარი ?? რატომ ენდობი ყველას? არსებობს ისეთი საიდუმლოები, რომლებიც მხოლოდ ოჯახში უნდა დარჩეს რატომ არ გესმის!
- დედა სალი ჩემი მეგობარია ! ერთადერთი ადამიანია რომელსაც ვენდობი ! ის ერთადერთი მეგობარია შენი წყალობით ! მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს. რატომ არ შეიძლება ?!
- მიხარია, რომ ცოტახანში შენი უაზრო საქციელებისგან დავისვენებ ! კარგია,რომ მიდიხარ - მომახალა და ოთახიდან გავიდა.
მწარედ ჩავიცინე და გაკვირვებულ ერეკლეს შევხედე.
- იცი.. მე.. ჩვენ შეგვიძლია, რომ.. თუ შენ.. არმინდა ტვირთად დაგაწვე.
- ლილე ! ცოლად იმიტომ მომყავხარ, რომ ჩემ შვილს ატარებ. მიუხედავად იმისა, რომ ეგ ბავშვი სიყვარულის ნაყოფი არ არის, არ მინდა რამე დაუშავდეს.
ბავშვი, რომელიც მუცელში გყავს ღირსია სიცოცხლის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგი მომავალი შევუქმნა.
მართალია ვერ გაიზრდება სიყვარულით სავსე გარემოში სადაც მოსიყვარულე მშობლები იქნებიან მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებსთ მისთვის ! მნიშვნელობა არ აქვს ერთად თუ ცალ-ცალკე, ის მაინც ბედნიერი უნდა იყოს ! და მის მოშორებაზე ფიქრს თავი დაანებე.
ამის უფლება არ გაქვს ! დედა ხარ და უნდა გაიაზრო რამხელაპასუხისმგებლობაა.
ზოგს შვილი არ ყავს და ოცნებობენ ისეთ მდგომარეობაზე, როგორშიც ახლა შენ ხარ. შენ კი ამას ვერ აფასებ. ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიფიქრო
- არ მინდა შვილი... არ მინდა.
- შეიძლება არ გინდა, მაგრამ ეს ბავშვი აუცილებლად დაიბადება ! პირადად მე ვიზრუნებ ამაზე დარჩენილი 8 თვე. ბავშვი აუცილებლად დაიბადება და მერე შენ შეგიძლია შენი არჩევანი გააკეთო. მე ამ ბავშვის დათმობას არ ვაპირებ. - ბოლო სიტყვებისას კიდევ ერთხელ გამომხედა და უხმოდ დატოვა სახლი.
ერეკლე მართალი იყო. იმ მომენტში მთელს დედამიწაზე ყველაზე გულწრფელ ადამიანად ერეკლე აღვიქვი. შემრცხვა ჩემი თავის იმის გამო, რომ ერეკლეს უფრო უყვარდა ჯერ არდაბადებული არსება, რომელსაც მე ვატარებდი მუცლით.
როგორი დედა ვიყავი მე. ან როგორი დედავიქნებოდი?
საერთოდ არც კი ვიყავი ღირსი ამ სახელის.
ქეთიც კი ჩემზე ლმობიერი აღმოჩნდა ამ საკითხში.
როდის გავხდი ბავშვების მიმართ ასეთი ცივი ?
გულგრილი?
სასტიკი.

***
კართან მდგარ სალის მაგრად ჩავეხუტე და ოთახში ავედით.
- როგორი დასუსტებული ხარ ლილე ! - შეიცხადა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა
- ვიცი. არინერვიულო მალე გავსუქდები
- ეგრე ადვილია გასუქება?
- სალი ფეხმძიმედ ვარ. არ იკივლო ძალიან გთხოვ. - რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოილუღლუღა - რა ხარ?
- ფეხმძიმედ ვარ
- არ მჯერა
- ექიმთან ვიყავი. ერთი თვის ვარ
- ვაიმეეე არააააააა ! როგორ? ვისგან? აქამდე რატომ არ მითხარი? ვაიმეე ნათლული მეყოლებააააა რამაგარი ამბავია ეე ! გილოცავ ! - ჩამეკონა ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი.
- რას მილოცავ. ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის.
- არ გიხარია?
- არა.. უფრო სწორად არვიცი.
- გოგო პატარა გეყოლება რას ნიშნავს არგიხარია ნუ გადამრიე.
- სალომე ჯერ პატარა ვარ .. როგორ უნდა გავზარდო ბავშიი.. მთელი ცხოვრება წინ მქონდა... ახლა რაიქნება?..
- დაგეგმილი არგქონდა?
- რა დაგეგმილი გოგო. ახლაგავიგე თქო..
- მეგონა სპეციალურად დაორსულდი დემეტრესგან, რომ ერთად ყოფილიყავით.. არა?
- რა დემეტრე კარგად ხარ?
- მოიცა აბაა? დემეტრე თუ არა აბა? მამა? მმოიცა ვერაფერი გავიგე.. თავიდან ამიხსენი ყველაფერი.
- ერეკლე დადიანი ხომ იცი?..მოკლედ იმ ღამეს დემეტრე, რომ წავიდა, რომ დამშორდა.. ერეკლემ დამინახა, რომ ვტიროდი და წამიყვანა. დავლიეთ..
ხოდა დილით ჩემ ოთახში გავიღვიძეთ.
ერეკლეა ბავშვის მამა. და ახლა ერეკლეს უნდა გავყვე ცოლად..
მითხრა ბავში უნდა გააჩინო და შემდეგ შეგიძლია არჩევანი გააკეთოო..
არც კი ვიცნობ. როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად? მგონი ვეზიზღბი. ისე მიყურებს ხოლმე. ზიზღიანი და ცივი თვალებით.. თითქოს მე მინდოდა, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო..
- ვაიმე....... დედა . - თურქულ სერიალში მგონია საკუთარი თავი..
- სალი ხუმრობის დროა ახლა?
- არ ვხუმრობ დედას გეფიცები.. ახლა რა იქნება?
-არვიცი.. არვიციი... არვარ მზად.. არაფრისთვის არ ვარ მზად. აღარაფერი არ მინდა საერთოდ.
როცა მიყურებს ხოლმე ადგილზე ვიყინები. საკმარისია თვალებში შევხედო, რომ შიშმა ამიტანოს. მგონია,რომ ჩემი მოკვლა უნდა.. ერთხელაც ალბათ დილით ვეღარ გავიღვიძებ.
როგორ უნდა ვიცხოვრო უცხო ადამიანთან? როგორ უნდა მოვიქცე? არ მინდა ერეკლესთან ცხოვრება..
ისევ ის დრო მინდა დაბრუნდეს, ის დღეები ერეკლეს და დემეტრეს გარეშე.
ის დღეები მინდა ჩემს ცხოვრებაში არანაირი ბიჭი,რომ არ იყო.
ის დღე მინდა გაქრეს, როცა გაჩერებაზე ვიდექი, შემდეგ კი წვეულებაზე წავედით.
ყველაფერი მინდა ჩემი გონებიდან გავაქრო.. ვერ გავუძლებ სალი.. არ შემიძლია.. - ცრემლებმა უნებურად დაიწყეს სვლა თვალებიდან.. ერთამენთს მიჰყვებოდნენ ისე, როგორც ნაბიჯები, რომლებსაც გაუაზრებლად ვდგამთ.
მიდიოდნენ არეულად და ტკივილიც მიჰქონდათ.
- ლიილეე დამშვიდდი გეხვეწები.. ნუ ტირი რა.. - ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
- სალი.. მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ.. ახლა ისე მჭირდება ვინმე.. სულ მარტო ვარ..
- დამშვიდდი ჩემო საყვარელო.. დრო ყველაფერს დაალაგებს.. მთავარია ამ რთულ პერიოდს გაუძლო.. ყველაფერი კარგად იქნება...
- მომიყვები რაღაც, რომ უნდა გეთქვა?
- სხვადროს მოგიყვები.. არვიცოდი ესეთ ამბებში თუ იყავი შენ..
- მომიყევი მიდი. ისევ შენი ამბები თუ გამამხიარულებს
- ერთი ბიჭი გავიცანი.. ოღონდ ინტერნეტით. ისეთი საყვარელია.. სულ ვწერთ ერთმანეთს ვლაპარაკობთ ხოლმე სულ.. ისეთი ბედნიერი ვარ.. არ მახსოვს ასე კარგად როდის ვიყავი..
როცა არ ვწერ სულ იმაზე ვფიქრობ..
- ჩემო სიხარულო რა კარგია.. ისე გიბრწყინავს თვალები მგონი ეგ ბიჭი შეგიყვარდება..
- არვიციი.. არვიცი.. ისეთი საყვარელია მაგიჟებს..
- როდის აპირებ, რომ ნახო?
- ჯერ საქართველოში არ არის.. მითხრა მალე ჩამოვალ და პირველი რასაც გავაკეთებ ისაა, რომ შენ გნახავო.. ღემრთო როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი იყოს !
- ჩემო პატარა ისემიხარია.. რაღაც შყვარებულის სუნი მცემს
- ლილე კარგი რა.. ჯერ ეგრე სერიოზულადაც არ არის საქმე. მაგრამ იმედია იქნება
- ვაიმეე ვაიმეეე ჩემი სულელი
- აუ ისე მიყვარხარ.. არ შემიძლია შენი სევდიანი სახის ყურება.. იქნებ ყველაფერი იმაზე კარგად იყოს ვიდრე წარმოგიდგენია. იქნებ შეეჩვიო ერეკლეს და ბედნიერები იყოთ.
- მეეჭვება ყველაფერი მასე მოხდეს.
- ხო იცი ყოველთვის შენთან ვიქნები.. არ იდარდო. ორსულად ხარ და რაც არ უნდა ბევრი პრობლემა გქონდეს მაინც ბედნიერი უნდა იყო და დატკბე.. სულ გაიღიმე ხოლმე.
- ჩემო გოგო მადლობა.


***
დილიდან სამზადისი იყო შონიების სახლში.
ვიზაჟისტებისა და სტილისტების თავშეყრა იყო ნამდვილად.
მკვდარი სახით დავდიოდი ოთახიდან ოთახში. ზემოდან ქვემოთ. ქვემოდან ზემოთ.
ნიშნობამდე ერთი საათი იყო დარჩენილი.
ქორწილის მაგივრად ნიშნობა მომიწყვეს გრანდიოზული. უამრავი ხალხით, ცეკვებითა და სადღეგრძელოებით.
სალი ჩემ უხასათობას იტანდა და მთელი დღე გვერდიდან არ მშორდებოდა.
როცა ჩემი „მოკაზმვა“ დაასრულეს და სარკეში ჩავიხედე უნებურად გამეღიმა.
ცხოვრებაში პირველად მომეწონა ჩემი თავი.
რა იქნებოდა ყველაფერი, რომ სხვანაირად ყოფილიყო და ახლა სევდიანი თვალების მაგივრად სიხარულით გაბრწყინებული თვალები მქონოდა?
რატომ არ შეიძლება ადამიანს ერთხელ მაინც ქონდეს შანსი თავისი შეცდომის გამოსწორების.
რატომ ანგრევს მთელ ცხოვრებას ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი?!


თეთრი, სადა, ტანზე მომჯდარი კაბა მეცვა. სადა მაკიაჟი და სადა ვარცხნილობა.
- ლილე ანგელოზს გავხარა - მითხრა სალიმ და დამატრიალა
- კაი რა
- ერეკლე, რომ დაგინახავს ალბათ შეუყვარდები.
-სამყაროში მაგის გარდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს
- გეგონოს !
- მგონია.
- ქმართან ერთად ვერ წარმომიდგენიხარ
- და მე წარმომიდგენია ჩემი თავი ქმართან ერთად? ან მე დედა ?
- მიეჩვევი მიეჩვევი დიდი გოგო ხარ უკვე.
- ალაბთ მისაჩვევად წლები დამჭირდება თუ მეორე დღესვე არ გავშორდებით.
- ბედნიერი ცხოვრების სუნიმცემს.
- ეჰ სალი რა ოპტიმისტი ხარ.
- ოპტიმისტი კი არა რეალისტი ვარ.


***
გაბრუებული ვიყავი ხალხის ხმაურით, ეს გარემო უკვე იმდენად მაღიზიანებდა ალბათ ცოტახანში თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი აქედან.
ტელეფონის ეკრანი განათდა და მესიჯი მოვიდა უცხო ნომრისგან
„ ლილე რესტორნის წინ ვდგავარ გამოდი გთხოვ“
ტანში გამცრა. მაშინვე თავში გამიელვა აზრმა, რომ დემეტრე იყო,მაგრამ მივხვდი,რომ ის ვერ იქნებოდა რადგან საქართველოში არ იყო და ვერც გაიგებდა იმის შესახებ, რომ ნიშნობა მაქვს.
ფეხზე წამოვდექი, რომ გავსულიყავი, მაგრამ ერეკლემ შემაჩერა თავი გააქნია და მკითხა:
- საით?
- ჰაერზე გავალ.
ვუპასუხე და რესტორნიდან გავედი. კიბეებზე ჩავედი თუ არა დემეტრე დავინახე, ისევ ისე იდგა და მელოდებოდა, როგორც იცოდა ხოლმე.
იღიმოდა, მაგრამ სევდიანი სახე ჰქონდა.
მისი დანახვისას გული ამიჩქარდა, სუნთქვა შემეკრა, თითქოს ფილტვები გამეყინა.
არეული ნაბიჯებით მივედი მასთან და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავდექი
- ნეტა იცოდე რა ლამაზი ხარ - არეულმა მითხრა და თვალებში შემომხედა. - ნეტავ ახლა მე ვიჯდე შენს გვერდით და არა სხვა.
- არ გინდა..
- ხომ გითხარი დავბრუნდები თქო, ხომ გითხარი, რომ მოგძებნიდი.
დავბრუნდი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ შენთან მოვსულიყავი და შერიგება მეთხოვა შენს ნიშნობაზე მოვედი.
- საიდან გაიგე?
- მაგას მნიშვნელობა არ ააქვს
- და შენ დაბრუნებას... შენ დაბრუნებას ააქვს მნიშვნელობა?
- აღარ.. ახლა აღარ.. უკვე აზრი არ აქვს.
- დამიჯერე, ნიშნობაც, რომ არ მქონდეს მაინც არ ექნებოდა აზრი.
- მაგრამ ხომ გითხარი, რომ დავბრუნდებოდი.
- მერე? რა გინდა, რომ მთელი ცხოვრება დაგლოდებოდი? ასე არ ხდება დემეტრე. ჩემთან ყოფნას წასვლა არჩიე ხოდა მე ,შენ სხვა გარჩიე. არაფერი გაქვს სათქმელი, ვერაფერს ვერ იტყვი. შენ გინდოდა წასვლა და წახვედი. ახლა კი გამომეცხადე უცოდველივით და ცდილობ მე დამადანაშაულო?. თავი შემაყვარე და წახვედი ! შენ საქციელს ახსნა აქვს? - საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა ლაპარაკი და თავისუფლად შეეძლოთ ეზოში მყოფებს თითოეული სიტყვის გაგება.
- ხომ გითხარი რატომაც მივდიოდი, ხომ იცი, რომ მეც მიყვარდი და ახლა უფრო ძლიერად მიყვარხარ. არ შემიძლია შენს გარეშე ყოფნა.
- მაშინ შეგეძლო?
- არც მაშინ შემეძლო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
- ახლაც არ გაქვს სხვა გზა. უბრალოდ წადი, ისევე მარტივად როგორც მაშინ წახვედი.
- ლილე არ შემიძლია. წამოდი. ჩემთან ერთად წამოდი. ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ.
- მეზიზღები !!!
- მაგას ნუ ამბობ ლილე.
- დემეტრე არ მინდა შენი დანახვა აღარასდროს.
ერეკლემ მხარი გამკრა და დემეტრესთან მივიდა:
- გამარჯობა - მშვიდად უთხრა
- გაგიმარჯოს - აღელვებული ხმით უპასუხა დემეტრემ
- სმენასთან პრობლემები არ გაქვს აარა?
- არა
- მაშინ აქმადე წასული უნდა იყო უკვე და შენ კიდევ აქ დგახარ?!
- შენ საერთოდ ვინ ხარ, რომ ერევი.
- მოკლედ ! ლილემ გასაგებად გითხრა, რომ შენი დანახვა აღარ უნდა და სიმართლე, რომ გითხრა არც მე მინდა შენი დანახვა ჩემი ცოლის გვერდით. იზვინი, მაგრამ არავის სიამოვნების შენი დანახვა გესმის ხო? ასე,რომ მაგრად არ მესიამოვნება მეორედ თუ ჩემ ცოლთან საქმეს დაიჭერ, ნახვაზე ლაპარაკი ზედმეტია გესმის?! ჯობია იქ წახვიდე საიდანაც ჩამოხვედი და აღარასდროს შეაწუხო ეს გოგო, ჩემი კეთილი რჩევაა !
კეთილი მგზავრობა.


დემეტრე ცოტახანს გაშეშებული იდგა ხან ერეკლეს უყურებდა ხან მე. მერე გამომხედა, ნაძალადევად გამიღიმა
- ბედნიერებას გისურვებ. - მითხრა და წავიდა. ცრემლები წამომივიდა და ავტირდი.
როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო?.როცა შებრუნდა გავიფიქრე „ არ წახვიდე „ თქო, მაგრამ რა აზრი ექნებოდა დარჩენას? არანაირი,ისევე როგორც აქ მოსვლას არ ჰქონდა აზრი. ისედაც დამძიმებული დღე უარესად დამიმძიმა.
ერეკლეც შემობრუნდა და ჩემ წინ დადგა
- ისევ გიყვარს. - უეცრად მითხრა და წავიდა რესტორნისკენ. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა. ისევ ჩემთან მოვიდა, ხელსახოცი გამომიწოდა და მითხრა:
- ცრემლები მოიწმინდე.скачать dle 11.3

 


მოგწონთ თუ არა ?



№1 √ სტუმარი ™ Guest სხვანაირი დედამიწელი

1 თავი ვნახე,მეტი ვერა. როგორ ვიპოვო მითხარით რააა

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

აუუუ დემეტრეა ის ბიჭი რომელიც სალის სწერს? (ამ კითხვამ შემაწუხა :დ)
აუუუ დემე შემეცოდა, ის ხომ დაბრუდა, სჯეროდა რომ იქ მისი საყვარელი ქალი ელოდებოდა და წარმომიდგენია მისი გული ნაწილენად იქცეოდა. მე დემეტრესთან დავტოვებდი და არ მინდა რო იტანჯებოდეს.

პ.ს მე მგონი თურქული სერიალის დაწერა გთხოვე joy joy

 



№3  offline √ წევრი ™ ke-sane

ძალიან კარგი ისტორიაა და ჩემი აზრით კარგად მიდიხარ. სწორი გადაწყვეტილებაა ერეკლეს რომ გაყვა და არა დემეს, რომელმაც მიატოვა. თუ მართლა იმ სიყვარულით უყვარდა, რომელიზეც ამბობენ მარადიულია და ყველაფრის გადალახვა შეუძლიაო, მაშინ წასვლის გარეშეც მოაგვარებდა ყველაფერს და ლილეს არ მიატოვებდა.
ერეკლე კიდე ჩემთვის სამაგალითო ადამიანია, და თავიდანვე მისი ბინძური რეპლიკების მიუხდავად ყოველთვის რჩებოდა ჩემთვის საინტერესო პერსონაჟად. ამ ისტორიაში მხოლოდ ერეკლეა მბობს პირდაპორ სიმართლეს. და საკუთარ აზრს დაუთარავად აფიქსირებს.
მოკლედ მე პირადად ძალიან მომწონს წყვილების ასეთი განლაგება და ვფიქრობ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა ერეკლეს და ლილეს დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება ელით. იმედია ასეც იქნება.♡
მოკლედ მოუთმენლად ველი ახალ თავს.
პს.შენს დაკარგვაზე აღარ გამიმახვილებია ყურადღება :) იმედია მომავალში მალ მალე დაამატებ ახალ თავებს ♡

 



№4  offline √ წევრი ™ Mari-Mariami.16

მიხარია რომ ამ ისტორიის გაგრძელება გადაწყვიტე, ძალიან არ მომწონდა ასე დაუსრულებელი რომ დატოვე ჩემი საყვარელი ისტორია... ველი შემდეგს ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



№5  offline √ წევრი ™ ნეპტუნიელი

ლილეს ცხოვრებაში ყველაფერი ასე, რომ აირია თან გულ დასაწყვეტია და თანაც საინტერესო და დამაინტრიგებელი. დემეტრე შემეცოდა... ლილეც შემეცოდა... მოკლედ ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent