შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული პატიება 5 ნაწილი


30-07-2017, 23:48
ავტორი du-da
ნანახია 532

დაგვიანებული პატიება 5 ნაწილი

გაჭირვებით გავახილე თვალები და ირგვლივ მიმოვიხედე, კისერზე გაკეთებულმა ფიქსატორმა თავის მობრუნების საშუალება არ მომცა, ტკივილისგან სუსტად წამოვიკვნესე და ისევ ჭერს გავუშტერე თვალი,ნელ-ნელა დაიწყო გონებამ მომხდარის გაანალიზება და როგორც კი ყველა დეტალი აღიდგინა გონებამ ნერვიულობისგან ხელები ამიკანკალდა
-ანანო ნეტა როგორ არის? უნდა გავიგო
გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე და ხელზე მიმაგრებული გადასხმა მოვიგლიჯე,ძლივს მივაღწიე კარებამდე და გამოვაღე, დერეფანში არავინ იყო. კედელ-კედელ დავუყევი გზას, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა და ტკივილიც იმატებდა,კიდევ ერთი ნაბიჯი და წონასწორობა ვეღარ დავიცავი,ცოტაც და იატაკს დიდი მონდომებით ჩავეხუტებოდი თუმცა ვიღაცის ძლიერმა ხელებმა სწრაფად ამიტაცა ხელში და გულზე მიმიხუტა
-ოხ თინანო თინანო, გულედანმა წამებში დამაბრუნა პალატაში და საწოლზე თითქმის მისროლა
-ნელა ველურო, ამოვიხავლე ძლივს
-ხმას ნუ იღებ ძალიან გთხოვ, სად მიბრძანდებოდი? მორიგი სისულელის ჩასადენად?
-ანანოს ნახვა მინდა
-კარგადაა, მომიგდო ცივად
-არ მჯერა,მანახე
-ნუ გჯერა, საშინლად ცივი თვალებით მიყურებდა, რა ხარ ამისთანა უტვინო გამაგებინე?
-რანაირად მელაპრაკები?დავიჯერო გაბრაზებული ხარ?
-როგორც იმსახურებ ცინიკოსო, დავიჯერო სამი წლის წინანდელმა შენმა საქციელმა ჭკუა ვერ გასწავლა? ისევ ისეთი ხარ გოგო?
-ეგ რა შუაშია?გაკვირვებულმა გავხედე
-თავშია თინანო, უკვე მეორედ შენს გაუაზრებელ საქციელს რაღაც ცუდი მოჰყვა, ხვდები მაინც რა მოხდებოდა ცოტა უფრო ძლიერად რომ დაერტყა იმ მანქანას? კარგი შენ ჯანდაბას იმ გოგოს რას ერჩოდი?
-მე ჯანდაბას ხო?
-ხო ხო ვფიქობდი რომ შეიცვალე, არა კი არ შეიცვალე ყოველთვის კარგი იყავი, არ ვუშვებდი იმ აზრს რომ მაშინ ის სიტყვები შეიძლება მართლა გულით გეთქვა, იმდენჯერ დავსახე შენზე შურისძიების გეგმა და იმდენჯერ გადავიფიქრე, რაღაც არ მაძლევდა უფლებას შენთვის მეტკინა, რა გამოდის მაზოხისტი ხარ და საკუტარ თავს ტკენ? რა გინდა საერთოდ ამ ცხოვრებისგან
-თავი რომ დამანებოთ ეგ მინდა,რომ მოეშვათ ჩემს შეცოდებას
-ისედაც არავინ იჭრება შენს ცხოვრებაში, შენი მეგობრები ყირაზე გადადიან რომ დარდი შეგიმსუბუქონ.ისიც შენ გააზვიადე თორემ ნახევარ ქვეყანას შრამი აქვს და თავს არავინ იკლავს, თუნდაც მე ხომ ხედავ სახეზე რა მჭირს, თუმცა რას გიხსნი შენ ყველაზე კარგად იცი როგორი ვარ და ალბათ იმ აზრს ვერ ეგუები რომ ჩემნაირი ხარ, რომ ერთ დღეს შეიძლება გამოჩნდეს ვინმე შენნაირი და დაუფიქრელად გიწოდოს მახინჯი ხო ასეა? ეს შიშია და არა გულწრფელი მონანიება, შენ ჩემი წყალობით გინდოდოა გესწავლა როგორ გამკლავებოდი შენნაირების შემოტევას,
-დაასრულე? მორჩი ამ უაზრო მონოლოგს მაგარო ბიჭო, სხვის გაკიცხვა ადვილია ხო? შენ ის კაცი არ ხარ რინგი მხოლოდ იმიტომ რომ დატოვა ხალხს მასში მონსტრი არ დაენახა, ვცდები თორნიკე? არ შეგეშინდა? ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიე?
გულედანი გაფითრდა და არაადამიანური თვალებით შემომხედა
-მართალია ადამიანები არ იცვლებიან, მე შენ გული გადაგიშალე და შენ ეს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენე ბრავო თინანო, დიდხანს ვერ გაქაჩე თამაში, მაინც ჩამოგივარდა ნიღაბი სცენაზე,
-გაეთრიე, ვუყვირე წყობიდან გამოსულმა
-ტონს დაუწიე თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, მიღრიალა გულედანმა
-შენ მართლა... წამომცდა გაუაზრებლად
-რა მართლა? მახინჯი ვარ? მიდი თინანო თამამად, რა იყო ერთხელ დაგიძახებია ეგრე თუ უკანასკნელი იქნება?ჯობია შენს სინდისს და სულს მიხედო კიდევ გიმეორებ მაგას ვერაფერი უშველის, მშვიდობით თქვენო უდიდებულესობავ,
-ასე ვერ წახვალ გაიგე? არ გაქვს უფლება, ვუყვირე გამწარებულმა
-შენ ადამიანო სრულ ჭკუაზე ხარ? მოგწონს ეს კატა თაგვობანას თამაში, გგონია რაც უფრო მეტად მეჯიბრები უფრო შემიყვარდები? სადღაც გაგიგია რომ დიდმა ჩხუბმა დიდი სიყვარული იცის და მაგას აკეთებ?
-ნუ ხარ თავდაჯერებული იდიოტი,
-თავი ზღაპარში გგონია? კვაზიმონდოს და ესმერალდას ვარიანტი ვართ ხომ? ოღონდ ერთში შევცდით ესმერალდას ისეთი უყვარდა როგორიც იყო მახინჯი, შენ მე არასდროს შეგიყვარდები
-თორნიკე გთხოვ არ გინდა ეს ფილოსოსფია რა,ისედაც ძალიან დავიღალე ყველა მე მემართლებით, როგორც მახსოვს შენ და ვახომ წამოიწყეთ ეს თამაში
-ჩვენ უბრალოდ ვიხუმრეთ
-სხვის გრძნობებზე ითამაშეთ, ბოროტად იხუმრეთ
-შენი აზრით ვინ დაზარალდა?
-მაგას არ აქვს მნიშვნელლლბა უაზროდ მელაპარაკები რაღაცას, გგონია უტვინო გოგო ვარ ხომ? ან უარესი შენზე შეყვარებული იდიოტი ხომ? დავიჯერო ეგრე მეტყობა რომ ვიწვი შენი სიყვარულით?
-მოდი გაერკვიე რა რა გინდა ოღონდ ჩემს გარეშე გთხოვ კარგი? ასე ნაკლებას ვატკენთ უფრო ერთმანეთს გულს,
-რომ ამოგიჩემო იცი რა მოხდება? გულედანს თვალები გაუფართოვდა
-რა მოხდება?
-თავს შეგაყვარებ, გამეცინა ეშმაკურად და საწოლზე გავსწორდი, იმ დონეზე რომ ჩემს გამო ყველაფერს დათმობ
-ისევ ზღაპრებს ყვები, გსიამოვნებს ეტყობა
-კი მართალი ხარ ოღონდ მე დასასრულის წერა უფრო მსიამოვნებს და ნუ მაიძულებ ჩვენი ამბავიც მე დავასრულო
-არ გირჩევ თინანო, კარგი მოთამაშე ვარ
-მე კიდე საკმაოდ მიზნიანი ვარ გულედანო
-იცი რა? ავადმყოფი ხარ, დამიბღვირა თორნიკემ და პალატიდან გავარდა,
კი ბატონო ვიყო ავადმყოფი შეშლილიც და როგორც გულედანმა აღნიშნა უაზროდ ეგოისტი მაგრამ მე ესეთი ვარ, ბოლომდე ვიბრძვი ჩემი მიზნებისთვის, ვერაფერს ვიზამთ როცა ადამიანს წარმოდგენა ეცვლება შენზე მხოლოდ შეგიძლია გამოასწორო დაშვებული შეცდომები და მე ამას ვაპირებ, აუცილებლად ვიბრძოლებდი თორნიკეს გულისთვის არა იმიტომ რომ ჩემი მიზანი იყო არა ყოველ დღე ვრწმუნდებოდი რომ ეს ადამიანი მთელი გულით მიყვარდა და უბრალოდ ვერ დავუშვებდი ჩემგან შორს ყოფილიყო, გაღიმებულმა ვიცვალე გვერდი და თვალები დავხუჭე.
ვახო მოუსვენრად დადიოდა დერეფანში.უკვე მერამდენედ შეუხედა ანანოს პალატაში იმდენჯერ ეძინა გოგოს და მოერიდა მის გაღვიძებას, დილანდელი გაბრაზება სადღაც გამქრალიყო და ეხლა მხოლოდ მისი გოგოს კარგად ყოფნა უნდოდა,
-რა ქენი ელაპარაკე? მიუახლოვდა გულედანი
-ძინავს ჯერ კიდევ, ამოიოხრა ვახომ
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი დამტავრდა
-რამე რო მომხდარიყო, თავზე ხელები შემოიწყო ვახომ, ცემს თავს არასდროს ვაპატიებდი
-მოდი მოვრჩეთ კარგი ამ უაზრო თავის დადანაშაულებას, ადამიანი ვერ გათვლის წინასწარ რა მოხდება,
-ის როგორაა?
-კარგადაა ჩვეულ ამპლუაშია
-გასაგებია, გაეცინა ვხოს ვნახავ მერე ცოტას რომ დავწყნარდები.
-ვახო მე უკან უნდა დავბრუნდე
-სად უკან?
-იცი სადაც, ამოიოხრა თორნიკემ
-რამე მოხდა?
-ლაშამ დარეკა
-მერე? ტონს აუწია ვახომ
-ბრძოლაში მიწვვეს
-ვინ ბიჭო ისევ ის ვის გამოც ამ დღეში ხარ?
-ხო ის, შანსი მეძლევა რინგზე გავუსწორდე და ველი სახელი დავიბრუნო ამასთან ერთად ის თორნიკეც ამ შემთხვევამდე რომ ვიყავი.
-ძმობას გაფიცებ არ გინდა რა, ხომ ცხოვრობ მშვიდად დაანებე თავი რა გინდა.
-გგონია ვერ დავამარცხებ ხო? მუშტები შეკრა გულედანმა, გგონია ისევ მომერევა? ვინ თქვა რომ მშვიდად ვცხოვრობ? სიბრაზე ყელში მიწერს და მისი მოკვლის სურვიი მიჩნდება, მან მე ცხოვრება დამინგრია და კიდევ მებრძვის, შენი აზრით უპასუხოდ უნდა დავტოვო?
-კარგად დაფიქრდი ამ ამბავს რა მოყვება
-მე დასაკარგი არაფერი და არავინ არ მყავს ვახო საკუთარი თავის გარდა და ისიც დიდი ხანია დავკარგე,
-დარწმუნებული ხარ? ეშმაკურად გაეცინა ბიჭს
-რას გულისხმობ?
-რას არა ვის გულედანო
-აბა გაჩუმდი ეხლა, ღმერთმა დამიფფაროს გადაირიე ხო? ეგ ღმერთის სასჯელი როოგრ შეიძლება შეგიყვარდეს?
-არც შენ ხარ მთლად გულში გავლა რომ იცოდე.როდისაა ბრძოლა?
-ერთვი თვე მაქვს წინ, ამოიოხრა თორნიკემ
-ძალიანაც კარგი მომავალ კვირას ჩემი ქალბატონის იუბილეა და აქ იქნები, კარგი წავალ ვნახავ იქნებ გაიღვიძა
-მიდი მიდი, გაეცინა ბიწს და მეგობარს მხარზე ხხელი დაკრა.
იოლი დაზიანებების გამო საავადმყოფოდან 2 დღეში გამოგვწერეს, ვახო ორივეს გვიბღვერდა და წესიერად არ გველაპარაკებოდი მაგრამ ჩვეული მზრუნველობით მაინც მოგვაკითხა საავადმყოფოში და სახლებსი წაგვიყვანა, თორნიკე არსად ჩანდა და ამაზე ნერვები უარესად მეშლებოდა, ვერაფრით მოვისვენე სახლში და ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე, იმდენად მესიამოვნა ფეხით სიარული რომ ვერც კი გავიაზრე ისე გავცდი სახლს და სხვა უბნისკენ გადავუხვიე,საკმაოდ მოსაღამოვდა ,ირგვლივ კი კაცი-შვილი არ ჩანდა,
-თინანო? მომესმა დაძახება და უკან მივიხედე "ოღონდ ეს არა"გამიელვა გონებაში როგორც კი ჩემი კურსელი აკო დავინახე
-აკო? აქ რას აკეთებ? გავუცინა ნაძალადევად
-მეგობარს ვესტუმრე შენ?
-ვსეირნობდი და, გამიხარდა შენი ნახვა წავალ მე
-მოიცა ასე უცებ? სულ თავს რატო მარიდებ? აკოჰოლის სუნი მეცა
-აკო გთხოვ ეხლა არაა ამის დრო
-აბა როდის არის? სალაპარაკოდ არ მიჩერდები ჩემს მესიჯებს არ პასუხობ, გამაგებინე როგორ დაგიკავშირდე რომ ყურადღება მომაქციო?
-მგონი აგიხსენი ერთხელ გასაგებად
-მეც აგიხსენი მგონი რომ მიყვარხარ და შენ კიდევ კეთროვანივით მიშორებ თავიდან
-აკო გთხოვ
-რას მთხოვ? მიყვირა მოულოდნელად
-ტონს დაუწიე, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა
-თორე?რატო ხართ ეს გოგოები უტვინოები? უცებ მკლავებში მეცა და ხელი მომიჭირა
-გამიშვი მტკივა, ამოვიკნავლე საწყლად
-ეხლა კარგად მისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, მაგრად შენი ვახო და მისი მუქარები, ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ თორე ყველას დედას ვუტირებ, მიცნობ და იცი ტყუილი მუქარა არ მჩვევია, ჭკუით იყავი დაამ დღეებში შეგეხიანები სალაპარაკო გვაქ, ეხლა კიდე მიბრძანდი სახლში
ხელი შემიშვა და ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა
ღრმად ჩავისუნთქე, ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა რომ არაფერი ვთქვა მკლავების ტკივილზე,"დაწყნარდი მოაგვარებ" ვიცოდი ვისთვისაც უნდა მეთხოვა დახმარება, ბევრი არ მიფიქრია და გულედანის სახლისკენ ავიღე გეზი.скачать dle 11.3

 




№1  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

ოო არ მეგონა ისევ თუ გააგრძელებდნენ ესენი ჩხუბს, ვნახოთ აბა გულედანი რითი დაეხმარება ქალბატონს smiley კარგია, მაგრამ ვახოს და ანანოს როდის უნდა დაადგეთ საშველი.ნუ ამ ორზე არაფერს ვამბობ
--------------------
ლ.ქ.

 



№2  offline √ წევრი ™ Salo123

რამდენი ველოდე.

 



№3 √ სტუმარი ™ Guest kike

რამხენი ველოდე და ციცქნა თავი იყო :(( მალე დადო იქნებ,ძაალიან გელოდები აი ვეააღარ ვძლებ,რა მაგარი ხარ

 



№4  offline √ წევრი ™ Mariammmo

რა კარგი იყო <3
ეხლა ერთად წავიკითხე ყველა თავი...
შენს გმირებს არაპროგნოზირებადობა და ცოტა სიგიჟეები ნამდვილას ახასიათებთ <3
ძალიან კარგია და იმედი მაქვს მალე დადებ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent