შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (თავი 1)


31-07-2017, 13:52
ავტორი Mtirala
ნანახია 468

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (თავი 1)

თითქმის მკვდარი ხარ, არაფერი შეგიძლია. უბრალოდ წევხარ, გათიშული. არავის ხმა არ გესმის. ესე გრძელდება, მანამ, სანამ "ის" შენთან მოვა. უსასრულოდ წავხარ, აპარატზე მიერთებული. ხალხი სევდიანი მზერით გიცქერს. ფაქტობრივად, მკვდარი ხარ. დიახ, სწორად მიხვდი, კომაში ხარ. ან მოკვდები, ან ორ დღეში გაახელ თვალებს, ან წლების მერე გაიღვიძებ, ჭაღარა შეპარული, ან... ან... ან... მაგრამ ერთ დღეს "ის" მოვა. გადაგარჩენს, გაგაღვიძებს, როგორც მძინარე მზეთუნახავი გააღვიძა პრინცმა. შენს რბილ ბაგეებს შეეხება. "ის" განწირულია. განწირულია უბედურებისთვის. "მას" შენ შეუყვარდი. არ იცის როდის გაიღვიძებ. გელოდება.

***
-ვაჩე, როდის დაჭკვიანდები? - მორბენალ შვილებს გახედა თმაში ჭაღარა შეპარულმა ქალმა. სევდიანი თვალები ჰქონდა. მისაღები ოთახიდან გამოყოფილ სამზარეულოში ტრიალებდა. ხან მოთუხთუხე ქვაბს ჩახედავდა, ხან სალათის ფოთლებს ჭრიდა, ხანაც ვაჩეს საყვადურობდა "ამხელა კაცი რით ვერ დაჭკვიანდიო". მისი შვილი ვაჩე კი ნამდვილად არ იყო ბავშვი. ოცდაოთხის იყო. უმამოდ გაზრდილ ბიჭს, ყოველთვის გააჩნდა შეგნება. მუშაობდა, სწავლობდა. თავისი საქმე ძალიან უყვარდა. ერთ-ერთ საავადმყოფოში პრაქტიკებს გადიოდა. დიახ, ვაჩე მომავალი ექიმი გახლდათ. მაგრამ უჭირდა, ძალიან უჭირდა. მატერიალურად ყველაფერი გააჩნდათ, მაგრამ ვაჩე სულიერ დანაკლის ვერ ივსებდა. მამა თხუთმეტი წლის ასაკში გარდაეცვალა, გულის შეტევით. ძალიან განიცადა, საათობით იკეტებოდა ოთხაში, გამოსვლას არ ჩქარობდა. თითქმის არ ჭამდა, არ სვამდა. ძალიან დასუსტდა. ურთულესი მდგომარეობიდან ძმაკაცებმა გამოიყვანეს. ბექა და ოთო. ორი უსაყვარლესი ძმაკაცი. იცით როგორები? ლხინშიც შენთან, რომ არიან და ჭირშიც. მათ შეძლეს, იმ საშინელი და დამთგუნველი მდგომარეობიდან გამოიყვანს ვაჩე. ვაჩეს პატარა და ჰყავდა, ელზა. თოთხმეტი წლის გოგონა იყო, დიდი მწვანე თვალებით და სიფრიფანა ტანით. საკუთარი ძმისგან არ ანსხვავებდა ბიჭებს. ვაჩესთვის ოთხი ძვირფასი ადამიანი არსებობდა, დედა, ელზა, ოთო და ბექა. სიგიჟემდე უყვარდა ისინი. სიცოცხლესაც კი დათმობდა მათთვის.
-ჩემო დედიკუნკულა, რას ამზადებ? - აქოშინებულმა ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა. ელზა გვერდით მიუჯდა, ისიც ქოშინებდა. ერთმანეთის დაჭერით გართულებმა ისიც კი ვერ შეამჩნიეს, რომ სახლში ბექა და ოთო ეწვიათ.
-იქნებ ჯერ ბიჭებს მიესალმო? - საყვედურნარევი ღიმილით გახედა ბიჭს და თავით ძმაკაცებისკენ ანიშნა. დაქანცულმა ღიმილით ხელი აუწია მათ და დაჯექითო ანიშნა.
-დედა, დღეს პრაქტიკებზე მივდივარ და გვიან მოვალ.
-კარგი. - თავი დაუქნია დედამ და მწვანილები ქვაბში ჩაყარა. მიჩვეული იყო შვილის გვიან დაბრუნებას, სახლში დროს შაბათსაც იშვიათად ატარებდა, მაგრამ კვირა მუდამ მათი იყო. ხუთივე ერთად სეირნობდნენ, პარკებში, ბაღებში, მთაწმინდაზე ან ზოოპარკში. ცანცარა ოთოს და ბავშვ ელზას მეტი რა უნდოდათ, ყოველ ნაბიჯზე სიცილისგან იკეცობოდნენ. ნახევარ საათში ვაჩე სახლიდან გამოვიდა. პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. ნათლია მიეგება, უთხრა კაბინეტში შემოდიო და მალევე მოცილდა. ბიჭი დაემორჩილა. მალევე კარზე მიაკაკუნა, "შემოდით" იყო პასუხი. კარები შეაღო. სავარძელზე დანაღვლიანებული ქალბატონი იჯდა, გვერდით კი მასზე პატარა გოგო. თვალები ჩაწითლებიდათ. ბიჭს მათი დანახვა გაუკვირდა. ნათლიას გახედა.
-მოდი, ჩემო ბიჭო. - მოუხმო. - გაიცანი ქალბატონი ნინო და ქრისტინა.
-სასიამოვნოა - ხელი ჩამოართვა და სავარძელში ჩაჯდა. მათ თავი დაუქნიეს. უცნაურად ეჩვენა მათი ქცევა მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია.
-ეხლა რაზე დაგიბარე. შენ პრაქტიკებს გადიხარ, სწავლობ, თან მუშაობ. სამსახურს გთავაზობ, ყველაფერს მოასწრებ, ხელფასი უფრო მეტი გექნება, თან ძალიან არ დაიღლები. გთხოვ არ გამაწყვეტინო. - პირდაღებულ ბიჭს უთხრა და განაგრძო, ვაჩემ უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა. - ნინოს შვილი, ავარიაში მოყვა, სამწუხაროდ კომაშია. ნინო გთავაზობს მას მიხედო, წიგნი უკითხო, მოუარო. - ვაჩე გაოგნებული უყურებდა მათ. გაოცებული იყო.პირი დააღო სალაპარაკოდ და უცებ მიაყარა.
-ვწუხვარ თქვენი შვილის გამო, მაგრამ მომვლელის აყვანა რა აუცილებელია? თქვენ, რომ მიხედოთ არ შეგიძლიათ? თუ არ გეკადრებათ? თქვენ რა დედა ხართ ან რა დაქალი მისი მიტოვება თუ შეგიძლიათ? - ყვიროდა. მიხვდა რაშიც იყო საქმე. კომაში მყოფს მოვლა არ სჭირდება. ექიმები უვლიან, მაგრამ მიხვდა. მშობლები საკუთარი შვილის მიტოვებას აპირებდნენ, სხვის იმედად ტოვებდნენ.
-მისი გადარჩენის შანსი ნული პროცენტია, ჩვენ მას არ ვკლავთ, მაგრამ ის ჩვენთვის აღარ არსებობს. - ცივი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და ქრისტინას ანიშნა ამდგარიყო. მის ხმაში და თვალებში სევდა არ იგრძნობოდა. სიცივეს ასხივებდა. ვაჩე გაბრაზდა, გაცეცხლდა, ნათლიის თვალების ბრიალს ყურადღება არ აქცევდა.
-თანახმა ვარ. - განუცხადა მათ. - აი ჩემი ანგარიში, აქ გადმომირიცხეთ თანხა, სად არის გოგონა? - ფურცელზე ანგარიშის ნომერი დაუწერა, გაუწოდა.
-ამ საავადმყოფოში. წამოდი განახებ. - ქრისტინამ უთხრა და კარში გავიდა. გაცეცხლებული ვაჩე მას მიყვა. ორი დერეფანი გაიარეს, პაციენტებს გვერდი აუარეს. ჩაბნელებულ კუთხეში მივიდნენ. გოგომ კარი გამოაღო. შევიდა. ბიჭიც მას მიყვა. ოთახში წიგნის თაროები და პატარა მაგიდა იდგა. საწოლთან სავარძელი იდგა. საწოლში ფერმკრთალი გოგონა იწვა. დაახლოებით 19 წლის. შავი თმები ქონდა. თვალები ჩაშავებოდა, დახუჭვოდა. ხელები უღონოდ ედო ტანის გასწვრივ. აპარატი წრიპინებდა. ვაჩეს გული გაუხლიჩერა მისმა ასე დანახვამ. ქრისტინას გახედა.
-მის შესახებ ყველაფერი დამიწერე. სახელი, გვარი, რა უყვარს, რომელ წიგნებზე აფანატებს და აბსოლიტურად ყველაფერი რაც კი მის შესახებ იცი. მისი ოცნებები'ც, გამომადგება. - გოგონა გაოცებული შეჰყურებდა ვაჩეს. - რა ჰქვია?
-კატო.
-რა ლამაზი სახელია. - ამოილაპარაკა, ისევ ქრისტინას მიუბრუნდა. - ხომ დამიწერ? - მის ხმაში მუდარა იგრძნობოდა, თვალებში სევდა ჩასდგომოდა.
-აუცილებლად, ხვალ მოგიტან. - უპასუხა ბიჭს და ოთახიდან გავიდა. ბიჭი საწოლს მიუახლოვდა, სევდა თანდათან ისაკუთრებდა მის გულს, ეცოდებოდა პატარა გოგონა, რომელსაც ცხოვრება წინ ქონდა, მაგრამ კომაში იყო.
-მე შენ გადაგარჩენ. მე შენ გადაგარჩენ. - თავისთვის ლაპარაკობდა. - მე შენ გადაგარჩენ.

ვიცი, რომ პატარა თავია, მაპატიეთ. ვერ დაგპირდებით, რომ ყოველ დღე დავდებ, მაგრამ ვეცდები ყველანაირადскачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ qeti.ii

ძალიან კარგია,მომეწონა ასე გააგრძელე.

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

ვაიმე ლიო ძააან მომწოს საოცრება მყავხარ დაო :D

 



№3  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

პატარა თავია,მაგრამ კარგი.მალე დადე რა ახალი თავი.დედამისი მინდა მოვკლა რა

ერთი შვილი რომ მოუკვდა არ კმარა,მეორესაც რომ ატოვებს
--------------------
ლ.ქ.

 



№4 √ სტუმარი ™ ))

Mmm dzaan kargiaaa yochagg shemdegi male Dade ra <3

 



№5  offline √ წევრი ™ Mtirala

qeti.ii
ძალიან კარგია,მომეწონა ასე გააგრძელე.

მადლობა, ქეთუშა ❤❤

ენემი
ვაიმე ლიო ძააან მომწოს საოცრება მყავხარ დაო :D

ჩემი ენი ❤❤ მადლობა

))
Mmm dzaan kargiaaa yochagg shemdegi male Dade ra <3

ვეცდები ყველანაირად ❤❤ უღრმესი მადლობა

La-Na
პატარა თავია,მაგრამ კარგი.მალე დადე რა ახალი თავი.დედამისი მინდა მოვკლა რა

ერთი შვილი რომ მოუკვდა არ კმარა,მეორესაც რომ ატოვებს

ხო, რას ვიზამთ, ცხოვრება გამწარებული აქვს მაგ ქალს. ძალიან დიდი მადლობა ლანაჩკა და ვეცდები ყველანაირად გავზარდო თავები. ❤❤

))
Mmm dzaan kargiaaa yochagg shemdegi male Dade ra <3

ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო ❤❤
--------------------
M.D.

 



№6 √ სტუმარი ™ A

Dzalian momewona kargi iyo. Ar daagviano ra dzalian gtxov da tu cota moculobasac gazrdi madlieri dagrchebi...

 



№7  offline √ წევრი ™ Mtirala

A
Dzalian momewona kargi iyo. Ar daagviano ra dzalian gtxov da tu cota moculobasac gazrdi madlieri dagrchebi...

ძლიან დიდი მადლობა ❤❤ვეცდები ყველანაირად
--------------------
M.D.

 



№8  offline √ წევრი ™ qeti.ii

ქეთუშა?მომწონს:დდ

 



№9  offline √ წევრი ™ Mtirala

qeti.ii
ქეთუშა?მომწონს:დდ

მეც, ძალიან joy ❤ქეთუშა heart_eyes
--------------------
M.D.

 



№10  offline √ წევრი ™ qeti.ii

Mtirala
qeti.ii
ქეთუშა?მომწონს:დდ

მეც, ძალიან joy ❤ქეთუშა heart_eyes

joyjoyheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent