შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის ქუჩა (სრულად)


1-08-2017, 05:48
ავტორი Ans...
ნანახია 3 911

გაზაფხულის ქუჩა (სრულად)

* * *
ისევ თბილისი.
ხშირად მითქვამს, ჩემთვის სიყვარულის ქალაქი თბილისია მეთქი. ალბათ, სადაც გიყვარს-ის ხდება ქალაქი სიყვარულის, ბედნიერების, ჰარმონიის და ყველა დადებითის, რაც ამ გრძნობას თან ახლავს.
ამჯერადაც თბილისში ვართ.
აქ არაფერი შეცვლილა.
ყველაფერი მშვიდადაა, სანამ დინების საპირისპირო მიმართულებით არ ვიწყებთ ხოლმე მოძრაობას.
ანუ სანამ არ გვიყვარდება.
ალბათ... არ ვიცი!
ვის როდის შეუყვარდა და როდის გადაუყვარდა არავინ იცის.
მთავარია რა რჩება ამ გრძნობას.
დასრულდა?
მერე რა...
საუკეთესო ისტორიები უბრალო განშორებას კი არა, წლებს უძლებენ და საუკუნეებს.
დასრულდა?
მერე რა...
მთავარია რა დაგრჩა ადამიანს.
რა შემოგვრჩა.
რა დაგვიტოვა ამ გრძნობას.
სიყვარული არ მთავრდება.
იწყება და მორჩა. გრძელდება პლიუს უსასრულობაში...
წარმოუდგენელია, მაგრამ გინდა-არ გინდა ყოველთვის უკან დაგაბრუნებს.
საიდანაც დაიწყე.
სხვანაირად არ გამოვა.
მაშინ სიყვარული არც ყოფილა.
თავის მოტყუება იყო-ეგრე გამოდის.
უყვარდათ ხო.
შეუყვარდათ.
უეცრად.
უეცრად რომ გიყვარდება ყველაზე სასწაულია ალბათ.
არ იცი ვინაა და უცებ ხვდები, რომ გიყვარს.
სასწაულია სიყვარული თავად.
სასწაულებს რომ ახდენს და ისეთებს ახვედრებს, თავისით რომ ვერასდროს მოახერხებდნენ შეხვედრას.
სასწაულია, აბა რა არის?
სიყვარულია.
ყველაფერია.

* * *
ზუკა რომ უყვარდათ? ეგრე არ ვიცი.
გამორჩეულად უყვარდათ მართლა. ძმაკაცებისთვის რომ გეკითხათ გამცემლიძეზე ერთგული არავინ ეგულებოდათ.
სულ ხუმრობდნენ გამცემლიძე ხარ და
ერთხელ მაინც „გაეცი“ ვინმე, ტეხავსო)))
როგორი ბიჭი იყო ზუკა?
ერთადერთი.
ჰო, ძალიან იშვიათია ერთადერთი ბიჭები. განა გამორჩეული, ან რამე...“პროსტა“ გამორჩეული ბიჭები ძალიან ბევრი იყო.
ეს ერთადერთი გახლდათ.
აი, ძალიან ჩვეულებრივ ერთეულებიც არ იყო ზუკასნაირი.
მარტო ზუკა იყო.
ზოგადად ეს საძმაკაცო იმ პერიოდში ძაან „მოდაში“ იყო. მთელი ვერის გოგოები შუაზე იხეოდნენ, ოღონდ რომელიმე მაინც, ერთხელ მაინც სადმე შეხვედროდათ და უბრალოდ შეეხედათ.
ეგრევე ბუმი იწყებოდა. ეგრევე კუდებს აბავდნენ და ისე ხდებოდნენ უსაფუძვლო შეყვარებულები, ბიჭებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
მერე გვიან იგებდნენ და ამაზე მართლა ხალისობდნენ.
არა, განა ვინმეს „იგდებდნენ“ უბრალოდ მართლა გონში არ იყვნენ და არ იცნობდნენ იმ გოგოებს, რომლებიც ამათ სიყვარულს იბრალებდნენ.
ვინ უყვარდათ?
მერე გეტყვით)))
სულ ოთხნი იყვნენ.
ბაღიდან ერთად მოდიოდნენ.
ზუკა, გეგა, დათი და ვაკო.

* * *
ქეთოს „მაღალ საზოგადოებაში“ არ იცნობდნენ.
თბილისში რომ გეკითხათ ქეთო კიკნაძე ბევრს ვერაფერს გაიგებდით. ჩვეულებრივი გოგო იყო, არაფრით გამორჩეული.
სხვანაირი გოგო იყო.
ცოტა უცნაური.
ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა-კატო ალექსიძე. მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როცა ჯობდა ერთი ყოფილიყო და კატოსნაირი.
ჰო, თბილისის ფართო მასებში არა, მაგრამ ქეთოს და კატოს პლეხანოვზე ყველა იცნობდა.
სულ ერთად იყვნენ.
ცალ-ცალკე თითქმის ვერ ნახავდით.
ესენიც ბაღიდან ერთად მოდიოდნენ.
გარეგნობითაც გავდნენ ერთმანეთს. ნუ, სად იპოვეს ასე ერთნაირები არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი გოგოები იყვნენ.
ქეთოს დიდი ოჯახი ჰყავდა. სამი თაობა ცხოვრობდა ერთ სახლში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შეძლებული ოჯახი იყო მთელ ქუჩაზე.
ქეთოს ბებია ცნობილი მსახიობი იყო. დედამისიც.
ერთი ბაბუა ცნობილი ფიზიკოსი იყო, მეორე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მამამისი ნეიროქირურგი იყო. მოკლედ იმდენ პროფესიას ნახავდით ამ სახლში, მონახულებად ნამდვილად ღირდა. უაღრესად ტრადიციული ოჯახი იყო.
ბიძაშვილებიც ამათთან ცხოვრობდნენ. მოკლედ, სახლი კი არა-თავშესაფარიაო ბრაზდებოდა ქეთო. ბებია-ბაბუა, მშობლები, ბიძა, ბიცოლა და პლიუს ხუთი ბავშვი. წარმოიდგინეთ?...
კატო მარტო ცხოვრობდა. მშობლები საზღვარგარეთ ჰყავდა, ამიტომ ძირითადად კატოსთან იყვნენ.
ძირითადად კი არა, სულ კატოსთან იყვნენ. მანამ, სანამ ქეთოს უბრალოდ ტელეფონს არ აუფეთქებდნენ, რომ სახლში დაბრუნებულიყო.
ვერ იტანდა ხალხმრავლობას.
სულ იმას იძახდა „ნერვები არ მაქვსო“
არა, ალბათ წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში არ დაიღალო.
მეც დავიღლებოდი.
უცნაური იყო.
სიმშვიდე უყვარდა. წყნარი მუსიკა, ყავა, სიგარეტი და კატოსთან დილამდე ლაპარაკი.
სიყვარულით?
კი, უყვარდა ერთხელ.



* * *
ყველაფერი გაზაფხულის ქუჩაზე დაიწყო.
ქეთო ხშირად არ ამოდიოდა ხოლმე. არ ეცალა, რა ექნა. აბარებდა იმ წელს. საშინელი ხასიათი გაუხდა. გადაღლილი იყო.
სტრესი... ხომ ხვდებით?!
ამ სახლში საერთოდ იშვიათად რჩებოდა. იმის მიუხედავად, რომ საკუთარ სახლს ვეღარ იტანდა, მაინც უწევდა იქით ყოფნა.
გაზაფხულის ქუჩა თითქმის სულ მიივიწყა. უბრალოდ გადაიღალა, ჩაალაგა და აქეთ წამოვიდა. დავისვენებ ცოტა ხანიო-იფიქრა.
ზუკა? ზუკაც მოდიოდა ხოლმე რა. ხანდახან ძმაკაცები იკრიბებოდნენ, დალევდნენ, რჩებოდნენ.
ზუკაც ძალიან იშვიათად იყო აქეთ. ვერის იქით თითქმის ვერ ნახავდით.
რაღაცნაირად დაემთხვა იმ დღეს, როცა სახლში მორიგი ჩხუბის შემდეგ ქეთომ უბრალოდ ჩაალაგა ძალიან საჭირო ნივთები და ტაქსს გაზაფხულის ქუჩა უკარნახა, ზუსტად იმ დროს
ზუკას გეგამ დაურეკა, ყველაფერი ყელში ამომივიდა და დღეს რომ არ დავლიო, არ იქნებაო.
გამცემლიძემ ეგრევე აიღო სახლის გასაღები და დანარჩენებთანაც გადარეკა.
ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ-მაღაზიაში.
ზუკა აშკარად იმიტომ შემოვიდა, რომ სასმელი შემოაკლდათ. ქეთოს უბრალოდ წვენი უნდოდა, მაგრამ შეხვდნენ.
სალაროსთან გრძელი რიგი იყო.
დაახლოებით 6-7 წუთი ამ რიგში იდგნენ, ერთმანეთის მიყოლებით.
ზუკამ ადგილი დაუთმო, რომ ნახა ერთი წვენისთვის იდგა ამდენი ხანი.
ქეთოს ამაზე არ უფიქრია. თავი უსკდებოდა და დაძინება უნდოდა.
ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
ზუკამ ფული გადაიხადა და ისიც გასასვლელისკენ დაიძრა.
ეგეც ბედია ალბათ.
ვერ დაარქმევ უბრალო დამთხვევას, ქეთომ იფიქრა, ბარემ ხვალისთვის საჭმელს ვიყიდიო და შემოტრიალებული არ იყო, ზუკას რომ შეეჯახა მთელი ინერციით
-აუ, ფრთხილად რა
გაღიზიანებულმა უთხრა და ისე მოშორდა, ზუკამ ბოდიშის მოხდაც ვერ მოასწრო.
მაშინღა შეამჩნია ქეთო.
წამით დაიბნა კიდეც.
შეიძლება ადამიანი წამში შეგიყვარდეს? არ ვიცი, ალბათ ესეც შეიძლება.
ვერ ვიტყვი, ზუკას ერთი ნახვით შეუყვარდა ქეთო მეთქი.
მაგრამ იმ დღიდან გულში ჩაუვარდა.
გრძნობა, რომ მეორედ შეიძლება ვეღარ ენახა.

ქეთო-გოგო, რომელზეც არაფერი იცოდა.
საერთოდ არაფერი.

გოგო, რომელსაც ვერ მოძებნიდა მარტივად.

გოგო, რომელზეც თუ ხშირად არ იფიქრებდა, შეიძლებოდა მისი სახეც კი დავიწყებოდა.

გაიაზრა და
დაიწყო.

* * *
-რას აკეთებ?-კატოს ხმა რომ გავიგე ცოტა ხასიათზე მოვედი. კამერა ჩავრთე და ტელეფონი კედელზე მივაყუდე
-ვჭამ, შენ?
-რატომ არ დამირეკე გუშინ?-მისაყვედურა
-აუ, მართლა არაფრის თავი არ მქონდა
-ჩემთან ვერ დარჩი? რას გაიქეცი მანდ?-ისევ მსაყვედურობს კატო
-ძალიან მარტო მინდოდა ყოფნა. მაგას მივხვდი
-ძალიან მარტო ყოფნა როგორია?
-ახლა რომ ვარ
-ეგ როგორ გავიგო?
-მარტო მინდოდა კატო, როგორ უნდა გაიგო?
-მარტო ნიშნავს, უჩემოდაც?
-უკატოობის ვარიანტი განხილვას არ ექვემდებარება. უშენოდ რა გამაძლებინებს
-გაკოცებ მაგ პატარა ცხვირზე ახლა
-ვერ მაკოცებ, თუ არ გამოხვალ
-ხოდა გამოვალ, მოიწყინე მარტო?
-ო, კატო
-კაი, რა იყო?
-მართლა მარტო მინდოდა. ხანდახან იცი როგორ აღარ შემიძლია ? მალე დავიფრენ ყველას, გეფიცები! გავაფრენ!
-რა მოხდა ასეთი?
-სახლი კი არა ცირკია! თავისი სასტუმროთი! უფასო მომსახურებით
-კაი რა! რა მოხდა აღარ იტყვი?
-გოგო არ შემიძლია ამდენი ხალხის ატანა. მართლა აღარ შემიძლია. ყოველ დღე სტუმრები გაგიგია? ერთ დღეს თეატრის პერო გაყრილი საზოგადოება მიზის და ჩაის თანხლებით ვისმენ გასტროლის ვითომ სასაცილო ისტორიებს. მეორე დღეს საქართველოს ყველა დამსახურებული დოქტორი და პროფესორი ერთად მისტირის უკან მოტოვებულ ქვეყანას, მესამე დღეს გამოჩენილი ექიმები მსტუმრობენ, მეოთხე დღეს ბაბუაჩემის ორი გიჟი ვითომ მეცნიერი ყრმობის მეგობარი აღმოჩენებს აკეთებენ და რაღაცეებს იკვლევენ ჩემს სახლში. ხომ შეიძლება სხვაგან ჩაატარონ ცდები? არა, ჩემს სახლში! მეხუთე დღეს ბიძაჩემის ლოთი ძმაკაცები მოდიან და სახლია, თუ სამიკიტნო ვერ გაიგებ, მეექვსე დღეს ბიცოლაჩემს დაქალებთან „ვსტრეჩა“ აქვს მაინდამაინც ჩვენს სახლში, პარალელურად მისი ორივე შვილი მე მთხოვს, რომ საშინაო დავალება დავუწერო მათემატიკაში და არ ესმით, რომ ამის დრო არ მაქვს. ამასთანავე, ჩემი დაა ბაღიდან გამოსაყვანი, ჩემს ძმას სკოლაში პრობლემები აქვს და იბარებენ მშობლებს და მე მივდივარ. იმიტომ, რომ მაკოს არ ცალია. ირაკლი მუშაობს. აი, რომელი ერთი ჩამოგითვალო? გეფიცები საგიჟეთია! ჩავალაგე და წამოვედი. ღმერთო, რა სიწყნარეა აქ, რომ იცოდე. მოდი შენც
-არა მე კი მოვალ, მაგრამ შენ ჩაბარება არ გინდა წელს?
-100% რომ ავცდე დაახლოებით ხომ ხვდები, რა მოხდება?
-აი, პიკი იქნება! უფროსი ბავშვი ხარ ოჯახში და იბრიყვებენ ჩემს გოგოს?
-კატო, არ მაქ ღადაობის თავი!
-და შენებს არაფერს ეუბნები?
-დედაჩემს რომ ველაპარაკე, ადი ოთახში და იმეცადინეო. იქ, რომანსების ხმა შენი აზრით არ ამოდის მეთქი? და მიყვირა, ისედაც უამრავი საქმე მაქვს და ნერვებს ნუ მიშლიო, ხოდა წამოვედი
-როდემდე რჩები მანდ?
-ძალიან კარგად ვარ! სასწაულად!
-ჩემთან რომ წამოხვიდე?
-არ მინდა მაგ ქუჩაზე მგონია სადმე ბიცოლაჩემის დაქალი კუსკუსა დამახრჩობს, ან ჩემი ბიძაშვილები ჩამაყრიან ყურში მარილს, ან უარესი ბაბუს მეგობარი გივი ამაფეთქებს
-გიჟი ხარ!!-ხარხარებდა კატო
-აღარ მოხვალ აწი?!
-კაი, მოვალ ნახევარ საათში, წამოგიღო რამე?
-ანალგინი
-ვაიმე-სიცილი აუტყდა კატოს-მართლა ნერვოზულად გტკივა თავი?
-არა, გვერდით სახლში მთელი ღამე სვამდნენ და ისეთ ხმაზე ჰქონდათ მუსიკები, თავი არ მაქ. ახლაც ხმაურობენ და სანამ გავარდები, მომაშველე ანალგინი და რამე დამაწყნარებელი
-კაი, კაი ნახევარ საათში მანდ ვარ
ტელეფონი გავთიშე და ჭამა გავაგრძელე.

* * *
ჩემმა მეზობლებმა მეორე დღესაც რომ გადააბეს დალევა და დროს ტარება, ვიფიქრე მე სახლიდან რას გამოვექეცი მეთქი და ყელამდე შეიარაღებული გამოვედი სახლიდან. კარებზე დავაკაკუნე და 5 წუთიანი კაკუნის შემდეგ როგორც იქნა კარი გაიხსნა. კარებთან 20-21 წლის ბიჭი დგას და უშნოდ მაკვირდება
-გამარჯობა-ვეუბნები საკმაოდ გაღიზიანებული
-გამარჯობა-იბნევა ის
-სახლის პატრონი შენ ხარ?-არ იცვლება ჩემი ტონი
-მე? არა-მპასუხობს ისევ დაბნეული ტონით
-დაუძახო შეგიძლია?
-კკი-ენაც დაება ბოლოს- ზუკა!-იმხელა იყვირა, ეჭვი მაქ ორივე თუ არა, ერთი ყურის ბარაბანი მაინც დამიზიანა. კარებთან სავარაუდოდ ბინის პატრონი მოდის, ეს შედარებით ფხიზლად გამოიყურება
-რა გაყვირებს?
-მოდი, ერთი წუთი-ეუბნება და თვალს მიკრავს. მე წარბი ინსტიქტურად ზემოთ მეწევა და უცნობი ნომერი პირველი ოთახში უჩინარდება.
-გისმენთ
მეუბნება მშვიდად და მელოდება მეორე უცნობი
-უფროსები არ არიან სახლში?-ვეკითხები იგივე ტონში მე და სიცილი უტყდება
-ბატონო?-როგორც ჩანს ჩემი შეკითხვით ზედმეტად „დაკნინდა“ მისი პიროვნება
-ვერ გაიგე კითხვა?
-მე ვარ უფროსი
კიდევ ერთხელ ავათვალიერე ბიჭი და ხელი ჩავიქნიე
-ნუ, ეგრე იყოს. მოკლედ, რა მინდა გითხრა... მემგონი აქ არ ცხოვრობ ხო ზოგადად?
-არა
-ძალიან კარგი. მოკლედ, 2 თვეში მაქვს გამოცდები და უზომოდ ბევრი სამეცადინო. სახლიდან რასაც ჰქვია გამოვიქეცი, იმიტომ, რომ ხმაური არ შემეძლო და 2 დღეა უარესად ამატკიეთ თავი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ როგორც გინდათ ისე იქეიფოთ, უბრალოდ მუსიკას არ აუწიოთ და ერთ-ერთი ძალიან „ნიჭიერი“ რომ გყავთ სიმღერაში მრავალჟამიერი აღარ ამღეროთ
უცნობს ეცინება და მშვიდად მპასუხობს
-გეთქვა გუშინვე და არ შეგაწუხებდით
მე უცებ ძალიან შემრცხვა ჩემი უაზრო გამოხტომის და ვერ გეტყვით თავი სად წავიღე...
-ჰო, ნუ გუშინ მომერიდა. თან არ მეგონა ამდენი დღე თუ იქეიფებდით
-კარგი, გვაპატიე მაშინ და დღეს აღარ ვიხმაურებთ
-მადლობა დიდი
ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე
-უი, რა მინდა გითხრა
-გისმენ-ახლა მე ვპასუხობ დაბნეული
-გუშინდელისთვის ბოდიში ვერ მოგიხადე
-რისთვის?-ვერ გამოვერკვიე მე
-მაღაზიაში დაგეჯახე
-უი, შენ დაგეჯახე?-აღვშფოთდი მე
-კი, ოღონდ ამის გამოც ნუ მეჩხუბები-მიცინის ის და მეც დებილივით ვიღიმი
-არა, რა სისულელეა
გავიცინე და ხელახლა დავაპირე წამოსვლა
-ვიცნობდეთ ერთმანეთს, მეზობელო
მეუბნება და ვჩერდები
-ქეთო
ვეუბნები ჩუმად და ხელს ვართმევ
-ქეთო?-გაუკვირდა მას
-კი, რა იყო?
-მაგარი სახელია-თვალი ჩამიკრა და კედელს მიეყუდა
-მადლობა
-მე კოტე-მეუბნება და სიცილი უტყდება
მე სახე გვერდით მომექცა, მის „ხუმრობაზე“
-კარგი, გეხუმრე... ზუკა, ზუკა მქვია
-სასიამოვნოა
-კარგი, დროებით
-დროებით
ისევ თვალი ჩამიკრა და სახლში შევიდა.
მე არ ვიცი რატომ წამოვედი სახლამდე გაბადრული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იქ კატო მელოდა გამარჯვებულის გამომეტყველებით. ხელში წინასწარ მომარჯვებული ჩანგლით პირში ნესვის უზარმაზარი ნაჭერი ჩაიტენა და ლუღლუღით მკითხა
-ჰა, ჩაუტარე?
მე უბრალოდ გამეცინა. კატომ ლუკმა გადაყლაპა და ისევ გამარჯვებულის გამომეტყველება მიიღო
-აჩვენე ვინ არიან აქ ბოსები?
-კატო, რა დეგენერატი ხარ!
-ქეთო მოდი. დაჯექი! რაღაც უნდა გითხრა
-რა მოიგონე ამჯერად?
-აქ უნდა გადმოვიდეთ მე და შენ საცხოვრებლად
-რატომ?
-კარები რომ გაგიღო ეგ ბიჭი, იცი ვინ არის?
-არა, რა თქმა უნდა. ვინ არის?
-მართლა არ იცი?
-ა, ვიცი კი ჩემი მეზობელი ვინმე ზუკას ძმაკაცი-ამჯერად მე მივიღე გამარჯვებულის გამომეტყველება და მაცივრიდან ნაყინი გამოვიღე
-აუ, ნუ ხარ კრეტინი. კარები რომ გაგიღო მაღრაძეა დათი!
-დედა, ეს რა მითხარი. მაღრაძე დათი როგორ ვერ ვიცანი გოგო!
-მე რავიცი!-მეუბნება კატო და მე ისეთი ისტერიული სიცილი მიტყდება, თავი ლამის უზარმაზარ „საოჯახო“ ნაყინში ჩავყავი
-რა გაცინებს?
-მე რა ვიცი მაღრაძე დათი, ვინ ჯანდაბაა?
-აუ, ამ ქალაქში არ ცხოვრობ რა. ფეხბურთელია რა გჭირს? ვერელია. გამოწერილი მყავს ინსტაგრამზე, ადრე განახე, ძაან კაი ტიპიათქო
-ნუ, თუ ვერელია, თან ფეხბურთელი და თან კაი ტიპი მაშინ ჰო, მაგრამ ვერ ვიხსენებ
-აუ, ქეთო რა !!!
-აა, ვიცი პლატონურად რომ ეტრფოდი ის?
-არავისაც არ ვეტრფოდი!
-რომ მცოდნოდა იმ კარის უკან მაღრაძე დათი იდგებოდა, აუცილებლად შენ გაგიშვებდი მოსალაპარაკებლად. მაგრამ გული მინდა დაგწყვიტო, ამ ზუკამ აქ არ ვცხოვრობო
-ეგეც ვერაზე ცხოვრობს ალბათ. აბა დათის სურათებში ვნახავ
-მართლა გამოწერილი გყავს გოგო?-ლამის კოვზიანად გადამცდა შოკოლადის ნაყინის უზარმაზარი ულუფა
-ჰო, მართლა სიმპატიურია და რა გავაკეთო?
-კაი, მანახე აბა
-დაინტერესდი კიკნაძე?
-ეს ზუკა გუშინ დამეჯახა მაღაზიაში
-რას მეუბნები?-ტელეფონი ხელიდან გააგდო კატომ
-ჰო და ვერ ვიცანი, ბოდიშიო წეღან მითხრა
-კაი?-მკითხა მაცდურად კატომ
-რა მოხდა?-ხმა გამიმკაცრდა მე
-როგორი ვარო ზუკამო?-ჩამკივლა ყურში
-ნუ კივი, იდიოტი ხარ?!
-დღეს აქ ვრჩებით ხო?
-არსად არ ვრჩებით, შენთან მივდივართ.
-გამორცხე ქეთო! მე ამ სახლიდან ფეხს არ მოვიცვლი
-არ ცხოვრობენ ადამიანო აქ!
-ანუ, ჯერ დაგეჯახა, მერე უცებ მეზობელი აღმოჩნდა...მიყვარს ეს ვითომ დამთხვევები და მერე რაღაც დასაწყისები
-კატო ჩვეულებრივი კუდიანი ხარ! აბა მოტრიალდი!
-ე.ი მე და დათი... მაღრაძე და ალექსიძე, კატო და დათი... მომწონს კარგია... ზუკა და ქეთო... ნუ, „ნიჩიო“... ზუკა რა გვარია?
-საიდან უნდა ვიცოდე?
-ო, მოიცა დათისთან ვნახავ
-გარეკილი გაქ?
-გარეკილი შენ გაქ, ჩაბარების გარდა სხვა რამეზე რომ ფიქრობდე ამხელა გოგო არაფერი უჭირს
-ბოდიში, რომ 2 წუთის გაცნობილი ბიჭი, შენსავით სამოც წამში არ შემიყვარდა
-ასეთი უკარება ვერ გათხოვდები
-ნუ გავთხოვდები
-ჯერ ასე რა აუტანელი ხარ და შენ შინაბერა რა იქნები?-მეუბნება კატო და ტელეფონში ცხვირით ვარდება
-ესაა?-იყვირა უცებ
-არაა-სურათის დანახვაზე დავიჯღანე მე
-ეს?-მაჩვენებს ახალ ვარიანტს კატო-ქერაა დავიჯერო?
-არა, არც ეგ შავგვრემანია
-მოიცა, ზუკა, ზუკა... ზუკაა... სად ხარ... აი, ვიპოვე! ესაა ?-სურათი დამანახა კატომ
-კი, ეგაა
-შემომხედე ერთი როგორი ბიჭი ხარ-ჩაილაპარაკა კატომ და ზუკას ინსტაგრამზე თავით შევარდა... დედა, როგორი დახვეწილი ჩაცმის სტილი გვაქო?-იძახის გამაღიზიანებლად კატო და სიგარეტს უკიდებს.
მეც იგივეს ვაკეთებ და კატოს დასკვნას ველოდები
-მშვენიერი ბიჭია.
ამბობს ჩუმად და მერე ცოტახანში დააყოლა
-გამცემლიძეა
-ვინ?
-ზუკა, გამცემლიძეა გვარად
-ვაუ
-არ გაგცეს
-ვიცოდი, ამ ხუმრობას რომ გააძრობდი და ვიფიქრე დავასწრებ თქო, მაგრამ არ გაგიტეხე-ვუთხარი კატოს და ტელეფონი გამოვართვი-მორჩა მეზობლებზე ფიქრი, აიღე უნარების წიგნი და წერა დაიწყე!
-კაი, ასეთი დღის მერე რა დროს წერაა?
-შენ ჩაიჭრები და მეც მიმიყოლებ!
-მიდი, გადი ზუკას დაუკაკუნე და ერთი თავი ხახვი ხომ არ გაქვს თქო ჰკითხე
-ნუ ხარ კატო დეგენერატი მეთქი ათჯერ გითხარი
-შენ წერე ეგ დავალება მე გავალ
-დაეტიე კატო!
-კაი, მაშინ მალე წერე, თორემ 1 საათში გვეწყება უკვე
-ფეხით ხარ?
-არა მანქანით-დამეჯღანა კატო
-არის!

* * *
მასწავლებლიდან კატომ სახლში გამომატარა. დამელოდე მეთქი დავუბარე და კიბეებზე ავირბინე.
შესასვლელში ჩემი ძმა-ბექა შემომეგება
-ამას ვის ვხედავ-ტაში შემოკრა ჩემ დანახვაზე
-ბუზღუ რას შვები?-ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე
-მომენატრე მაგრად-მითხრა და მხარზე ხელი დამკრა
-რა იყო, რა დააშავე?
-არაფერი რა...-გაიწელა ბექა
-კიდე ფანჯარა ჩაამტვრიე არა?
-არა, ქეთო, არა!
-არ მითხრა, რომ ისევ დირექტორის კაბინეტის კარები ჩაკეტე გარედან!
-აუ, არა ქეთო!
-კაი, მაშინ მითხარი-დავმშვიდდი მე
-ისე ეგ კაბინეტის ამბავი მაგარი გამოგვივიდა, რას იტყვი?
-კი, ძალიან მაგარი იყო დირექტორი შიგნიდან რომ ყვიროდა მთელი დღე და ვერავის აგონებდა
-ღირსია, ტელეფონი არ უნდა გეგდოს კაბინეტში?
-კაი, რა დააშავე მითხარი
-ისეთი არაფერი მართლა. გაკვეთილი გავაცდინეთ რა და იჩხუბეს
-გამოიპარეთ?
-ჰო
-ბოლოდან?
-ჰო, ბოლო სამიდან
-და რაღას დაესწარი?
-პირველ ორს ქეთო!
-და მაკას იბარებენ, არა?
თავი დამიქნია
-მივალ ხვალ
ბექამ შუბლზე მაკოცა
-მაინც მიყვარხარ, შე დამპალო ბავშვო, როდის უნდა გაიზარდო?
-შენი ტოლი რომ ვიქნები
-ანუ 4 წელში გვეშველება?
-ჩემი საშველი არ არის, მომკალით თუ გინდათ!-მითხრა ბექამ და მისაღებისკენ გამიძღვა.
მისაღებში დედაჩემი-მაკა იჯდა, თავის ორ მეგობართან ერთად და ჩაის სვამდა. მეგობრების გარეშე როგორ იქნება? ჩავილაპარაკე მე და შორიდან მივესალმე
-მოგესალმებით მაღალ საზოგადოებას
ამაზე ბიძაჩემს-ხმამაღლა გაეცინა. ნეტავი ამას რაღა აცინებს? 24 საათი სავარძელში გაზეთით ჯდომა უფრო სასაცილოა, ვიდრე ჩემი მისალმება, არა?
მაკა რაღაცას მანიშნებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
ოთახში მამაჩემი შემოდის-ირაკლი. მიკვირს სახლში რომ ვხედავ. ძირითადად სულ სამსახურშია, სულ მუშაობს. ასეთი განრიგი აქვს. გაწეწილია ადამიანი ჩვეულებრივ.
მეორე ოთახში გავედი და ბებიაჩემი ჩავკოცნე
-ქეთო, როგორ შეიძლება ასე სახლიდან გაპარვა?
-კაი, რა თინა...ვაჟა სადაა?
-სძინავს უკვე
-რა ზარმაცი ქმარი გყავს თინ, გამოსაცვლელია
თინას სიცილი უტყდება
-გყავს ვინმე ვარიანტი
-ძალიან მაგარი, წამო გაზაფხულზე და გაგაცნობ ისეთი მაგარი მეზობლები გვყავს
-ოხ, ქეთო! არ იცვლები!
ოთახში სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი ჩემი იდიოტი ბიძაშვილი შემოვარდა და თავზე დამახტა
-ამ ბავშვს რამეს ასმევთ?
-რას?-მეკითხება ბიცოლაჩემი სწერვული ტონით და მინდა საკუთარი შვილი ვესროლო!
-რამე ენერგეტიკულს ლია
აი, ეს ქალი ბავშვების ყურადღების არ მიქცევაში რეკორდსმენია. ჯერ მარტო შვილებს გიგა და გოგა დაარქვა, სულ მინდოდა ტყუპები მყოლოდა და მსგავსი სახელები დამერქმიაო. შეიძლება ცუდი სახელები არ არის, მაგრამ ბავშვებს შორის 2 წელი და 4 თვეა განსხვავება.
რა ტყუპები?
ორივე ერთმანეთზე ქაჯია.
ხომ გეუბნებით? ნერვები არ მყოფნიდა.
-ტასო სადაა?
-მაგასაც სძინავს
-მაშინ მოუწევს გაიღვიძოს
ოთახისკენ წავედი და ჩემს ნათელ წერტილს პირდაპირ ლოგინში ჩავუხტი.
ეღვიძა.
რა დააძინებდა ამ ღრიანცალში ბავშვს?
-ტასიკო, რას შვები?
-ვერ ვიძინებ-მეუბნება ის და საწოლზე წამოჯდა
-დამასწარი ჩახუტება, დროზე!!!-ტასო წამოხტა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ზედ შემომახტა.
კატომ უკვე რეკვა დაიწყო, მალე ჩამოვალთქო ვუთხარი და ტასო საწოლში ჩავაწვინე
-ისევ მიდიხარ?
-რა ვქნა ტასიკო, ჩავაბარებ გამოცდებს და დავბრუნდები
-მეც წამოვალ რა
-ვერა, შენ ბაღში დადიხარ, დაგავიწყდა?
-აუ, აღარ მინდა ბაღი რა!
-გამოგიყვანო გინდა?
-დედამ არაო...
-რაღა დაგრჩა დაამთავრებ უკვე და მერე სკოლაში შეგიყვანთ. როგორ მომენატრე, ჩემი ცომის გუნდა რომ ხარ, ხომ იცი?
-კი, შენ კიდე ჩემი-მეუბნება ტასო და კისერში მკოცნის-
-მეც ცომის გუნდა ვიყავი?-თავი ბექამ შემოყო ოთაში
-არა, შენ რომ დაიბადე 4 წლის ვიყავი და ასეთი მრავალფეროვანი ლექსიკონი არ მქონდა, რომ შენი ნაკეცები შემეფასებინა
-ქეთო, მრავალფერნოვანი რას ნიშნავს?
-ანუ... აი... მერე აგიხსნი, გავიქეცი ახლა. დაიძინე შენ, კაი?
-კაი
ლოყაზე მაკოცა ტასომ და თავი ბალიშზე რომ დადო, ოთახიდან გამოვედი.
ჩანთაში ფეხსაცმელები ჩავალაგე, ორი შორტი, ზედები და ისევ მისაღებში შევედი
-ნახვამდის მაღალო საზოგადოებავ!
-უკვე მიდიხარ ქეთო?
წამოხტა მაკა
-კი, დედა... სასწავლი მაქ ბევრი.
-დაგელაპარაკები მერე!
-მერე!-თითი დავუქნიე მე და გამოვედი.
კატომ მანქანაზე მიყუდებული დამხვდა. რომ დამინახა სიგარეტი გადააგდო და წიხლით ჩამტენა მანქანაში.
გაზაფხულის ქუჩაზე ავედით.
ბიჭების მანქანა ისევ დაბლა იდგა.
კატოს გაეცინა და მის გვერდით გააჩერდა მაინდამაინც.

* * *
ყავები მაგიდაზე დავდგი და ჭილოფის სკამში ჩავჯექი
-ეგ პლედი ზედმეტია ამ ამინდში ქეთო-მეუბნება კატო
-რა ამინდში, ღამის 12 საათია და საკმაოდ გრილა!
-მაგრად გაკლია!
სიგარეტს მოვუკიდე და კატოს დავეთანხმე
-მე მაკლია, მაგრამ არც შენ რომ არ ხარ ნაკლები, ხომ იცი?
კატოს სიცილი აუტყდა.
გვერდით აივანზე ბიჭები გამოვიდნენ. სულ ოთხნი იყვნენ. რაღა დაგიმალოთ და ოთხივე ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. ფოტოებიდან ეგრევე აღვიდგინე კატოს მაღრაძე დათი და სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს?
-არაფერი, უკან მიიხედე
-ღმერთო! რა მიზანში მოვარტყით ხვდები?
-ესენი, მერამდენე დღეა რაც ქეიფობენ?
-მესამე, ან მეოთხე
-მაგრად აკლიათ მგონი, საქმე არ აქვთ?-სერიოზულად დავინტერესდი მე
-მე რავიცი
-რომ კითხო ფეხბურთელია ეს დათი და თან სვამს, არა?
-იქნებ ეგ არ სვამს?
-დაჟე ვამართლებთ?
-დიახაც!
-უეჭველი, მაგარი ფეხებზე სასტავია. იცი როგორი? მარტო რომ სვამენ და ეწევიან. არა საქმე, არა განათლება, არა წრე...არაფერი
-ქეთო ასეთ იდიოტობებს შენით იფიქრებ, თუ რამე ძალა გაფიქრებინებს? მაგარი გაჩითული სასტავია და საკმაოდ კარგი სახელი აქვს ყველას.
-აბა, 4 დღეა სვამენ და რა ვიფიქრო?-მეორე ღერს მოვუკიდე მე
-ბევრს ნუ იფიქრებ მაგათზე
-ვითომ რატომ?
-ბევრს რომ ფიქრობენ, მაგიტომ არის ნახევარი ვერა ამათზე შეყვარებული
მე ისტერიული სიცილი ამიტყდა ამ ფაქტზე.
ზოგადად ვერ ვიტანდი გაპოპულარულებულ საზოგადოებას. მსგავს ფრაზებს-ბევრი არ იფიქრო, თორემ შეგიყვარდება და რაღაც სისულელე... სახლში არ მეყოფოდნენ?
-ნახევარი ვერა გიჟდებოდა არა... უჭველი თვითონ გაავრცელეს ჭორები
ვაგრძელებდი სიცილს მე.
-აუ, რა ჭირთ ამათ ჭორის გასავრცელებელი? საკუთარი თვალით ვერ ხედავ?
-ვხედავ, მაგრამ ამათ გამო კაბის ბოლოს არავითარ ვარიანტში არ შემოვიხევ
-კაბის ბოლოს არავის გამო არ შემოიხევ შენ, მაგრამ...აუ, რეებს მამტკიცებინებ ქეთო? რომ გეუბნები მაგარი სასტავია, ანუ მაგარი სასტავია!
კატოსაც გაეცინა და ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა და
თან იმხელა ხმაზე, ოთხივემ აქეთ მოიხედა.
სიცილს ხველება მოყვა და ოდნავ დავწყნარდი, როცა ზუკამ ხელი ამიწია
-გამარჯობა, მეზობელო!
-გაგიმარჯოს
დაბნეულობის მიუხედავად, სწრაფად ვუპასუხე და ერთიანად ამიარ-ჩამომიარა ტანში...
კატო გაშტერებული მიყურებდა, რამე ქენიო...
რა მექნა?
ფრთებს ხომ არ გამოვისხავდი, იმათ აივანზე გადაფრინდებოდი და მერე მაღრაძე-გამცემლიძის დუეტს ჩვენთვის გავიტაცებდი?
ბიჭები ისე შევიდნენ, არაფერი ყოფილა.
მერე ჩვენც შევედით.
კატო უკვე ფარ-ხმალს ყრიდა, კარებზე რომ დააკაკუნეს.
ერთმანეთს გადავხედეთ და „შუა ქალაქში“ რომ თამარი და ქეთევანი ასწრებდნენ ერთმანეთს ტელეფონთან „მე მირეკავენ“ არა „მე მირეკავენო“ ზუსტად ეგეთი ტემპით დავიწყეთ ჩხუბი
-მე გავაღებ!
-არა, მე გავაღებ!
-მე გავაღებ
-ჩემი სახლია! მე ვაღებ
-აუ, დამითმე ქეთო!
-კატო!!!
-კაი შენ გააღე
-არ მინდა
-გააღე მიდი
-შენ გააღე
-ო, კატო!
-გააღე შენი სახლია!
-ალექსიძე, მოდი დროზე გააღე, მე არ მინდა
-არც მე მინდა-გაეცინა კატოს
-გავაღო?
-მიდი!
კარებს იქით ორნი იყვნენ. ერთი ზუკა და მეორე უცნობი. კატომ ეგრევე თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაეხეთქა
-პრივეტ გოგოებო!-დაიწყო უცნობმა ე.წ მესამემ.
-პრივეტ-გაიწელა მისაღებიდან კატო
-რა მინდოდა მეთხოვა-გააგრძელა ზუკამ
მე დავიბენი...
-რა მოხდა?
-ერთი თავი ხახვი ხომ არ გექნებათ?
მე კატოს გავხედე. ორივეს გუშინდელი დიალოგი გაგვახსენდა და ისეთ ხმაზე აგვიტყდა სიცილი, ზუსტად ვიცი, ზუკამ იმ წამს გადამშალა მის გონებაში, თუ კი ჩაწერილი ვიყავი....აი ხაზი გადამისვა, დამკუჭა და გადამაგდო.
ბიჭები სერიოზულად დავაბნიეთ.
კატო ვერ ჩერდებოდა. იატაკზე დაჯდა და სიცილს აგრძელებდა. მე კარს კინაღამ სახელური მოვაძრე და
სული რომ მოვითქვი მერეღა ვუპასუხე
-არა, არ მაქვს სამწუხაროდ
-მაგრამ გვაქვს, ნაყინი, ყავა და ხილის მრავალფეროვანი არჩევანი, ასე რომ თუ გინდათ დაგვეწვიეთ-არც კი ვიცი საიდან გაჩნდა კატო თავისი საშინელი მონოლოგით
მე თვალები შუბლზე ამივიდა და ისეთი მზერა ვესროლე ჩემს ერთადერთ მეგობარს, იქვე წარმოიდგინა, რა მოუვიდოდა, როცა ბიჭები გავიდოდნენ.
-ვა, არადა იგივეს შემოთავაზებას ვაპირებდით-გაეცინა ზუკას და კარებს მიეყრდნო-ოღონდ ჩვენთან გეპატიჟებით
-მოსულა!
ხელი ჩაურტყა კატომ და უთხრა 2 წუთში გამოვალთო.
ბიჭები რომ წავიდნენ, როგორც დაგპირდით ალბათ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავაგდე ჩემი ერთადერთი და საზიზღარი მეგობარი კატო ალექსიძე!


* * *
სახლში რომ შევედით, ზუკამ ისეთი ზარ-ზეიმით გაგვაცნო ბიჭები, თითქოს ზუკას ბავშვობიდან ვიცნობდით მეც და კატოც.
ამ კომენტარებს რომ ვაკეთებდი, მუჯლუგუნებს მირტავდა კატო.
გავიცანით:
დათი, ვაკო, გეგა და ზუკა. ნუ, შეიძლებოდა ზუსტად ვერ დამემახსოვრებინა, რადგან მემგონი ამ ბოლო დროს მახსოვრობასთან სერიოზული პრობლემები მქონდა.
ზედმეტმა სწავლამ ალბათ მსგავსი უკუჩვენებებიც იცის, არა?
თავს ნუ ვიმართლებ ხო? კაი.
სახლში ცარიელი ბოთლების რაოდენობა რომ გადავთვალე ჩემი საოცარი მათემატიკური გონებით, იმ წამს მივხვდი, რომ ღვიძლი არცერთს არ ჰქონდა მწყობრში. კატომ ნუ იყურები ეგრე გაკვირვებულიო და მეც იმ წუთას ღიმილი დამეხატა სახეზე
-აქ ცხოვრობთ გოგოებო?-იკითხა ვაკომ
-არა-დამასწრო პასუხი ზუკამ
-შენთვის არ მიკითხავს და ნუ ერევი, ძალიან გთხოვ
კატოს სიცილი აუტყდა. ვაკო ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა
-არა, პლეხანოვზე ვცხოვრობთ
-ჩვენ ვერაზე
კინაღამ ვუთხარი, ვიცი თქო.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. რაღაცნაირად...
არ ვიცი, რატომ. გავატარე, არ მეკ იდა?
-და ეს სახლი, რა თემაა?
-რა კითხვებია ვაკო?-შეუბღვირა ზუკამ-ჩემი სახლი რა თემაცაა, ეგ თემაა
-ეს ბიჭი ლაპარაკს არ დაგაცდით-ჩამჩურჩულა დათიმ
ამ ჩურჩულზე კატომ წარბი ამიწია,
ჩუმად ვუთხარი „ჩემი არაა, ჩამიდეს“-მეთქი და ჩავბჟირდით.
გვეკაიფებიან მგონიო, ვაკომ თქვა ისევ და ამაზე უარესი დაგვემართა.
სიცილი სახეზე შემახმა, დათიმ უზარმაზარი ფინლანდია რომ ჩადგა მაგიდის შუა ნაწილში. კინაღამ ჩანგლიანად გადამცდა საზამთრო. მერე ჭიქები დაალაგა და ისე სიცილ-კისკისში დაგვაწყებინეს მე და კატოს დალევა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი.
-ისე, სერიოზულად მაინტერესებს რამ გაგამწარათ 4 დღეა რომ სვამთ?
დავსვი პირველი ჭიქის მერე კითხვა
-მე არ ვსვამდი, ღმერთია მოწმე! ამათ მოთხოვე პასუხი-გაეცინა დათის
-აი, გეგუს ჰქონდა რაღაც პრობლემები რა-გაეცინა ზუკას
-ჰო, რა... არაფერი ისეთი გოგოს თემაა-აყვა ვაკოც და ერთად შეუდგნენ გეგას დაცინვას
-აუ, დაახვიეთ რა-გაბრაზდა გეგ“უ“
-და თქვენ ღვიძლის დაშლის პერსპექტივით ანუგეშებთ?-ვიკითხე ისევ მე
-ამას ნუ მოუსმენთ, ასეთი ენა აქვს დაბადებიდან-ხელი დამაფარა კატომ
ზუკას უაზროდ ეცინებოდა
-თქვენ იმენა ბავშვობიდან მოდიხართ, არა?
-კი, საიდან იცი?
-არაა, რთული გამოსაცნობი კატო
დათის დაძახებულ კატოზე, კინაღამ სკამიდან ჩამოვარდა ჩემი კრეტინი დაქალი.
-ისე, აქ არასდროს რომ არ შევხვედრილვართ, გამიკვირდა
-არასდროს არ ვრჩები აქეთ
-პლეხანოვს ვერ ტოვებ, არა?-გაეცინა ზუკას
ამას რა უნდა, შემოვარტყა?
-შენ თუ ტოვებ ვერას, მე რომ პლეხანოვი დავტოვო არაფერი დაშავდება
ღიმილი სახეზე შეახმა
-ხომ გითხარით, ასეთი ენა აქვს
მიჩქმიტა კატომ.
-ძირითადად ჩემთანაა ხოლმე და მაგიტომ. თან არ გვიყვარდა ეს უბანი, ახლა დავუმუღამეთ
-ჰო, ჩვენც ეგრე. მაგარი დამთხვევაა
-საოცრება პირდაპირ
-ქეთო, ნუ გვგესლავ-გაეცინა კატოს და ისევ მიჩქმიტა
-კარგით, მოდით ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს ისევ-წამოიწია გეგა-რაღაც პონტში მიხარია გული რომ გამიტყდა, ძაან კაი გოგოები გავიცანით
გვითხრა და ჭიქა მოგვიჭახუნა.
კატოს გული აუჩუყდა.
მე სიმართლე გითხრათ, თავი შევიკავე, რომ ბოლო ხმაზე არ გამცინებოდა.
ზუკა ზუსტად შიფრავდა ჩემს ემოციებს და მინდოდა მთელი ფინლანდია თავზე გადამესხა.
ისე მიყურებდა.
აი, მშიფრავდა.
თავიდან ბოლომდე.
მერე დალიეს
ჩვენი სადღეგრძელო.
მერე, ისევ ჩვენი გაცნობის.
მერე ცალკე ჩემი, ცალკე-კატოსი.
მერე ვერის და პლეხანოვის.
ერთად და ცალ-ცალკე.
ბოლოს გაზაფხულის ქუჩის და ორი ძალიან მაგარი სასტავის გაერთიანების.
„გაერთიანება“ საიდან მოიტანა ზუკა გამცემლიძემ, აზრზე არ ვიყავი.
გეგას ძალიან სასაცილო სიმთვრალე ჰქონდა.
დათისთვის კი არა, კატო ეგრევე გეგასთვის უნდა დამეჯახებინა. ეს ორი გულჩვილი ადამიანი ზედგამოჭრილები იყვნენ ერთმანეთისთვის.
დათის არ დაულევია.
ვერ ვიტან სასმელსო.
კატოს გადავუჩურჩულე, ტყუილად არ იცავდი გუშინ მეთქი.
ვაკო ისეთი ხმაურიანი იყო, მითუმეტეს მთვრალზე, მთელ ქალაქს ესმოდა ამის ხმა, ზუსტად ვიცი.
გამცემლიძეს არაფერი ეტყობოდა.
ერთი წვეთიც კი არ ეტყობოდა.
ვფიქრობდი, რომ მე სიმთვრალე შემეტყობოდა და თავს ისე ვაკონტროლებდი, ზედმეტად არც კი ვიღიმოდი.
არ ვიცოდი, გამცემლიძესთან ასე რატომ ვაკონტროლებდი თავს.
ალბათ იმიტომ, რომ მთელი საღამო მე მიყურებდა და
როგორც გითხარით ჩემს უბრალო გამოხედვასაც შიფრავდა.
მეგონა, რასაც ვფიქრობდი ესმოდა.
მეგონა, მართლა მეგონა, რომ ჩემს მეზობელს, ვერელ სიმპატიურ ბიჭს, ზუკა გამცემლიძეს აზრების კითხვა შეეძლო.
განსაკუთრებული ხომ არაფერი ყოფილა იმ დღეს?
მე და კატო ღამის 3 საათზე გამოვედით ზუკადან და ეგრევე ლოგინში ჩავესვენეთ ორივე.
-რას იტყვი?-მკითხა კატომ 5 წუთიანი დუმილის შემდეგ
-რავი, შენ?
-შემეცოდა გეგა, რა დებილი უნდა იყო გოგო, რომ გეგას უღალატო. საერთოდ ეს ღალატი რა უბედურებაა... თან როგორ ბიჭს
-და რა იცი რომ უღალატა?
-ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა
-სისულელეა, საიდან მოიტანე
-ვაკო ძაან მაგარი ტიპია
-კი, ცოტა დებილობები რომ არ ეკითხა
-საერთოდ არ უკითხავს დებილობები.
-კაი ხო. არ მაქ დავის ნერვები
-შენ მთვრალი ხარ?
-ისეთ პონტში... შენ?
-მე მოწევა მინდა
-მოწიე მერე
-იმათთან რაღაცნაირად გამიტყდა. არც ერთს არ მოუწევია და რატომღაც გამიტყდა
-აუ, მაგრად გაკლია კატო, მერამდენედ უნდა გითხრა?
-დათი არ არის ჩემი ტიპი
-ანუ?-გამეცინა მე
-სიმპატიურია, მაგრამ უბრალოდ სიმპატიურია
-ანუ?-ვერ გავიგე მე
-ვაიმე, არაფერი ქეთო. არ მომეწონება-გაეცინა ისევ
-რა დაუწუნე?-ლამის მეწყინა მე
-არაფერი, გეფიცები. რაღაც ძმურად შევხედე
ამაზე ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა, ზუსტად ვიცი ჩემი სიცილი გვერდით სახლში ოთხივეს ესმოდა. კატომ ბალიში დამაფარა, მოგგუდავო...
იზამდა. გამკეთებელი იყო.
-რა ძმურად კატო, რა ძმურად?-ვერ ვჩერდებოდი მე
-ზუკა როგორ გიყურებდა
თავზე ცივი წყალი გადამესხა მე და სიცილი წამში შევწყვიტა.
საწოლზე წამოვჯექი და კატოს გავუსწორდი
-რას გამოშტერდი?-ხელი თვალებთან გამიტარა ალექსიძემ იმ იმედით, რომ გამოვერკვეოდი
-შენც შეატყვე?
-შევატყვე რომელია...
-ანუ, არ მეჩვენებოდა ხო?
-არა, „იავნად“ გიყურებდა მთელი საღამო
-მეხუმრები ხო?
-რას გეხუმრები ქეთო. შენით არ თქვი?
-შენ თავს ვფიცავარ, მეგონა ჩემს აზრებში დაბორიალობდა
-ბევრი დალიე ხო?
-აი, მეგონა ყველაფერი ესმოდა რასაც ვფიქრობდი
-გიჟი ხარ ხო?
-აუ, ეგრე იყო კატო. შენ თვითონ იძახი „იავნად“ გიყურებდაო
-გიყურებდა, ძალიან თან, მაგრამ თავს ვერ დავდებ რომ ფიქრების კითხვა შეუძლია
-თავს არც მე ვდებ, ეგეთი შეგრძნება დამიტოვა
-მაგიტომ იგესლებოდი მთელი საღამო?
-აუ, დაიძინე რა!
-რა დროს ძილია
-ხვალ შეურიგდება გეგა შეყვარებულს და აქ აღარ ამოვლენ, ჩვენი ისტორიაც მორჩება. ასე რომ დაიძინე და ხვალ მანანას შენ გაეცი პასუხი, დავალება რომ არ გვიწერია
-გეგას რაც უნდა ის ქნას, მაგრამ შენ თუ გგონია ესენი ასე გაქრებიან, მაგრად ცდები
-შენ ცდები, თუ გგონია ის სადღეგრძელო გულით დალიეს
-შენ უგულო ხარ და ყველა შენნაირი ნუ გგონია
-რა თქვი?-თავი წამოვწიე ბალიშიდან
კატომ სიგარეტი ჩაწვა და ლოგინში შემოგორდა
-მართლა მითხარი? მეწყინა
-გეხუმრე ქეთო. დაიძინე, ძალიან მიყვახარ
-მე უგულო ვარ?
-გეხუმრე, ქეთო! გული გაქ თუ არა მაგას გამცემლიძე შეგიმოწმებს
-გამცემლიძე და ჯანდაბა შენ!
-გაეცი...
-კატო!

* * *
მართალი აღმოვჩნდი.
გამცემლიძე და მისი სასტავი წამითაც არ გამოჩენილა არც ჩემს და არც კატოს ცხოვრებაში. რატომ?
მე რა ვიცი. არ გამოჩენილა და მორჩა. გაზაფხულის ქუჩაზე ერთხელაც აღარ ამოსულან. 1 კვირის მერე სახლში დავრჩი რამოდენიმე დღით.
მერე კატოსთან ვიყავით სულ.
გამოცდებამდე 1 კვირა რომ იყო დარჩენილი, კატოს სახლთან
შუა პლეხანოვზე ვიდექი და ჩემს არაპუნქტუალურ დაქალს ველოდებოდი. ისეთი სიცხე იყო, ბუღი ასდიოდა ქალაქს.
ხელში ორი ცივი ყავა მეკავა. კატომ ისე დაიგვიანა, ჩემი ხომ დავლიე და მისაზე გადავედი. მასწავლებლის საპირფარეშოს მონახულება არ ამცდებოდა.
ვფიქრობდი და გიჟივით ვიცინოდი ქუჩაში მარტო...
კი, არ მეშლება მარტო ვიყავი.
ასეთ სიცხეში მარტო არანორმალური თუ გამოვა გარეთ. არანორმალური ადამიანი კი ვინ არის?
აბიტურიენტი.
რომლისთვის არც დრო არსებობს, არც სიცხე, არც ავად ყოფნა და არც ომი ))
სწორედ ამიტომ ვიდექი შუა დღის სამ საათზე (პიკის საათში, როცა ყველაზე მეტად ცხელა) შუა პლეხანოვზე და ინგლისურზე მივდიოდი.
ჰო, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე და ამხელა შესავალიც იმიტომ გავაკეთე, რომ იმ დღეს მეორე არანორმალური შემხვდა.
შორიდან დავლანდე რომ ვიღაც ძალიან ნაცნობი მიახლოვდებოდა, მაგრამ აზრზე ვერ მოვედი.
-ქეთო?-გაკვირვებულმა მკითხა-შენ ხარ?
მე სათვალე მოვიხსენი და არანაკლებ გაკვირვებულმა ვიკითხე
-ზუკა?
-აუ, ქეთო... როგორ ხარ?-ისე გაუხარდა ჩემი დანახვა მთელი სხეულით გადამეხვია
მე კინაღამ ყავა ზედ გადავაქციე
-შენ როგორ ხარ?
-არამიშავს რა... რას შვები, სად დაიკარგეთ ტო
-დავიკარგეთ?-გამეცინა მე
-ჰო რა...
-ეს თქვენ დაიკარგეთ, თორემ მე სულ იქით ვიყავი ეს დღეები
ვუპასუხე და ისევ სათვალე გავიკეთე
-აუ მოიხსენი რა-გულწრფელად მთხოვა
მე ინსტიქტურად მოვიხსენი სათვალე და ვკითხე
-რატომ?
-აუ, არ მიყვარს თვალებში რომ ვერ ვუყურებ ადამიანებს
ეს მართლა ადამიანების აზრებს კითხულობს მგონი.
აა, ალბათ თვალებიდან აღწევს ტვინში და ისე კითხულობს. უეჭველი, ზებუნებრივ მოვლენასთან მაქვს საქმე.
არადა ლამაზი თვალები საერთოდ არ მაქვს. ამიტომ არ მომახსნევინებდა.
გიჟია, არა?
არა...
ქეთო, რაზე ფიქრობ?
-ესე ჯობია
თვალი ჩამიკრა.
მე სათვალე თავზე დავიმაგრე და რაც მაინტერესებდა პირდაპირ ვკითხე
-ვერიდან რამ ჩამოგიყვანა?
-სად?
-პლეხანოვზე, სად ხარ არ იცი?
-აა, რაღაც საქმე
-საქმეებიც გაქ პლეხანოვზე?
-ისეთ პონტში რა
-მითხარი მოგიგვარებ
გაეცინა
-დარწმუნებული ხარ?
-100%-ით
-გამოცდები გაქ უკვე?
-1 კვირაში
-სად აბარებ?
-რომ ჩავაბარებ, მერე გეტყვი-გამეცინა მე და გონებაში ჩემს სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვედრის მიზეზები ამომიტივტივდა
-გინდა გამოვიცნო?
-კი
-ენებზე
-შენი ინტუიცია ძალიან დაბალ დონეზეა-ხმამაღლა ამიტყდა სიცილი. ზუკას გამარჯვებულის გამომეტყველება სახეზე შეეყინა.
მე ამ სურათის დანახვისას უფრო მეტად ამიტყდა სიცილი
-აუ, რა იმედები გამიცრუვდა-მითხრა მოწყენით და სიგარეტი გადააგდო
-რატომ?-დავსვი გულიბრყვილო შეკითხვა მე
-მე ვსწავლობ მანდ
-ვა, სწავლობ?
-რატომ არ უნდა ვსწავლობდე?-გაეცინა და ისეთი მზერა მესროლა, ლამის ქვაფენილზე დავიღვენთე
-სად სწავლობ?
-უნივერსიტეტში
-უნივერსიტეტი ძალიან ბევრია-წარბი ავწიე მე
-„უნივერსიტეტი“ ერთია...სახელმწიფოში
-და გამოცანებით ლაპარაკის ნერვები რომ არ მაქვს, ხვდები ხო?-ჩემდაუნებურად მაინც გამეღიმა-თქვი, ჯავახიშვილი, ან თსუ, ან რამე... დედაჩემის საყვარელი ფრაზაა „უნივერსიტეტი ერთია“
-მანდ აბარებ?
-არა, კერძოში
-რატომ?
-იქ ვაბარებ, სადაც ჩემი სასურველი ფაკულტეტი ძლიერია. ისე, ესპანურს თუ ისწავლი ოდესმე, მასწავლე
-თუ ნერვებს არ მომიშლი, გასწავლი-თვალი ჩამიკრა ზუკამ
-მე ნერვებს გიშლი?
-როდის დავლიოთ?-კითხვა ბანზე ამიგდო
-როცა გინდა
-როდის იქნები ჩვენკენ?
-დღეს მანდ ვრჩები
არ ვრჩებოდი, მაგრამ დავრჩებოდი.
-მართლა?-ყურებამდე გაუვიდა ღიმილი ზუკას-ანუ გავიჩითებით
თვალი ჩამიკრა და ტელეფონში რაღაც ჩაინიშნა.
ამასობაში კატოც გამოვიდა.
ზუკას დანახვაზე არანაკლები რეაქცია ჰქონდა.
ერთმანეთს ისე გადაეხვივნენ, მე არ ჩამხუტებია ასე კატო ალექსიძე, შარშან 2 თვით რომ მშობლებთან წაეთრა და მერე რომ დამიბრუნდა.
ზუკა დაგვემშვიდობა და ჩვენც ინგლისურისკენ ავიღეთ გეზი
-საიდან სად?
-კაცმა არ იცის
-აი, აქ რა საქმე ჰქონდა
-არ ვიცი, დღეს ჩემთან ვრჩებით
-კაი?
-კი
-იქნება?
-ვიქნებიო
-ბაზარი არაა...

* * *
იქნება კი არა.
ვის გაახსენდა საერთოდ ქეთო და გაზაფხულის ქუჩა.
ფეხებზე და იკიდა ჩვეულებრივ ის ლაპარაკი.
არ ამოსულა.
არ ამოსულა კი არა, არაფერიც არ უთქვამს.
ან როგორ მეტყოდა, ნომერიც კი არ იცოდა ჩემი.
ნაგლად მოიქცა.
იქნებ რა მოხდაო, ამბობდა კატო.
რაც არ უნდა მომხდარიყო.
დამპირდა.
ისე მეწყინა, არც ვიცი რატომ. ან ვისგან მწყინდა. ჩემი ძმაკაცი იყო, თუ რა?
რა ვალდებული იყო.
მაგრამ საშინლად გავბრაზდი.
დალევა კი არა, თავში აგურის ჩარტყმა მინდოდა ზუკასთვის.
ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მთელი ღამე ცოფებს ვყრიდი.
დილითვე ჩავკეტე სახლი საგულდაგულოდ და ჩემებთან გადავედი.
სიკვდილის ტოლფასი იყო იმ კვირის სახლში და არეულობაში გატარება, მაგრამ თითქოს ვის ვუხდიდი ამით სამაგიეროს?
ეგეც არ ვიცი.
დავიბენი და დავაბნიე ყველა.

* * *
ბექასთან ვიყავი სკოლაში. ნიშნების ფურცელი, თუ რაღაც უბედურება წამოვიღე, იმ მიზნით, რომ მაკას არ გაეგო ბექას ორი შვიდიანის არსებობა.
აი, რა აზრი აქვს შვიდიანი ექნება, თუ რვიანი საერთოდ ვერ ვხვდები. მითუმეტეს 14 წლის ბიჭს, რომლის ასაკშიც 99% სკოლაში ცელქობს და შატალოებზე დადის.
ჩემს ბექუნას რომ ვიცავდი, მაკა სულ მეჩხუბებოდა. დამრიგებელმა მითხრა, კიდევ თუ განმეორდება იქით წელს მსგავსი ქცევები, კონკრეტულად დედას დავიაბარებო და პატარა შეკამათება მოგვივიდა. მეთქი მე აქ ვერ მხედავთ, ქალბატონო თქო?
და გადაირია.
ბექას ადგილას მეც გამოვიპარებოდი, შატალოზე ვინ არ ყოფილა? გაიგიჟეს თავები. მაკა მეუბნებოდა შენ აგიჟებო. შენც ეგრე იყავიო. მთელი კლასი რომ შატალოზე მიდიოდა, დავმჯდარიყავი და რუსულის მასწავლებლისთვის მესმინა? იმ გაკვეთილებიდან ტვინში ძალიან ცოტა რაღაც გამომადგა, სკოლისგან მოგონება ხომ უნდა დაგრჩეს?
რომელ ბავშვს დარჩება გაკვეთილის ახსნა მოგონებად? ცოტა თუ არ იმაიმუნე, რამე თუ არ დააშავე, ისე რა „მუღამი“ აქ.
არა, მაკაც მართალი იყო, მე ვაგიჟებდი მგონი ბექას.
სახლში გულწასული მოვედი. ერთი ისღა დავიძახე წყალი მინდა თქო და ოთახში შევედი. ბექას ნიშნების ფურცელი შევინახე და წამოვწექი. ტასო შემოვიდა და წყალი მომიტანა. მთლიანი ბოთლი ჩამოვცალე.
ამ ბავშვს ყველაზე მეტი ჭკუა აქვს ამხელა სახლში. სხვამ ვერავინ მოიფიქრა.
მერე ბექაც შემოვიდა, დამნაშავე სახით
-მოდი, ბუზღუ
-უნდა მეჩხუბო?
-როდის მიჩხუბია?
-რა ვქნა ქეთო, ვერ ვსწავლობ ამ ბიოლოგიას და ვერც ქართულს
-რა არის უსწავლელი მაგ ორ საგანში?
-არ შემიძლია ეს ვეფხისტყაოსანის დაზეპირება. შინაარს მოგიყვებით თქო და მეჩხუბა, შინაარსი რა ჯანდაბად მინდაო და დამიწერა ორიანი, მერე ვეღარ ამოვქაჩე. თან ხომ იცი ტექნიკური ტვინი მაქ. ნახე მათემატიკაში დონე არ დამიგდია
-დაიკიდე რა... ყველაფერს რომ აზეპირებინებენ ბავშვებს მაგიტომ ვართ კარგ დღეში და ბიოლოგიაში მე მოგეხმარები და დამიჯერებ!
-გეფიცები დაგიჯერებ!
-ჩემი ჭკვიანი
-მეც ხომ ვარ ჭკვიანი?-საწოლზე ამოცოცდა ტასო
-შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ
-აუ, ქეთო...
-კიდე დააშავე რამე?
-არაა
-უი, იცი რა მითხრა შენმა დამრიგებელმა? იქით წელს თუ ასე გააგრძელა კონკრეტულად მაკას დავიბარებო
-ხუმრობ ხო?
-არა
-ხოდა სანამ დრო მაქ, მაკა დაკერე რაა
-რაზე?-სიცილი ამიტყდა ბექას ლექსიკონზე მე
-ლევანიკოსთან გვინდა ბიჭებს წასვლა, ასურეთში და დაიწყო მაკამ ახლა ხომ იცი თავისებურები, იქ მარტო იქნებით, ვინ მოგხედავს და რაღაც. არადა ლევანიკოს ბაბუა ცხოვრობს იქ
-როდის გინდათ?
-ხვალ-მოიღუშა ბექა
-ოხ, მაკა რა!
-ქეთო, გთხოვ რა.. ხომ ხარ ჩემი ყოვლისშემძლე დაიკო?
-ჩაალაგე
-კაი?-შუბლზე აუვიდა თვალები სიხარულისგან ბექას
-ჩაალგე და ვეტყვი მაკას
-აუ, სუპერმენი ხარ ჩემი!
-არ ამომასუნთქოთ რა!
საწოლიდან ავდექი და მისაღებში გავედი, მერე საძინებელში...სად წავიდა ეს ქალი?!
-მაკაა
-სამზარეულოში ვარ ქეთო
შევედი და ბარს დავეყრდენი
-რას შვები?
-კართოფილს ვწვავ, შენ?
-ბუზღუს რატომ არ უშვებ?
-ვის?
-ბექას!
-შენ რომ გამოგგზავნა გავუშვებ, თუ რა გონია?
-რა თქმა უნდა გაუშვებ.
-როგორ ქეთო?-წარბი ამიწია მაკამ
-მაკა მომისმინე, ყველაფერს ნუ უშლი!
-ბიჭი რთული გასაზრდელია, იქნები დედა და გამიხსენებ.
-ბექაზე რთული აღსაზრდელი მე ვიყავი, მაგრამ 14 წლის ასაკში კი არა, 9 წლის ვიყავი პირველად კატოსთან რომ წავედი დასასვენებლად
-შენ გოგო ხარ
-მერე რა, მაკა! შარი შარია...
-ტყუილად მელაპარაკები ქეთო
-კაი, შეიძლება ტყუილად გელაპარაკები, მაგრამ ბექა ხვალ მიდის და არაფერი უთხრა
-ქეთო, გადაირიე? არსადაც არ მიდის.
-მაკა, არ შეიძლება ეგრე. დიდია უკვე ბექა. თავისი თავმოყვარეობა აქვს. ძმაკაცებში მაგრად არ შერცხვება, რომ დედიკომ არ გამოუშვა? ტეხავს რა... უნდა გესმოდეს
-მთელი წელი როგორც ისწავლა, დაიმსახურა?
-მშვენივრად ისწავლა. მედალოსანი რომელი ვართ ოჯახში?
-მამაშენი!-სერიოზულად შეურაცხყოფილად იგრძნო მაკამ თავი
-მამაჩემის დროს სხვა სისტემა იყო, დიპლომებიც იყიდებოდა და ახლა ეგრე არაა...კაი, მაკა ნუ მალაპარაკებ ამდენს, მიდის ხვალ ბავშვი და დაანებე თავი. თორე ადგება ეგეც და მოიქცევა ჩემსავით მალე
-იმ გაზაფხულის ქუჩას რომ დავანგრევინებ ამ მთავრობას, მერე მოიქცევით კარგად
-წარმატებები-გამეცინა მე
-ერთი შენ ხარ. დედას რომ მორალს უკითხავ და სახლში ვერ გაჩერებულხარ 2 დღე, ნერვები არ გაქ არავისი
-კი არ მაქ, რაც აქ ხდება. იცი, რომ ზედმეტი ხმაურის ატანა არ შემიძლია
-რა გინდა ქეთო რა...
-ის მინდა, რომ ბექასთან მეტი იურთიერთო. შენს დაქალებთან ჩაის სმა უფრო მნიშვნელოვანია. არ ჯობია დაისვა და ელემენტარულად შვილი გაიცნო?
-ქეთო, რას ამბობ?
-არ იცნობ მაკა ბექას. შენ რომ ბექას იცნობდე, ყოველ მეორე პრობლემაზე უფროს დასთან არ მოვიდოდა. არ გენდობა და არ აქ იმედი, რომ გაუგებ. ესაა პრობლემა. შვილის საერთოდ არ გესმის და საერთოდ არ იცნობ. ზუსტად ვიცი ბექა რას გრძნობს, იმიტომ, რომ მეც მაგას ვგრძნობდი და რატომ ვერ ვხვდები? რატომ მაკა? არ შეგიძლია უბრალოდ გაუგო? ასე უფრო მოიგებ შვილის გულს, ვიდრე ყველაფრის უარყოფით და ჩხუბით. რომ დაუშლი, უარესს არ იზამს? უარესს არ ვაკეთებდი, რომ მიშლიდი? უბრალოდ ბექა არ არის ჩემი ხასიათის, არ არის ისეთი გამტანი, როგორიც მე ვიყავი მაგის ასაკში და დაიჩაგრება, გაიგე რა...
მაკას თვალები აემღვრა და გატრიალდა
გული მეტკინა.
გული მეტკინა, რომ მაკას ვატკინე.
მაგრამ იმაზე უფრო მეტად მტკიოდა გული, რომ მეც, ბექაც და ტასოც მეასეხარისხოვნები ვიყავით ამ სახლში ყველასთვის.
გული მეტკინა მაკაზე.
მაგრამ ჩემზეც მტკიოდა.
მტკიოდა, რომ ბექას გვერდში მდგომი არ ჰყავდა. მტკიოდა, რომ ტასოს გამოყვანა ბაღიდან ჩემი და ბექას გარდა ყველას ავიწყდებოდა.
მტკიოდა, რომ წინა დღის დაპირებას, საკუთარ დაქალებზე და სტუმრებზე წამში ცვლიდა.
მტკიოდა, რომ ჩემს ბიძაშვილებს ყველაფერი ჰქონდათ და ჩვენ არაფერი.
მტკიოდა, რომ თუ სადმე მივდიოდით მე ახალ ტანსაცმელს კატო მთხოვნიდა და ბიძაჩემის ოჯახს მამაჩემი დაატარებდა ძვირიან მაღაზიებში, იმიტომ, რომ ცოდოები იყვნენ და უჭირდათ და ბიძაჩემი ვერ მუშაობდა.
„ვერ“ კი არა არ მუშაობდა. იმიტომ, რომ ერთი ადგილის აწევა ეზარებოდა და ბიცოლაჩემი ფულის ფლანგვაში უკონკურენტო იყო.
არ იფიქროთ, რომ რაღაც მატერიალური იყო ყველაფრის თავში. პრობლემა იმაში იყო, რომ არასდროს არავის არ ესმოდა ჩემი, ბექასი და ტასო რომ გაიზრდება, მისასაც ვერ გაიგებდა მაკა.
ირაკლი არ ერეოდა. სულ იმას იმეორებდა, თქვენი პრობლემები მომცაო...
ჩვენზე მნიშვნელოვანი ყავდა ვინმე?
მე კიდე მიწევდა მაკასთან ჩხუბი და ყოველი ჩხუბის მერე ვხვდებოდი, როგორ ვტკენდი გულს.
მანგრევდა ეს გრძნობა, მაგრამ გაჩუმება არ შემეძლო. ბექას რომ ვუყურებდი, როგორ ჰქონდა ჩემი იმედი უქმად ვერ ვიჯექი...
-შენ დედასაც არ მეძახი
ხმა გაწყვეტილმა მითხრა და ხელმეორედ გატრიალდა.
ცრემლები ვიგრძენი ლოყებზე და გული ასჯერ უფრო მაგრად მეტკინა.
ალბათ იმიტომ, რომ საშინელებები ვუთხარი.
მართალი საშინელებები, მაგრამ დედისთვის ასეთი ბრალდება რამდენადაც მართალი არ უნდა იყოს, საშინელებაა.
იმ მომენტში მე საშინელი ვიყავი და ჩემი თავიც კი შემზიზღდა წამით.
სამზარეულოში ირაკლი შემოვიდა.
ჩვენი აცრემლებული თვალები რომ დაინახა, შეცბა
-რა ხდება?
-არაფერი-უთხრა მაკამ
-რა არაფერი...
-მამა გვაცადე
ირაკლის სახე შეეცვალა
-მაკა, რა ხდება?
-შენს შვილს ჰკითხე. სამივეს სათითაოდ
-გამორთე ეგ კარტოფილი, დაიწვა...-ვუთხარი მაკას და ირაკლის ვანიშნე გადი მეთქი.
დამიჯერა.
მხრები აიჩეჩა და ზუსტად ვიცი, კარების უკან მოაყურადა.
მაკასთან მივედი და კარადაზე ჩამოვჯექი
-შენ დედა არ გიყვარს
-მე მიყვარხარ, მაგრამ მინდა, რომ გესმოდეს ჩვენი და არ მინდა ამ სახლიდან გავრბოდე
მაკამ სახე გაატრიალა
-მიდის, თუ არა ბექა...
-მიდის
მითხრა ჩუმად და ცრემლები მოიწმინდა.
-ჩამეხუტე ახლა
თავის დაფასება დაიწყო და გვერდიდან გამომხედა
-მაკა ჩამეხუტე
-მაკა არ ვარ მე, დედა ვარ
მითხრა ბუზღუნით და ხელები წელზე შემომხვია
-მე რა ვიცი, იქ რას იზამს, უნდა ვინერვიულო ქეთო, არ გესმის ჩემი ხო?
-აი, თურმე ვის გავს ბუზღუ ბექა

* * *
პირველი.
მეორე.
მესამე.
მეოთხე.
17 ივლისს ერთად გამოვედით მე და კატო ბოლო გამოცდიდან და დაახლოებით 3 დღე გვეძინა.
არა, რას ვხუმრობ. მართლა გვეძინა სამი დღე. კატოსთან ვიყავით და 2 ღამის გათენებული გვქონდა.
განა გათენებული
გადათენებული...
ხოდა ამ სამი დღის მერე რომ გავიღვიძე, ზუსტად ვერ მივხვდი, როგორ გახდა უცებ 20 ივლისი და 2-3 საათი განვიხილავდით მე და კატო სად გაქრა ის დღეები. იყო,თუ გამოვტოვეთ. გონზე რომ მოვედით, მერე გაგავახსენდა, რომ ზაფხულის ნახევარი უკვე გასული იყო და სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ქალაქი. ჩემების დაჟინებული თხოვნით ცოტა ხნით აგარაკზე ავედით. ნუ, კატო თავისთავად იგულისხმებოდა ამ შემადგენლობაში. მოსაწყენი დასვენება იქ არ არსებობდა, სადაც ჩვენ ორნი ვიყავით. საერთოდ ზაფხულში ისეთ ენერგიაზე მოვდიოდით, სადაც ჩავდიოდით „ქვეყანა ჩვენი იყო“. კლასიც ექსკურსიაზე რომ მივდიოდით, ჩვენ გარეშე შანსი არ იყო. ამით ვსარგებლობდით და ყოველთვის იქ დაგვყავდა ხალხი, რომელი ადგილის ნახვაც გვინდოდა. არა, კლასი კარგი გვყავდა. ზაფხულობით ერთადაც ხშირად ვისვენებდით. გოგოები ძირითადად მეტიჩრები იყვნენ. ერთს ურეკში კოტეჯები ჰქონდა ბევრი. დაგვპატიჟებდა მთელ კლასს და ჩვენც რა გვინდოდა მეტი? მივდიოდით მთელი აღჭურვილობით. ჩემთან და კატოსთან მეგობრობდა ასე, თუ ისე. მაგრამ მაინც არ იყო ჩვენი ტიპი. რაღაც საერთო ენას ვერ ვპოულობდით. სალაპარაკო თემა არ გვქონდა ხოლმე. ჩვენი დამრიგებელი ხუმრობდა, ისე არიან კიკნაძე და ალექსიძე ერთმანეთზე მიწებებულები, ამათთან მესამე გამორიცხულიაო. დამრიგებელიც დაგვყავდა ხანდახან, ისეთი ჯიგარი იყო. ნუ, ბიჭები თავისთავად იყვნენ შავებიც, კაი ტიპებიც, შკოლნიკებიც და უსაქმურებიც.
ჰო, რას მოვაყოლე ეს ამბავი, ზუსტად არ მახსოვს.
მე და კატო ავედით ჩემთან და მართლა მაგარი დრო ვატარეთ. მე, ბექა და კატო ჩემს ბიძაშვილებს გიგას და გოგას ცხოვრებას ვუმწარებდით. ხან რას ვუჩალიჩებდით, ხან რას. მერე მოგვწყინდა ბიძაშვილებით გართობა და ერთმანეთზე გადავედით.
კატო ისეთი კომუნიკაბელურია, ჩემს აუტანელ ბიძაშვილებთანაც კი ააწყო ურთიერთობა და საღამოობით ვერანდაზე ბიცოლაჩემ ლიასთან ერთად ყავასაც კი სვამდა ხოლმე და მისი სტუდენტობის ისტორიებს სიამოვნებით უსმენდა.
ამ სცენაზე საოცრად ვღადაობდით მე და ჩემი ბუზღუნა ძმა-ბექა. მაკა ისევ გვეჩხუბებოდა და ირაკლი ისევ არ ერეოდა.
ბიძაჩემი ისევ უსაქმურად იყო და ბიცოლაჩემს ჭურჭლის გარეცხვაც კი ეზარებოდა.
ბექა ისევ ჩემთან შემოდიოდა თხოვნებით და ტასო ისევ არ იძინებდა უჩემოდ.
მაკასთან სერიოზული ბრძოლა მომიწია, წინადადება რომ წამოვაყენე ბათუმში მივდივარ მეთქი. (ჰო, ბათუმის გარეშე როგორ იქნებოდა?)
2 დღეში ჩავლაგდით და წავედით მე და კატო. ისე ვიჩქარეთ, სახლებს გზაში ვეძებდით. მოთხოვნილება სამი გვქონდა:
1. ზღვასთან ახლოს
2.მაღალი სართული
3.დიდი აივანი
ამის გარეშე არ შეგვეძლო.
ჩვენ ორნი ისეთებს ვატარებდით მთელ ქალაქში, ათ კაცს რომ არ გამოუვიდოდა. კატო იძახდა, სიგიჟე ჩემი მოგონილიაო.
ჩარიცხვების ამბავი იქ გავიგეთ.
გასაკვირი არაა, რომ ერთი და იგივე ფაკულტეტზე მოვხვდით ხო?...
აგვისტოს ბოლომდე იქ ვიყავით. ჩარიცხვები რომ დაიდო, იმ დღეს წამოვედით და სანამ ჩამოვიდოდით მაკას კინაღამ გული გაუჩერდა, იმიტომ, რომ ვერ მირეკავდა. არც იცოდა, რომ მოვდიოდი.
სახლში გიჟივით დავადექი, ჩავაბარე მეთქი, ვკიოდი... მთელ ქუჩას ესმოდა ჩემი ხმა.


* * *
გაზაფხულის ქუჩას რომ ავუყევი, მერე ამომიტივტივდა ყველა ემოცია. თავს დავაჯერე, რომ არაფერი არ ხდებოდა.
გამახსენდა წყენა და ბოლო დაპირება, რომელიც არ შეასრულა და ჩავთვალე, რომ ეს უბრალოდ 1-2 დღის მომენტი იყო.
ჩვენ შორის არაფერი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.
უბრალოდ მე ავვარდი უაზროდ, როგორც ვიცი ხოლმე. ამიტომ მომიწია მიწაზე დაშვება.
სახლი მივალაგე და კატოს დავურეკე.
ხმაზე ეტყობოდა, რომ გავაღვიძე.
დავიბარე ჩემთან და აივანზე გავედი მოსაწევად.
პირველად გავიხედე ზუკას სახლისკენ. შუქები არ ენთო.
ქეთო, რა დებილი ხარ... შუა დღის 3 საათზე საერთოდ რა საჭიროა შუქები? ამაზე ვფიქრობ და მეცინება.
კატომ დამირეკა, რა წამოგიღოო..
ვერაფერი მოვიფიქრე და მეჩხუბა, უფანტაზიო ხარო.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და ხმა გავიგე
-ეს ვის ვხედავ?
თავი მოტრიალებული არ მქონდა, ზუკას ხმა რომ ვიცანი...
წარმოუდგენელია, დაუჯერებელია და გამორიცხულია, რომ ეს ხმა ვერ იცნო ადამიანმა. საერთოდ, ხმა ისეთი რამეა ანაბეჭდივით ერთადერთია. ყველა ადამიანს გამორჩეულია ხმა აქვს.
ხმა, რომლითაც აუცილებლად იცნობ მას... მითუმეტეს ზუკას, რომელიც არ ვიცოდი რას ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ
მნიშვნელოვანი ადამიანების ხმები სამუდამოდ რჩებოდა ჩემს გონებაში.
ისიც არ ვიცი ზუკას ხმა როდის დამამახსოვრდა ასე მძაფრად...
-შენ კი არა, მე ვის ვხედავ?
ვუთხარი და სიგარეტი ჩავაქრე.
-როგორ ხარ?
-კარგად
ვუთხარი მოკლედ
-მაგარ ფერზე ხარ, სად იყავი?
-ბათუმში
-არაფერის
-რა?
-არაფრის თქო
გამეღიმა...
-როდის ჩამოხვედი?
-3 დღეა
-ვა, რა დამთხვევაა, მეც
-შენც?
-ჰო, ესპანეთში ვიყავი
-ოჰ, დაუსვენია ბიჭს! თავხედი!
-რა თქვი?
-არაფერი, კაია ესპანეთი
-მარტო ხარ?
-კატოს ველოდები და გავდივარ, აბა ჰე
დამშვიდობება არ ვაცადე, ისე შემოვედი სახლში და აივნის კარები ჩავკეტე.
ცოტა ხანს ისევ ისე იდგა, მერე მხრები აიჩეჩა და სახლში შებრუნდა.

* * *
გაზაფხულის ქუჩაზე დაიწყო ყველაფერი.
ისიც არ ვიცი, დაიწყო, თუ არა რამე... ალბათ უფრო ჩემთვის.
კი, ჩემთვის რაღაც დაიწყო. ზუკასთვის-არ ვიცი.
ზუკა გამცემლიძე ის ბიჭი იყო, რომ ვერ მივხვდი რა გააკეთა, ან რის გაკეთებას აპირებდა. დავიბენი, მართლა ძალიან დავიბენი.
მუსიკებს ვუსმენდი და ქუჩაზე ამოვდიოდი.
კუთხეში შევნიშნე გამცემლიძის მანქანა და ერთიანად დამიარა.
უარესად დამიარა, კარებიდან ზუკა რომ გამოვიდა და მანქანა გახსნა.
წამით გამოიხედა, გაიხედა და
ისევ შემომხედა.
თითქოს პირველად ვერ გადახარშა, რომ მე ვიკავი.
მე დენდარტყმულივით შევხტი, ყურსასმენები მოვიხსენი და ჩემკენ წამოსული ზუკასკენ გავიწიე.
გადამკოცნა.
მე უფრო ლოყა მივადე, ვიდრე გადავკოცნე.
ოღონდ შეგნებულად არ გამიკეთებია, რაღაც ასე გამომივიდა-შემთხვევით.
გაეცინა ზუკას. ეგონა სპეციალურად ვქენი და ამაზე უფრო გავღიზიანდი.
-რას შვები?-მკითხა ჩვეულებრივ და სიგარეტს მოუკიდა
-რაღაც დამრჩა და უნდა წამოვიღო
-აქ მარტო შენ მოდიხარ ხოლმე?
-კი, ჩემები ვერ იტანენ ამ სახლს
-რატომ?
-აზრზე არ ვარ. მე მაგრად მიყვარს. მარტო რომ ვარ ხოლმე
-კი, მაგარი სახლია. ეს რომ არ ყოფილიყო, ხომ ვერ გაგიცნობდი
-და რომ არის რა?
ვერც მივხვდი, ისე „ვუსაყვედურე“ ზუკას.
გამცემლიძე სასაცილოდ დაიბნა. სიტყვა გაუწყდა და ლამის სიცილით მოვკვდი. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ ავხარხარებულიყავი.
რა მაცინებდა?
დებილი ხარ ქეთო კიკნაძე!
-აა, მივხვდი ქეთო...
-რას მიხვდი?
-ნაწყენი ხარ?
-რაზე?
-ქეთო, უცებ გადაწყდა ჩემი წასვლის საკითხი. ვიცი, რომ იმ დღეს, რომ არ ამოვედი არ ვიყავი სწორი
-ზუკა იხუმრე ახლა ეს?
-არა
-აბა, რას მიხსნი?
სიცილი ამიტყდა მე, მაგრამ გულის სიღრმეში მაგრად გამისწორდა ეს რომ თქვა.
თუმცა...
რას ქვია, რას მეუბნება?
რა სითავხედეა...
რისი თქმა უნდა ამით?
-ანუ?-დაიბნა ზუკა
-არაფერი, წავედი მე, მეჩქარება მართლა
-ქეთო
-ჰო
-რაღაც მინდა გითხრა რა...
-რა მოხდა?
დავინტერესდი მე...
-კაი, მერე გეტყვი
გამიცინა და მანქანაში ჩაჯდა.

* * *
კურსელებმა სწავლის დაწყების მეორე კვირას ჩაბარების, წარმატებით მოხვედრის, გაცნობის და კიდევ რაღაცის აღნიშვნა გადავწყვიტეთ.
რესტორანში მე და კატომ დავაგვიანეთ, იმიტომ, რომ მაკასთან ვიჩხუბე და ისე მქონდა ნერვები მოშლილი, ცოფებს ვყრიდი.
რომ არა კატო, აღარც წამოვიდოდი ალბათ. გართობა კი არა, ვინც ხელში მომხვდებოდა ყველას კისერის მოგრეხა მინდოდა.
ისევ ბექას გამო ვიჩხუბეთ. თავხედ ბიცოლაჩემს დაუწყია ისევ თავისნაირი თავხედი შვილების ქება და ბექასთან შედარება. მაკამ კიდე აშკარად ვერაფერი უთხრა, აკრიფა, აკრიფა და ბექაზე დაიცალა მერე.
ისე იყო ბავშვი განერვიულებული, მერე მე ავკრიფე. მაგრად ვიჩხუბეთ. ჩემი შვილი არ ხარო-ასე მითხრა. ესეთი არ გამიზრდიხარო.
ავდექი და წამოვედი კატოსთან. საერთოდ არ მახსოვდა რესტორანი და ქეიფი. მაგრამ ალექსიძემ იმდენი ქნა, ძალით ჩამაცვა, მანქანაში შემტენა და გამაქანა.
მუსიკის ხმა უკვე საშინლად მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე. თან მუსიკასაც ვიცი და მუსიკაც. ჩართე რამე ადამიანური. არც ნერვები მოეშლება ვინმეს და არაფერი.
არა, მაინდამაინც ის უნდა ჩართონ, რაც დამანერვოზებს. კატო მეჩხუბება, ნერვებზე რომ ხარ მოშლილი, ყველას ნუ გადაჭამ და ამათთანაც ნორმალურ შტაბეჭდილებას არ დატოვებო.
მე წარმოგიდგენიათ ალბათ როგორ მ კ იდია!
დაახლოებით მეცხრე-მეათე ჭიქას ვსვამდი, კატომ მხარი რომ მომაგლიჯა, მარჯვნივ გაიხედეო.
მე გავიხედე და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შორს კარგად ვერ ვხედავ, ვერაფერი გავარჩიე. ისევ კატოს შემოვხედე
-ვინმეა?-შიში შემეპარა ხმაში
-დათი
-ვინაა დათი?
-აუ, სკლეროზიღა გაკლდა ქეთო!
-ვაიმე, დათის ერთს ვიცნობ, თუ ორს?
-არ ვიცი, ალბათ ათს მაინც! მაღრაძეა
-მაღრაძე?
-ჰო ქეთო! რამ გამოგაშტერა
-უი, შენი პლატონური სიყვარული?
-არა, შენი პლატონური სიყვარულის ძმაკაცი!
-არ გადამრიო, ზუკაც აქაა?
-არა ზუკუკუნას გარეშეა-მითხრა კატომ და სიცილი აუტყდა
-ვა, ეგენი ცალ-ცალკე?
-ვნახოთ?
-მოვიდეს და მნახოს, ისედაც ვერ დავდგები მყარად ფეხზე და ახლა დათი მაღრაძე თუ პერსონალურად არ მოვიკითხე, ზემოთ ამის გამო არ მომეკითხება
თვალი ჩავუკარი კატოს და ჩემს კურსელს, რომელიც საკუთარ სადღეგრძელოს სვამდა, ჭიქა მივუჭახუნე. მაგარ წრეში მოვხვდით. ვფიქრობ და მეცინება.
ზოგადად რომ ვსვამ, მერე მშივდება. ცეზარი გადმოვიღე. უბრალოდ იმდენად ბევრი მომივიდა, რომ ჯობდა მთლიანი დამედგა. ჩვეულებრივ ბოჩოლას ვგავდი ალბათ ამდენი სალათის ფურცლით.
მაგრად მიყვარს ეს მომენტი, სუფრა რომ აიშლება, ყველა რომ ცეკვავს და საჭმელი შენ გრჩება.
არა, ტყუილად კი არ მეუბნება კატო-მუცლის მონა ხარო.
კატო?
კატოს ვეძებ თვალებით და მოპირდაპირე მაგიდასთან ვხედავ.
ეს ჩემი ძვირფასი დაქალი დგას და არც მეტი და არც ნაკლები-დათი მაღრაძეს ელაპარაკება.
ინსტიქტურად სკამიდან წამოვხტი და კატოსკენ გავეშურე უზარმაზარი მონოლოგით.
გზაში მივხვდი, რომ არ უნდა მივსულიყავი, მაგრამ
ისე გვიან გადავხარშე, დათიმ დამინახა და ორივე აქეთ წამოვიდნენ.
მიწის გასკდომა ოდესმე გინატრიათ?
ამაზე უკეთეს მომენს ვერ ნახავდით.
-როგორ ხარ ქეთო?
-კარგად დათი, შენ?
-არამიშავს, კატომ მითხრა კურსელები შევიკრიბეთო, ერთად ხართ თქვენ?
-კი, კი...
-ცალ-ცალკე აბა როგორ იქნებოდა-მეთანხმება კატო და დებილივით იცინის.
-ბიჭები არ გახლავს?
ვკითხულობ მე
-არა, ბიძაშვილი ჩამომივიდა გერმანიიდან და იმის ძმაკაცებთან ერთად ვარ
-რას შვებიან ბიჭები? ზუკა, ვაკო... გეგას გოგო ხომ არ გამოჩენილა?
-უი, არა მაგას უკვე სხვა შეყვარებული ყავს-ხმამაღლა გაეცინა დათის
-ეგრე მალე დაივიწყა?
-გეგაა რა... ეგეთი ტიპია, მალე გადასდის დეპრესია. პროსტა პირველი დღეები აქ ისეთი, რომ უეჭველი უნდა ვსვათ
-ჰო, იმ კვირას 3 დღე სვამდით-გამეცინა მე და ზუკას გაცნობის დღეები გამახსენდა.
-4-შემისწორა კატომ
-შევხმიანდეთ რა, თქვენზე მაგარი „პაკალენია“ ვერსად გავჩითეთ დასალევად
-ჩვენი მსგავსი მხოლოდ ჩვენ ვართ
ამბობს კატო და საპასუხოდ ჩემს საოცარ მზერას იღებს.
დათი დაგვემშვიდობა და მაგიდას დაუბრუნდა.
კატო ყურით მივათრიე სკამამდე
-მე მეუბნები მთვრალი ხარო, რა ზუკას ხსენება აგიტყდა?
-უიმე, მოვიკითხე ქაჯო!
საღამო უღიმღამოდ გაგრძელდა. იმედი გვქონდა დათი კატოს მაინც გამოიცეკვებდა, მაგრამ ფიზიკურად თვითონაც არ უცეკვია.
არც ჩვენ გვქონდა ამ სიმღერებზე ცეკვის სურვილი. ამიტომ გადაწყდა, რომ კატოსთან წავსულიყავით.
სახლში დარჩენას არც ვაპირებდი დღეს. საერთოდ არ მინდოდა არავის დანახვა ბექას და ტასოს გარდა. კიბეებზე ჩამოვედით და ვფიქრობდით ტაქსი გაგვეჩერებინა, თუ ფეხით გაგვესეირნა ცოტა ხანი.
ამ დროს საშინელი ხმაური ატყდა, რესტორნის კარებიდან 10-15 ბიჭი გამოვარდა. კარგად დავინახე როგორ „გადმოფრინდა“ ვიღაც კიბეებიდან და ქვაფენილს დაენარცხა.
კიბის თავში ნაცნობი სილუეტი შევნიშნე.
კატომ შეკივლა, დათიაო...
ისეთი ჩხუბი ატყდა...
მერე ვიღაცამ პატრული გამოიძახა. საშინელი სანახაობა იყო. რამოდენიმე ბიჭს ბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს.
ერთ-ერთი დათი იყო. ტელეფონი მესროლა, ბიჭებს დაურეკეო.
გაშტერებული ვიყურებოდი, კონტაკტებში შევედი და ზუკას ნომრის ძებნა დავიწყე.
„გამცემლიძე“ დავინახე, თუ არა დაუფიქრებლად დავაჭირე, პირველივე ზარზე მიპასუხა...
ზუკა მეთქი, რომ ვუთხარი
ეგრევე მიცნო.
შიში შეეპარა ხმაში და სანამ ყველაფერს ვეტყოდი, დარწმუნებული ვარ, უკვე გამოქცეული იყო.
განყოფილებაში ვიყავით.
მე და კატოც დაგვკითხეს.
დათის ამბავს დილამდე ვერ გავიგებდით.
ზუკამ ნახევარ საათში მთელი ქალაქი ფეხზე დააყენა. გეგა და ვაკოც ეგრევე მოვიდნენ. მერე ზუკასთან ავედით.
წარმოდგენა არ მაქ, როგორ აღმოვჩნდით მე და კატო ზუკას სახლში. ან საერთოდ რა გვინდოდა.
მეორე დაკითხვა პირადად ზუკასთან მქონდა.
ერთი-ერთზე.
სასმელი კი არა, ისე გამოვფხიზლდი.
ასეთი ფხიზელი ბოლოს როდის ვიყავი, ისიც კი არ მახსოვდა.
სახლში გამთენიისას მივედით. ზუკამ მიგვიყვანა მანქანით. კატო წინ წავიდა, ზუკამ არ ვიცი რატომ გამაჩერა. უზომოდ იყო ნანერვიულებული.
-ქეთო, მადლობა რა
-რისთვის?
-რომ დამირეკე და დათი მარტო არ დატოვეთ
-ხუმრობ ხო? ეგ როგორ უნდა მექნა-გამიკვირდა მე
-არც ვიცი ამ მადლობას როგორ გადაგიხდი
-ნუ გადაირიე ზუკა. არაფერია სამადლობელო
-და ბოდიში რა, მთელი ღამე რომ გაგათენებინეთ
-კაი, არ გრცხვენია? რას მებოდიშები... უკვე უხერხულად ვგრძნობ თავს-გავუღიმე და ინსტიქტურად მხარზე ხელი ჩამოვუსვი.
მივხვდი, როგორი რეაქცია ჰქონდა ჩემს შეხებაზე და ცოტა დავიბენი.
-ძალიან კარგი გოგო ხარ შენ!
მითხრა და ჩამეხუტა...
მერე შუბლზე მაკოცა.
თვალები დამეხუჭა...
არ ველოდი და ახსნაც ვერ მოვუძებნე.
-ხომ გამოუშვებენ დათის?-კატის კნავილს უფრო გავდა ჩემი ხმა
-აუცილებლად
-დამირეკე ხვალ
-დაიძინეთ თქვენ, გამოიძინეთ და დაგირეკავთ მერე გვიან
-დამირეკე, როცა რამე სიახლე იქნება, რა ძილზე მელაპარაკები
-მიდი ადი-მითხრა ისევ და გამიცინა
-და ნომერი არ გინდა, რომ დამირეკო?
გავუცინე მეც...
-ვიცი ნომერი. ადი
მითხრა და ისევ შუბლზე მაკოცა.
მე გაოცებული დავრჩი...
ჩვეულებრივ პირდაღებული შევედი სადარბაზოში და კარები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წიხლით შევაღე.

* * *
ჩაგვეძინა.
დამირეკა და რომ არ ავიღე, აღარ გამაღვიძა.
მომწერა
„gamoushves qetu”
კატო გავაღვიძე და ტანსაცმელი ლოგინშივე მივაყარე. ზუკას დავურეკე, სად ხართ მეთქი
-პლეხანოვზე ვიქნებით 15 წუთში და კატოს სახლთან მოვალთ
-კაი, გელოდებით
როგორც აღმოჩნდა დათის ბიძაშვილის ძმაკაცს მოუვიდა ვიღაცასთან ჩხუბი და ეს გამშველებლის როლიდან უცებ ძალიან მაგარ შარში გაეხვა.
მაგრამ ყველაფერი იმ საღამოსვე გაირკვა და უკვე ამ ამბავზე ხუმრობდნენ ჩვენ რომ დაბლა ჩავედით.
გაოცებული და განერვიულებული სახეები გვქონდა, განსაკუთრებით კატოს. ესენი კიდე იდგნენ და იცინოდნენ.
ზუკა, სრული სერიოზულობით ვამბობ, მანქანის ბორბალთან იყო ჩაკეცილი.
აღვნიშნოთ ჩემი გამოშვებაო დათიმ და ბარში წავედით.
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა იმ საღამოს.
ძალიან ბევრი ვიცინეთ და გავერთეთ მართლა.
ღამე სახლში რომ მოგვიყვანეს, კატომ მითხრა, დათი კი მომწონდა, მაგრამ ისეთი ტიპია, ადრეც ხომ გითხარი ახლა ძმაკაცივით ვუყურებო და ამაზე ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა-დილამდე ვიცინოდი.
კატო გამებუტა.
ამ ბუტიაობაში ჩაგვეძინა ორივეს.
მე ზუკა დამესიზმრა.
გამცემლიძე ზუკა.
ეგ თუ გაგცემს იცოდე ვსოო-ვაკომ თქვა დღეს.
მაგაზეც ბევრი ვიცინეთ. მერე ვთქვი, ამის გვარზე ყველა ამ ხუმრობას „აძრობს“ მეთქი და კატომ ისე მიჩქმიტა სული ამომიღო.
გამცემლიძე არავის გასცემდა. არც მეგობრებს და არც მე, ან კატოს.
რა შუაში იყო ამ თემაზე დავა, ან რა შუაში ვიყავით მე და კატო, რომლებიც არც ძალიან მაგარი მეგობრები არ ვიყავით მათთვის და
არც...
არ ვიცი.
იქნებ უკვე ვიყავით, ვყალიბდებოდით.
ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ და ეს ზუსტად ვიცოდი. ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე ვაკომ და
2 საათში ჩემი და კატოს გამომწერების რაოდენობა ისე გაიზარდა, თვალები შუბლზე ამივიდა.
პოპულარული ბიჭის მოწონება რა არის იციო, კატომ მკითხა. დაიძინე მეთქი ვუთხრი და თავი ავარიდე.
მომწონდა?..

* * *
იმ დღის მერე უფრო ხშირად ჩნდებოდა ზუკა ჩემს ცხოვრებაში. ბიჭები უფრო ხშირად რეკავდნენ და სადმე მივდიოდით.
საღამოობით თუ პლეხანოვზე არ მოდიოდნენ, ჩვენ მივდიოდით ვერაზე.
ყველა შურით გვიყურებდა, ამბობდნენ სასტავად ჩამოყალიბდნენო.
ასეც იყო.
უცებ დავმეგობრდით.
დავმეგობრდი ყველასთან-დათისთან, ვაკოსთან, გეგასთან.
კატოც კი, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დათიზე ვახელებდი და ათას სისულელეს ვიგონებდით, ისე დაახლოვდნენ...
ოღოდ მართლა მეგობრულად.
მაგას ვერ წარმოვიდგენდი. აი, ყველაფერს და მაგას ვერა, რომ კატო და დათი ასეთი მაგარი მეგობრები გახდებოდნენ.
ხშირად ჩემ გარეშე იყო კატო და დათისთან ერთად.
მართლა არაფერი ზედმეტი. მეგობრობდნენ, თან როგორ-ჩვეულებრივ ძმაკაცობდნენ. კატო ისეთებს უყვებოდა, თვალები შუბლზე ამდიოდა.
ზუკასთან ვერ ვიყავი.
ვერ ვემეგობრებოდი, ალბათ, იმიტომ, რომ არც თვითონ მემეგობრებოდა. ვხვდებოდი, რომ სხვანაირ ურთიერთობას იჭერდა ჩემთან და კატოსთან სხვანაირს.
ეს ძალიან აშკარა და შესამჩნევი იყო.
გაზაფხულის ქუჩაზე ჩვენი ვიზიტები ერთიორად გაიზარდა. მე და კატო ჩვეულებრივ გადავცხოვრდით იქ.
გვირეკავდნენ, ვურეკავდით, ვიკრიბებოდით და დავდიოდით.
კაფეებში, ბარებში, კინოში, ხშირად ქალაქგარეთაც.
უნივერსიტეტთანაც გვხვდებოდნენ ხოლმე. ძირითადად ზუკა გვხვდებოდა. დათის თამაშებზე დავდიოდით და გეგას ახალ-ახალ სიყვარულებს ვიცნობდით.
კატო და დათი სულ დასცინოდნენ, ის კიდე არ ჩერდებოდა.
ვისაც გაიცნობდა, ეგრევე მოყავდა და მერე დაიჟინა, დამთარსეთ და ყველა გოგომ დამიკიდაო.
ეგრეც იყო.
ვაგიჟებდით ისეთებს ვეტყოდით ხოლმე. გოგოები შეშინებული თვალებით გარბოდნენ.
ზუკა მე და კატოს სიტყვიერად ერთ ქვაბში გვხარშავდა. ორივეს მეგობარს გვიწოდება და მწყინდა.
მეც ვერ მივხვდი თანდათან როგორ მწყინდა.
საშინელი გრძნობა იყო.
კი, ვამბობდი, რომ არ მემეგობრებოდა, მაგრამ ასე რომ მომიხსეინებდა, გულს რაღაც საშინლად მიღრღნიდა.
კატოსაც ვერაფერს ვეუბნებოდი.
ეს ის შემთხვევა იყო, რომ კატოსაც ვერაფერს ვეუბნებოდი.
კატომ ჩათვალა, რომ როგორც ის და დათი დაძმაკაცდნენ, მეც იგივეს ვგრძნობდი.
იქიდან გამომდინარე, რომ კატოს დათი თავიდანვე მოსწონდა და მე ზუკა თავიდანვე უარვყავი.
სერიოზულად არ აღიქვა და ამიტომ არც მე მივეცი უფლება, რომ რამე ეფიქრა.
არ ვეხებოდით ამ თემას. ან რატომ უნდა შევხებოდით? სახეზეც არაფერი მეტყობოდა.
ალბათ არ მეტყობოდა.
თუ არა, კატო აუცილებლად შეამჩნევდა.

* * *
-ქეთო, გძინავს?-ოთახში ბექამ შემოყო თავი
-ჩუ!-დავიჩურჩულე და მძინარე ტასოს ხელებიდან გამოძრომა ვცადე. ფეხაკრეფით გამოვიპარე ოთახიდან და ბექას ხელი გადავხვიე
-რა ხდება?
-ბიოლოგია დამაწერინე რა
-წამო-გამეცინა მე-მოვიდა მაკა?
-კი, სამზარეულოშია, ყავას სვამს
-კაი, წამო დავწეროთ და მერე ვნახავ
-თქვენ კიდე გაბუტულები ხართ?
-კიდე! ბექა რაღაც უნდა გთხოვო რა... აღარ ხარ პატარა
-რა მოხდა?-დაიძაბა ეგრევე
-მაკას გაუტარე რაღაცეებს რომ გეუბნება რა. ეცადე არ ეჩხუბო.
-სხვა გზას მიტოვებს ხოლმე ქეთო?
-ხო, მაგრამ მოითმინე რა. გაუვლის ხომ იცი, იყვირებს და გადაუვლის. მოეფერე ხშირად და კარგი რამე უთხარი, ეგრე უფრო მოიგებ მაკას გულს
-ჯერ ეგ შენ თავს ურჩიე-გაეცინა ბექას და შუბლზე მაკოცა
ბექას ბიოლოგიაში მივეხმარე და მაკოსთან შევედი. ყავა დავისხი და მაგიდას მივუჯექი. მაკო ეჭვის თვალით მიყურებდა. ყურადღება არ მიმიქცევია, ეს მზერა ხშირად მინახავს.
-როდის აპირებდი ჩემთვის თქმას?
-რისას?-ვერ მივხვდი მე და მაკას შოკოლადი ავაცალე
-რომელი ერთი ჩამოგითვალო?
-მაკა, თუ რამე გაქ სათქმელი, პირდაპირ მითხარი, იცი, რომ ვერ ვიტან ამ ნამიოკებს!
-დღეს ბექას დამრიგებელს ველაპარაკე
მე ყავა გადამცდა და მაკას მივაჩერდი
-აღმოჩნდა, რომ 5ჯერ ისე იყავი სკოლაში მისული, რომ მე ერთხელაც არ მითხარი! იმას ეგონა, საქმის კურსში ვიყავი. როგორ მოახერხე ქეთო?
-ტყუილად ნერვები უნდა მოგეშალა და აგარიდე
-ა, ანუ ტყუილად, არა??? არც დააპირო ახლა ბექას გამართლება
-ბექას სულ გავამართლებ და შენც რომ ასე მოიქცე, უკეთესი იქნება
-ჩემი სიკვდილი გინდათ ორივეს!
-მაკა არ გინდა ეს პანიკა რა... არაფრის გამო გიბარებდნენ და მივედი, მოვაგვარე, წამოვედი
-ნიშნების ფურცელი სად გაქ?
-სადღაც
-მაჩვენე
-არ მახსოვს სად არის, მართლა...
-რატომ აკეთებ ყველაფერს ჩემს დაუკითხავად?
-ტასოს ბაღის გამგეც ხშირად მირეკავს, ამას რატომ არ კითხულობ?
-შენ რატომ გირეკავს:?
-იმიტომ, რომ მესამედ რომ დაგრჩათ ბაღში ბავში შენ და ირაკლის, მივედი და შენი ნომრის მაგივრად ჩემი ჩავაწერინე, მე დამირეკეთ ხოლმე მეთქი
-რატომ აკეთებ ამ ყველაფერს ქეთო?
_იმიტომ, რომ დავიღალე გესმის? ისედაც სულ მეჩხუბები და ზედმეტის ატანა აღარ შემიძლია. დამირეკავენ მე, ბავშვი თუ კიდე დაგავიწყდათ. ისედაც ბოლოს როდის გამოიყვანე გახსოვს?
-არ ხარ მართალი ქეთო
-ცამდე მართალი ვარ, დედა! ჯერ ისევ ბავშვები არიან და კარგად ვერ ხვდებიან, 1-2 წელიწადში ბექაც ასეთ წინააღმდეგობას რომ გაგიწევს, მერე მიხვდები
-შენ უკვე დაგეგმილი გაქ აქედან წასვლა, რას გელაპარაკები
-ბატონო?
ვერ მივუხვდი ირონიას
-იმასაც არ მეუბნები, რომ შეყვარებული გყავს
სიცილი ხმამაღლა ამიტყდა. მაგიდის ალაგება დავიწყე და უაზროდ ვიცინოდი
-რა გაცინებს?-ხმაგაწყევტილმა მკითხა
-სად მყავს დედა შეყვარებული
-არა, გუშინ მე ვიჯექი მთელი თბილისის დასანახად ვიღაც ბიჭთან ერთად
-და აუცილებლად შეყვარებულია, რადგან მთელი თბილისის დასანახად ვიჯექი?
-ვეღარ გაკნტროლებ!
-არაფერი არ მაქ გასაკონტროლებელი და იმიტომ.
-მინდა რომ მენდობოდე და მიყვებოდე ყველაფერს, ქეთო რატომ არ მენდობი?
-რა მოგიყვე მაკა? ისიც აღარ ვიცი უკვე, რაზე ჩხუბობ და რა გიხარია... როგორ ავდგე და მოგიყვე? სურვილი ხომ უნდა გამიჩნდეს? მეც დავიღალე, მეც ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს. ჩემი პირადი ცხოვრებაა და სამწუხაროა, რომ ამის გაზიარების სურვილი არ მაქვს-ვთქვი და ჟაკეტი მოვიცვი
-სად მიდიხარ?
-კატოს ვნახავ. ბექას არ ეჩხუბო გთხოვ, თუ გინდა მართლა არ წავიდე
ხმა არ გამცა.
კარები გამოვიხურე და გარეთ გამოვედი. ნელა მოვუყვებოდი ქვაფენილს. კატო არ უნდა მენახა. საერთოდ არავინ არ უნდა მენახა.
ხანდახან მარტო მინდოდა ყოფნა.
ვერ ვხვდებოდი, რა მომეხერხებინა მაკასთვის, ირაკლისთვის, ბექასთვის, ტასოსთვის. როგორ დამეახლოვებინა ისინი ერთმანეთისთვის. როგორ ამეცილებინა ამდენი ჩხუბი თავიდან. ეს დაძაბულობა იმხელა დისკომფორტს მიქმნიდა, ზუკაზე კი არა არავიზე აღარ მეფიქრებოდა.
ყველაფრის დავიწყება მინდოდა ხანდახან და სადმე, სრულიად მარტო წასვლა. დასვენება...ყელში მახრჩობდა მთელი ჩემი ცხოვრება.
უჰაერობა იყო ირგვლივ. ყველაფერი ჩახუთული. მთელი სახლი დაკონსერვებული, კარგად მოხუფული ქილა იყო, რომელშიც სათითაოდ ვიყავით ჩამწყვდეულები ყველა.
სახლში, სადაც არ არსებობდა ურთიერთობა.
სადაც დედას შვილის არ ესმოდა.
შვილს დედის.
ქმარს მეუღლის.
ბებიას შვილიშვილის.
ძმას-ძმის.
და ყველა თავს ვიტყუებდით, რომ საამაყო და კარგი ოჯახი ვიყავით.
მერე მაკო მოვიდოდა, ლიას გაჭორავდა. ლია გავიდოდა სახლიდან და ათას საზიზღრობას მოიგონებდა.
ირაკლი ისევ გაბრაზდებოდა 12 საათზე რომ დავბრუნდებოდი და მაკო მართლა ვერ აიტანდა ჩემს შეყვარებულს, რომელიც ჯერ არცერთხელ არ გამოჩენილა.
ისევ წამიკითხავდნენ ლექციებს, რომ მე გოგო ვარ და ის არ შემეფერება, ეს არ შემეფერება. რომ ბექა ბიჭია და არ უნდა გავათამამო.
რომ ტასო პატარაა და როცა რაღაც საკითხი წყდება ოთახში უნდა შევიყვანო. რომ გოგას და გიგას, რომელზეც მამამისი ვერ ზრუნავს უნდა მიხედოს ირაკლიმ და
ისიც არ ახსოვს, ბოლოს როდის მომიკითხა.
საშინელება იყო. ყელში მაწვებოდა გულის რევის შეგრძნება...

* * *
ლექციებზე გათიშული ვიჯექი. კატოც არ იყო. დილიდან წვიმდა და აი, ასეთ ამინდებში არსებობა მეზარებოდა.
დილიდან რომ ბნელა, ეგ დღეა? დღეს ისედაც ვერ ვიტანდი, მითუმეტეს ასეთს. მინდოდა მალე დაღამებულიყო.
ამასაც მოვესწრებოდი, რადგან ეს ის საშინელი დღე იყო 5 საათამდე რომ ვრჩებოდი უნივერსიტეტში.
6ის წუთებზე დავტოვე იქაურობა, ყავა ვიყიდე და გზის გადაჭრა დავაპირე, ჩემი სახელი რომ გავიგე.
უნივერსიტეტთან ზუკა იდგა, გამცემლიძე და ხელს მიქნევდა. დაბნეულზე და დაღლილზე ძლივს გამოვერკვიე და ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ ზუკასკენ წავსულიყავი. თვითონ მოვიდა და გადამკოცნა
-რას შვები?
-ახლა მოვრჩი შენ?
-ეგ ვიცი, შენ მოგაკითხე, წამო
-რატომ?
-რა რატომ გოგო წამოდი-გაეცინა და დაამატა-ისე მოგაკითხე რა იყო, არ შეიძლება
-ა, როგორ არა...
-წამოდი ახლა ოდესმე, თორემ დასველდები სულ
თვალები დაჭყიტა ზუკამ და მეც დაბნეული ჩავჯექი მანქანაში.
-შენ არ გცივა, ასე თხლად რომ დადიხარ?-მზრუნველი ტონი შემეპარა ხმაში
-მაქ მანქანაში გათბობა
-ყავა არ გინდა?
-არა, მადლობა. გშია? წავიდეთ სადმე
-მე და შენ?
-ჰო
-მარტო?
-ჰო, რა მოხდა ქეთო, რა დაბნეული ხარ
-დავიღალე ალბათ
-თუ გინდა, წაგიყვან სახლში
-არა ვიყოთ
წამში წამოვიძახე და ღვედი გავიკეთე. პიცერიაში წავედით. შიმშილი მერე ვიგრძენი, ლოდინი რომ გაუსაძლისი გახდა, სანამ პიცა მოიტანეს.
ზუკამ შემამჩნია, რომ უაზროდ ვცქმუტავდი. მიხვდა და მთელი საღამო ამაზე დამცინოდა.
რომ მოიტანეს ვცდილობდი ხამის შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა და ნელა ვჭამდი, არადა მინდოდა მთელი პიცა პირში ჩამეტენა
-სული მოითქვი?-მკითხა ისევ ზუკამ
-ახლა ამ წვენს თავზე დაგასხამ-ვუთხარი მე და ჩაბჟირდა
-მიდი აბა
-რა გაცინებს, გამკეთებელი რომ ვარ, ხომ იცი
-გააკეთე მერე
-არ მინდა
-მაშინ ნუ მემუქრები
-ბიჭები სად არიან?
-გეგასთან ყველა
-და შენ ჩემთან წამოხვედი?
-ჰო, რა მოხდა?
-არა, არაფერი-ვუთხარი და მეორე ნაჭერი გადმოვიღე-გეგას თემაა?
-კი-გაეცინა ზუკას
-მოკლედ, მერე ვითომ ბიჭები არ ხართ ჭორიკნები რა...
_რა შუაშია ჭორი, ძმაკაცის გვერდით ვარ
-შენ ძაან გვერდით ხარ-გამეცინა მე
-რა ეჭვებში ხარ ქეთო?
-ეჭვებში არ ვარ, პიცერიაში ვარ
ზუკა მეორედ ჩაბჟირდა
-არადა ცუდი ხუმრობა იყო-შევაფასე ჩემი იუმორი მე
-არა, ძალიან გამეცინა. ცუდი რა პონტში... გახსოვს, მაღაზიაში რომ დაგეჯახე?
-რა გადასვლა იყო?
-არ გადავიდეთ მაშინ-ეწყინა ზუკას
-ძალიან გაბრაზებული ვიყავი მახსოვს... პირველად წამოვედი სახლიდან მაშინ
-რა მოხდა ასეთი?
-აუ, გრძელი ამბავია. ნუ, რეალურად არც არაფერია. ყველა თვლის, რომ ჩემი ახირებაა. უბრალოდ არ შემიძლია ზედმეტი ხმაურის ატანა. იცი, როგორი დანერვოზებული ვიყავი? სახლი კი არა, ცირკი იყო. იმ წელს მაინც განსაკუთრებით, რომ ვაბარებდი...აი, თავი აღარ მქონდა. გეტყვი ახლა-თითებზე დათვლა დავიწყე. ჩემს ქმედებებს მთელი ინტერესით აკვირდებოდა და ეღიმებოდა-11 კაცი ვართ სახლში, წარმოგიდგენია?-ჩემი თავის გამიკვირდა მე
-სად ეტევით?-სრული სერიოზულობით იკითხა ზუკამ
-ანუ, ისეთი სახლია, 3 სართულიანი და 2 სართული ჩვენია. ადრე ძალიან კარგად ვიყავით, ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონდა. მშობლები, ჩვენ სამნი და ბებია-ბაბუა. მაგრამ რაც ბიძაჩემი თავისი ცოლით და 2 საზიზღარი ბავშვით გადმოვიდნენ, ტასოც ჩემს ოთახში გადმოვიდა და ბექაც. წარმოგიდგენია? მეორე სართულზე რომ დამტოვეს ამის მადლობელი უნდა ვიყო მარტო. არადა მართლა უპრობლემოდ ვცხოვრობდით. უბრალოდ მესმის, რომ არც მაკას აქ ნერვები და არავის საერთოდ.
-ჩვენ კიდე 4 დღე ვსვამდით და ნერვები დაგაგლიჯეთ,არა?
_თქვენზე ჯავრი ვიყარე მაშინ, თორემ არაფერი განსაკუთრებული არ დაგიშავებიათ. ძალიან გადავიტვირთე. ჩემი და ბაღში დამყავდა, აქეთ ბექას საქმეებზე სკოლაში მე დავდიოდი, რომ მაკას არ გაეგო. 4 მასწავლებელი, სკოლა, ბანკეტი, ბოლო ზარი, გამოცდები. წამით წარმოიდგინე!
-მეც გავგიჟდებოდი, კიდე კარგად გაუძელი
-ისევ ტასოს და ბექას გამო ვიტანდი. ეგ ორი ცხოვრებას მირჩევნია მართლა
-რამხელები არიან?
-ბექა 15 ის, ტასო 5ის.
-ვა, რა მაგარია... სულ მინდოდა და, ან ძმა, მაგრამ შემოვრჩი ასე დედისერთა.
-მაგაზე მაგარი არაფერი არ არის, მართლა. ბექა რომ დაიბადა, კიდე კარგად არ მახსოვს. ცოტა ვეგოისტობდი, მეგონა მარტო ჩემთვის უნდა მოეარა დედას და უცებ ბექაზე რომ გადაერთო მთელი ოჯახი, თან როგორ? ბიჭი იყო და აუ, რეები ხდებოდა სახლში, ყველა ყირაზე იდგა. ტასოს დაბადებას სულ სხვანაირად შევხვდი და ჩათვალე, მე გავზარდე. თვითონაც ისე ვუყვარვარ, უჩემოდ არასდროს არ იძინებდა. რომ დაიბადა, მაკო უბრალოდ აჭმევდა, ყველაფერს მე ვუკეთებდი, განსაკუთრებით სადღაც 3 წლამდე. ახლა მიეჩვია, რომ სახლში ხშირად არ ვარ, თორემ ადრე ტკიპასავით მყავდა მიკრული. წინა ზაფხულს კატოსთან რომ მივდიოდი აგარაკზე, იმდენი იტირა, ჩავულაგე და წავიყვანე, გჯერა?
-ღმერთო, რა ბედნიერებაა ეგეთი ადამიანი რომ გყავს და იმათთვისაც, შენ რომ ყავხარ
-კარგი ახლა...
-რა, არ გჯერა? ძალიან მაგარი გოგო ხარ ქეთო. ყველაზე გამგები და სამართლიანი, ვისაც შევხვედრილვარ. სხვანაირი ხარ, როგორ გითხრა? გამორჩეული...
ისე მსიამოვნებს შენთან ყოფნა, შენთან ლაპარაკი. მგონია მეცხრე ცაზე ვარ ბედნიერებისგან...
-რას მეუბნები ზუკა?-დავიბენი მე
-ამ წუტას გითხარი, რომ სასწაული გოგო ხარ
-ზუკა...
-ნუ მიყურებ ეგრე! არ შეიძლება გითხრა, რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ?
-კი, უბრალოდ...
-დამშვიდდი ქეთო...
-მშვიდად ვარ
-გავიდეთ გინდა?
თავი დავუქნიე.
გარეთ გამოვედით.
მანქანით დიდხანს ვიარეთ. მერე სახლში მიმიყვანა.
გადასვლისას ხმაურიანად მაკოცა.
არ ვიცი ასე რატომ დამაბნია ამ დღემ. კიბეები გიჟივით ავირბინე და პირდაპირ ოთახში შევედი. ტასოს და ბექას ჩემს ლოგინზე ეძინათ.
ბექას ლოგინზე წამოვწექი და ჭერს ჩავაშტერდი.
-შეყვარებული ხარ ქეთო?
მკითხა ბექამ და ისე შემეშინდა, კინაღამ საწოლიდან გადმოვარდი
-ბექა, გული გამისკდა!
-მითხარი
-რა შეყვარებული...
-პროსტა მეგობრები ესე არ იქცევიან
-რა იცი შენ?
-კაი ბიჭია-მითხრა და გაიცინა
-ბექა მოგკლავ!
-რას მიმალავ?
-არ გიმალავ. არ ვარ შეყვარებული
-ხარ! ვერ ვხედავ? დაფრინავ
-რას იგონებ?
-ნეტა დაგანახა რა ბედნიერი სახე გაქ. რომ გეღიმება და გინდა არ გაიღიმო. საკუთარ თავზე მეტად გიცნობ
-ერთი ამ 15 წლის ბავშვს უყურეთ რა დღეშია რა!
-რათ უნდა ასაკი ქეთო სიყვარულს?
მითხრა და თავზე წამომადგა
-მართლა არ მიყვარს!
-ხომ მოგწონს მაინც?
ხმა არ გავეცი
-მითხარი რა!
-აუ, ბუზღუ რა გინდა რა
-ბუზღუ მე კი არა, შენ ხარ ახლა
-დაგაგდებ ახლა
-ვერ დამაგდებ- მითხრა და შუბლზე მაკოცა
-ბექუ, მაგრად მიყვარხარ
-მთვრალი ხარ?
გამოშტერდა ბექა
-რა კითხვაა? ფხიზელზე არ მიყვარხარ?
-მეც მიყვარხარ-ჩამეხუტა და ცოტა ხანში მკითხა-დამაძინებ აქ, თუ დავუბრუნდე იმ ლოგინში
-მოდი დაწექი, მე ტასოსთან დავწვები
-სანამ დაიძინებდა მეწუწუნა, ქეთო აღარ მაძინებსო
-ეშველება ყველაფერს
-შენ არა
გაეცინა ბექას და ბალიში მესროლა.
მეც იგივე გავაკეთე და ტასოს გვერდით ადგილი დავიკავე.

* * *
ზუკამ აიტეხა, იმ დღეს მე და ქეთომ ისეთი მაგარი პიცა ვჭამეთ, თქვენც უნდა გასინჯოთო. მოგვკიდა ყველას ხელი და ერთად წავედით. კატო მთელი დღე წარბს მიწევდა, რატომ არ მითხარიო.
მემგონი პირველი შემთხვევა იყო, რომ კატოს რაღაც დავუმალე. ბიჭებმა იმდენი პიცა ჭამეს სერიოზულად კინაღამ დასკდნენ. განა გასკდნენ, დასკდნენ... ვაკო ჩვეულებრივ ფეხზე ვეღარ დგებოდა იმდენი ჭამა.
იმ საღამოს განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, მალე დავიშალეთ და მე კატოსთან დავრჩი.
აღიარების დრო იყო.
კატო ყავას აკეთებდა, მე ფორთოხალს ვჭამდი
-კიდე ჭამის თავი გაქ?
-საერთოდ არ მიჭამია ბევრი მე. არც მშიოდა, ახლა ხილმა გაასწორა მაგრად
ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე.
კატომ ჭიქები დადგა მაგიდაზე და ჩემი ფორთოხლის ჭამა დაიწყო. აშკარად ელოდებოდა, რომ რამეს ვეტყოდი.
ამიტომ არაფერს ამბობდა.
მე კიდე, მინდოდა თითები დამეჭამა ნევიულობისგან.
მესამე ღერს რომ მოვუკიდე, ვეღარ მოითმინა კატომ
-მოწევ მთელ კოლოფს, თუ დაიწყებ ოდესმე ლაპარაკს?
-აუ, კატო...
-საცემი ხარ, ამ დუმილისთვის
-ასეთ რაღაცას პირველად გიყვები, იმიტომ, რომ პირველად ვარ ასე...
-ამოთქვი!
-აუ, არ ვიცი საიდან შემეტენა ეს ამბავი..
-პიცაზე რომ იყავით მარტო მაქედან დაიწყე
-პიციდან რომ დაწყებულიყო
ვთქვი მე და კატოს ყავა გადაცდა
-აბა?
-აუ, ასე კონკრეტულად არ ვიცი კატო...ძალიან ვარ დაბნეული. ხომ იცი, რა სიყვარული, მოწონებითაც ისე იშვიათად მომწონდა ვინმე, მაგალითიც ვერ მომყავს ახლა.
-და ახლა რას ფიქრობ?
-არ ვიცი. ხომ გეუბნები ძალიან დაბნეული ვარ კატო. კიდე ეს მინდოდა? ისედაც ვერ ვარ ამ ბოლო დროს და სულ გადავირიე. ბიჭმა ისეთი რაღაცეები მითხრა და მე კიდე დებილივით დავიბენი. ეგრევე კანკალმა ამიტანა. უნივერსიტეტთან რომ დავინახე, თან რომ იცის როდის ვამთავრებ, ყველაფერი ახსოვს...
-ერთადერთი ბიჭია ზუკა
-როგორი?
-ერთადერთი
-ანუ?
-აუ, არ ვიცი ქეთო. თქვენ თუ ერთად იქნებით, მგონია, რომ ძალიან მაგარი წყვილი იქნებით.
ამ სიტყვებზე ვფიქრობდი.
დაუსრულებლად.
მთელი საღამო ზუკაზე ლაპარაკში გავიდა.
ისე დაღამდა ვერც გავიგეთ.
1ის ნახევარი იყო, ზუკამ რომ მომწერა, კატოსთან ხარო?
კი მეთქი მალევე ვუპასუხე.
ჩამოდი ორი წუთითო, რომ მითხრა წონასწორობა ვეღარ შევიკავე. კატო რომ არა, შეიძლებოდა საბნის ქვეშ შევმძვრალიყავი და ზუკა აღარასდროს მენახა.
ბოლო კიბიდან ჩამოვდგი თუ არა ფეხი, მაშინვე მომხვდა ზუკას სილუეტი თვალში. რომ დამინახა, სიგარეტი გადააგდო და სადარბაზოსკენ წამოვიდა.
ეძინა ქალაქს.
სიწყნარე იყო.
ისეთი სიჩუმე იყო, ზუკას სუნთქვის ხმაც მესმოდა.
ასე მეგონა, ჩემს აჩქარებულ გულისცემასაც გრძნობდა.
ჩამეხუტა.
უთქმელი სიტყვები იყო.
უსიტყვო ჩახუტება.
ხანდახან სიტყვებს ქმედებები ჯობია.
არ შეიძლება მომენტების სიტყვებით გაფუჭება.
მე იმ დღეს ზუკას ხელებში იმდენი რაღაც ვიგრძენი, რასაც ვერცერთი სიტყვა ვერ გადაწონიდა.
თმებზე მეფერებოდა.
თავზე მაკოცა.
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...
მერე ოდნავ მომშორდა, ხელები ჩამკიდა და მანქანას მიეყუდა.
მიყურებდა.
რამოდენიმე წუთი ასე მიყურებდა.
მე ვიდექი...
დაბნეული, გაგიჟებული, ემოციები მახრჩობდა.
მე ჩავეხუტე მეორედ.
შეხედვის გარეშეც მივხვდი, როგორ ჩაეღიმა...
-ზუკა
-ჰო
-ხდება რამე?
-როგორ?
-ჩვენთან-ძლივს გასაგონად ვთქვი მე
-ყველაფერი ხდება...
ისევ თმებზე დამიწყო თამაში...მე გავინაბე...
-მომენატრე და ამიტომ მოვედი
-მიზეზი არ მიკითხავს
-უმიზეზოდ რომ მოვდიოდე, გინდა?
-უბრალოდ რომ მოდიოდე საკმარისია...
ჩამეხუტა და კისერში მაკოცა.
-ახლა მშვიდად წავალ
-სად?
-ადი შენც
-სადმე მიდიხარ ზუკა?
-არა, ქეთო... სად უნდა წავიდე
-აბა, რატომ მიშვებ?
-იქნები?
მე მხრები ავიჩეჩე...შუბლზე მაკოცა...
-სასწაული ხარ...
-შენც
თავი გადააქნია
-ადი...კატო მარტოა, გელოდება
-დამირეკე ხვალ
-დაგირეკავ

* * *
გაზაფხული იყო.
გაზაფხულის ქუჩას გაზაფხულიც ისევე უხდებოდა, როგორც ეს სახელი და ჩვენი ისტორია.
ნელა ამოვდიოდი.
შორიდანვე შევამჩნიე ზუკას მანქანა სახლთან.
ნაბიჯისთვის არ ამიჩქარებია.
სახლს რომ მივუახლოვდი, დავინახე ზუკა აივანზე იდგა.
თეთრი მაისური ეცვა.
ეს ფერი ყველაზე მეტად უხდებოდა. სულ ამას ვუმეორებდი, არ მიჯერებდა და ძალით ვაცმევდი.
თვითონაც დამინახა შორიდან.
ხელი ამიწია, ამოდიო...
ჩემი სახლის გაღებას ვაპირებდი, მაგრამ ისე შევიცვალე მიმართულება, ვერც მე მივხვდი და ვერც ზუკა.
ეზოში ვიყავი უკვე შესული, მიყურებდა,
მოაჯირს დაეყრდნო და
მითხრა
-ამ ქუჩაზე შემიყვარდი.


* * *
იმ დღიდან, მაღაზიის რიგიდან, დაჯახებიდან,
გაზაფხულის ქუჩიდან.
წინა ზაფხულიდან-მეორე გაზაფხულამდე.
გოგო, რომლის სახეც აუცილებლად დაავიწყდებოდა, თუ ხშირად არ იფირებდა მასზე.
გოგო, რომელზეც ვერანაირ იმედს ვერ დაამყარებდა.
გოგო, რომელზეც ვეღარც იოცნებებდა და ალბათ მეორედ ვეღარასდროს ნახავდა.
მაინც დაეჯახა.
მაინც დააჯახა ცხოვრებამ ერთმანეთს.
არსებობს დამთხვევები? ამ მოსაზრებას ზუსტად ვერ ვასაბუთებ. მაქვს აზრები, მაგრამ ერთმანეთში მერევა.
ვფიქრობ ძალიან ბევრს.
რანაირი დამთხვევაა?
ბედია.
ალბათ, ბედია, როცა იმედი არ გაქ, როცა ერთ წამში ტრიალდება ცხოვრება, როცა არ იცი რა გააკეთო და
უმოქმედოდ რჩები.
მაინც რჩება.
ალბათ თუ გადაწყდა, სხვანაირად აღარ მორჩება.
ათასჯერ რომ დაშორდეთ ათასმეერთედ მაინც შეხვდებით.
თვალს თუ ააირდებ, ცხვირწინ აღმოჩნდება.
ვერ ამოშლი.
არ არსებობს, ხომ გეუბნებით.
ვერ ამოშლი ცხოვრებიდან იმ მომენტს, როცა ეს მოხდა და
ეს
მოხდა იმიტომ, რომ ასე უნდა ყოფილიყო.
ვერ შეცვლი.
მიდი აბა, ცადე! ვერ შეცვლი.
არ მჯეროდა,არც ბედისწერის, არაფრის.
მეგონა, რომ ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული.
სულ მეგონა ცხოვრება ჩვენით გვეჭირა ისე, მაგრად რომ ვერასდროს გამოგვძიძგნიდნენ ხელიდან.
ვცდებოდი.
მოინდომეს და პირველივე ცდაზე ხელი გავუშვი საკუთარ ცხოვრებას.
მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. დამაბნიეს და მეც დავიბენი. დამემუქრნენ და მეც მათ ნებაზე გავიარე.
შემეშინდა და უკან დავიხიე.
ცხოვრებაა.
რანაირია არ ვიცი.
რას გვიკეთებს არც ეგ ვიცი.
უბრალოდ ვიცი, რომ ცხოვრება ღირს-სიყვარულით!

* * *
ზუკას ისე შეუყვარდა, ვერ გაიაზრა. როდის მოასწრო ამ გრძნობამ მთლიანად დაუფლებოდა გამცემლიძეს, ვერავინ გაიგო. ვერც თვითონ. უკვირდა, მაგრამ ბედნიერი იყო.
ქეთოს არცერთი წამი არ უფიქრია.
არ იცოდა არასდროს, ამ მომენტში რა უნდა გაკეთებინა. პირველად უყვარდა.
პირველად ეუბნებოდნენ, პირველად უნდა ეთქვა და
მაინც
წამით არ უფიქრია.
იმიტომ , რომ როცა გიყვარს სისულელეა-თავი დაიფასო. „დრო მომეცი“ და „ჯერ კარგად არ გიცნობ“
სისულელეა.
გიყვარს? უთხარი.
ეგრევე უთხრა ქეთომ.
ამოსუნთქვა არ დასცალდა ზუკას.
არ ეგონა, რომ ქეთო იგივეს გრძნობდა. არასდროს არ ეგონა, რომ შეიძლებოდა ზუკა ქეთოს შეყვარებოდა.
მართლა, გეფიცებით ! ვერ დაიჯერა.
უბრალოდ, ვეღარ მოითმინა, ისეთი ლამაზი იყო და
ისე უყურებდა
თავისდაუნებურად წამოცდა და გასცა გამცემლიძემ თავისი სიყვარული.
ქეთოს
იგივე სიტყვებს არ ელოდა.
ღმერთო, როგორ არ ეგონა, რომ ქეთო ოდესმე ამ სიტყვას ეტყოდა.
რომ ქეთოც გამოუტყდებოდა ზუკას?
თან როგორ?
1 წამში...
დასრულებული არ ჰქონდა წინადადება ზუკას.
ისიც არ ახსოვს, როგორ ჩამოვიდა მეორე სართულიდან და
ქეთოც ეზოდან პირდაპირ სახლისკენ გაიქცა...
ეხუტებოდა და ვერ იჯერებდა.
ვერასდროს დაიჯერებდა გამცემლიძე, რომ ქეთო კიკნაძე მისი იქნებოდა.

* * *
ზუკასთან ვიყავით. ყველა სვამდა. მე რაღაც არ ვიყავი მუღამზე. უშუალოდ დალევის, თორემ მთელი საღამო ისეთ ენერგიაზე ვიყავი, იუმორი ზენიტში ავიყვანე ჩვეულებრივ. კატოს ხელი მუცლიდან არ აუღია, სიცილისგან მტკივაო.
იმდენი დალია, მეთქი მე შენ სახლამდე ვერ მიგიტან-თქო. დათი გვყავდა სახლში დამრიგებელი. არასდროს არ სვამდა. ერთი პრობლემა იყო მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მაგრამ „ჩორნი ხოდებით“ დავდიოდით და დავყავდით სახლებში.
ჩემი და ზუკას სადღეგრძელო დალიეს ბიჭებმა.
ზუკამ ცხვირზე მაკოცა და კატომ ყურში ჩამჩურჩულა
-არც იფიქრო, რომ ღამე აქ დაგტოვებ
მე ხმამაღლა გამეცინა და მეც იგივენაირად ვუპასუხე
-შენ არც იფიქრო, რომ ამ ღამეს ვინმესთან რამე შანსი გაქ
-რამდენჯერ გითხარი, მორჩა ეგ ამბავი მეთქი
_მორჩა, მაგრამ ხომ სასაცილოა?
-ე, რას ჩურჩულებთ? საზოგადოებაში ჩურჩული არ მოსულა დაგავიწყდათ?
_ვაკო, შენ თავს საზოგადოებად თვლი?-ჭიქები შეავსო კატომ.
ვაკომ ისეთი სახე მიიღო, კინაღამ ავყირავდი.
-ალექსიძე ჩვეულებრივ გადაგაგდებ ახლა მეექვსე სართულიდან
-ჩემი სახლიდან მსგავს ქმედებებს არ ვართ-ხელები აწია ზუკამ
-შენ გცემ ისევ პატივს!
-გეგუ, რა გჭირს?-ვკითხე, როცა უხასიათოდ ყოფნა შევატყვე
-მე? არაფერი
-ე, ამოთქვი-გაბრაზდა დათი
-არაფერი შე ჩემა რა იყო, ვეღარ ჩავფიქრებულვარ
-რომელი?
ყველამ ერთხმად დავსვით კითხვა
-ნინიკო
ფარ-ხმალი დაყარა გეგამ
-აი, ასეც ვიცოდი რა...
ხელი ჩაიქნია კატომ
-ეგ აღარ თხოვდება?
-გოგო გითხოვდება გეგუშ?-სიცილი აუტყდა ვაკოს
-ვაკო გადაგამტვრევ ახლა
-ჰა, თქვი
-თხოვდება, აბა რას შვება?
-და რა უნდა?
-მწერდა რაღაცეებს
-აუ, მაგრად აკლიათ ამ გოგოებს-გამეცინა მე-ქორწილი ჩამიშალეო, თუ რა უნდა?
-ჰო, უნდა შევვარდე წინააღმდეგი ვარ თქო
-ნინიკო ნახე რა...-მხრები აიჩეჩა ზუკამ და ხელი გადამხვია-ყველა შენნაირი ჭკვიანი ხომ ვერ იქნება?
-ვითომ?
-თუ დამშორდები და გათხოვდები მომწერე იცოდე
-ზუკა დეგენერატი ხარ?
-და მერე ქორწილს ჩაგიშლი, მაგარი რომანტიკაა
-მაგრად გაკლია
გამეცინა მეც და ზუკას წვენი მოვსვი
-თქვენ როდის უნდა გაგვახაროთ?-დაიწყო ნამიოკობანა დათიმ
-ოჰ, გველოდეთ
თვალი ჩამიკრა ზუკამ და ლოყაზე მაკოცა
-კაი მალე რაა-გაიწელა კატო-მაგარი კაბა მაქ მოფიქრებული
-მე თანახმა ვარ-სიგარეტი ჩააქრო ზუკამ
-მეც
სხვათაშორის ვთქვი მე და ზუკას ხველება აუტყდა-რა იყო, გეგონა უარს გეტყოდი და გარისკე არა? მიდი ახლა მომიყვანე მალე ცოლად!
-მეჯვარეს ავარჩევ და გავედით
-ესენი გვეღადავებიან ახლა?-წარბი აგვიწია დათიმ
-მგონი-ვერ გამოერკვა მთვრალზე კატო
-რავიცი, მე არ ვღადაობ-არ ვიხევდი უკან მე
-მართლა მოგიყვან ახლა და მერე ვნახოთ რა ხასიათზე იქნები
-ცანცარა ხარ ამხელა ბიჭი
-რომელი არ ვართ ცანცარა ეგ თქვი რძალო-ჭიქა მომიჭახუნა გეგამ
-შენ-ვთქვი სრული სერიოზულობით
-ეგ ხანდახან
-ნინიკოები და მაიკოები რომ გახსენდება?-ამიტყდა სიცილი მე
-ვაიმე, არავინ არ მახსენდება და თქვენ არაფერს აღარ გეტყვით. ვიფიქრე, კატოს და ქეთოს მაინც გავანდობ ჩემს საიდუმლოებს თქო, მაგრამ ვინ გაცადა, ზუკა ისე დააფქვევინებს ამას ჭორებს, ვერც გავიგებთ ვერავინ
-აუ, ეგეთი სუსტი გგონივარ?-მეწყინა მე
-არა, გეხუმრე რძალო
-არ იხუმრებდი და ვისი აჯობებდა...
2 საათი იქნებოდა, რომ დავიწყეთ დაშლა. დათიმ გოგოებს გავიყვან და მოვალო.
ბიჭები ფეხით წავიდნენ.
ზუკამ ხელი გადამხვია და გარეთ გავედით
-შენ ვერსად ვერ წახვალ-მითხრა მშვიდად და შუბლზე მაკოცა
-აბა რას ვშვები?-კარებისკენ წაღებული ხელი გამიშეშდა
-ჩემთან რჩები
-ვითომ?
ვკითხე გამომცდელად
-ცოლად ხომ კარგად მომყვებოდი? ხოდა საცდელი ვადა უნდა მოგცე ახლა, ღირს, თუ არა შენთან საქმის დაჭერა
-გეუბნები, ცანცარა ხარ მეთქი და მიბღვერ მერე!
გამეცინა და ჩავეხუტე.
მანქანაში ჩამჯდარ კატოს და დათის ხელი დავუქნიეთ. კატომ მუშტი მომიღერა და პირის მოძრაობით მივხვდი, მოგკლავო მითხრა.
მე და ზუკა სახლში ავბრუნდით.
-ყავას დალევ?-ვკითხე
-აუ, კი
-მიდი გააკეთე ხოდა
-ჯერ ცოლად არ მომიყვანიხარ და უკვე ტირანია დაამყარე ხო?
-დიახ!
ვუთხარი და სამზარეულოში გავგზავნე.
მე მაგიდა ავალაგე და მასთან შევედი. მთელ სიგრძეზე დახვავებული თეფშები რომ დაინახა ეგრევე გაბრაზდა
-იმიტომ კი არ დაგტოვე მართლა, რომ დაგელაგებინა
-კარგი რა... სამი თეფში იყო
-იმედია გარეცხვასაც არ აპირებ
-და აბა ვინ გაგირეცხავს?
-აუ, ახლა არა რა...
მითხრა და ყავა მომაწოდა.
აივანზე გავედით. იქვე მდგარ მაგიდაზე დავდე ჭიქა და ზუკას თავი მკერდზე დავადე.
-არ მიწერ მაკოს?
-თუ გაახსენდა დარეკავს
-დაურეკე, ინერვიულებს
-იფიქრებს, რომ კატოსთან ვარ
-არც შენ არ იქცევი სწორად
_რა გინდა, წავიდე ?
-გაგიჟდი?
მითხრა და საფეთქელზე მაკოცა.
სუნთქვა შემეკრა.
-მაშინ გაჩუმდი, დავურეკო, ზუკასთან ვარ მეთქი, მთელი პლეხანოვი ამოვა-გამეცინა მე.
ზუკას არც გაღიმებია,
ისევ საფეთქელზე მაკოცა.
მე მეორედ შემეკრა სუნთქვა.
-ეგრე ნუ შვები
ძლივს ამოვილუღლუღე
-რატომ?
მითხრა და იგივე გაიმეორა
-ნუ ცდი ჩემს მოთმინებას
-ვცდი, მერე?
-ზუკა თქო
-იცი რა არის ქეთო? ძალიან ხშირად გამიგია და მინახავს, რომ წყვილებს ეს ერთად ყოფნის პირველი პერიოდი ყველაზე მაგარი აქვთ. სულ ერთად უნდათ, ვერ ძლებენ და მერე ისე მალე ქრება ყველაფერი...
მაგაზე ვფიქრობდი. ეგ რატომ ემართებათ, რომ ბეზრდებათ. შემიძლია უსასრულოდ ვიჯდე ახლა, აქ, შენთან ერთად და არასდროს არ დავიღალო, არასდროს არ დამეძინება, არც მომშივდება და არც მომწყურდება, ოღონდ აქ ვიყო, შენთან ერთად
-რა საჭიროა, სხვების მაგალითი? ან საერთოდ ეგრევე იმის დაკავშირება... ვიღაცას არ გამოსდის, ანუ თავიდანვე განწირული იყო ეგ ამბავი. ვერ გაიცნეს ერთმანეთი, ვერ ააწყვეს და არ გამოუვიდათ. მაგიტომ ბეზრდებათ, რომ ერთმანეთის არ ესმით და არ უყვართ.
-ჩემი ხომ გესმის?
-ყველაზე მეტად
-და ხომ გიყვარვარ?
-ყველაზე მეტად
-მე და შენ სულ ერთად ვიქნებით
-გაზაფხულზე ვიცხოვროთ რა...
-ვერასაც დავთმობ შენ გამო!
გაეცინა ზუკას და ჩამეხუტა.
მალევე ჩამეძინა. მახსოვს ზუკამ როგორ ამიყვანა და ლოგინზე გადამაწვინა, თან მეწუწუნებოდა, დიეტაზე უნდა დაგსვა, მოსუქდიო...))
მერე მართლა არაფერი აღარ მახსოვს. ისე ღრმად მეძინა, სიზმარიც არ მინახავს.
12ისკენ გამეღვიძა, ის ფაქტი, რომ კვირა იყო და ლექციები არ მქონდა უკვე ძალიან მახარებდა.
ზუკას ხელი მივარტყი გაიღვიძე, მშია მეთქი და ბუზღუნით ადგა.
იმ დღეს ისე ვაწვალე, მართლა გადაიფიქრებდა დაოჯახებას, მითუმეტეს ჩემთან.
შუადღისკენ ბავშვები დაგვადგნენ და „პახმელიაზე“ ერთად გამოვიდნენ. ძალიან მიხაროდა, რომ გუშინ არ დავლიე.

* * *
სახლში ძალაგამოცლილი მივესვენე. ბიცოლაჩემი თავისი ორი „ანგელოზით“ 3 დღით ბებიასთან იყვნენ სოფელში წასულები. ისეთი სიმშვიდე იყო სახლში, მგონი ვერ შევეგუე.
მისაღებში მაკას და მის ორ დაქალს მივესალმე და სამზარეულოსკენ წავედი
-ქეთო-დამიძახა მაკამ
-ჰოუ
-ირაკლის სუნამოების დასხმა როდის აქეთ დაიწყე?-მითხრა და ცხვირი აიბზუა...
მე იმ წუთას ვიგრძენი ზუკას არომატი და კმაყოფილებისგან ჩამეღიმა. გამცემლიძის მაისურს, რომელიც მისი სახლიდან ჩვეულებრივ მოვიპარე, ცხვირი დავადე და კმაყოფილებისგან ისევ მაკოს შევხედე
-ჰო, მაგრად მომეწონა ეს, შენ არ მოგწონს?
-არაა-დაიჯღანა ისევ მაკა
-რა გაცვია ეგ?-დააყოლა ცოტა ხანში და შებრუნებული რომ არ ვყოფილიყავი, სახეზე აუცილებლად შემატყობდა ტყუილს
-კატოსია
ვიცრუე მე და სამზარეულოში შევედი
-ნუ ეზიდები მაგ გოგოს ტანსაცმელებს!
-ყავა არ გვაქ?
-წეღან მოვიტანე, გასახსნელია...ჩვენც გვინდა!!!
არადა მესამე ყავას სვამდნენ.
მაინც გავაკეთე და გავუტანე.
მერე ჩამოჯექიო და ცოტა ხანი ვეჭორავე კიდეც.
რაღაცეებს იხსენებდნენ და მაცინეს, მართლა.
გოგოები რომ წავიდნენ, მაკას კარები არ ჰქონდა დაკეტილი წესიერად კითხვა რომ დამაწია
-ასე არ ჯობია??
-კი, ვინ გეწინააღდეგება
-რაღაც ძალიან ბედნიერი მეჩვენები ამ ბოლო დროს
-ეგრეა
-აღარ გაღიზიანებს სახლი?
-სახლი არც არასდროს მაღიზიანებდა
-არ მომიყვები?
-რას მაკა
-იცი, რასაც!
-წამო ყავა დავლიოთ
ვუთხარი და გასარეცხი ჭურჭელი სამზარეულოში გავიტანე
-აღარ შემიძლია ამდენი ყავა, ჩაი დავლიოთ
-იყოს ჩაი
ვუთხარი და წყალი დავადგი. კარადიდან ჭიქები გადმოვიღე. მაკას მოთმინების ფიალა აევსო, სანამ ადუღდა და დავასხი.
ამ სიცხეში ცხელ ჩაის მარტო მე და მაკა თუ დავლევდით.
მეუცნაურა მაკას სახეცვლილება ამ ერთ დღეში.
-სად გაიცანი?-პირდაპირ კითხვებზე გადავიდა მაკა
-ჩვენთან, გაზაფხულზე
-აა, მეც არ ვთქვი, ეს ბავშვი რას მიდის იქით დასარჩენად თქო?
-მაგიტომ არ დავდიოდი
-მანდ ცხოვრობს?
-არა, ვერაზე
-აჰა, ასეც ვიცოდი!-გაუხარდა მაკას
-იმასაც ჩვენ პონტში აქ ის სახლი რა...
-და როდის მოხდა ეგ ყველაფერი?
-შარშან მაისში
-ხუმრობ ხო?-თვალები შუბლზე აუვიდა მაკას
-არა, რას ვხუმრობ-შარშან გავიცანი მაისში
-და მე ახლა მიყვები? ერთი წელი გავიდა ქეთო!-ეწყინა ისე, რომ ჭიქა კინაღამ ხელიდან გაუვარდა
-მაგ დროს გავიცანი თორე...მერე დაიკარგა მთელი ზაფხული
-ოჰ, რატომ ვითომ?
-ესპანეთში იყო
-მე ყველაზე ბოლოს ვიგებ ხო?
-კარგი რა მაკა...
-ბექასაც მოუყვებოდი და „დაჟე“ ტასოსაც
-ჰო, ტასო ბეჭედს ეძებდა და რომ ვუთხარი, ჯერ არა თქო, ეგ რანაირი შეყვარებულია, თუ ცოლად არ მოყავხარო-გამეცინა ხმამაღლა-შენი მაზლის ცოლი ასწავლის მგონი ეგეთ იდიოტობებს!
-რა ცოლი ქეთო? გადაირიე ამ 19 წლის ასაკში?-პანიკა დაეწყო მაკას
-რა ცოლი მაკა...ეგრე როგორ უნდა გავგიჟდე
ვთქვი და დავფიქრდი, რომ
ზუკას
რო-რამე...
და ეთხოვა...
ვიცი, არ მთხოვდა ჯერ.
იმიტომ, რომ ოჯახი, შვილები და ეს „ტვირთი“ ჯერ არცერთს არ გვინდოდა.
მაგრამ
რო-რამე
და ეთხოვა...
წამი არ დამჭირდებოდა ფიქრისთვის.
არცერთი წამი.
-მაგრამ უარზე არ ხარ ხო?-ათიანში მოარტყა მაკამ
-შენ უარზე იყავი, ირაკლიმ რო ხელი გთხოვა?
-მე 23 წლის ვიყავი და იმ დროს ეგ ასაკი უკვე ისე ითვლებოდა, რომ დედაჩემს ეუბნებოდნენ დაგრჩა შვილი შინაბერაო
-აკლია ამ ხალხს, ყოველთვის აკლდა...
-ხოდა ჯერ რამე არ იფიქრო, არ შემარყიო, კაი? ირაკლი გაგიჟდება
-მაკა რისი გეშინია?
-ისედაც არასდროს არ ხარ სახლში და მეშინია, რომ სულ გამიფრინდე
-კარგი რა, რეებს იძახი...არ გრცხვენია ამხელა მსახიობ ქალს?
-რა შუაშია მსახიობი?
-ისე-გამეცინა მე
-ან სადღა ვარ მსახიობი
თქვა მოწყენით და კედელზე გაკრულ მის ძველ აფიშებს დააკვირდა
-ირაკლი პეტერბურგში გავიცანი, გასტროლი გვქონდა. შენ არასდროს გიკითხავს ჩვენი სიყვარულის ისტორია და მეც არასდროს გამომიჩენია ინიციატივა, რომ ეს მომეყოლა. ალბათ საჭირო დროს ვეძებდი.
არ ვიცი ქეთო.
ან არ მეგონა, რომ გაიზარდე. ჯერ ისევ პატარა მგონიხარ და ალბათ ამიტომ იყო, რომ არ მოგიყევი.
ქუჩაში შევხვდით შემთხვევით. ირაკლი მაგისტრატურას ამთავრებდა. მე იმ დღის ჩამოსული ვიყავი. 23 წლის, მაშინ კარგ ფორმაში ვიყავი,მაღალი, გამხდარი, გრძელი თმები მქონდა-შეღებილი. იმ დროს ესე ადვილად ვერც თმის ფერს იცვლიდი და ვერც ტანსაცმელს. ჩემი შეღებილი თმები ყველას სალაპარაკო იყო. წინა კვირას ნანიკოს ვთხოვე კაბა შემიკერე მეთქი. ეგ შეკერილი კაბა მეცვა, ულამაზესი იყო, არც გამოსასვლელი და არაფერი. ისე სასეირნოდ რომ ჩაიცვამ, მაგრამ ძალიან მიხდებოდა... ქალაქს ვათვალიერებდით გოგოები და გავიცანით ირაკლი, ქალაქი დაგვათვალიერებინა, ჩვენ დავპატიჟეთ სპეკტაკლზე.
ხუთჯერ ვითამაშეთ.
ხუთჯერვე იქ იყო.
საგრიმიოროში ხუთივე სპექტაკლის შემდეგ ვარდები მხვდებოდა.
1 კვირა გავატარეთ ამ ვითომ ანონიმურობაში. მეც ზუსტად ვიცოდი, ვინ მიგზავნიდა და იმანაც ზუსტად იცოდა, რომ მე ვიცოდი მისი ვინაობა.
ბოლო დღეს გამომაცილა.
არაფერი არ იცოდა ჩემზე.
მაშინ ხომ არ გგონია, ინტერნეტში მომძებნიდა, ან ტელეფონით დამირეკავდა, ან სკაიპიდან ხელს დამიქნევდა.
სახელის მეტი არაფერი იცოდა ჩემი.
არც გვარი,
არც ის, რომელ თეატრში ვთამაშობდი.
არც სად ვცხოვრობდი, არაფერი.
მახსოვს, რომ ჩამოვიდა იმ დღესვე ვნახე.
შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს რუსთაველზე.
დამთხვევა იყო, მე ისევ ის კაბა მეცვა, რითიც გავიცანი.
რომ დავინახე, მახსოვს ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა. არც ვიცი რატომ. არ ვიცი მაშინ ზუსტად რა ვიგრძენი.
უბრალოდ მინდოდა ეს მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა.
მივედი და ამ ყველაფრის თქმა დამასწრო.
3 თვეში ვიქორწინეთ.
შენ რომ გელოდებოდით, ერთხელ ირაკლიმ მითხრა გული მიგრძნობს გოგოა, რომელიც აუცილებლად შენნაირი ლამაზი, წარმატებული და ძლიერი იქნებაო.
და მინდა მასაც ისევე შეუყვარდეს, როგორც შენ შემიყვარეო.
ქეთო, როგორ მინდა
ყველაზე ბედნიერი იყო ამ ქვეყნად, იცი?-

ვიჯექი და ვტიროდი.
მაკაც ტიროდა.
კალთაში ჩავუჯექი და ორივე ერთხმად ავტირდით.
ვტიროდი, არ ვიცი რატომ.
ალბათ, იმიტომ, რომ ამ საღამოს მე და მაკამ ერთმანეთი სულ სხვა კუთხით დავინახეთ.
როგორც დედა-შვილმა, რომლებსაც არასდროს ესმოდათ ერთმანეთს.
ვერ უგებდნენ...
არადა ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ.
გახსნა გვჭირდებოდა, პატარა ბიძგი.
სულ ამას ვამბობდი.
იმ საღამოს მე მაკა გავიცანი.
ქალი-იდეალური-დედა.

* * *
ზუკასთან ვიყავით, იმ ღამეს ესპანეთში მიდიოდა 2 კვირით. ნერვებზე „იჯდა“, რომ მიდიოდა. პირველად გტოვებო...
რაღაცაზე ვიკამათეთ. სისულელეზე.
იმდენად სისულელეზე, რომ მოყოლაც კი მიტყდება.
პირველად ვიკამათეთ, მისი ოდნავ ხმამაღალი ტონიც არ მქონდა გაგებული და ისე დავიბენი, ავდექი და უსიტყვოდ გამოვედი სახლიდან.
საშინლად წვიმდა.
გამომყვა.
იმიტომაც წამოვედი ალბათ, რომ ვიცოდი აუცილებლად გამომყვებოდა. სხვა ვარიანტში ვერ გავბედავდი ასე უაზროდ ადგომას და გაქცევას.
დაღმართს დავუყევი, მოდიოდა ზუკაც.
ჩვეულებრივ გავილუმპე...თვალებს ვეღარ ვახელდი, ისე წვიმდა
-ქეთო
დამიძახა ზუკამ.
არ გავჩერებულვარ
-გაჩერდი რა! წვიმს!
-წვიმდეს მერე!
-გაცივდები, რას აკეთებ?
-რა გამაციებს, ზაფხულია
-მერე რა... გაჩერდითქო
-შემეშვი
-მაინც დაგეწევი, რატომ ართულებ ყველაფერს?
-კიდე მე ვართულებ? როგორ მელაპარაკე წეღან დაგავიწყდა?
-ქეთო, გაჩერდი...
-მიდი და გაჩერდი...
-ნუ იქცევი 10 წლის ბავშვივით
-შენ თუ ხარ 21 წლის მაგიტომ ლაპარაკობ დიდივით
-არ გადაჭრა გზა, გიჟებივით დადიან, ქეთო გაჩერდი!
ყურადღება არ მივაქციე და ქუჩიდან გადავუხვიე... მივდიოდი ცენტრალურისკენ, ისიც მომყვებოდა.
არ დაიღალა, ზუსტად ვიცოდი ჩემი დევნითაც არ იღლებოდა
-მაინც უნდა შევრიგდეთ, რატომ მიშლი ნერვებს?
-რა დარწმუნებული ხარ?
-მივდივარ ქეთო
-ეგრე ნუ მეძახი ქეთოს
დამეწია და მკლავში მაგრად მომკიდა ხელი
_გამიშვი!
-ნუ ფართხალებ!
-გამიშვი, თორემ ვიყვირებ, რომ ძალადობაა
გამეცინა მე
-ხუმრობის ხასიათზეც ვართ? გაილუმპე ქეთო!
-შენც გაილუმპე, გამიშვი
-მიდი, აბა სად წახვალ, მიდი
-ვერ წავალ?
-ვერა
-აი, დაგანახებ!
ვუთხარი და ხელი გავაშვებინე.
ზებრაზე გადავედი.
ქუჩაში ხალხი არ იყო.
აქა-იქ ვინმე თუ გამოჩნდებოდა.
ისიც მორბენალი, ან ქოლგით, ან თავზე გაზეთგადაფარებული, რომელიც ცდილობდა პირველივე მაღაზიისთვის თავი შეეფარებინა.
მე და ზუკა ვიდექით მარტო.
სანამ ბოლომდე გადავჭრიდი გზას, ზუკას ხმა გავიგე
-ასე გამიშვებ ქეთო? შეგიძლია ასე გამიშვა?
ფეხი შუა გზაზე გამიჩერდა.
შემრცხვა ჩემი უაზრო საქციელის.
მიდიოდა, 2 კვირა ვერ ვნახავდი, რას ვაკეთებდი.
რისთვის ვაკეთებდი?
რომ დამემტკიცებინა, რომ წასვლა შემეძლო?
სისულელეა, არ არის სისულელე? თქვით, რომ სისულელეა...
დიდი ხნის ანთებულ მწვანეზე გადმოვირბინე უკან-ზუკასკენ და
სანამ რეაგირებას მოახდენდა მთელი სხეულით ავეკარი, თვითონაც გაუაზრებლად მომხვია სველი ხელები.
ვიდექით შუა ქუჩაში მარტოები და გვიყვარდა.
თავზე გვაწვიმდა და განძრევა არცერთს არ გვიცდია-გვიყვარდა.
გაგვიგეთ, გიყვარდა.
თქვენ ხომ ყველაზე კარგად გესმით ჩვენი.
ხადახან უაზროები ვართ ურთიერთობებში, გვაპატიეთ-გვიყვარს.
გვეშლება, მაგრამ ვპატიობთ-გვიყვარს.
გაზაფხულის ქუჩას ავუყევით ერთად.
1 წელი გადიოდა ჩვენი გაცნობიდან.
მივდიოდით, ნაბიჯს არ ვუჩქარებდით
-მეც ამ ქუჩაზე შემიყვარდი
-და სულ მეყვარები
-ხომ აქ ვიცხოვრებთ?
-უკვე ვცხოვრობთ-მითხრა და შუბლზე მაკოცა.

* * *
ცხოვრებაში საშინელი პერიოდი თუ გქონიათ, გამიგებთ.
ყველაზე ცუდი 2 კვირა მქონდა.
შეიძლება ადამიანზე ასეთი დამოკიდებული იყო? ალბათ შეიძლება.
არ შემეძლო.
2 კვირა ძალიან ბევრი იყო ჩვენთვის.
პირველი განშორება ამდენი ხნით.
ამ დღეებში უფრო მივხვდი, რამდენს ნიშნავდა ზუკა ჩემთვის.
და რამდენად იდეალური იყო, რომ ამ 2 კვირის მანძილზე ერთხელაც არ მაგრძნობინა ის, რომ არ ეცალა, ან რაღაც...
სულ კონტაქტზე იყო. სულ მელაპარაკებოდა.
ეჭვი ეპარებათ ხოლმე, არ მოგენატრე და მსგავს სისულელეებს ეკითხებიან.
ამაში ეჭვი როგორ უნდა შემპარვოდა?
რა სისულელეა „არ გენატრები“, როცა ვიცოდი, რომ
ტკივილამდე ვენატრებოდი და მენატრებოდა.
ჩუმად ჩამოვიდა.
ასეც ვიცოდი.
იმდენად წაიბორძიკა ჩამოსვლის თარიღზე, დრო არ დაემთხვა და მივხვდი, რომ მიმალავდა, მაგრამ არ ვიცოდი, როდის მოდიოდა.
გაზაფხულზე ვიყავით მე კატო და დათი.
აივანზე ვისხედით და საზამთროს ვჭამდით. დათი რაღაცას ყვებოდა და ჩვენც ბოლო ხმაზე ვიცინოდით, კარებთან ტაქსი რომ გაჩერდა.
დამუხრუჭების ხმაზე სამივემ იქით გავიხედეთ, ვინ მოვიდაო, კატოს გაუკვირდა.
დათის ჩაეცინა, ყველაფერი იცოდა.
ტაქსიდან ზუკა რომ გადმოვიდა, საზამთრო კინაღამ ჩანგლიანად გადამცდა და
ისე ვერ მოვზომე
აივნიდან ვაპირებდი „მოკლეზე“ ზუკასთან ჩასვლას.
დათის შემოშველებულმა ხელმა მიშველა, თორემ ჩაეშლებოდა სურპრიზი ბიჭს და ყველა ერთად ამოვყოფდით თავს ტრავმატოლოგიურში.
კიბეებზე ისეთი სისწრაფით დავეშვი, სერიოზულად კისრის მოტეხვას გადავრჩი.
მაგრამ ზუკა
მართლა ვერ გადარჩა ძვლების ჩამტვრევას და
ვერც მე.
მონატრებულზე ჩახუტება...
აი, რა ყოფილა
ბედნიერება და
სიყვარული.

* * *
არ ვიცი სამყაროა ასე მოწყობილი, თუ ადამიანები ვუშვებთ შეცდომებს. არ ვიცი ეს „რაც გიწერია, არ აგცდება“-ს თემაა, თუ გვაქ შანსი და არ „ვიცდენთ“, რომ მსგავსი რაღაცეები არ მოხდეს.
როცა კარგად ხარ, აუცილებლად ყველაფერი ხომ უნდა გაფუჭდეს?
მაკამ და ბექამ იჩხუბეს.
საშინლად იჩხუბეს.
ბექა სახლიდან გაიქცა, კიბეებზე რომ ჩადიოდა, ფეხი დაუცდა, გადავარდა და თავი დაარტყა.
ქალა ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა.
საავადმყოფოს დერეფანში ვიდექი მარტო.
ერთ პალატაში ბექა იყო, მეორეში-მაკა.
ეს რომ გაიგო ისე ცუდად გახდა, გონზე ვერ მოდიოდა.
ვერც მაკა, ვერც ბექა.
ისეთი განადგურებული ვიყავი, დარეკვაც კი ვერ მოვახერხე ვერავისთან. ვიჯექი და ერთ წერტილს თვალს ვერ ვაშორებდი.
ბექასთან არ მიშვებდნენ, მაკასთან ვერ შევდიოდი.
რა უნდა მეთქვა?
ისე ინერვიულა, მის გამო რომ მოხდა, რა დაემართა... მე რა უნდა მეთქვა? დამეწყნარებინა? როცა იფიქრებდა, რომ გავბრაზდებოდი?
ვერაფერს ვამბობდი, ვნანობდი...
ვნანობდი პირველად, რომ ბექა ყველანაირ მაგალითს ჩემგან იღებდა.
ეს სახლიდან გაქცევების მაგალითიც ჩემგან აიღო.
მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, მე რომ არასდროს მეჩხუბა და არ გავქცეულიყავი, მე რომ ბექა არ ამემხედრებინა და სხვანაირად დამელაგებინა, იქნებ არ მომხდარიყო.
რა იქნებოდა?
ასე რომ მექნა, ისე რომ მეთქვა...
ეს ფიქრები გულს მიღრღნიდა.
ტირილი მინდოდა და ბოლო ხმაზე ყვირილი. არცერთი არ გამომდიოდა. ვიჯექი გაქვავებული და ვერაფერზე ვფიქრობდი.
ერთადერთი რაც ვიგრძენი, მხრებზე ხელი იყო და ძლიერი შეჯანჯღარება, ზუკას თვალები დავინახე მარტო.
ჩასისხლიანებული ჰქონდა, მიყვიროდა, არ მესმოდა.
გაფითრებული ვიჯექი.
მერე კატო დავინახე, დათი და მალე ხალხი აირია საავადმყოფოში.
მე მარტო ის მახსოვს, მაკამ დამირეკა, ბექა, სასწრაფო და მისამართი მითხრა...
მაშინვე ჩაკეცილა და ისიც იმავე სასწრაფოთი გადმოუყვანიათ.
აქამდე როგორ მოვედი არ ვიცი.
ზუკა, კატო და დათი როგორ გაჩნდნენ აქ, ეგეც არ ვიცი.
მერე ირაკლი მოვიდა. ვერაფერი მითხრა და ვერაფერი ვუთხარი.
ყველა ჩუმად ვიყავით, არავინ არაფერს გვეუბნებოდა.
ყველა იყო მაკასთან, მე ისევ ვერ შევდიოდი და ბექასთანაც ისევ არავინ არ გვიშვებდა.
-ქეთო, შემომხედე
მითხრა ზუკამ და ტუჩებთან ჭიქა მომიტანა. წყალი მოვსვი და არაფრისმთქმელი თვალებით შევხედე.
სიცარიელე მეწერა თვალებში.
დაცარიელებული ვიყავი.
საერთოდ ვერაფერს აღვიქვამდი.
ცარიელი თვალები, ცარიელი მზერა.
ფერების აღქმაც მიჭირდა
-მისმინე, მაკასთან შედი გთხოვ. ყველაზე მეტად შენ სჭირდები ახლა
მე თავი გადავაქნიე და ვერაფერი ვუპასუხე
-ქეთო, თუ გიყვარვარ. ბექას ხათრით, შედი. ელაპარაკე, გაგიჟდება, რა გინდა, დაკარგო? სჭირდები გაიგე, სჭირდები...გთხოვ რა...
-არ შემიძლია
ვთქვი ჩუმად და ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
-ძალიან გთხოვ ქეთო. უნდა შეძლო, შენ გამო, ჩემ გამო, მაკას გამო, ბექას გამო...ყველას მაგივრად.
თავი მშვიდად დავუქნიე და
მხარზე დავეყრდენი.
ზურგზე შემომეხვია მისი ხელები.
ცრემლები წამომივიდა, იგრძნო და უფრო მომიჭირა ხელები.
პალატაში ირაკლი იჯდა, ვანიშნე გასულიყო.
შუბლზე აკოცა მაკას, მერე მე და კარის იქით აღმოჩნდა.
ოთხი კედელი არასდროს ყოფილა ასეთი საშინელება. მაკაც არასდროს ყოფილა ასეთი განადგურებული.
არც მე ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ბექას გამო მაკა უნდა დამემშვიდებინა. საწოლთან ჩავიმუხლე.
არ ვიცი ასეთი რა მეწერა სახეზე, მაკამ რომ ეს მითხრა, მაგრამ მაშინ პირველად ვინანე მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი ყველა ჩხუბი მაკასთან
-არასდროს მაპატიებ, არა?
ისტერიული ტირილი ამივარდა.
მე, მე არ უნდა მეპატიებინა რამე? მე რა უფლება მქონდა?
ვტიროდი და ხმას ვერ ვიღებდი, მაკაც ტიროდა.
სახეზე ხელები ავიფარე და ფეხზე წამოვედი
-მაგას როგორ ამბობ? რას ამბობ მაკა, ხვდები მაინც რას ამბობ? მე რა უნდა გაპატიო? რა გაქ საპატიებელი? შენ გგონია, ისეთი უნამუსო და აუტანელი შვილი ვარ, რომ ამ ამბავს შენ დაგაბრალებ? შენ მართლა თვლი, რომ შენი ბრალია? ნუ გადამრიე მაკა. მეორედ ეგ რომ გაიმეორო, ვეღარასდროს მნახავს. არც დაუშვა არასდროს რომ ბექას შემთხვევა შენი ბრალია. ბექა აუცილებლად კარგად იქნება და შენ მეორედ აღარ დაიდანაშაულებ თავს, თუ არ გინდა, რომ გული გამისკდეს. მართლა...გული გამისკდება, შენ თავს ვფიცავარ, ვერ გავუძლებ, ეგეთი რაღაც მეორედ რომ მითხრა
-დღეს პირველად დაიფიცე ჩემი თავი-ცრემლები წამოუვიდა მაკას ახლიდან.
მე ისევ საშინლად მეტკინა გული.
იმაზე მეტად მტკივნეული იყო მაკას მეორე წინადადება ჩემთვის, ვიდრე პირველი..
მთელი სხეული ამტკივდა, მთელი სული დამიავადდა.
ვტიროდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი
-ჩამეხუტე რა
მთხოვა მაკამ და დაბნეული თვალებით შემომხედა.
მთელი სხეულით ჩავეხუტე.
კისერში ვკოცნიდი, მინდოდა სცოდნოდა, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. რომ სულ ვჩუხობდი, მაგრამ ჩემთვის მაინც ნომერ პირველი ქალი, დედა და ადამიანი იყო.
რომ ვჩხუბობდით, მაგრამ მეამაყებოდა.
რომ მიყვარდა და რომ მართლა არ ვფირობდი იმას, რასაც ის ფიქრობდა, სანამ ამ პალატის კარს შემოვხსნიდი.
ვიცოდი, რომ მძიმე იქნებოდა.
პირველად იყო ასეთი უბედური და პირველად ვიყავი მეც ასე.
თითზე ჩამოსათვლელი იყო ჩემი ტირილი.
მაკას თითქმის არასდროს უნახავს. მაქსიმუმ მესამედ ხედავდა ჩემს ცრემლებს.
მე სულ ვუყურებდი როგორ ტიროდა ჩუმად მაკა და
პირველად ვინანე, რომ აქამდე არ ვეხვეოდი, არ ვეფერებოდი და არ ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა.
-ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანი ხარ დე...ძალიან მიყვარხარ და თუ გგონია, რომ შენ გვერდით არ ვარ, ახლა გეტყვი, რომ პირველი ვიქნები, ვინც შენ გვერდით იქნება და არასდროს დაგტოვებს
-ჩემთვის ეს არასდროს გითქვამს
-მიყვარხარ დედა
-ბოლოს დედა როდის დამიძახე-ხმამაღლა ატირდა მაკა
-არ მაინტერესებს რა იყო ადრე. მითხარი, რომ შენც გიყვარვარ
-ჩემი პირველი სიხარული და სიყვარული ხარ. ამასაც გადავიტანთ ხო? მითხარი ქეთო
-აუცილებლად გადავიტანთ, ერთად...
პალატიდან გამოვედი და პირდაპირ კიბეებზე დავეშვი, ოთხი სართული ჩქარა ჩავირბინე, გარეთ გავედი და ბოლო ხმაზე დავიყვირე.
ზუკა გამომეკიდა.
ხელებს მიჭედა, თორემ რომ მივეშვი, არ ვიცოდი რას გავაკეთებდი...
ვერ ვისვენებდი, წინ და უკან დავდიოდი, გიჟს ვგავდი
-მე შვილი ვარ ზუკა? ქალი რა დღეში ჩავაგდე, ამდენი დრო რას ვუკეთებდი? ცხოვრება გავუმწარე ჩემი უაზრო საქციელებით. სულ ვეჩხუბებდი, მიყვარხარ ერთხელად არ მითქვამს, დედას არ ვეძახდი, დღეს პირველად დამიფიცეო გესმის? ზუკა გესმის რა საშინელი ადამიანი ვარ?
-ქეთო გეყოფა, დაწყნარდი
-არა, რა დამაწყნარებს?! რას ვაკეთებდი? როგორ შეგიყვარდი? ასეთი საშინელი, როგორ შეგიყვარდი?
-ჩემთვის საუკეთესო ხარ და არ მაინტერესებს ვისთვის როგორი ხარ!
მიყვირა ზუკამაც, მაგრამ ვერ გამაჩერა
-ჩემი ბრალია ზუკა, ჩემი ბრალია! მე ვიქცეოდი თავხედივით, ბექა სულ მე მიყურებდა, ჩემსავით იქცეოდა, მე ვდგებოდი და გავრბოდი სახლიდან, ადგა და ისიც გაიქცა! ხედავ რა მოყვა? ხედავ? ხომ ხედავ? ვისი ბრალია? მაკამ ოდესმე მაპატიებო? მე მთხოვა პატიება გესმის? როცა მე ვარ დამნაშავე , მე!!!
-ნუ ყვირი, ქეთო ნერვები დაიწყნარე, რამ გადაგრია?!
-რამ გადამრია? კიდე კარგად ვარ, კიდე ჯანსაღად ვარ! შეიძლება შევიშალო, ზუკა გესმის? შეიძლება ამ დღემ მომკლას
-გაჩერდი ერთ ადგილას და დაწყნარდი! ნუ ყვირი! მორჩა, წაგიყვან ახლა სახლში იცოდე
-სულ რომ სპეცნაზი დამაყენო, აქედან არსად წავალ
-ქეთო!
-რა მითხრეს ზუკა? ბექას იმედს არ მოგცემთო? ეგ მაკასთვის როგორ მეთქვა, როგორ მეთქვა, რომ შვილის სიცოცხლის გარანტიას არ აძლევენ? ამას ხომ თავს არასდროს აპატიებს? ეგ როგორ უნდა ვუთხრა? ბექა სანამ არ გამოფხიზლდება, მაკას რა უნდა ვუთხრა? რა პასუხი გავცე?
-კარგად იქნება ბექა, გთხოვ დამიჯერე! წამოდი, დაისვენე, დასვენება გჭირდება
-არსად არ წამოვალ, ზუკა არსად არ წამოვალ და შემეშვი
-არ შეგეშვები, გიყურო, როგორ გიჟდები?
-არ ვიცი, ზუკა ყვირილი მინდა, ვერ ვიცლები
-იყვირე! იყვირე ბოლო ხმაზე, რაც გინდა გააკეთე, რამე დაამტვრიე, ოღონდ ასე ნუ ხარ! გთხოვ ოღონდ დაიცალე და რაც გინდა ის გავაკეთოთ...

* * *
თვალები საწოლში გავახილე.
ისე მქონდა თავი გაბრუებული, ოდნავადაც ვერ წამოვიწიე.
ჩემი ოთახი რომ ვიცანი, დავწყნარდი, მაგრამ გვერდით ზუკას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
მეხსიერებაში ფრაგმენტებად აღდგა სურათი, როგორ მომიტანა ირაკლიმ წყალი, მე დავლიე და მერე აღარ მახსოვს...გიჟივით წამოვხტი საწოლიდან და წონასწორობა რომ ვერ შევიკავე, დავეცი.
ზუკა გიჟივით წამოფრინდა და წამომაყენა
-ქეთო, რატომ ადექი?
-თქვენ რა, წამალი ჩამიყარეთ?
ზუკას სირცხვილისგან წითელი ფერი დაედო
-ქეთო, მაპატიე... უნდა დაგეძინა ცოტა. არ შეიძლებოდა ასე
-გაგიჟდი ზუკა?
-შენც იგივეს იზამდი, გთხოვ ასეთ მკვეთრ მოძრაობებს ნუ აკეთებ, გინდა კიდე დაეცე?
-რას დამასუსტე? კიდე ეს მინდოდა?
-არ იყო ჩემი იდეა, მაგრამ ახლა დაწყნარდი! წაგიყვან ცოტა ხანში საავადმყოფოში
-ახალი არაფერია?
-მაკას გამოწერენ მალე
-და მე აქ რა მინდა?
-ქეთო დაწექი ან დაჯექი, თორემ ძალით დაგაჯენ!
-ჩამეხუტე რა
ვუთხარი ზუკას და მაგიდას დავეყრდენი, რომ წონასწორობა არ დამეკარგა.
ზუკამ მაკოცა და ხელში ამიყვანა.
დამაწვინა, პლედი დამაფარა და თვითონაც გვერდით მომიწვა. მის მკლავებში იმდენად მშვიდად ვიგრძენი თავი, წამით მეგონა, რომ ჩამთვლიმა კიდეც.
ზუკა მელაპარაკებოდა, მაწყნარებდა.
მე მეტირებოდა, მაგრამ თითქოს ცრემლები გამიშრა.
ვეღარ ვტიროდი.
-არასდროს მიგატოვებ, ეს იცოდე. შენ გვერდით ვიქნები სულ,რაც არ უნდა მოხდეს. ერთად გავუძლებთ და ერთად გადავიტანთ.

* * *
-ბუზღუ, ყველაზე მეტად ის მომენატრა, ასე რომ გეძახდი. შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა, გუშინ რომ დამირეკეს და მითხრეს, ბექას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია სუნთქვაო. მალე საერთოდ მოგაშორებენ ამ საშინელებებს. ეს იცი რამხელა ნაბიჯია? რომ ვიცი, მალე ჩემთან იქნები. ექიმები სულ იმას ამბობენ, ელაპარაკეთ და აუცილებლად გაიგებსო. მე ხომ ვიცი, რომ გესმის ჩემი? მე და შენ ყველაზე უკეთ გვესმოდა ერთმანეთის და არ შეიძლება ახლა არ გესმოდეს ჩემი. მალე მოდი გონზე რა... შენს პრობლემებზე სკოლაში სიარულიც კი მომენატრა. მე და მაკა შევრიგდით. შენ იმდენი მოახერხე, რომ მე და მაკაც შეგვარიგე საბოლოოდ. ზუკას იცი როგორ შეუყვარდი? ცუდია რომ ვერ მოვასწარი გაგეცნო, მაგრამ მალე გაგაცნობ. უბრალოდ უნდა გაიღვიძო რა, თან ძალიან მალე და გპირდები აღარასდროს გაიძულებ ბიოლოგიის მეცადინეობას.
პალატის კარზე კატომ დააკაკუნა, ბექას შუბლზე ვაკოცე და გარეთ გამოვედი. გადამეხვია
-ექიმმა მითხრა ბექაზე-თვალები უბრწყინავდა კატოს
_ჰო ადგილს ვერ ვპოულობ მთელი დღეა და ზუკას ვერ ვუკავშირდები, გუშინდელიდნა მოყოლებული ერთხელაც არ შემხმიანებია
-ხო მშვიდობაა?
-არ ვიცი, ახლა თავის მონატრების და მაიმუნობების დროა კატო? გავგიჟდი კინაღამ
-კაი, გამოჩნდება, რამე გადაუდებელი საქმე ექნება, თორემ ხო იცი
-ვიცი და ამიტომაც ვნერვიულობ
-რჩები დღეს?
-არა, ირაკლიმ გინდა თუ არა სახლში წადი დღესო. მაკაც აქ არის, თვითონაც დარჩება
-ჰო, 3 დღეა არ გიძინია, ცოდო ხარ ქეთო...
-სახლშიც ვერ ვისვენებ ხომ იცი, გადმოდი და დარჩი რა...
-კაი, გვიან გამოვალ ოღონდ
-მე გავალ მაშინ უკვე, სახლშიც მისალაგებელია ყველაფერი, ეს ბიცოლაჩემი ცოცხს არ მოკიდებს ხელს
-აუ, ეგ ქალი გამაპუტინა ერთხელ რა
-გელოდები იცოდე!
ტაქსი გავაჩერე და პლეხანოვზე წავედი.
წვიმდა თბილისში.
ზუკას მეასედ დავურეკე და მეასედაც რომ არ აიღო, გაბრაზებულმა ტელეფონი ჩანთაში ჩავიდე და ტაქსი გავაჩერებინე.
სადარბაზოში სირბილით შევედი.
კარი გავხსენი.
არავინ იყო.
სად დაიშალა ეს ხალხი?
გავიფიქრე და ოთახისკენ წავედი.
ოთახში ყვავილები დამხვდა.
ყვავილები და ზუკა? ისე გამიკვირდა, ენა ჩამივარდა.
გამეცინა და უცებ ზუკა რომ დავინახე
ისე შემეშინდა, ვერც გავიაზრე, რომ ზუკა იყო და ბოლო ხმაზე დავიწყე კივილი.
ზუკას სიურპრიზი ჩაეშალა.
ლამის მთელი უბანი შევყარე.
გაგვეცინა.
ამდენი ხნის მერე პირველად გაგვეცინა.
ზუკამ ცხვირზე მაკოცა და ჩუმად დააყოლა
-დღეს ერთი წელი გავიდა
-ერთი წელი?
ყელში ბურთი გამეჩხირა მეც.
ამ ამბების გადამკიდე, კალენდარი საერთოდ რა რიცხვზე იყო გაჩერებული მართლა არ მახსოვდა.
თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ზუკას ყურებამდე შეყვარებულმა ვაკოცე
-ერთი წელია, რაც ჩემი გქვია ოფიციალურად
-და არაოფიციალურად?
-არაოფიციალურად მე სულ შენი ვიყავი და შენ ჩემი, უბრალოდ ერთმანეთს გვიან გადავეყარეთ. ალბათ 21 წელი სწორედ შენნაირ ადამიანს ველოდი და ამიტომ ვიყავი მარტო აქამდე, როგორც შენ.
-ანუ არაოფიციალურად 19 წელია ერთად ვართ?
-მე და შენ სულ ერთად ვიქნებით!
-თუ გეყვარები
-ბოლომდე მეყვარები
-ბოლო დღემდე?
-მაგის მერეც
-მერე როგორ?
-მერე არ ვიცი რა ხდება, მე თუ სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში და გალაქტიკაში ვიარსებე, ქეთოს გარეშე არაფერი არ იქნება-არსად!
-რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ასე მეყვარები
-როგორ?
-აი, ასე, როგორც ახლა?
-ხოდა როგორ?
-ამას სიტყვებით ვერ გეტყვი, ვერ გრძნობ?
-ყველაფერზე მეტად გგრძნობ!
-რომ არ გამოჩნდი, ძალიან შემეშინდა
-მე სულ გამოვჩნდები, სულ ვიქნები შენთან და არასდროს შეგეშინდეს, რომ ერთ დღეს შეიძლება აღარ დავბრუნდე. რომ მოვკვდე, არ დაგტოვებ მარტო!

* * *
მე და მაკა საავადმყოფოს მოსაცდელში ვისხედით. ბექას მდგომარეობა დღითიდღე უკეთესდებოდა, მაგრამ ჯერ დასკვნების გამოტანა ადრე იყო. ძალიან ადრე. 6 კილო დავიკელი ამ პერიოდში.
ისე გავხდი, სარკეში ჩახედვა აღარ მიხაროდა, ზუკა და კატო საჭმელებით დამსდევდნენ. როგორც იქნა 3 კილო მომამატებინეს და ცოტა ადამიანს დავემსგავსე, თორემ ლოყები ისე მქონდა ჩავარდნილი, ლობიოს კოვზი ხარო, კატო მეხუმრებოდა.
-არ გშია მაკა?
-არა, ვჭამეთ მე და ირაკლიმ, შენ წადი, ჭამე, საერთოდ დღეს სახლში იყავი, ტასოსაც მიხედე, თორემ არ შემიძლია ამდენი
-ტასო იცი სადაა?
-სად?
-კატოს ბიძა ხო ჩამოვიდა ოჯახით და ზუსტად ტოლები არიან კატოს ბიძაშვილი და ტასო. ხოდა კატოს წაყვა, გაერთობა, თორემ იცი როგორ ნერვიულობდა გუშინ? ღამე ხო ჩემთან წევს სულ ეს პერიოდი და აი, ვერ იძინებს, სულ ბექაზე მელაპრაკება
-როგორ გაიზარდა ტასო, ვერ გავიგე
-ძალიან ჭკვიანია, მიკვირს ისეთი
-შენც ეგრე იყავი
-რას ამბობ, ეს დინჯია, მე გიჟი ვიყავი
-უშენოდ კიდე არ იძინებს?
-არა და დროა გადაეჩვიოს, დიდია უკვე
ტელეფონმა დამირეკა, ვაკო იყო, მომიკითხა, მეც, ბექაც... საავადმყოფოში ვარ მეთქი, რომ ვუთხარი, მოვალ საქმე მაქო.
ისე დავიძაბე.
ზუკასთან დავრეკე ინსტიქტურად. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ზუკას არ უნდა გაეგო, ისე შემეშინდა, მაინც დავრეკე.
არ გაეგო კი არა, ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
მერე აღვიდგინე, რომ გუშინდელის მერე ზუკას არ დაურეკავს. მე ისე ვიყავი გადართული, ეს ფაქტი ვერც შევამჩნიე და ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე.
ვაკო 15 წუთში მოვიდა , დამირეკა და ჩავედი.
გეგაც იქ იყო
-დათი სადაა?
-ზუკასთან
-ზუკა?
-წამო, დაჯექი რა
მითხრეს და მანქანისკენ წავიდნენ
-რა მოხდა?
ადგილზე გავიყინე მე
-დაჯექი და გზაში მოგიყვებით
-ვაკო, ნუ მაშინებ, მითხარი...ზუკა სადაა? დაემართა რამე?
ვიკითხე და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
-დაჯექი
მითხრა მკაცრად გიგამ. თვალები არეული ჰქონდა ორივეს, ღამენათევები იყვნენ.
ყველაზე საშინელება ვიფიქრე
-მითხარი გეგა, არსად არ წამოვალ, სანამ არ მეტყვი
-აუ, ქეთო არ შემიძლია ახლა ახსნა დაჯექი მეთქი!
-სადაა ზუკა?
-დაჯექი
-ზუკა სად არის?
-დაჯექი!
-დამალაპარაკე
-ვერ დაგალაპარაკებ
-სადაა ზუკა თქო
-დაიჭირეს ქეთო...
სიბნელე მახსოვს,
თავბრუსხვევა და საშინელი ტკივილი.

* * *
-დაიწყე
ვთქვი და გეგას შევხედე
-რა, ქეთო
-და მერე წამიყვან
-ასეთ მდგომარეობაში არსად არ ვაპირებ შენ წაყვანას
-რაზე დაიჭირეს?
-შენახვა შეძენაზე
-რისი?-ვთქვი და გონება დამებინდა
-რის შენახვა-შეძენაზე იჭერენ ხოლმე ქეთო?
გაღიზიანებული იყო გეგაც
-ზუკა და ნარკოტიკი?
-გჯერა შენ ეგ?
-არა
ვთქვი დაუფიქრებლად
-ამიტომ დაიწყე, გეგა მომიყევი, თუ არ გინდა გული გამისკდეს, ყველაფერი უნდა ვიცოდე
-შენ გგონია მე ბევრი ვიცი? ადრე უბანში ერთ ტიპს ზედმეტი მოუვიდა, არ ვიცი რა მოწიეს და ცუდად გახდა. შეეშინდათ იმის ძმაკაცებს და სასწრაფოში დარეკეს, ზუკამ გადაარჩინა, თორემ უეჭველი დაიბრიდებოდა. მერე რომ გაიგო სასწრაფო, პარტული და მთელი ამბები მოდიოდნენ, წამოიყვანა ეს ტიპი. თორემ უეჭველი დაიჭერდნენ და ეს რომ გადაარჩინა და ასე ვთქვათ არ დააჭეინა, მაგის მერე მთელი კრიმილაური აეკიდა ზუკას.
შენ არ გითხრა, გვეგონა მოგვარდებოდა მარტივად. რას ვიფიქრებდით ქეთო? ვღადაობდით ამ ჩადებაზე და რა გაუჩალიჩეს ტიპს... ხომ იცი მოსაწევსაც არ ეწეოდა...
-ეგ როგორ უნდა დაამტკიცოს გეგა?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი
-ადვოკატი ყავს?
-არაფერი არ ყავს, მაგრამ ეყოლება, დათის მამა ადვოკატია
-გავგიჟდები გეგა, წამიყვანე
-არ წაგიყვან, სანამ არ დაწყნარდები თქო
-გადაირიე? წამიყვანე მალე! ზუკა უნდა ვნახო და მორჩა!
-ქეთო...
-რომ ვერ დაამტკიცოს? მაგაზე რას უზამენ წარმოგიდგენია? ამოალპობენ, გეგა უნდა დავამტკიცოთ, წამიყვანე უნდა ველაპარაკო!
-ქეთო, ტონს დაუწიე და ნუ ყვირი, არ წაგიყვან ასე, ზუკას შენი ნანერვიულები სახე უნდა კიდე?
-გეგა წამიყვანე, თორემ საშინელებებს ვიზამ!

* * *
-შენ გაგიჟდი?-მკაცრი მზერით შეხედა გეგას ზუკამ
-რა მექნა, ვერ გავაჩერე
უთხრა გეგამ და მარტო დაგვტოვა.
ჩვენ შორის გისოსები იყო.
და თითქოს ერთი უზარმაზარი კედელი იყო აღმართული. ზუკას თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, ნერვიულობდა, რომ ვნერვიულობდი და ახლა აქ ვიდექი. არ უნდოდა აქ მენახა, მაგრამ იცოდა, რომ ვნახავდი
-ზუკა, რა უნდა ვქნათ?
-შენ არ ინერვიულო
-როგორ არ ვინერვიულო??
-ბექა როგორაა?
-არ ვიცი ზუკა, არაფერი არ ვიცი. შენ როგორ ხარ, შენ? რა გითხრა ისიც არ ვიცი, გეგას არ მოვყავდი, ასეთ მდგომარეობაში არ მიგიყვანო, ზუკა შენ რომ აქედან თავს დააღწევ ხომ იცი? აქ არ დაგტოვებ მარტო, დამიჯერე და ახლა არ დამიწყო, წადი, ან აღარ მოხვიდე, ან მსგავსი სისულელეები, სამუდამო რომ გქონდეს, აქედან მაინც ვერასდროს გამაგდებ, ეს იცოდე კარგად!
-ქეთო, ჩემი ხომ გჯერა? ხომ იცი, რომ ამას არასდროს გავეკარებოდი?
-ზუკა, როგორ ბედავ და მაგ კითხვას მისვამ?
-მითხარი, რომ გჯერა, ასე არ მყოფნი, მითხარი...
-მჯერა და სულ მჯეროდა, ყოველთვის დაგიჯერებ. არც ერთი წამით არ მიფიქრია და შენში ეჭვი არ შემიტანია. ვიცი რისი გამკეთებელიც ხარ და რისი არა...-ხელები მაგრად ჩავჭიდე და ვცადე თვალებზე მოწოლილი ცრემლები, უკან გამებრუნებინა.
ახლა არა.
ახლა არ უნდა მეტირა. ზუკასთან არ უნდა მეტირა. ვიცოდი მოკვდებოდა ამის გამო...
-ქეთო
-ჰო
ვუთხარი, ისე რომ არ შემიხედავს მისთვის
-გთხოვ, არ იტირო.
-არა ზუკა
ვუთხარი და ხმაზეც შემეტყო ცრემლები
-მაპატიე რა...
-რა უნდა გაპატიო ზუკა?
-მაპატიე, რომ აქ ხარ. რომ აქ დამინახე, რომ მიყურებ ახლა და მაინც რომ გიყვარვარ ეგ მაპატიე...იდეალურის სიყვარული რომ დავიმსახურე და იგივე ვერ მიიღე ჩემგან ეგ მაპატიე
-არ გაიმეორო, ეგ მეორედ არ თქვა, თუ არ გინდა მომკლა, ეგ აღარ თქვა. ადამიანი გადაარჩინე და საპასუხოდ რა მიიღე?
ზუკა შენნაირები არ არსებობენ.
ერთადერთი ხარ.
და სულ ერთადერთი ბიჭი იქნები.
არასდროს არ მთხოვო პატიება, არაფერი დაგიშავებია-არასდროს! არაფერი შეგშლია-არასდროს. ყველაფერს იდეალურად აკეთებდი
-ქეთო, ახლა წახვალ და სასამართლომდე დამპირდი, რომ არ იტირებ, არ ინერვიულებ, ტასოს მიხედავ, ბექასთან იქნები, მაკას გვერდით იქნები, ისწავლი, ხელს არაფერზე აიღებ, დამპირდი, რომ სასამართლოზე არ მოხვალ, არ მინდა მნახო თუ განაჩენს გამომიტანენ, თუ არ გამომიტანენ ხომ ისედაც სულ ჩემი ყურება მოგიწევს. გთხოვ, არ მინდა დაგამახსოვრდე აქ, ამოშალე ეს დღე გონებიდან
-არც იფიქრო, რომ შენ გარდა რამეზე ვიფიქრებ, არც იფიქრო, რომ მიგატოვებ და ყველაზე მძიმე წუთებში ჩემი გვერდით ყოფნით არ გაგამხნევებ
-ქეთო გთხოვ! ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც არ უნდა იქცეოდე
-არ შემიძლია ზუკა! შენი გადაგდება და ამ საშინელებაში მარტო დატოვება არ შემიძლია, ლამის შევიდე და ვთქვა, მეც თანამონაწილე ვარ მეთქი
-გაჩუმდი! გთხოვ ქეთო...მე ისედაც გგრძნობ, რომ ჩემთან ხარ
-დრო რატომ იწურება ასეთი შეხვედრისას
-ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენთან დავბრუნდე, შენ კი მანამდე ცხოვრებას დაუბრუნდი, არ დავინახო, რომ გრამი მაინც მოიკლო!
-მითხარი, რომ გიყვარვარ
-მიყვარხარ
-არასდროს დაგტოვებ, იცოდე !
-ყველაზე მძიმე პერიოდში, უარესი დაგმართე და ესეც მაპატიე ქეთო
-შენ არაფერ შუაში ხარ...
-მითხარი, რომ შენც გიყვარვარ
-ყველაფერზე მეტად მიყვარხარ
-ხომ მალე გნახავ?
-მალე გნახავ ძალიან!
-ძალიან მინდა ახლა გეხუტებოდე
-ზუკა, არ დანებდე, დავამტკიცებთ! დამიჯერე, დავამტკიცებთ!
-მარტო შენ მაძლიერებ
-დრო!-გავიგე გვერდიდან ხმა
-წადი, დროა...მიდი და ყველაფერი გახსოვდეს, რაც გითხარი
-შენც, არ დაივიწყო, არცერთი წამით, რომ ქეთო შენთანაა სულ-ვუთხარი და ხელზე ჩემი სამაჯური გავუკეთე
-რომ გამოხვალ დამიბრუნებ, ანუ რამოდენიმე დღით გთხოვნი
გისოსზე ჩაჭიდებულ ხელზე მაკოცა.
ბოლოჯერ გამომხედა და მე დაცვამ გამიყვანა.

* * *
ზუკას სასამართლო ორჯერ გადაიდო. თვეზე მეტხანს გაიწელა ეს ამბავი.
საერთოდ არაფერი აღარ ერქვა ჩემს ცხოვრებას.
ვცხოვრობდი ყველასთვის, გარდა ჩემი თავისა. კატოც კი ვეღარაფერს მიხერხებდა. სულ ბექასთან ვიყავი, ველაპარაკებოდი და მეგონა, რომ მარტო მას ესმოდა ჩემი.
ზუკას ნახვის პრაქტიკული კი არა, თეორიული შანსიც არ იყო. დათის მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ გირაოთი გამოეშვათ.
წინ და უკან დავდიოდი 24 საათი.
ძილი რა იყო, სულ დამავიწყდა.
ჭამა? ძილით მეძინებოდა მაინც, ჩემდაუნებურად და ჭამის სურვილი ისე გამიქრა, მეშინოდა მალე სუნთქვა არ დამვიწყებოდა.
არსებობა არ ერქვა ჩემს ყოფნას.
სახლი-საავადმყოფო,
საავადმყოფო-სახლი.
პირობა ვერ შევასრულე.
სულ ვტიროდი.
მეტირებოდა და ვტიროდი, რა მექნა? ემოციებს ვერ ვიკავებდი.
კატო ჩემთან გადმოცხოვრდა.
მთელი დღე და ღამე მაკვირდებოდა, რომ დაუძლურებული სადმე არ ჩავკეცილიყავი. ამას დაემატა, რომ გავცივდი, მაღალი სიცხეები მქონდა და ისე ჩამოვხმი, მუხლები ამომიცვივდა, ლავიწები დამეტყო და ნეკნებს დამითვლიდი ისე, რომ ზედმეტი მონდომება არ დაგჭირდებოდა.
ბიჭებსაც არ ვნახულობდი.
მე და კატო ვიყავით მარტო, რომ ამოვიდნენ.
კატოს ჯერ კიდევ ეძინა და კარები მე გავუღე, ნაძალადევად გავიღიმე, რომ არ შემტყობოდა სახეზე არაფერი.
დათიმ თავზე მაკოცა და ხელი ისე მომიჭირა, მივხვდი, რომ ჩემი მდგომარეობა მისთვის იმაზე მეტად გასაგები იყო, ვიდრე ოდესმე, ვინმეს წარმოედგინა
-კატო სადაა?
-სძინავს, სად დაიკარგეთ?
-რავი, დავრბოდით ამბებზე
-ხვალ რისი იმედი გვაქ?
-ხვალ არაა, ზეგაა პროცესი
-რას ამბობ გეგა, ზუსტად ვიცი 23ია ხვალ...
-გადადეს-მითხრა დათიმ
-რატომ?
-მამაჩემმა მოითხოვა, რაღაც მასალა ჰქონდა მოსაგროვებელი, წარსული და რაღაც ხო ხვდები, რომ არასდროს ყოფილა ნასამართლევი, არც შემჩნეული რამე ფაქტზე და საერთოდ ხომ ხვდები
-კიდევ ერთი დღით მეტი?
-გაგიჟდება ზუკა-მითხრა გეგამ და თავი გადააქნია
-რაზე?
-სახეზე რაც გაწერია, მაგაზე
-რა ვქნა გეგა, არც თქვენ გაწერიათ სახეზე არაფერი ნორმალური. გადაირიოს, ოღონდ გამოვიდეს და გადაირიოს, ჩვენც გადარეულები ვართ ყველა
-ბექა როგორაა?-მკითხა ვაკომ
-სიახლე არაფერი, აღარ ვიცი უკვე, სანერვიულოდ დროსაც ვეღარ ვანაწილებ
-ყველაფერი გაივლის, ქეთუ-მითხრა გეგამ და მიმიხუტა
-ზუკას გარეშე იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე ეს გონებაში დაშვებული მქონდა
-არ თქვა.. ეგ ყოფილა ჩვენი სასტავის თავიც და ბოლოც. მაგის გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ საერთოდ...
-გამოვა, მე მჯერა რომ გამოვა-თქვა ვაკომ და სიგარეტს მოუკიდა
-რის გამო, რის გამო...
-მამაჩემი გაიხევა შუაზე ქეთო, ეგ რომ მაქედან არ გამოაძვრინოს გამორიცხულია, დამიჯრე, გამოვა...
-ხვალ და ზეგ ... და მორჩება-მითხრა გეგამ და შუბლზე მაკოცა
-ბიჭებო, დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგები ხართ
-შენ ვერ წარმოიდგენ, შენ რომ არ იყო, ზუკა ასე ძლიერად არ იქნებოდა, ხელს ჩაიქნევდა...შენ აზრზეც არ ხარ როგორ უყვარხარ...
-ზეგ და მორჩება-გაიმეორა გეგამ
მერე კატომაც გაიღვიძა, ვილაპარაკეთ და ბიჭები წავიდნენ.
ჩვენ საავადმყოფოში წავედით და ის ღამე იქ დავრჩი.
მეორე დღესაც სულ იქ ვიყავი, მაკამ ღამე მე დავრჩები, შენ გამოიძინეო...
რთული დღე მელოდა, სახლში წამოვედი.

* * *
ნელი ნაბიჯით მოვდიოდი პლეხანოვზე. ჩემი სახლის მოპირდაპირედ კაცი იჯდა, გიტარაზე უკრავდა და ძალიან, ძალიან მაგრად მღეროდა.
გარშემო ხალხი იყო შეკრებილი. ციოდა, მაგრამ არავის ეზარებოდა მოსმენა.
ყველა გაღიმებული იდგა.
მე ვიდექი, აცრემლიანებული თვალებით და ხვალინდელი დღის მეშინოდა.
რა იქნებოდა, რომ ზუკა არ გამოეშვათ?
რა იქნებოდა, რომ დამეკარგა?
5,7,10 წელი..
რამდენს მისცემდნენ?...
იქნებ ვეღარასდროს მენახა?
იქნებ ...
ზუკა და მე?
მე და ზუკა და ცალ-ცალკე?
შიშისგან გამაკანკალა...
გონებაში ეს დღე ათასჯერ მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ახლა, როცა მოახლოვდა ეს საშინელი დღე...
ვერაფერზე ვფიქრობდი.
ზუკას სახე მედგა თვალწინ და ვლოცულობდი, რომ ისევ მენახა, ოღონდ გისოსებს გარეთ.
ცრემლები მოვიწმინდე და გამობრუნება დავაპირე, წელზე ხელები რომ ვიგრძენი, შევხტი და სანამ შემოვტრიალდებოდი, ეს ხელები ვიცანი.
ვიცანი.
როგორ არ უნდა მეცნო?
აუცილებლად უნდა მეცნო.
ვცნობდი ყველაფერს.
წამით რომ შემხებოდა, საკმარისი იყო-ვცნობდი...
უბრალოდ ვერ დავიჯერე...
მეგონა დამესიზმრა, ან ჯერ ისევ მეძინა...
ან მომეჩვენა...
ვბრუნდებოდი და ჩემთან ერთად ბრუნდებოდა მთელი ჩემი ცხოვრებაც...
ზუკას გაღიმებული სახე, რომელიც მაშინ დავინახე არც სიზმარი იყო,
არც წარმოსახვა...
არც დროებითი ფიქრი...
რეალობა იყო.
ყველაზე რეალური მომენტი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა.
ამაზე რეალური არაფერი იყო.
ზუკა, მისი თვალები, ხელები, ღიმილი...
არ მჯეროდა, მაგრამ რეალობა იყო.
-გამომიშვეს, ქეთუ
მითხრა მხიარულად და გაიცინა...
ეს სიცილი...
სისუსტე ვიგრძენი ფეხებში...
ახლა არა, ახლა არ წაიქცე ქეთო...
არ შეიძლებოდა ამ მომენტის გაფუჭება
-შენ... ხვალ...დღეს...სასამართლო? როგორ?
უაზროდ ვისროდი სიტყვებს და ზუკას სახეზე ხელებს ვუსვამდი...
მეგონა ხელებიდან გამომეცლებოდა და გაქრებოდა, მეგონა, რომ მალე თვალებს გავახელდი და
ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა
-არ აპირებ, რომ ჩამეხუტო?
-არ მჯერა
ესღა ამოვიკნავლე და ზუკას კისერზე ჩემი ხელები მიწვდა.
მკოცნიდა...
ამ კოცნამ გამომაფხიზლა და საბოლოოდ მიმახვედრა, რომ რეალური იყო.
ზუკა ჩემთან იყო, თავისუფალი და დანარჩენი არ მაინტერესებდა.
სიხარულისგან მერე წამომივიდა ემოციები, ყვირილი დავიწყე...
ტირილი და სიცილი ერთდროულად.
მკოცნიდა, ტუჩებზე, ლოყებზე, თვალებზე, ცხვირზე, შუბლზე...
მე ვტიროდი.
ცრემლები მომწმინდა და ნამტირალევ თვალებზე კიდევ ერთხელ მაკოცა.
-ზუკა არ მესიზმრები ხო?
-რა დღეში ჩაგაგდე-ხმა გაუწყდა ზუკას და თმებზე მომეფერა. მის გულზე ვიყავი მიხუტებული და ღრმად ვსუნთქავდი
-როგორ ზუკა?
-ბიჭები გავაფრთხილე, რომ დრო მოეტყუებინათ შენთვის, ხომ ვიცი, დარბაზიდან ცოცხალს ვერ გაგიყვანდით...
-როგორ ზუკა? როგორ? ანუ მორჩა?
-მთელი საქართველოს ბიუჯეტი ჩავყარეთ გირაოში-გაეცინა ზუკას და ხელი გადამხვია
-ვერ ვიჯერებ ზუკა...
-გამოდი შოკიდან, აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ
-ჩამეხუტე რა, ხელს ნუ მიშვებ
-გაზაფხულზე წავიდეთ რა...
-წავიდეთ
-და დღეს სახლში არ მიდიხარ
-არც ვაპირებ...

* * *
ზუკას გაღვიძება დავასწარი. საათზე დიდ ხანს ვიჯექი და ვუყურებდი. ჯერ ისევ ვერ ვიჯერებდი, რომ ასე უეცრად „დამადგა“, თან საიდან?...
ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი მორჩა.
არ მეგონა, ასე მარტივად არ წარმომედგინა. ისე დაემთხვა ერთმანეთს ყველაფერი, ცუდზე ვფიქრობდი სულ.
სამზარულოში გავედი და წყალი დავადგი.
სანამ საუზმეს გავამზადებდი, ზუკამ გაიღვიძა. ისეთი ხმაურიანი იყო, სანამ საძინებლიდან სამზარეულომდე მოაღწია, მგონი გზა და გზა რაღაცეები დაამტვრია.
შემოვიდა, უკნიდან მომეკრო და კისერში ხმაურიანად მაკოცა.
მერე მაგიდასთან დაჯდა და ჩემი ყავა მოსვა
-გშია?
-ხომ იცი, დილით არ ვჭამ-მიპასუხა და მაკოცა
-მე მშია
-გშია?-ისე გააკვირვა ზუკა ამ სიტყვამ. მერე მეც დავფიქრდი და ბოლოს როდის მომშივდა, მართლა ვერ გავიხსენე
-ხომ ხედავ, ჩემზე კარგად მოქმედებ-ვუპასუხე ზუკას და მეც მაგიდას მივუჯექი
_ყველაზე ბედნიერი დღე როდის გამითენდა იცი?
-როდის?-ვკითხე ზუკას და ყელში ბურთი გამეჩხირა...
-პირველად რომ შენთან ერთად გავიღვიძე, ახლა მეორედ, ჩემთან რომ ხარ, ჩემს სამზარეულოში , ჩემი ჭიქიდან სვამ ყავას, ჩემი ჰაერით რომ სუნთქავ, მინდა სულ ესე ვიყოთ...
-და არ ვიქნებით?-ვკითხე გამომცდელად მე
-ამის მერე რაღამ უნდა დაგვაშოროს?

* * *

„ამის მერე რაღამ უნდა დაგვაშოროს“

* * *
საავადმყოფოში მივედი, ზუკამ დაიჟინა, მეც წამოვალო. მაკას ისე გაუხარდა ზუკას დანახვა, ტირილი დაიწყო, ეს ქალი როდის გამოიცვალა ასე, არ ვიცი.
კატო ჯერ გაფითრდა და ისეთ ხმაზე მორთო ღრიალი, გარეთ გამოგვყარეს და იქამდე არ შეგვიშვეს, სანამ მაკამ ნაცნობი არ ჩარია.
კატო ალექსიძე არის დეგენერატი, ყველაფერი უნდა ჩაშალოს, მითქვამს ხო?
ზუკა მალევე გავუშვი, დაისვენე მეთქი, თან ბიჭებიც არ უნახავს.
მთელი დღე ბექასთან ვიყავი.
მერე ტასოს მივაკითხე და გავასეირნე. მეჩხუბა, ღამე მარტო მძიანვს სულო...
რა მექნა, რამდენად გავყოფილიყავი.
ერთ ვიყავი, ერთი ქეთო კიკნაძე არ ვყოფინიდი დედამიწას, როგორც კატო იტყოდა ხოლმე.
საღამოს ისევ ზუკასთან ავედი.
ბიჭების იქ დამხვდნენ, გეგა მეხუმრა თვალებიდან გამოიხედეო და გაგვეცინა.
გვეცინებოდა უკვე და
ეს სრულიად საკმარისი იყო ბედნირებისთვის.
ბიჭები გვიან წავიდნენ.
დილის 5 საათამდე ვლაპარაკობდით მე და ზუკა. ადრინდელ ამბებს მიყვებოდა, იმდენი მაცინა, ამას და ბიჭებს ისეთი ისტორიები ჰქონდათ, ცუდად ვიყავი.
ცდილობდა, რომ მალე გაექრო ის საშინელი მოგონება, რომელიც ბოლო პერიოდმა შემოგვიტოვა.
ვხვდებოდი, რომ უნდოდა უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი, ვიდრე ოდესმე ვიყავი.
უნდოდა გავეცინებინე...
გამოსდიოდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ეს მარტო ზუკას გამოსდიოდა.
შეეძლო სულ ჩამოეჭრა წარსულის ის ნაწილი ჩემი ცხოვრებიდან.
ახლა ერთადერთი რამ მინდოდა
ბექა რომ ფეხზე დამენახა და
მერე მართლა ვეღარაფერი დამხევდა უკან.
მერე ბოლომდე ბედნიერი ვიქნებოდი.
ზუკა მეუბნებოდა, ჩემთვის ყველაფერი გააკეთე და ახლა ბექასთვის ერთად გავაკეთებთო...
მჯეროდა ზუკასი და
ყველაზე მეტად ვენდობოდი დედამიწაზე.

* * *
უნივერსიტეტს თავი გავახსენე. იმდენი ხანი ვაცდენდი, ცნობების მოგროვება დამჭირდა და რამოდენიმე გამოცდის აღდგენა. ლექტორებს რომ ავუხსენი, გამიგეს და ყველა გაგებით მოეკიდა ამ ამბავს.
ცხოვრება კალაპოტს დაუბრუნდა.
ბექა ყოველ დღე უკეთესად იყო.
არ ვიცოდი ეს კარგად ყოფნა რას ნიშნავდა, მედიცინის ენაზე ვვითარდებოდით, მაგრამ ბექა არ იღვიძებდა და ეს მკლავდა.
ამის მიუხედავად ორმაგად ვშრომობდი, მინდოდა ბექა რომ გაიღვიძებდა, დავხვედროდი ძალიან ძლიერი და არ მინდოდა მასაც ენახა ჩემი ჩაცვენილი თვალები. არ მინდოდა ვინმეს კიდევ დაედანაშაულებინა საკუთარი თავი.
მთელი დღე გადარბენებზე ვიყავი, გვიან ზუკასთან ავედი. ძირითადად ვერაზე ვიყავით, დამირეკა დღეს გაზაფხულზე ვრჩებიო.
მეც ჩვეულებრივ მივიღე ეს ამბავი და ტაქსი გავაჩერე.
კარები ღია დამხვდა, შიგნიდან ჩავკეტე და მისაღებში შევედი.
ზუკა დივანზე იჯდა, ხელში ჭიქა ეჭირა და მაგიდაზე ცარიელი ბოთლი იდგა
-ზუკა, დალიე?
გაკვირვებისგან პირი დავაღე მე
-ჰო
მითხრა ჩუმად და შუბლი მოისრისა
_მარტო?
-ჰო
მითხრა იგივე ტონალობაში
-რა მოხდა?
უარის ნიშნად თავი გადააქნია
-არ მეტყვი, თუ არ მოხდა?
-ჩემთან მოდი
მითხრა და მეც ბევრი არ მიფიქრია. თავთან დავუჯექი. ჩემი თმების სურნელი შეისუნთქა და მერე ხელის მტევანზე მაკოცა,
სიგარეტს მოუკიდა,
თავი უკან გადააგდო და გვერდულად გამომხედა...
-არ დამასვენეს ქეთუ
-ვინ?
ვერ მივხვდი მე
-ყველაფერი ახლიდან დაიწყება
-რა? ზუკა გასაგებად მელაპარაკე
-ახლიდან უნდათ სარჩელის შეტანა. თავს არ მანებებენ ქეთო... ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს...არ შემეშვებიან
-რა უნდა ქნა ზუკა?
-არ ვიცი, ჯერ არ ვიცი... ჩამეხუტო შეგიძლია?
-ზუკა, რა კითხვები გაქ?
მივედი და უთქმელად მოვხვიე ხელები
-ღმერთო, როგორი დამნაშავე ვარ
ტირილამდე იყო მისული ზუკა
-მაშინებ...
-ვერასდროს მაპატიებ ამ დღეს
-ზუკა, რატომ მგონია, რომ მემშვიდობები, რა მოხდა, რა ხდება, ამიხსენი, გავიგებ, რა ვერ გავიგე, ეგ რომ ვერ გავიგო?
სიტყვებს უაზროდ ვისროდი მე
-უნდა წავიდე ქეთო
-სად უნდა წახვიდე?
-ცოტა ხნით, 3-4 თვით აქედან უნდა წავიდე
-სად უნდა წახვიდე?
-სადმე, საზღვარგარეთ, ყველაფერმა გადაიაროს და მერე ჩამოვალ. წლების ციხეში გატარებას ხომ ჯობია ცოტა ხნით წავიდე, ყველას ყველაფერი დაავიწყდეს და მერე ჩამოვიდე,არა? მითხარი როგორ მოვიქცე
ჩემს პასუხს დაელოდა, ნერვიულად იჭამდა ტუჩებს...
-3-4 თვე საკმარისია, რომ ყველაფერი დაივიწყონ?
-საკმარისია, მხოლოდ ეს გაინტერესებს?
-სხვა რა უნდა მაინტერესებდეს ზუკა? მთავარია ამ ამბავმა საერთოდ გადაიაროს. მირჩევნია 3-4 თვე ვერ გნახო, ვიდრე წლები გიყურო გისოსებს იქით...განსხვავებას ხედავ?
-ქეთო მეჩხუბე რა, ასე ნუ მპატიობ, უნდა წავიდე გესმის? აქ მარტო უნდა დაგტოვო და შენ როგორ მშვიდად იღებ, როგორ შეგიძლია, ახლა ასეთი სიმშვიდე შეინარჩუნო? რატომ არ მიყვირი, რატომ არ მირტყამ, რატომ არ მეჩხუბები, ასე ვერ ავიტან
-მიყვარხარ ზუკა, არ გემის?
-ასე ქეთო, ასე???
-გაგიჟდი? რატომ უნდა გიყვირო, შენ რამე დააშავე? ეგ თუ ვერ გავიგე, მაშინ საერთოდ რა გინდა ჩემთან
-არ ვიმსახურებ შენნაირ იდეალურს მე
-საიდან იგონებ ასეთ სისულელეებს? აბა რა გითხრა, არ წახვიდე, ციხეში ჩაჯექი მეთქი?
-მაპატიე ქეთო რა...

-მე შენთვის მითქვამს, რომ ერთადერთი ხარ? ჩემთვის ასეა და არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ...
-უშენოდ 3-4 თვე ქეთო?
-ზუკა ამასაც გადავიტანთ, მალე გავა
-წამოდი რა...
-სად ზუკა...
-ჩემთან ერთად წამოდი, საერთოდ წავიდეთ აქედან
-ზუკა...
-წამოდი რა ქეთო, გამომყევი ცოლად, წავიდეთ და სულ ერთად ვიქნებით, ყველაფერი დაწყნარდება, წამოდი რა... გთხოვ, წამოდი...წამომყევი, ერთად წავიდეთ
-ზუკა რა მითხარი?
ტირილი დავიწყე მე
-მე გითხარი, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე
-მანამდე...მანამდე რა მითხარი
-მანამდე გითხარი, რომ მინდა ჩემი ცოლი იყო...
მე ხელმეორედ ამივარდა ტირილი...ზუკამ სახეზე ხელები აიფარა
-ნუ ტირი, მოვკვდები, ნუ ტირი
მითხრა და ჩამეხუტა
-ზუკა..
-მითხარი
-ზუკა ახლა როგორ წამოვიდე ზუკა? ბექა როგორ დავტოვო? დაგავიწყდა ბექა? ახლა როცა იმედი მოგვეცა, ასე ვერ წამოვალ, ბექას ვერ დავტოვებ, ვერც შენ დაგტოვებ, ეს რატომ მთხოვე, ახლა რა გავაკეთო?
-გამომყევი...
-ასე ვერ წამოვალ, გამიგე, ვერ გამოგყვები ამ ქვეყნიდან ვერ გავალ,ბექა რომ უგონოდ წევს, მე ვერსად წავალ, მაპატიე, ზუკა გამიგე...
-ქვეყნიდან თუ არა, ცოლად მაინც გამომყევი... გთხოვ... მინდა, რომ თუ წავალ, ბედნიერი წავიდე და რომ დავბრუნდები აქ ჩემი შეყვარებული, ქეთო კი არა, ცოლი მელოდებოდეს...ბექა როგორც კი კარგად გახდება, შენ წამოხვალ და მერე ერთად დავბრუნდებით, როგორც შენ გინდა...
-როცა გინდა, სადაც გინდა, მაშინ...
-რა?
დაიბნა ზუკა
-გამოგყვები
ზუკას ფერები გადაუვიდა...
სახეზე მეორედ აიფარა ხელები და მთელი ძალით ჩამეხუტა
-ასე როგორ გიყვარვარ, ასე როგორ შემიყვარე, რომ ახლა მაგაზეც არ მეუბნები უარს? მგონია განადგურებ და ამაზეც თანახმა ხარ, რომ ახლა მე წავიდე და შენ აქ მარტო დარჩენილს მაინც ჩემი ცოლი გერქვას?
-მინდა ზუკა, რატომ არ გჯერა, რომ მინდა?
-ეს აუტანელი თვეები იქნება და შენ მაინც გინდა?
-მინდა. თუ რაღაც არ ავიტანეთ, ისე არ გამოვა. მარტივად არ გამოვა ყველაფერი. გადასალახი უნდა გადაილახოს, ოღონდ ერთად.
-ასე გიყვარვარ? ასე როგორ შემიყვარე...როგორ??
-როგორც შენ
-ანუ შენ ჩემი ცოლი?
-როცა გინდა, სადაც გინდა..
-დღეს
-თანახმა ვარ
-სიგიჟეა?
-ჩვენი სიყვარული სიგიჟეა
-და ჩვენი ქორწინებაც სიგიჟე იყოს, დაურეკე კატოს
-რას ვაკეთებთ?
გამეღიმა პირველად და ზუკას შევხედე
-ჯვარს ვიწერთ, ჩუმად... მე მოქალაქეობრივი სტატუსი არ მჭირდება, მინდა ღმერთმა იცოდეს, რომ სამყარო შენ გამო არსებობს ჩემთვის...
-გიჟი ხარ ზუკა...
-უნდა წავიდე ქეთო...
-ვიცი
-ბედნიერი წავალ, ხომ შეიძლება? და ბედნიერი დავბრუნდები, როცა მეცოდინება, რომ აქ მელოდები, არა თითზე ბეჭედს ატარებ და გიყვარვარ-ბოლომდე
-სიკვდილამდე.
-ერთად
-ვიქნებით!
-დაიფიცებ?
-დაგიფიცებ

* * *
შუა ღამე.
ჩემს გვედით კატო,
ზუკას გვერდით დათი.
ბოლოჯერ ვიცინოდით ერთად.
არ გვჯეროდა.
პირველად და უკანასკნელად მეცვა თეთრი კაბა.
სიმბოლურად.
გაგიჟებულები გვიყურებდნენ დათი და კატო, რომ ვუთხარით, რაზეც დავიბარეთ.
კატო სანამ არ მოვიდა, მატყუებო, არ მიჯერებდა.
არავინ იცოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა.
მე ზუკას ცოლი.
ზუკა-ჩემი ქმარი.
დაუჯერებელი იყო.
სრული სიგიჟე.
გაზაფხულზე დავრჩით იმ ღამეს.
საბოლოოდ დარჩა ჩემს არათითს ბედნიერების ნიშანი.
ზუკასაც და
ორივე ვიყავით მხოლოდ ერთმანეთისთვის.
რამოდენიმე დღეც და წავიდოდა, მაგრამ
აღარ გვაინტერესებდა.
იმიტომ, რომ გვიყვარდა.
უზომოდ გვიყვარდა.
ერთმანეთის სახელი გვერქვა, ერთნი ვიყავით
მე და ზუკა აღარ ვიყავით მე და ზუკა
ვიყავით „ჩვენ“ და ცალ-ცალკე აღარ არსებობდა.
მანძილი მეორეხარისხოვანი იყო.
მანძილი ხომ არაფერია, თუ გიყვარს.

* * *
მეზიზღებოდა ბავშვობიდან აეროპორტები. კატო არდადეგებზე მშობლებთან რომ მიდიოდა და ვაცილებდი, ვერ ვიტანდი მის გარეშე რომ მიწევდა ყოფნა.
დახვედრაზე მაგარი არაფერია, მაგრამ რომ აცილებ-საშინელებაა.
ეს დღეები არცერთს არ გვძინებია.
თითქოს ვიზოგავდით ამ დროს, რაც ერთთან უნდა გაგვეტარებინა. ყველა საათი რომ მნიშვნელოვანია-ეგ მომენტი გვქონდა.
3-4 თვე ეს რა დრო იყო?
მალე გავიდოდა. შეიძლება ძალიან რთული ყოფილიყო, მაგრამ სხვა რა გზა იყო?
ვერ ვეტყოდი, აქ დარჩი და დაიღუპე მეთქი.
მისი წასვლით მომწყდა რაღაც ნაწილი.
მივხვდი, რომ სანამ ზუკა არ დაბრუნდებოდა, ეს ნაწილი ბოლომდე შეუვსებელი იქნებოდა.
მე არ ვიქნებოდი ის, ვინც აქამდე ვიყავი,
არ გავიღიმებდი ძველებურად,
არ გამიხარდებოდა, არ გავერთობოდი, არ გავიცინებდი...
არაფერი იქნებოდა ძველებურად და მშვიდად, სანამ არ დაბრუნდებოდა.
ამას ვიაზრებდი და მაინც თანახმა ვიყავი.
სხვანაირად ვიფიქრებდი დღეიდან, ყველაფერს სხვა თვალით შევხედავდი.
ღიმილიც კი სხვანაირი გამიხდებოდა.
თვალებიც.
არიან ადამიანები, ვისაც შენი ღიმილის შეცვლა შეუძლიათ.
მათი წასვლის შემდეგ სხვანაირად იღიმი.
მათი წასვლის შემდეგ შენი თვალებიც იცვლება. აღარასდროს გაქ ძველებური მზერა.
მეც აღარასდროს მექნებოდა აციმციმებული და ბედნიერი გამოხედვა, რომელიც ზუკას ასე მოსწონდა.
აღარაფერი იქნებოდა მის გარეშე ძველებურად.

* * *
ბექამ გაიღვიძა.
ამდენი თვის შემდეგ და ამდენხნიანი დუმილის შემდეგ მისი ხმის გაგონება, იმდენად ბედნიერება იყო, წამით ყველაფერი დამავიწყდა.
მისი თვალები რომ დავინახე, გაუჩერებლად ვტიროდი სიხარულისგან.
ასე, უეცრად.
წინასწარ ორგანიზმმა არანაირი ბიძგი არ მოგვცა, რომ ეს გვეფიქრა. უცებ გაიღვიძა.
შუა ღამით.
მე დავრჩი.
ბოლო პერიოდი სულ მაკა ათენებდა და ძალით გავუშვი სახლში იმ საღამოს.
მე და კატო ვიყავით გვიანობამდე და მერე ისიც სახლში წავიდა.
მე მეძინა, რომ გაიღვიძა და მისი ხმა რომ გავიგე, მართლა მეგონა სიზმარში ვიყავი და ყურადღება არ მივაქციე, გვერდი შევიბრუნე და ძილი გავაგრძელე.
მერე შედარებით ხმამაღლა დამიძახა.
ზუსტად ვიცოდი, ეს ბექას ხმა აქამდე გაგებული არ მქონდა.
შეცვლილი ჰქონდა ხმაც.
ქეთოო და თვალები იმხელაზე გავახილე, კინაღამ გადმომცვივდა.
საწოლიდან გადმოვარდი.
არ ვაჭარბებ, მართლა გადმოვარდი და ხელი ვიღრძე მსუბუქად.
უბრალოდ ჩემი ხელის ამბავი რამოდენიმე საათში ვიგრძენი, რადგან ისეთ შოკში ვიყავი ბექას გაღვიძებით, რომ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, სანამ თვითონ არ მითხრა ხელი მოყანყალებული გაქო.
შემიხვიეს.
სახლში არ დამირეკავს, არავინ გამიღვიძებია.
მეთქი რომ მოვლენ სურპრიზი დავახვედროთ თქო. მაკა დილით მოვიდა, 9 საათზე. ასე ადრე იმდენად არ ველოდით, რომ გაფრთხილებაც ვერ მოვასწარით და პალატის კარები რომ გახსნა და მე და ბექა მშვიდად მოსაუბრე დაგვინახა, ისეთ დღეში ჩავარდა, ბექამ ლამის ადგილი გაუცვალა.
მერე დაიწყო წუწუნი.
მალე წამიყვანეთ აქედანო, ვერ ისვენებდა. არადა დიდი რეაბილიტაციის პროცესი ჰქონდა გასავლელი.
ბუზღუს ტყუილად კი არ ვეძახი, 24 საათი ბუზღუნებდა.
ამ ამბავმა ცოტა გამომიყვანა მდგომარეობიდან. ზუკას წასვლიდან ჯერ 2 თვე იყო გასული.
ხშირად ვერ ვკონტაქტობდით, მაგრამ როცა ახერხებდა მირეკავდა.
ჩემთან კონტაქტზე გამოსვლა საშიში იყო. იცოდნენ, რომ ჩემთან აუცილებლად გამოვიდოდა. გაიგებდნენ სად იყო, ამიტომ თავს იკავებდა.
მეც არაფერს ვაძალებდი.
სხვანაირად ვერც იქნებოდა. უნდა მორჩენილიყო ეს ამბავი.
-ბექა ნუ ბავშვობ რა!
-აუ, აღარ მშია ქეთო
-უნდა ჭამო, მაინტერესებს ახლა გშია, თუ არა?
-აუ, მაკა გახდი ამ პერიოდში შენ?
-უარესი! გააღე პირი!
-კაი ხო
ფარ-ხმალი დაყარა ბექამ.
-ქეთო
-ჰო
ვუთხარი და წვენი მივაწოდე
-როგორი შეცვლილი ხარ შენ ვერ წარმოიდგენ. ყველა ისეთივეა, როგორიც დაგტოვეთ. შენ? 10 წელი მოგემატა მგონი...რომ ვხვდები, ეს ჩემი ბრალიცაა, თავს ვერ ვპატიობ ქეთო
-სისულელეებს ნუ ამბობ. ფინალურები მაქ და გადავიღალე
-მეც ეგრე ვიქნებოდი, არც მიკვირს
-ბექა თქო
-ნერვიულობ ხო ძაან?
-ჰო
დავნებდი მე
-მალე ჩამოვა, ნუ ხარ ესე...
-ვიცი ბუზღუ
-მაგრამ მაინც ძალიან ხარ შეცვლილი
-კარგი რა, აუცილებელია ამაზე ვილაპარაკოთ?
-მაკა მელაპარაკა შენზე გუშინ
-რაო?-პირი დავაღე მე
-რავი რა...მაგრად ნერვიულობს, რომ აქამდე როგორ ვერ დავალაგეთ ურთიერთობაო, მაინდამაინც ცუდი უნდა მომხდარიყოო
-მოკლედ რა, ეგ ქალი ცალკე მოსაკლავია, რეებს გელაპარაკება
-ეგ რა ბეჭედი გიკეთია?-არ გამორჩა ბექამ-რა იყო დაგნიშნა?
მე გამეღიმა
-ჰო რა...
-რა? ნიშნობა გქონდა უჩემოდ?
-რა ნიშნობა, ნორმალური თუ ხარ? თავი ხო არ მიარტყი რამეს
-კი, მივარტყი
გაეცინა ბექას და მეც სიცილი ამიტყდა.
აი, რა იყო სასაცილო?
მაგრამ ყველაფერი უკან რომ დარჩა, უკვე ვხუმრობდით კიდეც...
-უბრალოდ მაჩუქა
ვიცრუე მე და ჯვრისწერა გამახსენდა.
ტირილი მომინდა და ბოლო ხმაზე რომ არ ავღრიალებულიყავი, ბექას მოვატყუე ჩავალ ყავას ამოვიტან თქო.
კარები რომ მივხურე, იქვე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
მენატრებოდა...
ისე, რომ შემეძლო ჩამელაგებინა და წავსულიყავი.

* * *
5 თვე რომ გავიდა და ზუკა არ დაბრუნდა, მე სერიოზულ პანიკაში ჩავვარდი.
დაპირებული 3-4 თვე ისე გაიწელა, ზუკას დავურეკე და ვუთხარი, ბილეთს ვიყიდი და წამოვალ მეთქი.
კატეგორიულად ამიკრძალა ქვეყნიდან გასვლა და მითუმეტეს მასთან ჩასვლა.
იმის მერე ზუკასთან აღარ მილაპარაკია.
ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ზუკა ესპანეთში იყო, მაგრამ გავიგე, რომ ეს პერიოდი საერთოდ არ ვიცოდი თურმე ჩემი „ქმარი“ სად იყო.
დათის წამოცდა.
უფრო სწორედ კატომ „წამოაცდინა“.
მერე მამამისი შემხვდა, ზუკას ადვოკატი და რომ მითხრა, ეგ საქმე საერთოდ დაიხურაო, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და ჩავთვალე, რომ საერთოდ სხვა რაღაც ხდებოდა.
რაც მე არ ვიცოდი და ვერც გავიგებდი, ეჭვი რომ არ შემეტანა.
იმ დღის მერე ზუკას ჩემთვის არ დაურეკავს.
ყველანაირი კონტაქტი გაგვიწყდა.
მეც არ ვიცი როგორ..
მერე ისევ ბიჭებს წამოსცდათ, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდა და ამათაც არ ეკონტაქტებოდაო.
პასუხი ერთი მქონდა „ასეა საჭირო“....
დავიშალე...
მოვკვდი.
იმ დღეს ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის.
ზუკა არ ვიცოდი სად იყო, როგორ იყო და
საერთოდ თუ იყო!!!
იმ დღეს ბექა გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან და მთელ დღეებს სახლში ვატარებდი.
ყველა რომ კარგად იყო და ამაში დავრწმუნდი, ჩავალაგე და გაზაფხულზე ავედი ცოტა ხნით.
მარტო მინდოდა ყოფნა,
ცხოვრება.
როგორც მიტოვებულს, როგორც მარტოსულს...
როგორც ერთ ადამიანს.
რომელსაც გარშემო არავინ ყავდა და მიატოვა იმან, ვინც ყველაფერზე მეტად უყვარდა.
ვისთვისაც ღმერთის წინაშე ცოლი ერქვა,
ვისთანაც ჯვრისწერით იყო დაკავშირებული.
ვისნაირ ბეჭედსაც ატარებდა,
ვისიც ერქვა!!!
მიატოვა, ისე, რომ
არაფერი აუხსნა.
ვიყავი მარტო და ვტიროდი.
დეპრესია არ ერქვა ჩემს მდგომარეობას, ეს ამაზე მეტი იყო.
მაშინ, როცა ყველაფრის გაწირვაზე დავთანხმდი, არაფერი ამიხსნა.
ჩემი არა თითი...
ბეჭედი,
ჩვენი ინიციალები,
ჯვრისწერა,
სიმბოლური თეთრი კაბა.
ბოლო სიცილი,
ბოლო ღამე და
პირველი დღე ჩვენი ერთად ყოფნისა, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა.
ბოლო დღე და ისიც ბედნიერი, რის მერეც ცხოვრება ურთულესი იქნებოდა, მაგრამ ეს მოხდა.
ეს გადავწყვიტეთ, იმიტომ, რომ
მიყვარდა.
სიგიჟემდე.
საზღვრებს იქით და ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა.
დაუთმობელს დავთმობდი ისე მიყვარდა.
მიზეზიც ეს იყო, მიზანიც, საბაბიც და ყველაფერი, რაც გახსენდება ადამიანს.


* * *
ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, მთავარია ადამიანს ურთიერთობაში რა შემოგრჩებაო. მონაპოვარის შენარჩუნებას უნდა ცდილობდეო, უნდა იბრძოდე ბოლო ამოსუნთქვამდე და არასდროს დანებდეო.
ეს ცხოვრება მაინც ისეა მოწყობილი, როგორ კარგადაც არ უნდა იცხოვრო, მაინც ბევრის გადატანა მოგიწევსო.
უფრო მეტს დაკარგავ, ვიდრე მიიღებ და
უფრო მეტ ტკივილს იგრძნობ, ვიდრე სიხარულსო და შეიძლება ნელ-ნელა საერთოდ არაფერი გახდე, თუ იმას არ გაუფრთხილდები, რაც შენ გეკუთვნისო.
იცოდა, რომ ჩემთვის იყო დაბადებული და მეც ზუსტად ვიცოდი, რომ მისთვის დავიბადე.
ქეთო რომ არ ყოფილიყო, ჩემს ცხოვრებაში არცერთი ქალი არ იქნებოდა.
არცერთი შეყვარებული და არცერთი ცოლი.
არც შვილები მეყოლებოდა არასდროს არავისგან, იმიტომ, რომ ქეთო ის ადამიანი იყო ჩემთვის, ვისაც ვერასდროს ჩაანაცვლებდი და
ვერც მისნაირს იპოვიდი ვინმეს.
რა უნდა მეთქვა?
რისი უფლება მქონდა?
რა უნდა მეთხოვა, პატიება?
როგორ უნდა მეთხოვა პატიება მისთვის.
სიყვარული?
სიყვარულს უღირსები არ ითხოვენ.
სიყვარულს ჩემნაირები ვერ მოითხოვენ.
მისი ერთი გამოხედვაც არ შემიძლია მოვითხოვო და დავინახო.
ვინც ქეთოსნაირებს ვერ აფასებს, მოსაშორებელია, დასავიწყებელია.
სუსტი აღმოვჩნდი, იმაზე სუსტი, ვიდრე ოდესმე.
ქეთო დავკარგე, ჩემთვის იდეალური გოგო.
იდეალური ცოლი.
ვგიჟდები ეს სტატუსი რომ მახსენდება. დღესაც ჩემია ქეთო, მაგრამ ვერასდროს იქნება ჩემთან.
აღარ ვიმსახურებ მას.
მე ვიმსახურებ ვინმე უთავმოყვარეოს, უსიყვარულოს, ცივს, ყალბს, ფიტულს, რომელსაც ვერაფერს აუხსნი.
რომელიც ვერ შეგიყვარებს და შენც არასდროს გეყვარება. იქნება ვინმე მსგავსი ჩემთან, მაგრამ არასდროს იქნება ჩემთვის.
იქნება სხვა,მაგრამ ქეთო სამუდამოდ დარჩება ჩემად.
არ არსებობს დაშორება და ჯვარის აყრა.
მე და ქეთო სამუდამოდ ერთად ვიქნებით იმ დღის მერე. ერთმანეთს შევპირდით და დავიფიცეთ.
ვფიცავ, ყველაზე წმინდას ჩემთვის-თვითონ ქეთოს...არ ვიმსახურებ, მაგრამ ვფიცავ, რომ მის გარდა არავინ მეყვარება.
რა გავაკეთე?
მივატოვე.
საშინელებაა მიტოვება-საყვარელი ადამიანის.
ჯობია სულელი იყო ადამიანი, ვერ ხვდებოდე რა დააშავე. ასე ცხოვრება უფრო მარტივია ალბათ. სიღრმეებში რომ არ მიდიხარ და არ უფიქრდები, არ იტანჯები ასე.
მტანჯავდა ყველა მოგონება, ყველა მიყვარხარ, რომელიც ქეთომ მითხრა და რომელიც ვერ გავუმართლე.

* * *
-საშინელებაა, როცა შენზე უარს ამბობენ და ამდენი ხნის მერეც არაფერი იცვლება-ვთქვი და სიგარეტს მოვუკიდე. კატო სახეწაშლილი იჯდა და მიყურებდა
-უარი არ უთქვამს შენზე
სცადა მისი გამართლება
-ამართლებ?-ვიკითხე მშვიდად
-არა-იყო აშკარად „გამმართლებელი“ პასუხი.
-უარი თქვა ჩემზე, ხვდები? არც ვიცი რატომ. მიზეზი რომ ვიცოდე ასეთი რთული არ იქნებოდა. რთული იქნებოდა, მაგრამ მეცოდინებოდა მაინც. კითხვები აღარ შემჭამდა. ვზივარ 24 საათი და ვერაფერზე ვფიქრობ.
ვგიჟდები...ჩვეულებრივ.
ეს ქუჩაც მეზიზღება უკვე და მაინც ვერ მივდივარ აქედან. ბოლოს სახლში როდის ვიყავი, გახსოვს?
მგონია, რომ აქ მოვა, სულ აქ მგონია რომ დამხვდება.
ვერ ვშორდები აქაურობას.
იმდენს ვფიქრობ უკვე, საკუთარ თავში ვეძებ მიზეზებს და მგონია, რომ ალბათ არ ვიმსახურებდი მის ყოფნას
-ქეთო, ნუ იტყვი ეგრე. შენ რა შუაში ხარ.
-ხომ უნდა ვიცოდე ? მითხარი ვიმსახურებ თუ არა მიზეზის ძებნას
-იმსახურებ, რა თქმა უნდა და ამ მდგომარეობაში ყოფნას კიდე არცერთ ვარიანტში არ იმსახურებდი შენ!
-მომაწოდე სანთებელა
მაგიდაზე გამოაცურა კატომ სანთებელა და მეც მეორე ღერს მოვუკიდე.
გაზაფხულის ბოლო იყო, გაზაფხულის ქუჩაზე და ჯერ ისევ გრილოდა.
ამდენი ხნის მერეც საშინლად ვიყავით.
დამანგრეველია ურთიერთობის არევა...
იმდენად დაულაგებელი რჩები, რომ სისულელისგან არ იცი რას აკეთებ..
-ხანდახან იმას ვფიქრობ, წასვლის საბაბს ხომ არ ეძებდა მეთქი. ხვდები? იმდენად შემეპარა მასში ეჭვი, უკვე რეებს ვფიქრობ. ხომ ვიცოდი, ასეთს არასდროს იკადრებდა. რომ აღარ ვყვარებოდი, მორჩებოდა. მაგრამ ვუყვარდი და ეს ფიქრი არ მაძლევს არაფერზე ფიქრის საშუალებას. ვიცოდი, რომ სიგიჟემდე ვუყვარდი და მაინც წავიდა, მიზეზი არ სჭირდებოდა და მაინც წავიდა... უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ეღალატა, ან გაერტყა, ან მართლა გადავყარებოდი და გამქცეოდა... ვიტირებდი 2 კვირა და მორჩებოდა, ახლა ბედნიერი გოგო ვიქნებოდი.
არა კატო. ერთი წამით არ შეშლია ურთიერთობაში არაფერი.
იდეალური შეყვარებულია მეთქი, ხომ სულ ამას ვიმეორებდი? მაგან რა გააკეთა? რითი მიპასუხა?
-გაგანადგურა და თავიც გაინადგურა. სადაც არის, კარგად არ არის ეს ვიცი. არ ვიცი საიდან, მაგრამ ვერ იქნება კარგად და წყნარად. ამდენი ხნის მერეც ფიქრობს, ხომ იცი? ნანობს....
-ჯვარი დავიწერეთ გესმის კატო?
ვთქვი და მესამე ღერს მოვუკიდე
-მოაშორე ეს სიგარეტი! აღარ შემიძლია!
მითხრა კატომ და ხელიდან გამომგლიჯა
-კატო გესმის? ჯვარი დავიწერეთ!-იგივე ტონალობაში ვაგრძელებდი მე-ჯვარი დავიწერეთ... მაგის ცოლი მერქვა. ჩუმად დავიწერეთ, არავინ არ იცოდა, სულ ოთხმა ვიცოდით და ახლაც ჩვენ ვიცით, რომ მე მისი ცოლი ვარ. კატო, ცოლი ვარ გესმის? ჩამოვალ მეთქი და ყველაფერი გააკეთა, რომ დავრჩენილიყავი. მეგონა აქეთ წამოვიდოდა, მაგრამ საერთოდ გაქრა.
-აი, მართლა არ ვიცი, რა გითხრა...
-რამდენი დრო გავიდა, იაზრებ? უნივერსიტეტს ვამთავრებთ კატო წელს. მაგან კიდე ერთხელ არ მოისურვა ჩემი ნახვა. მაგის ცოლი მქვია, გესმის? ერთნაირ ბეჭდებს ვატარებთ, მეგონა უმაგისოდ თვეები ვიქნებოდი, მაგრამ წლები?
-ხომ ვიცი ამაზე ლაპარაკი არ გიყვარს და იშვიათად იცლები, თუნდაც ჩემთან. მარტოობა ვიცოდი, რომ არასდროს დაგანგრევდა და თავს მიხედავდი. იმდენად ამაღლდი ჩემ თვალში, ვერც კი წარმოიდგენ ქეთო. როგორ მართლა გმირულად გაუძელი ყველაფერს. ამდენი ხანია იტან და მაინც...წარმოიდგინე ყველამ იცის, რომ შეეშალა. ყველამ...ბიჭები როგორ ჩამოგვშორდნენ? ბოლოს როდის ნახე? დათიც აღარ მეხმიანება, არ იცის რა მითხრას და იმიტომ...
და
მაინც ქეთო...
რომ ცადოს ახლა, რა იქნება?
-ახლა?
-ჰო, აი ახლა...რომ ცადოს...
-არაფერი
ვთქვი და უკანასკნელი ღერი ჩავაქრე.

* * *
ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. რამოდენიმე დღეში ნაკრების თამაში იყო და მე და ჩემი ერთგული ოპერატორი ზაზა, სიუჟეტის გასაკეთებლად წავედით ვარჯიშზე.
ჯერ მწვრთნელისგან ავიღე ინტერვიუ და მერე ერთ-ერთი ფეხბურთელისგან უნდა ამეღო. მწვრთნელმა იხუმრა, დახოცავენ ახლა ერთმანეთს, მე მინდა, არა მე მინდაო. მე ღიმილი მქონდა მიკერებული სახეზე, რადგან ეს კაცი საერთოდ საშინელი იუმორის პატრონი იყო და ზაზა კამერას იფარებდა და მეჯღანებოდა, რომ გამცინებოდა.
დათი ჩაწერეთ მაღრაძეო, რომ მითხრა, ყურები დავცქვიტე
-დათი თქვით? მაღრაძე?
-კი, კი დათი
-ჩავწერთ
გამეცინა მე და დათის დაველოდე.
ზლაზვნით შემოვიდა, რომ დამინახა, სახე გაუნათდა და ისე გადამეხვია, საუკუნის უნახავი მყავდა და მართლა მაგრად მომენატრა
-შენ აქ საიდან?-შუბლზე აუვიდა თვალები დათის
-თქვენგან შეიძლება ინტერვიუ?-გავიწელე მე
-როგორ გაჩითულხარ გოგო!
-შენ კატო უნდა ნახო
-მართლა, რას შვება?
-პირდაპირ პროდიუსერად ნიშნავენ, ისეთ დღეშია
-მაგარია კატო რა! როგორ ხართ, რას შვებით, მომიყევი
-რავიცი, ძველებურად ყველაფერი. გაიცანი ეს ზაზაა, ზაზ ეს ჩემი მეგობარია დათი
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, დათიმ წამით რაღაცაც კი იფიქრა, თავი გადავაქნიე და შერცხვა უთქმელად საკუთარი ფიქრების
-შენკენ რა ხდება? ბიჭები?
-ვაკო გერმანიაშია 2 თვეა, ჩამოვა მალე, რაღაც ბიზნესმენობა დაიწყო-გაეცინა დათის-მე ძველებურად ვთამაშობ და გეგაზე კიდე ჯობია არ გითხრა?
-რა მოხდა?
-ცოლი მოყავს
-კაი???
-კი
-როდის?
-მალე რა... დაინიშნენ უკვე
-აუ, გეგა ნახე რა... ვინ მოყავს?
-აი, „ის“
-აი, არ მჯერა დათი, რას მაიმუნობ!
-დედას ვფიცავარ! ის მოყავს!
-ამდენი ხნის მერე?
-ჰო, რა...
-ძალიან მაგარია. როგორ გამიხარდა, ისევ ერთად რომ დარჩნენ...
-ჰო, მაგარია
მითხრა დათიმ და თვალი ამარიდა.
მივხვდი, რაც ეტკინა.
მეც ის მეტკინა ზუსტად...
-შენ რას ელოდები?
-ბედს-გაეცინა დათის
-და არ გამოჩნდა, არა?
-ეჰ, რავიცი... ვერავინ მიგებს ჩემო ქეთო
-სისულელე თქვი ახლა
-შენ ისევ მაგ ბეჭედს ატარებ?
მაჯახა უცებ.
მე ფერები გადამივიდა...
ყელში ბურთი გამეჩხირა და ხმა ძლივს ამოვიღე
-არ უნდა ვატარებდე?
დათიმ მხრები აიჩეჩა. თავი დამიქნია
-არა, უბრალოდ... ხომ ხვდები...
-არ გინდა, დათი...ჩავწეროთ ხო?
-ჰო
მოკლე ინტერვიუ ჩავწერეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
წამოსვლისას მითხრა, ამ დღეებში გნახავთო. კარგი მეთქი და წამოვედით.
ზაზა მთელი გზა ცქმუტავდა, შევამჩნიე და ვკითხე, რა ხდება თქო...
-მაგარი „სტრანნი“ პონტი იყო ხო, ვერ დავამუღამე
-რაზე ამბობ?
-მაგ ბიჭზე
-დათიზე?
-ჰო, ბოლოს რაზე დაიძაბეთ, რომ კამერას თვალი ვერ გაუსწორა ტიპმა
-გრძელი ამბავია რა...
-ეგ ბეჭედით მაგას უკავშირდებოდა?
-არა, ეს მარტო მე მეხება
-მაგარი გოგო ხარ თქო გეუბნები და არ მიჯერებ
-შენ რა იცი?
-ვიცი, ნუ
-ძალიან დავიღალე დღეს და მიხარია, რომ მეტი საქმე არ გვაქ. უნდა დავიძინო
-ღამე რომ ათენებ მაგის ბრალია
-ოჰ, დედაჩემი ჩაგისახლდა?
ზაზას გაეცინა და ტელევიზიაში შევედით.
მაგრად დავძმაკაცდით ეს პერიოდი. კატოც კი ეჭვიანობდა და ამაზე მართლა მეცინებოდა.

* * *
გაზაფხულის ქუჩაზე სახლის გაყიდვა გადავწყვიტე. მინდოდა ყველაფერი გამექრო და საკუთარ წარსულთან კონტაქტი გამეწყვიტა.
ალბათ ბოლო წვეთი იყო ეს გადაწყვეტილება.
როცა გინდა ყველაფერი წაშალო.
ყველა მოგონებას ერთად მოუყარო თავი და სანაგვეზე გადაყარო.
საღამო იყო, სახლიდან ნივთებს ვაგროვებდი, კატომ რომ დამირეკა, მოვდივარო. აივნიდან დავინახე, როგორ ამოირბინა კიბეები და გიჟივით შემოვარდა სახლში. მე შემეშინდა და პირველ სართულზე ჩავედი.
კატო უკვე კიბეებზე აპირებდა ამოსვლას, რომ დამინახა კედელს მიეყრდნო და ჩაიკეცა.
ისე შემეშინდა, ეგრევე წყალი შევასხი, ცუდად ხომ არ გახდა თქო...
სახეზე ხელები აიფარა და ნამტირალევი ხმით მითხრა
-დათი ვნახე
-მერე?
-აქაა
-ვიცი, რომ აქაა, მეც შემხვდა იმ დღეს, რა რეაქცია გაქ, გადაირიე?
-დათიზე არ გეუბნები
გამაცია...
-აბა?
-ჩამოვიდა ქეთო..
-რა?
-ჩამოვიდა...
-ვინ?
ძალით დავსვი კითხვა, რომლის პასუხიც ისედაც კარგად ვიცოდი.
კატომ მეორედ აიფარა სახეზე ხელები, თავი გადააქნია და ძალიან ჩუმად მითხრა
-ზუკა

* * *
მეორე დღეს საერთოდ არ მქონდა ამის თავი, მაგრამ კლიენტებთან შესახვედრად მაინც წავედი. დილიდან ვირივით ვმუშაობდი და ამათთან შეხვედრა ძლივს მოვახერხე. სახლს ათვალიერებდნენ, მანქანის დამუხრუჭების ხმა რომ გავიგე და ფანჯრიდან გავიხედე. მანქანა ვერ ვიცანი და ისევ კლიენტებს მოვუბრუნდი, რომლებიც არ ასრულებდნენ სახლის თითოეული დეტალის შესწავლას
-თითქმის უცხოვრებელი სახლია, იშვიათად ვრჩებოდი
ვთქვი და ისევ გარეთ გავიხედე.
მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემი სახლისკენ, ფოკუსი გავასწორე და ძალიან, ძალიან კარგად გავარჩიე
როგორ შემოვიდა ჩემს სახლში ზუკა გამცემლიძე.
სისუსტე ვიგრძენი ფეხებში და ინსტიქტურად სავარძელზე დავეცი.
ამ ქალმა წყალი მომირბენინა...
ერთი ყლუპიც ვერ მოვსვი.
ხელები გამეყინა.
მეგონა, რომ სუნთქვას შევწყვეტდი, ისეთი საშინელი გრძნობა დამეუფლა. კარებზე გაბმული კაკუნი ატყდა.
ფეხი ძლივს დავდგი მყარად, რომ კარისკენ წავსულიყავი. ამ ქალის ქმარმა დამასწრო და კარები გახსნა.
ოთახში გიჟივით შემოვარდა ზუკა და პირდაპირ ცხვირწინ გამიჩერდა
-რას აკეთებ?
ბოლო ხმაზე მიყვირა
მე თითქოს ენა გადამეყლაპა, ცრემლები მომაწვა და ისიც ვერ მოვახერხე თავი გამეტრიალებინა.
-არ იყიდება ეს სახლი, შეგიძლიათ წახვიდეთ
მიმართა ცოლ-ქმარს და მომიბრუნდა
-კი, მაგრამ ჩვენ...
-არავითარი მაგრამ
-და...
-ძალიან გთხოვთ, დაგიკავშირდებით თუ გადავწყვიტეთ!
თითქმის იძულებით გაიყვანა ზუკამ სახლიდან და კარები მაგრად მიაჯახუნა.
მე შიშისგან შევხტი.
-რას აკეთებ? ამ სახლს როგორ ყიდი? ასე გგონია ყველაფერი მორჩება? გინდოდა არა ჩემი ჩამოსვლა? მაინც გინდოდა? გინდოდა გაგემწარებინე? ამ ადგილას სხვას რომ ვერ ავიტანდი არ იცოდი? რას აკეთებ? რატომ ყიდი?მე ვიყიდი.
არა ხომ გინდა გაყიდვა, მე ვყიდულობ, რა ღირს? რა საბუთებია საჭირო? მითხარი, ახლავე, წამოდი გადავაფორმოთ, ახლავე ვიყიდი.
არ გაგაყიდინებ ამ სახლს, რომ მოვკვდე ქეთო!
ასე ვერ წამშლი და ვერც დამაბრუნებ.
ასე ვერ ამომშლი. ყველა მოგონებას ვერ წაშლი.
გინდოდა, რომ ჩამოვსულიყავი და ესენი მელაპარაკა, არა? გინდოდა? მითხარი
ნუ ხარ ჩუმად! ამოიღე ხმა...
დამელაპარაკე...
რატომ აკეთებ ამას? მითხარი რამე... ხმა გამეცი...
ქეთო...
ქეთო, შემომხედე,
ქეთო გაახილე თვალი..........

* * *
პირველი რაც ვიგრძენი, წამლების სუნი იყო. შემდეგი თავის ტკივილი.
თვალები მძიმედ გავახილე.
მივხვდი, რომ ვიწექი, თანაც პალატაში.
თეთრ კედელთან ზუკა იყო ატუზული, თავით მაგრად ეყრდნობოდა კედელს და ხელებს მასზე რითმულად ათამაშებდა.
თვალები ისევ დავხუჭე, რომ ამ სურათისთვის არ მეყურებინა.
ძალიან ხშირად წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ასეთი? არაფრისმთქმელი.
არაფერი რომ არ მოხდა.
ისეთი.
ეს ფიქრი მღრღნიდა.
რომ არაფერი იყო ჩვენი შეხვედრა, ამდენი ხნის მერე.
ზუკა მიხვდა რომ მეღვიძა და ახლოს მოვიდა. მივხვდი, როგორ შეეხო ჩემს არათითს და მასზე არსებულ ბეჭედს, რომელიც დღესაც კი არ მქონდა მოხსნილი.
ჩაიმუხლა და ხელზე მაკოცა.
ვიტირე.
ჩაწითლებული თვალები გავახილე და ჩუმად ვუთხარი
-ამდენი ხნის მერეც შენი ცოლი მქვია.
ზუკამ სახეზე ხელები აიფარა.
10 წუთი ასე იჯდა, მერე ადგა და უკანმოუხედავად წავიდა.

* * *
სრული ისტერიკა მქონდა.
იმდენად ცუდ დღეში ვიყავი, რომ მაკას ყველაფერი მოვუყევი. გაგიჟდა, სხვა შემთხვევაში აუცილებლად მეჩხუბებოდა, მაგრამ
ახლა არც ამის დრო იყო და არც ადგილი.
2 დღე ჩვეულებრივ ვიწექი, იმიტომ, რომ წამოდგომის თავიც არ მქონდა.
ისე ვიყავი დაცლილი ემოციებისგან.
სამსახურშიც პრობლემები შემექმნა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
ჩამოვიდა და რა?
რა მოხდა?
რა გააკეთა?
იმის მაგივრად, რომ მეგონა იაზრებდა ოდნავ მაინც ყველაფერს, საპასუხოდ რა მივიღე?
ვერც მივხვდი მის პოზიციას.
საერთოდ ვერაფერი გავიგე და დავრჩი ასე არეული უაზროდ.
ისე როგორც არასდროს ვყოფილვარ.
მინდოდა მეჩხუბა, ყველაფერ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, მეყვირა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
ვერ დაველაპარაკებოდი.
ვერ მივიდოდი და ყველაფერს ასე უბრალოდ ვერ ვეტყოდი.
ალბათ იმიტომ, რომ ისევ მიყვარდა და
გაუცნობიერებლად
ყველაფერი ვაპატიე.


* * *
გეგამ ქორწილში დაგვპატიჟა.
იმაზე მეტად არ მინდოდა ზუკას გარემოცვაში ყოფნა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. მაგრამ შანსი არ მქონდა.
ჯერ ერთი, რომ სირცხვილი იყო გეგასთან და მეორეც კატო მიჩიჩინებდა, რომ პირიქით უნდა წავსულიყავი და გნახოს, რაც დაკარგაო.
მოკლედ დიდი ბრძოლის მიუხედავად, კატომ მაინც „შემფუთა“ და თავი გეგას ქორწილში ამოვყავით.
მეჯვარე ზუკა იყო.
ჩვენ დათიმ გამოგვიარა და წაგვიყვანა.
ვიფიქრეთ პირდაპირ რესტორანში მივალთ თქო, მაგრამ ჯვრისწერაზე დასწრება არ ამცდა.
ჯვრისწერაზე თავი ბევრჯერ შევიკავე, რომ ცუდად არ გავმხდარიყავი და სერიოზულად არ მეტირა.
ბეჭედს ვუყურებდი და ზუკას დავაკვირდი.
ამ ადგილას მეორედ იდგა, ამჯერად მეჯვარის ამპლუაში.
ბეჭედი ზუკასაც ეკეთა.
ჩემნაირი.
ვიდექით ერთად და არა ერთმანეთისთვის. ეს იყო ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა.
რომ დამინახა, თვალები გაუწყლიანდა.
არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ იმ წამს მის მზერაში იმხელა ტკივილი დავინახე, რომ მეც საშინლად მეტკინა და
უკვე მეორედ
ვაპატიე ყველაფერი გაუცნობიერებლად.
გულის სიღრმეში ხომ ის ხდება, რაც რეალურად უნდა ხდებოდეს.
თუმცა ადამიანები არ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ გამოვტყდეთ იმ გრძნობაში, რაც გულის სიღრმეში იმალება.
შედეგად ძალიან ბევრი ცუდი ხდება.
გულის სიღრმეში ყველაზე წმინდა და წრფელი იმალება.
მის იქით არის პრინციპები, სიამაყე, სამაგიეროს გადახდა, შენ მიმატოვე, შენ დამშორდი, ასე არ შეიძლება და მსგავსი ფრაზები, რომელიც გულის სიღრმეში ჩაფიქრებულის ახდენის საშუალებას არავის აძლევს.
მე და ზუკამ იმ წუთას ის ვიგრძენით, რაც უნდა გვეგრძნო ორივეს და
მივხვდი, რატომ წამოგვიყვანა დათიმ ჯვრისწერაზე.

მე და ზუკას გადაკვეთა აღარ გვქონია. წამოსვლა რომ დავაპირეთ, გეგასთან მივედით და დავემშვიდობეთ.
ზუკამ ეგრევე აიღო მანქანის გასაღები და მე წაგიყვანთო თქვა.
მე და კატო რეტდასხმულები გადავხტით უკან, უკვე ტაქსი გამოძახებული გვყავსო
-მერე გააუქმეთ
გვითხრა და კარისკენ წავიდა.
დათიმ თვალი ჩამიკრა, წაყევიო.
კატო ისე დავტოვეთ, ხმა არ ამომიღია.
წინაც კატო ჩავსვი, იმიტომ, რომ მე შეიძლებოდა გული გამსკდომოდა.
კატოს სახლიდან 100 მეტრში მანქანა გააჩერა ზუკამ
-გადმოდი
მითხრა ჩუმად
-არ მინდა, ვიჯდები
ვუპასუხე მისნაირ ტონალობაში მე
-ქეთო, არ მახვეწნინო, გადმოდი.
ხმა არ გამიცია, მიხვდა, რომ გადასვლას არ ვაპირებდი.
გადმოვიდა, მანქანიდან და კარები გამიღო.
თვითონ მანქანას მიეყუდა და სიგარეტს მოუკიდა. მთვრალი იყო, ცოტა.
მაინც საჭესთან იჯდა, მაგრამ მაინც დალაგებულად შეეძლო ლაპარაკი, თუ ილაპარაკებდა.
უხმოდ გადმოვედი მანქანიდან და გვერდით დავუდექი.
არ მომიწევია, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ნერვიულობის გამო ვაკეთებდი.
-დღეს ისეთი ლამაზი იყავი, შენ თავს გეფიცები, ახლიდან შემიყვარდი, როგორც პირველად გაზაფხულის ქუჩაზე, რომ დაგეჯახე
ლოყაზე ცრემლები ვიგრძენი.
ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და მინდოდა მოთქმით მეტირა.
დავმჯდარიყავი და ბოლო ხმაზე მეყვირა.
ჩემი თავი დაიფიცა.
და სიყვარული.
ისევ ვუყვარდი.
ისევ ისეთი იყო, როგორიც ადრე.
არაფერი არ იქნება მეთქი, რომ ვამბობდი ის გამახსენდა და თვალთან მომდგარი ცრემლი ხელით შევაჩერე..
-არ გინდა, გთხოვ
-როგორ არ მინდა
-ახლა აღარ გინდა და არც მე მინდა
-ეს ყოველთვის ორივეს გვენდომება.
-რა გინდა ზუკა?
ვკითხე მე და მივხვდი, როგორ დავიღალე
-არ ვიცი. არ ვიცი ქეთო. არ ვიცი პატიება როგორ უნდა გთხოვო, ან სიყვარული როგორ უნდა გთხოვო. არაფრის ახსნას არ მთხოვ, პასუხს არ მთხოვ და ეგ მანადგურებს. მინდა მეჩხუბებოდე და მიყვიროდე, მეუბნებოდე, რომ უნამუსოდ მოგექეცი, შენ კიდე საპირისპიროს აკეთებ, ყველაფერს ისე აკეთებ, რომ თავი არარაობად ვიგრძნო...
-ყველაფერზე მეტად მინდოდა ყოფილიყავი, როცა ბექას ამბავი გადავიტანე, როცა ძლივს ფეხზე დავდექი, უნივერსიტეტი დავამთავრე, საყვარელი საქმე ვიპოვე, ვმუშაობ, ყველაფერი დამილაგდა, მაკასთან ურთიერთობა დავალაგე, პრობლემა საერთოდ არსად არ მაქ, არცერთ ვარიანტში პრობლემა არ მაქ. ყველა საქმე თავის ადგილზე მაქ დალაგებული... მაგრამ მაინც არ ვარ კარგად, შენც იცი რატომ...იცი, რა არის ახლა? ახლა ყველა სიტყვა ტყუილია და ყველაფერი უბრალოდ ემოციური ფონის გამო ხდება.
ეს ყველაფერი ტყუილია და ყველა სიტყვა ნაძალადევი, მოვალეობის მოხდაა და მეტი არაფერი.
ზუკა, მე აღარც შენი ცოლი ვარ და აღარც შენი შეყვარებული.
მე და შენ არავინ არ ვართ ერთმანეთისთვის. ნუ დაიჯერებ შენივე ტყუილს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ისევ გვეყვარება და არ მჭირდება ეს თავის გამართლება, არც სიყვარული არაფერში არ მჭირდება ახლა. როცა მჭირდებოდა, მაშინ არ იყავი და ამის მერე რა იქნება, არ მაინტერესებს.
ვუთხარი და უკანმოუხედავად წამოვედი ზუკასგან.
არ უცდია გამოკიდება, არც უნდა გამომყოლოდა.
იმიტომ, რომ ახლა უაზრობა იქნებოდა.
მეც არ ვიცი, ეს რატომ ვილაპარაკე.
ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ვაპატიებდი ასეთ მიტოვებას.
მე ხომ მართლა მისი ცოლი ვიყავი?...
ბეჭედი მოვიხსენი და ჩანთაში ჩავიდე.
ამდენი წლის მერე ბეჭედი პირველად მოვიხსენი და ძვლებიც კი ამტკივდა სინანულისგან.

* * *
შუადღეს გავიღვიძე, ტელეფონზე მესიჯი დამხვდა...
გასაგებად ეწერა:
-ეს სიყვარული ისევ გვჭირდება და მე და შენ არასდროს დავმთავრდებით.
ტელეფონი გამოვრთე და ძილი შევიბრუნე.

* * *
ზუკა 2 კვირა ვერ ვნახე.
იმდენად ვინანე ჩემი უკანასკნელი სიტყვები, მეც არ ვიცი, რას ვაკეთებდი.
გაზაფხულის ქუჩაზე ავედი.
ჰო, სახლი აღარ გამიყიდია.
ზუკას მანქანა რომ დავინახე, გული შემეკუმშა.
გამობრუნებაც დავაპირე, მაგრამ აივანზე ბიჭები დავინახე, მოვიკითხე ყველა და სახლში შევედი.
რომ მოსაღამოვდა ზუკამ დამირეკა, ეზოში გამოდიო.
არც ვიცი ასეთი სიჩქარით რატომ დავეშვი კიბეებზე. ზუკა გარეთ იდგა.
დაღლილი სახე ჰქონდა.
დამეფიცება, გამოუძინებელი იყო და გადათენებული ჰქონდა.
მაქსიმუმ 5 ჭიქა ჰქონდა დალეული, მინიმუმ 3...
არ მინდოდა მთვრალზე რომ მნახულობდა, მაგრამ ეს სიმთვრალე არ იყო.
ისიც არ ვიცი ხმის ამოღება როგორ მოვახერხე
-ყველა პრობლემა მოაგვარე?
-რა?
დაიბნა ზუკა და ეჭვი მაქვს, წინასწარ მომზადებული ტექსტი წყალში ჩაეყარა.
-ყველაფერი მოაგვარე? რის გამოც წახვედი?
-კი
მითხრა და თავი დახარა-გაინტერესებს?
მკითხა ცოტა ხანში
-კი
-საშინელებაა დამალვა რომ გიწევს. ყველასგან და ყველაფრისგან. არავის რომ არ ურეკავ და არ ეკონტაქტები. არ ვიცი, იქნებ ჯობდა არსად წავსულიყავი, ჩავმჯდარიყავი, გვერდით მაინც მეყოლებოდი, მოხვიდოდი, მნახავდი, როცა შეძლებდი და ვითომ ბედნიერები ვიქნებოდით. მერე შენ მოგბეზრდებოდა ციხეში სიარული და დამივიწყებდი, ახლა უკვე ბედნიერი იქნებოდი და არა ისეთი განადგურებული, როგორიც ჩემი წყალობით ხარ
-სისულელეებს ნუ იძახი
ვუთხარი გაღიზიანებულმა...
-ეგრე არაა?
-საერთოდ არაა ეგრე. უნდა წასულიყავი და წახვედი
-მაგრამ იმაზე დიდი ხანი დამჭირდა, ვიდრე გვეგონა?
-დაგჭირვებოდა, ოღონდ მცოდნოდა, რომ გჭირდებოდა. მცოდნოდა, რომ კარგად იყავი, რომ საერთოდ იყავი და არცერთი წამი პრობლემა არ მექნებოდა
-ქეთო...
მითხრა ხმა ჩახლეჩილმა
-რა იყო?
-იცი, რას ვფიქრობდი? თვალებში რომ გიყურებ, სულ მგონია, რომ ჩემი სულის ნაწილს ვხედავ. რამდენჯერაც შენ გეტკინა, იმდენჯერ მე გავნადგურდი და დავზარალდი, იმდენად უარესად მეტკინა მე, ასჯერ მეტად მეტკინა. ვხვდებოდი, როგორ გტკენდი და ეს მკლავდა, ყოველ დღე ამ ფიქრით ვიღვიძებდი და ვიძინებდი, რომ ჩამოვიდოდი და ხელზე სხვა ბეჭედი გეკეთებოდა. მეგონა, რომ აღარ გიყვარდი და არ მაპატიებდი.
იმდენად არარაობად ვიქეცი, რომ შენს სიყვარულშიც კი ეჭვი შევიტანე.
ჩამოვედი და რა?
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ვარ დამნაშავე.
შენ გგონია ვერ ვხვდები, გრძნობები რომ არ შეგვცვლია?
შენ ისევ ჩემი სულის ნაწილი ხარ და შენს თვალებში ისევ ჩემს სიყვარულს ვხედავ.
ეს მინდოდა მეთქვა და მეტი არაფერი.
ახლა წავალ.
შენ არ იტირო გთხოვ.
სულ მგონია, რომ ტირი და ეს ფიქრიც არ მასვენებს.
გთხოვ, ჩვენს სიყვარულს გაფიცებ, ჩემ გამო არცერთხელ აღარ იტირო.
სანამ ისევ არ დავიმსახურებ.


* * *
დილის 6 საათი იყო. საშინელი სიზმარი ვნახე და გამომეღვიძა.
შეშინებული ვიყავი.
მარტო.
სახლში როგორც ყოველთვის არავინ იყო.
გაზაფხულზე ვიყავი.
გარეთ რომ გათენებული იყო, დრო არც კი ვიცოდი, დაბლა ჩავედი.
გარეთ გავალ მეთქი, გავიფიქრე. არც ვიცი ეს რატომ გავიფიქრე, ტელეფონმა რომ დამირეკა. ინსტიქტურად ვუპასუხა
-გისმენთ
-გარეთ გამოდი რა...
გავიგე ზუკას ხმა და ერთიანად გამოვფხიზლდი
-რა?
-დაბლა ვდგავარ, შენს სახლთან
-ზუკა, სახლში არ ვარ, ჩვენკენ ვარ...
-მეც ჩვენთან ვარ, ჩამოდი...
ჩვენკენ,
ჩვენთან...
ეს სიტყვები ისე მომხვდა ყურში..
პირველი რაც მომხვდა ხელში, გადავიცვი და კიბეებზე დავეშვი.
ეზოში იჯდა ზუკა-ჩემთან.
სიგარეტი ჩააქრო, რომ დამინახა და ჩემკენ წამოვიდა.
არაფერი უთქვამს.
მოვიდა უბრალოდ და ჩამეხუტა.
ეს ჩახუტება ჩემთვის ყველაზე თბილი იყო, სხვანაირი...
განსხვავებული.
ამდენი ხნის მერე პირველად ჩამეხუტა.
საერთოდ არც კი გადაგვიკონია ერთმანეთი.
ჩამეხუტა და ყველაფერი თქვა ამ ჩახუტებით.
ხანდახან საქციელებით უკეთესად გამოთქვამ სათქმელს, ვიდრე სიტვებით.
არის მომენტები, როცა სიტყვები არაფერ შუაში არაა...
არის მომენტები, როცა ისედაც ნათელია, რომ გიყვართ და
ეხუტები, იმიტომ, რომ გენატრება.
ეხუტები, იმიტომ, რომ შენია...
-ზუკა...
-ჰო...
-აქ რას აკეთებ?
-მინდოდა ჩაგხუტებოდი..
-სულ ესაა?
-ამაზე მეტი, რა გინდა? ჩემთვის ეს ყველაფერია. ამაზე მარტო ოცნება შემეძლო. ამაზეც და ჩვენს სიყვარულზეც
-იცი, ამბობენ მხოლოდ ის სიყვარული კვდება, რომელზეც აღარ ოცნებობენო...
-სიყვარულისთვის რისი გაკეთება შეგიძლია?
-შენთვის ყველაფრის
ვუთხარი ჩუმად და საკუთარი სიტყვების და გამბედაობის მეც კი გამიკვირდა.
ზუკა ერთ ხანს ჩუმად იდგა...
მერე ოდნავ უკან გაიწია,
ფრთხილად მომიახლოვდა
თავი ამაწევინა და მთელი გრძნობით მაკოცა.
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა.
ყველა მოგონება ერთიანად ამომიტივტივდა.
გამახსენდა ყველაფერი.
როგორ გვიყვარდა და როგორი ბედნიერები ვიყავით.
და რატომ არ უნდა ვყოფილიყავით ერთად?
ერთი შეცდომის უფლება ხომ ყველას აქვს?
ერთ შანსს რომ ყველას აძლევენ?
საერთოდ რა შუაში იყო შანსები და პატიება. თუ გიყვარს-აპატიებ კი არა, შერიგებას უნდა ვასწრებდეთ ადამიანები ერთმანეთს.
თუ გვიყვარს, უკან რატომ უნდა დავიხიოთ?
გიყვარს ხომ?
ხვდები თავს რაზე დებ?
სიყვარულზე...
და მერე არ გაქვს უფლება ხელი გაუშვა, უკან დაიხიო, არ აპატიო და არ შეურიგდე.
პატიება არ უნდა ითხოვოს,
შერიგება არ უნდა ითხოვოს.
თავისთავად მოხდა ყველაფერი.

* * *
თეთრი კაბა აღარ ყოფილა.
ერთხელაც საკმარისი იყო, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ.
არც კატო და დათი იყვნენ მეორედ მეჯვარეები.
მაგრამ საბოლოოდ დაერქვათ ცოლი და ქმარი.
პირველად წლების წინ ჩუმად დაწერილი ჯვარი, ცხოვრების ბოლომდე გაყვებოდათ.
ისე, რომ არასდროს შეეშლებოდათ, არასდოს გატეხდნენ ფიცს.
გაზაფხულზე გადავიდნენ.
ყველაფერი ხომ გაზაფხულის ქუჩაზე დაიწყო.
დამთხვევით, ერთ რიგში ყოფნით, მერე დაჯახებით და უცებ-მეზობლები.
ზუკა და ქეთო.
გამცემლიძე და კიკნაძე.
ყველაფერი საათივით აეწყო.
ყველაფერი მწყობრში ჩადგა. მაკამ და ქეთომ ძველებურად გააგრძელეს.
ბექას და ტასოს მეორე მშობელი ისევ ქეთო იყო.
ირაკლი ისევ არ ერეოდა და დანარჩენებს ისევ არ აინტერესებდა.
შეიცვალა ის, რომ ქეთოს აღარავინ აღიზიანებდა და ვინც უყვარდა, ყველა გვერდში ჰყავდა.
კატოსთან ურთიერთობა არასდროს დასრულებულა.
რამოდენიმე თვეში კატომაც იქორწინა.
ქეთოს და ზუკას
ვერაფერი დააკლო ვერც დრომ, ვერც ენით აღუწერელმა ტკივილმა.
ვერ მანძილმა და ვერც დანაშაულმა.
ქეთო ხშირად უმეორებდა ერთადერთი ხარო.
ზუკაც არ ჩამორჩებოდა, იდეალურს უწოდებდა...
და განა არ იყო იდეალური?
ხშირია ასეთი სიყვარული? ალბათ არა...
ალბათ ერთეულებს შეუძლიათ სიკვდილამდე ერთგულება.
ხომ ხშირად მითქვამს ეს სიტყვები? რომ
წარმოუდგენელია, მაგრამ გინდა-არ გინდა ყოველთვის უკან დაგაბრუნებს ეს გრძნობა,
საიდანაც დაიწყე.
სხვანაირად არ გამოვა.
მაშინ სიყვარული არც ყოფილა.
თავის მოტყუება იყო-ეგრე გამოდის.
უყვარდათ ხო.
შეუყვარდათ.
უეცრად.
უეცრად რომ გიყვარდება ყველაზე სასწაულია მეთქი-სულ ვამბობდი.
არ იცი ვინაა და უცებ ხვდები, რომ გიყვარს.
შეიძლება ვეღარასდროს ნახო, მაგრამ არასდროს დაგავიწყდება.
სწორედ ამ დროს ჩნდება ბედნიერი დამთხვევები...
სასწაულია სიყვარული თავად.
სასწაულებს რომ ახდენს და ისეთებს ახვედრებს, თავისით რომ ვერასდროს მოახერხებდნენ შეხვედრას.
სასწაულია, აბა რა არის?
სიყვარულია.
ყველაფერია.

* * *
გაზაფხულის ქუჩა.
ქეთო კიკნაძე და
გამცემლიძე ზუკა.
ჰო, ზუკას არავინ "გაუცია", ერთადერთი იყო და იმიტომ.скачать dle 11.3

 




№1  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

აუუუ ანკა როგორ მიყვარხარ მე შენ საორება ხარ <3

 



№2  offline √ წევრი ™ Mariiiiami

აიი ვისი გამოჩენა გამიხარდა მეე...წავიკითხავ და დაგიბრუნდები❤❤❤

 



№3  offline √ წევრი ™ dzadzamia25

ვტირი...
მიზეზი იცი.
ზუკა ჩემია..
ჩემმა გონებამ შექმნა,შენმა ხელებმა...
თავიდან ბოლომდე ჩემი და შენია...
მინდოდა ვყოფილიყავ პირველი,მაგრამ ცუდი ვარ,ცუდი...
გახსოვს,როგორ მოგთხოვე კატეგორიულად–ზუკას ველოდებითქო
აუ არ ვიცი ახლა მართლა რას ვგრძნობ,მაგრამ ფაქტია
ყველაზე ბედნიერი
დაბნეული
გაშტერებული
და ემოცია მოზღვავებული ვარ
ზუკა...
ქეთოს
მარიამის
მაშოს
და ანკას ზუკა..
არ არსებობს
ის არსებობს
როგორც სხვა ზუკები არსებობენ,მათი არსებობის შესახებ ჩვენ რომ ვიცით.
მიყვარხარ
პირველი სტადიიდან დაწყებული
გაღმერთებამდე დამთავრებული
ვიცი როგორ გინდოდა ეს ყველაფერი ჩემს დღეს დამთხვეოდა
მაგრამ ვერ მოასწარი
სამაგიეროდ,ახლა თვაცრემლიანი ვცდილობ რაღაცის ამოკითხვას..
ჯერ ვერ შევძლებ წაკითხვას,უნდა დავმშვიდდე...
მიყვარხარ ანკუ მე შენ...
მიხარია,რომ შენი პირველი ვარ ყველა გაგებით.
აბსოლიტურად ყველა.
პირველოო..
ასე მიწოდებ
ეგოსიტურად მიხარია,რომ ასეცაა..
შენი პირველი ვარ
მიყვარხარ,ბევრჯერ გეტყვი
იმიტომ,რომ ჩემი ცხოვრების კიარა,ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხარ
მადლობა ამისთვის.
მადლობა,რომ არსებობ
და მადლობა რომ ჩემთან ხარ და ჩემი გქვია...

ამ ფოტოზე..
არ დამავიწყდება ,რა ელეთმელეთი დამემართა..
მეთქი ფეხით მოგაკითხავ ახლათქო..
რამდენი ვიცინე,რომ გავგე ეს ის არ იყო
და ყბა ჩამოვარდნილი დავრჩი
უხ ტიიი...

 



№4  offline √ წევრი ™ qeti.ii

ძალიან კარგი,ემოციური იყო,მშურს მათი მეც მინდა ასეთი გრძნობა,ეს მართლას იშვიათი და დასაფასებელი სიყვარულია,სასწაულად წერ ასე გააგრძელე,გულთან ახლოს მოვიდა ეს ისტორია და შემიყვარდა,ძალიან კარგი ხარ,ტკბილო!❤❤❤heart_eyes

 



№5  offline √ წევრი ™ tasusuna

კარგი გოგო ხარ!
კარგზე კარგი.
ჰო,შენ გამო მეუღლე გამიბრაზდა..
ლობიო ჩამეხარშა :(
ახლა ავდგები და ჩახარშული ლობიოთი მაინც გემრიელს გავაკეთებ,იმიტომ რომ გემრიელ ხადიათზე დამაყენე!
აუ,ძაან კარგი გოგო ხარ!
კარგია,რომ წავიკითხე..
მაგრამ
ვაი თუ ლობიო ვერ გამომივიდა გემრიელი???
ქმარი გამექცევააა

 



№6  offline √ წევრი ™ dzadzamia25

მომინდა
ჯანიაშვილი ჩამერთო და ისე წამეკითხა...
გამომივიდა ხო იციი
ვერც კი წარმოიდგენ რამდენი დამთხვევა აღმოვაჩინე,რეალურს და არა რეალურს შორის..
თითქოს რეალური ანკა იყო აქ ჩასახლებული
ასეცააა.
ბევრ მმენტზე მქონდ ატეხილი სიცილ–ტირილი
ისე,რომ ჩემს თავსაც ვერ ვუგებდი რა მჭირდა.
ზუკა ცუდად რომ მოიქცესო რასიზამო?
არ მოკლას,არ გააუპატიუროს
არაფერს არ ვიზამთქო
გეკადრებაო?
არა,არ მეკადრება და ვიცი მისი ცუდი გამოსწორებადიათქო.
ეს გამახსენდა და მივხვდი,თურმე ცუდს რაში გულისხმობდი...
ქეთო...
ქეთაჩკაა..
ეგ რა მაგარი ტიპი იყო,ზუსტად "ჩემი"ზუკას შემადარი.
ზუკაზე მაგარი ტიპი,არავინ დაიწუწუნოს,რომ არსებობს.
ვერ იარსებებს
მე და შენ შევქმენით
რეალური ზუკებისგან
უმეტესად რათქმაუნდა შენ
მე მხოლოდ ერთი ციდა თხოვნა მოვუშვი შენ
საგონებელში ჩამაგდეო
მაშინ მითხარი
აღიარე პროსტა,ხომ ვარ კარგი გოგო?
ეს გამცემლიძე,სად გამომიძვრე? არ ველოდი
ყბა ჩაგდებლი დამტოვე
ისაო,ესაო
და უცებ
გამცემლიძე?
არა,ნუ კი მომეწონა,მაგრამ არ ველოდი...
იცი რას მივხვდი,რაც შეიძლება მალე მინდა "ის"
ჩემი და მაშოსი.
სასწრაფოდ
ლომკაში არ მინდა ჩაგდება
და ჰო კიდეე.
აი იმას რო შეგვისრულებ,რაღაც უნდა დამისქრინო და მერე მაჩვენოო
მზად მაქვს
შევადაროთ
...
უხხ ტიი
...
ძალიან მიყვარხარ ანკუ :)
არვიცი,იმდენმა მოიყარა რეალურმა თავი,სადაცაა ბედნიერებისგან გავსკდე და მერე მარტივად ჩავიფუშო
შენი "პირველი"ჰაერშია"
გაშტერებული
აზრზე არაა რა ხდებაა ))
ღირდა,ყველაფერი ღირდა...
ამდენი ლოდინიც,წუწუნიც და მოუთმენლობაც
ერთიანად ამაფეთქე მე შენ..
მიყვარხარ
პირველი პირველ კომენტარს არ გიწერს,მაგრამ ჩემნაირი შეგრძნება ამის წაკითხვისას 100% ით ვიცი არავსი ექნება
მიზეზი კი,ყველაზე კარგად შენ იცი ))
ჩემი ბასასო <3

 



№7  offline √ წევრი ™ იოსეული

რამხელა კომენტარი მქონდა დაწერილი და წამეშალა ((
არაუშავს, თავიდან დავწერ ^^

კარგად მახსოვს, შენი პირველი ისტორია მატარებელში წავიკითხე, დროის გასაყვანად. "სრულად" ისტორიებს ვათვალიერებდი და სასწაულად გამიკვირდა ისეთი სახელი ჰქონდა ისტორიას, "როგორ გავხდით ერთმანეთის მკვლელები". დამაინტერესა და წავიკითხე. მომეწონა თუ არა? მომეწონა რომელია, დავყევი და ყველა, აბსოლუტურად ყველა ისტორია წავიკითხე იმ დღეს, იმავე მატარებელში. თავიდან მეძინებოდა, მეზარებოდა კითხვის დაწყება, მაგრამ პირველი ისტორიიდან მოყოლებული, ყველა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. თავიდან თუ მეძინებოდა, ბოლოში ვცმუკავდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, კიდევ მინდოდა, მაგრამ აღარ იყო. დამთავრდა. შეტყობინების გამოგზავნა მინდოდა, მაგრამ ბოლო ისტორიის დადების თარიღს დავხედე, რამდენიმე დღის წინ დადებული აღმოჩნდა და შემრცხვა მოწერის, რამხელა სითავხედეა-თქო ვიფიქრე. მას შემდეგ, მე და შენი ისტორიები განუყრელი მეგობრები გავხდით. ყველგან ერთად ვართ. ჭირშიც და ლხინშიც.
შენი ყველა ისტორია ერთმანეთს ჰგავს რაღაცით, მაგრამ ყველა მაინც იმდენად განსხვავებულია, შეიძლება გადაირიო :)))
ახლა, დაველოდები როდის შეიცვლება შენი დადებული სიახლეების რაოდენობა -32 - 33-ით.
მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა.
თუ მატარებლით(სხვა ტრანსპორტიც წავა) მიემგზავრებით სადმე, აიღეთ ანსის ისტორიები და მიირთვით.
შეგერგოთ!
ჭირი იქა. ლხინი აქა.
ქატო იქა. ფქვილი აქა.

ჩემი პირველი კომენტარი -ჩემს დამოკიდებულებაზე იყო. ახლა ამ ისტორიააზეც გეტყვი ცოტას.
ქეთო.
ქეთო არის გოგოს, ქალის იდეალი.
რასაც მან გაუძლო, ალბათ ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის თუ სხვა ნებისმიერი ამ ასაკის გოგოსთვის.(თუმცა მე მასზე გაცილებით უმცროსი ვარ)
როგორც ყველა ისტორიაში, მეგონა რომ უარს ეტყოდა ქორწინებაზე ზუკაას, თუმცა იმედები "გამიცრუვდა". მისთვის რთულ კიარა, ურთულეს პერიოდში მან თანხმობა განუცხადა ზუკას ქორწინებაზე და დამიჯერეთ, მეც ისევე გაოცებული დავრჩი მისი ასეთი საქციელით, როგორც ზუკა.
ქეთომ იცოდა, რომ ზუკასთვის ეს იმედი იქნებოდა და ყველანაირად შეეცადა, მისთვის ეს იმედი არ წაერთმია.
დარწმუნებული ვარ, ქეთოსთვის ის პერიოდი უმძიმესი იქნებოდა.
დედა - საავადმყოფოში.
ძმა - საავადმყოფოში + უგონო და უიმედო მდგომარეობაში.
სიყვარული - ზუკა - ციხეში.
მე მაგალითად, ვერ წარმომიდგენია ასეთი სიტუაციიდან როგორ უნდა გამოძვრე.
საბედნიეროდ, ქეთოს ჰყავდა და მუდამ ეყოლება მეგობრები კატოს, გეგას, ვაკოს და დათის სახით, რომლებიც მუდამ გაამხნევებენ.
ზუკა.
არც ერთ განზომილებაში არ ჯდება, გამცემლიძემ - "გაგცეს", რადგან ის ერთადერთია.
ქეთო უყვარდა და სულ ეყვარება, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელი. მაგრამ მე არ მესმის, რატომ გახდა 3-4თვე, ამდენი ხანი.
შეიძლება.უნდა მესმოდეს, მაგრამ არ მესმი.
ბოდიში. (არანაირი ირონია, გულწრფელი გულწრფელობა ^^)
მაგრამ ზუკა ზუკაა.
ის ერთადერთია.
ის ქეთოს ერთადერთია და დარწმუნებული ვარ, რომ ზუკაც ისეთივე მაგარია როგრიც ქეთო.
სხვანაირად არ შეიძლება.

დათი.
დათი ძალიან მაგარი ბიჭია. ისეთივე როგორიც გეგა და ვაკო არიან.
კატოს მათსავით მაგარია. მეგობრობაში ვერ გადაუჯოკრავთ ;)
მაგრამ ერთი არ მესმის.
როგორ შეძლო კატომ, დათისთან ისე "დაძმაკაცება" თითქოს არაფერი?
არა, ხომ ვამბობ სასწაულები არიან-მეთქი?!
ბექა.
ბექა მიყვარს. (თავისი შვიდიანებითა და შატალოებით.)
ტასოზე რომ გიხრათ, არ მიყვარს-თქო, დამიჯერებთ?
ჰოდა, არც ვიტყვი.
მაკა.
მაკა რთული საკითხია. უცნაური დედაა, თუმცა მე არ მყავს ასეთი დედა და არც ის ვიცი, როგორია უცნაური დედის ყოლა.
ირაკლი.
მის საკითხში არ ვერევი.
ბიცოლა.
ცუდი ბიცოლა.
ბიძაშვილები - ქაჯები.
ბიძა - უსაქმური.
მაკას დაქალები -ფოე-ფოე საზოგადოება.
გაზაფხულის ქუჩა?!
რა უნდა ვთქვა მე მე იმაზე მეტი, ვიდრე შენ თქვი დღეს?!
ჰოდა, ისე დავტოვოთ, როგორც არის.
მე მწყდება გული.
ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ეს ამბავი გამოგონილია.
მაგრამ მჯერა.
მჯერა, რომ სადღაც. გაზაფხულის ქუჩაზე, ერთად სეირნობენ ქეთო და ზუკა.
შემდეგ შედიან პიცერიაში და მოცინარ კატოს, დათის, ვაკოსა და გეგას უერთდებიან.
მე მჯერა, რომ მართლა არსებობს 3 სართულიან სახლი, სადაც კიკნაძეების ოჯახი,მთელი მისი მოდგმით ცხოვრობს.
მე მჯერა, რომ სადღაც, ბექა მართლა იღებს შვიდიანებს, ტასოს ქეთოს გარეშე არ შეუძლია ძილი.
ირაკლი ისევ არ ერევა.
მაკა თავის ფოე-ფოე დაქალებთან ერთად ლიას ჭორავს და ყავას სვამს.
ქეთოს ბიძა 24 საათი გაზეთს კითხულობს და ისევ არ მუშაობს.
ლიას შვილები ისევ ახტებიან თავზე კარში შემოსულ ქეთოს.
მე მჯერა, რომ სადღაც, არსებობს გაზაფხულის ქუჩა და მე მჯერა, რომ ქეთო და ზუკა ხელი-ხელ ჩაკიდებულები მიუყვებიან ამ ქუჩის ტროტუარებს.
მე მჯერა.
მე ძალიან მინდა მჯეროდეს.

 



№8  offline √ წევრი ™ Ans...

ენემი
აუუუ ანკა როგორ მიყვარხარ მე შენ საორება ხარ <3

მე შენ მიყვარხარ უზომოდ. დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes
Mariiiiami
აიი ვისი გამოჩენა გამიხარდა მეე...წავიკითხავ და დაგიბრუნდები❤❤❤

მე მიხარია შენს კომენტარს რომ ვხედავ ყველა სიახლის ბოლოს და საოცრად მაბედნიერებს ეს ფაქტი heart_eyes heart_eyes
qeti.ii
ძალიან კარგი,ემოციური იყო,მშურს მათი მეც მინდა ასეთი გრძნობა,ეს მართლას იშვიათი და დასაფასებელი სიყვარულია,სასწაულად წერ ასე გააგრძელე,გულთან ახლოს მოვიდა ეს ისტორია და შემიყვარდა,ძალიან კარგი ხარ,ტკბილო!❤❤❤heart_eyes

დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო! heart_eyes heart_eyes

dzadzamia25
[/quote]
ზუკა შენია, ვერ წაგართმევ ვერასდროს, ხომ იცი? შეიძლება გეჯუჯღუნო დათაზე, ანდროზე, რატიზე, მაგრამ ზუკა?
შენ რომ არა ზუკა არ შეიქმნებოდა, არ დაიწერებოდა. შენ ხარ ჩემი პირველი და "იდეინი" ინოვატორი. ეს ფოტო, მართლა მეცინება.
ზუკა იყო ჩაფიქრებული და უცებ...კინაღამ გაები ტყუილში.
ხომ იცი, ჩემთვის რამდენს ნიშნავ და როგორ მახარებ ყოველ დღე.
განუყოფელო ნაწილო![quote=dzadzamia25]მომინდა
ჯანიაშვილი ჩამერთო და ისე წამეკითხა...
გამომივიდა ხო იციი
ვერც კი წარმოიდგენ რამდენი დამთხვევა აღმოვაჩინე,რეალურს და არა რეალურს შორის..
თითქოს რეალური ანკა იყო აქ ჩასახლებული
ასეცააა.
ბევრ მმენტზე მქონდ ატეხილი სიცილ–ტირილი
ისე,რომ ჩემს თავსაც ვერ ვუგებდი რა მჭირდა.
ზუკა ცუდად რომ მოიქცესო რასიზამო?
არ მოკლას,არ გააუპატიუროს
არაფერს არ ვიზამთქო
გეკადრებაო?
არა,არ მეკადრება და ვიცი მისი ცუდი გამოსწორებადიათქო.
ეს გამახსენდა და მივხვდი,თურმე ცუდს რაში გულისხმობდი...
ქეთო...
ქეთაჩკაა..
ეგ რა მაგარი ტიპი იყო,ზუსტად "ჩემი"ზუკას შემადარი.
ზუკაზე მაგარი ტიპი,არავინ დაიწუწუნოს,რომ არსებობს.
ვერ იარსებებს
მე და შენ შევქმენით
რეალური ზუკებისგან
უმეტესად რათქმაუნდა შენ
მე მხოლოდ ერთი ციდა თხოვნა მოვუშვი შენ
საგონებელში ჩამაგდეო
მაშინ მითხარი
აღიარე პროსტა,ხომ ვარ კარგი გოგო?
ეს გამცემლიძე,სად გამომიძვრე? არ ველოდი
ყბა ჩაგდებლი დამტოვე
ისაო,ესაო
და უცებ
გამცემლიძე?
არა,ნუ კი მომეწონა,მაგრამ არ ველოდი...
იცი რას მივხვდი,რაც შეიძლება მალე მინდა "ის"
ჩემი და მაშოსი.
სასწრაფოდ
ლომკაში არ მინდა ჩაგდება
და ჰო კიდეე.
აი იმას რო შეგვისრულებ,რაღაც უნდა დამისქრინო და მერე მაჩვენოო
მზად მაქვს
შევადაროთ
...
უხხ ტიი
...
ძალიან მიყვარხარ ანკუ :)
არვიცი,იმდენმა მოიყარა რეალურმა თავი,სადაცაა ბედნიერებისგან გავსკდე და მერე მარტივად ჩავიფუშო
შენი "პირველი"ჰაერშია"
გაშტერებული
აზრზე არაა რა ხდებაა ))
ღირდა,ყველაფერი ღირდა...
ამდენი ლოდინიც,წუწუნიც და მოუთმენლობაც
ერთიანად ამაფეთქე მე შენ..
მიყვარხარ
პირველი პირველ კომენტარს არ გიწერს,მაგრამ ჩემნაირი შეგრძნება ამის წაკითხვისას 100% ით ვიცი არავსი ექნება
მიზეზი კი,ყველაზე კარგად შენ იცი ))
ჩემი ბასასო <3

დამთხვევებზე უნდა მეთქვა. შენ დამთხვევები მერე ნახეთ, რასაც გფირდებით. არ ვიცი ანკას ქეთო გავდა? არ მიცდია ჩემი პროტოტიპი შემექმნა...არ ვიცი, მიხარია, თუ ქეთოსნაირი ვარ შენთვის. ის ზუკა ასეთი იქნება თუ არა, არ ვიცი. მე მინდა რომ ამაზე მაგარი იყოს მომავალში. არსებობს ზუკა? ეს ზუკა არ ვიცი არსებობს თუ არა... გამცემლიძე გვარი იმაზე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, ვიცოდი მოგეწონებოდა.
ეს ისტორია ხო შენ დამაწყებინე,
არ დამთავრდებოდა ასე მალე, ამის თავი არ მქონდა...
არ მომასვენე.
დღეს დილით ისტორიას რომ ვტვირთავდი, მადლობას გიხდიდი ჩემთვის.
ახლა მართლა გიხდი მადლობას, რომ
ზუკა დამაწერინე !
მიყვარხარ მე შენ kissing_heart kissing_heart

tasusuna
კარგი გოგო ხარ!
კარგზე კარგი.
ჰო,შენ გამო მეუღლე გამიბრაზდა..
ლობიო ჩამეხარშა :(
ახლა ავდგები და ჩახარშული ლობიოთი მაინც გემრიელს გავაკეთებ,იმიტომ რომ გემრიელ ხადიათზე დამაყენე!
აუ,ძაან კარგი გოგო ხარ!
კარგია,რომ წავიკითხე..
მაგრამ
ვაი თუ ლობიო ვერ გამომივიდა გემრიელი???
ქმარი გამექცევააა

პირადად ვუხდი ბოდიშს მეუღლეს :((
შენ ძალიან დიდი მადლობა,რომ ჩემი ისტორიის გამო სხვა საქმე მიატოვე და ბედნიერი ვარ ამდენად რომ ჩაგითრია.
მადლობა, რომ მოგწონს და რომ კითხულობ ! დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

[quote=იოსეული][/quote]
დავიწყოთ იქიდან, რომ მატარებლის ისტორიამ სერიოზულად ამაფეთქა ემოციებისგან ახლა და გაგიჟებული ვწერ ამ კომენტარს. ხშირად ვერ ვიჯერებ, რომ სრულიად უცხო ადამიანებს შეიძლება ასე მოვაწონო თავი ჩემი ისტორიებით. გავბედნიერდი მართლა...!! <3 რაც შეეხება ამ ისტორიას, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ წაიკითხე. ქეთო არასდროს მიცდია რომ იდეალურ პერსონაჟად მექცია. თავისთავად გამოვიდა ასე. ისე, რომ ვერც მე მივხვდი.ჰო, ბევრს გაუძლო. ალბათ იმიტომ, რომ სიგიჟემდე უყვარდა და მჯერა, რომ როცა გიყვარს ყველაფერს გაუძლებ.
3-4 თვე გაიწელა იმიტომ, რომ ვერ დაბრუნდა. მართალი ხარ, მეც მაკლდა ეგ, რომ გადავხედე. არ განვმარტე ნორმალურად.
გაუჭირდა უკან დაბრუნება, იმიტომ, რომ 3-4 თვე არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ქეთოს არ დაეკონტაქტა, ალბათ იმიტომ,რომ ფიქრობა არ იმსახურებდა ქეთოს. შეეშალა ზუკას, მაგრამ ...
კატომ შეძლო "დაძმაკაცება" ალბათ იმიტომ,რომ დათი სერიოზულად არასდროს მოსწონდა. ამაზე ხუმრობდნენ და სერიოზულად არც ადრე აღიქვამდნენ.
ბექა მეც ძალიან მიყვარს. ერთ-ერთია ვინც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ისტორიაში.
მეც მწყდება გული, რომ ეს ისტორია გამოგონილია და
მეც მჯერა, რომ
გაზაფხულის ქუჩაზე დადიან ზუკა და ქეთო...
აუცილებლად ივლიან.
იმიტომ, რომ ასეთი ისტორიები მხოლოდ ისტორიებში არ იწერება.
მე მჯერა, რომ არსებობენ და
ასე უყვართ რეალურადაც.
სწორედ ეს მაძლევს წერის სურვილს.
სიყვარული-რომელიც ადამიანებს აგიჟებს.
არსებობს.
არსებობენ და სულ იარსებებენ! heart_eyes heart_eyes შენ არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა ამ სიტყვებისთვის.
უზომოდ ბედნიერი ვარ , რომ ვკითხულობ ამ კომენტარს! heart_eyes kissing_heart

 



№9  offline √ წევრი ™ mariamsoo

მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია!
სასწაული იყო.
ს ა ს წ ა უ ლ ი !
შენი მოთხრობები მომწონს, განსხვავებულია, განსხვავებული სტილით!
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ! არ შეწყვიტო წერა.. heart_eyes

 



№10  offline √ წევრი ™ Mmariami)

ყველაზე უნამუსო ვარ, საერთოდ:) გამლანძღე, ვერ მიტანდე:)
არ მჯერა
არ მჯერა რო დადე:).
ფიზიკურად არ მცალია ეხლა, არც მცალია და იმდენად დაღლილი ვარ ვერ წავიკითხავ, ღამე ჩავუჯდები.
კომენტარების სიდიდეს გადავხედე და გადავირიე, უკვე წარმომიდგენია რა მელოდება წინ:).
ი ტ ო გ შ ი
გკოცნი
მიყვარხარ.
ღამე ჩავუჯდები.

 



№11  offline √ წევრი ™ იოსეული

[quote=ans...][/quote]
გასაგებია ყველაფერი და ძალიან მიხარია თუ ჩემმა სიტყვებმა ოდნავ მაინც გაგახარა

 



№12  offline √ წევრი ™ Veronika

როგორ გელოდებოდიიი ❤️
წავიკითხავ და მერე დაგიკომენტარებ

 



№13  offline √ წევრი ™ zia-maria

ძალიან კარგი იყო.ძალიან ემოციური, მაგრამ სასიამოვნო.ძალიან მომეწონა ყველა პერსონაჟი,მაგრამ ქეთო და ზუკა ესენი იყვნენ შეუდარებლები,განუმეორებლები და ღიად ვიტყოდი, ,,სიყვარულის ეტალონები''. kissing_heart

 



№14  offline √ წევრი ™ Veronika

აი რა მაკლდა.
მომენატრა შენი ისტორიები
და მომენატრე შენ!
უდაოდ ნიჭიერი ხარ!
რაც შეეხება ისტორიას,
კარგი იყო, მართლა.
ქეთო,
რაც ქეთომ ამდენ ტკივილს გაუძლო, ალბათ ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა.
ლატო,დათი,გეგა და ვეკო ნამდვილი მეგობრები არიან!
რაც შეეხემა ზუკას,
"ზუკიკელა" ქეთოს რთადერთია!

 



№15  offline √ წევრი ™ dzadzamia25

ვუყურებ კიდე ფოტოს და ვხვდები,სულ შემთხვევით გამოგივიდა ჩემი დაკაიფება :დ
გავები რა...
ეს ის არაა,რაც მე ვიფიქრე :))
პ.ს ველოდები გოგო ცეცხლაძეს :))

 



№16  offline √ წევრი ™ Ans...

mariamsoo
მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია!
სასწაული იყო.
ს ა ს წ ა უ ლ ი !
შენი მოთხრობები მომწონს, განსხვავებულია, განსხვავებული სტილით!
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ! არ შეწყვიტო წერა.. heart_eyes

დიდი მადლობა ჩემო კარგო heart_eyes heart_eyes აუცილებლად გავაგრძელებ წერას, სანამ თქვენ გააგრძელებთ კითხვას ! kissing_heart kissing_heart
Mmariami)
ყველაზე უნამუსო ვარ, საერთოდ:) გამლანძღე, ვერ მიტანდე:)
არ მჯერა
არ მჯერა რო დადე:).
ფიზიკურად არ მცალია ეხლა, არც მცალია და იმდენად დაღლილი ვარ ვერ წავიკითხავ, ღამე ჩავუჯდები.
კომენტარების სიდიდეს გადავხედე და გადავირიე, უკვე წარმომიდგენია რა მელოდება წინ:).
ი ტ ო გ შ ი
გკოცნი
მიყვარხარ.
ღამე ჩავუჯდები.

მიყვარხარ უნამუსოც და უსინდისოც ! ველოდები შენს შეფასებას და იცი თან როგორ ველოდები! heart_eyes
იოსეული
ans...

გასაგებია ყველაფერი და ძალიან მიხარია თუ ჩემმა სიტყვებმა ოდნავ მაინც გაგახარა

ოდნავ კი არა, გამაბედნიერა ! kissing_heart
zia-maria
ძალიან კარგი იყო.ძალიან ემოციური, მაგრამ სასიამოვნო.ძალიან მომეწონა ყველა პერსონაჟი,მაგრამ ქეთო და ზუკა ესენი იყვნენ შეუდარებლები,განუმეორებლები და ღიად ვიტყოდი, ,,სიყვარულის ეტალონები''. kissing_heart

მადლობა შენ უდიდესი ჩემო საყვარელო heart_eyes heart_eyes
Veronika
აი რა მაკლდა.
მომენატრა შენი ისტორიები
და მომენატრე შენ!
უდაოდ ნიჭიერი ხარ!
რაც შეეხება ისტორიას,
კარგი იყო, მართლა.
ქეთო,
რაც ქეთომ ამდენ ტკივილს გაუძლო, ალბათ ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა.
ლატო,დათი,გეგა და ვეკო ნამდვილი მეგობრები არიან!
რაც შეეხემა ზუკას,
"ზუკიკელა" ქეთოს რთადერთია!

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes ვგიჟდები, ჩემი ისტორიები რომ გენატრებათ და მერე წაკითხულზე ამ სიტყვებს მიწერთ <33333333
dzadzamia25
ვუყურებ კიდე ფოტოს და ვხვდები,სულ შემთხვევით გამოგივიდა ჩემი დაკაიფება :დ
გავები რა...
ეს ის არაა,რაც მე ვიფიქრე :))
პ.ს ველოდები გოგო ცეცხლაძეს :))

ცეცხლაძე ვინაა შენ აზრზეარააახაააარ

 



№17  offline √ წევრი ™ Mariamch

2 დღეა ყველა რაც სრულად გედო თითქმის ყველა წავიკითხე....
ნუ ამან ყველას გადაჯოკრა...
საოცრება ხარ...
სიტყვები ზედმეტიაა

 



№18  offline √ წევრი ™ Mmariami)

ცუდი გოგო ვარ, ვიცი.
უბრალოდ სხვანაირად ვერ ვიზამდი.
ხოდა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
გახსოვს ჩემი პირველი კომენტარი?
მაშინ გითხარი, ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო. პირველი ისტორიიდან - ამ ისტორიააამდე იმას გიწერ ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო.
სულ მარწმუნებ მაგაში, სულ.
ყველა მომენტში, სიტყვაში, ისტორიაში და ზოგადად.
ზუკა მაინც მეჩემება:).
გამცემლიძე:)
თუმცა
ზუკაზე იდეალური ქეთო იყო.
ზუკამ არასწორი ნაბიჯები გადადგა, ქეთომ არა.
ის რაც ქეთომ შეძლო ზუსტად ვიცი, სხვა ვერ შეძლებდა.
ქეთო ყველაზე ძლიერი გოგო იყო.
კატო?!
კატო ჩვეულებრივი მე ვარ.:)
ყველა მომენტში, ყველა ტექსტში, დათის ამბებში, ყველა ასპექტტში კატო და მაშო, საოცრად გავდნენ ერთმანეთს.:).
მიყვარხარ მე შენ და მიყვარს ეს ისტორია.
ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში დაემატება.
და
იცი შენ, როგორ მიჭირს პერსონაჟების სახელების დამახსოვრება, ესენი არ დამავიწყდებიან:).
დათიზე ვგიჟდები, აი ტიპია რა.
და გეგა?
გეგაა თემაა:)
გაზაფხულის ქუჩა მიყვარს, ზუკას სახლის გაყიდვა არ გაბედო მიყვარს, გულ გატეხილი გეგა მიყვარს ოთხი დღე რო სვავდნენ, ბექა მიყვარს და ტასკა.
მაკა'ც მძიმე თემა იყო, თუმცა ქეთა ძლიერი გოგოა და აი ფაქტია, აღარ არის მძიმე თემა:).
მე არ ვიცი შენ რატო გეგონა ეს ისტორია უკან წასვლა, მაგრამ ვიცი, ეს ისტორია კიდევ ერთი ნაბიჯი იყო წინ.
მიყვარხარ მე შენ, ჩემი ნათელი წერტილი ხარ და ყველა ისტორიაში, ყველა კომენტარში დაგიწერ რომ ჩემი ნათელი წერტილი ხარ.

პ.ს. ზუკა რომ ემთხვეოდა ვიცოდი, მაგრამ ქეთა და ქეთო თუ დაემთხვეოდა არ მეგონაა))))))

 



№19  offline √ წევრი ™ Ans...

Mariamch
2 დღეა ყველა რაც სრულად გედო თითქმის ყველა წავიკითხე....
ნუ ამან ყველას გადაჯოკრა...
საოცრება ხარ...
სიტყვები ზედმეტიაა

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes innocent innocent kissing_heart kissing_heart
Mmariami)
ცუდი გოგო ვარ, ვიცი.
უბრალოდ სხვანაირად ვერ ვიზამდი.
ხოდა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
გახსოვს ჩემი პირველი კომენტარი?
მაშინ გითხარი, ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო. პირველი ისტორიიდან - ამ ისტორიააამდე იმას გიწერ ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო.
სულ მარწმუნებ მაგაში, სულ.
ყველა მომენტში, სიტყვაში, ისტორიაში და ზოგადად.
ზუკა მაინც მეჩემება:).
გამცემლიძე:)
თუმცა
ზუკაზე იდეალური ქეთო იყო.
ზუკამ არასწორი ნაბიჯები გადადგა, ქეთომ არა.
ის რაც ქეთომ შეძლო ზუსტად ვიცი, სხვა ვერ შეძლებდა.
ქეთო ყველაზე ძლიერი გოგო იყო.
კატო?!
კატო ჩვეულებრივი მე ვარ.:)
ყველა მომენტში, ყველა ტექსტში, დათის ამბებში, ყველა ასპექტტში კატო და მაშო, საოცრად გავდნენ ერთმანეთს.:).
მიყვარხარ მე შენ და მიყვარს ეს ისტორია.
ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში დაემატება.
და
იცი შენ, როგორ მიჭირს პერსონაჟების სახელების დამახსოვრება, ესენი არ დამავიწყდებიან:).
დათიზე ვგიჟდები, აი ტიპია რა.
და გეგა?
გეგაა თემაა:)
გაზაფხულის ქუჩა მიყვარს, ზუკას სახლის გაყიდვა არ გაბედო მიყვარს, გულ გატეხილი გეგა მიყვარს ოთხი დღე რო სვავდნენ, ბექა მიყვარს და ტასკა.
მაკა'ც მძიმე თემა იყო, თუმცა ქეთა ძლიერი გოგოა და აი ფაქტია, აღარ არის მძიმე თემა:).
მე არ ვიცი შენ რატო გეგონა ეს ისტორია უკან წასვლა, მაგრამ ვიცი, ეს ისტორია კიდევ ერთი ნაბიჯი იყო წინ.
მიყვარხარ მე შენ, ჩემი ნათელი წერტილი ხარ და ყველა ისტორიაში, ყველა კომენტარში დაგიწერ რომ ჩემი ნათელი წერტილი ხარ.

პ.ს. ზუკა რომ ემთხვეოდა ვიცოდი, მაგრამ ქეთა და ქეთო თუ დაემთხვეოდა არ მეგონაა))))))

აი, მე თუ ნათელი წერტილი ვარ, შენ
საერთოდ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემი!
ყველაზე პოზდნი და უნამუსო მაგრა მაინც უსაზღვროდ მიყვარხარ !!!
დათი შენია, ზუკაზე მარიამს არ დაცხო ფლიზზ smile heart_eyes
მიყვარს შენი შეფასებები ხომ იცი, როგორ ველოდებოდი, როდის წაიკითხავდი და იმდენ ხანს მალოდინე აიჩველებრივ საცემი, ხარ
მაგრამ გულს რა ვუყო, ვერ ვუბრძანებ და ვერ გიბრაზდები!
არ ვიცი რატომ მეგონა, მაგრამ ამ სიტყვების მერეაღარ მგონია <33333333333333
აი, ზუკა რომ ემთხვეოდა ხო, მაგრამ
დაკვირვებული თვალი რომ გაქ ძაან, ქეთო ძააააააააააააააან ადრევე ვიცოდით, გაიხსენე რაღაც ფოტო... თუ არადა გაგახსენებ უნამუსო laughing laughing
მიყვარხარ მაშ და მადლობა ! <3<3 მეორე ზუკას ველოდები ძალიან მალე!

 



№20  offline √ წევრი ™ dzadzamia25

Ans...
Mariamch
2 დღეა ყველა რაც სრულად გედო თითქმის ყველა წავიკითხე....
ნუ ამან ყველას გადაჯოკრა...
საოცრება ხარ...
სიტყვები ზედმეტიაა

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes innocent innocent kissing_heart kissing_heart
Mmariami)
ცუდი გოგო ვარ, ვიცი.
უბრალოდ სხვანაირად ვერ ვიზამდი.
ხოდა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
გახსოვს ჩემი პირველი კომენტარი?
მაშინ გითხარი, ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო. პირველი ისტორიიდან - ამ ისტორიააამდე იმას გიწერ ჩემი ნათელი წერტილი ხარ თქო.
სულ მარწმუნებ მაგაში, სულ.
ყველა მომენტში, სიტყვაში, ისტორიაში და ზოგადად.
ზუკა მაინც მეჩემება:).
გამცემლიძე:)
თუმცა
ზუკაზე იდეალური ქეთო იყო.
ზუკამ არასწორი ნაბიჯები გადადგა, ქეთომ არა.
ის რაც ქეთომ შეძლო ზუსტად ვიცი, სხვა ვერ შეძლებდა.
ქეთო ყველაზე ძლიერი გოგო იყო.
კატო?!
კატო ჩვეულებრივი მე ვარ.:)
ყველა მომენტში, ყველა ტექსტში, დათის ამბებში, ყველა ასპექტტში კატო და მაშო, საოცრად გავდნენ ერთმანეთს.:).
მიყვარხარ მე შენ და მიყვარს ეს ისტორია.
ჩემი საყვარელი ისტორიების სიაში დაემატება.
და
იცი შენ, როგორ მიჭირს პერსონაჟების სახელების დამახსოვრება, ესენი არ დამავიწყდებიან:).
დათიზე ვგიჟდები, აი ტიპია რა.
და გეგა?
გეგაა თემაა:)
გაზაფხულის ქუჩა მიყვარს, ზუკას სახლის გაყიდვა არ გაბედო მიყვარს, გულ გატეხილი გეგა მიყვარს ოთხი დღე რო სვავდნენ, ბექა მიყვარს და ტასკა.
მაკა'ც მძიმე თემა იყო, თუმცა ქეთა ძლიერი გოგოა და აი ფაქტია, აღარ არის მძიმე თემა:).
მე არ ვიცი შენ რატო გეგონა ეს ისტორია უკან წასვლა, მაგრამ ვიცი, ეს ისტორია კიდევ ერთი ნაბიჯი იყო წინ.
მიყვარხარ მე შენ, ჩემი ნათელი წერტილი ხარ და ყველა ისტორიაში, ყველა კომენტარში დაგიწერ რომ ჩემი ნათელი წერტილი ხარ.

პ.ს. ზუკა რომ ემთხვეოდა ვიცოდი, მაგრამ ქეთა და ქეთო თუ დაემთხვეოდა არ მეგონაა))))))

აი, მე თუ ნათელი წერტილი ვარ, შენ
საერთოდ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემი!
ყველაზე პოზდნი და უნამუსო მაგრა მაინც უსაზღვროდ მიყვარხარ !!!
დათი შენია, ზუკაზე მარიამს არ დაცხო ფლიზზ smile heart_eyes
მიყვარს შენი შეფასებები ხომ იცი, როგორ ველოდებოდი, როდის წაიკითხავდი და იმდენ ხანს მალოდინე აიჩველებრივ საცემი, ხარ
მაგრამ გულს რა ვუყო, ვერ ვუბრძანებ და ვერ გიბრაზდები!
არ ვიცი რატომ მეგონა, მაგრამ ამ სიტყვების მერეაღარ მგონია <33333333333333
აი, ზუკა რომ ემთხვეოდა ხო, მაგრამ
დაკვირვებული თვალი რომ გაქ ძაან, ქეთო ძააააააააააააააან ადრევე ვიცოდით, გაიხსენე რაღაც ფოტო... თუ არადა გაგახსენებ უნამუსო laughing laughing
მიყვარხარ მაშ და მადლობა ! <3<3 მეორე ზუკას ველოდები ძალიან მალე!


მარიამს არ დაცხოოო :დდ
ანკუუ ეგ რომ ჩეემია და ვინმემ რამე თქვას იქეთ ხო უუნდა დავცხოო ?
არ გვჭირს არაფერრი მაგისს :დდ შეგნებულია მაშო მაგ საკითხში დ

 



№21  offline √ მოდერი ™ წითური გოგონა

ანს,
ყველაფერი უკანა ფლანგზე იწევა,
ცუდიც და კარგიც,
როდესაც ვუყურებ
ქეთის და ზუკას.
ქეთოს და ზუკას.
ბევრი ნიუანსი გქონდა,
მაგრამ,
მაინც მადლობა
❤️
--------------------
მწვანე ლიმონი

 



№22  offline √ წევრი ™ Hela

სასწაული იყო

 



№23  offline √ წევრი ™ Marryam

ასეთი კარგი როგორ ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent