შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა-ნორმალურები (სრულად)


1-08-2017, 17:52
ავტორი An_Gel
ნანახია 9 981

არა-ნორმალურები (სრულად)

*_*_*_*

ყველაფერი მაშინ დაიწყო, ჩემი საშინელი ახირების გამო „ჯანდაბიდან მოთხრილი“ უნარების მასწავლებელი რომ ავიყვანე, მეთორმეტე კლასში.
დედაჩემი გაბმულად მეჩიჩინებოდა, ეგ კაცი არ გინდა, ლალიკოსთან მოგამზადებო. მეც, რა თქმა უნდა, არ ვთმობდი პოზიციებს და მთელს სახლში გავკიოდი, სესილისთან და თაკოსთან ერთად მინდა სიარული-მეთქი.
ჩვენი უნარების მასწავლებელი თბილისურ ბრატისლავაში ცხოვრობდა. დღემდე ვერ ვხვდები, სად ნახა თაკომ ეგ კაცი და რატომ დაინახა მასში ჩვენი პოტენციური უნარების მასწავლებელი.
ასე იყო თუ ისე, მე და ჩემი ბავშვობის ორმა მეგობარმა ერთად დავიწყეთ სიარული „თბილისურ ბრატისლავაში“ უნარების მასწავლებელ, გიასთან.
პირველი გაკვეთილისთანავე მივხვდი,რომ მისამართი შეგვეშალა,მაგრამ მე თაკოს იმაში დავარწმუნებდი,შენი ნაპოვნი მასწავლებელი არ ვარგა-თქო?! - რა თქმა უნდა, ვერა!
შესაბამისად,გვინდოდა თუ არა მე და სესილის,მთელი წელი ვიარეთ იმ ადგილას,სადაც უნდა გელოცათ,რომ ცოცხლები დარჩენილიყავით და იქიდან წამოსულებს ფეხზე ისევ წყვილი ფეხსაცმელი გცმოდათ.
წლის ბოლოს დავრჩი ყურებამდე გაღიმებული; ჩემი კომპიუტერის ეკრანს მიშტერებული,რომელიც იუწყებოდა,რომ უნარების ქულა არ მეყო და პირველის მაგივრად სრულიად უბრალოდ მიწერილ მეორე ფაკულტეტზე მოვხვდი.
რამდენიმე საათი მაინც დამჭირდა იმის გასააზრებლად,რომ მე იურისტი არ გავხდებოდი და ვისწავლიდი სოციოლოგიაზე.
პირველად თაკოს დავურეკე და ჩავკივლე,შენი გიაკოს გამო ქულები დამაკლდათქო. საპასუხოდ მხოლოდ ჩაცინება და რამდენიმე სიტყვა მივიღე. „ დაიკიდე, შენ და ნენე ერთად იქნებით“
მაშინ მივხვდი,საყვარელი ადამიანის დაკარგვა კი არა, მოკვლა შემეძლო სრულიად მარტივად.
ორი კვირა არ ველაპარაკებოდი. სესილი და ჩვენი მშვიდობის მტრედი ნენე ( აწ უკვე ჩემი კურსელი) სულ იმას მეჩიჩინებოდნენ,ძალიან სასტიკი ხარო, მე კი იქამდე არ დავიხიე უკან,სანამ ერთ დღეს აწყლიანებული თვალებით მოვარდა ჩემთან ქალბატონი და პატიება მთხოვა.
მაშინ რომ წარმომედგინა, რას მომიტანდა სოციოლოგიაზე შემთხვევითი მოხვედრა, იქნებ აქეთ გადამეხადა მადლობა ჩემი დაქალისთვის?!
დღესაც არ ვიცი, რა ჯობდა მაშინ ჩემთვის, იურიდიულზე მესწავლა და საერთოდ არ გამომევლო ეს გზა,თუ ის,რაც მოხდა.
სესილი ხშირად მეუბნებოდა, სისულელეა, სადაც არ უნდა გესწავლა, მაინც შეხვდებოდიო.
იქნებ ასეცაა? იქნებ მართლაც არსებობს ბედი,რომელიც ორ ადამიანს ერთმანეთზე აბამს სადღაც,მაღლა.

უნივერსიტეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიაზრე,რომ სოციოლოგიაზე უნდა მესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდი მომავალი კურსელებით. რა თქმა უნდა,ჩემს დაქალებს შორის თადარიგიანობით გამორჩეულ ნენეს უკვე შესწავლილი ჰყავდა ყველა მათგანი „ფეისბუქ ჯგუფის“ წყალობით.
„პირველკურსელი სოცები“ - ყურისმომჭრელად ჟღერდა. ვერაფრით ვიაზრებდი,რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ხანდახან ამაზე ფიქრი ისე მთრგუნავდა, ყველაფრისგან გაქცევა და დამალვა მინდებოდა. მერე მახსენდებოდა,რომ არსებობს ისეთი წმინდა ცნება,როგორიცაა „მობილობა“ და ვმშვიდდებოდი.

მისი სახელი პირველად სწორედ ამ ჯგუფში გავიგე. მე,ნენე,სესილი და თაკო უნივერსიტეტის დაწყებას აღვნიშნავდით,როცა თაკომ აიტეხა,თქვენი ახალი კურსელები გვანახეთო. (თვითონ უკვე ტვინი ჰქონდა წაღებული თავისების მოკლე დოსიეების ჩამორაკრაკებით)
ვაჩე ბრეგვაძე - სულ პირველადაც ყველაზე განსხვავებულად მომხვდა მისი სახელი ყურში. ისე ჟღერდა,თითქოს პრივილეგია უნდა ყოფილიყო ვინმესთვის მისი კურსელობა.
მაშინვე ავითვალისწუნე.
„პროფილის“ შავ-თეთრ ფოტოზე „რეიბანების“ სათვალით იდგა, შავ მერსედესზე მიყრდნობილი. მისი ცხოვრებისეული მიზნები მაშინვე გახდა ჩემთვის გასაგები.
-აუ, ეს რა კაი ტიპი გყავთ?! - არ დააყოვნა თაკოს აღფრთოვანებულმა შეძახილმა.
-ბევრი ვერაფერი. - ცხვირი ავიბზუე და ეკრანს მოვცილდი.
-ასათიანი, რომელ ლომბარდში დატოვე თვალები?! წამოდი და ახლავე გამოვიხსნათ,თავიდან რომ შეხედო!!! - თითქმის შეურაცხყოფად მიიღო ჩემი ნათქვამი თაკომ.
-ჰა,ჰა, იუმ-ოცი! – „დავეჯღანე“ მაშინვე.
-ნენ, შენ მაინც უთხარი,რომ აფრენს და მართლა მაგარი ბიჭია! - ლეპტოპმომარჯვებულ ნენეს მიუბრუნდა „შოკირებული“
-51-ე სკოლელია. - ისე უპასუხა ნენემ,თითქოს რაიმე მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ამ უკანასკნელს.
-ბევრი საერთო მეგობარი გვყავს?
-ჩვენი კლასელი და სკოლელი ბიჭები თავისთავად, კიდევ ჩემი რამდენიმე მეგობარი და ე,გეგიც! - ბოლო სიტყვებზე მე გამომხედა ნენემ.
-გეგიც? - გამიკვირდა მე.
-ჰო,თან მგონი ძმაკაცობენ,ნახე რამდენი ფოტო უდევთ ერთად? - ეკრანი მომიბრუნეს.
-ჰო,ალბათ. - მხრები ავიჩეჩე ამ თემის მიმართ დიდად ინდიფერენტულმა.
-ისე გეგი მოხვდა, ხო იურიდიულზე? - შეპარვით მკითხა სესილიმ.
-კი! - ისე მოკლედ ვუპასუხე,მიხვდნენ,რომ ამ თემაზე აღარ უნდა ელაპარაკათ.
-რა მაგარია,თეკ?! გეგისთან ერთად გაიჩითება სულ ეს ტიპიც და შეიძლება გაგაცნოს. - მაშინვე შემოკრა ტაში გახარებულმა თაკომ.
-ე,მე რატო მომტეხე ვითომ პონტიდან?! - იწყინა ნენემ.
-ვაიმე, შენც,ნენ,პროსტა გეგა ხო უფრო თეკლეს პონტშია?!
-ჯერესერთიც, რატომ დაასკვენი,რომ მე და გეგი ერთ „პონტში“ ვართ? უბრალოდ ქართულზე დადიოდა ჩემთან ერთად და მეზობელია,მეტი ხომ არაფერი?
-და მეორეც? - ჩამეკითხა სესილი.
-მეორეც, მე და გეგი რომც შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს,რატომ ნიშნავს ეგ ავტომატურად ჩემი და ამ „ტიპის“ გაცნობას?
-თეკლე,უკვე ბრაზობ,ხედავ? ეგ იცი რას ნიშნავს? - ტიპი უკვე გაღელვებს! - დამისკვნა თაკომ.
-აუ,თამარა, ჩემს ნერვებს შეეშვი და წადი სადმე სხვაგან იცეკვე! - ამოვიოხრე და წამოვდექი.
-მოიცა,მიდიხარ? - შეიცხადა ნენემ.
-ხო, რა, დავიღალე და ხვალისთვის გასამზადებელი ვარ.
-უჟმურიკა მუდიკა ხარ! - მომაძახა უკვე კართან მყოფს თაკომ და გაიცინა.
-შენ მეყოლე ჟმურიკა! - უკან შევყავი თავი ნახევრად ღია კარში,ენა გამოვუყავი დაქალს და წამოვედი.

*_*_*_*

„ვაჩე ბრეგვაძე“ - განა ვინ იყო ამისთანა,ოდნავ მაინც რომ ავეღელვებინე?! ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული, ალბათ თავში ავარდნილი და ძალიან „ტიპი“ ბიჭიკო,რომელიც დილაობით დედის გაკეთებული ფაფის გარეშე არ გამოდის სახლიდან. უკვე მეზარებოდა მისი კურსელობა,თუნდაც სულ ექვსი თვით.
ეგეთი ბიჭები ძალიან შარია; საურთიერთოდ გამოიჩენ ინიციატივას და დაასკვნიან,რომ მოგწონს, არ გამოიჩენ და დაასკვნიან,რომ ყურებამდე ხარ შეყვარებული.
ვის რაში ჭირდება ვინმე ვაჩე ბრეგვაძე? - პაპსა,პაპსა და ისევ პაპსა. „რეიბანის“ სათვალეები, „ჰერმესის“ ქამარი, შავი როლინგი, ზამთარ-ზაფხულ გადახოტრილი თავი, ბენდენა და ბლა,ბლა ბლა.
მოსაწყენია და ერთფეროვანი!
იმავე საღამოს შევპირდი ჩემს თავს,რომ მისგან თავს შორს დავიჭერდი და არ დავემსგავსებოდი იმ გოგოებს, ბიჭის დერეფანში გავლისას ისე რომ ისვრიან გულებს თვალებიდან, „ჰედშოტით“ განარცხებენ მიწაზე.

*_*_*_*

უნივერსიტეტის პირველ დღეს სრულიად თსუ პირველ კორპუსთან იყო შეკრებილი. მაშინვე მივხვდი,რომ უკვე მეზარებოდა სტუდენტობა. თვალებით ჩემს გოგოებს ვეძებდი და შეწუხებული სახით მივიკვლევდი გზას გადაჭედილ ეზოში.
ამდენ ხალხში ჩემი სახელის გაგებას დაახლოებით ისეთი ეფექტი ჰქონდა,როგორიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილისთვის გემის დანახვას. თუმცა სიხარული მალევე გამიქარწყლდა.
იმ ღიმილით შემოვბრუნდი,რომელიც შემდგომში კინაღამ გადავყლაპე,როცა ჩემ წინ მომღიმარი გეგი,მის გვერდით კი ცნობილი ვაჩე ბრეგვაძე დავინახე.
-როგორ ხარ,თეკლე? - გამიღიმა ძველმა მეგობარმა და გადამკოცნა.
-კარგად,გეგი,შენ როგორ ხარ? - მევ გავუღიმე.
-უკვე დაღლილი! - ცალყბად გამიცინა და გვერდით მდგომს გადახვია ხელი. - გაიცანი,თეკლე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვაჩე ბრეგვაძე. - ინება სრულიად „სოც.პოლის ზეკაცის“ წარდგენა ჩემთვის.
„დაუჩოქე და ფეხებზე ემთხვიე,თეკლე“ - მაშინვე გავიფიქრე და გემრიელედაც გადავიხარხარე გულში.
-სასიამოვნოა,თეკლე. - ყალბი ღიმილი რომ არ შეგვეძლოს ადამიანებს,რა გვეშველებოდა?!
-ჩემთვისაც სასიამოვნოა,ვაჩე. - ოჰ,რანაირი ხმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ,დაყენებული. ალბათ დილიდან საღამომდე სარკის წინ დგას, ელვის პრესლის სიმღერებს უსმენს და ტემბრის დაყენებაში ვარჯიშობს.
-რას შვები შენ, სად მოხვდი? - მეგობრული დიალოგი წამოიწყო გეგიმ. „მოხვდი“ ისე უხეშად მომხვდა ყურში, იმ წამს ჩემი თავი მძულდა,რომ მოხვედრაზე მედგა საქმე. ისე ჩანდა,თითქოს ოროსანი მოსწავლესავით უნდა მელოცა რომელიმე ფაკულტეტზე მოსახვედრად.
-„სოც.პოლზე“,მაგრამ მეეჭვება დიდხანს დავრჩე. - სწრაფად მივაყარე,არც მიკითხავს თვითონ სად მოხვდა. ორივემ კარგად ვიცოდით, ჩემი საოცნებო ფაკულტეტი ჰქონდა მისაკუთრებული.
-მართლა? რა დამთხვევაა,აგერ ვაჩეც სოც.პოლზეა. - გაეცინა.
-კურსელები ვყოფილვართ. - გამიღიმა ვაჩემ.
-რა ბედნიერებაა. - ჩემთვის ჩავილაპარაკე,თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ვაჩემ გაიგო და ტუჩის კუთხე ჩატეხა. - კარგი,უნდა წავიდე და გოგოები მოვძებნო,აქ არიან,სადღაც. გამიხარდა შენი ნახვა,გეგი. - წასასვლელად გავემზადე.
-არ დაიკარგო,თეკლე, ჩემს კორპუსში გექნება ხოლმე ლექციები და მნახე. - დამშვიდობებისას გამიცინა.
-აჰამ,აუცილებლად. - უმნიშვნელოდ ვუთხარი და ზურგი ვაქციე.

გოგონები ძლივს ვიპოვნე. მთავარ ჭიშკართან იდგნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ ლაპარაკით. როგორც ჩანს,ჩემ გარდა სესილისაც ეძებდნენ.
-გამოჩნდა,ღმერთო, მადლობა! - ჩემი დანახვისას შესძახა თაკომ და სათვალე მოიხსნა.
-რა გაკივლებს, ხალხია! - მაშინვე შევუტიე.
-უიმე, უჟმურიკაათქო,ხომ ვამბობ? ამდენ ხალხში ვინ რას გაიგებს?!
-ხალხი რაში მაინტერესებს,დავყრუვდი!
-ვენაცვალე შენს სათუთ ყურის ბარაბანჩიკებს! - მაშინვე მომიახლოვდა და მომეხუტა. ასე უცნაურად იცოდა თაკომ სასიყვარულო სიტყვების წამოსროლა. აბა, “ვენაცვალე სათუთ ყურის ბარაბანჩიკებს”, რა ჯანდაბაა?!
-სესილის ვურეკავ და არ იღებს,აქ უნდა იყოს სადღაც! - წუხდა ნენე.
-მეორე უჟმურიკა. - ცხვირი აიბზუა თაკომ.
-ვაიმე,შენ ხომ გვყავხარ ანტიუჟმურობის დედოფალი? - გვეყოფი! - თვალები ავატრიალე.
-აი,ვხედავ,მოდის! - უცებ წამოიძახა ნენემ და ჩვენკენ მომავალი დაგვანახა.
-შენ აქ რა გინდა,მაღლივი? - ეშმაკური ტონით ჰკითხა მოახლოებულს თაკომ და გაუცინა.
-მე არ ვარ თსუ-ელი?! - შეუღრინა ახალმოსულმა.
-მაღლიველი, მ-ა-ღ-ლ-ი-ვ-ე-ლ-ი! - დამარცვლით გაუმეორა.
-ჰუმანიტარო ინტრიგანო! - გაბრაზდა სესილი.
-ვიღაცას ჩემი პირველი კორპუსის შურს. - იცინოდა ჩემი ჰუმანიტარი დაქალი.
-ფრთხილად იყავი, არ გადაგცდეს შენი პირველი კორპუსი. - გამეცინა.
-გეუბნები, გამოვიტანოთ შენი თვალები ლომბარდიდანთქო; ამხელა კორპუსი როგორ უნდა გადამცდეს,გოგო?! - შეიცხადა მსახიობური ოსტატობის სრული წარმოჩინებით.
-დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. - გადაულაპარაკა ნენემ სესილის.
-ჰე,ჰე,ჰე, ჯერ მაცადეთ,ახლა ვხურდები! - შეიფერა თაკომ.
-ნელა ქენი. - თავი გავაქნიე „ არაფერი გეშველება“ სახით. - რომელზე გვაქვს პირველი ლექცია,ნენ?
-ათ წუთში გვეწყება.
-მოიცა, პირველ ლექციას ესწრებით? - შეიცხადა ჩვენს შორის ყველაზე აქტიურმა.
-რა იყო „გრეხია“? - გამეცინა მის რეაქციაზე.
-ღმერთო, რატომ ხართ ასეთი მუდოები? ვიფიქრე,დღეს გავაცდენდით ლექციებს და წავიდოდით სადმე.
-ქალო, დილის ათი საათია, ხაშზე გვეპატიჟები?! - ისევ ავატრიალე თვალები.
-აუ,ხოდა წადით! მე მაინც არ მაქვს დღეს ლექციები და თქვენ გამო მოვედი. - ქვედა ტუჩი პატარა ბავშვივით ამოაბრუნა თაკომ.
-ჩაო! - ხელი დავუქნიე გოგოებს,ნენეს დავავლე ხელი და სიცილით გავემართე კორპუსთა შორის კორპუს „მეორესკენ“.
-გულქვა ქალბატონი ბრძანდები,თეკლე, გული მომიკალი! - მესმოდა ზურგსუკან შეძახილები.
-ვაიმე,რა გიჟია,აღარ გაჩუმდება ახლა. - გაეცინა ნენეს.
-დაინახავს რომელიმე სიმპათიურ ბიჭს და დადუმდება. - მოსალოდნელი ვიწინასწარმეტყველე და გადავიხარხარე.

*_*_*_*

არჩილ ღონღაძე მთელს სოც.პოლზე „ყველაზე ლექტორის“ სტატუსით რომ სარგებლობდა ეს მე, ამ ფაკულტეტის მეზობლის ბავშვმაც კარგად ვიცოდი ჯერ კიდევ ჩაბარებამდე. ხოდა, აქედან გამომდინარე, ალბათ დამეთანხმებით,რომ ცოტა დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო სტუდენტობის პირველივე დღეს,პირველივე ლექცია ზემოთაღნიშნულის თაოსნობით რომ უნდა წარმართულიყო.
შენობაში შესვლისთანავე, ყველა მაღალკურსელმა მაგრძნობინა მზერით,რომ დებილი პინგვინი ვიყავი,რომელსაც აუცილებლად აერეოდა აუდიტორიის ნომერი,კორპუსის ნომერი და საერთოდ,შესაძლოა ქალაქიც კი.
ნენეს უფრო მაგრად ჩავჭიდე ხელი და შეშინებული გავემართე უფსკრულისკენ.
დიახ,დიახ, არ ვაზვიადებ - უფსკრულისკენ, ანუ მეორე კორპუსის „ნულსართულისკენ“, სადაც ჯერ ხორციელს არ უნახავს მზის სხივი, არ უგრძვნია სითბო და შესაბამისად კომფორტი.
პინგვინებით გადაჭედილი აუდიტორიის დანახვისას სიცილი მომინდა,თუმცა ნენემ მაგრად მომიჭირა მკლავზე ხელი და დამამშვიდა. უბრალოდ ადგილი დავიკავეთ და ლექტორის მოსასმენად მოვემზადეთ.
„აი,კაცი!“ - გავიფიქრე,როგორც კი ბატონმა არჩილმა ლაპარაკი და რიგებს შორის სიარული დაიწყო.
-ნენ, ასეთი ქმარი მინდა,დაიმახსოვრე. - გადავუჩურჩულე გვერდით მჯდომს.
-მასმენინე! - დამტუქსა და არარსებული სათვალე შეისწორა ჩემს წარმოსახვაში.
-მინდა და! - გავჯიუტდი.
-თეკლე, გაგვყრიან! - ისე მიჩქმიტა,ჩემი სულის რაღაც ნაწილი თან წაიყოლა.
სახეზე სიმწრით აწითლებული ისე გავჩუმდი, დღის ბოლომდე ხმა ვერ ამომაღებინეს გოგოებმა. მკლავს ვიზელდი და თან აქეთ-იქით ვიყურებოდი. დაბარებულივით, ისე გადავაწყდი ვაჩეს მზერას,თითქოს ფილმის სცენას ვიღებდით და ასე უნდა ყოფილიყო. გამიღიმა და ხელი ამიწია კარგი ძმაკაცივით.
„ყეყეჩი“ - გულში გავიფიქრე და მაშინვე სხვა მხარეს გავიხედე. იმდენად აღარ მინდოდა მის მზერაზე კიდევ ერთხელ გადაყრა,ლექციის ბოლომდე აღარც გამიხედავს მის მხარეს.
-თეკლე, რატომ არ იწერ,რასაც ბატონი არჩილი ამბობს? - მისაყვედურა ჩურჩულით ნენემ.
-შენ ხომ იწერ? - გამიკვირდა.
-ჩაიწერე!
-ნენ, შემდეგ ლექციაზე მე ჩავიწერ. ასე რიგ-რიგობით ვწეროთ ხოლმე,რა.
-ვიცი მე შენი რიგ-რიგობით, დაიწყე არა შენებურები?! - შუბლი შემიკრა.
-რატომ ვერ ივიწყებ, გამოცდებისთვის ყოველთვის შენი კონსპექტებით,რომ ვსწავლობდი?
-აქაც ეგრე იქნება და იმიტომ!
-გაგვყრიან, ნენჩიკ, ჩუ! - ჩავიქირქილე და თვალებით ფურცლისკენ ვანიშნე,წერეთქო.

ლექციის დასრულებისთანავე ყველა ისე უცებ წამოიშალა,თითქოს ერთმა იყვირა, გარეთ უფასო ღვეზელებს არიგებენო. მე და ნენე,რა თქმა უნდა, დინჯად წამოვდექით, ფურცლები წამოვკრიბეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავეშურეთ კარისკენ.
„საოცრად“ დაემთხვა, კარში გასვლა ჩვენ და ვაჩე ბრეგვაძეს ერთ დროს რომ მოგვინდა.
გაეღიმა, უკან დაიხია და ხელით გალანტურად გვანიშნა,მიბრძანდითო.
-მადლობა. - ჩურჩულით ვთქვი,იმ იმედით,რომ ვერც გაიგებდა.
-მხოლოდ თქვენნაირი ლამაზმანებისთვის. - დამაწია პასუხი თავისი „დაყენებული“ ტონით.
-თავდაჯერებული იდიოტი! - ჩემთვის ჩავილაპარაკე დერეფანში გამოსვლისთანავე და მაშინვე გადავაწყდი ნენეს გაკვირვებულ სახეს. - რა?! - მასაც შევუღრინე.
-თეკლე, რატომ გაბრაზებს ასე სრულიად უცხო პიროვნება? - გულწრფელად იყო გაკვირვებული.
-ახლა თაკოსავით არ დაიწყო,გეხვეწები!
-თაკო რა შუაშია,მართლა გეკითხები. - გაეცინა.
-ვერ ხედავ რანაირია?! - გავცოფდი უმიზეზოდ.
-რანაირი? - მართლა არ ესმოდა ნენეს. - ჩვეულებრივი ტიპია.
-თავდაჯერებული იდიოტია!
-სად დაინახე? როდის დაასკვენი? - ისევ გაეცინა.
-რა დასკნა უნდა,ვერ უყურებ?
-თეკლე, ყოველთვის იმით გამოირჩეოდი,რომ არასდროს ადამიანს ხელაღებით არ განსჯიდი. ახლა რა გჭირს?
-კარგი რა, ნენე! - ხელი ავიქნიე. გულის სიღრმეში ძალიან გამკრა მისმა ნათქვამმა.
-მე მართლა გეუბნები, სანამ დროა მოთოკე შენი თავი,თორემ შეურაცხადს დაემსგავსები და მერე მართლა იმას ვიფიქრებ,რისიც ასე გეშინია.
-რას იფიქრებ?!
-წამოდი, სესილიმ მომწერა, გარეთ გველოდებიან. - სიტყვა ბანზე ამიგდო.
-ნენე, თაკოს არ უთხრა,რა! - შევეხვეწე.
-რა უნდა ვუთხრა? - გაეცინა.
-აი,არვიცი, ეს.
-ეს რა?
-ნენე! არაფერი უთხრა საერთოდ!
-კარგი,კარგი, ნუ ღელავ, გეყოლები მესაიდუმლედ. - გაეცინა და ხელი გამიყარა.
-კიდევ კარგი შენთან მოვხვდი და არა თაკოსთან. - ამოვიოხრე ღიმილით,ნენეს ისევ გაეცინა.

*_*_*_*

პირველი საუნივერსიტეტო დღე, რა თქმა უნდა, ცივი ყავით დავასველეთ გოგოებმა. შუადღემდე შემოვრჩით კაფეში,შემდეგ კი ყველა ჩვენ-ჩვენს სახლებში წამოვედით.
სექტემბრის მიწურულს, ჯერ კიდევ ისე ცხელოდა, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ცივი შხაპი მიმეღო.
ასევ მოვიქეცი. ბინის კარის გაღებისთანავე,ნივთები აქა-იქ მივყარე,ხალათს დავავლე ხელი და აბაზანაში რამდენიმე საათით შევიკეტე.
ჩემი მშობლები თითქმის არასდროს იყვნენ სახლში. ორივე იურისტი იყო და ძნელად თუ ნახულობდნენ დროს ერთადერთი შვილისთვის. არასდროს მწყინდა,თუმცა ყოველთვის ვხდებოდი,რომ მეც შემთხვევითი ბავშვი ვიყავი და სრულიად არ ვემთხვეოდი ორი წარმატებული ადვოკატის გეგმებს.
ჯაკუზში განტვირთვის შემდეგ საძინებელ ოთახში გადავინაცვლე და ისე გავწექი საწოლზე,თითქოს ძალიან მძიმე და დატვირთულ დღეს ვაჯამებდი. მაშინვე გავშალე ლეპტოპი და სოციალურ ქსელში შევიჭყიტე.
კინაღამ დავიხრჩე, ერთი ახალი მეგობრობის თხოვნა რომ აღმოვაჩინე და ისიც ვაჩე ბრეგვაძისგან.
ვაჩე ბრეგვაძისგან!!!
მაშინვე მობილურს დავავლე ხელი და ნენეს დავურეკე,რამდენიმე წამში მიპასუხა.
-მოგენატრე,ცქნაფი?
-ვაჩე ბრეგვაძე მეგობრობის თხოვნას მიგზავნის!!! - არ დავზოგე დაქალი და მთელი ხმით ჩავყვირე მობილურში.
-დავყრუვდი,ასათიანი! - მისმა წამოყვირებამაც არ დააყოვნა. - თავიდან მითხარი.
-ვაჩე, ბრეგვაძე ვაჩე, ჩვენი კურსელი ვაჩე, მეგობრობის თხოვნას მიგზავნის! - ოდნავ მშვიდად,მაგრამ მაინც დიდი ვნებათაღელვით გავიმეორე.
ნენესგან იყო პატარა პაუზა,შემდეგ კი კითხვა:
-მერე?!
-რა მერე? - დავიბენი; ყველაფერს მოველოდი ამ რეაქციის გარდა.
-მერე მე რატომ მირეკავ?
-ნენე, დაგცხრილავ ბაბუაჩემის კალაშნიკოვით!
-ბაბუაშენს კალაშნიკოვი აქვს?
-ნენე!
-რატო ნერვიულობ ასე ძალიან? - უაღრესად გაიკვირვა.
-ვაიმე,ვერ გაიგე, რა გითხარი?
-გავიგე და მე რას გეკითხები,ეგ გაიგე?
-ვაჩე ბრეგვაძე, ორი საათის გაცნობილი, ვითომ „ტიპი“ თვითონ მიგზავნის მოთხოვნას,გესმის?!
-რას გადაეკიდე ამ „ტიპობას“, ხომ მითხარი, გეგიმ გამაცნოო?
-რამდენი ვინმეს იცნობ ეგრე,იმდენი იმეგობრებ „ფეისბუქზე“?
-თეკლე,შარზე ხარ! - დაასკვნა.
-აუ,ნენე,მირჩიე, რა ვქნა.
-ჭკუიდან როდის მოასწარი შერყევა? ორი საათის წინ დაგშორდი...
-ნენე!
-დაეთანხმე,თეკლე, კურსელია შენი. - ამოღერღა ბოლოს.
-თავიდანვე შეგეძლო ასე გეთქვა!
-თავიდანვე შეგეძლო გეკითხა რჩევა.
-ბებებებე. - გავაჯავრე.
-გამეშვი ახლა, ვჭამ.
-ოჰ,წარმატებები! - გამეცინა და გავთიშე.
კიდევ ორი საათი ვუყურე ეკრანს, იმდენი ვიფიქრე,თითქოს ცხოვრებაში რამე ძირეულად უნდა შეეცვალა ამ გადაწყვეტილებას. მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, ასე რომ „ამაგდო“ ერთი დღის გაცნობილმა. მაუსი „დათანხმების“ ღილაკთან მივიტანე და დავაკლიკე.
მოგვილოცეთ!
ოფიციალურად, მე და ვაჩე ბრეგვაძე ფეისბუქ-მეგობრები ვართ.
ეს იცით რას ნიშნავს?
ოჰ, საოცარ სულიერ სიახლოვეს.
როცა მას „მწვანე“ აენთება, მე ვიგრძნობ,რომ ჩემი გული კოკორივით გაიშალა და სუნთქავს.
როცა ის თავის ახალ სურათს დადებს, მე შევეცდები,ვიყო უპირველესი,ვინც მას „დააგულებს“ და მერე მთელი უნივერსიტეტის წინაშე დაიკვეხნის ამას.
ღმერთო, რა სიდებილეა!
ვინც ასე იქცევა,გულით მეცოდება, მე კი უკაცრავად და უნდა წავიდე, მშია.

საღამოს მეორედ მივიღე შოკი, უცებ რომ ამომიხტა ვაჩეს ფანჯარა და მისი მოწერილი ამაფარა თვალებზე.
-„გამარჯობა, თეკლე“ - მწერდა. გამარჯობა? ბარემ სათვალეები გაიკეთოს, გახუნებული პიჯაკი ჩაიცვას და პროფესორად დაჯდეს.
-„გაგიმარჯოს“ - მეც ოფიციალური დავიჭირე. მხოლოდ დაწერის მერე გავიაზრე,ასე სწრაფად რომ გამოვეხმაურე,ნენესთან დარეკვის გარეშე.
-„ბოდიში,რომ გაწუხებ,მაგრამ შეგიძლია არჩილმა დღეს რაც ჩაგვაწერინა,გამომიგზავნო?“ - რაო? ამისთვის მომწერა? ლექცია ერთ კვირაში გვაქვს!
-„მე არ ჩამიწერია,ბოდიში :))“ - მაშინვე ვუპასუხე და კმაყოფილმა გავიღიმე.
ვტკუცე თუ არა უარი? - მოუხდება,ისწავლოს!
-„:((( ვინ ჩაიწერა,ხომ არ იცი?“
-„ბოდიში,არა“ - მეტი საქმე არ მქონდა,დავხმარებოდი.
-„კარგი,მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის პირველივე დღეს :)))“
-ოჰ,არ ავიწყდება გალანტურობა. - ხმამაღლა გავიფიქრე,“დავსინე“ და უპასუხოდ დავხურე ლეპტოპი.

*_*_*_*

-არჩილმა რა ჩაგვაწერინა არა ის, სულ სხვა პონტში მოგწერა! - იმ საღამოს „ვაიბერში“ ამიკლო თაკომ.
-ვაიმე, არ უნდა მეთქვა რა, ხომ ვიცოდი! - თავს ვიწყევლიდი უკვე.
-ნუ სულელობ,ასათიანი! - შემომიბღვირა. - რას ვამბობ არასწორს?
-გამათხოვე ბარემ მაგ შენს ბრეგვაძეზე.
-ჩემი არაა,ჩიტო, შენ მახეში გაება,აშკარად. - წარბები ამითამაშა გველმა.
-უკვე მეცინება იმდენს სულელობ ამ ბიჭზე. - გადავიხარხარე და ფეხები აივნის მოაჯირს შემოვაწყე.
-იცინე,თეკულიკ,იცინე, მე გეუბნები მოსალოდნელს.
-ნათელმხილველად როდიდან დაიწყე მუშაობა,თამარჩიკ?
-შენთვის წელიწადის ოთხი თვე,ოცდაოთხი საათი ვიმკითხავებ,ბეიბი. - თვალი ჩამიკრა.
-კარგი რაღაცეები მაინც მიმკითხავე, მაგ პაპსა ბიჭს რომ მტენი. - ისევ გამეცინა.
-პაპსა ბიჭი ვინაა,მაგას ვნახავთ.
-რას მემუქრები ერთი? დღეს უნდა გენახა,გოგოები როგორ ეხვივნენ და დარწმუნდებოდი,რომ პაპსაა.
-თეკლე,ძვირფასო, ის,რომ ბიჭი სიმპათიურია და შესაბამისად პოპულარული,სულაც არ ნიშნავს იმას,რომ სხვებისგან არაფრითაა გამორჩეული. - ძალიან ბრძნულ ხასიათზე დადგა თაკო.
-კაი,ყოჩაღ, დამიბრუნე ახლა ჩემი ხუნტრუცა თამარჩიკა.
-თამარჩიკას მოგცემ მე შენ! - მაინც გავაბრაზე.
-ხვალ მნახე და გამტყიპე,გეჟო! - ყელი მოვიღერე მაცდური ღიმილით.
-ფუჰ, როგორ ვერ ვიტან უდროო-დროს რომ გიყვარს ხოლმე აცანცარება.
-ნეტა ვის ვაჯავრებ ამ დროს?!
-ჩემი სარკაზმის დონემდე, ასი წელი უნდა იფრინო,თეკჩო. - ისევ ჩამიკრა თვალი.
-ნერვოზი გაქვს,თუ რატომ მიპაჭუნებ ამ თვალს ყოველ ორ წამში ერთხელ? - ძალიან სერიოზული სახე მივიღე და მის გამოსახულებას დავაკვირდი.
-აუ,რა იდიოტი ხარ! - გადაიხარხარა.
-აბა ვერ მოხვალ ჩემ დონემდეო?
-თავში ნუ აგივარდა! წადი დაიძინე,ხვალ გნახავ, ცუნცულიკ. - კოცნის იმიტაცია გააკეთა.
-ჩაო,ბეიბი. - მეც იგივე გავიმეორე და გავთიშე.

იმ ღამეს, დაძინებამდე ორი წამით ადრე, ჩემმა ტვინმა მაინც მოასწრო ვაჩეზე დაფიქრება და გადაჭრით დასკვნა,რომ მე და ის ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთისგან.
ამ დასკვნით კმაყოფილი,გავინაბე, ხელები ბალიშის ქვეშ ამოვიდე და ტკბილად დავიძინე.

*_*_*_*

სოციოლოგიის შესწავლას ისეთი ენთუზიაზმით შევუდექი,ნენეს უკვირდა, იურიდიულზე გადასვლა ხომ არ გადაიფიქრეო. მე მხოლოდ მეცინებოდა,სინამდვილეში კი უკვე ვფიქრობდი,რომ ჩემი ფაკულტეტი,აქაური გარემო,ბავშვები და ლექტორები სულაც არ იყო ცუდი.
კვირეები ისე გადიოდა,უფრო მეტად ვეჩვეოდი სოც.პოლის სტუდენტობას. სესილი ხანდახან მეხუმრებოდა კიდეც, ჰარმონია შეიქმენი და ნუღარ დაირღვევო.
რეალურად ასეც იყო.
ყველაფერი იმაზე უკეთ ავაწყვე,ვიდრე ამას იმ წამს წარმოვიდგენდი,როცა გავიგე,მეორეზე მოვხვდი.
ერთადერთი,რაც ჯერ კიდევ მიშლიდა ნერვებს და ვერაფრით ჯდებოდა ამ „ჰარმონიაში“, ვაჩე ბრეგვაძე იყო.
მისი,როგორც ყოველთვის დაგვიანებული, შემოსვლა აუდიტორიაში და მითქმა-მოთქმის გამოწვევა ერთი იყო. ისეთი თავმომწონე ნაბიჯებით დადიოდა,თითქოს უნივერსიტეტის მბრძანებელი იყო და უსიტყვოდ უნდა დაგვეკრა მისთვის თავი. პირველი კორპუსის დერეფნებში გეგისთან და სხვა ბიჭებთან ერთად მისი დგომა და ხმამაღალი სიცილიც კი იმდენად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე,მაშინვე ვკიდებდი გოგოებს ხელს და მის გარემოცვას ვშორდებოდი.
ხანდახან მიწევდა მასთან გამოლაპარაკება. როცა ერთ მერხზე ვსხდებოდით,ან გეგი მეძახდა მოსაკითხად. ყოველთვის ერთნაირად იაფასიანი ღიმილით მიყურებდა და თვალებით ცდილობდა ჩემს „აგდებას“
ყურადღებას არასდროს ვაქცევდი; მეტიც, უფრო მტრული დამოკიდებულება მქონდა მასთან,ვიდრე ნორმალური.
ყველას უკვირდა,ასე გულგრილად რომ ვხვდებოდი მის გამოჩენას ხალხში.
გიჟი ხარო - კურსელები მეუბნებოდნენ.
მე არ მაინტერესებდა,არც მათი აზრი და არც ბრეგვაძე,რომელიც დაბარებულივით ჩნდებოდა თითქმის ყველგან,სადაც ვიყავი მე.

-სპეციალურად აკეთებს! - ერთ საღამოს,როგორც ყოველთვის ვაჩეზე ვეწუწუნებოდი გოგონებს. - დაგვიანებით შემოდის ლექციაზე,რომ მეტი ეფექტი მოახდინოს.
-კაი,რა, თეკლე! - ეცინებოდა სამივეს.
-აი,არ გჯერათ და ეგრეა! - ვბრაზობდი.
-ეგრეც რომ იყოს,შენ რა? - უეცრად მკითხა სესილიმ.
-რა,რა? - ავიფოფრე.
-შენ რატომ ღელავ ამ ბიჭზე და რატომ ვერ შეეგუე მის არსებობას უკვე ორი თვე,ვერ ვხვდები! - დაამატა ნენემ.
-ტიპი,უბრალოდ აგიჟებს. - თავის სტიქიაში იყო თაკო.
-რა სისულელეა. - შევიცხადე.
-სისულელეა,როგორ არა. - გაეცინა სესილის. - შეპყრობილი ხარ მაგ ბიჭით. - დამისკვნა მერე.
-დიახაც! - ერთხმად დაეთანხმნენ გოგოები.
-ვახ,ეს „შეპყრობილი ხარ“ რამე ახალია? - გამეცინა.
-ეგ ქვია ზუსტად.
-რატომ დამისკვენით?
-დაგვასკვნევინე. - მოკლედ მომიჭრა ნენემ.
-კარგი,იყოს ეგრე. - გამეცინა. მე ხომ ვიცოდი,სისულელეს ამბობდნენ?!
-დაგვიმტკიცე,რომ არ ხარ. - უცებ წამოიწია ეშმაკური ღიმილით სახეზე თაკო.
-რა ვქნა? - გამეცინა.
-დაგვიმტკიცე.
-მეტი საქმე არ მაქვს!
-ვაჩე მოგწონს,აღიარე. - თითქოს გამომიჭირა.
-ვინ ვაჩე? ბრეგვაძე ვაჩე?! ღმერთო,ახლა მომკალი! - ავხარხარდი მთელი ხმით.
-ნუ ნერვიულობ, ისედაც ვიცოდით,რომ ეს მოხდებოდა. – „დამამშვიდა“ თაკომ.
-აფრენთ!
-ჩვენ არა და შენ კი გაფრენინებს ბრეგვაძე. - იღიმოდა სესილი.
-აუ,სოსკა, არ გინდა რა, გაჩერდი. - ხელი ავუწიე და გაჩერება ვანიშნე.
-ჩვეულებრივად, ვაჩეს გავლენის ქვეშ ხარ!
-ხალხო,ადამიანს არც კი ვიცნობ. ალიო,კარგად ხართ?! - ბოლოს წამოვიძახე.
-ყოველდღე ხედავ.
-როგორც ჩემს ორასამდე კურსელს.
-საიდანაც სულ ალბათ ოცია ბიჭი, ათი ნორმალური, ხუთი საშენო და ერთადერთი,რომელიც ასე მოქმედებს შენს ნერვებზე.
-აფრენთ,ვფიცავ! - დავასკვენი და გადავიხარხარე.
-დრო გვიჩვენებს,თეკლა.დრო გვიჩვენებს,ვინ გააფრენს ან ვის გააფრენინებენ! - წარბები ამითამაშა თაკომ,თავის ყავას ხელები შემოხვია და სანამ დალევდა,თვალი ჩამიკრა.
-„თეკლა“ ბოლო წვეთი იქნება,იცოდე! - თითის აწევით დავემუქრე დაქალს და სამივე გავაცინე.

*_*_*_*

მომწონს არა, მწვანე ხახვი!
რომ მოგწონდეს ადამიანი,უნდა იცნობდე.
სულ მცირე რამ მაინც უნდა იცოდე მის შესახებ.
მე და ვაჩე? ისე შორს ვიყავით ერთმანეთისგან,მაშინაც კი როცა გვერდიგვერდ ვისხედით (გვქონდა ასეთი ბედნიერება)
რაც დრო გადიოდა,მით მეტად ვიჭერდით სრულიად სხვადასხვა მხარეს. თითქოს კურსზეც ყველამ იცოდა,რომ მე „დაუსწრებლად“ ვერ ვიტანდი ბრეგვაძეს თავისი „ტიპობის“ გამო.
სადაც არ უნდა ვყოფილიყავით,სულ გამოვირჩეოდი მისნაირი ტიპის ბიჭების დასაკნინებლად ან დასაცინად მიძღვნილი ტექსტებით.
მერე ჩემს ნათქვამს უმატებდნენ,ვაჩეზე თქვაო და ისე ავრცელებდნენ ყველგან.
ვგრძნობდი,რომ თვითონაც იცოდა და ხვდებოდა ჩემს მისდამი დამოკიდებულებას. ამიტომაც,თითქოს მეტად მიშლიდა ნერვებს; ყოველთვის მიღიმოდა დანახვისას. კარში გზას მითმობდა. გეგისთან შეხვედრისას,ისიც კარგი ძმაკაცივით მკითხულობდა და ხანდახან მელაპარაკებოდა კიდეც.

*_*_*_*

ჩვენი არარსებული და მაინც ყველაზე აქტუალური ურთიერთობა პიკში მაშინ მოექცა,როცა აღმოვაჩინეთ, ორივე ერთ ჯგუფში მოვხვდით სოც.მუშაობის პროექტის გასაკეთებლად. უფრო სწორად,მე აღმოვაჩინე,რადგან როცა ჯგუფში ვეწერებოდი,მისი სახელი არსად იყო; აი ის კი გამიზნულად,თავისივე სურვილით აღმოჩნდა ჩვენთან.
რა თქმა უნდა, იმიტომ აკეთებდა ასეთ რამეებს,რომ მეტად მოეშალა ჩემთვის ნერვები,თუმცა თავს შევპირდი,რომ არ „ავვარდებოდი“ და ამ პირობის დარღვევას,არც ვაპირებდი.
სადღესასწაულო ტორტს ბეზედ ისიც ემატებოდა,რომ ნენე სხვა ჯგუფთან ერთად აკეთებდა პრეზენტაციას და შესაბამისად,სრულიად „დაუცველი“ ვრჩებოდი ბრეგვაძის წინააღმდეგ.
ჯგუფში კიდევ ორი წევრი გვყავდა, მაგრამ ისეთივე უმნიშვნელოები,როგორიც „ინფარქტში“ ასო „რ“.
ორიდან ერთ-ერთმა, თეაკომ, „ფეისბუქზე“ ჯგუფი გააკეთა და ოთხივე ჩვენგანი გაგვაერთიანა.
მხოლოდ ჩვენ სამნი ვაქტიურობდით,განვიხილავდით სხვადასხვა თემებს და ვარჩევდით შეხვედრის დღეს. ვაჩე ერთადერთხელ გამოგვეხმაურა,შეხვედრის დროზე თქვა,მოვალო და მორჩა.
პარასკევს უნდა შევხვედროდით,უნივერსიტეტის ახლოს,კაფეში.
გოგოები ისე შეთქმულებივით დუმდნენ,თითქოს ჩემგან ელოდებოდნენ რამის თქმას,მაგრამ მეც, რა თქმა უნდა, ხმას არ ვიღებდი.

*_*_*_*

მე,თეაკო და სათვალიანი ნიკო თხუთმეტი წუთი ველოდეთ ბატონ ბრეგვაძეს,სანამ ამ უკანასკნელმა კარი არ შემოხსნა. მაშინვე ჩვენკენ გამოემართა ღიმილით და გულითადი ბოდიში მოგვიხადა დაგვიანებისთვის.
-გამარჯობა,მე ვაჩე ვარ ბრეგვაძე. - დანარჩენებს გაეცნო.
-ნიკო. - ხელი გაუწოდა სათვალიანმა.
-თეაკო,სასიამოვნოა. - შევატყე,როგორ შეეცვალა გოგონას გამომეტყველება და ჩამეცინა.
-როგორ ხარ,თეკლე? - მე გადამკოცნა და ისე მეგობრულად მომიკითხა,თითქოს დღეს არ ვატარებდით უერთმანეთოდ.
-კარგად,შენ? - სასხვათაშორისოდ ვკითხე და ნიკოს გავუღიმე მის ნაცვლად.
-გადასარევად! - იყო მოკლე შეძახილი. - დავიწყოთ რა საქმის კეთება,მალე უნდა გავიდე. - მან თეაკოს გაუღიმა.
ბრწყინვალე გეგმა იყო ჩვენი მხრიდან - ჯვარედინად ვუღიმოდით ერთმანეთს.
-კი,კი,დავიწყოთ. - დაფაცურდა ალმურმოდებული თეაკო.
-რამდენ ქულიანია ეს პრეზენტაცია? - მე მკითხა.
-თხუთმეტი. - ზრდილობიანად ვუპასუხე.
-აუ,რა ჟმოტი ტიპია,ამდენს გვაწვალებს და თხუთმეტი! - წამოიძახა უკმაყოფილოდ.
„თუ არ მოგწონს,მიბრძანდი“ - გავიფიქრე და კინაღამ ვუთხარი კიდეც.
-რას ვიზამთ,ყველაფერი ისე ვერ იქნება,როგორც ჩვენ გვინდა. - მხრები ავიჩეჩე და ჩავილაპარაკე.
გაეღიმა,თითქოს მიხვდა, რაც ვიგულისხმე. თითქოს კი არა,მიხვდა. ნამდვილად ვერ დავუკარგავდი,მიხვედრილი ბიჭი იყო.
-ჰოო,აბა. - ამოიოხრა ღიმილით.
-დავიწყოთ? - ჩაგვერთო სათვალიანი ნიკო.
-კი,კი. - თავი დავუქნიე.

მოძიებული ინფორმაციები ნაწილებად დავყავით. გამიკვირდა,როცა აღმოვაჩინე,ვაჩესაც ჰქონდა რაღაც-რაღაცები ნაპოვნი. მერე ტექსტები შევამოკლეთ და დავინაწილეთ. ბრეგვაძისთვის ყველაზე რთული და უინტერესო ტექსტი „გავიმეტე“.
-აუ, რამე სხვა მომეცით რა, ეს რა არის. - წუწუნებდა.
-არა,რატომ? მშვენიერი თემა გაქვს. - ვუღიმოდი.
-კაი რა,თეკლე, არ მინდა ეს.
-თეკლე, მე გავუცვლი. ამ თემაში უკეთ ვერკვევი,რამდენიმე წიგნიც მაქვს წაკითხული. – „აჩკარიკა“ ნიკომ მანდილი ჩაგვიგდო.
-არა,რა. რა წესია ეს გაცვლები?! - უარზე ვიყავი. - თავიდანვე როგორც გავანაწილეთ,ისე იყოს.
-რა პრობლემაა,კი მაგრამ?! - უკვირდა ნიკოს ჩემი ახირება.
-კარგი,ყველამ გავიგეთ,რომ არ გევასები, დამინდე ახლა. - უცებ მითხრა და ისე “ნაგლად” გამიღიმა,როგორც ჩვეოდა.
-რა? - მაშინვე ვკითხე.
-არ გევასებითქო,ვიცი. - გამიმეორა.
-რა სისულელეა! - გამეცინა. - უმიზეზოდ რატომ არ უნდა მომწონდე?
-რა ვიცი,აბა? მეც ეგ მაინტერესებს უკვე რა ხანია. - გაეცინა.
-რაღაც გეშლება,ვაჩე. - დავიძაბე. თეაკო და ნიკო ისეთი ინტერესით მოგვჩერებოდნენ,ბატიბუტი რომ მიგეცათ,მოურიდებლად დაიხმარებდნენ ყურებაში.
-მემგონი,რომ არ მეშლება. - გაეცინა. - რომ მეშლებოდეს,მთელი უნივერსიტეტი არ ილაპარაკებდა ამაზე. - მშვიდად მითხრა.
-შენ რა იცი,რას ლაპარაკობს მთელი უნივერსიტეტი? ან რატომ გაინტერესებს?
-არ მაინტერესებს,უბრალოდ გითხარი,მაგალითად. - გამიღიმა.
-არ ვიცი,რას ლაპარაკობენ და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს,უბრალოდ იცოდე,რომ ყველა ჭორს არ უნდა დაუჯერო.
-ჭორების არ მჯერა,ნუ ღელავ,თეკლე. შენი მზერა მეუბნება ყველაფერს.
-არ მითხრა,რომ ზიზღით გიყურებ! - გამეცინა.
-ზიზღით არა. უბრალოდ,როგორც მე მიყურებ,ისე არავის.
-ანუ? - ისევ გამეცინა დაბნეულს.
-საკუთარი თავი რომ დაგანახა,ჩემთან შეხვედრისას,მიხვდებოდი,რასაც ვგულისხმობ. - გაეცინა და ფურცლები წამოკრიბა. - ვისწავლი ამას,ჯანდაბას. - გაუცინა მერე დანარჩენებს.
-მოვრჩით,ხო?! - ცივად ვიკითხე.
-კი,კი, მოვრჩით. - დაბნეული აცეცებდა თვალებს თეაკო.
-ძალიან კარგი! - ჩანთას ხელი დავავლე,მხარზე გადავიკიდე და წამოვედი.

რატომღაც გადავწყვიტე, ავტობუსში ასვლის მაგივრად,ტროტუარს უნდა გავყოლოდი ფეხით. ვაჩეზე გაბრაზებული,სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი და კარგა ხანი ვერც კი ვიაზრებდი,რომ უკან თავად ბატონი მომყვებოდა მშვიდი ღიმილით. როცა შუქნიშანზე ორივე გავჩერდით და გვერდიგვერდ აღვმოჩნდით,ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:
-გინდა რამე?!
-მე? - გაიკვირვა.
-ჰო,შენ. - მკაცრი ტონი მქონდა.
-მმმ,ქუჩაზე გადასვლა?
-რა? - ვერგავიგე.
-ქუჩაზე გადასვლა მინდა. ხალხი ამიტომ არ დგას შუქნიშნებზე? - სერიოზული სახით მიყურებდა.
-ჰა,ჰა,სასაცილოა! - შუბლი შევკარი.
-ძალიან ბრაზიანი ხარ,იცი? - უცებ მითხრა.
-ყველასთან არ ვარ! - მკვახედ ვუპასუხე.
-ანუ აღიარებ,რომ არ მოგწონვარ? - გაეცინა.
-უნდა მომწონდე?
-არა,ეგ რა შუაშია?
-უბრალოდ მაინტერესებს, შენ გგონია,რომ მე ვალდებული ვარ,მომწონდე?!
-თეკლე,ეგ რა შუაშია...
-ვერ ეგუები,რომ სრულიად თსუს გოგოებიდან,თუნდაც ამ ერთს,არ “მევასები”?! - ისევ ვაგრძელებდი.
-დამიჯერე,სულაც არ მოვწონვარ ყველას და ეგ არაფერ შუაშია. - ისევ გაეცინა.
მწვანე აგვენთო და ორივე გადავედით გზაზე, ვარაზის ხევთან ვიყავით უკვე.
-სად ცხოვრობ? - უცებ მკითხა.
-პლეხანოვზე. - ისე ვუპასუხე,თითქოს ვალდებული ვიყავი.
-და ფეხით აპირებ სახლში წასვლას? - გაუკვირდა.
-ჰო,ვაპირებ.
-რა დამთხვევაა,მეც მაქეთ მოვდივარ. - გამიღიმა და გმირთა მოედნისკენ დაეშვა.
-ერთად რატომ უნდა ვიაროთ,მეტყვი?
-გზაში რომ ვილაპარაკოთ იმ მიზეზებზე,რის გამოც არ მოგწონვარ. - არხეინად მომიგო,გაჩერდა და დამელოდა,რათა გვერდი-გვერდ გვევლო.
-ტყუილად ირჯები,არანაირი მიზეზი არ არსებობს.
-ანუ იმასაც აღიარებ,რომ უმიზეზოდ ამითვალისწუნე?
-ათვალისწუნება რა შუაშია? უბრალოდ არ შეიძლება, არ მინდოდეს შენთან მეგობრობა? - გავჩერდი და ისე ვკითხე,მისთვის თვალებში რომ შემძლებოდა ყურება.
-რა დამთხვევაა! - სახე ღიმილმა გაუნათა. - მეგობრობა არც მე მინდა შენთან.
-ბატონო?! - გაოცებულს ჩამეცინა.
-რა ვერ გაიგე? - გაუკვირდა. - მეგობრობა არ არის ის,რაც მე შენგან მინდა. - დაკონკრეტდა.
-აბა რა გინდა? - დებილივით ვკითხე.
ხმით გაეცინა.
-ცუდი არაფერი იფიქრო! - საჩვენებელი თითი ამიწია.
-მე არ მეცინება. - ხელები გადავიჯვარედინე.
-ხომ გითხარი, ძალიან მკაცრი ხართქო? - ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გზა განაგრძო.
-მე ასეთი მომწონს ჩემი თავი. - არარეალურად უხეში ვიყავი.
-ნუ ღელავ,მეც. - შემომიტრიალდა და გამიცინა.
მეგონა მომესმა.
არა,ნამდვილად მომესმა.
აბა ვაჩე ბრეგვაძე რატომ მეტყოდა, მომწონხარო?!
-მემგონი შენს თავს არ უსმენ ხოლმე,როცა ლაპარაკობ. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ,ვთქვი.
-იმიტომ მეუბნები,რომ გითხარი,მომწონხართქო? - გაეცინა. - მე მართლა გითხარი. არასერიოზულობა არ მჩვევია.
-ჰო,მჯერა. - ირონიულად გავუღიმე.
-ჩემი არ გჯერა? - ეწყინა.
-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და შესაბამისად,შეუძლებელია ერთმანეთის გვჯეროდეს.
-რატომ არ ვიცნობთ? მე გიცნობ! - მტკიცებით ფორმაში მითხრა.
-ჰოო?! - გამეცინა. - საინტერესოა,რა იცი ერთი ჩემზე.
-თეკლე ასათიანი, ადვოკატი მშობლების ერთადერთი შვილი. ცხოვრობ აღმაშენებელზე,თუ უფრო დავკონკრეტდებით,უზნაძის ქუჩაზე,მაგრამ აღმაშენებელი ძალიან გიყვარს და ყოველთვის ამბობ,რომ მანდ ცხოვრობ.
-პლეხანოვი. - უცებ შევუსწორე.
-ჰო, პლეხანოვზე. - გაეცინა. - მეხუთე სართულზე ცხოვრობ,შენივე დაჟინებული მოთხოვნით არჩეულ სართულზე. იმიტომ,რომ გიყვარს ცხოვრებაში ბალანსი და შესაბამისად, ათსართულიანი კორპუსის,მეხუთე სართულზე ცხოვრობ. როცა სახლში ხარ,ორი რამის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად, აბაზანაში ნებივრობა და აივანზე რომელიმე შენს დაქალთან „ვაიბერით“ ჭორაობა. შენი დაქალები საერთოდ საჭიროა,რომ ვახსენო? მემგონი იცი,რომ ვიცი,ყველას და ყველაფერს გირჩევნია ეგ სამი ადამიანი და არ არსებობს ისეთი რამ,რასაც მათ ვერ აპატიებ. გემოვნებას რაც შეეხება,აქაც ბალანსს იცავ. ყველაფერს უსმენ, ჯაზის გარდა,ნუ ხანდახან შეიძლება „ბლუზს“ წაეპოტინო. ფილმების ყურება გიყვარს გამორჩეულად,მაგრამ ძალიან დრამებს ან სულელურ ბლოგ-ბასტერებს ვერ იტან და მხოლოდ ძალით თუ უყურებ. ჰო,კიდევ, საშინელებათა ფილმების გულის წასვლამდე გეშინია მას მერე,რაც მეშვიდე კლასში შენმა მამიდაშვილმა მაგრად შეგაშინა მარტო სახლში. გინდა გავაგრძელო? კიდევ ბევრი ვიცი შენზე. ჰო,სუნამოები; საერთოდ ამით უნდა დამეწყო, მგონი,ამას ცნობა არც უნდა, აუდიტორიაში შესვლისთანავე შემიძლია იმის გარკვევა,ესწრები თუ არა ლექციას. ტკბილი სუნამოები გიყვარს,იშვიათად გრილიც. „ტომ ფორდს“ და „ბარბერის“ ყველაზე ხშირად ანიჭებ უპირატესობას. რაც მთავარია, „შანელის ნომერ ხუთს“ ვერ იტან. თვლი,რომ პაპსათა შორის პაპსაა და შესაბამისად გეზიზღება,ისევე როგორც ყველაფერი სხვა,რაც შენთვის ერთფეროვანია. მეც ამიტომ არ მოგწონვარ,გგონია,პაპსა ვარ და უხარისხო სათამაშოსავით მალე გავფუჭდები ურთიერთობაში. გავაგრძელო? კიდევ დიდი გზა გვაქვს...
-აღარ გააგრძელო! - უცებ წამოვიყვირე და ხელით მკლავი დავუკავე აკანკალებულმა. - შენ...შენ...აგენტი ხარ?! - უცებ ვუთხარი მსოფლიოში ყველაზე სულელური ფრაზა.
-ჰო, „ცრუ-ს“; თუ უფრო „კგბ“ შემეფერება? - გადაიხარხარა.
-ესენი...ამდენი რამ ჩემზე...ვინ გითხრა? საიდან გაიგე საერთოდ? - პირი დაახლოებით იმხელაზე მქონდა ღია,რამხელაც მთელი გმირთა მოედანი იყო კვადრატულ მეტრებში.
-თბილისი პატარა ქალაქია. - ღიმილით მითხრა სამად სამი სიტყვა,ხელი გამაშვებინა და გზა განაგრძო.
ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ბეტონს ვიყავი მიყინული და ვერც კი ვიძვროდი.
-არ მოდიხარ? - შორიდან გამომხედა და დამიძახა,საფირმო ღიმილიც არ დავიწყებია.
მაშინ ვიფიქრე პირველად, სულ ასე ბავშვივით ღიმილს როგორ ახერხებსთქო.
საერთოდ,მაშინ პირველად მომეჩვენა მისი ღიმილი ბავშვური და არა ნაგლი.
-გეგი დაგეხმარა,არა? - უცებ გამინათდა გონება,ადგილს მოვწყდი და მასთან მივირბინე. - გეგი იყო შენი ინფორმატორი!
-შენ და გეგი ასე ახლოსაც თუ იყავით,არ ვიცოდი. - ჩაეცინა.
-მეზობელია ჩემი და რა თქმა უნდა,ბევრი რამ იცის. რაც არ იცის,იმასაც მარტივად გაიგებდა.
-მაგალითად იმას,რატომ არ უყურებ საშინელებათა ფილმებს?
-თუნდაც!
-ჰო,შეიძლება. - მხრები აიჩეჩა.
-ანუ გეგი დაგეხმარა,არა?
-რაში?
-ვაჩე,თქვი!
უცებ გაჩერდა,ისევ შემომიბრუნდა,ისევ ისე გამიღიმა და მითხრა:
-ჩემს სახელს შენზე ლამაზად ვერავინ წარმოთქვამს.
შებრუნდა და მშვიდი,გამოზომილი ნაბიჯით გაუყვა გზას.
ვეღარაფერი ვუთხარი.
ვ-ე-ღ-ა-რ-ა-ფ-ე-რ-ი.
მე იმ საღამოს ყველანაირი სიტყვა დავკარგე.
ძალიან რომ მდომოდა, იქნებ რაიმე მეთქვა კიდეც ძლიერი ძალდატანებით,მაგრამ
ლამპიონები,
ღამის თბილისი,
ცარიელი ქუჩები,
მე და ვაჩე,
სიტყვები იმ საღამოს ისედაც საკმარისად იყო ნათქვამი.

მთელი გზა ვგრძნობდი ღიმილს,რომელსაც წამითაც არ იშორებდა სახიდან. მეგონა,რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი. ხანდახან ისე უმძაფრდებოდა აღტაცება თვალებში,თითქოს ფრთებს ვისხამდი და მიწას ვცილდებოდი.

-ლამაზი ხარ,იცი? - უკვე პლეხანოვზე ვიყავით ეს რომ მითხრა.
გამეცინა.
-არ კარგავ გალანტურობას.
-ეგ ცუდია? - გაიკვირვა.
-ბუნებრივია? - კითხვა შევუბრუნე.
-რა? - ვერ გაიგო.
-შენი გალანტურობა,ბუნებრივია?
-რაში მჭირდება ტყუილი? - წარბები შეუთამაშდა.
-არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე.
-ძალიან სტერეოტიპულად აზროვნებ ჩემთან მიმართებაში,ხვდები? - ოდნავი წყენა შევნიშნე მის ხმაში.
-სტერეოტიპული ქცევები გაქვს.
-მაგალითად? - გაეცინა.
-ბევრია.
-ერთი მითხარი.
-გარეგნობა გაქვს ასეთი.
-გარეგნობა? - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.
-კარგი რა,ვაჩე! - გამეცინა.
-ამიხსენი,რა. - მთხოვა. - მართლა მაინტერესებს, რა არ მოგწონს ჩემში.
-უკვე ჩემს სახლთან ვართ,სხვა დროს აგიხსნი.
-ანუ მპირდები,რომ სხვა დრო იქნება? - გაეღიმა ეშმაკურად.
-ეჭვი მაქვს, ჩემი ნებართვის გარეშე გადაჭრი მაგ საკითხს. - გამეცინა და ზურგი ვაქციე სადარბაზოში ასასვლელად.
-თეკლე! - დამიძახა და გამაჩერა.
მომიახლოვდა,ხელები წელზე მომხვია და თავისკენ შემაბრუნა.
-სიტყვებზე დამატებულ „მართლას“ ვერ ვიტან,არასდროს დამაჭირვო, რა. - გამიღიმა,მერე კი ისე ჩამეხუტა, დეკემბრის სუსხი რომ გაეფანტა. - მართლა ძალიან ლამაზი ხარ. - ჩამჩურჩულა,მომცილდა და წავიდა.

რამდენიმე წამი ვიდექი ეზოში და ვფიქრობდი,რა იყო ეს.
ეს საღამო;
ეს ვაჩე და საერთოდ
-ჩვენ.

ჰო,იმ საღამოს, დეკემბრის სუსხში დაიბადა სიტყვა „ჩვენ“.

*_*_*_*

იმავე საღამოს,აბაზანიდან გამოსულს, ვაჩეს მოწერილი დამხვდა.
-„ისე იმ ტექსტის ამბავში,შეგეძლო ჩემთვის დაგეთმო :))“
გამეღიმა და მივწერე:
-„ნიკო დაიჩაგრებოდა,მე კიდე ხალხის ჩაგვრის პირველი მოწინააღმდეგე ვარ :)“
-„ვაა,რომ მომწერე და არ „დამსინე“ უკვე წინსვლაა :)))“
-„როდის დამისინიხარ?“
-„მალე გავიწყდება რაღაცეები,მაგრამ ეგ კარგია,რომ გაწყენინებ მალევე დაგავიწყდება ხოლმე.“
-„აჰა, ანუ შენ უკვე მომავალს გეგმავ,სადაც უნდა მაწყენინო კიდეც?“ - მივწერე სიცილის სმაილებთან ერთად.
-„აბა არა?:)))“
-„აბა კი?:)“
-„ძილინებისა,თეკლე <3“ - მომწერა და გავიდა.
ამოვიოხრე და მობილური მკერდზე მივიბჯინე. ვერც კი ვხვდებოდი,რა ემოციას იწვევდა ბრეგვაძესთან საუბარი ჩემში,მაგრამ ერთი ვიცოდი - ამას ვერ ვაკონტროლებდი.
უცებ ავკრიფე თაკოს ნომერი და მის პასუხს დაველოდე.
-გისმენ,თეკ. - მალევე გამაგონა ხმა.
-თაკო, ბრეგვაძე...თაკო, არვიცი, ვაჩე...სიგიჟეა! - არეულად ვლაპარაკობდი და თავისუფალ ხელს თვალებზე ვისვამდი.
თაკომ პატარა პაუზა აიღო,მერე ჩაიცინა და მითხრა:
-მე შენ გეუბნებოდი, ბრეგვაძე გაგაფრენინებს-მეთქი.
ინტონაციით მივხვდი,იღიმოდა.
მეც გამეღიმა.
მერე ვარსკვლავის ფორმაში გავწექი საწოლზე,ჭერს გავუშტერე მზერა და ორი წამით კი არა, მთელი ღამე მასზე ვიფიქრე.
გონებამ (გულის კარნახით) აზრი შეიცვალა და მკითხა:
რატომაც არა?!

*_*_*_*

იმ დღის მერე აღარაფერი იყო ძველებურად,მაგრამ ახლებურად იყო თუ არა, არ ვიცოდი.
შეიცვალა ბევრი რამ,თუმცა რაღაცები მაინც გაურკვევლად რჩებოდა.
უფრო სწორად, ჩვენ ვტოვებდით ასე.
ჩვენ - მე და ვაჩე.
მე და ვაჩე „ჩვენ-ად“ რომ ვიქეცით, რა თქმა უნდა, არავის გამოპარვია. მიუხედავად იმისა,რომ ბევრ დროს სულაც არ ვატარებდით ერთად (და თუ ვატარებდით გეგისთან,ნენესთან,თაკოსთან და სხვებთან ერთად) მაინც ყველა ამჩნევდა,რომ ბრეგვაძე ვაჩე აღარ „მძულდა“ და ეს უკანასკნელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იკავებდა ადგილს ლექციებზე.
საახალწლო წვეულებაზეც ერთად ვიყავით.
მე და გეგი მივედით ერთად და მერე შეგმოგვიერთდნენ დანარჩენებიც. მთელი საღამო ერთად ვიყავით და არავის ეპარებოდა ეს მხედველობიდან. ყოველთვის,როცა მე და ვაჩე გვერდიგვერდ ვიდექით,სესილის ეღიმებოდა და მერე მეჩურჩულებოდა,ერთად ლამაზად გამოიყურებითო.
ვაჩე მთელი საღამო იმას მეჩიჩინებოდა,მითხარი სტერეოტიპულ ჩარჩოებში რატომ გყავარ გამომწყვდეულიო, მე არაფერს ვპასუხობდი,უბრალოდ ვიცინოდი.

მეორე დილით პირველი კორპუსის ეზოში ვისხედით მე,ვაჩე,გეგი და ნენე. ბრეგვაძე ისევ წუწუნებდა და დალაპარაკებას მთხოვდა.
-გეგი,უთხარი შენს მეზობელს რამე, ნუ დუმს! - ბოლოს წუწუნით დაღლილი,ძმაკაცს მიუბრუნდა.
-ეგ არაფერს იტყვის,თუ არ უნდა. - გაეცინა გეგის.
-მეგონა, ჩემი ლაპარაკი სულაც არ გჭირდებოდა,რაღაცეების მისახვედრად და გასაგებად. - ირონიულად ვიღიმოდი მე.
-შენს ტვინში ვერ ჩავძვრები და სხვაგან მე ამ კითხვის პასუხი არ მეგულება! - მასაც გაეცინა. - ბიჭო,აი უბრალოდ შემომხედე, რა - რა უნდა ? - ისევ გეგის ეჩიჩინებოდა.
-თეკლე, რა გინდა? რატომ აითვალისწუნე ეს ბიჭი? - სიცილით მკითხა ჩემმა მეზობელმა.
-გგონიათ თვითონ იცის? - ჩაეცინა ნენეს.
-ნენე,შენ მითხარი, რა არ მოეწონა შენში.
-შენს გაცნობამდე შენი „კედელი“ გავჩხრიკეთ და დაასკვნა,რომ ძალიან პაპსა „ტიპი“ ხარ. - მაშინვე გამცა ნენემ.
-ნენე! - წამოვიძახე აღშფოთებულმა. - ოცდაათი ვერცხლიც არ დაგჭირდა,ცხვირწინ გამყიდე ცხვარივით!
-მოიცა, ჩემს სურათებში რა ნახე ისეთი? - გაუკვირდა ვაჩეს და მობილური ამოიღო ჯიბიდან. - მაშინ ეს სურათი მეყენა... - თავისთვის ლაპარაკობდა. - სათვალე რომ მიკეთია სურათში,ამიტომ ვარ ასათვალისწუნებელი? - მკითხა გაოცებულმა.
-უბრალო სათვალე არა, „რეიბანები“ - ხმა ამოვიღე ბოლოსდაბოლოს.
-რა მნიშვნელობა აქვს? ნახევარ საქართველოს ეგ უკეთია.
-თმა რომ გადაპარსული გქონდა?
-რა?! სერიოზულად მეუბნები მაგას? ზაფხულში ყველა ბიჭი იხოტრავს თმას! ახლა ხომ მაქვს წამოზრდილი? - გაეცინა.
-შავ-თეთრი სურათი, შავი „მერსედესის“ ფონზე, შავი რეიბანებით,შავი როლინგით, რავიცი... ბევრი დამთხვევაა.
-არ მჯერა,რომ ჩემი ათვალისწუნების მიზეზი ეს სურათი გახდა! - ხარხარებდა. - ეს სათვალე ჩემი არცაა საერთოდ, მე არ მომწონს ეს სტილი,არ მიხდება. უბრალოდ, ძმაკაცმა მათხოვა და თავის მანქანასთან დამაყენა, სპეციალურად გადამიღო ასეთი სურათი და მერე ჩააშავა,ვიღადაოთ კომენტარებზეო. საერთოდ,ვინც მიცნობს,იცის,რომ ასეთი სურათები,ჩაცმულობის სტილი და ქცევები,ჩემი არ არის; ამიტომაც დამადებინა ეს ფოტო. თეკლე,სერიოზულად, ამის გამო მერჩოდი? - სიცილს და ახსნას რომ მორჩა,მომიბრუნდა.
-მხოლოდ მაგის გამო, არა! - უარგუმენტოდ დარჩენილი,კუთხეში მომაწყვდია.
-ლექციებზე რომ სულ აგვიანებ და მერე ღმერთივით შემოდიხარ? - ჩამერთო ნენე.
-რა?! როგორ შემოვდივარ?! - ისევ მორთო ხარხარი და ამჯერად გეგიც აიყოლია. - ბიჭო,არც კი მეგონა ჩემი სიარულის მანერას და ყველგან დაგვიანების საშინელ ჩვევას, ვინმე ასეთ იარლიყს თუ მიაკერებდა!
-კარგი,რა! - გავბრაზდი; არ შეიძლებოდა,რომ ყველაფერი რაც მე მეგონა, მცდარი აღმოჩენილიყო.
-თეკლე, შენ მე მართლა მომცელე ახლა!
-გეყოფა, ხალხი გვიყურებს.
-აუ, მარტო მე ხომ არ ვაგვიანებ ხოლმე ლექციებზე,არა? მარტო მე რატომ გამომარჩიეთ ასე? - სული მოითქვა ცოტა ხანში.
-ჩვენ რა გამოგარჩიეთ, სხვებმა გამოგარჩიეს. - ისევ ნენემ უპასუხა.
-ვახ, რა გავაკეთო,თუ გოგოებს ვაინტერესებ? ნებისმიერი ტიპის ბიჭით შეიძლება დაინტერესდეს გარკვეული რაოდენობა გოგოებისა,ნორმალური ამბავია ეგ,არა?
-შენ შემთხვევაში ბევრი დაემთხვა ერთმანეთს! - არ გავიტეხე იხტიბარი.
-და იფიქრე,რომ თავშიავარდნილი და თავმომწონე ბიჭი ვარ,რომელსაც გოგოები ბუზებივით ახვევიან თავს?
-კოღოებივით. - შეუსწორა გეგიმ.
-არა,ბიჭო, ბუზებივითაა. - შეეპასუხა ვაჩე.
-სადაა?
-რა სადაა? ფრაზაა ეგეთი - რაღაც გახვევია ბუზებივით. - მისკენ შებრუნდა და ახსნა დაუწყო.
-ბიჭო,კოღომ უფრო აქტიურად არ იცის,თავზე მოხვევა? - ჩაფიქრდა გეგი.
-არა, შეჩ*მა, კოღოს ერთი ხელს აუქნევ და წავა,ბუზმა იმენა ტვინი უნდა ბურღოს! მოკლედ,ბუზებივითაა რა სწორი. - თავი მიანება ახსნას და ისევ მე მომიბრუნდა. - რას ვამბობდი?
-აღარ მახსოვს, თქვენმა მსჯელობამ გამიტაცა. - მშვიდად ვთქვი,მერე კი მთელი ხმით ავხარხარდი ნენესთან ერთად.
-აუ,რატო დაგვცინით ახლა? - იღიმოდა ვაჩე.
-ვერ ვსუნთქავ,ვაიმე,ვაიმე,ვერ ვსუნთქავ. - ცრემლიან თვალებს იმშრალებდა ნენე.
-არა, ერთ რამეს ვერ წაგართმევ,ვაჩე, გინდ შენს გალანტურობას მივაწეროთ და გინდ „ტიპობას“, გოგოს კარგ განწყობაზე დაყენება შეგიძლია. - ძლივს შევწყვიტე სიცილი,დავმშვიდდი და შემდეგ ვუთხარი.
გაეცინა,გვერდით ჩამომიჯდა,ხელი გადამხვია და ლოყაზე,თვალთან ახლოს მაკოცა.

*_*_*_*

-ნახე,სოსკა, შენი დაქალი ღრუბლებში დაფრინავს! - თაკომ ღიმილით გადაულაპარაკა გვერდით მჯდარ სესილის და ჩემზე ანიშნა.
-გამოშტერებული როცაა,მაშინ რატომ ხდება „ჩემი“ ამიხსენით, რა. - გაეცინა სესილის.
-ჩემზე ისე რატომ ლაპარაკობთ,თითქოს აქ არ ვიჯდე? - ყავაში შაქარი ჩავიყარე და ორივეს შევხედე რიგ-რიგობით.
-იმიტომ,რომ არ ხარ. - მარტივად მიპასუხა თაკომ.
-ოჰ, ახალი დასკვნა! - ჩამეცინა. - ისევ ნათელმხილველობამ შემოგიტია,თამარჩიკ?
-არა,თეკლა! - სახელის ბოლო ბეგრა განსაკუთრებით გამოკვეთა.
-თამარჩიკ!
-თეკლა!
-თამარჩიკა!
-თეკლა,ა,ა,ა,ა!
-ღმერთო,არ მჯერა,რომ ისევ ისე ბავშვობთ. - ამოიოხრა ჩვენ შემხედვარე სესილიმ.
-მაღლივმა იყუჩოს. - არც გაუხედავს,ისე უთხრა თაკომ.
-მაღლივს შენ ნუ აჩუმებ,ინტრიგანო ჰუმანიტარო!
-აი, ინტრიგანი და თან ჰუმანიტარი? მე მართლა არ მინახავს, რა. ინტრიგანები სოცებში მოიკითხე.
-ეე,შეეშვი შენ ჩემს სოცებს! - მაშინვე გავაპროტესტე.
-ვახ! - ჩაეცინა თაკოს. - აი, სოცები,რომ შენები გახდნენ, მაგიტომ არ ხარ შენ ჩვენთან.
-მაგ ზეჩახლართული წინადადებით რისი თქმა გინდოდა ვერ გავიგე,მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვაჩე იგულისხმე და გეხვეწები,შეეშვი, რა მაგ ბიჭს. - გამეცინა ბოლო სიტყვებზე.
-რა შევეშვა,გოგო, ძლივს ვიღაც მოგარჯულებს.
-მომარჯულებს რა, გასახედნი ცხენი ვარ?!
-ხო,თეკულიკ,“კაკრაზ“ მშვენიერი შედარებაა. შენ იყავი მისი ბუცეფალი და ის იქნება შენი მაკედონელი, ხო ზერომანტიულია,სოსკა? - თავისი იუმ-ოცით ზედმეტად აღფრთოვანებულმა, სიცილით გადახედა გვერდით მჯდომ სესილის; ამ უკანასკნელსაც გაეცინა.
-თუ არ გაკლდეს,რა! - თავი გავაქნიე.
-არადა,ძალიან რომ გინდა,ჩემსავით გაკლდეს შენც, უჟმურიკა. - ენა გამომიყო.
-საერთოდ არ მინდა ახლა,რომ მაკლდეს.
-არა, ახლა ნაღდად აღარ გინდა,ძლივს ბიჭი იპოვე.
-თაკო,შეწყვიტე ვაჩეზე ლაპარაკი!
-აჰა,შენ რა იცი,რომ ვაჩე ვიგულისხმე? ანუ შენ თვითონ გგონია,რომ ვაჩეა ამ კონტექტსში საგულისხმო,არა?
-ეს ზერთული წინადადებები ჰუმანიტარულზე გასწავლეს? - გაგვეცინა მე და სესილის.
-სიტყვას ბანზე მიგდებ მე? მაგის ექსპერტს და გამომგონებელს? მოგვიყევი შენზე და ვაჩეზე.
-არაფერია მოსაყოლი. - თავი დავხარე და ყავის ჭიქას დავაცქერდი.
-იი,რა კაია, ტაშიი. არაფერია მოსაყოლი! - გამომაჯავრა თაკომ. - დაფრქვი!
-მეგობრები ვართ...
-ვინ? შენ და გეგი? ეგ ვიცით, ვაჩეზე მოგვიყევი-მეთქი.
-აუ,თაკო, ზუზუნებ უკვე!
-სოსკა,ხედავ? გაიჩინა ბიჭი და დაქალებს აღარ გველაპარაკება. გვიმალავს ყველაფერს! მორჩა,ის ბიჭი უფრო უყვარს,ვიდრე ჩვენ! - სატირლად გაემზადა თაკო,მაგრამ მაგას ვინღა უსმენდა?! სიყვარულის ხსენებაზე მდუღარე ყავით კინაღამ დავიხრჩე და იქვე გავთავდი.
-თამარა, სიტყვა აღარ თქვა! - ხველებ-ხველებით ვუთხარი.
-რაო,ჩიტო, მივადექით ქუსლსა აქილევსისასა? - წარბები ამითამაშა.
-საიდან მოიტან ხოლმე, რა! - გაეცინა სესილის მის სიტყვათშეთანხმებებზე.
-თეკუშ, უშანსოდ ხარ, ხომ იცი? უნდა ალაპარაკდე. - ისევ მე მომჩერებოდა თაკო.
-დედა მირეკავს,არ მცალია! - მაშინვე ორივევ ხელით ვეცი ტელეფონს და ზარის საპასუხოდ გვერდით გავედი.

აი,მესმის დედობა!
სამ ახალმთვარეზე ერთხელ თუ გაახსენდება დედაჩემს ჩემი ტელეფონის ნომერი და ეს ერთი შემთხვევა,რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა, ნამდვილად მეტყველებს ჩვენს ძლიერ კავშირზე.
გულში იმდენჯერ გადავუხადე დედაჩემს მადლობა,სანამ გულს ოფლი არ მოვადინე და მხოლოდ ამის შემდეგ ვუპასუხე.
უკანდაბრუნებულს თაკოს გაწბილებული სახის დანახვა ყველაფრად მიღირდა. ჩანთა ავიღე სასწრაფო წესით,გამოვაცხადე,რომ ჩემებს სახლში სურდათ ვახშმობა შვილთან ერთად და წამოვედი.
-შემდეგში ელექტრო სკამზე დაგსვამ,ასათიანი,მოემზადე! - დამაწია მუქარის სიტყვები თაკომ და გულიანად გამაცინა.

*_*_*_*
შუაღამეს გამაღვიძა ქრონიკულმა რეკვამ მობილურზე. ზმუილით მოვშორდი ბალიშს და ისე მივიდე მობილური ყურზე,არც დამიხედავს, ვინ იყო.
-თაკო, თუ ისევ შენ მაღვიძებ,შენს იდიოტურ სიზმრებზე სალაპარაკოდ ამ შუაღამისას, დაგცხრილავ ბაბუაჩემის კალაშნიკოვით! - ისე მივაყარე,არც დავფიქრებულვარ.
-თაკო რომ არ ვარ,მაინც არ დამინდობ? - უცებ გავიგე ვაჩეს სიცილნარევი ხმა მობილურში და კინაღამ გადავფრინდი საწოლიდან პირდაპირი რეისით იატაკზე. - ისე, ბაბუაშენს კალაშნიკოვი აქვს?!
-ვაჩე?!
-გაგაღვიძე,ხო, აუ ბოდიში,რა, არ უნდა დამერეკა.
-მოიცა,ახლა უნდა გამითიშო? იმიტომ გამაღვიძე,რომ ბოდიში მოგეხადა გაღვიძებისთვის,რომელიც არ მოხდებოდა,რომ არ დაგერეკა? - გამეცინა გულაფრიალებულს.
-ვერაფერი ვერ გავიგე რა თქვი,მაგრამ ლამაზი ხარ! - კმაყოფილმა მითხრა.
-მთვრალი ხარ?
-როგორ მიხვდი,ე?
-ენას ათლიფინებ. - გულწრფელად ვუთხარი.
-რას ვშვები? თლ..ვათლ...
-სად დალიე?! - ისევ გამეცინა.
-არ მახსოვს,მაგრამ ბევრი არ დამილევია, შენს თავს ვფიცავარ!
-გეტყობა.
-იცი რატომ დაგირეკე?
-არა,არ ვიცი. - გამეღიმა.
-უნდა მეთქვა,რომ მომენატრე.
-რა ქენი? - შევიცხადე.
-მ-ო-მ-ე-ნ-ა-ტ-რ-ე. - გამიმეორა დამარცვლით. - აი, იცი რამდენჯერ მიოცნებია, ამ სიტყვის თქმა შენთვის? და ეხლა ისე გეუბნები,რომ მართლა ვგრძნობ მაგას. ყველაზე მაგარი რამაა,ადამიანზე ეს სიტყვა რომ გეთქმის. საერთოდ ვერაფერი ჯობია ამ სიტყვას,რა! თეკლე,მომენატრე.
-ჯანდაბას შენი გალანტურობა,ბრეგვაძე, მეც მომენატრე! - ხელი ავიქნიე თვალაცრემლიანებულმა და გავიცინე.
-აივანზე გამოხვალ?
-რა?
-აივანზე-მეთქი,გამოხვალ?
-აივანზე რატომ? - ვერ მივხვდი,უფრო სწორად, ვერ დავიჯერე.
-უნდა გაჩვენო, საიდან გავიგე ინფორმაციების რაღაც ნაწილი შენზე. - მითხრა და ჩაიცინა.
მაშინვე წამოვვარდი ფეხზე,ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი.
ვერ დავიჯერე.
საკუთარ ორ თვალს ვერ დავუჯერე.
მაშინ მართლა მეგონა, თვალები ლომბარდში მქონდა დატოვებული.
დილის ხუთი საათი ძლივს იქნებოდა.
ზამთრის სიბნელე იყო ირგვლივ.
ვაჩე ბრეგვაძე ჩემი სახლის ეზოში იდგა და ჩემი აივნისკენ იყურებოდა.
როგორც კი დამინახა,ხელები გაშალა და დაიყვირა:
-დილამშვიდობისა სრულიად სილამაზევ!
-სირცხვილია,ვაჩე, მეზობლები გაიგებენ. - კისკისით ჩავძახე.
-ჩამოუშვი შენი თმა, რაპუნცელ, ამომიყვანე! - თავისივე ნათქვამზე ხარხარებდა. მივხვდი,რომ ძალიანზე ოდნავ მეტად იყო მთვრალი და დახმარება სჭირდებოდა. მაშინვე უკან შევბრუნდი ოთახში, უსწრაფესად ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
რომ დამინახა, თვალები რამდენჯერმე მოიფშვნიტა და როგორც კი დარწმუნდა, ნამდვილი ვიყავი,ხელები გაშალა ჩემს ჩასახუტებლად.
-მინდოდა პირველს მე მეთქვა დილამშვიდობისა. - მითხრა,როგორც კი მომცილდა.
-ღამემშვიდობისა უფრო გამოგივიდა,მაგრამ არაუშავს. - გამეცინა.
-აუ,თეკლე, რა ლამაზი ხარ?! აი, შენზე ლამაზი გოგო,უბრალოდ არ დადის ქალაქში.
-ძალიან მთვრალი ხარ. - გამეცინა მის ნათქვამზე და ხელი შევაშველე რომ არ წაქცეულიყო.
-რა შუაშია?! მე აქ სერიოზულად ვცდილობ ბაასს და შენ დამცინი?
-რას ცდილობ? - მეგონა მომესმა.
-ბაასს. - გამიმეორა. - რა იყო, შეგაშინმა ორმა „ა“-მ ერთად? - გამიცინა.
-ჰო,ძალიან შემაშინა. - გადავიკისკისე.
-ნუ იცინი ეგრე.
-როგორ ესე?
-აი,ეგრე,რა. - გამიღიმა.
-ცუდი სიცილი მაქვს?
-შენ ცუდი არაფერი გაქვს! - უცებ მითხრა და ისევ მომეხვია. - იცოდე, არც გაბედო ახლა ჩემს გალანტურობაზე კბილის გაკვრა. - ამოიბუზღუნა მერე ჩემს ყელში თავჩარგულმა.
გამეცინა.
-აქ მართლა იმისთვის მოხვედი,რომ დილამშვიდობისა გეთქვა? - ვკითხე მერე.
-არა, მინდოდა პირველად მეთქვა,რომ მენატრები და მერე განმეცადა,რომ აღარ. - ბავშვური ღიმილით გამიღიმა.
-არანორმალური ბიჭი ხარ!
-და მოგწონს ხო ეგ? მითხარი,რომ მოგწონს,თორემ სერიოზულად დამაკომპლექსე უკვე. - წარბები შეკრა,მერე ისევ გახსნა და ისევ შეკრა.
-მომწონს,ნუ ღელავ.
-და მე?
-რა შენ?
-მე მოგწონვარ?
-კი,ვაჩე,ძალიან მომწონხარ. - ღიმილით ვუთხარი.
-კარგია,თორემ ძალიან გაგისწრებდი. - ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-რა?
-მე მიყვარხარ. - უცებ წამოსწია თავი,თვალებში ჩამხედა და მითხრა.
-მთვრალი ხარ,ვაჩე. - ხმა ამიკანკალდა,სხეულიც.
-სწორია,მაგრამ მაინც მიყვარხარ. მერეც მეყვარები,ფხიზელზე და მერე ისევ მთვრალზე,მერე ისევ ფხიზელზე. სულ,რა, სულ მეყვარები.
-ვაჩე...
-ჩამეხუტე. - მთხოვა და თავად მომხვია ხელები. მთვრალიც კი ხვდებოდა,რომ არაფერი უნდა დაეძალებინა ჩემთვის და მითუმეტეს,უხერხულობა არ უნდა შეექმნა.
იმ წამს იმდენად დიდ პატივისცემას ვგრძნობდი მის მიმართ,კიდევ სიხარულსა და ბედნიერებას, მეგონა აქ რომ დამთავრებულიყო ყველაფერი, მოსაყოლად და მოსაგონრად მაინც ყველაზე ლამაზი ისტორია იქნებოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ,თეკლე და ძალიან მიყვარხარ. - ყურის ბიბილოზე მაკოცა,ცხადად ვიგრძენი იმიტომ,რომ გაყინულ სხეულში სწორედ იქიდან შემოძვრა ცხელი ტალღა.
მერე ისე ნელა მომშორდა,თითქოს თითოეულ წამს ელოდა,რომ გავაჩერებდი. როცა საბოლოოდ გაჩნდა ჩვენს სხეულებს შორის სიცარიელე,გამიღიმა,ლოყაზე ჩამომისვა ხელი,ტუჩთან ძალიან ახლოს მაკოცა და ისე წავიდა,თითქოს იმ ღამით არც გამოჩენილიყო.

*_*_*_*

-სესილი,მითხრა,რომ ვუყვარვარ,გაიგე?
-და შენ?
-რა მე?
-თეკლე,გიყვარს?
-...
-თეკო.
-...
-თე...
-სოსკა, ვაჩეა ბრეგვაძე...
-მეც მაგას გეკითხები,თეკლე.
-ვაიმე, არ ვიცი,რა! ამიფეთქდება ტვინი და ეგ იქნება!
-გიყვარს-მეთქი?
-დრო მჭირდება,სესილი.
-მე არ უნდა მთხოვდე მაგ დროს,თე.

*_*_*_*

საოცარია;
შეხვდები ადამიანს და მერე წარმოუდგენლად გეჩვენება,როგორ ცხოვრობდი იქამდე მის გარეშე.
როგორი იყო დღეები,რომლებიც არ იტევნდნენ მას და მასზე მოგონებებს.
უცნაურია;
რომ იქამდეც არსებობდა,სანამ შენ დაგჭირდებოდა და არსებობდა ძალიან ახლოს.

მე შენ ახლა მჭირდები და ვერ წარმოვიდგენ დროს,როცა ეს ასე არ იყო.
მე შენთან მინდა ახლა და შეუძლებლად მიმჩნია იმ დროის არსებობა,როცა არ მინდოდი.
შენ ხარ ჩემს აწმყოში და იქნები მომავალში,მაგრამ წარსულში?!
სად იყავი ადრე?!

*_*_*_*

-თეკლე,იცი, უნივერსიტეტის პირველ დღეს არ მინახიხარ მე შენ პირველად. - გამომიტყდა ერთ დღეს ვაჩე.
-მართლა? - გავიკვირვე. - აბა როდის მნახე?
-შენს ეზოში. გეგისთან ვიყავით მაშინ ბიჭები,ეზოში ვისხედით. ძალიან შემთხვევით ამოვიხედე შენი აივნისკენ და იმ წამს გამოხვედი. ფირუზიფერი მაისური გეცვა სალათისფერში გარდამავალი. გამოგარჩიე, მაშინვე.
-რატომ აქამდე არ მითხარი? - თვალები ამემღვრა.
-რა? ხშირად რომ გითვალთვალებდი აივანზე გამოსულს,თუ პირველად რომ მანდ გნახე? - გაეღიმა.
-მე შენში უფრო ადრე გამოვჩნდი,ვიდრე შენ ჩემში,ხვდები?
-ეგ ისედაც ეგრე იყო. შენ სულ ცოტა ხანია,რაც აღარ გძულვარ,მე პირველივე დღიდან მიყვარხარ. - შემომხედა და ისე გამისწორა თვალი თვალში,თითქოს წინასწარ იცოდა,რომ გამარჯვებული მისი მზერა დარჩებოდა.
-რატომ არ მაგრძნობინე უფრო ადრე? რატომ მითმენდი? - დანაშაულის გრძნობამ შემაწუხა.
-არ იყო საჭირო. - მშვიდად მითხრა. - ყველაფერი მაშინ მოხდა,როცა შენც იყავი მზად ამისთვის.
-გულს გტკენდი,ვაჩე? გულწრფელად მიპასუხე!
-შენ მე არასდროს მატკენ გულს,თეკლე. ვიცი,რომ შეგიძლია, ერთადერთი ხარ,ვისაც შეუძლია,მაგრამ ვიცი,რომ არ იზამ.

*_*_*_*

ასე უბრალოდ შეეძლო, გაეღიმა და ჩამხუტებოდა. სრულიად უდანაშაულო და უმანკო გამოვეყვანე ნებისმიერ საქმეში.
ისეთი თბილი იყო ჩემთან,ისეთი განსხვავებული...
ყველა ამჩნევდა.
ლექციაზე,როგორც ყოველთვის, დაგვიანებული რომ შემოდიოდა,ნენემ მაშინვე იცოდა,უნდა ამდგარიყო და სხვაგან გადამჯდარიყო. ეს ისე ხდებოდა, ყველასგან დამოუკიდებლად. თითქოს უბრალოდ სცენარით იყო გაწერილი,რომ ვაჩე ბრეგვაძე ჩემ გვერდით უნდა მჯდარიყო.
ერთს გამომხედავდა და გამიღიმებდა.
ყველაფრის საწყისი იყო მისი თვალები; უცნაურად ლაღი და ამასთანავე სევდის მატარებელი.
არასდროს მიფიქრია, რატომ ჰქონდა ასეთი გამოხედვა.
არასდროს ვეკითხებოდი მის ოჯახზე ან ჩემამდე ცხოვრებაზე. რომ სდომოდა,თვითონ მეტყოდა. ვიცოდი,რომ ამ თვისებას აფასებდა ჩემში; არაცნობისმოყვარეობას.
აუდიტორიას ყოველთვის ერთად ვტოვებდით და „მამაცურად“ ვიგერიებდით ასამდე წყვილ თვალს,რომელიც ხშირად დაკომპლექსებამდე მოგვშტერებოდა.
ირგვლივ რომ მიმოვიხედავდი, ნენე აღარსად იყო. ისე უცებ ასწრებდა აორთქლებას ეგ გაიძვერა ბავშვი,თითქოს მე და ვაჩეს მისთვის რამე გვქონდა დასამალი.
ბრეგვაძე ყოველთვის იცინოდა ჩემს გაბრაზებულ სახეზე, მერე ხელს მხვევდა და „გვირაბისკენ“ მივყავდი.
საერთოდ,ჩვენი პირველი „ვიზიტი“ თსუ-ს ცნობილ გვირაბში აღნიშვნის ღირსია.

*_*_*_*

ლექციაზე გვაგვიანდებოდა სასტიკად,მხოლოდ იმიტომ,რომ თაკო თავის ყავას დროზე ადრე ვერ შეელია და დინჯად დაასრულა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ცერემონიალი.
ნენე,რა თქმა უნდა, არ იყო ჩვენთან ერთად; ვერასდროს იტანდა სადმე სიარულს ლექციებამდე,რადგან კარგად იცოდა თაკოს „პუნქტუალურობის“ ამბავი მას კი აუდიტორიაში დაგვიანებით შესვლას საქვეყნოდ შერცხვენა ერჩივნა.
მოკლედ,ვიყავით მხოლოდ მე და ვაჩე უცებ რომ გამომიცხადა, წამოდი,მოკლე გზით გადავჭრათო.
-სად მივდივართ,ვაჩე? დაგვაგვიანდა! - წუწუნით მივყვებოდი უკან.
-წამოდი,წამოდი. - სიცილით მიმათრევდა მეორე კორპუსის „ნულსართულისკენ“
მიწის დონეს აშკარად რომ ჩავცდით და „უფსკრულიც“ უკან მოვიტოვეთ,ავნერვიულდი.
-ვაჩე, ვაჩე, კარგი ახლა, რა გაწყენინე ამისთანა? - თავი მოვისაწ.....
-რა? - ვერ გაიგო და სიცილით მკითხა.
-ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, არჩილთან მეორე ფინალურზე გასვლის უტკბესი გემოც არ განმიცდია,დამინდე! - მკლავზე ვეჭიდებოდი და წასვლის უფლებას არ ვაძლევდი.
-თეკლე, რას მაიმუნობ ამხელა გოგო,გვაგვიანდება, წამომყევი!
-არ მომკლა! - წამოვიყვირე.
-თეკლე! - ახარხარდა. - წამოდი,გვირაბი უნდა განახო.
-გვირაბი? ვიცი მე შენი გვირაბი, მკლავს დაუმსახურებლად!
-ნუ ყვირი,ხალხი გაიგებს და დანაშაულზე წამასწრებს. - თან ხარხარებდა,თან გვირაბში შედიოდა.
-ღმერთო,ეს სად ამომაყოფინე თავი! - როგორც კი პირველსა და მეორე კორპუსებს შორის გამავალ გვირაბში აღვმოჩნდი,შევიცხადე და დაჩხაპნილ კედლებს მივაჩერდი.
-აღიარე,რომ ძალიან რომანტიული გარემო შევქმენი პირველი პაემნისთვის! - შემომიბრუნდა და გამიცინა.
-აჰა,პაემანზე ვართ? - მეც გამეცინა გაკვირვებით.
-ვერ მიხვდი აქამდე? - გაიოცა.
-არა, მიწის დონეს რომ ჩავცდით და ამ „მაღაროში“ ამოვყავით თავი, ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე,მაგრამ,რავიცი.
-მაღიარე ახლა კაც რომანტიკად.
-კაც ორიგინალურობად! - გამეცინა.
-ზეორიგინალურობად. - გააბუქა.
-სრულიად თსუს მასშტაბით! - გადავიკისკისე. - ეს კედლები რატომაა დაჯღაპნილი?
-აუ, არაფრის აზრზე შენ არ ხარ,რა! - ხელი აიქნია. - ნაჯღაპნები კი არა, ხალხის გულისნადები წერია აქ.
-გულისნადები? - გამეცინა. - საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთი სიტყვები, თაკოსავით იცი.
-მდიდარი ლექსიკა მაქვს. - შეიფერა.
-კარგი,მდიდარლექსიკიანო, მომეცი მარკერი,ჩვენც დავწეროთ რამე.
-ჩვენც. - დაიჭირა სიტყვა და ღიმილით მიყურა ერთხანს.
-მარკერს არ მომცემ? - არ შევიმჩნიე მისი ღიმილის მიზეზი.
-თადარიგიანი რომ ვარ,თორემ საიდან გაგიჩენდი აქ მარკერს. - გაეცინა.
-რა დავაწერო?
-„თეკლე,მიყვარხარ“
-კარგი,მართლა გეკითხები!
-ხომ გითხარი, ვერ ვიტან სიტყვებზე დამატებულ „მართლას“; ეგ დააწერე!
-ვაჩე. - უხერხულად ვიგრძენი თავი.
-მომეცი. - უცებ გამომართვა მარკერი და დიდი ასოებით გადააწერა სხვა ნაწერს.
-კარგი,რა... - თავი დავხარე შერცხვენილმა.
-ლამაზი რომ ხარ,აღარ დავაწერ,შენც იცი. - ხელი მომხვია.
-ის დააწერე,ლექციაზე რომ უკვე ნახევარი საათით დაგვაგვიანდა და ქალბატონი ეთერი გამოგვლანძღავს.
-აუ, რა ლექცია, პაემანი გვაქვს ჩვენ აქ! - თვალები აატრიალა და გაიცინა.
-გვირაბის ბოლოს მაგიდა,სანთლები და შამპანიური გველოდება უეჭველად,ხო? - მეც გამეცინა.
-აბა ბანალურობა არ მიყვარსო? - გამომიჭირა.
-რომანტიკა მიყვარს. - ვიმართლე თავი.
-ეჰ, აბა ცოტა ადრე გეთქვა და ვიზამდი მაგასაც.
-რას იზამდი? ამ გვირაბში ჩამოიტანდი მაგიდას?
-კი, ბატონ არჩილს ვთხოვდი დახმარებას. - გადაიხარხარა.
-არანორმალური ხარ! - მეც ვერ შევიკავე თავი და გავიცინე.
-ყველა ადამიანი ნორმალურია სანამ თავის „არას“ შეხვდება და გახდება არა-ნორმალური; შენ ხარ ჩემი “არა”! - კმაყოფილმა მითხრა.
-არა, თაკოს აშკარად სერიოზულ წინააღმდეგობას უწევ სიბრძნეების ფრქვევაში! - მცირეხნიანი დუმილის მერე გავაქნიე თავი,გავიცინე და გზა განვაგრძე.
მასაც გაეცინა,უკან გამომეკიდა,ყელში მაკოცა და ზურგიდან მომეხუტა.

*_*_*_*

უკვე მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა ჩვენზე.
საერთოდ,მე ისიც არ ვიცოდი, რა უნდა სცოდნოდათ.
მეგობრები იმ მარტივი მიზეზით არ ვიყავით,რომ ეს არც ერთს გვსურდა.
ვაჩეს რაც უნდოდა,ესეც კარგად ვიცოდი,მაგრამ ყველაფრის პრობლემა მე ვიყავი.

კურსზე ყველაზე პრობლემური და ამპარტავანი გოგოს იარლიყი მომაკერეს.
რას ქვია, ბრეგვაძეს ახვეწნინებსო.
იცოდნენ,რომ ვუყვარდი და საპასუხოდ დუმილს „ვერ მპატიობდნენ“
რეალურად,ვისი რა საქმე იყო,მაგრამ მაინც მწყინდა.

-არა,ხალხის აზრი რომ უნდა გეკიდოს ეჭვგარეშეა,მაგრამ სულელი რომ ხარ,არც მაგას გაუვა წყალი. - ერთ საღამოს,საბოლოოდ დამისკვნა თაკომ და მოწყვეტით მიესვენა დივანს. - სტუდენტობა კლავს!
-რა გინდა,თაკო, რას მერჩი?! - მაშინვე ავწუწუნდი.
-უთხარით ვინმემ,მე ნერვი აღარ მაქვს,მთელი დღეა ენათმეცნიერებას ჩავკირკიტებ. - ამოიოხრა და გოგოებს გადახედა.
-თეკლე, თაკოს იმის თქმა უნდა,რომ ვაჩესთან ძალიან აჭიანურებ პროცესებს. - დინჯად ამიხსნა სესილიმ.
-ე, რას გადამისხვაფერე ახლა?! იმის თქმა მინდა,რომ სულელია. ტოჩკა!
-თაკო,სუსი!
-ვაჭიანურებ რას ნიშნავს? - გავისულელე თავი.
-ანუ არ ადგამ საშველს! - წამოიყვირა თაკომ.
-თაკო,სუსი-მეთქი! - ისევ შეუტია სესილიმ.
-თქვენც იმავეს იმეორებთ,რასაც მთელი უნივერსიტეტი,რა! დაქალებიც თქვენ გქვიათ. - ავატრიალე თვალები.
-ეე, შემადარე ახლა შენს მომთაბარე სოცებს! - წამომიფრინდა ჰუმანიტარიის ბურჯი.
-არ გეზარება მაინც? - დაიღალა ჩვენი შემყურე ნენე.
-უთხარი,თქვას!
-თეკლე, თაკომ მითხრა, უთხარი,თქვასო. - ზედმიწევნით გაიმეორა ნენემ.
ოთხივეს გაგვეცინა.
-დავიღალე,რა. - ამოვიოხრე და თვალები მოვიფშვინეტე.
-გეგის დაბადებისდღე ახლოვდება. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა სესილიმ.
-დაგვპატიჟებს ვითომ? შენ უეჭველად, თე!
-ვითომ?
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაჩეს გამო.
-ახალი სადარდებელი გამიჩინე,ნენე,მადლობა. - გამეცინა.
-კაი,სამი კვირაა იქამდე,დაოკდი. - გაეცინა თაკოს და სესილის თავი ჩაუდო კალთაში. - მილიარდელი ქმარი უნდა „ავაგდო“. - ამოიოხრა.
-თან ბებერი? - ჩაეკითხა სიცილით ნენე.
-აუ,ნენე, რა გახრწნილი გოგო ხარ! - წამოიყვირა თაკომ. - ბებერი კი არა, ახალგაზრდა და სიმპათიური მინდა!
-ეჰ,არადა ვიფიქრე ჩვენს არჩილს გავურიგებდით. - სიცილით გამომხედა მე.
-მოიცა,თქვენს არჩილს ბევრი ფული აქვს? - მაშინვე წამოყო თავი თაკომ.
-აბა ბებერი არ მინდაო?
-რა შუაშია?! ვიკითხე უბრალოდ!
-ბებერი არ არის,მაგრამ არც მილიარდელი. - გამეცინა და სულ წამით დავუშვი წარმოსახვაში ბატონი არჩილისა და თაკოს წყვილი. - ფუ,რა იდიოტები ხართ! - წამოვიყვირე მერე და ბალიში ვესროლე გვერდი-გვერდ მსხდომებს.
ოთხივემ ისეთ ხმაზე მოვრთეთ ხარხარი,კედლები დავაყრუეთ,ეჭვი მაქვს.


*_*_*_*

პირველი კორპუსის მთავარი კიბეებიდან ჩამოვდიოდით მე და ნენე, ბიჭები რომ დავინახე ეზოში. გეგიმ მაშინვე ხელი აგვიწია ღიმილით და მასთან მისვლა გვანიშნა.
ვაჩე და კიდევ ერთი,ჩემთვის უცნობი ბიჭი, ზურგით იდგნენ.
ბრეგვაძე მაშინვე შემობრუნდა და რომ დამინახა ისე გაუნათდა სახე,თითქოს ბაღში მის წამოსაყვანად მისული მშობელი ვიყავი.
-როგორ ხართ გოგოებო? - ღიმილით გადაგვკოცნა გეგიმ ორივე. ვაჩე ხმასაც არ იღებდა,არც იძვროდა,უბრალოდ იდგა და მე მიღიმოდა. - გაიცანით,ჩვენი ძმაკაცი,ლაშა. - მესამე,უცხო ბიჭზე მიგვითითა ღიმილით.
-სასიამოვნოა. - მე და ნენემ ერთხმაში ვთქვით და ბიჭს გავუღიმეთ.
-ლექციაზე იყავით? - ძლივს ამოიღო ხმა ვაჩემ.
-აკადემიური გვქონდა და სხვათაშორის გიკითხა,რატომ არ იყავი? - დავინტერესდი.
-აუ,ჩამეძინა და მერე აზრი აღარ ქონდა.
-ნუ აცდენ ლექციებს,რა. - ისე ვუთხარი,მხოლოდ მერე გავიაზრე,როგორ სხვანაირად ჟღერდა ჩემგან ეს სიტყვები.
მეგონა პირი გაეხეოდა ღიმილით. მერე ჩაეცინა და ლაშას ხელი გადახვია.
-გოგოებო, თვის ბოლოს ჩემი დაბადებისდღე რომ არის ხომ იცით? ხოდა გეპატიჟებით ოთხივეს. მისამართს მერე მოგწერთ. - გეგიმ გვითხრა ღიმილით.
-ხომ მოხვალთ? - მაშინვე დაგვეკითხა ვაჩე.
-შევეცდებით ყველანაირად. - გამეცინა.
-აუ,თეკლე,წავედი რა მე, კიდევ ერთი ლექცია მაქვს. - ნენემ მითხრა უცებ, ბიჭები გადაკოცნა და მეექვსე კორპუსისკენ გაიქცა.
-ბიჭო, მეც შევედი,თორე წაიღო ტვინი რამაზიმ. - გეგიც დაგვემშვიდობა.
-შენ კიდევ გაქვს ლექციები,თეკლე? - ვაჩემ მკითხა ღიმილით და ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.
-არა,აღარ.
-წამოდი რა, სადმე ჩაი დავლიოთ მე და შენ.
-ახლა? - ტუჩი მოვიკვნიტე. - არვიცი...
-ე, წამოდი,რა, ცივა და დავხსდეთ სადმე. - შემეხვეწა ღიმილით.
-კარგი,წავიდეთ. - ორჭოფობის შემდეგ დავთანხმდი.
-წამოდით,გაგიყვანთ და წავალ მერე მეც ლექციაზე. - ლაშამ გვითხრა და მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში.
-წამო,წამო. - ხელი გადამხვია ვაჩემ,თავზე მაკოცა და ჩემთან ერთად დატოვა ეზო.

*_*_*_*

-თეკლე, ჩაიზე მეტად გიყვარს რამე? - ყოველთვის დასცინოდა ვაჩე ჩემი და ჩაის ურთიერთობას.
-მწვანე ჩაი! - მეც თავმომწონედ ვპასუხობდი.
-აი ის დღე მინდა,რომ მეტყვი, ჩაიზე მეტად მიყვარხარო. - ხელებს მაგიდაზე ათამაშებდა და მიღიმოდა.
-იოცნებე,არ დაგიშლი! - ენას ვუყოფდი და მაშინვე ვუბრუნდებოდი ჩემს ფინჯანს.

*_*_*_*

სახლში გვიან ავედი.
გალანტურ ბრეგვაძეს, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია ჩემი მოცილება. თან იმიზეზებდა, გეგისთან უნდა ავიდე და მაგიტომ მოგყვებიო. არ უნდოდა,რომ ისევ დამეცინა. გულის სიღრმეში ძალიანაც მსიამოვნებდა მისი დახვეწილი ქცევები,მაგრამ „შუტკას“ ამის გამო ვერ ვუღალატებდი.

კარის გაღებისთანავე მივხვდი,ჩემები სახლში იყვნენ. დედამ მაშინვე ჩამიქროლა ცხვირწინ და საძინებელში შეიჭრა რაღაცის ბუტბუტით.
-მე მითხარი რამე,დე? - გაკვირვებული მივყევი უკან.
-თეკლე,ჩაალაგე ბარგი! - უცერემონიოდ გამომიცხადა.
-რა? - ვერ მივუხვდი.
-ჩემოდნის ჩალაგება დაიწყე-მეთქი. - უცებ მითხრა და წამოიძახა - ა, გამახსენდა, სადაც დავდე! - ისე უცებ გავარდა ოთახიდან,როგორც შემოვიდა.
-მამა, რა ხდება? - შეშინებულმა ვკითხე დიდ კარადასთან მდგარს.
-მე და დედას ბერლინში მიგვყავხარ,პანდუშ. - შემომცინა მამაჩემმა და რამდენიმე ჯემპრი აიღო. - დილის შვიდზე გვაქვს ფრენა.
ბინგო!
მე მოვიგე გადამწვარი უთო,
ან ჩართული,როგორც გენებოთ.
მთავარია,რომ - ბინგო! და ჩემმა მშობლებმა წლის „სიურპრიზი“ გამიკეთეს.
-სად მივდივართ და როდის? - ყრუდ დავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი გამოშტერებული.
-ბერლინში,მა, გამთენიისას.
-მე ვერ წამოვალ! - მაშინვე წამოვიყვირე.
-რას ქვია ვერ წამოხვალ? - ისევ შემოვიდა ოთახში დედაჩემი. - ბილეთები ავიღეთ უკვე,თეკლე, დღეს ფრენაა.
-მერე უნივერსიტეტი? - ყველაზე სულელური არგუმენტი მოვიყვანე.
-მაგაზე დარდობ? - გაეცინა მამაჩემს. - მაინც არ აპირებ მაგ ფაკულტეტზე ერთ წელზე მეტხანს დარჩენას და რა განერვიულებს? - გადამიწყვიტა მამაჩემმა. (ჯერაც არ იცოდა,მობილობა რომ მდომოდა ამას ჯერ კიდევ პირველი სემესტრის ბოლოს გავაკეთებდი)
-აუ, რა წესია,მე რომ არ მკითხეთ და ახლა მიცხადებთ?!
-რა გვეკითხა,თეკლე, გინდოდა თუ არა გერმანიაში მოგზაურობა? - გაიკვირვა დედაჩემმა. - ადექი,ბარგი ჩაალაგე.
-დედა,მე ვერ წამოვალ!
-ნუ ჯიუტობ ახლა, თეკლე, ბერლინში მიგვყავხარ, სამტრედიაში კი არა.
-მაინც რამდენი ხნით?
-თვის ბოლომდე საქმეები გვაქვს მე და დედაშენს იქ,მა. - ისევ მამამ „მახარა“
თვის ბოლომდე ნიშნავდა,რომ გეგის დაბადებისდღესაც გამოვტოვებდი და ვერ ვიქნებოდი ყველა დანარჩენთან ერთად აქ.
-აუცილებელია ჩემი წამოსვლა? - სასოწარკვეთილმა ვთქვი.
-აუცილებელია! კლარა უკვე რა ხანია გვთხოვს,რომ შენი თავი გავაცნოთ. - ისეთი ტონით მომიჭრა დედაჩემმა, მეხუთე სართულიდან გადახტომით რომ დავმუქრებოდი, აზრს არ შეიცვლიდა.

ბარგი ისეთი მოთქმითა და ვაებით შევკარი,თითქოს ბერლინში კი არა, ციმბირში მივფრინავდი. მერე აივანზე დავჯექი,სათითაოდ ჩამოვურეკე გოგონებს და დავემშვიდობე.
სესილიმ და ნენემ არ დამიჯერეს. თაკომ,საჩუქრის ჩამოტანა არ დაგავიწყდეს და ბებიაჩემის ბებიასთანაც წასულხარო.
ძალიან გვიან,დიდი ორჭოფობის მერე, გადავწყვიტე,რომ ვაჩესთვისაც უნდა დამერეკა. ვიცოდი,არ ეძინებოდა კი არა, ისევ მეზობელ კორპუსში იქნებოდა.
ზარი გასული არ იყო, „გისმენ,თეკლე“ რომ უკვე ნათქვამი ჰქონდა.
-ჩემს ზარს ელოდებოდი? - გამეცინა.
-სულ გელოდები მე შენ! - მასაც გაეცინა; მთვრალი არ იყო საბედნიეროდ. - მოხდა რამე?
-ისე მე არ დაგირეკავდი,ხო? - ისევ გამეცინა.
-ასეთ დროს არა,ყოველ შემთხვევაში. გინდა გამოვიცნო? - აივანზე იჯექი და ჩემი მონატრება მოგაწვა? - ინტონაციით ვიგრძენი,იღიმოდა.
-აივანზე კი,შენი მონატრება - არა.
-იმედების მკვლელი ხარ ჩანასახშივე!
-ვაჩე,მე მივდივარ. - უცებ ვუთხარი.
-რა? - მცირე პაუზის მერე იყო კითხვა.
-ბერლინში მივემგზავრები მშობლებთან ერთად დღეს გამთენიისას.
ისევ დუმილი მივიღე, მერე კი ოხვრის ხმა.
-და ახლა მეუბნები?
-მეც დღეს გავიგე.
-რამდენი ხნით?
-თვის ბოლომდეო.
-ანუ გეგის დაბადებისდღეზე არ იქნები. - ჩაილაპარაკა.
-არ მინდა წასვლა,მაგრამ...
-მესმის,ბერლინია,ხაშური ხომ არა.
-ეგ არაფერ შუაშია... - გაპროტესტება დავაპირე.
-მესმის,თეკლე,მესმის. რომელზე გაქვს ფრენა?
-დილის შვიდზე.
-გასაგებია; მშვიდობიანი ფრენა.
-ვაჩე,მიბრაზდები? - მისი ხმა მეუცნაურა.
-არა,რატომ უნდა გიბრაზდებოდე?
-იმიტომ,რომ მივდივარ.
-არ გიბრაზდები,თეკლე; ძილინებისა. - მისი ხმა ცივი მეჩვენა. მანამ გამითიშა,სანამ რამეს ვეტყოდი და დამტოვა ასე „გაღიმებული“
სახლში შევედი და წამოვწექი. ვაჩეზე ფიქრებს ვერ ვიშორებდი თავიდან. ვერ ვხვდებოდი, ესმოდა ჩემი,თუ სწყინდა. გულზე მხვდებოდა მისი ნათქვამი სიტყვები.
უკვე დაძინება მქონდა გადაწყვეტილი და ათასჯერ მაინც გვერდი ნაცვალი. ვერაფრით ვისვენებდი, სულ მასზე მეფიქრებოდა და გული მეწურებოდა.
სიბნელეში რომ განათდა მობილურის ეკრანი,უკვე ვიცოდი,ის იყო.
„ქვევით ჩამოდი,რა,გეხვეწები“ - მწერდა.
ჩავედი?!
ჩავფრინდი ერთი,ორი და რამდენჯერმე სამი საფეხურის გამოტოვებით.
მანქანაზე იყო მიყრდნობილი ზურგით,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ზუსტად ისე,როგორც იმ სურათში.
რომ დამინახა,ღიმილით გამოემართა ჩემკენ ხელგაშლილი და გადამეხვია.
მეც ისე მოვხვიე ხელები,თითქოს უკანასკნელად ვეხუტებოდი.
-მეგონა ნაწყენი იყავი ჩემზე. - ვუთხარი მოშორების შემდეგ.
-მხოლოდ რამდენიმე წამით. როგორც კი მობილური გავთიშე,მიხვდი, დიდხანს ვერ გავძლებდი ასე. - გამიღიმა.
-მე მართლა არ მინდა წასვლა.
-ამ „მართლაზე“ რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ? - გაეცინა. - თუ მეტყვი,რომ მოგენატრები,იქნებ სიხარულითაც გაგიშვა. - მითხრა მერე.
-არანორმალური ხარ-მეთქი და არ გჯერა. - გამეცინა.
-რა, არ მოგენატრები?
-რატომ ხარ ჩაციკლული ამ მონატრებაზე?
-ყველაზე მაგარი რამეა,რაც ორს შორის შეიძლება მოხდეს და მაგიტომ. - თავისი პასუხით აშკარად კმაყოფილი იყო.
-მალე ჩამოვალ. - მოკლედ ვუთხარი.
-ოხ,ასათიანი,რა ჯიუტი ხარ! - თავი გააქნია სიცილით.
-გვარით როდიდან? - უცხოდ მომხვდა ყურში მისი დაძახებული „ასათიანი“
-დღეის-ამას-იქეთ!
-ახალი სიტყვა მიგიმატებია შენი „მდიდარი ლექსიკონისთვის“, სანამ აქ არ ვიქნები,კიდევ ისწავლე რაღაცები. - თვალი ჩავუკარი.
-სენსიტიურ თემებზე ნუ ხუმრობ. - თითი ამიწია.
-რომ წავალ,ვერც დამირეკავ,ვერც მომწერ და ვერც მნახავ,ესეც მოგენატრება.
-შენ მართლა ხაშურში ხომ არ მიდიხარ და გვატყუებ? - გაეცინა. - რატომ ვერ მოგწერ,ვითომ?
-მე არ მეცლება.
-ჩემთვის მოიცლი,თეკლე,ჩემთვის მოიცლი. - ღიმილით მითხრა,მერე ისევ მომეხვია და ყელში მაკოცა.
-ავალ ახლა,კარგი? ცოტას წავუძინებ,თორემ თვითმფრინავებში ვერასდროს ვიძინებ და ვიქნები მერე ზომბივით.
-ხო,დეპორტი არ ჩაგირტყას სრულიად ევროპამ და არ მოგვჭრას თავი მთელ „სოც.პოლს.“ ადი,ადი! - სიცილით მიბიძგა სადარბაზოსკენ.
-ფაკულტეტს გიტოვებთ შენ და ნენეს,გაამაგრეთ ჩამოძონძილი „მეექვსე“! - სიცილით დავუბარე და საფეხურები ავიარე.
-მომენატრები,თეკლე! - ღიმილით მითხრა დამშვიდობებისას.
-ჩემი რომელიმე ფოტო ამოარჩიე და ბალიშის ქვეშ ამოიდე. - ვურჩიე,თვალი ჩავუკარი და ზურგი ვაქციე. მხოლოდ მისი ხარხარის ხმაღა მესმოდა.
როგორც კი სახლში ფეხაკრეფით შევიპარე და ჩემს ოთახში შევედი, მობილური ამოვიღე ჯიბიდან და მივწერე:
-„მეც მომენატრები:)“
პასუხმაც არ დააყოვნა.
-„:)))) მაიმუნი გოგო ხარ“
ხმით გამეცინა. მერე ორივე ხელი პირზე ავიფარე და ბალიშზე მოწყვეტით დავემხე.
ახლა, ასე გულდამშვიდებულს და ბედნიერს, ბერლინში კი არა, მართლა ციმბირში შემეძლო წასვლა. (ოღონდ ქურთუკით! სამი,ოთხი, ხუთი ქურთუკით)

*_*_*_*

დილის შვიდ საათზე,
მე გავფრინდი,
ის დარჩა
და აი,ასე.

*_*_*_*

როცა კანი მისი ჩახუტების სურვილით აგეწვება,თავს ვერაფერს მოუხერხებ და მიხვდები, ის იმ ოთახში კი არა, ქალაქშიც არ არის, ყველაზე ბნელი კუთხეებიდან მონატრება წამოიშლება, ნელა მოგიახლოვდება,თავის მარწუხებს მოგიჭერს და შეგბოჭავს ისე,რომ სუნთქვა გაძნელდეს.

*_*_*_*

გერმანია? - ევროპაა,რა!
დონე ევროპა, ასი პროცენტით ნატურალური ევროპა.
დავდგი თუ არა ფეხი იქაურ მიწაზე, მივხვდი,რომ აქ ყოფნა მინდოდა.

აეროპორტში უცნობილესი კლარა დაგვხვდა, ჩემების ძველი მეგობარი და კოლეგა.
ქერა თმა ჰქონდა და ცისფერი, იმდენად ცივი თვალები,მეგონა მიყურებდა და ჩემი გავლით სიცარიელეს ხედავდა.
თუმცა კლარასთვის ვის ეცალა?!
ჩავედი თუ არა,დაიწყო ექსკურსიები,შოპინგები,გვიანობამდე ქუჩებში ბოდიალები, სწრაფი კვების ობიექტებში ჩასახლებები და ასე შემდეგ.
განსაკუთრებით ორი რამ მიყვარდა საზღვარგარეთ ყოფნაში: სასიცოცხო მნიშვნელობის მქონე „ჩექ-ინი“ ყოველ ნაბიჯზე და ტურისტისათვის დამახასიათებელი „დურაკული“ სახე. ამ უკანასკნელში ყოველთვის თვითმფრინავში ვვარჯიშობდი პატარა საკრის წინ,სანამ დედაჩემს ჩემი ყურება ბეზრდებოდა და სარკეს მიმალავდა.
ყველა დღეს თავისებური ხიბლი და ინტერესი დაკრავდა. მოწყენის უფლებას არავინ მაძლევდა და ერთი შეხედვითაც,ყველაფერი იდეალურად იყო,თუმცა არსებობდა ერთი პრობლემა.
პრობლემა სახელითა და გვარით,ასაკით,საცხოვრებელი ადგილით, საყვარელი ფერით,ფილმით (თუმცა უგემოვნო) და ასე შემდეგ...
ჩემს პრობლემას,ვგონებ,მიხვდებოდით, ვაჩე ბრეგვაძე ერქვა.

კვირა ისე გავიდა ბერლინში, არც დაურეკავს,არც მოუწერია.
ვერ ვხვდებოდი, საბოლოოდ მიბრაზდებოდა წამოსვლის გამო,თუ არა. მპირდებოდა,მოგწერო და არაფერი ისმოდა მისგან.
ველოდებოდი ოცდაოთხი საათი.
ველოდებოდი დღე და ღამე.
მაგრამ არაფერი.
თაკო მეუბნებოდა, შენგან ელის პირველ ნაბიჯსო.
ვიცოდი,რომ ასეც იყო,მაგრამ ისიც ვიცოდი,რომ ჯერ არ ვიყავი მზად.

მეცხრედ მაღამდებოდა ბერლინში.
მეცხრე ოცდაოთხ საათს ვწურავდი მის გარეშე.
სამზარეულოში ვიჯექი, მშობლებთან და მათ მეგობარ კლარასთან ერთად და უკვე მეათასედ ვისმენდი მათი მოგებული პროცესის ამბავს.
ვისმენდი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რეალურად, არაფერი მესმოდა გარდა უხეში „ბღ“-ებისა და „გღ“-ების. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, გერმანული ისწავლეო და მეც ვისწავლე ოთხად ოთხი სიტყვა - „ჰალო“, „ჩუს“, „ია“ , „ნაინ“.
მეტი არც მჭირდებოდა.
კლარას სპეციალურად ჩემთვის საუკეთესო გერმანული შოკოლადი ჰქონდა მოტანილი და მის გასასინჯად უკვე ხელი მქონდა წაღებული,ტელეფონმა რომ დამირეკა.
იმდენად უმნიშვნელო იყო იმ წამს, ვინ გაბედა ჩემი და შოკოლადის ურთიერთობაში ჩადგომა, უინტერესოდ დავხედე ეკრანს და არც გამიაზრებია,რომ საზღვარგარეთის ნომერს ვპასუხობდით.
-გისმენთ. - ყურზე მივიდე ტელეფონი და გვერდით ოთახში გავედი.
-რა ოფიციალობაა? - მაშინვე გავიგე ხმა.
ნაცნობი ხმა,
მონატრებული ხმა,
ვაჩე იყო!
-ვაჩე?! - ნერწყვი გადამცდა და კინაღამ დავიხრჩე.
-ვა,მიცანი? - ჩაეცინა. - თვით ბრეგვაძე ვაჩე გესაუბრებათ,დიახ. როგორ ამბობ ხოლმე? სოც.პოლის „ზეკაცი“. - საშინლად ცინიკური ხმა ჰქონდა და ცივი.
-ვაჩე,მთვრალი ხარ? - არ მომეწონა მისი ტონი.
-რაზე შემატყე?
-ლაპარაკზე; შენ მე ასე არ მელაპარაკები ხოლმე. - ხმა გამებზარა.
-როგორც გელაპარაკები,ისე აშკარად არ მოგწონს და. - ისევ გაეცინა,ისევ ცინიკურად.
-ვაჩე,ამისთვის დამირეკე აქ? გერმანიაში?
-აა,ხო მართლა,რა ხდება მანდ? როგორ არიან ანგელას ანგელოზები? ვა,ამას ჩავინიშნავ, „ანგელას ანგელოზები“.
-სად დალიე?
-არ დამილევია-მეთქი! - გაბრაზდა. - შენ არ მირეკავ და მე რადგან გირეკავ ანუ მთვრალი ვარ?! მაგაზე დგას ჩვენი ურთიერთობა?!
-არა,ეგ რა შუაშია...
-მაშინ შენც დალიე,რა ერთხელ,თეკლე. იქნებ შენ გაგახსენდეს ჩემთვის დარეკვა,მერე!
-რატომ მეჩხუბები?! - მეც წამომიარა გაბრაზებამ. - მოდი,3 ტონი დაიწყნარე და მერე გადმომირეკე,ან საერთოდ აღარ დამირეკო,თუ ესეთები უნდა მელაპარაკო.
-ბოდიში,გაწყენინე? ეს როგორ დამემართა! თვით თეკლე ასათიანი გავაბრაზე შუაგულ ბერლინში! - ჩაეცინა.
ბოლო წვეთი იყო, აღარ ვაპირებდი მის მოსმენას.
-კარგად იყავი! - უცებ მივახალე გაცოფებულმა,გავთიშე და მოვისროლე მობილური.
-ყეყეჩი,თავმომწონე,თავხედი, იდიოტი! - ვილანძღებოდი და ვიფურთხებოდი. - ხომ გამოავლინა საკუთარი თავი საბოლოოდ?! ხომ გამოავლინა?! ჯანდაბის იქითაც წასულა პირდაპირი რეისით!

ხუთი წუთიც არ იყო გასული,ისევ რომ დარეკა ჩემმა მობილურმა.
ისევ ვაჩე იყო და რატომღაც,მეც ისევ ვუპასუხე.
-აი,მითხარი,რომ რამეს არასწორად ვამბობ და ბოდიშს მოგიხდი,გეფიცები! - შედარებით მშვიდი ხმა ჰქონდა და ნაკლებად ცინიკური.
-რა გინდა,ვაჩე? - ამოვიოხრე.
-არ იცი,რა მინდა? - შემომიბრუნა კითხვა.
-ახლა,როცა მე აქ ვარ და შენ მანდ,ერთი კვირა არ დაგირეკავს,არ მოგიწერია და საერთოდ,არ გაგხსენებივარ,ჩხუბი გინდა?!
მძიმე დუმილი რამდენიმე წამით ჩამოწვა ჩვენ შორის;ბერლინიდან-თბილისამდე.
-შენ მართლა არ გესმის,მე რას ვითხოვ შენგან. - ცოტა ხანში ისევ ამოიღო ხმა. სევდიანი და იმედგაცრუებული მეჩვენა. კი არ მეჩვენა,იყო.
-ვაჩე,მე ახლა, აქედან, ვერაფერს გიპასუხებ.
-იცი რა არის პრობლემა,თეკლე? შენ შეგიძლია უეცრად გამოაცხადო,რომ მიდიხარ მთელი თვით,ყველა და ყველაფერი გვერდით გადადო,დაივიწყო და წახვიდე. მერე ისე გადაერთო ევროპულ ვოიაჟზე,ერთხელაც არ გაგახსენდეს ადამიანი,რომელიც სადღაც გელოდება და საბოლოოდ,მაინც აქეთ გქონდეს პრეტენზია. ხვდები რას გეუბნები? შენ რომ დაგერეკა,ან მოგეწერა, დაგიჭერდნენ? შენს დამოკიდებულებასთან მაქვს პრობლემა,გესმის? ანუ,მე თუ ახლა,ასე უეცრად დაგირეკე,იმიტომ,რომ ყელშია უკვე შენი მონატრება, მთვრალი ვარ? რა ლოგიკაა,ამიხსენი. რადგან შენ არც გახსენდები და არც გენატრები,გგონია მეც ასე უნდა ვიყო?! და აქეთ მიბრაზდები,რას ქვია უხეშად მელაპარაკებიო. უხეშად კი არ გელაპარაკები,ნაწყენი გელაპარაკები. აი,ასე,ბავშვურად ნაწყენი. კარგად იცი,ჩემი „მონატრების“ საკითხთან დამოკიდებულება; ეს მარტო სიტყვა არაა ჩემთვის,ორს შორის ურთიერთობის ზეობაა,რაღაც არაადამიანურად ძლიერი. თუ გინდა ნუ მეტყვი,ნურასდროს,მაგრამ ხომ უნდა მაგრძნობინო? წამით მაინც ხომ უნდა შეგატყო?! თუნდაც სულ ერთი წამით,თუნდაც მომეჩვენოს,მაგრამ საერთოდ არ მაძლევ საბაბს.
-ვაჩე...
-და შენ იცი,რამხელა ბედნიერებაა,საყვარელი ადამიანისგან ამ სიტყვის მოსმენა? გეფიცები, ათი წელი მომემატება,ეგ რომ მითხრა და ორჯერ მეტს დავთმობდი,რომ მაგრძნობინო. მაგრამ შენ არ მაძლევ უფლებას,მსგავსი სიხარული ვიგრძნო. არც კი უშვებ,რომ შეგიძლია ეგ გააკეთო და საწყენია,თეკლე, ახლა არ გესმის,მაგრამ დამიჯერე,ძალიან საწყენია და მეც ასე ბავშვურად,მწყინს.
-ვაჩე,ჩემი ბრალი არ არის,რომ შენ ასე ძალიან გიყვარვარ და იმდენივეს ითხოვ ჩემგან,რამდენსაც გასცემ. - ვთქვი იმ საღამოს ოცდაერთივე საუკუნეში ნათქვამი ყველაზე სულელური წინადადება.
-რა თქვი?!
-რა? რა ვთქვი?!
-ანუ, ჩემი ნალაპარაკევიდან მხოლოდ ეგ დაასკვენი და მხოლოდ ეგ გაქვს ჩემთვის სათქმელი? - შეურაცხადი ხმა ჰქონდა.
-არა,ვაჩე,შენ ვერ გამიგე,მე სხვა რამის თქმა მინდოდა.
-მშვენივრად გავიგე ყველაფერი. - ჩაეცინა. - მართალი ხარ,იცი? ჩემი ცალმხრივი სიყვარული შენი პრობლემა არ არის და არ უნდა გაწუხებდე ამ უაზრო დრამებით,მითუმეტეს მანდ და მითუმეტეს ახლა.
-არა,არა...
-სასიამოვნო დასვენებას გისურვებ. აღარ შეგაწუხებ. - მითხრა და ისე უცებ გათიშა,ისეთი ნატკენი ხმით,ისეთი დამცირებულით...
ვერც კი გავიაზრე,რომ ჩვენი საუბარი მორჩა და უსაქმოდ დარჩენილი მობილური მქონდა ყურზე მიყინული.
საერთოდ ვერ დავიჯერე - ვერცერთი სიტყვა,რაც მე იმ საღამოს ვაჩეს ვუთხარი.
ვერ დავიჯერე,რომ ასე ვატკინე ჩემი სისულელით. წყენას არ დავჯერდი და ვატკინე.

ის ღამე თითქმის გავათენე. „დავურეკო“ „არ დავურეკოს“ ფიქრში. საბოლოოდ ვერაფერი მოვიფიქრე და ვერც დარეკვა გავბედე.
დანაშაულად მიმაჩნდა ჩემი ასე შორს ყოფნა მაშინ,როცა ჩემზე ასე ნაწყენი ადამიანი მეგულებოდა სადღაც. თანაც,საყვარელი ადამიანი.
ძალიან,ძალიან ძვირფასი და საყვარელი.
გამთენიისას გამოვუტყდი ჩემს თავს; კარგად მახსოვს, კედელზე ჩამოკიდული საათი ექვსს ასრულებდა,როცა პირველად და ყველაზე ნათლად გავიაზრე, ვინ იყო და რას ნიშნავდა ვაჩე ბრეგვაძე ჩემთვის.
სიმწრის ცრემლებს არ დაუყოვნებიათ; მაშინვე დამიბინდეს გამოსახულება და წამწამებზე ჩამომეკიდნენ. რამდენიმე წამით სუნთქვაც გამიძნელდა,მერე კი საერთოდ შევიჯავრე ჩემი თავი და უცხო გარემო ჩემ ირგვლივ.
ასე მყოფს როდის ჩამეძინა,ვერც მივხვდი. მხოლოდ ის მახსოვს,შუადღეს დედამ რომ გამაღვიძა,მე კი ყოველგვარ ექსკურსიაზე უარი ვთქვი და სახლში დარჩენა ვამჯობინე.
ის დღე ოთახიდან არც გავსულვარ.

*_*_*_*

„საყვარელი ადამიანისთვის ტკენა იმ სარკის ჩამსხვრევას ჰგავს,რომელშიც შენივე თავი ირეკლება“

*_*_*_*

რამდენიმე დღე გავძელი ბერლინში. ბოლოს იმდენად უაზრო ხასიათზე ვიყავი ყველგან და ყოველთვის,მამაჩემმა თვითონ შემომთავაზა,თუ გინდა დაბრუნდიო.
ამის გაგონება იყო და ისე წამოვფრინდი ბარგის ჩასალაგებლად,თითქოს ბალის კუნძულებზე მიშვებდნენ გოგოებთან ერთად. (ჩემი ოცნება იყო ექვსი წლიდან. დიახ,ექვსი წლისას ცოტა მატრაკვეცა ბავშვი ვიყავი)
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ყველას სიურპრიზს რომ გავუკეთებდი და გეგის დაბადებისდღეზე დაუგეგმავად გამოვჩნდებოდი. რაც მთავარია, ვაჩეს ვნახავდი და დაველაპარაკებოდი; მზად ვიყავი ყველაზე გულწრფელი საუბრისთვის მასთან.

*_*_*_*

აეროპორტში მისვლა,თვითმფრინავში ჩაჯდომა,მერე კიევში დაფრენა,საათობით ლოდინი,მეორე თვითმფრინავში ჩაჯდომა და თბილისში დაფრენა არ მახსოვს როდის ან როგორ მოხდა. მთელი გზა მხოლოდ ვაჩესთან დიალოგზე ვფიქრობდი. გონებაში ყველაფერს წინასწარ წარმოვიდგენდი: რას ვეტყოდი,რას რეაქცია ექნებოდა,რა მზერა, რას მიპასუხებდა,როგორ მიპასუხებდა და ასე შემდეგ.

ტაქსი გავაჩერე და ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე. გეგის დაბადებისდღემდე თორმეტი საათი მქონდა.
როგორც კი მძღოლმა სანაპიროდან უზნაძეზე აუხვია,თითქოს ფილტვები გამეხსნა და სულ სხვანაირად დავიწყე სუნთქვა. დედაჩემი წყრომით მეუბნებოდა ყოველთვის,არსად წასაყვანი არ ხარო; ერთ კვირაზე დიდხანს ვერასდროს ვერცერთ ქალაქში ვრჩერდებოდი. რა ვქნა, პლეხანოვი,ჩემი ბაღი,სკოლა და ზოგადად,ქალაქი, მსოფლიოს მეგაპოლისებსაც მირჩევნია. ჩემი მეგაპოლისი ჩემი ეზოა; ჭორიკანა მეზობლებით,ლოთი „მობირჟავეებით“, ძაღლების გიჟი მეპატრონეებით და „წრეში ბურთის“ მოთამაშე ბავშვებით.
ამას სხვაგან ვერ ნახავ,ან ნახავ,მაგრამ არ იქნება შენეული. ამიტომაც, ყოველთვის,როცა ჩემი ქალაქიდან შორს ვარ,ვგრძნობ,რომ ფილტვებს ბორკილებში ვამყოფებ.

როგორც კი მანქანა ჩემს ეზოში გაჩერდა, თავი „აგენტ 007“-ად წარმოვიდგინე და ისე ავედი მეხუთე სართულამდე,კაციშვილს არ დავუნახივარ. ჯერ არავის უნდა სცოდნოდა ჩემი ქალაქში ყოფნის ამბავი. თორმეტ საათში გავუკეთებდი მეგობრებს სიურპრიზს.

*_*_*_*

-ძალიან უნამუსო ბავშვი ხარ! - მობილურში მიკიოდა თაკო. უკვე ვნანობდი,მისამართის გასაგებად სწორედ მას რომ დავურეკე.
-უკვე ნახევარი საათია მაგას მიმეორებ,თამარა, მისამართი ვერაფრით დაგაცდევინე! - ჭკუიდან საცაა შევირყეოდი.
-უნამუხო ხარ და არ გითხრა? ასე გაუფრთხილებლად ჩამოსვლა შეიძლება?! თანაც მარტო!
-დედაჩემი არ ნერვიულობს,შენ რა განერვიულებს, არავის მოვუტაცებივარ. - გამეცინა.
-შენნაირ უჟმურიკას რომელი ჭკუათმყოფელი მოიტაცებს. - მაშინვე „შემამკო“ დაუზოგავად.
-იტყვი იმ „ლაუნჯის“ მისამართს,თუ დავურეკო სესილის? - ამოვიოხრე.
-ზეპირად არ მახსოვს,მოგწერ. - ძლივს დაადგა საშველი.
-შენ და მისამართი არ გახსოვს ზეპირად?
-რაღაც ახალი „ლაუნჯია“, გეგიმ დავტესტოთო.
-ოჰო, დავურეკავ ადმინისტრაციას და ვეტყვი,კომისიას ელოდონ. - გამეცინა.
-რა გაცინებს ნეტავ ვიცოდე. - ჩაიდუდღუნა. - შენ ის მითხარი, შენი ადრე დაბრუნების მიზეზი ერთი სულიერი ხომ არ გახდა? - წარბებს ათამაშებდა ამის თქმისას,ზუსტად ვიცოდი.
-ვინ სულიერი? რომელი? რატომ? - კინაღამ წყალი გადამცდა და დავიხრჩე.
-ვიცოდი,რომ მართალი აღვმოჩნდებოდი! - წამოიძახა. - აბა,დაფრქვი,რა მიქარე.
-რა გინდა,თაკო? რა მივქარე,საიდან მოიტანე?!
-მოდი დურაკას თამაშს მოვრჩეთ და საქმეზე გადავიდეთ. ბოლო დღეებია ვარაუდით დადის,საკმაოდ გაღიზიანებული. ნენემ თქვა, არჩილს გაეჭიმა ლექციაზე და იმდენი ქნა, ლექციიდან გააგდებინა თავიო.
-მართლა? - ძლივსგასაგონად ამოვიხავლე.
-შენი მიზეზით მოეღრუბლა ბრეგვაძეს ხასიათი,ხო?
-ჰო.
-რა? ვერ გავიგე?!
-კი-თქო,კი! მე დავაშავე...ძალიან ცუდად ვუთხარი რაღაც და ძალიან ვაწყენინე. - თვალები ამეწვა დანაშაულის გახსენებაზე.
-ოჰ,თეკლე,როგორ არ გიყვარს კარგი პერიოდების შერგება ცხოვრებაში. დრამის დედოფალი ხარ! - მცირე პაუზის შემდეგ ამოიოხრა თაკომ და მითხრა.
-ამჯერად გეთანხმები. მაგრამ გამოვასწორებ ყველაფერს ამ საღამოს.
-მეტიც არ მინდა,ეგ არ ქნა. - დამემუქრა სიცილით.
-კარგი,მისამართის მოწერა არ დაგავიწყდეს,არ დამღუპო. წავალ ახლა,მოვემზადები და პრინციპში,ორ საათში გნახავ.
-სანამ გათიშავ რაღაც უნდა გკითხო. მე იმიტომ დამირეკე და გამიმხილე შენი სიურპრიზი,რომ გოგოებში ყველაზე მეტად გიყვარვარ,ხო? ხო? ხო? - პატარა ბავშვივით ეშმაკური გაუხდა ტონი.
ისე ავხარხარდი,კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი.
-გიჟი ხარ-მეთქი,გეუბნები და არ მისმენ, რა! - სული რომ მოვითქვი ვუთხარი და ისევ გავაგრძელე მუცლის ატკიებამდე სიცილი.
-ეგ კი-ს ნიშნავდა,ვიცი. - ჩაიხითხითა. - ახლა შეგიძლია გამითიშო. - მითხრა მერე უაღრესად კმაყოფილმა.
-ოხ,თამარა, ისე მომენატრეთ შენ და გოგოები,ერთი სული მაქვს გნახოთ!
-არ გვინდა ეს აფერისტობები; ყველამ ვიცით,ვისი ნახვაც გინდა ერთი სულით. ორი სულით,შეიძლება ჩვენიც გინდოდეს, მაგრამ შენი ორსულობა ჯერ არ გვინდა.
-კარგი,შემეშვი ეხლა და წადი მოემზადე შენც. - გამეცინა.
-ჩაო,ბეიბი. - მასაც გაეცინა და გამითიშა.

*_*_*_*

თაკოს მოწერილ მისამართზე, იმ „ლაუნჯის“ წინ ვიდექი,რომელშიც ვაჩე,გეგი და დანარჩენები უნდა ყოფილიყვნენ. აქამდე სრულიად დარწმუნებული, ახლა ვორჭოფობდი,შევსულიყავი,თუ არა.
გულის სიღრმეში,რაღაც უკან მქაჩავდა და მიკრძალავდა ნაბიჯის წინ გადადგმას. პრინციპში, ამ „რაღაცას“ შიში ერქვა,უბრალოდ მიჭირდა საკუთარ თავთან იმის აღიარება,რომ იმდენად მქონდა დაშავებული,ახლა ვაჩეს წინაშე დგომის მეშინოდა.
ბოლოს ჩემს მშიშარა ნახევარზე გავიმარჯვე,ერთი ამოვისუნთქე ღრმად და შენობაში შევედი.

ბნელი,კლუბური განათება ანათებდა ოთახს. ცხელი მუხტი მაშინვე მეცა და დამიარა მთელს სხეულში,როგორც კი დიდ დარბაზში აღვმოჩნდი. ირგვლივ მოტრიალე ეიფორია მეც გადმომედო;გული ამიჩქარდა და ხელისგულები გამიცივდა.
მაგიდებს შორის გზას მივიკვლევდი და თვალებით ნაცნობ სილუეტებს ვეძებდი. სიბნელე სახეების გარჩევაში მიშლიდა ხელს,თუმცა მაინც კარგად ვხვდებოდი,რომ გეგის მაგიდის ახლოსაც არ ვიყავი ჯერ.
არანორმალური სიცილის ხმა და ჟივილ-ხივილი რომ გავიგონე,მივხვდი,უკვე ვუახლოვდებოდი. ფართედ გამეღიმა,საჩუქარს კარგად ჩავჭიდე ორივე ხელი და უკვე გრადუსში მყოფი მეგობრების მაგიდის წინ დემონსტრაციულად გავჩერდი.

-თეკლე?! - პირველმა სესილიმ წამოიყვირა და კაკლისოდენა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
-აღარ დალიო მეტი,სოსკა, რა უნდა აქ თეკლეს. - გადაიხარხარა,როგორც ჩანს უკვე კარგად შემთვრალმა ნენემ. - ვაიმე! - წამოიყვირა მერე,როგორც კი დამინახა და ორივე ხელი პირზე აიფარა.
-ე,თეკლე,შენ აქ საიდან? - მაშინვე წამოდგა ფეხზე გეგი და გადამეხვია. - როდის ჩამოხვედი? რატომ არ გვითხარი? აუ,რა მაგარი გოგო ხარ,რომ ჩამოხვედი. გამახარე!
-დაბადების დღეს გილოცავ,გეგი. - გადავკოცნე,შემდეგ კი ღიმილით გავუწოდე საჩუქარი.
-ვახ, „სთრეით ფრომ ბერლინ?“ - სიცილით მკითხა.
-„სთრეით ფრომ მიუნხენ!“ - თვალი ჩავუკარი სიცილით და მაგიდისკენ ცერად გავაპარე მზერა. ვაჩეს დანახვას ვცდილობდი,მაგრამ ვინ მაცადა? მაშინვე დამესივნენ გოგონები.
-მოიცა,მიუნხენ? - უცებ წამოიყვირა გეგიმ. - ისაა,რასაც ვფიქრობ? - თვალები გაუფართოვდა და პატარა,აღტაცებულ ბავშვს დაემსგავსა.
-დიახ,ზუსტად ისაა! - გამეცინა. - რობენის მაისურია,როგორც გინდოდა.
-არაა... - თავი გადააქნია იუბილარმა,კლუბის განათებაზეც კი კარგად ეტყობოდა სახეზე გამოსახული ცისარტყელა.
-კი,კი. - თავი დავუქნიე ღიმილით და სესილის მოვეხვიე. - არ გამჭყლიტო,იცოდე!
-სიურპრიზების დედა ხარ. - გაფრთხილების მიუხედავად,მაინც ისე მომეხვია სესილი,კინაღამ გამხეთქა უხარისხო ბუშტივით.
-ჩვენ მაინც რატომ არ გვითხარი,თუ ჩამოდიოდი? - მიბრაზდებოდა ნენე.
-მე ვიცოდი! - რა თქმა უნდა,ვერ შეიკავა თავი თაკომ და გამარჯვებულის ტონით ჩაიქირქილა. - იმიტომ მითხრა,რომ ყველაზე მეტად ვუყვარვარ.
-თაკო! - სიცილით დავუქაჩე თვალები.
-რა? ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს!
-კარგი,დასხედით,ფეხზე ნუ დგახართ. - ხელი მომხვია გეგიმ. - შენ ჩემ გვერდით, საპატიო ადგილზე დაბრძანდი. - გამიცინა.

მაგიდასთან რომ დავჯექი,მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი,ვაჩე დარბაზში არ იყო. ვიფიქრე, აგვიანებდა და გულდამშვიდებულმა გავაგრძელე გეგის ნაცნობ-უცნობ სტუმრებთან მისალმება.
გოგონები მელაპარაკებოდნენ,გერმანიის ამბების მოყოლას მთხოვდნენ და შიგადაშიგ მსაყვედურობდნენ,ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩამოსვლის შესახებო. მეც სიცილით ველაპარაკებოდი ხან მათ,ხან გეგის და დანარჩენებს.
მერე უცებ შემეყინა ღიმილი სახეზე,როცა ჩვენი მაგიდისკენ მომავალი ვაჩე და ლაშა დავინახე. ბრეგვაძე წინ მოდიოდა,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. რატომღაც,სულ არ მიჭირდა მისი სახის გარჩევა; ბნელ განათებაზეც კი ცხადად გავარჩიე გაკვირვება,რომელიც სახეზე გამოესახა ჩემი დანახვისას. თუმცა,როცა მოგვიახლოვდა,არაფერი შეუმჩნევია. ცივი „გამარჯობა“ მომიგდო და მეტად აღარც მოუქცევია ყურადღება.
-ცუდი გაბრაზება ცოდნია. - მიჩურჩულა თაკომ და მასზე მანიშნა.
-არაუშავს,მოვერევი. - ამოვიოხრე ყალბი თავდაჯერებულობით.
-ბრეგვა, თეკლემ რა ჩამომიტანა გერმანიიდან ნახე? - გეგიმ ხმამაღლა მიმართა ბიჭებთან ლაპარაკით გართულ ვაჩეს და მაისური გაუწოდა. უინტერესოდ დახედა,გადმოაბრუნა,გვარს დახედა და ჩაიცინა.
-„ბაიერნიდან“ მხოლოდ ალონსოს მაისურის ჩამოტანა ღირს... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა,ირონიულად. ჩემთვის არ შემოუხედავს,მაგრამ მივხვდი,ჩემ გასაგონად ამბობდა.
-აუ, ეს „რეალის“ ბანძი ფანი ნახე,რა, სხვა ფეხბურთელებს არც კი სცნობს! - გადაიხარხარა იუბილარმა და ჩემი საჩუქარი ხელიდან გამოგლიჯა ბრეგვაძეს. - შენ რა გესმის ჭეშმარიტი ფეხბურთის!
-ორ დღეში ვილაპარაკოთ. - ისევ უემოციოდ ჩაილაპარაკა ვაჩემ და ლაშასთან განაგრძო საუბარი.

როგორც ხდება ხოლმე; ნაკლები ხალისი იყო მანამ,სანამ ზოგმა საჭმლით,ზოგმა კი ალკოჰოლით ამოივსო კუჭი. მერე აღარავის არაფერი ახსოვდა, გართობის გარდა.
ნენემ აიჩემა,უნდა ვიცეკვოო და თან გაიყოლა ხუთი კაცი. მეც მეხვეწებოდნენ,წამოდიო,მაგრამ მე და ცეკვა ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან,როგორც ქენიე ვესთის ბოჰემიური რაფსოდიის ტონალობა ორიგინალისგან. თანაც რა მაცეკვებდა,როცა „სოც.პოლის ზეკაცი“ ისევ გაბრაზებული იყო ჩემზე?!
ჩემდა საბედნიეროდ, არც ბრეგვაძე აღმოჩნდა თავგამოდებული მოცეკვავე და როგორც კი ყველა აიშალა, აივანზე გადაწყვიტა გასვლა.
-აბა თეკლიკო, გაბზრიალდი ახლა ვერანდაზე და ქარიშხალივით დაატყდი თავს შენს პრინცს! - იმხელა ხმაზე ჩამყვირა სესილიმ,რომ არა ხმამაღალი მუსიკა, სრულიად საქართველო გაიგებდა.
-რამდენი ჭიქა დალიე შენ?! - შეწუხებული სახით ავხედე.
-ესეიგი, უცნობი აღვნიშნოთ „იქსით“, უნდა დამელია ათი ჭიქა,ორი გამოვტოვე,რამდენი გამოვიდა? - თითებით ანგარიშობდა სესილი.
-სოსკა, მაღლივში არ ხარ, ნუ მოგინდა კვადრატულფესვიანი განტოლებები! - გამეცინა.
-კარგი,კალკულატორს გამოვიყენებ. - თავი დამიქნია და მობილური ამოიღო. - ათს გამოვაკლოთ ორი,აჰაა...აჰაა... რვა ჭიქა დამილევია! - გახარებულმა მამცნო და შვიდი თითი მანახა.
-შენ მეტი აღარ დალიო,დედი. - თავზე ხელი გადავუსვი და ვაკოცე.
-მეე?! მეე?! - ნამდვილი ლოთი კაცივით შეიცხადა. - წვეთი არ დამილევია!
-ჰო,წვეთი აშკარად არ დაგილევია... - თავი დავუქნიე და წამოვედი.

სანამ აივანზე გავიდოდი, ვაჩესთვის სათქმელი სიტყვები გონებაში წესრიგის მიხედვით დავაწყვე. მერე გულიანად ამოვისუნთქე და კარი გავაღე.
გრიოლოდა; იმდენად,რომ სასიამოვნოდ მეგრძნო ნიავის კანზე შეხება.
ვაჩე მოაჯირთან იდგა,წელში ოდნავ მოხრილი. ხელები ჯვარედინად დაეწყო ერთმანეთზე და ვერცხლისფერ რკინაზე გადაეკიდებინა. ხმაურიან მოძრაობას აკვირდებოდა და მანქანების ყურებით ირთობდა თავს.
მეც მოაჯირთან დავდექი,ოღონდ მისგან მოშორებით. მიახლოვება ვერ გავბედე,სუნთქვაზეც ეტყობოდა,როგორი გაღიზიანებული იყო.
ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და ხრიალა ხმით ვუთხარი:
-მეგონა ეწეოდი. - რა თქმა უნდა! გენიოსი ვარ დიალოგის წამოწყების საკითხებში.
-მე არ ვეწევი. - მომიგდო უხეირო პასუხი; არც შემოუხედავს.
-ჰო...კარგია. - დავასკვენი.

გავჩუმდით. საუბრის წამოწყების პირველი ინიციატივა ისე „დამიბლოკა“ მიჭირდა სათანადო სიტყვების შერჩევა,რომ ისევ მეცადა დიალოგის აწყობა.
მას კი არც ვაინტერესებდი. ყველას და ყველაფერს უყურებდა ჩემ გარდა. იმდენად ცივი იყო,უსიტყვოდაც ვხვდებოდი,რამდენად გაბრაზებული და ნაწყენი იყო ჩემზე.

-ვაჩე,არ დამელაპარაკები? არც შემომხედავ? - საცაა ბღავილს მოვრთავდი და საბოლოოდ გამოვაჩენდი,რამდენად უსუსური ვიყავი შექმნილ სიტუაციაში.
ნელა გაიმართა წელში,მოაჯირს ხელები მოუჭირა და მხოლოდ თავი შემოაბრუნა ჩემკენ.
სრული სიცარიელე.
არავითარი ემოცია.
-აჰა,შემოგხედე. - პასუხი ისე მომიგდო,თითქოს დამშეული და ენაგადმოგდებული ძაღლი ვყოფილიყავი ძვლის მოლოდინში.
-არ გიხარია,რომ ჩამოვედი? - თვალები ამემღვრა.
-აბა,იქ აპირებდი სამუდამოდ დარჩენას? - ჩაეცინა და ისევ შეაბრუნა თავი.
-ახლა რომ ჩამოვედი,გეგის დაბადებისდღისთვის... - სულელივით ვბუტბუტებდი; უგარანტიოდ,რომ ჩემი სიტყვები მისთვის რამეს ნიშნავდა.
-გეგის კითხე ეგ,მე რატომ მეკითხები?!
-ვაჩე,მე გეგის გამო არ ჩამოვსულვარ! - უცებ წამოვიძახე,მივუახლოვდი და იმდენად დაჟინებით მივაშტერდი, მანაც გამისწორა მზერა.
-ვახ. - ტუჩის კიდეში აუხტა ღიმილი. - საინტერესოა,ვინ დაიმსახურა თქვენი ყურადღება ამ დოზით.
-არ იცი, ვინ დაიმსახურა? - გულზე მტკივნეულად მესობოდა მის მიერ წარმოთქმული თითოეული ცინიკური სიტყვა.
-თუ გამოვიცნობ, პრიზად რა მერგება, გერმანული ლუდი? - გაეცინა.
-თუ გამოიცნობ,რაღაც ბევრად უფრო მაგარი გერგება,ვიდრე ლუდი! - უცებ,არსაიდან გაჩენილ თავდაჯერებულობას ჩავეჭიდე,ცალი წარბი ოდნავ ავწიე და ვაჩეს გავუღიმე.
-არ ვარ დაინტერესებული! - გადაჭრით გამომიცხადა და მოაჯირს მოშორდა. - მირჩევნია შიგნით შევიდე,თბილისში ნაყიდი იაფასიანი არაყი დავლიო და ხვალ თავბედი ვიწყევლო ნაბახუსევისგან. - თვალი ჩამიკრა და გვერდი ამიარა.
-ბავშვივით იქცევი! - ვერ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე. - ბავშვივით გწყინს,ბავშვივით ბრაზობ,ბავშვივით გაურბიხარ პრობლემას!
გაოცება შერეული ღიმილით მომიბრუნდა. სახეზე ეწერა,არ მოელოდა ჩემგან დიდგულობას. მე კი სულ არ მადარდებდა,მქონდა შეუვალობის უფლება,თუ არა. იმისთვის არ მიფრენია ბერლინიდან თბილისამდე,მისი სულელური სცენები რომ ამეტანა.
-ვერ ვხვდები, რა გინდა,იცი? დღეს ერთს ამბობ,ხვალ მეორეს აკეთებ,ზეგ ისევ სხვას ამბობ და რაც მთავარია,არასდროს გავიწყდება,ყოველთვის შეურაცხყოფილის როლში ყოფნა.
-შენ კი ვერაფრით ახერხებ,ჩემს ხასიათებს ფეხი აუწყო! - ჩამეცინა.
-ფეხი ავუწყო? ბოდიში, ყოველ დილით იმაზე ფიქრით ვერ გავიღვიძებ,ნეტავი დღეს თეკლე რა ხასიათზე იქნებათქო.
-და თუ გიყვარვარ,რატომ არა?
გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა. ვიცოდი,რომ მის სუსტ ადგილს ვურტყამდი,მაგრამ საერთოდ არ მეშინოდა გარისკვის.
-ორივესთვის აჯობებს,მაგ თემას საერთოდ თუ არ შევეხებით. - სვენებ-სვენებით მითხრა,მეტად კატეგორიული რომ ყოფილიყო მისი ნათქვამი.
-რატომ? აღარ გიყვარვარ?! - თამამად ვკითხე და თვალი-თვალში გავუყარე. იმ წამს ალბათ რომელიმე ბრაზილიური სერიალის გადმონაშთებს ვგავდით.
„მიპასუხე,ხუან,გიყვარვარ,თუ არა?!“ - და აქ ვიღაც ბოხხმიანი კაცი ერთვება საუბარში,რომელიც გვაუწყებს,რომ ორას ოცდამეორე სერია დამთავრდა.
-მე შენ შეგპირდი,ამაზე ლაპარაკით თავს არასდროს მოგაბეზრებ-მეთქი.
-ანუ დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვებს არ მპატიობ და ახლა ასე უნდა დამსაჯო ცხოვრების ბოლომდე? - ჩამეცინა აღშფოთებით. - აღარასდროს მეტყვი,რომ გიყვარვარ.
-და რაში გაინტერესებს,მეტყვი?! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა.
-იმიტომ,რომ შენ გამო დავბრუნდი დაგეგმილზე ადრე,ვაჩე! - მეც არ დავაკელი ტონს. - იმიტომ,რომ, რა წამს ტელეფონი გამითიშე,ვიგრძენი,რამდენად დავაშავე და რამდენად გატკინე. მთელი ღამე არ მიძინია,სულ ჩემი სიტყვები მიტრიალებდა თავში და ალბათ ათასჯერ მაინც გავლანძღე საკუთარი თავი ასეთი დაუფიქრებლობისთვის. მერე კი ბარგი შევკარი და წამოვედი,რომ შენთვისაც მეთქვა,რამდენად ვწუხვარ ჩემი სიტყვების გამო.
-ესეიგი წუხარ? - გაეღიმა. - გასაგებია,მადლობა,არ იყო ასე შეწუხება ჩემთვის საჭირო.
-მომენატრე... - ისე დავიჩურჩულე,თითქმის არც მითქვამს,არც გაუგია. ისეთი თვალებით ვუყურებდი, პატარა,საბრალო გოგონას რომ შეეფერებოდა.
ცდილობდა თავის დაჭერას;
ცდილობდა არ დატყობოდა,მაგრამ ორივე ტუჩი მოერღვა ამის გაგონებაზე. ვერაფრით იკავებდა თავს - ეღიმებოდა.
-ეს რა მესმის?! - ბოლოს,როცა მიხვდა,მკაცრი ბიჭის როლის თამაშს აზრი არ ჰქონდა,გაეცინა.
-მომენატრე თან ძალიან. უსაშველოდ! ყველგან შენ გეძებდი და ყველა ადამიანში შენი სახის ამოცნობას ვცდილობდი; ყველა ზარზე მეგონა,შენ მირეკავდი;ყველა მოწერილზე - შენ მწერდი. ისე მენატრებოდი,ჩვენს სულელურ დიალოგებს ვიხსენებდი ღამ-ღამობით და მუცლის ატკიებამდე ვიცინოდი. ვიხსენებდი,როგორი არა-ნორმალური ხარ და როგორ ცდილობ ყოველდღიურად,რომ მეც შენნაირი გამხადო. უფრო სწორად,გამხადე უკვე. შენ ხარ ჩემი „არა“ და მინდა სულ ასე იყოს,ვაჩე,გესმის რას გეუბნები? წარმოუდგენელია,რომ შენთან მინდა,მაგრამ მინდა. ვაჩე,ნუ მიბრაზდები,რა,გთხოვ. ის სიტყვები მართლა არ მიგულისხმია. რა თქმა უნდა,ჩემი პრობლემაცაა,რომ გიყვარვარ. დღეიდან ორივეს პრობლემაა ეგ! - არც დავლოდებივარ მის პასუხს;როგორც კი ლაპარაკი დავამთავრე,სწრაფად მივუახლოვდი და მოვეხვიე.

ჩახუტება ყველაზე დიდი გამყიდველია გრძნობების.
გრძნობების,რომელთაც ხანდახან ასე საგულდაგულოდ ვმალავთ დღეობით,თვეობით,წლობით...
ერთი ხელების შემოხვევაა და გრძნობა,რომ კარგად ხარ,დაცულად ხარ,თბილად;
იმ ვაკუუმში,რომელსაც მორღვევა მანამ არ დაემუქრება,სანამ შენს თითებს მის კისერზე იგრძნობ,მისას - შენს წელზე.

რომ მომშორდა,ჯერ კიდევ შეშლილი სახე ჰქონდა. ვერ იჯერებდა,ვატყობდი. ვერაფრით შევიკავე თავი და სიცილი მოვრთე.
-რა გაცინებს? - ღიმილით მკითხა. - მე დამცინი? - თვითონაც გაეცინა.
-გაგიჟებული ხარ!
-გაგიჟებული არა, გა“არა“ნორმალურებული. - შემისწორა. - ამ წამს ჩემმა “არამ” „კი“ მითხრა,მეპატიება. - გაეცინა თვალებგაბრწყინებულს.
-ზერთული წინადადებების მხეცი ხარ. - სერიოზული სახით ვუთხარი.
-ვვარჯიშობდი,სანამ ჩამოხვიდოდი. - შეიფერა.
-ვაჩე, ხომ თანახმა ხარ,ახლა ორივე რომ ვიყოთ არა-ნორმალურები?
-ვართ უკვე! მე და შენ; შენ და მე - ჩვენ. - გაეღიმა,მერე მომიახლოვდა და ისე მომეხვია,როგორც უყვარდა,ძალიან ძლიერად,ძვლებამდე შეხებით. - ამ ბედნიერებას არასდროს დაგივიწყებ. - მითხრა ჩურჩულით. - გპირდები,შენც გამოგაცდევინებ ოდესმე.
გამეღიმა; აღარაფერი მითქვამს. უკვე მერამდენედ,უსიტყვოდ მტოვებდა მისი ქმედება.
ღამე იყო ვარსკვლავებით მოჭედილი და მთვარიანი.
არა-ნორმალური; ისევე,როგორც მე და ის,
მე და ვაჩე ბრეგვაძე;
ჩვენ.

*_*_*_*

„რაც შენ შეგხვდი,მას შემდეგ აღარაფერია ჩემს ცხოვრებაში ძველებურად; უფერულად,უინტერესოდ...
შენ მე მავსებ,
მაფერადებ,
აზრს მანიჭებ.
ოდესმე შევძლებ და გეტყვი
-მადლობა,რომ არსებობ; ჩემთან ძალიან ახლოს. მხარდამხარ,გვერდიგვერდ,
სამუდამოდ.“

*_*_*_*

იმ საღამოს შემდეგ,ყოველდღე, ერთ რამეში ვრწმუნდებოდი - შეიძლება გყავდეს მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, და-ძმა, ნათესავები, საუკეთესო,სანატრელი მეგობრები,მაგრამ ის ერთი ადამიანი,რომელსაც შენს მეორე ნახევრად მიიჩნევ, სულ სხვა სახის ბედნიერების მომტანია.
ხანდახან,საღამოობით,როცა აივანზე ვჯდებოდი, ფინჯან ჩაისთან ერთად, ვფიქრობდი იმ დროზე,როცა ვაჩეს არც კი ვიცნობდი. როცა, უბრალოდ არ იყო ჩემს ცხოვრებაში მე კი ეს სრულიად ნორმალურად მიმაჩნდა.
ნეტავ როგორი ვიყავი?!
- მე შენამდე.
ან, შენ ჩემამდე.
როგორ ვძლებდი უშენოდ? როგორ მიხაროდა? როგორ ვიყავი ბედნიერი?
უცნაურია,მაგრამ მე ერთი რამ ვიცი: ვაჩემდე მისასვლელი თითოეული დღე საჭირო იყო,რომ ვყოფილიყავი ისეთი,როგორიც ახლა ვარ.
- არა-ნორმალური...

*_*_*_*

გამოცდა გვქონდა მაღლივში; ყველას,სესილის გარდა,რომელიც ისედაც ყოველთვის იქ იყო. წინა ღამის ნათევებს, ვაჩემ მოგვაკითხა მე და ნენეს ლაშას მანქანით. ჩვენს დაღლილ სახეებსა და ამოშავებულ უპეებს რომ უყურებდა,ეცინებოდა. თან არ უნდოდა,რომ გავებრაზებინეთ და ჩუმად ფხუკუნებდა.
-გზას უყურე,ბრეგვაძე და ნუ დაგვცინი! - ბოლოს,როცა ვეღარ მოვითმინე,ვუთხარი.
-არ დაგცინით. - ძლივს იკავებდა თავს,არ ეხარხარა.
-შენ როგორ დაწერ ამ შუალედურს,როგორ მაინტერესებს. - ამყვა ნენეც.
-კარგით,რა ხალხო, ცაბაძის საგანია,ცაბაძის! - გაეცინა. - ყველას ასს აყოლებს,სულ რომ ტყემალზე იჯდე. რათ უნდოდა ამას ღამისთენება?
-შეგვეშვი,რა! - თვალები ავატრიალე და მინას მივაბჯინე თავი,ორი წამით მაინც რომ დამეძინა.

მაღლივის კიბეებთან გეგი,თაკო და სესილი გვიცდიდნენ. მათაც ჩვენნაირი სახეები რომ ჰქონდათ,გამეცინა.
-რაო,გეგი, შენც გაათენე კონსტიტუციის სწავლაში? - ღიმილით ჰკითხა ნენემ.
-ეგ რა ხილია? ისმევა? - გაეცინა გეგის.
-ხო,აი, ხილია და ისმევა!
-ფეხბურთი იყო გუშინ. - განგვიმარტა მერე მისი დაღლილობის მიზეზი.
-და ვინ მოიგო? - ზეკმაყოფილმა წამოსწია თავი ბრეგვაძემ.
-წადი, მოკვდი სადმე! - მაშინვე შეუღრინა.
-გითხარი მე შენ, ორ დღეში ვილაპარაკოთ-თქო! - გადაიხარხარა ვაჩემ.
-თქვენი ფეხბურთი, რა. - სახე დამანჭა სესილიმ.
-უნდა გენახა,თეკლე, შენი ჩამოტანილი მაისური სულ ცრემლებში ჩაახრჩო წუხელ. ახლაც წურავს დედამისი. - აგრძელებდა ბოროტების განსახიერება ქირქილს.
-ჩვენ შორის მორჩა ყველაფერი! - დაუყვირა გეგიმ.
-მადებ? - მაშინვე დასერიოზულდა ბრეგვაძე.
-სამუდამოდ!
-გეგი...გეგი, რა მეშველება უშენოდ? - ლამის ატირდა მსახიობად დაბადებული. - გეგი, კარგი,მაპატიე,რა.
-ხელები გაწიე!
-გეგი...
-მომშორდი,ბრეგვაძე! - გვერდით გახტა გეგი.
-ჯერ მითხარი,რომ ისევ ჩემი კნუტი იქნები.
-რა ვიქნები?! შენ შ*გ ხომ არ გაქვს,ბიჭო,გაიგებს ხალხი! - აფეთქდა ჩვენი იურისტი.
მის რეაქციაზე ყველას ჩვენი დაგვემართა. ძილი ან გამოცდა ვიღას ახსოვდა,ვხოხავდით ხარხარით. მთელი მაღლივი ჩვენ გვიყურებდა.
-მოდი ჩემთან,ჩემო კნუტიკო, მოდი დამკაწრე!
-გცემ,ვაჩე!
-მოდი,მოდი,მცემე,არ დამინდო! - ორივე ხელი გაშალა ბრეგვაძემ და მკერდი მიუშვირა გეგის.
-ფუ,რა ავადმყოფი ხარ, ხანდახან! - იფურთხებოდა უკვე გეგი.
-გეყოფათ,ვაიმე,გეყოფათ, აღარ შემიძლია. - ვეღარ სუნთქავდა თაკო.
-დაიწყო გამოცდა,დაგვაგვიანდა,გეყოთ! - ნენე ცრემლებს იმშრალებდა.
-მართლა წადით,აღარ შეგიშვებენ. - სესილიმ მოგვიწოდა.
-წამოდი,ვაჩე,წამოდი. - სიცილით მოვხვიე ხელი ბრეგვაძეს.
-ჯერ მითხრას,რომ შემირიგდა. - გაჯიუტდა ვაჩე.
-გაეთრიე-მეთქი! - ისევ დაუყვირა გაცეცხლებულმა.
-„ბოტასას“ თავს გაფიცებ,მითხარი! - ლამის კრუნჩხვები დაიმართა.
-ოპა,ყველაზე წმინდა დაგაფიცა! - გაეცინა თაკოს.
-უნდა აპატიო,გეგი, სხვა გზა არ გაქვს,თუ ჭეშმარიტი თსუ-ელი ხარ. - მეც ვთქვი სიცილით.
-რა არანორმალურები ხართ,რომ იცოდეთ. - ამოიოხრა გაგიჟებულმა ბიჭმა.
-ვართ. - ვაჩემ ღიმილით შემომხედა და ხელი გადამხვია. - მაგრამ უშენოდ ხომ იცი,ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს. - ქვედა ტუჩი წინ გადმოსწია.
-აღარ შემეშვები,სანამ არ გეტყვი და ჯანდაბას შენი არანორმალური თავი, შეგირიგდი,ოღონდ წამოეთრიე ეხლა,დავწეროთ შუალედური! - სწრაფად უთხრა გეგიმ და პირველი შევარდა შენობაში.
-რა გიჟი ხარ! - სიცილით ვუთხარი ვაჩეს.
-ექსპერტ! - გაეღიმა, საფეთქელზე მაკოცა და გეგისკენ გაექანა. ზურგზე შეახტა,მერე კი ჩაეხუტა. საოცარი სანახავები იყვნენ,პატარა ბავშვებივით მოკინკლავეები. ამაზე საოცარს,ალბათ ვერც ვერასდროს ვნახავდი რამეს.

ზოგადად ასეთი იყო ვაჩე ბრეგვაძე; მასთან ურთიერთობის ყოველ წამს მეტად ვრწმუნდებოდი ამაში - ეშხში შესვლა ისე უყვარდა, გაჩერება აღარ გამოსდიოდა. ასე იცოდა ხუმრობაც და თუ ლაშას დავუჯერებდით,გაბრაზებაც. ზღვარი არ ქონდა,რომელიც ანიშნებდა,რომ გაჩერების დრო იყო. იუმორის მხრივ ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი,როცა ასეთი სერიოზული იმიჯის მქონე,პატარა ბავშვად გადაიქცეოდა და სიგიჟეებს ჩადიოდა. აი გაბრაზება კი,მისი სრული წარმოჩინებით, ჯერაც არ მქონდა გამოცდილი და იმედი მქონდა, არც არასდროს გამოვცდიდი.

*_*_*_*

ყველაზე მეტად მიყვარდა,მასთან ერთად თავს ისე რომ ვგრძნობდი,როგორც ჩემი სახლის აივანზე. ის ჩემი კომფორტი იყო, ჩემი სიმყუდროვე...
მისი თვალები ჩემი სიმშვიდის თავშესაფარი; ჩემი თვალები - მისი.
ის ვაკუუმი კი,რომელსაც ყოველი ჩახუტებით ვქმნიდით, ჩვენი სახლი იყო,საერთო თავშესაფარი,სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრება სულ უფრო მეტად მინდებოდა.

*_*_*_*

საშინლად წვიმდა, მე კი გვიანობამდე უნივერსიტეტში შემოვრჩი მარტო. არც ნენე მყავდა,არც თაკო და არც ვაჩე. კურსელმა გამომიჭირა და რაღაც საჯარო ლექციაზე მთხოვა დასწრება,მეც უარი ვერ ვუთხარი და შესაბამისად საღამომდე დავრჩი პირველ კორპუსში.
გარეთ გამოსვლისთანავე მივხვდი, ფილტვების ანთების გარეშე ვერაფრით მივაღწევდი სახლამდე. მაგრამ უნივერსიტეტში დარჩენას ყველაფერი მერჩივნა,ამიტომაც ერთი ჩავისუნთქე და გიჟივით გავვარდი წვიმაში.
ისე მივრბოდი ავტობუსის გაჩერებისკენ, ტროტუართან მდგარი ფარებანთებული მანქანა არც შემიმჩნევია და როგორც ჩანს,არც სიგნალის ხმა გამიგია. მეორე კორპუსის წინ, გაჩერებას რომ შევაფარე თავი და ზურგიდან ვიღაცის ხელების მოხვევა ვიგრძენი,ისე შევკივლე,ნახევარი სიცოცხლე ჭავჭავაძეზე დავტოვე.
-მე ვარ,თეკლე, ნუ შეგეშინდა. - მოცინარი ვაჩე შემრჩა ხელთ. - სულ გაყინულხარ. - მითხრა და მომეხვია. ისე მესიამოვნა მისი შეხება, სითბომ ერთიანად დამიარა სხეულში.
-აქ რას აკეთებ? - არც მიფიქრია,რომ ვასველებდი, მჭიდროდ ვეკვროდი.
-გისიგნალებ და ფარებს გინთებ ამდენი ხანია,ვერ შემამჩნიე?
-შენ? მე? ვერა...
-წამოდი,მანქანით ვარ და გაგიყვან სახლში. - ხელი მომკიდა და სწრაფად გამაქცია მანქანისკენ.
მართალია წვიმდა,მაგრამ ჩაჯდომამდე მაინც შევამჩნიე,რომ ვაჩე ლაშას მანქანით არ იყო მოსული. ჩაჯდომისთანავე,როცა სული მოვითქვი და სითბო ვიგრძენი, ვკითხე:
-ეს ვისი მანქანაა?
-საშინელ ადგილას მყავს გაჩერებული,სანამ დამაჯარიმებენ,წავიდეთ. - სწრაფად მითხრა და ღვედი გაიკეთა.
სალონი მოვათვალიერე, მშვენიერი ინტერიერი შეერჩია პატრონს,ნამდვილად გემოვნებიანი იყო.
-ვისი მანქანაა,არ მეტყვი? - ისევ გავუმეორე კითხვა მოგვიანებით.
-ჩემი. - მშვიდად მითხრა,სასხვათაშორისოდ.
-ჰა?
-ჩემია. - ისევ იმავე ტონალობაში აღნიშნა.
-გაჩუქეს?
-მამაჩემმა.
-რა მაგარია,გილოცავ! - გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. - როდის გაჩუქა?
-უკან სავარძელზე ჟაკეტი და ჩაი მიდევს შენთვის,აიღე. - ცერა თითით მანიშნა.
-ზე-მზრუნველი მყავხარ! - სიცილით ვუთხარი გახარებულმა,გადავიხარე და ყველაფერი ავიღე. - მწვანე ჩაია? - ღიმილით მოვხსენი თავი თერმოსს.
-არა, ჩვეულებრივი.
-მწვანე რატომ არ არის?
-იმიტომ,რომ მწვანეზე ვვეჭვიანობ! - სერიოზულად მითხრა,წარბებშეკრულმა. ისეთი საყვარელი იყო,ისევ გადავიწიე მისკენ და ყბის ძვალთან ვაკოცე.
-შენ მაინც პირველი ხარ.
-ვახ,ნუთუ? - ჩაეცინა.
-გეფიცები. - გამეცინა. - მამაშენმა ახლა რატომ გაჩუქა ეს მანქანა? - ისევ ძველ თემას მივუბრუნდი.
არაფერი მიპასუხა,უბრალოდ ამოიოხრა. ვატყობდი,რომ არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი.
-ვაჩე.
-გისმენ.
-რატომ არასდროს მელაპარაკები შენს ოჯახზე?
-შენც არ მელაპარაკები.
-იმიტომ,რომ ყველაფერი იცი,ისედაც.
-რა საჭიროა ოჯახზე ლაპარაკი? რად გინდა,რამის ცოდნა? - შუქნიშანზე გააჩერა მანქანა და შემომხედა.
-ანუ გგონია,არ ვარ ისეთი ადამიანი შენთვის,ვინც შენს ოჯახზე უნდა იცოდეს? - მეწყინა.
-ნუ გადამისხვაფერე ნათქვამი! - გაეცინა.
-მაშინ მომიყევი.
-წამო,გავისეირნოთ ქალაქში.
-მიყვარს წვიმაში მანქანით სიარული. - გამეღიმა.
-ხოდა წამოდი. - მანაც გამიღიმა და მანქანა დაძრა.

დიდხანს ვისეირნეთ ქალაქში. ვლაპარაკობდით,ან მუსიკებს ვუსმენდით,ხანდახან ვმღეროდით კიდეც. ვაჩეს მუსიკალურმა შესაძლებლობებმა ისე მომჭრა ყური,მეორე დღეს ოფთალმოლოგთან ვიზიტს ვერაფრით გადავურჩებოდი,ეჭვი მაქვს. ბოლოს „112-ის თეფშთან“ გავაჩერეთ,წვიმაში გახვეული ქალაქი კარგად რომ დაგვენახა.
საჭეს როგორც კი შეუშვა ხელები,გადმოიწია,ხელები მხრებზე მომკიდა და ზურგით მიმიხუტა.
ყველაზე სასიამოვნო წუთები გავატარე მასთან ასე ჩახუტებულმა მანქანაში მაშინ,როცა გარეთ წვიმდა. ნიკაპით ლოყაზე მეხებოდა,შიგადაშიგ თმაზე მკოცნიდა. მე ხმას არ ვიღებდი,მის ხელებს ვეჭიდებოდი და იმ ენერგიას ვგრძნობდი,მისი მკერდიდან რომ მოდიოდა.
-მამაჩემი ჩვენთან არ ცხოვრობს. - უცებ წამოიწყო ლაპარაკი მოგუდული, ჩუმი ხმით. - ჩემზე ორი წლით დიდ მოდელზე გაცვალა დედაჩემი. - უფრო დაბალი ხმით დაილაპარაკა. სირცხვილი,გაბრაზება და წყენა ერთდროულად ვიგრძენი მის სიტყვებში.
არ ვიცოდი,რა უნდა მეთქვა. ძლივს ლაპარაკობდა ამ თემაზე და ჩემი რეაქციით მისი დაფრთხობა არ მინდოდა.
-მასთან ურთიერთობა არ გაქვს? - მორიდებით ვკითხე.
-როგორიც უცხოურ კინოებშია. - ჩაეცინა. - ახალწელზე და დაბადებისდღეებზე გვკითხულობს მე და ჩემს დას.
-და გყავს? - გამეღიმა.
-თორმეტი წლის. - მასაც გაეღიმა,ლოყის მოძრაობით ვიგრძენი.
-ეს მანქანა იქნებ იმის ნიშნად გაჩუქა,რომ თავის საქციელს ნანობს და მეტი დროის გატარება უნდა თქვენთან?
-უნდა დამანახოს,რომ „ვუყვარვარ“ - ცინიკური გაუხდა ხმა. - იმის დამტკიცებას ცდილობს,რომ უფრო მეტს აკეთებს,ვიდრე ის მამები,რომლებსაც შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. ჰგონია ეს არის მამობა.
-მასზე ბრაზობ,გეტყობა. - ვერ მოვითმინე და ვუთხარი.
-ვბრაზობდი. ახლა მხოლოდ მეცინება,ასეთი სულელი რომ აღმოჩნდა. ჰგონია, ის მოდელი სულ მასთან იქნება და რამდენიმე წელში უფრო ახალგაზრდასთან არ გაიქცევა.
-იქნებ მართლა...
-უყვართ ერთმანეთი? - ჩაეცინა. - შენ მამაჩემს არ იცნობ. ხანდახან მეც კი მიჭირს მისი სიყვარული,სამაგიეროდ მისი საჩუქრების შეყვარება არ მიჭირდა არასდროს. იცი რა მაცოფებს? წყობრიდან გამოვყავარ მაშინვე! როცა ცდილობს, კაცურად დამელაპარაკოს და რჩევები მომცეს.
-უნდა,რომ უკეთესი იყო.
-აქვს უფლება?! კაცობის რა გაეგება საერთოდ,მე რომ არ გამეჭიმოს ხოლმე?!
-შვილისთვის უკეთესის ნდომას, უფლება არ სჭირდება,ვაჩე.
-როგორ არ სჭირდება,თეკლე?! ნებისმიერი ადამიანისთვის რჩევა ან შენიშვნა უნდა გეთქმევინებოდეს. დიდი გული არ უნდა გქონდეს მაშინ,როცა იცი, ჩა*ვრილი გაქვს ცხოვრებაში.
-არ ვიცი,ალბათ მართალი ხარ. - მხრები ავიჩეჩე.
-აი, ერთი რამ არ მესმოდა არასდროს,იცი? რომ ამბობენ, ცუდი ქმარია,მაგრამ კარგი მამაო,ეგ როგორ ხდება? სულ რომ ჩემზე გადაყოლილი ყოფილიყო გია, დედაჩემის ცრემლებს როგორ ვაპატიებდი?! ჩემი საყვარელი ქალის ყოველდღიური ტანჯვის გამომწვევ კაცს,კარგს როგორ ვუწოდებდი?! კარგ მამას,ხომ უნდა ესმოდეს,შვილის ბედნიერებისთვის უმთავრესი,დედის ბედნიერებაც რომ არის?!
გული თუ არ გამისკდებოდა,არ მეგონა. წამოვიწიე,რომ მისთვის თვალებში მეყურებინა; რომ ფიზიკურადაც მეგრძნო ის,რასაც სულიერად ვგრძნობდი.
მაშინ, მისი თვალების დანახვისას, მივხვდი, საიდან იღებდა მისი ბავშვური ნაწილი სათავეს. რატომ ხუმრობდა და იქცეოდა ხანდახან ხუთი წლის ბავშვივით.
ჩემს წინ მამაზე განაწყენებული ბავშვი იჯდა; გადაულახავი კომპლექსების მქონე. მშობლების რთული ურთიერთობის მსხვერპლი.
ყველაფერს ვხედავდი მის თვალებში,მაგრამ უმთავრესად ზიზღს,რომელიც ყველაზე უკან იდგა და ყველაზე საშიშად გამოიყურებოდა.
-რატომ მიიღე მისგან ეს მანქანა საჩუქრად?! - ვკითხე ის,რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა მაშინ. - ბავშვი აღარ ხარ, შეგეძლო აღარ „შეგყვარებოდა“ მისი საჩუქარი.
სახე შეეშალა; შუბლი შეკრა და ყბა დაჭიმა.
-მჭირდება ეს მანქანა. - სწრაფად მითხრა და თავი დახარა.
-რაში გჭირდება? უმანქანოდაც ხომ იყავი აქამდე...
-შენ ვერ გაიგებ! - გადაჭრით მომახალა.
-თუ არ მეტყვი,ვერც გავიგებ.
-ახლა არა; ახლა აღარ მინდა ამაზე. - თავი გააქნია და ფანჯარაში გაიხედა.
-ვაჩე... - ფრთხილად შევეხე მხარზე.
-დეპრესიულ ბიჭად ნუ წარმომაჩენ ძალიან გთხოვ. - ამოიოხრა,მერე კი ჩაიცინა. - სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-ანუ,თუ არ ხუმრობ სულ და სერიოზული ხარ, დეპრესიული გამოდიხარ?
-ისევ მისხვაფერებ ნათქვამს. - სიცილით შემომხედა. - ნახე რა ლამაზად ეცემა წვიმის წვეთები ფანჯარას. - თითით მანიშნა მერე ჩემს ფანჯარაზე.
-ხო,ლამაზია. - მეც შევაბრუნე თავი. გამეღიმა,როცა წვიმის წვეთების მოძრაობას დავაკვირდი. ვაჩე ზურგიდან მომეხუტა,თავი ჩემს კისერში ჩარგო და ოდნავ ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა:
-მიყვარხარ,თეკლე;ყველაზე მყარი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში. იმდენად მყარი, შემიძლია დაგეყრდნო,ბოლომდე მოგენდო და მჯეროდეს,რომ გამიძლებ.
გული ამიჩქარდა. ვერაფრის თქმა მოვიფიქრე,ამიტომაც მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი:
-მეც.
-რა შენც? - გაეღიმა.
-მეც-მეთქი. - გავუმეორე,თითქოს მეორე ცდაზე დააკმაყოფილდებოდა ჩემი ნათქვამით.
-არასდროს მეტყვი,რომ გიყვარვარ,არა? - ჩაეცინა. - ყოველთვის,როცა მე გეტყვი „მიყვარხარ“ შენ მიპასუხებ, „მეც“ და მორჩა.
-წარმოიდგინე,რომ გარეთ ძლიერი წვიმაა,ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი. - უცებ წამოვიწყე ლაპარაკი ახალი შემართებით.
-წარმოვიდგინე. - გაეცინა.
-მე და შენ სადმე,ქალაქიდან მოშორებულ სახლში ვართ; იმ ოთახში,რომელსაც მხოლოდ ბუხარში დანთებული ცეცხლი ანათებს და ათბობს. ვდგავართ ერთმანეთის პირისპირ,ორივეს სახის ნახევარზე გვეფინება შუქი. მე შენთან მოვდივარ,ნელა გიახლოვდები,ორივე ხელს კისერზე გხვევ და ჩემი სახის „ბნელი“ ნაწილით შენსას ვუყურებ. ძალიან ახლოს მომაქვს თვალი-თვალთან, ცხვირი-ცხვირთან,ტუჩი-ტუჩთან და გეჩურჩულები...
-რას მეჩურჩულები? - დაიძაბა.
-„მიყვარხარ,ვაჩე ბრეგვაძე...“
სუნთქვა შეკრული და მონუსხული მისმენდა. არ გამომპარვია მის თვალებში გაჩენილი ცეცხლი,რომელიც საცაა გადმომედებოდა და დამწვავდა.
-სხვა შემთხვევაში შანსი არ მაქვს? - ენის ბორძიკით მითხრა.
-არა! - კმაყოფილმა მივუგე.
-ართულებ,რა. - სახე შეუწუხდა.
-რომანტიკოსი რომ ვარ,არ მითქვამს შენთვის? - გამეღიმა.
-კი,თსუ-ს გვირაბში...
-ხოდა, ნუ გავიწყდება,რომ ვარ. - გავუცინე და ტუჩთან ახლოს ვაკოცე მოწყვეტით. - ახლა სახლში წამიყვანე,თორემ მართლა დამემართება ფილტვების ანთება. - ვუთხარი მერე და ისევ შევიკარი ღვედი.
-ოჰ, რა ინფორმაციაც გინდოდა გამომძალე და ახლა გაგახსენდა ხო ჯანმრთელობა? - გაეცინა.
-ზე-მზრუნველი ხომ მყავხარ? ზე-მიხვედრილიც ყოფილხარ! - ოდნავ აჩეჩილი თმა გავუსწორე,კიდევ ერთხელ ვაკოცე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-იცი,ჩემი მართვა რომ შეგიძლია და იყენებ. - თავი გააქნია ღიმილით და მანქანა დაქოქა.

*_*_*_*

იმ დღის შემდეგ ორი კვირაც არ იყო გასული. როგორც ყოველთვის, „პირველის“ ეზოში ვისხედით მე, ნენე და თაკო. გამოცდებზე ვლაპარაკობდით და ვწუწუნებდით,ჩვეულებისამებრ.
ვაჩე მაშინვე შევამჩნიე,როგორც კი ეზოში შემოვიდა. უჩვეულოდ გახარებული ჩანდა შორიდანვე. დაგვინახა თუ არა,ჩვენკენ წამოვიდა და განსაკუთრებულად ძლიერად მომეხვია.
-აბა, რას შვებით გოგონებო? - მერე თაკოს და ნენეს მიუბრუნდა და მათ შორის ჩაჯდა.
-უკვე მივდივართ,გვეჩქარება. - სიცილით გადაიკიდა ჩანთა მხარზე თამარამ.
-ე,სად მიდიხართ? ისხედით,მეჭორავეთ.
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ ლექცია გვაქვს.
-მოიცა,თეკლე, ნენეს თუ ლექცია აქვს,შენ რატომ არ გაქვს?
-სულ ერთად კი არ ვართ?! - გამეცინა.
-საერთოდაც,კი, სულ ერთად ვართ,უბრალოდ მე მეშვიდე საგანიც ავიღე ამ სემესტრში. - განუმარტა ნენემ.
-ზე-ბეჯითი გვყავს! - ისევ გავიცინე და დაქალის „დაჯღანვაც“ დავიმსახურე.
-მე მეგონა, „ზეებს“ მარტო ჩემთან მიმართებაში იყენებდი. - ვაჩე მომიბრუნდა.
-ყველასთვის იყენებს,ვინც განსაკუთრებით უყვარს. - თაკომ წასვლამდე ღიმილით უთხრა, თვალი ჩაგვიკრა და ზურგი გვაქცია.
ლამის დავეწიე და ზურგში ჩავარტყი დანა ( უფრო დრამატულად რომ მომეკლა.) ისეთი ხველა ამიტყდა,კინაღამ დავიხრჩე.
-წყალი გინდა მოგიტანო? - გაცისკროვნებული სახის დაწყობას არც გეგმავდა იდიოტი ბრეგვაძე.
-არ მინდა. - რამდენჯერმე კიდევ დავახველე და დავმშვიდდი.
-ჩემს ხელებში რომ დაგელია სული,ძალიან კარგი დღის,ძალიან დრამატული დასასრული იქნებოდა. - გაეცინა.
-რატომ ხარ ასეთი ბედნიერი, არ მეტყვი? მთელს თსუ-ს თვალს ჭრის შენი ყურებამდე ახეული ღიმილი.
-მუშაობა დავიწყე! - მახარა ზემოთაღნიშნული ღიმილით.
-მართლა? რა მაგარია! - რა თქმა უნდა, გამიხარდა და მოვეხვიე. - სად?
-სტადიონზე. - მშვიდად მითხრა. ისე,თითქოს ერთი სიტყვა იყო ყველაფრისმთქმელი.
-სად სტადიონზე? - გამიფართოვდა თვალები გაკვირვებისგან.
-სტადიონზე,რა. აი,იცი ეგ რომელია? მწვანე,ხელოვნური მინდვრის საფარი, რაგბისტები და ფეხბურთელები რომ თამაშობენ...
-ვაჩე! ვიცი რაცაა სტადიონი! - სიცილით მივარტყი ხელი მკლავზე. - სტადიონზე რას აკეთებ? რა გევალება?
-აა,ეგ გაინტერესებდა? გეკითხა პირდაპირ. - გაეცინა. - როგორ აგიხსნა, ფეხბურთის მატჩზე ყოფილხარ ოდესმზე?
-კი,ბავშვობაში მამაჩემთან ერთად,მერე?
-სტადიონის გარშემო,მოედნისკენ ზურგით მდგარი კაცები შეგიმჩნევია?
-სახით გულშემატკივრებისკენ რომ დგანან მკაცრი სახით?
-ჰო,ჰო,ეგენი.
-კი,შემიმჩნევია,რა თქმა უნდა, მერე?
-ხოდა, ერთ-ერთი მათგანი ვიქნები ამიერიდან მეც! - უაღრესად კმაყოფილმა და გახარებულმა მითხრა.
-მოიცა,რა? - გამეცინა. - მაგად დაიწყე მუშაობა?
-რად?
-აი, „მაგად“; არ ვიცი, სახელი აქვს მაგ საქმიანობას?
-სახელი არ ვიცი,მაგრამ ხელფასი მექნება მშვენიერი. პლიუს, თუ გულშემატკივრები არ გამეპარება სტადიონზე,ბონუსებს მივიღებ.
-ტიტველ კაცებს უნდა სდიო?! - წამოვიყვირე შეშფოთებულმა.
-უხერხულ ადგილებში არ შევეხები,ნუ ეჭვიანობ! - გაეცინა.
-ვაჩე, სერიოზულად მეუბნები?
-მართლა არ შევეხები! - ხელები აწია გულუბრყვილო გამომეტყველებით.
-მეღადავები!
-რა თქმა უნდა. - ხელები მაშინვე ჩამოსწია,ჯერ გაეცინა,მერე კი მთელი ხმით ახარხარდა,როცა ჩემი დაბნეული მზერა დააფიქსირა.
-ღმერთო,რა საშინელი ბიჭი ხარ,არაფერი შენ არ დაგეჯერება! - გაბრაზებულმა მივახალე და მკლავზე ვუჩქმიტე. - მართლა სად დაიწყე მუშაობა? - ვკითხე მერე წარბშეკრულმა.
-სასტუმროში. მიმღებში. ძალიან კარგი პირობებია, დღეგამოშვებით მომიწევს მუშაობა. სწავლაში მაქსიმალურად შეეცდებიან,რომ ხელი არ შემიშალონ. - როგორც იქნა დასერიოზულდა.
-სასტუმროში? - ისე ჩავეკითხე,თითქოს შეუძლებელი ყოფილიყო მისი იქ მუშაობა.
-ჰო, ნაცნობი დამეხმარა.
გულზე უხეშად გამკრა რაღაცამ. გამახსენდა, როგორ მიყვებოდა ორი დღით ადრე,მამაჩემს უნდა მის ძმაკაცთან დავიწყო მუშაობაო.
ვაჩეს თითქმის სძულდა მამა,მაგრამ მაინც არ ამბობდა უარს მის დახმარებაზე და ძვირადღირებულ საჩუქრებზე.
ძალიან სუსტი იყო; ხშირ შემთხვევაში უპრინციპო და უთავმოყვარეოც კი. გადაჭრით უარის თქმა უჭირდა და არც იმას აღიარებდა,რომ ასეთი იყო.
აღარაფერი მიკითხავს მისთვის. ვიცოდი, არ ესიამოვნებოდა იმის აღნიშვნა,რომ მამა დაეხმარა.
-არ გაგიხარდა ჩემი ამბავი? - მკითხა წყენით,როცა ჩემს შეფიქრიანებულ მზერას შეავლო თვალი.
-გამიხარდა, რა თქმა უნდა. - ვიუარე ღიმილით,კისერზე მოვხვიე ხელები და ვაკოცე.
-ეჭვიანობ,ხო? - ჩაიცინა. - ნუ ღელავ, გრძელფეხება გოგოების დანახვისას თვალებს დავხუჭავ და ისე მოვემსახურები.
-არ ვეჭვიანობ. - გამეცინა. - მაგრამ თუ გინდა, თვალები მაინც დახუჭე ხოლმე.
-კარგი. - ხელი გადამხვია და თავი მის მკერდზე დამადებინა. - რათ მინდა თვალების დახუჭვა,როცა თვალხილულიც მარტო შენ გხედავ?! - მითხრა მერე ღიმილით და თმაზე ჩამომისვა ხელი.
გამეღიმა,თუმცა აღარაფერი მითქვამს.
იმ წამს ვიცოდი, სუსტი იყო,უპრინციპო,თუ უთავმოყვარეო, ვაჩე ბრეგვაძე ისეთი იყო,როგორიც იყო და მე ვერაფერს გავაწყობდი მასთან, სიყვარულის გარდა.

*_*_*_*

-ვაჩე, შენ ხომ არასდროს მატკენ გულს? იცოდე, ყველასგან გადავიტან,მაგრამ შენგან,ვერ.
-ეგ კითხვა რომ გიჩნდება,უკვე არ მომწონს,თეკლე.
-დამპირდი,რა! უნდა დამპირდე.
-დამსახურებული სოც.პოლელის, დაობებული „მეექვსეს“ მკვიდრის, ჭეშმარიტი თსუ-ელისა და უბრალოდ,შენზე შეყვარებული ბიჭის სიტყვას გაძლევ,რომ არასდროს გაწყენინებ,მითუმეტეს გატკენ და მოგცემ იმის მიზეზს,რომ შენი ბალიში დატბორო! - ჯარისკაცივით მომართული იდგა, მარცხენა ხელით გულზე და ისე მეუბნებოდა,ღიმილს ძლივს იკავებდა.
-ხანდახან რა არასერიოზული ხარ,ვაჩე ბრეგვაძე! - გამეცინა თავის აქეთ-იქით ქნევით. სულ გამიქრა მასთან სერიოზულად ლაპარაკის სურვილი და ის უცნაური განცდა,გულს რომ მიჭამდა.
-შენ არ დამპირდები? - ღიმილით მომიჯდა ისევ გვერდით და ხელი გადამხვია.
-რას?
-ჩემი სათუთი გული ჩაგაბარე,რომ მოუვლი და არ გამიტეხავ, დამპირდი. - ქვედა ტუჩი ამოაბრუნა,ხმა დაიწვრილა და ლამის ატირდა.
-ასე როგორ გავხართ შენ და თაკო ერთმანეთს,ჰა? ნეტავ ნათესავები ხომ არ ხართ?! - გამეცინა.
-და-ძმა. - გაეღიმა,მერე კი უფრო ახლოს მომიტანა სახე და დაიჩურჩულა - მაგრამ მოვლენებს ნუ უსწრებ წინ,ამას სამას ოცდამეათე სერიაში გავიგებთ.
-მანამდე რა მოხდება? - მეც „სერიოზულად“ დავინტერესდი და ვკითხე.
-რა აღარ ხდება. - ხელი აიქნია. - ჩვენს არჩილს საზ.გეოს. თეა მოჰყავს ცოლად...
-მოიცა,ვინ თეა? ქალბატონი თეა? - გაკვირვებისგან წამოვიძახე.
-ჰო,არ იცი,რომ ეტრფის ჩვენი აჩი?
-მატყუებ,რა ეტრფის!
-მართლა არ იცი? - გაეცინა. - დერეფანში რომ ხედავს და ამხელა მთასავით კაცი იღვენთება,ვერ ატყობ?
-რა სისულელეა,იგონებ. - გამეცინა.
-მართლა ვერ ატყობ? - ვერ იჯერებდა ჩემს მიუხვედრელობას. - ყველა მაგათზე ლაპარაკობს,მთელი უნივერსიტეტი,მთელი ქალაქი! - გააბუქა.
-მთელი პლანეტა! - მეც ავყევი სიცილით.
-სერიოზულად გეუბნები,თეკლე; ვერ ატყობ?
-რა არის შესატყობი,შენ იგონებ რაღაცას. სად არჩილი და სად საზ.გეოს თეა.
-შენ მეც ეგრე ვერ მატყობდი ვერაფერს. - წყენით მითხრა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-რა უნდა შემეტყო? - ახლა ამაზე გამეცინა.
-თუნდაც კარში ყოველთვის გზას რომ გითმობდი და სულ სხვანაირად გიღიმოდი!
-ეუჰ, სათვალიანი ნიკო მითმობს ხოლმე ყოველთვის გზას და მიღიმის,ანუ მაგასაც მოვწონვარ?
-მოიცა,მოიცა,ვინ სათვალიანი ნიკო? - უცებ დაინტერესდა და დასერიოზულდა.
-პირველ სემესტრში სოც.მუშაობის პროექტი რომ გავაკეთეთ ერთად,არ გახსოვს?
-მერე,რაო, რა მინდაო?
-შენი ლოგიკით,უნდა ვიფიქრო,რომ მოვწონვარ. უი, იმ დღეს პირველი კორპუსის ლიფტში,ჯერ მე მკითხა რომელ სართულზე მივდიოდი,საერთოდ ცოლად მოყვანა ხომ არ უნდა ჩემი? – „შეშფოთებულმა“ ვკითხე,მერე კი გადავიკისკისე.
-არ არის სასაცილო! მოსწონხარ აბა რას შვება.
-ვითომ?
-რა გაცინებს? საერთოდ არ მეცინება მე!
-არ იეჭვიანო ახლა,მე ხომ არ ვეჭვიანობ,ტიტველ კაცებს რომ უნდა სდიო სტადიონზე. - გამახსენდა მისი ძველი ხუმრობა და ისევ გადავიკისკისე.
ღიმილით მიყურებდა,სანამ გულს ვიჯერებდი და დავმშვიდდებოდი,მერე ჩამეხუტა და სიცილით მითხრა:
-აფრენ,რა!
-არ ვაფრენ, უბრალოდ არა-ნორმალური ვარ,გავიწყდება?
-ჩემი არანორმალური! - გაეცინა და მოწყვეტით მაკოცა.

*_*_*_*

ისევ წვიმდა და ისევ მის მანქანაში ვისხედით. ლაპარაკის ხასიათზე არცერთი ვიყავით,მხოლოდ სიმღერებს ვუსმენდით და ჩვენს ფანჯრებში ვიყურებოდით,სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მელოდია უცებ შეწყდა და მეორე დაიწყო.
ელვის პრესლი „cant help falling in love with you”.
ხომ ვთქვი ელვის პრესლის უსმენს-თქო! - ვიცოდი!
ჩამეცინა და ვაჩესაც , რა თქმა უნდა, არ გამორჩენია ჩემი მოქმედება.
-რა? - ღიმილით მკითხა.
-რა? - ღიმილით გავუმეორე.
-რატომ გაგეცინა? ელვისს რომ ვუსმენ?
-მაგაზე რატომ უნდა გამეცინოს? - გულწრფელად გამიკვირდა.
-არვიცი. - მხრები აიჩეჩა. - ზედმეტად რომანტიული ბიჭის შთაბეჭდილებას ხომ არ ვტოვებ?!
-არა. - სიცილით ვიუარე.
-მიყვარს კლასიკა; ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა…
-სამოციანები,მოკლედ.
-ჰო, საერთოდ განსხვავებული მანერა ჰქონდათ შესრულების. ქალს რომ ორ ნოტში დაფერფლავს,ისეთი.
-დაგიფერფლავს და გამოცდილება გალაპარაკებს,ხო? - გამეცინა.
-არა,მე არა. - თავი გააქნია. - ჯერ. - დაამატა მერე ღიმილით და ჩემკენ გადმოიწია. - შენ გიმღერებ ოდესმე,გპირდები.
-ჩემს ეზოში დადექი და სერენადა მიმღერე. - დავარიგე.
-შევთანხმდით! - მოწყვეტით მაკოცა და გასწორდა.
-უხდება ეს სიმღერა წვიმას. - სასხვათაშორისოდ აღვნიშნე მოგვიანებით და ღიმილით დავაკვირდი მინაზე ხმაურით მოთამაშე წვეთებს.
-მე და შენ ვუხდებით წვიმას. სიმღერა უბრალოდ ფონია. - მხარზე დამადო თავი და ჩემი მარცხენა მის მარჯვენაში მოიქცია. - ჩემთან ერთად ასე სამუდამოდ დარჩებოდი? - მკითხა და ხელისგულზე გადამისვა თითები.
-რა? - ვერ მივხვდი,რას მეკითხებოდა.
-ასე ჩემთან ერთად დარჩებოდი-მეთქი?
-ასე წვიმაში? ასე მანქანაში? თუ როგორ ასე? - ჩამეცინა.
-ჩემთან ერთად სულ, დარჩებოდი?! - მკითხა პირდაპირ და თავი წამოსწია.
-სულ?
-ხო, აი, სულ-სულ!
-რა კითხვაა?! - ჩამეცინა და ალბათ ცეცხლისფერი ერთიანად მომედო სახეზე. მივხვდი,რასაც მეკითხებოდა და ისიც ვიცოდი,რა პასუხს ელოდა,მაგრამ მე,როგორც ყოველთვის, ახლაც არ ვიცოდი,რა მეთქვა ან რა გამეკეთებინა.
-უბრალოდ მაინტერესებს. - ძარღვიც არ უტოკავდა; შემაშინებლად სერიოზული სახით მომჩერებოდა და პასუხს ელოდა ჩემგან.
-იმედი მაქვს, ბეჭედიც არ გიდევს ჯიბეში. - გაცინება ვცადე სერიოზულობის გასაფანტავად.
-და თუ გეტყვი,რომ მიდევს?! - ისევ არ იხევდა უკან.
-ვაჩე,ასე ცუდად ნუ ხუმრობ! - გული კინაღამ გამისკდა.
-ხუმრობის რა შემატყე? რატომ უნდა ვხუმრობდე?
-დაახლოებით ასამდე მიზეზი შემიძლია ჩამოგითვალო,რის გამოც ახლა შენ უნდა ხუმრობდე. - ჩამეცინა შიშნარევად.
-მე რომ გითხრა, ყველა ეგ მიზეზი ფეხებზე მკ*დია იმიტომ,რომ ერთი და ბევრად დიდი მიზეზი მაქვს სერიოზულობისთვის-თქო,რას იზამ?
-გეტყვი,რომ გიჟი ხარ!
-კიდევ? მეტს არაფერს?
-არა, ასეთ არასერიოზულ წინადადებაზე მეტი არაფერი მექნება სათქმელი.
-დარწმუნებული ხარ? - სახე ისე მოექუფრა,ცნობა მიჭირდა მისი.
-კი,დარწმუნებული ვარ. - რაც კი ჩემს თავში დამაჯერებლობა ვიპოვე,ერთად შევკრიბე და მივახალე.
-კარგი. - მშვიდად მითხრა და თავი დამიქნია. - წავიდეთ ახლა, ხვალ გამოცდა გვაქვს და სამეცადინო გექნებათ შენ და ნენეს. - სრულიად უემოციოდ მითხრა და გასაღები გადაატრიალა.
-არა,არ წამიყვანო...სახლში არ წამიყვანო. - უცებ გამოვფხიზლდი და დაბნეულმა დავიწყე ლაპარაკი. - ანუ, ჩემთან არ წამიყვანო,ნენესთან ვრჩები დღეს.
-გასაგებია. - მითხრა იმ საღამოს უკანასკნელი სიტყვა და მანქანა დაძრა.

ნენეს კორპუსამდე ისე მიმიყვანა,ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ. ბეჯითად გაჰყურებდა გზას და მგონი თვალებსაც არ ახამხამებდა. შიგადაშიგ ოხრავდა, თავისუფალი ხელით შუბლს იზელდა და სიმღერას ცვლიდა.
სწრაფად ატარებდა, ასე კი მხოლოდ მაშინ იქცეოდა,როცა გაბრაზებული იყო. რამდენჯერმე დავაპირე,რამე მეკითხა,მაგრამ ყველა ჯერზე გადავიფიქრე. ბოლოს,მანქანიდან გადასვლამდე, მაინც არ მომითმინა გულმა და ვკითხე:
-ვაჩე,გაბრაზებული ხარ ჩემზე? - ისეთი საცოდავი ხმა და გამომეტყველება მქონდა, მისგან დათანხმება უმწეო კურდღლის მოკვლის ტოლფასი იქნებოდა.
მხოლოდ თავი შემოაბრუნა ჩემკენ. უარის ნიშნად,თავი გააქნია და მკრთალად გამიღიმა.
არაფერი უთქვამს; სიტყვაც ვერ გამოიმეტა ჩემთვის.
-საღამოს დაგირეკავ. - ლოყაზე ვაკოცე იმ იმედით,რომ მისგანაც დავინახავდი სითბოს,მაგრამ სულ ტყუილად.
სადარბაზოსთან მისულიც არ ვიყავი,მისი მანქანა უკვე გასული რომ იყო ეზოდან. არადა ყოველთვის იქამდე მიცდიდა,სანამ სახლში ავიდოდი და აივნიდან გადმოვხედავდი. ზედმეტად ძველმოდური იყო ასეთ საკითხებში,გარდა იმ შემთხვევებისა,როცა ნაწყენი ან გაბრაზებული იყო.

მთელი საღამო ნენე დაუღალავად ცდილობდა ჩემი ყურადღების მოპოვებას,მერე კი ფინალურის საკითხებზე კონცენტრირებას,მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი. მხოლოდ ვაჩეზე ვფიქრობდი და იმაზე,რომ მეტად დელიკატური უნდა ვყოფილიყავი. უკვე საკმაოზე კარგად ვიცნობდი და უნდა გამეთვალისწინებინა,ხანდახან უმნიშვენლო დეტალებს დიდ მნიშველობას რომ ანიჭებს. ან არც ისე უმნიშვნელოს...
-თეკლე,დამღალე უკვე, მობილიზდი რა! - კონსპექტის რვეული მხარზე მომარტყა შეწუხებულმა ნენემ და გამომაფხიზლა.
-აქ ვარ,აქ ვარ! - მაშინვე წამოვიძახე და გონება დავძაბე წაკითხულის გასააზრებლად.
-ორი ფინალურიც და მორჩა,გავუძლოთ ცოტაც. - გამამხნევა.
-ზაფხულში ისევ შარშანდელი გეგმები გვაქვს? - უცებ გამახსენდა ფრიად სასიამოვნო თემა და რვეული გვერდით გადავდე დროებით.
-ოღონდ აგვისტოში,რა. მე ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან თუ არ ჩავედი ეს ივლისი,შვილიშვილებიდან ამომწერენ. - გაეცინა ნენეს.
-მე მგონი სტრასბურგში მომიწევს წასვლა. ჩემების ძალიან ახლო მეგობარს ქორწილი აქვს ამ ზაფხულში და მეც წამათრევენ,ეჭვი მაქვს.
-ვაიმე,საწყალო, სტრასბურგში მიგათრევენ. - თავი გააქნია „შეწუხებულმა“. მე გამეცინა. - უნამუსო გოგო ხარ! - მითხრა მერე და ისევ მომარტყა კონსპექტი.
-ეგ რვეული თავში მაინც ჩამარტყი,რამე შემივიდეს იქნებ.
-მოიცა, ანუ შენ ჩვენთან ერთად არ წამოხვალ ზღვაზე?
-რატომ არა? ქორწილი ივლისშია,შენც აგვისტო გაწყობს,მეც და ალბათ გოგოებსაც,რა პრობლემაა?
-და მერე ვაჩე?!
-რა ვაჩე?
-შენ და ვაჩეს არ გაქვთ ერთობლივი გეგმები?
-არვიცი. - მხრები ავიჩეჩე. - არ გვილაპარაკია ჯერ მაგაზე.
-ძალიან უცნაური წყვილი ხართ,რა. - დაასკვნა ნენემ და წამოდგა. - ყავას გავაკეთებ.
-ოღონდ ცივი.
-არა,თეკლე,ცხელს გავაკეთებ და კიდევ პლედებს მოვიტან,რომ დავიფაროთ,არ გინდა? - დამცინა.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ,მიდი და მოდი მალე. - შევუბღვირე და მეათასედ გადავშალე რვეული პირველ გვერდზე.

*_*_*_*

მეორე დილას ნენეს კორპუსთან ვაჩეს მანქანის დანახვა ძალიან გამიკვირდა. წინა დღით არც დაურეკავს,არც მოუწერია,რომ გავეფრთხილებინე. მისმა დანახვამ გამახარა და ვიფიქრე,გაბრაზებამ გადაუარათქო.
მანქანაზე მიყრდნობილი იდგა,ხელებით ჯიბეებში,როგორც ჩვეოდა. ისე სწრაფად გავემართე მისკენ და ისე მოვეხვიე,თითქოს თვეების უნახავი მყავდა. ნენე გაკვირვებული გვიყურებდა. (სითბოს ამ დოზით გამოხატულება ყოველთვის იმის ეჭვს აღძრავს,რომ ნამდვილი მე გამიტაცეს და ვიღაც სხვა დასვეს ჩემ მაგივრად)
-კარგად ხარ მომზადებული გამოცდისთვის,თუ რა ხდება? - სიცილით მკითხა ვაჩემ,როცა მოვცილდი.
-რა შუაშია? გამიხარდა უბრალოდ შენი დანახვა და გამოვხატე,არ შეიძლება? - სათნო ღიმილი შევანათე და ლოყაზე ვაკოცე.
-აბა რა გეგონა,არ მოვიდოდი? - ისევ მომხვია ხელები,ჩამეხუტა და საფეთქელზე მაკოცა.
-„მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა,კოცნა,მტლაშა-მტლუში.“ - ჩვენ გასაგონად ჩაილაპარაკა ნენემ და ჩაახველა.
-რა იყო,ნენე? - სიცილით ვკითხე. - რუსთაველიზმი შემოგაწვა?
-ა,მივიქციე თქვენი ყურადღება? უპროცენტო სესხი აიღეთ,არ გინდათ? - სრულიად სერიოზულად შემოგვთავაზა.
-რა ჭირს ნენეს,თეკლე? - გაკვირვებით მკითხა ვაჩემ.
-არაფერი,ნუ მიაქცევ ყურადღებას. - ხელი ჩავიქნიე. - დღის განმავლობაში უყვარს ხოლმე „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროების გამეორება,რომ არ დაავიწყდეს. - პირველი რაც მომაფიქრდა,ის წამოვროშე.
-ვა,საინტერესოა. - თვალები გაუფართოვდა ბრეგვაძეს და ჩაიცინა.
-გვაგვიანდება,წავიდეთ! - კბილებშორის გამოცრა ნენემ და მტრული მზერით „განმგმირა“.
-ჰო,დასხედით. - კარები ორივეს გაგვიღო ჩემმა ჯენტლმენმა და მანქანას მოუარა.

*_*_*_*

ის გამოცდაც და ოთხ დღეში უკანასკნელიც ავად თუ კარგად გადავაგორეთ და გაშლილი ხელებით შევეგებეთ ზაფხულს გულში ჩასაკრავად.
ივნისი იწურებოდა და დუღდა ქალაქი.
ყველგან ცხელოდა და ყოველთვის,აუტანლად.
ერთი სული მქონდა, თბილისს გავცლოდი და ისეთ ადგილას წავსულიყავი,სადაც ასე აუტანლად არ ეცხელებოდა. (ციმბირის ვარიანტს ისევ განვიხილავდი)

სხვადასხვა მხარეში დაკარგვამდე,ყველა შევთანხმდით,რომ ერთად უნდა დაგველია. უფროსწორად,გეგის დაელია და დანარჩენებს უბრალოდ სასიამოვნო საღამო გაგვეტარებინა ერთად.
მე, რა თქმა უნდა, ვაჩემ გამომიარა და შესაბამისად გეგისაც.
მომზადება ცოტა გამეწელა და ბიჭები ვალოდინე. ეზოში ჩასულს ორივე ერთ პოზაში დამხვდა,მანქანაზე მიყრდნობილი,სიცხისგან გადაღლილი სახეებით.
-უი,თეკლე,შენც რომ აქ ცხოვრობ სულ დამავიწყდა. - ჩემი დანახვისთანავე გამოცოცხლდა ბრეგვაძე და მაიმუნობის ხასიათზე დადგა.
-ა,აბა გეგის მოაკითხე? - გამეცინა.
-ხო,ჩემს კნუტიკოს მარტო ხომ არ ვატარებ?!
-ვაჩე! - მაშინვე შეუღრინა გეგიმ. - რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?!
-კარგი,ვიცი,რომ არ გიყვარს,კნუტიკოს როცა გეძახი. - დანებდა ვაჩე.
-ხოდა აღარ დამიძახო.
-კაი,ფისო. - გაუღიმა ჩემმა სათნომ და ლოყაზე მაკოცა ხმაურით.
-ღმერთო,გაძლება მომეცი. - ამოიოხრა გეგიმ.
-არ ინერვიულო,გეგუშ, ორ ჭიქას დალევ და აღარ მიაქცევ ამას ყურადღებას. - გავამხნევე მეგობარი და გადავკოცნე.
-ეგ კარგი რამე შემახსენე! - მაშინვე გაუბრწყინდა სახე.
-ოჰ,შეგახსენა,თორემ წამით მაინც წყვეტ მაგაზე ფიქრს. - ჩაეცინა ვაჩეს და მანქანის კარი გამიღო. - ყველა ნაცნობს გავაფრთხილებ,მომავალში შენთან არ დაიჭირონ საქმე.
-მე სამსახურს და სასმელს არასდროს ავურევ ერთმანეთში! - გაბრაზდა გეგი.
-„პოლულიტრაში“ მოიქრთამები! - ბრძნულად დაუსკვნა ჩემმა გენიოსმა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-ვაჩე,ნუ ეუბნები ეგეთებს,ზურგიდან არ მოგახრჩოს. - ჩუმად გადავულაპარაკე.
-მე მარტო შენ თუ მომკლავ,თორემ სხვა ვერ დამაკლებს ვერაფერს,თეკლე. - გამიცინა და მანქანა დაქოქა.

*_*_*_*

ყველა ერთად აღვნიშნავდით პირველი კურსის დახურვას.
ყველას გვიხაროდა და ყველა ვიყავით ბედნიერები.
ისეთი საღამო იყო, დროის კაფსულაში რომ უნდა მოგეთავსებინა და გაგეყინა სამუდამოდ. მერე კი გაგეხსენებინა მაშინ,როცა თავს უბედურად იგრძნობდი.
ჩემი მეგობრების წრე,ჩემი ადამიანების გარემო იყო ის ადგილი,სადაც ისე თავისუფლად ვგრძნობდი თავს,როგორც ჭეშმარიტი მსახიობი მტვრიან სცენაზე.
თაკოს და ვაჩეს ხუმრობები,მათ აყოლილი გეგი სასმლის ჭიქებით ორივე ხელში, ნენეს დინჯი კომენტარები და ჩემი და სესილის ყველაზე ნეიტრალური ქცევები ქმნიდა იმ სიტუაციას,რომელიც მხოლოდ ჩვენი იყო. ზუსტად ვიცოდი, ამას ვერასდროს ვერავინ შეეხებოდა,გადღაბნიდა და დაამახინჯებდა. ყოველთვის ასეთებად დავრჩებოდით ჩვენც და ჩვენი სიტუაციაც.
და ყოველთვის,როცა ვაჩე გამომხედავდა,გამიღიმებდა და იმ თვალებს მომანათებდა,რომელშიც შეუძლებელი იყო,სიყვარული არ დაგენახა, ვრწმუნდებოდი ჩემი აზრის სისწორეში.
უცნაურია,მაგრამ მის ფასს და მნიშვნელობას ყველაზე მძაფრად მაშინ აღვიქვამდი,როცა ხალხში ვიყავით. მაშინ ყველაზე კარგად ვგრძნობდი, ვინ იყო ვაჩე ბრეგვაძე; ვინ მყავდა გვერდით; ვის ვუყვარდი.

სესილი თაკოს საპირფარეშოში გაყვა,ჩემ გვერდით ადგილი გათავისუფლდა და ბრეგვაძემაც დაუყონებლივ შემივსო სიცარიელე.
ხელი გადამხვია ღიმილით და ჩვეულებისამებრ,საფეთქელზე მაკოცა.
-რაღაც უცნაურად მიყურებ მთელი საღამოა,მოხდა რამე? - მკითხა მერე.
-არაფერი. - თავი გავაქნიე. - ბედნიერი ვარ უბრალოდ და მინდა სულ ასე იყოს. - ბავშვივით აღტაცებულმა ვუთხარი და მოვეხვიე. - ჩემი ბედნიერება ხარ,ვაჩე ბრეგვაძე! - გამოვუტყდი იმაში,რასაც ჩემ შიგნით ვეღარ დავიტევდი.
-ვა,დაგილევია. - ჩაეცინა და თმაზე ჩამომისვა ხელი.
ჩათვალა,რომ სიმთვრალე მალაპარაკებდა. არადა უჩვეულოდ ფხიზელიც კი ვიყავი იმ საღამოსთვის. მაგრამ არ ჰქონდა მნიშვნელობა რას მიაწერდა ჩემს გულახდილობას. მთავარი იყო,მეთქვა ის,რასაც ვფიქრობდი.
-მეც მიყვარხარ. - დაიჩურჩულა მერე ჩემს ყურთან და გამიცინა.
-წყვილაკუშა ნუ ჩურჩულებს,თუ შეიძლება. - გეგიმ ხმამაღლა თქვა ჩვენ გასაგონად.
-ვინ ჩურჩულებს? - გამეცინა.
-წყვილაკუშა. - გამიმეორა სასმლით გაბედნიერებულმა.
-ეს სიტყვა შენ ასწავლე? - მივუბრუნდი ვაჩეს.
-მე თვითონ მოვიგონე! - სიამაყით „აღივსო“ გეგი. - მაგის კნუტიკო ტყუილად ხო არ ვარ?!
-მიყვარს სიმთვრალეში რომ მნებდება. - გაიბადრა ბრეგვაძე.
-ოპა,სკანდალს მოვუსწარი! - მაგიდას დაუბრუნდა თაკო. - როდის ნებდება გეგი ჩანადირი „სოც.პოლის ზეკაც“ ვაჩე ბრეგვაძეს?! - თვალები დააწვრილა და ისე შემოგვხედა.
-სიმთვრალეში. - არხეინად უპასუხა გეგიმ.
-გაჩუმდი,ბიჭო,თორე გამოაჭენეს ჩვენი სკანდალური რომანი უნივერსიტეტის გაზეთში! – „უსაყვედურა“ ვაჩემ.
-გაზეთში,რომელიც არ გვაქვს...
-ჩვენთვის შექმნიან!
-ცნობისთვის, გვაქვს გაზეთი,მაგრამ იქ ასეთი ამბები არ იბეჭდება. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ნენემ.
-მოკლედ,ამ გოგოს გარდა ყველა გავაღიმე დღეს,რა. - უკმაყოფილო გეგიმ ტაში შემოკრა. - სულ ასეთი სერიოზული როგორ ხარ?
-არ სვამს და მაგიტომ. - დაასკვნა ვაჩემ.
-არ მიყვარს არაყი. - მხრები აიჩეჩა ნენემ.
-მერე ვერ თქვი აქამდე? კოქტეილს მოგიტანთ ახლავე. რომელი გიყვარს? - დაფაცურდა გეგი სმაში პარტნიორის პოვნის იდეით აღტკინებული.
-„სექსი პლიაჟზე“ მოუტანე,გამოცდილი აქვს. – „დაარიგა“ ფეხზე წამომხტარი გეგი თაკომ.
წამით ყველა გავჩუმდით და ნენეს მივაშტერდით - შოკმა გადაგვირბინა.
-რომელი მოვუტანო?! - ყბა კინაღამ ჩამოუვარდა დაბნეულსა და გაკვირვებულ გეგის.
-ვაიმე, გასინჯული უნდა მეთქვა! - თვალები გაუფართოვდა თაკოს და პირზე იტაცა ხელები.
ნენე კინაღამ დაიწვა,ისეთი ალმური აუვიდა სახეზე. დარწმუნებული ვარ,იმ წამს მხოლოდ თაკოს მოკვლის გეგმებზე ფიქრობდა ისე,რომ არავის დაეჭირა.
-მაგ ენას, ერთხელაც იქნება, ძირში წაგაჭრი მაკრატლით. - კბილებსშორის ისეთი სიმწრით გამოცრა და ისეთი სახით გახედა თაკოს, წამით შემეშინდა,დანით არ ეცეს და სისრულეში მოიყვანოს ნათქვამითქო.
-ერთი სიტყვა შემეშალა რა იყო,არ მაპატიო. - თავი მოისაწყლა თაკომ.
სესილიმ ჯერ ერთს გახედა,მერე მეორეს,ბოლოს კი დაბნეული სახით მდგარ გეგის,რომელიც სიმთვრალეში ვერაფერს ხვდებოდა. თაკო ხელით გაწია,კომფორტულად მოთავსდა მის ადგილზე და ისეთი ხარხარი ატეხა,ყურებში არ გაიგონებოდა.
სოსკას ისეთი სიცილი ჰქონდა,სულ რომ „ასი ხინკლის“ ანეგტოდი მოეყოლა და მერე გაეცინა,ძალაუნებურად აგიყოლიებდა.
ახლაც,მისი ახარხარება და დანარჩენების აყოლა ერთი იყო. მხოლოდ ნენე იჯდა და ძალიან „შეურაცხყოფილი“ სახით გვიყურებდა.
-ანუ რომელი კოქტეილი მოგიტანო?! - დალევის თემას მაინც ვერ მოეშვა გეგი და როცა ოდნავ დავწყნარდით,ჰკითხა.
-ჩაი მოუტანე ლიმონით,ჩაი. - გაეცინა ვაჩეს.
-„ლონგ აილენდი“ მოიტანე,უცებ წააქცევს. - მაღლიველმა მისის ლოთმა ურჩია.
-დაუჯერე სოსკას,ყველაზე გამოცდილი გვყავს. - მხარი ავუბი.
-კარგი, იყოს „ლონგ აილენდი“ - მხრები აიჩეჩა კმაყოფილმა გეგიმ და ბარისკენ გაიქცა.

მერე მეც დავლიე რამდენიმე ჭიქა და დანარჩენებმაც,უკეთეს ხასიათზე რომ დავმდგარიყავით. ( რომელსაც ისეც არ ვუჩიოდით თაკო-ნენეს „საგით“ განებივრებულები)
ყველაზე კარგად იმ საღამოს ანრი ჯოხაძიდან აჩიკო მეფარიძემდე მონაკვეთი დამამახსოვრდა.
როგორი თავგანწირვით ვმღეროდით მე,სესილი და თაკო „მე მაინც მოვალს“ და ბოლოს ჩვენი ბავშვობის განუმეორებელ ჰიტს - „მშვიდობით“.
ვაჩე,ნენე და გეგი იდგნენ და სიცილით იფხრიწებოდნენ. ვიდეოებს გვიღებდნენ,რომელთაც,სავარაუდოდ, ცხოვრების ბოლომდე შეინახავდნენ და შვილთაშვილის შვილის თაობებს უსახსოვრებდნენ.

*_*_*_*

ამ დღიდან მალევე გავიყარეთ საზაფხულოდ. ყველას სხვადასხვა მხარეში მოგვიწია წასვლა,თუმცა ყველაზე იღბლიანები მე და გეგი გამოვდეგით. ის რომში მიდიოდა ბიძასთან,მე სტრასბურგში ქორწილში.
ძალიან უნამუსოდ გამომდიოდა, ვიცი,მაგრამ ბერლინისა არ იყოს,არც სტრასბურგში მინდოდა დიდად წასვლა. თანაც ვაჩე თბილისში უნდა დარჩენილიყო სამსახურის გამო და მისი მარტო დატოვება მებრალებოდა.
თვითონ,რა თქმა უნდა, არ მთხოვდა დარჩენას. (რომც ეთხოვა,მაინც უნდა წავსულიყავი,რადგან დედაჩემი ყველაზე კატეგორიული იყო ისეთ საკითხებში,როგორიც მისი ნაცნობების ქორწილებში ჩემი დასწრების აუცილებლობა იყო.) მამშვიდებდა და მეუბნებოდა,დიდი ხნით მაინც არ დარჩები და მონატრებასაც ვერ მოასწრებო.

-ჩემ გარეშე არ მოიწყინო,კარგი? - გამგზავრებამდე, წინა ღამით, ჩემთან ვისხედით აივანზე და ვემშვიდობებოდით. - საჩუქარს ჩამოგიტან იქიდან. - ბავშვივით ვახარე.
-მართლა? რას ჩამომიტან? - გაეცინა. ვხვდებოდი,რომ ცდილობდა ხალისი დატყობოდა.
-არვიცი... - ჩავფიქრდი. - მითხარი, „რეალში“ რომელი ფრანგი ფეხბურთელები თამაშობენ და მაისურს ჩამოგიტან.
-ახლა აღარ თამაშობს,მაგრამ ჩვენი მწვრთნელია. ზიდანის მაისურს ჩამომიტან? იმ დღეს რომ განახე ტელევიზორში, იმისას.
-ა,ის მელოტი კაცი? - გამახსენდა რამდენიმე დღის წინ დიდი მონდომებით რომ ვუყურე ფეხბურთს ბიჭებთან ერთად.
-მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა ეგ „მელოტი კაცი“. - გაეცინა ვაჩეს.
-მერე რა? ეგეც ნოდარ ხადური არ მყავდეს,სიმელოტე რომ ეპატიებოდეს. - თავი უკან გადავაქნიე და გულიანად ავკისკისდი ჩემს ნათქვამზე. ფეხები მოაჯირზე მეწყო და ალბათ იმ წამს საოცარ პოზაში ვიყავი.
ვაჩე წინ წამოიწია, იდაყვები მუხლებს დააყრდნო და ღიმილით დამაკვირდა.
-რა მეშველება უშენოდ ეს დღეები,ჰა? - მითხრა,როცა სიცილს მოვრჩი და წინ ჩამოყრილი თმა ისევ უკან გადამიწია. - ამ სიცილს რომ ვეღარ გავიგებ,ამ თვალებს რომ ვეღარ დავინახავ,სიცილისას რომ ჭუტავ ბავშვურად. ამ თმის სურნელი რომ დამაკლდება და შენი სუნამოს... რა გავაკეთო, უშენობა როცა შემომაწვება,თეკლე? - ჩემს მოშიშვლებულ მკლავზე თითებს დაატარებდა და მოგუდული ხმით მელაპარაკებოდა.
მთელ ტანში დამიარა ჟრუანტელმა. აქამდე არასდროს მიგრძვნია მის ხმაში ამხელა ემოცია მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ამაღელვებლად იცოდა ლაპარაკი.
ფეხები ჩამოვწიე, წამოვიწიე,ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე. ისიც დაუყონებლივ მომეხვია და ზურგზე დამისვა მისი ცხელი ხელისგულები.
-რომ მეუბნები, ეს დრო მალე გავა და მონატრებასაც ვერ მოასწრებო,მწყინს,ვაჩე. - ვუთხარი მოგვიანებით.
-რატომ გწყინს? - ჩაეცინა. - აბა რა გითხრა, უსაშველოდ გაიწელება ეს დღეები-თქო?
-როგორ შეიძლება,არ მომენატრო? შენ თუ გგონია,რომ მოგენატრები,მე რატომ არ უნდა მომენატრო?
-არვიცი,როგორ შეიძლება? - კითხვა შემომიბრუნა. მომეჩვენა,რომ მცდიდა.
-ანუ შენი აზრით,არ მომენატრები? - მეწყინა.
-მე ეგ არ მითქვამს,მაგრამ არც შენ მეუბნები,მომენატრებიო.
-თქმა აუცილებელია?
-მე ხომ გითხარი? და ისიც გითხარი, რა მომენატრება შენში. - გამიღიმა.
-შენსავით ლაპარაკი არ შემიძლია,ვაჩე. - ამოვიოხრე შეწუხებულმა.
გაეცინა. წამოდგა და მეც წამომაყენა.
-სიტყვები შეკვეთით არ მოდის; გულიდან მოდის და გრძნობას მოაქვს. არ ინერვიულო,თეკლე,მე მესმის შენი. - თითქმის ჩურჩულით მითხრა, ორივე ხელით მკლავებზე შემეხო და მაკოცა. - დროა წავიდე, ღამის ცვლა ვარ დღეს. - გამოცოცხლებული ხმით მაუწყა,ხელი გადამხვია და ჩემთან ერთად გაემართა კარისკენ ნელი სვლით.
მაშინ მის სიტყვებზე არც დავფიქრებულვარ; მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში,რომ მიდიოდა და შემდეგი შეხვედრა შეიძლებოდა სექტემბრამდე აღარ შემდგარიყო.
კართან მისულმა გავაანალიზე,იმაზე მეტად მიჭირდა მისი გაშვება,ვიდრე წარმოვიდგენდი. საერთოდ, არასდროს მიჭირდა დამშვიდობება, მითუმეტეს ადამიანებთან,რომელთაც რამდენიმე კვირაში ისევ ვნახავდი.
მაგრამ ვაჩე, რა თქმა უნდა, სხვა იყო.
მისი ცხელი ხელებით შეხებისგან გათავისუფლება იყო ძნელი; მისი სიყვარულით სავსე მზერის ვეღარ დანახვა.
გაუაზრებლად ამემღვრა თვალები და ჩამეწვა ყელი. ისე ვგრძნობდი თავს,თითქოს სამსახურში კი არა, ომში ვუშვებდი წლობით.
-არ გამაგიჟო ახლა და არ მითხრა,რომ ტირილს აპირებ! - ჩემი მზერა არ გამორჩენია ვაჩეს და დამცინა.
-მომენატრები... - დამნაშავესავით, სირცხვილით დავიხრიალე და მჭიდროდ მოვხვიე ხელები. - ძალიან მომენატრები.
-ნუ მიკეთებ ამას, გთხოვ. - სევდანარევი ღიმილით შემევედრა. - მაგ სიტყვას ახლა ნუ მეუბნები; კარის ზღურბლთან,როცა უნდა დავცილდეთ.
-ხშირად მომწერე და დამირეკე! - ისე ვარიგებდი,თითქოს დედა ვიყავი,რომელიც შვილს პირველად აცილებდა სკოლაში.
-შენც. - გაეცინა და შუბლზე ხანგრძლივად მომაკრო ტუჩები. მერე საფეთქელთან,ყვრიმალთან და ტუჩის კუთხეში. - წავალ ახლა. - მეხის გავარდნასავით ჟღერდა მისი ბოლო სიტყვები.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და კარი გავუღე. იატაკს მივჩერებოდი, არ მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა და იქ ისეთი რამ დამენახა,რაც კიდევ უფრო გამიძნელებდა მასთან განშორებას.
-მიყვარხარ,იცოდე. - ნიკაპქვეშ ორი თითი შემიცურა და მზერა მისთვის გამასწორებინა. - მალე ჩამოდი. - გამიცინა და უკანასკნელად მაკოცა.
-მეც. - მხოლოდ ეს ვუთხარი,ისიც ძლივსგასაგონად,ბოლოჯერ მოვეხვიე და გავუშვი.

კარი მივხურე თუ არა, ვიგრძენი რომ დავცარიელდი. შემდგომ წუთებში კი ეს სიცარიელე უცნაურმა გრძნობამ შეავსო. თითქოს გუმანი მკარნახობდა,რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. რომ ვაჩესთან დამშვიდობება არც ისე მცირეხნიანი იქნებოდა და ნაპრალებს გააჩენდა ჩვენ შორის.
უნებურად ამეკვიატა ჩემ მიერ ნათქვამი უკანასკნელი სიტყვა მისთვის.
„მეც“ - მაშინაც კი,როცა ყველაზე მძაფრად ვგრძნობდი მის მნიშვნელობას ჩემს ცხოვრებაში,ამ უსახურ სიტყვაზე მეტი ვერ გავიმეტე მისთვის.
ისევ ვერ ვუთხარი.
დამშვიდობებისასაც კი ვერ ვუთხარი ის,რის გამოც დარწმუნებული ვარ,სიცოცხლე უღირდა ვაჩე ბრეგვაძეს.
ისევ გავჩუმდი და გულში ჩავიკალი სანატრელი სიტყვები.

ჩემს თავზე გაბრაზებულმა,ამოვიოხრე და მაგიდას გაშლილი ხელისგულები დავარტყი. მერე ვიფიქრე,დავურეკავ და ისე ვეტყვი-მეთქი,მაგრამ ესეც ვერ გავბედე.
უბრალოდ ჩანთებს დავავლე ხელი და ჩალაგება გავაგრძელე.
მეორე დღეს კი, სტრასბურგში გავფრინდი.

*_*_*_*

ფრანგული ზაფხული გაიწელა.
არც მოველოდი,იმდენი ხანი დავყავით სტრასბურგში.
ახლადდაქორწინებულები ძალიან საყვარელი წყვილი აღმოჩნდა. სასაცილო ინგლისურით მიყვებოდნენ,როგორ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი.
ცოლს ჟანა ერქვა და ულამაზესი პატარძალი იყო. ჩვენ უფრო მის მხარედ ვითვლებოდით,თუმცა ჩემი მშობლები სიძესაც იცნობდნენ.
ქორწილის შემდეგ,რომელიც საკმაოდ ვიწრო წრეში გადაიხადეს და ამ ვიწრო წრეში მაინც შევდიოდით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
დედაჩემმა რომ გამომიცხადა მესამე საღამოს, „მეგობრებში“ ჩვენც მოვიაზრებითო, ისე გამიკვირდა სტრასბურგიდან პარიზამდე დავაღე პირი. მერე ვწუწუნებდი, რა წესია ცოლ-ქმარს თაფლობის თვეში რომ ვეცამეტგოჩებითთქო. მაგრამ ვინ მისმენდა?! - ჟანა და ჩემი მშობლები იმაზე უფრო „გულითადი“ მეგობრები აღმოჩნდნენ,ვიდრე მე წარმომედგინა.
ხოდა, ასე ბედნიერად დავიწყეთ ფრანგებთან ერთად საფრანგეთის გარშემო მოგზაურობა მე და ჩემმა მშობლებმა ივლისის მიწურულს.

რა თქმა უნდა, პარიზით დავიწყეთ, მერე იყო მარსელი, მონტპელიე, ბორდო და ბოლოს ნიცა.
ყველაფერი იყო იმაზე ზღაპრული,ვიდრე მე ოდესმე შემეძლო წარმოდგენა.
ამ სიზმარს კი ზღაპრული პრინციც ერთვოდა თან.
*_*_*_*

ქორწილში შევხვდი პირველად. შადრევანთან იდგა, კრემისფერ სმოკინგში გამოწყობილი. მაშინვე ვიფიქრე, ნამდვილ ფრანგ პრინცს ვხედავთქო. ასაკოვან ქალს ესაუბრებოდა დიდი ინტერესით და შიგადაშიგ ისე უღიმოდა, თავის ოცდათორმეტივე კბილს ბზინვარებით აჩენდა.
ძალიან ელეგანტური და მომხიბვლელი იყო - მაშინვე გამოვუტყდი ჩემს თავს.
მოგვიანებით მცირედი გასაუბრებაც მომიწია მასთან. ერთ მაგიდასთან მოვხვდით,თუმცა თავდაპირველად არც გვიცდია გამოლაპარაკება. რომ მათვალიერებდა,ამას კი ვგრძნობდი.
მხოლოდ მაშინ გამომელაპარაკა პირველად, სიძის საქორწილო სიტყვა ღიმილითა და ოვაციებით რომ დავაჯილდოე სხვებთან ერთად.
-ძალიან ლამაზი ხარ,იცი? - ფრანგულად მითხრა. ისე უცერემონიოდ ჟღერდა მისი ნათქვამი,გარშემო მიმოვიხედე,ხომ ნამდვილად მე მეუბნებათქო.
-მადლობა. - ფრანგულადვე ვუპასუხე ოდნავ დამორცხვებულმა.
-ნუ გაწითლდი, კომპლიმენტებს შეჩვეული უნდა იყო, უცხო გარეგნობა გაქვს. - გამიღიმა.
-ფრანგი არ ვარ. - გამოვუტყდი.
-ვიცი. - თვალი ჩამიკრა,ხელსახოცი თეფშე დააგდო და მომიახლოვდა. - ცეკვას მოგპარავდით,სიამოვნებით,მადამ. - გალანტურად დამიკრა თავი და ხელი გამომიწოდა.
გალანტურობაზე უნებლიედ ვაჩე გამახსენდა და გულზე უსიამოვნოდ გამკრა რაღაცამ. ვერც კი მივხვდი,რატომ გავიფიქრე იმ წამს მასზე. განა რას დავაშავებდი თუ უზომოდ სიმპათიურ ფრანგთან(რომელსაც სავარაუდოდ ვეღარასდროს ვნახავდი) ერთხელ ვიცეკვებდი?!
ღიმილით შევაგებე ჩემი ხელი და წამოვდექი.
სასიამოვნო მელოდიაზე ვიცეკვეთ. ჩემზე ბევრად უკეთესი მოცეკვავე გამოდგა,რასაც ველოდი კიდეც.
-კარგად ცეკვავ. - მუსიკის დასრულების შემდეგ მითხრა.
-ეს უკვე მეორე ტყუილია ამ საღამოს. - გამეღიმა.
-თუ ასეა,დაითვალე,კიდევ ბევრს გეტყვი. - მანაც გამიღიმა თავის ზღვარდაგასულად მომხიბვლელი ღიმილით და გამცილდა.

*_*_*_*

მეგონა, ეს იყო და ეს, ქორწილის შემდეგ ვეღარ შევხვდებოდი, მაგრამ შევცდი.
„ფრანგი პრინცი“ სინამდვილეში მონაკოელი ოლივერი აღმოჩნდა. ოლი,როგორც ყველა მიმართავდა. არც მეტი,არც ნაკლები, ჟანას დიშვილი და შესაბამისად „ფრანგული ვოიაჟის“ მონაწილე.

ჩემზე ორი წლით უფროსი იყო,მაგრამ ვინაიდან ჩვენს „ასაკობრივ ჯგუფში“ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით,მთელ დროს ერთად ვატარებდით. გიდობას მიწევდა. შესანიშნავად იცნობდა საფრანგეთს და ძალიან საინტერესო მოსაუბრეც იყო.
ნამდვილი ფრანგი იყო,თხემით ტერფამდე. თუმცა მონაკოზე გაგიჟებით შეყვარებული. სულ მასზე ლაპარაკობდა და ერთი სული ჰქონდა,ნიცაში წავსულიყავით,რომ ყველაზე ახლოს დაეგულებინა თავისი სამშობლო.
ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლობდა პარიზის ერთ-ერთ აკადემიაში. ამიტომაც იყო, ლუვრში შესული დაცვის დახმარებით ძლივს რომ წამოვიყვანე იქიდან. თითოეულ ექსპონატთან საათობით შეეძლო დგომა და თავისი იდეალური ფრანგულით ჩემთვის მათი შექმნის ისტორიების მოყოლა. სტრასბურგის საკათედრო ტაძართან და „ნოტრ დამთან“ შედარებით იოლად გამოვძვერით.

ყველაზე ზღაპრული საღამოები მასთან ერთად ბორდოს სანაპიროზე გავატარე. საუკეთესო ღვინოს სვამდით,ოკეანეს გავყურებდით და ფრანგულ კინემატოგრაფიაზე ვსაუბრობდით. უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა მასთან ყოფნისას. თითქოს რეალობაში კი არა,ფილმში ვიყავით და თითოეული კადრი ბრტყელ ეკრანზე აისახებოდა.
ჩემთვის პრინცივით იყო. მეგონა თეთრ რაშს სადმე ახლო-მახლოს აბამდა ჩემთან მოსვლამდე. ხანდახან მინდებოდა შევხებოდი,რომ დავრწმუნებულიყავი,ნამდვილი იყო.
ერთ ადგილზე არ მაჩერებდა,სულ აქეთ-იქით დავყავდი. სხვადასხვა ადგილებს მაცნობდა და ისტორიებს მიყვებოდა.
-ვინ იცის,აქ კიდევ როდის მოხვდები,თექლე,ყველაფრის ნახვა უნდა მოასწრო. - სიცილით მეუბნებოდა. განსაკუთრებულ ძალისხმევას ხარჯავდა ჩემი სახელის წარმოთქმისას,თუმცა „კ“-ს წარმოთქმა მაინც უჭირდა.
მეცინებოდა და მეუბნებოდა,ნუ დამცინიო. მერე სანაპიროზე გავყავდი და წყალში ჩაგდებით მემუქრებოდა. როგორც კი ცივ ტალღებს კოჭებზე ვგრძნობდი,შეშინებული ვეკვროდი და ვკისკისებდი.

ბორდოს საღამოები სიზმარი იყო.
ბოლომდე მეგონა, გამეღვიძებოდა და საკუთარ თავს „პლეხანოვზე“ ათსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე აღმოვაჩენდი.
მაგრამ ყოველთვის,როცა ვფიქრობდი, საცაა გამეღვიძებათქო, ნელა გადმოიწეოდა ჩემკენ და მეკითხებოდა:
-ღვინოს კიდევ მიირთმევთ,მადამ?
მეც ჩემს ჭიქას ვუწვდიდი და არ ვამბობდი უარს,ფრანგული ღვინით მასთან ერთად თრობაზე.

*_*_*_*

ნიცა იყო ყველაფრის კულმინაცია. ცრემლებამდე აღმაფრთოვანებელი და ლამაზი.
შთაბეჭდილებებს კი ოლის გაცისკროვნებული სახეც მიმძაფრებდა.
სასტუმროში დაბინავება არც მაცადა. ჩემებს გამოუცხადა, თეკლეს მოგტაცებთო და მაშინვე სანაპიროსკენ გამაქანა.

„ლაჟვარდოვანი ნაპირი“ მართლაც შთამბეჭდავი რამ იყო. ჩვენ „ინგლისურ სანაპიროს“ გავუყევით. ქუჩის ხმაურსა და ზღვის სიმშვიდეს შორის ვიყავით მოქცეულები.
საღამო იყო და მზე ალისფრად ედებოდა ტალღებს.
იალქნიანი გემები,იახტები და ნავები ბუზებივით ეხვია სანაპიროს. ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა და სახლში მიდიოდა. გრილი სიო სასიამოვნოდ გვედებოდა სახეზე.
-ნახევარი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. - უცებ წამოიწყო საუბარი ოლიმ და ღიმილით გახედა ზღვას. - ჩემი ყველაზე ტკბილი ბავშვობის დღეები.
-წარმომიდგენია. - გამეღიმა და უნებურად დამეხუჭა თვალები. ზღვის სუნი მძაფრად შეისრუტა ჩემმა ორგანიზმმა.
-ამ ჰორიზონტს გახედე,თექლე. - უცებ გამაჩერა,ტანით მიმაბრუნა ზღვისკენ და თითი გაიშვირა. - თავისუფლების დაუოკებელ შეგრძნებას არ გიჩენს?
-კი. - დავიჩურჩულე. მართლაც ულამაზესი სანახაობა იშლებოდა ჩვენ წინ და მე იმ წამს მართლა არ მეჯერა,რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა ცხადში.
-ხომ არასდროს დაივიწყებ ამ საღამოებს? - მერე მკითხა.
-არასდროს. - დარწმუნებით ვუთხარი და გავუღიმე.
-იცი,ამ სანაპიროზე ყოველთვის არისტოკრატები ისვენებდნენ. დედოფალ ვიქტორიას უყვარდა აქ სეირნობა.
-მართლა? ჩვენც არისტოკრატები ვართ,რა,არ ვართ? - გამეცინა და წარბები ავზიდე.
-Vous êtes la reine. - ყველაზე დიდი გრძნობით,მონუსხული მზერითა და ცივი ხელიგულების მკლავებზე შეხებით მითხრა. - შენ დედოფალი ხარ.
თავი უხერხულად ვიგრძენი,არაფერი მითქვამს,უბრალოდ გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
მალევე ჩვენებმაც მოგვაკითხეს და იქვე,სანაპიროდ მდებარე რესტორანში დავსხედით.

*_*_*_*

რამდენიმე დღეში დასრულდა ფრანგული ზღაპარი.
მიუხედავად იმისა,რომ ყველა დღე დატვირთული იყო ახალი შთაბეჭდილებების სიმძაფრით,მაინც უცებ გაფრინდა ერთი თვე.
ვერ ვიჯერებდი,ამ დღეების შემდეგ თბილისში რომ მიწევდა დაბრუნება. მშობლებს ვეხვეწებოდი,ყველაფერი დავივიწყოთ და სამუდამოდ აქ დავრჩეთ,ნიცაშითქო.
ჰო, მაშინ მე მართლა მზად ვიყავი ყველაზე და ყველაფერზე მეთქვა უარი.
მე, რომელსაც ჩემი ქალაქი,ჩემი ქუჩები,ჩემი ეზო და ჩემი ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი,ასე მარტივად თუ შევძლებდი მათ დავიწყებას და ახალ გარემოზე გაცვლას.
მაგრამ ნიცა ზღაპარი იყო...
ის დღეები იყო დაუვიწყარი,
ოლი იყო საოცნებო მამაკაცი.
სხვა?!
ის,ვინც თბილისში მიცდიდა?! - მაშინ ვერაფერზე ვფიქრობდი. ეიფორია იმდენად მძლავრობდა ჩემში,გონებას მიბინდავდა და ეგოიზმის ყველაზე მძაფრ შეგრძნებას მიჩენდა.

-გაგივლის,თეკლე. თბილისში დავბრუნდებით და ისევ მიხვდები,რომ იქაურობას არაფერი გირჩევნია. - ღიმილით მამშვიდებდა დედაჩემი,მერე კი ნახევრად ამოლაგებული ბარგის ჩალაგებას მთხოვდა.

მე მაშინ არ მესმოდა. როგორ შეიძლებოდა,ეს ეიფორია ოდესმე განელებულიყო. როგორ უნდა მევლო ისევ ჭავჭავაძეზე ნახევრად დანგრეული უნივერსიტეტის კორპუსში,როცა აქ ნამდვილ სამოთხეში ვიყავი.

*_*_*_*

საოცარი ერთი თვის დასასრულს ისევ სანაპირო კაფეში აღვნიშნავდით. ზაფხულის სევდა ყველას ეტყობოდა სახეზე. ერთმანეთთან განშორება ერთნაირად გვეძნელებოდა. ჩვენ ხომ ბოლო ერთი თვე განუყრელად გვქონდა გატარებული?!
ახლა კი ყველა ჩვენს გზაზე წავიდოდით.
მე - თბილისში,
ჟანა და მისი მეუღლე - სტრასბურგში,
ოლი - მონაკოში.

გრილოდა. ნამზეურ კანზე ყველას სასიამოვნოდ გველამუნებოდა სიო. იმ საღამოს ისეთი ლამაზი იყო სანაპირო,როგორც არასდროს.
ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე იდგა. ქვიშიან ნაპირზე ერთ-ორი ტურისტი თუ სეირნობდა აქა-იქ. ვახშმობის მიწურულს ოლი მომიახლოვდა და დალაპარაკება მთხოვა. ვიცოდი, ჩემთან განსაკუთრებული დამშვიდობება სურდა. უარი არ მითქვამს.

-შენთან დამშვიდობება ყველაზე მეტად მიჭირს,თეკლე. - გამომიტყდა,როცა მარტო დაგვიგულა. ორივეს გაგვეღიმა ჩემი სახელის სწორად წარმოთქმაზე. - ძალიან ლამაზი სახელი გაქვს. ისეთივე განსხვავებული,როგორიც შენ. - მითხრა მერე.
-მომწერე ხოლმე,ოლი.
-არ მინდა,წახვიდე. დარჩი, რა ჩემთან. - შემეხვეწა.
-ოლი...მე მთელი ცხოვრება მელოდება თბილისში. - ხმა გამებზარა. გულზე თითქოს მარყუჟის წაჭერა ვიგრძენი.
-შენთან ერთად კანში დიდი სიამოვნებით გავატარებდი არდადეგებს. წარმოიდგინე, ფრანგული კინემატოგრაფიის ორი დიდი მოყვარული საკულტო ქალაქში. - თვალები უბრწყინავდა თავისივე იდეით აღტკინებულს.
-ძალიან კარგი იქნებოდა. - გულწრფელად გამეღიმა.
-მონაკოში წაგიყვანდი. ჩემს მშობლიურ მხარეს გაგაცნობდი; ყველა კუთხე-კუნჭულს მოგატარებდი და...
-ოლი, არ გამოვა,ხომ იცი? - შევაწყვეტინე ეიფორიული ლაპარაკი. - მე უნდა წავიდე.
-გინდა წასვლა? თეკლე,უბრალოდ მითხარი,რომ არ გინდა და...
-როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი ადგილიდან წასვლა სურდეს?! - გამეცინა და ამღვრეული მზერა მოვავლე ღამის სანაპიროს.
-მაშინ რატომ მიდიხარ? - ორი ნაბიჯით მომიახლოვდა და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. - თეკლე,მოჯადოებული ვარ შენით! - სასოწარკვეთა ვიგრძენი მის ხმაში.
-ნუ გავართულებთ,ჩემო ზღაპრულო პრინცო, ყველაფერს. - სევდიანად გავუღიმე.
-ზღაპარი შეიძლება რეალობად იქცეს...
-მშვიდობით,ოლი. შენთან გატარებული თვე იმაზე საინტერესო იყო,ვიდრე წარმოგიდგენია. - სახე ახლოს მივუტანე და ლოყაზე მივაკარი ტუჩები.
მოშორებას ვაპირებდი, მკლავები ხელით რომ დამიკავა,თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-ორი რამ ჩემგან სახსოვრად. - ჯიბიდან მოწითალო ფერის ქისა ამოიღო,გახსნა და ულამაზესი,მარგალიტის თვლებით გაწყობილი ყელსაბამი მოიქცია ხელის გულზე. - მინდა,რომ სულ ატარო და მე გამიხსენო. - ღიმილით მითხრა და საჩუქარი ყელზე გამიკეთა.
-მადლობა... - გაოგნებულმა ვერაფერი ვუთხარი ერთი სიტყვის გარდა.
-მეორე საჩუქარი უფრო დიდ ხანს მინდა ატარო გულით და ხშირად მოიგონო. - მაცდური ტონით მითხრა,მერე ოდნავ დახარა თავი და ისე უცებ მაკოცა,გააზრებაც ვერ მოვასწარი.

არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი იმ მომენტში. მომენტში,როცა უცხო ტუჩები მეხებოდნენ.
ავღელდი,მაგრამ ვიცოდი, ოლი არ იყო ამის გამომწვევი მიზეზი.
დამეფიცება, მაშინ მე ცხადად დავინახე ვაჩეს სახე. იმ წამს,როცა ოლი მკოცნიდა,მე ბრეგვაძეს ვხედავდი.
სასტუმროს მიმღებში იდგა, შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. მე მიყურებდა და მიღიმოდა.
მელოდებოდა...
ვაჩე,ჩემი ვაჩე,ჩემი ბრეგვაძე ახლა თბილისში,ერთ-ერთი სასტუმროს მიმღებში იდგა და მე მელოდებოდა.
ჩემზე ფიქრობდა,ვენატრებოდი,ერთი სული ჰქონდა ვენახე.
და მე?! მე რას ვაკეთებდი ამ დროს?
სწრაფად გავითავისუფლე ხელები და ოლის მკერდზე ვუბიძგე. მაშინვე მომშორდა.
-არ გინდა,ოლი. ეს აღარ გააკეთო. - მაშინვე ვუთხარი აღელვებულმა და თვალცრემლიანმა.
-თეკლე...მაპატიე ძალიან გთხოვ,უბრალოდ... - შეწუხდა ჩემი ცრემლების დანახვისას.
-არ ამიხსნა ძალიან გთხოვ! - არ მინდოდა მისგან მიზეზის მოსმენა. - მესმის რატომაც გააკეთე ეს,მაგრამ მოდი ჩავთვალოთ,არაფერი ყოფილა. დროა წავიდეთ,ხვალ ძალიან ადრე უნდა გავემგზავროთ. - თავის მოთოკვა ვცადე. სწრაფად ველაპარაკებოდი,რომ მალე გავცლოდი.
-მაპატიე ძალიან გთხოვ.
-ოლი,აღარ გინდა! - შევევედრე.
-არ მინდა ამან ჩვენს მეგობრობაზე იმოქმედოს. - გულწრფელად წუხდა.
-არ იმოქმედებს,პირობას გაძლევ. - ცრემლები გადავყლაპე,თავს ძალა დავატანე და გავუღიმე.
-ამ მოკლე დროში ძალიან ძვირფასი ადამიანი გახდი ჩემთვის,თეკლე. ეს დაიმახსოვრე და ისე წადი: თუ ოდესმე აზრს შეიცვლი,მე დაგელოდები.
-კარგად იყავი,ოლი. - მის ნაჩუქარ ყელსაბამს მაგრად ჩავჭიდე ხელი,სწრაფად ვაქციე ზურგი და თითქმის სირბილით გავემართე სასტუმროსკენ.

*_*_*_*

უფერულდებიან:
- ურთიერთობები,გრძნობები,მოგონებები.
აუფერულებენ:
-ადამიანები.

*_*_*_*

აეროპორტამდე და მერე, საქართველომდე, მკვდარმა ვიმგზავრე.
მამაჩემი მთელი გზა მეკითხებოდა, ხომ არაფერი გაწუხებსო, მე კი ვერაფერს ვპასუხობდი.
როგორ უნდა ამეხსნა ვინმესთვის,რას ვგრძნობდი? როგორ მეთქვა,დანაშაულის გრძნობა მახრჩობსთქო?! საერთოდ ამ თემაზე ხმა როგორ ამომეღო?
უარის ნიშნად თავს ვაქნევდი,ხმის ამოღებაც მეზარებოდა. უბრალოდ მინდოდა,მალე დამჯდარიყო ჩვენი თვითმფრინავი ბათუმში,რომ ჩემს გოგოებთან წასვლა შემძლებოდა.

როცა გავიგე,პირდაპირ კვარიათში წავიდოდი და ვაჩეს ნახვის საშუალება არ მექნებოდა,ძალიან შევწუხდი. მაგრამ ბოლო დროინდელის გათვალისწინებით, მერჩივნა სულ არ მენახა ვაჩე სექტემბრამდე. ისე მრცხვენოდა მისი,არც ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი მასთან ძველებურად.

*_*_*_*

ბათუმში აგვისტოს მწველი სიცხე შეგვეგება.
ჩამოსვლისთანავე იმ სასტუმროში გადავინაცველეთ,ერთი ღამით რომ გვქონდა დაჯავშნილი.
დაწოლამდე გოგონებს ველაპარაკე. ოთხივეს ერთი სული გვქონდა, ერთი თვის მერე ისევ გვენახა ერთმანეთი და ზაფხულის ამბები მოგვეყოლა. მეორე დილით მე კვარიათში წავიდოდი,ჩემი მშობლები კი თბილისში დაბრუნდებოდნენ.
ლაპარაკისას ნენემ მკითხა,შენ და ვაჩე რას შვებითო და სისხლი ისე მომაწვა ტვინში,მეგონა თავი გამისკდებოდა. იმდენად მეუცხოვა მისი სახელის გაგება,შემეშინდა.
შემეშინდა,რომ მომხდარმა ვაჩესთან დამაშორა. რომ ვეღარასდროს ვიქნებოდი მასთან ისე,როგორც ვიყავი წასვლამდე.
მთელი ღამით ამეკვიატა ეს აზრი. ვერაფრით მოვისვენე,სულ ჩემზე და ვაჩეზე მეფიქრებოდა. ჩვენი ურთიერთობის ყოველ წამს ის აზრი მიღრღნიდა გულს,რომ მე ვერ ვაძლევდი ვაჩეს იმდენს,რამდენსაც ის გასცემდა. იმ ღამით ისე,როგორც არასდროს, ვგრძნობდი,რამდენად არ მეკუთვნოდა მისნაირი ადამიანი გვერდით.

*_*_*_*

-ქალბატონებო და ქალბატონებო, მხრებში გაიმართეთ,თავები ასწიეთ და შეეგებეთ - სრულიად საფრანგეთი ჩვენკენ მოემართება! - მანქანიდან გადმოსული არ ვიყავი, ჭიშკართან მდგარმა თაკომ რომ შეჰყვირა. სესილი და ნენე სიცილით მომიახლოვდნენ და მომეხვივნენ.
-როგორ მომენატრეთ! - ბედნიერმა წამოვიკივლე და ორივეს მივეწებე. - თამარა, მიკადრე ახლა შენც. - სიცილით დავუძახე ჯერ კიდევ ეზოს კართან მდგარს.
-ჯერ შორიდან გათვალიერებ,გიხსენებ,რომელი ხარ.
-ღმერთო, ისევ ისეთია,როგორიც დავტოვე. - დაღონებულმა ვუთხარი გოგონებს,მერე კი ღიმილით გავემართე მისკენ. - მოდი შენც ჩაგეხუტო,თამარჩიკ,მოდი! - ხელები ძლიერად მოვხვიე.
-ხომ მე მოგენატრე ყველაზე მეტად? - არ ეშვებოდა ბავშვურ გამოხტომებს.
-აბა რა?! - გამეცინა და ხმაურით ვაკოცე ლოყაზე. - შემატანინეთ ეს წყეული ბარგი სახლში და ორი წამით ამომასუნთქეთ,მერე დამაყარეთ კითხვები,რა.
-საჩუქარი ჩამომიტანე? - შორიდან აკვირდებოდა ჩემოდნებს სესილი.
-რა თქმა უნდა. - თავმომწონედ მოვიღერე ყელი.
-ბევრი? - სახე გაუნათდა.
-შენ ჩემი ჩამოსვლა გაგიხარდა,თუ საჩუქრების? - გავბრაზდი.
-საჩუქრების. - მშვიდად მომიგო.
-ხოდა ყველაზე დიდი ჩემოდანი საჩუქრებისაა და ეგ შენ წამოიღე. - თვალი ჩავუკარი,ყველაზე პატარა ჩანთას ხელი დავტაცე და სახლისკენ გავემართე.

ჩამოსვლიდან ორ საათში უკვე ყველაფერი იცოდნენ უწვრილეს დეტალებამდე. მე ან მათი საჩუქრები ვიღას აინტერესებდა? - ოლივერი მაშინვე გახდა მათი მთავარი საზრუნავი.
უამრავი კითხვა დამისვეს მასზე და ჩვენს ურთიერთობაზე. ყველაფერი გამომკითხეს,რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა,რომ სცოდნოდათ. ბოლოს დაღლილი მივესვენე სავარძილს საზურგეს და მათი შეფასების მოსასმენად სმენად ვიქეცი.
-ჰმ. - წარბი აწია თაკომ. - არც კი მეცინება.
-მაშინებ. - შეწუხებულმა ვუთხარი.
-თეკლე, რა გითხრა არ ვიცი. - უჩვეულოდ სერიოზული იყო.
-ჩვენ ვერც ვერაფერს ვეტყვით. - საქმეში ჩახედულივით დასძინა ნენემ.
-მაგ მონაკოელ პრინცზე, ოლივერია თუ ვინცაა, ვაჩეს მოუყევი ყველაფერი. - მირჩია სესილიმ.
-გაგიჟდით?! ვაჩესთვის ამას რა მათქმევინებს? - წამოვიყვირე.
-აბა დამალვას აპირებ? - გაოცდა თაკო. - თეკლე, დაუფიქრდი რას ამბობ.
-რა ვუთხრა ვაჩეს,? იცი, ამ ზაფხულს ისე თავდავიწყებით გადავეშვი გართობაში, შენ სულ დამავიწყდი და სხვა ბიჭთან გავაბი ურთიერთობათქო?!
-სიმართლე უნდა უთხრა!
-თქვენ ვაჩეს არ იცნობთ... არ მაპატიებს. - გადაჭრით დავდექი ჩემს აზრზე.
-თუ უყვარხარ?!
-რომ ვუყვარვარ მაგიტომ ვამბობ.
-თეკლე, ვერ დამალავ. არ უნდა დამალო.
-მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს,რა. ძალიან გთხოვთ,გამიგოთ და დახუროთ ეს თემა. აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ,გასართობად ჩამოვედი.
-არ მიყვარს,როცა არასწორად იქცევი და ჩვენც არ გვისმენ! - გაბრაზდა ნენე,წამოდგა და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.
-სამ ახალმთვარეზე ერთხელ თუ მოხდება,მე და ნენე ერთმანეთს რომ ვეთანხმებოდეთ და ახლა ნამდვილად ეგ შემთხვევაა. - თაკომ მითხრა ჩვეული,ბრძნული ტონით.
-ნუ,რა დავამატო?! - მხრები აიჩეჩა სესილიმ. - იქნებ დაგველია?

*_*_*_*

დავლიეთ.
ძალიან ბევრი.
იმიტომ,რომ ლაპარაკს გავურბოდით და ყოველთვის,როცა ასე ვიქცეოდით,უაზროდ ვსვამდით.
მახსოვს გონებაში ნელ-ნელა როგორ მეცრიცებოდა გამოსახულებები. ბოლოს ყველაფერი ჩაბნელდა - გავითიშე.
რამდენიმე საათში,რომელიც მე გონებაში რამდენიმე წამად შევრაცხე, ნენემ გამაღვიძა და შეწუხებული სახით მამცნო,სესილი დავკარგეთო.
-რას ქვია დავკარგეთ,კაცო? მაგიდის ქვეშ ნახეთ! - ჯერ კიდევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა,ხელი ავუქნიე დაქალს და გვერდი ვიცვალე.
-თეკლე,არ ვხუმრობ,ადექი,რა! - შემანჯღრია. - თაკოსაც ვერ ვაღვიძებ,გაგიჟებას ვარ,ადექი დამეხმარე. - ლამის ტიროდა.
-შენ არ დაგილევია? - ბუზღუნით წამოვწიე თავი და ვკითხე.
-ცოტა. - მითხრა და წამოდგომაში დამეხმარა. მხოლოდ მაშინღა დავაკვირდი, სახეზე ქაღალდისფერი ედო. ნასვამიც კი მივხვდი,სერიოზულ შარში ვიყავით.

თაკოს გაღვიძება უფრო გაგვიჭირდა,მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ. მერე სამივემ მოვიარეთ სახლის და ეზოს ყველა კუთხე-კუნჭული,მაგრამ სესილი ვერსად ვნახეთ.
-ხომ იცით,რომ ცუდი სიმთვრალე აქვს. რამეს მოუწევდა თავის თავს. – „გვამშვიდებდა“ ყავის ჭიქას ჩახუტებული თაკო.
-პლიაჟზე გავიდოდა. - ვივარაუდე და ჭიშკარი გავხსენი ეზოდან გასასვლელად.

ჩვენი სახლი მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით იყო ზღვიდან მოშორებული. ბავშვობიდან ოთხივე აქ ვისვენებდით და ეს ადგილებიც ზეპირად ვიცოდით. ძალიან სავარაუდო იყო,რომ მთვრალი სესილიც შესანიშნავად გაიკვლევდა გზას სანაპიროსკენ და სადმე წამოწვებოდა ლოთი რომანტიკოსივით ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად.
-წყალში რომ შესულიყო? - ცრემლები ახრჩობდა ნენეს.
-არ ინერვიულო,ნენჩიკ, მაღლივს ასი წელი ვერ ჩაძირავს ვერავინ. - ნახევრად მძინარე თაკომ მაინც მოახერხა მაღლივისთვის კბილი გაეკრა.

სანაპიროზე,როგორც მოსალოდნელი იყო,სრული სიწყნარე დაგხვდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ზღვა ღელავდა,აზვირთულ ტალღებს ზათქით აჯახებდა ნაპირს.
-სესილი! - განწირულივით დაიკივლა ნენემ.
-ოე, დაჭრილო მიჯნურო, ხმა აკონტროლე,თორემ ახლო-მახლოს სიმპათიური ბიჭები რომ ისვენებდნენ, ქათმები ვეგონებით! - უსაყვედურა თაკომ.
-სოსკა,სად ხარ? - ამჯერად მე დავიყვირე,მაგრამ ხმა არავინ გამცა.
-ვაიმე,თეკლე,შეხედე! - უცებ შეყვირა ნენემ და ორივე ხელი ფართოდ დაღებულ პირზე იტაცა, მას შემდეგ რაც ზღვისკენ გვანიშნა.
-რა? - მეც გავხედე ტალღებს,თუმცა ვერაფერი დავინახე დიდი კრემისფერი და წარწერებიანი პარკის გარდა.
-ვერ ცნობ? მაგ პარკით შენ ჩამოუტანე სესილის ახალი საცურაო კოსწიუმი. იხრჩობა,სესილი იხრჩობა! - სწრაფად მოგვაყარა და ტირილი დაიწყო. - უშველეთ,ვინმემ უშველეთ!
-რა კარგად დაუმახსოვრებია ვის რომელი პარკით მიეცი საჩუქარი?! - შეშურდა! - თაკო საერთოდ ვერ ხვდებოდა სიტუაციის ტრაგიზმს. თავის სტიქიაში იყო.
-უეჭველად მთვრალმა გადაწყვიტა ბანაობა და ტალღებში მოყვა,იხრჩობა,ღმერთო, თაკო,რას მიდგეხარ,გადახტი,უშველე! - სასოწარკვეთილმა ნენემ გვერდით მდგომს უყვირა და ისე კრა ზურგზე ხელი,საწყალი ბავშვი შექანდა და კინაღამ თავით გადაეშვა ზღვაში.
-მე რა შუაში ვარ? სულ არ ვიცნობ მაგ გოგონას! - მხრები აიჩეჩა თაკომ.
-თეკლე,გადახტი! - ახლა მე მომიბრუნდა ნენე.
-მე? სად...აქ? მე? - სასმელი თვალებზე მომაწვა, თავბრუ დამეხვა და ენა დამება.
-იხრჩობა,ხალხო,უშველეთ,ვაიმე!
-ის სიმღერა როგორ არის? „ეს ზღვა რომ შავია, დამნაშავე ვინ არის?!“ - ფეხსაცმელები გაიხადა თაკომ,კოჭებამდე წყალში შევიდა და ბავშვივით აქეთ იქით ხტუნვა დაიწყო.
-თაკო,გამოდი აქეთ! თეკლე,გადახტი! - კიოდა ნენე.
-ნენე,ორი წამით გაჩუმდი. - უცებ ვუთხარი და სმენა დავძაბე.
-რა გავჩუმდე,იხრჩობა-მეთქი! - უარესად აფეთქდა.
-გაჩუმდი-მეთქი და უსმინე! - დავუყვირე და ძლივს გავაჩუმე.
სიჩუმეს,რომელსაც ტალღების ხმა არღვევდა, ნელ-ნელა შეეპარა სიმღერის ხმა,რომელიც არც ისე შორიდან მოდიოდა.
-წავედით! - დავიყვირე და წინ გავიქეცი.
ნელ-ნელა უფრო კარგად ირჩეოდა სიმღერის ხმა. ბოლოს კი ქვიშაში გაწოლილ სესილისაც წამოვადექით თავზე.
-„ღამის სიჩუმე...სიჩუმე... გა...ფანტე,
ჩუმად...სურვილი,ფუი, ოცნება გამანდე,
მხოლოდ ალერსით გამა...თბე,
გული ინახავს ამ წუ...წამებს“ - ცალი ხელი თვალებზე აეფარებინა,მეორეთი სილას იყრიდა მუცელზე. ზურგზე იწვა და მთელი მონდომებით მღეროდა.
-ვაიმე,ღმერთო. - ისე ამოისუნთქა და მერე ჩაისუნთქა ნენემ,მგონი აჭარას ჰაერი აღარ დარჩა. - ვაიმე,სესილი,მოგკლავ! - მუხლებზე დაეცა მასთან ახლოს.
-ე,ნახეთ,ქვიშაში სოსკა ვიპოვე! - უცებ წამოიყვირა თვალებანთებულმა თაკომ და ორივე ხელით მწოლიარე სესილიზე გვანიშნა.
-ოჰ,შენ რომ გაგიშვას კაცმა,ამერიკასაც აღმოაჩენ ალბათ. - გამეცინა. - მოდი,ნენე,წამოვაყენოთ სესილი. - დავიხარე.
-ალერსით გამათბე. - ხელები გამომიშვირა ჩვენმა „მომღერალმა“
-გაგათბობ,გაგათბობ. - სიცილით ვცადე მისი წამოყენება.
-ცეცხლით და ნავთით. - დაისისინა ნენემ და მომეშველა.
-ღამის სიჩუმე გაფანტე... - წამოიყვირა ფეხზე დადგომისას სესილიმ და ორივე ხელი ჰაერში მოიქნია.
-მაღლივი გუგუნებს. - გაეცინა თაკოს.
-ხვალ,ხვალ,ნენე,ხვალ მიხედავ ორივეს! - თავის თავს ამშვიდებდა ნენე და დაქალებს სახლისკენ მიუძღვებოდა.
-იმაზე მეტად მომნატრებიხართ,ვიდრე მეგონა. - სიცილით გავაქნიე თავი და ჩემზე აკრულ სესილის ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.

*_*_*_*

მეორე დღეს თაკო და სესილი „დაისაჯნენ“. მთელი კვირის განმავლობაში მათ დაევალათ სახლის დალაგება და პირადად ნენეს მომსახურება. თაკო თავიდან კი წუწუნებდა,მე რა შუაში ვარო,მაგრამ ნენემ მისი დაშოშმინებაც მალევე შეძლო.
ის დღე არაფრით გამორჩეული იყო. დილით სახლში ვიყავით,შუადღისას კი ზღვაზე. საღამოხანს სახლში დავბრუნდით. გოგოები მაშინვე ვახშმის მომზადებას შეუდგნენ ბუზღუნით. მე და ნენე კი სავარძლებში ვიწექით და ვნებივრობდით.
-ვინმეს ელოდებით რომელიმე? - სამზარეულოდან თავი გამოყო სესილიმ.
მე და ნენემ უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიეთ.
-აბა ჩვენი ეზოს კართან მანქანა რატომ გაჩერდა? - გაკვირვებულმა გვკითხა.
-ვაიმე,თეკლე! - წამოიყვირა ფანჯარასთან მდგარმა თაკომ და ჩემკენ გამოიქცა. - ვაჩე... - თვალებგაფართოებულმა და შეცბუნებულმა ერთადერთი სიტყვის თქმა მოახერხა.
მისი სახელის ხსენებას დენის დარტყმის ეფექტი ჰქონდა ჩემთვის. სწრაფად წამოვდექი, კარი გავაღე და ეზოში გავვარდი.

ის იყო.
ვაჩე ბრეგვაძე.
ჩემი ვაჩე ბრეგვაძე.
„ჩემი“
ჭიშკართან იდგა გეგისთან ერთად და მიღიმოდა.
თითქოს ისევ ისე,ძველებურად,მთელი გულითა და გრძნობით,მაგრამ მეჩვენებოდა,რომ რაღაც შეცვლილიყო მის მზერაში. არვიცი, იმიტომ ვფიქრობდი ამას,რომ თავად ვგრძნობდი ჩვენს შორის ცვლილვებას,თუ მართლა ასე იყო.
ფაქტი მხოლოდ ერთი იყო: ვაჩე ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა. მიღიმოდა და ელოდა,როდის მივვარდებოდი ჩასახუტებლად.
-არ მოგენატრა შენი „სოც.პოლის ზეკაცი?!“ - ჩაეცინა რამდენიმე წამის შემდეგ,როცა მიხვდა,მისმა გამოჩენამ გამაშეშა.
-ვაჩე... - უნებლიედ წასცდა ბაგეებს მისი სახელი და სამყარო დამიტრიალდა თვალწინ. მთელმა ზაფხულმა თითქოს თვალწინ ჩამირბინა. ყველა დღემ,რომელიც მე უიმისოდ გავატარე და მეგონა,არც კი მენატრებოდა; ყველა წუთმა,როცა ვგრძნობდი,თითქოს ჩემში ხუნდებოდა და მის ადგილს სხვა იკავებდა; ყველაფერმა,ყველაფერმა მის გარეშე...
-მოდი ჩემთან,თეკლე. - ხელები გაშალა და სითბოჩაღვრილი თვალები შემომანათა. მხოლოდ მას შეეძლო ამდენი სიყვარული დაეტია თავის მზერაში და ჩემსაში ისე გადმოეტანა,თითოეულ უჯრედი გაეჯერებინა.
ფეხები ისე მოწყდნენ ადგილს,ვერც გავიაზრე. როცა მივხვდი,რასაც ვაკეთებდი,უკვე მის მკლავებში ვიყავი მოქცეული. ისე გულმხურვალედ ვყავდი გულში ჩაკრული,მეგონა კაცი არ არსებობდა ქვეყანაზე,რომელიც მას ჩემს თავს ჩამოაცილებდა.
-კაცი რომანტიკა,კაცი სიყვარული,კაცი სიურპრიზი,კაცი სიხარული და უი,ვაჩეც ჩამოსულა! - ხმამაღალი ლაპარაკით გამოვიდა სახლიდან თაკო.
გეგიმ სიცილით აგვიარა გვერდი და გოგონებს გადაეხვია.
-შევედით ჩვენ სახლში,მოგვიყევი შენ,აქ როგორ აღმოჩნდით. ამათ ვაცადოთ განმარტოება წყლისა პირსა. - თაკოს სიცილი ზურგსუკან გავიგე. მერე კი,როგორც ჩანს, ყველანი სახლში შევიდნენ და მართლაც მარტო დაგვტოვეს.
როცა დავრწმუნდი,რეალური იყო და მისი ჩახუტებით გული ვიჯერე, ოდნავ ჩამოვშორდი და ვკითხე:
-აქ რას აკეთებ?
თვალები ისე უელავდა,ვიფიქრე,საცაა ნაპერწკლებს ისვრის-მეთქი. ხელები ჩემს მკლავებზე ისე მჭიდროდ ჰქონდა ჩაჭიდული და ისე აღტაცებით მიმზერდა,ალბათ ჩემსავით ისიც რწმუნდებოდა,რომ ნამდვილი ვიყავი.
-ვაჩე.
-ჰო. გისმენ. - ყრუდ დაილაპარაკა,დაბინდული მზერა წამითაც არ შეცვლია.
-აქ რას აკეთებ-მეთქი? ახლა წესით თბილისში არ უნდა იყო,სამსახურში?
ამოიოხრა და თითქოს პირველად გამოერკვია სიტუაციაში. თვალები დაახამხამა,ხელები ჩემი მკლავებიდან ჩამოუშვა და მშვიდად მომმართა:
-წამოდი,სანაპიროზე გავისეირნოთ. - ხელი ჩამჭიდა და ისე,რომ ჩემს პასუხს არც დალოდებია, ჭიშკრისკენ წამიყვანა. მორჩილად დავყევი მის ნებას,წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. ჯერ კიდევ იმას ვიაზრებდი,რომ ისევ ჩემთან იყო.

*_*_*_*

ზღვა ღელავდა. მომეჩვენა,რომ იმაზე მეტად,ვიდრე ოდესმე.
ამინდი უცებ აირია. სანაპიროზე ჩვენ გარდა კიდევ ორი-სამი წყვილი თუ მისეირნობდა.
მე და ვაჩე დინჯი ნაბიჯით მივიკვლევდით გზას სილაში. ჩამავალი მზის ფონზე მის პროფილს ვხედავდი. შეფიქრიანებული ჩანდა. არ იყო ისეთი,როგორიც მახსოვდა;როგორიც დავტოვე. არც ჩვენი შეხვედრა იყო ისეთი,როგორიც გონებით წარმომედგინა.
აზვირთულ ტალღებს გავხედე და გატარებული ზაფხული გამახსენდა. სტრასბურგი,პარიზი,ბორდო და ნიცა. ნიცას საღამოები...პლიაჟზე სეირნობა ოლისთან ერთად და ბოლოს კოცნა...
მე და ოლი პლიაჟზე და კოცნა...
ამის წარმოდგენისას იმდენად დამნაშავედ ვიგრძენი თავი,თითქოს ავარვარებულ სხეულში ყინულივით ცივი მასა შემოიჭრა და ჩემს შინაგანს გაუჯერდა.
სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ოლისთან ერთად ვსეირნობდი სანაპიროზე,ახლა კი ვაჩესთან.
შემრცხვა საკუთარი თავის. იმდენად შემრცხვა,ტუჩები გავხსენი,რომ ვაჩესთვის ყველაფერი მომეყოლა ფრანგული არდადეგების შესახებ.
-აბა გისმენ. - დაწყება დამასწრო. უცებ გაჩერდა,მთელი ტანით მომიბრუნდა და ისე ირონიულად გამიღიმა,თითქოს უკვე ყველაფერი იცოდა და მხოლოდ ჩემგან მოელოდა აღიარებას.
-მისმენ? - ისე დავიბენი,კინაღამ ენა გადავყლაპე. ვიგრძენი,რომ გავფითრდი და ეს მანაც მშვენივრად შენიშნა.
-მომიყევი შენს ვოიაჟზე. - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-არ...ბულვარში არ დავსხდეთ?
-არა. - მშვიდად მომიჭრა. - ვიდგეთ,სჯობს.
-კარგი,რა გინდა,რომ მოგიყვე?
-ყველაფერი. - იმდენად მშვიდი იყო,შემეშინდა,რომ ამას მხოლოდ ფანდად იყენებდა და მალე აფეთქდებოდა.
-დავსხდეთ,რა,გეხვეწები. - ხმაში ბზარი შემეპარა. ისე შევევედრე,თითქოს რაიმე მნიშვნელობა მართლა ჰქონოდა ამას.
ჩაეცინა და თავი დამიქნია. კარგად ხვდებოდა,რომ მიჭირდა ლაპარაკის დაწყება და მისი მიხვედრილობა კიდევ უფრო ცუდად მაგრძნობინებდა თავს.
რამდენიმე მეტრი გავიარეთ და ბულვარში,ერთ-ერთ კაფეში დავსხედით. ცალი ხელი ხის საზურგეზე შემოდო,მეორე კი მაგიდაზე აათამაშა ჩემ მოლოდინში.
ვიცოდი,რომ ვეღარსად გავიქცეოდი,ამიტომ ერთი ამოვიოხრე და დავიწყე:
-ვაჩე, მე ვიცი,რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი მთელი ზაფხული და არ გწერდი...
-ორჯერ მომწერე „მეილი“ თითქმის ერთნაირი შინაარსით,რომ სულ არ გინდოდა საშინელ საფრანგეთში მთელი თვის გატარება,მაგრამ მშობლები გაძალებდნენ. - ძალიან ირონიული იყო,მაგრამ აუღელვებელი.
-არ ვარ მართალი,ვიცი. - სირცხვილით თავი დავხარე.
-გაერთე? - უეცრად მკითხა.
-რა? - დენდარტყმულივით შევფართხალდი. გული მომიწურა იმის გაფიქრებამ,რომ ოლის გულისხმობდა.
-საფრანგეთში გაერთე-მეთქი?! ჩემ დავიწყებად ღირდა?
-ვაჩე...არა,რას ამბობ...
-ღირდა ესეიგი. - ჩაეცინა.
-ვაჩე მე მინდოდა,რომ მომეწერა,მაგრამ...როგორ აგიხსნა? პარიზი,მონტპელიე,ნიცა...ყველაფერი იმდენად თავბრუდამხვევი იყო,რომ...
-დამივიწყე. - მარტივად დაასრულა ჩემი წინადადება. - უკვე მეორედ.
-ჩემზე ნაწყენი ხარ,მესმის,მაგრამ...
-თეკლე,ახლა მე შენ რაღაცას გკითხავ და მინდა,რომ ყველაზე გულწრფელი იყო პასუხისას.
-გისმენ. - გული შემიქანდა.
-მაქვს მიზეზი,რომ ნაწყენი ვიყო? - თვალი-თვალში გამიყარა.
-როგორ? - სიცივემ დამიარა სხეულში.
-მაქვს იმის მიზეზი,რომ ნაწყენი ვიყო? არ დამიმალო,ყველაზე ძვირფასს გაფიცებ!
-ვაჩე,რას მეკითხები? - ხმა გამებზარა და თვალები ამეწვა.
-ხვდები,რასაც და მიპასუხე ძალიან გთხოვ. გულწრფელად მიპასუხე,არაფერი დამიმალო საფრანგეთში მომხდარიდან.
გავშრი. თავი კუთხეში მიმწყვდეულ,მიუსაფარ,დაუცველ ადამიანად ვიგრძენი.ხელები ამიკანკალდა და მაშინვე მაგიდის ქვეშ დავმალე. ცრემლის თხელი ფენა გადამეკრო თვალებზე,მაგრამ მაინც გარკვევით ვხედავდი,როგორ ანაცვლებდა მის მზერაში ინტერესს იმედგაცრუება.
-ერთი ბიჭი გავიცანი. მონაკოდან იყო,ოლივერი... - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი ხმის ამოღებისას. მისთვის თვალებში ყურება ვერ გავბედე და იატაკს მივაჩერდი. - მთელი ეს ზაფხული მასთან ერთად გავატარე... - იმდენად ჩუმად ვთქვი,თავადვე გამიჭირდა სიტყვების გარჩევა. იმ წამს ვინატრე,ნეტავ ვაჩეს საერთოდ ვერაფერი გაეგოთქო.
დუმილი ჩამოწვა. არ ვუყურებდი,მაგრამ ვგრძნობდი,ნელ-ნელა როგორ ეჭიმებოდა მოშვებული სხეული და როგორ უმძიმდებოდა სუნთქვა. მერე,როცა სიჩუმე აუტანლად გრძელვადიანი მეჩვენა,თავი წამოვწიე და შევხედე.
-ეგ ყელსაბამი მან გაჩუქა? - თითი ჩემს ყელზე შებნეულ ყელსაბამს მიუშვირა.
-კი. - იმდენად დიდი სირცხვილი ვიგრძენი,თავი ყველაზე უკანასკნელი მოღალატე მეგონა.
-გასაგებია. - ამოიგმინა,მაგიდიდან ხელი ჩამოიღო და სკამში გასწორდა. - გასაგებია. - დაამატა თავისთვის.
-შეგიძლია ყველაფერი მითხრა,რასაც ახლა ჩემზე ფიქრობ! - მოუთმენლად მივაყარე. არ მინდოდა,რომ გაბრაზება გულში ჩაეხშო.
ზღვას უყურებდა. ჩემს ნათქვამზე ნელა შემოაბრუნა თავი და ჩაწითლებული თვალები დამანახა. სევდიანად გამიღიმა. ისე სევდიანად,იქამდე არავის სახეზე რომ არ მენახა.
-შენ ვერასდროს გაიგებ,რას ვითხოვ მე შენგან. - იყო ძალიან მშვიდად,მაგრამ მაინც გატეხილი ხმით ნათქვამი ის სიტყვები,რომელთაც საერთოდ არ მოველოდი იმ მომენტში მისგან. - თბილისში დავილაპარაკოთ. - დაამატა და წამოდგა.
-ვაჩე,რას აკეთებ?! - გაოგნებულმა შევყვირე.
-დამსახურებულ დროს ვაძლევ აი,ამას. - თითი ჩემსა და მას შორის არსებულ სივრცეში მოატარა და შებრუნდა.
გამშრალი,უსიტყვოდ დარჩენილი შევყურებდი მიმავალს და ვერც ვფიქრობდი მის შეჩერებას. კაფიდან გასვლამდე შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გამოემართა ჩემკენ. ისე ჯიქურ მიახლოვდებოდა,მეგონა მაკოცებდა და ისე დამტოვებდა. სანაცვლოდ,ისევ იმავე ადგილას გაჩერდა,სადაც იდგა რამდენიმე წამით მიყურა,მერე კი დაიჩურჩულა:
-მენატრებოდი. - მკრთალმა ღიმილმა გაუცრიცა სახე. ჩემს პასუხს არ დალოდებია,ზურგი მაქცია და ამჯერად მართლა წავიდა.

წავიდა.
სულ წავიდა.
უ-სიტყვოდ;
უ-ბრაზოდ;
უ-მზეროდ;
უ-ბრალოდ
- წავიდა.


*_*_*_*

„მხოლოდ დრო დააწყნარებს აზვირთულ ტალღებს და გამორიყავს ნაპირზე ყველაფერს,რაც აღარ სჭირდება ზღვას“

*_*_*_*

ჩემი ზაფხული გაუფერულდა. მას მერე,რაც ვაჩემ დამტოვა და დასაფიქრებლად დრო მომცა (ან საკუთარ თავს მისცა) აღარაფერი იყო ჩემთვის საინტერესო.
დღეებს ვითვლიდი დაბრუნებამდე. ხანდახან ვფიქრობდი,ღამით გავიპარებოდი,თბილისში ჩავიდოდი და ვნახავდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა მისთვის; ყველაფერი,რაც მასში მომწონდა,არ მომწონდა,მიყვარდა...
მაგრამ ვიცოდი,რომ მას სჭირდებოდა დრო. უნდა მოგვანტრებოდა ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად და მერე მაპატიებდა.

სექტემბრის მოსვლამდე მეგონა საუკუნემ გაიარა. დღეები ისე იწელებოდა და ყელში ამოსული ზღვაც უკვე ისე მაბეზრებდა თავს, გაქცევა მინდოდა. გოგოები ცდილობდნენ ჩემ გამხიარულებას და გამოსდიოდათ კიდეც,მაგრამ ჩემი სიცილი აღარ იყო ისეთი ბუნებრივი მაშინ,როცა ვიცოდი გულნატკენი ვაჩე გაფაციცებით მელოდა თბილისში.

-თეკლე, დიდის ამბით რომ ელი თბილისში დაბრუნებას და მოჟამული სახით დადიხარ ყველგან, ეგ გასაგებია,მაგრამ იცი მაინც, რა უნდა უთხრა,როცა ნახავ? - ერთ საღამოს,როცა ჩუმად ყოფნით დაიღალა თაკო,მკითხა.
ყველაზე მეტად ამ კითხვას ვარიდებდი თავს. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.
-არ ვიცი. - დამნაშავესავით გამოვტყდი.
-ღმერთო,შენ უშველე ამ გოგოს! - აღშფოთება ვერ დამალა,ცაში აღაპრო ხელები და შესძახა.
-თაკო! - მაშინვე დაუბრიალა თვალები ნენემ. - ამაზე არ გიფიქრია? - მერე მე მომიბრუნდა და დინჯად მკითხა.
-შენ და ვაჩემ უნდა ილაპარაკოთ. აბსოლიტურად ყველაფერზე,რაც გაწუხებთ. შენ უნდა აუხსნა,რატომ გიჭირს მისი ბოლომდე ნდობა,რა არ მოგწონს მასში,რა გაღიზიანებს...
-სათქმელად მარტივია. - ჩამეცინა გულმოსულს.
-კარგი ერთი! - თვალები გაუფართოვდა გაბრაზებულ თაკოს. - შეყვარებულის ყოლა ცაბაძის საგნის „ეი“-ზე დახურვასავით მარტივი რომ იყოს, ეულად კი არ ივლიდა ჩემნაირი გოგო!
-მე თაკოს ვეთანხმები,თეკლე. - ხელები ასწია ნენემ და მანიშნა,უძლური ვარო.
-ვახ, ამ თვეში უკვე მეორედ დავეთანხმეთ ერთმანეთს... - ჩაიბურტყუნა გაოცებულმა. - ხედავ,თეკლე? რაღაცას უნდა ნიშნავდეს ჩემი და ნენეს ამ თემის გარშემო გაერთიანება!
-აი,დაფიქრდი. - საუბარში ჩაერია სესილი. - შენ არ მოგწონს, მისი დამოკიდებულება მამასთან, მისი უნებისყოფობა. ის,რომ ოჯახზე არაფერს გიყვება და მათაც უმალავს შენ შესახებ. იქნებ ამ ყველაფერს ახსნა აქვს? იქნებ რატომ იღებს ვაჩე მამის დახმარებას და რატომ გიმალავს ოჯახს? თუ არ დაილაპარაკებთ,შენ შენთვის გააკეთებ დასკვნებს და თქვენ ურთიერთობაში სხვა ბიჭს ჩარევ,ამით რას მიიღებ? - დაკარგავ!
-სულ ვიცოდი მაღლივში გენიოსები რომ სწავლობდნენ. - გადაუჩურჩულა აღრფრთოვანებულმა თაკომ ნენეს.
-თავი ამტკივდა! - დავიკვნესე,ხელები თავზე მოვიხვიე და მაგიდაზე დავდე.
-წავიდეთ,დავიძინოთ. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ. - ნენემ თქვა,როგორც ყოველთვის მშვიდად,აგვაყენა და სახლში შეგვიყვანა.

*_*_*_*

თბილისში დაბრუნება ისე მეუცხოვა,თითქოს წლების შემდეგ ვბრუნდებოდი. ამჯერად ვერც მონატრებას ვგრძნობდი,ვერც განსაკუთრებულ სიყვარულს. უბრალოდ ვხვდებოდი - რამდენი ხანიც უნდა გასულიყო, ამ ქალაქში ყველაფერი ისე დამხვდებოდა,როგორც დავტოვე და ყოველთვის მიმიღებდა ისეთს,როგორიც ვიყავი.

ჩემი მშობლები,როგორც ყოველთვის, სახლში არ დამხვდნენ. ბარგი საწოლზე დავაწყე,სწრაფად მივიღე შხაპი და საყვარელ აივანს მივაშურე.
მაშინვე მობილური ავიღე და ვაჩეს ნომერი ავკრიფე. წამითაც აღარ ვაპირებდი დაცდას. მეგონა, კიდევ ცოტა ხანიც და უმისობა დამახრჩობდა.
-მოდი ჩემთან. ჩამოვედი. - როგორც კი მისი სუნთქვა ვიგრძენი ყურმილში,ვუთხარი. რამდენიმე წამით დაველოდე და გავუთიშე.
გული ისე მიცემდა,მეგონა მკერდში აღარ დამეტეოდა. ვიცოდი,სწრაფად მოვიდოდა,მაგრამ მაინც მტანჯველად ზანტი მეჩვენებოდა თითოეული განვლილი წამი.

თხუთმეტ წუთში დამიზარუნა კარზე. წამოდგომისას ვიგრძენი,მუხლები მეკვეთებოდა. მინდოდა მენახა და მელაპარაკა მასთან,მაგრამ ჩემს რაღაც ნაწილს დამალვა სურდა. ვგრძნობდი, კარს თუ გავაღებდი, რაღაც უზარმაზარს დავამთავრებდი.

ხელებით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა. გავაღე თუ არა კარი,მისი თვალები შემეჩეხა.
ვერ ვიცანი. მეუცხოვა. ისე მეუცხოვა და მეშორა მეგონა, ქვეყნის უკიდურეს წერტილში იდგა და იქიდან მიყურებდა.
მხოლოდ კარის ზღურბლი გვაშორებდა. შემეძლო, ხელები გამეწვდინა,მოვხვეოდი ძალიან მაგრად და დიდხანს არ გამეშვა,მაგრამ ძალიან შორს იყო ჩემგან.
ტუჩები ამითრთოლდა. ჩემს ნამოქმედარს ვუყურებდი და ვგრძნობდი,ვეღარასდროს შევძლებდი ჩადენილის გამოსწორებას. ნისლს უკვე დაებურა მის თვალებში ყველა გრძნობა. ახლა ჩემი საყვარელი მზერა აღარაფერი იყო თუ არა, გამოშიგნული ფიტული.

-შემოდი. - აკანკალებული ხმა ძლივს დავიმორჩილე. გახევებული სხეული ავითრიე და გვერდით გავდექი.
არაფერი უთქვამს,ჩემსავით ტლანქი მოძრაობით გასწორდა,ზღურბლს გადმოაბიჯა და სახლში შემოვიდა.
-წამოდი, აივანზე დავსხდეთ. - ისევ მე ვუთხარი.
-მანდ არ მინდა. - ისეთი შეცვლილი ხმით მითხრა, დავვეჭვდი, ვაჩეს მაგივრად ვინმე სხვა ხომ არ ლაპრაკობს-მეთქი.
-კარგი, სასტუმრო ოთახში დავსხდეთ. - დავემორჩილე მის ნათქვამს და ოთახისკენ გავუძეხი.

იმ სავარძელში ჩაეშვა,სადაც ყოველთვის უყვარდა ჯდომა,როცა სახლში ვიყავით. ფეხი-ფეხზე გადაიდო,ხელები სახელურებს დააწყო და არაფრისმთქმელი მზერით მომაჩერდა. ისევ ისეთი მშვიდი იყო,როგორც მაშინ, სანაპიროზე.
-აბა,გისმენ. - მითხრა და მოსასმენად მოემზადა.
-ჰო. - ანერვიულებულმა დავუქნიე თავი. მის პირისპირ დავჯექი და ხელები მოვიფშვნიტე. - მოდი ვილაპარაკოთ,რა. ყველაფერზე. - ვედრებას ჰგავდა ჩემი ნათქვამი.
-აქ ამისთვის მოვედი. - მხრები ოდნავ აიჩეჩა.
-მე უნდა დავიწყო? - საცოდავად ვკითხე.
არაფერი უთქვამს,დუმილით მანიშნა,რომ მას სათქმელი არაფერი ჰქონდა მანამ,სანამ მე არ ვეტყოდი ყველაფერს.
-კარგი. - ამოვიოხრე,თავი დავხარე და ხელებს დავაჩერდი,რომელთაც თეთრი ფერი მიეღოთ უკვე ზელვისგან. - ვაჩე, მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ბოლო დროს.
-აჰა. - ინტერესის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
-და მივხვდი,რომ დროა გითხრა ყველაფერი,რაც შენთან ურთიერთობაში ყოველთვის მაბრკოლებდა. - გაუბედავად,სუსტი ხმით ვლაპარაკობდი და თვალებს აქეთ-იქით დავაცეცებდი.
-გისმენ. - სიმძიმე დაეტყო სიტყვას. ოდნავ გადმოიხარა,ფეხები გაასწორა და ისე მომაჩერდა.
-დღიდან შენი გაცნობისა და უფრო ადრეც, აგითვალისწუნე. შენც კარგად იცი, რამდენად არ მომწონდი. მეგონა, ერთი თავშიავარდნილი,არაფრითგამორჩეული ბიჭი იყავი,რომელიც ქარაფშუტა გოგოების ყურადღებით სულდგმულობს.
-მერე?! - ოდნავირონიული ღიმილი გამოეკვეთა სახეზე.
-მერე პროექტის გაკეთება მოგვიწია ერთად და შენ შენი სრულიად სხვა სახე დამანახე. საერთოდ, წარმოდგენაც რომ გამიჭირდებოდა, ისეთი რამეები მითხარი. იმ ღამით, სახლში რომ მიმაცილე, პირველად შემიჩნდა ეჭვი,რომ არ იყავი ისეთი,როგორიც მეგონე. მერე დავახლოვდით. თავისდაუნებურად. ისე შემომეჩვიე და ისე შეგეჩვიე, ვერც გავიაზრე. ყოველდღე ვრწმუნდებოდი,რომ ვცდებოდი,რომ საერთოდ არ იყავი ისეთი,როგორიც წარმომედგინე...
-მაგრამ?
-მაგრამ ბოლომდე მაინც მიჭირდა შენი ნდობა,ვაჩე. - თვალები ამიწყლიანდა და ხმა ჩამიწყდა. - მიჭირდა იმის დაჯერება,რომ არ ჰგავდი სხვა ბიჭებს.
-როგორ ბიჭებს?!
-როგორსაც იმ სურათში ჰგავდი. როგორიც მე თავიდანვე წარმოგიდგინე. ეჭვი მჭამდა, გაფაციცებით ვაკვირდებოდი შენს ყველა თვისებას. ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა,რომ არ იყავი ქედმაღალი,ყურადღების მოყვარული, ძვირფას ნივთებს დახამებული და „ავარდნილი“ ბიჭი.
-და ვერ დაარწმუნე,არა?! - ბრაზმა იმატა მის ხმაში. - სასაცილოა. - ჩაეცინა ცინიკურად. - გაცნობამდე ნანახმა ფოტომ შეგიქმნა ისეთი შთაბეჭდილება,რომელიც მე ერთწლიანი რეალური ურთიერთობის ვერცერთი დღით ვერ გადაგიშალე. - თავს ნელა აქნევდა მარჯვნიდან-მარცხნივ. - ერთმა ფოტომ...ერთმა უაზრო, უმნიშვნელო ფოტომ!
-ფოტო არაფერ შუაშია,ვაჩე. - მაშინვე გავიბრძოლე წინააღმდეგობის გასაწევად. არ მინდოდა, ეფიქრა,რომ ამდენად უაზრო ვიყავი. - პრობლემა სწორედ ჩვენს ყოველდღიურობაში იყო.
-ამიხსენი, მაინც რაში. - ისევ ცინიკურად ჩაიცინა.
-შენს მანერებში. დახვეწილ,გალანტურ, გოგოს მოსახიბვლად მიმართულ ქცევებში. ამბობ,მამაჩემი მძულსო,მაგრამ მის ძვირფას საჩუქარზე არ გითქვამს უარი. ამბობ,მისგან არაფერი მინდაო,მაგრამ მისი დახმარებით მიღებულ სამსახურში მუშაობ. იმაში,რომ...
-რაო,რა თქვი?! - თვალები გაკვირვებისგან ისე ჰქონდა გაფართოებული,შუბლზე ეჯდა. - ბოლოს რა თქვი?
-რა ვთქვი? ასე არ არის?
-გგონია, მამაჩემმა მიშოვა სამსახური?!
-შენ თვითონ მითხარი, ძმაკაცის სასტუმროში უნდა მუშაობა დამაწყებინოსო.
-გითხარი,მაგრამ ის არ მითქვამს,რომ დავთანხმდი! ჩემს სამსახურთან მამაჩემი არაფერ შუაშია, დამოუკიდებლად ვიშოვე! - ტონს საგრძნობლად უმატა და უკვე ყვიროდა. - მანქანას რაც შეეხება, ეს დედამ****ული,ხომ გითხარი უკვე მჭირდებათქო?! რატომ გიჭირს ჩემი ნდომა ასე ძალიან,რატომ?! - დამიღრიალა. ისე შევხტი,კინაღამ გადავვარდი. - ჩემს ოჯახს სჭირდება,დედაჩემს სჭირდება!
-საიდან უნდა ვიცოდე,ვაჩე?! საიდან,როცა არაფერს მიყვები ოჯახე? ისე მმალავ,თითქოს სასირცხვილო ვიყო. შენ ხომ ყველას იცნობ ჩემ გარშემო? მე კი არავის, გეგის და ლაშას გარდა.
-ამის დედაშ***ცი! - წამოხტა და სავარძელს ფეხი მიარტყა. იმდენად იყო გახელებული,საშინლად შემეშინდა. - დედაჩემი ავადმყოფია. ახლა კმაყოფილი ხარ? - ღრმად შეისუნთქა ჰაერი,ოდნავ დასამშვიდებლად. - მამაჩემის წასვლის შემდეგ,ინვალიდია. სახსრების დაავადება აქვს,დამოუკიდებლად სიარული უჭირს. ის წყეული მანქანა იმისთვის მჭირდება,რომ ყველგან ვატარო,უმეტესად ექიმებში. გაიგე?! მისმენ?! გესმის, რას გეუბნები?! საკუთარი თავი მძულს და უკანასკნელ საცოდაობად მიმაჩნია, მისი დახმარების მიღება რომ მიწევს,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! არ მაქვს,არა, არ მაქვს! - ისე იღრიალა,ყველა ძარღვი გამოეკვეთა.
მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი და მოვკვდებოდი. მისმა ყვირილმა ყურები დამიხშო, მისმა შეშლილმა მზერამ მზერა დამიბინდა. რამდენიმე წამით,მხოლოდ ყურისწამღები წუილი ჩამესმოდა ყურებში. ვერაფრით გამოვერკვიე.
-რა...რას ამბობ? - მხოლოდ პირის მოძრაობით ვვარაუდობდი,რომ ვლაპარაკობდი. - მოიცადაეა,ვერ...არ მესმის...
-საერთოდ, მიცნობ?! - აღარ ყვიროდა,მაგრამ ისეთი ხმა ჰქონდა,მერჩივნა ეყვირა. ღრიალი მხოლოდ ბრაზს მაინც გამოხატავდა,მისი მშვიდი ტონი კი ტკივილს,იმედგაცრუებას, ირონიას და ზიზღს ერთად. - იცი, რა ადამიანი ვარ?! ამ დროის განმავლობაში,რაც „ერთად ვიყავით“ ოდნავ მაინც გამიცანი?!
-ვაჩე...
-აჰ, ვაჩე რომ მქვია,დაიმახსოვრე? - უსაზღვრო ცინიზმით გაეცინა. - მაგრამ შენ ამჯობინებ, „სოც.პოლის ზეკაცი“ დამიძახო,არა?!
-ვაჩე,გაჩუმდი, ძალიან გთხოვ. - გულზე მივიბჯინე ორივე ხელი. ჰაერი არ მყოფნიდა,ვიხრჩობოდი.
რა საცოდაობა იქნებოდა, მოვმკდარიყავი ყველაზე საყვარელი ადამიანის თვალწინ მაშინ,როცა ის წარბსაც არ შეიხრიდა,ისე ამივლიდა გვერდს.
-ცუდად ხარ?! თეკლე, ისევ შენ ხარ ცუდად?! რატომ მიკეთებ ასეთ რამეს? თუ არ გიყვარდი,არ შეგეძულებინე მაინც. - ხმა მასაც ჩემსავით ჩაუწყდა. მიხვდა,რომ ცოტა მეტიც და მართლა მომიღებდა ბოლოს. ამიტომაც გაჩუმდა, ისევ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
დიდხანს ვისხედით ასე. მე ვცდილობდი სული მომეთქვა და ისევ გამომეხედა თვალებში, ის კი,არვიცი... ალბათ ცდილობდა ყველაფერი გადაეხარშა.
-დედაშენზე რატომ არ მითხარი? - როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, ლაპარაკი ისევ შემეძლო,ვკითხე და თავს ტირილის უფლება მივეცი.
-მე რომ ერთი დღით მაინც ვყოფილიყავი დარწმუნებული,გიყვარდი,გეტყოდი. - მისი ხმის დახატვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მუქ,ძალიან მუქ რუხ ფერს ავარჩევდი.
-ნუ მეუბნები მაგას. - ცრემლები მახრჩობდა.
-ერთი ოცდაოთხი საათით მაინც რომ გეგრძნობინებინა შენ ჩემთვის,რა ვიყავი შენთვის...
-ნუ ამბობ...
-მაგრამ თურმე რა სიყვარულზეა საერთოდ ლაპარაკი, ოდნავადაც არ მიცნობ.
-ვაჩე, მე ვერ გამოვიცნობდი ამ ყველაფერს,თუ შენ არ მეტყოდი.
-ვერ გამოიცნობდი?! - ისეთი ტონით მკითხა,შემეშინდა,რომ თავიდან აყვირდებოდა. - შენს მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს,ოდესმე მოგიყოლია?! რომ არ მოსწონთ,შენი სოციოლოგიაზე სწავლა,რომ ბევრ დროს ვერ ატარებენ შენთან. რამე გითქვამს? მე არ გეუბნები, უნდა მიმხვდარიყავი,დედაჩემს სახსრების დაავადება აქვსთქო. მაგრამ როცა გეუბნები, მანქანა მჭირდება,როცა გეუბნები,მამაჩემის დახმარების მიღება მძულს, უნდა გჯეროდეს ჩემი და მეორე წამს არ ფიქრობდე, უი, ვაჩე რა უსუსურია, მამის ნაშოვნ სამსახურში მოეწყო!
-ვიცი...ვიცი... - თვალები დავხუჭე,რომ ცოტახნით მაინც არ მეყურებინა მისი განადგურებული სახისთვის.
-არასდროს გყვარებივარ. - სასტიკი განაჩენივით ჟღერდა მისი სიტყვები. - არცერთი წამით...
-ვაჩე! - გაპროტესტება დავაპირე.
-არც კი გიფიქრია ჩემი შეყვარება. - დარწმუნებული ლაპარაკობდა. - არ დაგიშვია „ჩემნაირის“ შეყვარება. მე ხომ ვაჩე ბრეგვაძე ვიყავი?! ყველაზე თავშიავარდნილი, ქედმაღალი,პოპულარობით გათამამებული ბიჭი. მე ხომ ქარაფშუტა „სოც.პოლის ზეკაცი“ ვიყავი! ამპარტავანი! არაფრისმაქნისი! მამის ჩრდილს ამოფარებული! შენ, თეკლე ასათიანი როგორ იკადრებდი ჩემ შეყვარებას?! შენ ხომ მინიმუმ მონაკოს პრინცი გეკუთვნის?! - ბოლო სიტყვებზე ყველაზე დიდი ირონიითა და ზიზღით ჩაიცინა და თავი ოდნავ გვერდით გადააქნია.
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს,მე როგორ ძლიერ...
-არ გაბედო მაგ იაფასიანი სიტყვების თქმა ახლა! - ხელი ამიქნია მობეზრებით და გამაჩუმა. - ერთდროს სიცოცხლე მიღირდა მაგ სიტყვებად,ახლა გული ამერევა.
-არ წახვიდე,ვაჩე, გეხვეწები,რა. - აღარაფერი მახსოვდა იმ წამს. თავმოყვარეობაც და სიამაყეც ჯანდაბაში მოვისროლე და უბრალოდ შევევედრე.
-შენ მე არ გჭირდები,თეკლე. არც არასდროს გჭირდებოდი. ეს მე ვიყავი შენზე უსაზღვროდ დამოკიდებული. ეს მე ვივსებდი შენით ყველანაირ სიცარიელეს. ეს მე ვსუნთქავდი შენს სურნელს ჰაერად. შენ არც არასდროს გაღელვებდი. უბრალოდ ერთობოდი...
-ტყუილია! - მის სიტყვებს გული ვეღარ უძლებდა.
-ორივემ ვიცით,რომ არა. - მშვიდად მითხრა. - როცა უყვართ, არ ივიწყებენ და არ ღალატობენ.
-არ მიღალატია; მე შენთვის არ მიღალატია,ვაჩე. გაიგე, არც კი მიფიქრია ღალატი! როგორ გიღალატებდი? შენ როგორ გიღალატებდი?
-დამცინი? - თვალები გაკვირვებისგან და ირონიისგან გაუფართოვდა. - ეს ღალატია,თეკლე. - თითი ჩემი ყელსაბამისკენ გამოიშვირა. - ცხადი,სახეზეაფარებული ღალატი.
-არ მიმინიჭებია მე ამისთვის ამხელა მნიშვნელობა. გეფიცები, არ მიმინიჭებია!
-ჰო, ახლა საერთოდ მგონია, შენ არასდროს არაფერს ანიჭებ დიდ მნიშვნელობას. არც მე, არც ჩვენს ურთიერთობას, არც იმ ტიპს საფრანგეთიდან. უბრალოდ ერთობი სხვის გრძნობებზე. იცი რატომ? - იმიტომ,რომ შენთვის უცხო ხილია! ხანდახან მართლა ასე მგონია. მგონია,რომ გრძნობები არ გაგაჩნია.
-რას ამბობ,ვაჩე?! ნუ მეუბნები ამას,გეხვეწები. შენ ოდნავი წარმოდგენა მაინც რომ გქონდეს,რამდენს ნიშნავ ჩემთვის. რა ხარ ჩემთვის, ვინ ხარ,რა დიდი ხარ ჩემს შიგნით...
-არა,საერთოდ არ ვიცი. - ძალიან მშვიდად და დარწმუნებით მითხრა. - არასდროს გითქვამს,არასდროს გიგრძნობინებია.
-იმიტომ,რომ მიჭირდა.
-ჩემი ნდობა,ჰო, ვიცი. მითხარი ეგ უკვე და კიდევ ათასი საზიზღრობა,რომლის გახსენების არანაირი სურვილი არ მაქვს მიუხედავად იმისა,რომ სულ რამდენიმე წუთის წინ იყო ნათქვამი.
-ასე მკაცრად ნუ განმსჯი. ნუ იქნები სასტიკი.
-გეხვეწები,ამჯერად მაინც ნუ ეპოტინები მსხვერპლის როლს. - ზიზღით მითხრა.
-ყველაფერს ასე ვერ დაასრულებ და ვერ წახვალ მხოლოდ იმიტომ,რომ მე შენთან მიმართებაში ვცდებოდი. არ დაგანებებ წასვლას!
-ყველაფერს ავიტანდი და გაპატიებდი,იცი? ყველაფერს, გარდა შენი წარმოდგენებისა , ჩემი და მამაჩემის ურთიერთობაზე. ეგ იცი რას ნიშნავს ჩემთვის? ხაზის გადასმას და ზედ დაფურთხებას! მსგავსი რამ გამიკეთე შენ,ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა. და იცი ახლა,როგორი უფერული მეჩვენები? გიყურებ და ვერ გხედავ. ვერ გცნობ ვერც შენ და ვერც იმ ვაჩეს,რომელსაც უყვარდი. ყველაზე მეტად არ მინდოდა ეს მომხდარიყო,მაგრამ ჩემთვის ახლა შენ ისე დაბლა დაეცი...ისე დამშორდი.
-ძალიან უსამართლო ხარ,ვაჩე. - ცრემლები მუჭით მოვიწმინდე.
-ნაღალატევი ვარ,შეურაცხყოფილი და დამცირებული. უსამართლო - არა.
-ასე მარტივად წახვალ? ასე უცებ დამივიწყებ და ამომშლი შენი ცხოვრებიდან?
-უკვე წავედი. - ღიმილით მითხრა და ნახევარი ტანით შებრუნდა წასასვლელად. - აღარ არსებობ ჩემთვის,თეკლე. - ბოლომდე აპირებდა ჩემ მიწასთან გასწორებას. - გეტყოდნენ,ალბათ, სიყვარულზე უფრო ძლიერი,გაბრაზება ვიცი. - ისეთი ხმით მითხრა,მთელ ტანში გამცრა შიშმა. მისმა ზიზღმა ბოლო მომიღო. მისმა თვალებმა და მზერამ გამანადგურა. - ისე მძულდება ადამიანი,ყველაზე სასტიკი ტანჯვისთვისაც აღარ მებრალება. ყველაზე დაუნდობლად მათ ვეპყრობი,ვინც ერთ დროს არანორმალურად მიყვარდა. მე ხომ არა-ნორმალური ვარ,თეკლე?! ხოდა გაბრაზებაც ასეთი ვიცი. არ გაშინებ, გაფრთხილებ უბრალოდ... ცალმხრივს,ვერცერთ გრძნობას ვიტან. მალე შენც შეგძულდები,დამიჯერე. - ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა ბოლო სიტყვების წარმოთქმისას. მაშინ უკვე ყველანაირი ემოცია ალაგმულიყო მისი სახიდან. ისე მალაპარაკებოდა,თითქოს უცხო ვყოფილიყავი მისთვის.
შემეშინდა.
შემეშინდა,რომ მართლაც შეიძლებოდა მისთვის უცხო გავმხდარიყავი. მართლა შეიძლებოდა,აღარ ვყვარებოდი. მე ამას ვერ გავაკონტროლებდი,ვერ შევუშლიდი ხელს.
-აღარ ხარ ჩემთვის. - უკანასკნელად მითხრა,შებრუნდა და წავიდა.

*_*_*_*

რამდენიმე დღე მკვდარივით ვიყავი. არ ვმოძრაობდი, არ ვლაპარაკობდი, არ ვჭამდი. მხოლოდ ვსუნთქავდი - უმიზნოდ და უმისამართოდ.
გონებაში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: „ვაჩემ დამტოვა.“ დამტოვა შეურაცხყოფილმა, ნაღალატევმა და დამცირებულმა. მთელი დრო მხოლოდ სიყვარულს მაძლევდა. წასვლამდე კი ერთადერთი რაც დამიტოვა, სიძულვილი იყო. ზიზღი მის მზერაში თვალებიდან არ ამომდიოდა. ვიღვიძებდი და თვალწინ მედგა, ვიძინებდი და ვერაფრით ვიშორებდი მის სახეს გონებიდან.
დღეები იყო სუსხიანი, უფერული, უაზრო და უხალისო. გოგოები სულ ჩემთან იყვნენ. არაფრით მანებებდნენ დეპრესიულ ადამიანად გადაქცევას,მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესი იყო. დეპრესია არც ერქვა ამას, დანაშაულის აუტანელი გრძნობა უფრო.
როცა იდეალური ურთიერთობა ინგრევა და შენ, ამ ნანგრევებში მოყოლილი, თავს მსხვერპლად გრძნობ, არსებობს იმის ალბათობა,რომ გათენდება უკეთესი დღე; მაგრამ როცა თავად ხარ ყველაფრის დამანგრეველი და საკუთარი თავისთვის განაჩენის გამომტანი, ერთადერთი რაც შეგიძლია, წარსულ დღეებზე ტირილია.

-თაკო, ვაჩეზე არაფერი გაგიგია? როგორ არის? სად არის? - მეათასეჯერ ვეკითხებოდი.
-რა დროს ვაჩეა,თეკლე?! - გაოცებას ვერ მალავდა. - შენს თავზე იფიქრე და შენს თავს მოუფრთხილდი!
-არ მადარდებს ჩემი თავი მე! უბრალოდ მინდა ვიცოდე,რომ ის კარგადაა.
-საერთოდ როგორ შეგეძლო მისდამი შენი სიყვარულის ეჭვქვეშ დაყენება,როცა ამდენად თავგამეტებული ხარ მისთვის?! - თავს აქნევდა ნენე; მისი მზერით ვხვდებოდი, რამდენად ვებრალებოდი.

*_*_*_*

მენატრები.
აივანზე ვზივარ ძალიან ხშირად და მენატრები.
გესმის?!
-მინდა გესმოდეს. მინდა გაიგო,რომ მაკლიხარ. მგონია, შენი ტკივილით სავსე მზერა ჰაერში გაჯერდა და ყოველი ჩასუნთქვა მტკივა.
გამუდმებით ვკრეფ მობილურზე შენს ნომერს,მაგრამ ვერ გირეკავ.
ასე როგორ გავუცხოვდით?! რამდენიმე დღე როგორ ვაქციეთ საუკუნედ?!
ასე მგონია, ქუჩაში რომ შევხდეთ, ცნობა გაგვიჭირდება ერთმანეთის. გონებაში გაიელვებს ჩვენი სახეები,მაგრამ ბურუსით მოცულ წარსულს,რომელსაც ერთ დროს სიყვარული ერქვა, ვეღარაფერი გაფანტავს.
მენატრები. ნუთუ შენ არა?! ნუთუ შენ არ ხარ ცუდად?
ვიცრიცები,ვიფერბლები,ვფერმკრთალდები,
-უშენოდ.
მენატრები...
აივანზე ვზივარ და მენატრები - ყოველდღე.
გესმის?!

*_*_*_*

უნივერსიტეტის პირველი დღე კოშმარი იყო. ორი ლექცია მქონდა და გული მისკდებოდა,როცა წარმოვიდგენდი,შეიძლებოდა მენახა. მერე ნენემ დამამშვიდა და მითხრა,რომ მასთან მხოლოდ ერთი საგანი გვემთხვეოდა შუა კვირაში.
ლექციების შემდეგ სახლში წასვლა მინდოდა,მაგრამ თაკომ არაფრით დაგვანება. სამივე პირველ კორპუსთან დაგვაყენა და პირველკურსელებზე დაკვირვება გვაწარმოებინა.
-ეჰ,პინგვინები. - ოხრავდა ბებერი ქალივით და ისეთი სახით შეჰყურებდა პირველკურსელებს,თითქოს ერთი წლის წინ თვითონ არ ყოფილიყო იმავე. - მენატრება ეს დრო.
-რა გენატრება,თაკო,შარშან იყო! - გაეცინა სესილის.
-შარშან იყო ჩემი მეზობელი იურას გასვენებაც,მაგრამ კითხე მის ცოლს,არ ენატრება?! - დაუცაცხანა მაშინვე თამარამ.
-შენ არ ხარ ხო ნორმალური?! - თავი ვერ შევიკავე და გამეცინა.
-რაკი შენ გაგაცინე,ვიქნები არანორმალური,რა მიჭირს. - მხრები აიჩეჩა და გამიცინა.
გული მტკივნეულად მომეკუმა არანორმალურობის გაგონებაზე. მაშინვე ვაჩე გამახსენდა,ჩვენი პირველი „პაემანი“ და მისი სიტყვები. უეცრად ყველაფერი დატრიალდა ჩემ გარშემო და ყველაფერი მეუცხოვა: უნივერსიტეტის შენობა, ეს გარემო და საკუთარი თავიც.
თითქოს არ შეიძლებოდა,რომ თავი უარესად მეგრძნო,მაგრამ „დღის სიურპრიზი“ მაინც მერგო.
გეგი და ვაჩე გამოჩდნენ ეზოში. ჩემი გაფერმკრთალებით გოგოებიც მიხვდნენ,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და იმ მხარეს გაიხედეს,საიდანაც ისინი მოდიოდნენ. ნენემ მაშინვე ხელი შემაშველა. არ ვიცი, ალბათ იფიქრა,რომ წონასწორობას დავკარგავდი ან მუხლებში სისუსტეს ვიგრძნობდი. რეალურად ასეც იყო; მეგონა ფეხები მომეკვეთებოდა და ბეტონის კიბეებზე დავვარდებოდი.
რომ შემამჩნია, წამით რუხისფერმა გადაკრა სახეზე,მაგრამ არც შეუმჩნევია. მხოლოდ მე შემეძლო იმის გაგება,რას გრძნობდა იმ წამს,რადგან ყველაფერს ორმხრივად განვიცდიდით.
-წავიდეთ თუ გინდა. - გადმომილაპარაკა სესილიმ.
-დაგვინახა უკვე, ვერ გავიქცევი. - ვუთხარი და თავი შევამზადე მასთან შესახვედრად.
სულ ტყუილად. ისე ჩაუარა კიბეებს გვერდი, არც გამოუხედავს. გეგიმ შორიდან აგვიწია ხელი და გაგვიღიმა. ეს იყო და ეს. თითქოს არც ვიცნობდით ერთმანეთს,თითქოს არც ვვარსებობდი.
მოშორებით გაჩერდნენ რამდენიმე კურსელ ბიჭთან. ვუყურებდი სრულიად ჩვეულებრივს,ისეთს,როგორიც ყოველთვის იყო და ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულის გადაყლაპვა. ლაპარაკობდა და იცინოდა ისე ბუნებრივად,ეჭვიც არავის შეეპარებოდა,რომ ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრად ჰქონდა. არა და, უკვე ყველამ იცოდა ჩვენი დაშორების ამბავი და დილიდან მიწევდა გულისწამღები ტიკტიკის ატანა უნივერსიტეტის ყოველ კუთხეში.
-თეკლე, წავიდეთ, რა. - ხელზე დამქაჩა ნენემ. მაგრამ მე ვერაფრით ვწყვეტდი თვალს ვაჩეს მოცინარ სახეს.
არ ვიცი, ვბრაზობდი, გული მტკიოდა თუ მიხაროდა, ასეთს რომ ვხედავდი. გულის სიღრმეში მეგონა, ისიც ცუდად იყო და ჩემსავით განიცდიდა მომხდარს. მერე მისი სიტყვები გამახსენდა და მივხვდი,სწორედ ასეთ საქციელში გამოიხატებოდა მისი საშინელი გაბრაზება. არ შემიმჩნევდა, თავს ისე დაიჭერდა თითქოს არც ვვარსებობდი და ამით არარაობად მაგრძნობინებდა თავს.
-მორჩა, წავედით,თეკლე! - წინ გადამეღობა თაკო,გამომაფხიზლა და ხელი მომკიდა. ისე გამათრია ეზოდან,თითქოს ურჩი ბავშვი ვყოფილიყავი.

*_*_*_*

ლექციაზე ისე ვიყავი,მეგონა სკამის მაგივრად ეკლებზე ვიჯექი. ლექტორის ნალაპარაკევს ვერაფრით ვუგდებდი ყურს. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომ გაიღებოდა კარი და ვაჩე შემოვიდოდა.
როგორც ყოველთვის,დააგვიანა. თხუთმეტი წუთის შემდეგ შემოხსნა კარი და მშვიდი ნაბიჯით შემოვიდა.
ნენე გვერდით მეჯდა,მაგრამ აღარ ამდგარა მისთვის ადგილის დასათმობად. ამის გააზრებამ გულში რაღაც მძიმე ჩამწყვიტა. ნენემ გამომხედა და მივხვდი,ისიც იმავეზე ფიქრობდა. გავუღიმე,თავი ისე მოვაჩვენე,თითქოს საგანგაშო არაფერი ყოფილა.
ვაჩემ გვერდი ჩაუარა ჩვენ მაგიდას და სულ ბოლოში დაჯდა. ისევ არ შემოუხედავს ჩემკენ. ალბათ დრო იყო, შევჩვეოდი მისგან ასეთ მოპყრობას.
მთელი ლექცია დამუხტულ ჰაერს ვგრძნობდი ოთახში. ჩემგან შორს იჯდა,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს მის ცხელ სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი. მეგონა, მე მიყურებდა და თვალებით მჭამდა. იქნებ ასეც იყო ან მე მინდოდა,ასე ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, უკან ვერ გავიხედავდი,რომ დავრწმუნებულიყავი.
-თეკლე, გავაკეთოთ-მეთქი ამ თემაზე პროექტი? - მხარზე მხარი გამკრა ნენემ და ფიქრებიდან გამომარკვია.
-ხო,ხო, გავაკეთოთ. - ისე დავუქნიე თავი, არც გამიგია რა მკითხა.
-საერთოდ არ მისმენ, ხო? არც მე და არც ამ ლექციას. დაფრინავ,თეკლე!
-არ დავფრინავ,ნენ, კონცენტრაცია მიჭირს უბრალოდ. ცხელა აქ,ხო?
-სად ცხელა?! - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. - აქ? მიწისქვეშეთში?!
-ჰო, არ ვიცი, შეიძლება მე დამცხა.
-ხო, შენ დაგცხა ალბათ. ზედმეტად თბილად გაცვია. - ისეთი გამომეტყველებითა და ტონით მითხრა,მივხვდი,თვითონაც კარგად ხვდებოდა,ჩემი გაფანტულობის რეალურ მიზეზს.

ლექციის დამთავრებას,მხოლოდ იმით მივხვდი,რომ ხალხი წამოიშალა. ასეთი შვება იქამდე არასდროს მეგრძნო. როგორც ყოველთვის, ნელა წამოვკრიბე ჩემი ნივთები,ნენეს დაველოდე და მხოლოდ შემდეგ გავემართე კარისკენ. არ ვიცი, მე მომეჩვენა, თუ ვაჩეც ფეხს ითრევდა,მაგრამ ფაქტია აუდიტორიიდან ჩვენამდე არც ის გასულა.
კარში ისევ ისე შევეჩეხეთ ერთმანეთს,როგორც ზუსტად ერთი წლის წინ.
უნებლიედ გაჩერდა და გზა დაგვითმო. გულზე მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი,როცა მის სახეს შევავლე თვალი. კბილები ერთმანეთზე ჰქონდა დაჭერილი და იატაკს უყურებდა. არ უნდოდა,ჩემთვის თვალებში შემოეხედა.
მადლობთ-მეთქი ისე ჩუმად ჩავიბურტყუნე,შესაძლოა,ვერც გაიგო. ნენესთან ერთად სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი აუდიტორიას და მანამ არ გავჩერებულვარ,სანამ პირველი კორპუსის ეზოში არ დავიგულე თავი.
-ამოისუნთქე,თეკლე, უკან არავინ მოგვყვება. - ნაძალადევი სიცილით მითხრა ნენემ.
-პარანოიკს რომ ვემსგავსები,მატყობ?! - შეშფოთებულმა ვკითხე და სკამზე მოწყეტით დავენარცხე. - ყველაზე მეტად როგორ გოგოებსაც ვერ ვიტანდი ვერასდროს,ისეთი ვხდები.
-მორჩი სისულელეებს, არაფერი პარანოიკი არ ხდები! უბრალოდ ახალი დაშორებულები ხართ და... თან დამნაშავედ გრძნობ თავს...
-არ ვგრძნობ,ვარ.
-როგორც არის. იცი,რომ ვაჩესთან რაღაცები შეგეშალა და მის გარემოცვაში ვერ გრძნობ თავს კომფორტულად. პარანოია არ ქვია ამას.
-სახეზე შეხედე? თვალებშიც ვერ შემომხედა. - თვალები ამეწვა და უეცრად ისეთი დაუოკებელი სურვილი ვიგრძენი ტირილის, თავი რამ შემაკავებინა,ვერ ვხვდები. - ვძულვარ. ვეზიზღები იმ ყველაფრის გამო,რაც ვუთხარი.
-სისულელეა...
-არა, მართლა ასეა. მე ხომ ვგრძნობ? ინდიფერენტობას კი არ თამაშობს?! - მართლა აღარ ვაინტერესებ. როგორც მითხრა, აღარ ვარ მისთვის...აღარ ვვარსებობ.
-შეუძლებელია,ერთ დღეს ადამიანი გიყვარდეს და მეორე დღეს აღარ განაღვლებდეს. მითუმეტეს, თუ ამ ადამიანმა საშინლად გატკინა. არ გახსოვს, ვახომ როგორ მატკინა? მაგრამ ხანდახან მგონია,დღემდე მიყვარს.
მისმა სიტყვებმა თითქოს უკეთ მაგრძნობინა თავი. ნენე არასდროს ლაპარაკობდა ყოფილ შეყვარებულზე,რომლის გამოც უამრავი უსიამოვნების გამოვლა მოგვიწია გოგოებს. ახლა კი, მისი სახელის ხსენებისას მივხვდი, ეგოისტი არ უნდა ვყოფილიყავი და ჩემი გრძნობები დამეოკებინა.
-ჰო, ალბათ მართალი ხარ. უბრალოდ,როგორ ავხსნა,ნენე? შეიძლება ცუდს ვამბობ,მაგრამ მინდა,ვხედავდე, რომ მასაც ტკივა და რომ ისიც ცუდადაა. ყველაზე ეგოისტი და საშინელი ადამიანი ვარ,ვიცი,მაგრამ რა გავაკეთო?!
-ეგოისტი არ ხარ. - თავი მის მხარზე დამადებინა. - მე მესმის,რასაც ამბობ. უბრალოდ, შენც უნდა გესმოდეს,რომ ურჩევნია მოკვდეს,ვიდრე ახლა შენ თავისი გრძნობები დაგანახოს. როგორც თაკო ამბობს, უნივერსიტეტის წინ ვერ ჩამოჯდება და ცხარე ცრემლით ვერ ატირდება. - თაკოს სიტყვების გახსენებისას გაეცინა და მეც გამაცინა.
-ძალიან ოხერი თქმა იცის მაგ ბავშვმა. - თავს ძალა დავატანე და გავიხუმრე.
-აჰა,ძაღლი ახსენეო და მომწერა. გეუბნები, მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული ამ ეზოში. - სიცილით აიღო მობილური და ეკრანს დახედა. - კურსელებთან ერთად კაფეშია და გვეპატიჟება.
-ვინ კურსელებთან ერთად?
-ვიცი მე მაგის კურსელები. კაკი დაპატიჟებდა და წაყვებოდა ესეც.
-თუ მარტო ეგ და კაკი არიან, ჩვენ რაღას „გვტენის“?
-არ იცნობ შენს დაქალს? მეტიჩრობს რაღაცეებს; მარტო რომ დაგვინახონ,რამე სხვას იფიქრებენო.
-და იფიქრონ მერე. არ არიან თუ რა? დღეების ამბავია გაოფიციალურება.
-ეგ თაკოს არ უთხრა! - გაეცინა ნენეს. ორივე წამოვდექით და ავტობუსის გაჩერებისკენ გავწიეთ.
-გადამრევს მე ეგ გოგო. ყველას საქმეში ბრძენია და თავისაში რამ გამოაშტერა?!
-ძალიან კარგადაც ხვდება ყველაფერს,უბრალოდ მოსწონს ცოტახანი რომ აწვალებს იმ ბიჭს. ამასაც რომ არ მოსწონდეს, რა კაფეში გაყვებოდა,გეხვეწები?!
-გეუბნები, დღეების ამბავია გაოფიციალურებათქო. - ღიმილით დავტოვე უნივერსიტეტის ეზო.

ის დღე მშვენივრად გავატარე გოგოებთან, კაკისთან და მის რამდენიმე მეგობართან ერთად. ისეთი მხიარული ვიყავი, მეც და გოგოებსაც გვიკვირდა. კაკი თაკოსავით გიჟი იყო და ძმაკაცებიც ასეთი ჰყავდა. შეუძლებელი იყო, მათთარ ერთად ყველანაირი პრობლემა არ დაგევიწყებინა და ცრემლებამდე გეცინა.
უზომოდ მადლიერი ვიყავი ამ ბიჭების,რომ შეძლეს და რამდენიმე საათით მაინც დამავიწყეს ვაჩეს არსებობა. ისეთი სიმსიბუქე მაგრძნობინეს,რომელსაც თითქოს წლები იყო,რაც ვეღარ ვგრძნობდი.

*_*_*_*

„და ყოველთვის,როცა მარტო ვრჩები, ჩემი სახლის აივანზე, შენზე ფიქრები ბობოქრდებიან დაუზარებლად“

*_*_*_*

ჩემი პროგნოზი გამართლდა.
რამდენიმე დღეში თაკომ ისე გრანდიოზულად გამოგვიცხადა, მე და კაკი ერთად ვართო,თითქოს ვინმესთვის მოულოდნელობა უნდა ყოფილიყო ეს ამბავი.
თუმცა მაინც, ამის გაგებამ ისეთი ბედნიერი გამხადა,როგორიც დიდი ხნის განმავლობაში არ ვყოფილვარ.

მერე შეიცვალა ყველაფერი.
მე ძირითად დროს გოგოებთან,კაკისთან და მის ძმაკაცებთან ერთად ვატარებდი. ვაჩე და გეგი სულ სხვა წრეში ტრიალებდნენ. ყოველდღე მეტად ვშორდებოდით ერთმანეთს. ხშირად ვერც კი ვხედავდი. მან პოლიტიკის განხრა აირჩია, მე სოციოლოგია. კვირაში ერთადერთ ლექციაზე გვიწევდა შეხვედრა და იმასაც ხშირად აცდენდა.

გავუცხოვდით.
გადავეჩვიეთ ერთმანეთს.
დავშორდით.
ყველაფერი ისე ჩანდა,თითქოს გასული წელი სიზმარში ნანახი ყოფილიყო. ვაჩე კაკიმ ჩაანაცვლა, გეგი და ლაშა - მისმა ძმაკაცებმა. მხოლოდ ჩვენი ოთხეული რჩებოდა ურყევი.

კვირეები გადიოდა და ცვლიდა ყველაფერს. თუმცა მე მაინც ისე მენატრებოდა,როგორც მისი წასვლის პირველ დღეს. აი, რაც შეეხება მას, ცოტა ეჭვი მეპარებოდა.
ჭორები სულ მესმოდა,მაგრამ არ მჯეროდა. ( უფრო სწორად, არ მინდოდა დაჯერება) ვაჩეს ხომ სულ აკავშირებდნენ ვიღაც გოგოსთან?! ჩვენ ერთად ყოფნამდე და ჩვენი დაშორების პირველივე დღიდან. ამიტომაც მეგონა, ახლაც ვიღაცის მოგონილი ჭორი აეტაცებინა მთელ კურსს.
მაგრამ შევცდი. და ამის გააზრებამ იმაზე მეტად მატკინა,ვიდრე ოდესმე მეგონა,რომ შესაძლებელი იყო.
პირველად ვაჩე ჩვენს კურსელ, ანუკა შენგელიასთან, ერთად უნივერსიტეტის ეზოში დავინახე. ხელიხელგადახვეულები იდგნენ ჩემთვის უცხო გოგო-ბიჭთან ერთად და იცინოდნენ. ვაჩემ რომ დამინახა და შემიმჩნია,გამიკვირდა. სახე ისე აენთო, წამით ვიფიქრე, გაეხარდა-მეთქი, ჩემი დანახვა.
ხელი დამიქნია და მასთან მისვლა მანიშნა. ისე დავიბენი,მთელი ჭავჭავაძე მოვათვალიერე,ხომ ნამდვილად მე მეძახისთქო. ვერც ვხვდები, რატომ მივედი,მაგრამ ხომ არ გავიქცეოდი?!
მივდიოდი და ფეხები გასაქცევად გარბოდნენ. ვიცოდი,რომ არ ღირდა მათთან მისვლა,მაგრამ გულის სიღრმეში ყველაზე მეტად ვენდობოდი ვაჩეს და ვიცოდი,რომ არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს,რაც მატკენდა.
-როგორ ხარ,თეკლე?! - ისე მომიკითხა და გადამკოცნა, წამით ისიც კი დავიჯერე,რომ ჩვენ შორის არასდროს არაფერი ყოფილა,კურსელობის გარდა. - გაიცანი, ჩემი შეყვარებული, ანუკა. ან,გაიცანი,თეკლე, ჩემი ყოფილი შეყვარებული. - ისე გაეცინა ჩემი წარდგენისას,თითქოს წლის ხუმრობას ამბობდა.
სახეზე აშკარად მიტკლისფერი დამედო. ანუკას გავხედე,მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია.
-რა გჭირს,ვაჩე? მე და თეკლე ვიცნობთ ერთმანეთს, ერთ კურსზე რომ ვართ დაგავიწყდა?! - გულისამრევად გაიტყლარწა ანუკა და სიცილით მიეხუტა ვაჩეს.
ვინ არ იცოდა,რომ კურსელები ვიყავით?!
ვინ არ იცოდა,რომ ატანა არ მქონდა შენგელიასი და მისი დაქალების?!
ვინ იცის, რამდენჯერ გამილანძღავს ანუკა ვაჩესთან ლექციაზე ამაზრზენად მოქცევის გამო? რამდენჯერ გვიცინია მის „სიძერსკეზე“?
ახლა კი ვხედავდი ამ ორ ადამიანს ერთად. შეყვარებულების სტატუსით,ერთმანეთზე მიხუტებულებს და ვგრძნობდი, კი არ მტკიოდა, გული მერეოდა. გული მერეოდა ვაჩეს „ან-ზე“, ანუკას ლაპარაკის მანერაზე და მათ ვითომ შეყვარებულ მზერებზე.
-მაინც ოფიციალურად გაგაცანით ერთმანეთი. - გაეცინა ვაჩეს. - ხო ხვდებით, კლასიკური ყოფილი-ახლანდელის ჩხუბი რომ არ გამართოთ ხოლმე ახლავე დაგაზავებთ. - ისეთი სახით ამბობდა და ისეთი ღიმილით, ნამდვილად ჰგავდა ისეთ „ავარდნილ“ ბიჭს,როგორიც მე ერთ დროს წარმომედგინა.
მაშინ მივხვდი რასაც ცდილობდა. უნდოდა, ისეთი დამენახა, როგორიც ვფიქრობდი,რომ იყო. უნდოდა, გავემწარებინე. ენანებინა ის სიტყვები, ის მცდარი წარმოდგენა,რომელიც მე მასზე მქონდა.
-რა საყვარელი ხარ, ვაჩ! - აღფრთოვანება ვერ დამალა ანუკამ და ლოყაზე ხმაურით აკოცა „შეყვარებულს“
-არ ინერვიულო,ვაჩე. - არ ვიცი, როგორ დავატანე თავს ძალა,რომ ხმა ამომეღო. - შენს ანუკას დაქალობას ვერ დავპირდები,თუმცა მისი ავისმსურველი არასდროს ვიქნები. - მსოფლიოში ყველაზე ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.
ვაჩეს ნირი წაუხდა. ალბათ ჩემგან ასეთ პასუხს არ ელოდა. ეგონა, გულს მატკენდა,დამამცირებდა და შეურაცხმყოფდა ისე,როგორც მე - ის. მაგრამ ამით მხოლოდ ის მოიგო,რომ გულისრევის შეგრძნება გამიჩინა.
-დაქალებად საინტერესო წარმოსადგენები ვიქნებოდით ისე,არა? - ბავშვურ ეიფორიას ვერაფრით მალავდა ვაჩეს ახალი სატრფო. - ყველაფერს მომიყვებოდი ვაჩეს შესახებ. მის იმ მხარეს დამანახებდი,რომელსაც თვითონ მალავს.
-მაგაში ეჭვი მეპარება,ანუკა. - უფრო სერიოზული ტონი გაუხდა ბრეგვაძეს. - თეკლემ ვერაფრით მოახერხა ჩემი ისე გაცნობა,რომ შენ დაგეხმაროს ახლა. - იმას ელაპარაკებოდა,მაგრამ თვალს არ მწყვეტდა. თვეები დასჭირდა,თუმცა მაინც გამისწორა მზერა და როცა ეს გააკეთა, ყველაზე წარმატებულად მატკინა.
-თქვენის ნებართვით, მე წავალ, კიდევ ერთი ლექცია მაქვს და მაგვიანდება. - ორივეს დავემშვიდობე, ნელა შევტრიალდი და წამოვედი. დინჯი ნაბიჯით გამოვდიოდი ეზოდან, არ მინდოდა ჩემს ტემპს გავეყიდე. ვცდილობდი დამემტკიცებინა,რომ ვერ შეძლო ჩემთვის გულის ტკენა,მაგრამ ვის ვატყუებდი?! ერთადერთი რაც მსურდა, სადმე დამალვა და ცრემლის დაშრობამდე ტირილი იყო.
რა თქმა უნდა, არავითარი ლექცია არ მქონია. მაშინვე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი,რათა ოთახში გამოვკეტილიყავი და ჩემი გეგმა სისრულეში მომეყვანა.

*_*_*_*

-მაგას ქვია ქაჯი საქციელი! რამდენიმე თვეა დაშორდით და უკვე სხვასთან ერთადაა. თან ვისთან? შტერების ქალღმერთ ანუკა შენგელიასთან! - ისე ბობოქრობდა თაკო,თითქოს ვაჩეზე კი არა, კაკიზე ბრაზობდა. - ეგ ყოფილა უპრინციპო ადამიანი! უგემოვნო და რავიცი კიდევ...ისეთი, აი ისეთი, მომეშველე მაღლივი! - ლექსიკამ რომ უმტყუნა,გვერდით მჯდარ სესილის შეუტია.
-ბლუწუნა კაცი ყოფილა. - მიეშველა „მაღლივი“
-ხო, აი, ზუსტად! გენაცვალე, სოსკა, მჭერმეტყველებაში! ეგ ყოფილა ბლუწუნა კაცი!
-თაკო, ვაფასებ შენს თანადგომას,მაგრამ დავყრუვდი. - ჩირივით მოწურული ვიყავი საცოდავობისგან.
-რას ქვია?! - ისე გაუფართოვდა შეურაცხყოფილ თაკოს თვალები,თითქოს შევაგინე. - რატომ მაჩუმებ?! უნდა გითხრა ყველაფერი,რასაც მაგ შენს ვაჩეზე ვფიქრობ!
-ჩემი აღარ არის. - სიმწრით ჩამეცინა.
-„სოც.პოლის ზეკაცი“ კი არა, „შტერეთის მბძანებელი“ ყოფილა!
-რა მოიგონე ახლა?! - სიცილი ვერ შევიკავეთ მე,სესილიმ და ნენემ.
-„შტერეთის მბრძანებელი“ დიახაც! - გაიბადრა ზუსტი შესატყვისის პოვნით გახარებული.
-ვაიმე, თაკო, ნეტავ ამდენ დროსა და ენერგიას სწავლაზე ხარჯავდე. შენ რატომ ნერვიულობ, ვისთან ერთად იქნება ვაჩე? შენგელიასთან კი არა, ხატია წერეთელთან იყოს თუ უნდა, ჩვენ როგორ დავუშლით?!
-ჯერ ეს ერთიც ,შენ ჩემს „ქრეიზის“ შეეშვი და მერე მეორეც, ჩვენთან მაინც ნუ იკატუნებ თავს, ასათიანო თეკლე! - არაფრით მშვიდდებოდა.
-არ ვიკატუნებ თავს. მართლა ასე ვფიქრობ.
-შენ გოგო, ანუკა შენგელია ხო არ დაგემართა მართლა, რა თავს იშტერებ?! ვერ ხვდები, რატომ აკეთებს ვაჩე ამ ყველაფერს? - რომ გაეჭვიანოს! გაგაბრაზოს და ისეთივე ნაღალატევად გაგრძნობინოს თავი,როგორც თვითონ გრძნობს.
-მე ასე არ მგონია. - მთელ ძალისხმევად მიჯდებოდა მშვიდად ყოფნა,მაგრამ არ ვტყდებოდი. - გეგის ველაპარაკე... - ჩამწყდარი ხმით დავამატე.
-რაო მერე?!
-დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი,მაგრამ მგონია,რომ უყვარსო. - ცრემლი მომაწვა და თმა წინ ჩამოვიყარე,სახე რომ დამემალა.
-ეგ გითხრა გეგიმ? რა სისულელეა! სულ რომ მასე ფიქრობდეს, არ გეტყოდა. - სესილიმ ხელები გაასავსავა.
-არ უნდოდა თქმა,მაგრამ უთავმოყვარეო ქალივით,შევეხვეწე. მეც მეგონა, თამაშობდა ვაჩე,მაგრამ გეგის რეაქციამ დამარწმუნა,რომ ვცდები. სერიოზული გეგმები აქვს ანუკასთან,როგორც ჩანს.
-რამდენიმე თვეში დაგივიწყა?
-მანამდეც ქონიათ ურთიერთობა,მაგრამ მხოლოდ მეგობრული,როგორც გეგიმ დაიფიცა. ვაჩე ჩემ გამო ერთი წამითაც არ ფიქრობდა სხვანაირ ურთიერთობაზე მასთან,მაგრამ რაც დავშორდით...
-რაც დაშორდით, დაფიქრდა? - ჩაეცინა ირონიით თაკოს.
-ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მე ვაჩესთან მართალი არ ვარ და შესაბამისად, არ მასზე გაბრაზების უფლება მაქვს. ამ სიმართლეს გვერდს ვერ ავუვლით. ასე რომ, ძვირფასო თამარა, მორჩი ვაჩეს ლანძღვას. თუ ვინმეს გალანძღვა გინდა, მე მომდექი. ვაჩეს არაფერი დაუშავებია იმის გარდა,რომ ზედმეტად ვუყვარდი და მე მის სიყვარულსს ვერ გავწვდი. - ალბათ პირველად ვლაპარაკობდი ამ თემაზე ასე ღიად. პირველად გავიაზრე ასე ნათლად ყველაფერი და პირველად ვიგრძენი ჩემი დამნაშავეობა ცხადად.
თაკომ ვეღარაფერი მითხრა. მისი გაჩუმებაც კი შევძელი. მე კი სწრაფად წამოვდექი, აბაზანაში შევიკეტე და სარკის წინ ავტირდი.

*_*_*_*

„ანუკა და ვაჩე“
„ვაჩე და ანუკა“
„შენგელია და ბრეგვაძე“
„ბრეგვაძე და შენგელია“
საითაც უნდა წასულიყავი,სადაც უნდა დამდგარიყავი, მაინც ვერ მოახერხებდი ისეთი ადგილის შერჩევას,სადაც ერთხელ მაინც ვერ გაიგონებდი ახალ წყვილზე მოჩურჩულე ენებს.
წლის წყვილად მალევე იქცნენ. ბევრისთვის ყველაზე საყვარლებადაც.
მალე აღარავის ახსოვდა,რომ ერთ დროს „თეკლე და ვაჩეც“ არსებობდა.

მე კი ჩემი თავი მძულდა იმის გამო,რომ მეათასედ ყურმოკრულ „ვაჩე და ანუკაზე“ მაინც ისევე გამკრავდა ხოლმე გულზე რაღაც მტკივნეულად,როგორც სულ პირველზე.
ვერ ვიჯერებდი ,რომ „ჩემი“ ვაჩე ჩემი აღარ იყო.
რომ მე აღარ ვიყავი მისი „არა“ და ჩვენ აღარ ვიყავიტ არა-ნორმალურები.
ვერაფრით ვეგუებოდი,რომ ლექციების შემდეგ აღარ მაკითხავდა მანქანით და მასეირნებდა ქალაქში უგზო-უკვლოდ.
აღარ ეჭვიანობდა მწვანე ჩაიზე,
აღარ დავყავდი „გვირაბში“ პაემნებზე,
აღარ დავცინოდი გალანტურობაზე,
აღარ სწავლობდა ახალ სიტყვებს თავისი „ლექსიკონისთვის“
აღარ ვიყავით თეკლე და ვაჩე.
არაფერი აღარ იყო ძველებურად.
მენატრებოდა.
მენატრებოდა ყოველდღე უფრო მეტად.
გული მტკიოდა, რომ ქარს გავატანეთ ყველაფერი,რაც გვაკავშირებდა და ახლა უბრალოდ ნაცნობების როლს ვთამაშობდით ორივე.

ის სხვაგან იყო, მე სხვაგან.
ის სხვებთან - მე სხვებთან.
აღარ ვიყავით ერთი მთლიანობა.

*_*_*_*

დეკემბერი იწურებოდა. ერთი კვირა რჩებოდა ახალ წლამდე.
მეორე შუალედურამდე ლექცია მქონდა მეორე კორპუსში. მერე კი პირველში უნდა გადავსულიყავი თაკოს და კაკის სანახავად.
„გვირაბში“ ჩასვლამდე შევეჩეხე ვაჩეს და აღმოჩნდა,რომ ისიც პირველში მოდიოდა. წამით ბედის არსებობა მართლა დავიჯერე - მე და ვაჩე ისევ გვირაბში.

-გამარჯობა. - უხეიროდ მომიგდო სალამი და კიბეზე ჩასასვლელი გზა დამითმო.
-გაგიმარჯოს. - მეც ჩავიბურტყუნე და წინ წავედი.

გვერდიგვერდ მივდიოდით იმ ადგილას,სადაც ერთ დროს „პირველ პაემანზე“ მომიყვანა ვაჩემ. მაშინ სიცილით ვაყურებდით კედლებს, ახლა - აუტანელი დუმილით.
იმ ადგილს რომ ჩავუარეთ,სადაც „თეკლე მიყვარხარ“ ჯერ კიდევ გარკვევით ეწერა, გავჩერდი.
-ამას არ წაშლი? - სასხვათაშორისოდ ვკითხე, ვერაფრით შევიკავე თავი.
შემობრუნდა და კედელს მიაჩერდა. ვცდილობდი, მისი გამომეტყველებით გამომეცნო რეაქცია,მაგრამ ვერაფერი შევნიშნე მის არაფრისმთქმელ სახეზე.
-რატომ უნდა წავშალო? - გულწრფელად გაუკვირდა.
-როცა ანუკას მოიყვან აქ, უხერხულობა რომ არ შეიქმნას. - წავუსულელე.
-აქ ანუკას არ მოვიყვან. - ძალიან მშვიდად მამცნო.
-რატომ? - გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა,შემეშინდა, ვაჩემაც არ გაიგონოს-მეთქი.
-იმიტომ,რომ აქ შენ მოგიყვანე. რა კითხვაა? ეს გადავშალო და „ანუკა და ვაჩე“ დავაწერო? ასეთ შეურაცხყოფას არასდროს მივაყენებ ანუკას. - ისეთი გულწრფელი ჩანდა,მეგონა გული გამისკდებოდა. მაშინ ნამდვილად დავრწმუნდი,რომ ვაჩე ანუკას არ ეთამაშებოდა.
-თუ აღარ ვვარსებობ შენთვის,რატომ არ გადაშლი ამ წარწერას?! - იმ ბრაზმა შემომიტია,რომლის განცდის უფლებაც არ მქონდა.
-ბავშვები არ ვართ. მაშინ რაც გითხარი, ბევრ რამეს ვნანობ. გულწრფელად გეუბნები. იმიტომ არა,დამნაშავედ რომ გაგრძნობინო თავი.
-მეტად ვეღარ მაგრძნობინებ,დამიჯერე. - ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ყელზე ვიღაც მარყუჟს მიჭერდა.
-გეგი მელოდება,მეჩქარება, წავალ... - ფეხს აუჩქარა.
-სულ არ გენატრები ხოლმე? - არ ვიცი ეს რატომ მივაძახე ან რა გამბედაობამ შემაძლებინა,მაგრამ როცა გავაანალიზე,უკვე ნათქვამი მქონდა.
ისე მოწყვეტით შეჩერდა,თითქოს ადგილს მიეწება. ნახევარი ტანით მომიბრუნდა და , ჩემდა გასაკვირად, გამიღიმა.
-მენატრებოდი მაშინ,როცა საფრანგეთში იყავი. - ისე თავისუფლად მითხრა,მეც უშუალოდ მივიღე მისი ნათქვამი. - ენატრებათ ის,რაც ეკუთვნით. - ზურგი მაქცია და წავიდა.

*_*_*_*

ყველაზე მეტად ის სიტყვებია მტკივნეული,რომელთაც ხელოვნური ძარღვი არ სჭირდებათ ემოციის გასამძაფრებლად“

*_*_*_*

ახალ წელს გოგოები ერთად შევხვდით ჩემთან. (ჩემი მშობლები ისევ გერმანიაში იყვნენ,ამჯერად უჩემოდ) ბიჭებმა შემოგვთავაზეს, სადმე წავიდეთო,მაგრამ ოთხივეს გვერჩივნა შინაურულ გარემოში აღგვენიშნა.
კარზე ზარის ხმა რომ გავიგე და მერე თაკოს კივილი,მივხვდი,კაკიმ სიურპრიზი რომ გაგვიკეთა და მეკვლედ მოგვევლინა.

-შემოვდგი ფეხი,გწყალობდეთ ჯი-პი-ეი! - როხროხა ხმით შესძახა ოთახში შემოსულმა კაკიმ,მას მოყოლილმა საბამ კი შამპანიურის ბოთლი გახსნა.
-გილოცავთ ახალ წელს! - გაგვიღიმა და ჭიქებში სასმლის ჩამოსხმას შეუდგა.
-რატომ არ მითხარი,თუ მოდიოდი? მეგონა კაკაბასთან შეხვდებოდით,დაჩაზე. - ისეთი დაშაქრული ტონით მიმართა თაკომ კაკის,კინაღამ ჩამოვდნი. საერთოდ, მათი ურთიერთობის მთავარი ღირსება ეს იყო - ყველასთან მყეფარე,კაკისთან შაქარყინულად გადაიქცეოდა ხოლმე.
-თქვენ არ წამოხვედით და რა „მუღამი“ ქონდა? - გაუღიმა კაკიმ და ჩაიხუტა. - საჩუქარს არ ნახავ?
-ვაიმე,საჩუქრები კართან დავტოვე! - მაშინვე შეხტა თაკო და საჩუქრების მოსატანად გავარდა. - ნახეთ, ჩემმა ვარსკვლავთბიჭუნამ თქვენც მოგიტანათ საჩუქრები. - ცოტახანში გაბრწყინებული სახით დაბრუნდა უკან და ყველას დაგვირიგა ჩვენ-ჩვენი საჩუქრები.
-ეს ბიჭი ისეთი ძვირფასია, სულ მიკვირს რით მოხიბლე. - სერიოზული სახით შეხედა ნენემ წყვილს.
-ვირის ტვინი მაჭამა. - გაეცინა კაკის.
-ვირის ტვინი და ფასკუნჯის ტოლმა კიდე! - შუბლი შეკრა თაკომ. - შენ ნენეს ნუ აყვები,კაკი, ინტრიგანი სოც.პოლელია ეგ. - გადაუჩურჩულა მერე გვერდით მდგომს.
-კაკია,რას გაილექსე,ბიჭო, რანაირი მეკვლე ხარ შენ? არ უნდა დაილოცო?! - საბამ სასმლით სავსე ჭიქა შეაჩეჩა ხელში.
-ვთქვი მე უკვე , გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ჯი-პი-ეი-ს წყალობას-თქო! - გაიმეორა ჩვენმა მეკვლემ ომახიანად და ჭიქა მოგვიჭახუნა.
-ჯი-პი-ეი-ს და სოცებს კორპუსის წყალობაც უსურვე,თორემ საცაა თავზე ჩამოენგრევათ მეექვსე. - დაუმატა საბამ.
-ჩაარტყი,საბუნ, მისწავლებია! - კმაყოფილებით გაიბადრა თაკო.
-ქედმაღალი ჰუმანიტარები, გაზიპინებული „პირველის“ მკვიდრნი... - ისე ბოროტულად ჩაილაპარაკა ნენემ,თითქმის შემეშინდა.
-ნენჩიკ, ღრმად ისუნთქე, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ფაკულტეტი! - სიცილით დავამშვიდე დაქალი.

სმა რომ გააჩაღეს,სიმღერა და დაკვრა, აივანზე გამოვიპარე და ცოტა ხნით განვმარტოვდი.
ისეთი ლამაზი იყო, ფერადად შეღებილი თბილისი და ისეთი ცოცხალი, მუხტი მეც გადმომედო. გაუაზრებლად წავიღე ხელი ჯიბისკენ,მობილური ამოვიღე და ვაჩეს მივწერე:
-„გილოცავ ახალ წელს.“
პასუხს არ დაუყოვნებია. როგორც ჩანს, ჩვენზე არ მოქმედებდა „გადატვირთული ხაზები“
-„მადლობა, მეც გილოცავ :))“
უეცრად მომინდა მიმეწერა ყველაფერი,მელაპარაკა მასთან დილამდე. მეცინა ცრემლებამდე,მერე, გამთენიისას, დაღლილს მის მხარზე დამედო თავი და ისე შევხვედროდი წლის პირველ დილას.
შარშან ამ დროს ერთად ვიყავით. წყვილის სტატუსის გარეშე,მაგრამ კარგად ვიცოდი, ის რას გრძნობდა და მეც,მხოლოდ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი გრძნობებში. რას არ მივცემდი, იმ დროის დაბრუნება რომ ყოფილიყო შესაძლებელი. ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს დავაბრუნებდი, ვაჩესკენ შევბრუნდებოდი,ვეტყოდი,რომ მიყვარს და ისე ვაკოცებდი,როგორც ბანალურ ფილმებშია.
სივიცე ვიგრძენი. სიცივე,რომელსაც მხოლოდ მისი ჩახუტება დააოკებდა.
ვგრძნობდი,რომ ახლოს იყო. ალბათ მეზობელ კორპუსში, გეგისთან. იქნებ ანუკაც მასთან იყო?! იქნებ ჩემს მესიჯს მის თვალწინ კითხულობდა უემოციოდ?! იქნებ მას ეხვეოდა? ეხუტებოდა, ეფერებოდა, კოცნიდა იქ,სადაც მე: საფეთქელზე, ყვრიმალზე,ტუჩთან ახლოს...

-თეკლე, სად დაიკარგე, შემოდი,რა, იმ სიმღერის ტექსტი გაგვახსენე! - სესილიმ დამიძახა შიგნიდან და მალე აივანზეც გამოჩნდა. - ქურთუკი სად დაკარგე,შვილო,გაცივდები!
-რომელი სიმღერის ტექსტი?
-აი, ბორჯომის ხეობაში რომ დადის. - გამიღიმა ოცდათორმეტივე კბილით.
-ჰა?! ვინ დადის ბორჯომის ხეობაში? - გამეცინა გაკვირვებულს.
-აი, კუკუშკა მატარებელზე როა,რა!
-ვაიმე, რათ გინდათ მატარებელზე სიმღერა ახალი წლის ღამეს?!
-კაკიმ უნდა იმღეროს,შენ ტექსტი დაგვიწერე! - ისე გააქნია ხელი სესილიმ,კინაღამ სახეში გამარტყა.
-ნეტა გიჟები არ იყოთ,რა! - იმხელა ხმაზე გადავიხარხარე,მთელი „პლეხანოვი“ ფეხზე დავაყენე.

*_*_*_*

ახალი წლის პირველი კვირა „აუ, ნაბეღლავი მომიტანე,რა“ - ში გაგვატარებინეს ბიჭებმა. მერე სწავლა განახლდა და ყველას დაგვადგა საშველი.
ერთ კვირაში ფინალურები დაიწყო. (ფინალურები ლათინური სიტყვაა და ქართულა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას ნიშნავს) შესაბამისად ჩვენც ვათებენდით და ვაღამებდით წუწუნში. (შიგადაშიგ წიგნებზეც წაგვიცდებოდა ხელი,მაგრამ არც ისე ხშირად.)
მაგრამ , ჩემდა გასაკვირად, ყველა გამოცდამ მშვენივრად ჩაიარა.

ბოლო ფინალურიდან მე და ნენე ერთად გამოვედით. იმის მაგივრად,რომ გამოცდაზე გველაპარაკა, ბაკურიანის გეგმებს ვაწყობდით ბედნიერად. გარეთ გამოსულებმა ვაჩეს მანქანა დავინახეთ. სწორედ იმ დროს გადმოდიოდნენ ანუკა და ვაჩე. ისე გულიანად იცინოდნენ და ისეთი ბედნიერები ჩანდნენ, ნებისმიერს შეშურდებოდა მათი.
-ხო და, ასე ამბობს კაკი და ვითომ დავუჯეროთ? - ნენემ სწრაფად გადამატანინა ყურადღება.
-დავუჯეროთ,რა. თუ სულ ჩვენი უნივერსიტეტიდან იქნებიან ბავშვები,გავერთობით. თან მეტ ხალხს გავიცნობთ. - მაშინვე ვუპასუხე. უკვე კიბეებზე ამომავალი წყვილი არც შემიმჩნევია.
-პრივეტ,გოგოებო! - ანუკას ისე გაუხარდა ჩვენი დანახვა,თითქოს წლების დაქალობა გვაკავშირებდა. - როგორ დაწერეთ? რთული იყო? აუ, ის საკითხი შეგხვდათ, მექანისტური სოციოლოგიის წინააღმდეგობებიო, თუ რაღაც?
მე და ნენემ გაკვირვებით გადავხედეთ ერთმანეთს.
-არა,ჩვენ არ შეგვხვედრია. - ნენემ გასცა პასუხი.
-გამარჯობა,გოგოებო. - ვაჩეც მოვიდა და მოგვესალმა. - ანუკ, დავაგვიანეთ ისედაც,წამო,რა. - თავის სატრფოს ჩაკიდა მერე ხელი და წაიყვანა.
-ჰმ, ეს ანუკა არც ისეთი შტერია მემგონი,ხო?! - გადმომხედა გაკვირვებულმა.
-რავიცი მე, ალბათ. მოკლედ, ბაკურიანი გადავწყვიტეთ ხო? - საერთოდ არ მინდოდა მათზე ფიქრი.
-კარგი,ხო, ჯანდაბას,გადავწყვიტეთ! - დამეთანხმა ნენე.
არდადეგების მოლოდინით აღტკინებულებმა, ბედნიერად გავწიეთ ავტობუსის გაჩერებისკენ.


*_*_*_*

-თეკლე, რაღაცას გეტყვით,ოღონდ არ გაბრაზდე,რა! - ფრთხილად წამოიწყო ლაპარაკი წინა სავარძელზე მჯდარმა თაკომ,როცა თითქმის უკვე ჩასულები ვიყავით ბაკურიანში.
-მითხარი.
-ბაკურიანში თურმე ვაჩე და ანუკაც იქნებიან. არ ვიცოდით,გეფიცები! - ისე უცებ მომაყარა გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-რა?! - გამეცინა მოულოდნელობისგან.
-ვაჩე და ანუკაც იქნებიან სხვებთან ერთად. თაკოს თავს გეფიცები, არ ვიცოდი,თორემ არ შემოგტავაზებდით ამ ტურს,ხო იცით? - მძღოლის სარკიდან მიყურებდა კაკი.
-ისინიც იქნებიან? - ჩემთვის ჩავილაპარაკე. - და ახლა იმიტომ მეუბნები,რომ არ გადავიფიქრო,ხო,თამარა?
-აუ, არ მეჩხუბო,რა. რატომ არ უნდა წამოხვიდე,ვერ გავიგე?! ის უგემოვნო წყვილი იყოს თავისთვის და ჩვენ გავერთობით უმაღლეს დონეზე!
-კარგი, ნუ იქნევ მაგ ხელებს,თაკო, ვეღარ ვხედავ გზას და დავილეწებით. - გაეცინა კაკის.
-დავილეწებით?! - მაშინვე წამოყო თავი მიძინებულმა ნენემ.
-ხო, აი, პროცესში ვართ. ვერ ატყობ ფერდში ხის მორი როგორ შეგდის?! - მაშინვე დასცინა თაკომ.
-ჰა,ჰა, სასაცილოა. - ამოილუღლუღა ნენემ და ძილი განაგრძო.
-აუ,თეკლე, ხომ არ ბრაზობ?
-არა, არ ვბრაზობ,თამარა, დამშვიდდი.
-აბა არ ბრაზობ,მაგრამ მაინც წახვალ?
-არც წავალ.
-აბა არ ბრაზობ, არც წახვალ და ოთახში ჩაიკეტები რომ მივალთ?
-ოთახშიც არ ჩავიკეტები! - გამეცინა.
-ე, აბა სერიოზულად დაიკიდებ იმ „შტერეთის მბრძანებელს“ და მის ვაი-სატრფოს? - თვალები გაუბრწყინდა.
-კი,თაკო, ნუ შემიკალი!
-ჩემი სიამაყე ხარ შენ! - ღვედი შეიხსნა,ჩემკენ შემობრუნდა და ჩასახუტებლად გადმოიწია.
-თაკო, დაჯექი ადგილზე, აგვლეწავ მართლა,გოგო, რას აკეთებ! - მაშინვე აყვირდა კაკი. მის ყვირილზე ისევ წამოყო თავი ნენემ.
-ჩამოვედით?!
-იიი,ხაშურში ვართ?! - გააჯავრა თაკომ და ადგილს დაუბრუნდა. - დაიძინე,ნენე, „ეტა სტანცია გორი“
-ნორმალური ხარ,გოგო?! პატრულს რომ დაენახე ასეთ ფორმაში და რომ ჩამოერთმია ჩემი სიმწრით ნაშოვნი მართვის მოწმობა,სად მიდიოდი?! - ბრაზობდა კაკი.
-სადაც სამჯერ გახვედი,მეოთხედაც გახვიდოდი. - მხრები აიჩეჩა თამარამ.
-მესამე ცდაზე აიღე მოწმობა?! - გამეცინა.
-ქო,გოგო, თეორიაში იჭლებოდა,ჩემი ბაჭია. - ენა მოიჩლიქა და კაკის ცხვირზე დაკრა თითი.
-კაკაბას რო გაუსკდა თავი! იმან დამარიგა, სურათზე თუ ბნელა,მეოთხე შემოხაზეო, გამოშტერებული ეგ!
-კაკაბამ მერვე ცდაზე რო აიღო ეგ მოწმობა, მაგით რატო ვერ გამოიტანე დასვკნა შენ? - ახარხარდა თაკო და მეც ავყევი.
ბაკურიანამდე ასე ჩავედით. მუცლის ატკიებამდე სიცილით, ნენეს „წამოხტომებით“ და კაკის გაბრაზებული სახით.

*_*_*_*

მე,ნენე და თაკო ერთ ნომერში მოვხვდით, სასტუმროს ყველაზე ზედა სართულზე. კაკიმ ისე ათრია ჩვენი განუზომლად ბევრი ბარგი, ერთხელაც არ დაუწუწუნია. ბოლო ჩანთაც რომ შეიტანა ნომერში, ლიფტის კარი გაიღო და ვაჩე შეყვარებულითურთ გამოჩნდა.
-ეე, ლიფტი თუ ქონდა ამ სასტუმროს, რას მოვიწყვიტე წელი კიბეზე სიარულით?! - ისე შეიცხადა კაკიმ,თითქოს პირველად ხედავდა ლიფტს.
თაკომ ისე ეშმაკურად ჩაიხითხითა,საწყალი ბიჭი მაშინვე მიხვდა მის ოინს.
-იცოდი,რომ ლიფტი ქონდა და სპეციალურად გამაწვალე ხო?!
ახლა უკვე ხმით ატეხა ხარხარა ჩემმა საშინელმა დაქალმა.
-საერთოდ არ გიყვარვარ,გოგო?! ან არ შეგეცოდე? მომწყდა წელი,კაცად აღარ ვვარგივარ!
-ვაიმე,ბოდიში, ჩემო ბაჭია, მოდი გაკოცო ასეთი კარგი ბიჭი რომ ხარ. - მაშინვე დატკბა თაკო. - მაინტერესებდა უბრალოდ, რამდენის გაძლება შეგიძლია ჩემი და ჩემი დაქალების გამო.
-თამარა, ვერა ხარ შენ,ხო? - გამეცინა. ყველას ისე გვეჭირა თავი,თითქოს ვაჩე და ანუკა არც დაგვინახავს.
-აი, ეს არის ჩემი ნომერი,ვაჩ. - ჩვენი ნომრის კარზე ანიშნა ანუკამ ვაჩეს. ყველამ ისეთი გამომეტყველება მივიღეთ,ვაჩე მაშინვე მიხვდა,რომ მის სატრფოს ჩვენთან ერთად მოუწევდა ერთი კვირით ცხოვრება.
არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ შეიტანა ბარგი და საწოლთან დაუდო. უკან გამობრუნებისას სულ სხვანაირი,ბედნიერი სახე ჰქონდა.
-გოგოებო, ხომ მიმიხედავთ ჩემს ანუკას? - ისე შემოგვცინა,ჭკუამხიარულს დაემსგავსა.
თაკოს გავხედე და მივხვდი,დასაწყნარებელი მე კი არა, ის იყო. კაკიმაც შეამჩნია,ნელ-ნელა რომ ემზადებოდა ამოსაფრქვევად და ხელი გადახვია დასამშვიდებლად.
-მივხედავთ,რა თქმა უნდა, ვაჩე, აბა რას ვიზამთ? - ნენემ უთხრა ღიმილით.
-შენი გამკვირვებია,ბრეგვაძე. - მაინც ვერ შეიკავა თავი თაკომ. შევატყვე,რომ ჩემი არ იყოს,ყველა დაიძაბა რაღაც საშინელის თქმის მოლოდინში. - ასეთ ბრილიანტ გოგოს მარტო როგორ ტოვებ?! - ამოვუსინთქე,რაკი თავისებურ სტილში არაფერი თქვა.
ვაჩეს გაეღიმა.
-ვინ გითხრა,რომ ვტოვებ მერე? - ხელი მოხვია ანუკას და მიიხუტა. - ჩვენ მაშინაც ერთად ვართ,როცა შორს ვართ ერთმანეთისგან. - სიყვარულით აღსავსე მზერით შეხედა. ისეთი მზერით,მე რომ მიყურებდა.
უეცრად მომინდა, მივვარდნოდი და ის სახე ჩამომეკაწრა. რომ აღარასდროს არავისთვის შეეხედა „ჩემი“ მზერით. აღარავისთვის ეგრძნობინებინა იმხელა სითბო და სიყვარული,რამდესაც მე მაგრძნობინებდა.
-ვუიმე, გენათალეთ თქვენა. - ისე გაუღიმა თაკომ წყვილს,სახის დამანჭვას უფრო ჰგავდა მისი მიმიკა. მე არა, მაგრამ აი მას კი მართლა იჭერდა კაკი,რომ არ მივარდნოდა ვაჩეს და ჩემი სურვილი სისრულეში მოეყვანა.
ნენემ გამომხედა,მიხვდა,რომ ვეღარც ისე ყოჩაღად ვიჭერდი თავს.
-რას დამაყენეთ ჰოლში? წავედით,რა, ამოვალაგოთ ბარგი და ჩავიდეთ საჭმელად. - ხელი დაგვავლო მე და თაკოს, შეხვედრამდეო ბიჭებს დაუბარა და ნომერში შეგვყარა.

-ფიფ, მერზიავეც! - კარის მიხურვისთანავე ფურთხება დაიწყო თაკომ.
-ვაიმე,გეხვეწები ნუ ილანძღები ბებიაჩემივით,რა! - შეევედრა ნენე.
-რას გეტყვი,იცი? ერთ ზაფხულს თქვენს მეზობელ გივიას რომ ლანძღავდა და მე ვეუბნებოდი,რას ერჩით ბებო, მშვენიერი ბიჭიათქო, იმიტომ მარეკინა მერე თავისი ძროხები მაგ შენმა გივიამ მთელი დღე!
-ეგ აღარ მახსოვდა! - ისეთი არანორმალური ხმით ავხარხარდი,მეზობლები დავაფრთხე ეჭვი მაქვს. რომ მახსენდებოდა ნახირიდან დაბრუნებული დასვრილი,დაქანცული და ჯოხით ხელში თაკო,უფრო ვუმატებდი სიცილს.
-ნუ დამცინი,იდიოტო! - ბალიში გამომიქანა მაშინვე. - ჩემი ყველაზე მტკივნეული მოგონებაა ეგ და არ არის სასაცილო!
-რას იხსენებდი,მერე? - ჩემზე არანაკლებ დღეში იყო ნენე.
-ჰო,იცინეთ,იცინეთ,სანამ შეგიძლიათ. შემობრძანდება ცოტახანში ის „სადურაკეთის დედოფალი“ და უნდა ვისხდეთ მერე მოჟამული სახეებით! - მაშინვე შეგვახსენა ანუკას არსებობა,სიცილი რომ ჩაეხშო.
-რაღა ჩვენთან მოხვდა ისე? - მაშინვე დაიწუწუნა ნენემ.
-ჭირი მაგათ! ჩემი სოსკა არ უნდა იყოს აქ და მაგას უნდა ვიტანდეთ? თოვლზე მეტი უსამართლობაა ამ ბაკურიანში!
-თაკო, შენ არ მარიგებდი, მაგათ ყურადღება არ მიაქციო და შენთვის გაერთეო? ახლა შენ თვითონ ნერვიულობ? - სიცილით ვუთხარი. თაკოს რომ ვუყურებდი ასე გამწარებულს,სულ მავიწყდებოდა,რომ ანუკას ასე ახლოს თანაარსებობა პირველ რიგში ჩემი პრობლემა იყო.
-მე ვთქვი მთლიანად ბაკურიანში მათი არსებობათქო! ეგ იმას კი არ ნიშნავს,რომ მის ხვრინვას ავიტან გვერდით საწოლზე! - ისე აიფოფრა,მჩხავანა კატას დაემსგავსა და სიცილი ვერ შევიკავე.
-გადამრევს მე ეს გოგო! - აღშფოთებულმა გახედა ნენეს. - თვითონ რატომ არ ადარდებს, ყოფილი შეყვარებულის ვითომ-შეყვარებულის ატანა რომ მოუწევს აქ?!
-თამარა,ისუნთქე. მე რა შემიძლია გავაკეთო?
-ვაიმე,დამღალე თეკლე! - უცებ წამოვარდა ფეხზე გაცეცხლებული. - რაც დაშორდით იმას იმეორებ, მე რა შემიძლია გავაკეთოო და სულელი ხარ თუ მართლა ვერ ხვდები რა უნდა ქნა?! წადი დაელაპარაკე ვაჩეს,უთხარი ყველაფერი და დაიბრუნე. აი, რა უნდა გააკეთო!
-რისთვის დაველაპარაკო,რისთვის?! - მეც ავუწიე ტონს აღელვებულმა. - აღარ ვუყვარვარ ადამიანს,რა ვერ გაიგეთ?! ვერ ხედავთ,რა ბედნიერია ანუკასთან? ვერ ხედავთ, მე როგორ მიყურებს?! აღარ ვუყვარვარ! დაიღალა; მე დავღალე და გავაქციე. ეძახე ანუკას დურაკების დედოფალი, ფაქტია,რომ ვაჩე მასთან თავს ბევრად უფრო ლაღად,თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს! - გაცხარებულმა,საწოლზე ვისროლე ტანსაცმელი,თაკოს გვერდი ავუარე და ნომრიდან გამოვიქეცი..
მაშინვე ლიფტში შევვარდი და პირველი სართულის ღილაკს მივაჭირე თითი. მინდოდა, ცოტა დრო მქონოდა საკუთარი საცოდაობის დასატირებლად. კედელს მივენარცხე ზურგით, ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი.
ვეღარ გავუძელი. დამღალა თავდაჭერილი,აუღელვებელი გოგოს როლის თამაშმა.
სანამ კარი გაიღებოდა, ნაჩქარევად შევიმშრალე ცრემლები,მაგრამ სარკეში მაინც მოვახერხე დაწითლებული თვალების დანახვა.
ლიფტის კარი რომ გაიღო და ვაჩეს შევეჩეხე, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა ფექვეშ და შიგ ჩავეტანე,ოღონდ ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე.
-რა გჭირს? - მაშინვე მკითხა,როგორც კი თვალი შემავლო და მომეჩვენა,რომ შეშფოთდა.
-არაფერი. - ჩამწყდარი ხმით ამოვიხავლე და გავეცალე.
-იტირე? რა გატირებდა? - ამედევნა.
-შემეშვი,ვაჩე. - მიზანმიმართულად მივიწევდი გასასვლელისკენ,მაგრამ სად მივდიოდი, არ ვიცოდი.
-რა მოგივიდა, მითხარი! - წინ გადამეღობა და წასვლის შესაძლებლობა აღარ მომცა.
-შენ რა გადარდებს,შეგიძლია მითხრა?! - თავი ვეღარ მოვთოკე და საკმაოდ ხმამაღლა ვკითხე.
ვაჩემ მაშინვე გარშემო მიმოიხედა და დარწმუნდა, არავინ გვისმენდა ან გვიყურებდა.
-რადგან გეკითხები, ესე იგი,მაინტერესებს. - მშვიდად მიპასუხა.
-რას გეტყვი,იცი?! მე თავი დამანებე და შენს უძვირფასეს ანუკასთან წადი,კარგი?!
-ანუკა რა შუაშია? - ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი.
-ყელში ხართ უკვე და გული მერევა თქვენს „ზე წყვილზე“ , მინდა, იცოდე! - უცებ მივახალე ყველაფრით დაღლილმა, მკერდზე ვკარი ხელი,ჩამოვიშორე და სწრაფად დავტოვე სასტუმროს შენობა.

*_*_*_*

დიდხანს ვიარე გამწარებულმა. არც ვფიქრობდი, რა მიმართულებით მივდიოდი ან რატომ. მხოლოდ ის ვიცოდი,რომ ცოტა ხნით მაინც უნდა დამეღწია თავი „ანუკა-ვაჩე“ არეალიდან.
უნივერსიტეტში ვაჩე და ანუკა;
კურსზე ვაჩე და ანუკა:
ლექციაზე ვაჩე და ანუკა:
ეზოში ვაჩე და ანუკა:
ახლა კიდევ ბაკურიანში,საკუთარ ნომერში მომიწევდა მათი ატანა!
უკვე ისე ვბრაზობდი, ისე მეშლებოდა ნერვები, წკიპზე ვიყავი და სანამ თავს შევირცხვენდი,მერჩივნა ყველას გამოვრიდებოდი.
მაშინ ვინანე,რომ შარშანდელივით გერმანიაში არ გავყევი ჩემს მშობლებს. ყოველთვის,როცა ვაჩესთან უნდა დავრჩენილიყავი,მივდიოდი და ერთადერთხელ,როცა მასთან განშორება მჭირდებოდა, დავრჩი. პარადოქსული ურთიერთობა გვქონდა; მე ვიყავი ასეთი და იმიტომ.

იმდენი ვიარე, დიდველის სასტუმროებიდან პარკამდე ჩამოვედი. ხის გრძელ სკამზე ჩამოჯექი და მოვიბუზე. შორიდან ალბათ უსახლკარო ბავშვს ვგავდი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი ასე,მაგრამ გვერდით ვაჩე რომ მომიჯდა,ყველაფერი ერთ წამად მომეჩვენა.
-რატომ არ შემეშვები? - მობეზრებული ხმით ვკითხე. საერთოდ აღარ ვაპირებდი მასთან მორიდებით ლაპარაკს. აღარ მაინტერესებდა, მე ვიყავი დამნაშავე მასთან,თუ არა.
-რატომ ტირი?! - ჯიუტად მიმეორებდა იმავე კითხვას.
-მგონი, არც შენ გცნობივარ ისე კარგად,როგორც პრეტენზია გქონდა. - ცინიკურად ჩავიცინე და გავხედე.
თვალები შესამჩნევად გაუფართოვდა. აშკარად არ ელოდა, ჩემი მხრიდან ამ თემაზე აპელირებას.
-ვერ გავიგე?! - ამის თქმაღა მოახერხა.
-ვერც გაიგებ,თუ უბრალოდ არ გრძნობ იმავეს! - მკვახედ მივახალე გამწარებულმა.
-შენ რა იცი, მე რას ვგრძნობ საერთოდ?! - ბრაზით აენთო თვალები.
-ანუკასთან ყოფნით გამოწვეულ ბედნიერებას!
-მერამდენედ გეკითხები, ანუკა რა შუაშია? ჩემსა და შენ შორის ჩადგა?!
-არ ჩადგდა?! - გავგულისდი.
-არ გრცხვენია ამას რომ ამბობ?
-მე უნდა მრცხვენოდეს? მესმის,რომ დამნაშავე ვარ. არ უარვყოფ ამას არცერთი წამით,მაგრამ ისე როგორ მოხდა,რომ აგვისტოში მე გიყვარდი და მერე უცებ , ოქტომბერში ანუკა?! ასე უცებ როგორ მოახერხე ჩემი და იმ ყველაფრის დავიწყება,რაც გვაკავშირებდა?! - ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა. თითქოს, დიდი ხანი იყო არ მეტირა და ერთმანეთს ასწრებდნენ დღის შუქზე გამოსვლას.
-შენ გგონია, აღარ მიყვარხარ?! - ეს რომ მითხრა,ისეთი შეურაცხყოფილი სახე ჰქონდა, წამით მართლა შემრცხვა ჩემი ნათქვამის. მერე გავიაზრე,რაც მითხრა და ენა გადავყლაპე კინაღამ.
-რა? რა თქვი... აბა ანუკა?
-ანუკას არაფერი აქვს საერთო ჩვენთან,გაიგე! გგონია მარტივი იყო ჩემთვის იმის გააზრება,რომ ყველაზე სანდო ადამიანმა მიმტყუნა? არ იყო მარტივი ანუკასთან ურთიერთობის დაწყება,მაგრამ თვითონ ხდიდა ყველაფერს ძალიან მარტივს. ვიცი, რასაც ფიქრობთ მასზე შენ და გოგოები,მაგრამ თქვენ არ იცნობთ იმ ანუკას,რომელსაც მე. ჰო, შეიძლება გონებამახვილობით ვერ დაიკვეხნის,მაგრამ შემიძლია დარწმუნებული ვიყო,რომ არ მიღალატებს.
-მე არ მიღალატია შენთვის!
-მართლა? - ჩაეცინა ცალყბად. - მონაკოს პრინცი როგორ გყავს?! - დამცინავად მკითხა.
-არ ვიცი! საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა. ერთი თვით იყო და დამთავრდა,გესმის? აღარც კი მახსოვს. რომ მკითხო, ვერ გავიხსენებ,რა ფერის თვალები ჰქონდა,ან თმა. არ მახსოვს, რა სუნამოს ხმარობა. ვაჩე, მე შენი ყველაფერი მახსოვს. შენს სურნელს რა დამავიწყებს,როცა დღემდე კანით ვატარებ?! მითხარი, რა ღალატზე მელაპარაკები,როცა... - ხმა გამიწყდა და ამეტირა. ყველაზე მეტად არ მინდოდა,ამდენად სუსტი გამოვჩენილიყავი,მაგრამ საგულდაგულოდ გამოკეტილი ემოციები რიგ-რიგობით ფეთქდებოდნენ ჩემ შიგნით. - რატომ არ გჯერა ჩემი? რატომ...რატომ არ გინდა,გაიგო? - ხელებში მქონდა სახე ჩარგული და ვქვითინებდი.
არ ვუყურებდი,მაგრამ ვგრძნობდი,როგორ ეჭიმებოდა სხეული ნელ-ნელა. სუნთქვაც გაუხშირდა და დაუმძიმდა. თითქოს ჰაერიც გამკვრივდა ჩვენ გარშემო და ვაკუუმში მოვექეცით,სადაც მხოლოდ მე და ის ვიყავით.
ძალიან ნელა მოიწია ჩემკენ და მტანჯველი სიფრთხილით შემახო აცახცახებულ მხრებზე ხელები. მისმა შეხებამ სქელი ნაჭერი გაიარა და კანი ამიწვა.
-ნუღარ ტირი,რა. - ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა და მივხვდი,რომ ეს თხოვნა კი არა, მუდარა იყო.
-შენ გგონია,მე არაფერს ვგრძნობ. არ განვიცდი, არ მტკივა, არ მენატრები... ყოველდღე არწმუნებ თავს,რომ არ გიცნობდი,არასდროს მიყვარდი და ანუკასთან ყოფნა სწორია.
-თეკლე, აღარ აქვს მნიშვნელობა,რა მეგონა და როგორ. ყველაფერი წარსულია,გაიგე. ვეღარაფერს დავაბრუნებთ უკან. - თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ისეთი თბილი ტონით მითხრა , მივხვდი, ამას გულწრფელად მეუბნებოდა და არა ჩემს გასამწარებლად.
-როგორ შეგიძლია ასე?! მეუბნებოდი,რომ გიყვარდი და ახლა ამბობ,მორჩაო. რანაირად შეგიძლია? მეც მასწავლე,გეხვეწები!
-ძალიან მიყვარდი. მეგონა უსაშველო იყო ეს გრძნობა,მაგრამ ამ სიყვარულის ტოლფასივე იმედგაცრუება მივიღე. დღემდე ვცდილობ გულიდან შენ განდევნას. ერთ დროს მეტი იყავი,ვიდრე ანუკა. მერე ნელ-ნელა გათანაბრდით,ახლა ვგრძნობ,რომ ის მეტია,გესმის? შეიძლება თვეები გავიდა,მაგრამ მე მასში ის ვიპოვე,რასაც შენში უსაფუძვლოდ ვეჭიდებოდი. თეკლე, მე ანუკასთან ილუზიები არ მაქვს. ყველაფერი რაც გვაქვს ნამდვილია და ასი პროცენტით ვენდობი ამას. დღითი-დღე ვიწრიტები შენგან,დღითი-დღე მცირდები და ეს პროცესი ენითაღუწერელ ტკივილს მაყენებს,მაგრამ ვიცი,რომ საჭიროა. - ცრემლებმომდგარი მელაპარაკებოდა. პირველად ვხედავდი ამდენად გულწრფელს,სევდიანს და მტკივნეულად მართალს. - ვიცი,რომ არ ვარ სწორი და ამას არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ მართალი ვარ...გეუბნები იმას,რაც არის.
-როცა ჩემგან ერთიანად გათავისუფლდები,შემიძულებ? - ათრთოლებული ტუჩები მოვკუმე. სიჩუმეში მხოლოდ პასუხის მოლოდინით აჩქარებული გულისცემა მესმოდა.
-მე მაგას ვერასდროს შევძლებ. ვდილობდი,მთელი ძალისხმევით ვცდილობდი და მინდოდა,მაგრამ ვერ შევძელი! - კბილები ისე მაგრად დაასო ერთმანეთს,ყბის კუნთი გამოეკვეთა. - შენ არ იცი ჩემთვის რა იყავი,თეკლე. არავინ მიყვარდა შენზე მეტად; ან რატომ უნდა მყავრებოდა?! შენთან ყოფნის დროს ვიყავი ყველაზე სავსე და ბედნიერი. იმიტომ კი არა,რომ ლამაზი იყავი. ამ მიზეზით ყველაზე ნაკლებად მიხაროდა შენ გვერდით დგომა. უბრალოდ, შენ იყავი ჩემი მყუდროება. არვიცი,ამას ალბათ ვერასდროს აგიხსნი. უნდა ვიმედოვნო,რომ გამიგებ,რადგან ამას ორმხრივად განვიცდიდით. ცივ დღეებში შენთან ერთად ჩაის დალევა და წვიმაში უბრალოდ მანქანით მგზავრობა მენატრება ისე საშინლად ხანდახან. ჩემი მანქანის სალონში შენი სურნელი და შენი თმა ჩემთან ასე ახლოს. ხელის გაწვდენა და შენი ჩახუტება რომ შემეძლო,მაშინაც ვიცოდი,რამხელა ფუფუნება მქონდა,მაგრამ ახლა საერთოდ სხვანაირად ვაფასებ მაგ წუთებს. მე ყველაზე მეტად მინდა,რომ შენ ყველაფერი გქონდეს ძალიან კარგად ცხოვრებაში და არასდროს გაგიჭირდეს. იმიტომ,რომ შენ ხარ შექმნილი იმისთვის,რომ გაიღიმო,იცინო,იგიჟო და გარშემომყოფები გააბედნიერო. ყველაზე მეტად დამაკლდება შენი მხიარული ნოტა და ის სიმყუდროვე,რომელიც ყველა შემოხედვით შენიდან ჩემში გადმოგქონდა. და რომ წავალ,აი ახლა,რომ ავდგები და გაგშორდები, რაღაც უზარმაზარს დავტოვებ წარსულში.
სანამ ადგებოდა და წავიდოდა ჩემგან, თავი დახარა და ცხელი ტუჩებით შემეხო ერთმანეთში ახლართულ, გაყინულ თითებზე. ის სიმხურვალე,რაც ვაჩემ მაშინ ჩემში დატოვა,ყოველღამით ეპატრონებოდა ჩემს სხეულს და ხანდახან იმდენად მძვინვარდებოდა,სუნთქვას მიშლიდა.
როცა ადგა და უკანასკნელად შემომხედა,მის თვალებში დავინახე, ყველაფერი მორჩენილიყო. მიუხედავად იმისა,რომ ერთი შეხედვით არცერთს გვსურდა,ჩვენმიერვე დანგრეული ურთიერთობის ნარჩენები ორივეს თვალებში ჭახჭახებდა.

*_*_*_*

ერთად აღარ ვიყავით სექტემბრის შვიდიდან; დავშორდით თებერვლის თერთმეტში.

*_*_*_*
დილით, რომ გავიღვიძე, თაკომ უაღრესად ბედნიერი სახით მაუწყა, ვაჩეს სამსახურიდან დაურეკეს,წასვლა მოუწია და ანუკაც აღარ დარჩაო. ისეთი შვება ვიგრძენი,თითქოს მთელი სასტუმროს წონა ლოდი მომშორდა გულიდან. შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი,რადგან ვაჩეს ნახვა მორიგი ორი კვირის განმავლობაში აღარ მომიწევდა და მერეც,უნივრსიტეტში, შემთხვევით თუ შევხვდებოდით ერთმანეთს.

-თეკლე, ჩაიცვი და მოემზადე, დიდველს ვიპყრობთ! - შესძახა თაკომ და კომბინიზონის ჩაცმას შეუდგა.

სრიალი არასდროს მიყვარდა,მაგრამ გონების გაწმინდვაში მეხმარებოდა ყოველთვის. ახლა კი ყველაზე მეტად სწორედ ეს მჭირდებოდა. უნდა გადამეხარშა ყველაფერი,რაც წინა საღამოს მოხდა და დამეხურა უამრავი კარი.

გამომდიოდა.
ჩემდა გასაკვირად, ვგრძნობდი, რომ გამომდიოდა.
მიუხედავად იმისა,როგორი დასაწყისი ჰქონდა არდადეგებს, ვაჩეს წასვლის შემდეგ გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი თავს და მასთან საუბარიც თავისუფლებას უფრო მანიჭებდა,ვიდრე ტკივილს.

საღამოობით ბუხართან ვხსდებოდით. კაკი მაშინვე გიტარას (თავის მეორე სიყვარულს,როგორც ეძახდა) მოიმარჯვებდა და უკრავდა დილამდე. ყველაზე მეტად ასეთი საღამოები მეხმარებოდა ყველაფრის დავიწყებაში. მეგობრების წრე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანების გარემოცვა.
მოშორებით ვჯდებოდი,კუთხეში და ღიმილით ვადევნებდი თვალს ბედნიერ მეგობრებს. ეს მაშინ ჩემთვის ყველაფერი იყო. მათით ვივსები იმ უზარმაზარ ნაპრალებს,რომელიც ვაჩეს წასვლის შემდეგ დამრჩა.

*_*_*_*

-თეკლე, ალეწილი ნენეს სურათი განახე უკვე?! - მეათასედ მეკითხებოდა აღტკინებული თაკო და მობილურს ათამაშებდა ხელში.
-თეკლეს კი არა, მთელ სასტუმროში ყველას ანახე ეგ ფოტო უკვე,თაკო. - სიცილით ეუბნებოდა კაკი.
-კარგი,შევინახავ თბილისამდე და მერე,საშვილიშვილოდ. – „დანებდა“ და მობილური შეინახა.
-ვაიმე, როგორ ვისურვო, ესეც დაიმტვრეს,რომ სურათი გადავუღოთქო,მაგრამ სხვანაირად არ მომასვენებს,რა! - ყურებიდან ბოლს უშვებდა ნენე,ისე ბრაზობდა.
-ვერ ეღირსები,ნენუნი, მე ბაკურიანის დიდი ღმერთები მიცავენ!
-კაკი, აღიარე; ასე რომ ლაპარაკობს,შენც ხომ გაშინებს? - სიცილით მიუბრუნდა ნენე კაკის.
-არა,არა რა სისულელეა. - თან ამბობდა,თან თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად. ყველას გაგვეცინა,თაკოს გარდა.
-რომელი ჩამოსრიალებისას დაკარგე იუმორის გრძნობა შენ? წამოდი მოვძებნოთ!
-ნუ მიბზრადები, ჩემო ფისუნია. - სიცილით მოეხვია კაკი.
-რა ფისუნია! - უკმაყოფილოდ დამანჭა სახე.
-მოიცა, შენ თუ ბაჭიას მეძახი,შენ რო ფისუნია იყო,არ შეიძლება?!
-შენ ბაჭიას გავხარ და იმიტომ!
-ე,რითი ვგავარ?! - გაბრაზდა კაკი. - დიდი კბილები მე არ მაქვს, ბოსტნეული მე არ მიყვარს და მშიშარა არ ვარ მითუმეტეს!
-ალბათ ბოსტანიდან სტაფილოს იპარავ,კაკია! - ჩაიფხუკუნა ნენემ.
-სამი წლისას ბაჭია მყავდა და ზუსტად მისნაირი გამოხედვა გაქვს. რომ დაგინახე,მაშინვე ის გამახსენდა. მაგიტომაც შემიყვარდი. - ხმაურით აკოცა ლოყაზე თაკომ კაკის.
მე და ნენემ ისეთი სიცილი ავტეხეთ,მოსასულიერებლები გავხდით. თაკო ძალიან კმაყოფილი იღიმოდა, აი კაკი კი ისე ბრაზობდა,როგორც ბაკურიანში მომავალ გზაზე.

*_*_*_*

ბაკურიანთან გამოთხოვება გამიჭირდა. აქ თავს მშვიდად ვგრძნობდი და თანაც თბილისში დაბრუნება მესიკვდილებოდა. უკვე მერამდენედ, მერჩივნა ყველგან წავსულიყავი,ვიდრე ქალაქში,რომელშიც ვაჩე ბრეგვაძე მიცდიდა. უფრო სწორად, აღარც მიცდიდა.

სწავლის დაწყება გამიჭირდა. მთელი მონდომებით ვცდილობდი მასალაზე კონცენტრირებას,მაგრამ გულს ვერაფრით ვუდებდი. მეუბნებოდნენ, დროებითია და გაგივლისო,მაგრამ ყველაფერზე ვფიქრობდი,სოციოლოგიის გარდა.
ვაჩეს კვირაში ერთხელაც ვეღარ ვხედავდი ლექციაზე. ახლა უკვე სრულიად სხვადასხვა საგნებს ვსწავლობდით. სამაგიეროდ ანუკას ვხედავდი ხშირად,მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, მარტოს.
ბაკურიანში ლაპარაკის შემდეგ სულ ორჯერ შევხვდი,ისიც შემთხვევით. ორივეჯერ ისე მივესალმეთ ერთმანეთს,თითქოს უბრალო ნაცნობები ვყოფილიყავით და ჩვენი გზა გავაგრძელეთ.
ზოგადად, ისე გავაგრძელეთ ცხოვრება,როგორც უბრალო ნაცნობებმა.
მიჭირდა; ძალიან მიჭირდა და მაკლდა,მაგრამ ყოველთვის,როცა მისი მონატრება შემომაწვებოდა, მის სიტყვებს ვიხსენებდი და ვგრძნობდი,რომ აღარ ღირდა იმაზე დარდი,რაც უკვე წარსულში იყო.
შეჩვევის პროცესი შეუქცევადი გახდა. ყოველდღე სულ უფრო ჩვეულებრივად მეჩვენებოდა ის ფაქტი,რომ მე და ვაჩე ნაცნობებად ვიქეცით და მას ჩემს ცხოვრებაში განუზომლად დიდი ადგილი აღარ ეკავა.

*_*_*_*

ვცდილობ ისე ვიცხოვრო,როგორც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები.
ვიარო უნივერსიტეტში,მეგობრებთან, ნათესავებთან.
ვიღიმო,ვიცინო და ვიგიჟო ისე,როგორც შენ გსურდა და გავაბედნიერო ყველა ჩემ გარშემო.
ვცდილობ ვიყო ისეთივე,როგორიც შენ გამოჩენამდე.
და იცი? - გამომდის.
ყოველდღე უფრო კარგად. ყოველდღე უფრო ბუნებრივად. ყოველდღე ნაკლებად მტკივნეულად.
ხანდახან, აღარც კი მახსოვხარ. ხანდახან მართლა გულწრფელად ვიცინი და ბედნიერი ვარ.
ვაკეთებ ყველაფერს,შენზე ფიქრის გარდა.
და მე ამ პროცესს ვეჩვევი.
მე უშენობას ვეჩვევი.
ერთ დღეს აღარ მომენატრები,გპირდები. და ალბათ ეს იქნება დღე,როცა ჩემგან სამუდამოდ დაიწრიტები.

*_*_*_*

-თეკლე,შენთვის შოკი ამბავი მაქვს,დაჯექი! - ნენესთან ვიყავით მე და სესილი, თაკო რომ შემოვარდა ოთახში და დამჩხავლა.
-თხოვდები? - თვალები გამიბრწყინდა.
-არა!
-მანქანას მჩუქნი?
-არა!
-ვაკეში მეტროს აკეთებენ?
-ო,არა! უფრო მაგარი,უფრო შოკი,უფრო ბომბა!
-აღარ იტყვი?! - თვალები აატრიალა ნენემ.
-შენ მუდო ხარ! - თითი ნენესკენ გაიშვირა. - აი, შენ კიდე,იცი ვის მოსწონხარ? - მე მომიბრუნდა.
-მაიკლ ფასბენდერს?
-არა, შე შტერუკა , საბას! - ისე გრანდიოზულად გამომიცხადა,თითქოს მეუბნებოდა ბრედ პიტი მოდის,შენი ხელი სათხოვნელადო.
-რა?
-ვის?!
-აბა საბა?!
ერთად ვიკითხეთ მე,სესილიმ და ნენემ.
-რამდენი საბა იცით?! - წარბები შეკრა თაკომ.
-სულხან-საბა, ავეჯის სახლი „საბა“ , წიგნების...
-სოსკა,ნუ მაიმუნობ! - გაბრაზდა ჩვენი მაცნე. - კაკის ძმაკაცი, საბა; ჩვენი საბა,ხალხო. ჩვენს საბას მოსწონს ჩვენი თეკლე.
-ჩვენი-ჩვენი ტავტა...
-მოკეტე!
-რას გვიღრენ,ერთი?!
-აბა რატო არ იღებთ ჩემს ბომბა ამბავს სერიოზულად?
-მოიცა, შენ სერიოზულად ამბობ? - გამეცინა.
-როდის ვხუმრობ ხოლმე ასეთ საკითხებზე? - იწყინა.
-საბას მოვწონვარ მე?
-ხო, რა იყო, რა გაგიკვირდა? არა, მეც გამიკვირდა, ვერაფერი რომ ვერ შევნიშნე,მაგრამ შენ რა გიკვირს?
-შენ საიდან გაიგე ეგ ამბავი? - ნენეც დაინტერესდა.
-ჩემი და საბას ზოდიაქოები ერთ „სახლში“ მოხვდნენ და წაიჭორავეს. საიდან გავიგებდი? კაკის წამოცდა!
-წამოცდა თუ წამოაცდევინე?
-არა,ვფიცავ თვითონ წამოცდა,დიდი ნაჯახი როცა დამინახა ხელში. თეკლე რატომ ხარ ჩუმად? - უცებ შემომძახა და გამომაფხიზლა.
-რა?
-რა, რა? თქვი რამე.
-რა უნდა ვთქვა? უჩვეულო ამბავია.
-უჩვეულო კი არა, ძალიან მაგარი ამბავია. ორი წყვილი ვიქნებით,ყველგან ერთად ვივლით. მერე კაკაბას ნენეს გავურიგებთ, ლექსოს სესილის და ვიქნებით ძალიან ბედნიერად. - ცხოვრების გეგმა დაგვისახა თაკომ.
-ვერ ხარ ხო?! - შეუტია ნენემ. - რა საბა და თეკლე?! თეკლეს რომ არ მოსწონს,არაუშავს?
-შენ რატომ ლაპარაკობ თეკლეს მაგივრად?! თეკლე,ხომ მოგწონს?
-ვინ? საბა?
-არა, ჯონდი ბაღათურია! საბაზე ვლაპარაკობთ,აბა ვისზე?!
-ვაიმე, არ ვიცი... არასდროს მიფიქრია მე საბაზე მაგ კუთხით. - მართლა არ ვიცოდი,რა რეაქცია უნდა მქონოდა ან რა უნდა მექნა.
-ახლა შეხედე შენც. სურათი განახო? - მობილური მკვირცხლად მოიმარჯვა თაკომ.
-არასდროს არაფერი უგრძნობინებია ჩემთვის, რა მოვწონვარ...
-ვაჩეზე იცის და დროს გაძლევს.
-კარგი,რა.
-რა კარგი რა? თეკლე,დამპირდი,რომ მისცემ შანსს!
-შანსს მივცემ რას ნიშნავს? ისევ ისე ვიქნები,როგორც აქამდე. არ დავაფრთხობ,თაკო, ნუ ღელავ. - გამეცინა.
-არა, მე სხვა რამეს გეუბნები. ვაჩეს გამო!
-ვაჩე რა შუაშია? - გულზე მომხვდა მისი სახელის ხსენება.
-იცი შენ, რა შუაშიც არის და არ გვინდა ეს „ყველაფერმა ჩაიარა“ ლაპარაკი.
-ყველაფერმა ჩაიარა,ყველაფერი წარსულშია,ამაზე ნერვიულობაც არ ღირს,თამარა. - მშვიდად ვუთხარი და მეტი დამაჯერებლობისთვის გავუღიმე კიდეც. გულის სიღრმეში ყრუ ტკივილი ვიგრძენი,მაგრამ ამისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.
-ანუ საბას შანსს მისცემ... - ეშმაკურად აათამაშა წარბები თაკომ.
-ვაიმე, მთხოვოს და არ გავიქცევი,ვახ! - ვიცოდი,რომ თაკოს ვერაფრით მოვიშორებდი,ამიტომაც დავუთმე და აღარ შევეწინააღმდეგე.
-მიყვარს,დამჯერი გოგო როცა ხარ. - კმაყოფილებით გაებადრა სახე.

*_*_*_*

საბა უფრო ხშირად ჩნდებოდა. თითქმის ყოველთვის,როცა კაკი ჩვენთან ერთად იყო,ისიც მოდიოდა. შეიძლება მეჩვენებოდა,თუმცა გააქტიურებული იყო. ადრე არასდროს ვაქცევდი კაკის ძმაკაცების ჩვენს გარემოცვაში ყოფნას ამხელა ყურადღებას. საბა ახალ წელსაც იყო ჩემთან სახლში,მაგრამ მაშინ არ ვიცოდი,რომ „მოვწონდი“ და შესაბამისად, დიდ დატვირთვას არც ვანიჭებდი მის ყოფნა-არ ყოფნას.
თაკოს „ხელი“ ეტყობოდა. უფრო თამამი იყო და თავისუფალი ჩემთან ურთიერთობისას. ჩემდა უნებურად, გაფაციცებით ვაკვირდებოდი მის ქცევებს და ისეთ ნიუანსებს ვამჩნევდი,რომელთაც იქამდე - ვერასდროს.
ჩვენგან დამოუკიდებლად გამოდიოდა ისე,რომ სულ ერთად ვიყავით. უნივერსიტეტში - ერთად, საღამოობით - ერთად, შაბათ-კვირას - ერთად, გამოცდებისას - ერთად. მარტო მე და ის არასდროს (თუმცა თაკო ყოველთვის უნიჭოდ ცდილობდა ჩვენ მარტო დატოვებას)
ვამბობდი, კარგი ბიჭიათქო. ჩემი „დასაწუნი“ არაფერი აქვსთქო. ვამტკიცებდი,რომ მასთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებდა,მაგრამ გულის სიღრმეში, მეტს ვუფრთხოდი.
ვაჩე უკვე იმდენად იყო განელებული ჩემს ცხოვრებაში, ხანდახან ჩემს თავს ვეკითხებოდი, ხომ ნამდვილად მქონდა მასთან ის ურთიერთობა,რაც მახსოვდა.
დილა სარკეში ჩახედვით და თავის დარწმუნებით იწყებოდა,რომ აღარ მენატრებოდა,მაგრამ მარტო დარჩენის წამიდან ისე დევნიდა მასზე ფიქრები გონებიდან ყველაფერ დანარჩენს და ეპატრონებოდა მთელ ჩემს სხეულს, უძლური ვიყავი.
დღეები სწრაფად მიყვებოდა ერთმანეთს. თითქოს იზილებოდნენ და უფორმო მასას ქმნიდნენ,რომლიდან გამორკვევაც მიჭირდა. ასე გაურკვევლად ჩაიარა პირველმა და მეორე შუალედურებმა; გოგოების დაბადებისდღეებმა, ჩემი მშობლების წასვლამ,ჩამოსვლამ და ისევ წასვლამ და დადგა ოცდაორი მაისი,ჩემი დაბადებისდღე.

*_*_*_*

ბავშვობაში რომ ამბობდნენ ,დაბადებისდღის ხალისი არ მაქვსო, თან მიკვირდა და თან ვბრაზობდი. ვერ ვხვდებოდი, რა პრობლემა შეიძლებოდა არსებულიყო, დაბადებისდღის არ აღნიშვნის ტოლფასი.
ეს წელი განსხვავებული იყო. თითქოს ყველაფერი მქონდა ძველებურად, გოგოებიც ისეთივე ხალისით მიგეგმავდნენ წვეულებას,მაგრამ ხალისი არ მქონდა. ყველაფერს მოახლოვებულ ფინალურებს ვაბრალებდი,მაგრამ გულის სიღრმეში კარგად ვიცოდი,ვინც იყო ჩემი უხალისობის მიზეზი.
შარშან,ამ დროს, ვაჩე გეგმავდა ჩემს დაბადებისდღეს. მახსოვს, დილიდან საღამომდე როგორ ჩხუბობდნენ სასმლის რაოდენობასა და „დიჯეიზე“. ბოლოს, კინაღამ რომ დახოცეს ერთმანეთი, ნენემ მე და გეგიმ გავაშველეთ და ორივეს ავუკრძალე ორგანიზატორულ საქმეებში ჩარევა.
ჩემს დაბადებისდღეზე ორივე დაბღვერილი დადიოდა. ( საბოლოოდ ყველაფერი მე და სესილიმ დავგეგმეთ) მაგრამ საღამოს მიწურულს ორივეს წამოცდა, კარგი წვეულება გამოგივიდაო.
ამას რომ ვიხსენებდი,მეღიმებოდა. მერე კი,სიცარიელეს ვგრძნობდი გულში,რადგან ვხვდებოდი, წელს აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.

-თეკლე, ნუ ხარ,რა ასეთი მოჟამული სახით! - ფიქრებიდან თაკოს წუწუნმა გამომარკვია. - გინდა, სტრიპტიზიორს დაგიქირავებ დაბადებისდღეზე?! - მაშინვე გაუბრწყინდა თვალები იდეით აღტკინებულს.
-ვაიმე, არ გამაგიჟო ახლა,არ გაბედო მასეთი სიურპრიზის გაკეთება და არ გადარიო ბიჭები! - მაშინვე გავასავსავე ხელები.
-ბიჭები თუ ბიჭი? - ეშმაკუნები აუციმციმდნენ თვალებში.
-ოხ,თაკო! - სიცილით გავაქნიე თავი.
-გუშინ მკითხა,რა ვაჩუქოო. - სასვათაშორისოდ მითხრა.
-მერე შენ რა უპასუხე,საინტერესოა...
-შენი გული-მეთქი. - მხრები აიჩეჩა და ისეთი გულუბრყვილო სახით შემომხედა,ეს რა კითხვა დავსვითქო,ვიფიქრე.
-იდიოტი ხარ,ამხელა გოგო,რა! - ზურგიდან ბალიში ავიღე და ვესროლე.

*_*_*_*

დაბადებისდღე სახლში გადავიხადე,ვიწრო წრეში. ბევრი ხალხისა და ხმაურის თავი საერთოდ არ მქონდა. დილიდან გოგოები დამატყდნენ თავს,საჩუქრები გადმომცეს და სახლი ჩაიბარეს ყველაფრის მოსაწესრიგებლად,სანამ მე ლექციაზე ვიჯდებოდი. მესიკვდილებოდა მარტო ვაკეში გასვლა ად ორ საათიან ლექციაზე ჯდომა,მაგრამ პრეზენტაცია მქონდა და ვერ გავაცდენდი.
ლექციაზე რა ველაპარაკე ლექტორს და რა ქულა დამიწერა,არ მახსოვს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სახლი გადამწვარი არ დაეხვედრებინათ ჩემს ჭკუისკოლოფებს.
ყველაფერი რომ მორჩა, ნივთები სწრაფად ჩავყარე ჩანთაში და აუდიტორიიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი. ვაჟაზე უნდა წავსულიყავი ჩემი საყვარელი ტორტის საყიდლად,ამიტომაც მიწისქვშა გადასასვლელისკენ გავემართე,გზის გადასაჭრელად.
ავტობუსის გაჩერებასთან ანუკა რომ დავინახე,ისე შევცბი,თითქოს მონღოლების დარაზმულ ჯარს ვხედავდი ჭავჭავაძეზე. მინდოდა,თავი ამერიდებინა მისთვის,მაგრამ ზუსტად მაშინ გამოიხედა ჩემკენ და ისე გაებადრა სახე,არ მისვლა მიუტევებელი უზრდელობა იქნებოდა.
სრული ბედნიერებისთვის აღმოჩნდა,რომ მარტო არ იყო. ვაჩე და კიდევ ერთი,ცამეტიოდე წლის გოგონაც ახლდნენ.
ვაჩემ რომ დამინახა, ისე მოერყა სახე,თითქოს პირველად მხედავდა დაშორების შემდეგ.
-როგორ ხარ,თეკლე? ლექცია გქონდა? - მხიარულად მკითხა ანუკამ.
-ჰო,ხორავასთან მქონდა პრეზენტაცია. გამარჯობა. - უხერხულად მივესალმე ვაჩეს და მის გვერდით მდგარ გოგონას.
-გაიცანი,თეკლე, ეს ჩემი პატარა დაა, ნია. - სახეზე შევატყე ბრეგვაძეს, არ უნდოდა მისი დის ჩემთვის გაცნობა,მაგრამ ზრდილობა მოითხოვდა.
-მოიცა არ იცნობნდნენ ერთმანეთს?! - უსაზღვროდ გაკვირვებულმა ანუკამ მანამ წამოიყვირა,სანამ მე და ვაჩეს და „სასიამოვნოას“ ვეტყოდით ერთმანეთს.
ვაჩეს სახე აელეწა,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მოიბუზა.
-არა, სამწუხაროდ, ვერასდროს მოახერხა ჩემმა ძმამ ჩვენი გაცნობა. სასიამოვნოა,თეკლე, ბევრი მსმენია შენზე. - სასიამოვნო სახე და სანდომიანი ღიმილი ჰქონდა ნიას.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა. - ალბათ სახეზე ერთიანად წითელმა ვუთხარი.
„ანუკას გააცნო“ - ერთადერთი აზრი იყო,რომელიც თავში მიბჟუოდა.
-უკაცრავად,მაგრამ ძალიან მეჩქარება და ტაქსი უნდა გავაჩერო მე. - სწრაფად მივაყარე და გამოვბრუნდი. არ მადარდებდა, როგორ გამოჩნდებოდა ჩემი საქციელი, მათ უნდა მოვშორებოდი სასწრაფოდ.
-გაგიჩერებ,დამელოდე. - ვაჩეც მაშინვე ამედევნა. - თეკლე, ორი წამით მოიცადე რა. - რამდენიმე მეტრით რომ დავშორდით ავტობუსის გაჩერებას,მკლავში ხელი წამავლო და მითხრა.
-მეჩქარება,ვაჩე. - გზას გავხედე და გულში ლოცვა დავიწყე,ტაქსი მალე გამოჩენილიყო.
-ძალიან შემთხვევით შევხვდით აქ ჩემს დას,რაღაც ღია კარის დღეზე ყოფილა და...
-რატომ მიხსნი, ვაჩე?! - გამეცინა,თუმცა ყალბად. სინამდვილეში მინდოდა, დაეფიცა, რომ მათ გაცნობას არც კი გეგმავდა.
-არ მინდა,რომ რაღაცეები არასწორად იფიქრო. - შეწუხებული ჩანდა.
-ვაჩე, შენ მე გადასარევად ამიხსენი, შენი და ანუკას ურთიერთობა, ბაკურიანში და არა მგონია, ახლა დასამატებელი რამე იყოს. - როგორც იქნა ამოუხვია ვარაზის ხევიდან ტაქსიმ და მეც მაშინვე დავუქნიე ხელი. - როგორც ჩანს, შენს დასთან შემთხვევით შეხვედრა იმის ნიშანია,რომ საბოლოოდ „დაიცალე“ ჩემგან. - მანქანაში ჩაჯდომამდე,სწრაფად ვუთხარი და ისე მივუხურე ცხვირწინ კარი,პასუხს არ დავლოდებივარ.
„ესეც შენი დაბადებისდღის საჩუქარი,თეკლე.“ - აჩქარებულ, ახმაურებულ გულში გავიფიქრე.

*_*_*_*

ყველა ჩემთან იყო. ყველა,ვინც ძვირფასად მიმაჩნდა. მშობლების გარდა,რომელთაც საჩუქარი გამომიგზავნეს. ( და მაშინ დავადგინე,რომ სტრასბურგში კი არა, ფრანკფურტში ყოფილან)
კაკი და თაკო კარაოკეზე მღეროდნენ, გეგი და სესილი სვამდნენ, ნენე და კაკაბა ცეკვავდნენ და იყო ერთი მხიარულება. მე ვიჯექი იმ სავარძელში,რომელშიც ვაჩეს უყვარდა ჯდომა და ისევ დილანდელ „ინციდენტზე“ ვფიქრობდი.
გვერდით საბა როდის მომიჯდა, არც გამიგია.
-მოწყენილი ხარ,თუ მეჩვენება? - ღიმილით მკითხა.
-რა? - ხმაურში ვერ გავიგე მისი ხმა.
-მოწყენილი ხართქო? - მოიწია და ყურში ჩამყვირა.
-ა, არა, გაბრუებული უბრალოდ. - სიცილით ვანიშნე კარაოკეზე.
-წამო, აივანზე გავიდეთ ცოტა ხნით. - წამოდგა და ხელი გამომიწოდა. მეც შევაგებე ჩემი და გავყევი. დარწმუნებული ვარ, თაკომ ოთახში არსებული ყველა თვალი ისესხა და გამოგვაყოლა.
აივანზე სასიამოვნოდ გრილოდა. მუსიკის ხმის ჩახშობამ და სიჩუმეში გამოსვლამ,ერთიანად მომადუნა.
-კარგია სიწყნარე. - რამდენიმე წამი მადროვა საბამ და მერე წამოიწყო ლაპარაკი.
-ჰო, ყველაზე მეტად მიყვარს.
-კაკი და თაკო კი ძალიან მიყვარს,მაგრამ ხანდახან მინდება მათგან ცოტა ხნით დასვენება. - გაეცინა.
-ჰიპერაქტიურები არიან! - მეც სიცილით დავეთანხმე.
-ძალიან გაუმართლათ,რომ ასეთი ერთნაირები აღმოჩნდნენ. - ჩემსავით, მკლავებით დაეყრდნო მოაჯირს. - ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში მეორე შენნაირის პოვნა. - თქვა და მე შემომხედა.
-გეთანხმები. - დაბნეულმა ვუთხარი.
-თეკლე, რაღაცას გეტყვი,კარგი? - თითქოს შეგულიანდა,გასწორდა და გამოცოცხლდა. - დიდი ხანია ვცდილობ თქმას,მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე,თავს ვიკავებდი...
-გისმენ,მითხარი. - ნერწყვი მძიმედ გადავაგორე. ისე შემეშინდა,თითქოს არ ვიცოდი,რა უნდა ეთქვა. (ან რომ ვიცოდი,მაგიტომაც შემეშინდა)
-ძალიან დიდი ხანია,რაც ისე აღარ გიყურებ,როგორც ნენეს,თაკოს ან სესილის... - შიგადაშიგ ენა ებმოდა,მაგრამ მაინც შემართებით იყო. - სხვა ხარ ჩემთვის; სხვა გახდი...
-საბა... - მძიმედ წამოვიწყე საუბარი,მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა მეთქვა. ვაჩესთან ასეთი მომენტი არასდროს მქონია მიუხედავად იმისა,რომ სიყვარული პირველად მან ამიხსნა. (მე არც არასდროს ამიხსნია,პრინციპში)
-ვიცი,რომ სიურპრიზი არ არის შენთვის ჩემი სიტყვები და ალბათ უკვე დიდი ხანია,რაც ჩემზე შენც სხვანაირად ფიქრობ...
-არა, ძალიან ყურმოკვრით ვიცოდი რაღაც. დამიჯერე, გამომცდელად სულაც არ გაკვირდებოდი. - ურცხვად ვიცრუე.
-დიდი ხანია ვიცდი,რომ კარგად გაგეცანი და ჩემი ნდობა გაგჩენოდა...
-გენდობი და ძალიან გაფასებ! - ისევ შევაწყვეტინე ლაპარაკი. - მაგრამ შენზე სხვანაირად არასდროს მიფიქრია და ...
-მესმის შენი! - ახლა მან შემაწყვეტინა. უცხო ყურს ალბათ საბავშვო ბაღის ბავშვები ვეგონებოდით. - დრო შემიძლია მოქცე დასაფიქრებლად. თეკლე, მე არაფერს გაძალებ. კაკი ძმასავითაა ჩემთვის და ვიცი,რომ შენ და თაკოც დებივით ხართ. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს,რაც ჩვენ ურთიერთობას გააფუჭებს და მათაც უხერხულობას შეუქმნის. - ისე გულწრფელად მეუბნებოდა ამ სიტყვებს და ისე დარწმუნებით, ყველაზე ღირსეულ ადამიანად შევრაცხე გონებაში და სადღაც, გულის სიღრმეში,მომეშვა.
-მადლობა,რომ გესმის ჩემი... - ძალიან ჩუმად ვუთხარი.
-პირიქით, ბოდიში,თუ შენს დაბადებისდღეზე უხერხულობა შეგიქმენი. ძალიან უდროო დრო შევარჩიე ვიცი,მაგრამ მარტო დაგიგულე და ვეღარ შევიკავე თავი.
-არა, უხერხულობა არ შეგიქმნია,მართლა. - მეორედ ვიცრუე იმ საღამოს და რატომღაც მთელი მოლოდინით დაველოდე მისგან სიტყვებს - „სიტყვებზე დამატებულ „მართლას“ ვერ ვიტან!“
-კარგი, მაშინ შევალ ახლა ისევ იმ გიჟებთან და შენ იმედია იფიქრებ იმაზე,რაც გითხარი. - გამიღიმა და მარტო დამტოვა.

ასეთი უხერხული საუბარი იქამდე მხოლოდ ერთხელ მქონდა,მეხუთე კლასში,როცა (თმის რამდენჯერმე უშედეგოდ მოწიწკვნის მერე) ჩემი კლასელი ლევანიკო ლომსაძე ჩემთან მოვიდა და მითხრა,მომწოხარ,ჩემი შეყვარებული უნდა გახდეო. მე მაშინ ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ჩვენი სკოლის დარაჯ,ჯუბაზე ( იმიტომ,რომ სკოლის გასაღები ჰქონდა და ყოვლისშემძლე მეგონა) და სამწუხაროდ, უარით გავისტუმრე გულგატეხილი ლევანიკო. (რომელსაც კინაღამ თავიც გაუტეხა თაკომ, რას ქვია, შენი შეყვარებული „უნდა“ გახდესო)

ჰაერი ღრმად შევისუნთქე და მერე ამოვიოხრე,კარისკენ შევტრიალდი, საბა ისევ ახლო-მახლოს ხომ არ დგას-მეთქი.
რამდენიმე წუთი ვიდექი ასე,მარტო და ვაცილებდი ჩემი დაბადებისდღის ბოლო წუთებს. სახლში შებრუნებას ვაპირებდი,მობილურის ეკრანი რომ განათდა და ვაჩეს მესიჯი დავინახე.

„მე შენგან ბოლომდე ვერასდროს დავიცლები,
- დაბადებისდღეს გილოცავ, არა-ნორმალურო <3“

*_*_*_*

„ვდგავარ გზის გასაყარზე და ვგრძნობ,რომ არცერთი მიმართულებით მსურს წასვლა.
- მე შენთან მინდა“

*_*_*_*

ამ დღის შემდეგ, ზუსტად ოცდაორ ივნისს,პირველ ფინალურ გამოცდამდე თხუთმეტი წუთით ადრე გავიგე:
-ანუკა და ვაჩე დაშორდნენ.
- ბრეგვაძე და შენგელია აღარ არიან ერთად.
-ვაჩე დაშორდა ანუკას.
-შენგელია დაშორდა ბრეგვაძეს.

ვაჩე და ანუკა აღარ იყვნენ ერთად - დაშორდნენ.
ვაჩე - ანუკას, ანუკა - ვაჩეს, ან ერთმანეთს,მაგრამ დაშორდნენ; დაცილდნენ;დაცალცაკევდნენ.

*_*_*_*

-გაიგე?
-გავიგე.
-მერე?
-რა მერე?
-საბა?
-რა საბა?!
-აბა ვაჩე?
-რა შუაშია ვაჩე?!
-თეკლე, რა გინდა საბოლოოდ?
-მხოლოდ სახლში წასვლა!

*_*_*_*

ფინალურებმა ისე ჩაიარა,ერთხელაც არ მინახავს. მაღლივში ყოველ ასვლაზე გული მიფართხალებდა,რომ შესაძლო იყო,მენახა,მაგრამ არცერთხელ დამინახავს არც ის - არც მისი მანქანა.

ერთ დილას გეგის შევხვდი ეზოში. ვაჩეს ამბავი უკვე ისე მაინტერესებდა,მოურიდებლად ვკითხე.
-ზუსტად არც მე ვიცი,თეკლე, მაგრამ ადრე დაამთავრა მაგან ფინალურები და ოჯახთან ერთად სოფელშია,მგონი. - ისეთი სახით მითხრა,აშკარად მიმალავდა რაღაცას.
-“მგონი” რას ნიშნავს?!
-არ ვიცი,რა.
-გეგი, არ დამიმალო, გეხვეწები! ვაჩეზე ვლაპარაკობთ...
-ვახ, არ მომასვენებ,ჰო? - შეწუხებული სახით მკითხა. - არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ ბოლოდროინდელს ვითვალისწინებ და... მოკლედ, ვაჩე და მისი ოჯახი აგარაკზე ავიდნენ ერთად, მამის მკაცრი მოთხოვნით.
-მამის?! მოიცა,რომელი ოჯახი? - დამაბნია მისმა პასუხმა.
-თვითონ,მშობლები და ნიაკო.
-მშობლები ხომ გაშორებულები არიან?
-ხოდა საქმეც ეგ არის. - ამოიოხრა გეგიმ. - არ მოსწონდა ვაჩეს ასე ერთად წასვლის იდეა. საერთოდ, ამ ბოლო დროს სულ მაგაზე წუხდა. მამა ძალიან შემოეჩვია ჩვენთან სახლში მოსვლასო. ვაჩეს მამასთან დამოკიდებულების ამბავიც ხომ იცი? ის მანქანაც დაუბრუნა და მაგრად იყვნენ ნაჩხუბრები. ანუკასთანაც მაგიტომ აერია ურთიერთობა. არა, ანუკასთან სხვა მიზეზებიც იყო,მაგრამ... - აქ გაჩერდა და შემომხედა. მიხვდა,რომ მეტი აღარ უნდა ეთქვა.
-და ახლა ერთად არიან ყველანი აგარაკზე?
-ხო, რამდენიმე დღის წინ წავიდნენ.
-ტელეფონით გეკონტაქტება?
-ერთი-ორჯერ დაგვირეკა ბიჭებს,მაგრამ ხმაზე განსაკუთრებული არაფერი ეტყობოდა. რა ვიცი, თეკლე, ვაჩეს რას გაუგებ?! ხომ იცი, რანაირია.
-მამასთან ჩხუბის მერე აღარ ულაპარაკია?
-თვითონ არც უნდოდა ლაპარაკი ჩხუბის შემდეგ,მაგრამ ზუსტად მას მერე დაიწყო გიამ უფრო ხშირი მოკითხვები. რამდენჯერმე უნივერსიტეტშიც მოაკითხა, სამსახურშიც.
-რატომ კი მაგრამ? ასე უნდოდა,ვაჩეს მანქანა უკან წაეყვანა?
-არ ვიცი. ვაჩე არ ლაპარაკობს ხოლმე ბევრს მაგ თემაზე და ჩვენც აღარ ვეკითხებით,რომ არ გავაღიზიანოთ. - მხრები აიჩეჩა. - აუ, ამალაპარაკე ჭორიკანა ქალივით,რა! - სიცილით დაიწუწუნა მერე.
-კარგი ბიჭი ხარ,რომ მიმიყევი ყველაფერი. გავიქეცი ახლა! - ლოყაზე ვაკოცე დამშვიდობებისას.
-თეკლე, შენ და ვაჩე რას შვებით,ისე? - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
-რას უნდა ვშვებოდეთ? - თავი გავისულელე; ვითომ ვერ მივხვდი,რას მეკითხებოდა.
-აბა მართლა იმ ტიპთან ხარ,ტო?! - ჩაეცინა უცნაურად.
-ვინ ტიპთან? საბასთან? ვის გონია,რომ მასთან ვარ? - გულმა გამკრა.
-აუ,თეკლე, გეჩქარებოდა, რა შენ! რას დამაყენე და დამაფრქვევინე ყველაფერი! - სიტყვა ბანზე ამიგდო.
-ვაჩეს გონია,რომ ერთად ვართ? - არ ვიცოდი, უნდა გამხარებოდა,თუ მწყენოდა ამიტომაც ორივე ვიგრძენი.
-გეხვეწები, დაელაპარაკე,რა ვაჩეს. ძალიან აჭრილია ამ ბოლო დროს. შემიძლია ანუკას ვთხოვო და წესით,ასეც უნდა ვაკეთებდე,მაგრამ ხო გესმის,არა? შენ მაინც შენ ხარ,თეკლე. - ბოლო სიტყვების თქმისას ისე გამიღიმა,მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი.
-დაველაპარაკები აუცილებლად! - სიტყვა მივეცი და ყურთამდე გავუღიმე. - მორჩა,გავიქეცი,გკოცნი!
-აბა თქვენ იცით. - სიცილით დამადევნა სიტყვა გეგიმ.

*_*_*_*

იმ საღამოს ვურეკავდი ვაჩეს,მაგრამ არ იღებდა. მერე მესიჯი დავუტოვე და ვთხოვე,დაერეკა. არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდა, მასთან უნდა მელაპარაკა.
ანუკასთან დაშორების შემდეგ ცნობიერი მოლოდინები არ გამჩენია,რომ ჩვენ შორის შეიძლებოდა რამე შეცვლილიყო. არ მინდოდა, თავისთვის ფუჭი იმედები მიმეცა,როცა თითქმის დავიწყებული მყავდა.
არა, დავიწყებული არა - გადაჩვეული.
ჩემთვის მთავარი იყო დავხმარებოდი,თუ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ყოველგვარი მოლოდინის გარეშე,რომ ეს ჩვენ შორის რამეს შეცვლიდა.

*_*_*_*

ორი დღე გავიდა ისე,რომ მისგან სიტყვაც არ მსმენია. (არც გეგის,არც ლაშას)
არ ვიცოდი, უნდა მენერვიულა,თუ ბედნიერი ვყოფილიყავი იმის გამო,რომ მამასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა.

კაკიმ აიჩემა, მეორე კურსის დახურვა კაკაბასთან უნდა აღვნიშნოთ დაჩაზეო და ორი დღის ბარგს ვალაგებდი საღამოს. თაკომ მხოლოდ ის მითხრა, საბა გამოგივლის, არ ალოდინოო და სიტყვის თქმის საშუალებაც არ მომცა,ისე გამითიშა.

ბარგჩალაგებული ვიჯექი ცარიელ სახლში და საბას ზარს ველოდებოდი,როცა ტელეფონმა დარეკა. ეკრანზე ვაჩე რომ დაეწერა,გული შემიქანდა. მაშინვე დავტაცე ხელი და ვუპასუხე.
-თეკლე,სად ხარ?! - ყოველგვარი შესავლის გარეშე მკითხა,თითქოს დღის განმავლობაში მორიგი ზარი იყო და მეტი არაფერი. - სახლში ხარ? - ისეთი ხმა ჰქონდა, წამში მოვახერხე ათასამდე უბედურების წარმოდგენა.
-ვაჩე, როგორც იქნა დამირეკე. როგორ ხარ? შენ სად ხარ? რატომ გაქვს ასეთი ხმა? - სწრაფად მივაყარე კითხვები.
-სახლში ხარ,თეკლე? - კითხვა გამიმეორა. მგონი, არც მისმენდა.
-სახლში ვარ,კი. ვაჩე, რამე მოხდა?
-გეხვეწები...თუ კიდევ ვნიშნავ შენთვის რამეს,ჩამოდი,რა! - მუდარით გაეჟღინთა ხმა.
-აქ ხარ? ვაჩე, სად ხარ? სად მოვიდე? - უცებ წამოვვარდი ფეხზე და ფანჯარას მივვარდი.
-აქ ვარ...შენს კორპუსთან ვდგავარ... - მითხრა და დავინახე კიდეც. მხრებში მოხრილიყო და სწრაფად მიმოდიოდა აქეთ-იქით.
-დამელოდე,მოვდივარ. - გავუთიშე, სწრაფად გამოვხსენი კარი და კიბეებზე დავეშვი.

სადარბაზოს კართან იდგა. როგორც კი დამინახა, ამოიგმინა და ისე გადამეხვია,როგორც უყვარდა. გაოცებულმა მექანიკურად მოვხვიე ხელები.
მხრები და ხელები უცახცახებდა. მჭიდროდ ვეკვროდი,მაგრამ კანკალი ვერაფრით ჩავახშე. თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. მერე თმაზე ჩამომისვა ხელი და თითები წელთან შეაჩერდა.
იმ წამებში სამყარო ჩემი მეგონა. მიუხედავად იმისა,რომ ცუდად იყო, ეგოისტურად მინდოდა,სამუდამოდ გაყინული ეს წამი და ასე ერთიანები შევენარჩუნებინეთ ორივე.
ცრემლები მომაწვა,ყელი ჩამეწვა. ხელებს ისე ვუჭერდი,თითქოს ვამოწმებდი,რომ ნამდვილი იყო და არ გაქრებოდა.
მაშინ გავიაზრე,იმაზე მეტად მენატრებოდა, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. მთელმა სხეულხმა გამცა და ისე შეეკედლა ვაჩეს,თითქოს შტორმის შემდეგ ნავსაყუდელში დაბრუნდა.
ცრემლებამდე ბედნიერების მომტანი იყო იმის გააზრება,რომ მის სურნელს ცხადად ვგრძნობდი და ჩემი გონება არ იგონებდა. მართლა ჩემთან იყო. ცუდად იყო და ჩემთან მოვიდა; ჩემთან და არა სხვასთან...
-ვაჩე, შემომხედე და მითხარი რა გჭირს,გეხვეწები. - რამდენი ხნის შემდეგ დავილაპარაკე,არ ვიცი. ის კი მახსოვს,რომ ჩამწყდარი ხმა მქონდა.
ნელა აიღო თავი ჩემი თმიდან და თვალებში შემომხედა; ტიროდა. იმდენად გავვოცდი,თითქოს არ შეიძლებოდა,ვაჩესაც ეტირა,როცა ამის ათასამდე მიზეზი ჰქონდა.
-ძალიან მჭირდები! - დიდხნიანი თავშეკავების შემდეგ ნათქვამ აღსარებას ჰგავდა მისი წამოძახილი.
-აქ ვარ,შენთან და არსად წავალ,სანამ არ მომიყვები,რა მოხდა. - ხელისგულებით სახეზე შევეხე.
-მამაჩემი სახლში დაბრუნდა... - თვალები დახუჭა და კბილებშორის ისეთი სიმწრით გამოცრა,შემეშინდა,რომ რაღაც ძალიან ცუდის გაკეთებას აპირებდა.
-რას ნიშნავს... სახლში? - ისე დავიბენი,ვერ გავიაზრე,რა იგულისხმა.
-ჩვენთან,სახლში. დედაჩემთან,ჩემს დასთან და ჩემთან. იმ სახლში დაბრუნდა,სადაც მე ვცხოვრობ! - მარჯვენა მუჭი შეკრა და ისე გამეტებით დაარტყა კედელს,მსუბუქი შეკივლება აღმომხდა.
-ვაჩე,გაჩერდი! - მაშინვე დავუკავე ხელები. - გაახილე თვალები და შემომხედე. - გადახვლეპილ ადგილას თითი გადავუსვი. უსიამოვნოდ დამანჭა სახე და წამწამები დააშორა ერთმანეთს. მისმა ტკივილით სავსე თვალებმა,ცივად დამიარა ტანში.
-დედაჩემმა მიიღო,გესმის?! - რამდენჯერმე ამოიგმინა. - ორი თვე აწვალა და მაინც მიიღო! - ხელები სწრაფად გაითავისუფლა და ისევ კედელს დაუშინა. - მაინც აპატია იმ კაცს! ჩვენს სახლში შემოსვლის უფლება ისევ მისცა! ჩემთან და ნიასთან დაბრუნების ნება დართო! - ღმუოდა და გამეტებით იქნევდა მუშტებს.
ისეთ შოკში ვიყავი,ვერაფრის თქმა მოვახერხე. სხეულმა გონებას დაასწრო - ვაჩეს და კედელს შორის ჩადგა.
ვაჩეს ჰაერში მოქნეული ხელი გაუშეშდა. შეცბა,უცებ გამოერკვა და უკვე ჩემს შუბლთან მოტანილი მუჭი ნელა მიადო კედელს. ხელებშორის ვყავდი მოქცეული. ისეთი ტკივილით სავსე მზერით მიყურებდა, დაკარგულ,მიუსაფარ ბავშვს ჰგავდა.
ხელები კისერზე მოვხვიე და თავი ჩემს მხარზე დავადებინე.
აქვითინდა. ისე უცახცახებდა სხეული,მისი დაჭერა მიჭირდა.
ცრემლები მახრჩობდა,მაგრამ არ ვტიროდი. თუ ჩვენ ორ შორის ვინმეს უნდა ეტირა - ის იყო. უნდა დაცლილიყო,უნდა გაეგო ტირილის გემო, უნდა გამოეფხიკა სხეულიდან,გონებიდან და უმეტესად გულიდან ყველაფერი,რაც ღრღნიდა.
გარკვეული დრო დასჭირდა. მერე ნელ-ნელა მოეშვა,ტირილს უკლო და ბოლოს გაჩუმდა.

-სახლში ავიდეთ,ხელებს გაგიწმენდ. - ისე მშვიდად ვუთხარი,თითქოს არაფერი ხდებოდა და უბრალო,ფორმალურ პროცესს ვატარებდით.
უსიტყვოდ დამყვა,თავდახრილი.

სახლში შევიყვანე. მგონი, პირველად გამიხარდა,რომ ჩემი მშობლები სახლში არც იმ შაბათ-კვირით იყვნენ.

-სპირტს და ბამბას მოვიტან,აქ დაჯექი და დამელოდე. - ვუთხარი,როცა მისაღებ ოთახში შევიყვანე. - წყალი ხომ არ გინდა?
უარის ნიშნად თავი გამიქნია.
სწრაფად გავედი აბაზანაში,აფთიაქის ყუთი გავხსენი და საჭირო ნივთები ავიღე. წამით შევავლე ჩემს თავს მზერა სარკეში და გავშეშდი.
საღამოს კაბამ და უკვე ჩამოშლილმა მაკიაჟმა გამახსენა,რა უნდა გამეკეთებინა,სანამ ვაჩე დამირეკავდა. შეშლილი სახე მქონდა,თმა უფორმოდ აჩეჩილი. მაგრამ არ მადარდებდა არაფერი,ახლა მთავარი ის იყო.

ოთახში დაბრუნებულს,დივანზე მოკეცილი დამხვდა. სისხლიანი ხელები თვალებზე აეფარებინა და მძიმედ სუნთქავდა.
-წამოჯექი,გაგისუფთავებ ხელებს. - ვცდილობდი,ჩვეული ტონი მქონოდა,მაგრამ ხმას ვერ ვიმორჩილებდი.
მაგიდაზე ჩამოვჯექი,ისიც ნელა გასწორდა ჩემ წინ.
მისი გადაყვლეფილი ხელი,ჩემსაში მოვიქციე და სპირტიანი ბამბა შევახე. რეაქცია არ ჰქონია,მე მიყურებდა დახრილ თვალებში.
ხელები მიკანკალებდა. მაინცდამაინც მაშინ ვიჩენდი სისუსტეს,როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო.
-მაპატიე,რა. - ჩამწყდარი ხმით მითხრა, ბამბა გამომართვა და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია.
-დავამთავრებ გაწმენდას...
-არ მინდა;არ მტკივა. - თავი მომაბჯინა თითებზე. - მაპატიე,რომ შენთან მოვედი ასეთ მდგომარეობაში.
-რას ამბობ,ვაჩე?! ნუ მიხდი ბოდიშებს.
-უბრალოდ არ შემეძლო ასეთ მდგომარეობაში სხვაგან წასვლა. ერთადერთი ხარ,ვინც მჭირდებოდა...
-გწერდი,რომ დაგერეკა. ვნერვიულობდი შენზე... - ისე ჩუმად ვუთხარი,თითქოს სასირცხვილოს ვამბობდი რამეს.
-ახლა შენს თვალში უფრო სუსტი და უსუსური ვჩანვარ,ხო? - მკრთალმა ღიმილმა გაუცრიცა ტუჩები.
-არა! არა,ვაჩე, შენ არ ხარ არც სუსტი და მითუმეტეს, არც უსუსური! - გულზე მომხვდა მისი ნათქვამი.
-ძალიან სუსტიც ვარ და უსუსურიც. ხომ ხედავ? ოცი წლის კაცმა,ჩემი ოჯახი ვერ ვუზრუნველყავი ისე,რომ მამაჩემი აღარ დაგვჭირვებოდა. დედაჩემს და ჩემს დას ვერ მოვუფრთხილდი ისე,რომ მისი ფული აღარ გამხდარიყო საჭირო.
-ვაჩე, შენ იმაზე მეტს აკეთებდი შენი ოჯახისთვის,ვიდრე შეგეძლო.
-ასე რომ ყოფილიყო, დედაჩემი იმ კაცს არ მისცემდა სახლში დაბრუნების უფლებას. - ტკივილით დაემანჭა სახე და მომეჩვენა,რომ ორმოცი წლის კაცს დაემგვანა. - ყველანაირად დაამცირა,აბუჩად აიგდო, უარყო,როგორც ქალი, ჯანმრთელობა დაუნგრია,ადამიანების სიიდან ამოშალა და ამან...როგორ აპატია,თეკლე?! ასეთი რაღაც როგორ გადაუყლაპა?! - ცრემლებმა დაუბინდა თვალები.
-ვაჩე, მე არ მგონია,რომ დედაშენმა მამაშენს ფულისა და მამაკაცური მზრუნველობის გამო აპატია. - გაუბედავად ვუთხარი, არ მინდოდა მისი გაგიჟება.
-აბა რა ჯანდაბად მოათესლა ისევ სახლში?! - ზიზღით მოკუმა ტუჩები.
-იმიტომ რომ,იცის,შენ და შენს დას გჭირდებათ...
-მე ეგ კაცი არ მჭირდება!
-ნიას?
გაჩერდა,ვეღარ შემეწინააღმდეგა.
-შენი და ჯერ ძალიან პატარაა,რომ მიხვდეს,როგორ შეიძლება მამა იყოს ცუდი. და ასე ფიქრი სწორიცაა. შენც ასე უნდა ფიქრობდე,ვაჩე. უნდა დაუშვა შენს თავში მისი პატიება. საბოლოო ჯამში,ყველაფერი წარსულად მოგეჩვენება,დამიჯერე.
თავზე შემოიწყო ხელები და ამოიოხრა. მივხვდი,რომ მისმენდა და თუ რამის თქმა მინდოდა მის დასარწმუნებლად,ახლა უნდა მეთქვა.
-მიუხედავად იმისა,რომ საპირისპიროს ამატკიცებ მთელი ცხოვრებაა, შენ არ ხარ ადამიანი,რომელსაც პატიების უნარი არ შესწევს. - მუხლზე დავადე ხელი და თვალცრემლიანმა გავუღიმე.
სწორედ ამ დროს დარეკეს კარზე ზარი და მე დენმა დამიარა ტანში,როცა მივხვდი,ვინ იქნებოდა.
-მოვალ ახლავე,დამელოდე. - სწრაფად წამოვდექი და კარის გასაღებად გავიქეცი.

საბა იყო,რა თქმა უნდა.
ღიმილით შემეგება,მაგრამ მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება,როგორც კი ჩემი შეშლილი სახე და ჩამოშლილი თმა შეამჩნია.
-თეკლე,მოხდა რამე? - წარბშეკრულმა მკითხა.
-არა,არაფერი. საბა,მე ვერ წამოვალ და ბავშვებს აუხსენი,რა... - კარი ისე ვიწროდ მქონდა ღია, იფიქრებდა,რომ უკან საყვარელს ვმალავდი.
-რა ხდება,თეკლე? - არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი.
-არაფერი განსაკუთრებული.
-სახლში შემოვალ და დავილაპარაკოთ თუ გინდა...
-არა,არ მინდა!
-თეკლე,სახლში ვინმე გყავს? - ეჭვიანი ქმრის ტონით მკითხა.
-საბა,მერე ვილაპარაკოთ,რა. - შევევედრე.
-მარტო არ ხარ?
-არა,მეგობარია ჩემთან,რომელსაც დახმარება სჭირდება.
-ვინ მეგობარი? იქნებ მე შემიძლია რამით თქვენი დახმარება...
-არა,არაფერია. არ იცნობ შენ. - სახელურს უფრო კარგად ჩავავლე ხელი.
-თეკლე,ვაჩეა შენთან? - ყველაფერს მიხვდა.
-საბა...
-ის არის შიგნით და იმიტომ არ გინდა,მეც შემოვიდე?
-ჩემი დახმარება სჭირდება და ახლა უარს ვერ ვეტყოდი. - თავი ვიმართლე. - თაკოს დავურეკავ მოგვიანებით და ავუხსნი ყველაფერს.
ცოტა ხნით მიყურა და მერე თავი მძიმედ დამიქნია.
-კარგი,როგორც შენ გინდა. - ისეთი ტონით მითხრა,მივხვდი,მხოლოდ წასვლა-დარჩენას არ გულისხმობდა. - წავალ მაშინ,რა კი არ გჭირდები... - უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-საბა, მაპატიე,რა. - ტუჩი მოვიქციე კბილებშორის. საშინლად დამნაშავედ ვიგრძნი მის წინაშე თავი.
-არაფერია საპატიებელი. - გამიღიმა,ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი და რამდენიმე წამში გაუჩინარდა.

ვაჩე მისაღები ოთახის კარში შემეჩეხა,უფრო გაწონასწორებული და დამშვიდებული მეჩვენება ჩემი ბოლო სიტყვების შემდეგ.
-რას აკეთებ?
-წავალ მე,თეკლე. ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა,ბოდიში...
-სად წახვალ ასეთ მდგომარეობაში,ვაჩე, დაბრუნდი ოთახში. - გული გამისკდა იმის წარმოდგენისას,რომ წავიდოდა.
-არა,წავალ. არ მინდა, პრობლემები შეგიქმნა შენს პირად ცხოვრებაში.
-რომელ პირად ცხოვრებაში?! - ბრაზით ვკითხე. შევამჩნიე,რომ დაიბნა.
-შენ და საბა ლომსაძეს გგულისხმობთ.
-მე არანაირი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია მას შემდეგ,რაც შენ წახვედი,ვაჩე! დაბრუნდი ოთახში! - ხელი დავავლე და უკან დავაბრუნე,დივანზე.
გაკვირვებული მიყურებდა. ვერ ვხვდებოდი,უხაროდა ჩემი ნათქვამი,თუ სულ ერთი იყო მისთვის.
-მე მეგონა ერთად იყავით. - მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ მითხრა.
-კაკის ძმაკაცია და ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. მეტი არაფერი. - მშვიდად გავეცი პასუხი,თუმცა გულისცემა მყიდდა.
-კარგი ბიჭიაო,ამბობენ, რატომ არ მოგწონს?
-ვაჩე, კარგი რა!
-გეკითხები უბრალოდ. ახლა ყველაფერზე მირჩევნია ლაპარაკი,ჩემი „ოჯახის დრამის“ გარდა.
-შენ მერე არავინ მინდოდა . - აღარ დავმალე. მივხვდი,რომ ეს იყო მომენტი,როცა ყველაფერი უნდა მეთქვა მისთვის.
-რატომ? - ჩემს გაწამებას აპირებდა.
-იმიტომ,რომ შენც საკმარისი აღმოჩნდი.
-გულის სატკენად?
-გული ორივემ ვატკინეთ ერთმანეთს.
-და მაინც, გუშინ დავფიქრდი და მივხვდი,რომ მე უფრო გატკინე.
-არ ვიცოდი,შეჯიბრი თუ გვქონდა, ვინ მეტად ვატკენდით. - ირონიულად ჩამეცინა.
-რა თქმა უნდა. - გაეღიმა. - ჩვენ ხომ იდეალური ურთიერთობა გვქონდა,რომელიც , ისღა დაგვრჩენოდა,ხელოვნურად წაგვებილწა.
-გამოგვივიდა. - ისევ ირონიულად აღვნიშნე.
-ვერ ვიტყოდი! - ისეთი ტონით მითხრა,გული შემიქანდა. - რატომ შეიკავე თავი ლომსაძესთან? მინდა ვიცოდე, რატომ არ დაგღალა ჩემმა ათასმა უარმა. - თვალები ისე უელავდნენ,მეგონა დამწვავდნენ.
-შენ რატომ მომწერე ის ტექსტი დაბადებისდღეზე?! რატომ ხარ ახლა ჩემთან და არა ანუკასთან?! - კითხვა შევუბრუნე და აქეთ შევუტიე.
ჩაეცინა. მივხდა,რომ არაფერს ვეტყოდი,სანამ თვითონ არ მომცემდა „გარანტიებს.“
-იმიტომ,რომ ყველა ნორმალური ადამიანი თავის „არასთან“ მიდის,როცა არანორმალურობა უნდა. - ისე მარტივად მითხრა,თითქოს ამდენი ტანჯვა საერთოდ არ გამოგვევლო. - რა ანუკა,თეკლე, როცა შენ ხარ?! - თვალები აუწყლიანდა ეს რომ მითხრა და გამიღიმა. - მაშინაც კი,როცა მეგონა,ჩემში მცირდებოდი,ისე უსაშველოდ დიდი იყავი,ვერაფერი მოგერია. - წამოიწია და მუხლებზე დადგა ჩემ წინ. - ყველაფერი ხარ ჩემთვის. ჯერ კიდევ გაცნობამდე იყავი და იქნები ყოველთვის. - მოშიშვლებულ მკლავზე მაკოცა და იქვე დამიტოვა ცრემლის სისველე.
-მე შენ იმაზე მეტად დაგტანჯე,ვიდრე შეიძლებოდა. ვერაფრით ვხვდებოდი შენს ფასს მაშინ,როცა გვერდით მყავდი. - მაპატიე,რა, ვაჩე, გეხვეწები. - მუდარით სავსე ხმა მქონდა. -ყველაფრისთვის გიხდი ბოდიშს: იმისთვის,რაც მე შემეშალა და იმისთვისაც,რაც შენ. მაპატიე,რომ ჩვენს ურთიერთობას ამხელა კითხვისნიშნის დაძლევა მოუწია. მაგრამ აღარ მინდა უშენოდ. მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ, მეტი რომ აღარ შეიძლება,ისე! არ მინდა,რომ გადაგიყვარო, არ მინდა,რომ ერთ დღეს აღარ მაღელვებდე. გგონია ვერ შევძლებ? მეც შევძლებ და შენც. წლების მერე,სადმე შემთხვევით რომ შევხვდეთ ერთმანეთს,ორივე ისევ ვიგრძნობთ,რომ გვიყვარს ერთმანეთი და რომ ეს გრძნობა არც არსად წასულა,მაგრამ მივხვდებით,რომ აღარ გვიღირს,გესმის? გვეყვარება ერთმანეთი,მაგრამ ესეც უკვე სულ ერთი იქნება,გახუნებული და გაცრეცილი. არ მინდა,რომ გაიცრიცო,ვაჩე,ძალიან მიყვარხარ!
ბოლო სიტყვების მოსმენისას სახე შეეშალა. ალბათ ეგონა,რომ მოესმა. მე კი არ ვაპირებდი გაჩერებას; აღარასდროს ვაპირებდი მასთან გაჩუმებას.
არც ძლიერი წვიმა იყო გარეთ, არც ქარიშხალი და მითუმეტეს - არც ჭექა-ქუხილი.
არც ქალაქიდან მოშორებულ სახლში ვიდექით, ოთახში,რომელსაც მხოლოდ ბუხარში დანთებული ცეცხლი ანათებდა და ათბობდა.
არც სახის ნახევარზე გვეცემოდა შუქი,მაგრამ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს.
-დავივიწყოთ, რა ყველაფერი. ან, არც დავივიწყოთ,სულ გვახსოვდეს,როგორც საშინელი გამოცდილება,რომელიც მუდამ დაადებს ჩვენს ურთიერთობას დიდ ფასს. გესმის? ტკივილის გარეშე არაფერი ხდება,ვაჩე! საჭიროა; ტკივილიც საჭიროა სიყვარულის ფონად. -მეგონა, აღარაფერი იქნებოდა ისე,ვეღარასდროს შევძლებდით ძველი ურთიერთობის დაბრუნებას,მაგრამ როგორც კი გავიგე,ცუდად იყავი,საკუთარ თავს ვკითხე - რას ვერ შევძლებთ?! ორი წამით შემომხედე თვალებში! - ხელები დავუჭირე და სახე გავასწორებინე - ცოტა ხნით წარმოიდგინე,რომ საერთოდ აღარ ვარ. აქ კი არა, აღარსად,ყველაზე შორეულ წერტილშიც კი არა. წარმოიდგინე,რომ არ ვვარსებობ; რომ მოგინდეს,ვერც შორიდან მომკრავ თვალს,ვერც გამომელაპარაკები,ვერც შემეხები, ჩემს სურათებსაც კი ვეღარ ნახავ. წარმოიდგინე,ვაჩე, აღარ ვარ,საერთოდ აღარ! მითხარი, რომელიმე წყენა ამად გიღირს?
-იმის წარმოდგენაც კი გამაფრენინებს,რომ შეიძლება ვეღარსად გნახო. - ცოტახანი მიყურა; დაქანცული,შეშლილი მზერა ჰქონდა. წითელ,ცრემლიან თვალებს არ მაშორებდა და ისე მეჩურჩულებოდა.
მერე მომეხვია და მივხვდი,რომ იქამდე არასდროს განმეცადა ამდენად არაამქვეყნიური გრძნობა.
-მე და შენ ერთმანეთს აღარასდროს ვატკენთ,გპირდები! - მითხრა და ძვლების ატკიებამდე ჩამეხუტა.
-მართლა შევძლებთ?! - ემოციებისგან გადაღლილმა ვკითხე.
ღიმილით ამომხედა,ცრემლები მომწინდა და ყველაზე ტკბილი ხმით მითხრა ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიტყვები:
-სიტყვებზე დამატებულ „,მართლას“ ვერ ვიტან,ხომ იცი?!
ტირილი - სიცილში გადამეზარდა. ისე მოვეხვიე,კინაღამ წავაქციე.
-შენ ოდნავი წარმოდგენაც არ გაქვს,რას ნიშნავ ჩემთვის. არ იცი,როგორ მიჭირდა უშენოდ,თეკლე. როგორ მენატრებოდი,ნეტავ იცოდე. როგორ უსაშველოდ რთული იყო უშენო დღეები. რა რთული იყო,საკუთარი თავისთვის იმის მოთხოვნა,რომ აღარ უნდა მყვარებოდი,შემომეხედა შენთვის და ემოცია არ დამეტყო. გული მეტკინა შენთვის, დამემცირებინე,მეღალატა და წამებილწა ის,რაც ყველაზე წმინდა იყო. შინაგანად მანგრევდა ეს ყველაფერი. იმდენად მანგრევდა,ხანდახან ფიზიკურადაც კი განვიცდიდი ტკივილს?! დროდადრო ისე შემომიტევდა უშენობა, შენს აივანზე ამოსვლა და დილამდე შენი მძინარე სახის ყურება მინდებოდა. მე შენ აღარასდროს გაგიშვებ,თეკლე. აღარასდროს დავუშვებ,რომ ნორმალურებად ვიქცედ! - იმდენად დიდი გრძნობით მითხრა და ისე დარწმუნებით, მთელი არსებით მჯეროდა მისი.
ვის ჭირდება ნორმალურობა?! - საბოლოო ჯამში, ეს არაფერია მოწყენილობის,ერთფეროვნების და უფერულობის გარდა.
მე მჭირდებოდა ჩემი „არა“ - მას ვჭირდებოდი მე.

*_*_*_*

საბოლოოდ, თუ გზის ბოლოში მყოფი მოახერხებ და განვლილს შეუბრუნდები, მიხვდები,რომ ყველაფერი არც ისე რთული ყოფილა,როგორც აწმყოში ჩანდა.

*_*_*_*

-თეკლე, რატომ არ მოდიხარ? ცუდად ხარ?
-საბას არ უთქვამს თქვენთვის?
-არაფერი არ უთქვამს. მარტო ის,რომ არ მოდიხარ და მირეკავდი. რა გჭირს,ადამიანო? მოვიდეთ?
-ვაჩეა აქ,თაკო. ახლა ჩემს ოთახშია და სძინავს...
-რა?! - ისე იყვირა,ყველას ყურადღებას მიიპყრობდა,ეჭვი მაქვს. - გაიმეორე,რა თქვი, მომესმა რაღაც.
-არ მოგესმა. - გამეღიმა.
-ვინ ვაჩე? ვაჩე ბრეგვაძე? ასეთ დროს შენთანაა სახლში და შენს საძინებელში ძინავს?! - ცდილობდა მშვიდად ყოფნას,მაგრამ ბოლო სიტყვებზე ისევ წამოიყვირა. - შიშველი ხომ არაა?! - დაამატა მერე.
-თაკო! - გამეცინა.
-შერიგდით?!
-...
-თეკლე,შერიგდით-მეთქი?!
-ბრეგვაძე ვაჩე... არვიცი, თაკო, ეს სიგიჟეა! - თვალებზე ხელის ზურგი ავიფარე და გავიცინე.
ორჯერ ამოიოხრა,ისევ აიღო პაუზა და მაინც სიცილით მითხრა:
-მე შენ გითხარი, ბრეგვაძე გაგაფრენინებს-მეთქი.

*_*_*_*

რამდენიმე დღით წავიდა. ოჯახში პრობლემები უნდა მოეგვარებინა და მე ეს კარგად მესმოდა.
უკეთესიც იყო ის დრო,რაც ფიქრისთვის მისცა ჩვენს ურთიერთობას. შემეძლო მშვიდად ამეწონ-დამეწონა ყველაფერი. თუმცა კი, ურყევ გადაწყვეტილებას უკვე ვეღარაფერი შემიცვლიდა.
ვაჩე იყო ის,რაც მე მჭირდებოდა,მინდოდა და მიყვარდა მთელი გულით. დრო იყო კითხვისნიშნები,რომელიც სულ ახლდა ჩვენს ურთერთობას, ძახილისნიშნებად გადაქცეულიყვნენ.

*_*_*_*

აივანზე ვიჯექი. ივლისის მეორე კვირა იწურებოდა და დუღდა თბილისი.
მობილურმა რომ დამირეკა და ვაჩე დავინახე ეკრანზე,სიხარულით ვუპასუხე.
უეცრად ისე დავიბენი,ეკრანს დავხედე,ხომ ნამდვილად ვაჩე მირეკავს-მეთქი. არაფერს ამბობდა,უბრალოდ მღეროდა:
-Wise man say, only fools rush in;
But I cant help, falling in love with you.
მაშინვე გამახსენდა ჩვენი ძველი დიალოგი იმ პერიოდიდან, მანქანით რომ ვსეირნობდით ქუჩაში და სწრაფად წამოვდექი. მივხვდი,რომ ვაჩე ჩემს ეზოში იდგა.
თავის მანქანას მიყრდნობოდა, მობილური ყურზე მიედო და აგრძელებდა:
-Oh shall I stay, would it be a sin.
Oh,if I cant help, falling in love with you.
რომ დამინახა,სახე გაებადრა. მაშინვე მოცილდა მანქანას და სადარბაზოსკენ დაიძრა. მიხვდი,რომ ჩემთან მოდიოდა. მობილური არ მომიშორებია ყურიდან,ისე ვადევნებდი თვალს და თან ვუსმენდი.
-Like a river flows,surely to the sea,
Darling so it goes, some thing are meant to be.
სადარბაზოში შემოვიდა და მალევე გავიგე ლიფტის ხმა. სწრაფად დავტოვე აივანი და სახლში შევვარდი. კარს ვეცი სწრაფად გავხსენი.
ლიფტის კარი რომ გაიღო,მის წინ ვიდექი გაბადრული.
მობილური ჯიბეში ჩაიდო,ხელი გამომიწოდა და ისე გააგრძელა სიმღერა:
-Take my hand,take my whole life too,
Oh,for I cant help,falling in love with you.
მომეხვია,სახე ახლოს მოსწია და ჩემს ყურთან დაიჩურჩულა:
-Oh, for I cant help,falling in love with you.
მთელ ტანში დამიარა ჟრუანტელმა. სახე ჩემსას გაუსწორა,ისე ახლოს იყო ცხვირის წვერით ლოყაზე მეხებოდა. უნებურად ამითრთოლდა ტუჩები,მანაც არ დააყოვნა, საფეთქელზე მაკოცა,ყვრიმალზე, ტუჩის კუთხეში და ბოლოს ჩვენი ბაგეები ისევ შეერთდა.
-ესეც დაპირებული სერენადა. - კმაყოფილმა მითხრა მერე.
-დავიფერფლე,გეფიცები! - ნაჩქარევად მოვიწმინდე ცრემლები და მოვეხვიე.
-ეს ავანსი იყოს; დანარჩენი ამ ზაფხულს,რომელსაც მე და შენ უსიკვდილოდ ერთად გავატარებთ. - სიცილით მითხრა მანაც და ხელები მომხვია. - ოღონდ, გეხვეწები, საფრანგეთი არ გამაგონო და მონაკოს პრინცი ვერა,მაგრამ კვარიათის დიდებული ვიქნები შენთვის!
-არა-ნორმალური იყავი,სხვა არაფერი მინდა. - გავუღიმე და მერე ისე მოვეხვიე,როგორც მას უყვარდა,ძვლებამდე შეხებით.

სიგიჟე ტრიალებდა ჰაერში
და ჩვენც სწორედ ამ სიგიჟის გვწამდა.

დ-ა-ს-ა-ს-რ-უ-ლ-ი.

31/07/17


დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, ჩემო საყვარლებო, მომენატრეთ ძალიან!
ეს ისტორია "კატერინასთან" შედარებით ძალიან მსუბუქია და იმედი მაქვს ბევრს
იცინებთ.
მიყვარხართ ძალიან ❤️скачать dle 11.3

 




№1 √ წევრი ™ SillyGirl

მართალი ხარ კატერინასგან სრულიად განსხვავებული ისტორიაა.
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე
და იმხელა ემოციები მივიღე არ ვიცი
ამეტირა კიდეც გარკვეული ნაწილების წაკითხვისას.
ვაჩე სასწაულია !
ყველაზე კარგი პერსონაჟი მთელს ისტორიაში.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენს შესაძლებლობებში და იმაში თუ როგორი უსაზღვროა შენი ნიჭი.
ძალიან გამახარა ამ ახალმა ისტორიამ
და კიდევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სხვა ისტორიებს.

 



№2 √ სტუმარი ™ Guest mariamo

ararsebobssss...chemi sayvareli mwerali dabrundaaa....wavedi wavikitxav da gamovxatav chems shtabechdilebebs

 



№3 √ სტუმარი ™ Guest trocodeo

ძალიან Gამახარეთ,შეუდარებელი ხარ.

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

როგორც გითხარი ,პირველი იყო შენი რაც წავიკითხე და სასწაულად მომეწონა ❤ არა კი გაქებდა სრულიად გალაქტიკა,მაგრამ ასეთი სრულყოფილიც თუ იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :დდ ეს ის შემთხვევა იყო როცა აღვფრთოვანდი და იმედგაცრუებული არ დავრჩი :დდ ❤
ძალიან კარგი და საოცრება,რომ ხარ ეგ ისედაც გეცოდინება,გეტყოდნენ ჩემამდეც,მაგრამ მეც უნდა გითხრა ❤❤:))
ისტორიის მთავარი მოვლენა,რაც იყო ეს ჩემი საყვარელი იუმორია,რომელმაც მთელი დღე გამიმხიარულა ❤❤ აი ,ტიტველ კაცებს უნდა სდიოო-მაგაზე ვხოხავდი იმდენი ვიცინე :დდდდ
პერსონაჟები ხომ ყველა ინდივიდუალური იყო,მაგრამ თაკო მაინც მარგალიტია :დდდ ვგიჟდები ასეთი მკვლელი იუმორის მქონე პერსონაჟებზე და ზოგადად ადამიანებზე :დდდდდ ❤❤
ჰო კიდევ მონაკოს პრინცზე დამწყდა გული :დდდ რაღაც ისე მიაგდეს ის საწყალი და თუ რამე აგერ ვარ ვარდივით გოგო ;)) :დდდ თან ჩემი კოლეგაა,მერე დავდგებით ერთად ლუვრში ჯოკონდას წინ და ვუყურებთ და ვუყურებთ :დდდდ ვიცხოვრებთ ლუვრში დიდხანს და ბედნიერად :დდდდ ვაიმე არა ვარ კარგად :დდდდ❤❤აქ ნუ მომაქცევ ყურადღებას :დდდ ❤
კიდევ გეტყვი, რომ სასწაული ხარ და არ მომბეზრდება ამის გამეორება :** ❤❤❤❤❤❤

 



№5  offline √ წევრი ™ ucnobi_18

თქკოზე ვგიჟდებიი❤აუარვიციი რაა ძალიან კარგი იყოო აიი ძალიან შემიყვარდა ყველა პერსონაჟი ყველას რაღაც თავისი ხიბლი ქონდა განსაკუთრებით თეკლე❤ვაჩეზე საუბარი ზედმეტია❤აი უტკბილესობა იყო თანრომ გეტირება მაგრამ ისეთს დაახეთქებენ გაგეცინება განსაკუთრებით სესის სცენა მომეწონა ზღვაზრ ჯერ ვტიროდი მერე კიდე იმდრნი ვიცინე არვიცი მოკლედ სასწააული იყოო❤

 



№6  offline √ მოდერი ™ aNuGi

მსუბუქიო?
მ ს უ ბ უ ქ ი ო?!
არ გადამრიო, იმდენჯერ ამეწვა თვალები შეკავებული ცრემლებისგან, კინაღამ ცუდად გავხდი!
ეს რა იყო?!
როგორ შეიძლება ყველა გმირი ნაკლით და მაინც იდეალური გყავდეს?!
აი, თეკლაზე ისე მომეშალა ნერვები რომ, მინდოდა თმებით მეთრია იმ მომენტში.
ეს ის შემთხვევა იყო როცა კვარიათის დიდებული, მონაკოს პრინცს ბევრად ჯობია!
თვალებს ვერ დავუჯერე რომ ვკითხულობდი, მეთქი მესიზმრება ხო?!

ვაიმე, ღმერთო, რა მაგარი ხარ და რა შესანიშნავად გამოგდის წერა!
ჩემი სასწაული გოგო ხარ შენ და ძალიან რომ მიყვარხარ ამას თქმა არ სჭირდება (არ ვთქვი ვითომ ახლა?!)
ხოდა,
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემო ციკო,
ყველაზე კმაყოფილი ვარ და მგონი შენს მუზაზე მუქარამ გაჭრა (ჯერჯერობით ამას დავჯერდეთ, ცემა შემდეგისთვის შემოვინახოთ)..
ხოდა აწი გვეცოდინება, როგორ დავაბათ შენს ტვინში და ვაიძულოთ გაწერინოს ასეთი სასწაული ისტორიები!
ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ!
<3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№7  offline √ წევრი ™ შამხათი

შესანიშნავი იყო ანა! შესაძლოა, ცოტა მსუბუქი იყო, კატერინას შემდეგ, მაგრამ არანაკლები დრამა იყო აქაც. შენ ყველაფერი გამოგდის, ძალიან ვისიამოვნე.

 



№8 √ სტუმარი ™ Guest Lia

Sauketeso xar
Mec tineijeri megona tavi
Kargi istoriaa❤

 



№9  offline √ მოდერი ™ An_Gel

SillyGirl
მართალი ხარ კატერინასგან სრულიად განსხვავებული ისტორიაა.
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე
და იმხელა ემოციები მივიღე არ ვიცი
ამეტირა კიდეც გარკვეული ნაწილების წაკითხვისას.
ვაჩე სასწაულია !
ყველაზე კარგი პერსონაჟი მთელს ისტორიაში.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენს შესაძლებლობებში და იმაში თუ როგორი უსაზღვროა შენი ნიჭი.
ძალიან გამახარა ამ ახალმა ისტორიამ
და კიდევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სხვა ისტორიებს.

უღრმესი მადლობა! ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა.

Guest mariamo
ararsebobssss...chemi sayvareli mwerali dabrundaaa....wavedi wavikitxav da gamovxatav chems shtabechdilebebs

ვაიჰ, მადლობა, ველოდები შენს შეფასებებს

Guest trocodeo
ძალიან Gამახარეთ,შეუდარებელი ხარ.

მადლობაა <3

Margaritha Loki
როგორც გითხარი ,პირველი იყო შენი რაც წავიკითხე და სასწაულად მომეწონა ❤ არა კი გაქებდა სრულიად გალაქტიკა,მაგრამ ასეთი სრულყოფილიც თუ იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :დდ ეს ის შემთხვევა იყო როცა აღვფრთოვანდი და იმედგაცრუებული არ დავრჩი :დდ ❤
ძალიან კარგი და საოცრება,რომ ხარ ეგ ისედაც გეცოდინება,გეტყოდნენ ჩემამდეც,მაგრამ მეც უნდა გითხრა ❤❤:))
ისტორიის მთავარი მოვლენა,რაც იყო ეს ჩემი საყვარელი იუმორია,რომელმაც მთელი დღე გამიმხიარულა ❤❤ აი ,ტიტველ კაცებს უნდა სდიოო-მაგაზე ვხოხავდი იმდენი ვიცინე :დდდდ
პერსონაჟები ხომ ყველა ინდივიდუალური იყო,მაგრამ თაკო მაინც მარგალიტია :დდდ ვგიჟდები ასეთი მკვლელი იუმორის მქონე პერსონაჟებზე და ზოგადად ადამიანებზე :დდდდდ ❤❤
ჰო კიდევ მონაკოს პრინცზე დამწყდა გული :დდდ რაღაც ისე მიაგდეს ის საწყალი და თუ რამე აგერ ვარ ვარდივით გოგო ;)) :დდდ თან ჩემი კოლეგაა,მერე დავდგებით ერთად ლუვრში ჯოკონდას წინ და ვუყურებთ და ვუყურებთ :დდდდ ვიცხოვრებთ ლუვრში დიდხანს და ბედნიერად :დდდდ ვაიმე არა ვარ კარგად :დდდდ❤❤აქ ნუ მომაქცევ ყურადღებას :დდდ ❤
კიდევ გეტყვი, რომ სასწაული ხარ და არ მომბეზრდება ამის გამეორება :** ❤❤❤❤❤❤

მარგო :დდდდდდდ მოგცემ მონაკოს პრინცის საკონტაქტო ინფორმაციებს, მაგაზე როგორ გაწყენინებ?! :დდდდდდ შენთვის ყოფილა ეგ პერსონაჟი. მადლობა,ძალიან ძალიან გამახარე შენი კომენტარით ❤️

ucnobi_18
თქკოზე ვგიჟდებიი❤აუარვიციი რაა ძალიან კარგი იყოო აიი ძალიან შემიყვარდა ყველა პერსონაჟი ყველას რაღაც თავისი ხიბლი ქონდა განსაკუთრებით თეკლე❤ვაჩეზე საუბარი ზედმეტია❤აი უტკბილესობა იყო თანრომ გეტირება მაგრამ ისეთს დაახეთქებენ გაგეცინება განსაკუთრებით სესის სცენა მომეწონა ზღვაზრ ჯერ ვტიროდი მერე კიდე იმდრნი ვიცინე არვიცი მოკლედ სასწააული იყოო❤

თაკო ნამდვილად მარგალიტი იყო ამ ისტორიის, გეთანხმები :დდდდდდდ მიხარია, რომ მოგეწონა ❤️

aNuGi
მსუბუქიო?
მ ს უ ბ უ ქ ი ო?!
არ გადამრიო, იმდენჯერ ამეწვა თვალები შეკავებული ცრემლებისგან, კინაღამ ცუდად გავხდი!
ეს რა იყო?!
როგორ შეიძლება ყველა გმირი ნაკლით და მაინც იდეალური გყავდეს?!
აი, თეკლაზე ისე მომეშალა ნერვები რომ, მინდოდა თმებით მეთრია იმ მომენტში.
ეს ის შემთხვევა იყო როცა კვარიათის დიდებული, მონაკოს პრინცს ბევრად ჯობია!
თვალებს ვერ დავუჯერე რომ ვკითხულობდი, მეთქი მესიზმრება ხო?!

ვაიმე, ღმერთო, რა მაგარი ხარ და რა შესანიშნავად გამოგდის წერა!
ჩემი სასწაული გოგო ხარ შენ და ძალიან რომ მიყვარხარ ამას თქმა არ სჭირდება (არ ვთქვი ვითომ ახლა?!)
ხოდა,
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემო ციკო,
ყველაზე კმაყოფილი ვარ და მგონი შენს მუზაზე მუქარამ გაჭრა (ჯერჯერობით ამას დავჯერდეთ, ცემა შემდეგისთვის შემოვინახოთ)..
ხოდა აწი გვეცოდინება, როგორ დავაბათ შენს ტვინში და ვაიძულოთ გაწერინოს ასეთი სასწაული ისტორიები!
ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ!
<3

ჩემიი ციკუნა ❤️ გამახარე ძალიან,რომ მოგეწონა. ხოიცი რამდენს ვნერვიულობდი ამ ისტორიაზე. ჩემი მუზა მერე გავტყიპოთ :დდდდდ აღარ ვიტყვი, რომ მიყვარხარ ძალიან (მეც ამწამს არ ვთქვი ვითომ?!) :დდდდდ

შამხათი
შესანიშნავი იყო ანა! შესაძლოა, ცოტა მსუბუქი იყო, კატერინას შემდეგ, მაგრამ არანაკლები დრამა იყო აქაც. შენ ყველაფერი გამოგდის, ძალიან ვისიამოვნე.

მადლობა,ნანა. ჩემი მუდმივი მკითხველი ხარ და ყოველთვის ძალიან მიხარია,როცა მოგწონს ❤️

Guest Lia
Sauketeso xar
Mec tineijeri megona tavi
Kargi istoriaa❤

უღრმესი მადლობა ❤️

 



№10 √ სტუმარი ™ Xatia

ძალიან კარგი იყო. ჩემთვის იყო დრამა და საერთოდ ვერ ვგრძნობდი მოთხრობაში ჩადებულ იუმორისტულ პასაჟებს

 



№11  offline √ მოდერი ™ An_Gel

Xatia
ძალიან კარგი იყო. ჩემთვის იყო დრამა და საერთოდ ვერ ვგრძნობდი მოთხრობაში ჩადებულ იუმორისტულ პასაჟებს

მადლობა, რომ წაიკითხე. შევეცადე,რომ მსუბუქი ყოფილიყო, თუმცა "დრამას" მაინც ვერ ვუღალატე.

 



№12  offline √ წევრი ™ Mtirala

უჰ, გოგო ხარ საოცრება. ყველა პერსონაჟი მომეწონა თავისი ხუმრობებით და დრამებით ❤მსუბუქი არისო და რავი, არის კი? :დდ არ მომეონა თეკლეს საქციელი, როდესაც პრინცთან გაერთო, სრულიად მოსალოდნელი იყო ჩემთვის ვაჩეს საქციელი.ვაჩეს გაკიცხვა დავიწყე მაშინ, როდესაც ანუკა გაიჩინა და თეკლეს დაჩაგვრას ცდილობდა. და ხო, ვაჩეში ერთადერთი ის არ მომეწონა, რომ ზიდანის მაისური მოითხოვა imp მართლა ეგ მელოტი კაცი joy მადრიდისტა რომ ხარ გეტყობა imp stuck_out_tongue_winking_eye joy მომეწონა ძალიან და ცოტა გაურკვეველი დავრჩი რაღაც საკითხებში, მაგრამ ძალიან კარგი იყო, უნიჭიერესი ხარ heart_eyes
--------------------
M.D.

 



№13  offline √ მოდერი ™ An_Gel

Mtirala
უჰ, გოგო ხარ საოცრება. ყველა პერსონაჟი მომეწონა თავისი ხუმრობებით და დრამებით ❤მსუბუქი არისო და რავი, არის კი? :დდ არ მომეონა თეკლეს საქციელი, როდესაც პრინცთან გაერთო, სრულიად მოსალოდნელი იყო ჩემთვის ვაჩეს საქციელი.ვაჩეს გაკიცხვა დავიწყე მაშინ, როდესაც ანუკა გაიჩინა და თეკლეს დაჩაგვრას ცდილობდა. და ხო, ვაჩეში ერთადერთი ის არ მომეწონა, რომ ზიდანის მაისური მოითხოვა imp მართლა ეგ მელოტი კაცი joy მადრიდისტა რომ ხარ გეტყობა imp stuck_out_tongue_winking_eye joy მომეწონა ძალიან და ცოტა გაურკვეველი დავრჩი რაღაც საკითხებში, მაგრამ ძალიან კარგი იყო, უნიჭიერესი ხარ heart_eyes

მადლობა, მიხარია რომ
მოგეწონა :დდდდ შენ კულე ხარ სავარაუდოდ :დდდდდდდდდდ

 



№14  offline √ ახალბედა მწერალი™ MariamG

რა მაგარი გოგო ხარ!
უპირველესყოვლისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამდენი "დაძაბული და ჩახლართული" ისტორიების შემდეგ, უდიდესი შვება იყო.
თითქოს გადავეჩვიე ასეთ ამბებს. ვკითხულობდი და რაღაცნაირი გრძნობა მაწუხებდა, შორეულს და ძალიან სასურველს ვეჭიდებოდი თითქოს.
მომეწონა სიუჟეტი, ძალიან მომეწონა თეკლეს მხრიდან ათასჯერ "დაწუნებული" ვაჩე და მეტიც, შემიყვარდა კიდევ.
ამ ბიჭმა უამრავ თვისებას გაუსვა ხაზი, ყველაფერი გამოაჩინა რაც დღეს ყოველ მეორეს აკლია. საოცარი სიყვარულის, ერთგულების თვისება.
ერთი სიტყვით, მოხიბლული ვარ.
თეკლემ გამაღიზიანა. გავბრაზდი მის შეცდომებზე, უკან დახევასა და ცოტა არ იყოს ჩამოუყალიბებლობაზე. არის ცხოვრებაში რაღაცები, რაც მარტივად უნდა მოგვარდეს. ის, რაც ვაჩემ იგრძნო და რაც თეკლეს აგრძნობინა, საკმარისი უნდა ყოფილიყო.
ფრანგულ ზაფხულს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ჩემი სისუსტეა, ძალიან ცუდად მომხვდა გულზე თეკლეს გართობა. და ვაჩეს სამაგიერო არ გადაუხდია ანუკასთან ყოფნით, ამას ცალკე ახსნა აქვს.
თუმცა საბოლოოდ, ალბათ ყველაფრის გამართლება შეიძლება, თუკი ამ ყველაფრის უკან სიყვარული დგას.
თითქმის იმედი მეწურება და აღარც კი მჯერა ასეთი ძლიერი გრძნობების, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ აქ ასე ნათლად, ცოცხლად იგრძნობოდა.
პ.ს მეგობრობა, როგორც ჩემთვის უმთავრესი საკითხი, ერთგულებითა და სიყვარულით სავსე აჩვენე - ეს ჩემთვის ყველაფრის გასაღებია!
ძალიან ნიჭიერი ხარ!
სულ უნდა წერო

 



№15  offline √ წევრი ™ qeti.ii

ანი,როგორ შეგიძლია წერო ასე!
სევდიანად და იუმორით.იყო მომენტები ტირილით ვიფხრიწებოდი,ვცოფდები ვაჩეზე,გულის მოსვლის გამო,ამავდროულად თეკლეზე ართქმის გამო!
იყო მომენტები ვხოხავდი სიცილისგან,თამარი პოზიტივი გოგო ეგ,სესილი,ჩემი სოსკა,მაღლივი(რა სახელებიაjoy)ჩემს თავს შევადარე სმაში,ნენე ტკბილი,თბილი,ჭკვიანი გოგო,ვაჩეს კნუტიკოjoyფისო რა კაი ტიპია,თამარას კაკი ,ჩემი თამარასავით გიჟია,საბა შემეცოდა,ანკა გაურიგე ამას,ხო არ გამომრჩა რომელიმე პერსონაჟი?ხო ლაშა,ეს მანქანის პატრონი ესაjoy
ამბობ,მსუბუქიო,მსუბუქი კიარა ყველანაირად სავსე,კარგი თბილი,ტკბილი,სასწაული ისტორიაა,კატერინა არ ვიცი და მაგასაც ვნახავ!
კ ა რ გ ი ი ყ ო!ასე გააგრძელე,არ დაიკარგო დიდი ხნით,სხვას ვეღარაფერს ვიტყვი სხვებმა ყველაფერი გითხრეს,ეს ისტორია ფავორიტების სიაში შევიდა,უჰ დედა შემიყვარდა ეს ხალხი მე!მაგრამ ყველაზე მეტად თამრიკო და კეკი,კიდე სესილი,ნენე,გეგი,ვაჩე,თეკლე,უი,ყველა მყვარებია,ისე ასეთ მეგობრებს არ დავიწუნებდი,მშურს თეკლესი,მე მჯერა რომ სადღაც მართლა არსებობენ ეს ადამიანები,ტკბილები,თბილები,სასწაულები,შენთან ერთად რა თქმაუნაheart_eyesheart_eyes
ტ კ ბ ი ლ ო❤❤❤❤❤

პ.ს დედა არ მიბოდიალია?joyნიჭიერი ხარ ანი ასე გააგრძელე,მართლაც ანგელოზი❤❤❤

 



№16  offline √ მოდერი ™ An_Gel

MariamG
რა მაგარი გოგო ხარ!
უპირველესყოვლისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამდენი "დაძაბული და ჩახლართული" ისტორიების შემდეგ, უდიდესი შვება იყო.
თითქოს გადავეჩვიე ასეთ ამბებს. ვკითხულობდი და რაღაცნაირი გრძნობა მაწუხებდა, შორეულს და ძალიან სასურველს ვეჭიდებოდი თითქოს.
მომეწონა სიუჟეტი, ძალიან მომეწონა თეკლეს მხრიდან ათასჯერ "დაწუნებული" ვაჩე და მეტიც, შემიყვარდა კიდევ.
ამ ბიჭმა უამრავ თვისებას გაუსვა ხაზი, ყველაფერი გამოაჩინა რაც დღეს ყოველ მეორეს აკლია. საოცარი სიყვარულის, ერთგულების თვისება.
ერთი სიტყვით, მოხიბლული ვარ.
თეკლემ გამაღიზიანა. გავბრაზდი მის შეცდომებზე, უკან დახევასა და ცოტა არ იყოს ჩამოუყალიბებლობაზე. არის ცხოვრებაში რაღაცები, რაც მარტივად უნდა მოგვარდეს. ის, რაც ვაჩემ იგრძნო და რაც თეკლეს აგრძნობინა, საკმარისი უნდა ყოფილიყო.
ფრანგულ ზაფხულს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ჩემი სისუსტეა, ძალიან ცუდად მომხვდა გულზე თეკლეს გართობა. და ვაჩეს სამაგიერო არ გადაუხდია ანუკასთან ყოფნით, ამას ცალკე ახსნა აქვს.
თუმცა საბოლოოდ, ალბათ ყველაფრის გამართლება შეიძლება, თუკი ამ ყველაფრის უკან სიყვარული დგას.
თითქმის იმედი მეწურება და აღარც კი მჯერა ასეთი ძლიერი გრძნობების, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ აქ ასე ნათლად, ცოცხლად იგრძნობოდა.
პ.ს მეგობრობა, როგორც ჩემთვის უმთავრესი საკითხი, ერთგულებითა და სიყვარულით სავსე აჩვენე - ეს ჩემთვის ყველაფრის გასაღებია!
ძალიან ნიჭიერი ხარ!
სულ უნდა წერო

მარ, ისე გაიხარდა შენი კომენტარი, ვერც წარმოიდგენ. მიხარია, რომ მოგეწონა. ვაჩე ნამდვილად ოცნების ბიჭი აღვწერე :დდდ რაც შეეხება თეკლეს, აბსოლოტურად გეთანხმები, საფრანგეთი და საოცნებო ზაფხული მესმის, მაგრამ არ იქცეოდა სწორად. მიხარია, ყოველთვის ასე კარგად რომ გვესმის ერთმანეთის და მადლობა კომენტარისთვის <3

qeti.ii
ანი,როგორ შეგიძლია წერო ასე!
სევდიანად და იუმორით.იყო მომენტები ტირილით ვიფხრიწებოდი,ვცოფდები ვაჩეზე,გულის მოსვლის გამო,ამავდროულად თეკლეზე ართქმის გამო!
იყო მომენტები ვხოხავდი სიცილისგან,თამარი პოზიტივი გოგო ეგ,სესილი,ჩემი სოსკა,მაღლივი(რა სახელებიაjoy)ჩემს თავს შევადარე სმაში,ნენე ტკბილი,თბილი,ჭკვიანი გოგო,ვაჩეს კნუტიკოjoyფისო რა კაი ტიპია,თამარას კაკი ,ჩემი თამარასავით გიჟია,საბა შემეცოდა,ანკა გაურიგე ამას,ხო არ გამომრჩა რომელიმე პერსონაჟი?ხო ლაშა,ეს მანქანის პატრონი ესაjoy
ამბობ,მსუბუქიო,მსუბუქი კიარა ყველანაირად სავსე,კარგი თბილი,ტკბილი,სასწაული ისტორიაა,კატერინა არ ვიცი და მაგასაც ვნახავ!
კ ა რ გ ი ი ყ ო!ასე გააგრძელე,არ დაიკარგო დიდი ხნით,სხვას ვეღარაფერს ვიტყვი სხვებმა ყველაფერი გითხრეს,ეს ისტორია ფავორიტების სიაში შევიდა,უჰ დედა შემიყვარდა ეს ხალხი მე!მაგრამ ყველაზე მეტად თამრიკო და კეკი,კიდე სესილი,ნენე,გეგი,ვაჩე,თეკლე,უი,ყველა მყვარებია,ისე ასეთ მეგობრებს არ დავიწუნებდი,მშურს თეკლესი,მე მჯერა რომ სადღაც მართლა არსებობენ ეს ადამიანები,ტკბილები,თბილები,სასწაულები,შენთან ერთად რა თქმაუნაheart_eyesheart_eyes
ტ კ ბ ი ლ ო❤❤❤❤❤

პ.ს დედა არ მიბოდიალია?joyნიჭიერი ხარ ანი ასე გააგრძელე,მართლაც ანგელოზი❤❤❤

მადლობა კომემტარისთვის, ძალიან მიხარია, რომ ისიამოვნეთ. რაც შეეხება ამ ადამიანებს (თაკო,თეკლე,ნენე, სესილი) ნამდვილად არსებობენ და ჩემი დაქალები არიან :დდდდ ზუსტად ასეთი გიჟები და ერთგულები. <3

 



№17  offline √ წევრი ™ qeti.ii

An_Gel
MariamG
რა მაგარი გოგო ხარ!
უპირველესყოვლისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამდენი "დაძაბული და ჩახლართული" ისტორიების შემდეგ, უდიდესი შვება იყო.
თითქოს გადავეჩვიე ასეთ ამბებს. ვკითხულობდი და რაღაცნაირი გრძნობა მაწუხებდა, შორეულს და ძალიან სასურველს ვეჭიდებოდი თითქოს.
მომეწონა სიუჟეტი, ძალიან მომეწონა თეკლეს მხრიდან ათასჯერ "დაწუნებული" ვაჩე და მეტიც, შემიყვარდა კიდევ.
ამ ბიჭმა უამრავ თვისებას გაუსვა ხაზი, ყველაფერი გამოაჩინა რაც დღეს ყოველ მეორეს აკლია. საოცარი სიყვარულის, ერთგულების თვისება.
ერთი სიტყვით, მოხიბლული ვარ.
თეკლემ გამაღიზიანა. გავბრაზდი მის შეცდომებზე, უკან დახევასა და ცოტა არ იყოს ჩამოუყალიბებლობაზე. არის ცხოვრებაში რაღაცები, რაც მარტივად უნდა მოგვარდეს. ის, რაც ვაჩემ იგრძნო და რაც თეკლეს აგრძნობინა, საკმარისი უნდა ყოფილიყო.
ფრანგულ ზაფხულს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ჩემი სისუსტეა, ძალიან ცუდად მომხვდა გულზე თეკლეს გართობა. და ვაჩეს სამაგიერო არ გადაუხდია ანუკასთან ყოფნით, ამას ცალკე ახსნა აქვს.
თუმცა საბოლოოდ, ალბათ ყველაფრის გამართლება შეიძლება, თუკი ამ ყველაფრის უკან სიყვარული დგას.
თითქმის იმედი მეწურება და აღარც კი მჯერა ასეთი ძლიერი გრძნობების, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ აქ ასე ნათლად, ცოცხლად იგრძნობოდა.
პ.ს მეგობრობა, როგორც ჩემთვის უმთავრესი საკითხი, ერთგულებითა და სიყვარულით სავსე აჩვენე - ეს ჩემთვის ყველაფრის გასაღებია!
ძალიან ნიჭიერი ხარ!
სულ უნდა წერო

მარ, ისე გაიხარდა შენი კომენტარი, ვერც წარმოიდგენ. მიხარია, რომ მოგეწონა. ვაჩე ნამდვილად ოცნების ბიჭი აღვწერე :დდდ რაც შეეხება თეკლეს, აბსოლოტურად გეთანხმები, საფრანგეთი და საოცნებო ზაფხული მესმის, მაგრამ არ იქცეოდა სწორად. მიხარია, ყოველთვის ასე კარგად რომ გვესმის ერთმანეთის და მადლობა კომენტარისთვის <3

qeti.ii
ანი,როგორ შეგიძლია წერო ასე!
სევდიანად და იუმორით.იყო მომენტები ტირილით ვიფხრიწებოდი,ვცოფდები ვაჩეზე,გულის მოსვლის გამო,ამავდროულად თეკლეზე ართქმის გამო!
იყო მომენტები ვხოხავდი სიცილისგან,თამარი პოზიტივი გოგო ეგ,სესილი,ჩემი სოსკა,მაღლივი(რა სახელებიაjoy)ჩემს თავს შევადარე სმაში,ნენე ტკბილი,თბილი,ჭკვიანი გოგო,ვაჩეს კნუტიკოjoyფისო რა კაი ტიპია,თამარას კაკი ,ჩემი თამარასავით გიჟია,საბა შემეცოდა,ანკა გაურიგე ამას,ხო არ გამომრჩა რომელიმე პერსონაჟი?ხო ლაშა,ეს მანქანის პატრონი ესაjoy
ამბობ,მსუბუქიო,მსუბუქი კიარა ყველანაირად სავსე,კარგი თბილი,ტკბილი,სასწაული ისტორიაა,კატერინა არ ვიცი და მაგასაც ვნახავ!
კ ა რ გ ი ი ყ ო!ასე გააგრძელე,არ დაიკარგო დიდი ხნით,სხვას ვეღარაფერს ვიტყვი სხვებმა ყველაფერი გითხრეს,ეს ისტორია ფავორიტების სიაში შევიდა,უჰ დედა შემიყვარდა ეს ხალხი მე!მაგრამ ყველაზე მეტად თამრიკო და კეკი,კიდე სესილი,ნენე,გეგი,ვაჩე,თეკლე,უი,ყველა მყვარებია,ისე ასეთ მეგობრებს არ დავიწუნებდი,მშურს თეკლესი,მე მჯერა რომ სადღაც მართლა არსებობენ ეს ადამიანები,ტკბილები,თბილები,სასწაულები,შენთან ერთად რა თქმაუნაheart_eyesheart_eyes
ტ კ ბ ი ლ ო❤❤❤❤❤

პ.ს დედა არ მიბოდიალია?joyნიჭიერი ხარ ანი ასე გააგრძელე,მართლაც ანგელოზი❤❤❤

მადლობა კომემტარისთვის, ძალიან მიხარია, რომ ისიამოვნეთ. რაც შეეხება ამ ადამიანებს (თაკო,თეკლე,ნენე, სესილი) ნამდვილად არსებობენ და ჩემი დაქალები არიან :დდდდ ზუსტად ასეთი გიჟები და ერთგულები. <3
მაშინ,შენი მშურს,ოღონდ თეთრი შურით,ადამიანისთვის მეგობარზე დიდი ბედნიერება არ არსებობს❤❤

 



№18 √ სტუმარი ™ Guest თამო

სიტყვები არ მყოფნის ძალიან მომეწონა ეს ისტორია.ერთი ამისუნთქვით წავიკითხე.ვაჩე მართლაც საოცნებო ბიჭია

 



№19  offline √ წევრი ™ Evy

აი ბევრს ვერაფერს ვიტყვი ახლა ისეთ ემოციებში ვარ, შენი აქამდე არაფერი წამიკითხავს ეს პირველი იყო და მართლა ძალიან მაგარი იყო. ტირილი, სიცილი, ყველაფერი ერთად.. ბევრი რამ გავაიგივე ჩემ თავთან და ისევ ტირილი, სიცილი და ყველა ემოცია ერთად.. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ძალიან მაგარია ის რასაც წერ და როგორც წერ ❤

 



№20  offline √ მოდერი ™ An_Gel

Guest თამო
სიტყვები არ მყოფნის ძალიან მომეწონა ეს ისტორია.ერთი ამისუნთქვით წავიკითხე.ვაჩე მართლაც საოცნებო ბიჭია

უღრმესი მადლობა, გამახარეთ ძალიან ❤️

Evy
აი ბევრს ვერაფერს ვიტყვი ახლა ისეთ ემოციებში ვარ, შენი აქამდე არაფერი წამიკითხავს ეს პირველი იყო და მართლა ძალიან მაგარი იყო. ტირილი, სიცილი, ყველაფერი ერთად.. ბევრი რამ გავაიგივე ჩემ თავთან და ისევ ტირილი, სიცილი და ყველა ემოცია ერთად.. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ძალიან მაგარია ის რასაც წერ და როგორც წერ ❤

დიდი დიდი მადლობა❤️ განსაკუთრებით მიხარია, როცა მეუბნებიან საკუთარ თავთან გავაიგივეო. ძალიან გამახარეთ თქვენც ❤️

 



№21 √ სტუმარი ™ Guest ელისო

კარგი იყო ძალიან

 



№22  offline √ მოდერი ™ An_Gel

Guest ელისო
კარგი იყო ძალიან

მადლობა

 



№23  offline √ აქტიური მკითხველი ™ Chikochiko

ვაიმეე რა კარგი იყო, რამდენი ვიცინე, რამდენი ვიტირე. ეს ემოცია მინიმუმ ერთი კვირა გამყვება. რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ თავს ვერ ვუყრი.
შენ ხო სასწაული ხარ. ამ საიტის მზე ხარ ❤
ბედნიერებაა ყველანაირად დახვეწილი ისტორიის წაკითხვა. იმედი მაქვს მალე ისწვ გაგვანებივრებ ახალი ისტორიით❤❤

 



№24  offline √ მოდერი ™ An_Gel

Chikochiko
ვაიმეე რა კარგი იყო, რამდენი ვიცინე, რამდენი ვიტირე. ეს ემოცია მინიმუმ ერთი კვირა გამყვება. რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ თავს ვერ ვუყრი.
შენ ხო სასწაული ხარ. ამ საიტის მზე ხარ ❤
ბედნიერებაა ყველანაირად დახვეწილი ისტორიის წაკითხვა. იმედი მაქვს მალე ისწვ გაგვანებივრებ ახალი ისტორიით❤❤

უუუღრმესი მადლობა, ძალიან ძალიან გამაბედნიერეთ <3

 



№25 √ სტუმარი ™ elene

ar sheidzleba aseti kargi iyoo.....

 



№26 √ სტუმარი ™ Nona samxaradze

Rogor gamexardi....Martla gansxvabebulia iyo tumca sheni still da dakvirvrbu ba aqac Chan's sachiro dros sqxjir sitybebit....Saocrad were da me ndanwarmatebebi gisurvo.....Is katerinas gahrdEleba AR gifiqria? Tundac momavali taobis.....Imdenad momenatren me da MIYVARS sheni yvela personaji...Shen xo aaertod

 



№27  offline √ მოდერი ™ An_Gel

elene
ar sheidzleba aseti kargi iyoo.....

მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის ❤️

[quote=Nona samxaradze]Rogor gamexardi....Martla gansxvabebulia iyo tumca sheni still da dakvirvrbu ba aqac Chan's sachiro dros sqxjir sitybebit....Saocrad were da me ndanwarmatebebi gisurvo.....Is katerinas gahrdEleba AR gifiqria? Tundac momavali taobis.....Imdenad momenatren me da MIYVARS sheni yvela personaji...Shen xo aaertod[/quote
მადლობა, მიხარია , რომ მოგეწონათ. კაყერინას გაგრძელებაზე არ ვფიქრობ, სამწუხაროდ.

 



№28 √ სტუმარი ™ Guest anina

Dzalian momewona.ubralo da tan siyvarulit savse.warmatebebs gisurvebt

 



№29  offline √ მოდერი ™ An_Gel

Guest anina
Dzalian momewona.ubralo da tan siyvarulit savse.warmatebebs gisurvebt

დიდი მადლობა, ძალიან გამახარეთ ❤️

 



№30  offline √ წევრი ™ Mariiiiami

არვიცი რა გითხრა.გეტრფი მე შენ.მგონი ჩემი დამოკიდებულება ისედაც იცი შენს მიმართ.შენი ისტორიების მიმართ.მოყვარს შენი პერსონაჟები ბევრი შეცდომებით და მაინც იდეალურები.❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent