შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბოსი მონსტრია (6)


2-08-2017, 01:40
ავტორი Hermann
ნანახია 2 054

ჩემი ბოსი მონსტრია (6)

- თეონა, გასაღების ასხმა არ გინახავს? რამდენი ხანია ვეძებ, სარდაფში მინდა ჩავიდე და ვერ ვპოულობ - შეწუხებულმა დაუკაკუნა ლიამ კარებზე, თან თვალებით ყველაფერს ათვალიერებდა, იქნებ სადმე იყოსო
- სადაც დევს ხოლმე იქ იქნება, ნახე უკვე უჯრაში? - ფეხზე წამოდგა და წინ გაიჭრა
- სად? - როგორ არ ეცადა, თუმცა ვერაფრით გაიხსენა
- შემოსასვლელში, კარადაში ბოლო უჯრაში იყო ხოლმე სულ - კარგად მოათვალიერა უჯრა და გასაღებების ასხმა რომ დაინახა გაუხარდა, თუმცა მაინც გაუკვირდა ლიას გულმავიწყობის ახალი გამოვლინება, ეს გასაღებები სულ აქ არის რაც თავი ახსოვს.
- ოხ რა ოქრო მყავხარ, უშენოდ რა მეშველებოდა - სიყვარულით მოუსვა შვილს ხელი და კარებში გაუჩინარდა.
‘’ რა დაემართა ამ ქალს ღმერთო ‘’ ეჭვნარები ფიქრობდა და ყავა დაისხა.
გადაწყვიტა, რომ მამას დალაპარაკებოდა. ადრეც ჰქონდა ასეთი გაფანტულობა მაგრამ ახლა ელემენტარულს რომ ვეღარ იხსენებს, გული უწუხდება. ტელეფონის ხმა გაიგო თუ არა, მაშინვე დაეძგერა, თუმცა იმედები გაუცრუვდა როდესაც თიკა იყო და არა ლევანი. არადა ლევანმა დილით გააფრთხილა, დღეს რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს გნახავო.
- რა იყო გოგო შენ? რა იშოვე ერთი რომ კაცი შვილს არ კითხულობ? - სიცილით ჩასძახა თავართქილაძემ
- დღეს თუ გცალია გნახავ, შენს თავს ვფიცავარ დარეკვას ვაპირებდი, თან იმდენი დამიგროვდა მოსაყოლი, ხო იცი ტელეფონზე და ინტერნეტით მაინც ვერა რაა, ჩვენებური ვერ არის - აჰყვა სიცილში თეონაც და როგორც კი დაქალის ‘’ ხოდა აბა გელოდები სახლში ვარო ‘’ გაიგო, მაშინვე მოწესრიგდა და წასასვლელად მოემზადა.
გზად სასუსნავები იყიდა, თიკასთვის ყველაფერი დეტალურად არ მოუყოლია, არადა როგორ აინტერესებს რას ეტყვის თიკა. ხოდა მოკლედ დღეს ბევრი საჭორაო აქვთ.
მონატრებულებმა როგორც კი ნახეს, კარებიდანვე შეაფრინდნენ ერთმანეთს. თიკა დიდი ხანია ცალკე ცხოვრობს, არადა ბავშვობაში გეგმავდნენ საცხოვრებლად ერთად გადასვლას. კლასელები არ ყოფილან მაგრამ უბნელები იყვნენ და ერთმანეთს ისე კარგად უგებდნენ, სხვა რომ ვერასდროს გაიგებდა. თიკა ძალიან გიჟი იყო და მისი სიგიჟე გადაედო თეონასაც. მანამდე იყო მშვიდი და ფუმფულა ბავშვი, ორი სიტყვის თქმის რომ ერიდებოდა.
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, არცერთი დეტალი არ გამოუტოვებია, თანმიმდევრობით ულაგებდა და მეგობარიც წარბაწეული მაგრამ ძალიან ბედნიერი უსმენდა.
- ესეიგი შენი ბოსი მონსტრი აღარ არის არა? - მაინც ეცინებოდა თეონას მიერ მოფიქრებულ მეტსახელზე.
- არა აღარ არის, ძალიან საყვარელია - თეონა კი ლევანზე საუბრისას რომანტიული გოგოს იმიჯს იქმნიდა, თუმცა შექმნა არაფერ შუაშია, მომენტალურად მართლა ასეთი ხდებოდა.
- ღმერთო რა მაგარია სიყვარული, ვერ წარმოიდგენ როგორი სხვანაირი ხარ ახლა, ანუ იერიც შეცვლილი გაქვს და მართლა ძალიან მიხარია - დამთბარი ხმით ელაპარაკებოდა თიკა და გულწრფელად უხაროდა მეგობრის ბედნიერება.
- ნუ ჯერ სიყვარულამდე არც მისულა საქმე, უფროსწორად არც უთქვამს მსგავსი, მაგრამ ქცევებით ყოველთვის ამტკიცებს, რომ მისი ნდობა შეიძლება და ზუსტად ისეთია, როგორც მჭირდება გვერდში.
- ნუ გაართულებ ყველაფერს რა, აუცილებლად მიყვარხარ უნდა გითხრას? შენ თვითონვე აღიარებ რომ ასეთი მაგარია, ქცევებიც და ყველაფერიც კარგი აქვს და თან ამ მომენტს რა ჯობია. დატკბი რა და მოეშვი უაზრობებს - ხელის აქნევით ფრუტუნებდა და თან სამზარეულოში ფუსფუსებდა.
კიდევ ერთხელ რომ აზუზუნდა თეონას ტელეფონი, მაინც გაიფიქრა რომ ლევანი იქნებოდა, თუმცა შეცდა.
- თეო როგორ ხარ? - მხიარულად მოიკითხა ინამ.
- კარგად ინა, შენ როგორ ხარ? ირაკლი ხომ არ გაბრაზებს? - ცოტა არ იყოს და ინას ზარი გაუკვირდა.
- არა რასამბობ, მეც კარგად ვარ. რა ხდება ახალი? ისე დაგიკითხე მოსაკითხად, ამ დღეებში თუ გცალია სადმე გავიაროთ, მარტო ოჯახურ სადილებზე ხომ არ შეგხვდები - რა მხიარული გოგოა!
- სამსახურის მერე როცა გინდა, ძალიან მომენატრე მართლა ოღონდ.
- მეც და მოკლედ ამ დღეებში დაგირეკავ და გავიდეთ, გკოცნი აბა შენ იცი.
თიკა ირაკლის ხსენებაზე ცოტა დაიბნა.
- ინა ვინ არის? - წარბაწეული დააჩერდა მეგობარს
- ირაკლის შეყვარებულია და ორი კვირის წინ გაგვაცნო, ოღონდ ამჯერად ყველაფერი სერიოზულად არის
- მოკლედ შენს ძმას სერიოზულად აქვს, შენ სერიოზულად გაქვს, რა გინდა, ლია და თამაზი მაგრად იგულავებენ მომავალ წელს - მხიარულად გადაუშვა ჩიფსის ფირფიტა ყბაში.
ვერც კი შენიშნა ისე გავიდა დრო, რა მაგარია როდესაც გყავს საუკეთესო მეგობარი და შეგიძლია ყველაფერი გაუზიარო. თან ზუსტად იცოდე, შენი ბედნიერება მისთვისაც ბედნიერებაა. ძველი ამბებიც გაიხსენეს, იცინეს იტირეს და ბოლოს როგორც იქნა თეონამ საკუთარ სახლშიც მიაღწია.
საღამოსთვის დაპირებისამებრ ლევანმა გამოუარა და ახალი ამბავი ამცნო.
- ერთ ძალიან მაგარ ადგილას მიმყავხარ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება - სითბო ჩამდგარი ხმით ჩაილაპარაკა და თითის ბალიშები ნაზად დაუკოცნა.
- იმედია ამჯერად შავ ზღვაზე არა - სიცილით გაიხსენა ლევანთან პირველი საღამო.
- არა, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ავთოს გამოფენაა. ჩემი მეგობრებიც იქნებიან, თან შენს თავს გავაცნობ და მართლა გავერთობით, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
თეონას ძალიან აინტერესებდა ლევანის მეგობრები, ხომ იცით ადამიანი რა წრეშიც ტრიალებს, თვითონაც ისეთია. ხოდა დარწმუნებული იყო, რომ საღამო სასიამოვნოდ წარიმართებოდა.
სამწუხაროდ ზუსტად არ იცოდა რა სტატუსით გააცნობდა ლევანი თეონას თავს სამეგობროს, თუმცა ამაზე არ ღელავდა.
ამჯერად საერთოდ არ სურს ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა, ხვდება რომ ამის საჭიროება აღარ არის. ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია.
- ბევრი მეგობარი გყავს?
- ნახავ, რამოდენიმე მაგრამ ყველა საუკეთესო. შენ?
- რეზის და ნატას იცნობ, ერთი თიკაა. დანარჩენები უბრალოდ დრომ წაშალა ჩემი ცხოვრებიდან - სევდა ნარევი ხმით გაიხსენა ოდესღაც დიდი სამეგობრო წრე. არადა მაშინ ეგონა, რომ ყველაფერი მთელი ცხოვრება ასე დარჩებოდა.
- მასეთ წვრილმანებზე აღარ ინერვიულო კარგი? წასასვლელი აუცილებლად წავა, არც არის საჭირო ვინმეს რამე დააძალო. ალბათ ასე იყო საჭირო - მოწყენის მიზეზს მიუხვდა და მსუბუქად შეახო ბაგე მტევანზე.
მალევე მივიდნენ ერთ დიდ დარბაზში, ყველაფერი იმდენად ლამაზი ეჩვენა, გემოვნებით შერჩეული ფერები, ლამაზად განლაგებული ნახატები და ლამაზად შემოსილი სტუმრები.
- ლევან, როგორ გამიხარდა შენი დანახვა - მაშინვე გამოარჩია ხალხში მეგობარი, ლამაზი მართლა ძალიან ლამაზი ბიჭი მოდიოდა მათ წინ.
- ავთო, ძალიან მაგარია ყველაფერი, ხომ გეუბნებოდი ნიჭს ნუ ფლანგავ თქო? აი ყოჩაღ - ამაყად გადაკოცნა და შემდეგ ზურგზე ხელი ოდნავ მორტყა. - გაიცანი, ეს თეონაა. ის თეონა ვისზეც ამდენ ხანს ვყვებოდი - ამაყად გაიჯგიმა და ქალს წელზე ხელი მოხვია.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, მართლა საუკეთესო ყოფილხარ, არ შემცდარა ლევანი - ღიმილით გადაკოცნა.
თეონას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ესეიგი ლევანი ყვება მასზე. სანერვიულო არაფერი აქვს. უკვე დარწმუნდა, რომ ყველაფრად იდეალურია ეს მამაკაცი.
- ჩემთვისაც, ძალიან ლამაზი ნახატებია, მართლა გამორჩეულია. - მომღიმარმა შეათვალიერა ნახატები.
- ძალიან დიდი მადლობა, ჩვენები იქით არიან - ხელით ანიშნა ლევანს - მე უნდა დაგტოვოთ, თქვენ შეუერთდით მათ - შემდეგ თეონას მოუტრიალდა - ძალიან მიხარია შენი აქ ყოფნა, იმათთანაც არ მოიწყენ, გაიცნობ და მიხვდები. ახლა უნდა წავიდე, სხვებსაც სურთ მისტერ ნიჭიერებასთან საუბარი - სიცილით ჩაილაპარაკა და წყვილი დატოვა.
- ესეიგი ჩემზე ყვები ხოლმე მეგობრებში? - ღიმილით ჩასჩურჩულა ყურთან
- დასამალი არც არაფერი გვაქვს. - ვნებამორეულმა დაუტოვა კოცნა საფეთქელზე და მეგობრების წრესთან მიიყვანა.
- ლევან - სიცილით წამოვიდა საშუალო ტანის ბიჭი, - შენ თეონა იქნები ალბათ არა? - ამჯერად უკვე მართლა ძალიან გაუკვირდა, ყველამ იცის მის შესახებ.
- კი თეონა ვარ. - ღიმილით ჩაილაპარაკა
- სასიამოვნოა, მე ზვიო ვარ, - შემდეგ მეგობრებისკენ მიტრიალდა სათითაოდ გააცნო ყველა - ესენი კი ნიკა, ლაშა და ანი. ოფიციალურად მიღებული ხარ ჩვენს ჯგუფში - სიცილით გაიჯგიმა და ლევანს ხელი გადახვია.
სასაცილო ის იყო, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა თეონაზე. ანუ ცუდი არ იფიქროთ, უბრალოდ ყველამ იცოდა ლევანის გრძნობები თეონას მიმართ. ლევანს კი ერთხელაც არ უხსენებია მისი სამეგობრო, მხოლოდ გაკვრით ახსენა და ისიც დღეს.
თუმცა თეონას მაინც ძალიან უხაროდა. როგორც ფიქრობდა, არ შემცდარა. მართლა არაჩვეულებრივი წრე ჰყავდა. მთელი საღამო მათთან ერთად ტრიალებდა, როგორც გაარკვია, ანი ლაშას მეუღლე იყო, ისიც შემოსწრებული. ზედმეტად ნასიამოვნები დარჩა მათთან საუბრით. ზვიო ძალიან მხიარული იყო, ყველაფერზე შეეძლო სახუმარო თემა გამოენახა, ლაშა და ანი ზუსთად ერთნაირი ხასიათების, ორივე თბილი და ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები, ნიკა კიდევ თეონას ძმის ასლი იყო. გულში ფიქრობდა, სახლში არ მეყოფოდა, აქაც ირაკლი მყავსო. რა თქმა უნდა ხუმრობით. ლევანი ქალს არ შორდებოდა, ისიც კი უთხრა, თუ დაიღლები ან მოგბეზრდება აქ ყოფნა წავიდეთო. თუმცა როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ერთად ყოფნა მოგბეზრდეს?!
ნელ-ნელა დაიშალა ხალხი.
მოგვიანებით კი გადაწყვიტეს, სადმე წასულიყვნენ და აღენიშნათ ავთოს წარმატება. ავთო ბავშვობიდან ხატავდა და მისი ერთადერთი ოცნება იყო, პერსონალური გამოფენა. ამიტომ აღსანიშნი თემა ნამდვილად იყო. იქაც ისიამოვნა.
ყველანი ისეთი საყვარლები და რაღაცით გამორჩეულები იყვნენ, შეუძლებელია ლევანს ცუდი ადამიანი ჰყავდეს ახლოს.
- მოგეწონა საღამო? - სახლთან მდგომმა უჩურჩულა ყურთან და მომღიმარი დაეწაფა ტუჩებზე
- ძალიან, მართლა რა მაგარია ყველაფერი, და შენი მეგობრებიც ისეთი კარგები არიან. უბრალოდ მათ ჩემზე ყველაფერი იცოდნენ და ერთი ორი სიტყვით შენც მოგეყოლა რამე - სიცილით მაგრამ მაინც ნაწყენმა ჩაილაპარაკა.
- რაც მთავარია უხერულად არ იგრძენი თავი, ახლა ყველას პირადად იცნობ. დარწმუნებული ვარ სამომავლოდ ძალიან მაგრად ვიქნებით ჩვენ, მე შენ და ისინი. - ისევ ღიმილით საუბრობდა
- სამომავლო გეგმებს აწყობ და მე არაფერს მეუბნები ხო? - ღიმილით აკოცა ყელში.
- რა თქმა უნდა, პატარები ხომ აღარ ვართ? მაქვს გეგმები, სადაც შენთან ერთად ვარ მაგრამ სხვა სიტუაციაში და სხვა სტატუსით - თვალი ჩაუკრა და კორპუსამდე მიაცილა. - დაისვენე და ხვალ სამსახურში არ დააგვიანო, მაგდენის უფლებას არ გაძლევ იცოდე - სიცილით ჩაილაპარაკა და ქალის ბაგეებს დაწვდა.
მთელი ხუთი სართული ბედნიერმა და ღიმილიანმა აიარა, ეცადა მაგრამ ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
‘’ სხვა სიტუაციაში და სხვა სტატუსით ‘’ ფიქრებში ჩაეძინა.
ძილშიც კი იღიმებოდა.

_________________________

რაღაც ამ ბოლო დროს აღარ აქტიურობთ, არადა მაინტერესებს თქვენი აზრი ამ წყვილზე და ზოგადად განვითარებულ მოვლენებზე. <3скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ nini

კარგია და გაგარძელე კარგი წყვილია ძალიან ლევანიც ძალიან საყვარელია სჰენ კიდე წარმატებები

 



№2 √ სტუმარი ™ Guest bubu

momwons kargi wyvilia

 



№3 √ სტუმარი ™ Guest Lia

Rame introga minda me! :D :D

 



№4 √ სტუმარი ™ Guest lia

ძალიან მომწონს ლევანის დატეონას წკვილი
Aრასვეულებრივი სენ ხარ კარგი ისტორიისტვის❤

 



№5  offline √ წევრი ™ გრაფინია

სიუჟეტი აზრიანი და დალაგებულია.
პერსონაჟები თბილები,მოსიყვარულეები და ჩამოყალიბებული ადამიანები.
მომწონს ლევანის ხასიათის ამგვარი ცვლილება და მისი თეოსადმი დამოკიდებულება.
მომწონს თეონას მიდგომა ამ ურთიერთობასთან,არ სჭირდება ურთიერთობისთვის დარქმეული სახელები.მისთვის ლევანის ქცევები უფრო მნიშვნელოვანია და ეს ასეც უნდა იყოს.

________________
მომწონს წერის სტილიც,შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი.არ არის აზრობრივი ქაოსი.ყველაფერი მოკლედ და გასაგებადაა ჩამოყალიბებული.
ძალიან კარგია

 



№6 √ სტუმარი ™ kati

vifiqre dasrulebas davelodebi da mere wavikitxav-metqi,magram shemomekitxa da ra moicdis axla momdevno tavamde(((

 



№7 √ სტუმარი ™ A

ვაუ მაგარი იყო ძალიან მომეწონა ეს თავიც და საერთოდ ისტორიაა შოკი. უმაგრესია და ასევე ძალიან მახარებს რომ არ აგვიანებ თავებს. ასე გააგრძელე წარმატებები....

 



№8  offline √ წევრი ™ ucnobi_18

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი რომ ძალიან შემიყვარდნენ პერსონაჟები შენკიდე პატარეებსდებ ძალიან

 



№9  offline √ წევრი ™ Hermann

ucnobi_18
ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი რომ ძალიან შემიყვარდნენ პერსონაჟები შენკიდე პატარეებსდებ ძალიან

პატარას მაგრამ მუშას :D (მრავლისმთქმელს) <3

 



№10  offline √ აქტიური მკითხველი ™ ნარჩიტა

Saintereso iyo velodebi axal tavsss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent