შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბოსი მონსტრია (7)


3-08-2017, 00:08
ავტორი Hermann
ნანახია 2 634

ჩემი ბოსი მონსტრია (7)

უყოყმანოდ დახედა მობილურს და როდესაც ‘’მამა’’ დაეწერა მხიარულმა უპასუხა.
- ხო მა, როგორ ხარ? - მოიკითხა უფროსი ბაქრაძე
- კარგად თეო, რას შვრები ხომ არ გაცდენ? - ასევე თბილი ხმით ლაპარაკობდა თამაზიც.
- არა მამა. შენ როგორ უნდა მაცდენდე? ვმუშაობ ჯერ ისევ - გმინვით აღმოხდა
- გთხოვ, დღეს იქნებ სახლში მოხვიდე პირდაპირ? საქმე მაქვს და სანამ დედაშენი აქ არ არის მინდა რომ დავილაპარაკოთ
- დედას ეხება რამე? - ცოტა დაეჭვდა როდესაც დედის არ ყოფნა პრივილეგიად ჩათვალა.
- კი ლიას ეხება და მინდა რომ დაგელაპარაკო, მოკლედ დაგელოდები.
- კარგი მამა ერთ საათში გამოვალ და მოვალ მაშინვე, ხომ მშვიდობაა ისე? - ნერვიულად ალაპარაკდა და ფეხზე წამოდგა, თან ცალი ხელი კისერზე მიიჭირა.
- რავიცი, რომ მოხვალ ერთად გავარკვიოთ
მალევე დაემშვიდობა მაგრამ ნერვიულობამ მთლიანად აუწვა დიაფრაგმა.
რაღაცნაირად მაინც ხვდებოდა საითაც უმიზნებდა თამაზი.
ხვდებოდა და სასწაულად არ უნდოდა ამის გააზრება.
რამოდენიმე წუთში მარიკამ შეაღო კარები და თბილი ხმით დაუბარა ლევანი გელოდება კაბინეტშიო.
სულ ასე იცის ლევანმა, თვითონ არასდროს აკითხავს კაბინეტში, ყოველთვის იბარებს. პრინციპში არც არავისთან შედის, ამიტომ თეონასთანაც არ აქვს ხოლმე პირადი ვიზიტები. ძირითადად ყოველთვის საქმეზე ეძახის, სამსახურში მაინც არ სურს რომ გრძნობები აურიოს და თეონას უხერხულობა შეუქმნას, არადა ყველამ ყველაფერი იცის. მაგრამ უკმაყოფილოც არავინ რჩება.
ტრადიციულად და ფორმალურად დააკაკუნა და შემდეგ მის კაბინეტში შევიდა. ლევანი მაგიდას ეყრდნობოდა და ხელებგაშლილი შეეგება ქალს. მოფერებითა და კოცნით გული რომ იჯერა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- დილით მივფრინავ - ხმა საკმაოდ ნაწყენი და დათრგუნული ჰქონდა.
- რაა? სად? - თეონას თითქოს ადუღებული წყალი გადაასხეს
- გერმანიაში. - აგრძელებდა პირდაპირ საუბარს, არასდროს არაფეერს ამბობდა შეპარვით და შემოვლითი გზებით.
- და რატომ? შენი წასვლა აუცილებელია? - ლამის ატირებულმა ჩაილაპარაკა, გული უგრძნობს რომ გერმანიაში ვიზიტი მოკლე ვადიანი ნამდვილად არ არის.
- თეო, დამშვიდდი რა - ქალთან ახლოს ჩაიმუხლა და გულში ჩაიხუტა. - საქმეს რომ არ სჭირდებოდეს, ხომ იცი არსად წამსლვლელი არ ვარ? მითუმეტეს შენგან - მხიარული ნოტა გაურია ხმას.
- და რამდენი ხნით? - ტვინში სისხლი უდუღდება, როდესაც წარმოიდგენს რომ შეიძლება დღე ლევანის გარეშე დაიწყო და დამთავრდეს.
- არც ისე დიდი ხნით - მორიდებულად ჩაილაპარაკა.
- არც ისე დიდი ხანი რამდენია? ერთი კვირა? ერთი თვე?
- ორი თვით - თავდახრილი, დასჯილი ბავშვივით საუბრობდა.
- როდის მიდიხარ? - ცრემლებამდე მისულმა ჰკითხა.
- ხვალ დილით - ნაზად დაუსვა ხელის გული ლოყაზე.
- ხოო, არაუშავს. თუ საქმეს სჭირდება რას იზამ - ნაწყენი არ იყო, უბრალოდ გული დასწყდა, ძალიან მოენატრებოდა მამაკაცი.
- შენ არ მოიწყინო კარგი? - მშვიდად საუბრობდა და მის თმაში თითებს ხლართავდა.
- მაგას ვერ შეგპირდები მაგრამ მოუთმენლად დაველოდები შენს დაბრუნებას - ამჯერად თვითონვე ჩაეხუტა და მის ყელში ჩარგო თავი.
- ოღონდ იცოდე, ჩემს მაგივრად აქ შენ გტოვებ, ახლა არ გადაირიო ოღონდ. მითითებებს მოგცემ ყოველდღე, როცა დაგჭირდება ნებისმიერ დროს დამეკონტაქტენი. თუ გინდა ჩემს კაბინეტში გადმოდი როგორც შენ გინდა. - დამთბარი ხმით საუბრობდა მაგრამ მაინც გამაფრთხილებლად
- არა ჩემსაში დავრჩები, არ ინერვიულო არაფერზე, აქ ყველაფერი კარგად იქნება, შანსები არის რომ უფრო ადრე დაბრუნდე? - პატარა ბავშვივით აჟიტირებულმა ჩაილაპარაკა.
- შანსები ყოველთვის ყველაფრის არის. - თვალი ჩაუკრა - მაგრამ გპირდები ორ თვეს არ გადავაჭარბებ, იანვარში აქ ვიქნები.
- ჩემს დაბადების დღეზე ვერ იქნები, წელიც უშენოდ დაიწყება - მოწყენილმა ჩაილაპარაკა და თვალები დაბლა დახარა.
- წინასწარ ნუ გამოგაქვს დასკვნები, ხომ იცი რომ მეც გამიჭირდება უშენოდ ყოფნა? მაგრამ რა ვქნა ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის ასე აჯობებს - მომღიმარმა ჩაილაპარაკა და ბაგეებს ვნებიანად შეეხო.
გიჟდება, როდესაც მომავალს ახსენებს ლევანი. თვითონ არაფერს არ გეგმავს, უბრალოდ დინებას მიჰყვება. ყველაფერი იმდენად კარგად და კომფორტულად აქვს, ნამდვილად არ სურს რამის გაფუჭება. ახლაც, გული ლამის დაეჩეხოს, მაგრამ ნამდვილად არ აპირებს სკანდალის და ისტერიკების გამართვას, მითუმეტეს ლევანს ამას არ აგრძნობინებს, თვითონაც ძლიან კარგად იცის თუ რას გრძნობს ლევანი და ნამდვილად არ დაუმატებს სანერვიულოს. ყველანაირად მხარში უდგას და არც ახლა გაუმტყუნებს იმედებს.
კიდევ მოისიყვარულეს ერთმანეთი, შემდეგ კი კაბინეტი დატოვა.
ცოტახანი ისევ იმუშავა, ძველ კონტრაქტებს გადახედა და რომელსაც ვადა ეწურებოდა, მაშინვე მარიკას გადაუგზავნა. წასვლისას ყველაფერი მოაწესრიგა და ლევანის თანმხლებით დაუყვა შენობას.
- მარიკა ყველაფერში დაგეხმარება, შენი და ჩემი საქმე ახლა შენს კისერზეა. რამე თუ ვერ გაიგო ან დაგჭირდეს მაშინვე მე დამირეკე პირდაპირ, იცოდე შენში ეჭვი არ მეპარება და არც არასდროს შემპარვია. - ღიმილით გაახსენა თეონას ძველი სტატუსი მის თვალში.
- დამშვიდდი, ყველაფერს იდეალურს ჩაგაბარებ, რა ვიცი იქნებ სულაც მოგინდეს ჩემი შენს ადგილას დანიშვნა? - ეშმაკურად გაიღიმა და წარბები აწკიპა
- რა მაიმუნი ხარ - ბავშვურად გაიცინა და ხელის მტევანს ნაზად შეახო ტუჩები.
- სიმართლე რომ გითხრა შენზე უფრო ვდარდობ - მოულოდნელად ჩაილაპარა და მანქანა კორპუსთან გააჩერა.
- რატომ? - მართლა ვერ მიხვდა
- ვიცი რომ მოიწყენ, ისიც ვიცი ერთი ორ ცრემლს რომ გადმომიგდებ - ირონიულად მაგრამ მაინც თბილად და ხუმრობის ტონით ჩაილაპარაკა - მაგრამ გპირდები თავს არ დაგავიწყებ, არ ინერვიულო არაფერზე კარგი? ისედაც მიჭირს - საოცრად თბილი ჰქონდა ხმის ტემბრი.
- არ მოვიწყენ გპირდები, შენც დამპირდი იცოდე რაღაცას - თითი ცხვირთან მიუტანა და ისე დაუქნია, შემდეგ კი ნაზად წაეთამაშა. - ლამაზმანებთან სიარულს მოერიდე თორემ თუ გავიგებ არ ვიცი რას გიზამ, გირჩევნია საქმეზეც სულ კაცები იყოთ - სიცილით საუბრობდა მაგრამ ყველა ხუმრობაშია რაღც დოზით სიმართლე.
- მე ჩემი ერთი ლამაზმანი მირჩევნია ყველას და ყველაფერს - ვნებიანად ჩაილაპარაკა და ისევ დაწვდა თეონას ბაგეებს.
ძალიან დიდ ხანს ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ლევანი კი მის ყელში პოულობდა ნუგეშს და გამუდმებით აცმაცუნებდა ტუჩებს.
- დილით გაგაცილებ კარგი? - სევდიანმა ჩაილაპარაკა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ატირებულიყო.
- არა - მკაცრად ჩაილაპარაკა - ასე უფრო მალე გავა დრო დამიჯერე. დამშვიდდი კარგი? ყველაფერი კარგად იქნება - ისევ აგრძელებდა მის დამშვიდებას.
მერე ისევ ისე ძლიერად ჩაიხუტა, კოცნების კორიანტელი დაუტოვა და იქაურობა დატოვა. დაღვრემილი და დასევდიანებული ავიდა სახლში, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ არ იტირებდა და ისე იქნებოდა როგორც ლევანს გაუხარდებოდა.
როდესაც მამა დახვდა სახლში და არა დედა, მაშინვე გაახსენდა რომ სასაუბრო ჰქონდათ.
- მოხვედი? ჯერ არ გელოდებოდი - თვალები სასწაულად სევდიანი ჰქონდა თამაზს.
- კი ხომ გითხარი პირდაპირ სახლში მოვალ თქო? რა ხდება მომიყევი აბა - მამის წინ ჩამოჯდა და კომფორტულად მოთავსდა.
- აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ლიას ხანდახან ისეთი ელემენტარული რაღაცები ავიწყდება ვგიჟდები, ძალიან ვნერვიულობ მაგრამ მასთან არ ვირჩევ, ერთხელ გავეხუმრე და ისე აიჭრა, ალბათ თვითონაც ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. - ლამის ტიროდა ამხელა მთასავით კაცი. აშკარად ძალიან უყვარს ცოლი და ძალიან ზრუნავს.
- მეც შევნიშნე მისი გულმავიწყობა რამდენჯერმე. ამასწინათ გასაღების ასხმა სად გვიდევს ეგ დაავიწყდა, იმ დღეს ვერაფრით გაიხსენა სად დადო ტელეფონი, ერთი შეხედვით ელემენტარულია მაგრამ ძალიან შეწუხებული ვარ მეც - არანაკლებ დასევდიანებული იყო თეონაც.
- ხოდა მინდა რომ ერთად დავარწმუნოთ, აუცილებლად უნდა წავიყვანო და ყველანაირი გამოკვლევა ჩავუტარო, არ მინდა რამე გაიპაროს და მერე საგანგაშო გახდეს - ამჯერად უფრო გაუნათდა სახე თამაზს.
- მე გამაფრთხილა მამას არაფერი უთხრაო და სწორედ ამის ეშინოდა
- ხომ იცი რომ მას გენეტიკურად - დასრულებას აპირებდა თუმცა თეონამ არ დააცადა და წინ ჩამოუჯდა.
- არა! არ გაიმეორე მეორედ ეგ კარგი? დედას ეგ არ მოუვა, არაფერი არ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ ეგ აღარ თქვა თორემ ჭკუიდან გადავალ იცოდე. გონებაშიც აღარ გაივლო მამა ძალიან გთხოვ - ნერვიულად ლაპარაკობდა და თან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, თამაზი კი ძლიერად ეხვეოდა და შვილს აწყნარებდა.
- დღეს დაველაპარაკოთ, დროის გაწელვა არ მინდა, თუ არ წამომყვება ძალით წავიყვან, დამეხმარე რომ ერთად ავუხსნათ კარგი? - ბოლო შანსებს ეჭიდებოდა თამაზი.
ირაკლი გაღიმებული სახით შემოვიდა ოთახში და ორივეს ასეთ დღეში დანახვისას ერთიანად გაშრა ადგილზე, ნელა ჩამოჯდა და ჯერ ერთს გადახედა მერე მეორეს.
- რა ხდება? ხომ მშვიდობააა? თეო შენ გაწყენინა ვინმემ? - გაკვირვებული საუბრობდა.
- მერჩივნა ვინმეს ჩემთვის ეწყენინებინა. - სევდიანად საუბრობდა - დედაზე რამე უცნაურობა ხომ არ შეგიმჩნევია?
- არა ხოიცი სახლში იშვიათად ვარ, რა მოხდა ხომ მშვიდობაა? - ანერვიულდა ირაკლიც
- იმედია კი, რაღაცები ავიწყდება და მამას უნდა რომ გამოკვლევებზე წაიყვანოს.
- და რადგან გენეტიკურად ალცჰაიმერი მოსდევს, ეჭვი მაგაზე გაქვთ არა? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა
- ეჭვი არაფერზე გვაქვს ჯერ, მაგრამ საშიშია მაინც, ამიტომ მინდა რომ გავაკონტროლო ყველანაირად მისი ჯანმრთელობა - მშვიდად ჩაილაპარაკა თამაზმა და ადგილი დატოვა
- ხანდახან ეს კაცი მაგიჟებს რა, შენ რაღამ გადაგრია გოგო? პატარა ხომ აღარ არის? უბრალოდ გადაღლილია, მთელი საქმე მის კისერზე გადის, ცოტა სანერვიულო არ ჰქონია მთელი ცხოვრების მანძილზე, სტრესი აქვს ალბათ თან ასაკობრივია, ეს ხომ იცი ექიმია და ათასი აზრი მოსდის თავში - ხელი აიქნია და მაცივრისკენ წავიდა
- ირაკლი მე მაინც ვნერვიულობ, ისეთი რაღაცები ავიწყდება, უბრალოდ მეშინია რომ რამე არ იყოს სერიოზული
- არაფერი არ იქნება, აი ნახავთ.
ირაკლიც ოთახში შევიდა და დარჩა თეონა მარტო. მალე ლიაც დაბრუნდა, თეონა აკვირდებოდა მაგრამ საგანგაშო ჯერ არაფერი შეუნიშნავს, განსაკუთრებით თბილად ექცეოდა და ყველაფერში ეხმრებოდა.

‘’ ღმერთო გაძლება მომეცი რა იქნება ‘’ თავისთვის ჩაილაპარაკა და სააბაზანოს მიაშურა.
ცხელმა წყალმა მოადუნა, მთლიანად გათიშა და მხოლოდ ძილი უნდოდა.
ლია ისევ მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
- დედა, შეიძლება რომ ვილაპარაკოთ? - წინ ჩამოუჯდა და პულტს დასწვდა
- რა კითხვა უნდა მაგას? რა თქმა უნდა რაზეც გინდა და როცა გინდა - მოსიყვარულედ შეანათა თვალები
- შენს ჯანმრთელობაზე მე და მამა ვნერვიულობთ, ამიტომ გვინდა რომ მაინც ჩაიტარო გამოკვლევები, უბრალოდ არ გაბრაზდე ახლა. - შეფარვით და მშვიდად საუბრობდა.
- კარგი გავიკეთებ ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ დამშვიდდეთ - არხეინად ჩაილაპარაკა ლიამ და წამოდგა - თეონა ნუ ნერვიულობ ყველაფერზე, კარგად ვარ მაგრამ რადგან ასე გსურს აუცილებლად აგარიდებ მაგ სანერვიულოს - მშვიდად აკოცა შუბლზე, ჩაეხუტა და ოთახში შევიდა.
თვითონაც დაბრუნდა ოთახში და ხან დედაზე ფიქრობდა და ხან ლევანზე.
ერთიანად მოითენთა როდესაც ლევანის ხმა გაიგო, ტელეფონით ისაუბრეს და საბოლოოდ დამშვიდდა.
გემრიელად ჩაეძინა და რომ არა მაღვიძარის ხმა, ალბათ ძილსაც გააგრძელებდა.
დილის პირველმა მესიჯმა მთლიანად გააბედნიერა.
‘’ dilamshvidobis planetis yvelaze lamazo da tbilo, roca gaigvidzeb me ukve wasuli dagxvdebi, chemze ar inerviulo rom chaval dagirekav, warmatebebs gisurveb da minda icode, rom yvelaperi magrad gveqneba’’
‘’ ღმერთო როგორ მიყვარს ‘’ ამოილაპარაკა ბედნიერმა და როდესაც საკუთარი თავი სიყვარულში გამოიჭირა, მთლიანად მოინუსხა.

______________________

ყველანაირად ვცდილობ ისეთი გამოვიდეს როგორც იდეაში მაქვს.
ხოდა თქვენ ჩემო თბილო და ტკბილო მკითხველნო, ძალიან დიდი მადლობა! <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest bubu

dzalian dzalian momwons es istoria aseti harmoniuli wyvili jer arc ert istoriashi ar yofila rom vkitxulob guli sitboti mevseba male chamovides levani, imedia guls ar atkens am gogos, rac sheexeba dedamiss eh mgoni veraa magis saqme kargad, moutmenlad veli shemdeg tavs

 



№2  offline წევრი Hermann

Guest bubu
dzalian dzalian momwons es istoria aseti harmoniuli wyvili jer arc ert istoriashi ar yofila rom vkitxulob guli sitboti mevseba male chamovides levani, imedia guls ar atkens am gogos, rac sheexeba dedamiss eh mgoni veraa magis saqme kargad, moutmenlad veli shemdeg tavs

ხო რომ ვუყურებ ვერც ვხვდები რა მომენტში შეუყვარდათ ერთმანეთი :დ

 



№3 სტუმარი Ucnobi

ძალიან მაგარი ისტორიაა, რა ბედნიერი და მშვიდი წყვილია, ოღონდ ლევანმა უთხრას რომ უყვარს

 



№4 სტუმარი Guest nuki

ra kargebi arian

 



№5 სტუმარი Guest ლიკა

ახალი თავი მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent