შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (10)


3-08-2017, 00:57
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 263

დამაბრუნე წარსულში 18+ (10)

სახლში მისული მირანდა უგუნებოდ მიესვენა ტახტზე და მირიანის მოსვლას დაელოდა. კაცი მალევე დაბრუნდა სახლში, მირანდას ცნობისმოყვარე მზერით შეხედა.
- ვახომ გაჭედა - გაეცინა ქალს. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, ბრძოლიდან გამოქცეულს ჰგავდა.
- რას მიწუნებს?
- იმას, რომ კაცი ხარ - გაეცინა მირანდას და გვერდით ჩამომჯდარ კაცს მხარზე თავი დაადო - მესმის მისი. ერთხელ უყვარდა ქალი და ისიც სხვას გაჰყვა, როგორც ვიცი. იმის მერე ცოლი არ მოუყვანია. თან, 13 წლის ვიყავი, როცა მშობლები დავკარგე და საკუთარი ცხოვრებისთვის ვეღარ მოიცალა, მე შემალია ყველაფერი. მეც იმედი გავუცრუე, ძალიან საშნელ კაცს გავყევი ცოლად და ახლა ეშინია, ისევ იგივე შეცდომა არ დავუშვა.
- გავიცნობ, დაველაპარაკები და დარწმუნდება, რომ ნორმალური ვარ.
- რა თქმა უნდა. საკმარისია შემოგხედოს ადამიანმა... ნორმალური კი არა, არანორმალურად კარგი ხარ.
- სხვათაშორის, მესმის ბიძაშენის. ჩემი დათუნა ვიღაც გოგოს ხვდება. კი გაიგიჟა თავი, არ მიყვარსო, მაგრამ ერთი სული აქვს ხოლმე, სახლიდან გავარდეს. ძალიან მაინტერესებს ერთი ამ ასაკში, ვის ხვდება ან თუ ნორმალური გოგო მაინცაა.
- რა საყვარელია - გაეცინა მირანდას. - კლასელია?
- არ ვიცი. მემგონი არა. აზრზე არ ვარ ვინაა.
- ისიც მსახიობი ხომ არაა?
- დიდი შანსია - ლოყაზე აკოცა მირიანმა საყვარელ ქალს და სუსტ, ვიწრო წელზე შემოჰხვია ხელი. - გინდა გაგამხიარულო და შოკში ჩაგაგდო?
- გისმენ.
- გივისთან ავედი დღეს დილით. ტელეფონზე არ მპასუხობდა და ვიფიქრე, გავაღვიძებ მეთქი. იცი ვინ დამხვდა იქ?
- არა.
- ნატალი.
- ვინ ნატალი?
- შენი დაქალი გოგო. ვინ ნატალი?
- არ არსებობს - თვალები გაუფართოვდა მირანდას და ფეხზე წამოხტა. - შეუძლებელია,
- რამდენიმე დღეა ასე ყოფილან. ვიფიქრე, იქნებ მოეწონათ ერთმანეთი, ან რა ვიცი, შეუყვარდათ-თქო.
- შეუყვარდათ არა ის - ხელი აიქნია მირანდამ - სექსის ხამები. ღმერთო, როგორ მეშლება ნერვები. ხომ შეიძლებოდა, ჩემი შეყვარებული ძმაკაცს არ ჩამოჰკიდებოდა კისერზე?
- შეიძლება რამე პლიუსებიც ჰქონდეს მაგას. წყვილებში ვივლით ხოლმე გასართობად.... - მერე დაფიქრდა მირიანი - არა, ეგ არაა პლიუსი.
- ჰო, არაა. იმიტომ, რომ უნახავივით მიფათურებ ხოლმე ხელებს გარეთ, რო გავდივართ. ხალხში გამოსაჩენი აღარ ვართ.
- მერე და როგორ გწყინს ხოლმე? სულ ხელებში მირტყამ, მეტი აღარ მიქნაო.
- კაი რაა, არაა საჭირო იმის აფიშირება, რომ შენი ფათური მსიამოვნებს.
- მერე რო აღარ იწუწუნო.
- მე მაინც ნატალი არ ამომდის თავიდან. როგორ გადამახტა ასე?
- კაი, რა მოხდა? - წამოდგა და მირანდას ჩაეხუტა კაცი - რა კაი ბიჭივით იქცევი?
- კაი ბიჭივით?
- ჰო, თითქოს კაი ბიჭის ძმაკაცს მაგისი და მოეწონა.
- რა სულელი ხარ - მირანდასაც გაეცინა.
- მოდი, რამე გემრიელი ვჭამოთ და გავმხიარულდეთ, კარგი?
- კარგი - მთელი არსებით ჩაეკრა კაცის მკერდს. - მე არასდოდეს ვითამაშოთ სოფლის ჭაჭით, გინდა?
- რა თქმა უნდა მინდა - გაეღიმა მირიანს.
ნახევარი საათის შემდეგ, ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა მთელი სახლი.
- მე არასოდეს მქონია თვიური - წამოიძახა მირიანმა და მირანდამ მაშინვე გაბოროტებული სახით გადაჰკრა ასგრამიანი.
- მე არასოდეს მასწრებს დილით ალიონზე გაღვიძებას ჩემი სასქესო ორგანო - სწერვულად გაუღიმა მირანდამ.
- მე არასოდეს ვაჯდები მძინარე შეყვარებულის ალიონზე გაღვიძებულ სასქესო ორგანოს - დაამატა მირიანმა.
- არ აჯდები ხოლმე.... უდებ, შე დამპალო - დაუყვირა მირანდამ.
- თუ ჭკვიანად არ იქნები, ხვალ დილაზეც იგივეს ვიზამ. - ეშმაკური სახით დაემუქრა კაცი.
- გაუპატიურებისთვის გიჩივლებ - თითი დაუქნია მირანდამ.
- ვიდეოზე ჩავწერ ჩუმად და რა გაუპატიურებაც იქნება, მაგას ვნახავთ. გვერდზე უბანში რო ესმით ხოლმე შენი წივილ-კივილი.
- ჯანდაბა, არასოდეს არავინ მყვარებია ისე, როგორც ახლა მიყვარს - თავისი ნებით დალია მირანდამ კიდევ ერთი ჭიქა.
- არც მე - მიბაძა მირიანმა სმაში.
- იდეალურები ვართ - კალთაში გადაუხტა ქალი.
- ბიონსე და ჯეი-ზი მიმიქარავს.
- კარდაშიანი და ვესტიც - მიაყოლა მირანდამ.
- ჩვენ ვართ ოთახში ჰაერზე მეტი.
- უნდა შემოხვიდე ამაღამ ჩემში - სიმთვრალისგან ამღვრეული თვალები მიაპყრო კაცს და ტუჩებში ჩააფრინდა. პირდაპირ იატაკზე გაიშოტნენ. კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ძირს კოტრიალი, კარზე ზარს, რომ არ აეყარა ორივე. - ვინმეს ელოდები? - ჰკითხა დამფრთხალმა ქალმა და ტანსაცმელი გაისწორა.
- არავის. - წამოდგა მირიანი, კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა და შემდეგ მირანდას შეხედა - ოჰ, სექს მუშაკები გვეწვივნენ.
- რაააა? ქალია? მოვკლავ - წამოიყვირა მირანდამ.
- რა ქალი გოგო, რა უნდა ქალს - გაეცინა მირიანს - ნატალი და გივი არიან - კარი გააღო. ორივე მოკრძალებული, დარცხვენილი და უჩვეულოდ მორიდებული სახეებით იდგნენ. ნატალის ტორტის დიდი ყუთი ეჭირა.
- ოჰ - ბანცალით წამოდგა მირანდა და მირიანს ჩამოადო იდაყვი მხარზე. - ბიონზე და ჯეი-ზი ვერა, მაგრამ აგერ ესენი გადაგვიჯოკრავენ - ირონიულად გაეღიმა.
- ოჰ, დაითრია კაცი და გასწერვდა - ჩაისისინა ნატალიმ.
- ჰო, შენ სულ სწერვა იყავი, რაც თავი მახსოვს. შესაბამისად, აბა უნარებში წავივარჯიშოდ... სულ გყავდა კაციიი - ხელები განზე გაშალა სიცილით და ლამის გადავარდა. მირიანმა გადაარჩინა ძირს ზღართანს.
- კაი, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი - თქვა გივიმ და სახლში შემოვიდნენ. - ნახე, რას გუგუნებენ.
- თქვენ შეგეკითხებოდით - ჩაიჩურჩულა მირანდამ.
- ამას რა სჭირს, სიმთვრალეში აგრესიულია? - ჰკითხა ნატალიმ მირიანს.
- არა, მშვენიერი ხასიათი აქვს - უპასუხა კაცმა სიცილით - ცოტა უცნაურობები კი ახასიათებს - შეხედა მირანდას, რომელსაც ჩანგალი ეჭირა და ისე უყურებდა, როგორც სამუზეუმო ექსპონანტს.
- რა ლამაზია - ახითხითდა ქალი.
- ძალიან საყვარელო, ახლა მომეცი - ფრთხილად გამოართვა ჩანგალი და სადღაც გადაუმალა.
- რამე მოწიეთ? - ჰკითხა გივიმ სიცილით.
- არა, რა მოწევა გვინდოდა -ქალს ახლა ხელი ჩამოაცილებინა სახიდან, რომელსაც საკუთარ ყბაში იშენდა.
- ჰო, არა, ეგ ზედმეტი იქნებოდა - დასცინა ნატალიმ.
- ძაან გაბუჟებული ვარ - გადაიხარხარა მირანდამ.
- რა დალიეთ ამდენი? - იკითხა გივიმ.
- ჭაჭა.
- ჩვენც გვინდა - სახე მოეღუშა ნატალის.
- გამოიტანეთ მერე და დაგვეწიეთ. მაგიდაზე დევს შემოსასვლელში. თან „მე არასდროს“ თუ ითამაშებთ, მე და მირანდა თქვენი ყურებით გავერთობით.
- ნამცხვარსაც შევჭამთ - ტორტი დაჭრა მირანდამ და მირიანის კალთაში მოკალათდა.
- გვამაიმუნებენ ამხელა ხალხს - თავი გააქნია გივიმ.
- მე არასოდეს მიკოცნია გოგოსთვის - ჩაილაპარაკა მირანდამ.
- რა არის ვერ გავიგე? - წაიბუზღუნა ნატალიმ და გივისთან ერთად დალია.
- უყურე ამას - გაეცინა მირიანს. - მე არასდოდეს მქონია ჯგუფური სექსი - დაამატა მირიანმა და ყველამ დალია, მირანდას გარდა.
- მეღადავებით? - გული გაუსკდა გოგოს.
- რა მოხდა, ორი ქალი ვიყავით.
- და მე ერთი კაცი ვიყავი - სიამაყით განაცხადა გივიმ.
- იმედია შენც ამათთან არ იყავი - მიუბრუნდა მირანდა მირიანს.
- არა საყვარელო, შენამდე იყო - დაამშვიდა სიცილით კაცმა.

* * *

დილას მირანდა უჰაერობამ გააღვიძა. საბანში მთლიანად გახვეულიყო და ყველანაირი სასუნთქი გზა მოეჭრა. საბანი, რომ გადაიხადა, პირველი შეგრძნება თავის ტკივილი იყო, მეორე შეგრძნება კი მირიანის დანახვით გამოწვეული ღიმილი. მკვდარივით ეძინა, ცალი მკლავი კი მირანდას საბანზე გადმოედო.
რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ თავისი ჭაობისფერი თვალები გაჭირვებით გაახილა კაცმა და მირანდას შეხედა.
- რომელი საათია?
- მამალმა უკვე დაიყივლა - გაეცინა ქალს.
- დღეს დედაჩემი უნდა გაგაცნო.
- ღმერთო - გადაიხარხარა მირანდამ და მერე ისეთი თავის ტკივილი იგრძნო, ეგონა საწოლად ჩავარდებოდა.
- რა ღმერთო?
- რა და, უცებ წარმოვიდგინე, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახოს დედაშენმა.
- თმა გაქვს თივის ზვინივით, თორე დანარჩენი არა გიშავს - დააწყნარა მირიანმა.
- ჩემი ოცნების პრინცი ხარ შენ - ნელა მიუტანა თავი სკაოცნელად, მაგრამ ტუჩები რომ კაცის ბაგეებს შეახო, ვეღარ გაამოძრავა, ასე, მიწებებული დარჩა. თავი სტკიოდა ზედმეტად.
- რა ჯანდაბაა - მოესმათ ნატალის ხმა გვერდითა ოთახიდან. - თავი მისკდება
- ეს აქ დარჩა? - ჰკითხა მირანდამ მირიანს.
- კი, შენ უკვე გათიშული იყავი, რო მოვიდა.
- მოსვლა მახსოვს, მაგრამ დედაშენი როგორ გავიცნო? თვალები ჩალურჯებული მაქვს? ძალიან გამხდარი ვარ? - ანერვიულდა მირანდა.
- ძალიან ლამაზი ხარ და თვალებს ვუშველით.
- ვაიმე, ანუ ჩალურჯებული მაქვს. შენი ბრალია, არ უნდა მოგეცა დალევის საშუალება ჩემთვის - ყველაფერი კაცს მიაბრალა.
- კაი, რა მოხდა.
- საშნლად ვარ, ღამეც ცუდად გავხდი... გულიც ხომ არ ამერია?
- კიი, მთელი ღამე შენი შუბლი მეჭირა უნიტაზთან - გაუღიმა კაცმა.
- ჯანდაბა - სახეზე ხელი აიფარა სირცხვილისგან.
- რა ჯანდაბა გოგო, მე რო გული მერეოდეს, არ მომხედავ?
- ჩემს ხელებში აგარევინევ - გაეცინა მირანდას - მაგრამ მე ლამაზი უნდა გახსოვდე ყოველთვის და არა ისეთი, პირიდან არაყს რომ ვასხავ.
- როცა სიყვარული აგიხსენი, ისიც ვიგულისხმე, რომ პირიდან არყისმსხმელიც მეყვარებოდი.
- რა რომანტიკულია - მოესმათ ისევ ნატალის ხმა, რომელიც საძინებლის კარეთან ატუზულიყო და წინა ღამიდან შემორჩენილ ტორტს ჭამდა.
- სადაა შენი მიჯნური? - ჰკითხა მირიანმა.
- გადაივლო და რაღაც საქმეზე გავარდა. ჩემი მიჯნური არ არის - დაუბღვირა ნატალიმ.
- დღეს მირიანის დედა უნდა გავიცნო და რა ჩავიცვა? - ჰკითხა მირანდამ.
- კაბა ჩაიცვი, შენს ფეხებს კარგად გამოაჩენს, მაგრამ დეკოლტე არ გინდა. ყველა ნეკნი გეტყობა, მკერდი პატარა გაქვს, ლავიწის ძვლები ზედმეტად გამოწეული. სახეზეც ნიღაბი გაიკეთე, თორემ ცარიელი ძვლები ხარ. პახოდუ, ქირურგთან გაიქეცი, საღამომდე ცხვირის ოპერაცია, რომ მოასწრო.
- ვაიმე მირიან - აღმოხდა მირანდას - რატო შეგიყვარდი ასეთი მახინჯი?
- ნუ აპანიკებ რაა - დაუბღვირა მირიანმა ნატალის.
- ვგიჟდები ამის დაბნეული, სასოწარკვეთილი და გატანჯული სახის ყურებაზე - ენა გამოუყო ნატალიმ.
საბოლოოდ, შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა მირანდამ თავისი ძვლების დასაფარად და ნაშუადღევს ყველა ნერვის კანკალით გაჰყვა მირიანს მისი მშობლების გასაცნობად.
- თმა ლამაზად მაქვს? - ჰკითხა ქალმა უკვე კართან, რომ იდგნენ.
- ძალიან ლამაზად გაქვს - დაამშვიდა მირიანმა.
- ზედმეტად დიდი შუბლი ხომ არ მიჩანს შეკრულ თმაში?
- არა. იქნებ დავრეკოთ ზარი?
- დამაცადე - ღრმად ჩაისუნთქა ქალმა. - დარეკე.
კარი მზიამ გააღო.
მთელმა ღემ მშვენივრად ჩაიარა. მირანდა გრძნობდა, რომ მირიანის მშობლებს ძალიან მოეწონათ. თვითონ აღარც კი ახსოვდა ერთიანი ოჯახის გემო და ახლა გული სითბოთი ევსებოდა, როცა მათ ნაწილად მიიჩნევდა საკუთარ თავს. მირიანს გაუცნობიერებლად სიყვარულითა და მადლიერებით სავსე მზერით მიაჩერდებოდა ხოლმე, როგორც ცხოვრების ერთადერთ იმედს, რომელმაც კვლავ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა. თუმცა ხვდებოდა, ამ ბედნიერი ოჯახის მიღმა, რაღაც დიდი სევდა და წლების წინ დამჩნეული ტკივილის კვალი ვერა და ვერ გამქრალიყო. შეუძლებელიც იქნებოდა ალბათ ისე ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან ყველა ადამიანის ცხოვრებაში ქრება, კვდება და იკარგება ხალხი, რომელიც უყვართ, თუმცა თვალებისგან შორს ყოფნა, სრულებით არ ნიშნავს მათ მიმართ სიყვარულის განელებას.
საღამოს მირანდამ და მირიანმა ფეხით გაისეირნეს ქუჩაში. ნაწვიმარი იყო, ბნელოდა და ციოდა, მაგრამ სიხარულისგან სიცილის შეკავება არ შეეძლო ქალს.
- რა გაცინებს? - ჰკითხა მირიანმა ღიმილით.
- ძალიან ბედნიერი ვარ - უპასუხა მირანდამ.
- მეც ბედნიერი ვარ. ძალიან მოეწონე ყველას, დათუნას აქამდეც მოსწონდი.
- კარგია, ძალიან კარგია - ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო ქალი.
- მოგწონს?
- მომწონს.
- დარჩები ჩვენთან?
- კიი, სამუდამოდ დავრჩები. - კაცის კისერს ჩააფრინდა და ცხვირი ცხვირზე მიადო. - შენ?
- მეც დავრჩები შენთან - ქალის ტუჩებს დაეწაფა მირიანი.
* * *

მეორე დღეს მირიანი სამსახურში, თავის კაბინეტში იჯდა. რამდენჯერმე თავის მდივანსაც შეხედა და გაეცინა, მირანდას ცუდად ჰყავდა ამოჩემებული ეგ გოგო, არადა კარგის მეტი არასდროს არაფერი ახსოვდა კაცს მისგან. უცნაურად ეჭვიანი იყო ხოლმე მირანდა მომენტებში, თუმცა ისეთი საყვარელი სანახავი, რომ მირიანს ეს თვისებაც მოსწონდა.
თვითონაც გაკვირვებული იყო იმ დღით, რადგან რამდენჯერმე გაეპარა თითები და საქორწინო ბეჭდების სურათები დაგუგლა. ფიქრობდა, რომ ადრეც იყო, მაგრამ ნაადრევი სიკვდილის გარდა, ყველაფერი ნაადრევი ნორმალურად მიაჩნდა თუ საღი გონებით მიიღებდა გადაწყვეტილებას....
- თქვენთან სტუმარია - მოულოდნელად შემოუღო კარი მდივანმა. მირიანი ისე შეხტა, თითქოს პორნოს ყურებისას წაასწრეს.
- შემოუშვი - გაეცინა თავისი ქმედებით გაკვირვებულს, თუმცა ღიმილი სახეზე შეაშრა, როდესაც მზერა ერთ წერტილში გაუშეშდა. წერტილში, რომელიც ერთიანად საყვარელი და საზარელი იყო, მტკივნეული და საამური.
გაოგნებული შეჰყურებდა კარის ზღურბლთან მდგარ თინას, რომელსაც ქერა თმა ალაგ-ალაგ გასჭაღარავებოდა და მომღიმარი უმზერდა მირიანს.
- თინა - მხოლოდ ამის თქმა შეძლო კაცმა და სკამიდან წამოდგა.
ქალი სწრაფი ნაბიჯით მივიდა მასთან. გულში პატარა ბავშვივით ჩაიკრა და ხელები მაგრად ჩაჰბღუჯა.
- შარითაც, რომ იმას ჰგევხარ - ამოიოხრა თინამ.
- მშვიდობაა? - ჰკითხა გაოგნებულმა მირიანმა.
- მე ძირითადად უბედურების მაცნე ვარ ხოლმე... დაცდილი მაინც არ გქონდეს - მწარედ გაეცინა თინას. ახასიათებდა ეს შავი, თუმცა მართალი იუმორი.
- რა მოხდა?
- რა მოხდა და არასწორი გოგო შეგიყვარდა, როგორც შენს ძმას.скачать dle 11.3




№1 სტუმარი lalka

ეეე რა იყო ახლა ეს ძალიან მალე დაამთავრე.მალე დადე რა.ვკითხულობ და მომწონს.

 



№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეეეეეე

 



№3 სტუმარი Ani

Axla vikivleb movkvdebiiiiiii

 



№4 სტუმარი Guest bubu

yvela amati urtiertobis winaagmdegi rogor unda iyos

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

lalka
ეეე რა იყო ახლა ეს ძალიან მალე დაამთავრე.მალე დადე რა.ვკითხულობ და მომწონს.

ქალაქში არ ვიქნები ის ერთი კვირა და არ ვიცი, რამდენად მალე დავდებ. იმედია, მაინც მკითხველად დარჩები <3
nawkas12345
ვაიმეეეეეე

ჰაიმეეე smile smile
Ani
Axla vikivleb movkvdebiiiiiii

გიო მოკვდა და შენ მაინც დარჩი ცოცხალი :დდდ
Guest bubu
yvela amati urtiertobis winaagmdegi rogor unda iyos

რომეო და ჯულიეტა არიან, ოღონდ ძაან სვეცკები :დდდ

 



№6 აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ვიტირებ ​ეხლააააა
--------------------
ლანა

 



№7  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

მოსაკლავი ხაააარ!!!
რა დროს გაწყვეტა იყო
კაი რააა :(((((
ველოდები შემდეგ თავს.
ესენი არ დაააშორო იცოდე!!!
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№8  offline წევრი tamuna.s

არამგონია მირიანის სიკვდილი გქონდეს დაგეგმილი, მის მშობლებს ასე ვერ გაიმეტებ დარწმუნებული ვარ. თუ მირანდას ბიძა არის გიორგის სიკვდილში დამნაშავე, მირანდა რა შუაშია, რატომ უნდა დაშორდნენ სხვისი ცოდვების გამო. მირანდა რომ გაიგებს ბიძამისს რაც აქვს ჩადენილი, თვითონაც არ აპატიებს დარწმუნებული ვარ.

 



№9  offline ადმინი დედასამოტხე

რა იყო ეს?ნუ მოვხვდიბდაახლოებით რაცხდება მაგრამ არ მინდა რომ მასე მოხდეს.არ მოუხდება მირიანს და მირანდას ბარიერის ვერ დაძლევა და ვიცი დაძლვენ.მომწონს ძაან და გელოდები.❤❤❤

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ყველას დისი მადლობა შეფასებისთვის. ცალ-ცალკე ვეღარ გპასუხობთ, ძალიან ჭედავს ტელეფონი

 



№11  offline წევრი lamazmani

Kargi iyo imedia ar daashoreb an ru daashoreb didi xnit ara

 



№12 სტუმარი rozamondi

ახალი თავი არ დადე ჯერ ?

 



№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sofelshi mivdivar da savaraudod, erti kvira ver davdeb

 



№14 სტუმარი rozamondi

ენ ჯეინი
sofelshi mivdivar da savaraudod, erti kvira ver davdeb

აუ კაი შეეცადე რო მალე დადო რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent