შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ?!(11)


3-08-2017, 14:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 166

შენ?!(11)

-მორჩი კივილს ან გადი ან დაწექი
-გამორიცხულია...მანდ არ დავწვები ! წავედი მე და იცოდე რომ გამოვფხიზლდები სმაგიეროს გადაგიხდი- სწრაფად აიღო ძირს დაყრილი ტანსაცმელი და გავარდა ოთახიდან.თებეა ჯერ კისკისებდა მერე პიჟამა ჩაიცვა ,მშვიდად დაწვა და დაიძინა. დილით ადრე წავიდა სახლში,მოემზადა დილის პროცედურები ჩაიტარა და ტელევიზიისკენ გაემართა. მანქანა სადგომზე გააჩერა და ცოტა ხანს შენობას უყურებდა,შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ღირდა გარისკვად.
ყელმოღერებული მიაბიჯებდა ,უკლებლივ ყველას ყურადღებას იქცევდა . კოსად შეკრული წითური თმა , ქათქათა კანი , გრძელი ყელი და მხრები მწვანე კაბიდან დაოცრად უჩანდა. გრძელ ,ჩამოსხმულ ფეხებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო გომოკვეთდდა. მისაღებში უთხრეს საითაც უნდა წასულიყო და ისიც მეოთხე სართულისკენ დაიძრა. ლიფტით მგზავრობაზე უარი თქვა და კიბეს აუყვა . კიბესთან მისასვლელი კარი ხმაურით რომ მიიხურა ინსტიქტურა დმიიხედა უკან და ცისფერთვალება ბიჭს რომ შეხედა ინსტიქტურად გაეღიმა,მართალია წამით ,მაგრამ მაინც . ბიჭმა როგორც კი დაინახა მაშინვე აუცქარა ნაბიჯს და სულ მალე მის გვერდით აღმოჩნდა
-გამარჯობა
-გამარჯობა...აქ მუშაობთ?
-მე? კი აქ ვმუშაობ
-ხოო ? მე რომ თითქმის ყველა თანამშრომელს ვიცნობ და თქვენ რომ არ მეცნობით? ახალი ხართ?
-საიდან იცნობთ? აქ მუშაობთ?
-არაა ,არ ვმუშაობ შეიძლება ვიმუშაო
-ხოო? და თქვენი გადასაწყვეტია იმუშავებთ თუ არა?
-მაშ?
-მე ვფიქრობდი რომ თავად უნდა ამეყვანეთ სამსახურში და რომდ აგირეკეს რა გითხრეს გასაუბრებააო თუ პირდაპირ გაგაფორმეს თანამდებობაზეო?
-ასეც ვიცოდი, ე.ი თქვენ ხართ ახალი მფლობელი .მეგონა უფრო დიდხანს გააგრძელებდით დიალოგს და იხალისებდით
-არ მჩვევია ადამიანების დაბნეულობით სარგებლობა ... კაბინეტში ვისაუბროთ. - კარი გააღო და პირველი თებეა გაუშვა
-გმადლობთ ...- დერეფანში გავიდა და დაელოდა. ბიჭმა ხელით ანიშნა საითაც იყო თავისი კაბინეტი
-აქეთ გთხოვთ ...
-კიბით რატომ ამოხვედით თუ საიდუმლო არ არის?
-თქვენ ?
-მე უბრალოდ გავლა მინდოდა იქნებ გადამეფიქრებინა კიბის ამოვლამდე და ლიფტში დროარ მექნებოდა,თან ლოდინი დამჭირდებოდა თქვენ სანამ ამოივლიდით კიბეს
-დარწმუნებული თუ არ ხართ რომ მუშაობის დაწყება გინდათ ე.ი ვერ შევთანხმდებით, მე მოტივირებული კადრი მჭირდება ისეთი ვისაც ვენდობი და ვინც ყველაფერს გააკეთებს საკუთარი საქმისთვის. მონდომებული და მიზანსწრაფული-კაბინეტში რომ შევიდნენ ტყავის სავარძელს მიაჭურა ბიჭმა და ქ მოკალათდდა. თებეა მაგიდის წინ სავარძელში ჩაჯდა და ხელჩანთა იატაკზე დადო,წელში გამართული იჯდა, ფეხი0ფეხზე ჰქოდნა გადადებული და თავი მაღლა აწეული
-ყველა მაგ თვისებას ვფლობ,უბრალოდ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ცემს სურვილებს
-მე ხომ ჯერ არც კი მითქვამს რას გთავაზობთ
-არ მინდა იქ ვიმუშაო სადაც მამაჩემის გამო პრივილეგირებული ვიქნები-პირდაპირ უთხრა ყოველგავრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე
-გასაგებია, ვაფასებ თქვენს დამოკიდებულებას და გპირდებით რომ ვერაფერი იმოქმედებს თქვენს მოვალეობებზე. არავითარი დანდობა -გაიცინა და მდივანს უხმო.შემდეგ ყავას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო საუბარი საქმესთან დაკავშირებით. თებეა ყურადღებით უსმენდა , თითქმის ყველა პირობა აკმაყოფილებდა.
-თუ მოვახერხებ ამ ინფორმაციის მოძიებას და სიუჟეტის გაკეთებას სანფორმაციოში დამაწყებინებთ პირდაპირ მუშაობას?
-სწორად გაიგე...
-რა საქმეა ასეთი ...თუ მნიშვნელოვანი და რთულია რატომ ამირჩიეთ მე და არა სხვა რომელიმე გამოცდილი ჟურნალისტი
-საქმეც მაგაშია რომ გამოცდილი ჟურნალისტი ყველასთვის ცნობილია და მალულად ვერ გამოიზიებს შენ კი არ გიცნობენ ჯერ-ჯერობით როგორც ჟურნალისტს და ყველგან შეძლებ შეღწევას
-გასაგებია და როგორ ვარ დაზღვეული რომ მე მასალას გადმოგცემთ, ამ ექსკლუზივს მოგცემთ თქვენ კი დანაპირებს შეასრულებთ ან შეასრულებთ და მალევე არ გამათავისუფლებთ
-ახლა სტაჟიორად აგიყვან... როგორც ყველა სტუდენტის შემთხვევაში და პარალელურად ისწავლი ყველაფერს შემდგომ რომ გაგიადვილდეს საქმის შესრულება. ხელფასის გარეშე რა თქმა უნდა სხვას ვერაფერს შემოგთავაზებ ...უნდა მენდო
-თანახმა ვარ
-ანუ გჯერა?
-არა , უბრალოდ დამაინტერესა ამ საქმემ და თუ ინფორმაცია მექნება მერე კონტრაქტზე შევთანხმდებით
-ოოუ ახლა მგონი მე გადავიფიქრე
-ხოო? - ღიმილით შეხედა და წარბები მაღლა აზიდა- რატომ? შეგეშინდათ რომ ექსკლუზივს სხვას გადავცემ?
-თუნდაც ...
-შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ ... აქაა ხომ ყველაფერი - საქაღალდე აიღო ,მაგრმა ბიჭმა ხელი დაადო და გააჩერა-გადაიფიქრეთ?
-ჯერ აქ უნდა მოაწერო ხელი... შემდეგ
-წავიკითხავ და მოვაწერ- საქაღალდეს ხელი გაუშვა ფურცელი აიღო და მშვიდად შეუდგა კითხვას. ბიწი ყავას აგემოვნებდა და თვალს არ აშორებდა . ბოლსო როცა მიხვდა რომ ყველაფერი რიგზე იყო კალამი აიღო და ხელიმოაწერა.
კაბინეტი კმაყოფილმა დატოვა,პირდაპირ სახლში წავიდა . უამრავი სასუსნავი,პიცა, გამაგრილებელი სასმელები და საწოლზე ბუდას პოზაში მჯდომი თებეა . ჯერ სიმღერას აუწია ,შემდეგ პიცის ნაჭერი მადიანად ჩაკბიჩა და ჯერ კიდევ დახურულ საქარალდეს დახედა. სულ რამდნეიმე ფურცელი იქნებოდა შიგნით ,მაგრამ თებეასთვის მნიშვნელოვანი! სანამ გადაშლიდა თვალები დახუჭა და ღმერს სთხოვდა რამე ძალიან საინეტრესო ყოფილიყო . რამდნეიმე წუთიანი კითხვის შემდეგ იცოდა რომ უნდა ეპოვა ახალგაზრდა გამომძიებელი რომელზეც ჭორები დადიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც უკვე საქართველოში იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას უმიზნებდა. ჯერ -ჯერობით იდუმალებით იყო მოცული და მხოლოდ სახელი იყო ცნობილი ისიც დაზუსტებელი ინფორმაციით. ამ კაცმა ყურადღება იმით მიიქცია რომ დიდხანს ცდილობდნენ მის საქართველოში ჩამოყვანას და საკმაოდ დიდციფრიანი ხელფასი ჰქონდა, რაც უამრავ ეჭვს ბადებდა. კიდევ რამდნეიმე დეტალი იყო რაც თუ დამტკიცდებოდა სკანდალიგამოცხვებოდა ,მაგრამ ამ ყველაფრის დასადგენად ჯერ უნდა გაერკვია ვინ იყო რეალურად დურმიშხან მერკვილაძე პირველი ის გაიფიქრა რომ ვიღაც მოხუცი, გამოცდილი და ყველაზე ჭკვიანი კადრი იქნებოდა მტელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ,მერე საქმიანი ფიქრები გაფანტა და სახელის წარმოთქმისას სიცილი აუტყდა. ძირითადად ყველგან ინიციალები იყო გამოყენებული „დ.მ „
იმ დღესვე შეხვდა ხალხს ვინც დაეხმარებოდა , ბატონი ნოეს თქმით სანდრო და გამოცდილ კადრებს .მუშაობას შეუდგა მათთან ერთად და მთელი კვირით მოსწყდა სამყაროს. დემეტრე არ უნახავს ამ ხნის განმავლობაში. ნიკოლოზს მობილურით ესაუბრებოდა, უნივერსიტეტში გამოცდების დაწყებამდე მივიდა,ლექტორებს შეხვდა, თვიტმართველობის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, გრანდიოზული გაცილება მოუწყვეს, ყველას უკვირდა ეს ამბავი და საერთოდ გაოცებულები დარჩნენ არჩევნებში ნუცამ რომ მიიღო მონაწილეობა.
-ხედავ შენ გოგოს? ერთი ტვე არაა რაც მობრძანდა და უკვე პოპულარობის ზენიტში უნდა იყოს ! მგონი ჩემი მალული მტერია და ნელ-ნელა მართმევს ყველაფერს
-დროებით ირჩევენ ხომ იცი... მაინც ასრულებს წელს სწავლას და რა მნიშვნელობა აქვ.შეიძლება არც აირჩიონ
-აირჩევენ... ბიჭები მაგს მისცემენ ხმას .გოგონების გულებიც დაიპყრო და საერთოდ მართმევს პოპულარობაას
-შენ სად დადიხარ და რას აკეთებ არ მეტყვი?
-ოღონდ თემა შეცვალოს და არაფერი უნდა სხვა... ნიკოლოოოზ მომავალო პრეზიდენტოოო კონფიდენციალურ ამბებზე გსმენია ხოო დედიიიიი
-კარგი ,ჩუმად ვარ ! უბრალოდ შეეცადე შარში არ გაყო თავი
-ჟურნალისტობა მინდა,ჩემი ოცნებაა საინფორმაციოს გუნდში ვიყო ,ცხელ წერტილებში გამიშვან და მეუბნები შარში არ გაეხვიოო? ფაქტობრივად მწყევლი!
-ისეც ნუ იზამ რო პოპულარობამდე მოგკლან !
-მალე უდნა აგხდე პრეზიდენტი რომ დაგვიცვა ჟურნალისტები... იმედია შენც შავ საქმეებს არ დაიწყებ და ქვეყანას უარესად არ გაანადგურებ!
-პირველი ლედი რომ ყოფილიყავი ხომ ვერ იმშავებდი
-ოოჰ რატო ვითომ...რა შემიშლიდა ხელს
-ქვეყნის პირველი ლედი კორესპონდენტი ხო არ იქნებოდა არა? მინიმუმ წამყვანი უნდა ყოფილიყავი თან რარმოიდგინე იმ არხზე რამდენს ისაუბრებდნენ სადაც მუშაობას დაიწყებდი პირდაპირ სამტავრობო არხად გამაოცხადებდნენ და ამაზე გაამხსენდა როგორია შენი უფროსი?
-სიმპათიური , ჭკვიანი და თვალჟუჟუნა
-სამსახურეობრივი რომანი სკანდალში გაგხვევს და ყველა გაგიცნობს ხომ იცი როგორც
-მადლობთ რომ დამარიგეთ...შენს მერე გგონია ას ეუცებ გავიჩენ შეყვარებულს? ახლა სიეთი უნდა ვპოვო მართლა იდეალური რომ იყოს
-ჩემზ ეიდეალურს ვის იპოვი?
-ოოოჰ ნიკოლოზ ნიკოლოოოზ როგორ იცი ხოლმეე- ორივე იცინოდნენ შემდეგ ავტოსადგომსაც მიაღწიეს და ორივე თავისი მანქანისკენ დაიძრა- აბა გკოცნიიიი ...დამირეკე ეგრევე რამე თუ დაგჭირდება
-შეენც ჩემოოო რაინდოოოო - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მანქანაში ჩასკუპდა. ნიკოლოზს უყურებდა და იცინოდა, მერე ფანჯარა ამოსწია დაბუქული მინებიდან ვერავინ დაინახავდა.
-რას ვიფიქრებდი ასე თუ შევხვდებოდით საქმიანო ქალბატონოოო
-შეეენ? შენ რა ....ოოოოო ღმერთო ..ღმერთო ჩემოოო - ისე უცებ დააჭირა მუხრუჭს ლამის თავად შეასკდა საჭეს . გაფართოებული თვალებით გახედა უკან მჯდომ მახალდიანს, გადაშლილი რომ იყო მიწოლილი სავარზელზე და მედიდურად უმზერდა.მერე წინ გადმოიწია სავარზელბს იდაყვებით დაეყრდნო და თებეას ლოყაზე მიაწება ტუჩები-რა გინდა ,რააა გინდა ...აქ რა გინდა ეშმაკო?
-პატარა ჟურნალისტკააა ენა გებმით? ბლუკუნებთ და მაინც არ ცვლით პროფესიას? ბოსი როგორ არ გათავისუფლებთ?
-რა ჯანდაბა გინდა აქ-თქო
-გამახსენდა რომ ანგარიში არ გაგვისწორებია და ვიფიქრე გადახდაზე ვისაუბრებ-თთქო
-რა ანგარიში ...რის საუბარი...რა გადახდა
-ერთი გოგო სახლსი შევიფარე,მან ჩემი საწოლი აითვისა და მაიძულა სრულიად მიუღებელი ხერხებით ,ოთახი დამეტოვებინა!
-მეჩქარება და სხვა დროს რომ იყოს არ შეიძლება?
-დიდ დროს არ წაგართმევ
-დემეტრე მეჩქარება !
-ბებია მეკითხება სად არის რატომ არ მნახულობსო... არ მოხვალ ?
-აჰ ანუ გჭირდები ...რაში ყოფილა საქმე
-შენ გჭირდები,რომ ბებო გაჩუმდეს და არაფერი თქვას. ამ საღამოს შენები უნდა გვესტუმრონ და რა ვიცი გაბრაზებულ ბებიკოს რისი თქმა მოუნდება
-მატყუებ ხომ?
-რას კადრულობ ,როდის მომიტყუებიხარ
-დემეტრე მართლა მეჩქარება
-სად გეჩქარება ... როგორ ჟურნალისტი ხარ რეპორტიორი ხარ, წამყვანი , რომელიმე შოუს მომზადებაში იღებ მონაწილეობას თუ უბრალოდ შავ სამუშაოს ასრულებ
-შენ როგორი სტუდენტი ხარ , არც მასალას აბარებ, ნიშნებიც კატასტროფულად ცუდი გაქვს და საერთოდაც ლექციებზე ყოფნის ნაცვლად ხან ერთ თავში ხარ ხან მეორეში! შენი ნუციკო კი ყოჩაღი გოგოა და ყველას ყურადღებას იქცევს
-არ მითხრა რომ მითვალთვალებ
-აბაა როგორ, შენი ყოველი ნაბიჯი უნდა ვიცოდე !
-შემიძლია მოგიყვე , ქრთამს თუ შემომთავაზებ
-ანგარიშიც გასასწორებელი მაქვს და ქრთამიც უნდა მოგცე? ხომ არ ურევ შენ შემთხვევით- უკვე აგვიანდებოდა, არადა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. უნდა გაეგო ინფორმაცია,მაგრამ დმეეტრე აყოვნებდა. მობილურზეც ურეკავდნენ უკვე ,რამდენჯერმე რომ გაუთიშა შემდეგ თავად ნოემ დაურეკა
-გისმენთ...
-სად ხარ თებეა? ვიფიქრე რომ რამე შეგემთხვა. ახლა ხო შეხვედრაზე უნდა იყო ,ფოტოები უნდა გადაგეღო და გაგერკვია მნიშვნელოვანი ინფორმაცია
-იცით შემაფერხეს და ალბათ ვერ მოვახერხებ ... სხვა გაგზავნეთ
-ვინ სხვა ! ვინმე არის შენთან ერთად?
-არის!
-ვინმე მოგიგზავნეს თუ
-არა ,არა უბრალოდ ნაცნობია
-იმედები გამიცრუე!
-მე არ ... ჯანდაბა ! როგორ ვერ გიტან ,ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ... საქმე გამიორმაგე ყველაფერი ჩამიშალე
-კარგი ნუ ცხარობ...რადგან საქმე აღარ გაქვს ე.ი ჩემთან მოდიხარ
-არსად მოვდივარ !
-როგორ არა,მოდიხარ !
-დემეტრე მომწყდი თავიდან!
-გაკაპასებული თებეა ჯიქია ,რა საყვარელი ხარ
-მორჩი ჩემს დაცინვას და გადადი მანქანიდან
-რომ არ გადავიდე?
-მიშველეეეეეთ ...ჩემი დახრჩობა უნდააააააა მიშველეეეეთ მანქანის ქურდიიიი - კივილი დაიწყო როგორც კი შუახნის კაცი დაინახა სადგომზე. ხელი ააფარა პირზე დემეტრემ მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა .კაცმა კარი რომ გააღი შეხედა როგორ უჭერდა უკანა სავარძელზე მჯდომი ბიჭი გოგონას ხელს და ისიც გაფართოებული თვალებით იყურებოდა და ცდილობდა თავის დახსნას. ნუ მერე იქ ამბავი დატრიალდა თებეას მხოლოდ სიცილი სურდა, დემეტრე უშედეგოდ ცდილობდა ახსნას , პირადობაც კი აჩვენა კაცს ,მაგრამ ქუჩაში გამვლელებს პოლიცია ჰყავდათ უკვე გამოძახებული და ისიცნიც მაინცადამაინც მაშინ აღმოჩნდნენ სადღაც ახლოს და წამებში გაჩნდნენ ადგილზე. თებეამ მოთქმა დაიწყო, კანკალებდა და პირდაპირ შემოეხვია ახალგაზრდა ოფიცერს. დემეტრე თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა. მაინც არ დაუჯერა სიმპათიურმა ოფიცერმა , უფრო სანდოდ რიჟა ლამაზმანის სიტყვები მიიჩნია და ხელბორკილები დაადო მახალდიანს. თებეა ამ შანსს ვერ გამოტოვებდა, სიედაც აუცილებელი იყო მისი წასვლა და ბოლოს პოლიციის განყოფილებაში ამოჰყო თავი. დემეტრე ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს თავად გარეთ იჯდა და წყალს სვდა,“დასამშვიდებლად“ შემდეგ ვიღაც ბიჭი გამოჩნდა ,აშკარად ყველა იცნობდა და როგორც კი შევიდა მაშინვე ფუსფუსი დაიწყო
-ვინ არის ის კაცი?
-გამომძიებელია ...
-ის გამოიძიებს ამ საქმეს?
-არა ჩვენთან არ მუშაობს ...არ ვიცი ახლა აქ რატომ არის .თქვენ დამშვიდდით დამნაშავე დაისჯება
-გმადლობთ...თქვენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა - ესაუბრებოდა და თან ახლადმისულ გამომძიებელს ადევნებდა თვალს,რომელმაც პოლიციის უფროსს ხმამაღალი საუბარი დაუწყო ,მაგრამ ტებეა სიტყვებს ვერ არჩევდა ოფიცრის საუბრის პარალელურად მხოლოდ ის გაიგო როგორ უთხრა „ჩემი თანამშრომელი ქურდობისთვის რომელმა იდიოტმა დააპატიმრა, ახლავე გაათავისუფლეთ სამსახურიდანო“ პოლიციის უფროსი დაბნეული ეგებოდა ფეხ-ქვეშ კაცს და სულ თავად გაუძღვა ერთ-ერთი ოთაახისკენ. დანახვა ვერ მოახერხა რადგან ბიჭმა რაღაცაზე ხელისმოწერა სთხოვა და როგორმე თავი უნდა დაეძვრინა
-იცით ,რაღაც შეუძლოდ ვარ. იქნებ მაჩვენოთ ის ბიჭი ,მაშინ იმდენად ვიყავი აღელვებული მგონი რაღაც სწორად ვერ გავიგე
-როგორ თუ ვერ გაიგეთ... გინდათ თქვათ რომ ცრუ ბრადება წაუყენეთ
-აჩივარი მინდა დავწერო ცრუ ბრალდებისთვის და უკანონოდ დაკავებისთვის .ყოველგავრი მტკიცებულების გარეშე რომ ამიყვანეთ და შემილახეთ ღირსება ხელბორკილები დამადეთ და მანქანაში ცამტენეთ ქალბატონი თებეა ჯიქიას პროვოკაციას წამოეგეთ და კიდევ მრავალი რამის გამო ... ეს ქალბატონი უნდა დააპატიმროთ ბატონო გოგი - დემეტრეს ხმა გაიგო და მის უკან გამომძიებელს მოჰკრა თვალი,რომელმაც წამით შეავლო ზმერა ჯიქიას ქალს და იქედან გაუჩინარდა.
-რაღაც გაუგებრობააა ...
-ხო ყმაწვილო ,გაუგებრობაა ! სამუშაოს პირველივე დღეს უდანაშაულო კაცი დააპატიმრე , ყოჩაღ !
-უფროსო მე ...
-გოგონა საჩივარი აღარ შემოგაქვთ როგორც მივხვდი ,თქვენი საქმროც არ გიჩივლებთ და სხვა დროს თუ შეიძლება სხვაგვარად იძიეთ შური გაბრაზებულ გულზე ! შენ კი ჩემს კაბინეტში რიგითო !
დაბნეული ოფიცერი უფროსს გაჰყვა. დემეტრე კი გასაქცევად მომზადებულ თებეას სწვდა მკლავში და თავისკენ მიიზიდა
-ჩემო საყვარელოოო ახლა რადგან შური იძიე ღალატისთვის მოდი შევრიგდეთ- ხმამაღლა თქვა ყველას გასაგონად და ტუჩებზე დააცხრა ჯიქიას ქალს. - რომ გავალთ იფიქრე როგორ დამამშვიდო - კოცნა არ შეუწყვეტია ისე უთხრა და მოშორდა. -გმადლობთ გულთბილი დავხედრისტის იმედია აქ აღარასდროს მოვხვდები - პოლიციელებს გადახედა თავიანთ საქმეში რომ იქექებოდნენ და ცალ ტვალს მაინც წყვილისკენ აპარებდნენ. მერე თებეა გასასვლელისკენ წაიყვანა და ბოლოს მკლავზე ისე მოუჭირა რომ დაიგრიხა საქყალი გოგო- მანქანას ვიპარავ, ქურდი ვარ, მოძალადე, შენი დახრჩობა მინდა და კიდევ რა უთხრი იმ გამოს***? მაინც როგორ გაგიმართლა ის იდიოტი რომ შეგხვდა, რას ერჩოდი პირველი დღე ჰქონია იმ შტერს და ახლა გააგდებენ ალბათ
-შენ როგორ გამოხვედი ასე უცებ...
-დავარწმუნე უფროსი რომ უდანაშაულო ვიყავი და ეს უბრალოდ შეყვარებულების კონფლიქტი იყო და ძალიან ცუდად მაზღვევინე ! ცოლი ჰყოლია კაპასი და შევიდა ჩემს მდგომარეობაში- მანქანამდე მიათრია და შემდეგ კარს ააკრა-ნუ ფართხალებ ,ხომ იცი რომ ვერ გადამირჩები
-შენ რომ ჩამიშალე საქმე ? რა უნდა მექნა? მაიძულე
-საბრალო თებეააა ...ვაიძულე თურმე რომ დავეჭირე იდიოტ პოლიციელს და დამეკარგა მთელი ორი საათი
-აი ხომ ხედავ მხოლოდ ორი საათი დაკარგე... რა იყო პირველად ხომ არ ყოფილხარ მანდ
-პირველად რატომ ვიყავი მაგას ნუ გამახსენებ თორემ შენი დასჯა ნამდვილად მომინდება...დროზე დაჯექი
-საჭესთან არა?
-არა! გაქცევაარც იფიქრო თორემ დაგახრჩობ იცოდე
-აი მემუქრები
-ალქაჯოოოოო
-ეშმაკო რა გინდა? საქმე მაქვს გამიშვი!
-დაჯექი!
-აჰაა დავჯექი...რას მიპირებ სადმე უნდ აგადამაგდო?
-მოვიფიქრებ !
რამდენიმე წუთი ჩუმად მართავდა მანქანას,შემდეგ თებეამ ვეღარ მოითმინა და წრიალი დაიწყო.
-გაჩერდები ?
-რა გაამჩერებს არ ვიცი რას მიპირებ
-ღირსი რომ ხარ ყველაფრის ხომ იცი
-დემეტრეეე ... ჯერ საცოლეო,მერე არ გადავალ მანქანიდანო არ იყავი ღირსი?
-აჰ ანუ გავთანაბრდით? და საძინებლიდან რომ გამაგდე ეგ რისტვის იყო...ნანას მოტყუებისტვის მეგონა მე
-ეგ ისეთი ტყუილი იყო მხოლოდ შენი საწოლის მითვისება გააბათილებდა?
-მაინც 2_1 არის და შესაბამისად ჩემი ჯერია !
-დემეტრეეეე რა გინდა რომ გავაკეთო ...მითხარი ნუღარ მაწამებ,.იქნებ შევთნხმდეთ კიდეც- მისკენ გადაიხარა,თითები მკლავზე აუსვა ,ლოყაზე აკოცა, ყელში -მაპატიებ და მშვიდად დამტოვებ სახლში
-რა თქმა უნდა ,გაპატიებ მაგრამ ასე მარტივად არა ! თვალების დაწვრილება და ყკბილი ხმა არ გიშველის
-არც კოცნა?
-მოვედით...გადმოდი!
-სად შენთან?
-ხო ჩემთან ! შენების მოსვლამდე ელეს მიეხმარე , საერთოდ იცი რომ თხოვდება ?
-რაა?
-ხო რა არ იცოდი? ვაჩეს თანხმობა უთხრა და ბებო რჩება ქორწილამდე გირეკავდა გუშინ და არ უაოსუხე?
-თებეაააა თავი გაქვს მოსაკლავიიი ეს როგორ დაგემართააა...ჩემი ელეეეე ჩემი ელეეეეეე ელიკოოოოოოო რატო არ მიპოვე და მიმახრჩე რომ არ გიპასუხეეეე - მანქანის კარი ის ეგამოგლიჯა და გავარდა სახლისკენ დემეტრე კი არაარაფერი ახსოვდა ამქვეყნად. ელენა მისაღებში შეეფეთა და წამსვე შეაფრინდა გაოცებულ გოგოს- ჩემი პაწაწოოო...ჩემი თბილი,ტკბილი კამფეტიიი გოგოოოოოოოროგორ გადაწყვიტაოოო ქორწილიოოო როგოროოოოო
-რა ქორწილი გადავწყვიტე ...თებეა კარგად ხარ? გირეკავდი მინდოდა მეთქვა რო ბებო გკითხულობდა
-მოიცა რა ...იმან- უცებ გამოერკვა და სახლში შესულ დემეტრეს გააფრთრებული მიუბრუნდა-შენ ! შენ ჩემი ხელით მოკვდები,ხომ იცი ბოლო ეგ არის ...ჩვენი ბოლო ეგაა
-როგორ მომკლავ...ერთად შევათანხმოთ - ღიმილით უთხრა თვალი ჩაუკრა და უცებ გაიკრიჭა ნანი რომ გამოჩნდა. წამში მოხვია ხელი თებეას და ბებოსკენ მიაბრუნა-ბებიკოოო აი ნახეე მოგიყვანე შენი ბამბისქულა გოგო
-თებეააა ბებოოო როგორ ხარ? სად დამეკარგე? რა საქმეები გაქვს ასეთი ერთხელ რომ არ შემოგვიარე? მარტო ამათ ნახულობ ხომ?
-ნანი ბებოოო- გაიწელა გაიკრიჭა და დემეტრეს ხელებიდან თავის დასახსნელად სირბილით წავიდა ნანისკენ. შემოეხვია და ლოყები დაუკოცნა მოხუცს
-კაი ახლა ...ასე თუ გენატრებოდი მოსულიყავი! არ გამოგივა ... ასე მარტივად ვერ მომაწონებ ტავს-ჩუამდ უთხრა ქალმა -საჭმლის კეთება მაინც უნდა გასწავლო , ბავშვს ვერ მოგაკლევინებ შიმშილით
-ჩშშ ..ბებოოო - დემეტრე ისევ მივიდა და ამჯერად პერანგის ქვეშ შეუცურა ხელი და თითები წელზე აუთამაშა. წელზე ჩახსნილი პერანგი მის ხელს ფარავდა და ვერავინ მიხვდებოდა თითების მდებარეოაბს,სამაგიეროდ თებეას ტემპერატურა მიუახლოვდა ზედა ზღვარს, ისე შეაკანკალა სხეული დაეგრიხა
-ელეეეე ელიკო საყვარელო გავიგე დღეს ჩემები მოდიან და არ გინდა მოგეხმარო?- უცებ გახედა აფხუკუნებულ დაქალს და თვალებით შველა სთხოვა
-არააა...ჯერ არ ვიწყებთ. დედაც მოვა პროდუქტებს მოიტანს და მერე დავიწყოთ
-არაა?! აბა მანამდე გავიდეთ რაღაც უნდა მოგიყვე ჩემს უფროსზე- ამის თქმა და დემეტრეს თითების დაჭიმვა ერთი იყო, ისე მოუჭირა ტუჩებზე იკბინა კვნესის შესაკავებლად, მერე ამოისუნტქა და თავი გავერდით გადახარა
-რომელ უფროსზე სიმპათიური რომ არის? ცისფერთვალა?
-აჰაააააამ - აწითლებულმა ამოიფრუტუნა და დემეტრეს მკლავზე თითები შემოხვია ძლიერად მოუჭირა და მერე ისე უჩქმიტა აიძულა ხელი გაეწია
-მეტკინაა!- თვალების ბრიალით უთხრა და ბებოს გადახედა- ბებიიი თებეამ თქვა ამაღამ დავრჩები რადგან ასე ვაწყენინე ნანი ბებოსო და რას იტყვი? შეურიგდები ამაღამ რომ დარჩეს?
-ოჰ მაგას შენთან უნდოდეს დარჩენა და კოცნაობა დამაბრალოს ახლა მე...
-ბებოოო ...
-დარჩეს ხო დარჩეს ... დაღამებამდე რამის გაკეთებას ვასწავლი. შენ საყვარელ ბლინების გაკეტებას ვასწავლი დილას მაინც რო გაჭამოს რამე.წამოდით ახლა რას უდგახარტ მანდ ამდენ ხანს ფეხზე დგომა სად შემიძლია
-ვერ გიტან
-ვიციიი
-ჯანდაბა იცი შენ!
-ტკბილოოო...როგორი ბედნიერი სახე გაქვს- გაუღიმა და ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა- ამაღამ გავსწორდებით - თვალი ჩაუკრა და გაუჩინარდა.
ლალიც მივიდა, სამზარეულოშიც შეაგდო ნანიმ და იძულებულიც გახდა წინსაფარი მოერგო და ნანის კულინარიის კრუსებისთვის მოესმინა. ლალი და ელენე ხალისობდნენ, ნანი კი მთელი მონდომებით უხსნიდა უნიჭო სარძლოს როგორ გაეკეთებინა გემრიელი ბლინები. ბოლოს თებეამ ყველა თითი რომ დაიწვა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა მიხვდა რომ მისგან მზარეული არ დადგებოდა და იმედგაცრუებული დაეხსნა.
-ძალიან გტკივა საყვარელო?
-არაფერია გადამივლის
-დემეტრეეე სად ხარ ბებია ამდენ ხანს ... თებეას ხელი დაეწვა
-რა ხდება? როგორ მოახერხე ალქაჯო?- სამზარეულოში შევიდა და მისი აწითლებულ ხელს დახედა.
-შემეშვი ...- სლუკუნით თქვა და ელეს გახედა -ვე რიპოვე მალამო?
-ვერაა არ ვიცი სად დავდე არადა ვიცი რომ გვქონდა
-წამომყევი ...მე მაქვს მალამო ოთახში - უცებ წამოაგდო და ისე წაიყვანა სიტყვის თქმა არ აცადა
-შენი ბრალია... შენ გამო მასწავლიდა ბლინების გაკეთებას
-კიდევ კარგი რამის დაჭრა რომ არ დაგავლა თორემ სულ დაკარგავდი თითებს
-სულ არ გეცოდები ხომ? ასეთი უგულო როგორ ხარ
-ციხეში მკეტავდი და კიდე მე ვარ უგულო?
-მალამო არ გაქვს ხო?
-სატანა გგონივარ?
-არ ხარ?
-ხომ ხარ ახლა ღირსი დაგტოვო მალამოს გარეშე
-არ მჭირდება
-კაი არ იტირო...ნუ შვები ეგრე ტუჩებს და თვალებს
-როგორ ...რა გინდა დამანებე თავი ხომ მომიყვანე აქ და გამიმეტე ნანის ყბაში ჩასაგდებად!
-მიხვდება რომ არ ხარ ჩემი შესაფერისი, ჩემი ღირსი და თვაად მეტყვის რომ გადავიფიქრო შენი ცოლად შერთვა ასე პრობლემაც გადაიჭრება
-მე არ ვარ შენი ღირსი?
-კარგი ასე ძალიანაც ნუ გამოხატავ ჩემი ცოლობის სურვილს!
-საზიზღარი ხარ!
-მაჩვენე ხელი- საწოლზე დააბრუნა და ხელისგული გაუშალა, მალამო ფრთხილად წაუსვა დამწვარ ადგილას თან უბერავდა - გეწვის?
-არა ... გრილია და მესიამოვნა
-მალე გადაგივლის -სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ქვემოდან ახედა - როგორ ხარ ასეთი კუდიანი და ასეთი საყვარელი ერთროულად? -გაბუშტულ ტუჩებზე გადაუსვა ცერა და მერე მისკენ მიიწია ტუჩები ლოყაზე მიაწება ყბასთან ახლოს -როდის შეიგნებ რომ ჩემი გამწარება კარგს არაფერს მოგიტანს
-როცა გაქრები ჩემი ცხოვრებიდან
-ანუ ჯერ ის უნდა გაიაზრო რომ არასდროს გავქრები შენი ცხოვრებიდან !
-მაინც გაგაქრობ... მოგიშორებ
-არ დვაუშვებ მაგას,არასდროს !
-აბა შეეგუე იმ ფაქტს რომ არასდროს მოგასვენებ
-თუნდაც ბოლოს ყოველთვის დამარცხდე?
-ბოლოს ვინც დამარცხდა კარგად გეტყობა დაბრუნების შემდეგ!- ცხვირი მაღლა ასწია ხელი გამოგლიჯა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ კაკუნით დაიძრა
დერეფანში იყო ნოემ რომ დაურეკა .რამდენიმე წუთი ესაუბრებოდა ,შემდეგ ისევ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო ფიქრი და რამდნეიმე წუთით დემეტრეც კი გადაავიწყდა.
სოფო,სანდრო,თათული და თორნიკე რომ მივიდნენ მაშინ გამოფხიზლდა და ისევდ აუბრუნდა შიში. ნანის ყოველი სიტყვა აფრთხობდა,ისიც არ ინდობდა და ყოველ მეორე წინადადებას თებეას უძღვნიდა , არა პირდაპირ მაგრამ მაინც.
იმ საღამოს დააკვირდა და აღმოაჩინა როგორ მეგობრობდნენ მათი მშობლები, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და მტელი მათი ნაცნობობის განმავლობაში არასდროს დაუკარგიათ ეს დამოკიდებულება. ვაჩე ,დუდუ და ცოტნეც შეუერთდდათ შემდეგ ნანი ელენეზე გადაერთო და ცოტა დამშვიდდა. დემეტრე სვამდა ბიჭებთან ერთად, თავადაც დალია რამდნეიმე ჭიქა . თატლი ელენს კალთას არ შეორდებოდა მათ კი ვაჩე არ აშორებდა თვალს. ელენეს რომ მოწყდა პატარა ქალბატონი,ისიც იმიტომ რომ ის და ვაჩე სადღაც გაიპარნენ მერე დემეტრეს მიეტუზა
-ჩამიჯენ?
-ჩემთან გინდა ციცქნა?
-ციცქნას ნუ ეძახი !
-ვითომ რატომ?- ბავშვი აიყვანა და თან თებეას გახედა
-იმიტომ რომ ასე მხოლოდ მე ვეძახი
-ციცქნა უთხარი რომ მე ნებას მრთავ - ბავშვს ლოყაზე აკოცა ისე ტკბილად რომ ტეეამ იეჭვიანა კიდეც
-თებეე მე დემელეც უფლებაც ვაძლევ ... მე მიკალც დემეტრე შენ არ გიკალც?
-ღმერთმა დამიფაროს-ჩუმად თქვა და ღვინის ჭიქა ბოლომდე დაცალა. დემეტრე ბავშვს რაღაცას ელაპარაკებოდა და მისი შემყურე ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-თებეე დემეტლემ მითქლა რო შენნაირი ვარ ... მართლა ჩემნაირი იყავი ბავშვობაში?
-ხო საყავრელო...შენც ჩემნაირი თმა გაქვს და საყვარელი ჭორფლები
-მაგრამ მე უფრო საყავრელი და ჭკვიანი ვარ...დემეტრემ ასე მითხრა
-დემეტრე რასაც გეტყვის ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო
-უნდოდა ეთქვა ჩემი არ დაიჯეროო დემეტრეს დაჯერე ყველაფერიო - ბავშვს უღმოდა მახალდიანი და თებეას არც უყურებდა
-ბავშვს მიმხედრებ?
-ხო აჯანყება უნდა მოგიწყო და ციცქნა ციხესიმაგრის აკრს შიგნიდან გასტეხს...ჯაშუშად მეყოლება- ჩუმად უთხრა და თვალი ჩაუკრა- შემოვიპარები ხოლმე არ გინდა?
-სახლშიღა მაკლიხარ
-ისეც ვერ უძლებ ჩემს სიახლოვეს და სახლში რომ მოვიდე სულ მთლად ჩამადნები ხელში
-მე?
-დიახ შენ! შენი ცისფერთვალა უფროსი როგორ გყავს,მამაშენს არ აწყობინებ საქმეებს და სამაგიეროდ შენ აცდუნებ ახალგაზრდა უფროსს?
-ხომ არ ეჭვიანობ
-აბა რამე გაბედე და მერე ვნახოთ ვეჭვიანობ თუ არა, ან როგორ ვეჭვიანობ ! წამოდი ხელი აღარ გტკივა და აქ ყოფნის მიზეზს ვერ ვხედავ- უცებ გასწორდა და კარისკენ დაიძრა.
თებეას ოთახიდან ფეხი არ მოუცვლია ,წამსვე დარეკა და გაარკვია ვინ იყო პოლიციის განყოფილებაში მისული გამომძიებელი და რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა დემეტრესთან. მართალია დემეტრე არ უხსენებია ,მაგრამ თავად ვერანაირად დააკავშირა ,არც ნატესავი იყო, არც მის სამეგობრო წრეში ტრიალებდა და საერთოდ შეუძლებელი იყო მათი კავშირი,ტუმცა ფაქტი ერთი იყო .
საძინებლიდან რომ გავიდა მისაღებში შესვლამდე იდეამ დაარტყა და გაღიმებულმა შეაბიჯა ოთახში. დემეტრესკენ დაიძრა და მის გვერდით მოთავსდდა. სანდროს გაკვირვებულ მზრას ყურადღებაა არ მიაქცია
-რატომ მიყურებ,რა გინდა!
-ვერ უძლებ ჩემს მზერას ეშმაკო? ხომ არ იფერფლები
-ჩემსა და შენს გრძნობებს ერთმანეთში ნუ ურევ
თებეას სიტყვა არ უთქვამს, მთელი საღამო მზერით ბურღავდა და გრზნობდა როგორ ანერვიულებდა ამით. შემდეგ განაცხადა ამაღამ ელესთან ვრჩებიო და ოჯახი გაისტუმრა. სახლში შესვლამდე გაქრა დემეტრე და ნანის დამსახურებით ვერც გაიგო სად წავიდა. მაგიდის ალაგებაში ეხმარებოდა ელენეს ნაცვლად უცებ რომ მოკრა თვალი უკანა ეზოში მჯდომ მახალდიანს და წამში გაქრა სახლიდან. ეზოში რომ გავიდა ბატონი უკვე სხვა მხარეს იყო, პატარა ფარდულში შევიდა და თებეაც კარის უკან დადგა .
-სად ხარ ამდენ ხანს ...რომ დამაყუდე აქ -ქალის ხმა რომ გაიგო ჭკუიდან გადვაიდა, მაგრამ მერე იცნო ხმა და ცოტა დამშვიდდა
-რადგან გალოდინე ე.ი საქმე მქონდა!
-შენი საქმეები ჩვენს საქმეს ხელს უშლის... რა გახდა ერთი გოგოს შეჩერება ვერ გავიგე!
-შენი ნიკოლოზივით მარტივი პრობლემა რომ იყოს ჩემი ალქაჯი ჯოჯოხეთში კი არ ვიცხოვრებდი !
-ორი საათით უნდა შეგეჩერებინა და პოლიციაში როგორ ამოყავი თავი ,მე გამოვდიოდი რომ გამომეყავნე იქედან,მაგრამ რომ თქვი თებეაც აქააო დავრჩი მერე ...მაგან რომ გაიგოს ერთად ვმუშაობთ და საერთოდ არ გვაქ ურთიერთობა მაშინვე ნიკოლოზს ეტყვის
-იცის ისედაც , რა ვერ გაიგე რომ მაგან ყველაფერი იცის რაც მე მეხება და ალბათ მალე ჩემ სამუშაოზეც გაიგებს აი შემდეგ კი მთელს გეგმას საფრთხე ემუქრება ...
-ხოდა დატოვებ საქმეს და მარტო მივიყვან მისიას ბოლომდე! სად წამოიყვანე იმ დღეს ნიკოლოზი ვნახე და ცოფებს ყრიდა
-თუ ღმერთი გწამს ...ნიკოლოზის გაცოფებით ნუ მაშინებ ! სწრააფად მითხარი საქმეზე რა ხდება და წადი თორემ ნანის რომ გამოექცეს ის მიპოვის ...
-როგორ ,სუნს გამოყვება თუ კვალს
-ნუცა შხამის ნთხევას მორჩი და საქმეზე გადადი , არ მცალია შენი ცინიზმისთვის!
-დღეს ყველაფერი რიგზე იყო... უნივერსიტეტშიც დროულად მოვიდა და უკანაც არავინ მოჰყვებოდა- ის ის ისყო საქმეზე დაიწყეს საუბარი ნანიმ რომ დაიძახა თებეა სად ხარო და გიჟივით გავარდა მეორე მხარეს დემეტრეს რომ არ დაენახა .
-თებეეეეაააა ....სად წახვედიი?
-დემეტრეს ვეძებ ნანი ბებოოოო სად გაქრა ეს ბიჭი ხომ არ იცით?- ხმამაღლა დაიძახა და სახლისკენ დაიძრა ისევ
-საქმე აქვს ალბათ რამე და გავიდა სახლიდან... მოიცადე ცოტა ხანს რა იყო
-თეფშები დაგარეცხინოთ?
-ჩართე ის მანქანა...ვერაფერი გავუგე მე მაგას...სიგნით ჩავალაგე და ჩართე ახლა
-კარგი ახლავე... ელენე სადაა?
-ვაჩეს და დუდუს გაჰყვა რაღაცეების ყიდვა უნდოდა და მოვა მალე
თებეა სამზარეულოში მარტი დარჩა თეფშების დარეცხვას ელოდა, ცალი თვალით ეზოსკენ იყურებოდა,მაგრამ სამზარეულოდან არ ჩანდა ფარდულის მხარე. თითებს კარადის ზედაპირზე აკაკუნებდა ზურგიდან რომ აეკრო დემეტრე
-ააა...ვაიმე შენ ...შენ გინდა გული გამისკდეს ხო?
-მინდა დანაშაულის კომპენსაცია ,მოვითხოვ- ისე მიაკრა კარადას გასაქცევი ადგილი არ დაუტოვა .ყელში აკოცა და ხელებით შებოჭა თებეას მკლავები
-თუ დაიცდი იქნებ ყველაფერს ვაკეთებ
-დაგიცადო შენ? სულელი გგონივარ ალქაჯო?- გაიცინა და ყელიდან ყურისკენ გაიყვანა კოცნის ბილიკი. ისე ნელა კოცნიდა თებეა ჩამოდნა. თავი უკან და გვერდით გადასწია მახალდიანის მხარს მიეყრდნო და თვალები დახუჭა- ნანის დაარწმუნებ რომ ყველაფერი რიგზეა და ერთკვირიანი დაკარგვა შენი სამუშაოთი იყო განპირობებული, შემდეგ ელენეს დაარწმუნებ რომ დამიჯეროს
-რა დაგიჯეროს ?
-პირველ რიგში ნუ კრუტუნებ და ელენესთან თავად გაერკვიე ისე რომ არ ჩამიშვა !
-აქ რამდენ ხანს დავრჩე!
-არ ილაპარაკო და თუ გინდა სამუდამოდ !
-ანუ ლაპარაკის გარდა რაც არ უნდ აგავაკეთო...
-სიტყვები უკან მიმაქვს ...თუ გაქვავდები ,ქანდაკებად იქცევი, გაიყინები მაშინ თანახმა ვარ გიყურო
-მე არც მეკითხები მინდა თუ არა ...საერთოდ რომ შემომხედო
-შენმა ცისფერთვალა უფროსმა გინდა გიყუროს? დღეს რომ დაიგვიანე გაგიბრაზდა?
-კიდევ გამახსენებ..იგივეს გამიმეორებ და
-და რა - უცებ შეაბრუნა თავისკენ და თვალებში ჩახედა
-და... და შენ
-და და მე ?
-ჯანდაბა შენ...შენ
-ჯანდაბა მე ...მე
-შენ..ნუ მიახლოვდები
-შენ მიახლოვდები
-ვერ ვსუნთქავ ასე...
-მე ვსუნთქავ სამაგიეროდ - ყელზე ცხვირისწვერი გაუხახუნდა, შემდეგ თმაში ჩამალა სახე და ნაბიჯების ხმა რომ არა ვინ იცის ასე რამდენ ხანს დარჩებოდა.შემდეგ ისე მოშორდა თებეა გააშტერა, წვენი გამოიღო მაცივრიდნ ძალიან მშვიდად დაისხა და გაუღიმა ლალის
-მე საძინებელში ავალ...დავიძინებ ! ხვალ ბევრი საქმე მაქვს -დედას ლოყაზე აკოცა ,თებეას ერთხელ გახედა და წავიდა.
ქალბატონმა ისე გააჭიანურა ზემოთ ასვლა რომ ნანი და ლალი კი არა ელენაც მიაძინა. ბოლოს შეაფხიზლა მეგობარი და ააღწია საძინებლამდე. ოთახის კარი რომ გააღო და საწოლზე არ დახვდა დემეტრე ამოისუნტქა, ირგვლივ მიმოიხედა და იქაც რომ არ იყო მშვიდად შეაბიჯა, კარი გადაკეტა და გაიგო კიდეც მახალდიანის ხმა
-კიდევ ორ საათს მოგეცადა და გათენდებოდა ბარემ !
-შენ? !
-ხო მე
-აქ რა გინდა...კი არადა როგორ ხო მაგრამ
-შენს ტვინს უკვე სძინავს ხომ?
-ნუ მიახლოვდები
-კარი შენ ჩაკეტე და მე მოახლოებაც მეკრძალება?
-ხოდა ისევ გავაღებ- დაუსხლტა ხელიდან თავისი ჭკუით
-ის სიმღერა როგორაა?
-რა დროს სიმღერაა აი ღიაა და მიბრძანდი- კარი გააღო და გაუღიმა
-„ამდენი მოთმინება დამთავრდააა უნდა შემოვიდე ამაღამ შენშიიი“- კარი მიხურა და თავად გადაატრიალა გასაღები
-ჰა ჰა ჰა ძალიან სასაცილოა . შენ ჰიტებსაც იცნობ? მეგონა ჯერ კიდევ რუსული ესტრადის ფანი იყავი ლეონტიევი, პუგაჩოვა, აგუტინი და რა ვიცი კიდევ ვინ
-ზალიან არეული ხარ...საერთოდ დაკარგე ბრძოლის უნარი პირდაპირ მარცხდები ,მოკლედ რა უინტერესო გახდი გაოცებული ვარ
-აბაა ...როგორი უინტერესო ქალი ვარ , შეგიძლია გახვიდე და სხვა ვინმეში შეხვიდე მიდი მიდი უცებ მოძებნე ვინმე -გასაღები ისევ გადაატრიალა, დემეტრემ ისევ ცაკეტა
-არააა იყოოოს
-დემეტრე გადი აქედან!-გასაღების გადატრიალება ისევ სცადა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა -რა ხდება? გაიწია - ხელი ჰკრა ოდნავ და კარს დაეჯაჯგურა ,მაგრამ უსედეგოდ- ჩაიკეტა...კარი აღარ იღება ,ღმერთოო ოღონდ ეს არა !
-აბაა ვისაუბროთ?
-რა საუბარი... მოდი კარი გააღე რას წამოჯექი მაგ სავარძელში
-ნუ იფოფრები ...მოდი აქ
-არ მინდა!
-იქნებ რას გეუბნები
-რას მეტყვი საინტერესოს და კარგს,ამიშლი ნერვებს და გადამიყვან ჭკუიდან
-დანაშაულს გამოსყიდვა ხომ უნდა
-რა გინდა სანაცვლოდ მითხარი და მეტჯერ აღარ გამიმეორო ეს სიტყვები თორე გავაფრენ!
-სამსახურიდან წამოხვალ ... სწავლას გააგრძელებ და დამთავრების შემდეგ დაიწყე სადმე სხვაგან
-შენ სულ გადარეულხარ- თებეამ სიცილი დაიწყო, ისე უნდოდა ეთქვა მალე გამოგიჭერ და ვიცი ვინც ხარო ,მაგრამ თავს ერეოდა. მერე მისკენ დაიძრა და მუხლზე დაუსკუპდა- არ გინდ ამითხრა რომ უბრალოდ ნოეზე ეჭვიანობ?
-ნოეს კიდობანი ისედაც სავსე აქვს შენი დამატება არ სჭირდება ! ეჭვიანობას რაც შეეხება , შენ ხო ქერები არ მოგწონს და საერთოდ ჩემს გარდა აარავინ მოგწონს- უცებ მიიზიდა თავისკენ და წითურ თმებზე წაავლო ხელი- რიჟა ქალბატონო შენ ხომ ჩემზე გიჟდები მხოლოდ
-ავადმყოფო...ახლავე გამიშვი ხელი !
-თავად მოხვედი ახლა ტყუილად ფართხალებ წითურო ალქაჯო ... კიდევ ერთი კომპენსაცია მჭირდება ძილის წინ- ტუჩებზე წაეტანა და გაბრუებული თებეა ისე დააწვინა საწოლზე გონს ვერ მოვიდა. მხოლოდ მაშინ გაიაზრა სიმძიმე რომ იგრძნო და ფუმფულა ბალშებში ჩაეფლო.



როგორც იქნა დაგიბრუნდით ,მომენატრეთ ძალიან
იმედია გაიხსენებთ ჩემს ისტორიას :დ :დ :დскачать dle 11.3




№1 სტუმარი ნათო :)))

ვაიმე რა კარგიაა როგორც იქნა ❤❤

იმედია მეორე ისტორიითაც მალე გაგვახარეებ ❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი aNuGi

როგორც იქნა დაბრუნდი ჩემო კარგო <3 <3 <3
ძალიან გამიხარდა და ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

გამიხარდი მარიამოო...
ამ ისტორიის დანახვა ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის არ მეგონა ასე მალე თუ დაგვიბრუნდებოდი ჩემო კარგო(ვიცი რომ რთული პერიოდი გქონდა, მართლა ძალიან ვწუხვარ ნათლიაშენის გამო). დღეს სასიამოვნოდ გამაოცე, როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყავი და ახალ თავს მოუთმენლად ველი...
პ.ს. მეორე ისტორიას როდის გააგრძელებ.

 



№4  offline აქტიური მკითხველი Aria Loreli

საინტერესო ფაზაში შედის ისტორია...ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი ჩემო საყვარელო გოგო ყოველ დღე გელოდი.. შენი რომელი ისტორიაა დასავიწყევებელი? არც ერთი...რაც შეეხება ცოტა დაგვიანებას მიზეზიც გქონდა მომენატრე ძალიან❤

 



№5  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას heart_eyes heart_eyes ეს თავი ადრე მქონდა დაწერილი და ცოტა მივამატე დღეს დადებამდე . შევეცდები მეორეც მალე დავდო heart_eyes heart_eyes

 



№6 სტუმარი Ucnobi

აუ, რა კარგია რომ დაგვიბრუნდი, იმედია აღარ მიგვატოვებ და გაგვახარებ შენი სანაქებო ისტორიებით, ეს ძალიან კარგი იყო, მეორეს როდის დადებ? ძალიან მომენატრა

 



№7 სტუმარი Guest ლელა

ვაიმეე არ მჯერაა! წავედი წავიკითხო.

 



№8  offline ადმინი დედასამოტხე

ჩემო საყვარელო როგორ გამიხარდა ასე მალე რომ შეძელი დაბრუნება.ვწუხვარ ნათლიაშენის გამო და მიხატია ასეთი ძლიერი რომ ხარ.ჩემთვის გეფიცები არ აქ მნიშვნელობა ესთაბი როგორი იქნება მთავარია რომ დაბრუნდი.ძალიან მიყვარხარ❤❤❤❤❤❤

 



№9  offline მოდერი sameone crazy girl

Mariiiiami
ჩემო საყვარელო როგორ გამიხარდა ასე მალე რომ შეძელი დაბრუნება.ვწუხვარ ნათლიაშენის გამო და მიხატია ასეთი ძლიერი რომ ხარ.ჩემთვის გეფიცები არ აქ მნიშვნელობა ესთაბი როგორი იქნება მთავარია რომ დაბრუნდი.ძალიან მიყვარხარ❤❤❤❤❤❤

მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes მეც ძალიან kissing_heart kissing_heart

 



№10 სტუმარი მარიამ ))

არ მჯერა ნუთუ შენ ხარრ??? წავედი წავიკითხო იმედიაა ისევ გიჟური იქნებაა დაა არ გამიცრუებ იმედებს ამდენ ხანს რო გელოდა <3

 



№11  offline წევრი blondeangel631

აუ მაგარია და მალე დადე ხოლმე რა :*

 



№12  offline მოდერი sameone crazy girl

მარიამ ))
არ მჯერა ნუთუ შენ ხარრ??? წავედი წავიკითხო იმედიაა ისევ გიჟური იქნებაა დაა არ გამიცრუებ იმედებს ამდენ ხანს რო გელოდა <3

იმედია არ გაგიცრუვდა იმედები pensive

გეგე მარიშკა
აუ მაგარია და მალე დადე ხოლმე რა :*

ვეცდები მაგრამ ვერაფერს დაგპირდებით სამწუხაროდ ჩემი მუზა უგნებოდ მყავს weary

 



№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი როგორ მომწონს რო არ გაწელე და მალევე მიახვედრე თებეა დემეტრე ვინცაა. მალე დადე აუცილებლაააააად სად გააჩერდა უხხხხ.. მომწონს დემეტრეს ეჭვიანობა.. ცოტა აეჭვიანოს კოდე თებეამ რა ცოტა.... მაინტერესებს გაცოფებული და მოხარხარე თება...
მიხარია რო დაბრუნდიი

 



№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა საყვარელო რომ დაგვიბრუნდი.შენი ისტორია როგორ უნდა დამავიწყდეს ჰა? ვწუხვარ ნათლიას გამო.მაგარი გოგო ხარ და მუხარიხარ
--------------------
ლანა

 



№15  offline წევრი crazy girl sofi

ვაიმეეე შენ დაბრუნდიიიი ღმერთო არ მჯერა მართლა დავბრუნდი ... კი დაწერე რომ ცოტახანს ვერ დაწერდი მაგრამ მაინც ყოველდღე ვამოწმებდი საიტს რომ არ გამომრჩენოდა რამე იმ იმედით რომ დადებდი ახალ თავს ... როგორ მომანატრე თავი შენ არცკი იცი ვაიმე ეს რა თავი იყო გადავირიე ეს ორი ალქაჯი როგორ მომენატრააა ამათი ჩხუბი ხელში ჩადნობა ეს წითური როგორი საყვარლად ბოროტი გვყავს ეს ჟურნალისტი კი არა მსახიობი უნდა იყოს... ინფორმაციის შეგროვება დემეტრე მახალდიანზე :დდ აუ როდის უნდა უთხრან ბებოს რომ არაა საცოლე მე დავიტანჯე უკვე :დ სანამ ბავშვს არ მოსთხოვს ის ქალი მანამდე არ ეტყვიან რა ... მთლიანობაში როგორც ყოველთვის გადასარევი გიჟური ტკბილი და თბილი თავი იყო ისეთივე მრავალფეროვანი როგორც ყოველთვის და ისეთივე ჭკუიდან შემშლელი მართლა ჭკუიდან დაგადგყავარ შენ გოგო აი ვგიჟდები არ შემიძლია შენი ისტორიების გარეშე რაც წასული ხარ ცუდად ვარ რამის საგიჟეთში წასაყვანი გავხდი და აღარ წახვიდე თორე ვიტირებ ..ძალიან გამახარე მონატრებულო გყვარობ მე შენ heart_eyes kissing_heart

 



№16 სტუმარი No oon

Unda shemovide amagaam henshii.....Ramdeni vicineeee.....Rogor daisvene abaa..Mepatarava ragac ea tavo

 



№17  offline წევრი tatiko.1995

ra kargi iyo

 



№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Rogori tkbilia es bichi vgijdebiii

 



№19 სტუმარი Guest Annastasia

Jer ar gelogi... mixaria rom babrundi ushenod moviwyine.... rogorc yoveltvis sauketesoa es tavic... umagresi gogo xaaaaar...

 



№20  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადებ?!

 



№21 სტუმარი Guest Annastasia

Me 12 tavi ido,me ki movaswarri wakitxva magram mere waishalaa.. umagresi tavi iyo.. mariam unikaluri gogo xar...

 



№22 სტუმარი Guest მარიამი

რატომ წაიშალა 12 თავიი ?

 



№23  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუუ კიდეკაი წაკითხვა მოვასწარი... რატომ წაიშალა?! უნაგრესი თავი იყო მეორედ წაკითხვასაც ვაპირებდი.... ამ ბოლო სროს ძალიან ბევრი იშლება რა ხდება?!

 



№24  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა აქ რამე მოახდინე იცოდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent