შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი შეხვედრა


4-08-2017, 03:27
ავტორი Astrid Shine
ნანახია 458

ერთი შეხვედრა

არასდროს დამავიწყდება იმ საღამოს ის თვალები, მარტო იმ ზღვისფერ თვალებს ვუყურებდი...

***

ივლისის შუა რიცხვები იყო, მე კიდევ თბილისში სიცხისგან ვკვდებოდი, ამიტომ კონდიციონერთან ვიჯექი და ვხატავდი, იმდენჯერ დავიწყე თავიდან ხატვა, ძალიან დამღალა და ჩემ გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდი, ჩემი დაქალი სალი ისეთი ლამაზია და ისეთი ლამაზი თვალები აქ, არ მჯერა რომ
არსებობს..
გამოტოვებული ზარი დამხვდა ანუკასგან და გადავურეკე:
- რას შვები ანუკ?
- რავი დეა დროზე უნდა გამოხვიდე ჩემთან, სიურპრიზი მაქვს...
- აუ მითხარი რა არის.
- გამოდი და ნახავ, რამდენი ხანია არ გამოსულხარ სახლიდან!
- მეზარება თორე ხო იცი სულ შენთან ვიქნებოდი.
- გამოდი ბევრს ნუ ლაპარაკობ!
- კაი ხოო, მოვალ ნახევარ საათში.

სააბაზანოში შევედი და მე მგონი
პირველად გავედი სველი თმით გარეთ, ტაქსი გავაჩერე და წავედი საბურთალოზე. კარი ანუკას ბაბუამ ვანიკომ გამიღო, მიყვარს ძალიან ანუკას ბაბუა სულ ღიმილით მხვდება და სულ გვაცინებს, როცა არაფრის თავი არ გვაქ ხოლმე. ავარდი ანუკას ოთახში და ვხედავ საბას...
ანუკას ბაბუის შემრცხვა, თორე მართლა ყვირილს დავიწყებდი.
საბა ჩემი და ანუკას სკოლელი იყო და ანუკას ნათესავი, მე მეთერთმეტე კლასში ვიყავი, ანუკა და საბა მეთორმეტეში ოღონდ პარალელური კლასელები იყვნენ. მეოთხე კლასიდან ვიცნობ საბას, მეათე კლასში ჩემი შეყვარებული იყო, არ მჯეროდა სკოლის სიყვარულის,მაგრამ 3 წელი ვიყავით ერთად სკოლა, რომ დაამთავრა 1 წელი აქ ისწავლა და მერე წავიდა..
მახსოვს ის დღე ორი ცალი გვირილა, რომ მაჩუქა. ძალიან მიყვარს გვირილები, მაგრამ ის დღე არ დამავიწყდება, ჩემს ეზოში ვისხედით და მითხრა რომ მიდიოდა ამერიკაში 5 წლით, დაშორება მოგვიწია. ორივეს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ...
ძალიან გამიხარდა, გამიკვირდა და კიდევ არ ვიცი რა დამემართა.
- ჯერ 3 წელი არ გავიდაა.
- კი დეუს, მაგრამ დავამთავრე უნივერსიტეტი და აქ ვრჩები
- აუ ძალიან კარგია.
- არ გინდა სადმე გავიდეთ.
- მე დღეს გასაუბრებაზე მივდივარ და გვიან შემოგიერთდებით შენ და დეა წადით.

გზაში ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა, მაგრამ ძირითადად ჩუმად ვიყავით.
- რა ხდებოდა ამერიკაში
- რავი რა უნდა მომხადიყო, ძაან კარგი მეგობრები მყავს, მკნდა მაგისტრატურაც იქ გავიარო, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ.
- კარგიაა.
- შენ რას შვები?
- რავი ჩემთანაც არაფერი, მალე დავამთავრებ მეც უნივერსიტეტს.
- ძაან მომენატრე!
- მეც.

კაფეში ვისხედით და ვიხსენებდით ძველ ისტორიებს, ანუკამ დარეკა ხვალ გნახავთო საქმე მაქ დღესო.
ანუ მარტო უნდა ვყოფილიყავი ისევ საბასთან. გასვილსას დავემშვიდობე და წაყვანა შემომთავაზა, მაგრამ არ მინდოდა:
- წაგიყვან.
- არ იყოს, აქვე ვცხოვრობ და ფეხით წავალ.
- ვიცი სადაც ცხოვრობ, არ დამვიწყებია.
- კაი წავედი, გნახავ ხვალ.

გამოვტრიალდი თუ არა იმ წამსვე, ჩუმათ მაგრამ გასაგებად მითხრა ’ისევ მიყვარხარ’...скачать dle 11.3




№1  offline წევრი Astrid Shine

ჩემი პირველი მოთხრობაა და არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ.

 



№2 სტუმარი ))

kargiaa gaagrdzele:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent