შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ზოლიანი და 11 ''შარში ვარ'' (სრულად)


4-08-2017, 18:57
ავტორი okay
ნანახია 4 665

მე, ზოლიანი და 11 ''შარში ვარ'' (სრულად)

როგორც მახსოვს, ძალიან ბევრნი ელოდით ჩემგან ბედნიერებითა და პოზიტივით სავსე ისტორიას. ჰოდა, რატომღაც ძალიან მომინდა რომ დამეწერა.
ძალიან, ძალიან მაინტერესებს თითოეული თქვენთაგანის შეფასება და რაც მთავარია, არის კი ეს ჩემი ჟანრი?!
ნუ, მიუხედავად ყველაფრისა წერისას დიდი სიამოვნება მივიღე, განწყობა გადმომედო და შესაძლოა ოდესმე, რამე მსგავსი კიდევ დავწერო.
მიყვარხართ და
იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.
****
თეკლამ რომ დამირეკა და მითხრა, ფსიქოლოგიის ლექტორი გათხოვდა, ახლა კი მის ნაცვლად ვიღაც ახალი მოდისო, პირველად მაშინ გავიფიქრე, - მორჩა, შარში ვარ-მეთქი.
ნორიკო, 40 წლის, მუდამ წითელი ტუჩსაცხით და თითქმის 12 სანტიმეტრიანი საყურეებით დამშვენებული, ადგა და გათხოვდა. რას არ გაიგებ ადამიანი?! და ვისზე არ გაიგებ?!
- ნამდვილად დავიღუპეთ! მოვა ვიღაც არანორმალური და მერე მოგვენატრება ჩვენი პატარა ქალბატონი. - ტრადიციულად აწუწუნდა უკვე ჩემთან სტუმრად მოსული დიანა და მხარდაჭერის იმედით გადმომხედა.
- ნუ, ერთი წელი დაგვრჩა და როგორმე ავიტანთ. - მხრები ავიჩეჩე და უფრო კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე.
- არა, რა, ნორა გათხოვდა და მე, ანგელოზივით გოგო, მარტო დავეხეტები!
- ალმასივით გოგო! თვალებბრიალა! - დიანას სიტყვები შევაშველე და დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული სიცილი წამსკდა.
- უკვე დავიმსახურე შენი კაკანის მოსმენა და რაღა მომკლავს აწი?! - ნაწყენი წამოდგა ფეხზე, მაგრამ ჯუჯღუნი ზარის ხმამ შეაწყვეტინა.
- ნუ მიყურებ აკობია, ეგეთი თვალებით, მაინც არ გავაღებ! - თითი დამიქნია და ზურგი მაქცია.
ჩემი ორმოცდაათ კილოგრამიანი სხეულის წამოწევა კი გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივლასლასდი კარებთან და სწრაფად გამოვაღე.
ზღურბლს მიღმა, სახეაწითლებული, თმაგაწეწილი თეკლა იდგა და საწყლად მიღიმოდა.
- გაფიცებ, სად იყავი? - გაოცებულმა შევუთვალიერე მტვრიანი ტანსაცმელი, ჩამოყრილი მხრები და ნაძალადევი ღიმილი.
თვალები გადაატრიალა და კაბის ფრიალით შეიჭრა სახლში. კარი რომ მივხურე, მაშინ გასცა პასუხი ჩემს კითხვას:
- ჩემს წინ, წარმოიდგინე! ზუსტად ჩემს წინ, ჩემი ფიზიკის მასწავლებელი გადმოვიდა საცხოვრებლად და დილიდან თავის ყუთებს და ჩემოდნებს მაზიდინებს! - შეშფოთებული დადიოდა აქეთ-იქით და თან ხელებს იქნევდა.
- უარესიც ხდება. - დიანას ისევ ნორიკოს გათხოვება აწუხებდა.
- მაგალითად?
- ფსიქოლოგიის ახალი ლექტორი.
- ჰო. ეგ აღარ მახსოვდა. - სახემოღრეცილმა გადმოგვხედა და როგორც იქნა, ხელების ქნევას შეეშვა.
აი, ამათ ერთად რომ დავაკვირდი, მაშინ მეორედ ვიფიქრე, - ნამდვილად ვარ-მეთქი შარში და საკუთარი თავი შემეცოდა.
**
ექვსი წლის ვიყავი, პირველად რომ გავიფიქრე და მერე ხმამაღლა გავაჟღერე - ჟურნალისტი უნდა გავხდე-მეთქი. ბავშვური გატაცება ეგონათ და არაფერი უთქვამთ. ფიქრობდნენ, გაიზრდება და გადაუვლისო. რომ გავიზარდე და სურვილმა არაფრით არ გამიარა, სხვა ვერსიები შემომთავაზეს - ექიმიო, იურისტიო, ფარმაცევტიო... ნუ, როგორც ხდება და როგორც იციან ხოლმე. მაგრამ მე ვგრძნობდი, ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებოდი, თუ ტელევიზორში "გამოვიჭიმებოდი" და გაუთავებლად ვილაქლაქებდი. ბოლოს, რა თქმა უნდა მე გავიმარჯვე.
ზუსტად სამი წლის წინ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და მას შემდეგ, თავს იმით ვიმშვიდებ, ჩემი არჩევანი არასწორი რომც იყოს, სამი საუკეთესო მეგობარი მაინც ხომ ვიპოვე-მეთქი?!
თუ კი მონათესავე სულების გჯერათ, მაშინ ჩათვალეთ, რომ თეკლა, დიანა და მარიამი, ჩემთვის სწორედ ასეთი სულები არიან. მონათესავეები. ჩემი ადამიანები.
**
ჩემი ყვითელი, საგულდაგულოდ დავარცხნილი თმები, მხრებზე ჩამოვიშალე და ამაყად გავედი სახლიდან. ბედნიერებაა, როცა ყვითელი თავი გაქვს. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მზეს დავატარებ და მთელ სამყაროს მხოლოდ მე ვათბობ. ფერებს ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ.
ჯერ კიდევ გუშინ წინ, როცა ყავისფერი ნაწნავით დავდიოდი, ყველაფერი მარტივი და უბრალო ჩანდა. მერე კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ჩემი თმები გადასხვაფერდნენ, მთელი სამყარო არაჩვეულებრივი და მიმზიდველი გახდა!
თუ კი ჯერ კიდევ მოსაწყენი გარეგნობით დააბიჯებთ ქუჩებში, დროა სტილისტს ეწვიოთ და ექსპერიმენტისთვის მოემზადოთ! (ეს ჩემი პირველი რჩევაა.)
უნივერსიტეტს რომ მოვკარი თვალი, გულში სითბო ჩამეღვარა. უამრავ საინტერესო დღეს იტევდა აქაურობა. თუმცა დერეფნები ნორიკოს ქუსლების კაკუნის და ხმაურიანი საუბრის გარეშე, ზედმეტად ცარიელი და მარტოსული მეჩვენა.
- ყვითელთავა! - ვიღაცამ მთელი ხმით იყვირა. - დამელოდე, რა!
მარიამი სირბილით წამომეწია და კმაყოფილი გამეკრიჭა.
- შეგეძლო, უფრო კორექტული ყოფილიყავი. - მოჩვენებითი სერიოზულობით ავუხსენი და გზა გავაგრძელე.
ჩემდ ირგვლივ, უკვე ირეოდნენ სტუდენტები. იყო ამ აურზაურში რაღაც ძალიან მაგარი.
- თვალებში მიჭყიტინებს შენი თმა! - ჩემს გვერდით მომავალი ასათიანი კვლავ აგრძელებდა ჩემს ყვითელ თავზე საუბარს.
- გიხდება! - ვიღაცამ ღიმილით ჩამიარა გვერდით და სანამ მადლობის თქმას მოვასწრებდი, ორმა წყვილმა ხელმა აუდიტორიაში შემათრია.
ფსიქოლოგიის ახალ ლექტორს, ყველანი დიდი ინტერესით ელოდნენ. მე კი, უკვე წარმოდგენილი მყავდა: გამხდარი, მაღალი ქალბატონი ცხვირზე დაკოსებული სათვალით და წრიპინა ხმით. ყურსასმენები მოვირგე და თავი ხელებზე ჩამოვდე. რამდენიმე წამი, უაზროდ ვუყურებდი სტუდენტებით სავსე ოთახს, ცნობისმოყვარე თვალებით მომზირალ დიანასა და თეკლას, მერე კი თვალები დავხუჭე და მთლიანად მუსიკას მივენდე.
უკვე მესამე, ახალი სიმღერა დაიწყო, ვიღაცამ მსუბუქად რომ მიჩქმიტა მკლავზე. სულ არ მეხალისებოდა თვალების გახელა და მუსიკის მოსმენა განვაგრძე. მკლავზე ტკივილი განმეორდა.
ცალი თვალი გავახილე თუ არა, უცხო სილუეტი შევნიშნე. ვიღაც მაღალი, ჩემი ასაკის ბიჭი, წიგნებით შეიარაღებული იდგა და საუბრობდა. მის გარეგნობას რომ დავაკვირდი და გავიაზრე, რომ სწორედ ის შეიძლებოდა ჩემი ლექტორი ყოფილიყო, მესამედ გავიფიქრე - აი, ახლა კი მართლა შარში ვარ-მეთქი და გვერდით მჯდომ მარიამს, სწრაფად ვკითხე:
- ეს ვინ არის?!
მთელმა აუდიტორიამ ჩემკენ რომ გამოიხედა და ის უცნობიც თაფლისფერი თვალებით, მაგრამ გაოგნებული რომ მომაშტერდა, მაშინ მივხვდი - მუსიკა ჯერ კიდევ ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული და ვერც მე მომეხერხებინა ჩემი ტონის გაკონტროლება.
დარცხვენილმა მოვიხსენი ყურსასმენები და თმის წვალება დავიწყე.
- რამე გაინტერესებთ? - უკმაყოფილო ხმით იკითხა უცნობმა და მორჩილად დაელოდა ჩემს პასუხს.
- მმმ... არა. უკაცრავად. - ხმის ამოღება როგორ მოვახერხე, ეგ ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია! მაგრამ ფაქტია, იგი შეტრიალდა და საშუალება მომცა, მის პროფილს დავკვირვებოდი.
ყოჩაღ, ყვითელთავა! შენ მოიგე უთო! თან ჩართული და თან სახეში! გონებაში ტკბილად გამოვლანძღე საკუთარი თავი და
აშკარა ბრაზით გავხედე მარიამს, რომელიც ჩუმად იცინოდა.
- ესაა ჩვენი ლექტორი?
- ესაა, ეს. - თავი დამიქნია და როგორც იქნა, სიცილიც შეწყვიტა.
ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი, უცვლელი, სერიოზული სახით საუბრობდა კვლავ.
ლექციის დასასრულს, რომ დავფიქრდი, მხოლოდ ისღა მახსოვდა რომ ძალიან ლამაზი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა!
იდიოტი ხარ, გოგონი. იდიოტი.
**
მარიამთან ვიყავით შეკრებილები. მე ჯერ კიდევ ვბრაზობდი საკუთარ თავზე და პროტესტის ნიშნად, ხმას აღარ ვცემდი! არც სარკეში ვიყურებოდი და ფოტოების გადაღებაზეც უარს ვაცხადებდი. ღირსი იყო! აბა რა ეგონა?! მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღე იყო გასული, ახალი ლექტორის გამოჩენის დღიდან და მშვიდად ღამდებოდა ხუთშაბათი დღე, ასათიანების სახლში, მე მაინც ვშფოთავდი.
- ეს ლექტორი აზარტში შესული გვიყვება როგორ მოხვდა ჩვენთან, რა დაამთავრა, რამდენი წლისაა და ჩვენც, ხან გარეგნობით, ხან ხმით და ხან რა ვიცი, კიდევ რითი მონუსხულები გასუსულები ვუსმენთ და ამ დროს, ისმის პატივცემული ყვითელთავას, თამარ აკობიას ბოხი ხმა - ეს ვინ არის? - მეცხრეჯერ მოყვა თეკლამ და მეცხრეჯერ ახარხარდა ყველა, ჩემ გარდა.
- ისე, მოგწონთ თქვენი ახალი ლექტორი? - მარიამის დედა, ჟანა დაჯდა ჩვენთან და ინტერესით გვკითხა.
- ერთი ლექციით შეუძლებელია შეფასება. - უემოციოდ აღვნიშნე და მსმენელების ჩაღიმებას ყურადღება არ მივაქციე.
- რამდენი წლისაა? - დიანას ხმა უკვე აღარ მესმოდა.
ფანჯარასთან ვიდექი და ცარიელ ქუჩას ვაკვირდებოდი. ლამპიონების შუქი, მშვიდად ეფარა ტროატუარს და ტანმაღალი ბინებისაკენ მიცოცავდა. წარმოვიდგენე, როგორი გრილი საღამო იდგა გარეთ.
- 28 წლის. - რომელიღაცამ გასცა პასუხი.
მომეჩვენა, რომ ისევ ლექციაზე ვიყავი და იგივე ხდებოდა. მერე, ის უსახელო მიყურებდა თავისი სახელდაურქმეველი თვალებით და ალბათ, ბრაზობდა რომ შევაწყვეტინე.
ისე, მხოლოდ კვირაში ორჯერ რატომ მაქვს ფსიქოლოგიის ლექცია?!
**
- ოჰ, მოვიდა ბატონი ფსიქოლოგა! - დიანას რეპლიკა მომესმა, ლექციაზე ახალ შესულს.
უკან მშვიდად მივტრიალდი და შავ-თეთრ, ზოლებიან პერანგში გამოწყობილი ლექტორი შემრჩა. ყავისფერი თმები სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული და ცალ წარბს უფარავდა.
- გამარჯობა. - ჩუმად ჩავილაპარაკე და ჩემს ადგილად დავჯექი. მან მხოლოდ თავი დამიქნია.
- დღეს, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ წიგნზე ვისაუბრებთ. - წამოიწო მაშინვე, როგორც კი თავის მაგიდას მიუახლოვდა.
მე ინტერესით შევხედე. წიგნებზე საუბარი, ნებისმიერ დროს, ყველა სხვა საქმეს მერჩივნა და ახლაც, მოსასმენად მოვემზადე.
- ყვითელთავა, volume აკონტროლე! - ჩემს მარცხნივ მჯდომმა ასათიანმა თვალი ჩამიკრა და ეშმაკურად გაიცინა.
- "სიამაყე და ცრურწმენა" - საზეიმო ხმით გამოაცხადა "ფსიქოლოგამ" და მაგიდას მიუჯდა.
- აუ, ახლა ამას რა გააჩერებს! - ყველა ჩემმა ნაცნობმა თვალები გადაატრიალა.
ნუ, იციან რომ დარსი ჩემი ერთადერთი სიყვარულია, ხოლო ელიზაბეთი ჩემი ტყუპისცალი გოგონა და რა ვქნა?!
- მთავარი გმირები, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. მათი ფსიქოლოგია აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ურთიერთობას მაინც ქორწინებით ამთავრებენ. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად რეალურია, როცა ავტორი ასეთ წყვილს გვიხატავს?
- საპირისპირო მხარეები იზიდავენ ერთმანეთს. - ჩემდაუნებურად წამომცდა და მაშინვე ენაზე ვიკბინე.
ლექტორმა ისევ ნელა დააქნია თავი და მალევე მომაშორა მზერა.
- მიყურე, მიყურე... გადასახადი კი არ მოგივა, ჩემთვის ცქერის! - ფიქრები თითქმის წამომცდა, მაგრამ თავი შევიკავე.
- მე მაინც მგონია, რომ დარსის იგი არ უყვარდა.
- რატომ? - ვიღაცამ ჩეს ნაცვლად იკითხა.
- ნახე, ახლა მაგარს "გაჩითავს" ბატონი ფსიქოლოგა! - დიანამ ჩაიფხუკუნა და მოსასმენად მოემზადა.
- თუ ადამიანი გიყვარს, შეუძლებელია მას ასე ცივად მოექცე. სხვა თუ არაფერი, შეუძლებელია, რომ ასეთი სიტყვაძუნწობა გამოიჩინო! - თავი არ აუწევია, ისე ახსნა.
რომ არ დავბნეულიყავი, მზერა სხვა საგანზე გადავიტანე და მშვიდად წამოვიწყე:
- რაც უფრო მეტია გრძნობა, მით უფრო რთულია საუბარი და პირიქით. თუ კი ბევრს ლაყბობ სიყვარულზე, ესეიგი საერთოდაც არ გიყვარს!
ჩაეღიმა. თუ მომეჩვენა?!
თაფლისფერებმა ჩემზე გადმოინაცვლეს.
- ვერ დაგეთანხმებით... - აქ შეჩერდა.
- თამარი.
- ვერ დაგეთანხმებით, თამარ. თუმცა ფაქტია, დარსიზე შეყვარებული ხართ! - რატომღაც მკაცრად მითხრა და ისევ დანარჩენებს მიუბრუნდა.
უჟმური! ყინული! უემოციო! მიყოლებით შევუსაბამე და ბრაზით მივეყრდენი სკამის საზურგეს.
ადამიანი გიყვარდეს და შენ მიკიბულ-მოკიბულ საუბარში დახარჯო დრო?! ეს ხომ აბსურდია! სიყვარული ქცევებით იხსნება და არა სიტყვებით, ბატონო ფსიქოლოგავ!
**
ყოველთვის, ყველა პოზიტიურ ადამიანად მთვლიდა. ჩემი დევიზი იყო - "იყავი მხიარული, სხვა რა გზაა?!" მოწოდება კი გარშემო მყოფთა კარგ ხასიათზე მოყვანა. მაგრამ ბოლო ორი ლექციის მერე, აშკარად რაღაც მჭირდა. ალბათ, დიდ ხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არა მარიამის მოახლოებული დაბადების დღე. ზუსტად შვიდ დღეში, კვირა დღეს, აუცილებლად ძალიან კარგად გავერთობოდით ასათიანებთან! ჰოდა, მეც ამ ფიქრით დამშვიდებული მივდიოდი უნივერსიტეტში, თეკლასთან ერთად.
თეკლას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ საჭესთან მე ვიჯექი.
- ფრთხილად, ზებრა! - სასოწარკვეთილმა იყვირა და მეც ძალაუნებურად დავამუხრუჭე.
- რა? სად? - ჯერ ვიფიქრე, რომ ზებრა გადასასვლელთან ვიყავით, მერე ის ზებრა წარმოვიდგინე, ტელევიზორში რომ მყავს მარტო ნანახი, მაგრამ ის, თუ რა დაინახა რეალურად ყველაზე არანორმალურმა ადამიანმა, არანორმალურ ადამიანთა შორის, გვიან მივხვდი.
- ზებრა, გოგო! ყველაზე სიმპათიური შინაური ზებრა - ალექსანდრე! - გადაიხარხარა და ხელით, ჩვენს წინ მიმავალი, ზოლიანპერანგიანი ლექტორისკენ მანიშნა.
წარბები მაქსიმალურად მაღლა ავწიე და შევეცადე, როგორმე თავი მომეთოკა.
- გაიცინე, ნუ გერიდება! - დაქალმა გამამხნევა.
ჰოდა, ვისხედით თეკლას სამ სანტიმეტრიან მანქანაში, ყვითელთავა გოგო და თავად თეკლა და ვიცინოდით ცრემლებამდე, - ფსიქოლოგიის ლექტორზე.
ჰო, ალექსანდრე ჰქვია. არ დამავიწყდეს.
**
დერეფანში კონსპექტებითა და წიგნებით დატვირთული მივაბიჯებდი, თან საკუთარ ფეხსაცმელებს ვაკვირდებოდი, ნაბიჯები რომ არ ამრეოდა. ყვითელი თმა პირველად მიშლიდა ხელს - თვალებში მქონდა ჩამოფხატული.
- ცოტაც, ცოტაც და! - საკუთარი თავის გამხნევება მანამ ჭრიდა, სანამ ვიღაც მთელი ძალით არ შემასკდა და არ ვიგრძენი, როგორ ედებოდა ჩემს ხელებს სიცარიელე.
3 წამში მოვასწარი, ყველა ლოცვის გამეორება, რომ როგორმე სასწაულს გადაერჩინა ჩემი ნივთები, მაგრამ ამაოდ! თვალები უმწეოდ მივანათე სავარაუდო დამნაშავეს და ალექსანდე შემრჩა!
უთო უკვე მოვიგე? ესეიგი, ახლა რამე უფრო ორიგინალური უნდა მერგოს ჯილდოდ!
- შემდეგში უფრო ფრთხილად იყავი. - მკაცრად მიყურებდა და ვიფიქრე - აი, ახლა დაიხრება ჩემი ნივთების ასაღებად, მერე მეც დავიხრები და ჩვენი თითები და თვალები შეხვდებიან ერთმანეთს და მორჩა თამარ, შარში ხარ, შეგიყვრდება-მეთქი! მაგრამ "ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?" ან ვინ შეძლოს ყველაზე უჟმურ ადამიანში ემოციების გამოწვევა? წარბშეუხრებლად ამიარა გვერდი.
- გაგიწყდა ჯიში! - მუშტებშეკრული დავიხარე და ჯერ წიგნებს გადავწვდი.
- ბატონო?! - ზოლიანი მომიტრიალდა და ცალი წარბი აზიდა.
- არაფერი, ჯანმრთელობა გისურვეთ უბრალოდ! - ცოტაც და ალბათ ბრაზისგან ავფეთქდებოდი. ისე, საინტერესო სანახავი იქნებოდა, ყვითელთავა, წითელსახიანი გოგო, რომელიც ყურებიდან ბოლს უშვებს!
- კარგი. - წარბი თავის ადგილას დააბრუნა და გზა განაგრძო.
ყოჩაღ, თამარ!
**
ფსიქოლოგას ლექციამ, მშვიდად ჩაიარა. არ მინდოდა მისთვის სახეში შეხედვა და თავიც კი არ ამიწევია. მაცოფებდა, რომ ასეთი მშვიდი, უემოციო და... და ჯენტლმენის საპირისპირო ადამიანი იყო!
- რატომ იბღვირები, აკობია? - დიანამ მხარზე თავი ჩამომდო და მისი თეთრი კულულები სახეზე ჩამომეშალა.
- მაბრაზებს, რომ ადამიანები ბუნებას არ ვუფრთხილდებით და რადიაციის დონე სულ უფრო იმატებს!
- ჰო, ცუდია კი. - ხმაურიანად დაამთქნარა.
- ხომ იცი, რომ მთქნარება და ღიმილი, როგორი გადამდებია! გავაპროტესტე და პირზე ავიფარე ხელები.
- ღიმილზე კამათი შეიძლება. - ჩაიცინა და უფრო მჭიდროდ მომეხვია.
- ხვევნა-კოცნა და საუბარი გარეთ! - ალექსანდრეს ხმამ ადგილზე შემაქანა.
- უტაქტო ზებრა! - დიანამ დასკვნა "დადო".
- შეშლილი ფსიქოლოგა. - ზურგს უკან, თეკლას ხმა და მარიამის სიცილი შემომესმა.
- ყველაზე სიმპათიური ბიჭი! - უნებურად გავიფიქრე და თავში ხელი შემოვირტყი.
მეხუთედ გადავწყვიტე, რომ შარში ვარ! მართლა!
**
სახლში მე და მამიდაჩემი მარტო ვცხოვრობდით. მე ძირითადად ოთახში ვიკეტებოდი და ვმეცადინეობდი, ამიტომაც ჩემი ცვლილება არავის შეუმჩნევია.
სულ ვიცოდი, რომ ცვალებადი ხასიათი მქონდა, მაგრამ თუ დილით გულიანად ვლანძღავდი, ღამით ყველაზე ლამაზი თაფლისფერები მახსენდებოდა და უაზროდ ვიღიმოდი.
თამამად შემიძლია ვთქვა, მარიამის საჩუქარზე და ალექსანდრეზე, ერთნაირი სიხშირით ვფიქრობდი! ბოლოს, მარიამისთვის ყელსაბამი შევარჩიე, ზოლიან ბიჭს კი ვერაფრით შევეშვი...
...
დერეფანში ვიდექით განუყრელი ოთხეული და ხმამაღლა ვსაუბრობდით. ნუ, მე ვსაუბრობდი და ისინი მისმენდნენ. გაქაფული ვიხსენებდი წინა ღამით ნანახ ფილმს და ემოციურად გადმოვცემდი.
- ჰოდა, მერე ამ გოგოსთან ერთად ჩაჯდება მანქანაში, ოღონდ იმ მხარეს, წესით რომ რაღაც უნდა შეასკდეს. და ბოლოს, სიზმარი კი არ ხდება, ეს ბიჭი კვდება! - ხელები გულდაწყვეტილმა გავიქნიე და შევკრთი, როცა რაღაც ცოტათი რბილს, თუ ცოტათი მაგას მოვახვედრე.
ცალი თვალით გავხედე, ჩემს უკან მდგომ, ყელამდე შეკრულ პიჯაკიან სილუეტს და ვინატრე, ნეტავ ჭერიდან რამე ჩამოვარდეს, ხუთივეს დაგვეცეს და ამნეზია დაგვემართოს-მეთქი! აბა, თუ მართლა ალექსანდრეს ვტკიცე ჩემი ძლიერი მარჯვენა, რა ამოვა ამათი ყბიდან?!
- "if only" ნამდვილად კარგია, მაგრამ ასეთი ემოციური თუ ხარ, მსგავს ფილმებს აღარ უყურო.
გოგონებმა ჩაიცინეს.
- ბატონო?!
- არაფერი, ჯანმრთელობა გისურვე უბრალოდ. - მხრები ისე აიჩეჩა, ვითომ აქ არაფერიო და ღიმილით გაგვშორდა.
ნუ, კარგი ღიმილი კი ჰქონდა, მაგრამ რა აუცილებელი იყო ჩემი ნერვების მოშლა?
- აკობია, გაგეხსნა ბედი. - თეკლამ მხიარულად აღნიშნა.
თუმცა, ჩემი მარჯვენა იგემა თუ არა, მაშინვე გაჩუმდა.
...
ლექციაზე შემოსულმა ფსიქოლოგამ, მაშინვე გაიხადა პიჯაკი და სკამზე გადაფინა. თუმცა, სიცილის შეკავება შეუძლებელი გახდა, როცა შევნიშნეთ, რომ ისევ ზოლიანი მაისური ეცვა.
- შეგიხორცდა ეგ პერანგი, შე უბედურო, გაიხადე! - თეკლამ თავი დანანებით გადააქნია.
სიცილის შეკავების უნარდაქვეითებულმა სადაქალომ, არც ისე ჩუმად გადავიხარხარეთ. ალექსანდრეს არ გამოუხედავს. გაიგო, მაგრამ მაინც.
რაო, ვისწავლეთ თვალის დახუჭვა რაღაც-რაღაცებზე თუ როგორაა საქმე?!
- მოდი, ფული ავაგროვოთ და სხვა მაისური ვუყიდოთ. - თეკლამ ახალი იდეა შემოგვთავაზა და თავი ხელებში ჩარგო, სიცილი რომ არავის გაეგო და შეემჩნია.
- ან გავუფერადოთ მაინც, ზებრასავით რომ დადის! - ცრემლებამდე მისულმა ამოთქვა დიანამ.
- კარგი, გეყოფათ. - მხოლოდ მარიამს აღარ გასცინებია ბოლო ხუმრობაზე. იჯდა და ალექსანდრეს უცნაურად უყურებდა.
**
მარიამთან 6 საათზე ვიკრიბებოდით. მეც, რა თქმა უნდა ზუსტ დროზე მივიდოდი, რომ არა ჩემდაუნებურად დაკარგული ყელსაბამი, რომელსაც მთელი საათი ვეძებდი.
ორმოცჯერ შემოსული ზარის შემდეგ, როგორც იქნა ავაღწიე ასათიანებთან და ზარი დავრეკე. მარიამთან, ყოველთვის ახლობლები ვიკრიბებოდით, ამიტომ ყოველდღიური ტანისამოსი მეცვა. ყვითელი თმა ორად მქონდა ჩამობრწვნილი სხვადასხვა მხარეს.
- ოჰ, გვიკადრე?! - კარი აშკარად განაწყენებულმა თეკლამ გამიღო. თვალები მაინც უცნაურად უციმციმებდა.
- კარგი, კარგი! - ლოყაზე ვაკოცე და სახლში შევყევი. ქურთუკი კართან ახლოს ჩამოვკიდე და მისაღებში შევაბიჯე.
- აჰა, მოვიდა თქვენი მზე! - თვალები დავხუჭე, ხელები ფართოდ გავშალე და მთელი ხმით წარმოვთქვი.
რამდენიმე წამიანმა დუმილმა დაისადგურა. მერე კი სიცილმა მთელი ძალით იფეთქა. თვალები, ეფექტით კმაყოფილმა, ღიმილით გავახილე და შეკრებილ საზოგადოებას გადავავლე.
დიანა, თეკლა, მარიამი, ალექსანდრე, მარიამის დედა, მარიამ...
მოიცა! თავიდან!
დიანა, თეკლა, მარიამი...
ღმერთო, მიშველე! შეუმჩნევლად ვიჩქმიტე მკლავზე, მაგრამ გამოსახულება არ შეცვლილა. ზოლიანპერანგში გამოწყობილი ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი, დივანზე მშვიდი სახით იჯდა და მე მიყურებდა. მერე, ოდნავ ჩაეღიმა. აი, აქ გავიფიქრე, რომ ან მეძინა, ან მოვკვდი და სამოთხეში ვიყავი. პირველი ვერსია უფრო მომეწონა, მაგრამ გაღვიძების იდეამ არ მომხიბლა.
- გილოცავ! - მარიამმა ნაწყენმა ჩაიბუტბუტა და ფიქრებიდან გამომარკვია.
თვალები ძლივს მოვაშორე ალექსანდრეს და მარიამს გადავეხვიე.
- გილოცავ. მიყვარხარ! - თავზე მივეფერე და მერე საჩუქარი გავუწოდე.
- ნუ, მე ზოდიაქო და ეგეთები ძალიან მიყვარს და იმედია შენც! - ყელსაბამს, მარიამის ნიშანი - პატარა კუროს გამოსახულება ამშვენებდა.
- გმადლობ! ძალიან მომწონს! - კმაყოფილმა გადაიკისკისა.
- ამას აქ რა უნდა? - ხელმეორედ გადავეხვიე გაოგნებულს და ჩუმად ვუჩურჩულე.
- სანდროზე ამბობ?
- ჰო, ბატონ ალექსანდრეზე! - თმებით მეჭირა, რომ არ გამქცეოდა.
- რა სასაცილო ვინმე ხარ! - მაინც მოახერხა ჩემგან თავის განთავისუფლება. - გაიცანი, სანდრო ასათიანი, ჩემი ბიძაშვილი!
რაღაც რომ დამიტრიალდა თავში და მერე ამას, იმ ზებრისმაგვარის სახეც დაემატა, კიდევ ერთხელ გავიფიქრე, - ძალიან მაგარ შარში ხარ, თამარ აკობიავ-მეთქი და ისტერიულად გამეცინა.
- სასიამოვნოა. - მისტერ უჟმურმა კიდევ ერთხელ გაიღიმა.
ჩემი აგრეგატული მდგომარეობა კინაღამ შეიცვალა, როცა გავაცნობიერე მე გამიღიმა. ნდობადი მეგონა საკუთარი თავი და მერე, ცოტა ხნით უწონობაც ვიგრძენი. რა დამემართა?
...
როცა სავახშმოდ დავსხედით, ალექსანდრე-სანდრო ჩემს წინ იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ქათმის სალათზე ვგიჟდები, ყელში ერთი ლუკმაც ვერ გადავუშვი. უხერხულად ვაწვალებდი ხელსახოცს და თავის მაღლა აწევასაც კი ვერ ვბედავდი.
- რადგან უკვე ყველამ მივირთვით საკვები და ყვითელთავაც ჩამოგვიდნა, დროა თამაში დავიწყოთ! - მარიამის სიტყვებს, ხმამაღალი სიცილი მოჰყვა. მხოლოდ მე და ზოლიანი არ ვიცინოდით.
მე ვიბღვირებოდი. ის - მიყურებდა და იღიმოდა.
- რა ვითამაშოთ? - თეკლა იატაკზე დაჯდა და კომფორტულად მოკალათდა.
- ამის პატრონმა რა ქნას. - დიანამ სწრაფად მოგვაწოდა იდეა.
- რა ქნას? - თვალები გადავატრიალე.
- რა გჭირს გოგო, შენ?! - მარიამმა ეჭვით გადმომხედა, თუმცა მალევე გაიცინა, - აბა, რაში ჩავყაროთ და რა?
ჟანამ საიდანღაც ქუდი გამოიტანა და წინ დაგვიდო. ჩვენც, რაც შეგვეძლო გავიმეტეთ. სანდრომ ლარნაკში ჩადებულ ყვავილს, ფოთოლი მოაძრო, მე - ჩემი ბეჭედი, ჩემივე გამხდარ თითს.
- მა, შენ იყავი "დედა" - მარიამი კვლავ სიცილის ხასიათზე იდგა.
- თანახმა ვარ!
- მე არ მეკითხებით? - ახლა ნამდვილმა დედამ ამოიღო ხმა.
- ცოტა დასტოინად, ბავშვებო! - დიანამ ჩაახველა და სიცილი შეგვაწყვეტინა.
სანდრო კვლავ უემოცოდ იჯდა, კვლავ ჩემს წინ და ხანდახან მიყურებდა კიდეც.
დაგეცა ბედნიერების ლოდი თამარ?!
- ამის პატრონმა, მთიულური იცეკვოს მაგიდაზე! - თეკლამ წარბები აათამაშა.
მარიამის მამამ და თამაშის "დედამ" ხმამაღლა გაიცინა.
- მე ვარ ხო? - იმედგაცრუებული თეკლა წამოდგა და მაგიდისაკენ გაემართა. - კარგით რა! კარგით! - ჯუჯღუნით ავიდა მაღლა.
მარიამის მამა, ახლა კიდევ უფრო მეტად ახარხარდა.
თეკლა სამი წელი დადიოდა ქართულ ცეკვებზე, მაგრამ უბადლო ნიჭის წყალობით, მისმა შესრულებულმა ცეკვამ ცრემლებამდე მიგვიყვანა. ბოლოს, დაღლილი დაჯდა თავის ადგილას და ამოიოხრა.
- თეკლა, შვილო, რატომ იცეკვე ეგ უცნაური ცეკვა? - თამაშის დედა უცნაურად იცინოდა.
- სხვა გზა არ მქონდა.
- ნუ, ეგ დიანას უნდა შეესრულებინა და შენ რატომ გამოიდე თავი?
თეკლას სახეზე ცისარტყელის ფერები გადაუვიდა. მე სანდროს ვუყურებდი, თითქოს ეცინებოდა მაგრამ თავს იკავებდა. ბოლოს, მოთმინების ფიალა აევსო და როცა ჩვენ, უკვე მშვიდად ვიჯექით, მთელი ხმით ახარხარდა.
- რაო ფსიქოლოგა, დაგჭირდა ფსიქოლოგი?
ბატონმა ზოლიანმა ერთი კი გადმოხედა და მერე მომენტალურად დასერიოზულდა.
- ახლა მე ვამბობ! - მარიამმა ჩაახველა და წელში გაიმართა. - ამის პატრონი ჩემს უჟმურ ბიძაშვილთან ერთად წავიდეს პაემანზე!
- ოჰოო! - დიანამ დაუსტვინა.
- მე რომ ვიყო? - ალექსანდრემ ეჭვით გადახედა.
- მაშინ არც არაფერი.
- კარგი. - თავი დააქნია.
მარიამის მამა თვალებგაბრწყინებული მოგვჩერებოდა ყველას. ბოლოს, მკაფიოდ წარმოთქვა:
- თამარი და სანდრო მიდიან პაემანზე!
ჯერ ხელისგულები გამიოფლიანდა, მერე გულმა საშინელი სისწრაფით დაიწყო ფეთქვა. მორჩა, ახლა ყველაზე დიდ შარში ხარ, შე უბედურო! მეშვიდედ გადავწყვიტე და ღრმად ამოვისუნთქე.
- ხვალ, შვიდ საათზე. შენს ნომერს მარიამი მეტყვის. - უემოციოდ წარმოთქვა და სახეში ჩამაშტერდა.
- მოიცა, ჩემი პირველი პაემანი იმ ადამიანთან უნდა შედგეს, რომელიც არ მიყვარს?! - უნებურად წამომცდა.
- პირველი? - ზებრისმაგვარმა ცალი წარბი ასწია.
- ჰო.
- ვააჰ. - გულწრფელად გაოცდა და უფრო ინტერესით დამაკვირდა.
- ეჰ, თქვენ კი აიწყვეთ ცხოვრება და მე, ანგელოზივით გოგო მარტო დავეხეტები! - დიანამ სინანულით გადააქნია თავი.
**
- არა, აუცილებელი არაა რომ წავიდეთ. მართლა. ტყუილს ვიტყვით. - უკვე სანდროს მანქანასთან მდგომი ხმამაღლა ვქოთქოთებდი.
- მოკეტე და დაჯექი. - კარი მკაცრი სახით გამიღო და არც კი დამელოდა, ისე დაიკავა თავისი ადგილი.
- ეს ნახევრად ჯენტლმენობა იგივეა, მხოლოდ ერთ მხარეს რომ გაიპარსო წვერი, ან კრუელასავით იარო, ან...
- შენ სულ ამდენს ლაპარაკობ? - თვალები გადაატრიალა და შემაწყვეტინა.
- არა... უფრო მეტს!
მისტერ უჟმურმა მანქანა დაქოქა და მხოლოდ ერთხელ გადმომხედა მზერით: ამას რა ეშველებაო?!
და მართლა რა მეშველება?!
პატარა სასადილოსთან რომ გააჩერა მანქანა, იმედები გამიცრუვდა. პირველი პაემანი ამასთან და თან ასეთი?
- მობრძანდი. - ხელოვნური ღიმილით გამიმასპინძლდა და შიგნით შემიძღვა.
- რას შეუკვეთავთ? - შესვლისთანავე შემოგვეგება მიმტანი.
- ერთი ნორმალური ბიჭი, თუ შეიძლება. - ისეთი ტონით ვთქვი, თითქოს ხაჭაპური შევუკვეთე.
- ორი წვენი. - შინაურმა ზებრამ ხმა ამოიღო.
- ფორთოხლის! - არჩევანი მე გავაკეთე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
- ძალიან გაგიმართლა. - საუბრის დაწყება შევეცადე.
- რატომ?
- რომ არა ეგ თამაში, შენნაირ ბიჭთან არასდროს წავიდოდი პაემანზე! - დარწმუნებით წარმოვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სიტყვებში ეჭვი მეპარებოდა.
- ჩემნაირთან? მაინც როგორი ვარ? - აშკარა ინტერესით მკითხა და ჩაიღიმა.
- უხასიათოსთან. უჟმურთან.
- "სიამაყე და ცრურწმენა" ერთადერთია რაც წაგიკითხავს, თუ სხვაც იცი რამე?! - ირონიით აღნიშნა და თემაც მოხერხებულად შეცვალა.
- ძალიან მიყვარს კითხვა.
- საყვარელი წიგნი?
- "ხაფანგი"
- ჰოო? ჩემიც.
- საყვარელი მომღერალი?
- ქართველი თუ?
- ორივე.
- ნიკოლოზ წვიმა და ben cocks.
- არ არსებობს! ჩემიც.
- ფილმი?
- divergent.
- შოკში ვარ!
ორივეს გაგვეცინა. ჩვენი გემოვნება სასწაულებრივად ემთხვეოდა ერთმანეთს.
- ფერი?
- ყვითელი. - თქვა და ავტომატურად გახედა ჩემს თმას. - გიხდება.
- მადლობა.
და ამის შემდეგ, ზუსტად სამი საათი ვსაუბრობდით გაუჩერებლად. ჩემი მოლოდინი, მისი მოსაწყენობის შესახებ არ გამართლდა. მე - სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ბოლოს, დამამტკიცებელ საბუთად ფოტოც გადავიღეთ და ჩემი სახლისაკენ ავიღეთ გეზი.
- კარგი დღე იყო. - წასვლის წინ, ვერ მოვითმინე და ვუთხარი.
- ჩემნაირთან მეორედ წახვიდოდი პაემანზე? - კარი გამიღო და ჩემს პასუხს დაელოდა.
- დავფიქრდები. - გავუღიმე და სწრაფად წავედი ჩემი კორპუსისაკენ.
ეს რა იყო?! მომესმა?
**
ლექციები ისე გადიოდა, რომ მხოლოდ ვუყურებდით ერთმანეთს და მეტი არაფერი. ისე ვიქცეოდით, თითქოს "ის" დღე საერთოდ არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში.
ნოემრის დასაწყისში, როცა ერთ-ერთ ლექციაზე დავიგვიანე, ვიღაცამ ძლიერად ჩამჭიდა ხელი და შემაჩერა.
- მოიფიქრე? - სანდრო სტანდარტული გამომეტყველებით მიყურებდა.
- კი.
- რა მოიფიქრე?
- მეორედაც წავიდოდი. - ძლივს ამოვილუღლუღე.
- ხვალ, სამზე კინოთეატრში, გინდა?
- რას ვუყუროთ?
- "if only"-ს.
- მაშინ მინდა.
ალექსანდრე უხმოდ შეტრიალდა და ზურგი მაქცია. ამჯერად აღარ ეცვა ზოლიანი მაისური.
**
მისტერ ზებრაზე დიდ ხანს და ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ეს ფაქტი მარტო მე კი არა, დიანას და თეკლასაც ძალიან აწუხებდათ. აი, მარიამთან კი მიჭირდა ამ თემაზე საუბარი.
კინოთეატრში ვიზიტის შემდეგ, ხანდახან ვსაუბრობდით ხოლმე. იყო რამდენიმე ზარი ტელეფონზე. თუმცა, რეალურად რა ხდებოდა და რა როგორ იყო, ვერ ვიაზრებდი. რას ფიქრობდა ჩემზე? რატომ ქრებოდა ხოლმე ხანდახან?
და საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს?
ბოლო თვეების განმალობაში, მერვედ გავიფიქრე, შარში ვარ-მეთქი, როცა მივხვდი - ფსიქოლოგა ძალიან, ძალიან მომწონდა!
**
დეკემბრის თვე იდგა. ჩვენს ფეხქვეშ თოვლის სასიამოვნო ხმაური ისმოდა. უნივერსიტეტის ბოლო დღე იყო და ყველას რაღაცის მოლოდინი გვქონდა. მე - სანდროსი. დერეფანში რომ მოვკარი თვალი შორიდან, შავი ტყავის ქურთუკი ეცვა.
- ეღირსა ზოლიანების გახდა! - თეკლამ ბოროტად ჩაიღიმა.
- ტანზეც გადაუვიდოდა ზოლები! - დიანამაც მხარი აუბა.
- შეშლილი ფსიქოლოგა!
- შინაური ზებრა!
- უჟმური!
- კარგი, გეყოფათ. - მოთმინების ფიალა მალევე ამომეწურა და შევეცადე მათი გაჩუმება.
...
დღეს, ამ წლის ბოლო ფსიქოლოგიის ლექცია უნდა გვქონოდა. ვიჯექით აუდიტორიაში და ველოდებოდით, როდის შემოვიდოდა უკვე საყვარელი ლექტორი. კარი რომ გაიღო და კაბიანი ადამიანი გამოჩნდა, შიშმა შემიბყრო.
ნორიკო რომ შევიცანი გამხდარ, წითელტუჩსაცხიან ქალბატონში, ლამის გული წამივიდა.
აბა ერთი წელი იქნება ეგ ზებრისებრთა ოჯახის წარმომადგენელიო?
- ერთი სემესტრით ადრე დაგიბრუნდით. იმედი მაქვს, გაგიხარდათ.
- რა იყო შე არაადამიანო, დაეტიე სახლში, შეირგე ცხოვრება! - ვიღაცის ხმა მესმოდა. მერე მივხვდი, რომ ჩემი ქვეცნობიერი იყო.
- მე და ჩემი ყოფილი ქმარი, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და... - ნორამ ნაღვლიანად ამოიოხრა.
აუდიტორიის ნაწილი, უკვე იცინოდა ჩუმად.
- ახალი მოგიძებნო მაინცდამაინც?! - იმედგადაწურულმა გავიფიქრე და მეც ოხვრა აღმომხდა.
**
28-ში, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ბაკურიანში უნდა წავსულიყავით, სადაც მარიამის ბიძას სახლი ჰქონდა. უარის თქმა მთელი გულით მინდოდა, მაგრამ იმდენჯერ და ისე მთხოვეს, რომ დავნებდი. იმავე საღამოს ჩავალაგე ბარგი და წასასვლელად მოვემზადე.
29-ში, დილაადრიან, ჩემს სახლთან ნაცრისფერი მანქანა გაჩერდა. მერე, ზოლიან მაისურში გამოწყობილი ბიჭი გადმოვიდა და ბარგი მანქანის საბარგულში ჩააწყო. მე თვალები უნებურად დავხუჭე, მაგრამ ვიცოდი, სამწუხაროდ ვიცოდი, რომ ალექსანდრე იდგა ჩემს წინ და სავარაუდოდ, ჩემს რეაქციაზე ეღიმებოდა.
- გაახელ თვალებს თუ გიმღერო? - მისი ხმა ძალიან ახლოს მესმოდა.
და აი, მეცხრედ გავიფიქრე - მე შარში ვარ!
ჰოდა, გავახილე.
- რა იყო, არ მელოდი? - ირონიულად მკითხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
- ან იქნებ პირიქით. ძალიან ბევრს და ძალიან დიდ ხანს გელოდი. - ბრაზმა იფეთქა ჩემში. სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და საპირისპირო მხარეს გავიხედე.
რამდენიმე წამში ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი და მივხვდი, რომ წინა სავარძელზე დაჯდომა დიდი შეცდომა იყო.
- მუსიკა ჩავრთო? - მშვიდად იკითხა.
- ჩართე.
სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
ნიკოლოზ წვიმას "ნუ მოკლავ ამ წამს" ჟღერდა. მე ძალიან მინდოდა მაშინ, რომ სანდროს ვყვარებოდი. და ვფიქრობდი, მე ის უკვე მიყვარდა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მალევე ჩამეძინა...
...
ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, მანქანაში კვლავ იგივე მუსიკა ჟღერდა და თბილოდა. ძალიან, ძალიან თბილოდა. თვალის გახელა არ მინდოდა და არც კი გავნძრეულვარ. სამაგიეროდ, მანქანა შეჩერდა.
ვიგრძენი, რომ ძალიან ახლოს იყო.
- როცა არ ლაპარაკობ, უფრო მომწონხარ! - ჩუმად თქვა და შუბლზე მაკოცა.
თუ შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს, დახუჭული თვალები შუბლზე ამივიდა და ლამის პირიც დავაღე გაოცებისგან.
ზოლიანი სწრაფად დაბრუნდა თავის ადგილას და მანქანა დაქოქა.
კარგი, ნუ ღელავ, არ ვეტყვი არავის. ნუ, თეკლა და დიანა არ ითვლება.
**
- მოვედით. - თქვა ის, რაც ისედაც კარგად ვიცოდი და მანქანიდან გადავიდა.
დანარჩენები, უკვე იქ იყვნენ და გველოდნენ.
- კარგად იმგზავრეთ? - მარიამი ორივეს გვიღიმოდა.
- ნორმალურად. - ორივემ ერთდროულად ვუპასუხეთ. თუმცა ერთმანეთისთვის შეხედვა ვერ გავბედეთ.
- კარგი, მოდით ახლა და გათბით. - თეკლამ სწრაფად გაფანტა რომანტიული გარემო და სახლში შეგვაცილა.
...
პირველმა ორმა დღემ, სიმშვიდეში გაიარა, რაც ჩემთვის გასაოცარი მოვლენა იყო. მისტერ უჟმური არც მელაპარაკებოდა და არც მიახლოვდებოდა. მხოლოდ იდგა და მიყურებდა.
- მანეკენი ხომ არა ხარ კაცო, რომ გიყურებს და მეტი არაფერი?! - ვერ წყნარდებოდა დიანა.
- ამოვთხრი მაგ თვალებს! - თეკლა აშკარად უფრო აგრესიული იყო.
მარიამი კი სულ იღიმოდა და იღიმოდა...
...
მესამე დღეს, როცა საციგურაოთ წავედით, ვიფიქრე სახლში დავრჩები-მეთქი. მაგრამ როგორც ყოველთვის, მაინც მათ გაიმარჯვეს და მეც, იძულებული გავხდი წავყოლოდი.
როცა მოედანზე ავედით და ციგურები მოვირგე, გადავწყვიტე რომ მინიმუმ ხელი მაინც უნდა მომეტეხა და ამ ფაქტს შეგუებულმა, მშვიდად გავაგრძელე სრიალი. პირველი ხუთი წუთი მყარად ვიდექი ფეხზე და სიამაყემ შემომიტია. ასე მეგონა, საოცარ რამეს ვაკეთებდი. ჰოდა, უფრო სწრაფად მოვიქნიე ფეხი.
მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ჩემი ფეხები აღარ ეხებოდნენ მიწას და ხელიც, აშკარად გრძნობდა მოტეხვის საშიშროებას.
შარში ხარ, თამარჩიკ! საწყლად გავიფიქრე და დაცემის მოლოდინში თვალები დავხუჭე.
შედეგმა დააგვიანა. რამდენიმე წუთი ჰაერში ვიყავი და მიწას არ ვეხებოდი.
მოვკვდი? - გავიფიქრე და თვალები გავახილე. ნანახმა კი აშკარად გადააჭარბა მოლოდინს.
ჩემი საყვარელი, პოზიტიური თავი ახლა იმ ფსიქოლოგას ხელში იყო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
- მეჩვენება! - ოდნავგასაგონად დავიჩურჩულე.
იმ ზებრისებრთა ოჯახის წარმომადგენელმა კი როგორც ჩანს გაიგო და გაეცინა:
- არა, არ ვარ მოჩვენება. - მერე თავისი ხელი ჩემსაზე დადო და დაამატა, - ხომ ხედავ, შემიძლია შეგეხო.
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი იყო, მისი მკლავებიდან ჩამოხტომამ მომიწია. მერე კი ნაწყენი, მადლობის გარეშე გავემართე გოგოებისკენ.
ისე, ახლოდან უფრო ლამაზია მისი თვალები.
***
ბუხართან ვიჯექით ყველა ერთად და ხმადაბლა ვსაუბრობდით. მე ვგრძნობდი, რომ ვიღაც მიყურებდა, თუმცა თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. რაღაც არ მასვენებდა, რაღაც ძალიან მაწუხებდა. თითქოს ჰაერის უკმარისობა მტანჯავდა.
ვერ მოვითმინე და გარეთ გავედი. სახლს ცოტათი ჩამოვშორდი და აკანკალებული შევჩერდი. მხრებზე მოვიხვიე ხელები. ძალიან ციოდა.
კარის გაღების ხმა მომესმა. და ვიცოდი რომ ის იყო.
- არ გცივა?
- არაო, რომ გითხრა?
- არ დაგიჯერებ. - ჩაიცინა.
უკვე ჩემს გვერდით იდგა და მშვიდად მიყურებდა.
- ჩაიცვი. - ზოლიანი ჟაკეტი გამომიწოდა.
ჩავიცვი.
- რაც მეტია გრძნობა, მით უფრო რთულია საუბარი და პირიქით. თუ კი არ გიყვარს, ლაყბობა მარტივია. - ოდნავ დაბნეული მეჩვენა.
- აბა არ ვეთანხმებიო?
- მაშინ არ ვეთანხმებოდი. ახლა - კი.
- რა შეიცვალა?
- მე შევიცვალე.
- როგორ?
- მე სხვა კითხვას დავსვამდი.
- მაინც?
- რატომ.
- კარგი. რატომ შეიცვალე?
გაჩერდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან უჭირდა ლაპარაკი.
- შემიყვარდი.
ჰო, შუა ზამთარში, თხელი ზოლიანი ჟაკეტით ვიდექი თოვლში და მცხელოდა. სუნთქვა მიჭირდა.
- ახლა რა უნდა ვქნა მე?
- უნდა მითხრა იგივე.
- კარგი, ეგრე იყოს. მიყვარხარ. - როგორც იქნა გავბედე მისკენ შეტრიალება. და მაშინვე ფანჯარაში სამ მიმალულ თავს მოვკარი თვალი.
- გვიყურებენ. - გამეღიმა.
- გინდა გავაგიჟოთ?! - თვალები აუციმციმდა.
- მინდა!
ალექსანდრემ ნელ-ნელა ჩემკენ გადმოგა ნაბიჯები. ძალიან მომიახლოვდა...
და მეთერთმეტედ გავიფიქრე, რომ მაგარ შარში ვიყავი!
ჰოდა, მორჩა რა.
ვიყო.
თანახმა ვარ.
ეს "შარი" სიყვარულია. თქვენც დათანხმდით.
***
მართალია ნორიკომ საკუთარი ბედნიერება ვერ იპოვა, მაგრამ თავისი ხანმოკლე ქორწინებით ჩემი მაპოვნინა.
მადლობა ნორიკოს და კიდევ,
ყველა ზოლიან ზედას.
...
გისურვებთ საკუთარი შინაური ზებრის ყოლას!скачать dle 11.3




№1  offline მოდერი sopiko

ნორიკო რომ არ დავივიწყეთ, ეს კარგია.
ცოდვაა ქალი, ვერ შეეწყო ქმარს :დდ
ბოხ ხმაზე, დარსზე, ელისაბედზე, ყვითელ თავზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც შენ გიკავშირდება, განსაკუთრებით ბევრი ვიხალისე. მშვენიერია, ასეთი ამბიცია რომ გაქვს საკუთარ მომავალზე ;დდ #წაკბენაინაქშენ (აქ არ შვება, მაგრამ მაინც ;დდ)
რა გინდა, კომედიის ჩარჩოებშიც შესანიშნავად მოიკალითე :დდ ჭერი თავზე გახურავს ამ მხრივაც და ეგაა!
ერთი ზოლიანი ზებრა მეც მინდა და თუ დაინახავ სადმე, ზოოპარკის ნაცვლად პირდაპირი რეისით ჩემკენ გამოუშვი.
ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ზოლიან ზედებზე მოთხოვნა გაიზრდება, ბაკურიანში დასვენებაზეც და , რა თქმა უნდა, მეგობრის უჟმურ ბიძაშვილებზე.
შენს დაბრუნებას ყოველთვის მოაქვს მუხტი
და ამ მუხტის გარეშე მე
განა არ შემიძლია
უბრალოდ არ მინდა
და
ეს შენ უნდა იცოდე!

 



№2  offline წევრი okay

sopiko
ნორიკო რომ არ დავივიწყეთ, ეს კარგია.
ცოდვაა ქალი, ვერ შეეწყო ქმარს :დდ
ბოხ ხმაზე, დარსზე, ელისაბედზე, ყვითელ თავზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც შენ გიკავშირდება, განსაკუთრებით ბევრი ვიხალისე. მშვენიერია, ასეთი ამბიცია რომ გაქვს საკუთარ მომავალზე ;დდ #წაკბენაინაქშენ (აქ არ შვება, მაგრამ მაინც ;დდ)
რა გინდა, კომედიის ჩარჩოებშიც შესანიშნავად მოიკალითე :დდ ჭერი თავზე გახურავს ამ მხრივაც და ეგაა!
ერთი ზოლიანი ზებრა მეც მინდა და თუ დაინახავ სადმე, ზოოპარკის ნაცვლად პირდაპირი რეისით ჩემკენ გამოუშვი.
ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ზოლიან ზედებზე მოთხოვნა გაიზრდება, ბაკურიანში დასვენებაზეც და , რა თქმა უნდა, მეგობრის უჟმურ ბიძაშვილებზე.
შენს დაბრუნებას ყოველთვის მოაქვს მუხტი
და ამ მუხტის გარეშე მე
განა არ შემიძლია
უბრალოდ არ მინდა
და
ეს შენ უნდა იცოდე!


Pirveli rigshi, qartuli shrifti ar maqvs da bodishs vixdi.
Sof, dzalian vixalise shens komentarze :DD
Da dzalian mixaria ROM mogewona.
Ambiciebi sapatioa :DD
--------------------
Sun...

 



№3  offline წევრი okay

Margaritha Loki
ვაიმეეეეე რა ქარგი იყოოო :დდდდ აი შენ ხარ ჭინკა პიროვნება ქალი ნიჭი და საოცრება❤ :დდდ
ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომეწობა❤ სასწაულად ტკბილი,თბილი და პოზიტიური იყო :დდ❤❤ პატარა და საყვარელი შენსავით ❤❤
ჯერ რამდენი ვიცინე,განსაკუთრებით იმ ცეკვაზე ვინ ეხვეწებოდა რომ წამოხტა :დდდ ტირილები ხომ გამოგდის სასწაულად,მაგრამ არანაკლები სასწაულია სიცილებიც :დდდ ისეთი მოულოდნელობები იყო (იუმორის მხრივ),რომ უცებ აზრზე ვერ მოვდიოდი :დდდ ანუ იმის თქმა მინდა რომ ძალიან სხარტი და ჯანსაღი იუმორი იყო :დდდ❤❤
ისე ხომ ხარ პოზიტივი და წერაც როგორ ფანტასტიკურად შეგძლებია პოზიტივების :დდ რომ ვკითხულობდი სულ შენ მედექი თვალწინ და უფრო მეტად მსიამოვნებდა :დდდ ამოგიცანი :დდდ❤❤❤
რა თქმა უნდა მე ვერ მიგითითებ და ვერც ვერავინ მიგითითებს როგორ ან რაზე უნდა წერო :)) ❤მაგრამ როცა ასე კარგად გამოგდის ვფიქროდ არც ერთ ჟანრს არ უნდა აქციო ზურგი :დდ
როგორც შეძლებ და რანაირადაც ვალდებული ხარ ორივე წერო :დდდ ❤❤❤❤❤❤
პ.ს. იცი შენ მე როგორ ვგიჟდები "სიამაყე და ცრურწმენაზე"❤ :დდ
და ისიც იცი რომ შენზეც ვგიჟდები ჩემო ჭინკა :დდდდ❤❤❤❤❤❤❤❤


Margarita deidaa ❤ Shen mibidzge am istoriis dawerisken :DD
Velodebodi shens komentars da aseti dadebiti shefasebebi ROM wavikitxe, saswaulad gamixarda ^^
Gijdeba shenze chinkaa, pozitivis deidaav❤
--------------------
Sun...

 



№4  offline წევრი An_Gel

ზუსტად მჭირდებოდა ახლა. იუმორი, სიმსუბუქე, ფერები და რაც მთავარია, ჩემთვის ასე ნაცნობი ფსიქოლოგია. :დდდდდ ძალიან მომეწონა და ეს სტილიც კარგად "გამოგივიდა" ❤️

 



№5  offline წევრი Mtirala

სანდრო თეთრია და შავი ზოლები აქვს თუ შავია და თეთრი ზოლები აქვს? smirk joy თაკუნია, ჩემი თაგუნია. joy heart_eyes შენ ხარ საოცრება გოგო, ძალიან ძალიან ნიჭიერი და ეს სტილი იყო რაღაც "შოოოკ" yum თავიდან სათაურმა დამაბნია, მაგრამ მერე ყველაფერს მივხვდი kissing_heart ზოლიანი ჩემთვის ყოველთვის ზებრასთან და შავ-თეთრ ფერებთან ასოცირდება heart_eyes იმედია, ხშირად გაგვანებრივრებ ასეთი პოზიტიური, დადებითი და მხიარული ისტორიიებით heart_eyes და არა სასტიკი, სევდიანი და დაუნდობელი ისტორიებით imp (არადა ყველა მიყვარს kissing_heart ) joy მიყვარხარ, თაგვო stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№6  offline წევრი okay

An_Gel
ზუსტად მჭირდებოდა ახლა. იუმორი, სიმსუბუქე, ფერები და რაც მთავარია, ჩემთვის ასე ნაცნობი ფსიქოლოგია. :დდდდდ ძალიან მომეწონა და ეს სტილიც კარგად "გამოგივიდა" ❤️


Dzalian didi madloba chemo sakvarelo❤


Mtirala
სანდრო თეთრია და შავი ზოლები აქვს თუ შავია და თეთრი ზოლები აქვს? smirk joy თაკუნია, ჩემი თაგუნია. joy heart_eyes შენ ხარ საოცრება გოგო, ძალიან ძალიან ნიჭიერი და ეს სტილი იყო რაღაც "შოოოკ" yum თავიდან სათაურმა დამაბნია, მაგრამ მერე ყველაფერს მივხვდი kissing_heart ზოლიანი ჩემთვის ყოველთვის ზებრასთან და შავ-თეთრ ფერებთან ასოცირდება heart_eyes იმედია, ხშირად გაგვანებრივრებ ასეთი პოზიტიური, დადებითი და მხიარული ისტორიიებით heart_eyes და არა სასტიკი, სევდიანი და დაუნდობელი ისტორიებით imp (არადა ყველა მიყვარს kissing_heart ) joy მიყვარხარ, თაგვო stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes


Tagvoo :ddd ogond es ara
Dzalian mikvarxar da dzalian mixaria, ROM mogewona
--------------------
Sun...

 



№7 სტუმარი Mari

აუუ ძაან კაი იყო უბრალოდ ბოლოში ცოტა კიდე რო გაგევრცო ძაან კაი იქნებოდა ^_^ ამის მეორე ნაწილი რო საწერო ძაან მაგაეი იქნება ❤️

 



№8  offline წევრი okay

Mari
აუუ ძაან კაი იყო უბრალოდ ბოლოში ცოტა კიდე რო გაგევრცო ძაან კაი იქნებოდა ^_^ ამის მეორე ნაწილი რო საწერო ძაან მაგაეი იქნება ❤️


Meore nawili aramgonia da didi madloba Shen❤
--------------------
Sun...

 



№9 მოდერი ენემი

ძაან საყვარლობაა, თავიდან ლიოს მსგავსად ვერც მე მივხვდი მარა როცა წავიკითხე რომ ლექტორს ეცვა ასეთი ზედა გამეცინა გულით მეცინებოდა, იუმორის გრძნობა კარგი გაქვს :D, მიკაქალ მე შენ და შენი ყველა ისტორია kissing_heart

 



№10  offline წევრი okay

ენემი
ძაან საყვარლობაა, თავიდან ლიოს მსგავსად ვერც მე მივხვდი მარა როცა წავიკითხე რომ ლექტორს ეცვა ასეთი ზედა გამეცინა გულით მეცინებოდა, იუმორის გრძნობა კარგი გაქვს :D, მიკაქალ მე შენ და შენი ყველა ისტორია kissing_heart

Didi madloba, chemo sakvarelo❤
--------------------
Sun...

 



№11 სტუმარი Drogons

ყვითელ თავთან ქერა თმა დავაკავშირე და წარმოვიდგინე ციგნებს რომ აქვთ შეღებილი ზუსტად ეგრე ჰქონდა :///
შენი ისტორიები იმიტომ მიყვარს რომ განსხვავებული და სხვა სტილის არის და არა ბანალური ისტორიები სიყვარულზე და ლექტორებზე...
ისტორია არაფრით გამორჩეული და ახალი არ იყო ერთი და იგივე თემა გქონდა გადაღეჭილი არ ვიცი მე არ მომწონს შენი ეს ახალი სტილი სხვებისგან აღარაფრით გამოგარჩევს

 



№12  offline წევრი okay

Drogons
ყვითელ თავთან ქერა თმა დავაკავშირე და წარმოვიდგინე ციგნებს რომ აქვთ შეღებილი ზუსტად ეგრე ჰქონდა :///
შენი ისტორიები იმიტომ მიყვარს რომ განსხვავებული და სხვა სტილის არის და არა ბანალური ისტორიები სიყვარულზე და ლექტორებზე...
ისტორია არაფრით გამორჩეული და ახალი არ იყო ერთი და იგივე თემა გქონდა გადაღეჭილი არ ვიცი მე არ მომწონს შენი ეს ახალი სტილი სხვებისგან აღარაფრით გამოგარჩევს


Didi madloba shefasebistvis.
"Axal stils" ver vuwodeb, ubralod asec vcade damewera.
Dramebs da "dzvel stils" Ra tqma unda ver vugalateb
--------------------
Sun...

 



№13  offline მოდერი gonegirl

03:07 მიჩვენებს საათი და ამ წუთას მოვრჩი პირობის შესრულებას ))
ჩათვალე დამძიმება გაგიბათილდა.
ის ხო გამოგდის, აი ესეც ჩაგეთვალა.
მაგარი გოგო ხარ ❤
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



№14  offline წევრი okay

gonegirl
03:07 მიჩვენებს საათი და ამ წუთას მოვრჩი პირობის შესრულებას ))
ჩათვალე დამძიმება გაგიბათილდა.
ის ხო გამოგდის, აი ესეც ჩაგეთვალა.
მაგარი გოგო ხარ ❤

ვაიმე, როგორი მოულოდნელი სიხარულია შენი კომენტარი <3
დაბრუნდი რა, გოგონი :(
--------------------
Sun...

 



№15 სტუმარი სტუმარი სოფიო

ახლახან წავიკითხე და ძალია კმაყოფილი ვარ, ემოციებით დატვირთული. ყოჩაღ! მადლობა ასეთი შედევრისთვის!

 



№16  offline წევრი Barbare ❤

chavtkbi ❤️ da yurebamde gagimebuls damedZineba mgoni :D ❤️

 



№17  offline წევრი N1penguin

ამ ხუმრობა-ხუმრობაში როგორ შეგვაპარე ამ შინაური ზებრის შეყვარება blush თბილი იყო ძალიან და სახალისოც. ნუ, ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო. მომეწონა ძალიან ❤️ რაღაც პატარას და საყვარლობას ვეძებდი და სწორ მისამართზე მოვედი მგონი, ხომ? სათაურს თავიდან ვერ მივხვდი. ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხე და კარგად შეგირჩევია, ადამიანს გიბიძგებს რომ წაიკითხო და ძალიანაც კარგია. relaxed ძველი ლექტორის გამოჩენამ ცოტა გული დამწყვიტა, თამარის არ იყოს, თუმცა მიზეზზე მეც ვიცინე laughing ნორიკო ვერა, მაგრამ თამარი ხომ მაინც გაეხვა შარში sweat_smile

 



№18  offline წევრი Onlyyou

ძალიან მომეწონა ყვრლაზე "ბრალიანი" უბრალო წასაკითხი იყო ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent