შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 2თავი


5-08-2017, 15:52
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 815

ტკივილი გაძლიერებს 2თავი

- როდის შემეძლება წასვლა? ვეკითხები იმ წამს შემოსულ ექიმს.
- კიდევ ერთ დღეს თუ გაატარებთ აქ ძალიან კარგი იქნება. სანდომიანად მიღიმის ჭაღარა შეპარული ექიმი.
- დღესვე მინდა წასვლა. გადაჭრით ვამბობ მე.
- შვილო იცი, შენი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, იქნებ კიდევ ერთიდღით დარჩე? მუდარა გარეული ხმით მეუბნება.
- ისა ბატონო ექიმო. მისი სახელი არ ვიცოდი ამიტომ დავიბენი.
-დემნა, დემნა მქვია შვილო.
- დიახ ბატონო დემნა, მე სამედიცინოზე ვსწავლობ, ასე რომ შემიძლია ჩემს თავს მივხედო სახლის პირობებში.
- კარგი როგორც შენ იტყვი , მხოლოდ შენი ხელმოწერა მჭირდება.
- და სად მოვაწერო ხელი?
- იცი, ჯერ შენი სახელი და გვარი მჭირდება. შენმა მშობლებმა არ მოგვცეს უფლება საბუთები შეგვევსო.
- ეკატერინე ამილახვარი. ჩამქრალი ხმით ვამბობ. მახსოვს როგორ ვამაყობდი ჩემი წარმომავლობით. ვამაყობდი იმით რომ, მე თავად ლევან ამილახვარის შვილი ვიყავი, თუმცა დღეს მძულს ის ლევანი, ადრე ჩემი მამა რომ ერქვა. ყველაფერს ვიღონებ მის გასანადგურებლად, არ ვაპატირბ ჩემს განწარებას, არ ვაპატიებ ჩემი ძმის სისხლს, ასევე ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის მკვლელობას. ნელ-ნელა მოვუღებ ბოლოს. ფიქრებიდან ექიმის ხმას გამოვყავარ.
- ქალბატონო ეკატერინე. მესმის ახალგაზრდა ბიჭის ხმა. ვერც კი შევამჩნიე ისე გავიდა დემნა ექიმი, და შემოვიდა სულ სხვა.
- დიახ გისმენთ.
- აი აქ მომიწერეთ ხელი. მეუბნება ის და მეც იქ ვაწერ ხელს სადაც მიმითითა.
-რაღაც მინდა გკითხოთ? თუ არ შეგაწუხებთ? მეუბნება ცოტა დარცხვენილი.
- დიახ გისმენთ.
- იცით საბუთებში წერია რომ თქვენ ამილახვარი ხართ?
- დიახ.
- იცით მე ერთი ბავშვობის მეგობარი მყავდა, თან თქვენ ძალიან გევხართ მას.
- ლუკაზე ამბობთ არა?
- დიახ ლუკაზე ვამბობ.
- ლუკა ჩემი ძმა არის. არ შემიძლია ლუკაზე წარსულში ლაპარაკი, ვერ მოვიხსენიებ მას როგორც გარდაცვლილს.
- ძალიან ვწუხვარ ლუკას გამო. მეუბნება დამწუხრებული და თავს ხრის. - ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.
- ძალიან გთხოვთ ნუ საუბრობთ ლუკაზე წარსულ დროში.
- კარგით ბოდიში.
- შენ თუ ლუკას მეგობარი ხარ რატომ არ მახსოვხარ? ან შენი სახელი?
-თორნიკე, თორნიკე ახალაია. შენ პატარა იქნებოდი მერომ საზღვარგარეთ წავედი. სულ რაღაც ხუთითვეა დავბრუნდი.
- აჰა გასაგებია. თორნიკე შეიძლება რაღაც გთხოვო?
- კი როგორ არა.
- შეგიძლია დამარეკინო, ჩემს მეგობარს მინდა დავურეკო.
- კი როგორ არა, აი აიღე. ტელეფონს მაწვდის და მეც სასწრაფოდ თემოს ვურეკავ, ჩემს ბავშვობის მეგობარს. ორი ზარის შემდეგ ისიც მპასუხობს.
- ალო. მესმის მონატრებული ხმა.
- თემო, კატო ვარ.
- კატო შენ, შენ როდის დაბრუნდი? ძალიან მენატრებოდი.
- თემო შეგიძლია მომაკითხო, საავადმყოფოში ვარ.
- რა გინდაა საავადმყოფოში? მესმის თემოს განერვიულებული ხმა.
- გრძელი ამბავია შემდეგ მოგიყვები. შეგიძლია მოხვიდე?
- კი როგორ არა, მისამართი მითხარი.
- მისამართი. დავიბენი და საწყალი თვალებით გავხედე თორნიკეს.
- ღუდუშაურის საავადმყოფო. ისიც სასწრაფოდ მეუბნება.
- გავიგე კატო ხუთ წუთში მაქ ვარ. მეუბნება თემო და მეც ტელეფონს ვთიშავ.
- ეკატერინე აქ შენი ტანსაცმელია. თორნიკე იქვე დადებული ტანსაცმელისკენ მითითებს.
- კი მაგრამ მე ეს ტანსაცმელი არ მცმია.
- ვიცი დაცვამ მოიტანა. როგორც გავიგე დედათქვენმა გამოატანა. დაცვა კი კართან გელოდებათ. აი სად დაგერხა კატო ეხლა როგორ გავიპარო. აქაც თორნიკეს დახმარება მჭირდება. საწყალი თვალებით ვუყურებ მას, ის კი უმალ ხვდება ყველაფერს.
- რით შემიძლია შენი დახმარება.
- შეგიძლია ექთანს თხოვო პალატაში შემოვიდეს, მე მაქამდე გამოვიცვლი.
- კი როგორ არა, ეხლავე დავუძახებ.
თორნიკე პალატიდან გადის და ისაა შარვლის შესაკრავს ვიკრავ პალატაში ექთანი შემოდის
- როთ შემიძლია დაგეხმაროთ?
- შეგიძლია შენი ხალათი მათხოვო?
- კი როგორ არა. მის ხალათს იხდის და მე მაწვდის. სასწრაფოდ ვირგებ ტანზე მის მიერ გამოწვდილ ხალათს, ასევე სამედიცინო ნიღაბს (პირბადეს) ვიკეთებ.
-მე რა გავაკეთო? მეკითხება დაბნეული ექთანი.
- ჩემი გასვლიდან ათ წუთში ყვირილი ატეხე, თითქოსდა თავში რაღაც ჩაგარტყი და გავიქეცი. შენს ხალათს მიმღაბში დავტოვებ. უცებ მივაყარე სათქმელი და კართან მივედი. გასვლას ვაპირებდი უკან მივბრუნდი ექთანს ლოყაზე ვაკოცე, მადლობა გადავუხადე და უცებ გავედი. გარეთ გასულს კართან ორი დაცვის ბიჭი დამხვდა.
სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. როგორც კი თვალს მოვეფარე, თავქუდმოგლეჯით ჩავირბინე კიბეები, მიმღებში ექთნის ხალათი დავტოვე და გასასვლელისკენ გავიქეცი, გარეთ თემო დამხვდა. მონატრებულ მეგობარს გადავეხვიე.
- რა მოხდა კატო? მეკითხება შეშინებული თემო.
- გთხოვ აქედან სასწრაფოდ წამიყვანე, ყველაფერს შემდეგ მოგიყვები. თემოს მანქანაში ვჯდები და ისიც სასწრაფოდ ეცლება იქაურობას.
- კატო ამიხსნი რა ხდება? მამაშენი ამბობდა რომ ქვეყნიდან წახვედი.
- არსად არ წავსულვარ, გატაცებული ვიყავი.
- რას ამბობ? ვინ გაგიტაცა? რატომ გაგიტაცა? კატო ამიხსენი თორემ გავგიჟდები.
- ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ჯერ პოლიციაში წამიყვანე. გთხოვ არაფერი მკითხო. ყველაფერს შემდეგ აგიხსნი. თავს მიქნევს და გზას აგრძელებს. ვიცი არ მოისვენებდა სანამ ყველაფერს არ ავუხსნიდი, თუმცა ჯერ ამის თავი არ მქონდა. თემო მანქანას შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აჩერებს. მეც სასწრაფოდ გადმოვდივარ და შენობაში შევდივარ. მიმღებში გოგო მხვდება დაზეპირებული ტექსტით.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- კაპიტანი ლაშა ამაშუკელის ნახვა მსურს. ვეუბნები მე ის კი თვალების ქაჩვით მეუბნება.
- ბატონი ლაშა ეხლა დაკავებულია.
- ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ უნდა ვნახო. უთხარით რომ ეკატერინე ამილახვარს სურს მისი ნახვა. ჩემი გვარის გაგონებისას, ეგრევე წამოხტა ფეხზე და იქაურობას გაეცალა. ხუთ წუთში უკან დაბრუნდა.
- ქალბატონო ეკატერინე წამობრძანდით, შეგიძლიათ ბატონ ლაშას კაბინეტში დაელოდოთ. მეუბმება ის და წინ მიმიძღვის.
- აი აქ დაელოდეთ. ბატონი ლაშა ეხლავე მოვა. მეუბნება ის და კაბინეტის კარს მიღებს. შიგნით შევდივარ და იქვე სავარძელში ვიკავებ ადგილს. საშინლად გაიწელაა დრო მგონია ერთიწელია ველოდები, ის კი არანაირად არ ჩქარობს მოსვლას. ფეხზე წამოვდექი და ათასჯერ დავფარე კარიდან სავარძლამდე ადგილი. როგორც იქნა ლაშაც მოვოდა, ჩემი დანახვისას ჩემკრნ ცამოვიდა და გადამეხვია.
- კატო აქ რას აკეთებ? ხო მშვიდობა? მეკითხება განერვიულებული.
- ლაშა შენი დახმარება მჭირდება.
- რა ხდევა კატო?
- საჩივრის შემოტანა მინდა.
- ვის უჩივი?
- ლევანს.
- რასამბობ კატო, მამაშენს უჩივი?
- აღარასოდეს თქვა რომ ის მამაჩემია, ის აღარ არის მამაჩემი. დღეიდან ის ჩემი დაუძინებელი მტერია. ვამბობ გამწარებული.
- რა ხდება მომიყევი? დავიწყე მოყოლა და ყველაფერი მოვუყევი, გატაცების დღიდან დაწყებული გიშინდელ დღემდე.
- ლაშა გთხოვ დამეხმარო, არა როგორც მეგობარმა არამედ როგორც პოლოციელმა.
მუდარით ვეუბნები მე, ის კი გაოგნებული მიყურებს, ჯერ კიდევ ვერ გადახარშა რაც მოვუყევი.
- ლაშა გესმის?
- კი, კი მესმის ყველაფერში დაგეხმარები კატო. რაც შემიძლია და არ შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ.
- ლაშა ვიცი ლევანი ყვრლაფერს იღონებს, რომ ეს საქმე არ გამოიძიონ. ამიტომ ყველაფერი უნდა გამირკვიო იმ არაკაცის შესახებ. მე ეს დღეები აქ არ ვიქნები, ლევანი ყველგან დაიწყებს ჩემს მოძებნას, სოფელში წავალ ბებოსთან და ბაბუსთან. ეხლა ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.
- კარგი კატო მე ყველაფერს გავარკვევ და დაგიკავშირდები. ფრთხილად იყავი გთხოვ. მეუბნება ის და გულში მიკრავს, ისე ძლიერად მხვევს ხელებს ალბათ ცდილობს ესე დამიცვას. ლაშას დავემშვიდობე, კაბინეტიდან გამოსვლას ვაპირებდი როდესაც დავინახე, კართან მდგომი თემო. შორიდანაც კარგად ჩანდა მისი დაბერილი ძარღვები და ჩაწითლებული თვალები. მან ყველაფერი გაიგო, არადა არ მინდოდა მისთვის ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა. მასთან მივდივარ და ვეხვევი.
- ჩემო გოგო რამდენი გადაგიტანია. მეუბნება ის და ვგრძნობ როგორ მეცემა მისი ცრემლები ბეჭზე. - გეფიცები ყველას გავანადგურებ, ვინც კი ხელი დაგაკარა.
- ვიცი თემო და ამიტომ შენი დახმარება დამჭირდება.
- ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედი. ამბობს ის და გასასვლელისკენ დავიძარით.

უკვე სამი კვირა ლაშასგან სიახლეებს ველოდები თუმცა უშედეგოთ. დროებით გადავდე ეს საქმე, ჯერ ჩემს პროფესიას მივხედავ, თუმცა არ ვაპირებ ხელი ჩავიქნიო. საკმაო ძალები და ფული მჭირდება მის გასანადგურებლად. სამსახურის ძებნა დავიწყე თუმცა ყველგან ჭრის ლევანის სახელი და ყველგან უარით მისტუმრებენ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ავსულვარ ჩემი ძმის საფლავზე. არ შემეძლო შევხებოდი მის გილზე, დაყრილ ცივ ქვიშას, ვერ გავუძლებდი ამისთვის ძალა არ მეყოფოდა. ლუკა ჩემთვის ყველაფერი იყო. საცხოვრებლად ბაბუას ნაჩუქარ ბინაში გადავედი, უნივერსიტეტში სიარულიც დავიწყე, დღესაც უნივერსიტეტში ვარ, ლექცია დავამთავრე და სახლში მმივდიოდი როდესაც, ჩემი ლექტორი დიმიტრი მაჩერებს.
- ეკატერინე
შვილო ერთი წუთით შეიძლება?
- დიახ ბატონო დიმიტრი.
- შვილო შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩემს კურსზე. მეუბნება ის გაბრწყინებულო სახით.
- გმადლოვთ. დარცხვენილი ვეუბნები მე.
- მინდა რაღაც შემოგთავაზო.
- გისმენთ.
- იცი ღუდუშაურის საავადმყოფოში, ერთი ძველი მეგობარი მყავს. დღეს დამირეკა და მთხოვა, ჩემი კურსიდან საუკეთესო გავაგზავნო მასთან სამუშაოდ. ეგრევე შენზე ვიფიქრე, მე შენზე უკეთესი სტუდენტი არავინ მყავს. დავიბენი მისგან ესეთ შემოთავაზებას არ ველოდი.
- ბატონო დიმიტრი იცით მე. სათქმელს არ მამთავრებიებს ეგრევე მეუბნებ.
- იცოდე უარს არ მივიღებ.
- არა რას ამბობთ, ესეთ შემოთავაზებაზე უარს როგორ ვიტყვი. უბრალოდ ამას ნამდვილად არ ველოდი.
- ვიცი რომ დიდი ხანია სამსახურს ეძებ, მინდა რამით დაგეხმარო.
- თქვენ ძალიან მეხმარებით.
- ანუ თანახმა ხარ?
- დიახ რათქმაუნდა. ვეუბნები მე და გახარებული ვეხვევი ჩემს ლექტორს.
- კარგი, კარგი გეყოს. სასწრაფოდ მიცილებს ის.
- ხვალ ათ საათზე საავადმყოფოში მიხვალ და დემნა ახალაიას იკითხავ, იცოდე არ შემარცხვინო. თითს გამაფრთხილებლად მიქნევს და ტუჩის კუთხეში სიცილი ეპარება.
- დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი.
- არ არის საჭირო. ამბობს ის და იქაურობას ცილდება.
რა ბედნიერებაა, როგორც იქნა რაღაც გამომიჩნდა თან ჩემი პროფესიით. ეხლა აუცილებლად დავიწყებ ჩემი გეგმების განხორციელებას. აუცილებლად მივახწევ მიზანს. არ მოვისვენებ მანამ სანამ ამილახვარს ჩემს ფეხებთან დაჩოქილს არ ვნახავ. ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ, წავართმევ იმას რის გამოც მე დამინგრია ცხოვრებას, სწორედ მისი კომპანიის განადგურებით დავიწყებ. კმაყოფილი ღიმილით ვტოვებ უნივერსიტეტს და სახლისჯენ მივდივარ.


ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს. ძალიან დიდ ენერგიას ვღებულობ თქვენსგან, მსიამოვნებს კომენტარების კითხვა ძალიან მიყვარხართ ყველანი. მაპატიეთ დუშინდელის მერე უშედეგოდ ვცდილობ ისტორიის ატვირტვას თუმცა არ იტვირთებოდა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი ))

sauketesoooo iyooo momewonaaaa dzaan magatiiyooo <3,yochagg Shem <3,veli axal tavebs

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

))
sauketesoooo iyooo momewonaaaa dzaan magatiiyooo <3,yochagg Shem <3,veli axal tavebs

ბოდიში გუშინ მთელი დღე ვცდილობდი დადებას დღეს ორი თავი ერთად დაიდო მადლობა შენ რომ კითხულობ ❤❤

 



№3 სტუმარი ))

auu ratoagar deb? ukve meramdened vamowmeb kacma arici gtxkv male Dade ra

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

))
auu ratoagar deb? ukve meramdened vamowmeb kacma arici gtxkv male Dade ra

უკვე ავტვირთე, იმედია მალე დაემატრბა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent