შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი შეხვედრა (2)


6-08-2017, 23:03
ავტორი Astrid Shine
ნანახია 358

ერთი შეხვედრა (2)

ერთი შეხვედრა (2)
მე ვცხოვრობ ისეთ ქალაქში სადაც არავინ მისმენს, ვერავინ ხვდება ვერაფერს, ყალბი მეგობრები, ყალბი ღიმილი, მეგობარიც კი ტანსაცმლით განისაზღვრება, მხოლოდ ერთი-ორს თუ ნახავთ აქ ვისაც მეგობრობა შეუძლია. სიყვარული? ჩავთვალოთ არც გიკითხავთ, არავის არავინ უყვარს, მინახავს ბევრი გოგო, რომელიც თავის დაქალებს უყვება როგორ დააგოიმა ბიჭი, თემა არ გამოელევათ ბიჭზე სალაპარაკოდ, მაგრამ ადამიანები არ ლაპარაჯობ თავიანთ გრძნობებზე, გრძნობა რა არის აღარც ახსოვთ, ვინმესგან თუ გაიგეს ეს, გიჟი ჰგონიათ ან უბრალოდ მისი ვითომ საცოდაობით ღადაობენ. არ იციან მშობელი ვინ არის, არ იციან სახლის მნიშვნელობა, არ იციან არაფრის მნიშვნელობა. დიახ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ბრაზობს იმ ცხოვრებაზე რასაც ხედავს. მაგრამ არ ვიცი რატომ გავაკეთე ის რაც არადროს გამიკეთებია, ზუსტად ისე მოვიქეცი, რის გამოც ყოველთვის ვბრაზობ, რატომ ვუთხარი, რომ მეც ისევ მიყვარს, როცა აღარ მაქვს გრძნობები მის მიმართ? უბრალოდ სპონტანურობას, რომ დავაბრალოთ შესაძლებელია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოვატყუებ. თითქოს იმ მომენტში გავშეშდი და ყველას და ყველაფერს ვეთანხმებოდი, ვეღარ გავიხსენებ იმ წლებს საბა რომ წავიდა, ვისკის 1 წვეთიც კი გულს მირევდა, მაგრამ საერთოდ არ მაინტერსებდა 1 ბოთლს, მეორე მოყვებოდა, მეორეს მესამე ბოთლი, სანამ ღვიძლის უკმარისობა არ დამემართა,იმდენად ცუდად გავხდი ღვიძლის სრული ტრანსპლანტაცია დამჭირდა. კარფად ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, თუ მალე დონორს ვერ იპოვიდნენ მოვკვდებოდი, ტრანსპლანტაციის სიაში მოხვედრაც არ მიშველიდა, ამიტომ მამაჩემს დაურეკეს ჩემი და ჯერ პატარა იყო, მისი ღვიძლი მიმესადაგებოდა, მაგრამ მკაცრ უარზე ვიყავი. დედაჩემთან დარეკვაც არ მინდოდა იტალიიდან ფეხით ჩამოვიდოდა თბილისში. 1 საათში საოპერაციოში შემიყვანეს, მორფინით ისე ვიყავი გაბრუებული, მერე აღააფერი მახსოვდა, მხოლოდ ის მახსოვს ერთ-ერთმა ექთანმა 10 დან უკუსვლით დამეთვალა. ადამიანმა, რომელმაც თითქმის მომკლა, 4 წლის ურთიერთობის შემდეგ, როდესაც ყველაფერი კარგად გაქვს და გიცხადებს 5 წლით მივდივარო და დამელოდეო. მე ვეუბნები ისევ მიყვარხართქო, როცა გაიგო ჩემი ოპერაციის ამბავი, მარტო მეილი დამხვდა: გავიგე შენი ოპერაციის შესახებ, გამოჯანმრთელებას გისურვებ. იმდენად გამაკვირვა ამ მეილმა სრულიად დავივიწყე, როგორ შეიძლება ადამიანმა გთხოვის დამელოდეო და თვითოჯ ბედნიერი იყოს სხვაგან, როცა გიყვარს, ამიტომ უნდა დავაბრალო სპონტანურობას. ვეტყვი ხვალვე, რომ შეცდომა იყო რაც ვუთხარი. მეორე დღეს ანუკასთან წავედი დაბადების დღის სამზადისი დაწყებული კი არა დამთავრებული ქონდა. ჯობია საბას მერე ვუთხრა, არ მინდა ანუკას დაბადების დღეზე უსიამოვნობები.
- რა ლამაზი ხარ ანუკ.
- ხვალ მითხარი ეგ ხვალ.
- რომელ კაბას იცმევ?
- ახალი ვიყიდე ღია ცისფერი თეთრი ყვავილებით.
- ძალიან კარგი იქნება მჯერა.
- რა თქმა უნდა. შენ და საბა რას შვებით? - რავი მგონი ერთად ვართ.
- მგონი დეა? მგონი? უნდა იყოთ აბა რა, მაგრამ შენ თუ გინდა?!
- არ ვიცი, მითხარი შენ რა გინდა, რა გაჩუქო?
- არ ვიცი მოიფიქრე.
- კარგი, წავედი და გვიან მოვალ.
ანუკას სადარბაზოში რემონტი იყო და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავდიოდი თან ფოტოაპარატს ლინზას ვუცვლიდი და ვიღაც უცნობს დავეჯახე, ლინზა გამიტყდა და ისეთი ანრვიულებული ვიყავი ლინზის გამო გიჟივით რაღაც სიტყვებს ვიძახდი.
- დიდი ბოდიში, ვერ დაგინახე.
- როგორ თუ ვერ დამინახე, შენ გამო ახალი ლინზა გავტეხე.
- ანგარიშის ნომერი მითხარი და ჩაგირიცხავ საჭირო თანხას.
- არა გმადლობ, მე თვითონაც ვიყიდი.
არ ვიცი ისეთი სუნამოს სუნი ასდიოდა ვინც დამეჯახა გავბრუვდი, ისეთი არომატული სუნი ჰქონდა, გზაში ვფიქრობდი რა სუნამო შეიძლწბოდა ყოფილიყო, მაგრამ მისი სახეც კი არ დამინახავს, იმდენად შეშფოთებული ვიყავი, მხოლოდ თეთრი ზედა რაც დიდი ვერაფერი. გზაში დედაჩემმა დარეკა:
- რას შვები დეა?
- რავი დე, ძაან მომენატრე.
- უკვე ივლისია და არ აპირებთ შენ და ნინი ჩამოსვლას?
- 2 კვირაც დედა რაგჭირს?
- მენატრებიათ ხო იცი არა?
- ხოო დე ჩვენც ძალიან. დაგირეკავ ამ დღეებში.
- კაი დე, ნინის მიხედე იცოდე.
- კაი წავედი დედა!
მაღაზიაში შევიარე და ანუკას საჩუქარი ვუყიდე, მოგვიანებით კი ანუკასთან ავედი, ძალიან გაუხარდა, როგორც ყოველთვის 1 დღით ადრე ვჩუქნი ხოლმე საჩუქარს. 12 რომ შესრულდა ანუკას მამამ და დედამ დაგვიძახა,ერთად ავღნიშნეთ ანუკას დაბადების დღე.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent